ჩემი პირადი მცველი 9
ერთფეროვნებაში გადიოდა დღეები,თუმცა ნიცას მაინც განსხვავებული შინაგანი განწყობა ჰქონდა.პირველად მოწონდა ზრდასრულ ასაკში,გარკვეულ წილად ხიბლავდა ბიჭის ხასიათი,მართალია სულ საყვედურობდა ხასიათის გამო,მაგრამ მაინც მოწონდა მისი თავდაჯერება,ხანდახან სიმკაცრე,იუმორი. ყველაფერი ეს გამოარჩევდა მისი ასაკის ბიჭებისგან და მასშიც სიმპათიას იწვევდა. ყოველდღე რეპეტიციები ჰქონდა დილიდან შუადღემდე,ცოტახანი შესვენება და საღამოს ისევ თეატრში ბრუნდებოდა.იცოდა ეს სპექტაკლი ბევრს იტყოდა მის კარიერაში.მაქსიმალურად იხარჯებოდა,ოღონდ შედეგი დაედო. ალექსანდრე სხვა ნიცას ხედავდა სცენაზე და მოწონდა როგორი მიზანდასახული იყო გოგო,თავს არ ზოგავდა,უხმოდ იღებდა შენიშვნებს რამაზისგან და მუდმივად განვითარებას ცდილობდა,რაც აფსოლუტურად გამოარჩევდა ყოველდღიური ნიცას ხასიათიდან. რამდენჯერმე ალექსანდრეს მეგობრებს შეხვდნენ თბილისში.საღამოობით რეპეტიციიდან დუდუსთან გადიოდნენ კვების ობიექტზე და ისინიც მოდიოდნენ.გვიან ღამემდე საუბრობდნენ.ყველა ატყობდა ალექსანდრეს და ნიცას ურთიერთობაში ცვლილებებს. _ მგონი მიაგენი შენი ცხოვრების სიყვარულს?!- მხარი გაკრა დუდუმ ალექსანდრეს და თან წვენების გამოლაგება დაიწყო მაცივრიდან. _ თავიდან ხომ მაგრად მაგიჟებდა,_ჩაიცინა ალექსანდრემ-მაგრამ რას წარმოვიდგენდი თუ ასე შეტრიალდებოდა სიტუაცია. _ საკუთარ თავებს არ უტყდებოდით,თორემ როგორც კი პირველად გნახეთ ერთად,მაშინვე ვიგრძენი რომ ცეცხლს კი არა ხანძარს დაანთებდით. _ ვინ ანთებს ხანძარს?- შენობაში ნიცა შემოვიდა და ბოლო სიტყვებს მოკრა ყური. _ შენ და ჩემი ძმაკაცი.-არ დაუმალა დუდუმ. ნიცას ჩაეღიმა,ალექსანდრეს მიუახლოვდა და წელზე მოხვია ხელები და გულზე მიეკრო.ბიჭმაც იმავე წამს თავისუფალი ხელი მოხვია მხრებზე გოგოს. _ ხოდა გაგვერიდე არ დაგწვათ.- წარბები აათამაშა ნიცამ და გადაიკისკისა. _ მივდივარ,მივდივარ._ ბოთლებით სავსე ხელები ჰაერში აწია დუდუმ სიცილით და გარეთ მაგიდებს მიაშურა. _ ანუ შენც ფიქრობ რომ ცეცხლოვანი წყვილი ვართ?-ცხვირის წვერზე აკოცა ალექსანდრემ. _ აჰაა…- თავი დაუქნია. პერმიერის წინა ღამით ნერვიულობამ შეიპყრო.ვერაფრით დაიძინა.ათასი ფიქრი უტრიალებდა. “ რომ დავიბნე? ვაი,თუ ჩემი ტექსტი დამავიწყდეს? ნერვიულობის ფონზე რომ ვერ შევძლო თამაში?”.. _ გავგიჟდები ახლა…-თმაში ხელი შეიცურა.წამოდგა საწოლიდან და ალექსანდრეს ოთახს მიაშურა. ფრთხილად დააკაკუნა ბიჭის კარზე,რეაგირება არ მოყოლია,მერე ფრთხილად ჩამოწია სახელური.სრული სიბნელე იყო,სანამ თვალი შეაჩვია სიბნელეს რამდენიმე წამი დაჰყო ასე.მერე დაინახა იწვა ბიჭი და ეძინა.ჩუმად მიეპარა,საწოლში შეუწვა და ხელი მოხვია. _ ალეეე- ბოლო ბგერები ბავშვივით გაწელა თბილად. _ჰმ…- ვერ გამოფხიზლდა მაშინვე,მაგრამ ხელი მოხვია და გულზე მიიკრა,ნიცას ესიამოვნა ბიჭის ჩახუტება. _ ალექს,მეშინია…- ღრმად ჩაისუნთქა და გააგრძელა.- ხვალინდელი დღის მეშინია…უფრო სწორად დღევანდელის.არ ვიცი გამომივა თუ არა…- გრძელ თითებს ალექსანდრეს შიშველ ტორსზე ათამაშებდა. ბიჭმა ტუჩები დაისველა.თავისუფალი ხელი სახეზე მოისვა,თითქოს ბოლომდე გამოფხიზლებას ცდილობდა ღამის ძილიდან. _ ყველაფერი კარგად იქნება ნიც… - დაოწყო ძილისგან ჩახლეჩილი ხმით.- დაივიწყე,რომ დარბაზში მაყურებელი იქნება.ჩათვალე ისევ რეპეტიცია გაქვს. _ მაგრამ ხომ ვიცი რომ ეს პრემიერაა… ბიჭმა ჩაიცინა. _ ეგ სიჯიუტე დაგღუპავს.კაი…- თითქოს ახალი აზრი მოუვიდა თავში._ მაშინ ასე ვქნათ,ეგ სიჯიუტე გამოიყენე შენს სასარგებლოდ და ჯიუტად ჩათვალე,რომ რეპეტიციაზე ხარ. _ოო,ალექსანდრეე…- ნუ მეცანცარები.- გაეცინა ნიცას. _ ყველაფერი კარგად იქნება ნიცკუ,უბრალოდ დამიჯერე კარგი?! შენ ჭკვიანი და ნიჭიერი გოგო ხარ,მიზანდასახული…ნახე მეც როგორ მიზანმიმართულად მომხიბლე და დამატყვევე? _ აუ,უკვე ნერვებს მიშლი.- ვითომ გაბრაზდა ნიცა. _ დაწყნარების ხერხებიც ვიცი…_ ჩაიცინა ბიჭმა და წამში გოგოს ზევიდან მოექცა და მისი განმუხტვა სხვა ხერხით სცადა. პრემიერა საღამოს იყო.მთელი დღე წინ ჰქონდა ნიცას,ამიტომ დილით ადგომაზე არ უჩქარია.მისი გეგმები ალექსანდრესთვის აღარ იყო უცხო,მუდმივად წინასწარ იცოდა ბიჭმა,რა ჰქონდა გოგოს დღის გეგმაში,ამიტომ მანაც იცოდა,რომ დილა თავისუფალი ჰქონდა და ნიცასთან ჩახუტებულს მშვიდად ეძინა დილით,როცა ლიამ შეაღო მისი საძინებლის კარი. _ ღმერთო… - მოულოდნელობისგან ხმამაღლა წამოიძახა ქალმა და პირზე ხელი აიფარა.რამდენიმე წამი გაშეშდა,მერე გონს მოვიდა. კარი გამოხურა,თუმცა ხმაზე წყვილი გამოფხიზლდა. ლიამ თმაში შეიცურა ხელები,საფეთქლებზე მიიჭირა თითები.უჭირდა დანახულის დაჯერება,თუ ამის ამოშლას ცდილობდა გონებიდან რთული მისახვედრი იყო.ნახევრად ღია კარში დაიძახა ისე,რომ შიგნით აღარც შეუხედავს. _ დაბლა გელოდებით ორივეს. ნიცამ სახეზე ხელები აიფარა. _ ესღა მაკლდა… ალექსანდრემ ერთი ამოისუნთქა ხმამაღლა,თითქოს მთელი ჯავრი და დარდი მას ამოაყოლა და შარვალს დასწვდა.სწრაფად ჩაიცვა. _ მიდი ჩაიცვი და ჩავიდეთ.აბაზანაში შევალ მანამდე. ნიცა ზანტად წამოდგა საწოლიდან.თავის ოთახში გავიდა.თავისი ჩვეული რუტინა დაჩქარებით ჩაიტარა და კიბის თავში მდგომ ალექსანდრეს,რომელიც გოგოს ელოდა გვერდით ამოუდგა. ლია დივანზე იჯდა.მშვიდი,მაგრამ მკაცრი სახე ჰქონდა.ნიცა მის წინ დაჯდა დივანზე.ალექსანდრემ ნიცას გვერდით დაიკავა ადგილი.დაძაბული,აუტანელი სიჩუმე იდგა ოთახში.პირველმა ალექსანდრემ დაარღვია დუმილი. _ ლია დეიდა ჩემი ბრალია,მე ჩემს პასუხისმგებლობას გადავაბიჯე… _ მხოლოდ პასუხისმგებლობას ალექსანდრე?! - ცივი ხმა ჰქონდა ლიას. _ გეთანხმებით,თქვენი და მირიანის ნდობას… _ ღმერთო,რა პასუხი გავცე მირიანს?! რა ვუთხრა ალექსანდრე? _ მოიცა,მოიცაა…- შეაჩერა ნიცამ._ მესმის ბრაზობ და მოულოდნელი იყო,მაგრამ აქ მხოლოდ ალექსანდრეს ნუ შეაწმენდთ ხელს… _ ნიცა,გაჩერდი.- მის შეჩერებას ეცადა ალექსანდრე. _ არა,რატომ?! თან ეს ჩვენი პირადი ცხოვრებაა… _ მე არ ვერევი თქვენს პირად ურთიერთობაში ნიცა,- ფერი ეცვალა ლიას._ მე ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს შენთან,მირიანთან…რა პასუხი გავცე მამაშენს? _ მე თავად გავცემ._ არ შეეპუა ნიცა. _ შენ ვერ ხვდები?! მე,მე ვურჩიე ალექსანდრეს მიღება მირიანს.არც ისე პატარები ხართ?! რა დღეში ჩამაგდეთ?!- ფეხზე წამოდგა. _ მორჩი ლიაკო რა. _ ნიცა,შენი ხმა არ გავიგო._ ტონს აუწია ლიამ.მოულოდნელად ფერი ეცვალა სახეზე,თავბრუსხვევა იგრძნო,ორიენტაცია დაკარგა. ალექსანდრე ფეხზე წამოიჭრა ხელი შეაშველა,დივანზე დასვა ისევ. _ წყალი მოუტანე ნიცა._ დაბნეულ გოგოს დავალება მისცა.- ცუდად ხართ? ლიამ ოდნავ შესამჩნევად თავი დაუქნია.ამასობაში ნიცამ წყალი მოიტანა და ლიას გაუწოდა. _ დალიე.- შეწუხებული შეყურებდა ნიცა. ლიამ წყალი მოსვა.დივნის საზურგეს თავი მიაყრდნო. _ წამოწექი,იქნებ გადაგიაროს…გინდა სასწრაფოს გამოვუძახო? რამე გტკივა? _ არ მინდა,უკეთ ვარ ნიცა. _ გინდა შენს ოთახში შეგიყვანს ალექსანდრე და დაისვენე. _ კი,შევალ.მირჩევნია. ალექსანდრემ შეაცილა საძინებლამდე.უკან მობრუნებულს ნიცა დივანს მიყრდნობილი დახვდა შეწუხებული სახით.ლოყაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი ალექსანდრემ.გოგო კისერზე მოხვია ხელები და მიეხუტა. _ არ მინდოდა… მაპატიე. _ ნუ მებოდიშები.შენი ბრალი არ არის,მე მომეთხოვებოდა ამ შემთხვევაში თავშეკავება._ ხელები შემოაჭდო სუროსავით გოგოს წვრილ წელს და მიიხუტა. _ არ ვისაუზმოთ? _ არ მინდა.მიდი შენ ისაუზმე.მე პატარა საქმე მაქვს.- ხელი შეუშვა,საჩვენებელი თითი ცხვირზე ჩამოუსვა._ გავალ და მალე დავბრუნდები,სადმე ხომ არ გინდა გასვლა? _ არა. _ კარგი.დროებით.ლიას შეხედე მერე.- კარისკენ შებრუნდა. _ ალე…- მობრუნდა ბიჭი. ნიცას ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე._ სად მიდიხარ?_ თან სცხვენოდა კითხვის დასმა,არ უნდოდა ეჭვიანი გოგოსავით გამოსვლოდა და თან ცნობისმოყვარეობას ვერ ძლია. _ ნუ ხარ შენ ცნობისმოყვარე.- გაიცინა ბიჭმა._ მალე მოვალ,არ მოიწყინო. ისაუზმა,თუმცა მარტო საუზმე დიდად არ ხიბლავდა.ორი თვე ხდება ალექსანდრე მათთან მუშაობს,თვეზე მეტია მათ სახლში რჩება.ერთად უსხდებიან სუფრას, უამრავ დროს ატარებენ ერთად.განსაკუთრებით მასე შემდეგ რაც ერთმანეთს გამოუტყდნენ გრძნობებში. მსუბუქად ისაუზმა,ცოტახანი ოთახში ავიდა.საწოლზე დაჯდა ლიას შეაკითხა ოთახში. _ ლიაკო,როგორ ხარ?-ფრთხილად შეაღო კარი. _ კარგად. _ შეიძლება? _ შემოდი._ საწოლში წამოჯდა ქალი.ნიცაც იქვე ჩამოჯდა. _ ლიაკო,ალექსანდრეს არ გაუბრაზდე…მისი ბრალი არ არის.- გაუბედავად დაიწყო ნიცამ. _ ჰო,ჩემი ბრალია.მეტი ყურადღება მმართებდა.- ამოიოხრა ქალმა._ მირიანთან თავს დამნაშავედ ვგრძნობ. _ სულაც არ არის საჭირო მამამ გაიგოს.- ლიამ წარბი აწია.- ჩემი ცხოვრებაა ლია,არ მინდა ჩემი პირადი დეტალები მამამ იცოდეს. _ უკვე იცის. _ რა… რანაირად?.. - ნიცას თვალები აუცრემლიანდა.- რატომ უთხარი?! _ ნიცა,ვერ დავუმალავდი… _ რა საჭირო იყო?! თავად ვეტყოდი როცა დაბრუნდებოდა… ასე რატომ მომექეცი? _ ვერც მირიანს მოვექცეოდი სხვაგვარად… _ მადლობა.- ირონიულად წარმოთქვა გოგომ,წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. _ ნიცა,მომისმინე… წამით არ შეჩერებულა,ისე გაიხურა კარი და ტირილით მიაშურა თავის ოთახს. “რაღა დღეს,რატომ? ისედაც ეს სპექტაკლი მქონდა სანერვიულოდ…” საათს შეხედა,ოთხ საათში სცენაზე უნდა მდგარიყო.უკვე დროა წავიდეს თეატრში.სანამ გრიმი გაიკეთოს,მოემზადოს,კიდეც დაუგვიანდა ამ აყალმაყალში. ტელეფონი აიღო,ალექსანდრეს ნომერი მოძებნა კონტაქტებში.რამდენიმე ზარის მერე უპასუხა. _ ალექს,სად ხარ? მალე მოხვალ? _ კი,სახლთან ვარ. _ გავემზადები და თეატრში წავიდეთ. _ კარგი. არც ალექსანდრეს ჰქონდა მსუბუქი საუბარი.როგორც კი ლია მირიანს ესაუბრა,მირიანის ზარი შემოვიდა ალექსანდრეს ტელეფონზე. _ დღე მშვიდობის მირიან. _ ჩემი დღე მშვიდობიანად არ დაწყებულა ალექსანდრე სამწუხაროდ.- მამაკაცის მკაცრი ხმა გაისმა ყურმილში.- ალბათ,ხვდები რასაც ეხება ეს ზარი. _ დიახ,ვხვდები. _ მე ჩემი შვილი მოგანდე,ჩემი ოჯახი განდე,ჩაგაბარე და რა მივიღე პასუხად?! ალექსანდრეს ერჩია მიწა გასკდომოდა,ვიდრე ეს სიტყვები მოესმინა. _ ასე უპასუხე ჩემს ნდობას ალექსანდრე?! ლიას ნდობას?! ეს არის შენი კაცობა?! ბოლო დღე არის შენი ჩემს ოჯახში და ჩემს შვილთან… _ მირიან… _ ხმა არ ამოიღო! ამ დღის მერე არ გაეკარო ნიცას. ზარი შეწყდა. თავი ხელებში ჩარგო ალექსანდრემ. “რა გავაკეთე?! ფუ,შენი…” საჭეს ხელი მთელი ძალით დაარტყა. წითელი ვარდების თაიგული შეუკვეთა ნიცასთვის,ახლა კი…ახლა ამ სიტყვების მერე აღარ შეეძლო,ნიცაზე ფიქრიც კი სირცხვილს გვრიდა.მართალი იყო მირიანი “ უსინდისო,ნაძირალა კაცი ვარ.ოჯახში შემიშვა,დედაჩემის მკურნალობა სრულად დააფინანსა,ხელფასს მიხდიდა და მე რა გავაკეთე,მის სახლში,მის შვილთან ვიწექი…ჯანდაბა,ჯანდაბაა,შე გამო*ირებულო ალესანდრე” მთელი გზა საკუთარ თავს ლანძღავდა,მაგრამ ეს არ უმსუბუქებდა ბრაზს,რომელიც შიგნით დუღდა. სახლში მისული ნიცასთან ავიდა ოთახში. _ ნიცა… _ ალე,მოხვედი? კარგია…დამაგვიანდა თეატრში მალე წავიდეთ რაა.მიდი გაემზადე,მეც დავასრულებ ხუთ წუთში და გავიდეთ…ამ ალიაქოთში დრო გამეპარაა…- თან ჩემოდანში ნივთებს ალაგებდა.- მიდი ალექს,ნუღარ დგახარ დაუჩქარე. ვერაფერი ვეღარ უთხრა,გამოტრიალდა მხრებ ჩამოყრილი.ახლა ვერ ეტყოდა ვერაფერს,ისედაც მთელი ღამე ნერვიულობდა,ახლა არა… გზაში თითქმის არაფერი უთქვამთ,ნიცა ტელეფონზე საუბრობდა,მეგობრებს ურეკავდა,მეკოს… ალექსანდრემ მანქანა დააპარკინგა.გასაღები შეუმჩნევლად ნიცას ჩანთაში ჩადო. _ თუ გინდა წადი,დაისვენე და მერე სპექტაკლის დროს მოდი,ახლა საგრიმიოროში ვიქნები მაინც, არ გამოვალ არსად გპირდები.- შემოტრიალდა და ბიჭს შუა ფოიეში ტუჩებში აკოცა. ძლივს შესამჩნევად გაიღიმა ბიჭმა. _ ალექსანდრე,_ ხელი კისერზე მოხვია,თითისწვერებზე წამოიწია და ყურთან უჩურჩულა._ მგონი მიყვარხარ. სახე ნელა გამოწია და ისევ პირისპირ დაუდგა,თვალებში ჩახედა. სევდიანმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ალექსანდრეს,თუმცა ნიცა ისე იყო აჟიტირებული,თავის ემოციებში ჩაფლული,წამით გამოეპარა ბიჭის რეაქცია. საფეთქელთან აკოცა ბიჭმა,რამდენიმე წამს დატოვა ტუჩები და არ მოშორდა გოგოს.ბოლოს თავს ძალა დაატანა გაუღიმა. _ ნიც,არ ინერვიულო.დაიხსომე,შენ ძალიან ნიჭიერი,მიზანდასახული ხარ და ყველაფერი გამოგივა. დღეს პრემიერა კი არა გენერალური რეპეტიცია გაქვს,ასე იფიქრე.არ იფიქრო მაყურებელზე.სცენაზე როგორც ყოველთვის იქნებით შენ და მეწყვილე… _ და მხოლოდ შენ და რამაზი, დარბაზში…- დაასრულა ნიცამ. სიმწრით ჩაიცინა ალექსანდრემ.არაფერი უთხრა,უბრალოდ ჩაიხუტა კიდევ ერთხელ და გაუშვა. წამოვიდა და იქ,ნიცასთან დატოვა გული და გონება.მწარე ფიქრები იბადებოდნენ მასში,წამლავდნენ და გონებას უბინდავდნენ.უმისამართოდ დახეტიალობდა ქუჩებში,ვერც კი მიხვდა რა დრო გავიდა,ტელეფონის ზარმა გამოარკვია ფიქრებიდან და რეალობაში დააბრუნა. _ გისმენ მეკო. _ ალექსანდრე,გეძებ სად ხარ? ნიცა გკითხულობს… _ მოვალ… _ კარგი გელოდები. მაინც ვერ მოითმინა,წავიდა.მეკოს გვერდით იჯდა.უყურებდა მის საყვარელ ქალს და ტკბებოდა.ყველა მის გამოსვლაზე სიამაყით ივსებოდა და თან ნერვიულობისგან თითები ეყინებოდა,რადგან იცოდა ნიცა ამ დროს როგორ განიცდიდა,მაგრამ ყველაფერს იდეალურად გაართვა თავი. დამთავრებამდე ათი წუთით ადრე დატოვა დარბაზი.ყვავილები მარიამის დახმარებით საგრიმიოროში დაახვედრა. სპექტაკლი ანშლაგით დასრულდა.ნიცა და მთელი ჯგუფი ემოციებში იყო.ნერვიულობდა,მაგრამ სპექტაკლის ბოლოს სავსე იყო დადებითი ემოციებით,არაფერი აღარ ადარდებდა და ანერვიულებდა.იმასაც კი ფიქრობდა ამაზე ვნერვიულობდიო?! სწრაფი ნაბიჯით გაემართა საგრიმიოროში.მის მაგიდასთან წითელი ვარდების დიდი თაიგული დახვდა. _ ვააუ,ვიღაცას თაყვანისმლცემელი გამოუჩნდა.- ჩაიცინა ერთ-ერთმა კოლეგამ და ანკას გადახედა. გაეღიმა გოგოს,ბარათი იქვე იდო. “პატარა, ჯიუტო ქალბატონო, გილოცავ. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმ უამრავ წარმატებას შორის, რომელიც წინ გელის. მინდა, თითოეული გამარჯვებით დატკბე… არასდროს დაკარგო ის ცეცხლი, რომელიც სცენაზე გაქვს. ზუსტად ეგ გაქცევს განსაკუთრებულად. ვამაყობ შენით და … მე მიყვარხარ. ალექსანდრე” სიხარულით ჩაიკითხა.ბოლო სიტყვაზე სახე გაუბრწყინდა. ერთი სული ჰქონდა დროულად გამოეცვალა და გასულიყო. სწრაფად გამოიცვალა,იღებდა მილოცვებს,მაგრამ გონება ალექსანდრესკენ ჰქონა მიმართული.როგორც ყოველთვის ფოიეში არ დახვდა ბიჭი. მანქანასთან გავიდა.მეკო და ლია უკვე იქ იდგნენ. _ ალექსანდრე სად არის?- თაიგული ხელში ეკავა.მანქანაზე დადო. _ ბოლო წუთებზე გამოვიდა გარეთ,მის მერე არ მინახავს.- თქვა მეკომ. ნიცა თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.ხალხი ირეოდა გარშემო მაინც,მიუხედავად იმისა სპექტაკლი თითქმის ნახევარი საათის უკან დასრულდა.ჩანთაში მობილურის ძებნა დაიწყო,რომ მანქანის გასაღებს მიაგნო,გაუკვირდა რატომ იყო გასაღების მის ჩანთაში და თან ცუდად ენიშნა. ტელეფონი ამოიღო და გადარეკა. 1…2…3… და კიდევ მრავალი ზარი,მაგრამ ალექსანდრე არ პასუხობდა. ანერვიულდა. _ სად არის,არ მპასუხობს?- სასოწარკვეთილი იყურებოდა გარშემო.- არაფერი უთქვამს?- გადახედა ორივეს. _ არა.- ორივემ ერთხმად უპასუხეს. _ბებია და პაპა ხომ არ წაიყვანა?..მაგრამ მანქანა…- თავადვე გასცა კითხვას პასუხი. _ ტაქსით გავუშვი მე.- თქვა ლიამ. _ აბა სად არის?- სასოწარკვეთილმა ამოთქვა. _ წავიდეთ სახლში ნიცა,იქნებ სახლშია.- ჩაერთო მეკო. _ კაი,წამოხვალ ჩემთან? _ კი.- უმალ დასთანხმდა მეგობარი. უცნაური სიჩქარის შეგრძნება დაეუფლა,თითქოს სადმე აგვიანდებოდა.სწრაფად იარა. _ ნიცა,ნელა მართე მანქანა.- უკნიდან ლიას ხმა გაისმა. _ არ ვაჭარბებ სიჩქარეს.- იცრუა უტიფრად. ლიამ თავი გადააქნია უკმაყოფილების ნიშნად. სახლში შეირბინა. _ ალექსანდრე…ალექს…- ეძახდა ხმამაღლა.მის ოთახისკენ წავიდა,სწრაფი ნაბიჯით აირბინა კიბე.არ დაუკაკუნებია ისე შეაღო ოთახის კარი. იდეალურად სუფთა დახვდა ყველაფერი. გულში ეჭვმა გაუელვა.სწრაფი ნაბიჯით მიიჭრა გარდერობთან,გამოაღო ერთი კარი,მეორე ცარიელი დახვდა,არცერთი ნივთი.გიჟივით აღებდა ყველა უჯრას,იქნებ სხვაგან ედო ნივთები,იქნებ… მაგრამ ისე დაცლილიყო გარშემო ყველაფერი,რომ ერთ დროს მისი აქ ცხოვრების და ყოფნის კვალი საერთოდ გამქრალიყო. ნიცას მხედველობას თვალებში ჩამდგარი ცრემლები უშლიდან ხელს,სადაც იყო მწარედ ატირდებოდა. _ წავიდა…- ჩაიჩურჩულა და მის საწოლზე დაწვა,რომელსაც ჯერ ისევ მისი სურნელი ასდიოდა. ტელეფონი აიღო,ისევ დაურეკა… ისევ და ისევ… თუმცა ზარს არავინ პასუხობდა.გული ტკივილისგან ეკუმშებოდა,რომელსაც ახლა მთელს სხეულში გრძნობდა. სმს მიწერა.. ” მიპასუხე გთხოვ,სად ხარ? მართლა,წახვედი? ასე მიმატოვებ?.. ალე,გთხოვ…” არც ამაზე იყო პასუხი. კარში მეკო გამოჩნდა. _ ნიცა… თავი აწია,მეგობარს თვალებში შეხედა,წამით იმედის სხივი გაუკრთა გონებაში. “ იქნებ დაბრუნდა და უნდა მითხრას”.. თუმცა მეკო,მისგან ელოდა პასუხს. _ წავიდა მეკო… გამამხნევებლად,სუსტად გაუღიმა მეკომ და მის გვერდით ჩამოჯდა. _ დაბრუნდება… _ არ დაბრუნდება.- დაზუსტებით წარმოთქვა გოგომ- ალექსანდრე ზედმეტად თავმოყვარეა…ეს რამდენიმე საათიც მხოლოდ იმიტომ გაჩერდა,რომ იცოდა ვნერვიულობდი და არ მიმატოვა სპექტაკლამდე…- თავი მუხლებში ჩარგო,ხელები ზევიდან შემოირტყა გარს და მტანჯველ ფიქრებს მისცა თავი. ოთახში ლია შემოვიდა. _ ჩამოდით,ვახშამი მზად არის. ნიცამ თავი წამოწია.ლიას მიაპყრო მზერა. _ რატომ დაუშვი,რომ წასულიყო? _ მისი გადაწყვეტილება იყო ნიცა… _ არც შეაჩერე ხომ? _ არ ვიცოდი. _ რომ გცოდნოდა,მაინც არ შეაჩერებდი… რა გინდოდა? _ მე მხოლოდ შენი კარგად ყოფნა მინდა ნიცა,მაგრამ სწორი გზით… _ შენ რა იცი რა არის სწორი და არასწორი?! რატომ გადამიწყვიტე შენ?! ხომ არ გავიწყდება დედაჩემი არ ხარ,რომ ყოფილიყავი,უფრო გამიგებდი და ასე არ მომექცეოდი… წამში ჩამოშალა ლიას სიმშვიდე ნიცას სიტყვებმა. გულში უსაშველო ტკივილი იგრძნო. _ მე ბოროტი განზრახვა არ მქონია ნიცა,ხომ იცი ეს?! მთელი ცხოვრება გასწავლი,რომ ტყუილი და სიმართლის დამალვა ოჯახში არ შეიძლება…ახლა რა გამოვიდოდა,მე რომ … _ ეს შენი ოჯახი არ არის! - დანასავით მჭრელი აღმოჩნდა ნიცას სიტყვები. ლიას თვალები აევსო ცრემლით.წლები ამ ოჯახს ემსახურა,ისე როგორც საკუთარ ოჯახში დაიხარჯებოდა ადამიანი და აი,მოისმინა ის სიტყვები,რასაც ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა. უთქმელად შეტრიალდა და დაბლა ჩავიდა. საკუთარმა ნათქვამმა თავადაც არანაკლებ ატკინა გული ნიცას.უფრო ატირდა უსუსურობისგან.მეკო ამშვიდებდა,თუმცა მისი ხმა არც კი ჩაესმოდა,მხოლოდ საკუთარ სინდისის ხმა ესმოდა. აღარ იყო დილა ბედნიერი და მხიარული.თითქოს ყველაფერი ერთფეროვან ძილს და მოწყენილობას მიეცა.ნიცას დილამ შუადღეს გადაინაცვლა,კი ეღვიძა,მაგრამ არ დგებოდა.დაბლა გვიან ჩადიოდა.ცდილობდა ლიას არ შეხვედროდა,სცხვენოდა საკუთარი წარმოთქმული სიტყვების და თან მაინც ბრაზობდა. “ რომ არ ეთქვა მამასთვის,არაფერი არ მოხდებოდა.” მირიანი რეკავდა ნიცასთან,მაგრამ ნიცა კამერას არ რთავდა,მოკლედ ესაუბრებოდა.გრძნობდა კაცი,რომ შვილი განაწყენებული იყო,მაგრამ თავადაც იმედგაცრუებული იყო.სხვაგვარად არ შეეძლო. ერთი კვირა გავიდა,რაც ალექსანდრემ მელიქიშვილების სახლი დატოვა.ნიცამ კიდევ რამდენჯერმე დაურეკა.ღამის სმს-ებს წერდა,მაგრამ პასუხი არ იყო.ვარდები რომლებიც ბიჭმა გამოუგზავნა ვაზაში ეწყო მის ოთახში და იმედით შეყურებდა,იქნებ სანამ დაჭკნეს გამოჩნდესო,მაგრამ ბიჭი ჯიუტად არ ჩანდა. ერთ საღამოს ჩაიცვა ნიცამ და დაბლა ჩავიდა.ლია ტერასაზე იჯდა,ფინჯნით ხელში.გვერდი აუარა და მანქანისკენ წავიდა. _ ნიცა,სად მიდიხარ? ნიცამ მანქანის კარი გამოაღო,ჩაჯდომას აპირებდა.ლიამ კიდევ ერთხელ დაუძახა. _ნიცა… _ აღარ ხარ ჩემი ძიძა,სრულწლოვანი ვარ.- მანქანაში ჩაჯდა და დატოვა სახლი. დუდუსთან წავიდა,გაუფრთხილებლად,იმედი ჰქონდა დუდუსთან იქნება და ვნახავო. დუდუ,ნათია,თენგო და გიო მაგიდასთან იჯდნენ.ნიცას დანახვაზე ახმაურდნენ,გაუხარდათ.მხოლოდ დუდუმ იცოდა მათი ამბავი.დანარჩენებმა ისე მოიკითხეს ალექსანდრე მიხვდა ნიცა არავინ არაფერი იცოდა.გაუღიმა და უთხრა კარგად არისო. _ დუდუს წაგართმევთ რამდენიმე წუთს,თუ შეიძლება. _ შაურმები მოგვიტანოს და წაიყვანე მერე სადაც გინდა._ სიცილით უპასუხა გიომ. დუდუმ დამხმარე ბიჭს ჩააბარა მეგობრების მაგიდა და ნიცა,თავის ოთახში შეიპატიჟა. _ შენ არ გინდა? _ არა,არ მინდა.ხომ ხვდები აქ შაურმის გამო არ ვარ… დუდუმ თავი დაუქნია. _ სად წავიდა? არ მპასუხობს ზარებზე…- ისეთი საწყალი თვალებით უყურებდა გული ეტკინა დუდუს. _ ნიცა…- მშვიდი მეგობრული ხმით დაიწყო დუდუმ.მიხვდა ნიცა არ აპირებდა თქმას. _ დუდუ,გთხოვ… მითხარი სად არის,რატომ არ მპასუხობს…არ შემიძლია,ვერ ვუძლებ მის გარეშე ყოფნას…ვუძლებ,მაგრამ არ მინდა ასეთი გაძლება… _ მესმის… ბერლინში დაბრუნდა. განაჩენივით გაიჟღერა დუდუს სიტყვებმა.წამიერად თავბრუსხვევა იგრძნო მოსმენილისგან ნიცამ. _ რატომ?- მხოლოდ ესღა ამოთქვა. _ გაუჭირდა აქ დარჩენა…იქ სამსახური აქვს,რომელიც დროებით დატოვა…რადგან მანანა დეიდას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება,წასვლა არჩია. ნიცა ამაყი უტეხი მზერით იჯდა,თუმცა გული წვრილ ნაწილაკებად ეფშვნებოდა ყოველი მოსმენილი სიტყვისგან.თავისებურად აღიქვამდა ყველა სიტყვას.ვერ ხედავდა ბიჭის განცდებს,ამიტომ ჩათვალა რომ მარტივად დატოვა,მიატოვა და მოიშორა. _ კარგი.- მშვიდად თქვა.- მადლობ დუდუ,წავალ. _ დარჩი ნიცა,ახალი მოსულები არიან ისინიც.- მეგობრებს გულისხმობდა მიხვდა,თუმცა არავინ და არაფერი უნდოდა ახლა. _ არა,მადლობ.უნდა წავიდე.- წამოდგა და გარეთ გავიდა,მხოლოდ გაუღიმა მაგიდასთან მჯდომ ალექსანდრეს მეგობრებს და წავიდა. წავიდა უმისამართოდ,არ იცოდა სად წასულიყო,ვისთან…არც საუბარი უნდოდა,არავის მოსმენა არ უნდოდა,საკუთარი თავისაც კი…მანქანით ისე მიუყვებოდა ქუჩებს არ ფიქრობდა სად მიდიოდა,ბოლოს ნარიყალაზე აღმოჩნდა,გაახსენდა ის დღე,როცა სახლში არ უნდოდა ნასვამს და ალექსანდრემ აქ მოიყვანა.ისევ იმ ადგილზე მივიდა.მანქანიდან გადმოვიდა და გადაყურებდა ქალაქს,თუმცა აღარ ეჩვენა ისეთი ლამაზი,ყველაფერი ჩამქრალი იყო,არაფერს აღარ ჰქონდა ის სილამაზე რაც მაშინ… “ რატომ დამტოვე?! თუ მართლა გიყვარდი,როგორ მიმატოვე?” ცრემლები წამოსცვივდა.ყველაზე მეტად გულს ის სტკენდა,რომ ასე უსიტყვოდ წავიდა,არაფერი არ უთხრა,რაღაც მაინც აეხსნა…” ტელეფონზე ზარი შემოვიდა,ეკრანს დახედა ლია იყო.არ უპასუხა.კიდევ რამდენჯერმე დარეკა,მაგრამ პასუხს არ სცემდა. გვიანი იყო.ბუნებრივი იყო ნერვიულობდა.ვოცაპზე შეტყობინება მოვიდა. _ მომეშვი ლია.- გაბრაზებულმა ხმამაღლა თქვა და გახსნა. გულის ფეთქვა წამში შეეცვალა.ალექსანდრე წერდა. “ წადი,გთხოვ სახლში” _ მხოლოდ ეს? მხოლოდ?..- გაბრაზდა საშინლად.მიხვდა ლიას ხელი ერია აქაც.ბიჭის ხათრით უნდოდათ სახლში დაებრუნებინათ. “მეტი არაფერი გაქვს სათქმელი?” “ნიცა,დაბრუნდი” “არა!” ყვირილი უნდოდა.უნდოდა მთელი ბრაზი გარეთ გამოეშვა.ამ წუთს არაფერი არ ედარდებოდა. ასე იჯდა და კიდევ დიდხანს იქნებოდა,გვერდით მანქანა რომ არ გაჩერებულიყო.იქიდან კი დუდუ გადმოვიდა. _ აქ საიდან გაჩნდი?- გაოცებულმა ჰკითხა ნიცამ. _ ალექსანდრემ დამირეკა.- გულახდილად უპასუხა. _ არ მჭირდება ძიძები გადაეცი.- ამოთქვა გაბრაზებულმა და ისევ მის წინ გადაშლილ თბილისის ხედს გადახედა.თან ფიქრობდა რანაირად მიხვდა ალექსანდრე,მერე გაახსენდა ლოკაცია ჰქონდა გაზიარებული მასთან… _ ნუ უბრაზდები ნიცა,სწორად მოიქცა…- მკაცრი მზერა შეაგება ნიცამ. _რა არის სწორი?ის რომ უსიტყვოდ,არც კი დამემშვიდობა ადგა და წავიდა?ეგ სწორია? _ რთულია ასახსნელად. _ გასაგებადაც! არ მესმის და ვერ გავუგებ,ასე უპასუხოდ დატოვება ადამიანის სისასტიკეა.რამდენი ზარი და რამდენი სმს დამიტოვა უპასუხოდ?!. დუდუ ჩუმად უსმენდა. _ მესმის ნიცა,არ ვამართლებ,უბრალოდ მისისც მესმის. _ რა გამგები ხარ.- ჩაიცინა ირონიულად. _ჰო,ვცდილობ.- ორივეს ჩაეცინა.სიგარეტი ამოიღო,მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა. _ მეც მომეცი რა… გოგოსაც გაუწოდა ერთი ღერი.მოუკიდა ნიცამ და როგორც ჩვეოდა მხოლოდ ერთი ორი ნაფაზი დაარტყა ისე ჩაწვა. _ რთული ბავშვობა ჰქონდა,მას შემდეგ რაც მამამ მიატოვა.ბევრი გაჭირვება გამოიარეს.როგორც ფინანსური,ასევე ფსიქოლოგიურად. დარწმუნებული ვარ შენი მიტოვება მისთვისაც არ იქნებოდა მარტივი და არც ახლა გადის მარტივ გზას.უბრალოდ სხვა გზა არ აქვს,როცა თავად გადაწყვეტს და გეტყვის ალბათ გაუგებ. _ ალბათ გვიანი იქნება და საერთოდ თუ მოვუსმენ ისიც არ ვიცი.- სიგარეტი დააფერფლა ძირს და თვალი გააყოლა._სწორ დროს მოქმედება გმირობის ტოლფასია და უმოქმედობა დანაშაული.მე…უახლოეს დაქალებთანაც არ მისაუბრია ამაზე,როგორ მიჭირს ვერ აგიხსნი დუდუ…- ცრემლები მოაწვა და ყელში ბურთი გაეჩხირა.რამდენიმე წამს საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო._ ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა,ვენდე და ვგრძნობ,რომ არ გავუმართლე ჩემს თავს იმედები,შეცდომა დავუშვი და მისი საქციელები კიდევ უფრო მარწმუნებს ამაში…პირველივე პრობლემის წინაშე მიმატოვა… _ არაა ნიცა მასე… _ არის დუდუ,არის.გადავლახავ ამ დღეებს,ვიპოვი საკუთარ თავში ძალას და მერე აღარ დამჭირდება,რადგან როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მაშინ მიმატოვა,ისე რომ არც მომისმინა. ყველაზე საყვარელმა ადამიანებმა მიმატოვეს და მიღალატეს. მე ვერ ვხედავ მიზეზს,რომ გავუგო რომელიმეს… ბოლო სიტყვებზე ხმა გაუწყდა.ცრემლები წამოსცვივდა.დუდუმ ხელი მოხვია და მიიხუტა გოგო გულზე.თმაზე ხელი ჩამოუსვა. როგორ უნდოდა მის ადგილზე ალექსანდრე ყოფილიყო… გვიან დაბრუნდა სახლში.ლია მისაღებში დახვდა. _ ნიცა,როგორ მანერვიულე…ასე აღარ მოიქცე. გოგომ ზედაც არ შეხედა,ჩუმად აიარა საფეხურები,ოთახის კართან გაჩერდა,უნდოდა შესვლა,მაგრამ ალექსანდრეს მონატრებამ,მისი ოთახისკენ წაიყვანა,მის საწოლზე დაწვა და ღრმად შეისუნთქა ნაცნობი სურნელი. _ მენატრები…_ ამოიჩურჩულა და ისევ ვერ შეიკავა ცრემლები. საშინლად ცხელი ზაფხული იყო.ერთი თვე გახდა ალექსანდრეს წასვლიდან.ნიცა სახლიდან თითქმის არ გადიოდა.მეკო თუ გამოუვლიდა.აუზშიც აღარ ჩადიოდა,არადა მისი საყვარელი სეზონი იყო,წყალი კი მისი სტიქია.მთელი ზაფხული ფაქტობრივად ორ ოთახში გაატარა,თავისი და ღამით ალექსანდრესი. ერთ საღამოს თავისი ოთახის აივანზე იჯდა,როცა ხმა შემოესმა დაბლიდან კარის.ლიას ვიღაც ჰყავდა სტუმრად.აივანზე დასხდნენ.საუბრობდნენ.მალე აღიდგინა ნაცნობი ხმა ნიცას გონებამ.მანანა იყო,ალექსანდრეს დედა. _ წამოდი ექიმთან,გამოგყვები._ მანანა ეუბნებოდა ლიას. ლიას რაში სჭირდება ექიმი?! სმენა დაძაბა ნიცამ. _ მართლა გეუბნები ლია,ხვალ დილით წავიდეთ.ნუ მიაყურადებ,ხომ ხედავ რა გზას გავდივარ,შენ ჯვარი გწერია,მაგრამ დროულად უნდა მიხვიდე ექიმთან,მაგ უყურადღებობამ დამღუპა მე. _ ვაიმე,ხო მანანა.ვიზამ რამეს. _ ვიზამ კი არა წავიდეთ.დაგირეკავ დილით უსიკვდილოდ,არ გამაბრაზო. _ კაი ხო,მაგრამ ნიცასაც ვერ ვტოვებ მარტო. _ როგორ არის? _ ისევ ისე,არ მელაპარაკება.გაბრაზებულია…შენ ხომ იცი საკუთარი შვილი არ მაღირსა ღმერთმა და ისე გავზარდე პირველივე დღეებიდან…მაგრამ მისთვის ეს ყველაფერი ძნელი აღსაქმელია,ალბათ არაფერს ნიშნავს,რამდენჯერმე ისეთი სიტყვები მითხრა,მაგრამ მირიანს ვერ მოვატყუებდი ხომ გესმის?! _ რას მიხსნი ლია არ გრცხვენია?! ჩემი შვილია მოსაკლავი,ამხელა ბიჭი და როგორ ტვინი არ დააყოლა რას აკეთებდა. _ როგორ არის? _ რავიცი,კარგად.ხომ იცი რა ტიპია არაფერს იმჩნევს ჩემთან,მაგრამ მაინც ვატყობ… უყვარს ლია,მართლა უყვარს,მაგრამ ხვდება თავის დანაშაულსაც. _ არაფერი უთქვია? _ მხოლოდ ერთხელ,მაგრამ ჩემთან არა,დუდუს ელაპარაკებოდა.მირიანის მრცხვენიაო,მართალი მითხრა კაცობაში შემეშალა და ეს უპატიებელიაო.ეჰ…დედა მოუკვდეს მაგას.- ამოიოხრა მანანამ.- მამამისის სტრესი დღემდე მოყვება.ასე უთხრა მამაჩემივით მოვიქეცი,უსიტყვოდ და აუხსნელად მივატოვეო…გაფრენის ღამეს ელაპარაკებოდა და მაშინ გავიგე… _ იქნებ მართალია ნიცა,იქნებ არაფერი უნდა მეთქვა და ყოფილიყვნენ ერთად…ჩემი ბრალია.- ამოიოხრა ლიამ. _ არა ლია,ალექსანდრეს საქციელი მართლა არ იყო სწორი,მერე რა რომ ჩემი შვილია?! ოჯახში შემოუშვა კაცმა,ამდენი სიკეთე გამიკეთა მეც და ამან რა საქციელით უპასუხა?! _ ხო,მაგრამ შეუყვარდათ ერთმანეთი. _ ვინ უშლიდათ სიყვარულს მერე?! ეჰ,რავიცი…დააძალე მაგ ბავშვსაც ცოტა გამოვიდეს,ზაფხულია გაუშვით სადმე დასასვენებლად… _ არ მიკარებს გოგო,არც ჩამოდის დაბლა.სპეციალურად ბაღში გავდივარ ხოლმე დავბოდიალობ,რომ დამინახოს თავისი ოთახიდან მიხვდეს არ ვარ სახლში რომ ჩამოვიდეს ჭამოს. _ უი,რას მაუბნები,მასეა საქმე?_ შეიცხადა მანანამ. _ უჰ…აბა?! შენ არ იცნობ ნიცას,ისეთი ჯიუტია,თუმცა ალექსმა კი მოამტვრია ცოტათი რქები._ ჩაიცინა ლიამ._ სულ კამათობდნენ თავიდან,რომ ვუყურებდი მეცინებოდა,კი ვფიქრობდი რაღაც ცეცხლს ვხედავდი მათ შორის… _ რა კარგი ასაკი აქვთ,გახსოვს ჩვენი თავი მათ ასაკში? _ მახსოვს აბა,სკლეროზი კი არ მაქვს ქალო?!- გაიცინა ლიამ და ახალგაზრდობის ისტორიებს მოყვნენ… ნიცას თან ეტკინა და თან გაუხარდა,როცა მანანას სიტყვები მოისმინა უყვარსო,რომ ამბობდა.ბოლო დროს ეჭვი ეპარებოდა ალექსანდრეს სიყვარულში,ვერ წარმოედგინა ადამიანი გიყვარდეს და ასე სასტიკად მოექცე.სისასტიკე იყო მისთვის.აუხდა ლიას სიტყვები “ ერთხელ შენც შეგიყვარდება და მერე გაუგებ იმ საწყალ ბიჭებს ასე რომ აწვალებო”,გაიგო და თან ძალიან მწარედ. მეორე დილით ლიას სმს ნახა ტელეფონში: “მე საქმეზე გავდივარ,თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე” გაახსენდა მანანას და ლიას საუბარი,ალბათ ექიმთან წავიდა გაიფიქრა და დაბლა ჩავიდა. ომლეტი ჰქონდა გამზადებული ლიას,ცივი იყო უკვე,მაგრამ არაუშავსო იფიქრა თეფშზე გადმოიღო,ავოკადოს ტოსტი გვერდით მიუდო და მაგიდასთან გადაინაცვლა. პირველივე ლუკმა არ ესიამოვნა,მაგრამ მაინც გააგრძელა,არ მიაქცია ყურადღება,კიდევ რამდენიმე შეჭამა,რომ გულისრევის სპაზმა შეაწუხა.გაჩერდა,წამოდგა წყლით შეავსო ჭიქა,ის იყო პირთან უნდა მიეტანა,ხელახალი სპაზმი დაეწყო,საპირფარეშოში გაიქაცა და ძლივს მიასწრო.ბავშვობიდან სძულდა ღებინება,რომ ეწყებოდა,უფრო სწორი იქნებოდა ეშინოდა. როცა მიხვდა არაფერი დარჩა კუჭში საუზმიდან წამოდგა.ოთახში ავიდა,აბაზანაში შევიდა,ნიჟარასთან დადგა,სარკე გაწია,ჯაგრისი უნდა აეღო,რომ კარგახნის გამოუყენებელ ტამპონებს მოკრა თვალი და გააცია. _ ჯანდაბა,რამდენი ხანია არ მქონია…- ერთიანად გაეყინა სხეული.სწრაფად აიღო ტელეფონი აპლიკაციაში შევიდა.ივლისის 10 იყო,ბოლო პერიოდის რიცხვი,ახლა კი აგვისტოს ბოლო იყო. ინსტიქტურად მუცელზე მოიკიდა ხელები. _ ღმერთო… არ არსებობს…- თმაში შეიცურა თითები._ ღმერთო,ღმერთო…ოღონდ ეს არა…პანიკამ მოიცვა. ოთახში გამოვიდა სწრაფად აიღო მანქანის გასაღები და დაბლა დაეშვა.უახლოეს აფთიაქში შევიდა,რამდენიმე ტესტი იყიდა… დადებითი… დადებითი… დადებითი… სამივე ტესტმა დადებითი აჩვენა. გულისრევის ხელახალმა სპაზმა დაუარა… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.





