შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატეხილი გულები ( 9 თავი)


დღეს, 01:44
ავტორი lizibolkvadze
ნანახია 0

კვირები ისე გავიდა მთელი დღეე ოთახში ვატარებდი არც უნივერსიტეტში არ დავდიოდი. არ მინდოდა დენი სადმე შემხვედროდა თორემ მართლა ვერ გავუძლებდი, ანასტასია მომიკაკუნებდა ხოლმე და გვერდით მომიწვებოდა ვიწექით და ერთად ვტიროდით გიოც ამოვიდა ნიკასთან ერთად რამნდეჯერმე მაგრამ არავის ნახვა არ მინდოდა, მთელ დღეებს წოლაში ვატარებდი ძველ ფოტოებსა და ვიდეოებს ვათვალიერებდი აღარც ჭამა მინდოდა საერთოდ დაკარგული მქონდა ყველაფრის ხალისი თითქოს ცხოვრებამ ფერები დაკარგაო არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ვყოფილიყავი მაგრამ ძალაც კი არ მქონდა არაფრის ჭერს ვაშტერდებოდი და მოგონებები მეხვეოდა თავს.
-ახლა უკვე ჩემებს იცნობ ჩათვალე რძალი ხარ
-კარგი ერთი რა რძალი სად გეჩქარება
-მეჩქარება! მინდა რომ შენთან გავატარო მთელი ცხოვრება ჩემი ოცნება ხარ
-მეც მინდა ეგ მაგრამ ყველაფრის თავისი დრო აქვს დენი
-ისე როდემდე უნდა ვიწვეთ სავარძელზე და ფილმებს ვუყუროთ არ მოგბეზრდა
-შენ თუ მოგბეზრდა შეგიძლია წახვიდე არ გაძალებ
-კარგი ხო ვიხუმრე რა ბუტია ხარ, მაგრამ არაუშავს სწორედ ეგ მომწონს შენში ამიტომაც გაბრაზებ
ცხვირზე თითი ჩამომისვა და უფრო მიმიხუტა
-როდემდე და სიბერემდე ხო თქვი სულ ერთად უნდა ვიყოთო
-აბა რაა უკვე წარმომიდგენია რა ბუზღუნა იქნები
ესემესის ხმა მომესმა ტელეფონს დავხედე დენის დედა იყო
-გამარჯობა ლილუ თბილისში ვართ და ვახშამზე თუ დაგვეწვევი ძალიან გამიხარდება
არ მინდოდა უხეშად პასუხი. მისი შვილი თუ ნაძირალაა დედის რა ბრალია
-ბოდიში ლია დეიდა არამგონია მოვახრეხო გამოცდები მაქვს და ბევრი მასალა მომეყარა
ვამჯობინე არაფეი მეთქვა მისთვის მართალია დენიმ საშინლად მომექცა მაგრამ დედამისს ვერაფერს ვეტყოდი, არ შემიძლია ცუდად მოვექცე იმის მიუხედავად რომ მას სულ არ ადარდებს ჩემი გრძნობები
-კარგი ლილუ არაუშავს ერთი დღე შემოიარე სანამ აქეთ ვართ, ისე დღეს დენი ძალიან მოწყენილი მომეჩვენა და რამე ხომ არ მოხდა თქვენს შორის? არ დამიმალო არაფერი
-მე ვერაფერს გეტყვით ლია დეიდა დენი თვითონ მოგიყვებათ თუ საჭიროდ ჩათვლის
-კარგი ლილუ ბოდიში შეწუხებისთვის
მინდოდა მიმწერა რომ არ შევუწუხებივარ მაგრამ საერთოდ აღარ მქონდა სურვილი იმ ადამიანებთან მეკონტაქტა ვინც დენის მახსენებდა ამიტომ აჯობებდა აქ დასრულებულიყო ყველაფერი, თუნდაც დენის ჩემთვის დაებრალებინა დაშორება აღარც კი მადარდებდა ყველაზე მთავარი ახლა ჩემთვის მხოლოდ სწავლა იყო აღარ მინდოდა დენის გამო უნივერსიტეტში გამფუჭებოდა საქმე თავი ხელში ავიყვანე და დავალებები შევასრულე მეორე დღისთვის, გადავწყვიტე სწავლაზე ვკონცერტრირდე ამიერიდან არანაირი ბიჭი ჩემს ცხოვრებაში აღარ მინდა ისევ გამიცრუონ იმედები.

***
უნივერსიტეტში ყოფნის დროს დენი არსად შემხვედრია კაფეშიც არ ჩავდიოდი რომ არ მენახა ლექციები მიმრთავდებოდა თუ არა სახლში მივდიოდი გარეთაც არ გავდიოდი მხოლოდ ვმეცადინეობდი და სწავლაზე ვიყავი კონცერტრირებული ანასტასიამ ბევჯერ მთხოვა სადმე გასვლა მაგრამ უარით ვისტუმრებდი მთელი დღეები ან ვმეცადინეობდი ან კიდევ ფილმებს ვუყურებდი თუ არაფერი მქონდა სამეცადინო ერთი ორჯერ უნივერსიტეტის შემდეგ ფეხითაც გავივლიდი როგორც ადრე მარტო სიმღერების თანხლებით და ვფიქრობდი ყველაფერზე წარსულზე მომავალზე და რაც მთავარია აწმყოზე, ახლა რაც მჭირდებოდა სახლში ყოფნა იყო თითქოს შფოთვებიც კი მეწყებოდა როცა გარეთ გავდიოდი და ამიტომაც ვარიდებდი თავს ყველას სახლში მშვიდად ვიყავი მაგრამ როგორც კი გარეთ გავიდოდი ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა ახსნაც კი რთულია გული გამალებით მიცემდა ყელში თითქოს რაღაც ბურთი მქონდა რომელიც არ მაძლევდა საშვალებას ღრმად ჩამესუნთქა ჰაერი მუცლის არეში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი სწორედ ამიტომ ვერ ვახრეხებდი გარეთ მარტო დიდი ხნით ყოდნას რაც ძალიან მანაღვლიანებდა ვცდილობდი დიდი ყურადღება არ გამემახვილებინა ამ ყველაფრისთვის არ მინდოდა შიშებს ჩავეთრიე და ცხოვრება გაემწარებინა ჩემთვის გამოსავალს ვერ ვპოულობდი რომ თავი დამეღწია ამ მდგომარეობისთვის ძალიან მეშინოდა მეშინოდა იმის რომ ბოლოს მომიღებდა ეს ყველაფერი და ჩემ თავს დავკარგავდი, განა ახლა ვიცი ვინ ვარ? განა ახლა ვიცი რა მინდა? არა არ ვიცი მაგრამ მომავალზე ფიქრიც კი მაშინებდა რადგან მეგონა რომ ეს მდგომარეობა არ დამტოვებდა და რომ ვერასდროს შევძლებდი დამოუკიდებლად შიშების გარეშე ცხოვრებას
-ლილუ ვხედავ რომ ერთი თვეა უკვე ნორმალურად გარეთ არ გასულხარ ასე არ შეიძლება ცოტა დრო საკუთარ თავსაც უნდა დაუთმო მხოლოდ მეცადინეობით ვერაფერს გააკეთებ ცხოვრებაში, მომიყევი რა გაწუხებს და შევეცდები დაგეხმარო გთხოვ ნუ ინახავ შენში ყველაფერს ძალიან ვდარდობ შენს გამო
-არაფერია ანასტასია უკეთ ვიქნები მალე უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება
-ხო მაგრამ რატომ ვეღარ გადიხარ გარეთ მარტო, რატომ იდებ გულზე ხელს ყოველჯერზე როცა გარეთ ვართ რა გჭირს მითხარი ხომ იცი რომ შენს გვერდით ვარ და ვიქნები
-არც კი ვიცი რა გითხრა მე თვითონაც ვერ ვხსნი ამ მდგომარეობას
-იქნებ აჯობებს ფსიქოლოგთან მიხვიდე
-დავფიქრდები
-მოკლედ რა ჯიუტი ხარ
გაბრაზებული გავიდა ოთახიდან ვხედავდი როგორ ღელავდა, ამის გამოც ვბრაზობდი საკუთარ თავზე არ მინდოდა ჩემს გამო ენერვიულათ დედაჩემიც ყოველდღე მეკითხებოდა როგორ ვიყავი ალბათ გრძნობდა რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო რამდენჯერმე ჩამოსვლაც კი გადავაფიქრებინე არ მინდოდა ამ მდგომარეობაში ვენახე. ანასტასია ისევ შემოვიდა ოთახში
-არ მაინტერესებს ადგები და წამოხვალ ახლავე ჩემთან ერთად ასე არ შეიძლება როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი
-რატომ არ გესმის რომ არ შემიძლია
-თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ მე შენს გვერდით ვარ საშიში არაფერია გთხოვ ჩემი ხათრით თუ ცუდად გახდები ეგრევე უკან დავბრუნდებით
-ხო მაგრამ მრცხვენია
-რისი გრცხვენია ნუ მაგიჟებ
-არ მინდა რომ ცუდ მდგომარეობაში დამინახონ სხვებმა
-შენ სულ გაგიჟდი ხო ადექი ახლავე ანდრია უკვე მოსულია და გველოდება ქვევით
წინააღმდეგობა აღარ გავუწიე იქნებ ვცადო და არაფერი ცუდი არ მოხდეს, რაც მთავარია მარტო არ ვიქნები. ჯინსის შარვალი და უბრალო თეთრი ტოპი ჩავიცვი თმები ავიწიე გარეთ ციოდა ამიტომ გარედან თეთრი კურთუკი მოვიცვი. მანქანას რომ მივუახლოვდით გიო გადმოვიდა მანქანიდან და ანასტასიას დაუთმო წინა სავარძელი მე კიდევ კარი გამიღო გიოს დანახვამ გამაკვირვა ამიტომ ცოტა ავღელდი იმ ყველაფრის შემდეგ რამდენჯერმე მომიკითხა მაგრამ ჩემი ცივი პასუხების გამო ბოლოს შეწყვიტა მოწერა ანდრიასაც აღარ დაჰყვებოდა ჩვენთან მაგრამ ანასტასიას ეკითხებოდა ხოლმე ჩემს მდგომარეობას ვიცი რომ ცუდად ვექცევი მაგრამ ფუჭი იმედების მიცემას აჯობებს ასე მოვიქცე
-აბა სად მივდივართ
-კუს ტბაზე ავიდეთ თუ გინდათ
-კარგი იდეაა ცოტას გავისეირნებთ
მთელი გზა ფანჯარაში ვიყურებოდი გიოც იქეთ იყო შებრუნებული ერთხელაც კი არ შემოუბრუნებია თავი მაგრამ ასე აჯობებდა ჩემთვის. როგორც იქნა ავედით კუს ტბაზე მანქანა გავაჩერეთ და ფეხით ვსეირნობდით ცოტათი აფორიაქებული ვიყავი მაგრამ ვცდილობდი ყურადღება არ გამემახვილებინა ამისთვის მგრამ უფრო და უფრო ჩქარდებოდა გული გულზე ხელი დავიდე ანდრია და ანასტასია წინ მიდიოდნენ ცოტათი ჩამოვრჩი მათ მაგრამ გიომ შეამჩნია როგორ მედო გულზე ხელი და სახე ეცვალა ჩემსკენ შემობეუნდა და ხელები მხრებზე მომკიდა.
-რა გჭირს კარგად ხარ
-კი კარგად ვარ ცოტა ხანი ჩამოვჯდები აქ
-კარგი მიდი ჩამოჯექი
ანასტასიამ უკან მობრუნდა როცა შეამჩნია რომ ახლოს არ ვიყავი
-ლილუ ცუდად ხარ?
-არა არა კარგად ვარ მიდით თქვენ აქ ვიჯდები მე ცოტა ხნით
თავი მოვაჩვენე თითქოს უბრალოდ ჩამოვჯექი.
-მე ვიქნები მასთან არ იდარდო ისეირნეთ თქვენ
ანასტასიას წასვლა არ უნდოდა მაგრამ ანდრიამ ხელი ჩაჰკიდა ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და გაიყვანა მე და გიო მარტო დავრჩით გვერდით მომიჯდა და გასწვრივ იხედებოდა ჩემსკენ თვალებს აპარებდა რომ დარწმუნებულიყო არაფერი მიჭირდა. არცერთი არ ვიღებდით ხმას მაგრამ ვერ ვიტყვი რომ სიჩუმე იყო რადგან ჩემი გულის ცემა ყურებში ჩამესმოდა
უცებ წამოვვარდი ფეხზე მივხვდი რომ ვეღარ ვძლებდი გიოც ადგა ჩემთან ერთად ვცდილობდი ღრმად ჩამესუნთქა ჰაერი, გიო მომიახლოვდა სახეზე ხელები მომიკიდა და თვალები გამისწორა
-დამშვიდდი ლილუ შეიკავე სუნთქვა ცოტა ხნით და მერე ღრმად ჩაისუნთქე ნუ გეშინია მე აქ ვარ
-არ გამომდის
უკვე ცრემლები მომდიოდა ვერ ვმშვიდებოდი გიომ ჩემი ხელი აიღო და ჩემი გულიდან მის გულზე დამადებინა
-წარმოიდგინე რომ ეს არის შენი გულის ცემა ნუ უსმენ იმ ხამს რაც ყურებში ჩაგესმის კარგი?
-მაგრამ შენც სწარაფად გიცემს გული
ეს ვუთხარი თუ არა თვალები დაჭყიტა როცა მიხვდა რომ მაინც ვერ ვმშვიდებოდი ორი წუთი მაკვირდებოდა თვალებში მიყურბედა ისეთი სახე მიიღო თოთქოს რაღაცა არასწორის გაკეთებას აპირებდა, შემდეგ კი წარმოთქვა
-ბოდიში
და უეცრად მაკოცა სწორედ ამ მომენტში შეიცვალა ყველაფერი გული მაინც მიცემდა სწრაფად მაგრამ უკვე არა შფოთვის გამო არამედ იმის გამო რომ გიო მკოცნიდა ის ბურთიც გაქრა რომელიც სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა უცებ აზრზე მოვედი გიო მოვიშორე და სილა გავაწანი
-რა გააკეთე
-სუნთქვის შეკვრაში დაგეხმარე ახლა ხომ უკეთ ხარ
-არა არ ვარ, ასე მეორედ აღარ მოიქცე გესმის დროზე დაურეკე ანსტასიას და ანდრიას სახლში მინდა წასვლა
მთელი გზა ჩუმად ვიყავით არცერთს ხმა არ ამოგვიღია გული მაინც სწრაფად მიცემდა მაგრამ არა შფოთვის გამო არამედ იმის გამო რაც ცოტა ხნის წინ მოხდა. სახლთან მივედით თუ არა არც კი დავმშვიდობებივარ არავის ისე გადმოვედი მანქანიდან სწარაფად აბაზანაში შევედი და წყალი შევისხი სახეზე სარკეში ვაკვირდებოდი ჩემს თავს და კოცნა მახსენდებოდა მახსენდებოდა ემოციები რომელიც განვიცადე კოცნის დროს და ეს ძალიან არ მომწონდა არ მომწონდა რომ ის კოცნა ჩემთვის რაღაცას ნიშნავდა, იყო რაღაც მასში ისეთი რამაც დამავიწყებინ ყველა შიში რაც კი გონებაში მიტრიალებდა, იმ მომენტში მხოლოდ კოცნაზე ვფიქრობდი და არა იმაზე ვის ეკუთნოდა ის ტუჩები თითქოს კოშმარიდან გამოვიღვიძე და აქამდე მომხდარი ყველაფერი ტყული იყო....
ოთახში ვიყავი სიმღერებს ვუსმენდი ყოველთვის როცა თავს ცუდად ვგრძნობ სიმღერებს ვუსმენ რომ თავი დავიმშვიდო.
-რა მოხდა შენსა და გიოს შორის ასე უცებ რატომ მოინდომე სახლში დაბრუნება
-მას არაფერი უთქვამს?
-არა მხოლოდ დამემშვიდობა მეტი არაფერი, ანდრიამაც ჰკითხა რა მოხდაო მაგრამ ხმა არ ამოუღია
-მაკოცა
თვალები დავხარე და ისე ვუთხარი ანასტასიას, რადგან არ მინდოდა თვალებში ამომეკითხა ის რისი აღიარებაც არ მინდა
-რა ქნაა?
წამოიკივლა ანასტასიამ გაკვრვებული
-ეგ რატომ გააკეთა ასე ადგა და გაკოცა?
-არა პანიკური შეტევა მქონდა და მაკოცა რომ ყურადღება გადამეტანა
-რას ამბობ ლილუ მე რატომ არ დამირეკე
-იმ მომენტში ვერაფერზე ვფიქრობდი თან ისედაც სულ გიფუჭებთ დღეს შენ და ანდრიას
-მეორეჯერ აღარ გავიგო ეგ არაფერსაც არ გვიფუჭებ, ძალიან გამიკვირდა რომ გაკოცა
-ხო არც მე ველოდი
-და რა იგრძენი მაგ დროს
სწორედ ის კითხვა დამისვა რომლის მოსმენაც არ მინდოდა
-რა უნდა მეგრძნო არაფერი
-დარწმუნებული ხარ?
-კი ვარ მართალია დამეხმარა მაგრამ არაფერი მიგვრძნია ისეთი
-კარგი როგორც იტყვი
ვიცი რომ არ დაიჯერა ჩემი სიტყვები ყოველთვის ხვდება რას ვგრძნობ სინამდვილეში და არც ახლა იყო გამონაკლისი უბრალოდ აღარ გაამწვავა ყველაფერი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent