ჩემი პირადი მცველი 12
_ ნიცა…ნიცა გაჩერდი… ქუჩაში გამოვიდა ნიცა,მანქანისკენ დაიძრა,მაგრამ ლია დაეწია.მკლავში ხელი ჩაავლო და მოაბრუნა. _ ნიცა,გაჩერდი…მომისმინე. უსიტყვოდ მოტრიალდა და სახეზე მიაპყრო მზერა. _ სად ხარ? ნერვიულობს მამაშენი,სად წახვედი?_ შეწუხებული ხმა ჰქონდა ქალს. _ მივწერე და არც უპასუხია,ასე რომ არ ეტყობა ნერვიულობდეს.პირად ცხოვრების მოწყობით არის გატაცებული ალბათ… _ ნიცა,არასწორად გაიგე ყველაფერი,რატომ არ გვისმენ? _ რა გავიგე არასწორად?! ის რომ თავად საყვარელი ხარ მამაჩემის და ჩემი გაგიკვირდა?! ამორალურად გეჩვენა?! რა სინდისით?! მე ამირიე და შენ მოიწყე ყველაფერი ხომ? ამდენი წლები მატყუებდით,ეგ არაფერი ხომ? და ბოლოს შენს გამო მე ხელით შემეხო მამა! _ ნიცა,მაპატიე,შევცდი,არ უნდა მეთქვა მირიანისთვის,მაგრამ არ მეგონა ასე თუ განვითარდებოდა ყველაფერი.ხომ იცი როგორც საკუთარი შვილი ისე გზრდიდი… _ ჰო,მანამ სანამ მართლა საკუთარი არ გამოჩნდა,მერე ჩემი მოძულება გადაწყვიტე. ლიას სახე აერია.ცრემლები მოაწვა თვალებში. _ რა სისულელეა ნიცა…_ ძლივს ამოთქვა,ყელში ბურთივით ჰქონდა გაჩხერილი წყენა. _ კარგად ვარ.არ მომძებნოს გადაეცი მამაჩემს.ჩემთვის წყნარად მინდა ყოფნა და მაცადეთ,როცა საჭიროდ ჩავთვლი თავად დავეკონტაქტები._ უთხრა და მანქანისკენ გააგრძელა გზა. უყურებდა მიმავალ გოგოს ლია და ცრემლებს ვეღარ იკავებდა. “ რა სისულელე ჩავიდინე,ღმერთო”... კონსულტაციაზე მოსული,უკან შებრუნდა.გაახსენდა ნიცას სიტყვები “ კარგად ვარ”... “თუ კარგად არის რა უნდოდა კლინიკაში?” რეგისტრატურაში მივიდა. _ გამარჯობა.ცოტა ხნის უკან გოგონა იყო აქ,ნიცა მელიქიშვილი,შეგიძლიათ მითხრათ ვისთან იყო. _ არა,სამწუხაროდ არ მაქვს უფლება._ მშრალად პასუხობს გოგო. ლია ხვდება აზრი არ აქვს და ტოვებს რეგისტრატურას,თუმცა გულში პასუხ გაუცემელი კითხვები რჩება. “რა უნდოდა კლინიკაში? “ რამე ხომ არ აწუხებს?”... ვეღარ ხვდება მირიანს დაურეკოს თუ არა,უკვე შიში აქვს ისევ არ შეეშალოს,რომ კიდევ უფრო გაზარდოს ის ხიდი რაც ნიცასთან აკავშირებს. იგივე გზას გადის რასაც ნიცა.ლაბორატორია,ექოსკოპია და ბოლო გინეკოლოგთან ვიზიტი. _ ყველაფერი რიგზეა._ ამშვიდებს ექიმი._ არ გადაიღალოთ,მაქსიმალურად გაფრთხილდით არ დაიტვირთოთ.სხვა ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს ამ ეტაპზე. ლია შედარებით მშვიდად გამოდის,თუმცა ნიცასთან შეხვედრა ხასიათს უცვლის მთელი დღის მანძილზე. საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულ მირიანს უყვება.ნიცასთან შეხვედრის სცენას.მირიანი ჩაფიქრებული უსმენს. _ რამე რომ უჭირდეს,როგორ გავიგოთ?_ დადარდიანებული კითხულობს ლია. _ არ ვიცი,გამოვნახავ რამე გზას…_ შუბლს ისრესს მირიანი._ იქნებ მოვძებნო… _ მირიან,უფრო არ გავაბრაზოთ,ხომ იცი როგორი ჯიუტია.მე თავად დავეკონტაქტები,როცა საჭიროდ ჩავთვლიო. _ ფულს დავურიცხავ ანგარიშზე.თანხა მაინც ჰქონდეს… ლია თავს უქნევს. ნიცა მანქანაში როგორც კი ჯდება,მაშინვე რთავს ძრავს და სწრაფად ტოვებს კლინიკის ეზოს. “ ჯანდაბა,რაღა აქ მოვედი მეც…” _ ხმაურით ამოუშვა ჰაერი ფილტვებიდან.ქალაქის გასასვლელში სავაჭრო ცენტრთან შეჩერდა.შოპინგი ყოველთვის უყვარდა მეკოსთან ან კატოსთან ერთად,თუმცა ახლა უფრო საჭიროებას წარმოადგენდა დღევანდელი,თბილი სამოსი ბევრი არ წაუღია,ვერ გათვალა თუ ასე ეგრილებოდა საღამოობით.ბევრი არაფერი,მაგრამ იყო რაღაცეები ძველი კოლექციიდან.რამდენიმე ჰუდი იყიდა,თავისუფალ სტილზე გააკეთა არჩევანი.გამოსვლისას ბავშვის მაღაზიას ჩაუარა გვერდით,განათებული შუშის ვიტრინებიდან ულამაზესი კაბები შეათვალიერა,მერე გონებაში გაუელვა “იქნებ ბიჭია?” _ ჩაეღიმა და შიგნით შევიდა. უცნაური გრძნობა დაეუფლა,სისავსის,გაბრწყინებული თვალებით ათვალიერებდა პატარა მაქმანებიან კაბებს,წინსაფრებს,პაწაწინა ბოდეებზე უცნაურო შეგრძნება დაეუფლა,თითქოს უკვე ხელში ჰყავდა პატარა,ის ემოუნდა ბოდეების ჩახუტება.ერთი ყველაზე ნეიტრალური აარჩია და შეიძინა.გული გამალებით უცემდა სიხარულისგან,თავადაც უკვირდა და ვერ ხსნიდან,რამ გამოიწვია ეს შეგრძნებები,ჯერ არ დაბადებული ბავშვი გულს ასე უთრთოლებდა. რამდენიმე ნივთი მელანიასთვის და ნინიასთვისაც შეიძინა. შემდეგ პროდუქტებზე შევიდა,დადიოდა რიგებში ურიკით და ვერ გაეგო რა უნდა ეყიდა. ბოლოს გაიხსენა რითი იკვებებოდა სახლში და ასე ცალკეულად შეძლო აერჩია პროდუქტი. “ ციცი ხომ დამპირდა გასწავლიო,ხოდა დღეს ჩემთან დავპატიჟებ ვახშმად”... საღამო პირას დაბრუნდა დაბაში ნიცა.რუსიკო ბებო ეზოში ფუაფუსებდა. _ მოხვედი ბებია? სად ხარ,რომ არ ჩანხარ მთელი დღე? _ თბილისში ვიყავი და … _ რას ამბობ გოგო,არ დაგეზარა? ნიცას გაეცინა. _ კი,დამეზარა,მაგრამ საქმე მქონდა. _ ეე,დადიხართ ეს ახალგაზრდები აღმა-დაღმა._ ჩაიბურტყუნა,ხელი ჩაიქნია და საქმე განაგრძო. ნიცამ პარკები აიღო და კოტეჯისკენ წავიდა.ციციმ მოკრა თუ არა თვალი გამოიქცა და ხელიდან გამოსტაცა. _ რას აკეთებ? ასეთ მძიმეებს ნუ წევ,არ შეიძლება._რაც შეიძლება ხმადაბლა უთხრა. _ აბა სათითაოდ ხომ არ შემოვზიდავ? _ გაეცინა ნიცას. _ სანამ აქ ვარ დამიძახე ხოლმე. ნიცამ კოტეჯის კარი გააღო.პარკები მაგიდაზე დააწყო ციციმ. _ მომხედე,დღეს ტაძარში გვინდა ასვლა,წამოხვალ? _ სად არის? _ აქვე ზევით,ფეხით უნდა ავისეირნოთ.ახლოს კი არის,მაგრამ შენ მაინც არ დაიღალო… _ წამოვალ,ცოტას თუ ვივლი უკეთესიც არის,ფეხით ისეირნეო მითხრა. _ უი,კიდე რაო ექიმმა? სეირნობაზე მართალი უთქვამს. _ მეთერთმეტე კვირააო.ყველაფერი რიგზეა ჯერ,შემდეგი ვიზიტი ერთ თვეში. _ აქ აპირებ გაჩერებას ეგ დრო? _ ალბათ…მშვიდად ვარ…_ ღრმად ამოისუნთქა_ ლია შემხვდა. _ უი,სად? შენი გამზრდელი ხომ? _ ჰო._მშვიდად დაეთანხმა._ კლინიკაში იყო ეგეც,იმედია ვერაფერს მიხვდა,ფოიეში შემხვდა…. _ რას მიხვდებოდა,მანდ იმდენი ექიმი და კაბინეტია…რაო მერე? _ ვნანობო,მაგრამ კაი დროს… _ ნიცა,შეცდომებს ყველა ვუშვებთ… იქნებ აპატიო_ შეაპარა ციციმ. _ არ შემიძლია,ახლა ძალიან ნაწყენი და გაბრაზებულიც ვარ. _ მესმის,მაგრამ უნდა შეძლო,აქ ამ დგომარეობაში დიდხანს მარტო ვერ გაჩერდები… იცოდა ნიცამ,რომ ციცი მართალი იყო,მაგრამ ამ ეტაპზე არც პატიება შეეძლო,არც დაბრუნება,მიუხედავად იმისა,რომ ის წყენა და ბრაზი თავადაც ახრჩობდა და აწუხებდა. ძველს ახალი ემატებოდა და ბოლოს ამდენი დაგროვდებოდა,საერთოდ თუ შეძლებდა მერე პატიებას ვინ იცის?! ალექსანდრე გაახსენდა,როგორ უნდოდა ახლა მის კალთაზე დაედო თავი და მისი მშვიდი ხმა მოესმინა,დაერიგებინა გოგო,მიეცა რჩევები,გაეკეთებინა ანალიზი…ისევ ცრემლებმა იმარჯვა… _ არ ინერვიულო,დალაგდება ყველაფერი…_ ციცის ხმამ გამოაფხიზლა. მსუბუქად გაუღიმა.ცრემლები შეიმშრალა. _ შეგიძლია დღეს,ვახშმის მომზადება მასწავლო? _ მორიდებით ჰკითხა._ რაღაცეები ვიყიდე,მაგრამ არც ვიცი რამდენად სრულად…თუ ნიკა,დაიტოვებს ბავშვებს და გეცლება. _ მოდი დღეს ჩვენთან ვივახშმოთ,რადგან ნიკას ძმაკაცია აქ და უკვე შეთანხმდნენ ლუდის დალევაზე და ხვალ შენთან იყოს კარგი? _ კაი…უი,მართლა,ნახე რა ვიყიდე._ ერთ-ერთი პარკიდან პატარასთვის ნაყიდი ბოდე ამოაძვრინა. ციცის გაეცინა. _ პირველი ბოდე,საყვარელია._ ხელით შეეხო ბამბის ქსოვილს._ კარგია. _ და კიდევ…_ მელანიასთვის და ნინიასთვის განკუთვნილი საჩუქრები გაუწოდა._ ესენი ბავშვებს. _ უიჰ,მადლობა,რად გინდოდა?! _ თუმცა ინტერესით ჩაიჭყიტა._ მადლობა დიდი. _ ისე მომეწონა საბავშვო მაღაზიაში სიარული,კიდე ბევრი მინდოდა,მაგრამ პატარას სქესიც არ ვიცი და… _ “ მოიწამლე” მგონი უკვე მაგ პროცესით_ გაეცინა ციცის._ მე და ნიკაც მასე ვიყავით,ყველაფერს ვყიდულობდით რაც მოგვწონდა,არადა რეალურად ისე მალე იზრდებიან პატარები,ვერც მოასწრებს ყველაფრის ჩაცმას,თუ ზომიერად არ შეიძინე…_ ციციმ თავისი გულიანი რჩევები დაიწყო და დიდხანს უზიარებდა ახლად შეძენილ მეგობარს. მზე ოდნავ რომ გადაიწვერა და მთის წვერზე დადგა,მაშინ გავიდნენ სასეირნოდ ტაძრისკენ.მელანია ველოსიპედში ჩასვეს,რომელსაც ნიკა მართავდა და ისე გაუდგნენ აღმართს,რომელიც შეუმჩნევლად ადიოდა ტაძრისკენ. გზა დამღლელი აღმოჩნდა,თუმცა პერიოდულად ციცი დაღლას იმიზეზებდა და საშუალებას აძლევდა ნიცას დასვენების. ბოლოს მიადგნენ ტაძრის წინკარს.გარშემო ტყე ეკრა,თვითონ ტაძარი კი ძველი გალავნით იყო შემოსაზღვრული.რამდენიმე ქვის საფეხური აიარეს და ტაძრის მშვიდ,ლამაზ ეზოში შეაბიჯეს. მწვანედ ბიბინებდა ბალახი,ყვავილები კი ჰაერში ნაზ სურნელს აფრქვევდნენ.ირგვლივ თითქმის სრული სიჩუმე სუფევდა,მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი და აქა-იქ მოსიარულე დამთვალიერებლების ჩუმი ხმები არღვევდა სიმყუდროვეს,თუმცა თითქოს ისინიც უფრთხილდებოდნენ ამ მყუდროებას. ნიცა საოცარი სიმშვიდე იგრძნო,ყველანაირი დაძაბულობა და ფორიაქი მიწყდა მის გულში,დროებით მაინც.ტაძარში შევიდა სანთელი დაანთო და ყველა პრობლემის სწორად გადაჭრა სთხოვა უფალს.მოილოცა ტაძარი და ეზოში გამოვიდა,ცოტახანს ასე მშვიდად იჯდა მარტო,სანამ ციცი,ნიკა და ბავშვებიც გამოვიდოდნენ. იქვე დიდ ქვაზე ბერი იჯდა.ნიცას გამოელაპარაკა,როცა მისი მზერა შეამჩნია. _ სასიამოვნო სიჩუმეა,საკუთარ თავს,რომ გაპოვნინებს ისეთი…_ პაუზის შემდგომ აღნიშნა ნიცამ. ბერს ჩაეღიმა. _ ჰო,მაგრამ ბევრი ფიქრის მერე ხანდახან საკუთარ თავშიც იკარგება ადამიანი. _ თქვა დინჯად._ ფიქრი მარტივი არ არის,ერთი თუ გაგექცა,მერე ცელქ სიოს ჰგავს,ამიტომ ფიქრსაც სწორი გამოწრთობა სჭირდება. რამდენიმე წამს იყუჩა,მერე განაგრძო. _ არაა მარტივი ეგ საქმე,მაგრამ როგორც აღნიშნე ეს მყუდროება გაძლევს საშუალებას დაფიქრდე და გაზომო,შეაჯერო.მერე კი მთავარი ისაა ქალაქის ხმაურმა და ქაოსმა ისევ არ წაგართვას ის რაც აქ იპოვე… ნიცა დაფიქრებული უსმენდა და ცდილობდა ყველა სიტყვა დაეჭირა. _ და თუ ერთხელ იპოვი,შეიძლება,რომ დაკარგო? ბერმა თავი ასწია.მზერა ნიცას გაუსწორა.მის თვალებში სიმშვიდე იკითხებოდა,ისეთი როგორსაც დიდი ტანჯვის,განსაცდელის შემდგომ,რომ იპოვის ადამიანი. _ ყველაფერი შეიძლება დაკარგო შვილო,_ ჩუმად თქვა._ სიმშვიდე,საღი აზრი,სიყვარული,ადამიანი და ყველაზე საშინელი საკუთარი თავიც კი… კრიალოსანი გადამარცვლა თითებში. _ მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეგიძლია,სანამ ცოცხალი ხარ,ეს არ უნდა დავივიწყოთ. ნიცას მტკივნეულად შეეხო ეს სიტყვები გულში,რაღაც შეარხია მასში… ცოტაცახანს ორივე ჩუმად იყო,მერე ისევ ნიცამ დაარღვია დუმილი. _ შეიძლება ამოვიდე და გესაუბროთ ხოლმე? _ რა თქმა უნდა… მეტი რა შემიძლია?!_ ჩაიღიმა ბერმა,თავზე ხელი მძიმედ დაადო და დალოცა. წამოდგა ნიცა,მადლობა გადაუხადა და ტაძრიდან გამოსულ ახლად შეძენილ მეგობრებს შეუერთდა. ჯერ ისევ დღის შუქი იყო კოტეჯში,რომ დაბრუნდნენ.ციციმ რამდენიმე წუთში გააწყო სუფრა ეზოში და ნიცა მიიპატიჟეს.ცოტახანში შემოგიერთდებითო ნიცამ და ცოტახნით თავის კოტეჯში შევიდა.რამდენიმე დღეა მეკოს არ შეხმიანებია,ზღვისპირეთში იყო წასული. დაურეკა ცოტახანს ეჭორავა,დაინტერესდა დაქალის ადგილსამყოფელით,მაგრამ საუბარი გადაუტანა არ უთხრა,მერე კატოს დაურეკა თვის ბოლოს ჩამოვდივარო,ძალიან გაუხარდა. ციციმ ფანჯარაზე მიუკაკუნა _ არ გამოდიხარ? _ ახლავე ცი,ახლავე…_ კატოს დაემშვიდობა და გარეთ გამოვიდა.ნიკა და მისი მეგობარი ზურგით იჯდნენ.მაგიდას, რომ მიუახლოვდა მიესალმა და სახეზე,რომ შეხედა გაეღიმა. _ თქვენ ხართ?! _ გამარჯობა._ გაუღიმა მამაკაცმა. ციცი და ნიკა ღიმილით შეყურებდნენ. _ იცნობთ ერთმანეთს? _ არა,უბრალოდ … _ კინაღამ ვიმსხვერპლე. _ ღიმილით დააბოლოვა ნიცამ. _ როდის? _ რანაირად? მამაკაცმა მოკლედ მოყვა ისტორია. _ აა,ის დღე იყო აფთიაქში რომ შევხვდით ხომ? _ დააზუსტა ციციმ. _ კი. _ აბა უჩვენოდ გაგიცნია ოთო. _ ნუ,სახელი არ ვიცოდი._ ჩაეღიმა ნიცას. ნიკამ პირადად გააცნო ერთმანეთი.საუბრობდნენ გვიან საღამომდე.შემდეგ ციცი ბავშვების დასაძინებლად წავიდა. _ იყავი ნიცა._ წამოდგომა,რომ დააპირა ნიკამ შეაჩერა._ თუ არ გეძინება,რა თქმა უნდა. ნიცა დარჩა.ცოტახანს კიდევ ხუმრობდნენ,იცინოდნენ.ბოლოს ოთო ისევ იმ დღეს დაუბრუნდა,ლამის,რომ დაეჯახა ნიცას. _ ასე რომ ნიკუშ,ახლა მგონი დაკრძალულიც გეყოლებოდით ძმაო,კაი ხაშლამაც გექნებოდა ნაჭამი. _ აუუ,კაი…_ ბოლო ბგერები შეწუხებულმა წარმოთქვა ნიცამ._ რა შავი იუმორია. _ ცხოვრებას იუმორით უნდა შეხედო და მსგავს ფაქტებსაც დამეთანხმებით იმედია,თორემ სხვაგვარად ძალიან რთულია ხან. _ ისე ლაპარაკობ,თითქოს ბევრი დრამა გამოიარე._ დასცინა ნიკამ. _ ბიჭო,არა,მაგრამ მასე არაა?..ყველაფერს ვერ გააკონტროლებ ყოველთვის,ხდება რა დაუგეგმავად რაღაცეები ცხოვრებაში… ნიცას ეს სიტყვები ძალიან ახლოს შეეხო გულთან.უნებლიედ მუცელზე მოისვა ხელი.აღარაფერი გაუგონია,თავის ფიქრებში ჩაიძირა. “ ჰო,ვიღაცის გეგმამ სახლში შემოპარვის,მთელი ჩემი ცხოვრება არია და დამტოვა უგეგმოდ…” ისევ ოთოს ხმამ გამოაფხიზლა. _ მამაჩემის მაგალითი აიღე,რა შორს მიდიხარ?! _ აუ,ეგ ცალკე თემაა…მანდ ხან მგონია ვიღაცამ სცენარი დაწერა და მის მიხედვით ითამაშეს როლები…_ ნიკამ ლუდის ბოლო ყლუპი დალია და ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა. _ ოდესმე ბევრ ფულს ვიშოვი,სცენარს დავწერ და ფილმს გადავაღებინებ._ იცინის ოთო. _ ის ტიპი,რომ ეძებდი იპოვე? _ ვინ,აა იის?არაა… _ ოთომაც ჭიქა მაგიდაზე დადო და დაიჯღანა._ გათბა და მწარე გემო აქვს რაღაც ამ ლუდს. _ რა ფილმს იღებთ თქვენ?_ ციცი გამოჩნდა ბიჭების ზურგს უკან. _ მამაჩემის და დედაჩემის სიყვარულის შესახებ… _ ხოდა აი,ნიცას მთავარი როლი არგუნე,მსახიობია. _ ვაა,მართლა?_ ჩაეკითხა ოთო. _ კი,თეატრის. _ თუ მაგდენი მოვახერხე,ფილმშიც გარანტირებული გექნება როლი._ ეხუმრა ოთო. _ კარგი,მაგრამ მერე მეც ჩემი მენეჯერი მეყოლება და ის გადახედავს როლს,თუ მისაღრბი იყო._ აყვა ხუმრობაში ნიცა და წამში დაიფასა თავი. _ უყურე შენ,რა თავი დაიფასა._ ციცის გადახედა ოთომ. _ აბა,როგორ გინდა?! _ ნიცას აუბა მხარი ციციმ._ მე რა როლზე დამამტკიცებ? _ შენ…_ ოთომ თვალები დააწვრილა._ მამაჩემის პირველი ცოლის… თქვა და სიცილი აუტყდა. _ არ მინდა,რამე სხვა._ გააპროტესტა ციციმ სიცილით. _ იცი რა კარგი ქალია,დედაჩემისგან ვიცი… _ არ მინდა,თავი დამანებე,სულ არ მინდა არაფერი_ სიცილით იუარა საბოლოოდ ციციმ. კიდევ ბევრი იხუმრეს და გვიან ღამით დაიშალნენ. ნიცა ნელ-ნელა მიეჩვია ქალაქის გარეშე ცხოვრებას.მეგობრებისგან მოშორებით,ოჯახისგან… ენატრებოდა მამის მზრუნველი ხელი და ხასიათი.ლიაც ენატრებოდა,თუმცა ვერ პატიობდა,რადგან თვლიდა,რომ მართალი იყო გარკვეულწილად მათთან. ალექსანდრე?! მიეჩვია მის გარეშე ყოფნას,თუმცა რაღაც აკლდა მის ცხოვრებას მას მერე,რაც ბიჭი აღარ იყო მის გვერდით.ეშინოდა ისე არ გადაჩვეოდა,რომ მერე მიღება გაჭირვებოდა,გულის სიღრმეში უნდოდა დაბრუნებულიყო,მაგრამ თუ დაიგვიანებდა,მერე ალბათ ყველაფერი წარსულში დარჩებოდა,მხოლოდ შვილი დარჩებოდა შემაკავშირებელ რგოლად. ციცი და ნიკა თბილისში დაბრუნდნენ,თუმცა ციცი მუდმივად ინარჩუნებდა კონტაქტს ნიცასთან.არიგებდა,უზიარებდა გამოცდილებას.ნიცაც ხშირად წერდა ციცის,მოწონდა მასთან საუბარი,ამშვიდებდა გოგოს. შემდეგ კონსულტაციაზე სექტემბრის ბოლოს იყო ჩაწერილი.რამდენიმე დღეში უწევდა თბილისში ჩასვლა.წესით ამჯერად სქესს გაიგებდა და უხაროდა. ოთოს ყოველდღე ხვდებოდა და დიდ დროს ატარებდნენ ერთად.ხშირად ბზარში მიდიოდნენ ერთად ბოსტნეულისთვის.ნიცა პატარა ბავშვივით დაყვებოდა ბიჭს უკან და ეცინებოდა საკუთარ თავზე,რომ ადარებდა ძველ ნიცას და ახალს ერთმანეთს. საღამოს ოთონ ნიცას კარზე დააკაკუნა. _ შემოდი._ კარის გაღებისთანავე შეიპატიჟა გოგომ. _ ტაძრისკენ ვაპირებ ასეირნებას,ხომ არ წამოხვალ? _ კარგი,წავიდეთ.ოღონდ დამელოდე…_ შიგნით შეტრიალდა_ რამეს მოვიცმევ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




