შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატეხილი გულები (თავი 7)


დღეს, 00:04
ავტორი lizibolkvadze
ნანახია 89

თავი 7

-აბა გაიღვიძეთ და მილაგებაში დაგვეხმარეთ
შევძახეთ ბიჭებს
-ცოტა ხანიც რაა
-რა ცოტა ხანი ორია უკვე საათი, არ გამოთვრალიყავით და გაღვიძებაც არ გაგიჭირდებოდათ
-გამოთვრომის გარეშე რა ახალი წელია
კინკლაობნდნენ ანასტასია და ანდრია
-მიდით ადექით ყავა გაგიკეთეთ
-აუ საჭმელი არაფერია?
-ოჰ მოგვინდომეს აქ საჭმელი აბა რა ეამება თქვნს გულს პახმელიის წვნიანი ხომ არ მოგიმზადოთ
-კარგი აზრია მომწონს
-ახლავე დავფუსფუდებით მოითმინეთ
ძალიან ვიხალისეთ დილითაც გავაცილეების შემდეგ მოვიწყინეთ კიდეც. მიხაროდა რომ გიოსთან გამოვასწორე ურთიერთობა და უხერხულად აღარ ვიქნებოდი ბოლოს და ბოლოს ხშირად მოგვიწევდა გადაკვეთა ანასტასიას და ანდირას გამო რათქმაუნდა ჯერ ოფიციალურად ერთად არ იყვნენ მაგრამ ყველამ იცოდა რომ ერთმანეთი მოსწონდათ და ყველა შეყვარებულის ამპულაში აღვიქვამდით. საღამოსთვის ისევ მთაწმინდაზე ასვლა გადავწყვიტეთ შემდეგ კი სადმე კაფეში ან ბარში რათქმაუნდა ისევ ანის ახირებით.
-გოგონებო კიდევ დიდხანს გელოდოთ თუ მალე ჩამოხვალთ
როგორც იქნა ჩვენც ჩავედით ბიჭები სამი მანქანით იყვნენ ერთი დენის მეორე გიოს და მესამე ნიკასი სამივეს BMW ჰყავდა გადავნაწილდით ნანკა ანისთან და ლუკასთან ერთად გიოსთან დასხდნენ ანასტასია, ლილე და დათო კი ანდრიასთან
-ჯერ მთაწმინდისკენ ხო?
-თუ გინდათ ბარში წავიდეთ პირდაპირ
-ხო მგონი ეგრე სჯობს
ერთერთ ბარში მივედით როგორც ყოველთვის კოქტეილები ავიღეთ ვცეკვავდით და კარგად ვერთობოდით რადგან ბიჭებთან ერთად ვიყავით არავინ გვიახლოვდებოდა ვინაცდიდა დაინახავდნენ თუ არა რომ ვინმე გვიახლოვდებოდა ისეთ სახეს იღებდნენ ჩვენც კი გვეშინოდა ბოლოს გართობის მიზნით მე არასდროს თამაში გადავწყვიტეთ
-ვინ დაიწყებს პირველი
-მოდი მე დავიწყებ
აათამაშა წარბები ანიმ
-მე არასდროს ვწოლილვარ გოგოსთან
იქ მყოფმა ყველა საპირისპირო სქესმა დალია სასმელი რათქმაუნდა არავის გაკვირვებია პატარები აღარ ვართ მსგავსი რამ რომ გვიკვირდეს
-მე არასდროს მიღალატია გოგოსთვის
ლუკამ და დათომ ჭიქები ასწიეს ძალიან გამიკვირდა რადგან არ მეგონა თუ მსგავსი რაღაცის გამკეთებელნი იყვნენ მაგრამ მახარებდა ის ფაქტი რომ დენის არ აუღია სასმელი ღალატის პატიება ჩემთვის წარმოუდგენელი რამაა ვერასდროს ვაპატიებ ადამიანს იმას რომ სხვაში გამცვალა როგორ უნდა გავაგრძელო მასთან ყოფნა იმის შემდეგ რაც სხვასთან იყო. რათქმაუნდა არც მათ ვამტყუნებ ვინც ღალატი აპატიეს მეორე ნახევარს ყველას თავისი აზრები და გადაწყვეტილებები გააჩნია მაგრამ მე მაინც არ მჯერა რომ ადამიანს შეუძლია შეცვლა, ადამიანები კი არ იცვლებიან ისინი უბრალოდ აკნინებენ იმ ყველაფერს რაც სხვებისთვის მიუღებელია მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ოდესღაც ისევ არ გაიმეორებენ შეცდომას და ის თითქოს და დაკნინებული თვისებები არ დაბრუნდება.
-მე არასდროს მითქვამს მიყვარხარ
-აქ კი ყველამ აწია ჭიქა გიოს გარდა რაც ძალიან გამიკვირდა რადგან გიო ერთი შეხედვით ძალიან მოთამაშეს გავს მაგრამ როგორც აღმოჩნდა ასე არ არის
-მე არასდროს ვწოლილვარ ბიჭთან
-ეს რა კითხვაა ახლა არ გრცხვენიათ
-ოჰ დიდი ამბავი თქვენ თუ გვკითხეთ მერე რა რომ ჩვენც ვიკითხოთ
მხოლოდ მე და ანასტასია ვიყავით სავსე ჭიქებით
-ასე არ შეიძლება რატომ გაქვთ სავსე ჭიქები
გამოთქვა პრეტენზია დათომ
-რა ჩვენი ბრალია რომ რაც ჩამოთვალეთ არაფერი გაგვიკეთებია
-დავიჯერო ჯერ არ გითქვამს ბიჭისთვის მიყვარხარ?
-არა არ მითქვამს
-მაგრამ დენი ხომ შენი შეყვარებულია არც მისთვის გითქვამს ეს?
ეს კითხვა არ მესიამოვნა მე და დენის ეს წიანადადება არასდროს გვითქვამს ერთმანეთისთვის. წყვილებს რომ ჩვევიათ ძილის წინ, არც მაშინ მხოლოდ ტკბილ ძილს ვუსურვებდით ხოლმე ერთმანეთს და სულ ეს იყო
-არა არ მითქვამს და აღარ გვინდა ამაზე საუბარი
შევამჩნიე როგორ ჩაეღიმა გიოს და ძალიან არ მესიამოვნა ეს რადგან დენისთვის არასოდეს მითქვამს ის რომ მიყვარს იმას არ ნიშნავს რომ ასე არ არის უბრალოდ დიდი ხანი არაა რაც ერთად ვართ ჩემთვის კი ამ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სანამ ბოლომდე არ ვიქნები ჩემს გრძნობებში დარწმუნებული ვერავის ვეტყვი რომ მიყვარს დენის ასი პროცენტით ვენდობი მაგრამ მაინც მგონია რომ ამ სიტყვების თქმა ჯერ ადრეა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent