გატეხილი გულები ( 10 თავი)
10 თავი ორი დღე გიოსგან არაფერი მსმენია არც ანასტასია ყვებოდა არაფერს ჩემთვის ასე აჯობებდა რადგან არ მინდოდა უფრო ამრეოდა აზრები ლექციების დასრულების შემდეგ პირდაპირ სახლში უნდა წავსულიყავი ძალიან დაღლილი ვიყავი გავედი თუ არა კორპუსიდან გიოს მანქანა დავინახე თვითონაც მალევე შემამჩნია მანქანიდან გადმოვიდა და ჩემსკენ წამოვიდა -უარი არ მიიღება, უნდა წამომყვე სადღაც საუბარი ამ წინადადებით დაიწყო რადგან იცოდა რომ უარით გავისტუმრებდი -სადღაც სად -ამას რომ მივალთ მაშინ გაიგებ - დაღლილი ვარ და სახლში მინდა წასვლა -აუცილებლად უნდა წამოხვიდე გთხოვ ისეთი თვალებით მიყურებდა უარის თქმა ვერ შევძელი -ხო კარგი მაგრამ იცოდე რომ თუ სიტვაცია არ მომეწონება ეგრევე წამოვალ უკან -ვიცი ნუ ღელავ არაფერია ისეთი მანქანაში ჩაჯდომისას დენი შევამჩნიე ისიც უნივერსიტეტიდან გამოდიოდა. როცა თვითონაც დამინახა გაჩერდა და რამდენიმე წამი გაბრაზებული სახით იყურებოდა, გიოსაც არ გამოჰპარვია ეს მზერა და ეგრევე გაზსს დააჭირა ფეხი. სულ არ მადარდებდა რას იფიქრებდა დენი მაგრამ როცა დავინახე გულმა მაინც დაიწყო სწრაფად ფეთქვა. ვერ ვიტყვი რომ ეს მის მიმართ სიყვარულის ბრალია რადგან საერთოდ აღარაფერს ვგრძნობ მის მიმართ სინანულის და წყენის გარდა იქნებ ოდესმე შევძლო კიდეც ამ ყველაფრის დავიწყება მაგრამ ახლა მისი დანახვა ჩემთვის ძალიან რთულია. მთელი გზა ჩუმად ვიყავით ნახევრ საათში ერთერთი შენობის წინ გააჩერა მანქანა -ეს რა ადგილია -წამოდი და ნახავ -კარგი რა გიო მითხარი სად მიგყავარ -საიდუმლოა -მაშინ არ გადმოვალ მანქანიდან -ლილუ ნუ ჯიუტობ წამოდი ხომ იცი ცუდს არაფერს გავაკეთებ -ეგ არაფერ შუაშია -ხოდა გადმოდი გველოდებიან გველოდებიან ამ სიტყვამ ნამდვილად დამაფიქრა, ვინ გველოდება ან რატომ ინტერესის გამო გადავედი მანქანიდან და გიოს უკან გავყევი. თეთრი შენობის მეორე სართულზე ავედით ერთ-ერთი ოთახის კარებს ნატალი ნაბახტეველი ეწერა -გიო ვინ არის ნატალი? არაფერი მიპასუხა ისე შეაღო კარი -დეე მოვედით რაო დეო, დედამისთან რატომ მომიყვანა ხომ არ გაგიჟდა -შემოდი ლილუ არ მოგერიდოს კარებში შევედი და ჩემს წინ მაღალი სუსტი ქალი იდგა გრძელი წაბლისფერი ტალღოვანი თმით და მომწვანო მოყავისფრო თვალებით კაშკაშა ღიმილი შემომანათა და თვალებიც გაუნათდა -გამარჯობა ლილუ მიხარია შენი გაცნობა გიომ ბევრი მომიყვა შენზე ქალმა ხელი გამომიწოდა. ხელზე ორ კარატიანი ბრლიანტის ბეჭედი ეკეთა ისე კაშკაშებდა თვალის მოწყვეტა გაგიჭირდებოდა ღმერთო რა ხდება საერთოდ რა მინდა აქ -კარგი რა დედა -რაიყო შვილო ხო მომიყევი იმის შესახებ რა პრობლემაც აქვს რა პრობლემაზე საუბრობდა ნუთუ დენიზე მოუყვა -მოდი ლილუ დაჯექი, გიო შენ კიდევ გადი და გარეთ დაგველოდე გიომ კარი მიიხურა მეც სავარძელში ჩავჯექი -ალბათ გიომ არ გითხრა ჩემზე არაფერი ხო -არაფერი უთქვამს ისიც კი არ ვიცი რახდება საერთოდ -მე ფსიქოლოგი ვარ მომიყვა იმის შესახებ რაც ორი დღის წინ დაგემართა ვთხოვე რომ ჩემთან მოეყვანე მაგრამ მითხრა რომ წინააღმდეგი იქნებოდი, ხოდა ამიტომაც მოგიყვანა გაუფრთხილებლად -ვაიმე ძალინ მრცხვენია არ იყო საჭირო მართლა -მომისმინე ძვირფასო შენი ბრალი არ არის ეს ყველაფერი მარტო ამას ვერ გაუმკლავდებოდი დახმარება გჭირდება მაგრამ ეს შენი გადასაწყვეტია თუ გსურს სხვა ფსიქოლოგს გირჩევ უფრო მშვიდად რომ იყო და თავი კომფორტულად რომ იგრძნო უბრალოდ მინდა იცოდე რომ ძალიან ძლიერი ხარ და ყველაფერს შეძლებ, მთავარია დრო და მოთმინება ძალიან მესიამოვნა ეს სიტყვები თითქოს იმედი მომეცა იმისა რომ ყველაფერი უკეთ იქნება -იცით მე მირჩევნია ისეთ ადამიანთან ვისაუბრო გულახდილად ვინც არ იცის ვინ ვარ არამგონია თქვენთან ბოლომდე გულრწფელი ვიყო რადგანაც გიოს დედა ხართ მაგრამ ძალინ ვაფასებ თქვენს სიტყვებს და მადლობელი ვარ -რათქმაუნდა ძვირფასო ეგრე აჯობებს შენ სადაც იგრძნობ თავს კომფორტულად იქ უნდა მიხვიდე ახლავე გადავრკევა ჩემს კოლეგასთან ის საუკეთესოა ამ სფეროში აუცილებლად დაგეხმარება არ მინდოდა უარის თქმა მაგრამ აქ უკვე თანხასთან იყო დაკავშირებული ვიცოდი რომ ფსიქოლოგთან ვიზიტი არც ისეთი იაფია -ძალიან დიდი მადლობა მაგრამ არ მინდა რომ შეგაწუხოთ -რა შეწუხებაა არაფერზე არ იდარდო ჩემს გაგზავნილ ადამიანებს ძალიან იაფად უწევს კონსულტაციას და ეგეც არ იქნება პრობლემა ვიცი სტუდენტი ხარ და თანხა ყველაფერზე გათვლილი გაქვს ამიტომ არაფერია სადარდებელი -ეს კვირა არ სცალია მაგრამ იქეთა კვირას მიგიღებს გიოს ვეტყვი როდის უნდა მიხვიდე და გადმოგცემს -მადლობა კიდევ ერთხელ -ნუღა მიხდი ამდენ მადლობას ისეთი არაფერი გამიკეთებია კარი როცა გავაღე გიო ეგრევე წამოდგა -რაქენით როგორ ჩაიარა ყველაფერმა? -შენ არ იდარდო ამაზე ჩვენ მოვაგვარებთ არა ლილუ? -დიახ, ნახვამდის ქალბატონო ნატა -ქალბატონო არა გთხოვ ნატა დამიძახე ბოლოს და ბოლოს ჩემი შვილის მეგობარი ხარ -კარგი დედა წავალთ მაშინ ჩვენ, საღამოს შევხვდებით ნაზად აკოცა დედას გიომ ისეთი თბილი ურთიერთობა ჰქონდათ სულ სხვანაირი იყო მასთან გიო, უფრო ნაზი და თბილი რა კარგია როცა შვილს მშობელთან ასეთი თბილი და თავისუფალი ურთიერთობა აქვს. სახლს რომ მივუახლოვდით მანქანა გააჩერა და გამომხედა -იმედია არ გამიბრაზდები -არ ვბრაზობ უბრალოდ რომ გეთქვა უკეთესი იქნებოდა უხერხულ სიტვაციაში აღმოვჩნდი დედაშენთან -ნუ იღელვებ, მაგაზე დედაჩემი რომაა მაგიტომ არ ვამბობ მაგრამ ძალიან გამგები ქალია -ეტყობა კი ძალიან მოსიყვარულეც ჩანს -კი არის მაგრამ თუ რამე არასწორს გავაკეთებდით მე და ჩემი ძმა მაშინ იწყებოდა ნამდვილი ლექცია ყოველთვის გვასწავლიდა რომ ქალს არასდროს უნდა ვაწყენინოთ და ხელის გულზე უნდა ვატაროთ, ნათელი მაგალითიც გვყავდა მამაჩემი მართლაც რომ ხელის გულზე ატარებს დღემდე ისეთი ურთიერთობა აქვთ თითქოს ისევ თინეიჯერები არიან ისეთი ბედნიერი მიყვებოდა ამ ყველაფერს მეც დიდი სიამოვნებით ვუსმენდი არაფერი სჯობს შემდგარ ოჯახს რადგან ეს ყოველივე შვილებზეც აისახება, გიო ნათელი მაგალითია ამის. -დარწმუნებული ვარ შენც კარგი პარტნიორი და მამა იქნები დაუფიქრებლად ვთქვი ეს სიტყვები და ეგრევე ვინანე -აი მაგას უკვე ჩემი მეუღლე და შვილი გადაწყვეტს მე ყველანაირად შევეცდები ცხოვრებაში არაფერი მოაკლდეთ მათი ბედნიერება ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის. წარმოვიდგინე მამის ამპულაში და ისეთი საყვარელი მომეჩვენა ნამდვილად მის მსგავს მამაკაცს ავირჩევდი ჩემი შვილის მამობისთვის -მამის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია, გოგოსთვის მითუმეტეს აი მამჩემი ყოველთვის მუშაობდა და არასდროს ჰქონდა დრო ჩემთვის, ახლაც რომ ჰკითხო თუნდაც რომელია ჩემი საყვარელი ფერი ვერ გიპასუხებს ყოველთვის სევდით ვუყურებდი გოგონებს რომლებსაც მამებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მეც იგივე რამ მინდოდა, დღესაც კი როცა რაიმე საყვრალობა ვიდეო შემხვდება მამაშვილის მეტირება, მაგრამ მამაჩემისაც მესმის ის ხომ ჩვენთვის შრომობს თან თვითონაც არასდროს უგვრძნია მშობლების სითბო ზუსტად ამიტომაა მნიშვნელოვანი მშობლებისგან მიღებული სიყვარული და სითბო ამიტომაც ძალიან ბევრჯერ მითქვამს რომ ჩემი შვილებისთვის მოსიყვარულე ადამიანი მინდა, რომ ვერასდროს იგრძნონ ის რასაც მე ვგრძობდი ბავშვობაში ასე გულახდილად არასდროს მისაუბრია არავისთან ჩემს ოჯახზე, და ძალიან მეუცნაურა ეს. მაგრამ გიოს მიმართ ისეთი ნდობა გამიჩნდა რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ ყველაფერზე შემეძლო მასთან საუბარი -შვილებისთვის? მაინც რამდენი გინდა -სამი, ორი ბიჭი და ერთი გოგო -ესიგი გინდა რომ შენი გოგონა მხოლოდ მოსიყვარულე მამაკაცების ირგვლივ გაიზარდოს არა? -რათქმაუნდა არაფერი სჯობს იმას როცა ზრუნავენ შენზე -და უცნაური ხომ აი იქნება იმის თქმა რომ მეც ყოველთვის ორ ბიჭზე და ერთ გოგონაზე ვოცნებობდი -არა უცნაური რატომ უნდა იყოს დიდ ოჯახზე ბევრი ოცნებობს. კარგი გიო ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის უნდა წავიდე. -რისი მადლობა არაფერი გამიკეთებია ისეთი ნაზად გავუღიმე თვითონაც იმავეთი მიპასუხა კარის გაღება რომ დავაპირე შემაჩერა -მოიცა ეგ სათავსო გახსენი გაკვირვებული გავხსენი და შიგნით შოკოლადები ეყარა პატარა რბილ სათამაშოსთან ერთად -კარგი რა, რა საჭირო იყო ეხლა ეს -ზედმეტი საუბრის გარეშე აიღე და წადი უბრალოდ მინდოდა შენსს დღეს კარგად ჩაევლო -მართლა დიდი მადლობა ძალიან მრცხვენია ასე რომ წუხდები -ლილუ კარგი რა, არ არის ამდენი მადლობა საჭირო. შოკოლადები და სათამაშო ავიღე ისეთი საყვარელი იყო გამეღიმა, გიოც მიყურებდა და იღიმოდა მეც შევბრუნდი და ლოყაზე ვაკოცე მადლობის ნიშნად ამას ნამდვილად არ ელოდა და ძალიან გაოცდა გაწითლდა კიდეც მოულოდნელობისგან. სახლში ისეთი ბედნიერი სახით შევედი ანასტასია გაკვირვებული მიყურებდა -გიომ მოგიყვანა? -როგორ მიხვდი? -რავი გეტყობა -რა მეტყობა ნუ მაგიჟებ - ყურებამდე იღიმი ლილუ ნუთუ ვერ ამჩნევ ძალიან მიხარია შენი ღიმილის ისევ დანახვა ამდენი ხნის შემდეგ -კარგი რა ნუ აბუქებ ხომ იცი ტკბილეული და სათამაშოები როგორ მიყვარს ამიტომაც ვიღიმი -მოკლედ ვერაფერს დაგაჯერებს ადამიანი კარგი ეგრე იყოს საწოლზე წამოწოლილი ვიხსენებდი ყველაფერს რაც დღეს მოხდა ამდენი ხნის შემდეგ მართლა პირველად ვიგრძენი სიმშვიდე მაგრამ ეს ყველაფერი მაშინებდა კიდეც მეშინოდა რომ ისევ მეტკინებოდა გული ამის უფლებას კი ვერ მივცემდი საკუთარ თავს ამიტომაც თავი შორს უნდა დავიჭირო გიოსგან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


