,,ისევ აყვავდება იასამანი'' (პირველი ნაწილი)
როდესაც თბილისში,იასამნების სურნელი,მტვრის, სისხლის, ტყვიის და დენთის სუნს შეერია და ირვლივ ყველას თავბრუ დაახვია,ნათიას მშობლებმა მისი,სოფლად გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს. თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ომი, რომელმაც ,მოსახლეობა ორად გაყო და დააპირისპირა.ძმა ძმას კლავდა და ორივეს სჯეროდა რომ ეს სისხლი ახალი, უკეთესი მომავლის წინაპირობა იყო. თუმცა ომით აშენებული მომავალი შეიძლება კი უკეთესი იყოს? ეს იყო საქართველოს სისხლიანი აწმყო.დრო როდესაც იდეოლოგია სისხლით იკვებებოდა. ქალაქში მდგომარეობა ყოველდღე უარესდებოდა,შიმშილი და სიკვდილი ყველა სახლში ჩასახლდა .შალვას აღარ შეეძლო ყოველდღე, შიშით ცხოვრება, ეშინოდა მის პატარა გოგოს რამე არ შემთხვეოდა.გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო, მაგრამ ნათიას სიჯიუტემ თავისი გაიტანა.არც თამარს სურდა გოგონას სახლიდან გაშვება მაგრამ გრძნობდა რომ სხვა გზა აღარ იყო. შალვა ჯანდიერი საკონსერვო ქარხანის დირექტორი გახლდათ,მართალია ოჯახს არაფერს აკლებდა მაგრამ ყოველდღე ისეთ წნეხში იყო რომელსაც ვერ და არ იტყოდა რომ ოჯახი უსაფრთხოდ ყოლოდა.ამის გამო ხასიათი ძალიან შეეცვალა, მკაცრი და გულჩათხრობილი გახდა თამარ ვაშაკიძე მათემატიკის მასწავლებელი და კარგი დიასახლისი იყო.ცოტა მკაცრი მაგრამ სამართლიანი დედა. რომ არა შალვას ლმობიერება ,მას ნათია დიდი ხნის გაგზავნილი ეყოლებოდა სოფელში,მაგრამ ქმარს წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ნათია პირველი კურსის სტუდენტი ,მსახიობობას ოცნებობდა.მართალია თამარის არ მოსწონდა მისი გადაწყვეტილება, მაგრამ აისევ შალვას ლმობიერების წყალობით ,ნათიამ საწადელს მიაღწია. ის და ვაჟა კოშზე ,მესამე კურსის სტუდენტი ერთი წელია შეყვარებულები არიან.სიმართლე რომ ვთქვათ სწორედ ვაჟას გამო არ მიდიოდა სოფელში. საღამოს ,შალვა სამსახურიდან დაბრუნდა,თამარი ვახშამის მზადებას შეუდგა და ნათიას შესძახა დასახმარებლად.ვერც კი შენიშნა მეუღლის გაფითრებული სახე და გაშეშებული თვალები. -სანდრო მოკლეს! - ამოილუღლუღა შალვამ. თამარს კოვზი ხელიდან გაუვარდა -რას ამბობ შალვა, ის,ის ხომ ჯერ ბავშვი იყო. - 24 წლის,შემოდგომაზე დაქორწინებას აპირებდნენ...დღეს კი ქარხნიდან ბრუნდებოდნენ ის და მარიკა ,სროლა ატყდა,ტყვია გულთან ახლოს მოხვდა.ფაქტიურად ხელებში ჩააკვდა საყვარელ ქალს. თამარი გაფითრებული უსმენდა ქმარს და ადგილიდან ვერ იძვროდა.ნათია კუთხეში ჩუმათ ქვითინებდა. -ნათია,ყველაფერი მოამზადე ხვალვე სოფელში მივდივართ! -კი მაგრამ მააა..... კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ ვეღარ მოახერხა. დილით ნათიას ჩემოდანი მზად იყო. -მამა გთხოვ დღეს თეატრში გავივლი ყველას დავემშვიდობები და შემდეგ წავიდეთ. - კარგი,მეც ქარხანაში შევირბენ. ვაჟა იასამნებით ხელში თეატრის წინ იცდიდა.შალვამ იცოდა ნათიას და ვაჟას ამბავი,არც მოსწონდა და არც წინააღმდეგი იყო. ვაჟა კარგი ახალგაზრდა გახლდათ,მოსამართლე ზაზა კოშაძის ვაჟი.ზრდილობიანი და კარგი აღნაგობის ბიჭი. თუმცა მალულად სიგარეტსაც ეწეოდა,ქუჩაში ყოფნაც უყვარდა და იარაღითაც ხშირად ერთობოდა.მაგრამ ცდილობდა ზღვარს არ გადასულიყო რადგან მამის შიში და რიდი ჰქონდა. ნათიას და ვაჟას გამომშვიდობება ერთი დიდი დუმილი იყო,არცერთი ხმას არ იღებდა.ნათიას იასამნების თაიგულში ქონდა სახე ჩარგული,ვაჟა კი გარინდებული სადღაც,სივრცეში იყურებოდა. -წასვლის დროა- მტკივნეულად წარმოთქვა გოგომ , ბიჭი მობრუნდა ნათიას სახე ხელებში მოიქცია და ისე დაეწაფა მის ტუჩებს ,თითქოს უკანასკნელად ხედავდა მათ.გოგო თავბრუდახვეული მინებდა კოცნას.ირგვლივ იასამნები აფრქვევდნენ სურნელს..... შალვას მანქანამ დიდი ხანია დატოვა თბილის. უკან დარჩა ომი, სისხლი,სიძულვილი.უკან დარჩა თეატრი, მეგობრები,ნანა…-ნათიას ბავშვობის მეგობარი,მთავარი მესაიდუმლე,მისი ცხოვრების ნაწილი.სკოლაში ერთ კლასში იყვნენ,შემდეგ თეატრალურზეც ერთად ჩააბარეს და სამუდამო მეგობრობას შეპირდნენ ერთმანეთს. ძალიან უმძიმდა ნათიას ნანას დატოვება ქალაქში,საიდანაც თვითონ გარბოდა. როდესაც ნათია და შალვა სოფელში ჩავიდნენ უკვე კარგად ბნელოდა.სოფლის შუა გულში ორსართულიან სახლს მიანათა მანქანის შუქმა.აივანზე სილუეტი გამოჩნდა.შალვამ მანქანა ეზოში შეიყვანა,ნათიამ ჩუმი ცრემლი ხელსახოცს შეატოვა და მანქანიდან გადავიდა. ბებიამ შალვა გულში ჩაიკრა,დაკოცნა და შემდეგ შილიშვილს მიაშურა.ნათიას მოხუცის ჩახუტება ესიამოვნა.მართალია ანო ბებო სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი ,მაგრამ გულში უსაზღვრო სითბო და სიმშვიდე იგრძნო. -დედა, მოგიყვანე როგორც შეგპირდი.მოუფრთხილდი,ხომ იცი ის ჩემი განძია.მე კი ხვალვე თბილისში უნდა დავბრუნდე. - კი შვილო დარდი ნუ გექნება,მე და ნათია გავუგებთ ერთმანეთს.-ალერსიანი მზერით გადახედა შვილიშვილს რომელიც მოწყენილი და დაღლილი უყურებდა ძველი სახლის კედლებს. -მომიყევი რა ხდება ქალაქში,თამარი როგორაა? იმდენი ხანია არ მინახავს. -თამარი ცოტა შეუძლოდ იყო წამოსვლა ვერ მოახერხა,მაგრამ მოკითხვა დამაბარა და დაგპირდა რომ აუცილებლად ჩამოვა. ქალაქში კი კარგი არაფერი დედა ,ხვალ რა იქნება არავინ იცის.-ღრმად ამოისუნთქა შალვამ. - კარგი ვივახშმოთ და დაისვენეთ ჩვენი გოგო ალბათ მგზავრობამ დაღალა. სოფელში ყველა დილა თითქოს ერთმანეთს გავს,მაგრამ არა ქალაქელი გოგოსთვის. -ასე მშვიდად ბოლოს როდის მეძინა?- გაკვირვებულმა ჰკითხა საკუთარ თავს.ისეთი სიმშვიდეა ირგვლივ,არც ყვირილი,არც სროლა,არც მანქანების ხმაური.როდესაც ქალაქში ცხოვრობ ეს ყველაფერი თითქოს ცხოვრების ნაწილი ხდება და აღარ გაწუხებს.აქ კი ისეთი სიმშვიდეა, შეიძლება გაგიჟდეს კაცი.საათს დახედა და საწოლიდან წამოხტა,სასწრაფოდ ეზოში გაიხედა,შემდეგ ყველა ოთახი, მოირბინა მაგრამ შალვა უკვე წასულიყო.გაბრაზდა,ეწყინა მამის დაუმშვიდობებლად წასვლა.ამ დროს კარში ანო ბებო გამოჩნდა,ხელში ახლად დაკრეფილი მწვანილი და ნახევრად დამწიფებული რამოდენიმე ცალი მარწყვი ეჭირა. - ჩემს გოგოს გაუღვიძია! - მამა უკვე წავიდა? - კი დილას ადრე წავიდა,არ უნდოდა შენი გაღვიძება ისე ტკბილად გეძინა-ნათიას გაბრაზება შეატყო - ნუ გაბრაზდები შვილო, არც მას უხაროდა შენი დატოვება ხომ იცი,მაგრამ ასეა ახლა საჭირო, თანაც ბოლო ბოლო ჩემი შვილიშვილი ახლოს ხომ უნდა გავიცნო.-გაუღიმა და საუზმის მომზადებას შეუდგა. ანნა სამოცდაათს გადაცილებული,მაღალი,ტანადი ქალბატონი გახლდათ.მეუღლე ადრე გარდაეცვალა,შალვა ჯერ თვრამეტი წლისაც კი არ იყო,ლიას კი, შალვას დას, ცამეტი წელი ახალ შესრულებული ქონდა. ბატონი გივი გამოჩენილი ინჟინერი იყო.პატიოსანი და შრომის მოყვარე,სადაც მივიდოდა ყველგან თავი უნდა გამოეჩინა.ერთ ავბედით დღეს,მშენებლობაზე გულმა შეაწუხა, ცუდად გახდა და სანამ დახმარებას ითხოვდა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ანნა მარტო დარჩა ორი შვილით.სხვა რა გზა ქონდა ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა.დანაზოგი ფულით შალვა ინსტიტუტში მოაწყო და ყველაფერი გააკეთა რომ განათლება მიეღო. სამუშაოს არ თაკილობდა ,საქონელი გაიჩინა ,მოსავლის მოყვანა დაიწყო და ნელ ნელა ფეხზე დადგა .ლია ჭრა-კერვის სკოლაში მოაწყო,თუმცა ლია მალევე გათხოვდა და ანნაც მარტო დარჩა. სცადა თბილისში ცხოვრებაც,შალვას დაჟინებულ თხოვნას უარი ვერ უთხრა.თამარი თავს ევლებოდა,ცდილობდა ყველანაირად ესიამოვნებინა დედამთილისთვის.მაგრამ მოგეხსენებათ სოფლის ადამიანისთვის ქალაქი ციხესავითაა,ვერც ანნამ შეიყვარა ქალაქი. ვერ შეეთვისა ქალაქის ცხოვრებას და რიტმს.,,.ერთ დღესაც შალვას წინააღმდეგობის მიუხედავად ისევ სოფელში დბრუნდა. ახლა ნათიას ჩამოსვლამ ისე გაახალისა სურვილი ქონდა ყველაფერი გაეკეთებინა ამ სიფრიფანა გოგოსათვის. -აი თურმე ნამდვილი გაზაფხული სად მოდის- გაოგნებული ათვალიერებდა გამწვანებულ ეზოს ნათია. მინდვრის წვრილ ყვავილებს მოეჩითა სახლის წინ მდელო,ხასხასა ბალახი ფეხქვეშ უცნაურად შრიალებდა.ეზოს კუთხეში იასამნის დიდი ბუჩქი იდგა და ისეთ სურნელს აფრქვევდა, ნათია მაშინვე იქით გაიქცა.ტოტი ჩამოწია და ხარბათ დაყნოსა. იასამნის სურნელმა ვაჟა მოაგონა,თითქოს ისევ იგრძნო მწველი ტუჩების შეხება,ისევ სასიამოვნო ჟრუანტელმა მოიცვა მისი სხეული.ის ის იყო უნდა ატირებულიყო,ანნა მიუახლოვდა. - ერთ საიდუმლოს გაგიმხელ ოღონდ არ გამთქვა,ბაბუაშენმა პირველად სწორედ ამ იასამნის ძირში მაკოცა,ქოწილი იყო გაჩაღებული როგორღაც გარეთ გამომაპარა და აი ზუსტად აქ მაკოცა.მაშინ სულ ორჯერ მყავდა ნანახი მაგრამ სწორედ იმ კოცნამ შემაყვარა .-სევდა მორეულს ჩაეცინა ანო ბებოს(,ნათია და მთელი სოფლის ბავშვები ასე ეძახდნენ სწორედ).ნათიას სურვილი გაუჩნდა თავისი კოცნის ამბავიც გაემხილა მაგრამ მოერიდა,მხოლოდ გაიღიმა და ყვავილი კვლავ გულიანად დაყნოსა. - მე წყაროზე მივდივარ თუ გიდა შენც წამოდი,არც ისე შორსაა,თან სოფელსაც დაათვალიერებ,აი იქ კოკა დევს და წამოიღე. ნათია მოხიბლული იყო სოფლის სილამაზით.აქ ყველგან სიმწვანე და სისუფთავე იყო.აქაურობა არაფრით ჰგავდა ნაცრისფერ ქალაქს.ხალხი ფუსფუსებდა,რგავდნენ თესავდნენ.საქონელიც ბლომად ყავდათ და საჭმელ-სასმელი არ უჭირდათ,ცდილობდნენ ყველანაირი მოსავალი მოეყვანათ. - სიამოვნებით დავრჩებოდი აქ სამუდამოდ.-გაიფიქრა და ინანა-მერე ვაჟა? ნანა,დედა,მამა.თეატრი…. რა კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი აქ იყოს,ეს იქნებოდა ნამდვილი სამოთხე. - გაიცანი ნათია ეს სალომეა ჩვენი მეზობელი,ზუსტად შენი ტოლია. - სასიამოვნოა-ხელი ჩამოართვა ნათიამ. - სალომე შეგიძლია საღამოს გვესტუმრო, ვფიქრობ შენ და ნათია დამეგობრდებით. - დიდი სიამოვნებით ანო ბებო.- ორივეს თბილათ გაუღიმა და გზა განაგრძო სალომემ. სალომე მართლაც შესანიშნავი მოსაუბრე აღმოჩნდა.ის ნათიაზე ორი წლით უფროსი იყო. თურმე მასაც სდომებია მსახიობობა,მაგრამ უსახსრობის გამო მისმა მშობლებმა მხოლოდ,სალომეს ტყუპისცალი, ვახო გაგზავნეს სასწავლებლად,სალომე კი სოფელში დარჩა.როცა გაიგო რომ ნათია სწორედ თეატრალურის სტუდენტი იყო ძალიან მოიხიბლა მისით. თითქმის მთელი კვირაა ნათიას ქალაქის არაფერი გაუგია.თითქოს გადაავიწყდა კიდე,ც ის სევდა რომელიც სოფელში ჩამოსვლისას ქონდა.მხოლოდ იასამნის ბუჩქის დანახვისას ნაღვლიანდებოდა,ანო ბებოს კი ვერაფრით გაეგო რატომ იყო იასამანი ამ გოგოსთვის ასე მნიშვნელოვანი.ნელნელა ეს ქალაქელი გოგო სოფლის ცხოვრებას ეჩვეოდა.სალომემ მთელი სოფლის გოგო ბიჭები გააცნო.იკრიბებოდნენ,იცინოდნენ მღეროდნენ და ასე ცდილობდნენ გამხიარულებას.ანო ბებომ სოფლის საქმეც ასწავლა მწვანილის კვლებს ერთად მარგლიდნენ,ახალს თესავდნენ,რწყავდნენ და უვლიდნენ ეზოს.,, შრომა სათაკილო არაა ჩემო გოგო არავინ იცის ვის როდის გამოადგება სოფელში ნასწავლი საქმეო’’- ეტყოდა ხოლმე საყვარელ შვილიშვილს. ერთი კვირის თავზე ეზოში შემოსული შალვას მანქანა რომ დაინახა,სიხარულით გული შეეკუმშა ნათიას.გაიქცა და გულზე მიეკრო დედ-მამას.შემდეგ ქალქის აბები მოიკითხა,ყველაფერი აინტერესებდა და უამრავ შეკითხვას სვამდა.მხოლოდ ახლა მიხვდა როგორ მონატრებია ყველაფერი. -კარგი,კარგი ამოისუნთქე,აგერ ნანამ წერილები გამოგვატანა და ალბათ ყველაფერი ეწერება რაც გაინტეერესებს.-უთხრა ნათიას, კითხვებით შეწუხებულმა შალვამ. ნათია ასეთ საჩუქარზე ვერც კი იოცნებებდა. -მეც მივწერ აუცილებლად,ოღონდ მაშინდელივით არ გამეპარო-ბრაზ ნარევი ღიმილით გადახედა მამას. ნანა მართლაც მთელი ქალაქის ამბებს იწერბოდა. ,, აქ მდგომარეობა სულ უფრო უარესდება,თეატრში თითქმის ვეღარ დავდივარ,სახლიდანაც იშვიათად მიშვებენ.გუშინ ლიას მამა დაჭრეს, შეტაკების დროს,მამა იძახის ძლივს გადაარჩინეს ექიმებმაო.შენი ამბებიც გამაგებინე აუცილებლად.მეორე წერილსაც იზავნი და თუ სურვილი გექნება ისევ ისე გამომიგზავნე’’ .ნათიამ მეორე წერილი სასწრაფოდ გახსნა.მართალია, წერილი ნანას სახელით იყო ,მაგრამ ფურცელზე ვაჟას ნაწერი მაშინვე იცნო .გული აუჩქარდა და უცნაური ჟრჟოლვა იგრძნო. ,,ნათ როგორ ხარ? შენ იცი რომ წერა არ მეხერხება ეს ჩემი პირველი წერილია,მაგრამ ძალიან მინდოდა შენი ამბების გაგება,ძალიან მენატრები,თითქოს თბილისი უშენოდ ის თბილისი აღარაა .იასამნები ამთავრებენ ყვავილობას,მე კი სადაც მას დავინახავ სულ შენ მახსენდები.იმედია შენც გახსოვარ.მინდა მალე დასრულდეს ყველაფერი და ისევ მიგაცილო თეატრის კარამდე.ისევ ვისეირნოთ წვიმაში როგორც მაშინ.კარგი რომანტიკოსის წერილი გამომივიდა.ამ წერილს ნანას მივცემ და იმედია რამენაირად მოაღწევს შენამდე,თუ შეძლებ მომწერე. მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ვაჟა’’ გაახსენდა როგორ გაიცნო ვაჟა.ნანასთან მიდიოდა ,თავს შეუძლოდ გრძნობდა,დილიდან სიცხე ჰქონდა, მაგრამ თამარის ჩხუბის მიუხედავად, მაინც ადგა საწოლიდან და ნანასთან წავიდა.გზაში სიცხემ უმატა ,ერთი სული ქონდა ნანასთან როგომე მიეღწია,პირველი სართულის კიბე რომ აიარა თვალთ დაუბნელდა და აღარაფერი ახოვს.როცა თვალი გაახილა ხალხი ეხვია გარშემო,თავი კი უცნობი ყმაწვილის კალთაში ედო.ყმაწვილმა ხელში აიყვანა და ნანასთან სახლში დივანზე დააწვინა,თვითონ კი სადღაც გაუჩინარდა.ის ყმაწვილი ვაჟა იყო, ნანას მეზობელი. ასე დაიწყო მათი ამბავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


