შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავიწყებული (სრულად)


დღეს, 15:49
ავტორი ნაამა
ნანახია 127

ელი აივანზე იჯდა და მზის მცხუნვარე სხივებ ქვეშ ნებივრობდა, რომელმაც როგორც იქნა გამოანათა. წინა დღიდან ჯერ ისევ შემორჩენოდა ნოსტალგიისა და მონატრების სულისშემძვრელი გრძნობები. მან ხომ წინა დღით ,სრულიად შემთხვევით, აღმოაჩინა ,რომ ის და მისი ბავშვობის საუკეთესო მეგობარი, რომელთან ერთადაც მთელს სოფელს აწიოკებდა და მშობლებს გულს უხეთქავდა ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ახლა ელი აივანზე იჯდა და ვერაფერზე ფიქრობდა გარდა თედოსი ,რომელთანაც უკვე შვიდი წელი იყო არ ელაპარაკა, მეტიც აღარასდროს უნახავს. იმაზე ფიქრები აეკვიატა რომ შეიძლებოდა ერთ საგანზე ყოფილიყვნენ, ერთმანეთის გვერდით მჯდარიყვნენ ან უნივერსიტეტში გვერდით ჩაეარათ თუმცა ვერცერთს ეცნო მეორე. ეს ხომ ძალიან ბუნებრივი და ამავე დროს საოცრად სევდიანი იყო. 15 წელი გაატარეს იმ ღვთისგან მივიწყებულ სოფელში ხან ტყეში ბოდიალს, ხან მინდორზე პიკნიკსა და ხანაც მიტოვებულ სახლებში სიარულში და ახლა როცა ისინი ტოლები თუმცა სკმარისად გაზრდილები იყვნენ, თანაც უერთმანეთოდ, აღარაფერი აკავშირებდათ. ისინი უცნობებივით ცხოვრობდნენ, იღვიძებდნენ ყოველ დილას , დადიოდნენ უნივერსიტეტში და ერთმანეთის შესახებ არც კი ახსოვდათ. ნეტავ ახლა როგორ გამოიყურებოდა? ისევ მოკლე თმას ატარებდა და დაღრეცილი კბილები უჩანდა სიცილისას? თუ სრულიად სხვა ადამიანად იქცა? ალბათ მაინც მეორე, რადგან ელს ის არასდროს დაუნახავს, არც ვინმე მიუმსგავსებია მისთვის.
ელი ღრმად სუნთქავს და თავს უკან აგდებს, კედელს ეყრდნობა და ცას აყურებს. როგორ შეიძლებოდა ეს დამართნოდათ? არა და ერთ დროს ისინი ბავშვები იყვნენ რომელებიც თედოს სოფლის სახლის ეზოში, ხეზე ჩამოკიდებულ რკინის საქანელაზე ,რომელზეც უფროსებს ლეიბები დაეფინათ,ზურგზე გვერდიგვერდ იწვნენ და ფოთლებს შორის სივრციდან ღრუბლებს სიცილით აკვირდებოდნენ. ის ბავშვები რომლემაც ღორი დაიჭირეს, ბაწარი მოაბეს და მის ზურგზე შემომჯდარებმა მთელი მინდორი შემოარბენინეს გაგიჟებულ ცოხველს. ის ბავშვები ელის ეზოში ჯერაც უმწიფარ , თვალის ხელა ,ვაშლებს რომ კაკლის ხეს ესროდნენ, ააცდინეს და სამზარეულოს ფანჯარა ჩალეწეს. ის ბავშვები, რომლებიც ელის სახლის სახურვაზე, გასაბერი აუზიდან ამოსულები ირუჯებოდნენ და უმნიშვნელო, თუმცა იმ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე საუბრობდნენ. ის ბავშვები ხელჩაკიდებულები რომ გარბოდნენ ხოლმე. თედოს სახლთან მდგარ დიდ ხეზე ფიცარნაგი სახლი რომ ააშენებინეს მამას და ბაბუას და შიგ ფერადი შარფები ჩამოაფარეს ფანჯრებზე. ელის ახსოვდა როდის შეწყვიტეს ხეზე მყოფ სახლში აცოცება, მაშინ ორივენი 8 წლისანი იყვნენ და მათ თავშესაფარში, რომელსაც მუდამ სახლს ეძახდნენ, ბზიკები გაჩნდნენ. თედოს ბიძამ რატომღაც გადაწყვიტა, ცეცხლის გარდა ვერაფრით უშველიდა და ბზიკების ბუდესთან ერთად სახლიც გადაიწვა. ერთ დროს ხომ ისინი პატარა სულელი ბავშვები იყვნენ, რომლებიც ორდროშობანას თამაშობდნენ თავიან სხვა მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად, მწვადისთვის გამზადებულ ქათმის ხორცს იპარავდნენ და ჩალაზე მწვანე , დაუმწიფებელ ვაშლებთან ერთად წვავდნენ. ელის სახლის ეზოში, ტალავერის ქვეშ ჩამოკიდებულ ჰამაკში ერთმანეთის მოპირდაპირედ წვებოდნენ და წიგნებს კითხულობდნენ, ან თუთის ხეზე დაძვრებოდნენ რომ კენწეროდან ყველაზე გემრიელი ნაყოფი მოეწყვიტათ. ჩუმად იპარებოდნენ ტყეში და ყველა სოკოს კრეფდნენ განურჩევლად ვარგისისა და უვარგისისა. ერთად ირჩევდნენ დასამალ ადგილებს. ელის მარანში იპარებოდნენ დახუჭობანას თამაშის დროს, კედელზე ძვრებოდნენ როგორც კი გაიგებდნენ რომ ის მოდიოდა, ვისაც უნდა ეპოვნათ , პატარა ღრმულში ძვრებოდნენ და ეზოს კრუგებს არტყავდნენ. ამ ყველაფრის მერე, იმის მერე როგორ წუწუაობდნენ ნახევრად შიშვლები, თუმდა ჯერაც ბავშვები, რომელბსაც ამის სირცხვილის გრძნობა არ უნდა ჰქონოდათ, როგორც „ახრჩობდნენ“ აუზში ერთმანეთს, ფეხბურთს თამაშობდნენ და აივნებიდან ხტებოდნენ ხოლმე მიწაზე, ან ციყვის მსგავს პარარა ქმნილებებს უთვალთვალებდნენ რომლებიც თედოს სახლის ჭერში ბუდობდნენ, ვერ ხვდებოდა უცხოებად როგორ გადაიქცნენ. ელის ის დღეც ახსენდება საშინელებათა ფილმის გადაღება რომ მოისურვეს და მათ საყვარელ მიტოვებულ სახლში წავიდნენ თედოს „xperia“-თი და მათი მეგობარი ნინელის პლანშეტით. ახოსვს, თედომ გადაღება ითავა, თავად წამყვანი იყო, რომელიც ამ დოკუმენტურ-საშინელებათა ფილმში სახლის ამბავს ყვებოდა. ისიც ,როგორ დააწერეს სისულელეეები მაყვლის წვენითა და წითელი პასტელებით მიტოვებული სახლის კედლებსა და იატაკს. საკმაოდ სასაცილი იყო, როცა მათმა მეგობარმა დებმა თეთრი ზეწრების მაგივრად თევზებიანი ცისფერი ზღვის შარფით ჩაიქროლეს. არავინ იცოდა როგორი გამოვიდა “ფილმი“, რადგან ნინელის პლანშეტი გაითიშა და ამის მერე ვერც შეძლეს მისი შეკეთება. არ ესმოდა ამდენი ამბის შემდეგ როგორ მოხდა ისე რომ დაიშლნენ, როგორ მიეცა ეს მოგონებები დავიწყებას და მხოლოდ ასეთ სიტუაციებში შეეძლო გახსენებოდა. იმდენი რამ აკეთეს ერთად და რისთვის? იმისთვის რომ მათი მეგობრობა ასე დასრულებულიყო? ელიმ ეგულად გადმოგდებული ცრემლი მოიწმინდა და ჯიბიდან მობილური ამოიღო. როგორ უნდოდა თედო ფეისბუქზე, ან თუმდაც ინსტაგრამზე დაემატებინა, მაგრამ რა უნდა ეთქვა? ის დღეები რაც ერთად გაატარეს, ყველა ის ზაფხული და მოგონება მტვრიან წარსულად ქცეულიყო და ელი არ იყო დარწმუნებული თედოს საერთოდ რამე მაინც თუ ახსენდებოდა, ან ენატრებოდა.
ელი ფეხზე დგება და სახლში შედის, მერე საწოლზე ჯდება და სარკეში თავს უყურებს. გულში ეკითხება როგორი იქნებოდა ყველაფერი თედოს და მისი მეგობრობა არასდროს რომ არ დამთავრებულიყო. სხვები ასე ძალიან არ ენატრება, ალბათ იმიტომ, რომ იმ სხვებს თედო უყავრდათ და ამ სიყვარულში გამუდმებული ჩხუბები შემოჰქონდათ მისსა და თედოს ჰარმონიულ, მწვანე ზაფხულებში. ზუსტად იმ ზაფხულებში ის და მისი ბავშვობის მეგოაბრი რომ მინდორში მაყვლის სკარეფად წვაიდნენ და თედომ ორივე ფეხსაცმელი ჭაობში დაკარგა, ან იმაში ელს რომ ფეხი მელიის სოროში ჩაუვარდა და ბიჭმა გაჭირვებით ამოათრია.
ელს არ ესმოდა როგორ შეიძლებოდა ასეთი ახლო ემგობრები, როემლთაც ცხორვების ნახევარზე მეტი ერთმანეთის ყურებსა და ზრუნვაში გაატარეს , მსგავსად უცხოები გამხდარიყვნენ? მაგრამ ყველაფერი მათ შორის ბავშვობის მეგობრობაც წარმავალია და წარსულს სამწუხაროდ, ზოგჯერ კი საბდენიეროდ უკან ვერასდროს დააბარუნებ. მთელი აზრიც ხომ ის არის ,რომ ზოგი რამ ჯობს მოგონებებად დარჩეს, კარგ ამბებად რომელსაც ცეცხლთან მჯდომები ახალ ადამიანებს მოუყვებით?!
თუმდა ელმა თავის გაკონტროლება ვერ მოხაერხა და თედო მაინც დაამატა ინსტაგრამზე. ამ მაბიდან რამდნეიმე დღის შემდეგ აღმოაჩინა რომ ბიჭმაც საპასუხო გააკეთა და რაგდნაც ელი არასოდეს ყოფილა თავმოყვარეობასა და სხვა მსგავს ამბებზე გაგიჟებული, თავადვე მისწერა. საუბარი უმარილოდ წარიმართა და მხოლოდ იმით შემოიფარგლა თუ რამდენი წელი იყო გასული რაც ერთმანეთი არ ენახათ და როგორ იყვნენ, ეს როგორ ხარიც სხვა ყველას მსგავსად ,რასაც ხშირად ვიყენებთ ხოლმე, მხოლოდ საუბრის დასაწყებად იყო. იმის გასარკვევად რამდენად შეეძლო ერთს მეორესთან თავის ავსა და კარგზე წუწუნი თუ ტრაბახი. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ თედოს და მისი უკანასკნელი ლექცია , სანამ ფინალურები დაიწყებოდა და ისინიც უნივერსიტეტს დაასრულებდნენ, ერთ დღეს დაემთხვა. თედომაც ელის მსგავსად გაიხსენა წარსულის ამბები და ნოსტალგიით შეპყრობილმა გადაწყვიტა რომ გოგოსთვის შეხვედრა შემოეთავაზებინა. ელი არც კი დაფიქრებულა ისე დასთანხმდა და თავიანთი სასწავლებლის კაფეში გადაწყვიტეს ერთმანეთის ნახვა.
ელი რომ კაფეში მივიდა მისთვის ყველა სახე უცნობი იყო, თედოს სახის ჩათვლით. სწორედ ამიტომ პირველივე ცარიელ მაგიდასთან დაჯდა და თედოს მისწერა. ბიჭი მესიჯის გაგზავნიდან შვიდ წუთში მოვიდა და როგორცკი ელი დაინახა თავის თავში ჯერ ისევ ჩაბუდებული პატარა ბავშვის დამხარებით მიხვდა რომ სწორედ ეს პირსინგებიანი, მოკლედ შეჭრილ თმიანი გოგო უნდა ყოფილიყო მისი პირველი მეგობარი.
-ცოტა დამაგვიანდა, ლექტორმა გვიან გამოგვიშვა.
ელმა რომ თედოს შეხედა ვერაფრით მიამსგავსა იმ მეგობარს, რომელიც ბავშვობაში ჰყავდა გვერდით, თუმცა გაიღიმა და მისთვის აღებული ყავა გაუწოდა.
-არ ვიცოდი რომელს სვავდი ,ამიტომ ორივესთვის ამერიკანო ავიღე.
-ამერიკანო კარგია, მომწონს.
ალმაცერად გაიღიმა თედომ და გოგოს თვალი თვალში გაუყარა. თედოსთვის ელი საერთოდ არ განსხვავდებოდა იმ პატარა თმა გაჩეჩილი, მინდორში მორბენალი გოგოსგან, რომელსაც წლების წინ იცნობდა. მაშინაც უნივერსიტეტის კაფეში მჯდომი გაზრდილი ელის ნაცვლად თედოს თვალები მხოლოდ იმ ბავშვს ხედავდნენ, 15 წლის ელს , რომელიც უკანასკნელად ნახა. ახსოვდა როგორ გადაიტყავა იდაყვი ხიდან ჩამოვარდნის დროს, როგორ გადმოვარდა საკუთარი სახლის სახურავიდან როცა ბზიკებმა დაჰკბინეს, ისიც იმ სხლის სახურავზე მწოლები, როგორ უყურებდნენ საღამოობით ლურჯ-იასამნისფერი ნემსიყლაპიების "ცეკვას" რომელბიც მოსაღამოვდებოდა თუ არა ბუდეებიდან გამოფრინდებოდნენ და ჯგუფად დაფრინავდნენ სახლის ირგვლივ წრეებზე. ისიც გოგომ ამავე სახურავის წინ მდგომ ნალიაში რომ ჩაკეტა, რადგან რაღაცაზე ძალიან გააბრაზა. თედოს ზუსტად არ შეეძლო გაეხსენებინა როდის შეწყვიტა ელიზე ფიქრი, მაგრამ ახსოვს როდის დაიწყო. იგივეს ვერ ვიტუყოდით გოგოზე, რაგან ელისთვის მისი მეგობარი უკვალოდ გამქრალიყო და მისი ადგილი უკვე ზრდასრულ , ჩამყალიბებულ ბიჭს დაეკავებინა. პატარები რომ იყვნენ რაღაც დროით ელი თედოზე მაღალი იყო, მერე ერთმაენთს გაუთანაბრდნენ, მაგრამ ახლა გოგო მხერებამდეც კი გაჭირვებით მისწვდებოდა. ელის წინ სრულიად უცნობი ბიჭი იჯდა, ის ვისაც მის მოგონებებში საერთოდ ვერ ხედავდა.
