ნათელიბნელში ( სრულად )
პროოლოგი ამბობენ, რომ ყველაზე დიდ ბრძოლას ადამიანი არა ომის ველზე, არამედ საკუთარი სულის სიღრმეში, სიმარტოვესა და სიცივეში გადის. ზოგჯერ დაცემა იმდენად მძიმეა, რომ კაცი საკუთარ ნაჭუჭში იკეტება, რწმენას კარგავს და გრძნობებს ისე გაურბის, თითქოს მათი გამოჩენისა და სიმართლის ეშინოდეს. ლუკა გელოვანიც სწორედ ამ გზას გადიოდა. მისი ცხოვრება ბნელით იყო მოცული, თავად კი საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად მოიაზრებდა. თუმცა, მის ცივ და კონტროლირებად სამყაროში მოულოდნელად შემოიჭრა ნათელი. ნია სრულიად გაუცნობიერებლად გახდა ლუკას ცხოვრების ნაწილი და, უნდოდა ეს კაცს თუ არა, გოგონას ნათელმა ნელა და მტკივნეულად შეაღწია ჯერ მის ყოველდღიურობაში, შემდეგ კი გულში. შეაღწია იმდენად ღრმად, რომ გაყინული სული გამოაღვიძა. მათი გზები სრულიად განსხვავებული იყო, თითქოს არც უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბედისწერასა და ღვთის განგებას თავისი გეგმები ჰქონდა. ამ წინააღმდეგობაში დაიბადა გრძნობა, რომელსაც ვერცერთი აღიარებდა. ეს არ იყო უბრალო გატაცება ეს იყო მტკივნეული განაჩენი, რომელიც თავგანწირვას მოითხოვდა; გრძნობა, რომელიც მათ ან საბოლოოდ გადაარჩენდა, ან სამუდამოდ დაღუპავდა. რადგან ნამდვილი ცხოვრება და სულიერი ტრანსფორმაცია იქ იწყება, სადაც საკუთარ სიმართლეს ბაგით აღიარებ და მთელი გულით ირწმუნებ, რომ ყველაზე დიდი დაცემის შემდეგაც შესაძლებელია მკვდრეთით აღდგომა. ლუკასთვის ეს სრული გარდასახვა მაშინ დაიწყო, როცა საყვარელი ადამიანის გამო შატილის მკაცრ ბილიკებს დაადგა იქ, სადაც მისი რწმენა, ერთ დროს ტაძარში ნაპოვნი, კლდესავით მყარად უნდა განმტკიცებულიყო. ეს არის ისტორია კაცზე, რომელმაც შატილის მთებში საკუთარი თავი იპოვა და... გადარჩა. თავი1 თბილისის ძველ ქუჩებში მზემ ნელ-ნელა დაიწყო ამოსვლა, ოქროსფრად შეანათა სახლებს და დილის თბილი სხივებით აავსო ჰაერი. ეს ქუჩები, თავისი პატარა, ჭრელად შეღებილი ხის აივნებიანი სახლებითა და ვიწრო, ქვაფენილიანი ბილიკებით, ისტორიის სუნთქვას ატარებდა. აქ ყოველი ქვა, ყოველი კუთხე-კუნჭული უძველეს კულტურასა და ტრადიციებზე მოგვითხრობდა. ეს იყო უბნები, სადაც დრო თითქოს შეჩერებულიყო და ხალხი ისევ ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობდა, ერთმანეთის სიხარულითა და დარდით. დილის შვიდი საათი იყო. ქალაქი უკვე ფუსფუსებდა. ზოგი ქუჩებს ხვეტავდა და თან ხალისიანად საუბრობდა; მათი ხმები ძველი თბილისის ექოს ერწყმოდა. იქვე ახლოს ყავის გამაბრუებელი, მწარე-ტკბილი არომატი ტრიალებდა. როგორც ჩანს, მეზობელ არტურას უკვე გაეღო თავისი პატარა ჯიხური და ახლად დაფქულ ყავას ამზადებდა. არტურას ყავა მთელ თბილისში იყო განთქმული – მისი ულვაშებიანი სახე, წამობზეკილი ღიპი და კეთილი, სომხური ღიმილი უკვე ქალაქის სიმბოლოდ ქცეულიყო. ჯიხურთან რამდენიმე მაგიდაც იდგა ტურისტებისთვის, რომლებიც დილაადრიან ეძებდნენ ქართული დილის ავთენტურ სურნელს. არტურას ყავის ჯიხურისგან არც ისე შორს, ძველებურ სტილში მოპირკეთებული, საშუალო ზომის სახლი იდგა. მისი აგურის კედლები და ნაქარგი აივნები თითქოს საუკუნეების ისტორიას ინახავდა. — ღმერთო, ჩემო ნია, როდემდე აპირებ ლოგინში კოტრიალს?! ნახე, რომელი საათია?! — გაისმა ქალის გამაყრუებელი, მაგრამ ნაცნობი ხმა. ნია, დენდარტყმულივით წამოფრინდა. კარგად იცოდა მამიდამისის, ქალბატონი ნანულის ხასიათი – მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. საათს დახედა და გაოცებისგან პირი დააღო. — რაა? უკვე ცხრა გახდა? — წამოიძახა გაოგნებულმა. — მამიდა მომკლავს! — ჩაიბუტბუტა და საწოლიდან წამოდგა. სწრაფად გაასწორა საწოლი, შემდეგ კი თავის მოწესრიგებას შეუდგა. კარადიდან მოკრძალებული, მთლიანი კაბა გადმოიღო და სწრაფად მოირგო. გრძელი, მუქი ხვეული თმა გადაივარცხნა და ნაზი ლენტით შეიკრა. მკრთალი მაკიაჟი გაიკეთა – მის უნაკლო, ბუნებრივად ლამაზ სახეს მეტი არც სჭირდებოდა. ყველაფერს რომ მორჩა, ოთახიდან გავიდა. — დილამშვიდობისა, მამიდა, — ღიმილით უთხრა. — ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, — უთხრა ქალმა; მის ხმაში უკვე სითბო იგრძნობოდა. — სად არიან დანარჩენები? — კითხა ნიამ, როდესაც ნახა, რომ შინ არავინ იყო მათ გარდა. — ყველა შენსავით ძილისგუდა კი არ არის, — გაეღიმა მამიდას. — შენი და და მშობლები საყიდლებზე წავიდნენ. — გასაგებია, — ნიამ ამოიოხრა. — კიდევ კარგი, არც ისე ძალიან დავაგვიანე, — ჩაილაპარაკა თავისთვის, შემდეგ სწრაფად ისაუზმა და მამიდას დალაგებაში მიეხმარა. ** ამასობაში, თბილისის ერთ-ერთი ცნობილი მამულის წინ შავი, გაპრიალებული „ფორდ მუსტანგი“ შეჩერდა. მალე მანქანის მინა ჩაიწია და იქიდან მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა, რომელიც რატომღაც გადმოსვლას არ ჩქარობდა. ბოლოს კარები გამოაღო და მანქანიდან გადმოვიდა. მას ძვირად ღირებული შავი შარვალ-კოსტიუმი და რუხი ფერის პერანგი ეცვა. თმა გვერდზე გადაევარცხნა და თმის გელით ჰქონდა დაყენებული, რომელსაც, შეთხელებული და მოვლილი წვერი ამშვენებდა, რაც უფრო მამაკაცურს ხდიდა. ოდნავ მოგრძო ცხვირი და ოდნავ სქელი ტუჩები ჰქონდა. სახეზე სათვალეები მოირგო. მანქანიდან გადმოვიდა და შენობისკენ დაიძრა თავისებური სიარულის მანერით. მასთან ჟურნალისტები მიცვივდნენ. — ბატონო ლუკა, გთხოვთ, გვითხარით, მართალია, რომ თქვენ დადიანების ძველი მამული უნდა შეისყიდოთ? — თავხედურად კითხა ჟურნალისტმა. გელოვანმა ცივად გახედა მის წინ მდგარ ჟურნალისტს. ისედაც თავს ძლივს იკავებდა, რომ ნერვებს არ ემტყუნა და ეს არამკითხე მოამბე ჟურნალისტი უფრო აღიზიანებდა მას. — ჯერ ერთი, ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ჩემს ცხოვრებაში ცხვირს ყოფთ, და მერე მე არ ვაპირებ ამ თემაზე არავისთან საუბარს და მით უმეტეს, ამის გაშუქებას ტელევიზიით, — მკაცრად უპასუხა. — მაგრამ... — თქვენ რა, ერთხელ გაგონილი არ გესმით?! თავიდან მომწყდით! — გაღიზიანებულმა დაუყვირა და მცველებს ანიშნა, დაერბიათ ჟურნალისტების ბრბო. სწრაფი ნაბიჯებით გაიარა და ხალხის ბრბოს ჩაუარა, ძალიან მალე უკვე სასახლის წინ იდგა. უკვე იგრძნო შინაგანად, როგორ დაიძაბა და სუნთქვა შეეკრა, ბრაზისგან კი ხელები მოემუშტა. სათვალეები მოიხსნა და არაფრისმთქმელი თვალებით გახედა იქაურობას. წლების წინ, როდესაც ჯერ კიდევ მოზარდი იყო, ამ მამაულში მშობლებთან და დებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა, მაგრამ ერთმა საზარელმა ტრაგედიამ მთელი ოჯახი შეძრა. და ამის შემდეგ მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. თვალებს ხუჭავს და თვალწინ ის კადრი უდგება, როდესაც ბიძამისმა უმოწყალოდ გააგდო ამ მამულიდან ობოლი ბავშვები. მიუხედავად მისი გათიშული თვალებისა, მასში მაინც იკითხებოდა ის ტკივილი, რომელიც უკვე წარსულის აჩრდილად ქცეულიყო მისთვის. შენობაში შევიდა, რადგან მამულის მფლობელთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. — რადგან უკვე ყველა ადგილზე ვართ, მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, — საუბარი დაიწყო კაცმა. — ბატონო ამირან, უკვე ბევრჯერ გაგაფრთხილეთ ვალის გასტუმრების თაობაზე. იმის გამო, რომ ჩემგან აღებული დიდი თანხა არ დამიბრუნეთ, თქვენი მამული ჩამოგართვით ამის საფასურად. ძალიან ბევრი გელოდეთ, თუმცა თქვენ არაფრის გაკეთებას არ ცდილობთ, მე კი მეტი ვეღარ დაგიცდით. დღეს კი ამ სახლს კლიენტი გამოუჩნდა, რომელიც სარფიან თანხას იხდის. — დიახ, მე მზად ვარ ეს სახლი შევისყიდო, — ცივი და ირონიით სავსე ხმით წარმოთქვა გელოვანმა და ქეისი იმ კაცის მიმართულებით გააცურა. — რაა?! თქვენ ასე ვერ მომექცევით, ბატონო სერგო, — გულმოსულმა წამოიძახა ამირანმა. აშკარად არ ესიამოვნა მომხდარი. — ვწუხვარ, მაგრამ მე დიდხანს გიცადეთ და ისიც გითხარით, რომ თუ თავის დროზე ვალს არ გადაიხდიდით, სახლს დაკარგავდით. ახლა ყველაფერი ბატონი გელოვანის ხელშია, — ცინიკური ხმით უპასუხა სერგომ. ამირანი მიმავალ გელოვანს აედევნა, რომელიც თავისი უჩვეულოდ მტკიცე და სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა. კაცი მას დაეწია. — ბატონო, მოიცადეთ, ძალიან გთხოვთ, სახლიდან ნუ გაგვყრით.— შეევედრა კაცი. — ეგ ჩემი პრობლემა არ არის. დღეს საღამომდე მამული უნდა დაცარიელდეს, გასაგებია?! — ცივად მიუგო. — მაგრამ სად უნდა წავიდეთ? გელოვანი მისკენ მიბრუნდა და გამყინვარე ხმით უთხრა: — ეს სიტყვები საიდანღაც მეცნობა. აა, ხო, გამახსენდა: წლების წინ თქვენც იგივე გააკეთეთ, როდესაც მე და ჩემი და ობლად დავრჩით. თქვენ უმოწყალოდ გამოგვაგდეთ სახლიდან. — გაღიზიანებულმა უთხრა და სათვალეები მოიხსმა კაცი ბიჭის სახის დანახვაზე გაქვავდა და ვერ იჯერებდა, რომ მის წინ მისი ძმისშვილი იდგა. — შენ ხომ ლუკა დადიანი ხარ, ჩემი ძმისშვილი... — ლუკა დადიანი აღარ არსებობს, ახლა თქვენ წინ ლუკა გელოვანი დგას და მე თქვენთან საერთო არაფერი, მაქვს თქვენც ისეთივე ბრალი მიგიძღვით, ჩვენს უბედურებაში, როგორც მამაჩემს, გულის ამრევები ხართ. ეს მამულიც თქვენ არ გეკუთვნით ის დედაჩემს მამიმისმა უსახსოვრა, მაგრამ თქვენ ის მიისაკუთრეთ, როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა, ჩვენ კი, გამოგვაგდეთ, ხოდა დრო მოვიდა ამის გამო პასუხი აგოთ. — კბილებში ავად გამოსცრა, შემდეგ მტრული მზერა მოავლო და წავიდა. *** — როგორც იქნა, დაბრუნდით! — მხიარულად წამოიძახა ნიამ და მათ შეეგება. — ოჰ, ჩვენს მძინარე მზეთუნახავს გაუღვიძია, — სიცილით თქვა მამამისმა. — გაიღვიძებდა, ძმაო, აბა რას იზამდა! სანამ არ დავუყვირე: „ადექი-თქო“, მანამდე ადგომა არ ინება, — თავი გაიქნია მამიდამ. — ოო, კარგით რა, მამიდა! დილის ცხრა საათზე წამომაგდეთ საწოლიდან, თანაც არც ისეა საქმე, როგორც თქვენ გგონიათ. უბრალოდ, დილის ძილი მიყვარს და ვერ ვიღვიძებ. კარგი, რადგან ყველა აქ ხართ, მინდა, რაღაც გითხრათ. — რა ხდება? — ყველა ინტერესით მიაჩერდა. — მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, მუშაობა დავიწყო, — შეპარვით უთხრა, რადგან იცოდა მამამისის დამოკიდებულება ამ თემაზე. — კი, მაგრამ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, შვილო. შენ ხომ ცეკვის გაგრძელება გინდოდა, — მშვიდი და სერიოზული ხმით უთხრა. — მე უბრალოდ მინდა, დაგეხმაროთ, მამა. ნუ ღელავ, ყველაფერს მოვაგვარებ. დღეს ერთ კომპანიაში გასაუბრება მაქვს. წავალ, გავესაუბრები და ვნახოთ, იქნებ ამიყვანონ.— ენთუზიაზმით წამოიძახა. — კარგი, რადგან ასე გინდა, წადი. მე არ შეგიშლი ხელს, — ღიმილით უთხრა. ამის გაგებისას გახარებული გაიქცა და მამამისს მოეხვია. — საუკეთესო მამა ხარ! — უთხრა და ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი ოთახში გაიქცა მოსამზადებლად. თავის პატარა ხატების კუთხესთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა და როგორც ყოველთვის, ახლაც თხოვა უფალს, დაელოცა მისი გზა. შემდეგ თავისი ჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა. — წავედი! — უთხრა მათ. — შვილო, ფრთხილად იარე, — დედამ სიტყვა დააწია. ბედნიერი გამოვიდა სახლიდან. გარეთ უკვე საკმაოდ ცხელოდა და ხალხიც ირეოდა. ფეხით ჩაიარა ვიწრო ქვის ბილიკები და არტურას ჯიხურს მიუახლოვდა. — გამარჯობა, არტურა ბიძია, — მხიარულად მიესალმა. — ვაა, გაგიმარჯოს, ნია, ჯან ცავატანემ! — სიცილით გამოეგება საშუალო სიმაღლის, ღიპიანი კაცი და სიცილისგან ულვაშები ზემოთ აუვიდა. — სად გაგიწევია? — საქმეზე მივდივარ, — გაეკრიჭა და გზა განაგრძო. ცოტათი აუჩქარა ნაბიჯებს, რადგან მას ქალაქის მეორე მხარეს იბარებდნენ. ტელეფონს დახედა და უკვე შუადღე დგებოდა. ახლა ავტობუსის გაჩერებასთან დგომა ესიკვდილებოდა. უეცრად მის თვალს მაღაზიასთან გაჩერებული მოპედი შეენიშნა და თავში ეშმაკურმა იდეამ გაკრა. ჩუმად მივიდა და მატორი აამუშავა, შემდეგ შემოაჯდა და მოპედი ქვაფენილიან დაღმართზე სულ რიხინ-რიხინით დაეშვა. მაღაზიაში მყოფმა მძღოლს ხმა შემოესმა და ყვირილით გამოედევნა მას. — ეი, რას აკეთებ, გოგონი! ახლავე დამიბრუნე ჩემი მოპედი! — დაუყვირა, თუმცა ნია უკვე საკმაოდ შორს იყო. — მაპატიეთ, გთხოვთ, გამატაროთ! — ყველას ეუბნებოდა, ვინც ხელს უშლიდა. ქვიან და ვიწრო გზაზე სიარული ცოტა გაუჭირდა, თუ არ ჩავთვლით იმასაც, რომ არც მართვა იცოდა. — იმედია, არ დავიმტვრევი, — შიშით გაიფიქრა და ცდილობდა, ხალხმრავლობაში გზა გაეკვლია. მალე ცენტრალურ გზაზე გავიდა და თავი უკვე მტკვრის სანაპიროზე ამოყო. ძალიან გაუჭირა მისამართის მიგნება და მგონი, დააგვიანა კიდეც მისვლა, რადგან უკვე ნელ-ნელა ბინდდებოდა. — მგონი, ეს ადგილია, მაგრამ რატომ ვგრძნობ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის? — წამოიძახა და არემარეს მოავლო თვალი. აშკარად მისამართი აერია, მაგრამ გადაწყვიტა, შესულიყო. — ნუთუ აქ უნდა ვიმუშაო? — გაიფიქრა თავისთვის. შიგნიდან ხმამაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა. ამავდროულად, გელოვანმა თავი წარუდგინა იქ დამსწრე საზოგადოებას. — ყველას მოგესალმებით. სანამ ღონისძიებას დავიწყებდე, მინდა, ორიოდე სიტყვით გამოვიდე. დღეს „გელოვან გრუპმა“ ეს რელიკვიური მამული შეისყიდა ეს ჩემს ბიზნესში უმთავრესია, რადგან პირველი კოლექციის ჩვენება აქ ჩატარდება. — სიტყვით გამოსვლა მისთვის ძალიან რთული იყო, რადგან ბევრი საუბარი არ უყვარდა. მისი თვალები კი, როგორც ყოველთვის გათიშული და ურეაქციო იყო. ჩვენება ნელ-ნელა დაიწყო და მოდელებმა ერთი მეორის მიყოლებით დაიწყეს სცენაზე გამოსვლა. მხოლოდ გელოვანი იჯდა ურეაქციოდ, მისთვის დამღლელი იყო ხმაურიანი ადგილები, ამიტომ თავს არაკომფორტულად გრძნობდა. ცივი, გაყინული სახით იყურებოდა, თვალები კი ჩამქრალი და გათიშული ჰქონდა, თუმცა მაინც ირეკლებოდა მის თვალებში რაღაც ამოუცნობი, რაც მოსვენებას არ აძლევდა. *** ნია შენობაში შევიდა და დაბნეულებისგან აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება. ეს ის ადგილი არ იყო, სადაც დაიბარეს. — ღმერთო, სად მოვხვდი? ეს რა ადგილია? — შეშინებულმა მოათვალიერა ტერიტორია. ის არ ეყო, რომ შეცდომით სხვაგან მოხვდა, ახლა ამხელა შენობაში გზაც აებნა. უეცრად ხელი დაავლეს და ორგანიზატორს მიუყვანეს. — ბატონო, ის გოგო მოვიდა, ვისაც ელოდით, — უთხრა დამხმარემ. — როგორც იქნა, მოხვედი, თორემ ბატონი გელოვანი ცოცხლად შეგვჭამდა. ეს რა გაცვია? რა არის? რაღაც არ გავხარ მოდელს, — შეიცხადა კაცმა. — ბატონო, გთხოვთ, გამიშვათ. მე აქ შეცდომით მოვხვდი, მე არ ვარ მოდელი, — მუდარით უთხრა კაცს. — ახლა უკვე გვიანია. ჩვენი მოდელი არ მოვიდა და ჩვენებას შენ დახურავ. — რაა?! მე... მე... — ანერვიულდა გოგონა. ისე სწრაფად გაუკეთეს თმები, ცოტა მაკიაჟი შეუსწორეს, შემდეგ მაღალქუსლიანი ტუფლი ჩააცვეს და სცენაზე გააგდეს. თავი დიდი აუდიტორიის წინ ამოყო, სადაც მოდების ჩვენება იყო. შეშინებული იდგა ხელები უცახცახებდა, ნერვიულობისგან ყელი უშრებოდა და არ იცოდა რა ექნა, ხალხის ჩოჩქოლი ატყდა. ყველას ყურადღება მისკენ იყო მიმართული. ის საერთოდ არ ჰგავდა მოდელს, არც თემის მიხედვით ეცვა და არც სათანადოდ იქცეოდა. გელოვანის ყურამდეც მივიდა ხალხის საუბარი, რომლებიც ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვინ იყო ის გოგო. თვალები, რომლებიც დახუჭული ჰქონდა, ნელა გაახილა და ჯერ კიდევ გაუგებრობაში მყოფი წამოდგა ფეხზე. აშკარად არ ესიამოვნა ეს აურზაური, რადგან ამან შესაძლოა, ღონისძიება ჩაუშალოს. შეშინებულ გოგონას ორივე მხრიდან ხელი მოკიდეს და სცენის შუაგულში გაიყვანეს. ძლივს ახერხებდა მაღალქუსლიანებით სიარულს და ბარბაცებდა. თავს ძლივს იკავებდა, რომ წონასწორობა არ დაეკარგა. სცენაზე აქამდეც გასულა, მაგრამ მაშინ მთელი მისი ყურადღება ცეკვაზე იყო მიმართული ახლა კი ამხელა აუდიტორიის წინ იდგა რომელშიც უნებურად მოექცა ყურადღების ცენტრში. მთელი აუდიტორია მას უყურებდა და ყველას აინტერესებდა, ვინ იყო ეს გოგო, რომელიც არსაიდან შემოიჭრა ჩვენებაზე. ზუსტად იმ ადგილას გაჩერდა, სადაც გელოვანი ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფი იდგა და ცდილობდა, გაერკვია, რა ხდებოდა მის საკუთარ ჩვენებაზე. ინსტინქტურად ზევით აიხედა და დაინახა უცნაურად გამოწყობილი გოგონა, რომელიც შეშინებული იყურებოდა. გოგონამაც წამიერად შეხედა მას, შემდეგ შებრუნდა, თუმცა კაბაზე ფეხი გამოედო, რის გამოც ფეხი გადაუბრუნდა, წონასწორობა დაკარგა და მთელი სიმძიმით გადაწვა უკან და გაურკვევლობაში მყოფ გელოვანს მკლავებში ჩაუვარდა. იმდენად მომენტალურად მოხდა ყველაფერი, რომ აზრზეც ვერ მოვიდა. გოგონამ ხელი შემოხვია კისერზე და მზერა გაუსწორა მის პოტენციურ გადამრჩენელს. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და თითქოს ელვარებამ გაიარა მათ შორის. ბიჭის ყავისფერ და ცივ თვალებში გაურკვევლობა, ბრაზი, გაოცება იკითხებოდა. ვერ გაეგო, რა ხდებოდა. თითქოს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და იდეალურად უნდა ყოფილიყო, თუმცა არსაიდან გამოჩენილმა უცნობმა გოგონამ ყველაფერი აურია. ნია, თავისი დიდი და ნაცრისფერი თვალებით შეშინებული უყურებდა კაცს. გელოვანი მას თვალს არ აშორებდა და გამჭოლი მზერით უმზერდა, თითქოს ცდილობდა, მის სულში შეეღწია. რაღაც იყო გოგოში, რამაც მისი ინტერესი გამოიწვია. ნია, როგორც კი გონს მოეგო, მის მკლავებში შეშინებული აწრიალდა და ცდილობდა, თავი დაეღწია მისგან. ეს რომ შენიშნა, გელოვანმა მოღუშული სახით გახედა და უხეშად მოიშორა. გოგონა წაბარბაცდა და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ წაქცეულიყო. აცრემლებული თვალებით გახედა გელოვანს, რომელიც აშკარად ბრაზისგან დუღდა. მათთან ორგანიზატორები მიცვივდნენ. — ბატონო, ახლავე მოვაგვარებთ ყველაფერს, — შიშით უთხრა გელოვანს. დაცვამ ხელი ჩაავლო გოგონას და გასასვლელისკენ გაიყვანეს. — გთხოვთ, გამიშვით! მე არაფერი ვიცი, — შეშინებულმა წამოიძახა, თუმცა არავინ მოუსმინა. კულისებში გაიყვანეს და ოთახში გამოკეტეს. — გამომიშვით აქედან, ძალიან გთხოვთ! — ყვიროდა გოგონა, მაგრამ არავის ესმოდა მისი. შეშინებული იქვე ჩაიკეცა და ატირდა. ოთახში სიბნელე იყო, რაც მის შიშს უფრო ამძაფრებდა. ეს სად ამოყო თავი? რა უნდოდა, რას აიჩემა მუშაობა? ეს რომ არა, ახლა სახლში იქნებოდა, ოჯახთან ერთად და ამ ყველაფრის გავლა არ მოუწევდა, მაგრამ ამის მაგივრად ცივ და ბნელ ოთახში იყო, გამოკეტილი. — სახლში ალბათ, როგორ ღელავენ... — ლუღლუღით წამოიძახა. ტელეფონიც დაუჯდა და ვერაფერს იზამდა. საკმაოდ დიდხანს იყო ოთახში. მობუზული იჯდა იქვე კუთხეში და დაბნეული აცეცებდა აქეთ იქით თვალებს, თითქოს იმ უკუნით სიბნელეში რამის დანახვა იყო შესაძლებელი, ბოლოს რომ მობეზრდა ასე ჯდომა სიბრაზე ყელში მოაწვა, ეს რა სისასტიკე იყო, რომელი ნორმალური ადამიანი იქცეოდა ასე, თითქოს ვიღაც ქურდი ყოფილიყოს ისე ჩაკეტეს სხვენში.საბოლოოდ წამოენთო და როგორც ხევსურს სჩვეოდა არ გატყდა თავი ხელში აიყვანა შემდეგ კი, კარებზე ბრახუნი და ყვირილი დაიწყო იქნებ ვინმესთვის მიეწვდინა ხმა და ან ვინმე კეთილსინდისიერი გამოჩენილიყო, თუმცა კაცი შვილის ჭაჭანება არიყო. გარკვეული დროის შემდეგ კარები გააღეს და როგორც კი კარების გაღების ხმა გაიგო, მთელი სისწრაფით გავარდა გარეთ, იმ იმედით, რომ თავს დააღწევდა ამ საშინელი ადგილიდან, მაგრამ ნურას უკაცრავად იქვე მდგარმა გელოვანმა ხელი ჩაავლო თუ არა, უხეშად დააბრუნა უკან, შემდეგ კი თავისი გამყინვარე თვალებით გადმოხედა ზემოდან გოგონას პატარა სხეულს. მოღუშული სახით უყურებდა და ნერვიც კი არ უტოკდებოდა; არცერთი ემოცია არ იკითხებოდა, გარდა ბრაზისა. — მომისმინეთ, გთხოვთ, გამიშვით! უკვე ძალიან გვიანია და ალბათ სახლში ყველა ნერვიულობს, ამდენ ხანს, რომ ვერ დავბრუნდი… — ცრემლიანი თვალებით უთხრა და კაცს შეხედა, რომელიც გამჭოლი და ცივი მზერით დაჰყურებდა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც მტკიცედ იდგა. — თუ გგონია, რომ შენს ზღაპრებს დავიჯერებ, ძალიან ცდები. ახლავე მითხარი, რამდენი გადაგიხადეს?!— გაისმა კაცის ბოხი ხმა, რომელიც ბრაზით იყო სავსე. — უკვე დავიღალე იმის გამეორებით, რომ არავის შემოუგზავნივარ და არც ფული გადაუხდიათ. რა ადამიანი ხართ ასეთი, რომ ვერაფერი გაგაგებინეთ? სახლში ყველა ჩემზე ღელავს, განსაკუთრებით კი ჩემი და, რომელმაც ნერვიულობისგან ალბათ მთელი თვალები ამოიშრო ტირილით. — მოთმინება დაკარგულმა ამოიყვირა გოგომ. — არაფერია, ალბათ ისიც შენნაირია და ფულის გამო ყველაფერზე იქნება წამსვლელი. როგორღაც გადაიტანს შენს არყოფნას, — ცინიზმით უთხრა. ****** — იცით, მე არსად შემხვედრია თქვენნაირი თავხედი და უგულო ადამიანი! ნუ გგონიათ, რომ ცხოვრებაში მთავარი ფულია, სხვა, უფრო ღირებული რაღაცებიც არსებობს! არც თქვენნაირი ფულზე დახამებული ვარ, რომ ფულის გამო ვიღაცის ჩვენება ჩავშალო, — ზიზღით მიახალა ნიამ. — მოგეწონებათ თქვენს დაზე ასე რომ ვილაპარაკო?! ამ სიტყვების გაგებისას, გელოვანი კიდევ უფრო გაღიზიანდა და მისმა ბრაზმა პიკს მიაღწია. წამიერად განზე გადგა, რის გამოც გოგონამ დრო იხელთა და გაქცევა დააპირა, თუმცა იმავე წამს ჩაავლო ხელი და მისკენ მიიზიდა. მისი გაყინული თვალები, კისევ უფრო ცივი და მუქი გაუხდა. — ჯერ არ დაგვისრულებია საუბარი. გგონია, მას შემდეგ, რაც მითხარი, წასვლის უფლებას მოგცემ?! — უხეში ტონით უთხრა. — მე არავის ვაძლევ უფლებას, ასე მელაპარაკოს. ჯერ არ დამიწყია ცუდად მოქცევა, მაგრამ ახლა ისწავლი ჭკუას, — კბილებში გამოსცრა მზერა მის ყელზე გადაიტანა სადაც ჯვარი ეკიდა, გოგოს შემდეგ კი,ელვის სისწრაფით სწვდა გოგოს ყელზე ნაკიდ ჯვარს. გოგონა გაშტერებული იდგა, მისი სხეული მოულოდნელობისგან შეკრთა და გაიყინა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო ნიასთვის, რომ შოკისგან თვალები გაუფართოვდა და გაქვავდა. თითქოს მისი სულის ნაწილიც ამოეგლიჯათ. აცრემლებული თვალებით ახედა მაღალ სხეულს, რომლის თვალებშიც მხოლოდ სიცივე მოდიოდა. ტუჩები აუცახცახდა, ტანში ერთიანად სიცივემ დაუარა. თავადაც არ იცოდა, საიდან მოიკრიბა ამდენი ძალა, მაგრამ იმდენად გამწარდა, რომ მთელი ძალით კრა ხელი გელოვანს და ინსტინქტურად აცახცახებული ხელი ყელზე წაიღო, სადაც ჯვარი ეკიდა. თითქოს არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ჯვარი აღარ ეკეთა. როდესაც გულზე მიიდო ხელი, იქ ვერაფერი აღმოაჩინა. — არა, ეს შეუძლებელია… — გაიფიქრა სასოწარკვეთილმა, მუხლებზე დაემხო და ჯვრის ძებნას შეუდგა. იქვე მდგარი გელოვანი გახევებული იდგა და თვალს ადევნებდა გოგონას, რომელიც ასე სასოწარკვეთილი დაეძებდა დაკარგულ ნივთს. ისიც კი ვერ შენიშნა, თუ როგორ შერჩა ხელში პატარა ზომის ჯვარი, ხელი ავტომატურად ჯიბეში ჩაიყო. უყურებდა და უჭირდა იმის გაგება, თუ რატომ იქცეოდა ასე, რა იყო ასეთი ამ ყელსაბამში, თუმცა წამიერად სინანულიც კი გაუჩნდა. იქნებ ასე არ უნდა მოქცეულიყო. გოგონა გამწარებული წამოდგა და მის წინ მდგარ გელოვანს დაუყვირა: — ეს რატომ გააკეთეთ?! რა ადამიანი ხართ ასეთი?! ნუთუ თქვენთვის არაფერია წმინდა?! — ეს უბრალოდ ოქროს ნაგლეჯია და მეტი არაფერი, — ურეაქციოდ უთხრა გელოვანმა. — რაა?! რა თქვით?! ოქროს ნაგლეჯია? ის იმაზე ღირებულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ! თქვენ რა, არ იცით, მას რა მნიშვნელობა აქვს?! ის ხომ რწმენის სიმბოლოა და ძალაა! იცით, რა, თქვენ ამ ქმედებით დაამტკიცეთ, რომ მე მართალი ვიყავი, თქვენ უგულო ადამიანი ხართ! — ზიზღით უთხრა და უკანმოუხედავად გაიქცა, უკან კი გელოვანი დატოვა, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა. *** სახლში, განადგურებული დაბრუნდა ნია, რომელიც ჯერაც შოკში იყო. ძალიან დააგვიანდა და ახლა ალბათ ყველა ძალიან გაბრაზებული და აღელვებული იქნებოდა. თვალებიდან წამოსული მორიგი ცრემლების ნაკადი მოიწმინდა და შიგნით შევიდა. მისი დანახვისას ყველა მას მივარდა. — ნია, სად იყავი ამდენ ხანს?! — აღელვებულმა უთხრა დამ. მაგრამ საბრალო ჯერაც შოკში იყო და ვერაფერს ამბობდა, სახე წაშლილი და გადაფითრებული ჰქონდა. — ღმერთო, ჩემო შვილო, ენა გადაყლაპე?! — მამიდამ ნერვიული, მაგრამ მკაცრი ტონით კითხა. — ჩემო ჭრიჭინავ, არ იტყვი, რა მოხდა? — თბილი ხმით უთხრა მამამისმა. ნიამ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა. — მამა, მე... მაპატიეთ ამდენი, რომ განერვიულეთ. მისამართი ამერია და სხვაგან მოვხვდი. იქიდან კი არ გამომიშვეს და მთელი ღამით ოთახში ჩამკეტეს... იმ შენობაში მოდების ჩვენება მიმდინარეობდა და ეგონათ, რომ კონკურენტების მიგზავნილი ვიყავი... — სლუკუნებდა გოგონა. — რას გეუბნებოდი, ძმაო, ეს შტერი რაღაც შარს გადაეყრება-თქო, არ ღირს მისი გაშვება არსად. — მამიდა, რა ჩემი ბრალია, თუ არასწორი მისამართი მომცეს! — კარგი, დაო, ისედაც ცუდადაა, ნუღარ უმატებ, ვერ ხედავ, სახეზე ფერი არ ადევს, — უთხრა ნანულის და ისევ ნიას მიუბრუნდა. — ამაზე ხვალ ვისაუბროთ, ახლა წადი დაისვენე, — მზრუნველი ხმით უთხრა. მთელი ღამე თვალი ვეღარ მოხუჭა. ღამის სიჩუმეში მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა, დაუნდობელი და მწარე: „რატომ მაინცდამაინც მე? რატომ უნდა შეხვედროდა ის კაცი? ის, ვინც ასე უგულოდ მოექცა, ასე უხეშად წაართვა ყველაზე ძვირფასი ნივთი, არა,ეს უბრალოდ წართმევა არ იყო ყელიდან ჩამოგლიჯა, უმოწყალოდ, ისე, თითქოს არაფერს ნიშნავდეს მისი ტკივილი.“ — ღმერთო, რატომ გამომიგზავნე ეს განსაცდელი? რატომ გადამყარე ამ საშინელ ადამიანს? — ამოესმოდა საკუთარი ხმა ფიქრებში, თითქოს ვიღაც სხვა ლაპარაკობდა მის მაგივრად. გული საშინლად უცემდა, მთელი სხეული სტკიოდა განცდილი ტრავმის გამო. — „ღმერთო, გთხოვ, დამიფარე,“ — ჩურჩულებდა თითქოს, და ამ სიტყვებთან ერთად ცრემლები შეუჩერებლად მოედინებოდა, გზას იკვლევდნენ გაცხელებულ ლოყებზე და ნიკაპზე ეცემოდნენ. ყოველი წვეთი უფრო მეტად წვავდა, ახსენებდა დანაკარგს, დამცირებას, უსამართლობას. სამყარო თითქოს მის წინააღმდეგ იყო შეკრული და ცხოვრებას ურთულებდა. გონებიდან არ ამოსდიოდა ცოტა ხნის წინ მომხდარი. ** გელოვანი თავის ოთახში შევიდა, პიჯაკი გაიხადა და საწოლზე მიაგდო. შარვლის ჯიბიდან ტელეფონი უნდა ამოეღო, როდესაც ხელზე რაღაც ცივი მოედო. სწრაფად ამოაძვრინა ჯიბიდან და ხელში პატარა ზომის ოქროს ჯვარი შერჩა. გაოგნებულმა დახედა. ჯერ ვერ მიხვდა, რა უნდოდა ამ ნივთს მის ჯიბეში ან ვისი იყო, მაგრამ ბოლოს გონებაში ამოუტივტივდა მომხდარი, რაც ჩვენებაზე მოხდა: ის, თუ როგორ ჩაუვარდა მკლავებში მისთვის უცხო გოგო და ჩაუშალა ამდენი ხნის დაგეგმილი ჩვენება. შემდეგ მათი კამათი და ჯვრის ჩამოგლეჯვის სცენა, რომელმაც გოგონა გაანადგურა. ხელის გულზე ედო ჯვარი და თვალს არ აშორებდა. გულის სიღრმეში ნანობდა კიდეც მომხდარს, თუმცა ამას არ ამჟღავნებდა. — რატომ მგონია, რომ არასწორად მოვიქეცი? იქნებ ეს ზედმეტი იყო...? — დაუსვა საკუთარ თავს კითხვა, რომელზეც პასუხი არ ჰქონდა. მიუხედავად მისი ცივი თვალებისა, მაინც მოჩანდა ფარული სევდა. თავადაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ იმის მაგივრად, რომ გადაეგდო, ადგა და უჯრაში საგულდაგულოდ შეინახა ჯვარი. მისთვის არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ მაინც შეინახა. რატომ გამწარდა ასე? იქნებ იმიტომ, რომ მისი ცხოვრება ყოველთვის კონტროლის ქვეშ იყო. ის ყოველთვის წინასწარ გეგმავდა და აკონტროლებდა ყველაფერს. ახლა კი სიტუაცია ვეღარ გააკონტროლა. ფიქრობდა, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლო, მაგრამ დაავიწყდა, რომ არსებობს ძალა, რომელსაც ვერ მოერევა. ეს ღვთის განგებულება იყო, სწორედ ამიტომ გელოვანი უძლური აღმოჩნდა და კონტროლი დაკარგა. შემდეგ თავი მოიწესრიგა და დაიძინა. *** ღამე ხანგრძლივი აღმოჩნდა ორივესთვის. ვერცერთმა ვერ მოხუჭა თვალი, მათ გონებაში ღრმად ჩაიბეჭდა მომხდარი. ეს არ იყო უბრალო შემთხვევა, არამედ მათი ბედისწერა. ნია მთელი ღამე შფოთავდა და ვერ ისვენებდა, ყელზე ჯერაც გრძნობდა, თუ როგორ სასტიკად ჩამოგლიჯა იმ უცნობმა ჯვარი. თითქოს სიცარიელეს დაესადგურებინა მასში. ისე იყო გამწარებული, რომ ალბათ სადმე რომ გადაყაროდა, იმ კაცს შავ დღეს დააყრიდა. გათენებული არ იყო, რომ ჩუმად ადგა და მამამისის საკონდიტროში მივიდა, რათა მისი საყვარელი ორცხობილები გაეკეთებინა. ეს ერთადერთი საშუალება იყო იმისთვის, რომ სტრესიდან გამოსულიყო და ეფიქრა. ჩუმად შეიპარა, ცომი მოამზადა, შემდეგ ღუმელი აანთო და მათი გამოცხობა დაიწყო. აცხობდა და თან მისი გონება ისევ მომხდარზე ფიქრობდა. დილით სახლში რომ ვერ იპოვეს, მიხვდნენ, სად იქნებოდა. მამამისმა მიაკითხა საკონდიტროში და მასთან მივიდა. — შვილო, კარგად ხარ? — მზრუნველი ხმით უთხრა და თავზე ხელი გადაუსვა. — მამა, მე... მე... უბრალოდ ღამით ვერ დავიძინე და ამიტომ... — არაფრის ახსნა არ არის საჭირო, წუხანდელს განიცდი, არა? — ჰო... — არ ინერვიულო, ჩემო გოგო, ყველაფერი კარგად იქნება. — კარგი, წავალ, მოვწესრიგდები და ტაძარში წავალ. დღეს კვირაა და წირვებია. ვფიქრობ, მე მხოლოდ ეს მიშველის, — უთხრა და სახლში გაიქცა. სწრაფად მიიღო შხაპი, თავი მოიწესრიგა. კარადიდან თეთრი სარაფანი გადმოიღო თავის თეთრი შარფით, უცებ გადაიცვა, თმები გადაივარცხნა და ცხენის კუდი გაიკეთა. გაიკეთა ძალიან სადა მაკიაჟი. შემდეგ ტაძარში წავიდა. ნია ტაძრის ეზოში იდგა. მზის სხივები ძველ ქვებზე ეცემოდა, ჰაერში საკმევლის სურნელი ტრიალებდა. ის ცდილობდა, სიმშვიდე ეპოვა, დაევიწყებინა ის საშინელი ღამე, როდესაც გელოვანმა მისი სული გაანადგურა. მოგლეჯილი ძეწკვის კვალი ისევ სტკიოდა, თითქოს ჭრილობა იყო. მოულოდნელად, მისი მზერა გაშეშდა. ტაძრის შესასვლელთან, მზის შუქზე, ის იდგა. გელოვანი. მისი მკაცრი, უემოციო სახე, უნაკლოდ მორგებული სამოსი — ყველაფერი ისე იყო, როგორც იმ საშინელ ღამეს. ნიას სისხლი გაეყინა, შემდეგ კი მთელ სხეულში ცეცხლი მოედო. ტკივილი, რომელიც გულში ჰქონდა ჩამალული, მყისიერად სიძულვილში გადაიზარდა. არ დააყოვნა და მისკენ წავიდა. — შენ! — მისი ხმა ისე გაისმა, თითქოს ტაძრის კედლები აზანზარდაო, ნია ელვის სისწრაფით მივარდა მასთან, თვალებიდან კი ცეცხლს აფრქვევდა,— როგორ ბედავ აქ გამოჩენას?! როგორ ბედავ ჩემს თვალწინ გამოჩენას, იმის შემდეგ, რაც ჩაიდინე?! გელოვანი გაოგნებული იდგა. ის არ ელოდა, რომ ნიას აქ ნახავდა, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში. მის სახეზე გაღიზიანება გამოისახა, მაგრამ ნიას მრისხანებამ მასში რაღაც უცნაური დაბნეულობა გამოიწვია. — რა გინდა?! — მისი ხმა ცივი იყო, მაგრამ ნიას სიტყვები მასში რაღაცას არღვევდა. — რა მინდა?! — ნიამ მწარედ ჩაიცინა, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, რომლებიც სიბრაზისგან მალევე გაშრა. — შენ წამართვი ის, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო! შენ უგულო, თავხედი ადამიანი ხარ, რომელსაც არაფერი ესმის! ფული და ძალაუფლება გგონია ყველაფერი?! მისი ხმა კანკალებდა, მაგრამ სიტყვები მტკიცე იყო. გელოვანი უსმენდა, მისი მზერა ნიას სახეზე იყო მიპყრობილი. ის ხედავდა მის ტკივილს, მის სასოწარკვეთას, და ეს მასში უცნაურ, უსიამოვნო შეგრძნებას იწვევდა. — შენ არაფერი იცი! — გელოვანმა ხმას აუწია. — მე ყველაფერი ვიცი! ვიცი, რომ შენნაირ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ! — ნიამ ხელი გაიშვირა მისკენ. ამ დროს, მოულოდნელად, ფეხი რაღაცას წამოდო და წონასწორობა დაკარგა. ის წაქცევას აპირებდა. გელოვანმა ინსტინქტურად და გაუცნობიერებლად გაუწოდა ხელი, რათა დაეჭირა. მათი ხელები წამიერად შეეხო ერთმანეთს. ნიას სხეულში თითქოს დენის ტალღამ გაიარა, ეს დამუხტული ენერგია გელოვანმაც იგრძნო და მაშინვე გადგა. საკუთარ თავზე ნერვები ეშლებოდა. ნია წელში გასწორდა, თვალები კი ბრაზისგან უელავდა. — ვერ წარმოიდგენთ, თქვენმა ქმედებამ რამხელა ტრავმა მომაყენა! ნუთუ საერთოდ არ ნანობთ თქვენს საქციელს, ან აქ რა გინდათ?! ღმერთის მაინც არ გეშინიათ? — გაღიზიანებულმა უთხრა. — ღმერთის?! ღმერთი არ არსებობს. — დამცინავად უთხრა. — რაა?! ამას როგორ ამბობთ, მით უმეტეს ახლა, როდესაც ტაძრის ეზოში ხართ?! — გაბრაზებულმა უთხრა. — თქვენ გავიწყდებათ ერთი რამ, ის, რომ ის რაც ახლა გაგაჩნიათ, მხოლოდ მისი დამსახურებაა, რადგან მხოლოდ უფალი წყვეტს ჩვენს ცხოვრებას. გელოვანმა ცინიკურად ჩაიცინა. — თუ ასეა, მაშინ წუხელ,რატომ არ აგარიდა თავიდან ეს ინციდენტი? არანაირი ბედისწერა არ არსებობს და არც ღმერთი... ეს ყველაფერი ადამიანის გამოგონილი ზღაპრებია, ყოველი ადამიანი თავად ქმნის თავის ცხოვრებას და ის რაც მე გამაჩნია, მხოლოდ ჩემი შრომით მივაღწიე, რადგან ჩემი თავის ღმერთი მე ვარ. — ძალიან ცდებით, თუ ასე ფიქრობთ. მოვა დრო და მიხვდებით, რომ მცდარი წარმოდგენა გქონდათ ყველაფერზე. უფალს ვთხოვ, რომ მეტი აღარ გამოჩნდეთ ჩემს ცხოვრებაში, — აცრემლებულმა წამოიძახა, სწრაფად მოშორდა ადგილს და ხალხს შეერია. გელოვანი მარტო დარჩა ტაძრის ეზოში, მზერა ნიას მიმავალ სილუეტს გააყოლა. მისი გონება ქაოსში იყო. „რა ჯანდაბა მემართება?!“ — დაუსვა საკუთარ თავს კითხვა, რომელზეც პასუხი არ ჰქონდა. აშკარა იყო, ამ გოგოს მის გონებაში ქაოსი შემოჰქონდა, რაც ძალიან აღიზიანებდა. — ჯანდაბა, დაო, შენ რომ არა, ამ არანორმალურს არ გადავეყრებოდი დღეს, — წამოიძახა, ჯიხურთან მივიდა და ყველაფერი იყიდა, რაც დაავალა. ** განერვიულებული ნია ტაძარში შევიდა. წირვა უკვე დაწყებული იყო, ხალხს შეერია და ცდილობდა, კონცენტრირებული ყოფილიყო. თუმცა მაინც იმ საზიზღარ უცნობზე ეფიქრებოდა, რას წარმოიდგენდა, რომ ტაძრის ეზოში ნახავდა მას. ან რა უნდოდა იმ ურწმუნოს ტაძართან, მას ხომ არ სწამდა ღმერთის. — ღმერთო, დამეხმარე, დამეხმარე, რომ ის დემონი, ამოვიგდო გონებიდან და დავივიწყო, როგორც ცუდი სიზმარი, — ფიქრობდა და თან თვალებზე ცრემლები აწვებოდა, სული ჰქონდა დამძიმებული. პირველად ხდებოდა, რომ ლოცვებს გული ვერ დაუდო. იქვე მდგარ ხატთან მივიდა და სანთელი დაანთო, შემდეგ პირჯვარი გადაისახა, გარეთ გავიდა და ეზოში ხის ბოძზე ჩამოჯდა. ვერაფერს აკეთებდა, რადგან გონებაში სრული ქაოსი ჰქონდა, რომელიც სტანჯავდა. — შვილო, კარგად ხარ? — ჰკითხა მოძღვარმა თბილი და მზრუნველი ხმით. — არ ვიცი, მამაო, უფალმა ასეთი განსაცდელი რისთვის მომივლინა... — ჩამწყდარი ხმით უთხრა. — რა მოხდა? — წუხელ საშინელი რამ გადამხდა თავს, — ყველაფერი უამბო, რაც თავს გადახდა. — ანუ, იმ ადამიანმა ნათლობის ჯვარი გაგიწყვიტა, რის გამოც დაკარგე? — დიახ, მამაო, ის ჯვარი ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო, სულ ვატარებდი და წამითაც არ მომიხსნია, ახლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი სულის ნაწილი ამოგლიჯეს ჩემი სხეულიდან, — უთხრა და ცრემლები მოიწმინდა. — ეს არ მეყო და დღეს ტაძრის ეზოში ვნახე, — ზიზღით წარმოთქვა ეს სიტყვები. — ნუ გაიტეხ, შვილო, გულს. მესმის, რთულია, ეს ნამდვილად არ არის სასიხარულო ამბავი, მაგრამ ამით ცხოვრება არ სრულდება. ჯვრის დაკარგვა კარგი არ არის, მაგრამ ამით უფალი შენს მფარველობას არ შეწყვეტს. იქნებ ეს გამოცდა იყო შენთვის. — გამოცდა...? — ჰო, რადგან ამოუცნობია, უფლის განზრახვა არავინ ვიცით, ვის როგორ გამოგვცდის. წინ კიდევ ბევრი გამოწვევები გექნება ცხოვრებისგან, ამიტომ უკან არ უნდა დაიხიო, პირიქით, უნდა მყარად დადგე და შეებრძოლო, — თბილად გაუღიმა. — უფალმა საჭირო დროს გამომიგზავნა თქვენი თავი, მამაო. ძალიან განვიცდიდი მომხდარს და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. — ჩემი დანიშნულებაც ის არის, რომ დავეხმარო, ვისაც უჭირს. — კარგი, ახლა წავალ. — მოიცადე, დღეს კვირის წირვა იყო და ისე როგორ წახვალ, სეფისკვერი თუ არ წაიღე. აქ დაიცადე, სტიქაროსანს ვეტყვი, მოიტანოს, — ტაძარში შევიდა და მალე სტიქაროსანთან ერთად დაბრუნდა. — აი, შვილო, გამომართვი, — ნიამ ხელისგულის გაშალა და მამაომაც ჩაუდო. — დამლოცეთ, მამაო, — ჩუმი ხმით უთხრა და მამაომაც დალოცა. — გფარავდეს უფალი, არაფრის შეგეშინდეს, — გაუღიმა და წავიდა. სრულიად დამშვიდებული გამოვიდა ტაძრის ეზოდან. თვალცრემლიანი, მაგრამ მომღიმარი სახით, ხელში სეფისკვერი ეჭირა. ახლა უკვე იცოდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო და როგორ განსაცდელშიც არ უნდა ჩავარდნილიყო, უფლის წყალობით ამასაც გადალახავდა. მართალია, ჯვარი დაკარგა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. — მადლობა, უფალო, შენ დამანახე ამ სიტუაციიდან როგორ უნდა მომეძებნა გამოსავალი, — ღიმილით თქვა და სეფისკვერის პატარა ნაწილი შეჭამა. *** გელოვანი, მთელი გზა ნიასთან კამათს იხსენებდა და მისი სიტყვები და სახე გონებიდან არ ამოსდიოდა. ეს ერთი ციდა გოგო როგორ შეეპასუხა თვით გელოვანს, ან საიდან ჰქონდა ამდენი ძალა. იმ წუთას მის თვალებში იმხელა ბრაზი და სიძულვილი ამოიკითხა. როგორც ჩანს, წინა ღამით მომხდარმა გოგონას ღრმა კვალი დაუტოვა. მაინც ვერ გაეგო, რატომ ჰქონდა ამხელა მნიშვნელობა ამ ნივთს მისთვის, ასე რომ გამწარდა. როგორ შეიძლებოდა ადამიანს სჯეროდეს არარსებულის? მისი სიტყვები მოაგონდა: — თქვენ გავიწყდებათ, რომ ის რაც თქვენ გაგაჩნიათ და რომ არსებობთ, ეს მხოლოდ უფლის წყალობითაა. მის გარეშე არაფერი შექმნილა და არც შეიქმნება. ასევე თქვენს ცხოვრებასაც ის განკარგავს, გინდათ ეს თუ არა. — თუ ასეა, შენმა ღმერთმა წუხელ რატომ არ გიხსნა ამ ინციდენტისგან? იმიტომ რომ არანაირი ღმერთი არ არსებობს. ეს გამოგონილი ზღაპრებია, რომელიც ხალხს სჯერა. — მოვა დრო და აუცილებლად მიხვდებით, რომ თქვენი წარმოდგენები არასწორია. — ჯანდაბა, რატომ მოქმედებს ასე მისი სიტყვები? — გაბრაზებულმა მოუჭირა საჭეს ხელი და სიჩქარეს უმატა. სახლში მივიდა და თავის დას მიუტანა, რაც თხოვა. — აი, გამომართვი, დაო, რაც გინდოდა, მოვიტანე, — გაღიზიანებულმა უთხრა და გაუწოდა. — რა მოხდა? რატომ გაქვს ასეთი არეული სახე? — ხომ იცი, რომ არ მიყვარს მსგავსი რაღაცები, მაგრამ მხოლოდ შენი ხათრით მივედი იქ, — სინამდვილეში მისი გაღიზიანების მიზეზი მხოლოდ ტაძარში მისვლა არ იყო, არამედ იმ ადამიანის ხილვა, რომელმაც მის გონებაში ქაოსი შემოიტანა. — კარგი, ახლა უნდა წავიდე, საღამოს მოვალ, — უთხრა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან. … გელოვანი თავის მდიდრულ კაბინეტში იჯდა, ფანჯრიდან ქალაქის მოციმციმე შუქები მოჩანდა. მაგიდაზე პატარა გლობუსს ხელი დაავლო და ნერვიულად დაიწყო მისი თითებით თამაში. აშკარად გაღიზიანებული იყო, რადგან ის უცნობი გოგო დაუკითხავად შეიჭრა მის ცხოვრებაში და ქაოსი დააყენა. თვალები დახუჭა და უმალ თვალწინ დაუდგა ნიას ბრაზნარევი სახე და მისი სიტყვები გაახსენდა: „ნუ გავიწყდებათ, რომ ყველა მატერიალური ყოფის მიღმა ღმერთი არსებობს, სწორედ მისი დამსახურებაა, რაც გაქვთ და სწორედ ის განაგებს ჩვენს ცხოვრებას.“ სწრაფად გამოერკვა, მისი მზერა უფრო ცივი და ცბიერი გახდა, თითქოს რაღაც ცუდს მოასწავლებდა. ტელეფონი მოიმარჯვა და სადღაც გადარეკა. — ახლა კარგად მომისმინეთ, მინდა, რომ ყველა არხზე გაუშვათ წუხანდელი კადრები. — ბატონო, მაგრამ თქვენ ხომ... — გადავიფიქრე, მინდა, რომ ყველა არხზე იტრიალოს ამან ახალ ამბებში, მთელი ოცდაოთხი საათი, ხომ გაიგე? — მკაცრად გააფრთხილა. — ახლა ვნახავთ, თუ როგორ დაგეხმარება შენი ღმერთი, — გაიფიქრა თავისთვის. *** დილის რვა საათი იქნებოდა, როდესაც ნია, დედამისთან ერთად, ქალაქის ქუჩებში გავიდა. ნეტა, სულ არ გასულიყო გარეთ. რაღაცას ბუტბუტებდა, ხალხი და უცნაურად უყურებდნენ. ნიას ვერ გაეგო, რატომ აკვირდებოდნენ ასე. ტექნიკის მაღაზიასთან შეჩერდა და უეცრად, ფანჯრიდან, ტელევიზორის ეკრანზე გასულ კადრს მოჰკრა თვალი. ეს ის მომენტი იყო, როდესაც იმ უგულო სნობს, გელოვანს, მკლავებში ჩაუვარდა. კადრი რამდენიმე წამით გაიყინა, შემდეგ კი ისევ განმეორდა. ნიას სისხლი გაეყინა. იმ წუთას ინატრა, ნეტა, მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა. თავი შეურაცხყოფილად და დამცირებულად იგრძნო, გული საშინლად ეტკინა. თვალები აუწყლიანდა და სახეზე ფერი დაკარგა. დედამისი, რომელიც მის გვერდით იდგა, გაოგნებული უყურებდა ეკრანს, შემდეგ კი ნიას შეხედა, მის სახეზე შიში და გაუგებრობა იკითხებოდა. ტელევიზორის ეკრანზე ციტატები გამოჩნდა, სადაც ეწერა: „ვინ არის ეს უცნობი გოგონა, რომელიც ურცხვად უვარდება ცნობილ ბიზნესმენ ლუკა გელოვანს მკლავებში? რა იყო მისი მოტივი?“ საშინელი ზიზღის შეგრძნება დაეუფლა გელოვანის მიმართ. ნია მიხვდა, რომ ეს მისი ნახელავი იყო. მხოლოდ მას შეეძლო ასე სასტიკად მოქცეულიყო. ხალხში მითქმა-მოთქმა ატყდა. ყველა მისკენ იშვერდა ხელს და გაუთავებლად ბუტბუტებდნენ. ნიას ყურებში ხმაური გაისმა, თითქოს მთელი სამყარო მასზე ლაპარაკობდა. მან დედამისს ხელი მოუჭირა და სწრაფად გაეცალა იქაურობას, ცდილობდა, ამ დამამცირებელი სიტუაციიდან თავი დაეღწია. მისი სული ტკივილისგან იწვოდა. გზად ქუჩაში მყოფ კაცებს გადაეყარა, რომლებმაც უცნაურად დაუწყეს ყურება. ნია დედამისთან ერთად სწრაფად მიდიოდა ქუჩაში. მას გული საშინლად უცემდა, ყურებში კი ხალხის ჩურჩული და მითქმა-მოთქმა ესმოდა. ყველა მას უყურებდა, თითქოს რაღაც საშინელება ჩაიდინა. ნიას უნდოდა, მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა. — ეი, ლამაზო, საით გაგიწევია?! — შტვენით მიმართა ერთმა მამაკაცმა და მისკენ გაემართა. მის სახეზე ამაზრზენი ღიმილი თამაშობდა. ნიამ სწრაფად დაიწყო სიარული, ცდილობდა, გაეღწია თავი ამ სიტუაციიდან. დედამისი შეშინებული მიუყვებოდა გვერდით, მისი ხელი ნიას მკლავზე ძლიერად იყო მოჭერილი. მოულოდნელად, მათ წინ კიდევ რამდენიმე მამაკაცი გადაუდგა. მათი თვალები ზიზღითა და დაცინვით იყო სავსე. — შენ ის არ ხარ, ტელევიზიით რომ აჩვენეს? — თქვა ერთ-ერთმა, ხმაში ირონია ერეოდა. — იმ ბიზნესმენს თუ ჩაუვარდი მკლავებში, ჩვენ რას გაგვირბიხარ? — ამაზრზენად გაიცინა და ნიასკენ წავიდა. ნიას სისხლი გაეყინა. მისი სული ტკივილისგან იწვოდა. — თავი დამანებეთ! — დაუყვირა ნიამ, ხმაში სასოწარკვეთა ერეოდა. ის შეეცადა, თავი გაეღწია, მაგრამ გასაქანი არ მისცეს. მამაკაცები მის გარშემო წრეს კრავდნენ, მათი მზერა კი მის სხეულზე დაეხეტებოდა. ნია თავს ხაფანგში გრძნობდა, უსუსურად და დამცირებულად. დედამისი შეშინებული იდგა გვერდით, ვერაფერს აკეთებდა. — თქვენ რა, ვერ გაიგეთ, გოგომ რა გითხრათ, თავი დაანებეთ მას, თუ არ გინდათ, რომ ძვალ-რბილი გაგიერთიანოთ, — არსაიდან მამაკაცის ხმა გაისმა, შემდეგ კი მისი სილუეტიც გამოჩნდა. შეშინებული ნია დედას ამოეფარა. — შენ ვინღა ხარ?! — გაღიზიანებულმა წამოიძახა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა. — გოგოს თავს თუ არ დაანებებთ, აი მაშინ გაიგებთ, ვინც ვარ, — მრისხანედ უთხრა უცნობმა. გელოვანი მეგობართან ერთად იდგა. ხელში ტელეფონი ეჭირა და ყურადღებით აკვირდებოდა იმ კადრებს, რომელთა გაშუქებაც თავად მოითხოვა. ნახა, როგორ გადმოვარდა შეშინებული გოგონა და როგორ ჩაუვარდა მას მკლავებში. გოგონას თვალებში აშკარად ეტყობოდა შიში და დაბნეულობა. წესით, ახლა ლუკა კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, რადგან მისი დავალება შესრულდა, მაგრამ რატომღაც მის სახეზე კმაყოფილება არ გამოისახა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც გოგონას სახეს დააკვირდა. წამიერად სინანულიც კი იგრძნო, რამაც მასში გაღიზიანება გამოიწვია. მისი თვალები, რომლებიც წამით გამუქდა, თითქოს შინაგან ტკივილს ასახავდა, შემდეგ კი სწრაფად გაქვავდა, როგორც ცარიელი ჭიქა, რომელიც ყველა ემოციას იფარავს. — ძმაო, დარწმუნებული ხარ, რომ სწორად იქცევი? ეს კადრები… იმ გოგოს ცხოვრებაზე საშინლად იმოქმედებს, — ნაღვლიანად უთხრა ალექსმა. — ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებ. ახლა გაიგებს, რომ გზაზე არ უნდა გადამეღობოს, — ცივი ხმით წარმოთქვა ლუკამ. ალექსს მოშორდა და ეკრანზე გადავიდა, მისი ყურადღება სადაც კადრები ისევ ტრიალებდა. მის თვალებში სინანულის მოკლე ნაპერწკალმა გაიელვა, როგორც ქარიშხლიან ღამეში, მაგრამ ისე სწრაფად გაქრა, რომ ალბათ ალექსი ვერც კი შეამჩნევდა. ახლა მათში მხოლოდ ცივი, მყარი გადაწყვეტილება იკითხებოდა – ისეთი, როგორიც კარგად დაგეგმილი შურისძიებისას უჩნდება ადამიანს. გულის სიღრმეში თავადაც ხვდებოდა, რომ ცუდად მოიქცა, თუმცა თითქოს ამით რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა გოგოსთვის. *** მოშორებით მაღალი სილუეტი გამოჩნდა, საკმაოდ მხარბეჭიანი და ახოვანი ტანისა. მათკენ დაიძრა. — შენ ვინ ხარ? — წამოიძახა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა. — მე ვინ ვარ, ამას ამ წუთას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, — კბილებში გამოსცრა, შემდეგ კი ერთ-ერთი დაიჭირა და კისერი მოუგრიხა. სხვებმაც შეუტიეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ, საკმაოდ ძლიერი და მოქნილი იყო. ბოლოს კი ყველა უკანმოუხედავად გაიქცა. უცნობმა ხელით თმა შეისწორა და ტანსაცმელი, შემდეგ კი მათკენ მიბრუნდა. ამ დროს კი შეშინებული გოგონა შენიშნა, რომელიც დედის ზურგს იყო ამოფარებული. — ყველაფერი რიგზეა? — მკრთალად გაიღიმა და ისე იკითხა. — დიახ, დიახ. მადლობა დახმარებისთვის, ახლა კი ჩვენი წასვლის დროა, — უპასუხა დედამ, შემდეგ ნიას ხელი ჩაავლო და წავიდნენ. — დედა, მე... — ძლივს ამოთქვა შეშინებულმა ნიამ. ჯერაც შოკირებული იყო მომხდარით. გზაში ხალხის შეძახილები ესმოდათ, რომლებიც მათკენ იყო მომართული. სწრაფად გაეცალნენ იქაურობას. სახლში მისულებს ნანული დახვდათ გაგიჟებული, რომელსაც თავზე შარფი ჰქონდა აკრული და დოინჯშემორტყმული დადიოდა აქეთ-იქით. — ოჰ, ღმერთო ჩემო, როგორც იქნა მოხვედით! — წამოიძახა გამწარებულმა და ნიას გახედა. — ეს არის „გასაუბრებაზე მივდივარო“? რა გააკეთე, ეს რა გააკეთე ახლა?! როგორ ჩავხედოთ ხალხს თვალებში, სახალხოდ თავი მოგვჭერი! — გაბრაზებულმა წამოიძახა, მამიდამ და ქოთქოთს მოჰყვა. — გთხოვთ, დამიჯერეთ, მე სპეციალურად არ გამიკეთებია... მე არ ვიცოდი, თუ იმ ადგილზე ჩვენება იყო, იმ ხალხს მოდელი ვეგონე და სცენაზე გამაგდეს, შემდეგ კი... შემთხვევით ფეხი დამიცდა და გადავვარდი, — ამოიტირა ნიამ. — შენ რომ არ აგეტეხა „სამსახურის დაწყება მინდაო“, იქ არ მოხვდებოდი და არც ეს მოხდებოდა. მითხარი, რა დაგაკელით, ჩემმა ძმამ ჩვენ ჩაგვაბარა შენი თავი, გარდაცვალებამდე შენ კი, როგორ იქცევი..— საყვედურით უთხრა ნანულიმ. — მაგრამ როგორც ჩანს, შენთვის არავინ ვართ. — მამიდა, ამას როგორ ამბობთ, ხომ იცით, რომ ასე არ არის, მე მართლა არაფერ შუაში ვარ. მამა, შენ ხომ მაინც გჯერა ჩემი? — ჰკითხა მამას სასოწარკვეთილმა, რომლის სახეზეც შეუჩერებლად იკვლევდნენ გზას, ცრემლები. — მჯერა, ჩემო ჭრიჭინავ, — თბილი, მზრუნველი ხმით უთხრა მამამ. — ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ის არის, რომ შეგვარცხვინე, — წამოიძახა ნანულიმ. — თინა, არაფერს იტყვი? — მიმართა რძალს. — არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, დაო. ის, რაც დღეს ქალაქში მოხდა, შეუძლებელია ამის დავიწყება. გარეთ ყველა ამ ამბავზე საუბრობს და ქუჩის ხულიგნებიც კი აგვეკიდნენ. მადლობა ღმერთს, ერთი ადამიანი დაგვეხმარა, — შეძრწუნებულმა წამოიძახა. — ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ დროებით გოგონებმა შენთან იცხოვრონ. — რაა? დედა, მე არ მინდა აქედან გადასვლა, — წამოიძახა ნიამ. — ამაზე მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ ამ სიტუაციაში ჩაგვყრიდი. ახლა კიდევ უკმაყოფილო ხარ ამით? შენ და შენი და მამიდათქვენთან გადახვალთ დროებით საცხოვრებლად ავლაბარში. ახლა კი შედი შენს ოთახში და იქიდან გამოსული აღარ დაგინახო, — გაცეცხლებულმა დაუყვირა დედამისმა. ნია ოთახში შევარდა და აცრემლებული პირქვე დაემხო საწოლზე. თვალებიდან ცხელი, მლაშე ცრემლები მოსდიოდა და ლოყებზე იკვლევდნენ გზას. მისი სახლი და ეს უბნები მისთვის ყველაფერი იყო, ახლა კი რაღაც გაუგებრობის გამო იქიდან წასვლა უწევდა. გონებაში ამოუტივტივდა განვლილი დღეები და ის უხეში კაცი, რომელიც ასე სასტიკად მოექცა. ყველაზე მძაფრად მის გონებაში ჩარჩა ჯვრის სცენა, რომელიც იმ უცნობმა ჩამოგლიჯა. ამის გახსენება და მისი საწოლიდან წამოვარდნა ერთი იყო. სუნთქვა გაუხშირდა და შინაგანად აცახცახდა. სარკესთან მივიდა და საკუთარ ანარეკლს შეავლო თვალი, საიდანაც არეული და შეშუპებული თვალებით უმზერდა თავის თავს, შემდეგ გულზე მიიტანა ხელი იქ, სადაც ჯვარი ეკიდა – სიცარიელე იყო. ჩაწითლებული თვალებით იდგა. — ეს ყველაფერი მისი ბრალია, იმ თავში ავარდნილი სნობის, რომელსაც თავი ღმერთი ჰგონია. მის გამო ვარ ამ მდგომარეობაში. — ბრაზნნარევი, ხმით ამოთქვა. — ნია, კარგად ხარ? — გაისმა მისი დის ხმა. — კარგად როგორ უნდა ვიყო, დაო, ვერ ხედავ, რა დღეში ვართ? — ნერვიულად წამოიძახა და ცრემლები უხეშად მოიწმინდა. მისმა დამ მხრებში ხელი მოჰკიდა, საწოლზე დასვა და თავადაც გვერდით მიუჯდა. — ნია, შემომხედე და რასაც ახლა გეტყვი, კარგად დაიმახსოვრე, გაიხსენე, რა გითხრა მამაომ ტაძარში. ეს არის შენი გამოცდა, გესმის? ის, რაც ხდება, ამან ვერ უნდა იმოქმედოს შენზე. — დაო, ძალიან ცუდად ვარ. რაც ჩემს ცხოვრებაში ის თავხედი ადამიანი გამოჩნდა და ჩემი ჯვარი ჩამომგლიჯა, ჩემს ცხოვრებაში კოშმარები არ ილევა. თვალებს ვხუჭავ და მისი გაყინული მზერა მიდგება თვალწინ და ის სცენა გამუდმებით ჩემს ირგვლივ ტრიალებს, როგორც ღამის კოშმარი. იმ ჯვართან ერთად ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა, — ჩამწყდარი ხმით ამოიტირა და უფროს დას მოეხვია. — ნია, ასე ნუ განიცდი, ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. — იმ ადამიანის გამო მე მადანაშაულებს მამიდა... მას მე არ ვუყვარვარ, მისთვის ყოველთვის თავის ტკივილი ვიყავი. — ასე არ არის, შენც იცი, რომ მამიდას ძალიან უყვარხარ, უბრალოდ ამას თავისებურად გამოხატავს, — ცდილობდა ლიზა მის დამშვიდებას, თუმცა ამაოდ. კარებზე ფრთხილად დააკაკუნეს და შემდეგ ოთახში მამა შემოვიდა. — მარტო დაგვტოვე, ლიზა, — მშვიდი ხმით უთხრა მამამისმა და ისიც გავიდა. მამამისი ფრთხილად ჩამოჯდა საწოლის კიდეზე და ნიას გახედა. უმძიმდა მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა. — ჩემო ჭრიჭინავ, გთხოვ, შემომხედე, — მშვიდი და ნაზი ხმით უთხრა, შემდეგ კი თავზე ხელი გადაუსვა. გოგონა მისკენ გადმობრუნდა და აცრემლებული თვალებით ახედა მამამისს. — მამა, მე... არ მინდა აქედან წასვლა, არ მინდა თქვენგან შორს ყოფნა, მე ძალიან დამაკლდებით. მამიდა ჩემზე გაბრაზებულია, დედა სახლიდან მიშვებს, თითქოს მომაკვდინებელი ცოდვა ჩამედინოს. ჩემი ბრალი ხომ არ არის, რომ ასე მოხდა? — სლუკუნებდა. — შვილო, ეს მხოლოდ დროის საკითხია, მალე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. თანაც სამუდამოდ ხომ არ მიდიხარ, არა? მამიდასთან მხოლოდ რამდენიმე კვირით, იქნებით,როგორც კი ეს ამბავი მიავიწყდება ხალხს, უკან დაბრუნდებით შენ და ლიზა. — მპირდები... — ჩურჩულით ამოთქვა ნიამ. — სიტყვას გაძლევ, — უთხრა და გულში ჩაიკრა. — ახლა კი, შეწყვიტე ტირილი, რადგან არ გიხდება, — შუბლზე აკოცა, შემდეგ კი ოთახიდან გავიდა. *** ნია ტაქსის უკანა სავარძელზე მოკუნტულიყო და ფანჯარიდან გაჰყურებდა ქუჩებს,წვიმის წვეთები დაუსრულებლად ჩამოედინებოდა მინაზე, ერთმანეთს ეცემოდა და მერე ისევ იშლებოდა, თითქოს მისი საკუთარი ცრემლების კვალს იმეორებდნენ. მანქანა ნელა გაიჭრა ქუჩებში. ჯერ ძველი უბნების ქვაფენილები გაიარეს, სადაც მაღაზიების ვიტრინებს ნეონის შუქი ელვარებდა. სადღაც შორიდან ქუჩის მუსიკოსის ხმა ისმოდა — სევდიანი მელოდია, რომელიც წვიმას ერწყმოდა. ნია გრძნობდა, როგორ ემატებოდა ამ ყველაფერს მისი საკუთარი ტკივილი. „აი, აქ ყოველთვის დედასთან ერთად მოვდიოდი...“ — უნებურად გაიფიქრა, როცა ერთ ნაცნობ მაღაზიას ჩაუარეს. გულში სითბოს ნაპერწკალი გაუკრთა, მაგრამ მაშინვე ჩაქრა, რადგან ისევ გაახსენდა დედის მკაცრი სიტყვები. მანქანა გზას აგრძელებდა. ნელ-ნელა ქალაქის ხმაური იკარგებოდა. ვიწრო ქუჩები უფრო სიბნელეში იძირებოდა, სახლები მიტოვებულივით გამოიყურებოდა. თითქოს თვითონ ქალაქმაც ზურგი აქცია. ნიამ თვალები დახუჭა. რომ დამშვიდებულიყო მაგრამ ეს სიმშვიდე მძიმე იყო, თითქოს მთელ გულზე აწვებოდა. „ეს დროებითია... ესეც გაივლის...“ — იმეორებდა თავისთვის, მაგრამ სიტყვები მაინც ცარიელად ჟღერდა. და მაინც, გულის სიღრმეში პატარა ნაპერწკალი ინთებოდა. თითქოს სადღაც შორიდან ხმა ჩასჩურჩულებდა: „არ დანებდე. შენ შეგიძლია გადარჩე.“ ეს იყო შინაგანი ხმა, რომელიც ნიას ახსენებდა, რომ არ უნდა დანებებულიყო და ებრძოლა. მან თვალები დახუჭა და გაახსენდა, რა უთხრა მამაომ ტაძარში: — შვილო, ცხოვრებაში ბევრ უსამართლობას შეხვდები, მაგრამ უნდა დაითმინო და სულიერად გადალახო ყველა სირთულე. გახსოვდეს, რომ ღმერთი ამით გცდის და ამოწმებს შენს რწმენას. თავად იესო ქრისტემ თქვა: „თუ გექნებათ რწმენა, როგორც მდოგვის მარცვალი, უთხარით მთას: აქედან იქით გადაადგილდი, იგი გადაადგილდება; და შეუძლებელი არაფერი იქნება თქვენთვის“. ამ სიტყვებმა ნიას გონებაში ნათელი შუქივით გაიელვა. „მდოგვის მარცვალი“ პატარაა, თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ მისგან უზარმაზარი ხე იზრდება. ნიამ იგრძნო, რომ მისი რწმენაც შეიძლებოდა ჯერ პატარა, სუსტი ჩანასახივით ყოფილიყო, მაგრამ თუ არ დაკარგავდა, ისიც გაიზრდებოდა და ძალას მისცემდა. გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა, ცრემლები შეიმშრალა და გულზე ხელი მიიდო, თითქოს იქ ისევ ჯვარი ეკიდა. „ღმერთო, გამაძლიერე... ნუ მიმატოვებ ამ ბრძოლაში მარტო,“ — ფიქრებში ჩუმად ლოცულობდა. ნელ-ნელა ჩამოშორდა ძველ უბნებს და ცენტრალურ გზაზე გავიდნენ. გზა გრძელდებოდა, მიმართულება იცვლებოდა. გული საშინლად ტკიოდა, თუმცა მამაოს ნათქვამმა სიტყვებმა ძალა შეჰმატა. მიხვდა, რომ საჭირო იყო ბრძოლა. მას არ უყვარდა ტირილი და არც იცოდა, ეს რას ნიშნავდა, სანამ ერთ დღეს მისი ცხოვრება თავდაყირა არ დადგა. — მორჩა, მეტი აღარ ვიტირებ. ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, მე მეტი ვეღარ ვნახავ იმ თავხედ კაცს, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დავიწყებ, — გაიფიქრა თავისთვის და საკუთარ თავს დაჰპირდა, რომ მეტი აღარ იფიქრებდა ამაზე. — აქ გამიჩერეთ! — დაიძახა ნანულიმ და ნიაც გამოერკვა ფიქრებიდან. მანქანიდან გადმოვიდნენ და საბარგულიდან თავიანთი ბარგი გადმოიღეს. ნიამ თვალი შეავლო ქუჩებს, რომლებიც ერთი შეხედვით უღიმღამოდ გამოიყურებოდა, რადგან არც ფერადი ქვის სახლები იყო, არც ხმაურიანი და მეგობრული ხალხი და არც არტურას ყავის ჯიხური, რომლის არომატი დილიდან უკვე აბრუებდა ხალხს. უღიმღამო სახლები იდგა, ზოგი უკვე ძველი და მიტოვებულიც კი, რომელიც დანგრევის პირას იყო. ნიამ ღრმად ჩაისუნთქა და გულზე მიიდო ხელი, თითქოს იქ ისევ ჯვარი ეკიდა. ფიზიკურად ის აღარ იყო, მაგრამ ნია შინაგანად გრძნობდა უფლის მხარდაჭერას და ნუგეშს. თანდათან ისეთი სიმშვიდე წამოვიდა, რომ მის ღიმილზე ლიზასაც გაეცინა. — დაო, აქაურობა როგორი უღიმღამოა, არა... — ჩურჩულით თქვა ნიამ. — მართალია, ჩვენს უბანს ვერ ჯობია, — მიუგო ლიზამ თბილი ღიმილით, — მაგრამ მთლად ცუდიც არაა, ყველაფრიდან შეიძლება პოზიტივის დანახვა. — მანდ რას დამდგარხართ, წამოდით, შევიდეთ! — დაიძახა ნანულიმ, და გოგონებიც უკან გაჰყვნენ. საშუალო ზომის სახლი იყო, პატარა აივნითა და ეზოთი. კარები გააღეს და შიგნით შევიდნენ. ნიამ თვალები მოავლო ოთახს და ღრმად ამოისუნთქა. — რა იყო, ასეთი უკმაყოფილო სახე რატომ გაქვს, ქალბატონო? — ჰკითხა მამიდამ, როცა ნიას დაღონებული სახე შენიშნა. — რაა? სულაც არ ვარ უკმაყოფილო, მამიდა, უბრალოდ ჩავფიქრდი, — გაეკრიჭა ნია. — კარგი, წადით, თქვენი ოთახი მიალაგეთ, მერე მოწესრიგდით. გოგოები ოთახში შევიდნენ და იქაურობა რომ დაინახეს, გული შეუწუხდათ — მტვერში იყო ჩაფლული და ობობის ქსელებით დაფარული. — დაო, ეს რა არის... ?ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ არავის უცხოვრია. ნახე რა დღეშია! — შეწუხებული ხმით წამოიძახა ნიამ. — ხო, მაგრამ თუ მოვინდომებთ, როგორც გვინდა, ისეთად ვაქცევთ, — თქვა ლიზამ, ხალისით. — აქ თაროები მაკლია წიგნებისთვის და ჩემი ხატების კუთხისთვის. — მოდი, ჯერ მივალაგოთ, მერე ყველაფერს მოვიფიქრებთ. ცოცხი და ნაგვის ასაღები შემოიტანეს და დალაგება დაიწყეს. ჯერ აბლაბუდები ჩამოხსნეს, შემდეგ ნივთებიდან მტვერი მოწმინდეს და იატაკი გაწმინდეს. ცოტა ხანში ოთახი სისუფთავისგან ბზინავდა. საწოლებიდან მოხსნეს მტვრიანი თეთრეული, ლოგინი გარეთ გაიტანეს დასაფერთხად, შემდეგ ნივთები ისევ ოთახში გადაალაგეს. ნიამ ოთახს ჩაფიქრებული გადაავლო თვალი, როგორც ჩვევია ხოლმე, თითი პირში ჩაიდო. იქვე შენიშნა პატარა თაროებიანი კომოდი. სიხარულით გაიქცა და თავისი წიგნები ლამაზად მიაწყო უჯრებში. თავში კი თავისი ხატები განათავსა. ლიზასთან ერთად ტანსაცმელიც ამოალაგეს და გარდერობში განათავსეს. — მშვენიერია, ახლა უკვე შეეტყო სიცოცხლის კვალი ამ ოთახს, რას იტყვი, დაო? — კითხა დას და ხელები დაიფერთხა. — მართლაც, სულ სხვანაირი გამოჩნდა ჩვენი ოთახი. — აი აქ ლიზი, იქნება სამუშაო მაგიდა, — უთხრა ლიზას და მცირე სანიშნე რვეულები დააწყო და კალმიანი კალათები. ძველი ოთახისგან არაფერი დარჩენოდა. გოგოებმა ოთახი გენერალურად დაალაგეს და ავეჯიც თავისი გემოვნებით დააწყვეს. ნიამ კმაყოფილმა გადახედა ოთახს. უჯრიდან სუფთა თეთრეული ამოიღეს და საწოლს გადააკრეს. აივანზე გავიდა ბალიშების და საბნის შემოსატანად, ოთახში დაბრუნდა და საწოლი გააწყო. შემდეგ სუფთა პირსახოცი და სუფთა ტანსაცმელი აიღო და აბაზანაში გავიდა თავის მოსაწესრიგებლად, აბაზანის პროცედურები, რომ მიიღო, უცებ მოიწესრიგა თავი თმები დაიშრო და არელად შეიკრა. — მამიდა, მე წავალ მაღაზიაში და პროდუქტს ვიყიდი, — უთხრა ნიამ. — ისევ რაიმე შარს არ გადაეყარო, ფრთხილად იყავი. — ნუ ღელავ, მამიდა, არაფერი მოხდება, — უთხრა მამიდამისს. შემდეგ ოთახიდან თავისი პატარა ჩანთა აიღო, ფეხზე ბალეტკები ჩაიცვა და გარეთ გავიდა. ეს უცხო ქუჩები ცოტა არ იყოს აბნევდა, ისიც კი არ იცოდა, სად უნდა წასულიყო, მაგრამ იმდენად თავისი სიტყვის ერთგული იყო, რომ რასაც გაიფიქრებდა, ყველაფერს აკეთებდა. დაღმართზე დაეშვა და გზას გაუყვა. — ღმერთო, როგორ მეზარება ავტობუსის გაჩერებაზე დგომა ახლა, თანაც ძალიან მშია, — აბუზღუნდა ნია. ბუზღუნით მიდიოდა და თან მუცლიდან ხმები გამოსდიოდა. ეტყობოდა, რომ ძალიან შიოდა. მოშორებით მდგარი სკუტერი შენიშნა, რომელიც სახელოსნოსთან იდგა. — სკუტერი... — გახარებულმა წამოიძახა. — მაგრამ ისევ ხომ არ მოვიპარავ, თან აქ არავის ვიცნობ. რა ვქნა? — ნერვიულად დაიწყო ფრჩხილების წვალება. — ღმერთო, მაპატიე, ვიცი, სწორად არ ვიქცევი და ისევ მიწევს ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უკან დავუბეუნებ პატრონს. — თქვა დამწუხრებულმა და სახელოსნოსთან მივიდა შემდეგ სკუტერს შემოაჯდა, დაქოქა და მოწყდა ადგილს. რიხინ-რიხინით დაეშვა დაღმართზე. როდესაც გზაზე გავიდა, სკუტერი შეაჩერა. — უკაცრავად, დეიდა, ხომ ვერ მეტყვით, სად არის უახლოესი სავაჭრო ცენტრი? — კითხა ქალს. — პირდაპირ წადით, შემდეგ მარცხნივ გაუხვევთ და დაინახავთ, — აუხსნა ქალმა. — მადლობა, — ღიმილით უთხრა და გზა განაგრძო. აქეთ-იქით ხალხი ირეოდა და ნიას ხელს უშლიდნენ მოძრაობაში. როგორც იქნა, ცენტრალურ გზაზე გავიდა და შეეცადა, მანქანებს შორის გაევლო. უეცრად ტელეფონი აწკრიალდა. ნიამ სკუტერი გზიდან გადაიყვანა და ტელეფონს უპასუხა. — გისმენ, დაო? — უპასუხა ზარს. — ნია, სად ხარ? არ მიხვედი მაღაზიამდე ჯერ? — არა, ლიზა, აქ ძალიან დიდი საცობია, ვეცდები, მალე მოვიდე. — კარგი, გელოდებით, ფრთხილად იყავი. ტელეფონზე საუბარს რომ მორჩა, ისევ დაქოქა და გზას გაუდგა. ***** ნია, ქალაქის გაუთავებელი, დამღლელი და ერთფეროვანი მოძრაობისგან გაბეზრებული, სკუტერით მანქანების მჭიდრო რიგებს შორის გაძრომას ცდილობდა. ეს იყო მისი საყვარელი გზა ქაოსისგან თავის დასაღწევად – მოქნილობა, სიჩქარე და ის მძაფრი კონცენტრაცია, რომელიც წამით მაინც აწყვეტინებდა გარესამყაროს ხმაურს. ის ცდილობდა, ფრთხილად, თითქმის სუნთქვის შეკვრით აერიდებინა თავი დიდ მანქანებს, როდესაც საიდანღაც, სრულიად მოულოდნელად, შავმა, სპორტულმა მანქანამ გზა გადაუჭრა. შეშინებულმა გოგონამ მკვეთრად დაამუხრუჭა, ხელებით საჭეს მთელი ძალით ჩააფრინა, მაგრამ ვერ მოასწრო. სკუტერიდან გაფხაჭვნის საშინელი, გამჭოლი ხმა გაისმა, რამაც ჰაერი გაკვეთა. ნიამ საკუთარი სხეულით იგრძნო, როგორ შეეხო მისი სკუტერის სარკე ძვირად ღირებული მანქანის პრიალა კორპუსს. ტკაც! – სარკე მისი სკუტერიდან მოტყდა და ხმაურით დაეცა ასფალტზე და ნამსხვრევებად იქცა. ნია ელვის სისწრაფით გადმოვიდა სარკის ნამსხვრევები ხელში აიღო და აღელვებულით დაიწყო ყურება, გული კი გააფთრებით უცემდა მკერდში. მანქანის კარი უხმოდ, მძიმედ გაიღო. მისგან გადმოდის მამაკაცი, რომელიც ელეგანტურად იყო გამოწყობილი შავ შარვალ-კოსტიუმში. მართალია, მის თვალებს დიდი შავი სათვალე ფარავდა, მაგრამ სახეზე მაინც მკაფიოდ ემჩნეოდა გაღიზიანება და დაუფარავი უკმაყოფილება. ნია, რომელიც ზურგით იდგა, ნელა ბრუნდება მისკენ და სახტად რჩება, რადგან მის წინ ნაცნობი სილუეტი იდგა. ისევ ის... ისევ ლუკა გელოვანი. — თქვენ?! — გაღიზიანება შეეტყო ნიას ხმაში, რომელიც ერთი წუთის წინ მხოლოდ შიშისგან იყო გაფითრებული. რთული მისახვედრი არ იყო, რომ მის წინ სწორედ ის „თავხედი კაცი“ იდგა, რომლის დავიწყებასაც ახლახან დაჰპირდა საკუთარ თავს. ლუკამ სათვალეები ნელი, დრამატული მოძრაობით მოიხსნა. მისი თვალები მოჭუტული, ცივი და საშიში იყო. — შენ? — მის ხმაში გაოცებასთან ერთად უკვე ეჭვიც გაჩნდა. — აქ რას აკეთებ? — თავად რას აკეთებთ აქ? რატომ არ მანებებთ თავს? ყველგან თქვენ როგორ ხართ?! — გაბრაზებისგან დაუოკებელმა ცეცხლმა წამოუარა ნიას. ლუკამ ირონიულად ჩაიცინა, მაგრამ ამ სიცილში ცინიზმის ნაცვლად უკვე დაძაბულობა ერია. — მეც იგივეს თქმა შემიძლია. შენ ამბობ, რომ არ ხარ შემოგზავნილი, ხომ ასეა? მაგრამ მითხარი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ჯერ იყო და ჩვენება ჩამიშალე, მერე ტაძარში დამადექი თავზე, ახლა კი აქ, გზაზე დამეჯახე შენი სკუტერით. — გელოვანი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ,მისი მზერა თითქოს ნიას სულში აღწევდა. — და კიდევ ამბობ, რომ მე გეღობები გზაზე? ამის შემდეგ როგორ არ დავიჯერო, რომ არ მითვალთვალებ! — იცით, რას გეტყვით? თქვენს თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვთ! — შეუღრინა ნიამ, იგრძნო, როგორ აწვებოდა ბრაზი ყელში. — რაში მჭირდება იმ ადამიანის თვალთვალი, რომელმაც ჩემი ცხოვრება ასე აურია? თქვენ ჩემს ინტერესებში ნამდვილად არ ხართ. ჩემი ბრალი არ არის, რომ იქ ჩნდებით, სადაც მე ვარ! სწრაფად შემობრუნდა ზურგით და სკუტერზე შემოჯდა, უნდოდა, რაც შეიძლება მალე გაქცეულიყო ამ ადგილიდან, ამ ადამიანისგან. გელოვანმა კი კვლავ ცინიზმით ჩაიცინა, როდესაც ნია სკუტერს შემოაჯდა. — უხდებით ერთმანეთს, — ცინიზმით უთხრა. ამ სიტყვების შემდეგ ლუკას თვალში მოხვდა მანქანის შავი ზედაპირის მკვეთრად გაფხაჭნილი ადგილი. — ჯანდაბა! — წამოიძახა და გაბრაზებული მიუბრუნდა გოგონას. — შეხედე, რა ჩაიდინე! თუ მაგ „დრანდულეტის“ ტარება არ იცოდი, რას ატარებდი? შენი დაუდევრობის გამო მანქანა დაზიანდა. ჩემს ცხოვრებაში შემოიჭერი, როგორც შავი თარსი კატა, რომელიც ადამიანებს გზაზე უხტება! ნია, რომელიც მოტოციკლის ამუშავებას ცდილობდა, ამ სიტყვების მოსმენისას სკუტერიდან ელვის სისწრაფით გადმოდის. მისი თმა, რომელიც მოუწესრიგებლად ჰქონდა ლენტით შეკრული, გათავისუფლდა და გრძელმა, მუქმა კულულებმა ჰაერში დაიწყო ფრიალი. გაბრაზებული მივიდა ლუკასთან, შეკრული მუშტები ძლივს შეინარჩუნა. საჩვენებელი თითი მისი მიმართულებით იშვერა. — რა თქვით? მე ვარ თარსი?! ჯერ ერთი, კატებს რას ერჩით და მერე, ეს მე კი არა, თქვენ ხართ ნამდვილი კატასტროფა ჩემს ცხოვრებაში! გასაგებია, ცხოვრება ამირიეთ და კიდევ მე გიშლით ხელს, ხომ? — მისი ხმა რისხვით იყო სავსე. ნიამ ღრმად ჩაისუნთქა, რომ სათქმელი ბოლომდე ეთქვა: — ეს მხოლოდ და მხოლოდ რკინის გროვაა, მაგრამ ის, რომ ადამიანს მორალური ზიანი მიაყენეთ, ამას ვერაფრით გამოასწორებთ! გირჩევთ, სანამ სხვისკენ გაიშვერდეთ თითს და მიუთითებთ მას შეცდომებზე, ჯერ ეცადეთ და საკუთარ თავში ჩაიხედოთ! მე უკვე ამ მოკლე დროში იმდენი რამ გადავიტანე, თქვენი სიტყვები კი კიდევ უფრო მტკივნეულია, მაგრამ თქვენ ამას ვერ გაიგებთ, რადგან თქვენ გული არ გაქვთ! ამბობთ, რომ ღმერთი ხართ და ყველაფერი იცით, მაგრამ იცით რა? თქვენ არაფერი გაქვთ საერთო ღმერთთან. ნიამ გულმოსულმა ყველაფერი პირში მიახალა. სახეზე ჩამოყრილი თმები უხეშად მოიშორა. მღელვარებისგან სუნთქვა გახშირებოდა, მკერდი უჩქარდებოდა. იმ მომენტში ნია უცხო და ამაღლებული იყო. მისი სილამაზე, რისხვით სავსე, მაინც ანგელოზისებრი ჩანდა. ეს იყო ანგელოზი, რომელიც თავისი სულიერი სიმშვიდით, სიწმინდით და რწმენით იყო სავსე. რამდენადაც მშვიდი და ნაზი იყო მისი ერთი მხარე, იმდენადვე იყო მასში სიველურე და დაუმორჩილებლობა, რომელიც იბრძოდა თავისი სიმართლისთვის. ის იყო პირდაპირი და არ ერიდებოდა სიმართლის თქმას არავისთან. გელოვანი მოულოდნელად გაჩუმდა. მისი თვალები სარკასტულად აღარ ანათებდა, სახე შეეცვალა. რამდენიმე წამი უყურებდა მას, შემდეგ კი მზერა მოაშორა. ნიას სიტყვები მას ისარივით მოხვდა გულში. ხმის ამოუღებლად იდგა, თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა, შემდეგ კი მწარედ ჩაიცინა. — მშვენიერია, ახლა მორალის კითხვასაც ბედავ, არა? — ნელა წარმოსთქვა მან. ლუკას თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ამ სიტყვებს ვერ პოულობდა. სახე გვერდზე შეაბრუნა და მანქანის დაზიანებულ ნაწილს დაუწყო ყურება, მაგრამ სინამდვილეში მისი გონება ნიას სიტყვებით იყო დაკავებული. ნია კი ადგილზე იდგა და გრძნობდა, როგორ უჩქარდებოდა გული სუნთქვისგან. მის მზერაში მაინც გამარჯვება იკითხებოდა. მან იგრძნო, რომ მისი სიტყვები გულზე მოხვდა ლუკას. — რა იყო? არ გესიამოვნათ ჩემი სიტყვები? არა, სიმართლის მოსმენა ყოველთვის მწარეა და არავის სიამოვნებს, — გაბრაზებულმა უთხრა და სკუტერს მიუბრუნდა. გელოვანი, რომელიც ჩუმად იდგა, ცდილობდა ძველ იერს დაბრუნებოდა. მან არ უნდა მისცეს უფლება ამ გოგოს, მისი ემოციები გააკონტროლოს. — არც კი იცი, ვის ესაუბრები, — სიბრაზით თქვა, თუმცა უფრო თავის თავზე ბრაზობდა, რომ ვერაფერი მოიმოქმედა. — არ ვიცი და არც მაინტერესებს. ჩემგან თავი შორს დაიჭირეთ, გასაგებია? რაც შეეხება მანქანას, აუცილებლად გადავიხდი თქვენს ვალს. — შენ გადაიხდი მანქანის რემონტის ვალს? — დამცინავი ტონით უთხრა, — არ არის საჭირო, შენ არც კი იცი, ეს მანქანა რა ღირს და რა ჯდება მისი რემონტი. ჯობია, შენს სკუტერს მიხედო, რომელსაც სარკე მოტყდა, — მიანიშნა დამტვრეულ სარკეზე, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. *** ლუკა საჭეს გაღიზიანებული მართავდა. თითებს ნერვიულად უჭერდა საჭეს, თითქოს ასე ცდილობდა ემოციებისთვის გამკლავებას. ის გაოცებული იყო საკუთარი უძლურებით. როგორ ვერ შეძლო და გოგოს ადგილი ვერ მიუჩინა? როგორ გაჩუმდა და მხოლოდ უსუსურად იდგა? ნიას სიტყვები გულზე ლოდივით აწვა. ვერავინ ბედავდა მასთან ასე საუბარს, მაგრამ ნია უშიშრად დაუპირისპირდა და ყველაფერი პირში მიახალა. მიუხედავად იმისა, რომ გზას უყურებდა, ნიას დაუმორჩილებელი და მრისხანე სახე გონებიდან არ ამოსდიოდა. საჭე აერია და ძლივს მოახერხა,რომ დამუხრუჭება, რათა ავარია თავიდან აეცილებინა. საყელო შეიხსნა, თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა. უნდოდა, გონებიდან მოეშორებინა მისი ხატება, მაგრამ ვერაფერს გახდა, ნიას სიმართლით სავსე სიტყვები და თვალები კვლავაც იჭრებოდნენ მის გულში. — ჯანდაბა, რატომ არ ამომდის გონებიდან მისი სახე... — მძიმედ ამოიხვნეშა, ხმაში სრული უიმედობა იგრძნობოდა. ლუკამ მოტორი აამუშავა და მანქანა ადგილიდან სწრაფად მოწყდა. ბევრი ფიქრის გარეშე მიადგა თავისი ნშეყვარებული, ნინის სახლს. სინამდვილეში, ეს იყო გაქცევა, მცდელობა, ძველი, ნაცნობი გზებით ჩაეხშო ის ახალი, აფორიაქებული გრძნობა, რომელიც ნიამ გამოიწვია. მეხუთე სართულზე ავიდა და ზარი დარეკა. კარი მალე გაიღო. გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი, ნინი,მოკლე შავი კაბითა და მკვეთრი, გამომწვევი მაკიაჟით. ღიმილიანი თვალებით დახვდა, თუმცა მის გამომეტყველებაში უფრო გამომწვევი იერი ჩანდა, ვიდრე გულწრფელი სიხარული. — ღმერთო, ლუკა, როგორ გამიხარდა, რომ მოხვედი! — ენთუზიაზმით წამოიძახა და გვერდით გადგა, რომ გაეტარებინა. გელოვანი უხმოდ, მექანიკურად შევიდა. ნინი უკან აედევნა და ინტერესით გადახედა. — არ მეტყვი, რა მოხდა? — ხმაში სითბო ჰქონდა, მაგრამ უფრო ცნობისმოყვარეობა იგრძნოდა. — არაფერი, უბრალოდ შენთან ყოფნა მინდოდა, — უგულოდ უპასუხა. — ლუკა, შენ არ ჰგავხარ იმ კაცს, ვინც ახლა ჩემს წინ დგას… — ნაზად შეეხო მის ხელს. — ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ახლა ისეთი დაღლილი და დაკარგული ჩანხარ… რა გჭირს? გელოვანი რამდენიმე წამით ჩუმად იდგა. მან იცოდა, რომ ნინი მის პრობლემებს ვერ გაიგებდა, რადგან მისი სამყარო ზედაპირული იყო. — ნინი, ნურაფერს მკითხავ, უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი, — დახშული ხმით წარმოთქვა და ცივი, უემოციო თვალებით გახედა. ნინიმ კარგად იცოდა მისი ხასიათი ამიტომ აღარ ჩააცივდა. — კარგი, დამშვიდდი, აღარ გკითხავ. მითხარი, დალევ რამეს? — კითხა. — რაიმე მაგარი მომიტანე... — წამოიძახა. მას სჭირდებოდა ისეთი რამ, რაც მის გონებას გათიშავდა. ნინიმ ვისკი მიუტანა. გელოვანმა კი ერთი მოსმით გადაკრა სასმელი. მის გვერდით მჯდომ ქალს გადახედა, რომელიც მოლოდინით სავსე თვალს არ აშორებდა. მამაკაცის თვალები ცეცხლით აინთო ეს იყო ბნელი ცეცხლი, რომელიც ვნებას ემსახურებოდა და არა სიყვარულს. ნინიმ აღარ დააყოვნა და ხელი მის მკერდზე ჩამოასრიალა, შემდეგ კი ურცხვად შეუხსნა რამდენიმე ღილი. ისინი ერთმანეთთან ისე ახლოს იყვნენ, რომ ერთმანეთის ცხელი ჰაერი ხვდებოდათ კანზე. ვნება მორეულმა ნინიმ თავისი ტუჩები გელოვანისას მიაწება. კოცნა უფრო მძაფრი ხდებოდა, მაგრამ გელოვანი გრძნობდა, რომ თითოეულ შეხებასთან ერთად კიდევ უფრო ღრმავდებოდა სიცარიელე მის გულში. მისი სხეული ნებას რთავდა, მაგრამ მისი სული ეწინააღმდეგებოდა. სწორედ მაშინ, როცა ვნება სუნთქვას უფორიაქებდა, სწორედ ამ დროს ნიას უმანკო სახე გამოისახა მის გონებაში. ისეთი ნათელი იყო, რომ ყველაფერი ბნელი უკან დარჩა. გელოვანი გამწარებული წამოვარდა, თითქოს გავარვარებულ ცეცხლში იყო გახვეული, სუნთქვა გახშირებოდა. ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. ლუკა თავს აღარ ჰგავდა. მას არ შეეძლო იმის გაგება, თუ რა ემართებოდა. შეშინებული ნინი ფეხზე წამოდგა და ფრთხილად კითხა: — ლუკა, რა მოხდა? — ჩუმი ხმით უთხრა, თან ეშინოდა მისი რეაქციის. — არაფერი... — უხეშად უთხრა. მან არ იცოდა, როგორ აეხსნა, რომ მისი სული იბრძოდა. ნაჩქარევად აიღო პიჯაკი და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ნინის ბინა. გაცეცხლებული გამოვიდა გარეთ. მანქანის კარი გააღო, საჭეს მიუჯდა და პიჯაკი გაღიზიანებულმა გვერდზე უხეშად მოისროლა. გასაღები გადაატრიალა და საშინელი სიჩქარით მოწყდა ადგილს. ის იმაზე უფრო გაღიზიანებული ჩანდა, ვიდრე იყო. მთელი ძალით უჭერდა თითებს საჭეს, კისერზე კი სიბრაზისგან ვენები ემჩნეოდა. ლუკა ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს და რატომ ჩნდებოდა მის გონებაში ეს გოგო. მთელი გზა ოხრავდა და ვერ მშვიდდებოდა. არასდროს მიუნიჭებია არცერთი გოგოსთვის ამხელა მნიშვნელობა და არ აძლევდა ემოციურად დაახლოების უფლებას. მხოლოდ ფიზიკური ურთიერთობით შემოიფარგლებოდა. — ეშმაკმა დალახვროს, რა მემართება? რატომ არ ამომდის მისი სახე გონებიდან? — წამოიძახა და ცდილობდა, თავი დაემშვიდებინა. მანქანა სახლის წინ გააჩერა, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯებით შევიდა შიგნით მოქუფრული სახით. გზად თამთა შემოხვდა. — ლუკა, მოხვედი, — თბილად გაუღიმა დამ. — მე ჩემს ოთახში ვიქნები და ძალიან გთხოვთ, არავინ შემაწუხოს, — გააფრთხილა თავისი და და ოთახში ავიდა. კარი მიხურა. გაღიზიანებული ბოლთას სცემდა ოთახში და შინაგან ფორიაქს ვერაფერს უხერხებდა. გიჟს ჰგავდა. სიმწრისგან მუშტი შეკრა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, შემდეგ თვალები დახუჭა და თავზე კონტროლის დაბრუნება სცადა. როდესაც თვალები გაახილა, ისევ ის ცივსისხლიანი და გულცივი ადამიანი იყო. მისი მზერა უფრო ცივი იყო, თვალები კი უარესად გაუმუქდა. — მორჩა, მე უფლებას არ მივცემ იმ თავხედ გოგოს, კვლავ ჩემს გონებაში შემოიჭრას, — წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. შემდეგ აბაზანაში გავიდა თავის მოსაწესრიგებლად. ეს იყო თავდაცვითი მექანიზმი, ნიას სინათლისგან თავის დაცვის მცდელობა. *** საღამოს სავახშმოდ ყველა ერთად იჯდა, მათ შორის ლუკაც, თუმცა ის გონებით სულ სხვაგან იყო და პირს არაფერს აკარებდა. — ლუკა, რა მოხდა? რატომ ხარ ასეთი არეული? — მზრუნველი ხმით იკითხა დამ. — რა უნდა იყოს, შვილო? ალბათ, იმ ქალბატონმა გააღიზიანა, — ნიშნისმოგებით თქვა ბებიამ. — ბებია, გთხოვთ, ახლა ამის დრო არ არის, — შეევედრა თამთა. ლუკა ურეაქციოდ იჯდა, თუმცა მაინც ეტყობოდა სახეზე გაღიზიანება. — ბებია, იმ გოგოს ნინი ჰქვია. ამიხსენით, რატომ ვერ იტანთ იმას, რომ მას ვხვდები? — წარბაწევით კითხა. — შენი აზრით, უნდა მოვიწონო ის, რომ წლებია უკვე იმ გოგოს ხვდები და ცოლად არ მოგყავს? — მკაცრი ხმით უთხრა. — თქვენ კარგად იცით ჩემი შეხედულებები ქორწინებაზე, მე ამის არ მჯერა. არ არის აუცილებელი ქორწინება, ასეც კარგად ვართ, — ჩანგალი ხმაურით დადო მაგიდაზე და სკამიდან ადგა. — თქვენი ნებართვით, მე წავალ, ძალიან დაღლილი ვარ, — უთხრა და სასადილო ოთახიდან გვაიდა. გაბრაზებული იყო. ის არ ყოფნიდა, რომ ნიაზე ფიქრს ვერაფერს უხერხებდა, რასაც წყობიდან გამოჰყავდა, ახლა ბებიამისიც დაემატა, რომელიც უკმაყოფილო იყო მისი და ნინის ურთიერთობით. — როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ქაოსი? გაღიზიანებულმა წამოიძახა. შემდეგ სავარძელზე ჩამოჯდა და შუბლი ნერვიულად მოისრისა. ამ დროს კარზე ფრთხილად დააკაკუნეს. — შეიძლება შემოვიდე? — კითხა თამთამ. — მოდი, დაო, რას მეკითხები? — უთხრა. თამთა მას გვერდით მიუჯდა და გახედა. — ლუკა, რა ხდება შენს თავს, მითხარი? ბებიას ნათქვამი ასე ვერ იმოქმედებდა შენზე. რაც მოხვედი, არეული მეჩვენები. — არაფერი, დაო, რა უნდა ხდებოდეს? უბრალოდ რთული დღე მქონდა სამსახურში და გადავიღალე, — მშვიდად უთხრა. — მართალს ამბობ? — ეჭვით გახედა ძმას. — ჰო... — უნიჭოდ იცრუა. — იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს, შეგიძლია მიამბო. თუ რამე გაწუხებს, ნუ დამალავ, მითხარი და მოგეშვება, — გაუღიმა და შემდეგ წამოდგა. — კარგი, დაისვენე, მე წავალ. ** რომ გითხრათ, ორივე მშვიდად იყო, ეს ტყუილი იქნებოდა. სიმშვიდე არცერთის გულში არ არსებობდა. ლუკა უფრო მეტად იყო არეული, თითქოს საკუთარ თავს კარგავდა. ნია კი მთელი ძალით ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, თუმცა მისი შინაგანი ფორიაქი მაინც გამოკვეთილად ჩანდა. ორი განსხვავებული სული შეხვდა ერთმანეთს. ნია იყო სინათლე – ის, რომელიც თავისი სიკეთით, სიყვარულით და რწმენით ანათებდა, ისეთი ადამიანის გონებაშიც კი, როგორიც გელოვანი იყო. გელოვანი კი მისი საპირისპირო იყო. ის თავისი ბნელი წარსულით და ცხოვრებით იყო სავსე. ნიასგან განსხვავებით, არაფრის არ სწამდა, მხოლოდ მატერიალურსა და ამასოფლის ყოფაში იყო ჩაფლული. ნია მის ცხოვრებაში დილის მზის სხივებივით შემოიჭრა, რომელიც მის ბნელ გულსა და ცხოვრებას ეხებოდა. გელოვანს კი სინათლის ეშინია და გაურბოდა. მათი შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა, ის უკვე წინასწარ იყო განსაზღვრული სამყაროს მიერ. მაგრამ სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რა ელოდებათ მათ მომავალში? შეძლებენ კი ერთმანეთის გვერდით დგომას? შეძლებს ნია გამოიყვანოს ლუკა გელოვანი სიბნელიდან, თუ ბნელი მთლიანად ჩაყლაპავს ნათელს? და თუ მათი ერთად ყოფნა იყო მათი გზა, როგორი ბრძოლა უნდა გაევლოთ, რომ სიმართლესა და სიყვარულამდე მიეღწიათ? ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება იოლი მათთვის. ამისთვის მათ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ებრძოლონ. *** გვიანი ღამე იყო. ნია კი ვერაფრით იძინებდა. ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა. როგორ არ უნდოდა, არ ეფიქრა იმ კაცზე, თუმცა მაინც მოაგონდებოდა ხოლმე მათი შეხვედრა. როდესაც საწოლში ვერ მოისვენა, წამოდგა, ხალათი მოიცვა და აივანზე გავიდა. გარეთ გრილი სიო უბერავდა, ცა კი ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. იქვე დაჯდა და ჩაფიქრებული გაჰყურებდა ვარსკვლავებს. გრილი სიო თმებს ნაზად ურხევდა. — ნეტავ გესმოდეთ ჩემი, ხომ გაგანდობდით ჩემს გულის ნადებს. მჯერა, რომ სადღაც ვარსკვლავებს მიღმა ანგელოზები არსებობენ, — თქვა და სახე გაებადრა, თუმცა ხმაში სევდა ერეოდა. — მე არ დავნებდები, — ჩაილაპარაკა თავისთვის. ამავდროულად, ვერც გელოვანი იძინებდა. ლოგინში წრიალებდა და ბორგავდა. ვერ გაეგო, რატომ მოქმედებდა ეს გოგო მასზე ასე, ან რატომ უფორიაქებდა სულს. ჯერ სულ ცოტა ხანია, რაც მის ცხოვრებაში გამოჩნდა, თუმცა მან უკვე მოახერხა მისი აფორიაქება. ვერ ივიწყებდა ვერც მის სიტყვებს და ვერც მის სახეს. საწოლზე არეული სახით ჩამოჯდა. — ჯანდაბა, რატომ არ ამომდის გონებიდან ის გოგო, რატომ მიფორიაქებს სულს? არა, ეს აღარ უნდა განმეორდეს! — საბანი გვერდზე მოისროლა და გაღიზიანებული წამოდგა. ფანჯარასთან მივიდა და მდუმარედ გახედა ცას, საიდანაც მთვარე იდუმალად ანათებდა. მთვარის სინათლემ უნებურად გაახსენა ნიას თვალები — ის ნაცრისფერი თვალები, რომელთა სითბოც და სიმშვიდეც პირდაპირ სულში აღწევდა. თითქოს მათში ისეთი ნაზი ნათება ბუდობდა, რომელსაც ვერასდროს გაექცეოდა. გელოვანმა გამწარებულმა მოქაჩა ფარდა, თითქოს უნდოდა, სინათლე მოეშორებინა, მაგრამ უფრო მეტად ბრაზდებოდა. რა ძალა ჰქონდა ამ უბრალო გოგოს, რომ მის სიბნელეში ასე დაუკითხავად შემოვიდა და მოსვენება წაართვა? ღრმად სუნთქავდა, ცდილობდა თავი დაემშვიდებინა, მაგრამ ამაოდ — ნიას თბილი მზერა კვლავ თვალწინ ედგა, როგორც სულიერი ცეცხლი, რომელიც ჩაქრობას არ აპირებდა. ** — უკვე თითქმის ერთი კვირაა, რაც აქ ვართ, დაო, მე კი ვერაფრით ვეგუები ახალ გარემოს… — ნაღვლიანად ამოთქვა ნიამ და სევდიანი თვალები ფანჯრისკენ გააპარა. — მიეჩვევი, ნია, ნუ ღელავ… — ცდილობდა, დაემშვიდებინა ნია. — მშობლები ძალიან მენატრებიან… — ხმა გაუწყდა და სადაცაა, ატირდებოდა. — იცი, რა მოვიფიქრე? წამოდი, ქალაქში გავისეირნოთ. მამიდამ თქვა, რომ აქედან ძალიან ახლოს არის სამების საკათედრო ტაძარი. იქ შევიდეთ, მერე ქალაქშიც გავიაროთ, — ღიმილით შესთავაზა ლიზიმ. ნიას თვალებში თითქოს პატარა ნაპერწკალი აინთო. — კარგი, წავიდეთ! — მოულოდნელად წამოიძახა და ფეხზე წამოხტა. ყვითელი, სადა კაბა მოირგო. თმები ამჯერად მხრებზე ჩამოეშალა, მხოლოდ ლამაზად შეკრული ბანტი ამშვენებდა. სარკესთან ოდნავ შეჩერდა, თვალებზე მსუბუქი ტუში გადაისვა და ღიმილი მოეფინა — თითქოს გულიც ოდნავ გაუთბა. მალე უკვე მზად იყო წასასვლელად. — მამიდა, ჩვენ ცოტას გავისეირნებთ, — უთხრა ლიზიმ. — კარგი, შვილო, მაგრამ ძალიან არ დაიგვიანოთ, — გააფრთხილა მამიდამ. გოგონები სახლიდან გამოვიდნენ და ფეხით დაეშვნენ დაღმართზე. ნია ვერაფრით ეგუებოდა ამ უღიმღამო უბნებს. სახლები თითქოს სულიერ სიცარიელეს ასხივებდნენ, ქუჩები კი დამძიმებული და ჩუმი. გულში უნებლიეთ შეადარა ძველ თბილისს, სადაც ყოველი დილა სიცოცხლით იწყებოდა. იქ ადამიანები ერთმანეთს ღიმილით ესალმებოდნენ, ბავშვების სიცილი ისმოდა, პატარა ჯიხურიდან კი არტურას მომზადებული ყავის არომატი მთელ ქუჩას ავსებდა. აქ კი სიჩუმე იდგა, თითქოს დრო გაჩერებულიყო. ფეხით მიუყვებოდნენ გზას. ქალაქის ცენტრს რომ მიუახლოვდნენ, უკვე ცხადად გამოჩნდა ტაძრის გუმბათი. ნიას თვალები უნებლიეთ გაუბრწყინდა, თითქოს გული უცნაურად შეეკუმშა. ნაბიჯს აუჩქარა, თითქოს რაღაც უხილავი ძალა მას იქით იზიდავდა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ტაძარს, ნიას სუნთქვა უფრო უხშირდებოდა. გულში რაღაც ფორიაქი დაედო, რომელსაც თავადაც ვერ ხსნიდა. თითქოს წინ რაღაც მნიშვნელოვანი ელოდა… ტაძრის შესასვლელთან რომ მივიდნენ, ნია რამდენიმე წამით შეჩერდა, სუნთქვა შეეკრა, თვალები გუმბათისკენ მიაპყრო და გული სიხარულით აევსო. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ თითქოს მარტო არ იყო. თავზე შარფი გაიკეთა და მომღიმარი სახით მიუახლოვდა შესასვლელ კარს. შიგნით რომ შევიდა, სიჩუმემ და სანთლების ტკბილმა სურნელმა მაშინვე მოიცვა. იმ წამს ყველა ფიქრი და ყველა ტკივილი გაქრა. თითქოს სხვა სამყაროში აღმოჩნდა. მისი ნაცრისფერი თვალები სანთლის ალში ირეკლებოდა და უფრო რბილი, უფრო ნათელი ხდებოდა. — უფალო, დამეხმარე, რომ გზას არ გადავუხვიო... — წარმოთქვა ნიამ და პირჯვარი გადაისახა. ეს უბრალო სიტყვები იყო, მაგრამ ისეთი გულწრფელობით წარმოთქვა, რომ თვითონაც გაიოცა. იმ წამს იგრძნო, რომ მის ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი იწყებოდა. და თითქოს შემთხვევით, იმავე წამს ტაძარში მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. ნიას გული უცნაურად შეეკუმშა,მას არ უნახავს ჯერ, ვინ იყო, მაგრამ თითქოს გრძნობდა, რომ ეს შეხვედრა ჩვეულებრივი არ იქნებოდა. — დაო, რატომ წამომიყვანე, აქ?—შეწუხებული სახით კითხრა დას.— ხომ იცი არა, რომ არ მწამს ასეთი რაღაცების. — ამოთქვა გელოვანმა, მის ხმაში გაღიზიანება და შინაგანი უხერხულობა იგრძნობოდა. — ჩშ! ჩუმად, აქ ხმაური არ შეიძლება და კიდევ აქ განგებ მოგიყვანე, იქნებ გონება გაგინათდეს. — ჩასჩურჩულა ყურში თამთამ და ტაძრის სიბნელეში, ფრესკებს შორის ჩაიკარგა. გელოვანი დაბნეული იდგა და თვალებს უმისამართოდ ისვროდა. მის ყურადღებას იქცევდა კედელზე გამოსახული ფრესკები და ხატები. ტაძრის ბნელ წიაღში სანთლების შუქი ციმციმებდა, თითქოს იმედის პატარა ალი ანათებდა სიბნელეში და სარკმევლის მისტიკური, დამამშვიდებელი არომატი იგრძნობოდა. თავს უცნაურად გრძნობდა და აფორიაქებდა იქაურობა, ეს იყო ადგილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის მატერიალისტურ სამყაროს. თვალიერებაში მოულოდნელად თვალში მოხვდა გოგო, რომელიც იქვე კუთხეში იდგა, გოგოს თვალები დაეხუჭა, ხელები შეერთებული ჰქონდა და თითქოს მთელი სულით და გულით ლოცულობდა. სანთლის შუქი მის სახეზე ირეკლებოდა და მის ლამაზ, ნაზ ნაკვთებს გამოკვეთდა. თავიდან ოდნავ ჩამოსცურებოდა შარფი და ახლა უკვე კარგად შესამჩნევი იყო მისი სახე. გელოვანი ადგილზე გაქვავდა, ვერ იჯერებდა; ნუთუ ეს ის გოგო იყო, ვინც მის სიმშვიდეს არღვევდა და ვინც ასე უშიშრად უპირისპირდებოდა? რაღაცნაირად შინაგანად აფორიაქდა და სუნთქვა ხშირი გაუხდა. თვალს ვერ აშორებდა. სწორედ ამ დროს ნიამ ნაზი ღიმილით გადაისახა პირჯვარი. მისი სახე ისეთი მშვიდი და ნათელი იყო. შარფი გაისწორა, შემდეგ ღიმილითვე მობრუნდა უკან და ღიმილი სახეზე შეახმა, როდესაც მოშორებით მდგარი, გელოვანი დაინახა. აი თურმე ვის ეკუთვნოდა ეს ნაბიჯები. ნია რაღაცნაირად გრძნობდა მის სიახლოვეს, თავადაც არ იცოდა როგორ, მაგრამ ახლა მის წინ სწორედ ის იდგა. ნია შოკირებული უყურებდა. მისთვის გაუგებარი იყო, თუ რა უნდოდა იქ ამ ურწმუნო, ამპარტავან ადამიანს ასეთ წმინდა ადგილს. კაცმა, უკან მოუხედავად დატოვა ტაძარი და გარეთ გასვლის თანავე ჰაერი ხარბად შეისუნთქა თითქოს ტაძარში სული ეხუთებოდა, ცდილობდა თავზე კონტროლი დაიბრუნებინა და გონება მოეკრიბა, აფორიაქებული იყო და სრულ გაურკვევლობაში ჩავარდნილიყო, ჯერ ხომ ტაძრის ატმოსფერომ იმოქმედა მასზე, მაგრამ გოგოს ხილვამ სულ მთლად მოუღო, ბოლო. ნერვიულად მოისვა კისერზე ხელი, ის იყო გაბრუნებას აპირებდა, რომ მოულოდნელად ზურგს უკან, გოგოს ხმა გაიგო. — აქ რას აკეთებთ?! — გაისმა მის ზურგს უკან ნაცნობი ხმა. გელოვანი ნელა ბრუნდება მისკენ და ცივ მზეტას ავლებს, გოგონას. — არ ვაპირებ შენთან საუბარს.. — გაღიზიანებულმა უთხრა და სახეზე ცინიკური ღიმილი აიკრა, ნამდვილად არ იყო, ახლა იმ განწყობაზე, რომ როგორც თავად უწოდებს, მომაბეზრებელი, გოგოსთვის ესმინა. უსიტყვოდ შემობრუნდა და წასვლა დააპირა, მაგრამ გოგოს სიტყვებმა გააჩერა. — ხომ გთხოვეთ, ჩემგან თავი შორს დაგეჭირათ?! ამის მერე კიდევ იტყვით, რომ მე გითვალთვალებთ?! — ეჭვით გახედა კაცს და ისე უთხრა. — უკაცრავად, რა თქვი? შენ გგონია, რომ აქ შენს გამო ვარ? — ცალყბად ჩაიცინა და ხელები გადააჯვარედინა. — როგორც ჩანს, სამყაროს ცენტრად მოიაზრებ თავს, ქალბატონო. — მაშინ მითხარით, რატომ ხართ აქ? თქვენ ღმერთს არ აღიარებთ და თქვენნაირი ადამიანები ტაძარში არ დადიან. — გაგულისებულმა უთხრა და ჩამოყრილი თმები უკან გადაიწია. — რით ახსნით იმას, რომ ყველგან ჩნდებით, სადაც მე ვარ? ეს უბრალო დამთხვევა აღარ არის! გელოვანი მასთან ახლოს მივიდა და თავისი ყორანივით მუქი თვალებით დააჩერდა გოგონას. მწველი, დაჟინებული მზერით უყურებდა მის ნაცრისფერ თვალებს, თითქოს მისი სულის შესწავლას ცდილობდა. — შენ ძალიან ბევრს ხომ არ ლაპარაკობ, ნუ გგონია, რომ რაც გზატკეცილზე მოხდა, დამავიწყდა. — მხრებში მტკივნეულად ჩაავლო ხელი. ნიასთვის ისეთი მოულოდნელი იყო ეს მოქმედება, რომ შეკრთა და სიმწირისგან ცრემლი მოადგა თვალზე, თუმცა მის თვალებში, ტკივილი და ბრაზი ერთად იკითხებოდა. — ხო, რა თქმა უნდა, სხვა რა დაგრჩენია, გარდა ტირილისა. — ირონიულად უთხრა, თუმცა მისი ცრემლების დანახვისას, თითქოს გულში წამიერად რაღაც ტკივილი იგრძნო. თვალს ვერ აშორებდა მის დაუცველ და უმწეო სახეს, რომელიც თრთოდა. გოგო წყლიანი, საყვედურებით სავსე თვალებით უყურებდა მას. — თქვენ მარტო, ეს შეგიძლიათ არა? — მწარედ ჩაეცინა ნიას. —რას ამბობ? — ნიას, მოულოდნელმა კითხვამ, კაცი დააბნია. — იმას, რომ უგულო და თავხედი ხართ და არ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ.— მტკიცედ უთხრა, ლუკას რაღაცის თქმა უნოდოდა კიდევ, მაგრამ დაუძახეს და ხელი შეეშალა. — ლუკა! — გაისმა თამთას ხმა. გელოვანმა კი ნიას ხელი შეუშვა და ისიც იმწამსვე გაიქცა. კაცმა გოგოს, თვალი გააყოლა, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით დაეშვა კიბეებზე და სულ მალე კი გაუჩინარდა მისი ანარეკლი და ლუკაც წარბებშეკრული მობრუნდა უცვლელი ცივი მზერით, მაგრამ შინაგანად სრულიად არეული. — ლუკა, სად იყავი? იცი რამდენი ხანია, გეძებ ან ის გოგო, ვინ იყო? დავინახე როგორ გაიქცა. — დაეჭვებით კითხა და ძმას შეხება. — თამთა, ხომ იცი აქ ყოფნა მრთგუნავს, ამიტომ გარეთ გამოვედი და გიცდიდი, თუ მორჩი წავიდეთ, ბევრი საქმე მაქვს. — ნაჩქარევად უთხრა და კიბეებზე დაეშვა თავისი ჩვეული, ქედმაღლური სიარულის მანერით. *** მთელი გზა ხმა არ ამოუღია, საჭეს ჩაფიქრებული, გონებით მართავდა. თითქოს აქ იყო, მაგრამ შინაგანად სადღაც სხვაგან დაფრინავდა და ერთ წერტილს მისშტერებოდა. წარბები შეეყარა და ნერვიულად ათამაშებდა საჭეზე თითებს, თამთა ხვდებოდა, რომ მის თავს რაღაც უცნაური ხდებოდა, მაგრამ ვერაფერს ამბობდა, იცოდა, მაინც არაფერს ეტყოდა. — მოვედით დაო. — უთხრა დას სერიოზული სახით. — კარგი, საღამომდე. — თბილად გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა. გელოვანმა გზა განაგრძო და უფრო სწრაფად დაიწყო მანქანის მართვა. ოფისში გაღიზიანებული მივიდა, სწრაფად შევიდა თავის კაბინეტში, პიჯაკი გაიხადა და იქვე მიაგდო. სავარძელზე დაეშვა, თავი კი საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა. მის გონებაში ისევ ის სცენა ტრიალებდა: ნიას შეშინებული სახე, სველი თვალები. თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა. — ჯანდაბა… ეს რა იყო ? — გაღიზიანებულმა წამოიძახა და გასწორდა. — რატომ ვერ ვივიწყებ მის თვალებს? რატომ ვგრძნობ თავს დამნაშავედ? ბრაზი კიდევ უფრო მოაწვა, ახლა უფრო საკუთარ თავზე. — საკმარისია, ლუკა! — ხმამაღლა წამოიძახა და მაგიდას ხელი მიანარცხა. — ვიღაც გოგოს ცრემლებმა გონება ვერ უნდა აგირიოს! თუმცა შინაგანად ასე სულაც არ იყო. ნია არ იყო უბრალო გოგო და გელოვანი ამას გრძნობდა, თუმცა ვერ ხვდებოდა, რატომ მოქმედებდა ასე მისი არსებობა მასზე. ის რაც დღეს ტაძარში დაინახა, უბრალოდ დაადუმა, თითქოს მოწყდა მიწიერებას. მისი სახე ისეთი ნათელი, მშვიდი და თბილი იყო, რომ ანგელოზს ჰგავდა. მისი სველი თვალებში, სადაც შიში და ბრაზი ამოიკითხა, მის ეგოს ეხებოდა. მან კიდევ ერთხელ ატკინა გოგოს. — ლუკა, მოხვედი? — კაბინეტში ნინი შემოვიდა, როგორც ყოველთვის გამომწვევად გამოიყურებოდა, მასთან მივიდა, შემდეგ კი ზურგიდან მოეხვია. ლუკა ამ ჟესტზე გაღიზიანდა, ხელები უხეშად მოაშორა ფეხზე წამოდგა და გამჭირვალე მინიასთან მივიდა, საიდნაც მთელი ქალაქი,მოჩამდა. — ლუკა, რა ხდება? — გაოცებულმა იკითხა. — არაფერი ნინი, უბრალოდ არ ვარ ხასიათზე დღეს, გთხოვ მარტო დამტოვე. — რა გჭირს? ეს ორი დღეა, ვერ გცნობ, ჯერ ჩემთან მოხვედი ბინაში, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად წახვედი, ახლა კი ახლოს არ მიკარებ. ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა და მშვიდად მიუბრუნდა. — ოჯახური დაძაბულობაა ნინი, შენც კარგად იცი, რომ ბებიაჩემთან მიწევს ბრძოლა, მას არ მოსწონს ჩვენი ურთიერთობა, ამ ყველაფერმა კი, ძალიან დამღალა. ამიტომ გთხოვ მარტო დამტოვე. — კარგი. — ჩაილაპარაკა და გავიდა. ისევ მარტო დარჩა საკუთარ თავთან, თუმცა ვერაფრით ვერ მოისვენა და წავიდა. უკვე მობინდებული იყო. გარეთ კოკისპირულად წვიმდა და ეს პარადოქსულად კიდევ უფრო ამძაფრებდა მის შინაგან ფორიაქს. ამ შემოჭრილ განცდებს ვერაფერს უხერხებდა. მკვეთრად დაამუხუჭა, მანქანიდან გადმოვიდა და ზურგით მიეყრდნო კარებს. დაღლილი სახით დახუჭა თვალები და წვიმას უფლება მისცა მთლიანად დასველებულუყო. თითქოს ამით ცდილობდა მასში გაჩენილი ცეცხლი დაეხშო, რომელიც შიგნიდან წვავდა. ისევ ამოუტივტივდა გოგონა, მათი შეხვედრა, მისი უმანკო სახე, ცრემლიანი თვალები, რომლებიც ასე ეხებოდა მის სულს და აფორიაქებდა. სრულიად სველი იდგა და თვალებში კი, ყველაფერი ერთად იკითხებოდა: ბრაზი, გაურკვევლობა, მღელვარება და სევდა. ეს ყოველივე მას შინაგანად ღრნიდა და მოსვენებას უკარგავდა. წვიმაც კი ვერ უქრობდა იმ ხანძარს, რასაც შინაგანად გრძნობდა და ტანჯავდა. — რატომ არ შემიძლია მისი გონებიდან ამოგდება? იქნებ მე არ ვიქცევი სწორად? — ჩაილაპარაკა მან დაბალ ხმაზე. — არა, მე სწორად ვიქცევი, — ხმამაღლა თქვა ცივი ტონით. — მაგრამ თუ ასეა, რატომ მგონია, რომ უსამართლოდ მოვექეცი? თავი მაღლა აიწია. შუა გზაში იდგა, წვიმის წვეთები ძლიერ ეხეთქებოდა და მთლიანად ასველებდა მას. თითქოს ბუნებაც ცდილობდა ემოციების ჩამოერეცხვას. — არა, — დაიჩურჩულა ბოლოს, — ლუკა გელოვანის ცხოვრებაში მისი ადგილი არ არის. — სახე წამში დაუსერიოზულდა, მზერა ცივი გაუხდა, მაგრამ მაინც იყო მის მზერაში ისეთი რაღაც, რაც საპირისპიროს გვაგრძნობინებდა: ეს სევდა იყო. მიუხედავად მისი სიამაყისა და ცივი ბუნებისა, გული მაინც სევდით ჰქონდა სავსე და სწორედ ეს აღიზიანებდა, რატომ გრძნობდა ყოველ ჯერზე სინანულს და მის ეგოს ეხებოდა, თითქოს მიანიშნებდა, რომ მისი ქმედებები არასწორი იყო, თუმცა სიამაყე ამის უფლებას არ აძლევდა. *** ოთახში იჯდა, ჩაფიქრებული და სევდიანი. ალბათ, როგორ წაროუდგენელია მის უემოციო თვალებში სევდის ხილვა, მაგრამ ის დარდობდა და ეს განცდები მას ტანჯავდა, არ აძლებდა მოსვენებას. რამდენიც არ უნდა გაეწია წინაღმდეგობა, რამდენიც არ უნდა უარყოს საკუთარ თავთან, უძლური იყო. ის ვერაფერს ხვდებოდა. ნია მის გონებაში ღრმად შეიჭრილიყო და დღითი დღე უფრო იდგამდა ფესვებს მასში. რა თქმა უნდა, მის ბნელ ცხოვრებას და გულს სინათლე შეეხო. სინათლე კი ყოველთვის არღვევს სიბნელეს, რადგან ბნელი ვერ მოიცავს სინათლეს. ამიტომ, როგორც არ უნდა ეცადოს მისგან გაქცევას, სინათლე მაინც შეაღწევს მასში და გაარღვევს სიბნელეს. მასში იღვიძებდა მიძინებული გრძნობები, რასაც ასე საგულდაგულოდ მალავდა, ახლა კი თავს იჩენდნენ. — დაო, გეყოფა, მეტი აღარ მინდა გამშრალება. — წამოიძახა და თამთამაც შეწყვიტა მისი თმის გამშრალება. — რა გჭირს ლუკა, რატომ ხარ ასეთი გაღიზიანებული, ეს დღეებია უცნაურად იქცევი? — აღელვებით კითხა. — არაფერი მსგავსი... — მძიმედ ამოიოხრა. — აბა, მაშინ რა ხდება? ვხედავ რომ რაღაც გაწუხებს. — საიდან მოიტანე.. — შენი თვალები ამბობენ ყველაფერს. რამდენიც არ უნდა უარყო, თვალები სულის სარკეა, ამიტომ შენი განცდები თვალებში იგრძნობა. მითხარი, რა მოხდა, რამე ისეთი გააკეთე, რასაც ნანობ? — მზრუნველად მოეფერა სახეზე. — მე არაფერს ვაკეთებ ისეთს, რომ შემდეგ ვინანო. — მტკიცედ უთხრა. — კარგი, როგორც იტყვი, ახლა წავალ შენ კი დაისვენე. — თბილად უთხრა და ოთახიდან გავიდა. **** ვერც ნია ისვენებდა. ფანჯრის რაფაზე შემომჯდარიყო და ჩაფიქრებული გაჰყურებდა წვიმიან ქუჩებს. ამინდიც, რომ ხელს უწყობდა სევდას. ფიქრობდა, ყველგან რატომ ჩნდებოდა ის ადამიანი ამხელა ქალაქში, მაინცდამაინც ერთმანეთს ეჯახებოდნენ. — რატომ ხდება ასე, რატომ ვხედავ ყველგან მას? ეს შემთხვევითობა აღარ არის, რადგან საკმარისად ბევრჯერ გადაიკვეთა ჩვენი გზები. მე ვცდილობ დავივიწყო ის ადამიანი, ღმერთო, შენ კი ისევ და ისევ მახვედრებ. — ამოიგმინა ნიამ და ცას ახედა. მოულოდნელად ელვა გავარდა ცაზე და გაიჭექა. ნიას კი შეეშინდა, ლოგინში შეძვრა, ეცადა დაეძინა, მაგრამ ღამით, როდესაც მარტო რჩებოდა, სევდა შემოაწვებოდა ხოლმე, ძალიან ენატრებოდა მშობლები მართალია ისინი, მისი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ და მხოლოდ ბიძა და ბიცოლაა, რომლებმაც აღზარდეს, მაგრამ საკუთარი მშობლებისგან არ განასხვავებდა, ძველი და ლაღი ცხოვრებაც ენატრებოდა, მაგრამ ახლა იმ ვაჟბატონის გამო, ამ ყველაფერს მოკლებული იყო. მთელი ღამე კოკისპირულად წვიმდა და პერიოდულად ელ-ჭექი გაირბენდა ხოლმე მოქუფრულ ცაზე, თითქოს ამინდიც გრძნობდა მათ განცდებს, რომლებიც სტანჯავდნენ და მოსვენებას უკარგავდნენ. გელოვანი საწოლზე იწვა და ძილი არ ეკარებოდა. ჩაბნელებულ ოთახში, ღრმად ჩაფიქრებული იწვა, ცალი ხელი თქვეშ ამოედო, ცალი კი მუცელზე ედო და ფიქრს მისცემოდა. გონებაში სულ ნიას სახე უტრიალებდა, რომელსაც ვერ იშორებდა თავიდან. ეს უკვე ძალიან აღიზიანებდა, ვერ იტანდა, როდესაც მისით შემოიჭრებოდნენ ხოლმე ნიაზე ფიქრები და კომტროლს კარგავდა. — არ ვიცი, როგორ მაგრამ როგორმე თავიდან უნდა ამოვიგდო ის გოგო. — გაიფიქრა, შემდეგ კი, შეეცადა დაეძინა. დილით საკამოდ უხასიათოდ გაიღვიძა და როგორც ყოველთვის ახლაც მოქუფრული სახით გავიდა, ოთახიდან. ოფისში უნდა წასულიყო და ჩქარობდა. კიბეებზე, რომ დაეშვა ქვემოთ მისაღებში უცხო ხალხი შენიშნა, ღრმად ამოისუნთქა და მათკენ მივიდა. — აქ რა ხდება?! — ბრაზნარევი ხმით წამოიძახა და ცივი მზერით გადახედა სტუმრებს. — შვილო, კარგია,რომ მოხვედი, ესენი შენი მომავალი სიდედრი და სიმამრია, ეს კი შენი მომავალი საცოლეა ლელა. — გააცნო ბებიამ სტუმრები. ოთახში დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა და ეს დაძაბულობა ოჯახის წევრებზეც გადავიდა, ყველამ კარგად იცოდა რა მოჰყვებოდა ამას. კაცი ერთხანს გაუნძრევლად იდგა, ხშირი წარბები მრისხანედ შეეყარა და გამჭოლი მზერით აკვირდებოდა, ყველას, ბოლოს გონება მოიკრიბა და თქვა: — ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ბებიაჩემმა შეცდომაში შეგიყვანათ, მაგრამ მე არ ვაპირებ ცოლის მოყვანას, რადგან უკვე მყავს პარტნიორი და ამას, რომ თავი დავანებოთ, თქვენი მოსვლაც საეჭვოდ მეჩვენება, როგორც ვიცი და გამიგია, წესის მიხედვით ბიჭის ოჯახი მიდის გოგოსთან ხელის სათხოვნელად და არა პირიქით ამიტომ თქვენს ძვირფას დროს ტყუილად ნუ დახარჯავთ, თქვენს ქალიშვილს კი სხვა საქმრო მოუძებნეთ. — შეეცადა, მშვიდად ეთქვა, მაგრამ მისი ხმა მკაცრი იყო, თუმცა კაცი ისეთი სახით უყურებდა მათ, თითქოს მათზე დეტექტორებს ატარებდაო, ის ვითომ სიდედრი და სიმამრი, წამში წამოენთნენ და აშღშფოთდნენ, მომხდარით, კაცს სახე გადაუფითრდა და თვალები გაუფართოვდა, რას წარმოიდგენდა მათი, ეგრეთ წოდებული სასიძო, თუ ასეთი უხეში და შეუვალი იქნებოდა, ამას დამატებული, კიდევ ის, რომ გელოვანი ისე უყურებდა, მათ თითქოს, რაღაც ისეთი ჩაედონოთ, მერე რა მოხდა, თუ ბიჭის ოჯახში მივიდა სარძლოს ოჯახში, დიდი ამბავი ახლა, თან გოგონილი ჰქონდათ, რომ ბიჭი თანამედროვე იყო, მაგრამ განა ის არ იცოდნენ, რომ გელოვანი ის ჩიტი არ იყო, რომ მათ მახეში მომხდარიყო, საეჭვოდ უყურებდა,ლუკა მათ, საკუთარი შვილი, როგორ უნდა გაიმეტო, ქონების გამო, როგორც კი დაინახა ეს უცნაური წყვილი, უმალ მიხვდა, რომ შვილის სარფიანად გათხოვება უნდოდათ, მის მახვილ თვალს და გონებას არაფერი გამოჰპარვია, შეამჩნია, როგორ აცეცებდნენ, თვალებს და ამან უარესად გააცეცხლა. ვერ იტანდა ასეთ ხალხს. საბოლოოდ წამოენთო, მელოტი კაცი: — ეს რა სითავხედეა, რა უპატივცემულობაა, ცხოვრებაში ასე არავის დაუმცირებივარ.— ჯუჯღღუნებდა კაცი, და აქეთ საყვედურით მიუბრუნდა, ლუკას. — თქვენისთანა სიძისგან ღმერთმა დაგვიფაროს. — საყვედურით უთხრა, შემდეგ ქალიშვილს, ხელი დაავლო და უკან მოუხედავად დატოვა სახლი. — ლუკა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, შენ მათ თანდასწრებით შემარცხვინე.— ბრაზით უთხრა ბებიამ, როდესაც სტუმრები წავიდნენ. ლუკამ თვალები დახუჭა, სიმშვიდის შესანარჩუნებლად, ცოტაც და მოთმინებას დაკარგავდა. — ცდებით, მე არაფერი მითქვამს ისეთი, რაც შეგარვხვენდათ, საკმაოდ კორეკტულად ავუხსენი იმ ხალსხს ყველაფერი, ან საერთოდ ვინ არიან იცნობთ მათ? — დაეჭვებით კითხა. — ვიცი, რომ კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. — წამოიძახა ბებიამ. — მართლა? ეს მათ გითხრეს, რომ კარგი რეპუტაცია აქვთ, ბებია, თქვენ იმდენად ხართ იმ აზრით დაკავებული, რომ იქნებ, როგორმე დამაქორწინოთ, ამის გამო ვერაფერს ამჩნევთ, მაგრამ მე მაშინვე შევამჩნიე, რომ საეჭვოდ იქცეოდნენ, მშვენივრად დავინახე,თუ როგორ ხარბად ათვალიერებდა, ის კაცი, აქაურობას, ან რომელი საუკუნეა? საერთოდ, ჯერ ისედაც მოძველებულია, ეს ტრადიციები და ახლა ამათი აქ მოსვლა, და გაცნობაზე საუბარი, ხომ ზედმეტია. — მაშინ დააყენე საშველი და მოიყვანე ცოლი მეც დავისვენებ და შენც. — წამოენთო ბებია. — ბოლოჯერ ვამბობ და ძალიან გთხოვთ, გაიგეთ მე უკვე იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ჩემს მაგივრად ვინემ გადამიწყვიტოს, თუ როგორ ვიცხოვრებ, მე პატივს ვცემ თქვენს ასაკს და შეხედულებებს, მაგრამ თქვენგანაც იგივეს ველი, მე არ ვაპირებ ცოლის მოყვანას და ნინის არ დავშორდები, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ მოგწონთ.— გაღიზიანებულმა მიუგო, შემდეგ კი, უკან მოუხედავად გავიდა სახლიდან და კარები, მიიჯახუნა. როგორ დაღალა ამ ყველაფერმა, ყველაფერთან ერთად ახალი თავის ტკივილი გაუჩნდა ამ დილადრიან, ბებიას დიდ პატივს სცემდა, მაგრამ ყოველთვის უთანხმოება მოსდიოდათ, ერთმანეთთან, ქალი ვერ ეგუებოდა, იმას რომ მისი შვილიშვილი ყველა წესს არღვევდა და თავისუფალ ურთიერთობაში იყო, ვიღაც გოგოსთან. ძველი ყაიდის ქალი გახლდათ და სკეპტიკურად და მკაცრად უდგებოდა ამ ყველაფერს, ამიტომაც იყო, რომ სულ კამათობდნენ, ლუკა ვერ იტანდა, როდესაც მის ცხოვრებას სხვა უკონტროლებდა, ასე მოხდა ახლაც ბებიამ მისგან შეუთანხმებლად მიუყვანა ვიღაც ლელა სახლში გასაცნობად, თან ამ დილადრიან ვინ მიდიოდა სტუმრად. ***” დილით ნიამ ჩვეულებრივზე გაცილებით კარგ ხასიათზე გაიღვიძა. ბოლო დღეების სევდა თითქოს სადღაც გაქრა და მის სახეზე ისევ ძველი ნიას, ლაღი ღიმილი დაუბრუნდა. ფანჯრიდან მზის პირველი სხივები იჭრებოდა და ოთახს ოქროსფრად ანათებდა. ნია წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი, რომელსაც წვიმის შემდეგ განსაკუთრებით სასიამოვნო სურნელი ჰქონდა. საბაზანოდან დაბრუნების შემდეგ სწრაფად მიალაგა თავისი პატარა ოთახი, სანთელი და საკმეველი დაანთო და რამდენიმე წუთით ჩუმად ლოცულობდა — თითქოს ამ დილას ღმერთსაც კი მადლობას უხდიდა. შემდეგ მხიარულად გავიდა მისაღებში, მაგრამ იქ არავინ დახვდა. მაშინვე სამზარეულოს მიაშურა. თავისი საყვარელი წინსაფარი გადაიკიდა, ტელევიზორში საყვარელი სიმღერა ბოლო ხმაზე ჩართო და კოკო ჯამბოს მხრიარულ რიტმზე შეუდგა საქმეს. — ია იაეი კოკო ჯამბო ია იაეი... — ხმამაღლა აყვა სიმღერას და თან ტანსაც ნაზად აყოლებდა, თან ეცინებოდა თავისნთავზე, იმ წუთას სულ აღარ ახსოვდა, გელოვანი. საუზმისთვის ბოსტნეულს ჭრიდა და ხან ცეკვით მიჰყვებოდა მუსიკას, ხან ხმამაღლა მღეროდა. სამზარეულოში სალათის სურნელი და მუსიკის ხმა ირეოდა. ნია, სალათის ფურცლებს ჭრიდა და თან ხელში ჩამჩა ეჭირა და ცეკვავდა, ზუსტად ამ დროს კარი გაიღო და სახლში ნანული და ლიზა შემოვიდნენ. — რა ხდება აქ?! — დაიყვირა ნანულიმ და სამზარეულოსკენ გაიქცა. სამზარეულოში რომ შევიდნენ, შოკში ჩავარდნენ: ნია აბურდული თმებით იდგა წელზე წიმსაფარი მოერგო და მთელი ხმით მღეროდა. — ლიზა, შვილო, რა ჭირს ამას? — გაოგნებულმა იკითხა ნანულიმ. ლიზამ სიცილით მიაყოლა: — არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, ნია ისევ თავის თავს უბრუნდება! — მიუგი და ნიას მიუახლოვდა. — ნია, რას აკეთებ? — სიცილით ჰკითხა. — მოხვედით, დაო! — მხიარულად წამოიძახა,, ცოტაცნით თავი ანება სალათის გაკეთებას და ლიზას ხელი ჩასჭიდა. — მოდი, იცეკვე ჩემთან ერთად! — რას სჭირს ამას?! — ნანულიმ თავზე ხელი შემოირტყა, მაგრამ უნებურად გაეღიმა. — ამყევი, დაოოო! ია იაე კოკო ჯამბოოო! — მღეროდა ნია და ლიზას აბზრიალებდა, მთელი სამზარეულო სიცილით აივსო და მამიდაც კი აიყოლეს. ასე დიდი ხანია არ უმხიარულიათ. ნიას ლიზასთვის ხელი ჩაეჭიდა, ცდილობდა კოკოჯამბოს რიტმს აეყოლებინა, რომელსაც არც თუ ისე კარგად გამოსდიოდა ცეკვა ნიასგან განსხვავებით. თან გულიანად იცინოდანენ. ხელი ჰაერში აწეია და სიმღერას ყვებოდა. — კოკო ჯამბოოო! — სიცილით იმეორებდა ტექსტს და ცეკვავდა. ნანულის გულმა ვეღარ გაუძლო და სიცილით აჰყვა გოგოებს, რამაც მათი გაოცება გამოიწვია. ბოლოს კი დაღლილები ეშვებიან დივანზე. — ღმერთო, ამდენი დიდი ხანია აღარ მიცეკვია. — აკისკისდა ნია. — რა გჭირს დილიდან? — კითხა ნანულიმ. — არაფერი მამიდა, უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ, გადავწყვიტე ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვო და ცხოვრება გავაგრძელო. თან კიდევ ერთი მიზეზი მაქვს სამხიარულოდ, დღეს ჩემი მეგობრების ქორწილია, ამიტომ ბედნიერი ვარ. მას შემდეგ რაც ჩვენი ანსამბლი დაიშალა, დიდი ხანია ერთმანეთი აღარ გვინახავს, ეს კი, კარგი მიზეზია იმისთვის, რომ ყველა ვნახო. — მხიარულად გაახახუნა ხელები ერთმანეთზე. — მერე ფული გაქვს რით აპირებ წასვლას? — ჰკითხა ქალმა. — მამამ ჯერ კიდევ მაშინ მომცა ქორწილის ფული, როდესაც სახლში ვიყავი, ამიტომ ახლა ვისაუზმებთ და მერე წავალ და საღამოსთვის კაბას შევარჩევ. — ბედნიერმა წამოიძახა და სუფრის გაშლას შეუდგა. გემრიელად მიირთვეს საუზმე. ნიამ მიალაგა სამზარეულო, შემდეგ თავი მოიწესრიგა, პატარა ჩანთა აიღო და გარეთ გავიდა. — ლიზი, გამომყვები კაბის ასარჩევად? — კითხა თავის დას. — რა თქმა უნდა, ჩანთას ავიღებ და წავიდეთ. — წამოიძახა ოთახში გაიქცა ჩანთის ასაღებად. ** მთელი მაღაზიაბი მოიარეს სადაც შეეძლოთ, მისვლა, ბოლოს კი, როგორც იქნა იპოვეს სასურველი და შიგნით შევიდა, თითქმის ყველაფერს იწუნება და ხან ფერი არ მოსწონდა ხან რა. ბოლოს კი, როგორც იქნა იპოვა სასურველი,. საღამოს ნია უკვე მზად იყო. მუქი წითელი, ელეგანტური კაბა ეცვა, რომელიც მის გრაციოზულობას კიდევ უფრო ხაზს უსვამდა. თმები ოდნავ ჰქონდა დახვეული, სახეზე კი — მხოლოდ მსუბუქი მაკიაჟი ესვა, სარკის წინ იდგა და გაბრწყინებული თვალებით ათვალიერებდა საკუთარ თავს. — დაო, ნახე რა ლამაზი კაბაა! — სიხარულით წამოიძახა და ბედნიერებისგან თვალები აუციმციმდა. — ულამაზესი ხარ, ნია! რომელზე მიდიხარ? — ინტერესით ჰკითხა ლიზამ. — ალბათ მალე მოვლენ უკვე, — ღიმილით უპასუხა ნიამ. — დარწმუნებული ვარ, დღეს ცეკვით აიკლებ რესტორანს, — გაეცინა ლიზას. — ამაში ეჭვი გეპარება? — ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ნიამ და სარკეში კიდევ ერთხელ ჩაიხედა. მალე მოაკითხეს მეგობრებმაც და ნიაც გარეთ გავიდა. — ძალიან არ დააგვიანო იცოდე! — გააფრთხილა ნანულიმ. **** მათი მანქანა რესტორნის ეზოში შევიდა. ნია მოულოდნელად ცოტა უფრო სწრაფად აახამხამა თვალები — თითქოს გულისცემა აუჩქარდა. რესტორანი შორიდანვე ბრწყინავდა. შენობაში შესვლისას თვალში მოხვდათ ოქროსფერი სინათლით განათებული დარბაზი; ჭაღები ბრჭყვინავდნენ, მუსიკა მშვიდად ერეოდა ფუსფუსსა და სტუმრების საუბრის ხმებს. ეტყობოდა, რომ სტუმრების ნაწილი უკვე მოსული იყო — ყველგან იგრძნობოდა მოლოდინის, სიხარულისა და სადღესასწაულო განწყობის არომატი. ნიამ და მისმა მეგობრებმა თავიანთ მაგიდას მიაშურეს და ადგილები დაიკავეს. — როგორ მიხარია, რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, თანაც ამ ბედნიერ დღეს! — მხიარულად წამოიძახა ნიამ და თვალები აუციმციმდა. — ჩვენც ძალიან გვიხარია, ნია. ნიკამ და სალომემ გაგვახარეს ქორწილით, — ჩაიღიმა ანამ და ნაზად მოეხვია. — მართლაც, ძალიან მომენატრეთ ყველა, — გულწრფელად დაამატა ნიამ და ბედნიერად მოავლო მზერა მაგიდას. მალე სტუმრებმა ერთდროულად გაიხედეს შემოსასვლელი კარისკენ, საიდანაც ნეფე და დედოფალი გამოჩნდნენ. პატარძალს თეთრი, გრძელი შლეიფიანი კაბა ეცვა, რომელიც სინათლეში ბრწყინავდა, ხოლო ნეფე კლასიკური შავი კოსტიუმით იდგა მის გვერდით. ისინი ნელა, გრაციოზულად შემოვიდნენ დარბაზში. ხალხის შეძახილები და ტაში ერთდროულად ატყდა — ზოგმა აღტაცებით შეძახა, ზოგმა ტელეფონი მოიმარჯვა ამ მომენტის გადასაღებად. — უჰ, როგორები ლამაზები არიან... — ჩურჩულით თქვა ნიამ, თვალებში თბილი ცრემლი გამოეხატა. — მართლა საოცარი წყვილია, — დაეთანხმა ანა და მეგობარს ხელი მოხვია მხარზე. როგორც წესია, შემოსვლისას ნეფე-დედოფალმა პირველი ცეკვა შეასრულეს. ცეკვის ბოლოს მათ თბილად გადაუხადეს მადლობა სტუმრებს და თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ. თავდაპირველად დარბაზში წყნარი მუსიკა ჟღერდა, შემდეგ კი აჭარულის მხიარული ჰანგები გაისმა. — აბა, წავედით! — წამოიძახა ნიამ და ყველა ერთად სცენის შუაგულში გავიდა. ერთ-ერთი ბიჭი ენერგიულად ხტება სცენაზე და ცეკვას იწყებს. მის მოძრაობებს მალე კიდევ სამი ბიჭი უერთდება; ისინი ხტუნვითა და მხიარული ნაბიჯებით აგრძელებენ ცეკვას. მათ მიჰყვებიან ორი გოგო, რომელთაგან ერთ-ერთი ნია იყო, მისი ხელების ლამაზი, ნაზად დახვეწილი მოძრაობები მაშინვე იზიდავს ყურადღებას. ნია თავის მეწყვილესთან ერთად იწყებს ბზრიალს — ისეთი გრაციოზულია, რომ ყველა თვალი მას მიეპყრო. მისი წითელი, გრძელი კაბა ცეკვისას ყვავილივით იშლებოდა, ოდნავ დახვეული თმები კი ჰაერში ფარფატებდა. ნიას სახეზე კმაყოფილი, ამაყი ღიმილი ეტყობოდა — ცეკვაში მთელ გულს დებდა და აშკარად სიამოვნებდა თითოეული მოძრაობა. მთელი დარბაზი თითქოს მის ენერგიას ეხმიანებოდა. ცეკვის უმეტეს პარტიებს ნია და მისი მეწყვილე ასრულებდნენ, მათ სინქრონულ მოძრაობებს თვალს ვერ წყვეტდა ხალხი. გელოვანი, რომელიც ცოტა მოშორებით იჯდა, მონუსხული აკვირდებოდა. მისი ცივი გამოხედვის მიღმა გაოცება და აღტაცება იკითხებოდა. ის არ ელოდა, რომ ეს თითქოს „მომაბეზრებელი“ უცნობი გოგონა ასე მოხიბლავდა. ნია თითქოს სრულიად სხვა სამყაროდან იყო — ცოცხალი, მხურვალე და დაუფარავი. ცეკვა წყვილებში დასრულდა. ბოლოს ნიამ და მისმა მეწყვილემ ერთდროულად გააკეთეს ბოლო ბზრიალი და მუსიკაც შეწყდა. დარბაზი ტაშით აჭრელდა, სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. — ბრავო, ბრავო! — წამოიძახა წამყვანმა. — მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ნეფე-დედოფლის მეგობრებს, რადგან მათ სცენაზე ცეცხლი დაანთეს! ნეფე-დედოფალი სცენაზე ავიდნენ, თითოეულს მოეხვივნენ და მადლობა გადაუხადეს. პატარძალი განსაკუთრებით თბილად მოეხვია ნიას. — ნია, როგორც ყოველთვის, შეუდარებელი იყავი! — მხიარულად უთხრა და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა. მალე ისევ მშვიდი მუსიკა ჩაირთო და ყველა მაგიდას მიუჯდა. ნია მხიარულად იჯდა და მეგობრებთან საუბრობდა. ცეკვიდან შემორჩენილი ემოციები ჯერ კიდევ ეტყობოდა და კმაყოფილი იღიმოდა. გელოვანი ჯერაც გაკვირვებული იყო ნანახით, მაგრამ უფრო საკუთარ თავზე, რადგან აქამდე არასდროს გამოუჩენია ინტერესი გოგოს მიმართ. დაძაბულობისგან კისერზე ძარღვები დაეჭიმა. — ლუკა, კარგად ხარ? — კითხა ნინიმ. — კი. — მოკლედ უპასუხა. — მაშინ ასეთი სახე რატომ გაქვს...? — როგორი? — უხეშად კითხა. — დაბნეული... — როგორც კი მისი ბრაზნარევი სახე დაინახა, თემა შეცვალა. — კარგი, დაივიწყე. კარგად იცეკვეს, არა? — უთხრა უდარდელად. — განსაკუთრებული არაფერი. — ჩაილაპარაკა და მიბრუნდა. არ უნდოდა ეღიარებინა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ნიამ მისი ყურადღება მიიქცია. ისეთი ლამაზი იყო და ისე ცეკვავდა! ეს წითელი კაბა, რომელიც საშინლად უხდებოდა, თან გელოვანის საყვარელი ფერი იყო და სულ გააგიჟა. ეს გოგო მას გონებას ურევდა, მას კი ეს არ მოსწონდა. არ მოსწონდა ეს ხმაურიანი ადგილები, თუმცა თავის პარტნიორს უარი ვერ უთხრა. ცოტა ხნის შემდეგ მუსიკა უფრო ენერგიულ ჰანგებში გაისმა. ახალგაზრდები ფეხზე წამოდგნენ და სცენაზე ავიდნენ საცეკვაოდ. ნია მეგობრებთან ერთად შეუერთდა ჯგუფურ ცეკვას. მათი მოძრაობები ერთიანად ვითარდებოდა, მხიარულებით აივსო მთელი სცენა. ნია ხელებს ჰაერში სწევდა, ტანს აყოლებდა რიტმზე, თითოეული ნაბიჯი ცოცხალი იყო, ტემპს მეგობრებიც აყოლებდნენ. თმა ჰაერში ფარფატებდა და წითელი კაბა მოძრაობისას ყვავილივით იშლებოდა. ნიას სახე ბრწყინავდა, თვალები, ბედნიერებისგან უციმციმებდა, სახიდან კი ღიმილი არ შორდებოდა. სცენა მთლიანად მისი ენერგიით ივსებოდა. გელოვანი დარბაზში შორიდან აკვირდებოდა. სერიოზული გამომეტყველება აღარ შეინიშნებოდა — თვალები ნიას მოძრაობებს მიჰყვებოდა. შიგნიდან გაოცება, ინტერესი და გაღიზიანებაც ერთმანეთში ერეოდა. ნია მისთვის უცნობი, თუმცა საოცრად მიმზიდველი ჩანდა; თითოეული მოძრაობა გულს უჩქარებდა. ერთ მუსიკას მეორე მიჰყვა და უფრო სწრაფად დაიწყეს ცეკვა. სალომე და ნიკა მათთან მივიდნენ და მხიარულად დაიწყეს ცეკვა. ნია თითქოს მთლიანად ჩაკარგული იყო მუსიკაში და ცეკვაში; ისეთი ენერგიული და ლაღი იყო, ღიმილიანი სახით ცეკვავდა. — ვაიმე, ეს ხომ ჩემი საყვარელი სიმღერაა, — სიცილით წამოიძახა, როდესაც კოკო ჯამბო ჩაირთო. თან დილის ამბები მოაგონდა. მხიარულად მოძრაობდა და ანასთან ერთად ხელჩაკიდებული ცეკვავდა. — აბა, წავიდააა, ია ია კოკო ჯამბო! ია იაეი კოკო ჯამბოო, ია იაეი! — მღეროდა ნია და თან იცინოდა. — რა გიჟი ხარ, ნია! — გაეცინა გოგონას. — აბა რა, თუ არ იმხიარულებ, ცხოვრება მოსაწყენი იქნება. *** გელოვანი დარბაზის მოპირდაპირედ იჯდა და თვალს ვერ აშორებდა სცენას, სადაც ნია ცეკვავდა. მისი ენერგია, მხიარულება და თავისუფლება მას გონებას ურევდა. ვერ იჯერებდა, როგორ შეიძლებოდა ეს გოგო ასეთი მრავალმხრივი ყოფილიყო. ხელში ბაკალი ეჭირა, თუმცა პირიც კი არ დაუკარებია. ბოლოს, რომ ვეღარ გაუძლო იქ ყოფნას, გარეთ გავიდა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა ერთი ამოჯღო და ცეცხლი გაუკიდა, სიგარეტს მხოლოდ მაშინ ეწეოდა, როცა არეული იყო და ფიქრი სჭირდებოდა. — ყოველ ჯერზე, როდესაც მინდა მისი გონებიდან ამოგდება, ის ისევ ჩნდება ჩემს ცხოვრებაში. ან რატომ მოქმედებს ასე და მირევს გონებას? — ფიქრობდა თავისთვის. — დღეს რაც მოხდა... არა, ლუკა, არ მისცე სულელურ ემოციებს, რომ გმართოს. ის გოგო არავინ არის, დაიმახსოვრე! მე არ ვინტერესდები ისეთი გოგოებით, როგორიც ის არის! — მტკიცედ და თავდაჯერებულად წამოიძახა. სიგარეტი ნაგვის ურნაში ჩააგდო და შენობაში შევიდა. შესასვლელთან კი ერთმანეთს შეეჯახნენ. — ვერ ხედავთ, სად მიდიხ... — სიტყვა შუაზე გაუწყდა, როდესაც თავი აწია და გელოვანის ცივ და გამჭოლ მზერას გადააწყდა. დაბნეული და შეშინებული უყურებდა მამაკაცს, რომელიც თვალს არ აშორებდა. მისი ცივი მზერა თან აფრთხობდა, მაგრამ თან რატომღაც იზიდავდა მისი თვალები. გელოვანს მის მხარზე ჰქონდა მოხვეული ხელი. ნიამ გვერდით გაიხედა, სადაც გელოვანს ხელი ჰქონდა შემოხვეული, სახე შეეცვალა, მისი ხელი მოიშორა, განზე გადგა და სწრაფად დატოვა შენობა. გასასვლელისკენ გაიქცა, შემდეგ კი იქვე ხის ბოძზე ჩამოჯდა. მისმა შეხებამ უცნაური გრძნობა გამოიწვია მასში. — რატომ გამოიქეცი ან აქ რას აკეთებ? — გაისმა მის ზურგს უკან ნაცნობი ხმა. ნია სწრაფად დგება და მისკენ ბრუნდება. — თქვენ რას აკეთებთ აქ? — მოჭუტული თვალებით გახედა. — ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს უკან დამყვებით?! — წამოიძახა ნიამ. — მე... უკან დაგყვები? — ცინიკურად ჩაიცინა. — დიახ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ გამომყევით უკან? — ნიშნის მოგებით უთხრა. — სულაც არ დაგყვები უკან, გასაგებია? — ცივად უთხრა. — უბრალოდ, გარეთ ახალგაზრდა გოგო მარტო რესტორნის ეზოში არ უნდა იყოს. ათასი არამზადა დადის. — და თქვენ რატომ გადარდებთ ჩემი ბედი? მე თქვენთვის არავინ ვარ, საერთოდ არავინ! და კიდევ, მეეჭვება, თქვენზე მეტად კიდევ ვინმემ დამიშავოს რამე! — გაღიზიანებულმა უთხრა. — რატომ გაქვთ ასეთი სახე? კითხა, როდესაც შეამჩნია, თუ როგორ შეეცავა კაცს სახე. —ასე მალე დაგავიწყდათ, რა სასტიკად მომექეცით? — მასთან ახლოს მივიდა და ისე უთხრა. თვალებში ცრემლეში ცრემლი ჩაუდგა, თუმცა არ გატყდა და ამაყად გაუსწორა მზერა კაცს. კაცი, დადუმდა და ხმა ვერ იღებდა. ან რა უნდა ეთქვა? კარგად იცოდა, რომ დამნაშავე იყო, მაგრამ არ აღიარებდა და თავსაც იტყუებდა. — რა იყო, რატომ არაფერს ამბობთ? სათქმელი არაფერი გაქვთ, ხომ ასეა? მე ამაზე მეტ ზიანს ვერავინ მომაყენებს. თქვენ მორალური ზიანი მომაყენეთ, სახალხოდ შემარცხვინეთ და ის კადრები გაავრცელეთ ტელევიზიით, თუ როგორ ვეცემი თქვენს მკლავებში. ახლა კი ღელავთ თურმე ჩემი უსაფრთხოებით. მაშინ რატომ არ ღელავდით, თქვენ გამო თავს რომ დამესხნენ და ძლივს დავაღწიე თავი? — თვალებში ტკივილი და ბრაზი ჩაუდგა. მის დიდ ნაცრისფერ თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა და მტკივნეულად აწვებოდა. ცდილობდა მის წინ არ ატირებულიყო, მაგრამ ცრემლებმა თავისი ქნეს და მის ლოყებზე გზა გაიკვლიეს. წამით მოუნდა შეხებოდა და მოეწმინდა ცრემლები. გაშვირა კიდეც მისკენ ხელი, თუმცა ნიამ უკან დაიხია. უხეშად მოიწმინდა ცრემლები სახიდან და უთხრა: — არ გაბედოთ და არ შემეხოთ! — გულმოსულმა უთხრა. — თქვენს გამო ისედაც საკმარისად დავიტანჯე. ძალიან დამავალებთ, თუ მეტი არსად აღარ შემხვდებით! — უთხრა ნიამ და დაჟინებით ჩააშტერდა მის თვალებს. არცერთი იღებდა ხმას, მხოლოდ უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს. ღამეში ჩაკარგულები, ლამპიონების მკრთალი შუქით განათებულ ეზოში იდგნენ და თვალს არ აშორებდნენ. უსიტყვოდ იდგნენ, მაგრამ მათი თვალები საუბრობდნენ მათ ნაცვლად. ბოლოს სიჩუმე გელოვანმა დაარღვია. — ძალიან კარგი, არც მე მსიამოვნებს შენი ნახვა. — უთხრა გელოვანმა ცივად, მის ხმაში ირონია გაერია, ნიამ ერთი შეხედა და უკან გაბრუნდა გელოვანმა მას თვალი გააყოლა, იქამდე, სანამ მისი ანარეკლი არ გაქრა. თავადაც უკან გაჰყვა, დარბაზში შევიდა და თავის ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ შინაგანად ვერ ისვენებდა. თვალებით ნიას დაეძებდა ყველგან, მაგრამ ის არსად არ ჩანდა. — ლუკა, კარგად ხარ? — კითხა მეგობაარმა. — კარგად ვარ, ალექს, ნუ ღელავ. — სერიოზული ხმით უთხრა. სწორედ ამ დროს კი ნია შემოვიდა გაღიმებული სახით და მეგობრებს შეერია. ისეთ დროს მოვიდა, როდესაც ბუკეტი უნდა ესროლათ. ყველა გოგო ცენტრში დადგა ბუკეტის დასაჭერად, ნია კი ურეაქციოდ იყო. — ნია, წამოდი, შენც არ გინდა? — კითხა სიცილით ანამ. — არა, მადლობა. დაღლილი ვარ, მირჩევნია ჩემთვის ვიჯდე. — კარგი, რა, წამოდი! — ძალით გაიყვანა და ცენტრში დააყენა. — აბა, მზად ხართ! — წამოიძახა წამყვანმა და სამ თვლაზე ბუკეტი ისროლეს. ბუკეტი პირდაპირ ნიას მიმართულებით გაფრინდა და მოულოდნელად მის ხელებში აღმოჩნდა. ნია დაბნეული უყურებდა ბუკეტს. რა ბედის ირონია იყო, არა? მას არ უნდოდა მისი დაჭერა, მაგრამ მისდა გასაკვირად, მასთან მოხვდა. ნათქვამია, თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მიდის მასთანო. შემთხვევითობა იყო ეს თუ ბედისწერა, რომ სწორედ მას უნდა დაეჭირა ეს ბუკეტი. ხალხის შეძახილები ატყდა, ყველა ულოცავდა თაიგულის დაჭერას. ნიამ თავი უხერხულად იგრძნო და ლოყები აუწითლდა. — გილოცავ, ნია! ხედავ, შენ არ გინდოდა მისი დაჭერა, მაგრამ ის მაინც შენთან მოხვდა. იქნებ შენს ცხოვრებაში მალე გამოჩნდეს შენი გულის სწორი. — უთხრა მხიარულად. — მე არ მჯერა ასეთი რაღაცების. ასე რომ იყოს, მაშინ ყველა გათხოვდებოდა, რამდენ ბუკეტსაც დაიჭერდნენ. — გაეცინა ნიას, მაგრამ ეს უფრო ირონიული ჩაცინება იყო. უნებლიეთ იმ მხარეს გააპარა მზერა, სადაც გელოვანი იჯდა. როდესაც მის მზერას მოკრა თვალი, წამში სხვა მხარეს გაიხედა. გელოვანი მას ფარული მზერით აკვირდებოდა. წარბშეკრული იჯდა, როგორც ყოველთვის, თუმცა მის შიგნიდან უკვე რაღაც ირღვეოდა. ქორწილი კულმინაციას აღწევდა. უკვე სამეჯლისო ცეკვები ჩაირთო. ნია ნაღვლიანი თვალებით იჯდა, უყურებდა წყვილებს, რომლებიც ვალსს ცეკვავდნენ. — მადამ, არ მეცეკვებით? — ჯენტლმენივით გაუწოდა მისმა მეგობარმა გიორგიმ ხელი. ნიამ თანხმობის ნიშნად ხელი გაუწოდა. საცეკვაოდ გავიდნენ სცენაზე. ნიამ ხელი უხერხულად შემოხვია, გიორგიმაც მოწიწებით მოხვია წელზე ხელი, შემდეგ კი ცეკვა დაიწყეს. გელოვანს არ გამოპარვია ნიას ცეკვა. ნია არ იყო განწყობაზე, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია. ლუკა უყურებდა მათ და რატომღაც აღიზიანებდა ნიას გვერდით სხვა მამაკაცის დანახვა. — ლუკა, წამო, ჩვენც ვიცეკვოთ ვალსი. — წამოიძახა ნინიმ. — ნინი, ხომ იცი, მე არ ვცეკვავ. — ცივად უთხრა. შემდეგ კი ისევ მისკენ გააპარა თვალი. რატომ ვერ იშორებდა მასზე ფიქრებს გონებიდან, ან რატომ ვერ წყვეტდა მის ცქერას? ვერ იგებდა, არ ესმოდა. ეს კი აგიჟებდა. ცეკვაც დასრულდა და ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა. — მეგობრებო, მე უნდა წავიდე, უკვე ძალიან გვიანია, მამიდაჩემი მომკლავს, თუ დავაგვიანებ. — წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. ყველას დაემშვიდობა, შემდეგ კი გასასვლელისკენ წავიდა. ზუსტად ის ადგილი უნდა გაევლო, სადაც გელოვანი იჯდა. ნია სწრაფი ნაბიჯებით გაემართა, მას კი უკან გიორგი აედევნა. — ნია, მოიცადე, მე წაგიყვან! — დაუძახა ხმამაღლა და ნიაც გაჩერდა. აი, გელოვანმაც გაიგო მისი სახელი. თვალი გააყოლა მათ, თუ როგორ გავიდნენ გარეთ, და თავადაც წამოხტა. — რა ხდება, ლუკა? — გაკვირვებით კითხა ნინიმ. — მივდივართ. — სწრაფად უპასუხა და გასასვლელისკენ წავიდა ნინიც წამოდგა და უკან გაჰყვა. გარეთ რომ გავიდნენ, ლუკამ, დაინახა, თუ როგორ ჩაჯდა ნია მანქანაში და წავიდნენ. ***** მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, არ ასვენებდა მასზე ფიქრები. მოსვენებას უკარგავდა ის, რაც ნახა წვეულებაზე. გონებიდან ვერ იგდებდა. საწოლზე წრიალებდა, ხან ერთ გვერდზე გადაბრუნდებოდა, ხან მეორეზე, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. — და თქვენ რატომ გადარდებთ ჩემი ბედი? მე თქვენთვის არავინ ვარ, საერთოდ არავინ! და კიდევ, მეეჭვება, თქვენზე მეტად კიდევ ვინმემ დამიშავოს რამე! — გაღიზიანებულმა უთხრა. — რატომ გაქვთ ასეთი სახე? ასე მალე დაგავიწყდათ, როგორ სასტიკად მომექეცით? — უცებ გაახსენდა მისი სიტყვები და მისი ცრემლიანი სახე თვალწინ დაუდგა. — ჯანდაბა! რატომ ვერ ვუყურებ მის ცრემლებს? ლუკა, გონს მოდი! — თავს შემოუძახა და შეეცადა დაეძინა. დილას მის ოთახში თამთა, შევიდა და ოთახის ფანჯრებიდან ფარდები გადაწია. —ნიაა! — წამოიძახა, როგორც კი გაიღვიძა. — დაო, აქ რას აკეთებ? — საყვედურით უთხრა და თვალები მოიფშვნიტა, რადგან მზის სხივები თვალს ჭრიდნენ. — რა იყო, არ შეიძლება, შემოვიდე? — მოჩვენებითი სიმკაცრით უთხრა, თან ისე, რომ ნერვიც არ გაუტოკდა სახეზე. — მე ეგ არ მიგულისხმია, უბრალოდ, ამ დილაადრიან აქ არ გელოდებოდი... — დაბნეულმა ამოიგმინა და თამთაც ახარხარდა. — ასე რატომ აღელვდი? გგონია, მარტო შენ შეგიძლია გაბრაზება... — სიცილს ვერ წყვეტდა. — შენ მომატყუე... — კარგი, დამშვიდდი, გეხუმრე, — უთხრა და საწოლზე ჩამოჯდა. — ხო, მართლა, ვინ არის ნია? — არავინ, დაივიწყე... — ჩაილაპარაკა და საწოლიდან წამოდგა. — არავინ? ეს როგორ? შემთხვევით, ამ გოგომ შენი ყურადღება ხომ არ მიიქცია? — ღიმილით უთხრა. — რა სისულელეა, დაო! საიდან დაასკვენი ეს? — თავი გაიქნია და ვერანდაზე გავიდა. თამთაც უკან გაჰყვა. — ლუკა, ვერ გამექცევი. — უთხრა სიცილით. — კარგი, რა, დაო! ძალიან გთხოვ, ამ დილაადრიან არ დამიწყო ისევ სიყვარულზე საუბარი. — მობეზრებით წამოიძახა. — ხომ იცი, მე ამ სისულელეების არ მჯერა. — იცი, რა, ლუკა? არსებობს ძალა, რომელიც თვალს ადევნებს შენს ცხოვრებას. შენ შეიძლება რაღაცებს არ ეთანხმები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სადღაც არსებობს ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც უფლის გზავნილი იქნება, რომელიც შეავსებს შენს სიცარიელეს და როდესაც ეს მოხდება, მიხვდები, რომ მის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებ. — რა ძალა, დაო? რას ამბობ? ან მე ვიღაც გოგოს გარეშე ვერ ვიარსებებ? რა სისულელეა! — ცალყბად ჩაეცინა. — ჰო, ზუსტად ასეა. მაღალი ძალა არის უფალი, რომლის ნების გარეშეც ჩვენს ცხოვრებაში არაფერი ხდება. ისიც მართალია, რომ სადღაც არსებობს შენი ადამიანი. — ღიმილით უთხრა. — მე ვერ ვიარსებებ, ხომ? არასდროს! პირველ რიგში, რომც არსებობდეს, მე მას ახლოსაც არ მოვუშვებ და უიმისოდაც მშვენივრად ვიარსებებ. — ჩაილაპარაკა და წავიდა. — ვნახოთ, ბატონო ლუკა. *** ოფისში, როგორც ყოველთვის, მკაცრი და სერიოზული სახით შევიდა. თანამშრომლებმა, როგორც კი დაინახეს, მაშინვე გაჩუმდნენ. ერთ-ერთს მოჰკრა თვალი, რომელიც არ მუშაობდა. — ქალბატონო სოფია, ფულს იმისთვის არ გიხდით, რომ დრო ფუჭად დაკარგოთ. საქმეს შეუდექით, თორემ სამსახურიდან გაგიშვებთ. — მკაცრად უთხრა. — დიახ, ბატონო. — უთხრა გოგონამ. გელოვანი კი თავის კაბინეტში ავიდა. თავი საშინლად სტკიოდა. ცდილობდა კონცენტრირებულიყო სამსახურზე, თუმცა ვერ ახერხებდა. — ბატონო ლუკა, შეიძლება? — უთხრა მდივანმა მას შემდეგ, რაც დააკაკუნა. — შემოდი. — ცივად უთხრა. — მითხარი, დღეს რა გვაქვს ჩანიშნული? — დიახ, დღეს არქიტექტორებთან გაქვთ შეხვედრა დანიშნული ახალ პროექტთან დაკავშირებით. კიდევ, აი, ამ საბუთებზე გაქვთ ხელი მოსაწერი. — გააცნო დღის გეგმა. — კარგი, დატოვე, ამას გადავხედავ და მოვაწერ. შეხვედრა რომელზეა დანიშნული? — ერთ საათში. — კარგი, თავისუფალი ხარ. საბუთებს გაეცნო, შემდეგ ხელი მოაწერა და წასასვლელად მოემზადა. გზაში, ცდილობდა გონებიდან ამოეგდო წუხანდელი ღამე. მანქანა ერთ-ერთი ძველი ტაძრის ეზოში შეაჩერა. ტაძარი უკვე ძალიან ძველი იყო და თითქმის ჩამონგრეული. იქ უკვე შეკრებილიყვნენ პარტნიორები და ბულდოზერებიც იქვე იდგა. მედიასაც არ გამორჩენია ეს ამბავი. — სალამი, ბატონო ლუკა. — მიესალმნენ. — გამარჯობა. აბა, გაქვთ მონახაზი, რას ვაპირებთ ამ ადგილზე? — დიახ, ნახეთ. ეს ტერიტორია,ძალიან დიდია და უფრო მეტი სივრცე გამოჩნდება, როდესაც ამ ნანგრევებს ავიღებთ. ამ ადგილზე აშენდება ფეშენებელური სასტუმრო. — აუხსნა კაცმა. ლუკამ დანგრეულ ტაძარს წარბშეკრული გახედა. თითქოს არაფრის მომცემი ჩამონგრეული კედლები და ფრესკები მტვერში იყო გახვეული. — კარგი, დავიწყოთ. — უბრძანა მუშებს და ის იყო, ბულდოზერით უნდა შესულიყვნენ, რომ მოულოდნელად შეაჩერეს: — შეჩერდით! — დაიყვირა ნიამ და გელოვანს წინ გადაუდგა. ცოტახნისწინ: *** ნია ტელევიზორს უყურებდა, როდესაც ახალი ამბები პირდაპირი ეთერით დაიწყო. — გამარჯობა, მე ვარ „ტელეიმედის“ წამყვანი, ეთო შანუგია. დღეს ჩვენ მიგვაქვს პირდაპირი ეთერი ადგილიდან, სადაც აპირებენ ძველი ტაძრის დანგრევას და მის ადგილზე სასტუმროს აშენებას. ახლა ჩვენ გავესაუბრებით ამ პროექტის მფლობელს. — გამარჯობა, ბატონო ლუკა. თუ შეიძლება, გვითხრათ, რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც ტაძრის ადგილას სასტუმროს აშენება? — ეს ტაძარი უკვე გაუქმებულია და დიდი ხანია აღარ არის მოქმედი, ამიტომ გადავწყვიტე ამ ადგილზე სასტუმროს აშენება. — რაო? — წამოენთო, გოგო.— ეს, ხომ არ უბერავს, რას ქვია, ტაძრის დანგრევა უნდა?! დამაცადე, ბატონო გელოვანო, მე შენ გაჩვენებ, თუ როგორ უნდა ტაძრის დანგრევა! — მუქარით წამოიძახა და ფეხზე წამოვრდა, ოთახში შევარდა, სასწრაფიდ ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ წავიდა. — ნია, რა ხდება, სად მიდიხარ? — იკითხა გაკვირვებით ლიზამ, როდესაც აღელვებული ნია დაინახა, რიმელიც სახლიდან მიდიოდა. — მერე აგიხსნი, დაო. — ნაჩქარევად უთხრა და წავიდა. ... — შეჩერდით! — წამოიძახა გაბრაზებულმა და ბულდოზერს წინ გადაუდგა. ყველა დაბნეული და გაოცებული უყურებდა. ლუკამ ხელი ჩაავლო და გვერდზე გაიყვანა. — აქ რა ჯანდაბას აკეთებ! — გაბრაზებულმა უთხრა. ნამდვილად არ მოელოდა გოგოს ამ ადგილას. — რას ვაკეთებ და არ მოგცემთ უფლებას ტაძარი დაანგრიოთ! — ნერვიულად უთხრა. — და შენ შემიშლი ხელს? — ცინიკურად ჩაეცინა. — დიახ, მე დაგიშლით! ეს ადგილი წმინდაა, თქვენ არ გაქვთ უფლება, ის დაანგრიოთ და მის ადგილას სასტუმრო ააშენოთ.— დაუყვირა ნიამ. — ეს ტაძარი უკვე დიდი ხანია მოქმედი აღარ არის, მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი, შეხედე. — ცივად უთხრა და ტაძრისკენ შეაბრუნა. — არ აქვს მნიშვნელობა, მოქმედია თუ არა. ეს უფლის სახლია! თქვენ შეიძლება არ გწამდეთ ამის, მაგრამ დანარჩენები რამ გადაგრიათ? როგორ ვერ ხვდებით, რომ ეს დაუშვებელია? ეს წმინდა ადგილია, რომელიც საუკუნეებს ითვლის! — ცრემლიანი თვალებით უთხრა, მას კი ყველა გაოგნებული უყურებდა. — ახლავე წადი აქედან და ხელს ნუ მიშლი! — კბილებში გამოსცრა და ბრაზისგან კისერზე ძარღვები დასჭიმვოდა. — არა, არ წავალ! უკვე ვთქვი, მე არ მოგცემთ უფლებას, რომ ის დაანგრიოთ. — მაინც რას აპირებ? — წარბაწევით ჰკითხა. მისი მზერა კი ყინულივით ცივი იყო. — იცით, რა, ახლა უკვე აღარ ვიცი, უნდა მძულდეთ თუ მეცოდებოდეთ. მართლა ძალიან მეცოდებით, რადგან თქვენ სულიერად ღარიბი ხართ. ეს თქვენ დღეს დაამტკიცეთ თქვენი საქციელით, ხაზი გადაუსვით უფალს და დაამტკიცეთ, რომ თქვენში არაფერია წმინდა, საერთოდ არაფერი! — აუცრემლიანდა თვალები, ტუჩები კი ტირილისგან უცაცახცახებდა. შემდეგ ნანგრევებთან მივიდა, თავზე შარფი გაიკეთა, თვალები დახუჭა, პირჯვარი გადაისახა და გულში ლოცვა დაიწყო. ყველა გაოგნებული უყურებდა გოგონას. გულში ლოცულობდა და უფალს სთხოვდა შეწევნას და იმ ადამიანების გონზე მოსვლას. გელოვანი შოკირებული უყურებდა მას. ნია მტკიცედ წამოდგა ფეხზე და მასთან მივიდა. — მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით: დარწმუნებული ვარ, გყავთ ოჯახის წევრები, რომლებიც თქვენგან განსხვავებით სწამთ უფლის. დარწმუნებული ვარ, ეს არ მოეწონებოდათ მათ, რადგან ამით ეხებით ყველა იმ მორწმუნე ადამიანს, რომელსაც სწამს უფლის. — გულმოსულმა უთხრა. ნერვიულობისგან სუნთქვა ჰქონდა დამძიმებული. — სანამ წავალ, უკანასკნელად გეტყვით: გეშინოდეთ ღმერთის! თქვენ კი ამას არ აღიარებთ, მაგრამ თქვენ გწამთ თუ არა, ის არსებობს! — ხელი ზევით, ზეცისკენ აღაპყრო და ლუკას ეს სიტყვები არ ესიამოვნა. ნიას მიუახლოვდა და მკლავში წვდა. — რა თქვი? მე, ლუკა გელოვანს, უნდა მეშინოდეს არარსებულის? — ცინიკურად ჩაიცინა და ნიას ჩააშტერდა. მიუხედავად იმისა, რომ მაინც თავის პოზიციაზე იყო, შინაგანად მასში უკვე ჩნდებოდა ბზარები. — ვინც გინდათ, ის იყავით! თქვენ თავს ღმერთად თვლით და მკრეხელობთ მასთან. იცით, რა? ძალიან მაგონებთ ლუციფერს, რომელიც ღმერთის ერთ-ერთი საყვარელი მთავარი ანგელოზი იყო, მაგრამ იცით, რა დაემართა ბოლოს? — ორაზროვნად უთხრა. — შენი ზღაპრები არ მაინტერესებს. — გაბრაზებულმა უთხრა. — არ გაინტერესებთ, მაგრამ მე მაინც გეტყვით. ის დაეცა. დიახ, დაეცა თავისი სიამაყის გამო! მან გადაწყვიტა, რომ ღმერთზე მაღლა უნდა მდგარიყო. თვლიდა, რომ ის უფრო იმსახურებდა მის ადგილას ყოფნას. იცით, რა მოხდა? ის აუჯანყდა ღმერთს, რის გამოც გაძევებული იქნა და სულიერად მარტო დარჩა. მან სულიერი სიმდიდრე დაკარგა მატერიალური ტახტის სანაცვლოდ! თქვენს გზასაც იგივე დასასრული უჩანს, თუ არ შეიცვლებით! — წამოიძახა ნიამ და მისი ხელებისგან გაინთავისუფლა თავი. შემდეგ კი წავიდა. მიდიოდა, მაგრამ თავს უცნაურად გრძნობდა. უკანასკნელად შეხედა გელოვანს და გაქრა თვალთახედვიდან. ლუკა ჯერაც შოკირებული იყო. მისი სიტყვები ისარივით ერჭობოდა გულზე. გამწარებული იდგა და არ იცოდა, რა ექნა. ნიას გამოჩენამ ყველაფერი არია. — რატომ მოქმედებს მისი სიტყვები ასე? ალბათ იმიტომ, რომ აქამდე არავის გაუბედია ჩემთან მსგავსი რამ! ეს თავხედი გოგო კი რამდენს ბედავს! — ჩაილაპარაკა. — ბატონო ლუკა, რა ვქნათ? არ დავიწყოთ მუშაობა? — კითხა მუშამ. — დაიწყეთ, — უთხრა მუშებს, თუმცა ბოლო წუთს იმ ადგილას ნია გაახსენდა, რომელიც ლოცულობდა, და მაშინვე გააჩერა. — შეჩერდით! — წამოიძახა. მაინც ვერ შეძლო ტაძრის აღება, რადგან, როგორც ჩანს, მთლად დაკარგული ადამიანიც არ ყოფილა. — რა ხდება? — გაკვირვებულებმა იკითხეს. — გადავიფიქრე. აქ აღარ ავაშენებ სასტუმროს. — კი, მაგრამ რატომ? — ეს ადგილი არ გამოდგება სასტუმროსთვის. სხვა ადგილი მოვნახოთ. — მაშ, რა ვქნათ? — თავისუფლები ხართ. ახალი ადგილი უნდა მოვნახოთ სასტუმროსთვის, ამას კი ისე დავტოვებთ, როგორც არის. ყველა დაიშალა. მხოლოდ ლუკა დარჩა იქ. ღრმად ჩაისუნთქა და ტერიტორია შეათვალიერა. ტაძარი მართლაც ძალიან ძველი იყო, რომელსაც ნახევარი მხარე მთლიანად ჩამონგრეული ჰქონდა. კარგად მოჩანდა შიგნიდან ძველი ფრესკები. განსაკუთრებით ერთმა ფრესკამ მიიქცია ყურადღება, რომელიც მას უყურებდა. ეს იყო იესოს ხატი, რომელიც თითქოს მას მკაცრად უმზერდა, მაგრამ თითქოს რაღაც იმედსაც აძლევდა. უსიამოვნოდ შეიშმუშნა და გამობრუნებისას ფეხი რაღაცას დაადგა. ძირს ვარდისფერი შარფი ეგდო. — ეს ხომ ნიასია... — გაიფიქრა. შემდეგ ხელში აიღო და დააკვირდა. შარფს ნიას სურნელი ჰქონდა. საგულდაგულოდ შეინახა პიჯაკის ჯიბეში, მერე კი წავიდა. *** განადგურებული მიაბიჯებდა, ტროტუარზე სახე კი, ფერმკრთალი ჰქონდა,გული სტკიოდა, იმის გამო, რაც ცოტაცნისწინ საკუთარი, თვალით ნახა, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი სასტიკი და სულდაბალი იყოს, რომ ტაძრის დანგრევა, დაგეგმოს, დღეს კიდევ ერთხელ გადააწყდა ბოროტებას, კიდევ ერთხელ აუხილეს თვალები და დაანახეს თუ რა სასტიკია სამყარო, ბრაზი აღრჩობდა და გული ეფლითებოდა, როგორ ვერ იტანდა ამ ადამიანს, იცოდა,რომ გელოვანი არ იყო, წმინდანი, მაგრამ აზრადაც კი არ გაუვლია, ის რომ კაცი ასეთ რამეს, მოიმოქმედებდა, ბრაზობდა, მაგრამ თან რატომღაც ეცოდებოდა, მაგრამ რატომ ებრალებოდა, ვერ ხსნიდა იქნებ, ამ ცივი თვალების მიღმა, რაღაც ისეთი დაინახა, ან სულაც უბრალოდ ებრალებოდა,რადგან კაცი ადანიანური გრძნობებისგან ცარიელი იყო, ყოველშემთხვევაში მას ეგონა ასე, მან ხომ ისიც კი არ იციოდა, რომ ტაძარს აღარ ანგრევდნენ და მისმა მისვლამაც გაამართლა, ამიტომ გული მოსდიოდა, გადაფიქრებით კი გადაიფიქრა, მაგრამ ფაქტია, რომ მის დანგრევას აპირებდა. ისე მიუახლოვდა გაჩერებულ ტაქსს და და ჩაჯდა, ვერც კი გაიგო, იმდენად იყო გათიშული მძღოლმა შეამჩნია, რომ გოგონა არ გამოიყურებოდა, კარგად და მზრუნველი ხმით კითხა. — შვილო, კარგად ხარ? — მზრუნველი ხმით ჰკითხა ტაქსის მძღოლმა, როდესაც მის ნაღვლიან და ცრემლით სავსე თვალებს შეხედა.. გულწრფელად შეეცოდა, რადგან მისხელა შვილიშვილები ჰყავდა სახლში. — კარგად ვარ... — ჩამწყდარი, ძლივს გასაგონი ხმით უთხრა ნიამ. — სად წაგიყვანო? — ჰკითხა მშვიდი ხმით. — ძველ თბილისში..— ამოთქვა ნიამ და ფანჯრის მინას მიადო თავი. მძღოლმა ძრავი აამუშავა და მანქანა, გზაზე გაიჭრა, როდესაც დანიშნულების ადგილზე მივიდნენ, ნიამ ფული გადაუხადა და მანქანიდან გადავიდა. იქვე ახლოს იყო მისი საყვარელი ტაძარი, სიმშვიდის კუნძული, ამიტომ ფეხით გაუყვა გზას. თავჩაქინდრული შევიდა ეზოში, შემდეგ — ტაძარში. როგორც კი შიგნით შევიდა, მუხლებზე დაემხო და მწარედ, გულამოსკვნით ატირდა. — ღმერთო... რატომ დაუშვი ეს? რატომ მიეცი უფლება, რომ დაენგრიათ წმინდა ადგილი?.. — სლუკუნებდა და ხელებს ერთმანეთზე ძლიერად აჭერდა. არ იცოდა, რამდენი ხანი გაატარა ასე მუხლებზე მდგარმა, სანამ მხარზე შეხებამ ფიქრებიდან არ გამოარკვია. — აქ რას აკეთებ ამ მდგომარეობაში, შვილო? — სითბოთი ჰკითხა მამაომ. ნიას მის დანახვაზე გული უარესად აუჩუყდა. — განადგურებული ვარ... — სლუკუნებდა გოგონა. — ღმერთო ჩემო, რა მოხდა? — შეშფოთებით იკითხა მღვდელმა. — გახსოვთ, რომ მოგიყევით იმ ადამიანზე, რომელმაც ჯვარი ჩამომგლიჯა? — კი, მახსოვს... — დღეს იმ ადამიანმა საშინელება ჩაიდინა — გადაწყვიტა ძველი ტაძარი დაენგრია და, ალბათ, უკვე დაანგრია... — ახლა გასაგებია... მოდი, ჩამოვჯდეთ და მომიყევი ყველაფერი, — უთხრა მამა შალვამ. ისინი ტაძრის კუთხეში დასხდნენ, და ნიამ დეტალურად უამბო ყველაფერი: ბულდოზერები, მისი დაპირისპირება, ლუკას სიამაყე და ბოლოს — მისი უმწეო ლოცვა. — ანუ შენ ბულდოზერებს წინ აღუდექი, შეეცადე, გაგეჩერებინა ისინი... შენ გეყო სიმამაცე, ხელი შეგშალა მისთვის, შემდეგ კი ნანგრევებთან მიხვედი და მათ დასანახად ილოცე... — ოდნავ ღიმილით უთხრა მღვდელმა. — დიახ, მამაო... მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. იმ ადამიანს არაფრის სწამს — მისთვის ეს ყველაფერი არაფერია... — ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ნიამ. — მე კი გული მტკივა ისე, თითქოს სამყარომ მღალატა. რატომ დაუშვა ეს ღმერთმა? რატომ მაჩვენა ეს ყოველივე?.. — რატომ ფიქრობ, რომ შედეგი არ გამოიღო, შვილო? დაფიქრდი — ის, რაც შენ გააკეთე, ძალიან ცოტას შესწევდა ძალა გაეკეთებინა. გახსოვს, გითხარი მდოგვის მარცვლის შესახებ? ის შეიძლება ძალიან პატარა იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში იზრდება — ისე, როგორც რწმენა, რომელსაც შეუძლია შეუძლებელიც კი შესაძლებლად აქციოს. — ასე ფიქრობთ, მამაო?.. — ჩაფიქრებით იკითხა ნიამ. — კი, ასე არა მხოლოდ ვფიქრობ ეს ასეა. ამით არა მარტო შენი რწმენა გამოიცადა, შენ იმ ადამიანს დაანახე, თუ რა ძალა აქვს ღმერთისადმი სიყვარულს და რწმენას. ახლა ის საკუთარი სულის ნანგრევებს უყურებს, შვილო. ეგონა, ტაძარს ანგრევდა, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ სულს ანგრევდა. შენ კი მის უკუნ სიბნელეში სინათლე შეიტანე. — მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს?.. ის ადამიანი უკუნით სიბნელეს ჰგავს საიდანაც სინათლე არ მოჩანს... — ამოიხვნეშა ნიამ. — ყოველთვის გახსოვდეს, — მშვიდად უთხრა მამა შალვამ, — ყველაზე უკუნ სიბნელეშიც კი შეიძლება შემოვიდეს სინათლე. ბნელი ვერ დაჩრდილავს სინათლეს სინათლე მოიცავს ბნელს. ამიტომაც, შენ დიდი საქმე გააკეთე. შეიძლება ახლა ტაძარი დაანგრიოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მის გულში უკვე შეიჭრა ნათელი. — თბილად გაუღიმა. — ახლა მარტოს დაგტოვებ. — დაემშვიდობა და წავიდა. ნია მარტო დარჩა ტაძარში, მაგრამ ახლა უკვე შედარებით დამშვიდებული ჩანდა. ეკლესიის ნახევრად ჩაბნელებული ატმოსფერო, სანთლების მბჟუტავი შუქი და საკმევლის სურნელი აბრუებდა ნიას და ამშვიდებდა. სევდიანი, მაგრამ მომღიმარი სახით ათვალიერებდა თითოეულ კუთხე-კუნჭულს, ტაძრის კედლებზე ლამაზად მოხატულ ფრესკებს. თვალიერებისას მზერა შეაჩერა მაცხოვრის ხატზე. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ხატს მზის სხივები, თითქოს ზეციური ნათება, ანათებდა. იმ წამსვე მივიდა იმ ადგილას და სანთელი აანთო. — მადლობა, ღმერთო, შენ დამანახე, რომ ჩემთან ხარ. — სიხარულის ცრემლები წამოუვიდა, თან ყურებამდე იღიმებოდა. — მიყვარხარ უფალო.. — ცრემლებისგან თვალები უბზინავდა. მადლით და სიმშვიდით აღივსო, პირჯვარი გადაისახა და წავიდა. იმხელა შვება იგრძნო, იმ წუთას რომ ამის გადმოცემაც კი უჭირდა. სახიდან ღიმილის ვერ იშორებდა. ხომ გაგიგიათ, როდესაც უმიზეზოდ რაღაც ძალიან გიხარიათ, ესეიგი შენს გულს უფალი შეეხოვო. ხოდა ნიაც ასე იყო, რადგან მისი სიახლოვე იგრძნო. ტელეფონზე დაურეკეს: — გისმენ ლიზა? — ჩასძახა ყურმილში. — სად ხარ ნია? — ტაძარში ვიყავი და ახლა სახლში მოვდივარ. — კარგი, თუ ასეა ძალიან არ დაიგვიანო. — კარგი... ავტობუსის გაჩერებას რომ მიუახლოვდა, დაინახა, რომ უკვე გასვლას აპირებდა, ამიტომ სწრაფად გაიქცა, რათა მიესწრო. ამ დროს კი, მოულოდნელად ვიღაცას შეასკდა. — უკაცრავად, ვჩქარობდი და ვერ დაგინახეთ. — მოუბოდიშა ნიამ. — არაუშავს. — მშვიდი ხმით უთხრა მამაკაცმა. — მგონი საიდანღაც მეცნობით. ზუსტად თქვენ ის გოგონა არ ხართ, იმ დღეს თავს რომ დაგეახნენ? — კითხა. — დიახ, მაგრამ თქვენ საიდან იცით? — დაბნეულმა მიუგო და ამ დროს ავტობუსიც წავიდა. — ღმერთო, ჩემო, თქვენ გამო ავტობუსმა გაიარა. — შეწუხებულმა წამოიძახა და იქვე ჩამოჯდა. ის უცნობი გვერდით მიუჯდა. ნიამ უცნაურად გახედა უცნობს. — თქვენ არსად გაგვიანდებათ? — აჰ, ჩემს ავტობუსს ჯერ არ ჩამოუვლია. — უდარდელად მიუგო და მხრები აიჩეჩა. — გასაგებია... — ჩაილაპრაკა. — ესეიგი, ვერ მიცანი? — ჩაეკითხა ბიჭი. — უკაცრავად, მაგრამ საიდან უნდა მახსოვდეთ, როდესაც პირველად გხედავთ. — მე ის ვარ, ვინც ის ბირჟავიკები, სცემა. — რაა? თქვენ იყავით? — კი, იმ დღეს მე გიხსენით მათგან. კიდევ ვერ გამიხსენე? — აი, თურმე რა, სიმართლე გითხრათ, ბუნდოვნად მახსოვს ის დღე, რადგან ცუდად ვიყავი. — უხერხულად შეიშმუშნა. — ეგ არაფერია, მე ზურა მქვია. — გააცნო თავი და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. ნიამ ყოყმანით უყურა მის გაწვდილ ხელს და შემდეგ მანაც ჩამოართვა. — სასიამოვნოა, მე ნია ვარ ნია ჭინჭარაული. — მკრთლად გაუღიმა. ამასობაში ავტობუსიც მოვიდა. — ჩემი წასვლის დროა. — იმედია, კიდევ შევხვდებით. — ამას დრო გვიჩვენებს. — უთხრა და ავტობუსში ავიდა. *** ლუკა გამწარებული იჯდა, თავის კაბინეტში და ვერაფრით, ვერ მშვიდდებოდა. ჯერ არავის გაუბედავს ამდენი მისთვის, რაც ნიამ გააკეთა, რადგან იმდენი გამბედაობა ეყო, მიეჭრა მშენებლობაზე და ხელი შეუშალა. ყველაზე მეტად თავისთავზე ბრაზდებოდა, რადგან ვერაფერი მოახერხა. ყოველთვის, როდესაც მის გვერდით იყო, მის სიახლოვეს, უძლური ხდებოდა, თითქოს მისი სიტყვები შინაგანად ზემოქმედებდა მასზე და აჩერებდა. — ჯანდაბა, ეშმაკმა დალახვროს! — დაიღრიალა და გამწარებულმა იატაკზე მოისროლა, პატარა გლობუსი, რომელიც ხელში ეჭირა. — რა მემართება რაა? ვინ არის ეს გოგო, რატომ ვაძლევ ამდენის უფლებას, რატომ? — წამოიძახა და შუბლი ნერვიულად მოისრისა. თავს ვერ ერეოდა და ოთახში ბოლთას სცემდა, შინაგანად ცახცაცებდა. კბილებს კი სიმწრისგან ერთმანეთზე აჭერდა. — რა აღარ გავაკეთე, როგორ არ დავამცირე, მაგრამ ის არ ტყდება, პირიქით, უფრო და უფრო იჭრება ჩემს ცხოვრებაში. მოულოდნელად კარი გაიღო და მისი ბიძაშვილი ალექსი შემოვიდა. — ძმაო, რაღაც უნდა გითხრა... — უთხრა მას. — რა ხდება, ალექს? — მოქუფრული სახით გახედა. — ხომ გახსოვს ვახო ნადირაძე.. მასთან ხელშეკრულება უნდა დაგვედო, მაგრამ... — მაგრამ რა? — მაგრამ... ახლა უარი გამოგვიცხადა, ვცადე გადამერწმუნებინა, მაგრამ არაფრის მოსმენა სურს. — ეგ ცოტას, ხომ არ უბერავს, უკვე ყველაფერი მზად გვქონდა, ყველაფერი, მხოლოდ ხელის მოწერაღა გვრჩებოდა, რომ საქმე დაგვეწყო, ის კი ბოლო წუთას უარს ამბობს. მაგას ლუკა გელოვანი, ვინ ჰგონია, რა გონია შევარჩენ ამას. — წამოიძახა და გასასვლელისკენ გაემართა. — წასულია, მისი საქმე. — ჩაილაპარაკა და უკან გაყვა. *** მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა, შემდეგ სწრაფად გამოვიდა მანქანიდან, კარები მძლავრად მიაჯახუნა და სწრაფი ნაბიჯებით შევიდა შენობაში. — სად არის თქვენი უფროსი?! — მრისხანეს წამოიძახა. — კაბინეტშია.. — უთხრა შეშინებულმა ასისტენტმა. გელოვანმა კარები მთელი ძალით შეაღო და ისეთი მზერით გახედა, ლამის თვალებით შეჭამა. როდესაც ვახო ნადირაძემ გელოვანი დაინახა, შეკრთა. გელოვანი წამში მასთან გაჩნდა და სახეში ერთი კარგად უთავაზა, შემდეგ კი პერანგის საყელურში წვდა და გააფრთებულმა გადმოხედა. — ბატონო, ვახო, თქვენი აზრით, ვგავარ მე იმ ადამიანს, რომელთანაც შეძლებთ თამაშს. — კბილებში გამოსცრა. — მე სრული უფლება მაქვს უარი ვთქვა თქვენთან თანამშრომლობაზე. — ამოიხრიალა. — მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრათ, სანამ ჩემთან თანამშრომლობას გადაწყვეტდით, მე კი ერთ შეცდომასაც კი არავის ვპატიობ. — მოქუფრული სახით უთხრა და გაბრაზებულმა უფრო მოუჭირა. კაცმა ხრიალი დაიწყო უკვე. — ლუკა, გაუშვი, ასე ხომ მოკლავ. — თხოვა ალექსმა. ლუკამ ხელი სწრაფად გაუშვა და კაცმაც ამოისუნთქა. — ესეიგი უარს ამბობ, ჩემთან თანამშრომლობაზე, არც მე აღარ მსურს თქვენნაირ ადამიანთან თანამშრომლობა, რადგან აფერისტები ხართ. — მიაძახა გაბრაზებულმა, სათვალეები მოირგო სახეზე და დატოვა იქაურობა. *** თავისი ჩვეული სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა შენობიდან და მანქანაში ჩაჯდა. მთელი გზა, დაძაბული მართავდა საჭეს. მოულოდნელად მისი ტელეფონი აწკრიალდა. — გისმენ, თამთა? — ლუკა, სად ხარ?! — აღელვებით უთხრა. — გზაში ვარ, რა მოხდა? — გთხოვ მალე, მოდი სახლში, ბებია ძალიან გაბრაზებულია. — რატომ? — დღეს ბებიამ ნინი დაპატიჟა ჩვენთან და... — ჯანდაბა, ესღა მაკლდა! — მოთმინება დაკარგულმა დაიყვირა. — კარგი, მოვდივარ. ტელეფონი გაუთიშა და იქვე მიაგდო. — რა ხდება, მშვიდობაა? — ინტერესით კითხა ალექსმა. — მშვიდობა, როგორ უნდა იყოს, ძმაო, ნინი ყოფილა ჩვენთან მისული. ბებიას დაუპატიჟებია, ის სულელიც ჩემთან შეუთანხმებლად მივიდა იქ, არა, მართლა გავგიჟდები. — გაღიზიანებულმა წამოიძახა და სიჩქარეს უმატა. როგორც კი მანქანა სახლის წინ შეაჩერა, იმ წამსვე შევიდა შიგნით, სადაც უსიამოვნო სურათი დახვდა. — ვინმე ამიხსნის, აქ რა ჯანდაბა ხდება?! — გაღიზიანებულმა დაიყვირა. — ლუკა, მოხვედი. — წამოიძახა თამთამ და მასთან მივიდა. — ბებია, ამიხსენით, რას ნიშნავს თქვენი საქციელი? — რას უნდა ნიშნავდეს, შენ არ გინდოდა, მისი გაცნობა ჩვენთვის, ხოდა მე მოვიწვიე. — მერე კმაყოფილი ხართ, თქვენი საქციელით, ჩემგან მალულად მოიწვიეთ ნინი, მითუმეტეს იცოდით, რომ მე ამის კატეგორიულ უარზე ვიყავი, თქვენ კი თქვენებურად მოიქეცით. — ლუკა, გთხოვ არ გინდა რა, არ იჩხუბოთ... — შეევედრა თამთა. — არა, დაო, საკმარისად ვითმინე. ბებიას არაფერს ვეუბნებოდი, რადგან ის ხანდაზმულია უკვე და მის ასაკს პატივს ვცემდი, მაგრამ დღეს მე გადამაბიჯა და ჩემი სურვილის საწინაღმდეგოდ იმოქმედა. მითხარით, კმაყოფილი ხართ ნანახით? — მიმართა ბებიას. — კმაყოფილი ვარ თუ არა? არა, არ ვარ კმაყოფილი, რადგან ჩემი ეჭვები გამართლდა. დღეს, როდესაც ის გოგო დავინახე, თავზარი დამეცა. ჯერ რა ჩაცმა აქვს, მერე რა მანერები აქვს. ეგ გოგო ჩვენი ოჯახის შესაფერისი არ არის. — შეუტია ბებიამ. — შეიძლება თქვენთვის არ არის, მაგრამ ჩემთვის არის, მე სრულიად მაკმაყოფილებს ის და კიდევ უკვე არა ერთხელ ვთქვი, რომ მე ცოლის მოყვანას არ ვაპირებ, ჩვენ ასეც კარგად ვართ. — აშკარა იყო, უკვე მოთმინებას კარგავდა. — შვილო, მე შენთვის კარგი, მინდა, რატომ არ გესმის, იმ გოგოსთან შენ ბედნიერი ვერ იქნები. — ბებია, მე ყველაფერს ცივი გონებით ვუყურებ და არ ვექცევი ემოციების ქვეშ. სიყვარული არ არსებობს, ეს მხოლოდ ფილმებში ან წიგნებშია. მე კი გრძნობებით არასდროს ვმოქმედებ, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. დროა ყველა მიეჩვიოთ იმ აზრს, რომ მე ცოლს არ მოვიყვან, უკვე ოცდამეერთე საუკუნე იწურება სადაცაა და აღარ არის, საჭირო ეს წეს-ჩვეულებები. — არა, ეს ბიჭი მე მართლა გადამრევს. — ნერვიულად ჩაილაპარაკა და წავიდა. — დაო, ბებიას დაელაპარაკე, ძალიან გთხოვ, მე ვეღარ ავიტან მსგავს რამეს, თუ კიდევ განმეორდა მსგავსი. — გააფრთხილა თავის და და ოთახში ავიდა. *** ამდენი პრობლემებისგან ტვინი უდუღდა უკვე, ჯერ ტაძრის ინციდენტი, მერე ვახო ნადირაძე, ახლა ბებიამისი, რომელიც ყველაფერს ართულებს. პიჯაკი საწოლზე მიაგდო და თვითონ სავარძელზე ჩამოჯდა. თავი საზურგეს მიაყრდო, თვალები კი დახუჭა დასამშვიდებლად. — ყველაფერი ჯანდაბისკენ მიდის. ადრე ყველაფერს ვაკონტროლებდი, ახლა კი კონტროლს ვკარგავ. — წამოიძახა და მტკივნეულად მოისრისა შუბლი. სახლში ვეღარ გაჩერდა, ამიტომ წასვლა გადაწყვიტა. მანქანაში ჩაჯდა, ძრავი აამუშავა და როდესაც საჭეს ატრიალებდა, სავარძელზე ნიას თავშალს მოჰკრა თვალი. ინსტიქტურად აიღო და მოქუფრული სახით დახედა. მაინც რატომ წამოიღო მისი ნივთი? მუჭში მოიქცია. მისი დანახვისას გაახსენდა მშენებლობის ამბავი, ნიას დაპირისპირება. — არ გაინტერესებთ, მაგრამ მე მაინც გეტყვით. ის დაეცა, დიახ, დაეცა თავისი სიამაყის გამო. მან გადაწყვიტა, რომ ღმერთზე მაღლა უნდა მდგარიყო... თვლიდა, რომ ის უფრო იმსახურებდა მის ადგილას ყოფნას და იცით რა მოხდა? ის აუჯანყდა ღმერთს, რის გამოც გაძევებული იქნა და ის სულიერად მარტო დარჩა. მან სულიერი სიმდიდრე დაკარგა მატერიალური ტახტის სანაცვლოდ. თქვენს გზასაც იგივე დასასრული უჩანს, თუ არ შეიცვლებით. მისი სიტყვები ექოსავით ჩაესმოდა გონებაში. სახე კი, ბრაზისგან აელეწა, კისერზე ძარღვები დაეჭიმა. — თავხედი, რამდენს ბედავს. — კბილებს შორის გამოსცრა. ფანჯრის მინა ჩამოწია, თითქოს აპირებდა შარფის გადაგდებას, თუმცა გადაიფიქრა და სავარძელზე მოისროლა. ეს ნივთი მისთვის უნებლიე ტვირთად იქცა. *** უკვე შებინდებულს მივიდა დანიშნულების ადგილზე. ქალაქისგან მოშორებით პატარა ფერმა ჰქონდა, სადაც უყვარდა ხოლმე ამოსვლა და განმარტოება, მაგრამ ძალიან იშვიათად ამოდიოდა. შიგნით შესვლას არ ჩქარობდა. მანქანაში იჯდა, სავარძელზე თვალებდახუჭული და ღრმად სუნთქავდა. ერთ დღეში იმდენი რამ მოხდა, ჯერ ნიამ შეუშალა ხელი, მერე ვახო ნადირაძემ მოუშალა ნერვები და დღე დაგვირგვინდა ოჯახური კონფლიქტით. თითქოს ყველაფერზე კონტროლს კარგავდა. — იცით რა, თქვენ შეიძლება თავი ღმერთად მოგაქვთ, მაგრამ თქვენ გავიწყდებათ ერთი რამ, რამდენიც არ უნდა უარყოთ, არსებობს ძალა და ეს ძალა არის თვით ღმერთი და მისი ნების გარეშე არც არაფერი შექმნილა. ჩვენი ცხოვრება მის ხელშია, როგორც მას სურს, ბოლოს მაინც ისე იქნება ყველაფერი. — ჩაესმა გონებაში ნიას ხმა და უცებ ნანგრევებში მყოფი ხატი წარმოუდგა, რის გამოც უმალვე თვალები გაახილა. — ჯანდაბა, რა მემართება, რატომ არ მანებებს თავს? ან რატომ გადავიფიქრე ტაძრის დანგრევა, ნუთუ მისმა სიტყვებმა ასე იმოქმედა ჩემზე? არა, ასე არ გამოვა, გამოსავალი უნდა ვიპოვო, თუ როგორ დავაღწიო თავი ამ ორ სიტუაციას. მანქანიდან გადმოვიდა და ცივი სიო უბერავდა. ქარი ხეებს არხევდა, ღრუბლებიდან ელვა გაანათებდა შიგადაშიგ. ვერ ისვენებდა და გონებიდან ვერაფრით იცილებდა აკვიატებულ აზრებს. ლუკა გელოვანის სულში ბრძოლა მიმდინარეობდა სიბნელესა და უნებლიე სინათლეს შორის. *** აგვისტოს პაპანაქება ოქტომბრის ნაცრისფერმა სიმშვიდემ შეცვალა. ამ ორმა თვემ ნიას ცხოვრებაში თითქოს წყალგამყოფი ხაზი გაავლო. თავიდან ყოველი დილა იმ მძიმე შეგრძნებით იწყებოდა, რაც ლუკა გელოვანის სიახლოვეს ახლდა დამცირების, შიშისა და იმ გაუგებარი ტკივილის ნარევი, რომელსაც სახელს ვერ არქმევდა. თუმცა, ნელ-ნელა, ლოცვამ და ტაძარში გატარებულმა საათებმა თავისი გაიტანა. მან ისწავლა ფიქრების მართვა. ისწავლა, რომ ლუკასნაირი ადამიანები შენს სულს მხოლოდ მაშინ აზიანებენ, თუ მათ ამის ნებას მისცემ. ნიამ ეს ნება წაართვა. მან თავის თავში ჩაკლა ბრაზი და მის ნაცვლად სიმშვიდე დათესა. ამ ორ თვეში მან თითქოს ხელახლა ისწავლა სუნთქვა. დაიწყო მუშაობა საკუთარ თავზე, დაუბრუნდა წიგნებს და იმ მუსიკას, რომელიც სულს უმშვიდებდა. ლუკას სახე კი, რომელიც თავიდან კოშმარივით სდევდა, ნელ-ნელა გაუფერულდა და სადღაც, მეხსიერების შორეულ კუთხეში გადაინაცვლა... ყოველ შემთხვევაში, მას ასე ეგონა. ოქტომბრის ბოლო დღეები იდგა. ქარი ფოთლებს ფერადად ატრიალებდა, თითქოს დრო ჩუმად აყოლებდა ნაბიჯს შემოდგომას. გზებზე და ტროტუარებზე მოფანტული ყვითელი ფოთლები სველ ასფალტზე ბზინავდნენ. ნია მათში მიაბიჯებდა ხელში წიგნი ეჭირა, სახეზე მშვიდი ღიმილი ელამუნებოდა, თმა კი ქარისგან ირხეოდა, თითქოს თავად ქარი თამაშობდა მასთან. ის ჩუმად ღიღინებდა: „თუ დაიჯერებ მოვალ... სიყვარულის დროა და მე ვერ განებებ თავს...“ საყვარელ კაფეში გაჩერდა, ყავა იყიდა და პარკში, დიდი მუხის ჩრდილში ჩამოჯდა. უყვარდა ასე ქალაქის ხმაურის მიღმა, სამყაროსგან შორს დარჩენა, წიგნში ჩაძირვა და საკუთარ ფიქრებში დაკარგვა. ზუსტად იმ დროს პარკში ლუკა გელოვანი მოვიდა თავის დისშვილთან ერთად. ბავშვთან ერთად ყოფნისას თითქოს სხვა ადამიანი ხდებოდა ,ნაკლებად ცივი, თითქმის ნამდვილი. წამით შეაფერხა სვლა, თითქოს რაღაც იგრძნო. თვალი მოჰკრა ნიას და გონება გაუჩერდა. ის ჩუმად იჯდა, წიგნი ხელში ეჭირა, იღიმოდა, თითქოს წაკითხულმა სითბო ჩაუღვარა გულში. ქარი მის თმას ანცად არხევდა და თითქოს სამყაროს სხვა ხმები გაქრა. ლუკამ იგრძნო, როგორ აირია შიგნით ყველაფერი. — რატომ გიყურებ? რატომ ვერ გწყვეტ თვალს? — თითქოს საკუთარ თავს ეკამათებოდა. — ბიძია, ვინ არის ეს დეიდა? — მიესმა სესილის გულუბრყვილო ხმა. ლუკა შეკრთა, თითქოს გამოიყვანეს აკვიატებული ოცნებიდან. — წამოდი, სესილი, წავიდეთ აქედან. — კი, მაგრამ ახლა არ მოვედით? — გამახსენდა, სასწრაფო საქმე მაქვს. სხვა დროს იყოს, კარგი? ამ დროს ნიას ტელეფონი აწკრიალდა. — გისმენთ? — მისი ხმა ისეთი მსუბუქი იყო, თითქოს ქარის მუსიკას ერთვოდა. — ნია, შენთვის კარგი ამბავი მაქვს! — გაისმა ანას მხიარული ტონი. — რა ამბავი? — სტუდიაში მოდი და ყველაფერს გეტყვი.— ნია ოდნავ აღელდა, წიგნი დახურა, ჩანთაში ჩაიდო, მერე კი ნაცნობი სახე შენიშნა. წამით გაიყინა. თითქოს ყველა ნერვი დაეძაბა, მაგრამ მაშინვე ამოისუნთქა და საკუთარ თავს დაუბრუნდა. — მშვიდად, ნია, მშვიდად...— გაიფიქრა, თვალებში სიმტკიცე ჩაუდგა და ისე გაუარა გვერდით, თითქოს იქ არავინ იდგა. — რა ხდება? — ირონიულად გაისმა ლუკას ხმა. — ადრე კამათის გარეშე ვერ ჩერდებოდი, ახლა კი ჩუმად მიდიხარ? ნია შეჩერდა. ღრმად ამოისუნთქა და მერე შებრუნდა — მშვიდად, უტყუარი ტონით. — იცით რა... თქვენთან კამათის არც დრო მაქვს და არც სურვილი. ჩათვალეთ, რომ ეს ყველაფერი იყო კოშმარი, რომელიც დასრულდა. ცხოვრებაში არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები, ვიდრე უსასრულო კამათი თქვენნაირ ადამიანთან. ბოლოს რაც მოხდა, მეყო, რომ გამეგო — თქვენთან ბრძოლას აზრი არ აქვს. მერე ისევ შებრუნდა და წავიდა. გელოვანი კი ადგილიდან ვერ დაიძრა. მის მზერაში აღარ იყო სიბრაზე — მხოლოდ დაბნეულობა და მოუხელთებელი შეგრძნება. ნიას სიმშვიდე აბნევდა და აღიზიანებდა. ის ისე მტკიცედ და მშვიდად ლაპარაკობდა, რომ მის სახეზე ნერვიც კი არ ირხეოდა. ორი თვის შემდეგ პირველად ხედავდა და ვერ გაეგო, როგორ შეეძლო ამ გოგოს, ერთდროულად ეცხელა და მაინც ასეთი მშვიდი ყოფილიყო. ის წააგავდა აღელვებულ ზღვის ტალღებს, მაგრამ ახლა მისი სიმშვიდე უფრო ჰგავდა მდუმარე ზღვას — სიღრმეში კი ისევე მძლავრად დუღდა ყველაფერი, როგორც ადრე. ** — რა ხდება ანა, რა უნდა გეთქვა? — აღელვებულმა იკითხა ნიამ. — ახლახანს დამიკავშირდა ერთ-ერთი ფესტივალის ორგანიზატორი, მითხრა რომ საშემოდგომო ღონისძიებას მართავენ და სჭირდებათ მოცეკვავეები. — მერე? — გოგო, რაღა მერე? ჩვენი გუნდი აგვიყვანეს! წარმოგიდგენია?! — სიხარულით წამოიძახა ანამ. — რაა? მართლა? — ნიას თვალები სიხარულით გაუბრწყინდა. ის კვლავ გავიდოდა სცენაზე. — იმ ქალმა მითხრა, რომ შესაძლოა რომელიმე ჩვენგანი ცეკვის ქორეოგრაფად აგვიყვანონ. მოკლედ, ჩვენი მაქსიმუმი უნდა დავდოთ, რომ გავიმარჯვოთ. — რა ქორეოგრაფია უნდა დავდგათ? — კითხა ინტერესით. — ეგ ჩვენი გადასაწყვეტია. — თქვა ანამ. — ნია, შენ როგორც მთავარი სოლისტი, შენ უნდა აირჩიო რას იცეკვებ. ნია ჩაფიქრდა. მას უწევდა მარტოს გამოსვლა. ისეთი რამ უნდა მოეფიქრებინა, რაც სიმტკიცესთან და სილამაზესთან ასოცირდებოდა. ბოლოს ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. — მოვიფიქრე! — მხიარულად წამოიძახა. — აბა, გისმენ? — ხომ იცი, რომელი ცეკვაც მიყვარს ყველაზე მეტად, ჩემს ბუნებასთან რომელი ასოცირდება? — მთიები! — წამოიძახა ანამ. — ზუსტად. ეს ცეკვა და სიმღერა ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ამით გამოსვლა შთამბეჭდავი იქნება. — საუკეთესო არჩევანია. — დაეთანხმა ანა. — ორ კვირაშია? ეს ძალიან ცოტა დროა მოსამზადებლად, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. — ნია აღელვებული საუბრობდა. უკვე გრძნობდა სხეულში ჟრუანტელს. ყველა ერთად შეიკრიბა და მოილაპარაკეს. ხვალიდან უკვე რეპეტიციები ეწყებოდათ. ნია ისეთი ბედნიერი და აღელვებული იყო, რომ ვერ ისვენებდა. ამ მღელვარებაში ყველაფერი გადაავიწყდა, გელოვანიც კი. სახლში ყურებამდე გაღიმებული შევიდა. — მამიდა! — წამოიძახა მხიარულად და მოეხვია ნანულის. — ღმერთო, ჩემო, კარგი გეყოს, ნუ დამახრჩობ! მითხარი, რა მოხდა? — მამიდა, მალე ისევ შევძლებ სცენაზე გასვლას! — რაა? — ორ კვირაში იმართება ღონისძიება, სადაც მე და ჩემი გუნდი მიგვიწვიეს. — უთხრა და ხმაურიანად აკოცა. — ღმერთო, სულ შეიშალა ეს გოგო. — სიცილით გააქნია თავი. — კარგი გეყოს, ესეიგი კონცერტი გაქვს ორ კვირაში? — კიი. — წამოიძახა და ცეკვა დაიწყო. — რა ხდება, ნია? — მისაღებში ლიზა შემოვიდა. — დაო, მომილოცე, მალე კონცერტი მექნება! — რა, მართლა? — ხო, ორ კვირაში. თანაც სოლო პარტია უნდა შევასრულო. — მოეხვია დას. — რა მაგარია, ნია! როგორც იქნა, შენი ნატვრა ასრულდა და ისევ გახვალ სცენაზე. — გული ისე მიცემს, სიხარულისგან რომ ლამის საგულედან ამოხტეს. — მთიებს ვდგავ. — ოო, მაშინ უდაოდ ფურორს მოახდენ სცენაზე, რადგან ეს შენი საყვარელი ქორეოგრაფიაა. — ხვალ დილიდან ვიწყებთ ვარჯიშს. — უთხრა დას. ** 🌑 საღამო ხანს ლუკა,აივანზე იჯდა ჩაფიქრებული. ღამის ცივი სიო უბერავდა. თითქოს მშვიდად იყო, თუმცა შინაგანად მოუსვენრობა ტანჯავდა. ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. წამში ამოუტივტივდა ნიას სახე თვალწინ. მთელი ორი თვე დღე არ გავიდოდა, რომ მისი სახე არ წარმოედგინა. რა აღარ გააკეთა, ნინიც კი მიიყვანა თავისთან სახლში, თუმცა ამანაც ვერ უშველა. როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებოდა, არ არსებობდა, რომ არ გამოცხადებულიყო მისი ნათელი სახე და მისი ხმა. ეს უკვე აკვიატებად ექცა. ოთახში შევიდა და კარადა გამოაღო. იქიდან კი, შემთხვევით გადმოვარდა ნიას შარფი და მისი ოქროს ჯვარი, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა. ჩაფიქრებული ჩამოჯდა და ჯვარს დახედა. მისი შეხებისას თავი უცნაურად იგრძნო რაღაც უცხო გრძნობებს აღძრავდა მასში. ნიას სახე დაუდგა თვალწინ: ცრემლიანი და შეშინებული, როგორი დაუცველი იყო იმ წამს, მაგრამ შიშის მიუხედავად, ის მაინც შეებრძოლა მას. წამიერად ამის გახსენებაზე მკრთლად ჩაეღიმა კიდეც. — ვინ ხარ? ან რატომ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში? შენი გამოჩენის შემდეგ ჩემს გონებაში ქაოსი შემოიტანე. — ჯვარს უყურებდა და ისე საუბრობდა, თითქოს იქ ნია მდგარიყო. მოულოდნელად ნინი შედის ოთახში. — ლუკა, შეიძლება? — ღამის პერანგით გამოწყობილი შევიდა. — ნინი, აქ რას აკეთებ, ამ დროს? ბებიამ,რომ დაგინახოს, ხვდები, რა სკანდალს მოაწყობს? — მკაცრად უთხრა. — კარგი, რა, ლუკა, მე შენთან მინდა ყოფნა. — გამომწვევად გაწელა სიტყვები და შეამჩნია საწოლზე დადებული ჯვარი. — ეს რა არის? — წამოიძახა და ხელში აიღო. — ეს ხომ ჯვარია? — მომეცი! — წამოიძახა ლუკამ და ჯვარი წაართვა. — რა მოხდა? — ნუ ეხები! — გაღიზიანებულმა უთხრა და საგულდაგულოდ შეინახა უჯრაში. — ლუკა, ასე ცივად რატომ მექცევი? ნუთუ საერთოდ არ გაინტერესებ? — წამოიძახა ნაწყენი ხმით ნინიმ. — ნინი, ჩემი გრძნობები შენ ძალიან კარგად იცი, ჩემი დამოკიდებულება ურთიერთობებზე. აქ იმისთვის ხარ, რომ ჩემი ოჯახის წევრების გული მოიგო, განსაკუთრებით კი ჩემი დის. — კარგი, ლუკა, მაგრამ შენი დის გარდა კიდევ ვინმე არის შენს გულში? ლუკა ზურგს აქცევს და თვალებს ხუჭავს. ნიას სახე კვლავაც ამოუტივტივდა გონებაში. — არა, სხვა არავინ არ არსებობს და ვერც იარსებებს ჩემს გულში, ჩემი დის და დისშვილის გარდა. — ცივად უთხრა. — ახლა კი, გთხოვ, მარტო დამტოვე. კარებამდე აცილებს. ამ დროს კი ბებია ჩაივლის. — ქალბატონო ნინი, მანდ რას აკეთებთ? თქვენი ოთახი ქვემოთ არის. — უთხრა ბებიამ და ნინიც გაიქცა. გელოვანმა კი კარები დახურა და ოთახში დაბრუნდა. ლუკა კვლავ მარტო დარჩა თავის ოთახში და ვერაფრით ახერხებდა დაძინებას. ნიას ეს უცაბედი გარდასახვა და სიმშვიდე მას აბნევდა და აღიზიანებდა. მას ერჩივნა, გოგოს ისევ ეყვირა, ეკამათა და წინაღმდეგობა გაეწია, თუმცა ახლა ზედაც აღარ უყურებდა მას. — "ერთ რამეს მივხვდი, თქვენთან კამათს და ჩხუბს აზრი არ აქვს..." — ჩაესმა გონებაში მისი ხმა. ისევ ფანჯარასთან მივიდა და ცას ახედა, ჩაფიქრებული. ყოველ ჯერზე, როდესაც მთვარეს უყურებდა, ნიას ღრმა ნაცრისფერი თვალები უდგებოდა თვალწინ, რომელიც იდუმალებით იყო მოცული, ისევე როგორც ეს მთვარე, რომელიც მელანქოლიურიც იყო და ამავდროულად იდუმალიც. მოულოდნელად ნიავი ამოვარდა. — რატომ ვერ ვანებებ მასზე ფიქრებს თავს? ვინ ხარ ასეთი...? — ფიქრობდა. ეს კითხვები უტრიალებდა გონებაში. ვერ გაეგო, რატომ ჩნდებოდა მის გონებაში ისევ და ისევ მისი სახე, რომელიც აფორიაქებდა. ეს მას საშინლად არ მოსწონდა და ჭკუიდან იშლებოდა. პირველივე დღიდანვე უცნაურად შემოიჭრა მის ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე, როდესაც ხვდებოდნენ, ნია გაბედულად და უშიშრად უპირისპირდებოდა მას და მიუთითებდა შეცდომებზე. გელოვანმა არაერთხელ ატკინა მას გული, მაგრამ მისი სისასტიკიდან ყოველთვის ღირსეულად გამოდიოდა, თუნდაც ტაძრის დანგრევის მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ სტკიოდა და გაბრაზებული იყო, მან შეძლო თავისი სულიერი სიმშვიდით და სიმტკიცით დაპირისპირებოდა მის ცივ ბუნებას. მატერიალური ყოფა და ურწმუნოება ვერასდროს ვერ იქნება გამარჯვებული სულიერებაში, რადგან ყოველთვის წინ იქნება ღვთიური ძალა. სწორედ ამიტომ ვერ იტანდა მის სიახლოვეს, რადგან მისი სიწმინდე ეხებოდა მას შიგნიდან. ვერაფრით ისვენებდა და საწოლში წრიალებდა. *** დილით, როგორც ყოველთვის, ჩვეული სახის გამომეტყველებით გავიდა ოთახიდან და ეტყობოდა, რომ ვერ იყო ხასიათზე. წარბშეკრული და მოქუფრული სახით დაეშვა კიბეებზე. სწორედ ამ დროს მასთან ყავა აჰქონდა მსახურს და შემთხვევით დაეჯახა მას და ყავა ზედ გადაასხა. ამის გამო უარესად გაღიზიანდა და უყვირა. — რა არის ეს?! წინ არ იყურებით?! — დაუყვირა და ოთახში აბრუნდა გამოსაცვლელად. სასადილო ოთახში ხმას ვერცერთი ვერ იღებდა, რადგან არ უნდოდათ, უარესად გაეღიზიანებინათ. ლუკა აშკარად ვერ იყო კარგად. დაძაბული და გაღიზიანებული იჯდა და ნერვიულად ატრიალებდა ჩანგალს. — ამ... ლუკა, ხომ კარგად ხარ? — ფრთხილად უთხრა დამ. — არ ვარ კარგად, დაო, საშინლად მტკივა თავი და ვერ ვისვენებ. — ამოიხვნეშა და შუბლი მოისრისა. — ცუდად ხომ არ ხარ? — არ ვიცი, ალბათ უძილობის ბრალია. — ჩაილაპარაკა. — პატარავ, გინდა მასაჟს გაგიკეთებ? — უთხრა ნინიმ და ლუკასთან მივიდა. — რაა? ვინ არის თქვენი პატარა, ქალბატონო?! მას სახელი აქვს და ზოგადად, ყველას თანდასწრებით ასე თავისუფლად ვერ მოიქცევით! — მკაცრად უთხრა ბებიამ. ლუკამ ნინის თავისი მრისხანე მზერით აგრძნობინა, რომ თავის ადგილს დაბრუნებოდა. — მე ჩემს ოთახში ვიქნები, არ მაქვს თქვენი კამათის თავი. — წამოიძახა, სკამიდან წამოდგა. — ნინი, რომ დაასრულებ საუზმობას, ჩემს კაბინეტში შემოდი. საქმე მაქვს. — ცივად უთხრა და წავიდა. *** — გისმენ, პატარავ? — უთხრა ნინიმ, როდესაც მის ოთახში შევიდა. სცადა, მას მოხვეოდა, მაგრამ გელოვანმა მისი ხელები უხეშად მოიშორა. — ნინი, რატომ არ გინდა გაიგო?! აქ მარტო აღარ ცხოვრობ. აქ ისე ვერ მოიქცევი, როგორც შენ გინდა. ჩემი ოჯახი ძალიან ტრადიციული და რელიგიურია, განსაკუთრებით ბებიაჩემი. ის ძველი ყაიდის ქალია და შენი ეს საქციელები არ მოსწონს. მისმინე, შენი აქ მოყვანით ისედაც გამოვიწვიე ბებიას უკმაყოფილება. — გაბრაზებულმა უთხრა. — მაგრამ ლუკა, რა გავაკეთე ისეთი? უბრალოდ მოფერებით პატარა დაგიძახე... — თავი გაიმართლა. — მომისმინე, აქ იმისთვის ხარ, რომ ბებიაჩემს და ჩემს ოჯახს დავუმტკიცო, რომ სწორად ვიქცევი. შენ კიდევ უარესად ამწვავებ სიტუაციას და ცეცხლზე ნავთს ასხავ. მოკლედ, მე თქვენი ყოველდღიური კამათის თავი არ მაქვს, ამიტომ ეს მეტი აღარ უნდა განმეორდეს. — მკვახედ უთხრა და წავიდა. რაზე ფიქრობდა, როდესაც ნინი სახლში მიჰყავდა? მისდამი არანაირი გრძნობები არ გააჩნდა. ის გოგო მხოლოდ დეკორაცია იყო მისთვის, რომელიც როცა სჭირდებოდა, აკითხავდა. არანაირი ემოციური კავშირი მასთან არ ჰქონდა და არც სჯეროდა მსგავსი ზღაპრების, მაგრამ ბებიამისი ჯიბრზე გადაწყვიტა, ნინი სახლში მიეყვანა. ამით ცდილობდა საპირისპიროს დამტკიცებას, თუმცა გულის სიღრმეში თავადაც ხვდებოდა, რომ სწორად არ იქცეოდა, მაგრამ თავის სიამაყეს და პირქუშ ბუნების გამო არ აღიარებდა. საჭეს მართავდა, როდესაც ტელეფონზე დაურეკეს. — გისმენთ? — ბატონო, სარემონტო სამსახურიდან გიკავშირდებით. — უთხრა კაცმა. — რა ხდება? — მკაცრად იკითხა. — როგორ მიდის საქმე? — ვაგრძელებთ შენობის რემონტს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ტაძრის კედლები უკვე ძალიან ძველია, რთული იქნება მისი აღდგენა. — რას გულისხმობ? — ხმა გაუმკაცრდა. — ამან შეიძლება დიდი დრო წაიღოს. — მერე მანდ რისთვის ხართ? რა დროც არ უნდა დასჭირდეს, საქმე ბოლომდე მიიყვანეთ! — ჩასძახა მკაცრად ყურმილში და გაუთიშა. თვითონაც არ იცოდა, რატომ არ დაანგრევინა ტაძარი და პირიქით, მისი რესტავრაცია დაიწყო. იქნებ ნია იყო მიზეზი ამის, მისი სიტყვები და ლოცვა ნანგრევებთან ღრმად შეეხო მას და აიძულა დაენახა სიმართლე. ეს გოგო აკვიატებად ექცა მას და თავადაც არ იცოდა, რატომ ხდებოდა ეს. მასზე ფიქრები მის ქვეცნობიერში იჭრებოდა, სადაც გოგოს უმანკო სახე ჩნდებოდა, თანაც ისეთი ნათელი სახით, ცოტა არ იყოს ეშინოდა კიდეც ამ სინათლის. შუქნიშანთან შეაჩერა მანქანა და დაელოდა, როდის აინთებოდა მწვანე. თითებს ნერვიულად ათამაშებდა საჭეზე. უეცრად საქარე მინიდან ამჩნევს ნიას, რომელიც საკმაოდ მომღიმარი სახით მიაბიჯებს ტროტუარზე და თან მამაკაცთან ერთად. რატომღაც დაიძაბა, როდესაც ნიას გვერდით მამაკაცი დაინახა, თანაც ძალიან ეცნობოდა ეს სახე. შორიდან კარგად ვერ გაარჩია, ვინ იყო, მაგრამ საიდანღაც ეცნობოდა მისი სახე. საჭეს სიმწრისგან მთელი ძალით უჭერდა თითებს. უეცრად მწვანე აინთო. გელოვანი მთელი ძალით აჭერს გაზს და დიდი სისწრაფით წყდება ადგილიდან. თავიდან არ ამოსდიოდა ის სცენა, თუ როგორ მხიარულად მიაბიჯებდა ვიღაც ბიჭთან ერთად ნია, მაგრამ უფრო აცოფებდა, რომ ის ადამიანი საიდანღაც ეცნობოდა, ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა. — ჯანდაბა! — გაღიზიანებულმა დაარტყა საჭეს ხელი. — ვინ არის ის ადამიანი? რაღაც არ მომწონს ეს ყველაფერი. თავს ძალა დაატანა, რომ გაეხსენებინა, ვინ იყო. უეცრად არც თუ ისე შორეული წარსულიდან დაუდგა ნაცნობი სახე და სწრაფად გამოერკვია. — არა, ის ვერ იქნება, გამორიცხულია. — ბრაზისგან სახე აელეწა და სიმწრისგან საჭეს ძლიერ მოუჭირა ხელები. გამწარებული იყო. ვერაფრით გაეგო, რა უნდოდა იმ ადამიანს ნიასთან და რა საერთო ჰქონდა მასთან. ყველაზე უარესი ის იყო, რომ ვერ გაეგო, რა ხდებოდა მის თავს. უცნაურად ეჩვენებოდა ნიას უეცარი გამოჩენა მის ცხოვრებაში, რადგან ის პრაგმატული ბუნების იყო და მხოლოდ გარე ფაქტორებით აფასებდა სიტუაციებს. ნიას გვერდით იმ ადამიანის გამოჩენაც ფაქტებთან დააკავშირა და ჩათვალა, რომ შეკრულები იყვნენ და მისმა მტერმა ის სპეციალურად შეაგზავნა მის ცხოვრებაში. — რა თამაშს მეთამაშებით? ვინ იფიქრებდა, რომ ის ადამიანი, ვინც მორალს მიკითხავდა და მიმითითებდა შეცდომებზე, ასეთი თვალთმაქცი იქნებოდა. წამითაც კი დავიჯერე მისი სიწმინდე, მაგრამ ახლა ყველაფერი ნათელი გახდა. — წამოიძახა გამწარებულმა და გზა განაგრძო. ბრაზისგან თვალები მთლად აუწითლდა, სახე კი უცახცახებდა. მის გონებაში ტრიალებდა ყველა ის მომენტი, რაც ნიასთან გადახდა. ჭკუიდან იშლებოდა. მის გულს არ უნდოდა, რომ ეს დაეჯერებინა, რომ ნია იყო ეგრეთ წოდებული აგენტი, რომელიც იქ ჩნდებოდა, სადაც თვითონ იყო, მაგრამ მისი ბნელი მხარე საპირისპიროს ამტკიცებდა. ისე ჰქონდა არეული გონება, რომ გზას აღარც კი უყურებდა. საშინელი სისწრაფით მართავდა მანქანას, რის გამოც ლამის ავარიაში მოჰყვა. როგორღაც მოახერხა აცილება და გზიდან გადაუხვია, თუმცა მკვეთრი დამუხრუჭების გამო თავი საჭეს დაარტყა. მანქანიდან გადმოვიდა და იქვე იჩაიკეცა. — ოფ! არაფერი არ მესმის! რა ხდება ჩემს თავს? რატომ იმოქმედა ამან ასე ჩემზე? კარგი, დავუშვათ ის მართლა ჯაშუშია, რომელიც იმ არამზადასთან არის შეკრული. მე რატომ მაღიზიანებს ეს ფაქტი ასე? ის ხომ ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, მაგრამ... — ნერვიულად მოისრისა ნატკენი შუბლი. თვალები ჩაუსისხლიანდა. — როგორ გამაცურა ასე, ან როგორ დავუშვი, რომ ვერ გავაკონტროლე სიტუაცია. *** — მართალი გითხრა, არ ველოდი, რომ ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს. — სიცილით უთხრა ნიამ მის გვერდით მდგარ მამაკაცს. — რომ არ მოგატყუო, მე ვიცოდი, რომ ერთმანეთს ისევ ვნახავდით. — გაუღიმა ზურამ. — მართლა? ასე დარწმუნებული რატომ იყავი? — ჩაეძია ნია. — უბრალოდ, კარგი ინტუიცია მაქვს და ხომ ხედავ, არ შევმცდარვარ. ისევ შევხდით ერთმანეთს. დღეს, როდესაც დაგინახე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და რადგან გნახე, მინდა, რომ ვიმეგობროთ. — ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა, რომ ასე გახარებს ჩემი ნახვა, მაგრამ შეიძლება გავიგო, ასე რატომ გინდა ჩემთან დაახლოება? — ეჭვით გახედა ნიამ. იყო რაღაც ამ ადამიანში, რაც აბნევდა. — უბრალოდ, ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, თუ ვიმეგობრებდით. ვფიქრობ, ეს შემთხვევით არ მოხდა. ჩვენ უკვე სამჯერ შევხვდით ერთმანეთს და... — და რა? — წარბების აზიდვით კითხა. — ის, რომ ერთმანეთი უკეთ გავეცნოთ. — გაუღიმა. — მისმინე, მადლობელი ვარ, რომ იმ დღეს იმ არამზადებისგან მიხსენი, მაგრამ ამით დასრულდა ყველაფერი. ჩვენს შორის არანაირი ურთიერთობა არ იქნება ,არც მეგობრული და არც სხვა ტიპის. ახლა კი შენი ნებართვით წავალ. — უთხრა და სწრაფი ნაბიჯებით განაგრძო გზა. ნია ავტობუსში ერთკაციან სავარძელზე იჯდა და ფანჯრიდან გზას გადაჰყურებდა. ამდენი ხნის შემდეგ ისევ უბრუნდებოდა თავის საყვარელ საქმეს, თუმცა შინაგანად რაღაც არ ასვენებდა. აფორიაქებული იყო, თითქოს რაღაც უნდა შეცვლილიყო მის ცხოვრებაში. გარდა ამისა, ეს არსაიდან გამოჩენილი ზურაც არ სიამოვნებდა. — რატომ მგონია, რომ რაღაც რიგზე ვერ არის? ერთი შეხედვით თითქოს კარგი ჩანს, მაგრამ მისი ენერგეტიკა მამძიმებს. თითქოს ის თამაშობს კარგის როლს, მაგრამ სინამდვილეში ასე სულაც არ არის. — ამდენი ფიქრისგან თავი ატკივდა. *** ლუკა ძლივს, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და მანქანაში ჩაჯდა. რაღაც პერიოდი ჩუმად იჯდა. დარტყმისგან თავი საშინლად სტკიოდა და ფიქრის საშუალებას არ აძლევდა. არ იცოდა, რა უფრო აწუხებდა: ის, რომ ნია მის მტერთან ერთად დაინახა დიახ, ის, ვინც ასე აშლიდა მის ნერვებს, თუ ის, რომ საკუთარი გულის საცოდავი, მოღალატე რეაქცია ვერ დაემალა. მის გონებაში უკვე ღრმად შეჭრილიყო ეს გოგო. რა შეიძლება ამას ვუწოდოთ? მესაკუთრეობა იყო, ის რომ სხვასთან ერთად დაინახა? მრისხანება, როდესაც მის მტერთან ერთად დაინახა,, როგორ მიაბიჯებდა ტროტუარზე ხალისიანად? ეჭვი კლავდა. ეს იყო მესაკუთრეობის და პარანოიის საშინელი ნაზავი. მისმა პრაგმატულმა და ცივმა გონებამ უკვე შეთხზა ამბავი, რომ ისინი მოკავშირეები იყვნენ, ფაქტებს ერთმანეთს უკავშირებდა და იქიდან გამოჰქონდა მცდარი დასკვნები. მანქანის სალონში მძიმე სიჩუმე ჩამოწოლილიყო. მხოლოდ მისი მძიმე ოხვრის ხმა ისმოდა პერიოდულად. თვალები იმაზე უფრო სისხლიანი გაუხდა, ვიდრე ჰქონდა. საჭეს თითებით ისე ჩაჰფრენოდა, ცოტაც და მეტალს ამოგლეჯდა. და მაინც, ვერაფრით ამოეგდო თავიდან ეს კადრი, ვერ ივიწყებდა. თვალწინ უტრიალებდა და ჭკუიდან გადადიოდა. — ჯანდაბაა... — წამოიძახა გამწარებულმა და თავადაც ვერ მიხვდა, რას შეაგინა: ნიას, იმ ბიჭს, თუ საკუთარ უძლურებას? დიახ, უძლურებას, რადგან მისი ფიზიკური სიძლიერის მიღმა, მისი შინაგანი სამყარო უძლური იყო ამ ახალი გრძნობის წინაშე. ამ გრძნობას სახელი არ ჰქონდა. უბრალოდ ბჟუტავდა მის შიგნით, როგორც რკინა, რომელსაც ათბობ ცეცხლზე. ეს აღარ იყო მტრობა. ეს არც უბრალო გაღიზიანებაა. ეს იყო რაღაც უფრო საშიში მისი სულის წვა, რასაც თვითონაც გაურბოდა მთელი ცხოვრება. მგზავრობის ბოლოს ხელები უკანკალებდა, თვალები კი გათამასებულად წითელი ჰქონდა. მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა, სუნთქვა შეანელა და თითქოს ოდნავ მოშორდა რეალობას საკუთარ ქაოსს. სახლთან გააჩერა მანქანა. ისე სწრაფად გადმოვიდა, თითქოს გაღებული კარი ნაკადივით გამოარტყა. მძიმედ ავიდა კიბეებზე, ოთახში შევარდა და მაშინვე ზურგით კარს მიეყრდნო. თითქოს ამ კედლის გარეშე წაიქცეოდა იმდენად დანაწევრებული იყო შიგნიდან. ოთახის შუაში გაჩერდა. თვალებში ერთმანეთში ერეოდა ბრაზი, მრისხანება, სევდა… და რაღაც ისეთი, რასაც სახელს ჯერ თვითონაც ვერ არქმევდა. პიჯაკი უხეშად გაიხადა და საწოლზე ისროლა. ხელებით სახე მოისრისა, თითქოს ამ გზით შეძლებდა რომელიმე ემოციის ამოშლას, მაგრამ პირიქით ხმები კიდევ უფრო მკაფიოდ ამოიჭრა გონებაში. — რა გჭირს, ლუკა? — ჩაესმა საკუთარი თავის მკაცრი ხმა. — შენ ხომ ყველაფერს აკონტროლებდი… ახლა კი ასე იშლები? — ჩაესმა მკაცრი, მაგრამ თან ირონიული ხმა. მას მეორე ხმა დაუპირისპირდა — უფრო რბილი, მაგრამ ღრმა. — იმიტომ, რომ გტკივა. — რა? მე? სისულელა… — გტკივა, როცა მას სხვასთან ხედავ. ამიტომ ვერ ისვენებ. ლუკამ კბილები შეუმჩნევლად დააჭირა. — არ მოატყუო შენი თავი, — ხმამ განაგრძო. — რაც დღეს ნახე… შეიძლება საერთოდ არ იყოს ის, რაც გგონია, მაგრამ ერთი რამ ნათელია: შენ მასზე ფიქრს ვეღარ წყვეტ. მის გონებაში გაკრთა ნიას სახე — ისეთი სინათლით, რომელსაც ვერაფერს უხერხებდა, ვერ ებრძოდა. მაშინ იგრძნო, როგორ გაეჩხირა ყელში მობჯენილი ბურთი. — ეს გოგო… რატომ ვერ ვივიწყებ მას? გონებამ კვლავ უპასუხა: — იმიტომ, რომ შენთვის სულ ერთი აღარ არის.— მტკიცედ უთხა. ლუკამ თვალები დახუჭა. ნერწყვი მძიმედ გადააგორა. სიჩუმე ოთახში კიდევ უფრო გამოკვეთილი გახდა და ამ სიჩუმეში პირველად ითქვა წინადადება, რომელსაც ლუკა ხმამაღლა ვერასდროს გაბედავდა: ის უკვე შენშია. *** იმ დღის შემდეგ ორი კვირა გასულიყო. ლუკა ვერაფრით ივიწყებდა ნიას. ამ დროის მანძილზე მეტი აღარსად უნახავს. თითქოს ცხოვრებაც ჩვეულებრივ რიტმში ჩადგა, თუმცა მისი გონება ჯერ კიდევ ბობოქრობდა. ლუკა იმაზე ცივი და ჩაკეტილი გახდა, ვიდრე იყო. წარბებშეკრული დაიარებოდა და უმნიშვნელო რაღაცებიც კი აღიზიანებდა. — ეს რა არის, მე ჩაი გთხოვე, ყავა მომიტანე-მეთქი! — დაიყვირა ნერვებმოშლილმა, რის გამოც სესილი შეაშინა. — ლუკა, რა გჭირს? ბავშვი ზის და გთხოვ, ცოტა თავი შეიკავე, შეხედე, შეაშინე! — წამოიძახა თამთამ და ბავშვი გულში ჩაიკრა. — არ ვიცი, რა დამემართა, უბრალოდ არ ვარ გუნებაზე. — როდესმე ყოფილხარ კარგ განწყობაზე? ყოველთვის მჟავე სახით დაიარები, ახლა კი საერთოდ ზომბს დაემსგავსე! — უსაყვედურა ბებიამ. — როდემდე აპირებ ასე უგრძნობი და გულცივი იყო? — ბებია, გთხოვთ, არ გინდათ, ხომ იცით, არა, რატომაც არის ის ასეთი? — ჩამწყდარი ხმით უთხრა თამთამ. — ბებო, მიდი შენ ოთახში ადი, კარგი. — ღიმილით მიუბრუნდა ბებია შვილიშვილს. ბავშვმაც დაუჯერა და ოთახში ავიდა. შემდეგ ისევ განაგრძო: — არა, თამთა, ნუ იცავ! შენ ყოველთვის მას ამართლებ და მხარს უჭერ, მაგრამ ის პატარა აღარ არის! მითხარი, რამდენი წლის ხარ? — ლუკას მიუბრუნდა. — სადაცაა, ოცდაათის უნდა გახდე, შენ კიდევ როგორ იქცევი? არ ცდილობ ცხოვრების ახლიდან დაწყებას? არ გინდა, რომ წარსული გაუშვა? — მკაცრად უთხრა, მაგრამ თან დარდით სავსე, ბებიამ კარგად იცოდა,თუ რატომ იყო ასეთი, ლუკა სწორედ ამიტომ გული ტკიიოდა, რომ მისი შვილიშვილი თავს იტანჯავდა და არ ცდილობდა წარსულის დავიწყებას. — ბებია, არ მინდა ამაზე საუბარი… — გაღიზანდა ლუკა. — მომისმინე, შვილო, როდემდე აპირებ წარსულით ცხოვრებას? ვერ ხვდები, რომ ამით თავს იტანჯავ? რატომ არ გინდა დაივიწყო ის, რაც შენს დას და დედას შეემთხვა. არცერთი ჩვენგანისთვის არ იყო იოლი გადასატანი, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას. შენ კი საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტე და არ ცდილობ მათ გაშვებას! — არც არასდროს გავუშვებ! — წამოიძახა ლუკამ და წამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზოდა, მის თვალებში მაინც გამოიკვეთა ის აუტანელი, ტკივილი, რომელიც უკვე წლებია ტანჯავს, მაგრამ თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა და ყველა ადამიანური გრძნობები დაახშო საკუთარ თავში. — ღმერთო, შენ გადმომხედე! — ამოიხრა ბებიამ. — კარგი, მაშინ თუ არ გინდა, რომ აღარაფერი გითხრათ, შენს დას უნდა, რომ ერთ ღონისძიებაზე წავიდეთ და შენც იქ უნდა იყო! — სერიოზული ხმით უთხრა. ლუკამ ამოიხრა, ძალიან არ უნდოდა ახლა ღონისძიებაზე წასვლა, მაგრამ დას უარი ვერ უთხრა. — კარგი, როდის არის ეგ ღონისძიება? — პირველისკენ. — მკრთლად გაუღიმა თამთამ. — კარგი, პატარა საქმე მაქვს და რომ მოვალ, წავიდეთ. — უთხრა და სახლიდან გავიდა. ისედაც ხომ დაკარგული ჰქონდა მოსვენება და ახლა ეს ღონისძიება, რატომღაც სულს უფორიაქებდა,. *** ქალაქიდან, რომ გავიდა და ნაცნობ ადგილს მიუახლოვდა, სუნთქვა დაუმძიმდა. მანქანიდან გადავიდა, შემდეგ კი ტაძრის ეზოში შევიდა. შესასვლელთან იდგა და თვალწინ თითქოს ნიას სიტყვები ეხოსავით ჩაესმოდა. — ბატონო, მოხვედით? — მასთან არქიტექტორი მივიდა. — რა ხდება? რა პრობლემაა, ასეთი რასაც ვერ აგვარებთ? — საქმე ის არის, რომ ვშიშობ, ტაძრის რესტავრაცია არ გამოვა. ნაგებობა საკმაოდ ძველია და მისი კედლები უკვე ჩამონგრევის პირას არის. — დანანებით უთხრა არქიტექტორმა. — ანუ ძველ იერს ვერ შევინარჩუნებთ? — კოპებ შეკრულმა უთხრა ლუკამ. — ვწუხვარ, მაგრამ ეს შეუძლებელია... — კარგი, მარტო დამტოვე, მოვიფიქრებ და გეტყვი, რაც უნდა ვქნათ. დღეისთვის თავისუფალი ხარ. — დაუყვავა და ნანგრევებთან ახლოს მივიდა. დანგრეულ კედლიდან ისევ მოჩანდა მაცხოვრის ხატი, რომელიც უცვლელი, მშვიდი მზერით უცქერდა, მაგრამ მეორე მხრივ თითქოს მკაცრად უყურებდა,ლუკა მას თვალს ვერ უსწორებდა, თითქოს განსჯის ეშინოდაო. — რა გავაკეთო, მითხარი? მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს ტაძარი არ დანგრეულიყო! მისი აღდგენაც კი ვცადე, მაგრამ არაფერი გამოდის! ხომ ამბობენ, რომ შენ არსებობ? მაშინ რატომ დაუშვი, რომ ასე მომხდარიყო?! გამეცი პასუხი! — თითქოს სასოწარკვეთილმა წამოიძახა. ამ დროს მოულოდნელად მაცხოვრის ხატს მზის სხივი დაეცა და განათდა. შემდეგ კი მზის სხივი ლუკას შეეხო. ეს იყო წამიერი, ირაციონალური მოვლენა. ლუკა მდუმარედ იდგა და ცდილობდა, სწორი გადაწყვეტილება მიეღო. — რატომ მიყურებ ასე? ხო, ვიცი, ვიცი, მე შენი არ მჯერა, მაგრამ არც ისეთი სასტიკი ადამიანი ვარ, რომ ტაძარი დავანგრიო. უფროსწორად, აზრი ერთმა ადამიანმა შემაცვლევინა. შენგამო, ყველაფერზეა წამსვლელი. — ლაპარაკობდა თავისთვის. — რას ვაკეთებ? მემგონი, ჭკუიდან ვიშლები. — წამოიძახა ბოლოს, როდესაც მიხვდა, რომ თავისთვის საუბრობდა. *** დარბაზში ხალხი ნელ-ნელა ივსებოდა, ჰაერი მოლოდინითა და მუხტით იყო გაჟღენთილი. ლუკა თავის ოჯახთან ერთად პირველ რიგებში იჯდა. გელოვანი, როგორც ყოველთვის, უხასიათოდ, ქვისგან გამოკვეთილი სახით იყურებოდა წინ. მასში ყველაფერი დუმდა, გარდა იმ აფორიაქებული ეჭვიანობისა და ბრაზისა, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა მას შემდეგ, რაც ეს გოგო ქუჩაში თავის მტერთან ერთად დაინახა. — ახლა კი, დრო დადგა, სცენაზე მოვიხმოთ ჩვენი ბოლო ანსამბლი, „ანგელოზის ფრთა“. ამ ანსამბლის სოლისტი, ნია ჭინჭარაული, შეასრულებს მთიულურს! — გაისმა წამყვანის ხმა. ლუკა ნაცნობი სახელის გაგონებისას ერთიანად დაიძაბა, თითქოს სკამზე მიაჯაჭვესო. დარბაზი მთლიანად ჩაბნელდა. გაისმა ფანდურის პირველი, მჭრელი აკორდები და დოლის მძიმე, რიტმული დარტყმები. სცენაზე უკვე იდგნენ მოცეკვავე ბიჭები შავჩოხიანები, მკაცრი მზერითა და ვაჟკაცური პოზით. ისინი ერთგვარ მძლავრ, მამაკაცურ წრეს ქმნიდნენ, რომელიც მთების ურყევ კლდეებს ჰგავდა. და აი, გაისმა მომღერლის ხმა: „მზესავით ანათებ დუშეთის მთებიდან...“ ნიას შემოსვლა ერთი იყო. ის სცენაზე კი არ გამოვიდა, არამედ ამ მამაკაცურ წრეში შემოიჭრა, როგორც მზის პირველი სხივი წყვდიადში. წელში ამაყად გამართული, მომღიმარი, მაგრამ ამავე დროს მკაცრი მზერით ჩადგა ბიჭების შუაგულში. ნიას ხევსური ქალის ცეცხლოვანი წითელი სამოსი ეცვა, რომელიც პროჟექტორების შუქზე ძვირფასი ქვისფერად ბზინავდა. ვერცხლისფერი სარტყელი მის წვრილ წელს უსვამდა ხაზს, კაბის კალთები კი ყოველ მოძრაობაზე ალსავით იშლებოდა. ლუკა თვალს ვერ აცილებდა მის ნაბიჯებს ნია იმდენად მსუბუქად და სწრაფად გადაადგილდებოდა ბიჭებს შორის, თითქოს მიწას არც კი ეხებოდა. ის მთის ქალივით სიამაყით ცეკვავდა მათ წინ, ბიჭები კი მის გარშემო ტრიალებდნენ, თითქოს ამაყ რაინდებს თავიანთი დედოფალი მოექციათ ცენტრში. ისინი ნიას წინაშე კრძალვით ხრიდნენ ქედს და მის ყოველ ნარნარს თავიანთი ვაჟკაცური შეძახილებითა და მკვეთრი ილეთებით პასუხობდნენ. ეს არ იყო უბრალოდ ცეკვა. ნიას მოძრაობებში იკითხებოდა უზარმაზარი სულიერი ენერგია, იქ იყო მთების სიამაყე, უსაზღვრო თავისუფლება და ისეთი დაუმორჩილებლობა, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ გატეხდა. როცა ის ხელებს შლიდა, თეთრ არწივს ჰგავდა, რომელიც კლდეებს შორის დანავარდობს. მისი მზერა მაყურებლის მიღმა იყურებოდა, სადღაც შორს, იქ, სადაც ლუკასნაირ ცივ და პრაგმატულ ადამიანებს შეღწევა არ შეეძლოთ. ლუკა შოკირებული უყურებდა. გრძნობდა, როგორ შეეკრა სუნთქვა და გული ამოვარდნაზე ჰქონდა. როგორ შეიძლებოდა ეს გოგო, რომელიც აქამდე მხოლოდ მის გაღიზიანებას იწვევდა, ასეთი ყოფილიყო? ახლა სცენაზე ნამდვილ დედოფლად ქცეულიყო, რომელიც მთელ დარბაზს მართავდა. მისი ყოველი დატრიალება ლუკასთვის დარტყმასავით იყო ის ხვდებოდა, რომ ამ სინათლეს, ამ სტიქიას, რომელიც ასე ბუნებრივად ბატონობდა ამდენ მამაკაცს შორის, ვერასდროს დაიმორჩილებდა. მუსიკა კულმინაციას მიუახლოვდა. დოლის რიტმი გაგიჟდა. ნია ისეთი სისწრაფით ატრიალდა ბიჭების წრეში, რომ მისი წითელი კაბა ცეცხლის ალს დაემსგავსა. ლუკას თვალწინ ყველაფერი აირია მასში არამარტო ფიზიკური სილამაზე დაინახა, არამედ მისი შინაგანი სამყაროს სიმხურვალე შეიგრძნო, რომელმაც მისი ცივი ლოგიკა ერთიანად გადაწვა. ბოლო, მკვეთრი მოძრაობა და ნიამ ცეკვა დაასრულა. ის სცენის ცენტრში გაქვავდა, ამაყად აწეული თავით, მკერდი სწრაფად აუდიოდა. ბიჭები მის გარშემო მუხლზე დაეცნენ, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს მისი უპირატესობა. დარბაზი წამით გაირინდა, შემდეგ კი მქუხარე ტაშითა და შეძახილებით აივსო. — მემგონი, რთული მისახვედრი არ არის, რომ გაიმარჯვა გუნდმა „ანგელოზის ფრთა“, გთხოვთ, სცენაზე გამობრძანდეთ, ქალბატონო ნია! ნია კვლავ გამოჩნდა შუქზე. მისი სახე ოდნავ შეფაკლულიყო, თვალებში კი კვლავ ის დაუმორჩილებელი ნაპერწკლები უელავდა. — პირველ რიგში, მადლობას გიხდით ამ ღონისძიებაზე მოწვევისთვის. უღრმესი მადლობა ჯილდოსთვის... — დაიწყო მან და მისი ხმა დარბაზში სუფთა წყაროსავით გაისმა. — მაგრამ რაც შეეხება ფულად პრიზს, მე მასზე უარს ვამბობ. მე არ ვიღებ ფულს იმიტომ, რომ ვერ ვხედავ ამის საჭიროებას. კონკურსზე სრულიად უანგაროდ ვიცეკვე, რადგან ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა, რომელსაც სიყვარულით ვაკეთებ. ფული ჩემთვის მეორე ხარისხოვანია. მირჩევნია, ამ ფულით ობოლ ბავშვებს დავეხმარო, რადგან მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე მე. დარბაზში აღფრთოვანებული ჩურჩული ატყდა. გელოვანი კი ადგილზე გაყინულიყო. ნიას ყოველი სიტყვა მის გულზე მძიმე ლოდივით ეცემოდა. ის ხვდებოდა, რომ ეს გოგო იმაზე ბევრად მაღლა იდგა, ვიდრე თვითონ წარმოედგინა. ნიას დიდსულოვნებამ მასზე შამანური გავლენა მოახდინა მან პირველად იგრძნო საკუთარი „სიძლიერის“ სიმცირე ამ უბრალო, მაგრამ ამაყი გოგოს წინაშე. …… ადგილზე რომ ვეღარ მოისვენა, უბრალოდ ადგა და გავიდა კულისებში ისე ამოყო თავი, თავადაც ვერ გაიაზრა. ნიას ოთახი მოძებნა და კარზე დააკაკუნა. — შემოდით, — თავისუფლად უპასუხა ნიამ. — იცი, ანა, დღეს ის ადამიანი შევამჩნიე მაყურებლის რიგში, რომელსაც ასე ვერ ვიტან, ნეტავ აქ რა უნდა? — ამბობდა ნია და თან თავიდან იძრობდა მიმაგრებულ ნაწნავებს. — რატომ არაფერს ამბობ... შემობრუნდა და ადგილზე გაქვავდა, როდესაც გელოვანი დაინახა, რომელიც კარებს მიყრდნობოდა და ეშმაკურად უელავდა თვალები. — რატომ გაჩუმდი, განაგრძე... — უთხრა და მიუახლოვდა. — აქ რას აკეთებთ?! — წამოიძახა. — შენი პირისპირ ნახვა მინდოდა... — ჩახლეჩილი ხმით უთხრა და უფრო ახლოს მივიდა ისე ახლოს, რომ მისი ცხელი ჰაერი სახეზე ხვდებოდა. — რაა? ჩემი ნახვა რატომ გინდოდათ? მე თქვენი დანახვაც კი არ მინდა, — მკვახედ უთხრა და ხელი კრა, თუმცა გელოვანმა ხელი ჩაავლო და ახლოს მიიზიდა. — რას აკეთებთ? გაგიჟდით? ახლავე გამიშვით! — წამოიძახა ნიამ. — მინდა, გითხრა, რომ ძალიან მაგარი მსახიობი ხარ. — რა თქვით? — ხო, თავი მოგაქვს, ვითომ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცნობ შენნაირებს, — უთხრა და ხელი შეუშვა. — იცით, რა, ყველაზე ნაკლებად მადარდებს, ვინ რას ფიქრობს ჩემზე, განსაკუთრებით კი თქვენ. რაც გინდათ, ის იფიქრეთ ჩემზე. ღმერთმა იცის, მე როგორი ადამიანი ვარ და ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა. თქვენნაირი ადამიანებისგან კარგს არაფერს მოველი, რადგან თქვენ არ იცით, რა არის სიკეთე, მხოლოდ ცუდს ხედავთ. ახლა კი, გადით ჩემი ოთახიდან! — მშვიდი იყო, მაგრამ ამავდროულად მის ხმაში ბრაზიც იგრძნობოდა. ნიას მშვიდმა და მტკიცე ხმამ ლუკა ადგილზე დაადუმა, თითქოს სათქმელი გამოელიაო. გამწარებულმა დასცხო ხელი კედელს და წავიდა. ჭკუიდან გადაჰყავდა ნიას სიმშვიდეს. მისი მშვიდი სიტყვები, ისარივით ხვდებოდა გულზე. ** — წავიდეთ აქედან, — წამოიძახა და გასასვლელისკენ წავიდა. — წავიდეთ, ლუკა, მაგრამ რა მოხდა, ან სად იყავი? — კითხა თამთამ ინტერესით. — არაფერი, რა უნდა მომხდარიყო, — უხასიათოდ წარმოთქვა და ის იყო, წასვლა დააპირა, რომ გაიგო, როგორ ახსენეს თამთამ და ბებიამ ნია. — შვილო, ნახე, ეს ის მოცეკვავე გოგო არ არის? — კითხა ბებიამ. — კი, ეგ არის. დაიცა, დავუძახებ, — ლუკა შოკირებული უყურებდა მათ, ვერ იჯერებდა, რომ მათ ნიას დაუძახეს. — ნია, ერთი წუთით შეგიძლიათ მოხვიდეთ! — დაუძახა თამთამ და ნიაც ღიმილით გაემართა მათკენ. — დიახ, გისმენთ? — კითხა მათ. — უბრალოდ, თქვენი ახლოს გაცნობა გვინდოდა და გვინდოდა გვეთქვა, რომ თქვენი გამოსვლა შესანიშნავი იყო. — დიდი მადლობა, შექებისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ასე შემაქოთ. — ბებია, ხედავ, როგორი უბრალო და თავმდაბალი ყოფილა, — გაეცინა თამთას. — მე თამთა, გელოვანი ვარ, ეს კი ბებიაჩემია.— მიუგო თამთამ. — სასიამოვნოა. (ღმერთო, გელოვანიო, მომესმა, თუ მართლა გელოვანია გვარად?) — გაიფიქრა ნიამ თავისთვის, მოშორებით შენიშნა კიდეც გელოვანი, რომელიც წარბებშეკრული იდგა. — დედა, მე ეს დეიდა ადრეც ვნახე, — უეცრად წამოიძახა სესილიმ. — მართლა, სად? — ინტერესით კითხა თამთამ. — ერთხელ ბიძიამ სასეირნოდ წამიყვანა და დეიდაც იქ იყო, ბიძია მას დაელაპარაკა კიდეც, — ამ სიტყვებმა კი საბოლოოდ დაადასტურა ნიას ეჭვები. — მართლა, ნია, ჩემს ძმას იცნობთ? — გაოცება ვერ დამალა თამთამ. — ვიცნობთ-თქო ვერ ვიტყვი, უბრალოდ, რამდენჯერმე ჩვენი გზები გადაიკვეთა, სულ ეს არის, — ცინიზმით თქვა ნიამ და ლუკას თვალი თვალში გაუყარა. — დაო, თუ მორჩით საუბარს, წავიდეთ, ბევრი საქმე მაქვს, — მათთან ლუკა,მივიდა — კარგი, ჩემი წასვლის დროა, — დაემშვიდობა ნია და წავიდა. …. მთელი გზა ხმა არ ამოუღია და საჭეს კოპებ შეყრილი მართავდა. სახლშიც უგუნებოდ იყო და გონებიდან ვერ იგდებდა ნიას უმანკო სახეს,როგორ შეიძლებოდა ასეთი ყოფილიყო? ვერაფრით ვერ იჯერებდა, არადა, ყველას ისე შეაყვარა თავი. — იქნებ ის მართლაც არაფერ შუაშია და მე გავიგე არასწორად, მაგრამ ისინი ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ჯანდაბა, მალე ჭკუიდან გადავალ! — წამოიძახა. თავადაც არ იცოდა, თუ რატომ მოქმედებდა მასზე ეს გოგო. არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ის შეკრული იყო მის მტერთან, რადგან ნიას რწმენისადმი სიყვარულმა და სიმტკიცემ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა. სახლში ვეღარ გაჩერდა და გარეთ გავიდა. მანქანაში იჯდა და საჭეს დაძაბული მართავდა. ვერაფრით ვერ გაეგო, რატომ ხდებოდა ეს მის თავს. თითქოს ყველაფერი ხელიდან ეცლებოდა და კონტროლს კარგავდა. რამდენადაც ძლიერი არ უნდა ყოფილიყო, ნიას გვერდით უბრალოდ ძალას კარგავდა, მისი სიტყვები და ქმედებები მასზე ძლიერ მოქმედებდა. გარეთ უკვე დაბნელებულიყო. უკაცრიელ ადგილას გააჩერა მანქანა. სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაპასების მოწევა დაიწყო. თვალები დახუჭა და შეეცადა არეული აზრები დაელაგებინა. — ლუკაა! — მოულოდნელად გაისმა ნაცნობი ხმა. თვალები სწრაფად გაახილა და ირგვლივ მიმოიხედა, თუმცა ვერავინ შენიშნა. — მემგონი, ჭკუიდან ვიშლები, — წამოიძახა და ისევ გაისმა გოგოს ხმა. — ლუკა! — ამჯერად უფრო ახლოდან ისმოდა ხმა. უკან მიიხედა და დაინახა სიბნელეში, როგორ გამოჩნდა ნიას გამოსახულება და სიბნელეში აირეკლა სინათლე. — არა, ეს მართალი არ არის, ის აქ არ არის, — წამოიძახა და ხელი აიქნია. — ნუ ცდილობ თავის არიდებას, შენც კარგად იცი, რომ არ გამოგივა, — მშვიდი ხმით უთხრა. ლუკამ ნელა მოიხედა უკან. მის წინ ნიას გამოსახულება იდგა, მშვიდი და მომღიმარი სახით. მთვარის შუქი სახეზე ეცემოდა და უნათებდა, ქარი კი თმებს ურხევდა. — აქ რა ჯანდაბას აკეთებ? — მე ყოველთვის შენთან ვარ, ყოველთვის. — წადი, თავი დამანებე, — დაუყვირა. — ძალიანაც, რომ მინდოდეს, ვერ წავალ, რადგან მე ყოველთვის შენს გონებაში ვარ და ახლაც ჩემზე ფიქრობ, ხომ ასეა? — რა სისულელეა. — შენ ჩემზე ფიქრობ, ლუკა, გინდა ეს თუ არა, მე ყოველთვის შენს გონებაში ვარ და ამას ვერ უარყოფ, — მიუახლობდა და თვალებში ჩახედა. — ზღაპრებს ნუ ყვები. — ვიცი, რომ ჩემზე ფიქრობ, შენი გონება ახლა არეულია. გგონია, რომ თვალთმაქცი ვარ... მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუო. რამდენიც უნდა ეცადო, ვერაფერს იპოვი. იცი, რატომ? იმიტომ, რომ რაც შენ გგონია, ეს სიმართლე არ არის, ჩემში ბნელს ვერ იპოვი და ეს შენც კარგად იცი. — ნუ ცდილობ ჩემს გაგიჟებას! შენ გრძნეულივით შემოიჭერი ჩემს გონებაში და თავს არ მანებებ. ხო, მე გამუდმებით შენზე ვფიქრობ! რატომ არ გინდა თავი დამანებო?! — იცი, რატომ? მე შენთვის სარკე ვარ, რომელიც შენს გონებაში ირეკლება და არა მარტო გონებაში. ეს შენ ღრმად გეხება, შენს სულს ეხება, რომელიც ბნელში აცხოვრე. ახლა კი, როდესაც სინათლე შეეხო, იღვიძებს და ფორიაქობს. მას გამოსვლა უნდა სიბნელიდან, მაგრამ შენ არ აძლევ მას ამის საშუალებას. — რას ამბობ? — კითხა დაბნეულმა. — გულს მოუსმინე, — უთხრა და გულზე დაადო საჩვენებელი თითი. — შეენ! — წამოიძახა. ის იყო, უნდა შეხებოდა, რომ მოჩვენება გაქრა. ლუკა მარტო დარჩა ღამის სიჩუმეში, ხელით ის ადგილი მოისრისა, სადაც ნიას თითი იგრძნო. მას ესმოდა, რომ ეს ჰალუცინაცია მის ცხოვრებაში ყველაფერს ცვლიდა. — ჯანდაბა, სად გაქრა! — წამოიძახა და არემარეს მოავლო თვალი. — ნუთუ, მომეჩვენა... — შუბლი ნერვიულად მოისრისა. აშკარად აფორიაქებული იყო, სუნთქვა გაუხშირდა და გულიც სწრაფად უცემდა. იმდენად რეალური იყო ეს ყველაფერი, რომ ახლაც გრძნობდა მის შეხებას. ჭკუიდან გადაჰყავდა ამ გოგოს გელოვანი, მისი მშვიდი მზერა, რომელიც მის გაყინულ გულს ეხებოდა და ათბობდა. ვერ გაეგო, რა ხდებოდა სინამდვილეში. **** დილით ნიამ ჩვეუკებრივზე კარგ განწყობაზე გაიღვიძა, სახე კი ბედნიერებისგან უნათებდა, ბედნიერი იყო, რადგან დღეს, თავუს პატარა მეგობრებს მოინახულებდა, თვშესაფარში, რომლებიც გაფაციცებით ელოდნენ მის გამოჩენას, ყოველთვის ასე, ემართება, ხოლმე როდესაც მათთან მიდიოდა იმხელა სიყვარულს გრძნობდა,მათგან, რომ ამის გადმოცემაც კი უჭირს, ხოლმე, დღეს ორმაგად უხაროდა, რადგან მათთან საჩუქებით მივიდოდა და გაახარებდა, მათ. საწოლიდან, როგორც კი, წამოდგა მაშინვე აბაზანას მიაშურა და თავი მოიწესრიგა, შემდეგ კარადა გამოაღო და ტანსაცმლის არჩევა დაიწყო, რადგანაც გარეთ უკვე ნიომბერი იდგა და სიცივეც ნელ-ნელა ეპარებოდა, ნიამ გადაწყვიტა რამე თბილი და კომფორტული ჩაეცვა, ბევრი არც უფიქრია კარადიდან თხელუ ნაქსოვი კაბა გადმოიღო და თხელი მოსაცმელი, დილის პროცედურებს, რომ მორჩა თვალი მოავლო, თავის გამოსახულებას, საიდნაც სადად გამოწყობილი, გოგონა უმზერდა, ხვეული თმები ნახევრად აეწია და ნახევარი კი ჩამოეშალა, სახეზე კი, მკრთალი მაკიაჟი გაიკეთა და უკვე მზად იყო. ბოლოს კი კმაყოფილი გავიდა ოთახიდან, ძალიან კარგ გაწყობაზე იყო და ანათებდა. — დღეს თავშესაფარში მივდივარ, — გამოაცხადა საუზმისას და მის სახეზე გაკრთომილმა ბედნიერებამ ოთახი გაანათა, — რა კარგია, ნია… გაუხარდებათ შენი ნახვა. — ღიმილით უთხრა, ლიზამ. — ხო,მინდა ბავშვებს საჩუქრები ვუყიდო. იმ ფულით, რაც გადმომცეს, მათთვის მთელ სამყაროს ვიყიდდი, რომ შემეძლოს. მამიდა ნანულიმ სევდიანი ღიმილით შეხედა გოგონას. იცოდა, რომ ნიასთვის ეს მხოლოდ ქველმოქმედება არ იყო, ეს მისი სულის მოთხოვნილება გახლდათ. უფალმა დაგლოცოსო, მხოლოდ ეს უთხრა და გულში ჩაიკრა. ** ცოტახანში, როდესაც საუზმობას მორჩა გაემაზადა და ბედნიერი გავიდა სახლიდან, სულ ღიღინით დაეშვა დაღმართზე, შემდეგ ავტიბუსის გაჩერებასთან მივიდა, თავის ნომერს დაელოდა და დიდ სავაჭრო ცენტრში წავიდა, სადაც უამრავი, რამ იყიდებოდა, შენობაში, რომ შევიდა და ჩამოუვარა ბავშვთა სექციას თვალები პატარა ბავშვივით აუციმციმდა, უამრავი სთამაშო იყო ყველა ზომის თუ ფერის, გოგოს ყჭირდა არჩევანის გაკეთება, რომელი ეყიდა, ჯერ ფუმფულა საღამაშოებს ჩამოუარა და დათუნიები და თოჯინები იყოდა, გოგოებისთვის და ბიჭებისთვის კი, მანქანები აარჩია, იმდენად იყო ჩაძირული ამ პროცესში და ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ მოშორებით მდგარი, გეკოვანი, რომელიც დისშვილისთვის საჩუქრის საყიდნად იყო მისული იქ ნია, შეენიშნა და შორიდან აკვირდებოდა, ძალზედ გაოცებული ჩანდა ვაჟბატონი, რადგან თავში ათასი აზრი უტრიალებდა ვერ გაეგო რა უნდოდა გოგონას სთანაშოების სექციაში, მაგრამ მერე თითქოს მოაგონდა მისი ნათქვამი ობოლ ბავშვებზე, როდესაც დაინახა, რომ გოგომ ყველაფერი იყიდა და უკან გამობრუნებას აპირებდა, დაიმალა. ნია, დატვირთული მივიდა სალაროსთან და უამრავი სათამაშო თუ ტკბილეული დააწყო სალაროზე. პაკეტებით დატვირთული გამოვიდა,შენობიდან, ხელში ძლივს იჭერდა. ამინდი ნელ-ნელა, ფუჭდებოდა, ნიამ ნაბიჯებს აუჩქარა და ავტობუსის გაჩერებისკენ აიღო გეზი, იქვე მდგარი მანქანა ჩუმად აედევნა მას, რთული მისახვედრი არ იყო, რომ ლუკა იქნებოდა, რატომ დაუცადა და გაჰყვა უკან, თავადაც არ იცოდა, მაგრამ ინტერესი კლავდა, მას აინტერესებდა, ეს სთამაოშები მართლა ბავშვთა სახლში მიქონდა, თუ რა. საკამოდ დიდხანს იდგა გაჩერებაზე, მაგრამ ამ დროის მანძილზე, არც ერთხელ არ ჩამოუვლია არც ავტობუსს და არც ტაქსს, ნია, კი შეწუხებული სახით იდგა და ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა. ბოლოს დაღლილმა ამოიხრა, დიდხანს უყურა, კაცმა გოგოს, რომელიც უკვე ნახევარი საათი იდგა გაჩერებაზე და გადაწყვიტა მისულიყო, კარგი მიზეზი იყო, თან დაეხმარებიდა და თან გაიგებდა, სად მიჰქონდა ეს სათამაშოები. მანქანა პირდაპირ მის წინ შეაჩერა, რისგამოც ნია,ცოტა არ იყოს დაიძაბა, მაგრამ როდესაც გელოვანმა ფანჯარა, ჩამოწია და გადმოხედა, თითქოს გულზე მოეშვა. — მანდ დიდხანს უნდა იდგე? წამოდი, გაგიყვან, — ლუკას ხმაში ბრძანება უფრო იგრძნობოდა, ვიდრე თხოვნა. მისი მზერა ნიას პაკეტებზე შეჩერდა, რომლებსაც გოგონა ძლივს იჭერდა. — არ მინდა, მადლობა. ავტობუსს დაველოდები, — ჩაილაპარაკა ნიამ და თავი აარიდა მის გამჭოლ მზერას. — ტყუილად უცდი. ტრანსპორტი დღეს არ იქნება, გაფიცვაა, — ლუკამ მანქანის კარი შიგნიდან გამოაღო. — ჩაჯექი, ნუ ჯიუტობ, არ ვიკბინები. ნია წამით შეყოვნდა. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა, პაკეტების სახელურები კი თითებს უჭრიდა. — რა გაეწყობა, ფეხით წავალ, — მოულოდნელად მიუგო, ზურგი შეაქცია და გზას გაჰყვა. ლუკა არ ნებდებოდა. მანქანით ნელა მიჰყვებოდა გვერდით, თითქოს მის მოთმინებას ცდიდა. — ამდენი პაკეტით კილომეტრებს ვერ გაივლი, ნია. რატომ მირთულებ საქმეს? — შენ კიდევ აქ ხარ? — მობეზრებულმა გადახედა გოგომ. — არ მესმის, რატომ გადამეკიდე. წადი შენი გზით, ჩემზე ზრუნვა როდის აქეთ დაიწყე? ლუკას სახეზე ბრაზმა გადაჰკრა. მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა, გზა გადაუჭრა და გადმოვიდა. სიტყვის თქმაც არ აცალა, ისე დაავლო ხელი მის პაკეტებს და საბარგულში მოათავსა. — ზედმეტი ლაპარაკის გარეშე — ჩაჯექი! — გამოსცრა კბილებში და წინა კარი გაუღო. ნია გაოგნებული უყურებდა მის მკვეთრ მოძრაობებს. მიხვდა, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. დაღლილმა ამოიოხრა და უკანა კარისკენ წაიღო ხელი, მაგრამ ლუკას მტკიცე ხმამ შეაჩერა: — წინ დაჯექი. მანქანაში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. ნია მობუზული იჯდა, ფანჯარაში იყურებოდა და ცდილობდა, საკუთარი გულისცემა დაეწყნარებინა. ლუკას სიახლოვე აფორიაქებდა. — ღვედი შეიკარი, — მშვიდად უთხრა კაცმა და ძრავი აამუშავა. — აბა, საით? — ბავშვთა სახლში, — ამოთქვა ნიამ. ლუკა წამით გაქვავდა. ნიას სიტყვები გაახსენდა — „ობოლ ბავშვებს უნდა დავეხმაროვო“. მართალი ყოფილა. ეჭვი, რომელიც აქამდე მოსვენებას არ აძლევდა, სადღაც გაქრა. — მაინც არ მესმის, რატომ აკეთებ ამას? — დაარღვია სიჩუმე ნიამ. — ჯერ ტკივილს მაყენებ, ახლა კი მეხმარები... რა მოტივი გაქვს? — მართალია, ჩვენს შორის ბევრი რამ მოხდა, — ლუკამ საჭეს ხელები უფრო მაგრად მოუჭირა, — მაგრამ ამდენი ტვირთით შუა გზაზე ვერ დაგტოვებდი. უბრალოდ... ჩათვალე, რომ დღეს ასეა საჭირო. ნიას აღარაფერი უთქვამს. უკანა სავარძლიდან ერთი პაკეტი გადმოიღო და შიგ ჩაიხედა. როცა სათამაშოებს უყურებდა, სახე გაუნათდა, თითქოს სულ გადაავიწყდა, ვის გვერდით იჯდა. ცოტა ხნის წინანდელი დაძაბულობა ბავშვურმა აღტაცებამ შეცვალა. ლუკა პერიოდულად მალულად გადახედავდა ხოლმე. ვერ იგებდა, როგორ შეეძლო ამ გოგოს ასე უცებ შეცვლილიყო. „როგორი უცნაურია,“ — გაიფიქრა კაცმა. — „თითქოს ამ სათამაშოებში მთელ თავის სამყაროს ხედავს.“ — რატომ თქვი უარი პრიზზე? — ჰკითხა მოულოდნელად. — ის ფული შენი იყო, შეგეძლო შენი სურვილებისთვის გამოგეყენებინა. ნიამ სევდიანად გაიღიმა: — ჩემი სურვილი სწორედ ესაა — დავინახო, როგორ უხარიათ მათ, ვისაც მშობლის სითბო არ ღირსებია. რომ შემეძლოს, უფრო მეტსაც გავაკეთებდი... ისინი ამ სიყვარულს მოკლებულები არიან. დანიშნულების ადგილამდე ისე მივიდნენ, ხმა აღარცერთს ამოუღია. ლუკამ მანქანა შეაჩერა. ნია გადავიდა და პაკეტების აღებას აპირებდა, რომ კაცმა დაასწრო. — მომეცი, შეგატანინებ. — ამას რატომ აკეთებ? — ნია გაოცებული შეაჩერდა. — დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ, — ჩაილაპარაკა ლუკამ, პაკეტები მოაგროვა და შენობისკენ წავიდა. — უბრალოდ მინდა, რომ დაგეხმარო. ნია უკან გაჰყვა. ვერაფრით აეხსნა, სად გაქრა ის ცივი და დაუნდობელი გელოვანი, რომელსაც აქამდე იცნობდა. როგორც კი, შიგნით შევიდნენ გოგოს დანახვაზე მაშინვე ატყდა, ბავშვების ჟრიამული, ყველა ნიასკენ გამოიქვა და გარს შემოეხვნინენ, ბავშვები სათითაოდ ეხვეოდნენ მონატრებულ გოგოს და უყვებოდნენ თავიანთ ამბავს, ლუკა გაოგნებული უყურებდა, ამ სანახაობას, დღეს დარწმუნდა, რომ მას ფული მართლაც არ აინტერესებდა და რომ მართლაც ბავშვებს უყიდა საჩუქრები. ნიამ ლუკას პაკეტები, გამოართვა და ყველას სათითაოდ ჩამოურიგა, სთამაშოები და ტბილეული, მთელი შენიბა ჟრიამულმა აიკლო ბავშვები თავიანთი ახალი სათამაშოებით, მხიარულობდნენ და ერთობოდნენ. ლუკა, თვალს ვერ აშორებდა ამ სანახაობას, ამ ბავშვების შემყურე თავის ბავშვობა ახსენდებოდა, რომელიც ობლობაში გაატარა, უყურებდა, ნიას თუ როგორი ბავშვუეი და უშვალო იყო მათთან და თამაშობდა, მათთან იმ წუთას იქ აღარ იყი არც, მომაბეზრებელი გოგო არამედ მხიარული და მზრუნველი, რომელიც ასე სიყვარულით ეპყრობოდა, ლუკა გაოგნებული უყურებდა,ნიას რომელმაც პატარა ორიოდე წლის ბიჭი, კალთაში ჩაისვა და თამაში დაუწყო, ბავშვსაც რომ ლუკა ერქვა ამან სულ გააგიჟა, გელოვანი, ბოლოს ამ ყველაფერს, რომ ვეღარ გაუძლო ადგა და წავიდა. თამშით გული, რომ იჯერა თავშესაფრის დირექტორთან მივიდა. — შეიძლება, ქალბატონო ნანა? — ღიმილით უთხრა ქალს. — რა საკვირველია შვილო, შემოდი. კაბინეტში შევიდა და იქვე ჩამოჯდა. — გამიხარდა, რომ მოხვედი, ბავშვებს გული გაუხარე. — დიახ, ძალიან გაუხარდათ რომ დამინახეს. მათ სათამაშოები და ტკბილეული მოვუტანე და კიდევ ის თანხა რაც დამრჩა, მინდა თქვენ გადმოგცეთ. — ძალიან კეთილი ხარ შვილო და რასაც შენ აკეთებ ამ ბავშვებისთვის, დასაფასებელია, მაგრამ ცოტახნისწინ უკვე დარიცხეს ფული და თან საკმაოდ სოლიდური, — უთხრა ქალმა. — ვინ დარიცხა? — ახალგაზრდა მამაკაცი იყო, დავინახე ,რომ შენთან ერთად მოვიდა, ის იყო ჩემთან მოსული და ჩეკლისტი დამიტოვა. — რაა? ლუკა გელოვანმა ფული დაურიცხა? — გაოგნებულმა იკითხა, ვერ იჯერებდა, გაგონილს. — იცი, მიუხედავად თავისი იმიჯისა, მის თვალებში დაფარული სევდა შევნიშნე. შეიძლება ბავშვებმა გული აუჩუყა. ვინ არის ის ბიჭი შენი? — არავინ, უბრალოდ ნაცნობია. კარგით ახლა წავალ, ისევ გესტუმრებით. მთელი გზა გაბრუებული და შოკირებული იმგზავრა, ვერაფრით ვერ იჯერებდა, რომ ლუკა გელოვანი, რომელიც ყინულივით ცივი იყო და დაუნდობელი, ფული გაიღო ბავშვებისთვის. ეს ადამიანი მისთვის ამოუხსნელი იყო, ვერ იგებდა, როგორი იყო სინამდვილეში. არაქისს ჭამდა და თან ფიქრობდა. პატარა ლუკიტოზეც ეფიქრებოდა ყოველ ჯერზე, როდესაც იქ მიდიოდა; ბავშვი მას არ შორდებოდა. გული უკვდებოდა მის შემხედვარეს — დანარჩენებისგან ბიჭუნა გარიყული იყო, ამიტომ საწყლად იდგა და ვერ მიდიოდა ბავშვებთან. სურვილი უჩნდებოდა, რომ წამოეყვანა თავშესაფრიდან, მაგრამ ყველაფერი როდია ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ამ ფიქრებით დამძიმებული მივიდა შინ. — მამიდა. მოვედი! — დაიძახა ნიამ და მისაღებში გავიდა, იქ კი სტუმარი ელოდა. — აი, ჩვენი გოგოც მოვიდაა. — თქვა მამიდამ. — თამთა თქვენ? — გაოცებულმა იკითხა. — ხო, მე ვარ, ვიცი გაოცებული ხარ ჩემი ხილვით. — ღიმილით უთხრა. — რაღა დაგიმალოთ და ნამდვილად ასეა. — მამიდაშენმა მითხრა, რომ ბავშვთა სახლში იყავი? — აჰ, კი სწორედ იქიდან მოვდივარ ახლა. — მართლა? ეს შენი პირველი ვიზიტი იყო? — არა, პირველი არ არის, ორი წლისწინ აღმოვაჩინე ეს თავშესაფარი და მას შემდეგ როცა შემიძლია, მათ მოსანახულებლად მივდივარ ხოლმე. — რა კარგია. — კარგი და ჩემი ნახვა რატომ გინდოდათ? — ნია, შენთან შემოთავაზება მაქვს. — რა შემოთავაზება? — მოკლედ ბებიას ძალიან მოეწონე და უნდა, რომ შენ იყო ჩვენი სარძლოს მენტორი. — რაა? გინდათ, რომ თქვენ სახლში დავიწყო მუშაობა? — ხო, მე და ბებიას გვინდა, რომ ნინის ასწავლო ყველა ის თვისებები, რაც უნდა იცოდეს ქალმა. — მაპატიეთ, მაგრამ ამ შემოთავაზებას ვერ მივიღებ, იმ სახლში ვერ ვიმუშავებ სადაც ლუკა გელოვანია. — რატომ, რამე მოხდა თქვენ შორის? — ინტერესით იკითხა. — ახლა არ მინდა ამაზე საუბარი. — ჩუმი ხმით წარმოთქვა და მოაგონდა ის მომენტები, რაც მის გამო გადაიტანა. — გთხოვ დაფიქრდი კარგად, კარგი? თუ ჩემმა ძმამ გაწყენინა, გპირდები რომ არაფერს გეტყვის. მოსაფიქრებლად ორ დღეს გაძლევ. კარგად დაფიქრდი და შემატყობინე, აი გამომართვი აქ ჩემი ტელეფონის ნომერი და მისამართია. — ბარათი გაუწოდა. — კი, მაგრამ რატომ მაინც და მაინც მე? — როგორც გითხარი, შენით ძალიან მოიხიბლა ბებია, უნდა რომ შენ დაეხმარო ნინის. ვუთხარი, რომ მე დავეხმარებოდი შესწავლაში, მაგრამ უარს ამბობს. — კარგით, მოვიფიქრებ და შეგატყობინებთ ზუსტ პასუხს. — უთხრა ნიამ. თამთამ მადლობა გადაუხადა და წავიდა. სრულიად არეული შევიდა თავის ოთახში. დღეისთვის საკმარისი სიახლეები მიიღო. ოთახში შესვლისთანავე სალოცავ კუთხესთან მივიდა და ჩაფიქრებული დაუწყო ხატებს ყურება. — უფალო იესო ქრისტე, დღეს გითხარი რომ შენი ნების აღსრულებაში დაგხმარებოდი, არ ვიცი როგორ მოვიქცე. არის ეს შენი ნება, თუ არა? დავიბენი. — წამოიძახა. დიდიხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა თავის სულიერ მოძღვარს დალაპარაკებოდა. — მე მივდივარ და მალე მოვალ. — უთხრა ლიზას. — სად მიდიხარ ნია? — მამაოს უნდა გავესაუბრო, რადგან ძალიან ავირიე და აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. სახლიდან გავიდა და ძველი თბილისისკენ აიღო გეზი. გაჩერებაზე გადმოვიდა, შემდეგ კი ფეხით აუყვა გზას. შეეძლო სამების საკათედრო ტაძარში მისულიყო, უფრო ახლოს იყო, თუმცა თავის პატარა და მოკრძალებული ტაძარი და სულიერი მოძღვარი ძალიან უყვარდა, ამიტომ ყოველთვის ამ ტაძარში მიდიოდა. მალე გამოჩნდა კიდეც. სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა, კრძალვით გადაისახა პირჯვარი და შიგნით შევიდა. დედა ღვთისმშობელთან სანთელი დაანთო, მერე კი იქვე ჩამოჯდა. ეკლესიის წიაღში ძალიან უყვარდა ყოფნა. საკმარისი იყო ფეხი შეედგა, რომ უკვე სულიერ სიმშვიდეს გვრიდა მას. ის იდუმალი და მისტიური ატმოსფერო, სადაც ნახევრად ჩაბნელებულ ჰაერში საკმევლის არომატი ტრიალებდა და სანთლები ციმციმებდნენ, სადაც სიმშვიდეს, სიმყუდროვეს და დაცულობას გრძნობდა, ცრემლიც კი მოადგებოდა თვალზე ხოლმე. — ნია, შვილო შენ ხარ? — გაისმა მამაოს ხმა. — დამლოცეთ მამაო. — ღიმილით გაემართა მასთან და ხელზე ემთხვია. — უფალმა დაგლოცოს. — ღიმილით უთხრა. — აბა ამ შუა კვირაში რამ შეგაწუხა? — მამაო, თქვენი რჩევა მჭირდება. სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიბენი. — გისმენ. — დღეს დილით უფალს ვთხოვე, რომ დამხმარებოდა მისი ნების აღსრულებაში. ასეც ვიქცეოდი, მაგრამ ახლახანს რაღაც შევიტყვე და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. — რა შეიტყვე? — ლუკა გელოვანი, ხომ გახსოვთ რომ გიამბეთ? — კი, როგორ არა. — დღეს მისი და იყო ჩემთან მოსული და მითხრა, რომ მასთან დავიწყო მუშაობა. უნდათ, რომ მათ მომავალ სარძლოს ვასწავლო ყველა ის წეს-ჩვეულება, რაც უნდა იცოდეს ყველა ქალმა. — და შენ საიდან გიპოვეს? — ჩემი ცეკვის ღონისძიებაზე იყვნენ და იქიდან ბებიას მოვეწონე თურმე. — ახლა გასაგებია შენი განცდები. არ იცი ეს შემოთავაზება უფლისგან არის თუ არა? — დიახ. — ამოთქვა. — შვილო, თუ ეს უფლისგან არის, მაშინ ამაში მშვიდად უნდა გრძნობდე თავს და არ უნდა შფოთავდე. როგორ გრძნობ თავს? — არ ვიცი მამაო. გული მეუბნება რომ წავიდე და გონება კი არ მეთანხმება. — ჩემი რჩევა იქნება, რომ სცადო და წახვიდე. ნახე, დააკვირდი სიტუაციას. თუ ნახავ რომ იქ ყოფნას შენთვის ზიანი მოაქვს, წამოდი. იქნებ შენ ცხოვრებაში ახალი ფაზა იწყება. წადი ოღონდ არა მარტო მატერიალური კეთილდღეობისთვის, არამედ გამოცადე შენი თავი ახალ გარემოში. შენს თავსაც დაეხმარები და იმ გოგოსაც. — ანუ წავიდე..? — მე მხოლოდ მოგეცი რჩევა, არჩევანი კი შენზეა. მაგრამ იცოდე, უფლის ნებას როგორც სიმშვიდე მოაქვს ჩვენში, ასევე ღელვაც, როდესაც რაღაც რთული გზის გავლა გვიწევს. ეს გვაშინებს, მაგრამ სირთულეებს ნუ შეუშინდები. — ღიმილით უთხრა და წავიდა. საღამო იყო. ნია თავის საწოლზე წამოწოლილიყო, ვერაფრით ვერ იძინებდა. უკვე იცოდა რაც უნდა ექნა და ეს აღელვებდა. ვერ წარმოედგინა როგორ უნდა ემუშავა გელოვანების სახლში, მას ხომ ყოველდღიურად მოუწევდა მასთან შეხვედრა. გელოვანი ისეთი ბნელი და მძიმე ენერგიის მატარებელი იყო, რომ მისი სიახლოვე ნიას ამძიმებდა და ძაბავდა. — ღმერთო, დამეხმარე, რომ ხვალინდელმა დღემ კარგად ჩაიაროს. .... უკვე ჩვევად ექცა, რომ ყოველ ღამით ფანჯრიდან მთვარის, ყურება ახლაც ფარდა გადაეწია და თვალმოუცილებლად გაჰყურებდა, ნაცრისფრად მოელვარე მთვარეს, რომელიც თავისი თეთრი სხივებით ფანტავდა სიბნელეს, თან როგორი იდუმალებით და მემდიდურად დაჰყურებდა, ზემოდან ქვემოთ კაცს, მთვარე სწორედ ის მანათობელი ძალა იყო, რომელიც მხოლოდ ღამის წყვდიადში უნათებდა კაცს, გზას და თავისი სხივებით, მზე კი, მხოლოდ დღის შუქზე ამოდის, მაგრამ მთვარე, რატომღაც მთავრე მისთვის იმდენად ახლობელი გამხდარიყო, რომ თვალს ვერ წყვეტდა, ნეტავ რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ გოგოს თვალებთან აიგივებდა, ნიასაც, ხომ სწორედ ღრმა ნაცრისფერი თვალები ჰქონდა, რომელიც ასე ხიბლავდა და ჭკუიდად გადაჰყავდა მისთვალებს, რომელიც ასეთი მრავლის მთქმელი იყო, მისი თვალები, მელანქოლიურიც და იდუმალიც. დღეს კი, ისეთი რამ გააკეთა, საერთოდ რომ არ ჯდებოდა მის ხასიათში, ჯენტლმენივით მოიქცა და გოგონას დაეხმარა, მისთვის რომ გეკითხათ, ინტერისის გამო, გააკეთა ეს, რადგან აინტერესებდა, სად მივიდოა, მაგრამ მას რაში ადარდებდა ეს, ის ხომ გოგოს დასანახად ვერ იტანდა. — ისეთივე იდუმალი და ამოუხსნელია, როგორც ეს მთვარე, რომელიც ღამით თავისი მელანქოლიური ფერით ანათებს. — ამოიოხრა და უჯრიდან კვლავ ნიას ჯვარი ამოიღო. — უცნაურია, მაგრამ ამ ნივთს დღემდე ვინახავ ჩემთან. ვინ ხარ და ყოველი შენი შეხვედრა რატომ მოქმედებს ასე? — აკი გითხარი, რომ შენთვის სარკე ვარ-თქო. — გაისმა ნიას ხმა. — ისევ შენ?! — წარბშეკრულმა წამოიძახა და ჯვარი უჯრაში ჩააბრუნა. — აქ რას აკეთებ? — შენ მომიხმე და მეც მოვედი. — მსგავსი არაფერი მომხდარა და არც შენ ხარ რეალური. — მოქუფრული სახით უთხრა. — მართალია, მაგრამ დღეს ხომ მნახე, შენზე კი ძალიან იმოქმედა რაც გაიგე, ხომ ასეა? — არაფერი მსგავსი. — ხომ გითხარი, ჩემზე ცუდს ვერ გაიგებ-თქო. — ღიმილით უთხრა. — უბრალოდ წადი აქედან, თავგზას ნუ მირევ. — გაღიზიანებულმა წამოიძახა. — კარგი, ახლა წავალ, მაგრამ მალე ისევ მნახავ. — უთხრა და გაქრა. ლუკა სულ აირია. იმდენად იყო შეპყრობილი ნიაზე ფიქრებით, რომ უკვე ელანდებოდა კიდეც. ეს ძალიან არ მოსწონდა, რადგან მასზე ძალიან მოქმედებდა გოგონა. მთელი ღამე ვერ მოისვენა, აღარ იცოდა რა გაეკეთებინა და როგორ მოეშორებინა მასზე ფიქრები, მაგრამ რაც უფრო ცდილობდა მისგან თავი შორს დაეჭირა, მით უფრო უახლოვდებოდა მას. საწოლზე იწვა და შფოთავდა. მასზე ფიქრები უკვე აკვიატებად ექცა, ვერაფრით იგდებდა მას გონებიდან, თითქოს შეპყრობილი იყო მისით და რაც უფრო დრო გადიოდა, უფრო იპყრობდა და აღიზიანებდა ეს. რაც დრო გადიოდა, მით უფრო კარგავდა ძალას, სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა და ვერც საკუთარ თავს ერეოდა, მაინც რა არის არა? ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი მის ხელშია, მაგრამ ამ დროს გავიწყდება, რომ ჩვენ არაფერს ვწყვეტთ ზუსტად ასე იყო ვაჟბატონიც, რადგან ეგონა, რომ მის ცხოვრება იდეალურად იყო აწყობილი და მის აღმართულ კედლებში ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაღწევდა, მაგრამ ვაი, რომ ცდებოდა და ასე არ იყო. *** დილით, როგორც ყოველთვის ახლაც უხასიათოდ გაიღვიძა, უძილობისგან კი, უარეს ხასიათზე დააყენა, საწოლიდან წამოდგა სწრაფად მოემზადა და კიბეებზე დაეშვა, სშინელ ხასიათზე იყო და ახლა არავისთან არ უნდოდა ლაპარაკი, სწრაფი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ და გასვლი წინ უთხრა, მხოლოდ თავისიანებს, რომ არ დალოდებოდნენ. კოპებ შეყრილი მართავდა მანქანას და თითებს მთელი ძალით უჭერდა საჭეს, იმდენად ძლიერ, რომ სახსრები გაუთეთრდა, სრულ ქაოსში იყო და გაურკვევლობაში, რა ემართებოდა, ვერ იგებდა, საკუთარ თავზეც ეშლებოდა ნერვები, იმის მაგივრად რომ განედევნა მასზე ფიქრები და თავად გოგო, საკუთარი ცხოვრებიდან ადგა და თავის ფეხით მივიდა მასთან, მასზე ფიქრებს თავიდან ვერ იშორება, რომელიც უკვე აკვიატებად ქცეულიყო მისთვის, ….. კაბინეტში იჯდა და ცდილობდა, გონება მოეკრიბა, თუმცა თავი საშინლად ტკიოდა და ეს უარესად მოქმედებდა მასზე, მისი სიმშვიდე ნელ-ნელა, ირღვეოდა და მისი მოთმინებაც იწურებოდა, ვერაფრით იგდებდა, თავიდან ნიაზე ფიქრებს, უფრო იმაზე ღიზიანდებოდა, რომ მისი ბრალდებაზ გოგოს მიმართ უსაფუძლო იყო და ნიამ მართლაც შეასრულა თავის სიტყვა, ღიზიანდებოდა, როდესაც იგებდა, რომ გოგო მასზე გაცილებით მაღლა იდგა. ამ ფიქრებში იყო, გართული როდესაც მასთან ალექსი, მივიდა და ისიც გამოერკვა ფიქრებიდან. — შეიძლება, ძმაო? — კარებში ალექსი, შემოვიდა — მოდი, ალექს. — თქვა და გასწორდა. — რა ხდება აბა? — ის არქიტექტორი დამიკავშირდა, ვისაც ავალია ტაძრის მშენებლობა. — რა გითხრა? — მოკლედ მითხრა, რომ მონახაზები უკვე მზად არის და ეცდებიან ისე გააკეთონ, რომ არ დააზიანონ ძველი ნაგებობა. — ძალიან კარგი. — ისე რა მაინტერესებს იცი, შენ მაგ ადგილას სასტუმროს აშენებას აპირებდი და რა მოხდა ისეთი, რომ აღარც სასტუმროს აშენებ და ტაძარს აკეთებინებ? — გაოცებულმა უთხრა. ლუკას გაახსენდა ის ინციდენტი ნიასთან. თუ როგორ შემოიჭრა მშენებლობაზე და ცოცხალი თავით არ თმობდა, რომ ტაძარი დაენგრიათ. თითოეული მომენტი ახსოვს, ისიც კი, მუხლმოდრეკილი რომ ლოცულობდა. მაშინ მან რაღაც ამოუხსნელი განიცადა, იქნებ სინდისმა შეაწუხა ან კიდევ იყო რაღაც სხვა. — ძმაო, აქ ხარ? — ხელი აუფრიალა ცხვირწინ. — ხო, რა მოხდა? — კეფაზე ნერვიულად მოისვა ხელი. — არაფერი, უბრალოდ რაღაც გკითხე და შენ არ მიპასუხე. რა გჭირს ამ ბოლო დროს, ვერ გცნობ? — არაფერი, რა უნდა მჭირდეს. ხომ მეუბნებოდით რომ ტაძრის დანგრევა ცუდი იდეა იყო... — ხო, მაგრამ როდის იყო სხვის ჭკუაზე დადიოდი ან მისი აღდგენა... ლუკა, ეს შენ არ გგავს, ხვდები? — ალექს, უკვე დამღალე... — დაღლილმა მიუგო. — კარგი, კარგი, წავედი მე და აბა შენ იცი. — გაიცინა და წავიდა. ლუკა მარტო დარჩა საკუთარ თავთან. მართლა რა სჭირდა? ეს ლუკას ხასიათში არ ჯდებოდა. ის ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც მის ინტერესებში შედიოდა. ახლა კი ადამიანი, რომელსაც მსგავსი რაღაცების არ სწამდა, ეკლესიის განახლებას იწყებდა. ნერვიულად იყურებოდა გამჭვირვალე მინიდან, საიდანაც მთელი ქალაქი მოჩანდა. თავის ტკივილი კი არ უვლიდა. მთელი დღე ოფისში გაატარა და მუშაობას შეჰყვა, ამით ცდილობდა ფიქრებისგან თავის არიდებას. ექვსი სრულდებოდა, უკვე რომ დაღლილი, წამოდგა სავარძლიდან პიჯაკი აიღო და სწრაფი ნაბიჯებიღ გავიდა, შენობიდან, იმდენად ჰქონდა, გონება და გული დამძიმებული, რომ აზროვნების უნარიც კი აღარ შესწევდა, გაღიზიანებული იყო, ამ ყველაფრისგან. კარი რომ გააღო და შევიდა, რაღაც ხმაური მოესმა, ოთახიდან ხმამაღალი საუბრის ხმა გამოდიოდა. დაღლილმა ამოიოხრა და შიგნით შევიდა. როგორც კი შეაბიჯა, წამით შედგა, თითქოს რაღაც იგრძნო, შემდეგ კი მათკენ გაემართა. — ლუკა, ვერ წარმოიდგენ, რა მოხდა! — წუწუნით უთხრა ნინიმ. — ნინი, ახლა შენთან საუბრის თავი არ მაქვს, — შეუღრინა ლუკამ. — ჰო, მაგრამ დღეს ბებიაშენმა ვიღაც გოგო მოიყვანა აქ. — ვინ გოგო? — აბა, თუ გამოიცნობ... ის გოგო ჩემი მასწავლებელი უნდა იყოს, წარმოგიდგენია? — რას ბოდავ, ნინი, — უხასიათოდ უთხრა და მისაღებში შევიდა. — თამთა! ამიხსენი, რა ხდება, ვინ გოგო მოიყვანეთ?! — გაღიზიანებულმა იკითხა და სწორედ ამ დროს ნია მისკენ მიბრუნდა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ლუკა მას თვალს არ აშორებდა; ნამდვილად არ მოელოდა მის ხილვას თავის სახლში. — ვინმე ამიხსნით, რა ჯანდაბა ხდება აქ? — გაბრაზებულმა დაიყვირა. — ლუკა, ნია დღეიდან ნინის დაეხმარება, რომ შეისწავლოს ყველაფერი, რაც საჭიროა, — უთხრა თამთამ. — რატომ ჩათვალეთ, რომ ეს ჩემი ნებართვის გარეშე შეგეძლოთ? ან რაღა მაინცდამაინც ეს გოგო, სხვა ვერავინ ნახეთ? — არ მესმის, რა პრობლემაა, ნია ძალიან კარგი გოგოა. — რა იცი შენ, როგორია, მას არც კი იცნობ! მე კი ძალიან კარგად ვიცნობ — ასეთები უმანკო სახით ატყუებენ ყველას. ნიას გული ეტკინა ამის მოსმენისას და თვალზე ცრემლი მოადგა. — მე არ დავუშვებ, რომ ამ აფერისტმა აქ იმუშაოს! — წამოიძახა გაღიზიანებულმა. თუმცა, როდესაც გოგოს აწყლიანებულ თვალებს მოჰკრა თვალი, წამით შეკრთა და ინანა კიდეც თავისი სიტყვები, მაგრამ მისი იქ ყოფნა მაინც არ უნდოდა, რადგან ნია მასში გაუგებარ გრძნობებს აღძრავდა. გოგონას თვალზე ცრემლები მოადგა, თუმცა სწრაფად შეიშრო — არ უნდოდა, მის წინაშე ატირებულიყო. — ქალბატონო თამთა, მგონი, ცუდი აზრი იყო აქ მოსვლა, მე წავალ, — უთხრა და წასვლა დააპირა. — არა, ნია, მოიცადე! შენ არსად არ წახვალ. ნუ მიაქცევ მას ყურადღებას, გთხოვ. — მაპატიეთ, მაგრამ არ შემიძლია. ვერ ვიმუშავებ იქ, სადაც ჩემი დანახვა არ უნდათ. სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ და ყველა თავისნაირი ჰგონიათ, — წამოიძახა და კაცს თვალი თვალში გაუყარა. ნია სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა გასასვლელისკენ. ცრემლები შეუჩერებლად ჩამოსდიოდა, თუმცა წელში გამართული მიდიოდა — არ სურდა, ლუკას მისი სისუსტე დაენახა. გვერდი აუარა კაცს და გასასვლელი კარი გაიჯახუნა. ლუკამ მის ანარეკლს თვალი გააყოლა, შემდეგ კი ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. — ნია, მოიცადე! — შესძახა თამთამ, მაგრამ კარის გაჯახუნების ხმამ მისი სიტყვები ჩაახშო. მისაღებში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. ლუკა ერთ ადგილას გაქვავებულიყო, მზერა კარზე ჰქონდა მიყინული. ხელები მუშტებად შეეკრა. ნიას სიტყვებმა მასში ყველაფერი გადაატრიალა. — კმაყოფილი ხარ?! — ბებიის ხმაში ბრაზი გაერია. — შენ ახლახან შეურაცხყოფა მიაყენე ადამიანს, რომელმაც დღეს მთელი თავისი პრიზი ბავშვთა სახლს შესწირა. შენ კი მას "აფერისტი" უწოდე! — მე არ მინდა მისი დანახვა ჩემს სახლში, — გამოსცრა კბილებში, თუმცა საკუთარი ხმაც კი ეუცხოვა. — შენ უბრალოდ გეშინია, ლუკა, — მშვიდად უთხრა თამთამ. — გეშინია, რომ ის შენს ცივ კედლებს დაანგრევს. ლუკამ პასუხის ნაცვლად ზურგი აქცია მათ და თავის კაბინეტში ჩაიკეტა. იმ ღამეს მას აღარ დაუძინია. კაბინეტში ბოლთას სცემდა. მის გონებაში ისევ და ისევ მეორდებოდა სცენა: ნიას აცრემლებული თვალები და მისი სიტყვები. ლუკა მიხვდა, რომ რაც უფრო მეტად ცდილობდა ნიას განდევნას, მით უფრო ღრმად ეფლობოდა მასზე ფიქრებში. ის მივიდა ფანჯარასთან და ქალაქს გადახედა. სძულდა საკუთარი თავი ამ სისუსტისთვის. სძულდა ის, რომ ნიას ცრემლი მისთვის ასეთი მტკივნეული იყო მისთვის. *** საწოლზე იყო წამოწოლილი და მომხდარი გონებიდან არ ამოსდიოდა. ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი აუტანელი ყოფილიყო. წინა დღეს, ბავშვთა სახლში, სულ სხვა კაცი დაინახა, კეთილი და გულუხვი, ახლა კი ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა: სახლიდან გააგდო და აფერისტი უწოდა. როგორ აღიზიანებდა ეს თავხედი კაცი! ნიამ იცოდა, რა მოჰყვებოდა იმ სახლში მისვლას, მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა. „თუ არ წავალ, ის ვაჟბატონი გაიმარჯვებს, ეს კი ნამდვილად არ მინდა! რატომ უნდა დავიმალო? დასამალი არაფერი მაქვს. ის, რომ ლუკა ხევპრეა და მოქცევა არ იცის, ჩემი ბრალი არაა,“ — ფიქრობდა თავისთვის. გადაწყვიტა: იქ სწორედ მის ჯიბრზე მივიდოდა და დაანახებდა, რომ მისი არ ეშინოდა.დიდხანს აღარ უფიქრია, მალევე მორფეოსის სამყაროში გადაეშვა ახალი გეგმებით. …. მეორე დღეს კი, ჩვეულ დროს ადგა, მოწესრიგდა და თამთას დაურეკა. უთხრა, რომ მათთან მისვლას აპირებდა. თამთას, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა ეს ამბავი.ახლა ნია სწორედ იქ იყო და თამთასთან ერთად სამომავლო გეგმებს განიხილავდა. მიუხედავად სიმტკიცისა, ამ უზარმაზარი სახლის ცივი კედლები და მისი უსიცოცხლო მეპატრონე მაინც სთრგუნავდა. ყოველ წამს ელოდა, რომ ლუკა გამოჩნდებოდა და ისევ ატეხდა ერთ ამბავს, მაგრამ კაცი არსად ჩანდა. ეს უცნაურად ეჩვენებოდა თითქოს შინ არ ბრძანდებოდა, თუმცა მისი მძიმე ენერგია ჰაერში მაინც იგრძნობოდა. „ალბათ თამთამ გააფრთხილა, ხმა არ ამოეღო, ან იქნებ თვითონ არიდებდა თვალს, ვინ იცის. მისაღებში თამთასა და ნინისთან ერთად იჯდა. ნიამ სცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და საუბარი ჩვეულებრივი კითხვით დაიწყო: — ქალბატონო თამთა, ძალიან კარგია ყველაფერი, რასაც ვგეგმავთ... და ნინის ქორწილს როდის აპირებთ? თამთა უხერხულად შეიშმუშნა და მზერა აარიდა. ნინიმ კი მკვეთრად წამოიძახა: — რა ქორწილი, ნია! არანაირი ქორწილი არ იქნება. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, როგორც პარტნიორები, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. — წამოიძახა ნინიმ დამცინავი ტონით. — ერთ სახლში? როგორც ცოლ-ქმარი, ქორწინების გარეშე?! — ნია გაოგნებული უსმენდა. „ღმერთო, რა ადამიანია ასეთი?“ — გაიფიქრა თავისთვის. წყალი ის იყო, მოსვა, რომ მისაღებში ლუკას ბოხი და მკაცრი ხმა გაისმა: — ნინი, მალე მორჩები? საქმე მაქვს! ამ ხმის გაგონებაზე ნიას წყალი გადასცდა და ხველა აუტყდა. სანამ სუნთქვას დაირეგულირებდა, იგრძნო, როგორ მიეყინა ზურგზე ლუკას გამჭოლი და ცივი მზერა. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ კაცი ხმას არ იღებდა მხოლოდ იმ გამყინავი გამოხედვით „ასაჩუქრებდა“ გოგონას, რაც ნიას საბოლოოდ ურევდა გზა-კვალს. — ნია, კარგად ხარ? — ჰკითხა თამთამ შეწუხებული ხმით. — კი, კარგად ვარ, ქალბატონო თამთა. მე წავალ, უკვე გვიანია, მერე ტრანსპორტი აღარ ივლის, — წამოიძახა აფორიაქებულმა და სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა გასასვლელისკენ. წასვლისას კიდევ მოჰკრა თვალი ლუკას შეწუხებულ სახეს. „ნამდვილი დემონია,“ — გაიფიქრა გულში და კარებში გაუჩინარდა. **** მთელი გზა, ფიქრებში გალია, ვერაფრით ვერ იგდებდა, გონებიდან გაგონილს, ვერაფრით ვერ წარმოედგინა, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ წყვილს ქორწინების გარეშე, ამასობაში მისი ავტობისიც შეჩერდა ავლაბრის, გაჩერებაზე, გოგონა სწრაფად გავიდა გასასლელისკენ და თავის ქუჩას ჩაუყვა, უკვე საკამოდ მობნებული იყო და ქუჩებს, მხოლოდ ლამპიონების მბჟუტავი შუქი, თუ გაანათებდა. დაღლილი სახით შევიდა და ლიზას ისე ჩაუარა, რომ ვერც კი შეენიშნა. — ნია, რა გჭირს? სახეზე ფერი არ გადევს, — ჰკითხა ლიზიმ და ხელები წინ აუფრიალა, რომ მისი ყურადღება მიეპყრო. — ჰა? რა თქვი? — ნია ფიქრებიდან გამოერკვა და ლიზას გახედა. — არაფერი... უბრალოდ, ძალიან დავიღალე. გოგონა სავარძელში ჩაეშვა და ხელები მუხლებზე დაიწყო. ლიზი გვერდით მიუჯდა, გრძნობდა, რომ რაღაც ისეთი მოხდა, რამაც ნია ძირეულად შეძრა. — გელოვანებთან მოხდა რამე? ისევ იმ კაცმა გაწყენინა? — არა, მას ხმაც არ ამოუღია,მაგრამ ის რაც გავიგე სულ ამრია.. — ამოიოხრა ნიამ და მზერა ფანჯარას გაუშტერა. — ლიზი, შენ იცი, რა არის „თანაცხოვრება“? — რავიცი, ალბათ წყვილი როდესაც ერთად ცხოვრობს? — არა, ლიზი... ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ცოლ-ქმარივით ცხოვრობენ, ერთ სახლში, ერთ ოთახში, მაგრამ არც ჯვარი აქვთ დაწერილი და არც ხელი მოწერილი. ამბობენ, რომ არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ. წარმოგიდგენია? ისე ცხოვრობენ, თითქოს ყველაფერი ნებადართულია. — განუმარტა ნიამ. — ეგ ვინ გითხრა? — გაოცებით უთხრა. — ნინიმ მითხრა. ისე ლაპარაკობდა, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოს, თითქოს მე ვიყავი უცნაური, ეს რომ გამიკვირდა. იქ ისეთი სიცივეა, ლიზი... ყველაფერი ოქროთია მოპირკეთებული, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანმა ასე იცხოვროს? სარწმუნოების გარეშე, პასუხისმგებლობის გარეშე... ეს ხომ მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუებაა. — ვაიმე, ნია... მართლა შოკია, — ჩაილაპარაკა ლიზიმ, თუმცა ისე მძაფრად ვერ განიცდიდა, როგორც და. — მაგრამ შენ რა გინდა, რომ ქნა? — არ ვიცი, — ჩურჩულით მიუგო ნიამ. — ერთის მხრივ, მინდა გავიქცე და აღარასოდეს დავბრუნდე იმ „ტალახში“. მეორეს მხრივ კი... მგონია, რომ იქ იმიტომ მოვხვდი, რომ რაღაც შევცვალო. თუნდაც ერთი პატარა სანთელი ავანთო იმ დიდ წყვდიადში. — რა ხდება, გოგოებო, რას ჭორაობთ? — ამ დროს მამიდა მივიდა მათთან. — არაფერი, მამიდა. მე წავალ, მოვწესრიგდები და მოვალ, — უთხრა ნიამ და ოთახში შევიდა. მოწესრიგებული, საღამურებში გამოწყობილი გამოვიდა ოთახიდან და სუფრის გაშლაში დაეხმარა. შემდეგ სავახშმოდ დასხდნენ. ნია ჯერაც ფიქრებში დაფრინავდა. მისთვის რთული გასაგები იყო გელოვანისნაირი ადამიანის ცხოვრება, რადგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ: ნია ერთი უბრალო, ტრადიციული და მორწმუნე გოგონა იყო, გელოვანი კი არცერთს არ იცავდა. გარდა ამისა, მას ჰქონდა მიზეზი, თუ რატომ არ უნდოდა ოჯახის შექმნა, უბრალოდ ამას არ ამჟღავნებდა. მთელი ვახშმის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, ჩაფიქრებული ჭამდა. — მე წავალ, დავისვენებ, დღეს ძალიან რთული დღე მქონდა, — დაუბარა მათ და ოთახში შევიდა. პლედი აიღო და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. ძალიან იყო არეული. „რა ადამიანია ამისთანა... ღმერთო, როგორ შეიძლება იცხოვრო ქორწინების გარეშე?,— ფიქრობდა თავისთვის. ** მეორე დილას ნია სარკესთან იდგა და თმებს ისწორებდა. ამჯერად ცხენის კუდიგაიკეთა, სახე მოიწესრიგა. სადა, ტანზე ოდნავ გაშვებული კაბა ეცვა.ყველაფერს, რომ მორჩა ოთახიდან გავიდა და წასასვლელად გაემზადა, მამიდას უთხრა, რომ სახლში არ ისაუზმებდა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან.გზაში ბევრ რამეს ფიქრობდა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ამოიოხრა და გზას გაუყვა. რადგან ადრე იყო, გადაწყვიტა სულიერი სიმშვიდისთვის ტაძარში შესულიყო. ტაძრის მძიმე, მოჩუქურთმებული ხის კარი ნიამ კანკალით შეაღო. საკმევლის სურნელმა მაშინვე მოჰგვარა შვება. აქ გელოვანების სახლის ქაოსი და ლუკას გამყინავი მზერა სადღაც შორს დარჩა. მამა შალვა ანალოღიასთან იდგა. ნია მიუახლოვდა და მოძღვრის ხელს ეამბორა. — დამლოცეთ, მამაო... — ჩურჩულით ამოთქვა და იგრძნო, როგორ მოეძალა ცრემლები. — უფალმა დაგლოცოს, შვილო. რაო, რამ აგიფორიაქა სული ასე ძლიერად? ნიამ ყველაფერი დაუფარავად უამბო. — მამაო, ის კაცი... ის თითქოს ჩემს სულში იჭრება. მინდა გავიქცე, რომ ჩემი რწმენა გადავარჩინო ამ ტალახისგან. მამა შალვამ სევდიანად, თუმცა იმედიანად გაიღიმა: — შვილო, განა სანთელს მზის შუქზე ანთებენ? სანთელი სწორედ წყვდიადშია საჭირო. ლუკა გელოვანი დემონი არ არის, ის უბრალოდ სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანია. — ანუ უნდა დავრჩე? — ამოთქვა ნიამ. — დარჩი, შვილო, და ნუ განსჯი მათ. …. როგორც კი ტაძრიდან წამოვიდა გეზი მაშინვე გელოვანების სახლისკენ აიღო და ახლა უკვე მათი, ჭიშკართან იდგა, უყურებდა უზარმაზარ სახლს და თავის დამშვიდებას ცდილობდა ახალ ეტაპზე გადადიოდა სადაც მოიწევდა ყოველდღიურად ლუკას ნახვა, ეს ძაბავდა, მაგრამ საკუთარ თავს ხომ დაპირდა, რომ მივიდოდა, იქ სამუშაოდ ახლა რაღატომ ორჭოფობდა, ვერ ხვდებოდა. საბოლოოდ მოიკრიბა ძალა ეზოში შევიდა და კარზე ზარი დარეკა, თითქოს ბედის ირონიით კარები ლუკამ გაუღო და მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა, ნიამ იგრძნო, როგორ წამოახურა სახეზე და შეცბა, კაცი ისე უყურებდა, რომ თვალებით ბურღავდა, თითქოს მის რაეაქციებს აკვირდებოდაო, ნიასთვის უცნაური იყო, თუ რატომ იქცეოდა ასე ლუკა, არ მოსწონდა ეს სიჩუმე. ბოლოს თავი აარიდა და შიგნით შევიდა უნდოდა რაც შეიძლება მალე გასცლოდა მას. სახლში შესულმა კი, თავისთვის ჩაილაპარაკა. — ჰუჰ, უცოლო დემონი… — ჩაილაპარაკა, თავისთვის, ეგონა, ლუკა ვერ გაიგებდა ამას, მაგრამ მის ყუთასმენას არაფერი გამოპარვია. ლუკა წამით შედგა, თითქოს არ სჯეროდა, რომ ეს გაბედეს, შემდეგ კი გაფართოებული, ცივი თვალებით მკვეთრად მობრუნდა და გოგონას შეხედა, ცივი მზერით. — რა თქვი?! — მისი ხმა ლითონივით ცივი და მჭრელი იყო. ნია მოულოდნელობისგან შეხტა, ისე დაიბნა, რომ უკანმოუხედავად გაიქცა და ძლიერად შეეჯახა კედელს. — ღმერთო! — ტკივილისგან ამოიკვნესა და ინსტინქტურად შუბლი მოისრისა. ცალი თვალით ლუკას გახედა, რომელიც ჯერ კიდევ მას უყურებდა, დაჟინებით, თითქოს მის გაშიფვრას ცდილობსო. ნიამ ვეღარ გაუძლო ამ გამჭოლ მზერას და სასწრაფოდ მისაღებში შევარდა. ლუკამ მის ზურგს გააყოლა თვალი. — წარმოუდგენელია... — ჩაილაპარაკა თავისთვის, თავი გაიქნია და სახლიდან გავიდა. — გამარჯობა, ქალბატონო თამთა, — ღიმილით მიესალმა ნია. — მოხვედი უკვე, — თბილად უთხრა თამთამ, — მოდი, დაჯექი. — კარგი... მითხარით, საიდან დავიწყო ნინის სწავლება? — ამ საქმეს მთლიანად შენ მოგანდობ, ნია. მჯერა შენი. — მაგრამ... კონკრეტულად რა გინდათ, რომ ვასწავლო? იცით, რატომ ვამბობ ამას... სიმართლე გითხრათ, წუხანდელი საუბრის შემდეგ ცოტა გაურკვევლობაში ვარ, — დაბნეულად ამოთქვა გოგონამ. თამთამ მძიმედ ამოიოხრა. — მესმის შენი, ჩვენც მასე ვართ. გეტყვი, რაშია საქმე... ჩემს ძმას ქორწინებისა და ოჯახის არ სწამს, ამიტომ არ უნდა ნინის ცოლად მოყვანა. — ცუდად არ გამიგოთ, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ... აბა, აქ რისთვის მოიყვანა? — საქმე ის არის, რომ ბებია მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. ლუკამ კი ნინი მის ჯიბრზე მოიყვანა აქ. ბებია, რა თქმა უნდა, არ ნებდება , გადაწყვიტა ნინის ყველაფერი შეასწავლოს, რასაც ჩვენს წრეში ითხოვენ. ფიქრობს, რომ გოგონა თავს ვერ გაართმევს და ლუკა მას სახლიდან გაუშვებს. ამიტომ მინდა, რომ ნინის დაეხმარო... იქნებ ჩემს ძმასაც შეეცვალოს აზრი ამასობაში. — გასაგებია... ვეცდები, ნინის დავეხმარო, — უთხრა ნიამ. ამ დროს კარი გაიღო. ლუკა, რომელსაც საბუთები დარჩენოდა და უკან მობრუნებულიყო, სწორედ იმ მომენტში შემოვიდა, როცა ნიამ უფლის სიყვარული ახსენა. ის წამით შედგა. ეს სიტყვები რატომღაც მის გონებაში უცნაური ექოსავით ჩაირინდა, რამაც უსიამოვნო გაღიზიანება გამოიწვია. — თამთა, ჩემი საბუთები ხომ არ გინახავს? — წარბშეკრულმა იკითხა და მზერა ნიასკენ გააპარა. — შენი საბუთები? მგონი ვიცი, სადაც არის, ახლავე მოვიტან, — თქვა თამთამ და ოთახიდან გავიდა. სიჩუმე ჩამოწოლილიყო. ნია გრძნობდა, როგორ აფორიაქებდა ლუკას სიახლოვე, როგორ იძაბებოდა ყოველი კუნთი მის გარშემო. — იცოდე, — ხმადაბლა, მუქარით დაიწყო ლუკამ, — შენი სისულელეები არ მოახვიო თავზე ნინის. გაიგე? — რა თქვით? — ნია ფეხზე წამოდგა და პირდაპირ თვალებში შეხედა. — რაც გაიგე. ასწავლე მხოლოდ ის, რაც საჭიროა. შენი ზღაპრები კი შენთვის შეინახე. ნიას მზერა არ აურიდებია. მის ხმაში უცნაური სიმტკიცე გაჩნდა: — ის, რასაც თქვენ ზღაპარს ეძახით, ერთადერთი ჭეშმარიტებაა. თქვენ რატომ გეშინიათ იმის, რომ ნინიმ ეს შეიცნოს? იქნებ გეშინიათ, რომ ერთ დღეს მიხვდება, რა ილუზიაში ცხოვრობდა და სწორ გზაზე დადგეს. ლუკამ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, ნიასთან ისე ახლოს მივიდა, რომ გოგონამ მისი ცივი სუნამოს სურნელი იგრძნო. — შენ მე მეკითხები, მეშინია თუ არა? — ჩაილაპარაკა მან დაბალი, დამცინავი ხმით, თუმცა მის თვალებში გაღიზიანებაზე მეტად დაბნეულობა ჩანდა. — გგონია, შენი ეს „ჭეშმარიტება“ ჩემში რამეს შეცვლის? მე რეალურ სამყაროში ვცხოვრობ, ნია. იქ, სადაც მხოლოდ ძალას აქვს ფასი და არა ლოცვებს. — სწორედ მაგაშია თქვენი შიშიც, — არ დაუთმო ნიამ, მიუხედავად იმისა, რომ გული გამალებით უცემდა, — გეშინიათ აღიაროთ, რომ არსებობს ძალა, რომელიც თქვენსაზე დიდია. იმიტომ, რომ მაშინ მოგიწევთ იმის დანახვა, რაც სინამდვილეში ჩაიდინეთ. წამით გაქვავდა. ნიას სიტყვები ზუსტად იქ მოხვდა, სადაც ყველაზე მეტად სტკიოდა, მის წარსულსა და იმ სიცარიელეს, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა. მას უნდოდა რამე მკვახე ეთქვა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა. ამ დროს თამთა შემოვიდა საბუთებით. ლუკამ მათ ხელი სტაცა, მზერა ნიას მოაცილა და ისე, რომ არცერთისთვის არ შეუხედავს, კარისკენ გაემართა. — საღამოს გნახავთ, — დაუბარა ყველას ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა, საჭეს ხელები მაგრად ჩაავლო. ნიას ხმა — „რატომ გეშინიათ?“ — ისევ ჩაესმოდა ყურებში. გაბრაზებულმა ძრავა დაქოქა და ადგილიდან მკვეთრად მოწყდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, რადგან ამ პატარა გოგომ მოახერხა ის, რაც ვერცერთმა მისმა მტერმა ვერ შეძლო — აიძულა საკუთარ თავში ჩაეხედა. სერიოზული სახით მართავდა საჭეს, თითქოს არც არაფერი ემჩნეოდა, თუმცა შინაგანად ნია მასში ქაოსს თესავდა. ნიას სიტყვები ყოველთვის ღრმა და აზრიანი იყო და ეს გელოვანს გულზე ხვდებოდა. შუქნიშანთან შეჩერდა, ყურზე მიკროფონი მოირგო და სადღაც გადარეკა. — გამარჯობა, ბატონო ავთო, მაინტერესებს სასტუმროს საქმე, როგორ მიდის? — ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, უფროსო. — კარგი, გზაში ვარ და მალე მანდ ვიქნები. სიჩქარეს მოუმატა და მშენებლობაზე მივიდა. შავი შარვალ-კოსტიუმი მოხდენილად მოერგო, თმები უკან გადავარცხნილი ჰქონდა, მოკლე წვერი კი უფრო მკაცრ იერს სძენდა. ქედმაღლური მზერით დაათვალიერა ტერიტორია. — როგორ მოგწონთ, უფროსო? — ჰკითხა ავთომ. — მომწონს, მშენებლობაც კარგად მიდის. ხომ იცი, ერთი შეცდომაც რომ დაუშვათ, არ გაპატიებთ. უკან წამოსულს ბენზინი გამოელია, ამიტომ ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერდა. სანამ უცდიდა, მოულოდნელად ფანჯრიდან ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი. წამში დაეჭიმა კისერზე ძარღვები. როგორ სძულდა ეს ადამიანი, რადგან მთელი მათი უბედურება ამ ადამიანის ბრალი, იყო მოშორებით ბიძამისი დაინახა, მასაც ისე ვერ იტანდა, როგორც მამაისს. ლუკამ ნერვებმოშლილმა მიაჭირა გაზს და ადგილიდან მოწყდა. სიმწრისგან ერთიანად აელეწა სახე. საჭეს ისე ჩაჰფრენოდა, რომ ცოტაც და შემოატყდებოდა. როგორ ვერ იტანდა ამ ადამიანს, ეზიზღებოდა და სძგდა. სახლში საღამოსკენ მივიდა, გაღიზიანებული. მისაღებში შესულს ასეთი სურათი დაუხვდა: დივანზე ყველა ერთად იჯდა და ნიას უსმენდნენ. ნია მონდომებით უყვებოდა რაღაცას და იღიმოდა. კაცი, კედელს მიეყრდნო და შორიდან დაიწყო მათი ყურება. აკვირდებოდა ნიას სახეს, თუ როგორ მხიარულად საუბრობდა ისეთი უბრალო და უშუალო იყო ყველასთან. ეს გოგო,მას ძალიან იზიდავდა, რატომღაც ახლაც იდგა და მას არ აშორებდა თვალს. — რას აკეთებ ლუკა, გონს მოდი, — წამოიძახა უცებ გონებაში, — ის უბრალოდ ერთი უცნაური გოგოა. ჩაილაპარაკა და მათ მიუახლოვდა. — ხოდა ასეა, ქალბატონო თამთა, — ღიმილით წამოიძახა ნიამ, მაგრამ როგორც კი გელოვანი დაინახა, ღიმილი სახეზე შეახმა. მისაღებში შესულმა თამთამ მაშინვე იგრძნო ძმისგან მომავალი მძიმე ენერგია. ლუკა ისეთი პირქუში იყო, თითქოს მხრებით მთელ სამყაროს სიმძიმეს ეზიდებოდა. — ლუკა, როდის მოხვედი? — ჰკითხა თამთამ ფრთხილად, როგორც კი ძმა დაინახა. — ახლახან, — ბოხი ხმით, თითქოს ამოიხრიალაო, წარმოთქვა მან. — დაო, მე ჩემს ოთახში ვიქნები და ძალიან გთხოვთ, არავინ შემაწუხოთ. — რა ხდება, ლუკა, ხომ კარგად ხარ? — თამთას ხმაში შფოთვა გაერია. — არაფერი ისეთი, უბრალოდ რთული დღე მქონდა. ნელი დეიდას უთხარი, რომ ოთახში ყავა ამომიტანოს, — ესღა თქვა და წავიდა. წასვლისას წამიერად, სულ ერთი წამით შეავლო თვალი ნიას და თავის ოთახში ავიდა. ოთახში შესულმა პიჯაკი მოისროლა და საწოლზე დაეშვა. თავი უსკდებოდა. თვალები მტკივნეულად დახუჭა, მაგრამ სიბნელეშიც კი ის სცენა ედგა თვალწინ ის საზარელი ღამე. სუნთქვა გაუხშირდა და ბრაზი ყელში მოებჯინა. მოგონებები, რომლებიც წლებია მის სულს ღრღნიდნენ, ისევ ამოტივტივდნენ... მოგონება: 14 წლის წინ — დედა, რა მოხდა?! — თხუთმეტი წლის ლუკა ოთახში შევარდა. დედამისი იატაკზე იჯდა, სახეზე ხელები აეფარებინა და მთელი ტანით კანკალებდა. ირგვლივ ყველაფერი არეული იყო, დედამისი კი იატაკზე უღონოდ იჯდა, რომელიც ნაცემი იყო. — შვილო... — ძლივს ამოიკვნესა ქალმა, მაგრამ თავი არ აუწევია. — სად არის ელენე?! მითხარი, სად წაიყვანეს! — ლუკას ხმა შიშისგან ჩაუწყდა, იმის წარმოდგენაც არ უნდოდა, თუ რა დაემართა თავის პატარა დას. — მამაშენმა... მან წაიყვანა... — ქალი ბოლო ხმაზე ატირდა, მისი სიტყვები კი ლუკასთვის განაჩენივით გაისმა. — ვალებში ჩაიძირა, ყველაფერი წააგო... და ბოლოს, ვალების სანაცვლოდ საკუთარი შვილი გასწირა! ფულზე გაყიდა თავისი სისხლი და ხორცი... ვეცადე, შემეჩერებინა, ლუკა, სიმართლეს გეუბნები, ყველაფერი ვცადე, მაგრამ ვერაფერი შევძელი! მაპატიე, რომ ვერ დავიცავი... ლუკას პასუხის თავი აღარ ჰქონდა. ის გარეთ გავარდა. წვიმიან ასფალტზე ფეხშიშველი გარბოდა და ყურებში მხოლოდ მანქანის მუხრუჭების ღრჭიალი და ელენეს განწირული კივილი ედგა: რომელიც შველას ითხოვდა!“. გარბოდა მანამ, სანამ ფილტვები არ დაეწვა, სანამ მანქანის წითელი ფარები ღამის წყვდიადში საბოლოოდ არ გაქრა თვალები გაახილა და აწმყო ისევ ისეთივე ცივი იყო,როგორც იმ საშინელ ღამეს.უჯრიდან ძველი, გაცვეთილი სურათი ამოიღო. ფოტოზე პატარა, ქერათმიანი გოგონა ანგელოზივით იღიმებოდა. — ვერ დაგიცავი... — ჩახლეჩილი ხმით ჩასჩურჩულა სურათზე გამოსახულ პიატარა გოგონას. ლუკას ცრემლები ახრჩობდა, ხელები კი უკანკალებდა. პირველად იყო ასეთი გატეხილი. საწოლიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ახლაც ისეთივე წვიმიანი და სუსხიანი ღამე იყო, როგორც მაშინ. წლები გავიდა ლუკა კი ისევ წარსულის აჩრდილებით ცხოვრობდა, ის თითქოს იმ საზარელ ღამეში ჩარჩა და იქიდან ვეღარ გამოდის, ის ტკივილი მას მუდამ თან სდევს და მოსვენებას უკარგავდა, იმ დღეს დაარულდა მისი ბავშვობაც და მის ცხოვრებას თითქოს დაღლი დაასვესო, მის ირგვლივ ყველაფერმა აზრი დაკარგაო, თითქოს, ეს ტრაგედია, რომელიც მან განიცადა ჯერ დის დაკარვით და შემდეგ დედის უეცარმა გარდაცვალებამ, სულ მოუღო ბოლო, ფიზიკურად კი, გაიზარდა, მაგრამ შინაგანად ისევ ისევ თხუთმეტი წლის ლუკა იყო, რომელიც გადარჩენას ლამობდა, თუმცა მან თავისი სისუფთავე ღრმად ჩამარხა და ყველანაირი გრძნობებისგან დაიცალა, ის ჩაიკეტა საკუთარ ნაჭუჭში და მიახლოვების უფლებას არავის აძლევდა, რადგან არ უნდოდა ისევ სტკენოდა, ეშინოდა რომ ისევ იგივე განმეორდებოდა და ისევ მიატოვებდნენ საყვარელი ადამიანები, სწორედ ამიტომ იყო ის ასეთი დისტანციური და გულცივი. მოულოდნელად კარზე დააკაკუნეს. ლუკამ წამში შეინახა სურათი. — შემოდით! — წამოიძახა ჩახლეჩილი ხმით, ისე, რომ კარებისკენ არც გაუხედავს. ნიამ ჩუმად შემოიტანა ფინჯანი ყავა და მაგიდაზე დადგა. უკან აპირებდა გაბრუნებას, მაგრამ ლუკას სიტყვებმა გააჩერა. თითქოს იგრძნო, რომ ნია იყო. — შენ ხომ ამბობ, რომ ღმერთი არსებობს...? — დაბოხებული ხმით ჰკითხა. ნია ადგილზე გაშრა, არ მოელოდა ამ კითხვას. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და მის გვერდით გაჩერდა. არ იცოდა, რა ეთქვა. — მითხარი...? შენ ხომ სულ იმას გაიძახი, რომ ღმერთი არსებობს და რომ მის ხელშია ჩვენი ცხოვრება. მაშინ, თუ ის არსებობს, რატომ უშვებს ქვეყანაზე ათას სისასტიკეს? მას თუ უყვარს თავისი ქმნილება, რატომ ანადგურებს?! — ჰკითხა ლუკამ და ფანჯრის მიღმა არსებულ წყვდიადს მიაშტერდა. — ეს ღმერთის ბრალი არ არის. მას არავისთვის ცუდი არ უნდა, — ჩამწყდარი ხმით უთხრა ნიამ. მიხვდა, რომ ლუკას რაღაც აუტანელი ტკივილი აწუხებდა. — რას ნიშნავს, მისი ბრალი არ არის..? — იმას, რომ ღმერთი ბოროტმოქმედი არ არის. მას ყოველი თავისი ქმნილება უყვარს, რადგან მან თავის ხატად შეგვქმნა. მაგრამ ის, რაც ჩვენს თავს ხდება, ყველაფერი უფლისგან როდია. ეს შეიძლება ბოროტისგან იყოს... იმისგან, ვინც ღმერთს ებრძვის. — ბოროტისგან? — ლუკამ მწარედ ჩაიცინა. ის კვლავ წარსულის აჩრდილებში ეძებდა პასუხებს. — მაშინ, სად არის შენი ღმერთი, როცა ბოროტება უმწეოებს ესხმის თავს? რატომ არ იცავს მათ, თუკი ასე ძალიან ვუყვარვართ? რატომ ტოვებს სულში ისეთ ნანგრევებს რომელთა აღდგენაც შეუძლებელია? ნიას გული შეეკუმშა. მან იგრძნო, რომ ლუკა ახლა ვიღაც კონკრეტულზე საუბრობდა, ვიღაცაზე, ვინც მას წაართვეს. — მე არ ვიცი, რა მოხდა შენს ცხოვრებაში, ლუკა, — ჩურჩულით თქვა ნიამ და ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ, თუმცა შეხება ვერ გაბედა. — მაგრამ ვიცი ერთი რამ: თავისუფალი ნება, რომელიც ღმერთმა მოგვცა, ზოგჯერ ადამიანებს საშინელებებს აკეთებინებს. ის არ ანადგურებს... ის ჩვენთან ერთად ტირის, როცა ჩვენ ვნადგურდებით. ის ახლაც აქ არის, შენს გვერდით, ამ ოთახში... — საკმარისია! — მოულოდნელად მკაცრად გააწყვეტინა ლუკამ და მისკენ მობრუნდა. მისი თვალები წითელი იყო, მზერა კი — დაფეთებული. — ნუ მესაუბრები იმაზე, რაც არ იცი. შენს ზღაპრულ სამყაროში ყველაფერი მარტივადაა, ჩემთან კი... ჩემთან მხოლოდ ის ღამეა, რომელიც არასოდეს მთავრდება. წადი, ნია. წაიღე შენი ყავა და შენი იმედებიც გაიყოლე. ჩემს სიბნელეს შენი სანთელი ვერ უშველის. ნიამ დაინახა, როგორ ჩაავლო ლუკამ ხელი მაგიდის კიდეს, თითქოს წონასწორობას კარგავდა. — სანთელი შეიძლება ჩაქრეს, ლუკა, — მშვიდად უპასუხა გოგონამ და კარისკენ წავიდა, — მაგრამ მზე მაინც ამოვა, გინდა შენ ეს თუ არა. იმედი კი არჩევანია და არა ილუზია. **** ნია დაბნეული მიაბიჯებდა თავის ქუჩაზე. ხელში ქოლგა ეჭირა, რომ წვიმისგან არ დასველებულიყო. პირველად ნახა გელოვანი ასეთი დაკარგული და უსუსური. სახლში შესულსაც ვერ მოესვენა. საწოლზე იწვა და ვერ იძინებდა, სულ ლუკას სახე და სიტყვები ახსენდებოდა. მამაოს ნათქვამიც აგონდებოდა: "ის დემონი არ არის, ნია. ის უბრალოდ ძალიან ძლიერად, სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანია." ნაღვლიანი იწვა და გულში წვას გრძნობდა. ოთახში ვეღარ მოისვენა, თბილი ხალათი მოიცვა და აივანზე გავიდა. ცივი ჰაერი მაშინვე მოხვდა სახეში. ჩაფიქრებული უყურებდა წვიმიან ქუჩებს, ლუკას ნათქვამი, არ ასვენებდა და სულ მასზე ეფიქრებოდა, დღეს მან დაინახა დაჭრილი ადამიანი, რომელის სულიც კივის შინაგანად, თუმცა ამ ტკივილს მალავს. ლუკა პირველად გაიხსნა მასთან სრულიად უნებურად, თითქოს მხოლოდ ნია იყო ის ადამიანი, რომელიც შეძლებდა ან მის ნუგეშს ან კიდევ პასუხების გაგებაში დაეხმარებოდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც წარსულის აჩრდილები არ ასვენებდა და თავს ისჯიდა ამით, ყველაფერზე იყო, გაბრაზებული და ღმერთზე განაწყენებული, ნია კი, მიხვდა ეს კითხვები, რომელიც ლუკამ ღმერთზე დაუსვა, იყო მისი პროტესტის გამოხატულება, ის პასუხებს ეძებდა, ამ ყველაფრისგან, რომელიც სტანჯავდა. ამ ფიქრებში გართულს ვერც კი გაიგო, ისე მივიდა მასთან ლიზა. — ნია, აქ რას აკეთებ? — ჰკითხა ლიზიმ, როდესაც ნია აივანზე დაინახა. — ვერ დავიძინე და ჰაერზე გამოვედი... — ამოიოხრა და სავარძელში ჩაეშვა. — რამე მოხდა? — ინტერესით იკითხა დამ. — არაფერი, ლიზი. უბრალოდ იმ ადამიანზე ვფიქრობდი... გელოვანზე. დღეს პირველად ვნახე ასეთი დაკარგული. როცა მის ოთახში ყავა შევიტანე, ისე, რომ ჩემკენ არც შემობრუნებულა, დამიწყო საუბარი ღმერთის არსებობაზე... — იქნებ თავისი და ეგონა? — არა, არავინ ბედავს მასთან ამ თემებზე საუბარს, მხოლოდ მე გავბედე. ეჰ, კარგი, მგონი სულ გავგიჟდი, როდის აქეთია მისი ამბავი მაღელვებს. წავალ, დავიძინებ, — უთხრა და ოთახში შევიდა. *** ავტობუსი, გელოვანების ქუჩაზე, რომ გაჩერდა, ნია სწრაფად გადმოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო სიარული, გარეთ უკვე საკმაოდ ციოდა, ნომებერი ნელ-ნელა იწურებოდა და დეკემბეის სუსხი ეპარებოდა, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, წუხანდელის მერე ცოტა გაურკვევლობაში ჩავარდნილიყო, ფიქრები სტანჯავდა და თავადაც არ იცოდა, თუ რატომ ფიქრობდა იმ ადამიანზე, ამ ფიქრებში გართულს ვერც კი გაიგო, უკნიდან ვიღაცამ, როგორ მოკიდა ხელი რისგამოც შეკრთა, უკან რომ მოიხედა, ზურა დაინახა, რომელიც უცნაურად უღიმოდა. სწორედ ამ დროს ჩაიარა ლუკამ გზა, ტკეცილზე და დაინახა ნია, როგორ ელაპარაკებოდა, ზურას თანაც საკმაოდ დაძაბული. ტვინში სისხლი მოაწვა ამის დანახვაზე, მანქანიდან გადმოვიდა და მათკენ გაემართა, რათა გაეგო რა ხდებოდა. — ზურა, აქ რას აკეთებ? — გაოგნებულმა წამოიძახა ნიამ.— შემაშინე. — აქვე მქონდა საქმე და რომ დაგინახე, უკან გამოგყევი..— უდარდელად უთხრა. — მართლა? მაპატიე მაგრამ მეჩქარება, უნდა წავიდე…— უთხრა და ის იყო წასვლა დააპირა, რომ ზურას ნათქვამმა შეაჩერა. — გავიგე, გელოვანებთან დაიწყე მუშაობა, არ გირჩევ ლუკა, გელოვანი საშინელი ადამიანია, ან როგორ მუშაობ მასთან დაგავიწყდა რაც გაგიკეთა.— აშკარა, ზიზღით საუბრობდა ლუკაზე. — მართლა? და შენზე რას მეტყვი..?— მოთმინება დაკარგლმა წამოიძახა ნიამ. — ჩემზე…? — თითქოს დაიბნა ამ კითხვაზე.— რას გულისხმობ? — იმას, რომ თავს არ მანებებ.. — მე უბრალოდ შენი გაფრთხილება მინდოდა, ის საშიში ადამიანია ნია… — აქ რა ხდება? — წამოიძახა ლუკამ და ორივეს ყურადღება, ლუკაზე გადავიდა, შორიდან აკვირდებოდა, სიტუაციას და რომ ნახა, ზურა თავს არ ანებებდა გადაწყვიტა მისულიყო. — აი, ვახსენე და გაჩნდა კიდეც, — ჩაიცინა, ზურამ. — ნია, ახლავე მანქანაში ჩაჯექი! — გააფრთხილა ლუკამ. — რაა? — ნუღარ გამამეორებინებ! მანქანაში, დროზე! — მკაცრად უთხრა ლუკამ და გოგონაც მაშინვე გაიქცა მანქანისკენ. — შენ... იცოდე, გაფრთხილებ, იმ გოგოსგან თავი შორს დაიჭირე, გასაგებია?—ლუკა ზურას მიუბრუნდა და მკაცრად გააფრთხილა, ნიასგან თავი შორს დაეჭირა. — ვითომ რატომ? შენი რა საქმეა, მე ვის შევხვდები? — მე გაგაფრთხილე! — მხარზე უხეშად კრა ხელი და მანქანისკენ დაიძრა. მანქანა მკვეთრად მოწყდა ადგილიდან საბურავების ხმამ კი გაჩერებაზე ხალხის ყურადღება მიიპყრო. ლუკა საჭეს ისე მაგრად უჭერდა ხელს, რომ თითები გაუთეთრდა. ნია ჩუმად იჯდა, მაგრამ გრძნობდა, როგორ ივსებოდა სალონი ლუკას ბრაზით. ბოლოს ვეღარ მოითმინა და კითხა; — საიდან იცნობ ზურას? — ჰკითხა ისე, რომ მისკენ არ მიუხედავს. — ეგ შენი საქმე არ არის, ნია. მთავარია, რომ მე მას ვიცნობ და ზუსტად ამიტომ გეუბნები: მისგან თავი შორს დაიჭირე. ის არ არის ისეთი „კეთილი ბიჭი“, როგორიც გგონია. — არც მგონია, — მიუგო ნიამ და ახლა უკვე პირდაპირ შეხედა ლუკას დაძაბულ პროფილს. — მაგრამ შენ რატომ ხარ ასე გამწარებული? ან რატომ მითხრა ზურამ, რომ საშიში ხარ? ლუკამ მკვეთრად დაამუხრუჭა შუა გზაზე და ნიასკენ მიტრიალდა. მისი მზერა ახლა იმაზე საშიში იყო, ვიდრე ზურას ნებისმიერი სიტყვა. — საშიში ვარ? — ჩუმად, კბილებში გამოსცრა მან. — ჰო, საშიში ვარ მათთვის, ვინც ჩემს საზღვრებს გადმოდის. და ზურამ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. ნუ აიძულებ მას, რომ შენი საშუალებით ეცადოს ჩემზე შურისძიებას. შენ ჩემთან მუშაობ, ნია. ეს ნიშნავს, რომ ჩემს მფარველობაში ხარ, გინდა ეს თუ არა. — შენი მფარველობა ბრძანებებს უფრო ჰგავს, — არ დაუთმო ნიამ. — გუშინ მაგდებდი, დღეს კი „მიცავ“. ეგოისტი ხარ, ლუკა. შენ მხოლოდ საკუთარ სიმშვიდეზე ზრუნავ და არა ჩემზე. *** როგორც კი სახლის წინ გაჩერდნენ, ნიამ ლუკას ლოდინი არ დაუწყო. კარი ისეთი ძალით გამოაღო, თითქოს იმ მოგუდული სივრციდან თავის დაღწევას ჩქარობსო და ისე გადავიდა, უკან არც კი მიუხედავს. მისი ნაბიჯები ხმაურიანი და მტკიცე იყო, გრძელი კაბა კი ჰაერში ირხეოდა. ლუკა წამში გადმოხტა მანქანიდან, პულტით კარი მექანიკურად დაკეტა და ნიას აჩქარებული ნაბიჯებით დაედევნა. სახლში ორივე ერთად შეიჭრა, თითქოს მათთან ერთად შიგნით ნამდვილი ქარიშხალი შემოიჭრაო. ნია პირდაპირ მისაღები ოთახისკენ მიდიოდა, რათა ეს გაუსაძლისი გარემო დაეტოვებინა, მაგრამ ლუკამ მკლავში ხელი ჩაავლო და უხეშად შემოაბრუნა თავისკენ. — საუბარი არ დამისრულებია! — დაუყვირა ლუკამ. მის თვალებში ისევ ის საშიში, დაუნდობელი ცეცხლი ციმციმებდა, რომელიც ნიას ყოველთვის აფრთხობდა. — სამაგიეროდ, მე დავასრულე! — ნიამ ხელი მტკიცედ გაითავისუფლა და პირდაპირ თვალებში შეხედა. — ვინ გგონია შენი თავი? გზაში ლამის ავარია მოახდინე შენი ბრაზის გამო! რა უფლებით მიყვირი, ან რა უფლებით მიბრძანებ, ვის დაველაპარაკო და ვის არა?! — იმ უფლებით, რომ არ მინდა შენი გამოწვეული პრობლემების მოგვარება მიხდებოდეს! — ლუკა ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა, ისეთი მრისხანებით, რომ ნიამ უნებურად უკან დაიხია, სანამ ზურგით ცივ კედელს არ მიებჯინა. — ზურა ჩვეულებრივი იდიოტი არ არის, ნია. მან ზუსტად იცის, როგორ იპოვოს ადამიანის სუსტი წერტილი და როგორ დაარტყას იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივათ. თუ მასთან კიდევ ერთხელ დაგინახავ... — მერე რა? — ნიამ თავი ამაყად ასწია. მიუხედავად იმისა, რომ ლუკას ასეთი სიახლოვე სუნთქვას უწყვეტდა და გულს საგულედან უგდებდა, უკან არ დაუხევია. — მერე რას იზამ, ლუკა? მითხარი რას იზავ, გგონოა ამ ყვირალი ტონით და მუქარებით შემაშინებ? — წარბებ შეყილმა უთხრა. ლუკა მოულოდნელად გაჩუმდა. ოთახში მხოლოდ მათი აჩქარებული სუნთქვის ხმა ისმოდა. ის ისე ახლოს იყო, ნია მის სხეულიდან წამოსულ სითბოს და იმ ძვირადღირებული, ცივი სუნამოს სურნელს გრძნობდა, რომელიც ყოველთვის აბრუებდა და თავგზას უბნევდა. ლუკას მზერა წამით ნიას აკანკალებულ ტუჩებზე გადავიდა, მერე კი ისევ თვალებში შეხედა. ბრაზი, რომელიც მანამდე ჰაერს წამლავდა, ნელ-ნელა სხვა რაღაცაში გადადიოდა — გაუგებარ, უცნაურ და მტკივნეულ ლტოლვაში, გადასდიოდათ. — უბრალოდ... მომისმინე, — თქვა ლუკამ მოულოდნელად ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით, რამაც ნიას ტანში ჟრუანტელი მოჰგვარა. — ნუ მაიძულებ იმაზე მეტად ვინერვიულო შენზე, ვიდრე ეს შემიძლია. ამ სიტყვების შემდეგ ლუკამ მკლავზე ხელი გაუშვა, თითქოს თავადაც შეეშინდა საკუთარი ნათქვამის. სწრაფად შემობრუნდა და კიბეებზე აირბინა ისე, რომ უკან აღარ მოუხედავს. ნია კი იქ დარჩა, ცივ კედელს მიყრდნობილი, აკანკალებული ხელებით და ერთი კითხვით, რომელიც გონებაში ექოსავით ჩაესმოდა: „ნუთუ ახლახან აღიარა, რომ ჩემზე ნერვიულობს?“ რამდენიმე წუთს ასე იდგა, თვალდახუჭული, და ცდილობდა აჩქარებული გული დაემშვიდებინა. არ უნდოდა, ვინმეს მისი ასეთი მდგომარეობა შეემჩნია. ხელისგულები აწითლებულ ლოყებზე მიიდო, რომ სიგრილე ეგრძნო, მერე კი ღრმად ჩაისუნთქა და წელში გასწორდა. ნიამ ტანსაცმელი შეისწორა, სახეზე ნაძალადევი სიმშვიდე მოიფინა და მისაღებისკენ წავიდა. იქ შესულს ბებიას მზრუნველი მზერა შეეფეთა. — კარგად ხარ, შვილო? რაღაც არეული და ჩაფიქრებული მეჩვენები, — ჰკითხა მოხუცმა. — აჰ, დიახ, ნუ ღელავთ, არაფერია, კარგად ვარ, — მკრთლად გაუღიმა. ტყუოდა. ლუკას საქციელმა ისე დააბნია, რომ ვერ გაეგო, სინამდვილეში ვინ იყო ეს კაცი. — კარგი, ვფიქრობ, დღეს ნინის უნდა ვასწავლო დესერტების მომზადება, რას იტყვით? — თქვა ნიამ თემის შესაცვლელად. — მშვენიერია, არ მითხრა, რომ კულინარიაც გეხერხება? — გაუკვირდა თამთას. — დიახ, სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან მიყვარს, გავლილი მაქვს კურსებიც. — ტყუილად კი არ აგირჩიე ნინის დასახმარებლად, — ღიმილით დაამატა ბებიამ. ამ დროს ლუკა დაეშვა კიბეებზე. მისაღებში შევიდა, მოშორებით დაიკავა ადგილი და ისევ იგივე საშიში მზერით გადახედა ნიას, რომელიც მაშინვე დაიძაბა. — ლუკა, დღეს არ მუშაობ? — ჰკითხა გაკვირვებულმა თამთამ. — არა, დღეს სახლიდან ვიმუშავებ, — მოკლედ მოუჭრა მან. — მართლა? რა კარგია... — თქვა თამთამ. — ჰო, შენთვის კარგია, მაგრამ ზოგიერთებისთვის შეიძლება სულაც არ იყოს ასე, — ჩაილაპარაკა ლუკამ, ნიას ჩუმად გადახედა ირონიული თვალებით. — ამ, ნინი, დროა საქმეს შევუდგეთ, — თქვა ნიამ და სამზარეულოსკენ აიღო გეზი, რომ ლუკას მზერას გაქცეოდა. *** მთელი დღე სამზარეულოში გაატარა. ნინის დესერტებისა და სხვა კერძების მომზადებას ასწავლიდა, თუმცა, ნინის ეს ნაკლებად აინტერებდა, თავის ფიქრებში იყო და თავის ახლად გაკეთებულ შილაკებს დაჰყურებდა, ნია კი, ცდილობდა, დრო რაც შეიძლებოდა მალე გაეყვანა, რომ ლუკას არ შეხვედროდა. — ხომ ნახეთ, როგორც უნდა? — ჰკითხა ნიამ. — ახლა თქვენ სცადეთ. — ამ... იცი, ნია, აჯობებს მარტო შენ გააკეთო, — თქვა ნინიმ და ფეხზე წამოდგა. — მე მაინც ვერ გავაკეთებ, თან უკვე დიდი ხანია აქ ვარ, სხვა საქმეებიც მაქვს, წავალ, კარგი? — უთხრა და გაიქცა. — ღმერთო, მოთმინება მომეცი... ამ გოგოს არაფერი აინტერესებს და მგონი ტყუილად ვკარგავ დროს, — ჩაილაპარაკა საკუთარ თავს და ორცხობილები ღუმელში შედო. — ნელი დეიდა! — გისმენ, შვილო? — გამოეპასუხა ქალი. — ღუმელში ორცხობილები დავტოვე და რომ გამოცხვება, გამოიღეთ, გთხოვთ. — კარგი. იქაურობა მოაწესრიგა და ჩქარი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ, როცა მოულოდნელად ვიღაცას შეასკდა. თავი ასწია და ისევ ლუკას მზერას გადააწყდა. ისევ ის დამაბნეველი და საშიში გამოხედვა... ლუკა თვალს არ აშორებდა, თითქოს ცდილობდა მის იდუმალ ნაცრისფერ თვალებში ჩაკარგულიყო. ისე ახლოს იყო, ნია მისი ცივი სუნამოს არომატს გრძნობდა. — უკაცრავად, ვერ დაგინახეთ, — ჩაილაპარაკა ნიამ და განზე გადგა. — სხვა დროს ყურადღებით იყავი, — მკაცრად გააფრთხილა ლუკამ. — თუ ნინისთან მოხვედით, აქ არ არის, — მიუგო ნიამ და გასასვლელისკენ წავიდა, მაგრამ ლუკამ უეცრად მკლავში ხელი ჩაავლო და უკან მოაბრუნა. — რას აკეთებთ, გაგიჟდით?! — წამოიძახა ნიამ. — ნინისთან არ მოვსულვარ. — მაშინ რა გინდათ აქ? — შენთან მაქვს საქმე. მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ. — მაჯაში ჩაავლო ხელი და გასასვლელისკენ წაიყვანა, მაგრამ ნიამ ხელი გაითავისუფლა. — მე არსად წამოსვლას არ ვაპირებ თქვენთან ერთად! საერთოდ როგორ ბედავთ ამას, რომ ხელს მკიდებთ და მეუბნებით, რომ თქვენს კაბინეტში წამოვიდე?! — წამოენთო ნია. — კიდევ ბევრს ილაპარაკებ?! — შეწუხებული ტონით უთხრა ლუკამ. — თუ გააკეთებ იმას, რასაც გეუბნები? — ღმერთო, რატომ არ გესმით, რომ არ მინდა თქვენთან საუბარი! დილით საკმარისად ვისაუბრეთ. — აი, აქ ცდები, — უთხრა ლუკამ, მასთან ძალიან ახლოს მივიდა და ცალი ხელი კედელზე მიაყრდნო. — იმაზე მეტი გვაქვს სალაპარაკო, ვიდრე წარმოგიდგენია. ნია გრძნობდა, როგორ ღელავდა მის სიახლოვეს. — რამდენის უფლებას აძლევთ თქვენს თავს? გაიწიეთ, ვინმე რომ შემოვიდეს, რას იფიქრებენ? — და ეს შენ ძალიან გაღელვებს, არა? — ცინიკურად ჩაეღიმა ლუკას. — რა თქმა უნდა, მაღელვებს... — ხო, რა თქმა უნდა, დამავიწყდა... შენ ხომ უცოდველი ხარ, რომელიც სხვებს ჭკუას ასწავლის. — დავიწყოთ იმით, რომ არავინ არის უცოდველი თვით ღვთის გარდა და მერე მე არავის არაფერს ვასწავლი, გასაგებია?! — გაბრაზებულმა უთხრა და მთელი ძალით კრა ხელი. მისაღებ ოთახში გავიდა იმ იმედით, რომ დანარჩენებს ნახავდა, მაგრამ არავინ დახვდა, სახლში გაბატონებული სიჩუმე კი, ნიას აფრთხობდა, ანუ რა გამოდის, რომ ნია სრულიად მარტო დარჩა ლუკასთან ერთად, ნამდბილად არ უნდოდა, მასთან მარტო დარჩენა, ამიტომ დანარჩენების ძებნა დაიწყო. — სად არიან ყველანი? — წამოიძახა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. — სახლში მარტო ჩვენ ვართ, — უთხრა ლუკამ და დივანზე ჩამოჯდა. — ახლა გასაგებია, ასე რატომ იქცეოდით... კარგი, მაშინ მე წავალ! — ნიამ ზურგი აქცია და გასასვლელისკენ წავიდა, მაგრამ ლუკა დაეწია და კარებთან გზა გადაუჭრა. — ხომ გითხარი, რომ სალაპარაკო გვაქვს! — მშბიდი, მაგრამ მტკიცე ხმით უთხრა. — ხომ გითხარით, რომ არ მინდა თქვენთან საუბარი! რა ვერ გაიგეთ?! — ნერვიულად წამოიძახა. — მოგიწევს ჩემი ატანა. — ხელი ჩაავლო და თავისი კაბინეტისკენ წაიყვანა. კაბინეტში შესვლისთანავე ლუკამ კარი ზურგსუკან ხმაურით მიხურა და გასაღები გადაატრიალა, შემდეგ კი, ნიას გამჭოლი მზერით გახედა, ოთახში ჰაერი ისე დამძიმდა, რომ ნია აშკარად დაიძაბა, კაცის სიახლოვეს, ნერვიულად დაიწყო, თვალების ცეცება. — აქ რატომ შემომიყვანე? — ჰკითხა, ბოლოს. — ახლა კი, გისმენ: საიდან იცნობ იმ იდიოტ ზურას და რა საერთო გაქვს მასთან? — კითხა ისე, რომ თვალებით ბურღავდა. — არ მესმის, რას ითხოვთ ჩემგან! რატომ უნდა ჩაგაბაროთ ანგარიში? ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და ვალდებული არ ვარ პასუხი გაგცეთ! — ნუ ცდილობ ჩემთან თამაშს! უბრალოდ მითხარი, საიდან იცნობ მას, — მოთმინება დაკარგულმა, კარს მუშტი დაარტყა. — გელოდები! — იქნებ ჯერ თქვენ მითხრათ, რატომ გაღელვებთ ეს? რატომ მითხარით დილით, რომ ჩემზე ღელავთ?! — თემას ნუ ცვლი, ქალბატონო! — შეუღრინა. — არა, არ ვცვლი. პირიქით, თემატურია. მიპასუხეთ — რატომ ღელავთ ასე? — და ვინ გითხრა, რომ შენზე ვღელავ? — ლუკამ მზერა აარიდა. — უბრალოდ ვიცი, რაზეა ის წამსვლელი. მას პირადი ანგარიშები აქვს ჩემთან და შესაძლოა შენ ჩემს წინააღმდეგ გამოგიყენოს. — მე თქვენთვის არავინ ვარ, უბრალოდ აქ ვმუშაობ! — წამოიძახა ნიამ. — კარგი, თუ ასე გაინტერესებთ, გეტყვით: ყველაფერი თქვენ გამო მოხდა! თქვენ რომ არ გაგეშვათ ის კადრები ეთერში, ჟურნალისტს რომ არ ეჭორავა ჩემზე... იმ დღეს ავაზაკები ამედევნენ. ჩემი შევიწროება სცადეს და კიდევ უარესს გააკეთებდნენ, რომ არა ზურა! ის რომ არა, არ ვიცი, რა მოხდებოდა... მისი მადლობელი ვარ. იმ დღის შემდეგ შემთხვევით კიდევ ვნახე გაჩერებაზე და მას მერე დამდევს. და იცით რა? თქვენ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციეთ და ამას არასდროს გაპატიებთ! ზურაზე ამბობთ საშიშიაო, მაგრამ არც თქვენ ხართ ნაკლები! ახლა კი კარები გამიღეთ! ლუკა გაქვავდა. ნიას თვალებში ჩამდგარი ცრემლები ყველანაირ არგუმენტს აზრს უკარგავდა. მან ნელა მიიტანა ხელი საკეტთან, გასაღები გადაატრიალა შემდეგ ისევ ნიას შეხედა, გოგომ არ დააყოვნა სწრაფად გამოაღო კარები და ოთახიდან გავიდა, მარტო დარჩენილ კაცს, სინანულიც კი, შემოაწვა, გოგოს ამდენი ზიანი მიაყენა და ამას ვერც კი აცნობიერებდა ალბათ, შეიძლება ვერც ის გათვალა, რომ გოგოს საფრთხეს შეუქმნიდა მისი დაუდევარი საქციელი, მაგრამ იმ წამს, მხოლოდ სამაგიეროს გადახდა უნდოდა და შედეგებზე ალბათ არც დაფიქრებულა. ახლა კი, ნელ-ნელა, იაზრებდა, თუ რაც ჩაიდინა, ნიას სიტყვებიც თითქოს გულზე მოხვდა. *** მისაღებში ნინი მაგიდასთან იჯდა, ნია კი ისე საუბრობდა, თითქოს ყოველ სიტყვას გულიდან ქსოვდა. ლუკა დერეფანში შეჩერდა. ნახევრად ღია კარიდან გამოსულმა ხმამ ადგილზე გაყინა. — ნინი, იცი, სახარებაში არის ერთი იგავი... წარმოიდგინე მწყემსი, რომელსაც ასი ცხვარი ჰყავს. ერთ საღამოს აღმოაჩენს, რომ ერთი დაიკარგა. ერთი, სულ რაღაც ერთი... — მერე რა? ოთხმოცდაცხრამეტი ხომ დარჩა? — მხრები აიჩეჩა ნინიმ. — ადამიანური ლოგიკით, ალბათ მასეა, — თქვა ნიამ სევდით. — მაგრამ მწყემსი ასე არ ფიქრობდა. ის ტოვებს იმ ოთხმოცდაცხრამეტს და მიდის ეკალ-ბარდებში, სიბნელეში... ეძებს იმ ერთს, რომელმაც შესაძლოა საკუთარი სისულელით აურია გზა. — და როცა იპოვის? — იკითხა ნინიმ. — როცა იპოვის, არ სჯის, არ უყვირის... მხრებზე შეისვამს და სახლში მოჰყავს. იმიტომ, რომ დაბრუნება ყველაზე დიდი გმირობაა. — რატომ არ შემიძლია მისი გონებიდან ამოგდება?! — სიმწრით აღმოხდა და კედელს მუშტი დაარტყა. — ან ის იგავი... თითქოს მე მაგონებდა ამით, რომ მეც დაკარგული ვარ. ვერ შეძლო მისაღებში, შესვლა რადგან ნიას სიტყვები, რაღაცნაირად გულზე მოხვდა ამიტომ, უმალ უკან გაბრუნდა და თავის ოთახში შეიკეტა. შემდეგ სარკესთან მივიდა საკუთარ თავს დააკვირდა. იქ სრულიად სხვა ადამიანი დაინახა. ეს არ იყო ის გელოვანი, რომელსაც წლებია აშენებდა. ცოტა არ იყოს, შეეშინდა კიდეც საკუთარი თავის, რადგან იქიდან სულ სხვა ადამიანი უმზერდა, ადამიანი, რომელიც დაკარგული იყო საკუთარ თავში. — რაც ეს გოგო გამოჩნდა, ჩემს თავს ვეღარ ვცნობ! რატომ მოქმედებს ის ასე? რატომ ვუძლურდები მის გვერდით?! — სიმწრით ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა, რომ დამშვიდებულიყო. საღამოს შვიდი საათი იქნებოდა. ლუკა აივანზე გასულიყო, რომ ცოტათი მაინც დამშვიდებულიყო. გარეთ ქარი ამოვარდნილიყო შემდეგ კი, წვიმა მოყვა ცივი ჰაერი კი, სახეს უწვავდა, რაც ერთგვარ გამოფხიზლებაც იყო მისთვის.უეცრად დაინახა გოგონა, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით გამოდიოდა სახლიდან; ეტყობოდა, რომ შინ დაბრუნებას ჩქარობდა. ლუკა გაშეშებული უყურებდა და თვალს ვერ აშორებდა. ქარი ნიას თმებს უწეწავდა და ჰაერში უფანტავდა. ლუკასთვის რომ გეკითხათ, სულაც არ ადარდებდა ის, თუმცა მაინც ინტერესით აკვირდებოდა ეზოში მიმავალ ფიგურას. სწორედ ამ დროს, თითქოს ნიამ იგრძნო კაცის მწველი მზერა და ზემოთ ამოიხედა. წამით მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა, თუმცა ლუკა მაშინვე ოთახში გაუჩინარდა და ნიაც თავისი გზით წავიდა. ოთახში შესულს დიდხანს აღარ უფიქრია მაშინვე საწოლში ჩაწვა და დაეძინა, თუმცა სიმშვიდე ვერც ძილში ჰპოვა. სიზმარში ნია ნახა. გოგონა თითქოს უკუნითი სიბნელიდან გამოჩნდა და ხელს აწვდიდა, რომ წყვდიადიდან გამოეყვანა. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ლუკამაც ხელი გაუწოდა მისკენ, გამოეღვიძა.თვალები ელვისებურად გაახილა და საწოლზე წამოიჭრა. ჰაერს ისე დახარბებით სუნთქავდა, თითქოს წამით სუნთქვა შეუჩერდაო. შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა, ირგვლივ კი სრული სიჩუმე და წყვდიადი სუფევდა. რამდენიმე წუთს გაუნძრევლად იჯდა. მარჯვენა ხელი ისევ წინ ჰქონდა გაწვდილი და ხელისგული უხურდა. ბოლოს სიმწრით შეკრა მუშტი. — ჯანდაბა... — ამოიხრიალა და თავი მტკივნეულად მოისრისა, გული ჰქონდა აჩქარებული და გახშირებული სუნთქავდა. *** განთიადი ნელა, თითქმის შეუმჩნევლად ეპარებოდა ქალაქს. წუხანდელი ქარიშხლისგან მხოლოდ ნესტიანი ჰაერი და დანამული ასფალტი დარჩენილიყო. გუშინდელი ქარიშხლისგან და წვიმისგან ახლა მხოლოდ ფერმკრთალი ვარდისფერი და ოქროსფერი ზოლებით იღებებოდა. მზის პირველი სხივები ლუკას ფანჯრის მინებს მოედო და ოთახში კაშკაშა, ცივი სინათლე შემოიჭრილიყო. ლუკა აივანს იდაყვებით მიყრდნობოდა და ჩაფიქრებული გაჰყურებდა ქუჩებს. მძიმედ სუნთქავდა და თავი საშინლად სტკიოდა. ეტყობოდა, რომ მთელი ღამის უძინარი იყო, რადგან მზის ამოსვლას აივანზე შეხვდა. თვალები ჩაწითლებული და შეშუპებული ჰქონდა. წამით ის კადრი დაუდგა თვალწინ ნია, რომ მიდიოდა წვიმაში. ღრმად ამოიხრა და კიდევ ერთი ნაპასი ჩაურტყა. სულ ის სიზმარი ახსენდებოდა და ნია, რომელიც მის გათვლილ ცხოვრებაში არსაიდან შემოიჭრა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეს გოგო ჭკუიდან შლიდა და აგიჟებდა. ის არ ჰგავდა სხვებს, რომელთაც მისი ეშინოდათ და ვერაფერს უბედავდნენ. ნია კი უშიშრად იდგა მის წინ და ყველაფერს პირში ეუბნებოდა. ეს აგიჟებდა , როგორ შეიძლება ადამიანს თან ეშინოდეს და თან ამხელა გამბედაობა ჰქონდეს? ოთახში შებრუნებულმა მზადება დაიწყო. სარკის წინ იდგა და პერანგის ღილებს იკრავდა. — მორჩა, ის გოგო უნდა ამოვიგდო თავიდან, — ჩაიდუდღუნა და უკანასკვნელი ღილიც შეიკრა. როგორც ყოველთვის, წარბშეკრული უყურებდა თავის გამოსახულებას. მოულოდნელად კარები გაიღო და ოთახში ნინი შემოვიდა ხალათით. — ნინი, აქ რას აკეთებ? — მკვახედ უთხრა. — როგორ თუ რას ვაკეთებ? შენთან ყოფნა მომინდა, დიდი ხანია ერთად არ ვყოფილვართ, — წამოიძახა და ლუკას კისერზე შემოჰხვია ხელები. — მომენატრე, ლუკა, — უთხრა და მკერდზე გადაუსვა ხელები. ბოლოს საკოცნელად გაემზადა. ის იყო უნდა ეკოცნა, რომ ლუკამ უხეშად გასწია გვერდზე. — ნინი, ახლა შენი თავი არ მაქვს, გთხოვ გადი ოთახიდან, ისედაც საშინელ ხასიათზე ვარ! — წამოიძახა მან. — რა ხდება, ლუკა? ვეღარ გცნობ. შენ ყოველთვის მოგწონდა ჩემთან ყოფნა! — გულმოსულმა უთხრა. — აჯობებს შენს ოთახში გახვიდე და ჩაიცვა, — მიაძახა და ოთახიდან გავიდა. ჩქარი ნაბიჯებით ჩავიდა კიბეებზე და მისაღებისკენ აიღო გეზი. — თამთა, მე მივდივარ, — გააფრთხილა და. — არ ისაუზმებ? — არა, არ მშია. გასასვლელთან მივიდა, კარი გააღო და კართან ნიას შეეფეთა. გოგოს თვალები დაეხუჭა და რაღაცას ბუტბუტებდა. — ღმერთო, გთხოვ ისე გააკეთე, რომ ის დემონი ვერ ვნახო... ლუკამ, როდესაც ეს გაიგონა, მოჭუტული თვალებით გახედა. — ისე ამბობ, თითქოს მე მინდოდეს შენი ნახვა, — ჩაილაპარაკა ჩუმად, შემდეგ კი სახლიდან გავიდა. ნიამ სწორედ ამ დროს გაახილა თვალები და უკან მიიხედა. *** — არა, წარმოუდგენელია! ისე ვერ მიტანს, რომ თავის ღმერთს თხოვს, რომ არ მნახოს. როგორ ბედავს ამას?! — ბრაზით წამოიძახა და სიჩქარეს უფრო მოუმატა. ოფისში ჩვეული რიტმით შევიდა და ისე გაუარა ყველას, რომ არავის მიესალმა. კაბინეტში შევიდა თუ არა, კარები მიიჯახუნა, მერე კი მძიმედ ჩაეშვა სავარძელში. დაღლილმა მიაყრდნო თავი სავარძლის საზურგეს დასამშვიდებლად. მალე გონს მოეგო და მუშაობას შეუდგა, რადგან საქმე არ იცდიდა და უამრავი საბუთი ჰქონდა მოსაწესრიგებელი. საქაღალდეს ჩაჰკირკიტებდა და ცდილობდა ყურადღება მოეკრიბა, თუმცა ვერაფერს ახერხებდა, რადგან გონება ჰქონდა გაფანტული. უეცრად ამოუტივტივდა ის კადრი, როდესაც ნიასთან ასე ახლოს იყო და მის იდუმალ ნაცრისფერ თვალებს უყურებდა, რომლებიც ასე ამაყად უმზერდნენ. და მისი ტუჩები... ეს სურათი უფრო მკაფიო იყო, ვიდრე ნებისმიერი ციფრი მის წინ არსებულ ფურცელზე. ლუკამ კალამი მაგიდაზე გაღიზიანებულმა მიაგდო და სახეზე ხელები მოისვა. — რა მჭირს, ჯანდაბა! — ჩაიდუდღუნა. აქამდე არცერთი ქალის მიმართ არ ჰქონია ასეთი ინტერესი და აკვიატება. მისთვის ისინი მხოლოდ ზედაპირულები იყვნენ. ნინიც კი... ისინი ყოველთვის მიდიოდნენ და მიდიოდნენ მისი ცხოვრებიდან, ლუკას კი მათი სახეებიც კი არ ახსოვდა. ნია კი... ნია მის გონებაში „ჩაიჭედა“. ის არ იყო უბრალოდ ლამაზი, ის იყო საჭირო. ის არ ჰგავდა სხვა იაფასიან შპაკლიან გოგოებს, რომელთაც აქამდე იცნობდა. ნია სულ სხვა განზომილება იყო მისთვის და სწორედ ეს აგიჟებდა. ის გოგო არ იყო ელიტარული ოჯახიდან და არც არაფერს წარმოადგენდა, უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი გოგონა იყო, არაფრით გამორჩეული მის მატერიალურ სამყაროში, თუმცა მაინც ვერ იშორებდა მასზე ფიქრებს. ეს რაღაც სულ სხვა განცდა იყო, რომელიც ყოველგვარ საზღვრებს სცდებოდა და ქვეცნობიერად ყოველთვის იზიდავდა. ეს გაუგებარი იყო მისთვის. წუხელ, როდესაც ზურასთან ერთად დაინახა, ძარღვებში სისხლი გაეყინა. მაშინვე მოუნდა მისულიყო და მისგან დაეხსნა ნია. — ჯანდაბა, ვერაფერს ვუდებ გულს! — წამოიძახა და საბუთები გვერდზე გაწია. შემდეგ ტელეფონი ამოიღო და სადღაც გადარეკა. — უნდა შევხვდეთ, პირისპირ! — ჩასძახა ყურმილში და გაუთიშა. საღამოს პირას ლუკა ოფისიდან გავიდა. თავის მანქანასთან მივიდა, კარი პულტით გააღო, შიგნით ჩაჯდა და მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს. მთელი გზა დაძაბული მართავდა საჭეს, რადგან იცოდა — მარტივად არ ჩაივლიდა ეს შეხვედრა. დანიშნულების ადგილას ზუსტად დროულად მივიდა. მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა, როდესაც პირდაპირ იმ ადამიანის წინ შეაჩერა. როგორც კი გადმოვიდა, სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა. — ოჰ, როგორი პუნქტუალური ყოფილხართ, ბატონო ლუკა? — წარმოთქვა ზურამ ირონიულად. — ნუთუ ჩემი ნახვა ასე ძალიან გინდოდა? — გაეცინა და ზუსტად ამ დროს ლუკამ საყელოში ჩაავლო ხელი. — მორჩი ყბედობას! აქ იმისთვის არ დაგიბარე, რომ შენს სიბრიყვეს ვუსმინო, — კბილებში გამოსცრა. — მაშ, რა გინდა, ბატონო ლუკა? — გაფრთხილებ, იმ გოგოსთან ახლოს მისული აღარ დაგინახო! — დაემუქრა. — ვინ გოგოს? ვერ გავიგე. — მორჩი ამ თვალთმაქცობას! მშვენივრად იცი, ვისზეც ვამბობ. ნიას ახლოს აღარ გაეკარო, თორემ თავბედს გაწყევლინებ, გაიგე?! — ახლა გასაგებია. აქ იმისთვის დამიბარე, რომ ეგ გეთქვა? მაგრამ იცი რას გეტყვი? შენ რატომ გაღელვებს, მე ვის შევხვდები და ვის არა? შენ ამას ვერ გადამიწყვეტ. — ზურაა! — სიბრაზისგან თვალები უფრო გაუმუქდა. — იცი რას გეტყვი? შენი მუქარების არ მეშინია. მე როდესაც მომინდება, მაშინ ვნახავ ნიას და შენ ამას ვერ დამიშლი, რადგან არ გაქვს ამის უფლება! — ცინიკური ტონით უთხრა. — მე ძალიან კარგად ვიცი, რასაც წარმოადგენ და რაზეც ხარ წამსვლელი. იმ გოგოს თავი დაანებე, თორემ... — თორემ რას იზამთ, ბატონო ლუკა? — ცინიკურად გაეცინა. — იმ გოგოს თავს არ დავანებებ მარტო იმიტომ, რომ შენ გინდა ასე. გელოვანი მოქუფრული სახით უყურებდა მის წინ მდგომს. თვალებში კი ზიზღი და სიძულვილი ერთიანად გამოიკვეთა. ხელები საჩხუბრად მოემუშტა და ცოტაც და აფეთქდებოდა. — ბოლოჯერ გეუბნები, ნიას თავი დაანებე! — ის გოგო მომწონს და არ ვაპირებ თავის დანებებას, — უთხრა ზურამ. ლუკასთვის ეს პიკი აღმოჩნდა და სახეში მუშტი უთავაზა.მუშტის დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ზურამ წონასწორობა დაკარგა და მანქანას მიენარცხა. ტუჩის კუთხიდან სისხლმა გაჟონა, თუმცა სახეზე ისევ ის გამაღიზიანებელი, ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა. მან სისხლი მოიწმინდა, თვალებში კი მრისხანება აენთო. — ესე იგი, მართალი ვყოფილვარ... — ამოიხრიალა ზურამ და ლუკასკენ გაიწია. — შენ ის გოგო მართლა გაღელვებს! — ცინიკურად ჩაეცინა. ზურას მოქნეული მუშტი ლუკას ლოყასთან მოხვდა, მაგრამ გელოვანმა ტკივილი საერთოდ ვერ იგრძნო. ახლა მას მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა — ეს კაცი ნიას ცხოვრებიდან გამქრალიყო. ლუკამ ზურას წელში ხელი მოჰკიდა და მთელი ძალით მიახეთქა მანქანის კარს. — კიდევ ერთხელ ახსენებ მის სახელს და ინანებ, რომ საერთოდ დაიბადე! — ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით უთხრა ლუკამ, მაგრამ ეს ჩურჩული ნებისმიერ ყვირილზე საშინელი იყო. ზურა სულს ძლივს ითქვამდა, ლუკას მჭიდროდ მოჭერილი ხელები სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. გელოვანმა ის უხეშად გაუშვა, თითქოს რაღაც ბინძურს მოცილდაო, პიჯაკი გაისწორა და ცივი, ზიზღით აღსავსე მზერით დახედა. — დღეიდან შენი ყოველი ნაბიჯი კონტროლზე იქნება. თუ გინდა, რომ შენი ბინძური საქმეები მზის შუქზე არ გამოვიტანო, ნიასგან ათი კილომეტრის რადიუსშიც არ დაგინახო. გასაგებია? — დაისისინა მის სახესთან. ზურა დუმდა, მხოლოდ მძიმედ სუნთქავდა და ალეწილი სახით უყურებდა მიმავალ გელოვანს. გელოვანი მანქანაში ჩაჯდა, კარები მიიჯახუნა და საკუთარ გამოსახულებას სარკეში დააკვირდა. თვალები ჩაწითლებოდა და ბრაზისგან უელავდა. გაზს ბოლომდე მიაჭირა. მანქანა ღამის ქუჩებში მიქროდა, თითქოს ამით საკუთარ ფიქრებს გაურბოდა. საჭეს თითებით ჩააფრინდა, რის გამოც თითების კუნთები დაეჭიმა და გაუთეთრდა. ტუჩის კუთხეში ფეთქვას გრძნობდა. ზურას დარტყმული ახლა უფრო აეწვა, მაგრამ ეს ფიზიკური ტკივილი არაფერი იყო იმ ბრაზთან შედარებით, რომელიც შიგნიდან ღრღნიდა. — ჯანდაბა! — გამოსცრა კბილებში და საჭეზე მუჭი დაჰკრა. ვერ იჯერებდა, რომ ვიღაც ზურასთან მოუწია ჩხუბი. სძულდა ის ფაქტი, რომ ნია მის ცხოვრებაში ასე ღრმად შემოიჭრა, რომ მისი სიმშვიდე დაარღვია და აიძულა ისეთი რამ გაეკეთებინა, რაც მის პრინციპებში არ შედიოდა.სახლამდე ისე მივიდა, ვერც კი გაიგო. მხოლოდ მაშინ შეანელა სვლა, როცა ჭიშკარი დაინახა. იცოდა, რომ იქ ნიას ნახავდა და ეს კიდევ უფრო აფორიაქებდა. კარებზე ზარი დარეკა და მისდა გასაოცრად ნიამ გაუღო. გოგონა შეწრწუნებული უყურებდა გელოვანს, რადგან ნამდვილად არ გამოიყურებოდა კარგად. ლუკამ გვერდი აუარა და შიგნით შევიდა. — სად არიან დანარჩენები? — სახლში ჩემ გარდა არავინ არის... — გასაგებია. შენც შეგიძლია წახვიდე, — უთხრა და კიბეებზე აირბინა. პიჯაკი გაჭირვებით გაიხადა და საწოლზე მიაგდო. სარკესთან შეათვალიერა სახე. მალე ნიამ შეაღო მისი ოთახის კარები და შიგნით შევიდა. — აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ხომ გითხარი, რომ წასულიყავი! — არ წავალ, სანამ არ დაგიმუშავებთ ჭრილობებს, — დაბალი ხმით წარმოთქვა. — შენი დახმარება არ მჭირდება, წადი აქედან! — მკვახედ უთხრა. — ხომ გითხარით, რომ არ წავალ-მეთქი. ახლა კი, გთხოვთ, დაჯექით, — უთხრა ნიამ. ეშინოდა მის სიახლოვეს ყოფნა, მაგრამ გულმა ვერ გაუძლო და მაინც მივიდა მის დასახმარებლად. ლუკამ ღრმად ამოისუნთქა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. ნია მასთან ახლოს მივიდა, ყუთიდან ბამბა და სპირტი ამოიღო. სპირტიანი ბამბა ფრთხილად, ხელის კანკალით დაადო წარბზე და სისხლი მოწმინდა. ლუკას ჭრილობები აეწვა და სახე მოეჭმუხნა. ის გრძნობდა, თუ როგორ უთრთოდა ნიას თითები. როდესაც ნია მას ჭრილობებს უმუშავებდა, გოგონა მასთან ისე ახლოს იყო, რომ გრძნობდა მის ტკბილ სურნელს. ნიას გრძელი ხვეული თმა სახეზე ხვდებოდა, ლუკას ეს უარესად აგიჟებდა. კიდევ ერთხელ შეჭმუხნა სახე. — მაპატიეთ, თუ გატკინეთ, — წამოიძახა ნიამ. ოდნავ სევდიანი და შეწუხებული სახით უყურებდა მას. ლუკა მას დაბნეული და გაოგნებული უყურებდა. ვერ გაეგო, რატომ აკეთებდა ამას გოგონა, რატომ ღელავდა მასზე. მისთვის ეს გაუგებარი იყო. „რატომ აკეთებ ამას? არ მესმის...“ — გაიფიქრა გულში, თუმცა მისდა გასაოცრად, ნიამ ზუსტად იმ კითხვაზე გასცა პასუხი: — თქვენ შეიძლება ახლა ფიქრობთ, თუ რატომ ვაკეთებ ამას. პასუხი მარტივია: მე გასაჭირში არავის ვტოვებ, თუნდაც ეს ჩემი მტერი იყოს. მე მას მაინც დავეხმარები, რადგან მე ამას ჩემი ადამიანობა და ადამიანების სიყვარული მაკეთებინებს, — განუმარტა მან. — კარგი, გეყოფა, საკმარისია! შენი დახმარება აღარ მჭირდება, — გაღიზიანებულმა უთხრა და გოგოც ფეხზე წამოდგა. — კარგი, როგორც გინდათ, — უთხრა და ოთახიდან სწრაფად გავიდა. ლუკამ კი თვალი გააყოლა, შემდეგ კი ზურგით გადაწვა საწოლზე. თავს საშინლად გრძნობდა. *** მას შემდეგ, რაც სახლში მივიდა, ვერაფრით ვერ მოისვენა. რატომღაც დაბნეული და აფორიაქებულია. პირველად მოხდა, რომ გელოვანთან არ იჩხუბა და არც ზედმეტი არაფერი უთხრა. ნებაც კი დართო, რომ ჭრილობები დაემუშავებინა. უცნაური შეგრძნება ჰქონდა და ეს აშინებდა. დღეს, როდესაც ლუკასთან ასე ახლოს იყო, რატომღაც მის თვალებში სულ სხვა რამ დაინახა. — ნია, გეყოფა ამაზე ფიქრი, დროა დაიძინო! — წამოიძახა და სიზმრების სამყაროში ჩაეფლო. შაბათი დღე თენდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იმდენ ხანს დაიძინებდა, რამდენ ხანსაც მოუნდებოდა. დანარჩენებიც გააფრთხილა, რომ დილით არავინ შეეწუხებინა. ათი საათისკენ გაიღვიძა, მაშინვე წამოდგა და საწოლი მიასწორა. შემდეგ კი თავის მოწესრიგებას შეუდგა. რადგან არსად არ იყო წასასვლელი, საშინაოდ გამოეწყო: თმები მოუწესრიგებლად შეიკრა, გრძელი ნაქსოვი სვიტერი და განიერი შარვალი ჩაიცვა. ოთახიდან გავიდა. — დილა მშვიდობისა! — მხიარულად მიესალმა ოჯახის წევრებს. — როგორც ჩანს, კარგ განწყობაზე გაიღვიძე, — უთხრა მამიდამ. — როგორ არ უნდა ვიყო კარგ განწყობაზე? დასვენების დღეები მაქვს, მთელი დღე სახლში ვიქნები და ვერც იმ დემონს ვერ ვნახავ! — წამოიძახა. — რას ამბობ, ნია, ვინ არის დემონი? — გაიოცა ლიზამ. — ვინ უნდა იყოს, თუ არა ლუკა გელოვანი? — სიცილით აიჩეჩა მხრები. — ოხ, ნია... — თავი სიცილით გააქნია. — კარგი, შვილო, შენ ისაუზმე და სახლი მიალაგე. ჩვენ საქმეზე მივდივართ, — უთხრა ნანულიმ და სახლიდან გავიდნენ. ნიამ სიხარულისგან ტაში შემოკრა. სახლში მარტო დარჩა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რასაც უნდოდა, იმას გააკეთებდა. ჯერ მსუბუქად ისაუზმა და ყავა დალია, შემდეგ კი მუშაობას შეუდგა. მისაღები ოთახის დალაგებით დაიწყო, მაგრამ სიჩუმეში არ უყვარდა დალაგება, ამიტომ ტელეფონი მოიმარჯვა, მისი საყვარელი სიმღერები ჩართო და საქმეს შეუდგა. პირველი რაც ჩაირთო, ეს Amr Diab - El Alem Allah იყო. მძლავრმა, აღმოსავლურმა რიტმმა მაშინვე აავსო ოთახი. ნიამ იგრძნო, როგორ დაუარა სხეულში ენერგიამ. ხმას ბოლომდე აუწია, თითქოს სურდა გუშინდელი ინციდენტის დავიწყება. ცეკვა კი ამაში ეხმარებოდა. ცეკვა დაიწყო. თავიდან მხოლოდ მსუბუქად აჰყვა მელოდიას, მაგრამ მალე მუსიკამ ბოლომდე ჩაითრია. თვალები დახუჭა, ხელები ჰაერში რიტმულად აღმართა და აჩეჩილი ხვეული თმებით ტრიალი დაიწყო. ის აღარ ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა — განიერ სვიტერში, ფეხშიშველი და სრულიად თავისუფალი. იმ წამს „დემონი“ გელოვანი მისთვის მხოლოდ შორეული მოგონება იყო. ... ლუკამ კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა, თუმცა არავინ არ გამოჩენილა, შემდეგ ოდნავ ჩამოწია, სახელური და კარიც გაიღო სახლში გამეფებული სიჩუმის ნაცვლად, ამარ დიაბის რიტმული მუსიკა დახვდა. ის ნელა შევიდა მისაღებ ოთახში და... ადგილზე გაქვავდა. ის, რაც მის წინ იშლებოდა, საერთოდ არ ჰგავდა იმ „ეკლიან“ გოგოს, რომელიც მას ყოველთვის აღიზიანებდა, ნია ცეკვავდა. ისე თავისუფლად, ისე ბუნებრივად და ვნებიანად, რომ ლუკას სუნთქვა შეეკრა. თვალს ვერ წყვეტდა მის ყოველ მოძრაობას. დაინახა მისი ფეხშიშველი ტერფები, რომლებიც იატაკს ძლივს ეხებოდნენ, მისი განიერი სვიტერი, რომელიც ყოველ ბრუნზე მის სხეულს ეკვროდა და ის აჩეჩილი ხვეულები, რომლებიც სახეზე ეფინებოდა. იგრძნო, როგორ გაუშრა ყელი. მის გონებაში მხოლოდ ერთი ფიქრი ტრიალებდა: „ვინ არის ეს გოგო? საიდან აქვს ამხელა ენერგია?“ მას სურდა, ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო. ნია მისთვის აღარ იყო უბრალოდ მომაბეზრებელი გოგო, რომელიც მასთან მუშაობდა — ის იყო სტიქია, რომელმაც ლუკას რკინისებური კონტროლი ერთ წამში დაამსხვრია. მისი ყოველი მოძრაობა ლუკას ძარღვებში ცეცხლივით ვრცელდებოდა. კულმინაციურ მომენტზე ნია ემოციურად ბრუნდება და თვალებს ახელს. კარებთან კი გელოვანს ამჩნევს. სირცხვილისგან ნიას ლოყები წამში აუწითლდა. მზად იყო, მიწა გასკდომოდა. სასწრაფოდ ტელეფონისკენ გაიქცა და მუსიკა გამორთო. ოთახში ისეთი მკვდარი სიჩუმე ჩამოწვა, რომ მხოლოდ მათი აჩქარებული სუნთქვა ისმოდა. — თქვენ... აქ რას აკეთებთ? — ამოილუღლუღა ნიამ და სვიტერის სახელოებს ჩააფრინდა, თითქოს თავის დაცვას ცდილობდა. უყურებდა მის დაბნეულ და აწითლებულ სახეს, როგორ იყო ჩამოყრილი ხვეული კულულები და ძალიან მოუნდა შეხებოდა მას. ამიტომ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ და მასთან ძალიან ახლოს მივიდა. მისი მზერა ისევ ისეთი მძიმე იყო, მაგრამ ბრაზის ნატამალიც კი აღარ ჩანდა. ხელის მტევანი ინსტინქტურად მისი სახისკენ წაიღო და კულულები ყურის უკან გადაუწია. ნია მისი შეხებისგან შეკრთა, სუნთქვა გაუხშირდა და გული აუჩქარდა. — შენთან თამთამ გამომგზავნა. სახლში არავინ არ არის, მან კი რატომღაც გადაწყვიტა, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია მისი დახმარება. შენ კი, როგორც ვხედავ, სახლში მარტო დარჩენილმა, აღმოსავლური ზღაპრების მოწყობა გადაწყვიტე? ნიამ თავი ამაყად ასწია, თუმცა გული ისევ გამალებით უცემდა. — მე... უბრალოდ სახლს ვალეგებდი, მეგონა არავინ მოვიდოდა. — მერე ვინ გითხრა, რომ მე „ვიღაც“ ვარ? — ლუკას ტუჩის კუთხეში ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა. ის კიდევ უფრო ახლოს მივიდა, იმდენად ახლოს, რომ ნიამ მისი ნაცნობი, გრილი სურნელი იგრძნო. — „ამარ დიაბი“? საინტერესოა. არ მეგონა, თუ ასეთი ვნებიანი მუსიკა მოგწონდა. მეგონა, შენი სტიქია მხოლოდ ტრადიციული ცეკვები იყო? — მე ყველანაირი მუსიკა მიყვარს. — საინტერესოა...? — ეს არის ხელოვნება, ბატონო ლუკა. აუცილებელი არ არის, მარტო ნაციონალური ცეკვა გიყვარდეს, — ნიშნის მოგებით უთხრა. ხელი არ ჩამოსწია. მისი თითები წამით შეეხო ნიას კანის სითბოს და იგრძნო, როგორ გაირბინა მათ შორის უხილავმა მუხტმა. გოგონას აჩქარებული სუნთქვა პირდაპირ მის ხელისგულზე ხვდებოდა. — ხელოვნება, არა? — დაბალი, ჩახლეჩილი ხმით ჩაეკითხა ლუკა და ნიას თვალებში ისე ღრმად ჩახედა, თითქოს იქ რაღაც პასუხს ეძებდა. — და ამ „ხელოვნებაში“ ყოველთვის ასეთი თავდავიწყებით იძირები, თუ მხოლოდ მაშინ, როცა გგონია, რომ ვერავინ გხედავს? ნიამ იგრძნო, როგორ მოებუზა სხეული. ლუკას სიახლოვე იმაზე მეტად აბნევდა, ვიდრე თავად ცეკვისას გამოჭერა. — მე არაფერს ვმალავ, — თქვა მან მტკიცედ, თუმცა ხმა ოდნავ გაებზარა. — უბრალოდ, ზოგიერთი რამ მხოლოდ საკუთარი თავისთვისაა განკუთვნილი. კაცმა ტუჩის კუთხეში ისევ იმ უცნაურმა, ნახევრად ირონიულმა და ნახევრად აღფრთოვანებულმა ღიმილმა გადაურბინა. მან ნელა დაიხია უკან, თითქოს ნებაყოფლობით უთმობდა ნიას პირად სივრცეს, რომელსაც წამის წინ ასე უხეშად დაეპატრონა. **** იმ დღის შემდეგ, რაც ლუკა ნიასთან სახლში იყო, თითქმის ერთი კვირა გასულიყო. ეს ისეთი მოულოდნელი იყო მისთვის, რომ ვერაფრით ივიწყებდა მომხდარს. ყოველ წამს თვალწინ ედგა ლუკას სახე, მისი გამოხედვა, ეს ყველაფერი ისეთი ამაღელვებელი იყო, რომ ნიას გული მუდმივად შფოთავდა. განსაკუთრებით კი მისი შეხება, როდესაც ლუკა მას შეეხო, ნიამ თავი უცნაურად იგრძნო. თითქოს ჟრუანტელმა დაუარა და სუნთქვაც კი შეწყვიტა, ეს შეგრძნებები კი მას აფორიაქებდა. ერთხელ უკვე ჰქონდა განცდილი მაშინ, ტაძრის წინ რომ იჩხუბეს. ეს დღეები ნია ყველანაირად ცდილობდა, გელოვანისგან თავი შორს დაეჭირა. ყოველგვარ მიზეზს ეძებდა, რომ მასთან გადაკვეთა არ მოხდარიყო. არც ლუკა ჩანდა დიდად დილით ადრე მიდიოდა და შინ მხოლოდ გვიან ღამით ბრუნდებოდა. — ნია, შეიძლება?! — ოთახის კარი ოდნავ გაიღო და შიგნით ლიზა შემოვიდა. — რა შეკითხვაა, მოდი, დაო, — ღიმილით უთხრა ნიამ და საწოლზე წამოჯდა, თითქოს ამით ფიქრებს თავს აღწევდა. ლიზა მას გვერდით მიუჯდა და დაკვირვებით შეხედა. — ნია, შენზე ძალიან ვდარდობ. ბოლო დროს ძალიან გულჩათხრობილი გახდი, სულ სადღაც შორს ხარ ფიქრებით. რაღაც გაწუხებს? — კარგად ვარ, დაო, ნუ ღელავ... უბრალოდ, ამ ბოლო დროს თავს უცნაურად ვგრძნობ, — მძიმედ ამოიოხრა ნიამ და ლიზას კალთაში ჩაუდო თავი, თითქოს იქ ეძებდა თავშესაფარს. — რატომ? რამე მოხდა და მე არ ვიცი? — ეჭვით დახედა ლიზამ. — ლიზა,გელოვანი ძალიან მაფრთხობს. — ამოიხრა ნიამ — გელოვანი? — ჰო, სიმართლე რომ გითხრა, მისი მეშინია. — რამე დაგიშავა?! — წამოიძახა ლიზამ და შეშინებული წამოიწია. — არა, არაფერი დაუშავებია, მაგრამ ვერ გავიგე, რა ადამიანია. მას ისეთი ცვალებადი ხასიათი აქვს, რომ ვერასდროს გაიგებ მის ნამდვილ ზრახვებს. ხან ცივია, ხან კი... ისეთი, რომ თავს სულ სხვაგვარად გაგრძნობინებს. — ანუ, მისი ეს გაურკვეველი ხასიათი გაფორიაქებს? — ლიზამ თავზე ხელი ნაზად გადაუსვა და ისე ჰკითხა. — ჰო, დაო. გახსოვს, რომ გიამბე, სახლში ჩუმად რომ შემოიჭრა? — კი, მახსოვს. — ამ დღის შემდეგ მოსვენება დავკარგე. სულ ის შეგრძნება მაქვს, თითქოს სადღაც ახლოსაა და მითვალთვალებს. — არ ვიცი, რა გითხრა, ნია, მაგრამ შემთხვევით ხომ არ გიყვარდება ის ბიჭი? — ჰკითხა ლიზამ ღიმილით, თვალებში კი ჭინკები აუთამაშდა. — რაა?! — შეიცხადა ნიამ და ელდასავით ფეხზე წამოხტა. — ლიზი, ასეთი რამ როგორ იფიქრე?! ღმერთმა დამიფაროს, რომ ეგ ადამიანი შემიყვარდეს! — წამოიძახა და პირჯვარი დრამატულად გადაისახა, თითქოს ამით აკრძალულ ფიქრს იგერიებდა. — კარგი, დაწყნარდი, ვიხუმრე, — სიცილით უთხრა ლიზამ და ხელით დაამშვიდა. — ეს შეუძლებელია, ლიზი ჩვენ შორის დიდი ბარიერია აღმართული. ის არ არის ჩემი სამყაროდან, ის თავისუფალიც კი არ არის და ასეც რომ არ იყოს, მე არასდროს შევიყვარებ ისეთ ადამიანს, რომელსაც ჩემთვის ზიანი მოაქვს და ასე მიმწარებს ცხოვრებას. — კარგი, ნუღა ფიქრობ ამაზე, დაიძინე, — უთხრა ლიზამ და ოთახიდან გავიდა. მარტო დარჩენილმა ნიამ ვერაფრით მოისვენა. რაღაც შინაგანად ღრნიდა და აფორიაქებდა. აშკარა იყო, რომ გელოვანმა მასში ძლიერი ემოციური შოკი გამოიწვია, რომელსაც ვერაფრით ერეოდა. — სისულელეა, როგორ იფიქრა ლიზამ, რომ იმ დემონის მიმართ გულგრილი არ ვარ. არა, ეს უბრალოდ მისი მოულოდნელი გამოჩენის ბრალია და სხვა არაფერი, — ჩაილაპარაკა თავისთვის, თითქოს საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობდა, უკუნაგდო ამაზე ფიქრები და დაიძინა. ... მეორე დღეს ნია სახლიდან ადრიანად გამოვიდა, რათა ფეხით გაევლო და თან ეფიქრა. უკვე დეკემბერი იდგა. გარეთ საშინელი სიცივე იყო და ქარი ცივ ნიავს უბერავდა და თოვლიც მოდიოდა, ცივი ჰაერი კი სახეს უყინავდა, თუმცა ნიას სულაც არ აღელვებდა ეს ყინვა. უბანს ფეხით ჩაუყვა და თან გულში იმას გეგმავდა, როგორ მოიქცეოდა, როდესაც გელოვანებთან მივიდოდა. რატომღაც ძალიან მოუნდა სამების საკათედრო ტაძარში მისულიყო, ამიტომ გეზი პირდაპირ მისკენ აიღო. სულ მალე უკვე ტაძრის ეზოში იყო. კიბეებს აუყვა და ზემოთ ავიდა. რაც უფრო ზემოთ ადიოდა, გული უფრო გამალებით იწყებდა ფეთქვას. ტაძარში მისვლისას ყოველთვის აღელვებული იყო, მაგრამ ახლა ამას უფრო მძაფრად გრძნობდა. სულ მალე ტაძრის ოქროსფერი გუმბათი გამოჩნდა და თავად ტაძარიც დიდებულად წამოიმართა მის წინ. ნია კრძალვით მიუახლოვდა, პირჯვარი გადაისახა და შიგნით შევიდა. როგორც ყოველთვის, ჯერ დედა ღვთისმშობლის ხატთან მივიდა. — ჩემო დედა ღვთისმშობელო, გთხოვ, დამეხმარე. არ ვიცი, ამ ბოლო დროს რა მემართება. თავს უცნაურად ვგრძნობ და ეს საერთოდ არ მომწონს. ძალიან მაკლია მამა შალვა, მაგრამ ის აქ არ არის, რომ გავესაუბრო და რჩევა ვკითხო. გთხოვ, მიჩვენე გზა, როგორ გავუმკლავდე ამ ყველაფერს. ტაძარი, როგორც ყოველთვის, ნახევრად ჩაბნელებული იყო. ირგვლივ მხოლოდ სანთლები ანათებდა და საკმევლის სურნელი ტრიალებდა, რასაც საოცარი სიმშვიდე მოჰქონდა ნიას სულისთვის. ხატის წინ დაჩოქილმა, თითქოს ყველა შიში და გაურკვევლობა იქ დატოვა. როცა წამოდგა, თვალებში სულ სხვა სინათლე ჩაუდგა — უფრო მშვიდი და მტკიცე. საოცარი სიმშვიდით გაიღიმა და ხატს ემთხვია. — მადლობა, ღვთისმშობელო. მე ამასაც შევძლებ. ის ვერ მოახერხებს იმას, რომ თავგზა ამირიოს, რადგან ჩემს გრძნობებს თავად გავაკონტროლებ, — გაიფიქრა და ტაძრიდან გამოვიდა. გარეთ ისევ საშინლად ციოდა, თუმცა ნია ამას ყურადღებას აღარ აქცევდა. გელოვანების სახლთან მივიდა და ღრმად ჩაისუნთა. შეამჩნია, რომ ლუკას მანქანა ეზოში იდგა. ცოტა არ იყოს, აფორიაქდა, მაგრამ შემდეგ ძალა მოიკრიბა და ეზოში შევიდა. კარზე ზარი დარეკა და, მისდა გასაოცრად, კარი თავად ლუკამ გაუღო, რომელიც წარბშეჭმუხნილი დაჰყურებდა. ნიამ ხმაც არ გასცა, ისე გაუარა გვერდი და შიგნით შევიდა. — ნია, მოიცადე! — დაუძახა ლუკამ, მაგრამ ნიამ ყურადღება არ მიაქცია და გზა განაგრძო. — შენ რა, დაყრუვდი? არ გესმის, რომ გეძახი?! — გაბრაზებულმა წამოიძახა კაცმა და მისკენ გაემართა. ნია მისკენ შებრუნდა. — თქვენ კიდევ რა ვერ გაიგეთ?! რადგან ხმას არ გცემთ, ესე იგი, თქვენთან საუბარი არ მინდა და დიდად დამავალებთ, თუ თავს დამანებებთ! — ერთიანად დაუყვავა სიტყვები და ისე უთხრა. — რაა?! — ვერ გაეგო, რა დაემართა ამ გოგოს. დაინახა, რომ წასვლას აპირებდა, დაეწია, მკლავში ხელი ჩაავლო და მისკენ მიიზიდა. — რას აკეთებთ?! — ამოილუღლუღა და დაბნეული თვალებით ახედა. — მე რას ვაკეთებ, თუ შენ როგორ იქცევი?! — წარბშეჭმუხნილმა ჰკითხა. — რა გჭირს? ყველაფერი რიგზეა? — ჰკითხა ისევ და ეშმაკურად გახედა, როდესაც დაინახა ნიას დაბნეული სახე. — ყველაფერი რიგზე მაშინ იქნება, როდესაც თავს დამანებებთ! — წამოიძახა გაბრაზებულმა და მისგან თავი გაითავისუფლა. — რატომ გამირბიხარ? — იქნებ იმიტომ გავრბივარ თქვენგან, რომ თქვენი ნახვა არ მსიამოვნებს. დიდად დამავალებთ, თუ გზაზე არ გადამეღობებით! — ჩაიდუდღუნა. — იმდენად ვერ მიტან, რომ გინდა საკუთარი სახლიდან გამაძევო, ასეა? — უბრალოდ ჩემგან შორს დაიჭირეთ თავი, სულ ეს არის! — წამოიძახა ნიამ. ლუკა მასთან ძალიან ახლოს მივიდა. ნიამ მისი ცივი, მძაფრი სუნამოს სურნელი იგრძნო, რომელიც ასე აბრუებდა. სახე მის ყურთან მიიტანა და ჩასჩურჩულა: — რატომ გინდა, რომ შენგან თავი შორს დავიჭირო? ჩემი ხომ არ გეშინია, ნია? — ეშმაკური მზერით ჰკითხა. თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ნიას ეს დაბნეულობა ართობდა. ხვდებოდა, რომ გოგონას აბნევდა. — არა, საიდან მოიტანეთ?! — თვალი გაუსწორა კაცს. — ნია, მე სულელი არ ვარ და არც ბრმა. კარგად ვხვდები, რომ იმ დღის შემდეგ, როდესაც შენთან ვიყავი, მას შემდეგ თავს მარიდებ. — ეგ რა შუაშია... — დაბნეულმა წამოიძახა. — შემთხვევით, შენში მიძინებულ გრძნობებს ხომ არ გიღვიძებ და სწორედ ეს გაშინებს? — სერიოზული სახით უთხრა. — რა სისულელეა, რომელ გრძნობებზეა საუბარი?! კარგით რა... ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ვერ გიტანთ და იცით რა? ჩემში უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევთ. ამიტომ გზაზე ნუ გადამეღობებით! — ნერვიულად წამოიძახა. — ვწუხვარ, მაგრამ ეგ საქმე არ გამოვა, ქალბატონო, — უთხრა ბოლოს და გარეთ გავიდა. მარტო დარჩენილმა ნიამ თავი ძლივს დაიმშვიდა. არა, ეს ადამიანი მასზე ცუდად მოქმედებდა. — ღმერთო, მომეცი ძალა, — ჩაიდუდღუნა და ზემოთ ავიდა. ნინის ოთახში ფიქრებში გართული და აკანკალებული ხელებით შევიდა. ვერაფრით მშვიდდებოდა. გული ისე უცემდა, რომ ცოტაც და საგულედან ამოუვარდებოდა. ნინიმ, როგორც კი შეამჩნია ნიას გაფითრებული სახე და აცახცახებული ხელები, აღელვებული წამოდგა და მასთან მივიდა. — ნია, ხომ კარგად ხარ? რა გჭირს? — კარგად ვარ, ნინი, ნუ ღელავ... უბრალოდ გარეთ ძალიან ციოდა და სახლში ჩქარი ნაბიჯებით მოვდიოდი, ამიტომ ვცახცახებ, — დაამშვიდა და აცახცახებული ხელებით გადადო ჩანთა მაგიდაზე. — დარწმუნებული ხარ...? — ეჭვით გახედა ნინიმ. — კი. კარგი, მოდი მეცადინეობა დავიწყოთ. მითხარი, რა გინდა, რომ დღეს გასწავლო? — ღიმილით უთხრა. — იცი, დღეს ცოტა არ ვარ განწყობაზე... — ამოიოხრა ნინიმ. — რატომ, რა მოხდა? — ლუკა ძალიან შეიცვალა ამ ბოლო დროს... ყურადღებას აღარ მაქცევს. „ნეტავ ეგ დემონი ვინმეს მიმართ თუ იჩენს ყურადღებას,“ — გაიფიქრა თავისთვის ნიამ. — რა თქვი? — არაფერი. ვფიქრობ, ეგ იმის ბრალია, რომ თქვენ ქორწინებაში არ ხართ. — ქორწინებაში ვერ ვიქნებით, რადგან ლუკას არ სწამს ოჯახის და არც მე. ჩვენ ასეც კარგად ვიყავით. — ეგ ახლა ხართ კარგად, მაგრამ თუ გინდათ, რომ თქვენი ურთიერთობა მყარი იყოს, ამისთვის საჭიროა, რომ ოფიციალურად ერთად იყოთ, დამიჯერეთ. — მაგრამ როგორ, ნია? ის არასდროს გადადგამს ამ ნაბიჯს. — მაშინ თქვენ უნდა მიანიშნოთ, რომ არ გაკმაყოფილებთ დროებითი ურთიერთობები და გინდათ თქვენი ცხოვრება მას დაუკავშიროთ. — უთხრა ნინის, თუმცა თავის ნათქვამით კმაყოფილი სულაც არ იყო, ისიც კი გაიფიქრა ეს რატომ ვუთხარიო. — ვიფიქრებ ამაზე, — ღიმილით უთხრა. — ნია, შენ ისეთი კარგი ხარ... შენთან საუბარი ძალიან მსიამოვნებს. — გამორჩეული არაფრით ვარ, თუმცა მიხარია, რომ მოგწონთ ჩემთან საუბარი. ... საღამო ხანს ბუხრის წინ ნია და ნინი ერთად ისხდნენ. ნიას ხელში წიგნი ეჭირა, თუმცა მისი მზერა ხშირად სცილდებოდა ფურცლებს და ცეცხლის მოცეკვავე ენებს უყურებდა. ნინი მთელი ყურადღებით უსმენდა ნიას მონათხრობს. ნია ემოციებით უყვებოდა რაღაცას, მისი ხმა ხან აჩქარდებოდა, ხან კი დაუწევდა, თითქოს თვითონ ცხოვრობდა მოყოლილ ამბავში. ბუხრიდან გამოსული სითბო სასიამოვნოდ ედებოდა სახეზე და მის თვალებში ათინათებს აცეკვებდა. ისეთი გულანთებული იყო, რომ მის გარშემო არსებული სამყარო თითქოს გაქრა. სწორედ ამ დროს, ჩრდილივით უხმოდ, ლუკა მიუახლოვდა ბუხრის ოთახის ზღურბლს. წამით შეჩერდა. დაინახა ნია, როგორ საუბრობდა, როგორ უბრწყინავდა თვალები ცეცხლის შუქზე. მის ლამაზ სახეზე ალისფერი ელვარება ეცემოდა, რაც გოგონას იმდენად უშუალოს და მიმზიდველს ხდიდა, რომ ლუკამ თვალი ვერ მოსწყვიტა. მის ტუჩებზე ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა ისეთი, რასაც ალბათ არასდროს აჩვენებდა სხვებს. ცოტა ახლოს მიიწია, რომ გაეგო, რაზე საუბრობდნენ. — ნინი, რას ფიქრობ მისტერ დარსიზე? — ჰკითხა ნიამ ინტერესით. — დარსი? ის ზედმეტად ამაყი და ქედმაღალი პიროვნებაა, ხომ ასეა? — ჰო, ნამდვილად ასეა, — დაეთანხმა ნია და წიგნი მუხლებზე დაიდო. მისი მზერა ისევ ცეცხლისკენ გაექცა. — ის თავიდან მხოლოდ ცივ ნიღაბს ატარებს. გგონია, რომ მისთვის არავინ არსებობს საკუთარი თავის გარდა, რომ სხვისი გრძნობები არაფრად მიაჩნია. მაგრამ სინამდვილეში, ეს ამპარტავნება მხოლოდ ფარია... რაღაცის დასაფარად. — და შენ გგონია, რომ დარსისნაირ კაცებს დაცვა სჭირდებათ? — მოულოდნელად გაისმა ლუკას ხმა. ნინი შეკრთა, შეშინებულმა შეხედა ლუკას. ნიამ ნელა, თითქოსდა მძიმედ, გადაიტანა მზერა კაცისკენ. ლუკა ოთახში შემოვიდა. მისი ნაბიჯები ხალიჩაზე უხმოდ ისმოდა, მაგრამ ნია ყოველი ნერვით გრძნობდა მის მოახლოებას. ლუკა სავარძლის საზურგეს დაეყრდნო და ზემოდან დახედა გოგონას. — ზოგჯერ ყველაზე მაღალი კედლები ყველაზე დიდ ტკივილს მალავენ, ბატონო ლუკა, — მიუგო ნიამ მტკივე ხმით. — და მაინც, — ლუკა უფრო ახლოს მივიდა, — რატომ ჰგონიათ ქალებს, რომ დარსის „სიამაყე“ ცოდვაა? ხომ შეიძლება, ეს უბრალოდ იმ ადამიანის დუმილია, რომელიც არავის აძლევს უფლებას, მის სულში ფეხშიშველმა გაიაროს? ნიამ იგრძნო, როგორ აეწვა ლოყები. ლუკას მზერა ახლა იმდენად ახლოს იყო და იმდენად ღრმა, რომ ნიას მოეჩვენა, თითქოს კაცი მის ფიქრებს კითხულობდა. — ელიზაბეტმა მასში სიცივე დაინახა, — თქვა ნიამ თითქმის ჩურჩულით, — სიცივე და ის აუტანელი ამპარტავნება, რომელსაც ასე ვერ იტანდა. — იქნებ ელიზაბეტი უბრალოდ ცდებოდა? — ლუკამ ოდნავ ჩაიღიმა. მიხვდა, რომ ეს დახასიათება მასაც ეხებოდა. — იქნებ დარსი სინამდვილეში იმაზე მეტს გრძნობდა, ვიდრე ამის თქმას მთელი ცხოვრების მანძილზე შეძლებდა ან იქნებ სულაც არ არის ის ისეთი აუტანელი, როგორიც ყველას ჰგონია? — კითხა ლუკამ და ნიას მწველი მზერით გახედა. ნახა როგორ აუწითლდა,ლოყები და როგორ დაიბნა. გოგონა,აშკარად დააბნია, კაცის ასეთმა საუბარმა,საერთოდ არ მოელოდა, რომ ლუკა საუბარში ჩაერთვებოდა და დარსიზე დაიწყებდა განხილვას მასთან. კაცმა, რომ ნახა ნიამ აღარ იცოდა, რა ეთქვა, ოდნავ შეუმჩნევლად ეშმაკური ღიმილით ჩაიცინა და მის პასუხს აღარ დაელოდა და ოთახიდან გავიდა. ნიამ იგრძნო, რომ იმ სახლში გაჩერება აღარ შეეძლო. საათს დახედა და უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ფეხზე წამოდგა და ნინის მიუბრუნდა. — ჩემი წასვლის დროა, ნინი, ხვალ გნახავ, — დაემშვიდობა და სწრაფად გამოვიდა. ... გარეთ გასულს უკვე საკმაოდ ჩამობნელებულიყო. ამინდიც გაუარესებულიყო. შიშით ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გზას გაუყვა. გელოვანების სახლი ქალაქიდან საკმაოდ შორს იყო, ირგვლივ კი მხოლოდ ტყე იყო. გულაჩქარებული მიაბიჯებდა, როდესაც მოულოდნელად მის წინ მანქანა არ შეჩერდა. — ნია, ჩაჯექი მანქანაში, სახლამდე გაგიყვან, — გაისმა ლუკას ხმა. — მადლობა, მაგრამ ჩემით წავალ, — სიცივისგან ერთიანად უცახცახებდა ხმა. — ნუ ჯიუტობ, ნია. ამ დროს აქ ტრანსპორტი არ დადის, თანაც უკვე საკმაოდ გვიანია და საშიშია გარეთ ამ დროს მარტო ხეტიალი. აღარ გაჯიუტებულა, რადგან მართლა ძალიან გვიან იყო და საშინლად ციოდა. მანქანაში ჩაჯდა. გზა ტყეზე გადიოდა. ნია ფანჯრიდან იყურებოდა, სადაც ხეების შავი ლანდები ქარში ირხეოდნენ. მოულოდნელად ლუკამ მანქანა მკვეთრად დაამუხუჭა და მატორი გათიშა. — რა მოხდა? — ნიამ შიშით გადახედა კაცს. — გზა ჩაწყვეტილია, — მოკლედ მიუგო ლუკამ და ფარები შორს მიანათა. წინ, პირდაპირ შუა გზაზე, მოგლეჯილი ხე იწვა. უკან მობრუნებასაც აზრი არ ჰქონდა გზა ისე მოიყინა, რომ მანქანა ნებისმიერ წამს შეიძლებოდა გადაჩეხილიყო. — აქედან ვერ გავალთ, — უთხრა ლუკამ და წამიერად ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ ნიას საკუთარი გულისცემა ყურებში ესმოდა. სალონში მაშინვე დაიწყო ყინულოვანი სიცივის შემოსვლა. — მერე? აქ უნდა დავრჩეთ?! — გოგონას ხმა უთრთოდა. — ტელეფონი არ იჭერს, — ლუკამ ეკრანს დახედა და სავარძელზე გადააგდო. — გარეთ დარჩენა ამ ყინვაში სიკვდილია. აქვე, ხეებს მიღმა, ძველი სატყეო სახლია. სხვა გზა არ გვაქვს, იქ უნდა გადავიდეთ. ლუკა გადავიდა, უკანა სავარძლიდან თავისი მძიმე, შალის პალტო გადმოიღო და ნიას მხრებზე ისე მჭიდროდ მოახვია, გოგონამ კაცის სხეულის სითბო და მისი მძაფრი სურნელი იგრძნო. თოვლში ფეხი ეფლობოდათ. ნია ლუკას ხელს ჩაფრენოდა და გრძნობდა, როგორ იცავდა კაცის ზურგი ქარისგან. როდესაც ძველ, ხის სახლს მიადგნენ, ლუკა მხრით მიაწვა კარს და შიგნით შეიყვანა. სახლში ძველი ხის კოტეჯი იყო, რომელსაც სანადიროდ იყენებდნენ ხოლმე. — აქ უნდა გავათენოთ,— თქვა ლუკამ და სიბნელეში ნიას თვალებს წააწყდა. — ცეცხლს დავანთებ, თორემ დილამდე ვერ გავძლებთ. — რაა?! აქ მოგვიწევს გათენება? — შეშინებულმა წამოიძახა ნიამ. — სხვა გზა არ გვაქვს. — მაგრამ მე სახლში მინდა, ჩემები ინერვიულებენ... — თვალებში უკვე ცრემლები ჩაუდგა. — ვერაფერს ვიზამთ, ნია. ახლა ძალიან საშიშია მოყინულ გზაზე სიარული. გათენებას უნდა დავუცადოთ, — მშვიდი ხმით უთხრა და გარეთ გავიდა შეშის მოსატანად. მობუზული იდგა ნია. ირგვლივ ისეთი სიბნელე და სიცივე იყო, რომ სხეულში უსიამოვნოდ სცრიდა. ცოტა ხანში ლუკამ ცეცხლი დაანთო და ოთახიც განათდა. — მალე ოთახიც გათბება. მანდ რას დგახარ, მოდი ცეცხლთან ახლოს დაჯექი. ნია ბუხართან მივიდა და ცეცხლთან ახლოს ჩამოჯდა. ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს არცერთი არ არღვევდა. უხერხული სიჩუმე ჩამოწოლილიყო. ლუკა მდუმარედ იჯდა და ფარულად აკვირდებოდა გოგონას. — ვინ იფიქრებდა, არა... — მოულოდნელად ნიამ წამოიძახა. — რას? — ვინ იფიქრებდა, რომ ერთად მოგვიწევდა დარჩენა. — სიმწრით ჩაეცინა და ლუკას გახედა. — ეს სამყარო მოულოდნელობით არის სავსე... — მიუგო ლუკამ. — ჰო... — ნიამ მზერა ისევ ცეცხლის ალს მიაპყრო. — მაგრამ ზოგიერთი მოულოდნელობა უფრო გამოცდას ჰგავს, ვიდრე საჩუქარს. — გამოცდას? — გაუმეორა კაცმა. — და რაში გამოიცდები ახლა, ნია? იმაში, თუ რამდენ ხანს გაძლებ ჩემთან ერთად ამ პატარა ოთახში? — იმაში, თუ რამდენად შევძლებ სიმშვიდის შენარჩუნებას, როცა ჩემს წინ ისეთი ადამიანი ზის, ვისაც სხვისი წონასწორობიდან გამოყვანა სიამოვნებას ანიჭებს. — მე არაფერს ვაკეთებ, — ლუკა წამოდგა და ბუხართან მივიდა. — შენ თვითონ კარგავ წონასწორობას, ნია. იმიტომ, რომ აქ შენი „წესები“ აღარ მუშაობს. აქ მხოლოდ სიცივეა და ეს ცეცხლი და მე, რომელიც ზუსტად ისეთივე ვარ, როგორიც იმ დღეს, შენს სახლში. ლუკა მის წინ ჩაიმუხლა. ცეცხლის შუქზე მისი თვალები უჩვეულოდ მუქი ჩანდა. — დღეს სამებასთან დაგინახე, — თქვა მოულოდნელად. — დამინახეთ?— ნია შეკრთა. — მანქანით ჩავუარე ჭიშკარს. მითხარი, ნია, მართლა გჯერა, რომ იქ რაღაც განსაკუთრებული ხდება? თუ ეს უბრალოდ შენი გზაა, რომ რეალობას გაექცე? — მე რეალობას არ გავურბივარ. მე იქ სიმშვიდეს ვპოულობ, მაგრამ თქვენ ამას ვერ გაიგებთ. — სიმშვიდე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა და არა ღვთიური წყალობა. მე მწამს იმის, რასაც ვხედავ :ფულის, ძალაუფლების. ის, რასაც შენ „რწმენას“ ეძახი, სინამდვილეში შიშია. შიში იმისა, რომ მარტო ხარ ამ ქაოსში. — ეს სიმამაცეა და არა შიში! — წამოიძახა ნიამ. — სიმამაცე? აი ახლა... ამ ქოხში... შენი რწმენა რაში გეხმარება? გათბობს? თუ მე გათბობ ამ ცეცხლით, რომელიც დავანთე? — თქვენი სამყარო ძალიან პატარაა, ბატონო ლუკა. მასში მხოლოდ ის ეტევა, რასაც ხელით შეეხებით. — ჩემი სამყარო რეალურია, ნია. მე არ მჭირდება უხილავი მფარველები. — და თქვენ გგონიათ, რომ ეს თავისუფლებაა? თქვენი ციხე თქვენივე გონებაა, სადაც სასწაულისთვის ადგილი არ დატოვეთ. — სასწაული ისაა, რომ ჩვენ ახლა აქ ვართ და შენ კიდევ გყოფნის ძალა, მორალი მიკითხო. ნია, შენი „სულიერება“ ვერ გიცავს. ვერ დაგიცავს ჩემგან, ვერ დაგიცავს ამ სიცივისგან. — ჩემი რწმენა დაცვა არ არის, ლუკა. ის გზაა. თქვენ კი... თქვენ გზა საერთოდ არ გაქვთ. — ვნახოთ, დილამდე რომელი უფრო გაგვათბობს — შენი „გზა“ თუ ჩემი ცეცხლი, — ჩაილაპარაკა ლუკამ და ბუხარს მიაშტერდა. შუაღამისას ოთახში სიმყუდროვე დაირღვა. ბუხარი თითქმის ჩაქრა, მხოლოდ მინავლებული ნაკვერჩხლები კრთოდნენ სიბნელეში. ლუკა უცნაურმა, შეწუხებულმა ხმამ გამოაღვიძა. თვალები გაახილა და დაინახა, რომ ნია ერთიანად ცახცახებდა. გოგონა აშკარად ბოდავდა, მისი სუნთქვა კი მძიმე და წყვეტილი იყო. ლუკა მაშინვე მის თავთან დაიხარა და შუბლზე ხელი მიადო. კანი ცეცხლივით ეწვოდა. — ჯანდაბა, სიცხე აქვს... — ამოიკვნესა კაცმა და პირველად იგრძნო ნამდვილი პანიკა. — ნია, გესმის ჩემი? — სახეზე ხელი ნაზად მოუსვა, თითქოს მის გამოფხიზლებას ცდილობდა. — მცივა...— ჩაიჩურჩულა ნიამ ისე, რომ თვალები არ გაუხელია. ლუკა წამით გაირინდა. მისი ცივი ლოგიკა კარნახობდა, რომ დისტანცია შეენარჩუნებინა, მაგრამ ნიას უმწეო კვნესამ მასში რაღაც უხილავი კედელი გაარღვია. მან ფრთხილად მიიხუტა გოგონა და თავისი მძიმე პალტო მჭიდროდ შემოახვია. — სად არის თქვენი... ლოგიკა? — ამოილუღლუღა ნიამ ბოდვაში, თითქოს ქვეცნობიერად კვლავ მათ კამათს აგრძელებდა. — ჩემი ლოგიკა ახლა ჩემს წინააღმდეგაა, ნია, — ჩასჩურჩულა მან და ნიას აწეწილ თმებზე ხელი გადაუსვა. — მაგრამ არ დავუშვებ, რამე დაგემართოს. მოულოდნელად ლუკას გაახსენდა, რომ მანქანის სათავსოში წამლები უნდა ჰქონოდა. ნია ფრთხილად მიაწვინა სავარძელზე, პალტო კიდევ უფრო მჭიდროდ შემოუკეცა და გარეთ გავარდა. ყინვა ძვლამდე ატანდა, თითქოს ქარი სპეციალურად უღობავდა გზას. როგორღაც მიაღწია იქვე, გზის პირას დატოვებულ მანქანამდე, აკანკალებული ხელებით გამოაღო კარი და სიბნელეში წამლების ძებნა დაიწყო. როცა საჭირო აბებს და წყლის ბოთლს მიაგნო, სულმოუთქმელად დაბრუნდა ქოხში. — ნია, შემომხედე, წამალი უნდა დალიო, — მისი ხმა ახლა უფრო მტკიცე და ამავდროულად საოცრად თბილი იყო. ნიამ გაჭირვებით გაახილა თვალები. ლუკა გვერდით ამოუდგა, თავი ნაზად წამოუწია და დაეხმარა, რომ წამალი გადაეყლაპა. ნია ისეთი ნაღვლიანი და სველი თვალებით უყურებდა მას, რომ ლუკას გულში რაღაც ჩაწყდა. ის ასეთ ნიას არ იცნობდა უმწეოს, სუსტს და მასზე მინდობილს. როცა წამალმა იმოქმედა ნიას ჩაეძინა, ლუკამ ისევ მიიხუტა. შეიგრძნო მისი თმის სურნელი წვიმის და რაღაც წმინდა ყვავილების ნაზავი, რომელიც მის მძაფრ, ცივ სუნამოს ერეოდა. — რას მიშვები, ნია, რას? — ჩურჩულებდა თავისთვის. — როგორც არ უნდა მოვინდომო, რომ მძულდე, არაფერი გამომდის... ვხვდები, რომ ეს ყველაფერი არასწორია, მაგრამ ჩემი ხელები არ გიშვებენ. ლუკა იჯდა სიბნელეში, მინავლებული ბუხრის წინ და გრძნობდა, როგორ ინგრეოდა მასში ის ცივი ციხესიმაგრე, რომელსაც წლების განმავლობაში აშენებდა. ის უბრალოდ კაცი იყო, რომელიც იმ ღამეს თავის პირველ და უკანასკნელ სასწაულს იცავდა. *** მომდევნო დილას ნიამ ყველაზე ადრე გაიღვიძა. ქოხში ნაცრისფერი, ცივი სინათლე იღვრებოდა. როგორც კი გონება გაუნათდა და იგრძნო, კაცის მძლავრ მკლავებში იყო მოქცეული და მასზე ჩახუტებულს ეძინა, სხეულში შიშმა და გაურკვევლობამ ელექტროშოკივით დაუარა. ერთიანად ანერვიულდა ვერ გაეგო, როგორ აღმოჩნდა ამ კაცთან ასე ახლოს, ან რატომ ეძინათ ერთად, ჩახუტებულებს. ჯერ კიდევ სიცხისგან დაუძლურებული იყო და სხეულში გაუსაძლის სისუსტეს გრძნობდა, მაგრამ შინაგანმა პროტესტმა მოულოდნელი ძალა შესძინა. მკვეთრად გაიწია, ლუკას მკერდზე ხელი ჰკრა და ფეხზე წამოდგა. ამ მოულოდნელმა მოძრაობამ ლუკა გამოაფხიზლა. კაცმა დაღლილი თვალები გაახილა, რამდენიმე წამს გაოგნებული უყურებდა გოგონას, შემდეგ კი თვალების ფშვნეტით წამოდგა და მზერა ნიას გაუშტერა. — გაიღვიძე? — იკითხა დაბალი, ჩახლეჩილი ხმით და გოგონას აკანკალებულ სხეულს გახედა. — თავს როგორ გრძნობ? ნია სუნთქვააჩქარებული იდგა. ცდილობდა, საკუთარი დაბნეულობა სიმკაცრის მიღმა დაემალა, თუმცა მისი მზერა ეჭვითა და უნდობლობით იყო სავსე. — წუხელ რა მოხდა? — იკითხა მკაცრად, თითქოს პასუხის გაგონების ეშინოდაო. ლუკამ ოდნავ ჩაიღიმა — სახეზე ისევ ის ნაცნობი, ირონიული ღიმილი დაუბრუნდა, რომელიც ნიას ასე აცოფებდა. კაცი ნელა გასწორდა წელში, თითქოს ამით თავის ჩვეულ, დომინანტურ პოზიციას იბრუნებდა. — რა მოხდა და... — ლუკამ პაუზა გააკეთა და ნიას თვალებში გამომწვევად ჩახედა, — შენი „გზა“ წუხელ ვერაფრით დაგეხმარა. სიცხემ ისე აგიწია, ბოდავდი და კანკალებდი. მე კი სხვა გზა არ მქონდა, გარდა იმისა, რომ საკუთარი სითბოთი დამეცავი სიცივისგან. ნიას ლოყები აეწვა. გონებაში ბუნდოვნად ამოტივტივდა ფრაგმენტები — ლუკას ხელების სიმტკიცე, მისი სითბო და ის დამაწყნარებელი ჩურჩული. — ესე იგი, თქვენ... — ნიამ წინადადება ვერ დაასრულა. — ესე იგი, მე უბრალოდ არ დავუშვი, რომ ჩემს ხელში გაყინულიყავი, — მოუჭრა ლუკამ ცივად. — ნუ ეძებ ამაში სხვა აზრს, ნია. წამალი დალიე, გამოიძინე და ახლა, როგორც ვხედავ, უკვე იმდენი ძალა გაქვს, რომ ისევ მეჩხუბო. ნია გაოგნებული უყურებდა მას. ვერ გაეგო, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი ცვალებადი ყოფილიყო. ბუნდოვნად ახსოვდა ყველაფერი, მაგრამ ჯერ კიდევ გრძნობდა მისი სხეულის სიმხურვალეს, იმას, თუ როგორ ეძინათ ერთად ჩახუტებულებს. მისი გონება სრულ განგაშს უცხადებდა ეუბნებოდა, რომ ეს კაცი საშიში იყო, მისი ქმედებები კი გაუგებარი, მაგრამ გული... გული ისევ იმ სითბოს ეძებდა, წუხელ რომ იცავდა სიცივისგან. ლუკა კი, გათენებისთანავე, ისევ იმ დემონად იქცა, რომელსაც ნია მასში ვერ იტანდა. — რატომ მიყურებ ეგრე? — ჰკითხა ლუკამ ისე, რომ მისკენ არც მიუხედავს, თან ნივთებს აგროვებდა. — თუ გგონია, რომ რადგან წუხელ არ გაგყინე, ახლა ჩვენს შორის რამე შეიცვალა, ძალიან ცდები. ნიას ყელში ბურთი გაეჩხირა. ეს სიტყვები ისე ცივად ჟღერდა, თითქოს წუხანდელი ჩურჩული და თმაზე ნაზი შეხება საერთოდ არ მომხდარიყო. — არაფერსაც არ ვფიქრობ! — წამოიძახა ნიამ და ცრემლები ძლივს შეიკავა. — უბრალოდ... ვერ გამიგია, როგორ შეგიძლიათ იყოთ ასეთი... ორპირი. — ორპირი არა, რეალისტი, ვარ ნია, — ლუკა მის წინ დადგა და ზემოდან დახედა. მის თვალებში აღარ იკითხებოდა წუხანდელი სითბო, იქ მხოლოდ სიმკაცრე და ირონია დარჩენილიყო. — წუხელ ექსტრემალური სიტუაცია იყო. ახლა კი ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა. შენ ისევ ის გოგო ხარ, რომელიც ჩემი ოჯახისთვის მუშაობს, მე კი... მე ისევ ის ვარ, ვისი დანახვაც ასე არ გსიამოვნებს. ნია გრძნობდა, როგორ ეხლიჩებოდა სული. გონება ეუბნებოდა: „ხედავ? ისევ ისეთია, ნუ ენდობი!“, მაგრამ გულს ჯერ კიდევ ახსოვდა მისი მკერდის სითბო. — წავედით! — მოუჭრა ლუკამ, მკლავში ხელი მოჰკიდა — ამჯერად არა ნაზად, არამედ საქმიანად და უხეშად და ქოხიდან გაიყვანა. გზა უკვე გაწმენდილი იყო. მანქანაში ისეთი მძიმე დუმილი ჩამოწვა, რომ ჰაერი თითქოს შუშასავით სკდებოდა. ნია ფანჯარაში იყურებოდა და ხვდებოდა, რომ ეს ღამე მისთვის ყველაფრის დასაწყისი იყო, ლუკასთვის კი უბრალოდ უსიამოვნო ეპიზოდი, რომლის დავიწყებასაც ახლა მთელი ძალით ცდილობდა. ლუკა კი საჭეს ისე მჭიდროდ უჭერდა ხელს, რომ თითები გაუთეთრდა. ისიც ებრძოდა საკუთარ თავს ებრძოდა იმ სურვილს, რომ კიდევ ერთხელ შეეხედა ნიასთვის ისე, როგორც ღამით, მაგრამ სიამაყე და წლების განმავლობაში ნაშენები კედელი ამის ნებას არ აძლევდა. … სახლს ისე მიუახლოვდნენ, ნიამ ვერც გაიგო. სიცხის გამო ჯერ კიდევ სუსტად იყო და გაბრუებული. ფიქრებში გართული ლუკას ხმამ გამოაფხიზლა: — მოვედით! — მოკლედ უთხრა და მანქანა შეაჩერა. ნიამ არც კი დაფიქრებულა, ისე გააღო კარი, გადავიდა და წამიერად გახედა მამაკაცს, თითქოს მისგან რაღაც პასუხს ელოდა, მაგრამ გელოვანი არც კი შემობრუნებულა. გოგონას გულში უსიამოვნოდ გაჰკრა, აღარ დააყოვნა და კარი მთელი ძალით მიიჯახუნა. სწრაფი ნაბიჯებით მივიდა სახლის კართან და ზარი დარეკა. მალე კარი ლიზამ გააღო და ნიას დანახვაზე გახარებული მოეხვია. მანქანის საბურავების ხმაზე ნიამ გვერდით გაიხედა — გელოვანი სწრაფად შემობრუნდა და ადგილიდან მოწყდა. — ნია, ღმერთო ჩემო, სად იყავი? — ანერვიულებულმა ჰკითხა ლიზამ. — ლიზა, ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ახლა არა, გთხოვ. ძალიან დაღლილი ვარ, წავალ წყალს გადავივლებ და ცოტას დავისვენებ, — უგუნებოდ მიუგო და თავის ოთახში შევიდა. ცხელი შხაპი მიიღო და მაშინვე ლოგინში ჩაწვა. ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერადაც. საბანში გახვეულს თვალები ცრემლებით აევსო. — რა მემართება? რატომ ვერ ვეგუები მის ასეთ საქციელს? მე ხომ ვიცი, როგორიც არის ის ადამიანი... მაშინ რატომ ვერ ვივიწყებ წუხანდელს? ეს ხომ არაფერს ნიშნავდა... — ეკითხებოდა საკუთარ თავს. ფრაგმენტებად ახსოვდა წუხანდელი ღამე; ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ახსენდებოდა ლუკას მზრუნველი ტონი და მისი ჩახუტება. — ღმერთო, დამეხმარე გთხოვ... ძალიან ცუდად ვარ... — მტკივნეულად ამოიოხრა და ბალიშში ჩარგო თავი. ძილბურანში იყო გახვეული, როდესაც ლიზა შემოვიდა. — ნია, გძინავს? — არა, მაგრამ ვაპირებ... რა ხდება? — თამთა გირეკავს, შენთან უნდა საუბარი... ნიას ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა ტელეფონზე საუბარი, მაგრამ მაინც უპასუხა. — გისმენთ? — ნია, როგორ ხარ? ლუკამ მიამბო, რაც მოხდა... — აღელვებულმა იკითხა თამთამ. — ახლა უკეთ ვარ, მადლობა. — მიხარია. იმისთვის დაგირეკე, რომ მეთქვა: შეგიძლია სახლში დარჩე და დაისვენო. აქ მაინც ვერ მოახერხებ ამოსვლას, სანამ გზები არ გაიწმინდება. — კარგი, მაშინ შეხვედრამდე. საუბარს რომ მორჩა, ისევ საბანში გაეხვია. — ლიზი,გთხოვ, არ შემაწუხოთ, დასვენება და მარტო ყოფნა მჭირდება. — კარგი, ნია, დაიძინე, — ლიზამ თავზე გადაუსვა ხელი და ოთახიდან გავიდა. შეეცადა დაეძინა, მაგრამ ვერ იძინებდა. მისი გული და გონება ისე იყო დამძიმებული, რომ ძილიც კი არ ეკარებოდა. გონება ქაოსით ჰქონდა მოცული. მთელი დღე ლოგინში იწვა და ფიქრობდა, სანამ ბოლოს არ გაითიშა. *** არც ლუკა იყო კარგ დღეში. მას შემდეგ, რაც სახლში დაბრუნდა, ოთახიდან არ გამოსულა და ხმა არავისთვის გაუცია. პირველად გრძნობდა ნიას სურნელს ასე ახლოს, მთელი ღამე მიხუტებული ჰყავდა. პირველად იყო უბრალოდ ლუკა და არა ცივი გელოვანი. შინაგანად რაღაც ჭამდა და მოსვენებას უკარგავდა. აბაზანიდან ახალი გამოსული, სპორტული შარვლითა და უმკლავო მაისურით საწოლზე ზურგით გაწვა და თვალები დახუჭა. თითქოს ცდილობდა, გაქცეოდა ამ ფიქრებს, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. რაც უფრო ეწინააღმდეგებოდა თავს, მით უფრო იზიდავდა გოგონას სიახლოვე. ვერ გაეგო, რა გრძნობა იყო ეს და რატომ მიიწევდა მისი ქვეცნობიერი მისკენ. — ლუკა! — გაისმა გოგონას ნაზი, ხავერდოვანი ხმა. გელოვანმა თვალები გაახილა. თავიდან იფიქრა, რომ მოესმა, მაგრამ როდესაც მის წინ მდგარი ნიას მომღიმარი სახე დაინახა, შეცბა და ფეხზე წამოდგა. — ნია... ეს მართლა შენ ხარ, თუ ისევ მეჩვენება? — ბუტბუტით წარმოთქვა. გოგონასთან ახლოს მივიდა და ის იყო, უნდა შეხებოდა, რომ გამოსახულება გაქრა. სწორედ ამ დროს ოთახში თამთა შემოვიდა. — სად წავიდა...? — ნერვიულად მიმოიხედა ლუკამ და დის მეტი ვერავინ დაინახა. — ლუკა, კარგად ხარ? — ჰკითხა თამთამ და საწოლზე ჩამოუჯდა. — არ მეტყვი, ვის ეძებდი? — არავის, დაო, უბრალოდ რაღაც მომეჩვენა... — ამოიოხრა და დას გახედა. — წეღან ნიას ვესაუბრე. — მერე? მე ეგ რაში მაინტერესებს? — უთხრა დას, თუმცა ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა. — კარგი, მაგრამ მე მაინც გეტყვი: მითხრა, რომ თავს უკეთ გრძნობს და ხო, ვთხოვე, დარჩენილიყო ერთი-ორი დღე სახლში. — ასე თუ გააგრძელებ, ბოლოს გათამამდება და საერთოდ აღარ მოვა, — ჩაიდუდღუნა ლუკამ. — კარგი რა, ლუკა, ნუ ხარ ასეთი უჟმური. ჯობია ის მითხრა, ამ ბოლო დროს რა გემართება? შეყვარებული ხომ არ ხარ? — რაა? ვისზე? — წამით შეცბა ლუკა. — რა კითხვაა, ლუკა, დავიჯერო შენ და ნინის ერთმანეთი არ გიყვართ? — სიცილით ჰკითხა თამთამ. ლუკამ შვებით ამოისუნთქა. —მე და სიყვარული, თამთა, ხომ იცი მე ამ სისულელეების არ მჯერა. — უკამყოფილოდ გააქნია, თავი და შეიშმუშნა. — კარგი, როგორც იტყვი. — უთხრა თამთამ და ოთახიდან გავიდა. ნინის მიმართ არ ჰქონდა ისეთი ემოციური კავშირი, რომ ამისთვის სიყვარული ეწოდებინა. სიყვარული რა ფენომენია, ესეც კი არ იცოდა მან. ამ გოგოსთან თავს უბრალოდ კომფორტულად გრძნობდა ისიც იმავე წრიდან იყო: ცივი, პრაგმატული პარტნიორი. თუმცა ნიას გამოჩენამ ყველაფერი გაართულა, რადგან თავისივე დაგებულ მახეში თავადვე გაება. ისევ ნიაზე წაუვიდა ფიქრები. განა ვერ შენიშნა, მანქანიდან გადასულმა წამით როგორ შეავლო თვალი? თვითონ კი ერთი სიტყვაც არ უთხრა. — ჯანდაბა! რატომ არაფერი გამომდის? როგორ არ ვეცადე ჩემი გონებიდან მისი გაძევება და შეძულება, მაგრამ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა. **** ნია კაფეში იჯდა და ყავას სვამდა, თან ფიქრებში იყო გართული. ისე ჰქონდა დამძიმებული გული და გონება, ვერ ისვენებდა. ხვდებოდა, რომ გელოვანი მასზე ძალიან მოქმედებდა. — როგორ დავაღწიო თავი ამ სიტუაციას...? — მძიმედ ამოიოხრა. ამ დროს შეამჩნია, როგორ შემოვიდა ზურა კაფეში. მისი ნახვა ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა, ამიტომ სწრაფად წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა, თუმცა ზურამ შეაჩერა. — ნია, რამდენი ხანია არ მინახიხარ? — ჰკითხა ღიმილით, თუმცა ამ ღიმილში რაღაც ცბიერი და მზაკვრული იმალებოდა. — ხო, მართალია... — ნაძალადევად გაუღიმა ნიამ. — სად გეჩქარება? წამოდი, დავსხდეთ, ყავა დავლიოთ, ვისაუბროთ. — მაპატიე, ზურა, მაგრამ არ შემიძლია, უკვე დიდი ხანია აქ ვარ და მეჩქარება. — მხოლოდ ეგ არის მიზეზი, თუ გელოვანი გიშლის? — რაა? რა თქვი? გელოვანი რა შუაშია? — გაუკვირდა ნიას. — არ გინდა, გთხოვ. მე კარგი ადამიანი მეგონე, ნია. მხოლოდ მეგობრობა მინდოდა, შენ კი ის არანორმალური გელოვანი მომიგზავნე, რომ გზიდან ჩამოგცლოდი. — რას ამბობ? ვინ მოგიგზავნე? მე არაფერი ვიცოდი! — შეიცხადა ნიამ. — ის არანორმალური მომვარდა და მეჩხუბა, მითხრა, რომ გზიდან ჩამოგეცალო. ნია, მე მხოლოდ შენთან მეგობრობა მინდოდა, მაგრამ იცი... — მაპატიე, ზურა, მაგრამ შენი ბრალიც არის. შენ არ მანებებ თავს. გითხარი, რომ არანაირი ურთიერთობა არ მსურდა შენთან. — და ამიტომ შენი შეყვარებული მომიგზავნე? — ის ჩემი შეყვარებული არ არის! — გაბრაზებულმა მიაძახა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა შენობიდან. გზაში გაბრაზებული დადიოდა. ახლა გასაგები იყო, იმ დღეს ლუკა რატომ მივიდა ასეთ მდგომარეობაში თურმე ზურასთან უჩხუბია. ბრაზი ყელში აწვებოდა იმის გამო, რომ ლუკა მის ცხოვრებაში ჩაერია. გელოვანს არ ჰქონდა ამის უფლება. ტაქსიში ჩაჯდა და პირდაპირ გელოვანების ოფისში მივიდა. როდესაც ტაქსი გაჩერდა, ნია სწრაფად გადმოვიდა, მძღოლს ფული გადაუხადა და შენობაში შევარდა. გული გამალებით უცემდა. მენეჯერთან მივიდა. — გამარჯობა, ბატონი გელოვანი აქ არის? — სერიოზული სახით ჰკითხა. — თქვენ ვინ ბრძანდებით? შეხვედრაზე ჩაწერილი ხართ? — იკითხა გოგონამ. — არა, მაგრამ უნდა ვნახო! — ახლა მას ვერ ნახავთ, თათბირზეა, დაელოდეთ! — გამაფრთხილებლად უთხრა მდივანმა. — არ ვაპირებ აქ საათობით ჯდომას! ახლავე უნდა ვნახო, სად არის მისი ოთახი? — უკვე მოთმინებას კარგავდა. — კარგი, ჩემით ვნახავ! ნია ოთახის ძებნას შეუდგა. — მოიცადეთ! — დაუძახა გოგონამ. — ეს არის, ხომ? — იკითხა ნიამ და კარებთან მივიდა. მდივანმა კარი გამოაღო, ნია კი შიგნით დაუკითხავად შევიდა. ყველას ყურადღება ნიასკენ გადავიდა, რომელიც აბობოქრებულ ზღვას ჰგავდა, ცოტაც და წალეკავდა ყველაფერს. გელოვანი შოკირებული იდგა — ვერ გაეგო, რა უნდოდა გოგონას მის ოფისში. — მაპატიეთ, ბატონო, ვერ შევაჩერე... — წამოიძახა შიშით მდივანმა. — უნდა ვილაპარაკოთ და თან სასწრაფოდ! — თქვა ნიამ. — კარგი, ბატონებო, დღეისთვის საკმარისია, შეგიძლიათ წახვიდეთ, — უთხრა ლუკამ თანამშრომლებს. როდესაც ყველა წავიდა, გელოვანი სერიოზული სახით მიუახლოვდა გოგონას და მკაცრად უთხრა: — იმედია, აქ მოსასვლელად და ჩემს კაბინეტში შემოჭრისთვის საკმარისი მიზეზი გაქვს. ხვდები არა, რომ თათბირი ჩამიშალე? — და თქვენ თუ ხვდებით, რომ არ გაქვთ უფლება სხვის საქმეში ჩაერიოთ? — გაღიზიანებულმა მიუგო ნიამ. — რაა? და ვის ცხოვრებაში ჩავერიე? — როგორ ვერ ვიტან ამ თვალთმაქცობას! ვითომ არ იცოდეთ, რაზე ვსაუბრობ. ვინ მოგცათ უფლება, ზურასთვის ჩემი ნახვა აგეკრძალათ? — ზურა? — ზიზღით წარმოთქვა მისი სახელი. — დიახ, ზურა! ახლა გასაგებია, იმ დღეს ასეთ მდგომარეობაში რატომ იყავით. მითხარით, რატომ გააკეთეთ ეს? — ვალდებული არ ვარ, შენს შეკითხვებს ვუპასუხო, — ცივად მიუგო ლუკამ. — არა, ხართ! რადგან ეს მე მეხება. თქვენ ჩემს ცხოვრებაში ერევით! — დაუყვირა ნიამ. — ასე რატომ აგაღელვა ამის გაგებამ? იქნებ ის არარაობა მოგწონს? — მოქუფრული სახით ჰკითხა კაცმა. — აქ მოწონება არაფერ შუაშია! ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და თქვენ არ უნდა ჩარეულიყავით. — საიდან გაიგე, რომ ზურა ვნახე? — დაეჭვებით ჰკითხა. — ამას არ აქვს მნიშვნელობა. — ნახე, არა? მითხარი! — ხო, ვნახე, მერე? — იმის შემდეგ, რაც დავემუქრე, მაინც ბედავს შენთან მოსვლას? მითხარი, რა გითხრა? — ეს რატომ გააკეთეთ? მას ჰგონია, რომ მე გთხოვეთ ამის გაკეთება. — მან ასე გითხრა? — ჩაესმა ნიას ლუკას ჩახლეჩილი ხმა. — და შენც დაიჯერე? დაიჯერე, რომ მე ვინმეს მითითება მჭირდება იმისთვის, რომ დავიცვა ის, ვინც ჩემი საკუთრ... — აქ წამით შეყოვნდა და ენაზე კბილი იკბინა. — მე უბრალოდ ვიცავ ჩემს გარემოცვაში მყოფ ხალხს და შენც მათ შორის ხარ. — მე თქვენი საკუთრება არ ვარ! — ნიამ თავი მაღლა ასწია, თუმცა მიხვდა, როგორ აუკანკალდა მუხლები და აეწვა სახე ლუკას მწველი მზერისგან. — და არც დაცვა მითხოვია თქვენთვის. თქვენ უბრალოდ ჩემს ნაცვლად მიიღეთ გადაწყვეტილება, მე კი ეს ყველაზე მეტად მძულს. — მე შენს ცხოვრებაში არ ვერევი, უბრალოდ გავაკეთე ის, რაც სწორად მიმაჩნდა. — ხოდა ნუ აკეთებთ! ეს ჩემი პრობლემაა და არა თქვენი. იმის მაგივრად, რომ საკუთარ ცხოვრებას მიხედოთ, ჩემს სივრცეში იჭრებით! — გაღიზიანებულმა უთხრა და გასასვლელისკენ გაემართა, თუმცა ლუკამ მკლავში ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა. — შენ კი, ჩემთან მოვარდნას და თათბირის ჩაშლას, აჯობებს ფრთხილად იყო, — ჩახლეჩილი ხმით უთხრა და მუქი თვალებით ჩააშტერდა. — გამიშვით! რას აკეთებთ? — წამოიძახა ნიამ და გათავისუფლება სცადა. — გაფრთხილებ, ნია: თუ კიდევ დავინახავ, რომ იმ არამზადას შეხვდი... — რას იზამთ? ისევ სცემთ? — გამომწვევად ჰკითხა გოგონამ. — ეგ ჯობია არ იცოდე... — საშიშად ჩაილაპარაკა. — იცოდე, მას აღარ ნახავ! — მე მას არ ვხვდები, დღეს შემთხვევით ვნახე კაფეში და მაშინ მითხრა. ახლა კი, გამიშვით! — ხელი გამოგლიჯა და ოთახიდან გავარდა. ლუკა კაბინეტში ჩაფიქრებული იჯდა. ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ შემოიჭრა ნია ქარიშხალივით და დაუპირისპირდა. ეს გოგო დღითი დღე უფრო აოცებდა. ვერ გაეგო, საიდან ჰქონდა ამ პატარა გოგოს ამხელა გამბედაობა. ერთი შეხედვით ისეთი ნაზი და სათუთი ჩანდა, მაგრამ როცა საჭირო იყო, პატარა კნუტიდან ვეფხვად იქცეოდა. ეს ყველაზე მეტად აგიჟებდა გელოვანს — ის, რომ ნია არავის აჩაგვრინებდა თავს. იმდენად განსხვავდებოდა ყველა იმ გოგოსგან, ვინც მის გარშემო ტრიალებდა. ლუკას მრისხანების ყველას ეშინოდა, მაგრამ ნია... ნია სხვანაირი იყო. იყო რაღაც ამ გოგოში, რაც ასე იზიდავდა, თუმცა თავადაც ვერ ხვდებოდა, რა. — შეიძლება, ძმაო? — კარი ალექსმა შეაღო. — მოდი, — მოკლედ უპასუხა ლუკამ და გასწორდა. — დავინახე, შენი ოთახიდან გოგონა როგორ გამოვიდა. ეს ის გოგო არ არის, ჩვენებიდან? — ხო, ეგ არის... — ჩაილაპარაკა ლუკამ. — მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მინდა. — რა ხდება, ძმაო? კარგად ხარ? როგორც ჩანს, იმ გოგომ შენზე დიდი გავლენა მოახდინა. — მოახდენდა, აბა რას იზამდა! ქარიშხალივით შემოიჭრა კაბინეტში და თათბირი ჩამიშალა! — გაღიზიანებულმა წამოიძახა ლუკამ. — ესე იგი, ეს გოგო ძალიან მამაცი ყოფილა, რადგან ჩვენს ყოვლისშემძლე გელოვანს დაუპირისპირდა, — ჩაიფხუკუნა ალექსმა. — კარგი რა, ალექს... — თვალები მობეზრებით გადაატრიალა ლუკამ. — კარგი, მაგრამ მგონი ვხვდები, რაც გჭირს... — რა მჭირს? — მხოლოდ ერთს გეტყვი: ეს გოგო შენთვის სულერთი აღარ არის. — ალექს! — თვალები დაუბრიალა ლუკამ. — ჯერ ვერ ხვდები, მაგრამ დრო მოვა და თავად მიხვდები, — სიცილით უთხრა მეგობარმა, შემდეგ კი წავიდა. ***” ლუკას ტყის პირას შეეჩერებინა მანქანა. ძრავის ხმაური რომ ჩაწყდა, ირგვლივ საზარელი, ყრუ სიჩუმე გამეფებულიყო, რომელსაც მხოლოდ დროდადრო ხეების ტოტებიდან ჩამოცვენილი თოვლის ფხრაშუნი არღვევდა. კაცი მანქანიდან გადავიდა, კაპოტზე ჩამოჯდა და ჩაფიქრებული, გაქვავებული მზერით გაჰყურებდა თოვლით გადაფარულ, უსასრულო ტყეს. იმ წამს საკუთარ სხეულში ვერაფერს გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ მძვინვარე ყინვა იდგა ის მთლიანად საკუთარი ფიქრების ლაბირინთში იყო ჩაკარგული. უეცრად, მეხსიერებამ ის ღამე ამოუტივტივა... გაახსენდა, ნიასთან ერთად როგორ ჩარჩნენ თოვლში. თვალწინ დაუდგა ნიას მაშინდელი უმწეო სახე, მისი კანისა და თმის ის განსაკუთრებული არომატი, რომელიც იმ ღამეს ჰაერში ტრიალებდა. იმ დღეს პირველად მოხდა, რომ ის ნიასთან ასე ახლოს იყო; პირველად გამოჩნდა მხოლოდ ლუკა და არა ის „ცივი გელოვანი“, რომლის ნიღაბსაც მუდამ ატარებდა. იმ ღამით თითქოს მათ შორის არსებული ყოველი უხილავი დისტანცია და კედელი სამუდამოდ გამქრალიყო. ახლა კი იდგა ლუკა, საკუთარ გონებასა და გულს შორის გაჭედილი. არ იცოდა, რა ექნა. გული სულ სხვა რამეს სთხოვდა, სულ სხვა გზით მიჰყავდა, მაგრამ მისი ცივი, რაციონალური გონება მედგრად ეწინააღმდეგებოდა. ჭკუიდან შლიდა ეს გოგო! ნამდვილად არ ეგონა, თუ სამსახურში ასე თავზეხელაღებული მიეჭრებოდა და ჩხუბს დაუწყებდა. კი, იცოდა, რომ ნია არ ჰგავდა იმათ, ვინც ჩუმად არიან და ბედს ეგუებიან; მან უკვე კარგად შეისწავლა მისი ფეთქებადი ხასიათი, მაგრამ ზურას გამო თუ ასეთ სკანდალს მოუწყობდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა. — ჯანდაბა, ასე რატომ მოქმედებს შენი ყოველი სიტყვა ჩემზე... — დაღლილმა ამოთქვა და თავი ცისკენ აღაპყრო, თითქოს პასუხს იქ ეძებდა. — ზურა! — კბილებში გამოსცრა მისი სახელი. — ძალიან ცუდი გზა აირჩიე, ნია, არ უნდა გაგერია შენს ინტრიგებში... — წამოიძახა და მის სახეზე ყველა ემოციამ — ბრაზმა, ეჭვიანობამ და ტკივილმა — ერთიანად გადაურბინა. ლუკამ ზუსტად იცოდა: ზურამ სპეციალურად გამოიყენა ნია, რადგან მან იცოდა ლუკას სუსტი წერტილი. კაცს კი ეგონა, რომ ნია მას ზურას დასაცავად მიუვარდა ოფისში ეს ფაქტი კი მას უბრალოდ აგიჟებდა. — უნდა დაველაპარაკო! — მოულოდნელად წამოიძახა, მანქანაში ჩაჯდა, საჭე მკვეთრად მოაბრუნა და ნიას სახლისკენ აიღო გეზი. იმ წუთას არაფერზე ფიქრობდა, არც იმაზე დაფიქრებულა, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო. საკუთარ თავს აღარ ჰგავდა, ალბათ ვერც იაზრებდა ბოლომდე, რას აკეთებდა, რადგან მთლიანად აჰყოლოდა გრძნობებს. როგორც კი მის სახლთან მივიდა, მკვეთრად დაამუხრუჭა. ფანჯრიდან ოთახს გახედა, მხოლოდ ერთი ფანჯრიდან მოჩანდა სინათლე. ტელეფონი მოიმარჯვა და შეტყობინება გაუგზავნა: „შენი სახლის კარებთან ვდგავარ. თუ არ გამოხვალ, იცოდე, კარზე ზარს დავრეკავ.,, გოგონამ არ დააყოვნა და მალევე გაისმა საკეტის ჩხაკუნი და კარები ოდნავ გაიღო. ზღურბლზე მართლაც გელოვანი იდგა. ლუკამ, როგორც კი დაინახა ნია, მზერა გაუშტერდა გოგონა აბურდული თმებითა და ხალათით იდგა კარებში. — ბატონო ლუკა, აქ ასეთ დროს რას აკეთებთ?... — ჩურჩულით ჰკითხა და შეშინებულმა მიმოიხედა, ხომ არავინ გამოვიდა. — უნდა ვისაუბროთ! — წამოიძახა ხმამაღლა. ნიამ მაშინვე პირზე ხელი ააფარა და გარეთ გაიყვანა. — ამიხსენით, აქ რას აკეთებთ?! — ზურაზე უნდა ვისაუბროთ... ის ადამიანი საშიშია! მან თავისი ბინძური ინტრიგებისთვის გამოგიყენა, რომ ჩემთვის დარტყმა მოეყენებინა. მისგან თავი შორს დაიჭირე! ნია წამით გაჩუმდა. მართლა არაფერი ესმოდა ამ კაცის რა უნდოდა ასეთ დროს და ამ ამინდში, რატომ იდგა ახლა მის წინ? — მაპატიეთ, მაგრამ არაფერი მესმის... — ამოთქვა შეწუხებულმა. — კარგი, დავუშვათ ის ცუდი ადამიანია, მაგრამ თქვენ რატომ ღელავთ ასე? ვერ ვხვდები... — მე უბრალოდ მინდა დაგიცვა საფრთხისგან! — არეული ხმით უთხრა ლუკამ. — მე არ მჭირდება თქვენი დაცვა! და კიდევ მე თქვენთვის მხოლოდ რიგითი თანამშრომელი ვარ, რომელიც თქვენს სახლში მუშაობს! — გაბრაზსბულმა უთხრა და შეწუხებული სახით გახედა,იმ წამს ლუკას, თითქოს ცივი შხაპი გადასხესო, ნიას სიტყვებმა უმალ გამოაფხიზლა. — მართალი ხარ... — ამოთქვა ლუკამ და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. მისი ხმა ისე ჟღერდა, თითქოს რაღაც შიგნიდან ჩაუწყდა. — არ უნდა მოვსულიყავი. ნია უყურებდა მის თვალებს ყოველთვის ცივსა და გამომწვევს, ახლა კი ასე დაუცველს. გულში რაღაც ჩაწყდა, იგრძნო, როგორ ეტკინა ლუკას მისი ყოველი სიტყვა, მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა. — მშვიდობიანი ღამე, ბატონო ლუკა, — თქვა ნიამ ჩურჩულით და კარი ცხვირწინ მტკუცედ მიუხურა. ნია ზურგით მიეყრდნო ცივ, ხის კარს. მისი სუნთქვა ხშირი და არათანაბარი იყო. ის სიბნელეში იდგა და გრძნობდა, როგორ უხურდა ლოყები. მან იცოდა, რომ იმ წამს კარი კი არა, ის უფსკრული დახურა, რომელიც მათ შორის წამით, სულ მცირე ხნით გაქრა. ახლა მარტო იყო და გრძნობდა, როგორ ეწვოდა თვალები. მან ატკინა ლუკას ატკინა ისე, როგორც ალბათ არავის აქამდე... და რაც ყველაზე საშინელი იყო, ამ ტკივილს თავადაც საკუთარ თავზე გრძნობდა. გარეთ კი, ლუკა კვლავ ზღურბლზე იდგა. თოვლი ნელ-ნელა უფარავდა მხრებსა და თმებს. ის უყურებდა დახურულ კარს და ხვდებოდა იმ წამს მან ყველაფერი წააგო. ნიამ ის საკუთარი ცხოვრებიდან ისე მარტივად გააძევა, თითქოს არც არასდროს არსებულიყო. ლუკამ მანქანისკენ ნაბიჯი გადადგა. საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები. შეცდომა დაუშვა, მასთან რომ მივიდა, მაგრამ უკვე გვიან იყო. მანქანაში ჩაჯდა და კარი მთელი ძალით მიიჯახუნა. პარალელურად კი იმ ფანჯრისკენ გაიხედა, საიდანაც ცოტა ხნის წინ შუქი გამოდიოდა, ახლა იქაც წყვდიადი გამეფებულიყო. — ჯანდაბა, ჯანდაბა! — გამწარებულმა შემოჰკრა საჭეს ხელი. — ეს რა გავაკეთე, ახლა რას იფიქრებს ჩემზე... პირველად იგრძნო თავი ასე უმწეოდ და უსუსურად. თავადაც ვერ ხვდებოდა, მაგრამ აშკარად ეჭვიანობდა ნიაზე, როდესაც მას ზურასთან წარმოიდგენდა. ძარღვებში სისხლი ეყინებოდა. ძრავი აამუშავა და ადგილიდან ისეთი სიჩქარით მოწყდა, რომ საბურავებმა თოვლში ღრმა კვალი დატოვეს. ** ნია კვლავ კარს მიყრდნობილი იდგა. მას გული ისე გამალებით უცემდა, თითქოს მკერდიდან ამოვარდნას ლამობდა. ის ჯერაც ვერ გამოსულიყო იმ შოკიდან, რაც რამდენიმე წუთის წინ გადახდა. ლუკას მოულოდნელმა გამოჩენამ, მისმა არეულმა მზერამ და იმ უცნაურმა გაფრთხილებამ გოგონას თავგზა სრულიად აურია. — ღმერთო, მომეცი ძალა... — ძლივს ამოთქვა ნიამ და ნერვიულად ჩაეცინა. საკუთარ ხმასაც კი ვეღარ ცნობდა. — დაუჯერებელია... უბრალოდ დაუჯერებელი. ამ შუაღამისას, ამ ყინვაში, აქ თურმე მხოლოდ იმისთვის მოვიდა, რომ გავეფრთხილებინე? ნია ნელა მოცილდა კარს და ოთახში დაიწყო სიარული. ფიქრები ერთმანეთში ირეოდა. ეს კაცი დღითიდღე უფრო და უფრო გაუგებარი ხდებოდა მისთვის. ის ლუკა გელოვანი, რომელსაც ნია იცნობდა ცივი, დისტანციური, მბრძანებლური და ხშირად აუტანელიც კი ახლა სრულიად გამქრალიყო. მის ნაცვლად კი მის წინ იდგა ვიღაც სხვა, ვიღაც ისეთი, ვისაც ტკივილისა და შიშის გამოხატვა შეეძლო. „კიდევ რამდენ ხანს შევძლებ მასთან მუშაობას?“ — ეკითხებოდა საკუთარ თავს და პასუხი აშინებდა. რაც დრო გადიოდა, სიტუაცია სულ უფრო რთულდებოდა. მათ შორის გაჩენილი უხილავი ძაფები ყოველდღიურად იკვანძებოდა და ნია გრძნობდა, რომ ამ კვანძის გახსნა სულ უფრო მეტ სიმამაცეს მოითხოვდა. კიდევ რა სიურპრიზებს უნდა ელოდოს მისგან? ერთმა ღმერთმა თუ იცოდა ლუკას გონებაში რა ხდებოდა. — რატომ მაინცდამაინც ახლა? — ჩაიფრუტუნა ნიამ და ფანჯარაში გაიხედა, სადაც თოვლი ისევ დაჟინებით მოდიოდა. — სხვა დროს ვერ მივიდოდა? ხვალ სამსახურში ვერ მეტყოდა? მაინცდამაინც შუაღამეს უნდა მოვარდნილიყო და მთელი ჩემი სიმშვიდე დაერღვია? მაგრამ ყველაზე მეტად ნიას ის აწუხებდა, რომ ლუკას ის „სხვანაირი“ სახე არ ამოსდიოდა თავიდან. ის მწველი მზერა, რომელიც სიცივეს კი არა, რაღაც აუხსნელ ცეცხლს აფრქვევდა. გოგონა ხვდებოდა, რომ ამ დაპირისპირების მიღმა რაღაც სხვა იმალებოდა შესაძლოა იმაზე დიდი და ძლიერი. ბოლოს, დაღლილობისგან და ემოციური ფორიაქისგან გამოფიტული, საწოლთან მივიდა. შუქი ჩააქრო, თუმცა ოთახში მაინც აღწევდა თოვლისგან არეკლილი მკრთალი ნათება. საბანში თბილად ჩაძვრა, თითქოს სურდა ამ სითბოში მაინც ეპოვა ის დაცულობა, რომელიც ლუკასთან შეხვედრისას სრულიად დაკარგა. დიდხანს ტრიალებდა გვერდიდან გვერდზე. ცდილობდა აღარ ეფიქრა მასზე საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ ხვალ ისევ ისეთივე მტკიცე იქნებოდა, როგორც ყოველთვის. საბოლოოდ, ძილმა სძლია და ნია ღრმა, თუმცა მაინც აფორიაქებულ სიზმრებში გადაეშვა. *** მეორე დღეს გელოვანების სახლს რომ მიუახლოვდა, ნიას სუნთქვა შეეკრა. ეზოში ლუკას მანქანა იდგა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კაცი სახლში იყო. გოგონამ თავი ხელში აიყვანა, ცივი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და სახლში შევიდა. მისაღებში თამთა შემოეგება, რომელსაც სახეზე აშკარა აღელვება ეტყობოდა. — ნია, რა კარგია რომ მოხვედი... შენთან სათხოვარი მაქვს, — თხოვნით მიმართა თამთამ. — გისმენთ? — ნიამ ჩანთა სკამზე დადო და ყურადღებით შეხედა. — სახლში თითქმის არავინ არის. ბებია ბიძაჩემთანაა სტუმრად, ნინი კი ლუკამ ოფისში გაგზავნა საქმეზე. გთხოვ, აქ იყავი და პერიოდულად შეხედე ხოლმე ჩემს ძმას. — რაა? მე...? კი მაგრამ, მე რატომ? — ნია დაიბნა. წუხანდელი სცენის შემდეგ ლუკას ნახვა მის გეგმებში საერთოდ არ შედიოდა. — სესილი უნდა წავიყვანო სკოლაში, თორემ არ გთხოვდი, ნია. ნუ გეშინია, ის ცუდად არის და შენთან ჩხუბის თავი არ ექნება. უბრალოდ ეცადე არ გააღიზიანო. დღეს დედაჩემის გარდაცვალების დღეა და... — თამთას ხმა ჩაუწყდა. გოგონამ მხოლოდ თავი დაუქნია და ნაძალადევად გაუღიმა. სრულიად მარტო დარჩენილმა, თავი უცნაურად იგრძნო. მართალია, ლუკა თავის ოთახში იყო, მაგრამ მისი არსებობა მთელ სახლში იგრძნობოდა. ნიამ გადაწყვიტა დრო კითხვით გაეყვანა. დივანში მოკალათდა და „სიამაყე და ცრურწმენის“ კითხვა დაიწყო, მაგრამ ფიქრებით სულ სხვაგან იყო. — ღმერთო, რა უხეშია ეს კაცი, როგორ შეუძლია ასე ქედმაღლურად სთხოვოს ხელი, — წამოიძახა გაოგნებულმა წიგნის პერსონაჟზე, თუმცა წამში საკუთარი თავი ლუკასთან გააიგივა. — თუმცა ამაზე უარესებიც არსებობენ... ბოლოს ვეღარ მოითმინა და გადაწყვიტა ავადმყოფი მოენახულებინა. მის ოთახთან მივიდა, კარები ოდნავ შეაღო და დაინახა, რომ ლუკას ეძინა. ჩუმად შევიდა შიგნით. კაცი მართლაც ცუდად გამოიყურებოდა, ფერმკრთალი იყო და ტუჩები დაშრობოდა. — გაცივდებოდი, აბა რა... შუაღამეს, ამ ყინვაში თავზე დამადექი ზურაზე სალაპარაკოდ, — ჩაიჩურჩულა ნიამ. გამობრუნებას აპირებდა, როდესაც ბუტბუტი მოესმა. ნია მისკენ მიბრუნდა და თავთან დაიხარა. ლუკა რაღაცას გაურკვევლად ამბობდა, მაგრამ გოგონამ აშკარად გამოარჩია საკუთარი სახელი. ლუკა მას უხმობდა ძილში. ნია ადგილზე გაქვავდა, გულმა კი გამალებით დაიწყო ძგერა. — ნია... — ისევ აღმოხდა კაცს ძილში და წარბები მტკივნეულად შეკრა. გოგონამ ვეღარ გაუძლო, ფრთხილად გაუწოდა ხელი და ლუკას ალმოდებულ შუბლზე დაადო. სიცხისგან კაცი იწვოდა. ნია შებრუნდა, რომ ცივი წყალი მოეტანა, მაგრამ უეცრად მაჯაზე ძლიერი, თუმცა აკანკალებული ხელის ჩავლება იგრძნო. ლუკას თვალები გაეხილა ეს უკანასაკვნელი კი არეული და ამღვრეული თვალებით უყურებდა,გოგონას. — აქ რა გინდა? — მისი ხმა ჩახლეჩილი და ცივი იყო. — ვინ შემოგიშვა? — თამთამ მთხოვა, რომ... — უეცტად დაიბნა და სცადა ხელი გაეთავისუფლებინა. — არ მჭირდება! — ლუკამ უხეშად გაუშვა ხელი. — ძიძა არ მჭირდება! ნია, გადი ჩემი ოთახიდან! — თქვენ სიცხე გაქვთ, ბატონო ლუკა! ის ღამე... — დაიწყო ნიამ, მაგრამ ლუკამ გააწყვეტინა. — ის ღამე ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო! — წამოიძახა კაცმა და გვერდი იცვალა. — დღეს საერთოდ არავის ნახვა არ მინდა და განსაკუთრებით კიშენი! წადი იმ შენს ზურასთან და მე თავი დამანებე! ნია გაფითრდა. ასეთ აგრესიას არ მოელოდა. აპირებდა რაღაც მწარე ეთქვა, მაგრამ კომოდზე დადებულ ფოტოს მოჰკრა თვალი ლუკას დედოს ფოტო იყო შავი სამგლოვიარო ლენტით. ბრაზი წამში გაქრა და მის ადგილას უზომო სიბრალული გაუჩნდა. — ეს დედათქვენია არა? — ჩამწყდარი ხმით ჰკითხა. — გადი-მეთქი! — ლუკას ხმა ახლა დაჭრილი ნადირის ღრიალს უფრო ჰგავდა, რომელიც საკუთარი ტკივილის დამალვას ცდილობდა. — ნუ ცდილობ ჩემს სულში ფათურს! ხომ არ დაგავიწყდა, მე მხოლოდ შენი უფროსი ვარ? იცოდე შენი ადგილი! — მე... არავის ცხოვრებაში არ ვერევი. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ კარგად მესმის თქვენი... — შენ არაფერი არ გესმის! — ლუკა მკვეთრად წამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ თავბრუ ეხვეოდა. ნიას მკლავში ხელი ჩაავლო და კარისკენ გაათრია. — არ იცი, რა ტკივილია, როცა მშობლეს მიწას აბარებ და მერე ცარიელ სახლში ბრუნდები! — მე ძალიან კარგად ვიცი, ეს რას ნიშნავს! — ამღვრეული თვალებით მიახალა ნიამ. — არაფერიც არ იცი! არ მჭირდება შენი მოჩვენებითი თანაგრძნობა! ახლა კი აორთქლდი აქედან, შენი ნახვა არ მსიამოვნებს! — უხეშად უთხრა და კარი ცხვირწინ მიუხურა. ნია კიბეებზე ისე ჩარბოდა, თითქოს ვინმე მოსაკლავად მისდევდა. ყელში გაჩხერილი ბურთი სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, თვალებში კი ცრემლები ისე უდგებოდა, რომ საფეხურებს ძლივს არჩევდა. ლუკას ცივი და უსამართლო ფრაზები გონებაში ექოსავით ჩაესმოდა. „აორთქლდი აქედან!“, „შენი ნახვა არ მსიამოვნებს! შენ არ იცი რა არის მშობლის დაკარგვა.,,— ამ.სიტყვებმა მას გულუ ძლიერ ატკინა. ჰოლში თამთა შემოხვდა, რომელმაც ნიას დანახვაზე მაშინვე შეაჩერა ნაბიჯი. გოგონას აწითლებული სახე და აკანკალებული მხრები იმაზე მეტს ამბობდნენ, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. — ნია, რა მოხდა? სად მიდიხარ ასე აფორიაქებული? — შეშფოთებით ჰკითხა თამთამ და გოგონას მხარზე ხელი დაადო. — მაპატიეთ... მაგრამ უნდა წავიდე... — ჩამწყდარი ხმით, თითქმის ჩურჩულით უთხრა ნიამ და მზერა იატაკს მიაპყრო, რომ ცრემლები დაემალა. — რატომ მიდიხარ? ლუკამ გითხრა რამე? ისევ გეჩხუბა? — თამთას ხმაში სითბო და მზრუნველობა იგრძნობოდა, რაც ნიასთვის კიდევ უფრო მტკივნეული იყო. — მე... უბრალოდ... — სიტყვები ყელში გაეჩხირა. ვერ ეტყოდა, რომ მისმა ძმამ საკუთარი სახლიდან ლამის ძალით გააგდო. — ახლა გასაგებია, — თამთამ ნაღვლიანად ამოიოხრა და ნიას თვალებში ჩახედა. — შენზე იმოქმედა იმან, რომ დღეს დედაჩემის გარდაცვალების დღეა, ხომ? ნიამ პასუხის ნაცვლად მხოლოდ თანხმობის ნიშნად დაუხარა თავი. ცრემლები კი მის ლოყაზე იკვლევდნენ გზას. სწორედ ამ დროს, მეორე სართულის დერეფანში ლუკა გამოჩნდა. ის ოთახიდან გამოვიდა და მოაჯირს დაეყრდნო. ფერმკრთალი იყო, სიცხისგან თვალები უელავდა, მაგრამ დაინახა ქვემოთ მდგომი თამთა და ნია უნდოდა ჩასულიყო, რაღაც ეთქვა, იქნებ ბოდიშიც მოეხადა, მაგრამ წამით შეყოვნდა. ჩრდილში დადგა და მათ საუბარს ყური მიუგდო. იმ წამს მან დაინახა არა „ჯიუტი თანამშრომელი“, არამედ გოგონა, რომელიც ზუსტად იმავე ჯოჯოხეთს გადიოდა, რასაც თვითონ. — შენი მშობლები გაგახსენდა, ხომ ასეა? — კითხა თამთამ უფრო რბილად. — დიახ... — ამოისლუკუნა ნიამ და თავი ვეღარ შეიკავა. — ძალიან მენატრებიან ისინი... მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მამობილი და დედობილი მყავს, რომლებმაც ყველაფერი გამიკეთეს, ამ დანაკლისს მაინც ვერ მივსებენ. ეს ტკივილი აჩრდილვით სულ თან მდევს. თამთამ მძიმედ ამოისუნთქა. მან კარგად იცოდა, რას ნიშნავდა ეს სიცარიელე. — მათ ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს, ნია. ვერც დავიბრუნებთ... გვრჩება მხოლოდ მოგონებები, რომლებიც ხან გვათბობენ და ხან გვწვავენ. თამთამ ნია გულში ჩაიკრა და მისი დამშვიდება სცადა. ლუკა ზემოდან უყურებდა ამ სცენას. მას გული შეეკუმშა. მან ნიას უყვირა, რომ გოგონას „არაფერი ესმოდა“, მაშინ როცა ნია მის წინაშე სრულიად შიშველი სულით იდგა. ლუკამ იგრძნო, როგორ აეწვა ყელი სინანულისგან. — ნუ იფიქრებ ამაზე ასე მწარედ, ნია, — ჩურჩულებდა თამთა და გოგონას თმაზე ხელს უსვამდა. — ნახე, ღმერთმა წაიყვანა შენი ბიოლოგიური მშობლები, მაგრამ მათ სანაცვლოდ გყავს სხვა მშობლებიც, რომლებსაც უზომოდ უყვარხარ. შენ მარტო არ ხარ. მაგრამ თუ გულზე მოგეშვება, იტირე. ნია ცოტა ხანს ასე იყო, თამთას მხარზე ატირებული. მერე ნელა მოშორდა, ცრემლები მოიწმინდა და სცადა გაეღიმა, თუმცა ეს ღიმილი უფრო სევდიანი იყო. — მადლობა, ქალბატონო თამთა... ჩემს გამო ნუღარ მოცდებით, მე წავალ... — ახლა უკეთ ხარ? — ჰკითხა თამთამ. — კი... უკეთ ვარ. — კარგი, თავს გაუფრთხილდი, თუ რამე დაგჭირდეს, დამირეკე, — უთხრა თამთამ და ჭიშკრამდე გააცილა. როგორც კი კარი დაიხურა, ლუკამ დერეფანში ღრმად ამოისუნთქა. მან არ იცოდა, სად წავიდოდა ნია. მიუხედავად იმისა, რომ თავბრუ ეხვეოდა, გადაწყვიტა უკან გაჰყოლოდა.სწრაფად შებრუნდა ოთახში, პალტოს და გასაღებს ხელი დაავლო და კიბეებზე დაეშვა. ის ნიას ასეთ მდგომარეობაში მარტოს ვერ დატოვებდა. **** სასაფლაოს ჭიშკარს, რომ მიუახლოვდა, ნიამ იგრძნო, როგორ მოეკვეთა მუხლები. სუნთქვა დაუმძიმდა, თითქოს ყოველი ჩასუნთქვა ფილტვებს უწვავდა. გული ყელში ებჯინებოდა და აცრემლებული მიუყვებოდა დიდი ხნის უნახავ მშობლების საფლავებს. აქაურობა ზამთრის სუსხს სრულიად დაეპყრო, თეთრი თოვლით დაფარული ქვები კი ცივ, უტყვ მოწმეებად ქცეულიყვნენ. ძალიან უჭირდა ყოველი ნაბიჯის გადადგმა. იმის გააზრება, რომ მისი მშობლები ამ ცივი მიწის ქვეშ განისვენებდნენ, გულს უკლაბდა, როდესაც ნაცნობი საფლავის ქვა გამოჩნდა, გოგონამ იგრძნო, როგორ წაერთვა საბოლოოდ ძალა და მუხლებით თოვლიან, მიწაზე დაემხო. საფლავის ქვიდან ახალგაზრდა, მომღიმარი წყვილი უმზერდა თითქოს დრო მათთვის იმ ბედნიერ წამში გაჩერებულიყო. — რატომ დამტოვეთ ასე ადრე…?— სლუკუნებდა ნია და აკანკალებულ თითებს ცივ ქვაზე გამოსახულ სახეებს უსვამდა. — ბიცოლამ და ბიძიამ დიდი სიყვარულით გამზარდეს, მაგრამ ამ სიცარიელეს რა ვუყო? ისე მენატრებით, რომ ხანდახან სუნთქვაც კი მიჭირს… მოშორებით, ძველი ფიჭვის ჩრდილში, ლუკა იდგა. ის ჩუმად, სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ამ სულისშემძვრელ სცენას. კაცს ყელში ბურთი გაეჩხირა. ახლა მიხვდა, როგორ შესცდა, როდესაც უთხრა, რომ მას არ ესმოდა მისი ტკივილის. მიხვდა, რამდენად ეგოისტურად მოიქცა, როცა მხოლოდ საკუთარ ტკივილს უფრთხილდებოდა და სხვისი იარები ვერ შენიშნა. ლუკას თვალები ჩასწითლებოდა, არა მხოლოდ სიცხისგან, არამედ იმ უზომო სინანულისგან, რომელიც ახლა შიგნიდან წვავდა. — როგორ შეეძლო იმის თქმა, რომ მე არ ვიცი, რა არის დანაკარგი... — ნია ისევ ტიროდა, ხმამაღლა, ბოლო ხმაზე, თითქოს უნდოდა, რომ მის ხმას ცამდე მიეღწია. — ის კატასტროფა... იმ ღამემ მეც თითქმის შემოწირა. ნეტავ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, ნეტავ იმ დღეს მეც თქვენთან ერთად... მაგრამ არა, თქვენ ანგელოზებად იქეცით, მე კი აქ მარტო დამტოვეთ ამ მოგონებებით. ლუკას სურდა მისულიყო, გულში ჩაეკრა და ბოდიში მოეხადა ყოველი უხეში სიტყვისთვის, მაგრამ იცოდა, რომ ახლა ამის უფლება არ ჰქონდა. ის უყურებდა გოგონას, რომელიც თოვლში იჯდა და საკუთარ მშობლებს ესაუბრებოდა, თითქოს ისინი მართლაც მის წინ ყოფილიყვნენ. საკმაოდ დიდი ხანი გავიდა. მზემ ჰორიზონტს მიაშურა და ცა მოწითალო-იასამნისფერმა ფერებმა დაფარა. ნია ემოციებისგან სრულიად დაცლილი, ფეხზე ძლივს წამოდგა. თოვლიანი ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და ნელი, მძიმე ნაბიჯებით გასასვლელისკენ წავიდა. სწორედ მაშინ შენიშნა ლუკა. მძიმედ ამოიოხრა, თავი აარიდა და გზა განაგრძო. წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ გამოჰყვა ეს კაცი აქ, მაგრამ ახლა მისი ნახვის არანაირი სურვილი არ გააჩნდა. გვერდი ისე აუარა, ზედაც არ შეუხედავს. ნაბიჯებს აუჩქარა, მაგრამ ლუკა უკან აედევნა. — ნია, მოიცადე! — დაუძახა კაცმა. მისი ხმა ამჯერად არ იყო მბრძანებლური. — აქ რას აკეთებთ? — ცივად ჰკითხა ნიამ ისე, რომ არ გაჩერებულა. — უნდა დაგელაპარაკო... — კიდევ რამე დაგრჩათ სათქმელი? თუ არ გეყოთ ის, რაც სახლში მიყვირეთ? — ნიას ხმა უთრთოდა. — გთხოვ…— პირველად მიმართა თხოვნით. — არა, ეს მე გთხოვთ — შემეშვათ! არ მინდა თქვენი მოსმენა! — დაიყვირა ნიამ, მაგრამ სწორედ ამ დროს მის გარშემო ყველაფეე დატრიალდა და თვალთ დაუბნელდა. მუხლები მოეკვეთა და გრძნობა დაკარგა. ლუკამ ელვის სისწრაფით მოახდინა რეაგირეგბა და სანამ გოგონა ცივ მიწას დაენარცხებოდა, მკლავებში მოიქცია. — ნია! ნია, გამომხედე! — ლუკას ხმაში პანიკა გაერია. მან ფრთხილად მიიყვანა გოგონა მანქანამდე, უკანა სავარძელზე დააწვინა და აკანკალებული ხელებით წყალი მოასხა სახეზე. რამდენიმე წუთის შემდეგ ნიამ თვალები ნელა გაახილა. თავდაპირველად ვერ მიხვდა, სად იყო. როდესაც მის თავზე გადახრილი ლუკა დაინახა, რომელსაც თვალებში უზომო შიში დაინახა წამით დაიბნა. — აქ როგორ აღმოვჩნდი?- შეწუხებული სახით კითხა და წამოდგა. — გრძნობა დაკარგე…მე კი არ ვიცოდი რა მექნა…— ამოთქვა ლუკამ და საჭესთან გადაჯდა. — რომელი საათია? ალბათ სახლში ყველა ჩემზე ღელავს.— ნერვიულად წამოიძახა და მანქანის კარს სწვდა გასაღებად. — მოიცადე, ნია უკვე გვიანია, თანაც ცუდად ხარ, სახლში მე მიგიყვან. — არ მჭირდება, თქვენი დახმარება, ჩემითაც მივაგნებ სახლის გზას.— გაღიზიანებულმა უთხრა და კარის გაღება სცადა თუმცა საკეტი, ჩაკეტილი იყო. — მორჩი ჭირვეულობას, ნია! აქედან ვერ გადახვალ, სანამ არ მომისმენ და სანამ მშვიდობიანად არ მიგიყვან სახლამდე! — ვერ გიტანთ! გესმით? ვერ გიტანთ! — მიაძახა ნიამ და სავარძელს მიეყრდნო. ლუკამ არაფერი უპასუხა. მან უბრალოდ მანქანა დაძრა. იცოდა, რომ წინ გრძელი და რთული გზა ელოდათ. **** მანქანაში სიჩუმე ისე მძიმედ ჩამოწვა, თითქოს ჰაერი ტყვიასავით დამძიმდა და ფილტვებს სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ორივე დაძაბული იჯდა. ნია სავარძლის საზურგეს მიჰყრდნობოდა და ფანჯრიდან უსასრულო წყვდიადს გაჰყურებდა, თუმცა რეალურად ვერაფერს ხედავდა მის თვალწინ, როგორც მტკივნეული კადრები, მხოლოდ სასაფლაოზე განცდილი მწარე წუთები ტრიალებდა. გული გამალებით უცემდა, მკერდში კი ისეთი სიმძიმე იგრძნო, თითქოს სული ეხუთებოდა. გაბრაზებული იყო, ნაწყენი და ყველაზე მეტად ის სტკენდა გულს, რომ გელოვანმა კვლავ მოახერხა მისი გულის ტკენა. აკანკალებული ხელით ფანჯრის მინა ჩამოწია, რომ ღამის ცივი ჰაერი ხარბად ჩაესუნთქა და მკერდში ატეხილი ხანძარი ცოტათი მაინც ჩაეცხრო, მაგრამ შვება არ უგვრძვნია. მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოუღია. ლუკა საჭეს თითქოს მთელი ძალით ეჭიდებოდა, თითები ისე დაჭიმვოდა, რომ გათეთრებოდა. ბოლოს, ვეღარ გაუძლო ამ გამანადგურებელ, დამთრგუნველ დუმილს, მანქანა გზიდან მკვეთრად გადააყენა და მკვეთრად დაამუხრუჭა. — უნდა დავილაპარაკოთ! — წარმოთქვა მან მტკიცედ, თუმცა ხმაში მაინც გაეპარა ის გაურკვეველი თრთოლვა, რომელსაც ასე გულმოდგინედ მალავდა. — მე არ მინდა თქვენთან საუბარი! — ნიამ ბრაზით გახედა კაცს, თვალებში კი ცრემლებში კი ბრაზთან ერთად ცრემლებიც ირეოდა.— ახლავე გამიღეთ კარი! აქ სული მეხუთება.— აფორიაქებულმა.წამოიძახა და კარი გააღო შემდეგ კი, მანქანიდან თითქმის გადახტა,როგორც კი გადავიდა, ღამის ცივი სიო ხარბად ჩაისუნთქა. ცდილობდა სუნთქვა დაერეგულირებინა, მაგრამ მხრები უთრთოდა. თავს ძლივს იკავებდა, რომ იქვე, გზის პირას არ ჩამომჯდარიყო და არ ატირებულიყო. ლუკა მაშინვე გადავიდა და უკან მიჰყვა. რამდენიმე ნაბიჯში დაეწია და მის წინ აღიმართა. — კარგად ხარ? — ჩახლეჩილი, სრულიად შეცვლილი ხმით ჰკითხა და ნაღვლიანი თვალებით დააჩერდა. ნიამ მწარედ ჩაიცინა. ეს იყო ტკივილისგან გამოწვეული, ირონიული სიცილი. — მხოლოდ თქვენნაირ ადამიანს შეუძლია ამის კითხვა! ჯერ გულს მატკენთ, მიწასთან გამასწორებთ, ჩემს ყველაზე წმინდა გრძნობებზე ფეხით გადაივლით და შემდეგ მშვიდად კითხულობთ, კარგად ვარ თუ არა?! — გულმოსულმა წამოიძახა და მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. — შემომხედეთ? მეტყობა მე კარგად ყოფნის რამე? თუ გგონიათ, რომ თქვენს სიტყვებს ჭრილობების მოშუშება შეუძლია? — გულმოსულმა უთხრა. ლუკა ნიას წინ იდგა, მისი მზერა ახლა აღარ იყო მბრძანებლური, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ამბობდა სიტყვები ყელში ჰქონდა გაჭედილი.. — ნია, მე არ მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო... უბრალოდ, არის მომენტები, როცა საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ, — წარმოთქვა მან და ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ. ნიამ მყისიერად უკან დაიხია და ცივი თვალებით გახედა. — „არ გინდოდათ“? — გაიმეორა მან ნაღვლიანი ირონიით. — იცით, რა არის თქვენი პრობლემა, გელოვანო? თქვენ გგონიათ, რომ სამყარო მხოლოდ თქვენს გარშემო ბრუნავს და ერთი უბრალო „არ მინდოდა“ ყველაფერს გამოასწორებს. მაგრამ დაიმახსოვრეთ, გული რკინა არ არის, რომ დაჭეჭყოთ და მერე ისევ ისე გაასწოროთ, როგორც იყო. — მომისმინე, მე ბოდიშს იშვითად ან საერთოდ არ ვიხდი და ახლა კი შენ წინ ვდგავარ და გეუბნები, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ მცოდნოდა შენს მშობლებზე ასე არ მოვიქცეოდი.— ხმას აუწია ლუკამ, რადგან ნიას ამგვარ გულგრილობას წყობიდან გამოჰყავდა, — ბოდიშის მოხდა, იმ ჭრილობებს, ვერ მომიშუშებს, რომელიც თქვენ მომაყენეთ, ახლა კი, გთხოვთ წავიდეთ აქედან.— უთხრა ნიამ ურეაქვიოთ ცრემლები უხეშად შეიმშარალა და მანქანაში ჩაჯდა. მთელი გზა, ხმა არცერთს არ ამოუღიათ,ნია ზედაც არ უყურებდა კაცს და მხოლოდ ფანჯრიდან იყურებოდა და ღამის ქუჩებს გაჰყურებდა. მანქანაში კი, მხოლოდ კაცის ოხვრის ხმა ისმოდა. **** ლუკა სახლში გაღიზიანებული და გადაღლილი მივიდა. მის თავში ნამდვილი ქაოსი და გაურკვევლობა ირეოდა, ნიას სიტყვები არ ამოსდიოდა გონებიდან და ყურებში ექოსავით ჩაესმოდა. თავისი ჩვეული, თავდაჯერებული სიარულის მანერით გაემართა თავის ოთახისკენ, მაგრამ როგორც კი მისაღებ ოთახში შევიდა, ნინი დახვდა. გოგონა დივანზე იჯდა, ფეხი ფეხზე გადაედო, ხელში კი ღვინის ბოკალი ეჭირა და ნელ-ნელა სვამდა. — ამ დროს აქ რას აკეთებ? — ჰკითხა კაცმა უხეშად. — შენ გელოდებოდი. სად იყავი, ლუკა? — წარმოთქვა ნინიმ და მისკენ გაემართა. — ახლა ანგარიში უნდა ჩაგაბარო, თუ სად წავალ და როდის მოვალ? — ხმაში აშკარა გაღიზიანება შეეტყო. — არა, მე უბრალოდ ვღელავდი შენზე... — უთხრა და მოეხვია. გელოვანს კი მაშინვე მოხვდა ალკოჰოლის მძაფრი სუნი. — ნინი, შენ რა, ნასვამი ხარ?! — მკაცრად უთხრა. — არა, უბრალოდ ცოტა დავლიე... — გოგომ ხელები შემოხვია კისერზე და კოცნა დააპირა, თუმცა ლუკამ უხეშად მოიშორა მისი ხელები და განზე გადგა. — მსგავსი რამ მეტი აღარ განმეორდეს, გასაგებია? — რატომ, ლუკა? ასე ცივად რატომ მექცევი, არ მესმის... ადრე ასე არ იქცეოდი, — ნაწყენმა უთხრა. — და საერთოდაც, დამღალა ასე ცხოვრებამ! — წამოიძახა ნინიმ. ლუკას კი სიბრაზისგან სახეზე ალმური მოედო. მკლავში ჩაავლო ხელი და თავის ოთახში შეიყვანა. — ამიხსენი, შენი საქციელი რას ნიშნავს? რას ჰქვია, „დაგღალა ასეთმა ცხოვრებამ“?! — უკმაყოფილოდ წამოიძახა. — იმას, რომ აღარ მინდა სხვადასხვა ოთახებში ვცხოვრობდეთ! არ მინდა ვიყო შენთვის უბრალოდ „მეგობარი გოგო“, მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ოფიციალური იყოს და როგორც ნამდვილი ცოლ-ქმარი, ისე ვიცხოვროთ! — გულმოსულმა მიახალა. — მე შენ თავიდანვე გითხარი, რომ ჩვენი ურთიერთობა ამაზე შორს ვერ წავიდოდა და არასდროს დაგპირებულვარ არაფერს! იყო ასე თუ არა?! — დაუყვირა კაცმა. — კი, ასე იყო... იქამდე, სანამ ნიამ არ ამიხსნა ყველაფერი. — ნია? ის რა შუაშია აქ? — გაუკვირდა მას, თუმცა წამებში მიხვდა, რაშიც იყო საქმე. — ესე იგი, მან ჩაგინერგა იდეა ქორწინებაზე?! — კბილებში გამოსცრა ბრაზით. — ის არაფერ შუაშია, მე უბრალოდ მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ასე ვერ გავაგრძელებთ, გესმის? ლუკა, მე არ ვიცი, რატომ გაურბიხარ ქორწინებას. — მე არაფერს არ გავურბივარ, გასაგებია?! — მაშინ მითხარი რაშია საქმე, ოდნავ მაინც არ გიყვარვარ? — ნინი, ჩვენ შორის არასდროს ყოფილა სიყვარულზე საუბარი, — თქვა მან მშვიდი და სრულიად უემოციო ხმით. — ახლა კი წადი, ნასვამი ხარ, ამაზე მერე ვისაუბროთ. ახლა მარტო დამტოვე. — აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემას! — გააფრთხილა გოგონამ და ოთახიდან გავიდა. ყველაფერი დღითი დღე უფრო რთულდებოდა. ლუკა ხვდებოდა, რომ ნინის მოყვანა სახლში დიდი სისულელე იყო, მაგრამ მაშინ არ დაფიქრებულა, თუ რა შარში გაყოფდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა მის სახლში ცხოვრობდა, ლუკა მისდამი საერთოდ არ იჩენდა ინტერესს. მისი გონება და გული სულ სხვაგან იყო. მას შემდეგ, რაც ნია გამოჩნდა მის ცხოვრებაში, მისი კონტროლირებადი სამყარო აღარ ემორჩილებოდა. გრძნობდა, რომ ნიას გვერდით უბრალოდ კარგავდა ძალას. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. პრობლემები არ ელეოდა: აქეთ ნინი იყო, რომელმაც გამოუცხადა, რომ უნდა იქორწინონ, იქით კი ნია, რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავდა. ვერაფრით მოისვენა საწოლში და აივანზე გავიდა. ზემოდან სავსე მთვარე დაჰყურებდა. — შენც ზუსტად ასეთი იდუმალი თვალები გაქვს, ნია... — გაიფიქრა ჩუმად. მთვარე ზუსტად მისი სახლის თავზე ამოსულიყო და თავის ნაცრისფერ, მელანქოლიურ შუქს აფრქვევდა. დაძაბული გაჰყურებდა აკვირდებოდა მთვარეს და თვალწინ ნიას ამღვრეული ნაცრისფერი თვალები ედგა, დღეს პირველად ნახა გოგო ასეთი აღელვებული და ბობოქარი, თან ასეთი უმწერო, სასაფლაოსზე რაც ნახა ამან ძალიან იმოქმედა მასზე, მიხვდა, თუ როგორ ატკინა გული თავისი დაუფუქრებელი და ეგოისტური სიტყვებით და საკუთარ თავზე ბრაზობდა, სინდისის ქენჯნა არ ასვენებდა და შინაგანად ღრნიდა მას. **** ნია ჯერაც შოკირებული იჯდა და ვერ იჯერებდა, რომ მისი მშობლები მის წინ იდგნენ. ისეთი შვება იგრძნო ბიოლოგიური მშობლების საფლავის მონახულების შემდეგ მათ ხილვამ.ნია ძალიან გაახარა. ეს ადამიანები მისი ბიცოლა და ბიძა იყვნენ ისინი, ვინც მშობლების გარდაცვალების შემდეგ ჩაანაცვლეს და გაზარდეს ნამდვილი მშობლები შეიძლება ბიოლოგიურად არ იყვნენ, თუმცა ღვიძლ მშობლებზე მეტადაც კი შეიყვარეს. მძიმე წუთებში ყოველთვის გვერდით ედგნენ, თავს ევლებოდნენ. უნდა ითქვას, ლიზაზე მეტადაც კი, თუმცა ლიზას ამაზე პრეტენზია არასდროს ჰქონია; პირიქით, პირველივე დღიდან გვერდით დაუდგა და მისთვის დაც და საუკეთესო მეგობარიც გახდა. მამის გვერდით იჯდა, ხელები შემოეხვია და არ უშვებდა, თითქოს ეშინოდა, რომ თუ ხელს გაუშვებდა, ისიც გაქრებოდა. — რა გატირებს, ჩემო ჭრიჭინავ? — სიცილით ჰკითხა ანზორმა და თავზე აკოცა. — გთხოვთ, აღარ დამტოვოთ მეტი... — ამოისლუკუნა მამის მკერდზე და ცრემლები მოიწმინდა. — არ დაგტოვებთ, ნუ დარდობ. ჩვენც აქ გადმოვედით საცხოვრებლად, — გაუღიმა თინამ. — მართლა? — ჰო... როდემდე უნდა ვყოფილიყავით ასე. თანაც მამაშენმა ახალი შემოთავაზება მიიღო და ახლა აპირებს თავისი ბიზნესი უფრო გააფართოვოს, — იმედიანად უთხრა დედამ. — როგორ გამახარეთ, რომ იცოდეთ... — გულზე მოეშვა და ამოისუნთქა. — კარგი, აბა მომიყევი, შენთან რა ხდება, ისევ იმ ოჯახში მუშაობ? — ჰკითხა მამამ. — ჰო... — შვილო, თუ ამას იმისთვის აკეთებ, რომ ჩვენ დაგვეხმარო, ეგ აღარ არის საჭირო. ნახე, ლიზაც მუშაობს თავისი პროფესიით, მეც ახალ ბიზნესს ვიწყებ. არ გგონია, რომ დროა შენს ცხოვრებას მიხედო? შენ ხომ ასე გულით გინდოდა ცეკვის გაგრძელება. — მართალი ხარ, მამა. მეც მიფიქრია ამაზე. აუცილებლად წამოვალ იქიდან, ოღონდ ჯერ პატარა საქმე მაქვს მოსაგვარებელი... — ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ აქ ხართ... — ამოთქვა ნიამ და ორივეს მოეხვია. — დედა, კიდევ გაბრაზებული ხარ ჩემზე? — არა, ჩემო გოგონავ, — თბილად უთხრა ქალმა და გულში ჩაიკრა. — ძალიან მაკლდით... ორივე. საძინებელში მწოლიარე ნიას არ ეძინებოდა. ერთ დღეში ამდენი ემოცია განიცადა: ჯერ ტკივილი, მერე სიხარული. ეს იყო რაღაც ამოუხსნელი გრძნობა, რომელიც ღვთის ნუგეშს ჰგავდა იმ მწუხარების შემდეგ, რაც გელოვანებთან მოხდა. ამ დროს მამა შალვას სიტყვები აგონდებოდა: ყოველი განსაცდელისა და მწუხარების შემდეგ მოდის ნუგეში უფლისა. ახლა ზუსტად ამას განიცდიდა, ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულით და მადლიერებით ჰქონდა გული სავსე. ის ნაღველიც სადღაც გაქრალიყო და გულში სიმშვიდეს დაესადგურებინა. **** ამ ამბის შემდეგ კიდევ ერთი კვირა გავიდა. ნია ბევრს ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო ლუკასთან მიმართებაში. დრო იყო რაღაც მოემოქმედებინა, რომ მისთვის ჭკუა ესწავლებინა. სწორედ ეს იყო ის მიზეზი, რაც მამამისს უთხრა იქამდე არ წამოვიდოდა, სანამ იმ ძლევამოსილ გელოვანს ჭკუას არ ასწავლიდა. ისეთი ენთუზიაზმით გაემზადა წასასვლელად, ერთი სული ჰქონდა, როდის შეუდგებოდა თავის საქმეს. — მაშ ასე, გელოვანო, ახლა ნახავ, რა შეუძლია ნია ჭინჭარაულს! — ეშმაკურად აათამაშა წარბები და სახლიდან გავიდა. ის იყო, კარზე ზარი უნდა დაერეკა, რომ მოულოდნელად კარი გაიღო და ზღურბლზე ლუკა აღიმართა. ნიას დანახვაზე რაღაცნაირი მზერით დააჩერდა, თითქოს აინტერესებდა, როგორ მოიქცეოდა. მწველი მზერით უყურებდა, სახე კი მოქუფრული ჰქონდა. ნიამ სცადა მისთვის გვერდი აევლო, თუმცა ლუკა გზას უღობავდა და შესვლის საშუალებას არ აძლევდა. — უკაცრავად, ბატონო ლუკა, იქნებ გამატაროთ, — წარმოთქვა ნიამ ისეთი სიმშვიდით, რომ კაცმა გაოცებულმა შეხედა. ეს „ბატონო ლუკაც“ ისე ცუდად მოხვდა მის ყურთა სმენას... არა, აქამდეც ასე მიმართავდა, მაგრამ ახლა რაღაც სხვა ინტერპრეტაციით წარმოთქვა მისი სახელი. — არ გესმით, რა გითხარით? — ჰკითხა კაცს. ლუკამ არაფერი უპასუხა, უბრალოდ ადგა და წავიდა. ნიამ კი შვებით ამოისუნთქა. გაღიმებული შევიდა ჰოლში და დანარჩენებს მიესალმა, რომლებიც მისაღებში ყავას სვამდნენ. — გამარჯობა! — მიესალმა ყველას და მათთან მივიდა. — ნია, რა კარგ დროს მოხვედი, მოდი, შემოგვიერთდი, — ღიმილით უთხრა თამთამ და ნელის კიდევ ერთი ფინჯანი ყავა დააბარა. — დღეს რაღაც ძალიან გახარებული ხარ, ნია? — თბილად ჰკითხა ბებიამ და ყავა მოსვა. — დიახ, ამის მიზეზი ნამდვილად მაქვს... წუხელ ჩემი მშობლები, როგორც იქნა, ჩვენთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად. — ცალკე ცხოვრობდით? — ჩაეკითხა ნინი. — არა, ეს ყოველთვის ასე არ იყო. აქამდე მშობლებთან ერთად ძველ თბილისში ვცხოვრობდით მე და ჩემი და, მაგრამ... შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო, მამიდასთან ავლაბარში გადმოვედით საცხოვრებლად... — ვერ ვიჯერებ, ძველი თბილისიდან ხარ? — სასიამოვნოდ გაოცებული იყო თამთა. — დიახ... — მოგვიყევი შენს უბანზე, ალბათ როგორ გენატრება იქაური გარემო. — ის ადგილი მართლაც განსაკუთრებულია ჩემთვის. განსაკუთრებით მენატრება არტურას ტკბილეული და ყავა, — მხიარულად წამოიძახა ნიამ. — არტურა ვინ არის? — არტურა ჩვენი მეზობელი იყო. ჩვენი სახლისგან მოშორებით ყავის ჯიხური აქვს და ყოველ დილას აღვიძებდა მეზობლებს თავისი გამაბრუებელი ყავის არომატით, განსაკუთრებულად გემრიელ ყავას ამზადებს. — სიცილით უყვებოდა არტურას ამბებს. — ერთი სასაცილო სომეხი კაცია, თავისი სასაცილოდ წინ წამოწეული ღიპით და ულვაშებით. სწორედ ამ დროს შემოვიდა ლუკა სახლში და თვალი მოკრა, როგორ მხიარულად უყვებოდა ნია რაღაცას დანარჩენებს. წარბაწეული მიუახლოვდა მათ და ინტერესით იკითხა: — რა ხდება? ასეთი ენთუზიაზმით რას განიხილავთ? — სერიოზული სახით იკითხა და ხელები გადააჯვარედინა. — ნია გვიყვებოდა თავის ამბებს, თუ როგორ ცხოვრობდა თბილისის ძველ უბნებში, — წამოიძახა ნინიმ. — მართლა? რა საინტერესოა. ესე იგი, ძველი თბილისიდან ხარ? არ მეგონა, იმ ძველ მხარეს თუ კიდევ ცხოვრობდა ვინმე, ძალიან ძველი და ჩამორჩენილი უბნებია... — ირონიული ტონით უთხრა, თან დააკვირდა ნიას რეაქციას. აინტერესებდა, გამოვიდოდა თუ არა წყობიდან, მაგრამ ისეთი სიმშვიდით უპასუხა, რომ გელოვანი სახტად დარჩა. — უკაცრავად, ბატონო ლუკა, მაგრამ ის, რასაც თქვენ ძველს და ჩამორჩენილს ეძახით, ეგ ადგილი ისტორიას ითვლის. ან ჩამორჩენილი რატომ არის? ყოველწლიურად ჩვენთან იმდენი ტურისტი სტუმრობს, რადგან საოცარი არქიტექტურული ნაგებობები და ბოტანიკური ბაღები აქვს თავისი ლამაზი ჩანჩქერებით. შესაძლოა, ახალი თბილისივით გაწყობილი არ იყოს, მაგრამ ის უძველესი ადგილია, — მშვიდი ხმით უთხრა და გაუღიმა კიდეც. ამაზე სულ გადაირია ლუკა — ჯერ ხომ წყობიდან ვერ გამოიყვანა და მერე ასე ამომწურავად გასცა პასუხი ისე, რომ სათქმელიც არაფერი დაუტოვა. — ვეთანხმები ნიას. მერე რა, რომ მდიდრული უბნები არ არის, იმ ადგილსაც აქვს თავისებური ხიბლი, — მხარი აუბა ბებიამ. ლუკა მიყინული იდგა, თვალს არ აშორებდა გოგოს, შემდეგ მობეზრებულად თვალები აატრიალა და გაეცალა იქაურობას. — ყოჩაღ, ნია! როგორ ამომწურავად გაეცი პასუხი ჩემს ძმას. პირველად ვნახე ასეთი... როგორც წესი, ის ყოველთვის მართალია, რაც უნდა თქვას და შენ კი... — გულიანად გაეცინა თამთას. — მაპატიეთ, შეიძლება ასე არ უნდა მეთქვა, მაგრამ უბრალოდ ვერ გავჩუმდებოდი. — საპატიებელი არაფერი გაქვს, პირიქით, ზოგჯერ ზედმეტი მოსდის და მოუხდება, ვიღაცამ ხომ უნდა გააჩუმოს, — კვლავ გაეცინა თამთას. *** ლუკა კაბინეტში იჯდა და ნერვიულად მიმოდიოდა. რატომღაც ნიას ეს მოულოდნელი გარდაქმნა არ მოსწონდა. თანაც, როგორ გააჩუმა ცოტა ხნის წინ ისე, რომ ვერაფერი მოიფიქრა საპასუხოდ. კაბინეტის კარი ოდნავ ღია იყო, საიდანაც სიცილის და ხმამაღალი საუბრის ხმა შემოდიოდა. ოთახიდან გამოსულმა ნია და ნინი შენიშნა, რომლებიც ოთახისკენ მიდიოდნენ. ლუკამ კი დრო იხელთა და დაუძახა: — ნია, ახლავე ჩემთან კაბინეტში! შენთან საქმე მაქვს! — გაისმა კაცის ბრძანებლური ხმა. ნია დასერიოზულდა. — ახლა რა უნდა? — აღმოხდა გოგონას. — არ ვიცი, ნია, მაგრამ მგონი წეღანდელის გამო გაბრაზებულია. — არის და იყოს, — უდარდელად აიჩეჩა მხრები და კაბინეტისკენ აიღო გეზი. კართან მოსულმა ღრმად ჩაისუნთქა და შიგნით შევიდა. — შეიძლება...? — იკითხა მომღიმარი სახით. — შემოდი. როგორც კი ნება დართო, ოთახში შევიდა. ნია მის სამუშაო მაგიდასთან აისვეტა მომღიმარი სახით, თან ცდილობდა ყველანაირად მშვიდად ყოფილიყო. — ამიხსენი, ამას რატომ აკეთებ? — ქვემოდან ზემოთ ახედა გელოვანმა და ისე ჰკითხა. — რას ვაკეთებ, ბატონო ლუკა? — გაოცებული სახით იკითხა ნიამ, თუმცა თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები უელავდა. — რატომ ცდილობ ჩემს ნერვებზე თამაშს? — სერიოზული ტონით უთხრა ლუკამ, ფეხზე წამოდგა და მაგიდას შემოუარა. ის ნიას ისე მიუახლოვდა, რომ გოგონას მისი სუნამოს მძაფრი სუნი ეცა. — მე მხოლოდ თქვენს კითხვებს ვპასუხობ. განა თავაზიანობა ნერვებზე თამაშია? — ნიამ ერთი ნაბიჯითაც არ დაიხია უკან. პირიქით, მზერა გაუსწორა. — თუ ის გაბრაზებთ, რომ საკუთარი აზრი გამაჩნია? ლუკა გაჩუმდა. მას სჩვეოდა ქალების მართვა, მათი დაშინება ან მოხიბვლა, მაგრამ ნია ახლა არცერთი იყო და არც მეორე. — ნია, ნუ მეთამაშები, — ჩურჩულით წარმოთქვა კაცმა და ნიას მკლავზე ხელი მოჰკიდა, ოღონდ არა უხეშად. — ეს „ბატონო ლუკა“ და ეს ყალბი ღიმილი... რას ნიშნავს? სად გაქრა ის გოგო, გუშინ მანქანაში რომ მებრძოდა? ნიამ ნელა დაიხედა მის ხელზე, შემდეგ კი ისევ ლუკას თვალებში ჩახედა. მისი ღიმილი გაქრა და სახეზე მხოლოდ ცივი სიმშვიდე დარჩა. — ის რაც გუშინ მოხდა წარსულში დარჩა, გუშინ ვიბრძოდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება. —უთხრა მისი მკლავებისგან გაითავისუფლა თავი. — თუ სხვა საქმე არ გაქვთ, სამზარეულოში უნდა დავბრუნდე, ნინის დავპირდი, რომ ნამცხვრის გამოცხობას ვასწავლიდი. ლუკამ აღარაფერი უპასუხა. ნია მოჩვენებითი ღიმილით წავიდა. კაცმა მოჭმუხნილი სახით გახედა მიმავალს, ჯსაკუთარ ხელზე იკბინა ბრაზისგან, არ მოსწონდა ეს ყველაფერი ნიას ასეთი ცვალებადობა აგიჟებდა. ვერ გაეგო, რა დაემართა ამ გოგოს. ისეთი, თითქოს არაფერი იყო თდააწკაპუნეთ ფრაგმენტს ტექსტურ ველში მის ჩასასმელად.დააწკაპუნეთ ფრაგმენტს ტექსტურ ველში მის ჩასასმელად.ავაზიანად ესაუბრებოდა, უღიმოდა კიდეც, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არ არის გულწრფელი დამოკიდებულება. ნია განზრახ იქცეოდა ასე. სავარძელზე იჯდა და კალამს ნერვიულად ათამაშებდა. — საინტერესოა, როდემდე შეტოპავ, ქალბატონო... — ჩუმი ხმით ამოთქვა და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოში შევიდა წყლის დასალევად. იქ შესულს კი მოშორებით ნია შენიშნა, რომელიც ცომს ზელდა და ნინის უხსნიდა, თუ როგორ უნდა გაეკეთებინა. იქვე კუთხეში დადგა და შორიდან ადევნებდა თვალს. მისი თვალები იმ წუთას ისეთი სითბოთი იყო სავსე... ისე ეღიმებოდა ნიას კისკისზე და ლაპარაკზე. — ნინი, ხომ ნახე, როგორ უნდა ფორმების ამოყვანა? ახლა შენ სცადე აბა, — მხიარულად უთხრა და გვერდზე დადგა, ხელი რომ არ შეეშალა მისთვის. — ასე, ნია...? — დაბნეულმა ჰკითხა ნინიმ. ნიას გაეცინა და დაეხმარა. უყურებდა მას ლუკა და ვერ იჯერებდა, როგორ შეეძლო ამ გოგოს ყველასთან ასე დაახლოება. ბოლოს დასერიოზულდა, სახე გაიმკაცრა და მათკენ გაემართა, რადგან მაცივარი იქით იყო. მაცივრიდან წყალი გადმოიღო, ჭიქაში დაისხა და მოსვა. — რას აკეთებთ? — გაისმა კაცის ხრიწიანი ხმა. — ლუკა, როდის მოხვედი? — ჰკითხა ნინიმ მომღიმარი სახით. — ახლახანს... — მიუგო და ნიასკენ გააპარა მზერა. ნია ჩუმად იდგა, მაგრამ ჰაერში მაინც იგრძნობოდა დაძაბულობა. — იცი, ლუკა, ნია მასწავლის კექსის გამოცხობას. — ნინი, ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ იცოდე, ამ გოგოს არ დაემსგავსო, ხომ გაიგე? — გააფრთხილა და ნიას გახედა. შეამჩნია, როგორ აუცრემლიანდა გოგოს თვალები. მასაც სწორედ ეს უნდოდა მისი წონასწორობიდან გამოყვანა. ეგონა, ნია ჩხუბს გაუმართავდა, მაგრამ... — და კიდევ, მაღალი საზოგადოებიდან ხარ, ძალიანაც ნუ დაუახლოვდები ამ უბრალო გოგოს და მზარეულად ნუ იქცევი. — ლუკა! — ნინის არ მოეწონა მისი საქციელი და შეეცადა გაეჩუმებინა. ნიას გახედა, რომელიც თავს ძლივს იკავებდა, რომ არ აფეთქებულიყო. — ნია... გთხოვ, ნუ მიაქცევ ყურადღებას, ხომ იცი, როგორიც არის. — არც ვაქცევ, ნინი, რადგან არ ღირს ისეთი ადამიანისგან გეწყინოს რამე... — ნაძალადევად გაუღიმა. — ახლავე მოვალ, — უთხრა და სამზარეულოდან გავიდა. ეზოში გამოვიდა და იქვე ხეივანთან ჩამოჯდა. გარეთ ციოდა, მაგრამ მისთვის სულერთი იყო. *** ნია ხეივანში, ხის ძველ სკამზე იჯდა. გარშემო საღამოს მძიმე, თითქმის ხელშესახები დუმილი ჩამოწოლილიყო, თუმცა მის შიგნით ნამდვილი ქარიშხალი ბობოქრობდა. ხელები ბრაზისგან ექავებოდა და მუშტებს ისე მაგრად კრავდა, რომ ფრჩხილები ხელისგულებში სამართებელივით ესობოდა. დიდი სიამოვნებით შემოჰკრავდა სახეში იმ ცხვირაწეულს, თავი ქვეყნის მბრძანებელი რომ ეგონა! ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა; ხვდებოდა, რომ ლუკა სპეციალურად, ყოველი სიტყვითა და გათვლილი ჟესტით მის გაღიზიანებასა და წონასწორობიდან გამოყვანას ცდილობდა. — აქედან ისე არ წავალ, შენ თუ ჭკუა არ გასწავლე, გელოვანო! — ჩაილაპარაკა თავისთვის და იგრძნო, როგორ აევსო პირი სიმწრით. მისი მზერა, რომელიც წამის წინ ბრაზით იყო სავსე, უცებ შეიცვალა. თვალები ეშმაკურად აუელვარდა და ტუჩის კუთხეში კმაყოფილების ღიმილმა გაურბინა. გონებაში უკვე აწყობდა გეგმას, თუ როგორ მოეშალა ნერვები ამ ქედმაღალი კაცისთვის ისე, რომ მისივე იარაღი გამოეყენებინა. „ძაღლი ახსენეო“, ზუსტად ასე დაემართა ლუკა სწორედ იმ წამს გამოჩნდა ხეივანში. მისი ნაბიჯები მძიმე და თავდაჯერებული იყო, თითქოს ყოველი ნაბიჯით მიწას თავის მბრძანებლობას ამცნობდა. — აქ რას აკეთებ? რატომ კარგავ დროს ფუჭად? — მკვახედ ჰკითხა კაცმა და ნიას გამომცდელად დახედა ზემოდან. — მგონი, ფულს ამისთვის არ გიხდით, რომ ბაღებში ინებივროთ. ნიამ თვალები მობეზრებით გადაატრიალა, თითქოს ლუკას სიტყვები მისთვის აბსოლუტურად უმნიშვნელო ყოფილიყო. ნელა, დემონსტრაციულად წამოდგა და თავდაჯერებული ნაბიჯით მიუახლოვდა. ისე ახლოს დადგა, რომ აიძულა, მასზე კონცენტრირებულიყო, ეგრძნო მისი სიახლოვისგან გამოწვეული მზარდი დაძაბულობა. — თქვენ ყველგან და ყოველთვის მხოლოდ ფული გელანდებათ, ხომ ასეა? — ცივად, თითქმის ჩურჩულით უთხრა. — ამ ციფრების იქით სამყაროს ვერც კი ამჩნევთ. საცოდაობაა... — შენ აქ მუშაობ და ფულს ამაში გიხდით, ასე არ არის? — დამცინავად მიუგო ლუკამ, თუმცა მის ხმაში უკვე იგრძნობოდა გაურკვევლობის ბზარი. ნიას ზედმეტმა სიმშვიდემ ის კალაპოტიდან ამოაგდო. — რა საწყენია, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ... — ნიამ პაუზა გააკეთა, წამით კაცს შეხედა თვალებში, შემდეგ ამაყად გაიღიმა. — მე აქ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვარ მინდა ნინის დავეხმარო, თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ თქვენს დას, თამთას ჰკითხოთ. ის დაგიდასტურებთ, რომ ჩემი აქ ყოფნა თქვენს ფინანსებზე სულაც არ არის დამოკიდებული. ლუკას სახე წამიერად შეეცვალა, თითქოს ნიღაბი ჩამოეხსნაო. თამთას ხსენებამ და ნიას ამ თავდაჯერებულმა ტონმა ისე დააბნია, რომ პასუხის მოსაფიქრებლად დრო დასჭირდა. პირი გააღო, რაღაცის თქმა უნდოდა ალბათ, ისევ მბრძანებლური და ირონიული ფრაზის, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა. ნიას გამომწვევი და კმაყოფილი მზერის წინაშე მან პირველად იგრძნო თავი დამარცხებულად. ვერაფერი მოიფიქრა. უბრალოდ შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას. ნიამ კი მის მიმავალ ზურგს კმაყოფილი ღიმილით გააყოლა თვალი და ჩუმად ჩაეცინა. უკვე მეორედ გააჩუმა ეს "ძლევამოსილი" გელოვანი ისე, რომ სათქმელი აღარაფერი დაუტოვა. *** როდესაც ორცხობილები გამოაცხვეს, სახლში ვანილისა და დარიჩინის თბილი სურნელი დატრიალდა. ყავასთან ერთად მისაღებ ოთახში, რომ გაიტანეს, ნიამ ნინის უთხრა, რომ თუ ამ ყველაფერს თავად გააკეთებდა, ბებიას ეს ძალიან მოეწონებოდა. — რა გემრიელია, ნია, შენ გააკეთე? — ჰკითხა ბებიამ და ნეტარებით დახუჭა თვალები. — არა, ეს ყველაფერი ნინიმ გააკეთა — კექსიც და ყავაც თავად მოამზადა. მე უბრალოდ ვეუბნებოდი, რა უნდა გაეკეთებინა, — ღიმილით უთხრა ნიამ და ყავა მოსვა. ცოტა ხანში მათთან პატარა სესილი მივიდა და დედის გვერდით ჩამოჯდა. ისეთი საყვარელი იყო თავისი ჩაილისფერი თმებითა და წითელი ლოყებით, რომ ნიას გული სითბოთი აევსო. ბავშვი მორიდებული იჯდა და ნიას თვალს არ აშორებდა, თითქოს მისგან სასწაულს ელოდა. — სესილი, რა საყვარელი გოგო ხარ, მოდი ჩემთან, — თბილი ღიმილით უთხრა ნიამ. ბავშვიც უყოყმანოდ მივიდა მასთან. ეტყობოდა, რომ ნია ძალიან მოსწონდა, მაგრამ მაინც ერიდებოდა. — აბა, ახლა მითხარი, ისე რატომ მიყურებდი, თითქოს რაღაცის თქმა გინდოდა, მაგრამ ვერ ამბობდი? — ჰკითხა ნიამ. ბავშვმა დედას გახედა. ძალიან უნდოდა ეთქვა, რომ მისთვის ცეკვა ესწავლებინა, მაგრამ მოერიდა. — საქმე ის არის, ნია, რომ მას შემდეგ, რაც კონკურსზე ნახა, როგორ ცეკვავდი, სულ მთხოვს, ნიამ მასწავლოსო, — სიცილით გააქნია თავი თამთამ. — მართლა? აბა მითხარი, გიყვარს ცეკვა? — ღიმილით ჰკითხა ნიამ. მან კი თავი დაუქნია. — გინდა, ახლა ერთად ვიცეკვოთ? — ხალისიანი ხმით ჰკითხა და ბავშვიც მაშინვე დაეთანხმა. — კი, ძალიან მინდა... — სიხარულისგან თვალები აუციმციმდა. — კარგი, მოდი მაშინ ვნახოთ, როგორ გაართმევ თავს. — უთხრა ნიამ და ფუმფულა ლოყაზე აკოცა. — მუსიკა, რომ ჩავრთო, ხომ არ შეგაწუხებთ? — იკითხა ნიამ. — არა, შვილო, რას ამბობ, შეგიძლია ტელევიზორში ნებისმიერი სიმღერა ჩართო. — კარგი. — ტელევიზორი ჩართო და საძიებოში სიმღერების არჩევა დაიწყო. ბოლოს „აჭარულზე“ შეჩერდა, რადგან ბავშვისთვის ადვილი შესასრულებელი იქნებოდა. მალე ოთახში აჭარულის მხიარული ჰანგები გაისმა. ნია მუსიკის რიტმებს აყოლებდა ტანს და აჭარულის ილეთებს აკეთებდა. სესილიც ყურადღებით აკვირდებოდა და ყოველ მოძრაობას იმეორებდა. ისეთი სიმსუბუქით ცეკვავდა, საოცარი სანახავი იყო ორივე ერთად. ბავშვს ნამდვილად ჰქონდა ნიჭი, რადგან თავისი ასაკისთვის ზედმიწევნით კარგად ასრულებდა მოძრაობებს. სწორედ იმ დროს, როდესაც ნია ცეცხლოვან ილეთს ასრულებდა, ხოლო სესილი სიცილით ცდილობდა მის გამეორებას, მისაღები ოთახში ლუკა შემოდის, როდესაც ეს სანახაობა დაინახა ადგილზე მიეყინა იქვე კედელს მიეყრდნო და მისი ყურება დაიწყო შორიდან, ათებული თვალებით უყურებდა მათ. მუსიკის რიტმი, ნიას გაშლილი ხელების გრაციოზული მოძრაობები და მისი სახე, რომელიც იმ წუთას შინაგანად ანათებდა, ლუკასთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. სულ ცოტა ხნის წინ ისეთი სერიოზული იყო, ახლა კი ბავშვთან ერთად აჭარულს ცეკვავდა, მხიარულად და ლაღად, თან ისე, რომ სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. უნებურად ჩაეღიმა კიდეც ლუკას. იმდენად მოეწონა ეს სანახაობა, რომ მის თვალებში დაუფარავი სინაზე და ამავდროულად სევდა ჩაუდგა, იმიტომ რომ მისმა გულმა უკვე თითქმის მიიღო ეს გრძნობები, მაგრამ გონება ჯერ კიდევ ეწიანღმდეგებოდა, ნია არ იყო მისი სამყაროდან და ეს სიყვარულიც შორეულ და მიუწვდომელ ოცნებად რჩებოდა, თითქოს, მოხიბლული იყო გოგოს სილამაზით და სილაღით, არ იმჩნევდა, მაგრამ თავიდანვე, როდესაც პირველად ქორწილში ნახა, როგორ ლამაზად ცეკვავდა მეგობრებთან ერთად აჭარულს, იმ დღიდან ჩაუვარდა გულში, მას თუმცა აბა, ლუკა ამას, როგორ აღიარებდა. ახლა კი, რაც დრო გადიოდა, მასში გაჩენილი ცეცხლის ნაწილაკი, უფრო იზრდებოდა და გიზგიზებდა ეს მას შინაგანად წვავდა. ბოლოს მათი ჰარმონია დაარღვია და მათთან მივიდა. — რას აკეთებთ? — იკითხა, ლუკამ მოულოდნელად და ნიაც მისი ხმის გაგონებისას უმალ გაჩერდა და შეიშმუშნა. — ლუკა, როდის მოხვედი? — ჰკითხა ნინიმ და მხიარულად გაემართა მისკენ. — ახლახან, — ჩაილაპარაკა მან და ნიას ცივი მზერით, მოავლო თვალი, თუმცა ეს სიცივე, მხოლოდ ნიაღაბი იყო, რომ თავის გრძნობები დაეფარა. — ნია,სესილის ცეკვას ასწავლიდა, — უთხრა ნინიმ. — ბიძია, ნახე როგორ ვიცეკვე? — ანთებული თვალებით ჰკითხა ბავშვმა. ლუკა კი წამში თითქოს სხვა ადამიანად იქცა ბავშვთან ჩაიმუხლა და ფუმფულა ლოყებზე უჩქმიტა. — ვნახე, პატარა ქალბატონო და ძალიან კარგად ცეკვავ, — მკრთალად გაუღიმა ბავშვს. ამ ყველაფერს ნია შორიდან ადევნებდა თვალს და ვერ იჯერებდა, რომ ეს იგივე ადამიანი იყო. ბავშვთან ის სულ სხვა ხდებოდა, სესილი მისთვის ყველაფერი იყო. იმ წუთას ნიამ ლუკას ნამდვილი სახე დაინახა ის, ვინც სინამდვილეში იყო და რასაც ასე საგულდაგულოდ მალავდა ყველასგან. გულში ისეთი სითბო ჩაეღვარა, როდესაც მისი მომღიმარი სახე დაინახა, რადგან გულწრფელი და ნამდვილი იყო, ღიმილი ისე უხდებოდა, მაგრამ არასდროს იღიმოდა, უყურებდა, როგორ სიყვარულით ეპყრობოდა, გოგონას და სესილიც ბედნიერი იყო მასთან. ვერ იჯერებდა და გაოცებული სახით შეჰყურებდა მას, კაცი სულ არ ჰგავდა, იმ დემონს, რომელიც ასე აფრთხობდა, რატომღაც დასევდიანდა, თვალები კი სევდით აევსო იმდენად აკვირდებოდა, რომ ლუკამ მისი დაჟინებული მზერა იგრძნო და წამიერად მას გახედა, ნიამ კი მეორე მხარეს გაიხედა. მოულოდნრლად კი, ნონიმ საუბარი წამოიწყო და ლუკაც დასერილზულდა. — ლუკა, რადგან აქ ვართ ყველანი, მინდა ერთხელ და სამუდაოდ გავარკვიოთ ყველაფერი... — ნინიმ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და წამოიწყო საუბარი. — რაზე ამბობ, ნინი? — ინტერესით იკითხა თამთამ. — იცი, ბევრი ვიფიქრე. მივხვდი, რომ აღარ მინდა ვიყო მხოლოდ შეყვარებულის სტატუსით. ამიტომ ლუკას რამდენიმე დღის წინ ვუთხარი, რომ მინდა ვიქორწინოთ და ჩვენი ურთიერთობა ოფიციალური გახდეს. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, ყველა დაიძაბა, მათ შორის ნიაც, რომელსაც ცუდად მოხვდა ყურში ეს სიტყვები. — ლუკა, არაფერს იტყვი? — ჰკითხა თამთამ და ყველამ მოლოდინით გახედა. თამთას კითხვამ ლუკა წამით დაადუმა. მისი მზერა, რომელიც წამის წინ სესილის სინაზით უყურებდა, დაიძაბა და ისევ ის უცვლელი სიცივე ჩაუდგა. ნინიმ ისე მოულოდნელად განაცხადა ქორწინებაზე, რომ კაცი ადგილზე გაქვავდა. არ იცოდა, რა ეთქვა. მან ყველას შეავლო თვალი, სანამ მისი მზერა ნიასას შეეფეთებოდა. გოგო გახევებული იდგა და თვალებსაც კი არ ახამხამებდა, რათა ცრემლები შეეკავებინა, მაგრამ კაცმა მაინც დაიჭირა მის თვალებში ჩამალული სევდა. თვალს არ აშორებდა გოგოს და მის მახვილ თვალს არაფერი გამოპარვია, მაშინვე მიხვდა, რომ ნიას მიმართ არ იყო გულგრილო ყველა მოლოდინით შესცქეროდა. ბებიას სათვალეები მოეხსნა და მოუთმენლად ელოდა, თუ შვილიშვილი რას ეტყოდა. ნინის კი ლუკას ხელი თავის მტევანში მოექცია. — ლუკა, არაფერს იტყვი...? — მოუთმენლად ჰკითხა ნინიმ. ლუკამ დაღლილი სახით დახუჭა თვალები. სცადა თავი ხელში აეყვანა. — მეგონა ამაზე უკვე ვისაუბრეთ! — ხრიწიანი ხმით უთხრა და არაფრისმთქმელი თვალებით შეხედა. — მაგრამ ლუკა, მე აღარ მინდა ასე ცხოვრება, რატომ არ გესმის... — არაფრის მოსმენა აღარ მინდა მეტი! — ცივად უთხრა, ხელი გაითავისუფლა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა გარეთ. ნიამ თვალი გააყოლა, თუ როგორ გავარდა გარეთ და უკან გაჰყვა. გარეთ ლუკა ბოლთას სცემდა, სიმწრისგან კისერზე ძარღვები დასჭიმვოდა და მუშტი შეეკრა. ახლაღა გაიაზრა, რა შარში გაჰყო თავი. კეფაზე ნერვიულად მოისვა ხელი და კბილებს ერთმანეთს აჭერდა, სულ აირია და აღარ იცოდა, რა ექნა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ თავისივე დაგებულ მახეში თავადვე გაემბა, როდესაც ნინი, სახლში მიჰყავდა, შედეგებზე არ უფიქრია, ახლა კი ჩიხში იყო მოქცეული. — ბატონო ლუკა! — მოულოდნელად ზურგს უკან ნიას ხმა მოესმა. — აქ რას აკეთებ? ახლა შენი თავი არ მაქვს! — შეცვლილი ხმით უთხრა და მანქანის კარს დასწვდა. — რატომ ექცევით ასე ნინის? — ჰკითხა ნიამ. ლუკამ მოჭუტული თვალებით გამოხედა. — როგორ ვექცევი? — როგორ და უსამართლოდ! როდემდე აპირებთ ის გოგო ტყუილში ამყოფოთ? თქვენ მასზე დაქორწინება არ გინდათ, მაგრამ არც უშვებთ. ასე არ შეიძლება! — ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და მე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე. შენი აზრი აქ არავის აინტერესებს! — კბილებში გამოსცრა. — საერთოდ არ გეცოდებათ ის გოგო...? — ნია, ნუ ცდი ჩემს მოთმინებას, წადი აქედან, სანამ ისეთი რამ გავაკეთე, რაც გულს გატკენს! — წავალ, ოღონდ მას შემდეგ, რაც ჩემს სათქმელს გეტყვით. ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ყოვლად მიუღებელია... ლუკა ერთი ნახტომით მასთან გაჩნდა, მკლავში ხელი ჩაავლო და თავისკენ ისე ძლიერად მიზიდა, რომ ნიას სუნთქვა შეუჩერდა. — აღარ გააგრძელო! გესმის, აღარ გააგრძელო, თორემ მე და შენ მაგრად ვიჩხუბებთ! — დაისისნა თითქმის მის სახესთან. — მე მაინც ვიტყვი! — არ ნებდებოდა ნია, მიუხედავად იმისა, რომ მისი გული საგულედან ამოხტომას აპირებდა. — მითხარი, შენ ეს გინდა?! — მოულოდნელად დაუსვა კითხვა ლუკამ. — რა? — დაბნეულმა ჰკითხა ნიამ. — გინდა, რომ ნინი ცოლად შევირთო? ეს გინდა?! — ლუკამ ხელი უფრო მაგრად მოუჭირა, თითქოს მის გამოტეხვას ცდილობდა. — ვერ ვხვდები, რაზე მელაპარაკებით... — ნიამ თავის არიდება სცადა და წასვლა დააპირა, თუმცა კაცმა არ გაუშვა. — აქედან არსად არ წახვალ, სანამ არ მეტყვი! — მტკიცედ უთხრა. — ვერ ვხვდები, ჩემგან რას ითხოვთ. მე სათქმელი არაფერი მაქვს. — ხომ გაგაფრთხილე, ტვინი არ აგერია ნინისთვის რატომ არ გესმის, რასაც გეუბნებიან?! — კბილებს შორის გამოსცრა ლუკამ და ნიას ათრთოლებულ მზერაში ისეთი რამ დაინახა, რამაც საკუთარი თავის კონტროლი საბოლოოდ დააკარგვინა. მის თვალებში დაფარული სევდა და შიში ამოიკითხა და კიდევ რაღაც ამოუხსნელი, რომელიც ჯერ თავადაც არ იცოდა გოგომ. ლუკამ ნიას სხეული უფრო ახლოს მიიზიდა, ისე ახლოს, რომ ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ. კაცი მის თვალებს ჩააშტერდა, თითქოს ცდილობდა მის სულში შეეღწია. მათ ირგვლივ ჰაერი ისე დამძიმდა და დაიმუხტა. იმ წუთას თითქოს მათ შორის ყველანაირი ბარიერი გამქრალიყო. თითქოს მათ ირგვლივ დრო გაჩერდა, ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა და იყვნენ მხოლოდ ეს ორნი, რომლებიც უხმოდ იდგნენ და ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნია მტკიცედ იდგა მის წინ, კაცის მწველი მზერა მას აფორიაქებდა. შინაგანად გრძნობდა, თუ როგორ ეცლებოდა ძალა, როდესაც მასთან ასე ახლოს იყო; გული ყელში ებჯინებოდა და რაღაც გაურკვეველი გრძნობები უჩნდებოდა. ვერ გაეგო, რა გრძნობა იყო ეს იქნებ შეუყვარდა კიდეც და ჯერ ვერ მიმხვდარიყო? როდესაც ნინიმ ქორწინებაზე განაცხადა, თავადაც არ იცოდა რატომ, მაგრამ გულში წვა იგრძნო, თვალები დაუსევდიანდა. რა უნდა ყოფილიყო ეს ეჭვიანობა თუ იმის გააზრება, რომ ის, ვისკენაც ასე მიილტვი და გიზიდავს, შენი არასდროს იქნება? მათ შორის იმხელა ბარიერი იყო აღმართული: სოციალური, რელიგიური და კიდევ ის, რომ ლუკა თავისუფალი არ იყო. წესით ეს არ უნდა მომხდარიყო და ეგ ადამიანი არ უნდა შეყვარებოდა, რადგან მათი გზები არ ემთხვეოდა. ისინი ისეთი განსხვავებულები იყვნენ ცხოვრების სტილით თუ შეხედულებებით, მაგრამ მაინც მაგიურად იზიდავდნენ ერთმანეთს. სინათლე ხომ სწორედ მაშინ იძენს ძალას, როდესაც სიბნელეს არღვევს და მზის სხივებით ფანტავს ღამის წყვდიადს; ასევე სიბნელეც სინათლის მოლოდინშია. კაცი უყურებდა მას და ხვდებოდა ეს გოგო ან დაღუპავდა, ან გადაარჩენდა, რადგან ნიას მასში ძლიერ შეეღწია და მის სულსა და გულს დაჰპატრონებოდა, მაგრამ გელოვანი ჯიუტად გაურბოდა ამ გრძნობებს, არ უნდოდა აღიარება და ცოცხალი თავით არ ტყდებოდა, მაგრამ განა შეიძლება საკუთარ გრძნობებს გაექცეს ადამიანი? ახლა მის წინ იდგა, უყურებდა მის უმანკო სახეს და ნაცრისფერ თვალებს, რომლებიც მრავლისმეტყველად შესცქეროდნენ. — მითხარი, ნია, შენ გინდა, რომ ნინი ცოლად მოვიყვანო? — კვლავ გაუმეორა კითხვა და ისეთი ხმით ამოთქვა, გოგონას ტანში ჟრუანტელმა დაუარა. — მე...მე... რას ჩამაცივდით ვერ გავიგე, მე რა მინდა ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია თქვენ რა გინდათ, — ძლივს ამოთქვა ნიამ და სცადა მისგან განთავისუფლებულიყო, მაგრამ კაცს იმდენად ძლიერად ჰქონდა შემოხვეული ხელები, რომ არაფერი გამოსდიოდა. ისე მოულოდნელად მოხვია სახეზე ხელები და დააკვირდა მის ამობურცულ ტუჩებს, თავს ძლივს იკავებდა, რომ კონტროლი არ დაეკარგა. — იცი მე რა მინდა...? — ხრიწიანი ხმით ჰკითხა და სახე უფრო ახლოს მიიტანა. — არც კი გაიფიქროთ... — თვალები დაუბრიალა ნიამ, მაგრამ ლუკა ისე გადაეშვა გრძნობებში, რომ მოულოდნელად დააცხრა მის ტუჩებს. წამით თითქოს ნიაც აჰყვა მის ნებას, მაგრამ სულ მალე მისმა გონებამ განგაშის სიგნალი, აუტეხა; გაიაზრა, რომ ის რაც ხდებოდა არასწორი იყო, გაახსენდა მათ შორის აღმართული ბარიერი. სიმწრისგან მთელი ძალით ჰკრა ხელი და სახეში გაარტყა. — ეს როგორ გააკეთეთ! რა ადამიანი ხართ ასეთი?! — გულმოსულმა დაუყვირა, თვალებში კი სიბრაზე და ცრემლები ერთმანეთში ირეოდა. — ნია, მე… — დაბნეულმა უთხრა,ლუკამ რადგან თავადაც არ იცოდა რა დაემართა და თავსაც ვერ იმართლებდა. — იცით რას გეტყვით, მე თქვენი სათამაშო არ ვარ და არ მოგცემთ უფლებას ჩემს გრძნობებზე ითამაშოთ! მე ვიღაც მორიგი გოგო არ ვარ, რომლითაც გაერთობით, გასაგებია? თქვენ არ იმსახურებთ არც ნინის და არც ვინმე სხვას, გულს მირევთ! — ზიზღით წარმოთქვა, თუმცა ხმაში სასოწარკვეთაც იგრძნობოდა. — ნია, მე მართლა არ მინდოდა ასე მომხდარიყო, არ ვიცი რა დამემართა... — თქვენი დანახვაც კი აღარ მინდა! — მიაძახა და გარეთ გავარდა. ეს ყველაფერი კი შორიდან ნინიმ დაინახა. დაინახა, თუ როგორ აკოცა ნიას და ყველაფერს მიხვდა. ლუკა რომ შემობრუნდა, ნინი დაინახა, რომელიც ცრემლიანი თვალებით უყურებდა, შემდეგ კი გაიქცა. — ჯანდაბა, ესღა მაკლდა! — ამოთქვა დაღლილი ხმით და მოთმინება დაკარგულმა, თვალები მტკივნეულად დახუჭა, საბოლოოდ დაკარგა ყველაფერზე კონტროლი. **** ალექსი გაოგნებული უყურებდა მეგობარს, თითქოს მის წინ ლუკა გელოვანი კი არა, ვიღაც უცხო, დაბნეული მოზარდი იჯდა. — გაგიჟდი, ძმაო?! — წამოიძახა ბოლოს და ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადგა. — ანუ, უბრალოდ მიხვედი და... იმ გოგოს აკოცე? ლუკამ პასუხის ნაცვლად ვისკი მოსვა და იგრძნო, როგორ დაეწვა ყელი სიმწრისგან. თავი მტკივნეულად მოისრისა. — კარგი რა, ალექს, შენ ნუღარ მიმატებ... ისედაც საშინლად ვგრძნობ თავს, — ამოიხრიალა კაცმა. მისი ხმა ისე იყო შეცვლილი, საკუთარი თავსაც კი ვეღარ ცნობდა. — საშინლად იქნები, აბა რა! — არ ცხრებოდა ალექსი. — დაფიქრდი, რას აკეთებ: ნინისთან ხარ, იმ გოგომ ქორწინება შემოგთავაზა, შენ კი დგახარ და წამიერ გრძნობებს აყოლილი, ყველაფერს ანგრევ! შენ ასეთი არ იყავი, ლუკა. ცივი გონება სად დაკარგე? რა დაგემართა? ლუკამ ჭიქა მაგიდაზე დადო და მეგობარს თვალი თვალში გაუყარა. მის მზერაში ისეთი ქაოსი იდგა, ალექსმა.ვეღარაფერი უთხრა. — არ ვიცი, — თქვა ჩუმად, — საქმეც ეგ არის, რომ არ ვიცი, რა მჭირს. იმ მომენტში თითქოს გონება გამეთიშა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მისი გაშვება არ შემეძლო. ალექსმა ამოიოხრა და სავარძელში გადაწვა. — ძმაო, მაგარ შარში ხარ. ხვდები, არა? ასე გაგრძელება არ შეიძლება. შენს თავში უნდა გაერკვიო, თუ ნინის მიმართ არაფერს გრძნობ, ნუღარ დატანჯავ უთხარი სიმართლე და გაუშვი, სანამ უფრო მეტად ატკინე გული. რაც შეეხება ნიას... მანდ უფრო რთულადაა საქმე. — ვიცი, — ჩაილაპარაკა ლუკამ, — სწორედ მაგიტომ მჭირდება აქედან წასვლა. სახლში ვიტყვი, რომ მივლინებით მივდივარ მარტო უნდა დავრჩე რომ არ გავგიჟდე და ყველაფერზე კარგად დავფიქრდე, მაგრამ... ალექს, შენთვის ერთი სათხოვარი მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი. ალექსი დაიძაბა. ლუკას ხმაში ისეთი სიმძიმე იგრძნო, მიხვდა, რაღაც სერიოზული ხდებოდა. — მითხარი. — მინდა, რომ ზურას უთვალთვალო... — ლუკას ყბები დაეჭიმა, კისერზე კი ძარღვები დაებერა. ალექსმა სიმწრისგან კბილები ერთმანეთს დააჭირა. — მოიცა... არ მითხრა, რომ ვინც მე მგონია, ის არის. ისევ ეგ ნაძირალა? — ამოთქვა ზიზღით. — ხო, ეგ კრეტინი ნიას მოსვენებას არ აძლევს. რამდენჯერმე გავაფრთხილე, მაგრამ არ ეშვება. ისეთი ტიპია, სანამ საწადელს არ მიიღებს, არ გაჩერდება, — ლუკას თვალებში ბრაზი და შიში ერთდროულად აირია. — მაგას მგონი გამჩენი არ ასვენებს! — დაისისინა ალექსმა. — დაავიწყდა, კინაღამ ხელებში რომ შემოგაკვდა? მე რომ არ მომესწრო, ახლა უკვე მიწაში იწვებოდა. — ეგ ნაძირალა, ნიასთვის საფრთხეს წარმოადგენს. — ამოთქვა ლუკამ და ალექსს მხარზე ხელი მოუჭირა. — სანამ მე არ ვიქნები, მინდა, რომ შენ მიხედო. აჩრდილივით უკან სდიე და არ ახლოს გააკარო. ალექსმა მეგობარს თვალებში ჩახედა და მტკიცედ დაუქნია თავი. — დამშვიდდი, ძმაო. ვიცი, რასაც განიცდი. არ იდარდო, მე ორივეს მივაქცევ ყურადღებას. ხომ იცი, ჩემი იმედი ყოველთვის შეგიძლია გქონდეს. შენს დაბრუნებამდე შენს სატრფოს თვალს არ მოვაშორებ, ზურას კი მე მივხედავ, თუ გაბედავს და მიუახლოვდება. ლუკამ შვებით ამოისუნთქა. ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მას ქალაქიდან გასვლის საშუალებას აძლევდა. ***** ნია თავის ოთახში იწვა, თვალები კი ცრემლებით ჰქონდა სავსე. მომხდარს ვერ ივიწყებდა და ჯერაც გრძნობდა მისი ბაგეების გემოს საკუთარ ტუჩებზე. აფორიაქებული იყო, ბრაზობდა გელოვანზე, რომ ასე თავხედურად აკოცა, მაგრამ ამავდროულად, თავს უცნაურად გრძნობდა, როდესაც კაცის ბაგეებს შეეხო, ტუჩები გაებრუჟა და თითქოს მასში დამუხტულმა ენერგიამ დაუარა. ხელი ინსტინქტურად მიიტანა ბაგეებთან, ტუჩებზე მოისვა და ჯერ კიდევ გრძნობდა მის შეხებას. ბოლოს დაღლილმა ამოიხრა, საწოლიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. გარეთ უკვე საკმაოდ გვიან იყო, ამ სიმყუდროვეს კი მხოლოდ ქარის ზუზუნი, თუ დაარღვევდა. ოთახში, რომ ვერ მოისვენა, თბილი ხალათი მოიცვა და ეზოში გავიდა. მაშინვე მოხვდა სახეზე ზამთრის ცივი ჰაერი, რომელმაც ლოყები აუწვა. აივნიდან გადაჰყურებდა ქუჩებს, როდესაც მოულოდნელად მოშორებით მდგარი მანქანა შენიშნა, რომელიც პირდაპირ მის სახლს უყურებდა. თავი უცნაურად იგრძნო. ვინ უნდა ყოფილიყო? წარმოდგენა არ ჰქონდა, მაგრამ გადაწყვიტა, რაც არ უნდა მომხდარიყო, მისულიყო და ენახა. „სად მიდიხარ, ნია, იქნებ ვიღაც მანიაკია...“ — გაუელვა გონებაში აზრმა, თუმცა მაინც გადაწყვიტა მისულიყო. კიბეებზე რომ დაეშვა და ავტომობილისკენ დაიძრა, არც კი დაფიქრებულა, როგორ ფორმაში იყო. ახლოს, რომ მივიდა და ფანჯარაზე დაუკაკუნა, წარმოდგენაც კი არ ქონდა, მანქანის პატრონი, თუ გელოვანი იქნებოდა, კაცი მანქანიდან გადმოვიდა და გოგოს გაოცებულმა შეხედა. — ნია, აქ რას აკეთებ? — ჰკითხა ლუკამ ისე, რომ მისთვის თვალი არ მოუცილებია, — ეს მე უნდა მეკითხა: აქ რას აკეთებთ, მით უმეტეს ამ დროს? — შოკირებულმა მიუგო. ეს კაცი უკვე სერიოზულად აღელვებდა მას. — მე... უბრალოდ... — აქ შეჩერდა. ვერ მოიფიქრა, რა უნდა ეთქვა, რადგან თვითონაც არ იცოდა, რატომ იყო მის სახლთან ან რას აკეთებდა იქ შუაღამეს. — ნია, ასეთ დროს აქ არ უნდა იდგე, თანაც საღამურებით. სახლში შედი!— უცებ შეცვალა თემა და გოგონას მიანიშნა, რომ მის წინ საღამურებით იდგა,გოგონამ ინსტინქტურად დაიხედა სხეულზე და ახლაღა მიხვდა, როგორ ფორმაში იყო, თუმცა უკან დახევას მაინც არ აპირებდა. — თქვენი ჭკუის სწავლება არ მჭირდება, ისედაც ვიცი, როგორ ფორმაშიც ვარ! — შეუღრინა და ხალათი შეისწორა. — მართლა? რაზე ფიქრობდი, როდესაც ასე გამოწყობილი მოდიოდი? კარგი, ამას თავი დავანებოთ, ჩემს ნაცვლად ვიღაც მანიაკი რომ ყოფილიყო, მერე სად მიდიოდი?! — ჰკითხა მკაცრი ტონით. — რა უფლებით მელაპარაკებით ასე? იმის შემდეგ, რაც დღეს გააკეთეთ, კიდევ გყოფნით სითავხედე, რომ აქ მოხვიდეთ? საერთოდ, აქ რას აკეთებთ? — დაუყვირა ნიამ. — ასე ნუ მელაპარაკები, არ მიყვარს, როდესაც ჩემთან ხმას უწევენ, — შეცვლილი ხმით უთხრა კაცმა. — კაი კაცო, რას მელაპარაკებით, მართლა? მეც არ მომწონს, როგორც იქცევით! — შეუტია ნიამ. — იცოდეთ, აქ მეორედ მოსული აღარ დაგინახოთ, თორემ... — გამაფრთხილებლად დაუქნია საჩვენებელი თითი. ლუკამ შეუმჩნევლად ჩაიღიმა და წელზე ხელი ჩაავლო შემდეგ კი თავისკენ მიიზიდა. — რას აკეთებთ? — აღმოხდა ნიას, როდესაც კაცმა მკლავებში მოიქცია. — ვხედავ, დიდ გულზე ხარ, თუ არ გაჩუმდები, იცოდე, რაც დღეს მოხდა, ისევ გავიმეორებ, — უთხრა და გამომცდელად დააშტერდა თვალებში. — ხო, რა თქმა უნდა, თქვენ მხოლოდ სხვის გრძნობებზე თამაში შეგიძლიათ! იმის მაგივრად, რომ ნინისთან იყოთ, აქ მოდიხართ და მითვალთვალებთ, — მიახალა ყველაფერი გოგონამ. — მოთმინებიდან ნუ გამომიყვან, ნია, — დაისისინა და ხელი ფრთხილად შეუშვა. — ახლა კი სახლში წადი. აქ ძალიან ცივა, არ მინდა მერე დამაბრალო, რომ ჩემს გამო გაცივდი, — უთხრა ლუკამ საოცარი სიმშვიდით. ნიამ ერთი შეუღრინა და იქაურობას გაეცალა. ** თბილისის ლამპიონებით განათებულ ქუჩებში მართავდა მანქანას. ფიქრებში იყო ჩაკარგული და საჭეს ძლიერად უჭერდა თითებს, თითქოს იაზრებდა, რამდენად ღრმად შეტოპა ისე ღრმად, რომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. როგორც ალექსმა უთხრა, „შარში“ იყო. ორ სამყაროს შორის იყო გაჭედილი: ერთ მხარეს იყო სრულიად ახალი ცხოვრება, სადაც მოუწევდა ებრძოლა თავისი სიყვარულისთვის, მეორე მხარეს კი ნინი, რომელიც მისი ბნელი წარსულიდან იყო. რაც უფრო გაურბოდა ამ გრძნობებსა და ნიას, მით უფრო უღრმავდებოდა განცდა. მის კედლებში თუ აქამდე მხოლოდ პატარა ნაპრალი გაჩნდა, ახლა იგი ნგრევას იწყებდა. დღითიდღე იშლებოდა და თავზე ემხობოდა მის მიერ აღმართული ზღუდეები. ჯერ თავადაც ვერ გაერკვა საკუთარ გრძნობებში, მაგრამ უკვე აშკარა იყო: ნია მისთვის აღარ იყო უბრალო აკვიატება. ეს გრძნობა მასზე ძლიერი აღმოჩნდა. მან ვერ შეძლო ცივი გონებით დაპირისპირებოდა გულს, რომელიც ასე მიილტვოდა გოგონასკენ. თავიდანვე ნია მის ქვეცნობიერში ძლიერად შეიჭრა, ააფორიაქა და მოსვენება დააკარგვინა. — ეს გრძნობა მე შემიწირავს...! — ჩაილაპარაკა მან და მანქანა გზის პირას გააჩერა. დაღლილი გადაწვა სავარძელზე. საკუთარ თავს აღარ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო. ჩიხში იყო მოქცეული და იქიდან ვეღარ გამოდიოდა. ისეთი უცნაური რაღაცების კეთება, დაიწყო რაც აქამდე არ ახასიათებდა, რადგან გრძნობებს ვეღარ ერეოდა. ჯერ ხომ არც დაფიქრებულა, ისე აკოცა, მერე კი მის სახლთან იდგა... ნია მისთვის აკრძალული ხილივით იყო უნდოდა მოეწყვიტა, შეხებოდა, დაეგემოვნებინა, მაგრამ ამავდროულად ვერ ახერხებდა, რადგან ის მიუწვდომელი იყო. სწორედ ეს მოუხელთებლობა და განსხვავებულობა იზიდავდა. მოსწონდა მისი პირდაპირობა ისე მიახლიდა პირში სათქმელს, არ მოერიდებოდა. ნია ერთდროულად ნაზიც იყო, ფაქიზიც, მაგრამ ამაყი და მტკიცეც. ალბათ, უფრო მისმა პიროვნულმა მხარემ მიიზიდა ლუკა და არა გარეგნობამ, რადგან მან გოგონაში სულიერი სიმტკიცე დაინახა. ფიქრებში გართულს ულვაშებში ოდნავ ჩაეღიმა. — ეს გოგო ნამდვილად გიჟია... — ჩაილაპარაკა, როდესაც მოაგონდა, როგორ დაადგა საღამურებით თავზე. ** სახლში დაბრუნებულმა ნივთების მოგროვება დაიწყო, შემდეგ კი საწოლზე ჩამოჯდა და დაღლილმა ამოიხრა. მართალი იყო: უნდა წასულიყო რაღაც დროით ქალაქიდან, თორემ ეს სიტუაცია აგიჟებდა. უნდა დაფიქრებულიყო და საბოლოოდ გადაეწყვიტა, რა უნდოდა. ნინისაც ვეღარ მოატყუებდა, რადგან მის მიმართ არაფერს გრძნობდა ეს თანაცხოვრება, ბებიამისის ჯიბრით დაიწყო, მაგრამ ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა. ახლა კი თავს ხაფანგში მოქცეულად გრძნობდა. სარკეში თავის გამოსახულებას უყურებდა და ვერ იჯერებდა, რომ საკუთარ თავს ხედავდა. — რა გჭირს, ლუკა, რა გემართება? როდის აქეთ გახდი ასეთი იმპულსური? — დაუსვა საკუთარ თავს კითხვა. — შენ ხომ ემოციებს უფლებას არ აძლევდი, ემართე? მაშ ახლა რა ჯანდაბა გემართება? — გაუჯავრდა საკუთარ თავს. *** ეს ღამე ორივესთვის უსასრულოდ გაწელილიყო, თითქოს დასასრული არ უჩანდა. ვერცერთმა ჰპოვა სიმშვიდე. გრძნობები, რომლებიც ქარიშხალივით შემოჭრილიყო მათ ცხოვრებაში, მოსვენებას არ აძლევდათ. განა შეიძლება ორ ასეთ განსხვავებულ ადამიანს ერთმანეთი შეუყვარდეს? ისინი ხომ თავიანთი სამყაროებით ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ, ამავდროულად, ავსებდნენ კიდეც: ლუკას სჭირდებოდა ის სინათლე და სითბო, რომელიც მზესავით ათბობდა, ნიას კი სჭირდებოდა კაცის სიბნელე, რათა მასში თავისი ძალა ეჩვენებინა და გაეფანტა მასში გამეფებული წყვდიადი. როგორ შეიძლებოდა შეყვარებოდა ადამიანი, რომელიც ასეთი ცივი და ცინიკური იყო? ის ხომ პირველივე შეხვედრისას სასტიკად მოექცა — ყელიდან ძვირფასი ნივთი ჩამოგლიჯა. არა, ეს მხოლოდ ნივთი არ იყო, ეს მისი განუყოფელი ნაწილი იყო, მისი რწმენის სიმბოლო. ლუკამ კი ის წაართვა. ამითაც არ დაკმაყოფილდა და სახალხოდ შეარცხვინა. ყველაზე დიდ სისასტიკედ მაინც ის ეჩვენა, როდესაც გელოვანმა ტაძრის დანგრევა მოინდომა. ეს იყო ყველაზე მტკივნეული, რადგან სწორედ მაშინ დარწმუნდა კაცის სულიერ სიმცირეში. დაინახა, რა სიბნელე სუფევდა მის გულში. იმ დღეს რომ გეკითხათ, რას გრძნობდა სიძულვილს თუ სიბრალულს, პასუხის გაცემა გაუჭირდებოდა. სძულდა ტაძრის გამო, მაგრამ ებრალებოდა კიდეც, რადგან ასეთი გზააბნეული იყო. ახლა კი სწორედ ამ ადამიანის მიმართ გაუჩნდა გრძნობები. ამის აღიარება არ უნდოდა, რადგან ეს გრძნობები აშინებდა. მეორე დღეს, გათენდა თუ არა, სახლში ვეღარ მოისვენა. სწრაფად გაემზადა და გარეთ გავიდა. საშინლად გრძნობდა თავს, ამიტომ საყვარელ ადგილს მიაშურა. ყოველთვის, როცა უჭირდა, ტაძარში მიდიოდა და მოძღვრისგან რჩევას იღებდა. თან კვირა დღე იყო და დილის ლიტურგია აღევლინებოდა. როდესაც ტაძარს მიუახლოვდა, ცრემლები უფრო მოეძალა. გული ყელში ებჯინებოდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. როდესაც ტაძრის წიაღში შედიოდა, მასზე ყოველთვის მოქმედებდა იქაური მისტიკური ატმოსფერო: ნახევრად ჩაბნელებული კედლები, ფრესკები, სანთლების ელვარება და საკმევლის გამაბრუებელი სურნელი. ეს ისეთ უცნაურ განცდას ბადებდა მასში, თითქოს ერთი სამყაროდან მეორეში გადადიოდა. უყვარდა იქაურობა. უსმენდა საგალობლებს, მამაოს ლოცვებს და ნუგეშს გრძნობდა, თუმცა გული მაინც უჩუყდებოდა და მლაშე ცრემლები თვალებს უწვავდა. ბოლოს, როდესაც ყველა დაიშალა, ნია ადგილიდან არ დაიძრა. იქვე ჩამოჯდა და მოთმინებით დაელოდა, როდის გამოვიდოდა მამაო საკურთხევლიდან. — ჩემი ნახვა გინდოდა, შვილო? — მოესმა მზრუნველი და თბილი ხმა. ნია ფეხზე წამოდგა. მოძღვარს სახეზე ისეთი სიმშვიდე ეწერა, რომ გოგონამ წამით საკუთარი შფოთვისა შერცხვა კიდეც. — დიახ... დამლოცეთ, მამაო, — ამოთქვა ხმადაბლა. მამაომ შენიშნა, რომ ნია კარგად არ იყო; მის თვალებში დაგროვილი სევდა ყველაფერზე მეტყველებდა. — უფალმა დაგლოცოს. მიამბე, რა აწუხებს და რა უმძიმებს ასე შენს გულს? ნიამ ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს სიტყვებს ძალას ატანდა: — არ ვიცი, რა მჭირს, მამაო... მგონია, რომ საკუთარ თავს ვკარგავ. ისეთი ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ვინც მთელ ჩემს სამყაროს თავდაყირა აყენებს. მეშინია, რომ ამ გრძნობის გამო ზურგს ვაქცევ ყველაფერს, რაც აქამდე ჩემთვის ძვირფასი იყო. თითქოს ჩემს შინაგან სიმშვიდეს ვთმობ იმ კაცისთვის, რომელსაც მხოლოდ ქაოსი მოაქვს,როგორ შეიძლება მიყვარდეს ის, ვინც ასე შორს არის იმ სინათლისგან, რომლითაც მე ვსუნთქავ? ხომ გახსოვთ, გელოვანზე რომ გიამბეთ? — ანუ მის მიმართ გრძნობები გაგიჩნდა...? — მშვიდად იკითხა მამაომ. — დიახ, — ნიამ თავი დახარა, — მას შეყვარებული ჰყავს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ჩემს გრძნობებზე თამაშობს. თავს უმწეოდ ვგრძნობ, მამაო. მგონია, რომ ამ გზაზე სიარულისას ჩემს რწმენას და საკუთარ პრინციპებს ვღალატობ. მამაომ პაუზა გააკეთა, თითქოს ნიას სიტყვებს უფიქრდებოდა, შემდეგ კი ძალიან წყნარად თქვა: — შვილო, შენ გტკივა, რადგან ნამდვილი სიყვარული ყოველთვის მსხვერპლს მოითხოვს. შენ გგონია, რომ შენი რწმენა მხოლოდ მაშინ არის მყარი, როცა ირგვლივ სიმშვიდეა, მაგრამ რწმენის ნამდვილი ძალა სწორედ ქარიშხლის დროს ჩნდება. შენ ამბობ, რომ ამ კაცის სიბნელე გაშინებს... მაგრამ დაფიქრებულხარ, რატომ მოჰყავს ის უფალს შენთან? იქნებ იმიტომ, რომ შენ ხარ ის ერთადერთი იმედი, საიდანაც მან შეიძლება სინათლე დაინახოს? ნიამ ცრემლიანი თვალებით შეხედა მოძღვარს: — მაგრამ მამაო, ის ყველაფერს ანგრევს, რასაც მე ვეფარები და რაც მიცავს... — იმიტომ ანგრევს, რომ მისი საკუთარი კედლებია დასანგრევი, — თბილად გაეღიმა მამაოს. — სიყვარული მაშინ კი არ არის შეცდომა, როცა რთულ ადამიანთან მიგიყვანს, არამედ მაშინ, როცა შენს სინათლეს მასში არსებულ წყვდიადს დაუთმობ და შენც დაბნელდები. ნუ ეცდები შენი ძალით შეცვალო ის, ნუ შეებრძოლები მას... შენ მხოლოდ ილოცე მისთვის. ლოცვა ის ხიდია, რომელსაც ადამიანის სიამაყე ვერ ხედავს, მაგრამ სული ყოველთვის გრძნობს. როცა ადამიანისთვის ლოცულობ, შენ მას უფალს მიანდობ, იქ კი სიბნელე ყოველთვის მარცხდება. მოძღვარმა ხელი დაადო თავზე და დალოცა: — წადი მშვიდობით და ნუ გეშინია საკუთარი გულის, თუ შენი სიყვარული მასში სინდისს აღვიძებს, ეს უკვე დიდი საქმეა. მთავარია, შენს გულში სინათლე არ ჩაქრეს, დანარჩენი კი ღმერთს მიანდე. *** სახლში ყველას უთხრა, რომ მივლინებით მიდიოდა და დაბრუნებისთანავე ყველაფერს მოაგვარებდა. ამჯერად თავისუფალი სამოსი შეერჩია: შავი, განიერი ჯინსი, ყელიანი სვიტერი და შავი პალტო. ახლა საჭესთან იჯდა და მთელი არსებით ცდილობდა, ამ ქაოსს გაქცეოდა ხვდებოდა, რომ შექმნილი სიტუაცია მასზე დამთრგუნველად მოქმედებდა. ყურადღება სხვა რამეზე, რომ გადაეტანა, მანქანაში რადიო ჩართო, მაგრამ ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ ბედის ირონია, არ იცოდა დინამიკებიდან მაშინვე Craig David-ის "Walking Away" გაისმა. სიმღერის პირველივე აკორდები საოცრად დაემთხვა მის მდგომარეობას. ხავერდოვანი ხმა თითქოს მის ნაცვლად ამბობდა სათქმელს: ის მართლაც მიდიოდა. მიდიოდა იმ პრობლემებისგან, რომლებსაც აქამდე თვალს ვერ უსწორებდა. მუსიკის რიტმი მის ფიქრებს აჰყვა, გაზის პედალს ფეხი უფრო მაგრად დააჭირა და ქუჩებში გაიქროლა. მანქანას მაღალი სიჩქარით მართავდა და თან ყველაფერზე ფიქრობდა, თუ როგორ შემოუბრუნდა ყველაფერი, დაღლილი სახით გაჰყურებდა გზას და თითებს ნერვიულად ათამაშებდა საჭეზე, არ იცოდა რა იქნებოდა ამის შემდეგ, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება და რას იზამდა, მაგრამ დრო იყო, უკვე ჩამოყალუბებულიყო რა უნდოდა ამ ცხოვრებისგან. რატომღაც წასვლის წინ მოუნდა, რომ ნიას სახლთან ჩაეარა, იქნებ შორიდან დაენახა კიდეც. სწორედ ამ დროს მოულოდნელად გზაზე ნიამ გადაუჭრა გზა და კაცმა ძლივს მოასწრო დამუხრუჭება. მანქანიდან სწრაფად გადავიდა და გოგონას მიეჭრა, რომელიც აწურული იდგა მის წინ. — სულ გაგიჟდი? რომ ვერ მომესწრო დამუხრუჭება, მერე რა უნდა მექნა...?! — აღშფოთებით წამოიძახა და სახეზე მოხვია ხელები. — მითხარი, ხომ არ დაშავდი? — ნუ ღელავთ, არაფერი მომსვლია ჩემს გამო არავინ დაგდებთ ბრალს… — ამოილაპარაკა ნიამ. — რაა? შენ გგონია, რომ მე მხოლოდ იმაზე ვღელავ, რომ ციხეში არ მოვხვდე? — არეული ხმით ჰკითხა. — მართლა ასე ფიქრობ ჩემზე? გგონია, იმდენად საშინელი ადამიანი ვარ, რომ ადამიანის სიცოცხლე არაფრად მიმაჩნია? — არ ვიცი, მაშინ მითხარით, რატომ ღელავთ ჩემზე ასე? — იმიტომ რომ მე... — გამწარებულმა დაუყვირა, თუმცა სათქმელი ვეღარ დაასრულა, რადგან არ იცოდა რა ეთქვა, ჯერ თვითონაც ვერ გარკვეულიყო თავის გრძნობებში და გოგოსთვის რა უნდა ეთქვა... მხოლოდ ის იცოდა, რომ ნია მისთვის სულერთი არ იყო და ვერ დაუშვებდა, რამე მოსვლოდა. — იმიტომ რომ რაა? — ჰკითხა ნიამ. — დაივიწყე და გზაზე ყურადღებით იარე, მე შეიძლება მოვახერხე დამუხრუჭება, მაგრამ სხვამ ვერ მოახერხოს, — უთხრა და ამ დროს მისი ტელეფონი აწკრიალდა. — გისმენ, ალექს? არა, ჯერ არ წავსულვარ, პატარა პრობლემა შემექმნა გზაზე, მაგრამ მალე წავალ, — უთხრა მეგობარს და გაუთიშა. — მიდიხართ? — შეცვლილი ხმით ჰკითხა გოგონამ. — შენთვის ამას რამე მნიშვნელობა აქვს? — გამომცდელად გახედა. — არა, რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, უბრალოდ ინტერესის გამო გკითხეთ, — თავი იმართლა ნიამ. — მოდი მაშინ მოვკლათ ეს ცნობისმოყვარეობა, თუ ასე გაინტერესებს, გეტყვი: მივდივარ აქედან შორს და დიდხანს ვერ მნახავ. — არ წახვიდეთ! — მოულოდნელად ისე, რომ საკუთარი თავისგან არ მოელოდა ამას, უეცრად წამოცდა. — რატომ ნია, მითხარი, შენ ხომ ვერ მიტან და გულს გირევ, რატომ გინდა, რომ დავრჩე? — ისეთი ხმით უთხრა, ეტყობოდა, რომ შინაგანად ინგრეოდა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა. — ნურაფერს მკითხავთ, უბრალოდ დარჩით, ნინის მარტო ნუ დატოვებთ, — ეს საიდანღა წამოროშა ახლა, ნინი საიდან გაახსენდა? მას ხომ ნინის გამო არ უნდოდა, რომ ის არ წასულიყო, მაგრამ დაუფიქრებლად წამოსცდა და რომ გაიაზრა, უკვე გვიან იყო. — ახლა გასაგებია, შენ გინდა, რომ ნინის გამო დავრჩე? — უნდობლად შეხედა, თითქოს ელოდა, რომ სხვა მიზეზს ეტყოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. — მე... — მაპატიე, ნია, მაგრამ ვერც ნინის გამო ვერ დავრჩები, მშვიდობით! — ბოლოს ესღა უთხრა და წავიდა. ნიამ კი ცრემლიანი თვალებით გააყოლა თვალი. **** იანვარი ნელა, ძალიან ნელა მიიწურა ის ერთი, გაუსაძლისი და ტკივილით სავსე თვე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ლუკა ყველაფრისგან შორს იყო; ის გაექცა ქაოტურ ყოველდღიურობას, ხმაურიან თბილისს და საკუთარ ნიღბებს, რომლებსაც წლების მანძილზე ატარებდა. ძველ აგარაკზე, მიკარგულ სიმარტოვეში სრულიად მარტო დარჩენილს, ბევრი დრო ჰქონდა დასაფიქრებლად. იქ ის საკუთარი თავის შეცნობის მტკივნეულ და ეკლიან გზას გადიოდა. გადიოდა დღეები, მისი გრძნობები კი, ნაცვლად იმისა, რომ განელებულიყო, უფრო იზრდებოდა და მძაფრდებოდა. განშორებამ თავისი საქმე გააკეთა და მიახვედრა, თუ რაოდენ ძვირფასი იყო ნია მისთვის. ახლა, როცა გარშემო მხოლოდ მკვდარი სიჩუმე და იანვრის სუსხი სუფევდა, მკაფიოდ გაიაზრა, რომ ეს გრძნობა ერთ დღეში არ გაჩენილა. პირველივე წამიდან, როცა იმ გოგონას თვალებში ჩახედა, რაღაც შეირყა მის მყარ, ლოგიკურ სამყაროში. მთელი ეს დრო საკუთარ თავს ებრძოდა. ებრძოდა გააფთრებით, რომ არ იშეყვარებოდა ეს უცნაური არსება, რომელიც ქარიშხალივით შემოიჭრა მის ცხოვრებაში და ყველაფერი თავდაყირა დაუყენა. ახლა კი, ამ მიტოვებულ სახლში, სადაც მხოლოდ ბუხრის ტკაცუნი არღვევდა მყუდროებას, მიხვდა, რომ გულმა გონება საბოლოოდ დაამარცხა. მისმა ცივმა ლოგიკამ მუხლი მოიყარა იმ გრძნობის წინაშე, რომელიც ყველაფერზე მაღლა იდგა. ლუკასთვის ეს უჩვეულო იყო. მან არ იცოდა, რა იყო ჭეშმარიტი სიყვარული; აქამდე არასდროს უგრძვნია მსგავსი რამ. ახლა კი ზუსტად იცოდა ნია იყო მისი ადამიანი, მისი მეორე ნახევარი, მისი მთელი სამყარო. სწორედ მან შეძლო მისი გაყინული გულის აძგერება და სიცოცხლის წყურვილის დაბრუნება, თუ აქამდე ლუკა მხოლოდ არსებობდა, ახლა მის ცხოვრებას აზრი მისცემოდა. მთელი ეს დრო მის შესახებ ალექსისგან იგებდა. მეგობარი ფოტოებსაც უგზავნიდა. ლუკა საათობით უყურებდა ტელეფონის ეკრანს. ნია თავის საქმიანობას დაბრუნებოდა ის ისევ ცეკვავდა სცენაზე, ისევ ბრწყინავდა და ყოველი ასეთი ფოტოს ნახვისას, ლუკას გულისცემა უმართავად უჩქარდებოდა, ანთებული თვალებით უყურებდა, ხოლმე და თან სევდა, შემოეპარებოდა, თვალებში და მონატრება, რას არ დათმობდა ახლა, მის გვერდით, რომ ყოფილიყო შეეგრძნო მისი კანის და თმის არომატი, შემდეგ კი გულში ჩაეკრა, მაგრამ ჯერ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, სანამ ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, ჯერ ძველი უნდა მოეწესრიგებინა. — როგორ ხარ, ძმაო, აბა? — ჰკითხა ალექსმა, როდესაც დივანზე ჩამოჯდა. — არ ვიცი... არ ვიცი, როგორ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც უგუნებოდ არის შეყვარებული, — ხრიწიანი ხმით ამოთქვა ლუკამ და მეგობარს დაღლილი მზერა მიაპყრო. — რას აპირებ, რომ დაბრუნდები? — პირველ რიგში, ნინის დაველაპარაკები. ავუხსნი ყველაფერს და ბოდიშს მოვუხდი. ტყუილად დავტანჯე ეგ გოგოც, ჩემმა გაურკვევლობამ ორივე დაგვაზიანა. — და ნიასთან რას აპირებ? — ნიასთან?.. — ლუკამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. — არ ვიცი. ჯერჯერობით არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. ჯერ ადრეა ამისთვის. ამ ეტაპზე ჩემთვის ისიც საკმარისი იქნება, რომ შორიდან ვადევნო თვალი, იქამდე მაინც სანამ ყველაფდრს არ მოვაგვარებ. — ვერ გცნობ, ძმაო... — გაოცებით უთხრა ალექსმა. — მარტო შენ არა, მეც კი ვერ ვცნობ საკუთარ თავს. წარმოიდგენდი, რომ მე, ლუკა გელოვანი, ოდესმე ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი? — ჩაეცინა კაცს. ალექსმა ამოიოხრა და მხარზე ძმურად დაჰკრა ხელი: — არის ასეთი გამონათქვამი: „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“. ძმაო, შენ შეიძლება არ გწამს ღმერთის, მაგრამ ნახე, როგორ შემოტრიალდა შენი ცხოვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარი ძალებით არ ვმართავთ ცხოვრებას, ყველაფერს ის განაგებს. — უკვე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო... — ამოთქვა ლუკამ. — კარგი, მითხარი, ზურასგან რა ისმის? რაღაც ძალიან ჩუმად არის და ეს სიმშვიდე არ მომწონს. — თვალს ვადევნებ, ნუ ღელავ. ის არამზადა, ნიას ვერაფერს დაუშავებს... — შენ ხომ იცი, ის როგორაა ჩემზე გადამტერებული იმის გამო, რომ... — ვიცი, ძმაო. ამჯერად არაფერი გამოუვა. კარგი, წავალ უკვე, გვიანია, — უთხრა ალექსმა და გასასვლელისკენ გაემართა. — თუ რამეა, შემეხმიანე. როდის აპირებ დაბრუნებას? — არ ვიცი. ალბათ ამ კვირის ბოლოს. მეტი აღარ შემიძლია აქ ყოფნა. ალექსის წასვლის შემდეგ ისევ საკუთარ თავთან მარტო დარჩა. იქვე დივანზე ჩამოჯდა და დაღლილი სახით დახედა გოგონას გამოსახულებას ეკრანზე. ახლა უკვე მთელი არსებით გრძნობდა პასუხისმგებლობას. თუ უნდოდა, რომ სუფთა ფურცლიდან დაეწყო ცხოვრება, ნინის უნდა დალაპარაკებოდა და პატიება ეთხოვა, რადგან უსამართლოდ მოექცა, როცა ატყუებდა. ცალკე ნიაზე ფიქრები არ ასვენებდა. ერთი იყო, რომ უყვარს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ნიასთან ყოფილიყო. ნია არ იყო იმ კატეგორიის გოგო, რომელიც ემოციებს იოლად აჰყვებოდა; მან თავისი ხასიათი არაერთხელ აჩვენა. ლუკამ მძიმედ ამოიოხრა და თავი საზურგეს მიაყრდნო. მის ცხოვრებაში ყველაფერი ახლა იწყებოდა. რომელიც არც თუ ისე იოლი იქნებოდა, მაგრამ, თუ მართლა უყვარდა უნდა ებრძოლა, მისთვის. ღამითაც არ ეკარებოდა, ხოლმე ძილი და გამუდმებით მასზე ფიქრობდა, მუდამ თვალწინ ედგა, გოგოს სახე და მისი დიდი ნაცრისფერი თვალები, რომელიც ასე აჯადოვებდნენ, ამ ფიქრებში გართულს ღიმილიც კი გაეპარებოდა, ხოლმე სახეზე. გვიანი ღამე, იყო როდესაც მისი ტელეფონი მთელ ხმაზე აწკრიალდა და ლუკა გააღვიძა, ნახევრად დახუჭული თვალებით დახედა ეკრანს და უპასუხა. — რა ხდება, ალექს, ხომ მშვიდოაა? — ჩახლეჩილი ხმით უპასუხა, ნახევრად ძილბურანში მყოფმამ — ძმაო, ცუდი ამბავი მაქვს... — გაისმა ალექსის შეწუხებული ხმა. — რა მოხდა? — წამოენთო კაცი. — ზურამ... ნია მოიტაცა. — რა თქვი, ალექს?! როგორ თუ გაიტაცა, რას მეუბნები საერთოდ?! — გამწარებულმა დაიყვირა ლუკამ და ფეხზე წამოვარდა. — ასეა, ძმაო. უნდა დაბრუნდე! — გამოვდივარ! — ჩასძახა ყურმილში და სასწრაფოდ, დაუფიქრებლად გავარდა სახლიდან. ** როდესაც გოგონა გონს მოვიდა, ჯერ მტკივნეულად მოისრისა თავი. თვალები ზანტად გაახილა, თითქოს ქუთუთოებზე ლოდები ეწყო. მხედველობა, რომ აღუდგა გაფართოებული თვალებით მოავლო იქაურობას მზერა. სრულიად უცხო, ცივ ოთახში იყო. მომენტალურად აიტანა შიშმა; მოაგონდა, როგორ მიეპარა უკნიდან ვიღაც და წამლიანი ხელსახოცით გათიშა, თანაც ისე, რომ ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო, შეცბუნებული გაჰყურებდა, ბნელ ოთახს, მოულოდნელად ფეხზე წამოვარდა და კარებისკენ გაიქცა. — გამომიშვით აქედან! — დაიყვირა და კარს ეცა, გასაღებად, თუმცა მისდა გასაოცრად კარი ჩაკეტილი იყო. — მიშველეთ! გთხოვთ, გამომიშვით აქედან, გემუდარებით! — ბოლო ხმაზე გაჰკიოდა და შველას ითხოვდა, თუმცა არავინ მოდიოდა მის დასახმარებლად. შეშინებული საწოლზე მოიბუზა, როგორ უნდა გაეღწია იქიდან, არ იცოდა. არც ის იცოდა, ვინ მოიტაცა. გონებაში ყველაზე უარეს სცენარს განიხილავდა. თვალებზე ცრემლები ეძალებოდა, თუმცა ცდილობდა პანიკაში არ ჩავარდნილიყო და არ ეტირა, მაგრამ შიშმა მაინც აიტანა; მთელი სხეულით ცახცახებდა. რამდენიც არ უნდა ეყვირა, მაინც ვერავის გააგინებდა ხმას ფანჯარასთან მივიდა, მაგრამ ისიც მყარად იყო ჩარაზული. — ღმერთო, გევედრები, მიხსენი აქედან! — ჩაილაპარაკა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა. მოულოდნელად გარედან ზარების ხმა შემოესმა. — ეს ზარები?.. ეს იმას ნიშნავს, რომ აქვე ახლოს ტაძარი უნდა იყოს, — ამოთქვა ჩამწყდარი ხმით. ცოტა ხანში კარის საკეტის ჩხაკუნი გაისმა. ნია მაშინვე კარის უკან დადგა იმ იმედით, რომ გაღებისთანავე გარეთ გავარდებოდა. კარი გაიღო თუ არა, ნიამ შემოსულ ქალს ხელი ჰკრა და ოთახიდან გავარდა, თუმცა იქვე მყოფმა მცველებმა დაიჭირეს და უხეშად დააბრუნეს უკან. — ხელი გამიშვით! ვინ ხართ და რა გინდათ ჩემგან?! — დაუყვირა ნიამ. ქალს ძალიან ეცოდებოდა გოგონა, მაგრამ არაფრის გაკეთება შეეძლო. — გთხოვთ, გამიშვით აქედან, გეხვერწებით... — ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. — საჭმელი მოგიტანე და ჭამე. — არ მჭირდება თქვენი საჭმელი! მითხარით, რატომ აკეთებთ ამას? — წამოიძახა ნიამ. — უნდა ჭამო, თორემ უფროსი ძალიან გაბრაზდება... — უფროსი? ვინ არის თქვენი უფროსი, რატომ არ მენახვება?! — ზიზღით წარმოთქვა. — თქვენს უფროსს გადაეცით, რომ მისი არ მეშინია და მისი არაფერი მინდა! — გთხოვთ, ნუ გაართულებთ სიტუაციას, — უთხრა ქალმა. — ან ეს რა არის? — ახლაღა შენიშნა სავარძელზე გადაკიდებული თეთრი საქორწინო კაბა. — ეს თქვენთვის არის. — ჩემთვის?! — ნიას ისტერიული სიცილი აუტყდა. — დამცინით, არა? ეს საქორწინო კაბაა! — ეს თქვენი საქორწინო კაბაა, — სრული სერიოზულობით მიუგო ქალმა. ნია ადგილზე მიეყინა, ჯერ შოკში ჩავარდა და ვერ იჯერებდა გაგონილს, მაგრამ შემდეგ სიბრაზე მოეძალა. — რა... რა თქვით? ჩემი საქორწინო კაბა? თქვენი უფროსი გაგიჟებულა, თუ ჰგონია, რომ ცოლად მომიყვანს! — გამწარებულმა წამოიძახა, შემდეგ გააფთრებული ეცა კაბას და თხელი ქსოვილი სულ ნაკუწებად აქცია. — შვილო, გთხოვ, ამას ნუ იზამ... უფროსს ეს არ მოეწონება, — სიბრალულით უთხრა ქალმა. მან კარგად იცოდა, რა საშინელი ადამიანი იყო მისი პატრონი. — წადით და გადაეცით თქვენს ბოსს: მოვკვდები და მას ცოლად არ გავყვები! ვიღაც შეშლილს არ მივცემ უფლებას, ცხოვრება დამინგრიოს! — დაუყვირა ნიამ და ქალიც უხმოდ გავიდა. ოთახში იყო მიმოფანტული კაბის ნაწილები. ეს ყველაფერი საშინელ კოშმარს ჰგავდა, რომლიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. წარმოდგენა არ ჰქონდა, რომელმა არანორმალურმა მოიტაცა და მასზე დაქორწინება განიზრახა. რაც დრო გადიოდა, შიში უფრო უმძაფრდებოდა, ტანში კი უსიამოვნოდ სცრიდა. საწოლზე იჯდა მობუზული და ცრემლები დაუკითხავად იკვლევდნენ გზას მის სახეზე. — რა გავაკეთო, აქედან როგორ გავაღწიო? ღმერთო, დამეხმარე... — სლუკუნებდა გოგონა. ოთახიდან თავს ფიზიკურად ვერ დააღწევდა, არც გამომხსნელი ჩანდა ვინმე. რაც ყველაზე მეტად აშინებდა, ის იყო, რომ თავად გამტაცებელი არსად ჩანდა. ეს გაურკვევლობა ყველაფერზე მეტად ზარავდა. ** ლუკა არც დაფიქრებულა, ისე გამოვარდა სახლიდან და ადგილიდან გიჟივით მოწყდა. დაძაბული მართავდა მანქანას, საჭეს მთელი ძალით ჩაფრენოდა. მისი მუქი ყავისფერი თვალები ბრაზისგან კიდევ უფრო გამუქებულიყო მოულოდნელად ტელეფონი აწკრიალდა. — გისმენთ! — უპასუხა ისე, რომ არც დაუხედავს. — წარმომიდგენია, ახლა როგორ გამწარებული დაეძებ ნიას... — გაისმა ზურას ცინიკური ხმა. — ზურა! — კბილებში გამოსცრა ლუკამ. — ხო, მე ვარ. — იცოდე, მისი თავიდან ერთი ღერი თმაც, რომ ჩამოვარდეს, არ გაცოცხლებ, გასაგებია?! — დაუყვირა. — რასაც მინდა, იმას ვიზამ. შენ კი რამდენიც გინდა, ეძებე მას ვეღარასდროს ნახავ. დრო მოვიდა, პასუხი აგო ყველაფრისთვის. ახლა შენი ჯერია, რომ დაიტანჯო. — რას როშავ, კრეტინო?! კარგად დაიმახსოვრე: თუ გავიგე, რომ მას რამე დაუშავე, გიპოვი და ჩემი ხელით ჩაგაძაღლებ! — დაემუქრა ლუკა და ტელეფონი გაუთიშა. გამწარებულმა დაიყვირა და სიჩქარეს უფრო უმატა. სიმწრისგან მთელი სხეული უცახცახებდა. იცოდა, გული უგრძნობდა, რომ ზურა რაღაცას მოიმოქმედებდა. სწორედ ამიტომ ცდილობდა გოგონას დაცვას, თუმცა ვერ შეძლო. საჭეს მართავდა და თან ნიასთან გატარებული ყოველი წამი ახსენდებოდა მისი ღიმილი, მისი ხმა... ყველაფერი კადრებივით უტრიალებდა გონებაში. — გაუძელი, ნია... მალე გიპოვი, — გაიფიქრა თავისთვის და დანიშნულების ადგილას მივიდა. მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და ალექსისკენ გაიჭრა, რომელიც თავის მანქნასთან იდგა. — ამიხსენი, ალექს, ეს ყველაფერი როგორ მოხდა?! — ხრიწიანი ხმით ჰკითხა მან. — არ ვიცი, ძმაო... მთელი დღე ზურას ვდარაჯობდი, მაგრამ საერთოდ არ გამოჩენილა. თითქოს აორთქლდაო, როდესაც სტუდიასთან მივედი, დავინახე, გოგო შველას ითხოვდა. მითხრა, რომ ვიღაც ნიას მიეპარა და გათიშა. — ჯანდაბა! ეგ ნაძირალა იმაზე ცბიერი გამოდგა, ვიდრე მეგონა. არის რამე სიახლე?— სერიოზული სახით უთხრა. — ბიჭები ყველგან ეძებენ და მალე იპოვიან. — წეღან დამირეკა... — დაღლილი ხმით თქვა ლუკამ. — რა გითხრა? — მითხრა, რომ დრო მოვიდა პასუხი ვაგო ყველაფრისთვის და ნიას ვეღარასდროს ვნახავ! — გამწარებულმა წამოიძახა. — თუ მასაც იგივე დაემართება და ისევ ვერ მივუსწრებ, როგორც მაშინ... ამას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ! — ტკივილით ამოთქვა და თვალები ცრემლით აევსო. — დამშვიდდი, ძმაო. ამჯერად ეს აღარ განმეორდება. ის ნაძირალა ნიას ვერაფერს დაუშავებს. მთელი ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. ლუკა მოთმინებას კარგავდა. ეს გაურკვევლობა ბოლოს უღებდა. — კიდევ სად შეიძლება მოვძებნოთ? — დაღლილად იკითხა ალექსმა. — წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ დროს ვერ დავკარგავთ! ყველგან უნდა ვნახოთ, სადაც ხელი მიგვიწვდება! — მიუგო ლუკამ და მძიმედ ამოიოხრა. დრო უსაშველოდ იწელებოდა. ლუკას ნერვები ღალატობდა, იმის გაფიქრება კი, თუ როგორ იყო ახლა ნია, გულს უკლავდა. *** შეშინებული იჯდა ოთახში. ყველანაირად ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ შიში ყელში ებჯინებოდა. ეს ჩაკეტილი სივრცე უარესად ამძიმებდა. ფეხზე წამოდგა და თეთრი საქორწინო კაბის ნაფლეთებს შორის დაემხო მუხლებზე სწორედ იმ კაბის, რომელიც მისთვის ერთგვარ განაჩენად ქცეულიყო. მთელი სხეულით ცახცახებდა და ცხარედ ტიროდა. ღრმად ჩაისუნთქა, თვალები დახუჭა, ხელები შეაერთა და ლოცვა დაიწყო. — მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი... — ჩურჩულებდა ნია. სწორედ ამ დროს გაისმა საკეტის ხმა. ოთახში ზურა შემოვიდა თავდაჯერებული ნაბიჯებით. მიმოიხედა, დაინახა მიმოფანტული კაბის ნაფლეთები და მათ შორის მუხლმოდრეკილი გოგონა. მის სახეზე დამცინავმა ღიმილმა გადაირბინა. — მორჩი ლოცვას, ნია! შენი ღმერთი აქ ვერ გიშველის და ამ კედლებიდან თავს ვერ დააღწევ! — მჭექარე ცინიზმით გადასძახა. მაგრამ ნიას ყურადღებაც არ მიუქცევია, თითქოს ოთახში არავინ იყო. ის მთლიანად ლოცვაში იყო ჩაძირული. — მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა... — განაგრძობდა ნია. გოგონა არც კი ინძრეოდა, ნერვიც არ უტოკდებოდა კაცის ძახილზე, რაც ზურას უფრო მეტად აბრაზებდა. ლოცულობდა და თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა. — ...ეგრეცა ქვეყანასა ზედა! — ნიამ იგრძნო, როგორ შემოვიდა მასში უცნაური ძალა. ეს იყო თხოვნა, რომ ღვთის სამართალი აქაც აღსრულებულიყო. — პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს... — აგრძელებდა გოგონა. ზურა მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა და ნიკაპში უხეშად წაავლო ხელი. — შემომხედე, როცა გელაპარაკები! შენი ნება აქ აღარ არსებობს, ახლა მხოლოდ ჩემი ნებაა! ნიამ თვალები გაახილა. მის გამოხედვაში შიში აღარ იყო, მხოლოდ ის სიმტკივე დარჩენოდა, რომელიც ლოცვამ აპოვნინა. — „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან...“ — მშვიდად ჩააბულბულა და პირჯვარი გადაისახა. კაცი წამით შეცბა. ნიას მზერამ ისე დაწვა, თითქოს მართლაც უხილავ ძალას შეეჯახა. გამწარებულმა ხელი გაუშვა და ფეხზე წამოდგა. — ვნახოთ, რამდენ ხანს გეყოფა ეგ სიმტკივე! — დაიღრიალა მან და ოთახიდან გავარდა. ნიამ საოცარი სიმშვიდე იგრძნო. იცოდა, რომ აუცილებლად გააღწევდა ამ ჯოჯოხეთიდან. საწოლთან მივიდა და იქვე მოიბუზა. ემოციებისგან იმდენად იყო გადაღლილი, რომ მალევე ჩაეძინა. გვიან ღამით უცნაურმა შეხებამ გამოაფხიზლა. გვერდით გაიხედა და ზურას გადააწყდა. ის მის გვერდით იჯდა და ცბიერი ღიმილით ხელებს უხეშად უფათურებდა. — არ შემეხო! — დაუყვირა ნიამ და განზე გაიწია. — რაო? სად გაქრა შენი სიმშვიდე და სიმტკივე, აა? — დამცინავად ჰკითხა და მიუახლოვდა. — რა გინდა ჩემგან? — ბევრი რამ... იცი, როგორ ვგრძნობდი თავს, როცა ყურადღებას არ მაქცევდი?! — შენ... შენ შეშლილი ხარ! გესმის? ნორმალური არ ხარ! — ზიზღით უთხრა. — ეს კაბა შენ დახიე?! — მქუხარედ იკითხა და ნაფლეთებს გახედა. — დიახ, მე დავხიე! როგორ მოგწონს? გაგიჟებულხარ, თუ გგონია, რომ ამ სისულელეს დავთანხმდები! — მრისხანედ მიახალა ნიამ. ზურამ უხეშად ჩაავლო სახეზე ხელი: — შენთვის აზრი არავის უკითხავს! იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვი! მორჩა, შენს ნებაზე ვეღარ იქნები, ჩემს იქით გზა აღარ გაქვს! შენ მხოლოდ ჩემი იქნები! — მის სახესთან დაისისინა. — იცი რა? მოვკვდები და შენ ცოლად არ გამოგყვები! ვერ მაიძულებ! — ხმას დაუწიე! შენ სიკვდილის უფლებაც არ გაქვს, სანამ მე თვითონ არ მოვინდომებ ამას! — ავისმომასწავებლად დაისისინა. — ლუკა მართალი იყო... შენ საშინელი ადამიანი ხარ! — ამოთქვა ნიამ და სწორედ ამ დროს სახეში წვა იგრძნო — ზურამ მას გაარტყა. — ჩემთან იმ ადამიანის სახელს კიდევ თუ ახსენებ...! — კბილებში გამოსცრა კაცმა. — თუ ვახსენებ, რას იზამ? მომკლავ?! — არ ნებდებოდა ნია. — ნუ გამომიწვევ, იცოდე, ეს ცუდად დამთავრდება! — ფეხებზე შენი მუქარა! არ მეშინია შენი! — დაუყვირა და ფეხზე წამოიჭრა. — ყელში ამოვიდა შენი კაპრიზები! — დაუყვირა და კეფაზე ნერვიულად მოისვა ხელი; ჩანდა, რომ კონტროლს კარგავდა. — ლუკა აუცილებლად მიპოვის და მერე მის რისხვას ვერ გადაურჩები! — მტკიცედ უთხრა ნიამ. კაცს ისტერიული სიცილი აუტყდა: — გეძებოს რამდენიც უნდა! ეს მისი სასჯელი იქნება — მისი საყვარელი ქალი წავართვი! — ნუ ბოდავ! მასზე შურისძიება, თუ გინდოდა, ნინი უნდა მოგეტაცა და არა მე, ის არის მისი საცოლე! — ნინი?.. — ცბიერად გაიღიმა ზურამ. — ეგ გოგო მისთვის არაფერს ნიშნავდა, მხოლოდ ლამაზი დეკორაცია იყო შეხვედრებისთვის. აი, შენ კი მისი სუსტი წერტილი ხარ! ** — ჯანდაბა! — დაიყვირა ლუკამ და საჭეს ხელი დასცხო. — მოთმინებას ვკარგავ, ალექს! ერთ ადგილს ვტკეპნით! — დამშვიდდი, ძმაო, ვიპოვით... — მისი დამშვიდება სცადა ალექსმა. — სანამ არ ვიპოვი, ვერ მოვისვენებ! ჩემი ხელით ჩავაძაღლებ იმ არარაობას! ამ დროს ტელეფონმა დარეკა. საბა იყო. — ბატონო ალექს, ზურას სამალავი ვიპოვეთ! ქალაქგარეთ, ტაძართან ახლოს აგარაკი ჰქონია. საქორწინო კაბაც უყიდია... — რა?! კარგი, საბა, თვალი ადევნეთ, მოვდივართ! — გაუთიშა ალექსმა. — რა ხდება? — იკითხა ლუკამ. — მივაგენით! მანქანა მკვეთრად მოტრიალა. ლუკა საჭეს მთელი ძალით უჭერდა თითებს. ორ საათში ადგილზე იყვნენ. დაცვის ბიჭებს ყველაფერი მოეგვარებინათ, ამიტომ პირდაპირ სახლში შეიჭრნენ. მოულოდნელად გოგონას კივილის ხმა გაისმა. ლუკამ მუჭი შეკრა, კისერზე ძარღვები დაეჭიმა. იმ მიმართულებით გაიჭრა, საიდანაც ხმა გამოდიოდა. კარს წიხლი ჰკრა და შეამტვრია. იქ კი... საშინელი სურათი დახვდა. *** მთელი ძალით ჰკრა კარს წიხლი და კარიც ზრიალით დაემხო იატაკზე ლუკა შიგნით გრიგალივით შეიჭრა. იმ წამს საშინელი, სულისშემძვრელი სურათი დახვდა: ზურა გოგონაზე ძალადობდა, მისი უმწეობით ტკბებოდა და ნიას წმინდა სამყაროს ფეხქვეშ თელავდა. კარის მტვრევის ხმაზე კაცმა ინსტინქტურად მიიხედა ზღურბლისკენ და გელოვანის დანახვაზე ადგილზე გაქვავდა, თითქოს თავად სიკვდილს შეეჩეხაო, ისე ლუკას თვალები ბრაზისგან აენთო, წამში სისხლით აევსო და გამწარებულმა მთელი ძალით მომუშტა ხელები ისე, რომ თითების სახსრები გაუთეთრდა, მისი სახე კი, მრისხანებით იყო სავსე. — შე ! — დაიღრიალა არაადამიანური ხმით და წამის მეასედში მასთან გაჩნდა. კისერში ხელი ჩაავლო, როგორც მტაცებელმა მსხვერპლს, ჰაერში აიტაცა და მთელი ძალით დაარტყა. ნია, შოკირებული წამოდგა საწოლიდან და იქვე კუთხეში მოიბუზა, საიდანაც აცახცახებული, თვალებგაფართოებული უყურებდა ამ ყველაფერს. — ხომ გაგაფრთხილე, მას თუ რამეს დაუშავებდი, ჩემი ხელით ჩაგაძაღლებ-მეთქი! — კბილებს შორის გამოსცრა ლუკამ და კიდევ ერთი გამანადგურებელი დარტყმით ძირს დაანარცხა. — როგორც ჩანს, ჩემი სიტყვები სერიოზულად არ მიგიღია, არა?! შენი ჭკუით, ჩემს მოტყუებას აპირებდი?! — ხომ გითხარი... შურს ვიძიებ-მეთქი! — ამოიხრიალა, ზურამ არაამქვეყნიური ხმით, თუმცა მის მზერაში უკვე ცხოველური შიში სუფევდა. — მოგკლავ, შე არაადამიანო! ესეიგი შურისძიება გინდოდა, არა?! ახლა გასწავლი, როგორ უნდა მოექცე ქალს! — ლუკა გაცეცხლებული დააცხრა ზემოდან და დაუნდობლად, გაუჩერებლად დაუწყო მუშტების შენა. იმდენად იყო გამწარებული, რომ თვალებზე ბინდი გადაჰკროდა, ბრაზი კი ყელში მწარე ბურთად აწვებოდა. ნიას უმწეო და შეშინებული სახის დანახვამ, იმის გააზრებამ, თუ როგორ ცდილობდა ეს ნაზი გოგონა მისგან თავის დაღწევას და როგორ ძალადობდა მასზე ეს ნაძირალა, ლუკას ტვინში სისხლი ასხავდა, ის სრულიად გამოვიდა წყობიდან. ყოველი დარტყმა იყო მისი რისხვა, მისი დაგვიანებული სინანული და მისი მთელი არსების პროტესტი ამ სიბინძურის მიმართ. — მოგკლავ და შენი სხეულის ნაწილებს ძაღლებს მივუგდებ საჯიჯგნად! გესმის?! ჩემი ხელით გამოგიტან განაჩენს! — ყვიროდა და სახეში მუშტებს უშენდა, თითქოს სურდა ეს ბოროტება მიწიდან სამუდამოდ გაედევნა, ზურა უკვე ღონემიხდილი და სისხლიანი იწვა ცივ იატაკზე, მაგრამ ლუკა მაინც არ ეშვებოდა, მისი მძვინვარება საზღვრებს სცდებოდა. — ლუკა, გთხოვ შეეშვი! ასე ხომ მოკლავ! — შეშინებულმა დაუყვირა ნიამ, რომელიც შეშინებული ადევნებდა მათ თვალს. — მოვკლავ! როგორ გაბედა და როგორ შეგეხო... არ ვაცოცხლებ! — ამოიხრიალა გამწარებულმა და კიდევ ერთხელ დაარტყა მთელი ძალით. — გთხოვ გაჩერდი... შეეშვი, ძალიან გთხოვ... — ნია ატირდა და აცახცახებული, სუსტი ხელი ლუკას დასისხლიანებულ მხარზე დაადო. ამ შეხებამ, ნიას თითების სითბომ, თითქოს ელექტროშოკივით იმოქმედა და მისი გაავებული სული წამში დაამშვიდა. ლუკა წამით შეჩერდა, მძიმედ სუნთქავდა, მისი ფილტვები ხმაურით ითხოვდნენ ჰაერს. შემდეგ ნელა წამოდგა და ნიას გახედა. გოგონა გადაფითრებული იდგა, თმები აწეწილი ჰქონდა, თვალებში კი უსაზღვრო შიში და სევდა ედგა. — ნია, კარგად ხარ? — ჰკითხა მოულოდნელად შეცვლილი, მშვიდი და მზრუნველი ხმით. — არა... არ ვარ კარგად... გთხოვ, აქედან წამიყვანე, — ჩამწყდარი ხმით მიუგო გოგონამ და მთელი სხეულით აცახცახდა იმ წამს, როდესაც ლუკამ ნია ამ მდგომარეობაში ნახა, მას თითქოს თავზე მთელი სამყარო ჩამოექვა, თავზარი დაეცა, როდესაც დაინახა გოგონას შეშინებული და ცრემლიანი თვალები, თუ როგორ ცდილობდა იმ ნაძირალასგან თავის დაღწევას, რომელიც მას ასე დაუნდობლად ავიწროებდა. მთელ სხეულში ცეცხლის ალი მოედო. ის მიხვდა ერთ ჭეშმარიტებას: ნია აღარიყო მისთვის უბრალოდ ლამაზი ქალი, რომელთანაც წარმავალი ვნება აკავშირებდა. ვნება ხომ ქარიშხალივითაა მოულოდნელად შემოიჭრება და დროთა მანძილზე ნელდება, ლუკას გრძნობა კი გაცილებით ძლიერი, მტკივნეული და წმინდა აღმოჩნდა. ნია მისი სულის ნაწილი იყო, მისი მეორე ნახევარი და მთელი სამყარო. სწორედ ნიამ შეძლო და გააცოცხლა მისი მიძინებული,გული. სანამ ნიას შეხვდებოდა, ის უბრალოდ არსებობდა, მექანიკურად მოძრაობდა, მაგრამ ნიამ ასწავლა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა და მის სიცოცხლესაც აზრი მისცა. რას წარმოიდგენდა, რომ შეუყვარდებოდა, თანაც ასე ძლიერად... ეს არ იყო ეგოისტური სიყვარული. სწორედ ამიტომ, მან მთელი თავისი ცხოვრება სასწორზე დადო რეპუტაციაც და თავისუფლებაც, თუ საჭირო გახდებოდა, ციხეშიც ჩაჯდებოდა, ოღონდ გოგოსთვის ეს ჯოჯოხეთი აერიდებინა თავიდან. იმის გაფიქრებაც კი ზარავდა, რა მოხდებოდა, რომ დაეგვიანა და ვერ მიესწრო... ეს ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. უყურებდა გოგონას, რომელიც მანქანის სავარძელზე მობუზული იჯდა. ნია ჯერაც შოკში იყო და ცახცახებდა, თვალები კი ცრემლებით ჰქონდა სავსე, თითქოს მთელი სამყაროს სევდა მათში დატეულიყო. ლუკას გულს უკლავდა მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა. უნდოდა გულში ჩაეკრა, მჭიდროდ შემოეხვია ხელები და არ გაეშვა, დაეცვა ყველასგან და ყველაფრისგან, მაგრამ არ შეეძლო. ნიას ნერვული შეტევა ეწყებოდა. ვეღარ ისვენებდა, სუნთქვა უჭირდა და თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. ფანჯრის მინა ჩამოწია, რომ ესუნთქა, მაგრამ ვერ მშვიდდებოდა. — ნია, კარგად ხარ? — შეშფოთებულმა ჰკითხა ლუკამ, როდესაც დაინახა, რომ გულზე მიედო ხელი და მძიმედ სუნთქავდა. — არა, გთხოვ გააჩერე მანქანა, ჰაერი აღარ მყოფნის... — ამოთქვა ნიამ ჩამწყდარი ხმით. — ცოტა მოითმინე, სადაცაა მივალთ სანაპიროზე და გავაჩერებ. მართლაც, ცოტა ხანში თბილისის ზღვის უკაცრიელ სანაპიროზე შეაჩერა მანქანა. ნიამ აღარ დააყოვნა სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ხარბად შეისუნთქა ღამის ცივი ჰაერი. გულზე მიედო ხელი, თითქოს შიგნიდან რაღაც უჭერდა და წვავდა. სლუკუნებდა და ცრემლები მის სახეზე შეუკავებლად იკვლევდნენ გზას. ლუკა ვერაფერს აკეთებდა, ვერ ბედავდა მიახლოებას, რადგან არ უნდოდა დაეფრთხო ისედაც დამფრთხალი უბრალოდ იდგა და ელოდებოდა, თუ როდის დამშვიდდებოდა. — შე...შე...იძლება ჩაგეხუტო... — ამოტირა გოგონამ და ცრემლიანი თვალებით გახედა კაცს. ლუკამ სიტყვის თქმა ვერ შეძლო, მხოლოდ თანხმობის ნიშნად დაუკრა თავი. ნია მაშინვე გაიქცა და მთელი ძალით მოეხვია კაცს, მის მკერდს ისე მჭიდროდ მიეკრა, თითქოს იქ იყო მისი ერთადერთი თავშესაფარი. ლუკამ ძალიან ფრთხილად, თითქოს ბროლის თოჯინას ეხებაო, ისე შემოხვია თავისი ღონიერი მკლავები მის წვრილ წელზე და მიიხუტა. — ძალიან შემეშინდა, მეგონა თავს ვეღარ დავაღწევდი იქიდან... — ამოიტირა მის მკერდზე. — შენ რომ არ მოსულიყავი, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა... — წყვეტილად, სლუკუნით საუბრობდა გოგონა. ლუკამ თმაზე გადაუსვა ხელი, მისი სითბო სულში ჩაეღვარა და მშვიდი ხმით უთხრა: — ყველაფერი დამთავრდა, ნია. გესმის? ის ნაძირალა მეტს ვერაფერს დაგიშავებს. — დაიჩურჩულა და ახლაღა შენიშნა, რომ ტუჩი გახეთქილი ჰქონდა გოგონას, სისხლისფერი ხაზი მის თეთრ კანს სერავდა. — ეს რა არის, ნია? იმ ნაძირალამ დაგარტყა? — გაოგნებულმა წამოიძახა. — გაბრაზდა, რომ დავუხიე კაბა და შენი სახელი ვუხსენე... — მე მახსენე? — რაღაცნაირად ესიამოვნა ეს რომ გაიგო, გულში იმედის ნაპერწკალმა გაჰკრა. — ჰო, ვუთხარი, რომ აუცილებლად მიპოვიდი... შენ მართალი იყავი, ზურა ავადმყოფია. მე კი შენი არ მჯეროდა... — ამოთქვა და თავი დახარა სინანულით. — შენი ბრალი არ არის, ნია. მას კარგად გამოსდის ადამიანების მოტყუება. — ბრაზით ამოთქვა ლუკამ. — წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა, რომ ვერ მოგესწრო... ლუკამ მისი სახე ხელებში მოიქცია, აიძულა, რომ თვალებში ჩაეხედა და უთხრა: — შემომხედე, ნია. მე არ დავუშვებდი, რომ მას შენთვის რამე დაეშავებინა და თუ მაინც მოხდებოდა ეს, მე ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი, გესმის? — ტკივილით ამოთქვა და შემდეგ მისი სახიდან წამოსული ცრემლი თითით მოწმინდა. იმ წამს თითქოს მათთვის დრო გაჩერებულიყო. უხმოდ იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ, მხოლოდ ზღვის შრიალი არღვევდა სიჩუმეს. თითქოს თვალები საუბრობდნენ მათ სათქმელს, იმ გამოუთქმელ გრძნობებზე, რომლებსაც ვერ ამხელდნენ. თუმცა თვალები ხომ სულის სარკეა... — ცუდად გამოიყურები, მოდი სახე წყლით მოიბანე, ცოტა დაგამშვიდებს. — მზრუნველი ხმით უთხრა ლუკამ, წყლის ბოთლი მანქანიდან ამოიღო და გოგოს გაუწოდა. ნიამ გრილი წყალი სახეზე მოისვა და შემდეგ რამდენიმე ყლუპი მოსვა, თითქოს გონს მოეგო. — ახლა უკეთ ხარ? — კი... — ძალიან კარგი. — უთხრა და მანქანიდან პირველადი დახმარების ყუთი ამოიღო. — რას აკეთებ? — ჭრილობები უნდა დაგიმუშაო, ნია, სანამ არ დაგისივდა. მოდი, ჩამოჯექი. — უთხრა ლუკამ. — არ არის საჭირო. — უარი არ მიიღება. — სერიოზული სახით უთხრა. ნია აღარ შეწინაღმდეგებია, უხმოდ მივიდა და ჩამოჯდა. ლუკამ სპირტიანი ბამბით დაუმუშავა გახეთქილი ტუჩი. ნია მას გაოგნებული უყურებდა, ვერ იჯერებდა, რომ ეს ის ადამიანი იყო, სულ ნერვებს რომ უშლიდა. თითქოს სულ სხვა ადამიანი იდგა მის წინ ისე ნაზად და ფაქიზად ექცეოდა. ლუკა მის სახესთან ძალიან ახლოს იყო და მის თბილ სუნთქვას გრძნობდა სახეზე. კაცის თვალებში კი იკითხებოდა უსასრულო სიყვარული, ისეთი მზერით უყურებდა, რომელიც სავსე იყო მზრუნველობით. ნიას სწორედ ამ გრძნობების ეშინოდა და სწორედ ამიტომ გაურბოდა. ყოველი შეხებისას ის თითქოს მის ჭრილობებთან ერთად სულსაც კურნავდა. მათი სახეები იმდენად ახლოს იყო, რომ თითქმის ცხვირებით ეხებოდნენ. — ესეც ასე, მორჩა. — დაბალი ხმით ამოთქვა ლუკამ და განზე გადგა. — მადლობა... — ჩუმი ხმით უთხრა გოგონამ. — მადლობას რისთვის მიხდი? — გაუკვირდა კაცს. — ყველაფრისთვის. შენ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა. — კვლავ აუცრემლიანდა თვალები. — კარგი, რა... ახლა ისევ არ იტირო, გთხოვ. — არა, არ ვტირი, უბრალოდ ჯერ ბოლომდე ვერ გამოვედი სტრესიდან. — ხომ არ გცივა? თუ გინდა სახლში წაგიყვან. — სახლში წასვლა არ მინდა, ახლა მათთან საუბარი და ამ ყველაფრის ახსნა გამიჭირდება... ცოტა ხანს კიდევ ვიყოთ აქ, კარგი? ეს სიმშვიდე და ზღვის შრიალი მამშვიდებს. — უთხრა და ზღვის ნაპირთან ახლოს მივიდა. ქარი ზღვის ტალღებს აშრიალებდა. ნიამ თვალები დახუჭა და შეიგრძნო ღამის სიგრილე და ზღვის ხმა. ლუკა მას მიუახლოვდა და თავისი მოსაცმელი ფრთხილად მოაფარა მხრებზე. აკვირდებოდა მის სახეს, როგორი სათუთი და ნაზი იყო. ნია უსმენდა ზღვას და მომენტებში ეღიმებოდა კიდეც. „როგორ მინდა ძლიერ ჩაგიკრა გულში და ეგ ლამაზი სახე დაგიკოცნო“, — გაიფიქრა ლუკამ, მაგრამ არ განძრეულა. — მიყვარს აქ მოსვლა და ზღვის მოსმენა... — ღიმილიანი სახით უთხრა ნიამ. — მართლა? — ჰო, თითქოს ზღვაც თავის ამბებს გიყვება, ისეთ შეგრძნებას გიტოვებს.— სევდიანი ღიმილით უთხრა. — მაგალითად, რას გიყვება? — ინტერესით გახედა ლუკამ. — მართლა გაინტერესებს? — გაოცდა ნია. — ჰო, რატომაც არა. საინტერესოა, რას გიყვება ზღვის ტალღები. — მშვიდი და მომღიმარი სახით უთხრა. — კარგი, თუ ასეა, გეტყვი. მაგალითად, როდესაც ზღვა ღელავს, ესეიგი ის რაღაცაზე ბრაზობს. როდესაც მშვიდია — ესეიგი მას არაფერი არ აწუხებს. — საინტერესოა... *** მაინც რა უცნაურია ეს ცხოვრება... არავინ ვიცით ბედისწერა ვის რას გვიმზადებს. ადამიანი შეიძლება რაღაც პროცენტებით განაგებდეს საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ საბოლოოდ მაინც უფალი წყვეტს ჩვენი გზა, როგორ წარიმართება. სწორედ ამას გადიოდნენ ლუკა და ნიაც. მიუხედავად მათი განსხვავებული სამყაროებისა, ღვთის განგებით მაინც გადაიკვეთა მათი ბილიკები. ვერცერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთმანეთი შეუყვარდებოდათ და ახლა, შუაღამეს, თბილისის ზღვაზე ასე მშვიდად ისაუბრებდნენ. მათ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ მაინც იყო ის უხილავი ბარიერი მათ შორის, რაც ერთად ყოფნის საშუალებას არ აძლევდათ. ახლა ისინი იმ გარდამავალ წერტილთან იყვნენ მისულები, რომელიც სულ მალე აფეთქდებოდა და არავინ იცოდა, მათ ამბავს ექნებოდა თუ არა მომავალი. შეძლებდნენ კი ერთად ყოფნას? ორივეს აშინებდა ეს... ნია გაურბოდა ამ გრძნობას, რადგან აშინებდა მისი სიყვარული, როგორი ასატანია, მაინც გიყვარდეს ის, ვინც შენგან სულიერად ასე შორს არის? მისთვის მტკივნეული იყო ის ფაქტი, რომ მისი საყვარელი მამაკაცი არ იყო მისი სამყაროდან. ვერაფერს გააკეთებდა და ვერც აიძულებდა შეცვლილიყო, რადგან იცოდა თავად უნდა მოენდომებინა ეს. თანაც ნინის ფაქტორიც უშლიდათ ხელს... საკუთარ პრინციპებს ვერ გადააბიჯებდა მხოლოდ იმიტომ, რომ უყვარდა. ამიტომ მისთვის მხოლოდ ლოცვა შეეძლო და ასეც იქცეოდა. არც ლუკა იყო კარგად. ის უგუნებოდ იყო ნიაზე შეყვარებული. მთელ თავის ცხოვრებაში პირველად შეიცნო, რა იყო ჭეშმარიტი სიყვარული. უყვარდა, მაგრამ უიმედოდ. ეშინოდა, რომ ნია მას ხელს ჰკრავდა. ეს ბუნებრივიც იყო და მან კარგად იცოდა ამის მიზეზი. გვიანი ღამე იყო, მაგრამ არცერთი არ ჩქარობდა წასვლას. ქარის ზუზუნს და ზღვის შრიალს უსმენდნენ. არცერთს უნდოდა, ეს დრო დამთავრებულიყო. ქარი ნიას თმებს ეხებოდა და ჰაერში ფანტავდა. — უცნაურია ეს ყოველივე... — ამოთქვა ნიამ და ლუკას გახედა. — რა არის უცნაური? — ის, რომ მე და შენ ახლა აქ, ზღვის სანაპიროზე ერთად ვდგავართ ასე მშვიდად და არ ვჩხუბობთ. — გაეცინა ნიას, მისი სიცილი ღამის სიჩუმეში ნაზად გაისმა. — ძალიან გინდა, რომ ვიჩხუბოთ? — ჩაეკითხა ლუკა. — არა, უბრალოდ მივეჩვიე, სულ რომ ვჩხუბობთ და შენც ძალიან უცნაურად იქცევი... — რატომ ვიქცევი უცნაურად? იმიტომ რომ არ გეჩხუბები? ამის მიზეზი არ მოგიცია, ქალბატონო. — გაეცინა ლუკას. — არ მჯერა... — გაოცებულმა წამოიძახა ნიამ. — რის? — იმის, რომ გაიცინე. — სიცილით თქვა გოგონამ და ლუკაც დასერიოზულდა, თუმცა თვალებში მაინც მოჩანდა სითბო. როგორი სხვანაირები იყვნენ იმ წუთებში... სულ გადაავიწყდათ ყველაფერი. თითქოს ისინი სულ სხვა სამყაროში იყვნენ, სადაც მხოლოდ ეს ორნი არსებობდნენ. *** ჩაბნელებულ ოთახში იწვა. ირგვლივ მხოლოდ კედლის საათის ერთფეროვანი წიკწიკი და კაცის მძიმე, ნაწყვეტი-ნაწყვეტი ოხვრა ისმოდა. ლუკა ძალიან იყო აღელვებული, ძილი არ ეკარებოდა. თავში კი დაუნდობლად უტრიალებდა მხოლოდ ერთი აზრი: „რა იქნებოდა, რომ ვერ მიმესწრო?“ ამ ფიქრის გაელვებაზე ტანში ცივი ჟრუანტელი უვლიდა. მართლა რომ რამე დაეშავებინა იმ ნაძირალას გოგოსთვის... ალბათ, ზურა მართლაც ვეღარ გადაურჩებოდა ლუკას რისხვას, ცოცხალს არ დატოვებდა. მაგრამ მეორე მხრივ, ახლა, როცა საფრთხემ ჩაიარა, მათ შორის გაჩენილი ის უცნაური სიახლოვე არ ასვენებდა. ისინი ერთად იყვნენ ასე მშვიდად და ჰარმონიულად. ლუკა ვერც კი მიხვდა, როდის გახდა ეს გოგო მისთვის ასეთი ძვირფასი. ნებით თუ უნებლიეთ, მისი ფიქრები ყოველთვის ნიასკენ იყო მიმართული. ახლა კი, ერთი თვის განშორების შემდეგ, სულ სხვა ვითარებაში შეხვდნენ და ამ შეხვედრამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. — მე დავბრუნდი, ნია და ახლა უკვე ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. ამ ინციდენტმა საბოლოოდ მიმახვედრა, რომ დროის დაკარგვა აღარ ღირს, — წარმოთქვა ჩუმად და მის სახეზე სუსტმა, სევდიანმა ღიმილმა გადაჰკრა. საწოლში ვეღარ მოისვენა. წამოდგა, ფანჯარა გამოაღო და აივანზე გავიდა. გარეთ ისევ ქარი ზუზუნებდა და წვიმდა. სახეზე მოხვედრილმა ცივმა წვეთებმა კვლავ სანაპიროზე დააბრუნა. რამდენიმე საათის წინ: ზღვის პირას, ნაპირთან იდგნენ, როდესაც თავსხმა წვიმა წამოვიდა ცა გაიხსნა და მყისიერად დაასველა ორივე, მაგრამ ნია ადგილიდან არ ინძრეოდა. პირიქით, ხელები გაეშალა და წვიმის ნაკადებში ბავშვური სიხარულით ტრიალებდა. — ნია, რას აკეთებ? ჩაჯექი მანქანაში, ასე ხომ გაცივდები! — გაოგნებულმა დაუძახა. — წვიმით ვტკბები... — სიცილით წამოიძახა გოგომ და კვლავ განაგრძობდა ტრიალს. — ზამთარში წვიმის ქვეშ დგომა სიგიჟეა, ნია! — ლუკამ თავი ვეღარ შეიკავა და გულიანად გადაიხარხარა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ასე გულწრფელად იცინოდა. — აი, ხედავ? ისევ შევძელი შენი გაცინება, — ღიმილით უთხრა გოგომ და მას შეხედა. — კარგი, გეყოფა, ძალიანაც ნუ გათამამდები, — წარბის აწევით უთხრა კაცმა, თუმცა თვალები სითბოთი ჰქონდა სავსე. წვიმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა, მაგრამ ნია ადგილიდან არ იძვროდა. ამ საყინულეში წვიმის ქვეშ დგომა მართლაც სიგიჟე იყო, მაგრამ ნია იმ წუთას არაფერზე ფიქრობდა. სრულიად დასველებულიყო, თუმცა ამ სიცივის მიუხედავად, პატარა ბავშვივით უხაროდა წვიმაში დგომა. თითქოს იმ წუთას ყველა დარდი გადაავიწყდა. — კარგი, გეყოფა, მოდი აქ! — წამოიძახა ლუკამ დახშული ხმით და ერთი ხელის მოსმით მასთან ძალიან ახლოს მიიზიდა. იმდენად ახლოს, რომ მათ შორის მხოლოდ მილიმეტრები დარჩა. ნიამ თავი ზევით ასწია და პირდაპირ თვალებში ჩახედა მის წინ მდგარ გელოვანს. წვიმა შეუჩერებლად მოდიოდა და მათ სახეებს ასველებდა. წვიმის წვეთებისგან ნიას წამწამები ალმასებივით უბზინავდა. გული ორივეს გამალებით უცემდა, სუნთქვა კი გახშირებული ჰქონდათ. ახლა, როდესაც ასე ახლოს იყვნენ, ორივე იწვოდა მათში გამოწვეული ძლიერი ლტოლვისგან. ლუკამ მზერა ნიას ტუჩებზე გადაიტანა. გოგონას ოდნავ გაეღო პირი, რომ ღრმად ესუნთქა, წვიმის წვეთები კი მის ბაგეებს ასველებდა. იმ წამს კაცს მთელი არსებით მოუნდა დაწაფებოდა მის ტუჩებს და ეკოცნა, მაგრამ თავი შეიკავა. მიუხედავად იმისა, რომ კოცნის წყურვილი კლავდა, იცოდა, ახლა არ იყო ამის დრო და მას ვერ დააფრთხობდა. მზერა ისევ მის ღრმა, ნაცრისფერ თვალებზე გადაიტანა. უნდოდა, ამ უძირო მზერაში ჩაკარგულიყო. იმ წუთას ნიას თვალებში საკუთარი გამოსახულება დაინახა, რომელიც სულ სხვანაირი იყო შეიძლება ითქვას, ბევრად უკეთესიც კი. წვიმა უფრო გაძლიერებულიყო ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა და ოთახში დაბრუნდა. მთელი ცხოვრების მანძილზე პირველად იგრძნო თავი ასე მარტოსულად, როდესაც ბნელ და ცივ კედლებს თვალი გაუსწორა. ნიამ მისი სიცარიელე ამოავსო. სწორედ მისი მეშვეობით გააცნობიერა, რომ მისი ცხოვრება უიმისოდ აღარაფერი იყო. მთელი ღამე ფიქრებში გალია, ძილი არაფრით არ ეკარებოდა. დილით ადრე ოთახიდან გავიდა და ქვემოთ ჩავიდა. თავი უსკდებოდა უძილობისგან. სამზარეულოში ყავა მოიდუღა და მისაღებ ოთახში, ბუხართან ჩამოჯდა. მოაგონდა ცეცხლის წინ მჯდარი ნია, რომელიც წიგნს კითხულობდა, როგორი ლამაზი იყო მაშინ. — ვინ იფიქრებდა, რომ ასეთ დღეში აღმოვჩნდებოდი?... — ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა. იმდენი რამ ჰქონდა გადასაკეთებელი წინ რთული დღე ელოდა, რადგან ნინის უნდა დალაპარაკებოდა. **** ნიას საწოლიდან ადგომა არ უნდოდა. ემოციურ მოზღვავებას გრძნობდა. ეს შერეული ემოციები ჯერ შიში, შემდეგ კი ეს უეცარი სიმშვიდე სანაპიროზე... ლუკასთან სიახლოვე და ის ინტიმურობა, რაც მათ შორის გაჩნდა, სულს უფორიაქებდა. ეს შეგრძნებები მოსვენებას უკარგავდა. მიუხედავად ამისა, მაინც ცუდად გრძნობდა თავს, რადგან გონებიდან არ ამოსდიოდა ის მომენტები, რაც ზურას გამო გამოიარა. მოაგონდა, როგორ ცდილობდა ის ნაძირალა მის შეხებას... სწრაფად წამოვარდა საწოლიდან და აბაზანაში შევიდა. უნდოდა ის ადგილები ჩამოერეცხა, სადაც ზურა გაშმაგებით ეხებოდა. ონკანი მოუშვა და ცხელი წყლის ქვეშ დადგა. მთელი სხეულის ხეხვა დაიწყო, გული ერეოდა ყოველ მის შეხებაზე. ყელში გაჩხერილი ბურთი აწვებოდა და ცრემლები ახრჩობდა. — რა მოხდებოდა, ლუკას რომ ვერ მოესწრო... — ამოიტირა ჩამწყდარი ხმით. მაგრამ მოუსწრო. თითქოს მისი ლოცვა ღმერთმა შეისმინა და დროულად მიიყვანა იქ ლუკა. გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ ის აუცილებლად დაიხსნიდა იქიდან, მაგრამ მაინც შიშობდა, რომ ვერ მიუსწრებდა. ხალათი მოიცვა, თავზე პირსახოცი შემოიხვია და ოთახში გავიდა. გაბრუებული იჯდა საწოლზე, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა და ლიზა შემოვიდა. — ნია, შეიძლება? — მოდი, დაო... — მიუგო ნიამ. ლიზა ოთახში შევიდა და მის გვერდით, საწოლზე ჩამოჯდა. — თავს როგორ გრძნობ? — მზრუნველი ხმით ჰკითხა. — გამოფიტული ვარ... მომხდარს ვერ ვივიწყებ, — ნაღვლიანი ხმით ამოთქვა და დას კალთაში ჩაუდო თავი. — მას რომ ვერ მოესწრო, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა. — ვერაფერს ვიტყვი, ლუკას გამოჩენა მართლაც დროული იყო. რაინდულად მოიქცა, ხომ ასეა? — ღიმილით ჰკითხა ლიზამ. — მართალი ხარ, როდესაც სანაპიროზე ვიყავით, ის ისეთი სხვანაირი იყო. იღიმოდა კიდეც... — ნია, არ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უცნაურია? ის მთელი ერთი თვე ქალაქში არ იყო, მაგრამ როგორც კი შენი ამბავი გაიგო, სწორედ მაშინ დაბრუნდა. — იმიტომ დაბრუნდა, რომ ზურა მას ემტერებოდა და მასზე შურისძიება უნდოდა. — კარგი რა, ნია, თავს ნუ იტყუებ! ზურამ იცოდა, რომ ლუკასთვის მნიშვნელოვანი იყავი და სწორედ ამიტომ გაგიტაცა, რადგან ის გაემწარებინა. — ეგ ზურა ფსიქოპათია, გიჟია და მაგას ჭკუა არ მოეთხოება. რაღაცები შეთხზა. მისი სამიზნე ნინი უნდა ყოფილიყო და არა მე! — ჯიუტად იმეორებდა თავისას ნია და არ უნდოდა იმის გაგება, რასაც და ეუბნებოდა. — ეჰ, ნია, როდემდე გაექცევი შენს გრძნობებს? მითუმეტეს, რომ ისიც იგივეს გრძნობს. დღეს, როდესაც კარები გავაღე და დავინახე, როგორი თვალებით გიყურებდა... იქამდე არ წავიდა, სანამ სახლში არ შემოხვედი. — გთხოვ, ლიზა, ამ თემაზე ნუღარ დამელაპარაკები! ასეც რომ იყოს, ეს სიყვარული შეუძლებელია. ჩვენ ერთად ყოფნა არ გვიწერია! — განერვიულებულმა წამოიძახა. — ხო, მე ის მიყვარს! თანაც ძალიან! დღეს ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი, მაგრამ ეს სიყვარული მე მანადგურებს. — რატომ, ნია? — ბევრი მიზეზის გამო, დაო. ეს შენც კარგად იცი, როგორი ზნის ადამიანიც არის... — მაგრამ იქნებ შეიცვალა? იქნებ აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო? — ეგეთი ადამიანები ასე მალე ვერ იცვლებიან. მე კიდევ, როგორც არ უნდა მიყვარდეს, ჩემს თავს ვერ გადავაბიჯებ. სხვისთვის სიყვარული სასიამოვნოა, ჩემთვის კი ტვირთია. მე არაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ მისთვის ვილოცო, — ხმა გაებზარა ნიას, თვალებში კი ცრემლები ჩაუდგა. ლიზა მალე გავიდა ოთახიდან. ნია კი ისევ მარტო დარჩა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ნაღვლიანი სახით იჯდა. უყვარდა... თანაც როგორ! თავადაც ვერ გაიგო, როდის შეუყვარდა ეს ამპარტავანი კაცი. განა შეიძლება გიყვარდეს ის, ვინც შენი სამყაროდან არ არის? ყოველთვის ეგონა, რომ შეხვდებოდა ისეთს, ვინც მისი მსგავსი იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი ისე როდი ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. გული თავად ირჩევს, ვის შეიყვარებს. მან არ იცის სწორი და არასწორი. ერთი თუ შეგეყარა ეს უმკურნალებელი სენი, რომელსაც სიყვარული ჰქვია, დამთავრებულია ყველაფერი. რატომღაც მის გულს ლუკა გელოვანი ამოერჩია. იქნებ მათი შეხვედრაც საბედისწერო იყო და გარდაუვალი? სწორედ ამ გარდაუვალობით გადაიკვეთა მათი გზები, რომელიც გაუგებრობითა და დაპირისპირებით იყო სავსე, მაგრამ სწორედ ამან შვა მათი დაუგეგმავი სიყვარულიც. გული ეხლიჩებოდა და ტკიოდა, როგორ არ სცადა მისი დავიწყება მთელი ამ დროის განმავლობაში, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ეს გრძნობა კი არ გაუნელდა, პირიქით უფრო გაუძლიერდა. ამ ღამეს კი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი გრძნობა ძლიერი იყო. სანაპიროზე თითქოს ყველა ბარიერი გამქრალიყო, რადგან იმ ტკივილმა აიძულა, ლუკასთან ახლოს ყოფილიყო. იგრძნო, რომ იმ წამს მის გვერდით სულ სხვა ადამიანი იდგა. თავის ხატების კუთხესთან მივიდა, სანთელი აანთო და თავისი სიყვარულისთვის შეევედრა უფალს. — ჩემთვის არაფერს გთხოვ... მხოლოდ ის მინდა, რომ შეეწიო შენს გზააბნეულ შვილს, რომელსაც შენი დახმარება სჭირდება. გთხოვ, გაუნათო გონება და სწორ გზაზე დააყენო, — ცრემლიანი თვალებით დაასრულა მონოლოგი და პირჯვარი გადაისახა. — მე კი... მომეცი ძალა, რომ გავუძლო ამას. ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გადაიხედა. ისევ ისე წვიმდა, ქარი ზუზუნებდა. მოაგონდა თავსხმა წვიმაში რომ იდგა. უცნაური იყო ეს ყოველივე. რამ მოაფიქრებინა, ზამთარში ცივ წვიმაში ეტრიალა? ახლა,რომ იხსენებდა, ვერ იჯერებდა, მაგრამ ვერც იმ მომენტს ივიწყებდა, როდესაც ლუკას სიახლოვეს იყო და მისგან წამოსულ სიმხურვალეს გრძნობდა. შემდეგ კი, თითქოს საკუთარ თავზე გაბრაზებულმა, ფარდები სწრაფად ჩამოაფარა და ოთახიდან გავიდა. *** ლუკა დივანზე იჯდა და ცეცხლს ჩაფიქრებული უყურებდა, როდესაც მასთან ნინი მივიდა. — ლუკა, როდის დაბრუნდი? — გახარებულმა წამოიძახა და კაცს მოეხვია, მაგრამ ლუკამ ისეთი ცივი მზერით შეხედა, გოგონა მიხვდა, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა. — ნინი, უნდა ვილაპარაკოთ, — დამწუხრებული თვალებით გახედა და ფეხზე წამოდგა. — რაზე უნდა ვისაუბროთ? — ჩვენზე... ნინიმ იგრძნო, დაახლოებით რაზე აპირებდა საუბარს და ცრემლიანი თვალებით უთხრა: — არა, გთხოვ არაფერი მითხრა! არაფრის მოსმენა არ მინდა! — წამოიძახა და თავისი ოთახისკენ გაიქცა. ლუკა უკან გაჰყვა. — ნინი... — გთხოვ, ლუკა, ნურაფერს მეტყვი! — შეევედრა ქალი. — ნინი, გთხოვ მომისმინე! ვიცი, რასაც გეტყვი, გულს გატკენს, მაგრამ მე მეტად ვეღარ გაიძულებ ჩემს გვერდით იყო. მეტად ვეღარ მოგატყუებ, გესმის? — ლუკა... — მთელი ეს დრო ვცდილობდი საბოლოოდ გავრკვეულიყავი ჩემს თავში და გადაწყვეტილება მიმეღო. შენ ისეთი რამ მთხოვე, ნინი, რაც შეუძლებელია. გახსოვს, რომ მკითხე, რას ვგრძნობდი შენს მიმართ? მე ვერ გიპასუხებ იგივეთი, რასაც შენ გრძნობ ჩემს მიმართ. გესმის? სიყვარულის აქამდე საერთოდ არ მჯეროდა, სანამ... — აქ ლუკამ პაუზა გააკეთა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. — სანამ რა, ლუკა? სანამ ნიას არ შეხვდებოდი, არა? — ნაღვლიანად ჰკითხა ნინიმ. — რა? — მე უკვე დიდი ხანია შევამჩნიე, რომ შენ მის მიმართ გულგრილი არ ხარ, ლუკა, სულ თავზე დასტრიალებდი, ცდილობდი მის დისკუსიებში ჩართულიყავი მაშინაც კი, როცა მას უხეშად ეპყრობოდი, ეს უბრალოდ მიზეზი იყო, რომ მის გვერდით ყოფილიყავი. საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი ჩემს ეჭვებში, როდესაც მას ეზოში აკოცე. ლუკამ თავი ჩაღუნა. — ნინი, მე ძალიან ვწუხვარ. არ ვიცი, ეს რანაირად დამემართა, მაგრამ... — თავს ნუ იდანაშაულებ, ლუკა. ეს არავის ბრალი არ არის. ჩემი ბრალია, რადგან მიუხედავად ამისა, მეგონა, რომ ერთად ვიქნებოდით. თავს ვიტყუებდი, — ამოიტირა ქალმა. — იცი, ყველაზე მტკივნეული რა არის? მივხვდი, თუ როგორ ეგოისტურად და უსამართლოდ გექცეოდი. მე არ მქონდა უფლება შენს გრძნობებზე მეთამაშა, მაგრამ ამას ვაკეთებდი. გიყენებდი... სწორედ ამიტომ, მე განთავისუფლებ შენ ჩემგან. შენ უკეთეს ადამიანს იმსახურებ გვერდით ისეთს, ვინც მთელი გულით შეგიყვარებს. — შენ არაფერი დაგიძალებია ჩემთვის. მომწონდი და ყველაფერზე თანახმა ვიყავი. ისიც ვიცოდი, რომ ჩვენ შორის სერიოზული ურთიერთობა არ იქნებოდა. მეც ამ აზრზე ვიყავი, მაგრამ ნიამ მასწავლა, რომ არსებობს უფრო მყარი ურთიერთობები... — ნიამ ჩვენ ორივეს ცხოვრება სხვა თვალით დაგვანახა, — ნაღვლიანად ჩაეღიმა ლუკას. — იცი, რას მივხვდი, ლუკა? მე შენს ცხოვრებაში მხოლოდ მგზავრი ვიყავი. ნია კი დანიშნულების ადგილია, რომელშიც შენ შეჩერდი. ამიტომ, თუ ის მართლა გიყვარს იბრძოლე მისთვის. — ამას შენ მეუბნები? — გაოცება შეეტყო ლუკას. — ვიცი, გიკვირს. ალბათ ადრე სხვანაირად მოვიქცეოდი, მაგრამ როგორც თქვი, ნიამ ჩვენ ორივეს ცხოვრება სხვა თვალით დაგვანახა. მასწავლა, რომ ცხოვრებაში არსებობს სხვა, ბევრად ღირებული რამეები. თანაც, მე მასზე არ ვბრაზობ. — ნინი, მე არ ვიცი რა ვთქვა... — არაფერი თქვა, ლუკა. ადამიანს ვერ აიძულებ შეგიყვაროს, ეს ბუნებრივად ხდება. თანაც, ამ სამყაროში ყველას არ უწერია ერთად ყოფნა. არც მე ვარ გამონაკლისი, — ნაღვლიანად გაუღიმა. — მხოლოდ ერთს გთხოვ: ნიას გულს ნუ ატკენ ის კარგი ადამიანია, გამიხარდება, თუ ერთად იქნებით. — ნინი, მაოცებ. ნამდვილად არ მეგონა, თუ ასე მშვიდად მიიღებდი ამ ამბავს. შენ დაამტკიცე, რომ ღირსეული და კეთილშობილი ადამიანი ხარ. სწორედ ამიტომ ძალიან გაფასებ. მაგრამ ნიას რაც შეეხება... აქ ცოტა რთულად არის საქმე. — რატომ? რა გიშლის ხელს?— ჰკითხა ნინიმ. — ეს სიყვარული ცალმხრივია. ის არასდროს იქნება ჩემს გვერდით. — ვხვდები, რისი თქმაც გინდა,ნიას განსხვავებულობა გაბრკოლებს, არა? ის არ ჰგავს სხვებს, მას თავისი პრინციპები აქვს, რომლებსაც არ გადაუხვევს. — სწორედ ეგ არის. ჩვენ შორის უხილავი ბარიერია აღმართული. ვიცი, რომ ისიც იმავეს გრძნობს, მაგრამ ამას არასდროს აღიარებს. — არ მითხრა, რომ დანებებას აპირებ! ხომ იცი, რომ ეს არ იქნება იოლი, მაგრამ იბრძოლე. დაანახე, რომ შენი გრძნობები ნამდვილია. — ასეც ვაპირებ, მაგრამ ნინი, მე არ ვიმსახურებ შენს ასეთ გვერდში დგომას. — აღარ გვინდა ამაზე. მაინც მადლობელი ვარ იმ წლებისთვის, რაც ჩემს გვერდით იყავი. ლუკამ ნინისთან ყველაფერი მოაგვარა. აუხსნა ყველაფერი და მისდა გასაოცრად, გოგონა ამ ამბავს სიმშვიდით შეხვდა. გულზე მოეშვა, როდესაც ნინი გაგებით მოეკიდა მის გადაწყვეტილებას. ერთმანეთს მშვიდობით დაშორდნენ. ოჯახის წევრებს გული დაწყდათ, მაგრამ ბოლოს მაინც მიხვდნენ, რომ ლუკა სწორად მოიქცა სიმართლე თქვა და არავინ მოატყუა. ახლა მისი ერთადერთი საფიქრალი ნია იყო. ძალიან უნდოდა მისი ნახვა, მაგრამ ახლოს მისვლას ჯერ ვერ ბედავდა. თუმცა, წინ ნიას დაბადების დღე იყო. ლუკამ იცოდა ამ შანსს ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებდა. **** სახლში სადღესასწაულო ფუსფუსი ტრიალებდა. დღეს ნიას დაბადების დღე იყო, ოცდასამი წელი უსრულდებოდა. თავად ნია კი, რატომღაც, წინა წლებთან შედარებით, სრულიად უგუნებოდ იყო და სიხარულს ვერ გრძნობდა. მის თვალებში ჯერაც შემორჩენილიყო განვლილი მძიმე დღეების კვალი. საკუთარ გამოსახულებას სარკეში უყურებდა იქიდან ლამაზად გამოწყობილი გოგონა უმზერდა, რომელსაც თმები ტალღოვნად დაეხვია, ყურთან კი თეთრი ვარდის სამაგრი მოერგო. მის ჩამოთლილ, გრძელ ყელზე წვრილი მარგალიტის ყელსაბამი და შესაბამისი საყურეები ბზინავდა. მუქი წითელი, ტანზე მომდგარი და ბოლოს გაშლილი სტილის კაბა ეცვა. სახლიდან გასვლა არ სურდა და არც დაბადების დღის გადახდა ეხალისებოდა, მაგრამ ახლობლების დაჟინებული თხოვნით ვეღარაფერი თქვა და ახლა რესტორანში, მეგობრების გარემოცვაში უნდა აღენიშნა ეს დღე. ამ ყველაფერთან ერთად, საშინლად აღელვებული და დაძაბული იყო. თითქოს წინათგრძნობა კარნახობდა, რომ ეს დღე მის ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლიდა. ამოიოხრა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. — რა მჭირს, რატომ ვღელავ ასე?...— ამოთქვა და თვალები დახუჭა. იქნებ ერთი კონკრეტული ადამიანის ნახვა უნდოდა, რომელსაც ლუკა გელოვანი ერქვა? უარყოფდა ამ გრძნობებს, მაგრამ მონატრებას ვერაფერს უხერხებდა. ვინ იცის, იქნებ გამოჩენილიყო კიდეც ლუკა მის დაბადების დღეზე... — ნია, მზად ხარ? — ოთახში ხალისიანად შემოვიდა ლიზა და როდესაც ნია დაინახა, ლამაზად გამოწყობილი, ღიმილით უთხრა: — ნია, რა ლამაზი ხარ! — განსაკუთრებული არაფერია, ნუ აზვიადებ, — წარმოთქვა გოგონამ და ფეხზე წამოდგა. — ღმერთო, კარგი რა, ნია! ასეთი სახით აპირებ რესტორანში წამოსვლას? — შეიცხადა ლიზამ. — როგორი სახით? — როგორი და სახე ჩამოგტირის! — უკმაყოფილოდ გაიქნია თავი ლიზამ. — დღეს შენი დღეა, ცოტა გამხიარულდი, კარგი? დიდხანს აღარ შეყოვნებულან. მალე ოთახიდან გამოვიდნენ და წასასვლელად გაემზადნენ. მეგობრებს უნდა გამოევლოთ და ერთად წასულიყვნენ. ნია გონებით სულ სხვაგან იყო და ეს წვეულება ნაკლებად აინტერესებდა, თუმცა იცოდა, რომ ეს ყველაფერი მის გასამხიარულებლად კეთდებოდა. გზაშიც ხმას დიდად არ იღებდა და მდუმარედ გადაჰყურებდა ფანჯრიდან ქუჩებს. ეს დანარჩენებმაც შენიშნეს, მაგრამ გადაწყვიტეს, არაფერი ეთქვათ იქამდე, სანამ დანიშნულების ადგილამდე არ მივიდოდნენ. როგორც კი რესტორანში შევიდნენ, ყველა გამხიარულდა. დარბაზში დაბალ ხმაზე მხიარული სიმღერები იყო ჩართული, თუმცა აზრადაც არავის მოუვიდა იქვე, კუთხეში მჯდარი უცნობი მამაკაცი, რომელიც მათ დაჟინებით ადევნებდა თვალს. სუფრას მხიარულად მიუჯდნენ და აღნიშვნა დაიწყეს. ნიას, მეგობრების შემყურეს, ცოტა განწყობა გამოუკეთდა და მხიარულად დაიწყო საუბარი. — ეგრე რა, ძლივს არ გამხიარულდი! — წამოიძახა მის წინ მჯდომმა ბიჭმა. — გიორგი მართალია, დღეს შენი დღეა და უნდა გაერთო, — დაეთანხმა ანა. — ვიცი და სწორედ ამიტომ, აღარ ვაპირებ მოწყენას.— ომახიანად წამოიძახა ნიამ. მხიარულად შეექცეოდნენ სუფრას და საუბრობდნენ. ნია თანდათან უფრო გამოცოცხლდა, მისი თვალები ისევ ანათებდნენ. მის გვერდით მჯდარი გიორგი გოგონას წამითაც არ შორდებოდა; აშკარად ეტყობოდა, რომ მის მიმართ გრძნობები ჰქონდა. იქვე, მოშორებით მჯდარი კაცი მათ ფარულად ადევნებდა თვალს. უნდოდა შორიდან დამტკბარიყო თავისი სიყვარულით, მაგრამ გიორგი საშინლად აღიზიანებდა. ვერ იტანდა ნიას გვერდით ამ ტიპს და საშინლად ეჭვიანობდა, რადგან ხვდებოდა, რომ გიორგის ნია მოსწონდა. კიდევ რამდენ ხანს შეიკავებდა თავს და არ აფეთქდებოდა, არავინ იცოდა. მხოლოდ ერთმა ღმერთმა უწყოდა, თუ როგორ ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, რადგან არ უნდოდა გოგონასთვის დღე ჩაეშხამებინა. თუმცა, თავშეკავება ძალიან უჭირდა. ნია ისეთი ლამაზი იყო, ლუკა გრძნობდა, როგორ უჩქარდებოდა გულისცემა ყოველ დანახვაზე. ახლაც მას უყურებდა, თუ როგორ მხიარულად ცეკვავდა მეგობრებთან ერთად, შორიდან აკვირდებოდა ანთებული თვალებით და მისი ცქერით ტკბებოდა, გაუმართლა, რომ მისი მეგობრის იყო ეს რეატორანი, რადგან სწორედ ალექსმა შეატყობინა, რომ ნია, მის რესტორანში აპირებდა, დაბადების დღის აღნიშვნას, აბა ლუკა ამაზე, როგორ იტყოდა უარს, რომ თავისი სატრფო არ ენახა, სანამ ისინი, მივიდოდნენ მათზე ადრე მივიდა და იქვე მოშორებით დაიკავს ადგილი, ახლაც სწორედ იქიდან უმზერდა გოგონას, რომელიც ისეთი ლამაზი იყო, რომ თვალს ვერ წყვეტდა. ცოტა ხანში დარბაზში შუქი ჩაქრა და ტორტი შემოიტანეს, რასაც დაბადების დღის მისალოცი შეძახილები და სიმღერა მოჰყვა. ნია ახლოს მივიდა, თვალები დახუჭა და აშკარად სურვილის ჩასაფიქრებლად გაემზადა. სანთლებს სული შეუბერა და მილოცვებიც მიიღო. „ნეტავ რა ჩაიფიქრა?..“ — გაიელვა ამ კითხვამ კაცის გონებაში. ნია ღიმილიანი სახით იდგა, მაგრამ რატომღაც მაინც აღელვებული ჩანდა. აქეთ-იქით იყურებოდა და თითქოს თვალებით ვიღაცას ეძებდა. ვის დაუწყებდა ძებნას, თუ არა გელოვანს? რატომღაც მისი სიახლოვე იგრძნო, თითქოს იქვე, ახლოს იყო, ამიტომ თვალებით დაუწყო ძიება. არა, რისი მოლოდინი ჰქონდა? რა უნდოდა მას მის დაბადების დღეზე ეს ხომ აბსურდი იყო, მაგრამ მაინც გრძნობდა მის სიახლოვეს. ღრმად ამოიოხრა და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას. სწორედ ამ დროს მასთან გიორგი მივიდა, გადაეხვია და დაბადების დღე კიდევ ერთხელ მიულოცა. გოგონამ კი ნაძალადევად გაუღიმა. ნია სახტად დარჩა, როდესაც მოულოდნელად გიორგიმ ცეკვა შესთავაზა: — ნებას დამრთავ, რომ შენთან ერთად ვიცეკვო? — უთხრა ღიმილით. ნია ერთხანს შეყოვნდა. მასთან ერთად ცეკვა ახლა ნაკლებად ადარდებდა, თუმცა მეგობარს უარი ვერ უთხრა. ეს უბრალოდ დამთხვევა იყო თუ ბედის ირონია, არავინ იცოდა, მაგრამ დარბაზში Alessandro Safina-ს „Luna“ აჟღერდა. სიმღერის პირველივე აკორდებმა ჰაერი მუხტით გაავსო. ეს იყო ჰიმნი მთვარეზე შორეულზე, მიუწვდომელზე და კაშკაშაზე... ზუსტად ისეთზე, როგორიც ლუკასთვის ნია იყო. სწორედ მაშინ, როცა საფინას ხმა პიკს აღწევდა, გელოვანს მოთმინების უკანასკნელმა ძაფმაც უმტყუნა. ვეღარ გაუძლო იმის ყურებას, როგორ ტრიალებდა ნია სხვის ხელებში, როგორ ეხებოდა ვიღაც სხვა მის კუთვნილ სამყაროს. განა ვინმეს დაუთმობდა თავის „მთვარეს“? ადგილიდან სწრაფად წამოდგა. მისი ნაბიჯები იმდენად მტკიცე, მძიმე და თავდაჯერებული იყო, რომ გარშემომყოფებმა ინსტინქტურად გზა დაუთმეს, თითქოს მის გარშემო უხილავი, მგზნებარე აურა ტრიალებდა. მივიდა და ერთი მკვეთრი, უსიტყვო მოძრაობით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გვერდზე გასწია ბიჭი. გიორგი ისე მარტივად ჩამოიშორა გზიდან, თითქოს უმნიშვნელო დაბრკოლება ყოფილიყო მისსა და ნიას შორის. ნია ამ მოულოდნელი გამოჩენით ადგილზე გაქვავდა. გახევებული იდგა, სუნთქვაშეკრული უყურებდა მის წინ აღმართულ კაცს და ვერ იჯერებდა, რომ გელოვანი მართლა იქ იყო. არადა, ხომ გრძნობდა, რომ იქ იყო, გული უგრძნობდა და ეჭვიც გამართლდა. — უკაცრავად, მაგრამ რა უფლებით ეჭრევით იქ, სადაც არ გეკითხებათ?! — გაღიზიანებული ხმით წამოიძახა გიორგიმ, რადგან ხელი შეუშალეს. ლუკამ მისი ნათქვამი სრულიად დააიგნორა და ნიას მიუბრუნდა. — მეცეკვები, ნია?.. — საოცრად მშვიდი და ვნებიანი ხმით ჰკითხა. ნია თავიდან ყოყმანობდა, მაგრამ ცდუნებამ სძლია და დასთანხმდა. ლუკამ თავისკენ მიიზიდა და ცეკვა დაიწყეს. ეს არ იყო უბრალო ვალსი თითქოს ორ სამყაროს შორის ცეცხლოვანი დუელი გამართულიყო, ისე ცეკვავდნენ. ლუკა მას თვალს არ აშორებდა და მწვეული მზერით უყურებდა მას, მის ნაცრისფერთვალებს, აკვირდებოდა, რომელშიც ყოველ ჯერზე იძირებოდა, არც ნია აკლებდა და თვალმოუცილებლად აკვირდებოდა კაცს რომელიც ასე დაჟინებით აკვირდებოდა და წვავდა. — აქ რას აკეთებ? — ჩასჩურჩულა ნიამ. — შენი აზრით?.. — გამომწვევად ჰკითხა ლუკამ. — ეგ შენ უნდა მითხრა, რა გინდა აქ? — იქნებ შემთხვევით მოვხვდი იმავე რესტორანში, სადაც შენ? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩვენი გზები სულ იკვეთებოდა... — ჩაეღიმა და გოგონა ხელით დაატრიალა. — გგონია დავიჯერებ, რომ აქ შემთხვევით მოხვდი, ბატონო გელოვანო?.. — ეშმაკურად ჩაეღიმა ნიას. — ნება შენია... — ლუკამ სახე ახლოს მიუტანა და მგზნებარე ხმით ჩასჩურჩულა ყურში. ამ ბოლო მოქმედებამ გოგონა სულ გადარია, როდესაც მოულოდნელად ყურთან ახლოს კაცის ცხელი ტუჩები იგრძნო, ტანში თითქოს დამუხტულმა ენერგიამ გაიარა, სულ დაჰბურძგლა. საბოლოოდ ვეღარ გაუძლო მის სიახლოვეს და უკანმოუხედავად გაიქცა დარბაზიდან. გარეთ გასულს ზამთრის სუსხი მაშინვე სახეში ეცა,რომელმაც ცოტა დაამშვიდა,მაგრამ ვაი, რომ აფორიაქებულ გულს ვერ ამშვიდება ნია ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა, დამშვიდებულიყო, სწორედ მაშინ, როცა ეგონა, რომ გაექცა იმ მწველ მზერას, გაისმა კაცის ხმა. — ნია, მოიცადე! — დაუძახა ლუკამ და აედევნა. გოგონამ ნაბიჯს აუჩქარა. არ უნდოდა გაჩერება ეშინოდა, რომ ერთი შემობრუნებაც და მისი მთელი სიამაყე ქვიშის კოშკივით ჩამოიშლებოდა,თუმცა ლუკა დაეწია, მკლავში ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა. — არა, გთხოვ, გამიშვი... — აღმოხდა ჩუმად, თითქმის ნაწყვეტ-ნაწყვეტ. — ამიხსენი, რატომ გამირბიხარ? რატომ არ მიყურებ თვალებში? — ლუკას ხმაში ბრაზი და ტკივილი ერთმანეთში ირეოდა. — ლუკა, თავი დამანებე, გევედრები... — შესძახა ნიამ და სწორედ ამ დროს, თითქოს ცამაც ვეღარ გაუძლო ამ დაძაბულობას, კოკისპირული წვიმა წამოვიდა. სულ რამდენიმე წამში ორივე გალუმპული იდგა შუა ქუჩაში. წვიმის წვეთები ნიას ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლებს ერწყმოდა. — რა გინდა ჩემგან? — ჰკითხა ჩამწყდარი ხმით. — რის მიღწევას ცდილობ? მეგონა, რაღაც მაინც შეიცვალა შენში, მაგრამ შენ ისევ ჩემი გრძნობებით თამაშობ. ასე არ შეიძლება ლუკა?! — ვერ ხვდები? — სასოწარკვეთილმა დაიყვირა. — ნუ თამაშობ, გთხოვ! — ნიამ ხელები აიფარა სახეზე. — შენ ნინისთან იყავი, როგორ შეგიძლია, ახლა აქ იდგე და ამას მეუბნებოდე? ლუკამ მისი ხელები თავისაში მოიქცია, ძალით ჩამოაწევინა და თავის გულზე მიიხუტა. ნია გრძნობდა, როგორ ფეთქავდა კაცის გული სწრაფად და დაუცველად. — შენმა გამოჩენამ ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა, გესმის? მე ნინისთან აღარ ვარ ჩვენ დავშორდით, რადგან მე ერთ ჭეშმარიტებას მივხვდი. — დაიჩურჩულა ლუკამ. — რას მიხვდი ლუკა? — წამოიძახა ნიამ. ლუკამ აღარ უპასუხა. მან ნიას სახე ხელებში მოიქცია და მის ტუჩებს დაეწაფა, ეს იყო სასოწარკვეთილი კაცის კოცნა, რომელიც ასე უიმეოდოდ და უგონოდ იყო შეყვარებული. იმ წამს თითქოს ნიაც მოწყდა ამ სამყაროსო, ყველაფერი გადაავიწყდა, როდესაც კაცის ცხელი ტუჩები მისას შეეხო მთელი მისი სიამაყე და წინაღმდეგობაც სადღაც გაქრა და თავადაც აჰყვა, ორივე მძიმედ სუნთქვდა და გული გამალებით უცემდათ, მაგრამ ეს ჰარმონია, დიდხანს აღარ გაგრძელებულა, ნიას გონებაში,თითქოს განგაშის ზარმა დარეკაო, ხელი კარა და განზე გადგა. — რატომ, ლუკა? ეს რატომ გააკეთე? — აცრემლებულმა ამოილუღლუღა. — იმიტომ, რომ მიყვარხარ! — დაიყვირა ლუკამ და წვიმის ქვეშ, სრულიად დაუცველი, მისი მზერის წინაშე წარდგა. — გესმის? მიყვარხარ! — დაიყვირა და ხელები გაშალა. ნია გაირინდა. წვიმის წვეთები მის წამწამებზე ბრილიანტებივით ბზინავდნენ, მაგრამ გულში მაინც სიმძიმე ჰქონდა. — მაპატიე, ლუკა,მაგრამ მხოლოდ სიტყვები არ კმარა. ეს სიყვარული კი არა, ამოჩემებაა. ჩვენ სხვადასხვა სამყაროს შვილები ვართ. იქამდე არაფერი გამოვა, სანამ საკუთარ ეგოს არ დათმობ სანამ შენს გულში ნამდვილი რწმენა არ გაიღვიძებს. ეს უფსკრული ჩვენს შორის მანამ იქნება, სანამ თავად არ შეიცვლები. თქვა ეს, ზურგი შეაქცია და კოკისპირულ წვიმაში გაუჩინარდა. ლუკა კი შუა ქუჩაში მარტო დარჩა, რომელიც უყურებდა, როგორ გაუჩინარდა, გოგო ღამის წყვდიადში,რომ გენახათ რა მდგომარეობაში, იყო და თავს როგორ გრძნობდა, როგორც იქნა პირველად გაბედა და გამოუტყდა, გრძნობებში, მაგრამ… არაფერი გამოვიდა, სრულიად განადგურებული იდგა და არ იძვროდა ადგილიდან. *** ორმა კვირამ ასე სასოწარკვეთაში მყოფმა გალია. ლუკა გულნატკენი და გაბრაზებული იყო იმის გამო, რაც გოგონამ უთხრა. პირველად გრძნობდა თავს ასე უმწეოდ და უიმედოდ. იცოდა, რომ ნია პრინციპული იყო და მასთან დაახლოება არ იქნებოდა მარტივი, მაგრამ არც ასეთ პასუხს მოელოდა. ან რისი იმედი ჰქონდა? იქნებ გოგოს ის არ უყვარდა? მაგრამ გრძნობდა, რომ ნიაც იგივეს განიცდიდა და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი. ეს ორი კვირა მისთვის გაუსაძლისი და მტკივნეული აღმოჩნდა. საკუთარ თავში უფრო მეტად ჩაიკეტა და აღარაფრის ინტერესი აღარ ჰქონდა. აღარც თავს უვლიდა აბურდული თმებითა და მოშვებული წვერით დაიარებოდა. დარდის გასაქარვებლად სმაც კი დაიწყო და ბარებში სიარული. წარმოიდგენდა ვინმე, რომ გელოვანი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა და იცოდა თავისი ზღვარი, ახლა სრულიად გატყდა? მან საბოლოოდ დაკარგა საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე კონტროლი. იმაზე მეტად ფეთქებადი გახდა, ვიდრე იყო, და უმნიშვნელო რამესაც კი გამოჰყავდა წყობიდან. ახლაც იჯდა რომელიღაც ბარში და სვამდა. — კიდევ დამისხით! — ხრიწიანი ხმით წამოიძახა და ბარმენს ჭიქა გაუცურა. უკვე ძალიან ბევრი დაელია და ბარმენს მისი მდგომარეობა აღელვებდა. — ძმაო, იქნებ მეტი აღარ დაგელია... — უთხრა მან. — შენ უნდა შეგეკითხო, დავლევ თუ არა? გააკეთე ის, რასაც გეუბნები! — გაღიზიანებულმა მიუგო და ხელი აიქნია. რა აღარ მოიმოქმედა ბიჭმა, მაგრამ გელოვანი მას ყურს არ უგდებდა, დაჟინებით მოითხოვდა სასმელს. ბოლოს გადაწყვიტეს, მეტი აღარ მიეცათ სასმელი, რადგან საკმაოდ ბევრი დაელია და ფეხზე ძლივსღა იდგა. მორიგი ჭიქა გაუწოდა, თუმცა უარი უთხრეს. ამის გამო, გაბრაზებული ეცა ბარმენს და ჩხუბი დაუწყო. — ან ახლავე დამისხავთ, ან ამ მთელ ბარს თავზე დაგამხობთ! — გაბრაზებულმა დაუყვირა. — მაპატიე, მეგობარო, მაგრამ ვიკეტებით. — ჯანდაბა! — არეული ხმით წამოიძახა და ბარბაცით გაემართა გასასვლელისკენ. სწორედ ამ დროს ალექსი შემოვიდა შენობაში,როგორც ჩანს, ვიღაცას დაურეკია, მისთვის. — ღმერთო, ლუკა, რა დღეში ხარ? — შეწუხებულმა წამოიძახა და მეგობარს დაეხმარა გასვლაში. მანქანაში ჩასვა, თვითონაც მიუჯდა საჭეს და თავისი სახლისკენ აიღო გეზი. ალექსს გული ტკიოდა, როდესაც ლუკას ასეთ დღეში ხედავდა, მაგრამ თან ბრაზობდა ლუკას დაუდევარ საქციელზე იმის მაგივრად, რომ ყველაფერი გამოესწორებინა და ებრძოლა თავისი სიყვარულისთვის, არაფერს ცდილობდა. თუმცა, უკვე დრო იყო, ერთხელ და სამუდამოდ სერიოზულად დალაპარაკებოდა და გამოეფხიზლებინა, რადგან ასე საქმე წინ არ წავიდოდა. სახლში შეიყვანა და მაშინვე ცივი შხაპის ქვეშ დააყენა, რომ გამოეფხიზლებინა. ლუკა ცოტა აზრზე მოვიდა და მეგობარს შეჭმუხნული თვალებით შეხედა. — ალექს... — წამოიძახა და შეწუხებულმა მოისვა სახეზე ხელი. — აქ რა მინდა? — მე და შენ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს. მიდი, წყალი გადაივლე, გამოიცვალე და მერე ვისაუბროთ, — სპორტული ტანსაცმელი და პირსახოცი მიაწოდა, თავად კი აბაზანიდან გავიდა. ლუკამ ღრმად ამოისუნთქა. უკვე ხვდებოდა, რომ ეს ამბავი ასე არ ჩაივლიდა, რადგან ალექსი ძალიან იყო გაბრაზებული და თავს ვერ დააღწევდა მის „ლექციებს“. ალექსი ერთადერთი იყო, რომელსაც აძლევდა უფლებას, რაც უნდოდა ის ეთქვა. როდესაც თავი მოიწესრიგა, მისაღებ ოთახში გავიდა. იქ უკვე მეგობარი ელოდა, რომელსაც ძალზედ სერიოზული სახე ჰქონდა. — თავს როგორ გრძნობ? — ჰკითხა მშვიდი, მაგრამ სერიოზული ხმით. — არამიშავს... — ამოთქვა და დაღლილი ჩაეშვა სავარძელში. შემდეგ კი ალექსს გახედა, რომელიც თავს ძლივს იკავებდა, რომ არ აფეთქებულიყო. — ვიცი, ახლა რასაც ფიქრობ. — მართლა? თუ ასეა, ამიხსენი, რატომ იქცევი ამხელა ოცდაათი წლის კაცი პატარა ბავშვივით? — საბოლოოდ უმტყუნა ნერვებმა ალექსს. — ალექს, რატომ არ გესმის თავს ცუდად ვგრძნობ! ასეთი უძლური არასდროს ვყოფილვარ ცხოვრებაში. პირველად ვიღაც შემიყვარდა, მან კი უარი მითხრა, ხელი მკრა! გესმის?! — გამწარებულმა წამოიძახა. — და შენ გგონია, ახლა რასაც აკეთებ, სწორია? შეხედე შენს თავს, რას დაემგვანე! თავს აღარ უვლი, ბომჟს დაემსგავსე! შენი და და ბებიაშენი საერთოდ არ გადარდებს, რომლებიც შენზე ღელავენ? — საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე... ჩიხში ვარ, გესმის? — შენ თავიდანვე იცოდი, რომ არ იქნებოდა მარტივი მასთან დაახლოება. ხომ იცოდი, რომ ის განსხვავებული ზნის და პრინციპების ადამიანია? და რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გრძნობებში გამოუტყდი, კისერზე არ ჩამოგეკიდებოდა. რაც გითხრა, სრულიად ლოგიკურია. მართალია, თუ გინდა, რომ მასთან ყოფნა დაიმსახურო, ჯერ საკუთარ თავს უნდა ჩახედო და შენში არსებული სიბნელე გააქრო. შენ კი რას აკეთებ... — კარგი რა, ალექს! მას უნდა, რომ უფალი ვიწამო. ეს კი წარმოუდგენლად მეჩვენება, რადგან შეუძლებელია იწამო ის, რაც არ არსებობს. — აი, მანდ ცდები, მეგობარო! და სწორედ ამიტომ გაგირბის ის გოგო. უნდა გაიგო, რომ მას ეშინია ამ გრძნობების. მან მართალი გითხრა, მხოლოდ სიტყვები არ კმარა, უნდა დაამტკიცო, რომ გიყვარს და მისი ნდობა მოიპოვო. სიყვარული ხომ არ არის მხოლოდ ეიფორია და ლტოლვა? ხვდები? სიყვარული თავგანწირვას, პასუხისმგებლობას მოითხოვს და არა მარტო გრძნობას. და თუ ამ სიყვარულში არ არის ფუნდამენტი, ის ადრე თუ გვიან ჩამოიშლება. — აუხსნა ალექსმა. — აბა, რა გავაკეთო, მითხარი მაშინ? — შენ ხომ პასუხებს ეძებ? ხოდა, ახლა დაჯექი და იფიქრე ყველაფერზე. დაფიქრდი, სად შეიძლება იპოვო შენს კითხვებზე პასუხი, — მშვიდად უთხრა და გავიდა. მთელი დარჩენილი დრო ფიქრში გალია. მართლა ვერ ხვდებოდა, სად უნდა ეძებნა პასუხები. საკუთარი ძალებით ამას ვერ გაიგებდა, რადგან მისი პრაგმატული და ცივი გონება ამის რესურსს არ იძლეოდა ეს ხომ გონების კი არა, გულის ამბავი იყო. მოაგონდა ნია, როცა ეჩვენა და უთხრა, რომ გულისთვის მოესმინა, რადგან გული სწორ გზაზე მიიყვანდა. სასოწარკვეთილმა აღარ იცოდა, რა ექნა. სრულიად აირია და საღი აზრის უნარი დაეკარგა. მთელი ღამე ამაზე ფიქრში გაატარა. დილით კი, სრულიად გაუცნობიერებლად, მივიდა ტაძარში. გულმა უცნაურად დაუწყო ძგერა. დაიძაბა, მაგრამ მაინც შევიდა. არ იცოდა, რატომ, მაგრამ გრძნობდა, რომ მხოლოდ აქ იპოვიდა პასუხებს. შიგნით შესვლისთანავე სუნთქვა შეეკრა. ტაძრის სიმშვიდე და ის მისტიკური ატმოსფერო მასში უცნაურ და გაურკვეველ შეგრძნებებს იწვევდა. განცვიფრებით ათვალიერებდა კედლებზე მოხატულ სახარებისეულ ფრესკებს და დიდ ხატებს. ნახევრად ჩაბნელებულ ტაძარს შანდლებზე მოელვარე სანთლები ანათებდა. ბოლოს უღონოდ დაემხო მუხლებზე. — ყველა ამბობს, რომ არსებობ და რომ უნდა ვირწმუნო შენი. მაშ, მიჩვენე გზა, რომელიც მიმიყვანს შენამდე! ნიას უნდა, რომ ჩემს გულში შემოგიშვა... მაშინ მოახდინე სასწაული და დამიმტკიცე შენი არსებობა! მხოლოდ ამის შემდეგ ვირწმუნებ ამას, — სასოწარკვეთილმა წამოიძახა. სწორედ ამ დროს მის წინ თეთრმა სინათლემ მკვეთრად შემოანათა და თვალი მოჭრა მას. — მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე! — გაისმა მის ყურთან მძლავრი ხმა და კედელზე მაცხოვრის ანარეკლი გამოიკვეთა. ეს იმდენად სულისშემძვრელი იყო ლუკასთვის, რომ შოკირებული მიეყინა ერთ ადგილს. მოგვიანებით კი მთელმა სხეულმა ერთიანად დაიწყო ცახცახი, თვალები კი ცრემლებით აევსო. — არა, ეს როგორ... რანაირად? ნუთუ მართლა ხდება ეს ჩემს თავს? — ეკითხებოდა საკუთარ თავს, უჭირდა იმის დაჯერება, რასაც ხესავდა, მას სჭირდებოდა მტკიცებულება, რომ ერწმუნა და მიიღო კიდეც. — კიდევ ეჭვი გეპარება ჩემს არსებობაში, ლუკა? შენ მიხმე და მეც მოვედი... მე ვარ ის გზა, რომელსაც შენ ეძებ. ლუკა ცხარედ ატირდა და საბოლოოდ გატყდა. ის თვალს ვერ უსწორებდა, გამოსახულებას, რადგან მიხვდა, უფლის თვალში რაოდენ მცირე ჩანდა. მიხვდა თავის სიმცირეს და იმას, რომ მისი ცხოვრება აგებული იყო უაზრო პრინციპებზე. კიდევ ერთხელ გაისმა ხმა: — შენ ახლა მიწამე, იმიტომ რომ მხედავ, მაგრამ გახსოვდეს: ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მაინც იწამეს ჩემი. ნუ ეძებ სასწაულებს მარტო ხილვა არ კმარა, ეს გულით უნდა შეიგრძნო და ირწმუნო. **** მას შემდეგ, რაც ტაძარში შოკისმომგვრელი რამ გადახდა თავს, მისი ცხოვრებასთან ერთად თავადაც შეცვლილიყო. ვერ ვიტყვი, რომ სრულად აღმოიფხვრა მასში არსებული მავნე ჩვევები, თუმცა რაც მთავარია მან ჭეშმარიტება შეიცნო. მან სულიერი ტრანსფორმაცია განიცადა და მისმა მიძინებული სულმა საბოლოოდ გაიღვიძა. ამ მოვლენამ მას საშუალება მისცა, საკუთარი შეცდომები და სიმცირე დაენახა. ამ მოვლენით თავიდან შეცბუნებული იყო, მაგრამ ეს შიში მოულოდნელმა სიხარულმა ჩაანაცვლა. გულში ისეთი სიმხურვალე იგრძნო, ისე აუძგერდა გული... ახლა კი სრულიად სხვა ადამიანი იყო. თითქოს თვალები, რომელიც აქამდე მახვილი და მჭრელი ჰქონდა და ყველას ცივად უმზერდა, ახლა მხოლოდ სინანულს ირეკლავდა. იმას თქმა აღარ უნდოდა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მთელი თავისი ცხოვრება ძირფესვიანად გაიაზრა და კიდევ უფრო დააფასა ნია და შეიყვარა, რადგან ის რომ არა, ახლა ისევ იმ სიბნელეში იქნებოდა, რომელშიც წლები გაატარა. ისღა დარჩენოდა ნია მოეძებნა და დაერწმუნებინა თავის სიყვარულში. ახლა უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ნია არ იყო მისთვის მხოლოდ ლამაზი ქალი, რომელთანაც დროებითი ლტოლვა აკავშირებდა; ის მისი მონათესავე სული იყო, მისი მეორე ნახევარი. ამიტომ, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მისი სიყვარულისთვის იბრძოლებდა. პირველი, რაც გააკეთა ამ ყველაფრის შემდეგ, ნიას ნახვა იყო, თუმცა ვერსად ვერ მიაგნო. სტუდიაშიც აღარ დადიოდა. თითქოს იმ დღის შემდეგ, რაც გრძნობებში გამოუტყდა, ნია გამქრალიყო. ერთადერთი გამოსავალი იყო მის სახლთან უნდა მისულიყო და ენახა. მის უბანთან იდგა და თვალს ადევნებდა, იქნებ ვინმე გამოჩენილიყო ან ნიაზე გაეგო რამე, მაგრამ გოგო არსად ჩანდა. ერთ საღამოს კი მის მანქანასთან ნაცნობმა სახემ ჩაიარა. ლუკა ახლოს არ იცნობდა, მაგრამ იცოდა, რომ ნიას და იყო. მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა და გოგოს დაუძახა: — უკაცრავად! თქვენ, თუ არ ვცდები, ნიას და უნდა იყოთ... დაბადების დღიდან მახსოვხართ. — მშვიდი ხმით ჰკითხა ლუკამ. გოგომ თავიდან უცნაურად გახედა მის წინ მდგარ კაცს, რომელიც არსაიდან გამოჩნდა, მაგრამ მერე გაახსენდა. — დიახ, მე ლიზა ვარ, ნიას უფროსი და. თქვენ ვინ ბრძანდებით? — მე ლუკა გელოვანი ვარ. ალბათ ჩემი სახელი გეცნობათ, ხომ ასეა? — ახლა გასაგებია... თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც ჩემი დის ცხოვრება თავდაყირა დააყენა. — მტკიცედ წარმოთქვა და კაცს გახედა. ლუკას თავი ჩაეღუნა. — აქ რატომ მოხვედით? — განაგრძო ლიზამ. — რა ხანია ნიას ნახვა მინდა, მაგრამ არსად არ ჩანს. ვიფიქრე, იქნებ აქ მენახა სადმე... — ამოთქვა ლუკამ. ლიზას კი ჩაეღიმა. — ჩემს დას რატომ ეძებთ? — ალბათ იცით, რაც მოხდა ბოლოს... მე მას გრძნობებში გამოვუტყდი, მაგრამ მან უარი მითხრა... — მერე, ამის მიუხედავად მაინც არ ეშვებით? — ეშმაკურად ჩაეკითხა,ლიზა. — არც ვაპირებ მოვეშვა, რადგან მე ის მართლა მიყვარს. — ასეც ვიცოდი... — გახარებულმა წამოიძახა და სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა. — ვერ გავიგე…— დაიბნა კაცი. — ყოველთვის ვგრძნობდი, რომ თქვენ შორის რაღაც ხდებოდა. ძალიან მიხარია ეს ამბავი, მაგრამ ჩემი და ახლა აქ არ არის და სავარაუდოდ, გაზაფხულამდე არ იქნება. — რატომ? სად არის? — ლუკას ხმაში შფოთვა გაერია. — შატილში წავიდა, ბებიასთან და ბაბუასთან. ბაბუა გახდა შეუძლოდ და სხვა გზა არ იყო, უნდა წასულიყო, — სერიოზული სახით მიუგო ლიზამ. ლუკა ერთხანს გაოგნებული იდგა. მან იცოდა, რას ნიშნავდა შატილი ზამთარში. — კი მაგრამ, ახლა იქ როგორ ჩავიდა? გზები ხომ ჩაკეტილია? — მართალი ხარ, გზით იქ ახლა ვერავინ ავა. სამაშველო ვერტმფრენით გაფრინდა... სხვაგვარად იქამდე ჩაღწევა შეუძლებელია. გაზაფხულამდე ალბათ იქ დარჩება. ლუკას გულმა რეჩხი უყო. გაზაფხულამდე ლოდინი მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. მან ლიზას მტკიცე მზერით შეხედა: — მე იქ უნდა ჩავიდე, ლიზა. არ მაინტერესებს, ვერტმფრენი იქნება თუ ფეხით სავალი გზა, მე მას მარტო არ დავტოვებ. *** ლუკამ იცოდა, რომ ჩვეულებრივი გზით შატილამდე მიღწევა ახლა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. დათოვლილი დათვიჯვრის უღელტეხილი ზამთრობით ნებისმიერ ცოცხალ არსებას გზას უღობავდა. ერთადერთი გზა ცა იყო. მან მთელი თავისი კავშირები გამოიყენა და ორი დღის თავზე სამოქალაქო რეისით, რომელიც მთის სოფლებში პროდუქტსა და მედიკამენტებს ეზიდებოდა, ვერტმფრენში აღმოჩნდა. როდესაც ვერტმფრენმა ხევსურეთის ცას გადაუფრინა, ლუკას სუნთქვა შეეკრა. ქვემოთ გადაშლილი ხედი საზარელი და, ამავდროულად, ღვთაებრივი იყო. უზარმაზარი, დაკბილული მთები თეთრ საბურველში გახვეულიყვნენ და თითქოს ცას ეჯიბრებოდნენ სიმაღლეში. ყველგან მხოლოდ თეთრი ფერი ბატონობდა — არავითარი გზა, არავითარი სიცოცხლის ნიშანწყალი, მხოლოდ ყინულოვანი მდინარეების ვიწრო ზოლები, რომლებიც უფსკრულებში მიიკლაკნებოდნენ. ვერტმფრენის ძრავის გამაყრუებელი ღმუილი ამ პირველყოფილ სიმშვიდეში შეჭრილი უცხო სხეულივით ჟღერდა. ლუკა ილუმინატორს შუბლით მიეყრდნო და იგრძნო, როგორ უთრთოდა საფეთქლები აპარატის ვიბრაციაზე. ყოველი მკვეთრი დახრა, ყოველი საჰაერო ორმო მის გულს უფსკრულისკენ ითრევდა. აქ, ამ სიმაღლეზე, მისი ძვირფასი კოსტიუმი, საბანკო ანგარიშები და ქალაქური ამბიციები უმწეო ქაღალდის ნაგლეჯებად იქცნენ. ის ხედავდა მთებს, რომლებიც მოთმინებით ელოდნენ. თითქოს ეს გოლიათები ეუბნებოდნენ: „შენ ჩვენს წესებს ვერ შეცვლი“. ლუკა პირველად მიხვდა, რატომ იყო ნია ასეთი მტკიცე — ის სწორედ ამ კლდეების შვილი იყო. მას არ სჭირდებოდა ლუკას ფული, მას სჭირდებოდა ისეთივე სიმყარე, როგორიც მის მშობლიურ შატილს ჰქონდა. უცებ, ნისლის თეთრი ფარდის მიღმა, კლდეზე მიკრული მუქი ლაქები გამოჩნდა. ეს შატილი იყო. საუკუნოვანი კოშკები თოვლში ჩაფლულ მებრძოლებს ჰგავდნენ. ლუკამ იგრძნო, როგორ დაუმძიმდა ხელები. ის იქ მიფრინავდა, სადაც მისი ცხოვრება ან თავიდან დაიწყებოდა, ან სამუდამოდ ამ თოვლში დაიმარხებოდა. მალე ვერტმფრენი ტაძართან ახლოს დაჯდა. როგორც კი მიწაზე დაეშვა, ლუკამ კარები გამოაღო, თოვლიან მიწაზე გადმოვიდა, სადაც თოვლი ლამის მუხლამდე აღწევდა. მთის კრისტალური, მწველი ჰაერი ეგრევე მოხვდა მის ფილტვებს. — მეგობარო, ფრთხილად იარე ამ თოვლის ნამქერში, გადაადგილება ძალიან საშიშია! — გააფრთხილა პილოტმა. საოცარი იყო თოვლით გადათეთრებული მთები. ზაფხულობით ხომ თავისი სიმწვანით აჯადოვებდა ყველას, მაგრამ ზამთრის ხევსურეთი და განსაკუთრებით შატილი, განსაკუთრებულ მისტიკურობას სძენდა. სანამ კაცი გაოგნებული შეჰყურებდა თოვლიან მთებს, ამასობაში ვერტმფრენიც აფრინდა. ლუკამ ის იყო ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა თოვლიან ნამქერზე, რომ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, ფეხი მოუცურდა და პირდაპირ მიყინულ გზაზე დაეცა. თოვლში იყო გაშოტილი და ვერ ინძრეოდა. — რას მოესწარი, ლუკა გელოვანო... — აღმოხდა გაოგნებისგან და რომ დაფიქრდა, რა სიტუაციაშიც იმყოფებოდა, ნერვიული სიცილი აუტყდა. რამდენჯერმე სცადა წამოდგომა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ამდენი თოვლში კოტრიალით სულმთლად დასველებულიყო და სიცივეს მთლიანად აეტანა. როგორღაც მოახერხა ფეხზე წამოდგომა და წელში გასწორება. დიდი ნაბიჯებით ცდილობდა გზა გაეკვლია. თეთრმა თოვლმა თვალი მოჭრა და ვეღარ ხვდებოდა, სად წასულიყო. ბოლოს იმდენი იარა, რომ მუხლებში ძალა სულ წაერთვა, დაღლილობისგან კი გახშირებული სუნთქავდა. უკვე ბინდდებოდა, ის კი ჯერ ერთ წრეზე მოძრაობდა. ისიც კი გაიფიქრა ხომ არ დავიკარგეო. თან ეშინოდა, რამე ისეთისთვის არ დაედგა ფეხი, რომ არაფერი მოსვლოდა. დაღლილმა თვალები დახუჭა, რომ გონება მოეკრიბა. მოულოდნელად კი ცხენის ჭიხვინის ხმა შემოესმა. უმალ გაახილა თვალები და იმ მიმართულებით გაიხედა, საიდანაც ხმა მოდიოდა. კარგად არ ჩანდა ნისლის გამო, მაგრამ მალე ნისლიდან შავი ცხენი გამოჩნდა, რომელიც მისი მიმართულებით მოდიოდა. თავიდან იფიქრა, რომ დაღლილობისგან მირაჟივით მოელანდა რაღაც, მაგრამ არა სულ მალე ცხენი პირდაპირ მის წინ გაჩერდა. კიდევ უფრო გაოგნდა, როდესაც ნახა, რომ მხედარი ნია იყო. — მემგონი, მართლა მელანდება უკვე რაღაცები? — განცვიფრებით წამოიძახა და თვალები მოისრისა. გოგო ცხენიდან ჩამოხტა და მისკენ გაემართა. — ლუკა, აქ რას აკეთებ?! — გაოგნებულმა უთხრა. — ნუთუ ეს მართლა შენ ხარ, ნია? და სიცივისგან არ მეჩვენება რაღაცები? — გახარებულმა წამოიძახა. ვერც წარმოიდგენთ, მისმა გამოჩენამ, როგორ გაახარა. მასთან ახლოს მივიდა და გაყინული ხელებით შეეხო. — როგორ მენატრებოდა ეს ლამაზი თვალები და შენი სათუთი სახე... — ხრიწიანი ხმით ამოთქვა. ეტყობოდა, რომ სიცივისგან ყელი ასტკივდა, თვალები კი აუწყლიანდა. არც დაფიქრებულა, ისე მიიკრა მონატრებული სხეული და ხელები ძლიერად მოხვია. მისი სურნელი კი ხარბად შეიგრძნო. ნია ვერ ინძრეოდა, თვალებზე ცრემლი მოადგა, გულმა კი სწრაფად დაიწყო ძგერა. უნდოდა თავადაც ჩახუტებოდა, მაგრამ ვერაფერი გააკეთა. — რომ იცოდე, უშენოდ როგორ მიჭირდა, ნია... — აღმოხდა კაცს. ნიამ კი გულმოსულმა ხელი ჰკრა. — თუ ასე გიჭირდა უჩემოდ, აქამდე სად იყავი? ან აქ რას აკეთებ, საიდან გაიგე, სად ვიყავი? — გაბრაზებულმა წამოიძახა, მის ხმაში წყენაც იგრძნობოდა. — ამას რა მნიშვნელობა აქვს, ნია. მთავარია, რომ ახლა აქ ვარ, გესმის? და აქედან მხოლოდ შენთან ერთად წავალ! — მტკიცე ხმით მიუგო. — მეგონა, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. აკი გითხარი, რომ ჩვენ შორის არაფერი გამოვა-თქო. — უნდოდა მკაცრად ეთქვა, მაგრამ ხმაში ბზარი გაეპარა. — და საერთოდაც, აქ როგორ აღმოჩნდი?! სულ გაგიჟდი, ხომ? შენ აქაურობას არ იცნობ და აქ ზამთარში ამოსვლა სახიფათოა. შენი ახირებების გამო თავს საფრთხეში რატომ იგდებ! — დაუყვირა. — ის, რასაც შენ ახირებებს ეძახი, სიყვარულია... წრფელი სიყვარული. და თუ გგონია, რომ შენზე უარს ვიტყვი მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ზურგი მაქციე, ძალიან ცდები, — მტკიცედ განაცხადა ლუკამ. — სულ გაგიჟდი, ხომ... ღმერთო, გავგიჟდები! რამე რომ მოგსვლოდა, მერე სად მიდიოდი?! საკუთარ თავზე თუ არა, სხვებზე მაინც იფიქრე.— ნერვიულად დაუყვირა. — მე რომ რამე მომსვლოდა, რას იზამდი? ინერვიულებდი? — ეშმაკური ხმით ჰკითხა. — სისულელეებს ნუ ამბობ! — წამში დასერიოზულდა და ისე უთხრა. ლუკას უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ სიცივისგან უკვე საუბარიც უჭირდა. ნიამ კი ეს შენიშნა და შეებრალა. — კარგი, ამაზე მერე ვისაუბროთ. ახლა სახლში წავიდეთ, აქ თუ კიდევ დარჩები, გაიყინები... — შენთვის უკეთესი არ არის? თავიდან მომიშორებ. — სევდიანად გაეღიმა და გოგოს რეაქციას დააკვირდა. — ნუ სულელობ, ლუკა, — გულმოსულმა უთხრა, რადგან მისმა სიტყვებმა გული ატკინა. რა თქმა უნდა, მისთვის სულერთი არ იყო. — ცხენზე ჯდომა იცი? — ეშმაკურად გახედა. — მანქანების მართვა უფრო გამომდის, მაგრამ თუ სხვა გზა არ არის ცხენზეც დავჯდები. — წარმოთქვა ლუკამ და ცხენს მოუახლოვდა. — ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები, — მიუგო ნიამ. ლუკას უნდოდა ნიასთან თავი გამოეჩინა და ეჩვენებინა, რომ თვითონაც ფლობდა ცხენთან ურთიერთობას და ჯირითს, თუმცა მისი თავდაჯერებულობა წამში გაქრა, როდესაც ცხენთან მივიდა და ცხენის ლაგამს ხელი მოჰკიდა, ცხენი გაცხარდა, რადგან კაცის დაძაბული ენერგია იგრძნო. ამასთანავე, ნიას გარდა ახლოს არავის იკარებდა. ლუკა შეკრთა, როცა ცხენმა ამოიჭიხვინა და განზე გადგა. აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, აშკარად არ ეპიტნავებოდა მას კაცი. — აკი, გითხარი, ასეთი დარწმუნებული ნუ იქნები-თქო. — წარმოთქვა ნიამ მშვიდად და მას მიუახლოვდა, თან ცდილობდა არ გასცინებოდა. — ბურანი საკმაოდ ფიცხი და უკარება ცხენია, ახლოს არავის იკარებს ჩემ გარდა, რადგან მხოლოდ მე მენდობა. — აუხსნა ნიამ და ერთი ნახტომით ცხენზე შემოჯდა. — აბა, რა უნდა ვქნა? — ჩემ უკან შემოჯექი. — მშვიდად მიუგო ნიამ. ლუკამ როგორღაც მოახერხა ცხენზე შემოჯდომა. ნიამ უთხრა, რომ კარგად ჩაჭიდებოდა, რათა არ გადმოვარდნილიყო. თავიდან ბურანი ცოტას ჭირვეულობდა, როდესაც უცხო სხეული იგრძნო, მაგრამ პატრონს მიენდო და მშვიდად გააგრძელა გზა. ფრთხილად და სხარტად მიაბიჯებდა თოვლის ნამქერზე. ლუკას ნიას წელზე შემოეხვია ხელები, რისგანაც გოგოს მოულოდნელი შეხებისგან სხეული დაეჭიმა, შემდეგ კი სუნთქვა შეეკრა. კაცს ნიას წელზე მჭიდროდ შემოეხვია ხელები, სახე კი მის თმებში ჩაერგო. ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო: მთები, ხეები, მდელოები და გადათეთრებული კოშკები, რომლებიც ასე მკაცრად დაჰყურებდნენ ზემოდან. ლუკა გაოგნებული შეჰყურებდა ამ ყველაფერს. გოგო თავისუფლად იჯდა ცხენზე, არც დაძაბული ჩანდა და გაბედულად მიაჭენებდა ცხენს. ეტყობოდა, რომ ის იმ მკაცრ გარემოს კარგად იცნობდა და არაფერს უშინდებოდა. ლუკასთვის კი ეს შოკი იყო, რადგან ქალაქში ნია სულ სხვანაირი იყო, აქ კი სრულიად განსხვავებული ნახა. ეს ნიას იდუმალი მხარე გახლდათ, რომელიც მხოლოდ შატილში ჩამოსვლისას ჩნდებოდა. მალე ერთ საშუალო ზომის ხის სახლთან გაჩერდნენ. ნია ჩამოხტა ცხენიდან, ლუკაც უკან მიჰყვა. ჭიშკარი, როგორც კი შეაღეს, კარებში ყეფით თეთრი ფერის კავკასიური ნაგაზი შემოეგებათ. როგორც კი მისთვის უცხო სახე დაინახა, ალმაცერად შეხედა, შეუღრინა და გამჭოლი მზერით დააჩერდა. ლუკა ჯერ ძაღლის გამოჩენამ ააღელვა, შემდეგ კი მისმა რეაქციამ დააფრთხო. სახეზე ფერი წაუვიდა და ერთ ადგილს მიეყინა. არ იცოდა რა ექნა. ჯერ იყო და ცხენმა დააფრთხო, ახლა კი ძაღლი არ ეშვებოდა. ისეთი თვალებით გახედა გოგოს, რომ ნია მიხვდა,მას ძაღლის ეშინოდა. შეუმჩნევლად ჩაეღიმა და ძაღლს დაუძახა: — ბასარა, მოდი ჩემთან! — მშვიდი და მტკიცე ხმით დაუძახა ძაღლს. მანაც არ დააყოვნა კუნტრუშით და კუდის ქიცინით გაემართა თავისი საყვარელი პატრონისკენ და მის ფეხებთან აიტუზა. ნიამ გაიღიმა და ძაღლს წაეთამაშა. მასაც მეტი რა უნდოდა წამში ზურგზე გაწვა და წკმუტუნი დაიწყო. — კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მეტი აღარ შეაშინო, ის ჩვენი სტუმარია. — სიცილით უთხრა და მუცელზე მოუთათუნა. ლუკა ამ სანახაობას ისე შეჰყურებდა, ვერ იჯერებდა. ნიას საოცარი უნარი ჰქონდა, რადგან მას კარგად გამოსდიოდა ცხოველებთან ურთიერთობა. — ბასარასი ნუ შეგეშინდება. ის ჩვენს სახლს ქურდებისგან და ბაბუას ცხვრის ფარას მგლებისგან იცავს, ამიტომ ის თავის ტერიტორიას იცავს.— აუხსნა ნიამ. — აქ მგლებიც დადიან? — გაოცებით წამოიძახა. ამაზე ნიას გულიანად გაეცინა. — ღმერთო, ლუკა, ისე ლაპარაკობ, თითქოს კოსმოსიდან ჩამოვარდი! რა თქმა უნდა, აქ მგლებიც არიან და კიდევ სხვა ტყის ცხოველებიც, მაგრამ განსაკუთრებით მგლები და ტურები დაძრწიან ღამით. — გასაგებია... — ამოთქვა მან. ამ დროს ეზოში მოხუცი გამოვიდა ხელჯოხით, ასე სამოცდაათი წლის თუ იქნებოდა. თმები და წვერ-ულვაში თეთრად ჰქონდა შეფერილი, სერიოზული სახით იდგა. — რაი ამბავია, რაი ხმაურობაა? რად ატეხილა ეგ ძაღლი? — ჰკითხა მოხუცმა, როგორც კი სახლის ზღურბლზე გადმოდგა და მზერა ხევს გადააყოლა. — მე ვარ, პაპავ... — ხმამაღლა გასძახა ნიამ და ძაღლს წაეთამაშა. ბასარა მაშინვე დაწყნარდა, მაგრამ ლუკას მაინც ეჭვის თვალით უყურებდა. მოხუცი ზღურბლზე შედგა, ხელჯოხი წინ წაიმძღვარა და ჭიშკართან მდგომთ გამჭოლი მზერა მიაპყრო. მისი თეთრი წარბების ქვეშ დამალული თვალები ლუკას ისე აკვირდებოდნენ... — ნიავ! — დაიგრიალა მოხუცის ხმამ, რომელიც მთის ქარივით ცივი და მჭრელი იყო. — ვინ არი ეგ ვაჟი, ჩემს ზღურბლზედ რომ მოგიყვანია? ამ ყინვაშია და ნამქერშია კაცი გზას არ გამოუდგება, თუ რამე დიდი საქმე არ უჭირავსო. რაი ამბავია, რად მოდის ეგ უცხო ჩვენს კარსა? ნიამ იგრძნო, როგორ შეკრთა მის გვერდით მდგარი ლუკა პაპას ხმის გაგონებაზე. გოგომ ბასარას თავზე ხელი გადაუსვა, თითქოს ამით საკუთარ თავსაც ამხნევებდა, და პაპას მედგარი მზერით შეხედა. — პაპავ, ნუ ჰჯავრობ, სანერვიულო არაფერია. ლუკაი ჩემი სტუმარია, ჩემს სანახავად ამოვიდა და მე ვარ მასზე პასუხისმგებელი. ტაძართან ჩამოსვეს და იქ დამხვდა თოვლშია, ხომ არ დავტოვებდი სიკვდილის პირისპირ? ჩემს კარს ამიტომ მოადგა. — მედგრად მიუგო ნიამ. მოხუცი დუმდა. ის ნელი ნაბიჯით ჩამოვიდა კიბის საფეხურზე და ლუკას პირისპირ დადგა. ხედავდა, რომ კაცი ძლივს იდგა ფეხზე, მისი ქალაქური სამოსი სულმთლად დასველებულიყო და სიცივისგან კანკალებდა, მაგრამ თვალებში მაინც რაღაცნაირი სიმტკიცე უჩანდა. პაპამ ამოიოხრა, ლუკას სველ სამოსს შეხედა და თავი დაუკრა: — თუ ეგრეა და თუ ჩემს ზღურბლამდე მოაღწია, სტუმარი ღვთისაა. კაცს გარეთ ვერ დავტოვებთ. სწორედ ამ დროს სახლის კარი ფართოდ გაიღო და ზღურბლზე ბებია გამოჩნდა. მას უკვე გაეგონა ეზოში ატეხილი ხმაური და ნიას ნათქვამიც. დაინახა თუ არა თოვლით დასველებული, გაფითრებული ლუკა, მაშინვე პაპას მიუბრუნდა. — რაი ამბავია, კაცო? — ხმაში საყვედური გაერია ბებიას. — კაცს ფერი აღარ ადევს სახეზე, სული კბილით უჭირავს და შენ შენი კითხვებითა სულსა ჰხდი? სტუმარი ღვთისააო, კი ამბობ, მაგრამ სტუმარს სითბო და მოვლა უნდა! ნიავ, შემოიყვანე ბოშო შინ, ხედავ, ყინულად იქცა უკვე, ფეხზე ძლივსღა დგას! ბებიამ ლუკას ხელი მოჰკიდა და თბილად უთხრა: — შემოი, შვილო, შემოი ცეცხლთან... — ეუბნებოდა თბილად, თან ნიას ანიშნებდა, მიშველეო. — ნუ უსმენ ამ ჩემს ბებერსა, ეგ ეგრეა, ჯერ კაცს გულსა ამოუღებს და მერე თუ მოეწონა, დასტურსა მაშინ იტყვისო. სახლში შესვლისთანავე ლუკას სახეში ბუხრის მწველი სითბო მოხვდა. ჰაერში გამომშრალი ბალახის, ფიჭვის შეშის კვამლისა და თბილი პურის სუნი ტრიალებდა. ეს ისეთი მკვეთრი გადასვლა იყო სიკვდილისპირა ყინვიდან სიცოცხლის სითბოში, რომ ლუკას თვალთ დაუბნელდა და ბარბაცით კედელს მიეყრდნო. — ნიავ, დროზე, ის სველი პალტო გადახადე, თორემ ფილტვებს დაუწვავს ყინვა! — გასცა ბრძანება ბებიამ და თავად სამზარეულოსკენ გაეშურა. ნია სასწრაფოდ მივიდა ლუკასთან. მისი თითები აკანკალებულ კაცს ღილებზე შეეხო. ლუკა ზემოდან დაჰყურებდა ნიას თავზე გადახრილ სახეს და გრძნობდა, როგორ უბრუნდებოდა სხეულში სისხლი. როცა პალტო მოშორდა და ნიას მზერა შეხვდა, კაცმა ძლივს გასაგონად ამოხრიწა: — მადლობა... რომ არ მოსულიყავი... — ჩუმად იყავი, — ჩურჩულით შეაწყვეტინა ნიამ, თვალებში კი ისევ ის ნერვიულობა და სინაზე ერია, რასაც ქალაქში ასე საგულდაგულოდ მალავდა. — ჯერ გათბი, ლაპარაკისთვის მთელი ზამთარი გვაქვს. ბებია დაბრუნდა ხელში პატარა თიხის ჭიქით, რომელშიც რაღაც მძაფრი და ცხელი ესხა. — აი, ეს დალიე, შვილო. ხევსურული არაყია, თაფლითა და ბალახებით ნაყენი. ძვალში გაგათბობს და სულსა მოგაბრუნებს, — მიაწოდა ლუკას. — მერე კი ნიამ ის თბილი ნაბადი მოგიტანოს, ამაღამ ბუხართან დაიძინე, რომ სითბომ არ დაგტოვოს. პაპა ამასობაში სახლში შემოვიდა, ხელჯოხი კუთხეში მიაყუდა და მძიმედ დაჯდა თავის ხის სკამზე. ის ხმას არ იღებდა, მხოლოდ ჩიბუხს მოუკიდა და ბოლქვებს უშვებდა, მაგრამ მისი თვალები მაინც ლუკას დასტრიალებდა აკვირდებოდა, როგორ სვამდა კაცი სასმელს, როგორ კანკალებდა და როგორ უყურებდა მის შვილიშვილს. — ხედავ, კაცო? — გადასძახა ბებიამ სამზარეულოდან. — სტუმარი მოგვივიდა, შენ კი ისე დახვდი, თითქოს სისხლის ამღები ყოფილიყოს. — სტუმარი სტუმარია, — მოკლედ ჩაიდუდუნა პაპამ. — მაგრამ ეს ვაჟი ქალაქური წესით ვერ გაძლებს აქა. ხვალ ვნახოთ, დილის ყინვაზე რას იტყვისო. **** ბებიამ ლუკას თბილი, მძიმე ნაბადი მიაფარა, რომელიც ცხვრის მატყლისა და მთის მზის სურნელით იყო გაჟღენთილი. არაყმა და ბუხრის მწველმა სიმხურვალემ თავისი გაიტანა კაცს სხეული დაუმძიმდა, სასიამოვნო სითბომ ძვლებში დაუარა და ქუთუთოები თავისით დაეხუჭა. პაპა დიდი ხანია თავის ოთახში გავიდა, თუმცა ჰაერში ჯერ კიდევ ტრიალებდა მისი ჩიბუხის მძაფრი ბოლის სუნი. ოთახში მხოლოდ ბუხრის მშვიდი ტკაცუნი და გარეთ, ნამქერში ატირებული ქარის ხმა ისმოდა, რომელიც ხის კედლებს აწყდებოდა. ლუკა ნახევრად ძილბურანში იყო, როდესაც იგრძნო, როგორ გაიღო კარი ფრთხილად. ნიას ნაბიჯებს ის უკვე ათასში იცნობდა მსუბუქი, თითქოს მიწას არც ეხებაო. გოგო ნელა მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა და ლუკას მხრებზე გადაცურებული ნაბადი ფრთხილად შეუსწორა. მისი თითები წამით შეეხო ლუკას ხელს კაცი უკვე აღარ კანკალებდა, სხეული ნელ-ნელა უთბებოდა. ნია ერთხანს ასე დარჩა, დაჩოქილი. ბუხრის ნარინჯისფერ შუქზე აკვირდებოდა ლუკას დაღლილ, წვერგაუპარსავ და სიცივისგან დახეთქილ სახეს. აქ, შატილში, ეს კაცი ისე უცხოდ და დაუცველად ჩანდა, როგორც არასდროს ქალაქის ძვირფას ოფისებსა თუ რესტორნებში. ნიამ იგრძნო, როგორ მოეშვა გულზე რაღაც დიდი სიმძიმე. მთელი ეს დღეები, რაც შატილში იყო, თავს იტყუებდა, თითქოს ლუკა დაივიწყა, მაგრამ ახლა, როცა ის მის წინ იწვა, სიმართლე აშკარა იყო. გოგომ მძიმედ ამოიოხრა და ძალიან დაბალი, თითქმის გაუგონარი ხმით ჩაილაპარაკა: — მართლა გიჟი ხარ, ლუკა… ამხელა გზაზე, წამოხვედი, მითუმეტეს, როდესაც სახიფათო იყო აქ ჩამოსვლა, რამე რომ მოგვსლოდა, რა უნდა მექნა მერე… რატომ ხარ ასეთი ჯიუტი.— ცრემლიანი თვალებით, ჩურჩულებდა, მის სახესთან მიჩოჩდა და ძალიან ფრთხილად გადაუსვა კაცის აბურდულ თმებზე ხელი, რადგან ეგონა ეძინა,მაგრამ ასე არ იყო. ლუკას უნდოდა თვალები გაეხილა, მისი ხელისთვის ხელი ჩაეჭიდა და ეთქვა, რომ ეს მისგამო, ყველაფერზე იყო წამსვლელი, მაგრამ ძალამ სრულად უღალატა. გონება ნელ-ნელა ერთიშებოდა. მან მხოლოდ ის იგრძნო, როგორ გადაუსვა ნიამ შუბლზე გაყინული ხელი, როგორ მოაცილა შუბლზე ჩამოშლილი თმის ღერი და როგორ გავიდა ოთახიდან ძალიან ჩუმად. ლუკას პირველად დაეძინა ასე მშვიდად. მან იცოდა ხვალ ახალი დღე გათენდებოდა, ახალი ბრძოლებით, პაპას მკაცრი გამოცდებითა და ხევსურული ყინვით, მაგრამ მთავარი უკვე მომხდარიყო: ის ნიასთან იყო და ნიას თვალებში ისევ დაინახა ის სინაზე, რომელიც მას ეკუთვნოდა. *** დილით ლუკა ხმაურმა და აუტანელმა სიცივემ გამოაღვიძა. თვალები ზანტად გაახილა, წუხანდელი თავგადასავლის შემდეგ ჯერაც გაბრუებული იყო. ძილბურანში მყოფმა თვალები მოიფშვნიტა და წამოდგომა დააპირა, მაგრამ როგორც კი სხეული დაძრა, წელში მჭრელმა ტკივილმა დაუარა. ეტყობოდა, რომ მიჩვეული არ იყო ტახტზე ძილს. ცხვრის ნაბადმა კი ცხვირი ისე აუწვა, თითქოს ყოველ ჩასუნთქვაზე მთის ყინვა სულში აღწევდა. წამით გაურკვევლობაში ჩავარდა, ვერ გაეგო, სად იმყოფებოდა, მაგრამ მალევე მოაგონდა ყველაფერი. — უნდა მიეჩვიო, ჩემო თავო, ამ ყველაფერს, თუ გინდა, რომ მისი გული მოიგო... — ჩაილაპარაკა თავისთვის და მკვეთრად წამოდგა, რის გამოც თავბრუ დაეხვა და ინერციით ისევ საწოლზე დაეცა. სანამ კაცი ძალების მოკრებას და წამოდგომას ლამობდა, ოთახში პაპა შემოვიდა. — აბა, ქალაქელო, როგორცა ვხედავ, გაგიღვიძავ, — დინჯად უთხრა პაპამ და ჩიბიხი დაბერტყა. ლუკა ისევ შეეცადა ფეხზე დადგომას, მაგრამ წელი ისე სტკიოდა, გეგონებოდა, კარგი დაჟეჟილი ყოფილიყო. წელი და კისერი ერთიანად ასტკივებოდა. პაპამ თვალები მოჭუტა და დააყოლა: — ადე, აბა, გაინძერ, ნუ გეგონების ეგა ქალაქის რბილი სარეცელი. მთამა იცის ეგრე ჯერ ძალასა წაგართმევს, რო მერე მეტადა დაგიბრუნოს. ეგ ტახტი კია მაგარი, მაგრამ კაცის ხერხემალს სწორედა სჭედს. ლუკამ მშვიდად მოუსმინა, შემდეგ კი ფეხზე წამოდგა. ძალიან იყო დაბნეული, თუმცა ერთ რამეს ნათლად ხვდებოდა: მოუწევდა გამკლავებოდა ამ მკაცრ გარემოს იქ, სადაც არანაირი კომფორტი არ ექნებოდა. ისიც იცოდა, რომ ეს მოხუცი ბოლომდე არ ენდობოდა, ამიტომ წინ უამრავი გამოცდის ჩაბარება მოუწევდა, რათა დაემტკიცებინა ნიასთვის და პაპამისისთვის, რომ ის ღირსეული კანდიდატი იყო მისი შვილიშვილისთვის. თუმცა, ღირსებას ვაჟკაცობაც სჭირდებოდა. მას თავისი მაქსიმუმი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ამას როგორ და რანაირად იზამდა, ჯერ არ იცოდა. თავს ისე გრძნობდა, თითქოს უცხო სამყაროში მოხვდა. მან ხომ არაფერი იცოდა სოფლის ცხოვრებისა. — აქ სად შევძლებ ხელ-პირის დაბანას? — ჰკითხა მოხუცს. პაპამ ჩიბუხი გვერდზე გადადო და ლუკას დააკვირდა. აინტერესებდა, რამდენის ატანა შეეძლო ამ ქალაქელს, რომელიც კომფორტს იყო მიჩვეული და ამ მკაცრ პირობებს რამდენად გაუძლებდა. ბოლოს უთხრა: — გადი ეზოშია, — ხელით დაბალი კარისკენ მიანიშნა მოხუცმა. — იქა, ჭიშკართანა, ონკანია ჩამჯდარი. წყალი ყინულივითაა, მარა ძილსაცა დაგიფრთხობს და დარდსაცა ჩამოგბანს. ლუკამ თავი დაუკრა და გასასვლელისკენ წავიდა. გარეთ როგორც კი გავიდა, დილის სუსხმა მაშინვე სახე აუწვა, ყინვა კი ძვლებში აღწევდა. ქვემოთ ჩავიდა და ონკანის ძებნას შეუდგა. არემარე მოათვალიერა და სახლის გვერდზე ძველ, ჟანგიან თუნჯის ონკანს მიაგნო, რომელიც მიწაში მყარად იყო ჩაფლული. ლუკამ ხელი მოჰკიდა ცივ რკინას, მოუშვა და როცა პირველი წყლის ჭვალი ხელზე დაეცა, სიმწრისგან კბილები ერთმანეთზე დააჭირა. წყალი ისეთი ცივი იყო, რომ რთული იყო ამ გაყინული წყლით დაბანა, თუმცა არ გაჩერებულა. კიდევ რამდენჯერმე შეისხა სახეზე და ყინულოვანმა ნაკადმა მყისიერად გამოაფხიზლა. სწორედ ამ დროს ეზოში ცხენთან ერთად ნია შემოვიდა და ლუკას მოჰკრა თვალი, რომელსაც სიცივისგან სახე დაემანჭა. ნიამ ეშმაკურად ჩაიღიმა და მასთან მივიდა. — ოჰ, ჩვენმა სტუმარმა გაიღვიძა? — ჰკითხა ნიამ. — აბა, როგორ გრძნობ თავს? — როგორც ხედავ, კარგად ვარ... — მშვიდად უპასუხა და გამჭოლი მზერით გახედა. — ჰო... ვხედავ, მაგრამ რამდენ ხანს გაძლებ აქ, საინტერესოა... — აქ იმდენ ხანს გავჩერდები, რამდენიც საჭირო იქნება, შენ ნუ ინაღვლებ მაგაზე, — ლუკამ ცალი წარბი ზევით აზიდა და მკრთალად ჩაეღიმა. — იმის გათვალისწინებით, რომ აქ კომფორტულად არ იქნები, შემიძლია ვივარაუდო, რომ ერთ კვირასაც ვერ გაძლებ. მაგრამ რას იზამ, მოგიწევს აქ დარჩე, სანამ გზები არ გაიხსნება, — ირონიული ტონით უთხრა. ლუკამ ერთხანს უყურა გოგოს, შემდეგ კი ხელი მოხვია, მისკენ მიიზიდა და მკლავებში მოიქცია შემდეგ კი ზემოდან დააჩერდა. — რას აკეთებ, ხომ არ გაგიჟდი? ახლავე გამიშვი! — ანთებული თვალებით უთხრა ნიამ და მის მკლავებში აფართხალდა. კაცი მშვიდად უყურებდა გოგოს, რომელიც ცდილობდა მისი მკლავებიდან თავის დაღწევას. ნახა, როგორ აფორიაქდა მის სიახლოვეს და უფრო აზარტში, შევიდა, როდესაც მის სიახლოვეს გოგო დაიძაბა და აფორიაქდა. — ქალბატონო, აქ დასასვენებლად არ ჩამოვსულვარ, არამედ იმისთვის, რომ ერთი მოურჯულებელის გული, მოვიგო, — მშვიდად და აუღელვებლად მიუგო. — რა საინტერესოა, ნეტა ვინ არის? — ჰკითხა ისე, თითქოს ვერ მიხვდა ვისზე ეუბნებოდა. — გინდა გითხრა? — როგორც გინდა… — კარგი, გეტყვი. გავიგე, რომ ამ სოფელში ერთი ლამაზი გოგო ცხოვრობს. ამბობენ, ძალიან ლამაზიაო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ…— უთხრა და ბოლოს,გამომცდელად დააკვირდა ნიას. — რატომ? ანუ შენი აზრით, ის გოგო ლამაზი არ არის? — ჩაეკითხა ნია და მის თამაშს აჰყვა. — სილამაზით ვერაფერს დავუწუნებ, მაგრამ ხასიათი აქვს ნამდვილი ალქაჯის, — სერიოზული სახით უთხრა და მის რეაქციას დააკვირდა, თან თავს ძლივს იკავებდა, რომ არ გასცინებოდა. — რაო? ანუ შენი აზრით, მე ალქაჯი ვარ? — შეიცხადა ნიამ და კაცს ხელი ჰკრა. ლუკამ მის შემხედვარე გულიანად გადაიხარხარა. — რა გაცინებს? — გაიკვირვა გოგომ. — შენს რეაქციაზე მეცინება. — იცი, რას გეტყვი, ვაჟბატონო? მე თუ ალქაჯი ვარ, აქ რას მიკეთებ! — გაგულისებულმა უთხრა და ამაყად გაუსწორა მზერა. — ნწ... იცი რა? მე მაინც ის ალქაჯი მირჩევნია, — გვერდულად ჩაიღიმა და თვალები კი ეშმაკურად უელავდა. ნია მასთან ახლოს მივიდა და ყურთან რაღაც უთხრა: — ეგ შენი ენთუზიაზმი სულ მალე გაქრება, დამიჯერე,როგორც უკვე გითხარი, აქ ერთ კვირასაც ვერ გაძლებ, — ეშმაკური ღიმილით უთხრა. — თუ გინდა, დავნიძვალდეთ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს შენ თუ მე. აბა, რას იტყვი? — კარგი, მაგრამ ისედაც ვიცი, რომ აქ დიდხანს ვერ გაძლებ, — ბოლოს ესღა უთხრა და წავიდა. გაოგნებული იდგა ლუკა. ეს გოგო მას აგიჟებდა, მაგრამ სწორედ ეს იზიდავდა. ის ამ მთებში მართლაც ტყის ალქაჯს ჰგავდა და სულ არ ჰგავდა იმ ნიას, რომელიც ქალაქში იყო. ნამდვილი მთის ხასიათით და სიმტკიცით, ყოველთვის აოცებდა მისი მრავალშრიანი და არაპროგნოზირებადი ბუნება ყოველ ჯერზე რაღაც ახალს იგებდა მასზე. ბოლოს სიცივემ ისე დაუარა ძვალ-რბულში, რომ შიგნით სწრაფი ნაბიჯებით შევიდა. პაპას უკვე აენთო ბუხარი, ბებია და ნია კი სუფრას შლიდნენ. დიდ ქვაბში ხინკალი იხარშებოდა და მისი არომატი მთელ ოთახში ტრიალებდა. პაპა დინჯად იჯდა ცეცხლთან და ჩიბუხს აბოლებდა. ზოგჯერ ცალი თვალით ლუკას შეავლებდა ხოლმე თვალს. მოხუცი ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ ძალიან დაკვირვებული და გამჭრიახი გონებისა იყო, ამიტომ ის ხმის ამოუღებლად ხვდებოდა ყველაფერს. ეჭვის თვალით უყურებდა ლუკას, რადგან აინტერესებდა, ეყოფოდა თუ არა იმდენი გამძლეობა და ვაჟკაცობა, რომ ამ ყველაფრისთვის გაეძლო. გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლომდე გამოეცადა და გამოეწრთო თავისი სტუმარი შვილიშვილისთვის მხოლოდ საუკეთესო უნდოდა, ამიტომ მას არ დაზოგავდა. ბებიამ ცხელ-ცხელი ხინკლები ამოყარა და დიდ თეფშზე გაშალა. ყველა მაგიდას მიუსხდა, ლუკა კი დაბნეული იჯდა სუფრაზე დანა-ჩანგალი არ ეწყო. — უკაცრავად, შეგიძლიათ ჩანგალი მომიტანოთ? — წამოიძახა კაცმა. ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ქვაბიდან ამოსული ორთქლის შიშხინი არღვევდა. პაპამ ჩიბუხი მაგიდაზე დადო, თვალები მოჭუტა და ლუკას ისე შეხედა, თითქოს მის წინ სხვა პლანეტიდან ჩამოფრენილი არსება იჯდა. — ჩანგალიო? — გაიმეორა მოხუცმა და ნიას გადახედა, რომელსაც ტუჩის კუთხეში ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. — ჩანგლითა ხინკლის ჭამა იგივეა, სტუმარსა კარი გამოუკეტო და ფანჯრიდანა ელაპარაკო. ხინკალი ხელისაა, შვილო. მადლი მაგაშია უნდა იგრძნო მისი სითბო, მისი წვენი... ჩანგალმა რა იცის გემო? ეგ რკინაა, მკვდარია. ლუკა დაიბნა, მერე კი თეფშზე დადებულ ხინკალს დახედა. ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა შეხებოდა ამ მდუღარე ცომს შიშველი ხელებით. — აბა, დააკვირდი, — პაპამ ერთი ხინკალი „კუდით“ აიღო, ჰაერში დაატრიალა, რომ ცოტა შეგრილებულიყო და მერე ისეთი ოსტატობით მოკბიჩა, ერთი წვეთი წვენიც არ დაღვრია. — ხედავ? ჯერ წვენი უნდა დალიო ეგაა მთის სისხლი. მერე კი დანარჩენი. ოღონდ დაიხსომე: კუჭებსა არავინ სჭამს, ეგენი თეფშზე უნდა დააწყო, რო მერე დავთვალოთ, ვინა რამდენი მოერია. ნიამ ლუკას თეფშზე ორი ხინკალი გადმოუღო. — აბა, ვნახოთ, რამდენად „ვაჟკაცური“ ხელები გაქვს. თუ დაიწვები, არ შეიმჩნიო, მთაში კაცის ცრემლი არ უყვართ, — გადაუჩურჩულა და თვითონაც გემრიელად შეუდგა ჭამას. ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა. იცოდა, რომ ეს მხოლოდ ხინკალი არ იყო ეს მისი პირველი სერიოზული გამოცდა იყო ამ სუფრაზე. ხელი ფრთხილად მოჰკიდა ცხელ ცომს, თითები აეწვა, მაგრამ სახეზე კუნთიც არ შეთამაშებია. პირველივე მოკბეჩაზე ცხელი წვენი ყელში ჩაუვიდა და იგრძნო, როგორ დაუარა სითბომ მთელ სხეულში. — ოჰო, — ჩაილაპარაკა პაპამ და კმაყოფილმა დააქნია თავი, — პირველისთვის არა უშავს რა. სუფრა რომ დასრულდა და თეფშებზე კუდების გროვა გაიზარდა, პაპა ფეხზე წამოდგა. — აბა, ახლა გაძეხით, გათბით... დროა საქმესა მივხედოთ. ქალაქელო, გამამეყოლე. ხინკალი რო შეჭამე, ეგ ძალა ახლა სადმე უნდა დახარჯო. შეშა გვაქვს დასაჭრელი. ამის გაგებისას ლუკა ცოტა არ იყოს ანერვიულდა, რადგან მას ცხოვრებაში არ აუღია ხელში ცული და არ დაუჩეხავს შეშა. ისიც კი არ იცოდა, როგორ უნდა დაეჭირა ხელში, მაგრამ არ შეიმჩნია და პაპასთან ერთად ეზოში გავიდა. მოხუცმა აჩვენა, სად იყო ხის მორები და ნაჯახი, შემდეგ კი გამოერიდა. თავიდან ცოტა არ იყოს დაბნეული იყო კაცი, მაგრამ მალე თავი ხელში აიყვანა და საქმეს შეუდგა. ყველანაირად ცდილობდა პაპას მიცემული დავალება პირნათლად შეესრულებინა, მაგრამ სოფლის საქმისა არაფერი გაეგებოდა და ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც მას ეგონა. მისი მოვლილი ხელებისთვის რთული აღმოჩნდა ნაჯახის ხელში აღება და ხის მორების ჭრა. როგორც კი ხელში დაიჭირა და ძალა დაატანა იმისთვის, რომ დაეჩეხა, მტკივანმა წელმა მაშინვე შეახსენა თავი, თუმცა არ შეიმჩნია და ნაჯახი ხის მორს დაარტყა. მოქნევის დროს ხელიდან გაუცურდა და პირი ხის კანს ჩაარჭო. მოულოდნელი დარტყმისგან ხელებში ვიბრაცია იგრძნო. მოხუცი შორიდან აკვირდებოდა და უკმაყოფილოდ აქნევდა თავს. — ნიავ, ეს ქალაქელი სოფელში არ გამადგება, ძალიან ნაზია ამისთვისა... — გადაულაპარაკა შვილიშვილს, რომელიც მის გვერდით იდგა. — ასე ფიქრობ? — ჰკითხა ნიამ. — ხო, აბა შახედე, როგორ უჭირავს ცულის ტარი ხელში და არც სწორედა დგას, — სერიოზული ტონით უთხრა. — კარგი რა პაპავ, ასე მკაცრადაც ნუ განსჯი. ხო, ის ქალაქელია, მაგრამ დავაცადოთ, ვფიქრობ ნელ-ნელა ალღოს აუღებს, — შეებრალა ნიას ლუკა და პაპასთან გაამართლა კიდეც. — კარგი, დავუცადოთ, რადგან გამოუცდელია, ამ ერთხელ ეპატიება, — დინჯად მიუგო მოხუცმა და წავიდა. ნიამ ამოიოხრა და ლუკას გახედა. ნახა, როგორ წვალობდა. გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც, რომ ის ახლა მის გვერდით იყო და ცდილობდა მისი ნდობის მოპოვებას. ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ის ამპარტავანი და ყოვლისშემძლე გელოვანი მის გამო ამ ყველაფერს გააკეთებდა, თანაც ისე, რომ პრეტენზია არაფერზე ექნებოდა. შორიდან აკვირდებოდა და ებრალებოდა კიდეც, როდესაც მტკივან წელზე იკიდებდა ხელს ამის დამალვას კი ცდილობდა, მაგრამ ნიას თვალს არაფერი გამოპარვია, რადგან მის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა. დღეს კი ლუკამ სრულიად უცხო სამყაროში გაიღვიძა, იქ, სადაც ყველაფრისგან მოწყვეტილი იყო ცივილიზაციისგან და ნორმალური ცხოვრებისგან. პირველად მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც ატკივებული წელით გაიღვიძა, შემდეგ კი გაყინულმა წყალმა თითქოს ილუზიიდან რეალობაში დააბრუნა. მტკივნეულად ისმევდა წელზე ხელს და მძიმედ სუნთქავდა. ლუკამ თითქოს ნიას დაჟინებული მზერა იგრძნო მანაც გაიხედა მისი მიმართულებით. ეს იყო მზერა, რომელიც ყველაფერს ამბობდა: ტკივილს, სინანულს და უსაზღვრო სიყვარულს. ისეთი სინაზით უყურებდა და მტკიცე მზერით, თითქოს მზერით ეუბნებოდა, რომ მის გამო უკან არაფერზე დაიხევდა. — ნიავ, შვილო, მე და პაპაშენი მეზობელთანა მივდივართ, ავად არის და გვერდით არავინა ჰყავს, რომ მასთან დარჩეს, ამიტომ დღეს სახლში არ მოვალთ, — აუხსნა ბებომ. — არ მოხვალთ? — წამოიძახა ნიამ. — ჰო, სახლში მარტო მოგიწევთ დარჩენა და აბა ჭკვიანად იყავით, — გააფრთხილა და პაპასთან ერთად გარეთ გავიდა. *** ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. სახლში მარტოებს მოუწიათ დარჩენა და თავს უხერხულად გრძნობდნენ, განსაკუთრებით ნია, რომელიც ადგილს ვერ პოულობდა და ღელავდა, როგორ უნდა ყოფილიყო ლუკასთან ერთად მარტო ან როგორ მოქცეულიყო, წარმოდგენა არ ჰქონდა. გარეთ ქარის ზუზუნი ისმოდა, ეტყობოდა, რომ ამინდი გაუარესებულიყო. იქვე კუთხეში იჯდა და ლუკას უყურებდა. კაცი მდუმარედ იჯდა, მაგრამ შეწუხებული სახე ჰქონდა, როგორც ჩანს, ისევ წელი აწუხებდა. თან ებრალებოდა ასეთს რომ ხედავდა, მაგრამ თან გულში ამბობდა: „აბა, რა ეგონა, აქ რომ მოდიოდაო“. მიუხედავად იმისა, რომ წელი სტკიოდა, ის მაინც ჩუმად აკვირდებოდა ნიას ანთებული და გზნებარე თვალებით. ისეთი სინაზით და მოთმინებით სავსე თვალებით უყურებდა, რომ მზად იყო, თუნდაც მთელი ცხოვრება მის ცქერაში გაეტარებინა. უგონოდ იყო შეყვარებული და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ეჯერა, რომ ერთ დღესაც გოგო შეუყვარდებოდა. არადა, ადრე თავად დასცინოდა სხვებს, ვინც შეყვარებული იყო; სიყვარულის არ სწამდა და მას სისუსტეს უწოდებდა. ახლა კი თავად გადიოდა ამას. სწორედ ამაზეა ნათქვამი არასოდეს თქვა არასდროს, რადგან ის, რასაც ჩვენ გავურბივართ და უარვყოფთ, სწორედ ისე ხდება. ნიამ ერთხანს კიდევ უყურა, შემდეგ ამოიოხრა და სამზარეულოში გავიდა. მალე დაბრუნდა. ხელში პატარა თიხის ქილა ეჭირა, საიდანაც ფიჭვის ფისისა და მთის ბალახების მძაფრი, სამკურნალო სურნელი მოდიოდა. ლუკა ისევ ისე იჯდა, მხრებით ცივ კედელს მიყრდნობილი. ცდილობდა სუნთქვა გაეთანაბრებინა, რომ ყოველი ჩასუნთქვისას წელში მომდგარი მჭრელი ტკივილი არ შეემჩნია. ნია მის წინ ჩაიმუხლა. ბუხრის შუქი მის სახეზე ათამაშებდა ჩრდილებს, რაც გოგონას მზერას კიდევ უფრო იდუმალს ხდიდა. — დაწექი, — თქვა მან მოულოდნელად. მის ხმაში აღარ იგრძნობოდა დილინდელი ირონია, ახლა უფრო მზრუნველი და ცოტა მკაცრი ჩანდა. ლუკამ გაოცებით შეხედა, ვერ მიხვდა, რას ეუბნებოდა გოგო, მერე კი სცადა გაეცინა, მაგრამ ტკივილისგან სახე დაემანჭა. — რაო? მისმა უდიდებულესობა ალქაჯმა მოწყალე თვალით გადმომხედა... — სიცილით ჩაილაპარაკა. — ეგ რა არის? — მიანიშნა ქილაზე. — ნუ სულელობ, გელოვანო, — ნიამ ქილას თავსახური მოხადა. — პაპაჩემის წამალია, მთის ყვავილებისგან არის დამზადებული. თუ ახლა არ დაგიზილე, ხვალ საერთოდ ვეღარ ადგები და მერე მთელი ზამთარი შენი მოვლა მომიწევს. ეგ კი ნამდვილად არ შედის ჩემს გეგმებში. ლუკა უსიტყვოდ დაჰყვა მის ნებას და სვიტერის გახდა დაიწყო. ნიამ როდესაც ეს დაინახა, მოულოდნელობისგან შეკრთა, რის გამოც თავი უხერხულად იგრძნო. ლუკამ, რა თქმა უნდა, ეს შეამჩნია და ულვაშებში ეშმაკურად ჩაეღიმა. ნიამ თავი ხელში აიყვანა და სცადა აუღელვებლად ეთქვა. — რას აკეთებ, რატომ იხდი? — აბა, ისე როგორ დამიზილავ, თუ არ გავიხადე ზედატანსაცმელი? — ღმერთო, გავგიჟდები... ასე სპეციალურად იქცევი, არა? თუ ჩემს პროვოცირებას ცდილობ, მინდა გითხრა, რომ ტყუილად ნუ გაირჯები, — ურეაქციოდ უთხრა, თუმცა ეს სიმშვიდე მოჩვენებითი იყო. — რატომ გგონია, რომ შენს პროვოცირებას ვცდილობ, ნია? — ჰკითხა და უდანაშაულო გამომეტყველება მიიღო. — ჯანდაბა შენს თავს, კარგი, ხო, — უთხრა მან. ლუკა მუცელზე დაწვა, ხელები კი მუთაქაზე დაეწყო. ნია მის გვერდით მოკალათდა, ხელით წამალი ამოიღო, შემდეგ კი კაცის ზურგზე გადაუსვა. როგორც კი მის გაციებულ და დაჭიმულ ზურგზე გოგოს ნაზი ხელები შეეხო, კაცს ჟრუანტელმა დაუარა. ეს იყო შემთხვევა, როდესაც მათ შორის არსებული აღმართული ბარიერები ნელ-ნელა ბზარს იჩენდა. ნია ძლიერად, მაგრამ საოცრად ნაზად უსვამდა ზურგზე ხელს და უზელდა დაჟეჯილ ადგილებს. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა მათ შორის. ნია აღელვებული იყო, უჭირდა მასთან ახლოს ყოფნა. ეგონა სოფელში ჩამოსვლით მაინც დააღწევდა თავს გელოვანს. მან კი, სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, სოფელში ჩამოაკითხა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი შოკი მიიღო, როდესაც ლუკა იმ თოვლიან მდელოზე იპოვა. ის გაორებული იყო თან უხაროდა მისი ნახვა და თან არა. ახლაც ამ დღეში გახლდათ თითქოს ორად იყო გაყოფილი გონებასა და გულს შორის. ოხ, ეს გონება, როგორ ეწინააღმდეგებოდა მის გულს! ამ ბრძოლაში ლუკა უკვე დამარცხდა მისი გონება უძლური აღმოჩნდა გულთან. ახლა ნიას ჯერი იყო, საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო. — რატომ აკეთებ ამას? — ჰკითხა ლუკამ ჩუმად, რომელსაც სახე ბალიშში ჰქონდა ჩაფლული. — ხომ გინდოდა, რომ ერთ კვირაში გავქცეულიყავი? ნიამ მოძრაობა შეანელა და ჩაფიქრდა, თვალები ნაღვლიანი გაუხდა. რატომ აკეთებდა ამას? ალბათ იმიტომ, რომ მისთვის სულერთი არ იყო და არც მისი სიტყვები შეესაბამებოდა მის ქმედებებს. გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც, რომ მიაკითხა კაცმა და მის გამო თავი საფრთხეშიც კი ჩაიგდო, მაგრამ ამას არ იმჩნევდა. — ხომ გითხარი, რომ არ მინდა ჩემი მოსავლელი გახდე მთელი ზამთარი! — წამოიძახა ნიამ და უფრო სწრაფად დაიწყო მასაჟის კეთება. ლუკა ერთხანს შეყოვნდა, შემდეგ მკვეთრად წამოდგა, გოგოს ხელი ჩაავლო და ერთი ხელის მოსმით მის ზემოდან მოექცა. დაჰყურებდა გამჭოლი და მწველი მზერით, თითქოს ცდილობდა მისი თვალებიდან ამოეკითხა სიმართლე. ცოტა ხანში კი ეშმაკურად ჩაეღიმა. ნია ამ მოულოდნელმა მოქმედებამ ააღელვა, რის გამოც სახეზე ალმური მოედო. სუნთქვა უფრო დაუმძიმდა და ხშირი გაუხდა. — სულ გაგიჟდი, ხო?! — არეული ხმით წამოიძახა. — რას ნიშნავს ეს ყოველივე? — იცი, ყოველთვის მიზიდავდა ეს შენი იდუმალი და მრავლისმთქმელი ნაცრისფერი თვალები... ახლაც იმდენ რამეს მეუბნებიან... — მის სახესთან უფრო ახლოს მივიდა და დაბოხებული ხმით უთხრა. — რა საინტერესოა, ყველაფერთან ერთად ადამიანის წაკითხვაც თუ შეგეძლო, არ ვიცოდი... მაინც რას გეუბნებიან? — კითხა ინტერესით. — ადამიანის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია, მაგრამ შენი შემიძლია. შენ არ გაგიგია, რომ თვალები სულის სარკეა? შენი თვალები კი გადაშლილი წიგნივითაა, საიდანაც ყველაფერი კარგად ჩანს... — ჩაეღიმა ლუკას. — თუ ასეა, მითხარი, რას ამბობენ? — არა, მაგას არ გეტყვი... — ჩუმი ხმით უთხრა. — რატომ? — იმიტომ, რომ მე მინდა ასე, — უთხრა ლუკამ უთხრა და კვლავ იმ მწველი მზერით დააჩერდა. ზემოდან უყურებდა, უყურებდა, გოგოს და ხედავდა, ღელავდა და თვალებს დაბნეულუ აქეთ-იქით აცეცებდა, საკამაოდ ჭკვიანი იყო იმისთვის, რომ ვერ მიმხდარიყო, ვერაფრერს, მისთვის სულ ერთი, რომ ყოფილიყო ახლა ასე განაბული არ იწვებოდა მის სიახლოვეს, ბოლოს ნიამ ვეღარ გაუძლო, კაცის ქარაგმებით საუბარს და მის სიახლოვეს და ნერვებ მოშლილმა ჰკრა ხელი. — როგორც ჩანს, წელი აღარ გაწუხებს... — მტკიოდა, მაგრამ როგორც ჩანს ჯადოსნური ხელები გაქვს.. — კარგი, მაშინ ძილი ნებისა, — უთხრა და წავიდა. ნია თავის ოთახში შეიკეტა და საწოლზე ჩაეშვა. სიბნელეში მისი სუნთქვა ხშირი და არათანაბარი იყო, თითქოს ჰაერი შატილის ყინვაზე მეტად ლუკას სიახლოვისგან გაყინულიყო. გული ყელში ებჯინებოდა და ვერ სუნთქავდა. რას უშვებოდა ეს კაცი? ყოველი მისი გამოხედვა, ყოველი სიტყვა ნიას იმ კედლებს ამსხვრევდა, რომლებსაც წლების განმავლობაში ასე სათუთად აშენებდა საკუთარი თავის გარშემო. ხვდებოდა, რომ ლუკა მისი გარდაუვალი განაჩენი იყო სიმართლე, რომლის აღიარებასაც მთელი არსებით გაურბოდა, მაგრამ რომელიც უკვე მის სულში ჩასახლებულიყო. თვალები დახუჭა, რომ დამშვიდებულიყო, მაგრამ ქუთუთოების მიღმაც კი იმ მწველ მზერას ხედავდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, რომ ასე ადვილად აჰყვა მის თამაშს, რომ მისმა სხეულმა უღალატა და კაცის მკლავებში აღმოჩნდა თან ისე ახლოს იყო, რომ მისი გულის ცემა ესმოდა, როდემდე გაუძლებდა მის სიახლოვეს ყოფნას არ იცოდა. ვერაფრით ვერ დაიმშვიდა აფორიაქებული გული, რომელიც მოსვენებას უკარგავდა. მისაღებ ოთახში კი მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ბუხარში მინავლული შეშის ფხვიერი ტკაცუნი არღვევდა ამ მდუმარებას. ლუკა ტახტზე იწვა, ხელები თავქვეშ ამოეწყო და ჭერს მიშტერებოდა. ტკივილი წელში ნელ-ნელა ყუჩდებოდა, მაგრამ გულში ისეთი სიმხურვალე უტრიალებდა, რომელსაც ვერანაირი მთის ყინვა ვერ გააციებდა. მას არ სჭირდებოდა ნიასგან ხმამაღალი აღიარება. მან დაინახა ის ალმური გოგოს ლოყებზე, ის აფორიაქებული სუნთქვა და, რაც მთავარია, ის ნაცრისფერი თვალები, რომლებმაც წამით მაინც გასცა საკუთარი პატრონი იმ თვალებში ლუკამ დაინახა არა სიძულვილი, არამედ სასოწარკვეთილი ბრძოლა საკუთარ გრძნობებთან. მან იცოდა: ნია მას კი არ გაურბოდა, არამედ იმ ქალს საკუთარ თავში, რომელიც ლუკას დანახვისას ცოცხლდებოდა. — ჯიუტი ხარ, ნია... — ჩაილაპარაკა ლუკამ სიბნელეში და ტუჩის კუთხეში გამარჯვებულის ღიმილმა გაუელვა. — მაგრამ შენი თვალები უკვე მღერიან იმ აღსარებას, რომელსაც შენი ენა ვერასდროს იტყვის. შენ მე უკვე შემომიშვი შენს სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ კარი მაგრად გაქვს მოხურული. კაცმა თვალები დახუჭა და ნიას სურნელი გაიხსენა, რომელიც ჯერ კიდევ ოთახში ტრიალებდა. — დანარჩენი კი... — დაამატა მან ხმადაბლა, თითქოს საკუთარ თავს ეუბნებოდა, — დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხია. გარეთ ქარბუქი უფრო მეტი სიძლიერით აზუზუნდა, თითქოს სამყაროსგან მათ საბოლოო მოწყვეტას და ამ პატარა სახლში მათ ემოციურ გამოკეტვას ცდილობდა. წინ გრძელი, ცივი ღამე ელოდათ დუმილი, რომელიც ყვირილზე მეტს ამბობდა, და უხილავი ძაფები, რომლებიც ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან კედლის მიუხედავად მაინც აკავშირებდა. **** შატილში ცხოვრება ლუკასთვის არც თუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა, თუმცა ბედს არ უჩიოდა და არც პრეტენზიას გამოთქვამდა. იცოდა, რაზეც მიდიოდა, როდესაც სოფელში ჩადიოდა. პირველი რამდენიმე კვირა განსაკუთრებით გაუჭირდა ხმელ ტახტზე ძილი და ტექნოლოგიებისგან ასე შორს ყოფნა მისთვის ნამდვილი გამოწვევა იყო. დენიც ხშირად არ ჰქონდათ, მას კი უწევდა, რომ ცეცხლის შუქზე ან სანთლის შუქზე ყოფილიყო, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ვაჟკაცურად იტანდა ამ ყველაფერს. დროთამანძილზე მიეჩვია სოფლის ცხოვრებას და ყველანაირად ცდილობდა პაპას დავალებები პირნათლად შეესრულებინა, ისიც ხან რას დაავალებდა ხან რას. ნია, დამკვირვებლის როლში იყო და შოროდან აკვირდებოდა ლუკას, თუ როგორ უმკლავდებოდა სირთულეებს. ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ დრო და დრო კმაყოფილების ღიმილი გაურბენდა ხოლმე სახეზე. გაოცებული იყო მისი სიმშვიდით და კეთილგონიერებით, იმასაც კარგად ამჩნევდა, თუ როგორ კეთილად და პატივისცემით ეპყრობოდა მოხუცებს, თუმცა ამის მიუხედავად მაინც არ ტყდებოდა და თავის პოზიციაზე რჩებოდა. აი ნაზი ბებოს გული კი უკვე მოეგო, ბებოს ამ მოკლე დროში ისე შეუყვარდა ლუკა, რომ სულ მის ზრუნვაში იყო, ხან რას მიართმევდა ხან რას და ყველაფერთან ერთად ტკბილი სიტყვებით შეამკობდა. აშკარა იყო, რომ მისთვის უკვე სასურველი სასიძო იყო. ხედავდა მის მოწიწებას, თავაზიანობას, მოთმინებას და მისი შვილიშვილისადმი უსაზღვრო სიყვარულს და უფრო მეტად უყვარდებოდა. ხანდახან ბებო ორივეს უჯავრდებოდა, რომ ბიჭს ასე აწვალებდნენ პაპა და შვილიშვილი. ახლაც პაპას მისთვის ახალი დავალება მიეცა რომელიც ცხენის შეკაზმას ასწავლიდა. თან უბრალოდ ცხენის კი არა ბურანის, რომელიც პატრონის გარდა არავის იკარებდა. — აბა, ქალაქელო, ვნახოთ, რამდენად გაბედული ხარ და შეძლებ თუ არა ბურანის შეკაზმას. — დინჯად უთხრა მოხუცმა. — გაგიჟდი, კაცო, ხომ იცი არა, რა ფიცხი ცხენია ბურანი და ახლოს არავის იკარებს. — აღელვებით უთხრა ბებომ. — მაიცადე დედაკაცო, ვიცი რასაცა ვაკეთებ. — მკაცრად უთხრა ცოლს. ამის გაგებამ ნიაც კი ააღელვა, იცოდა, რომ ბურანი მას ახლოს არ მიუშვებდა და შეიძლებოდა, რამეც დაეშავებინა მისთვის, პაპამისს გადახედა, რომელიც მისდა გასაოცრად მშვიდად და აუღელვებლად იჯდა. ლუკამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, თავი ხელში აიყვანა და ცხენისკენ გაემართა სადაც იქვე კუთხეში იყო მიბმული. როდესაც ახლოს მივიდა და ცხენს შეეხო, ბურანი გაჯიუტდა, რის შემდეგადაც თავის ქნევა და ჭიხვინი დაიწყო, კიდევ ერთხელ დააპირა მიახლოვება და მასზე უნაგირის შემოდგმა, მაგრამ ამაოდ. — ლუკა, ეგრე არ შეიძლება! — წამოიძახა ნიამ და მასთან მივიდა. — მაშ რა გავაკეთო? — დაბნეულმა უთხრა. — ცხენზე უნაგირს ვერ შემოდგამ და ვერ გახედნი, თუ მისი ნდობა და სიყვარული ვერ მოიპოვე. შენ გინდა, რომ პირდაპირ უნაგირი შემოდგა და შემოაჯდე, მაგრამ ახლოს არ მიგიშვებს ასე, არცერთი ცხენი მითუმეტეს ბურანი. — მართალია, ჩემი შვილიშვილი, ცხენს ასე არავინ ხედნის. უპირველეს ყოვლისა, მისი ნდობა უნდა დაიმსახურო რაც არც თუ ისე მარტივია. — მხარი აუბა პაპამაც. — ზუსტად, ცხენი გრძნობიარე ცხოველია და ადამიანის ენერგეტიკას გრძნობს, შენ თუ დაძაბული მხვალ და უხეშად მოეპყრობი ის არ მიგიშვებს ახლოს. ჯერ უნდა აგრძნობინო, რომ შეიძლება შენი ნდობა. — მაშინ მითხარი რა ვქნა? — ცხვირზე გადაუსვი ხელი ფრთხილად და აუღელვებლად და მოეფერე. — უთხრა და განზე გადადგა. ლუკა, ერთხანს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს გაუბედავად გადაუსვა, ცხვირზე ხელი, ცხენი უარესად გაჯიუტდა, როდესაც სახეზე შეეხო და თავი გააქნია, რა აღარ სცადა კაცმა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ბოლოს დაღლილმა ამოიხრა და თვალები დახუჭა სიმშვიდის შესანარჩუნებლად, პაპა შორიდან აკვირდებოდა, აინტერესებდა, სადამდე ეყოფოდა ამ ქალაქელს მოთმინება ან თუ შეძლებდა, ცხენის დამორჩილებას, ეს ისე შორეულად და წარმოუდგენლად ჟღერდა, რადგან ბურანის მოთვინიერება არც თუ ისე მარტივი გახლდათ. კაცმა ძალა მოიკრიბა და ისევ სცადა ცხენის მოფერება, მაგრამ სწორად არ აკეთებდა, ძალით ვერ მოეფერები და ვერც ნდობას მოიპოვებ, ის კი დაძაბული იყო, ცხენი კი მის შიშს და მძიმე ენერგიას გრძნობდა. — ღმერთო, მოთმინება მომეცი... — ამოიხრა კაცმა და ნიასკენ გააპარა მზერა, ნია თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ახარხარებულიყო. — დამცინი არა? — მოჭუტული თვალებით გახედა. — არა, როგორ გეკადრება. — ეს თქვა და გულიანად გაიცინა. — იცინე, იცინე, მაგრამ მე იცი რას მივხვდი... იმას, რომ რაც პატრონია, ჯიუტი და მოურჯულებელი, ცხენიც ზუსტად ისეთივე ჰყავს, მაგრამ არაუშავს მე ორივეს მოგათვინიერებთ. — მშვიდი, მაგრამ სერიოზული ხმით უთხრა. ამაზე ნიას კიდევ უფრო გაეცინა. — წარმატებები... — ჩაიფხუკუნა და წავიდა. ლუკამ გაიფიქრა: „არა, ასე საქმე ვერ წავა, ლუკა დამშვიდდი, გახსოვდეს, რომ ცხენთან სიმშვიდე გმართებს“. შემდეგ მოაგონდა, რომ ცხენებს ვაშლი უყვართ და ბებოს გასძახა. — ბებო, სახლში ვაშლი თუ გაქვთ? — კითხა ლუკამ. — კი, როგორ არა, ყოჩაღ სწორედ მიხვდი, რომ ცხენების საყვარელი სასუსნავი ვაშლია. — თბილად უთხრა და ცოტა ხანში რამდენიმე ვაშლი მიუტანა. — მადლობა, ბებო. — უთხრა და ცხენს მიუბრუნდა, — მე ლუკა არ ვიყო, თუ შენ არ მოგათვინიერე. — ჩაილაპარაკა და ახლა უკვე მშვიდად და მტკიცედ მივიდა მასთან, ცხენს სახეზე გადაუსვა ხელი, შემდეგ კი, ფრთხილად მიაწოდა ვაშლი, ცხენმა მისი ხელი დაყნოსა, ნახა, რომ არაფერს ერჩოდა და თავისუფლად შეჭამა მისი ხელიდან ვაშლი. ამჯერად უფრო დამშვიდდა ბურანი, აღარ გაჯიუტებულა ძალიან, ლუკა ფრთხილად და მოთმინებით ეპყრობოდა მას. კიდევ რამდენჯერმე მიაწოდა ვაშლი, ადგილიდან არ განძრეულა, თამამად და თავისუფლად იდგა ფაფარზეც კი გადაუსვა ხელი. — აი ასე მეგობარო, მგონი მე და შენ გავუგებთ ერთმანეთს. — ჩასჩურჩულა, შემდეგ კი ცხენის შეკაზმვა დაიწყო, ბურანი წყნარად იდგა და აღარ ეწინააღმდეგებოდა. ლუკამ თავისუფლად შემოადგა უნაგირი და შეკაზმა. კმაყოფილი იყო, რომ შეძლო ბურანის ნდობის მოპოვება და გამარჯვებულის სახით გადახედა, ნიას, რომელიც გაოცებული სახით უყურებდა, მაგრამ თან არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ბურანი ასე მალე დაემორჩილა. კაცმა განაგრძო ცხენის ფერება და ვაშლით განებივრება, მაგრამ ის კი არ იცოდა, წინ კიდევ ერთი თავგადასავალი რომ ელოდა. პაპამ დაინახა ლუკას მონდომება, მისი მოთმინება და სიმტკიცე, ეს დააფასა, მაგრამ გარეგნულად არაფერი შეიმჩნია, ისევ პირვანდელ პოზიციაზე დარჩა, მეტიც ახლა უთხრა, რომ თუ შეძლო და დაიმორჩილა ცხენი, ესე იგი მასზე ჯდომაც არ გაუჭირდებოდა. ლუკამ თავდაჯერებულად უთხრა, რომ ამასაც სიამოვნებით გააკეთებდა, მაგრამ აი აქ შეცდა, რადგან ერთია ცხენი დაამშვიდო, მაგრამ მეორეა მასზე ამხედრდე. ეს მხოლოდ ნიას შეეძლო, მხოლოდ მას რთავდა ნებას ბურანი. — აბა, ქალაქელო, სიტყვაზე ნუ დაგვრჩები, — უთხრა პაპამ. ნია კი იქვე ჩამოჯდა ეშმაკურად აათამაშა თვალები. — ვაშლის ჭამა და ცხენზე ჯდომა ერთი არ გეგონოს. — უთხრა ნიამ. ლუკამ არაფერი უპასუხა, იცოდა, რომ ერთი მცდარი მოძრაობა და ბურანი მას ეზოს ბოლოში მოისვროდა, ღრმად ჩაისუნთქა, ჩამოყრილი და არეული თმები უკან გადაიწია, მარცხენა ფეხი უზანგში გაუყარა, სადავეები მუჭში მოიქცია და ერთი მკვეთრი მოძრაობით ცხენზე აღმოჩნდა. წამით სიჩუმე ჩამოწვა, ყველა სუნთქვაშეკრული ელოდა მოვლენების განვითარებას. ბურანი, ერთხანს გაყუსული იდგა, როგორც ჩანს ჯერ კიდევ აგემოვნებდა ვაშლს, მაგრამ მოულოდნელად დაიძაბა, იგრძნო, როგორ შეეხო მისთვის უცხო სხეული მის ზურგს, ამოიხვირხვინა და ყალყზე შედგა. — ვაიმე! — წამოიძახა ნიამ და ფეხზე წამოხტა. მისი ირონია წამში გაქრა, სახე კი გადაუფითრდა, პირზე ხელი აიფარა, როდესაც ნახა, როგორ გადაქანდა ლუკა უკან, მაგრამ არ გადავარდნილა, სასწაული ძალით მოახერხა და უნაგირს ჩაებღაუჭა. ბურანი არ ცხრებოდა, ადგილიდან მოწყდა და ეზოს წრეებს ურტყამდა, უნდოდა თავისი ზურგიდან კაცი ჩამოეგდო. ლუკა კბილებით იჭერდა ქვედა ტუჩს, მუხლებით ცხენის გვერდებს ისე იჭერდა, თითქოს მისი ნაწილი გამხდარიყო. ყოველ ნახტომზე ხვდებოდა, რომ ძალა ეცლებოდა, მაგრამ როდესაც ნიას შეშინებული სახე დაინახა და პაპას დინჯი და სერიოზული სახე, მიხვდა დანებების უფლება არ ჰქონდა, უნდა დაემტკიცებინა, რომ შეუძლია მოთოკოს ასეთი ველური ცხენიც კი. ბურანი, ჯიუტად იქნევდა ფეხებს და არხევდა ტანს, კაცი რომ ჩამოეგდო, მაგრამ ლუკა მასზე უფრო ჯიუტი აღმოჩნდა, არ აძლევდა უფლებას ჩამოეგდო. ბოლოს, ბურანი შედგა და მძიმედ ქშინავა,დაიწყო. ნესტოებიდან ორთქლს უშვებდა, მაგრამ ლუკას აღარ ებრძოდა. კაცმა ფაფარზე დამამშვიდებლად გადაუსვა ხელი და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როდესაც ცხენი დამშვიდდა. ცხენიდან, როდესაც ჩამოხტა, ოდნავ წაბარბაცდა, მაგრამ მაინც გამართული მივიდა ნიასთან. გოგონა ჯერ კიდევ გაქვავებული იდგა, თვალებში კი ისეთი რამ უელავდა, რასაც აქამდე საგულდაგულოდ მალავდა. — აბა, რას იტყვი ქალბატონო, შევძელი თუ არა ბურანის დამორჩილება? — ქოშინით უთხრა რადგან დაღლილი იყო. — ცუდი არ იყო, მაგრამ ბურანი დატანჯე. — მიუგო ნიამ და ცხენისკენ დაიძრა, ის ჯერ კიდევ დაძაბული იდგა და ფრუტუნებდა, ნია მასთან მივიდა მისი სახე მიიხუტა და მოეფერა, ისიც უმალ დამშვიდდა. — კარგი ბიჭი ხარ ბურან... — ჩასჩურჩულა თავის ოთხფეხა მეგობარს. *** საღამო იყო უკვე, შებინდებას იწყებდა, ნია კი ნაღვლიანი იდგა, თოვლიან მდელოზე და თვალცრემლიანი გაჰყურებდა, მის წინ ციხე-კოშკებს, რომლებიც თოვლით იყო დაფარული და მდუმარედ დაჰყურებდნენ ზემოდან, თითქოს გიგანტურ დევებს ჰგავდნენ. თავს ცუდად გრძნობდა და შინაგანად რაღაც ღრნიდა, ძალიან იყო დაბნეული არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რა გაეკეთებინა, მისმა გულმა დიდი ხანია აღიარა, რომ ლუკა შეუყვარდა, მაგრამ გონება, ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა თავის გრძნობებს და გამუდმებით ახსენებდა, ლუკას ცუდ თვისებებს, იმას, თუ რა საშინლად იქცეოდა, ყოველთვის, როდესაც მასზე დადებითად დაიწყებდა ფიქრს და იმის შემჩნევას, თუ როგორი სხვანაირი იყო, იმ წამსვე განგაშის სიგნალს უტეხდა და ახსენებდა ყველაფერს. გარეთ, ცა მოწმენდილი იყო და ალაგ ალაგ წითლად იყო შეფერილი, თოვლი კი შეუჩერებლად მოდიოდა. — რა გავაკეთო, ღმერთო? ძალიან ავირიე... — სასოწარკვეთილმა წამოიძახა და კიდევ ერთი ცრემლის ნაკადი მოიწმინდა სახიდან. — აი თურმე სად ყოფილხარ? — მოულოდნელად გაისმა ლუკას ხმა და მალე მის გვერდით შეჩერდა. — აქ რას აკეთებ ლუკა? არ მითხრა, რომ უკან გამომყევი? — შეეცადა მშვიდად ეთქვა. — ზუსტად ასეა, დავინახე როგორი აღელვებული წამოხვედი სახლიდან და უკან აგედევნე. ნიას უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ იმდენად აწვებოდა ემოციები რომ არაფერი აღარ უთხრა, კოშკებს უყურებდა და მისკენ არც იყურებოდა, ახლა მის გვერდით იდგა, მასთან ასე ახლოს, მაგრამ ამავდროულად მისგან შორს იყო, ყოველ შემთხვევაში მას ეგონა ასე. — რა უცნაურია, არა ეს კოშკები, თითქოს დიდ დევებს გვანან, რომლებმაც საუკუნოდ დაიძინეს... — უთხრა ლუკამ და ნიას გახედა. — ამ კოშკებს თავისი ისტორია აქვს და დროს გაუძლო, რომლებიც უკვე საუკუნეებია აქ დგას. — შეეცადა მშვიდად ეპასუხა, თუმცა გრძნობდა გული როგორ უჩქარდებოდა. — ყოველთვის, როდესაც აქ ჩამოვდივარ ჩემი საყვარელი მოთხრობა მახსენდება, მართალია იქ მოვლენები ყაზბეგში ხდება, მაგრამ მაინც მთასთან არის კავშირი და მის მკაცრ წესებზე. — ჩამწყდარი ხმით ამოთქვა და სცადა შეუმჩნევლად მოეწმინდა ცრემლი, მაგრამ ლუკამ მაინც შეამჩნია. — რომელი მოთხრობა ნია? — ინტერესით კითხა. — „ხევისბერი გოჩა“ და ძიძიასა და ონისეს ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, რომელიც მათთვის აკრძალული იყო. — ნაღვლიანად ამოთქვა და ახლა უკვე თვალი გაუსწორა ლუკას. — შენ არ წაგიკითხავს ეს მოთხრობა? — სკოლის პერიოდში წავიკითხე საგამოცდოდ, მაგრამ საინტერესო იქნება შენეული ვერსიის მოსმენაც. — მკრთალად გაუღიმა. ნიამ ღრმად ამოისუნთქა და თხრობა დაიწყო: — მთაში ყოველთვის სასტიკად ისჯებოდა ღალატი და... — ნიას ხმა გაებზარა, თითქოს ყელში ბურთი გაეჩხირა. — და ფიცის გატეხვა. ონისეს და ძიძიას მართლა უყვარდათ ერთმანეთი, ლუკა. მაგრამ ეს აკრძალული სიყვარული იყო — ძიძია გათხოვილი იყო, ონისე კი მისი ხელისმომკიდე იყო. ონისე იმდენად მიეცა თავის გრძნობებს, რომ თავი დაკარგა, რის გამოც თავისი მოვალეობა ვერ შეასრულა და სოფელს მტერი შემოესია, მთამ მას ღალატი არ აპატია, მამამ შვილი არ დაინდო, რადგან დაივიწყა თავის ვალი სოფლის წინაშე და სიყვარული აირჩია. ლუკა დუმდა. ის უყურებდა ნიას ათრთოლებულ პროფილს და ხვდებოდა, რომ გოგონა ამ ისტორიით საკუთარ შიშს ხსნიდა. ნიას ეშინოდა, რომ მათი გრძნობაც, რაც უნდა ნამდვილი ყოფილიყო, მაინც „დაწყევლილი“ აღმოჩნდებოდა ლუკას წარსულის გამო. გული ტკიოდა, რადგან ხვდებოდა, რომ ნიას ეშინოდა თავის გრძნობების აღიარების და ვერ უმკლავდებოდა. — ვიცი, ნია... — ჩუმად თქვა ლუკამ. ხმაში სიმტკიცე შეეპარა, თუმცა თვალებში სინანული უელავდა. — ონისემ თავისი ვალი დაივიწყა და ამით ყველას უღალატა. მამამისი კი იმიტომ იყო სასტიკი, რომ მთაში სხვაგვარად გადარჩენა შეუძლებელი იყო. მაგრამ მე და შენ სხვა ისტორიას ვწერთ. მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ შენი ვალი დაგავიწყო. პირიქით, მე აქ იმისთვის ვარ, რომ შენთან ერთად ვიდგე ამ კოშკების სადარაჯოზე. შენ გგონია, რომ ჩემი შეყვარება ღალატია? გგონია, რომ თუ გულს გამიღებ, ამით შენს წესებს დაარღვევ? ლუკამ ნაზად, თითქმის უხილავად შეახო ხელი ნიას ნიკაპზე და აიძულა მისთვის შეეხედა. გოგონას თვალებში ათრთოლებული ცრემლები მთვარის შუქზე ბრილიანტებივით ბზინავდა. — ონისემ სიყვარული მოვალეობას დაუპირისპირა. მე კი მინდა, რომ ჩვენი სიყვარული შენი ძალა გახდეს. მე აღარ ვარ ის კაცი, ვინც შენს სამყაროს საფრთხეს შეუქმნის. დღეს ბურანზე ამხედრებულმა მივხვდი,თუ გინდა, რომ რამეს გაუძლო, უნდა მოთოკო შენი შიშიც და სიამაყეც. ამ ერთხელ მაინც... ნუ უყურებ წარსულს და მენდე, კარგი? რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოწვა, ლუკა დუმდა და ნიას ელოდა, თუ რას ეტყოდა, გოგო ჩუმად იდგა, ცრემლები აწვებოდა და ბაგეები უთრთოდა, თითქოს ცდილობდა ძალები მოეკრიბა, რომ რაღაც ეთქვა, შემდეგ მკვეთრად შემობრუნდა მისკენ და უთხრა: — გენდო?! — სიმწრით ჩაიცინა და ისე უთხრა. — შენი აზრით ადვილია იმ ადამიანს ენდო, რომელმაც არაერთხელ გატკინა გული? დაგავიწყდა როგორ მექცეოდი? — დაუყვირა და სახიდან ცრემლები მოიწმინდა. — თუ არ გახსოვს, გაგახსენებ. გახსოვს გასულ ზაფხულს, როდესაც პირველად შევხვდით ერთმანეთს? მე მაშინ იმ ჩვენებაზე შეცდომით მოვხვდი, მაგრამ შენი ბრძანებით იმ საღამოს ჩაბნელებულ ოთახში ჩამკეტეს. შველას ვითხოვდი, მაგრამ არავინ გაიგონა ჩემი. შემდეგ ეს არ იკმარე, ბრალი დამდე რომ მე ფულზე მონადირე ვიყავი და რომ შენი ჩვენების ჩაშლა მინდოდა. ესეც არ იკმარე და ყელიდან ჯვარი ჩამომგლიჯე. იმ დღეს ჩემი სულის ნაწილი გაჰყვა მას, რადგან ის ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო. შემდეგ ტელევიზიით გააშვებინე კადრები... ყველაზე საშინელი კიდევ იცი რა იყო? ის, რომ ყველაფერს ხაზი გადაუსვი და ტაძრის დანგრევა განიძრახე. აი მაშინ მივხვდი, თუ როგორი წყვდიადი იყო შენში. ლუკამ ხმა ვერ ამოიღო, თავი დაეხარა და თვალს ვერ უსწორებდა ნიას, მართალს ამბობდა გოგო. ლუკას სინდისი ქენჯნიდა, როგორი სულელი იყო, როგორ შეიძლებოდა ასე სულდაბლად მოქცეულიყო, ახლა კი ამ ყველაფერს ძალიან ნანობდა კიდეც. ნია არ ცხრებოდა და გულმოსული საუბრობდა: — მე და შენ ორი სხვადასხვა პოლუსი ვართ, ლუკა. შენი ცხოვრება და შეხედულებები არ ემთხვევა ჩემსას. რატომ არ გესმის, რომ მარტო გრძნობა არ კმარა, თუ ურთიერთობაში მყარი ფუნდამენტი არ იყო, ის ადრე თუ გვიან ჩამოინგრევა. როგორ წარმოგიდგენია ჩვენი ერთად ყოფნა? შენ არ გწამს ოჯახის სიწმინდის, არ გწამს ქორწინების, არ გწამს ღმერთის. ის რაც ჩემთვის ღირებულია, შენთვის არაფერს ნიშნავს. — ხმა უთრთოდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა სიმკაცრე. ლუკა ჩუმად იდგა და არაფერს ამბობდა, ვერაფერს იტყოდა რაც არ უნდა ეთქვა, მაინც ვერ გაიმართლებდა თავს, გოგო სიმართლეს იძახდა. იმასაც მიხვდა, თუ როგორი ღრმა კვალი დაუტოვა ნიას მისმა საქციელმა, სწორედ ეს ძველი წყენა და ბრაზი არ აძლევდა უფლებას მიეღო თავისი სიყვარული. მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როცა ნახა, რომ გოგოს ძალა გამოეცალა და მხოლოდ ქვითინი შერჩა. ლუკამ ძალა მოიკრიბა და ხმა ამოიღო: — მართალი ხარ, ნია... — ჩუმად თქვა მან და ნაღვლიანი თვალებით შეხედა. — მე ვიყავი ის კაცი, რომელმაც გული გატკინა, რაც არ უნდა თქვა ვერ შეგეწინააღმდეგები, რადგან თავს ვერაფრით ვიმართლებ. მე მძულს ჩემი თავი იმის გამო, რომ საშინლად ვიქცეოდი და ამას გამართლება არ აქვს. ჩემი ცხოვრება მართლაც ერთი დიდი წყვდიადი იყო, რომელშიც ვცხოვრობდი, გონება და გული დაბრმავებული მქონდა, რის გამოც არაფრის გაგება არ მინდოდა, მაგრამ როცა შენ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. მხოლოდ ის მითხარი რას გრძნობ ჩემს მიმართ? მითხარი და ამით დავასრულოთ, რადგან ვხედავ როგორ იტანჯები ჩემს გვერდით, მე კი აღარ მინდა ჩემს გამო ისევ იტანჯებოდე... ნია დუმდა, არ იცოდა რა ეთქვა, ორად იყო გაყოფილი და არ იცოდა რა ექნა. არ უნდოდა მისი გაშვება, მაგრამ ვერც იმას ეუბნებოდა დარჩიო. თავს ცუდად გრძნობდა. რატომ იყო ასეთი რთული ცხოვრება? რატომ არ შეიძლებოდა უბრალოდ ბედნიერი ყოფილიყო? უყურებდა მის ნაღვლიან თვალებს, რომელიც ტკივილით იყო სავსე. ერთხანს ასე უყურა, თუმცა ვერაფერი უთხრა. ზურგი აქცია, ბურანს შემოაჯდა, სადავეები მოქაჩა და ადგილიდან მოწყდა. თოვლიან მდელოზე ცხენის ნაბიჯების ხმა მძიმედ ისმოდა. გოგონას სახეზე ქარის ცივი ჰაერი ხვდებოდა, მაგრამ ვერანაირი სისწრაფე ვერ ახშობდა იმ ხმებს, რომლებიც მის გონებაში ყვიროდნენ. „რატომ? რატომ მაინცდამაინც ის?“ — ფიქრობდა ნია და ცრემლები სახეზე ეყინებოდა. თვალწინ ლუკას ნაღვლიანი მზერა ედგა. ხედავდა მის სინანულს, გრძნობდა მის ტკივილს, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. ეს შინაგანი ბრძოლა ისეთი მძიმე აღმოჩნდა, რომ ნიამ რეალობის აღქმა დაკარგა. ის, ვინც ბავშვობიდან ცხენზე იჯდა და მთის ყოველ ბილიკს თვალდახუჭული ცნობდა, ახლა საკუთარ სხეულსაც ვეღარ აკონტროლებდა. ფიქრებმა ისე დაამძიმეს, რომ თითებში ძალა გამოეცალა. სადავეები, რომლებიც მუდამ მტკიცედ ეჭირა, მოდუნდა. სწორედ ამ დროს ბურანმა მოყინულ ქვაზე ფეხი აიბორძიკა და შეხტა. ნია, რომელიც ფიქრებში იყო ჩაკარგული, ამ მოულოდნელი ბიძგისთვის მზად არ აღმოჩნდა. წონასწორობა დაკარგა, სადავეებს ხელი ვერ ჩაავლო და სანამ რამეს მიხვდებოდა, უნაგირიდან მოწყდა. — ნიაა! — დაიყვირა ლუკამ, როდესაც დაინახა, როგორ ჩამოვარდა, ნია ცხენიდან. გოგონა თოვლიან მიწაზე დაენარცხა წამით თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაჩერდა.ჰაერი ყელში გაეჩხირა, თვალებში კი წყვდიადი ჩაუდგა. ნია არ გათიშულა, მაგრამ შოკმა სხეული გაუყინა ვერც ინძრეოდა და ვერც სუნთქავდა. ბურანი შეშინებული გაჭენდა გვერდზე, ნია კი უმწეოდ იწვა ცივ თოვლში. ეს ვარდნა მისი უკანასკნელი წინააღმდეგობის მსხვრევას ჰგავდა. ლუკა მასთან რამდენიმე წამში გაჩნდა. სახეწაშლილი, სუნთქვა აჩქარებული მუხლებზე დაეცა მის წინ. — ნია! შემომხედე, გეხვეწები, ხმა გამეცი! — აცახცახებული ხელებით გოგონას გაფითრებულ სახეზე ხელები შეახო. ნიამ ნელა გაახილა თვალები. დაინახა ლუკას სახე იმდენად ახლოს, რომ მისი ცხელი სუნთქვა იგრძნო. ლუკას თვალებში ისეთი გულწრფელი შიში და თავზარდამცემი სიყვარული იკითხებოდა, რომ ნიას ბოლო თავდაცვითი ზღუდეც ჩამოინგრა. მიხვდა, რომ ამ კაცის დაკარგვა ბევრად უფრო საშინელი იქნებოდა, ვიდრე ნებისმიერი წარსულის წყენა. ლუკამ ფრთხილად, თითქოს ყველაზე ნაზ ყვავილს ეხებაო, მოხვია ხელები და გულში ჩაიკრა. — მაპატიე... ყველაფერი მაპატიე, ოღონდ შენ იყავი კარგად…— ჩასჩურჩულა და თავი მის სველ თმებში ჩარგო. ნიამ სუსტი მზეტით ახედა და პირველად, ყოველგვარი ბრძოლის გარეშე, თავი მის მხარზე მიასვენა. ლუკამ ნია ხელში აიყვანა და ისეთი სიმსუბუქით მიჰყავდა თოვლიან ბილიკზე, თითქოს მისი ტკივილიც საკუთარ თავზე აეღო. შატილის კოშკები კი მდუმარედ, დევებივით დაჰყურებდნენ მათ ამჯერად არა როგორც მკაცრი მსაჯულები, არამედ როგორც ახალი, ტკივილით ნაშობი სიყვარულის მოწმეები. როდესაც სახლის კარი გაიღო და ლუკა ზღურბლზე ხელში აყვანილი ნიათი გამოჩნდა, ნაზი ბებომ დაიყვირა და პირზე ხელი აიფარა. პაპა კი ფეხზე წამოდგა, მისი მზერა ლუკას შეეფეთა. იმ წამს მოხუცმა ლუკას თვალებში დაინახა არა ქალაქელი ბიჭის თავდაჯერებულობა, არამედ კაცის სიმტკიცე, რომელიც მზად იყო ყველაფერი დაეთმო ამ გოგონასთვის. პაპამ არაფერი თქვა, მხოლოდ ოდნავ დახარა თავი და გზა დაუთმო ეს იყო მისი მდუმარე აღიარება. *** ლუკამ გოგონა ფრთხილად, თითქოს ბროლის საგანძური ყოფილიყო, შეიყვანა თავის ოთახში. უკან ნაზი ბებო აედევნა, შეშფოთებული სახით. მოხუცმა რომ დაინახა, როგორ უღონოდ ესვენა ნიას სხეული კაცის ძლიერ მკლავებში, გული მოუკვდა. ლუკამ საწოლზე ფრთხილად დააწვინა გოგონა, მაგრამ თითები ჯერაც უთრთოდა. საშინელმა, აქამდე უცნობმა შიშმა შეიპყრო მისი დაკარგვის შიშმა. მიხვდა, რომ ნიას თუ რამე მოუვიდოდა, მისი ცხოვრება წამსვე დაკარგავდა ყოველგვარ აზრს. კაცი საწოლთან მუხლებზე დაემხო. გოგოს გაყინული, თეთრი ხელები თავისაში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და გათბობას შეეცადა. მის თვალებში, რომლებიც მუდამ ცივი და თავდაჯერებული იყო, ახლა იმდენი ტკივილი და მწუხარება მოჩანდა, თითქოს მთელი ქვეყნის დარდი მას დასწოლოდა. ყველაფერი მისი ბრალი იყო... ნია მის გამო დაშავდა. ახლა, ამ სიჩუმეში, უფრო მძაფრად გაანალიზა თავისი შეცდომები, ის უაზრო სიტყვები და საქციელი, რის გამოც გოგოს გული არაერთხელ ატკინა. ფრთხილად, თითქმის შეუხებლად, გადაუსვა თავზე ხელი, თითქოს ამ ჟესტით მისი ტკივილის გაქარწ....ბა უნდოდა. — ადექი, შვილო, მე მივხედავ, — დაბალი, მაგრამ მტკიცე ხმით უთხრა ნაზი ბებიმ და მხარზე ხელი დაადო. ნუ გეშინია, ის კარგად იქნება. თბილ ნაყენს დავადებ, ცოტას გამოიძინებს და გონს მოვა. შენ კი პაპა გელოდება გარეთ, აივანზეა. ლუკამ კიდევ ერთხელ დახედა ნიას. სახიდან ჩამოშლილი ხვეული თმა ნაზად გადაუწია და ძალიან ფრთხილად, თითქმის მოკრძალებით, აკოცა შუბლზე. შემდეგ ფეხზე წამოდგა. იცოდა, რომ პაპასთან იოლი საუბარი არ ელოდა, მაგრამ მზად იყო ყველაფრისთვის. კაცი აივანზე გავიდა თუ არა, ზამთრის სუსხი მაშინვე მოხვდა სახეზე. პაპა აივნის მოაჯირს დაყრდნობოდა, ჩაფიქრებული, და ჩიბუხს აბოლებდა. ლურჯი კვამლი ნელა იფანტებოდა ყინულიან ჰაერში. — დაჯექი, — უთხრა პაპამ ისე, რომ ლუკასთვის არც შეუხედავს. ლუკა იქვე, ძველ ხის სკამზე ჩამოჯდა. ხელები მუხლებზე დააწყო და მოთმინებით ელოდა, როდის დაიწყებდა მოხუცი საუბარს. სიჩუმე დიდხანს გაგრძელდა, მხოლოდ ხევში მომდინარე მდინარის ხმა და ჩიბუხის ნელ-ნელი თამბაქოს სუნი ავსებდა არემარეს. — როგორ არის? — ბოლოს იკითხა პაპამ, მშვიდი, მაგრამ მკაცრი ხმით. — ნაზი ბებომ მითხრა, რომ მალე მოვა გონს... — ჩუმი, თითქმის ჩახლეჩილი ხმით მიუგო ლუკამ. — იცი, ქალაქელო, აქ რისთვის დაგიბარე? — მოხუცი ნელა შემობრუნდა მისკენ. — დაახლოებით ვხვდები... — უპასუხა ლუკამ და თვალი თვალში გაუყარა. — შენი ჩამოსვლის პირველივე დღიდან გაკვირდებოდი, — დაიწყო პაპამ, — რადგან მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი შვილიშვილის ღირსი იყავი. ნია ჩემი სიამაყეა, ის ერთადერთი საგანძურია, რაც ჩემი გარდაცვლილი შვილისგან დამრჩა. სულ პატარა იყო, ასე, რვა წლისა, როდესაც საგზაო შემთხვევით დაეღუპა მშობლები. თვითონაც იქ იყო და სასწაულად გადარჩა. შემდეგ ჩემმა მეორე ვაჟმა თავისთან წაიყვანა და დიდი სიყვარულით გაზარდა. ალბათ გაინტერესებს, რატომ გიყვები ამას…— პაპამ ჩიბუხი გვერდზე გადადო, ნელა მიუახლოვდა ლუკას და მის თვალებში ჩახედა. მის მზერაში აღარ იყო პირვანდელი ქედმაღლობა თუ უნდობლობა, მხოლოდ მთის კაცის მძიმე და პირდაპირი სიმართლე დარჩენილიყო. — დღეს ერთ რამეს მივხვდი, შვილო... — პაპამ პაუზა გააკეთა, შემდეგ კი განაგრძო.— როდესაც დავინახე, როგორ შემოარბენინე ჩემი შვილიშვილი ეზოში, როგორ გითრთოდა ხელები და როგორ გეშინოდა მისი დაკარგვის... მივხვდი, რომ შენ ის მართლა გიყვარს. არა ისე, როგორც ქალაქში იციან გართობით და თამაშით, არამედ ისე, როგორც აქ, მთაში ვიცით თავგანწირვით. ლუკამ თავი დახარა. პაპას სიტყვები მის სულში პირდაპირ მიზანში ხვდებოდა, თითქოს მოხუცმა მისი ყველაზე დაფარული ფიქრები ამოიკითხა. კაცმა ღრმად ამოიოხრა და თქვა: — პაპა, მე... ბევრი დავაშავე და მას გული ვატკინე. ვაღიარებ, რომ უგნურად ვიქცეოდი. იქამდე, სანამ არ მივხვდი, რომ ნია მიყვარს. აქაც სწორედ მისი ნდობის მოსაპოვებლად და გულის მოსაგებად ჩამოვედი. მე მართლა მიყვარს ის... მან ჩემი მთელი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. — ვხედავ. ხომ გითხარი, გაკვირდებოდი-თქო, — მოხუცის ხმაში სითბო გაერია. — ვხედავდი, თუ როგორი სინაზით და სიყვარულით უყურებდი. მის გამო კი ამხელა რისკზე წახვედი, აქ ჩამოხვედი, ყველაფერს იტან. სწორედ ამიტომ, შენ დაამტკიცე, რომ იმსახურებ ჩემს შვილიშვილს. ამ სამ კვირაში დაამტკიცე შენი ვაჟკაცობა. — პაპამ მკრთლად გაუღიმა და მხარზე დაადო ხელი. — მაგრამ იცოდე: თუ გავიგე, რომ მას ცუდად ექცევი, ჩემთან გექნება საქმე. — გპირდებით, ასეთი რამ არასდროს მოხდება. მე მას გავუფრთხილდები და მის მფარველ ანგელოზად ვიქცევი, — მშვიდად და მტკიცედ მიუგო ლუკამ. — ძალიან კარგი. ახლა კი წადი მასთან და გვერდიდან არ მოშორდე. ლუკა ისევ ნიას საწოლის თავთან იჯდა. გოგოს სუსტი ხელები ისევ მის დიდ მტევნებში მოექცია. უყურებდა მის ფერმკრთალ სახეს. ნიას ღრმად ეძინა, თუმცა პერიოდულად ძილში შფოთავდა. ღამის სიჩუმეს მხოლოდ ლამფის მკრთალი შუქი, ცეცხლის ტკაცუნი და კაცის მძიმე სუნთქვა არღვევდა. ლუკას თვალები ისევ ტკივილით იყო სავსე. ვერც კი წარმოიდგენდა, ვერც კი გაივლებდა აზრად იმას, რომ ასე ძლიერ შეუყვარდებოდა ვინმე... თან ვინ? გოგო, რომელიც პირველივე დღიდან დაუპირისპირდა და უშიშრად ეუბნებოდა ყველაფერს პირში. ნია ის ადამიანი იყო, რომელიც არ გატყდა და ვერ მოექცა მისი გავლენის ქვეშ, სხვებისგან განსხვავებით. ყოველთვის პირდაპირი იყო და მტკიცე, არ ეშინოდა მისი მძიმე ხასიათის. ნიას ძლიერი ბუნება ჰქონდა — მასში იყო როგორც სიმშვიდე, ასევე ამბოხი და მთის შეუპოვარი, მებრძოლი სული. — შენ რომ რამე მოგვსლოდა, რა უნდა მექნა, ნია... — ამოთქვა ჩამწყდარი ხმით და ძალიან ფრთხილად გადაუსვა მის ხვეულ თმას ხელი. მთელი ღამე ასე იჯდა. წამითაც არ მოშორებია, თვალიც არ მოუხუჭავს, თითქოს მისი ფრთხილი სუნთქვის დარაჯი ყოფილიყო. მხოლოდ გამთენიისას, როდესაც გადაღლილობამ თავისი გაიტანა, ჩაეძინა საწოლის კიდეზე მიყრდნობილს. დილით, როდესაც გოგომ გაიღვიძა, ჯერ მკვეთრმა სინათლემ მოჭრა თვალი. გვერდზე გაიხედა და ლუკა დაინახა, რომელსაც მის ხელთან ჩასძინებოდა. ნიას გული აჩუყდა, თვალზე ცრემლი მოადგა. ვერ იჯერებდა ნუთუ მართლა ასე ძლიერ უყვარდა ამ კაცს, რომ მთელი ღამე მის გვერდით გაატარა? იქნებ დრო იყო, უკვე მიეცა მისთვის შანსი და აღარ იყო საჭირო გაჯიუტება? ძალიან ფრთხილად სცადა ხელი ამოეცურებინა მისი მტევნებიდან. ლუკამ მაშინვე იგრძნო მოძრაობა და თავი წამოყო. — ნია...! — წამოიძახა მოულოდნელად, რის გამოც გოგო შეკრთა. როდესაც ნახა, რომ გოგო კარგად იყო და უყურებდა, შვებით ამოისუნთქა. — მადლობა ღმერთს, ნია, გაიღვიძე! კარგად ხარ? — მშვიდი ხმით უთხრა და სახეზე მოხვია ხელები. — ლუკა, შენ მთელი ღამე აქ იყავი?... — ჩამწყდარი ხმით ჰკითხა გოგომ. — ჰო, მთელი ღამე აქ ვიჯექი და შენს ძილს ვდარაჯობდი. — მაგრამ... რატომ? მე ხომ გუშინ გული გატკინე, — სუსტი ხმით ამოთქვა. — შენ ახლა გაბრაზებული უნდა იყო, ან ნაწყენი ჩემზე... — რატომ უნდა ვიყო გაბრაზებული? შენ სიმართლე თქვი. მე მართლაც საშინლად ვიქცეოდი, — თავდახრილმა უთხრა. ნია უყურებდა კაცს და ვერ იჯერებდა ნუთუ მართლა ის ლუკა გელოვანი იყო, სულ რომ აღიზიანებდა? — ახლავე მოვალ, — უთხრა კაცმა, ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში კი უკან დაბრუნდა, პატარა, ხავერდის კოლოფით ხელში. — ეგ რა არის? — ჰკითხა ნიამ, როდესაც კაცის ხელში ნივთი შენიშნა. — მინდა რაღაც დაგიბრუნო, ნია... — ჩუმი ხმით ამოთქვა და მის გვერდით, საწოლზე ჩამოჯდა. — ნებას მომცემ, გაგიკეთო? — კითხა მკრთალი ღიმილით. გოგონა თავიდან დაიბნა, ვერ მიხვდა, რას სთავაზობდა ლუკა. მაგრამ არ შეწინააღმდეგებია, როდესაც კაცმა მისი თმებისკენ წაიღო ხელი და გვერდზე გადაუწია. წამით სუნთქვა შეეკრა, როცა კაცის თითების შეხება იგრძნო კისერზე. ლუკამ კოლოფიდან ოქროს ძეწკვი ამოიღო ჯვართან ერთად და გოგონას წვრილ კისერზე გაუკეთა. პირველად იყვნენ ასე ახლოს. მისი თმის სურნელი კაცს გონებას ურევდა. ნიამ გულზე დაიხედა და ნაცნობი ნივთი რომ დაინახა, თვალები აუწყლიანდა. — ლუკა, ეს... ეს ხომ ჩემი ჯვარია! შენთან როგორ მოხვდა? — ალუღლღდა გოგონა. ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა და საუბარი დაიწყო: — პირველივე დღიდან ჩემთან იყო, ნია…— ჩუმი ხმით უთხრა და ამღვრეული თვალებით შეხედა. — რაა? — გაოცება შეეტყო ხმაში. — ხო, არ ვიცი, როგორ, მაგრამ შენი ჯვარი ჩემთან აღმოჩნდა. ისიც არ ვიცი, ამდენ ხანს, რატომ ვინახავდი. თუმცა, მე ის არ გადავაგდე, ვინახავდი. მაშინ, როდესაც მე არაფრის მწამდა, ეს ჯვარი ჩემთან იყო და როდესაც მას ვუყურებდი, მახსენებდა, ყველაფერს… — თუ შენთან იყო ამდენი ხანი, რატომ არ დამიბრუნე? — არ ვიცი... ალბათ შესაფერის დროს ელოდა. და ასეთი იყო უფლის ნება, რომ დღეს უნდა მომეცა. — რა თქვი? — გაოცებულმა წამოიძახა ნიამ. — რა ვთქვი? — დაიბნა ლუკა. — გაიმეორე, რა თქვი წეღან? — რომ ღვთის ნება იყო... — ჩაეღიმა ლუკას. — შენ ეს ახლა მართლა თქვი და არ მომესმა, ხო? — ჰო, ნია, მართლა ვთქვი და არ მოგესმა. კარგი, მგონი დროა ესეც გაგიმხილო… — ჩაეღიმა კაცს. — რა უნდა გამიმხილო? — ნია, შენ ხარ ის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც შეძლო ჩემი წყვდიადიდან გამოყვანა. შენ ხარ ის ნათელი, რომელმაც გაარღვია სიბნელე და მიმიყვანა იმ გზამდე. შენმა სიყვარულმა მიმიყვანა უფლის გზამდე, გესმის? მაშინ, როდესაც მეგონა, რომ შენც დაგკარგე, სასოწარკვეთილი მივედი ტაძარში იმისთვის, რომ იმ კითხვებზე, რომლებიც მაწუხებდა, პასუხი გამეგო. სწორედ მაშინ მოხდა ისეთი რამ, რამაც შემძრა. მას შემდეგ ვირწმუნე უფლის... ვერ ვიტყვი, რომ შენსავით ღრმად მწამს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მე მისი მწამს და შენს სამყაროსაც ვაღიარებ, — მშვიდად უთხრა კაცმა. ნია კი აცრემლებული უყურებდა მას. — მართლა, ლუკა? — ამოიტირა გოგონამ. — ჰო, ჩემო სიცოცხლევ... — ვიცოდი, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა! ვიცოდი, რომ შეძლებდი ამას! — გახარებულმა წამოიძახა და მთელი ძალით მოეხვია კაცს. მანაც მჭიდროდ შემოხვია ხელები. — მაგრამ რატომ არ მითხარი აქამდე? — იმიტომ, რომ მინდოდა საქმით დამემტკიცებინა ეს და არა სიტყვებით. მინდოდა შენი გული ღირსეულად მომეგო და არა უბრალო ფრაზებით. ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ მაშინ, როდესაც მოვიპოვებდი შენს ნდობას. — არ მჯერა... — ამოთქვა გოგომ და კაცს აწყლიანებული თვალებით გახედა, საიდანაც მისი ნაცრისფერი თვალები სიყვარულით უმზერდნენ. — ნია, მე აქ შენ გამო ვარ. მაშინ, როდესაც დათვიჯვრის უღელტეხილი გადაკეტილი იყო და ხევსურეთი მოწყვეტილია სამყაროს, მე მაინც ჩამოვედი. ყველა მეუბნებოდა, რომ ახლა საშიში იყო აქ ჩამოსვლა, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო შენ მენახე. — ლუკამ მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა და აკოცა. — გთხოვ, მეტი ნუღარ გამაწვალებ. დაინდე ეს უგონოდ შეყვარებული კაცი... — მეტი მეც აღარ შემიძლია, ლუკა... — ამოთქვა ნიამ. — ძალიან ვეცადე გავქცეოდი ამ გრძნობებს, მაგრამ შენ ჩემი განაჩენი და ჩემი ბედისწერა ხარ. ჩემი გრძნობა ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. — ანუ? — კაცის თვალები იმედით აივსო. — ანუ ის, რომ მეც მიყვარხარ, გელოვანო! ტკივილამდე მიყვარხარ, გულის გავლით სულამდე და იმის იქით! — მომღიმარი და ცრემლიანი, თვალებით უთხრა. კაცმა კი გულში ჩაიკრა ის და ყელში აკოცა. — ვერც წარმოიდგენ, შენმა სიტყვებმა როგორ გამაბედნიერა! — იცი, როდესაც მივხვდი, რომ შემიყვარდი, ტაძარში მამაოსთან მივედი, — ამოთქვა ნიამ. — მან კი მითხრა, რომ ჩემს გრძნობებს არ უნდა გავქცეოდი. მითხრა: შენ უფალს შესთხოვე დახმარება და ის აუცილებლად შეისმენს შენს თხოვნასო. თუ უფალს სურს თქვენი ერთად ყოფნა, ის აუცილებლად მოიყვანს შენამდეო და სწორ გზაზე დააყენებსო. ახლა ვხვდები, რომ უფალმა ჩემი ლოცვა შეისმინა. — როდის მიხვდი, რომ შეგიყვარდი, ნია? — ღიმილით ჰკითხა კაცმა. — როდესაც ნინიმ გამოაცხადა, რომ დაქორწინება უნდოდა, მაშინ მივხვდი. და შენ? — მე... პირველივე დღიდან მომეწონე, — აღიარა ლუკამ. — მართლა? — ჰო. იმ დღეს, როდესაც პირველად დაგინახე, თითქოს ჩემში რაღაც შეირყა.სწორედ ამიტომ ვიყავი ასეთი გაღიზიანებული, რადგან ასე ვცდილობდი გადამეფარა გრძნობები. მაგრამ, როგორც ხედავ, არაფერი გამომივიდა. დავმარცხდი საკუთარ თავთან, — ღიმილით უთხრა და უფრო ძლიერ მიიხუტა. — ახლა რა იქნება? — იკითხა ნიამ ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ. — რას გულისხმობ? — რა იქნება, როდესაც ქალაქში დავბრუნდებით? — ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. — ანუ? — ანუ ის, რომ ყველა წესის დაცვით ვიქორწინებთ. ხელსაც გთხოვ, ჯვარსაც დავიწერთ და ხელსაც მოვაწერთ. — არ მჯერა, ლუკა! ეს მართლა ხდება, თუ ჯერ კიდევ სიზმარში ვარ? გთხოვ, ხელზე მიჩქმიტე, იქნებ გონს მოვიდე, — გაოცებულმა უთხრა. ლუკამ ოდნავ უჩქმიტა მკლავზე. ნიამ მტკივნეულად მოისრისა ადგილი. — არა, არ მომჩვენებია! — გაეღიმა გოგოს. ლუკას გაეღიმა და ნიას აწითლებულ მკლავზე ნაზად გადაუსვა თითები, თითქოს იმ პატარა ტკივილის გაქრობა უნდოდა, რომელიც თავადვე მიაყენა. — არ გეზმანება, ნია... — დაიჩურჩულა მან და შუბლი მის შუბლს მიაყრდნო. — ეს ყველაფერი ისეთივე ნამდვილია, როგორც ეს მთები ჩვენს გარშემო. შენ ჩემი რეალობა ხარ, ჩემი ყველაზე ლამაზი რეალობა. ნიამ თვალები დახუჭა და იგრძნო, როგორ მოშორდა ის სიმძიმე, რომელიც ასე აწუხებდა. ოთახში ისევ ბუხარი ტკაცუნებდა, მაგრამ ახლა ეს ხმა აღარ იყო მარტოობის სიმბოლო ეს იყო მათი საერთო კერის პირველი ნაპერწკლები. ამ დროს კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და ოთახში ნაზი ბებო შემოვიდა. ხელში თბილი რძითა და თაფლით სავსე ფინჯანი ეჭირა. როდესაც დაინახა, რომ ნია გონს მოსულიყო და ლუკას მკლავებში ასე მშვიდად ესვენა, მოხუცს სახე გაუნათდა. მან იცოდა, რომ ამ ღამეს ამ სახლში მხოლოდ ნია კი არ განიკურნა, არამედ ორი სული შეერთდა სამუდამოდ. — აბა, ჩემო გვრიტებო... — თქვა მან ღიმილით და ფინჯანი ტუმბოზე დადგა. — მგონი დროა ნიამ ცოტა ძალა მოიკრიბოს. შენ კი, ლუკა შვილო, პაპასთან გახვალ, ისევ აივანზე გელოდება. ოღონდ ამჯერად ჩიბუხს კი არა, ღვინოს ამზადებს — შატილური წესით უნდა დაგლოცოთ. ლუკა ფეხზე წამოდგა, ნიას კიდევ ერთხელ აკოცა ხელზე და ისეთი მზერით შეხედა, რომელიც ათას სიტყვაზე მეტს ამბობდა. — მალე დავბრუნდები, — უთხრა ჩუმად და ოთახიდან გავიდა. ნია კი იწვა, გულზე ხელს იჭერდა, სადაც მისი ძველი ჯვარი ლუკას სითბოსგან ჯერ კიდევ თბილი იყო. პირველად ცხოვრებაში იცოდა, რომ მისი ბედისწერა ზუსტად იქ იდგა, სადაც უნდა ყოფილიყო. **** ალბათ, ბევრი საუბარი აღარც იყო საჭირო იმის ასახსნელად, თუ რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში იმ საბედისწერო ღამის შემდეგ. ყველაზე რთული, ყინულიანი და მტკივნეული ეტაპი უკვე წარსულს ჩაბარებოდა. მათ სულებში ახალი, გაცილებით ნათელი და ლამაზი პერიოდი დამდგარიყო დრო, როდესაც გრძნობები ისე იფურჩქნებოდა და ხარობდა, როგორც ბუნება იღვიძებს ხოლმე ხანგრძლივი, ღრმა ძილის შემდეგ. აპრილი დამდგარიყო. შატილის მიდამოებს ნელ-ნელა შორდებოდა ზამთრის მძიმე საბურველი. მართალია, მდელოებზე თოვლი ჯერ კიდევ ჯიუტად იწვა, მაგრამ ჰაერში უკვე ტრიალებდა გაზაფხულის ის გაუგონარი სურნელი, მხოლოდ მთამ რომ იცის. ალაგ-ალაგ, გაშიშვლებულ მიწაზე, თავი ამოეყოთ პირველ ენძელებსა და იებს, რომლებიც სიცოცხლის გამარჯვებას აუწყებდნენ გარემოს. მათი სიყვარულის ამბავიც ზუსტად ასე, ამ გაზაფხულივით შემოვიდა მოულოდნელად, მტკიცედ და დაუმარცხებლად. ლუკა ნიას ერთი წუთითაც არ ტოვებდა. ის სულ მის გვერდით იყო, როგორც ჩრდილი და მფარველი ანგელოზი. ამ პერიოდში კაცი კიდევ უფრო შეცვლილიყო; მას უკვე აშკარად დასტყობოდა მთის ხასიათი. ნიას გულს ფანცქალი გაუდიოდა, როცა ლუკას ასეთს უყურებდა. მას ძალიან მოსწონდა კაცის ეს ახალი ვიზუალი — ველური, ბუნებრივი და მტკიცე. მასში აღარაფერი დარჩენილიყო იმ მოვლილი, პრიალა ქალაქელი ბიჭისგან, რომელიც თვეების წინ შატილის ვიწრო ბილიკებზე დაბნეული დადიოდა. ახლა ის ნამდვილ მთიელს ჰგავდა, რომელიც ამ კლდეებსა და ციხე-კოშკებს ისე ორგანულად ერწყმოდა, თითქოს აქ დაბადებულიყო. აპრილის მზემ შატილის კოშკებს ოქროსფერი დაჰკრა. თოვლი უკვე მხოლოდ ხევებში, ჩრდილოეთის მხარეს შემორჩენილიყო, მინდვრები კი ნელ-ნელა იფარებოდა ნაზი, ზურმუხტისფერი ბალახით. ჰაერი ისეთი გამჭვირვალე და სუფთა იყო, რომ ყოველი ჩასუნთქვა სიცოცხლის ახალ წყურვილს ბადებდა. ლუკა და ნია სოფლის განაპირას, მაღალ ბორცვზე ისხდნენ. ნია ხშირად აპარებდა მზერას მისკენ და გულში ეღიმებოდა. ის ქალაქელი, ქედმაღალი ლუკა გელოვანი სადღაც შორს, წარსულში დარჩენილიყო. მის წინ ახლა იდგა კაცი, რომელმაც მთის სიმკაცრეც შეითვისა და ის სინაზეც, მხოლოდ ნამდვილ სიყვარულს რომ მოაქვს. — რაზე ფიქრობ? — ჩუმად ჰკითხა ლუკამ და გოგონას ხელი თავისაში მოიქცია. მისი თითები ახლა უკვე თბილი იყო, სიცოცხლით სავსე. — იმაზე, რომ არ მეგონა, თუ ოდესმე შატილის გაზაფხულს ასეთი ბედნიერი შევხვდებოდი, — ნიამ თავი კაცის მხარზე ჩამოდო. — მეგონა, ეს მთები ჩემი მარტოობის მცველები იქნებოდნენ სამუდამოდ. ლუკამ თავზე აკოცა და უფრო მჭიდროდ მიიხუტა. — მე კი მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებაში გაზაფხული აღარასდროს მოვიდოდა... მანამ, სანამ შენ არ დაგინახე. იცი, ნია? აქ, ამ მთებში მივხვდი, რომ ყველაფერი, რასაც აქამდე მივაღწიე:ფული, გავლენა, სახელი არაფერია იმ სიმშვიდესთან შედარებით, რასაც ახლა შენთან ერთად ვგრძნობ. ნიამ გაიღიმა და ბალახებში ახლად ამოსული ლურჯი ენძელა მოწყვიტა. — ხედავ? თოვლმაც კი ვერ შეაჩერა. ზუსტად ჩვენსავითაა. ამ დროს ქვემოდან ნუგზარი პაპას ხმა გაისმა. მოხუცი ეზოში იდგა და ცხენებს ამზადებდა. ლუკას დაუძახა: — ლუკა, შვილო! გამოდი აბა, ნახე ეს უნაგირი, შენს ცხენს არ მოერგო კარგად, უნდა გადავასწოროთ! ლუკას ჩაეღიმა. პაპასთან ურთიერთობა უკვე სულ სხვა საფეხურზე გადასულიყო. მოხუცი მას აღარ უყურებდა, როგორც „ქალაქელ სტუმარს“, არამედ როგორც ოჯახის წევრს, ვაჟკაცს, რომელსაც თავისი საგანძური მიანდო. — მიდი, გეძახის, — უთხრა ნიამ და თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები აუთამაშდა. — ხომ იცი, პაპას ლოდინი არ უყვარს. — მივალ, ოღონდ ერთი პირობით, — ლუკა მისკენ დაიხარა, — საღამოს, როცა მზე ჩავა, ისევ აქ ამოვალთ. მინდა, რომ ეს წუთები ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდოს, სანამ ბარში დავბრუნდებით. — დავბრუნდებით... — გაიმეორა ნიამ და გულში შიშის ნაცვლად მოლოდინი იგრძნო. — ოღონდ ახლა უკვე ერთად, არა? — სულ ერთად, ნია. სიკვდილამდე და იმის იქითაც, — სერიოზულად მიუგო ლუკამ, წამოდგა, ნიას წამოდგომაშიც მიეხმარა და ერთად დაეშვნენ ციხე-კოშკებისკენ, სადაც მათი ახალი ცხოვრების პირველი გაზაფხული ზეიმობდა. მალე სახლის ეზოში შევიდნენ. პაპას ცხენები გამოეყვანა და უნაგირის მორგებას ცდილობდა. ლუკა მაშინვე მივიდა მასთან და საქმეს შეუდგა. ეტყობოდა, რომ ამ საქმეშიც კი გამობრძმედილიყო; რაც ყველაზე გასაოცარი იყო, მან საერთო ენა ბურანთან და ბასარასთანაც კი გამონახა. ადრე თუ ძაღლი ეჭვის თვალით უყურებდა, ახლა სიხარულით ეგებებოდა გელოვანს. ნიას ეს ძალიან ახარებდა კაცმა მთლიანად აითვისა და მიიღო მისი სამყარო. ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ერთ დღეს ეს ვაჟბატონი ასე შეიცვლებოდა. ახლა, როცა ხედავდა, როგორ იქცეოდა ნამდვილი მთიელივით, ეს ყველაზე მეტად ხიბლავდა. რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო უყვარდებოდა და აფასებდა. ვერ გაეგო მთამ იმოქმედა მასზე ასე თუ სიყვარულმა, მაგრამ ფაქტი იყო: ის შეიცვალა და თავისიანებიც კი ვეღარ იცნობდნენ. ნია აივნიდან აკვირდებოდა ამ ყველაფერს. ცხენების მოვლას რომ მორჩნენ, პაპამ ლუკას თივის კონების საჯინიბოში შეტანა სთხოვა. ისიც უპრობლემოდ დაჰყვა მოხუცის ნებას და შრომას შეუდგა. — ხედავ, შვილო? — ჩუმად გადაუჩურჩულა ნაზი ბებომ, რომელიც ნიას გვერდით იდგა. — როგორ გაუშინაურდა აქაურობას? პაპაშენმა მითხრა გუშინ, ამ ბიჭს ხელებში ისეთი ძალა აქვს, საქმეს კი არ აკეთებს, ეფერებაო. სვანური სისხლი თავისას შვება, ხევსურულმა მთებმა კი საბოლოოდ გააღვიძაო. ნიამ გაიღიმა და გულში სიამაყე იგრძნო. ის ქალაქელი სნობი, რომელიც თავიდან მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობდა, ახლა საკუთარი ხელით უვლიდა ცხენს და მძიმე შრომასაც არ თაკილობდა. ლუკა საჯინიბოდან გამოვიდა, ხელები ერთმანეთს შემოჰკრა თივის ნარჩენების მოსაცილებლად და ინსტინქტურად აივნისკენ აიხედა. ნია დაინახა თუ არა, სახე გაუნათდა. შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და გოგონას ხელით ანიშნა მალე ამოვალო. ნიამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. ეს ლუკა ოდნავ დაღლილი, თივის სურნელით გაჟღენთილი და ნამდვილი მისთვის იმაზე ძვირფასი იყო, ვიდრე ნებისმიერი „იდეალური“ მამაკაცი, რომელიც ოდესმე წარმოედგინა. ლუკამ ბოლო კონაც შეიტანა. საჯინიბოში თივისა და ცხენების სურნელი ტრიალებდა. გარედან შემოსული მზის სხივები მტვრის ნაწილაკებს ოქროსფრად აციმციმებდა. კაცმა ამოისუნთქა და იგრძნო ისეთი კმაყოფილება, როგორსაც ადრე, ქალაქში, ყველაზე დიდი გარიგებების დროსაც კი ვერ გრძნობდა. ეს იყო ნამდვილი შრომის გემო. საჯინიბოს კარებში ნიას ლანდი გამოჩნდა. გოგონა ჩუმად შემოპარულიყო და ახლა ღიმილით აკვირდებოდა აბურძგნულ, თივის ნარჩენებით დასვრილ ლუკას. — ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასეთ ფორმაში გნახავდი, — ღიმილით უთხრა და მასთან ახლოს მივიდა. — შენ კი არა, მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ცხოვრება ასე შეიცვლებოდა. აი, რას აკეთებინებს კაცს სიყვარული, — ჩაეცინა ლუკას. — მაგრამ მე ასეთი უფრო მომწონხარ, ბატონო ლუკა, — მგზნებარედ ამოთქვა და კისერზე მოხვია ხელები. — მართლა? — წარბები გაოცების ნიშნად აეწკიპა და ანთებული თვალებით დახედა გოგონას. — უჰმ. — ახლა იცი რა მინდა მე... — დახშული ხმით ამოთქვა. — რა? — ახლა რომ არ გაკოცო, ეს ალბათ ცოდვაში ჩამეთვლება, — უთხრა, თავი დახარა და მის სახესთან ახლოს მიიტანა. — ლუკა, სირცხვილია, პაპა, რომ მოვიდეს რას იტყვის... — მოვიდეს, მერე რა მოხდა? მე ჩემს საცოლესთან ვარ, — გრძნობები ეძალებოდა უკვე. — უკაცრავად, მაგრამ ჯერ არ ვარ თქვენი საცოლე, რადგან ხელი არ გითხოვია, — არ ეშვებოდა ნია. — ეგეც მალე მოხდება, მაგრამ ბეჭდით თუ ბეჭდის გარეშე, შენ უკვე ჩემი ხარ. — ეშმაკურად აუთამაშა წარბები. — იოცნებე...! — გამომცდელად გახედა, მხარზე უჯიკა და წასვლა დააპირა, მაგრამ ლუკამ ხელი ჩაავლო და ერთი მოძრაობით მხარზე მოიკიდა. — რას აკეთებ, ლუკა?! ხომ არ გაგიჟდი, ახლავე დამსვი! — წამოიყვირა გოგონამ და გაიბრძოლა. — ჭკვიანად იყავი, თორემ დაგსჯი, იცოდე, — მშვიდად უთხრა და გასასვლელისკენ წავიდა. ლუკამ ნიას წუწუნს ყური არ ათხოვა, მყარად ჩაავლო ხელი მის მუხლებს და პირდაპირ მდინარისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა. — ლუკა, დამსვი, გეყოფა ხუმრობა! — სიცილით ეხვეწებოდა ნია და კაცის ზურგს მუშტებს უბრახუნებდა, თუმცა გულში ეს თამაში ძალიან მოსწონდა. — არაფერიც, — გადაუძახა ლუკამ, — მთელი დილა თივა ვზიდე, ახლა ცოტა განტვირთვა მეკუთვნის. მდინარეზე ჩავალთ, მტვერს ჩამოვიბანთ და იქამდე არ მოგეშვები, სანამ არ მაკოცნინებ. მდინარის პირას, სადაც წყალი კლდეებს შორის ხმაურით მოედინებოდა, ლუკამ ნია ფრთხილად ჩამოსვა დიდ, მზისგან გამთბარ ლოდზე. თავად იქვე ჩაიმუხლა, პეშვით ცივი წყალი აიღო და სახეზე შეისხა. ნია გატრუნული უყურებდა, მის წინ იდგა კაცი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ წყლის დალევასაც კი ბოთლიდან ერიდებოდა, ახლა კი შატილის ცივ მდინარეს ისე ეფერებოდა, როგორც საკუთარს. ლუკა ნიასთან მივიდა, სველი ხელებით გოგონას ლოყებს შეეხო და თვალებში ჩახედა. — აქ, ამ მდინარესთან მინდოდა შენი მოყვანა. იცი რატომ? პაპამ მითხრა, მთის მდინარეს ყველაფერი ცუდი მიაქვსო. მინდა, რომ ჩვენი წარსული ტკივილიც ამ წყალმა გაიყოლოს და აქ მხოლოდ ჩვენი გაზაფხული დარჩეს. — უთხრა ლუკამ. — იცი... დღითი დღე უფრო მაოცებ. ხანდახან მგონია, რომ სიზმარში ვარ, რომლიდანაც არ მინდა გაღვიძება, — ამოთქვა გოგონამ და კაცის სხეულს აეკრა. — არ არის ეს სიზმარი, ნია. ჩვენ ცხადში ვართ, — დაიჩურჩულა და გოგონას სახე თავის დიდ ხელებში მოიქცია. შემდეგ მის ნაცრისფერ თვალებს დააცქერდა, რომლებიც ასე აგიჟებდა. — იცი, ყველას ჰყავს ალბათ თავისი მზე, მაგრამ მე საკუთარი მთვარე მყავს. — მართლა? ანუ მთვარე გყავს? — ჩაეკითხა ნია. — ჰო, თან ორი, რომლებიც ასე მგზნებარედ მიცქერენ, — უთხრა და თავი გოგონას სახესთან ახლოს მიიტანა. — იმედია, ახლა მაინც მაკოცნინებ… — უთხრა და გოგოს ტუჩებს დაეწაფა. კოცნა არ ყოფილა უხეში ეს იყო ნაზი, ფრთხილი და იმდენად სავსე მზრუნველობით, რომ ნიას სუნთქვა შეეკრა. მის წინ იდგა ლუკა გელოვანი, რომელიც ნიას გვერდით სულ სხვა ადამიანად იქცეოდა. საოცარი იყო ეს გარდასახვა კაცი, რომელსაც მთამ „სვანური სიველურე“ გამოუღვიძა, თავის ქალთან ისეთივე ფაქიზი ხდებოდა, როგორც გაზაფხულის პირველი ენძელა. მდინარე არღუნი მათ ფეხქვეშ ისე ღრიალებდა, თითქოს მთელ ხეობას აგებინებდა აქ, ამ კლდეებს შორის, ორი დაკარგული სული ერთმანეთს შეერწყაო. — წამოდი, — ჩუმად თქვა ლუკამ და ნიას მხრებზე ხელი მოხვია, თავისკენ მიიზიდა, — თორემ პაპა ინერვიულებს. მზეც მალე ჩავა და დაპირებული ბორცვი გველოდება. სახლის ეზოში დაბრუნებულებს ნაზი ბებო დახვდათ. მათ სველ ტანსაცმელსა და აჩეჩილ თმებზე ეშმაკურად ჩაეღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს, მხოლოდ თბილი პლედი გამოუტანა ნიას. პაპამ კი, რომელიც ცხენებს აბინავებდა, გამომცდელად გადახედა ლუკას: — რაო, ლუკავ, მოერიე არღუნს? — მკრთალი ღიმილით, უთხრა პაპამ. — მდინარეს? კი, პაპა, მაგრამ ნიასთან ჯერ კიდევ მიჭირს, — გაეცინა ლუკას და გოგონას თვალი ჩაუკრა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა შატილს იასამნისფერი ბინდი დაეწაფა, ისინი ისევ იმ ბორცვზე იდგნენ, სადაც დილით პირობა დადეს. მზე ნელ-ნელა ეშვებოდა კავკასიონის ქედს მიღმა. ჰაერი გაგრილებულიყო, მაგრამ მათ შორის ისეთი სითბო ტრიალებდა, რომ სიცივეს ვერც კი გრძნობდნენ. — ნია, — თქვა ლუკამ მოულოდნელად სერიოზული ხმით, — ვიცი, რომ ბარში დაბრუნება მოგვიწევს. ვიცი, რომ იქ ბევრი სირთულე დაგვხვდება... მაგრამ გპირდები, რომ შატილის ამ გაზაფხულს ჩემს გულში ისე ჩავკეტავ, რომ ვერანაირი ქალაქის ხმაური ვერ გაანელებს. შენ ხარ ჩემი მშვიდობა. ნიამ თავი მის მხარზე ჩამოდო და იგრძნო ახლა უკვე აღარაფრის ეშინოდა. არც წარსულის და არც მომავლის, რადგან მის გვერდით იდგა კაცი, რომელმაც მთები გადადგა მხოლოდ იმისთვის, რომ მის გვერდით ყოფილიყო. *** აპრილიც ნელ-ნელა, მიიწურა და მაისი დადგა.ბუნება თანდათან უფრო გამოცოცხლდა და გაზაფხულის თბილმა ჰაერმა შატილის მთებშიც შეაღწია. ჰაერში გაზაფხულის სუნი ტრიალებდა თბილი და მცენარეების სურნელით გაჟღენთილი. ფრინველები ჟრიამულით იკლებდნენ არემარეს. თოვლის ნამქერებიც ნელ-ნელა დადნა, მინდორს სიმწვანე დაეტყო და ამ აყვავებულ ბუნებაში ყველაზე ლამაზი სანახავი ის წყვილი იყო, რომელიც გვერდიგვერდ, ხელჩაკიდებული მისეირნობდნენ მინდორში. ისე ჰარმონიულად და ლაღად გამოიყურებოდნენ, არადა სულ რამდენიმე თვის წინ ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო. გოგო, რომელიც გამოექცა თავის გრძნობას და პაპასთან შატილში ჩამოვიდა იმ იმედით, რომ მას თავს დააღწევდა, ახლა მის წინ იდგა. და კაცი ის ხომ ასეთი მედიდური, ამაყი და უხეში იყო. საბოლოოდ მან დათმო თავისი ძველი ცხოვრება, ის ეგო, რომელიც ხელს უშლიდა, და თავის სიყვარულს შატილში ჩააკითხა. არ შეუშინდა არც ყინვას, არც დიდთოვლობას და ჩავიდა. ეს ყველაფერი არ არის მან შეძლო და ღირსეულად, ვაჟკაცურად გადალახა ყველა სირთულე. საბოლოოდ, შატილის მთები მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან სწორედ იქ გამოიძერწა და დადგა იმ ადამიანად, როგორიც ახლა იყო. რაც მთავარია, მან ისწავლა თავმდაბლობა, ნდობა და გრძნობების გამოხატვა, გახდა უფრო გულისხმიერი. ახლა ნიას, როგორ ეამაყებოდა, რომ ლუკამ შეძლო და ღირსეულად გამოვიდა იმ წყვდიადიდან. მდინარე არღუნის პირას ისხდნენ და მდუმარედ გადაჰყურებდნენ არემარეს. ნიას ლუკას მხარზე თავი მიედო და იღიმოდა. — აქედან წასვლა არ მინდა... — ამოთქვა ნაღვლიანად გოგონამ და კაცს გახედა. ლუკა მდუმარედ იჯდა, მაგრამ გოგოს მზერა, რომ იგრძნო, მისკენ მშვიდი და დინჯი მზერით გამოიხედა. — არც მე მინდა აქაურობის დატოვება. რომ შემეძლოს, მთელ ცხოვრებას აქ გავატარებდი, შენთან ერთად, ამ კოშკებში, — უთხრა მშვიდი ხმით. — შენ და კოშკები, ლუკა? სერიოზულად? — გაეცინა ნიას. — შენთან ერთად თუნდაც ქვეყნის დასალიერში წავალ, ქალბატონო, — უთხრა და თვალი ჩაუკრა. — ნუ ცუღლუტობ ერთი, როდის აქეთია ასეთი რომანტიკოსი გახდი, ბატონო ლუკა? — სიცილით უთხრა ნიამ. მოშორებით, კოშკებთან ხალხის ჯგუფი შენიშნეს. ეტყობოდათ, რომ ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ და ერთობოდნენ. ნიამ ლუკას ხელი დაავლო და კოშკებისკენ წავიდნენ. გოგო-ბიჭებს თავი მოეყარათ და მღეროდნენ. ლუკა ერთ-ერთ ბიჭთან მივიდა და რაღაც გადაუჩურჩულა. ბიჭმაც ღიმილით დაუკრა თავი და ახალი სიმღერის დაკვრა დაიწყო. ფანდურის ჰანგებს ხმა აჰყვა ბიჭებისა და ლუკას ხმა ნიასთვის სრულიად მოულოდნელი იყო, როდესაც მან ყველასთან ერთად დაიწყო „შატილის ასულოს“ მღერა. მართალია, დიდად ხმა არ უწყობდა ხელს, მაგრამ მთელი გულით უმღეროდა თავის სატრფოს. ეს არ იყო მხოლოდ სიმღერა ლუკა გოგოს წინაშე ქედს იხრიდა და პატივს მიაგებდა. მან სრულიად მიიღო მისი სამყარო და ახლა ამას ამ სიმღერით გამოხატავდა. ნია ცრემლიანი თვალებით გაჰყურებდა კაცს. ვერ იჯერებდა, რომ ლუკა ახლა იდგა ყველასთან ერთად და ასე თავისუფლად უმღეროდა. გულში სითბო ეღვრებოდა და ისევ და ისევ უყვარდებოდა ეს კაცი, როგორი სანახავი იყო ადამიანი, რომელიც ოდესღაც ასეთი ცივი და უხეში იყო, ახლა კი ასე ემოციურად მღეროდა. — „შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან, კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა...“ — ისე ვაჟკაცურად წარმოთქვა, თითქოს მართლა აპირებდეს გოგოს მოტაცებას შატილის მთებიდან. ბოლოს სიმღერა რომ მორჩა, ნია გაიქცა და კაცს მთელი არსებით ჩაეხუტა. ისეთი ბედნიერი იყო, რომ ემოციებს ვეღარ მალავდა. — რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ და როგორ მეამაყება ის, რომ ასეთი კარგი ხარ, — ღიმილით უთხრა, თვალები კი ცრემლებით ჰქონდა სავსე. — ასეთად შენ მაქციე, ნია, და შენმა სიყვარულმა. შენ რომ არა, მე ახლა აქ არ ვიქნებოდი, — გაუღიმა და გოგო გულში ჩაიკრა. — არა, შენ სულ ასეთი იყავი, ლუკა, უბრალოდ მალავდი შენს კარგ მხარეს. ამის შემდეგ კოშკებზე ავიდნენ და ყველა კუთხე დაათვალიერეს. უკვე მერამდენედ ამოდიოდნენ კოშკებზე, რა დაითვლის, მაგრამ უყვარდათ მათი მონახულება. ეს ერთგვარ ინტიმურობას ქმნიდა მათ შორის. შატილი მათი სიყვარულის თავშესაფრად ქცეულიყო, რადგან სწორედ იქ აღორძინდა მათი გრძნობა. ახლოვდებოდა მათი გამგზავრების დღე და იმ სიმშვიდის დატოვება, რაც შატილში ყოფნისას ჰქონდათ. მაგრამ მთელი ცხოვრება ხომ ვერ გაჩერდებოდნენ? დრო იყო, ბარში დაბრუნებულიყვნენ და მათი სიყვარული დაეგვირგვინებინათ. როდემდე ივლიდნენ ასე? ერთად ყოფნის წყურვილი კლავდათ და ლუკას მოთმინება აღარ ჰყოფნიდა, ასე ცალ-ცალკე რომ ეძინათ. — ვაჟბატონო, ხომ იცი, როგორც კი ქალაქში ჩავალთ, მამაჩემს ჩემი ხელი უნდა სთხოვო... — ღიმილით უთხრა ნიამ. — ეგ აუცილებელია, ქალბატონო, — არც ლუკა ჩამორჩა და წარბის აწევით გახედა, — არ გეჩვენება ეგ ძველმოდურად? — სულაც არა, ეს ტრადიციაა. — მაგრამ მე ამდენს ვერ მოვითმენ, უკეთესი იდეა მაქვს. — რა იდეა? — ჩაეკითხა ნია. — ხომ არ ჯობია, შატილის მთებიდან მოგიტაცო და პირდაპირ ჩემთან წაგიყვანო? — წარბები აუთამაშა ლუკამ. — მომიტაცებ, არა? — დიახ, მგონი ცუდი აზრი არ უნდა იყოს... — სერიოზული სახით უთხრა და ნიას გახედა. როდესაც ნახა, რომ ნიას სახე შეეცვალა, გულიანად გაეცინა. — რა გაცინებს? — ჰკითხა გაოცებით გოგომ. — ის, რომ შენ სერიოზულად დაიჯერე, თითქოს მართლა ვაპირებდე, შენს მოტაცებას. — უთხრა და სახეზე ხელები მოხვია, — ხომ გითხარი, ყველაფერს ისე გავაკეთებდი, როგორც ამას წესი მოითხოვს-მეთქი. მე ჩემს სიტყვას არ გადავალ, — მშვიდი ხმით უთხრა და ნაზად აკოცა. *** ბოლო დღე იყო შატილში. ნია კი უფრო მეტად სევდიანი იყო, რადგან ვერ თმობდა იმ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს, რომელიც სოფელში ყოფნამ მოუტანა. ეშინოდა უკან დაბრუნებისა და ისევ იმ ქაოსში ყოფნის. აივანზე იჯდა და მთებს გადაჰყურებდა. ლუკა ჩუმად მიეპარა და პლედი მოაცვა, შემდეგ კი გვერდით ამოუდგა და ღიმილიანი სახით უთხრა: — წასვლა ყოველთვის რთულია, არა? გიჭირს აქაურობის დათმობა? — უთხრა და გოგოს გახედა. — ძალიან მიჭირს, მითუმეტეს, როდესაც ეს ადგილი ამდენ კარგ მოგონებას ინახავს... და კოშკები... — ნაღვლიანად ამოთქვა, თვალებზე კი ცრემლი მოეძალა. — ვიცი ახლა რასაც განიცდი, ნია. შენ გეშინია აქედან წასვლის. გეშინია, რომ როგორც კი აქედან წავალთ, ყველაფერი შეიცვლება, არა? — ჰკითხა ლუკამ. ნიამ თავი დახარა. — აქ ყველაფერი ნამდვილია, ლუკა. მეშინია ქალაქში ჩასვლის შემდეგ სხვა რეალობაში არ ამოვყო თავი... ლუკამ მხრებზე მოჰკიდა ხელი და სავარძელზდ დააჯინა, შემდეგ კი თავადაც გვერდით მიუჯდა. მისი ხელები თავისაში მოიქცია, ღრმად ჩაისუნთქა და საუბარი დაიწყო: — ვიცი, რომ გეშინია. გგონია, რომ ეს ლამაზი ზღაპარი იყო, რომელიც შეიძლება ქალაქში ჩასვლის შემდეგ დასრულდეს. მაგრამ ნია... შენ ჩემი ცხოვრებიდან ყველა წყდიადი გააქრე. მე აღარ ვარ ის ადამიანი, ვინც ადრე ვიყავი. შენამდე ჩემი ცხოვრება ნაცრისფერი და უღიმღამო იყო, უსიცოცხლო და გაყინული, ჩემი წარსულის აჩრდილების გამო... — ამას რომ ამბობდა, მის თვალებში იმხელა ტკივილი მოჩანდა. — სანამ ვიქორწინებთ, მინდა ჩემს შესახებ ყველაფერი გიამბო, ნია... — გისმენ. — ნია ხედავდა, როგორ ჩაუწითლდა თვალები კაცს და როგორ უჭირდა საუბრის დაწყება. არ აჩქარებდა, უცდიდა. — თოთხმეტი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოზარდი ვიყავი, თავს საშინელება დამატყდა. ისეთი რამ, რამაც ჩემს ცხოვრებას დაღი დაასვა. მე... პატარა და მყავდა, რომელიც სულ რაღაც ხუთი წლის იყო. ის იყო ჩემი ყველაფერი, რომელსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი, მაგრამ... — სიმწრისგან კბილები ერთმანეთზე დააჭირა. — მაგრამ ნაძირალა მამაჩემმა, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენთვის კარგი არაფერი გაუკეთებია, ერთხელაც ადგა და საკუთარი სისხლი და ხორცი გაყიდა... გესმის, ნია? საკუთარი შვილი ვალების გამო გაყიდა, რადგან კაზინოში უამრავი თანხა წააგო. სახლს ვერ ყიდდა, რადგან ბაბუაჩემმა დედაჩემს არ გადაუფორმა, იცოდა, რა ადამიანიც იყო მამაჩემი. ამიტომ ადგა და საკუთარი შვილი გაყიდა ისე, რომ გულიც არ მოუბრუნდა, — ჩამწყდარი ხმით ამოთქვა და თვალები ცრემლით აევსო. ნია უყურებდა მას და გული ეწვოდა. თურმე რამხელა დარდს ატარებდა ლუკა. თვალები აუწყლიანდა და ლუკას ჩაეხუტა. — რას ამბობ, ლუკა? ნუთუ ეს მართლა გააკეთა მამაშენმა? — განცვიფრებით უთხრა, რადგან დაჯერება უჭირდა. — კი, გააკეთა. იმ ღამეს დედაჩემი სასტიკად სცემა, რადგან არ ატანდა ბავშვს. ავედევნე, მაგრამ ვერაფერს გავხდი, ვერ დავიცავი... გესმის? ვერ შევძელი... ამ ყველაფერს დედაჩემმა ვერ გაუძლო და გულის შეტევით გარდაიცვალა. იმ დღეს დასრულდა ჩემი ბავშვობაც და ცხოვრებაც. იქ გაიყინა და დროის ათვლა დაკარგა. ჩემთვის დრო გაჩერდა და ყველაფერმა აზრი დაკარგა. იმ დღის შემდეგ თავს ვისჯიდი იმის გამო, რომ ვერ გადავარჩინე ჩემი და. — ლუკა, ეს შენი ბრალი არ იყო, რატომ ისჯი თავს ამაზე ფიქრით? შენ თვითონ ბავშვი იყავი, რას გახდებოდი... — ჩამწყდარი ხმით უთხრა ნიამ. — მაინც უნდა დამეცვა, არ უნდა მიმეცა უფლება,რომ წაეყვანათ. — ჩახლეჩილი ხმით მიუგო კაცმა. — გთხოვ, თავს ნუ იდანაშაულებ და გაუშვი შენი წარსული შენი ცხოვრებიდან, — მზრუნველი ხმით უთხრა გოგონამ. — რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, ნელ-ნელა შევეშვი ამაზე ფიქრს, მაგრამ ის გამუდმებით თავს მახსენებს. — შენი წარსული შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ის სულ იარსებებს შენს მეხსიერებაში, მაგრამ ნუ ჩაეჭიდები ცუდ მოგონებებს. მხოლოდ კარგზე იფიქრე. დედაშენი და შენი და მუდამ შენთან იქნებიან. — რატომ ხარ ასეთი კარგი? როგორ ახერხებ, რომ ყოველთვის ისეთ რამეს მეუბნები, რაც ზუსტად იცი, რომ დამეხმარება? — ღიმილით უთხრა და უფრო ძლიერ მიიკრა გულში. — შენც ასეთი ხარ, ლუკა, — ამოილაპარაკა მის მკერდზე. — შენ ხარ ის, ვინც შეძლო და ჩემს ცხოვრებას აზრი მისცა. ნია, შენს გამოჩენამდე მე არ ვარსებობდი, მხოლოდ ვსუნთქავდი, მაგრამ შენ მასწავლე, როგორ უნდა ვიცხოვრო. გთხოვ, შენც არ მიმატოვო, კარგი? — ნაღვლიანი თვალებით გახედა, სადაც ცრემლები ჰქონდა ჩამდგარი. ნიამ მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლიან თვალებზე აკოცა, შემდეგ კი ჩახედა და ისე უთხრა: — არასდროს. გესმის? მე არასდროს დაგტოვებ მარტოს. ასე მარტივად ვერ მომიშორებ თავიდან, — ღიმილით უთხრა. — როგორ ფიქრობ, ჩვენი სიყვარული ნამდვილია? — ჰკითხა ლუკამ. — ნამდვილია, რადგან მხოლოდ ჭეშმარიტ სიყვარულს შეუძლია ამდენ გამოცდას გაუძლოს და არ განელდეს. ჩვენი სიყვარული არ ყოფილა მარტივი, მას ბევრი სირთულე ხვდა წილად, მაგრამ მან დროს გაუძლო და დაბრკოლებებს. მე ვნახე, რამდენი რამ შეგაძლებინა სიყვარულმა, ლუკა. მე ვიცი, რომ ჩემი ერთი ცრემლიც კი გულს გტკენს, ხომ ასეა? — უთხრა ნიამ. — ყოველთვის... — ჩუმი ხმით ამოთქვა ლუკამ. **** წასვლის დღეც დადგა. დილით ადრე, სანამ მზე შატილის კოშკების წვერებს ოქროსფრად შეღებავდა, ნია უკვე ფეხზე იყო. სოფელში ჯერ კიდევ სიჩუმე სუფევდა, მხოლოდ არღუნის დაუღალავი ხმაური და შორიდან მომავალი ნახირის ზარების ხმა არღვევდა მყუდროებას. გოგონამ ბოლოჯერ მოავლო თვალი პაპის ძველ სახლს, სადაც თითოეული ნივთი მის ბავშვობასა და ბოლო თვეების დიდ ტკივილსა, თუ სიხარულს ინახავდა. პაპა ჭიშკართან იდგა, მხრებში ოდნავ მოხრილი, მაგრამ თვალებში ისეთი სითბო და სიმშვიდე ედგა, როგორიც მხოლოდ მთის კაცმა იცის. — ლუკავ, შვილო, ვამაყობ შენით. შენ დაამტკიცე, რომ ნამდვილი ვაჟკაცი ხარ. ჩემს შვილიშვილს გაუფრთხილდი და ქორწილი არ გამომაპაროთ. — უთხრა პაპამ. ლუკამ პაპას კაცურად ჩამოართვა ხელი და გადაეხვია. — ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, პაპა. და ქორწილში ორივეს გელოდებით. — გაუღიმა კაცმა. რადგან მანქანა არ ჰყავდათ, სოფლიდან ისევ სამაშველო ვერტმფრენით მოუხდათ გამგზავრება. ბოლოჯერ შეავლეს თვალი გამწვანებულ მიდამოებს. ეს ადგილი ნიასთვის იმდენად ძვირფასი გამხდარიყო, რადგან სწორედ იქ დაიწყო აღორძინება მათმა დიდმა სიყვარულმა. ვერტმფრენში ჩასხდნენ და ერთმანეთზე ჩახუტებულები ისხდნენ. ნელ-ნელა ვერტმფრენმა აფრენა დაიწყო და გადაუფრინა შატილის მთებსა და კოშკებს, რომლებიც უკვე ასე შორეულად ჩანდნენ. ორივე თვალცრემლიანი გადაჰყურებდა ილუმინატორიდან ხევსურეთს. ვინ იფიქრებდა, რომ ეს ადგილი მათ სიყვარულს ჩაუყრიდა საფუძველს და ახლა ასე ბედნიერები იქნებოდნენ? ცხოვრებას და ღვთის ჩანაფიქრს რას გაუგებს კაცი არავინ ვიცით, ვისთვის რა აქვს ჩაფიქრებული. ვინ იფიქრებდა, რომ ისინი ერთად იქნებოდნენ? მაგრამ ამაზეა ნათქვამი: ის, რაც კაცისთვის შეუძლებელი ჩანს, ღვთისთვის შესაძლებელიაო. შემთხვევითი არ იყო მათი შეხვედრა, რადგან ასე უნდა მომხდარიყო, რომ ორ განსხვავებულ სულს ერთმანეთი ენახათ და ერთმანეთი შეევსოთ. ორივემ ერთმანეთისგან რაღაც ისწავლა და გაიზარდა. მათმა სიყვარულმა გაუძლო დაბრკოლებებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, წინ კიდევ შეხვდებოდათ ახალი გამოწვევები, რომელთა გადალახვაც მოუწევდათ, მაგრამ მთავარი უკვე მომხდარიყო და ახლა მათ სიყვარულს ხელს არაფერი აღარ უშლიდა. სიყვარული მარტო გრძნობა და ეიფორია როდია, ის თავგანწირვას მოითხოვს, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთის გულისთვის საკუთარ თავს თმობს, გამოდის კომფორტის ზონიდან, თმობს თავის ეგოს და თავის ცხოვრებას უძღვნის მეორე ნახევარს, როდესაც ერთმანეთის პატივისცემას სწავლობენ. ნიამ და ლუკამ ეს გამოცდა გაიარეს და ისწავლეს ერთმანეთის სიყვარული. ჩახუტებულები ისხდნენ და ლუკა ერთი წამითაც კი არ უშვებდა ნიას ხელს. მისთვის რომ გეკითხათ, ალბათ მასზე ბედნიერი კაცი არ დაიარებოდა მთელ დედამიწის ზურგზე. მაინც რა სასიამოვნო იყო იმის გააზრება, რომ ის, რაც გულით გეწადა ადამიანს, ახლა შენს ხელთ იყო. მან სრულიად დამსახურებულად დაიმსახურა გოგონას სიყვარული და დაუმტკიცა, რომ შეიძლებოდა მისი ნდობა. საღამოსკენ უკვე თბილისში იყვნენ და ახლა უკვე მოუწევდათ დროებით დაშორებულიყვნენ ერთმანეთს. ტაქსი გამოიძახეს და პირველ რიგში ნია მიაცილა სახლამდე. — არ მინდა შენი გაშვება... — ამოთქვა ლუკამ და გოგონას გახედა. — ჩემი ნება, რომ იყოს, პირდაპირ ჩემთან წაგიყვანდი, მაგრამ... — კარგი რა, ლუკა, არაფერი მოხდება, თუ რაღაც დროით ცალ-ცალკე ვიქნებით. ჩემები უნდა გაიცნო და შემდეგ უნდა ვიქორწინოთ. ასე რომ, წინ კიდევ ერთი გამოცდა გელის. — სიცილით უთხრა გოგომ. — უნდა მეშინოდეს? — არ ვიცი, არ ვიცი... პაპას მკაცრ გამოცდებს, თუ გაუძელი, წესით არც ახლა უნდა გაგიჭირდეს ჩემებთან რამდენიმე საათის გატარება. — ეშმაკური ღიმილით უთხრა. — ხუმრობ, ნია? ხელის სათხოვნელად უნდა მოვიდე და არ ვიცი, როგორ მიმიღებენ.— წამოიძახა ლუკამ. — ხომ არ გეშინია? — ცოტას ვღელავ, მაგრამ ეგ არაფერი, თუ უარი მითხრეს, მოგიტაცებ. — გაეცინა და თვალი ჩაუკრა. — რა გეშველება... — არც არაფერი, ჩემი საშველი აღარ არის. კარგი, ახლა სერიოზულად, ხვალ გამოგივლი, მინდა ერთ ადგილზე წაგიყვანო. — უთხრა ლუკამ. — სად? — ეგ სიურპრიზია, ქალბატონო... — უთხრა ლუკამ. ამასობაში სახლსაც მიუახლოვდნენ და მანქანა ნიას სახლის გვერდით გაჩერდა. ნია მანქანიდან გადმოვიდა და მას ლუკაც მიჰყვა. ოთახის ფანჯრიდან ლიზამ გამოიხედა, ნია დაინახა ლუკასთან ერთად და ნიას ხელი დაუქნია. — არ მჯერა, რომ უკვე აქ ვართ. — თქვა ნიამ. — არც მე. შენებს უთხარი, რომ მალე ხელის სათხოვნელად მოვალთ. — სერიოზული ხმით უთხრა ლუკამ და გულში ჩაიკრა. გამომშვიდობება ძალიან გაუჭირდათ, რადგან ამდენი თვის შემდეგ ახლა ცალ-ცალკე მოუწევდათ ყოფნა. კაცი იქამდე არ წავიდა, სანამ გოგო შინ არ შევიდა. ნია ისეთი აღელვებული იყო, რომ არ იცოდა, როგორ აეხსნა ახლობლებისთვის ახალი ამბავი. ღრმად ჩაისუნთქა და შინ შევიდა. ოჯახს ძალიან გაუხარდა ნიას დაბრუნება და ყველა რაღაცას ეკითხებოდა, გოგო კი მდუმარედ იდგა და ძალებს იკრებდა. რას იფიქრებდნენ ისინი გოგო იქ პაპამისის მოსავლელად გაუშვეს და იქიდან საქმროთი დაბრუნდა. თანაც, არ იცოდა,როგორი რეაქცია ექნებოდათ ამაზე; ასე თუ ისე, შორიდან ცნობდნენ ლუკას და იცოდნენ, ვინც იყო, და ამის გამო გული ორმაგად უფრო სწრაფად უცემდა. — ნია, რა კარგია, რომ დაბრუნდი, შვილო... ძალიან მოგვენატრე. — უთხრა დედამ და გულში ჩაიკრა. — მეც ძალიან მომენატრეთ. — მკრთალად გაუღიმა დედას. — როგორ არიან პაპა და ბებო? — ჰკითხა მამამ. — კარგად არიან, ორივე. — გაუღიმა. ჩვეულებრივზე უფრო ჩუმი იყო ნია, დაბნეული იჯდა, თითქოს გონებაში აზრებს ალაგებდა, რომ რამე ეთქვა. მის უცნაურობას ყველა ამჩნევდა და ვერ გაეგოთ, რა დაემართა ასეთი, რომ ხმასაც ვერ იღებდა. ხვდებოდნენ, რომ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ სათქმელს თავს ვერ უყრიდა. — შვილო, რამის თქმას ხომ არ ცდილობ ჩვენთვის? — ინტერესით ჰკითხა მამამ. — კი, ვცდილობ... რაღაც მინდა გითხრათ, მაგრამ არ ვიცი ამას როგორ მიიღებთ. — დაღლილმა ამოთქვა. — შენ გვითხარი და ვნახოთ... — გაეღიმა მამას. — იცით, საქმე ის არის, რომ... ხელის სათხოვნელად უნდა მოვიდნენ. — ამოილუღლუღა გოგომ და მომლოდინე თვალებით შეაცქერდა ყველას. მისდა გასაოცრად, ნერვი არავის გატოკებია, მამას კი ოდნავ ჩაეღიმა. — როგორც იქნა, დააყენეთ საშველი! — წამოიძახა ლიზამ. — თქვენ რა, არ გიკვირთ? ან არ გაინტერესებთ, ვისზე ვამბობ? — დაბნეულმა წამოიძახა. — ისედაც ვიცოდით, შვილო, შენმა დამ გვიამბო ყველაფერი. — გაეღიმა დედას. — რა გიამბოთ? — ის, რომ ლუკა გელოვანმა, შატილში ჩამოგაკითხა. — გაეცინა ქალს. — მერე, არ ხართ წინააღმდეგი? — ჰკითხა მათ. — ჯერ მოვიდეს, ვნახოთ თავს როგორ გაართმევს. — წამოიძახა მამამ. — საინტერესოა, სოფელს როგორ გაართვა თავი ან მამაჩემს. — გაეცინა ანზორს. — გაგიკვირდებათ და პაპას გამოცდებს ვაჟკაცურად გაართვა თავი. — უთხრა ნიამ. — ოჰ, მაშინ ისღა დაგვრჩენია, ბოლო გამოცდაც ჩააბაროს. — ომახიანად წამოიძახა ანზორმა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მათი საუბრის შემდეგ ნია დაღლილი შევიდა თავის ოთახში. ძალიან იყო გადაღლილი ემოციურადაც და ფიზიკურადაც. პირველი, რაც გააკეთა, სუფთა ტანსაცმელი აიღო და აბაზანაში შევიდა წყლის გადასავლებად, რომ განტვირთულიყო. ბოლოს თავის ოთახში დაბრუნდა, სადაც ლიზა უკვე ელოდა და ეშმაკურად ახამხამებდა თვალებს. ნიამ ამოიოხრა; მიხვდა, რომ მისგან ასე მარტივად ვერ დააღწევდა თავს, ამიტომ საწოლზე ჩამოჯდა და ყველაფრის მოყოლა დაიწყო, რაც შატილში გადახდა თავს. — არა, მე ყოველთვის ვიცოდი, რომ მას შენ უყვარდი! იცი, აქ მოგაკითხა იმ ღამეს... ისეთი შეცვლილი იყო, შენ გეძებდა, მაგრამ რომ ვუთხარი აქ არ იყავი, გადაწყვიტა შატილში ჩამოსულიყო შენთან. — უთხრა ლიზამ. — ხო.. ამის შემდეგ კიდევ ცოტა ხანს გაჩერდა და შემდეგ წავიდა. ნია ვერაფრით ისვენებდა და ძილი არ ეკარებოდა. იმდენი რამ გადახდა თავს ამ ბოლო დროს, რომ ჯერაც ვერ იაზრებდა ბოლომდე მომხდარს. მალე ხელის სათხოვნელად უნდა მოსულიყვენენ… ვერ იჯერებდა, რომ ცოტაც და ლუკას გაჰყვებოდა ცოლად. ცხოვრება მართლაც მოულოდნელობებით არის სავსე და არავინ ვიცით, ვის რას გვიმზადებს. ფიქრებში იყო გართული, რომ ტელეფონზე ზარი შემოვიდა ლუკა ურეკავდა ვიდეო ზარით. — გისმენ! — ჩასძახა ნიამ. — ხომ არ გაგაღვიძე? — ღიმილით უთხრა. თავადაც საწოლზე იყო წამოწოლილი და ისე საუბრობდა. — არა, ვერ ვიძინებ. და შენ რატომ არ გძინავს? — ვერც მე ვიძინებ და თან უკვე ძალიან მენატრები... — ნუ ხარ მოუთმენელი... — გაეცინა ნიას. — კარგი, დაელაპარაკე შენებს? — კი... — მერე რაო? — ინტერესით ჰკითხა. — რაო და... მაგის დუხი აქ არ იყოსო. — სერიოზული გამომეტყველებით უთხრა და ლუკას სახეს დააკვირდა. კაცს ლამის სახეზე ფერი წაუვიდა, ნიას კი გულიანად გაეცინა. — რა გაცინებს? — ჰკითხა გაოცებულმა. — ის, რომ დაიჯერე რაც გითხარი და მოტყუვდი. — ოხ, ნია... — თავადაც გაეცინა. — კარგი, ხვალ დილით გამოგივლი, როგორც გითხარი, რაღაც მინდა გაჩვენო. *** დაპირებისამებრ, დილით ლუკამ მიაკითხა და გზას დაადგნენ. ნია აზრზეც არ იყო, ლუკა რა სიურპრიზს უმზადებდა და აზრადაც არ მოუვიდოდა, სად მიდიოდა. აი, ლუკას კი ეშმაკურად ეღიმებოდა, რადგან ზუსტად იცოდა, ნიას ძალიან გაახარებდა ეს ამბავი. სულ მალე ქალაქს გასცდნენ. ნიას კი ეს ადგილები ძალიან ეცნო; უცებ მოაგონდა, საით მიდიოდა ეს გზა და ცოტა არ იყოს, დაიძაბა კიდეც. ვერ ხვდებოდა, რატომ მიდიოდნენ იმ ადგილას, სადაც ერთ დროს საშინელი რამ ნახა. — ლუკა, სად მივდივართ? — ჰკითხა აღელვებულმა. — ნახავ. — მოკლედ მოუჭრა და ისე უთხრა, თან ეღიმებოდა, რადგან ერთი სული ჰქონდა, როდის მიიყვანდა გოგოს დანიშნულ ადგილას. გზაც თითქოს უსაშველოდ გაწელილიყო და ნიასაც მღელვარება უმძაფრდებოდა. ლუკა ჩვეულებრივზე უფრო ჩუმად იყო და ეს არ მოსწონდა. ალბათ გოგომ თავის გონებაში ყველა შესაძლო სცენარი განიხილა, სანამ ადგილამდე მივიდოდნენ, თუ რატომ მიჰყავდა იმ ადგილას, მაგრამ მან არ იცოდა, წინ რა ელოდა. მალე მანქანა შესასვლელთან გაჩერდა. ლუკა მანქანიდან გადმოვიდა, გოგოს კარი გაუღო. როდესაც ტაძრის ეზოში შევიდნენ, ნია თავიდან ვერ მიხვდა ვერაფერს, მაგრამ მისი ყურადღება მიიპყრო ლამაზად მოწყობილმა ეზომ, სადაც ყვავილები იყო დარგული და სხვა მცენარეები. და აი, დადგა ყველაზე ამაღელვებელი მომენტიც: მის წინ გადაიშალა ულამაზესი ხედი იქ, სადაც ერთ დროს ტაძრის ნანგრევები იყო, ახლა ტაძარი იყო აღორძინებული, სრულიად გარემონტებული, აშენებული და ლამაზად შეღებილი. გოგოს ამის დანახვამ სუნთქვა შეუკრა და ერთ ადგილას მიეყინა. თითქოს ვერ იჯერებდა ნანახს მაინც,როგორი სანახავი იყო ის, რაც დანგრეული გეგონა და წაშლილი, ახლა შენს წინ აღორძინებული იდგა. ტაძარი არ იყო ძალიან დიდი, საშუალო ზომის იყო, პატარა და მყუდრო. იმდენად განცვიფრებული იყო ნანახით, ვერაფერს აკეთებდა. სულ მალე კი თვალებიდან მლაშე ცრემლები წამოუვიდა, რადგან გული აუჩუყა ნანახმა. გვერდით მდგომ კაცს, რომ გახედა აცრემლებულმა, ლუკა მივიდა და გულში ჩაიკრა. — ვიცი ახლა რასაც გრძნობ და ფიქრობ, ნია... — ღიმილით უთხრა. — ნუთუ ამას მართლა ვხედავ, ლუკა? შენ ის არ დაანგრიე? — ამოიტირა მის მკერდზე. — ერთმა მამაცმა, გოგომ გამაჩერა. — სიცილით უთხრა. — სერიოზულად, ლუკა? როგორ... შენ ის კი არ დაანგრიე, არამედ თავიდან ააშენე. — აცრემლებული თვალებით უთხრა. — იცი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ტაძარი ჩემი დაპირება იყო, როგორც საკუთარ თავთან, ასევე შენთვის. იმისა, რომ ყველაზე დიდ წყვდიადშიც კი შეიძლება სინათლის დანახვა, რომელსაც შეუძლია გადარჩეს. ხედავ? დღეს ეს ტაძარიც აღორძინდა და მეც. ანუ შეუძლებელი შესაძლებელი გახდა. არავის ეგონა, რომ მოხერხდებოდა მისი აღდგენა, მაგრამ ეს მოხდა. — თბილი ღიმილით უთხრა და თვალებიდან ცერა თითით ცრემლი მოწმინდა. — ღმერთო, ლუკა, შენ დღითი დღე უფრო მაოცებ. — ისევ ცრემლები ეძალებოდა და თავს ვერ ერეოდა, იმდენად აწვებოდა ემოციები. — არ გინდა, შიგნით შევიდეთ, ვნახოთ როგორია? — ჩუმი ხმით უთხრა, შემდეგ ხელი ჩასჭიდა და ტაძრისკენ დაიძრნენ. ტაძრისკენ მიმავალი გზა ხელჩაკიდებულებმა გაიარეს. საოცარი იყო კაცი, რომელიც ერთ დროს გაურბოდა ამ ყველაფერს, ახლა საკუთარი ფეხით, თავდახრილი მიდიოდა უფლის სახლში და არანაირი სიამაყე არ ემჩნეოდა, აღარც აფორიაქებდა იქ მისვლა. შიგნით შესული კიდევ უფრო გაოცებული დარჩა, რადგან იქაურობა ლამაზად იყო მოხატული ფრესკებით. ჯერაც ვერ იჯერებდა რასაც ხედავდა ისეთი მოულოდნელი იყო მისთვის. ფაქტობრივად, ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ ტაძარმა იმოქმედოს. — ლუკა, მითხარი, რას გრძნობ ახლა, როცა აქ ხარ და უყურებ ხატებს? — ანთებული თვალებით ჰკითხა. — სიმშვიდეს, ნია... და სინანულს. — ჩუმი ხმით ამოთქვა მან. — სინანულს? — ჰო, სინანულს იმის გამო, რომ ჩემი ცხოვრებიდან ასე გამეტებით ვცდილობდი ღვთის განდევნას. — ნაღვლიანად ამოთქვა. — მაგრამ მას შენ არ მიუტოვებიხარ. ხედავ? შენ დაამტკიცე, რომ ყველაფრის მიუხედავად, შენში იყო ის ღვთიური ნაპერწკალი, რომელიც ადამიანურს გხდიდა. — კვლავ განაგრძობდა ტირილს. — ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა, ნია, რადგან მხოლოდ შენ მაიძულე, რომ საკუთარ თავში ჩამეხედა. — უთხრა და გულში ჩაიკრა. — მე არაფერ შუაში ვარ, ლუკა. მე მხოლოდ ის ჭურჭელი ვიყავი, რომლითაც უფალი მოქმედებდა. — ღიმილით უთხრა და განაგრძო ტაძრის თვალიერება. ყველა კუთხეს ათვალიერებდა და აკვირდებოდა ყველაფერს. სწორედ ამ დროს ლუკამ დრო იხელთა და ჯიბიდან პატარა ყუთი ამოაძვრინა და დაელოდა, ნია როდის შემობრუნდებოდა. როდესაც გოგო შემობრუნდა და დაინახა ლუკა, რომელიც ბეჭდით ხელში იდგა და უღიმოდა, ორმაგად აეტირა. — ლუკა... — ნია, დღეს აქ ორი მიზეზის გამო მოგიყვანე. პირველი ის იყო, რომ მინდოდა მეჩვენებინა აღდგენილი ტაძარი. მეორე კი ის არის, რომ მინდოდა ღვთის წინაშე მეთხოვა პირველად შენთვის ხელი, რადგან სწორედ მან შეგვახვედრა ერთმანეთს. დღეს აქ ვართ მხოლოდ მე, შენ და უფალი. ამიტომ გკითხავ: თანახმა ხარ ცოლად გამომყვე და მთელი ცხოვრება დაუკავშირო ისეთ უჟმურ ადამიანს, როგორიც მე ვარ და ამიტანო? — ღიმილიანი სახით უთხრა. ნიას უარესად მოეძალა ემოციები და ატირდა. უყურებდა კაცს, რომელიც ახლა მის წინ იდგა და ხელს თხოვდა, თან უფლის თანდასწრებით იმ დღეს უფალი იყო მათი სიყვარულის მოწმე. ნია ცოტა ხანს დუმდა, სათქმელს თავს ვერ უყრიდა, შემდეგ კი წამოიძახა: — თანახმა ვარ, ლუკა.... ათასჯერ და მილიონჯერ თანახმა ვარ! — ამოთქვა ძლივს და ლუკას მოეხვია. ლუკამაც არ დააყოვნა და გოგოს თითზე ფრთხილად გაუკეთა ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი. შემდეგ გულში ჩაიკრა და აკოცა. ასე ჩახუტებულები იყვნენ. შემდეგ კი ორივემ გადაწყვიტა, ამ ტაძარში პირველად აენთოთ სანთელი. ლუკამ ჯიბიდან ასანთი ამოიღო, ერთი სანთელი ნიას გაუწოდა, ერთი კი თავისთვის დაიტოვა. იქვე საკურთხეველთან ერთი საშანდლე იდგა იქ მივიდნენ და დაანთეს სანთელი, ლუკა ცოტა დაბნეული იყო, რადგან არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ნიას დააკვირდა, თუ როგორ გადაიწერა პირჯვარი და მანაც იგივე გაიმეორა, პირველად იდგა სანთლით ხელში ტაძარში და აღელვებული ჩანდა, ისიც არ იცოდა, რა უნდა ეთქვა და ელოცა, მაგრამ უფალს, ხომ დაზეპირებული ტექსტი არ სჭირდებოდა არამედ გულიდან ამოსული წრფელი სიტყვები, ხოდა ლუკამაც გონება მოიკრიბა და ანთებული გულით დაიწყო თავის სიტყვებით ლოცვა, ის მადლიერი იყო, იმისთვის, რომ საბოლოოდ იპოვა თავის გზა და ახლა ტაძარში იდგა თავის საყვარელ ქალთან ერთად, რომლესაც ღვთის საჩუქრად თვლიდა და რომელიც ძალიან უყვარდა. უფალს მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის რაც კი მის ცხოვრებაში იყო, კარგი, თუ ცუდი დღეები. დამშვიდებული გულით იდგა და თხოვდა, რომ მისთვის ახალი ცხოვრების გზა დაელოცა, რომლესაც ნიასთან ერთად გაატარებდა, გოგონაც აღელვებული და გახარებულუ იყო, მის ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა, ემოციები ეძალებოდა და თავს ძლივს იკავებდა,რომ არ ეტირა. ბოლოს, რომ დაასრულა ლოცვა, ცრემლიანი თვალებით გახედა ლუკას. — რა იყო ასე რატომ მიყურებ? — ღიმილით უთხრა. — ვამაყობ შენთით და ძალიან ძლიერ მიყვარხარ, იმდენად, რომ ამის გადმოცემა ძალიან მიჭირს.— ამოისრუტუნა. — ეს არ არის უბრალოდ ემოცია, ეს ენით აუღწერელი გრძნობაა. — ვიცი, რასაც ამბობ და მეც იგივეს ვგრძნობ. — ღიმილით უთხრა და შუბლზე აკოცა. — იცი რა ვიფიქრე... — დაიწყო ნიამ და ლუკამ გააწყვეტინა. — ვიცი რაც იფიქრე, მეც ეგ უნდა მეთქვა მე და შენ ჯვარს აქ დავიწერთ.— მშვიდი ხმით უთხრა. — ეს ტაძარი ჩვენი სიყვარულის საყდარი იქნება.— თბილი ღიმილით უთხრა ნიამ. ***** მაისის შუა რიცხვები იყო ქუჩებს უკვე დატყობოდათ, სიმწვანე და ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა მზე კი თავის თბილ სხივებს ასხივებდა, განსაკუთრებული დღე იყო დღეს, გოგოს დასანიშნად მოდიოდნენ და ნია ძალიან ღელავდა დილიდან ადგილს ვერ პოულობდა და გული ძლიერ უცემდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, მაინც ნერვიულობდა და თავს ვერაფერს უხერხებდა ახლა, თუ ასე ღელავდა, ქორწილის დღეს რაღას იზამდა,საინტერესოა. სარკის წინ იდგა და ალბათ ერთი ასჯერ ჩაიხედა, რომ გაეგო კარგად გამოიყურებოდა, თუ არა, ძალიან საყვარლი და ლამაზი იყო ვარდისფერი მთლიანი კაბა ეცვა თმები ლამაზად დაეყენებინა და მხრებზე ჰქონდა დაყრილი, სახეზე კი მკრთალი მაკიჟი ეკეთა, მოკლედ ზღაპრის ფერიას წააგავდა, ოთახში გოგოები შემოცვივდნენ და აცნობეს, მოვიდნენო, ნიამ ღრმად ამოისუნთქა და მისაღებში გავარდა, დანარჩენი ოჯახის წევრები უკვე მზად იყვნენ და დასახვედრად ემზადებოდნენ. მამამ კარები გამოაღო და სსტუმრებს დახვდა შემოსასვლელში, საკამოდ სერიოზული სახით. პირველი ლუკას ბიძა გამოჩნდა, რომელიც დედის მხრიდან იყო, მის გვერდით ბებია მიყვა და სხვა დანარჩენი ოჯახის წევრები, ხელში ტკბილეულითა და ღიმილიანი სახით, ყველაზე ბოლოს ლუკა, გამოჩნდა, რომელიც ეტყობოდა, რომ ძალიან ღელავდა, შავი შარვალ კოსტიუმი ეცვა და თეთრი პერანგით, ხელში კი ვარდების დიდი თეთრი თაიგული ეჭირა, მღელვარების მიუხედავად მაინც მშვიდად იყო და იღიმოდა, ანზორმა სტუმრებს ხელი ჩამოართა და სახლში შეიპატიჟა. ლუკას ერთი სული ჰქონდა, ნია როდის ნახავდა. გოგო იქვე იდგა და ყველას ღიმილით ესალმებოდა, როდესაც ლუკამ ყველას ხელი ჩამოართვა და მიესალმა, როგორც იქნა მივიდა ნიასთან ჩაეხუტა, მოწიწებით აკოცა და თაიგული გადასცა. — მომენატრე...— ჩასჩურჩულა ყურში. — მეც. ბოლოს ყველა მისაღებში ჩამოჯდა და ის უხერხული და დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა რაც ახლავს, ხოლმე ხელის თხოვნას სანამ უშვალოდ მთავარ თემაზე გადავიდოდნენ ჯერ უბრალოდ ყოველდღიური, თემებით შემოიფარგლნენ. ანზორი ლუკას აკვირდებოდა. ლუკამ, რომ ნახა რომ ჯერ საუბრის დაწყებას არ აპირებდნენ, ბიძამისს ანიშნა გადასულიყო, მთავარ თემაზე. ძალიან ღელავდა და ვერ ისვენებდა. — ალბათ მოგეხსენებათ, აქ რისთვისაც მოვედით, როგორც უკვე იცით, ჩვენს ბიჭს და თქვენს ქალიშვილს ერთმანეთი შეუყვარდათ და თუ თქვენც არ ხართ მათი შეუღლების წინაღმდეგი, მაშინ ღვთის ნებით, დავაქორწინებთ კიდეც. — დიახ, მეც დავამატებ.— დაიწყო ბებიამ საუბარი. — ჩემს ბიჭს, ძალიან უყვარს, ნია ის ჩვენც ძალიან გვიყვარს,რადგან ლუკა, გამოაცოცხლა. — ღიმილით უთხრა ბებიამ და ნიას ღიმილიანი სახით გახედა. ანზორი რამოდენიმე წამი გაირინდა, იგი ლუკას თვალებში უყურებდა, თითქოს ცდილობდა ლუკას სულში შეეღწია და მისი სმტკიცე დაენახა, აინტერესებდა მისი ვაჟკაცობა. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა და ყველა დაიძაბა, ნიას გული ისე უცემდა, რომ საკუთარი გულისცემა ყურში ჩაესმოდა. ბოლოს მამამ ამოისუნთქა, სერიოზული სახე მოეშვა და ღიმილით აევსო ბაგეები. — ლუკა, შვილო.— დაიწყო მამამ.— ნია, ჩემი თვალისჩინია, ის ჩემი ძმის დანატოვარია, რომელიც დიდი სიყვარულით გავზარდეთ და საკუთარი, ქალიშვილისგან არ განგვისხვავსბია, ყველაფერს ვაკეთებდით, იმისთვის, რომ თავი კარგად ეგრძნო და მისთვის დარდი შეგვემსუბუქებინა, მაგრამ რადგან ღმერთმა ასე ინება და თქვენ ერთმანეთს შეგახვედრათ, მე ვინ ვარ, რომ ღვთის ნებას წინ აღვუდგე,მე ჩემს ლოცვა კურთხევას გაძლევთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ წინ გრძელი გზა გექნებათ გასავლელი, სადაც ბევრი სირთულე დაგხვდებათ. — დაასრულა თავის მონოლოგი, ანზორმა. — სიტყვას გაძლევთ ბატონო, ანზორ თქვენს ქალიშვილს, თვალისჩინივით გავუგრთხილდები, რადგან ის ჩემი ცხოვრების აზრია, ჩემთან ის ძალიან ბედნიერი იქნება.— მტკიცე და სერიოზული ხმით უთხრა. — ძალიან, კარგი. მაშინ ჩათვალე,რომ შენ უკვე ჩვენი ოჯახის წევრი ხარ.— თბილი ღიმილით უთხრა ანზორმა. ამის შემდეგ კი ერთმანეთს გადაეხვივნენ. სუფრა ხმაურიანად და მხიარულად გაგრძელდა. ანზორი და ლუკას ბიძა წარსულ ამბებს იხსენებდნენ, ბებია და თამთა კი,ნიას დედასთან და მამიდასთან ერთად უკვე მომავალ ქორწილზე ჩურჩულებდნენ. ნია და ლუკა ამ დიდ მხიარულებაშიც კი ახერხებდნენ, რომ ერთმანეთისთვის თვალი არ მოეცილებინათ. ლუკას მზერა ახლა უფრო მშვიდი და ამაყი იყო მან ეს გამოცდა ჩააბარა. ბოლოს, როცა სადღეგრძელოების პირველი ტალღა ჩაცხრა, ლუკას ბიძამ ყველას ყურადღება ითხოვა. ეს სწორედ ის მომენტი იყო, რომელსაც ნია დილიდან ასეთი მღელვარებით ელოდა. ლუკა დინჯად წამოდგა, ჯიბიდან პატარა, ხავერდის კოლოფი ამოიღო და ნიას წინ გაჩერდა. ოთახში ერთბაშად სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ მაისის თბილი ნიავი აშრიალებდა ფარდებს ღია სარკმლიდან. — ნია, — დაიწყო დაბალი, მაგრამ დარწმუნებული ხმით, — ეს ბეჭედი მხოლოდ ნიშანი არ არის. ეს ჩემი პირობაა, რომ მუდამ შენს გვერდით ვიქნები. მან ნიას აკანკალებული ხელი თავისაში, მოიქცია და მის ჩამოთლილ თითზე, ნიშნობის ბეჭედი გაუკეთა, ნიას თვალზე ბედნიერების ცრემლი მოადგა და თვალებიდან გადმოუგორდა. როდესაც ლუკამ გოგოს ბეჭედი გაუკეთა, შემდეგ ნიამ მოარგო,კაცს ბეჭედი. ამის შემდეგ კი, ატყდა ოვაციები და მილოცვები, ყველა ულოცავდა მათ გაბედნიერებას. *** ნიშნობის შემდეგ, ერთი თვე გავიდა და ივნისი შემოვიდა რაც იმას ნიშნავდა, რომ კარზე უკვე ზაფხულის პირველი თვე შემოიჭრილიყო, ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა და ხარობდა. მათ ცხოვრებაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი დღე დამდგარიყო, დღე, როცა მათი სიყვარული უფრო მეტად უნდა აყვავებულიყო და ყვავილით გაფურქნულიყო. სახლში სადღესასწაულო ორომტრიალი იდგა, ყველა აქეთ იქით დაიარებოდა და ემზადებოდა. ნია კი, გოგოებთან ერთად ოთახში იყო და ემზადებოდა, სარკის წინ იდგა და ისევ საკუთარ თავს უყურებდა, ძალიან სადა და მოკრძალებული პატარაძალი იყო, თმები ლამაზად ჰქონდა აწეული და შეკრული, სადა მაკიაჟით, ტანზე კი, ქართული ტრადიციული თეთრი კაბა ეცვა. — ნამდვილ დედოფალს გავხარ ნია.— ღიმილით უთხრა ანამ. — მართლაც, დაო ისეთი ლამაზი ხარ, სიძე, რომ გნახავს, მეტყველების უნარს დაკარგავს.— სიცილით უთხრა ლიზამ და თან თვალები ცრენლებით ჰქონდა სავსე. ამ დროს მამა შემოვიდა ოთახში. — შეიძლება. — ღიმილით უთხრა მან და ნიასთან მივიდა. — კარგი, ჩვენ გავალთ გარეთ.— უთხრეს და გარეთ გავიდნენ. ანზორი მდუმარედ იდგა და თვალცრემლიანი უყურებდა, გოგოს ვერ იჯერებდა, რომ უკვე იმხელა გაზრდილიყო, ნია, რომ უთხოვდებოდა. — შვილო...— დაიწყო კაცმა. — მინდა, გითხრა, რომ ძალიან ვამაყობ შენით და გულიც მშვიდად მაქვს, რადგან ვიცი, რომ შენს გვერდით, ღირსეული ადამიანი იქნება, მე მას ვენდობი, ვიცი მასთან ბედნიერი იქნები. — მამა...— ალუღლუღდა, გოგო. — ვერ ვიჯერებ უკვე ასე გაიზარდე, რომ მითხოვდები, მინდა იცოდე,მართალია მე შენი ბიოლოგიური მამა არ ვარ, მაგრამ შენ იცი, თუ როგორ მიყვარხარ და შენთვის ყოველივეს საუკეთესო მინდა. — ცრემლიანი თვალებით უთხრა. — ვიცი, მამა და ამის თქმა არ იყო საჭირო.— თვალზე ცრემლი მოადგა,ნიას. ცოტახანსი კი, ქუჩიდან სიგნალების ხმა, რომ გაისმა, გოგომ ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა, როგორ გაჩერდა, მათი სახლის წინ მანქანა და იქიდან თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ლუკა გადმოვიდა, ყველაზე საოცარი ის იყო, რომ კაცი მუსიკოსებთან ერთად მოვიდა, ამას ნამდვილად არავინ ელოდა, ნიას თვალები ცრენლებით აევსო და ვერ იჯერებდა ნანახს. ოთახში, გოგოები შემოცვივდნენ ხმაურით. — დაინახე, ნია? ჩვენი სიძე აღარ ხუმრობს, ის მუსიკოსებთან ერთად მოვიდა. — წამოიძახა ლიზამ. — სასწაული ვინმეა, ხედავ შენ გამო რას აღარ აკეთებს.— სიცილით უთხრა ანამ. — კარგი, გოგოებო წამოდით გავიდეთ და დავხვდეთ სიძეს შენ კი სანამ არ დაგიძახებთ არ გამოხვიდე. — უთხრა ანზორმა გარეთ, რომ გავიდნენ ლუკა მუსიკოსებთან ერთად უკვე, მისაღებში იყო და ისე ვაჟკაცურად გამოიყურებოდა თეთრ ჩოხაში, მუსიკის ხმამაღალი ხმა ნელ-ნელა ჩაწყნარდა, ლუკა კი ნიას დაეძებდა, რომელიც არსად არ ჩანდა, ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა, გოგოს. — რაო, სიძევ შენს დედოფალს ეძებ? — სიცილით უთხრა ლიზამ. — ხო, სად არის? — მოითმინე, ცოტაც და მალე ნახავ.. — გაუღიმა, ლიზამ. და აი, ანზორმა გოგონა, თავის ოთახიდან გამოიყვანა, გოგონას თვალები სიხარულით უციმციმებდა და სახიდან ღიმილი არ შორდებოდა, ლუკამ როგორც კი, ნია დაინახა, სუნთქვა შეეკრა და როგორც ლიზამ თქვა, მეტყველების უნარი დაეკარგა. ისეთი სიყვარულით და აღტაცებით უმზერდა, გოგონას, ლუკა მასთან ანთებული თვალებით მივიდა, სახეზე ხელები, მოხვია და შუბლზე აკოცა,შემდეგ კი გულში ჩაიკრა, როგორი ბედნიერები იყვენენ ორივე ისეთი ლამაზები იყვნენ, რომ ნიას დაჯერებაც კი, უჭირდა, ვერ იჯერებდა, ეს ყველაფერი მისთავს, რომ ხდებოდა, ლუკამ კი ამ საოცარი დღისთვის რა აღარ არ გააკეთა, მუსიკოსებთან ერთადაც კი, მივიდა, რათა ნია გაეხარებინა. — ძალიან ლამაზი ხარ..— ამოთქვა ლუკამ, თვალები ცრემლებისგან უელავდა, არ მოგესმათ, მისი თვალები მართლაც ცრემლიანი იყო, რადგან ეს სიყვარულის ცრემლები იყო. — შენც ძალიან გიხდება, თეთრი ჩოხა.— ღიმილით უთხრა გოგომ. — მაგრამ მუსიკოსებს, თუ მოიყვანდი, ვერ წარმოვიდგენდი. — ხომ გითხარი, რომ ყველაფერს ისე გავაკეთებდი, როგორც საჭიროა- თქო, რა გეგონა მარტი ქორწილი გვექნებოდა? — გაუღიმა კაცმა. —დაახლოებით.. — სიცილით უთხრა. *** როგორც მოილაპარაკეს ჯვარს იმ ტაძარში დაიწერედნენ, რომელიც ლუკამ ააღორძინა, ხოდა ახლა, სწორედ იმ ტაძრის ბილიკებს მიუყვებოდნენ, ხელჩაკიდებულები, მამა შალვას, უკვე ყველაფერი მოემზადებინა და წყვილს ელოდა. ტაძარში შესვლისთანავე სამყარო შეიცვალა. გარეთ დარჩა თბილისის ხმაური, მანქანების სიგნალები და ხალხმრავლობა. აქ, მაღალი თაღების ქვეშ, მხოლოდ საკმევლის მძიმე, სუფთა სურნელი და სანთლების მბჟუტავი სინათლე სუფევდა. ლუკა და ნია ტაძრის შუა გულში იდნენ, ლუკა გრძნობდა, თუ როგორ უთრთოდა, გოგოს ხელი მის ხელში. როცა მღვდელმა, ბეჭდები აიღო და სამჯერ გადასახა ჯვარი, ლუკამ ნიას აცრემლებულ სახეს გაუსწორა თვალი, გოგონას ბედნიერებისგან თვალებში ცრენლები ჩასდგომოდა, ლუკაც არანაკლებ დღეში იყო, ისიც აღელვებული იყო, გული გაასმაგებულად უცემდა ვინ იფიქრებდა, რომ ახლა ის ტაძარში იდგებოდა, საყვარელ ქალთან ერთად ჯვრისდასაწერად. მეჯვარეებმა ბეჭედი სამჯერ გადაცვალეს, ბეჭდის სიცივე კი, ლუკასთვის იმის სიმბოლო გახდა, რომ ყოველი მისი გადაწყვეტილება და ნიბიჯი ახლა ნიას ეკუთვნოდა ის მარტო აღარ იყო, მამაო ლოცვებს აღავლენდა და პერიოდულად ამბობდა, ხოლმე. — ,,უფლისა მიმართ ვილოცოთ.,, ირგვლის საგალობლებს გალობდნენ ყველაფერი ისე, იყო როგორც ნიას უნდოდა და ოცნებობდა ახლა, რეალობად ქცეულიყო. როცა მღვდელმა აამაღლა გვირგვინები და წარმოთქვა: „გვირგვინოსან იქმნებოდეს მონა ღვთისა ლუკა...“, ლუკამ თავზე მოულოდნელი სიმძიმე იგრძნო. ეს არ იყო მხოლოდ ლითონის სიმძიმე — ეს იყო პასუხისმგებლობა იმ ქალის წინაშე, რომელიც მას ენდო. როცა გვირგვინი ნიას თავზეც აღიმართა, ლუკამ დაინახა, როგორ აკანკალდა სანთლის ალი გოგონას ხელში. ნია ახლა ნამდვილ დედოფალს ჰგავდა სავსეს ტკივილით გამოვლილი სიმტკიცით. მღვდელმა ღვინით სავსე თასი მიაწოდათ. ლუკამ პირველმა მოსვა, მერე ნიას გაუწოდა. ეს ერთი ჭიქა მათ საერთო მომავალს ჰგავდა მასში იყო სიტკბოც და ის სიმწარეც, რაც ერთად გამოიარეს. ამიერიდან მათ ერთი სასმისი ჰქონდათ, ერთი ბედი და ერთი ტკივილი. მღვდელმა მათი ხელები ერთმანეთს დააკავშირა, თავისი შესამოსელი გადააფარა და საკურთხევლის გარშემო სამჯერ შემოატარა. ლუკა მიდიოდა და გრძნობდა, რომ ეს წრე მარადიულობის სიმბოლო იყო. ყოველი ნაბიჯი ეკლესიის ცივ ქვებზე მას შატილის მთებში აბრუნებდა, იქ, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო. ნია მის გვერდით ნარნარებდა, მისი თეთრი კაბის შრიალი გალობას ერწყმოდა. როცა გვირგვინები მოხსნეს და მღვდელმა ისინი დალოცა, ლუკამ ვეღარ გაუძლო. მან ნიას სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე ნაზად აკოცა, ემოციები ერთიანად აწვებოდა და გულს უფორიაქებდა, როგორც იქნა დააგვირგვინეს, თავიანთი სიყვარული ახლა ღვთის წინაშე ისინი ერთნი იყვნენ და მათ შორის უფალი იყო. …. ჯვრისწერიდან პირდაპირ დარბაზში გადაინაცვლეს და იქ გააგრძელეს აღნიშვნა. მალე სცენაზე ნია და ლუკა გამოვიდნენ და ირგვლივ შუქები ჩაქრა, მხოლოდ თეთრი შუქი უნათებდათ მათ. ყველა გაინაბა და მოლოდინით გახედეს წყვილს; არავინ მოელოდა, რომ ლუკა ქართულს იცეკვებდა. მართალია, თავიდან იწუწუნა, მაგრამ საყვარელ ქალს უარი ვერ უთხრა და ახლა სცენაზე იდგა. მუსიკა დაირის მძიმე, რიტმული დარტყმით დაიწყო. ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა, მხრებზე მომდგარი ჩოხა გაისწორა და დარბაზის შუაგულში მარტო გავიდა. მისი ყოველი ნაბიჯი თავიდან ხისტი და მძიმე იყო; ეშინოდა, რომ ამდენი თვალის წინაშე ფეხი არ აერია. ის წრეზე დაიძრა წელში გამართული, მკაცრი გამომეტყველებით, თუმცა შინაგანად ყოველ მოძრაობას აკონტროლებდა, რომ მოუქნელი არ გამოჩენილიყო. ეს იყო ვაჟკაცის მცდელობა, დაემორჩილებინა სივრცე თავისი მომავალი მეუღლისთვის. როცა წრე დაასრულა, ლუკა ნიას წინ შეჩერდა. ხელი მოწიწებით, მაგრამ მტკიცედ გაშალა ეს იყო უსიტყვო მოწვევა. ამ წამს მისი მზერა მხოლოდ ნიას ეკუთვნოდა. ნიამ თავი ოდნავ დახარა და ნელა, თითქოს ჰაერში აცურდაო, ლუკას გამოჰყვა. გოგონა თეთრი ნისლივით ლივლივებდა მის გვერდით. თუ ლუკას ნაბიჯებში სიმძიმე და შერკინება იგრძნობოდა, ნია იატაკს თითქმის არ ეხებოდა. ის მოკრძალებული იყო, თვალებს არ სწევდა, მხოლოდ თითების ნაზი ცახცახით პასუხობდა დუდუკის ამღერებულ ჰანგებს. ახლა უკვე ნია მიდიოდა წინ, ჰაეროვანი და მშვიდი, ლუკა კი უკან მისდევდა მფარველივით, მზადმყოფი, რომ ნებისმიერ წამს დაეჭირა ეს სინაზე. ჩოხის დაჭიმულობა მას ისევ ზღუდავდა, მაგრამ ნიას ყურებისას შიში ნელ-ნელა ქრებოდა; ის უკვე აღარ ფიქრობდა მაყურებელზე, მხოლოდ იმაზე, რომ ეს ცეკვა მათი ცხოვრების პირველი საერთო ნაბიჯი იყო. ორივე ერთმანეთის სიამაყით ივსებოდა. ** ქორწილიდან დაახლოებით უკვე რვა თვე გასულიყო ის დაუვიწყარი და ბედნიერებით სავსე თვეები, რაც ერთად გამოიარეს. ნია უკვე მეცხრე თვეში გადადიოდა და სულ მალე პატარა ეყოლებოდათ. ლუკა ისეთი მზრუნველი ქმარი აღმოჩნდა, რომ გოგოს გვერდიდან არ შორდებოდა, თავს ევლებოდა და ზრუნავდა. ძალიან უყვარდა ნიაც და თავისი პატარა პრინცესაც, რომელიც ჯერ არ დაბადებულიყო, მაგრამ ერთი სული ჰქონდა, როდის აიყვანდა ხელში. მგონი, ნიაზე მეტადაც კი ელოდებოდა ამ დღეს. საღამოს, ასე ცხრა საათი იქნებოდა, ისინი საწოლში იწვნენ. ლუკას ნია გულში ჩაეკრა და მუცელზე ნაზად უსვამდა ხელს, თითქოს აინტერესებდა, ბავშვი მოძრაობდა თუ არა. — გრძნობ? — ჩურჩულით უთხრა ლუკამ და გოგოს თმებში თავი ჩარგო. მისი ხმა იმდენად თბილი და მზრუნველი იყო, რომ ნიას გულში სითბო ჩაეღვარა, ისეთი სიყვარულით უმზერდა. — ისევ მოძრაობს, მგონი შენი ხმა რომ ესმის, უფრო მშვიდდება, — უთხრა ლუკამ. ნიამ თავი კაცის მხარზე ჩამოდო და მოხერხებულად მოკალათდა; ახლა მისი ძლიერი ხელები მისთვის უსაფრთხო თავშესაფრად ქცეულიყო. — შენს ხმაზე უფრო მშვიდდება, ლუკა. როგორც კი შენი ხმა ესმის, იმწამსვე მშვიდდება, — ნაზად უთხრა და თვალები დახუჭა. იმ წამს ორივე მომავალზე ოცნებობდა, ერთი სული ჰქონდათ, როდის დაიბადებოდა მათი პატარა, რომ მათი ოჯახი სრულფასოვანი ყოფილიყო; როდის აივსებოდა სახლი ბავშვის ტირილითა და სიცილით, როდის წაიყვანდნენ თავიანთ საყვარელ ადგილას. თუმცა მათმა იდილიამ დიდხანს არ გასტანა. ნია უცებ დაიძაბა. ლუკამ იგრძნო, როგორ გაუჩერდა გოგონას სუნთქვა. ნიამ მუცელზე ხელი იმდენად მაგრად მიიჭირა, რომ თითები გაუთეთრდა. სახეზე ჯერ გაოცება, მერე კი აუტანელი ტკივილისგან გამოწვეული შიში გადაეფინა. — ნია? — ლუკა მაშინვე წამოიწია, მისი მზერა წამში გამკაცრდა. — რა მოხდა? ცუდად ხარ? ნიამ პასუხის გაცემა სცადა, მაგრამ მხოლოდ მძიმე კვნესა აღმოხდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს შიგნიდან რაღაც მჭრელმა ტკივილმა დაუარა. — ლუკა... მტკივა... ძალიან მტკივა, — ამოიჩურჩულა მან და ისეთი თვალებით შეხედა ქმარს, რომ ლუკას სისხლი გაეყინა. — და სისველეს ვგრძნობ... მგონი... მგონი რაღაც ისე ვერ არის. ლუკამ სწრაფად გადახადა საბანი და ის, რაც დაინახა, თავზარი დასცა. ადგილზე მიეყინა და შეცბა: თეთრ ზეწარზე წითელი ლაქები ელვისებურად იზრდებოდა. ირგვლივ იმდენი სისხლი იყო, რომ ლუკას წამით სუნთქვა შეეკრა. ნია ფითრდებოდა, თვალები კი ნელ-ნელა ეხუჭებოდა, ძალას კარგავდა და ითიშებოდა. საბოლოოდ,რომ მიეხუჭა თვალები, აი მაშინ გამწარებულმა დაიყვირა ლუკამ და გოგოსთან მივიდა. — ნია, გთხოვ შემომხედე, გესმის ჩემი! — წამოიძახა და გოგოსთან მიიჭრა. არც დააკვირდა, რა ეცვა, რაც ხელთ მოხვდა, ის გადაიცვა, მანქანის გასაღებს ხელი დაავლო, გოგოს სხეული ხელში აიტაცა, მისი თეთრი მაისური კი წამში სისხლით დაისვარა. ეს იყო საშინელი წუთი, როდესაც ხედავ, შენი საყვარელი ადამიანი როგორ ქვრება შენს თვალწინ. ლუკამ სწრაფად ჩაირბინა კიბეები, გოგო კი გულში ჰყავდა ჩაკრული. — ნია, შენ ხომ დამპირდი, რომ არ დამტოვებდი, იცოდე არ გაბედო, გესმის ჩემი? — სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა და გარეთ გავიდა. ... საავადმყოფოს ფოიეში გიჟივით შევარდა, ხელში კი გოგონას სხეული ეჭირა, რომელიც საგრძნობლად დამძიმებულიყო. — მიშველეთ, დამეხმარეთ!! — დაიყვირა კაცმა და მასთან ექთნები მიცვივდნენ. — რა მოხდა? რა დაემართა? — იკითხა ექიმმა. — არ ვიცი, კარგად იყო და უცაბედად ცუდად გახდა, შემდეგ კი სისხლდენა დაეწყო და გაითიშა. — ექიმმა გოგონა დაათვალიერა და მკაცრად უთხრა ექთნებს, რომ საოპერაციო ბლოკში გადაეყვანათ სასწრაფოდ. — გთხოვთ, გადაარჩინეთ! — სასოწარკვეთილმა ამოხრიალა. ექიმმა მხოლოდ თავი დაუკრა და წავიდა. სრულიად განადგურებული იქვე კუთხეში ჩაიმუხლა, ხელები ჯერაც უთრთოდა ნერვიულობისგან და სისხლიანი ჰქონდა. მთლიანად დასვრილი იყო სისხლით, საშინლად გრძნობდა თავს, თითქოს ჰაერიც არ ყოფნიდა. რატომ უნდა დამართნოდა ეს? ნუთუ არ იმსახურებდა ბედნიერებას, კიდევ როდემდე უნდა დატანჯულიყო ამ ბედკრული სამყაროსგან? მაგრამ ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ იყო. გარკვეული დროის შემდეგ ექიმი შეწუხებული სახით, რომ გამოვიდა და ლუკას დაუძახა, ჯერ კიდევ არ იცოდა, რა არჩევანის გაკეთება მოუწევდა. — ბატონო ლუკა, უნდა დაგელაპარაკოთ, — უთხრა ექიმმა. — რა ხდება, ექიმო? — ნერვიულად უთხრა. — ყველაფერი რიგზეა, ჩემი ცოლი და ბავშვი როგორ არიან? — სწორედ მაგაზე უნდა დაგელაპარაკოთ. საქმე იმაზე სერიოზულად არის, ვიდრე გვეგონა. თქვენს მეუღლეს პლაცენტის აცლა აქვს, რამაც გამოიწვია შინაგანი სისხლდენა. საკმაოდ ბევრი სისხლი დაკარგა და მისი მდგომარეობა ძალიან კრიტიკულია. ორივეს გადარჩენა ვერ მოხერხდება, ამიტომ უნდა გადაწყვიტოთ, ვის შევუნარჩუნოთ სიცოცხლე — დედას თუ ბავშვს, — დამწუხრებით უთხრა ექიმმა. ექიმის სიტყვები ლუკას გონებაში ისე გაისმა, როგორც ყრუ აფეთქება. წამით თითქოს მთელი სამყარო გაჩერდა და მის ირგვლივ ხმები გაქრა, მხოლოდ მისი გულისცემა ესმოდა, რომელიც ასე გამალებით უცემდა. — რა...? რა თქვით? რა არჩევანის გაკეთება? — ამოიხრიალა კაცმა, ხმას ვეღარ იმორჩილებდა უკვე. — რას მეუბნებით, მე... როგორ უნდა ავირჩიო ან ერთი, ან მეორე, როცა არცერთის დაკარგვა არ მინდა. — ვწუხვარ, მაგრამ მხოლოდ ერთის გადარჩენის შანსი გვაქვს, — უთხრა ექიმმა. — უნდა ვიჩქაროთ, სანამ მდგომარეობა უფრო არ გართულდა. ლუკას თავზარი დაეცა, ის სრულ გაურკვევლობაში ჩავარდა. როგორ უნდა აერჩია ან ერთი, ან მეორე ეს ხომ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ უწევდა რთული და საბედისწერო არჩევანი გაეკეთებინა. იმ წამს მიხვდა, რომ აქ უკვე ვერანაირი მედიცინა და ფული ვერ უშველიდა, რადგან ეს უკვე ადამიანის ხელთ აღარ იყო. ბევრი აღარ უფიქრია, რადგან დრო აღარ იცდიდა, ამიტომ ექიმს უთხრა, რომ დედა გადაერჩინათ ნია მისთვის უპირატესი იყო. — ჩემი ცოლი გადამირჩინეთ! — გამწარებულმა წამოიძახა და იგრძნო, როგორ ჩაწყდა შიგნიდან რაღაც. — მაგრამ ბავშვი... — რაც გითხარით, ის გააკეთეთ, ჩემთვის მთავარი ჩემი ცოლია, — უთხრა და იქვე კუთხეში ჩაიკეცა. ექიმმა აღარაფერი უთხრა, უსიტყვოდ შევიდა საოპერაციოში. ლუკა სრულიად წაშლილი და განადგურებული იყო. ვერცერთს თმობდა, მაგრამ ნია მისი ცხოვრების აზრი იყო და მის დაკარგვას ვერ შეეგუებოდა. მართალია, თქვა, რომ მხოლოდ დედა გადაერჩინათ, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა, მაგრამ ის მიხვდა მათი გადარჩენა ახლა მხოლოდ ღმერთს, თუ შეეძლო, მხოლოდ მას შეეძლო სასწაულის მოხდენა. ახლა ის იცდებოდა და კიდევ ერთ და უმთავრეს გამოცდას გადიოდა მისი რწმენა იცდებოდა და ის, თუ რამდენად ენდობოდა უფალს, სწორედ ამიტომ გადიოდა ამ ყოველივეს. უსუსური იყო, იმდენად უსუსური, რომ ვერაფერს აკეთებდა. თვალები ჩასწითლებოდა, თავი მუხლებში ჩაერგო და გულში რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის. ის ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, რომ ორივე დედაც და შვილიც გადაერჩინა. — უფალო, გევედრები, გთხოვ ნუ წაიყვან მათ ჩემგან,თუ ვინმეს წაყვანა გინდა, მე წამიყვანე, ოღონდ მათ შეუნარჩუნე სიცოცხლე. მხოლოდ ეს ერთი თხოვნა მექნება შენთან, — ამბობდა ლუკა. მან უკვე სრულიად მიანდო თავისი საყვარელი ადამიანები უფალს. საოპერაციოს თავზე ანთებული წითელი ნათურა ისე ზარავდა ლუკას და თავზარს სცემდა. ის ფაქტი, რომ იქიდან ცუდ ამბავს გამოუტანდნენ, ისიც იცოდა, რომ ნიას ეს ამბავი არ მოეწონებოდა, მაგრამ განა სხვა გამოსავალი ჰქონდა? მას ერჩივნა გოგოს ეცოცხლა, რადგან ის მისი მთელი სამყარო იყო და ვერ დაუშვებდა მის დაკარგვას. დრო უსაშველოდ იწელებოდა და კაცი თანდათან უფრო კარგავდა მოთმინებას, ვეღარ უძლებდა ამ გაურკვევლობას, რომელიც ასე ანადგურებდა. და სწორედ მაშინ, როდესაც ყველა იმედი გადაეწურა, მის ცხოვრებაში ისევ წყვდიადმა დაისადგურა და აღარაფრის მოლოდინი აღარ ჰქონდა, მოხდა სასწაული მოულოდნელად საავადმყოფოს კედლებში ბავშვის წვრილი ტირილის ხმა გაისმა. ლუკამ თავი წამოწია, სუნთქვა შეეკრა და თვალები გაუფართოვდა. ის მიხვდა ეს იყო მისი შვილის ხმა, რომელიც იყო სიცოცხლის პირველი განაცხადი, რომელმაც წყვდიადში გაანათა. იმ წუთას ლუკას ვერც კი წარმოიდგენთ რა დაემართა, როდესაც ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა. მასში ყველაფერი გადატრიალდა, თვალები დახუჭა და თავს უფლება მისცა ეტირა. ეს არ იყო სისუსტე, ეს იყო ის განცდა, როდესაც ხვდები, რომ შენი ლოცვა შესმენილი იქნა. ის მიხვდა, რომ უფალმა მისი ვედრება უპასუხოდ არ დატოვა. **ეპილოგი** ზოგჯერ ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როდესაც ხვდები, რომ უბრალოდ უძლური ხდები სამყაროს წინაშე. ყველაფერი შეუძლებლად გეჩვენება, გვგონია, რომ ეს დასასრულია. ზოგჯერ რთული დილემის წინაშე ვდგებით და გამოსავალს ვერ ვპოულობთ; კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანს უწევს ისეთი რამ მოიმოქმედოს, რაც მას არ უნდა. ლუკას მოუხდა ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, რაც მას არ უნდოდა; მან, რა თქმა უნდა, ცივი გონებით გადაწყვიტა გადაერჩინა მხოლოდ ნია, მაგრამ მისი გული სხვა რამეს ითხოვდა და უფალს თხოვდა დახმარებას. და მაშინ, როდესაც ეს თითქმის შეუძლებელი იყო და გადარჩენის შანსი ნულის ტოლფასი იყო, ღმერთმა ის გამონაკლისი დაუშვა, რასაც სასწაულს ეძახიან. მათ მოწყალე თვალით გადმოხედა და პატარასაც და დედასაც სიცოცხლე შეუნარჩუნა. ეს იყო დასტური იმისა, რომ ის უპასუხოდ არავის ტოვებს; მან კი ლუკაში ის უსაზღვრო სიყვარული და თავგანწირვა დაინახა, რომელიც წრფელ სიყვარულს ახლავს. იმ ტკივილიანი დღის შემდეგ თითქმის ერთი წელი გასულიყო ყველაზე ტკივილიანი და თან სასიამოვნო ერთი წელი, რომელიც მათ გაიარეს. ერთი წლის წინ, როდესაც ექიმმა უთხრა, რომ შეეძლო ბავშვი ენახა, ცრემლიანი თვალებით გაჰყვა ექთანს. ყველაზე დიდი სასწაული კი ის იყო, როდესაც ჩვილი მას მუცელზე მიუწვინეს ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ატირდა. ეს საოცარი განცდა იყო, რომელსაც ლუკა განიცდიდა; ისეთი სინაზით და სიყვარულით უმზერდა, უკვე აქედანვე ჩანდა, რომ მამიკოს გოგო იქნებოდა. ამ პერიოდში ორივე კიდევ უფრო გაიზარდა და შეიცვალა. ახლა უფრო სხვა თვალით უყურებდნენ ცხოვრებას, უფრო ისწავლეს ერთმანეთის სიყვარული. ამ ერთ წელში ლუკამ კიდევ უფრო გამოავლინა თავისი სიყვარული, მან მთლიანად მიუძღვნა თავი თავის საყვარელ ცოლ-შვილს. მთელი ეს დრო ცოლს გვერდში ედგა და ყველაფერში ეხმარებოდა, რადგან ნიას ოპერაციის შემდეგ წოლითი რეჟიმი ჰქონდა. ლუკა იყო ის ვინც ბავშვს უვლიდა. ქმარი ხომ შესანიშნავი იყო, მაგრამ მამა იყო სასწაული, რადგან ეს ბავშვი მისი პატარა სასწაული იყო და ორმაგად უყვარდა. საოცარი იყო, ამ უხეშმა კაცმა, როგორ ისწავლა ბავშვის ხელში დაჭერა, თან ისე თრთოლვით იჭერდა, ეშინოდა მისთვის რამე არ ეტკინა. ის ყოველ ღამით ბავშვის საწოლთან იჯდა და ღამეებს უთენებდა. ნია ხშირად პოულობდა ხოლმე ბავშვთან ერთად ჩაძინებულს სხვადასხვა ადგილებში და გული უჩუყდებოდა მამა-შვილზე. ამ პატარა წერტილსაც მამამისი ისე უყვარდა, რომ სულ მასთან უნდოდა ყოფნა; მამის ერთი გაღიმება ან საუბარი მისთვის საკმარისი იყო, რომ გაეცინა. ბავშვი ვიზუალით დედას ჰგავდა, მაგრამ მამის თვალ-წარბი ჰქონდა. როდესაც ბავშვს ელენე დაარქვეს, ამით ყველაფერი ნათქვამი იყო. საბოლოოდ განიკურნა ლუკა წარსულის ტრავმებისგან. შვილისთვის დის სახელის დარქმევა ის გადადგმული ნაბიჯი იყო, რომლითაც ის შეურიგდა თავის წარსულს. რადგანაც მისი პატარა სასწაული ახლა მის გვერდით იყო ეს იყო ღმერთის საჩუქარი, ახალი სიცოცხლის დასაწყისი. ... ტაძარში სიჩუმე და საკმევლის სურნელი ტრიალებდა. მზის სხივები მაღალი სარკმლებიდან ვიწრო ზოლებად ეშვებოდა და ხატების ოქროსფერ შარავანდედებს ეხებოდა. ლუკა და ნია შუაგულ ტაძარში იდგნენ. ლუკას ხელში ერთი წლის ელენე ეჭირა, რომელიც გაოცებული ათვალიერებდა გარემოს და თავის პატარა თითებით მამის პერანგის სახელოებს ეთამაშებოდა. ლუკას თვალებში ცრემლები ჩაუდგა და მისი თვალებიდან უსაზღვრო მადლიერება იკითხებოდა მადლიერება იმისა, რომ ყველაზე რთულ მომენტში ღმერთმა არ მიატოვა და უპასუხა მის თხოვნას. — დღეს ის პატარა სასწაული მოგიყვანე, რომელიც გვაჩუქე, უფალო. მადლობა ამ საჩუქრისთვის, მადლობა, რომ არ გამწირე ამ ტკივილისთვის და ახლა ორივე ჩემთან არის, — ცრემლიანი თვალებით ამოთქვა და ნიას გახედა. გოგონა მშვიდად იდგა და იღიმოდა. ლუკამ თავის ცოლს ხელი გადახვია და ასე გავიდნენ. იქვე ხის ბოძზე ჩამოჯდნენ. ლუკა ნაღვლიანი თვალებით იჯდა და ბავშვს გვერდიდან არ იშორებდა. — ლუკა..? ისევ იმ დღეზე ფიქრობ, ხომ ასეა? — ნაღვლიანად უთხრა ნიამ. — სულ და ყოველთვის... ის ჯოჯოხეთი, რაც მე იქ გამოვიარე, ამის დავიწყება შეუძლებელია. რა უნდა მექნა, თქვენ თუ დაგკარგავდით? ამის გაფიქრებაც კი მზარავს. თავს ვერ ვპატიობ კიდევ იმას, რომ ბავშვის გადარჩენა არ ვთხოვე ექიმს. — ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ბავშვის პატარა სხეული უფრო მიიხუტა. — თავს ნუ იდანაშაულებ, ლუკა. შენ სხვა გამოსავალი არ გქონდა. ხანდახან ხდება ისე, რომ ადამიანი უძლურია, მას არ შესწევს ძალა რამე შეცვალოს. მაგრამ ის, რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია. შენ მას სთხოვდი დახმარებას და მანაც გიპასუხა. ხედავ? ახლა მეც და ჩვენი პატარა სასწაულიც ჩვენთან არის, — სრუტუნით უთხრა ნიამ. — მართალია, შვილი მეტი აღარ გვეყოლება, მაგრამ... — და ვინ გითხრა, რომ მეტი არ გვეყოლება... — ეშმაკურად გაუღიმა. — რას გულისხმობ, ლუკა? — გაკვირვებულმა უთხრა. — აბა, იქით გაიხედე... — ღიმილით უთხრა. შემოსასვლელისკენ გაიხედა კაცმა. გოგონამაც მის მზერას გააყოლა თვალი და რაც დაინახა, გული აუჩუყა. ეზოში პატარა ლუკიტო, თავშესაფრის დირექტორთან ერთად შემოვიდა და პირდაპირ მათკენ დაიძრნენ. — ლუკა, შენ... შენ... ლუკიტო იშვილე? — ალუღლუღდა ნია. — ხო, დღეიდან ორი შვილი გვეყოლება, — უთხრა ღიმილით. — შენ ხარ ჩემი ღვთის საჩუქარი, არ ვიცი რით დავიმსახურე ასეთი ბედნიერება, — ტირილს არ წყვეტდა ნია. — არა, ეს თქვენ ხართ ჩემი საჩუქარი, რადგან თქვენმა გამოჩენამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, მადლობა ამისთვის, — უთხრა და ცოლს მოეხვია. — ისევ და ისევ ვამაყობ შენით. შენ დაამტკიცე, რომ არა მხოლოდ კარგი მამა და ქმარი ხარ, არამედ დიდი გულის მქონე ადამიანიც ხარ. მიყვარხარ იმდენად, რომ ამას გულში ვეღარ ვიტევ. — იცი, ცხოვრებამ კარგი გაკვეთილი ჩამიტარა, რომელმაც მიმახვედრა, რომ არასდროსაა გვიან გამოსწორდე. არაფერია დაკარგული და რა წყვდიადიც არ უნდა სუფევდეს შენში, ყოველთვის შეიძლება სინათლის დანახვა — მთავარია, ეს გულით გინდოდეს და გჯეროდეს ამის, — გაუღიმა და ბავშვს აკოცა. — თქვენ ხართ ის სინათლე, რომელმაც ჩემი ცხოვრება გააფერადა და გაანათა. — მიყვარს ეს... — ამოთქვა ნიამ. — რა? — მე, შენ და ჩვენი პატარა სამყარო, სადაც მხოლოდ ჩვენ და უფალი ვართ, — ღიმილით უთხრა ნიამ. ახლა უკვე სრული სიყვარულის წრე შეეკრათ, სადაც მხოლოდ ეს ოთხნი იყვნენ. მათ ყველა სირთულე, ყველა ტკივილი ერთად გადალახეს და საბოლოოდ შეძლეს ბედნიერების მოპოვება. დასასრული. დამატებითი, ბონუს თავი. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, არაფრით გამორჩეული, თუმცა ლუკას სულში ქარიშხალი არ ცხრებოდა. წლებია, საკუთარ დას ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. გოგონა თითქოს მიწამ ჩაყლაპა; მისი კვალი არსად ჩანდა და ლუკასაც იმედის ბოლო ნაპერწკალი ნელ-ნელა ეცლებოდა. რა ძალა ჰქონდა დროსთან? წლების შემდეგ დაწყებული ძებნა თითქმის განწირული ჩანდა. შესაძლოა, ის აღარც იყო ცოცხალი, ან თუ იყო დიდი ალბათობით, სახელიც გამოუცვალეს და ქალაქიც. მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკა უიმედობას კარნახობდა, ის მაინც ეძებდა. ეძებდა ჩუმად, ყველასგან მალულად, რადგან არ უნდოდა ოჯახის წევრები ფუჭი მოლოდინით დაეიმედებინა. თავად კი ნამდვილ ჯოჯოხეთს გადიოდა. ლუკა არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც გარეგნულად ჩანდა; ყალბი სიმკაცრე და სიცივე მხოლოდ ნიღაბი იყო, რომელსაც სასოწარკვეთილი ადამიანი ატარებდა. ის საკუთარ წარსულში დაკარგული კაცი იყო, რომელსაც ამ ლაბირინთიდან თავის დაღწევა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ერთ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. ტელეფონის ზარმა აცნობა, რომ იპოვეს ადამიანი, ვისაც მამამისმა წლების წინ ბავშვი მიჰყიდა. ძნელი წარმოსადგენია, რა დაემართა ლუკას ამის გაგებისას. ახლა ის სწორედ იმ გზას ადგა, სადაც დის შესახებ სიმართლეს გაიგებდა. ეს ამბავი ერთდროულად ახარებდა და ზარავდა არ იცოდა, რა დახვდებოდა წინ. საჭეს ხელებს ნერვიულად უჭერდა და თითებს ათამაშებდა. — ლუკა, კარგად ხარ? — ჰკითხა ნიამ. ის მძღოლის გვერდით სავარძელზე იჯდა. მართალია, ლუკამ სთხოვა, სახლში დარჩენილიყო, მაგრამ ნიამ საყვარელი მამაკაცი ამ რთულ მომენტში მარტო ვერ მიატოვა. — არ ვიცი, ნია... არ ვიცი, კარგად ვარ თუ არა. ამის გაგებას წლებია ველოდები და ახლა, როცა ეს დღე დადგა, არ ვიცი, უნდა მიხაროდეს თუ მეშინოდეს, — ამოთქვა ჩამწყდარი ხმით და მეუღლეს გადახედა. ნიამ დასამშვიდებლად მისი ხელი თავისაში მოიქცია. — ხომ იცი, რომ იმედი არ უნდა დაკარგო? დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება და ელენეს ვიპოვით. — რა კარგია, რომ მყავხარ, — ჩუმად თქვა კაცმა, მკრთალად გაიღიმა და ნიას ხელზე აკოცა. მთელი გზა დაძაბული მართავდა. შიში იპყრობდა, რომ ცუდ ამბავს გაიგებდა. მოთმინებას კარგავდა, ადგილს ვერ პოულობდა. არ იცოდა, როგორ მოიქცეოდა დასთან შეხვედრისას. იცნობდა თუ არა ის? ნაკლებად სავარაუდო იყო, ელენეს თავის უფროსი ძმა ხსომებოდა პატარა იყო, როცა წაიყვანეს. მალე ქალაქს გასცდნენ და კახეთში, თელავის ერთ-ერთ სოფელში შევიდნენ. უთხრეს, რომ იმ ოჯახს პატარა საოჯახო კაფე ჰქონდა გახსნილი. რაც უფრო უახლოვდებოდნენ დანიშნულების ადგილს, ლუკას მით უფრო უცემდა გული. — ლუკა, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, — ღიმილით უთხრა ნიამ, როდესაც მანქანიდან გადმოვიდნენ. კაცმა მკრთალად გაუღიმა და კაფეში შევიდნენ. ეს იყო პატარა, მყუდრო ადგილი, მშვიდი ატმოსფეროთი. ლუკა და ნია კუთხეში ჩამოჯდნენ. კაცმა კეპი უფრო დაბლა ჩამოიწია, რომ მისი მზერა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ყველაფერს აკვირდებოდა და სუნთქვაშეკრული ელოდა. სულ მალე მათთან საშუალო სიმაღლის, გამხდარი გოგონა მივიდა თბილი ღიმილით. — გამარჯობა, რას ინებებთ? — იკითხა მან. — ორი ნალექიანი ყავა, თუ შეიძლება, — ღიმილითვე უპასუხა ნიამ. ლუკა თვალს არ აშორებდა გოგონას. რაღაცას გრძნობდა — ნაკვთებში თითქოს ელენეს ლანდებს ხედავდა. — ლუკა, ასე ნუ უყურებ, თორემ რაღაცას იეჭვებს, — ჩურჩულით გააფრთხილა ცოლმა. როდესაც გოგონამ ფინჯნები მოიტანა და მაგიდაზე დადგა, ლუკამ მის მკლავს მოჰკრა თვალი და ადგილზე გაშრა. ეჭვი აღარ არსებობდა ეს ის იყო! მისი პატარა დაიკო, რომელსაც წლები მისტიროდა. გოგონას ხელზე ზუსტად ისეთივე ლაქა ჰქონდა, როგორიც ლუკას. ეს ნიშანი მათ დედისგან ერგოთ. ლუკამ თავი ვეღარ შეიკავა: — ელენე! — წამოიძახა და თვალები ცრემლებით აევსო. — უკაცრავად, ბატონო, ჩემი სახელი საიდან იცით? — გაოცდა გოგონა. ვერ გაეგო, საიდან იცნობდა ეს უცხო ადამიანი. ლუკას გულში რაღაც ჩაწყდა. მის პატარა დას ის არ ახსოვდა. ვერ გაბედა ეთქვა, რომ მისი ძმა იყო. — უბრალოდ... ჩემს პატარა დას მაგონებთ. მასაც ელენე ჰქვია და თქვენი ასაკისა უნდა იყოს, — ძლივს ამოთქვა ლუკამ. ბოლოს ვეღარ გაუძლო მოწოლილ ემოციებს და სწრაფად დატოვა შენობა. სული ეხუთებოდა. ნიამ სასწრაფოდ გადაიხადა ფული და ქმარს უკან გაჰყვა. ლუკა მანქანასთან იჯდა, თვალებიდან კი ცრემლები სცვიოდა. — ლუკა! რა დაგემართა? — ნია მასთან მივიდა და მხარზე ხელი დაადო. — ნია, ის ელენეა... ჩემი ელენე, — გაბზარული ხმით აღმოხდა კაცს. — რა? დარწმუნებული ხარ? — ჰო, მას ზუსტად ისეთი ნიშანი აქვს ხელზე, როგორიც მე. ეს დედაჩემისგან გამოგვყვა... — ღმერთო, ლუკა! მერე აქ რატომ ხარ? არ უნდა უთხრა, ვინ ხარ? — არა, ნია... არ მაქვს უფლება. მას უკვე თავისი ცხოვრება აქვს, თავს მშვიდად გრძნობს და არ მინდა ეს სიმშვიდე დავურღვიო. როგორ ვუთხრა, რომ საკუთარმა მამამ გაწირა? ამას ვერ ვიზამ, ამ ტკივილს ვერ მივაყენებ, — ლუკამ სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. ნია ჩაეხუტა და თავი მის მხარზე დაადებინა. — აბა, რას აპირებ? — არაფერს. ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ცოცხალს ვხედავ. ის მძიმე ლოდი მომეხსნა, წლები რომ მტანჯავდა. ალბათ, ოდესღაც ვეტყვი... მაგრამ არა ახლა. წავიდეთ, ნია. აქ აღარაფერი გვესაქმება. არც კი მჯერა,რომ შევძელი სრულად გადმოტანა ამ ისტორიის სრულად .ეს იმას ეს ისტორია ძალიან ძვირფასია ჩემთვის. პირველ რიგში ეს არ არის შაბლონური ისტორია და არც გმირებია შაბლონური მიმსგავსებული გმირები. ეს არის ღრმა ფსიქოლოგიური დრამა, სადაც ადამიანების იდეოლოგია და ნიჰილიზმი ერთმანნეთს ეჯახება. ის თუ როგორ შეიძლება ადამიანი ფერფლიდან აღდგეს და ცხოვრება ახლიდან დაიწყოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


