შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადაკვეთის წერტილი (მერვე თავი)


გუშინ, 23:43
ავტორი Khatiat162
ნანახია 32

მას შემდეგ, რაც სხეულზე ტანსაცმელი მოირგეს, სალონის უკანა ნაწილში გამეფებული ინტიმური სიმყუდროვე დაირღვა. დემეტრემ და ევამ კვლავ წინა სავარძლებზე გადაინაცვლეს. კაცმა საჭეს მოჰკიდა ხელი, ძრავი აამუშავა და თბილმა ჰაერმა წამებში დაიწყო დაორთქლილი მინების წმენდა, რამაც მათ თბილისის ღამის ნაცნობი ხედები დაუბრუნა.
​სალონში სიჩუმე ჩამოვარდა, თუმცა ეს აღარ იყო დაძაბული დუმილი. დემეტრე სერიოზული, კონცენტრირებული სახით უყურებდა გზას, თითქოს ცდილობდა თავისი ჩვეული, კონტროლზე ორიენტირებული ნიღაბი სწრაფად მოერგო. ევამ გვერდულად გადახედა მის მკაცრ პროფილს, ტუჩის კუთხე ეშმაკურად გაეპარა და გადაწყვიტა, ეს ზედმეტი სერიოზულობა ცოტათი განემუხტა.
​– ისე, დემეტრე... – დაიწყო ევამ ხავერდოვანი ხმით. – ახლა რომ გიყურებ, ვერც კი ვიფიქრებდი, თუ ასეთი „აკრობატული“ ნიჭით იყავი დაჯილდოებული. მგონი, საავადმყოფოში ჩემ ნაცვლად შენ უნდა დაეტოვებინე ხერხემლის ტრავმით, ისეთი ილეთები ჩაატარე. – ინსტრუქტორივით მიხელმძღვანელე.
​დემეტრეს ყბის კუნთი წამში შეტოკდა, წარბები ერთმანეთთან შეატყუპა, თუმცა მის მზერაში უხერხულობა იკითხებოდა.
​– ევა, გაჩერდი, – დაბალი, გამაფრთხილებელი ტონით თქვა კაცმა და გზას თვალი არ მოაცილა.
​მაგრამ გოგონა გაჩუმებას სულაც არ აპირებდა. მისი გაბრაზებული სახის დანახვაზე უფრო მეტად მიეცა აზარტი.
​– არა, მართლა, ხომ არ ჯობია, მანქანის მოდელი შეცვალო? – გააგრძელა ენის ტლიკინი ევამ, თან მხარით სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, რომ უკეთ დაენახა მისი რეაქცია. – ცოტა უფრო ფიდი სივრცე გჭირდება, თორემ შენი გაბარიტების კაცისთვის ეგ უკანა სავარძელი აშკარად პატარაა. თუმცა, უნდა ვაღიარო, კომპაქტურობასაც აქვს თავისი პლიუსები...
​– ევა, გეყოფა-მეთქი
​– უიმე, რა იყო, რატომ კომპლექსდები? – არ ცხრებოდა გოგონა, თვალები ეშმაკურად უციმციმებდა, კაცის წყობიდან გამოყვანა აშკარად დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. – მე ხომ უბრალოდ კომპლიმენტს გეუბნები? უნდა გიხაროდეს, რომ შენმა პაციენტმა შენი „თერაპია“ ასე მაღალ დონეზე შეაფასა. შემდეგ ჯერზე...
​დემეტრე მიხვდა, რომ ეს გოგო ნებით გაჩუმებას არ აპირებდა და თუ ახლავე არ გააჩერებდა, მთელი გზა ამ თემით საუბარს არ შეწყვეტდა. მან მანქანა მკვეთრად, მოულოდნელად დაამუხრუჭა გზის პირას. ევას სახესთან ახლოს მიიწია.
​მისი აელვებული, მუქი თვალები ევას მზერას შეეფეთა. ხმა საოცრად დაბალი, ჩურჩულთან მიახლოებული და მაცდურად საშიში ჰქონდა:
​– კიდევ ერთ სიტყვას იტყვი მაგ გრძელი ენით, ევა, და აქვე, ამ წინა სავარძელზე გადაგატრიალებ, – დაემუქრა დემეტრე, მისი მზერა გოგონას ტუჩებზე ჩაცურდა. – ოღონდ ამჯერად საერთოდ არ ვიფიქრებ იმაზე, ახლახან გამოგწერეს საავადმყოფოდან თუ არა. გასაგებია? ისე გაგაჩუმებ, რომ ხმის ამოღების ძალაც აღარ დაგრჩება. აბა, გაბედე და გააგრძელე.
ევამ დემეტრეს მკაცრ, საშიშ სიახლოვეს სრულიად სხვაგვარად უპასუხა. საფრთხის ნაცვლად, მის სხეულთან ასეთმა დისტანციამ გოგონას შინაგანი კეკლუცობა და ფლირტის სურვილი გაუღვიძა. ის მიხვდა, რა ძალაუფლებაც ჰქონდა ამ უზარმაზარ კაცზე და გადაწყვიტა, ეს თამაში ბოლომდე მიეყვანა.
​ტუჩის კუთხე ეშმაკურად აეწია, თვალები მოწკურა და სავარძელზე ოდნავ ქვემოთ ჩაცურდა, რათა დემეტრეს მზერა ზემოდან ქვემოთ დაცემოდა.
​– მართლა? – ჩაიჩურჩულა ევამ, მისი ხმა საოცრად მაცდური და დაბალი გახდა. მან ნელა ააყოლა თითები დემეტრეს მკლავის ძლიერ კუნთებს. – გადამატრიალებ? და მერე რას იზამ, დემეტრე? ისევ ისე დაუნდობლად ამირევ გონებას, როგორც ორი წუთის წინ უკან, იმ სავარძელზე? თუ ამჯერად უფრო მეტს გაბედავ?
​დემეტრეს სუნთქვა წამით შეეკრა. გოგონას თითების შეხებამ მისი ნერვები სიმებივით დაჭიმა. ის მიხვდა, რომ ევა ღიად იწვევდა და მისი მოთმინების ფიალა იცლებოდა.
​– ევა, გეყოფა, – თქვა კაცმა დაბალი, დაძაბული ხმით, მაგრამ მის ტონში უკვე აშკარად იგრძნობოდა აფეთქების საშიშროება. – ჭკუას მოუხმე და გაჩერდი, სანამ მართლა გვიან არ არის.
​– რომ არ გავჩერდე? – ევამ თავი გვერდზე გადახარა, თვალები პირდაპირ მის ბაგეებს გაუსწორა და ენა ტუჩზე მსუბუქად გადაიტარა, რაც წმინდა წყლის პროვოკაცია იყო. – რაო, დიდო და ძლიერო დემეტრე, გეშინია? გეშინია, რომ კონტროლს საბოლოოდ დაკარგავ და ამ ვიწრო სავარძელზე ჩემი კვნესის გარდა ვერაფერს გაიგებ? უნდა გამოგიტყდე, ძალიან უხდება შენს აფორიაქებულ მზერას ეს სურვილი...
​– ევა, უკანასკნელად გაფრთხილებ, – დემეტრემ კბილები ერთმანეთს დააჭირა, მისი ხმა უკვე სერიოზულად, მძიმედ ღრენდა. მან სახე უფრო ახლოს მიიტანა, მათ შორის ჰაერი თითქმის აღარ დარჩა. – ნუ მეთამაშები-მეთქი. გაჩუმდი.
​– და თუ არ გავჩუმდები? – არ ცხრებოდა გოგონა, მისი თითები კაცის კისერზე აცოცდნენ, თითქოს მის თითოეულ გაფრთხილებას განზრახ აიგნორებდა. – რას იზამ, მითხარი? ხომ ვიცი, რომ ახლაც გიჟივით გინდა ჩემი სხეულის ყოველი სანტიმეტრი... ხომ ვიცი, რომ გინდა, ეს ტანსაცმელი ისევ...
​სიტყვის დასრულება ვეღარ მოასწრო. ევამ ვერ გათვალა, რომ დემეტრე, რომელიც ისედაც ზღვარზე იყო, ამდენ გამოწვევას და ენის ტლიკინს ვეღარ აიტანდა. კაცის მოთმინების უკანასკნელი ნაპერწკალიც აორთქლდა
დემეტრემ ხელი წამში ევას კისერზე მოათავსა, თითებით ნაზად, მაგრამ საშიშად ჩაეჭიდა მის ნიკაპს და სახე ისე ახლოს მოუტანა, რომ მისი აჩქარებული სუნთქვა გოგონას სახეზე ხვდებოდა. მის თვალებში უკვე აღარ იყო ის მოზომილი, მზრუნველი სიმშვიდე, რაც სულ ცოტა ხნის წინ, უკანა სავარძელზე იგრძნო. ახლა იქ მხოლოდ, მტაცებლური ღიმილი ბობოქრობდა.
​– იცი, რა არის ყველაზე საშიში? – ჩაიჩურჩულა დემეტრემ, მისი ხმა დაბალი, ხრინწიანი და აუტანლად დაძაბული იყო. მან მზერა ევას ტუჩებიდან მის თვალებზე გადმოიტანა, თითქოს მის სულში ჩახედვას ცდილობდა. – შენ გგონია, რომ ამ თამაშით მაკონტროლებ, მაგრამ სინამდვილეში შენს თავს ხაფანგში იგდებ.
​მან ევას ნიკაპზე თითები ოდნავ მტკივნეულად დააჭირა და სალონის სიბნელეში ისეთი ტონით გააგრძელა, რომ ევას სხეულში ჟრუანტელმა დაუარა – ეს იყო რაღაც, რაც აქამდე არასდროს მოესმინა.
​– შენ გგონია, ის ფრთხილი დემეტრე ისევ აქაა? – კაცმა ირონიულად ჩაიცინა, თუმცა მისი თვალები ცივი საერთოდ აღარ იყო – ახლა შენ ჩემს მოთმინებას ცდი, მაგრამ თუ კიდევ ერთ სიტყვას იტყვი, მე შეწყვეტ ყველანაირ სიფრთხილეს, რომელსაც შენი უმანკოება მავალდებულებს.
​დემეტრემ ხელი ნელა ჩააცურა ევას მაისურის ქვეშ, მის შიშველ კანს შეეხო და მტკიცედ, მოუჭირა ხელი მის წელს.
​– მე გაჩვენებ, რა შეუძლია კაცს, როცა თავშეკავებას საბოლოოდ კარგავს, – განაგრძო დემეტრემ, მისი ხმა ყოველი სიტყვისას უფრო მუქარისმომასწავებელი და ღრმა ხდებოდა. – მე ყველა იმ წესი დაივივიწყებ, რაც დღემდე მქონია.ინატრებ, რომ გავჩერდე, თუმცა იცოდე – არავითარ შემთხვევავი არ შევწყვეტ, სანამ შენი სხეული ბოლომდე არ დანებდება ჩემს ყოველ სურვილს. შენ ჯერ არც კი იცი, რა ვნება იმალება ჩემში და თუ ამ ენას არ გააჩუმებ, ამაღამვე აღმოაჩენ, რომ ჩემი სიფრთხილე შენთვის საუკეთესო საჩუქარი იყო.
​დემეტრემ სახე კიდევ უფრო მიუახლოვა ჩაიჩურჩულა:
​– აბა, ევა... აგრძელებ?
ევას სხეულში სისხლი აუდუღდა. დემეტრეს ყოველი სიტყვა, მისი ხმის დაბალი, ხავერდოვანი ვიბრაცია და ეს სრულიად უცხო, მბრძანებლური ტონი მის კანქვეშ ნამდვილ ელექტრონულ მუხტად იქცა. შიშის ნაცვლად, ამ სექსუალურმა მუქარამ მასში ველური, აქამდე უცნობი ჟინი გააღვიძა. მას საშინლად, თავდავიწყებამდე მოუნდა ყოველივე ამის საკუთარ კანზე გამოცდა. მიხვდა, რომ ამ კაცის მიერ კონტროლის დაკარგვა სწორედ ის იყო, რასაც ქვეცნობიერად ყველაზე მეტად ნატრობდა.
​ვეღარ გაუძლო. ევა წინ წამოიწია და თავად წაეტანა დემეტრეს ტუჩებს – ხარბად, თავაშვებულად, ყოველგვარი წესების გარეშე.
​პასუხმაც არ დააყოვნა. დემეტრემ ხელი უფრო მაგრად მოუჭირა ნიკაპზე და გოგონამ უცებ მისი კბილები იგრძნო საკუთარ ქვედა ტუჩზე. ეს იყო მწარე, ოდნავ მტკივნეული, მაგრამ საოცრად სასიამოვნო კბენა, რომელმაც ევას თვალებიდან ნაპერწკლები გადმოაყრევინა. კაცის ტუჩები დაუნდობლად, მესაკუთრულად დაეწაფნენ მის ბაგეებს, თითქოს იმ მუქარის შესრულებას აქვე იწყებდა.
​როცა კოცნა წამით გაწყდა, რათა ჰაერი ჩაესუნთქათ, ევამ ოდნავ უკან დაიხია, კაცის აელვებულ თვალებს მზერა გაუსწორა და ხრინწიანი, აღგზნებული ხმით აღმოხდა:
​– ველურო...
​დემეტრემ არ გაუშვა, ხელი კისრიდან თმებში გადაუტანა, თითები ჩაავლო და თავი ისევ მასთან ახლოს დააფიქსირა. მისი სუნთქვა მძიმე და მწველი იყო, მზერა კი კვლავინდებურად მტაცებლური დარჩა, თუმცა სიტყვებში ისევ გაკრთა ის მზრუნველი კაცი, რომელსაც ევას გაფრთხილება უნდოდა.
​– ფრთხილად, პატარავ, – ჩაიჩურჩულა დემეტრემ, მისი ხმა დაბალ გუგუნს ჰგავდა. – ყველაფრის ერთად გამოცდა საშიშია. შენ ჯერ წარმოდგენაც არ გაქვს, რას ითხოვ. ნუ აჩქარდები, თორემ უკან დასახევი გზა აღარ გექნება.
​მანქანის უკანა სავარძელზე აფეთქებული ვნებისა და წინა სავარძელზე გათამაშებული სექსუალური მუქარის შემდეგ, დემეტრემ ევა თავის კუთვნილ ბინაში წაიყვანა. ეს იყო ადგილი, რომლის შესახებაც მის სამსახურშიც კი თითქმის არავინ იცოდა – მაქსიმალურად დაცული, იზოლირებული და უსაფრთხო სივრცე.
​პირველი რამდენიმე დღე ნამდვილ იდილიას ჰგავდა. ევას საავადმყოფოს კედლების შემდეგ ეს თავისუფლება ჰაერივით სჭირდებოდა, მით უმეტეს დემეტრეს გვერდით. მათ შორის არსებული მიზიდულობა ყოველ წამს იგრძნობოდა – ნებისმიერი შემთხვევითი შეხება, მზერა თუ დემეტრეს მოულოდნელი, მესაკუთრული კოცნები ევას მუხლებს უკვეთდა. თუმცა, ამ იდილიის მიღმა, გოგონა მაინც ამჩნევდა კაცის შინაგან დაძაბულობას.
​დემეტრე პროფესიონალი იყო. მისი ინსტინქტები, რომლებიც წლების განმავლობაში საფრთხის ძებნაში გაიწვრთნა, ახლა განგაშის ზარებს სცემდნენ. ის ზედმეტად ხშირად უყურებდა ფანჯრიდან ქუჩას, აკონტროლებდა კარის საკეტებს და ტელეფონზე შემოსულ თითოეულ ზარზე სხეული უშფოთდებოდა. წყნეთის ამბავი ასე მარტივად ვერ დასრულდებოდა – მან ეს იცოდა.
​დრამამ პიკს მიაღწია მეოთხე დღეს, როცა დემეტრემ ევას გამოუცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, სჯობდა ბინა საერთოდ არ დაეტოვებინა.
​– ანუ, გინდა მითხრა, რომ სახლში უნდა გამოვიკეტო? – ევამ ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და დემეტრეს წინ დადგა. მისი თვალებიდან წამში გაქრა ის ნაზი გოგონა და ძველი, ჯიუტი ევა დაბრუნდა. – გალიის მოწყობას მიპირებ, დემეტრე? საავადმყოფოს პალატა არ მყოფნიდა, ახლა აქ უნდა ჩამომასხა ბეტონი?
​– ევა, ეს შენივე უსაფრთხოებისთვისაა საჭირო, – მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უპასუხა კაცმა, თუმცა საფეთქელთან ძარღვი უკვე დაეჭიმა. – გარეთ ჯერ კიდევ არ არის უსაფრთხო. ჩემი მტრები შენზე ნადირობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთან ხარ.
​– ჰოდა, მეც მაგას გეუბნები! – ხმას აუწია ევამ, მის ხმაში წყენა და პროტესტი ერთიანად გაჟღერდა. – მე ბავშვი არ ვარ, დემეტრე! სულელი პატარა გოგო არ ვარ, რომელიც უნდა დამალო და აკონტროლო. შენი სამსახური და შენი წარსული ჩემთვის პრობლემა არაა, მაგრამ მძულს, როცა ჩემს ნაცვლად იღებ გადაწყვეტილებებს!
​მათ შორის პირველი სერიოზული კამათი აფეთქდა. დემეტრეს სიხისტე და ევას თავისუფლებისმოყვარე ბუნება ერთმანეთს შეეჯახა. კაცს მისი დაცვა უნდოდა, თუმცა ევასთვის ეს მზრუნველობა ტოტალურ კონტროლს ჰგავდა. კამათი იმით დასრულდა, რომ დემეტრემ უხეშად მოისროლა პიჯაკი იატაკზე მოისროლა და ბინა დატოვა – თავის ძველ კავშირებთან შესახვედრად, რათა გაერკვია, ვინ იდგა წყნეთის თავდასხმის უკან.
​გაბრაზებულმა ევამ კი, პროტესტის ნიშნად, სახლში ჯდომას გარეთ გასვლა ამჯობინა. მას ჰაერი და განტვირთვა სჭირდებოდა. დაურეკა მეგობარს და ვაკეში, ერთ-ერთ მყუდრო კაფეში შეხვედრა დაუთქვა.
​კაფეში ჯდომისას, მეგობართან საუბარს ცოტათი გული გადააყოლა და დამშვიდდა, ევამ ინსტინქტურად გაიხედა ვიტრაჟისკენ. ქუჩის მეორე მხარეს, ხეების ჩრდილში, შავი ქურთუკიანი მამაკაცი იდგა. ხელში ტელეფონი ეჭირა, რომელიც პირდაპირ კაფესკენ, კერძოდ კი ევასკენ ჰქონდა მომართული. როცა კაცმა შეამჩნია, რომ გოგონამ დაინახა, ტელეფონი სწრაფად ჩაუშვა ჯიბეში და ზურგი შეაქცია.
​ევას ზურგზე ცივმა ოფლმა დაასხა. გული გამალებით აუძგერდა, თითქოს ყელში მოებჯინაო. მან გააცნობიერა ორი რამ: პირველი – დემეტრეს შიშები პარანოია არ ყოფილა, და მეორე – მან ახლახან უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა სახლიდან გამოვიდა.კანკალით ამოიღო ტელეფონი და დემეტრეს ნომერი აკრიფა.
ტელეფონში დემეტრეს ხმის გაგონებამ ევას წამით შვება მოჰგვარა, თუმცა მისი აკანკალებული ხმის გაგონებაზე კაცი მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ევამ ძლივს ამოილუღლუღა, რომ კაფესთან უცნაური კაცი უთვალთვალებდა. დემეტრეს ბრძანება მოკლე, ცივი და მჭრელი იყო: „კაფედან ფეხი არ მოიცვალო, ხალხმრავალ ადგილას დარჩი, ხუთ წუთში მანდ ვარ“.
​მართლაც, ზუსტად ხუთ წუთში კაფეს წინ დემეტრეს შავი აუდი საბურავების წუილით გაჩერდა. კაცი მანქანიდან გიჟივით გადმოვიდა, მისი მზერა არემარეს ელვისებურად ასკანირებდა. ევა მეგობარს სწრაფად დაემშვიდობა და გარეთ გაირბინა. დემეტრემ გოგონას მკლავში ხელი სტაცა, თითქმის ძალდატანებით ჩასვა წინა სავარძელზე, თავადაც დაიკავა ადგილი და იქაურობას მოშორდა.
​– ხომ გითხარი, სახლიდან არ გახვიდე-მეთქი?! – დემეტრეს ხმა მანქანის სალონში ჭექა-ქუხილივით გაისმა. მისი ყბის ძვლები დაჭიმულიყო,ხელები საჭეს ისე შემოაჭდო, თითქოს მისი გატეხვა სურდა. – თამაში გგონია ეს ყველაფერი?! ისინი ყველგან არიან!
​– დემეტრე, კარგად ვარ, უბრალოდ... – ევა სუნთქვას ვერ არეგულირებდა, გული საშინლად უცემდა. ის ხედავდა კაცის თვალებში აელვებულ პანიკასა და ბრაზს, რაც სიტუაციის სერიოზულობაზე მეტყველებდა.
​– ქალაქიდან უნდა გაგიყვანო. აქ ყველაფერი კონტროლდება, – გამოსცრა კბილებში დემეტრემ და სიჩქარეს მოუმატა. – კახეთის გზატკეცილით წავალთ, იქ ჩემი მეგობრის ძველი, დაცული აგარაკია.
​მანქანა თბილისის გარეუბნებს სწრაფად სცილდებოდა. გზატკეცილი ნელ-ნელა ცარიელდებოდა, ბინდდებოდა და მხოლოდ ლამპიონების შუქი ანათებდა ასფალტს. ევა ცოტათი დამშვიდდა, ეგონა, რომ საფრთხემ ჩაიარა, მაგრამ დემეტრეს მზერა სულ უფრო ხშირად გადადიოდა უკანა ხედვის სარკეზე.
​– დემეტრე?.. – შეშინებულმა გადახედა გოგონამ.
​– მოგვყვებიან, – მოკლედ მოუჭრა კაცმა.
​უკანა მინიდან გამოჩნდა ორი მუქი ფერის, უნომრო ჯიპი. ისინი საოცარი სიჩქარით უახლოვდებოდნენ დემეტრეს ავტომობილს. მათი მიზანი აშკარად არ იყო მანქანის გაჩერება ან ევას აყვანა – მათ გზატკეცილიდან აუდის გადაგდება და მგზავრების განადგურება ჰქონდათ განზრახული.
​ერთ-ერთი ჯიპი მკვეთრად გადმოვიდა გასასწრებ ზოლში და აუდის მარცხენა მხრიდან დაეჯახა. ლითონის ერთმანეთზე ხახუნის საშინელმა, გამყინავმა ხმამ სალონი აავსო. ევამ ინსტინქტურად იყვირა და სავარძელს ჩააფრინდა.
​– ევა, დაბლა დაიხარე! თავი მუხლებში ჩარგე და არ გაინძრე! – დაიღრიალა დემეტრემ, საჭე მყარად დაიკავა და მანქანა გაასწორა.
​მომდევნო წამს უკანა ჯიპიდან ცეცხლი გახსნეს. ტყვიებმა აუდის უკანა მინა ნამსხვრევებად აქციეს. ევა სავარძლის ქვემოთ ჩაცურდა, ხელები თავზე შემოიწყო და ყურები დაიცო. ადრენალინი სისხლში უდუღდა, გული უჩერდებოდა, მაგრამ საოცარი იყო ის ფაქტი, რომ პანიკურ ტირილს არ აჰყოლია – ის დემეტრეს ენდობოდა.
​დემეტრემ მკვეთრად დაამუხრუჭა, რის გამოც მარცხნიდან მიმწოლი ჯიპი ინერციით წინ გავარდა. იმავე წამს კაცმა საჭე მარჯვნივ აკრა, აუდის ცხვირი ჯიპის უკანა საბურავს დააჯახა. ეს იყო პროფესიონალური მანევრი. ჯიპმა მართვა დაკარგა, რამდენჯერმე დატრიალდა ასფალტზე და გზის პირას არსებულ თხრილში საშინელი გრუხუნით გადაყირავდა.
​– ერთი მზადაა, – თქვა დემეტრემ, მაგრამ დასვენების დრო არ იყო. მეორე ჯიპი კვლავ კუდზე აჯდა და სროლას არ წყვეტდა.
​დემეტრემ მარჯვენა ხელით სავარძლის ჯიბიდან პისტოლეტი ამოიღო, საჭე მხოლოდ მარცხენა ხელით ეჭირა. ფანჯარა ჩამოსწია, ხელი გარეთ გაყო და უკან მიხედვის გარეშე, მხოლოდ სარკის დახმარებით, სამჯერ გაისროლა. ერთ-ერთი ტყვია ჯიპის წინა საბურავში მოხვდა. საბურავი გასკდა, მანქანამ მიმართულება დაკარგა და გზატკეცილის ბეტონის გამყოფ ბარიერს მთელი სიჩქარით შეასკდა. აფეთქების ხმამ და ცეცხლის ალმა ღამის ცა გაანათა.
​აუდი გზას აგრძელებდა, თუმცა მისი ძრავიდან უკვე შავი კვამლი ამოდიოდა, რადიატორი დაზიანებულიყო და საბურავებიც ძლივს ბრუნავდა. დემეტრემ გზატკეცილიდან მკვეთრად გადაუხვია ტყისპირა, მიყრუებულ გრუნტის გზაზე. მანქანმ კიდევ რამდენიმე ასეული მეტრი იარა სანამ საბოლოოდ, შუაგულ ტყეში, ძრავის ხრიალით არ გაჩერდა.
​ირგვლივ სრული წყვდიადი და სიჩუმე იდგა, რომელსაც მხოლოდ ძრავის შიშხინი არღვევდა. დემეტრემ იარაღი გადატენა, ევას გადახედა, რომელიც ჯერ კიდევ სავარძლის ქვემოთ იყო მოკუნტული, და ხავერდოვანი, დამამშვიდებელი ხმით უთხრა:
​– ყველაფერი დასრულდა, პატარავ. შეგიძლიათ ამოისუნთქო. გადავრჩით... ჯერჯერობით.
​მანქანიდან გადმოსულებს ღამის ცივი ჰაერი და ტყის მძიმე, ნესტიანი სუნი შეეფეთათ. მანქანა საბოლოოდ ჩაკვდა, მისი ძრავიდან ამომავალი კვამლი ხეების კენწეროებში იკარგებოდა. სწორედ ამ დროს ცამ გაიელვა – ჯერ მსუბუქად წამოჟინჟლა, რამდენიმე წუთში კი ნამდვილი ქარიშხალი დაატყდათ თავს. კოხპირული წვიმა სახეში სცემდათ, ქარი ხეებს ტოტებს აგლეჯდა.
​დემეტრემ ევას ხელი მაგრად ჩაკიდა და წინ გაუძღვა. ტყის სიღრმეში, ხეებს შორის, ძველი, ხის ორსართულიანი კოტეჯი გამოჩნდა. სახლი მიტოვებული ჩანდა, ფანჯრები ჩამსხვრეული ჰქონდა და ეზოც ბალახით იყო დაფარული. დემეტრე მხრით მიაწვა ძველ კარს, საკეტი გატყდა და ორივე სახლში შევარდა. კაცმა კარი მაშინვე ზურგით მიხურა და მძიმე ურდული გადაწია.
​შიგნით სრული წყვდიადი, სიცივე და მტვრის სუნი დახვდათ. წვიმა სახურავს დაუნდობლად უბრახუნებდა. კავშირი სრულიად გამქრალიყო – ტელეფონები არ იჭერდნენ.
​დემეტრემ იარაღი იქვე, ძველ მაგიდაზე დადო, პიჯაკი გაიხადა და მხოლოდ თხელი, სველი პერანგის ამარა დარჩა. მისი სხეული ადრენალინისგან კვლავ დაჭიმული იყო. ევა ოთახის შუაგულში იდგა, სველი თმები სახეზე მიწებებოდა, ტანსაცმელი ტანზე ჰქონდა შემოტკეცილი და მთელი სხეულით კანკალებდა – არა მხოლოდ სიცივისგან, არამედ იმ განცდისგან, რომ რამდენიმე წუთის წინ სიკვდილს თვალებში ჩახედეს.
​დემეტრე მასთან მივიდა, მისი აკანკალებული ხელები თავის დიდ, ცხელ ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა.
​– კარგად ხარ? – მისი ხმა საოცრად დაბალი, ჩურჩულთან მიახლოებული იყო. კაცის თვალებში ბრაზი გამქრალიყო, იქ მხოლოდ ნერვიულობა დარჩენილიყო.
​ევამ აიხედა. კაცის სიახლოვემ, მისმა სურნელმა და იმ ფაქტმა, რომ ისინი გადარჩნენ, გოგონას სულში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. შიშმა წამში იცვალა ფერი და უზარმაზარ, სასოწარკვეთილ ლტოლვად გადაიქცა.
​– შენთან ერთად კარგად ვარ, – ჩაიჩურჩულა ევამ.
​მან ვეღარ გაუძლო ამ დისტანციას, წინ წაიწია და დემეტრეს მკერდს მთელი სხეულით აეკრა. კაცს წამით სუნთქვა შეეკრა, შემდეგ კი ძლიერი მკლავები წელზე შემოხვია და ისე მაგრად მიიკრა, თითქოს მის სხეულში ჩადნობას ცდილობდა. სიკვდილის ასეთმა სიახლოვემ ორივეში სიცოცხლის ველური, მძვინვარე წყურვილი გააღვიძა.
​დემეტრემ ევას სახე ხელებში მოიქცია და მის ტუჩებს დაეწაფა. ეს აღარ იყო ფრთხილი ან ნაზი კოცნა – ეს იყო სასოწარკვეთილი, ცხელი და დამანგრეველი შტურმი. ევამ ხარბად უპასუხა, ხელი თმებში შეუცურა და თავისკენ მოქაჩა. სველი ტანსაცმელი წამებში იატაკზე აღმოჩნდა, ირგვლივ არსებული სიცივე და წყვდიადი მათმა სხეულებმა აალეს.
​დემეტრემ გოგონა იქვე, ძველ, ტყავის დივანზე დააწვინა და ზემოდან მოექცა. მათი შეერთება იყო გიჟური, მწველი და დაუვიწყარი. გარეთ ქარიშხალი ბობოქრობდა, შენობის კედლები ზანზარებდა, შიგნით კი ორი ადამიანის სული და სხეული ერთიანდებოდა ისეთი ძალით, თითქოს ეს მათი უკანასკნელი ღამე ყოფილიყო დედამიწაზე. დემეტრეს ყოველი მოძრაობა მესაკუთრული და ღრმა იყო, ევა კი მის ქვეშ ხმამაღლა, თავშეუკავებლად კვნესოდა, ფრჩხილებით მის სველ ზურგს ეჭიდებოდა და ამ სიგიჟეში იკარგებოდა. ეს იყო სე*სი ყოველგვარი წესებისა და თავშეკავების გარეშე – სუფთა, ნამდვილი ვნება.
​რამდენიმე საათის შემდეგ, როცა გრიგალი ცოტათი ჩაცხრა, სახლში მძიმე დუმილი გამეფდა. ევას დემეტრეს მკლავზე ედო თავი, მისი თბილი სუნთქვა კაცის ყელს ათბობდა. დემეტრეს თვალები დახუჭული ჰქონდა, თუმცა არ ეძინა – მისი ყურები ყოველგვარ გარე ხმაურს აკონტროლებდა.
​უცებ, შორიდან, ხმელი ტოტების ტკაცუნის ხმა მოესმა.
​დემეტრემ თვალები წამში გაახილა, მზერა დაეძაბა. მან ფრთხილად, ისე რომ ევა არ შეეშფოთებინა, თავი დააღწია მის მკლავებს, ფეხზე წამოდგა და შიშველ სხეულზე შარვალი სწრაფად ამოიცვა. მაგიდიდან იარაღი აიღო და ფეხაკრეფით მიუახლოვდა ფანჯარას, რომლის ძველი ხის დარაბაც ოდნავ ღია იყო.
​მან ჭუჭრუტანიდან გაიხედა. ტყის სიბნელეში, წვიმის თხელ ნისლში, რამდენიმე ფანრის შუქი აციმციმდა. იარაღიანი სილუეტები ნელი, ტაქტიკური ნაბიჯებით უახლოვდებოდნენ კოტეჯს. ისინი ალყაში იყვნენ.
​კაცმა იარაღი გადატენა, მისი სახე წამში გადაიქცა ცივ, უემოციო ნიღბად. მან უკან მიიხედა, სადაც ევას უკვე გაეღვიძა და შეშინებული თვალებით უყურებდა.
​– მოვიდნენ, – დაბალი, ყინულოვანი ხმით თქვა დემეტრემ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent