შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატეხილი გულები (თავი 1)


4-05-2026, 16:25
ავტორი lizibolkvadze
ნანახია 285

ზაფხულის ცხელი დღე იყო დაქალებთან ერთად ზღვაზე გადავწყვიტე წასვლა გავიღვიძების თანავე დავიწყე მომზადება. გავემზადე თუ არა დაქალების შესახვედრად წავედი ხიდთან გადავწყვიტეთ გასვლა მე და ანასტასიამ ცურვა არ ვიცით ამიტომ ნაპირთან დავრჩით ნანკა კი ხიდზე ავიდა გადმოსახტომად. რამდენიმე საათის შემდეგ მე და ანასტასიამ ნანკასთან ასვლა გადავწყვიტეთ სწორედ აქ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა. როგორც კი ავედით დავინახე და ნეტავ საერთოდ არ დამენახა ხომ იცით ფილმებში როცა პერსონაჟის ირგვლივ ნათდება პირველი ნახვის და შეყვარების დროს აი ზუსტად ეგ დამემართა თვალებში გამიბრწყინდა თითქოს მზესთან ძალიან ახლოს ვიდექი სწორედ ამ დროს უეცრად ფეხი დამიცდა და ხიდიდან გადავვარდი სიღრმეში ჩავვარდი ფართხალი დავიწყე გულმა სწრაფად დაიწყო ფეთქვა უკვე დანებებას ვაპირებდი როცა ძლიერი ხელი ვიგრძენი წელზე და სწორედ აქ დავკარგე სამყაროსთან კავშირი....

ისე უეცრად გავიდა ზაფხული ვერც კი გავიაზრე, საერთოდ არ ვიყავი მზად უნივერსიტეტისთვის უკვე ანგლისტიკის მეორე კურსზე ვიყავი ილიას უნივერსიტეტში ნანკა და ანასტაციაც აქ სწავლობდნენ მაგრამ ისინი აქ არ გამიცნია ჩვენ სკოლიდან ერთად მოვდივართ ასე რომ ვთქვათ ბავშვობიდან დაქალები ვართ რა არ გადაგვიტანია ერთად.
დილით მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა ჩემი ღამის კოშმარი იყო ეს ხმა მაგრამ რას ვიზამთ როცა ის რეკავს იქ წყდება ფანტაზია და ვბრუნდებით რეალურ სამყაროში. ანასტასიას ოთახში შევედი და ბალიშის დარტყმით გავაღვიძე. სკოლის დასრულებისთანავე ერთად წაამოვედით თბილისში საცხოვრებლად საბედნიეროდ უნივერსიტეტისგან არც ისე მოშორებით ვცხოვრობდით. ყავა დავლიეთ დღის გეგმები შევადგინეთ და უნივერსიტეტისკენ გავეშურეთ. გზად ნანკაც შეგხვდა ის თავის ძმასთან ერთად ცხოვრობდა, რადგან მისი ძმაც აქვე იყო და იგივე უნივერსიტეტში დავდიოდით ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად მასთან დარჩენა გადაწყვიტა მაგრამ მაინც სულ ჩვენთან იყო. კაფეში შევედით თუ არა უამრავი ხალხი დავინახეთ მიყვარს ახალი ხალხის გაცნობა, უეცრად დავინახე როგორ შემოვიდა კაფეში თითქოს ძალიან ნაცნობი ადამიანი ნანკასთან მივიდა მე კი შორიდან ვაკვირდებოდი ვერ ვხვდებოდი საიდან მეცნობოდა მაგრამ ამასაც რომ დავანებოთ თავი ასე ძალიან რატომ დამაინტერესა? გაშეშებული ვიდექი და ვაკვირდებოდი
-ლილუ ლილუუ, რა მოგივიდა
- არაფერი უბრალოდ ჩავფიქრდი
ვუპასუხე და საუბარი განვაგრძე. იმ ბიჭმა კი ისე ჩამიარა გვერდით იმაშიც კი დავეჭვდი ვარსებობდი თუ არა საერთოდ ანასტასიამ ჩემი მზერა შეამჩნია
- ეს ბიჭი საიდანღაც მეცნობა მაგრამ ვერ ვხვდები საიდან
- მგონი ორივემ ვიღაცას მივამსგავსეთ
- ხო ალბათ
ლექციიდან დაღლილი გამოვედი უკვე გადავეჩვიე საათობით ერთ რამეზე კონცეტრაციას. შემდეგ ლექციამდე დრო მქონდა ამიტომ ანასტასიას და ნანკას მივწერე რომ კაფეში მოსულიყვნენ თუ ლექცია არ ჰქონდათ კაფეში რომ მივედი ნანკა დავინახე ისევ იმ ბიჭთან ერთად იყო და რაღაცაზე საუბრობდნენ
-სავარაუდოდ ახალია
მომესმა ხმა შორიდან
- შემაშინე
- ხო ალბათ ახალია აქამდე არ მინახავს აქ
- წამო მივიდეთ გავიცნოთ
ცოტა თავს ვიკავებდი მისვლისგან მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ნანკამ დაგვინახა და გაიღიმა იმ თითქოს ნაცნობმა სინამდვილეში კი უცნობმა გამოიხედა და ისეთი სახე ჰქონდა ვიფიქრე რომ მანაც მიცნო ნანკას უთხრა რომ წასასვლელი იყო და ისე წავიდა არც მოგვესალმა
- ვინ იყო ეს
-არ გახსოვს
- რა უნდა მახსოვდეს
- რა რა გოგო სულ დაგავიწყდა ვინ გადაგარჩინა
- რაა? ღადაობ?
- არა რას ვღადაობ
-ვაიმეე ხოო გოგოო ეს ბიჭი იყო ახლა მივხვდი მეც
ჩაერთო ანასტასიამაც
-ამან გადმოხტა დაუფიქრებლად ხელოვნური სუნთქვაც კი ჩაგიტარა როგორ არ გახსოვს დავიჯერო იმ ტუჩებმა სულ არ მოგაჯადოვა?
-არადა ძალიან მიმზედველი ჩანს
დაიწყო ღლიცინი ანასტასიამ
არც კი გავბრაზებულვარ მის ხუმრობაზე ნანკას ვკითხე თუ რა ერქვა რომ მადლობა მაინც გადამეხადა ან საერთოდ რომელ კურსზე იყო აქამდე რომ არ მყავდა ნანხი
-ახლა გადმოვიდა ამ უნივერსიტეტში მობილობით აქამდე ბათუმში სწავლობდა სახელი კი ცოტა უცხო აქვს აშკარად მის მშობლებს ძალიან უყვარდათ ამერიკული სერიალები
-იტყვი ბოლოსდაბოლოს რაქვია ამხელა შესავალით დავიტანჯე
-რაგჭირს ლილუ დენიელი ქვია დენი
- კარგი წავედი ლექციაზე მაგვიანდება.
ლექციების შემდეგ გოგონებთან ერთად საყიდლებზე ვაპირებდი წასვლას ისე უცებ გავიდა ეს 3 საათი ვერც მივხვდი შესასვლელთან ველოდებოდი გოგონებს როცა ძლიერი დარტყმა ვიგრძენი ზურგში ისეთი ინერციით შემეჯახა ვიღაც ეგრევე დავეცი გაბრაზებულმა წამოვდექი რომ გამეკიცხა მაგრამ უეცრად დენიელი დავინახე გული ამიჩქარდა სიტყვა ვეღარ ვთქვი.
-ხომ კარგად ხარ
- კი კი კარგად ვარ მადლობა
წიგნები მომაწოდა და გამიღიმა
-მგონი ჩვენ სულ ისეთ მომენტებში ვხვდებით როცა ან ერთი ვარდება ან მეორე
ჩემს ხუმრობაზე გაეცინა
-არვიცი რისი ბრალია მაგრამ იმედი მაქვს თუ კიდევ შეგხვდები ორივე უნებლიედ ვიქნებით
-იმედი მაქვს
გამეღიმა მეც
- ხო მართლა მადლობა ვერ გადაგიხადე იმ დღეს არც კი ვიცოდი შენ თუ გადამარჩინე ნანკამ მითხრა დღეს
- არაუშავს მთავარია რომ კარგად ხარ ეგეც საკმარისია
ისე თბილად მომხვდა ეს სიტყვები რომ გავწითლდი
-არა მხოლოდ ეგ არ არის საკმარისი თავს ვალდებულად ვთვლი რამით გაგიმასპინძლდე მადლობის ნიშნად
-არ არის საჭირო ლილუ მართლა მადლობა
ლილუო ჩემი სახელიც იცის არ მჯერა
- როგორ არა უარი არ განიხილება არ მინდა ჩემი სიცოცხლის გადამრჩენელი მხოლოდ მადლობით დავაკმაყოფილო
- ხო კარგი კარგი ყავა დავლიოთ აქვე კაფეში ეგეც საკმარისია
-ძალიან კარგი კაფეში როცა იქნები აუცილებლად დაგპატიჟებ ახლა კი წავედი გოგონები მელოდებიან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დენი
გავუღიმე და წამოვედი გული არ ჩერდებოდა ისე სწრაფად ფეთქავდა მეგონა რომ ცეცხლი მეკიდა ისე მცხელოდა უკან შეხედვა მინდოდა მაგრამ შემეშინდა არ ეფიქრა რომ მისით დავინტერესდი.როგორც იქნა გოგოებიც მოვიდნენ და მოლში წავედით. რატომღაც არ მომინდა იმის მოყოლა რაც წეღან მოხდა და გაჩუმება ვამჯობინე. დიდ ხნიანი ბოდიალის შემდეგ სახლში წასვლა და მელოდრამის ყურება გადავწყვიტეთ პიცა და ტკბილეულები ვიყიდეთ კომფორტულად მოვკალათდით და ამჯერად ჩემი საყვარელი მელოდრამა ბედის ვარსკვლავის ბრალია ჩავრთე ათასჯერ მაინც მქონდა ნანახი მაგრამ ყოველჯერზე ცრემლებით ვივსებოდი ტელეფონის ხმამ შეგვაშინა სამივე ნანკას ტელეფონი იყო შესამოწმელბად აიღო და რამდენიმე წუთის შემდეგ თქვა დენიელმა დამაფოლოვაო უცერად რაღაც ჩამწყდა გულში ნანკას რომ დავაკვირდი ისეთი კმაყოფილი სახე ჰქონდა შემაშინა იმ ფიქრმა რომ შესაძლოა მასაც მოსწონდეს დენი.
-რა ბედნიერი სახე გაქვს ნანკა რაიყო დენიელი ხო არ მოგწონს?
ვკითხე თითქოსდა უემოციოდ
- არა რა სისულელეა რატო მკითხე შენ მოგწონს?
- არაა უბრალოდ დამაინტერესა იკას შემდეგ არავინ მოგწონებია და ვიფიქრე დენიელი იყო ის ვინც შენს გულს მოიგებდა
- არა ლილუ მეეჭვება, მეგობრულად ვუყურებ მაგ ბიჭს ხომ იცი ჩემს ტიპაჟში არ ჯდება
შვებით ამოვისუნთქე
-ხო ხო ვიცი უბრალოდ გკითხე
- გავაგრძელოთ ყურება გვეყო დანიელზე საუბარი.
ნანკა წავიდა თუ არა ანასტასიამ ეჭვისთვალით დამიწყო ყურება
- რაგინდა რატო მიყურებ ეგრე
-არ მომწონხარ რაღაც მგონი ძაან მოგხვდა გულზე ნანკა რომ დააფოლოვა დენიელმა თუ მომეჩვენა?
- რა სისულელა რატო უნდა მომხვედროდა ცუდათ
- რავიცი აბა
როგორც ყოველთვის ავდექი ანასტასია გავაღვიძე და უნივერსიტეტში წავედით არაფერი განსხვავებული მთელი გზა დენიელზე ვფიქრობდი იმის იმედი მქონდა რომ კაფეში იქნებოდა საბედნიეროდ იმედები გამიმართლდა კაფეში იყო
- გამარჯობა
- გამარჯობა
-როგორ ხარ
- ნორმალურად შენ
- ასევე
- ხომ არ გგონია რომ დამავიწყდა ჩემი პირობა
-არა როგორ გეკადრება
- ხოდა მითხარი ახლა რომელი ყავა გინდა
-ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელიც შენ გინდა ის აიღე
- კარგი მაშინ ორივესთვის კაპუჩინოს ავიღებ ტკბილი თუ მწარე?
-ტკბილი
გავუღიმე და ყავის შესაკვეთათ მივედი
ამასობაში ნანკაც მოვიდა დაქალი რომ არ იყოს ვიფიქრებდი რომ ვეჭვიანობ ისე მეწყინა მისი დანხვა რადგან ვიცოდი დენიელთან მოვიდოდა
- თქვენ ერთ კურსზე ხართ ხო
-არა მე ერთი კურსით წინ ვარ
- ისე ფაკულტეტი იგივეა კი
- როგორი დამთხვევაა არა? ზღვაზე შევხვდით ერთმანეთს გადამარჩინე კიდეც და ახლა იგივე უნივერსიტეტში ვართ
- ხო მაგრამ მე დამთხვევების არ მჯერა კარგი გოგონებო უნდა წავიდე შეხვედრამდე
ცოტა არ იყოს მეწყინა რომ წავიდა მაგრამ მეც წასასვლელი ვიყავი სულ დამავიწყდა ლექცია რომ მეწყებოდა
ლექციების შემდეგ ცოტა განტვირთვა და ფიქრი მჭირდებოდა ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად მეთამაშება ცხოვრება სწავლასაც კი ვეღარ ვატან სათანადო ყურადღებას გოგონებს ვუთხარი რომ ცოტა შემაგვიანდებოდა და ფეხით გავუყევი ჭავჭავაძის ქუჩებს ბევრ რამეზე ვფიქრობდი მაგალითად იმაზე თუ რატომ გამიტაცა ასე ძალიან იმ ბიჭმა ვინც სულ რაღაც ერთი დღის წინ გავიცანი ან რატო ვეჭვიანობდი იმ გოგოზე ვისაც დაქალს ვუწოდებდი დავიჯერო ასე უეცრად გრძნობები გამიჩნდა მის მიმართ? ფიქრებში გართული ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა შესამოწმებლად დავხედე და გულმა ისე სწრაფად დაიწყო ფეთქვა ვიფიქრე რომ იქვე ჩავიკეცებოდი ხომ იცით ის შეგრძნება პეპლები რომ გყავს მუცელში აი ზუსტად ეგ ვიგრძენი იმ მომენტში როცა დავინახე რომ დენიელმა დამაფოლოვა არ ვიცი ასე ძალიან რატომ გამიხარდა მაგრამ ფაქტია ამ ფაქტმა საოცრად ააჩქარა ჩემი გული.ბედნიერი დავბრუნდი სახლში მაგრამ არავინ დამხვდა შუქები ჩამქვრალი იყო ცოტა არ იყოს შემეშინდა, ტელეფონი ავიღე ანასტასიასთან დასარეკად როცა კივილის ხმა გავიგე შიშისგან ტელეფონი ძირს დავარდა შუქები აენთო და ჩემს წინ მდგომი ანი და ლილე დავინახე რომელბიც ჩემთან ჩასახუტებლად მორბოდნენ გაკვირვებისგან გავშეშდი არ ველოდი მათ ნახვას უზომოდ გამიხარდა ანი და ლილეც ჩვენი კლასელები იყვნენ ხუთივე განუყრელები ვიყავით რათქმაუნდა მანამ სანამ ჩვენ სამს თბილისში წამოსვლა არ მოგვიწია მაგრამ ეს არ გვიშლიდა ხელს რომ ერთად ვყოფილიყავით. დიდხნიანი ჭორაობისა და სიცილის შემდეგ დაძინება გადავწყვიტეთ ყველამ ერთად როგორც ადრე თურმე როგორ მომნატრებია ყველა ერთად რომ ვართ სულ სხვა გრძნობაა როცა ამდენი ხნის მონატრებულ ადამიანებს შეხვდები. ლექციების გაცდენა და კლუბში წასვლა გადავწყვიტეთ ცოტათი განტვირთვა არცერთს არ გვანწყენდა მითუმეტეს თუ ანიმ თქვა რომ სადმე უნდა წავსულიყავით იქ საწინააღმდეგოს თქმას აზრი არ ჰქონდა. როგორც იქნა მოსაღამოვდა სახლი სახლს აღარ ჰგავდა ისეთ მდგომარეობაში ჩავაგდეთ ხუთმა არანორმალურმა ყოველთვის მომწონდა ფილმებში მომენტები როდესაც დაქალები ერთად ცხოვრობდნენ და სადმე წასასვლელად ერთად ემზადებოდნენ ტანსაცმელებს რომ აზიარებდნენ და მაკიაჟს რომ უკეთებდნენ ერთმანეთს ზუსტად ასე ვიყავით ახლა ორ საათიანი მზადების შემდეგ როგორც იქნა გამოვაღწიეთ სახლიდან. ერთ-ერთ ბარში მივედით კარგი ივენთი იგეგმებოდა ჩენი უნივერსიტეტიდანაც იყვნენ რომ არ მოგატყუოთ მინდოდა დენიელიც აქ ყოფილიყო თვალებით ვეძებდი ყველგან უეცრად ჩემი საყვარელი სიმღერა ჩაირთო ეგრევე საცეკვავოდ გავემართეთ ასეთ სიტვაციებში საერთოდ არ ვაქცევ გარშემო მყოფებს ყურადღებას და ისე ვიქცევი თითქოს არავინ არის ჩემს ირგვლივ. ცეკვასთან ერთად ბევრიც დავლიეთ, ბართან ვიდექი კიდევ ერთი კოქტეილის ასაღებად როცა ვიღაც გამომელაპარაკა.
- გამარჯობა
- გაგიმარჯოს კარგი ივენთია არა
-კი ცუდი არარის
- აქ მარტო ხარ
- არა მეგობრებთან ერთად
- მარტო რომ დაგინახე გამიკვირდა ვიფიქრე ასეთ ანგელოზ გოგოს აქ მარტო რაუნდა თქო
- დიდი მადლობა
- რა გქვია
-ლილუ
- მე საბა
- სასიამოვნოა
-ასევე
- კარგი უნდა წავიდე გოგონები მელოდებიან
-მიდი ანეგლოზო
ცოტა არ იყოს შემაშინა ამ ტიპმა ისეთი გამოხედვა ჰქონდა არ მესიამოვნა მის გვერდით დგომა მითუმეტეს ასეთ ადგილას გართობა გავაგრძელე დიდი ყურადღება არ მიმიქცევია რადგან ჩვეულებრივი მოვლენაა და გასაკვირი არ არის ვინმეს მოსვლა და გმოლაპარაკება მითუმეტეს ჩემს გარეგნობას არაფერს ვუჩივი მშვენიერი აღნაგობის გოგო ვარ იმედი მაქვს ნარცისობაში არ ჩამითვლით ამ სიტყვებს უკვე ძალიან გვიანი იყო სახლში წასასვლელად ტაქსი გამოვიძახეთ სამწუხაროდ დენიელი აქ არ იყო არადა როგორ მინდოდა მისი ისევ ნახვა ისე დაღამებულა რომ ტაქსიც ვერ გამოვიძახეთ თუ ვინმე იყო ყველა დაკავებული ძალიან ავღელდი ნამდვილად არ მინდოდა ამ დროს გარეთ ყოფნა ისევ ტაქსის გამოძახებას ვცდილობდით როდესაც შეხება ვიგრძენი შეშინებული შევიხედე ის ბიჭი იყო ბართან რომ გავიცანი აშკარად მთვრალი იყო და რაღაც ჰქონდა მოწეული მარტოც არ იყო ძმაკაცები ახლდა ისინიც იგივე მდგომარეობაში იყვნენ
- ისევ შევხვდით ანგელოზო ტაქსს ელოდები? წამო ჩვენ გაგიყვანთ
- არა მადლობა მოდის უკვე ტაქსიც
-მართლა წამო ამდროს ტაქსიში არ ჩაიჯდომება
-მართლა არ გვინდა ბევრს ერთად ვერაფერს გვიზამს
გავუღიმე სიტვაციის გასამუხტატ როცა ხელში ჩამწვდა და ჩემს ძალით წაყვანას აპირებდი
რას აკეთებ ხელი გამიშვი
-ხელი გაუშვი ხომ არ გაგიჟდი
მოვარდნენ გოგონებიც
- წამოდი წაგიყვან მეთქი გოგო მაინდამაინც ძალით წაგათრიო
-ხელი გამიშვი მტკივა
-გეყოფა ეს თავის დაფასება წესიერი გოგო რომ იყო ამ დროს გარეთ არ იქნებოდი
- შიგ ხომ არ გაქვს დროზე ხელი გაუშვი ჩემს დაქალს
ანიმ წამოიწია წინ როდესაც ნიკამ ხელი კრა და ძირს დააგდო ძალიან შემეშინდა რამე არ დაეშავებინდა გოგონებისთვის დახმარებას ვთხოვდი ხალხს არავინ ყურადღებას არ გავქცევდა მანქანასთან მიმიყვანა შიგნით უნდა ჩავესვი როცა დავინახე როგორ მოხვდა მუშტი სახეში გაოცებისგან ვიკივლე როცა დავინახე თუ ვინ დაარტყა ხელი ისიც კი დამავიწყდა რომ გავქცეულიყავი
- შე სირო მარტო დაინახე გოგონები და თავი კაცი გგონია
აგრძელებდა მის ცემას დენი საბას ძმაკაცებმაც არ დააყოვნეს ეგრევე მოვარდნენ საბედნიეროდ არაფერი დაუშავეს დენის არც მაგის თავი ჰქონდათ და მითუმეტეს იცოდნენ რომ აქ ძმაკაცს ვერ დაიცავდნენ ამიტომაც თავი შეკავეს დენიზე თავდასხმისგან უბრალოდ გააშველეს და ბოდოში მოგვიხადეს
- მეორეჯერ აღარ დგინახო ამ გოგოს გვერდით გაიგე
მიაძახა დენიმ და ჩემსკენ შემობრუნდა
- ხომ კარგად ხარ?
სახეზე ხელები მომკიდა და თავი ამაწევინა ცრემლებს ვეღარ ვიკავებდა
- ნუ ტირიხარ ყველაფერმა ჩაიარა
ისე ძლიერ ჩამეხუტა წამიერად გაქრა შიშის გრძნობამ მასაც ისე ძლიერ უცემდა გული ლამის გავაფრინე არც კი მინდოდა მოვშერებოდი მის ძლიერ მკლავებს გოგონებმა მადლობა გადაუხადეს დენის მათ არ ვადანაშაულებ რომ ვერაფერი გააკეთეს როგორც კი მოდიოდნენ ნიკა ხელის მოქნევით იშორებდა მათ დენისთან კი ძალა არ ეყო
- წამოდით მე წაგიყვანთ ამ დროს ტაქსის დაჭერა გაგიჭირებათ
ჩვენც არ გავუწიეთ წინააღმდეგობა არც კი ღირდა ისე შეგვეშინდა ყველაფერზე თანახმა ვიყავით ოღონდ სახლში მშვიდობიანად მივსულიყავით. გასაღები ამოიღო და შავი BMW განათდა ანასტასია ლამის გადაირია გიჟდება BMW-ზე მისი ოცნების მანქანაა ბავშვობიდან იმას გაიძახის რომ გავიზრდები უნდა ვიყიდოო, მე წინ დამსვევს, მითხრეს ამხელა სტერსის შემდეგ წინ დაჯექი მარტოო მეც წინ დაჯდომა მინდოდა დენიელის გვერდით ყოფნა.
-აბა გოგონებო საით
სახლში ისე დავბრუნდით ხმა არავის ამოუღია მხოლოდ მადლობა გადავუხადეთ დენიელს სახლში ასვლისთანავე ვიბანავე მაგრამ შიშმა ისე ამიტაცა ახლაც ვერ ვმშვიდდებოდი ბანაობის შემდეგ დასაწოლად მოვემზადეთ ყველა ეგრევე გაითიშა მე კიდევ ძილიც არ მეკარებოდა იმაზე ვფიქრობდი რომ არა დენი რა მოხდებოდა ვინ გადამარჩენდა იმ ტიპისგან სადმე რომ წავეყვანე ამ ფიქრებმა ისე შემაშინე კანკალიც კი დამეწყო ტელეფონს დავხედე საათის სანახავად დადებას ვაპირებდი და ესემესის ხმა გავიგონე ავიღე შესამოწმებლად. დენიმ მომწერა, ეგრევე გავუხსენი ესემესი
- როგორ ხარ ხო დამშვიდდი?
-კი ძაან დიდი მადლობა მგონი მართლა ჩემი გმირი ხარ
-ნუ სულელობ მე და გმირი შორს
-მე ასევ ვთვლი შენ რომ არა წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა
-ხოდა არ წარმოიდგინო რაცმთავარია სახლში ხარ თბილ საწოლში მშვიდად
-კი ეს შენი დამსახურებაა ისევ.
-მე არაფერ შუაში ვარ ნებისმიერი ასე მოიქცეოდა ჩემს ადგილას
-იცი შენს გარდა იქ რამდენი ადამიანი იყო არავის გამოუხედავს დახმარებაზე რომ არაფერი ვთქვა ძალიან მიხარია რომ გაგიცანი ამიერიდან მექნება შენი იმედი თუ რამე მომივა
-მეც მიხარია თუ ეგრე ფიქრობ თუ რამე დაგჭირდება არ მოგერიდოს ახლა უნდა წავიდე ტკბილიძილი ლი
- შენც ასევე ტკბილი ძილი დენი
ტელეფონი გულზე დავიდე და ასე ჩამეძინა ძალიან კარგ ხასიათზე გავიღვიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent