გადაკვეთის წერტილი (მეხუᲗე Თავი)
კატასავით, უხმოდ აირბინა კიბის საფეხურები და ევას ოთახის კარი შეაღო. გოგონა საწოლზე იჯდა, აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი. სახეზე თმები ჩამოშლოდა და როცა კაცის ხელში იარაღი დაინახა, პატარა, შეშინებული ბავშვივით შეიკუმშა. – დემეტრე... რა ხდება? – ევას ხმა აუკანკალდა, თვალები შიშისგან გაუფართოვდა. – ეს რა ხმაა? გარეთ ვინმეა? დემეტრე სწრაფად მიუახლოვდა, იარაღი ცალი ხელით დაიჭირა, მეორე კი ფრთხილად, მაგრამ მყარად მოჰკიდა მხარზე და საწოლიდან წამოაყენა. – ევა, მომისმინე, – მისი ხმა ამჯერად არ ყოფილა ცივი, ის საოცრად მშვიდად და დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რათა ევას პანიკა არ დაწყებოდა. – შარაშიძის ხალხმა მოგვაგნო. გარეთ ბევრნი არიან, მაგრამ მე აქ ვარ. გესმის ჩემი? მე შენთან ვარ და არაფერს დაგაშავებინებ. – ძალიან მეშინია, დემეტრე... – ევას თვალებიდან ცრემლები წასკდა, სხეულით მას მიეკრო და მისი პერანგის საყელოს ჩააფრინდა, თითქოს ეს კაცი მისი ერთადერთი იმედი ყოფილიყო ამ სამყაროში. – არ დამტოვო, გთხოვ, მარტო არ დამტოვო... – არ დაგტოვებ,ყველაფერი კარგად იქნება, – დემეტრემ თავზე აკოცა, მისი სურნელი შეისუნთქა და პირველ სართულზე სწრაფად ჩაიყვანა. მისაღები ოთახშის ფანჯრებიდან შემოიჭრა მანქანის ფარების მკვეთრი, მჭრელი შუქი. კაცმა ევა ხის მძიმე, მუხის მაგიდასთან მიიყვანა და ნაზად დასვა ძირს. – აქ შეძვერი, – თბილად, მაგრამ მტკიცედ უთხრა დემეტრემ, მისი სახე ხელებში მოიქცია და აიძულა პირდაპირ თვალებში შეეხედა. – აიფარე ყურებზე ხელები, თვალები დახუჭე და დამელოდე. მალე მოვალ, სულ რამდენიმე წუთში. ოღონდ, გემუდარები, არანაირი ზედმეტი მოძრაობა და სისულელე არ ჩაიდინო. უბრალოდ აქ იჯექი და ჩემს ხმას დაელოდე, კარგი? ევამ თავი დაუქნიაა, მაგიდის ქვეშ შეძვრა, მუხლები მკერდთან მიიტანა და ხელები ყურებზე მთელი ძალით მიიჭირა. დემეტრემ ავტომატი გადატენა, უკანასკნელად შეხედა მას, კარი ფეხის დარტყმით გააღო და ნისლიან ეზოში გავარდა. გარეთ ნამდვილი სასაკლაო დაიწყო. – აქ არის, სახლშია! გოგო ცოცხალი გვჭირდება, კაცი მიწასთან გაასწორეთ! – გაისმა ხეების მხრიდან ბინძური შეძახილები, რასაც საშინელი, უცენზურო გინება მოჰყვა.პირველივე წამს ტყვიების წვიმამ სახლის ფასადი და ხის ღობე ნაფოტებად აქცია. მტერი ბევრად მეტი იყო. ათზე მეტი შეაიარაღებული, გამოცდილი დაქირავებული მკვლელი ეზოში პოზიციებს იკავებდა, მაგრამ დემეტრე მათი დონის არ იყო. ის იყო აჩრდილი, სიბნელის ნაწილი. პირველივე გასროლის Შემდეგ უზარმაზარი ნაძვის ხის ჩრდილში გადაინაცვლა.მისი ავტომატი ყოველი ჯერი ზუსტი, მიზანმიმართული და მომაკვდინებელი იყო. პირველი სამი სველ ბალახზე ისე დაეცა, რომ ყვირილიც ვერ მოასწრეს. სისხლმა წამში შეღება დილის ნამი, ჰაერი დენთის მწარე, მახრჩობელა სუნით აივსო. – მარცხნიდან მოუარეთ, ნაბი*ვარი მარტოა! – ყვიროდა შარაშიძის ერთ-ერთი კაცი, როცა დაინახა, როგორ უმკლავდებოდა მათ ერთი კაცი. დემეტრე გადაადგილდებოდა, ნისლს ეფარებოდა, მჭიდებს ელვისებური სისწრაფით ცვლიდა. ის გრძნობდა ყოველ ტყვიას, რომელიც მის გვერდით წუილით მიფრინავდა. უეცრად, ერთ-ერთმა ტყვიამ ასხლეტით გაიარა ხის ქერქი და მისი მარჯვენა ფეხის ბარძაყში ღრმად, ხორცში ჩაეჭედა. მჭრელმა, მწველმა ტკივილმა თვალი მოაჭუტინა. ჭრილობიდან მუქმა სისხლმა იფეთქა და შარვალი წამში გაუჟღინთა. თუმცა, დემეტრეს ახლა ტკივილის განცდის ფუფუნება არ ჰქონდა. მის სხეულში ადრენალინი გიჟური, უკონტროლო ნაკადით გადაადგილდებოდა, რაც ყოველგვარ ნერვულ დაბოლოებას თიშავდა. ამას ემატებოდა ყველაზე საშინელი, ცხოველური შიში – შიში იმისა, რომ თუ ის აქ დაეცემოდა, თუ ის ამათ ვერ შეაჩერებდა, სახლში შევარდებოდნენ და ევას რაღაცას დაუშავებდნენ. მისი სახე, მისი შეშინებული თვალები – ეს ყველაფერი დემეტრეს გონებაში ერთ დიდ აფეთქებად იქცა. ეს ფიქრი მას ზეადამიანურ, თითქმის დემონურ ძალას აძლევდა.დაჭრილ ფეხს ძლივს ეყრდნობოდა, მაგრამ ტკივილს სრულად აიგნორებდა. წინ მიიწევდა და შარაშიძის ხალხს სათითაოდ, დაუნდობლად აქრობდა. კიდევ ორი დაეცა. ეზოში მხოლოდ კვამლი, გვამები და დაჭრილების ხრინწიანი კვნესა ისმოდა. დემეტრე უკვე ბოლო ორ თავდამსხმელს უმიზნებდა. სიტუაციას თითქმის აკონტროლებდა, გამარჯვება ხელის გულზე იდო. მაგრამ ერთ-ერთმა ნიღბიანმა, რომელიც ჯიპის საბურავს ამოეფარა, მიხვდა, რომ ტყვიით ამ კაცს ვერ დაამარცხებდა. ჯიბიდან სამხედრო ხელყუმბარა ამოიღო, დამცავი რგოლი კბილებით მოგლიჯა და მთელი ძალით ისროლა დემეტრეს მიმართულებით. ყუმბარა მიწაზე დაგორდა, დემეტრესᲗან ახლოს კაცმა მხოლოდ თვალის შევლება მოასწრო. ერთ წამში სამყარო აფეთქდა.საშინელმა, ცეცხლოვანმა ნათებამ და აფეთქების მძლავრმა, დამანგრეველმა წნევამ დემეტრე ჰაერში აიტაცა, რამდენიმე მეტრიᲗ უკან გადააგდო და ხის უხეშ ღობეს მთელი ძალით მიანარცხა. სამყაროში ყოველგვარი ხმა გაქრა.დუმილი ჩამოწვა, რომელსაც მხოლოდ ტვინის მბურღავი, საშინელი წუილი არღვევდა. დემეტრეს ყურებიდან და ცხვირიდან თბილმა, მუქმა სისხლმა იფეთქა. ტკივილი ხერხემალში, მკერდსა და თავში იმდენად აუტანელი იყო, რომ ფილტვებიდან ჰაერი მთლიანად განდევნა. სცადა წამომდგარიყო. ჯანმრთელ ხელს დაეყრდნო, ტალახიანი თითები მიწაში ჩაასო, მაგრამ ხელები აუკანკალდა და სახით ისევ სისხლიან ბალახში ჩაემხო. დაჭრილი ფეხიდან სისხლი უწყვეტ ნაკადად ჟონავდა, ყოველი მოძრაობა გონების დაკარგვის ტოლფასი იყო. ვერ დგებოდა. სხეულმა, რომელიც აქამდე მანქანასავით ემორჩილებოდა, უღალატა.მხედველობა მთლიანად დაებინდა, თვალწინ შავი ლაქები დაუცურავდა, თუმცა ამ ბუნდოვან კადრებს შორის მაინც დაინახა ის, რამაც მისი სული ფიზიკურ ტკივილზე მეტად დაგლიჯა. სახლის კარი ხმაურით გაიღო. ორი ნიღბიანი მოათრევდა ევას. გოგონა მთელი ძალით ფართხალებდა, კაცებს ხელებსა და სახეში გამეტებით ურტყამდა. მისი ნაზი, თეთრი აბრეშუმის ხალათი ტალახში და სისხლში გასვრილიყო. ყურებიდან ხელები მოეშორებინა და მისი ხმა, სასოწარკვეთილი და განწირული, ბუნდოვნად აღწევდა დემეტრეს დახშულ სმენამდე. – დემეტრე! დემეტრე, გემუდარები, ადექი!დემეტრეეე! – ყვიროდა ევა ბოლო ხმაზე, მისი სახე ცრემლებით იყო დანამული. მიწაზე დაცემული კაცისკენ იწვდიდა ხელებს, ცდილობდა როგორმე მარწუხებიდან თავი დაეღწია და მასთან მიჭრილიყო, მაგრამ ჰაერში აიტაცეს და ჯიპის უკანა სავარძელზე ძალის გამოყენებით შეაგდეს. – ადექი... ადექი, ნაძირლავ... უსუსურო... – ჩურჩულებდა დემეტრე, საკუთარ თავს ლანძღავდა, ფრჩხილებით მიწას გლეჯდა, მთელ ნებისყოფას ერთ მუშტად კრებდა, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ტრავმა იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მისი ნებისყოფა. უყურებდა, როგორ იხურებოდა ჯიპის კარი.მანქანის ძრავამ გააფთრებით დაიღმუვლა.გონების დაკარგვამდე რამდენიმე წამით ადრე, დემეტრემ დაინახა, როგორ მოწყდნენ ადგილიდან მანქანები, როგორ დატოვეს ტერიტორია და როგორ წაართვეს მას ერთადერთი ადამიანი, ვინც მის გაყინულ გულში ცეცხლის დანთება შეძლო. თვალები ნელ-ნელა დაეხუჭა. სამყარო გაფერმკრთალდა და სიბნელეში ჩაიძირა. გამაღიზიანებელი ხმა ტვინის სიღრმეში ტკივილით აღწევდა. დემეტრემ ქუთუთოები მძიმედ დააᲨორა ერᲗმანეᲗს. თვალები ისე ეწვოდა, თითქოს ქვიშა ჩაეყარათ. პირველი, რაც იგრძნო წამლებისა და ანტისეპტიკების მძაფრი, მახრჩობელა სუნი იყო. სად იყო? მხედველობა ნელ-ნელა დაეწმინდა. ჭერიდან თეთრი, ნეონის შუქი ანათებდა. ნელა გადაატრიალა თავი და დაინახა მარცხენა მკლავში ჩარჭობილი უამრავი ნემსი, სისტემის გამჭვირვალე მილები, რომლებშიც სითხე უხმოდ მიედინებოდა, და მის გვერდით მდგარი კარდიომონიტორი, რომელიც მისი გულისცემის რიტმს აკონტროლებდა. დემეტრეს გონება თავიდან დაბინდული იყო, თითქოს სქელ ნისლში დაცურავდა, მაგრამ უცებ... თითქოს გაიელვა, რეალობა თავში უზარმაზარი უროსავიᲗ დეცა. ტყის სახლი... ნისლიანი დილა... ჯიპების ღმუილი... იარაღის ხმა... ფეხში ჩაჭედილი ტყვია, მერე მიწაზე დაგორებული ყუმბარა და აფეთქება, რომელმაც ჰაერში აიტაცა. და რაც ყველაზე მთავარია... ევა. ევას ტალახში დასვრილი თეთრი აბრეშუმის ხალათი... მისი ატირებული,დარდით სავსე თვალები, რომლებიც შველას კი არ სთხოვდნენ, არამედ მის ჭრილობებსა და სისხლს გლოვობდნენ. ევა, რომელიც ორმა ნიღბიანმა მანქანაში უხეშად შეაგდო და წაიყვანა. ვერ დაიცვა. მან ის ვერ გადაარჩინა. – არა... არა, არა! – ველური, ცხოველური ხმა აღმოხდა ყელიდან დემეტრეს. წამში აბობოქრებულმა ადრენალინმა და გააფთრებამ ფიზიკური ტკივილი სრულად ჩაახშო. მან ორივე ხელი თავზე წაივლო, თითქოს ამ კოშმარული კადრების გონებიდან ამოგლეჯას ცდილობდა.საწოლიდან მკვეთრად წამოიწია. მოძრაობა იმდენად უხეში იყო, რომ სისტემის მილები გაწყდა, ვენიდან სისხლმა იფეთქა და თეთრი ზეწარი წამში შეღება. კარდიომონიტორმა საგანგაშოდ, უწყვეტად დაიწყო წივილი. – მშვიდად! არ იმოძრაოთ! – ოთახში ელვისებურად შემოცვივდნენ თეთრხალათიანი ექიმები და მომვლელები. – გამიშვით! ხელი გაწიეთ, თორემ აქვე დაგხოცავთ ყველას! – ღრიალებდა დემეტრე. ის ჯიუტად, გააფთრებით ცდილობდა სხეულიდან დარჩენილი მილებისა მოგლეჯას, აპარატურას ხელი ჰკრა და იატაკზე გადააგდო. დაჭრილი ფეხი საშინლად აეწვა, ჭრილობა ისევ გაიხსნა, მაგრამ ის ვერაფერს გრძნობდა. ტანმორჩილ ექიმებს ორივე ხელით იგერიებდა, საწოლიდან ადგომას ლამობდა. – დამამშვიდებელი მოამზადეთ, სასწრაფოდ!– ყვიროდა მთავარი ექიმი, როცა ორმა სანიტარმა დემეტრეს ხელების დაკავება სცადა, თუმცა დაუძლურებული დემეტრეც კი იმდენად Ძლიერი იყო მაᲗზე,რომ ორივე მარტივად მოიგერია. ზუსტად ამ დროს პალატის კარი ფართოდ გაიღო და შიგნით სახეწაშლილი რეზო და ალექსანდრე დადიანი შემოვიდნენ. – დემეტრე! გაჩერდი, ჩემო ძმაო, გაჩერდი! – რეზო წამში მივარდა საწოლს, დემეტრეს მხრებში ჩააფრინდა და მთელი ძალით დააწვა, რომ დაეფიქსირებინა. – რეზო ვარ, მიყურე, ძმაო! გაჩერდი, თორემ ვენებს დაიგლიჯავ დემეტრემ რეზოს ნაცნობი ხმა რომ გაიგონა, წამით შეწყვიტა წინააღმდეგობ. მზერა ალექსანდრე დადიანზე გადაიტანა, რომელიც პალატის ცენტრში იდგა. კაცი, რომელიც მუდამ ამაყი და ურყევი ჩანდა, ახლა ათი წლით დაბერებულიყო, თვალები ჩასცვენოდა და ხელები უცახცახებდა. – რამდენი... რამდენი დრო გავიდა? – ხრინწიანი ხმით იკითხა დემეტრემ და რეზოს ხელი უხეშად მოიშორა მხრიდან. – ერᲗი კვირა, დემე... Შვიდი დღეა უგონოდ ხარ, – დაბალი ხმით უპასუხა რეზომ და ექიმებს ანიშნა, ცოტა უკან დაეხიათ, რადგან პალატაში სიტუაცია შედარებით დამშვიდდა, თუმცა აპარატურა მაინც განგაშის ხმას გამოსცემდა. – ყუმბარის აფეთქებამ მძიმე კანტუზია მამოიწვია, ბევრი სისხლი დაკარგე, ფეხზე ოპერაცია გაგიკეთდა... ძლივს გადაგარჩინეთ, ძმაო. – ერᲗი კვირა?! – დემეტრეს თვალები გაუფართოვდა, ეს სიტყვები მისთვის სასიკვდილო განაჩენივით ჟღერდა. Შვიდი დღე მტრის ხელში... Შვიდი დღე ევა მარტო იყო. მან მზერა ალექსანდრეს მიაპყრო. – სად არის? იპოვეთ? მითხარით, რომ იპოვეთ! ალექსანდრემ თავი დახარა, სახეზე ხელები ჩამოისვა და ჩამოჯდა იქვე, სკამზე. მისი დუმილი ყველაფერზე მეტყველებდა. – ვერა, დემეტრე... ვერ ვპოულობთ, – თქვა დადიანმა და მის ხმაში პირველად გაისმა სრული სასოწარკვეთა. – ჩემი ხალხი, რეზოს ბიჭები, მთელი ქალაქი ფეხზე დგას, მაგრამ კვალი არსად არის. შარაშიძე... მან უბრალოდ ადამიანის სახეს დაკარგა, მონსტრად იქცა. ალექსანდრე წამოდგა, პალატის ფანჯარასთან მივიდა და ზურგით დადგა,ცრემლების დამალვას ცდილობდა. – მას აღარც ჩემი ქონება აინტერესებს და აღარც ბიზნესი, – გააგრძელა დადიანმა კანკალით. – მას ახლა მხოლოდ ერთი რამ უნდა – უნდა უყუროს, როგორ ვიტანჯები. უნდა, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე მ ა წ ა მ ო ს. მან იცის, რაც არის ჩემთვის ევა... იცის, რომ ის ჩემი ერთადერთი შვილია, ჩემი ერთადერთი სუსტი წერტილი ამ ქვეყანაზე. და ზუსტად ამიტომ მართმევს მას, რომ ჩემი სიკვდილი თავისი თვალით ნახოს. – პოლიცია? – იკითხა დემეტრემ და საწოლზე ფეხები გადმოაწყო, მიუხედავად იმისა, რომ ბარძაყის არეში ნაკერები ეწვოდა. – საქმე ხომ გახმაურდა? – კი, ამბავი გასკდა, – ჩაერია რეზო. – წყნეთში მომხდარი სროლების გამო მთელი საგამოძიებო სტრუქტურა ჩარეულია. პოლიცია, სპეცსამსახურები, ყველა შარაშიძეს ეძებს. მისი ყველა ოფისი, ყველა ცნობილი თავშესაფარი ბლოკირებულია. მისი საქმე წასულია, დემეტრე. ვერსად გაიქცევა, ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიჭერენ. – ჰოდა, ზუსტად მაგისი მეშინია! – მოულოდნელად შემობრუნდა ალექსანდრე. – ზუსტად მაგის ეშინია ჩემს გულს! თქვენ არ იცნობთ შარაშიძეს, არ იცით, ვინ არის ის! ვიცი, კუთხეში მიმწყვდეული მხეცი რა საშიშიცაა. ვიცი, რომ როცა მიხვდება, გამოსავალი აღარ აქვს, როცა დაინახავს, რომ პოლიცია კუდზე აზის და ყველაფერი დაკარგა... ის ევას მოკლავს! ასე უბრალოდ, ცივსისხლიანად გამოასალმებს სიცოცხლეს! ამ ბრძოლას არ დათმობს. ცოცხალს არ დამიბრუნებს ჩემს გოგოს, მასთან ერთად ჩაიყოლებს საფლავში! პალატაში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ კარდიომონიტორის წყვეტილი ხმა ისმოდა. დემეტრე უსმენდა ალექსანდრეს და ყოველი სიტყვა მის სხეულში ნაჯახივით ხვდებოდა. კუთხეში მიმწყვდეული შარაშიძე ნამდვილად წავიდოდა ყველაფერზე. ევას დრო სულ უფრო ცოტა რჩებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



