შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატეხილი გულები (6 თავი)


გუშინ, 22:15
ავტორი lizibolkvadze
ნანახია 0

6 თავი
ამ კვირების განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდოიდა ყოველდღე ვსეირნობდით ზოგჯერ ანასტასიაც მოდიოდა ჩვენთან ერთად რამდენიმეჯერ მთაწმინდაზეც ავედით რადგან სწორედ იქ გავისერინეთ პირველად შეყვარებულების ამპულაში. ამიტომაც სულ სხვა შეგრძნებები მეუფლებოდა იქ ასვლისას. რათქმაუნდა იმასაც ვერ ვიტყვი რომ გიოზე არ ვფიქრობდი მაგრამ არა იმიტომ რომ მის მიმართ რამეს ვგრძნობდი უბრალოდ იმიტომ რომ ვნერვიულობდი ისევ ცუდად ხომ არ გრძნობდა თავს ჩემს გამო მაგრამ როგორც ანასტასიამ მითხრა კარგად იყო. ანდრიამ ანასტასია ძმაკაცებსაც გააცნო რათქმაუნდა გიოც უკეთ გაიცნო ხშირად სეირნობდნენ ერთად.
-ლილუ რავქნათ სახლი როგორ მოვრთოთ საახალწლოდ გოგონებიც ჩამოვლენ და დაგვეხმარებიან მორთვაში
-ბევრი ნათურა და დიდი ნაძვის ხე ვიყიდოთ ერთი სული მაქვს როდის მოვა ახალი წელი რომ ავღნიშნოთ
თბილ სვიტრებში და ლასინებში გამოწყობილი ცხელ შოკოლადს მივირთმევდით დენიც აქ იყო ხშირად ამოდიოდა ჩვენთან რჩებოდა კიდეც მაგრამ სავარძელზე ვიძინებდით დენის ვენდობი მაგრამ ჩემთვის ერთ საწოლში წოლა ბევრს ნიშნავს ჯერ არ ვარ მზად მსგავსი რამისთვის დენიც გაგებით უდგება ამ ამბვს რაც ძალიან მაბედნიერებს ბევრი ბიჭისთვის ხომ სექსუალური კავშირი მთავარია გოგოსთან ურთიერთობაში ვიდრე თვითონ გოგო.
-ლილუ ახალ წელს მინდა ჩემებთან ერთად შევხვდეთ თან გაიცნობ ჩემს დას და მშობლებსაც თუ გაქვს სურვილი რათქმაუნდა
ისე ამანერვიულა მისმა წინადადებამ რომ ცხელი შოკოლადი გადამცდა აქამდე არასდროს განმომიცდია მსგავსი რამ არც შეყვარებული მყოლია და მითუმეტეს შეყვარებულის მშობლებიც არ გამიცვნია ძალიან ავღელდი რომ არ მოვწონებოდი მერე რა უნდა მექნა
-არა არ ვარ წინააღმდეგი მაგრამ შენ დარწმუნებული ხარ რომ გინდა ჩემი თავი გააცნო მათ
-კი რატომაც არა დიდი ხანი არ გასულა რაც ერთად ვართ მაგრამ დროს რა მნიშვნელობა აქვს თუ ადამიანში დარწმუნებული ხარ და ენდობი არა?
-რათქმაუნდა
ძალიან ბედნიერი ვიყავი მეგონა საუკეთესო სიზმარშვი ვცხოვრობდი სადაც ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, ეს ცოტათი მაშინებდა კიდეც რადგან როდესაც ყველაფერი ძალიან კარგად მიდის დგება მომენტები როცა ეს ყოველივე იცვლება და რაღაც ცუდით ინაცვლებს მაგრამ არ მინდოდა ცუდზე მეფიქრა უბრალოდ მივყვებოდი დინებას რადგანაც ამ მომენტებში მხოლოდ დენი მჭირდებოდა, და რა მოხდებოდა შემდგომში არ ვუფიქრედებოდი.

***
დადგა ნანატრი ოცდათერთმეტი დეკემბერი მოუთმენლად ველოდი როდის შევხვდებოდი დენის მშობლებს და დას თან ძალიან ვღელავდი მაგრამ დენი იმდენს მიყვებოდა მათზე არამგონია ცუდი ადამიანები იყვნენ. თან გოგოებიც ჩამოვიდნენ და აღარ ვღელავდი ანასტასიას მარტო დატოვებაზე.
-ჯერ დენის მშობლებთან ავლათ და მერე გადმოვალთ აქეთ.
-ხო რათქმაუნდა ამას ხომ მოუთმენლად ელოდებოდი უნდა წახვიდე ჩვენზე არ იდარდო, ხო მართლა შენ თუ წინააღმდეგი არ იქნები მინდა ნიკას და მის მეგობრებს ვუთხრა რომ ამოვიდნენ
-არა რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი ამოვიდნენ რათქმაუნდა ნანკაც გადმოვა ძალიან ცუდია რომ ჩვენმა მშობლებმაც ვერ მოახერხეს ჩამოსვლა მაგრამ არაუშავს ძველით ახალიწლისთვის ჩვენ ჩავიდეთ
-ხო კარგი იდეაა
ცხრა იყო საათი როდესაც დენი ამოვიდა მეც მზად ვიყავი, ოთახიდან როცა გავედი ამათვალიერა
-ვაუუ ლილუ რა ლამაზი ხარ ძალიან გიხდება ეს წითელი კაბა და დასწორებული თმაც
მოვიდა წელზე ხელები შემომხვია და მაკოცა
-მადლობა, წამო წავიდეთ არ მინდა შენები ვალდინოთ
-დედაჩემი მოუთმენლად გელოდება ერთი სული აქვს როდის გაგიცნობს
-მართლაა? მე კიდევ ძალიან ვღელავ რომ არ მოვეწონო
-რა სისულელეა რატომ არ უნდა მოეწონო
სანამ ავიდოდით ყვავილები და ტკბილეული ვიყიდე ხელცარიელი ვერ ავიდოდი მითუმეტეს ახალიწლის ღამეს. სანამ კარს გააღებდნენ დენი მაგრად მიჭერდა ხელს რადგან ხედავდა როგორ ვნერვიულობდი
-გამარჯობა ლილუ როგორ მიხარია შენი ნახვა ვერ წარმოიდგენ
-გამარჯობა მეც ძალიან მიხარია ქალბატონი ლია
-ქალბატონო არა გთხოვ ლია დამიძახე არ მიყვარს ეს სენტიმენტები
-როგორც იტყვით
-მოდით ბავშვებო დასხედით სუფრაზე მამაშენიც მოვა ახლავე რაღაცის ყიდვა დამავიწყდა და გავაგზავნე
-ლილუ ეს ჩემი და დიანაა
- გამარჯობა დიანა მიხარია რომ გაგიცანი
დათოც მოვიდა შემოგვძახა ლიამ
-გამარჯობა ბატონო დათო
-რა ბატონო შვილო დათო ბიძია დამიძახე თუ გინდა ბატონობის მე რა მეტყობა
ძალიან თბილად შემხვდა დენის ოჯახი სულ გადამავიწყდა ნერვიულობა დიდი ხანი საუბარში გავატარეთ ლია კი ძალიან საყვარელია ისეთი თბილი თვალები და ხმა აქვს ეგრევე რომ შეგაყვარებს თავს არ მიკვირს რატომ არის დენი ასეთი კარგი, მსგავსი მშობლების ხელში ვინ იქნება ცუდი აშკარად დათოს ხასიათი გამოჰყვა მისავით მხიარული და ხუმარაა
-ლილუ რატომ ვერ მოახერხეს შენმა მშობლებმა ჩამოსვლა
-ბაკურიანში წავიდნენ ასაღნიშნათ ნათესავებთან ერთად მე კიდევ აქ დარჩენა მერჩივნა და არ გავყვეი
-კარგი ქენი რომ წასულიყავი ვერ გაგიცნობდით
დენის წინასწარ ყავდა გაფრთხილებული მშობლები რომ ახალწელს სხვაგან შეხვდებოდა ამიტომ ერთი საათით ადრე წამოვედით
-ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა
-ჩვენთვისაც ლილუ ძალიან კარგი გოგო ხარ მიხარია რომ ჩვენი ბიჭის გვერდით ხარ
-რას ამბობთ პირიქით მე უფრო მიხარია რომ ისაა ჩემს გვერდით
სახლში ასვლა დიდად არ მინდოდა რადგან ვიცოდი რომ გიოც იქ იქნებოდა დენის წინასწარ ვუთხარი რომ გიოც შეიძლება მოსულიყო რათქმაუნდა არ ესიამოვნა მაგრამ არაფერი უთქვამს .
არავის შეუმჩნევია ჩვენი მისვლა ისეთი ჟრიამული იყო სიმღერები იყო ჩართული ანი და ნიკას ერთერთი ძმაკაცი ლუკა ცეკვავდნენ, ლილე და დათო ავიანზე საუბრობნენ, ნიკა და ანასტასია კი სავარძელზე ისხდნენ და საყვარლად ეხუტებოდნენ ერთმანეთს ყველა წყვილში ვიყავით გიო და ნანკა კი არსად ჩანდა ანასტასიამ რომ დამინახა ეგრე წამოვიდა ჩემსკენ
-აბა რაქენით როგორ ჩაიარა ვახშამმა
-ძალიან კარგად მერე მოგიყვები უფრო დეტალურად, ნანკა სად არის?
-გიოს გაყვა მაღაზიაში სასმლის საყიდლად
-ოჰჰ ასე მალე მოასწარით ერთი ბოთლის გამოცლა
-ჩვენც მოვედით აბა ვინ სვამს
შემოვარდა ნანკა არყის ბოთლით ხელში უკან გიოც მოყვა შემამჩნია თუ არა ოდნავ სახე ეცვალა მაგრამ ეცადა არაფერი შეემჩნია
-დაასხი ყველა სვამს ახალი წელია ბოლოს და ბოლოს
ცოტა უხერულად ვიყავი გიოსთან როცა დენი მეხუტებოდა და მკოცნიდა დენიც ისე იქცეოდა თითქოს ამას მის დასანახად აკეთებდა და ძალიან არ მსიამოვნებდა ეს მაგრამ გიო არც კი იხედებოდა ჩვენსკენ ნანკა კი ლამის ჩამოჰკიდებოდა გიოს რათქმაუნდა სულ არ მადარდებდა ეგ ფაქტი მაგრამ ნამდვილად არ იყო ლამაზი დასანახი მითუმეტეს როცა ვიცოდით ყველამ რომ სხვა მოსწონდა მას. ძალინ ბევრის დალევა მოგვიწია ყველა დათვრა აივანზე გავედი რამდენიმე წუთში გიოც გამოვიდა როცა დამინახა უკან გაბრუნებას აპირებდა მაგრამ ბოლოს დარჩა ალბათ იმიტომ რომ არ უნდოდა თავი უხერხულად მეგრძნო
-შენც ჰაერის ჩასაყლაპად გამოხვედი?
-ხო თან მოწევა მინდა და ბინაში არ მინდოდა
-ეწევი?
-ზოგჯერ, უმეტესად როცა ვსვამ მაშინ
-გასაგებია, ხო მართლა გიო ბოდიში ვერ მოგიხადე მომხდარის გამო მართლა ძალიან ცუდად მოვიქეცი და ვწუხვარ
-საბოდიშო არაფერი გაქვს შენ ჩემთვის პირობა არ მოგიცია მე ისედაც ვამჩნევდი რომ იმ ბიჭის მიმართ გულგრილი არ იყავი ამიტომაც არ იდარდო ამაზე ყველაფერი კარგად არის
-ხო მაგრამ მინდოდა ჩემგან გაგეგო ყველაფერი და არა ისე როგორც იმ დღეს მოხდა
-არაუშავს ლილუ ყველა ბიჭი ასე მოიქცეოდა
რამდენიმე წუთი სიჩუმეში ვიდექით
-წამო შევიდეთ მალე თორმეტი გახდება
-მერე კი არ უნდა შევიდეთ აქ უნდა ვიყოთ მალე ხომ ფეირვერკებს გაუშვებენ
დავინახე როგორ გაეცინა
-რა არის სასაცილო
-არაფერი უბრალოდ პატარა ბავშვი რომ ელოდება ფეირვერკებს ზუსტად ეგრე ხარ ახლა და მესაყვარლა ამიტომაც გავიცინე
მხარი გავკარი დაცინვის გამო
-ბავშვობიდან ვგიჟდები ფეირვერკებზე ყოველთვის რამდენიმე წუთით ადრე გავდიოდი აივანზე რომ მენახა როგორ ნათდებოდა ქალაქი ამ სილამაზით თან სურვილსაც ვითქვამდი ჩემთვის ეს ყველაფერი რაღაც ჯადოსნური იყო და დღემდე არის
აქამდე არავისთვის მითქვამს მსგავსი არაფერი ის კი ღიმილით მაკვირდებოდა, ერთი წუთის განმავლობაში ასე ვიდექით შემდეგ თმებზე შემომხედა
-კულულები უფრო გიხდება
ჩუმად ვიდექი და ვუყურებდი ვფიქრობდი რა მეპასუხა სწორედ ამ დროს.
-რას აკეთებთ აქ
შეაღო კარი დენიმ და ეჭვის თვალით შემოგვხედა
-ფეირვრკებს ველოდებით სხვებსაც დაუძახე თუ უნდათ
ზუსტად ერთი წუთი აკლდა თორმეტს თვლა დავიწყეთ ფეირვერკების გაშვებაც დაიწყეს მართლაც ბავშვივით მიხაროდა ისეთი ბედნიერი სახით ვუყურებდი, დენი ჩემსს უკან იდგა და მეხუტებოდა გიო კი გვერდით მოაჯირს ეყრდნობოდა, ვამჩნევდი როგორ მიყურებდა მაგრამ ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა რომ არ მიმხვდარიყო მისი მზერა რომ შევამჩნიე, ზუსტად თორმეტზე კი სურვილი ჩავითქვი ჩურჩულით
-გთხოვ ყველაფერი კარგად წავიდეს დაე სწორი ადამიანები დარჩნენ ჩემს ცხოვრებაში.
ისე დავთვერით სხვაგან წასვლის თავი არავის ჰქონდა ამიტომ ყველა დარჩა სავარძელიც გავშალეთ ცალკე ოთახში არცერთი შევსულვართ ყველას ერთ ოთახში გვეძინა ზოგს ძირს ზოგს სავარძელზე სივიწროვე იყო მაგრამ სწორედ ხომ ამას აქვს ხალისი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent