TULIPE (სრულად)
გიზიარებთ ჩემს პირველ ისტორიას . თავი 1 არ მახსოვს ეს არეულობა როდის დავიწყე . მხოლოდ მისი უსასრულო ლოდინი და ათასფრად აფეთქებული გრძნობებისგან დამჩნეული მარადიული იარები შემრჩა სულზე . რამდენად სევდიანია ელოდებოდე ადამიანს რომელსაც რამდენიმე წუთის წინ გაუზიარე სარეცელი და ამავე დროს , მის მშვიდ სუნთქვაში ეძებდე საკუთარ თავს ? “შენ ჩემი ხარ “ მის ამოსუნთქვას მოყვება წუთინდელი მოგონებები და ჟრუანტელის ნაცვლად სიცივის პატარა ნაპერწკლებს მივრცელებს სხეულში . მხოლოდ საკუთარ ხელებს ვხედავ . მხოლოდ ჩემი არ თქმული “დამინახე, აქ ვარ “ ჩამესმის ყურებში , ვერასდროს რომ ვერ პოულობს თავის გზას . მხოლოდ საკუთარ თავს ვეძებ . არ ვიცი სად მყავს . არ ვიცი ასე როგორ დამეკარგა . არ ვიცი ასე როდის დავტოვე . იქნებ პირველი შეხებისას . პირველი დანახვისას . ამღვრეული თვალებით ძვლივსძვლივობით ვპოულობ ტანისამოსს. სიმშვიდეს ვეძებ. სიმშვიდეს რომელიც მას ჰგავს , მაგრამ მასთან არაა. საკუთარი სახლიდან ქურდივით ვიპარები. ღამის ორ საათზე , ცარიელ ქუჩაში , უკვე გაყინული ვუცდი შუქნიშნის გამწვანებას . ბავშვობაში , ყოველთვის მინდოდა ადგილი სადაც გაქცევას შევძლებდი . ყოველთვის მჭირდებოდა დასამალი სივრცე და ჩემი ნავთსაყუდელიც ყოველი გამჟღავნებისას იცვლებოდა . შემდეგ გონებაში შემომეკედლა . ისე ჩამითრია სიმარტოვის სურვილმა , ხალხში მყოფიც ჩემს შემქნილ გამოსახულებებში ჩავრჩი . ჩავრჩი და ვეღარ დავტოვე . შუქნიშანზე მწვანე აინთო , მაინც სირბილით გადავკვეთე ტროტუარი და სუნთქვის დასარეგურილებლად წამით შევჩერდი . ბავშვობის ტრავმა თორემ ღამის ორ საათზე ცარიელ გზაზე ვინ დაუცდიდა შუქნიშნის გამწვანებას გზის გადასაკვეთად ? ალბათ , არავინ , ალბათ , უნდა მციოდეს კიდეც. თუმცა , იმდენად ჩამითრია ტკივილის თავბრუდამხვევმა ფერებმა მის გარსში , იმედების სასაფლაოზე დაკარგულ გზააბნეულ ჩემს თავსაც კი ვეძებ . როგორი უცნაურები ვართ ხოლმე ადამიანები , რამდენნაირი ტკივილით სავსე და თან როგორი ცარიელნი . პატარა სკვერში საქანელაზე დავჯექი . ფრთხილად შევახე ფეხები ბეტონის ცივ ფილას . გულის სიღრმეში რაღაცას ველოდებოდი . რომ მოვდიოდი მეგონა საქანელით ჰაერში სრიალი ჯადოსნურ ფერიას გააჩენდა ჩემს გვერდით, რომელიც ფრთხილად დამიდგებოდა ზურგს უკან და ჩემი მოუხერხებელი თავის გამო იმაზე ინერვიულებდა მოულოდნელად არ გადმოვვარდნილიყავი , მეგონა ჰაერში ჩემს ბავშვობაში დაბუდებულ იმედებს მოვძებნიდი , მეგონა ჯადოსნური ჯოხით ტკივლის შემსუბუქებას შევძლებდი . მაინც ჯიუტად შევეწინააღმდეგე ჰაერის ფენებს , მერე დავიღალე , უმოქმედობისგან , სიცარიელისგან და ავტირდი . ზუსტად , არვიცი ტირილი საკუთარ თავში გამქრალი ბავშვის გამო დავიწყე თუ უსიყვარულობის . მხოლოდ ის ვიცი რომ ხელებზე ცრემლებს ვგრძნობ , ცრემლებზე კი ჩემს დაკარგულ თავს ვპოულობ . გონს მოტოციკლეტის ხმამ მომიყვანა . მუჭებით მოვიწმინდე ცრემლები და აწითლებული თვალებით გავხედე მოსულს . როგორი საინტერესოა ფერია ნათლიამ მოსვლა ვერ შეძლო და მის მაგივრად გამოუშვა “თეთრ რაშზე “ ამხედრებული ჩაფხუტიანი ჭაბუკი თუ უკვე უნდა ვეძებდე ირგვლივ ნივთებს თავის დასაცავად . ცრემლები თავიდან ხელს მიშლიდა გამოსახულების გარჩევაში მაგრამ ლოყებზე ჩამოსულმა ახალმა ტალღამ ბინდი გააქრო . ვგრძნობ რომ უაზროდ მივშტერებივარ უცნობს და ისიც ჩაფხუტს იხსნის . მხრებამდე ჩამოსულ ქერა თმას ქარი უწეწავს მაგრამ მაინც მომხიბვლელად გამოიყურება . თვალების ფერს ვერ ვამჩნევ თუმცა აღნაგობაც და სახის ნაკვთებიც საკმაოდ მამაკაცური და მიმზიდველი აქვს . მოტოციკლეტიდან გადმოდის და ჩემსკენ მოდის . მეც დამფრთხალი მხოლოდ საქანელიდან ადგომას ვახერხებ . -დახმარება ხომ არ გჭირდება ? - აშკარად , დაბნეული მეკითხება და მსუბუქად მიღიმის , ალბათ უნდა მის სანდოობაში დამარწმუნოს . -არა , მადლობა , ყველაფერი რიგზეა - ჩახლეჩილი ხმით ძვლივს ვპასუხობ ორ სიტყვას და სხეულში დავლილ თბილ ტალღას ვგრძნობ . ჩემი სხეული ასე მხოლოდ მაშინ რეაგირებს როცა ის ახლოსაა . თითქოს წინასწარ იცის რომ მოვა . -აშკარად რაღაც მოხდა და ასე ვერ დაგტოვებ , სიცივეა . ჟაკეტი მაქვს და შემიძლია ის მაინც მოგცე - თითს იშვერს ჩაფხუტისკენ რომელიც მოტოციკლეტის საბარგულზე აქვს მოთავსებული . მიუხედავად იმისა რომ არას თქმა მინდა ვამჩნევ რომ მხედველობიდან არ ეპარება ამინდის გამო ჩემს ხელებზე არსებული ბუსუსები და მეც რეალობაში დაბრუნებული თანდათან აღვიქვამ სიცივის არცთუ ისე თხელ ფენებს . -მადლობა მაგრამ არ მინდა - მკაცრად ჟღერს ჩემი ხმა თუმცა მის შეჩერებას მაინც არ იწვევს . უხერხულად ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს და უკვე წასვლაზე ვფიქრობ . ბრუნდება და ჟაკეტს მაწვდის . არ ვართმევ . ახლა გარკვევით ვხედავ მის თვალებს , მწვანეა , ღრმა და ოდნავ სევდიანი . -და მყავს და არ მინდა ვიფიქრო რომ ვინმემ ამ დროს შეიძლება ატირებული მიატოვოს - მიღიმის და მიხსნის მისი მოქმედების მიზეზებს . -ძმა მყავს და ხშირად მაფრთხილებს ქუჩაში მანიაკების არსებობაზე - ყველაზე უაზრო ფრაზას წარმოვთქვამ რაც შეიძლება თავში მომსვლოდა და მის სიცილსაც ვიწვევ , მეც მეღიმება თუმცა გამოწვდილ ჟაკეტს მაინც არ ვართმევ . -გაცივდები -თავად მახვევს მხრებზე და ჩემს მხარს უკან იყურება - ვინც არ უნდა იყოს შენს ცრემლებად არ ღირს -მსუბუქად ეღიმება ჩემს შეჩერებულ სუნთქვაზე -თორნიკე -ხელს მიწვდის მიუხედავად იმისა რომ ვიცი ხედავს ჩემი აჩქარებული გულის მიზეზს და ღიმილი უფართოვდება . -სესილია - მკაცრად ჟღერს ჩემი ქმრის ხმა და ჩემამდე აგებინებს თორნიკეს ჩემს ვინაობას . -სასიამოვნოა , მადლობა ჟაკეტისთვის - გამოწვდილ ხელს ღიმილით ვუყურებ, მაგრამ არ ვეხები , მსუბუქად ვუქნევ თავს და იოანესკენ ვტრიალდები . დაძაბული მზერა აქვს . ათიოდე ნაბიჯში დგას და ხელში კურტკა უჭირავს, საკუთარი , ის რომელსაც ყველაზე ხშირად ვიცვამ ხოლმე მიუხედავად იმისა რომ ჩემიც ბევრი მაქვს , ნეტავ როდის შეამჩნია. მისი სხეულიდან წამოსულ სიბრაზეს შორიდანაც კი ვგრძნობ . ალბათ , ჩემს რაღაც ნაწილში კმაყოფილებას უნდა იწვევდეს მისი ეჭვიანობა მაგრამ მხოლოდ ტკივილს მაყენებს . გვერდს ვუვლი და პირდაპირ სახლისკენ ვიღებ გეზსს . მომყვება , არაფერს ამბობს . შუქნიშანზე ვჩერდები , ვგრძნობ როგორ მაშორებს თორნიკეს ჟაკეტს სხეულიდან და საკუთარს მახვევს . მეღიმება . თვალები ისევ მეცრემლება . ტირილი არ მინდა , მის წინ არ . შუქნიშნის გამწვანებას არ ვალოდები ისე გადავდივარ გზაზე და ვგრძნობ გაკვირვებული იოანე როგორ მიბამს მხარს . ზღვარზე ვარ . მისი სიჩუმეც თითქოს განაჩენია . ვიცი მელოდება , რომ ყველა ემოცია ისევ თავიდან გადავხარშო და სულარეულმა დავიწყო გაზიარება . რამდენჯერმე ვაწვები ლიფტის ღილაკს და მის ამოოხრებაზე თვალებს ვხუჭავ . -სესილია - ფრთხილად ამბობს ჩემს სახელს , მე კიდევ მაშინვე გაღებულ კარში შევდივარ . ნაცრისფერ მოძრავ ყუთში გამოკეტილი კიდევ უფრო დაუცველად ვგრძნობ თავს . ცრემლების ახალი ნაკადის შეკავებას დახუჭული თვალებით ვცდილობ . მის სიახლოვეს ვგრძნობ , ფრთხილად მეხება სახეზე და თვალებზე მკოცნის , ისე როგორც ადრე , ისე როგორც მაშინ როცა პირველად ჩემი გრძნობის შესახებ გაიგო და უპასუხო სიყვარულის გამო სიამაყისგან სახეშეცვლილი დახუჭული თვალებით ვცდილობდი ცრემლად ქცეული ტკივილის ბარიერის გადალახვას . მაშინ პირველად მაკოცა თვალებზე , ფრთხილად , ისე თითქოს ასე შეძლებდა საკუთარი უსიყვარყლობის გამოსყიდვას . ან რა ჰქონდა კი გამოსასყიდი ? მაშინ არ ჰქონდა . ამჯერად მის ცხელ ტუჩებს ყვრიმალთან ვგრძნობ და ხელით ვაწვები დისტანციის გასაზრდელად , უფრო მჭიდროდ მიკრავს სხეულზე . კანკალი მიტანს . სიბრაზისგან და საკუთარი უსუსურობისგან სული მეტად მეწვის . არ ვიცი რაზე უფრო ვბრაზდები , იმაზე რომ მანძილის გაზრდას ვერ ვახერხებ თუ იმაზე რომ ჩემს შიგნით გაჩენილ სურვილს ვებრძვი უფრო მჭიდროდ არ შემოვხვიო ხელები. -გამიშვი , იოანე- ჩემი გატეხილი ხმის გაგებისას სხეული მიდუნდება . იმასაც ვგრძნობ როგორ იძაბება იოანე . თამაში აღარ შემიძლია . საკმარისი ძალა აღარ შემწევს . ხელს ფრთხილად მიშვებს , ლიფტის კარიც თითქოს დათქმულივით იღება და მეც მაშინვე გარეთ გავდივარ . არც ველოდები ისე შევდივარ ჩვენს ოთახში და კარს ვხურავ . მისი ნაბიჯების ხმა მესმის . კარს შუბლით ვეყრდნობი , ვიცი რომ არ შემოვა, ვიცი რომ აღარ გადაკვეთავს ამ ზღვარს , არადა მინდა შემოვიდეს მინდა მომეხვიოს და მითხრას რომ ის მზერა ჩემი ამოჩემება იყო და არა მისი უთქმელად გამჟღავნებული სიყვარული სხვის მიმართ. მინდა მითხრას რომ ყველაფერი წარსულში დარჩა . მისი მძიმე სუნთქვა მესმის , ფრთხილი ნაბიჯების ხმა რომლითაც კარს შორდება . საწოლზე ვწვები და ტირილს ჩემდა უნებურად ვიწყებ , არ ვიცი როდის ვიქეცი ამად . ემოციებმა ფიქრის ჩრდილში მყოფ კადრებს მზის სხივი მოყფინეს და ისინიც ერთიმეორეს მიყოლებით კვლავ გამივრცელდება გონებაში . ყელში მობჯენილი ბურთის შეკავებას ძვლივს ვახერხებ . თვალებს ვხუჭავ მაგრამ მაინც არსად ქრება იოანეს ფრთხილი , თითქოს მოზომილი მზერა სხვისკენ მიმართული . ტატიანას დაჟინებული თხოვნის შემდეგ მათი ცეკვა და ძველი დროის გახსენება . მათი ერთად დანახვა თითქოს სწორი იყო , და მე , მისი ცოლი , ამ სისწორეში არასწორი გამოვდექი . მერე მხოლოდ ჩემი არეული ემოცია და სიტყვის უთქმელად წამოსვლა მახსოვს . მხოლოდ ჩემი ზედმეტობა და უწონადობა . შემდეგ ხმა მახსოვს , კარების ხმა ჩემს დაკარგულ მეს ამ სამყაროში რომ აბრუნებდა და იონეს შეშლილი , გაბრაზებული გამომეტყველება . ჩხუბი ჩემს უპასუხისმგებლობაზე , მის ნერვიულობაზე , ჩემს უთქმელობაზე . მერე მხოლოდ შეხება მახსოვს , ცხელი და ამავე დროს საშინლად ცივი . არ ვიცი ჩემი თავი ამ სახლში მისვლისას დავკარგე თუ მაშინ , იმ ყველაფრის შემდეგ მის ეგოისტობას კვლავ რომ მივეცი უფლება ჩემზე გაემარჯვა . თავი 2. თვალებს ძვლივს ვახელ ნაცნობი სურნელით გაბრუებული და სხეულში დავლილ სითბოს ტალღებს ხელახლა ვგრძნობ მჭიდროდ მოხვეული სხეულის გამო . სიმშვიდე მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება და თავის ტკივილთან ერთად გუშინდელი მოგონებებიც ნელ-ნელა მახსენდება . ფრთხილად ვითავისუფლებ იოანეს მკლავებიდან თავს და სააბაზანოსკენ მივდივარ . მხოლოდ ის ვიცი რომ სალაპარაკოდ მზად არ ვარ . ან რაზე უნდა ველაპარაკო კი? წყლის ცივი წვეთები გონებას მიმღვრევს და მეც რამდენიმე წლით უკან ვბრუნდები. “ - მართლა არ მესმის რაზე ბრაზდები - გაბრაზებული ვხსნი ოთახის კარს და ჩემს ზურგს უკან შემოსულ იოანეს წარბებაწეული ვუყურებ. - მერამდენედ უნდა გითხრა რომ ნოდარის შენთან მეგობრული დამოკიდებულება არ აქვს - ისიც გაბრაზებული მიყურებს და მანძილს ამცირებს . ყალსტუხის მოშვებასთან ერთად , პიჯაკს იხდის და სწრაფად ავლებს მზერას ჩემს შავ , ტანზე გამოყვანილ კაბას . -უბრალოდ ვეცეკვე - მისი უაზრო ეჭვიანობით გაკვირვებული მხრებს ბავშვივით ვწევ და მისი პასუხის მოლოდინში ვარ . -არ მინდა რომ მასთან რაიმე სახის კომუნიკაცია გქონდეს. - ანუ ადამიანს იმიტომ არ უნდა დავეკონტაქტო რომ შენ არ გინდა ?- გაკვირვებული ვაცეცებ თვალებს და ხელებს მკერდთან ვიჯვარედინებ . ეღიმება , ალბათ იმიტომ რომ ბავშვს მამსგავსებ რომელსაც ფეხის დაბაკუნება აკლია პროტესტის მეტად გამოსახატად . - იმიტომ რომ შენგან იმაზე მეტი უნდა ვიდრე მიცემა შეგიძლია - მშვიდად მპასუხობს და საწოლთან ფრთხილად ჯდება . ხელზე მქაჩავს და მეც მის კალთაში ვჯდები . ხელებს ვხვევ ყელზე და თვალებში ვუყურებ . -არ მენდობი ? - მეც კი ვხვდები როგორი გატეხილია ჩემი ხმა ამის კითხვისას . ამ კორპორატიულ საღამოზე დიდი იმედები მქონდა და იოანეს ასეთ გაბრაზებას ნამდვილად არ ველოდი . მაკვირდება და ოხრავს , ფრთხილად მეხება სახეზე და მეც მის თვალებში ვიკარგები . მის ლურჯ , ღრმა მონაცსრისფრო თვალებში. - ნოდარის არ ვენდობი სესილია , არ არის კარგი ადამიანი - იოანეს სიტყვები მაშინვე ეჭვს მიჩენს. ვხვდები, რომ ეს არ არის ეჭვიანობა, ეს რაღაც უფრო ღრმა შიშია. მტკივა, რომ ჩემს მიმართ უნდობლობა აქვს, მაგრამ მეტად მაინც ის მტკივა, რომ ჩემს დაცვას ცდილობს. “ - შენ ტატი... ტატიანას გამო არ მენდობი, არა? -“ ეს სიტყვები თავისით ამომდის, გაუტეხავი და მტკივნეული. ის ხომ ყოველთვის ეჭვობდა, რომ ტატიანას მსგავსად მოვიქცეოდი, რომ მისი ნდობა არ ღირდა. იოანე არ მპასუხობს. უბრალოდ თვალებში მიყურებს. მისი სხეული იძაბება და ვხედავ, რომ სიმართლე მტკივნეულია. ნელა მიშვებს ხელს. მეც ვშორდები და ფეხზე დამდგარი შევყურებ . თვალები მეცრემლება . მაშინ კარგად კიდევ ვერ ვიაზებდი სხვისი სიყვარულის ჩრდილში ცხოვრება რამხელა დაღს დამასვამდა . მაგრამ მაშინ , იოანეთი დაბრმავებულს ბოლომდე მჯეროდა რომ სიყავრული შველოდა ყველაფერს , რომ სიყვარული შეძლებდა ყველა ტკვიილისა და უბედურების მოგვარებას . თუმცა არ მესმოდა რომ ეს ყველაფერი ორმხრივი უნდა ყოფილიყო . - მაგრამ მე შენთან ვარ , აქ ვარ - სასოწარკვეთილების გამოძახილია ჩემი სიტყვები - მე შენს გარდა სხვა არავინ მინდა - დასველებულ ლოყებს მუჭებით ვიმშრალებ და მის ჩახუტებას არ ვნებდები . ვიცი მიბრაზდება მისი ხსენების გამო . - მართლა ცუდი ადამიანია ნოდარი, სესილია - ისევ იგივეს მიმეორებს და ცრემლებს მწმენდს . ემოცია სრულიად არეული მაქვს . ვერ ვხვდები ჩემზე ეჭვიანობს თუ ქალზე რომლის გვერდით ყოფნაც უნდა . ვერ ვხვდები ამ წამს მე მხედავს თუ მას . - მინდა რომ წახვიდე - გულზე ვადებ შუბლს და სუნთქვაც მეკვრის მისი პასუხის მოლოდინში . - ის ღამე შენს გვერდით რომ არ დავიძინებ .. ღამე იქნება როცა შენზე უარს ვიტყვი - ნიკაპზე მკიდებს ხელს და ფრთხილად მკოცნის “ მართლაც ესე იყო . იმ დღემდე და იმ დღიდან მოყოლებული არცერთი ღამე ყოფილა უერთმანეთოდ . ვიცოდი მისი ჩემს გევრდით დაძინება რასაც ნიშნავდა და ვიცოდი დანაშაულის გრძნობამ რომ ვერ გადმოაკვეთინა ზღვარი , იმ კარის . მისი მესმოდა . ეს იყო ჩემი პიროვნების ყველაზე დიდი ტრაგედია . მისი გაგება შემეძლო . სარკეში ვიხედები და ჩემს ჩაწითლებულ თვალებს ვხედავ. წარმოდგენა არ მაქვს გადაღებისთვის ამ ყველაფერს როგორ დავმალავ . სამზარეულოდან ხმაური მესმის . ვიცი რომ უკვე ფეხზეა , ჩაის რბილი ნოტები და ყავის მძიმე არომატია სახლში გავრცელებული . „- თავი გტკივა?“ — მისი ხმა მშვიდია, ზედმეტად მშვიდი ამ დილისთვის. „- ცოტათი,“ — ვჯდები მის მოპირდაპირედ და ჭიქას ვიღებ. ჩვენს შორის მაგიდის გარდა ათასი აუხსნელი სიტყვა დევს. ვერ ვიტან ამ სიჩუმეს, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება აფეთქდეს. თვალს ვარიდებ. „- არ მინდა ამაზე ლაპარაკი, იოანე.“ „- მე მინდა, სესილია. იმიტომ, რომ გუშინ შენ... არ უნდა წამოსულიყავი.“ ვხვდები, რომ ისევ გუშინდელ ღამეზე საუბრობს და არა ოთხი წლის წინანდელ პრობლემაზე, რომელიც ისევ აქ არის. „- მე მგონი, არასწორ საკითხზე ვსაუბრობთ,“ — ვამბობ მკვეთრად - ვერ ვხვდები რა გინდა იოანე -რა მინდა ახლა, სესილია? მინდა, რომ ერთხელ მაინც არ გაიქცე- სასოწარკვეთილი ხმა აქვს . მისი ემოციისგან სუნთვა მეკვრის . მაქვს კიდარჩენის გამბედაობა ? ამ ყველაფრის შემდეგ . მისი ხმა წყდება, თითქოს მტკივნეულ სიმართლეს ამბობს. ის თვალებში მიყურებს. „- იქნებ მეც დღეს ველოდებოდი, როცა შენ მიხვდებოდი საკუთარი თავის მნიშვნელობას. და , არა ჩემს გამო, არამედ შენი სიყვარულისთვის დაიწყებდი ბრძოლას. არა გაქცევით, არამედ დარჩენით.“- მკაფიოდ ჟღერს მისი სიტყვები . ფინჯანს დებს . -ეველინს ლინდასგან წამოვიყვან , იმედია ჩვენს სახლში მოხვალ -მომთხოვნად ამბობსდა ოთახიდან გადის მეც ერთიანად ვიშლები. ~ თავი 3 . თავი 3. ტკივილის განცდისას გვგონია რომ არასდროს გაქრება. თითქოს აბობოქრებულ ოკეანეს ჰგავს , რომელიც სადაცაა გვშთანთქავს და მისი ტალღების სიღრმეში დაგვიდებს ბუდეს . მარადიულობის იდეით შეპყრობილნი , მხოლოდ მაშინ ვიაზრებთ რამდენად არ გვინდა ყველაფრის მუდმივობა . და გააზრებისას იბადება ახალი განთიადიც . სულში შემოპარული მარადიულობის სევდა . ყველაფერს აქვს დასასრული და დასაწყისი . მხოლოდ ბედნიერება არაფერია ტკივილის გარეშე და მხოლოდ ტკივილი ბედნიერების . შტორმიდან დაბრუნებული , ნაპირთან ახლოს გაფანტულად შერჩენილი ძალებით , ვიშენებთ ხოლმე პატარა ბუდეს . იმედის ბუდეს . ზღვარზე , ტკივილისა და ბედნიერების . და ყველა პატარა დაბერილ ქარზე , ნაპირთან მდგომი , სიცივის ფენების გააზრებისას , შემოძარცვული იმედებით ველით ახალ შტორმს . და მოლოდინში გვავიწყდება რომ შტორმი თავად ვართ . ჩემს ერთადერთ ნავსაყუდელში დარჩენილი , ნაწილ-ნაწილ ვაგროვებდი ჩემივე თავს . ეს სახლი ერთადერთია რაც ჩემი მშობლებისგან დარჩა . ეს კედლები ჩემი სარკეა .