-ძალიან გამიკვირდა როცა შენგან შეტყობინება მომივიდა.
-რატომ?
-იმიტომ რომ არ მეგონა ჯერ ისევ თუ გემახსოვრებოდი.
ელი დანანებით იღიმის და ბიჭს უყურებს, პასუხი არ აქვს, ან შეიძლება აქვს და არ იცის, ამას სწორედ მაშინ ხვდება, როც საკუთარი სიტყვები ესმის.
-შემთხვევით აღმოვაჩინ, რომ ერთად ვსწავლობდით და ზუსტად მაშინ გამიჩნდა კითხვა: “როგორ შეგვეძლო რომ ასე დაგვესრულებინა მთელი ჩვენ მეგობრობა?“ .შენ უბრალოდ ერთ ზაფხულს გადაწყვიტე რომ სოფელში აღარ ჩამხვიდოდი , მერე მოერესაც, მესამესაც და ნელ-ნელა შენ დავიწყების ყველაზე დიდ მორევში აღმოჩნდი. ბოლო ორი წელიც ისე ხშირად არ მინხიხარ. ორი კვირით ჰა-ჰა თვით თუ ჩამოხვიდოდი და მერე მე მთელს ზაფხულს ნინელისა და ლალიკოსთან ვატარებდი.
-მახსოვს ელ, იმენი რამ მახსოვს, ზგი არც არასდროს გცოდნია.
-მაგალითად?
ინტერესით კითხულობს და ყავას სვავს.
- ამის დრო აღარაა.
თვალებს ატრიალებს , უხერხულად უღიმის და ჭიქას აშტერდება. მის წინ ხომ ჯერ ისევ პატარა ელი ზის, ის რომლისთვისაც უამარავი რამის თქმა უდნდა, მაგრამ მერე ხომ მისი პატარა ძმა ამირანი დაიბადა... უფრო ნახევარ ძმა ვიდრე ძმა, რადგან თედოს მამის სიკვდილი ყველას სიზმრებშიც კი დასდევდნენ ისე ნათლად ახსოვდათ. მაშინ ბავშვები 11 წლის თუ იქნებოდნენ. თედოს მამას მეგბრებმა გვიან მიაკითხეს თბილისის სახლში და დასალევად წაიყავნეს, თუმცა უკან ავარიის შემდეგ ვეღარ დაბრუნდა, მხოლოდ ის, სხვა ყველა დანარჩენი დაზიანებების გარეშე გადარჩნენ.
ელი ენას ვერ აჩერებს, არ შეუძლია ამდენი ხნის შემდეგ წარსულში არ იქექებოდეს და ძლივს შეხვედრილ ოდესღაც მეგობართან არ არკვევდეს ისევ რატომ არ მეგობრობენ.
- მაინტერესებს.
-რისთვის?
ბიჭი უკვე ბრაზნარევი კითხულობს, რაგდან წარსული ელის სახით წინ უზის და ახსენებს იმ ყველაფერს, რისი დავიწყებაც დიდი ძალისხმევით მოახერხა.
-არ ვიცი თედო, უბრალოდ პასუხები მჭირდება, რატომ გაქრა და რატომ ამოვშალე ჩემთვის ყევლაზე ძვირფასი ადამიანი ჩემი ცხოვრებიდან. ან ახლა რატომ ვგრძნობ შენს მიმართ ნოსტალგიის მაგივრად გაუცხოებას, ისე თითქოს ის ბავშვი არ იყო რომელთან ერთადაც ის სიგიჟეები არ მეკეთებინა ყველა რომ მუდამ ყვება, რომელიც ჩემთვის ტყუპი ძმასავით იყო.
თედო წარბებს წევს და ნერვიულობისგან იღიმის. ხომ მუდამ კარგად იცოდა რომ წარსულში უთქმელი ამბები ადრე თუ გვიან გამომზეურდებიან და სამარადისოდ ვერ რჩებიან სარდაფში, მტვრით დაფარულნი, თუმცა ასე მალე არ ელოდა. ორვე ჩუმდება და ელს ძალიან უნდა კითხოს ის მიზეზია რომელსაც თავად ფიქრობს თუ არა. ბოლო ორ წელი რომ ჩამდიოდა მის უფროს დასა და დის მეგობრებს დაუახლოვდა, ძირითადად დროს მათთან ატარებდა და ელის ერთადერთი აზრი გაწყვეტილი მეგობრობის შესახებ ფიქრზე გადიოდა რომ თედოს მისი დის მეგობარი შეუყვარდა.
-გთხოვ ელ, ამდენი წლის შემდეგ ნუ მაიძულებ იმის გახსენებას რისთვისაც დიდი დრო და ენერგია დამჭირდა.
-ასეთი რაა?
თედო ოხრავს და გარემოს თვალს ავლებს.
-ოდესმე გიფიქრია რამდენი რამ შეიძლებოდა სხვანაირად მომხდარიყო? ამ ცხოვრებაში ყველაფერი გზაჯვარედინს გავს, რომელზეც გზას მხოლოდ ერთხელ ირჩევ და მიწა შენს უკან ნაბიჯებთან ერთად იშლება. სწორედ ამიტომ პატარა გადაცდენა, ვინმეს ჩარევა , გზის სხვა მხარეს წასვლა და ბრახ, უკან ვერასდროს დაბრუნდები, სხვა გასახვევში ვერ შეუხვევ და სხვა რეალობას ვერ შეხედავ.
-ვიცი, თან როგორ ვიცი.
-სწორედ ეგ მოხდა, ამირანის გაჩენით მე სხვა გასახვევში აღმოვჩნდი, იმაში რომელსაც არ ველოდი და რომელზე მიმავალსაც მომიწია რომ უკან მომეტოვებინე.
ელი ჩუმდება, რაგდან იცის რასაც გულისხმობს, იცის რამდენად უცნაურად შეიძლება წარიმართოს ყველაფერი, თუმცა შინაგანი ბავშვი და უკვე თავის თავის ზრდასრული ვერსიაც კი, მოსვენებას ვერ პოულობენ და არ შეუძლიათ ის კაფე პასუხების გარეშე დატოვონ. ხუთი წუთით ორივენი ჩუმად სხედან, მერე როცა ელი აზრებს ალაგებს და შემოვლით გზას პოულობს, კიდევ ერთხელ ჩასაძიებლად, ჭიქას მაგიდაზე დგავს და თედოს უყურებს.
-გახსოვს ერთმანეთი როგორ გავიცანით?
იღიმის, თუმცა სევდითა და ბავშობის მონატრებით , რომელსაც მის და სამწუხაროდ უკან ვერასოდეს დაიბრუნებს.
-როგორ უნდა მახსოვდეს? ჩვენ მაშინ წლისაც კი არ ვიქნებოდით.
-ზუსტად. ამდენი წელი ერთმანეთს ვიცნობდით, ყველა ზაფხულს, ივლისიდან სექტემბრამდე, ერთად ვატარებდით და ახლა? არც კი ვიცი ახლა რა ხდება თედო. ის დრო მენატრება.
-ყველას ენატრება ელ ბავშვობა.
ელს სულ ოდნავ იპყრობს ბრაზი და წყენა თედოს მიმართ, თუმცა ცდილობს არ შეიმჩნიოს.
-და ყველას ენატრება პატარა თედო, რომელთან ერთადაც წითელ ტყემალს იპარავდა მათი მეზობლისგან? დანგრეული ციხის გალავანზე აძრომას ცდილობდა, რადგან შესასვლელი ქვებით ჩახერგილიყო და ორივეს აინტერესებდათ შიგნიდან როგორი იყო? ან მდინარეზე საბანაოდ 5 კილომეტრიან გზას ფეხით დაღამართზე ჩადიოდნენ და მერე მოსაღამოვებულს, მიუხედავად ტყეში მყოფი ნადირისა და გზის განათებების უქონლობისა, ადიოდნენ?
თედო თავს აქნევს.
-არ მგონია. ყველას არ ჰქონია ჩემთან მსგავსი მოგონებები.
-ზუსტად!-ელი ლამის ყვირის.- ასე რომ გეყოს თედო თავის დაძვრენა და უბრალოდ გამაგებინე რატომ აღარ ვმეგობრობთ? ასეთი ძნელია?
- ელ გთხოვ.
ბიჭი გრძნობს საკუთარი თავის ნამსხვრევები შიგნიდან როგორ ესობა სხეულში.
-ისევე როგორც მე გთხოვ. ნუ მაიძულებ ჩემსავე ფიქრებში ჩავიხრჩო და სხვა მიზეზი დავიჯერო, რომელიც ან არის მართალი და ან არა.
-მითხარი შენ რა გგონია.
თედო ხელებს მაგიდაზე დებს და ერთმანეთში ხლართავს, თან მომლოდინედ უყურებს მის წინ მჯდომ ქერას.
-მგონია რომ თამო მოგწონდა, შეიძლება გიყვარდა კიდეც.
სხვა მახარეს იხედება უხერხულობისგან.
თავის მხრივ თედო კი ჯერ გაკვირვებული უყურებს, მერე კი ისტერიული სიცილი უტყდება, ისე ახლოს არის მიზანთან, მაგრამ სულ სხვა მხრიდან მისდგომია. გეგონება დარცის თამაშისას შუა წერტილს სულ ოდნავ ააცდინა.
-საკმაოდ ახლოს ხარ, მხოლოდ არასწორ ადამიანზე ფიქრობ, რაც ჩემს სოფელში დასვენებებზე უარის თქმას ვერ ხსნის.
ელი მისკენ იხედება და გრძნობს როგორ უმძიმდება გული, კუნთებიც კი.
-არ მითხრა რომ...
სიტყვა შუაზე უწყდება იმის წარმოდგენაზე, რომ თედოს სასიყვარულო ობიექტი შეიძლებოდა მისი უფროსი და ყოფილიყო.
-რა არ გითხრა?
-რომ ეს ჩემი და იყო.
-როგორი სულელი ხარ ელ, ყველას მიედ-მოედე იმის გარდა ვინც მართლა იყო.
თედოს სუნთქვა ეკვრის. თინეიჯერობის ის წლები აგონდება, რომლებიც მის მიმართ გრძნობების აღმოჩენასა და ამასთან შეგუებაში დახარჯა. ისინიც ამ გრძნობების და თავად ადამიანისგან გაქცევაში, მის დავიწყებასა და თავის თავიდან ახალი პიროვნების გამოთლაში რომ დასჭირდა. ახლა კი, როგორციქნა დამტვერილი წარსული ელის წყალობით იწმინდება და თედოს მისი ბავშობა ყველა განცდითა ,თუ მოგონებით უკან ბრუნდება. ბიჭმა ზუსტად იცის, რომ კაფიდან გასვლის შემდეგ ვერასოდეს იქნება პატარა თედო, რომელიც ელთან ერთად გველებსა და ხვლიკებს გოგოს ეზოში მდგარი საღორის ირგვლივ დასდევდა , ვერც ის კაფეში შემოსვლამდე რომ იყო. გოგომ მისი წარსულიც და აწმყოც ერთი კითხვით გადაასხვაფერა, ისევ აიძულა იმ გზებზე შეეხვია მის გეგმებში რომ არ ჯდებოდა. აიძულა ის წარსული ამოეღო და მზისკენ გაეშვირა, რომლის დამარხვაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად სჭირდებოდა მის ისედაც ნაკუწებად ქცეულ სულსა და მეხსიერებას.
ელი კი ვერ წყვეტს იმაზე ფიქრს, რასაც მისი ოდესღაც მეგობარი წრეებად უვლის და არ ამბობს. ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს და მაინც არ ესმის ვინ იყო. ერთი რამ ზუსტად იცის, ეს არც ნინელი იქნებოდა და არც ლალიკო, რაგდან ისინი მუდამ ერთმანეთს ხოცავდნენ თედოს სიყვარულისთვის, თუმცა ბიჭი ზედაც არ უყურებდათ.
თედო ღრმად სუნთქავს და სკამს ზურგით ეყრდნობა.
-მთელი ის წლები ჩემთვის მხოლოდ ერთი ადამიანი არსებობდა , რომლის გამოც ზაფხულებს ვაღმერთებდი და ერთი სული მქონდა სოფელში როდის წამოვიდოდი- ამის თქმისას ყურებამდე იღიმის და თავს სულ ერთი წამით ხრის- ვის გამოც შემეძლო ათასგვარი ლეგენდა შემეთხზა, რომ საღამოობით სიმინდების შესაწვავად დანთებულ კოცონთან მისთვის მომეყოლა, რადგან ვიცოდი როგორ უყვარდა საშინელებათა თუ ჩვეულებრივი ,ყოველდღიური, ამბების მოსმება. ამას მანამ ვერ მივხვდი, სანამ ერთ ზაფხულს, როცა 13 წლისანი ვიყავით ორი კვირით მის გარეშე ყოფნა არ მომიწია. იმ თოთხმეტ დღეზე უფრო მოსაწყენი, უფრო უხალისო დრო მანამდე არასოდეს მქონია. მახსოვს სახლის უკან აშენებულ ფაცხაში ვიჯექი საათობით და ვფიქრობდი მის ჩამოსვლამდე დრო როგორ გამეყვანა. თუმცა ელ არაფერი გამოვიდა, ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით, ახლა კი ძალიან დიდები ვართ მსგავსი რამისთვის.
ელი კიდევ უფრო მეტად იბენვა და გაკვირვებული შეჰყურებს შავგრემან ბჭს, რომელიც კიდევ ორ ცივ ყავას უკვეთავს მათთვის. ვერ ხვდება მისი ნათქვამი სწორად გაიგო თუ არა. იქნებ ახლაც ზუსტად ისე ცდებოდა, როგორც წინა ორი გამოცნობისას შეცდა? და თუ ამას ხმამაღლა იტყოდა და თედო მწარედ დასცინებდა? იქნებ ისედაც დასცინოდა?
-შენ...შენ...მე?
თედოს ეცინება, თავადაც არ იცის რატომ.
-კი ელისაბედ შენ გგულისხმობ. ხომ იცი? პირველი სიყვარული უცნაური რამ არის, ისეთი ჯერაც რომ ვერ ერკვევი შენს თავს რა ხდება, ამ სამაყროს შესახებ ჯერაც რომ არაფერი იცი. სასაცილოა ჩემი პირველი ყველაზე მეტად უცნაური გამოდგა. ჯერ ხომ სულ ახალ სამაყროში, ახალ რეალობაში ამოვყავი თავი და მთელი წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად რომ ჩემთვის უბრალო მეგობარი აღარ იყავი, რომ არც ოჯახი და არც და არ გერქვა და უცბად, არსაიდან ამირანი გაჩნდა. ძალიან მიყვარს ჩემი ძმა, მაგრამ წარმოიდგინე თინეიჯერი თედო, რომელმაც გაიგო რომ ამირანის ნათლია მამაშენი იქნებოდა. წარმოიდგინე როგორ ტალრად გადაუვლიდა ყველა ემოცია, ისიც როგორ მოუწევდა გაჩუმება და ამ გრძნობებში ამოხრჩობა. ის ხომ იმდენად დიდი არ იყო ხმის ამოღების უფლება ჰქონოდა, ან კი მის ნათქვამს ყურს ვინ დაუგდებდა. ასე რომ გავჩუმდი, აზრი არ ჰქონდა რაიმე მეთქვა დედასთვის, მაინც არ მომისმენდა, იტყოდა გადაგივლისო და მართალიც აღმოჩნდებოდა. ახლა ხვდები რატომ აღარ ჩამოვდიოდი?
ელი ჯერაც ვერ იაზრებს თედოს ნათქვამს. მომდევნო ათი წუთი სრულ სიჩუმეში ჩაძირულები უყურებენ ერთამენთს და გოგო ცდილობს როგორმე გაიაზროს მომხდარი. თავადაც ახსოვს ის პერიოდი, სანამ ამირანს მონათლავდა მამამისი თედო მართლაც სულ ჩამოდიოდა, ამის მერე შეწყდა ზუსტად მისი ვიზიტები სოფელში. უნდა რომ მთელი ხმით იცინოდეს იმ მოულოდნელობაზე რაც ახლა მხოდა. რაც მაშინ მოხდა. ისინი ხომ ჯერ მეგობრები იყვნენ, მერე თედოს ის მოეწონა, ან შეუყავრდა , ზუსატდ არ იცის და უცბად დანათესავდნენ, თანაც ისე რომ უკან დასახევი გზა ორივეს ფეხთან ჩაენგრათ.
-არასოდეს მიფიქრია რომ ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკებდი, მაგრამ აი აქ ვართ, მეც და შენც. პირველ სიყვარულში ყვეალზე მტკივნეული იმის გააზრება რომ შენთვის ვიღაც პირველია, მაგრამ მისთვის შენ არ ხარ.-თედო ტუჩს კბენს, რადგან წარსულის გრძნობები უახლდება, ჭრილობებს ზუსტად წამში ეხსნებათ ნაკერები და პირს ისევ კრავენ- მე კი უარესი დამემართა. ჩემი პირველი სიყვარული ჩემთვის ყველაზე მიუწვდომელი ადამიანი გახდა, არა იმიტომ რომ სხვა შეუყვარდა, ამას როგორმე უშველი ხოლმე, არამედ იმიტომ რომ ჩემს დად გადაიქცა.
-თედო მე...
-არ იცი რა თქვა არა? არც მე ვიცოდი.
თავს დანანებით აქნევს.
-ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ცხოვრება დავკარგე- ელი ოხრავს- არავინ იცოდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
-ვიცი ელ, თან როგორ ვიცი. მე ყველაფერი გავაკეთე ამის უკან მოსატოვებლად და როგორც იქნა გამომივიდა.
-მე კი შანსიც არ მომეცა რამე მეგრძნო, რამე აღმომეჩინა.
-მგონი შანსის არ ქონა უკეთესია ვიდრე ჯერ მისი მიღება და მერე მსგავსი სასტიკი დასასრული.
-შეიძლება.
ელი წარბებს მაღლა სწევს და მხრებს იჩეჩს. უკვე იმაზე ფიქრს იწყებს რომ სჯობდა ეს კარი არასოდეს გაეღო, სჯობდა არასოდეს სცოდნოდა რა მომავლის შესაძლო ვარიანტები წაართვეს საკუთარმა მშობლებმა და მათმა მეგობარმა. ალბათ უკეთესი იქნებოდა რომ თედო ოდესღაც მასზე შეყვარებულ ბიჭად კი არა იმად დამახსოვრებოდა რომელთან ერთადაც დილიდან დაღამებამდე ტყე-ღრე დადიოდა, მთელ სოფელს შემოივლიდა და არავინ მოიკიტხავდათ , რადგან ყველამ კარგად იცოდა რომ ერთმანეთის გვერდით ყველაზე უსაფრთხოდ იყვნენ. იმ მეგობრად დარჩენილიყო, რომელთანაც მხოლოდ მოგონებები ჰქონდა, მაგრამ არა საერთო ფოტოები, არც ვიდეოები. იმად რომელთან ერთად დახუჭობანას თამაშისას ყველაზე მიდგებულ ადგილებში იმალებოდა და მუდამ ოქროს თევზებს იღებდა. ახლა კი როცა ეს ამბავი იცოდა ხვდებოდა მათი ბოლო ზაფხულისას ჩხუბი რის გამოც მოხდა. არა იმიტომ რომ თედო მართლა დასცინოდა იმ ბიჭის გამო, რომელსაც ემესიჯებოდა, არამედ იმტიომ რომ მასზე ეჭვიანობდა. მას ხომ ყველა შანსი წაართვეს ოდესმე ელისთვის სიყვარული აეხსნა. ახსოვდა, როგორ ძალიან დასცინა და განრისხებული როგორ გავარდა ეზოში კაუჩუკის მილის მოსატანად, ოთახში რომ შევიდა და თედოს მოუქნია დასარტყმელად, მათ შორის მისი უფროსი და ჩადგა და მას მხოდვდა. ჩხუბი სწორედ იმ წამს შეყვიტეს. იმდენი რამ იყო კიდევ რისი გახსენებაც შეეძლო, რისი დავიწყებაც შეძლო... ელს აღარაფრის თავი ჰქონდა.
-ხომ არ წავიდეთ?
თედო მის დაღლას და უგუნებობას ამჩნევს. გოგო თავს უქნევს და ჩანთას იღებს. ორივენი ერთად გადიან და ერთ გზას მიუყვებიან სანამ მეტრომდე ჩავლენ, მერე ერთმანეთს ემშვიდობებიან , იმ პირობით რომ კიდევ შეხვდებიან და დავიწყებულ მეგობრობას აღადგენენ.
ელი სახლში მიდის და დივანზე სახით ვარდება. როგორ ძალიან უნდა არაფერი იცოდეს. იქვე ეძინება.
თედოსა და ელის პირველი შეხვედრიდან დრომ რომ გაიარა, სამმა თვემ და ზაფხული დადგა ელისაბედმა წინა რამდენიმე წლისგან განსხვავებით იმ ზაფხულს სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა. იქ რომ ჩავიდა ორ კვირას იცდიდა, ეზოში მდგარი კაკლის ხის ძირას დაკიდებულ ჯაჭვის საქანელაზე იჯდა და ბავშობის კადრებს სევდიანად იგონებდა, ჰაერში ნემსიყლაპიები და პეპლები დაფრინავდნენ. თედო არ გამოჩენილა, ზუსტად ისე როგორც იმ განვლილ, თითქმის დავიწყებულ ზაფხულებში აღარ ჩამოდიოდა. არც ბაბუამისი ჩამოსულა. თავადაც არ იცოდა, ამ ტყით დაფარულ სოფელში რამ ჩამოიყვანა, იქნებ სადღაც გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა რომ უკან დაბრუნებას და ყველაფრის შეცვლას შეძლებდა, თუმცა ეს არც არასოდეს გამოვიდოდა. სოფელში ყოფნის ბოლო დღეს, გოგომ გადაწყვიტა რომ აზრი არაფერს ჰქონდა, ერთხელ დაკარგული წარსული უკან არ დაბრუნებოდა და როგორ ძალიანაც არ უნდა ეცადა თედოსთან მეგობრობა ისეთი ვერასოდეს ვეღარ იქნებოდა, როგორც ადრე. ისინი ხომ უკვე 23 წლისანი იყვნენ, 10-მა წელმა გაიარა მას შემდეგ რაც თედომ მის მიმართ რაღაც იგრძნო, ელმა კი ვერ. სწორედ ამიტომ ბიჭის ინსტაგრამზე გამოწერა ისევე უცბად გაუუქმა ,როგორც დაიწყო.
თედომ ეს ფაქტი მხოლოდ აგვისტოს ბოლოს აღმოაჩინა, როცა წლების მერე პირველად გადაწყვიტა სოფელში დაბრუნება და მწარე რეალობისთვის თვალის საბოლოოდ გასწორება. გული კიდევ ერთხელ ჩასყდა და თავისი სახლის ახლოს მდებარე ცივ წყაროსთან მჯდომმა ღრმად ჩაისუნთქა ადრე ნაცნობი ტყის სუნი, თუმცა ვეღარაფერი იგრძნო. ელის მსგავსად თავადაც გააუქმა გამოწერა და წარსულს უფლება მისცა საბოლოოდ მოსშორებოდა.
ახლა ზუსტად ისეთივე უცნობები იყვენ ,როგორც ბოლო წლების მანძილზე. მათ ცხოვრებაში არც ამბის მოყოლით, არც ამბის გაგებით არაფერი შეცვლილა, იმის გარდა რომ ერთს ხელახლა მოუწია ყველაფრის დავიწყება, მეორემ კი ისე გააგრძელა არსებობა თითქოს მისდამი ოდესღაც არსებული სიყვარულის შესახებ არ გამოსტყდომოდნენ. რაც მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ავიწყდებოდათ ერთმანეთიც და ის შეხვედრაც, რომელიც ბოლოს ერთ დიდ სიზმარს დაემსგავსა.
თუმცა იმას, რომ ოდესღაც მშობლების ერთი გადაწყვეტილების გამო მათი ცხოვრება აირია და ახლა ყველა ადამიანში ერთმანეთის ბავშვობის ვერსიებს ეძებდნენ, რომელსაც ვეღარასოდეს იპოვიდნენ, ვერაფერი შეცვლიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent