შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატეხილი გულები (თავი 5)


15-05-2026, 00:03
ავტორი lizibolkvadze
ნანახია 19

იმ ღამეს დენი ჩემთან დარჩა მაგრამ არაფერი მომხდარა უბრალოდ ჩაგვეძინა ანასტასიას მოსვლაც კი ვერ გავიგონეთ ჩახუტებულებს გვეძინა სავარძელზე დილით მაღვიძარამ გაგვაღვიძა როგორც კი თვალები გავახილე დავინახე როგორ მიყურებდა დენი მომღიმარე სახით სახეზე ხელები ავიფარე
-ნუ იფარებ ხელებს ძალიან საყვარელი ხარ ახალ გაღვიძებულიც კი
-შენ კიდევ ნუ იტყუები, რომელია საათი?
-თერთმეტია ლექცია ხომ არ გაქვს
-არა პირველზე მეწყება მაქვს ჯერ დრო
აბაზანაში გავიქეცი რომ მოვწესრიგებულიყავი. გამოსვლისას დავინახე როგორ საყვარლად იჯდა დენი მაგიდასთან ანასტასია კი ყავას უსხამდა ისეთი საყვარელი მომენტი იყო ღიმილი ვერ შევიკავე
-ჰეი რაქენი გუშინ ქალბატონო
-მერე მოგიყვები
თვალისჩაკვრით მითხრა და ეშმაკურმა ღიმილმა გაუელვა მივხვდი რომ საუბარი მხლოდო მასზე არ იქნებოდა და მომიწევდა იმის ახსნა საიდან აღმოჩნდა დენი აქ
-საუზმისთვის მადლობა გოგონებო ჩემი წასვლის დროა ლექცია მეწყება მალე
-მიდი ხო ჩვენც დავიწყებთ მომზადებას უნიში შევხვდებით
კარებთან ვიდექი დენის ვაცილებდი მომიახლოვდა და ნაზად მაკოცა თვალები დავჭყიტე გაკვირვებისგან
-ძალიან ვხალისობ როდესაც გაოცებული მიყურებ
-ძალიან ცუდი ბიჭი ხარ
ნაზად გავიღიმე ცხვირზე თითი ჩამომისვა და ლიფტში შევიდა როგორც კი კარი გავიხურე ანასტასია მომვარდა
-სანამ მე დავიწყებ მოყოლას ჩქარა მითხარი რა მოხდა გუშინ ღამით
-არაფერი მომხდარა ისეთი რაზეც შენ ფიქრობ უბრალოდ ფილმის სანახავად დავპატიჟე და ჩაგვეძინა
-კარგი რა ლილუ არ გიცნობდე მაინც ვიცი რომ უფრო მეტი მოხდა ვიდრე ყვები
-ჰო კარგი ერთმანეთს ვაკოცეთ მაგრამ მეტი არაფერი მომხადარა, მართლა მითხრა რომ მოვწონდი და უნდა რომ ურთიერთობა ვცადოთ
-და ეს არის არაფერი? ნუ მაგიჟებ
-შენ რაქენი ანდრიასთან
-ამის დროა გოგო ახლა, ბიჭი რომელიც თვეებია მოგწონს და მასზე ოცნებობ გეუბნება რომ მოწონხარო შენ კიდევ ის გაინტერესებს მე რავქენი?
-ხო რატომაც არა
-მაგიჟებ რა, არაფერი რა უნდა მექნა ვივახშმეთ ყველაფერზე ვისაუბრეთ ძალიან კარგი ბიჭია მართლა
-მაგას რა ჯობია მერე იმედია ყველაფერი გამოგივათ
-იმედია.
ლექციების შემდეგ კაფეში ჩავედი მე და დენიმ შევთანმხდით რომ აქ შევხვდებოდით ერთმანეთს
-აი გამომართვი ლი
-რა არის
-ცხელი შოკოლადი ხო გიყვარს, დაგიმრთავდა ლექციები?
-კი დავიღალე ძალიან
-თუ გინდა კაფეში წავიდეთ ან სადმე გავისეირნოთ
-აუ მოდი მთაწმინდაზე ავიდეთ ატრაქციონებზე სულ მინდოდა შეყვარებულთან ერთად წასვლა
უცებ ვერ გავიაზრე რომ დენის შეყვარებული ვუწოდე ვერც კი შევამჩნიე ეს სანამ თვითონ არ გაამახვილა ყურადღება
-რა დამიძახე
-რაა?
-შეყვარებული დამიძახე?
-მართლა? ალბათ წამომცდა ბოდიში
-რა ბოდიში ძალიან მომეწონა
გაიღიმა და მაკოცა ცოტათი შემრცხვა რადგან აქ მარტო არ ვიყავით მაგრამ ამავედროულად გამიხარდა რადგან სხვების თვალწინ არ მალავს თავის გრძნობებს სწორედ ამ დროს მოვიდა ნანკაც
-ოჰჰ რახდება აქ
-ნანკა გამარჯობა არაფერი რა უნდა ხდებოდეს
-რა არაფერი დავინახე როგორ აკოცეთ ერთმანეთს
არ ვიცოდი რა მეთქვა ნანკასთვის რადგან ისე მოხდა ყველაფერი სულ გადამავიწყდა რომ მგონი მასაც მოსწონდა დენი
-მე და ლილუს ერთმანეთი მოგვწონს
დავინახე როგორ ეცვალა ფერი სახეზე ნანკას თავი უხერხულად ვიგრძენი მასთან. დენიც იმ ერთერთი ბიჭებიდან იყო ვისზეც ფიქრობდა რომ მისით მოიხიბლნენ მაგრამ მაინც დამნაშავედ ვთვლიდი თავს რომ ჩემგან არ გაიგო ეს ყველაფერი ნამდვილად არ შევდივარ იმ გოგონების რიცხვში რომლებიც დაქალებს იმ ბიჭს ართმევდნენ ვინც მოსწონთ მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ნანკას დენი კი არ მოსწონდა უბრალოდ ერთობოდა მისით.
ხასიათი გამიფუჭდა ნანკას ნახვის შემდეგ დენიმაც შეამჩნია ეს
-რატო გაგიფუჭდა ხასიათი არ თქვა რომ ნანკას გამო?
-არა რა სისულელეა
-კარგი რა ლილუ შეილება საკმარისად დიდი ხანიც არ გიცნობ მაგრამ ეს დროც საკმარისი იყო იმის გასაგებათ როდის იტყუები, დამშვიდდი ნანკას არ მოვწონვარ ვიღაც სხვას წერს
-შენ საიდან იცი?
-ხომ იცი რომ ნანკასთან კარგი ურთიერთობა მაქვს მომიყვა ყველაფერი ისიც იცოდა რომ შენ მომწონდი
ეგ იცოდა და არც კი მითხრა და თან ისე იქცეოდა თითქოს დენის ის მოსწონდა
-ეგ როდის გაიგო
-ალბათ სადღაც ერთი თვეა რაც იცის
-კარგი აღარ გვინდა მაგ თემაზე საუბარი წამო გავერთოთ
ძალიან კარგი დრო გავატარეთ ყველა ატრაქციონზე ვისხედით რაც იყო. საშიშ ატრაქციონებზე ხელს მაგრად მიჭერდა რომ არ შემშინებოდა არდა ამ დროს თვითონაც თვალები დახუჭული ჰქონდა
-ეე რა საყვარელი დათუნიაა
-გინდა?
-არმგონია მარტივი იყოს მისი მოგება
-შენ თუ რაიმე მოგინდება ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ მიიღო ის რაც გინდა
არცერთი გასროლა არ აუცილებია და მოიგო ის დაუთუნია რომელიც მინდოდა შემდეგ ბამბის ნაყინიც მიყიდა. პირველად განვიცდიდ ამ გრძნობას აქამდე მხოლოდ თუ ვიოცნებებდი ამ ყველაფერზე. ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ამიხდებოდა ის რაზეც ვოცნებოდი
უკვე გვიანი იყო მანქანა სახლთან გააჩერა პირველი თვითონ გადმოვიდა და კარი გამიღო დათუნია მომაწოდა და დამშვიდოების წინ მაკოცა
-ლილუ
-გიო აქ რას აკეთებ?
-არ მპასუხობდი და შემეშინდა რამე ხომ არ მოუვიდა თქო ამიტომაც მოვედი აქ მაგრამ ვხედავ რომ ყველაფერი კარგად გაქვს
-აღარ უნდა შეეშვა ამ გოგოს?
-და შენ რატომ უნდა გკითხო შევეშვები თუ არა ეს მისი გადასაწყვეტია
-ბიჭებო გთხოვთ არ გინდათ გვიანია მეზობლებს გააღვიძებთ
შევეცადე სიტვაცია განმემუხტა შემეშინდა არ ეჩხუბათ რადგან ორივეს სახეზე ეწერა რომ ცოტაც და ეს მოხდებოდა
-ზუსტადაც რომ მე უნდა მკითხო ჩემს შეყვარებულს შეეშვები თუ არა
გიომ თავი დახარა თითქოს იმედი გაუცრუვდაო
-გიო გთხოვ წადი
-კარგი ლილუ როგორც შენ იტყვი აღარ შეგაწუხებ
-დენი რა საჭირო იყო ამის თქმა მინდოდა ჩემგან გაეგო
-შენ ხომ თქვი არ მომწონსო და რა მნიშვნელობა აქვს ვისგან გაიგებდა რაც მთავარია აღარ შეგაწუხებს
-ხო კარგი წავედი გვიანია უკვე
სავარძელზე ვიწექი სერიალი მქონდა ჩართული მაგრამ არც კი ვუყურებდი ვფიქრობდი გიოზე იმაზე თუ როგორ გავუცრუე იმედი და ალბათ გულიც კი ვატკინე არ მინდოდა ასე გამოსულიყო ყველაფერი თავს დამნაშავედ ვთვლი მე ხომ დავპირდი რომ გული არ ეტკინებოდა ვერ შევასრულე პირობა არ მომწონს როცა ვიღაც ჩემს გამო ცდუდად გრძნობს თავს ძალიან განვიცდი ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ყველას კარგი წარმოდგენა ჰქონდეს ჩემზე და როცა ეს არ ხდება თავს ძალიან ვადანაშაულებ რომ უფრო მეტად არ ვეცადე და საკმარისად კარგი არ ვიყავი
-ასე გიოს გამო ხარ?
-არ ვიცი ანასტასია ძალიან დამნაშავედ ვთვლი თავს ფუჭი იმედები არ უნდა მიმეცა მისთვის, ანდრიას არ უთქვამს არაფერი? როგორაა გიო?
-ბარში არიან მითხრა რომ ძალიან განაწყენებულია
-იმედია ჩემს გამო შენც არ აგერევა ანდრიასთან ურთიერთობა ვხედავ რომ მართლა მოგწონს
-არა რას ამბობ რატო უნდა ამერიოს მაგაზე არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება ორი დღე იდარდებს და დაავიწყდება არამგონია ძალიან მოწონებოდი ასეთ მოკლე დროში
იმედია მართალს ამბობს ანასტასია ნამდვილად არ მინდა ვიღაცის ტკივილის მიზეზი ვიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent