შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორიგამი არქივიდან V


დღეს, 16:55
ავტორი belle...
ნანახია 124

თავი მეთვრამეტე

"ცეცხლს ეთამაშები, ელ!"

- ეეელ!
თითები გაუტკაცუნეს ცხვირწინ. თვალები აახამხამა და თავი ასწია. შუკვანი პირგამოტენილი შეექცეოდა ცხელ ხაჭაპურს. სკოლის დასრულებისას სამეგობროს დაემშვიდობნენ. გოგონებმა მიპატიჟებაზე უარი თქვეს, ნიცას მამამისი ელოდებოდა სახლში და დიდი ალბათობით უკვე საათს მიშტერებოდა. ანას ინგლისურის მეცადინეობა ჰქონდა, ლიზამ კი მოიმიზეზა ბევრი სამეცადინო მაქვს, სხვა დროს იყოსო. სხვა რა გზა იყო, მარტონი ეწვივნენ „ბებოს სამზარეულოს“. ქალაქში ყველაზე გემრიელი ცომეული სწორედ აქ მზადდებოდა.
კიტა უკვე მეორე ნაჭერს ანადგურებდა. ხაჭაპურში ბარაქიანად ჩაეტენათ ყველი. ყოველ კბეჩაზე რეზინივით იწელებოდა და ცხელი ოხშივარი ასდიოდა. შუკვანი სიამოვნებისგან კრუსუნებდა. ელს თავისი წილისთვის თითიც კი არ დაუკარებია, მოზრდილი ნაჭერი ხელუხლებელი ესვენა თეფშზე და ცივდებოდა.
- რა გჭირს?
მოზრდილი ლუკმა გადაყლაპა, პირი მოიწმინდა და ყურადღებით შეათვალიერა მეგობარი. დილიდან ჩვეულებრივზე ჩუმი და ჩაკეტილი იყო. ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს. კარგად იცნობდა სავანელს, საუბარს თუ მოისურვებდა თავად ეტყოდა ბიჭს ყველაფერს. დაძალებით სიტყვასაც ვერ დააცდენინებდა, მაგრამ მისმა გაფანტულობამ და გულგრილობამ მოთმინება დააკარგვინა. აბა, როგორ შეიძლება „ბებოს სამზარეულოს“ ეწვიო და ლეგენდარული ხაჭაპური უგულოდ გააციო თეფშზე?!
- არაფერი, ჩავფიქრდი.
წელში გასწორდა და ყველიან ღვეზელს უმადოდ მოაციცქნა კუთხე. პირში ჩაიდო და გაღეჭა, უფრო იმიტომ, რომ რამით დაკავებულიყო და მეგობრის კითხვებისთვის თავი აერიდებინა. მაგრამ შუკვანი ასე მარტივად არ აპირებდა დანებებას:
- და რაზე ფიქრობ ასე გამალებით?
ელი ერთხანს აუჩქარებლად ღეჭავდა ღვეზელს. გონებაში წონიდა მეგობრისთვის სიმართლე გაემხილა, თუ არა. მზერა საკუთარ თითებზე გადაიტანა, რომლებიც უმადოდ აწიწკნიდნენ ხაჭაპურს ნამცეცებს. ბოლოს, როცა გაჯანჯლება აღარ შეიძლებოდა, ლუკმა გადაყლაპა და კიტას მზერა გაუსწორა.
- ვინმე, კახა კახაძეს თუ იცნობ?
შუკვანს წარბი შეეკრა. პირთან მიტანილი ხაჭაპურის ნაჭერი თეფზე დააბრუნა, ხელსახოცით ცხიმიანი თითები შეიმშრალა და იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას. სახეზე უკიდურესი დაძაბულობა ეხატა.
- საიდან გამოქექე ეგ, ნაბ'იჭვარი?
ელი ბიჭის ღვარძლიანმა ტონმა გააკვირვა. ესე იგი, იცნობდა! მამამისის მონაყოლიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად წარმოდგენა ჰქონდა ვისთან დაიჭირა სულამ საქმე. მისნაირი გამომძალვევლი კრიმინალები, მარტივად ითქვამდნენ სახელს პატარა ქალაქში.
- იცნობ? - კითხვაზე კითხვით უპასუხა.
- გამიგია ესა, თუ ის... - პირდაპირ პასუხს გაერიდა - მასზე რატომ მეკითხები?
- სად შეიძლება მისი ნახვა? - ისევ კითხვით უპასუხა, რამაც სვანი გვარიანად გააღიზიანაა.
- ჯერ ჩემს კითხვას უპასუხე! რატომ ინტერესდები, მაგ კანალიზაციის ვირთხით? იცი, ვინ არის და რას წარმოადგენს? იშვიათი ჯიშის ნაძირალაა, მაგის მსგავსი, ქალაქში მეორე არ დადის!
- და შენ ამდენი იმიტომ, იცი რომ...? - თვალები ეჭვით მოეწკურა.
- მაგას ვინ არ იცნობს? მთელმა ქალაქმა იცის, როგორი მყრალი სულის პატრონია! ელ, გამიფრთხილებიხარ! ახლოს გაკარება არ გაბედო! ჩვეულებრივი ნაძირალა არ გეგონოს! ამბობენ, ეგ და არეშიძე ერთად ზიან ყურებამდე ნეხვშიო. თუ ქუჩის ჭორებს დავუჯერებთ ლამაზ-ლამაზი გოგონები „დელავერში“ მისი „მოწვეულია“.
- ტრეფიკინგს ეწევა? - წარბი შეიკრა სავანელმა.
- რბილად რომ ვთქვათ! ამაზე ხმამაღლა და ოფიციალურად არავინ საუბრობს. პოლიცია დუმს, თავისთავად შესაბამის გასამრჯელოს იღებენ და არ იყეფებიან. არეშიძეს კი „საქონელით“ სწორედ კახაძე ამარაგებს. ასე ამბობენ.
სახე ისე დაემანჭა ზიზღით, თითქოს ცხვირწინ ნეხვით სავსე თასი დაუდგესო. ელს მაგიდაზე დადებული მარჯვენა მოემუშტა. ყბაზე კუნთი დაეჭიმა. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაახსენდა.
- „დელავერი“ ახსენე... - თვალები დაუვიწროვდა და შუკვანს ეჭვით შეხედა.
- ჰო. - თავის ქნევით დაეთანხმა დაუსმელ კითხვაზე - სწორედ მან და მისმა ბანდამ ჩატენა მანქანაში მამაშენი იმ ღამით. მაშინ არ მითქვამს ბოლომდე, ვინ იყვნენ თავდამსხმელები, შენი შეშინება არ მინდოდა. ვიფიქრე, თუ სულა არ გამოჩნდება, სიმართლეს გავუმხელ-თქო. წარმოდგენა არ მაქვს, მამაშენს მათთან რა ესაქმება, ან რითი გაამწარა, მაგრამ მათთან ხუმრობა არ ღირს. საშიში ხალხია.
ელს სიტყვა აღარ უთქვამს. მისი გონება ძალიან შორს გაიჭრა, მყუდრო და თბილი კაფეტერიიდან. მოაგონდა, როგორ უთვალთვალებდა ვერცხლისფერი სედანი, მის სახლს. მელოტის ცხოველური მზერა თვალებიდან არ ამოსდიოდა. ვალი ახსენა. სულას ვალი ჰქონია. თან ვისგან?! იმ არამზადისგან, ვინც დააყაჩაღა?!
ნუთუ სულ დაკარგა ჭკუა?! ასე როგორ დაეცა, რომ სწორედ იმ ნაძირალასთან მივიდა ფულის სასესხებლად, რომელმაც ფსიქიკა შეურყია? თან უნდა მიმხვდარიყო, რომ ვალს ვერ დააბრუნებდა. მაღაზია ამხელა თანხას ნამდვილად ვერ გამოიმუშავებდა. შემოსული ფული კი ხშირად ისევ ბიზნესში ბრუნავდა. მოგება ბევრი არ რჩებოდათ. რაც მამამისმა სერიოზულად აურია, მაღაზიის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
კი მაგრამ, რა ჯანდაბად უნდოდა მისი წყეული ფული?! ნარკოტიკებისთვის და სასმელისთვის? დედამისისთვის, რომ კაპიკი არ მიუცია მშვენივრად იცოდა. არც მაღაზიაში შეუტანია თანხა, სად წაიღო ორი ათასი ლარი?!
- ელ, - შუკვანმა ხმას დაუწია და მიმოიხედა, ხომ არავინ გვისმენსო - მამაშენს, თუ მასთან რაიმე ინტერესი აქვს...
- ვალი აქვს, კიტა. - შეაწყვეტინა - და ეს სულაც არ არის ისტორიის დასასრული. ეგ ტიპი ოქტომრის თავდასხმის მთავარი „გმირია“.
შუკვანს წამით დაიბნა. თავიდან ნათქვამს ვერ ჩასწვდა, მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ მოვიდა გონს და შუბლი გაეხსნა. გაფითრებული ენაჩავარდნილი მიაჩერდა ელს. სავანელი ბიჭისკენ გადაიხარა და ხმადაბლა წამოიწყო საუბარი.
- ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ვერცხლისფერი სედანი მითვალთვალებდა, იგივე მანქანა, რომელიც შენ ნახე „დელავერთან“. მძღოლთან საუბრის საშუალებაც მქონდა. მელოტი, ამაზრზენი ტიპია და რაღაც ძალიან ცუდი აქვს ჩაფიქრებული. სულას ორი ათასი ჰქონია მასთან ვალი. არ მკითხო! - ხელის აწევით გააწყვეტინა, როცა სვანმა რაღაცის სათქმელად დააღო პირი - არ ვიცი, თავში რამ მოუარა და რატომ მივიდა მასთან ფულის გამოსართმევად. ფაქტი ერთია, მამაჩემი მაგ ვალის დამბრუნებელი არ არის. რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ჩემი ოჯახი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. მხოლოდ სულათი არ დაკმაყოფილდება. საკითხავი ის არის, ეს როდის მოხდება, მე კი საშინლად არ მიყვარს ლოდინი. ასე, რომ ძალიან გთხოვ, კეთილი ინებე და მითხარი, სად შეიძლება მაგ ტიპის ნახვა.
- და რას აპირებ? - ჰკითხა უკმეხად - ხომ არ გავიწყდება, რომ თექვსმეტი წლის მოზარდი ხარ?
- მან იცის მე სად ვცხოვრობ! თუ რამე ისე არ წავა, მინდა ვიცოდე, სად მივაკითხო!
- ნუ სულელობ! და რა უნდა ავნო, პატარა გოგომ?!
- ბავშვივით ნუ მელაპარაკები! - გამოსცრა კბილებში და ნახშირივით შავი თვალები ბრაზით წამოენთო - შენით თუ შენს გარეშე მაინც გავარკვევ, მაგრამ საქმეს თუ გამიადვილებ, მადლობელი დაგრჩები.
შუკვანი დადუმდა. სულ დაეკარგა მადა. თეფში, დაუმთავრებელი ხაჭაპურის ნაჭერით, განზე გასწია და სკამზე გადაწვა. ნაცრისფერი თვალები მღელვარებით უელავდა.
- როცა რაღაცას დაიჟინებ, შენი შეჩერება შეუძლებელია! - ამოიოხრა - ეს კარგს არაფერს მოგიტანს, ელ. გითხარი, მაგ ხალხთან ხუმრობა არ ღირს-მეთქი, ქალაქში ხელშეუხებელნი არიან.
- ხელშეუხებელი არავინ არის! მხოლოდ გამბედაობაა საჭირო. თუ ის ნაძირალა თითს მაინც დააკარებს ჩემებს, საკუთარ ბუნაგშივე გამოვწვავ ცოცხლად!
- რა გითხრა, დაგემუქრა?
- მეტ-ნაკლებად.
- მაშინ ეს საქმე უკვე შოთის მოსაგვარებელია. უთხარი, აუხსენი სიტუაცია, რამეს მოიფიქრებს.
- მისმა სიძემ, ლამის დედა გაუგუდა და რა ვქნა, ბიძაჩემს ვუთხრა, დედაშენის ვერშემდგარ მკვლელს, რომელსაც კინაღამ წირვა გამოუყვანე, შენი დახმარება სჭირდება-მეთქი? ალბათ, ხუმრობ!
- აქ სულაზე არ არის საუბარი. კახაძე, თუ აიკრიფება, მხოლოდ მის ტყავს არ დასჯერდება. მე, დარწმუნებული ვარ, რომ და და დისშვილები ნამდვილად აღელვებს. - უპასუხა მშვიდად.
ელი დადუმდა. არ უნდოდა ბიძამისების ჩარევა. ორივე ასეთი საქმეების გარჩევით კი იყვნენ დაკავებულები და მადლიერი „კლიენტებისგან“ სოლიდურ გასამრჯელოსაც იღებდნენ ხოლმე... მაგრამ, ამჯერად სიტუაცია სულ სხვაგვარად იყო. სულამ იმაზე ღრმა წუმპეში მოისროლა თავისი თავი, ოჯახთან ერთად, რომ იქიდან ამოთრევა თავად ნუკრისა და შოთისაც კი გაუჭირდებოდათ.
ძმებს ნამდვილად ჰქონდათ რეპუტუაცია და გავლენაც ქალაქში, მაგრამ არეშიძეს კავშირები პირდაპირ სახელმწიფოს მაღალ ეშელონებს სწვდებოდა. იგივე იყო დობერმანი მიგეშვა გაავებული მგლების უზარმაზარ ხროვასთან.
- არ არის, ეგ კარგი აზრი... ბიძაჩემები, თუ გაიგებენ, ჩაერევიან. თავად თქვი, რომ მაგ ხალხთან საქმის დაჭერა არ ღირს.
- მაშინ რას აპირებ?
- ხერხი სჯობია ღონესო, ხომ გაგიგია? - წამწამებს ქვემოდან გახედა მეგობარს - ჭადრაკშიც ასეა. ჭკუა თუ სწორად გაგიჭრის, მეფესაც დააშამათებ!
შუკვანმა სახეზე ჩამოისვა ხელი და მეგობარს აღელვებული მიაჩერდა. იცნობდა ამ წამონთებულ გამოხედვას. ხანდახან უნებურად თავში გაუელვებდა, ხოლმე რომ იყო გოგონას მზერაში, რაღაც არაჯანსაღი... შემდეგ, კი თავს დამანაშავედ აქნევდა და გულში უკურთხებდა ქვეცნობიერს არამკითხე ფიქრებისთვის. ტელეფონის ზუზუნმა ორს შორის დამუხტული ატმოსფერო, ოდნავ განტვირთა. კიტამ ეკრანს დახედა. ტაბატაძე ურეკავდა.
- ამოღერღე! - შეაგება მისალმებად.
- სად ხარ?
- ელთან ერთად კაფეში, მოხვალ?
- თუ დამპატიჟებთ...
- მოდი.
- ვხუმრობ, სხვა რაღაცისთვის გირეკავ.
- რა იყო?
- შენადა „ადამსი“ სახლამდე მოაცილე. ქალაქი სულ შეიშალა. არ ღირს მაგის მარტო ბოდიალი გარეთ.
- რა მოხდა? - წარბშეკრულმა მზერა ელზე გადაიტანა. გოგონამ თავი გააქნია უხმოდ რა ხდებაო. შუკვანმა მხრები აიჩეჩა.
- კიდევ ერთი გვამი გვაქვს, ისევ ოცდახუთი ჭრილობით მკერდზე. მკვლელს დანაშაულის ადგილზე ორიგამი დაუტოვებია, პეპლის ფორმის. მთელი ქალაქი ფეხზე დგას. ხალხი პანიკაშია, სერიული მკვლელი დადის ქუჩებშიო. მეტსახელიც კი მოუფიქრეს, „მონარქი“! მოკლედ სიგიჟეა, ძმა. გოგო მარტო არ გამოუშვა სახლში...

******
"მოულოდნელი სტუმარი"

ღამდებოდა. ელი და შუკვანი ერთად ბრუნდებოდნენ მესხეთის ქუჩაზე. სვანმა დაიჟინა - მარტო ბოდიალის საშუალებას აღარ მოგცემ! ქალაქი ჭკუიდან გადავიდა, სახიფათოა გარეთ ცხვირის გაყოფაო.
ჩაფიქრებული სავანელი კი ხმას არ იღებდა, გამალებული მომხდარ ფაქტზე ფიქრობდა - ისევ მოკლა და ისევ ორიგამი დატოვა მკვლელობის ადგილზე! ვარაუდობდა, რომ ასეც მოხდებოდა! გრძნობდა, რომ დასასრული არ იყო და აი ისიც - მეორე გვამი გამოჩნდა! მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს. ცხედარი სამსახურიდან დაბრუნებულ ცოლს აღმოუჩენია. ქალის კივილს კი, მთელი სადარბაზო ფეხზე დაუყენებია.
ორიგამის შესახებ, ინფორმაციამ პრესაში ამოუცნობი წყაროდან გაჟონა. ჟურნალისტებმა მაშინვე აიტაცეს სენსაცია და დამნაშავეს მეტსახელიც მოუფიქრეს - „მონარქი“, პეპელა, რომელსაც თან სისხლი მოაქვს!
უკვე სავანელის სადარბაზოს უახლოვდებოდნენ, როცა ორის ყურადღება დაუპატიჟებელმა სტუმარმა მიიქცია. ხის მაგიდას მაღალი ფიგურა უჯდა, რომელიც სახეს კაპიუშონში მალავდა. სუსტად მბჟუტავი ლამპიონის შუქზე, ელმა დამხვდურის ფეხსაცმელები შეათვალიერა და სახის დანახვა აღარ სჭირდებოდა, მიხვდა ვინც უჯდა მაგიდას. შუკვანი მთელი სხეულით დაიძაბა, როცა ფიგურა ფეხზე წამოდგა და თეთრმა სპორტულმა ფეხსაცმელმა წითელი ნეონის ძირებით მათკენ გამოაბიჯა.
ელმა ჯიბეში კიტას ნაჩუქარი დანა მოსინჯა თითებით. ბიჭს იდაყვში ჩააფრინდა და თავისკენ დაქაჩა. შუკვანი წაბორწიკდა, მეგობარს ხელი აუკრა და წინ გადაეფარა. კაპიუშონიანი მათკენ ათ ნაბიჯში შედგა და მდუმარედ მიაჩერდა ორს. კიტას ყბაზე კუნთი დაეჭიმა.
- ვინ ხარ და აქ რა დაგრჩენია?
- შენთან არ მოვსულვარ, შუკვანო, გზიდან ჩამომეცალე! - გაისმა ნაცნობი ხმა და სავანელს გაოცებისგან კინაღამ ყბა ჩამოუვარდა - შენს მეგობართან მაქვს საქმე!
კაპიუშონი თავიდან გადაიძრო. ლამპიონის სუსტად მჟუტავი სინათლის შუქზე მოსე ავალიანის პროფილი გამოიკვეთა. ელს წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა. მზერა ფეხსაცმელებზე გადაიტანა, შემდეგ კი ისევ დაუპატიჟებელ სტუმარს გაუსწორა თვალი. სხეულში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. იმ საღამოს, ჩიხში, ისე იყო აღელვებული ხმისთვის ყურადღება არც მიუქცევია. მომდევნო ჯერზე, როცა ავალიანს პირველად შეხვდა სკოლაში, ვერაფრით დაუკავშირა მის წინ მდგომი „დილერი“ „იაგამის“, რომელიც ღამით ჩიხში ეწვია. მაგრამ ეს ფეხსაცმელები... წითელი ნეონებით, უშეცდომოდ დაიმახსოვრა ტვინმა.
- ავალიანი! - უცხო ღვარძლით წარმოთქვა შუკვანმა - აქ რა ჯანდაბა დაგრჩენია?!

