გადაკვეᲗის წერტილი (მეცხრე Თავი)
დემეტრეს ხმა ისეთი ცივი და უცხო იყო, ევას წამით მოეჩვენა, რომ მის წინ სულ სხვა ადამიანი იდგა. წამის წინ აბობოქრებული ვნებისგან ოთახში დატოვებული თბილი, ნოტიო ჰაერი უცებ ყინულად იქცა. კაცმა ევას მხარში ხელი უხეშად სტაცა, იატაკზე დაყრილი ტანსაცმელი წამოკრიფა და ხელებში მიაჩეჩა. – ჩაიცვი. ახლავე. – დემეტრე, რა ხდება? – ევას ხმა აუკანკალდა. ის სიბნელეში ძლივს აგნებდა მაისურის მკლავებს, სველ სხეულზე ქსოვილი ეკვროდა და მოძრაობას უნელებდა. – მოვიდნენ. ხმა არ ამოიღო, – ჩურჩულებდა კაცი. ის ფანჯარას არ შორდებოდა, სადაც წვიმის ბურუსში, ტყის მხრიდან, ფანრების მკრთალი შუქი სულ უფრო ახლოს აციმციმდა. როგორც კი ევამ ფეხსაცმლის თასმების შეიკრა, დემეტრე მასთან გაჩნდა. მკლავებში ძლიერად ჩაავლო ხელი, ფეხაკრეფით წაიყვანა ოთახის სიღრმეში და ძველი, მასიური კარის უკან, ნესტიან, ჩაბნელებულ საკუჭნაოში შეიყვანა – აქ იჯექი. რაც არ უნდა გაიგონო, არ გაინᲫრე. არ გაბედო გარეთ გამოსვლა, სანამ მე არ მოვალ, გასაგებია? – მისი ტონი არანაირ შეპასუხებას სურვილს არ უᲩენდა ევას. ეს აღარ იყო ის კაცი, რომელიც მას ეფერებოდა. ეს იყო თავისი საქმის პროფესიონალი, რომელიც მხოლოდ გადარჩენის ინსტინქტით მოქმედებდა. – მარტო ნუ დამტოვებ... გთხოვ, – კედელს აკრული ევა ძლივს სუნთქავდა, ცრემლები თავისით სცვიოდა ლოყებზე. დემეტრემ სიბნელეში მისი სახე მოᲫებნა, ორივე ხელი ლოყებზე უხეშად, მაგრამ თავგანწირვით მოუჭირა და შუბლზე ცხელი კოცნა დაუტივა. კარი მიხურა. ევა აბსოლუტურ წყვდიადში, მტვრისა და ნესტის სუნში მარტო დარჩა. ჩაიკეცა, ყურებზე ხელები მთელი ძალით მიიჭირა და სმენად იქცა. გარეთ კი, მისაღებ ოთახში, დემეტრემ იარაღი გადატენა. მან კარგად იცოდა – ხუთი კაცის წინააღმდეგ ღია სივრცეში შანსი არ ჰქონდა. მისი ერთადერთი მოკავშირე ეს ჩაბნელებული, ძველი შენობა იყო. კარის ძველმა საკეტმა გაიჭრიალა. ნაბიჯები. ფრთხილი, მძიმე. პირველი თავდამსხმელი სახლᲨი შემოვიდა, ლულა წინ ჰქონდა მიშვერილი. დემეტრე კარის უკან იმალებოდა, სუნთქვა Შეკავებული ჰქონდა. როგორც კი კაცმა ზურგი შეაქცია, დემეტრე ელვისებურად ეცა, ცალი ხელით პირი დაუცო, რომ არ ეყვირა, და მეორეთი დანის პირი ყელში, ხორხის ქვემოთ ჩაასო. კაცმა მხოლოდ რაღაც უცნაური, ხროტინის მსგავსი ხმა გამოსცა და იატაკზე მძიმედ ჩაიკეცა. დემეტრემ ავტომატი წაგლიჯა. მომდევნო წამს ყველაფერი აირია. დანარჩენები მიხვდნენ, რომ შიგნით რაღაც მოხდა. შენობაში გამაყრუებელი სროლის ხმა გაისმა. იარაღიდან გამოვარდნილი ცეცხლი წამიერად ანათებდა კედლებს. ტყვიები ხის ტიხრებს გლეჯდა, ირგვლივ ბათქაში და ნამსხვრევები ცვიოდა. დემეტრე იატაკზე გაგორდა, ხის მასიური სვეტის უკან გადაინაცვლა და იქიდან ატეხა საპასუხო ცეცხლი. ორი ზუსტი გასროლა – და კიდევ ორი სხეული დაენარცხა