შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადაკვეთის წერტილი (მესამე Თავი)


დღეს, 05:36
ავტორი Khatiat162
ნანახია 75

საცეკვაო მოედნიდან წამოსული ევას ბრაზი ახრᲩობდა.შავი აბრეშუმი ფეხებზე ეხვეოდა, გულში კი ბრაზი, სირცხვილი და უარყოფილი ვნება ერთმანეთში ირეოდა. ის გრძნობდა დემეტრეს მზერას, რომელიც ზურგში ტყვიასავით ხვდებოდა. როგორ შეძლო ამ კაცმა ასე მარტივად, ერთი ხელის მოსმით დაებრუნებინა ცივი სახე მას შემდეგ, რაც მათ შორის ჰაერი ფაქტობრივად გაქრა? როგორ შეძლო საკუთარი სხეულის ასე კონტროლი, როცა თავად ევას გული საგულედან ამოხტომას ლამობდა?
​„რობოტი. უგრძნობი, დაქირავებული იდიოტი,“ – იმეორებდა გონებაში, როცა სასტუმროს გრძელ დერეფანს მიჰყვებოდა, სადაც ხალხმრავლობა მცირდებოდა.
​მას სუფთა ჰაერი სჭირდებოდა. უფრო მეტად კი – მამამისისა და დემეტრეს წესების კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელვა, რათა საკუთარი ძალაუფლება დაებრუნებინა. ნაცვლად იმისა, რომ დარბაზში, უსაფრთხო ზონაში დაბრუნებულიყო, ევამ სასტუმროს უკანა, ღია ტერასისკენ მიმავალი კარი შეაღო. აᲦარ წვიმდა, ტერასა ცარიელი იყო, მხოლოდ შორიდან, ქალაქის განათებებიდან მოდიოდა სუსტი შუქი.
​ევა მოაჯირს დაეყრდნო, ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. მას ეგონა, რომ გაიპარა. ეგონა, რომ მარტო იყო.
​ზუსტად იმ წამს, ტერასის ბნელი კუთხიდან,ორი მამაკაცი გამოჩნდა. მათ კლასიკური კოსტიუმები ეცვათ, თუმცა მათი სიარულის მანერა და მკაცრი სახის გამომეტყველება გასცემდაᲗ. ეს არ იყო გალას სტუმრები.
​– რა საოცარი საღამოა, არა? – თქვა ერთ-ერთმა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. მისი ხმა ხრინწიანი და აუღელვებელი იყო. – მამაშენი ფიქრობს, რომ Თუ ᲫაᲦლს მოგიᲩენს, ვეღარავინ მოგაგნებს.
​ევა ადგილზე გაშშდა. შიშმა ყელი წამში გამოუშრო. მან უკან დაიხია, მაგრამ ზურგი მოაჯირს მიებჯინა.
– ვინ ხართ? ნაბიჯიც არ გადმოდგათ! – სცადა დაეყვირა, მაგრამ ხმა ჩაუწყდა.
​– ნუ ყვირი, პრინცესა, აქ შენს ხმას ვერავინ გაიგონებს, – ჩაურთო მეორემ, პიჯაკის შიგნიდან მოკლელულიანი იარაღი ამოიღო და ლულა პირდაპირ ევასკენ მიმართა. – შარაშიძეს შენთან შეხვედრა უნდა. ძალიან წყნარად, ყოველგვარი სცენების გარეშე გამოგვყვები. თუ არადა, მამაშენს შენს ლამაზ სხეულს ნაწილ-ნაწილ გავუგზავნიᲗ.
​მეორე კაცი ელვისებურად მიუახლოვდა და უხეში, სველი ხელისგული პირდაპირ ტუჩებზე ააფარა, რათა ხმა ჩაეხშო. ევას თვალებიდან ცრემლები წასკდა. სიკვდილი ახლოს იყო, ისეთი ახლოს, როგორც არასდროს. მან თვალები დახუჭა.
​უცებ, ჰაერი გაიპო.
​დემეტრე წყვდიადიდან გამოვიდა, როგორც მძვინვარე, უხმოდ მავალი მტაცებელი. მისი დარტყმა იმდენად Ძლიერი აᲦმოᲩნდა, რომ კაცს, რომელსაც ევას პირზე ხელი ჰქონდა აფარებული, ყბის ძვლი Ჩაემსხვრა. ადგილს მოწყდა და ბეტონის იატაკზე დაენარცხა.
​მეორემ, იარაღის მოტრიალება დააპირა, მაგრამ დემეტრემ წამითაც არ მისცა დრო – მარცხენა ხელით ლულა ზემოთ ააწევინა, ხოლო მარჯვენათი მაჯაში ჩაავლო და სახსარში გადაუტეხა. იარაღი ასფალტზე ხმაურით დავარდა. კაცმა ტკივილისგან დაიღრიალა.დემეტრემ მუხლის უხეში დარტყმით ნეკნები ჩაუმტვრია და იატაკზე დააგდო.
​პირველი თავდამსხმელი გონს მოეგო, წამოიწია და ქურთუკის შიგნიდან მაყუᲩიანი იარაღი ამოიღო. წყვდიადში ყრუ გასროლა გაისმა.
​დემეტრემ რეაგირება მოასწრო – მან ევას ხელი სტაცა, თავისკენ მოქაჩა და საკუთარი სხეულით გადაეფარა. ზუსტად იმ წამს ტყვიამ ხორცი გაგლიჯა. დემეტრეს მთელი სხეული შეირყა, ძარღვები დაეჭიმა და ყბები ისე მაგრად შეკრა, Ძვლების ტკაცუნი გაისმა.
​– შენი დედაც... – კბილებს შორის გამოცრა დემეტრემ.წონასწორობა არ დაუკარგავს. მისი ხმაში ტკივილზე მეტად უსაზღვრო გაღიზიანება და სიბრაზე ისმოდა იმის გამო, რომ ამ თავნება გოგომ გეგმა აურია.მარცხენა ხელით იარაღი ამოიღო პიჯაკიდან.მერე იყო ორი ზუსტი გასროლა.
​დემეტრეს თეთრ პერანგზე სისხლმა წამში იფეთქა და მუქ ლაქად გადაიქცა. ევამ ეს რომ დაინახა, გონება დაეკარგა. შიში, პანიკა და დანაშაულის გრძნობა ერთად მოაწვა თავში და მერე ისტერიკაში გადაიზარდა.
​– ღმერთო ჩემო... დემეტრე! სისხლია... შენ გესროლეს!– ევამ სახეზე ხელები აიფარა, სუნთქვა აუჩქარდა, ხმა აუკანკალდა, ხელების ქნევა დაიწყო, თითქოს არ იცოდა, სად წასულიყო. – რამე გავაკეთოთ, სასწრაფო... სასწრაფოში დავრეკოთ! ღმერთო, კვდები?! დემეტრე, უყურე სისხლს!
​დემეტრე მასთან მივიდა, ჯანმრთელი ხელი მხარზე დაადო, თუმცა ევამ ის ხელი უხეშად მოიᲨორა, უკან გადადგა ნაბიჯი და თავი გაიქნია, თვალებიდან ცრემლები სცვიოდა:
– არ შემეხო!რატომ გამოხვედი ჩემს გამო, რატომ?! უნდა დავრეკო, ვინმეს უნდა დავუძახო...
​– ევა, შემომხედე, – დემეტრეს ხმა მშვიდი იყო,ისეთი სიმტკიცე, რომ ჰაერი გაკვეთა. ერᲗი ნაბიჯით მიუახლოვდა.ევა კანკალებდა.კედელს მიეკრა, სუნთქვა უᲭირდა. შოკისგან მისი გუგები გაფართოებულიყო.
​– არა, არა, შენ არ გესმის... ეს საშინელებაა...
​დემეტრემ ორივე ხელი მოჰკიდა მხრებში. მიუხედავად იმისა, რომ მარცხენა მხრიდან სისხლი სდიოდა, მისი მოძრაობა საოცრად ნაზი, თუმცა მტკიცე და ჯენტლმენური იყო. მან გოგონა თავისკენ მიიზიდა, აიძულა თვალებᲨი Შეეხედა.
​– ევა, დამშვიდდით. გთხოვთ, ჩაისუნთქეთ, – თქვა მან დაბალი, თბილი, ხავერდოვანი ხმით,ირონია სრულად გამქრალიყო. – შემოხედე. ცოცხალი ვარ. ეს მხოლოდ ნაკაწრია. ახლა კარგად ხარ და მეც კარგად ვარ. მაგრამ აქედან უნდა წავიდეთ კარგი?
​დემეტრეს სახეზე ტკივილის მიუხედავად ისეთი ურყევი, დამამშვიდებელი ძალა ეწერა, რომ ისტერიკის ტალღა ნელ-ნელა Ჩაცხრა. მან რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა, ყელი ჩაიწმინდა და თავი სუსტად დაუქნია.
​– კარგი. ახლა ჩემს ნაბიჯებს გამოჰყევი.– ჩუმად თქვა დემეტრემ, ხელი წელზე ნაზად შეახო და ტერასის სათადარიგო კიბეებით პირდაპირ პარკინგისკენ წაიყვანა.
​სასტუმროში განგაშის ხმა აუგუგუნდა, რეზოს და დაცვის ბიჭების ფეხის ხმა ისმოდა, მაგრამ დემეტრეს არავისთვის დაუცდია. მან ევა მანქანაში ჩასვა, თავად საჭესთან დაჯდა და „რეინჯ როვერი“ წყნეთისკენ გიჟური სიჩქარით დაძრა.
​მამულში ღამის სამი საათი სრულდებოდა. სახლში სიჩუმე იდგა. ალექსანდრე ქალაქში დარჩა პოლიციასთან ერთად საქმის გასარკვევად, რეზოს კი უბრძანეს, სახლის გარშემო პერიმეტრი გაემაგრებინა.
​დემეტრე პირველი სართულის მცირე მისაღებში, ტყავის სავარძელში იჯდა. მას შავი პიჯაკი და ჰალსტუხი გაეხადა, თეთრი პერანგის ღილები მკერდზე ჩაეხსნა და მარცხენა სახელო მხრამდე აეკეცა. პერანგის ქსოვილი მხრის არეში სისხლით იყო გაჟღენთილი. ტყვიას ძვალი არ დაეზიანებინა, რბილ ქსოვილში გაევლო, თუმცა ჭრილობა ღრმა იყო და სისხლი კვლავინდებურად ჟონავდა.
​კარი ნელა გაიღო და ოთახში ევა შემოვიდა. კაბა გამოეცვალა, ახლა უბრალო, დიდი, თეთრი აბრეშუმის ხალათი ეცვა, თმა მხრებზე უწესრიგოდ ეფინა. ხელში პირველადი დახმარების ჩანთა და თბილი წყლით სავსე ჯამი ეჭირა. თვალები ტირილისგან ᲩაწიᲗლებოდა, ხელები კი შესამჩნევად უთრთოდა. ისტერიკის პირველი ტალღა ჩამცხრალიყო, მაგრამ მის სახეზე ღრმა, მტკივნეული სინდისის ქენჯნა აღბეჭდილიყო.
​– ევა.. მე თვიᲗონ ვიზამ, – თქვა დემეტრემ და წამოდგომა დააპირა, მაგრამ მხრის ტკივილმა სახე დაუმანჭა.
​– დაჯექი, – ევას ხმაში პირველად არ იყო ამპარტავნება. ეს იყო თხოვნაც და ბრძანებაც, რომელიც სინდისის ქენჯნითა და შიშით იყო გაჯერებული. – ეს ჩემი ბრალია. ჩემი იდიოტური კაპრიზის გამო დაგჭრეს. ხმა არ ამოიღო, გთხოვ.
​დემეტრეს წინ, ხალიჩაზე,მუხლებზე დაეშვა. ჩანთიდან სპირტი, ბამბა და მაკრატელი ამოიღო. ევა არასდროს ყოფილა ასეთ სიტუაციაში, სისხლის დანახვაზე ყოველთვის გული მისდიოდა, მაგრამ ახლა, როცა უყურებდა დემეტრეს ძარღვიან, ნაიარევ მკლავს, მასში რაღაც წარმოუდგენელმა Ძალამ გაიღვიძა.
​სპირტით გაჟღენთილი ბამბა ჭრილობას შეახო. დემეტრეს სხეული წამსვე დაიჭიმა, ყბები მაგრად შეკრა,მაგრამ ხმა არ ამოუღია.
​– გტკივა? – ჩურჩულით ჰკითხა ევამ, თავი ასწია და თვალებში ჩახედა. ისინი იმდენად ახლოს იყვნენ, რომ გოგონა გრძნობდა კაცის აჩქარებულ, ცხელ სუნთქვას საკუთარ სახეზე.
​– არა, – უპასუხა დემეტრემ ჩახლეჩილი ხმით. მისი მუქი თვალები ევას სახეს მიაშტერდა.
​ევამ ნელა, ფრთხილად დაიწყო სისხლის მოწმენდა. მისი თითები ხანდახან უნებლიეთ ეხებოდა კაცის თბილ, მამაკაცურ კანს. ყოველი შეხება ორივესთვის ნამდვილი წამება იყო. ოთახში ჰაერი ისევ ისე გასქელდა, როგორც სასტუმროს საცეკვაო მოედანზე, თუმცა ახლა მათ შორის წესები აღარ არსებობდა. იყო მხოლოდ სიშიშვლე, სისხლი და ფარული, დამანგრეველი ვნება.
​ევამ ბინტი აიღო და დემეტრეს მხარს შემოავლო.მოუწია წინ გადახრილიყო და მკლავები კაცის ყელისთვის შემოეხვია, რათა ბინტი ზურგიდან გადმოეტანა.ევას ხალათის თხელი აბრეშუმი დემეტრეს შიშველ მკერდს მიეკრო. გოგონას ოქროსფერი თმის სურნელმა კაცს გონება დაუბნელა.
​დემეტრემ ვეღარ გაუძლო. მან საღი, მარჯვენა ხელი მოულოდნელად მოჰკიდა ევას წელზე და თავისკენ უფრო მაგრად მიიზიდა. ბინტი ხელიდან გაუვარდათ.
​ევას სუნთქვა შეეკრა. ის უყურებდა კაცის ტუჩებს, მის ნაწიბურს, მის ანთებულ თვალებს.
​– რას უᲨვები Ჩემს დისციპლინას ევა ჰაა??, – ჩურჩულით, თითქმის მუქარით თქვა დემეტრემ, მისი თითები გოგონას წელზე აბრეშუმის ქსოვილს მტკივნეულად ჩაეჭდა. – შენთან ყოველი წამი შეცდომაა.
​– მაშინ დაუშვი ეს შეცდომა, – ᲩურᲩულიᲗ თქვა ევამ.მისი სიამაყე ამ კაცის ხელებში ქრებოდა.მზად იყო ყველაფრისთვის.
​დემეტრე წამით კიდევ უფრო მიუახლოვდა მის ტუჩებს, მათ შორის მილიმეტრები დარჩა, ერᲗმანეᲗისადმი ლტოლვამ პიკს მიაღწია... მაგრამ ბოლო წამს, კაცმა თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და ევას ხელი ნელა, მაგრამ მტკიცედ გაუშვა. მან თავი უკან გადასწია, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
​– უსაფრთხოების ზონაში უნდა დაბრუნდე, ევა. შენს ოთახში ადი, – თქვა ცივად, თუმცა მისი ხმა აშკარად დაᲫაბული იყო. – ჭრილობა შეხვეულია. მადლობა.
​ევა ფეხზე წამოდგა. სხეული უთრთოდა, ტუჩები ეწვოდა იმ კოცნის მოლოდინისგან, რომელიც არ შედგა.უთქმელად გაბრუნდა.
​ორივემ იცოდა – მათ უარყვეს ეს ლტოლვა, მაგრამ ომი უკვე წაგებული იყო. ნაპერწკალმა გაიღვიძა და მის ჩასაქრობად არც დემეტრეს სამხედრო დისციპლინა და არც ევას Თავქარიანობა აღარ იქნებოდა საკმარისი..
​მისაღებ ოთახში დატოვებული სისხლიანი ბამბები და აბრეშუმის ხალათის შრიალი უკვე წარსულს ჩაბარებოდა, თუმცა მომდევნო დღის გათენება წყნეთის მამულში მძიმე და დამთრგუნველი აღმოჩნდა. ევას მთელი ღამე არ სძინებია. ყოველ ჯერზე, როცა თვალებს ხუჭავდა, დემეტრეს ტკივილისგან შეკრული ყბები, მისი ხრინწიანი ხმა და ის წამიერად მოახლოებული ტუჩები ელანდებოდა.
​დილის ათ საათზე სახლში ტელევიზორები უკვე ჩართული იყო. საინფორმაციო გამოშვებები მხოლოდ გუშინდელ საქველმოქმედო გალაზე მომხდარ სროლასა და ალექსანდრე დადიანის კომპანიის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე საუბრობდნენ. შარაშიძემ ღია ომი გამოაცხადა. დადიანის აქციები ბირჟაზე კატასტროფულად ეცემოდა, პარტნიორებმა კი უსაფრთხოების მოტივით კონტრაქტების გაუქმება დაიწყეს. ალექსანდრეს იმპერია, რომელიც წლების განმავლობაში ურყევი ჩანდა, თვალსა და ხელს შუა ინგრეოდა.
​ევა პირველ სართულზე ჩამოვიდა. მისაღებში მამამისი იჯდა, თავზე ხელები შემოეწყო,მის წინ ათობით დოკუმენტი ეყარა. იქვე, ფანჯარასთან, დემეტრე იდგა. დღეს ისევ თავისი ჩვეული, შავი პერანგი ეცვა, თუმცა მარცხენა მხარი ოდნავ უძრავად ეჭირა –ბინტის კონტური ქსოვილის ქვეშ მკაფიოდ იკვეთებოდა. მისი სახე ისევ ისე ცივი და გამოუცნობი იყო, თითქოს რამდენიმე საათის წინ ევას წელზე მისი თითები ძალუმად არ ყოფილიყო ჩაჭიდებული.
​– მამა... – ჩუმად თქვა ევამ.
​ალექსანდრემ თავი ასწია. თვალები ჩაწითლებოდა.
– ევა, საქმე იმაზე ცუდად არის, ვიდრე მეგონა. შარაშიძემ ჩემი მთავარი პარტნიორები გადაიბირა. ბანკებმა ანგარიშები დამიბლოკეს. ეს მხოლოდ ფული არ არის... მათ იციან, რომ თუ შენ ხელში ჩაგიგდებენ, მე ყველაფერზე მოვაწერ ხელს. ყველაფერს დავᲗმობ, რაც გამაჩნია.
​– ევა აქ ვერ დარჩება – ჩაერია დემეტრე. მისი ხმა ოთახში განაჩენივით გაისმა. ის მოტრიალდა და ალექსანდრეს შეხედა. – რეზომ პერიმეტრზე უცხო მანქანები შეამჩნია. წყნეთის მამული ზედმეტად თვალსაჩინოა. მათ იციან ეს მისამართი. ევა აქედან უნდა წავიყვანო.
​– სად? – ევას გულმა მკვეთრად დაუწყო ცემა. მან დემეტრეს თვალებში ჩახედა, მაგრამ კაცმა მზერა ეგრევე გვერდითა სარკმელზე გადაიტანა. ის კვლავ პროფესიონალის ნიღაბს ატარებდა. – საერთოდ რატომ უნდა წამოგყვე? იქნებ მამასთან ერთად დავრჩე?
​– იმიტომ, რომ მაᲗ Შენ სᲭირდები და არა მამაᲨენი, – ცივად მიუგო დემეტრემ, წელზე იარაღის ბუდე გაისწორა და საათს შეხედა. – რეზო, მანქანები მოამზადე. ათ წუთში გავდივართ. ევა, ზემოთ ადი და მხოლოდ პირველადი საჭიროების ნივთები ჩაალაგე. ტანსაცმლის მთელ კოლექციას ნუ წამოიღებ.
​მაგრამ ათი წუთი ბევრი აღმოჩნდა.
​სანამ ევა მეორე სართულზე ჩანთის ჩასალაგებლად ავიდოდა, ეზოდან მუხრუჭების საშინელი ხმა და ავტომატური იარაღის გადატენვის ხმა გაისმა. შუშების ნამსხვრევები მიმოიფანტა პირველ სართულზე. დაცვის ბიჭების ყვირილი და აფეთქების ყრუ გუგუნი ერთმანეთში აირია. შარაშიძემ ლოდინს ამჯობინა – პირდაპირი, მასშტაბური იერიში მიიტანა მამულზე.
​– ევა, ძირს! – დემეტრეს ხმა ჭექა-ქუხილს ჰგავდა.
​კიბეებზე ელვისებურად აირბინა, გოგონას ხელი სტაცა და იატაკზე დააწვინა ზუსტად იმ წამს, როცა მეორე სართულის ფანჯრიდან ტყვიების სეტყვა შემოიჭრა და კედლის ბათქაში თავზე დააყარათ.
​– გამიშვი! – დაუყვირა ევამ, სახეზე მტვერი ხვდებოდა. – მამაჩემი! მამა სად არის?! ქვემოთ უნდა ჩავიდე!
​– რეზოს მამაშენი უსაფრᲗხო ადგილზე გადაჰყავს! – დემეტრემ კედელს ამოაფარა და პიჯაკის შიგნიდან თავისი მძიმე „გლოკი“ დააძრო. – მათ მამაშენი არ სჭირდებათ, მათ შენ სჭირდები! თუ ქვემოთ ჩახვალ, ორივე მოვკვდებით. გაიგე?
​კიბეებზე მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. ორი მეორე სართულზე ამოიჭრა. რეაქცია წამიერი იყო – ორი ზუსტი გასროლა. პირველი ორი კაცი კიბეებზევე დაგორდა. დემეტრემ ევას მაჯაში ხელი ჩაავლო და სამრეცხაო ოთახისკენ გაათრია, საიდანაც უკანა ეზოს ხვეული კიბე გადიოდა.
​კარი გამოაღეს თუ არა, ტყის ცივმა ჰაერმა დაუარა სხეულში. ევა ფეხშიშველი იყო, მხოლოდ თეთრი აბრეშუმის ხალათი ეცვა. როგორც კი ნიადაგს შეეხო, წამოიკივლა:
​– დემეტრე, მოიცა! ფეხშიშველი ვარ! ტალახია, ფეხებზე რაღაცები მერჭობა!
​– ირბინე, ევა! – კბილებში გამოსცრა კაცმა, უკან მიიხედა და ერთი გასროლით კუთხიდან გამომხტარი ჩრდილი დააფრთხო. – ახლა შენს პედიკიურზე დარდის დრო არ არის! იარე!
​– შენ ნორმალური ხარ?! – ისტერიკული წივილი აღმოხდა ევას, როცა მშრალ ტოტს დააბიჯა და კანი გაეკაწრა. – აბრეშუმის ხალათით მატარებ ტყეში და კიდევ მე მიყვირი?! სად არის საერთოდ მანქანა? შორსაა? ტყეში მგლები არიან? დემეტრე, გეკითხები!
​– მგლები არ ვიცი და შარაშიძის ხალხი ავტომატებით ნამდვილად ჩვენს უკან არის, ასე რომ, თუ შეიძლება, აუჩქარე! – დემეტრეᲫალდატანებიᲗ მიაᲗრევდა ხეებს შორის.
​ტყის სიღრმეში გადამალულ მუქ მწვანე „ტოიოტა ჰაილუქსთან“ მიირბინეს. დემეტრემ კარი გამოაღო, ევა შიგნით შეაგდო და თავად საჭესთან დაჯდა. ძრავა ეგრევე აამუშავა და მანქანა ადგილიდან მოწყდა.
​სალონში მძიმე, აფორიაქებული სუნთქვის ხმა ისმოდა. ევა სავარძელზე მოიკუნტა, სველი, დასვრილი ფეხები სავარძელზე აიწია და აკანკალებულ თითებზე დაიხედა, რომლებიც ეკლებით ჰქონდა დაკაწრული. პანიკამ და ადრენალინმა მისი გონება სრულ აბსურდამდე მიიყვანა.
​– ეს მანქანა საიდან გაჩნდა ტყეში? – მიაყარა კითხვები, ხმა უთრთოდა, ტირილის პირას იყო. – შენ რა, წინასწარ იცოდი, რომ Თავს დაგვესხმებოდნენ? სპეციალურად დამალე? და საერთოდ, ეს რა საშინელი სალონია, რა სუნია? შამპანური მაინც არ გაქვს აქ?
​დემეტრემ საჭეს ორივე ხელი მოჰკიდა.მარცხენა მხრიდან პერანგზე სისხლის ლაქა ნელ-ნელა ფართოვდებოდა.
​– არა, ევა, შამპანური და ხიზილალა საბარგულში არ მიდევს, – მიუგო მშვიდად, მაგრამ დაჭიმული ხმით. – ეს საევაკუაციო მანქანაა. და დიახ, ჩემი საქმე ზუსტად იმის გათვლაა, რომ ასეთი მომენტისთვის მზად ვიყოთ.
​– შენ გიჟი ხარ... ნამდვილი მანიაკი ხარ, – ისტერიკულად ჩაიცინა გოგონამ, თმები სახიდან გადაიყარა და უცებ დემეტრეს მხარს შეხედა. – ღმერთო, შენი ჭრილობა... ისევ სისხლი მოგდის!საჭესთან რომ მოკვდე, მე რა უნდა ვქნა? მე მანქანის მართვაც კი არ ვიცი ასეთ გზებზე!
​– ევა, დამშვიდდი, – დემეტრემ სარკეში შეხედა. – არ მოვკვდები. სიკვდილს ჯერ არ ვგეგმავ.
​– ჰო, რა თქმა უნდა! შენ ხომ უკვდავი რობოტი ხარ! – აგონიისგან ხმას აუწია ევამ. – ტყვია მოგხვდა, მხარი დასვრილი გაქვს, ქალაქიდან სადღაც ჯოჯოხეთში მიგყავარ და გგონია, რომ უნდა დავმშვიდდე? სად მივდივართ? ტელეფონს შეხედე, საერთოდ არ იჭერს! საერთოოოდ! ვინმეს რომ დავურეკოთ? პოლიციას? რეზოს?
​– იქ მივდივართ, სადაც ტელეფონი არც უნდა იჭერდეს, – თქვა დემეტრემ და სიჩქარეს მოუმატა. – პოლიცია შარაშიძის წინააღმდეგ ვერაფერს გახდება, სანამ მამაშენის საქმეები არ გაირკვევა. რეზო კი თავის საქმეს აკეთებს. ახლა მხოლოდ მე და შენ ვართ. ასე რომ, გთხოვ, სუნთქვა დაარეგულირე. შენი ყვირილი ჭრილობაზე მეტად მტკენს თავს.
​ევამ ტუჩი მოიკვნიტა, ეწყინა, მაგრამ გაჩუმდა. ის უყურებდა მის პროფილს – მკაცრს, სრულიად კონცენტრირებულს. მთელი ეს აბსურდული ბუზღუნი მხოლოდ იმის მცდელობა იყო, რომ შიგნით არსებული შიში და... ის გაუგონარი მიზიდულობა გადაეფარა, რომელსაც კაცის სიახლოვისას გრძნობდა.
​ბოლოს, მანქანა ხეების ჩრდილიდან გამოვიდა.პატარა,ძველი, მუქი ხისგან ნაშენი ორ სარᲗულიანი სახლის წინ გაᲩერდა.
​– მოვედით. გადმოდი, – თქვა დემეტრემ, ძრავა გამორთო.
​ევამ კარი გამოაღო, მაგრამ როგორც კი ფეხი სველ ბალახზე დაადგა, დაკაწრული კანის ტკივილისგან ამოიოხრა და წონასწორობა დაკარგა. დემეტრე წამში გაჩნდა მის გვერდით. არაფერი უთქვამს, უბრალოდ ხელში აიტაცა გოგონა. ევამ ინსტინქტურად ხელები კისერზე შემოახვია. კაცის მკერდის სითბო და პერანგიდან წამოსული სისხლის მეტალისებრი სუნი ერთმანეთში აირია.
​– კიდევ კარგი, ხელში აყვანა მაინც იცი, – ჩაიბუზღუნა ევამ მის ყურთან, თუმცა გული გამეტებით უცემდა.
​– შენი ბუზᲦუნის ატანას სჯობს, ხელიᲗ გატარო– ირონიულად ჩაილაპარაკა დემეტრემ,ტერასაზე აიყვანა, მძიმე საკეტი ერთი ხელით გახსნა და შიგნით შეიყვანა.
​სახლში ხის, ბუხრისა და სიმშრალის სუნი იდგა. დემეტრემ ევა დიდ, რბილ სავარძელში ნაზად ჩასვა, თავად კი რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. სუნთქვა აუჩქარდა, მარცხენა ხელი მხარზე მოიკიდა – ჭრილობიდან სისხლი უკვე პერანგის სახელოზე გადმოდიოდა.
​ევა სავარძლიდან წამოდგა, ხალათი მᲭიდროდ შემოიცვა.მისი პანიკა და აბსურდული კითხვები სადღაც გაქრა. ნიღბები საბოლოოდ ჩამოხსნილიყო. მის წინ იდგა კაცი, რომელიც მის გამო სისხლს ღვრიდა.
​– დემეტრე... – გოგონამ ნაბიჯი გადადგა მისკენ. მისი ზურმუხტისფერი თვალები ახლა სავსე იყო ნამდვილი, ღრმა ემოციით. – შენი მხარი... ისევ სისხლი გდის. გთხოვ, დაჯექი. ნება მომეცი, ბოლომდე დავამუშაო. დღეს მაინც ნუ იქნები ჯიუტი.
​დემეტრემ შეხედა მის სველ, დაკაწრულ ფეხებს, შემდეგ კი ევას თვალებში ჩაიხედა. ამჯერად მან უკან არ დაიხია. მის მზერაში იმავე, დამანგრეველმა ცეცხლმა იფეთქა, რომელიც გუშინ ღამით ჩააქრო.
​– კარგი, – თქვა დაბალი, ჩახლეჩილი ხმით. – გენერატორს ჩავრთავ, რომ შუქი გვქონდეს და მოვალ.
​ტყის ამ მიკარგულ სახლში, სადაც გარესამყარო და მისი წესები აღარ არსებობდა, მათ შორის ყველაზე დიდი ომი იწყებოდა – საკუთარ გრძნობებთან და იმ დაუძლეველ ლტოლვასთან ბრძოლა, რომელსაც ვეღარცერთი მათგანი ვეღარ უარყოფდა.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

კიდევ უფრო საინტერესო და დახვეწილი ხდება ეს ისტორია. ყოველი თავის შემდეგ უფრო მძაფრდება ინტერესი რომ შემდეგი წაიკითხო. იშვიათია ამ საიტზე ასეთი ჩამთრევი ისტორია ამ ბოლო დროს. მადლობა რომ ასეთ ინტერესს და მოლოდინს გვიჩენთ

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

მოუთმენლად ველით გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent