შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენს შორის ოთხი წელი - თავი 3


23-05-2026, 00:21
ავტორი lillianna
ნანახია 75

სიჩუმეში მხოლოდ გარედან ისმოდა შორეული ძაღლის ყეფა და ვიღაცის ტელევიზორის ხმა ღია ფანჯრიდან.
— ნინა.

— ჰო?

ლუკამ რამდენიმე წამი უყურა.

იმაზე დიდხანს, ვიდრე მეგობრები უყურებენ ერთმანეთს.

— მე მართლა მიყვარს ელენე.

ეს სიტყვები მშვიდი იყო.

გულწრფელი.

და სწორედ ამიტომ მოხვდა ყველაზე მძიმედ.

ნინამ კარი ნელა დახურა.

მანქანის ხმა კიდევ რამდენიმე წამი ისმოდა გარეთ.

მერე — სიჩუმე

სახლში შუქები თითქმის ყველგან ჩამქრალი იყო.

მხოლოდ სამზარეულოდან გამოდიოდა თბილი, მოყვითალო განათება.

— მოხვედი? — დედამისის ჩუმი ხმა გაისმა.

— ჰო.

— როგორ ჩაიარა?

ნინამ ჩანთა სკამზე დადო.

— ნორმალურად.

დედამ რამდენიმე წამი უყურა.

ისეთი მზერით, თითქოს ზუსტად იცოდა, „ნორმალურად“ საერთოდ არაფერს ნიშნავდა.

— ლუკამ მოგიყვანა?

ნინამ წყლის ჭიქა აიღო.

— ჰო.

— და?

ნინა მაშინვე გაჩერდა.

— „და“ რას ნიშნავს?

დედას ჩაეღიმა.

— არაფერს. უბრალოდ გკითხე

ნინამ თვალები გადაატრიალა.

— თქვენ მართლა უნდა შეწყვიტოთ ეს უცნაური გეგმები.

— რა გეგმები?

— შენი და ლუკას დედის.

დედამ უკვე ხმამაღლა გაიცინა.

— ღმერთო, ისევ ვცდილობთ ვითომ ვერ ხვდებით.

ნინამ ღრმად ამოისუნთქა.

— კარგი ღამე.

— ნინა.

გოგონა ნახევრად შებრუნდა.

— ჰო?

დედამ ცოტა ხანს უყურა.

— ფრთხილად იყავი.

ეს სიტყვები უცნაურად დარჩა ჰაერში.

ნინას აღარ უკითხავს — რასთან ფრთხილად.

იმიტომ რომ პასუხი თვითონაც იცოდა.

ოთახში შესვლისთანავე ფეხსაცმელი მოიშორა და საწოლზე ჩამოჯდა.

სრული სიჩუმე იყო.

მაგრამ მის თავში ყველაფერი ისევ მოძრაობდა.

ლუკას ხმა.

ელენესთან მისი სიცილი.

ის ჩახუტება.

და ბოლოს—

„მე მართლა მიყვარს ელენე.“

ნინამ თვალები დახუჭა.

ეს უნდა ამშვიდებდეს.

სინამდვილეში კი რატომღაც პირიქით მოქმედებდა.

ტელეფონი განათდა.

ლუკა.

ნინას გული ინსტინქტურად შეეკუმშა.

რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა შეტყობინებას, სანამ გახსნიდა.

„ახვედი?"
ნინამ უნებლიედ გაიცინა.
რა თქმა უნდა მაინც წერდა.

„ჰო.“

რამდენიმე წამში პასუხიც მოვიდა.

„კარგი.“

მხოლოდ ეს.

ნინამ ეკრანს დახედა.

უცნაური ბიჭი იყო.

ზოგჯერ ზედმეტად ახლოს მოდიოდა.

მერე კი ერთ წინადადებაში ისევ ზღვარს ავლებდა.

ტელეფონი ისევ განათდა.

„და კიდე ერთი რაღაც.“

ნინამ ტუჩი ოდნავ მოიკვნიტა.

„რა?“

პასუხი ამჯერად ცოტა გვიან მოვიდა.

თითქოს ლუკა ფიქრობდა, საერთოდ უნდა დაეწერა თუ არა.

„ასე აღარ შემომხედო ხოლმე.“
ნინა გაიყინა.

გული უცებ ძლიერად აუჩქარდა.

თითები ეკრანზე გაუშეშდა
...

დილა ზედმეტად ადრე დაიწყო.

ნინას თითქმის არ უძინია.

რამდენჯერმე გაეღვიძა ღამით, ყოველ ჯერზე ტელეფონს უყურებდა, თითქოს ლუკასგან კიდევ რამეს ელოდა.

მაგრამ აღარ მოუწერია.

და რატომღაც ეს უფრო აღიზიანებდა.

უნივერსიტეტში მისვლისას ქალაქი ჯერ კიდევ ნახევრად გამოღვიძებული ჩანდა.

კაფეებიდან ყავის სუნი გამოდიოდა, ეზოებში სტუდენტები ჯგუფებად იდგნენ, ვიღაცები ბოლო წუთებში იმეორებდნენ რაღაცებს.
ნინას ყურსასმენები ეკეთა, თუმცა მუსიკას არ უსმენდა.

უბრალოდ არ უნდოდა ვინმესთან ლაპარაკი.

— ეი!

სალომეს ხმა მოესმა უკნიდან.
ყურსასმენები მოიხსნა.

— დილამშვიდობის.

— ისეთი სახით რატომ დადიხარ, თითქოს ვიღაც მოკალი?

ნინას ჩაეცინა.

— ჯერ არავინ.

— კარგი, ეს უკვე პროგრესია.

ერთად შევიდნენ შენობაში.

სალომე ჩვეულებრივად ლაპარაკობდა ყველაფერზე ერთდროულად — ლექტორზე, წვეულებაზე, ვიღაც ბიჭზე, რომელმაც მთვრალმა აუზში გადახტომა გადაწყვიტა.

ნინა ნახევრად უსმენდა.

მერე სალომე უცებ გაჩერდა.

— ოჰ.

ნინამ ინსტინქტურად ასწია თავი.

ლუკა.

დერეფნის ბოლოს იდგა ორ ბიჭთან ერთად.

შავი ჰუდი ეცვა, ყავა ეჭირა ხელში და რაღაცაზე მშვიდად ლაპარაკობდა.

ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს წინა ღამით საერთოდ არაფერი მომხდარა.

თითქოს იგრძნო.

თავი ასწია.

და პირდაპირ ნინასკენ გამოიხედა.

მზერა მხოლოდ რამდენიმე წამი გაგრძელდა.

მაგრამ საკმარისი იყო, რომ ნინას ისევ დაეძაბა მხრები.
ლუკამ ბიჭებს რაღაც უთხრა და მათ მოშორდა

— დილამშვიდობის, — თქვა მშვიდად.

— დილამშვიდობის, — უპასუხა სალომემ უცნაური ღიმილით, რომელიც აშკარად ამბობდა „რაღაც ვიცი“.

ნინა ჩუმად იდგა

ლუკამ ჯერ სალომეს შეხედა.

— შეგიძლია ორი წუთით მოიტაცო შენი თავი?

სალომემ მაშინვე გაიცინა.
— უი, რა კულტურული ხარ!

— იშვიათი მოვლენაა. დააფასე.

სალომემ ნინას შეხედა.

მერე ლუკას და წავიდა

რამდენიმე წამი უხერხული სიჩუმე იყო.

ლუკამ ყავა მოსვა.

— არ გძინებია.

ეს კითხვა არ ყოფილა.

ნინამ თვალები ოდნავ მოჭუტა.

— შენ რა, გამომძიებელი ხარ?

— არა. უბრალოდ თვალები მაქვს.

ნინას უნებლიედ გაახსენდა ბავშვობა.

ზუსტად იმავე ტონით ეუბნებოდა ამას თორმეტი წლის ასაკშიც.

— შენც დაღლილი ჩანხარ — თქვა ნინამ.

პატარა სიჩუმე ჩამოვარდა.

ხალხი გვერდით უვლიდა, ვიღაცები ესალმებოდნენ ლუკას, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა.

მთლიანად აქ იყო.

ნინასთან.

— გუშინდელზე მიბრაზდები? — ჰკითხა უცებ.

ნინა დაიბნა.

— კონკრეტულად რომელ ნაწილზე?

ლუკას ოდნავ ჩაეცინა.

— კარგი კითხვაა.

ნინამ მზერა აარიდა.

— არ ვარ გაბრაზებული.

— ჰო?

— უბრალოდ… არ მომწონს, როცა მგონია, რომ წინასწარ იცი რას ვიფიქრებ.

ლუკა რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა.

მერე ძალიან მშვიდად თქვა:

— იმიტომ რომ ხშირად ვიცი რას ფიქრობ

ნინას ისევ დაეჭიმა რაღაც შიგნით.
ეს თავდაჯერებულობა უკვე ნერვებს უშლიდა.

და ამავე დროს…

საშინლად მოქმედებდა მასზე.
— ეგ შენი ყველაზე გამაღიზიანებელი თვისებაა, — თქვა ნინამ ჩუმად.

ლუკამ ყავის ჭიქა ოდნავ ასწია.

— მხოლოდ ერთი?

— დღეს მხოლოდ ერთს გამოვყოფ.

— პროგრესია

ნინას უნებლიედ გაეღიმა.

და ზუსტად ეს იყო პრობლემა.

ლუკასთან გაბრაზებაც კი რთული იყო, რადგან ყოველთვის ახერხებდა დაძაბულობის გაფანტვას — ერთი ფრაზით, ნახევარი ღიმილით, იმ წყნარი ირონიით, რომელიც თითქოს მუდმივად მის გარშემო ტრიალებდა.

— დღეს რამდენი ლექცია გაქვს? — ჰკითხა ლუკამ.

— ოთხი.

— სამძიმარს გიცხადებ.

— შენ?

— ორი. იმიტომ რომ ღმერთს ვუყვარვარ.

ნინამ თვალები გადაატრიალა.

— ან უბრალოდ მესამე კურსელი ხარ.

— ეგ ნაკლებად ლამაზი ვერსიაა

დერეფანში ვიღაცამ ლუკას დაუძახა.

ორმა ბიჭმა ჩაიარა და მიესალმა.

ლუკამ თავი დაუქნია, მაგრამ ყურადღება მაინც ნინაზე დარჩა.

თითქოს ერთდროულად ორ სივრცეში არსებობდა.
— კაფეტერიაში ჩავალ ლექციამდე, — თქვა ბოლოს ნინამ.

— მეც.

— არ დამიპატიჟებიხარ.

— ძალიან ცუდი შენთვის
ერთად ჩავიდნენ ქვემოთ.

უნივერსიტეტის კაფეტერია თითქმის სავსე იყო — ყავის სუნი, სკამების ხმა, ერთმანეთში არეული საუბრები.

ნინა სალაროსთან გაჩერდა.

— კაპუჩინო.

— და რამე საჭმელი თუ შეიძლება — დაამატა ლუკამ მის ნაცვლად.

ნინამ მაშინვე გახედა.

— მე თვითონ შემიძლია შეკვეთა.

— ვიცი.

— მაშინ რატომ ლაპარაკობ ჩემ მაგივრად?

ლუკამ ჯიბიდან ბარათი ამოიღო.

— იმიტომ რომ დილიდან არაფერი გიჭამია.

ნინა გაჩერდა.

— საიდან იცი?

ლუკამ მშვიდად შეხედა.
- როცა ნერვიულობ არაფერს ჭამ!
ეს ზედმეტად პირადი იყო.

ზედმეტად ზუსტი.

ნინამ იგრძნო, როგორ დაეჭიმა მხრები.

— შენ მართლა საშიში ხარ ხანდახან.

ლუკას ჩაეცინა.

სალაროსთან მდგომ გოგოს აშკარად უჭირდა ღიმილის დამალვა.

ლუკამ შეკვეთა აიღო და მაგიდისკენ წავიდა

ფანჯარასთან დასხდნენ.

რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იყო.

— ელენე სად არის? — ჰკითხა უცებ ნინამ.

კითხვა დაუფიქრებლად წამოსცდა.

და მაშინვე ინანა.

ლუკამ წარბი ოდნავ ასწია.

— რატომ გაინტერესებს?

— უბრალოდ ვიკითხე.

— უბრალოდ?

მის ხმაში ისევ ის ირონია დაბრუნდა.

ნინამ ყავას დახედა.

— გუშინ თქვი, რომ გიყვარს.

ლუკას მზერა რამდენიმე წამით გაჩერდა მასზე.

მერე თავი ოდნავ დახარა.

— და?

— და არაფერი.

— ძალიან ჰგავს „და რაღაცას“...

ნინამ ამოიოხრა.

— ზოგჯერ მგონია სპეციალურად მთრგუნავ.

— არა, — მშვიდად თქვა ლუკამ. — ეგ ბუნებრივად გამომდის.

ნინას უნებლიედ გაეცინა.

და სწორედ ამ მომენტში, ვიღაცის ხმა გაისმა გვერდიდან:

— ვაუ. დილიდან ერთად ხართ უკვე?

ორივემ ერთდროულად ასწია თავი.

ელენე იდგა.

თმა აწეული ჰქონდა, დიდი ჰუდი ეცვა და ხელში ყავა ეჭირა.

მაგრამ ყველაზე საშიში მის სახეზე ის მშვიდი ღიმილი იყო, რომელიც ზუსტად ვერ იკითხებოდა.
— როგორ ხარ? — ჰკითხა ელენემ ნინას.

— კარგად.

— გადარჩი ანას წვეულებას?

ნინამ ოდნავ გაიღიმა.

— ძლივს.

— ეგ უკვე ტრადიციაა.

ელენე საუბარში მარტივი იყო.

მსუბუქი.

მის გვერდით დაძაბულობა თითქოს ნაკლები უნდა ყოფილიყო.

მაგრამ ნინას პირიქით ემართებოდა.

რაც უფრო სასიამოვნო აღმოჩნდებოდა ელენე, მით უფრო რთული ხდებოდა ყველაფერი.

— დღეს რას აკეთებ ლექციების მერე? — ჰკითხა ელენემ ლუკას.

— სამსახურში ვარ საღამოს.

— ისევ ღამე?

— ჰო.

ელენემ ტუჩი ოდნავ მოიკვნიტა.

— საერთოდ აღარ ისვენებ.

ლუკამ მხრები აიჩეჩა.

— ფული მიყვარს.

— მატყუარა ხარ.

ლუკას ჩაეცინა.

ელენემ ხელი მის მაჯაზე მსუბუქად ჩამოსდო.
— ნორმალურად როდის უნდა დაიძინო?

— როცა მოვკვდები ალბათ.

— როგორი რომანტიკული ხარ.

— ვცდილობ.

ნინა ჩუმად უსმენდა.

და პირველად მიხვდა რაღაცას:

ლუკა ელენესთან სხვანაირად მშვიდი იყო.

ნაკლებად დამცინავი.

ნაკლებად თავდაცვითი.

თითქოს მასთან მუდმივად ბრძოლა არ სჭირდებოდა.

და ზუსტად ეს აღმოჩნდა ყველაზე რთული სანახავი.

— სხვათა შორის, — თქვა უცებ ელენემ და ნინასკენ შებრუნდა, — ლუკა ბავშვობაში შენს გამო სულ ჩხუბობდა.

ნინა გაშეშდა.

ლუკამ მაშინვე ამოიოხრა.

— ოჰ ღმერთო, დაიწყო.

— მართლა! — ელენეს გაეცინა. — ერთხელ ვიღაც ბიჭს ცხვირიც გაუტეხა შენ გამო.

— ელენე.

— რა? საყვარელი ისტორიაა.

ნინამ უნებლიედ შეხედა ლუკას.

— მართლა?

ლუკა უკვე აშკარად ნერვიულდებოდა.

რაც მის შემთხვევაში მხოლოდ იმით ჩანდა, რომ ყბა ეჭიმებოდა.

— ათი წლის ვიყავი.
— და მაინც ძალიან აგრესიული, — დაამატა ელენემ სიცილით.

ნინას პირველად მართლა გაეცინა იმ დილას.

ლუკამ მაშინვე გახედა.

და რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდა.

ელენემ ეს მზერა შენიშნა.

ძალიან სწრაფად.

თითქმის შეუმჩნევლად.

მაგრამ შენიშნა.

და პირველად მის ღიმილში რაღაც შეიცვალა.

ძალიან მცირედით.

თითქოს უცებ რაღაც დააკავშირა ერთმანეთთან.

ელენემ ჭიქა ნელა დადო მაგიდაზე.

მის სახეზე ისევ მშვიდი გამომეტყველება იყო, მაგრამ ახლა უფრო დაკვირვებული ჩანდა.

— კარგი, მე ლექციაზე გავრბივარ, — თქვა ბოლოს. — თორემ ისევ დამაგვიანდება და მერე ამ კაცს მოუწევს ჩემი წუწუნის მოსმენა მთელი დღე.

ლუკამ ცალი წარბი ასწია.

— თითქოს პირველად იყოს.

ელენე ოდნავ გადაიხარა მისკენ.

— აბა შენ რა გინდა, იდეალური ვიყო?

— შეუძლებელია.

— და მაინც ჩემთან ხარ.

— სამწუხაროდ.

ელენეს გაეცინა.

შემდეგ სრულიად ბუნებრივად მოკიდა ხელი ლუკას ყბაზე და ძალიან მოკლე კოცნა დაუტოვა ტუჩებთან ახლოს.

სწრაფი.

ჩვეული.

ისეთი, როგორც ადამიანებს ჩვევიათ როცა ერთმანეთი ძალიან კარგად იციან.

— საღამოს დაგირეკავ, — უთხრა ჩუმად.

— თუ მეღვიძება.

— იდიოტი ხარ.

— ეგ უკვე ვიცით.

ელენე წავიდა.

ნინა კი ზედმეტად კარგად აცნობიერებდა, რომ ახლა ისევ მარტო დარჩნენ.

რამდენიმე წამი არცერთს არაფერი უთქვამს.

გარედან სტუდენტების ხმაური ისმოდა.

ვიღაცამ ახლოს სკამი გაწია.

ყავის აპარატი ჩაირთო.

მაგრამ მათ შორის სიჩუმე მაინც ცალკე არსებობდა.
— ნუ მიყურებ ეგრე, — თქვა ბოლოს ლუკამ.

ნინა დაიბნა.

— როგორ?

— თითქოს დანაშაული ჩავიდინე.

— არ გიყურებ.

ლუკამ ჩაიცინა.

— ცუდი მატყუარა ხარ.

ნინამ ყავას დახედა.

— ელენე კარგია.

ეს სიტყვები უფრო თავისთვის თქვა, ვიდრე მისთვის.

მაგრამ ლუკამ მაინც გაიგო.

— ჰო, — უპასუხა მშვიდად.

და ამ ერთ სიტყვაში ისეთი სიმარტივე იყო, ნინას უცნაურად მოუჭირა გულზე.

თითქოს ლუკასთვის ყველაფერი უკვე დალაგებული იყო.

ელენე — მისი რეალური ცხოვრება.

ნინა კი…

რას წარმოადგენდა საერთოდ?

— რას ფიქრობ? — ჰკითხა უცებ ლუკამ.

— არაფერს.

— ისევ იტყუები.

ნინამ ამოიოხრა.

— შენ მართლა ვერ იტან სიჩუმეს?

— პირიქით. უბრალოდ შენს სიჩუმეში ყოველთვის ზედმეტად ბევრი რამ ხდება!

ნინამ პირველად პირდაპირ შეხედა.

— და შენ რატომ გადარდებს?

ლუკა რამდენიმე წამით გაჩუმდა.

მერე მხრები ოდნავ აიჩეჩა.

— არ ვიცი.

ეს პირველად იყო, როცა პასუხი მართლა არ ჰქონდა.
სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ყველაზე გულწრფელი.
....
ნინა იმ საღამოს სახლში დაბრუნდა, მაგრამ მთელი დღე თავიდან ვერ მოიშორა.

ელენეს ღიმილი.

მისი ხელი ლუკას მაჯაზე.

ის სწრაფი, ჩვეული კოცნა.

და ყველაზე მეტად — ლუკას სახე იმ მომენტში.

იმდენად ბუნებრივი იყო ყველაფერი მათ შორის, რომ ნინამ უცებ თავი ზედმეტად იგრძნო.
თითქოს შემთხვევით შევიდა ოთახში, სადაც არ უნდა ყოფილიყო.

საწოლზე იწვა, ტელეფონი ხელში ეჭირა და უკვე მეხუთედ კითხულობდა სალომეს შეტყობინებებს, საერთოდ რომ არ ესმოდა რას წერდა.

ტვინი ისევ კაფეტერიაში ჰქონდა დარჩენილი.

და პირველად, ალბათ ძალიან დიდი ხნის შემდეგ, საკუთარ თავს ერთი ძალიან ცუდი კითხვა დაუსვა:

რატომ არ მოსწონს ის იდეა რომ ლუკა სხვასთანაა?

გული უცნაურად შეეკუმშა.

მაშინვე სცადა სხვა რამეზე ეფიქრა.

მაგრამ მოგონებები ერთმანეთის მიყოლებით ამოტივტივდნენ.

ლუკა თორმეტი წლის ასაკში, როცა ვიღაც ბიჭს მართლა ეჩხუბა მის გამო.

ლუკა, რომელიც ყოველთვის ამჩნევდა, როცა ნინა ნერვიულობდა.

ლუკა, რომელსაც ზეპირად ახსოვდა როგორ სვამდა ყავას.

ლუკა, რომელიც ყველაზე ხმაურიან ოთახშიც კი მაინც მხოლოდ მას უყურებდა.

ნინამ თვალები დახუჭა.

და უცებ გააცნობიერა, რომ ეს ყველაფერი ახალი საერთოდ არ იყო.

ეს გრძნობა ახალი არ იყო.

უბრალოდ აქამდე სხვა სახელებს არქმევდა.

მიჩვევა.

ბავშვობა.

ძველი მეგობრობა.

კომფორტი.

რამდენჯერ უთქვამს საკუთარი თავისთვის, რომ ლუკა უბრალოდ “მისი ადამიანია”?

მაგრამ ადამიანები ასე არ რეაგირებენ “უბრალოდ მეგობარზე”.

არ გტკივა იმის ყურება, როგორ ეხება სხვას.

არ გახსოვს მისი ყოველი მზერა ზედმეტად კარგად.

არ ელოდები ღამის ორ საათზე შეტყობინებას ისე, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი შეიცვლება.

ნინა ნელა წამოჯდა საწოლზე.

უცებ თითქოს ყველაფერი ზედმეტად ხმამაღალი გახდა საკუთარ თავში.

— ოჰ ღმერთო…

ჩუმად თქვა.

და პირველად მართლა შეეშინდა ამ აზრის.

იმიტომ რომ თუ ეს სიმართლე იყო…

მაშინ ელენეც რეალური იყო.

ყველაფერი რეალური იყო.

და ყველაზე ცუდი ნაწილი?

ლუკას ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა.

ან… ჰქონდა?

ნინას მაშინვე გაახსენდა მისი მზერა კაფეტერიაში.
ის წამები, როცა უბრალოდ უყურებდა.

ის უცნაური დაძაბულობა, რომელიც მხოლოდ მათ შორის ჩნდებოდა.

მისი ხმა:
— „შენს სიჩუმეში ყოველთვის ზედმეტად ბევრი რამ ხდება.“

ნინამ ბალიში სახეზე მიიფარა.

— არა. არა, არა, არა…

მაგრამ რაც უფრო უარყოფდა, მით უფრო აშკარა ხდებოდა.

ალბათ ყოველთვის შეყვარებული იყო ლუკაზე!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent