შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭავჭავაძის ქალიშვილები 2


გუშინ, 22:51
ავტორი lazy girl
ნანახია 2

ტესტში ისტორიული პირების სახელბი სრულიად შემთხვევითია და ისტორიული მნიშველობა არ ქავს .



თამარ ჭავჭავაძე ისე არაფერი უყვარდა ,როგორ ოპერიაში სიარული . გამოეწყობოდა ბოლო მოდის ფრანგულ კაბაში , ცეცლის ალივით წითელ თმას მაღლა აიწევდა და ბაბთით შეიკრავდა. ლილიანის დამზადებულ ფერუმარილს წაისვამდა ლოყებაღაჟღაჟებული ჩაირბენდა სახლის კიბეებს ,სადაც ეტლში შებმული ცხენები და შეწუხებული დები ელოდებოდნენ . აქამდე რას აკეთებდი სახით . თამარ ჭავჭავაძე ამ დროს ისეთი ბედნიერი იყო სულაც არ აქცევდა ყურადღებას დების უკმაყოფილებას ეტლში სწრაფად ჩახტებოდა და გულში ითვლიდა იმ წამებს სანამ ოპერის ეზოს არ მიადგებოდნენ . მისითვის მუსიკა იყო შევება და ხსნა ,თავისუფლება და სილამაზე , ყველაზე დიდი სიყვარული . 21 წლის გოგონას გულით სჯეროდა ვერასდროს იპოვნიდა ისეთ სიყვარულს ,როგორიც მას მუსიკასთან აკავშირებდა . დღედაღამ პორტეპიანოსთან იჯდა ან სხვის ნაწარმოებს ასრულებდა ან თავისას თხზავდა .ალბათ ვერც გაბედავდა თვითონ დაეწერა მუსიკა ,რომ არა მისი დების გამოდმებული შეძახლიი იმისა ,რომ ის საუკეთესო მუსიკათმცოდენ იყო და ვერავინ ვერ დაწერდა ისე უკეტესად ,როგორც ის .სამყაროსი არაფერი ისე არ ხიბლავდა ,როგორც შავი ხუთ ხაზში მოცეკვავე ნოტები .ეს იყო მისი ანბანი და მშობლიური ენა . თამარს დებისგან მხოლოდ მუსიკის სიყვარულით ,როდი განსხავდებოდა .მისი დედის მხრიდან ბაბუის მსგავსად თავზე ალისფერი თმა ამოსვლოდა .რომლიც ისე ჩახვეოდა ერთმანეთს როგორც მედუზა გორგონას გველების ბუდე.თაფლისფერ თვალებში ანცი ჭინკები დასთამაშებდა ,გამოდმებით ნოტებსი ჩაკირკიტობდა და ახალი მელოდიიდს შექმნაზე მუშაობდა .მისი საძინებელი სავსე იყო ნახშირის შავი ნატეხებით ,რომლებსაც ნოტების ჩასაწერად იყენებდა ,ბატის ფრტის კალმებით და ლურჯი მელნით .კედელზე გაკრულიჰქონდა აუარება ოპერების ,ბალადების ნოტები ,რომლებიც უკვე ზეპირად იცოდა . იშვიათობა იყო ასე მუსუკაზე შეყვარებული ადამიანის პოვნა .ერტი შეხედვით დამყოლ და რბილი ხასიათის თამარს საშინელი ფეტქებადობა ახასიათებდა ,განსაკუთრებით ,როცა საქმე სიმღერას და ფორტეპიანოზე დაკვრას შეეხებოდა . დაროს გამოდმებით ასწავლიდა ,როგორ ემღერა სწორი ნოტი და ტონი ,როგორ ამოეშვა ლამაზი ყელიდან .სხვა დების განსწავლა არც უცდია მისი აზრით ისინი ზედმეტად უნიჭოები იყვნენე სიმღერისათვის ,რა თქმა უნდა ეს დებისთვის ერთხელაც არ უთქვამს ისნისი ძალიან უყვარდა იმისთვის ,რომ ასეთი ლახვარი ჩაესო გულში მათთვის ,ცხადია როცა სიმღერა და დაკვრა არ შეგიცლია შენ სიცოცხლეს აზრი არ აქვს -ასე ფიქრობდა შუათანა ჭავჭავაძე . რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თამარი ნამდვილად შესანიშნავი პიანისტი იყო,მასზე დიდ ოსტატს ქალაქში ვერავის იპოვნიდა ადამიანი ძალიანაც ,რომ მოენდომებინა .ისიც სულ ვარჯიშობდა , დებს არასდროს დაუკვეხნიათ ,რომ ხმაურობდა ,მეტიც როცა უკრავდა მისაღებ ოთახში დიდი შავ პორტეპიანოზე ,რომლიც მამამ საფრანგეთიდან ჩამოუტანა დები სახლის რომელ კუნჭულშიც არ უნდა ყოფილიყვნენ მისაღებ ოთახში შეიკრიბებოდნენ .უმცროსი და სესილი თავის ბალეტის აღჭურვილობას აისხამდა და ოტახის შუაგულში იწყებდა ცეკვას ,მერე დაროც მოირბენდა ნოტებზე მიწერილ ტექსტს წაიკითხავდა და სიმღერას იწყებდა , ლილიანი იქვე სკამზე მოკალათდებოდა კაბას აიკაპიწებდა ფეხებს მოლასავით მოირთხამდა და თვალებ დახუჭული უსმენდა მუსიკას ,მარიამი ლილიანს მიუჯდებოდა წიგნს გადაშლიდა და სახეზე ღიმილით უჩუმრად გააყოლებდა თვალს ასოებს . ამ დროს თამარი გრძნობდა რამდენად დიდი იიყო მათ შორის კავშირი .დებთან მუსიკის ჯადოსნობა აერთიანებდა და ეს კიდებ უფრო მეტად აყვარებდა წითურთმიანს ამ ჯადოსნობას . სიტყვაძუნწს არ სჭირდებოდა ლექსების შეტხზვა მუსიკა გამოხატავდა მის სიყვარულს დების მიმართ .ნოტების დახმარებით აბამდა იმ უხილავ დიალოგებს დედმამიშვილებტან ,რომლსაც ალბათ ვერასდროს გამოთქვამდა უბრალო ,გაცრეცილი ,უჩიარი სიტყვებით . ტრადიციად ჰქონდა ყოველ საღამოს დაეკრა დების და მამისთვის .თუ სტუმრები შემოესწრებოდათ არც მათ ერიდებოდა დაე ეზიარონ ნამდვულ მშვენიერებასო ფიქრობდა გოგონა , როცა ფორტეპიანოს კლავიშებზე დაარბენინებდა მარმარილოსებრ თითებს . სახლიდან იშვიათად გადიოდა ერჩივნა ოთახშიმჯდარიყო ,ნოტებისთვის ეცქირა . ტბილისის წარჩინებულ ოჯახტა მოწყობილ მეჯლისებზეც მხოლოდ იმიტომ დადიოდა ,რომ წესად იყო ქცეული თამარ ჭავჭავაძეს აუცილებლად უნდა დაეკრა .მისი გამოსვლის დროს ყველაზე გაქნილი დიდგვაროვანიც კი ჩაიწყვეტდა ხმას ,რათა იდიალური ჰარმონია მუსიკასა და ამ ვირტუოზ ქალს შორის არ შეეწყვიტა . რაც იზრდებოდა მით უფრო ოსტატდებოდა და მშვენდებოდა მალე მხოლოდ ყურს კიარა თვალსაც ასევე ატკბობდა მისი ხილვა . განსაკუთრებით მაშინ ხდებოდა ნებისმიერი მეჯლისი ჯადოსნური ,როცა ტკბილხმოვან დაროს მოიხმობდა თამარი ფეოტეპიანოსთან და იტალირუ ბალადას დაუკრავდა მისთვის დაროც ცოტა მორცხვად ,მაგრამ გაბედულად შეუდგებოდა სიმღერას აი მაშინ კი ბაგრატ ჭავჭავაძის თვით რუსეთის იმპერატოსაც კი შეშურდებოდა .მეჯლისებზე დამირებებზე მხოლოდ ზრდილობიანის ფარგლებში დიალოგით შემოიფარგლებოდა არ უყვარდა პირდა სურვილებზე საუბარი სხვა ადამიანებთა ,ამიტომაც უმეტეს წილად მსმენელის ,როლში იყო .ცეკვითაც არ ცეკვავდა ერჩივნა ორკესტრისთვის ესმინა და მათ ყოველ შეცდომით აღებულ ნოტზე ეცინა ,სანამ წყვილებით გაადატენილ ოთახში კაბების შრიალი ისმოდა მათი ტრიალით გამოწვეული ნაზი სიო კი სანთლის ალს ანაზდად არხევდა .განსხავვებით მისგან სესილიას რიგით მეოთხე წავჭავაძეს მხოლოდ საცეკვაო მოედანზე თუ იპოვიდით. სესილიას დები მოფერებით სისის ეძახდნენ .თუ თამარს მუსიკა უყვარდა სისი ბალეტზე იყო შეყვარებული .საბალეტო სკოლაში მამის დიდი წინააღმდეგობის შემდეგ მაინც შეიყვანეს ,მას შემდეგ კი არაფრის გაგონება არ სურდა გარდა ცეკვისა . ოცნებობდა ეცეკვა დიდი ტეატრში ,პეტერბურგში და მოსკოვში იქედან წასულიყო და პარიზი დაეპყრო . მაგრამ კარგად იცოდა ეს მხოლოდ ოცნება იყო მამამისი მოკვდებოდა თავის ქალიშვილს კი სცენაზე არ აუშვებდა ,ამიტომ სესილია ცეკვავდა თავის ოტახში დაუღალავად .ტრიალებდა და ტრიალებდა .მათ სახლში ყოველ კვირით მოჰქონდათ ახლი წყვილისაბალეტო ფეხსაცმელები, სწორედ სესილიასთვის შეკერილი . გოგონა სახლშიც კი თითის წვერებზე დადიოდა ,ელეგანტური სიარულის მანერა ჰქონდა და ხმელ ტანს მოქნილად არხევდა. სესილიას შავი თმა და შავი თვალები ჰოქნდა ის დებისდან ყველაზე მეტად ჰგავდა მამას .დედისგან კი მხოლოდ ხასიათი გამოჰყოლოდა . ბობოქარი და მიზნდასასახული იყო , გონებამახვილი ,მოცინარი ,მზრუნველი ,ნამდვილად ზღავრიდან გადმომხტარ პრინცესას გავდა .მაგრამ დების მსგავსად სიჯიუტეც ახასიათებდა ამით აიხნებოდა ისიც ,რომ მამის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დადიოდა საბალეტო აკადემიაში . ბაგრატს არც კი სურდა სიტყვა ცეკვის გაგონება და როცა სესილიას საბალეტო კაბაში და ბალეტკებში ხედავდა ამბობდა ამაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში არ დამიშვია ,როცა პირველად საბალეტო სპექტაკლზე წაგიყვანეო .სესილია კი სიცილით პასუხობდა მამა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღე ,როცა საბალეტო სპექტაკლზე წამიყვანეო . მამასა და შვილს შორის ასეთი დაპირისპირების დრსო ბაგრატს შემთხვევით წამოცდა - ღმერთმა დამწყევლოს ქალი არ მინახავს წსიერი და პატიოსანი ,რომლიც პრიმა-ბალერინა იყო არადა მსოფლიოს ნახევარი მაქვს შემოვლილიო. ამ წინადადებამ სესილიას უბიძგა დაინტერესებულიყო ,რას ნიშვნდა წესიერი მოცეკვავე და უწესო. თავის მხრივ ამან გამოიწვია ,ის რომ იგი მეტად ჩაუღრმავდა ქალების ბუნებას დაინტერესდა რატომ შეეძლოთ კაცებს ცეკვა და ეს სულაც საამაყო საქციელი იყო მისთვის კი შეუფერებელი . ახლა შეამჩნია ,მამის დაჟინებული მოთხოვნა მარიამის მიმართ ,როცა გოგოსან სთხოვდა ჯირითის დროს ქალისთვის განკუთვნილი უნაგირი გამოეყენებინა განსაკუტრებით მაშინ ,როცა საჯაროდ ჯირითობდა . არადა იცოდა მარიამ ჩვეულებრივი უნაგირი ერჩივნა. ენახა თავისი უფროსი და ,როგორ დანანვარდობდა ცხენზე გადამჯდარი და სულაც არ ადარდებდა კაბიდან შიშველი ფეხები ,რომ მოუჩანდა . რა თქამ უნდა მარიამი ასე სკანდალურად არასდროს გააჭენებდა ცხენს საჯაროდ ,მაგრამ რა იყო იმაში დასააძრახი ,რომ ასე უყვარდა მარიამს ჯირითი ? ან თავად რატომ არ შეეძლო ეოცნება პეტერბურგში დიდ სცენაზე გამოსვლაზე ,ან პარიზში ან ვენაში ,მხოლოდ იმიტომ რომ ქალი იყო ? მამამისი აზრით ის უფრო მნიშვნელოვანი იყო ,რომ ქალი იყო და არა როგორ გამოსდიოდა ცეკვა . კითხვების ამკორიანტელმა სესილია მალე ისეთ საშიში მორევში გადაააგდო ,რომელსაც ინგლისში ყველა ებრძოდა- ფემინიზმში . ის კითხულობდა ინგლისრუ ჟურნალ -გაზეთებს. მართალია თვეების დაგვიანებით და დიდი ფულის გადახდის შემდეგ ,მაგრამ ბაგრატ ჭავჭავაძეს ,რომლსაც ასე აინტერესბდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის პრესა ფულს არ იშურებდა ყველა სიალხე გაეგო . ლილიანის დახმარებით კი ,როცა უფროსი ჭავჭავაძე გაზეთების კიტხვას მორჩებოდა მამის კაბინეტიდან იპარავდა და კითხულობდა ინგლისელი ფემინისტების მანიფესტებს . ამ თავდადებული ქალების ხმამ მიახვედრა ,რომ ის კიარ იყო შეშლილი არამედ ის სამყარო ,რომლშიც ცხოვრობდა . მანიფესტში ისეთი სიგიჟეც ამოიკითხა ,როგორიც იყო ქალებისთვის ხმის უფლების მინიჭება და სამუშაოს მიცემა სადაც იმდენივეს გადაუხდიდნენ რამდენსაც კაც მუშებს უხდიდინენ და სრულიად შოკი წინადადება -ქალებს უფელ უნდა ჰქონოდათ უნივერსიტეტში ჩაებარებინათ და მიეღოთ უმაღლესი განათლება . მალე სესილიამ იმ ქალების სიტყვებით დაიწყო მამასთან კამათი ,რომლების მხოლოდ სახელები გაეგო . ბაგრატი მიხვდა სახლში ნამდვილი რევოლუციონერი ჰყავდა ამას კი ლილიანის თავქარიან ლაპარაკს და მარიამის ზედმეტ მიშვებულობას აბრალებდა ეკითხებოდა ვინ არიან შენი მეგობრები სახლში ,რომ მოგყვას და შვილი გადამირიესო ამაზე ხუთივე დას სიცილი აუტყდებოდა ბაგრატი დანებების ნიშნათ თავს აქნევდა ,მერე კი ისევ თავის გაზეთებს ჩააშტერდებოდა. ლილიიანი კი სიცილით წაკბენდა მამას ღმერთმა დაგვიფაროს ქალს საკუთარი აზრი გააჩნდესო ,ბაგრატი კი შეწუხებული ამოიფრუტუნებდა შენ ყველას სამყოფი აზრები გაქვსო . პასუხზე ლილინი მოიბუსხებოდა ,მარიამ გახედავდა ,რომელსაც სიცილისგან ცრემლები მოსდიოდა .მსგავსი დიალოგები ჭავჭავაძეების სახლში ჩვეული ამბავი ,იყო მაგრამ არა უცხო ყურის გასაგონად . და ახლაც ,როცა სასადილო ოთახის დიდი მუხის მაგიდას ოჯახის ყველა წევრი შემოსხდომოდა განიხილავდენ ტბილიისისი ყოველდღიური გაზეთში გამოქვეყნებული სტატიებსა და ახალ ამბებს .ბაგრატს უყვარდა ქალიშვილებთას მსოფლიო ამბების განხილვა ,პოლიტიკის და კულტური .მიაჩნდა ამით მათ გონებას წვრთიდან და მომავალი ქარტეხილინი ცხოვრების მორევში გადაშვების შემდეგ გაუადვილდებოდათ წყნარი ნავსაყუდელის პოვნა საკუთარი გონების გამოყენებით .
- აბა ,გოგონებო რას ფიქრობთ რუსეთის იმპერატორი ტერაქტზე გაზეთებში დღეს მეტზე არაფერზე წერენ .- ბაგრატი , მაგიდის თავში იჯდა ,როგორც ოჯახის უფროს შეჰფერის და ფინჯან ჩაის მიირთმევდა .
- საშინელებაა 6-ჯერ სცადო ვიღაცის მოკვლა და ერთხელაც არ გაგიმართლოს ?! რა უიღბლობაა?!- თავს აქნევს დანანებით სესილი.
- მე პირადად ის უფრო მაინტესებს ,როგორ უწყობენ ტერაქტს -ლილიაი დიდი მონდომებით უსვამდა კარაქს გახუხულ პურს ისე ,რომ დაბრაწული ნაჭრისთვის თვალი არ მოუცილებია.
- აფეთქებით . წინა სხვა შემთხვევებში ყოველთვის დინამიტი გამოიყენეს .- საუბარში ჩაერთო მარიამი .
- საინტერესოა როგორ ამზადებენ მაგ დინამიტს ,სულ ახალთ ახალი გამოგონება ყოფილა- თვალები აენთო ლილიანს .
- რატომ ლილი შენც ხომ არ აპირებ დინამიტის შექმნას და ვინმეს აფეტქებას -აკისკისდა დარო და დის გვერდით მჯდომმა თავი ხმარზე ჩამოადო . ბაგრატმა ამ კომეტარზე ჩაიფრუტუნა და სკამზე უხერხულად შეიშმუშნა
- სამყაროს საკმარისი პრობლემები აქვს ძვირფასო შვილებო ლილიანი დინამიტით ხელში უკვე ზედმეტი იქნებოდა -ჩაიფხუკუნა ბაგრატმა ,ლილიანი უფრო მეტად გაიბუსხა და თვალებიდან ნაპერწკლები გადმოყარა.
- საინტერესოა ვინ და რის გამო ცდილობს იმპერატოს სიცოცხლე მოუსწრაფოს -მარიამი სიტაციის განსამუხტად საუბარში ჩაერთო- დიდი ხანია არაა რაც ტაზტზეა ,არც რაიმე ახალი კანონი შემოუღია და არც ძველი შეუცვლია . რუსები ისევ ისე ცხოვრობენ ,როგორც მისი უდიდებულესობა ალექსანდრეს წინამორბედის დროს , ქვეშევრდომებს არ გამოუხატავთ რაიმე პრეტენზია ახალი იმპერატოსისადმი ,ამიტომ გამოვრიცავდი უბრალო ხალხის მიერ იყოს ეს ტერაქტები მოწყობილიი.
- მარიამ ნუთუ ფიქრობ ,რომ მეფის მოკვლა მის გარემოცვას სურს ?- მწვანე თვალები ფაუფართოვდა დაროს .
- სრულლიად შესაძლებელია ,თუ გავითვალისწინებთ იმასაც ,რომ აფეთქება ასე ზუსტად იყო დაგეგმილი ,დამნაშავემ წინასწარ იცოდა დრო და ადგილი ანუ იმპერატორის გადაადგილება ,განრიგი და ის თუ რამდენი მცველი ახლდა თან ,ეს იმფორმაცაი კი ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ხელმისაწვდომი არაა -გააგრძელა უფროსმა ჭავჭავაძემ.
- სულ არ მადარდებს მოკვდება თუ იცოცხლეს -მკვახედ წამოისროლა ლილიანმა - მე ის უფრო მაინტერესებს რა საქმეზე უნდა ჩამოდიოდეს ტბილისში იმპერატორის ძვირფასი ნათლული -ცინიკურად გამოთქვა სიტყვა ძვირფასი .
- იმპერატორის ნათლული?- დაეჭვებით გადახედა მამა შვილს- ეგ სად გაიგე ლილიან ?
- გაზეთებში მაგასაც წერენ მამა - წარბაწელი ნიშნისმოგებით გახედა ლილიმ მამას. როცა ბაგრატმა გაზეთის თხელი და შავ-თეთრი ფირცლების შლა დაიწყო გოგომ გვერი უკარნახა მერე კი დაამატა- სანამ შენ მოგიტანენ პრესას მანამდე ჩემთან მოაქვთო- ამაზე ყველამ სიცილი მორთო . ბაგრატმა კი თავი დანანებით გადაიქნია.
- მოსამსახურეებს მე ვუხდი და ისინი ჩემს პირზე რძეარშეშრობილ ბავშვს ემორჩილებიან .-გაზეთში თავჩარგულმა ის გვერდი მოძებნა ,რომლიც წამის წინ შვილმა უთხრა - ნამდვილად ,ნამდვილად იმპერატორის ნათლული ალექსეი გოლოცინი ტბილის სტუმრობს ,ის მთელს ზაფხულს ჩვენს მშვენიერ ქალაქში გაატარებს -ამოიკითხა ფურცლებიდან .- ღმერთო ჩემო და მეფისნაცვალმა ამის შესახებ არავის შეატყობინა ?- დაეჭვებულმა მოჭუტა შავი თვალები მერე სივრცეს მიაშტერდა და გაზეთი ხმაურიანად დაკეცა .
- მეც მაგას არ ვამბობ მამა მაგ გაბღენძილ არისტოკრატს ქალაქში ვარდის ფურცლების ხალიჩას უნდა უგებდნენ ,ასეთი პატივის დადებისთვის ,მაგრამ ტბილისში ისეთი სიჩუმეა ,როგორც მთაწმისნდის სასაფლაოზე . ძალიან საეჭვოა - ლილიანმაც მაისი მსგავსად მოჭუტა თვალები.
- ტბილისში რა უნდა როცა მისი ნათლია კინაღამ იმ ქვეყნად გაისტუუმრეს ?-აქამდე ჩუმად მჯდომმა თამარმა პირველად გაიღო ხმა . მეც მაგას არ ვამბობო სახით ლილიანმა თითი თამარისკენ გაიშვილა .
- საწყალი ალბათ ,როგორ ნანობს ტბილისში რომაა და არა პეტერბურგში მის ნათლიასან, ამ წამს წარმოვიდგინე ნათლიაცემს ,რომ რამე მოსვლოდა ან ეგეთი აფეთქება მოეწყოთ - დარომ მხრებზე ჩამოყრილინაწნავები ზურგზე გადაიყარა და ჩაის ფინჯანი აიღო ხელში.
- მე მისი ცხენი უფრო მეცოდება - ჩაიცინა ლილიანმა . - დარწმუნებული ვარ ორი მოსამსახურე მარტო მისი მუცლის თრევას დასწირდება ,საბრალო პირუტყვს კი იმ გასიებულის თრევა მოუწევდა თოვლიან კავკასიონზე -ტუჩები ზიზღით დამანჭა და პირში კარაქიანი პური შეიტენა .
- სიტყვები ლილიან ჭავჭავაძე ,ახალგაზრდა ქალს ასეთი უხეში ლაპარაკი არ შეგფერის -მარიამმა მოჩვენებითი სიცხარით დატუქსა და ცალი თვალი მამისკენ გააპარა ,რომლსაც წამის მეასედით დაასწრო ლილიანის სიტყვებზე კომენტარის გაკეტება .სინამდვილეში ტბილისისი ახალ სტუმარზე თვითონ უარეს ფიქრობდა ,სულაც არ მიაჩნდა უმცროსი დის მსგავი შეფასება გადაჭარბრბულად ,მაგრამ მამაის ხასიათი კარგად იცოდა .ბაგრატს არ მოსწონდა ლილიანის მდაბიური საუბარი ,რის გამოც გამოდმებით ტუქსავდა შვილს და ახსენებდა მე და დედაშენს ნახევარი ქონება შენს განათლებაში იმიტომ არ დაგვიხარჯავს ,რომ მემწვანილე ქალის მეტყველებისგან არაფრით განსვევედებოდეს შენიო. ამაზე ლილიანი გიჟდებოდა და იწყებოდა სიტყვით დუელი მამა -შივილს შორის . მარიამს მობეზრებული ჰქოდნა მათი კინკლაოდა და თან კერ კიდევ დილის რვა საათი იყო ამიტო თავის თავზე აიღო სიტუაციის კონტროლი . ლილიანმა მარიამის სიტყვებზე ჩაიფრუტუნა და ენას კბილი დააჭირა .
- დიდი ალბათობით მეფისნაცვალი მალე წაუდგესნ მას ტბილისის საზოგადოებას ,ამიტომ ჩემო ჩვირფასებო მეჯლისისთვის მოემზადეთ - ბაგრატმა კმაყოფილმა გაიცინა ,მერე ზანტად წამოდგა სკამიდან .ცდილობდა მისი სამი უმცროსი ქალიშვილის ჟივილ-ხივილით მოხილბლულს არ შეემჩნია ,ლილიანის დამანჭული და მარიამის მოქანცული სახე .
- დარო ადექი გიმნაზიაში დაგაგვიანდება - შეუზახა თავსი ნაბოლარა შვილს და გასასვლელისკენ დაიძრა . დაროც ზოზონით წამოიმართა თავსი დები დაკოცნა სანამ სასადილო ოთახიდან გავიდოდა და ყვირილით დაემშვიდობა ყველას ,ჩემს გარესე არ მოიწყინოთო . მის ზურგზე ორი ნაწნავი ბოლოში ბაბთებით შეკრული ხტოდა . მალე გოგონებიც წამოიშალნენ თამარმა ფორტეპიანოს მიაშურა , სელილია ,რომლსეც სულაც არ ადარდებდა ტბილისში მიმდინარე მოვლენები და მხოლოდ ინგლისის ფემინისტური მოძრაობის მანიფესტების წაკითვის გამო მიეკარებოდა გაზეტებს ყურიც არ შეუბერტყავს ახლა ამბებზე . ის პირდაპირ თავსი სავარჯიშო ოთახში წავიდა .
- მარიამ დღეს აკადემიაში გაკვეთილი მაქვს და შეიძლება ,რომ ცხენით წავიდე ?- მოშრიალე თეთრს კაბაში გამოწყობილი ,რომლიც კოჭებამდე სწვდებოდა მარიამს წამოეწი და წელზე შემოჰხვია ხელები .
- ხომ იცი მამა გაგიჟდება ცხენის ზურგზე ,რომ დაგინახოს . რაც ლილი ცხენიდან გმირულად გამოვარდა მას მერე ,ჩემს მეტს ყველას გიშლით ცხენზე ჯირითს - ლილიანს ,რომლიც დღეს ღია ვარდისფერი კაბით იყო შემოსილი ნერვიული ღიმილით გადახედა . იმ დღის გახსენება მარიამს აშინებდა ,როცა საყვარელი და კინაღმა დედამისისთან გაისტუმრა იქეთ სამყაროში .
- სულ იმ დაწყევლილი კორსეტის ბრალი იყო . - ამოიხვნეშა ლილიანმა .ინსტინქტურად თავზე წაივლო ხელი და დაიზილა . ლილი ჭავჭავაძე საკმაოდ კარგი მხედარი გახლდათ ,მაგრამ ოსტატობით მარიამს ვერ მიუახლოვდებოდა ,იმ დრეს როცა თითქმის შეხვდა ღმერთს ის და მარიამი პირველად ეზიარენ ქალთა მოდგმის მტერთა შორის ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელს გამოგონებას ,რომელიც პირდაპირი გაგებით სულს ხდიდია ქალებს - კორსეტს . ბაგრატმა 18 და 19 წლის დებს კორსეტები ჩამოუტარა პარიზიდან ,როგორც მაშინ იყო მიღებული გოგონები ამ ასაკიდან იწყებდნე ქალის თეთრეულის სრული აღწურვილობის ტარებას . მარიამს, ლილიანის მსგავსად უჭირდა კორსეტში სუნთქვა ,მაგრამ სპორტსმენ ქალს ,მეტი გმძლეობა აღმოაჩნდა ვიდრე მის დას . მთელი დღე უხერხულად ქშინავდა ლილიანი ,იმ დღეს დოღი იმართებოდა ასე ,რომ მამა გოგონები წაყვნა ცხენების საყურებლად ,რა იცოდა მარიამის გატაცების შესახებ . მალე მარიამი და ლილიანი,რომლსაც სახეზე ფერი დაჰკარგვოდა არაბულ ულაყყებძე ამხედდრდნენ . მარიამმა ნავარდით გააჭენა ფაშატი ,სახეზე თბილი სიოს შეგრძნება იყო ცხენი ,რომმიუშვა და მასთარ ერთად ტყისკენ გავარდა . მაგრამ მალე ზურგსუკან მოიხედა . ლილიანი ყოველთვის უკან მისდევდა ,უფროს ჭავჭავაძეს ესმოდა დის შეძახილები ,რომ ერთხელაც იქნებოდა მოუგებდა დოღში ,მაგრამ იმ დრეს სრული სიჩუმე სუფევდა .უკან მოხედილს მხოლოდ შავი ფაშატი შერჩა,რომლსაც მხედარი დაეკარგა . შეშინებული და დაზაფრული მარიამი ტყიდან გამოვარდა ლილიანის კივილით . და შუა მდელოში სახით მიწაში ჩაფლული ნახა , თეთრი სახე სისხლში ჰქონდა ამოსვლისი , უსულო თოჯინასავით ეგდო მიწაზე . მალე ტბილისს საშინელმა ამბავმა გადაუარა ლილიან ჭავჭავაძე ორ დღეს ვერ გაატანსო . ბაგრატს უკვე იმის ეშინოდა უფროსი ქალიშილის შემყურეს ალბათ ორი კუბოს გატანა მომიწევს სახლიდოა. მარიამ ჭავჭავაძე თავს იდანაშაულებდა ,მე რომ არ ამეტეხა ჯირითი ლილიანი ცხენს არ მიეკარებოდაო . დარო გაიძახოდა სულ ტყუილად ნერვიულობ ლილი ისეთი ჯიუტია ასე მარტივად სიკვდილი ვერ წაიყვანს ,იმასაც თავს მოაბეზრებს და უკან დაგვიბრუნებსო . თამარმა დაკვრას დაანება თავი სესილიმ კი ცეკვას . ჭავჭავაძეების სახლში ორი თვე სრული დუმილისუფევდა სანამ ლილიან საწოლში უსულოდ იწვა თავშეხვეული . მერე სასწაული მოხდა ,არავინ იცოდა მართლა სიკვდილს მოაბეზრა თავი თუ ღმერთს უყვარდა მისი სიცოცხლით აღაჟღაჟებული ლოყები ,მაგრამ ლილიან ჭავჭავაძე გონზე მოვიდა . და პირველი ეს ტქვა
- ღმერთმა დასწყევლოს ეს კორსეტი- მალე გამოირკვა გონება ჰაერობის გამო დაეკარგა და ნავარდზე მიშვებული ცხენიდან სწორედ ამიტომაც ჩამოვარდნილა . ბაგრატ ჭავჭავაძეს ესეც ეყოფოდა იმისთვის ,რომ მიეღო გადაწყვეტულება ,მისი შვილები ცხენის ზურგზე არასდროს შეჯდებოდნე და არ ჩაიცვამდნენ კორსეტს ,სულ რომ მთელ რუსეთის იმპერიაში მოჭროდა თავი ეტიკეტის დაუცველობისთვის . ახლა ,როცა ამდენი წელი გასულიყო ამ ინციდენტიდან ბაგრატს კვლავ არ სურდა რაიმის მოსმენა ჯიუტად ითხოვდა მისი ბრძანების შესრულებას .
- სისი დამიჯერე სირაქლემასავით თავით მიწაში ჩარჭობას ,ეტლით წადი ჯობს .თან შეხედე რა მშვენიერი ამინდია, გაკვეთილს ,რომ მორჩებით შენ და გოგონებმა გაისერნეთ .ტბილისი ყველაზე ლამაზი სწორედ იასამნების ყვავილობისასაა-ლილიანი მარიამის მხარზე დასვენებულ გოგონას სახეს მიეფერა და ღიღინით გადაკვეთა დიდი მისაღები ოთახი ,რომელიც მხის სხივებით იყო ავსებული .მარიამმაც ღიმილით გადაუსვა თმაზე ხელი ,სახეზე ჩამოშლილი კულული გადაუწია ყურს უკან და მზრუნველად უთხრა .
- გოგონებს ცოტა ნაყინი და შოკოლადი არ გაწყენდათო - მერე ცისფერი კაბის დამამული ჯიბისკენ წაიღო ხელი მალე ვერცხლისფერი მონეტების სხეულები ალაპლაპდა მზეზე .შოკოლადი ტბილისში სულ ახლახან გამოჩენლიყო .საფრანგეთიდან შემოტანილი ეს ბლანტი შავი სითხე ,სრული სენსაცლია აღმოჩნდა ქალაქის ყველა მკვიდრისთვის .მან დიდი პოლულარობა განსაკუთრებით არისტოკრატიაში მოიპოვა ,მაგრამ იქედან გამომდინარე ,რომ მალე ასუქებდა დიდიგვაროვანი ოჯახების ახალგაზრდა გოგონებს დედები ქალიშვილებს შოკოლადის მაღაზიებთან ჩავლასაც კი უკრძალავდენე .ამიტომ ერთდროულად ძვირი და კალორიული სასმელი ისეთივე ხელშეუხებლი იყო არისტოკრატებისთვის ,როგორც უბრალო ხალხისთვის მისი ფასისი გამო .მაგრამ მაღაზიასთან ყოველთვის რიგი იდგა და ყოველთვის დეფიციტში იყო . სესილიმ შოკოლადის გაგონებაზე თვალები დააკვესა ,ტუჩები ინსტიქტურად დაისველა ენით და თავის ქნევით სწრაფად გამოართვა დას ფული ,ვაიდა გადაიფიქროსო. მერე კი ხტუნვახტუნვით გაემართა თავის ოთახისკენ იქედან კი მალევე სახლის დიდი მუხის კარში გაუჩინარდა ,ჩაირბინა თეთრი მარმარილოს კიბეები და რეზიდენციის ეზოს დიდ ალაყაფთან გაჩერებულ თავგადახდილ ეტლში ჩახტა .
მარიამი და ლილიანი სახლის უკანა ბაღში გავიდნენ . ჩიტების სტვენას ,ბაღში გამართული პატარა შატრევნის ჩუხჩუხი ერწყმოდა . მზის სხივები აქა-იქ გამოსჭვივოდა ზეცისკენ აწოწილი მაღალი ხეების ფოტლებიდან .ახლად აყვავებული იასამნის სუნი ტრიალებდა ჰაერში .
- ახლა კი მითხარი არს ფიქრობ მაშო ? ნუთუ არ გაშფოთებს მეფის ნათლულის ქალაში ჩამოსვალ ?-ლილიანი მუხის ქვეშ გამართულ ხის მოწნულ სკამში ჩაესვენა ,მის გვერდით მოკალათდა მარიამიც . მათ წინ მდგომ მაგიდაზე სინით წყალი და ჭიქები დაელეგებინათ .
- არ ვიცი რა ვიფიქრო . იმპერატორის აფეთქება და ახლა ალექსეი გოლოცინის აქ ჩამობრძანება კარგის მომტანი არ უნდა იყოს .- დები პირისპირ ისხდნენ ლილიანი ნათლად ხედავდა მარიამის მწვანე თვალებში ჩამდგარ ეჭვებს .- გამიგია ,როგორ ამბობდენ მასზე ცივლისიხლიანი სტრატეგი და დაუნდობელი კაციაო . თან მდიდიარი ,გავლენიანი არისტოკრატია მეფის კარზე . იმპერატორს შვილივით ჰყავს . -თამს იწევს ქალი და შორს სივრცეში იყურება .
- იმედია მალე წაეთრევა საიდანაც ჩამობრძანდა სულაც არ მინდა ტბილისი უშფოთველი საღამოები მისმა რუსულმა ბლუყუნმა დაარღვიოს .ალაბთ მალე მოუწყობენ პარადს .მთელი ქალაქი ქაოსში ჩაიძირება ,რა მოუტანონ ,რომელ აბრეშულის ფარდაგებში გაახვიონ ,სპარსული ხალიჩა დაუგონ თუ არაბული . მამა მართალია მეჯლისსიც გაიმართება .თუ გაგვიმართლა და ცოლი ჰყვას დიდ ჩოჩქოლს გადავრჩებით თუ ბედმა გვიმუხთლდა ,მაშინ შეიძლება ქალაქინდა მთებში გახიზვნაც კი მოგვიწიოს ,როცა ტბილისის დიდებული ქალები თავიანთ გასათხოვარ ქალიშვილებს გასაყიდი საქონელივით გამოფენს და ნებისმიერს თვალებს გამოსთხრის ,აღარაფერს ვამბო ჯადოების გაკეტებაზე .მ ჩხიბავების ბიზნესი აყვავდება -ლილიანის ბოლო წინადადებაზე ორივეს გაეცინა .
- ვერ გაამტყუვნებ ,ვინ იტყვის უარს მეფესთან ყველაზე დაახლოებული გარემოცვის წევრის ცოლობაზე .წარმოდგენა თუ მაინც გაქვს ,რამდენად დიდ ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელთ მისი ცოლი თუ საცოლე - მარიამი წარბებს შუბლზე წკიპავს .
- იმედია კნეინა ციცის ქვეწარმავალ შვილს არ მოიყვანს ცოლად ,რამდენადაც მახარებს იმ სულელეი გოგოს რუს, გაბღენძილ და მახინჯ ქერათმიან უფერულ კაცთან წარმოდგენა ,იმდენად მაშინებს იმის ფიქრი თუ რას მიზამს ის ნახევარ ქათამა თუ მაღალი წოდებსი ქმარს იშოვნის .-ტუჩზე იკბინა ლილიმ .
- დედამისისითვის თვზე ცეცხლი არ უნდა წაგეკიდებინა - აკისკისდა მარიამი .
- მე არ ვყოფილვა ,რამდენჯერ უნდა გითხრა - შეეცადა არ გასცინებოდა ,მაგრამ ტუჩის კუთხეები მაიცნ ჩაუტყდა .
- არასდროს აღიარებ ,არა ?- მარიამმა მხარში ჰკრა ხელი ,ლილიანი კი დრამატულად გდაწვა სკამზე და შუბლზე მიიდო ხელი ხვნეშით .-საშინელი არამზადა ხარ ლილიან ჭავჭავძე .
- ჩემს წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მხოლოდ კნენინა ციცის ჩიხტიკოპს შეუძლია ,რომლიც სამწუხაროდ დაიღუპა ამიტომ ვერასდროს გავიგებ ვინ იყო ის ვერაგი ავსული ვინც ასე გაიმეტა საწყალი ქალი -ლილიანმა დანანებით გააქნია თავი და მწუხარედ მოიწმინდა წარმოსახვით ცრემლი ,რომლიც მის თვალს მოსწყდა . სანამ დები ოხუნჯობდენენ ბაღში სწრაფით შემოირბინა ჭავჭავაძეების ერთ-ერთმა მოახლემ ,რომლაც აუწყა გოგონებს თავადი ელეკლე ამილახვარი მოსულიყო სტუმრად. სანამ გასწორებას მოასწრებდნენ ხეებს შორის მაღალი ფიგურა გამოჩნდა . ევროპულ ყაიდაზე ჩაცმული ერეკლე ამილახვარი თვალისმომჭრელი კაცი იყო , მაღალი შავი თმითა და ნაცრისფერი თვალებით . თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი უკან გადაწეული კულულები აკურატულად ესვენა ერთმანეთზე . ბაბთა ყელზე ჰქონდა შემოხვევული პერანგის საყელოები აწეული ,მის დანასავით მჭრელ ყბებს ედებოდა . შავი ჩექმები და შავი შარვალი ეცვა . ჭავჭავაძეების დანახვისას სანამ მათ მუახლოვდებოდა წამით შეჩერდა ტანსაცმელი ნერვიულად შეისწროდა ,რადწმუნდა თეთრი ხელთეთმანები ზუსტად ერგებოდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა ბაღის ცენტრისკენ ,სადაც მარიამ ჭავჭავაძე ეგულებოდა .
- დღემშვიდობისა ქალბატონებო -ღიმილით დაუკრა თავი დებს - ამ მშვენიერ დილით თქვენი ხილვა ნამდვილი დალოცვაა - როცა თავი წამოსწია პირველად მარიამს შეხედა ,რომელაც ღიმილი დაუბრუნა . ლილიანი წამოხტა და წინ აესვეტა ,ხელი გაუწოდა ამბორის მოლოდინში . ერეკლემაც დიდი ხანი არ ალოდინა , ნაზად შეეხო ქალის მტევანს .
- თავადო ერეკლე რას უნდა ვუმადლოდეთ თქვეს ასეთ ადრიან სტუმრობას - ლილიანი მალევე მოსშორდა ახლადმოსულს და გრძელი სკამის გვერდით პატარა სკამში ჩაჯდა ,ის ადგილი კი რომლშიც წამის წინ იყო მოკალათებული ამილახვარს დაუთმო . ერეკლეს ბევრი ყოყმანი არ დასწირვებია ,მაშინვე მიუჯდა მარიამს გვერდით ,მასაც ამბორა მტევანზე . როცა ტუჩები ქალის კანს შეახო ეგონა ბაგეები დაეწყებოდა ,ყოველთვის ასე ემართებოდა. უფროსი ჭავჭავაძის კანის სურნელი და სინაზე ტვინს უთიშავდა .
- დღეს ჩიტივით თავისუფალი ვარ და გადავწყიდე თუ თქვენი ნება იქნება ეს დღე მშვენიერ არსებებთან გამეტარებინა- მზერა გაჭირვებით მოაშორა მარიალის მწვანე თვალებს და ლილიანს შეხედა ,რომელიც ყველაფრისმცოდნე ღიმილით შეჰყურებდა .
- მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებას აღარასდროს გვიწოდებთ მე და ჩემს დას - ლილიანის კომენტარზე სამივეს გაეცინა ,ერეკლე ამილახვარმა კი თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია .
- თავადო ერეკლე ამ წამს მე და ჩემი და განვიხილავდით ტბილისში მეფის ნათლული ალექსეი გოლოცინის ჩამოსვლას . თქვენ იცით ამ ადამინის შესახებ რამე ?- მამრიამმა ამილახვარს მომლოდინე მზერა სტრყორცნა და პასუხს მოთმინებით დაელოდა .
- დიახ , დილის გაზეთებში ტერაქტზე და მის ჩამოსვლაზე ბევრს წერენ . ალექსეი გამორჩეული ბანოვანია პეტერბურგსა და მოსკოვში . საზოგადოებაში დიდი გავლენა აქვს .იმპერატორის საყვარელი ნათლულია ,ყველა ფორმალურ თუ არაფორმულარ შეხვედრაზე მის გვერდითდგას . ვერ დაგიმალავთ ჩემს გაკვირვებას ,როცა მისი ჩამოსვლის შესახებს წავიკითხე . არც მეფისნაცვალს უტქვამს ,რამე მსგავსი ვიზიტები ყოველთვის გართო წრეებისთვის არის ცნობილი და თუ ამის შესახებ არავინ იცის ალაბთ უბრალოდ დასასვნებლად ჩამოდის - ერეკლეს სიტყვებზე დებმა ერთმანეთ გადასხედეს მრავლისმთქმელი მზერით . ელეკლემ ამ მზერის შინაარსი ვერ გაიგო ,მაგრამ იფიქრა ქალების თავში რა ხდება მე ვერასროს გამოვიცნობ და ჯობია არც ვცადოო.
- თვქვენ შეხვედრილხართ ,მას?- მარიამმა სინიდან ჭიქები გადმოალაგა ,ლინილნმა კი წყალი სამი მარალყელიან ჭიქაში ჩამოასხა ,მერე მოახლეს უხმო და სამი იფნჯანი ჩაის მოტანა სთხოვა .მალე არომატული სასმლით ხელში გააგრძელეს ბაასი.
- მხოლოდ რამოდენიმეჯერ . მუხედავად იმისა ,რომ ხშირად ვიყავი მეფის ამალაში დიდი თავად ალექსეის მხოლოდ რამოდენიმეჯერ გავესაუბრე . საკმაოდ ზრდილი კაცია ,მაგრამ აშჯარა არ სიამოვნებს ,როცა მასზე დაბალი რანგის ან ეტნიკური ჯგუფის წრეში ტრიალებს . განსაკუტრების თუ ისინი პროვინციებიდან არიან.
- ტიპიური რუსი ყოფილა ,ესეიგი არაფრის უნდა გვეშინოდეს- დაცინივით ,მკვახედ ტქვა ლილიანმა და ჩაი ხრუპუნით მოსვა . ქალის კომენტარზე მის პირისპირ მსხდარ სახოგადოებას მხოლოდ გაეცინა
- როგორც ამბობენ მუსიკის დიდი მოყვარული და მუსიკოსების მფარველია . რამოდენიმე ღარიბი მაგრამ ნიჭიერი კომპოზიტორი თავის მფარველობის ქვეშ ჰქავს . ბალეტზეც ისეთივე შეყვერებულია ,როგორც იმპერატორი . პირველად დიდ ტეატრში შევხვდით მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილ საბალეტო სპექტაკლზე .იმდენად ეტრფის ბატელტს ყველა საბალეტო თეარტი მოსკოვსა და პეტერბულში შეაკეტებინა . ამაში კი აუარება ფული დახარჯა .
- თუ ასე ეზიზრება პროვინციები და პროვინციელები ტბილისში რამ ჩამოიყვანა?- მარიამმა სრულიად ლოგიკური კითხვა დასვა .
- ეს კი ნამვილად მას უნდა ჰკითხოთ ,როცა ჩამოვა . - გაიღიმა ერეკლემ
- ცოლი ჰყავს ?- ტაინტერესდა ლილიანი.
- რატომ, მისი გულის მონადირებას აპირებთ ლილიან ?- სიცილით შეეკითხა კაცი .
- ღმერთმა მიშველოს რუს გაბღენძილ არისტოკრატს გავყვე ცოლად,ალბათ სანიშნალდ მოწყენილია თავსი დიდი ყინულიან სასახლეში .აი მარიამი კი შეიძლება გაჰყოლოდა - ლილინმა სასხვათაშორისოდ დაამატა ბოლო წინადადება და გულმოდგინედ დაააკვირდა ერეკლე ამილახვრის სახეს ,რომლსაც ისე წამში გაუქრა სიბრაზე და შეშფოტება,როგორც გაუჩნდა . ლილიანმა მრავვისმთქმელად ჩაიღიმა , სჩვეოდა ასე ტუჩების დაბრეცა მხოლოდ მაშინ ,როცა საიდუმლო მხოლოდ მან იცოდა და სხვამ არავინ.
- ლილიან საიდან მოიტანე ?-გაღიზიანებული მზერა დამალა მარიამმა -ხომ იცი მე გათხოვებას არ ვაპირებ ,თვით იმპერატორმაც ,რომ მთხოვოს ხელი უარ ვეტყვი . - ერეკლე ამილახვარი ამ სიტყვებმა სულ გადააფითრა . იფიქრა იმპერატორიც თუ მისთვის შეუფერებელია მე რა შანსი მაქვს გაუნათლებელ კაცსო . მაგრამ მერე თავს შემოუძახა სრულებით საკმარისი იყო მისთვის ქალის გვერდით ჯდომა ,მასთან საუბარი და იმისი ცოდნა ,რომ მარიამ ჭავჭავაძის ახლო მეგობარი გახლდათ .მარიამის სახის გამომეტყველებით ლილიანი მიხვდა ახლა თუარ შეწყვეტდა სისიულელებების როშვას ,როცა სტუმარი სახლს დატოვებდა გვერდების დაჩქმეტვა არ ასცდებოდა .
- და მაინც თვენ არ მიპასუხეთ თავადო ერეკლე - სასწრაფოდ შეცვალა საუბრის მიმართულება .
- არა . ცოლი არ ჰყავს ,მაგრამ აუარება ქალები ახვევია თავს . ვშიშობ მეტი ინფორმაცია ამ საკითხზე ასეთი ბანოვანი ქალბატონების უბიწო ყურებმა არ უნდა მოისმინონ. - ჩაი მოსვა .მისი გაყინული სხეული ცხელმა სითხემ გაათბო ,მაგრამ გული ისევ გაციებული ჰქონდა .
- ღმერთს ვეჯავრებით მარიამ . - აკისკისდა ლილიანი.
- დროა ცხენები შევკაზმოთ და გასახიზნად მოვემზადოთ ,ლილი-სიცილში აჰყვა მარიამიც . ერეკლე ამილახვარს კი უკვე მეორედ ამ დილით ცივმა ოფლმა დაასხა .
- ნუთუ სადმე მიემგზავრებით ?- იკითხა ,რაც შეიძლება მშვიდად და ჯერ მარიამს შეხედა ,შემდეგ ლილიანს.
- სულაც არა ეს პატარა ხუმრობაა- აღნიშნა მარიამმა . ერეკლე ამილახვარმა ღრმად ჩაისუნთქა .
- სულ დამავიწყდა ,თუ დაკავებული არ ხართ დღეს მინდოდა შოკოლადის საჭმელად დამეპატიჟეთ ... მამათქვენის ნებართვაც მაქვს- დაამატა სწრაფად ფინჯანი კი მის წინ მდებარე მაგიდაზე დადო .
- ლილიანს შოკოლადის საჭმელად არ სცალია თუმცა ბაზრამდე გამოგყვებათ ,გეთაყვა-მესამე პირში ალაპარაკდა ლილიანი . მარიამმა მის ამგვარ საუბარზე გამოუსწორებელი სულელი ხარო სახე მიიღო .მერე ერეკლეს მიუბრუნდა
- დიდი სიამოვნებით თავადო ,მაგრამ იცოდეთ თუ თქვენს გამო სამეჯლისო კაბაში შემდეგი მეჯლისისთვიდ ვერ ჩავეტევი ,ჩემთან ცეკვას დაემშვიდობეთ ,ლილიანს დაგიყენებთ პარტნიორად და საღამომდე ეგ გაპრიალებული ჩექმები არ შეგრჩებათ .-ლილიანმა უკმაყოფილოდ გახედა დას .
- ეს მუქარაა თუ გაფრთხილება - გაიღიმა აკისკისებული მარიამის შემხედვარე ერეკლემ ,რომლის მუცელშიც აურება სახეობის მწერები ერთდროულად აფუსფუსდნენ.
- ცოტ-ცოტა ორივე - უპასუხა გოგონამ .
- ქუდებს მოვიტან და წავიდენ - ლილიანს შეპარვოდა ღიმილი .სკამიდან წამოხტა და თავის ოტახს მიაშურა . ის პირდაპირ ბაღს გადმოჰურებდა .ბონეტებით ხელდამშვენებული მალე დაბრუნდა . ჩალის ფართო ფარფლებიანი ქუდებს ვარდისფერი და ცისფერი ლენტები ჰქონდა შემოხვეული და ლილიანის ენერგიული მოძრაობის დროს მიმზიდველად ლაპლაპებნენ მზეზე. ლილიანს ხელში ქუდების გარდა რამოდენიმე წიგნიც ეჭრა ,საგულდაგულოდ შეკრული მაქმანებით . მარიამი და ერეკლე მას უკვე გასასვლეი ეზოს ალაყაფის კართან ელოდებობდნე .მარიამა სწრაფად მოირგო ქუდი .
- არც კი მინდა ვიკითხო სად მიგაქვს ეგ წიგნები -უკმაყოფილოდ გახედა დას
- ხოდა ნუ იკიტხავ .-გაეკრიჭა ლილიანი.მარიმამა კარგად იცოდა სადაც დადიოდა ხოლმე . ქალაიში ღარიბი ოჯახის გოგონებს დამეგობრებოდა და წერა კიხთხვას ასწავლიდა . პირველი ლილიანი ავიდა ეტლში . ეტლითან ერეკლე ელოდა ,რომლიც გაწვდილი ხელით დაეხმარა დაცემის გარეშე ჩამჯდარიყო ტრანსპორტში. შემდეგ მარიამს გაუწოდა ხელი ,ის ლილიანის მოპირდაპირედ დაჯდა . ბოლოს თვითონაც ავიდა მარიმას მიუჯდა . მზე უკვე ლურჯ ცაზე ამოგორებულიყო და ღრუბლებიდან იჭყიტებოდა.
- იმედია კარგი ამიდი შენარჩუნდება .ტბილისისი ჭირვეულობას ჯერაც ვერ მივეჩვიე .დილით მზეა შუადღით წვიმა , მერე მზე ,მწუხრზე კი ისევ წვიმა - ერეკლემ სახე მოიჩრდილა ,როცა მზეს ახედა .
- და მაინც აქ ყოფნას არჩევთ ,ტბილისში ნამდვილი ოქრო უნდა გეგულებოდეთ - მოწრუპა ტუჩები ლილიანმა და თავსი ხელთათმანებს დაუწყო ცქერა.
- რაღა დაგიმალოთ ლილი ნამდვილად ასეა . ბაბუაცემი არ ტყუოდა ,როცა დედამიზაზე ყველაზე ჯადოსნურ ქალაქად მიიჩნევდა . - მეეტლემ ცხენები გააჭენა და მოკირწყლულ ქუჩაზე ხმაურით დაუყვა გზას . ცხენების ფრუტუნით და ნალების ქვაზე რაკუნით ,მალე მივიდნენ ბაზრის შესასვლელთან . ლილიანი აქ ჩამოქტა ,მარიამმა კი დაუძახა სადილზე არ დააგვიანო მამა მოგკლავსო .ლილიანმა საპსუხოდ თავი დაუქნია და ხალხის ზღვაში გაუჩინარდა ,ეტლმა კი გზა განაგრძო.
ლილიანი მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა დღის შუქზე კაბაში ,როცა ნანოს და ნინოს წერაკიტხვას ,ანგარიშს , რუსულს და ფრანგულს ასწავლიდა. ნანო განსაკუთრებით მონდომებული და ნიჭიერი გამოდგა ,ლილიანს მიზნად ჰქონდა დასახული მისთვის კარგი განათლება მიეცა ,რომ შესძლებოდა შესაფერისი სამუშაო ეპივნა შემდგომში . მისი გათვლით ნანოს თავისუფლად შეეძლო გამხდარიყო გუვენანტი . რომლსაც საკმაოდ კარგად უხდიდინენ თბილისში . თავის გავლენებსაც თუ გამოიყენებდა ,შესაფერისი ოჯახის პოვნასაც მოახერხებდა . დილიდან შუადღემდე ნანოს მის სახლთან დუქანში მუშაობდა .დაატარებდა ხევსურულ ლუდსა და ხინკალს . ლილიანს არ ემეტებოდა გოგონა ასეთი სამუშაოსათვის მთვრალ კაცებთან ურთიერთობა საშინელი იყო იქნებოდნენ ისინი დაბალი ფენის წარმომადგენლები თუ არისტოკრატები. ლილიანს ეს ძალიან კარგად ესმოდა ამიტომ ნანოს მომავალს სულ სხვანაირად სახავდა . გოგონაც მონდომებით სწავლობდა ყველაფერს რასაც ლილიანი ასწავლიდა და მალე გაიწაფა რუსულსა და ფრანგულში . წერად კარგად გამოსდიოდა და კიტხვაც . რაც ენა ამოიდგა რუსულად ლილიანს ყოველ კვირით მოჰქონდა მასთან საკითხავი წიგნები . ვინაიდან წიგნები ძალიან ძვირი იყო სწავლას მოწყურებულ ნანოს სირცხვილის დაძლევა მოუხდა და ლილიანის მოტანილ წიგნებს დიდი სიფრთხილით და სინაზით უფრთხილდებოდა . თავიდან გამორთმევაც არ სურდა ,მაგრამ მერე ლილიანმა წააკითხა ზღაპრები , ისტორიები ,ლექსები და პოემები. მის გონებაში სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა .ნანო მადლიერებეას ვერ მალავდა ,ხშირად ეუბნებოდა თუ რამე დაგჭირდეს ოდესმე იცოდე ჩემი იმედი ყოველთვის შეიძლება გქონდესო. ამ მშვენიერ დილას,როცა ლილიანი ვარდისფერ ფრიალა კაბაში გამოწყობილი გამოეცხადა ,წიგნებით ხელში დიდს ამბით გამოეგება . მოკრძალებულ სახლში ბევრი არაფერი იყო ,მაგიდა რამოდენიმე სკამი ,სიხ სამი საწოლი და მჭედელი უჩას ხელსაწყოები. სახლშიმ ხოლოდ ნანო იყო .სამეცადინოდ მომზადებულს წიგნები უკვე გადაშლილი ჰოქნდა .
- ლილი ,ამ ტანსაცელში ვერც კი გიცანი - აღნიშნა ქერა ქოგონამ.ლილიანს წიგნები ჩამოართვა,სანამ ჭავჭავაძე ქუდს იხსნიდა თავიდან .
- შენ მაშინ უნდა მნახო მამაჩემი ცეკვას ,რომ მაიძულებს -ხუმრობით უთხრა და იქვე ხის სამფეხიან ტაბლაზე ჩამოჯდა .-აბა დღეს ხომ არ იზარმაცე იუბილარობის გამო? თუ გგონია გაბაპიებ დაბადებისდღე ,რომ გაქვს ცდები-თითი დაუქნია ნანოს
- არა - ხელები გაასავსავა ქერამ და ლილიას მიუჯდა -პირიქით შენ რომ მომიტანე ლორდი ბაირონის ლექსების კრებული ის წავიკითხე ,ისეთი სასიამოვნო იყო ,ნეტავ მეც შემეძლოს ისე ვწერდე - ცისფერი თვალები ააფახურა ნანოს ,ლილიან ხელები ჩასჭიდა და გაიხსენა ბოლოს წაკითხული ლექსები.
- ვიცოდი მოგეწონებოდა .ბაირონი ისეთივე დრამატულია ,როგორიც შენ .- ამაზე ორივემ იცინა -მოკლედ დღეს არ ვიმეცადინებთ ,ჩათვალე არდადეგები გაქვს , დაბადების დღეს ბაირონის კითხვაში ვერ გააგტარებინებ ჩემი ავსული მასწავლებელი ხომ არ ვარ ,ბოლო ბოლო . საჩუქრის მოსაცემად მოვედი. - მაქმანით შეკრულიწიგნები გადმოიღო მაგიდიდან და ნანოს კალთაში ჩაუდო.- ეს შენ პუშნიკი, დიკინსი და დიუმა .
- მაგრამ ამას ვერ მივიღებ ....-სიტყვებს ვერ პოულობდა ნანო, მისი საყვარელი წიგნების დანახვისას უნებურად ჩაუდგა ცისფერ თვალებში ცრემლები-ლილიან ეს ხომ ძალიან ძვირფასია
- ამიტომაც გაძლევ შენ . ადამიანს ,რომლემაც იცის ლიტერატურის ფასი ,დაე მუდა ბედნიერი და წარმატებული იყო -ლოყაზე აკოცა გოგოანს - და არ გამაგონო ეს არ შემიძლია მიღება და ღირისი არ ვარ -მოჩვენებითათ გაწბილდა .თმა გაისწორა და წამოდგა .
- დღეს ჩემთან ფუნდუკში პატარა წვეულებას ვაწყობთ მე და ჩემი და-ძამ .მხოლოდ ჩვენ ვიქნებით -გამიხარდება თუ მოსვლას შეძლებ. მზე ჩავა თუ არა იქ ვიქნებით შუაღამემდე . თავნ ვმუშაობ და იქნებ მოხვიდე ძალიან გამახარებ - ნანო ცრემლებს ძლივს მოერია ,სწრაფად მოიწმინდა თვალებში ჩაგუბებული სითხე ლილიანს ,რომ არ შეემჩნია და კიდევ ერტხელ გადაეხვია მასწავლებებს .
- იცოდე ლუკა დარიანელი გესტუმრება - გააფრთხილა ლილიანმა . -შენ ძმას თუ აზიატობის შეტევა ექნება გააფრთხილე ისევ მოვდებ ყბაში - თავის ქნევით ,მომუშტა ქალმა ხელები .
- მგონი მაგას თვითონაც მიხვდა -სიცილით გააცილა ლილიანი ნანომ ,რომლსაც მთელი დღე ღიმილი არ მოსცილებია სახიდან .ლილიანი კი ბაზარში ხეტიალის ,შემდეგ სახლში ფეხით დაბრუნდა .


ქალაქს ეტყობოდა ,რომ ახალი ამბავი ყველამ გაიგო ,ჩურჩულით და ჯერ კიდევ არცოდნის გაუგებრობით დეზორიენტირებული ტბილისლები ,ქალაქის ქუჩებში დაზუზუნებდენ ერთმანეთს ეკიტხებოდნენ გაიგე მეფის, ნათლული დიდი მთავარი ალექსეი გოლოცინი ჩამოდის ტბილისშიო . მითქმა-მოთქმამ, მხოლოდ უბრალო მოსახლეობას ,როდი აუშალა საღერღელი გაეგო რუსი არისტორკრატის ჩამოსვლის ამბავი ტპილისისი მაღალი საზოგადოებაც მოუსვენრობას შეეპყრო.ასეთი დიდი სტუმარი ტბილისს კარგახანია არ სწვევია ამიტომ ინტერესი პიკს აღწევდა . მაღალი წრის ქალები თავის გაუთხოვარ ქალიშვილებს რუსული ენის ცოდნაში სცდიდნენ ,მკერავთან და ენის მასწავლებლებთან ნამდვილი ქაოსი იდგა .ფულს არ იშურებდნენ ,რომ ქალიშვილები ჩაეწერათ ტბილისის სახელგანთქმულ ფეიქართან . ჩინეთიდან ჩამოტანილ აბრეშუმს და ფრანგულ მაქმანებს ქალებმა მუსრი გაავლეს . ქარვასლაში ნამდვილი ომი იყო გაჩაღებული ,გაცხოველებული ვაჭრობა მიდოდა და მაინც არ იყო საკმარისი საქონელი ,რომლითაც ტბილისი ,როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი გზა მუდამ უხვად მარაგდებოდა . პირველი ტბილისში შეოდიოდა აზიური სიმდიდრე -აბრეშუმი და შემგომ მიდოდა პარიზში ,ლონდონსა და პეტერბურგში . ქართველ არისტოკრატ ქალებს შესაშური გემოვნება ჰქონდათ ,ისინი მხოლოდ ორი კვირით ჩამორჩებოდნენ პარიზულ მოდას ისიც მხოლოდ იმიტომ ,რომ პარიზული მოდის ტენდენციების შესახებ ცნობებს ტბილამდე სწორედ 2 კვირა სჭირდებოდა მოსაღწევად . ბამბის მაქმანები, ამბრეშუმის კაბები , მოკლე და გრძელი საყელოები , გრძელი ხელთათმანები ახლაგაზრდა ქალბატონებისთვის . ფითქინა ჩიხტიკოპები და ჩელაქი , ქამრები წელზე შემოსარტყმელად უკვე ასაკში შესული წარჩიენბული ქალებისთვის. ახალგაზრდობა ევროპულ ყაიდაზე იყო გამოზრდილი .უკმეხობა და გადაჭარბება არ იქნებოდა გვეთქვა ,რომ ზოგიერთ პეტერბურგელ საზოგადოების გამორჩეულ ქალბატონსაც შეშურდებოდა ქართველი არისტორკარატების ჩაჩმა-დახურვის სტილის. დილის გაზეთის დარიგების შემდეგ ტბილისის ნაღები საზოგადოება ერთიანად გამოფენილიყო ქუჩაში დიდი თუ პატარა რუსი სტუმრის ჩამოსლის სამზადისში ჩაფლულიყო .ქუჩები ისე დაეტვირთა მოფუსფუსე ხალხს გარჩევა აღარ იყო ხლეხის და თავადის .ყველა სადღაც მიიჩქაროდა ,რაღაცას ყიდდა ან ყიდულობდა .ამ ალიაქოთსი ჩამოიარა თავად ერეკლე ამილახვრის ეტლმა ,რომლშიც თავადი და მარიამ ჭავჭავაძე ისხდენენ . საამური ბაასი ქუჩაში დამდგარმა ბუღმა შეაწყვეტინათ .
- ნუთუ ამას გულისხმობდა ლილიანი ,როცა ქალაქიდან გახიზვნა ახსენა ?- შეწუხებულმა იკითხა თავადმა ამილახვარმა .
- ესეიგი თქვენც მიხვდიდი ხუმრობას - მარიამა ხელთათმანია ხელი სახის წინ გაიქნია .ინანა მარაო ,რომ არ წამოიყოლა .
- მგონი ეს სახუმარო საქმე სულაც არაა ,ასე ყველამ ერთად ჭკუა ,როგორ დაკარგა ,გეგონება თავად იმპერატორი ჩამოდის- ქვით მოკირწყლულ ტროტუარებზე მორბენალი ქალების და კაცების შემხედვარე ერეკლე ამილახვარს მუმბაის საქმიანი და ქაოტური ქუჩები გაახსენდა .ეს სულაც არ იყო სასიამოვნო მოგონებები.
- ტბილისი პატარა ქალაქია ,ასეთი ამბები აქ უბრალო მოვლენა სულაც არაა ,თქვენ შეიძლება შეჩვეული ხართ სამეფო კარის არისტოკრატთა ხილვას ,მაგრამ ჩვენთანე ეს დიდი პატივია და გამონაკლისი შემთხვევა .-აუხსნა მარიამმა- გარდა ამისა ,რომლი ტიტულიანი ოჯახი იტყვის უარს თავსი ქალიშვილის ასეთი მაღალი წოდების კაცზე დაქორწინებაზე ? ახალგაზრდა ქალებს იშვიათი შანსი ეძლევათ ქორწინების უღელში შეაბან დიდი მთავარი ,ამის ხელიდან გაშვება სისულელე იქნებოდა
- მაგრამ თვქენ და თქვენი და სრულიან ბედნიერები ჩანხართ ამ შანს რომ ხელიდან უშვებთ თანაც სულელები არ მეჩვენებით განსაკუთრებით თქვენ .- ნაცრისფერი თვალები სხივებით აენთო ამილახვარს .
- დიდი მადლობა თავადო ,მაგრამ შეიძლება სწორედაც ,რომ სულელები ვართ - გაიცინა მარიამმა - ჩვენ ზედმეტად გვიყვარს ჩვენი სახლი ,დები და მამა იმისთვის ,რომ ის მივატოვოთ და სადღაც მიყრუებულში გადავსახლდეთ
- თვენ პეტერბურგს მიყრუებულს ეძახით ?!- ახარხარდა ერეკლე . მარიამი მისმა სიცილმა გააღიზიანა და დაბღვერილამ უთხარ.
- დიახ ,მიყრუებული, ცივი და უფერულია . ის ვერასროს ვერ შეედრება ტბილისის თბილ მზეს და შხაპუნა წვიმას თუნდაც ეს ბუნებრივი მოვლენები ერთი დღის განმავლობაში ერთმანეთს ანაცვლებდეს . მაგრამ ალბათ თქვენ არ გესმით ,აქაური ხომ არ ბრძანდებით - მარიამის ამ ცივმა და ნიშნისმოგებით ნათქვამმა ისტყვებმა თავადს ანატრებია ნეტავ ახლა წამოვიდეს წვიმა და მეხიც მოჰყვესო .
- მომიტევეთ თუ არასწორად გამომივიდა , არც მიფიქრია თვენი გაბრაზება ან შეურაცხყოფა ,უბრალოდ მინდოა მეთქვა ,რომ ნებისმიერი ადამინი იქნება ბედიერი პეტერბურგში ...-სანამ მონოლოგს განაგრძობდა მარიამმა გააწყვეტინა .
- მე არა და არც ჩემი დები .მამაჩემიც კი ,რომლიც ხშირადაა პეტერბურგიში დღეებს ითვლის სანამ კავკანსიონს გადმოლახავს .- ერეკლემ საკუთრა თავს წარმოდგენებში დღეს მეორედ მოუწყო ვატერლოოს ბრძოლა სადაც ნაპოლეონის როლშუ აღმოჩნდა.
- მამათქვენის მსგავსი შესანიშნავი ოჯახი ,რომ მყავდეს მეც დღეებს დავითვლიდი . - მარიამს ნაცრისფერ თვაელბში ჩამდგარი სევდით შეხედა ,მაგრამ ქალი შორს სივრცეში გასჩერებოდა .უროს ჭავჭავაძეს არ შეუმჩნევია თავად ამილახვრის წადილი შეხებოდა მას და მერე ეთქვა თუნდ ჯოჯოხეთის გადაბუგულ ,უნაყოფო მიწაზე ვიყო შენ თუ ჩემს გვერდით იქნები ისც სამოთხედ გადამექცევაო ,ჭირსაც წაუღია პეტერბურგი და ტბილისი თუ ეგ მწვანე თვალები ჩემს ხილვას აღარ მოინდომებსო .სიჩუმეში ჩაიძირა წყვილი ,მერე ისევ მარიამმა თქვა .
- მგონი ორივეს ზედმეტი მოგვივიდა .მაპატიეთ ,არ მქონდა უფლება...- ერეკლემ აღშფოტებულმა გააწყვეტინა.
- თქვენ ყველანაირი უფლება გაქვთ . ეს მე ვარ დამნაშავე ,გაკიცხვის უფლება არ მაქვს . -პაუზის შემდეგ განაგრძო-თქვენ ბედიერი ადამიანი ხართ ,რადგან გაქვთ ადგილი ,რომელიც ასე გიყვართ და სახლი ,რომელშიც ყოველთვის დაგელოდებიან. -მარიმა უცბად თავი დამნაშავედ იგრძო ,ასე უტაქტოდ არასროს უსაუბრია მოსამსახურესთანა არათუ თავადთან .
- დარწმუენბული ვარ ,თქვენ შეძლებთ ასეთი ოჯახის შექმნას - ღიმილით უთხრა და მხარზე ხელი დაადო ნუგეშის საცემად . საზოგადოებასი მიუღებელიიყო ქალისა და მამკაცის მითუმეტეს დაუქორწინებლების ასე ცხადი შეხება ,მაგრამ მარიამმა ეს გამონაკლისი დაუშვა ,მეგობრის სანუგეშოდ. ერეკლეს კი ეს მეგობრობა და ჟეშტი კლავდა .-მოდით დავდოთ პირობა ,რომ არასდროს ვიკამატებთ ,იმაზე თუ რომელი ქალაქი სჯობია საცხოვრებლად ,აშკარაა ვერ ვთანხმდებით ,თქვენ კი ძვირფასი მეგობარი ხართ ,რომლთანაც ჩხუბი არ მსურს .
- რა თქმა უნდა -ყალბი ღიმილით დაეთანხმა ერეკლა . და ინატრა მალე მისულიყვნენ იმ დაწყევლილ შოკოლადის მაღაზიაში .~


ლილიანი ვახშმის შემდეგ მალე წავიდა დასაძინებლად ,ყოველ შემთხვევაში ასე გამოუცხადა ოჯახს .სინამდვილეში საძინებელში ასული . ხის კარადის უკან დამალული საშვალო ზომის ზარდახშას დასწვდა ,რომლსაც სარკიანი კომოდი ეფარებოდა ,შიგნით ქალი სხვადასხვა სახის ფერუმარილს და სურნელოვან ზეთებს ინახავდა . სწრაფად ამოქედა კაცის ტანსაცმელი ,კაბა გაიძრო,მას მიჰყვა კაბის შიგნითა პერანგი და საცვლები , შემდეგ მკერდი შეიკრა სახვევით , ორი ზომით დიდ ტანისამოსში გამოეწყო . გლეხის პერანგი გადაიცხა ,რომლიც გახუნებული და გაცრეცილი გახლდათ , პერანგის შიგნით ,მხრებზე თავსი შეკერილი ბუმბულლის ბალიშები დაიმაგრა ფართო მხრები ,რომ გამოსჩენოდა ,როგორც კაცებს . მერე შარვალი ამოიცვა და ქ ქამრი შემოირტყა ,მასში პატარა ხანჯალი იყო გაყრილი . რომელი კაცი ივლიდა ხანჯლის გარეშე ? ლილიანი ნამდვილად არა . მერე მაკიაჟის უჯრა გამოხსნა და ყუთის დამალულ უჯრიდან ნახში ,მური და კიდევ რაღაც თმის მაგვარი ამოიღო ,რომლიც ულვაში მაგივრობას გასწევდა ,ლილიანმა ეს უკანასკნელი თავსი თმისგან შეკრა . დიდიხანი არ დასჭირვებია სახეზე მურის და ცოტაოდენი ნახშირის წასმას . ლილიანმა სამზარეულოდან აირო მარაგი ,როცა მოახლეები არ უყურებდნენ. მერე დიდი ფარფლებიანი ქუდი ჩამოიღო კარადის თავიდან . რომლიც შორიდან პატარა ყუთს გავდა და არავის აეჭვედა მის ნამდვილ ბუნებაში. თმა კარგად აიწია ,ქუდში შეიტენა და თმის სარჭით დაიმაგრა ,რომ არ წასძრობოდა. მისი ოთახი ჭავჭავაძეების ულამაზეს ბაღს გადაჰყურებდა ხეების უკან კი მოპირდაპირე ქუჩა და ამილახვარის ჩირაღდნებით განათებულისახლი მოსჩანდა . ბაგრატის სახლის ფასადი საკმაოდ რელიეფური იყო, შვერილებით და ქანდაკებებით შემკული სახლის მეორე სართულიდან მიწაზე დაშვება ხეებზე ძრომილაის ოსტატ ლილიან ჭავჭავაზეს არ გასწირვებია . ფანჯრიდან გადაძვრებოდა ,ნელა ჩაყვებოდა შვერილეს და სიშავეში ჩაძირულ ბაღში ჩახტებოდა ,მერე უჩუმრად ხეების და ბუჩქების ჩრდილებს შეაფარებდა თავს და ბაღის კედელს მიადგებოდა ,რომლზეხ აყვანილი სქელტანიან სულოებს მოეჭიდებოდა და კედელზე გადაძვრებოდა . ამ წამიდან კი ის გახლდათ ლუკა დარიანელი ,თავისუფალი გაიძვერა ,რომელსაც უყვარდა ფშავური მოხარშული ლუდი და ხევსურული ხინკალი . ქუჩები ლამპიონებით გაენატებინათ .ლილიანი ნაცნობ ქვით მოკირწყლულ ქყჩას ჩაუყვა და რამოდენიმე აღმართის ავლის შემდეგ ნარიყალა ციხის ძირში ამოყო თავი იქიდან მარცხნივ გადაუხვია ,15 წუთის სიარული შემდეგ კი იმ ფუნდუკ მიადგა სადაც ნანო მუშაობდა . ფუნდუკის შესასვლელი ჩირაღდნებით იყო განათებული ,ორ სართულიანი ხის შენობა ღარიბული შესახედაობისა იყო. ლუკა დარიანელმა მოურიდებლად შეაღოკარი და იმწამიშივე ხმაურიანი ქაოსისი ნაწილად იქცა . სქელი ხის მაგიდების გარშემო ქალები და კაცები ირეოდნენ . ხის კათხებს ერთმანეთს უჭახუნებდნე საიდანაც თეთრი ქაფი იღვრებოდა . ფართო ოთახში ,რომლიც სანთლის შუქით იყო განათებული ლილიანმ მალე დალანდა ბრგე სხეული. მისი ვარაუდიდთ სწორედ უჩა ავალიანს მოკრა თვალი და მისკენ დაიძრა .კუთხის მაგიდასთან ნინო და უჩა დახვდა .
- ლუკას ,ვახლავართ- გაიკრიჭა ნინო და ახლადმოსულს შეეგება.მაგიდიდან წამოდგა ,რომელზეც ყველი ,პური ,ხინკალი და ლუდი იდგა კათხებით .
- უჩა -ხელი ჩამოართვა მჭედელს და მაგიდას მიუჯდა .-იუბილარი სად გახლავთ ?
- ჯერ კიდევ მუშაობს - უკმაყოფილოდ დაიგუგუნა უჩამ.- ის, ახმეტი მეტს ამუშავებს .
- ოხ მე მაგსისი-იფურთხება ლილიანიც - სანამ ტავს არ გადავუჩეხავ არ მოეშვება ,არა ?- წამოიწია მაგიგიდადნ მუქარის შესასრულებლად ,მაგრამ ნინომ გააჩერე .
- როგორ ფიქრობ აქამდე რატონ არ გაჩეჩქვა უჩამ , ჟანდარმერიაში ჰყავს ნაცნობები .ოფიცრები ყოველ ფარასკევს აქ ლოთაობენ მის ხარჯზე . ამიტომ ვერც კლიენტი გამოტქვასმ პრეტენზიას და ვერ მომუშავე იმის შიშით ,რომ უმიზეზოთ წაათრევენ ციხეში. - ნინომ ყველი მოტეხა ,წამში შეახრამუნა.
- არაუშავს მისნაირ ძაღლებსაც მოევლებათ -დაოგრუხუნა უჩამ და ბოლომდე ამოცალა კათხა .
- ნანო მოდი აგეთი მობრეცილი სახეებით ნუ დაენახვებით -შემოსძახა ნინომ მხიარულად .
- ნანო კიდევ ერთხელ გილოცავ - ლილინი პირველიწამოდგა გოგონას გადაეხვია და გულით უსურვა საუკეთესო. ნანომ მადლობა გადაუხადა . მერე დასხნდნე და ცოტა დალიეს . აქეთურს და იქეთურს მოედნენ ,მეფის ნათლულის ჩამოსვლაზეც იბჭეს .ნანო მიდიოდა და მოდიოდა ,ლილიანს კი ლუდი მოეკიდა . სანამ ოხუნჯობდნენ ,უჩას დასცინოდნენ და ჯმუხ ხარს ეძახდნენ . ვერც კი შენიშნეს ,როგორ შემოვიდა შავებში ჩაცმული საეჭვო გარეგნობის 3 კაცი ფუნდუკში . ისინი პირდაპირ ლილიანის და მისი კამპანიის გვერდით მაგიდასთან განლაგდენ და მომსახურე გოგოს დაელოდნენ.ეტყობოდათ აქაურები არ უნდა ყოფილიყვნენ ,თან გამოდმებით კარისკენ იყურებოდნენ მომლოდინეები .ლილიანს ისინი აინუშშიაც არ ჩაუგლია ,სანამ რუსული საუბარი არ მოესმა . ტბილისი ერთობ მრავალფეროვანი ქალაქი იყო და არავის უკვირდა რუსული ,ფრანგული ,სომხური და თათრული ენების გაგონება ,თუ ყურს კარგად მიუგდებდით ინგლისურსაც კი გაიგებდაით გერმანულთან შერეულს ,მაგრამ ეს ფუნდუკი მხოლოდ ქართველი ღარიბი გლეხობისთვის და ამ უბნის მცხოვრებლებისთვის იყო ცნობილი,რომლებიც უმეტესად მცობელებს , მჭედლებს და მეთულუხჩეებს შეადგენდა . უაქცენტო რუსულს კი ლილიანი ნამდვიად არ ელოდა . წამით მიატრიალა თავი ,მაგრამ მოსასხამებში გახვეული კაცების სახეები ვერ გაარჩია ,აი მათი ლაპარაკი კი ცხადად ესმოდა .
- თქვენო უმაღლესობავ , ასეთ სოროში შემოსვლა არშეგფერით ,ის გაიძვერა კნიაზი თავისას მიიღებს ამისთვის.
- რამდენჯერ გითხრა ეგრე ნუ მომართავ კედლებსაც ყურები აქვთ-უცნობი არ ცდებოდა კედელზე მიკრულ ლილიან ჭავჭავაძეს ყურები ნამდვილად ჰქონდა . -დარწმუნდით ,რომ არავინ გამოგვყოლია მერე კი გარეთ დამელოდეთ , არ უნდა დაფრთხეს თუ მიგვიხვდა ჩანაფიქრს ამ უღიმღამო ქალაქში კარგახანი მომიწევს ყურყუტი.-უკმაყოფილო ჩანდა ბოხი და მოგუდული ხმის პატრონი. მალე ორი კაცი წამოდგა და მაგიდა დატოვა . დარჩენილი კი ახლად მოხარშული ლუდის სმას შეუდგა . ლილიანს თითქმის მიავიწყდა კიდეც ამ უცნაური არსების არსებობა ,რომ არა მის ზურგს უკან გათამაშებული დრამატული სცენა .
- ეს ის წერილებია ,რომლზეც გეუბნებოდით - მაგიდასთან ახლა ორი კაცი იკდა . სახე ორივეს დაფარული ჰქონდა . ლილიანმა ყურები დაცქვიტა . იფიქრა რაღაც გასართობი ამბავი ვიპოვეო ,მაგრამ მალევე წაუხტა ნირი .- ისისნი იმის ნათელი მტკიცებულებელი ,რომ ბაგრატ ჭავჭავაძე და ერეკლე ამილახვარი თავიანთ დამქაშებთან ერთად იმპერატორის მკვლეობას გემავდნენ .- ლილიანს თმა ყალყზე დაუდგა და თვალები ბუდეებიდან გადმოსცვივდაო გადაჭარბებული შეფასება არ იქნება . ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და სკამზე მიჭედებულივით გაირინდა . ღიმილი სახიდან წაეშალა .
- დარწმუნებული ხართ ?- დაეკითხა მეორე ხმა ბოხი ბარიტონით.
- დიახ, მე პირადად ვარ მომსწრე ,როგორ დადიოდა ერეკლე ამილახვარი ჭავჭავაძეების სახლში და ახლაც დადის . ბაგრატ ჭავჭავაძე კი ცდილობს იმპერატორის კარზე ერთგული ძაღლის ,როლის თამაშს,სანამ ძირს უთხრის იმპერიას ცარის მკველეობის დაგეგმვით.
- წერილების გარდა რა მტკიცებულებები გაგაჩნიათ ?
- ჯერ წერილები წაიკთხეთ და დამერწმუნეთ კითხვები არ გაგაიჩნდებათ ,ეს სრულიად საკმარისი იქნება ორივე მოღალატის ეშაფოტზე ასაყვანად- ლილიანს ლუდის ყლუპი გადასცდა და ხველა აუვარდა . ეშაფოტი, მოღალატე ... ? ამას მამაისზე ამბობდნენ ? ვერ იჯერებდა მოსმენილს მოუდა წამომხტარიყო და იმ მატყუარა არსებისთვის თავი გადაეხსნა მამაჩემს მოღალატესა და მკვლელეს ,როგორ უწოდებსო. მაგრამ სკამზე მიწებებულს განძრევა არ შეეძლო . ამ წამს მისიმა ტვინმა ას პროცენტიანი დატვირთვით დაიწყო მუშაობა და მივიდა დასკვნამდე წერილები პირველს მას უნდა ჩაეგდო ხელში . სანამ მოსასხამიანი კაცები საუბრობდნენ. ლილიანი გაავებული აცეცებდა თვალებს ,გეგმას აწყობდა ,თუ როგორ ჩაეგდო წერილები ხელში . ეს ერთადერთი მტკიცებულებებიაო ამბობდა კაცი და რატომ არ უნდა დაეჯერებინა ? ამ მტკიცებულებას ლილიანი აიღებდა და მტკვრის ფსკერზე მოისროდა ,რათა მზის შუქი არარასდროს ეხილა . ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ეს კაცები საქმე მამაის ეხებოდა და უბრალო ხუმრობაც ,რომ ყოფილიყო ლილიანი ამ ხუმრობას არ გაატარებდა . სიტუაციის შეფასების შემდეგ აშკარად იგრძნო უპირატესობა . ჩაიღიმა და უჩას გადაულაპარაკ ,გინდა კარა კონცერტი მოვაწყოთ ისეთი მე და შენ ,რომ გვიყვაროს თან ახმეტსაც გავწეწავთ და სხვებსაც ისე ,რომ ახმეტის ცემისთვის თითსაც არავინ დაგვადებს . უჩა თავიდან დაიბნა ,მაგრამ მერე გონება გაუნათდა და საპასუხოდ მხოლოდ ეს თვა . შენ დაიწყებ თუ მეო .ლილიანმა კი უკასუხა ქალები ყოველთვის პირველები არიანო და მაგიდიდან წამოდგა . წაბანცალდა და გვერდით მდგომ მაგიდაზე გალეშილ კაცებს დაეჯახა . მაგიდა შეირყა ,ლუდის კათხებიწაიქცა და ძვირფასი სითხე დაიღვარა . განაწყენებულმა კაცებმა ლილიანს ქეჩოში წაავლეს ხელი და ფულის გადახდა მოსტხოვეს . ლილიანმა დიდის ამბით აწია ხელები კაპიკი არ მაქვს ძმებო ,თუ გინდათ ტყავი გამაძვრეთო . ამ აყალმაყალმა მეპატრონის და შეკრებილი გამომთვრალი საზოგადოების ყურადრება მიიპყრო . ლილიანმა კარგად იცოდა სეთი ამბები ყოველთვის ჩხუბით მთავრდებოდა . მაგრამ ბოლოსკენ ვინ ვის ურტყავდა ან რისთვის კაციშვილმა არ იცოდა . მერე უჩა წამოდგა . ჩემს ძმასტან რა საქმე გაქვთო . ამასობაში ნინო ფუნდუკიდან უჩუმრად გაიპარა . ნანომ კი დიდი თიხის დოქი შემართა ,რომლითაც ლუდს დაატარებდა . მერე უჩამ მოიქნია პირველი მუშტი ,ლილიანი კი ისროლეს და პირდაპირ იმ ორი უცნობის მაგიდაზე შეაგდეს . მაგიდაზე სანთლები ლუდის კათხები და თეტრი მაქნანით შეკრული წერილების დასტა იდო . მაგიდაზე გადაწოლილს ლუდის და ოფლის სუნი ასდიოდა ,ვერავინ იტყოდა ეს ქალია თანაც მაღალი წოდებისო . ხელების და ფეხების ქნევას მოჰყვა ,როგორც ხშირად ენახა გალეშილ კაცების მსგავსად . მოულედნელ სტუმარს მოსასხამიანი კაცები არ ელოდნენ და ორივე მომენტალურად წამოხტა ფეხზე დაღვრილი ლუდის ასარიდებლად . ლიიანი წლიდან ამოვარდნილი თევზივით ფართხალებდა .მის ყურს რუსული და ქართული დედის გინბეა მისწვდა ,სანმ ფართხალებდა წერილებს ,რომლიც უპატრონოდ ეწყო მაგიდაზა დაწვდა და ფართო უბეში ჩაიტენა . წამის მიასედში წაავლეს ხელი მხრებში და ერთი ხელის მოსმით წამოაგდეს მაგიდიდან ,მაგრამ სანმ ფეხზე დადგებოდა მაგიდის კიდეს წაავლო ხელი და მაგიდიანად გადაემხო თავის თავდამსხმელს,რომლზედაც მთელი სხეულით დაეცა . ბოხმა ხმა ამოიგმინდა და ლილიანის დედ-მამა მოიკითხა სადაცა არ უნდა ყოფილიყვნენ ისისნი,რუსულად. ლილიანმა ,რომელმაც თავი დაარტყა იატაკს გაბუჟებულს დრო დასწირდა აზრზე მოსასვლელად , თვალების მოფშვნეტის შემდეგ გადააწყდა მოკლედ შეჭრილ ქერა თმას , ლურჯ თვალებს , სწორ ცხვირსა და გამოკვეთილ ღაწვებს ,მსხვილ ვარდისფერ ტუჩებს ,რომლებიც ხვნეშას და გინებას ერთდროულად ახერხებნენ. ლილიანი უფრო სწრაფი აღმოჩნდა ვიდრე უცნობი ბოხი ხმით . სხარტად წამოხტა და ოტახს მოავლო თვალი. ისეთი ჩხუბი იყო გაჩაღებული ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა ,ვინ ვის ურტყამდა ხომ საერთოდ გაუგებარი იყო . შუბლის ზელვით დაკავებულს მკლავში დასწვდა ,მეორე უცნობი კაცი ,რომლის სახე ვერას დიდიებით დაინახა და ის ისიყო სახეში უთავაზებდნე ნანომ ,რომ იმარჯვა . მძიმე დოქი ლილიანის თავდამსხვემლს დრუზა თავში , თიხის დოქი დაიმტვრა ,კაცის თავთან ერთად . ნანომ ლილიანს ხელი დაავლო და მაგიდებს შორის გაიკვლია გზა , მერე კი უკანა გასასვლელით გააპარა ,როგორც მანამდე უჩა ,რომლსაც ერთხელ მოხვედრია მუშტი . ჰაერზე გამოსულ ლილიანს ცივი ღამის სიო დაეტაკა სახეში და ერთიანად გამოაფხიზლა . ახლა მიხვდა რა ჯანდაბაც დაატრიალა. ფუნდუკის გადაღმა ქუჩაზე ფეხის თქარუნის ხმა გაისმა .ნანო მთელი ძალის მიარბენიენბდა ლილიანს . მიხვეულ მოხვეულ ქუჩებში სირბილით დაღლილებს უჩა და ნინო რომ წამოეწიათ . ნარიყალას მეორე მხარეს ისე აღმოჩნდენ ვერცერთმა ვერ შეამჩნია . მძიმედ სუნთქავდნა ოთხეული . მერე ნანომ ფხუკუნი დაიწყო . ერთმანეთს გადახედეს ,უჩას თვალიჰქონდა აწითლებული. მერე ლილიანმა მორთო ისტერიკული სიცილი .
- დაინახეთ ,როგორ მომისროლეს ?- ადრენალინით გაჟრენთილს ასე კარგი დრო სიცოცხლეში არ უტარებია.
- ახმეტი ,როგორ დავამუშავე ეგ თუ ნახეთ -აჰყვა უჩა .
- კი . დარწმუნებული ვარ დიდი ხანი არ შეუხორცდება გატეხილი ცხვირი- კისკისებდა ნინო .
- საუკეთესო დაბდაბეის დღე იყო - აკივლდა ნანო . ერთად იმდენი იცინეს მუცლები ხელში ეჭირათ. ფეხით იარეს ,სანამ ავალიანების სახლს არ მიადგნენ . მერე ლილიანი და-ძმას დაემშვიდობა,ძილინებისა უსურვა და სახლისკენ წავიდა . უნნაურად კმაყოფილი იყო . სახლამდე გზა გრძლეი აღმოჩნდა ,დასაფიქრებლად და გამოსაფხიზლებლად .ჭავჭავაძეების გალავან მიმდგარი ლილიანს შიში ჩაუდგა ძვლებში .სიტუაციის საფრთხე მხოლოდ ახლა შეიგრძნო ,როცა უბიდან წერილების დასტა ამოიღო . ხელში ნამდვილი დინამიტი ეჭირა ,აი ისეთი იმპერატორ ალექსანდრე მეორეს ,რომ დაუდო თურმე მამამისმა და ერეკლე ამილახვარმა და განსხვავებით იმ დინამიტისგან ეს ნამდვილად მოჰყვებოდა მსხვერპლი.
საკუტარ ოთახში ,რომ გადაძვრა . წყლით სავსე ვაზას დაეწაფა ,თავი არ შეუწუხებია ჭიქაში ჩამოესხა ,ზედმეტად უხურდა თავი და ხელები . მერე სახიდან მური დამოირეცხა ,ულვაში მოიძრო ,ტანისამოსი გამოიცვალა და საწოლზე დაემხო. ღრმა ფიქრებში წავიდა სანამ ჩაეძინებოდა ,მივიდა დასკვნამდე ,რომ მისი შიშები საბოლოოდ ასრულდა ,ჭავჭავაძეების ოჯახს შემზარავი მტერი ადგა თავს და ლილიანი იყო ის ვისაც ოჯახი ყველაფრის ფასად უნდა დაეცვა .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent