ბარათაშვილი (სრულად)
ყველაფერი სკოლაში დაიწყო.მერაბ ბარათაშვილი ერთ-ერთი იმათთაგანი იყო ყველას რომ მოსწონდა და გოგონები კისერზე ეკიდებოდნენ.მე მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს მეც მომწონდა იგი ფარულად,ისე რომ უახლოეს მეგობრებთანაც არ ვამჟღავნებდი. თავდაპირველად თეატრში ვნახე,ნოდარ დუმბაძის “ჰელადოსში” იანგულის როლს ასრულებდა,მე და დედა ვიყავით სპექტაკლზე. მისმა სცენის მანერამ,საოცარმა მეტყველებამ და რაღა დავმალო გარეგნობამ პატარა გოგო მომნუსხა და სამუდამო სიყვარულის მორევში ჩამაგდო.დედაჩემმა მითხრა ეს ბიჭი შენი სკოლელი არ არისო?თავად ჩემზე ადრე იცნო, შორიდან თავდაპირველად ვერ შევიცანი,მერე ჩემი რამდენიმე სკოლელი დავლანდე პარტერში და ყველაფერი ცხადი გახდა.მაშინ ბარათაშვილი მეთერთმეტე კლასში იყო. მაღალი,სუსტი,შავი ხუჭუჭა თმებითა და ნამდვილი ვაჟკაცური აღნაგობით ბევრი გასდიოდა,როგორც სკოლაში ისე მის გარეთ. აგვიანებდა,სწავლით თავს არ იკლავდა, მანდატურებთან და მასწავლებლებთან საქმე რთულად ჰქონდა სულ, მაგრამ დირექტორი მამამისის მეგობარო გახლდათ და არასოდეს ისჯებოდა საკადრისად,რაც მაცოფებდა.თავისი ბანდა ჰყავდა. ძირითადად მის პარალელებს,მეთორმეტე, მეათე,მეცხრე კლასელებს მოსწონდათ იგი, მე გვიან გავწევრიანდი მათ ლიგაში და გონზეც გვიან მოვედი.მის ორ მეგობართან ერთად ხან რომელ გოგოს აბამდა,ხან რომელს.საშინლად მომხიბვლელი ღიმილი ჰქონდა,თუმცა ყველაზე უკეთ რაც გამოსდიოდა ეს ქართული ცეკვა იყო.კავკასიური აღნაგობა მეტად უწყობდა ხელს და თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ანსამბლში ცეკვავდა,ორჯერ ვნახე მისი ცეკვა ზუსტად. მე ბიძაჩემის დაბადების დღეზე ვიყავი რესტორანში,ის კი ცეკვის კურსელებთან ერთად აღნიშნავდა წარმატებით ჩატარებულ კონცერტს. გულმა რეჩხი მიყო და გაფაციცებული ვაკვირდებოდი მის ყველა მიხვრა-მოხვრას. მოღიმარი სახე ცეკვის დროს კაცივით უსერიოზულდებოდა,მგელს შეადარებდით. მაღალი სხეული კი ისე იხდენდა ცეკვას, სულ შავები ეცვა მაშინ,ჩემებიც კი ამბობდნენ ვინ არის ეს საოცარი ბიჭიო,იმხელა ანსამბლიდან სწორედ ის გამოარჩიეს. ალბათ მაშინ ამიჩქარდა გული მეორედ სხვაგვარად.საკუთარ თავს მადლობა გადავუხადე კარგად,რომ მეცვა მაგრამ ზედ არც შემოუხედავს,მეგობრებთან ერთად ერთობოდა და სვამდა,სახიდან ღიმილი არ მოშორებია და ნუშის გულისფერი კბილები უჩანდა. ძლიერ ვინატრე მაშინ იგი.თუმცა პატარა ვიყავი,ვიცოდი არაფრად არ ჩამაგდებდა და ჩემთვის ვინახავდი მისდამი გრძნობებს, ვერ ვამხელდი მცხვენოდა ის ბიჭი რომ მომწონდა, რომელიც ყველასთვის სასურველი იყო. დერაფანში ვუყურებდი ხოლმე,სკოლაში მის გამო მიხაროდა წასვლა. იანგულის როლი კიდევ ბევრჯერ შეასრულა, არცერთი სპექტაკლი არ გამომიტოვებია მთელი წელი,მივდიოდი და მისით ვტკბებოდი. ისეთი მომაჯადოებელი იყო გულს მითბობდა, გული კი მიკვდებოდა,რომ ვიცოდი დალაპარაკებაც შეუძლებელი იყო. მეცხრე კლასის დასასრულს ჩემი კლასელის ლევანის დაბადების დღეზე წავედი მასთან ბინაში,საკმაოდ დავიგვიანე,რადგან მეც ქართულ ცეკვაზე დავდიოდი და რეპეტიციას ვერაფრით გავაცდენდი.თითქმის ცრა საათი იყო ლევანთან რომ მივედი. -მაპატიე!რეპეტიციას ვერ გავაცდენდი! გილოცავ და მიყვარხარ!-სწრაფად მივაყარე კარებში და მკაცრი სახის მქონე ბიჭს გადავეხვიე.ოთახიდან ხმაური,ბევრი საუბარი და სიმღერა გამოდიოდა. -კარგი,კარგი.-თვალები აატრიალა და ოთახში შემიძღვა.დიდი სუფრა დამხვდა იქ,მისაღებში მაგიდა გაეშალა და გოგო-ბიჭებიც გავსებულიყო. -გამარჯობა.-მორცხვად ვთქვი და ლამის გულმა დამარტყა მერაბ ბარათაშვილი რომ დავინახე ერთ-ერთ სკამზე მოღიმარი. -ნუციკო სად ხარ ამდენ ხანს?-ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა გადმომძახა. -რეპეტიცია მქონდა.-ჩავილუღლუღე და ვეცადე თავი ხელში ამეყვანა. -ტორტი ჯერ არ გამიჭრია,შენ გელოდი.-თბილად მითხრა. ლევანმა სკამი მომიტანა და მაგიდასთან დამსვა,ყელში ლუკმა არ გადამდიოდა.ვერ ვხვდებოდი რა უფრო მინდოდა გაქრობა თუ იქ ჯდომა და მისი ცქერა.მხოლოდ ერთხელ შემომხედა,მერე გააგრძელა საუბარი ვიღაც ბიჭთან,ვეცადე ნაცნობ გოგოსთან გამება საუბარი,ოღონდ უაზროდ ვუქნევდი თავს და თვალები ბარათაშვილისკენ გამირბოდა. მეგონა ირგვლივ ყველა ხვდებოდა,რაც მჭირდა.მაისის საღამოს მიუხედავად ღუმელივით ვხურდი. ტორტი მალევე გაჭრა,ვუმღერეთ ლევანს და დავინახე როგორ მოიმარჯვა ერთ-ერთმა ბიჭმა ხისფერი გიტარა ხელში. ვლოცულობდი,ოღონდ სიმღერა არ დამაძალონთქო და მადლობა ღმერთს ლევანმა გამითვალისწინა. -შავთვალა ხუჭუჭთმიანი, ჩემს გულში შემოპარულა, იგი ოცნების ზღვა არის, მე მასზე ვფიქრობ ფარულად… ამ სიმღერამ ისე იმოქმედა ჩემზე, მინდოდა მიწას ჩავეტანე.იმ მერაბზე ვფიქრობდი წინ, რომ მეჯდა და უდარდელად იღიმოდა.თეთრი მაისური ეცვა,საშინლად უხდებოდა,ხელზე ვერცხლისფერო საათი ეკეთა. -შევხვდები და ვეტყვი,ო,როგორ მიყვარხარ, შენთვის ძგერს ეს გული, შენ ჩემი ოცნების ფარული გოგო ხარ, და ჩემი სიყვარული…-აგრძელებდნენ ისინი, ჩემი გონება ჩემებურად ცვლიდა ტექსტს და გოგოს ნაცვლად ბიჭს აყენებდა. მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე სიგარეტის მოსაწევად რომ გავიდნენ აივანზე და გოგონები დავრჩით. ვიგრძენი დაძაბული მხრები როგორ მომიდუნდა და თითქოს სუნთქვა დავიწყე. მარიამთან გავაბი ბაასი ისე,როგორც შევძელი და მართლა ვერ ვხვდებოდი რა უფრო მინდოდა წასვლა თუ დარჩენა. მისი ხმა მესმოდა შორიდან,ისეთი ბოხი და მამაკაცური იყო,არადა მაშინ მხოლოდ ჩვიდმეტი წლის იყო,თუმცა ასაკთან შედარებით დიდი შეხედულება ჰქონდა. ბიჭები ეკითხებოდნენ თეატრში რა ხდებაო, კიდევ ანსამბლში,ისიც პასუხობდა. მაინც წასვლა და მისგან შორს ყოფნა ვარჩიე, რადგან ვგრძნობდი სული როგორ მეხუთებოდა. -ლევან,მე წავალ,უკვე გვიანაა.-მორიდებით ვუთხარი და ჩანთა ავიღე. -მოიცა,მოიცა,მართლა გვიანია.-თავი გააქნია.-მარტო ხომ არ წახვალ?მერაბიც მიდის,ერთი გზა გაქვთ და გაგაცილებს.-მეგონა უარესი ვეღარაფერი მოხდებოდა,მაგრამ მოხდა. რეალურად ეს უნდა გამხარებოდა,იმ ბიჭთან ახლოს ყოფნა რომელიც მომწონს,თუმცა შორს ყოფნა მერჩივნა,ვიცოდი რაღაც სისულელეს ვიტყოდი და საშინელი უხერხულობა ჩამოწვებოდა ჩვენ შორის. -არა,გთხოვ!რატომ ავალდებულებ?მარტო წავალ შორი ხომ არაა?-გასვლა დავაპირე. -მეც მოვდივარ!-გაისმა მისი ხმა და ორივემ მას შევხედეთ. ყველას დავემშვიდობეთ.მეგონა ჩემი გულისცემა მასაც ეცმოდა,ცოტა შეზარხოშებულიც იყო,სასიამოვნო სუნამოს სუნი ასდიოდა.ლევანმა არ ვიცი,რატომ მაგრამ ჩემი მისამართი უთხრა,მანაც თავი სერიოზულად დაუქნია და გზას ერთად გავუყევით. -რომელ კლასში ხარ?-მკითხა. -მეათეში გადავდივარ.ლევანის კლასელი ვარ.-ვუპასუხე და ვერ ვიჯერებდი,რომ დიალოგო გვქონდა. -რა პატარა ყოფილხარ.-ჩაიცინა. -ლევანი არ არის პატარა?-მიკვირს როგორ შევძელი ენის დატრიალება. -კი,უბრალოდ,შენ უფრო დიდი მეგონე.არ ვიცოდი ჩემი სკოლელი თუ იყავი.-მხრები აიჩეჩა.-რა ქვია? -ნუცა. -შენნაირი სახელია.-მითხრა ისევ ღიმილით. ვერ გავიგე ამით რა იგულისხმა.-მე მერაბი ვარ, გვიან რომ მოხვედი გაცნობა ვეღარ მოვახერხეთ. -არაუშავს,ვიცი ვინც ხარ.შენი თამაში მაქვს ნანახი.-სტადიონზე მოთამაშე ბავშვებს გადავხედე და ბაღში მოსეირნე ხალხს.ორმა ჭიქა ლიქიორმა კი თავისი ქნა და გაბედულად ველაპარაკებოდი დაძაბულობის მიუხედავად. -ჰელადოსი? -ჰო,მომეწონა.-ახლა მე ავიჩეჩე მხრები. მეტი არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის, თავაზიანად დამემშვიდობა და ისე დამტოვა ჩემ სადარბაზოსთან. მთელი ღამე თეთრად გავატარე.თვალი ვერ მოვხუჭე და აივანზე სულელივით გაღიმებული ვცდილობდი ყველა დეტალის გახსენებას. თითქოს ოცნება ამიხდა. ვინატრე ნეტავ ახლა იწყებოდეს სექტემბერი და კიდევ შევხვდე სადმეთქო,თუმცა თბილმა ჰაერმა და ეზოში ამოსულმა ყვავილებმა საპირისპირო დამიმტკიცა.ისე მინდოდა ვინმესთვის მეთქვა,მაგრამ ვერ ვბედავდი და მეშინოდა რომ წამართემვდნენ იმას,რაც არ მქონდა და არასოდეს მექნებოდა. მეორე დილას სკოლაში არ გამოცხადაა ბარათაშვილი,ან რატომ მოვიდოდა?მაისის ბოლო იყო და მხოლოდ ჩემნაირები დადიოდნენ,მაგრამ ერთ დღეს მაინც გადავეყარე დერეფანში.თავის საკლასო კარებთან იდგა მის ორ მეგობარს მგონი გიორგისა და ნიკას ელაპარაკებოდა. ვუყურებდი როგორ უმზერდნენ გოგონები მას და ძალიანაც ეტყობოდათ.მერე მერაბმა ბიჭებს მხარზე ხელი დაჰკა და კიბეებისკენ წავიდა,რათა ქვევით ჩასულიყო მეორე სართულზე,მანამ კი ჩემი კლასი უნდა გამოევლო,მაინტერესებდა თუ მომესალმებოდა.მომიახლოვდა თუ არა თვალი ჩამიკრა მე კი ძალაუნებურად გამეღიმა. მოსწავლეების რეაქციიდან გამომდინარე ეს რამდენიმემ მაინც დაინახა და სიხარულისგან ზეცას ვეწიე. ცოტა ხანს ლაპარაკობდნენ ეს პატარა მეცხრე კლასელი გოგო ვინ არისო,თუმცა არდადეგების დაწყებისთანავე დავავიწყდი ყველას. მე კი მთელი ზაფხული არ მომშორებია მასზე ფიქრი.ყველგან მისი სახელი მესმოდა და მელანდებოდა.სულ ის სიმღერა მხვდებოდა მაშინ რომ იმღერეს სუფრაზე “შავთვალა ხუჭუჭთმიანი” და გული მითბებოდა. ლევანის დაბადების დღეზე ვფიქრობდი სულ,როგორ იქცეოდა სუფრაზე,როგორ გამაცილა,ჩვენი მოკლე დიალოგი,მისი ღიმილი და თვალწარმტაცი სხეული.სულ,სულ იმ სიმღერას ვღიღინებდი და თან ვფიქრობდი სკოლას რომ დაასრულებდა მერე სადღა ვნახავდი,მოკლედ სკოლის დაწყებას სულმოუთქმელად ველოდი. აგვისტოს ბოლოს ბათუმში მოვკარი თვალი, ბულვარში სეირნოვდა ნიკასთან და გიორგისთან ერთად.მე ოჯახთან ერთად ვიყავი და ანერვიულებულმა თვალი სწრაფად ავარიდე,ნახევრად შეხსნილი პერანგი ეცვა და გარუჯული კანი მეტად მიმზიდველს ხდიდა,ვიდრე ჩვეულებრივ იყო.ირგვლივ ყველა ხუჭუჭა ბიჭი ის მეგონა. ზაფხულზე ტანი ავიყარე,მოვიკელი და მეტად დავიხვეწე,ვგრძნობდი უკვე როგორ მიყურებდნე უცხო ბიჭები ირგვლივ,თავი მიმზიდველად მიმაჩნდა. სკოლა კი არა და არ იწყებოდა ჩემს ჯინაზე! ვეღარც ბარათაშვილი ვეღარ ვნახე,არადა იმდენჯერ გამოვისერინე იქნებ თვალი მომეკრა სადმე. მამამ ბევრი ახალი ტანსაცმელი მიყიდა და კმაყოფილების ჟამს დადგა სანატრელი სექტემბერი.ჭკუაზე არ ვიყავი,ერთადერთი ვიყავი,ვისაც სკოლის დაწყება ასე უხაროდა. პლუს,იმდენი კომპლიმენტი მივიღე გარუჯულ სხეულზე და ზოგადადაც,მეც ვატყობდი ცვლილებას ჩემს თავში,მაგრამ სხვიგან ამის მოსმენა მეტად სასიამოვნო იყო. ჩემი ბედნიერება ფუჭი აღმოჩნდა,რადგან აბიტურიეტი მერაბი თვეში რამდენჯერმე თუ გამოჩნდებოდა სკოლაში,ასევე შოკში ჩავარდა მთელი სკოლა რომ გავიგეთ ბიზნესზე აბარებდა,არადა ბარათაშვილი ხელოვნების მოციქულად ითვლებოდა ჩვენთან. თუ მოდიოდა აღარ დასთამაშებდა სახეზე ის ლაღი ღიმილი,თეატრიდანაც წამოვიდა, იანგულს ახლა სხვა თამაშობდა,რის გამოც აღარ გამიხედავს სპექტაკლისკენ,არადა მთელი ზაფხული ჰელადოსს ვკითხულობდი. მოკლედ,სრულებით შეიცვალა მერაბი.არც გამარჯობას ამბობდა,არც დადიოდა,კაცმა არ იცის რას აკეთებდა,მეტად დასერიოზულდა და მკაცრი სახე მეტად დაუკაცდა,ოღონდ ვერავინ ხვდებოდა ხასიათის თუ ასაკის გამო. რა თქმა უნდა,ამან ჩემზეც იმქომედა და სულ ძალით დავდიოდი სკოლაში,პარალელ კლასელს მოვეწონე და ისიც მაღიზიანებდა, სწავლას მოვუკელი,მხოლოდ ვცეკვავდი და ვმღეროდი. დეკემბერში მეორედ ვნახე მისი ცეკვა. მამიდაჩემის დაბადების დღე ტრადიციულად რესტორანში აღვნიშნეთ,სადაც მერაბი დამხვდა.ისევ შავები ეცვა,თმა შეეჭრა და ხუჭუჭა თმით ვეღარ შევიცანი,მისი სიარულის მანერა მეცნო და ზურგი.მერე იცეკვა.ისიც დაბადების დღეზე იყო.შევადარე წინა წლის და ახლანდელი მისი ცეკვა და ისე განსხავებოდა,როგორც მზე და მთვარე. ახლა მეტად უხეში იყო მისი მოძრაობები, მგონი კიდევ გაზრდილიყო სიმაღლეში, ზუსტად ვერ ვიტყოდი.ხელებსა და ფეხებს ისე ჭიმავდა გული მიფანცქალებდა სიამოვნებისგან.მე შემრცხვა და არ ვიცეკვე, არც ის მინდოდა თვალში მოვხვედროდი და არც დავუნახივარ დიდი ალბათობით.ისე მიხაროდა ჩემთვის,პატარა სულელ გოგოს. დედაჩემმა ისევ იცნო,მითხრა წადი შენც იცეკვე ტყუილად ხომ არ დადიხარო,მაგრამ კუსავით შევყავი თავი ჯავშანში და წასვლამდე ვიმალებოდი. სკოლა,რეპეტიცია,სახლი. სკოლა,რეპეტიცია,სახლი. ეს იყო მთელი წელი ჩემი ცხოვრება,სანამ ისევ მაისი და ლევანის დაბადების დღე არ მოვიდა. ვიცოდი ბიჭი აუცილებლად გადაიხდიდა და სავარაუდოდ,ბარათაშვილიც იქ იქნებოდა. ამჟამად მეტად გამოვიპრანჭე და არც დამიგვიანია. -გილოცავ ლევან!ჯანმრთელობასა და დაჭკვიანებას გისურვებ!-გადავეხვიე მეგობარს. -ოხ სილაგაძე!-თავადაც გადამეხვია.-მადლობა. ისევ დიდ მისაღებში შემიყვანა და თითქოს ერთი წელი კი არა ერთი დღე გასულიყოს იმ დღიდან.ნაცნობ სახეებს მივესალმე,მაგრამ ნაცნობი ხუჭუჭა თმა ვერ ვიპოვე.ხასიათი მაშინვე წამიხდა,პირი ვერაფერს დავაკარე, ვერც დავლიე,სულელად ვიგრძენი თავი და იმედგაცრუებია დიდი გორგალი გადავყლაპე. საათმა ათს ჩამოკრა და ზუსტად მაშინ შემოვიდა ოთახში ბარათაშვილი თავისი საფირმო ღიმილით. -მიიღე სალამი თავადო ლევან!-უთხრა იუბილარს და საჩუქარი გაუწოდა ხუჭუჭამ. -მივიღებ სალამს თავადო მერაბ!-ხუმრობითვე უპასუხა ჩემმა კლასელმა და ყველამ გაიცინა. მე თავიდან დავიმუხტე თითქოს და ხასიათზე მისი გამოჩენისთანავე მოვედი.ბოლოს დეკემბერში ვნახე,მას შემდეგ კიდევ შეცვლილიყო,წვერი წამოსვლია,თმა მოზრდია ზუსტად ისე მე რომ მიყვარს და თავისი თვალწარმტაცი ღიმილიც დაებრუნებინა. ისევ იქ დაჯდა სადაც შარშან,გონებაარეეული ვიხსენებდი იმ დღეს და ვფიქრობდი,თან მის მამაკურობას ვაკვირდებოდი. -სად დაიკარგე?-კითხა ერთ-ერთმა,მგონი საბა ერქვა. -აბიტურიენტი კაცი ვარ,ისეთი მოცლილი კი არ ვარ.-იხუმრა. -შენც ახლა არ მეცადინეობდე.-ხელი აიქნია ლევანმა და ბარათაშვილის ნაჩუქარი საათი გაიკეთა მაჯაზე,თან გახარებული გვანახებდა ყველას. ის ჟრიამული დაბრუნდა,რაც წინა წელს.მეტად თავისუფალი ვიყავი ახლა და ვცდილობდი მომენტით მიმეღო მაქსიმალური სიამოვნება. ისე მენატრებოდა მისი ხმა… -აბა რა ვიმღეროთ?-იკითხა საბამ და გიტარა მაშინდელივით მოიმარჯვა. -მერაბს არ მივუძღვნათ ერთი სიმღერა?-ლევანმა ჩაიცინა.მინდოდა მეყვირა “შავთვალა,ხუჭუჭთმიანი” ვიმღეროთთქო, თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეყვირა.თითქოს საბას თავად გაახსენდა და ნაცნობი მელოდიის ფონზე კატასავით გავიტრუნე კმაყოფილი. -შავთვალა ხუჭუჭთმიანი, ჩემს გულში შემოპარულა, იგი ოცნების ზღვა არის, მე მასზე ვფიქრობ ფარულად…-სიმღერას ბარათაშვილის სიცილი მოყვა. ისეთი ბედნიერი ვიყავი იმ წამს,ისე მიხაროდა იქ ჯდომა,თავი სამოთხეში მეგონა და ვგრძნობდი უკვე როგორ მენატრებოდა ეს დღე. ოცდაექვსი მაისი,საქართველოსა და ლევანის დღეა,მე კი ყველაზე ბედნიერი ვარ ამ დღეს. ვიცი მთელი ცხოვრება კარგად გამახსენდება ეს თარიღი…ეს სიმღერა. სახლური გარემო იყო,გიტარა,სუფრა, სადღეგრძელოები,სიგარეტი,სიცილი,მაისის თბილი საღამო.მერაბ ბარათაშვილი ჩემ წინ. ერთხელ ჩამხედა თვალებში და შორიდან გამიღიმა მკრთალად,რას არ მივცემდი ახლოდან რომ დამენახა მისი შოკოლადისფერი თვალები,მიწისფერი რომ დაჰკრავს. იმ დღეს დაუვიწყარი მოგონებები შევიძინე, ბევრი ვიმღერეთ და ვითამაშეთ.პირველი სიგარეტი მომაწევინეს ჩემი დიდი თხოვნის შემდეგ და ბევრი ვიცინეთ,მერაბის სიგარეტი იყო,თავისი თლილი თითებით გამომიწოდა და ჩამიღიმა.ჩემი ხველების გამო ბევრი ვიცინეთ. ორ საათამდე არ დავშლილვართ,ერთადერთმა ფხიზელმა მარიამმა დაგვარიგა სახლში თავისი მანქანით,ეს იყო და ეს. ბოლო ზარი ჩვულებრივი და უცერემონიო იყო, მერაბს ჩუმად დავაწერე თეთრ პერანგზე “ჩემი ჰელადოსი” და მოვკურცხლე არავის,რომ არ შევემჩნიე. საღამოს სახლში გულნატკენი დავჯექი აივანზე, ვფიქრობდი და ვიაზრებდი,რომ კიდევ ორი წელი უნდა გამეტარებინა მერაბის გარეშე სკოლაში.გული მტკიოდა,რომ ვიცოდი ვეღარ ვნახავდი,მის სიცილს ვეღარ გავიგონებდი და ის ხვეული თმა?ჩემი საყვარელი…თბილისის ანძას ვუყურებდი და მასზე ვფიქრობდი. -და ჩემი სიყვარული…და ჩემი სიყვარული…-ვღიღინებდი ჩუმად საყვარელ სიმღერას,რომელიც ერთადერთი რამ იყო, რაც მისგან დამრჩა. როგორც ვივარაუდე ზუსტად ისე წავიდა ის წელი.საშინელება იყო,მხოლოდ ლევანს ველაპარაკებოდი,მინდოდა მისგან მერაბზე რამე გამეგო,მაგრამ კითხვის მეშინოდა ვაი თუ რამე შემატყოთქო. მომდევნო ოცდაექვსი მაისი დადგა,მაგრამ ბარათაშვილი არ გამოჩნდა,სიმღერა მაინც ვიმღერეთ. კიდევ მოვიდა მაისი,ოღონდ მერაბ ბარათაშვილი არა და ამ წელს არც ტრადიციული სიმღერა აღარ გვიმღერია.თითქოს მუხტი დაეკარგა ამ დღეს, სკოლა დავამთავრეთ,თუმცა არ მიხაროდა. -მოვა მაისი შენ კი აღარ დამელოდები, და მე არ ვიცი რა მეშველება.-ღიღინებდა ლევანი. -გაჩუმდი,გთხოვ.-ძალიან იმოქმედა ამ ტექსტმა ჩემზე,რადგან მაისი მერაბის გამო მიხაროდა ახლა კი მეორე მაისი დადგა და ისევ არ მინახავს. სკოლის დამთავრებას აქამდე თუ სულმოუთქმელად ველოდი,ახლა წასვლა აღარ მინდოდა. -მიჭირს ამ დერეფნის დატოვება.-მელანქოლიურად ვთქვი ჩემთვის. ჩემი კლასის კართან ვიდექი,ზუსტად ისე როგორც ყოველთვის,როცა ბარათაშვილის კლასის კარს ვუყურებდი და მას ველოდი. -მე კი ისე მიხარია!-ვერაფერს ვერ ხვდებოდა ლევანი და არც ველოდი რომ ჩემ გულისტკივილს გაიგებდა. ყველგან მას ვხედავდი,ჩემ ხუჭუჭას.ეს სკოლის კედლები მქონდა დარჩენილი მოგონებად,ახლა კი ესეც აღარ მექნებოდა… რაღა დამრჩებოდა?ერთი სიმღერა?თვალები ამიცრემლიანდა. ბოლოჯერ მოვავლე ნაცრისფერ კედლებს თვალი და ვეცადე ზუსტად დამემახსოვრებინა თითოეული კუთხე-კუჭული,ბზარი,სურათი. -წავიდეთ.-ვთქვი ჩუმად და სამუდამოდ წამოვედით სკოლიდან. ნელ-ნელა რეალობასთან შეგუება დავიწყე. თავს ვაიძულე გამეაზრებინა ის,რომ მე და მერაბი არ არსებობდა.ისიც არ ვიცოდი სად იყო,რას აკეთებდა,მის პიროვნებასაც არ ვიცოდი,მე დავხატე რაღაცები ჩემს გონებაში. ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე,პარალელურად ვცეკვავდი და ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანსამბლს შევუერთდი პირველ კურსზე.თავიდან ძალიან რთული იყო, ახალი ბავშვები,ახალი ცეკვები,მაგრამ დროთა განმავლობაში გავიცანი ყველა და მივხვდი ახალი სახლში შევიძინე. მესამე მაისი დადგა მერაბის გარეშე,მაგრამ აღარ მიღელვია.თითქოს დრომ შემაჩვია მის გარეშე ყოფნამ,ლევანი ცხრამეტი წლის გახდა და ახლა უკვე რესტორანში გადავინაცვლეთ. ბევრი ვიცეკვეთ,ვიმღერეთ,დავლიეთ. ხუჭუჭა არც მაშინ მოსულა,ახლა აღარავის უხსენებია. მეორე კურსი კიდევ უფრო უკეთესი აღმოჩნდა. სტუდენტობას შეჩვეული თავისუფლად დავდიოდი უნივერსიტეტში,ანსამბლში ხომ საერთოდ,გოგონებსა და ბიჭებს იმაზე მეტად დავუახლოვდი, ვიდრე ოდესმე ვინმეს. მართლა იდეალურად მიდიოდა ცხოვრება,რომ არა ერთ დღე,როდესაც დარბაზის კარი მერაბ ბარათაშვილმა შემოაღო. ხუჭუჭა თმით მაშინვე ვიცანი ვინც იყო. სხეული ვულკანივით ამიხურდა,ლოყებზე ვარდსიფერი დამედო,ფეხები მომეკვეთა და მუცელშიც უცნაურმა გრძნობამ დამიარა. -ბავშვებო ეს მერაბ ბარათაშვილია. წლევანდელ გასტროლზე ისიც ჩვენთან ერთად წამოვა.-თქვა თენგომ,ქორეოგრაფმა და ხუჭუჭას ბაასი გაუბა,მივხვდით იცნობდა. -ჩემი სკოლელი იყო.-ვუთხარი ნათიას,მას შემდეგ რაც ჭორაობა დაიწყეს. -იცნობ?-მკითხა.არ ვიცოდი ამაზე რა უნდა მეპასუხა,რადგან დარწმუნებული არ ვიყავი მომესალმებოდა თუ არა. შევცდი,მერაბმა მთელი დარბაზი გადმოკვეთა, ჩემთან მოვიდა და კარგო ნაცნობივით გადამკოცნა.ისე მესიამოვნა,ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვარ მასთან,შოკში მყოფმა მხოლოდ გავუღიმე. მის ახოვან სხეულს დავაკვირდი კიდევ რომ გაზრდილიყო.აზიურები ეცვა და სარეპეტიციოდ მზად იყო.გული შემიქანდა, არ მჯეროდა აქ რომ იყო.საღამოს დენდარტყმულმა დავურეკე ლევანს და მომხდარი მოვახსენე. -ჰო,ვიცი.ახალი ჩამოსულია გერმანიიდან.-მიპასუხა მან. არ ვიცოდი სასწავლებლად თუ იქ იყო წასული,ბიზნესის კურსები მართლა დაუმთავრებია. აი ამიტომ არ მხვდებოდა თურმე არსად და ამიტომ არ მოდიოდა ოცდაექვს მაისს ლევანის დაბადების დღეზე,ამიტომ არ უკვირდა ეს არავის. პირველი კვირა ჩვეულებრივი იყო.ვეჩვეოდი მის თავიდან დანახვას,სკოლა გამახსენდა, წარსული დრო,როგორ გამაცილა,დერეფნები, ჰელადოსი,სიმღერა… რა თქმა უნდა,ჩვენ არ ვლაპარაკობდით. თავად ყველა გაიცნო,საოცარი ურთიერთობა დაამყარა ყველასთან,ეს არც გამკვირვებია ამის დიდოსტატი გახლდათ. ზოგჯერ მეგონა თვითონ მარიდებდა თავს,ან მე ვარიდებ და მას ვაბრალებ…როცა საქმე მასზე მიდის არაფერი ვიცი ზუსტად. გასტროლის დღე დადგა,ორი კვირით მივემგზავრებოდით იტალიაში.სიხარულისგან ცას ვეწიე გაფრენის დღე რომ მოახლოვდა და ალბათ პირველი მე ავედი თვითმფრინავში. ეს არ იყო საკმარისი და გვერდზე ხუჭუჭა მომიჯდა. -აქ რატომ ჯდები?-სულელივით ვკითხე. -რადგან ჩემი ადგილია.-ჩაიცინა. თავი იდიოტი მეგონა.დაჯდომისას ნაცნობი სურნელი გადმოაფრქვია და ძველ დროში დავბრუნდი.მთხოვა რამე მომიყევიო,სკოლის მერე რას შვებოდით შენ და ლევანიო. -საინტერესო არაფერი,როგორც ყველა ჩვენც ისე.-ვუპასუხე.-შენ უფრო გექნება მოსაყოლი.-მხრები ავიჩეჩე. -მეზიზღება გერმანია.-მოკლედ მითხრა და თვალი ამარიდა. -არ მეგონა ბიზნესზე თუ ჩააბარბდი,ისე კარგად თამაშობდი მეგონა თეატრალურზე ჩააბარებდი ან ცეკვას გაყვებოდი.-გულახდილად ვუთხარი. -მინდოდა კიდეც,მაგრამ მამაჩემმა ულტიმატუმები წამომიყენა და იძულებული ვიყავი.-თვალებში შემომხედა.ასეთი ლამაზი თვალები არასოდეს მინახავს,ისეთი შოკოლადისფერი და თბილი იყო.-პლუს, რაღაც შარში გავეხვიე…-თვალები აატრიალა. -რა შარში? -კაცების თემაა.-მითხრა და ორივემ გავიცინეთ. -ლევანის დაბადების დღეზე ყველას გვაკლდი. -ალბათ მხოლოდ შენ.-თვალი ჩამიკრა.მე კი ავხურდი და ავწითლდი.-გაწითლდი.-ჩაიცინა.-მაშინაც ასე დაგემართლა სულ პირველად,რომ დამინახე ლევანთან.-მითხრა და ლოყაზე მიჩქმიტა. გულმა დამარტყა,თავი საშინლად ვიგრძენი, ესეიგი შემეტყო ახლა კი უარყოფის გარდა არაფერი დამრჩენოდა. -რა სისულელეა!-თვალები ავატრიალე.-ნუ იცინი!-ვუთხარი ხმამაღლა გაღიზიანებულმა და ხელები ბრაზისგან გადავაჯვარედინე. -ისევ ისეთი საყვარელი ხარ. -საყვარელი არ ვარ.-უარვყავი.-იცი რა?თავი დამანებე. ის კი აგრძელებდა სიცილს და ვგრძნობდი შინაგანად რა ბედნიერი ვიყავი,ამდენი წლის განმავლობაში,თითქოს ეს მაკლდა. მთელი ფრენა აღარ ამოგვიღია ხმა,ჩემს მხრაზე ეძინა,მე კი მის ხუჭუჭა თავზე მედო თავი. ახლა პატარა ნუცას ეს რომ დაენახა სიხარულისგან გაგიჟდებოდა.მე კი უბრალოდ არ მჯეროდა რაც ხდებოდა ჩემს თავს. პირველი ერთი კვირა ძალიან დატვირთული იყო, ვუყურებდი როგორ იცმევდა შავ ჩოხას და ვხვდებოდი მსგავსად არავის უხდებოდა. მეტ მამაკაცურობას სძენდა და რაც მთავარია, ქართველ ვაჟკაცს ჰგავდა. -ფაფახი სულ არ გჭირდება.-კომენტარი გაუკეთა ერთ-ერთმა მოცეკვავემ მერაბს. მე ოსურის კაბა მეცვა და კულისში ვიდექი. ქამარ-ხანჯალი შემოიჭირა წელზე და ვიგრძენი სუნთქვა როგორ შემეკრა. -ქართული ტანისამოსი ძალიან გიხდება.-მითხრა როცა გვერდზე ამომიდგა. -მადლობა,შენც.-ვუთხარი მორცხვად. ბოლო კონცერტი ჩავატარეთ ამ კვირაში.ჩემი ფორმები არჩილმა გამომართვა,მას მოჰქონდა და მადლობა გადავუხადე.გვერდით ამოვუდექი და საუბარი გავუბი,ბევრი მაცინა, ვიღაც იტალიალი აკიდებია და ძლივს მოუცილებია,მერე ფორმა გამოვართვი და ოთახში ასასვლელად მოვემზადე,თან მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე. -საუკეთესო ხარ!-ლოყაზე ომახიანად ვაკოცე. -ყველას ასე ეუბნები ვისაც შენი ფორმა მოაქვს?-მოულოდნელად მესმის ბარათაშვილის ხმა. -შემეშინდა!-გულზე ხელი მივიდე.-მადლობა გადავუხადე,სულ ეს არის. -მადლობას ყველას ასე უხდი?-ისევ მკაცრად მკითხა. -რა პრობლემა გაქვს?-ვკითხე და კარები გავაღე,ოთახში შევედით. -მე არა,მას გაუჩნდება,შენ კი უკვე გაქვს.-მითხრა და ხელები გადააჯვარედინა. მეტად მკაცრად შემომხედა. -ვერ გავიგე?შენი აქ ყოფნა არ შეიძლება. -კოცნა ზედმეტი იყო.-არ ცხრებოდა. -ვისაც მინდა იმას ვაკოცებ!წადი, არ შეიძლება შენი აქ ყოფნა.-ხელი ვკარი. -რა საყვარელი ხარ როცა ბრაზდები.-იცინოდა, მე გამაღიზიანა,ის კი იცინის. მეორე დღეს აუზზე წავედით,სადაც მისი სხეული ვიხილე. მკერდზე ახლა მართლა ჰქონდა ამოსვირინგებული ჰელადოსი. ისევ გამახსენდა ყველაფერი,წარსულში დავბრუნდი. ხმას არ ვცემდი,რუჯს ვიღებდი შეზლონგზე და იტალიელებს ვათვალიერებდი.არჩილიც მომიჯდა გვერდით ცოტა ხანს.მაგრამ მალევე წავიდა ჩემი უგუნებობა რომ შეამჩნია,სწორედ მაშინ მოვიდა ბარათაშვილი ჩემთან. -გაბუტული ხარ?-მკითხა ისე,რომ არც შემოუხედავს.ლურჯი საცურაო შორტი ეცვა და შავი რეიბანის სათვალე ეკეთა.-კარგი რა ნუციკო…-თითი ლოყაზე მომადო.-ჯობია არ გამაბრაზო.-მეორე მცდელობის შემდეგ მკაცრად მითხრა. -არა,სჯობს ეს მე არ გამაბრაზო.-თითი ავუქნიე.-მე აქ შენი კონტროლი არ მჭირდება. -კარგი,უბრალოდ,არჩილი არ მომწონს. ცივი ყავა მომიტანა, ჩუმად გადავუხადე მადლობა და გამოვართვი. მეორე დღესაც თავისუფლები ვიყავით, გოგონებთან ვაპირებდი საღამოს გატარებას, ვსეირნობდით.ნათიას მომხდარი მოვუყევი მერე საერთოდ ყველაფერი დავფქვი, პირველი ადამიანი იყო რომელსაც ამდენი წლის გულში ნადები მოვუყევი. -იეჭვიანა?-ამბობს და ჟელატოს ჭამს.-ალბათ მოსწონხარ. -რა სისულელეა!-გავიცინე და ლამაზ ქუჩას თვალი მოვავლე. -სისულელე რატოა?შენ თავი ისევ მეცხრე კლასში ხომ არ გგონია?გაიზარდე ნუცა! რატომ არის ასეთი არარეალური?აბა არჩილს რას ერჩის?მით უმეტეს დაეგხმარა. -არ ვიცი,თითქოს ჩემი ცხოვრება ამ ბიჭის გარეშე არ არსებობს.-ამოვიხვნეშე. -ხომ მოგწონს? -მომწონს?-ჩავიცინე და მანაც ჩაიღიმა. -აბა რა არის პრობლემა? მკითხა და ვერ ვუპასუხე.მგონია იმდენად შეეგუა ჩემი გონება იმას,რომ მე და მერაბს მომავალი არ გვაქვს არარეალურად მეჩვენება მისი ქცევა. სახლი მომენატრა,ისევ სკოლის მოსწავლედ მოვინდომე ყოფნა. მეორე დღეს რთული პროგრამა გვქონდა საცეკვი.სვანური იდეალურად შეასრულეს ბიჭებმა მერაბს თვალს ვერ ვწყვეტდი.ისე უხდებოდა ეს მკაცრი გამოხედვა,ყაზბეგურმა კი ძველი დრო მომაგონა და ცრემლების გადმომცვივდა. მე და რამდენიმე გოგომ ნარნარი შევასრულეთ,უდიდესი სიამოვნება მივიღე სცენაზე. -იცი მერაბი როგორ გიყურებდა?-მითხრა ნათიამ ჩუმად პადიუბკის გახდისას და თვალები აუთამაშდა. -ალბათ ჩვეულებრივად.-ურეაქციოდ ვუთხარი. -კარგი რა!-გასახდელიდამ უკმაყოფილოდ გავიდა. არ ვიცი როგორ მაგრამ მაისის ბოლოს,ზუსტად ლევანის დაბადების დღეზე ჩამოვედით საქართველოში და რა თქმა უნდა, ბინაში ავედით ბიჭთან. ამჟამად უცნაურად ვიყავი,რადგან ბარათაშვილი აქ იყო.ისევ იქ იჯდა,იცინოდა, თეთრი მაისური ეცვა,ამდენი წლის მერე ნაცნობი სახეების დანახვა გამიხარდა.თავი კვლავ მეცხრე კლასელი გოგო მეგონა.იგივე იყო ყველაფერი,მხოლოდ ჩემი ასაკი შეიცვალა გრძნობები კი უცვლელი დარჩა.კიდევ მერაბი ხშირად მიყურებდა ახლა და თვალს არ მაცილებდა,გვერდზე საბა ეჯდა გიტარით ხელში.უკვე ვიცოდი რაც მოხდებოდა და წინასწარ გავიტრუნე ბედნიერებისგან. -ჩვენ გაგვიმარჯოს მეგობრებო,ცუდი წარსულს წაეღოს,საუკეთესო გაათკეცებულიყოს!ერთმანეთი ნუ მოგვიშალოს უფალმა.დიდხანს ვიყოთ,კარგად ვიყოთ! მიყვარხართ და ძალიან მომენატრეთ.-თქვა ხუჭუჭამ და ღვინო გამოსცალა ჭიქიდან. -აბა თუ გამოუცნობთ ახლა რა უნდა ვიმღეროთ?-სიცილით თქვა საბამ და სიმებს ჩამოჰკრა. -შავთვალა ხუჭუჭთმიანი, ჩემს გულში შემოპარულა, იგი ოცნების ზღვა არის, მე მასზე ვფიქრობ მალულად…-ყველანი ვმღერით. -შევხვდები და ვეტყვი,ო,როგორ მიყვარხარ შენთვის ძგერს ეს გული, შენი ჩემი ოცნების ფარული გოგო ხარ, და ჩემი სიყვარული. გული ძლიერი მიცემდა სიხარულისგან,მეგონა დრო სულ არ გასულა,აღარ მეგონა ეს დღე თუ დადგებოდა და ყველა ასე შევიკრიბებოდით. მადლიერი ვარ. გოგო ისევ ბიჭით შეცვალა ჩემმა ტვინმა გონებაში. მერე ავიშალეთ ცოტათი,მე აივანზე გამოვედი სიგარეტი მოვწიე საბასთან და ლევანთან ერთად.ამ დროს გამოვიდა მერაბიც გარეთ. -ეწევი?-მკითხა. -ხომ ხედავ რომ სიგარეტი მიჭირავს? -ისევ გაბუტული ხარ?-ლამაზად გამიღიმა. -შენი თმა მომწონს.-გაუაზრებლად ვუთხარი. -მადლობა,მე შენი მომწონს.-ჩაიცინა.ცოტა ღვინომ მეც შემაზარხოშა.-გახსოვს? პირველად ამ აივანზე მოწიე ჩემი სიგარეტი. -მე მახსოვს,მაგრამ შენც?-გამიკვირდა. -რა თქმა უნდა,არაფერი არ დამვიწყებია. სულ მომწონდა ასე რომ იქცეოდი.-მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა. -ასე როგორ?-წარბები შევკარი. -ახლოს არ მოდიოდი ეს კი მეტის სურვილს მიჩენდა მუდამ. -ვერ გავიგე. -გაიგე,გაიგე.-შუბლზე მაკოცა.-წამოდი გვიანია სახლში წაგიყვან.-მითხრა და ხელი ჩამკიდა შიგნით შესაყვანად. -მთვრალი ხარ. -მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე. ბავშვებს დავემშვიდობეთ,ისევ ჩავიარეთ ის კიბე რომელიც წლების წინ გასაცილებლად განვლეთ. არაფერი ჰგავდა რეალურს. შავ მანქანაში ჩავჯექით,ისე თითქოს დიდი გზა გვქონდეს გასავლელი. -ხომ იცი რომ ახლოს ვცხოვრობ?-ვკითხე. -კი. ხმა არ ამოუღია გზად,მხოლოდ მაშინ შემაჩერა როცა მივედით და გადასვლა დავაპირე. -ნუცა.-მაჯაზე ხელი მომკიდა,მერე თავისი თითები ჩემსაში ახლართა. -არ მინდა რომ არჩილთან მომხდარი განმეორდეს.-სერიოზულად მითხრა. -ბოდიში?-ხელი გავუშვი,დავაიგნორე ის ფაქტი როგორ დამიაღა ჟრუანტელმა. -მეორედ რატომ გინდა გავიმეორო? -ვერ ვხვდები რას აკეთებ.რა პრობლემა გაქვს?…-კიდევ ვაპირებდი რაღაცის თქმას და კამათის გაგრძელებას რომ არა მისი ტუჩები ჩემსაზე.ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანს მკოცნიდა,მაგრამ ეს ყველაზე მაგიური წუთი იყო რაც ცხოვრებაში მქონია.მერაბ ბარათაშვილი მკოცნიდა. -ეს ხდება,რატომ ვერ ხვდები?-მითხრა როცა მომშორდა.გაშლილი თმა ყურს უკან გადამიწია.-პირველად მაშინ მომეწონე როცა ლევანის დაბადების დღეზე გნახე,მაგრამ მეცხრე კლასში იყავი.შენმა სიმშვიდემ მომხიბლა,მერე სკოლაში შეგამჩნიე,მინდოდა რამე მომხდარიყო,მაგრამ არ შეიძლებოდა…-თვალებში მიყურებდა.-გგონია არ ვიცი ჩემი ჰელადოსი რომ დამაწერე?-გამიღიმა მე კო შემრცხვა და თავი გავაბრუნე რომ არ დაენახა ჩემი აწითლებული ლოყები.-ნუ გრცხვენია!ნუცა!-ხელის გულები ლოყაზე შემომხვია.-მეც ისე მინდოდა…ამდენი ხანი გავიდა,შენ კი ისევ ისე ხარ. -საიდან იცი? -ისევ ისე იქცევი,გამირბიხარ მაგრამ კრთები როცა გეხები. -მერაბ,მეცხრე კლასში აღარ ვარ. -მიხარია.-მითხრა. -შენი თმა ძალიან მომწონს.-თითქმის ამოვიტირე. სახლში სუნთქვაარეული შევედი და ვერ გავიგე რა მოხდა.გული ამოვარდნას მქონდა და სული მეხუთებოდა. ტკბილი ძილიო ისიც მომწერა გვიან. მეორე დღეს რეპეტიციაზე ვნახე,კოცნით შემეგება. -რას აკეთებ,დაგვინახავენ.-ჩუმად დავიყვირე. -დაგვინახონ ვის ვემალებით?-მკაცრად მითხრა. -მე…ეს არ არის სწორი… -ნუ სულელობ,ნუცა,გუშინ ყველაფერი გითხარი. -და ახლა რა ხდება? -ჩემი შეყვარებული არ ხარ?-მეკითხება წარბშეკრული. -არ ვიცი,ვარ?-სულელივით ვიდექი. -ნუცა,ხარ და გაფრთხილებ არ მიყვარს ჩემი შეყვარებული სხვას რომ კოცნის ლოყაზე.-ხელები შემომხვია მკლავებზე და შუბლზე მაკოცა. ერთი კვირა ვარკვევდით ჩვენ შორის რა ხდებოდა,ხან ვკინკლაობდით ხან ვიცინოდით. აღმოჩნდა ლევანმაც ყველაფერი იცოდა და თურმე მე მელოდებოდა როდის ვიტყოდი ყველაფერს. თავი ოცნებაში მეგონა,მეცხრე კლასელი ნუცას ოცნებაში. მარიამის დაბადების დღეზე ძალიან დავლიე, იმდენი რომ მერაბის სატარებელი გავხდი, თითქოს დრო ვიხელთე და გულში ნაგროვები სიმღერა ამოვღერღე. -შავთვალა ხუჭუჭთმიანი, ჩემს გულში შემოპარულა, იგი ოცნების ზღვა არის, მე მასზე ვფიქრობ ფარულად.-ხელები კისერზე შემოვხვიე. -ვიცოდი.-ჩაიბუტბუტა. -შევხვდები და ვეტყვი,ო,როგორ მიყვარხარ შენთვის ძგერს ეს გული, შენი ჩემი ოცნების ფარული ბიჭი ხარ, და ჩემი სიყვარული. საბოლოოდ ვთქვი ჩემი ვერსია და მის მკლავებში გავიტრუნე. ესეც ძალიან პატარა,ერთ ღამეში დაწერილი, გულის გადასაყოლებელი ამბავი.იმედია ისიამოვნეთ. (ეძღვნება ჩემი ოცნების ფარულ,ხუჭუჭა ბიჭს) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


