ჩემი პირადი მცველი 4
მანქანას ნელა ძრავს ადგილიდან მშვიდად მიუყვებიან ღამის ქუჩებს.ნიცა ფანჯარაში იყურება.ხმები გაიშლა,გაიწელა…ჩაეძინა. ალექსანდრემ გახედა მძინარე გოგოს და გაიღიმა თავისუფლად.აღარ დამალა ღიმილი. ერთი ხელი საჭეს მოაცილა და გოგოს თავი გაუსწორა.სავარძელი ოდნავ გადაწია,კისერი რომ არ სტკენოდა. ლამპიონების შუქი უნათებდა ნიცას თეთრ სახეს,ნაზ ნაქვთებს.პირველად ხედავდა ასეთ მშვიდს,ნაზს,მაგრამ გზას თვალს დიდხანს ვერ წყვეტდა. სახლში მიიყვანა.მხარზე ფრთხილად შეეხო. _ ნიცა,გაიღვიძე მოვედით. _ ჰმ… _ ნიცა…_ კიდევ შეეხო._ნიცა გთხოვ… გოგონა ძილიდან ვერ ერკვეოდა. _ ნიცა,კაი რაა…_ შეწუხებული ხმა ჰქონდა ბიჭს. _ ჯანდაბა… _ მანქანიდან გამოვიდა,ხელში აიყვანა. მის შიშველ სხეულზე შეხება,ელვასავით უვლიდა სხეულში ბიჭს.ფრთხილად გადმოიყვანა მანქანიდან,აუყვა კიბეებს,ოთახში შეიყვანა,საწოლზე დააწვინა,ფეხსაცმელი გახადა და თხელი პლედი მიაფარა. დაბლა კიბეებზე დაეშვა.ლიას გადაეყარა ჰოლში. _ ალექსანდრე… _ გაუკვირდა ამ დროს ქალს მისი ყოფნა. _ ნიცა მოვიყვანე…ცოტა დალია მეგობრებთან ერთად… _ კარგი მივაქცევ ყურადღებას. _ კარგი მე წავალ. _ სად წახვალ ამ შუა ღამე,სანამ შენ გახვალ…აქ დარჩი. _ არა წავალ. _ ალექს,გაჩერდი.არის სასტუმრო ოთახში,სულ მზად გვაქვს…წამოდი…ასე გვიან რა აზრი აქვს სახლში გასვლას? სანამ გახვალ ისევ გამოსასვლელი გახდები.გამომყევი ლია შეტრიალდა,კიბეებს აუყვა.ალექსანდრე მორიდებით გაყვა უკან. დილა ნათელი და მზიანი იყო,თუმცა თვალის გახელა გაუჭირდა,გვიან დაძინების გამო. მიუხედავად იმისა რომ სხვაგან ყოველთვის უჭირდა ძილი,ღამით კარგად ეძინა. ოთახიდან გამოვიდა ფეხაკრეფით.ნიცას ოთახთან უნდა ჩაევლო,რომ გოგონას საძინებლის კარი ღია დახვდა.ცდუნებას ვერ გაუძლო,ცალი თვალით შეიხედა. ბალიშებში ჩაერგო თავი ნიცას,მშვიდად სუნთქავდა.რბილი ქერა თმა სახეზე ეყარა ნახევრად,წინა დღის კულულები ისევ შერჩენოდა.მის შემხედვარეს ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში ალექსანდრეს. მოუნდა შეხებოდა თმაზე,საზიდან გადაეწია და დაკვირვებოდა მის მშვიდ გამომეტყველებას,რომელიც სულ ბობოქარია,სულ წინააღმდეგობაშია… კიბიდან ამომავალმა ფეხის ხმამ გამოაფხიზლა.გასწორდა,დერეფანს გაუყვა,კიბეზე მირიანი ამოდიოდა. _ დილამშვიდობის ალექს. _ დილამშვიდობის ბატონო მირიან _ რამდენჯერ გთხოვო,ეს ბატონო მომაშორეთქო_ იღიმის მირიანი._ სახელი დამიძახე,ნუ მაბერებ და მაოფიციალურებ. _ კარგით. _ ახლა რაღაც სათხოვარი მაქვს შენთან…კაბინეტში რომ ვისაუბროთ. ალექსანდრე თავს უქნევს.პირველ სართულზე ჩადიან. _ გისმენთ._ სმენად გაიკრიფა ალექსანდრე. _ ბოდიში,აქამდე ვერ ჩაგაყენე საქმის კურსში…საქმეების გადამკიდე,დრო ვერ ვიხელთე.ხვალ მივფრინავ დაახლოებით სამი თვით,ლონდონში.მინდა ჩვენთან გადმოხვიდე ეს პერიოდი…_ მირიანი სახეზე დააკვირდა ბიჭს,თითქოს სანამ პასუხს ეტყოდა,მისი რეაქციით უნდოდა ამოეცნო. ალექსანდრეს არაფერი უპასუხია. _ ხომ გესმის,იმ ღამის მერე…მეშინია მისი მარტო დატოვება. ბიჭი თავს უქნევს. _ ანუ თანახმა ხარ? _ მე დედა მყავს,როგორ იცით ბატ…_ გაეღიმა,შეწყვიტა პირზე მომდგარი სიტყვა,მირიანსაც ღიმილი შეეპარა. _ ამიტომ მირიან… ახლა თავად მირიანმა შეაწყვეტინა. _ დედაშენის ამბავი ვიცი…უფრო მეტიც მე მას პირადად ვიცნობ._ ალექსანდრემ გაოცებული მზერა შეაგება. _ ლიასგან ვიცნობ მას…სანამ შენ ბერლინში სწავლობდი,მაგ პერიოდში ხშირად ვსტუმრობდით ინგას.ლია განიცდიდა,მის ამბავს მარტოა,უჭირს ალექსანდრეს გარეშეო და მაშინ გავიცანი.მოკლედ ახლა საქმეზე გეტყვი.მე ვიცი ინგას ავადმყოფობის შესახებ,შენი დაბრუნების მიზეზიც ცხადია ვიცი,ეს სამსახურიც რატომ გჭირდებოდა და რატომ დამთანხმდა შენი ცოდნის პატრონი ჩემი ჭირვეული გოგოს დევნას…_ ნიცას ამდაგვარ ხსენებაზე ორივეს ჩაეღიმა.ალექსანდრეს უფრო მორიდებით. _ ამიტომ,დედაშენის ხარჯებს მე დავფარავ სრულად. ალექსანდრეს წამით გაიყინა. _ არ … _ არა,_ ხელი ასწია მირიანმა,შეაჩერა ბიჭი._ ეს არა მხოლოდ შენს გამო და იმიტომ რომ აქ დარჩე.ინგა ბევრს ნიშნავს ლიასთვის.ლია კი _აქ პაუზა გააკეთა მირიანმა,ამოისუნთქა._ ლია კი ჩემთვის არის მნიშვნელოვანი და ძვირფასი.მგონი ხვდები… ალექსანდრე უსიტყვოდ ეთანხმება. _ ნიცა არ იცის…ჯერ ვერც ხვდება და ალბათ დრო მოვა თავად ვეტყვი. _ გასაგებია._ მშვიდად და საიმედოდ პასუხობს ალექსანდრე. _ კარგი შვილი ხარ შენ._ კიდევ ერთხელ მხარზე ეხება მირიანი._ ამ ეტაპზე ჩემი სათხოვარია,ნიცა მარტო არ დატოვო არასდროს.ჯერ ისევ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს იმ ტიპთან დაკავშირებით,გირაოთი ცდილობს გამოსვლას…როგორც ირკვევა ვიღაც არაფრის მოპარვა არ სურდა,ნიცას გამო შემოვიდა ასე სახლში…ქურდულად…ეს მაფიქრებს და მაშინებს,ამიტომ,გთხოვ ნუ დატოვებ მარტო.ინგას ხარჯებზე კი არ ინერვიულო,მის სანახავად წასვლაზე თავისუფალი ხარ,უბრალოდ ხომ ხვდები ამ დროს ნიცა უსაფრთხოდ გყავდეს. _ კარგი.გქონდეთ ჩემი იმედი. _ მაქვს კიდეც…ესეიგი შევთანხმდით._მირიანმა ხელი ჩამოართვა._ მადლობა… იმედიანად ვიქნები. ნიცა თავის ტკივილით იღვიძებს დილით.საწოლში რომ ხედავს თავის თავს იხსენებს,გასული ღამის მოვლენებს.ბუნდოვნად ახსენდება მათი საუბარი თავიდან,მერე იღდგენს დეტალებს. _ჰმ…_ ეცინება. წესრიგდება და დაბლა ჩადის.კაბინეტიდან ამ დროს გამოდიან მამა და ალექსანდრე. _ დილამშვიდობის._ ესალმება ორივეს და ალექსანდრეს დანახვაზე თვალები ეშმაკურად უციმციმებს.ბიჭს არ ეპარება გოგოს მზერა თვალთახედვიდან,თვალს არიდებს და გადის სახლიდან. ნიცა სამზარეულოში შედის,სადაც ლია ხვდება. _ რომელზე მიფრინავს მამა ლიაკო? _ დილით 8-ზე. სიჩუმე. _ ის გააფრთხილე საღამოს რეპეტიციაზე წამიყვანოს. _ ლექციები? _ დასრულდა.ერთი გამოცდა დამრჩა და დასრულდება ჩემი სტუდენტური ხანა. _ რამხელა გაიზარდე ჩემო პატარა…_ ეფერება ლია თმაზე. _ კაი რა ლიაკო,რა პატარა ძლივს გავიზარდე._ ხელს იქნევს ნიცა და იღიმის. _ ჩემთვის სულ პატარა იქნები._ ზურგიდან ხელებს ხვევს ლია და ეხუტება. _ როგორც დედისთვის შვილი ხო?_ ცოტა სევდა და ღიმილი იკითხება მის სახეზე. _ ჰო…მე არ გამიჩენიხარ,მაგრამ ხომ იცი?!... _ ვიცი,ვიცი…_ იღიმის,ტრიალდება და თავადაც ეხუტება ქალს. ალექსანდრე პატარა ბარგით ბრუნდება.იმავე ოთახში იკავებს ადგილს სადაც ღამით იყო. _ 24 საათიან რეჟიმზე გადავდივართ?- კბილი გაკრა ნიცამ. _ სახლში რამე სპირტიანი სასმელი არ გაქვთ? ნიცას გაოცებულ მზერას აწყდება ალექსანდრე.ირონიულად იღიმის. _ დადებითად მოქმედებს შენზე._ უკონკრეტებს ბიჭი. _ დარწმუნებული ვარ შენ არც ეგ გშველის!_ ამბობს და ცხვირ აწეული შორდება ბიჭს. აუზთან შეზლონგზე წვება საცურაო კოსტუმით,მზეს ეფიცხება.თან ტელეფონს სქროლავს.ეზოში ლია გამოდის. _ ნიცა,მე გავდივარ.საღამოს დავბრუნდები.სადილი მზად არის და დიდხანს არ გაჩერდე მზეზე. ნიცა ხმას არ იღებს. _ ნიცა,გაიგე? _ კი ლიაკო,გავიგე.წადი._ მშვიდად პასუხობს გოგო. დღის პირველ ნახევარს შეზლონგზე ატარებს,შამფურივით ბრუნავს,რომ არ დაიწვეს.ალექსანდრე ეზოში გამოდის,ხედავს სანახევროდ შიშველ გოგოს,მზერას არიდებს და ისე სახლში შედის. ტელევიზორს რთავს და ფილმს უყურებს. შუადღეს მწველი მზე იძულებულს ხდის ნიცას სახლში შევიდეს.თხელი გამჭვირვალე პარეო გადაიცვა,თუმცა ეს უფრო ფორმალური იყო,მაინც არაფერს უფარავდა.სახლში შევიდა,სამზარეულოში ცივი ყავა მოიმზადა,ნაყინით,ყინულებით და კარამელით.ეს ერთადერთი იყო მგონი რაც დამოუკიდებლად საუკეთესო გამოსდიოდა.ალექსანდრესაც მოუმზადა.უნდოდა ბიჭის გაოცება და მადლიერება დაემსახურებინა გულის სიღრმეში. მაღალ ჭიქებში ჩაასხა,საწრუპები ჩადო და გამოვიდა.უკითხავად დივანზე ფეხ მორთხმით დაჯდა და ჭიქა გაუწოდა ბიჭს,ისე რომ მისთვის არც შეუხედავს და არც უკითხავს უნდოდა თუ არა. _ რა ბუზმა გიკბინა?_ გაოცდა ალექსანდრე. _ ეცი ამნაირს პატივი! _ წარბი აქაჩა ნიცამ. _ უბრალოდ,მისი უმაღლესობისგან არ ველოდი. ნიცამ ტუჩის კუთხეზე იკბინა და გადახედა.მერე თავისი ჭიქა გაბრაზებულმა დაახეთქა მაგიდაზე,ბიჭს ჭიქა ხელიდან გამოგლიჯა,გაბრაზებული სამზარეულოსკენ გაემართა და მთლიანი ყავა ნიჟარაში ჩაასხა,მერე უკან დაბრუნდა თავისი ჭიქა აიღო და გაბრაზებული,ფეხების ბაკუნით აუყვა კიბეს. საღამოს როცა მზე ახალი გადაწვერილი იყო და მისი სხივები ისე აღარ ხრუკავდა გარემოს,ნიცა დაბლა ჩამოვიდა.მანქანისკენ აიღო გეზი.ალექსანდრე მიხვდა მისი ჩაცმულობის მიხედვით,რომ გადიოდნენ უკვე,ლიამაც გააფრთხილა. საჭესთან ადგილი დაიკავა და გეზი თეატრისკენ აიღეს. მანქანა მიუყვებოდა გადატვირთულ ქუჩებს.არცერთს არ უნდოდა სიჩუმის დარღვევა,უხმოდ იმგზავრეს. შენობაში გრილოდა.ნიცა კულისებისკენ გაემარათა.ალექსანდრე მაყურებლის შესასვლელისკენ სმდა იქიდან უყურებდა გოგოს.სკამებზე წინა რიგში იყო რამაზიც,რომელმაც დღეს რამდენჯერმე გააჩერა ნიცა. _ რა გჭირს დღეს ნიცა? ხომ კარგად ხარ? _ კი… უბრალოს თავი მტკივა,სერიოზული არაფერი…_ მოიბოდიშასავით ნიცამ. _ კაი არაუშავს. კიდევ რამდენჯერმე გადიან სხვადასხვა სცენებს. _ დღეს დავიშალოთ.შემდეგ რეპეტიციაზე მობილიზდით. ალექსანდრე მანქანასთან გადის და ნიცას ელოდება.გადის 10-15 წუთი და არ ჩანს.კიდევ ცოტახანს იცდის ალექსანდრე. რამაზი გამოდის და შენობას კეტავს. _ უკაცრავად…_ მიმართავს მას._ ნიცა არ გამოსულა. _ უი,რას ამბობ?! _ შენობას აღებენ და შიგნით შედიან.საგრიმიოროში ეძებენ,კულისებში,სცენაზეც გადიან.საპირფარეშოსთან მიდიან და ეძახიან.მთელი შენობა შემოირბინა ალექსანდრემ,ცალკე რამაზმა.არსად არ არის. _ სად არის?_ გაოგნებული თავისთვის კითხულობს ალექსანდრე.სასწრაფოდ ტელეფონს იღებს.რამდენიმე ზარის შემდეგ ქალის ხმა ისმის. _ ლია დეიდა,ნიცას ნომერი მჭირდება… _ რა ხდება? _ არ ვიცი…გარეთ გავედი რეპეტიციის მერე მანქანასთან ველოდებოდი,რომ არ გამოვიდა,უკან შევედი ვეძებ და აქ არ არის…. _ ღმერთო… _ ქალის შეშფოთებული ხმა ისმის. _რა ხდება ლია?_ შორიდან მირიანის ხმა მისწვდა ალექსანდრეს სმენას. _ ნიცას ვერ პოულობს ალექსანდრე. _ რანაირად?.. როგორ?.. _ ლია დეიდა… _ ახლავე ახლავე… 2 წამში ალექსანდრეს ნიცა ნომერი მოსდის. რეკავს,დაკავებაა… კიდევ… ზარი გადის,მაგრამ არ პასუხობს… რამაზი შეჰყურებს გაოცებული. _ კარგით,წავალ. _ მოიცადე იქნებ სხვას დავურეკოთ…ჩათში დავრეკავ,საერთო გვაქვს… რამაზი რამდენიმე წამს კარგავს,სავარაუდოდ ჩათს ეძებს და რეკავს.ჯერ ერთი ხმა გაისმე მერე ნელ-ნელა სხვებიც გამოჩნდნენ. _ ნიცა ვინ ნახეთ ბოლოს? რომელიმესთან ხომ არ არის? _ არა,ჩემთან არა. _ არც ჩემთან… _ არ ვიცი… _ მარიამს დაურეკეთ აბა,არ უპასუხია,მაგას და ნიცას._ ისმის ერთ-ერთის ხმა. _ კარგი. პირადში რეკავს ახლა რამაზი.მარიამი არ პასუხობს. _ გავგიჟდები ახლა._ ამბობს კაცი. _ მარიამის ნომერი რომ გავიგოთ? _ ახლავე._ ჩათში იწერება და უცებ უგდებენ მის ნომერს.ალექსანდრეს კარნახობს. _ კარგი მადლობა. ალექსანდრე მანქანასთან ბრუნდება.მარიამის ნომერზე რეკავს. _ ნიცა,ახლა უცხო ნომერი რეკავს. _ არ უპასუხო.შეიძლება ალექსანდრეა. _ უხერხულია,ბატონი რამაზიც რეკავდა ნიცა. _ არაუშავს.ჭკუას ვასწავლი. _ ნუ ბავშვობ გოგო. _ მარიამ,ვიცი ჩემი საქმის.ნუ დარდობ შენ…_ ნიცა ჩუმდება. _ წამო სადმე გავერთოთ._ მერე იდეას სთავაზობს. _ ვერ ხარ,ქალო.ლამის ინტერპოლი ჩაერთოს შენს ძებნაში და გართობაზე ფიქრობ?!_ იცინის მარიამი. _ დაიკიდე,ღირსია. ნიცა ტელეფონს თიშავს. _ მიდი წამო რაა,მშვებიერი დროა უკვე,ბარები იქნება ღია,ცოტახანი და მერე ვუპასუხებ. უახლოეს ბარში მიდიან.ბართან იკავებენ ადგილს. _ რა მოგართვათ? _ ეკითხება ბარმენი. _ კოსმოპოლიტანი,ნაკლებ ყინულიანი._ პასუხობს ნიცა. _ თქვენ?_ უტრიალდება მარიამს. _ აპეროლი. _ ნიც,გავიდა ამასობაში საათზე მეტი,მიდი ჩართე. _ მოიცა რა…ჯერ იწვალოს._ ეღიმება ნიცას. სასმლეს მათ წინ დგამს ბარმენი.ნიცა პირველ ყლუპს სვამს.თვალებს ნაბავს. _ კარგია. ნელ-ნელა ხმაური მატულობს ბარში.მუსიკის ხმაც იზრდება.ნიცა რამდენიმე ჭიქას სვამს.მერე დგება და ცეკვას იწყებს,მარიამი არ მიყვება საცეკვაოდ.ბართან ზის და უმზერს.ნიცას მაგივრად დაძაბულია,ნიცა კი თავისუფლად მოძრაობს.მალე ვიღაც თავისზე ერთი თავით მაღალი ტიპი ეკვრება ზურგის მხრიდან და მასთან ერთად ცეკვავს.ნიცა ტრიალდება,ბიჭს უღიმის და ცეკვას აგრძელებს. მარიამის ტელეფონზე ზარი შემოდის. _ გისმენ. _ მარიამ…გესმით ჩემი ხმა…_ მამაკაცის აღელვებული ხმა ისმის. _ დიახ. მარიამი დგება და საპირფარეშოში გადის. _ ახლა უკეთ მესმის,გისმენთ. _ ნიცა თქვენთან ერთად ხომ არ არის? მარიამი წამიერად ჩუმდება,მერე სინდისი არ აძლევს უფლებას დამალოს. _ კი,ერთად ვართ.ბარში… _ ლოკაცია ჩამიგდეთ._ სწრაფად პასუხობს ხმა. მარიამი ლოკაციას უზიარებს. 20 ქუთი არ სჭირდება ალექსანდრეს იმისთვის რომ ბარში მიაკითხოს ნიცას,რომელსაც მამაკაცი უკნიდან ეხუტება და ცოტა ძალის გამოყენებით ბნელ დერეფნისკენ ექაჩება. _ ოო,გამიშვი ხელი._ უძალიანდება ნიცა. _ კარგი რაა,ნუ იცით ასე გოგოებმა…_ უკნიდან ყელში უყოფს სახეს და ენის წვერით უტოვებს სისველეს _ ფუუ,გაეთრიე…_ ხელს კრავს ნიცა. მამაკაცი მხართან მძიმე ხელს გრძნობს. თავს აბრუნებს. _ რა გინდა?_ აგდებით ეკითხება. _ ხელი გაუშვი._ მკაცრად ჟღერს ალექსანდრეს ხმა.ნაცნობი ხმის გაგონებაზე ნიცა თავს აბრუნებს. _ მომაგენი ბონდ?_ იღიმის. _ გაუშვი ხელი _ უმეორებს მამაკაცს. _ შენ ვინ ჩემი *ლე ხარ?! სიტყვის დასრულებას ასწრებს,მაგრამ სახეში მუშტი ხვდება და იქვე ეცემა ძირს კლაკვნით. _ შენი დედაც… _ შენი... _ არ ასრულებს ალექსანდრე,იხრება და კიდევ ურტყამს. ნიცა თვალებგაფართოებული შეყურებს ალექსანდრეს. _ ვააუ… ვიღაცამ წყობიდან გამოგიყვანა._ მერე იატაკზე დაცემულ ბიჭს გახედა._ გილოცავთ,თქვენ ის შეძელით რაც მე ვერ… ალექსანდრე სწორდება,თვალებიდან ნაპერწკლებს ისვრის,სახეზე ყველა ნაკვთი დაჭიმული აქვს.მაჯაში ავლებს ხელს ნიცას და მთელი ძალით ქაჩავს. _ შენი ხმა აღარ გავიგო! _ ყვირის თან გაბრაზებისგან და თან მუსიკის ხმა რომ გადაფაროს._ სად არის შენი მეგობარი? _ იქ ბართან. ალექსანდრეს გოგო გარეთ გაყავს მანქანაში სვავს.ღვედს უკრავს. _ ფეხი არ გადმოადგა მაქედან,თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!_ კბილების ხჭრიალით ეუბნება. ნიცა ღიმილით უქნევს თავს. ბარიდან მარიამი გამოჰყავს. _ მარიამ,ეს არის ჩემი ჯეიმს ბონდი._ იცინის ნიცა._ ეს მარიამია,ჩემი მეგობარი. _ სასიამოვნოა._ უხერხულად გრძნობს თავს გოგო. მარიამი სახლში მიჰყავს ალექსანდრეს. ტელეფონზე ზარი შემოდის. _ 15 წუთში მოვალთ. ნიცა გაღიმებული შეყურებს ალექსანდრეს. _ რაო ბონდ,იწვალე? მხოლოდ გაბრაზებული მზერა შეაგება ბიჭმა. _ მივეჩვიე უკვე შენს გაბრაზებულ თვალებს._ ასე რომ ტყუილად მიყურებ,უდარდელად ამბობს ნიცა. ალექსანდრეს გულში იმხელა ბრაზი უტრიალებდა.სურდა ეს სიფრიფანა გოგო მიეგდო იქვე და ჭკუა ესწავლებინა,მაგრამ პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა… სანამ სახლში მიდიან ნიცა შედარებით ფხიზლდება. ეზოში შესვლისთანავე მირიანი და ლია შეეგებნენ. _ სად იყავი?_ ეს ტონი პირველად ესმოდა ნიცას. _ მეგობართან ერთად ბარში. მირიანს საზე მოექუფრა. _ შენ აცნობიერებ სიტუაციას საერთოდ?! _ არაფერი მომხდარა მამა,დამშვიდდით… ნიცა გვერდს უვლის და სახლში შედის. მირიანი უკან მიყვება. _ ბარათებს დაგიბლოკავ ნიცა,ფეხს ვერ გაადგამ გარეთ ალექსანდრეს გარეთ.სამი თვე მივდივარ,გესმის ეს რას ნიშნავს?! იმ ღამის შემდეგ! მეშინია და ვნერვიულობ...შენ კიდე თითქოს შენი თავი მხოლოდ შენ გეკუთვნის ისე იქცევი. _ მამა,არაფერი მომხდარა,უბრალოდ დავიღალე ამ კონტროლით… _ როდის ერთხელ მიკონტროლებიხარ?! მხოლოდ ახლა,როცა რაღაც საფრთხე იყო_ სულ უფრო უმკაცრდება ტონი მირიანს. _ აუ,მამა კაი რაა… _ ხმა ნიცა._ ოთახში მირიანის ხმამაღალი ხმა პირველად გაისმა 22 წლის მანძილზე._ ადი შენს ოთახში და დაიმახსოვრე გიკრძალავ ალექსანდრეს გარეშე ფეხის გადგმას სახლიდან.ყველა შენს ბარათს ვბლოკავ,თუ რამე დაგჭირდება ალექსანდრეს ექნება ბარათი საიდანაც შეძლებ ყიდვას,ნუ ინერვიულებ თანხა იმდენი გექნება არ მოგაკლდება,ეს მხოლოდ იმისთვის რომ მის გარეშე არ იარო. ნიცას ლამაზი ცისფერი თვალები უძირო ზღვას დაემსგავსა,რომელსაც ნაპირი ვეღარ იტევს. გული აუჩუყა მამის მკაცრმა ტონმა და სიტყვებმა.ცრემლები გადმოსცვივდა,თან სცხვენოდა და თან ბრაზობდა რომ თავი ვერ შეიკავა და ატირდა. არც მირიანისთვის იყო მარტივი ასატანი შვილის ტირილი,გული მოუკლა მისმა ცრემლებმა,მაგრამ საფრთხე,რომელიც აფიქრებდა უფრო ძლიერი იყო. ოთახში ლია შემოვიდა.მხარზე შეეხო ჯერ ისევ ფეხზე მდგარ მირიანს. _ რა მოხდა?_ თბილი ხმა ჰქონდა ლიას. _ უხეშად გამომივიდა…_ ამოიოხრა კაცმა._ მაგრამ,მეშინია ლია,ვაიდა მართლა გირაოს სახით გამოუშვან და ისევ გაბედოს აქ მოსვლა?..ან სხვაგან დახვდეს… _ აქ არ მგონია დაბრუნდეს,ხო ნახა კამერებიდან რომ ამოიღეს მასალა…იცის აწი რომ კამერებია და არ მოვა._ ლია გაჩუმდა._ მაგრამ აი სხვაგან…მართალი ხარ.ნუ დარდობ მივხედავ.აღარ მივცემ უფლებას გვიან ღამით გარეთ იაროს.ალექსანდრესაც გავაფრთხილებ. _ მეც ველაპარაკე.თან აითვალწუნა ეგ ბიჭიც…რას გადაეკიდა?! ლიას ჩაეღიმა. _ ხომ იცი ნიცას ხასიათი,გადაუვლის. _ იმედია…_ ამოიოხრა კაცმა.ლიას მიუბრუნდა.თავზე ხელი გადაუსვა,ღაწვებზე მიეფერა._ რომ მომენატრები ხომ იცი?! ლიას გულში სითბო ჩაეღვარა. _ ვიცი. _ როგორ გამიჭირდება უთქვენოდ.სამი თვე ძალიან ბევრია…არ მინდოდა ამდენი ხნით,მაგრამ თემურის სიტუაცია ხომ იცი?! ვერ წავიდოდა თვითონ ვერანაირად…არადა საქმე მოითხოვს. _ ნუ ღელავ,ყველაფერი კარგად იქნება._ დაამშვიდა ქალმა და სახეზე ხელი ჩამოუსვა. _ კიდევ კარგი შენ მყავხარ._ უთხრა და ჩაეხუტა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




