გადაკვეთის წერტილი (მეორე Თავი)
წყნეთის მამულის ჭიშკარი ხმაურით გაიღო და წყვდიადში მძიმე, შავი „რეინჯ როვერი“ ნელა გამოგორდა. მანქანის სალონში აბსოლუტური სიჩუმე იდგა, რომელსაც მხოლოდ საქარე მინაზე მინების საწმენდების რიტმული მუშაობა და საბურავების ქვეშ ასფალტის სველი შრიალი არღვევდა. ევა უკანა სავარძელზე იჯდა, ფეხი ფეხზე გადაედო და ფანჯრიდან ქალაქის ბუნდოვან განაᲗებუქ ქუᲩებს უყურებდა. მისი თითები ნერვულად ათამაშებდნენ შანელის ჩანთის ოქროსფერ ძეწკვს. ის ჭკუიდან გადადიოდა. წინა მცველები მანქანაში ჩაჯდომისთანავე სარკიდან ათასჯერ შეხედავდნენ ხოლმე, ეკითხებოდნენ, მუსიკა ხმამაღალი ხომ არაა, კონდიციონერი ხომ არ აწუხებს, ან უბრალოდ თვალებით ეფერებოდნენ მის სილამაზეს. დემეტრე კი... დემეტრე ისე მართავდა მანქანას, თითქოს უკან სავარძელი ცარიელი ყოფილიყო. მისი ფართო მხრები კედელივით აღმართულიყო. ის მხოლოდ გზას უყურებდა, ხანდახან კი მზერას გვერდითა სარკეებზე გადაიტანდა ხოლმე. – მუსიკა ჩართე, – უბრძანა ევამ. ხმაში მთელი თავისი ამპარტავნება ჩააქსოვა, რაც კი გააჩნდა. დემეტრეს არ უპასუხია. მონიტორისკენ არც კი გაუხედავს. – ყრუ ხარ? – ევა წინ გადაიხარა, მის სავარძელს დაეყრდნო და კაცის ყურთან ჩაისისინა. – მუსიკა ჩართე-მეთქი. რადგან მამაჩემმა გაგიფორმა კონტრაქტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ბრძანებების იგნორირება შეგიძლია. დემეტრემ სარკეში თვალი თვალში გაუყარა. მისი მუქი, ცივი თვალები იმდენად შეუდრეკელი იყო, რომ ევას ქვეცნობიერად უკან დახევა მოუნდა, მაგრამ სიამაყემ ადგილიდან არ დაძრა. – როცა სამსახურში ვარ, ზედმეტი ხმები ყურადღებას მიფანტავს, – თქვა დემეტრემ მშვიდად, დაბალი, ხავერდოვანი ხმით, რომელშიც არც ბრაზი იგრძნობოდა და არც გაღიზიანება. – თუ ხმაური გინდა, ხუთ წუთში კლუბში იქნები. მანამდე მოითმინე. – შენ... – ევას სუნთქვა შეეკრა. – შენ წარმოდგენა არ გაქვს, ვის ელაპარაკები. ხვალ დილით მამაჩემი ამ სამსახურიდან ისე გაგაგდებს, რომ თბილისში დაცვად მუშაობას კი არა, ქუჩების დაგვასაც ვერ დეᲦირსები. დემეტრემ ტუჩის კუთხე ოდნავ, ძლივს შესამჩნევად ჩატეხა. ეს ირონიული ღიმილი ევასთვის ნამდვილი სილის გაწვნა იყო. – კონტრაქტᲨი არის პუნქტს, სადაც წერია, რომ ჩემი განᲗავისუფლრბა ჩემი სიკვდილის შემდეგაა შესაᲫლებელი,ევა. ასე რომ, ტყუილად ნუ იღლი ყელს. დაჯექი და ღვედი შეიკარი. კაცმა გაზის პედალს ფეხი დააჭირა და მძიმე „რეინჯ როვერმა“ თბილისის ქუჩები გიჟური სიჩქარით გაჰკვეთა. ევა სავარძელზე მიენარცხა. სიბრაზისგან ტუჩებს იკვნეტდა, წითელი პომადა ოდნავ გადღაბნოდა კიდეც კუთხეში. ის მიხვდა – ეს კაცი არ იყო მორიგი „რობოტი“. ეს კაცი საფრთხე იყო. და თუ მას დემეტრეს თავიდან მოშორება უნდოდა, ბევრად უფრო ბინძური და ხისტი მეთოდები უნდა გამოეყენებინა. კლუბი „ანდერგრაუნდი“ ძველი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ბასების მძიმე, დაბალი გუგუნი შენობის გარეთაც კი ისმოდა. VIP შესასვლელთან ათობით ადამიანი იდგა, თუმცა როცა შავი „რეინჯ როვერი“ პირდაპირ წითელ ხაზთან გაჩერდა, დაცვამ ეგრევე იცნო მანქანა და გზა დაუᲗმეს. დემეტრე პირველი გადავიდა. წვიმის წვეთები წამსვე დაეფრქვა მის შავ პერანგსა და მკაცრ სახეს. მან უკანა კარი გამოაღო და დიდი, შავი ქოლგა გაშალა. ევა მანქანიდან ამაყად გადმოვიდა, ისე, რომ დემეტრეს გაწვდილ ხელს არც კი შეხებია.კლუბის შესასვლელთან მდგარმა ბიჭებმა ეგრევე მისკენ გამოიხედეს, ევამ კი მათ თავისი ჩვეული ცინიკური ღიმილი აჩუქა.როგორც კი ნაბიჯი გადადგა, იგრძნო, რომ დემეტრე ზურგსუკან, ზუსტად ორ ნაბიჯში მიჰყვებოდა. მისი ჩრდილიც კი დამთრგუნველი იყო. შიგნით შესულებს ნეონის მყვირალა განათება, სიგარეტის სქელი კვამლი და ათასობით ადამიანის სხეულისგან წამოსული სიცხე დაეჯახათ. მუსიკა ყურისწამღებად გუგუნებდა. ევამ დაინახა მეორე სართულზე, VIP მაგიდასთან მსხდომი ნატა და მისი საძმო. მან ხელი ასწია, რათა მათთვის ენიშნებინა, რომ მოვიდა, მაგრამ როცა კიბეებისკენ წავიდა, დემეტრემ მკლავში ხელი სტაცა. მისი თითები ფოლადის ბორკილებივიᲗ ჩაეჭიდა ევას ნაზ კანს. ის არ ტკენდა, მაგრამ ევა ადგილიდან ვერ იძვრებოდა. – გამიშვი! – იყვირა ევამ, რათა მუსიკა გადაეფარა. – ხელი გამიშვი-მეთქი! დემეტრე მასთან იმდენად ახლოს მივიდა, რომ მისი სხეულის სიმხურვალე კაბის თხელ ქსოვილშიც კი შეაღწია. ის ევას ყურთან დაიხარა: – მე წინ მივდივარ. შენ ჩემს ზურგს უკან. კუთხის მაგიდასთან დასხდებით. იქიდან გასასვლელიც ჩანს და დარბაზიც. ნუ მოაწყობ სცენებს, ევა. მან ხელი გაუშვა და ევას წინ ჩადგა, გზა გაჰკვეთა ხალხის მასაში და ისე აიყვანა კიბეზე, თითქოს გარშემო ხალხი საერთოდ არ არსებობდა. ნატა და ბიჭები ეგრევე ფეხზე წამოდგნენ, როცა ევა მაგიდას მიუახლოვდა, თუმცა მათი მზერა წამსვე დემეტრეზე გადავიდა, რომელიც მაგიდისგან ზუსტად ორ ნაბიჯში, მოაჯირთან დადგა, ზურგით მათკენ, სახით კი მთელი დარბაზისკენ. – ვაუ, ევა... ეს ვინ არის? – გადაუჩურჩულა ნატამ, როგორც კი ევა სავარძელში ჩაეშვა. – ახალი მცველია? ძალიან... ძალიან სახიფათოდ გამოიყურება. თვალებით მგონი ნახევარი კლუბი უკვე დახოცა. – უბრალო იდიოტია, – ხმამაღლა თქვა ევამ, სპეციალურად, რომ დემეტრეს გაეგონა. – მამაჩემის მორიგი ᲫაᲦლი. ორ საათში აქედან ატირებული გაიქცევა. მაგიდიდან ტეკილას ჭიქა აიღო, ერთი ამოსუნთქვით გადაკრა და თვალები დემეტრეს ზურგს გაუშტერა. პირველი მახე უკვე მზად იყო მის გონებაში. საბოტაჟი იწყებოდა. ნახევარი საათის შემდეგ, როცა ალკოჰოლმა სისხლში ადრენალინი აადუღა, ევა ფეხზე წამოდგა. მან იცოდა, რომ დემეტრე ყოველ მის მოძრაობას აკონტროლებდა. – საპირფარეშოში შევალ, – გადასძახა ნატას და საცეკვაო მოედნისკენ წავიდა. დემეტრე წამსვე დაიძრა. ევა ხალხის მასას შეერია, სპეციალურად აკეᲗებდა მკვეთრ მოძრაობებს, რათა მასაᲨი ჩაკარგულიყო. ის გვერდს უვლიდა მოცეკვავეებს, ელვისებურად იცვლიდა მიმართულებას, გულში კი ზეიმობდა: „აბა, ვნახოთ, როგორ დამინახავ ამ ქაოსში, სამხედრო რობოტო“. მან მკვეთრად შეუხვია დერეფანში, სადაც საპირფარეშოები იყო, დაინახა „მხოლოდ პერსონალისთვის“ განკუთვნილი კარი, სწრაფად შეაღო და შიგნიდან ჩაკეტვა დააპირა. ეს კარი კლუბის უკანა ეზოში გადიოდა.უნდოდა იქიდან გაქცეულიყო, ნატას ბიჭებისთვის დაერეკა, სხვა მანქანით წასულიყო და დემეტრე კლუბში მარტო დაეტოვებინა. მაგრამ შავმა ბათინკმა კარის დაკეტვის საᲨუალება არ მისცა. კარი ძლიერი ბიძგით გაიღო და ევა უკან გადახტა. დემეტრე ოთახში შემოვიდა, კარი ზურგსუკან მიხურა და საკეტი გადაატრიალა. პატარა, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში მხოლოდ მათი აჩქარებული სუნთქვის ხმა ისმოდა. – გაქცევას აპირებდი? – დემეტრეს ხმა წარმოუდგენლად მშვიდი იყო, თუმცა მის თვალებში რაღაც ბნელი და მტაცებლური Ჩანდა. – მგონი, მკაფიოდ გითხარი: ჩემგან ორ ნაბიჯზე შორს არ წახსულიყავი. – მომშორდი! – ევა კედელს მიეკრა, მისი ზურმუხტისფერი თვალები სიბრაზისგან და შიშისგან გუგებგაფართოებული უყურებდნენ კაცს. – ეს ჩემი ცხოვრებაა! შენ არ გაქვს უფლება, ყველგან მდიო! მეზიზღები! შენც და მამაჩემიც! ერთი უბრალო, დაქირავებული ძაღლი ხარ, რომელიც ფულზე იყიდება! დემეტრე არ განძრეულა. ის ნელა მიუახლოვდა მას.სხეულიᲗ მთლიანად ფარავდა ევას, კედელსა და კაცს შორის მოქცეული გოგონა კი თავს პირველად გრძნობდა ასე პატარად და დაუცველად. კაცმა ხელი ასწია, ევას თავის გასწვრივ კედელს დაეყრდნო და ზემოდან დახედა. – შეგიძლია მლანძღო, შეგიძლია იყვირო, შეგიძლია გძულდე, ევა, – ჩაილაპარაკა დემეტრემ, მისი მზერა გოგონას ათრთოლებულ, წითელ ტუჩებზე შეჩერდა, შემდეგ კი ისევ თვალებს დაუბრუნდა. – მაგრამ აქედან ჩემ გარეშე ვერ გახვალ. ჩემი საქმე შენი გაფუჭებული ხასიათის გამოსწორება არ არის. ჩემი საქმე შენი სიცოცხლის ᲨენარᲩუნებაა. და თუ ამისთვის საჭირო იქნება, რომ მთელი ღამე ამ ოთახში ჩაგკეტო და ჩემს სუნთქვას გასმენინო, ამასაც გავაკეთებ. გასაგებია? ევა გრძნობდა, როგორ უცემდა გული ყელთან. ეს აღარ იყო უბრალო სიბრაზე – ეს იყო რაღაც ახალი, უცნობი, მახრჩობელა ადრენალინი. ამ კაცის სიახლოვე, მისი ფოლადისებრი ნერვები და ეს იძულებითი სიახლოვე მის გონებას ურევდა. სანამ ევა პასუხს მოიფიქრებდა, დემეტრეს ყურში ჩამონტაჟებულმა რაციამ წრიპინი დაიწყო. რეზოს აფორიაქებული ხმა ისმოდა: – დემეტრე, კლუბის უკანა შესასვლელთან ორი შავი „აუდი“ გაჩერდა. ნომრები არ აქვს. ოთხი კაცი გადმოვიდა, ყველა ᲨეიარაᲦებულია. შარაშიძის ხალხია. შიგნით შემოდიან. ევა სასწრაფოდ გამოიყვანე! დემეტრეს სახე წამში შეიცვალა. ირონია გაქრა, მისი ნაკვთები ფოლადივით გამაგრდა. ხელი ჩამოწიაა, ევას მაჯაში ჩაავლო და თავისკენ მკვეთრად მოქაჩა. – თამაში დამთავრდა, ევა. საფრთხე ახლოსაა – თქვა ხმამაღლა,პიჯაკის შიგნით იარაღის ბუდეს ხელი შეახო და კარი გამოაღო. – ახლა კი, თუ სიცოცხლე გინდა,Ჩემ ზურგს უკან იდექი. ევას გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა. მამის სიტყვები, შავი ყუთი და ეს მასრა... ყველაფერი რეალური