"გოგო,რომელიც გულში ჩავიკარი"
ამბობენ-სიყვარული ატრიალებსო ამ სამყაროს...სიყვარულია მშობელი ოცნებისაო...ყველაფერი კარგი სიყვარულიაო...ყველა სინათლის წყაროო...და მე მჯეროდა...არა, უბრალოდ კი არ მჯეროდა...მწამდა... მთელი არსებით მწამდა, რომ სიყვარული ადამიანს ფრთებს ასხამს, ცაში აყავს და სამყაროს ყველაზე ლამაზ ადგილად აქცევს...ვიდრე ერთხელ თავად შემიყვარდა...თან ისე შემიყვარდა, საკუთარი თავი დავკარგე...ჩემმა ცხოვრებამ მის გარშემო დაიწყო ბრუნვა...მისი ღიმილი ჩემს ბედნიერებად იქცა...მისი სიტყვები - ჩემს სიმართლედ...მისი არსებობა - ჩემს სამყაროდ...თავიდან ვერაფერს ვხედავდი...ვერ ვხედავდი, როგორ ვშორდებოდი საკუთარ თავს...როგორ ვთმობდი ჩემს სურვილებს...როგორ ვცვლიდი ჩემს ხასიათს...თავიდან ვერ ვხედავდი,რადგან სიყვარულმა დამაბრმავა...თავიდან არ მესმოდა,რადგან სიყვარულმა დამაყრუა...ვერც საკუთარ გულს ვუსმენდი, რომელიც დროდადრო ჩურჩულით მეუბნებოდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო...მისთვის ვიცვლებოდი.მისთვის ვიცმევდი.მისთვის ვლაპარაკობდი.მისთვის ვცხოვრობდი...და საბოლოოდ დავრჩი ადამიანი, რომელიც ცდილობდა ვიღაცისთვის საკმარისი ყოფილიყო...მერე კი მიღალატა...საკუთარი ხელით ამომგლიჯა გულიც და სულიც...შემდეგ კი უბრალოდ წავიდა...წავიდა თითქოს არაფერი ყოფილიყოს...როცა მიყვებოდნენ, რომ სიყვარულის გამო თვეობით ტიროდნენ, არ მჯეროდა...როცა ამბობდნენ, რომ დილაობით თვალების გახელა უჭირდათ, რადგან რეალობასთან შეხვედრის ეშინოდათ, უბრალოდ მეცინებოდა...როცა ვისმენდი ისტორიებს ადამიანებზე, რომლებიც სიყვარულის დაკარგვის შემდეგ საწოლიდან ვერ დგებოდნენ, ჭამა ავიწყდებოდათ, ცხოვრება ეკარგებოდათ, ვფიქრობდი, რომ გადაჭარბებული იყო...არ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ერთი ადამიანის წასვლას ასე დაენგრია ვინმე?როგორ შეიძლებოდა სიყვარულს ასეთი ძალა ჰქონოდა?მერე კი შემიყვარდა...მერე კი წავიდა...ორი წელი და ექვსი თვე...ორი წელი და ექვსი თვე ჩემი ოთახის კარი სამყაროსგან დაკეტილი მქონდა...გარეთ მზე ამოდიოდა...გაზაფხულები მოდიოდა...ხეები ყვავილობდნენ...ადამიანები ცხოვრობდნენ...მე კი ერთ ადგილას გავიყინე...ჩემს ოთახში მკაცრ,დაუნდობელ და სუსხიან ზამთარში გამოკიტე...დღეები ერთმანეთს ჰგავდა...ვიღვიძებდი და მასზე ვფიქრობდი...ვიძინებდი და მასზე ვფიქრობდი...ათასჯერ ვატრიალებდი ერთსა და იმავე მოგონებებს...ერთსა და იმავე სიტყვებს...ერთსა და იმავე კითხვებს...სად დავუშვი შეცდომა?რა მაკლდა?რატომ არ აღმოვჩნდი საკმარისი?ყველაზე მეტად კი ის მტკიოდა, რომ ადამიანი, რომლის გამოც საკუთარი თავი დავკარგე, მშვიდად აგრძელებდა ცხოვრებას...ხოლო მე ჩემი ნანგრევებიდან გამოსვლას ვცდილობდი... მეხვეწებოდნენ...მემუდარებოდნენ...მეუბნებოდნენ, რომ ჩემი თავი გადამერჩინა... რომ კარები გამეღო... რომ ოთახიდან გავსულიყავი... რომ ცხოვრება გამეგრძელებინა...მაგრამ ძალა აღარ მქონდა...სიყვარული, რომელიც ოდესღაც სიცოცხლეს ჰგავდა, ახლა მძიმე ჯაჭვად მქონდა ქცეული და დღითიდღე ფსკერისკენ მიმათრევდა...ყველაზე მტკივნეული კი ის იყო, რომ დამნაშავე მე არ ვიყავი...არ მომიტყუებია...არ მიღალატია...არ დამინგრევია ის, რაც ერთად ავაშენეთ...და მაინც...მიზეზებს საკუთარ თავში ვეძებდი...ღამეებს ვათენებდი ფიქრში...იქნებ სადმე მე დავუშვი შეცდომა...იქნებ მეტისმეტად მიყვარდა...იქნებ საკმარისი არ ვიყავი...იქნებ სხვა უნდა ვყოფილიყავი...იქნებ უფრო ლამაზი...უფრო ჭკვიანი...უფრო საინტერესო...უფრო...და ეს "უფრო“ ნელ-ნელა ჩემს ყველაზე დიდ მტრად იქცა...ფიქრები, რომლებსაც პასუხი არასოდეს ჰქონდათ, ყოველდღე თავიდან მჭამდნენ...მანამ ვფიქრობდი, სანამ ამ ფიქრებმა მთლიანად არ დამანგრიეს...დღეს, როცა უკან ვიყურები, უცნაურია...არ ვნანობ...არ ვნანობ დაკარგულ ორ წელსა და ექვს თვეს...არ ვნანობ, რომ ასე ძლიერ მიყვარდა...არ ვნანობ, რომ მთელი არსებით მივენდე...რადგან სიყვარული, როგორი მტკივნეულიც არ უნდა აღმოჩნდეს, მაინც სიყვარულად რჩება...უბრალოდ...ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება ვისწავლე... და მერე, წლების შემდეგ, ქუჩაში შემხვდა...ორი წლისა და ექვსი თვის შემდეგ შემხვდა...იმდენჯერ მქონდა წარმოდგენილი ეს მომენტი...მეგონა, თუ ოდესმე ვნახავდი, გული გამიჩერდებოდა...მეგონა, რამეს მეტყოდა...მეგონა, თვალებში მაინც ჩამხედავდა...მაგრამ არაფერი მომხდარა...აბსოლუტურად არაფერი...ის უბრალოდ მოდიოდა.მშვიდად.ჩვეულებრივად.თითქოს არასოდეს უარსებია იმ ისტორიას, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.თითქოს არასოდეს დაუდია დაპირებები.თითქოს საერთოდ არ ვარსებობდი.გვერდით ჩამიარა.სახის არცერთი ნაკვთი არ შეუხრია.არც კი გამოუხედავს.მე კი შუა ქუჩაში გაშეშებული ვიდექი.მთელი სხეულით გაჩერებული... ვუყურებდი ადამიანს, რომლის გამო ოდესღაც სამყარო გავაჩერე...ადამიანს, რომლის დაკარგვასაც ორი წელი და ექვსი თვე ვგლოვობდი...და მან...ჩემი არსებობაც კი დაივიწყა...სახლში რომ დავბრუნდი, პირველი რაც გავაკეთე, ის დღიური გადმოვიღე კარადიდან...ის დღიური, ორი წლისა და ექვსი თვის განმავლობაში რომ ვწერდი...თაროებიდან მტვერიც კი არ გადამიწმენდია... ისე ავიღე, თითქოს ძველ მეგობარს ვეხებოდი, რომელსაც წლებია აღარ შეხვედრიხარ...ფურცლები გადავფურცლე...ზოგიერთი ცრემლებით იყო გაჟღენთილი...ზოგიერთი ისე იყო დაწერილი, თითქოს სიტყვებს შორის სუნთქვაც კი მტკიოდა...იყო გვერდები, სადაც მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა...იყო გვერდები, სადაც მთელი ღამის ტკივილი იყო გადმოტანილი...ვკითხულობდი...და პირველად იმ ორი წლისა და ექვსი თვის განმავლობაში, საკუთარი თავის მიმართ სიბრალული კი არა, სიყვარული ვიგრძენი...ერთ გვერდზე გავჩერდი...ის გვერდი განსაკუთრებით მახსოვს... დღიურის წერის დაწყებიდან 128-ე დღე...და 254-ე გვერდი... დაღამდა 128-ე დღე სიყვარულის გარეშე…ცუდად ვარ… უკვე სუნთქვის ძალაც გამომეცალა… 128-ე დღეა სიყვარულს დავტირი… ვგლოვობ… მაგრამ დღეს ყველაზე მტკივნეულად... თითქოს ყველაფერი თავიდან ჩამოიშალა...დღეს მითხრეს, რომ ახალი ვიღაც გყავს... ისე უბრალოდ, თითქოს ამ სიტყვას წონა საერთოდ არ ჰქონოდა... თითქოს ჩემი 128 დღე არაფერს ნიშნავდა... თითქოს ის ღამეები, როცა შენზე ფიქრით არ მეძინა, მხოლოდ ჩემი გამოგონილი ამბავი იყო...და მე… მე გავჩუმდი...ვერაფერი ვთქვი...არ იმიტომ, რომ ვერაფერი ვიგრძენი - პირიქით. იმიტომ, რომ ყველაფერი ერთდროულად ჩამწყდა შიგნით... თითქოს გული კი არ გამიტყდა, უბრალოდ გაჩერდა და ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა ჩემში...128 დღეა სიყვარულს ველაპარაკები...რატომღაც მაინც მიჭირს დავიჯერო, რომ ეს მართლა დასასრულია…განა შევძლებ ამ სიბნელიდან გამოსვლას? განა შევძლებ გადარჩენას? ჯერ ხომ ის სიმწარე არ გადამიტანია… ერთ მოწამლულ ისარს მეორე დაამატე და მიზანში ზუსტად ესროლე… გულში დამჭერი…ფეხქვეშ მიწა აღარ არის...ყველა სიტყვა, რაც ოდესმე სიყვარულს ნიშნავდა, ახლა ტკივილად იქცა და შიგნიდან მჭამს...128 დღე არ ყოფილა უბრალოდ დრო... ეს იყო ბრძოლა, რომელსაც შენს გარეშე ვაგრძელებდი... განა შევძლებ გადარჩენას? არ ვიცი...არ წამომედგინა ასე მალე თუ ვინმე ჩემს ადგილს შეგიცვლიდა...ალბათ ახლა მას უყურებ იმ მბრწყინავი დიდი ყავისფერი თვალებით... იმ თვალებით, რომლებსაც ადრე მე ვუყურებდი...ალბათ ახლა, როცა მას უღიმი, ის პატარა ორმოები გიჩნდება ლოყებზე... ის ორმოები, რომლებსაც ადრე მე ვამჩნევდი...ალბათ ახლა მის თმებს ეფერები... და ეს გაბედნიერებს...მე კი აქ ვზივარ და ვცდილობ გავიგო — როგორ შეიძლება ადამიანი ასე სწრაფად გადაიქცეს წარსულად?იცი ყველაზე მეტად რა მაბრაზებს? ამის შემდეგაც მაინც შენი ბედნიერება მინდა... მინდა სხვამ გაჩუქოს ის წუთები, რაც მე ვერ გაჩუქე...და ეს მახრჩობს ყველაზე მეტად - არა შენი დაკარგვა, არამედ ის, რომ შენს ბედნიერებას ჩემზე წინ ვაყენებ...თითქოს ჩემი ტკივილი არაფერს ცვლის, თითქოს მე უბრალოდ ვუყურებ შენს ცხოვრებას შორიდან, როგორც ადამიანი, რომელიც ერთხელ ძალიან ახლოს იყო და ახლა მხოლოდ ჩრდილია...მე ისევ ვერ გიშვებ გულიდან...შენ კი უკვე სხვის ცხოვრებაში ხარ ისე, თითქოს მე მხოლოდ ერთი გაჩერება ვიყავი შენს გზაზე... რომელიც აღარც კი გახსოვს... ბოლოს დავხურე ჩემი ცრემლებით გაჟღენთილი,ოდნავ გაცრეცილ ყდიანი,მუქი ლურჯი დღიური...გულში ჩავიკარი...ისე ძლიერად, თითქოს ქაღალდებს კი არა, ორი წლისა და ექვსი თვის წინანდელ გოგოს ვიხუტებდი...იმ გოგოს, რომელსაც ეგონა, რომ ეს ტკივილი არასოდეს დასრულდებოდა...იმ გოგოს, რომელიც ყოველ დილით იმედით იღვიძებდა და ყოველ საღამოს იმედგაცრუებული იძინებდა...ჩუმად მოვეფერე... გულში... ფიქრებში... მოგონებებში...და პირველად ვუთხარი ის, რაც მაშინ ასე ძალიან სჭირდებოდა:"შენი ბრალი არ იყო“..."უბრალოდ ძალიან გიყვარდა“...ხანდახან კი სიყვარული საკმარისი არაა...აი, ასე...როგორ ძლიერადაც არ უნდა გვიყვარდეს ადამიანი...როგორ გულწრფელადაც არ უნდა მივენდოთ...შეიძლება ერთ დღეს დაგვტოვოს...შეიძლება გადაგვიაროს...შეიძლება გული ამოგვგლიჯოს საგულედან...შეიძლება შენს ნანგრევებზე გაიაროს...და მერე ცხოვრება ისე გააგრძელოს, თითქოს არაფერი მომხდარა...თითქოს არასოდეს ყვარებიხარ...ესაა მწარე სიმართლე...მან ცხოვრება გააგრძელა, თითქოს არაფერი მომხდარა... მე კი ცხოვრება თავიდან ვისწავლე... თავიდან ვისწავლე სიარული, ჭამა, სუნთქვა, ლაპარაკი, ღიმილი... მაგრამ ერთი რამ ვერა და ვერ ვისწავლე თავიდან - ადამიანების ნდობა... რადგან ყველაზე ღრმა ჭრილობებს ისინი გვაყენებენ, ვისაც მთელი გულით ვენდობით...მას შემდეგ, ყოველ ახალ ადამიანში ძველ ტკივილს ვეძებდი, ყოველ კეთილ სიტყვაში — შესაძლო ტყუილს, ყოველ დაპირებაში - შესაძლო წასვლას... და ალბათ, ეს არის სიყვარულის შემდეგ დარჩენილი ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა - არა გატეხილი გული, არამედ დაკარგული რწმენა ადამიანების მიმართ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