იატაკს. ტყვიის მასრები წკრიალით ცვიოდა ფიცრებზე. საკუჭნაოში გამოკეტილი ევასთვის ეს ხმები ნამდვილი წამება იყო. ყოველი გასროლა მის სხეულში ვიბრირებდა. ის საკუთარ თითებს კბენდა, კანს სისხლამდე იგლეჯდა, რომ არ ეყვირა. დენთის მძაფრი, მომწამვლელი სუნი ნაპრალებიდან საკუჭნაოშიც კი შემოვიდა. დემეტრე მეორე სართულის კიბეზე აიჭრა, რომ ზემოდან გაეკონტროლებინა სიტუაცია, მაგრამ ერთ-ერთი თავდამსხმელი უკან აჰყვა. სიბნელეში, კიბის უჯრედზე, ხელჩართული ბრᲫოლა დაიწყო. დემეტრემ კაცს იარაღი გააგდებინა, მაგრამ კაცმა ჯიბიდან მოკლე, ბასრი დანა ამოიღო და სანამ დემეტრე მის გაგუდვას მოასწრებდა, დანა მთელი ძალით ჩაასო გვერდში, ნეკნებს ქვემოთ. კაცს მძიმე, ყრუ კვნესა აღმოხდა. ტკივილმა თვალები დაუბნელა, თუმცა უკანასკნელი ძალიᲗ თავი კედელზე მიანარცხებინა და კიბიდან დააგორა. სწორედ ამ დროს, ღია კარში ბოლო გამოჩნდა. დაინახა კიბეზე მჯდომი, სისხლისგან დაცლილი დემეტრე, რომელსაც ხელი ჭრილობაზე ჰქონდა მიჭერილი და ჰაერს ხარბად ყლაპავდა. იარაღი აუჩქარებლად ასწია. მის სახეზე სისასტიკე იკითხებოდა. – მორჩა, დემეტრე.დამᲗავრდა, – თქვა ცივად და ჩახმახს თითი დააჭირა. მომდევნო წამს საკუჭნაოს კარი საშინელი ჭრიალით გაიღო. ევამ ვეღარ გაუძლო. მას არაფერი უფიქრია, გონებაში მხოლოდ ის კადრი უტრიალებდა, როგორ კლავდნენ მის თვალწინ დემეტრეს. იქვე, იატაკზე, ერთ-ერთი ცხედარᲗან პისტოლეტი ეგდო. ევას არასდროს სჭერია ხელში იარაღი. მან ორივე ხელი ჩაავლო ცივ ლითონს, სიმძიმისგან მკლავები აუკანკალდა, თვალები დახუჭა და გაუცნობიერებლად, ისტერიულად დაუწყო თითის აყოლება ჩახმახს. გამყრუებელმა გასროლებმა ოთახი შეაზანზარა. უკუცემამ გოგონა უკან გადააგდო, მაგრამ ერთ-ერთი ტყვია კაცს მხარში მოხვდა. წონასწორობა დაკარგა, მისი გასროლა აცდა დემეტრეს და ჭერს მოხვდა. ეს წამიერი შანსი საკმარისი აღმოჩნდა – დემეტრემ იატაკზე გაცურებით თავისი იარაღი მოიხელთა და კაცს პირდაპირ შუბლში დაახალა. ბოლო სხეულიც მძიმედ დაენარცხა ძირს. სახლში მხოლოდ წვიმის ხმაური და ევას აჩქარებული სუნთქვა ისმოდა. ოთახის შუაგულში იდგა, იარაღი კვლავ წინ ჰქონდა გაწვდილი. ხელები ისე უცახცახებდა, პისტოლეტს ძირს ვერ აგდებდა. თვალები გაფართოებოდა, სახეზე შოკი ეწერა. ის ხომ ბავშვი იყო, გამოუცდელი, მსგავსი საშინელება სიზმარᲨიც კი არ ჰქონდა ნანახი. დემეტრე ფრᲗხილად მიიწევდა მისკენ. ნეკნებს ქვემოდან სისხლი ნაკადულად სდიოდა, პერანგი სულ მთლად გასვროდა. ხვდებოდა, რომ ჭრილობა სასიკვდილო იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ ამ დამფრთხალ გოგონაზე ფიქრობდა. არ უნდოდა, ევა უარესად დაეფრთხო, არ უნდოდა, იარაღი შემთხვევით საკუთარი თავისთვის ან მისთვის მოერტყა ნერვული შოკისგან. – ევა... პატარავ... შემომხედე, – მისი ხმა საოცრად თბილი, მშვიდი და ნაზი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი სიტყვის თქმისას ტკივილისგან სახე ეცვლებოდა. მან ხელი ნელა, ჰაერში აწია და გოგონას აკანკალებულ თითებს დაადო. – ჩემო ლამაზო, მორჩა... ყველაფერი დასრულდა. მომეცი ეგ, უკვე უსაფრთხოდ ხარ... დემეტრემ თითების ნაზი მოფერებით, ძალიან ფრთხილად გამოართვა იარაღი. ევამ თვალები დაახამხამა, თითქოს ტრანსიდან გამოვიდაო, კაცის შეხებამ რეალობაში დააბრუნა. თითები მოადუნა. პისტოლეტი იატაკზე დავარდა. როგორც კი იარაღი მოიშორა, დემეტრეს სხეულმა კონტროლი დაკარგა. Ძალა წაერთვა და ევას ფეხებთან მძიმედ ჩაიკეცა. – დემეტრე! არა, არა! – ევა მუხლებზე დაეცა. ხელები მის სისხლიან ჭრილობას დააჭირა, ცდილობდა სისხლდენა შეეჩერებინა, მაგრამ წითელი სითხე თითებს შორის მაინც ჟონავდა. ახლა ხვდებოდა, რომ საქმე იმაზე ბევრად სერიოზულად იყო, ვიდრე წყნეთში.– გემუდარები, არ დამტოვო, გაახილე თვალები! ირგვლივ კავშირი არ იყო, ტელეფონები არ იჭერდა. დახმარების შანსი ნული იყო. ერთადერთი იმედი მაგისტრალამდე მიღწევა იყო. ევამ დემეტრეს უზარმაზარი მკლავები თავის მხრებზე გადაიწყო კაცი საშინლად მძიმე იყო, მისი სხეული სრულიად მოწყვეტილი ჩანდა და ფეხებს საერთოდ ვერ ატანდა ძალას. გოგონამ მთელი თავისი ფიზიკური და სულიერი ძალა ერთ მუშტად შეკრა. ის ტიროდა, ყვიროდა, სახე წვიმისა და ცრემლებისგან დაენამა, მაგრამ დემეტრეს თრევა დაიწყო. ნაბიჯ-ნაბიჯ, სანტიმეტრ-სანტიმეტრ, ტალახში, წვიმაში, ხეების ტოტებს შორის მიათრევდა თავის ცხოვრების მთავარ ადამიანს. ვერ დაუშვებდა, რომ დემეტრე აქ, ამ მიყრუებულ ადგილას მომკვდარიყო. კუნთები ეწვოდა, ფეხები უცურდებოდა, რამდენჯერმე დაეცა კიდეც, მაგრამ მაინც დგებოდა და აგრძელებდა. როცა როგორც იქნა, ტყიდან გამოაღწიეს და სველ გზატკეცილს მიუახლოვდნენ, დემეტრემ ამოიხრიალა და საბოლოოდ დაკარგა გონება. ევა გზის შუაგულში გავარდა. წვიმა კვლავ ასხამდა. შორს მანქანის ფარების შუქი გამოჩნდა. გოგონამ ხელების ქნევა დაიწყო, გიჟივით ხტუნავდა, რომ შეემჩნიათ. საბურავების ხმით გაჩერდა ძველი მერსედესი. მანქანიდან საშუალო ასაკის, შეშფოთებული მამაკაცი გადმოვიდა. – შვილო, რა ხდება? კარგად ხარ? – იკითხა მან, როცა სისხლიანი და სველი გოგონა დაინახა. ევას ნერვულმა სისტემამ ვეღარ გაუძლო. მას ერთიანად წასკდა ისტერიული, არეული ტირილი, რომელიც უცნაურ, შოკურ სიცილში გადადიოდა. ის ხან ტიროდა, ხან იცინოდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, ხელებს აქეთ-იქით აქნევდა და გზის პირას დაგდებულ დემეტრეზე აჩვენებდა. – ის... ის კვდება... სისხლია... იქ კაცები იყვნენ, მე ვისროლე... ღმერთო ჩემო, მე ვისროლე! – იცინოდა და თან ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა სახეზე, სრულიად პანიკაში მყოფი. – გთხოვთ, დაეხმარეთ... კვდება,არ მინდა მისი დაკარგვა! გამვლელი მამაკაცი წამით შეცბა ამ სანახაობით, მაგრამ სიტუაციის სერიოზულობა მაშინვე შეაფასა. სწრაფად მივიდა დემეტრესთან, პულსი შეუმოწმა, შემდეგ კი ევას მხრებში ხელი მოჰკიდა, შეანჯღრია და თბილი, მამობრივი, დამამშვიდებელი ხმით უთხრა: – დამშვიდდი, შვილო.ყველაფერი კარგად იქნება. მე აქ ვარ. ახლავე ჩავსვამთ მანქანაში და უახლოეს საავადმყოფოში წავიყვანთ. ის გადარჩება, გესმის? ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე. ამ სიტყვებმა ევას საშინელი ემოციური ტალღის ქვეშ მოქცეულ სულს მცირედი იმედი ჩაუსახა, თუმცა დემეტრეს უსიცოცხლო სხეულის დანახვაზე გული მაინც საშინლად უკვდებოდა. მერსედესის ძველი ძრავი საშინლად ღმუოდა. უცნობი მამაკაცი გააფთრებული აჭერდა ფეხს გაზის პედალს და სველ, აციმციმებულ მაგისტრალზე წარმოუდგენელი სიჩქარით მიაქროლებდა მანქანას. სალონში მხოლოდ საქარე მინის საწმენდების ერთფეროვანი, ნერვული ხმაური და ევას წყვეტილი სუნთქვა ისმოდა. უკანა სავარძელზე ევას მუხლებზე დემეს თავი ედო. გოგონას მთელი სხეული უცახცახებდა, თითები სისხლით ჰქონდა დასვრილი და ყოველ ორ წამში ერთხელ, გაუცნობიერებლად, აკანკალებულ თითებს კაცის ყელზე, არტერიასთან აჭერდა. პულსს უმოწმებდა. ის სუსტი ფეთქვა, რომელიც ძლივს აღწევდა მის თითებამდე, ევასᲗვის იმ წამს ერთადერთი ძაფი იყო, რომელიც რეალობასთან აკავშირებდა. ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა და დემეს ფერმკრთალ ლოყებზე ეცემოდა. დემე ხანდახან, უდიდესი ძალისხმევის ფასად, ახერხებდა ქუთუთოების ერᲗმანეᲗისᲗვის დაᲨორებას. მისი თვალები, როგორც წესი, მუდამ მახვილი და ყველაფრისმხედველი, ახლა ნახევრად დაბინდულიყო, მაგრამ ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც თვალს გაახელდა, მზერაში ისევ ის ნაცნობი, სიმტკიცე უბრუნდებოდა. ძალას იკრებდა, ევას სისხლიან თითებს თავისი ხელით სუსტად ეხებოდა და მბრძანებლური, მკაცრი ტონით ეუბნებოდა: – არ იტირო... ევა, გესმის? არ გაბედო... ტირილი. ეს არ იყო თხოვნა, ეს ბრძანება იყო. ისეთ სიტუაციაშიც კი, როცა სიცოცხლე სხეულიდან ეცლებოდა, დემე თავის სტიქიაში რჩებოდა – მას არ შეეძლო ევას სისუსტე ენახა, არ შეეძლო დაეშვა, რომ მის გამო ეს გოგო სასოწარკვეთას გაეტეხა. მისი ხმა ხრინწიანი იყო, ყელში სისხლი უგუბდებოდა, მაგრამ ტონი მაინც ისეთივე უდრეკი რჩებოდა, როგორც ყოველთვის. – არ ვტირი, დემე... არ ვტირი, ოღონდ შენ თვალები არ დახუჭო, გემუდარები, შემომხედე, – სლუკუნებდა ევა, თავადვე იწმენდდა სახეს და ცდილობდა ხმა დაეცხრო, თუმცა რეალობა უფრო სასტიკი იყო. ყოველი მკვეთრი მოსახვევი, მანქანის ყოველი შეტოკება დემეს სხეულში ტკივილის ახალ ტალღას უშვებდა და კაცს კბილების ღრჭიალი აღმოხდებოდა ხოლმე. – მალე მივალთ, შვილო, ცოტაც გაძელით! – გადმოძახა წინა სავარძლიდან მძღოლმა, რომელიც სარკეში შეშფოთებული ათვალიერებდა უკანა სავარძელზე დატრიალებულ დრამას. – ქალაქის საავადმყოფომდე ათი წუთი დარჩა, ყველაფერს ვაკეთებ! დემემ ისევ დახუჭა თვალები, მისი სუნთქვა უფრო მძიმე და ზედაპირული გახდა. ევას ისევ პანიკამ დაუარა სხეულში, ისევ ყელზე დაადო თითები. ფეთქვა კიდევ უფრო შენელებულიყო. – დემე, გაახილე თვალები! – თითქმის ყვირილზე გადავიდა გოგონა და მის ცივ სახეს ხელები დმოუᲭირა. – გაახილე, თორემ ვიტირებ, გეფიცები, ხმამაღლა ვიტირებ! დემე! ამ მუქარამ თითქოს გაჭრა. კაცმა ისევ ძლივს, ნელა ასწია ქუთუთოები. მის გამოხედვაში წამიერად გაკრთა ძველი, ძლივს შესამჩნევი ნაპერწკალი, თითქოს ამ უკიდურეს წამსაც კი ევას სიჯიუტეზე ეღიმებოდა. – ჯიუტი... – ამოიხრიალა მან, ტუჩის კუთხეში სისხლის წვეთი გამოჩნდა. – გითხარი... მორჩი-მეთქი. ძლიერი ხარ... ჩემი გოგო ხარ და არ იტირო. ევამ ტუჩზე იკბინა, რომ ყვირილი შეეკავებინა. მანქანის ფანჯრებს მიღმა ქალაქის ნეონის განათებები აციმციმდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საავადმყოფო მართლაც ახლოს იყო. ოღონდ დემეს გაეძლო, ოღონდ ეს თვალები კიდევ რამდენიმე წუთით დარჩენილიყო ღია. დემეტრე ბოლო წამამდე ებრძოდა წყვდიადს. მისი თითები, რომლებიც ევას ხელს ებღაუჭებოდა, ნელ-ნელა მოდუნდა. მზერა, რომელიც გოგონას ტირილს უკრძალავდა, ჯერ გაუᲨეᲨდა, შემდეგ კი ქუთუთოები დაეხუᲭა. ისე ჩაიძირა უგონო მდგომარეობაში, რომ ევას ხრინწიან შეძახილებზე აღარ რეაგირებდა. საავადმყოფომდე სულ რამდენიმე წუთი რჩებოდა, მაგრამ კაცის სხეულმა საბოლოოდ დათმო ბრძოლა და აბსოლუტურ სიცივეს მიეცა. როგორც კი მერსედესი კლინიკის მისაღების წინ მკვეთრი დამუხრუჭებით გაჩერდა, მანქანის კარი გარედან გამოაᲦეს. შემდეგ ყველაფერი საშინელ, აჩქარებულ კადრებად იქცა. მისაღებში ნამდვილი ქაოსი ატყდა. ექთნების ყვირილი, ბორბლების ხმაური, ლითონის მკვეთრი წკრიალი. დემეტრეს უზარმაზარი, უსიცოცხლო სხეული რამდენიმე კაცმა ერთად გადაიყვანა საკაცეზე. ევა ფეხდაფეხ მისდევდა მათ, მისი სისხლიანი ხელები დემეს პერანგის ჩაფრენოდა, თითქოს ამით მის სულს სხეულში აკავებდა. მორიგე ექიმი, საშუალო ასაკის, გამოცდილი ქირურგი, წამით შეეხო კაცის ყელს, ჭრილობა შეაფასა და მაშინვე ბრძანებები გასცა: – მესამე საოპერაციო სასწრაფოდ გაამზადეთ! ანესთეზიოლოგი გამოიძახეთ, პირდაპირ შეიყვანეთ, წნევა კატასტროფულად ეცემა! სავარაუდოდ ორგანო აქვს დაზიანებული და შინაგანი სისხლდენაა! ევა არ შორდებოდა. ის ცდილობდა მასთან ერთად შესულიყო იმ ორფრთიან, თეთრ კარში, რომლის იქითაც მხოლოდ სტერილური იარაღები და გადარჩენის ბუნდოვანი შანსი იყო. მაგრამ ვინ შეუშვებდა საოპერაციო ბლოკში? ორმა სანიტარმა მკლავებში ხელი სტაცა და უკან დაქაჩა. აი, აქ კი გოგონა სულ გაგიჟდა, გადაირია. ის აღარ იყო ის მოთვინიერებული ევა, რომელიც დემეს სიტყვას ემორჩილებოდა. მან ნამდვილი ჩხუბი ატეხა, ბოლო ხმაზე ყვიროდა, ხელიდან უსხლტებოდა მედპერსონალს, ფრჩხილებითა და კბილებით იცავდა თავის უფლებას. – გამიშვით! ხელი გამიშვით, არ დავტოვებ! მასთან უნდა ვიყო, გესმით?! მარტო ვერ გაუძლებს! – მისი ხმა დერეფნის ცივ კედლებს აწყდებოდა. მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ იქ მისი შესვლა არ შეიძლებოდა, წესებსა და მედიცინის კანონებს მშვენივრად აცნობიერებდა, მაგრამ გონება უარს ამბობდა ამ რეალობის მიღებაზე. დემეს მარტო დატოვება იმ ცივ, უსულო მაგიდაზე მისთვის სასიკვდილო განაᲩენზე ხელის მოწერას ნიშნავდა. ქირურგმა, რომელიც საოპერაციო ქუდის ისწორებდა ნაბიჯი შეაჩერა. შეხედა ამ ატირებულ, ტალახითა და სხვისი სისხლით დასვრილ გოგონას, რომლის თვალებშიც მხოლოდ წარმოუდგენელი შიში და უსაზღვრო თავგანწირვა იკითხებოდა. ექიმი მიხვდა, თუ რამხელა, გიჟური გრძნობა აკავშირებდათ ამ ორ ადამიანს. გაწყრომის, ყვირილის ან დაცვის გამოძახების მაგივრად, ის ევასთან მივიდა, მხრებზე ორივე ხელი მყარად დაადო და თბილი, მამობრივი ტონით დაუყვავა: – ჩემო კარგო,დამშვიდდი, გთხოვ. აქ თუ შემოხვალ, ხელს შემიშლი. მე გპირდები, ყველაფერს გავაკეთებ. ყველაფერს, რომ ის შენთან დავაბრუნო. ის ძლიერი კაცია, გაუძლებს, მაგრამ ახლა მე უნდა გამიშვა მასთან. მენდე. ამ სიტყვებმა, მისმა მშვიდმა და მტკიცე მზერამ, ევას ისტერიკა წამით შეაჩერა. თითქოს ძალა გამოეცალაო, გოგონა კედელს მიეყრდნო და იატაკზე ჩაიკეცა. ქირურგი შებრუნდა და საოპერაციოს კარი მის ზურგს უკან მძიმედ დაიხურა. წითელი ნაᲗურა აინთო. ბრძოლა დემეტრეს სიცოცხლისთვის დაიწყო. საოპერაციოს წინ, ცივ კედელზე მიყრდნობილი ევა იატაკზე იჯდა და მუხლები მკერდთან ჰქონდა მიბჯენილი. მისი სხეული არ წყვეტდა ცახცახს, თითქოს შიგნიდან რაღაც უხილავი ყინული მართავდა. თვალებიᲗ ერთ წერტილს მიშტერებოდა, იარაღის გამყრუებელი ბახაბუხი და დემეტრეს ხრინწიანი ხმა კვლავ ჩაესმოდა ყურებში. ის სრულიად დაუცველი, მარტო და სასოწარკვეთილი ჩანდა ამ უზარმაზარ, სტერილურ დერეფანში. ამ გასაჭირში მისი ასე მარტო დატოვება მართლაც რთული საყურებელი იყო. ირგვლივ მყოფებს გული ეწურებოდათ ამ სისხლიანი და ატირებული გოგონას დანახვაზე. მის წინ ჩრდილი გაჩნდა. საშუალო ასაკის,ექთანი მის წინ ჩაიმუხლა. მან არც კი შეხედა ევას სისხლით დასვრილ ტანსაცმელს, ნაზად აიღო გოგონას გაყინული, აკანკალებული ხელები თავის თბილი ხელებიᲗ. – გამარჯობა, – უთხრა ექთანმა საოცრად თბილი, გამამხნევებელი ხმით და ხელებზე მსუბუქად მოუჭირა თითები, რათა მას საკუთარი სითბო გადაეცა. – ვიცი, ახლა გგონია, რომ შენი სამყარო ინგრევა და ირგვლივ მხოლოდ სიბნელეა. მაგრამ იცოდე Შენ ყველაფერი გააკეთე მისთვის. აქამდე მოიყვანე. შენმა სიძლიერემ მისცა მას შანსი, რომ ახლა იმ საოპერაციო მაგიდაზე თავისი ცხოვრების მთავარი ბრძოლა მოიგოს.ძლიერი ხარ, გაუძელი, ცოტაც და ყველაფერი კარგად იქნება. თითქოს ევას გაყინულ სხეულში სისხლმა კვლავ დაიწყო მოძრაობა. მან ღრმად ჩაისუნთქა, ცრემლები მოიწმინდა და ექთანს თითები უპასუხოდ მოუჭირა, თითქოს ამ თბილი ადამიანისგან მთელ იმედსა და ძალას ერთიანად ისრუტავდა.საოპერაციოს თავზე ანთებული წითელი ნაᲗურა ჩაქრა. კარი გაიღო და იქიდან ხელების წმენდით კვლავ ის საშუალო ასაკის ქირურგი გამოვიდა. ევა წამოხტა. მას თითქოს ფეხებში ძალა ერთ წამში დაუბრუნდა, ექიმისკენ გაიქცა და ათასი კითხვა ერთდროულად დააყარა. ის ისეთი სისწრაფით ლაპარაკობდა,არაᲗუ მს სიტყვის თქმის, სუნთქვის საშუალებასაც კი არ აძლევდა. – როგორ არის? გადარჩა? თვალები გაახილა? საფრთხე წარსულშია? ხომ არაფერი გართულდა? გემუდარები, მითხარით, რომ ცოცხალია! ქირურგს ამ დაფეთებული, აჩქარებული გოგონას დანახვაზე თბილად გაეცინა. მან ხელის ნაზი, დამამშვიდებელი შეხებით შეაჩერა ევას სიტყვების ნიაღვარი, მხარზე ხელი დაადო და თქვა: – დამშვიდდი, ჩემო კარგო, დააცადე ექიმს თქმა. ოპერაციამ აბსოლუტური წარმატებით ჩაიარა. ყველაფერი კარგადაა. ექიმმა თავი გაოცებით გადააქნია, სახეზე აღფრთოვანება დაეტყო და იქვე მდგარ სკამს მიეყრდნო: – იცი, რას გეტყვი? რამდენი წელია ამ პროფესიაში ვარ, უამრავი მძიმე პაციენტი მყოლია, მაგრამ ჯერ ასეთი ძლიერი და მებრძოლი ორგანიზმი ჩემს პრაქტიკაში არ მინახავს. ამდენი სისხლის დაკარგვისა და ასეთი ჭრილობის შემდეგ, ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გაუძლებდა. ეს კაცი ნორმალური არაა, – ჩაეღიმა ექიმს ხუმრობით, – ნორმალური ორგანიზმი ამას უბრალოდ ვერ გადაიტანდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სიკვდილს ხელიდან თავადვე გამოგლიჯა საკუთარი თავი, თითქოს საოპერაციო მაგიდაზეც კი ვიღაცას ებრძოდა და უარს ამბობდა დანებებაზე. ამ სიტყვების გაგონებაზე ევას სხეულმა უცებ შვება იგრძნო. თითქოს ზურგიდან უზარმაზარი, ლოდი მოიხსნა, რომელიც ბოლო საათების განმავლობაში მიწას აკრავდა. ფილტვები ჰაერით აევსო, გულმა ნორმალური რიტმით დაიწყო ფეთქვა. გოგონამ ცრემლიანი თვალებით დერეფნის ბოლოსკენ გაიხედა, სადაც დემეტრეს პალატაში გადაყვანას აპირებდნენ. ტუჩის კუთხეში სითბომ და ნაცნობმა ემოციამ გაუელვა. – ველური... – ჩაეცინა ევას ჩუმად, სიყვარულითა და შვებით სავსე ხმით. მხოლოდ მას შეეძლო ასე ზუსტად სცოდნოდა, თუ რა ძალა იმალებოდა დემეტრეს ამ დაუდგრომელ, მებრძოლ ბუნებაში. ის მართლაც ველური იყო და სწორედ ამ ველურმა ძალამ დააბრუნა ისევ მასთან. საავადმყოფოს პალატაში უცნაური სიჩუმე იდგა. ფანჯრის მიღმა ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებდა, თეთრ კედლებს დილის მკრთალი შუქი ეფინებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის საშინელი, სისხლიანი ღამე წარსულს ჩაბარდა. ოპერაციის წინ გადატანილი ქარიშხლის შემდეგ, ეს სიწყნარე ყურებს უგუბებდა ევას. საწოლის გვერდით, დაბალ სკამზე იჯდა. სახე მოებანა, თუმცა თვალების გარშო ჩაწოლილი მუქი რგოლები და გადაღლილობა მის გადატანილ შოკზე მეტყველებდა. დემეტრე აპარატებიდან უკვე გამოერთოთ. ის მშვიდად სუნთქავდა, თუმცა სახე ისევ ისეთივე თეთრი ჰქონდა, როგორც პალატის ზეწარი. მის უზარმაზარ სხეულს, რომელიც მუდამ ძალასა და საფრთხეს ასხივებდა, ახლა უმწეობის კვალი დასტყობოდა. ევამ ხელები მუხლებზე დაიწყო. მას აღარ ეტირებოდა. ტყეში გამოვლილმა ჯოჯოხეთმა, იარაღის სიმძიმემ და იმ წუთებმა, როცა დემეტრეს სხეულს მაგისტრალამდე მიათრევდა, მის სულში რაღაც სამუდამოდ შეცვალა. ის ბავშვური შიში სადღაც გაქრა. ახლა ის იჯდა როგორც თანასწორი, როგორც ადამიანი, რომელმაც საკუთარი ხელით გადაარჩინა ის, ვინც მანამდე მუდამ მის მფარველად მიიჩნეოდა. უცებ, დემეტრეს თითები ოდნავ შეირხა. კაცმა მძიმედ ამოიოხრა, თითქოს ყოველი ჩასუნთქვა ნეკნებს შორის ტკივილად უჯდებოდაო, და ქუთუთოები ნელა დააᲨორა ერᲗმანეᲗს. მისი ნახევრად დაბინდული მზერა პალატის ჭერს მოაშორა და გვერდით მჯდომ ევაზე შეაჩერა. წამით სიბნელეში ეძებდა რეალობას, მერე კი ნაცნობი სიმტკიცე დაუბრუნდა თვალებში. ხმა ისეთი ხრინწიანი, ჩაწყვეტილი და სუსტი ჰქონდა, ძლივს ისმოდა, მაგრამ ტონი... ტონი მაინც თავისი ჰქონდა – ურყევი და მბრძანებლური: – ისროლე... ხომ? – ძლივს ამოთქვა კაცმა და ტუჩის კუთხე ძლივს შესამჩნევად შეუთამაშდა. ევას გულში სითბომ დაუარა. ამდენი ტკივილის შემდეგ, ამ სიტყვებმა მასში ყველაზე ნათელი ემოცია გააღვიძა. გოგონამ ოდნავ ჩაიღიმა, წინ გადაიხარა, მისი ცივი, დიდი ხელისგული თავის ორ ხელში მოიქცია და თავი დაუქნია. – ვისროლე, დემე. სხვა გზა არ დამიტოვე. დემეტრემ თვალები წამით დახუჭა, თითქოს ძალებს იკრებდაო, და როცა ისევ შეხედა, მის გამოხედვაში უსაზღვრო სიამაყე იკითხებოდა. ეს აღარ იყო მზერა, რომლითაც პატარა, დასაცავ გოგოს უყურებდა. ახლა ის უყურებდა ქალს, რომელმაც სიკვდილის ანგელოზს ხელიდან გამოსტაცა მისი სიცოცხლე. – ჩემი ჯიუტი გოგო... – ჩაიჩურჩულა კაცმა და ევას თითებს სუსტად, მაგრამ შესამჩნევი მადლიერებით მოუჭირა ხელი. – მე შენთვის... უნდა მეპატრონა, შენ კი... – მე კი საავადმყოფოᲨი მოგიყვანე, – სიტყვა შეაწყვეტინა ევამ და ხელიᲗ ლოყაზე შეეხო. – ასე რომ, ახლა ჩუმად იყავი და დაისვენე. „ველურების“ დრო დასრულდა, დემეტრე. ახლა ჩემი ჯერია, რომ გიპატრონო. კაცს არაფერი უპასუხია, მხოლოდ მზერით დაეთანხმა. ამ პალატის სიჩუმეში, სადაც საფრთხე და დევნა უკვე შორს, ძალიან შორს ჩანდა, მათ შორის ახალი, სრულიად განსხვავებული და მშვიდი კავშირი იბადებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