აღმოჩნდა. მან შეხედა დემეტრეს პროფილს და მიხვდა – ერთადერთი, ვისაც ამ ჯოჯოხეთიდან მისი გაყვანა შეეძლო, ეს ცივი, დაუნდობელი კაცი იყო, რომლის წესების დარღვევასაც ცოტა ხნის წინ ცდილობდა. კლუბის დერეფანში ნეონის მწვანე განათება ევას სახეზე ავისმომასწავებლად ციმციმებდა. ბასების გუგუნი კედლებს აზანზარებდა, მაგრამ მის ყურებში ახლა მხოლოდ საკუთარი გულისცემა და დემეტრეს რაციიდან წამოსული რეზოს აფორიაქებული ხმა ისმოდა. შარაშიძის ხალხი შენობაში იყო. საფრთხე, რომელიც აქამდე ევას მხოლოდ მამამისის პარანოია ეგონა, ახლა რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო. – გამიშვი, მე თვითონ წამოვალ! – ევამ სცადა მაჯა გაეთავისუფლებინა, მაგრამ დემეტრეს თითები ფოლადის მარყუჟივით ჰქონდა შემოხვეული. კაცმა ის ისეთი ძალით დაქაᲩა წინ, რომ აბრეშუმის კაბის კალთა ფეხებში აებლანდა. – გაᲩუმდი და იარე, ევა, – ისე, რომ უკან არც მიუხედავს, კბილებში გამოცრა დემეტრემ. მისი ხმა ისეთი ცივი იყო, რომ კლუბის მთელი ეს მხურვალება წამში გაქრა. – შენი საბოტაჟის დრო ნამდვილად არ არის.საცეკვაო მოედანზე გავიდნენ. ქაოსი, რომელიც ევას წუთების წინ თავშესაფრად მიაჩნდა, ახლა მის მახედ ქცეულიყო. დემეტრე გზას მხრებით იკვლევდა, მისი მარჯვენა ხელი პიჯაკის შიგნით, იარაღის ბუდეზე არ სცილდებოდა, მარცხენათი კი ევა მოჰყავდა. უცებ, ხალხის მასაში, ევამ ორი მამაკაცი შეამჩნია. მათ კლუბის სხვა სტუმრებისგან განსხვავებით, სპორტული, მუქი ქურთუკები ეცვათ და მათი მზერა პირდაპირ მასზე იყო ფოკუსირებული. როგორც კი მათ ევა დაინახეს, ერთ-ერთმა ქურთუკის ჯიბიდან ხელი ამოიღო. – დემეტრე... – აღმოხდა ევას და უნებურად კაცის ზურგს ამოეფარა. შიშმა, ნამდვილმა, ცხოველურმა შიშმა პირველად დაუარა ძარღვებში. დემეტრეს რეაგირება წამიერი იყო. ევა ზურგს უკან მოიქცია და გვერდითა, ვიწრო გასასვლელისკენ წაიყვანა. ზურგსუკან ხალხის ყვირილი და ჭიქების მსხვრევის ხმა გაისმა. შარაშიძის კაცები მიხვდნენ, რომ სამიზნე კარგავდნენ და მასაში გზის გამოკვლევას ცდილობდნენ. – რეზო, მანქანა წინა შესასვლელთან მოიყვანე, ახლავე! უკანა კარი დაბლოკილია! – ჩასძახა დემეტრემ საყელოზე მიმაგრებულ მიკროფონს. ისინი კლუბის მძიმე კარის გავლიᲗ გარეთ გავარდნენ. წვიმა სახეში მათრახივით ეცემოდათ. ევა მაღალ ქუსლებზე ძლივს ინარჩუნებდა წონასწორობას, სველი აბრეშუმის კაბა სხეულზე მიეკრო და სიცივისგან კანკალი აუტყდა. „რეინჯ როვერი“ უკვე წითელ ხაზთან იდგა, საბურავებიდან ორთქლი ადიოდა. დემეტრემ უკანა კარი გამოაღო, ევა შიგნით ფაქტობრივად შეაგდო და თავად საჭესთან წამებში დაიკავა ადგილი. ძრავამ დაიგმინა. მანქანა ადგილიდან ისეთი ძალით მოწყდა, რომ საბურავებმა სველ ასფალტზე წუილი დაიწყო. თბილისის ქუჩები წვიმაში იხრჩობოდა. სანაპიროზე მანქანები აქა იქ მოძრაობდნენ. ევა უკანა სავარძელზე იჯდა, ორივე ხელით სავარძლის კიდეებს ჩაფრენოდა და სარკეში დემეტრეს პროფილს უყურებდა. კაცის სახე ქვისგან გამოკვეთილს ჰგავდა. არცერთი ზედმეტი მოძრაობა, არანაირი ემოცია. – უკან მოგვყვებიან, – თქვა დემეტრემ ისე მშვიდად, თითქოს ამინდზე ლაპარაკობდა. ევა მიბრუნდა და უკანა მინიდან გაიხედა. მათ ორმოცდაათიოდე მეტრში ორი შავი „აუდი“ მოჰყვებოდათ. ისინი სიჩქარეს უმატებდნენ, მანძილი მცირდებოდა. – რის გაკეთებას აპირებენ? – ევას ხმა აუკანკალდა. მთელი მისი ცინიზმი და თავნებობა სადღაც გაქრა. ახლა ის მხოლოდ დაფრთხალი, გალიიდან გამოგდებული Ჩიტს ჰგავდა. – დემეტრე, იარაღი აქვთ? მამაჩემს დაურეკე! რეზოს დაურეკე! – რეზო კლუბთან დარჩა. – დემეტრემ სიჩქარის გადამრთველს ხელი დაჰკრა და მანქანამ სიჩქარე 140-მდე გაზარდა. – შენ კი უკან გადაწექი. თავი სავარძლის ქვემოთ გქონდეს. – რა? – თავი ჩაწიე-მეთქი, ევა! – დაიღრიალა დემეტრემ და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კაცმა ხმას აუწია. ეს არ იყო ბრაზი, ეს იყო ბრძანება, რომელსაც შეკამათება არ სჭირდებოდა. ევა სავარძლების შუა სივრცეში ჩაცურდა, თავზე ხელები შემოიწყო და თვალები დახუჭა. ზუსტად იმ წამს, მარჯვენა მხრიდან ერთ-ერთი „აუდი“ გაუთანაბრდათ. მინა ჩამოიწია და ევამ მკაფიოდ გაიგონა ყრუ, მეტალისებრი ხმა – გასროლა. ტყვიამ „რეინჯ როვერის“ დაჯავშნულ,გვერდითა მინას გაუარა და თეთრი, დაქსელილი კვალი დატოვა. მინა არ გატყდა, მაგრამ დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა ოდნავ შეირყა. ევამ იყვირა და ყურებზე ხელები უფრო მაგრად მიიჭირა. დემეტრემ საჭეს ორივე ხელი მოჰკიდა, თვალები მოჭუტა. მან იცოდა, რომ სანაპიროს გრძელი სწორი მონაკვეთი მათთვის სასიკვდილო იყო – მინა დიდხანს ვერ გაუძლებდა ახლო მანძილიდან სროლას. სიტუაციის შეცვლა სჭირდებოდა. – მოეჭიდე, დემეტრემ სამუხრუჭე პედალს ფეხი დააჭირა და საჭე მარცხნივ, ვახუშტის ხიდისკენ აიღო. მძიმე მანქანა სველ ასფალტზე გვერდულად დასრიალდა. „აუდი“, რომელიც მათ მარჯვნიდან უტევდა, ამ მანევრს არ ელოდა –დაბნეული მᲫᲦოლი პირდაპირ წინ გავარდა და ბეტონის ბორდიურს მთელი სიჩქარით შეასკდა. აფეთქების ხმა და ლითონის გრუხუნი წვიმის ხმამ ვერ გადაფარა. თუმცა, მეორე მანქანა კვლავ კუდზე აჯდა.დემეტრემ „რეინჯ როვერი“ ვიწრო ქუჩაზე შეაგორა, სადაც ძველი იტალიური ეზოები და ჩიხები იწყებოდა. აქ დიდი სიჩქარით მოძრაობა შეუძლებელი იყო, რაც დემეტრეს ხელს აძლევდა, მან მანქანა ერთ-ერთ ბნელ, თაღოვან ჭიშკარში შეიყვანა, ფარები წამში ჩააქრო და ძრავა გამორთო. აბსოლუტური წყვდიადი და სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ სახურავზე წვიმის რიტმული წკაპუნი ისმოდა. ევა ისევ იწვა, მთელი სხეულით კანკალებდა. დემეტრე ნელა გადაიხარა უკან, ხელი დაადო მხარზე. მისი შეხება ამჯერად საოცრად თბილი და მშვიდი იყო. –ევა. წავიდნენ. საფრთხემ ჩაიარა, – თქვა დაბალი ხმით. გოგონა ნელა წამოიწია, სავარძელზე დაჯდა და თმები სახიდან გადაიყარა. მისი წითელი პომადა მთლიანად წაშლილიყო, ზურმუხტისფერ თვალებში კი ცრემლები ბრწყინავდა. ის უყურებდა დემეტრეს, რომელიც სრულიად მშვიდად იჯდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, პერანგის საყელოს ისწორებდა და გვერდითა სარკეში იყურებოდა. პირველად ცხოვრებაში, ევამ ამ კაცში ტუსაღის მცველი კი არ დაინახა... არამედ ერთადერთი თავშესაფარი. კედელი, რომლის მიღმაც სიკვდილმა ვერ შემოაღწია. – შენ... შენ ის მანქანა როგორ ჩამოიცილე? – ხმა ჩაუწყდა ევას. დემეტრე შებრუნდა და შეხედა. მის თვალებში პირველად გამოჩნდა რაღაც ადამიანური, რბილი, თუმცა ტუჩის კუთხეში ისევ ის ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. – ეს უბრალო ფიზიკაა, ევა. სველი ასფალტი,არასწორი მანევრი და მაᲦალი სიჩქარე ყოველთვის კრახით მთავრდება, – მან ჯიბიდან სუფთა, თეთრი ხელსახოცი ამოიღო და გოგონას გაუწოდა. – ტუჩები მოიწმინდე. პომადა გაგიფუჭდა. და ისე, ცნობისთვის... კაცი კიდევ უფრო მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა: – დღეიდან, იმედია, ჩემს ორნაბიჯიან დისტანციას პატივს სცემ. იმიტომ, რომ ამ დისტანციის იქიᲗ... მხოლოდ სიკვდილია. ევამ ხელსახოცი გამოართვა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. მისი სიამაყე დაინგრა, საბოტაჟის სურვილი ნაფლეთებად იქცა.მანქანაში, იმ კაცის გვერდით, რომელიც წუთის წინ სძულდა, მან პირველად იგრძნო, როგორ მოერია შიში. იტალიური ეზოს ბნელ თაღში ჩამალულ „რეინჯ როვერში“ წვიმის ხმა ნელ-ნელა მინელდა, თუმცა მანქანის სალონში ჰაერი კვლავინდებურად დაᲫაბული დარჩა. ევა სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, ხელში დემეტრეს მიცემული თეთრი ხელსახოცი ეჭირა და სარკეში საკუთარ თავს უყურებდა. წაშლილი წითელი პომადა, აჩეჩილი ოქროსფერი თმა და თვალებში ჩამდგარი შიში – ეს აღარ იყო ის Თავნება პრინცესა, რომელიც წყნეთის მამულიდან გამოვიდა. დემეტრემ ძრავა ისევ აამუშავა. მანქანა ჩიხიდან ნელა გამოვიდა და წყნეთისკენ აიღო გეზი. მთელი გზა არცერთს ხმა არ ამოუღია. ევა ხვდებოდა, რომ ამ კაცის პროფესიონალიზმმა და ცივსისხლიანობამ ის ახლა სიკვდილს გამოგლიჯა ხელიდან. ის აღარ იყო მისი სასჯელი,ის იყო მისი ერთადერთი მფარველი. მამულში დაბრუნებულებს ალექსანდრე დადიანი ფერწასული დახვდათ. როცა გაიგო, რა მოხდა სანაპიროზე, შვილს ჩაეხუტა, თუმცა ევამ ცივად გააშვებინა ხელი. მას არ უნდოდა მამამისის სინანულის ყურება. მისი მზერა დერეფნის ბოლოში მდგარ დემეტრეზე იყო მიჯაჭვული, რომელიც რეზოს დაბალი ხმით რაღაც ინსტრუქციებს აძლევდა. კაცს პერანგი მხრებზე ოდნავ დასველებოდა, სახეზე კი ისევ სიმშვიდე ეწერა. მომდევნო საღამოს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში გრანდიოზული საქველმოქმედო გალა-საღამო იმართებოდა. მთელი თბილისის ბომონდი, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და მათი შვილები აქ იყვნენ. ალექსანდრე დადიანის გამოჩენა ამ წვეულებაზე აუცილებელი იყო, თუმცა გუშინდელი თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. – ევა, დღეს კლუბᲨი არ მიდიხარ, – უთხრა ალექსანდრემ შვილს– დღეს დემეტრე შენი ოფიციალური პარტნიორი იქნება. ის შენ გვერდით იდგება, როგორც ჩემი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის ახალი დირექტორი. პიჯაკში იქნება, მაგრამ იარაღით. ერთი ნაბიჯითაც არ მოცილდე. ევა სარკის წინ იდგა. დღეს მან შავი, აბრეშუმის კაბა აირჩია. კაბა წინ დახურული იყო ყელამდე თუმცა სხეულზე ისე იდეალურად იდა, რომ მის გამოკვეᲗილ ფორმებს ნაᲗლად უსვამდა ხაზს. ზურგი, ტრადიციულად, ღია ჰქონდა, თმა კი მაღლა, ელეგანტურად შეეკრა, რამაც მის გრძელ, თეთრი ყელს და მხრებ აჩენდა. ტუჩებზე ისევ ის მყვირალა წითელი ტუᲩსაცხი ესვა. როცა პირველ სართულზე ჩამოვიდა, დემეტრე უკვე ელოდებოდა. ევას სუნთქვა შეეკრა. ის მიჩვეული იყო დემეტრეს ნახვას სამხედრო სტილის შავ პერანგსა და ბათინკებში. ახლა კი მის წინ იდგა კაცი იდეალურად მორგებულ, ძვირადღირებულ შავ კლასიკურ კოსტიუმში. თეთრი პერანგი მის ფართო მხრებსა და მკერდს კიდევ უფრო მამაკაცურს აჩენდა, ხოლო შავი ჰალსტუხი მის მკაცრ ნაკვთებს რაღაც არისტოკრატულ, მაგრამ სახიფათო ელფერს სძენდა. პიჯაკის Შიდა მარცხენა მხარეს შესამჩნევად იკვეთებოდა იარაღის ბუდის კონტური. დემეტრემ ევას შეხედა.ამჯერად მის მზერაში ირონია არ ყოფილა. იყო რაღაც სხვა – მძიმე, ცხელი და დაფარული, რამაც ევას ლოყებზე ალმური მოუკიდა. – კარგად გამოიყურები, ევა, – თქვა დემეტრემ დაბალი ხმით და ხელი ოდნავ წინ გაუწოდა. – მაგრამ არ დაგავიწყდეს, რისთვის მივდივარᲗ იქ. – შენ არ გიხდება კოსტიუმი, ძალიან ფორმალური ხარ, – სცადა ძველი ამპარტავნების დაბრუნება ევამ, თუმცა ხმა უᲦალატებდა, თუ უფრო მეტს იტყოდა. ხელი მკლავში გამოსდო. მისი ფოლადივით მაგარი კუნთის შეხებამ გოგონას სხეულში თბილ ტალღად დაუარა. სასტუმროს დარბაზში კლასიკური მუსიკა ჟღერდა, ბროლის ჭაღები ათასფრად ანათებდნენ ოქროსფერ კედლებს. ასობით სტუმარი,შამპანურის ჭიქებით ხელში,საუბრობდნენ. ევას გამოჩენამ, როგორც ყოველთვის, დარბაზში ჩურჩული გამოიწვია, თუმცა ამჯერად ყველას ყურადღება მის გვერდით მდგარმა მამაკაცმა მიიპყრო. დემეტრე ევას გვერდით იდგა, თითქოს მის სამყაროს ეკუთვნოდა, თუმცა ყურადᲦება წამითაც არ მოუდუნებია – ის აკვირდებოდა ᲗიᲗოეულ სტუმარს, ᲗიᲗოეულ ოფიციანტს, დარბაზის ყველა შესასვლელსა და გამოსასვლელს. ერთ-ერთ მომენტში, როცა ალექსანდრე დადიანი პარტნიორებთან ერთად გვერდითა ოთახში გავიდა მოლაპარაკებებზე, დარბაზში მუსიკა შეიცვალა. ვიოლინოს ხმა უფრო ღრმა, ნელი და მგრძნობიარე გახდა. წყვილებმა საცეკვაო მოედნისკენ დაიწყეს სვლა. ევა მოაჯირთან იდგა, შამპანურს ყლუპ-ყლუპად სვამდა და გრძნობდა, როგორ უბურღავდა ზურგს დემეტრეს მზერა. ის მისგან ზუსტად ორ ნაბიჯში იდგა. – მითხრა, რომ ცეკვაც იცი... – მოულოდნელად შემობრუნდა ევა და თვალები მოჭუტა. ალკოჰოლმა მას თავდაჯერებულობა შემატა, თუმცა ეს უფრო მეტად იმ ლტოლვის გადაფარვის მცდელობა იყო, რომელიც მთელი საღამოა აწვებოდა. – თუ შენი კონტრაქტიᲗ ცეკვაც აკრძალულია? დემეტრემ ჭიქა იქვე, მაგიდაზე დადგა.ნელა მიუახლოვდა გოგონას, მათ შორის მანძილი საერთოდ გააქრო. – ჩემს კონტრაქტᲨი წერია, რომ ობიექტთან მაქსიმალურად ახლოს უნდა ვიყო, თუ საფრთხეს ვგრᲫნობ, – ჩაილაპარაკა კაცმა, მისი ხმა იმდენად ახლოს იყო, რომ ევას ყელზე მისი თბილი სუნთქვა მოელამუნა. – აქ ძალიან ბევრი თვალია. წავიდეთ. სანამ ევა რამეს იტყოდა, დემეტრემ ხელი მოჰკიდა. მისი მარჯვენა ხელი ნელა, მაგრამ მტკიცედ დაეშვა ევას შიშველ ზურგზე. გოგონას სხეულში მუხტმა გაიარა. კაცის ცხელი ხელის შეხებამ მის ცივ,კანზე ნამდვილი აფეთქება გამოიწვია. დემეტრემ მარცხენა ხელი თავის მხარზე დაადებინა, მეორე ხელით კი მისი თითები თავის დიდ, მტკიცე ხელში მოიქცია. მათ საცეკვაო მოედანზე გადადგეს ნაბიჯი. ეს იყო მათი პირველი ფიზიკური კონტაქტი. ნელი, დაძაბული ცეკვა. ისინი მუსიკის რიტმში მოძრაობდნენ, თუმცა ეს არ იყო ჩვეულებრივი ცეკვა – ეს იყო ორი მტაცებლის ჩუმი, ფარული შერკინება. დემეტრე მას იმდენად ახლოს იზიდავდა, რომ ევას მკერდი მის გამაგრებულ მკლავებს ეხებოდა. კაცისგან სუნამოს, ძვირადღირებული ქსოვილისა და სახიფათო ძალის სუნი მოდიოდა. ევამ თავი ასწია და მის თვალებს მიაᲩერდა. მათ შორის არსებული ლტოლვა ჰაერში ისე ტრიალებდა, რომ სუნთქვა შეუძლებელი ხდებოდა. ევას ტუჩები ოდნავ გაიხსნა, მისი მზერა დემეტრეს ტუჩებზე გადავიდა,მარცხენა კუთხეში ნაწიბური თეთრად ანათებდა.უნდოდა, რომ კაცს ეკოცნა. უნდოდა, რომ ეს ცივი ფასადი დაემსხვრია.დემეტრეს მზერაც შეიცვალა. მისი გუგები გაფართოვდა, ხელი ევას შიშველ ზურგზე დაეᲭიმა,მასშიც იღვიძებდა ის, რასაც წლების განმავლობაში გულმოდგინედ ახშობდა – ვნება, გრძნობა, სისუსტე.დემეტრე პირველი იყო, ვინც გონს მოეგო. მისმა სამხედრო დისციპლინამ წამში ᲩარᲗო განგაშის ზარი. ,,გრძნობები ამ საქმეში ხელს მიშლის" – გაახსენდა საკუთარი სიტყვები. მოძრაობა შეწყვიტა, თუმცა ხელი მაᲨინვე არ გაუშვია. მისი მზერა ისევ ფოლადივით ცივი გახდა. – მუსიკა დამთავრდა, ევა, – თქვა მან დაბალი,ოდნავ ჩახლეჩილი ხმით. – დაუბრუნდი მაგიდას. ევამ ნაბიჯი უკან გადადგა. მისი გული გამეტებით სცემდა, ლოყები უხურდა. სიბრაზემ და უარყოფილმა ვნებამ წამში იფეთქა მასში. მიხვდა, რომ დემეტრემაც იგრძნო ეს მიზიდულობა, მაგრამ კაცმა ის ასე მარტივად, ცივად უარყო. – შენ მართლაც რობოტი ხარ, – ჩაისისინა ევამ, თვალზე ცრემლი მოადგა სიბრაზისგან, ზურგი შეაქცია და დარბაზის გასასვლელისკენ წავიდა. – მეზიზღები. დემეტრე ადგილზე დარჩა.ხელი შარვლის ჯიბეში ჩაილაგა, მისი თითები კვლავ თრთოდა.ღრმად ჩაისუნთქა, დარბაზს თვალი გადაავლო და ჩუმად თქვა თავისთვის: – მეც მეზიზღები, პრინცესა. იმიტომ, რომ ჩემს ნერვულ სისტემას ანადგურებ. ორივე მათგანი უარყოფდა იმას, რაც მათ შორის მოხდა, მაგრამ ნაპერწკალი უკვე გაჩენილი იყო. საფრთხე კი, რომელიც მათ გარშემო ტრიალებდა, მხოლოდ კლუბის გარეთ მყოფი მტრები არ იყვნენ – ყველაზე დიდი საფრთხე ახლა ერთმანეთის მიმართ გაჩენილი ეს დაუძლეველი, დამანგრეველი ლტოლვა იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



