სიჩუმის მიღმა (სრულად)
წვიმდა, როცა ელენეს თვითმფრინავი ნიუ-იორკში დაეშვა. ფანჯრიდან დანახული ქალაქი ზუსტად ისეთი არ იყო, როგორიც ფილმებში. არ ბრწყინავდა. არ ანათებდა. ნაცრისფერი იყო. ცივი. ხმაურიანი, ზუსტად მისნაირი. აეროპორტის უზარმაზარ ტერმინალში ხალხი სწრაფად მოძრაობდა, ერთმანეთს ეჯახებოდნენ, იცინოდნენ, რეკავდნენ, ვიღაცას ეხუტებოდნენ. ელენე კი შუაში იდგა, შავი პალტოთი და მხარზე გადაკიდებული ჩანთით, თითქოს საერთოდ არ ეკუთვნოდა ამ ადგილს. ტელეფონი ამოიღო. დედის ბოლო შეტყობინება ისევ გაუხსნელი ჰქონდა. ,,რომ ჩაფრინდები მომწერე.“ ვერ გახსნა. ღრმად ჩაისუნთქა და ტაქსების რიგისკენ წავიდა. ქალაქი მანქანის ფანჯრიდან ბუნდოვნად ჩანდა. წვიმის წვეთები მინაზე იშლებოდა, ნეონის განათებები კი ერთმანეთში ირეოდა. ელენემ თავი ფანჯარას მიადო და პირველად იგრძნო, რამდენად შორს იყო სახლიდან. არა მხოლოდ საქართველოდან. ყველაფრიდან. უნივერსიტეტის კამპუსი ბევრად უფრო ცოცხალი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა. ხალხი ყველგან იყო — გაზონებზე, კაფეში, დერეფნებში. ყველა ხმამაღლა ლაპარაკობდა, იცინოდა, სადღაც გარბოდა. ელენეს ეს ხმაური ღლიდა. ყველაფერი ზედმეტად სწრაფი იყო. ადამიანები სწრაფად ლაპარაკობდნენ, სწრაფად დადიოდნენ, სწრაფად ცხოვრობდნენ. თითქოს არავის ჰქონდა დრო, რომ უბრალოდ გაჩერებულიყო და ესუნთქა. ორი კვირა გავიდა და მისი დღეები თითქმის ერთნაირად გამოიყურებოდა. იღვიძებდა ადრე, მიუხედავად იმისა, რომ ღამეებს თითქმის არ ეძინა. პატარა საერთო საცხოვრებლის ოთახში რამდენიმე წამი გაუნძრევლად იწვა ხოლმე და ჭერს უყურებდა, სანამ საკუთარ თავს აიძულებდა საწოლიდან ადგომას. ლექციებზე დადიოდა. ბოლო რიგში ჯდებოდა. არავის უყურებდა. თუ ვინმე გაუღიმებოდა, თავაზიანადდაუქნევდა თავს და მაშინვე თვალს აარიდებდა. შემდეგ ბიბლიოთეკაში იკარგებოდა საათობით, მხოლოდ იმიტომ, რომ ოთახში დაბრუნება არ უნდოდა. ოთახი ზედმეტად ჩუმი იყო. და სიჩუმეში ფიქრები უფრო ხმამაღალი ხდებოდა. ხშირად იჭერდა საკუთარ თავს იმაში, რომ ტელეფონს უყურებდა, თითქოს ვიღაცას უნდა დაერეკა. მერე ახსენდებოდა, რომ არავინ დარეკავდა. ან თუ დარეკავდნენ, პასუხის გაცემა არ უნდოდა. ღამე ყველაზე მძიმე იყო. ნიუ-იორკი ფანჯრის მიღმა არასოდეს იძინებდა — მანქანების ხმები, სირენები, შორიდან მოსული სიცილი. ელენე კი საბანში გახვეული იჯდა საწოლზე და ცდილობდა საკუთარი სხეული მაინც ეგრძნო უსაფრთხოდ. ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ აქ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. რომ ეს ქალაქი ზედმეტად დიდი იყო მისთვის. ზედმეტად ცივი. ზედმეტად უცხო. მაგრამ ყოველ დილით მაინც დგებოდა, სახეზე იმ მშვიდ გამომეტყველებას ირგებდა, რომელიც წლების განმავლობაში ისწავლა, და ისევ გარეთ გადიოდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. და სწორედ მაშინ, როცა ელენეს უკვე ეგონა, რომ მისი დღეები ყოველთვის ასეთი ერთფეროვანი დარჩებოდა, მის ცხოვრებაში ჰანა გამოჩნდა. მოულოდნელად. ხმაურიანად. ზუსტად ჰანას სტილში. ელენემ პირველად უნივერსიტეტის პატარა კაფეში დაინახა. ფანჯარასთან იჯდა, ყავას სვამდა და წიგნს კითხულობდა, უფრო სწორად — ცდილობდა წაეკითხა, რადგან ყურადღება ისევ ქუჩაში გაჩერებულ წვიმაზე ეფანტებოდა. — ეს ადგილი დაკავებულია? ხმამ აიძულა თავი აეწია. მის წინ გოგო იდგა — ღია ყავისფერი თმით, დიდი ჰუდით და ხელში სამი სხვადასხვა სასუსნავით. ელენემ ირგვლივ ცარიელ მაგიდებს დახედა. — აქ უამრავი ადგილია. — ვიცი, — ჰანამ მშვიდად თქვა და მაინც მის წინ დაჯდა, — მაგრამ შენ ყველაზე ნაკლებად საშიშად გამოიყურებოდი. ელენემ წარბი შეკრა. ჰანამ კი ისე გააგრძელა საუბარი, თითქოს წლებია ერთმანეთს იცნობდნენ. უცნაური გოგო იყო. ზედმეტად ბევრს იცინოდა. ზედმეტად ბევრს ლაპარაკობდა. და ელენესთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით, საერთოდ არ ღლიდა. ჰანა ნელ-ნელა ყველგან გამოჩნდა. ლექციების შემდეგ ელოდებოდა. შუაღამისას უცებ სწერდა: “თუ ახლავე არ ჩამოხვალ, მარტო შევჭამ პიცას.” ძალით დაათრევდა ქალაქში — პატარა წიგნების მაღაზიებში, თეატრში, ხმაურიან კაფეებში. და ელენე, თავისდა უნებურად, იცვლებოდა. ნელ-ნელა. ძალიან ფრთხილად. პირველად მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში ჩამოვიდა, ზოგჯერ ქუჩაში სიარულისას აღარ გრძნობდა თავს სრულიად დაკარგულად. ჰანამ მის დღეებში რაღაც უცნაური სითბო შემოიტანა. ფერები, რომლებიც ელენეს ეგონა, რომ დიდი ხნის წინ დაკარგა. — Seriously, Elene, თუ კიდევ ერთხელ მეტყვი, რომ „სახლში დარჩენა გირჩევნია“, პირადად გადაგაგდებ საერთო საცხოვრებლიდან. ელენემ თვალები წიგნიდან აუწევლად გადაატრიალა. — მემუქრები? — დიახ. ჰანა მის საწოლზე ფეხმორთხმით იჯდა და ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა. ოთახში მხოლოდ პატარა სანათი ენთო, ფანჯრის მიღმა კი ნოემბრის ცივი წვიმა მინას ეცემოდა. — შენ ნორმალურად არასოდეს ისვენებ, — გააგრძელა ჰანამ, — ან სწავლობ, ან ფიქრობ, ან უბრალოდ დრამატულად იყურები ფანჯარაში. — ეგ შეურაცხყოფაა? — როგორ გეკადრებათ! ელენეს უნებურად ჩაეღიმა. ზუსტად ამ დროს ჰანას ტელეფონი აწკრიალდა. — Mom calling. ჰანამ თვალები აატრიალა და უპასუხა. — Hi, mommy. ელენემ წიგნი ისევ გადაშალა, მაგრამ ყურადღება მაინც მათ საუბარზე გადაიტანა. — ჰო, ცოცხალი ვარ… არა, არ ვშიმშილობ… დიახ, ბოსტნეულსაც ვჭამ ხოლმე. მეორე მხრიდან აშკარად რაღაც გრძელი მონოლოგი ისმოდა, რადგან ჰანა მხოლოდ სიცილით პასუხობდა. — კი, მოვდივარ მადლიერების დღეზე… ჰო, ვიცი, რომ ნოა უკვე სახლშია. — არა, დედა, მარტო არ ვიქნები. ჰანამ უცებ ელენეს გახედა. ძალიან საეჭვოდ. — Actually… ელენემ წარბი შეკრა. — ჩემთან ერთად არის გოგო საქართველოდან. ელენე… yeah, she’s adorable. ელენემ მაშინვე თავი ასწია. — ჰანა, არა. ჰანამ ხელი აუწია, გაჩუმების ნიშნად. — დედა, ვერავის იცნობს აქ… კი, ვიცი… კარგი, ვკითხავ. რამდენიმე წამით გაჩუმდა, მერე ტელეფონი ოდნავ დაბლა დაწია. — დედაჩემი გეპატიჟება ჩვენთან მადლიერების დღეზე. — არ მინდა შეგაწუხოთ. — ელენე, შენ მარტო აპირებ საერთო საცხოვრებელში ჯდომას ოთხი დღე. — ეგ ჩემი გეგმა იყო. — საშინელი გეგმაა. ელენემ ამოიოხრა. ჰანა უკვე მომლოდინე თვალებით უყურებდა. — ძალიან თბილები არიან, გეფიცები. დედაჩემი შეგიყვარდება. მამაჩემი შენთვის გრილზე ყველაფერს შეწვავს. და ნოა ალბათ საერთოდ სახლში არ იქნება ნახევარი დრო. — ნოა ვინ არის? — ჩემი ძმა. — ო. — ნუ ნერვიულობ, საშიში არ არის. უმეტესად. ელენემ თავი გააქნია. — არ ვიცი… ჰანას მზერა უცებ დარბილდა. — მარტო არ უნდა იყო ამ დღეს. ამ სიტყვებზე ოთახში რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ელენემ თვალები აარიდა. რადგან ჰანამ ზუსტად ის თქვა, რისი აღიარებაც თავად არ უნდოდა. მარტო არ უნდა იყო ამ დღეს. ელენემ ინსტინქტურად ტელეფონს გახედა, რომელიც საწოლის გვერდით ედო. ეკრანზე რამდენიმე გაუხსნელი შეტყობინება იყო. ყველა — დედისგან. ჰანამ მისი მზერა შეამჩნია. — სახლში არ გინდა დარეკვა? ელენეს მხრები ოდნავ დაეძაბა. — დიდად არა. ჰანამ რამდენიმე წამი არაფერი თქვა. არ ჩაძიებია. ეს მოსწონდა ელენეს მასში — არ აიძულებდა ლაპარაკს. მაგრამ იმ ღამეს, ჰანას წასვლის შემდეგ, ოთახი ისევ ზედმეტად ჩუმი გახდა. ელენე საწოლზე იჯდა, ტელეფონი ხელში ეჭირა და ბოლოს ერთ-ერთ შეტყობინებას გახსნა. „როგორ ხარ?“ მეორე. „რატომ არ მპასუხობ?“ მესამე. „მამაშენი ნერვიულობს.“ ამაზე მწარედ ჩაეცინა. მამამისი არასოდეს „ნერვიულობდა“. მხოლოდ ბრაზდებოდა. ბავშვობიდან ყოველთვის ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სახლში ყველაფერი პირობით იყო. სიყვარული — თუ იდეალური იქნებოდა. სიმშვიდე — თუ პრობლემას არ შექმნიდა. ყურადღება — თუ ზედმეტად ბევრს არ იგრძნობდა. და როცა ყველაფერი მოხდა… როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ვინმეს უბრალოდ მის გვერდით ყოფნა… მამამისმა თვალებში ვერ შეხედა. დედამისი კი ისე დადიოდა სახლში, თითქოს ხმამაღლა საუბარი ელენეს საბოლოოდ გატეხავდა. არავინ ეკითხებოდა რას გრძნობდა. ყველა მხოლოდ იმას ეკითხებოდა: „შეგიძლია დაივიწყო?“ ელენემ ტელეფონი ნელა დადო გვერდით. ზოგჯერ ფიქრობდა, რომ სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ასე შორს. არა ახალი ცხოვრების დასაწყებად. არამედ ძველისგან გასაქცევად. ფანჯრის მიღმა New York ისევ ანათებდა. ხმაურიანი. ცივი. უძილო. მაგრამ პირველად, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ელენემ თავი სრულიად მარტო აღარ იგრძნო. რადგან სადღაც ამ დიდ ქალაქში უკვე არსებობდა ადამიანი, რომელიც მადლიერების დღეზე ელოდებოდა. მადლიერების დღემდე დღეები სწრაფად გავიდა. ჰანა თითქმის ყოველდღე ახსენებდა წასვლას — ხან ჩემოდნის ჩალაგებაზე წუწუნებდა, ხან იმაზე, რომ დედამისი ათასჯერ ურეკავდა, არაფერი დაგავიწყდესო. ელენე კი რაც უფრო ახლოვდებოდა გამგზავრების დღე, მით უფრო უცნაურ დაძაბულობას გრძნობდა. თითქოს რაღაცის ზღვარზე იდგა. იმ დილით საერთო საცხოვრებლის ოთახში ნახევრად ჩაბნელებული სინათლე იდგა. გარეთ ნოემბრის ცივი ქარი ფანჯარას ეხეთქებოდა. ელენე სარკის წინ იდგა და თმას იკრავდა. მუქი, ხვეული თმა მხრებზე უწესრიგოდ ეყარა და რამდენჯერაც არ უნდა დაემორჩილებინა, მაინც თავისებურად ეცემოდა სახეზე. ბოლოს დანებდა და უბრალოდ თითები შეაცურა კულულებში. მისი შოკოლადისფერი თვალები უძილო ღამეებისგან ოდნავ ჩამუქებული ჩანდა, მაგრამ მაინც იმ თბილ ფერს ინარჩუნებდა, რომელიც უცნობ ადამიანებსაც კი აიძულებდა მეორედ შეეხედათ მისთვის. ელენე არასოდეს თვლიდა საკუთარ თავს გამორჩეულად ლამაზად. მაგრამ იცოდა, რომ ხალხი ხშირად უყურებდა. განსაკუთრებით კაცები. ეს მზერა კი ყოველთვის დისკომფორტს უქმნიდა. ფართო შავი სვიტერი გადაიცვა, რომელიც სხეულის ფორმებს მაინც ვერ მალავდა. არც ისე მაღალი იყო, მაგრამ მის ფიგურაში რაღაც ბუნებრივად ქალური და რბილი იყო — გამოყვანილი წელი, გარუჯული კანი და მოძრაობა, რომელიც დაუფიქრებლადაც კი ყურადღებას იქცევდა. ხანდახან სარკეში ჩახედვისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საკუთარ სხეულს ბოლომდე ვერ აღიქვამდა. თითქოს ის ისევ სრულად მისი არ იყო. კარზე ძლიერი ბრახუნი გაისმა. — Elene! თუ ხუთ წუთში არ გამოხვალ, მარტო წავალ! ჰანას ხმამ უნებურად გააღიმა. ელენემ პალტო აიღო, კიდევ ერთხელ გახედა საკუთარ ანარეკლს და მერე ოთახიდან გავიდა, ისე თითქოს საერთოდ არ იცოდა, რომ რამდენიმე საათში მისი ცხოვრება სრულიად შეიცვლებოდა. გზის ნახევარი ჰანამ ლაპარაკში გაატარა. ელენე ძირითადად უსმენდა — ფანჯარას მიყრდნობილი უყურებდა როგორ იცვლებოდა ქალაქის ცივი ქუჩები უფრო მშვიდი, შემოდგომის ფერებში ჩაძირული გზებით. ჰანა ხან ბავშვობის ისტორიებს უყვებოდა, ხან დედამისის ზედმეტ მზრუნველობაზე წუწუნებდა, ხან კი მუსიკას აყოლებდა ხმას. უცნაური იყო, მაგრამ ელენეს ეს ხმაური ამშვიდებდა. რამდენიმე საათის შემდეგ მანქანა ბოლოს დიდი, თბილი განათებებით სავსე სახლის წინ გაჩერდა. სახლი ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც ამერიკულ ფილმებში აჩვენებდნენ მადლიერების დღეზე — ფართო აივნით, შემოდგომის დეკორაციებით და ფანჯრებიდან გამოსული ოქროსფერი სინათლით. ელენეს გულში უცნაური ნერვიულობა დაეუფლა. — Relax, — ჩაიცინა ჰანამ, როცა შეამჩნია როგორ ჩაეჭიდა ჩანთას, — არავინ შეგჭამს. კარი თითქმის მაშინვე გაიღო. — Hanna! ქალი სწრაფად გამოვიდა გარეთ და ჰანას მოეხვია. მერე მაშინვე ელენესკენ გადმოიტანა ყურადღება. — ოჰ საყვარელო, შენ ელენე უნდა იყო. ხმის ტონში ისეთი სითბო იგრძნობოდა, რომ ელენე რამდენიმე წამით დაიბნა. — გამარჯობა, — ოდნავ მორცხვად თქვა. — ღმერთო, რა ლამაზი აქცენტი გაქვს, — ქალმა ხელი გულზე მიიდო, — სახლში შემოდით, გაიყინებით. შიგნით ყველაფერი თბილად სუნთქავდა. დარიჩინის, ყავის და ახალი საჭმლის სუნი ერთმანეთში ირეოდა. მისაღებში ბუხარი ენთო, სამზარეულოდან კი კაცის ხმა ისმოდა. — Dad! She’s here! რამდენიმე წამში მაღალი, ჭაღარაშერეული კაცი გამოჩნდა სამზარეულოდან. — ესე იგი ელენე ხარ, — გაუღიმა მან და ხელი ჩამოართვა, — ჰანამ იმდენი ილაპარაკა შენზე, მგონია უკვე გიცნობ. ელენე უნებურად დაიძაბა ასეთი თბილი მიღებისგან. მივიწყებული გრძნობა იყო. — საქართველო ძალიან ლამაზია? — ჰანას დედამ მაშინვე ჰკითხა, როცა მისაღებში დასხდნენ. და პირველად დიდი ხნის შემდეგ, ელენემ საკუთარ ქვეყანაზე საუბარი სიამოვნებით დაიწყო. ყვებოდა თბილისზე. ძველ ქუჩებზე. მთებზე. ზაფხულებზე. ქართულ საჭმელზე. ხმაურიან სუფრებზე. თვალები ნელ-ნელა უთბებოდა საუბრისას. ჰანას დედა აღფრთოვანებით უსმენდა. — ერთხელ აუცილებლად უნდა წავიდეთ, — თქვა ქალმა. ელენეს გაეღიმა. და სწორედ მაშინ შეამჩნია. მისაღების თითქმის ყველა კედელზე ფოტოები ეკიდა. ერთსა და იმავე ბიჭთან. ზოგან სპორტულ ფორმაში იყო, ზოგან — მედლებით, თასებით, გუნდთან ერთად. თაროები სავსე იყო ჯილდოებით. ოქროსფერი თასები, ჩარჩოები, სპორტული ჟურნალები. ერთ-ერთ ფოტოსთან უნებურად შეჩერდა. მაღალი ბიჭი იდგა კამერის წინ — შავი თმით, ფართო მხრებით და იმ ტიპის ღიმილით, რომელსაც ადამიანები ზედმეტად ადვილად ენდობიან. — ოჰ, — ჰანამ მისი მზერა დაიჭირა და ჩაიცინა, — welcome to Noah museum. ელენემ ფოტოს კიდევ ერთხელ შეხედა. უცნაურად საკმარისი იყო მხოლოდ სურათი, რომ რაღაც აუხსნელი დაძაბულობა ეგრძნო მკერდში. — ელენე, შეგიძლია სამზარეულოდან ღვინის ჭიქები გამოიტანო? — ჰანას დედამ გაუღიმა. — რა თქმა უნდა. ელენე მშვიდად წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა. ხვეული თმა დაუდევრად ეყარა მხრებზე, რამდენიმე კულული კი ლოყასთან ჩამოშლოდა. სამზარეულოში ნახევრად ჩამქრალი სინათლე იდგა. ელენემ კარადა გააღო და ჭიქებს მისწვდა, როცა ზურგს უკან მძიმე, დაბალი ხმა გაისმა: — შენ ჰანა არ ხარ. გოგო შეკრთა. ნელა მოტრიალდა. და პირველად დაინახა ნოა. ფოტოებში საერთოდ არ ჩანდა ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო. სამზარეულოს კართან იდგა — მაღალი, ფართო მხრებით, მუქი თმით და დაღლილი თვალებით, შეამჩნევდით რომ ახლახან დაბრუნდა ვარჯიშიდან. ნაცრისფერი ჰუდი ეცვა, მკლავებზე ოდნავ აწეული, და ელენემ მაშინვე შეამჩნია ძლიერი, დაკუნთული ხელები. მაგრამ ყველაზე საშიში მისი მზერა აღმოჩნდა. ნოამ ჯერ სახეს შეხედა, მერე კი მზერა ნელა ჩაუყვა ქვემოთ. ისე მშვიდად და დაუფარავად, რომ ელენეს კანი მაშინვე აუხურდა. არა უხეშად. არა უტიფრად. უფრო ისე… თითქოს მის წინ რაღაც ლამაზი იდგა და წამით გადაავიწყდა სუნთქვა. ელენემ ინსტინქტურად უფრო ძლიერად ჩაჭიდა ხელი ჭიქას. ნოას მზერა მის წელზე შეჩერდა, მერე ისევ თვალებში აუწია. რამდენიმე წამი საერთოდ არაფერი უთქვამს. და ამ სიჩუმემ უცნაურად უფრო დაძაბა ჰაერი. — ელენე, — თქვა ბოლოს დაბალი ხმით. თითქოს სახელს გემო გაუსინჯა. — ჰანას მეგობარი. ელენეს უცებ გაახსენდა, რომ სუნთქვა უნდა გაეგრძელებინა. — ნოა, — ჩუმად უპასუხა. ტუჩის კუთხე ოდნავ ჩაუტყდა. ღიმილი ისეთი ჰქონდა, ადამიანს ინსტინქტურად რომ ამშვიდებს. საშიში კომბინაცია იყო — ასეთი გარეგნობა და ასეთი თბილი ღიმილი. — დედაჩემმა უკვე დაგკითხა საქართველოზე? — თითქმის. — და მაინც დარჩი? შთამბეჭდავია. ჩაეცინა. ღრმა, მშვიდი სიცილი ჰქონდა. ნოას მზერა ისევ დაუბრუნდა მას. ამჯერად უფრო ფრთხილად. თითქოს უკვე აკვირდებოდა. ელენეს უცნაურად გაუჭირდა ადგილზე მშვიდად დგომა. მისი სიახლოვე ზედმეტად იგრძნობოდა — სითბო, სუნამო, მძიმე ენერგია, რომელსაც მთელი სივრცე ეკავა. და მაინც, პირველად დიდი ხნის შემდეგ, კაცის მზერა შიშს არ იწვევდა მასში. მხოლოდ აუხსნელ ნერვიულობას. სამზარეულოდან გავიდა. გრძნობდა, რომ ნოა უკან მიჰყვებოდა. და რატომღაც ამის გაცნობიერება ზედმეტად აშფოთებდა. — Finally! — ჰანამ როგორც კი დაინახა, ხმამაღლა წამოიძახა, — ღმერთო, ნოა, მეგონა აღარ მოხვიდოდი. — ვარჯიში გამიგრძელდა. ნოამ მშვიდად დაიკავა ადგილი მაგიდასთან. ზუსტად ელენეს გვერდით. ჰანამ მზერა ორივეს შორის გაატარა და ტუჩები ძლივსშესამჩნევად ჩატეხა, თითქოს რაღაც ძალიან აინტერესებდა. ელენე სკამზე დაჯდა და ხელები მუხლებზე დაიწყო. მაგრამ ნოას სიახლოვე მაინც ზედმეტად იგრძნობოდა. მისი მხარი თითქმის ეხებოდა. სუნამოს მსუბუქი სურნელი, სხეულის სითბო, დაბალი ხმა, როცა მამამისს რაღაცაზე პასუხობდა — ყველაფერი უცნაურად მკაფიო ხდებოდა ელენესთვის. — ასე რომ, ელენე, — ჰანას მამამ ღიმილით გადმოხედა, —აუცილბლად დავგეგმავთ მე და ჩემი ოჯახი საქართველოში ვიზიტს — დიდი სიამოვნებით ვიქნები თქვენი გიდი. — და აქ სწავლა როგორ მოგწონს? ელენემ რამდენიმე წამით დაფიქრდა. — ჯერ ისევ ვეჩვევი. — ნიუ-იორკი ყველასთვის რთულია თავიდან, — თქვა ჰანას დედამ თბილად. — განსაკუთრებით მარტო როცა ხარ, — დაამატა ჰანამ. ელენეს მზერა უნებურად ნოასკენ გაექცა. ის უკვე მას უყურებდა. მშვიდად. ყურადღებით. თითქოს ყველა სიტყვას იმახსოვრებდა. ელენემ სწრაფად აარიდა თვალი. — შენ გენატრება საქართველო? — მოულოდნელად ჰკითხა ნოამ. მისმა ხმამ სხეულში უცნაური ჟრუანტელი გაატარა. სუფრასთან რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ელენემ თვალები ნელა ასწია. ნოას მზერა ისევ პირდაპირ მასზე იყო გაჩერებული. არა ცნობისმოყვარე. უფრო… ფრთხილი. თითქოს მართლა აინტერესებდა პასუხი. — ზოგჯერ, — თქვა ბოლოს ელენემ. ნოამ ოდნავ დაუქნია თავი. თითქოს ესმოდა. ჰანას დედამ უცებ საჭმლის დადება დაიწყო და საუბარიც სხვა თემაზე გადავიდა, მაგრამ ელენე მაინც გრძნობდა ნოას მზერას. ყოველ ჯერზე, როცა ხელს ჭიქისკენ წაიღებდა. როცა თმას ყურს უკან გადაიწევდა. როცა ჩუმად იღიმოდა ჰანას სისულელეებზე. და ყველაზე უარესი ის იყო, რომ ეს საერთოდ არ სძულდა. სადილის შემდეგ სახლი ნელ-ნელა ჩუმდებოდა. ჰანა და დედამისი სამზარეულოში ალაგებდნენ, ტელევიზორიდან კი ამერიკული ფეხბურთის მატჩის ხმა ისმოდა. ელენე ფანჯარასთან იდგა და გარეთ იყურებოდა. ეზოში პატარა ნათურები ენთო, ნოემბრის ცივი ქარი კი ხეებს არხევდა. უცნაური სიმშვიდე იყო. ისეთი, რომელსაც შეჩვეული არ იყო. — აი, შენი ოთახი. ჰანას ხმამ მოატრიალა. ელენე მეორე სართულზე აჰყვა. ოთახი პატარა, მაგრამ მყუდრო იყო — თეთრი საწოლი, რბილი სანათი და ფანჯარა ტყისკენ. — თუ რამე დაგჭირდება, ჩემი ოთახი გვერდითაა, — უთხრა ჰანამ, — და თუ ნოა გაღიზიანებს, მითხარი. ბავშვობაში ერთხელ კბილიც კი ჩამოვუგდე. ელენეს უნებურად გაეცინა. — ღამე მშვიდობისა. — ღამე მშვიდობისა, ელ. ჰანას გასვლის შემდეგ ოთახი ისევ ჩუმი გახდა. ელენემ პალტო სკამზე გადაკიდა და ღრმად ამოისუნთქა. დღე დამღლელი იყო. ემოციურად უფრო მეტად. სარკეში საკუთარ თავს მოკლედ გახედა — ხვეული თმა უკვე ნახევრად დაშლოდა, სვიტერის სახელოები ხელებზე ჰქონდა აფარებული, თვალებში კი ჯერ ისევ ის უცნაური დაძაბულობა ეტყობოდა, რომელიც ნოასთან შეხვედრის შემდეგ ვერ მოეშორებინა. უცნაური კაცი იყო. ზედმეტად ყურადღებიანი. და მისი მზერა… ელენემ სწრაფად აარიდა საკუთარ ფიქრებს თავი. საწოლზე ჩამოჯდა, მაგრამ რამდენიმე წუთში მიხვდა, რომ დაძინებას ვერ შეძლებდა. წყურვილი აწუხებდა. ამოიოხრა და ბოლოს ოთახიდან გავიდა. მეორე სართული თითქმის ბნელი იყო. ქვემოდან მხოლოდ სამზარეულოს სუსტი სინათლე ამოდიოდა. ელენე ნელა ჩავიდა კიბეებზე. და მაშინვე გაჩერდა. ნოა იქ იყო. სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა, სპორტული მაისური ეცვა და თავი ოდნავ უკან ჰქონდა გადაწეული, თითქოს დაღლილობას ებრძოდა. ტელეფონი ხელში ეჭირა, მაგრამ როგორც კი ნაბიჯების ხმა გაიგონა, მაშინვე ახედა. მისი მზერა პირდაპირ ელენეს დააწყდა. რამდენიმე წამით არცერთი არ განძრეულა. ნოას თვალები ნელა ჩაუყვა მის ფიგურას — თავისუფალი შორტები, დიდი მაისური, შიშველი ფეხები. და ელენემ უცებ ზედმეტად მკაფიოდ იგრძნო საკუთარი თავი. ელენე სწრაფად მივიდა სამზარეულოს კუნძულთან, თითქოს ნოას მზერისგან თავის დაღწევა უნდოდა. — მეგონა ყველას ეძინა — ჩუმად თქვა და წყლის ჭიქას მისწვდა. — მე სულ გვიან მძინავს. მისი ხმა ღამით უფრო დაბალი ჩანდა. უფრო რბილი. ელენემ წყალი დაისხა, მაგრამ ხელები ოდნავ უკანკალებდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ ნერვიულობდა ასე ძლიერ. ალბათ იმიტომ, რომ ნოა ზედმეტად ახლოს იყო. ზედმეტად დიდი. ზედმეტად მამაკაცური ამ პატარა სამზარეულოსთვის. — jet lag? — ჰკითხა ნოამ მსუბუქად. ელენემ ნახევრად ჩაიცინა. — ან უბრალოდ უძილობა. ნოას თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ზუსტად იმ წამს ელენე მოტრიალდა და მის მკერდს პირდაპირ შეეჯახა. — ღმერთო— ჭიქა ხელიდან გაუსხლტა. სანამ ძირს დაეცემოდა, ნოამ ინსტინქტურად წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა. ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. მაგრამ ელენესთვის დრო თითქოს გაჩერდა. მისი ხელი ზუსტად წელზე ჰქონდა — დიდი, ცხელი და ძლიერი. ელენეს სუნთქვა შეეკრა. ნოაც უცებ გაშეშდა. ახლა იმდენად ახლოს იდგნენ, რომ ელენე მის სუნთქვას გრძნობდა. მისი თითები ინსტინქტურად ნოას ჰუდის მკლავში ჩაებღაუჭა წონასწორობის შესანარჩუნებლად. რამდენიმე წამით არცერთი არ განძრეულა. ნოას მზერა ნელა ჩამოსრიალდა ელენეს ტუჩებზე. მერე ისევ თვალებში აუწია. და ელენემ პირველად იგრძნო, როგორი საშიში შეიძლებოდა ყოფილიყო უბრალო შეხებაც კი, როცა ადამიანი ასე გიყურებს. მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ უკან დახევა არ უნდოდა. ნოამ ხელი მაშინვე გაუშვა, როგორც კი იგრძნო, რომ ელენე უკვე მყარად იდგა. ზედმეტად სწრაფად. თითქოს საკუთარი თავის ეშინოდა. — კარგად ხარ? — დაბლა ჰკითხა. ელენემ ძლივს დაუქნია თავი. ნოას თვალები ისევ მის სახეზე იყო გაჩერებული. და იმ სიჩუმეში ორივე აშკარად ხვდებოდა, რომ რაღაც უკვე შეიცვალა. ნოამ ოთახის კარი ფეხით მიხურა და რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა. მკერდში ჯერ კიდევ ელენეს სუნამოს სუსტი სურნელი ჰქონდა ჩარჩენილი. ჯანდაბა. ხელები თმაში შეიცურა და მძიმედ ამოისუნთქა. არ ახსოვდა ბოლოს როდის იმოქმედა ვიღაცამ მასზე ასე სწრაფად. ერთი საღამოც არ იყო გასული. მაგრამ იმ მომენტს, როცა ელენე მის მკერდს შეეჯახა და ინსტინქტურად წელზე ხელი მოხვია, თავიდან ვეღარ იშორებდა. მისი წელი ისეთი ვიწრო იყო, ნოას ხელი თითქმის მთლიანად შემოეხვია. და ის წამი… როცა ელენემ მის ჰუდის ხელი ჩაავლო. თითქოს თვითონაც არ უნდოდა გაშვება. ნოამ ყბა დაჭიმა. არ უნდა ეფიქრა ამაზე. განსაკუთრებით ასე. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და თავი უკან გადაწია. ელენეს თვალები გაახსენდა. მუქი, შოკოლადისფერი თვალები, რომლებშიც მუდმივად რაღაც სევდიანი ჩანდა. ისეთი მზერა ჰქონდა, ადამიანს ინსტინქტურად რომ უჩნდება სურვილი, ფრთხილად მოექცეს. თითქოს ოდნავ ძლიერი შეხებითაც გატყდებოდა. და მაინც, მის შიგნით რაღაც საოცრად ჯიუტი იგრძნობოდა. ნოამ თავიდანვე შეამჩნია. სადილზეც თითქმის არ ლაპარაკობდა, მაგრამ ყველას აკვირდებოდა. ყოველ მოძრაობას ზომავდა, თითქოს ჯერ კიდევ წყვეტდა, უსაფრთხო იყო თუ არა ამ სახლში ყოფნა. ლამაზი იყო. არა უბრალოდ ლამაზი. ისეთი, თვალს რომ ვერ აშორებ. მაგრამ ნოას ყველაზე მეტად მისი მოწყენილი თვალები არ აძლევდა მოსვენებას. ელენეს დილით ჰანას ხმამაღალმა ყვირილმა გააღვიძა. — ღმერთო ჩემო! დედა! ვფიცავ, მოვკვდები! ქვემოდან არეულად ისმოდა სიცილი, ნაბიჯების ხმა და ჰანას თითქმის ისტერიკული შეძახილები. ელენემ თვალები ნელა გაახილა და რამდენიმე წამი გაუნძრევლად იწვა, დაბნეული ცდილობდა გაეხსენებინა სად იყო. მერე ყველაფერი ერთდროულად დაბრუნდა. ჰანას სახლი. მადლიერების დღე. ნოა. წინა ღამის გახსენებაზე სხეული მაშინვე დაეძაბა. მისი ხელი წელზე. ის მზერა. ელენემ სწრაფად წამოდგა საწოლიდან და კარადასთან მივიდა. ბოლოს შავი, გრძელი ნაქსოვი კაბა გამოიღო — რბილი ქსოვილი სხეულს მჭიდროდ ერგებოდა, თეძოებიდან ქვემოთ კი თავისუფლად ეშვებოდა. მაღალი საყელო ჰქონდა, მკლავები მაჯებს უფარავდა, მაგრამ მაინც შეუძლებელი იყო არ შეგემჩნია მისი სხეულის რბილი, ქალური ფორმები. თმა დაიშალა და მუქი კულულები ზურგზე გადაეფინა. სარკეში საკუთარ თავს რამდენიმე წამი უყურებდა. მერე ამოისუნთქა და ქვემოთ ჩავიდა. როგორც კი სამზარეულოში შევიდა, ჰანა პირდაპირ მისკენ მოტრიალდა. — Finally! შენ გძინავს საერთოდ ღამე? მაგრამ ელენეს ყურადღება მაშინვე ნოას მიეპყრო. სამზარეულოს კუნძულთან იდგა ტელეფონით ხელში. და უყურებდა. პირდაპირ. ისე, თითქოს ოთახში სხვა საერთოდ არავინ იყო. ნოას მზერა ნელა ჩაუყვა მის სხეულს — მხრებიდან, წელზე, კაბის ქვეშ გამოკვეთილ თეძოებზე… და მერე ისევ თვალებში აუწია. ელენემ იგრძნო როგორ აუწითლდა კანი. ამ კაცს საერთოდ არ შეეძლო ნორმალურად ყურება? — კარგი, ახლა ოფიციალურად ვყვირი! — ჰანა ისევ ხმამაღლა ალაპარაკდა, — ნოა, უთხარი! ნოამ ძლივს მოსწყვიტა მზერა ელენეს. ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა. — ჩემი აგენტი იყო. — და? — ჰანამ ლამის ახტა. — ნიუ-იორკის ერთ-ერთ მთავარ კლუბს ჩემი დამატება უნდა. ჰანა მაშინვე მივარდა და კისერზე ჩამოეკიდა. ჰანას დედას ხელი პირზე აეფარა, მამამისი კი ამაყად უყურებდა შვილს. სამზარეულო უცებ ბედნიერი ხმაურით აივსო. ელენე რამდენიმე წამით ჩუმად იდგა. და ნოას უყურებდა. ისეთი ბედნიერი ჩანდა, გულში რაღაც უცნაურად მოეჭირა. ნოამ ისევ გახედა. ამჯერად უკვე ღიმილით. — გილოცავ, — უთხრა ელენემ ჩუმად. ნოას თვალები წამით მის ტუჩებზე შეჩერდა. — მადლობა. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. მერე დაბალი ხმით დაამატა: — შავი აშკარად შენი ფერია. ელენეს სუნთქვა შეეკრა. და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ნოამ ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა. და ნოა ზუსტად ხედავდა, როგორ აუწითლდა ელენეს ლოყები. ღმერთო. ეს გოგო მართლა გააგიჟებდა. ელენემ სწრაფად აარიდა მზერა და ვითომ სრულიად შემთხვევით ჰანასკენ შეტრიალდა. — ძალიან მაგარია… მართლა. — “ძალიან მაგარია”-ო ამბობს, — ჰანამ დრამატულად ჩაიკიდა ხელი გულზე, — ელენე, ეს literally ნოას ოცნების კლუბია! — ჰანა, — ნოამ ნახევრად სიცილით გააფრთხილა. — არა, სერიოზულად, ბავშვობიდან ამათ თამაშებს უყურებდა. ერთხელ ტირილიც კი დაიწყო, როცა ფინალი წააგეს. — ღმერთო, გაჩუმდი. ელენეს გაეცინა. ნამდვილი. თავისუფალი. და ნოას ეგ სიცილი პირდაპირ მკერდში მოხვდა. მისი მზერა მაშინვე ისევ ელენესკენ წავიდა. როგორ იცინოდა. როგორ უკან გადაწია თავი ოდნავ. როგორ ჩამოეშალა ხვეული თმა მხრებზე. ჯანდაბა. ნოამ ყბა დაჭიმა და წყლის ბოთლი აიღო, თითქოს ეს როგორმე დაეხმარებოდა. ვერ წყვეტდა ყურებას. შავი კაბა მის სხეულს ისე ერგებოდა, თითქოს სპეციალურად მის გასაგიჟებლად ეცვა. ყოველი მოძრაობისას თვალები ინსტინქტურად მის წელზე, თეძოებზე უბრუნდებოდა. და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ელენეს საერთოდ არ ეტყობოდა, რამხელა ეფექტს ახდენდა. ან იქნებ ეტყობოდა. რადგან ზუსტად იმ წამს ელენემ ისევ შეხედა. მათი თვალები ერთმანეთს გაეყინა. რამდენიმე წამით ოთახის ხმაური თითქოს საერთოდ გაქრა. — კარგი, მე ოფიციალურად აღარ ვარსებობ თქვენთვის? — ჰანამ უცებ ხელი ააფრიალა მათ შორის. ელენე მაშინვე მოსწყდა ნოას მზერას. ნოას კი ჩაეცინა. — ზედმეტად ხმაურიანი ხარ იმისთვის, რომ ვინმემ ვერ შეგამჩნიოს. — აჰა! ისევ მიყვარხარ. ერთი წუთის წინ აღარ მიყვარდი. ჰანა ისევ ალაპარაკდა, მაგრამ ნოას ყურადღება უკვე ვეღარ ბრუნდებოდა სრულად საუბარზე. რადგან ელენე გვერდით იდგა. და პირველად დიდი ხნის განმავლობაში, რაღაც ფეხბურთზე მეტად აინტერესებდა. — მოიცა, მოიცა… — ჰანა უცებ გასწორდა სკამზე, — ესე იგი მართლა გადადიხარ ნიუ-იორკში? — სავარაუდოდ, — ნოამ ტელეფონი მაგიდაზე დადო, — თუ კონტრაქტი დადასტურდა. — ღმერთო, ეს სიგიჟეა… ჰანას დედა ისევ ბედნიერი სახით უყურებდა შვილს. — უკვე დაიწყე ბინის ძებნა? — ჩემმა აგენტმა რამდენიმე აპარტამენტი გამომიგზავნა დილით. ნოამ ტელეფონი ისევ აიღო და ფოტოები გადაშალა. ჰანა მაშინვე გვერდით მიუჯდა. — ოჰ, ეს ძაალიან სიმპათიურია. — ზედმეტად პატარაა. — შენ მარტო ცხოვრობ, ნოე, სასახლე არ გჭირდება. ნოას ჩაეცინა. ელენე ჩუმად უსმენდა, სანამ ნოამ ერთ-ერთ ფოტოზე არ გააჩერა ეკრანი. თანამედროვე, დიდი აპარტამენტი იყო — პანორამული ფანჯრებით და ქალაქის ხედით. — ეს მომწონს, — თქვა ნოამ. — სად არის? — ჰანამ ეკრანს დახედა. ნოამ მისამართი წაიკითხა. და უცებ ჰანას თვალები გაუფართოვდა. — მოიცა… ეგ ელენეს კამპუსთან ძალიან ახლოსაა. ნოამ მაშინვე თავი ასწია. — მართლა? ელენემ იგრძნო როგორ გაუსწორდა მზერა პირდაპირ მას. — დაახლოებით… ათი წუთი იქნება მანქანით, — თქვა ჩუმად. — ცუდი არაა, — მშვიდად თქვა ნოამ, მაგრამ ტუჩის კუთხე მაინც შეუმჩნევლად ჩაუტყდა. ჰანამ ორივეს საეჭვოდ გადახედა. — ღმერთო, უკვე ვხედავ ამას. — რას? — ელენემ მაშინვე ჰკითხა. — ნოა ყოველდღე შემთხვევით რომ გაჩნდება შენს კამპუსთან. — ჰანა. — რა? სიმართლეა. ნოამ წყლის ბოთლი აიღო, მაგრამ ღიმილს ვერ მალავდა. ელენემ თვალები აარიდა, თუმცა გულისცემა მაინც აუჩქარდა. უცნაური იყო. იდეა, რომ ნოა იმავე ქალაქში იქნებოდა. ახლოს. ზედმეტად ახლოს. საღამოს სახლი ისევ ხმაურით იყო სავსე. ჰანა და მისი მშობლები მისაღებში ისხდნენ, ძველ ფილმს უყურებდნენ და ყოველ რამდენიმე წუთში სიცილით ავსებდნენ ოთახს. ნოა კი მთელი დღე სახლში თითქმის არ ყოფილა. დილიდან წავიდა — აგენტთან შეხვედრები, ზარები, კონტრაქტები, ინტერვიუები. ჰანა რამდენჯერმე წუწუნებდა კიდეც: — მართლა ვარსკვლავი გახდა და დაგვივიწყა. ელენე ვითომ მშვიდად უსმენდა, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში უცნაურად ამჩნევდა ნოას არყოფნას. სახლი მის გარეშე სხვანაირი იყო. უფრო ცარიელი. და ეს აზრი საერთოდ არ მოეწონა. საღამოს, როცა ხმაური უკვე დამღლელი გახდა, ელენე ჩუმად ადგა და გარეთ გავიდა. ცივი ჰაერი მაშინვე შეეხო სახეზე. სახლის უკანა ეზო მშვიდი იყო — პატარა ნათურები ხეებს შორის ანათებდა, შორიდან კი ტყის ჩუმი ხმა ისმოდა. ელენემ ღრმად ჩაისუნთქა. აქ სუნთქვა უფრო მარტივი იყო. რამდენიმე წუთი მარტო იდგა, სანამ უკან კარი არ გაიღო. ნაბიჯების ხმა მაშინვე იცნო. ნოა. — აქ ყოფილხარ. ელენე ნელა მოტრიალდა. ნოას მუქი ჰუდი ეცვა, თმა კი ქარს ოდნავ აერია. დაღლილი ჩანდა, მაგრამ როგორც კი ელენე დაინახა, სახე შეუმჩნევლად დაურბილდა. — ხმაურის გამო გამოვედი, — ჩუმად თქვა ელენემ. ნოას მსუბუქად ჩაეცინა. — ჰო, ჩემი ოჯახი ზოგჯერ ზედმეტად ხმაურიანია. რამდენიმე წამი გვერდიგვერდ იდგნენ. სიჩუმე უცნაურად მშვიდი იყო. — ჰანამ მითხრა, მთელი დღე გარეთ იყავი, — თქვა ბოლოს ელენემ. — კი. — დაღლილი ჩანხარ. ნოამ მზერა მისკენ გადაიტანა. — შენ ამჩნევ? ელენემ მაშინვე იგრძნო, როგორ დაეძაბა სხეული მისი ხმის გაგონებაზე. — უბრალოდ გეტყობა. ნოამ რამდენიმე წამი უყურა. ისევ იმ ყურადღებიანი მზერით. თითქოს ცდილობდა, ელენეში რაღაც ამოეკითხა. — შენ კი ისეთი სახე გაქვს, თითქოს ნებისმიერ წამს გაქცევას აპირებ. ელენეს სუნთქვა შეეკრა. თვალები მაშინვე აარიდა. ჯანდაბა. ნოამ შეამჩნია. რა თქმა უნდა, შეამჩნია. — ცუდად გამომივიდა? — ამჯერად უფრო ფრთხილად ჰკითხა. — არა… მაგრამ ხმა მაინც ზედმეტად ჩუმი გამოუვიდა. ქარმა ელენეს ხვეული თმა სახეზე გადმოუყარა. სანამ თვითონ გაისწორებდა, ნოამ ინსტინქტურად ხელი ასწია… მაგრამ შუა მოძრაობაში გაჩერდა. ელენემ ეს მაშინვე შეამჩნია. როგორ შეიკავა თავი. როგორ არ შეეხო. და გულში რაღაც უცნაურად მოეშვა. ნოამ ხელი ისევ დაბლა დაუშვა. — ბოდიში. — არაფერია. რამდენიმე წამი ისევ ჩუმად იდგნენ. მერე ნოამ დაბალი ხმით თქვა: — იცი, თავიდან მეგონა უბრალოდ ჩუმი იყავი. ელენემ ნელა ახედა. — ახლა? ნოას თვალებში რაღაც ძალიან რბილი გამოჩნდა. — ახლა მგონია, რომ ძალიან ბევრ რამეს მალავ. ნოამ ეს პასუხი ისეთი მშვიდი ტონით თქვა, თითქოს უბრალოდ ფაქტს ამბობდა. და სწორედ ეს იყო ყველაზე ცუდი. ელენეს მთელი ცხოვრება ადამიანები ან საერთოდ ვერ ამჩნევდნენ რას გრძნობდა, ან ამჩნევდნენ და თვალს არიდებდნენ. ნოამ კი რამდენიმე დღეში დაინახა. ის, რასაც სხვები წლები ვერ ხედავდნენ. ელენემ თავი ოდნავ დახარა. — შენ ყოველთვის ასე აკვირდები ხალხს? ნოას ტუჩის კუთხე შეუმჩნევლად ჩატყდა. — მხოლოდ მათ, ვინც მაინტერესებს. გული უცნაურად ძლიერად დაეჯახა მკერდს. ქარმა ისევ დაუბერა. ელენეს თმა სახეზე გადმოეყარა, ნოას კი მზერა წამით მის ტუჩებზე გაუჩერდა. ჯანდაბა. ელენემ იგრძნო. ყველაფერი იგრძნო. როგორ იდგა ზედმეტად ახლოს. როგორ დაურბილდა ხმა მასთან საუბრისას. როგორ უყურებდა, თითქოს დანარჩენი სამყარო საერთოდ აღარ არსებობდა. და ყველაზე საშიში ის იყო, რომ ეს არ აშინებდა. უნდა შეშინებოდა. მაგრამ არ ეშინოდა. ნოამ ნელა გადადგა ნაბიჯი მისკენ. ახლა მათ შორის თითქმის აღარაფერი დარჩა. ელენეს სუნთქვა შეეკრა. ნოას თვალები ისევ მის თვალებში იყო გაჩერებული, მაგრამ მზერა ნელ-ნელა მძიმდებოდა. თითქოს საკუთარ თავს ძლივს აკავებდა. — ელენე… მისი სახელი ნოას ბაგეებზე ისე ჟღერდა, თითქოს რაღაც ზედმეტად პირადი იყო. ელენემ ინსტინქტურად თითები სვიტერის მკლავში მოიქცია. — ჰო? რამდენიმე წამი ნოამ უბრალოდ უყურა. მერე ჩუმად, თითქმის ჩურჩულით თქვა: — შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რას მიკეთებ. და ელენეს იმ წამს მართლა აღარ ახსოვდა როგორ უნდა ესუნთქა. ნოას მზერა ისეთი იყო, თითქოს ბოლომდე აკონტროლებდა თავს. ძლივს. მის თვალებში აღარ იყო მხოლოდ ინტერესი. იქ უკვე სურვილი ჩანდა. თბილი, მძიმე, საშიში სურვილი. ელენემ ინსტინქტურად ტუჩები ერთმანეთს დააჭირა. ნოას მზერა მაშინვე იქ დაეშვა. ჯანდაბა. ჰაერი უცებ ზედმეტად ცხელი გახდა. მიუხედავად ცივი ნოემბრის ღამისა. — ნოა… — ელენეს ხმა ოდნავ ჩაუწყდა. ნოამ თვალები დახუჭა ერთი წამით, თითქოს საკუთარი სახელის მისგან გაგონება საერთოდ არ ეხმარებოდა. პირიქით. უფრო ანგრევდა. — მითხარი, თუ უნდა გავჩერდე, — დაბლა თქვა. ელენეს გული ისეთი ძალით უცემდა, ეგონა ნოაც გაიგონებდა. უნდა ეთქვა. უნდა დაეხია უკან. მაგრამ ნოას სიახლოვეში პირველად დიდი ხნის განმავლობაში უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. და ეს ყველაფერზე მეტად აბნევდა. ნოამ ძალიან ნელა ასწია ხელი. ისე, რომ ელენეს თითოეული წამი დაენახა. არცერთი მოძრაობა მოულოდნელი არ ყოფილა. თითები ფრთხილად შეეხო მის თმას და სახიდან ჩამოშლილი კულული ყურის უკან გადაუწია. ელენე შეკრთა. არა შიშით. საერთოდ არა. უფრო იმიტომ, რომ ვერ იხსენებდა ბოლოს როდის შეეხო ვინმე ასე ფრთხილად. თითქოს ძვირფასი რაღაც იყო. ნოას თითები წამით მის ყელთან შეჩერდა. თბილი კანი. აჩქარებული პულსი. და მაშინ მიხვდა, რომ ელენეც ზუსტად იმავეს გრძნობდა, რასაც თვითონ. მისი მზერა ისევ ტუჩებზე დაეშვა. ახლა უკვე აშკარად. ღიად. და ღმერთო… კიდევ ერთი ნაბიჯი რომ გადაედგა, ალბათ ვეღარ გაჩერდებოდა. ზუსტად იმ წამს, როცა ნოამ ოდნავ კიდევ დაიხარა მისკენ, სახლის კარი ხმაურით გაიღო. — ოჰ ღმერთო, აქ ხართ?! ჰანას ხმა ორივესთვის ცივი წყლის გადასხმასავით აღმოჩნდა. ელენე მაშინვე ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ნოამ კი თვალები დახუჭა და ჩუმად ამოისუნთქა, აშკარად საკუთარ თავს აწყნარებდა. ჰანა კართან გაშეშდა. მერე ნელა, ძალიან ნელა გადახედა ორივეს. — აჰა. სიჩუმე. — ჰანა— — დაიწყო ნოამ. — არა, არა, არაფრის თქმა არ გჭირდებათ, — ხელი ასწია ჰანამ, თუმცა სახეზე უკვე ეწერა, რომ ყველაფერს მიხვდა, — მე უბრალოდ წყლის ასაღებად გამოვედი. ელენეს ლოყები მაშინვე აეწვა. — არაფერი მომხდარა, — სწრაფად თქვა. ჰანამ წარბი აწია. — საყვარელო, ნოას ისეთი სახე აქვს, თითქოს ერთი წამი და ცოდვას ჩაიდენდა. — ჰანა. — კარგი, ვჩუმდები! მაგრამ საერთოდ არ ჩუმდებოდა. პირიქით, უკვე სიცილს ძლივს იკავებდა. ნოამ ხელი სახეზე ჩამოისვა და თავი გააქნია. — შენ ყველაზე ცუდ დროს ჩნდები. — ეს ჩემი ნიჭია. ელენემ თვალები აარიდა, რადგან ნოასკენ შეხედვას უბრალოდ ვეღარ ახერხებდა. გული ჯერ კიდევ საშინლად უცემდა. ნოას მზერას კი ისევ გრძნობდა საკუთარ თავზე. ისეთი მძიმე იყო, თითქოს რამდენიმე წუთის წინ დაწყებული რაღაც ჯერ ბოლომდე არ დასრულებულიყო. ჰანამ ბოლოს ორივეს კიდევ ერთხელ გადახედა და მერე ტუჩები ნელა გაწელა ღიმილში. — ოჰ, ეს ძალიან საინტერესო გახდება. დილით ელენეს მზემ გააღვიძა. ფარდებს შორის შემოსული მკრთალი სინათლე ოთახს მშვიდ ოქროსფერ ფერს აძლევდა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად იწვა და წინა ღამის გახსენებას გაურბოდა. მაგრამ როგორც კი თვალები ბოლომდე გაახილა, ყველაფერი ისევ დაბრუნდა. ნოას ხმა. მისი ხელი თმაზე. ის მზერა. „შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რას მიკეთებ.“ ელენემ თვალები მაშინვე დახუჭა. ღმერთო. სახე ბალიშში ჩამალა და ჩუმად ამოიოხრა. გული ახლაც აუჩქარებით უცემდა ამის გახსენებაზე. რამდენიმე წუთის შემდეგ ბოლოს მაინც ადგა, შავი აბრეშუმის ხალათი მოიცვა და ქვემოთ ჩავიდა. სახლი უჩვეულოდ მშვიდი იყო. სამზარეულოში მხოლოდ ჰანა იჯდა უზარმაზარი ფინჯნით ხელში. დილა მშვიდობისა, მძინარე მზეთუნახავო, — უთხრა ღიმილით. ელენემ ნახევრად გაღიმება სცადა. — სხვები სად არიან? — დედა და მამა მაღაზიაში წავიდნენ. ელენემ თავი დაუქნია და მერე თითქოს არაფერი იკითხა: — ნოა? ჰანამ ფინჯანი მაგიდაზე დადო. — დილით ადრე წავიდა. ელენეს რაღაც უცნაურად მოეჭირა მკერდში. — ო… — კლუბთან შეხვედრები აქვს. მგონი რამდენიმე დღეც დარჩება ქალაქში. რამდენიმე წამი ჩუმად დარჩა. ელენემ თვითონაც ვერ გაიგო რატომ გაუცრუვდა გული ასე ძლიერ. ალბათ იმიტომ, რომ წინა ღამის შემდეგ ეგონა… არ იცოდა რას ელოდა. უბრალოდ ეგონა, რომ კიდევ ნახავდა. ჰანა ყურადღებით აკვირდებოდა. — ისეთი სახე გაქვს, თითქოს ვიღაც მოკვდა. — არა. — ელენე. — უბრალოდ ვიფიქრე, რომ… — გაჩერდა, — არაუშავს. ჰანას ტუჩები ნელა ჩატყდა ღიმილში. — ღმერთო ჩემო. — რა? — შენ ჩემი ძმა მოგწონს. ელენემ მაშინვე თვალები აარიდა. — სისულელეა. — კარგი. ჰანას ხმა აშკარად არ ნიშნავდა, რომ დაუჯერა. ელენე ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა. ეზო ცარიელი იყო. უცნაური იყო, როგორ სწრაფად შეეჩვია ნოას ყოფნას ამ სახლში. მის ხმას. ნაბიჯებს. მზერას, რომელსაც მუდმივად საკუთარ თავზე გრძნობდა. ახლა კი სახლი ისევ ჩვეულებრივად მშვიდი ჩანდა. და რატომღაც ეს სიმშვიდე საერთოდ აღარ მოსწონდა. მადლიერების დღის შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდარამდენიმე დღეში ჰანა და ელენე New York -ში დაბრუნდნენ. უნივერსიტეტი ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა — ლექციები, ბიბლიოთეკა, გადაღლილი სტუდენტები, ხმაურიანი კამპუსი. მაგრამ ელენეს თავში მუდმივად სხვა რაღაც ტრიალებდა. ან უფრო სწორად… სხვა ადამიანი. ერთი კვირა გავიდა. და ელენეს საკუთარ თავზე უკვე ნერვეი ეშლებოდა. რადგან თითქმის ყოველ საღამოს ინტერნეტში ნოას შესახებ ახალ ამბებს კითხულობდა. „ამომავალი ვარსკვლავი.“ „კლუბის ახალი ფავორიტი.“ „ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა მოთამაშე.“ ფოტოები ყველგან იყო. ნოას ღიმილი. ნოას ინტერვიუები. ნოას ვარჯიშები. ერთ ფოტოზე სპორტული ჩანთა ეკიდა მხარზე და ტელეფონში იყურებოდა. მეორეში ჟურნალისტებს პასუხობდა. მესამეში უბრალოდ იღიმოდა. ელენემ გაღიზიანებულმა ჩაკეტა ტელეფონი. ეს სისულელე იყო. ისინი თითქმის უცხოები იყვნენ. მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე, როცა ნოას სახეს ხედავდა, იმ ღამეს იხსენებდა. მის ხმას. მის მზერას. და იმას, რამდენად ახლოს იდგნენ ერთმანეთთან. — ისევ ჩემს ძმას უყურებ? ჰანას ხმამ შეაკრთო. ელენემ მაშინვე გადადო ტელეფონი. — არა. ჰანამ თვალები აატრიალა. — ელენე, გეფიცები, შენზე ცუდი მატყუარა არ მინახავს. ელენემ ბალიში ესროლა. ჰანას სიცილი აუტყდა. ზუსტად იმ დროს მისი ტელეფონი აწკრიალდა. — დედაა, — თქვა და უპასუხა, — ჰო?… მართლა?… ღმერთო, ისევ ჟურნალისტები? ელენე ვითომ მშვიდად კითხულობდა წიგნს, მაგრამ ნოას სახელის გაგონებაზე ყურადღება მაინც იქით გაურბოდა. — კი, კარგადაა… არა, ჯერ არ უძინია ალბათ… ჰო, მეც მენატრება. ჰანას ხმა უცებ დარბილდა. მერე ელენეს გახედა. — დედას უნდა დაგელაპარაკოს. — მე? — ჰო, აიღე. ელენემ დაბნეულმა გამოართვა ტელეფონი. — გისმენთ? — ელენე, საყვარელო, როგორ ხარ? — მაშინვე მოესმა ქალის თბილი ხმა. ელენეს უნებურად გაეღიმა. — კარგად. თქვენ? — ახლა უკეთ. ეს კვირა სრული სიგიჟე იყო ნოას გამო. ელენეს ჩუმად ჩაეცინა. — წარმომიდგენია. — ისეთი დაკავებულია, მგონი სახლში ცხოვრებაც დაავიწყდა. ამის გაგონებაზე გულში რაღაც უცნაურად დაეშვა. თითქოს იმედი ჰქონდა, რომ… არა. არ ჰქონდა. არ უნდა ჰქონოდა. — მაგრამ იცოდე, ძალიან გაუხარდა, რომ გაგიცნო, — დაამატა ქალმა თბილად, ელენეს თითები ტელეფონზე ოდნავ მოეჭირა. და იმ წამს პირველად მიხვდა, რომ ნოასაც ალბათ ახსოვდა ის ღამე იმ საღამოს, ჰანას დედასთან საუბრის შემდეგ, ელენე დიდხანს იჯდა ფანჯარასთან. New York-ი ქვემოთ ისევ ხმაურობდა — მანქანების სიგნალები, განათებები, ხალხი, რომელიც სადღაც მუდმივად გარბოდა. ელენეს კი ტელეფონი ხელში ეჭირა. სრული სისულელე იყო. მაგრამ მაინც ყოველ რამდენიმე წუთში ეკრანს ამოწმებდა. იქნებ მოეწერა. იქნებ დაერეკა. იქნებ უბრალოდ… ამ ფიქრზე მაშინვე თვალები დახუჭა და გაღიზიანებულმა ტელეფონი საწოლზე მოისროლა. რა სისულელეა. ნოა ახლა სრულიად სხვა სამყაროში იყო. ინტერვიუები. კონტრაქტები. ახალი ცხოვრება. და ელენე? უბრალოდ გოგო, რომელიც მადლიერების დღეზე გაიცნო. მეტი არაფერი. მუცელში უსიამოვნოდ მოეჭირა რაღაც. ჰანა უკვე მშვიდად ფურცლავდა ლეპტოპში რაღაცას, როცა ელენემ იკითხა: — შენს ძმას… ძალიან ბევრი გოგო ჰყავს? ჰანამ თავი ნელა ასწია. მერე სახეზე ისეთი ღიმილი გამოესახა, ელენემ მაშინვე ინანა კითხვა. — ოჰ, ესე იგი აქამდე მივედით. — უბრალოდ ვიკითხე. — ჰო, აბა. ელენემ ბალიში ესროლა. ჰანას სიცილი აუტყდა. — კარგი, სიმართლე გითხრა? გოგოები literally გიჟდებიან ნოაზე. მაგრამ თვითონ დიდად არასოდეს აინტერესებდა ეგ ყველაფერი. ელენემ ვითომ გულგრილად დაუქნია თავი. მაგრამ რატომღაც ეს პასუხი მაინც ესიამოვნა. ჰანამ რამდენიმე წამი უყურა. — იცი, რაც ყველაზე უცნაური იყო? — რა? — იმ საღამოს… — ტუჩები ოდნავ ჩატეხა, — არასოდეს მინახავს ნოა ვინმეს ასე უყურებდეს. ელენეს გული ისევ აუჩქარდა. და რაც არ უნდა ეცადა, საკუთარ თავს მაინც ვერ ატყუებდა. ელოდა. მის ზარს. მის შეტყობინებას. რაღაცას. იმ ღამით ჰანას უკვე ეძინა. ოთახში მხოლოდ საწოლის გვერდით მდგომი პატარა სანათი ანათებდა. ელენე ფანჯარასთან იჯდა, მუხლები მკერდთან ჰქონდა მოხრილი და ტელეფონს უყურებდა. ეკრანზე ერთი და იგივე სახელი ენთო. დედა. დღეს უკვე მეხუთედ რეკავდა. ელენემ თვალები დახუჭა. არ უნდოდა პასუხი. მაგრამ იცოდა, თუ ისევ არ უპასუხებდა, დედამისი არ გაჩერდებოდა. ბოლოს მძიმედ ამოისუნთქა და ზარს უპასუხა. — გისმენ. რამდენიმე წამი მხოლოდ დედამისის სუნთქვა ისმოდა. — როგორ ხარ? ელენეს მაშინვე დაეძაბა სხეული. ყოველთვის ასე იწყებოდა. ფრთხილად. თითქოს ორივე ცდილობდა იმაზე არ ელაპარაკათ, რაც სინამდვილეში ანგრევდათ. — კარგად. — სწავლა როგორ მიდის? — ნორმალურად. ისევ სიჩუმე. მერე დედამისის უფრო ფრთხილი ხმა: — მამაშენმა გიკითხა. ელენეს ყბა მაშინვე დაეჭიმა. — მართლა? — ელენე… — არა, მართლა მაინტერესებს. უბრალოდ მკითხა? თუ ისევ გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ არსებობდეს ეს თემა? დედამისი გაჩუმდა. და ეს სიჩუმე ყველაფერზე უარესი იყო. ელენემ იგრძნო, როგორ აუკანკალდა ხელები. — ხომ იცი, უჭირს ამაზე ლაპარაკი… — მე უფრო მიჭირს. ხმა ჩაუწყდა. ჯანდაბა. არ უნდოდა ტირილი. აღარ. — ელენე, ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ კარგად იყო… — არა, — ჩუმად თქვა, — თქვენ უბრალოდ გინდათ, რომ ყველაფერი დაივივიწყო. ტელეფონის მეორე მხარეს ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ზუსტად ისეთი, როგორსაც სახლში ტოვებდნენ ყოველთვის, როცა ოთახში შევიდოდა. თითქოს ზედმეტი ტკივილი იყო ყველასთვის. ელენემ უცებ იგრძნო, რომ სუნთქვა უჭირდა. — მერე დაგირეკავ, — სწრაფად თქვა. — ელენე, მოიცა— მაგრამ მან უკვე გათიშა. ტელეფონი საწოლზე დააგდო და სახეზე ხელები აიფარა. მკერდი მტკივნეულად ეჭიმებოდა. ცრემლები თავისით წამოუვიდა. სძულდა ეს. სძულდა, რომ მშობლებთან ყოველი საუბრის შემდეგ ისევ იმ გოგოდ გრძნობდა თავს, რომელიც მაშინ გატეხეს. ტელეფონი ისევ აწკრიალდა. ელენემ გაღიზიანებულმა აიღო, ეგონა დედამისი იყო. მაგრამ ეკრანზე უცნობი ნომერი ეწერა. გული უცნაურად აუჩქარდა. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. მერე ბოლოს უპასუხა. — გისმენთ? რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ნაცნობი, დაბალი ხმა გაისმა: — ცუდ დროს დაგირეკე? ელენეს სუნთქვა წამით შეუწყდა. ნოა. თვალები მაშინვე დახუჭა. ღმერთო. ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა, მის ხმაში ტირილი გაეგო. — გისმენ, — სწრაფად თქვა და ცრემლები ხელის ზურგით მოიწმინდა. რამდენიმე წამი სიჩუმე იყო. მერე ნოას დაბალი ხმა გაისმა: — ტირი? — არა… უბრალოდ მეძინა თითქმის. საშინელი ტყუილი იყო. და აშკარად თვითონაც მიხვდა ამას. ნოამ რამდენიმე წამი არაფერი თქვა. თითქოს ფიქრობდა. — კარგად ხარ? ელენემ ინსტინქტურად ტუჩი მოიკვნიტა. — კი. კვლავ სიჩუმე. გრძელი. მძიმე. და უცნაურად ინტიმური. ელენე პირველად ხვდებოდა, როგორი განსხვავებული იყო ნოას ხმა ტელეფონში — უფრო მშვიდი, უფრო ახლო. ისეთი, თითქოს პირდაპირ მის გვერდით იჯდა. — სიმართლე გითხრა, არ მეგონა თუ აიღებდი, — ჩუმად თქვა ნოამ ბოლოს. გულისცემა ისევ აუჩქარდა. — რატომ? — არ ვიცი… — ოდნავ ჩაეცინა, — იმ ღამის შემდეგ ცოტა დამაბნიე. ელენემ თვალები დახუჭა. იმ ღამის გახსენებაზე მკერდი ისევ დაეძაბა. — შენც დამაბნიე. ეს სიტყვები დაუფიქრებლად წამოსცდა. როგორც კი თქვა, მაშინვე ინანა. მაგრამ ნოას რამდენიმე წამიან სიჩუმეში აშკარად იგრძნობოდა, რას ნიშნავდა ეს მისთვის. — კარგი, — ჩუმად თქვა ბოლოს, — ეს უკვე ცოტას მეხმარება. ელენეს უნებურად ჩაეცინა ცრემლებს შორის. ნოამ ეს მაშინვე შეამჩნია. — აი, ეგ ხმა მინდოდა. — რა ხმა? — როცა იცინი. ღმერთო. ელენემ თავი კედელს მიადო. ეს კაცი საერთოდ ვერ ხვდებოდა რას უკეთებდა. — ჰანა მეუბნება, რომ ინტერნეტში მსტალკავ — უცებ თქვა ნოამ. ელენე მაშინვე გასწორდა. — რა?! ნოას სიცილი მოესმა. ღრმა, მშვიდი სიცილი. — ჰო, როგირც მითხრა ჩემი ყველა ინტერვიუ ნანახი გაქვს. — ჰანას მოვკლავ. — ანუ მართალია? ელენემ თვალები დახუჭა. — ცოტათი. — ცოტათი, — გაიმეორა ნოამ ღიმილით. და ელენემ პირველად მთელი საღამოს განმავლობაში იგრძნო, რომ მკერდზე მოჭერილი სიმძიმე ოდნავ მსუბუქდებოდა. — ჰანა მართლა საშინელი ადამიანია. — არა, ძალიან სასარგებლოა ჩემთვის. — ნუ მიეჩვევი. ნოას ჩუმი სიცილი ისევ მოესმა ტელეფონში. რამდენიმე წამით ორივე გაჩუმდა. მაგრამ ეს სიჩუმე აღარ იყო უხერხული. ელენე ფანჯარასთან იდგა, ღამის განათებებს უყურებდა და პირველად მთელი საღამოს განმავლობაში თავს ასე მძიმედ აღარ გრძნობდა. — ნიუ-იორკი როგორ გექცევა? — ჰკითხა ნოამ მშვიდად. — ჯერ ისევ მგონია, რომ ძალიან დიდია ჩემთვის. — ჰო, თავიდან მეც მასე ვიყავი. — შენ? — ელენეს უნებურად ჩაეცინა, — შენ ისე გამოიყურები, თითქოს ყველგან შენი ადგილი გქონდეს. ნოამ რამდენიმე წამი არაფერი თქვა. — ეგ მხოლოდ გარედან ჩანს. ელენემ ნელა ჩამოსწია მზერა. უცნაური იყო, როგორ ესმოდა ამ ადამიანს მისი. მაშინაც კი, როცა თითქმის არაფერი იცოდა მასზე. — ხვალ ვარჯიში მაქვს ძალიან ადრე, — თქვა ბოლოს ნოამ, — და მწვრთნელი ალბათ მომკლავს, თუ არ დავიძინე. ელენეს გულში უცნაური იმედგაცრუება გაეკრა. არ უნდოდა, ზარი დასრულებულიყო. — მაშინ უნდა დაიძინო. — ჰო. მაგრამ მაინც არ თიშავდა. ელენეს ტუჩები შეუმჩნევლად ჩატყდა. — ნოა? — მმ? — გილოცავ… მართლა. ნოას ხმა უცებ დარბილდა. — მადლობა. რამდენიმე წამი ისევ ჩუმად იყო. მერე დაბლა დაამატა: — მინდოდა პირველი შენთვის დამერეკა. ელენეს სუნთქვა ისევ შეეკრა. გული ისეთი სისწრაფით უცემდა, თითქოს ნოას შეეძლო ტელეფონიდანაც გაეგონა. — ღამე მშვიდობისა, ელენე. მისი სახელის წარმოთქმისას ხმა ისევ ისეთი ჰქონდა. თბილი. ზედმეტად ახლო. — ღამე მშვიდობისა. ზარი გაითიშა. ელენე კიდევ რამდენიმე წამი იდგა ფანჯარასთან ტელეფონით ხელში. მერე ნელა დახედა ჩაბნელებულ ეკრანს. და პირველად დიდი ხნის შემდეგ, დაძინების აღარ ეშინოდა. მეორე დილით New York ისევ ჩვეულებრივად ცოცხლობდა — ხმაური, მანქანები, კამპუსისკენ მიმავალი სტუდენტები, ყავის სუნი დერეფნებში. ელენე ლექციიდან დაბრუნდა და საწოლზე პირდაპირ დაეშვა. ტელეფონი ხელში აიღო მხოლოდ ჩვევით. და სწორედ იქ ნახა. „ახალი სპორტული ვარსკვლავი ნოა ჰეიზი იდუმალ გოგონასთან ერთად“ ფოტოები. ნოა. და ვიღაც გოგო. ერთ-ერთ კადრში ძალიან ახლოს იდგნენ. სხვა ფოტოში იცინოდნენ. მესამე — თითქოს ხელიც კი ეჭირათ. ელენეს თითები უცებ გაშეშდა. ეკრანი რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდა, თითქოს აზრს ვერ აყალიბებდა. მერე ძალიან მშვიდად ჩააქრო ტელეფონი. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ჰანა გვერდით არ იყო — ლექციაზე. და ეს სიჩუმე ზედმეტად ხმამაღალი გახდა. ელენემ ფანჯარასთან მივიდა. გარეთ ყველაფერი ისე ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თითქოს არაფერი მომხდარა. და სწორედ ამაში იყო პრობლემა. რამდენიმე წუთი იდგა გაუნძრევლად. მერე ძალიან ჩუმად თქვა: — რა სულელი ვარ. თითქოს საკუთარ თავს ეუბნებოდა. თითქოს პირველად გაიგო ხმამაღლა ის, რასაც გულში უკვე დიდი ხანია გრძნობდა. ელენემ ტელეფონი საწოლზე დააგდო. და ამჯერად აღარ გახსნა. არც ინტერნეტი. არც მისი სახელი. არც არაფერი. უბრალოდ გადაწყვიტა, რომ დასრულდა. რაც არც კი დაწყებულა. მაგრამ ყველაზე რთული მაინც ის იყო, რომ მიუხედავად ყველაფრისა… რაღაც პატარა ნაწილი ისევ ელოდა, რომ ეს ფოტოები უბრალოდ შეცდომა იქნებოდა. კარი გაიღო და ჰანა სწრაფად შემოვიდა ოთახში, ჩანთის სროლით საწოლზე. — ელენე, შენ არ დაიჯერებ რა მოხდა კამპუსში— გაჩერდა. ერთი წამით. ელენეს სახე რომ დაინახა. ჰანას ღიმილი მაშინვე გაქრა. — რა მოხდა? ელენემ ფანჯარას გახედა, თითქოს დროის მოგება უნდოდა. — არაფერი. ჰანა მაშინვე მიხვდა, რომ ეს „არაფერი“ ყველაზე დიდი ტყუილი იყო. ჩუმად მივიდა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ტელეფონი აიღო. — ინტერნეტში ნახე რამე? ელენე არ პასუხობდა. ჰანამ უბრალოდ ჩართო ეკრანი. რამდენიმე წამი უყურა. მერე ნელა ამოისუნთქა. — ოჰ… ელენე ხმას არ იღებდა. ჰანა გვერდით მიუჯდა. — ელენე… — ნუ, — ჩუმად თქვა ელენემ, — არ გინდა. — შენ არ იცი რა არის ეს ფოტოები. ელენემ მწარედ ჩაეცინა. — და რა არის? „არასწორი ინტერპრეტაცია“? ჰანამ ტუჩი მოიკვნიტა. — შეიძლება იყოს. — ჰანა. ჰანამ ტელეფონი გვერდზე გადადო და ელენეს გვერდით ჩუმად დაჯდა. — კარგი, — თქვა ბოლოს, — აღარ ვაპირებ ამაზე ტვინის ჭ....ტას. ელენემ ოდნავ გახედა. — არც მე. — კარგი, მისმინე, — თქვა მშვიდად, — აღარ ვაპირებ ამ თემის გაბერვას. ელენემ ოდნავ გადახედა. — უბრალოდ… დავასრულოთ ეს ყველაფერი. ფიქრი, ფოტოები, ინტერნეტი, ყველაფერი. ელენემ ჩუმად ჩაისუნთქა. ჰანამ ტელეფონი აიღო და რაღაც სწრაფად გადაფურცლა. — იცოდი, რომ დებიუტი აქვს? ელენეს მზერა ოდნავ გაუმკაცრდა. — ჰო. — ხვალ არის. სიჩუმე. ჰანამ ნელა გაგრძელდა: — ჩემი მშობლები მიდიან. მთელი ოჯახი. პაუზა. მერე ელენეს შეხედა. — და ჩვენც მივდივართ. — არა. — კი. ელენემ მაშინვე თავი გააქნია. — ჰანა, არ მინდა. ჰანა არ ეშვებოდა. — შენ არაფერს აკეთებ. უბრალოდ მოდიხარ. ვუყურებთ თამაშს და ვბრუნდებით. მორჩა. ელენემ თვალები დახუჭა. — აზრი არ აქვს. — აქვს, — მოკლედ თქვა ჰანამ, — იმიტომ რომ შენ არ შეგიძლია ასე უბრალოდ გაქრობა და ყველაფრის ფიქრი. ელენემ არაფერი უპასუხა. ჰანამ ოდნავ რბილად დაამატა: — გთხოვ. ეს სიტყვა საკმარისი იყო. ელენემ ბოლოს ძალიან ჩუმად ამოისუნთქა. — კარგი. ჰანამ ოდნავ გაუღიმა. — უბრალოდ ვუყურებთ. — უბრალოდ ვუყურებთ, — გაიმეორა ელენემ. მაგრამ ორივემ იცოდა… იქ „უბრალოდ“ არაფერი იქნებოდა დილა ნიუ-იორკში ჩვეულებრივზე უფრო ცივი იყო. ელენე საწოლთან იდგა და რამდენიმე წუთი უბრალოდ უყურებდა კარადას. ჰანამ უკვე ყველაფერი დაგეგმა — არა შავი სპორტული რამე, — თქვა კატეგორიულად, — დღეს არ იმალები. ელენემ წარბი ასწია. — მე არ ვიმალები. — იმალები, ელენე. და ეს საკმარისი იყო. ჰანამ კარადა გამოაღო და ერთი-ორი ვარიანტი ამოიღო. ბოლოს კი ელენეს ხელში შავი, სხეულზე იდეალურად მორგებული კაბა ჩაუგდო. არა ზედმეტად გამომწვევი. არა ზედმეტად უბრალო. ზუსტად ის, რაც ზედმეტად კარგად აჩენდა მის სილუეტს ისე, თითქოს შემთხვევით. — ეს, — თქვა ჰანამ. ელენემ ჩუმად შეხედა. — სტადიონზე მივდივართ. — ზუსტად ამიტომ. ელენემ თავი გააქნია, მაგრამ მაინც ჩაიცვა. კაბა მუხლამდე ჩადიოდა, გვერდზე ძალიან პატარა ჭრილით. მაღალ ყელზე ოდნავ მოქცეული ქსოვილი მკერდსა და წელს კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენდა, მაგრამ ისე, რომ ზედმეტად “ხმამაღალი” არ ყოფილიყო. თმა დაიშალა. მუქი კულულები ზურგზე დაეშვა. ჰანამ ერთი წამით შეხედა და მხოლოდ თქვა: — ოჰ. — რა? — შენ დღეს პრობლემას შექმნი. ელენემ თვალები აატრიალა. — ჩემი მიზანი არ არის ვინმესთვის პრობლემის შექმნა. — მაინც გააკეთებ. მშობლების შეხვედრა იმ დილით ცოტა დაძაბული იყო. ჰანას ოჯახი უკვე მზად იყო — თბილად ჩაცმული, აღელვებული, თითქოს უბრალო მატჩზე კი არა, რაღაც დიდზე მიდიოდნენ. ჰანას მამამ ელენეს შეხედა და თბილად გაუღიმა. — მზად ხარ? ელენემ ოდნავ დაუქნია თავი. — მგონი კი. ჰანას დედამ ხელი მხარზე დაადო. — უბრალოდ ისიამოვნე. ეს სიტყვები უცნაურად დამამშვიდებელი იყო. როცა სტადიონთან მივიდნენ, უკვე ყველაფერი სხვანაირად გამოიყურებოდა. ხმაური. კამერები. ფანების ტალღა. და დაცვა, რომელიც სპეციალურ შესასვლელთან აჩერებდა ყველას. VIP შესასვლელი ცალკე იყო — მშვიდი, კონტროლირებადი, თითქოს სხვა სამყაროში გადადიოდი. ჰანამ ხელი ჩაჰკიდა ელენეს. — არ დაიკარგო. — არ ვაპირებ. მაგრამ როცა VIP კარიბჭეს მიუახლოვდნენ, ელენემ მაინც იგრძნო, როგორ დაეძაბა მუცელი. დაცვამ სწრაფად შეამოწმა სიები. ჰანას გვარი საკმარისი იყო. კარი გაიღო. და ერთ წამში ხმაური უკან დარჩა. შიგნით ყველაფერი მშვიდი იყო. გლუვი განათება. ელეგანტურად ჩაცმული ხალხი. სპონსორები, ჟურნალისტები, კლუბის წარმომადგენლები. ეს უკვე აღარ იყო უბრალოდ თამაში. ეს იყო სამყარო, სადაც ყველა რაღაცას წარმოადგენდა. ელენემ ოდნავ დაიხედა საკუთარ შავ კაბაზე. ზედმეტად მარტივი ჩანდა ამ გარემოსთვის. და მაინც… ზუსტად ეს იყო მიზეზი, რატომაც მაინც გამოირჩეოდა. ჰანამ ჩუმად გადაულაპარაკა: — ხედავ? ახლა უკვე გვიანია უკან დაბრუნება. ელენემ არაფერი უპასუხა. უბრალოდ წინ გაიხედა. სტადიონი ნელ-ნელა სრულად გაივსო. New York-ის ხმაური ახლა შიგნითაც აღწევდა — მაგრამ დახშული, გაორმაგებული ენერგიით, თითქოს მთელი ქალაქი ერთ სივრცეში იყო შეკუმშული. ელენე ჰანას გვერდით იჯდა. ქვემოთ, მოედანზე, მოთამაშეები გამოდიოდნენ გასახურებლად. და ზუსტად იმ წამს, როცა შავი ფორმებით შეღებილი გუნდი გამოჩნდა, სტადიონი ერთდროულად აფეთქდა. ჰანა ოდნავ წინ გადაიხარა. — აი. ელენემ ჩუმად ჩაისუნთქა. ნოა. მისი დანახვა მოედანზე საერთოდ არ ჰგავდა იმ ნოას, რომელიც მადლიერების დღეს ნახა. ეს სხვა ადამიანი იყო. სრულიად სხვა. მკაცრი. კონცენტრირებული. თითქოს თითოეული ნაბიჯი უკვე გათვლილი ჰქონდა. ბურთს იღებდა, ატრიალებდა, გუნდს რაღაცას ეძახდა — და მთელი მოედანი თითქოს მას ემორჩილებოდა. ელენემ იგრძნო, როგორ დაეძაბა თითები მუხლზე. — შენ მშვიდად ხარ? — ჰანამ ჩურჩულით ჰკითხა. — კი, — ელენემ სწრაფად უპასუხა. მაგრამ ეს „კი“ სიმართლე არ იყო. ქვემოთ ნოა ერთხელ გაჩერდა. თავი ოდნავ ასწია. და თითქოს შემთხვევით… ზუსტად VIP მხარეს გაიხედა. ელენე ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ იმ წამს სუნთქვა შეეკრა. მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანი იყო. ძალიან ბევრი შუქი. მაგრამ ნოას მზერა მაინც რაღაცნაირად… გაჩერდა. რამდენიმე წამით. ელენემ თვალები ოდნავ აარიდა, თითქოს ვერ გაუძლო. ჰანამ ჩუმად ჩაიღიმა. — ნუ უყურებ — უთხრა. — არ ვუყურებ. მაგრამ როცა ისევ შეხედა… ნოამ უკვე მოედანს მიუბრუნდა. და თამაში დაიწყო. სასტვენის ხმა. მოულოდნელი აფეთქება სტადიონზე. მოედანი მოძრაობაში გადავიდა — სწრაფი, აგრესიული, ენერგიული. ნოას ყოველი მოძრაობა ზუსტი იყო. სწრაფი. კონტროლირებადი. და ელენე აღმოაჩინა, რომ თვალს ვეღარ აშორებდა. თითქოს ყველაფერი გაქრა — ხალხი, ხმაური, კამერა. დარჩა მხოლოდ ერთი ფიქრი: ეს ადამიანი… მის გვერდით სულ სხვანაირი იყო. და ეს ფიქრი რატომღაც ყველაზე საშიში იყო იმ ღამით. მატჩის პირველი ნახევარი უკვე დაძაბულ რიტმში მიდიოდა. სტადიონი ხან ყვიროდა, ხან ისევ ჩუმდებოდა — ყოველი შეტევა თითქოს ერთდროულად სუნთქვასაც აჩერებდა. ელენეს თვალი მაინც მოედანს მიჰყვებოდა. ჰანამ ოდნავ მხარი გაკრა. — შენ საერთოდ არ გესმის, რა ხდება, ხომ? ელენემ სწრაფად გადახედა. — არა. ჰანამ ჩუმად გაიცინა. — მეგონა მაინც რაღაცას გაიგებდი. ელენემ ოდნავ გაიღიმა, მაგრამ მერე გულწრფელად თქვა: — საქართველოში ფეხბურთი სულ სხვანაირია. ჰანამ წარბები ასწია. — ანუ? ელენემ მოედანზე გაიხედა, სადაც თამაში ისევ სწრაფად მიდიოდა. — უფრო… მარტივია. წესები ვიცი, მაგრამ ეს აქ… — ხელი ოდნავ გააქნია, — ძალიან სწრაფია. სულ მოძრაობაა, სულ კონტაქტი, სულ რაღაც ხდება ერთდროულად. ჰანამ თავი დაუქნია. — ჰო, ამერიკული ფეხბურთია. ცოტა ქაოსურია პირველად. ელენემ ოდნავ ჩაისუნთქა. — მე უბრალოდ ვუყურებ, რომ გავიგო ვინ რას აკეთებს. ჰანამ ღიმილით გახედა. — სინამდვილეში კი ერთ ადამიანს უყურებ. ელენემ მაშინვე თავი მისკენ მოაბრუნა. — არა. — კი. ელენემ თვალები აატრიალა, მაგრამ არაფერი უთქვამს. იმ წამს ქვემოთ ნოა ბურთს დაეწია, ძლიერად გაექცა მოწინააღმდეგეს და თითქმის მთელი მოედანი გაიარა. სტადიონი აფეთქდა. ელენემ უნებურად სუნთქვა შეიკავა. ჰანამ ჩუმად ჩასჩურჩულა: — ეგ არ გესმის, მაგრამ მაინც თვალს ვერ აშორებ. ელენემ არაფერი უპასუხა. რადგან ეს უკვე კამათის თემა აღარ იყო. ეს იყო ფაქტი. მატჩი დასრულდა. ბოლო სასტვენის ხმა ჯერ კიდევ ჰაერში ტრიალებდა, როცა სტადიონი ერთდროულად აფეთქდა — ყვირილი, აპლოდისმენტები, კამერების ფლეშები. ელენე ჰანას გვერდით წამოდგა, მაგრამ ფეხები თითქოს ოდნავ დამძიმებული ჰქონდა. — წავედით, — თქვა ჰანამ, — ახლა ყველანი გარეთ გადიან. — სად? — სად და ნოა რომ გამოვა, მერე ვახშამზე უნდა წავიდეთ გუნდთან ერთად. ელენემ წარბი ოდნავ შეჭმუხნა. — ჩვენც? — რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახიც მიდის. ელენემ არაფერი თქვა, მაგრამ შინაგანად რაღაც უცნაურად დაიძაბა. გარეთ გასასვლელთან უკვე დიდი ხალხი იყო შეკრებილი — ჟურნალისტები, ფანები, დაცვა. ყველა ერთ ადამიანს ელოდა. ნოას. ელენე ჰანასთან ერთად კედელთან შედგა, ოდნავ უკან, თითქოს ცდილობდა ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ქვემოთ კარი გაიღო. და იმ წამს ხმაური კიდევ ერთხელ შეიცვალა — უფრო მკვეთრი, უფრო ემოციური გახდა. ნოა გამოვიდა. ჯერ ფორმაში იყო, მხარზე პირსახოცით, თმა ოდნავ დასველებული, სუნთქვა ჯერ კიდევ აჩქარებული. მოწინააღმდეგე მხარეს არ უყურებდა. პირდაპირ წინ მოდიოდა. და მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანი იდგა იქ… ერთ წამში მისი მზერა მაინც გაიქცა VIP მხარეს. ელენე ვერ მიხვდა როგორ, მაგრამ იგრძნო. თითქოს ჰაერი შეიცვალა. ნოას ნაბიჯი ოდნავ შენელდა. და შემდეგ ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ჰანამ ჩუმად ჩაიჩურჩულა: — აი, დაიწყო. ელენემ თვალები მისკენ ოდნავ შეატრიალა. — რა? ჰანამ ოდნავ გაიღიმა. — ვახშამი. და დრამა. ელენემ არაფერი უპასუხა. რადგან ქვემოთ, ხალხში, ნოა უკვე უახლოვდებოდა მათ მხარეს. და ელენეს გული ისე უცემდა, თითქოს მატჩი ჯერ კიდევ არ დასრულებულიყო. ვახშამი გაიმართა ერთ-ერთ ელეგანტურ რესტორანში New York-ის ცენტრში — რბილი განათებით, მაღალი ჭერით და დიდი ფანჯრებით, საიდანაც ქალაქის ღამის ხედები მოჩანდა. სტადიონის შემდეგ იქ მისვლა თითქოს სრულიად სხვა სამყაროში გადასვლას ჰგავდა. გუნდის წევრები უკვე ხმაურიანად იყვნენ განწყობილნი — გამარჯვების ენერგია ჯერ კიდევ არ დამცხრალიყო. მაგიდა გრძელი იყო, ნახევრად წრიულად განლაგებული. ნოა ერთ მხარეს იჯდა, ელენე — მეორე მხარეს, ჰანასთან ერთად. ჰანამ თავიდანვე სცადა სიტუაციის “განმუხტვა” — ნუ დაიძაბები, უბრალოდ ვჭამთ. ნოას აქ ყოფნა ყველაფერს ცვლიდა. ელენეს გვერდით ნოას თანაგუნდელი იჯდა, რომელმაც ელენესთან საობარი გააბა .— პირველი მატჩი იყო? — დიახ. — და მოგეწონა? — საინტერესო იყო. საუბარი მარტივი იყო. ჩვეულებრივი. ელენე არც ფიქრობდა, რომ ეს შეიძლება რამეს ნიშნავდეს,მაგრამ მაგიდის მეორე მხარეს ნოა ამას სხვანაირად აღიქვამდა. თავიდან არაფერი უთქვამს. არც შეწყვეტილა საუბარი. უბრალოდ უყურებდა. და თანდათან… სახე გაუმკაცრდა. არა გაბრაზება — უფრო ჩაკეტვა. მერე ჩანგალი ხელში ოდნავ ზედმეტად მჭიდროდ დაიჭირა. პაუზა. სუნთქვა ოდნავ უფრო მძიმე გახდა. ისეთი პატარა მოძრაობა გააკეთა მხრით, თითქოს თავს აიძულებდა მშვიდად ყოფილიყო. მაგრამ ვერ იყო. როცა ელენემ ისევ გაიცინა იმ ბიჭთან საუბრისას, ნოა პირდაპირ გაჩერდა. სრულიად. არაფერი აღარ უჭამია. არაფერი უთქვამს. მხოლოდ უყურებდა. მერე ძალიან ნელა დადო ჩანგალი. მაგიდაზე ოდნავ ხმაურით. და პირველად მთელი საღამოს განმავლობაში, აღარ სცადა ამის დამალვა. მისი მზერა აშკარად იქ იყო — ელენეზე. და არა უბრალოდ ყურება. ეს იყო ეჭვიანობა. ცივი. ჩუმი. მაგრამ სრულიად ნათელი. ვახშამი დასრულდა,ელენე ჰანასთან და მის ოჯახთან ერთად იდგა. ნოა ცოტა მოშორებით იყო, თანაგუნდელებთან. თავიდან საერთოდ არ უყურებდა მათკენ. ელენეც ამას ცდილობდა — არც თვითონ უყურებდა. მაგრამ მაინც გრძნობდა. რაღაც უცნაურ, მძიმე სიჩუმეს მის მიმართულებით. ჰანამ ხელი ოდნავ მოხვია: — წავედით. ელენემ თავი დაუქნია. როცა მანქანასთან მივიდნენ, ელენე ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ ყველაფერი უბრალოდ დაღლილობის გამო იყო. მერე ხმა გაიგო. — ჰანა. ნოა. ჰანა მაშინვე მიბრუნდა. — ჰო? ნოა ახლოს არ მოსულა. უბრალოდ იქ იდგა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი. მზერა მოკლედ გადაიტანა ჰანაზე, მერე ელენეზე. და ისევ უკან დაბრუნდა. — მადლობა, რომ მოხვედით, — თქვა ძალიან მშვიდად. ჩვეულებრივი წინადადება იყო. მაგრამ ხმა არ იყო ჩვეულებრივი. ჰანამ გაუღიმა. — კარგი თამაში იყო. — ჰო, — მოკლედ უპასუხა. პაუზა. ელენემ იგრძნო, რომ ჰანა რაღაცას ელოდა. მაგრამ ნოა არაფერს აღარ ამატებდა. მხოლოდ ელენეს შეხედა ერთხელ. ძალიან მოკლედ. და იმ ერთ წამში ელენემ ვერ გაიგო — სიბრაზე იყო ეს, თუ უბრალოდ სიცივე. — წავედი, — თქვა ნელა. ჰანამ თავი დაუქნია. — ხვალ დაგირეკავ. ნოა უკვე მანქანებისკენ ბრუნდებოდა და სწორედ მაშინ, როცა ელენემ იფიქრა, რომ ეს იყო ყველაფერი… ნოა ოდნავ შეჩერდა. მხოლოდ ნახევარი წამით. ელენესკენ არც შემობრუნებულა ბოლომდე. — ღამე მშვიდობისა, — თქვა ცივად. არა თბილად. არა ისე, როგორც ადრე. უბრალოდ… შორს. ელენემ ძლივს უპასუხა: — შენც. და ნოა წავიდა. არც ერთხელ აღარ მოუხედავს. ელენე მანქანაში ჩაჯდა და ფანჯრიდან გაიხედა. და პირველად იმ საღამოს მიხვდა — ეს სიცივე ბევრად უფრო ხმამაღალი იყო, ვიდრე ნებისმიერი ეჭვიანობა ქუჩების ხმაური ფანჯრებიდან სუსტად აღწევდა, როცა ნოა სახლში დაბრუნდა. კარი ძლიერად არ მიუხურავს — მაგრამ იმაზე ხმაურიანად, ვიდრე ჩვეულებრივ აკეთებდა. ჩანთა დადო. გასაღები მაგიდაზე დააგდო. და რამდენიმე წამით უბრალოდ იდგა. სუნთქავდა. მაგრამ მშვიდად არ იყო. დღე თავიდანვე დაძაბული იყო. მაგრამ ახლა… ვეღარ იჭერდა თავს. გონებაში ისევ და ისევ ერთი და იგივე კადრი ტრიალებდა. ელენე. ის ბიჭი, რომელიც მასთან ზედმეტად ახლოს იჯდა. ის ღიმილი, რომელიც საერთოდ არ უნდა შეემჩნია. ნოამ მკვეთრად გადადგა ოთახში. მერე გაჩერდა. ხელი თმაში შეიჭირა და ძლიერად მოიჭირა. — ჯანდაბა… — ჩუმად თქვა. არა ვინმესთვის. თავისთვის. სკამზე დაჯდა, მაგრამ მაშინვე ისევ წამოდგა. ვერ ჩერდებოდა. ვერც ტელეფონს უყურებდა. ვერც ტელევიზორს. ყველაფერი ზედმეტი იყო. ის არ იყო გაბრაზებული ისე, როგორც ჩვეულებრივ. ეს სხვა იყო. უფრო მძიმე. უფრო გამაღიზიანებელი. და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ვერ აკონტროლებდა. სკამს ხელი დაარტყა — არა ძლიერად, მაგრამ საკმარისად, რომ ხმა ოთახში გაჟღერებულიყო. მერე ისევ გაჩერდა. სუნთქვა შეეცვალა. ნელა ჩამოჯდა. თავი ხელებში ჩარგო. და პირველად იმ დღიდან გულწრფელად აღიარა: — რა ჯანდაბაა ეს… სიჩუმე. მერე ისევ ელენეს სახე. და იმაზე მეტად, ვიდრე უნდოდა ეღიარებინა… ის ფაქტი, რომ საერთოდ არ ჰქონდა უფლება ასე ეეგრძნო. New York-ში ორი კვირა ისე გავიდა, თითქოს ერთ დიდ, გადაბმულ დღეებად იქცა. ელენე უნივერსიტეტს დაუბრუნდა — ლექციები, ბიბლიოთეკა, ნოუთები, დავალებები. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც ყოველთვის წარმოიდგენდა: რთული, დეტალური, მოთხოვნადი. და ელენე… ზუსტად ასეთი ტიპი იყო. სწრაფად სწავლობდა. ყურადღებით აკვირდებოდა. და ყოველთვის ცდილობდა, ყველაფერი კონტროლქვეშ ჰქონოდა. გარედან თითქოს ჩვეულებრივად ჩანდა. ლექციაზე ზის, ჩანაწერებს აკეთებს, კითხვებს პასუხობს. ჰანასთან ერთად კამპუსში დადის, ზოგჯერ იცინის კიდეც. მაგრამ შიგნით… ყველაფერი სხვანაირად იყო. იმ ვახშმის შემდეგ ელენემ საკუთარ თავს რაღაც დაუწესა. არ იფიქრო. არ გადახედო. არ მოძებნო. და ყველაზე რთული ნაწილი — არ დაელოდო. თავიდან რთული იყო. ძალიან. ყოველ საღამოს ტელეფონს ხელში იღებდა და მერე ისევ დებდა. ეკრანს უყურებდა და ბოლოს მაინც ხურავდა. თითქოს საკუთარ თავს ეჩხუბებოდა ჩუმად. „სულელი ხარ.“ „ეს არაფერი იყო.“ „გააგრძელე.“ და ნელ-ნელა… თითქოს მართლა სწავლობდა. ან ასე ეჩვენებოდა. ჰანამ რამდენჯერმე სცადა მისთვის საუბრის წამოწყება, მაგრამ ელენე ყოველთვის ცვლიდა თემას. — კარგად ხარ? — ერთხელ ჰკითხა ჰანამ. — ჰო, უბრალოდ ბევრი საქმე მაქვს, — უპასუხა ელენემ ზედმეტად მშვიდად. და ეს სიმშვიდე იყო ზუსტად ის, რაც არ ჰგავდა რეალობას. ღამეებში კი ყველაფერი სხვანაირად იყო. როცა კამპუსი ჩუმდებოდა, ელენე მარტო რჩებოდა. და იმ სიჩუმეში, რომელსაც ადრე ვერ იტანდა, ახლა რაღაცნაირად კომფორტულად იყო. ხანდახან ფანჯარასთან იჯდა და ქალაქს უყურებდა. ფიქრებში კი ისევ ის საღამო ბრუნდებოდა. მაგრამ ამჯერად აღარ აძლევდა უფლებას დიდხანს დარჩენილიყო. სასწრაფოდ აჩერებდა. გადახსნილ წიგნში გადადიოდა. ან ნოუთებში ახალ თემას იწყებდა. თითქოს სწავლა გახდა მისი ერთადერთი გზა, რომ თავი არ დაეკარგა. და ყველაზე უცნაური ის იყო… რომ მართლა გამოსდიოდა. გარედან ელენე ძლიერდებოდა. უფრო ორგანიზებული გახდა. უფრო კონცენტრირებული. მაგრამ შიგნით მაინც რჩებოდა ერთი პატარა, ჩუმი ფაქტი, რომელსაც არ აღიარებდა: რომ ზოგჯერ, ძალიან იშვიათად… როცა ტელეფონი რეკავდა, პირველი წამით მაინც ფიქრობდა, იქნებ ის იყოს. ჰანას დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე, კამპუსში ყველაფერი ჩვეულებრივად ჩანდ. ჰანა აღელვებული იყო — გეგმავდა, ვინ მოვიდოდა, სად შეხვდებოდნენ, როგორ გაატარებდნენ საღამოს. ელენე თავიდან მშვიდად უსმენდა. — მოდი, უბრალოდ სახლში ვქნათ პატარა რაღაც, — თქვა ჰანამ ერთხელ. ელენემ ოდნავ გაიღიმა. — შენ და “პატარა რაღაც” არ არსებობს. ჰანამ გაეცინა. — კარგი, მართალია. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ჰანამ უფრო ჩუმად დაამატა: — შენ ხომ მოდიხარ? ელენემ პასუხი არ დააგვიანა. — რა თქმა უნდა. და ამ სიტყვაში პირველად დიდი ხნის შემდეგ არ იყო გაქცევის მცდელობა. ჰანას დაბადების დღისთვის ელენე სარკის წინ იდგადა საკუთარ თავს აკვირდებოდა. ამჯერად ყველაფერი მსუბუქი და ნათელი იყო. თეთრი, მოკლე კაბა — სხეულზე რბილად მორგებული, რომელიც მოძრაობისას ბუნებრივად მიჰყვებოდა მის ფორმებს. ფერი კიდევ უფრო უსვამდა ხაზს მის გარუჯულ კანს და ქმნიდა ისეთ კონტრასტს, რომელიც ზედმეტად გამოხატული არ იყო, მაგრამ მაშინვე თვალში ხვდებოდა. კაბა მარტივი იყო — არანაირი ზედმეტი დეტალი, უბრალოდ სისუფთავე და თავისუფლება. თმა თავისუფლად ჰქონდა დაშვებული, ოდნავ ტალღებად მხრებზე ეცემოდა. მაკიაჟი მსუბუქი — თითქოს მხოლოდ საკუთარი ბუნებრივი იერის გამოკვეთა უნდოდა. ელენე არ ცდილობდა შთაბეჭდილების მოხდენას. მაგრამ შედეგი მაინც ისეთი იყო, რომ ყურადღების გარეშე ვერ დარჩებოდა. ჰანა რომ შემოვიდა ოთახში, ერთი წამით გაჩერდა. — ოჰ. ელენემ ოდნავ ამოისუნთქა. — ნუ დაიწყებ. ჰანამ ღიმილით თავი გააქნია. — არ ვიწყებ… უბრალოდ დღეს ძალიან სხვანაირი ხარ. ელენემ ჩანთა აიღო. — უბრალოდ შენი დაბადების დღეა. ჰანამ ხელი ჩაჰკიდა. — კარგი. მაშინ წავედით. დღეს უნდა გაერთო, არა ფიქრი ქუჩები სავსე იყო განათებებით, მუსიკის შორეული ბასით და ხალხის ხმაურით, რომელიც თითქოს ერთ დიდ რიტმად იყო ქცეული. ელენე ჰანასთან ერთად მიაბიჯებდა შენობისკენ, სადაც წვეულება ტარდებოდა. შიგნით რომ შევიდნენ, მაშინვე შეიცვალა ყველაფერი — თბილი შუქი, მუსიკა, სიცილი, ერთმანეთში არეული ხმები. ჰანამ ხელი ჩაჰკიდა. — მზად ხარ? ელენემ ოდნავ ჩაისუნთქა. — კი. შიგნით ხალხი უკვე შეკრებილი იყო. მუსიკა ოდნავ ხმამაღალი, მაგრამ არა დამთრგუნველი — ზუსტად ისეთი, რომ საუბრები მაინც შესაძლებელი ყოფილიყო. ჰანა მაშინვე თავის მეგობრებში გადაიშალა — იცინოდა, ეხუტებოდა, ყველას ესალმებოდა. ელენე ოდნავ უკან დარჩა. წამით. მხოლოდ რომ გაეცნო სივრცეს. და მერე იგრძნო. მზერა. არ იყო ხმამაღალი. არ იყო აშკარა. მაგრამ იყო. ელენემ ნელა ასწია თავი. და დაინახა ნოა. ოთახის მეორე მხარეს იდგა. შავ მაისურში, მარტივად ჩაცმული, თითქოს საერთოდ არ ცდილობდა გამორჩეულობას — მაგრამ მაინც ყველაზე ადვილად ჩანდა. მისი მზერა პირდაპირ ელენესკენ იყო. არა შემთხვევით. არ გადახრილად. პირდაპირ. ელენემ წამით სუნთქვა შეიკავა. და სწრაფად აარიდა თვალი, თითქოს არაფერი დაენახა. ჰანა დაბრუნდა რამდენიმე წამში, ხელი გადახვია. — მოდი, ყველას გაგაცნობ. ელენემ თავი დაუქნია ჰანა რაღაცას უყვებოდა, ხალხი იცინოდა, ოთახი მოძრაობდა. და ელენემ ისევ იგრძნო. ნოა ჯერ კიდევ იქ იდგა. და აღარ აცილებდა მზერას. ჰანა უკვე სხვებთან იყო — იცინოდა, ყველას ეხუტებოდა, დაბადების დღის ენერგიაში იყო ჩაძირული. ელენე ოდნავ გვერდით იდგა, როცა იგრძნო — ვიღაც უახლოვდებოდა. და სანამ მიხედავდა, უკვე იცოდა ვინ იყო. ნოა. გაჩერდა მის წინ. ძალიან ახლოს არა, მაგრამ იმ ზღვარზე, სადაც საუბარი უკვე პირად სივრცეს ეხება. წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ელენემ მზერა ოდნავ აარიდა. — ჰანა სად არის? — ჰკითხა ნოამ მშვიდად. — სხვებთანაა, — უპასუხა ელენემ. მოკლე პაუზა. ნოა არ წავიდა. არც გაბრაზებული ჩანდა. უფრო ჩაკეტილი. — კარგი საღამოა, — თქვა ბოლოს, მაგრამ ხმა ჩვეულებრივზე უფრო ბრტყელი იყო. — ჰო, — უპასუხა ელენემ. პაუზა. ელენემ იგრძნო, რომ ეს საუბარი არ მთავრდებოდა, მაგრამ არც გრძელდებოდა. და ზუსტად იმ დროს ჰანამ შორიდან დაუძახა: — ელენე! ელენემ ინსტინქტურად გაიხედა. როცა ისევ შემობრუნდა… ნოა უკვე ოდნავ გვერდზე იდგა. მაგრამ მზერა ჯერ კიდევ მისკენ ჰქონდა. წვეულება ნელ-ნელა იშლებოდა, ჰანა დაღლილი, მაგრამ ბედნიერი იყო — მეგობრებს ეხუტებოდა, ყველას მადლობას უხდიდა. ელენე გვერდით ედგა, როცა ნოა მოულოდნელად გამოჩნდა. — წავიყვან, — თქვა უბრალოდ. ჰანამ გაოცებულმა ახედა. — ორივეს? ნოამ თავი დაუქნია. — გზა ერთია. ჰანამ ჩაიცინა. — კარგი, მაშინ შენი იმედი მაქვს. ელენემ არაფერი თქვა — უბრალოდ გაჰყვა. მანქანაში მუსიკა დაბალ ხმაზე იყო. ჰანას უკანა სავარძელზე მაშინვე ჩაიძინა. ელენე წინ იჯდა, ფანჯრიდან უყურებდა განათებულ ქუჩებს. ნოა საჭესთან იყო. არ ლაპარაკობდა. არც ჰკითხა რამე. მხოლოდ გზას უყურებდა. სიჩუმე იმდენად ბუნებრივი იყო, რომ თითქმის არ იყო უხერხული. მაგრამ მაინც რაღაც იჯდა ჰაერში. როცა მანქანა გაჩერდა ჰანას სახლთან, ჰანა ძლივს გააღვიძეს — უკვე მოვედით? — ჩუმად თქვა. — ჰო, — უპასუხა ნოამ. ჰანა გადავიდა მანქანიდან, ელენეს გაუღიმა: — ხვალ გნახავ. — კარგი, — უთხრა ელენემ. და წავიდა. სიჩუმე ისევ დარჩა. ნოა არ დაძრულა მაშინვე. უბრალოდ იჯდა. მერე მანქანა ოდნავ წინ წაიწია. ელენეს სახლთან მივიდნენ. მანქანა გაჩერდა. ელენე ჩუმად უნდა გადმოსულიყო, მაგრამ ნოამ პირველად იმ ღამით ხმა ამოიღო: — არ გადახვიდე ჯერ. ელენე გაჩერდა. — რატომ? ნოა ერთი წამით არ შემობრუნებულა. — უბრალოდ… დარჩი. პაუზა. ელენემ იგრძნო, როგორ დაეძაბა ჰაერი. — რა ხდება? — ჩუმად ჰკითხა. ნოა სიჩუმეში იყო. მერე მანქანა გამორთო. და მხოლოდ მაშინ გადმოვიდა. ელენეს კარი გამოაღო. და არც კი შეხედა პირდაპირ თვალებში. — გამოდი. ელენე გადმოვიდა. ღამე ცივი იყო. ეზოში მხოლოდ ქუჩის შუქი ანათებდა. ჰანა უკვე შიგნით იყო. ისინი მარტო დარჩნენ. ნოა მანქანას დაეყრდნო. ელენეს შეხედა ბოლოს. და პირველად მთელი საღამოს განმავლობაში აღარ იყო კონტროლირებადი. — მთელი საღამო… — დაიწყო, მერე გაჩერდა. ელენე დაიძაბა. — რა? ნოა ჩუმად ამოისუნთქა. — არაფერი. ეზოში სიჩუმე უცნაურად მძიმე იყო. ნოა მანქანას ეყრდნობოდა, ელენე მის წინ იდგა. არც ერთი არ იძვროდა. — მთელი საღამო… — დაიწყო ნოამ ისევ, მერე ოდნავ შეჩერდა, თითქოს საკუთარ თავს აკონტროლებდა. — რა მთელი საღამო? — მშვიდად ჰკითხა ელენემ. ნოა თვალებში შეხედა. — ისე იქცეოდი, თითქოს საერთოდ არ ვიყავი იქ. ელენემ ოდნავ თავი გააქნია. — არ არის სიმართლე. — არის, — მოკლედ თქვა მან. პაუზა. ელენემ იგრძნო, როგორ დაეძაბა ჰაერი. — და შენ როგორ იქცეოდი? — უპასუხა ჩუმად. — საერთოდ არ მელაპარაკებოდი. ნოას ოდნავ ჩაეღიმა, მაგრამ ეს ღიმილი არ იყო მსუბუქი. — იმიტომ, რომ ლაპარაკი არ მინდოდა. — ეს არ არის პასუხი, — ელენეს ხმა ოდნავ გაუმკაცრდა. ნოა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ახლა მათ შორის სივრცე თითქმის აღარ იყო. — მაშინ რა გინდა გითხრა? — იკითხა დაბალი ხმით. ელენემ თვალები არ აარიდა. — სიმართლე. პაუზა. ნოა თითქოს იბრძოდა, მაგრამ ამჯერად არ გაექცა. — სიმართლე ისაა, — თქვა ბოლოს, — რომ მთელი საღამო გიყურებდი და მაინც გეჩვენებოდა, თითქოს იქ საერთოდ არ ვიყავი. ელენეს სუნთქვა შეეკრა. — რას გულისხმობ? ნოა კიდევ ოდნავ მიუახლოვდა. — იმას, რომ საერთოდ არ მაკვირდებოდი ისე, როგორც მე გიყურებდი. სიჩუმე. ელენემ ნელა ჩაისუნთქა. — და როგორ გიყურებდი? — ჩუმად ჰკითხა. ეს კითხვა ჰაერში გაიჭედა. ნოა რამდენიმე წამით გაჩერდა. მერე ხმა კიდევ უფრო დაბლა დაუწია. — როგორც ადამიანს, რომელიც ძალიან მარტივად შეუძლია ყურადღება სხვაზე გადაიტანოს… და ეს ზედმეტად მაწუხებს. ელენემ თვალები ოდნავ შეავიწროვა. — ეს პრობლემა შენი მხრიდანაა. ნოა ჩუმად გაეღიმა. — ჰო, მგონია რომ არის. პაუზა. ახლა უკვე არც ერთი არ ცდილობდა დისტანციის შენარჩუნებას. — იცი რა არის ყველაზე ცუდი? — თქვა ნელა ნოამ — რა? ის ოდნავ დაიხარა, ხმა თითქმის ჩურჩულად იქცა. — რომ შენ საერთოდ ვერ ხვდები, რატომ მაწუხებს. ელენე გაჩერდა. ნოა ისევ მის წინ იდგა. არც შორდებოდა, არც უახლოვდებოდა. ელენემ მშვიდად ჰკითხა: — და რა არის ის, რასაც ვერ ვხვდები? ნოა რამდენიმე წამით გაჩერდა. თითქოს არ უნდოდა პასუხის თქმა. მერე უბრალოდ თქვა: — შენ. ელენე დაიბნა. — მე? — ჰო, — მოკლედ უპასუხა. პაუზა. ნოა მზერას არ აშორებდა. — არ ვიცი რატომ, მაგრამ… ვერ ვაკონტროლებ ამას. ელენემ ოდნავ წარბი ასწია. — რას? ნოა ერთი წამით თვალები აარიდა, მერე ისევ მისკენ დაბრუნდა. — იმას, როგორ გიყურებ. სიჩუმე. ელენემ არაფერი თქვა. ნოა ხმას დაუწია: — და იმასაც ვერ ვაკონტროლებ, თუ რატომ მაწუხებს, როცა სხვასთან ხარ. ელენემ ნელა ჩაისუნთქა. — ეს უკვე ეჭვიანობაა. ნოას ოდნავ გაეღიმა, მაგრამ არ უარუყვია. — ჰო. პაუზა. — მგონი არის. ელენე გაჩერდა. — და რას მთხოვ? ნოასმაშინვე არ უპასუხა. მერე ძალიან მარტივად თქვა: — არ მინდა, რომ ასე მარტივად გამშორდე თვალიდან. სიჩუმე ისევ ჩამოვარდა. და ამჯერად არც ერთს აღარ ჰქონდა მზად პასუხი. ელენე რამდენიმე წამით ჩუმად იდგა, თითქოს სიტყვებს აწყობდა. მერე მშვიდად თქვა: — და ის გოგო? ნოა ოდნავ დაიბნა. — რომელი? ელენემ თვალები არ აარიდა. — შენ და ის გოგო ფოტოზე, რომელიც მთელ სოციალრ ქსელში გავრცელდა — ეგ ფოტო… ელენემ შეაწყვეტინა, მაგრამ არა ხმამაღლა: — მე არ ვამბობ, რომ რამე იყო. პაუზა. — მე ვამბობ, რომ არ ვიცი რა უნდა ვიფიქრო. სიჩუმე. ქალაქის ხმა თითქოს შორს დარჩა. ნოა თვალს არ აშორებდა. მერე ოდნავ თავი გააქნია. — შენ გგონია, რომ ეგ რაღაცას ნიშნავს ჩემთვის? ელენემ პირდაპირ შეხედა. — მე აღარ ვიცი რას ნიშნავს შენთვის. პაუზა. ნოა ხელები ოდნავ მოიჭირა, მერე გააშვა. და პირველად მთელი ამ საუბრის განმავლობაში, ხმა ოდნავ გაუმკაცრდა: — და შენ გგონია, რომ ერთი ფოტო უნდა წყვეტდეს იმას, რაც აქ ხდება? სიჩუმე. ელენე არ პასუხობდა მაშინვე. და ეს იყო ყველაზე მძიმე ნაწილი. ელენემ ბოლოს მშვიდად თქვა: — კარგი. მაშინ პირდაპირ მითხარი. ნოა ოდნავ დაიძაბა. — რა გინდა რომ ვთქვა? ელენემ ნაბიჯი ოდნავ წინ გადადგა. — რა ვართ? ეს სიტყვა ჰაერში ისე დაეცა, თითქოს ყველაფერი ერთ წამში გაჩერდა. ნოა რამდენიმე წამი ჩუმად იდგა. მერე ძალიან დაბალი ხმით თქვა: — ეს ის კითხვა არ არის, რასაც ახლა უნდა ვუპასუხო. ელენემ გაეღიმა — მაგრამ არა თბილად. — ანუ პასუხი არ გაქვს. ნოა მაშინვე შეიჭრა: — მაქვს. პაუზა. მერე უფრო მშვიდად, მაგრამ აშკარად დაძაბულად: — უბრალოდ არ არის მარტივი. ელენემ თავი ოდნავ გვერდზე გააქნია. — შენ ეჭვიანობ, მაგრამ არ ამბობ რა გინდა. ეს სიტყვები პირდაპირ მოხვდა. ნოა წამით გაჩერდა. მერე ოდნავ მიუახლოვდა. ახლა მათ შორის სივრცე თითქმის აღარ იყო. — შენ გგონია, რომ ეს უბრალოდ ეჭვიანობაა? — ჩუმად იკითხა. ელენემ თვალებში შეხედა. — და რა არის მაშინ? ნოა რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა. და მერე პირველად საერთოდ დაკარგა ის მშვიდი კონტროლი, რაც აქამდე ჰქონდა. — პრობლემა ისაა, — თქვა ნელა, — რომ შენ ჩემთვის უკვე უბრალოდ “ვიღაც” არ ხარ. ელენე გაიყინა. ნოა არ გაჩერებულა. — და მე ამას ვეღარ ვაჩერებ. სიჩუმე. ქალაქის ხმაური ისევ შორს იყო. და იმ ერთ წამში ელენესაც და ნოასაც ერთდროულად ესმოდათ — ეს უკვე აღარ იყო უბრალოდ ეჭვიანობა. ეს იყო ზღვარი, რომლის უკან დაბრუნებაც რთული იყო. ნოა გაჩუმდა. ელენე ისევ მის თვალებში იყო ჩაჭედილი. სუნთქვა ორივეს გაუხშირდა, მაგრამ არც ერთი არ იძვროდა. ნოა ოდნავ დაიხარა მისკენ — ნელა, თითქოს არჩევდა, უნდა გაეკეთებინა თუ არა ეს ნაბიჯი. ელენემ არ დაიხია უკან. სიჩუმე უკვე აღარ იყო ჩვეულებრივი. ეს იყო ის წამი, როცა ყველაფერი ზედმეტად ახლოს ხდება. ნოა თითქმის მის ტუჩებთან იყო… და სწორედ მაშინ გაჩერდა. ელენეს თვალებში შეხედა — ძალიან მოკლედ, ძალიან ახლოს. და თითქოს რაღაც ბოლო წინააღმდეგობას ებრძოდა საკუთარ თავში მერე საბოლოოდ დაეშვა მანძილი, რომელიც აქამდე მათ შორის დარჩა. კოცნა იყო მოკლე, მაგრამ ძალიან მკაფიო — თითქოს ორივე ამ ერთ წამში ათას დაუთქმელ სიტყვას ასწორებდა. ელენე თავიდან არ იძვროდა… მერე ოდნავ მიეენდო, ძალიან მცირე მოძრაობით, მაგრამ საკმარისით, რომ ის წამი აღარ ყოფილიყო ერთმხრივი. როცა ნოა ოდნავ უკან დაიხია, არც ერთს მაშინვე არ ულაპარაკია. სიჩუმე აღარ იყო მძიმე. უბრალოდ… სხვანაირი გახდა. ელენემ ნელა ჩაისუნთქა. ნოა ისევ მის თვალებში იყო. და ახლა უკვე ორივემ ზუსტად იცოდა — ამ ღამეს არაფერი დარჩებოდა ისე, როგორც იყო ადრე. ელენემ ბოლოს ჩუმად თქვა: — მე ავალ. ნოა ოდნავ დაიხარა და თავი დაუქნია. — კარგი. ეს სიტყვა ზედმეტად მშვიდი იყო. ელენე კიბისკენ წავიდა. რამდენჯერმე შეანელა ნაბიჯი, თითქოს ელოდა, რომ ვინმე გააჩერებდა. მაგრამ ნოა აღარ გაჰყოლია. ელენე სახლში რომ ავიდა, კარი ჩუმად მიხურა. ოთახში შუქი არ აუნთია მაშინვე. რამდენიმე წამი უბრალოდ იდგა სიბნელეში. მერე ტელეფონი აიღო. ეკრანი ანათდა. ერთი შეტყობინება იყო. ნოა. ,,იმ წამიდან, რაც გაგიშვი, ვხვდები, რომ საერთოდ აღარ მინდა ასე დგომა შენსა და “არაფერს” შორის. ელენე ეკრანს უყურებდა დიდხანს. არ უპასუხა მაშინვე. უბრალოდ თითი ეკრანზე გაჩერდა. და პირველად იმ ღამით, სიჩუმე უკვე აღარ ჰგავდა დასასრულს — უფრო რაღაცის დასაწყისს. თითქმის გათენებული იყო, როცა ელენეს ტელეფონი საწოლის გვერდით ჩუმად აენთო. ნოა. ელენემ თვალები ნახევრად დახუჭულმა გაახილა. რამდენიმე წამი უბრალოდ ეკრანს უყურებდა, სანამ ბოლოს უპასუხებდა. — … ჰო? მეორე მხარეს ნოას ჩუმი სიცილი მოესმა. — დილა მშვიდობისა. მისი ნამძინარევი დაბალი ხმა პირდაპირ გულში მოხვდა. ელენემ თვალები ისევ დახუჭა და საბანში უფრო ჩაიმალა. — იცი საერთოდ რომელი საათია? — ვიცი. — და მაინც გამაღვიძე. — მმ. იმიტომ რომ მინდოდა პირველი ხმა ჩემი გაგეგო. ელენეს ტუჩები შეუმჩნევლად ჩაუტყდა. ღმერთო. ეს კაცი საერთოდ ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა. რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იყო. ელენეს ფონზე ნოას ნაბიჯების ხმა ესმოდა, თითქოს სადღაც ქუჩაში მიდიოდა. — გამოფხიზლდი? — ჰკითხა ბოლოს. — ლექცია ათზე მაქვს… — საჭმელი ჭამე. ელენემ წარბები შეჭმუხნა. — რა? — ელენე, გუშინ საღამოსაც არ გიჭამია ნორმალურად. მისი ხმა მშვიდი იყო, მაგრამ იმ მშვიდ ტონში უკვე ნაცნობი სიმტკიცე იგრძნობოდა. ელენეს უცნაურად დაეჭიმა მკერდი. არ იყო მიჩვეული, რომ ვინმეს მსგავსი რაღაცები ემახსოვრებინა. — ვჭამ მერე. — არა. ახლა. — ნოა… — ყავა საჭმელი არაა. ელენეს უნებურად გაეცინა. — კონტროლ ფრიკი ხარ. — როცა შენ გეხება? ჰო. ეს ისე ბუნებრივად თქვა, თითქოს თვითონაც ვერ მიხვდა რამდენად პირადად ჟღერდა. ელენე რამდენიმე წამი ჩუმად იყო. მერე ძალიან წყნარად ჰკითხა: — შენ ჭამე? ნოამ ნაბიჯები წამით შეაჩერა. — ესე იგი ზრუნვა შეგიძლია, როცა მოინდომებ. — უბრალოდ ვიკითხე. — მმ. ელენეს უკვე შეეძლო წარმოედგინა მისი ღიმილი. უცებ ნოას ხმა ოდნავ დარბილდა. — როგორ ხარ დღეს? კითხვა უბრალო იყო. მაგრამ ელენემ მაშინვე იგრძნო, სინამდვილეში რას ეკითხებოდა. ფოტოების მერე. გუშინდელი დუმილის მერე. თითებით საბანს მოეჭიდა. — კარგად. სიჩუმე. გრძელი. ნოამ ამოისუნთქა. — ცუდი მატყუარა ხარ. ელენეს ყელი დაეჭიმა. — ნოა— — იმ გოგოს არ ვიცნობ. ელენე მაშინვე გაჩუმდა. ნოას ხმა ახლა უფრო სერიოზული იყო. — ჟურნალისტები იყვნენ. ვიღაც მოდელი მომაყენეს გვერდით და ნახევარი ინტერნეტი გაგიჟდა. ელენე ფანჯრისკენ შეტრიალდა, რომ საკუთარი სახის სითბო დაემალა. — მე არაფერი მითქვამს. — მაგრამ იფიქრე. ზუსტად. სწორედ ამიტომ ეტკინა ასე. ნოამ რამდენიმე წამი არაფერი თქვა, მერე უფრო ჩუმად დაამატა: — და არ მომეწონა იდეა, რომ მთელი ღამე მაგაზე ფიქრობდი მარტო. ელენეს სუნთქვა შეეკრა. ეს ბიჭი ზედმეტად კარგად იცნობდა ელეს და გრძნობდა ყველაფერს. — რატომ გინდა ასე ძალიან იზრუნო ჩემზე? — თითქმის ჩურჩულით ჰკითხა. მეორე მხარეს რამდენიმე წამი სრული სიჩუმე იყო. მერე ნოამ ძალიან ხმადაბლა თქვა: — იმიტომ რომ მგონია, აქამდე არავინ ზრუნავდა ისე, როგორც უნდა ეზრუნათ. იმ დღის შემდეგ ნოას ზარები ჩვეულებად იქცა. დილით—„ჭამე?“ ღამით-„დაიღალე?“ იმ საღამოს ელენე ბიბლიოთეკიდან დაბრუნდა, როცა ტელეფონი ისევ აენთო. ნოა. ტუჩები უნებურად ჩატყდა. — ჰო? — ხვალ თავისუფალი ხარ? ელენემ ჩანთა საწოლზე დააგდო. — გააჩნია რატომ. ნოას ჩუმი სიცილი მოესმა. — პაემანზე მინდა დაგპატიჟო. გული უცებ შეეკუმშა. პაემანი. ეს სიტყვა თითქოს ზედმეტად ახლოს მოვიდა. ელენე მაშინვე დაიძაბა. ნოამ სიჩუმე იგრძნო. რა თქმა უნდა იგრძნო. — ჰეი, — უფრო რბილად თქვა, — არ ვგულისხმობ არაფერ დიდს. ელენემ თვალები დახუჭა. — ნოა… — უბრალოდ სადმე წავიდეთ. ვისადილოთ. გავისეირნოთ. — და თუ არ მინდა? ეს კითხვა თავის დაცვას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალურ უარს. ნოას ხმა საერთოდ არ შეცვლილა. — მაშინ არ წავალთ. ზუსტად ეს იყო პრობლემა. არაწვებოდა. არაჩქარებდა. არ ბრაზდებოდა. და ელენეს ამის გამო უფრო ეშინოდა. — შენ ყოველთვის ასეთი მშვიდი ხარ? — ჩუმად ჰკითხა. ნოას გაეცინა. — არა. მცოლოდ შენთან. გული ისევ მტკივნეულად დაეჯახა მკერდს. ელენე ფანჯარასთან მივიდა. ქვემოთ ნიუ-იორკი ისევ ხმაურობდა, მაგრამ მის თავში მხოლოდ ნოას ხმა ტრიალებდა. — კარგი… — ძლივს თქვა ბოლოს. რამდენიმე წამიანი სიჩუმე. მერე ნოას ძალიან კმაყოფილი ამოსუნთქვა მოესმა. — ეს „კარგი“ ნიშნავს კი-ს? — ნუ მაიძულებ ვინანო. — უკვე გვიანია. ელენემ ღიმილი ძლივს შეიკავა. — ხვალ ექვსზე გამოგივლი. და აი აქ უცებ სხეული ისევ დაეჭიმა. გამოგივლი. კართან მოსვლა. ახლო სივრცე. მანქანა. მარტო ყოფნა. სუნთქვა შეუმჩნევლად დაუმძიმდა. ნოამ რამდენიმე წამში იგრძნო ცვლილება. — ელენე? — ჰმ? — ისევ გაიყინე. ჯანდაბა. ელენემ თვალები დახუჭა. — უბრალოდ… ხალხით სავსე ადგილები არ მიყვარს. ნახევარი სიმართლე. ნოას ხმა კიდევ უფრო მშვიდი გახდა. — კარგი. მაშინ მშვიდ ადგილას წაგიყვან. — და თუ ბოლო წამს გადავიფიქრე? — მაინც არ გავბრაზდები. ელენეს ყელი დაეჭიმა. — რატომ? ნოამ პასუხამდე რამდენიმე წამი გააჩერა სუნთქვა. — იმიტომ რომ მგონია, მთელი ცხოვრება გაქცევა გიწევდა რაღაცებისგან. და მე არ მინდა ჩემგანაც გარბოდე. მეორე საღამოს ელენე უკვე ოცდამეათედ იდგა კარადასთან. ჰანა საწოლზე ფეხმორთხმით იჯდა და აშკარად ერთობოდა. — ღმერთო, ელენე, ეს უბრალოდ პაემანია. — შენთვის „უბრალოა“ , — ჩაილაპარაკა ელენემ. ხელში შავი კაბა ეჭირა. თხელი, რბილი ქსოვილი თითებში უცურებოდა. ზურგი ოდნავ ღია ჰქონდა, წელზე კი ისე ჯდებოდა, რომ მის სხეულს ზედმეტად ლამაზად აჩენდა. ზედმეტად. ელენემ მაშინვე უკან დაკიდა. — არა. — რატომ არა?! — ჰანამ ბალიში ესროლა. — literally ნოას გულის შეტევა დაემართება. — ზუსტად ეგ არის პრობლემა. ჰანას ღიმილი ნელა დარბილდა. — გეშინია? ელენე რამდენიმე წამი ჩუმად იდგა. მერე ძალიან წყნარად თქვა: — არ ვიცი როგორ უნდა ვიყო ვინმესთან ასე ახლოს. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ელენემ მზერა აარიდა და ბოლოს კარადიდან მუქი ღვინისფერი გრძელსახელოიანი კაბა გამოიღო. რბილი ქსოვილი მის სხეულს ფრთხილად ეკვროდა. თმა ნახევრად აიწია, რამდენიმე ხვეული კულული კი სახესთან დარჩა. ჰანა რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. — ნოა მოკვდება. — ჰანა. — არა, სერიოზულად. ზუსტად იმ დროს ქვემოდან მანქანის სიგნალი გაისმა. ელენეს გული მაშინვე აუჩქარდა. ჯანდაბა. ხელები უცებ გაუცივდა. ჰანამ ეს მაშინვე შეამჩნია. — ჰეი… — ნელა წამოდგა, — თუ არ გინდა, არ წახვიდე. ელენემ ფანჯარაში გაიხედა. ქვემოთ ნოა იდგა. შავი პალტო ეცვა, მუქი სვიტერი და ხელები ჯიბეებში ჰქონდა შეყოფილი. ქუჩის განათება სახის ხაზებს უფრო მკვეთრს ხდიდა. მშვიდად იდგა, მაგრამ მაინც ისეთი ენერგია ჰქონდა, თითქოს მთელ სივრცეს ავსებდა. და მერე თავი ასწია. პირდაპირ მის ფანჯარას შეხედა. ელენეს სუნთქვა შეეკრა. ღმერთო. ნოას სახე მაშინვე შეიცვალა, როგორც კი დაინახა. იმ მზერაში იმდენი რამე იყო ერთდროულად — აღფრთოვანება, სურვილი, და რაღაც ძალიან ფრთხილი. თითქოს საკუთარი თავი ძლივს ეკავა. — ოჰ, — ჰანამ ჩუმად ამოიოხრა, — ეგ მზერა უკან დაგაბრუნებს სახლში ოდესმე? ელენემ არაფერი უპასუხა. რადგან იმ წამს პირველად მოუნდა, რომ ვიღაცას ასე შეეხედა. რამდენიმე წუთის შემდეგ ქვემოთ ჩავიდა. როგორც კი კარი გააღო, ნოამ მაშინვე შეხედა. და გაშეშდა. სიტყვასიტყვით. მისი მზერა ნელა ჩაუყვა ელენეს სხეულს — კაბას, წელზე მოხვეულ ქსოვილს, შიშველ ყელს, თმიდან ჩამოშლილ კულულებს… მერე ისევ თვალებთან ავიდა. რამდენიმე წამი საერთოდ არაფერი უთქვამს. ელენეს უკვე კანი უხურდა ამ სიჩუმეში. — რამე თქვი, — ჩუმად თქვა ბოლოს. ნოამ თითქოს ძლივს მოსწყვიტა მზერა. — ვცდილობ ძალიან ნორმალური ვიყო ახლა. ელენეს უნებურად გაეცინა. ნოამ ერთი ნაბიჯი გადმოდგა მისკენ. ახლა ზედმეტად ახლოს იდგა. მისი სუნამოს თბილი, მძიმე სურნელი ელენეს თავბრუს ახვევდა. — ეს კაბა… — ნოამ ხმას ოდნავ დაუდაბლა, — საერთოდ არ მეხმარება. გული ისე უცემდა, რომ ლაპარაკი უჭირდა. მაგრამ ზუსტად იმ წამს ნოამ შეამჩნია. როგორ დაეძაბა მხრები. როგორ მოუჭირათითები ჩანთას. მისი მზერა მაშინვე დარბილდა. — ჰეი. ელენემ ძლივს ახედა. ნოამ ძალიან ნელა ასწია ხელი… მაგრამ არ შეხებია. უბრალოდ ჰაერში გააჩერა, არჩევანი ისევ მას დაუტოვა. — ჯერ კიდევ გინდა წამოსვლა? ღმერთო. ეს კაცი მართლა გააგიჟებდა. ელენემ რამდენიმე წამი უყურა. მერე პირველად თვითონ გადადგა პატარა ნაბიჯი მისკენ. და ნოას თვალებში იმ წამს ისეთი სითბო გაჩნდა, თითქოს ეს მისთვის ყველაფერს ნიშნავდა. მერე კი მანქანაში ჩასხდომის მომენტი დადგა. და სწორედ მაშინ დაბრუნდა შიში. ელენე გაჩერდა, როცა ნოამ მისთვის კარი გააღო. მანქანის შიგნით თბილი განათება ანათებდა, გარეთ კი ნოემბრის ცივი ქარი ქროდა. უცებ ძალიან პატარა სივრცედ მოეჩვენა ყველაფერი. ძალიან ახლოდ. ნოამ ეს მაშინვე შეამჩნია. რა თქმა უნდა შეამჩნია. მისი ხელი ისევ კარზე დარჩა, მაგრამ არ აჩქარებულა. — ელენე. მისი ხმა დაბალი და მშვიდი იყო. — შემომხედე. ელენემ ნელა ასწია თვალები. ნოას მზერა ისევ ისეთი ჰქონდა — მტკიცე, მაგრამ რბილი. — თუ გინდა, ფეხით გავისეირნოთ. — არა… — სწრაფად თქვა ელენემ, თითქოს არ უნდოდა ეფიქრა, რომ ყველაფერს აფუჭებდა. — უბრალოდ… სიტყვები გაეჭედა. ნოამ რამდენიმე წამი უყურა. მერე ძალიან ჩუმად ჰკითხა: — დახურული სივრცეები? ელენეს სუნთქვა შეუწყდა. არ უპასუხია. არც დასჭირვებია. ნოას სახეზე რაღაც მძიმედ შეიცვალა იმ წამს. თითქოს კიდევ ერთი ნაწილი დაინახა მის ტკივილში. მაგრამ მაინც არ დაუწყია ზედმეტი კითხვები. უბრალოდ თავი დაუქნია. — კარგი. მერე თვითონვე მოშორდა მანქანას. — წავიდეთ ფეხით. ელენემ დაბნეულმა შეხედა. — რესტორანი შორს არაა? — არის. — მაშინ— — და? ტუჩის კუთხე ოდნავ ჩაუტყდა. — დღეს უბრალოდ შენთან ყოფნა მინდა. დანარჩენი არ მადარდებს. ღმერთო. ელენემ იგრძნო როგორ აუჩუყდა მკერდი. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ნოას მის შიშებთან ბრძოლა საერთოდ არ აშინებდა. თითქოს მართლა მზად იყო დაეცადა. მთელი დრო. ქალაქი საღამოს განათებებით ბრწყინავდა. ქუჩები ხმაურიანი იყო, ხალხი გამუდმებით მოძრაობდა, მაგრამ ნოას გვერდით სიარულისას ელენეს უცნაურად მშვიდად ჰქონდა გული. თავიდან მათ შორის რამდენიმე ნაბიჯის დისტანცია იყო. მერე — ნელ-ნელა შემცირდა. ნოას ხელები პალტოს ჯიბეებში ჰქონდა შეყოფილი, მაგრამ მზერა მუდმივად ელენესკენ გაურბოდა. კაბა მოძრაობისას მის ფეხებს რბილად ედებოდა, მუქი ღვინისფერი ქსოვილი კი ქუჩის განათებებში თითქმის შავად ჩანდა. ნოას უკვე ჭკუიდან გადაჰყავდა. ელენე გრძნობდა მის მზერას. ყოველ ჯერზე. — თუ კიდევ ერთხელ შემომხედავ ასე, სახლში წავალ, — ჩუმად თქვა ბოლოს. ნოას ჩაეცინა. — ვერ ვაკონტროლებ. — მატყუარა ხარ. — საერთოდ არა. ახლა უკვე ღიად უყურებდა. მძიმედ. თბილად. ისე, რომ ელენეს სუნთქვა ერეოდა. — იცი რა არის პრობლემა? — თქვა ნოამ. — რა? მისი მზერა ისევ კაბას ჩაუყვა. — მთელი საღამოა საკუთარ თავს ვახსენებ, რომ არ შეგეხო. გული პირდაპირ ყელში აუვარდა. ელენემ მაშინვე აარიდა თვალები. და ზუსტად ამ დროს ქუჩის მეორე მხარეს ვიღაც კაცმა ხმამაღლა დაიყვირა. უბრალოდ შემთხვევითი ხმა იყო. მაგრამ ელენეს სხეული ინსტინქტურად შეეკუმშა. ნოამ ეს წამში დაინახა. მისი სახე მაშინვე გამკაცრდა. — ელენე. ის უკვე ვეღარ უსმენდა. ხმაური უცებ ზედმეტად ძლიერი გახდა. მკერდი ისევ დაეჭიმა. ჯანდაბა. ნოამ ძალიან ფრთხილად გადაუდგა ხალხსა და ელენეს შორის. არ შეხებია. უბრალოდ მის წინ დადგა ისე, რომ დანარჩენი ქუჩა ოდნავ დაფარა. — ჰეი. შემომხედე. ელენემ ძლივს ასწია თვალები. ნოას მზერა მშვიდი იყო. მყარი. — აქ ხარ, კარგი? — არაფერი ხდება. — შენთან ვარ. მის ხმაში ისეთი თავდაჯერება იყო, თითქოს მართლა შეეძლო სამყაროსგან დაეცვა. ელენეს სუნთქვა ნელ-ნელა დაუმშვიდდა. და ყველაზე საშიში ის იყო… პირველი ადამიანი იყო, ვის გვერდითაც მართლა სჯეროდა ამის. წვიმა მაშინ დაიწყო, როცა რესტორნიდან გამოვიდნენ. პატარა იტალიური ადგილი იყო — თბილი განათებებით, ღვინის სუნით და ძველი მუსიკით ფონზე. ელენეს თავიდან დაძაბული shoulders ნელ-ნელა მოდუნდა საღამოს განმავლობაში. ნოა ამას მთელი დროის განმავლობაში ამჩნევდა. როგორ იცინოდა უკვე თავისუფლად. როგორ აღარ ამოწმებდა მუდმივად გარშემო ყველაფერს. როგორ უყურებდა ხოლმე დაუფიქრებლად, სანამ თვითონ შეამჩნევდა და მაშინვე თვალს აარიდებდა. და ღმერთო. ეს გოგო მართლა ანგრევდა. ახლა კი ქუჩაში იდგნენ. წვიმის პირველი წვეთები ნოას პალტოზე ეცემოდა. — მშვენიერია, — ამოიოხრა ელენემ ცისკენ ახედვისას. ნოას ჩაეცინა. — literally წვიმაში ვართ. — ვიცი. ელენეს თმა უკვე ოდნავ დაუსველდა. მუქი კულულები ლოყებთან ეკვროდა, ღვინისფერი კაბა კი ქუჩის განათებებში კიდევ უფრო მუქად ჩანდა. ნოას მზერა ისევ ზედმეტად დიდხანს გაუჩერდა. ელენემ მაშინვე შეამჩნია. — ისევ მიყურებ ასე. — იმიტომ რომ ლამაზი ხარ. პირდაპირ. უყოყმანოდ. ელენეს სუნთქვა შეეკრა. ჯერ კიდევ ვერ ეჩვეოდა ამას. იმას, როგორი მარტივად ამბობდა ნოა ყველაფერს, რასაც გრძნობდა. წვიმა უცებ გაძლიერდა. — წამოდი, — ნოამ მსუბუქად დაუქნია თავი ქუჩის კუთხისკენ. რამდენიმე წამში პატარა წიგნების მაღაზიაში შევიდნენ. შიგნით თბილი სიჩუმე და ძველი ფურცლების სუნი იყო. გარეთ წვიმის ხმა მინებზე ეცემოდა. მაღაზია თითქმის ცარიელი აღმოჩნდა. ელენე ნელა დადიოდა თაროებს შორის. თითებით წიგნების ყუებს ეხებოდა, თითქოს დიდი ხნის შემდეგ პირველად იყო სადღაც სრულიად მშვიდ ადგილას. ნოას კი საერთოდ არ აინტერესებდა წიგნები. მხოლოდ მას უყურებდა. ელენე ერთ-ერთ თაროსთან გაჩერდა. — რას? — ჰმ? — ისეთი სახით მიყურებ, თითქოს რაღაცის თქმას აპირებ. ნოამ რამდენიმე წამი უბრალოდ უყურა. მერე ძალიან ნელა მიუახლოვდა. ელენეს სუნთქვა ისევ შეეკრა. ახლა მათ შორის თითქმის აღარაფერი იყო. გარეთ წვიმა ისევ ხმაურობდა. მაღაზიის თბილი ყვითელი განათება ნოას სახეს რბილად ეცემოდა. მისი თვალები კი… ღმერთო. ისეთი მზერა ჰქონდა, ელენეს მთელი სხეული უთბებოდა. — მთელი საღამოა თავს ვიკავებ, — დაბლა თქვა ნოამ. გულისცემა ისევ აუჩქარდა. — რისგან? ნოას მზერა მის ტუჩებზე დაეშვა. ღიად. ნელად. და ელენემ იგრძნო როგორ აუკანკალდა სუნთქვა. — ამისგან. ძალიან ნელა ასწია ხელი. ისევ ისე — რომ თითოეული მოძრაობა დაენახა. თითები ფრთხილად შეეხო ელენეს ლოყასთან ჩამოშლილ სველ კულულს და ყურის უკან გადაუწია. ელენე ინსტინქტურად დაიძაბა. ძალიან ოდნავ. მაგრამ ნოამ მაინც იგრძნო. ხელი მაშინვე გააჩერა. მის თვალებში სურვილი ისევ იყო — ძლიერი, მძიმე, მთლიანად მასზე მიმართული. მაგრამ იმ სურვილზე ძლიერი სიფრთხილე აღმოჩნდა. — მითხარი თუ ზედმეტია, — ჩუმად თქვა. ელენეს ყელი დაეჭიმა. იმდენად ახლოს იდგა, ნოას სუნთქვას გრძნობდა. და უცებ მიხვდა — არ ეშინოდა. პირველად დიდი ხნის განმავლობაში, არ ეშინოდა კაცის სიახლოვის. თვალები ნელა ასწია. ნოას მზერა მაშინვე დარბილდა. ელენემ ძლივს შესამჩნევად გააქნია თავი. არა. ზედმეტი არ იყო. ნოას თითქოს სუნთქვა შეეკრა ამ პატარა მოძრაობაზე. მერე ძალიან ფრთხილად დაიხარა მისკენ. არც აჩქარებით. არც მფლობელურად. თითქოს ყოველ წამს აძლევდა საშუალებას უკან დაეხია. მაგრამ ელენე აღარ გაქცეულა. და როცა ნოას ტუჩები ბოლოს ძალიან ნაზად შეეხო მის ტუჩებს… ელენეს თვალები თავისით დაეხუჭა. რბილი იყო. თბილი. და საოცრად ფრთხილი. თითქოს ნოა მართლა უფრთხილდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე ელენეს ოთახში იყვნენ. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ელენე უცებ ისევ დაიძაბა. ახლა ყველაფერი ზედმეტად პირადი გახდა. ნოამ ეს იგრძნო. მერე ძალიან ბუნებრივად მოიხადა პალტო და სკამზე გადადო. — დამშვიდდი, კარგი? — უბრალოდ შენთან ყოფნა მინდა. ღმერთო. ელენემ ნელა დაუქნია თავი. ნოამ ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი, სანამ ელენეს შეხედავდა. პატარა იყო. ძალიან მშვიდი. კედლები ღია ფერის ჰქონდა, ფანჯარასთან პატარა ნათურა ენთო, რომელიც ოთახს თბილ ოქროსფერ განათებას აძლევდა. საწოლზე მუქი ნაცრისფერი საბანი იყო დაუდევრად გადაფარებული, ფანჯრის რაფაზე კი წიგნები და ნახევრად დამწვარი სანთლები ეწყო. ყველაფერი ზუსტად ელენეს ჰგავდა. წყნარი. მყუდრო. ოდნავ სევდიანი. კედელთან პატარა თარო იდგა ფოტოებით, მაგრამ თითქმის არცერთში არ იღიმოდა. ნოას გულში რაღაც უცნაურად მოეჭირა. თითქოს ეს ოთახიც ცდილობდა ვინმესთვის ზედმეტი არაფერი ეთქვა. — შეგიძლია საწოლზე დაიძინო, — ჩუმად თქვა ელემ, — მე დივანზე დავწვები. ნოას მაშინვე წარბები შეეჭმუხნა. — საერთოდ არ განიხილება. — ნოა— — ელე. მისი ხმა რბილი იყო, მაგრამ ისეთი ტონი ჰქონდა, აშკარა იყო გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა. — შენს ოთახში ხარ. შენ დაიძინებ ნორმალურად. ელემ თვალები აატრიალა, მაგრამ ტუჩები მაინც ოდნავ ჩატეხა. ღმერთო. ნოას უკვე უყვარდა ეს პატარა უხასიათო მზერები. — მაშინ ორივე საწოლზე დავეტევით, — ჩუმად თქვა ბოლოს ელემ. და როგორც კი გააცნობიერა რა თქვა, მაშინვე გაჩუმდა. ნოამ იგრძნო როგორ აუჩქარდა გულისცემა. პატარა ოთახში ჰაერი უცებ ზედმეტად თბილი გახდა. — კარგი, — მშვიდად თქვა, თუმცა საკუთარი ხმაც უცნაურად დაბალი გამოუვიდა. ელე სწრაფად შეტრიალდა კარადასთან, აშკარად ცდილობდა ამ მომენტისგან გაქცევას. ნოამ მზერა აარიდა. ნამდვილად ცდილობდა. მაგრამ მერე სანთლის შუქში მისი სილუეტი დაინახა — როგორ ჩამოიშალა თმა ზურგზე, როგორ მოიხადა ნელა კაბა და ფართო, რბილი მაისური გადაიცვა. ქსოვილი ბარძაყების შუამდე სწვდებოდა. სხვა არაფერი. ნოას ყბა ინსტინქტურად დაეჭიმა. ჯანდაბა. ელე აშკარად გრძნობდა მის მზერას, რადგან სწრაფად მოიქცია ხელები მაისურის კიდეზე და საწოლისკენ შემობრუნდა. — ნუ მიყურებ ასე. ნოას უნებურად ჩაეცინა. — ვცდილობ. — საშინლად გამოგდის. ელემ საბანი სწრაფად გადაიფარა და თითქმის მთლიანად ჩამალა თავი. ნოას სიცილი ამჯერად უფრო ღრმად აღმოხდა. მერე თვითონაც გაიხადა ჰუდი. შავი მაისური დარჩა ზედ მხოლოდ, რომელიც მხრებსა და მკლავებზე მჭიდროდ ეკვროდა. ელემ უნებლიეთ ახედა. და მაშინვე ისევ აარიდა თვალები. ნოამ ეს შეამჩნია. რა თქმა უნდა შეამჩნია. — ჰო? — ტუჩის კუთხე ჩაუტყდა. — გაჩუმდი. ღმერთო. ისეთი საყვარელი იყო, როცა იბნეოდა. ნოა ფრთხილად დაწვა საწოლის მეორე მხარეს. მათ შორის ჯერ კიდევ საკმაო ადგილი იყო დატოვებული. განზრახ. ელე ზურგით იწვა, საბანი თითქმის ნიკაპამდე ჰქონდა აწეული, მაგრამ ნოას მაინც შეეძლო დაენახა როგორ აჩქარებული უცემდა გული. რამდენიმე წუთი მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა. მერე ელემ ძალიან ჩუმად თქვა: — ნოა? — მმ? — მადლობა. ნოამ თავი მისკენ ოდნავ შეატრიალა. სანთლის მოციმციმე შუქში ელეს სახე რბილად ჩანდა. არეული თმა ბალიშზე ჰქონდა გაშლილი, თვალები კი უკვე აღარ იყო ისეთი შეშინებული. უბრალოდ დაღლილი. ნოას მკერდში რაღაც თბილად მოედო. — ყოველთვის, ელე. სიჩუმე ისევ მშვიდი გახდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ნოამ იგრძნო, როგორ მიუახლოვდა ელე ძილში შეუმჩნევლად ცოტათი. ძალიან ცოტათი. მაგრამ მისთვის ეს ყველაფერს ნიშნავდა. ღამე ღრმად იყო ჩაძირული სიჩუმეში. წვიმა უკვე შეწყვეტილიყო, მაგრამ ფანჯრის მინებზე დარჩენილი წვეთები ისევ ირეკლავდა ქალაქის შუქებს. სანთელი თითქმის ჩამწვარი იყო და ოთახში მხოლოდ მისი მოციმციმე ნათება მოძრაობდა. ნოას არ ეძინა. ზურგზე იწვა და ჭერს უყურებდა, მაგრამ მთელი ყურადღება მაინც ელესკენ ჰქონდა. მის სუნთქვას უსმენდა. ხანდახან როგორ ირხეოდა ძილში. როგორ ჰქონდა თმა ბალიშზე გაშლილი. ღმერთო. ვერ იხსენებდა ბოლოს ვინმესთან ასე მშვიდად როდის ყოფილა. მერე უცებ რაღაც შეიცვალა. ელემ ძილში შუბლი შეჭმუხნა. სუნთქვა დაუმძიმდა. ნოამ მაშინვე გვერდი იცვალა მისკენ. — ელე? პასუხი არ ყოფილა. მხოლოდ ჩუმი, შეწყვეტილი სუნთქვა. მერე — ელეს თითები საბანს ჩაებღაუჭა. — არა… — ძალიან ჩუმად ამოიკვნესა. ნოას სხეული მაშინვე დაიძაბა. ჯანდაბა. ელე უკვე აშკარად კანკალებდა. თავი გვერდზე ჰქონდა გადაგდებული, თითქოს ვიღაცას გაურბოდა. — გთხოვ… ეს სიტყვა ისე გატეხილად ჟღერდა, ნოას გულში რაღაც პირდაპირ ჩაწყდა. ის წამში წამოჯდა. მაგრამ არ შეხებია. თავი ძლივს შეიკავა. — ელე. ჰეი. — გაიღვიძე, კარგი? მისი ხმა მშვიდი იყო. ძალიან მშვიდი. მაგრამ შიგნით უკვე პანიკდებოდა. ელეს სუნთქვა უფრო და უფრო ერეოდა. უცებ მთელი სხეულით შეკრთა, თითქოს ვიღაც შეეხო. და სწორედ მაშინ ნოამ ვეღარ მოითმინა. ძალიან ფრთხილად შეეხო მაჯაზე. — ელე. ელემ ჰაერი უცებ ღრმად ჩაისუნთქა და თვალები გაახილა. პანიკაში. დაბნეული მზერა მთელ ოთახში აცეცდა, სანამ ნოას არ შეეჩეხა. მერე ინსტინქტურად უკან დაიხია. ნოას სახეზე რაღაც მტკივნეულად შეეცვალა, მაგრამ ხმა ისევ რბილი ჰქონდა. — ჰეი, ჰეი… — მე ვარ. — უსაფრთხოდ ხარ. ელეს თვალები ცრემლებით აევსო. სუნთქვა ისევ უკანკალებდა. ნოამ ხელი მაშინვე გაუშვა, როგორც კი იგრძნო რომ დაიძაბა. და ეს… ეს იყო ზუსტად ის, რამაც ელეს გული მოულოდნელად აუჩუყა. იმიტომ რომ ნოა არაფერს აიძულებდა. არასდროს. — ბოდიში… — ძლივს ამოილაპარაკა. ნოას წარბები მაშინვე შეეკრა. — ნუ ამბობ მაგას. ელემ თვალები დახარა. თითები ისევ უკანკალებდა. რამდენიმე წამი სიჩუმეში გავიდა. მერე ნოამ ძალიან ჩუმად ჰკითხა: — საობარი გინდა? ელეს სუნთქვა წამით შეუჩერდა. ნოას ამ კითხვაში იმდენი სიფრთხილე იყო, აშკარა გახდა — არ აპირებდა ძალით ამოეღო სიტყვები მისგან. არჩევანს ისევ მას უტოვებდა. ელემ ნელა დაუქნია თავი. ოთახში სიჩუმე დამძიმდა. ნოამ მზერა აარიდა წამით. ყბა დაეჭიმა. ელე პირველად ხედავდა მის სახეზე ასეთ ძლიერ ემოციას. თითქოს საკუთარი თავის კონტროლი უჭირდა. — ნოა… მან თვალები დახუჭა წამით. მერე ძალიან ჩუმად ჰკითხა: — ვინ დაგიშავა ეს? და ღმერთო. იმ ხმაში იმდენი ტკივილი იყო, თითქოს ეს ყველაფერი მასაც სტკიოდა. ელე რამდენიმე წამი საერთოდ არ ლაპარაკობდა. ოთახში მხოლოდ მისი არეული სუნთქვა ისმოდა. ნოას ჯერ კიდევ ფრთხილად ეჭირა დისტანცია, მაგრამ მთელი სხეულით ეტყობოდა როგორ ძლივს იკავებდა თავს, რომ ახლოს არ მისულიყო. ელემ ბოლოს ნელა აიწია მუხლები მკერდთან და ხელები შემოიხვია. ძალიან პატარა ჩანდა. ძალიან გატეხილი. — არ მინდა ისე შემომხედო… — ჩუმად თქვა. ნოას წარბები შეეკრა. — როგორ? ელემ ძლივს ახედა. თვალები მთლიანად ცრემლებით ჰქონდა სავსე. — თითქოს საცოდავი ვიყო. ღმერთო. ნოას რაღაც პირდაპირ გულში მოხვდა. — ელე… არა. მისი ხმა თითქოს ჩატყდა. ელემ თავი გააქნია. — არ იცი, ნოა. — შენ არ იცი როგორი ვარ სინამდვილეში. სიჩუმე. მძიმე. ნოას უკვე სუნთქვაც უჭირდა. — მაშინ მითხარი. ელეს ტუჩები აუკანკალდა. რამდენიმე წამი ჩანდა როგორ ებრძოდა საკუთარ თავს. მერე უცებ ყველაფერი გატყდა. — იმ ღამეს… — ხმა მოეკვეთა, — მე ვერ გავიქეცი. ნოას სხეული მთლიანად დაიძაბა. ელე ახლა უკვე ვეღარ აჩერებდა სიტყვებს. თითქოს წლების განმავლობაში დაგროვილი ტკივილი ერთდროულად გადმოდიოდა. — ვერ ვიყვირე… — ვერაფერი გავაკეთე… — და მერე ყველამ ისე შემომხედა, თითქოს ჩემი ბრალი იყო. ცრემლები უკვე შეუჩერებლად ჩამოსდიოდა. ნოას ხელები მუშტებად შეეკრა. სახე ნელ-ნელა ეცვლებოდა. არა ზიზღით მის მიმართ. ტკივილით. სუფთა, დაუნდობელი ტკივილით. ელემ ძლივს გააგრძელა: — დედაჩემმა მითხრა, რომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი… — მამამ საერთოდ ვეღარ შემომხედა… — და მე უბრალოდ… სუნთქვა გაუტყდა. — მე საკუთარი სხეულიც კი შემძულდა. ნოას თვალები უცებ ჩაუწითლდა. ელემ პირველად დაინახა — როგორ დაემსხვრა მისი სიმშვიდე. მან სახეზე ხელი გადაისვა, თითქოს სუნთქვას ვეღარ აკონტროლებდა. მერე თავი გვერდზე გაატრიალა. და ელემ დაინახა როგორ ჩამოუვიდა ცრემლი. გული მაშინვე აუჩუყდა. ღმერთო. ნოა ტიროდა. მის გამო. — ნოა… — არა… — ხმა ჩაუწყდა, — უბრალოდ… ღმერთო, ელე… მან თვალები ძლიერ დახუჭა. ყბა უკანკალებდა. — მარტო როგორ გადაიტანე ამდენი? ამ სიტყვებზე ელე საბოლოოდ გატყდა. ტირილი უკვე სუნთქვას ურევდა. — მე აღარ შემიძლია ნორმალური ურთიერთობა… — ძლივს თქვა, — როცა ვინმე ახლოს მოდის, მეშინია… — ხანდახან შენი შეხებისაც კი მეშინებს და მერე საკუთარი თავი მძულს ამის გამო… ნოას სახე იმ წამს ისეთი გახდა, თითქოს ვინმემ გულზე ხელით მოუჭირა. — ელე, შემომხედე. ელემ ძლივს ასწია თვალები. ნოამ ძალიან ნელა მიუახლოვდა. ფრთხილად. ისე, თითქოს ნებისმიერ წამს გაჩერდებოდა თუ შეეშინდებოდა. — შენ ცუდი არ ხარ. ცრემლები ისევ ჩამოუგორდა ელეს. ნოას ხმაში ახლა უკვე სიმტკიცე იგრძნობოდა. მტკიცე. ურყევი. — რაც დაგემართა, შენი ბრალი არ არის. — ვიღაცამ გაწყენინა. სასტიკად. — მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ სიყვარულის უფლება აღარ გაქვს. ელემ თავი გააქნია. — შენ არ გინდა ასეთი ადამიანი, ნოა… — გაჩუმდი. პირველად თქვა ასე მკაცრად. არა უხეშად. ტკივილით. ნოას თვალები პირდაპირ მისას იყო მიბჯენილი. — არ გაბედო საკუთარ თავზე ეგეთების თქმა. ელეს სუნთქვა ისევ აუჩქარდა. ნოამ ნელა ასწია ხელი. წამით გააჩერა — როგორც ყოველთვის, არჩევანი მას დაუტოვა. როცა ელე უკან არ დახეულა, ძალიან ფრთხილად მოჰკიდა თითები. თბილი ჰქონდა ხელები. სტაბილური. — მისმინე კარგად, ელე. ახლა მის ხმაში ისეთი თავდაჯერება იყო, შეუძლებელი იყო არ დაგეჯერებინა. — რამდენი დროც არ უნდა დაგჭირდეს, მე აქ ვიქნები. — თუ ერთ ნაბიჯს გადმოდგამ, დანარჩენს მე მოვალ. — თუ ღამეები გაგიჭირდება, გაგაღვიძებ. — თუ შეგეშინდება, დაგამშვიდებ. — და თუ საკუთარ თავს ისევ შეიძულებ… ხმა ოდნავ ჩაუტყდა. — მე ყოველდღე შეგახსენებ როგორი საოცარი ხარ. ელე უკვე ტირილისგან ძლივს სუნთქავდა. — მეშინია, ნოა… ნოას თვალები ისევ აუწყლიანდა. მერე ძალიან ნაზად მიაწება შუბლი მის შუბლს. — ვიცი. მისი სუნთქვა ელეს ტუჩებს ედებოდა. — მაგრამ შენს შიშებზე დიდი გავხდები. — გეფიცები. — და ერთ დღეს ისევ უსაფრთხოდ იგრძნობ თავს. — შენს თავშიც… და ჩემთანაც. ელემ აღარ იცოდა ზუსტად რომელ მომენტში მიუახლოვდა ნოას. ან ნოამ როდის შემოხვია ხელები. უბრალოდ ერთ წამს ისევ ტიროდა… მეორე წამს კი ნოას მკერდზე ჰქონდა სახე მიმალული. და ღმერთო. რამდენად უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. ნოას ერთი ხელი ზურგზე ჰქონდა ფრთხილად შემოხვეული, მეორეს კი თმაში ნელა უსვამდა ხელს. არც აჩქარებდა, არც ზედმეტად ეხებოდა. უბრალოდ იქ იყო. სტაბილურად. მყარად. როგორც ადამიანი, რომელიც არსად წასვლას არ აპირებდა. ელეს სუნთქვა ნელ-ნელა დაუმშვიდდა. — მაპატიე… — ისევ ჩუმად ამოილაპარაკა. ნოამ მაშინვე ოდნავ უკან დახია თავი, რომ შეეხედა. — კიდევ ერთხელ თუ მოიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ გტკივა, მართლა ვიჩხუბებთ. ელეს ცრემლებს შორის უნებურად ჩაეცინა. ნოას სახე მაშინვე დარბილდა ამ პატარა ღიმილზე. — აი ეგ მინდა, — ჩუმად თქვა. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს. სანთლის შუქზე ნოას თვალები კიდევ უფრო მუქი ჩანდა. ელეს თმა ისევ არეულად ჰქონდა ჩამოშლილი, ლოყები კი ტირილისგან გახურებოდა. ნოას ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს იმ წამს მისთვვის ყველაზე საოცარს უყურებდა. და ალბათ იყო კიდეც. — ჩემები ვერასდროს მიხვდნენ… — ჩუმად თქვა უცებ ელემ, — საქართველოში რომ ვიყავი, ყველაფერს “სირცხვილად” უყურებდნენ. — დედას უნდოდა ხალხს არაფერი გაეგო. — მამა საერთოდ აღარ მელაპარაკებოდა ნორმალურად. ნოას ყბა ისევ დაეჭიმა. ელე პირველად ხედავდა, როგორ ბრაზდებოდა მართლა. — და მარტო გამოგიშვეს აქ? — თითქოს პრობლემაც მე ვიყავი, — მწარედ გაეცინა ელეს, — თითქოს თუ სხვა ქვეყანაში გამომიშვებდნენ, ყველაფერი გაქრებოდა. ნოამ თვალები დახუჭა წამით. ღმერთო. იმის წარმოდგენაზეც კი ცუდად ხდებოდა, რამდენი გადაიტანა ამ გოგომ მარტო. მერე ისევ უფრო ახლოს მიიზიდა. — აღარ ხარ მარტო. ძალიან უბრალოდ თქვა. მაგრამ ელემ იგრძნო — ნოასთვის ეს დაპირება იყო. დიდი. ნამდვილი. ღამე ნელ-ნელა ჩაწყნარდა. ბოლოს ნოამ საბანი გადააფარა და საწოლის საზურგეს მიეყრდნო, ელე კი ისევ მის მკერდთან იყო მოკეცილი. თავი ნოას ყელთან ჰქონდა ჩამალული. ნოას ხელი ისევ ზურგზე ეფერებოდა ძალიან ნელა. და პირველად წლების განმავლობაში… ელეს ჩაძინების აღარ ეშინოდა. დილით ფანჯრიდან შემოსულმა რბილმა შუქმა გააღვიძა. რამდენიმე წამი ვერ მიხვდა სად იყო. მერე იგრძნო. ნოას მკლავი წელზე ჰქონდა მოხვეული. მის მკერდზე იყო მიხუტებული. და ნოა უკვე გაღვიძებული უყურებდა. ღმერთო. ელეს სუნთქვა მაშინვე აერია. ნოას ტუჩის კუთხე ოდნავ ჩაუტყდა. — დილა მშვიდობისა, ელე. მისი დილის ხმა საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ასეთი მიმზიდველი. ელემ ინსტინქტურად სცადა ოდნავ უკან დახევა. ნოამ მაშინვე უფრო მჭიდროდ შემოხვია ხელი. არა ძლიერად. უბრალოდ არ გაუშვა. — სად მიდიხარ? — ნოა… ღაწვები უკვე უხურდა. ნოას თვალებში მაშინვე გაჩნდა ის ნაცნობი, თბილი ცეცხლი. მერე ძალიან ნელა დაიხარა მისკენ. ელეს სუნთქვა გაუჩერდა. და როცა ტუჩებზე აკოცა — ამჯერად უფრო დიდხანს, უფრო თბილად — ელემ იგრძნო როგორ აუკანკალდა მთელი სხეული. ნოამ ოდნავ მიიწია უკან, მაგრამ ისევ ძალიან ახლოს დარჩა. — დროა მიეჩვიო. — რას? — ძლივს ამოილაპარაკა ელემ. ნოას ღიმილი უფრო ღრმა გახდა. — იმას, რომ შენთან თავის შეკავება საერთოდ არ შემიძლია. ელემ თვალები მაშინვე აარიდა. ღმერთო. ნოას ჩუმი სიცილი მოესმა. მერე შუბლზე აკოცა ძალიან ნაზად. — მაგრამ არ შეგეშინდეს, კარგი? — ყველაფერს შენი სურვილით ვიზამთ. ამ ღამის შემდეგ ელეს ცხოვრება შეიცვალა. ნოა ყველაფერს აკეთებდა, რომ მას თავი დაცულად და კომფორტულად ეგრძნო. თითქოს ცხოვრება თავიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა რომ ნოა სულ გასტროლებზე იყო, ის მაინც ახერხებდა ელეს დისტანციიდან გაბედნიერებას. — ელე, თუ ახლა ჩაის არ დალევ, სერიოზულად გამოვფრინდები ნიუ-იორკში. ელემ ტელეფონი მხარსა და ყურს შორის მოიქცია და წიგნს დახედა. — ნოა, შენ სამი საათის წინაც დამირეკე. — და? მის ფონზე აეროპორტის ხმაური ისმოდა. კვლავ გზაში იყო. ბოლო ოთხი დღე თითქმის სულ ქალაქიდან ქალაქში მიმდინარეობდა — თამაშები, ვარჯიშები, ინტერვიუები. მაგრამ როგორღაც მაინც ყოველთვის ახერხებდა დარეკვას. დილით — „გაიღვიძე?“ ლექციის წინ — „ჭამე?“ ღამე — „დაიღალე?“ ელესთვის უკვე ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. — გამოცდა როგორ დაწერე? — ჰკითხა ნოამ. ელემ ამოიოხრა. — ცუდად. — მატყუარა ხარ. ტუჩები შეუმჩნევლად ჩაუტყდა. — საიდან იცი? — შენი “ცუდად” ჩვეულებრივი ადამიანის “იდეალურია”. ელეს სიცილი გაეპარა. ნოას ხმა მაშინვე დარბილდა. — აი ეგ მენატრებოდა. გულში რაღაც უცნაურად ჩაეღვარა. — ჯერ მხოლოდ ოთხი დღე გავიდა. — ელე, გუშინ ღამე სასტუმროში შენს ჰუდს ჩავეხუტე. ელე მაშინვე გაჩუმდა. ღმერთო. — რა? ნოას ჩუმი სიცილი მოესმა. — ნუ დამცინი. — სერიოზულად გაგიჟდი. — შენ გამაგიჟე. ელემ თვალები დახარა, რომ ღიმილი დაემალა. ფანჯარასთან იდგა. გარეთ თოვლის პირველი ფანტელები ცვიოდა, ოთახში კი ნოას დატოვებული შავი ჰუდი ისევ სკამზე ეკიდა. მას მერე არ შეუნახავს კარადაში რაც ნოა წავიდა. თითქოს ნოას სუნი ჯერ კიდევ შერჩენოდა. — შენ როგორ ხარ? — ჩუმად ჰკითხა ბოლოს. რამდენიმე წამი ნოამ არაფერი თქვა. მერე დაღლილი ამოსუნთქვა მოესმა. —ძალიანდაღლილი. — მაგრამ შენ რომ გელაპარაკები, აღარ ვარ. ელეს გული აუჩუყდა. ეს ბიჭი ზედმეტად მარტივად აღწევდა მასში. — დაიძინე დღეს ადრე, კარგი? — გააგრძელა ნოამ, — თვალების ქვეშ უკვე ჩრდილები გაქვს. ელემ მაშინვე წარბები შეჭმუხნა. — საიდან იცი? — ვიდეოქოლი გვქონდა დღეს, ელე. — სტალკერი ხარ. — obsessed ვარ. პირდაპირ. როგორც ყოველთვის. ელემ თავი კედელს მიადო. ღმერთო. ნოას ფონზე ვიღაცამ დაუძახა. — უნდა გავიდე, პატარავ. ელეს გული უცნაურად შეეკუმშა ამ მიმართვაზე. პატარავ. ნოამ ეს აშკარად იგრძნო, რადგან ჩუმად ჩაეცინა. — ჰო, მაგასაც მოგიწევს მიეჩვიო. ელემ თვალები დახუჭა. — ნოა… მისი ხმა უცებ უფრო რბილი გახდა. — კიდევ ერთი დღე და სახლში მოვდივარ. — მერე მთელი საღამო შენთან ვიქნები. გულისცემა აუჩქარდა. საშინლად ენატრებოდა. და ეს უკვე ვეღარ უარყო. — კარგი, — ძლივს თქვა. რამდენიმე წამი არცერთი არ თიშავდა. მერე ნოამ ძალიან ჩუმად დაამატა: — ამ დღეებში ერთ რაღაცაც მივხვდი. — რას? —ჩემი დღის ყველაზე ცუდი ნაწილი ის არის, როცა შენ ვერ გეხები. ელეს სუნთქვა მაშინვე შეეკრა. ნოას ხმა ახლა დაბალი იყო. მძიმე. სრულიად გულწრფელი. — და ყველაზე კარგი ისაა, როცა აღარ გარბიხარ ჩემგან. კარზე ძლივს მოასწრო დაკაკუნება, რომ ელემ მაშინვე გაუღო. და ნოას სუნთქვა პირდაპირ გაეჩხირა ყელში. ელეს მოკლე, რბილი ნაცრისფერი მაისური ეცვა, რომელიც ერთ მხარზე ოდნავ ჩამოსცურებოდა, ქვემოთ კი შავი ტანზე მომდგარი შორტი ეცვა. უბრალოდ სახლის ტანსაცმელი იყო. მაგრამ ნოასთვის — სრული კატასტროფა. თმა დაუდევრად ჰქონდა ზემოდან შეკრული, რამდენიმე კულული კი ლოყებთან ჩამოშლოდა. სახეზე საერთოდ არ ეკეთა მაკიაჟი. და მაინც ისეთი ლამაზი იყო, ნოას ფიზიკურად სტკიოდა. ელემ მაშინვე შეამჩნია მისი მზერა. — ნუ მიყურებ ასე. ნოას ჩუმი სიცილი აღმოხდა. — სერიოზულად? ხუთი დღეა არ მინახიხარ. რას ელოდები? ელემ თვალები აატრიალა, მაგრამ ღაწვები უკვე შეფერადებოდა. ნოამ კარი ფეხით მიხურა და უფრო ახლოს მივიდა. ახლა უკვე თითქმის ეხებოდა. ელეს სუნთქვა მაშინვე აერია. ღმერთო. ჯერ კიდევ მოქმედებდა მასზე ასე. ნოას მზერა ნელა ჩაუყვა მის შიშველ ფეხებს, წელზე გაჩერებულ მაისურს, მერე ისევ თვალებში ჩახედა. — ეს შორტი სპეციალურად ჩაიცვი ჩემს გასაგიჟებლად? ელეს მაშინვე გაეცინა. — საკუთარ თავზე შეყვარებული ხარ. — არა, უბრალოდ შენზე ვარ obsessed. ისე ბუნებრივად თქვა, ელეს მუცელში ყველაფერი დაეჭიმა. ნოამ ხელი ძალიან ნელა შეახო წელზე. თითქოს ისევ ეკითხებოდა შეიძლებოდა თუ არა. ელე აღარ გაწეულა. პირიქით — თვითონ მიუახლოვდა ოდნავ. ნოას თვალებში იმ წამს ისეთი სითბო გაჩნდა, თითქოს ამ პატარა მოძრაობამ მთელი დღის დაღლილობა მოუხსნა. — აი ეგ… — ჩუმად თქვა, — ისევ გააკეთე. — რა? — ჩემთან ახლოს მოსვლა ისე, თითქოს აღარ გეშინია. ელეს გული უცნაურად აუჩუყდა. ნოამ ძალიან ნელა დაიხარა მისკენ და ტუჩები ყელთან შეახო. ფრთხილად. თბილად. ელეს სუნთქვა მაშინვე შეეკრა. — ნოა… მისი სახელი ტუჩებიდან თითქმის ჩურჩულივით გავარდა. ნოას გაეღიმა მის კანზე. — მითხარი რომ შენც მოგვენატრე. ელემ თვალები მაშინვე აარიდა. ღაწვები უკვე მთლიანად გახურებოდა, მაგრამ ნოას ხელი ისევ მის წელზე ჰქონდა — თბილი, მძიმე, დამამშვიდებელი. მოსწონდა. საშინლად მოსწონდა. — ელე… — ნოას ხმა უფრო დაბალი გაუხდა, — მითხარი. ელემ ტუჩი მოიკვნიტა. — მომენატრე. ნოას თვალები იმ წამს უცებ ჩაბნელდა. ღმერთო. თითქოს ეს სიტყვები ბოლომდე თავშეკავებას ართმევდა. მან ისევ აკოცა ყელთან, ამჯერად უფრო დიდხანს. ელემ ინსტინქტურად თავი ოდნავ გადასწია, რომ ადგილი მიეცა. სუნთქვა უკვე სრულიად არეული ჰქონდა. ნოას ხელი ნელა აუყვა ზურგზე მაისურის ქვემოდან. იმდენად ფრთხილად ეხებოდა, მაინც მთელ სხეულში ცეცხლივით ედებოდა. — ნოა… — მმ? მისი ტუჩები ჯერ კიდევ კანზე ჰქონდა მიბჯენილი. ელემ თვალები დახუჭა. — ასე ნუ აკეთებ. ნოას ჩუმი სიცილი იგრძნო კანზე. — როგორ? — თითქოს ზუსტად იცი რა მემართება. ნოამ ბოლოს ნელა ასწია თავი. ახლა იმდენად ახლოს იდგა, მათი სუნთქვა ერთმანეთში ირეოდა. — ვიცი, — ჩუმად თქვა. მისი მზერა ისევ ტუჩებზე დაეშვა. მძიმედ. შიმშილით. მაგრამ მაინც ისეთი სიფრთხილით, ელეს გული ისევ აუჩუყდა. — და შენ საერთოდ ვერ ხვდები რას მიკეთებ, როცა ასე მიყურებ. ელეს მუცელში ყველაფერი დაეჭიმა. ნოამ ხელი ძალიან ნელა შეუცურა თეძოზე და თავისკენ მიიზიდა. ახლა ელე მთლიანად მის მკერდზე იყო აკრული. გრძნობდა ნოას გულისცემას. სწრაფს. მძიმეს. თითქოს ისიც ზუსტად იმ მდგომარეობაში იყო. — შემომხედე, — ჩუმად უთხრა ნოამ. ელემ ძლივს ასწია თვალები. და ღმერთო. იმ მზერაში იმდენი სიყვარული და სურვილი იყო ერთად, ელეს სუნთქვა შეეკრა. ნოამ სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა. — ყველაზე ლამაზი ხარ, რაც ცხოვრებაში მინახავს. პირდაპირ. უყოყმანოდ. ელეს თვალები მაშინვე აუწყლიანდა ემოციისგან. ნოას სახე უცებ დარბილდა. — ჰეი… — არ ვიცი რატომ მეშინოდა, — ძლივს თქვა ელემ, — შენთან როცა ვარ… ყველაფერი სხვანაირია. ნოას ყბა ოდნავ დაეჭიმა ამ სიტყვებზე. მერე შუბლი მის შუბლს მიადო. — იმიტომ რომ არასდროს არაფერს დაგაძალებ, ელე. — ყველაფერს შენ თვითონ აირჩევ. ელეს სუნთქვა ისევ აუკანკალდა. და ამჯერად თვითონ აკოცა. უფრო თამამად. უფრო ახლოს. ნოამ დაბლა ამოიოხრა, თითქოს ბოლომდე კონტროლი ეკარგებოდა, მაგრამ მაინც ფრთხილად დაიჭირა. ყოველ შეხებაში ისევ ეკითხებოდა: „კარგია?“ და როცა ელე მის მკერდზე მიხუტებული ჩუმად იცინოდა კოცნებს შორის, ნოამ მაშინვე თვალები დახუჭა. იმიტომ რომ იმ წამს ზუსტად მიხვდა — ამ გოგოსთვის ყველაფერს გააკეთებდა. თვეები ძალიან ჩუმად გავიდა. და ამავე დროს — ყველაფერი შეიცვალა. ნოას სეზონი სულ უფრო მძიმე ხდებოდა. თამაშები, ვარჯიშები, მუდმივი გასვლები. ხან ბოსტონში იყო, ხან ჩიკაგოში, ხან საერთოდ სხვა შტატში. ელეს გამოცდები და უნივერსიტეტი კი ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ხშირად დღეები ისე გადიოდა, ერთმანეთის ნახვას ვერ ახერხებდნენ. მაგრამ ნოა მაინც ყველგან იყო. და ელე უკვე ღიმილით ეჩვეოდა ამას. ზოგჯერ ნოას თამაშებს მარტო უყურებდა. საწოლში მოკეცილი იჯდა, მისი ჰუდი ეცვა და ტელევიზორში ნოას ეძებდა ხალხში. და ყოველ ჯერზე, როცა კამერა დაიჭერდა — გული მაინც უჩქარდებოდა. იმიტომ რომ მისთვის ნოა უბრალოდ სპორტსმენი აღარ იყო. მისი ადამიანი იყო. ერთხელ ღამის ორზე დაურეკა ნოამ. — რატომ არ გძინავს? — ჩურჩულით ჰკითხა ელემ. ნოას დაღლილი სიცილი მოესმა. — იმიტომ რომ დღეს ცუდი დღე მქონდა და შენი ხმა მჭირდებოდა, რომ დავმშვიდებულიყავი ელეს გული მაშინვე აუჩუყდა. — თამაში? -არა. — უბრალოდ… შენთან მინდა. და ღმერთო. ჯერ კიდევ არ იცოდა როგორ უნდა შეჩვევოდა ამას — ვიღაცისთვის ასე მნიშვნელოვნად ყოფნას. ნელ-ნელა ელეს შიშებიც შეიცვალა. არ გამქრალა. ზოგ ღამეს ისევ კოშმარებით ეღვიძებოდა. ზოგჯერ უცებ ისევ იძაბებოდა ხალხში. ზოგჯერ ნოას შეხებაზეც კი უფრთხოდა სხეული ინსტინქტურად. მაგრამ ახლა განსხვავება ის იყო, რომ აღარ რჩებოდა მარტო ამ ყველაფერში. ნოა არასდროს ბრაზდებოდა. არასდროს აჩქარებდა. ხანდახან უბრალოდ საწოლში ეხუტებოდა საათობით და თმაზე ეფერებოდა, სანამ ელეს სუნთქვა არ დაუმშვიდდებოდა. ელეს ნელ-ნელა საკუთარი თავიც აღარ ეზიზღებოდა. ერთ საღამოს, თითქმის სამი თვის შემდეგ, ნოამ პირდაპირ ვარჯიშიდან მიაკითხა. დაღლილი იყო. სველი თმით. შავი ჰუდით. მაგრამ როგორც კი კარი გააღო და ელე დაინახა, სახე მაშინვე შეეცვალა. თითქოს სახლში მოვიდა. ელემ მაშინვე შეამჩნია რამდენად დაღლილი ჩანდა. — არ გეძინა? — ჩუმად ჰკითხა. ნოამ უბრალოდ თავი გააქნია. მერე მისკენ წავიდა და ისე ძლიერად ჩაიხუტა, თითქოს მთელი კვირა ამ მომენტს ელოდა. — მენატრებოდი, — ამოისუნთქა მის თმაში. ელეს უკვე აღარ ეშინოდა ამ სიტყვების. პირიქით. სუნთქვას უმშვიდებდა. ჰანა ხშირად ეუბნებოდა: — თქვენ შვეულებრივად დაქორწინებული წყვილივით ხართ. და ელე ყოველ ჯერზე თვალებს ატრიალებდა. მაგრამ მერე ღამე ნოას მკერდზე ჩაძინებულს გაახსენდებოდა, როგორ აკოცებდა დილით შუბლზე, როგორ ახსენებდა ჭამას, როგორ ბრაზდებოდა როცა თავს ცუდად მოიხსენიებდა… და ჩუმად იღიმოდა. იმიტომ რომ პირველად ცხოვრებაში, სიყვარული აღარ ჰგავდა რაღაცას, რაც უნდა გადაეტანა. ჰგავდა ადგილს, სადაც ბოლოს და ბოლოს უსაფრთხოდ იყო. იმ საღამოს ნოა უჩვეულოდ ჩუმი იყო. ელე სამზარეულოში იჯდა, ხელში ყავა ეჭირა და უკვე მეხუთედ უყურებდა ნოას, რომელიც ფანჯარასთან იდგა. გარეთ გაზაფხულის წვიმა მოდიოდა. — კარგი, — ბოლოს ელემ ვეღარ მოითმინა, — რა ხდება? ნოამ ნელა გამოხედა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს რაღაცაზე მთელი დღე ფიქრობდა. მერე მისკენ წამოვიდა. ახლოს გაჩერდა. ძალიან ახლოს. — ჩემთან გადმოდი. — რა? ნოას მზერა უფრო სერიოზული გაუხდა. — ჩემთან იცხოვრე. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ელე რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. თითქოს სიტყვები ვერ გაიაზრა. — ნოა… — სერიოზულად ვამბობ. მის ხმაში ის მშვიდი თავდაჯერება იყო, რომელიც ელეს ყოველთვის აბნევდა. თითქოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. — ისედაც ნახევარ დროს ჩემთან ხარ. — შენი ნივთებიც უკვე ჩემზე მეტია ჩემს ბინაში. ელეს სიცილი გაეპარა. მაგრამ გულში უცნაური შიში მაინც მოაწვა. ერთად ცხოვრება. ეს უკვე დიდი იყო. ძალიან დიდი. ნოამ მაშინვე შეამჩნია როგორ დაიძაბა. რა თქმა უნდა შეამჩნია. მისი ხელი ნელა მოხვია წელზე. — ჰეი. — არ გაძალებ. ელემ თვალები დახარა. — უბრალოდ… მეშინია. ნოას სახე მაშინვე დაურბილდა. — რისი? ელემ ძლივს ამოისუნთქა. — რომ ერთ დღეს გაიღვიძებ და მიხვდები, რომ ზედმეტად რთული ვარ. ღმერთო. ნოას სახეზე იმ წამს ისეთი ტკივილი გაჩნდა, თითქოს ეს სიტყვები ფიზიკურად ეტკინა. მან ხელით ნაზად ააწევინა ნიკაპი. — ელე. — შენ არასდროს ყოფილხარ “ზედმეტად რთული”. — უბრალოდ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცოდა როგორ უნდა ყვარებოდი. ელეს თვალები მაშინვე აუწყლიანდა. ნოამ შუბლზე აკოცა. — და მე მინდა ყოველი დღე შენთან ერთად გავიღვიძო. — ეგა არის ჩემი ოცნება. • ორი დღის შემდეგ ელე დედას ელაპარაკებოდა ვიდეოზარით. საქართველოში უკვე გვიანი ღამე იყო. დედამისი სამზარეულოში იჯდა, როგორც ყოველთვის — მკაცრი სახით, იდეალურად დავარცხნილი თმით. ელე ყოველთვის იძაბებოდა მასთან საუბრისას. — სწავლა როგორ მიდის? — ჰკითხა დედამ. — კარგად. — გამოცდები? — მეც კარგად. რამდენიმე წამი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ელემ ნელა თქვა: — ალბათ… მალე გადავდივარ. დედამისმა წარბები შეჭმუხნა. — სად? ელეს ყელი დაეჭიმა. — ნოასთან. სიჩუმე. მძიმე. ელემ თითქმის წინასწარ იცოდა როგორი რეაქცია იქნებოდა. დედამისმა ნელა ამოისუნთქა. — ძალიან მალე ხომ არ არის. აი ეს ტონი. ისეთი, თითქოს ისევ პატარა გოგო იყო, რომელმაც რაღაც არასწორად გააკეთა. ელეს ინსტინქტურად მხრები დაეჭიმა. — არა მგონია. — კაცთან ცხოვრება მარტივი არაა, ელენე. სახელი ისე ოფიციალურად წარმოთქვა, ელეს ისევ ძველ სახლში ეგონა თავი. — ვიცი. — დარწმუნებული ხარ საერთოდ? — შენ ხომ… სიტყვა არ დაასრულა. მაგრამ ორივემ იცოდა რაც იგულისხმა. ელეს სახე მაშინვე გაუცივდა. — დედა. — მე უბრალოდ ვღელავ. ელეს მწარედ ჩაეცინა. — ახლა ღელავ? დედამისი გაჩუმდა. და პირველად, ალბათ ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ელემ აღარ აარიდა მზერა. — იცი რა არის განსხვავება? — ჩუმად თქვა, — ნოასთან არასდროს მეშინია. ეს სიტყვები თითქოს ორივესთვის ახალი იყო. დედამისს სახე ოდნავ შეეცვალა. ელემ გააგრძელა: — ის არ ცდილობს ჩემს გამოსწორებას. — არ რცხვენია ჩემი. — და როცა ცუდად ვარ… არ მაგრძნობინებს, რომ ტვირთი ვარ. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ელეს თვალები უკვე ცრემლებით ევსებოდა, მაგრამ ხმა აღარ უკანკალებდა. — პირველად ვარ ვიღაცასთან, ვისთანაც მშვიდად მძინავს. დედამისმა ნელა დახარა თვალები. და ელემ პირველად დაინახა მის სახეზე რაღაც დამსხვრეული. — თუ ეგრეა… — ჩუმად თქვა ბოლოს, — მაშინ ალბათ კარგი ბიჭია. ელეს მკერდი უცნაურად აუფრიალდა. იმიტომ რომ ეს, მისი დედისგან, თითქმის თანხმობა იყო. გაზაფხულის საღამო იყო. ელე უკვე ნოას ბინაში ცხოვრობდა. სამზარეულოში იდგა ნოას დიდი ჰუდით., საჭმელს აკეთებს, ნოა უკნიდან ეხუტება და ისევ ხელს უშლის. — ნოა, ხელს მიშლი. — განზრახ. ელეს სიცილი გაეპარება. აღარ არის ის გოგო, რომელსაც ღამე ძილის ეშინოდა. ნოას ხელი მის მუცელზე აქვს მოხვეული, ნიკაპი მხარზე ჩამოდებული. — რაზე ფიქრობ? — ჩუმად ჰკითხა. ელე რამდენიმე წამი ფანჯარაში იყურება. ქალაქი ანათებს. წვიმის მერე ქუჩები სველია. მერე ნელა ტრიალდება მისკენ. — იმაზე… რომ ადრე მეგონა სიყვარულის ყოველთვის შემეშინდებოდა. ნოას მზერა მაშინვე დაურბილდება. — ახლა? ელე იღიმება. ისე მშვიდად, როგორც არასდროს. მერე ძალიან ნაზად კოცნის. — ახლა შენ მყავხარ. და ეს საკმარისია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