*******

ღამის გრილმა ნიავმა ტირიფის გრძელი ტოტები მსუბუქად შეარხიეს და ფოთლები ააშრიალეს. ქარმა შორიდან წვიმის წინწკლები მოიტანა. სამ შორის ისეთი დაძაბულობა იგრძნობოდა ხელით შეეხებოდა ადამიანი. ავალიანი საერთოდ არ უყურებდა შუკვანს, მზერა სავანელზე მიეჯაჭვა.
- აქ რა დაგრჩენია-მეთქი, გკითხე! - შეუტია კიტამ.
- შენთან სასაუბროდ არ მოვსუვარ-თქო, ვიმეორებ! შენს მეგობართან მსურს გასაუბრება.
- შენთან საერთო არაფერი აქვს! დაიკარგე აქედან, სანამ ჯერ კიდევ ვსაუბრობთ!
- ვფიქრობ, დამოუკიდებლადაც შეუძლია საუბარი. შენ რომ ტექსტი არ უკარნახო!
ვალში არ დარჩა ავალიანი. შუკვანი სიბრაზისგან წამოჭარხლდა. ხელები დაემუშტა და ერთი ნაბიჯი გადადგა მოსაუბრისკენ. მაგრამ იდაყვში ხელი ჩაავლეს და შეაჩერეს.
- მოეშვი! - ელის ცივმა ხმამ შეაჩერა, გოგონას წყენით მოხედა - დაე, თქვას, რაც უნდა და წავიდეს.
- ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება, - ჩაამატა ავალიანმა და გოგონას ცბიერად გაუღიმა - დარწმუნებული ვარ, არ გინდა ამ საქმეში მისი გარევა.
თავით ანიშნა შუკვანზე, რომელიც წარბშეკრული ჯერ ავალიანს მისჩერებოდა, შემდეგ კი მზერა ელზე გადაიტანა. მზერაში დაბნეულობა იკითხებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რაზე საუბრობდნენ.
- ელ... - მეგობარს მიაჩერდა - რაზე ლაპარაკობს?
- წარმოდგენა არ მაქვს, - უპასუხა გულწრფელად - მაგრამ გავიგებ. კიტა, სახლში დაბრუნდი. ხვალ შევხვდებით ერთმანეთს.
- რა? - ყურებს არ დაუჯერა - ხუმრობ? ამასთან მარტო დარჩენას აპირებ?
- არ შევჭამ. - ირონია გამოერია ხმაში ავალიანს.
- ენას კბილი დააჭირე, სანამ სახე გაგიერთიანე! - შეუღრინა შუკვანმა - უკვე კარგა ხანია ყელში ამომიხვედი! მიზეზი მომეცი მხოლოდ და სახეს შეგირემონტებ!
- უუუ... - მოჩვენებით გააჟრჟოლა ბიჭს - ფრთხილად, ეზოში ავი ძაღლია!
- მე შენი...
- კიტა! - მეორედ შეაჩერა ელმა და თავისკენ დაქაჩა მეგობარი - სახლში წადი. ხვალ დავილაპარაკოთ.
მრავალმნიშვნელოვნად შეხედა ბიჭს თვალებში. შუკვანს სახე გაუქვავდა. კბილი კბილს დააჭირა, ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა და საშინლად უკმაყოფილომ სახლისკენ ისე გააბოტა არც დამშვიდობებია სავანელს. ელმა მზერა ავალიანზე გადაიტანა. ბიჭს ცბიერი ღიმილი დასთამაშებდა მსხვილ ბაგეებზე.
- აბა? - წარბები მაღლა აზიდა მომლოდინედ.
ავალიანმა მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ბოლოს ისე მიუახლოვდა, რომ მისი მუქი ზღვისფერი თვალები გარკვევით გაირჩეოდა ბნელში. წინ მდგომისკენ გადაიხარა და ხმადაბლა უჩურჩულა.
- დამიბრუნე ორიგამი!
მისდა გასაკვირად გოგონას ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა. სულ სხვა რეაქციას ელოდა - შიშს? გაოცებას? ეჭვს? მაგრამ არა უტიფარ ღიმილს!
- გამაგებინე, რატომ ეტენები ამ საქმეში? - ბიჭს ინტერესით ჩახედა თვალებში - რა გინდოდა ბინაში? რას ეძებდი?
- ორიგამი, დამიბრუნე! - შეუტია გაღიზიანებულმა.
- წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ლაპარაკობ! - მხრები აიჩეჩა და გვერდზე გადახრილი თავით ყურადღებით მოუთვალიერა სახე - იცოდი ბინაში რაც დაგხვდებოდა? რისთვის შეხვედი?
- და შენ რას აკეთებდი იქ? - კითხვაზე კითხვით უპასუხა.
- მჩხავანა კატასავით ხარ და მერეც გიკვირს თაგვის დაჭერა, რატომ არ გამოგდის. - წარბები მაღლა აზიდა - მიპასუხე, რას აკეთებდი ბინაში?!
- ორიგამი, დამიბრუნე!
დამარცვლით გამოსცრა კბილებში და გოგონას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. მათ შორის მანძილი ისეთი პატარა იყო ბიჭის სუნთქვას სახეზე გრძნობდა. რამდენიმე ხანს ერთმანეთს მზერით ხვრეტდნენ. ბოლოს ისევ ავალიანმა აარიდა თვალი. ერთი ნაბიჯით უკან გადგა და დოინჯი შემოირტყა. კბილები ქვედა ტუჩს ძლიერად დააჭირა და მზერა ისევ სავანელზე გადაიტანა.
- რა გინდა სანაცვლოდ?
- მევაჭრები? - კინაღამ გაეცინა.
- გეკითხები და მიპასუხე! - გაღიზიანდა.
- და რატომ ფიქრობ, რომ რამის მოცემა შეგიძლია? - თვალები გამომწვევად დაუვიწროვდა.
- შეამოწმე. - თავი გვერდით გადახარა.
ელი წამით დაფიქრდა. ავალიანი შემფასებლურად შეათვალიერა. გონებაში ერთი გიჟური აზრი მოუვიდა. ცდა ბედის მონახევრეაო - გაიფიქრა და ბიჭს თავისი პირობა წაუყენა...


******

"უკანონო შეღწევა!"

მეორე დილას სავანელი აივანზე იდგა და ცხელი ყავით ხელში ალიონს ეგებებოდა. გასულ ღამეზე გამალებული ფიქრობდა. არ სჯეროდა, რომ ავალიანი სიტყვას შეასრულებდა, მაგრამ ბედი მაინც სცადა. ორიგამი არც არაფერში სჭირდებოდა, მის შეგთავსს ისედაც გაეცნო და დიდი ვერაფერი ამოიკითხა. სამაგიეროდ ავალიანს შეეძლო მისთვის საჭირო საქმე გაეკეთებინა. რატომაც, არა?
სპეციალურად არ უკითხავს, არეშიძეს დანა რატომ დაარტყიო. სიმართლე ითქვას და სულ არ აინტერესებდა. ერთადერთი, რაც მოსვენებას არ აძლევდა, ის იყო, რომ „იაგამი“ ისევე ავადმყოფურად ინტერესდებოდა ქალაქში მომხდარი მკვლელობებით, როგორც თვითონ. აი ეს, კი მოსვენებას ნამდვილად არ აძლევდა!
ტვინის რომელიღაც ნაწილმა არამკითხე კითხვა შემოუგდო გონებაში - რატომ იყო დარწმუნებული, რომ მკვლელობების მიღმა თავად ავალიანი არ იდგა? მკვლელობის ადგილზე იპოვა ბოლოს და ბოლოს, რა ესაქმებოდა იქ? არცერთ კითხვაზე არ უპასუხა. მხოლოდ ორიგამის დაბრუნებას მოითხოვდა. რატომ? რაში სჭირდებოდა?
ტვინი გადახურებულ პროცესორს მიუგავდა. უამრავი კითხვა ისე დაზუზუნებდა გონებაში, როგორც ფუტკრები სკაში. ბლუზის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ეკრანს დახედა. გუშინ სახლში დაბრუნებულმა შუკვანს მისწერა, მაგრამ პასუხი არ დაუბრუნებია. მიხვდა, რომ გაუბრაზდა. არ გამოჰპარვია კიტას მტრული დამოკიდებულება ავალიანისადმი. წესიერად არც კი იცნობდნენ. მოსე მათ სკოლაში ახალი გადმოსული იყო, მაშინ საიდან ამხელა სიძულვილი?
მეგობრის ნომერი აკრიფა და გადარეკა. პირველივე ზუმერზე ოპერატორმა აცნობა დაკავშირება შეუძლებელიაო. მოღუშულმა ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩააბრუნა. გადაწყვიტა, სკოლაში რომ შევხვდები დაველაპარაკები, იქნებ გული მოიბრუნოსო.
ელისდა გასაოცრად კიტა არც სკოლაში გამოჩენილა. კლასში შესულმა გოგონებს ჰკითხა, ხომ არსად გინახავთო, სამივემ მხრები აიჩეჩა. წარბშეკრული თავის მერხთან დაეშვა. ცოტა არ იყოს მოუსვენრობამ შეიპყრო. სვანს ასე გაუჩინარება არ სჩვეოდა. გადაწყვიტა, სკოლის შემდეგ სახლში გავუვლიო და უხალისოდ გადაიტანა ყურადღება კლასში შემოსულ სირაძეზე.
მათემატიკის მასწავლებელმა ხელჩანთა მაგიდაზე დატოვა, ჟურნალი სიის გვერდზე გადაშალა და გვარების ამოკითხვას შეუდგა, თან ინიშნავდა ვინ ესწრებოდა გაკვეთილს და ვინ არა. იზამ სავანელის გვარი განსაკუთრებული ზიზღით წარმოთქვა. ელს საპასუხოდ გაეღიმა და მშვიდად აცნობა - ვესწრებიო. სირაძეს თავი არ აუწევია. ახალი ტაქტიკა ჰქონდა შემუშავებული, გადაწყვიტა გოგონას არსებობა საერთოდ არ შეემჩნია კლასში.
სიის ამოკითხვას რომ მორჩა, გასწორებული საკონტროლოს დარიგებას შეუდგა, თან კლასს გვარიანად ლანძღავდა, რამდენ დროსა და ენერგიასაც თქვენს განათლებას ვახმარ, იმდენი ქათმისთვის, რომ დამეთმო, კვერცხისმდებელი ფრინველიდან, ბუღალტერი დადგებოდაო. მის უნიჭო შედარებაზე აქა-იქ გესლიანად ჩაეღიმათ ბავშვებს.
- საქათმეში მჯდარიყავი მერე, ჩვენ რას გვტანჯავ?!
ზომაზე ხმამაღლა მოუვიდა ჩურჩული ნიცას. გოგოლაძისდა საუბედუროდ სირაძის მახვილ სმენას ყოველი ბგერა მისწვდა. საწერი მაგიდისკენ მიმავალი ადგილზე შედგა და გოგონას მტაცებელი ცხოველის მზერა მიაპყრო. გოგოლაძეს ერთბაშად დაეკარგა ფერი. ტუჩზე იკბინა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო.
- რა თქვი, გოგოლაძე?
დაიჩურჩულა მასწავლებელმა. ყველამ გარკვევით გაიგონა ქალის ხმა, რადგან საკლასო ოთახში სამარისებულ სიჩუმეს დაესადგურებინა.
- არაფერი!
დაიკნავლა ნიცამ და ადგილზე მოიკუნტა. იზა აუჩქარებლად მიუახლოვდა გოგონას მერხს. მისკენ ავი სვავით დაიხარა და ხმადაბლა ასისინდა.
- დიახ, გოგოლაძე, ქათამი უფრო მეტს ისწავლის ვიდრე შენნაირი უტვინო და ქარაფშუტა, ლაწირაკი! ხვალისთვის მშობელს მომიყვან სკოლაში!
თითქოს სასჯელი ეცოტავაო. თვალები დააცეცა და მერხზე დაგდებული ზურგჩანთის ქვეშ, ვარდისფერი კლაჩი შეამჩნია. ხელი დაავლო და გამოაძვრინა. გოგოლაძეს წამში მიწისფერი დაედო.
- სკოლა მოდების ჩვენება არ არის! - დაუცაცხანა მოსწავლეს - სწავლას, უფრო მეტი დრო რომ დაუთმო, ვიდრე პრანჭიაობას, იქნებ მაგ ხის თავში რამე მაინც შეგსვლოდა! ამას დირექტორის კაბინეტში წავიღებ! ხვალ კი შენს მშობელს ველოდები სკოლაში!
მიახალა ტირილამდე მისულს და საწერ მაგიდას დაუბრუნდა. ვარდისფერი კლაჩი თავის უზარმაზარ ხელჩანთაში მოისროლა და დაფასთან ბავშვების გამოძახებას შეუდგა. ელმა მეგობარს გადახედა. ნიცას ცხელი ცრემლები აწვიმდა ლოყებზე. ენით აუწერელმა ბრაზმა აუწვა კუჭი და ძალიან დიდი სურვილი გაუჩნდა სირაძე იმ გაქუცული ქოჩორით ეთრია. თუმცა, დიდი სურვილის მიუხედავად, თავი შეიკავა და განზე გაიხედა, რომ მოცახცახე მეგობრისთვის არ ეყურებინა.
მთელმა დღემ უაზროდ ჩაიარა. სავანელმა შუკვანს კლასში მიაკითხა დასვენებაზე, მაგრამ ბიჭებმა უთხრეს დღეს, სკოლაში არ გამოჩენილაო. ფარულად მოავლო თვალი კლასს, მაგრამ ვერც ავალიანი დალანდა ვერსად. იმედგაცრუებული თავის კლასს დაუბრუნდა და მოუთმენლად ელოდებოდა როდის მორჩებოდა გაკვეთილები. დღე თითქოს ჯინაზე იწელებოდა.
ბოლო გაკვეთილის ზარი, რომ დაირეკა ყველამ შვებით ამოისუნთქა. ლიზა და ანა მაშინვე მეგობრებს მოუტრიალდნენ უკან.
- აბა? მეცადინეობები გაქვთ, თუ შევიკრიბოთ სადმე? - წამოაყენა წინადადება ლიზამ.
- მე სახლში მივდივარ!
უჩვეულოდ მოქუფრულმა გოგოლაძემ ბილოგიის წიგნს ჩანთაში ჩაუძახა. წამოდგა და ისე, რომ მეგობრებს არც დამშვიდობებია გასასვლელს მიაშურა.
- რა დაემართა? - თვალი გააყოლა ანამ.
- მათემატიკის გაკვეთილის მერეა აჭრილი - ხმადაბლა გაუმხილა ელმა.
- ნეტა რატომ მიაქვს იმ გველხოკერას სიტყვები გულთან? ეგ ყველას ლანძღავს! - თვალები გადაატრიალა ლიზამ.
- ჩანთის წართმევა ზედმეტი იყო, - წარბი შეიკრა ელმა - რა მისი საქმეა, როგორ ჩანთას ატარებს მოსწავლე სკოლაში?
- სირაძეს მიზეზი არ სჭირდება, რომ უტაქტო და ბოროტი იყოს, - ამოიოხრა ანამ - იმედი მაქვს, ასმათი დეიდა მოვა სკოლაში, მალხაზის ნაცვლად, თორემ პრინცესას მართლა პრობლემები შეექმნება.
- ჰოო... - დაეთანხმა ლიზა და მზერა ელზე გადაიტანა - შენ რაშვები? გცალია?
- შუკვანს უნდა გავუარო, - იუარა - მთელი დღეა შეტყობინებებს არ პასუხობს და არც სკოლაში გამოჩენილა.
- არაფერი მოუვა, გამოჩნდება. ალბათ რამე საქმე აქვს. - დაამშვიდა შერვაშიძემ.
ელს სახე კიდევ უფრო მოექუფრა. არანაირი საქმე შუკვანს არ ჰქონდა. წინა ღამით რაც უსიტყვოდ გაეცალა ელს თევზივით დადუმდა. ნელ-ნელა ნერვიულობა ეპარებოდა. ამიტომ გოგონებს სწრაფად დაემშვიდობა და შუკვანის სახლისკენ გაუდგა გზას.
ოც წუთში მისი ბინის კართან იდგა და აკაკუნებდა. ხმა არავის გაუცია. გაღიზიანებულმა კიდევ დააკაკუნა, ამჯერად უფრო ხმამაღლა. ბინიდან ფეხის ხმა მოისმა. გული იმედით შეუფრთხიალდა. კარი გაიღო, მაგრამ ზღურბლზე შუკვანის ნაცვლად, სახედასიებული სოფო გამოჩნდა. თვალის უპეები ისე შეშუპებოდა ძლივს ახელდა. თმააწეწილს, საღამურზე დაუდევრად შემოესხა ხალათი. სახედაუბანელი საშინელი შესახედი იყო. ელმა ოდნავ უკან დაიხია. სასმელისა და სიგარეტის სუნად ყარდა.
- რატომ ჩამომიღე კარი, დილაუთენია? - შეუღრინა გოგონას.
- შუადღეს კარგა ხანია გადასცდა! - გამოსცრა კბილებში - სად არის კიტა?
- მე მეკითხები? - გაიკვირვა - ოცდაოთხი საათი ერთად ხართ, მე საიდან უნდა ვიცოდე სად არის?
- სახლში არ გამოჩენილა? - წარბი შეიკრა
- არა. - მიუგო უკმეხად და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა.
ელს შიში შეეპარა. სად გაქრა შუკვანი? ტელეფონზე არ პასუხობდა, სახლში და სკოლაში არ გამოჩენილა. სად წავიდა?! მსგავსი საქციელები მას არ ახასიათებდა! არეული ნაბიჯით წამოვიდა უკან. მოუსვენრობა გულ-მუცელს უწრიალებდა. ტელეფონი ამოიღო და სამეგობროს ჩამოურეკა. პასუხი ყველასგან ერთი მიიღო - წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად იმყოფებოდა სვანი. იფიქრა, ხვალაც თუ არ გამოჩნდება სერიოზულად დავიწყებ ძებნასო და გულდამძიმებული სახლის გზას გაუდგა.
საღამოს თერთმეტი საათი ხდებოდა. სავანელი საწერ მაგიდას უჯდა და მათემატიკას მეცადინეობდა, როცა ტელეფონზე ზარმა ყურადღება გაუფანტა. იმედით დახედა ეკრანს, რომ შუკვანი იქნებოდა, მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა. გაკვირვებულმა თვალები ააფახურა. მაშინვე უპასუხა:
- რა არ გაძინებს, პრინცესა? იცი რომელი საათია?
წამოიწყო ირონიულად, მაგრამ ყურმილში გოგონას ქვითინი რომ შემოესმა ყოველგვარი მხიარულება გაუქრა.
- ნიცა? რა გჭირს? - წარბი შეიკრა.
- ელ... - გულამომჯდარი სლუკუნებდა - სერიოზული პრობლემა მაქვს.
- ეი... - მაშინვე წელში გასწორდა და ფეხები სკამიდან ჩამოალაგა - რა ხდება?
- ჩემი ჩანთა...
- რა, შენი ჩანთა? - დაიბნა.
- ჩემი ვარდისფერი კლაჩი, დირექტორის კაბინეტში დარჩა! - ტიროდა გულამომჯდარი.
- სერიოზულად? - ელმა თვალები გადაატრიალა, ერთბაშად მოეშვა გულზე და სკამს მიეყრდნო - რა გქონდა ჩანთაში? ღამის სახის ნიღაბი, თუ ტუჩის ბალზამი?
- არა! - ამოიქვითინა სასოწარკვეთილმა - ელ, ჩანთა მჭირდება! დირექტორმა რომ გამიჩხრიკოს და ნახოს...
სავანელს ისევ დაეძაბა სხეული. უსიამოვნო შეგრძნებამ შეიპყრო. გული უგრძნობდა, რომ რაღაც ცუდს მოისმენდა.
- რა არ უნდა ნახოს დირექტორმა, ნიცა? - იკითხა ფრთხილად.
- არავინ არ უნდა ნახოს! დირექტორმა, კი არა, არავინ! შენს გარდა ვერავის ვეტყოდი. დღეს ორჯერ ჩავედი კაბინეტში, ვეხვეწე დამიბრუნეთ-თქო, მაგრამ გამომაგდო. კიდევ ერთხელ, რომ დაგინახო მოსული სკოლიდან გაგრიცხავო.
- კი, მაგრამ ეგეთი რა გიდევს ჩანთაში, ასე რომ ნერვიულობ?
- რაღაც...
- შენ მგონი, არ ხარ ნორმალური! - გაბრაზდა - როდის აქეთ არ მენდობი?
- ნუ ლაპარაკობ სისულელეებს! შენ გარდა არავისთვის დამირეკავს! უბრალოდ...
ელმა ამოიოხრა. გოგონას სიტყვები ყელიდან არ ამოსდიოდა. ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა. კი, მაგრამ რას მალავდა ასე ცოცხალი თავით რომ არ უნდოდა გამხელა? თვალები ორი თითით მოისრისა. რაც არ უნდა ყოფილიყო, გოგოლაძე მართლა შეშინებული ჩანდა.
- მითხარი, რა გჭირდება ჩანთიდან?
- ა? - იკითხა ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით.
- რა უნდა ავიღო, ჩანთიდან, რომ დირექტორმა არ ნახოს? ჩანთას ვერ ავწაპნი, მიხვდება. ერთხელ უკვე დაურბიეს კაბინეტი, მეორედაც რომ შენიშნოს შეღწევა წარმოდგენაც არ მინდა რას იზამს.
- მის კაბინეტში შეპარვას აპირებ? - შიშთან ერთად ხმაში იმედი გამოერია.
- ჯადოსნურ ჯოხს თუ არ მალავ შარვლის უკანა ჯიბეში, რომელიც ნივთებს უკან დაგიბრუნებს შელოცვით, მაშინ, ჰო. სხვა გზა არ არის!
- ელ... - ამოიკრუსუნა - სახიფათოა, რომ დაგიჭიროს გაგრიცხავს! სიგიჟეა!
- ვერ დამიჭერს. დიდი ალბათობით უკვე საწოლშია და ხვრინავს.
- რა? ახლა აპირებ სკოლაში შეპარვას? რანაირად? ყველა კარი დაკეტილი იქნება! მით უფრო მას შემდეგ რაც მოხდა, დაცვა გაძლიერებული იქნება.
- შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ, მითხარი ჩანთიდან რა ავიღო?
- გიჟი ხარ! - აღფრთოვანებასთან ერთად შიში გამოერია ხმაში.
- აბა, ნორმალური შენთან დაიჭერდა საქმეს? - გაეცინა ცალყბად - ამოღერღავ?
- ჩემი ვარდისფერი წიგნაკი.
- ოქეი. სკოლიდან რომ გამოვალ დაგირეკავ.
- დაგელოდები. Ელ..
- მმმ?
- არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო...
- სხვა დროს არასასურველი "ნივთები" სახლში დატოვე ნიცა, ეგეც მეყოფა!
ტელეფონი გაუთიშა და წამით დაფიქრდა. თვალები დააცეცა ოთახში, შემდეგ კი კედელზე დაკიდებულ საათს ახედა. თორმეტის ათი წუთი ხდებოდა. წამოდგა და საძინებლიდან ფეხაკრეფით გაიპარა. გურანდას ტელევიზორი გამოერთო და დასაძინებლად დაწოლილიყო. საიმონს დედამისთან ერთად ეძინა. დედის საძინებლის კარი ფრთხილად შეაღო და შიგნით შეიჭყიტა. ორივე მშვიდად თვლემდა. სულა მთელი დღე არ გამოჩენილა. დიდი იმედი ჰქონდა, რომ საერთოდ არ დაბრუნდებოდა სახლში.
გულდამშივდებული უკან გამობრუნდა თითის წვერებზე და კარი ფრთხილად გამოიხურა. კეფა მოიქექა. ისევ საძინებელში გაბრუნდა, ტანსაცმლის გამოსაცვლელად. შავი სპორტული ზედა და ქვედა ჩაიცვა, სახეზე კი იმავე ფერის ნიღაბი მოირგო. ხელებზე ხელთათმანები წამოიცვა და სახლიდან უხმაუროდ გაიძურწა.
ღამით ბოდიალს ისე იყო მიჩვეული, მარტო სიარული დისკომფორტს არ უქმნიდა. სკოლამდე ჩვეულზე უფრო სწრაფად მიაღწია. დაცარიელებულ ქალაქში გადაადგილება უფრო მარტივი იყო. შენობას სტადიონის მხრიდან შემოუარა და მიმოიხედა, რომ დარწმუნდა ჩაბნელებულ ქუჩაზე არავინ მოძრაობდა მოხერხებულად ახტა რკინის ღობეზე, მსუბუქად გადაევლო გალავანს და კატასავით ფრთხილად დახტა მიწაზე.
მაშინვე სპორტდარბაზის შესასვლელისკენ მოუსვა. ხანდახან ფიზკულტურის მასწავლებელს კარის დაკეტვა ავიწყდებოდა ხოლმე, იმედი ჰქონდა გართულებების გარეშე შეაღწევდა, მაგრამ ცხოვრება ეგეთი მარტივი რომ არ იყო ტყავზე ჰქონდა გამოცდილი - კარი დაკეტილი დახვდა. როგორც ჩანდა დარეჯანა მართლა ზრუნავდა, რომ სკოლაში არასასურველს არავის შეეღწია.
კიდევ ერთხელ მიმოიხედა და კარის წინ ჩაიცუცქა. რამდენიმე წუთს იწვალა. თმის სამაგრითა და საკანცელარიო "შპილკით" უჩხიკინებდა საკეტს. შუკვანმა ასწავლა როგორ გაეღი კარი, გასაღების გარეშე. სვანი არაერთხელ დარჩენილა გარეთ ლოთი დედამისი გადამკიდე. ნასვამზე კარი შიგნიდან გადაუკეტავს და დავიწყებია გაღება ისე დასძინებია ხოლმე დივანზე. შუკვანმაც კარის გასაღების გარეშე გაღება ისწავლა, ცოდნა კი ახლო მეგობარს გაუზიარა, რომელიც გოგონას ახლა ძალიან გამოადგა.
ძველისძველი საკეტი მარტივად დათმობას არ აპირებდა. ნერვებისგან მთლად გაიოფლა. ჩურჩულით ილანძღებოდა და საკეტს უკირკიტებდა ჯიუტად. როცა ოფლში გახვითქულმა დანებება გადაწყვიტა, მთავარი კარის "გაღებას" ვეცდებიო, საკეტმა მორჩილად გაიჩხაკუნა. სავანელს თვალები დაეხუჭა და შვებით ამოისუნთქა. ნატკენი თითები ერთმანეთს გაუსვა და შიგნით უხმაუროდ შესხლტა.
ჩაბნელებული დარბაზი რეზინისა და მტვრის სუნად ყარდა. სამარისებული სიჩუმე კი ყურებს აწვებოდა. თავი უცნაურად იგრძნო. მანამდე არასოდეს ყოფილა სკოლაში შუაღამისას. კარი ზურგსუკან ფრთხილად მიხურა და დერეფნის გასასვლელისკენ მოუსვა. სკოლის შენობაში სიმყუდროვეს დაესადგურებინა. მხოლოდ სავანელის ფრთხილი ნაბიჯების ხმა არღვევდა სიწყნარეს. თითქოს კედლები გრძნობდნენ, რომ ვიღაც დაუკითხავად შემოეჭრათ მშვიდ სავანეში და თითოეულ ბგერას ყრუ ექოდ აბრუნებდნენ უკან.
ელმა მეორე სართულზე აირბინა და დირექტორის კაბინეტს მიაშურა. დირექტორმა გაუბედური თეთრი კარი ახალით შეცვალა. დაუფიქრებლად დაექაჩა სახელურს, რა თქმა უნდა, დაკეტილი დახვდა. ხვნეშით დაეშვა მუხლებზე და მორიგი "რაუნდისთვის" მოემზადა. მისდა გასახარად პროცესმა მარტივად ჩაიარა - ახალი კარი, თავისი ახალი საკეტით, სულაც არ აღმოჩნდა ძველზე საიმედო, პირიქით, უფრო მარტივად დანებდა ქურდს.
საკეტის ყრუ ჩხაკუნმა პირქუში ღიმილი მოჰგვარა. სახელურს ჩაავლო და შიგნით შევიდა. ოთახი დირექტორის გულისამრევი სუნამოს სუნად ყარდა. სახედამანჭულმა ნიღაბი კიდევ უფრო მიიჭირა ცხვირზე. ფრთხილად მიუახლოვდა საწერ მაგიდას და თვალი მოავლო. ნიცას ვარდისფერი ჩანთა ვერსად დალანდა. მაგიდას შემოუარა და უჯრებთან ჩაიცუცქა. მიყოლებით გამოსწია თითოეული მათგანი. სიჩუმეში უჯრის გამოწევა-დახურვის ხმა ისე ხმამაღლა ისმოდა, დერეფანში ვინმე რომ მდგარიყო უეჭველად გაიგონებდა.
სულ ბოლო უჯრა რომ გამოაღო, დარეჯანას "მძევალმა" ვარდისფერმა კლაჩმა მთვარის შუქზე თვალისმომჭრელად გაიბრწყინა. სახეზე კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა. მაშინვე გახსნა და დღიური ამოაძვრინა. პატარა წიგნაკი წელს უკან ჩაიჩურთა და ზედა გადმოიწია. კლაჩი ისევ უჯრაში მოათავსა. მიხურა და წამოდგომა დააპირა, როცა ფაჩუნის ხმა შემოესმა. მთელი ტანი დაეძაბა. სკოლაში არავინ არ უნდა ყოფილიყო! რამე ხომ არ გამორჩა? არავის უთქვამს დირექტორმა დაცვა დაიქირავაო!
წელში მოიხარა და თაგვივით გაისუსა. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. დერეფანში ნამდვილად ვიღაც იყო, გარკვევით ჩაესმა ფრთხილი ნაბიჯების ხმა, რომელიც უფრო და უფრო უახლოვდებოდა, მაინც და მაინც დირექტორის კაბინეტს! ყურებს ვერ ვუჯერებო - ცივი ოფლი ასხამდა ანერვიულებულს. თვალები დააცეცა საიმედო სამალავის პოვნის იმედით, მაგრამ ბებრუხანა კუდიანს კაბინეტში უზარმაზარი ყვავილის, წიგნების კარადისა და საწერი მაგიდის გარდა სხვა არაფერი ჰქონდა. მაგიდის ქვეშ შეიყუჟა და გატრუნულმა ყურები ცქვიტა.
სულ მალე კაბინეტის კარი ჭრიალით გაიღო და ოთახში ვიღაცამ ოთახში შემოაბიჯა. ელს ფეხებზე ხელი შემოეჭდო და ყოველ წამს მზად იყო თავდასხმისთვის. ვისაც არ უნდა შემოეყო თავი მის სამალავში, სახეში მუშტს დაატაკებდა და ადგილიდან მოუსვამდა. ასეთ იყო ავარიული გეგმა! წყვილმა ფეხსაცმელმა მაგიდას ფრთხილად შემოუარა და თავი გოგონას სამალავში შეჰყო ყურებამდე გაკრეჭილი ღიმილით, რაც მწარედაც ანანებინეს. ცხვირში ძლიერად უწია შეკრულმა მარჯვენამ. ყრუდ დაიგმინა და ძირს გაიშალა. კაპიუშონი თავიდან გადასძვრა და მთვარის შუქზე გაჩეჩილი შავი ქოჩორი გამოუჩნდა.
- იაგამი?
ელს თვალები ჯერ შუბლზე აუვიდა. მერე კი, როცა აფრთხიალებული გული საგულეში ჩაუდგა სიცილი წასკდა. დოინჯი შემოირტყა წელზე და ბიჭს ქედმაღლური ღიმილით დააჩერდა ზემოდან.
- ასე ხდება, როცა გამჩენი არ გასვენებს! აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
- მგონი ცხვირი გამიტეხე!
ამოიგმინა ცხვირპირზე ხელებმიჭერილმა.
- ნუ აფორმებ. - წარბები მაღლა აზიდა - ცხვირში მინდოდა, მაგრამ კბილებში მოგხვდა.
მტკივანი მარჯვენა ხელის ზურგი შეუმჩნევლად მოისვა წელზე. არაფრის დიდებით არ აღიარებდა, მაგრამ ცოტა ემწარა.
- მართალია, მგონი კბილები ჩამიმტვრიე!
- ჩამოყალიბდი, კბილები ჩამოგიღე, თუ ცხვირი გაგიტეხე?
- ორივე!
ელმა თვალები გადაატრიალა. Ბიჭი უკანალზე დაჯდა და ცხვირი თითებით მოისინჯა.
- აბა? ყველაფერი ადგილზე გაქვს? - ჰკითხა სარკასტრულად.
- რატომ არბევ დირექტორის კაბინეტს?
თავი გვერდით გადახარა და ცბიერი ღიმილით მიაჩერდა გოგონას. ტუჩებით კბილები მოისინჯა. დარტყმა მართლა ემწარა.
- თხამ თხასო, ისეა შენი საქმე, - ჩაიფრუტუნა - შენ რა დაგრჩენია დარეჯანას „აკლდამაში“?
- მოსაკითხად შემოვუარე, მაგრამ მგონი ცოტა დამაგვიანდა. - თვალი მოავლო ჩაბნელებულ კაბინეტს. ელს ჩაეღიმა.
- როგორი დამთხვევაა, მეც.
- ჰო, - თავი დაუქნია - ცუდი დრო შევარჩიეთ.
- შენ შეგიძლია დაელოდო, მაგრამ მე უნდა დაგემშვიდობო!
ირონიულად დაუკრა თავი და გასასვლელს მიაშურა.
- ჰეი! მოიცადე!
მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და სავანელს მკლავში წაავლო ხელი. ელი შედგა, ჯერ ბიჭის ჩაბღუჯულ მარვენას დახედა იდაყვზე, შემდეგ კი ნელა გადაიტანა მზერა წინ მდგომზე. ნახშირივით შავი თვალები ბრაზით წამოენთო.
- ხელები მომაშორე, სანამ მართლა გაგიტეხე ცხვირი! - გამოსცრა კბილებში.
მხიარულების კვალი პირწმინდად აორთლქებულიყო. ავალიანმა ხელი უშვა და უკან დაიხია. გოგონას მტრულმა გამოხედვამ შეაცბუნა.
- ბოდიში... - დანებების ნიშნად მაღლა ასწია ხელები - ზედმეტი მომივიდა.
- ნამდვილად!
ჩაიბურტყუნა და გარიზიანებულმა კარისკენ გააბოტა. ეზიზღებოდა, როცა ვინმე უნებართვოდ ეხებოდა.
- მოიცა... - უკან აედევნა ავალიანი, მაგრამ შეხება ვეღარ გაუბედა - რას აკეთებდი კაბინეტში?
- შენს საქმეს მიხედე, იაგამი!
- თუ ეს რამით ეხება ჩვენს საერთო ინტერესს...
შეჩერდა. მეორე სართულის დერეფანში იდგნენ. მთვარი შუქი ბიჭის სახეს მკრთალად ანათებდა. სავანელს მზერა გაუმკაცრდა.
- შენთვითონ რა დაგრჩენია, აქ?
ავალიანი დადუმდა. ნერწვი გადაყლაპა და გოგონას მიაჩერდა.
- ხედავ? - ტუჩის კუთხეში ღიმილი ჩაუტყდა - არცერთი ჩვენგანი არ აპირებს რაიმეს თქმას. ჰოდა ასეც დარჩეს. როცა ჩემთვის საჭირო ნივთი გექნება, მერე ვისაუბროთ.
- მექნება. - უპასუხა სწრაფად.
- დაუჩქარე, ბევრი დრო არ მაქვს! მხოლოდ მაშინ მიიღებ შენს ორიგამის.
უპასუხა ცივად. შეტრიალდა და კიბეებზე დაეშვა. ეზოში გამოსულმა მიდამოს თვალი მოავლო და რომ დარწმუნდა უსაფრთხოდ იყო, ნაბიჯს აუჩქარა. სირბილზე გადასული რკინის ღობეს შეახტა და მოხერხებულად გადაევლო. ასფალტზე უჩუმრად დახტა და იქაურობას გაერიდა. ნიცას სახლისკენ გზას რომ დაადგა, ტელეფონი ამოიღო და მეგობართან გადარეკა. პირველივე ზუმერზე უპასუხეს. როგორც ჩანს გოგოლაძე ტელეფონით ხელში ელოდებოდა.
- ელ?? - ყურმილიდან ნიცას დამფრთხალი ხმა მოისმა.
- ჩამოდი ეზოში.
Მოკლედ უთხრა და ტელეფონი გაუთიშა. დიდხანს ცდა არ დასჭირვებია. გოგონას სილუეტი მალე გამოეყო სახლის მთავარ კარს და სწრაფი ნაბიჯებით დაეშვა გრძელ კიბეზე. მეგობართან მიირბინა და ყელზე შემოეხვია.
- ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, - დაიწყო ბუტბუტი. მკლავებს ისე ძლიერად უჭერდა კინაღამ შემოეხრჩო.
- გეყოს.
ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ. როცა გოგოლაძის მარწუხებისგან თავი გაითავისუფლა, Ზურგსუკნიდან დღიური ამოიღო და გაუწოდა. ნიცამ ხელი სტაცა და სწრაფად გადაფურცლა. ელი წარბშეკრული უყურებდა. წიგნაკის შუაგულში მომცრო, ლამაზი კონვერტი აღმოჩნდა, რძისფერი თასმით გაბანტული.
- ეს რა არის?
მეგობარს გამჭოლი მზერით შეხედა. მთვარის შუქზეც კი გარკვევით შეამჩნია, როგორ წამოუწითლდა ლოყები გოგოლაძეს. ტუჩი მოიკვნიტა და ელს მორიდებით შეხედა.
- უზომოდ მიყვარხარ... - ტუჩები აუცახცახდა - მაგრამ არის რაღაც, რისი თქმაც არ შემიძლია, ელ. ჯერ არა. მაგრამ როცა დრო მოვა... როცა მზად ვიქნები, პირველი შენთან მოვალ.
- ეი... - ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მეგობარს, თითი ნიკაპში ამოსდო და თავი ააწევინა - ყველაფერი რიგზეა?
ნიცამ თვალი აარიდა და თავი დაუქნია. ელს კიდევ უფრო მოექუფრა სახე.
- და შენი რატომ არ მჯერა?
ხმას დაუწია. ნიცამ თვალზე მომდგარი ცრემლი სწრაფად მოიწმინდა, სანამ ლოყაზე ჩამოუვარდებოდა.
- ნიცა... - თვალებში მიაშტერდა დაჟინებით - რამე პრობლემა თუ გაქვს, შეგიძლია მითხრა. ხომ იცი, რომ დაგეხმარები?
- ვიცი... რას მეკითხები?
მრავალმნიშვნელოვნად ასწია დღიური მაღლა.
- არავინ არ გააკეთებდა ამას ჩემთვის...
- მორჩი! - შეაწყვეტინა გაღიზიანებულმა - კითხვას თავს ნუ არიდებ.
- არ შემიძლია, ელ, მაპატიე.
სავანელს შუბლი გაეხსნა. წელში გასწორდა და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით მიაჩერდა მეგობარს. ერთხანს დუმდა. შემდეგ კი ჩაახველა
- სახლში ადი, შეგცივდება. ხვალ გნახავ, სკოლაში.
შეტრიალდა და სახლისკენ გაუდგა გზას. ნიცა მეგობრის ზურგს მიშტერებოდა და ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა სახეზე. წამით საკუთარ გადაწყვეტილებაში ეჭვი შეეპარა. მსხვილ, ლამაზ ბაგეებს კი ჩურჩულით დასცდათ:
- ნუთუ, მართლა ღირხარ ამდენ დავიდარებად? - კონვერტს დახედა თვალებაწყლიანებულმა.
მოვლილი თითები ლამაზ კონვერტს ძლიერად შემოეჭდნენ და ფაქიზი ქაღალდი უშნოდ მოჭმუჭნეს. ბადრი მთვარე ინტერესით გადმოჰყურებდა დედამიწას. მხოლოდ ის იყო მოწმე ადამიანების ბინძური საიდუმლოებების. ოი, სავანელს, რომ სცოდნოდა რას მალავდა კონვერტის შიგთავსი... გოგოლაძეს შავ დღეს დააყრიდა.
ელი ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა ჩიხის ბილიკს, როცა უეცრად რაღაც გაახსენდა და დენდარტყმულივით შედგა ადგილზე.
- ფუ, შენი! კაბინეტის კარი, ხომ ღია დარჩა?!
რა აზრი ჰქონდა ქურდულ შეპარვას და მთელს დავიდარებას, თუ დარეჯანა შეამჩნევდა, რომ მისი კაბინეტის კარი ვიღაცამ გააღო? ეს ფაქტი კი შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩებოდა! ვირთხის ისტორიის შემდეგ, მუდამ ორჯერ ამოწმებდა ხოლმე კარს დაკეტვისას და ისე მიდიოდა სახლში.
იდიოტივით ჩავარდა! თვალები დახუჭა და თავი ჩახარა. ლომის ხახაში შეჰყო თავი! სულელურად იმედოვნებდა, იქნებ „იაგამიმ“ მოისაზროს კარის დაკეტვაო, მაგრამ იქვე გაახსენდა, რომ გასაღები არ ჰქონდა! თმის "შპილკით" კარის დაკეტვა არ იყო ისეთი მარტივი როგორც გაღება. იმის შესაძლებლობა, რომ სამაგრი საკეტში არ ჩაატყდებოდა, მხოლოდ ერთ პროცენტს წარმოადგენდა. ამაზე მანამდე როგორ ვერ ვიფიქრეო?! - მოეშალა ნერვები.
რაღას იზამდა? გულდამძიმებული შევიდა სადარბაზოში და კიბეებს აუყვა. ვნახოთ, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღეო, ამოიოხრა და კარის სახელურს დაექაჩა. თუ მანამდე ფიქრობდა, რომ საღამოს სიურპრიზები და პრობლემები არ აკლდა, მისაღებ ოთახში შესული, დარწმუნდა როგორ მწარედ ცდებოდა. სავარძლიდან მაღალი ფიგურა წამოიწია. სანათი თითით გაატკაცუნა და ბნელ ოთახს თაფლისფერი შუქი მოეფინა.
- სად იყავი ასეთ დროს?!
სულა სავანელს თვალები სახიფათოდ უელავდა...

******

"რატომ გადაეკიდე, შუკვანს?!"

ელს ცივმა ოფლმა დაასხა, მაგრამ მამამისის წინ არაფერი შეიმჩნია. უემოციო, ცივი გამომეტყველებით გაუსწორა თვალი.
- გეკთხები, სად იყავი-თქო, ასეთ დროს?
ნელა წამოიმართა სავარძლიდან. ელმა მორიგი ავანტურის სუნი იყნოსა.
- ნაგვის გადასაყრელად. - მხრები აიჩეჩა.
- ღამის სამ საათზე? - კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა შვილს.
- ყარდა! - თვალი თვალში გაუყარა და ჯიბეში დანას ხელი მოუჭირა.
- სად დადიხარ ასე გვიან, სიმართლე მითხარი!
ხმაში მუქარა გამოერია. ნასვამი არ იყო. თუმცა, სახე შეშლილივით რომ აჭროდა, სულ არ სჭირდებოდა ალკოჰოლი. საკმარისი იყო რაიმე არ მოსწონებოდა, გამომეტყველება მაშინვე ველური უხდებოდა.
- თორემ? - გამომწვევად გაეღიმა - დამარტყამ? უბრალოდ სცადე... გურანდა არ გეგონო!
შეუღრინა და კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა დანის ცივ ტარს ხელი ჯიბეში. გულში მადლობას უხდიდა შუკვანს ძვირფასი საჩუქრისთვის. სულას სახეზე მძვინვარება აენთო. თვალებში ეტყობოდა, როგორ გამოიყვანა წყობიდან უპატივცემულობამ. რაღაც სასწაულით არ სწევდა ხელს მაღლა, თუმცა ძალიან უნდოდა. მის თვალებში კითხულობდა, როგორ უნდოდა შემოელაწუნებინა, თავხედობისა და ურჩობისთვის. მზად იყო! დაე, დაერტყა! ოღნდაც, ხელი აეწია!
- ნუ მიწვევ, ელ! - გამოსცრა კბილებში.
- ნუ მემუქრები! - არ ჩამორჩა - შენთვითონ სად ბრძანდებოდი? რატომ არ გძინავს ასეთ დროს?
იქით შეუტია და თამამად გადადგა მისკენ ერთი ნაბიჯი. სულას მკვდრისფერი დაედო სახეზე.
- შენ საქმეს მიხედე, ლაწირაკო! აქ მე ვარ, მშობელი!
- სამაგალითო! - ჩაიფრუტუნა - ხმას დაუწიე, საიმონს გააღვიძებ!
- ძმაზე ნერვიულობს თურმე!
- კი, შენგან განსხვავებით, ბავშვზე ვნერვიულობ! შენგან ატირებულს, მე ვაწყნარებ! დაგავიწყდა, თუ შეგახსენო?! მორჩი "მზრუნველი მშობლის" როლის თამაშს. შენი სტილი არ არის!
დამცინავად მიუგდო და ზურგი აქცია. გული ისე სწრაფად უცემდა ეგონა ნეკნებს გამოანგრევდა. დარწმუნებული იყო, რომ კამათი სერიოზულ ჩხუბში გადაუვიდოდათ, მაგრამ რატომღაც გაჩერდა. გურანდას არასდროს უთმობდა, პირიქით! შარს ეძებდა, ხოლმე რომ ჩხუბი წამოეწყო, მაგრამ ელთან გაჩუმდა. იცოდა რატომაც - მისნაირი მტაცებლები მხოლოდ მაშინ გადადიოდნენ შეტევაზე, როცა მსხვერპლის თვალებში შიშს ხედავდნენ!
დედამისი ზედმეტად რბილი და მომთმენი იყო. ელს კი მხოლოდ მიზეზი სჭირდებოდა და დენთის კასრივით იფეთქებდა. მშვენივრად მოეხსენებოდა ეს უფროს სავანელს. შვილის თვალებში კითხულობდა ენით აუწერელ მძვინვარებას. ბოლოს და ბოლოს ერთ სისხლი ჰქონდათ!
ქალიშვილზე მანამდე არასოდეს აუწევია ხელი. მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ბოღმისგან თუხთუხებდა, სასწაულებრივად იკავებდა თავს. ელს მხოლოდ იმის ეშინოდა, რომ მასზე გამწარებული დედამისზე ამოანთხევდა ბოღმას, შენი გაზრდილია ეგეთი თავხედი და უზრდელიო. კარგად იცნობდა მამამისის გაცვეთილ ტექსტებს. ის იყო გაიფიქრა, ქარიშხალი უკან ჩამოვიტოვეო, რომ საძინებელში სულა შეუვარდა ჩაწითლებული თვალებით.
- იმ ნაბიჭვართან, იყავი ხომ ასეა? - მიეჭრა შვილს.
- ვინ ნაბიჭვართან? - მიუგო უკმეხად.
- შუკვანის ძაღლის ლეკვთან! - შეუღრინა - იმასთან ეგდე მთელი ღამე?
დუჟი სდიოდა პირიდან. ელი ჯერ ვერ გამოერკვა რას გულისხმობდა, მერე წარბი გაეხსნა და წელში გასწორდა.
- მთლად დაკარგე ჭკუა? - წამოსცდა ჩურჩულით.
- როგორ მიბედავ?! - ყელში სწვდა და თითები ძლიერად მოუჭირა - მე შენ გასწავლი პატივისცემას!
- ხელი მიშვი, სანამ გამოგფატრე!
წაიჩურჩულა თვალებანთებულმა. დანის ვერცხლისფერი პირი მამის მუცელზე მიებჯინა.
- არ ვხუმრობ. დაგარტყამ! ხელები მომაშორე!
დანის წვერი კიდევ უფრო მიაბჯინა მუცელზე. ლითონმა სვეტერში გაირა და კანი მოწიწკნა უსიამოვნოდ. სულას ისეთ სახე გაუხდა თითქოს შემოულაწუნესო. ხელი ჩამოუშვა და უკან დაიხია.
- საკუთარ მამას დანით ემუქრები?
- საუკეთესოსგან ვსწავლობ! - ზიზღით აფურთხებდა თითოეულ სიტყვას. დანიანი ხელი უცახცახებდა - გაბედე მეორედ ხელის შეხება და აღარ გაგაფრთხილებ!
სულა ერთხანს გაოცებული უყურებდა შვილს. შემდეგ ღვარძლიანად ჩაეცინა და თავი გააქნია.
- საიდან გაქვს დანა?
- რას გადაეკიდე შუკვანს? - წაუყრუა კითხვას.
- საიდან გაქვს, დანა-მეთქი? - ლამის იყვირა.
- რას გადაეკიდე შუკვანს? - წაიღრინა - რა გინდა კიტასგან?!
- არ დაგინახო მის გვერდზე გაკარებული!
- ალბათ არ ფიქრობ, რომ შენ დაგეკითხები ვისთან ვიმეგობრებ!
აღარ ზოგავდა. მანამდე თუ თავს იკავებდა ხოლმე, ახლა ყოველგვარმა მუხრუჭმა უმტყუნა. ყელზე ჯერ კიდევ გრძნობდა მის თითებს, რაც ადრენალის ძარღვებში გაორმაგებული ძალით უშვებდა.
- როგორ მიბედავ?!
გოგონასკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ელმა კი, დანიანი ხელი უფრო მაღლა შემართა. თვალებზე ბინდი გადაეკრა. მზად იყო უკანასკნელი ნაბიჯი გადაედგა, თუ საჭირო გახდებოდა. ცხოველურმა ინსტიქტმა ყველა დანარჩენი გრძნობა გადაფარა.
- რა გინდა შუკვანისგან?! - დამარცვლით წარმოთქვა თითოეული სიტყვა.
- შენ გგონია მე ვარ ნამდვილი ბოროტება? - წაისისინა უფროსმა სავანელმა და თვალები გიჟურად წამოენთო. მსხვილ ტუჩებზე ცინიკური ღიმილი გადაეფინა - არაფერი არ იცი, უტვინო გოგოვ! წარმოდგენა არ გაქვს რა ხდება მათ სახლში! უკანასკნელად გაფრთხილებ! ჩამოშორდი მაგ ნაბიჭვარს, თორემ...
- თორემ რა? რა თორემ? - უყვირა.
- იქამდე გამოვუყვან წირვას, ვიდრე გაიფიქრებს რომ ერთი ნაბიჯი გადმოდგას შენკენ.
- გაბედე და ასი მეტრის რადიუსზე მიუახლოვდი! მე გამოგიყვან წირვას ჩემი ხელით! - ცახცახებდა სიბრაზისგან ათუხთუხებული.
საძნებლის კარი გურანდამ შემოაღო. თვალწინ გადაშლილი სცენის დანახვაზე კი ფერი დაეკარგა. ჯერ შვილის ხელში ცივ იარაღს მოჰკრა თვალი, შემდეგ კი მზერა ქმარზე გადაიტანა, რომელსაც სახეზე ეწერა, რომ ცოტაღა აკლდა და შეტევაზე გადავიდოდა.
- რა გაყვირებთ, რა ხდება?! ელ, რად გინდა დანა? ახლავე დაუშვი!
მაშინვე მოსწყდა კარის ზღურბლს და ორს შუა ჩადგა. ნამძინარევი წამში გამოაფხიზლა შემქნილმა სიტუაციამ.
- გამიფრთხილებიხარ! - ჩაისისინა ელმა - კიტასგან თავი შორს დაიჭირე! თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!
- ვიღაც გირჩევნია მამაშენს?
- ასი თავით! - დაუმოწმა გესლიანად.
- ელლ... - გურანდამ ხელი დაადო მარჯვენაზე და ძირს დააშვებინა - დე, რა დღეში ხარ???...
- ეგ არის შენი გაზრდილი შვილი! - სახეში მიახალა გურანდას - თქვენი დედაც...
შეიგინა და ოთახიდან გავიდა. სულ მალე მთავარი კარის გაჯახუნებაც გაისმა. სულა სავანელი სახლიდან წავიდა, ელი კი ვერაფრით მშვიდდებოდა. მთელი სხეული გიტარის სიმივით დასჭიმვოდა.
- ელ რა მოხდა?
გურანდას ხმა გაებზარა. მაგრამ სავანელი დედამის არ უსმენდა, გამალებული ფიქრობდა მამამისის გესლიან ნათქვამზე. რისთვის გადაეკიდა, კიტას?

******

"სკოლის სახურავზე, ათ წუთში!"

მეორე დილას, როცა მაღვიძარამ დარეკა, სავანელმა ხელის ერთი მოძრაობით გააჩუმა ტელეფონი. წამით არ მოუხუჭავს თვალი. აივანზე იჯდა სავარძელში და ჰორიზონტს მიშტერებოდა. მზე ალიონზე იწვერებოდა ნელ-ნელა და ცას მოვარდისფრო-ცეცხლისფრად ღებავდა.
სარკასტრულად ლამაზი დილა თენდებოდა, მაშინ, როდესაც გოგონას გონება ბნელ ფიქრებს მოეცვათ. ზედმეტად ბევრი რამ მოხდა ერთ დღეში - შუკვანი გაუჩინარდა, ნიცა რაღაცას მალავდა, „იაგამი“ კუდზე ეჯდა. სადაც არ უნდა წასულიყო ყველგან ფეხებში ებლანდებოდა. მამამისს დანა მიაბჯინა მუცელზე და დაარტყამდა კიდეც, ხელი რომ არ მოეშორებინა მისი ყელიდან.
ამოიოხრა. თავი ისე ემძიმებოდა, თითქოს ტვინს სამასი კილო მოუმატესო. სტრესმა გამოფიტა. ჯერ დედამისი ძლივს ჩამოიშორა. კითხვებით სეტყვავდა - რაზე იკამათეთო. ელს კი საუბარი არ უნდოდა, არა მხოლოდ გურანდასათან, არავისთან! საყვარელი დანა ამოიღო, გახსნა და ვერცხლისფერ პირს თითები გადაუსვა.
მხოლოდ ახლა შეამჩნია, ცივი იარაღის წვერზე პაწაწინა წითელი ლაქა. სულასთვის უნდა გაეკაწრა. უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც. ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში. დამშვიდებულზე, როდესაც ადრენალინი და კორტიზოლი არ უბრმავებდა თვალებს, ბევრად ერთულა მოგონებებით უკან დაბრუნება. ყელზე თითები მოისვა. ყბაზე კუნთი დაეჭიმა, დანაზე შემოჭდობილი თითები კი გაუთეთრდა.
მძიმედ წამოდგა სკამიდან. არც გამოუცვლია ტანსაცმელი, ზურგჩანთას ხელი წამოავლო და საძინებლიდან გავიდა. სამზარეულოში გურანდა ფუსფუსებდა. საუზმეს ამზადებდა.
- ელ... საუზმე.
- არ მშია - უპასუხა ჩვეულისამებრ და ფეხსაცმელების ჩაცმა დაიწყო.
- რას ნიშნავს არ გშია! შეჭამე ცოტა რამე.
ხმა არ გაუცია. თასმები შეიკრა და წელში გასწორდა. სახეც და მზერაც ჩამქრალი ჰქონდა. დედამისს შუბლი შეეჭმუხნა შვილის გაფითრებული სახის დანახვაზე.
- ელ... ცუდად გამოიყურები. ღამით საერთოდ არ გეძინა? დე, რატომ არ მეუბნები არაფერს?! - ხმა გაებზარა ქალს.
- სკოლაში მაგვიანდება.
კარი გამოაღო და სადარბაზოში გავიდა. თავზე კაპიუშონი წამოიფარა და კიბეებზე დაეშვა. ეზოში გამოსულს, შუკვანი ხის მაგიდასთან მჯდარი დახვდა. ძელსკამზე არხეინად გაჩაჩხულიყო და ამთქნარებდა. ელის დანახვაზე დემონსტრირებულად აღაპყრო ხელები ზეცისკენ და წამოდგა.
- როგორც იქნა... მეგონა საწოლიდან შენი კოჭით თრევა...
სიტყვა გაუწყდა და გოგონას წარბშეკრული მიაჩერდა.
- რა სახე გაქვს? მოხდა რამე? შემომხედე!
წინ გადაუდგა და სახე მოუთვალიერა.
- შენ ნორმალური ხარ?! - კინაღამ უყვირა - სად ჯანდაბაში გაუჩინარდი, არანორმალურივით გეძებდი. სახლში მოგაკითხე, დედაშენმა არ გამოჩენილაო. ტელეფონი რატომ გაქვს გათიშული?
- ჰეი, ჰეი... - ხელები დანებების ნიშნად აღაპყრო მაღლა - შორენა ნაკანს გავუარე და დროის შეგრძნება დავკარგე.
- მარტო დროის შეგრძნება, თუ ტვინიც?
შეუღრინა გაცოფებულმა. სანამ თვითონ ჭკუიდან გადადიოდა ნერვიულობით, ბიჭი სექსით იყო დაკავებული. დიდებულია!
- ჩვეულებრივზე მეტად ილანძები, რამე მოხდა? - ეჭვით მოეჭუტა თვალები.
- საზიზღარი ღამე მქონდა, - ჩაიბურტყუნა და თვალი აარიდა. ჯერ კიდევ ბრაზობდა მის უპასუხისმგებლო საქციელზე.
- ვხედავ, - ხმა გაუმკაცრდა - რა მოხდა? ისევ აურია მამაშენმა?
- Ზედმეტიც მოუვიდა. წყობიდან გამომიყვანა, კინაღამ დანა გავუყარე!
- რა?
შუკვანს სახე მოექუფრა. ელმა ერთი ამოიოხრა და ყველაფერს მოუყვა. Მხოლოდ ის არ უხსენებია, რომ ღამით სკოლაში შეიპარა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ეთქვა რის გამო. ნიცას მიზეზით დადუმდა. უბრალოდ უთხრა, რომ ღამით სულა აუშარდა და შელაპარაკება მოუვიდათ.
- ხელით შეგეხო? - ერთიანად დაეკარგა ფერი თვალებგაფართოებულს.
- ჩემი რიგიც ხომ უნდა მოსულიყო? - ცივად გაეცინა - სულ გურანდას ხვდება ხოლმე, მაგრამ არ დასცალდა, დანა რომ დამინახა ხელში შემეშვა.
- მე მაგის...
ბილწ გინებას მოჰყვა, რომელიც ელს მისი პირიდან მანამდე არასოდეს გაეგონა. კრიჭაშეკრული გაემართა ელის სახლისკენ, მაგრამ სავანელი წინ გადაუდგა.
- მშვიდად, ვეფხვო! - მკერდზე მიადო გაშლილი ხელი - ჯერ ერთ სახლში არ არის და მეორეც, თავის დაცვა შემიძლია. გირჩევნია საერთოდ მოერიდო. შენზე აქვს აკრეფილი.
- როგორ გაბედა?! - საერთოდ არ უსმენდა მეგობარს, ადგილზე ბრდღვინავდა. თვალები გადმოცვენას ჰქონდა - იმ მარჯვენას მოვამტვრევ, მაგ ახვარს...
- კიტა, გეყოფა! - წარბი შეიკრა - იმიტომ არ მითქვამს, რომ გამეცოფებინე. უბრალოდ შენი მოტყუება არ მიყვარს. ნუ ღრიალებ, ბიჭო! Მთელი კორპუსი გადმოეკიდება. ლესელიძეს მეტი კი არ უნდა. ფანჯარაზე ყური ექნება უკვე მოჭერილი.
შუკვანს დოინჯი შემოერტყა და მძიმედ სუნთქავდა. გაცეცხლებულს გული სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა. სავანელს ბურღავდა თვალებით და პირში ენას ღეჭავდა.
- წამოდი, სკოლაში დაგვაგვიანდება, დღეისთვის თავგადასავლები ყელში მაქვს.
- იდაყვში გამოსდო ხელი და ძალით წააპრონწიალა.
- მისმენდი რა გითხარი? - გვერდში მიარტყა ხელი - არ ვიცი რა დებილობა მოუვიდა თავში აზრად, მაგრამ უფრთხილდი. გემტერება. არავინ იცის რა მოუვა თავში აზრად!
- ნეტავ, თავისი ფეხით მოვიდეს, მეც ეგ მინდა! - ხელები დაემუშტა და კბილები გააღრჭიალა.
- არ ღირს მის გამო მკვლელად ქცევა, კიტა...
მხარზე მოუთათუნა ხელი. ერთხანს ორივე დუმდა, ბოლოს ისევ შუკვანმა დაარღვია სიჩუმე.
- რა უნდოდა მაშინ ავალიანს?
ელი ამ კითხვისთვის მოუმზადებელი იყო, წარმოდგენა არ ჰქონდა რა ეპასუხა. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, „მონარქის“ საქმეში შუკვანი არ გაერია. რაშიც თავად გაჰყო თავი სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა. ძალიან არ უნდოდა მეგობრისთვის იგივე ტვირთით დაემძიმებინა მხრები.
- არაფერი ისეთი, შენ ის მითხარი რისთვის ვერ იტან ავალიანს ასე ძალიან?
- არაფერი ისეთი? - კითხვას წაუყრუა - როდის აქეთ მიმალავ რამეს?
- იგივეს კითხვა მინდოდა შენთვისაც.
წარბები აზიდა. შუკვანმა ამოიოხრა. გადახოტრილ თავზე ხელი გადაისვა და მხარზე ჩანთა შეისწორა.
- უსიამოვნო ტიპია, - უპასუხა ბოლოს - უცნაური და ბნელი. ცუდ წრეში ტრიალებს. ჭორად გავარდა, ნარკოტიკებს ყიდისო. რატომ გიკვირს, რომ არ მსიამოვნებს ეგეთი ქვეწარმავლის შენს ახლოს დანახვა?
- რას გულისხმობ უცნაურსა და ბნელში?
- რამდენჯერმე „დელავერიდან“ გამოსული ვნახე. იქ კი კარგი სულის ადამიანი არ შედის. ძალიან ხშირად უტრიალებს მაგ ბუნაგს. ვეჭვობ საქმე კახპებში სულაც არ არის. რაც არ უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული, კარგი არაფერი უტრიალებს თავში. ამიტომ უფრთხილდი და თავი შორს დაიჭირე მისგან, ელ.
სავანელს მოსმენილი ინფორმაცია დიდად არ ეპიტნავა. რა ჯანდაბა ესაქმებოდა ავალიანს, მთავარი განყოფილების უფროსი გამომძიებლის შვილს, ნარკობუნაგში? ნუთუ იქიდან იღებდა წამალს და შემდეგ ქუჩაში ჰყიდდა ნარკოტიკს? ზიზღით მოეღრიცა ტუჩები. რა სასწაულით არ ხვდებოდა მამამისისგან? როგორ ბედავდა ამდენს? მასზე წარმოდგენა კიდევ უფრო წაუხდა. ინანა კიდეც ავალიანთან დადებული გარიგება. სჯობდა თავი ისე დაეჭირა, თითქოს წარმოდგენა არ ჰქონდა რა ორიგამიზე იყო საუბარი, მაგრამ სულმა წასძლია.
- ახლა შენი ჯერია, მითხარი, რა უნდოდა შენგან?
ერთხანს დადუმდა. ტუჩზე იკბინა და გადაწყვეტილებაზე დაფიქრდა. რა ექნა? მათ შორის ნდობა წმინდა იყო სავანელისთვის. როგორ მოეტყუებინა?
- ეელ... - შუკვანი შედგა, გოგონას იდაყვში წაავლო ხელი და შეაჩერა. სახეზე შეშფოთება ეწერა - რა ხდება?
- არის რაღაც, რაც შენთვის არ მითქვამს, - ამოღერღა ბოლოს და ბიჭს თვალი გაუსწორა - გაბრაზდები, თან ძალიან.
- აჰა... - გოგონას წინ გადაუდგა და დოინჯი შემოირტყა - რა უნდა მოვისმინო, რაც გამაბრაზებს? როგორც გიცნობ, მოსმენისაც კი მეშინია.
ისევ ტუჩზე იკბინა. სახე შეეჭმუხნა და განზე გაიხედა. წამით მეზობელი მაღაზიის მეპატრონეზე გაუშტერდა თვალი, რომელიც გარეთ ფანჯრებს წმენდდა დილაუთენია. ბოლოს თვალები დახარა და შუკვანს ქვემოდან ახედა.
- შევტოპე, თან მაგრად. იცოდე, ამის ცოდნა არაფერში გარგებს, პირიქით შარს მოგიტანს. მხოლოდ ამ მიზეზ...
- ელ! - შეაწყვეტინა გაღიზიანებულმა - ნუ მიედმოედები! გამეცი პასუხი, რას მიმალავ?!
ლოყები გამობერა და თავი დაუქნია.
- გეტყვი, მაგრამ აქ არა. შესაფერისი ადგილი მოვძებნოთ, სადაც ვერავინ მოგვისმენს.
შუკვანს სახეზე ეწერა, რომ მეგობრის გამომეტყველებამ გვარიანად დააფრთხო. მიხვდა, რომ მართლა რაღაც სერიოზულში გაჰყო თავი და მოსვენება დაკარგა. ვერც ერთ წუთს ვერ მოითმენდა. ყველაფერი ახლავე უნდა გაეგო! მიმოიხედა. სკოლასთან უკვე ახლოს იყვნენ. ასი მეტრიღა დარჩენოდათ.
- სკოლის სახურავზე შევხვდებით ერთმანეთს, ათ წუთში! - გადაწყვიტა ბოლოს - და ყველაფერს მეტყვი! არაფრის დამალვა არ გაბედო, სავანელო, თორემ ვერ გადამირჩები!
დაემუქრა გაღიზიანებული და პირველმა გააბოტა სკოლის შენობისკენ. ელმა ერთი ამოიოხრა და უკან მიჰყვა მეგობარს.

******

"გამხელილი ცოდვები"

დილაუთენია სუსხიანი ქარი ქროდა. ხის კენწეროები ზანტად იხრებოდნენ ქარის მიმართულებით. ანტენებს შორის მავთულებზე პაწია ჩიტები ჩამომსხდარიყვნენ და თავის მკვეთრი მოძრაობით გარემოს თვალს ადევნებდნენ.
სკოლის სახურავზე ორი მოზარდი უნებართვოდ აპარულიყო. დირექტორს, რომ შეემჩნია, ორივეს სკოლიდან გამოისროდა. ზემოთ ასვლა სასტიკად აკრძალული იყო! ელი ბეტონის მოაჯირს მიყრდნობოდა. ხელები მკერდზე დაეკრიფა. ფეხები გადაეჯვარედინებინა და უემოციოდ შეჰყურებდა შუკვანს, რომელიც გალიაში დამწვდეული ვეფხვივით გადი-გამოდიოდა. სიბრაზისგან ცეცხლს აფრქვევდა.
- გააფრინე?! - იფეთქა ბოლოს და გოგონას მიეჭრა - რისთვის დავრჩი შენთან ახლოს იმ ღამეს?! გჭირდებოდი? რატომ არ დამირეკე?! რატომ არ გამაღვიძე? ჰაერზე გასვლა გინდოდა? შენთან ერთად წამოვიდოდი! როდისმე უარი მითქვამს რაიმე თხოვნაზე?!
ცეცხლს აფრქვევდა პირიდან. ელს მისი რეაქცია არ გაჰკვირვებია. უფლება ჰქონდა გაბრაზებულიყო. ყოველთვის მის გვერდით იყო, როცა სჭირდებოდა. იმსახურებდა „აწვნას“, ამიტომაც არ შეწინააღმდეგებია. საშუალებას აძლევდა სიბრაზისგან დაცლილიყო, მხოლოდ მერე შეძლებდნენ ნორმალურად საუბარს.
- რა გერჩივნა?! უმისამართოდ ბოდიალი შუაღამით ქალაქში, სადაც სერიოული მკვლელი დაბოდიალობს?! - არ ცხრებოდა სვანი.
- მაშინ, ხომ არ ვიცოდი, რომ სერიო...
- არც კი გაბედო! - შეაწყვეტინა გაცოფებულმა - პატარა გოგოს გარეთ ბოდიალი შუაღამისას, შენთვისაც კი ზედმეტად ავადმყოფურია, ელ! ან იმ წყეულ ბინაში რამ შეგიყვანა?! რა იცოდი, შიგნით რა დაგხვდებოდა?! ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ მეპატრონეს დაეჭირე და პოლიციაში დაერეკა ქურდი შემომეპარა სახლშიო?! ან ღმერთმანი, უარესი, იმ ნაბიჭვარს შენთვის რამე, რომ დაეშავებინა?! შენც, რომ ადგილზე მკვდარი დაეტოვებინე?! გიფიქრია ამაზე?! რამ გაგასულელეა?! ხანდახან ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიური დახმარება, მართლა გჭირდება!
ბოლო სიტყვებზე ელს წარბები მაღლა გაექცა. შუკვანმა კი ენაზე იკბინა. სიბრაზისგან აწითლებულმა ტუჩები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. დოინჯი შემოირტყა და ხმამაღლა შეიგინა დაუფიქრებელი წინადადების წამოროშვისთვის.
- მაპატიე... - მძიმედ სუნთქავდა, სახე შეურბილდა - ზედმეტად გავიჭერი.
- ვითომ? - სავანელს ტუჩებზე მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა - მე კი ვფიქრობ, რომ გულწრფელად მითხარი, ის რასაც ხშირად ფიქრობ.
- არა, ელ! - თავი მძიმედ გააქნია - წონასწორობა დავკარგე! წარმოდგენა არ გაქვს, როგორ შემაშინე!
ელს სიტყვა აღარ უთქვამს. მდუმარედ შესცქეროდა მეგობარს და მისი გამომეტყველების ამოკითხვას ცდილობდა. სიბრაზესთან ერთად ახლა სირცხვილი და უხერხულობა ეწერა სვანს სახეზე.
- მაპატიე... - გაიმეორა - იდიოტი ვარ! ზედმეტი მომივიდა! მაგრამ, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ავადმყოფური აზრები მოგდის თავში! ეს არ არის ნორმალური, ელ! არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ შეეტენებოდა ღამით უცხოს ბინაში, მით უფრო როცა მიხვდი, რომ რაღაც მართლა ვერ იყო რიგზე! რატომ არ გესმის, რომ შეიძლებოდა სიცოცხლე დაგეკარგა?!
აგრძელებდა საყვედურებს, მხოლოდ ახლა უფრო მშვიდად საუბრობდა და ისე აღარ ღრიალებდა.
- რატომ არ იფიქრე დედაშენსა და შენს ძმაზე? შენს ოჯახზე? ჩემზე? წარმოდგენა მაინც გაქვს, რა შეიძლება დაემართოთ შენ თუ რამე მოგივა? ან, რა შეიძლება მე დამემართოს, ცხოვრებაში ერთადერთ ახლო ადამიანს თუ, დავკარგავ?! ხანდახან ალოგიკური აზრები ყველას მოგვდის თავში აზრად, მაგრამ შენ... შენ ხიფათისკენ მიისწრაფი და ეს მაშინებს! არ უარყო, რომ ასე არ არის! თუ რაიმე სიტუაციიდან ადრენალინს არ გრძნობ, მარტივად იწყენ და ინტერესს კარგავ! სწორედ ამან გიბიძგა, შენს ისტორიაში, ყველაზე სულელური საქციელისკენ! ეგეც არ იყოს! მნიშვნელოვანი მტკიცებულება წამოიღე, დანაშაულის ადგილიდან! ხვდები, რა შარში გაჰყავი თავი?! პოლიცია, თუ შენს კვალზე გამოვა არავინ დაგითობს! ხომ არ გგონია, რომ დირექტორის მსგავსად თითს დაგიქნევენ?! ეს ჩვეულებრივი სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, ელ! რატომ არ ფიქრობ, სანამ ნაბიჯს გადადგამ?!
სავანელი ისევ დუმდა, შუკვანი კი მძიმედ სუნთქავდა. მეგობრის „თავდასხმამ“ გვარიანად შეანჯღრია. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ თავად არ გააჩნდა იმ კითხვებზე პასუხი, რომლებსაც სეტყვასავით აყრიდა შუკვანი. არ უფიქრია, ინსტიქტურად მოქმედებდა.
ამას ვერც კიტას აუხსნიდა და ვერც საკუთარ თავს. მისი ტვინი სხვანაირად იყო მოწყობილი, სხვანაირად აზროვნებდა. არ ჰგავდა სხვებს. პირიქით, იმდენად გამოირჩეოდა, რომ თვალშისაცემიც კი იყო განსხვავება.
ხშირად უკვირდა კიდეც, რომ თავად სვანთან შეძლო ასე დაახლოება. ალბათ იმიტომ, რომ მსგავსი ჭრილობები ჰქონდათ ცხოვრებისგან მიღებული და ამ უხილავმა ჯაჭვმა ორი ერთმანეთთან ძლიერად დააკავშირა.
თორემ სიმართლე ითქვას გოგონები, რომლებთანაც მეგობრობდა, რა იცოდნენ რეალურად, ელზე? გარდა ზედაპირული ინფორმაციისა, რომლის მიწოდებაზეც თავად ზრუნავდა, რა იცოდნენ? ფაქტობრივად, არაფერი! წარმოდგენაც არ ჰქონდათ რა ხდებოდა მის თავში.
შუკვანი ერთადერთი იყო, ვინც იცნობდა და განვლილი წლების მიუხედავად, ჯერ კიდევ შეეძლო, მისთვის ისეთი რამის თქმა, რაც ბიჭს წონასწორობას დააკარგვინებდა.
სვანი ნეგატიური ემოციებისგან რომ დაიცალა, სავანელის გვერდით ბეტონის მოაჯირს მიეყრდნო და სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ხელი. შემდეგ გვერდით მდგომს ცერად გადახედა.
- სად გაქვს, ორიგამი?
ელმა ჯიბიდან პეპლა ამოაძვრინა და შუკვანს უხმოდ გაუწოდა. ბიჭს თვალები ლამის ბუდიდან გადმოუცვივდა.
- თან ატარებ? გაგიჟდი?
- აბა სახლში ხომ არ დავტოვებ? ვინმემ რომ ნახოს? ან მოიპაროს?
- მოიპაროს? - ყურებს არ დაუჯერა.
- იმდენი იღრიალე დაგავიწყდა რისთვის წამოვიწყეთ ეს საუბარი.
წამით დაბნეულმა თვალები აახამხამა, მართალი იყო. ისე გამოვიდა მყობრიდან, სულ გადაავიწყდა, როგორ მივიდნენ სახიფათო აღიარებამდე.
- მოიცა... - მოაჯირს მოშორდა და გოგონას წინ აესვეტა მოქუფრული - რა კავშირი აქვს შენს „თავგადასავალთან“ ავალიანს?
- ის ტიპი, ვინც გვამთან დამხვდა იმ ღამეს, სწორედ ავალიანი იყო!
მიუგო მშვიდად. შუკვანს ძლივს დაბრუნებული ფერი სახეზე ისევ დაეკარგა. გაფითრებულს ტუჩებიც კი გაულურჯდა მოულოდნელობისა და შოკისგან.
- რა თქვი? - დაიხრიალა.
- ჰოდა, ახლა ორიგამის მთხოვს. უნდა, რომ უკან დავუბრუნო. ამის სათქმელად მომაკითხა უბანში.
სვანმა რამდენჯერმე გააღო და დამუწა პირი. ბოლოს ტუჩები მოილოკა და ჩვეულისამებრ ისევ დოინჯი შემოირტყა. თავი ჩახარა და ღრმად ჩაისუნთქა. ცოტა, რომ დამშვიდდა, ისევ მეგობარს ახედა.
- რა ჯანდაბას აკეთებდა ავალიანი გვამთან? რაში სჭირდება ორიგამი?
სავანელმა პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა. მართლა არ ჰქონდა წარმოდგენა, რა აკავშირებდა მკვლელობებთან ავალიანს. მთელი ღამე ფიქრობდა, მომხდარზე, მაგრამ ვერანაირ ლოგიკურ ახსნას ვერ მიაგნო.
- ეგ ყველაფერი არ არის.
- და რა კიდევ? - შიში დაეტყო თვალებში.
- არეშიძე ავალიანმა გამოფატრა.
- რაო???
- მხოლოდ წარმოდგენა არ მაქვს რა მიზეზით. იმ ღამეს, ჩიხში მომაკითხა. უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ პოლიციას არაფერს ვეტყოდი. არც მითქვამს, მაგრამ ალბათ ამისთვის მომაკითხა. არ ვიცი. სახეზე შეხედვის უფლბა არ მომცა, მაგრამ, როცა უკან გაბრუნდა... ფეხსაცმელები დავიმახსოვრე. არ ვფიქრობ, რომ დიდად დაინტერესებული იყო ვინაობის დამალვით. მგონია, უფრო მეთამაშება. ინკოგნიტოდ დარჩენა, რომ სდომებოდა ახლოს არ გამეკარებოდა და არც ისეთ ფეხსაცმელს აირჩევდა, რომელიც მარტივად ხვდება თვალში ადამიანს. ეს მხოლოდ ჩემი აზრია, მაგრამ ვეჭვობ, რომ ვცდებოდე.
- რა სიგიჟეა! - ყურებს არ უჯერებდა შუკვანი - არ მჯერა რასაც ვისმენ!
გადახოტრილ თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი. იმდენი ინფორმაცია მიიღო ერთდროულად, რომ არ იცოდა რაზე გაგიჟებულიყო.
- პლუს ამ ამბავში რეზიც ჩავითრიე.
- ვინ რეზი? ააა?? - სახეზე უკვე სასოწარკვეთა ეწერა. თვალებში ეტყობოდა ბევრს ვეღარ გაუძლებდა.
- სხირტლაძე, ჩემი უბნელი.
- „ფრედი“?
- ასე, ნუ ეძახი! - გაბრაზდა.
- იმას, რაღა უნდა? - თავი გვერდით გადახარა სასოწარკვეთილმა.
- ვთხოვე, ჩემთვის ინფორმაცია მოეძია. მინდოდა გამეგო, რას ნიშნავდა ორიგამის შიგთავსი.
პეპელა მრავალმნიშვნელოვნად შეათამაშა ხელში. შუკვანმა მზერა სისხლით დალაქავებულ ორიგამზე გადაიტანა და ტუჩები ზიზღით მოეღრიცა. აშკარად გულს ურევდა ის, რასაც უყურებდა. შეხება ვერც კი გაბედა.
- შიგნით შეტყობინებაა? - იკითხა მოკლედ.
- შეიძლება ასეც ითქვას - თავი დაუქნია - ვფიქრობ, ფურცელი ძველი არქივიდან არის ამოხეული. იმდენად ძველი პერგამენტია, რომ ბეჭდური ასოები თითქმის არ გაირჩევა. მხოლოდ ერთი სახელისა და გვარის ამოკითხვა შევძელი. მინდოდა რეზის მისი ვინაობა დაედგინა, მაგრამ ლამის მესამე კვირა გადის ვერაფერი იპოვა.
- რა სახელი და გვარი? - იკითხა წარბშეკრულმა.
- დანიილ ქალდანი. გეუბნება რამეს?
შუკვანმა წარბი შეიკრა, პასუხად კი მხრები აიჩეჩა. ანტენებს შორის გაბმულ მავთულზე ყვავი დასკუპდა. თავი მოზარდებისკენ მიაბრუნა, ერთხანს უყურა, შემდეგ კი ხმამაღლა დაიჩხავლა და გაფრინდა...

******

"ალექსანდრიტი, მესხეთის ქუჩაზე"

მაღალმა ფიგურამ მიმოიხედა და რომ დარწმუნდა, არავინ უყურებდა სადარბაზოს კარი შეაღო და შიგნით შევიდა. რკინის ძველი კარი ყრუ ჩხაკუნით მიიხურა დაუპატიჟებელი სტუმრის ზურგსუკან.
მამაკაცმა გრძელი ქვიშისფერი ლაბადა შეისწორა და მძიმე ნაბიჯით აუყვა კიბეებს. სადარბაზოში სიძველისა და მტვრის სუნი იდგა. ღია მწვანე ფერის კედლებს, რომლებიც ალაგ-ალაგ ჩამომტვრეულიყო, მაცხოვრებლების ისტორია შემოენახათ, წარწერებისა და ნახატების სახით.
სადარბაზოს განათებას ბინძური ფანჯრებიდან შემოსული შუქი წარმოადგენდა, რომელიც ძლივსშესამჩნევად აღწევდა შენობაში. ზოგიერთ სართულზე ნათურა დაემაგრებინათ, მაგრამ მხოლოდ ორი მათგანი ბჟუტავდა საცოდავად.
მეხუთე სართულზე ადიოდა უკვე. უცნობის ჩრდილი კედელზე მოჩვენებასავით გაიწელა, მძიმე და დამთრგუნველი აურა მოიტანა თან. პრიალა მუხის კარს მიუახლოვდა. ჯიბიდან ხელი ამოიღო, ჰაერი აუჩქარებლად გაკვეთა და კარზე მსუბუქად დააკაკუნა. თითოეულ მის მიხვრა-მოხვრაში იგრძნობოდა საშინელი თავდაჯერება და რაღაც... იდუმალი.
დიდხანს ცდამ არ მოუწია. ბინიდან ფეხის ხმა შემოესმა. სულ მალე საკეტი გაჩხაკუნდა და კარი ფართოდ გაიღო. ზღურბლზე დიასახლისი გამოჩნდა. შავი თმები ზემოთ აეკეცა და თავსახვევით კოხტად შეეკრა. მოგრძო, ფერმკრთალი სახე და ცხენივით დიდი კბილები ჰქონდა. ტანზე ყვავილებიანი სარაფანი მოერგო, რომელზეც ფართუკი შემოეხვია. ეტყობოდა სამზარეულოში ფუსფუსებდა, რადგან ფართუკიცა და ხელებიც ფქვილით მოთხვროდა.
ბრდღვიალა შავი თვალები ლამის გადმოუცვივდა, როცა დაუპატიჟებელი სტუმარი თავითფეხებამდე შეათვალიერა. ერთიანად წამოჭარხლდა და უნებურად თმაზე წაივლო ხელი, რომ შეესწორებინა, მაგრამ ვარცხნილობა უფრო დაიზიანა, რადგან ფქვილმა არა მხოლოდ ფართუკი, არამედ თმის ბოლოებიც მოუთხვარა.
- ეეე... - ჩაახველა და ტუჩები მოილოკა - რით შემიძლია დაგეხმაროთ?
იკითხა გაწვრილებული ხმით და კიდევ უფრო გაწითლდ. უცნობი იმდენად სიმპათიური მამაკაცი იყო, ლესელიძეს ალესილი ენაც კი ებმოდა. ყველაზე მეტად მამაკაცის თვალებმა მონუსხეს. ძვირფას ქვებს მიუგავდნენ იშვიათი ფერის სფეროები.
- ქალბატონი, თამარ ლესელიძე, ბრძანდებით? - იკითხა ხავერდოვანი ხმით.
- დიახ... - მუხლებში სისუსტე იგრძნო ქალმა.
- მე, ქალაქის განყოფილების მთავარი გამომძიებელი გახლავართ, ლევან გეგეჭკორი, შეიძლება გავისაუბროთ? - მოწმობა აჩვენა.
- გამომძიებელი? - თამარა ერთბაშად გამოფხიზლდა ლეთარგიდან - ხომ მშვიდობაა, ბატონო?
- მშვიდობაა, - ღიმილით დაუქნია თავი დიასახლისს - თქვენს მეზობელზე მსურს საუბარი. იმედი მაქვს, არ დამზარდებით და დამეხმარებით. პირადი წყაროებიდან ვიცი, რომ დიდ ინფორმაციას ფლობთ. დიდად დამავალებთ, თუ გამიზიარებთ.
- ოოო... - ერთბაშად გამოცოცხლდა ლესელიძე და თვალები ვარსკვლავებივით წამოენთო - დიდი სიამოვნებით! მობრძანდით, მობრძანდით! ყავაზე დამეწვიეთ, ახლახანს გემრიელი ნამცხვარიც გამოვაცხვე, იმედია ტირამისუს მოყვარული ბრძანდებით. მე კი, ყველაფერს გაგიმხელთ, რასაც ინებებთ!
- ასეთ შემოთავაზებაზე უარს, როგორ შემოგბედავთ? - მომხიბვლელი ღიმილი აჩუქა ქალს და დიასახლისს ბინაში შეჰყვა.
პირდაპირ ბრწყინავდა ლესელიძე! ბოლოს, ასეთი ბედნიერი დღე როდის გაუთენდა, არც კი ახსოვდა. ღმერთკაცი დახმარებას სთხოვდა იმ საქმეში, რაშიც საუკეთესო იყო! სიხარულისგან ლამის ცას ეწია. ყურებამდე გაღიმებული სამზარეულოსკენ გაუძღვა სტუმარს. აღელვებისა და ეიფორიისგან ხელები უკანკალებდა. უჰ, ერთი როზას თვალებს დაანახა, რა პრინცივით კაცი ეწვია სტუმრად! გასკდებოდა კიდეც გულზე!
- დაბრძანდით!
მიუთითა სკამზე და ნერვიულად მოჰყვა მაგიდის ალაგებას. წამში გააქრო ცომის თასი და ნამცხვრის ფორმები. სწრაფად გადმოწმინდა მაგიდა და არსაიდან ყვავილების ბუკეტი გამოაჩინა ლამაზ ვაზაში ჩადებული. რამდენიმე წუთის წინ დასრულებული ტირამისუ მაგიდასთან მიიტანა და ყავის მოსამზადებლად დაფაცურდა.
იმდენად ჰქონდა გონება არეული, ერთი და იგივე კარადა ორჯერ გამოაღო. ბოლოს თავს შეუძახა - დაწყნარდიო! როგორღაც თავი ხელში აიყვანა. თურქულ ყავას მიაგნო, მადუღარაში ჩაყარა, წყალი დაასხა და გაზქურაზე შემოდგა. იმდენად იყო არეული დაავიწყდა კიდეც, ეკითხა სტუმარი შაქრით ხომ არ სვამდა.
სტუმრის წინ სკამზე დაეშვა და მამაკაცს მოურიდებლად მიაშტერდა. აჰიპნოზებდა მისი თვალები. სულს მიჰყიდდა, რომ ეთხოვა! მერე თავის თავს მეორედ შეუძახა, აზრზე მოდიო და საუბარი წამოიწყო.
- გადაიღეთ, თუ შეიძლება, არ მოგერიდოთ და მითხარით ვისზე გსურთ საუბარი? რითიც შემეძლება, ყველაფერით დაგეხმარებით. პოლიციის დახმარება, ყველა პატიოსანი მოქალაქის ვალდებულებაა!
- გულწრფელად მიხარია, თუ ასე თვლით.
თვალწარმტაცი ღიმილით დაასაჩუქრა მასპინძელი და ნამცხვარი თეფშზე გადაიღო. ჩანგლით პატარა ნაწილი ჩამოაჭრა და გემო გაუსინჯა. თითოეული მისი მოძრაობა ისე გრაციოზულად გამოიყურებოდა თამარას თვალი გაუშტერდა.
- უნდა ვაღიარო, ასეთი გემრიელი ნამცხვარი დიდი ხანია არ გამისინჯავს. - კომპლიმენტი უთხრა ქალს და ისევ გაუღიმა. თამარა ლამის ჩამოლღვა მაგიდაზე.
- შეგერგოთ. შეგერგოთ. - წამოწითლებულმა უხერხულად მოისვა კისერზე ხელი და კეკლუცად გადაიდო ფეხი ფეხზე.
- ქალბატონო, თამარ...
- უბრალოდ, თამრიკო დამიძახეთ, - თვალები ააფახურა ლესელიძემ.
- კეთილი, თამრიკო, - ჩანგალი გვერდით გადადო და გამჭოლი მზერით შეხედა დიასახლის - მომიყევი, რა იცი სავანელების ოჯახზე?
თამარას წამში შეეყინა ღიმილი სახეზე. თუმცა, სიმართლე, რომ სცოდნოდა, ვინ იჯდა მის წინ, შეიძლება გულის შეტევაც მიეღო. ცეცხლზე შემომდგარ მადუღარაში ყავა ათუხთუხდა, გადმოვიდა და გაზი ერთიანად მოთხვარა...


******

"რას მალავ, იაგამი?"

ხელოვნების მასწავლებელმა დაიჟინა ძველი ფილმის ყურება კულტურულ განათლებას მოგცემთ. შეხედავთ როგორ აზროვნებდნენ ადრე ადამიანები, როგორი ფასეულობები და ღირებულებები ჰქონდათ ცხოვრებაში. როგორ ფიქრობდნენ, რა აშინებდათ, რა უხაროდათ და როგორ საუბრობდნენო. დავალებად კი, გექნებათ თანამედროვე ცხოვრებასთან პარალელი გაავლოთ და იმსჯელოთ ემოციურ ღირებულებებსა და მსახიობების სტილზეო. შეაფასეთ განსხვავებები და საერთო ძველსა და ახალ ფილმებს შორისო.
ბავშვები დიდ საკონფერენციო დარბაზში შეკრიბა, პროექტორი ჩართო და ფანჯრები ჩააბნელა. ხელოვნების მასწავლებლის იდეა იმდენად მოეწონათ სხვა მასწავლებლებს, რომ მეთორმეტე კლასის დამრიგებელმა ხატიამ, შესთავაზა ჩემი კლასიც დაესწრება თუ წინააღმდეგი არ იქნებიო. ნათია ღიმილით დათანხმდა. აქედან გამომდინარე, შუკვანის კლასი ელისას შეუერთდა.
მოსწავლეებმა სწრაფად დაიკავეს ადგილები. ელმა ყველაზე ბოლო რიგში იპოვა ადგილი. „მთვარის მოტაცება“ არაერთხელ ჰქონდა ნანახი და დიდად არ აინტერესებდა. შერვაშიძეს უბრალოდ აბოდებდა ძველ ფილმებზე და მეგობრებს ხშირად აიძულებდა ხოლმე მასთან ერთად ეყურებინათ ოთხმოციანი წლების შემოქმედება.
ჩანთა ზურგს უკან, სკამზე ჩამოკიდა სახელურებით და მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი ორი საათისა და ათი წუთისთვის მოემზადა. გულში ფიქრობდა, როცა ფილმში ფაბულა გაიშლება, იქნებ მოვახერხო და შეუმჩნევლად ავორთქლდე დარბაზიდანო. გეგმის დაწყობა არ დასცალდა, როცა მის გვერდით სკამი გამოსწიეს და ადგილი არც მეტი, არც ნაკლები - მოსე ავალიანმა დაიკავა. ელს მისთვის ზედაც არ შეუხედავს. არც კი, შეუმჩნევია სანამ ბიჭი მისკენ არ გადაიხარა და ხმადაბლა უჩურჩულა.
- შენი პირობა ისევ ძალაშია?
მოულოდნელობისგან ოდნავ შეკრთა. თავი ბიჭისკენ მიატრიალა და ძალიან ახლოს მყოფ მუქ ლურჯ სფეროებს გადააწყდა, რომლებიც მომნუსხველად მისჩერებოდნენ.
- აქ რას აკეთებ? - წამოროშა ავტომატურად და უნებურად დარბაზს თვალი მოავლო.
- შენს შეყვარებულს, თუ ეძებ ფილმის ჩვენებას არ ესწრება. კლასელების მოსანახულებლად წავიდა, ათი წუთის წინ.
- ვინ შეყვარებულს, რას ბოდავ? - გაღიზიანდა.
მშვენივრად იცოდა, რომ შუკვანი გეგეშიძესა და ჟვანიას სანახავად წავიდა საავადმყოფოში. ელს მისწერა გაკვეთილების დასრულებამდე დაბრუნებას მოვასწრებ, უჩემოდ სახლში მარტო არ წახვიდეო. მოსაწყენი ფილმის ყურებას ბიჭებთან საუბარი არჩია.
- ახლა არ მითხრა, მე და შუკვანი ერთად არ ვართო! - ტუჩის კუთხეში ღიმილი ჩაუტყდა.
- ფპპპ! - ჩაიფრუტუნა და შუბლზე თითი მიიკაკუნა მრავალმნიშვნელოვნად.
- არა? - ცალი თვალი ეჭვით მოეჭუტა - აბა, ასე რატომ გეფოფრება?
- მეგობარი არ გყოლია არასდროს? - მოწყალებით გადახედა მოსაუბრეს.
- ასე უწოდებს თავის თავს? - ისევ მოერია ღიმილი.
- სიმართლე გითხრა, ფეხებზე რას ფიქრობ! - გადაუჩურჩულა, რადგან მასწავლებელმა პროექტორი ჩართო და ფილმიც დაიწყო - შენი საქმე არ არის ჩემი პირადი ცხოვრება!
- პრინციპში, რთულია არ დაგეთანხმო...
ჩურჩულითვე უპასუხა და სახე ხარბად მოუთვალიერა. ლურჯი თვალები არაბუნებრივად უელავდა. ელმა მზერა მოარიდა და ფილმზე კონცენტრირდა.
- მაქვს, ის რაც მთხოვე! - მსხვილი ბაგეები მისი ყურის ძირთან აჩურჩულდნენ - დღეს ღამით ჩიხში შევხვდეთ. მე შენს ნივთს მოგიტან, შენ ორიგამის გადმომცემ და მეგობრულად დავიშლებით.
- რა ვიცი, რომ ნამდვილად მუშაობს? - ეჭვით გახედა ბიჭს. ავალიანს ჩაეღიმა.
- უხარისხო პროდუქტს არასოდეს გავცემ! შეგიძლია, მშვიდად იყო.
- „დელავერში“ ხარისხის კონტროლიც გაქვთ? - თავი ვერ შეიკავა და წაკბინა. ბიჭს სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა და თვალები ეჭვით მოეწკურა.
- ვინ გითხრა, ეგ სისულელე?
- უარყოფ?
წამით ერთმანეთს თვალებით ბურღავდნენ, ბოლოს ისევ ავალიანმა მოარიდა მზერა და ფილმზე გადაიტანა ყურადღება. სახეზე ჩრდილი მოეფინა. ამოუცნობმა ემოციებმა ზღვასავით ლურჯი სფეროები აუმღვრიეს. ელი დაკვირვებით უთვალიერებდა სახეს და ეჭვი უფრო და უფრო უღრმავდებოდა. ავალიანი რაღაცას მალავდა.
- წარმოდგენა არ გაქვს ჩემს ცხოვრებაზე, - დაიჩურჩულა ბოლოს - ზერელედ ნუ შეაფასებ სურათს.
- ანუ „დელავერთან“ არაფერი გაკავშირებს? - ჩააცივდა.
ავალიანს ყბაზე კუნთი დაეჭიმა. გოგონას მძვინვარედ შემოხედა და ძალიან ხმადაბლა კბილებში გამოსცრა.
- დღეს ღამით, ჩიხში დაგელოდები! ორივე ჩვენსას მივიღებთ, შემდეგ კი ყველა თავის გზაზე წავა!
წინადადება დაასრულა თუ არა ფეხზე წამოდგა და ისე, რომ თავი არ შეუწუხებია მასწავლებლის გაფრთხილებით, კარს ხელი ჰკრა და დარბაზიდან გავიდა. ელი ერთხანს უყურებდა იმ ადგილს სადაც ავალიანი გაუჩინარდა და ეჭვის ჭია შიგნიდან ჭამდა. ეს არ იყო ნორმალური რეაქცია. რა ბზიკმა უკბინა?! ასე რამ გააბრაზა? ნიკაპი მოისრისა და უემოციო მზერა ისევ ფილმზე გადაიტანა...


თავი მეცხრამეტე

"მოკითხვა არეშიძესგან!"

გვიან ღამით მათემატიკის მეცადინეობიდან ბრუნდებოდა. მაჯის საათს დახედა, ღამის ცხრა საათი ხდებოდა. ტელეფონი ამოიღო და შემოსულ შეტყობინებებს თვალი გადაავლო. ორი შუკვანისგან იყო შემოსული, სწერდა - სახლში პრობლემა მაქვს, ბოდიში, თუ შეძლებ სახლამდე ტაქსით მიდიო. სწრაფად გახსნა ჩატი და მოკლედ მისწერა - ხომ მშვიდობაა, რომ შეძლებ დამირეკეო. მესამე შეტყობინება გურანდასგან იყო, - სახლში სანამ ამოხვალ, მაღაზიაში რძე იყიდეო. მეოთხე კი ნიცასგან, - თუ რამე, ჩემებმა გკითხონ, შენთან ერთად ვარ გვიანობამდეო. შედგა და ბოლო ესემესს გაკვირვებული დააჩერდა. ნიცას მანამდე არასოდეს მოუტყუებია მშობლები. სად და ვისთან იყო ასეთ დროს?
მაშინვე მეგობართან გადარეკა, მაგრამ მისდა გასაკვირად ტელეფონი გაუთიშეს. წარბები მაღლა გაექცა და ეკრანს გაკვირვებულმა დახედა. შემდეგ ჩატი გახსნა და სწრაფად აკრიფა შეტყობინება:
ელი: „სერიოზულად? სად ხარ? ტელეფონს რატომ არ პასუხობ?“
რამდენიმე წუთს დაიცადა, მაგრამ პასუხი არ დაუბრუნეს. გაღიზიანებულმა მეორე შეტყობინება აკრიფა:
ელი: „ნიცა, ნერვები არ მომიშალო, ვისთან ხარ? გირჩევნია პასუხი დამიბრუნო! არ ვხუმრობ!“
ისევ შეიცადა, მაგრამ უშედეგოდ. ისევ არ იყო პასუხი. ცოტა არ იყოს ეწყინა, მაგრამ უფრო მეტად აფორიაქდა. გოგოლაძეს არ ახასიათებდა ასეთი საქციელი. რა ჯანდაბა ხდებაო - ჩაიბურტყუნა გაღიზიანებულმა და ისევ გადარეკა. ამჯერად ოპერატორმა აცნობა აბონენტი გასულია მომსახურების ზონიდანო.
- ჯანდაბა, ნიცა! - ჩაისისინა გაცოფებულმა.
ისევ სცადა დარეკვა, მაგრამ ისევ უშედეგოდ. ტელეფონი გამოერთოთ. დაბოღმილმა გაიფიქრა, პასუხის გაცემა აუცილებლად მოგიწევსო და ტელეფონი ჯიბეში ჩაიჩურთა. სასამართლოს ქუჩას უახლოვდებოდა, როცა მეზობელი უბნიდან ბათურა გამოძუნძულდა კუდის ქიცინით. ელს სახიდან ღრუბელი გადაეყარა და მეგობარს ფუმფულა გოგრაზე მიეფერა.
- მიხარია, შენი ნახვა. - უჩურჩულა ძაღლს და მოჭრილი ყურების ძირში მოფხანა. კმაყოფილმა ნაგაზმა კუდი ააქიცია. - წამოდი, ისევ ხაჭაპურზე დაგპატიჟებ, ვინ იცის ალბათ დღეს არც არაფერი გიჭამია.
ძაღლმა პასუხად დრუნჩი გაჰკრა მუხლზე. ელმა თანხმობის ნიშნად მიიღო და ერთგულ მეგობართან ერთად განაგრძო გზა. ორი გზაჯვარედინი მშვიდად გაიარეს. უკვე ბებოს საცხობს უახლოვდებოდნენ, როდესაც მეზობელი ქუჩის კვეთაზე ხელჩართულ ბრძოლად შეესწრნენ.
სამ მოზვინულ ტიპს ერთი მომეწყვიდათ შუაში და აქეთ-იქიდან უტევდნენ. ელი და ბათურა ადგილზე შედგნენ. სავანელს თვალები დაუმრგვალდა, როცა მსხვერპლში ავალიანი ამოიცნო. გამეტებით იქნევდა მუშტებს და თავდამსხმელებისგან თავის დაცვას ცდილობდა. არ დაეწუნებოდა, მართლა კარგად იბრძოდა, მაგრამ სამთან გამკლავება სულაც არ იყო ხუმრობა. ბათურამ ხმადაბლა დაიღრინა.
- ბათუ... - ძაღლთან ჩაიმუხლა და ყურში უჩურჩულა - ესცი!
ძაღლს მეტის თქმა არ დასჭირვებია, მაშინვე ხმამაღალი ყეფით ჩაერია ბრძოლაში და მოჩხუბრები მიყარ-მოყარა. თავდამსხმელებს უზარმაზარი კავკასიური ნაგაზის დანახვაზე თვალები შუბლზე აუცივდათ. ძაღლის ბასრმა ეშვებმა სულ გაუქრეს ჩხუბის სურვილი. ბათურა ავი ღრენით იწევდა, დაღებული პირიდან კი დორბლი ეწუწებოდა. სამივემ ერთმანეთს გადახედეს და თითქოს უსიტყვოდ შეთანხმდნენო, შეტევაზე გადასასვლელად მოემზადნენ.
ელი უფრო სხვა სცენარს ელოდა. ეგონა ძაღლის საზარელი შესახედაობა თავდამსხმელებს დააფრთხობდა, მაგრამ შეცდა. ანერვიულებულმა მიმოიხედა და იქვე ხესთან დაგდებულ მსხვილ კეტს მოჰკრა თვალი. მძიმე ჩანთა ძირს მოისროლა კეტს ხელი წამოავლო და ბათურას გვერდით ამოუდგა.
- ეს ვინღაა? - იკითხა ერთ-ერთმა ახმახმა და გოგონას ირონიულად მიაჩერდა.
- დედა ტერეზა, ყაყაჩოს მინდვრებიდან!
დაუბრუნა გესლიანად, თან ცალი თვალით ავალიანს უყურებდა. თავდამსხმელებს ცუდად ამოერტყათ მუცელში. მოკუნტული ძირს აფურთხებდა და ფეხზე წამოდგომას ლამობდა.
- გოგოს ხომ არ გავლახავთ, ?! - იკითხა ერთ-ერთმა სქელკისერამ.
- თუ ითხოვს? - მხრები აიჩეჩა მუწუკებიანმა და ელს ბოროტი ღიმილით გამოხედა.
დანარჩენი თვალის დახამხამებაში მოხდა. ელმა და ბათურამ ერთდროულად შეუტიეს სამეულს. ელის კეტმა ერთ-ერთს მწარედ უწია ბეჭებში. ბათურას ბასრი კბილები კი მუწუკებიანს ჩააფრინდა ბარძაყში. ატყდა ერთი გნიასი.
ავალიანი როგორღაც წელში გასწორდა და მესამეს იქამდე უთავაზა მუშტი კეფაში, სანამ ელთან შეძლებდა მიკარებას. ვინ ვის ურტყამდა ვერ გაარჩევდით. ბათურას ყეფამ კი ერთი შედეგი გამოიღო. მეზობელი უბნიდან დასახმარებლად სხვა ძაღლები მოცვივდნენ. რომ შეამჩნიეს მათი წინამძღოლი როგორ კბენდა თავდამსხმელებს ისინიც უმალ შეტევაზე გადავიდნენ.
ავალიანი ელს ჩააფრინდა და გვერდით გაარიდა ძაღლების ხროვას, რომლებიც სამეულს ფუტკრებივით დაესივნენ და ნაკუწებად აქცევდნენ კიდეც, შეშინებულებს მაშინვე რომ არ მოეცოცხათ. კოჭლობითა და გინებით დაეშვნენ ქვედა უბანში და სულ მალე თვალს მიეფარნენ. ძაღლების ხროვა ყეფით მიჰყვა უკან.
ავალიანი და სავანელი მძიმედ სუნთქავდნენ. ბიჭს სახეზე მუშტების კვალი ეტყობოდა და მტკივან ფერდზე იჭერდა ხელს. ელს კი ტუჩი გახეთქოდა და მარჯვენა ლოყა საშინლად ეწვოდა. ერთ-ერთმა უმოწყალოდ უთავაზა გაშლილი ხელი სახეში! ბათურამ მაშინვე მეგობართან მიირბინა და წკმუტუნით დაყნოსა.
- ყველაფერი რიგზეა, მადლობა დახმარებისთვის, მეგობარო! - თავზე გადაუსვა ხელი ბეწვიანს.
- აქ საიდან გაჩნდი? - ამოიქოშინა ავალიანმა.
- მეცადინეობიდან ვბრუნდებოდი, რომ დავინახე როგორ გძუყნიდნენ! - მიუგო სარკასტრულად და გახეთქილ ტუჩზე ხელის ზურგი მიიდო - ვინ იყვნენ და რა უნდოდათ შენგან?
- არეშიძემ მოკითხვა შემომითვალა.
სისხლი გადააფურთხა და წელში გაჭირვებით გასწორდა.
- მამიკომ, თუ შვილიკომ?
- არსებითი მნიშვნელობა აქვს?
- პრინციპში, არავითარი. აქ რას აკეთებ, ჩიხში არ უნდა შემხვედროდი?
- სწორედ პაემანზე მოვდიოდი, იმ მუტრუკებს, რომ გადავეყარე!
- ჰოდა, გვიან სიარულს გადაეჩვიე, გირჩევ. არეშიძე როტვეილერივით არის, სანამ კბილს კბილზე არ დაადებს, ყბას არ გახსნის. იქამდე არ მოგეშვება, სანამ ყველა ძვალს არ მოგამტვრევს.
- ლექციების კითხვას დიდხანს აპირებ, თუ სახლამდე მიგაცილო?
- ვინმე გზაში თავს არ დამესხას? - დასცინა - წამის წინ ტყავი გადაგირჩინე, ავალიანო!
- ოფიციალურ მადლობას იკმარებ, თუ სახლში ყვავილების თაიგული გამოგიგზავნო ვარდისფერ კონვერტთან ერთად?
- მირჩევნია ის ნივთი გადმომცე, რაც გთხოვე.
- ჯერ სახლამდე მიგაცილებ.
აღარ შეწინააღმდეგებია. ჩანთას ხელი წამოავლო, ჯერ კარგად გაფერთხა მიწისგან, შემდეგ კი ზურგზე მოიკიდა და პირველმა გააბიჯა წინ. ავალიანი კოჭლობით მიჰყვა უკან, ბათურა კი ძუნძულით.
ბებოს საცხობთან ბათურას მოზრდილი, ჯერ კიდევ თბილი, ხაჭაპური უყიდეს და დაელოდნენ, სანამ ვახშამს დაამთავრებდა. იქვე სკამზე ჩამოსხდნენ და ერთმანეთს თვალს არიდებდნენ. ავალიანმა გამტვრიანებული შარვლის ფერთხვა დაიწყო, რომ ხელები რამით დაეკავებინა.
- გამაგებინე, - ელმა სიჩუმე დაარღვია და მზერა გვერდით მჯდომზე გადაიტანა - არ მესმის, მამაშენი პოლიციის განყოფილების მთავარი გამომძიებელია, რანაირად დილერობ? იცის რასაც აკეთებ?
- მამაჩემი არ არის. - მოკლე იყო პასუხი. ელმა თვალები აახამხამა.
- ვერ გავიგე.
ბიჭმა ამოიოხრა. შარვლის წმენდას თავი ანება და ხის სკამზე გადაწვა. თვალები დანისლოდა, სახეზე კი ამოუცნობი ემოციები დასთამაშებდა.
- გაბრიელი, მამაჩემი არ არის, ბიძაა, რომელმაც მიშვილა. მშობლები დამეღუპნენ.
სავანელმა ენაზე იკბინა. თავი უხერხულად იგრძნო. ინანა, საერთოდ რომ წამოიწყო საუბარი.
- არ ვიცოდი. არ უნდა მეკითხა. - მოუბოდიშასავით.
- დილერი არ ვარ, ელ. ნარკოტიკებით არ ვვაჭრობ, - უპასუხა წყნარად.
- დაგინახე, როგორ აძლევდი მამაჩემს ნარკოტიკს! - ხმაში სუსხი გამოერია.
- დაინახე, როგორ ვაძლევდი მამაშენს შეკვრას. რა იდო იმ შეკვრაში არ იცი.
- რა იდო? - ჰკითხა უნდობლად.
- ფული.
- რა? - არ დაიჯერა.
- ფული. ინფორმაციის სანაცვლოდ, ფული მიიღო.
- რა ინფორმაციაზე საუბრობ? - წელში გასწორდა წარბშეკრული.
- ძალიან ბევრ კითხვას მისვამ.
- შენ კი პასუხს თავს არიდებ! რა გინდოდა მამაჩემისგან? უფლება მაქვს ვიცოდე! - არ მოეშვა.
- მაქვს ჩემი მიზეზები, რაზეც საუბარს არ ვაპირებ.
უპასუხა მტკიცედ და განზე გაიხედა. სავანელს სახე დაეჭიმა. ვერაფრით მოისვენებდა, სანამ სიმართლეს არ გაიგებდა.
- შენით, თუ შენს გარეშე, მაინც გავიგებ. საქმეს თუ გამიადვლიებ, მადლობელი დაგრჩები! - ჩააცივდა.
ავალიანს ცივად ჩაეღიმა. მოსაუბრეს ისევ არიდებდა მზერას.
- ამაზე საუბარს არ ვაპირებ, თემა შეცვალე! - მიუგო ბოლოს, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ.
- რა გესაქმებოდა „დელავერში“?
ახსოვდა ბიჭის ბოლო რეაქცია, როდესაც ეს კითხვა დაუსვა. იმედი ჰქონდა, რომ თუ წყობიდან გამოიყვანდა რამეს დააცდენინებდა. ყურადღებით აკვირდებოდა სახეზე. ავალიანს ნირი არ უცვლია.
- როგორც ჩანს, საუბარი არ შედგება. ჯობია გზა გავაგრძელოთ. დასაკარგი დრო არ მაქვს.
წამოდგა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, მძიმედ გაუყვა ტროტუარს. ელმა შეამჩნია, რომ უცხო სევდას ზომავდნენ მისი ნაბიჯები.

******

"უსიამოვნო სიურპრიზი"

სახლში დაბრუნებული სავანელის დანახვაზე გურანდას პირკატა ეცა. დალილავებული ლოყისა და გახეთქილი ტუჩის დანახვისას კივილი ყელში გაეჩხირა.
- ელ! - მაშინვე შვილს ესცა - რა დაგემართა?
- თანაკლასელთან ვიჩხუბე, ენა დაიგრძელა და მოხვდა!
შეაგება წინასწარ მომზადებული პასუხი. ადრეც ჰქონია მსგავსი შემთხვევა და დიდი იმედი ჰქონდა, გურანდა ისე არ გადაირეოდა და მარტივად დაიჯერებდა შეთითხნილ ისტორიას.
- ვინ თანაკლასელთან? რას ნიშნავს იჩხუბე? ბიჭი ხომ არ ხარ? რა მოხდა? რა გითხრა?
- კარგი, რა დედა... - მოღლილმა ჩანთა მოიხსნა და საძინებლისკენ გააბიჯა. აქოთქოთებული გურანდა უკან მიჰყვა.
- ახლავე მითხარი, რა მოხდა!
- არაფერი განსაკუთრებული, მითხრა, რომ მანიაკის შვილი ვარ და მამაჩემი წესით საგიჟეთში უნდა იყოს გამომწყვდეული, რაზეც, სიმართლე ითქვას რთულია შეეწინააღმდეგო. მაგრამ როგორც ღირსება მოითხოვდა, გავუქანე და ვხეთქე. შელაპარაკება მოგვივიდა, მაგრამ თუ დაგამშვიდებს იმას მეტი მოხვდა!
ამოიოხრა. ჩანთა სკამის ფეხთან მიაგდო და საწერ მაგიდასთან ჩამოჯდა. მაგიდის სანათი აანთო და მათემატიკის წიგნი გადაშალა. გურანდა გახევებული ადევნებდა თვალს შვილის მოქმედებას. ელს ცოტა არ იყოს, სინდისი ქენჯნიდა. იცოდა, რომ დედამის გული ატკინა, მაგრამ სიმართლის თქმას ნამდვილად სჯობდა. რომ გაეგო, ორთაბრძოლაში ჩაერია და ქალაქის მთავარი ბანდიტის ძაღლებმა გემრიელად მიბეგვეს გულიც დაარტყამდა. ორ ბოროტებას შორის, კი ყველაზე ნაკლები აირჩია.
- ელ... არ უნდა გეჩხუბა, - უპასუხა გურანდამ შეცვლილი ხმით, თვალზე ცრემლი მოსდგომოდა - ნუ აქცევ ყურადღებას, რას ამბობს ხალხი.
- არ ვაქცევ. სანამ უშუალოდ მე არავინ მომმართავს, შემდეგ პასუხის გაცემას არავის დავზარდები. ნუ ნერვიულობ. თავის დაცვა შემიძლია. ახლა კი ვიმეცადინებ, ბევრი დავალება მომცა მასწავლებელმა.
გურანდა ერთხანს უხმოდ შეჰყურებდა შვილს. შემდეგ მიუახლოვდა და თავზე აკოცა. მოეხვია და გულზე ძლიერად მიიხუტა შვილი.
- მაპატიე, დე, რომ შენთვის უკეთესი ოჯახის შექმნა ვერ შევძელით. ძალიან ვწუხვარ, ელ...
უჩურჩულა ყურში და თვალების წმენდით გაეცალა შვილს. ელს ყბაზე კუნთი დაეჭიმა. წამით მზერა კედელზე გაუშტერდა. თვალს არ ახამხამებდა, რომ უეცრად მოწოლილ ემოციებს გარეთ გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, ღრმად ჩაისუნთქა და ჩანთას წამოავლო ხელი. გახსნა და ავალიანის მიერ მიცემული შეკვრა ამოიღო.
შეთანხმების თანახმად ავალიანმა ორიგამი დაიბრუნა. როდესაც ელმა ჯიბიდან ამოიღო და ბიჭს გამოწვდილ ხელის გულზე პეპელა დაუსვა, შეამჩნია მის თვალებში არაჯანსაღი სხივი, რომელიც მხოლოდ წუთით აუბრჭყვიალდა და მაშინვე გაქრა. ისეთი სახით დაჰყურებდა ქაღალდს, თითქოს ყველაზე ძვირფასი განძი ეკავა ხელში. ელს არ ესიამოვნა მისი სახე და როცა ჰკითხა, ასე რისთვის სჭირდებოდა ორიგამი, ბიჭმა უსიტყვოდ აქცია ზურგი და ბნელს შეერია.
ფიქრებში წასული გამოერკვა. მომცრო ფუთა გახსნა და კოლოფიდან, პატარა, ასანთის კოლოფის ზომის GPS ტრეკერი ამოაძვრინა. ახლად ნაყიდ "მაგთის" კარტას კბილებით მოახია თავი და ამოღებული SIM ბარათი GPS-ის პლასტმასის ჩასადებში მოათავსა. ტელეფონი მოიმარჯვა და GPS-ის ნომერზე შეტყობინება გააგზავნა, პასუხად იმ წამსვე მოუვიდა თავისი სახლის კოორდინატები. ავალიანი არ ტყუოდა, მოწყობილობა მუშაობდა. კმაყოფილს ჩაეღიმა.
ისღა დარჩენოდა სწორ დროსა და სწორ ადგილზე მიეკრა და შედეგს დალოდებოდა. მაჯის საათს დახედა, ღამის ათი ხდებოდა. თითები ნერვიულად ააკაკუნა მაგიდაზე. ხვალამდე ვერაფრით მოითმენდა. დღესვე უნდა მოეგვარებინა საქმე, მხოლოდ უნდა დაეცადა, სანამ დედამისი დასაძინებლად დაწვებოდა. სულა სახლში არ გამოჩენილა. ბოლო დროს იშვიათად მოდიოდა, რაც გურანდას უფრო და უფრო ანერვიულებდა, ელს კი პირიქით. თავისუფლად სუნთქავდა, როცა მამამისი სახლში არ იყო.
სკამზე შესწორდა და ლოდინში გადაწყვიტა ისევ ნიცასთვის დაერეკა. საშინლად გაღიზიანდა, როცა ავტომოპასუხემ აცნობა, მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდანო. გოგოლაძე რაღაც სერიოზულს აფუჭებდა და ელი აღარ აპირებდა ჩუმად ჯდომას. მანამდე მის მეგობარს არაფერი ჰქონია დასამალი, მით უფრო ახლო წრესთან. ბოლო დროს კი შეიცვალა. საკუთარ თავში ჩაიკეტა და პირში წყალი ჩაიგუბა.
ნერვებმოშლილმა გახეთქილი ტუჩი თითებით მოისინჯა. სახე მოეღრიცა. შეხება ემწარა. კონტაქტებს ჩამოჰყვა და ახლა შუკვანის ნომერზე გადარეკა. მეორევე ზუმერზე უპასუხეს.
- ელ... - მოისმა ყურმილიდან ბიჭის სევდიანი ხმა.
- კიტა! - წელში გასწორდა - ყველაფერი რიგზეა?
- სოფოსთან ვიჩხუბე, ისევ! სახლიდან წავიდა და წარმოდგენა არ მაქვს სად!
- რა მოხდა?
- ახალი არაფერი! სახლში მევალე მოგვივარდა, ჩემი ფული უკან დამიბრუნეთო. შუაში, რომ არ ჩავდგომოდი დედაჩემს ნაწილ-ნაწილ აკუწავდა. ერთი ამბავი იყო. თავიდან ვერაფრით მოვიშორე, სანამ არ დავპირდი ვალს მე დაგიბრუნებ-თქო.
- როდემდე აპირებ დედაშენის ვალების გასტუმრებას? - ნერვები მოეშალა სავანელს - საკუთარი არსებობისთვის ძლივს გყოფნის სახელოსნოდა აღებული ფული. ნორმალური ხარ?! ეგეთი ტემპით რა ბინის ქირის ფულს მოაგროვებ?!
- აბა, რა მექნა? პოლიციაში დამერეკა? ის კაცი, კი არა, დედაჩემია დასაჭერი თაღლითობისთვის! ერთი სული მაქვს სწავლა დავამთავრო და აქედან ავახვიო, თორემ საბოლოოდ ან სოფოს შევიწირავ, ან ის შემიწირავს მე!
ელმა ორი თითით მოისრისა თვალები. განიცდიდა მეგობრის სიტუაციას და წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ დახმარებოდა. კიდევ დიდხანს საუბრობდნენ ტელეფონით, სანამ შუკვანმა არ უთხრა - ჯობია დავიძინო, სანამ თავი გამისკდა. ხვალ შევხვდებით, უჩემოდ სკოლაში არ წახვიდეო. ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ტელეფონი გათიშა. საათს რომ შეხედა, გაუკვირდა. უკვე შუაღამე ახლოვდებოდა. ფეხაკრეფით გაიპარა საძინებლიდან.
მისაღებ ოთახში შუქი ჩაექროთ და ტელევიზორი გაეთიშათ. გურანდა, საიმონთან ერთად, დასაძინებლად დაწოლილიყო. თითის წვერებზე მიიპარა დედამისის საძინებელთან და კარი ძალიან ფრთხილად შეაღო. ოთახში ქალისა და ბავშვის ღრმა სუნთქვა ისმოდა. გულდამშვიდებულმა უჩუმრად გამოიხურა კარი და ჰოლში გაიპარა.
ფეხსაცმელები სწრაფად ამოიცვა და სახლიდან უჩუმრად გამოვიდა. სადარბაზოს კიბეებზე სწრაფად დაეშვა და გარეთ გამოსულმა კაპიუშონი თავზე წამოიფარა. უნებურად მზერა ხის მაგიდისკენ გაექცა. ცარიელი დახვდა, რეზის სახლში გადაეწყვიტა დარჩენა. გაუხარდა. ახლა არავისთან შეხვედრა არ უნდოდა. მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი.
ნაბიჯს აუჩქარა. ქუცა გადაკვეთა და ლამის სირბილით იარა დანიშნულების ადგილამდე. როცა საჭირო ქუჩაზე შეუხვია, გარემოს მოავლო თვალი. კაცი-შვილის ჭაჭანება არ იყო. სამსართულიანი სახლის წინ ვერცხლისფერ სედანს მოჰკრა თვალი. გაუხარდა, არც ამჯერად მოუტყუებია ავალიანს. მართლა იცოდა, სად ცხოვრობდა მელოტი!
გარეთ დაყენებულმა მანქანამ ცოტა არ იყოს დააეჭვა. სახლს უზარმაზარი გარაჟი ჰქონდა, რატომ დატოვებდა მანქანას გარეთ? უზარმაზარ შენობას გახედა, ფანჯრებში შუქი ენთო. ან ახალი მოსულია, ან გასვლას აპირებსო - გაიფიქრა გულში. ბევრი დრო არ ჰქონდა. წელში მოიხარა და უჩუმრად გადაირბინა გზატკეცილზე. მანქანას ზურგით ამოეფარა და გულისცემა რომ დაიოკა, ავტომობილის ქვეშ შეხოხდა.
GPS გააქტიურა და მაგნიტური კუთხით საბურავის გვერდით ცივ მეტალზე მიაკრა. მოწყობილობა უხმოდ და ზანტად აციმციმდა წითლად. მანქანის ქვეშიდან გამოხოხდა, მიიხედ-მოიხედა და რომ დარწმუნდა არავინ იყო ქუჩაში ისევ მოპირდაპირე ქუჩაზე გადაირბინა.
წელში გასწორდა და უკვე მშვიდი ნაბიჯით გააგრძელა გზა. ორმოცდაათი მეტრით, რომ მოშორდა ადგილს, ტელეფონი ამოიღო და ისევ გააგზავნა ესემესი. Მოწყობილობამ სწრაფად დაუბრუნა შეტყობინება ახალი ადგილმდებარეობით. კმაყოფილმა აპარატი ჯიბეში ჩააბრუნა და სახლში გაბრუნება დააპირა, რომ ზურგსუკან კარის გაღების ხმა შემოესმა. მაშინვე ხის სქელ ტანს ამოეფარა და ხმის მიმართულებით გაიხედა.
სახლიდან მელოტი გამოდიოდა მეგობარ ქალთან ერთად, რომლისთვისაც წელზე შემოეხვია ხელი და ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა. ქალი კისკისით იფარებდა პირზე ხელს და მამაკაცს ნება-ნება მიჰყვებოდა კიბეებზე. გაფითრებული სავანელი ქალს მიშტერებოდა და საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა. არაფერი ეჩვენებოდა! კახა კახაძემ მანქანაში, შუკვანის დედა, სოფო ჩაისვა და ერთად გაეცალნენ იქაურობას...


******

"რომეო"

სახლში დაბრუნებულ ელს მთელი ღამე არ უძინია. თითქოს ჭია შეუჩნდაო, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ვერც საძინებელში და ვერც აივანზე, მთელი ღამე აჩრდილივით დაბოდიალობდა სახლში. ვერაფრით ამოეგდო გონებიდან ნანახი სურათი.
რა აკავშირებდა სოფო შუკვანს კახა კახაძესთან? ფაქტი იყო, რომ ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. სახლშიც კი ეწვია მელოტს! აი, თურმე, სად წაბრძანებულა შვილთან კამათის შემდეგ. რაღაც ცუდი განწყობა არ ეწერა სახეზე, პირიქით ბრწყინავდა მელოტის გვერდით! ტუჩები ზიზღით დაემანჭა.
ნუთუ იმ დონემდე დაეცა, რომ ასეთი არარაობის საყვარლად იქცა? სერიოზულად?! ყველაზე უარესი - როგორ ეთქვა ეს შუკვანისთვის? ეთქვა კი, საერთოდ? სოფოს ბედი არაფრად ადარდებდა, კაპიკი იყო იმ უტვინო დედაკაცის ფასი, მეგობარზე ღელავდა - კიტას შეიძლება ცხელ გულზე რაიმე სისულელე ჩაედინა. კახაძეს, რომ მივარდნოდა? მისგან სრულიად მოსალოდნელი ნაბიჯი იყო. აივანზე, სავარძელში ჩაეშვა და სახე მოისრისა. გამოსავალს ეძებდა და ვერაფრით ეპოვა.
მერე უცებ რაღაც ამოუტივტივდა გონებაში და თავი სწრაფად ასწია მაღლა: „გგონია, ნამდვილი ბოროტება მე ვარ? შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რა ხდება მათ სახლში!“ მოაგონდა სულას სიტყვები და გულ-მუცელი გაეყინა. რისი თქმა უნდოდა ამით? სოფოს კახაძესთან ურთიერთობას გულისხმობდა? სულამ იცოდა ერთანეთს, რომ ხვდებოდნენ?! კი მაგრამ, რამდენი ხანია ეს ბინძური ამბავი გრძელდებოდა? ნუთუ, კახაძესგან იღებდა საარსებო თანხას? შუკვანს მუდამ უკვირდა, წარმოდგენა არ მაქვს სასმელის ფულს საიდან შოულობსო. ნუთუ მელოტი აძლევდა?! კი, მაგრამ, ასე უფასოდ?! მერე ბინძური აზრები ამოუტივტივდა გონებაში და ზიზღით თავი გააქნია, რომ თავიდან გამოებერტყა ამაზრზენი კადრები, რომლებიც უნებურად წარმოუდგნენ თვალწინ.
ოოო, არა! კახაძე, სოფოს არაფერს მისცემდა უფასოდ. ასეთი გახრწნილი სულის ადამიანები არავის არაფერს აძლევდნენ უფასოდ. ელს წარმოუდგენელმა იდეამაც კი გაუელვა თავში, სოფოს „დელავერში“ მუშაობას, ხომ არ აიძულებსო. მერე სწრაფად უარყო ეს აზრი. ასე შორს რომ შეეტოპა შუკვანს, ადრე თუ გვიან ეს ამბავი კიტას ყურამდე მივიდოდა, რადგან სამწუხაროდ, თუ სამარცხვინოდ, „დელავერს“, ქალაქის უმეტესი ნაწილი სტუმრობდა. ვინმე აუცილებლად დაიგრძელებდა ენას - დედაშენი ბორდელში მეძავად მუშაობსო.
ისევ სახეზე ჩამოისვა ხელი ნერვიულად და წარბშეკრული ჩაბნელებულ ჰორიზონტს მიაჩერდა. საქმე სხვა რამეში იყო, აქ სულ სხვა რამ ხდებოდა! რა იგულისხმა სულამ? რატომ არ უნდოდა, რომ ელს კიტასთან ემეგობრა? მანამდე მისი მოთხოვნისთვის ყურადღება არც მიუქცევია. მამამისის ავადმყოფურ გამოხდომებს არასოდეს უკვირდებოდა, მაგრამ ახლა როცა საკუთარი თვალით ნახა, როგორ ამოეჩარა იღლიაში სოფო კახაძეს, ფეხქვეშ მიწა შეერყა. იქნებ... იქნებ, სულას ჰქონდა მიზეზი, რატომაც უშლიდა კიტას...
არა! არა! არა! არავითარ შემთხვევაში! - შეუძახა თავს და სკამიდან წამოფრინდა. ნერვიულად მოჰყვა თავის ქიცინს. სულ რომ ცა ჩამოქცეულიყო და ბერძნული ღმერთები ჩამოსულიყვნენ ღრუბლებიდან, ელი თავის დღეში არ დაიჯერებდა, რომ მთელს ამ ამბავთან კიტას რაიმე აკავშირებდა. იქნებ დედამისი იყო კიდეც გარეული რაიმეში, მაგრამ არა მისი მეგობარი! ამას არასდროს ირწმუნებდა! - მეტიც, საკუთარი თვალით, რომ ენახა მაინც არ დაიჯერებდა! ბიჭს იმდენად ბრმად ენდობოდა, იმდენად ბევრი იყო მათ შორის, ამ რწმენას ვერავინ და ვერაფერი შეურყევდა ასე მარტივად! არა და მორჩა! მთელს ამ ბინძურ ამბავს სხვა ახსნა უნდა ჰქონდესო! - დაიმშვიდა თავი და წინ და უკან ბოდიალის შემდეგ, ისევ სკამზე დაეშვა ძალაგამოცლილი.
კიტამ გააფრთხილა მელოტისგან თავი შორს დაეჭირა, მაშინ, როდესაც კაფეტერიაში საუბრობდნენ, გოგონას აუკრძალა მის ახლოს გაკარება! რომ გაეგო, დედამისი... არა, გამორიცხული იყო, ამას კიტას არ ეტყოდა! უბრალოდ ვერ შეძლებდა! ეჭვიც არ ეპარებოდა რომ საფრთხეში ჩააგდებდა!
საკუთარ თავთან ბრძოლასა და ეჭვებში დაათენდა თავზე სავანელს. მზე, რომ ამოიწვერა ჰორიზონტზე თვალებდასიებულსა და უპეებჩალურჯებულს გუნება იმდენად ჰქონდა მოშხამული, პირი რომ დაეღო გესლს გადმოანთხევდა. კიდევ კარგი შაბათი იყო და სკოლაში არ იყო წასასვლელი. ვერავის თავს ვერ მოაჩვენებდა, რომ არაფერი არ სჭირდა.
მერე უცებ ახალი სადარდებელი წამოუტივტივდა თავში და კბილები გააღრაჭუნა - სად დაბოდიალობდა ნიცა გოგოლაძე?! რატომ თიშავდა ტელეფონს და ვის ხვდებოდა საიდუმლოდ?! ეს მას არ ჰგავდა, რაღაც უჭირდა. რაღაცას მალავდა და ელს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ იმავე დღეს გაარკვევდა, რომელი ეშმაკი არ ასვენებდა გოგოლაძეს!
შეიცადა, სანამ საათის ისრები დილის რვასთან არ მიჩოჩდნენ. სწრაფად გამოიცვალა ტანსაცმელი და სახეარეული, ისე რომ გურანდასთვის წესიერად სიტყვაც არ უთქვამს, სახლიდან ტყვიასავით გავარდა. ნიცას სახლამდე ლამის სირბილით იარა. იცოდა, რომ ქალბატონი თინათინი ასეთ დროს უკვე ფეხზე იქნებოდა. გრძელი ხის კიბეები მარდად აირბინა და კარზე დააკაკუნა.
არ შემცდარა, ზუსტად ორ წამში ზღურბლზე დიასახლისი გამოჩნდა და როცა ელი დაინახა, გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
- ელ? - დაბნეულმა თვალები აახამხამა - ასე ადრე არ გელოდი.
- დიდი, ბოდიში, თინა დეიდა, რომ ასე ადრიანად მოგადექით, შეიძლება ნიცა ვნახო?
- კი, მაგრამ გუშინ შენთან ერთად არ იყო გვიანობამდე? - ცოტა არ იყოს დაეჭვდა. ელს პირი გაუშრა და ჩაახველა.
- ეეე... დიახ, სანამ სახლამდე მოვაცილებდი რაღაცის თქმა დამავიწყდა, აუციელბად უნდა ვესაუბრო, თუ წინააღმდეგი არ იქნებით.
- რას ამბობ, შვილო, შემოდი, - გვერდით გადგა და გაატარა, გოგონას სახემ შეაშინა, ალბათ ვამპირს ვგავარო გაიფიქრა გულში - ხომ მშვიდობაა, ელ?
- ყველაფერი რიგზეა, - თავს ღიმილი აიძულა - ნიცას შევაკითხავ.
- მიდი, შვილო, რამე ხომ არ მოგართვათ?
- არა, არაფერი, ნუ შეწუხდებით, დიდხანს არ დავრჩები.
მკრთალად გაუღიმა და მაშინვე დაქალის ოთახში შეაჭრა უპარდონოდ. ისე იყო გაბრაზებული სულ ფეხებზე ეკიდა გოგოლაძეს თუ შეაშინებდა უეცარი თავდასხმით. ნიცას ლოგინში მოკუნტულს ეძინა. საბანი ცხვირის წვერამდე წაეფარებინა და მშვიდად თვლემდა.
ელი ორი ნაბიჯით მიეჭრა და საბანი გადააძრო. გოგოლაძემ თვალები ჭყიტა და დაფეთებული საწოლზე წამოჯდა. ნამძინარევი თვალები ველურივით დააცეცა, მაგრამ მის წინ ასვეტილი გავეშებული სავანელი, რომ შეამჩნია, ფერი კიდევ უფრო დაეკარგა.
- ელ... - ამოიკნავლა.
- მე შენ, გაჩვენებ, ელს! - წაისისინა გაცოფებულმა - სად იყავი გუშინ! რატომ არ პასუხობდი ტელეფონს?! იცი, რომ ცოტა დამაკლდა სახლში არ მოგვარდნოდი?!
- მე... მე... - აბლუკუნდა და თვალები დააცეცა პასუხის საპოვნელად.
- არა, ნიცა, ჩემი მოთმინება პირთამდე ამოწურე! ახლავე მეტყვი სად იყავი გუშინ და ვისი მიზეზით ატყუებ მშობლებს!
- ელ..
- არ ვხუმრობ, ნიცა!
ნახშირივით შავ თვალებში ცეცხლი უგიზგიზებდა. სოფოზე გამწარებულს ნიცა შერჩა ხელთ, თუმცა დანაშაულის შეგრძნება სულაც არ აწუხებდა. იმსსახურებდა გოგოლაძე გვარიან შენჯღრევას, რადგან გრძნობდა, რომ ქალბატონს რაღაც ხათაბალაში ჰქონდა გაყოფილი თავი. გოგონამ წნეხს ვერ გაუძლო. სახე ხელებში ჩარგო და ჩუმად ატირდა. ასეთმა რეაქციამ ელი კიდევ უფრო გამოიყვანა წყობიდან.
- არც კი გაბედო, თავის შეცოდება! - დაუსისინა მეგობარს - ახლავე მეტყვი რა ხდება შენს თავს, თორემ ამ კარიდან, რომ გავალ ჩვენ შორის ყველაფერი მოკვდება, ნიცა!
გოგონამ ელვის სისწრაფით წამოსწია თავი. სახეზე შიში ეწერა. გადაფითრებულს თვალები დამრგვალებოდა და მეგობარს ისე მისჩერებოდა, თითქოს პირველად ხედავდა.
- ბევრი დრო არ მაქვს, გისმენ!
გოგოლაძე ერთხანს ქსუტუნებდა და ერთიანად აცახცახებული თვალს არ აშორებდა სავანელს. ასეთი გაცოფებული არასოდეს უნახავს და გვარიანადაც დაფრთხა. ბოლოს, როცა შეამჩნია, რომ სიტუაციიდან თავს ვერ დაიძვრენდა. საწოლიდან გადმოფოფხდა, მუხლებზე დაეშვა, ლოგინის ქვემოდან ცისფერი ყუთი გამოაძვრინა და აკანკალებული ხელით ელს გაუწოდა.
- ეს რა არის? - წარბი შეიკრა.
- გახსენი და წაიკითხე.
უთხრა აკანკალებული ხმით და ისევ საბნის ქვეშ შეძვრა. მოიკუნტა და სახეზე ხელები აიფარა. თავისთვის ჩუმად, უხმოდ ტიროდა. ელი საწოლის ბოლოს ჩამოჯდა და ყუთს თავი მოხადა. შიგნით ლამაზი საფოსტო კონვერტები აღმოჩნდა, ფერადფერადი ცვილით დაბეჭდილი, რომელიც ნიცას ისე ნაზად გაეხსნა, ცვილს გრავერები შეენარჩინებინა.
გვერდულად გახედა საბნის ქვეშ მოცახცახე მეგობარს. კბილი კბილს დააჭირა. ყუთი გვერდით გადადო და ერთი კონვერტი ამოიღო. გახსნა და რძისფერი ფურცელი ამოაძვრინა. ლამაზ ხელწერას თვალი მოავლო და ისევ ნიცას გახედა. სხვა დროსა და სიტუაციაში არასოდეს იკადრებდა უცხო წერილის წაკითხვას, მაგრამ ახლა... საწოლზე შესწორდა და წარბშეკრულმა კითხვა დაიწყო:
„ნიცა, ჩემო თვალის ჩინო, ჩემო ერთადერთო სიყვარულო...
არ ვიცი, როგორ გამოვხატო სიტყვებით, ის რასაც შენ მიმართ ვგრძნობ. შენთან შეხვედრის დღიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრებაც და ჩემს არსებაში უზარმაზარი გარდატეხა მოხდა. არ ვარ ის კაცი, რომელიც ქალს, რომანტიკულ წერილებს სწერს. საკუთარი თავის გამკვირვებია, რომ პატარა ბიჭივით მივუჯექი ფურცელს და სიყვარულს ვუხსნი, პატარა გოგონას, რომელმაც მთელი ჩემი წარმოდგენა ცხოვრებაზე თავდაყირა დააყენა. რომ მახსენდება, რამდენად ნაზი ხარ, ფაქიზი, დაუცველი... მაპატიე, რომ ეს დავუშვი. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხარ, ჩემო ანგელოზო. ძალიან ახალგაზრდა, რომ მიხვდე რა ტრიალებს ზრდასრული მამაკაცის სიყვარულისგან გაგიჟებულ გულში.
ვიცი, რომ ეს ურთიერთობა არასწორია, მაგრამ რა ვქნა, რომ თავს ვერ ვერევი. ყოველდღე, ყოველწუთს, ყოველწამს შენზე მეფიქრება. ვფიქრობ და ახსნა ვერ მომიძებნია, როგორ შეძელი ჩემს სამყაროში ასე შემოჭრა. ჩვენი ცხოვრება იმდენად განსხვავდება ერთანეთისგან, რომ წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ნიცა, მე არ ვეკუთვნი შენს სამყაროს. ჩვენი ერთად ყოფნა წარმოუდგენელიც კია... მაგრამ, უნდა გამოგიტყდე, რომ ცხოვრებაში ასე არასოდროს არაფერი მდომებია...
ალბათ გამიგებ, თუ გთხოვ, რომ ჩვენი ურთიერთობა საიდუმლოდ შეინახო. ის რაც ჩვენ ორ შორის არის ვერავინ გაიგებს, ჩემო ქალღმერთო. მუდამ გახსოვდეს, რომ ჩემი გული მხოლოდ შენთვის ფეთქავს. ეს ქვის გული, რომელიც სხვისთვის დაუნდობელი და სასტიკია, შენთვის მოკვდება...
სიყვარულით... შენი მიხეილი“
ელმა კითხვა დაასრულა და ბოლო წინადადებაზე მზერა გაუშტერდა. ნიცა მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად ადევნებდა თვალს მეგობრის რეაქციას. როცა მისი გაყინული მზერა შეამჩნია, მიხვდა რასაც უყურებდა და სახე ისევ მოეღრიცა ტირილისგან. ელმა ენა პირში ძლივს მოიბრუნა. მძიმედ ასწია თავი და მეგობარს სუსხიანი მზერა მიაპყრო. მისი გამოხედვა ათას სალანძღავ სიტყვაზე უარესი დასანახი იყო. სჯობდა ეყვირა ვიდრე ასე შემოეხედა. ნიცას გული შიშით აუფართხალდა.
- მითხარი, რომ მეჩვენება... - ამოიოხრიალა გაფითრებულმა - მითხარი, რომ რაც ამ წამს წავიკითხე, შენი ბოროტი, ან სულელური ხუმრობაა!
- ელლ...
- ნიცა, მითხარი, რომ ეს სიმართლე არ არის... - გესლს ღეჭავდა პირში, მზერა კი უფრო და უფრო, სასტიკი უხდებოდა. გოგოლაძე შიშით მოიკუნტა.
- ვიცოდი, რომ ასეთი რეაქცია გექნებოდა, ვიცოდი და ამიტომ მეშინოდა სიმართლის თქმის... - ამოიტირა გულამოსკვნილმა და სახე ხელებში ჩამალა.
- იცოდი, რომ ასეთი რეაქცია მექნებოდა? - ყური ისე მიუშვირა, თითქოს კარგად ვერ გაიგო ნათქვამიო - იცოდი, რომ საზიზღრობას აკეთებ, ამაზე გავცოფდებოდი და ამიტომ დამიმალე? ამის თქმა გინდა?!
კიდევ უფრო მეტი სუსხი გამოერიათ ბგერებს. ნიცას ხმა აღარ გაუღია. ხელებში თავჩარგული გულამოსკვნილი ქვითინებდა. ელი ფეხზე წამოიჭრა. ქაღალდი ისე ჩაუძახა ყუთში თითქოს დამპალი ცხოველის ლეში ყოფილიყოს და თავი დააფარა. მეტის წაკითხვას ვერავინ აიძულებდა. ისედაც გულისრევის შეგრძნება ყელში მობჯენოდა და აღებინებდა კიდეც, რამე რომ ჰქონოდა ნაჭამი.
ერთხანს ნერვიულად სცემდა ბოლთას ოთახში და საკუთარ ენას ღეჭავდა, რომ ხმა არ ამოეღო. იცნობდა თავის ხასიათს, ძალიან აწყენინებდა მეგობარს. ამიტომ, შეიცადა სანამ პირველმა ელდამ და მრისხანებამ ცოტათი არ გადაუარა. ბოლოს ის კითხვა დასვა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა:
- ხელი დაგაკარა? - წაიჩურჩულა გაფითრებულმა - შეგეხო?! ხმა ამოიღე, ჭკუიდან არ გადამიყვანო!
- მაკოცა... - ჩურჩულითვე იყო პასუხი.
ელმა ხელები თავზე წაივლო. თვალები დახუჭა და უკანასკნელ წვეთ მოთმინებას უხმო, რომ დენთის კასრივით არ აფეთქებულიყო. გამძვინვარებულს ძარღვებში სისხლი უდუღდა.
- პირველად მაქვს სურვილი, მთელი ეს ნაგავი დედაშენს ვაჩვენო! - მიუგო მიტკალივით გაფითრებულმა - ეს ჩემს პასუხისმგებლობას ცდება... ძალიან შორს სცდება, ნიცა.
- არა! - დაზაფრული ფეხზე წამოიჭრა - ამას არ გამიკეთებ! არა, ელ! გევედრები! ასე არ მომექცე!
გოგონას მკლავებში ჩააფრინდა მუდარით. სახეზე ცხოველური შიში ეწერა. თვალები ლამის ბუდიდან გადმოსცვენოდა, ლოყებზე კი ცხელი ცრემლები აწვიმდა. საშინელი დასანახი იყო.
- ასე, რამ გამოგაშტერა? - ტიჩები ზიზღით აუთრთოლდა - ასე, რამ დაგაბრმავა, ნიცა?
- ელ, გემუდარები, ჩემებს არაფერი უთხრა! - ტიროდა გულამოსკვნილი.
- წარმოდგენა მაინც გაქვს ვისთან გაქვს საქმე? - ახლა თვითონ ჩააფრინდა მკლავებში და ძლიერად შეანჯღრია - იცი, რა დამპალი სულის ადამიანთან იჭერ საქმეს! თავი დავანებოთ, რომ შენზე ოცდაათი წლით უფროსია! თავი დავანებოთ იმ ავადმყოფურ ფაქტს, რომ არასრულწლოვანი ხარ, ის კი უბრალოდ ჩვეულებრივი პეფოდილია! იცი, რა გახრწნილი სულის პატრონს გადაეყარე?! იცი?!
კინაღამ უღრიალა. ნიცა ჩაიკეცა. სახეზე ისევ ხელები აიფარა და წინ და უკან რწევას მოჰყვა. ელი ჩაიცუცქა და ხელები ძალით მოაშორებინა სახიდან. დანდობას არ აპირებდა. იმდენად დაზაფრა ახალმა ამბავმა, პირველად არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.
- შემომხედე, უტვინო გოგო! - მაჯები ძლიერად დაუჭირა - არ დაგინახო, მასთან ახლოს გაკარებული, თორემ ყველაფერს ვფიცავ, მამაშენს მეთვითონ ვეტყვი სიმართლეს! გაგიმეტებ, ნიცა! გაგიმეტებ, თუ იმ პედოფილ არამზადას არ ჩამოშორდები! გესმის, ჩემი?! გავწირავ ჩვენს მეგობრობას, ისევ მეგობრის მოვალეობის მიზნით! აზრზე არ, ხარ ვის გადაეყარე, წარმოდგენა არ გაქვს, რა ეშმაკი უზის სულში იმ ნაბიჭვარს! შენს სიდებილეს უნდა ჰქონდეს საზღვარი! გამოფხიზლდი, თორემ გაიძულებ!
ნიცა მთელი ტანით ცახცახებდა. ელს შიშით დამრგვალებული თვალებით მისჩერებოდა და გალურჯებულ ტუჩებს ნერვიულად ილოკავდა. აღარაფერი დარჩენილიყო ლამაზი, კოხტა და ხალისიანი გოგონასგან. მოჩვენებას დამსგავსებოდა გოგოლაძე.
- მაშინებ, ელ... ახლა, მხოლოდ შენ მაშინებ...
წაიჩურჩულა და თვალის კუთხიდან ცხელი ცრემლები გადმოეღვარა. ელმა მაშინვე ხელი უშვა და ფეხზე წამოდგა. მძიმედ სუნთქავდა. ხელები დაემუშტა და უკან დაიხია. კანზე ცეცხლი ეკიდა. თვალები არამიწიერად ეწვოდა. უცებ ნიცას ოთახი იმდენად ვიწრო და არაკომფორტული გახდა ჟანგბადი დააკლდა ფილტვებში.
- როგორ გიგზავნის წერილებს? - იკითხა ყინულივით ცივი ხმით.
- რა?
- როგორ გიგზავნის-მეთქი, წერილებს - გაღიზიანდა - არ მითხრა, ფოსტაში დადის ყოველ დილაო!
- მე მივდივარ, კონკრეტულ ადგილზე. წერილი ყოველთვის იქ მხვდება და ვიღებ. არავის არ მოაქვს ჩემთან.
- რომელ ადგილზე?
- ელ...
- რა ადგილზე დადიხარ, წერილის ასაღებად?! - ლამის უყვირა.
- წყაროსთან. - ამოიკნავლა - კონვერტი ყოველთვის ქვის ღრმულშია დატოვებული.
- წყაროსთან?
დაფიქრდა, მერე გაახსენდა, რომ გოგოლაძეს სახლამდე ას მეტრში ლამაზი ქვით მოპირკეთებული წყარო იყო, ლითონის ონკანით დამშვენებული. გოგონები ხშირად სვამდნენ ხოლმე წყალს, სკოლის გზიდან ნიცასთან წამოსულები.
- წერილს როდის გიტოვებს ხოლმე?
- არ ვიცი როდის მოდის... - ამოიტირა გაწვრილებული ხმით - მაგრამ, საღამოს ათ საათზე მუდამ ადგილზე მხვდება ხოლმე.
- საღამოს ათ საათზე გარეთ გადიხარ და მამაშენი არაფერს გეკითხება? - წარბები აზიდა გაკვირვებულმა.
- ნაგვის გადასაყრელად გავდივარ ხოლმე. - დაისრუტუნა და თვალი აარიდა. ელს ისევ კრიჭა შეეკრა.
- ახლა კარგად მომისმინე რასაც გეტყვი! - მეგობრის წინ ჩაიმუხლა და ნიცას თვალი თვალში გაუყარა - ყუთი თან მიმაქვს! ყველა წერილს დავწვავ, პირველივე შესაძლებლობისთანავე! შენ, კი იმ ნაბიჭვარს სამუდამოდ ჩამოშორდები! არც კი გაბედო ჩემი მოტყუება, ნიცა! ვერ მომატყუებ! რომ გავიგო ისევ ხვდები ეგრევე მამაშენთან მივდივარ! არ მაინტერესებს, თუ შემიძულებ! თუ ასეთი ნაბიჯი საკუთარი სისულელისგან გიხსნის, დაე, ასე იყოს! არანაირი კონტაქტი, არანაირი ზარი, არანაირი ესემესი, არანაირი წერილი!
- ის ასე მარტივად არ დამანებებს თავს... - სახე მოეღრიცა სასოწარკვეთილს.
- დაგანებებს! - გამოსცრა კბილებში - დაგანებებს, ისე, როგორც დაგიბარებია! შენ, კი თავი მისგან შორს დაიჭირე! ნუ, გადაუსვამ ყველას და ყველაფერს ხაზს იმ სულით გახრწნილი არამზადისთვის! გესმის რას გეუბნები?!
- მეშინია, ელ... - მოკუნტული კიდევ უფრო აცახცახდა - მიყვარს, მართლა მიყვარს.
- რა იცი სიყვარულის შესახებ, თექსვმეტი წლის ქარაფშუტა გოგომ? - ყურებს არ დაუჯერა სავანელმა - ახლა ასე გგონია, მაგრამ დრო გავა და ამისთვის მადლობასაც მეტყვი! სარკეში ჩაიხედე, სკოლაში ყველაზე ლამაზი, გოგონა ხარ! არაფერი გჭირს საიმისოდ, რომ ცხოვრება სამუდამოდ დაინგრიო ერთი შეცდომის გამო! დაუბრუნდი ძველ ჩვეულებას. საკუთარ თავს პატივი ეცი და არ გაბედო ასეთ წუმპეში მეორედ ფეხის ჩადგმა. დამიჯერე, ნიცა, ხშირად ერთ სულელურ შეცდომას, შეუძლია შენი მთელი ცხოვრება ისე შეცვალოს, რომ ძველისგან კვალიც აღარ დარჩეს. ნუ გაუკეთებ ამას შენს თავს და ნურც დედაშენს. ეგ გრძნობა, რასაც ახლა განიცდი, არ არის სიყვარული. დაგაბრმავა! შენზე უფროსი და გამოცდილია, იცის როგორ დაახვიოს თავბრუ პატარა გოგონას. პედოფილი ! არ მოგცემ ცხოვრების დანგრევის უფლებას, თუნდაც ამისთვის შემიძულო!
ნიცას სლუკუნი ტირილში გადაუვიდა. გულამომჯდარი ელს კისერზე მოეხვია და მწარედ ატირდა. ელმა აქვითინებული გოგონა გულზე მიიხუტა და თმაზე ნაზად გადაუსვა ხელი.


პ.ს. ჩემო ძვირფასებო, იმედია ისტორიამ ჩაგითრიათ და კარგ დროს ატარებთ <3 <3 <3 ისევ გარბენით გიდებთ თავებს და თუ რამე მექანიკური შეცდომა გამეპარა ტექსტში, მომიტევეთ <3 <3 დროს რომ მოვძებნი ლამაზად ჩავუჯდები და ყველაფერს გავასწორებ. მხოლოდ ამ წამს მართლა საგიჟეთი მაქვს, თავების დადებას ძლივს ვასწრებ, პლუს მესამე ნაწილზე ვმუშაობ რომ მალე მოგაწოდოთ ყველაფერი (დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ, მხოლოდ ცოტა დრო დამჭირდება. ის რასაც ბოლო თავებში ვამზადებ, ისეთი... მმმ, მოკლედ მაგას გამოხსნა სჭირდება და ლამაზად დალაგება, ამიტომ ცოტა დრო მომეცით პირობა პირობაა თვეები არ გალოდინებთ <3) ახლა რაც შეეხება შემდეგ თემას, რისთვისაც კომენტარს ვტოვებ, რომ გაუგებრობა არ იყოს შემდეგ. ეს ნაწილი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ბოლო ატვირთვაღა დამრჩა და გაფრთხილებთ, რომ შედარებით დიდი იქნება ვიდრე სხვა დანარჩენი რაც აქამდე ავტვირთე. მხოლოდ, ამას ასე ბრმად ვერ დაგიდებთ, ყველაფერს დეტალურად უნდა გადავხედო, ჩასასწორებელი ჩავასწორო და გულიხეთქვის გარეშე აგიტვირთოთ. ამიტომ ბოლო ნაწილი აიტვირთება კვირას საღამოს საათებში <3 <3 <3 ცოტა შოკი გექნებათ, მაგრამ... ჩემი ბრალი არ არის ;დდდდდდდდდდ მიყვარხართ უზომოდ ყველანი ვინც ისევ დამიბრუნდით და ისევ თვალს მადევნებთ. დიდი მადლობა ერთგულებისთვის და იმავეთი გიპასუხებთ <3 <3 შევხვდებით კვირას, გელოდებით კომენტარებში. დიდი სიყვარულით თქვენი პაზლების ქურდი! <33333333333333333333
პ.ს.ს. "კალანდია" ძააან ვიცინი!!!!!! ;დდდდდდდდდდდდდდდდდდ



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

"დაი" - "პამპერსაი" ტრადიციულად <3
"ცეცხლს ეთამაშები, ელ!"
გითხარი მე შენ, მაზოხისტი ვარ-მეთქი, მარა ჰიურემის არ იყოს "ია სამა აგონ!".
ახლა კახაძის და არეშიძის ტანდემს ველოდი. მარა, ასე ნათლად რომ ყველამ იცოდა ტრეფიკინგზე, ეტა ინწირესნაა.
ეჰ, ელ, რამდენი რაღაცის აღება მოგიწია საკუთარ თავზე.
ოჰოო, შვლის ნუკრი და შოთის პური ღობინ ჰუდები ყოფილან, უყურე შენ.
ყოველთვის მაინტერესებდა ეს სერიული კუმკვატების კლიჩკების დამკვიდრების ფენომენი :დდდდ
"მოულოდნელი სტუმარი"
ფეხსაცმელი წითელი ნეონებით.
აი, საიდან აღმოჩნდა ახლა მოსეია იმ ბინაში? ან დელავერთან რა აკავშირებს? რის მიღწევას ცდილობს. რაა ამომავალი წერტილი ამის ლურჯ ზღვაში ვიბანავე მე!
"უკანონო შეღწევა"
რა სამწუხაროა, რომ კარის გასაღების გარეშე გაღების სწავლა შუკვანს ასე ძვირი დაუჯდა.
დარეჯანას აკლდამა:დდდდ ვკივი :დდდდ ეგ მეშოკის ღირსიც არაა, ნუ ბღალავ სამარხებს, ნიანგო!
საჭირო ნივთიო? მე რადო მეგონა, რომ კახაძეზე გაყვანას სთხოვდააა, მესროლე ერთი ტაბურეტკა, კატია, რა გახდა?!
აი, აი, რატომ მაღიზიანებს ეს ნიცა ესე ძალიან?! საკვანძო მომენტში ამის საიდუმლოს გამო აღმოჩნდებიან ტრ'აკში, ხო?!
"რატომ გადაეკიდე შუკვანს?"
რას ქვია - რატო?! ამ წარბოსანას კარგად ესმის მეგობრობა.
ახლა ნუ შემშლი! შუკვანზე რატომ აქვს სულას ასეთი რეაქცია?! ძაან არ მინდა სოფო და სოფიო კავშირში იყვნენ. იმედია, ლოთ სოფოს და სულას მხოლოდ საერთო მევალეები აკავშირებენ. მარა ლუკაზე რომ იყო საუბარი ხო ეწერა, რომ სოფოს არ უვარდებოდნენ სახლში?! ვტფ ის გოინ ოონნნნ.
"სკოლის სახურავზე, ათ წუთში!"
გადაწყვიტე ელეონორა ლუკასთვის სიმართლის თქმაა? თუ ბოლომდე არც ეტყვი?!
"გამხელილი ცოდვები"
ვაჰ, ყველაფერი ჩაუკაკლა. ყოჩაღ, ყოჩაღ. ვირი შვებულებაში გაუშვი, ელ?
"ალექსანდრიტი, მესხეთის ქუჩაზე"
ბისმილაჰირაჰმანირაჰიიიიმ, ვიის ხედავს ჩემი თვალებიი?! - ეს სუმბიულ აღას ხმით :დდდ რა დიდებული საუკუნე ამიტყდა ამ კომენტარში:დდდდ
ლევან გეგეჭკორი ვინააა ქალოოოო? აბა, კი. გვეტყოდა ახლა ამის ნაღდ სახელს და გვარს ეს ანტილოპას ტყავში გამოწკიპული ნიანგი ესა! თამრიკოს რომ სცოდნოდა ვინ იყო, გააფრენდა კი.
ძვირფას ქვებს მიუგავდნენ იშვიათი ფერის სფეროებიო და პარაიბა და სეგი გამახსენდა მომენტალურად, მერე არა ალექსანდრიტია. მერე ჭია შემიძვრა და დავიწყე ჩამოწერა ამათი თვალის ფერების. ანუ ტიიიპს, თვალის ფერის აღწერისააას მინერალების დასტები აქვს ჩამოყრილიიი! არა, მამენტ, მეც მახასიათებს, მაგრამ აი, ნიანგო, შენგან ჩანთას შევკერავ!
სარდიონი- ივა
ზურმუხტისფერი - ლუკა
პარაიბა - სეგი
საფირონი - მოსე
დააა...
"მომწვანო-მონაცისფრო, ჭრელ თვალებში ჩარგულ მზესუმზირებს თავები ჩაეხარათ." გეფიცები, სანტისიმოს თითი არ დაედოს, შემომემათრახები და ვნახოთ მერე ვინაა ჩვენ შორის მაზოხისტი!
დისოციაციური იდენტობის დარღვევაო...
"რას მალავ, იაგამი?"
ოხ, მოსეიააა.
"მოკითხვა არეშიძესგან"
ყაყაჩოს მინდვრები და ონიქსი, აი, აი, სად რას ჩურთავ, გოგო, გამაგებინეეე!
გაბრიელა მამობილი, ვსო, შევარქვი.
"უსიამოვნო სიურპრიზი"
აჰა, კახაძის სახლიც გავარკვიეთ. სოფოოოო????? ხმერთო, სოფიო მაპატიე.
"რომეო"
ოხ, ლუკაააა, კახაძეს არ გაეკარო და ავალიანთან რა გინდაო და ორივე რომ დელავერთანაა კავშირშიიი, რას ჩმახაობ, შვილო?
არაა, რააა არეშიძე, რის არეშიძე, ამ ნიცამ სულ გააფრინა??? ნეტა გამაპუტინა ახლა, აი ნეტა გამაპუტინააააა. ყველაფერს ველოდი, მაგრამ ეს რაა გოგო. მეხის გავარდნაც არაა, იმენა ზვავში მომაყოლა.
პ.ს. ჟოჟო, შენ ფანტაზიას ვაფშე საზღვარი აქვს? ან კალანდია ძაან ვიცინიო:დდდ დაგკლავ გოჭივით! ეს ნიანგი ესა, მიყვარხარ ამ საქანელა ემოციებისთვის. გეუბნები ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართთქო, მარა რატომღაც მარტო მე მხვდება სულ :დდდდ

 


№2 სტუმარი მე

თავბრუ დამეხვა,ისე ჩაიხლართა ყველაფერი.შუკვანი ელის ძმა რომ აღმოჩნდეს არ გამიკვირდება🤷‍♀️

 


№3 სტუმარი ელკა

როგორ მეზიზღებიან პედოფილები სულელი ბავშვი. ძალიან ჭკვიანია ელი ცოდოა ასეთი მამის ხელში. წარმატებები მადლობა მოუთმენლად დაველოდები კვირა დღეს

 


№4 სტუმარი სტუმარი ...

მართლა საოცრად კარგია, ისე ჩამითრია ისე მიეწყო ერთამენთს ყველაფერი ერთი სული მაქ როდის წავიკითხავ გაგრძელებას, საოცრად წერ ოფიქრე გამოქვეყნებაზეც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent