ზმანება
1918 წლის თებერვალ-მაისში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველო შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგნელობაში. მას მართავდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც შედგებოდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენელთაგან. მაგრამ ფედერაცია არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო ფედერაციის სუბიექტების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეუთავსებლობით. ამას დაემატა თურქეთის მხრიდან აგრესია, რომელმაც დაიკავა ბათუმი, არტაანი, ოზურგეთი, საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს. 1918 წლის 24-25 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა თურქებთან მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანლის აკაკი ჩხენკელის წერილი, რომელშიც ის მოლაპარაკებებზე შექმნილ მძიმე სიტუაციას აღწერდა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. მიიღეს გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის თვითლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თაობაზე. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს მომავალი მთავრობის შემადგენლობა. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება რომ საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის საქართველოს პარლამენტი ეწოდებინათ. შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა.მმიიღეს "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი", რომელშიც ნათქვამი იყო:"ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო; დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის". 1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლით, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციამდე, 1921 წლის 25 თებერვლამდე იარსება. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა კავშირის მე-11 წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა. ჩვენ გაგვაწითლეს. იმის შიშით, რომ კაპიტულაციაზე ხელი არ მოეწერათ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, ემიგრაციაში წასვლა მოუხდა. *** თბილისი. 1991 წლის 9 აპრილი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადებამდე, რამდენიმე საათით ადრე -ზვიად! გააფრინე ბიჭო? რა დროს გადატანაა? რატომ მოგინდა აქტის გამოცხადების გადატანა 26 მაისს? შეიშალე? -კოსტავა! რანაირად ლაპარაკობ! მე სულაც არ შევშლივარ! არ ჯობია, დამოუკიდებლობის აქტის აღდგენა 26 მაისს დავამთხვიოთ? 18 წელში ხომ 26 მაისს გამოაცხადა ნოე ჟორდანიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა, ა? მეშლება? არ მეშლება, მერაბ, არა! თანაც, 26 მაისი შენი დაბადების დღეა! ვაპირებდი სიურპრიზი გამეკეთებინა და ამით მომელოცა შენთვის დაბადების დღე, მაგრამ ვინ მაცადა! -ამ კაცმა სულ გააფრინა! შენ რა მართლა გინდოდა, ჩვენი საერთო საქმის შედეგი ჩემთვის დაბადების დღეზე მოგელოცა?! ვაი, შე გლახა! ახლავე ორივე გავალთ ამ შენობიდან, ჩავსხდებით იმ მანქანაში გარეთ რომ გველოდება, და პირდაპირ პრესკონფერენციაზე მივალთ! მე არ მინდა რომ ეს ყველაფერი ჩემს დაბადების დღეზე მოხდეს, და დამიჯერე არც ხალხს უნდა კიდევ ერთი თვე ლოდინი თავისუფლებისთვის! მითხარი, შენთვის რომელი მოვლენა უფრო გმირულია, 73 წლის წინანდელი გამოცხადებული დამოუკიდებლობა, რომელიც 3 წლის განმავლობაში ძლივს შევინარჩუნეთ, თუ 2 წლის წინ მომხდარი ტრაგედია, რომლის დროსაც ასობით ადამიანი დაშავდა თუმცა არ დანებებულან! მითხარი! გეუბნები ადამიანო, ნუღარ გადადებ ამის ხარებას ქართველი ერისთვის, ძლივს თავისუფლების გემოს გავიგებთ და შენ გინდა მარწუხებსა და რუსეთის ხელბორკილებში კიდევ დიდხანს ვიყოთ?!-გაცეცხლებული გახლდათ მერაბ კოსტავა, ვერ იჯერებდა მეგობრის სიტყვებს, მართლაც ხომ არ გადარეულიყო ზვიადი? პირდაპირ პრესკონფერენციის ჩაშლა რომ მოუნდა! და თანაც რისთვის? მეგობრისთვის რომ დაბადების დღე ამ საჩუქრით მოილოცა?! ეს კაცი აფსურდს ამბობდა და თანაც ისე, რომ ვერ აანალიზებდა. -კარგი მერაბ, იყოს ისე, როგორც შენ გინდა! დაე, ეს დღე 9 აპრილს გარდაცვლილთა სულებს მიეძღვნათ! მათ ხომ ტყუილად არ გაუწირავთ თავი! ზვიადი შენობიდან დაცვასთან ერთად გამოვიდა. დაცვის წევრები გაოცებულები შეჰყურებდნენ ზვიადს. ეს კაცი თითქმის ერთი საათის განმავლობაში ოთახში საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, უფრო სწორად მერაბ კოსტავას, მის გარდაცვლილ მეგობარს. ისინი მანქანაში ჩასხდნენ და გეზი საქართველოს პარლამენტის შენობისკენ აიღეს. ზვიადის შესვლისთანავე დაიწყო პრესკონფერენცია. და აი დადგა წამი საქართველოს დამოუკიდლების და თავისუფლების აღდგენისა! ზვიადმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო. -"სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" ზვიადმა დაიწყო და დაასრულა კიდევაც! მან დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების აღდგენისა და გაერთიანებისკენ სწრაფვა, თუმცა საბოლოოდ დაასრულა საკუთარი მეგობრის მოგონებებთან საუბარი. 9 აპრილის შემდეგ, გამსახურდიას კოსტავას აჩრდილთან საუბარი აღარ ჰქონია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.