ყველა-ფერი, არა-ფერი
და ასე თითქოს ხმაურით, ამავე დროს ჩუმი ხმით მოწყდა ზეცას პაწაწინა წვეთი. ერთ წვეთს მეორე მოყვა. დაიბადა ახალი სიცოცხლე. დაიბადა? არა! დაიბადნენ. ცეროდინა წვეთები ერთმანეთს ჰგავდნენ იმით, რომ ისინი იყვნენ უ-ფეროები. ამავე დროს ყველა-ფერის. ეს იმის მიხედვით თუ რაას დაინახავდნენ ისინი. გახუნებული, ნაცრისფერი ციდან დასრიალებულნი ნელ-ნელა იბერებოდნენ, იბერებოდნენ, მუქ ყავისფერ მიწასთან მიახლოების შემდეგ კი სკდებოდნენ. გარეთ გასულს მსურდა ყველას მოვფერებოდი, მაგრამ არ შემეძლო მათი მიკარება. ჩემი სიახლოვე, სითბო მათ სიცოცხლეს ართმევდა. უკან დაბრუნებული კი შორიდან ვუცქერდი მათ. ისინი იყვნენ უ-ფერო და ამავე დროს ყველა-ფერის. ფანჯარასთან მდგომს წვეთები მიმღეროდნენ. ნაზი ჰანგები სხეულს მითბობდა. ეს იყო ზეცის ტირილი, ჩემი ღიმილი და წვეთების სიცოცხლე, მაგრამ... ბოროტმა მზემ გამოანათა! არემარეს სტყორცნა მოყვითალო ფერები... წვეთები გაყვითლდნენ, გაწითლდნენ და გაქრნენ. მზეს ცას ცრემლი მოწმინდა, მე-ღიმილი, წვეთებს-სიცოცხლე. და ასე გადაიქცა ყველა-ფერი არა-ფერად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.