შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარისკაცის გოგო (თავი 3: პირველი სიყვარული) +18


დღეს, 15:35
ავტორი Ottery
ნანახია 3

ორშაბათ საღამოს ელაიჯა კლუბში მარტო დაბრუნდა.
ტომი ყაზარმაში დარჩა სხვა ბიჭებთან ერთად ბანქოს თამაშობდა, ელაიჯას კი ხმაურიანი კომპანიის თავი არ ჰქონდა. მას მხოლოდ ლიზის ნახვა სურდა.
​ამჯერად კუთხის ყველაზე ჩაბნელებულ მაგიდასთან დაჯდა. როდესაც ლიზი სცენაზე გამოვიდა, მან მაშინვე შეამჩნია ელაიჯა. გოგონას თვალებში სიხარულის ნაპერწკალი გაკრთა. მისი მოძრაობები ამჯერად კიდევ უფრო ელეგანტური, ნაზი და თითქოს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი იყო. ის მღეროდა და მისი ხმა ნემსივით ესობოდა ელაიჯას გულს. ბიჭი უყურებდა მის შიშველ მხრებს, მის სინაზეს და გრძნობდა, როგორ იბადებოდა მასში ამ ქალის დაცვის უდიდესი სურვილი.
​გამოსვლის დასრულების შემდეგ, ლიზიმ უბრალოდ თავის ოდნავი მოძრაობით მიუთითა უკანა კარზე და კულისებში გავიდა.
ელაიჯა ადგა და უკანა ეზოში გავიდა. ლიზიმაც დიდხანს არ დააყოვნა. მან მალევე გამოიცვალა, უბრალო კაბა ჩაიცვა და კლუბის უკანა კარიდან გამოვიდა, სადაც ელაიჯა თავისი ნათხოვარი მანქანით ელოდებოდა.
​კოლუმბუსის ქუჩები ცარიელი იყო. ჰაერში ღამის გრილი ნიავი და აყვავებული მაგნოლიების სუნი ტრიალებდა.
​—არ მეგონა, თუ დღესაც მოხვიდოდი, — ჩუმად უთხრა ლიზიმ და ელაიჯას გადახედა.
​—ვერ შევძელი არ მოვსულიყავი, ლიზი. მთელი დღე მხოლოდ შენზე ვფიქრობ. ახლა კი, წასვლის დროა,— ანიშნა მანქანაზე. გოგონას გაეცინა და მანქანაში ჩაჯდა. მთელი გზა ყველაფერზე და ამავე დროს არაფერზე საუბრობდნენ. ცარიელი ქუჩების გამო იმაზე მალე მივიდნენ გოგონას სახლთან, ვიდრე ეს რომელიმეს უნდოდა.
მანქანა ლიზის სახლის წინ, ხეების ჩრდილში გაჩერდა. ბიჭი გადმოვიდა და კარი გაუღო.
—სამწუხაროდ უკვე მოვედით,— მის ხმაში ისეთი იმედგაცრუება ისმოდა, რომ ლიზიმ გულიანად გადაიკისკისა და გადმოვიდა მანქანიდან.
—ეს რომ მცოდნოდა, ცოტა უფრო შორს ავარჩევდი სამსახურს,— უთხრა გოგონამ.
​ელაიჯა მისკენ მიბრუნდა. ამჯერად კოცნა გაცილებით უფრო სწრაფი, მოუთმენელი და ვნებიანი აღმოჩნდა. ლიზი მთელი სხეულით მიეკრო მას. ბიჭის ხელები მის ზურგზე, თეძოებზე დასრიალებდნენ, გოგონა კი თითებით ელაიჯას თმასა და კისერს ეჭიდებოდა. ამ კოცნაში იყო იმის გაცნობიერება, რომ დრო ქვიშასავით ეცლებოდათ. თუმცა, ელაიჯამ ისევ დაიხია უკან. ის ჯერ კიდევ უფრთხილდებოდა მას, თითქოს გრძნობდა, ჯერ მზად არ იყო ლიზი, თითქოს საკმარისად არ ენდობოდა.
​—ხვალ დასვენების დღე მაქვს,— უთხრა ელაიჯამ, როდესაც ერთმანეთს მოშორდნენ,— მინდა მთელი დღე შენთან ერთად გავატარო. ქალაქში გავისეირნოთ.
—რა თქმა უნდა,— გაუღიმა ლიზიმ,— სრულიად შენს განკარგულებაში ვარ,— ეს უთხრა, თითის ცერებზე აიწია, ნაზად შეეხო მის ბაგეებს და სახლისკენ გაიქცა.
ელაიჯა უყურებდა თუ როგორ ეთამაშებოდა სიო გოგონას თმას და კაბას, სანამ ის სახლის კიბეებს აირბენდა და გული სინაზით ევსებოდა.
​სამშაბათი მზიანი და თბილი გათენდა. ბიჭმა სახლთან მიაკითხა და ქალაქის ცენტრში ერთად გავიდნენ. დიდხანს ფიქრობდა ყვავილები უნდა მიეტანა თუ არა, ბოლოს გადაწყვიტა რომ არ ღირდა იმის ჩუქება, რისი სიცოცხლეც მალე შეწყდებოდა, ცუდ ნიშნად მოეჩვენა.
ისინი ქალაქის ცენტრში სეირნობდნენ, ნაყინს ჭამდნენ და ჩვეულებრივი შეყვარებულებივით იქცეოდნენ. ერთ-ერთ კუთხეში, დიდ სავაჭრო ცენტრთან, პატარა ფოტოჯიხური შენიშნეს.
​—წამოდი, ფოტოები გადავიღოთ!— ბავშვური აღტაცებით შესძახა ლიზიმ და ელაიჯას ხელი მოჰკიდა.
​ვიწრო ჯიხურში შევიდნენ და თხელი, წითელი ფარდა ჩამოაფარეს. შიგნით იმდენად ცოტა ადგილი იყო, რომ ერთმანეთზე იყვნენ აკრულები. ლიზის სხეულის სითბო და მისი სუნამოს სურნელი ელაიჯას თავბრუს ახვევდა. ნათურამ ოთხჯერ გაანათა. პირველ ფოტოზე ორივე სერიოზულად იყურებოდა, მეორეზე, ლიზი გულიანად იცინოდა, მესამეზე ელაიჯას ხელი ჰქონდა მოხვეული მის წელზე, ხოლო მეოთხე ფოტოზე, ზუსტად კამერის ჩხაკუნისას, ელაიჯამ ლიზის ლოყაზე ნაზად აკოცა.
​როდესაც აპარატმა შავ-თეთრი ფოტოების ზოლი გადმოაგდო, ელაიჯამ ის ფრთხილად აიღო.
​—ეს ჩემთან დარჩება,— თქვა მან და ბოლო ფოტო 100%_იანი სიზუსტით ჩამოხია. შემდეგ ფოტო თავის სამხედრო საფულეში, გამჭვირვალე ჯიბეში ჩადო,— ვიეტნამში ეს იქნება ჩემი გადარჩენის იმედი. ყოველთვის, როდესაც გამიჭირდება, ამ ფოტოს შევხედავ და მეცოდინება, რომ სახლში ვიღაც მელოდება.
​ლიზის თვალები ცრემლით აევსო. მან პირველად იგრძნო, რომ ვიღაცისთვის მისი არსებობა ასეთი ძვირფასი იყო.
​საღამოს ლიზიმ ის პირველად მიიპატიჟა თავის სახლში.
​ბინა პატარა და აშკარად ღარიბული იყო. ძველი, გაცვეთილი ავეჯითა და ალაგ-ალაგ აყრილი იატაკით. თუმცა, იქ საოცარი სისუფთავე და სიმყუდროვე სუფევდა. რაფებზე, მაგიდებზე, ყველგან თიხის ქოთნებში ჩარგული უამრავი ფერადი ყვავილი იდგა, რომლებიც ოთახს ცოცხალ იერს აძლევდნენ. კედლებზე ძველი ნახატები და ჟურნალებიდან ამოჭრილი მოდის ტენდენციების ფოტოები ეკიდა.
​—ვიცი, რომ მდიდრული სახლი არ არის...— დაირცხვინა ლიზიმ და ჩანთა სკამზე დადო.
​—ეს ყველაზე თბილი სახლია, რაც კი ოდესმე მინახავს,— უპასუხა ელაიჯამ, მივიდა, წელზე ხელები მოჰხვია და ზურგიდან ნაზად აკოცა ყელში.
​მათ ერთად მოამზადეს ვახშამი, შემდეგ კი მის პატარა საწოლზე დასხდნენ. ოთახში მხოლოდ მაგიდის ლამპა ანათებდა. გარეთ წვიმა დაიწყო, წვეთები რიტმულად ეცემოდნენ ფანჯრის რაფას, რაც მათ სიმარტოვეს კიდევ უფრო ინტიმურს ხდიდა.
​—მომიყევი შენზე, ელაიჯა,— სთხოვა ლიზიმ, თავი მის მხარზე დადო და ბიჭის გრძელ თითებს დაუწყო თამაში,— როგორ გაიზარდე?
​ელაიჯამ გაიღიმა, მისი გონება წარსულში გადავიდა, გაახსენდა ის ლაღი დრო, როდესაც არაფერზე ნერვიულობდა.
​—ჩემი ბავშვობა ოჰაიოში ძალიან ლაღი იყო. მამას პატარა ავტოსახელოსნო აქვს, დედა კი ყოველ კვირას ვაშლის ნამცხვარს აცხობდა. მყავს უმცროსი და და ძმა. სულ ერთად ვიყავით, ტყეში დავრბოდით, მდინარეზე სათევზაოდ დავდიოდით... მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ კაცის მთავარი ღირსება ოჯახის დაცვა და საყვარელი ადამიანების ერთგულებაა. მე მეგონა, რომ მამის საქმეს გავაგრძელებდი, მაგრამ... მერე ეს გაწვევის ქაღალდი მოვიდა. მაინც ბედნიერი ვარ, რომ ისეთი ოჯახი მყავს, სადაც ყოველთვის სიყვარული იყო. შენზე მომიყევი, ლიზი. შენს მშობლებზე.
​ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა. ლიზიმ მძიმედ ამოისუნთქა, მისი სხეული ოდნავ დაიძაბა.
​—ჩემი ბავშვობა... შენსას საერთოდ არ ჰგავდა, ელაიჯა,— დაიწყო მან და ხმა აუკანკალდა,— დედა საერთოდ არ მახსოვს, პატარა ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა. მხოლოდ მამა მყავდა. ის კარგი კაცი იყო, მაგრამ სუსტი. აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. ვალებში ჩაიძირა. როდესაც ჩვიდმეტი წლის გავხდი, ვალები იმდენად დიდი იყო, რომ ჩვენს სახლთან კოლექტორები მოვიდნენ და მამას მოკვლით დაემუქრნენ. მაშინ ერთმა მდიდარმა, ასაკოვანმა კაცმა, რომელსაც ქალაქში რამდენიმე ბარი ჰქონდა, მამას გარიგება შესთავაზა... მან, ფაქტობრივად, ჩემი ქალიშვილობა იყიდა მამის ვალების სანაცვლოდ. მამამ სხვა გზა ვერ ნახა და დამთმო.
​ელაიჯამ იგრძნო, როგორ აევსო გული ბრაზითა და ტკივილით. მან უფრო მჭიდროდ მიიხუტა გოგონა.
​—იმ ღამის შემდეგ მამა ვეღარ ვნახე, სირცხვილისგან სადღაც გადაიკარგა,— გააგრძელა ლიზიმ, ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა,— მე კი სხვა გზა არ მქონდა. სკოლა არ დამიმთავრებია, არანაირი პროფესია არ ვიცოდი. კაბარეში დავიწყე სიმღერა და ცეკვა, რომ ვალების ნარჩენები გამესტუმრებინა და თავი მერჩინა. მას შემდეგ აქ ვარ. კაცებისთვის მე მხოლოდ ლამაზი სათამაშო ვარ. არავის აინტერესებს, რა არის ჩემს სულში. შენ ხარ პირველი, ვინც ჩემს თვალებში ჩაიხედა და არა ტანსაცმლის ქვეშ.
​ელაიჯამ მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები თითებით მოსწმინდა.
​—შენ ყველაზე სუფთა და საოცარი ქალი ხარ, ლიზი. შენი წარსული ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე შენი სული მიყვარს.
​მან ჯიბიდან პატარა, ლამაზად გაფორმებული კონვერტი ამოიღო და ლიზის ხელში ჩაუდო.
​—ეს რა არის?— გაკვირვებით ჰკითხა გოგონამ.
​—ეს ჩემი საჩუქარია შენთვის. დღეს დილას, სანამ შენთან მოვიდოდი, ქალაქის საუკეთესო მკერავთან ვიყავი და კერვისა და მოდის სრულ კურსებზე ჩაგწერე. ყველაფერი წინასწარ გადავიხადე. მე ვიცი, როგორ გიყვარს ტანსაცმლის მოდელების ხატვა, გუშინ მანქანაში მითხარი, ასე რომ არ უარყო. შენს კედლებს ვუყურებ... მინდა, რომ როდესაც ვიეტნამიდან დავბრუნდები, შენი საკუთარი ატელიე გქონდეს. მინდა, რომ კლუბს თავი დაანებო და შენი ნიჭით იცხოვრო. ეს შენი ახალი ცხოვრების დასაწყისია, ლიზი.
​ლიზიმ კონვერტს შეხედა, შემდეგ კი ელაიჯას. მას არასოდეს არავინ მოქცევია ასეთი უანგარო სიყვარულითა და პატივისცემით. ის მის მკლავებში ჩაესვენა და ატირდა, ამჯერად ეს იყო ბედნიერებისა და იმედის ცრემლები.
​იმ ღამეს მათ შორის სხვა ფიზიკური სიახლოვე არ ყოფილა. ისინი უბრალოდ ერთმანეთზე გადახვეულები იწვნენ საწოლში. ელაიჯას ხელი ლიზის წელზე ჰქონდა მოხვეული, გოგონას თავი კი მის მკერდზე იდო, სადაც ბიჭის გულის მშვიდი, რიტმული ფეთქვა ესმოდა. წვიმის ხმაში, ერთმანეთის სუნთქვის ქვეშ, მათ ერთად ჩაეძინათ.

...

აგვისტოს ბოლო დღეები კოლუმბუსში ოქროსფერი და უჩვეულოდ მშვიდი აღმოჩნდა. ჰაერი აღარ იყო ისეთი მახრჩობელა და დახუთული; ნიავს უკვე მოჰქონდა შემოდგომის პირველი, ძლივს შესამჩნევად გრილი სუნთქვა. ეს იყო ელაიჯას ბოლო თავისუფალი დღე. მომდევნო დილით, ადრე, საწვრთნელი ბაზის ჭიშკართან სამხედრო ავტობუსები ჩამოდგებოდნენ, რათა ისინი აეროდრომზე გადაეყვანათ.
​ლიზიმ გადაწყვიტა, რომ ეს დღე მხოლოდ მათი ყოფილიყო, შორს ქალაქის ხმაურისგან, ბაზის მკაცრი კედლებისა და იმ მძიმე ფიქრებისგან, რომლებიც ორივეს სულს ამძიმებდა. მან ელაიჯა ქალაქგარეთ, ტყეში ჩაფლულ პატარა, მივიწყებულ ტბაზე წაიყვანა.
​შუადღის მზე ცის კაბადონზე კაშკაშებდა. ტბის ზედაპირი სარკესავით გლუვი და სუფთა იყო, მხოლოდ დროდადრო თუ შეარხევდა მას მსუბუქი სიო. ელაიჯამ ძველი, ხის ნავი დაიქირავა. ის ნიჩბებს უსვამდა, ნავი ზანტად მიაპობდა წყალს, ლიზი კი მის პირისპირ იჯდა. მას ეცვა თხელი, თეთრი, ზაფხულის კაბა, რომელიც მხრებზე წვრილი თასმებით იყო შეკრული.
​მზის ოქროსფერი სხივები წამწამებზე ეთამაშებოდნენ გოგონას, მისი გრძელი, შავი თმა კი ნიავის ყოველ ქროლვაზე სახეზე ეფინებოდა. ის თმას თითების ნაზი მოძრაობით იწევდა ყურს უკან და ელაიჯას უყურებდა. მისი თვალები სავსე იყო ფლირტით, თბილი, სევდანარევი სიმსუბუქითა და იმ უთქმელი სიყვარულით, რომელიც ბოლო დღეებში მათ შორის ერთადერთ რეალობად ქცეულიყო.
​—ელაიჯა, ნიჩბები გააჩერე,— ჩუმად თქვა მან და ტბის შუაგულში, სადაც წყალი ყველაზე ღრმა და ლურჯი იყო, ნავი შეაჩერებინა.
​ბიჭმა ნიჩბები ნავის ძირზე დადო. გარშემო სრული სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ წყლის ლივლივი ისმოდა. ლიზიმ მუხლებზე ხელები შემოიჭდო, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, თვალები დახუჭა და ხმადაბლა ამღერდა.
​მისი ხმა ტბის ზედაპირზე ისე გაფრინდა, თითქოს თავად ბუნებაც მის მოსასმენად გატრუნულიყო. ის მღეროდა ძველ, მელანქოლიურ ბალადას ერთგულებასა და მოლოდინზე. ეს არ იყო კლუბის სცენაზე შესრულებული სიმღერა, აქ არ ყოფილა ყალბი აქცენტები ან ორკესტრი, მხოლოდ მისი სუფთა, ხავერდოვანი ტემბრი. ელაიჯა უყურებდა, როგორ მოძრაობდა მისი ყელი სიმღერისას, როგორ ეცემოდა მზის შუქი მის მკერდსა და მოხდენილ ლავიწებს. ბიჭს გული ისე გამალებით უცემდა, თითქოს საგულედან ამოვარდნას ლამობდა. მას სურდა ეს მომენტი სამუდამოდ გაეჩერებინა, ჩაეწერა მეხსიერებაში და თან წაეღო იქ, სადაც მხოლოდ სიკვდილის ხმა ისმოდა.
​როდესაც ლიზიმ სიმღერა დაასრულა, თვალები გაახილა და ელაიჯას შეხედა. მის გამოხედვაში იკითხებოდა გადაწყვეტილება, რომელსაც უკვე ვეღარაფერი შეცვლიდა.
​საღამოს, როდესაც ბინდი ნელ-ნელა მოეფინა ქალაქს, ისინი ლიზის სახლის კართან იდგნენ. ელაიჯა აპირებდა, როგორც ყოველთვის, ჯენტლმენურად დამშვიდობებოდა და წასულიყო, რადგან არ უნდოდა მისი წამიერი სისუსტე გოგონას არასწორად გაეგო.
​მაგრამ ამჯერად ლიზი არ განძრეულა. მან ნელა ასწია ხელი, ელაიჯას თბილი, უხეში ხელისგული თავის პატარა ხელში მოიქცია და თითები მჭიდროდ გადააჭდო. მან ბიჭს თვალებში ჩახედა, მის მზერაში აღარ იყო შიში, აღარ იყო ძველი ტრავმების აჩრდილები. იქ მხოლოდ აბსოლუტური ნდობა და ლტოლვა სუფევდა. ლიზიმ კარი გასაღებით გააღო და ელაიჯას ხელი არ გაუშვა, ისე წაიყვანა ის წინ, შიგნით, ოთახის სიღრმეში.
​ელაიჯამ იგრძნო, როგორ დაუარა სხეულში ტკბილმა, მწველმა ტალღამ. ბიჭმა ინტუიციურად იგრძნო, ლიზის ის სურდა. მას აღარ ეშინოდა საკუთარი თავის გაცემის, რადგან ეს აღარ იყო ვაჭრობა; ეს იყო მათი სულების შერწყმა.
​ოთახში მხოლოდ ფანჯრიდან შემომავალი მთვარის მკრთალი, ვერცხლისფერი შუქი ანათებდა. ლიზი მის წინ გაჩერდა. ელაიჯამ ხელები ნელა ააყოლა მის ნაზ მხრებს და კაბის წვრილი თასმები მკლავებზე ჩამოუწია. თეთრი ქსოვილი შრიალით დაეცა იატაკზე. გოგონამ მოურიდებლად გაიხადა საცვლებიც. ლიზი ელაიჯას წინაშე სრულიად შიშველი იდგა, მთვარის შუქზე მისი ოქროსფერი კანი თითქოს თავად ასხივებდა სინათლეს.
​ბიჭი მუხლებზე დაეშვა მის წინ, თითქოს უძვირფასეს სალოცავთან მისულიყო. მისი ხელები მოწიწებით, თითქმის კანკალით შეეხნენ გოგონას წვრილ წელს, შემდეგ კი მაღლა აჰყვნენ მის ბრტყელ მუცელსა და მკვრივ, ნაზ მკერდს. ელაიჯა თაყვანს სცემდა მისი სხეულის ყოველ სანტიმეტრს, ყოველ ნაკვთს. ის ტუჩებით შეეხო მის მუცელს, მის თეძოებს, თითქოს სურდა თავისი კოცნით წაეშალა ყველა ის ძველი, უხეში შეხება, რაც ამ სხეულს ოდესმე განუცდია.
​ლიზიმ თავი უკან გადააგდო, მისი თითები ელაიჯას თმაში ჩაიხლართნენ. მან ხმამაღლა, წყვეტილად ამოისუნთქა. ეს იყო მომენტი, როდესაც გოგონას საკუთარი სახელიც კი გადაავიწყდა. სამყარო, კლუბი, ომი, წარსული — ყველაფერი გაქრა. დარჩა მხოლოდ ელაიჯას ცხელი სუნთქვა მის კანზე და ის საოცარი, მწველი სიყვარული, რომელიც მათ შინაგანად აერთიანებდათ.
​ელაიჯა წამოდგა, ლიზი ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა. როდესაც მათი სხეულები ერთმანეთს შეერწყა, ლიზის თვალებიდან ორი თბილი ცრემლი გადმოვარდა. ეს არ იყო ტკივილის ცრემლები, ეს იყო განწმენდის რიტუალი. მიუხედავად მისი წარსულისა, ფიზიკურად ეს სიახლოვე მისთვის პირველი იყო. იმიტომ, რომ პირველად ცხოვრებაში, მისი სხეული მოძრაობდა არა ვალდებულების ან ფულის, არამედ უდიდესი, სუფთა და ყოვლისმომცველი სიყვარულის გამო.
​მოძრაობები იყო ნელი, ვნებიანი, თუმცა საოცრად ფრთხილი. ყოველი შეხება, ყოველი ბგერა, რომელიც ამ სიბნელეში წყდებოდა, ჰგავდა აღთქმას. ელაიჯა მთელი არსებით გრძნობდა ლიზის აჩქარებულ გულისცემას თავის მკერდზე, მის ცხელ სუნთქვას კისერში და იმ ძალას, რომლითაც გოგონა მას ეჭიდებოდა, თითქოს ცდილობდა თავის სხეულში დაემალა ის სამხედრო სიკვდილისგან.
​ვნების კულმინაციამ ორივე ერთდროულად აიტაცა და როდესაც ყველაფერი ჩაცხრა, ისინი კვლავ მჭიდროდ ჩახუტებულები დარჩნენ თეთრ ზეწრებზე. ლიზის თავი ელაიჯას მხარზე ედო, მისი ხელი კი ბიჭის გულზე ესვენა. ორივე დუმდა, რადგან სიტყვები უკვე ზედმეტი იყო, იმ ღამეს მათ ერთმანეთს საკუთარი სულები აჩუქეს, რაც დროსა და სივრცეზე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent