მე მშვილდოსანი ♐
...ღმერთებმა ცეცხლი* მარგუნეს ბედად; გავხდი გუშაგი* ცის და ქვესკნელთა; აალებული თვალებით ვუმზერ მეწამულ სულებს* სამყაროს შორის. ფიქრები ლავად გადმოიღვარნენ; გზას მიაპობენ გულის სიღრმისკენ ფეთქდება სული, აწყდება ნაპირს დროა ძიების , შეცნობის, რისკის. მირბის ,მიმაფრენს ჩემი 'მერანი'* შეუცნობელის ძიების ხიბლში ჭანჭახის * ძირას გავათევ ღამეს დაველოდები ალიონს რძისფერს. და ჩვენ გავქუსლავთ ჰილარის მთისკენ * თავგადასავლები შორიდან მიმზერს... ----------------------------------------------------------------------------- *ცეცხლი- ზოდიაქოს(სამყაროს) სტიქიიდან ერთ-ერთი *გუშაგი- იგ. დრაკონი (ჩინური მითოლოგია) *მეწამული სულები- ბოროტი სულები *მერანი - ნიკოლოზ ბარათაშვილი ლექსი *ჭანჭახი- სიმაღლით მეცხრე მწვერვალი საქართველოში (მშვილდოსანი რიგით მეცხრე ნიშანია ასტროლოგიაში) . *ჰილარის მთა - ჰიმალაები (სერ ედმუნ ჰილარი იყო პირველი ვინც დაიპყრო ევერესტი) . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.