შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი (სრულად)


22-05-2026, 10:43
ავტორი pinkyt
ნანახია 7

4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ვნახე.
ემოციები ყოველდღიურად მიტევდა და ხშირად მახსენებდნენ თავს მოგონებები.
მონატრება, ტკივილი ძლიერდებოდა არ ნელდებოდა.
გონებისა და გულის სიღრმეში ჩამალულ თვალებს პერიოდულად ვიხსენებდი.
რატომ?
არ ვიცი…
ყოველდღიური მონატრება მინელდა, დროს გავატანე, არ ვიხსენებდი.
რომ არა ზარი…
- ანა, გაიგე? სკოლის დამთავრების 5 წლის თავს აღვნიშნავთ, ხომ მოდიხარ? - მაშინვე გავიაზრე ჩემს მცდელობებს, დამევიწყებინა კვლავ მიბათილებდნენ.
- არ ვიცი, არ გამიგია. როდის ვაპირებთ?
- მომავალ კვირას წავალთ
- ყველა მოდის? - როგორც იტყვიან, გული ამოვაყოლე ორ სიტყვას, გამალებით ველოდი, როდის მეტყოდა, რომ არ მოდიოდა.
- ნატას სადაქალოს გარდა ყველა ვიქნებით, ხომ წამოხვალ? - იმ წამს, დავფიქრდი მიღირდა თუ არა წასვლა, შორიდან ყურება, დიალოგების გარეშე.
- არ ვიცი, ვნახოთ როგორ მოვახერხებ
- მიდი რაა, გავერთობით ლევანიც მოდის, ხომ იცი ეგ როგორ გაგვართობს, ძველ დროს გავიხსენებთ. - გამახსენა კლასის ყველაზე ჭკუამხიარული ადამიანი.
- გავარკვევ და მოგწერთ.
- კარგი, მიდი. იმედია წამოხვალ.
ვგრძნობ, როგორ მოიცვა გონება ქარიშხალმა, გული გამალებით მიცემს, ვერ ვმშვიდდები მოსალოდნელი შეხვედრის ემოციებიც წინასწარ მიტევს.
რამდენიმე დღე ვფიქრობდი, ღირდა თუ არა.
რამდენიმე ღამე გადავათანე მოგონებებით ტკბობით, რომელშიც მხოლოდ მზერით ვიკლავდი გრძნობებს.
მობილური ავიღე, ჩემი კლასელი ლილე მოვძებნე და მივწერე რომ მივდიოდი.
ვნერვიულობდი, ისე ვემზადებოდი, თითქოს პირველ პაემანზე მიმეჩქარებოდა და ყველაფერი ამ
შეხვედრაზე იყო დამოკიდებული.
როგორც აღმოჩნდა, დიდ კერძო სახლში მივდიოდით, რომელიც ტყითა და დიდი ეზოთი იყო ცნობილი.
ჩვენს ძველ სკოლასთან შევიკრიბეთ, პარალელურად ვიხსენებდით ბავშვობის წლებს, ნელ-ნელა ვმრავლდებოდით.
ის არ ჩანდა.
ვერ ვაჟღერებდი, არ მინდოდა ვინმეს შეემჩნია რომ მაინტერესებდა.
მეგონა, მთელი სამყარო შემამჩნევდა.
- ყველა ვართ?
- ყველა არა, გიორგის ველოდებით. - მისმა “დაქალმა” თაკომ დაიძახა.
თვალები გზისკენ მქონდა, თან გოგონებს ვესაუბრებოდი ვითომ უდარდელად.
ზურგით ვიდექი, მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და ხმაც გავიგე.
- აბა, აქ ვინ ხართ? როგორ ხართ კლასელებო? - უცებ ლოყაზე მაკოცა და ჩემს წინ მდგომსაც მიადგა.
- კარგად შენ? - ძლივს ამოვღერღე. შემდეგ რამდენიმე წამში მანქანებისკენ გადავინაცვლე.
კოლოფიდან ღერი ამოვიღე, თვალს ვაპარებდი აქეთ-იქით ქუჩაში არეული ადამიანები მხედავდნენ თუ არა.
მშვიდად დავიწყე მოწევა, ემოციებმა პიკს მიაღწია, გული გამალებით მიცემდა.
მიხაროდა, თან მეშინოდა.
გზა სახლამდე მხიარულად გავლიეთ, ვსაუბრობდით, ვერთობოდით.
დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე გოგონებმა გადავინაწილეთ საქმე, ბიჭებს მწვადები ჩავაბარეთ და ჩვენ მაგიდის გაწყობას შევუდექით.
- თემო ისევ მთვრალი მოვიდა, მოკლედ არ ვიცვლებით რაა.
- ხო, გზაშიც სვამდა, ჩემს გვერდით იჯდა.
- იმედია მშვიდად ჩაივლის დღევანდელი დღე.
- ხო, იმედია. - ორაზროვნად აღმოვთქვი, ეჭვი მაქვს ვერ გაიგეს.
მაგიდას მივუსხედით, ტრადიციული სუფრა გადაწყდა, ჩვენი ტრადიციული თამადით, ლევანი წამოდგა ჭიქით ხელში თავისი ცნობილი სადღეგრძელოთი, რომელიც ვერა და ვერ დაამთავრა.
გოგონები ვსაუბრობით, განვიხილავდით სამსახურებს, დაოჯახებულები შვილებსა და ქმრებს.
სახის მარჯვენა მხარე მიხურდა, მეგონა მიყურებდა, გახედვის მეშინოდა.
როგორც გოგონებმა ვიცით, ფარულად გავიხედე და მის მოცისფრო-მომწვანო თვალებს გადავეკვეთე, წამში მოვაშორე მზერა მის გვერდით მდგომ ლევანზე გადავიტანე, კიდევ ერთი სადღეგრძელოს სათქმელად რომ წამოიმართა.
- გოგოებო, ჩემო ლამაზებო, ამ ჭიქით თქვენ გაგიმარჯოთ. ძალიან მიყვარხართ ყველა.
ზედმეტად მთვრალი საზოგადოება ნელ-ნელა წამოვიშალეთ, ზოგი საუბროდა, ზოგი ჭიქით ხელში გადაადგილდებოდა.
გოგოებთან ერთად ვიჯექი ეზოში გაბმულ ჰამაკში. მათ ვუსმენდი, არ ვსაუბრობდი.
თავი გადაწეული მქონდა და ცას ვაკვირდებოდი, ნიავი ხის ტოტებს არხევდა.
უცებ წამოვიწიე და ჩემს წინ მდგომს შევხედე, რომელიც მაგიდისკენ გვაბრუნებდა.
ადგომა შემაგვიანდა, ყველა წამოიშალა და სახლისაკენ დაიძრნენ.
ის კვლავ ისე იდგა და მიყურებდა.
- მიიწიე,ჩამოვჯდები მეც.
- იმედია, არ ჩამოწყდება.
- ნუ გეშინია, ოთხს გიძლებდათ და ორს ვერ გაგვიძლებს? - ჩემი “ღიმილით” მითხრა უკვე გვერდით მჯდომმა.
- რას შვრები აბა? მუშაობ? - სიგარეტი ამოიღო, ტუჩებს შორის მოიქცია.
„ანა, თავი აკონტროლე!”
- უკვე აღარ, შენ?
- რატომ?
- ერთფეროვნება მოსაბეზრებელია, სიახლეს ვეძებ.
- წინაზე რომ გნახე კურსებზე დადიოდი
- ხო, მუშაობით არ მიმუშავია
- მეც დავიწყე, მაშინ შენ გამომიგზავნე ფაილები პრინციპში. ახლა სხვაც უნდა დავიმატო.
- კარგია, საინტერესოა პროგრამების შესწავლა, თვითონ პროცესი.
- ხოო…
- სიგარეტი მაგიდასთან დამრჩა, მეც მინდა მოწევა. - წამში ამოაძრო კოლოფიდან ერთი ღერი.
- აიღე, მოწიე.
- სხვა რას შვრები? რა ხდება ახალი? - კვლავ წამოიწყო საუბარი.
- არაფერი ახალი, ისევ ისე.
უბრალოდ დიალოგი.
და მე ყველაზე ბედნიერი იმ წამს.
თითქოს ბავშვობის ოცნებას ვისრულებდი.
ვსაუბრობდით.
- ლევანი უეჭველო ისევ სკოლის პერიოდს იხსენებს.
- ხო, მაგის გარეშე არ შეუძლია. ისე სხვანაირები ვიყავით. კარგია რომ არ დავიშალეთ.
- სკოლის პერიდოში მაგარი უხეში ვიყავი ხო?
- გულახდილად რომ ვთქვა კი. არ გახსოვს, გოგოებს სულ გვაბრაზებდი.
- რას გულისხმობ? - ჩაეღიმა.
- თმის დაგლეჯვიდან დაწყებული წიგნების გადაყრით დამთავრებული შენგან არაფერი მახსოვს გიორგი. - ჯანდაბა, ნინა თავი არ გაყიდო.
კი, ჩემი “ბულერი” მიყვარდა.
- აუ, რა იდიოტი ვიყავი. ზედმეტად მშვიდი იყავი, სხვანაირად ვერ მოგწვდი.
- ვერ ვმეგობრობით, ალბათ ამიტომ.
- არც ცდილობდი.
- ზედმეტად შეუვალი ხარ, შენთან რანაირად ვიმეგობრებდი.
- რამდენჯერაც სკოლის გარეთ გხვდებოდი თავს მარიდებდი.
- არ გარიდებდი. - გამოჭერილად ვგრძნობდი თავს.
- აცივდა, წამოდი შევიდეთ.
ერთად წამოვდექით, გვერდი-გვერდ მივდიოდით, ჩემს ადგილას სხვები ისხდნენ, თავისუფალი ორი იყო, ერთად დავსხედით. ცოტახანში წამოდგა
- ბიჭები მოწევას ვაპირებთ, გავალ.
საუბრები გრძელდებოდა და გრძელდებოდა.
ხმამაღლა ჟღერდა მუსიკა.
ჩემს კლასელსა და საუკეთესო დაქალს გვერდით გადავუჯექი, თავი მხარზე დავადე.
წამში, მიხვდა და თმაში თითები ახლართა.
- ამიტომ მიყვარხარ - ნეტარად ამოვთქვი.
- მეც დავიღალე, რა ვერ დაილია ეს ღვინო.
- ჩვენ როდის წავიდეთ?
- დავრჩეთ არ გინდა? ყველა არ აპირებს წასვლას.
- ვათენებთ? აბა ოთახები არ გვეყოფა ბევრი ვართ.
- მაქსიმუმ 10 კაცი დავრჩეთ, გვეყოფა ნუ ღელავ.
- ხო, ვნახოთ.
- ვრჩებით, ვსიო.
ნეტავ ისიც რჩება?
ფეხზე წამოვდექი, ჩანთის მოძებნა დავიწყე რომელიც მოსვლისთანავე ამაცალეს და დააბინავეს.
ერთ-ერთ ოთახში შევედი, ჩანთა ვერა მაგრამ დიდი საწოლი ვიპოვე, შუქის ანთება არც მიფიქრია მობილურით გავანათე და ცოტახნით წამოვწექი.
იმ წამს, ვიგრძენი 8 ჭიქა არაყი, რომელიც არც კი ვიცი რა მომენტში დავლიე.
ინსტაგრამს ვქროლავდი, კარის ხმამ დამაფრთხო.
- შეიძლება?
ის იყო.
- მშვიდობაა? - აღელვებულმა წამოვწიე თავი.
- კი, კი. ყველა ოთახი დაიტაცეს, ადგილი არ არის სხვაგან.
- მერე?
- თუ არ შეგაწუხებ აქ შემოვალ.
- აქ?
- ხო აქ. არ შეიძლება?
- კარგი, შემოდი აბა სკამზე ხოარ დაიძინებ.
- ძალიან მთვრალი ვარ, ბევრი ლაპარაკი მიყვარს, ხომ არ გეძინება?
- ბევრი ლაპარაკი? შენ?
- ხო რა იყო. იძინებ?
- ჯერ არა, ასე მალე ვერ.
პლედს გადავწვდი და გავშალე.
ჯინსის შარვლებსა და თბილ მაისურებში გამოწყობილებს ზემოდან სქელი პლედი დაგვემატა.
მცხელოდა.
ალბათ, ხვდებით, რის გამოც.
ბალიშზე თავი გვედო ერთმანეთს ვუყურებდით, პერიოდულად თვალებს ხუჭავდა.
- გეძინება?
- ჯერ არა. შენ?
- ასე ვერ ვიძინებ, მეორე მხარეს მიყვარს ძილი.
- მერე დაწექი
- ზურგს შეგაქცევ, მესაუბრე თუ გინდა. - ნელა გადავბრუნდი.
- დავიღალე. ყველაფერით დავიღალე. ზედმეტად სწრაფად მიდის დრო და მგონი ვერ ვეწევი. სტანდარტები, მოთხოვნები, ყველა რაღაცას ელის. - სუნთქვა შეკრული ვუსმენდი “აღსარებას”.
- რთულია, დიდების პრობლემები ახლა ჩვენი პრობლემებია.
- არ ვიცი, თითქოს რაღაცას ისე არ ვაკეთებ.
- ნუ მიაქცევ ყურადღებას სხვის დამოკიდებულებებს. მთავარია შენ რა გინდა და როგორ.
- ბენიძე
- ხო
- პირველად ვსაუბრობ სხვასთან, არ მიყვარს საუბარი პირადზე, ხვდები ხო?
- ნუ გეშინია, შენს იმიჯს არ შეგილახავ. ჩვენს შორის დარჩება.
- ბენიძე
- ისევ გვარით? სკოლაში ვართ? სახელიც მაქვს.
- ვიცი, მაგრამ ჩემსავით არავინ გეძახის ბ ე ნ ი ძ ე.
სუნთქვა შემეკრა, რა მეპასუხა არ ვიცოდი.
- ხო ალბათ.
- რა ალბათ?
- გეყოს საუბარი მეძინება და ბალიში მინდა.
წამოვიწიე, რომ საწოლზე არსებული ერთადერთი ბალიში ისე გამესწორებინა ორივეს დაგვედო თავი, თან შორს ვყოფილიყავით.
- აი, ჩემი ხელიც მშვენიერი ბალიშია.
ხელი გამოწია და მელოდა როდის დავდებდი თავს.
- ჰე, მოდი ახლა დადე თავი. - მორჩილად დავყევი “მის ნებას”.
- ხელი ხომ არ გტკივა?
- არა, მშვიდად იყავი.
გულის ცემა იმდენად გამიხშირდა მეგონა ყველას ესმოდა. მის გაშლილ ხელთან ახლოს გავშალე ჩემიც , წამი არ იყო გასული მტევანი მოიქცია და ძლიერად ჩამჭირდა.
სხეული ძილს მთხოვდა, გული არ ჩერდებოდა.
ალბათ, ვენასთან გრძნობდა ჩემს გაასმაგებულ პულსაციას.
- ჩაგეხუტები, პლედი არ გვყოფნის.
წამშვე ვიგრძენი ზურგიდან მისი სხეულის სიმხურვალე, მენჯთან მისი ხელი, რომლითაც მსუბუქად მიმწია მისკენ.
- რას აკეთებ?
- დადე თავი და დაიძინე
- გიორგი! ჩემს თეძოს თავი დაანებე
- არ ინერვიულო, უბრალოდ გეფერები.
- მეღადავები?
- მშვიდად. დადე თავი და დაიძინე.
- დაბადების დღესაც არ მილოცავ და ახლა მეფერები ხომ?
- გილოცავ ხოლმე
- როდის? არ მოგილოცია
- გილოცავ ხოლმე.
- ხო კაი აი და მე არ მახსოვს. მაქსიმუმ სკოლაში მილოცავდი. - გადავბრუნდი და მის სახესთან ზედმეტად ახლოს აღმოვჩნდი. ჯანდაბა ახლა რა ვქნა.
- მერე რატო არ ვმეგობრობდით?
- არ ვიცი, საკუთარ თავს ჰკითხე.
- არ გინდოდა და იმიტომ.
- შენ რა იცი რა მინდოდა და რა არა?
- და, რა გინდოდა? - სახე უფრო ახლოს მოსწია.
- არაფერი.
- მითხარი
- არაფერი, გიორგი. - ვგრძნობდი, წამიც არ გავიდოდა ისე გავუჟღერებდი ჩემს დიდ საიდუმლოს.
- მიდი მითხარი, მე ხომ მოგიყევი ჩემს ფიქრებზე.- თმაში თითები ახლართა და ნელ-ნელა ჩემი გათიშვაც დაიწყო.
- სკოლაში მომწონდი - ვერ გავაცნობიერე ისე წამომცდა სანახევროდ ტყუილი მაგრამ მაინც მთავარი ამბავი.
- მართლა? - თვალები ჭყიტა, კმაყოფილი ღიმილით მიყურებდა.
- ხო, ახლა დამანებე თავი. იცოდე, ჩვენს შორის რჩება. - გადავბრუნდი კვლავ ჩემს საყვარელ “მხარეს”. ყურთან მის სუნთქვას ვგრძნობდი.
- მერე რატომ არ მითხარი?
- რა უნდა მეთქვა? გიორგი იცი მომწონხარ?
- ხო მერე რა.
- ვერ ხარ შენ!
- იქნებ მეც მომწონდი? - სიმწრისგან გამეცინა.
- მეხუმრები ხომ? თითქმის არ ვსაუბრობდით რა მოგწონდი?
- ხო რა არ შეიძლება?
- მორჩა საუბარი, ვიძინებთ.
სიჩუმე ჩამოწვა ოთახში, გარედან კვლავ მუსიკების ხმა ისმოდა.
სიამოვნებისგან კანკალი დამეწყებოდა მალე, თეძოზე ხელს ნაზად მისვამდა, პერიოდილად თმაში ახლართულ ფალანგებს ამოძრავებდა.
ვერც გავიგე ისე ჩამეძინა.
სიზმარიც კი არ მინახავს.
ჩემი სიზმარი გვერდით მეწვა!
თენდებოდა, მოძრაობდა და მცირედით გავახილე ცალო თვალი სიტუაციის დასაზვერად.
ეღვიძა და მიყურებდა.
გონება გათიშული მქონდა, ძილს ვერ ვართმევდი თავს.
ტუჩებზე შეხება ვიგრძენი.
საბოლოოდ გადავეშვი სიზმრების სამყაროში.
გონებაში ხმა დამყვებოდა.
- ხომ უნდა მეცადა ოდესმე
დილით გაღვიძებულს ლანა მედგა თავზე, მარტო
ვიწექი. წამში დავაჯერე საკუთარ თავს რომ სიზმარი იყო ის ყველაფერი რაც ამ ოთახმა იხილა.
- ლანა? რომელი საათია?
- ათი ხდება. შენ როგორ ხარ გოგონი? - წარბები ეშმაკურად ამითამაშა.
- თავი არ მტკივა, სხვათაშორის - გაბრუებულმა ამოვილაპარაკე
- რატო გეტკინებოდა ნეტავ, ძილშიც კი თავზე გეფერებოდა. - თვალები ვჭყიტე.
- რა?
- რა, რა გოგო? გიორგიზე ვამბობ
- მოიცა… ანუ სიზმარი არ იყო?
- რა გააფუჭეთ? მიდი, მითხარი რაა - ეშმაკური ღიმილით მომაჩერდა.
- აა..რა, არაფერი. - თვალები დავხუჭე და დეტალების აღდგენას ვცდილობდი.
- ლანა
- ჰოუ
- მგონი მაკოცა
- რა?
- ხო, მგონი მაკოცა
- რას ნიშნავს გაკოცა? ანუ ისე როგორც..
- როგორც პატარა ბავშვს, უბრალოდ ტუჩებით ტუჩებზე. - მობეზრებულად ავატრიალე თვალები.
- ვიცოდი - ტაში შემოკრა კმაყოფილმა
- ჯანდაბა!
- ისე დაგყვებოდა, მივხვდი რომ რაღაც იქნებოდა.
- მეხუმრები? რა გიხარია, უხერხულია
- რა არის უხერხული?
- რავი, სხვებთან, რომ გაიგონ?
- გაიგონ მერე დიდი ამბავი. კლასელები ვართ, და-ძმები კი არა. - ხელები გადაიჯვარედინა.
- ადექი, წავიდეთ გველოდებიან.
ოთახიდან გამოსულ სახლში აღარ დამხვდა.
როგორც გავიგე, ლანას სთხოვა მისი წასვლის შემდგომ გავეღვიძებინა.
მიხვდა, რომ სირცხვილისგან დავიწვებოდი.
ჩემზე იზრუნა.
როგორ არ უნდა მიყვარდეს?
გზაში, მობილურზე შემოსული შეტყობინებები გავხსენი:
„შემდეგ შეკრებამდე ბენიძე!”
გამეღიმა, ისე როგორც არასდროს.
შემდეგი შეხვედრის მოლოდინში კვლავ განვაგრძე სიზმრებში ფარფატი.




****

მუზა დაკარგული ავტორი გრძნობებში ჩაიკარგა
რეალური ამბავი, რომელიც გრძელდება და კიდევ გაგრძელდება




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent