გზა შენამდე (თავი მეორე)
10 საათი იყო დაწყებული ლილემ თვალები მძიმედ რომ დააშორა ერთმანეთს. ძვლების ტკივილს გრძნობდა, პირი უშრებოდა და ძალა დაეკარგა. მრგვალი ჭრელი თვალებით შეჰყურებდა მძინარე უცნობს. მზერა ოთახს მოავლო, წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყო. თუმცა კარგად ახსოვდა ყველაფერი რაც წინა დღეს მოხდა. ახსოვდა როგორ გაატარა საათები წვიმის ქვეშ მჯდომმა. მიხვდა მიზეზს რის გამოც იყო ამ უცხო სახლში, დაინახა წყლის სათლი და მამაკაცის ხელში თეთრი საფენი. იატაკზე დატოვებული პირსახოცები. თმის საშრობი ტუმბოზე ჯერ კიდევ შეერთებული. თვითონ საბნებში იყო შეხვეული. სირცხვილით გაიწურა რომ შენიშნა საცვლების ამარა იყო დარჩენილი. აუხურდა ლოყები. წარმოიდგინა როგორ ხდიდა სველ ტანსაცმელს ბიჭი და როგორ უვლიდა. სახეზე დააკვირდა, ისე მშვიდად ეძინა, მთლიანად მოდუნებული ქონდა ნაკვთები. ყველაფრისდამიუხედავად ისეთი სიმპათიური იყო, ისეთი მამაკაცური. გამოკვეთილი ნაკვთები ქონდა. მსხვილი წარბები, სწორი ცხვირი. უზარმაზარი ჩანდა ეს იატაკსა და საწოლს შორის მოკუნთული კაცი. ლილემ აქეთ-იქით მიმოიხედა, დაინახა ოთახის ბოლოს ტუმბოზე თეთრი მაისური ეფინა. დიდი სიფრთხილით ადგა ლოგინიდან, მაიკა გადაიცვა და მართალია იმხელა იყო ბარძაყებს უფარავდა თუმცა არც ლილე იყო იმდენად პატარა კაბად გამოსდგომოდა მხოლოდ თეთრი მაიკა. კაცს გამოხედა და ფრთხილად გამოაღო ტუმბოს უჯრა. პირველივე შორტი ამოიღო, რომელიც თასმით იკვრებოდა და ჩქარა ამოიცვა. კარს მიუახლოვდა. ნელ-ნელა გამოაღო იმის შიშით არ აჭრიალებულიყო, მაგრამ ოდნავი ხმაურიც არ გამოუწვევია. გასვლას აპირებდა ჩაფიქრებუული ზღურლბზე რომ შეჩერდა, თავი ჩაქინდრა და მოსეს შეხედა. რამდენიმე წამი დაჰყო მის ყურებაში. ბოლოს უბრალოდ სევდიანად გაიღიმა და საძინებელი დატოვა. მისაღები გასულმა სახლს თვალი მოავლო, ძალიან მოსწონდა აქაური გარემო, ლამაზი, დახვეწილი ინტერიერი ჰქონდა სახლს, აშკარად გემოვნებას არ უჩიოდა ბიჭი, თუმცა თითქოს ის აკლდა, რაც ასე სჭირდება სახლს რომ სახლი იყოს. პიროვნება. მაგიდიდან ერთი ფურცელი აიღო, ზედ რაღაც დაწერა, ფურცლების გროვიდან შორს დადო რომ მარტივი ყოფილიყო მისი დანახვა და სახლი დატოვა. - გამარჯობა, მარჯანიშვილის 3 ნომერთან მიმიყვანეთ თუ შეიძლება. - კარგი შვილო. მუსიკა ხომ არ გაწუხებს, მითხარი და გამოვრთავ თუ გინდა - არა ბაბუ, იყოს, არ მაწუხებს - ტაქსის მანქანას ნიაზ დიასამიძეს სიმღერის ნოტები აბრუებდა. ლილემ ფანჯარას მიადო თავი და ჩაიკარგა სადარდებელში სიმღერისა და ქალაქის ფონზე. დედა აღარ იყო… მისი დედა ამ ქვეყანაზე აღარ დაიარებოდა, მისი ხელები აღარ რწყავდნენ ბაღში ყვავილებს, ფეხები კი აღარ ეხებოდნენ ამწვანებულ ბალახს. მისი სიცილი აღარ ესმოდათ კედლებს. “ამოდენა მდინარე როგორ გადმოიარე შენი ნახვა მინდოდა აღარ დავიგვიანე…” აღარ იყო მისი დედა. ვეღარ მიეფერებოდნენ შორიდან მისი წყლიანი თვალები. აღარ იყო მისი დედიკო. ვეღარ ჩაიკრავდა გულში მის ტანჯულ სხეულს. აღარ იყო დედა… “დაბეროს სიცოცხლის სიომ მომაკვდავ არემარესა გაუათასდეს სიცოცხლე ცაზე მზესა და მთვარესა” ლოყებს უნამავდნენ მლაშე ცრემლები ლილეს. ნაღველი დაეტოვებინა სამყაროს მხოლოდ მის სხეულში, მეტს ვერაფერს გრძობდა, გამოეცარიელებინა, გაენადგურებინა, გაეტეხა. დარჩენილიყო ამ სიცოცხლით სავსე მდელოზე მარტო, ერთადერთი დედის გარეშე. დარჩენილიყო ამ სიცოცხლეებით სავსე მდელოზე დასაყრდენი ხის ტოტის გარეშე. დარჩენილიყო ამ სიცოცხლით სავსე მდელოზე აზრის გარეშე, მიზნის გარეშე. რისთვის დარჩენილა? რა იყო განა მისი სიცოცხლე… - მოვედით შვილო - მადლობა დიდი, აი გამომართვით - ბაბუ, რაც არ უნდა იყოს რომ ასე გადენიოს ცრემლები, გახსოვდეს რომ უფალი ზემოდან იყურება. ის არ გაგწირავს, და როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები, როდესაც ამის ყველაზე ნაკლებად გჯერა მაშინ გამოგიწვდის იმ დახმარების ხელს მთელი ამ ხნის მანძილზე ვედრებით რომ ითხოვდი. - …მადლობა ყველაფრისთვის ბაბუ, გაიხარეთ. ბედნიერი დღე - გადმოვიდა ტაქსის მანქანიდან, მძმედ მიაბიჯებდა. სუსტად იყო, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. არ შესწევდა არაფრის ძალა. - ნეტავ მართლა დამხმარებოდა მაშინ, როდესაც ეს ასე ძალიან მჭირდებოდა და ასე სასტიკად არ გავეწირე საბოლოოდაც, ბაბუ… - ჩაიჩურჩულა იატაკზე დაჩერებული თვალებით კიბეების ავლისას გოგომ. - ლილე, ლილე, როგორ მანერვიულე. როგორ მადარდე. კინაღამ ჭკუიდან გადავედი ლილე. სად იყავი? რატომ არაფერი მითხარი? რატომ არ გამაფრთხილე? - გაფითრებული სახით ანერვიულებული ელაპარაკებოდა სალომე სახლში შესულ დაქალს. - მობილური გამეთიშა სალო. გუშინ მთაწმინდასთან ახლოს სკამზე ჩამეძინა წვიმაში. დილით ვიღაც ბიჭის სახლში გავიღვიძე, მან მომიარა. - რას ამბობ, ლილე. რამე ხომ არ დაგიშავა? - არა… არაფერი დაუშავებია. იატაკზე მჯდომს ეძინა დაღლილს. - საინტერესოა. რატომ არ გაგაღვიძა და სახლში არ მოგიყვანა თუ სიკეთის გაკეთება უნდოდა. თავისთან რატომ წაგიყვანა სახლში? - არ ვიცი, სალო, მასთან არ მისაუბრია, ჩუმად გამოვიპარე მისი ბინიდან. - რა ქენი? რატომ გამოიპარე? - აბა რა მექნა? დავლოდებოდი როდის გაიღვიძებდა და მანამდე მისთვის საუზმე გამეკეთებინა? რა უნდა მექნა. უხერხული იქნებოდა. უცხო სახლში. ხომ არ ჩამოვჯდებოდი და დაველოდებოდი საათობით მის გაღვიძებას, იქნებ კიდევ 3 საათი არ იღვიძებდა? ან ხომ არ გავაღვიძებდი ჩაძინებულ ადამიანს. ავდექი და წამოვედი. - არ ვიცი რა გითხრა, უცნაური გოგო ხარ, ლილე - სალო… ჩავიცვამ ახლა და დედასთან მივდივარ. არაფერი მითხრა გთხოვ. - კარგი ლილე, მაგრამ მეც შენთან ერთად მოვდივარ. - არა სალო, გთხოვ, მარტო უნდა წავიდე. იქ მივიდე. მარტო მინდა ყოფნა. არ გეწყინოს, კარგი? არაფერი მომივა. მადლობა რომ ჩემზე ზრუნავ. - ლილე… მედარდები, ლილე… - არაფერი სალ, დამიჯერე - დამპირდილ, რომ არაფერი მოგივა, კარგი? დამპირდი, გთხოვ - ყველაფერი კარგად იქნება, სალ. არ ინერვიულო, კარგი? რამდენიმე დღეში აქ ვიქნები. - კარგი. მომწერე ხოლმე, გთხოვ. გამაგებინე ყველაფერი, კარგი? - კარგი. ოთახში შევიდა. ტუმბოზე მოთავსებული ჩარჩოში ჩადებული პატარა ფოტო ხელებში მოიქცია. უყურებდა ულამაზეს დედას და პატარა ლილეს, რომელიც აციმციმებული თვალებით ეკვროდა დედას. და ისევ ცრემლებმა იწყეს დენა. ტუჩებთან მიიტანა სურათი და ოდნავ შეეხო, თითქოს ეშინოდა არ ეტკინა რამე დედისთვის. გულში ჩაიკრა სურათი და ისევ თავის ადგილს დაუბრუნა. ბიჭის ტანსაცმელი გაიხადა და შავი კაბა მოირგო. ჩანთაში გამოსაცვლელი ტანსაცმელი და საჭირო ნივთები ჩაიდო, ერთხელ მოავლო თავის კუთხეს, თავშალს ხელი მოკიდა და კარში გაუჩინარდა. - მიყვარხარ ლილე ძალიან. არ დაივიწყო არასდროს რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის - გადაეხვივნენ ერთმანეთს სულის მეგობრები. არ იყო საჭირო ესაუბრათ. ორივემ ძალიან კარგად იცოდა მეორე. არ იყო საჭირო არაფერი. მხოლოდ ერთი ჩახუტება და სულების ღიმილი. - მიყვარხარ სალ. ყველაფერი ხარ ჩემი. მალე შევხვდებით. თავს გაუფრთხილდი. და წავიდა. მიდიოდა სვანეთში. იქ სადაც ყველაფერი დაიწყო. იქ სადაც ყველაფერი მისთვის სამოთხის ტოლფასი იყო და ჯოჯოხეთს დაემსგავსა. მიდიოდა იქ სადაც სასაკლაო ელოდა. მიდიოდა ლომის ხახაში და მისთვის იმ წამს ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. არაფერი ადარდებდა დედის გარდა. დედის, რომელიც ვერარ გაუღიმებდა, ვეღარ ჩაიკრავდა გულში და რომელთანაც ბოლოჯერ შეძლებდა გამომშვიდობებას. ბოლოჯერ შეისუნთქავდა მის სურნელს. იმ სურნელს მხოლოდ დედებს რომ გააჩნიათ… იდგა ლილე სვანეთის გზაზე. გზაზე რომელზეც ან გადარჩებოდა, ან ვერა. —— მოსემ ლილეს წასვლიდან რამდენიმე წუთში გაახილა თვალები. თითქოს იგრნო როგორ დაცარიელდა სახლი. როგორ გაცივდა საწოლი და როგორ გახურდა საფენი, რომლითაც შუბლს უგრილებდა მძინარე გოგოს. თავი რომ ასწია და ლოგინში ვერ დაინახა სწრაფად წამოდგა. სააბაზანო შეამოწმა. ცარიელი იყო. მისაღებში გავიდა. სიცარიელე დახვდა. თავი ჩაქინდრა დოინჯშემორტყმულმა. მისი სახე ედგა თვალწინ. მისი ათრთოლებული ხმა. მისი პატარა სხეული. - ჯანდაბა მოსე, ჯანდაბა შენ თავს. - შეიკურთხა უმისამართოდ და წყალი ჩამოისხა ჭიქაში. სულმოუთქმელად გამოცალა და მაგიდაზე ჩამოდო ცარიელი ჭურჭელი. გვერდზე კუთხეში მოთავსებული ფურცელი დაინახა. ლამაზი კალიგრაფიით ვიღაცას რაღაც რომ დაეწერა და ზედ კალამი დაეტოვებინა. “დიდი მადლობა. ჩემზე იზრუნე. ამას ვერასოდეს გადაგიხდი. ჩემს ნაცვლად ღმერთს გადაეხადოს შენი სიკეთე. თეთრი მაიკა და შორტი ავიღე, სანაცვლოდ ჩემ ტანსაცმელს გიტოვებ, რადგან ვერ შეგპირდები რომ შენსას ოდესმე დაგიბრუნებ. მშვიდობით” - არც სახელი ვიცი შენი… არც გვარი. დაგკარგე პატარა ქალო. - დივანზე ჩამოჯდა, ფეხები სკამზე შემოდო და თავი უქან გადაწია. რაღაც უცნაურს გრძნობდა მოსე დადვანი. რაღაცას რაც უფორიაქებდა მთელ არსებას. უცხო იყო მოსესთვის ეს შეგრძნება. არ სჩვეოდა დარდი შემოსწოლოდა ვიღაც ქალების გამო. რაღაც იყო. რაღაც ამ ყველაფრის გარდა, ამ ყველაფრისგან დამოუკიდებლად… რაღაც უცხო და ახლობელი. ———— დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობს და თავის აზრს მიზიარებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


