ჩემი პირადი მცველი 5
გამთენიას მირიანმა ქვეყანა დატოვა.თუმცა მანამდე შვილთან შევიდა,ისე რას მოუთმენდა გული.ჩაეხუტა,ცოტა მოუბოდიშასავით,აუხსნა სიტუაციის სიმძიმე და მისი შიში. ნიცა მამას გულში ჩაეკრა,ეწყინა,მაგრამ არ შეეძლო მამაზე გაბრაზება.ის ერთადერთი იყო ვინც უპირობოდ უყვარდა. დილით ისაუზმა და აუზთან გავიდა,შეზლონგზე დაწვა.მისი უნაკლო სხეული მიაფიცხა მზეს.წიგნს კითხულობდა,როცა ჭიშკრის კარი გაიღო.ხმაურზე თავი აწია.ალექსანდრე იყო.ისევ წიგნს ჩახედა,თუმცა აზრი ვეღარ გამოჰქონდა წაკითხულიდან. ბრაზდებოდა ბიჭზე.მისი დასჯა უნდოდა,მან კი შეყარა მთელი ოჯახი. კითხვას კი აღარ უსვამდა თავის თავს,რატომ უნდოდა ბიჭის დასჯა?! რა შუაში იყო ალექსანდრე?! მაგრამ ჯერ ისევ იმ ასაკში იყო,ანალიზი და კავშირები მაინც რომ უჭირთ. გულნატკენმა გააყოლა თვალი,როცა სახლში შევიდა. “ საძაგელი,მაგის გამო მამამ მიყვირა” გადაბრუნდა,მუცელზე დაწვა და წიგნის კითხვა განაგრძო. ცოტახანში ჩრდილი მიადგა,მიხვდა ვიღაც დაადგა თავზე.ახედა,ალექსანდრე იყო. _ დღეს სადმე გინდა გასვლა? _ რა გნებავს? _ გითხარი უკვე._ მშვიდად პასუხობს ბიჭი. _ როცა დამჭირდება გეტყვი. _ მაინტერესებს,გასასვლელი ვარ და რომ გავითვალისწინო… _ აჰ, მეთავისუფლები?_ ირონია გაურია ხმაში. _ ვიღლები შენთან ურთიერთობით._ ამოიოხრა ბიჭმა._ მარტივად თქვი რა… ნიცა დაფიქრდა. _ კი,ვაპირებ. _ რომელ საათზე? _ ზუსტად არ ვიცი…_ ეღიმება ტუჩის კუთხეში. _ ნუ მეთამაშები ნიცა. _ კაი. ყბის ძვალი დაეჭიმა სიმწრისგან.გაეცალა.აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს. მთელი დღე ალოდინა ტყუილად,არაფერი საქმე არ ჰქონდა,არც გასვლას არ აპირებდა სადმე.უბრალოდ მიზნად ჰქონდა დასახული ალექსანდრეს გამწარება. გვიან საღამოს თავის დაქალთან ერთად მოლში წაიყვანა.იქაც უკან დასდევდა.ხან ეგონა მის გასამწარებლად დადიოდა ამდენს.მაღაზიიდან მაღაზიაში,იზომავდა,იხდიდა…უსასრულოდ.როგორც იქნა აარჩია რაღაცეები,ბოლოს ალქესანდრემ გადაიხადა. სახლში წაიყვანა,დაღლილ ბიჭს ადრიანად ჩაეძინა.შუა ღამეს ხმა შემოესმა.საძინებლის კარი ოდნავ ღია ჰქონდა დატოვილი.თხელი სპორტული შარვალი ამოიცვა და უცებ გამოვიდა დერეფანში. მოკლე,თეთრ კაბაში,ზედმეტად სექსუალურ ფორმაში გამოწყობილი ნიცა კიბეებზე ჩუმად მიიპარებოდა.ხელში ქუსლიანი ფეხსაცმელი ეჭირა. _ საით? _ მშვიდად ჰკითხა ალექსანდრემ. ნიცამ ლამის შეკივლა შიშისგან.მოხედა ბიჭს. _ არსად ეზოში… _ მაგ კაბით,ვარცხნილობით და მაკიაჟით? _ ჰო,რა პრობლემაა?! _ კაი,მეც ჩამოვალ. ნიცა თვალები გადაატრიალა. _ გადავიფიქრე._ უკან ამობრუნდა. _ არც იფიქრო…_ გააფრთხილა ალექსანდრემ _ რა? _ გაპარვა. ტუჩები ამრიზა პასუხად გოგომ და ოთახში შევიდა. _ ღმერთო,ამასთან ძილიც არ მიწერია დარჩენილი სამი თვე!_ ალექსანდრემ სიმწრით შუბლზე ხელი იტკიცა. ვეღარ დაიძინა.სულ ეგონა უნდა გაპარულიყო.მერე ფიქრი აეკვიატა აივნიდან არ გამეპაროსო. ადგა კარზე დაუკაკუნა.ხმა არ გასცა. კიდევ დააკაკუნა. სახელური ჩამოსწია,ფრთხილად შეაღო კარი.ელდა ეცა აივნის კარი ღია იყო. უცებ მივარდა კარს,აივანზე გავიდა და იქ იყო.ამოისუნთქა,მაგრამ ახლა ნიცა გახდა ლამის ცუდად.იჯდა აივანზე,ფეხები იქვე მეორე სკამზე შემოეწყო.ხელში სიგარეტი ეჭირა და ეწეოდა. _ რა ჯანდაბაა? საკუთარ ოთახში მივარდები უკვე? _ დაგიკაკუნე…ვერ გაიგე… _ მერე უნდა შემოვარდე? _ მეგონა გაიპარე. _ სად გავიპარები შენს ხელში?!_ უკმაყოფილოდ ამოთქვა. სიგარეტი გაუწოდა. _ გინდა? ერთი ღერი ამოაძვრინა ბიჭმა. _ ჩემგან გადაუკიდე…_ თავისი სიგარეტი მიაწოდა._ სანთებელა ჩამივარდა დაბლა. მის მიწვდილი სიგარეტიდან გადაუკიდა.ნაპასის დარტყმისას სექსუალურად ეკვეთებოდა ყბის ძვალი.ტუჩები…თხელი კანი ჰქონდა ლოყებზე და ესეც ლამაზად ხვდებოდა ნიცას თვალში… _ დაჯექი._ სკამზე მიანიშნა ნიცამ. _ თუ შეიძლება უნდა დაურთო წინ,ან თუ გინდა._ სკამი მაინც გამოწია და დაჯდა. ნიცას გაეცინა. _ ჩემს კონტროლთან ერთად ზრდილობის გაკვეთილებიც დაგიბარა მამაჩემმა? _ კი. _ მაგაში რამდენს გიხდის? ალექსანდრეს ყელზე ძარღვი დაეჭიმა. _ ანუ,რამდენად რთულად არის საქმე? უბრალოდ ფასის მიხედვით განვსაზღვრავთქო ვიფიქრე…_ უბოროტოდ ჩაიღიმა ნიცამ.მიხვდა ზედმეტი მოსდიოდა ბიჭთან,მაგრამ ვერ ჩერდებოდა. ნაჩვევი იყო ყველა ფიანდაზად ეგებოდა მის ფეხებთან ეს კი შეუვალი იყო.ერთი სიტყვა არ ემეტებოდა წესიერად,მზერაც კი… ბიკინში გამოწყობილიც კი ჰყავდა ნანახი ეზოში,მაგრამ იქაც თვალს არიდებდა.ლამის მის ორიენტაციაში შეპარვოდა ეჭვი. _ სად მიდიოდი? _ ბარში,მეგობრები არიან ერთად. _ მერე გეთქვა და გაგიყვანდი. _ კაი რაა,ვის სიამოვნებს,ფხიზელი თვალით რომ აკვირდებიან? მართალი იყო ნიცა. _ რა მიგრძნობინებია ? გაერთე მერე რა… _ მასე ფიქრობ? რავი მიტყდება… ჩაეცინა ალექსანდრეს. _ არ მჯერა შენ რომ რამე გიტყდება. _ არც ეგეთი ვარ. _ სხვანაირად ჩანს… _ ვიცი. _ თუ იცი,ესეიგი მოგწონს. ჩაეღიმა ნიცას. _ ხანდახან მინდა რომ ცუდი ვეგონო ადამიანებს… ბიჭმა ნაპასი დაარტყა,ბოლი ნელა გამოუშვა.ნიცა აკვირდებოდა მის თითოეულ მოძრაობას. _ რატომ გინდა ცუდი ეგონო? _ მაინტერესებს,მერე როგორ მომექცევიან,რას იზამენ…საინტერესოა…_ ჩაიცინა. _ ასაკის ბრალია. გოგომ გადაიკისკისა. _ შენც არ მყავდე ახლა ბაბუაჩემის ხნის. _ არა,მაგრამ მაინც ასაკის ბრალია დამიჯერე.გადაგივლის… _ ალბათ… ორივე გაჩუმდა.ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდნენ.ნიცამ ღრმა ნაპასი გააკეთა,ბოლო გადასცდა და ხველა აუტყდა.ძლივს ამოისუნთქა.მერე თავის თავზე გაეცინა.ალექსანდრესაც ღიმილი შეეპარა. _ არ ვეწევი სინამდვილეში._ ღიმილით თქვა ნიცამ. _ ხო შევამჩნიე,ისე ჩაიწვა ეგ ღერი ახლა მოქაჩე და ლამის გიმსხვერპლა. ნიცას ისევ სიცილი აუტყდა. _ ისე მომწონს,რომ მიჭირავს,იფერფლება…ვკაიფობ ამ პროცესით…მგონია რომ მიხდება._ღიმილით ამატებს ბოლოს. დაკვირვებით უმზერს ბიჭი. _ კი,გიხდება. _ ალილუია…რაღაც დადებითი მითხარი._ ორივე იცინის. _ რანაირად უნდა გითხრა დადებითი,გაცნობის წამიდან მაბულინგებ._ იღიმის ალექსანდრე და თვალით ათვალიერებს რამეს სიგარეტი ჩააქროს. _ რა მექნა,შემოვედი და მხვდება სიმპათიური ბიჭი_ უცებ ჩუმდება,ეღიმება.ხვდება გულახდილი საუბარი გამოსდით უკვე.ალექსანდრე უხვდება ფიქრს. _ გააგრძელე,გააგრძელე…არც მე მაწყენს,რამე წესიერის მოსმენა შენგან. ნიცა მხიარულად აგრძელებს _ ხოდა ეს სიმპათიური ბიჭი,დაცვის ამპლუაში რომ წარმიდგინეს გამიტყდა. _ აბა რას ელოდი?მზარეული გინდოდა ვყოფილიყავი თუ პირადი სტილისტი? _ არცერთი არ მჭირდება და არც დაცვა,რომ იცოდე. _ კი,აბაა.ერთი გუშინ არ გჭირდებოდა ბარში… _ მაინც მოვიშორებდი. _ რას მოიშორებდი? ორ ნაბიჯში რაღაც საწყობის ოთახი იყო… _ შენ რა იცი?_ ფარ-ხმალს არ ყრის ნიცა. _ რომ შევტრიალდი ვნახე.რომ არ ჰქონდა წესიერი მიზნები ხომ იცი?!_ მშვიდად ესაუბრებოდა ალექსანდრე _ ჰო._ აღიარა. _ რატომ იგდებ თავს საფრთხეში? რატომ ეთამაშები ბედს? მართლა რომ რამე მომხდარიყო,მერე… _ კაი ვსო… არაფერი მომხდარა._ ხვდებოდა მართალს ეუბნებოდა და ვეღარ ისმენდა მეტს. _ დღესაც ბარში მიიპარებოდი… მოკლედ მაგარი თავქარიანი ხარ. ნიცას ჩაეცინა. _ მომწონს,სწორი სიტყვაა ჩემს ასაღწერად._ უღიმის ბიჭს. _ ეს სამი თვე მშვიდობით დამასრულებინე და მერე წავალ. გულის კუნჭულში ეწყინა გოგოს,როცა ასე მარტივად თქვა წავალო. _ კაი,წავალ დავიძინებ.იმედია არ გაიპარები? _ არა._ გაუღიმა ნიცამაც._ მეც დავიძინებ. ალექსანდრე შეტრიალდა კარისკენ წავიდა. _ ალექს… _ ბიჭი მოტრიალდა.ახლა სულ შეუმოკლა სახელი,გულში სითბო იგრძნო. თვალი ააყოლა,შეავლო კიდევ ერთხელ თეთრ სარაფანში გამოწყობილ გოგოს,მის გრძელ ფეხებს,რომელსაც ერთი ციდა კაბა ძლივს უფარავდა საჯდომს.მზერა მის თვალებზე გააჩერა. _ დავზავდეთ? ორივე მიხვდა ეს გადამწყვეტი წამი იყო. თუმცა ორივეს მოწონდა ეს ბავშვური კინკლაობა,ხან კი ზედმეტი მოსდიოდათ. _ დავზავდეთ,კარგი. ნიცა მიუახლოვდა ხელი გაუწოდა. _ გპირდები უშენოდ არსად წავალ,მაგრამ დამპირდი ასე გაწკეპილი პერანგით და შარვლით აღარ დამიწყებ დევნას. ალექსანდრეს ღიმილი რომ შენიშნა,გაეცინა. _ არ გეზარება მაინც უთოობა? _ კარგი,გპირდები._ ხელი ჩამოართვა ბიჭმაც. _ და კიდევ… _ ნიცა ბევრი ხომ არ მოგდის?! ხელი ჯერ ისევ ერთმანეთზე ჰქონდათ ჩაკიდული. _ არაა,არ მომდის.ხოდა კიდევ ის რომ როცა სადმე წავალთ შენც გაერთობი. ალექსანდრე წამით გაჩუმდა. _ ვეცდები. _ ეგ უკვე მომწონს. ხელი შეუშვა ალექსანდრემ თუმცა მისი სითბო ისევ ხელზე დარჩა დიდხანს. _ მშვიდი ღამე. _ შენც._ კარი მიხურა ნიცამ და გაღიმებული აეკრა კარს. გულში ორივე კმაყოფილი იყო ამ ზავით.თვე სრულდებოდა რაც ერთად ატარებდნენ დღეებს და კატა-თაგვივით იყვნენ.თითქოს ერთმანეთის გაბრაზებით ჟინს იკლავდნენ,მაგრამ რაღაც დადებითიც ჰქონდა ამ ყველაფერს,ის უხილავი ზღვარი ისწავლეს ურთიერთობის,რაც ასე საჭიროა ყველა ადამიანთან. საზღვრებს უმეტესად მაინც ნიცა აღრვევდა,მაგრამ ახლა იცოდა სადამდე და რამდენს მოუთმენდა ალექსანდრე.ბიჭი არ მოითმენდა მისგან მისი თავმოყვარეობის შელახვას.არ იყო ალექსანდრე უპრინციპო და ეს უფრო აინტრიგებდა ურთიერთობაში ნიცას. სხვა ბიჭები ყველაფერს თმობდნენ,ოღონდ ნიცას ეთქვა რამე,უმტკიცებდნენ რა ძვირფასი იყო ნიცა მათთვის,მაგრამ სინამდვილეში იცოდა,როგორც კი მის თავს ხელში ჩაიგდებდნენ.ყველა სიტყვა ზღაპარი აღმოჩნდებოდა.ალექსანდრე კი რეალური იყო,არაფერს პირდებოდა,უპირისპირდებოდა,ეუხეშებოდა მასავით.იყო რაღაც რაც იზიდავდა მასთან ურთიერთობიკენ. დილით ორივე შედარებით გვიან ადგა,თუმცა მაინც ალექსანდრემ დაასწრო. ჯერ დედას ესაუბრა ტელეფონით,გაიგო მისი მდგომარეობა.ზეგ ექიმთან იყო წასაყვანი.დაპირდა მე წაგიყვანო. მერე დუდუს დაურეკა. _ რა იყო შე ჩემა ამ დილაუთენია? _ გეძინა? _ ხო,რა ხდება მშვიდობაა? _ ხო მოსაკითხად დაგირეკე. _ მეგონა აღარ გახსოვდი… _ აუ,ნუ ა*რაკებ რა,ხომ იცი სიტუაცია… _ მიდი დღეს შევხვდეთ… _ ამას რა ვუყო? _ წამოიყვანე… უცებ წარმოიდგინა დუდუსთან ერთად ნიცა… _ შეიძლება,თუ დამთანხმდა… _ დაითანხმე. ალექსანდრეს ჩაეცინა. _ კაი მიდი საღამოს დაგირეკავ. დაბლა ჩავიდა.კარის შუშებიდან ლიას მოკრა თვალი,ეზოში ფუსფუსებდა.ისიც გავიდა. _ დილამშვიდობის ლია დეიდა. _ დილამშვიდობის ალექს. _ დაგეხმარებით. _ მებაღე გვყვავს,პერიოდულად მოდის,მაგრამ ახლა ვერ არის კარგად… ლია დაიხარა ყვავილებს წყვეტდა თან ლარნაკში ჩასადებად. _ ხოდა და ეს ბალახი უკვე გაიზარდა… _ თუ არის ელექტრო საკრეჭი,მე მივხედავ. _ მართლა? _ კი,გვაქვს,ვიფიქრე მე ჩავრთავთქო. _ მივხედავ მე. ელექტრო საკრეჭი გამოიტანეს,ჩართო ალექსანდრემ და თავად გაუყვა გაზონს.ცოტახანს ასე ამუშავა,მერე დასცხა,მაისური გაიხადა. ივნისის შუა რიცხვები იყო,მაგრამ მზე უკვე კარგად აცხუნებდა. ბერლინში სწავლის დროს,პერიოდულად თუ სამუშაო გამოჩნდებოდა რამე უარს არ ამბობდა დამატებით შემოსავალზე,იქაც უმუშავია გაზონის გაკრეჭვაზე ვილებში.მერე დაასრულა სწავლა და უნივერსიტეტში იქვე შესთავაზეს სამსახური.დარჩა.იქ მუშაობდა,პერიოდულად ჩამოდიოდა ხოლმე,დედას სანახავად. ბოლოს როცა ჩამოვიდა გაიგო რომ დედას სიმსივნე აღმოაჩნდა საშვილოსნოზე.ექიმმა ჯერ რამდენიმე ქიმია ჩათვალა საჭიროდ,რომ მოყინონ,მეტად აღარ გავიდეს მეტასტაზები სხეულში,შემდეგ კი ოპერაცია.საწყის პერიოდში აღმოაჩინეს,მაგრამ მაინც ნერვიულობდა ალექსანდრე. დარეკა ბერლინში,სამსახურიდან გაეთავისუფლა დროებით,თუმცა ეს დროებით რამდენ ხანს გაგრძელდებოდა არავინ იცის… ის კი იცოდა სანამ დედა სრულად არ გამოჯანმრთელდებოდა არ აპირებდა დაბრუნებას. აქ ჩამოსულს,სამსახური უნდოდა.რამდენ ხანს ეყოფოდა ის დანაზოგი რაც ბერლინში ყოფნის დროს მოაგროვა?! რამე მსუბუქი,რომ დრო ჰქონოდა თავისუფალი.ლიამ რომ დარეკა და შესთავაზა,მარტივად მოეჩვენა ეს სამუშაო,მაგრამ…არ ყოფილა ადვილი 22 წლის გოგოს პირადი მცველობა,მიუხედავად იმისა რომ საფრთხე არ ჩანდა ამ ეტაპზე… ფიქრებიდან ნიცას შეძახილმა გამოიყვანა.აივანზე ღამის შორტსა და მაისურში.მაისური მჭიდროდ ეკვროდა მის შიშველ მკერდს და სხეულის ბუნებრივ ფორმებს იმეორებდა. _ დილაუთენია,რას აბზუილებ? ალექსანდრემ ახედა და წამით დაიბნა,თვალში მოხვდა მისი უზადო სხეული.უხერხულად შეიშმუშნა.მზერა აარიდა,ვითომ მზემ მოჭრა თვალი. _ შენთვის დილა რომელ საათამდეა? ნიცას გაეცინა. _ 1-2_მდე. ლიას გაეცინა. _ ჩამოდი,შენი ალსტრომერიები ყვავის…დავკრიფოთ გინდა? _ კი,დამელოდე. ჩამოირბინა,ისე საღამურებში,არ გამოუცვლია.ბიჭმა მის დანახვაზე თვალები აატრიალა და ისევ გაზონს გაუყვა. ალსტრომერიების ფერად ბუჩქთან გაჩერდა — ვარდისფერი და თეთრი ყვავილები ერთმანეთში ირეოდა. რამდენიმე დაუფიქრებლად მოწყვიტა, თითებს შორის მოიქცია და სუნთქვასთან ერთად მათი მსუბუქი სურნელი იგრძნო. _ როგორ მიყვარს… ლია ღიმილით უყურებდა ნიცას და ტკბებოდა მისი სილამაზით და ბედნიერებით. არა მხოლოდ ლია ტკბებოდა ამ ყველაფრის ცქერით,ალექსანდრეს მზერაც მასზე იყო მიმართული.უყურებდა და ხვდებოდა ამჯერად ნიცა არ ჰგავდა იმ გოგოს, რომელიც თვალებს აბრიალებდა, ირონიას ესროდა და ყველაფერს პროვოკაციად აქცევდა. აქ დღის შუქში, დაუდევრად შეკრული თმით და ხელში მოფრიალე ყვავილებით სრულიად სხვა იყო.ისეთი ნაზი,ფრთხილი,წამიერად მისი შეხებაც კი მოუნდა… ნიცამ თითქოს მზერა იგრძნო,ალექსანდრეს გახედა.ღიმილი მოთოკა,ფრთხილად წამოდგა,ყვავილები ლიას გადაულოცა და ალექსანდრესკენ წავიდა. მიხვდა მასთან მიდიოდა გოგო და გაჩერდა დაელოდა. _ რას მიყურებ ბატონო ალექსანდრე?_ ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა და ვერ აკავებდა. _ ვაკვირდები,რამე საფრთხე ხომ არ გემუქრება. მიუშვა ღიმილი ნიცამ,რომელსაც აქამდე იჭერდა,ლოყის შიგნიდან,კბილებით. _ ჰო,ყვავილები ძალიან საშიშია. _ შენს შემთხვევაში,რა და როდის გაპრობლემდება ვერ გაიგებ._ჩაიცინა ალექსანდრემ და გაზონს გაუყვა. _ პრობლემები აწი ნახე…_ ჩუმად,თავისთვის ჩაილაპარაკა გოგომ და ღიმილით მოშორდა ბიჭს. აივანზე გაშალა საუზმე ლიამ.მაგიდის შუაში ალსტრომერიების თაიგული მოათავსა.მხიარულება სუფევდა სუფრასთან.ახალგაზრდებს შორის აღარ იყო დაძაბული აურა.ხუმრობდნენ,” მწარე” რეპლიკებსაც ესროდნენ ერთმანეთს,მაგრამ ისე რომ ჰაერი არ იმუხტებოდა ნეგატივით. _ დღეს რა გეგმები გაქვს?_ კითხვა ბიჭმა დასვა. _ დღისით არაფერი.საღამოს რეპეტიცია მაქვს…_ ტოსტი ჩაკბიჩა,მერე საჩვენებელი თითი გაილოკა._ აუ,ეს ავოკადოსგან მომზადებული ტოსტი საოცრებაა ლიკუ. _ რა ტრიპაჩი ხარ._ ჩაიცინა ალექსანდრემ. _ რაო? _ თვალები დაჭყიტა ნიცამ._ გაიგე ლიკუნ,რა მითხრა. _ აბა რა ხარ,აიჩემებთ ხოლმე რაღაც კონკრეტულ პროდუქტს და ორი კვირა გაუჩერებლად ჭამთ,სანამ გული არ აგერევათ._ დაასრულა მშვიდად და ყავა მოსვა. _ პირადი გამოცდილება გალაპარაკებს მგონი._ თვალები მოჭუტა ნიცამ. _ არაა,დაკვირვებული ვარ. ლია გვერდიდან უყურებდა და ეღიმებოდა მათ ბავშვურ კინკლაობაზე. _ ისე მართალს გეუბნება ნიცა,გახსოვს შარშან მარწყვი რომ აიჩემე და მთელი სამი დღე მარწყვს ჭამდი… _ აი,ეგეც მე ვარ?! _ ჩაიცინა ალექსანდრემ. _ იმიტომ,რომ იდეალური მარწყვი იყო._ უდარდელად აიჩეჩა მხრები._ როცა რაღაც კარგია,რატომ უნდა შევწყვიტო? _ იმიტომ რომ ის კარგიც მოგწყინდება. _ შენ ყველაფერში ასეთი ლოგიკური ხარ? _ კი,ჩემი ძლიერი მხარეა._ თვალი ჩაუკრა და ჩაიცინა. საღამოს რეპეტიციაზე მიყავს ნიცა. _ რეპეტიციის შემდეგ ჩემი ძმაკაცის ნახვა მინდა,კვების ობიექტი აქვს აქვე,შაურმაზე გვეპატიჟება…_ გვერდით მჯდომ ნიცას გახედა._ წამოხვალ? _ ის მეპატიჟება თუ შენ? _ იურისტი უნდა გამოსულიყავი შენ…_ ეღიმება ალექსანდრეს._ მან მე დამპატიჟა… _ და შენ მე მეპატიჟები ანუ…_ წარბები აათამაშა ნიცამ. _ მასე გამოდის… _ კაი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