ერთადერთი, რაც მხოლოდ ჩემია. რაც მხოლოდ ჩემი იყო. უთქმელი აურეკლავი და ჩუმი. და იოანე .. იოანე მასშიც იჭრებოდა . მოვალეობა მიხმობდა . ბავშვობაში იმდენად ადრე გავუგე ტკივილის მრავალშროვან ფენებს გემო , იმდენად შევისისლხორცე . ვისწავლე როგორ დამენაახა სხვისი . ჩემი ტკივილი სხვის ტკივილს ცნობდა. და რამდენადაც არ შემეძლო ჩემსაზე საუბარი , რამდენადაც მინდოდა ვინმეს დავენახე და შევემჩნიე , იმდენად ვისწავლე როგორ მელაპარაკა სხვის მაგივრად . და ასე დაიბადა ჩემი პროფესიაც . ამბების შემგროვებელი . -გამარჯობა -ღიმილით შევაღე სამსახურის კარები და მშვიდად მოვავლე თვალი შექმნილ ქაოსს . სხვადასხვა ადამიანების ამბებისგან შემქნილ ნაქსოვ ლაბირინთში , საკუთარს ვკარგავდი, მაგრამ წარმატებით ვპოულობდი სხვისას .ამჯერადაც ,კიდევ ერთი ახალი გზა უნდა გამეკვალა . კიდევ ერთი ახალი პროექტი , რომელიც ჩემი გამოთვლებით საკმაოდ წარმატებული გამოდგებოდა . -გამარჯობა სესილი - თვალი ჩამიკრა ნიკამ და გვერდით ამომიდგა . მისგან ყოველთვის დადებითი მუხტი მოდიოდა - კანდიდატურები არიან მოსული ვაკანსიის თაობაზე . გიგა შიგნით გელოდება , იფიქრა უკეთესი იქნებოდა თუ ერთად გასაუბრებოდით . -მშვენიერი აზრია - ვუღიმი და ჩემსკენ წამოსულ სალომეს ლოყაზე ვკოცნი - მომენატრე - ხელებს მჭიდროდ ვხვევ და მისგან წამოსულ სითბოს მთლიანად ვისრუტავ . - მეც მომენატრე - ბავშვური გულწრფელობით ამბობს მაშინვე და მსუბუქად მბრწკენს მკლვზე - ახალ პროექტზე გავიგე , ნამდვილად საინტერესო იქნება . - კი და ახლა ოპერატორის ვაკანსიაზე არცთუ ისე მცირე ნაკადის მოგერიება მოგვიწევს - მსუბუქად ვოხრავ და კაბინეტისკენ ვიყურები . -წარმატებები - მადლობა სალომე - ვუღიმი და კაბინეტისკენ მივიწევ - გამარჯობა- გაწელილად ისმის ჩემი ხმა და გიგაც ღიმილით მხვდება . -პირველი რესპოდენტი შეარჩიე ? - კომპუტერს დაკვირვებით უყურებს და შემდეგ მზერა ჩემსკენ გადმოაქვს . - კი შევარჩიე - სკამზე ჩამოვჯექი და ოთახი კიდევ ერთხელ მოვათვალიერე- ერთი ქალია , რაიონში ცხოვრობს .სახლში პატარა სიკეთის ბუდე აქვს მოწყობილი , ყველა გამვლელს , გაჭირვებულს თუ დროებით სტუმარს ეხმარება. რთული ცხოვრება ჰქონდა , და მინდა ეს პროექტი სწორედ სიკეთით ხმით დაიწყოს . გიგამ თავი დამიქნია და რამდენიმე ფაილი გამომიწოდა . -ოპერატორიც ისეთი გვჭირდება ვინც ამ სიკეთის ხმას გააცოცხლეს . გარეთ სამი კანდიდატია . ინტერვიუს დრო ახლოვდება და ნელნელა შემოვლენ . მანამდე კადრებს და ფოტოებს გადახედე . ერთმა განსაკუთრებით დამაინტერესა . - რომელმა - ინტერესით ვიკითხე და მის გამოწვდილ რამდენიმე სურათს აღფრთოვანებით მივაშტერდი . მივხვდი ყველა დანარჩენი კანდიდატი უკვე გაფილტრული იყო რაც საქმეს ბევრად გაგვიადვილებდა . -გულწრფელად გეტყვი, სესილი, ასეთი „ცოცხალი“ კადრები დიდი ხანია არ მინახავს. -არც მე - ღიმილით ვაკვირდები ფოტოებს და ანკეტას ვამოწმებ მისი გამოცდილების სანახავად - დავიწყოთ ? - წარბაწეულმა ვკითხე გიგას . *** პირველი ორი კანდიდატი საკმაოდ სტანდარტული აღმოჩნდა — მშრალი ტექნიკური ენით საუბრობდნენ და მხოლოდ ხელფასით ინტერესდებოდნენ. მესამე კანდიდატის მოლოდინში, კალამს ნერვიულად ვათამაშებდი თითებს შორის. – შემდეგი! – გასძახა გიგამ. კარი გაიღო და ოთახში თავდაჯერებული ნაბიჯების ხმა გაისმა . მზერა ნელა ავაყოლე და ჩემს წინ თორნიკე აღმოჩნდა . ჩემი სკვერის მესაიდუმლე . ფერია ნათლიას ერთგული ქვეშემდგომი . სუნთქვა შემეკრა . მის მზერაშიც დავინახე დაბნეულობა . ჩემს წინ ჩემი ცხოვრების ტრაგიკული შეხსენება ხორცხშესხმული იდგა და ფრთხილად აწყობილი ნიღბის ჩამოხსნას მიპირებდა. -გამარჯობა - თქვა მან და მზერა გამისწორა . -გამარჯობა თორნიკე - წამსვე დავიბრუნე საკუთარი თავი და რედაქტორს გავხედე- გიგამ თქვა, რომ თქვენი კადრები „ცოცხალია“. რას ნიშნავს თქვენთვის ცოცხალი კადრი? თორნიკემ ჩაიღიმა. მივხვდი, რომ პირდაპირ ამ კითხვას არ ელოდა, მაგრამ პასუხი მზად ჰქონდა. – ცოცხალი კადრი ისაა, როცა მაყურებელი სუნთქვას გრძნობს. როცა ობიექტივი კი არ აკვირდება ადამიანს, არამედ მასთან ერთად განიცდის. თქვენს პროექტზე ბევრი მსმენია, სესილია. გიგამ კმაყოფილმა გახედა თორნიკეს, და მერე მე გადმომხედა-კადრის კარგი აღქმა გაქვთ, განსაკუთრებით შუქ-ჩრდილების. – შუქი ყველაფერია– სერიოზულად მიუგო თორნიკემ და სკამზე მოხერხებულად მოკალათდა, – ის აჩვენებს იმას, რის დამალვასაც ადამიანები ცდილობენ. ზოგჯერ სიბნელეში უფრო მეტი ჩანს, ვიდრე მზის შუქზე. – ჩვენს გადაღებებს სპეციფიკური ხასიათი აქვს. ხშირად მოგვიწევს რთულ ლოკაციებზე მუშაობა. ემოციური სიმტკიცეა საჭირო. შეძლებთ, რომ ობიექტივს მიღმა დარჩეთ და არ ჩაერიოთ ამბებში, რომლებსაც ვიღებთ?-მკაცრად ჟღერდა ჩემი ხმა . თორნიკე წინ გადმოიხარა, მზერა დაუმძიმდა – მე შემიძლია კადრი დავიჭირო, სესილია. მაგრამ თუ ვხედავ, რომ ვინმე იხრჩობა, კამერას ვერ დავიჭერ... ალბათ, უკვე იცით ეს ჩემზე. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა.ვიცოდი რომ თორნიკე სწორედ ის კადრი იყო რომელიც მჭირდებოდა , მაგრამ არ ვიცოდი ამ ყველაფერს როგორ მიიღებდა იოანე . ან რა იყო კი რთულად მისაღები ? -მშვენიერი პასუხია -გაეღიმა გიგას .განსაკუთრებული ხედვა გაქვთ. თითქოს კადრში ადამიანის სულს ეძებთ. „სულს კი არა, ტკივილს ეძებს,“ - გავიფიქრე ჩემთვის. -რას იტყვი, სესილი? ვფიქრობ, იდეალური ტანდემი იქნებით. და აი სიტყვები რომლებმაც თორნიკე ჩემს ოპერატორად აქცია . – ვფიქრობ, ხედვა ნამდვილად საინტერესოა, – ვთქვი ბოლოს და გიგასკენ მივბრუნდი, – თუ თორნიკე მზადაა, მაშინ წინააღმდეგი არ ვარ. გიგამ კმაყოფილმა დაჰკრა ხელი მაგიდას. – მშვენიერია! საბუთებს საორგანიზაციოში მოვაგვარებთ. სესილი,პირველი რესპონდენტის მისამართი და დეტალები გადაეცი. ხვალიდან შეგიძლიათ დაიწყოთ. გიგა ოთახიდან გავიდა . ოთახში სიჩუმე ჩამოწვა . ხმაურიანი სიჩუმე . თავი 4. ჩემი და თორნიკეს ოთახში დარჩენა კიდევ ერთ შტორმს ჰგავდა. უცხო ადამიანი ისე იქცა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალის მესაიდუმლედ ვერც გავაცნობიერე. — კამერის ობიექტივიდან ყურება უფრო ადვილია, ვიდრე ადამიანს თვალებში, — მოულოდნელად ამბობს თორნიკე და ჩემს ყურადღებას იპყრობს. — ობიექტივი არ გთხოვს პასუხებს… ის მხოლოდ კადრს ითხოვს. დაბნეული ვუყურებ. კარგად ვერ ვხვდები, რისი თქმა სურს. — მე აქ იმიტომ ვარ, რომ შენი ტექსტი კადრად ვაქციო. და თუ შენს სიტყვებში სიმართლე არ იქნება, ჩემი კადრიც ცარიელი დარჩება. — მაშინ მოემზადე, თორნიკე… — ვამბობ მშვიდად. — ჩემს ტექსტებში იმაზე მეტი სიმართლეა, ვიდრე ამის დანახვა შენს ობიექტივს შეუძლია. ოღონდ გაფრთხილებ — სიმართლე ყოველთვის ლამაზი კადრი არ არის. ვცდილობ საუბარი დადებით მუხტში გადავიტანო. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვების არცთუ რბილი ვერსია შევარჩიე, ხმა და ტონი ფრთხილი მაქვს. თორნიკე ჩემს ნიღაბს ვერ ჩამოხსნის. იოანეა ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩემი სული პასუხობს. — ზეგ, დილის შვიდზე აქ ვიქნები, — ვამბობს ბოლოს. — და ვნახოთ, შენი ობიექტივი რამდენად გაუძლებს ჩემს სიმართლეს. თვალს ვუკრავ და მის მწვანე თვალებს ვუსწორებ მზერას. წამით ვყოვნდები. ისევ ისეთი თვალები აქვს — მწვანე, სხივებით სავსე და ამავე დროს საშინლად სევდიანი. თითქოს ჩემნაირი. ჩემს მაგიდასთან ვჯდები და სიუჟეტის მომზადებას ვიწყებ. მარიამის ამბავს მთელი ინტერესით ვავლებ თვალს კიდევ ერთხელ. აღტაცება მიპყრობს. მასში არსებულ ტკივილს მხოლოდ იმედად დაბადების საშუალება მისცა სხვისთვის. მხოლოდ სიკეთის ხმა გახდა. ძალიან მინდა სწორად შევძლო სიტყვების შერჩევა და მისი საუკეთესოდ წარმოჩენა. ფურცელზე ჩამოწერილ კითხვებს დავყურებ და კიდეში რამდენიმე ტიტას ვხატავ. ყოველთვის ასე ვიქცევი, როცა ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო. დაფაზე მიკრულ გეგმას და სხვადასხვა სიუჟეტის კადრებს ვუყურებ. ირგვლივ ხმაურიანი სიჩუმეა. ყველა მის საქმეში და ისტორიაშია ჩაფლული. მონიტორზე რამდენიმე გაჩერებული კადრია; ვუყურებ, როგორ ახვევენ და საუკეთესოს მოძებნას ცდილობენ. კლავიატურის ხმა თან ერთვის მონტაჟის ოთახიდან გამოსულ ჩახშობილ ხმებს და ყავის სურნელთან ერთად მოტანილი ისტორიებითაც მართობს. ამ წამს ვხვდები ხოლმე, როგორი დიდი-პატარა სამყაროს ნაწილი ვარ. მარიამი კი… მარიამი ჩემი ისტორიაა, ჩემი ხმაა. დღე ისე გადის, ლანჩის შესვენებებს შორის მხოლოდ რამდენიმე ზედაპირულ ტექსტზე ვახერხებ პასუხის გაცემას და დაცარიელებული ოთახით ვხვდები, მეც რომ მელიან სახლში. ვხვდები, ჟურნალისტი სესილია სამსახურში უნდა დავტოვო და ახალი ნიღაბი გავიკეთო. ცოლის. ნეტავ რომელია ნამდვილი? ნეტავ რომელი ვარ მე? ლიფტში შევდივარ და აპლიკაციაში, ტაქსის გამოსაძახებლად შეყვანილ მისამართს რამდენჯერმე ვამოწმებ. საკმაოდ დაღლილი ვარ იმისთვის, ციფრები ერთმანეთში რომ ავურიო. ლიფტის კაბინაში თორნიკეც შემოდის სალომესთან ერთად და წარბაწეული ვათვალიერებ გაღიმებულ წყვილს. — შენი ახალი ოპერატორია, თორნიკე, — ღიმილით მაცნობს სალომე თორნიკეს და მეც მეღიმება მის ენთუზიაზმზე. საოცარი ენერგია აქვს. გადამდები. ტელეფონზე იოანეს შეტყობინება მომდის — „ქვემოთ გელოდები“. ორად ორი სიტყვით მატყობინებს ადგილსამყოფელს. თორნიკეს მზერასაც ვიჭერ, ჩემი ტელეფონისკენ მიმართულს. — უკვე ვიცნობთ ერთმანეთს, — შეფარული ირონია გამოსჭვივის თორნიკეს სიტყვებიდან და მეც წარბაწეული ვაკვირდები. ნეტავ რა უნდა? — უი, სულ ამომივარდა თავიდან გასაუბრება, — ღიმილით ამბობს სალომე. ამ წამს ძალიან უბრალო და ძალიან ლამაზია. კადრი რომ იყოს, მის ღიმილიან სახეს შევინახავდი გონების სიღრმეში. ალბათ, თორნიკეს თვალებსაც მისკენ მივმართავდი. — გინდა, გაგიყვანო? — თავაზიანად ამბობს გოგონა და აციმციმებული თვალებით მიყურებს. — იოანემ მომაკითხა, — მეც ვუღიმი. — მადლობა, სალომე, კარგი დასვენებას გისურვებთ. სწრაფი ნაბიჯით გავდივარ ლიფტიდან და ავტოსადგომზე თვალებით იოანეს მანქანას ვეძებ. ტყავის ქურთუკში გამოწყობილი მანქანასაა მიყრდნობილი და მშვიდად ეწევა სიგარეტს. ნამიანი თმა შუბლზე აქვს ჩამოყრილი და ანთებული ცისფერებით იყურება. ვიცი, რომ ჩემს უკანაა. ვიცი, თორნიკეს უყურებს. — მეგონა, სახლში დამელოდებოდი, — ლოყაზე ვაკრავ ტუჩებს და წამსვე ვგრძნობ მის შემოხვეულ ხელს წელზე. — მართლა? — წარბაწეული მიყურებს და თორნიკეს უკრავს თავს. — ჟაკეტისთვის მოვიდა? — ირონიულად კითხულობს და მანქანის კარებს მიხსნის. — ჩემი ახალი ოპერატორია, — მეც იგივე ირონიით ვუბრუნებ პასუხს და კარებს ვხურავ. მანქანის სალონიდან კარგად ვხედავ თორნიკეს მზერას ჩვენსკენ მომართულს. — ლინდასთან მივდივართ? — ინტერესით ვეკითხები და თვალს ვავლებ. მსუბუქად მიქნევს თავს. — უკან შენთვის ყვავილებია, — ცერით მანიშნებს უკანა სავარძლებისკენ და მეც ღიმილით ვიყურები. ლილიებისა და თეთრი ვარდების გარემოცვაში თავმომწონედ შემომცქერის ტიტების თაიგული. — ყველა ჩემია? — ღიმილით ვუყურებ და ტუჩებს ვაკრავ ლოყაზე. ეცინება. თაიგულს ძვლივსძვლივობით ვიდებ მუხლებზე და თაბახის დახვეულ ფურცელსაც ვამჩნევ. აშკარად ეტყობა, რომ ძველია. — ეს რა არის? — წამით ვუყურებ და მის თვალებში გაჩენილი ვარსკვლავები სხივებს ჩუქნიან ჩემს თვალებს. მაშინვე ვხსნი ნახატს. ტიტების მდელოში ჩაკარგული ხუჭუჭთმიანი გოგო შემომცქერის ფურცლიდან. რიჟა თმები წელამდე აქვს დაფენილი და ყვითელ კაბაში თეთრი კანიც თავმომწონედ უჩანს. ნახატში ფართოდ ვიღიმები, ძალიან ლაღი და თავისუფალი ვჩანვარ. თარიღს ვუყურებ. შვიდი წლის წინანდელია. ამ ნახატში ალბათ ჩვიდმეტი წლის ვარ. — იოანე… — სუსტად ისმის ჩემი ხმა. დაბნეული ვარ. აცრემლებული თვალებით ვუყურებ და ხელებს ვხვევ. სავარძლების გამო არსებული სივრცე ხელს მიშლის და მეცინება. თავადაც ეღიმება. შეუძლია კი ამ მომენტს ყველაფერი გადაფაროს? შეუძლია კი ამ წამს ყველა დაღვრილი ცრემლი გააქროს? მკოცნის. ისე, როგორც მისთვისაა დამახასიათებელი — ვნებით, ტკივილითა და მონატრებით. მე ვენატრები, თუ ჩემში მცხოვრები საკუთარი თავი? — მომენატრე, — წამსვე აჟღერებს ფიქრებს და ცრემლებს თითებით მწმენდს. ვინ ენატრება — ის გოგო ნახატიდან, რომლის თვალებშიც მხოლოდ მოლოდინია, თუ მე — რეალური და დანგრეული ქალი? — მე სულ მენატრები, — ნაღვლიანად ჟღერს ჩემი ხმა. ვიცი, რომ ხვალ ეს ყველაფერი ისევ თავზე დაგვენგრევა, მაგრამ დღეს მინდა დავიჯერო, რომ ტიტებს ჩემი ტკივილის გადაფარვა შეუძლიათ. კარგად ჯერ კივდე ვერ ვიაზრებ რამდენად მაცდურია მოჩვენებითი სიმშვიდე ქარიშხლის წინ. ამდენად ადვილია თავის მოტყუება ? თუ ეს ტყუილი შეფუთული სიმართლეა ? — რამე გეგმები გაქვს? — მანქანას ქოქავს და არემარეს ავლებს თვალს. მის მზერას ვუყურებ. თორნიკე ფოტოაპარატს ინტერესით უკვირდება, აშკარად კადრებს ათვალიერებს. ნეტავ სხვა დრო ვერ ნახა? — ზეგ ერთ-ერთ სოფელში მივდივართ რესპონდენტის ჩასაწერად, — ჩემს განრიგს ვაცნობ და ტიტებს დავყურებ. მინაზე რბილად ეცემა ცივის ნაზი წვეთები. — თორნიკეც იქნება? — ირიბად მეკითხება და გზას თვალს არ აშორებს. — მხოლოდ მე და თორნიკე ვიქნებით, — ვპასუხობ და თვალებს ვხუჭავ. არაფერს ამბობს. მხოლოდ მისი სუნთქვა ისმის — მძიმე და თითქოს ნაღვლიანი. — იოანე… ხომ იცი, რომ— — ვიცი, — წამსვე მაწყვეტინებს. თორნიკე ჩემთვის არაფერს ნიშნავს და თუ ჩემს გრძნობაშიც ეჭვი ეპარება, მაშინ აღარაფერი შემორჩა ჩვენს შორის ნამდვილი. — ახალი პროექტი გაქვს? — ხელით ვეფერები ნახატს და თან ვეკითხები. ჩემს მოქმედებას ამჩნევს და მაჯაზე მკოცნის. — ერთ-ერთ ნაკვეთზე რესტორნის აშენება უნდათ და ნახაზებს ვადგენ. — მე ორანჟერია მინდა, — ვინ იცის, მერამდენედ ვაჟღერებ ჩემი ბავშვობის ოცნებას და იოანეს ვაკვირდები. სუნთქვა მეკვრის. მისი სურნელი ჰაერს ამძიმებს და მისი პროფილის ტონებს მეტად მკაფიოდ ხდის. — ეგრე ნუ მიყურებ, — სწრაფად მკოცნის ტუჩებზე და მანქანას აჩერებს. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, პატარა შეხებით ისევ იმ ჩვიდმეტი წლის გოგოს ვემსგავსები. ახლა არაფერი მახსოვს — მხოლოდ იოანეს სურნელი, რომელიც ჰაერს ამძიმებს, და ჩემი გულისცემა, რომელიც მის ყოველ სუნთქვას ებმის. კარებს მიღებს. — სწრაფად შედი, რომ არ დასველდე, — მითითებას მაძლევს, მაგრამ მაინც გარეთ ვჩერდები მის გვერდით. ლილიებს და თეთრ ვარდებს იღებს. — ერთხელ მაინც დამიჯერე, — წარბებს კრავს და ხელით მსუბუქად მიბიძგებს კარებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ სახლამდე ორიოდე ნაბიჯი იყო, მაინც სულ დავსველდით. კარებთან ვდგებით და ზარს ვრეკავთ. მაცემინებს და იოანეს გაბრაზებულ მზერასაც ვიჭერ. — ორი წამი არაფერს შეცვლიდა, — ნიშნისმოგებით ვეუბნები და მომღიმარ ლინდას ლოყაზე ვკოცნი. — ბავშვებო, როგორ დასველებულხართ? იოანე, ქოლგა რატომ არ წაუღე? — წამსვე ეუბნება საყვედურს და შემდეგ მის ხელში მოქცეულ თაიგულს უყურებს. — ეს ჩემია? ხმა უტკბება და შვილიშვილს ეხუტება. მაცემინებს და ორივე გაბრაზებით მიყურებს. — როგორი საძაგელი ბავშვები ხართ, — წამსვე გვამკობს კომპლიმენტებით. — კაკაოს მოგიმზადებთ, გამოიცვალეთ. — ეველინი სადაა? — მაშინვე ვკითხულობ ჩემი შვილის ამბავს. — მადლობა, რომ დაიტოვე, ლინდა. — მისაღებ ოთახშია, თამაშობს, — ლოყაზე მკოცნის და ხელს მისვამს ზურგზე. მისაღებ ოთახში შევდივარ და ეველინს ვხედავ. იატაკზე ზის, სათამაშოებს შორის, და ისეთი კონცენტრაციით აშენებს რაღაცას, რომ ჩვენს შემოსვლასაც ვერ ამჩნევს. ხელში ნაქსოვი თოჯინა უჭირავს — იმდენად ნაცნობი მოგონებების აზვირთებულ ფენებს ხელშესახებად ხდის. ვიცი, რომ ლინდამ შეუკერა. დღემდე ვერ გავიგე, ჩემი სად დამეკარგა. — დეე! — მხიარულად ისმის ეველინის ხმა და მაშინვე ყველაფერს ტოვებს. იოანესნაირი ლურჯი თვალებით შემომცქერის. ვგრძნობ, როგორ ინაცვლებს ჩემი ყველა დაჭიმული კუნთი. ეველინი ჩემი სიმშვიდეა. ჩემი სუნთქვა. ჩემი ყველა ნამდვილი ფერი. იოანე ჩვენთან მოდის და თავზე მკოცნის. — წადი, გამოიცვალე, სესილია, სანამ მართლა არ გაცივდი, — მეჩურჩულება და ეველინს ჰაერში აიტაცებს. სწრაფად ვტოვებ ოთახს. ვიცვლი და უკან ვბრუნდები. იოანეს ვხედავ ეველინთან მოთამაშეს. მზერა ჩემსკენ გადმოაქვს. — შენც უნდა გამოიცვალო, — ბავშვურად ჟღერს ჩემი ხმა. ეღიმება. ისე, თითქოს გუშინდელი შტორმი წლების წინანდელი მოგონებაა. — ორანჟერიას აუცილებლად აგიშენებ, სესილია, — ჩურჩულებს ჩემს ყურთან და ოთახიდან გადის. გული მიჩქარდება. — რომელი ანიმაცია ჩავრთოთ? — ინტერესით ეკითხება ლინდა ეველინს და ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულ მულტფილმებს შორის ჩემი შვილისთვის საინტერესოს ეძებს. იმ წამს, ლინდას მიერ მომზადებული კაკაოს სურნელით სავსე ოთახში, მართლა მჯერა, რომ ყველაფერი კარგადაა. მჯერა, რომ ის შვიდი წლის წინანდელი ნახატი მხოლოდ წარსული არ არის და იოანეს მართლა შეუძლია ჩემი ორანჟერიის აშენება. საღამოს, როცა ეველინს ვაძინებთ და სახლში სიჩუმე ისადგურებს, საძინებელში შევდივარ. ნახატი ტუმბოზე დევს, ტიტების გვერდით. იოანე ჩემს ზურგს უკან დგება, ხელებს წელზე მხვევს და ყელში მკოცნის. — მართლა ააშენებ? — ვჩურჩულებ და მის ხელებს ვეყრდნობი. — ავაშენებ. შენთვის ყველაფერს ავაშენებ, — მპასუხობს და სარკეში ჩემს ანარეკლს უყურებს. იმ ღამეს ყველაფერი სხვანაირია. ჩვენი ცხოვრება თითქოს ერთი დიდი აიწონა-დაიწონაა, რომელსაც ბედის ბორბალი საით წაიყვანს, ჯერ თავად ვერ გაურკვევია. დილით, როცა მზე ფანჯარაში იჭრება, ვხედავ ლარნაკში გაშლილ ტიტებს — ფრთაშესხმულ პატარა იმედებს. ტელეფონს ვამოწმებ. რამდენიმე მეილია სამსახურიდან, სწრაფად ვპასუხობ და თორნიკეს გამოგზავნილ ფაილებსაც ვამჩნევ. გაკვირვებული ვხსნი. ვფიქრობ, სიუჟეტთან დაკავშირებული რამდენიმე მასალა დამხვდება, ლოკაციების ფოტოები ან მარიამის სახლის კადრები. თითები მეყინება. ეკრანიდან ჩემივე თვალები მიყურებენ — დაღლილი, ოდნავ სველი და იმაზე მეტად დაუცველი, ვიდრე ამის აღიარებას საკუთარ თავთან ვბედავ. ფოტოებია. ჩემი ფოტოები — იოანეს მანქანაში. თავი 5 . დაცრემლილი თვალებით ძლივს ვარჩევ ფაილის სათაურს: „სიმართლე მხოლოდ ლამაზი კადრი არ არის.“ გული მეკუმშება. ყელში მობჯენილი ბგერები ერთიანად სკდება და სიბრაზის ცივ ტალღად მეფინება სხეულში. სწრაფად ვხურავ ფაილს და ტელეფონს ეკრანით ქვემოთ ვაბრუნებ. გული გამალებით მიცემს. თითქოს რაღაც დავაშავე. თითქოს ეს ფოტოები ღალატია — მიუხედავად იმისა, რომ მათზე ჩემი ქმარია. თითქოს ჩვენი ემოცია სხვას გავანდე. გავუყავი. სიბრაზისგან ყბები მეჭიმება. რატომ გადაიღო? რატომ გამომიგზავნა? ვინ ჰგონია საკუთარი თავი? იმ დროს, როცა იოანე ჩემს დაკარგულ თავს ხელის გულზე ნაწილ-ნაწილ მილაგებს… როცა ჩემს დანახულ თავს მახსენებს და თითქოს უკან მაბრუნებს… მისი მოტივი ჩემთვის გაუგებარია. დამაბნეველი. სილის გარტყმას ჰგავს — ზღაპრიდან გამოფხიზლებას. მაგრამ ვინ მისცა ამის უფლება? აბაზანაში შევდივარ და სახეზე ცივ წყალს ვისხამ. სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ — იმ სესილიას, რომელიც თორნიკემ კადრში დაიჭირა. ის გოგო, ნახატიდან რომ იღიმოდა ტიტების მდელოში… სადღაც შორსაა. აქ მხოლოდ დაღლილი თვალებია და კითხვები. — სესილია, მზად ხარ? — იოანეს ხმა სამზარეულოდან მესმის. ისეთი მშვიდია… ისეთი „ჩემი“. ტელეფონს ვიღებ. მინდა წავშალო. მინდა თორნიკეს მივწერო: ეს ზედმეტია. საზღვარი გადაკვეთე. მაგრამ თითები მიკანკალებს. რაღაც ჩემში — ალბათ ის ჟურნალისტი, რომელიც სიმართლეს ეძებს — მეუბნება, რომ ეს ფოტოები იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე მე ვაღიარებ. სამზარეულოში გავდივარ. იოანე ეველინს საუზმეს უმზადებს. მზის სხივი მის თმაზე თამაშობს. ისეთი იდეალური კადრია, თითქოს არარეალური. — რა მოხდა? ფერი არ გადევს, — ჩემკენ ბრუნდება და შუბლზე ხელს მადებს. მისი შეხება მაფხიზლებს… და იმავდროულად დამნაშავის გრძნობას მიმძაფრებს. — სამსახურიდან მომწერეს… რაღაც ტექნიკური ხარვეზია, — ვიტყუები და თვალს ვარიდებ. — მოგვარებადია? — ჩაის ჭიქას მიდგამს და შუბლზე მკოცნის. — კი. მადლობა, — სწრაფად ვამბობ და ჩაის ვსვამ, თუმცა გემოს ვერ ვგრძნობ. — ლინდა გავიდა? — დაბნეულად ვაცეცებ თვალებს და ეველინს კალთაში ვისვამ. — კი. ეჩქარებოდა, — ეჭვით მიყურებს და ბლინებს ალაგებს თეფშზე. მთელი გზა სამსახურამდე თორნიკესთან საუბარს ვგეგმავ. იოანე მარტივად ამჩნევს ჩემს გაფანტულ გონებას და ეველინს სიმღერაში ყვება. მეღიმება… მაგრამ მოსალოდნელი საუბარი მახსენდება და ვიძაბები. მინდა ცივი ვიყო. პროფესიონალური. მკაცრი. ვუთხრა, რომ მე მისი რესპონდენტი არ ვარ. როდესაც რედაქციის კარებს ვაღებ, მას მაშინვე ვხედავ. ფანჯარასთან დგას და კამერას წმენდს — ისეთი სიმშვიდით, თითქოს წუხელ ჩემი სამყარო არ შეერყიოს. — უნდა დავილაპარაკოთ, — ვამბობ და დერეფანში გავდივარ. ისიც უსიტყვოდ მომყვება. კარს ვხურავ და ვტრიალდები. ტელეფონს ხელში ჩემდაუნებურად ვათამაშებ. — ეს რა იყო? — ვეკითხები და ვგრძნობ, როგორ მიკანკალებს ხმა სიბრაზისგან. თორნიკე მშვიდად მიყურებს. არც დაბნეულობა ეტყობა, არც სინანული. — ეს სიმართლე იყო, სესილია, — ამბობს დაბალი ხმით. — შენ თქვი, რომ შენს ტექსტებში სიმართლეა. მე კი გაჩვენე, რომ შენს სიჩუმეში უფრო მეტია. — ვინ მოგცა უფლება? — ნაბიჯს ვდგამ მისკენ. — ჩემი პირადი ცხოვრება… ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა… ეს შენი გადასაღები ობიექტი არ არის! — მე არ გადამიღია „ურთიერთობა“, — ისიც ერთი ნაბიჯით მაწვება. — მე შენ გადაგიღე. იმ წამს, როცა გეგონა, რომ ბედნიერი იყავი… მაგრამ თვალები სხვა რამეს ამბობდნენ. კამერა ტყუილს ვერ იტანს. — ეს შენი დასკვნაა! — ვეუბნები დაცინვით. — არა. სარკეა, — ამბობს და კამერას მხარზე იკიდებს. — ზეგ შვიდზე გელოდები. და, სესილია… ის გოგო წამოიყვანე. სკვერში რომ ტიროდა. ის უფრო ნამდვილია. კარებს აღებს და დერეფანში მტოვებს. ჰაერი მისმა სიტყვებმა დაამძიმა. ტელეფონს ვუყურებ… და ისევ ვხსნი ფაილს. სურათებზე თითქოს ყველაფერი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში არაფერია ნათქვამი. პირველ ფოტოზე — იოანე. მისი მზერა ისეთი მძიმეა, რომ ეკრანიდანაც მიჭრის სუნთქვას. თითქოს თორნიკემ კი არ გადაიღო… თითქოს იოანემ თავად გამოიწვია ობიექტივი ორთაბრძოლაში. მეორე ფოტოზე ჩემი პროფილია — უსუსური, გამჭვირვალე. კამერა ტყუილს ვერ იტანს. იმ წამს, როცა იოანე მკოცნიდა, მე მასთან არ ვიყავი. მე იმ შვიდი წლის წინანდელ ნახატში ვიყავი — იმ ჩვიდმეტი წლის გოგოსთან, რომელსაც ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ სიყვარული ყველაფერს კურნავს. — სესილია, გიგა გეძახის, — სალომე კარებში ჩნდება, თავჩაღუნული. — მოვდივარ, — ტელეფონს ჩანთაში ვმალავ. მთელი დღე მექანიკურად ვასრულებ დავალებებს. გიგა ახალ გეგმებზე მელაპარაკება, მე კი ერთი სიტყვა მესმის: „სარკეა.“ მართლა სარკეა, თუ იმ რეალობის ანარეკლი, რომლის ჩვენებაც ჩემთვის სურს თორნიკეს? საღამოს სახლში დაბრუნებული იოანეს ისევ სამზარეულოში ვხვდები. ეველინს უკვე სძინავს. სახლში ის სიმშვიდეა, რომელიც ახლა საშინლად მაცდურია. იოანე ნახაზებს დაჰყურებს, მაგრამ როგორც კი შევდივარ, მაშინვე ჩემკენ ბრუნდება. — დღეს რაღაცნაირი ხარ, — ამბობს და სკამს ჩემკენ აჩოჩებს. — ისევ იმ პროექტზე ფიქრობ? მინდა ვუთხრა. ფოტოებზე. თორნიკეზე. იმ უცნაურ შიშზე, რომელიც ჩემში გააღვიძა. მაგრამ თუ ვიტყვი, იოანე შტორმივით აბობოქრდება. ის არავის აპატიებს ჩემს „დანახვას“. თითქოს ჩემი თვალები მის საკუთრებად მიაჩნია. — დავიღალე, იოანე. უბრალოდ დავიღალე, — ვამბობ და თავზე ხელს ვადებ. მის ნაცნობ სურნელს ვისუნთქავ, თითქოს იქ არის პასუხი. — ზეგ მართლა მიდიხარ? — თმაზე მეფერება. — უნდა წავიდე. ეს ჩემი საქმეა. — თორნიკესთან ერთად… — თითქოს თავისთვის ამბობს. — ის მხოლოდ ოპერატორია, — ვპასუხობ. — სხვა არაფერი. იმ ღამეს დიდხანს ვერ ვიძინებ. ვუყურებ იოანეს მშვიდ სახეს და ვფიქრობ: რატომ მეშინია თორნიკესი? იმიტომ, რომ დამინახა? თუ იმიტომ, რომ იმაში ჩამახედა, რასაც მე თვითონ თვალს ვარიდებ? თუ იმიტომ, რომ იოანე იფიქრებს, ჩემი დანახვის უფლება მივეცი? იქნებ იმიტომ, რომ ვფიქრობ, იოანეს ჩემი დანახვა არ შეუძლია… ზეგ დილის შვიდია. გარეთ ჯერ კიდევ ბინდია. თორნიკე მანქანასთან მელოდება — კამერა უკვე მხარზე აქვს. არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავს მიქნევს. — წავედით? — წავედით. გზა გრძელია. ორივე ვდუმართ. მე ფანჯარაში ვიყურები: ქალაქის ნაცრისფერ კედლებს მწვანე მდელოები ცვლის. თითქოს მართლა იმ ნახატისკენ მივდივართ. — მარიამი გველოდება, — ვამბობ, რომ სიჩუმე არ ჩამომენგრეს. — მას მართლა სჯერა სიკეთის. — სიკეთე ტკივილის გარეშე არ არსებობს, — ამბობს თორნიკე და გზას არ აშორებს თვალს. — შენ ამას „დაღლას“ ეძახი, სესილია. — შენ რა იცი, მე რას ვეძახი? — თავს ვაბრუნებ მისკენ. — შენ მხოლოდ კადრებს იღებ. — მე… ვხედავ, — ამბობს უბრალოდ და მანქანას აჩერებს. გზაში რამდენჯერმე შევჩერდით ზუსტ მისამართზე მისასვლელად, თუმცა გზა არ გაგვრთულებია. ყველა იცნობს ქალს სახელად მარიამს, რომელიც სიკეთის ასხივებს. და აი ისიც. პატარა თეთრი სახლი მთის ფერდობზე. თითქოს უბრალო, მაგრამ ამავე დროს უცნაური აურის მატარებელი. თითქოს შორიდან უკვე იცი, რომ იქ ხარ. სახლში ხარ. მარიამი კარებთან დგას და გვიღიმის — ისეთი ნამდვილია, ისეთი სუფთა, რომ წამით მრცხვენია ჩემ შიგნით ჩაბუდებული ტკივილის. — მოუთმენლად გელოდებოდით, — ამბობს მარიამი და ხელს გვართმევს. მის თვალებში სითბოა. დაღლილი სითბო, რომელსაც სევდა არ უკლავს. — ჩვენც, — ვეუბნები და შესაფერის ადგილს ვარჩევთ ინტერვიუს ჩასაწერად. თორნიკე სახლებისა და ბუნების კადრებს იღებს. რამდენიმეს მეც ვიღებ და იოანეს ვუგზავნი. ადგილს ვპოულობ და ვსხდებით. — ხომ არ ნერვიულობთ? — ვეკითხები მარიამს და თვალებში ვუყურებ. — თუ გაგრძელება არ გენდომებათ, ნებისმიერ წამს გავჩერდებით, — ვეუბნები დამამშვიდებელი ღიმილით და მის პასუხს ველი. — დავიწყოთ, სესილია, — მიღიმის ისიც. კამერას ვანიშნებ დაწყებას. ინტერვიუს დასაწყისში მარიამი მის პროფესიაზე და ცხოვრების პირობებზე გვიყვება. მერე მის ქმარს ახსენებს — მისი თქმით, მისივე ცხოვრების ყველაზე მთავარ ნაწილს. — როცა დანაკარგზე ფიქრობ, რას ხედავ პირველად? — სიჩუმეს, — ამბობს დაუფიქრებლად. — ისეთ სიჩუმეს, სადაც საკუთარი სუნთქვაც ხმაურია. მისი წასვლის შემდეგ ყველაფერი გაიყინა. — შენ სად იყავი იმ გაყინულ დროს? — სადღაც შუაში. არც იქ, სადაც ვიყავი, არც იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი. თითქოს საკუთარ თავს ვეძებდი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი — ისიც მასთან ერთად იყო წასული. — და როცა საკუთარ თავს უყურებდი? — ვეკითხები გულაჩქარებული. წამით წარმოვიდგინე ცხოვრება იოანეს გარეშე და სხეულში შემოჭრილმა სიცივემ ერთიანად გამყინა. — ეს უფსკრულთან დგომას ჰგავდა. უფსკრულს რომ უყურებ, უფსკრულიც შემოგყურებს. თავიდან გგონია, შენ აკვირდები, მერე ხვდები — ის უკვე შენშია. — არ შეგეშინდა? — შემეშინდა. იყო დღეები, როცა ვფიქრობდი, კიდევ ერთი ნაბიჯი და ჩავვარდებოდი. მაგრამ მივხვდი, თუ ამ მზერას ავარიდებდი თავს, საერთოდ დავიკარგებოდი. — რა იყო პირველი ნაბიჯი უკან დაბრუნებისკენ? — სხვები. სოფლიდან სოფლად სიარული. თავიდან უბრალოდ ვეხმარებოდი, თითქოს ავტომატურად. მედიცინა საბაბი იყო. ადამიანები — მიზეზი. — რთული არ იყო, როცა შენ თვითონაც გტკიოდა? — ძალიან. ხშირად ვფიქრობდი, მე როგორ უნდა დავიცვა სხვები, როცა საკუთარ თავსაც ვერ ვიცავდი. მაგრამ როცა სხვის ჭრილობას ეხები, საკუთარი აღარ გეჩვენება უძირო. და ჩემი ქმარი, გიორგის ძალიან სწამდა ჩემი. ძალიან სჯეროდა და არ შემეძლო მისთვის იმედის გაცრუება. — დღეს რას ნიშნავს ეს გზა შენთვის? — მნიშვნელობას. მე ვერ დავაბრუნებ იმას, რაც დავკარგე, მაგრამ შემიძლია ვიყო იქ, სადაც ვიღაცას დახმარება სჭირდება. — და თუ ახლა იმ მარიამს შეხედავ, რომელიც მაშინ იყო? — ვეტყოდი, რომ სიბნელე ბოლო სიტყვა არ არის. რომ როცა ერთხელ მაინც სხვას დაეხმარები, შენც დაიწყებ დაბრუნებას. უნდა დაიჯერო გიორგის სიტყვები და ირწმუნო საკუთარი თავი. — სესილია, — მესმის თორნიკეს ჩურჩული, — ახლა შეხედე. — ვუყურებ, — ვამბობ ჩუმად, თუმცა ვიცი, ეს პასუხი მხოლოდ მარიამისთვის არ არის. ტელეფონი ვიბრირებს. იოანეა: „იქნებ ერთხელ ორივე ვესტუმროთ?“ ღიმილით ვუყურებ შეტყობინებას. თორნიკეს მწვანე თვალებს ვუსწორებ. ამჯერად აღარ მეჩვენება საშიში. მართლა სარკეა. მაგრამ ჩემი არა. — შენ მართალი იყავი, — ვამბობ ჩუმად. — სიმართლე მართლა არ არის ლამაზი კადრი. — მაგრამ ერთადერთია, რაც გადაგვარჩენს, — მპასუხობს და მარიამს ემშვიდობება. — სესილია, — მაჩერებს მარიამის ხმა. — უთხარი, რაც გტკივა, რომ დაინახოს. არ გაჩუმდე. საკუთარი თავი არ დათმო, — მეხუტება და მეჩურჩულება ამ სიტყვებს. ვერ ვხვდები, როგორ შეამჩნია და გამბედაობა საიდან იპოვა ამის სათქმელად. გზაში ისევ ხედებს ვაკვირდები. სახლში დაბრუნებისას იოანე ეზოში მხვდება. ჩემი ნივთების აღება მინდა, მაგრამ თორნიკე მასწრებს. იოანე მშვიდად უყურებს და ოდნავ ეღიმება. — გვიანია, — ამბობს იოანე და ჩანთას თორნიკეს ართმევს. — მადლობა, რომ მოიყვანე. — შეხვედრამდე, — თავს უნევს იოანეს და მზერა ჩემზე გადმოაქვს. — ხვალ რედაქციაში გნახავ, სესილია. სახლში შევდივართ. ფეხსაცმელს ვიშორებ და იოანეს ვუყურებ. კარს კეტავს და ჩემსკენ ბრუნდება. — დაღლილი ჩანხარ, — მეუბნება მშვიდად. მეც ფეხის წვერებზე ვიწევი, რომ ჩავეხუტო. — ემოციურად დამღლელი იყო. — რა მოხდა იქ? — რეპორტაჟი რომ გამოვა, ნახავ. მაყურებელს ხომ არ დავკარგავ, — ვამბობ ღიმილით და ვკოცნი. — მოსწონხარ, — ვხვდები, თორნიკეზე მეუბნება და მეც თვალებში ვუყურებ. — არც კი მიცნობს, — ვეუბნები მშვიდად. — ის ასე არ ფიქრობს… მე პირველად ვხვდები: იოანეს არ ეშინია თორნიკესი. იოანეს ეშინია, რომ მე დავინახავ საკუთარ თავს მის გარეშე. — იოანე, — ვამბობ მშვიდად. — მე ორანჟერია მართლა მინდა. მაგრამ მინდა, რომ იქ მე ვსუნთქავდე, შენთან ერთად. მის თვალებში პირველად ვხედავ დაბნეულობას. ოთახიდან ეველინი გამოდის და მაშინვე ხელში ვიტაცებ. მაგიდაზე სახატავები აქვს გაშლილი, იოანეს ნახაზებიც იქვეა დალაგებული. და პირველად დიდი ხნის შემდეგ ვგრძნობ, რომ პასუხი სადღაც აქ არის. არა ფოტოში. არა კამერაში. არამედ იმაში, გავბედავ თუ არა — საკუთარ თავს ბოლომდე შევხედო. თავი 6 მეორე დღეს რედაქციაში შესვლისთანავე ვგრძნობ, რომ ჰაერი ელექტროობითაა გაჯერებული. გიგა თავის კაბინეტში ზის და მონიტორს ისე მიშტერებია, თითქოს იქ სამყაროს საიდუმლო ეწეროს. თორნიკე იქვეა, მაგიდაზე ჩამომჯდარი, კამერასთან ჩახუტებული და ჩვეული სიმშვიდით აკვირდება გარემოს. — სესილია, მოდი, ნახე, — გიგა ხელს მიქნევს. მის ხმაში ისეთი აღფრთოვანებაა, როგორიც მხოლოდ მაშინ აქვს, როცა შედევრს ეხება. მონიტორთან ვდგები. ეკრანზე მარიამი ჩანს, მაგრამ ეს სხვა მარიამია. თორნიკეს ობიექტივმა დაიჭირა არა მხოლოდ მისი ნაოჭები და სევდიანი ღიმილი, არამედ ის უხილავი ძაფი, რომელიც მას იმედთან აკავშირებს. კადრები ისეთი ცოცხალია, რომ მგონია, ოთახში ბალახის სურნელი და მთის ცივი ჰაერი შემოიჭრა. — როგორი ბუნებრივია, — ვჩურჩულებ და ვგრძნობ, როგორ მივლიან ბუსუსები. — თორნიკე, ძალიან კარგი ნამუშევარია, — მსუბუქად ვუღიმი და გადაღებულ კადრებს ვუფასებ. ისიც მზერას მისწორებს. მის მწვანე თვალებში ირონია აღარ არის, მხოლოდ აღიარება. — შენმა კითხვებმა მიიყვანა კამერა იქამდე, — ამბობს ის დაბალი ხმით. — მე უბრალოდ ღილაკს თითი დავაჭირე. — არა, ეს მეტია, — გიგა მაგიდაზე ხელს არტყამს. — ეს პროექტი სოციალურ ქსელებს ააფეთქებს. სესილია, ტექსტი მზად გაქვს? — თითქმის, — ვპასუხობ და ჩემს სამუშაო მაგიდასთან ვჯდები. მთელი დღე სიტყვებს ვეჭიდები. ვცდილობ, ისეთივე ზუსტი ვიყო, როგორიც თორნიკეს კადრია. კლავიატურაზე ხელები მიშეშდება, გონებაში ათასი აზრი ირევა, მაგრამ სიტყვები ბოლოს მაინც პოულობს თავის ადგილს. და ბოლოს, აი, ისიც. ამობეჭდილ და გამზადებულ ფურცლებს გიგას მაგიდაზე ვტოვებ და სახლისკენ მივიწევ. ტაქსში მჯდომი ხედებს ვათვალიერებ, ქალაქის სიჭრელე თვალებს მჭრის. შეტყობინება მომდის გიგასგან: „გადაცემა სამშაბათს გავა ეთერში 21:00-ზე.“ მეღიმება ამის წაკითხვისას და მაშინვე იოანეს ვწერ ახალ ამბავს. ორი დღე იმდენად რუტინულად გავიდა, მოლოდინითა და ემოციებით აღსავსეს იოანეს დაბადების დღეც დამემატა ბონუსად. სახლში მისულს იოანესგან შეტყობინება მომდის, რომ მეგობრებთან ერთადაა გასული და 12 საათამდე მოვა. დაბადების დღეს ყოველთვის ჩვენთან ხვდება, მაგრამ რატის — მისი საუკეთესო მეგობრის, საქმის პარტნიორისა და მეჯვარის — ახალ მიღწევას აღნიშნავენ. ახალი შენობა, რომელიც წარმატებით დაასრულეს. ტორტის გამოცხობას ვიწყებ. ჩვენი პატარა ტრადიციასავითაა, რომ პირველი სანთელი აუცილებლად ჩემს გამომცხვარ ტორტზე უნდა ჩააქროს. სამზარეულოში ფქვილის თეთრი მტვერი ტრიალებს, ეველინის კისკისი კი კედლებს აწყდება და ისეთ სიმსუბუქეს მგვრის, თითქოს ის უცნაური სიმძიმე, ბოლო ერთი კვირა მხრებზე რომ მეწვა, სადღაც გაქრა. ეველინი ჩემი პატარა სარკეა — ოღონდ ისეთი, რომელიც მხოლოდ სინათლეს ირეკლავს. — დე, მამას თეთრი ლოყები ექნება? — მეკითხება და ფქვილიან ხელებს ჰაერში ათამაშებს. — ექნება, აბა რა, — ვპასუხობ და ვცდილობ, კრემიანი კოვზი გადავარჩინო. ტელეფონზე კიდევ შეტყობინება მომდის და თინანოს მესიჯს ღიმილით ვუყურებ. „იოანეს დაბადების დღისთვის გესტუმრებით, მომენატრე, სესო.“ თინანე ჩემი ბებიაა. თბილი მომწვანო-მოყავისფრო თვალებით და ლამაზი შევერცხლილი კულულებით. ჩემი თმა მისგან გამოყოლილი საჩუქარია. მისი სუნი, დედის სურნელივით ტკბილი და მშობლიურია ჩემთვის — ლავანდისა და ვანილის, რაღაც ჯადოსნური არომატი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი. თინანო ჩემი საყრდენია, ჩემი იმედი. და განა მარტო ჩემი? ექთანია, რომელიც სოფლად მცხოვრებ მის მეზობლებს და ირგვლივმყოფებს მუდმივ დახმარებას უწევს. ალბათ, თინანო ჩემი გადაცემის ბოლო რესპონდენტი იქნება. ჩემი ბავშვობა და იმედი მშობლების დაღუპვის შემდეგ. თინანოს გახსენება ყოველთვის სხვანაირად მაფორიაქებს. ის ერთადერთია, ვინც ჩემი დუმილის ენაც იცის და ჩემი ღიმილის სიმწარეც. თინანო — თავად მე ვარ. მის მონაწერზე მეღიმება და მოულოდნელად მისი სიტყვები მახსენდება, მისი დარიგება იოანეს შესახებ: „არ გაჰყვე ცოლადო.“ მაშინ ბავშვურ სიჯიუტედ მომეჩვენა, ახლა კი, როცა იოანეს დაბადების დღისთვის ტორტს ვუცხობ, ეს სიტყვები შორეული ქარივით მიბზუის ყურებში. რატომ მეუბნებოდა? რისი ეშინოდა ქალს, რომელმაც იოანე ჩემთან ერთად გაზარდა? უსიამოვნო ფიქრების გასაფანტად თავს ვაქნევ და ტორტის გაფორმებით გართულ ეველინს ვაკვირდები. აშკარად აქვს იოანესგან გამოყოლილი ხატვის ნიჭი. კრემს ნელა ვურევ კოვზით და ფრთხილად ვეშვები მოგონებებში. თინანო და ლინდა ბავშვობის მეგობრები არიან. ორი გოგონა, მეზობელ სახლებში გაზრდილები. ერთმანეთის მესაიდუმლოები და გულშემატკივრები. მათი მეგობრობის მსგავსი კავშირი იშვიათად შემინიშნავს ადამიანებში. ერთმანეთის მეორე ნახევრები არიან. განა ყოველთვის ქალ-ვაჟური სიყვარულით ვხვდებით იმათ, ვინც ჩვენი სულის მიყრუებულ ნაწილს აცოცხლებს? იოანე კი ჩემსას აცოცხლებდა. არც კი ვიცი, იოანეს სიყვარული ჩემში როდის დაიბადა. სულ მგონია, რომ ეს ბევრად ადრე მოხდა, ვიდრე თავად „მიყვარხარ“ წარმოვთქვი. საათი თორმეტს უახლოვდება, მაგრამ იოანე კვლავ არ ჩანს. ალუბლის ტორტი მაგიდაზე მიდევს და კარებისკენ მუდმივად გამირბის თვალები. შიგადაშიგ ჩაძინებულ ეველინს ვუყურებ, ბოლოს ხელში აყვანილი საძინებელში შემყავს. ტანზე ვუცვლი და მოფხიზლებულს ფრთხილად ვკოცნი ლოყებზე, რომ არ გაეღვიძოს. მეხუტება და ძილს იბრუნებს. მინდა დავურეკო, მოვიკითხო, მაგრამ რაღაც ძალა მაჩერებს. 12 საათს გადაცდა. პირველად დაარღვია ჩვენი ტრადიცია. „სად ხარ?“ ორად ორ სიტყვას ვკრეფ, მაგრამ გაგზავნას ვერ ვბედავ. მოლოდინში ეველინის ოთახშივე მეძინება. დილით, სიზმრების სამყაროში გადასულს, შორიდან ჩამესმის ეველინის კისკისი და მის ხელებსაც ვგრძნობ ლოყებზე. — რა ლამაზი დღეა, რა ლამაზი დღეა, — მონოტონურად კისკისებს დამახსოვრებულ წინადადებას და იოანეს კისერზე ეკიდება. ეველინი ბუშტებზე ყვირილით გადის და კარსაც კი არ ხურავს. უკვე დილაა. მას კი დაღლილი სახე აქვს, მზერა არეული, მაგრამ თბილი. შუბლზე მკოცნის. მოსალოცად მომზადებული სიტყვა ყელში მეჩხირება, ერთიანად გროვდება და მუცლისკენ მიიწევს. რამდენჯერმე ვახველებ, ხმა რომ გამისწორდეს, თუმცა საბოლოოდ მაინც არაფერი გამომდის. — გვიან მოხვედი, — ვამბობ ხრინწიანი ხმით და ვცდილობ საწოლიდან წამოვიწიო. — ვიცი, სესილია. რატისთან საუბარი გაგვიგრძელდა... მერე ტელეფონიც დამიჯდა, — თვალს მარიდებს და მისი ხმა ისე ჟღერს, თითქოს წინასწარ მომზადებულ ტექსტს კითხულობს. ნაღვლიანია. — ტორტი მაგიდაზეა. ეველინი გელოდებოდა. მოკლედ ვუჭრი, ოთახიდან გამოვდივარ და სამზარეულოში შევდივარ. იქ, მაგიდის შუაგულში, ჩემი „მარცხი“ დევს — ალუბლის ტორტი, რომელზეც სანთელი არავინ აანთო. ვიცი, რომ რაღაცას არ ამბობს. ამას მთელი ჩემი ინტუიციით ვგრძნობ. ფიქრებში გართული ვერც ვხვდები, როგორ მიახლოვდება. ხელებს მხვევს წელზე და ჩემს წინ მომღიმარ ეველინსაც ვხედავ ბუშტებით. — გილოცავ დაბადების დღეს, — ვამბობ ისე, რომ ტორტს თვალს არ ვაცილებ. სანთელი არ ამინთია. ხელებს მაშორებს და თავად ანთებს. — მადლობა, — ჩურჩულებს იოანე და მზერა მეტად უნაღვლიანდება. ლოყაზე მკოცნის და სიმღერაში გართულ ეველინს ხელში იტაცებს. — რა ჩაიფიქრე? — მაშინვე ეკითხება ეველინი და ლოყებზე კიდებს ხელს. მეღიმება მის კითხვაზე. იოანეს სურვილები ჩემთვისაც დღემდე გამოცანაა. საჩუქარიც ძვლივს შევარჩიე, მაგრამ ისიც არ ვიცი, უკვე გადაცემას თუ შევძლებ... — რომ გითხრა, აღარ ამისრულდება, — ამბობს უამრავჯერ ნათქვამ ფრაზას და თვალს ჩემსკენ აპარებს. უკვე წლებია ვუსვამდი ამ კითხვას თავად. — რომელზე შეიკრიბებიან? — მეკითხება ფრთხილად და თეფშზე დადებულ ნაჭერს აგემოვნებს. — 6 საათისკენ, — ვამბობ მოკლედ. — თინანო მოდის. — ვიცი, — მპასუხობს ღიმილით და ეველინს სახეზე ჩამოყრილ თმას უსწორებს. — ყვითელ ტიტებს ვეძებდი ყველგან მისთვის. — ელოდება კიდეც, ალბათ, შენგან, — ვამბობ უინტერესოდ და ჩანგლით ტორტის წვალებას ვაგრძელებ. ეველინი ოთახიდან გადის და იოანეც წინ მიდგება. — მაპატიე, რომ ჩვენი ტრადიცია დავარღვიე. ყველაფერი ისე არ არის, როგორც გგონია, — ფრთხილად მეუბნება და სახეზე მეფერება. — რას ფიქრობ, რა მგონია? — ჯიუტად ვუყურებ თვალებში და მათში გამკრთალ მოულოდნელ შიშს ვამჩნევ. — სიმართლე მხოლოდ ლამაზი კადრი არ არის, იოანე. ასე მასწავლა თორნიკემ. ვამბობ სიტყვებს, რომლებიც ვიცი, მასაც ჩემსავით ატკენს, და თვალებამღვრეულსა და გაბრაზებულს სამზარეულოში ვტოვებ. სამზარეულოდან სიჩუმე გამოდის. ისეთი მძიმე და სქელი, რომ სუნთქვა მიჭირს. ჩემი ტელეფონი ისევ ვიბრირებს. თინანოა. „სესო, მოვდივარ. ავტობუსიდან ჩამოვედი. ლინდასთან შევივლი ჯერ, ერთად ამოვალთ ექვსზე. იოანეს უთხარი, საჩუქარი მოაქვს-თქო.“ საჩუქარი. თინანოს საჩუქრები ყოველთვის სიმბოლური იყო. ზოგჯერ მგონია, რომ ის ნივთებს კი არ გვჩუქნის, არამედ მინიშნებებს იმ ცხოვრებაზე, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. დღის გატარებას სხვანაირად ვგეგმავდი, მაგრამ იოანესთან და ეველინთან ერთად გასვლის თავიდან ასარიდებლად სამზადისი მოვიგონე. იოანე, წყენის მიუხედავად, ბევრს ეცადა, მაგრამ მაინც ვერ დამიყოლია. მარტო ყოფნა მინდოდა. მარტო ჩემს ფიქრებთან და ხმაურიან სიჩუმესთან ერთად. დრო მართლაც ისე გავიდა, ვერაფერი შევნიშნე. 6-ის ნახევარზე დაბრუნებულ იოანესა და ეველინს შევავლე თვალი და ჩვენი შვილი გამოსაცვლელად შევიყვანე ოთახში. სახლი ნელ-ნელა ივსება. ლინდა და თინანო ერთად შემოდიან. თინანოს დანახვაზე ყელში ბურთი მეჩხირება — ისევ ის ლავანდისა და ვანილის სურნელი, ისევ ის მშობლიური სითბო. იოანე მათ კართან ხვდება, ხელში ყვითელი ტიტებით. თინანოს სახეზე ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს მის წინაშე არა ზრდასრული მამაკაცი, არამედ ისევ ის პატარა ბიჭი იდგეს, რომელსაც ოდესღაც ჭრილობებს უხვევდა. — გილოცავ, იოანე, — ეუბნება თინანო და ლოყაზე კოცნის. მერე კი თვალებში უყურებს. დიდხანს. ზედმეტად დიდხანს. — გაიზარდე... მაგრამ თვალები ისევ ისეთი გაქვს. სიმართლის დამალვას რომ ცდილობენ, ისეთი. იოანე გულწრფელად ეღიმება და თინანოს ჩანთას ართმევს. ლინდა კი ჩემკენ მოდის და მეხუტება. სუფრასთან ვსხდებით. იოანე ბედნიერი ჩანს მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში, თუმცა ისეთი მზერა აქვს, თითქოს რაღაც აკლია. ეველინი თინანოს კალთაში უზის და თავის ნახატებს აჩვენებს. თითქოს ყველაფერი იდეალურადაა — ოჯახური იდილია, თეთრი სუფრა, ჩემი ალუბლის ტორტი... მაგრამ მაგიდის ქვეშ თითებს ერთმანეთში ვხლართავ. — იოანე, — ამბობს მოულოდნელად თინანო და ჭიქას დგამს. — გზაში ლინდას ვეუბნებოდი, ჩემს სახლში ძველი სკივრი ვიპოვე-თქო. შენი ნახატებიც იყო შიგნით. რამდენიმე ფოტოც და ერთი განსაკუთრებით მომხვდა თვალში. ჩემს გვერდით მდგარ იოანეს ფოტოს უწოდებს და მეც ინტერესით ვაშტერდები კადრებს. ფოტო აშკარად ძალიან ძველია. თვალს ვავლებ და პირველი, რასაც ვამჩნევ, ეს იოანეს გაბრაზებული მზერაა. მეღიმება — ფოტოდანაც კი ჩანს ნათლად მისი თვალების დამახასიათებელი სიკაშკაშე შეკრული წარბების ქვემოთ. ისე დგას, თითქოს ვიღაცის დაცვას ცდილობს. მის ხელს ვამჩნევ, როგორ ნაზად ეფერება ბიჭის გვერდით მდგარ გამოსახულებას, და მეც მისკენ გადამაქვს მზერა. ჟღალ, ხუჭუჭა გოგოს, ცრემლიანი თვალებით, გულში მაგრად აქვს ჩახუტებული ნაჭრის თოჯინა და იოანეს მკლავზე ექაჩება. თითქოს ტკივილისგან დაცვას თხოვს. იმის გაცნობიერებაზე, რომ გამოსახულებაზე მე ვარ, გული მეკუმშება. იოანე დგება, თინანეს კოცნის და მადლობას უხდის. მერე კვლავ ჩემთან ბრუნდება სკამზე და მხარზე ნაზ ამბორს მიტოვებს. თვალებს ვუსწორებ. ხვდება, რამდენად არეული ვარ, როგორი დაკარგული იმ წამს. ვხვდები, ყოყმანობს, მაგრამ რა აჩერებს, ამას ვერ. მერე თითქოს გადაწყვეტილებას იღებს. ფრთხილად იხრება ჩემს ყურთან და მისი სიტყვებით მიწას საბოლოოდ მაცლის ფეხქვეშ. — ჩვენი ქორწინების დღიდან ჩემი დაბადების დღის ყველა სურვილი შენ ხარ. ისე ფაქიზად ამბობს ამ სიტყვებს და ისე რბილად მკოცნის ლოყაზე, გული მეკუმშება და სული ერთიანად მეშლება. მერე დგება, თინანოს ხელს კიდებს და საცეკვაოდ იწვევს. სხვებიც უერთდებიან. ჩემს გვერდით რატი და მისი ახალი მეგობარი გოგო, სანდრა, რჩებიან. — გილოცავ ახალი შენობის დასრულებას, — ღიმილით ვეუბნები და მსუბუქად ვკოცნი ლოყაზე. — მადლობა, მადლობა. იოანეს გარეშე არაფერი გამომივიდოდა, — თვალს მიკრავს და სანდრას ეთამაშება თმაზე, თან ისე მიყურებს, თითქოს რაღაცის გადაწყვეტას ცდილობს. — იმედია, ძალიან არ გაუბრაზდი. — რატი, — გამაფრთხილებლად ჟღერს ჩემი ხმა. — არ იყო მისი ბრალი... — შენ არ გეხება. — რა არ მეხება? მის დაბადების დღეზე ფრთამოტეხილი ჩიტივით რომ ზის ტატიანას გამო? ტატიანას სახელის გაგებისას წამით ვჩერდები და თვალები მიფართოვდება. — ტატიანას? — ვიდეოს აჩვენებდი? ძალიან საყვარელი გამოვიდა. — რა ვიდეოს? — ღიმილის შენარჩუნებას ვცდილობ და ჩემსკენ გამოწვდილ ტელეფონს ვიჭერ. ბარში, ტორტით ხელში, მთელი მონდომებითაა წარმოდგენილი ტატიანა იოანეს წინ, საკმაოდ გამომწვევ კაბაში, და დაბადების დღის სიმღერას ასრულებს. იოანეს დაბნეულ სახესაც მკაფიოდ ვამჩნევ — თავზე ხელს ნერვულად ისვამს და ფეხზე წამომდგარი ერთი ნაბიჯით უკან იხევს. სიმღერა სრულდება. მადლობის ნიშნად ლოყაზე კოცნის და სანთელს აქრობს. ჩემს სანთელს. ჩვენს სანთელს. სხვის ტორტზე. რატომ დაუშვა? და თუ არაფერია — რატომ არ მითხრა? პასუხი არ მაქვს. — ისე არ არის, როგორც გგონია, — თითქოს იოანეს მაგივრად მელაპარაკება რატი. გაბრაზებული უყურებს ტატიანას მეგობარ სანდრას. მის დაძაბულობას მეც ვგრძნობ და მეც მეცინება მის უნიჭო მცდელობაზე, შემაჩეროს. ხელით ვაჩერებ. ოთახიდან გავდივარ. უკან ვიტოვებ თინანოსთან მოცეკვავე იოანეს და მის ზღაპრულ ბედნიერებას. An უკან ვიტოვებ მოცეკვავე იოანეს. და ჩემს ადგილს — მაგიდის თავთან, ცარიელს. თავი 7 თავი 7 აივანზე გასულს, ზურგს უკან დატოვებულ ხმაურთან ერთად, ზამთრის სუსხიც გამომყვა. შიშველ მხრებზე სიცივის ტალღებს ვგრძნობ, თუმცა გულნატკენს მეტად მოგონებები მწვავს. თოვს. ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა იოანემ პირველად მაკოცა. ხელი წინ გავიშვირე და ვიგრძენი ხელისგულზე პირველი ფანტელი როგორ დამიდნა. ამ ცივმა შეხებამ წარსულის კარი გამოაღო და მოგონებებიც დაუპატიჟებლად შემოიჭრნენ… გამახსენდა ჩვენი პირველი კოცნა. სწორედ აქ, ამავე აივანზე. *** აწითლებული ცხვირით ძლივს მივიწევდი წინ, რომ მასწავლებელთან არ დამეგვიანებინა. აბიტურიენტობა ალბათ ყველაზე უცნაური და ემოციური აღმასვლაა ადამიანის ცხოვრებაში. მხოლოდ წლების შემდეგ, უკან მოხედვისას ხვდები, რამხელა აზრი ჰქონია იმ თითქოსდა უმნიშვნელო გადაწყვეტილებებს და რამდენაირი არჩევნის წინაშე გვაყენებს ცხოვრება. თინანო ყოველთვის ჩამჩიჩინებდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო განათლება. სწორედ მის სიტყვებზე ფიქრში გართული, მოსახვევში ვიღაცას მთელი ძალით შევეჯახე. ინერციით მიწაზე დავენარცხე, წიგნები კი თოვლში მიმოიფანტა. ხელისგულები ისე ამეწვა, ტკივილისგან თვალთ დამიბნელდა და უნებურად ცრემლები მომადგა. — ბოდიში, შემთხვევით მომივიდა! — მომესმა ნაცნობი ხმა. ცრემლიანი თვალებით ავხედე და რატი დავინახე — იოანეს ბავშვობის მეგობარი. მისი დანახვისას შევცბი. თუ რატი აქ იყო, ესე იგი იოანეც სადღაც ახლოს იქნებოდა… იოანესა და მისი საცოლის დაშორების ამბავმა ერთდროულად მატკინა გული და მიძინებული ბავშვური ოცნებები გამიღვიძა. კარგად ვიცოდი, რას ნიშნავდა საყვარელი ადამიანის დაკარგვა და იოანე ამ ტკივილისთვის არ მემეტებოდა, არცერთი წამით. — კარგად ხარ? — ჩემმა დუმილმა დააბნია რატი. ხელი გამომიწოდა და წიგნების აკრეფაში დამეხმარა. — კი… კარგად ვარ… — ავლუღლუღდი. მოულოდნელად აჩქარებულ გულისცემას ვერაფერს ვუხერხებდი. მთელი სხეული დამეძაბა, თითქოს ელექტროენერგიამ დამიარა — ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის, როცა ის ახლოს იყო. მის გამოჩენას თითქოს მთელი არსებით ვგრძნობდი. ყოველთვის. — რატი, რა ქენი, გოგო ხომ არ მოკალი? — გაისმა სიცილნარევი, ბოხი ხმა. იოანე გვერდით ამოგვიდგა და სანამ წონასწორობას აღვიდგენდი, მკლავში ხელი ჩამკიდა. ლოყები ალმურით ამევსო. გული ისეთი ძალით მიცემდა, დარწმუნებული ვიყავი, მასაც ესმოდა. ამის გაფიქრება იოანეს ღიმილის გაფართოება ერთი იყო . — სესო, აქ არ გელოდი, — ნაზად მაკოცა ახურებულ ლოყაზე. ჰაერი აღარ მყოფნიდა. — დაბადების დღე აქვს დღეს, — წარბაწევით თქვა რატიმ და ჩემს წითელ ლოყებზე მასაც გაეღიმა. ისე მითხრა თითქოს მე თავად ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი . იოანეს თბილი ხელები ჯერ კიდევ მეხებოდა. ვგრძნობდი, როგორ იცვლებოდა ჩვენ შორის დინამიკა — და ჩემს ერთ ნაწილს გაქცევა და ტირილი უნდოდა. — გილოცავ, იოანე, — ძლივს ამოვთქვი და მის ანთებულ თვალებს შევეჩეხე. — სესო, მოხვალ დღეს ჩემთან? - დაჟინებით მიყურებდა თვალებში და ხელს არაფრით მიშვებდა , თუმცა მანძილის გაზრდა მაინც ვცადე. — მადლობა, მაგრამ არ მგონია, რომ შევძლო… — საღამოს გამოგივლი. მზად იყავი. ჩემი უარი საერთოდ არ გაითვალისწინა. გაკვირვებულ რატის წასვლისკენ ანიშნა და მანქანისკენ გაემართნენ. სახლში მიყვანაც კი არ შემოუთავაზებია. ხეპრე. საიდან იცოდა, რომ მასწავლებელთან ვიყავი მოსული? იქნებ სახლში მივდიოდი? მისმა თავდაჯერებულობამ გამაბრაზა და წარბები უფრო მეტად შევკარი. — რას აკეთებ? — შორიდან კიდევ მომესმა რატის ხმა. მეც ზუსტად იგივე კითხვა მქონდა გულში. რას აკეთებ, იოანე? წასვლას ნამდვილად არ ვგეგმავდი. არც მოვმზადებულვარ და მისი ნათქვამიც სერიოზულად არ აღმიქვამს. მაგრამ კარზე ზარი რომ გაისმა და ზღურბლზე იოანე დავინახე, მივხვდი — წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა. იქვე თინანო იდგა ბედნიერი სახით. ვერ ვხვდებოდი, როგორ ახერხებდა იოანე წელიწადის ნებისმიერ დროს მისთვის ყვითელი ტიტების პოვნას, მაგრამ ფაქტი იყო — თინანოს ხელში ყვავილების ულამაზესი თაიგული ეჭირა. — მზად ხარ? იოანემ თვალი შეავლო ჩემს შინაურულ სამოსს — „ჰელოუ ქითის“ დიდ ზედასა და ელასტიკს. ტუჩზე ცერა თითი გადაისვა, თითქოს ღიმილს მალავსო. სანამ რამეს იტყოდა მე დავასწარი და გავჟღერე უკვე ათასერ აწონილი და მიღებული გადაწყვეტილება . — არ მოვდივარ. — მოდიხარ. — არა-მეთქი! — მოდიხარ. მშვიდად გაიმეორა და მტაცებლური ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ. გული გამიჩერდა. ჩემს მზერაზე გაეღიმა . გვერდი ამიარა და პირდაპირ ჩემს საძინებელში შევიდა. — რას აკეთებ?! — სიბრაზემ მთელი სხეულში დამიარა. — კაბას გირჩევ. ერთ-ერთი შავი კაბა ამოიღო და შემათვალიერა. — ეს გამოდგება. ჩაიცვი. — იოანე, მართლა არ მოვდივარ! — რომ ვიცოდე, მართლა არ გინდა წამოსვლა, აქ ვერც მნახავდი. თითები ნაზად ჩამაყოლა მკლავზე. კანი დამეწვა. — დაგეხმარო ჩაცმაში? — ოთახიდან გადი! კარი ჩუმად მიიხურა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექი, თითქოს ოთახში ჯერ კიდევ მისი სუნთქვა ტრიალებდა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექი, თითქოს ოთახში ჯერ კიდევ მისი სუნთქვა ტრიალებდა. მკლავზე თითებით შევეხე იმ ადგილს, სადაც ახლახან ჩამაყოლა ხელი. კანი ისევ მეწვოდა. სარკესთან მივედი და შავი კაბა ხელში ავიღე. — რა ჯანდაბა ხდება… — ჩურჩულით ვკითხე საკუთარ ანარეკლს. იოანესთან ყოველთვის ასე იყო. თითქოს ჩემს სამყაროში უხმოდ შემოდიოდა, წესებს ცვლიდა და მერე ისე იქცეოდა, თითქოს ყველაფერი თავიდანვე ასე უნდა ყოფილიყო. კაბა ჩავიცვი. თმა სწრაფად გავისწორე და რამდენიმე წამი საკუთარ თავს შევხედე. უცნაურად ვგრძნობდი თავს — თითქოს ეს საღამო რაღაცას შეცვლიდა. რაღაცას, რაც დიდი ხანია ჩვენს შორის ჰაერში ეკიდა. როცა მისაღებში გამოვედი, იოანეს და თინანოს საუბარი მომესმა: — ჯერ თავადაც არ იცი, რა გინდა, ბებო, — დაძაბული იყო თინანოს ხმა, ან მე მეჩვენებოდა ასე პირველად. — ყოველთვის ვიცოდი, უბრალოდ გვიან გავიაზრე, — ჯიუტი ტონი ჰქონდა იოანესაც . — ადრეა ჯერ ძალიან, ჯერ ისევ გტკივა... — გამაფრთხილებლად ჟღერდა თინანოს სიტყვები. — მის გვერდით — არა, — ბუნდოვანი იყო მისი პასუხი. ისე პირდაპირ ჩემს კარს უყურებდა, თითქოს ჩემი იქ ყოფნა იგრძნო. მისმა მზერამ თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა. ერთი წამით. მხოლოდ ერთი წამით. მაგრამ იმ წამში თითქოს მთელი ოთახი დაიმუხტა. — ხედავ? — თინანომ ჩუმად თქვა და ღიმილით გადახედა იოანეს, — სულ ტყუილად არ გიჯიუტდებოდა. იოანემ არაფერი უპასუხა. მხოლოდ თავი ოდნავ გადახარა და თვალები არ მომაშორა. — წავიდეთ? — მკითხა ბოლოს. ხმა მშვიდი ჰქონდა, მაგრამ რაღაც ისეთი იგრძნობოდა მის ტონში, რაც უარს შეუძლებელს ხდიდა. გარეთ საგრძნობლად ციოდა . ქუჩის ლამპიონების შუქში ფანტელები ნელა ეშვებოდნენ, თითქოს ჰაერში ცეკვავდნენ. მანქანაში ჩუმად ჩავჯექი. იოანემ კარი მომიხურა, მანქანას შემოუარა და საჭესთან დაჯდა. რამდენიმე წამი არცერთს არაფერი გვითქვამს. ძრავა ჩაირთო. — ისევ მიბრაზდები? — ბოლოს მკითხა ისე, თითქოს პასუხი წინასწარ იცოდა. თან მანქანაში გამათბობელს რთავდა . - არა - ფანჯრიდან გავიხედე და მზერა ავარიდე . კარგად ვერ გავიგე დღევანდელ ინციდენტზე მეუბნებოდა თუ წინას გულისხმობდა . როცა მოსვლას შემპირდა და არ მოვიდა . — მატყუებ. მისკენ გავიხედე. იოანე იღიმოდა. გამომწვევად, თავდაჯერებულად . ისეთი ღიმილით რომელიც ნერვებს ნამდვილად მიშლიდა . — შენ ყოველთვის ასე ხარ, — ვთქვი ბოლოს. — როგორი? — თითქოს უკვე იცი, რა მოხდება. მანქანა წითელ შუქნიშანთან გააჩერა. მერე ჩემკენ შემობრუნდა. — და შენ ყოველთვის ისე იქცევი, თითქოს არ იცი. მისმა სიტყვებმა რაღაც უცნაურად ჩამკრა გულში.არ ვიცოდი , მასთან ნამდვილად არ ვიცი . მხოლოდ ერთი რამ იყო ცნობილი . მიყვარდა და მან ამის შესახებ იცოდა . — რას ნიშნავს ეგ? იოანემ მხრები აიჩეჩა. — არაფერს. რამდენიმე წამი ისევ სიჩუმეში გავიდა. — სესო. მისმა ხმამ ისევ გამაჩერა. — რა? — მართლა ფიქრობდი, რომ არ მოვიდოდი? მისკენ შევბრუნდი. — არ ვიცი. ყოფილა შემთხვევა როცა არ მოსულხარ - აშკარა სიბრაზე იგრძნობოდა ჩემს ხმაში . იოანემ ჩუმად ჩაიცინა. — მე კი ყოველთვის ვიცოდი. მანქანა ისევ დაიძრა. თუმცა იმ მომენტიდან რაღაც შეიცვალა. ჰაერში ისეთი დაძაბულობა გაჩნდა, თითქოს ორივემ ვიცოდით — ეს საღამო უბრალოდ დაბადების დღის წვეულება აღარ იყო. მანქანა ძველ, ორსართულიან სახლთან გაჩერდა. ეზო განათებული იყო, ფანჯრებიდან მუსიკის ხმა იღვრებოდა, სიცილი და ხმაური ქუჩამდეც აღწევდა. — მოვედით, — თქვა იოანემ და ძრავა გამორთო. მანქანიდან გადმოვედი. თოვლი ისევ ნელა ცვიოდა. იოანემ კარი დახურა და რამდენიმე წამით უბრალოდ მიყურებდა. — რა არის? — შევეკითხე ბოლოს. — არაფერი, — ჩაილაპარაკა, მაგრამ მზერა მაინც არ მოუშორებია. ოთახი ხალხით იყო სავსე — მეგობრები, ნაცნობები, მუსიკა, სიცილი, ჭიქების ჩხარუნი. იოანე ყველას ესალმებოდა , ყველას კითხვებს იგერიებდა და მალევე აღმოვჩნდი მარტო , მისგან მოშორებით . თითქოს ოთახში ვიყავი მაგრამ მაინც გარეთ ვგრძნობდი თავს . ჩვენი რამდენიმე საერთო ნაცნობი ვიპოვე და მათთან დავიწყე საუბარი . მიუხედავად იმისა რომ იოანე სხვებთან იყო . იცინოდა, რაღაცას ჰყვებოდა, მაგრამ უცნაურად ხშირად მიყურებდა. თითქოს ამოწმებდა — ისევ აქ ვიყავი თუ არა. ჭიქა ავიღე მაგიდიდან, მაგრამ არც კი ვიცოდი, რას ვსვამდი. მხოლოდ ის ვიგრძენი, რომ ოთახში ჰაერი დამძიმდა. და მეც უკვე მონოტორულად ვუქნევდი თავს მოსაუბრეს . — სესო? შევტრიალდი. რატი იდგა. ხელში ტორტი ეჭირა . — აქ რატომ იმალები? — მკითხა სიცილით და ჩემს ირგვლივ მყოფებს მიესალმა . — არ ვიმალები. — აჰა, კარგი. მხრები ავიჩეჩე. რატი ჩემ გვერდით დადგა და ოთახს მოავლო თვალი. — იოანეს ბავშვობიდანვე ვიცნობ, — თქვა ბოლოს. — და? — და ვიცი, როგორ უყურებს ადამიანს. მოულოდნელად ჩემკენ შემობრუნდა. — ასე მხოლოდ მაშინ უყურებს, როცა რაღაც ძალიან უნდა. სიტყვები ყელში გამეჩხირა. — რას გულისხმობ? რატის გაეღიმა. — თვითონ ჰკითხე - ტორტში ხელში მომაწოდა და სანთლების ანთება დაიწყო . ამ დროს მუსიკა უფრო ხმამაღლა აჟღერდა. ხალხი ცეკვავდა. ოთახში სიცილი და ხმაური ერთმანეთში ირეოდა. მაგრამ უცებ იოანე ხალხიდან გამოვიდა. პირდაპირ ჩემკენ. გზა ისე გაიარა, თითქოს ოთახში სხვა არავინ იყო. იოანე ჩემ წინ გაჩერდა. ჩემი ტორტით დანახვაზე ღიმილი მეტად გაუფართოვდა და კარგად დამაკვირდა, სანამ მზერას სანთლებზე გადაიტანდა . თითქოს რაღაცას ამოწმებდა. სანთლები ჩააქრო . ტორტი გამომართვა და მაგიდაზე დადო . ჩემსკენ დაიხარა . — სესო, იცი, დღეს რა ჩავიფიქრე, სანთლები რომ ჩავაქრე? — მისი ხმა დაბალი იყო, ხავერდოვანი. — რა? — ჩემი ხმა ჩურჩულს უფრო ჰგავდა. მისი მზერა ჩემს ლოყებზე შეჩერდა. — ჩავიფიქრე, რომ ეს წითელი ლოყები მხოლოდ ჩემ გამო გქონოდა. ყოველთვის. სუნთქვა გამიჩერდა. იოანე ნელა დაიხარა და ლოყაზე მაკოცა . რატიმ მიულოცა , მისი მეგობრებიც ირგვლივ შეგროვდნენ , მერე ვიღაც გოგო მიუახლოვდა . ქერა იყო, მაღალი, იოანეს მკლავზე ხელი დაადო და რაღაც უთხრა. ვერ გავიგე მაგრამ კარგად დავინახე როგორ გაეღიმა იოანეს . უცნაურად დამეჭიმა მკერდი. სისულელე იყო ჩემი აქ მოსვლა . აივანზე გავედი . დრო გამეპარა , თუმცა ვერაფერს ვგრძნობდი . — აქ რატომ დგახარ? - მოულოდნელად მომესმა იოანეს ხმა და მხრებზე მისი მოსაცმელიც ვიგრძენი . მისი სურნელით დამძიმდა ყველაფერი . — ვსუნთქავ. — აქ? — ხალხში ჰაერი არ არის. იოანემ ჩაიცინა. მერე მოულოდნელად ხელი მომკიდა. — წამოდი. — სად? — აქედან. მისი თითები ისევ თბილი იყო. სახლიდან გარეთ გამოვედით. კიბეები ჩავირბინეთ და ეზოში გავჩერდით. ღამე უცნაურად მშვიდი იყო. თოვლი ისევ ცვიოდა. რამდენიმე წამი ორივე ჩუმად ვიდექით. — იოანე... — დავიწყე. — სესო. ერთდროულად ვთქვით. ჩაგვეცინა. მაგრამ მისი მზერა უცებ ისევ სერიოზული გახდა. ნელა მომიახლოვდა. — მთელი საღამო შენ მიყურებდი, — ვუთხარი. — შენც. — იმიტომ რომ მეჩვენებოდა, თითქოს რაღაცას გეგმავდი. იოანემ თავი ოდნავ დახარა. — და რა იფიქრე? — არ ვიცი. ის კიდევ უფრო ახლოს მოვიდა. — მე კი ვიცი. — რა? რამდენიმე წამი არაფერი უთქვამს. მერე ჩუმად თქვა: — რომ თუ დღეს ისევ გაგიშვებდი, ისევ წლები გავიდოდა. გული უცნაურად შემეკუმშა. — რას ნიშნავს ეგ? იოანემ ხელი ნელა შემახო ლოყაზე. — იმას, რომ ძალიან დიდხანს ველოდი. იოანეს თითები ისევ ჩემს ლოყაზე იყო. ქარი ოდნავ ამოვარდა და თოვლის რამდენიმე ფანტელი სახეზე მომედო. სიცივე თითქოს მაშინვე ვიგრძენი. იოანემ ხელი ნელა ჩამოსვა, მაგრამ მზერა ისევ ჩემზე ჰქონდა მიპყრობილი. რამდენიმე წამი არცერთს არაფერი გვითქვამს. თოვლი ნელა ცვიოდა და სიჩუმე უცნაურად მძიმე გახდა. ფანტელები ჩემს თმაში ეხვეოდა და ბუნებრივ ფორმას იბრუნებდა . იოანემ ისე დამაკვირდა თითქოს პირველად დაინახა. — ყოველთვის ასეთი იყო? — ჩუმად მკითხა. — როგორი? იოანემ ოდნავ ჩაიცინა. — რთული. — მე? — შენი თმა. ხელი ნელა გამომიწოდა და თითებით ერთი ტალღა მომაშორა სახიდან. მისი შეხება ისეთი ფრთხილი იყო, თითქოს რაღაც მტვრევადს ეხებოდა. — ბავშვობაშიც ასეთი იყო, — თქვა თითქოს საკუთარი თავისთვის. გულში უცნაური სითბო ჩამეღვარა. — შენ ყველაფერს იმახსოვრებ? იოანემ მხრები აიჩეჩა. — არა. რამდენიმე წამი გაჩუმდა. — მხოლოდ იმას, რაც მნიშვნელოვანია. გული უცებ გამიჩქარდა. — და მე მნიშვნელოვანი ვარ? სიტყვები ისე სწრაფად წამომცდა, რომ ვერ შევაჩერე. იოანე გაჩერდა. ისე მიყურებდა, თითქოს პირველად ცდილობდა ჩემს სწორად დანახვას. — სესო… — თქვა ბოლოს დაბალი ხმით. მაგრამ წინადადება აღარ გააგრძელა. ამის ნაცვლად ნაბიჯი გადმოდგა. ახლა იმდენად ახლოს იდგა, რომ მისი სუნთქვა სახეზე მეხებოდა. თოვლის ფანტელები მის შავ თმაზეც ეშვებოდა და მაშინვე დნებოდა. მისი ლურჯი-მონაცრისფრო თვალები ღამის ფონზე მეტად ანათებდა . — იცი, ყველაზე ცუდი რა არის? — თქვა უცებ. — რა? — რომ ძალიან გვიან მივხვდი. — რას? იოანემ ნელა ამოისუნთქა. — რომ შენ ყოველთვის აქ იყავი. გული ისე ძლიერად მიცემდა, თითქოს მკერდიდან ამოვარდნას ცდილობდა. — და ახლა? — ახლა… — ჩაილაპარაკა. თვალები წამით დახუჭა, თითქოს რაღაც რთულ გადაწყვეტილებას იღებდა. შუბლი შუბლზე მომადო. — ახლა აღარ მინდა, რომ ისევ დაგკარგო. სიტყვები ჰაერში გაიფანტა და თოვლი თითქოს მათ მასპინძლად დარჩა . ერთიანად შეგროვებული სიცივის ცხელ დალღად დაეშვა ჩემს სხეულში და კანკალმა ამიტანა . იმ ღამეს , უკვე მერანდენედ , მივხვდი, რომ ის საღამო — უბრალო დაბადების დღე აღარ იყო. ეს რაღაცის დასაწყისი იყო. რაღაცის, რაც ორივეს ცხოვრებას შეცვლიდა. სიჩუმე ჩამოვარდა. თითები ჩემს თმაში შეაცურა და ფრთხილად მომაშორა ფანტელებით დასველებული კულული ლოყიდან. მისი შეხება ისეთი ფრთხილი იყო, თითქოს რაღაცას, რაც დიდი ხანია უნდოდა, ბოლოს და ბოლოს ეხებოდა. — სესო… — ჩუმად თქვა. მის ხმაში რაღაც შეიცვალა. აღარ იყო ის ირონიული სიმსუბუქე, რომელსაც ყოველთვის იყენებდა, როცა ემოციების დამალვა უნდოდა. — ჰო? — ძლივს ამოვთქვი. — მთელი ეს წლები… — თქვა ნელა. — რა? — ვფიქრობდი, რომ არ უნდა შეგხებოდი. გული წამით გამიჩერდა. — რატომ? იოანემ ჩუმად ამოისუნთქა. — იმიტომ რომ ვიცოდი, მერე ვეღარ გავჩერდებოდი. ნელა დაიხარა. იმდენად ნელა, თითქოს დროს მაძლევდა უკან დახევისთვის. მაგრამ მე არ დავიხიე. ვერ დავიხიე. პირიქით. მაშინ პირველად გავაცნობიერე, რომ მთელი სხეულით მისკენ ვიწევდი. რომ ჩემი ყველა კითხვა , უკვე პასუხი იყო . მისი ტუჩები ჩემსას ძალიან ფრთხილად შეეხო. ჯერ მხოლოდ შეხება იყო. მოკლე. თითქოს ამოწმებდა, მართლა ხდებოდა თუ არა. გავექცეოდი თუ არა . მაგრამ შემდეგ უფრო ახლოს მიმიზიდა და კოცნაც ღრმა გახდა. სამყარო თითქოს გაჩერდა. მუსიკა სახლიდან ისევ ისმოდა, თოვლი ისევ ცვიოდა, მაგრამ იმ წამს არაფერი არსებობდა გარდა იმ სითბოსი, რომელიც მისგან მოდიოდა. თავი 8 . თავი 8 მახსოვს, სახლში მისულს აჩქარებულ გულთან ერთად თინანოს და იოანეს დიალოგიც დამყვებოდა ლანდად. ვიცოდი, მოგვიწევდა ლაპარაკი და ყველაზე მეტად მისი წინააღმდეგობის მეშინოდა. თითქოს წარსულიდანვე საკუთარ ინტუიცისას ვერ ვემალებოდი და მაინც მთელი ჩემი გონებითა და გრძნობით გავურბოდი ამას. ჩვენს ისტორიაში განა მხოლოდ იოანე იყო დამნაშავე? იქნებ ჩემს მხარეს უფრო მძიმე იყო სასწორი, საკუთარი თავის და მის მიმართ დანაშაულის გამო? მაშინ ბევრს არ ვფიქრობდი, მთელი სხეულით მხოლოდ იოანეს ვგრძნობდი და სხვანაირად ვერც იქნებოდა. ვერ იქნებოდა პატარა 18 წლის გოგოსთვის, რომლისთვისაც სიყვარული ერთადერთი თავშესაფარი იყო. განსაკუთრებით მაშინ... ბაბუას გარდაცვალების შემდეგ. ბაბუა ჩემი სამყაროს ღერძი იყო. როცა ის წავიდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მიწამ ფეხქვეშ სიმყარე დაკარგა. მახსოვს ის დღეები — სახლში გამეფებული სიცარიელე, ძველი წიგნების სუნი, რომელიც ბაბუას სურნელს ვეღარ ინახავდა და ჩემი უსუსურობა. მანამდე ოთახი მახსოვს. მძიმე და დახურული. ბაბუაჩემის სხეული ვერაფრით რომ გავათბე. მოგონებებმა და კანზე მოხურულმა სუსხმა წარსულის კიდევ ერთ კადრში გადამაგდო. ბაბუასთან. იმ ოთახში. მაგრამ შესვლა კვლავ ვერ შევძელი. ვხვდები, რომ ახლაც შორიდან ვუყურებ ჩემს თავს. ტელეფონში წლების წინ წინანდელ ჩანახატს ვხსნი და ემოციებში კვლავ ვეშვები: “მგონი ისევ სხვის ფერებს ვეძებ. საკუთარი არ მაქვს. მე ისიც კი არ ვიცი ჩემი თავი სად მყავს. ვერ ვგრძნობ. მგონი ძალიან დამეკარგა. ახლა ტკივა? სწყურია? ეშინია და სადღაც ბნელ კუთხეში მიმალული ტკივილს ემალება? როდის დამტოვა ასე მარტო? თუ მე დავტოვე. არ მახსოვს. და რა მახსოვს? ბებიაჩემის ტკივილისგან შესუსტებული მუხლები და ჩემი ბგერები. მაშინ ჰქონდა მნიშვნელობა სხვას? ვერ ვამჩნევდი. ჩემს ბგერებს გაჰყვა, დამტოვა. ისევ ზემოდან დავყურებდი ჩემს სხეულს. მე რომელი ვარ? არვიცი. რომელი ჩვენგანია მშიშარა? ის. ბრაზის სხივები ეპარება ჩემს სიტყვას. სხულს შერჩენილი ოთხი ამოსუნთქვა წასვლას თხოვდა თუ დარჩენას? არვიცი. გაურბიხარ? ისევ. რა ქნა? არ უყვირია, ხელი ჩაკიდა და სიმშვიდე აჩუქა. თუ სწორად ვერ გაიგო და მოკლა? მაშინ ჯერ ისევ აქ იყო, ჩემს სხეულში. დაბნეული, შეშინებული და სიძლიერისთვის სანუგეშოდ გაფანტულ ნამცეცებს დაეძებდა. მე მეშინოდა და ვდუმდი. ვერ იყვირა. რა ქნა? ეზოს მოავლო თვალი. რომელი? ბებია თუ სამზარეულოში მყოფი ლინდა. ყვავილებთან მდგარი კესანე შემომყურებს. -ბებო -მოვალ პასუხი მშვიდი იყო, აუღელვებელი. -ბებო თავი ანება კიბეებს და მისკენ წავიდა. მიშველე, მეძახოდა. მე ვდუმდი. -ამირო, ამო... მეორე ნახევართან გამომშვიდობება ხმამაღალი და შემზარავი იყო. სიკვდილის ამბორი — ჩუმი, უსიტყვო. ოთახში ხალხი ბევრი. -მამა ჩუმი ხმადაბალი ჩურჩული და ჩემს მამიდასთან ერთად მისი მამისთვის მოკეცილი ჩვენი მუხლები. ჩვენი ბგერები. ალბათ მაშინ დამტოვა. და ახლა სამაგიეროს ვუხდი. ჩემს 15 წლის თავს. რას მთხოვდა მაშინ? რომელი? გთხოვ... რომელი? ისევ იმეორებს გონება. ჩემს ხელებს დავყურებ. ხელებზე ცრემლებს. ცრემლებზე ჩემს ნაწილებს ვგრძნობ. კიდევ? ბაბუასაც. არ აპატიებ? რომ ეყვირა? რამეს შეცვლიდა? მე ისევ ვდუმვარ. როგორ უმკლავდები? ვივიწყებ, მგონია ცოცხალია. რომელი? ბაბუა. და შენ? მე ის არ ვარ. ცრემლებზე შენი ნაწილები? ის არის. ის მე ვარ. და მე დავტოვე. ახლა მტკივა, ვიცი რომ უნდა მტკიოდეს. მაშინ მისი ტკივილი არ მეტკინა. მე დავტოვე. რატომ? დრო არ იყო. შენთვის? ჩვენთვის, მათ ვჭირდებოდით. გაპატიებს? არა. არ შეუძლია, უბრალოდ აღარაა. დაიკარგა. ჩემი სიბნელის ფსკერზე, ჩვენი იმედების სასაფლაოზე გზა აებნა. გრძნობ? ვიცი რომ უნდა ვგრძნობდე. იმედი? მგონი ცოცხლობს. ხანდახან. ახლა? ახლა სხვის ფერებს ვეძებ. საკუთარი არ მაქვს. მე ჩემი თავიც არ მყავს და ისიც არ ვიცი რა ვარ.” მახსოვს, ყველას ვწმენდი ცრემლებს, ბოლოს მარტო დარჩენილს გული რომ წამივიდა, მოფხიზლებულს არავინ დამხვდა. სიმარტოვის მგლოვიარე კედლებს სატელეფონო ზარით გავექეცი, იოანეს ხმა მონოტორულად და დამამშვიდებლად მოქმედებდა. შემდეგ მხოლოდ მის შეხებას და თვალებს აღვიქვამდი მშველელად. მხოლოდ მას ესმოდა ჩემი დუმილში დამალული ბგერები. მაშინ მხოლოდ იოანე მხედავდა. მაშინ მეგონა, ჩემი დუმილით, იმ მშვიდი წუთებით რომელიც მას მივეცი ბაბუაჩემი მოვკალი. იოანე იყო ის, ვინც ამ სიცარიელეში ხელი ჩამკიდა. მან შემავსო, მან ამარიდა რეალობას. მე მასში დავიმალე მწუხარებისგან და ალბათ სწორედ მაშინ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა — საკუთარი თავის პოვნის ნაცვლად, იოანეს "შექმნილ" სესილიაში ჩავსახლდი, ისევ. მე მას მივეცი უფლება, ვყოფილიყავი მისი დაცვის ობიექტი, რადგან მაშინ ასე უფრო ადვილი იყო გადარჩენა. ამას მთელი ჩემი ცხოვრება ვაკეთებდი. მშობლების გარდაცვალებიდან, ჯერ კიდევ გაუაზრებელი ასაკიდან. და მაინც, დამნაშავე ის არის თუ მე? — აქ რატომ ხარ? — მეკითხება და მხარზე ხელს მადებს იოანე. მის შეხებაზე ვცბები. — ჰაერი მჭირდებოდა, — ვპასუხობ მშრალად და მის ხელს ნაზად, მაგრამ მტკიცედ ვიცილებ. იოანე წამით შეშდება. მისი მზერა ჩემს თვალებს ეძებს, უკვე მერამდენედ დღეს. ვიცი, ცდილობს ამოიკითხოს ის „ბზარი“, რომელიც ჩვენს შორის გაჩნდა. არ ველოდები და უკან ვბრუნდები, ვამჩნევ რატიმ და სანდრამ ერთმანეთს როგორ გადახედეს. რატის თვალებში სინანულს ვხედავ — ალბათ მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა. — სესილია, რამე მოხდა? — იოანეს ხმაში დაბნეულობაა, რომელიც თითქმის ნამდვილად ჟღერს. უკან მომყვება. — არაფერი, იოანე. უბრალოდ... დავიღალე. თინანო, ლინდა, ბოდიში, მე ეველინს მივხედავ და დავიძინებ, — ვამბობ ისე, რომ იოანეს აღარ ვუყურებ. მხოლოდ ემოციებით გადაღლილ ეველინს ვამჩნევ. კიბეებზე ასვლისას ვგრძნობ, როგორ მომყვება მისი მზერა. ზურგით ვგრძნობ მის კითხვებს. ოთახში შესული კარს ვკეტავ და ეველინის გვერდით ვწვები. ბავშვის მშვიდი სუნთქვა ერთადერთია, რაც ამ წამს რეალურად მეჩვენება. დაღლილს მეც მეძინება. დამნაშავე ის არის თუ მე? სიზმარში შორიდან ჩამესმის მისი სიტყვები: “— რა მინდა ახლა, სესილია? მინდა, რომ ერთხელ მაინც არ გაიქცე.” მისი ხმა მახრჩობს. „— იქნებ ველოდებოდი დღეს, როცა მიხვდებოდი საკუთარ მნიშვნელობას… და არა ჩემს გამო, არამედ შენი სიყვარულისთვის დაიწყებდი ბრძოლას.“ მისი თვალები პირდაპირ მიყურებს. „— არა გაქცევით. დარჩენით.“ გულაჩქარებულს მეღვიძება. სწრაფად ვემზადები და წარბშეკრულ თინანოს ვაიგნორებ, იმედია ჩემს თხოვნას ეველინი ჩვენს სახლში წაიყვანოს გაითვალისწინებს. ჩემთვის მეორე დილა რედაქციაში ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო. გავრბივარ. განა გასაკვირია? ცოტა ხანში გიგა უკვე ყავას სვამდა და მონიტორს უყურებდა. როგორც კი შევედი, მან მაშინვე გამოიხედა. — ცუდად გეძინა — არსაიდან მომესმა თორნიკეს ხმა ყოველგვარი მისალმების გარეშე. — შენ რა, ჩემი ძილის გრაფიკიც გაინტერესებს? — მივუგე და ჩანთა მაგიდაზე დავდე. თორნიკემ ჩაიღიმა. ეს არ იყო ირონიული ღიმილი, უფრო... თანაგრძნობას ჰგავდა, მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა. — არა, უბრალოდ „კადრი“ გაფუჭებულია. თვალების ქვეშ ჩრდილები გაქვს, სესილია. სიმართლე გტკენს? — სიმართლე ყოველთვის მირჩევნია გაურკვევლობას, — ვუთხარი და თვალებში ჩავხედე, ნეტავ იოანეც ხვდებოდა ჩემს ტყუილებს? — მინდა, რომ ეს გადაცემა დღესვე დავასრულოთ. გიგამ წარბები აწია და ჩაერია: — ტექსტი იდეალურია. თორნიკეს კადრები კი — გენიალური. სესილია, დღეს საღამოს ეთერში ვართ. დარწმუნებული ხარ, რომ მზად ხარ ამისთვის? — მზად ვარ. მთელი დღე მუშაობაში ჩავიძირე. ვცდილობდი იოანეს ზარებისთვის და შეტყობინებებისთვის არ მეპასუხა. არ მინდოდა მისი ხმის გაგონება, სანამ ჩემს თავში ყველაფერს არ დავალაგებდი. საღამოს 9 საათი. ტელევიზიის სტუდიაში სიჩუმეა. წითელი ნათურა „ON AIR“ ინთება. მონიტორზე მარიამის სახე ჩნდება. მესმის ჩემივე ხმა, რომელიც კითხვებს სვამს. და უცებ, როცა ეკრანზე მარიამი ამბობს: "როცა სხვის ჭრილობას ეხები, საკუთარი აღარ გეჩვენება უძირო" გადაცემის მშვენიერი დასასრული იყო. ტელეფონზე შეტყობინება მომდის. იოანეა. "სტუდიის წინ ვარ. გელოდები. უნდა ვილაპარაკოთ." გარეთ ცივა. იოანე მანქანასთან დგას. — სესილია, რატომ მემალები? — მეკითხება და ჩემსკენ მოდის. — არ გემალები, იოანე. უბრალოდ ვუყურებდი, როგორ აქრობდი სხვის ტორტზე ჩემს სანთელს, — ვამბობ მშვიდად და ვხედავ, როგორ უფერულდება მისი სახე. — ვნახე ვიდეო, იოანე. ვნახე, როგორ ჩააქრე სანთელი მის ხელებში. ის სანთელს, რომელიც მე და ეველინმა მთელი საღამო გინახეთ. — ეს... ეს არაფერს ნიშნავს, — იწყებს ის სწრაფად, ხმა უწყდება. — რატიმ წამიყვანა, იქ ტატიანაც დაგვხვდა, მე არც კი ვიცოდი... სიურპრიზი მოაწყვეს. უბრალოდ უხერხული იყო უარის თქმა, სესილია. მერე ტელეფონი დამიჯდა და... — უხერხული? — მწარედ მეცინება. — ჩემთან ტრადიციის დარღვევა არ იყო უხერხული? შენი შვილის მოლოდინი არ იყო უხერხული? იოანე, სიმართლე ის კი არ არის, რომ იქ იყავი. სიმართლე ისაა, რომ არ მითხარი. დამალე. იმიტომ, რომ იცოდი — ეს მხოლოდ "უხერხულობა" არ იყო. — გეფიცები, ჩემსა და მას შორის არაფერია! — ის ყვირილზე გადადის, რაც მისთვის უჩვეულოა. — მე შენ მიყვარხარ. ყოველთვის შენ მინდოდი. ის ფოტო... თინანომ რომ მოიტანა... ხომ ნახე? ბავშვობიდან შენ გიცავდი! — სწორედ ეგაა პრობლემა, — ნაბიჯს ვდგამ მისკენ. — შენ მე მიცავდი, მაგრამ არასდროს მიყურებდი, როგორც თანასწორს. შენ გიყვარს ის როლი, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში თამაშობ — გადამრჩენის, მფარველის... ტატიანა შენთვის ისაა, ვისთანაც ისევ ის ძლიერი იოანე ხარ, ვისაც აღმერთებენ და ვისზეც ნადირობენ, — ვაგრძელებ და ვგრძნობ, როგორ მეცლება ძალა. — ჩემთან კი... ჩემთან სიმართლეა საჭირო. და შენ ამისთვის მზად არ ხარ. — სესილია, გთხოვ, ჩაჯექი მანქანაში, სახლში წავიდეთ, არ არის სწორი რასაც ამბობ — მისი ხმა ახლა თხოვნას ჰგავს. — სწორი არ არის — თავს ვაქნევ და მეცინება, მის სხეულში დატრიალებულ ქარიშხალს ჩემს სხეულში გამეფებული სიცივით ვგრძნობ — დღეს სახლში არ მოვალ. ეველინი თინანოსთანაა, ვიცი. მე კი... მე დრო მჭირდება.. ზურგს ვაქცევ. მესმის, როგორ მეძახის, მაგრამ არ ვბრუნდები. ტაქსს ვაჩერებ. ჩაჯდომამდე ვხედავ, როგორ დგას შუა ქუჩაში, არ მოდის. მგონი პირველად არ მომყვება. ტაქსში ვჯდები და მძღოლს მისამართს ვეუბნები. ეს ჩემი ბავშვობის სახლია. სახლი, სადაც თინანო მელოდება. სარკეში ვიყურები. ჩემი თვალებიდან სხვა სესილია მიყურებს. ის აღარ ტირის. ის უბრალოდ ხედავს. ხედავს ნარჩენებს წარსულიდან. ხედავს ლანდს. ნაცრისფერ კედლებში დამალულ სიცარიელეს. თავი 9 . კარებზე ვაკაკუნებ და მის იქით ეველინის ჩურჩული მესმის თინანოსთან . მეცინება მის გეგმებზე როგორ უნდა რომ დამემალოს კარის გაღების შემდეგ . თითქოს ჩვენი ოჯახური თამაშია რომელსაც სახლში დაბრუნების შემდეგ ვაკეთებთ . თინანო მიღებს კარს და ეველინის ადგილსამყოფელზე მეკითხება , მეც ინტერესით ვისმენ კითხვას და სახლში შესული მის ძებნას ვიწყებ . პოვნისას ვიაზრებ არ უფიქრია, რომ მარტო ვიქნებოდი . მას ეძებდა , მამამისს და მოსალოდნელიც იყო . არ ვიცოდი რა მეთქვა მაგრამ მხოლოდ ერთს ვიაზრებდი . არეული გრძნობებით და შეუმდგარი თავით ,მეტ ზიანს მივაყენებდი საკუთარ თავსაც და მასაც ,ვიდრე დროებითი ან მოსალოდნელი განშორებით. მიუხედავად ყველაფრისა , მიუხედავად საღი აზროვნების მცდელობისა , სხეულში დატრილებულ სიცივეს , მხოლოდ თინანოს თანაგრძნობით გაჟღენთილი მზერა მიამებდა . ეველინის დაძინების შემდეგ ვიცოდი თინანოსთან წლების გაწელილი და გადადებული საუბარი მელოდა . არც შევმცდარვარ . სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა , ჩემი თინა . ყავის ცხელი ჭიქისთვის მჭიდროდ ჰქონდა თითები შემოხვეული და მელოდა . თვალები სევდით ჰქონდა სავსე , მაგრამ მათში მაინც იყო პატარა იმედებით შეკრებილი ვარსკვლავთა კორიანტელი . ანათებდა . სევდის სხივს გავდა . სევდაში დაბადებულ იმედის მზეს . -როგორი დღე გქონდა ?- ოდნავ ნაწყენი , გამკიცხავი მზერა მომაპყრო და კვლავ ჭიქას დაუბრუნდა . ფრთხილად ჩამოვჯექი სკამზე და მეც ავიღე ხელში ყვავილებიანი თეთრი ჭიქა . ჩემი ბავშვობის ერთ -ერთი საყვარელი მოგონება -მასთან ჩემი ყვავილებიანი ჭიქით , ჩვენს ამბებზე , გეგმებზე საუბარი იყო . -რამდენად გაბრაზებული ხარ ? - თვალს ვერ ვუსწორებ მაგრამ მის წარბშეკრულ მზერას მთელს კანზე ვგრძნობ . მზერა ჭიქიდან თეთრ მაგიდის გადასაფარებელზე გადამაქვს , ვამჩნევ სხვადასხვა ფერის ყვავილს კიდეში რომელიც ტიტებს წააგავს და მეღიმება . ვიცი ეველინის ნამოქმედარია . -შენ უნდა ბრაზობდე შენს თავზე სესილია , მე კი არა. -რატომ ? - ვიღიმი და ისე ვუყურებ თითქოს თავად არ ვიცოდე მისი პასუხი . -როცა ცოლად მიყვებოდი ვერ შეამჩნიე რომ საკმარისად არ უყვარდი , ვერ დაინახე , არ მომისმინე , არ გაიგე ... ახლა კი იმას ვერ ხედავ როგორ უყვარხარ ... იმაზე მეტად ვიდრე თეთრ კაბაში , ილუზიებით შეპყრობილი აბევრებდი . - არასწორად ხედავ - ხმა მიმკაცრდება . -არასწორად მხოლოდ შენ ხედავ სიტუაციას, სესილი .შენ კი არ გჭირდებოდა იოანე , იოანეს სჭირდებოდი შენ . ქალისგან მიტოვებულ , გულ ნატკენ კაცს რომ გულში გაჩენილი უფრსკრული ამოევსო და ამ მოლოდინში იმის შემჩნევა დაგავიწყდა სესილია იოანემ კი არა თავად რომ დამარხე მაგ ორმოში -ჩემს ხელში არსებულ ჭიქას თვალს ვერ ვაშორებდი და მის ანარეკლში , ამაოდ ვეძებდი უფრსკულში დაკარგულ საკუთარ თავს . — გინდა თქვა, რომ მე მხოლოდ წამალი ვიყავი? — ჩემი ხმა ჩურჩულს უფრო ჰგავს, ვიდრე პროტესტს. — წამალი, რომელიც ტკივილს უყუჩებდა, სანამ ის სხვაზე... ტატიანაზე ფიქრობდა? თინანო ჭიქას მაგიდაზე დგამს, ხმა არ ისმის, მხოლოდ მისი მძიმე სუნთქვა. — არა, სესილია. შენ იმაზე მეტი იყავი, ვიდრე წამალი. შენ იყავი მისი თავშესაფარიც და მისი მსხვერპლიც. შენ მას უფლება მიეცი დაეჯერებინა, რომ შენს გარეშე ვერ იარსებებდა. და იცი, რა არის ყველაზე ცუდი? ის ახლა მართლა ვერ არსებობს შენს გარეშე. და ვერც შენ მის გარეშე . მაგრამ ეს სიყვარული არ არის... ეს მიჯაჭვულობაა. -მიყვარს , მთელი გააზრებული ცხოვრებაა მიყვარს და მისი სიყვარულისთვის ვიბრძვი - ცრემლებში იკარგება ჩემი ხმა და ვგრძნობ საკუთარი უსუსურობა თინანოს ხელებში მყავს მომწყვდეული , გადაბარებული, როგორც ყოველთვის - სხვისთვის. -შეხედე შენს თავს სესილია - მისი ხმას სიმკაცრესთან ერთად მზრუნველობის ნოტებიც დაკრავს, მაგრამ, სითბო სადღაც შორსაა მიმალული- სიყვარულისთვის მხოლოდ ერთი მხარე არ იბრძვის , ბრძოლა დაღლისთვის არაა , სესილია, გამარჯვებისთვისაა— აგრძელებს თინანო და სკამს ჩემკენ სწევს. — შენ კი ისე დაიღალე, რომ საკუთარი თავი გზაში დაგეკარგა. გახსოვს, ბავშვობაში რომ დაიმალებოდი ხოლმე და სანამ არ გიპოვიდით, არ გამოდიოდი? ახლაც ასე ხარ. იოანეს ზურგს უკან იმალები და გგონია, რომ თუ ის გხედავს, ესე იგი არსებობ. მაგრამ დღეს... დღეს ხომ დაინახე, რომ მისი მზერა შენზე აღარ ჩერდება? — მინდოდა, რომ მისი სამყარო ვყოფილიყავი, — ვამბობ ჩახლეჩილი ხმით. — მეგონა, თუ საკმარისად ბევრს დავუთმობდი, თუ ჩემს ტკივილს მისით გადავფარავდი, ერთ დღეს ისიც ისევე შემომხედავდა, როგორც მე ვუყურებ. -და არ გიყურებს ბებო ? მისი სამყარო ხარ , მაგრამ თავს ჩრდილად თავადვე აქცევ . თქვენ ორს შორის სესილიას სიყვარული მხოლოდ შენ არ შეგიძლია ,ბებო . უნდა წახვიდე , სანამ არ დაინახავ საკუთარ თავს რომელიც ასე ძალიან მოგენატრა . -არ ვუყვარვარ ..- ისე სასოწარკვეთილად ჟღერს ჩემი ბგერები , ვერც ფინჯნის გამო დამწვარ თითებს აღვიქვამ ტკივილად . -უყვარხარ სესილია , უბრალოდ ის უყვარს ვინც შექმნა , ის უყვარს ვინც მისთვის ერთად შექმენით ბებო ... მაგრამ იმას არ იცნობს ვინც ხარ .. ის არ უყვარს ვინც უნდა ყოფილიყავი , იმიტომ რომ თავადაც დაივიწყე ეგ გოგო და რახანია მიატოვე .. იმიტომ კი არ უყვარს რომ მისი სიყვარული არ შეუძლია , არამედ იმიტომ რომ თავად არ გააცანი .. თავად არ დაანახე და მისი მხრების უკან მიტოვების შიშით შეყუჟულმა საკუთარი თავი დაკარგე . -ახლაც იგივეს ვაკეთებ - ფრთხილად ვუშვებ ხელს ყვავილებიან ჭიქას და ჯერაც ხელუხლებელ ჩაის დავყურებ . ლანდად ვხედავ ტიტების მდელოში დაკარგულ მოსეირნე გოგოს . გამოსახულება მედღაბნება . -ახლაც იგივეს აკეთებ , ბებო - მძიმედ ამბობს თინანო და ფეხზე დგება , ატირებულს შუბლზე მკოცნის და მეხუტება . მერე ხელებზე მიყურებს , აწითლებულ ადგილას ხელს ფრთხილად მისვამს და ოთახიდან გადის . პირველად მტოვებს ოთახში ატირებულს მარტოს , საკუთარ ხელებში მოქცეულ ჩემივე უსუსურობასთან ერთად. “- ის ღამე შენს გვერდით რომ არ დავიძინებ .. ღამე იქნება როცა შენზე უარს ვიტყვი “ შორიდან მესმის წლების წინ ნათქვამი იოანეს სიტყვბი და ვიყინები . *** დილას ტელეფონის ზარი მაღვიძებს . ნამტირალებს დასიებულ თვალებთან ერთად , თავიც საშინლად მტკივა . გამოტოვებულ ზარებს ვუყურებ , მარიამისგანაა აშკარად დაბრუნდა იტალიიდან. ბავშვს ჩავეხუტე და მის თმებში სახე ჩავმალე . თინანო მაღაზიაში გავიდა. მე ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ დაბრუნდა და ჩვენს მეზობლად მცხოვრები მარინეს შეეჩეხა, რომელიც საკმაოდ იყო აფორიაქებული და სახეზე რაღაცნაირი, უხერხული სიხარული აღბეჭდოდა. გვერდით მისი ქალიშვილი, ნინიკო ედგა — სულ რაღაც თხუთმეტი წლის, გამხდარი, თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგო, რომელსაც თვალები ისე უფართოვდებოდა, თითქოს საკუთარი თავის ეშინოდა. თინანოს მზერით მივხვდი აშკარად ჩვენთან რომ სთხოვა შემოსვლა და მეც კარისკენ გავეშურე . — სესილი, უნდა გახარო! — მარინეს ხმა ომახიანად გაისმა და მეც დაბნეულად გავხედე თეთრ კაბაში გამოწყობილ მის შვილს — ნინიკო დავნიშნეთ. კარგი ოჯახის შვილია, ზურაბი, ხომ იცი? ოცდაათის კი არის, მაგრამ კაცი უკვე ფეხზე დგას, ნინიკოს არაფერს მოაკლებს. გოგოსაც მოსწონს, არა, ნინიკო? გოგონამ თავი დახარა და ხელები ისე ნერვიულად გადააჭდო ერთმანეთს, როგორც მე — შვიდი წლის წინ. ჩემს სხეულში რაღაც გაიყინა, მერე კი უცებ აალდა. -სამზარეულოში შევიდეთ , ჩაის გავაკეთებ - მაჯაზე მომიჭირა ხელი თინანომ და შიგნით შესვლა მაიძულა სტუმრებთან ერთად . გული არ მითმენდა , ვიცოდი აფეთქებამდე არც ისე ბევრი მქონდა დარჩენილი . გადასაფარებელზე მოხატულ ტიტებს გავხედე, — ბავშვური ფერები, რომლებიც ჯერ კიდევ არ წაშლილიყო. ნინიკოც ასეთივე ფერი იყო, ჯერ კიდევ პატარა, ჩამოუყალიბებელი. — ნინიკო, — ხმადაბლა დავიწყე და მარინეს, მის დედას, მზერით ვანიშნე, ერთი წუთით გვაცალე-მეთქი. წარბები აწია , თუმცა სამზარეულოდან არ გასულა . ნინიკო ნერვიულად აწვალებდა კაბის თეთრ მაქმანს, და ყავის ყვავილებიან ჭიქას თითებს უჭერდა . — გიხარია? — ვკითხე უბრალოდ. არც გამკიცხავად, არც სინანულით. გოგონამ მხრები აიჩეჩა. — არ ვიცი... დედა ამბობს, რომ იღბლიანი ვარ. ზურაბი კარგი კაცია, ყურადღებიანი. მეუბნება, რომ ყველაფერს მიყიდის, რასაც მოვინდომებ. რომ აღარაფერზე მომიწევს დარდი. — "დარდი" ზოგჯერ ის ერთადერთი რამაა, რაც გვაიძულებს გავიზარდოთ, ნინიკო, — ჩემს ხელებს დავხედე, სადაც დამწვრობის კვალი ჯერ კიდევ ალისფრად ელავდა. — როცა ვიღაც გპირდება, რომ შენს ნაცვლად იდარდებს, ის სინამდვილეში შენს ნაცვლად ცხოვრებას გპირდება. ნინიკომ გაკვირვებით შემომხედა. მარინა დაიძაბა , ვიცოდი უკვე ჩაერთვებოდა ჩვენს დიალოგში და ამისთვის მზად ვიყავი . — შენ ახლა გგონია, რომ ეს თავშესაფარია, — განვაგრძე მე, — მაგრამ იცი, რა ხდება იმ სახლში, სადაც შენს მაგივრად სხვა წყვეტს, რა უნდა გიხაროდეს და რა გაკლდეს? იქ შენ ნელ-ნელა ქრები. ჯერ შენი სურვილები ქრება, მერე შენი ხმა, ბოლოს კი ის გოგო, რომელიც ახლა ამ კაბაში დგას. —ზურიკოს უყვარს , მასზე გიჟდება , არ მეგონა ჩემი შვილის ბედნიერება ამდენად თუ არ გაგიხარდებოდა — მკაცრი ხმით გააჟღერა მარინამ , თუმცა მისი სიტყვები ისე ჟღერდა, თითქოს თავის დაცვას ცდილობდა. — შეიძლება მართლა უყვარხარ, ნინიკო. მაგრამ იცი, ვისი სიყვარული შეუძლია კაცს, რომელიც თხუთმეტი წლის გოგოს ცოლობას სთხოვს? მას შენი სული კი არ უყვარს, არამედ შენი სისუფთავე, რომლითაც საკუთარი დაღლილი ცხოვრების შეღებვას აპირებს. შენ მას სჭირდები არა როგორც პარტნიორი, არამედ როგორც სარკე, რომელშიც ყოველთვის ახალგაზრდა და უპრობლემო გამოჩნდება. შენ კი? შენ სად იქნები ამ დროს? ნინიკომ ხელს დახედა, სადაც იაფფასიანი ნიშნობის ბეჭედი ეკეთა . თითებით ატრიალებდა, თითქოს ჯერ კიდევ ეჩვეოდა მის არსებობას. — ლამაზია, არა? — ჩუმად თქვა, მაგრამ მის ხმაში სიხარული არ ისმოდა, უფრო შეკითხვა იყო, ვიდრე დარწმუნება. — მძიმეა, — ვთქვი ნელა. მარინამ ხმამაღლა ამოიოხრა. — რა სისულელეებს ელაპარაკები ბავშვს, სესილია?ზურამ რომ გაიგოს გაგიჟდება , ამიტომ შემომიყვანე აქ?- ახლა თინანოს გადაწვდა რომელიც საეჭვო სიჩუმით აკვირდებოდა სიტუაციას . ნინიკოს გავხედე , მის თვალებში შიში იყო. და რაღაც ახალი. ძალიან პატარა, მაგრამ ცოცხალი. იმედი. გულმა გამალებით დამიწყო ცემა. — გაქვს უფლება, — ვუთხარი ისე მშვიდად, თითქოს საკუთარ თავს ველაპარაკებოდი. — გაქვს უფლება არ გინდოდეს. მარინას მოთმინება საბოლოოდ გაუწყდა. — საკმარისია! — ხმამაღლა თქვა და სკამიდან წამოდგა. — ჩემი შვილი არ არის შენი წარუმატებელი ცხოვრების მაგალითი, სესილია- მის კომენტარზე გამეცინა , მან ჩემს ცხოვრებაზე არაფერი იცოდა . — მართალი ხარ, — ვთქვი მშვიდად. — არ არის-მარინამ გაკვირვებით შემომხედა, თითქოს ასეთ პასუხს არ ელოდა. — მაგრამ შეიძლება გახდეს, — დავამატე და მზერა ნინიკოსკენ გადავიტანე.გოგონა ისევ ბეჭედს უყურებდა. — ნინიკო, — ჩავილაპარაკე, — იცი რა არის ყველაზე საშიში?-მან ნელა ამომხედა. — როცა ერთ დღეს იღვიძებ და ხვდები, რომ შენი ცხოვრება შენ არ აგირჩევია. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. — და მაინც აგრძელებ ცხოვრებას — გავაგრძელე ჩუმად, — იმიტომ რომ უკვე გვიან გგონია. მარინამ თავი გადააქნია. — ეს შენი ფიქრებია, სესილია. ყველა ასე არ ცხოვრობს. — არა, — გავიღიმე ოდნავ, — ყველა ასე არ იწყებს. თინანოს მზერა ვიგრძენი. არ ჩარეულა. მხოლოდ მიყურებდა.კარზე ზარი გაისმა . სხეული მეტად დამეძაბა , ისედაც ბეწვის ხიდზე დავდიოდი საუბრისას და მოსალოდნელი სტუმრის დამატება რომელიც ჩემი ვარაუდით ზურა იქნებოდა ნამდვილად არ მაწყობდა , ჯერ არ . იმასაც ვხვდებოდი ემოციის გამო , არასათანადო დრო და პირობები რომ შევამჩნიე ნინიკოსთან დასალაპარაკებლად , ასე მარტივად არ გატყდებოდა , მითუმეტეს დედის თვალწინ . მარინას თვალებში უცებ ის ნაცნობი ციმციმი გაჩნდა — ახალი ამბის სუნი იგრძნო. ნინიკო კი უფრო მოიკუნტა, თითქოს კიდევ ერთმა თვალმა დაამძიმა. წარბებში შუბლზე ამივიდა , როცა სამზარეულოს კარში მდგომი თორნიკე დავინახე . — მგონი ცუდ დროს მოვედი, — თქვა მშვიდად და ოთახს მისი მწვანე თვალები მოავლო . თავი 10 თავი 10 . - თორნიკე , აქ რა გინდა ? - ეჭვნარევად იკითხა მარინამ და მზერა ჩვენს შორის მოატარა. მათი ნაცნობობა ნამდვილად გამიკვირდა მაგრამ ამის გამომჟღავნებას ნამდვილად არ ვაპიებდი . - თქვენთან მოვედი , არც მპასუხობდით და გზაში თინა შემხვდა - ახლადშემოსულ ბებიაჩემისკენ მიუთითა და ჩემსკენ გამოიხედა -შენთანაც მქონდა საქმე სესილია - მის სიტყვებზე წარბები უნებურად ავწიე და მარინას ინტერესიან მზერაზე გამეღიმა . ხელში მოქცეულ ჩაის ფინჯანს დავხედე , ისეთი ცხელი აღარ მეჩვენებოდა . - ერთმანეთს საიდან იცნობთ ? - იკითხა მარინამ და თან წამოდგა , აშკარა იყო ჩვენი დღევნდელი საუბარი დამთავრებული იყო . გამეღიმა . - ერთად ვმუშაობთ და თქვენ ?- გამეღიმა , მიუხედავად იმისა რომ ახლა ჩემს მთელ ბრაზს ადამიანის სახე მიეღო და მთლიანად თორნიკესკენ იყო მიმართული , მაინც მეღიმებოდა . - ჩემი ბიძაშვილია - ოდნავ ჩახლეჩილი ხმით თქვა ნინიკომ . - ჩვენ დაგტოვებთ - ხელი ოდნავ კრა ნინიას მარინას და თორნიკესკენ გააპარა მზერა . - 5 წუთში გამოვალ - შუბლზე აკოცა ნინიკოს და მზერა ჩემზე გადმოიტანა . თინანოს გაეცინა და სტუმრებს გაჰყვა გასაცილებლად . ნეტა რა აცინებდა . ჩემმა ბრაზმა ახალი ობიექტი რომ მოძებნა ? - იცი შენი ბიძაშვილი , 15 წლის ბავშვი 35 წლის ზურიკოს რომ მიყვება ცოლად ? - ვერ მოვითმინე და ჩემდაუნებურად დამცდა სიტყვები - და შენ ამას ასე ურბალოდ უყურებ ? შენ არ მიკითხავდი სკვერში ლექციებს ადამიანის დახმაებაზე ? - არც იცი რას ამბობ - სახეწაშლილი მიყურებს და ჩვენს შორის მანძილს ამცირებს . ასეთს პირველად ვხედავ , ჩვენს შორის ემოციის ეს ბალნსი პირველადაა , პირველად ვხედავ ჩემს წინ , წონასწორობა დარღვეულს . - რა არ ვიცი , თითზე ბეჭედი რომ უკეთია 15 წლის ბავშვს ? - ჩემს სკამს მისკენ აბრუნებს და ზემოდან დამყურებს . იმდენად ახლოსაა მის სუნთქვას თითქმის სახეზე ვგრძნობ . უკან არ ვიხევ , ვერ ვიხევ .. პირველად ჰგავს რაღაც მეტს ვიდრე უბრალოდ სიმართლის სარკეს .. პირველად ჰგავს ადამიანს , მისი დამახასიათებელი სევდიანი , მწვანე თვალებით . — სიმართლე ყოველთვის ზედაპირზე არ დევს, სესილია, — თქვა მან დაბალი, ჩახლეჩილი ხმით. — გგონია, რომ ამას მხოლოდ შენ ხედავ? გგონია, რომ ჩემი დუმილი თანხმობაა? - ყველანაირი უმოქმედობა თანხმობაა - მეც ახლოს მიმაქვს სახე , ეღიმება . მისგან არ გავრბივარ , პირველად არ მეშინია მისი , მისი სიმართლის და ემოციების რომელსაც გამოიწვევს. იქნებ იმიტომ რომ ამჯერად სიმართლე , ჩემზე კი არა მსზეა . — ზოგჯერ გადასარჩენად მხოლოდ დანახვა არ კმარა, — ჩუმად თქვა მან. — ზოგჯერ ადამიანს უნდა აცადო, რომ თავად მოინდომოს გადარჩენა. - 15 წლის გოგოს ფილოსოფიური დებულებების გამო ვერ გაწირავ. — ეგ დებულება არ არის, სესილია, ეგ რეალობაა, — მისი ხმა ახლა უფრო ცივია, ვიდრე ადრე, მაგრამ თვალებში ისევ ის აუხსნელი სევდა უდგას. — შენ გგონია, რომ ერთი ხელის კვრით შეგიძლია ვიღაცის ბედი შეცვალო? გგონია, რომ თუ დღეს ნინიკოს იმ ბეჭედს მოახსნევინებ, ხვალ სხვა ბეჭედს არ გაუკეთებენ? - პასუხისმგებლობას ბავშვს ვერ აკიდებ , ზედმეტად პატარაა ამ ყველაფრის გააზებისთვის . — მე მას არ ვწირავ, — აგრძელებს ის ჩურჩულით, — მე მას დროს ვაძლევ. დროს, რომ საკუთარი ხმა იპოვოს. თუ მე ახლა მის ნაცვლად ვიყვირებ, ის ვერასდროს ისწავლის ლაპარაკს. შენც ხომ ასე ხარ? სხვის ამბებს აგროვებ, რომ შენი ხმა არავინ გაიგოს. ეს დარტყმა იყო. ზუსტი და მტკივნეული. ჩემს სუნთქვას ვგრძნობ, რომელიც მის ყელს ეხება. მინდა ვუყვირო, მინდა ვუთხრა, რომ ჩემი და ნინიკოს შედარება სისულელეა, მაგრამ მისი თვალების სიმწვანეში რაღაც ისეთს ვხედავ, რაც მაჩუმებს. ეს არ არის გულგრილობა. ეს არის ადამიანის ტკივილი, რომელიც ხედავს ნგრევას და იცის, რომ ზოგჯერ ნანგრევებიდან ახლის აშენებაა საჭირო. -არავისთვისაა გვიან, სანამ კადრი არ გაჩერებულა — ამბობს ის და უცებ სწორდება. სიცარიელე, რომელიც ჩვენს შორის გაჩნდა, იმაზე ცივი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ნეტა მართლა სჯერა, რომ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, თუ უბრალოდ ჩემსავით „ამბების შემგროვებელია“, რომელიც სხვისი ტკივილით საკუთარს ნიღბავს? - ჩემთან რა საქმე გქონდა ? - კითხვას ვცლი და ვაკვირდები . -საქმე?.. — თორნიკემ ჩუმად ჩაიცინა, მაგრამ ეს სიცილი სარკაზმით იყო სავსე. მან ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, თითქოს იმ უხილავ საზღვარს დაუბრუნდა, ჩვენს შორის მანამდეც რომ არსებობდა. — საქმე ისაა, სესილია, რომ შენ ყოველთვის იქ ხარ, სადაც ყველაზე ნაკლებად გელიან, და ზუსტად იმას აკეთებ, რაც ყველაზე ნაკლებად გევალება. ოთახში მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ სამზარეულოდან ისმოდა თინანოს ფუსფუსის ხმა, რომელიც სტუმრების გაცილების შემდეგ თავის საქმეს მიჰბრუნებოდა. თორნიკეს მზერა ისევ ისეთი მძიმე და გამჭოლი იყო, თუმცა წეღანდელი ემოციური აფეთქების კვალი სახიდან თითქმის სრულად გაექრო. პალტოს შიდა ჯიბიდან ყავისფერი საქაღალდე ამოიღო და მაგიდაზე მოათავსა . ჩვენი მომდევნო რეპორტაჟის სურათებთანე რთად რამდენიმე ნახაზის და ხედის ფოტო იყო , გაკვირვებით შევათვალიერე გარემო . - ჩემი სხვა პროექტიდანაა , რესტორანს აშენებენ - სურათები გვერდით გადადო. — საინტერესო ხედვაა… — თითს გაუაზრებლად ვაყოლებ შუშის გადახურვის ხაზს. ყვავილოვანი სივრცე. ღია სინათლე. უცნაური სიმშვიდის შეგრძნება მოაქვს. -მოგწონს მსგავსი ადგილები ? - რატომაც არა? - მეღიმება - კარგი იქნებოდა სალომესაც გავსაუბრებოდით პროექტის შესახებ , ჩემი აზრით მისი ენერგია და ხედვა დამატებით ხიბლს მიცემს თემატიკას . მაგიდაზე ჩვენი ხვალინდელი სიუჟეტის მასალები დარჩა . თორნიკეს გადაღებული შავ-თეთრი პორტრეტებიდან მუშაობისგან გაუხეშებული ხელები, ძველი დაზგა და მატყლის ფერადი ძაფები მიყურებდა. ეს იყო ჩვენი ახალი რეპორტაჟი მივიწყებულ ხელობაზე — ქალზე, რომელიც ძველ თბილისურ სახელოსნოში ტრადიციულ ხალიჩებს ქსოვდა და მათში მინანქრის უძველეს, ფერად ორნამენტებს აცოცხლებდა. სიუჟეტი ადამიანზე, რომელიც თითოეულ კვანძში აყოლებდა იმას, რაც გარეთ, თანამედროვე სამყაროში, უკვე დიდი ხანია უფასურდებოდა. -სალომეს ენერგია სხვანაირად გააცოცხლებს ყველაფერს - წარბებს წევს და საკუთარ ფოტოებს თვითონვე აკვირდება - სიუჟეტის დინამიკაზე იფიქრე , იმაზე რისი ჩვენება გინდა , ხვალამდე - თვალს მიკრავს და კარებისკენ მიდის . თინანოს ფეხის ხმა მესმის და შემდეგ მის გაბრაზებულ გამომეტყველებასაც ვხედავ და უკმაყოფილო სიტყვებიც მესმის ჩემს არასტუმართმოყვარე ბუნებაზე . მოსვლის მიზეზი იყო , შეეძლო მეილზეც გამოეგზავნა . - იქნებ სოციალურ სამსახურში უნდა დავრეკო , თინა ? - თორნიკე კარგი ბიჭია ბებო , უყურადღებოდ არ დატოვებს გოგოს . - ჰო , კარგი ბიჭია .. ინსტიქტურად ვამბობ და ოთახში შემოსულ ეველინს ვეხუტები . ერთ თვეში კონცერტი აქვს და აღრთოვანებით მესაუბრება ვარდისფერ ბრჭყვიალა კაბაზე რომლის ჩაცმაც უნდა . მეც მონდომებით ვეძებ ონლაინ მაღაზიებში შესაძლო ვერსიას . მიახლოებით ვერსიას ვპოულობთ და შოპინგისთვის შესაძლო დღესაც ვირჩევთ . შემდგომი ორი საათი , თინანო წიგნს კითხულობს , ეველინი მონდომებით ცდილობს სამზარეულოში არსებული თეფშებისა და ჭიქების გადმოხატვას , მე კი ლეპტოპში ხვალინდელი მონახაზის წერას ვიწყებ . ტელეფონზე შეტყობინება მომდის : “ხვალ ეველინს ბაღიდან ჩემთან წავიყვან “ ოთახში ჰაერი იკუმშება და ჩემს გვერდით მჯდარი , პატარა უცოდველი ბავშვის გარშემო იკრიბება . დანებდა ? თუ უბრალოდ ახალი ბრძოლის წინ უკან დაიხია? ან იქნებ .. უბრალოდ დაიღალა - ჩემსავით .. “ კარგი “ მხოლო ერთ სიტყვას ვკრებ და დაწერილ სიუჟეტს სათაურს ვაწერ- ფერადი ძაფების , შავ-თეთრი პორტრეტები . თავი 11 . რედაქციაში ყოველდღიურობა ჩვეული ხმაურით მიმინარეობდა , სალომემ რამენჯერმე დაურეკა ჩვენს რესპოდენტს დეტალების დასაზუსტებლად და ბოლოს აღფრთოვანებული მოვიდა ჩემთან . - ისეთი მშვიდი ხმა აქვს , უკვე წარმომიდგენია გარემო როგორი იქნება - სახე ებადრება ამის თქმისას და მეც მისი ენერგიაში ვიძირები . - თორნიკემ ფოტოები განახა ? - მეილზე გამომიგზავნა , მართალია შავ-თეთრია მაგრამ თითქოს სურათზე ფერები ამით უფრო “ყვირის” . - მისი საქმე ნადმვილად კარგად გამოსდის - მეღიმება სალომეს სიტყვებზე და მის ყვავილებიან მოკლე კაბას ვავლებ თვალს , ღია ვარდისფერი კაბა მოძრაობისას მსუბუქად ირხევა , ჩამოშლილ თმასთან და დაუმალავ ენთუზიაზმთან ერთად, უცნაურად მსუბუქ იერს აძლევს. თითქოს მის ენერგიას მიჰყვება . დარწმუნებული ვარ დღევანდელ გადაღებას მართლაც გაამდიდრებს მისი კამპანია . ჩემგან განსხვავებით , ძალიან ხელმარჯვეა და დარწმუნებული ვარ ქარგვის ნიჭის წყალობით , ფერად ძაფებსაც მალე დაუჭერს მუღამს . - ერთ საათში უკვე მისვლა შეგვეძლება - წარბებს ათამაშებს და თვალს ჩემი შედგენილი კითხვებისკენ აპარებს - ნერვიულობ ? - ცოტა - მეღიმება მის კითხვაზე - უკვე ხომ არ უნდა გავიდეთ ? - 15 წუთში მოვა თორნიკე და წავიდეთ - თავს ვუქნევ და გონების მოსაკრებად სალომეს მოტანილ ჩაის ვსვამ, რომელიც მთელი ყურადღებით ტელეფონისკენაა გადართული . რედაქციაში ხმაურია , ჩუმი მშვიდი ხმაური , რაც ჩემს დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს. — თორნიკე უკვე ქვემოთაა, მანქანაში გველოდება, — სალომე ჩანთას მხარზე იკიდებს და მისი კაბის ვარდისფერი ყვავილები ოთახის ერთფეროვან, საოფისე განათებაში კიდევ უფრო ცოცხლად ჩანს — წავედით? თავს ვუქნევ და ნივთევს ვაგროვებ . დრო იყინება . და გაყინულიც ძალიან სწრაფად გადის . ორ საათში ბაღიდან გამოსვლის დროა. ორ საათში იოანე ეველინს წაიყვანს. ტელეფონს ხელჩანთის ღრმა ჯიბეში ვაცურებ, თითქოს ამით იმ უხილავ წამზომს ვაჩერებდე, ჩემს შიგნით ასე გამალებით რომ წიკწიკებს. რედაქციის შენობიდან გასულებს, მაისის ნოტიო, თბილი ჰაერი სახეში გვეცემა. თორნიკეს მანქანა იქვე, კუთხეში აყენია. ჩვენი დანახვისას , ფანჯარა ჩამოსწია და ხელი დაგვიქნია . მისი თვალების სიმშვიდეს ამ მანძილიდანაც კი ვგრძნობ . — სალომე, წინ დაჯექი, აპარატურა უკანა სავარძელზე მიდევს, არ მინდა რამე დაზიანდეს, — ამბობს ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს. უკანა კარს ვაღებ. სავარძელზე მისი დიდი, შავი ჩანთა და რამდენიმე ობიექტივი აწყვია. მათ გვერდით ვჯდები. სალომე და თორნიკე გზაში არ ჩუმდებიან , რესპონდენტის ინტერვიუს გეგმაზე აღფრთოვანებული ლაპარაკობენ , მე კი დროდადრო მოკლედ ვპასუხობ მათ კითხვებს. სარკეში ვიყურები. წამით ჩემი და თორნიკეს მზერა ერთმანეთს ხვდება — მისი გამჭოლი, კითხვის ნიშნებით სავსე თვალები უკანა ხედვის სარკიდან პირდაპირ ჩემსაში იყურება . ის ხედავს, რომ დღეს ჩემი კადრი გაჩერებულია. გაჩერებულია და ჩემი თვალები მხოლოდ იოანესთან მისულ ეველინს ეძებს . იოანე კარგი მამაა. არა — უბრალოდ კარგი არა. იოანე საუკეთესო მამაა. ჩემი შვილის. მისი შვილის. იოანე ჩვენი შვილის საუკეთესო მამაა. მანქანა მკვეთრად უხვევს მარჯვნივ, ძველი თბილისის ვიწრო, ქვაფენილიან აღმართზე. — მოვედით, — თორნიკეს ხმა დაბალია , ის ძრავს აქრობს და უცნაური, თითქმის მტკივნეული სიჩუმე ისადგურებს. — სესილია, აპარატურის ჩანთას ხომ არ წამოიღებ? — სალომე უკვე გადასულა და მანქანის კართან დგას, მისი ვარდისფერი კაბა ამ ძველ, დანესტიანებულ კედლებს შორის უცნაურად კონტრასტულია. — კი, რა თქმა უნდა — ხმას ვიბრუნებ, თორნიკეს შავ ჩანთას სახელურში ხელს ვავლებ და გადმოვდივარ. კართან მიხეილი გვხდება , ელიზაბეტის შვილი და სახელოსნოსკენ მივყავართ რომელიც თითქმის მიწისქვეშაა . დაბალი თაღები, ნესტისა და ძველი მატყლის სუნი, და სინათლის მხოლოდ ერთი ვიწრო ზოლი, რომელიც პატარა, სარკმლიდან პირდაპირ დაზგაზე ეცემა. ოთახის ცენტრში დგას უზარმაზარი, ჭერამდე აზიდული ხის დაზგა. მისი ჩარჩო დროთა განმავლობაში ისე გაპრიალებულა და გაცვეთილა ქალის ხელების შეხებით, რომ შუქზე ლითონივით ბზინავს. ვერტიკალურად გაჭიმული თეთრი მისაქსელი ძაფები მუსიკალური ინსტრუმენტის სიმებივითაა დაჭიმული. ყოველი შეხებისას ისინი დაბალ, ძლივს გასაგონ ვიბრაციას გამოსცემენ. მქსოველი ქალი, ნაზი, სახეზე ნაოჭებჩამჯდარი, მაგრამ საოცრად მტკიცე თითებით, დაზგის წინ დაბალ სკამზე ზის. მისი მოძრაობები იმდენად ავტომატური და რიტმულია, თითქოს რაღაც უხილავ ლოცვას კურთხევით ასრულებდეს: მარცხენა ხელით მისაქსელ ძაფს წინ სწევს, მარჯვენათი ფერად ძაფს ატარებს, წამიერი მოძრაობით კვანძს კრავს და თითების სწრაფი დაკვრით ზედმეტს სპეციალური, მძიმე რკინის მაკრატლით სჭრის. ყოველი კვანძის შემდეგ ის იღებს მძიმე, ხის კბილებიან ჩაქუჩს — ქარქაშს — და მთელი ძალით ურტყამს ახალ ჩაქსოვილ ზოლს, რომ ძაფები ერთმანეთს მჭიდროდ, საუკუნოდ მიეკრას. ეს ხმაური, ოთახში გარკვეული ინტერვალებით მეორდება და წამზომის წიკწიკს ჰგავს, ოღონდ ეს წამზომი დროს კი არ აკლებს სამყაროს, არამედ აჩერებს მას. ყველაზე საოცარი კი ისაა, რასაც ის ამ ხალიჩაში აქსოვს. ეს არ არის სტანდარტული ორნამენტები. ის მატყლის რბილ ფაქტურაში ტიხრული მინანქრის ცივ, გეომეტრიულ სიზუსტეს აცოცხლებს. ძაფების ფერები ისეა შერჩეული, რომ ქმნის ლითონის ტიხრების ილუზიას — თითქოს ფარდაგზე წითელი, ლურჯი და მწვანე ფერების ნამდვილი, გამდნარი მინანქარი ესხას, შუაში კი ვერცხლისფერი ძაფებით გამოყვანილი თხელი ხაზები ლითონის წვრილ ტიხრებად ბზინავდეს. ეს არის რბილისა და მყარის, სითბოსა და სიცივის უცნაური სინთეზი. ქალი ძაფს სწყვეტს, ახალ ფერს აბამს და კვანძს ისე უჭერს, თითქოს ამით საკუთარ ცხოვრებასაც ერთ მთლიანობად კრავდეს. სალომე ამ ყველაფერს თვალდახუჭული უსმენს, თითქოს ხმით ხატავს სურათს, თორნიკე კი კამერას დაბლა სწევს, დაზგის ქვეშ დაგდებულ ფერად ნაფლეთებს უღებს ფოტოს და ჩუმად ამბობს: — ხედავ? სილამაზე ყოველთვის იმაში კი არ არის, რაც უკვე მზადაა... არამედ იმაშიც, რაც ამ მუშაობის პროცესში იჭრება და იკარგება. სუნთქვა მეკრვის . გარემოს ჯადოსნურობაში ვიკარგები . ელიზაბეტი გვამჩნევს და ჩვენსკენ მოდის . — აბა, საიდან დავიწყოთ? — სალომე უკვე ბლოკნოტით ხელში ტრიალებს, მისი ენთუზიაზმი ამ პირქუშ ოთახსაც კი აცოცხლებს. მზერას ტელეფონისკენ ვაპარებ. 17:00საათია. ზუსტად ახლა. იოანე მანქანიდან გადადის, ეველინი მას შორიდანვე ამჩნევს, გარბის, ხელებს ყელზე ხვევს და მისი მხრებიდან სამყარო ისევ საუკეთესო და უსაფრთხო ეჩვენება. მხარზე მსუბუქ შეხებას ვგრძნობ და ელიზაბეტს ვაკვირდები. ღიმილით მიყურებს და ყავის ჭიქას მიწვდის . ჩაწერის დაწყებამდე , ყოველთვის ვცდილობ ჩემს შესახებ და ჩემი თანმხლები პირების შესახებ მეტი მოვუყვე რესპოდენტს , მასზეც მეტი გავიგო და განვსაზღვრო ინტერვიუს დეტალები , მისი სურვილები . ჩაწერას მხოლოდ მას შემდეგ ვიწყებთ რაც ვიცი რომ ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები კადრში თავს კომფორტულად გრძნობენ . ჩემს ხელზე სამაჯურზე მოთავსებულ კულონს ვათამაშებ . ელიზაბეტსაც მზერა ჩემი ხელისკენ გაურბის . -ჩემი შვილის ნახატია , ჩვენი პატარა ოჯახი , მისი თვალებით დახატული , ჩემმა ქმარმა და შვილმა მაჩუქეს დედის დღეს - მეღიმება ძვირფასს მოგონებაზე და ისიც ნაზად ეხება ჩემს კულონს . - ჩემი შვილიშვილებისგანაც ვიღებ უამრავ ნახატს საჩუქრად , უმეტესად ვცდილობ ჩემი წარმოსახვის წყაროდ ვაქციო . - ბავშვები ძალიან ფერადები არიან , ფერადები და თავისუფლები . - ჩემი ძაფებივით - ეღიმება ამის თქმისას და მეც გარემოს ვავლებ თვალს . თითქოს ცისარტყელას მის სამყაროში ვყავართ გამოკეტილი -ყველაზე რთული პირველი კვანძია. მერე უკვე გვიანია, რომ გახსნა. ადამიანებივით არიან , უნდა მოუფრთხილდე რომ არ დაზიანდნენ . უნდა მოუსმინე ფერს , ხმას და გაიგო რა უნდა , რა ისტორიას ყვება . - პირველი კვანძით წყდება გამოვა თუ არა ? - დაბნეული ვკითხულობ და ცისფერ თვალებში ვაკვირდები . - დასაწყისი ყოველთვის მნიშვნელოვანია . თუ პირველი კვანძი ზედმეტად მოუჭირე , მარტივად გაწყდება . ვიბრაციას ვგრძნობ და ვხვდები რომ ტელეფონზე შეტყობინება მომდის . გული მიჩქარდება . თავში ათასი ფიქრი მერევა . იოანეს შეტყობინებაა . ვიდეოა . ბოდიშს ვიხდი და გვერდით გავდივარ . ვიდეოზე მომღიმარი ეველინია გამოსახული , იოანეს მანქანაში . ლამაზი ყვითელი ზედა და ჯინსის შარვალი აცვია , თმები ოდნავ არეული აქვს და ხელში პეპლის ფორმის ბუშტი აქვს ჩაბღაუჭებული . “დედიკო , წარმატებებს გისურვებ ინტერვიუზე” სიმღერასავით ისმის მისი წკრიალა ხმა და სიცილი . გული მიჩქარდება . მინის ანარეკლში იოანეს გამოსახულებასაც ვამჩნევ . სხეულში დავლილ თბილ ტალღას ვერაფერს ვუხერხებ . მოულოდნელად მოსულ თავისუფლებას . თავისუფლებას სევდის ფერი რომ აურჩევია და გაჭიმულ სიმებად დამალულა ფერადად აალებულ ნაქსოვ ძაფებში . თავი 12. მცირე საუბრის შემდეგ გადასაღებად მოვემზადეთ , კუთხე ავირჩიეთ სადაც ერთ სივრცეში იყო ყველაფერი თავმოყრილი და ინტერვიუც დავიწყეთ . ელიზაბეტმა ყავის ნალექიანი ჭიქა გვერდზე გადადგა, დაზგისკენ შებრუნდა და თითები ისევ თეთრ, დაჭიმულ სიმებს გადაუსვა. ოთახში სალომეს დიქტოფონის წითელი თვალი აციმციმდა. თორნიკე კუთხეში, ჩრდილში ჩაჯდა, კამერა მოიმარჯვა და მისი ობიექტივის ხმაური საათის ისრების წიკწიკს შეერწყა. — ელიზაბეტ, თქვენს ნამუშევრებში მატყლის სითბო და ტიხრული მინანქრის ცივი, მკაცრი გეომეტრია ისე ერწყმის ერთმანეთს, თითქოს შეუძლებელი შეაერთეთ. როგორ ახერხებთ ორ სრულიად საპირისპირო სამყაროს შორის ამ ბალანსის პოვნას? — ჩემი ხმა ჩუმად ჟღერს დაბალ თაღებში, თითქოს სხვის კითხვას ვსვამდე. ქალს გაეღიმა, მისი თითები წამით ერთ კონკრეტულ, ლურჯ ძაფზე შეჩერდნენ: — საპირისპირო სამყაროები მხოლოდ შორიდან ჩანს ასე, შვილო. სინამდვილეში, მყარი და ცივი ლითონიც კი მანამ არ მიიღებს ფორმას, სანამ ცეცხლში ბოლომდე არ გადნება. ხალიჩაც ასეა — თუ გინდა, რომ რბილმა მატყლმა ტიხრული მინანქრის სიზუსტე გამოსცეს, მასში დიდი სიმკაცრე უნდა ჩააქსოვო. თავისუფლება მხოლოდ მაშინ არის ლამაზი, როცა მას თავისი საზღვრები აქვს. თუ ძაფები ზედმეტად აურიე და წესები დაარღვიე, სურათის ნაცვლად მხოლოდ ფერადი ქაოსი შეგრჩება ხელში. — და ამ საზღვრების პოვნა... ალბათ ყველაზე რთულია, — ჩემს პლანშეტში კალამი თავისით ხაზავს უხილავ კვანძს. — წეღან თქვით, პირველი კვანძით წყდება ყველაფერიო. თუ შეცდომა დაუშვი, მართლა აღარაფრის შეცვლა არ შეიძლება? ელიზაბეტმა მზერა დაზგიდან პირდაპირ ჩემს თვალებზე გადმოიტანა. მის ცისფერ, ნაოჭებჩამჯდარ თვალებში იმდენი რამ ეწერა, წამით მომეჩვენა, რომ ჩემს შიგნით არსებულ ყველა ჩაკეტილ უჯრას ხედავდა. — როგორ არა, — თქვა დაბალი, მშვიდი ხმით. — ყველაფრის დაშლა შეიძლება. მატყლი მიმტევებელია, შეგიძლია კვანძი გახსნა, ძაფი გამოქაჩო და თავიდან დაიწყო. მაგრამ იცი, რა არის მთავარი?ძაფი თუ ერთხელ ზედმეტად დაჭიმე, გახსნა შეიძლება. მაგრამ მატყლი იმ ადგილას უკვე სხვანაირად იქცევა — აღარ ჯდება ისე დაზგაზე, უფრო ჯიუტი ხდება.. მასზე სამუდამოდ რჩება წინა კვანძის ნაკვალევი, პატარა ტალღა... ისტორია. ხელახლა ქსოვისას ეს ტალღები უნდა გაითვალისწინო. ძაფს ძველი ფორმა არ უნდა მოსთხოვო. ის უკვე სხვანაირია, გამოცდილი. მას ახალი მიდგომა სჭირდება. დაზგასთან მდგარი სალომე ოსტატურად ცდილობდა ელიზაბეტის ნასწავლი ტექნიკის გამეორებას , მისი ენერგიით ანათებდა . — ზოგჯერ, — განაგრძო ელიზაბეტმა და ისევ დაზგისკენ შებრუნდა, — მუშაობისას იღლები. თვალები გებინდება და ფერებს ვეღარ არჩევ. ასეთ დროს, ძალდატანებით ქსოვის გაგრძელება არ შეიძლება. უნდა ადგე, დაზგას მოშორდე. ერთი დღით, ერთი კვირით, ან თუნდაც ერთი თვით... უნდა გახვიდე გარეთ, სუფთა ჰაერზე, სხვა საგნებს შეხედო, რომ თვალმა სიცოცხლე და სინათლე დაიბრუნოს. და როცა უკან დაბრუნდები, შენს ნაქსოვს სულ სხვა თვალით დაინახავ. მიხვდები, სად მოუჭირე ზედმეტად და სად დაუშვი შეცდომა. დისტანცია მტერს კი არ ნიშნავს, შვილო... დისტანცია ხანდახან ერთადერთი გზაა, რომ სურათი მთლიანობაში დაინახო. სუნთქვაშეკრული გრძნობების გალავანში გარშემორტყმული აღმოვჩნდი . სიტყვები ყელში გამეჩხირა. სალომემ კიდევ რამდენიმე კითხვა დასვა — ტექნიკაზე, ძაფების შეღებვის ძველ მეთოდებზე, გამოფენებზე... მე მხოლოდ მექანიკურად ვუქნევდი თავს, დიქტოფონის წითელ შუქს ვუყურებდი და ჩემს შიგნით, იმ ღრმა ჯიბეში ჩამალულ ტელეფონში, ეველინის წკრიალა ხმა მეორდებოდა: „დედიკო, წარმატებებს გისურვებ...“ ჩაწერა დასრულდა . მომდევნო გამოფენის თარიღები გვითხრეს და ჩვენც დიდი სიხარულით დავპირდით მისვლას . — საოცარი ქალია, — აღფრთოვანებას ვერ მალავდა სალომე, როცა მანქანისკენ მივდიოდით. — სესილია, ის ნაწილი, საზღვრებზე და დისტანციაზე რომ თქვა, აუცილებლად მთავარ ციტატად უნდა გამოვიყენოთ, ხომ მეთანხმები? — კი, აუცილებლად, — ჩუმად ჩავილაპარაკე და მანქანის უკანა კარი გამოვაღე. სანამ ჩავჯდებოდი, თორნიკემ მხარზე ხელი მსუბუქად დამადო. შევბრუნდი. მისი გამჭოლი თვალები ისევ ისე, კითხვის ნიშნებით იყვნენ სავსე, როგორც უკანა ხედვის სარკეში. — სესილია, კარგად ხარ? — მკითხა დაბალი ხმით. — მთელი ინტერვიუს განმავლობაში ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს აქ საერთოდ არ იყავი. — კარგად ვარ, თორნიკე, მადლობა . მანქანაში ჩავჯექი და შუშას შუბლი მივაყრდენი. ჩემს შიგნით წამზომი აღარ წიკწიკებდა. ის გაჩერდა. ვიცოდი, რომ წინ გრძელი გზა გველოდა — დისტანციის, მარტოობის და იმ სიყვარულის რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ერთმანეთთან აკავშირებდა. უნდა გამერკვია, რა მინდოდა სინამდვილეში, რისი მჯეროდა სანამ პირველ კვანძს საბოლოოდ გავწყვეტდით. *** ერთი კვირა გადარბენაში ისე გავიდა თავადაც ვერ გავაცობიერე . რაც უფრო მეტს ვგრძნობდი , ვცილობდი მეტად დაკავებული და დატვირთული ყოფილიყო ჩემი გონება , რომ ორმხრივი სიჩუმე სამუშაო ქაოსს მაინც ამოევსო . მე და იოანე მხოლო ეველინის ფოტოებით ვკონტაქტობდით . ლინდაც უსიტყვოდ ჩამეხუტებოდა ხოლმე და მოსვლის შემდეგ თინანოსთან ერთად სამზარეულოში იკარგებოდა . არაფერს მეუბნებოდა , არც საყვედურს , არც რჩევას მაძლევდა . ყველა იმ სანატრელ თავისუფლებას მიქმნიდა , ასე რომ მჭირდებოდა საკუთარი თავის საპოვნელად და მაინც ამდენად რომ მირევდა თავ-გზას და გონებას . ხვალ იტალიაში მიწევდა წასვლა , ახალი რესპოდენტის ჩასაწერად და მხოლო დღევანდელი დღე მქონდა ეველინისთვის კაბის საყიდლად . - ხვალ ნინიკოს დაბადების დღეა - სამზარეულოს მაგიდასთან მდგარმა მითხრა თინანომ . ხელში დაჭერილი ჩაის ჭიქა ჰაერში შემიჩერდა. არ ვიცი რატომ — მაგრამ ამ ერთმა წინადადებამ ოთახი უცებ დააპატარავა. - იქნებ საშოპინგოდ წამოვიდეს ჩვენთან ერთად - ფრთხილად შევეხე ეველინის ქერა თმას და მის აბრჭყვიალებულ თვალებს დავაკვირდი . სულ მცირე ჰყოფნიდა ბედნიერებისთვის . - გოგოების დღე გვექნება ? - ბედნიერი ატიტინდა და კარაქიანი პური გამომართვა . - ვკითხოთ და გავიგებთ . ნინიკოს იდეა ძალიან მოეწონა და ნახევარ საათში უკვე სავაჭრო ცენტრის დიდ, ნათელ ვიტრინებს შორის დავდიოდით სამნი. ნინიკო და ეველინი წინ გარბოდნენ, მე კი უკან მივყვებოდი და ვგრძნობდი, როგორ მიმძიმდებოდა სხეული. — სესილია, შეხედე, ეს როგორ მოგწონს? — ნინიკომ ვიტრინაში გამოფენილ თეთრ, სადა კაბაზე მიმითითა. — ზედმეტად სადაა, — თავი გააქნია ეველინმა და ჩემს კალთას მოქაჩა, — მე ვარდისფერი მინდა! ბევრი ბრჭყვიალებით! ორივეს გაგვეცინა. ნინიკომ იქვე, საკიდზე ჩამოკიდებული ღია ვარდისფერი, ფუშფუშა კაბა ჩამოხსნა. ეველინმა რომ დაინახა, თვალები გაუბრწყინდა. კაბა გამოვართვი და ნინიკოს ვანიშნე, გარეთ დაგველოდე-მეთქი, მე კი ბავშვთან ერთად გასახდელში შევედი. პატარა სივრცეში, სარკეების წინ, ეველინს ძველი ტანსაცმელი გავხადე და ფრთხილად გადავაცვი ახალი, ვარდისფერი კაბა. ზურგზე ელვა-შესაკრავს ვუკრავდი, როცა ფარდის მიღმა მდგარ ნინიკოს ხმა გავიგე. - დედა , არ შემიძლია ... იქნებ ცოტა ხნით გადაგვედო ... კარგი , რომ მოვალ ვილაპარაკოთ . - დე, ნახე, ნამდვილი პრინცესა ვარ! — შესძახა და ფარდა თავად გადასწია, რომ ნინიკოსთვისაც ეჩვენებინა თავი. ნინიკო მაშინვე ჩაიმუხლა, ხელები გაუშვირა და გულში ჩაიკრა. — ულამაზესი ხარ, ჩემო ფერია! — უთხრა და აკოცა, თუმცა შევამჩნიე, როგორ აარიდა ჩემს მზერას თვალი. ეველინს ფოტო გადავუღე და იოანეს გავუგზავნე . — ახლა კაბა შენთვისაც უნდა შევარჩიოთ — მხიარულად ვუთხარი ნინიკოს და შენაძენის გაფორმების შემდეგ გზა გავაგრძელეთ. მის აფორიაქებულ სახეს ვაკვირდებოდი, ბოლოს ვეღარ მოვითმინე, ფრთხილად მოვეფერე მხარზე და ლოყაზე ვაკოცე — ნინიკო, იცოდე, რომ წასასვლელი გაქვს, რაც არ უნდა იყოს, მე გყავარ. შეცბა. — არაფერი ხდება, — სწრაფად თქვა ნინიკომ. ზედმეტად სწრაფად. ნინიკომ ყვითელი, მასავით ფერადი და ნაზი კაბა აირჩია. ძალიან კი მაწვალა, უარობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიიღო ჩემი საჩუქარი და სახლში ბედნიერები დავბრუნდით. გზაში ეველინს ახალი კაბა კალთაში ედო, ნინიკო ფანჯარასთან იჯდა. უჩვეულოდ ჩუმად. სახლში მისულმა ბარგი ჩავალაგე . ჩემთვისაც და ეველინისთვისაც , ამ ერთი კვირის განმავლობაში იოანესთან დარჩებოდა . სავარაუდოდ თინანოც მათთან გაატარებდა დროს . თავი 13 თვითმფრინავის ილუმინატორიდან ღრუბლების თეთრი, უსასრულო მასა ჩანდა. გონების შორი ნაწილიდან ამომიტივტივდა ატირებული ეველინის სევდიანი თვალები. უცნაური იყო მისი კითხვების უეცარი შეწყვეტა დედაზე, მამაზე და ჩვენს ერთ სახლზე. მერე მივხვდი, ამ უცნაურობის მიზეზი იოანე იყო — ჩემი იოანე. აეროპორტში ჩასულმა კვლავ შევამოწმე შეტყობინებები და თინანოს მონაწერიც ვნახე. მეუბნებოდა, რომ უკვე დიდი ხნის მისულები იყვნენ იოანესთან და ეველინიც დიდი მონდომებით ათვალიერებდა მის ახალ ოთახს. უცნაურობამ ხორცი შეისხა და ბინის მარტივი შეკეთების სახე მიიღო. იოანე ოთახის კედლების შეკეთებას ცდილობდა, ზუსტად იმავე ძალისხმევით, როგორითაც ტკივილის აცილებას ჩვენი შვილის გულიდან. იტალიამ თბილი, მზიანი ჰაერითა და ვიწრო, ძველი ქუჩების ხმაურით მიმიღო. სასტუმროში ბარგის დატოვების შემდეგ, მაშინვე გადასაღებ მოედანზე წავედი. ყველაფერი იმდენად სწრაფი იყო, თითქოს გაურკვევლობის ნისლში იძირებოდა ყოველი მოგონება და ვერცერთი წუთით ცხოვრებას ვერ ვასწრებდი. არადა დრო ჩემთვის თითქოს მაინც გაყინულიყო — გაჩერებული იოანეს მორიგ შეტყობინებამდე, ეველინის ახალ ფოტომდე. ჟურნალისტებად ჩასულები, თავად აღმოვჩნდით არაჩვეულებრივი ლილიას რესპონდენტები. პატარა, ლამაზი, გაზაფხულივით მშვენიერი გოგონა აციმციმებული თვალებით გვისვამდა კითხვებს და გზად თავისი აქ ჩამოსვლის ისტორიას გვიყვებოდა. ღია იასამნისფერი ზედა და ჯინსის შარვალი მის უბრალოებას კიდევ უფრო ამდიდრებდა. კარეზე შეჭრილ შავ თმას დროდადრო ქარი უწეწავდა. ყველაფერი სიმწვანეში ჩაკარგულიყო — Villa Borghese-ის ტბაზე არსებულ სიმწვანესა და სიმშვიდეში. ნიჩბის მსუბუქ ხმაზე წყლის ზედაპირი წამით ირღვეოდა და ისევ სწორდებოდა, თითქოს ქალაქის მთელი ხმაური პარკის მწვანე სიჩუმეს გარეთ დაეტოვებინა. — თქვენ ორი დიდი ხანია ერთად მუშაობთ? — არც ისე, — მშვიდად ვუპასუხე და მალევე შევამჩნიე ჩემკენ მომართული თორნიკეს გამჭოლი მზერა. — კამერას ისე უჭერს, თითქოს ადამიანებს კადრებში კი არა, საკუთარ თავში ინახავს, — გამეღიმა. ადამიანების ისტორიებით დაინტერესებულ ლილიას არც თორნიკეს არსებობა გამოპარვია, როგორც ეს უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე. ისიც უცებ გახდა კითხვების ობიექტივის „მსხვერპლი“. უამრავ ადამიანს შევხვდით, უამრავი ახალი სახე გავიცანით და კადრებითა და სხვისი ისტორიებით დახუნძლულები ჩამოვედით უკან. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ თბილისის აეროპორტის კართან იოანეს დახვედრას არ ველოდი. ჩემს გულში, ჩემს ფიქრებსა და წარმოდგენებში უკვე საკმარისი იყო დროც და მანძილიც, რომელიც ერთმანეთისგან შორს გავატარეთ, მაგრამ ჩემი ქმარი ჯიუტად არ არღვევდა აღებულ გეზს. და მეც არ ვცდილობდი საპირისპიროს. ეველინის ფოტოს დავყურებდი და შორიდან მესმოდა გონებაში ათასჯერ გამეორებული იოანეს სიტყვები: „— იქნებ ველოდებოდი დღეს, როცა მიხვდებოდი საკუთარ მნიშვნელობას… და არა ჩემს გამო, არამედ შენი სიყვარულისთვის დაიწყებდი ბრძოლას… არა გაქცევით. დარჩენით“. თვალებს ვხუჭავ და კადრის გასწორებას ვცდილობ. სახლში დაბრუნებულს ოთახი ბუშტებითა და ეველინის ნახატებით მორთული დამხვდა, თავად პატარა ქალბატონი კი ვერსად ვიპოვე. თინანოს დავურეკე. როგორც აღმოჩნდა, ეველინის მეგობართან იყვნენ წასულები და დაახლოებით ერთ საათში დაბრუნდებოდნენ. დაძინებას ვაპირებდი, მაგრამ მანამდე ახალ სიუჟეტს გადავავლე თვალი და შესწორებული ვარიანტი გიგას გავუგზავნე. ეველინის მოლოდინში ჩამეძინა. კომპიუტერთან. მაგრამ მაგიურად ჩემსა და იოანეს ოთახში არ გამღვიძებია. მალევე შემოიჭრა ჟრიამულითა და თავისი სიფერადით ჩემი ქალიშვილი . ჩემი პატარა გოგონა კარებიდანვე გამოიქცა და კისერზე ჩამომეკიდა, თითქოს იმ დღეების ანაზღაურებას ცდილობდა, რაც ერთმანეთის გარეშე გავატარეთ. თინანო სამზარეულოში გავიდა, მე კი ოთახში მიმოფანტულ ფერად ბუშტებს შევავლე მზერა და მას გავყევი. - მამამ ლექსი კარგად მასწავლა - ამაყად გამომიცხადა და ოთახის შუაგულში დადგა პატარა ქალბატონი. ლექსის მოყოლა დაიწყო, პატარა ხელების აქტიური ჟესტიკულაციითა და იმ განსაკუთრებული ინტონაციით, მხოლოდ მას რომ ახასიათებდა. ლექსის შემდეგ ცეკვის ჯერი დადგა. ეველინს ძალიან უნდოდა, რომ ყველაფერი იდეალურად გამოჰსვლოდა. — აი, აქ, დე, ხელები როგორ უნდა გავაკეთო? — მკითხა პატარა მეტიჩარამ და ინტერესით დამაკვირდა . ტელევიზორში გახსნილი კარაოკეს წინ თავადაც დავდექი და მისი პატარა ხელები ჩემს ხელებში მოვიქციე . თინანო ღიმილით უყურებდა ჩვენს მოძრაობებს და ცოტა ხანში თავადაც შემოგვიერთდა . - მადლობა ბუშტებისთვის - ლოყაზე ვაკოცე და ყურში ჩავჩურჩულე . - იოანემ და ეველინმა გააკეთეს - გაეღიმა და ეველინს დასაძინებლად გაუძღვა . გული ამიჩქარდა , ჩვენს გვერდით , ჩემს ფიქრებში ეველინთან მოცეკვავე იოანემ გაიელვა . ერთიანად დავიშალე . თავი 14 . მშობლების ჩათში აქტიურად მიდიოდა განხილვა რესტორნების ასარჩევ ადგილზე . დიდად პრეტენზიული არ ვიყავი , მაგრამ დიდად ვერ ვხვდებოდი ლამაზ კაბებში გამოწყობილი მშობლები რა კავშირში იყვნენ 3 წლის ბავშვების ღონისძიებასთან . ვთვლიდი მცირე ექსკურსიით ან გასართობი ცენტრით უფრო გავახარებდით . მაგრამ საბოლოოდ თავისი გაიტანეს . ერთ-ერთმა მშობელმა ახალდაპროექტებული რესტორანი შემოგვთავაზა ,რომელიც სიახლის გამო ძალიან ბიუჯეტური ფასებით გამოირჩეოდა . რამდენიმე წამში ლინკიც ჩააგდო და ფოტოების გახსნამდეც ვიცანი ადგილი თორნიკეს ფოტოებიდან . მართლაც საოცრად ლამაზი და ჯადოსნური იყო . უცნაურად ნაცნობ და აუხსნელ ხიბლს ატარებდა . ეველინს ნამდვილად მოეწონებოდა . საღამოს, როცა თინანომ მითხრა, რომ იოანემ დარეკა და ღონისძიებაზე ეველინის წაყვანა თავად შემოგვთავაზა, გულმა ერთი რიტმი გამოტოვა. თინანოს დაურეკა . დროზე შევთანხმდით. გადაწყდა, რომ შაბათ დილით ჩვენთან მოვიდოდა და სამივე ერთად წავიდოდით. იმ წუთიდან ჩემს შიგნით სულ სხვა, უხილავი საათი ჩაირთო, რომელიც წამებს მხოლოდ ამ შეხვედრამდე ითვლიდა. ეს არ იყო უბრალო მგზავრობის მოლოდინი. ეს იყო იმ ადამიანთან პირისპირ შეხვედრის შიშიც და სურვილიც, რომელმაც ჩემი გაქცევის შემდეგ სახლი ფერადი ბუშტებით ამივსო, თავად კი ისევ შორს დარჩა. ერთი მანქანაში . ერთ გზაზე . საერთო გრძნობებით . *** როცა რაღაცას ელოდები დრო თან ძალიან სწრაფად და თან ძალიან ნელა გადის . ეველინმა მეც ვარდისფერი კაბა შემირჩია ჩასაცმელად , ფერებში ვემთხვეოდით და ეს სრულიად საყვარელი დეტალი იყო მისთვის აღსაქმელად . ატლასის თხელი ნაჭერი ლამაზად მერგბოდა ტანზე და ზომიერად ამოღებული ზურგი , მაფიქრებდა თმა გამეშალა თუ შემეკრა . ეველინს ძალიან უნდოდა მისნაირი ვარცხნილობა გამეკეთებინა მაგრამ საბოლოოდ გაშლილ თმებზე დამთანხმდა და თმაში რამდენიმე ხელოვნური თმისაბნევიც ჩამიმაგრა . პატარა ვარდისფერი ტიტები . მთელი დილა სახლი პატარა მოუსვენარი ფეხების ხმით და მრავალჯერ გამეორებული ლექსის სტროფებით ივსებოდა . თინანომ მითხრა რომ მოსვლას ლინდასთან ერთად აპირებდა და ამით კიდევ უფრო შეკუმშა მანქანაში ჰაერის რაოდენობა . ისეთი შეგრძნება მქონდა რომ უკან დავბრუნდი და მას პირველად ვხვდებოდი . თითქოს იოანე კვლავ ჩემი არ იყო . ეველინი სარკესთამ ტრიალებდა და მის ვარდისფერ კაბას ამოწმებდა , დროდადრო ფანჯარასთან მისული მამისსაც ელოდებოდა . თინანო უკვე წასული იყო ლინდას შესახვედრად . -დედიკო , მამა მოვიდა - დაიყვილა გახარებულმა და წამსვე მომივიდა შეტყობინებაც ტელეფონზეც . “ქვემოთ გელოდებით “ ორად ორი სიტყვა . თითქოს არაფერი . ასეთი ფერი აქვს სიუცხოვეს ? არ ვიცი . მაგრამ ჩემი აჩქარებული გული რომ მხოლოდ იოანეს სახელზე მძაფრდება ეგ კი ნამდვილად ვიცი . სარკეში ბოლოჯერ შევავლე თვალი ჩემს გამოსახულებას და ეველინთან ერთად , ქვემოთ ჩავედი . ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორი და ამავე დროს არასწორი არჩევანი , მანქანაზე მიყრდნობილი , ჯინსის შავ შარვალსა და ლურჯ ზედაზი გამოწყობილი , წარბშეუხრელად მიყურებდა . ამდენწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად ძნელი იყო მის სახეზე ემოციის ამოკითხვა . თითქოს ჩემს წინ მისი ახალი ნაწილი იდგა . ახალი იოანე , ჩემს შემდეგ . -მამიკო - მხიარულად შესძახა პატარ პრინცესამ და ჩემი ხელებიდან წამსვე გადავიდა მის მკლავებში . ოდნავ შემეხო კანზე და გული კიდევ უფრო ამიჩქარდა , ლოყები შემეფარკლა . ეცადა დაემალა მაგრამ მაინც მსუბუქად გაეღიმა ჩემს რეაქციაზე . არაფერი უთქვამს , ლოყაზე მაკოცა და თითქოს მთელი მონატრება ამ ერთ წამიან კოცნაში ჩაატია . არ ვიცი მისი წვერის დატოვებული კვალის , ნაცნობი სურნელის თუ ზედმეტად ცხელი დღის ბრალი იყო , მაგრამ უკვე ძვლივს ვსუნთქავდი . - ულამაზესი ხარ - ღიმილით უთხრა ეველინს და კარი გამიღო დასაჯდომად . უკან მინდოდა დაჯდომა , მაგრამ ლინდა და მოჩურჩულე ეველინი შევნიშნე და გამეღიმა . სავარძელზე მოვთავსდი . -მადლობა, მამიკო, დედიკომ თმაში ტიტები ჩამიწნა! -სიამაყით ამცნო ეველინმა და იოანეს კისერზე ხელები უფრო მჭიდროდ მოხვია. იოანემ შვილი ფრთხილად დასვა უკანა სავარძელზე, მის უსაფრთხოების ქამარს დაწვდა და სანამ შეკრავდა, მზერა წამით ჩემკენ გამოაპარა. მისი თვალები ჯერ ჩემს ღია ზურგზე, ატლასის ვარდისფერ ქსოვილზე შეჩერდა, შემდეგ კი თმაში ჩაბნეულ ხელოვნურ ტიტებს აჰყვა. საჭესთან დაჯდა, ღვედი შეიკრა და ძრავი აამუშავა. მანქანაში მყისვე გაიფანტა მისი ნაცნობი სურნელი — მერქნისა და რაღაც ცივი, მამაკაცური არომატის ნაზავი, რომელიც წლების განმავლობაში ჩემი სიმშვიდის გარანტი იყო, ახლა კი ჰაერს მიმცირებდა. -გიხდება- ჩუმად, თითქმის შეუმჩნევლად ჩაილაპარაკა. - მადლობა - ჩახლეჩილი ხმით ძვლივს მოვახერხე პასუხის დაბრუნება . უკანა სავარძლიდან თინანოსა და ლინდას მხიარული ჩურჩული და ეველინის წკრიალა სიცილი ისმოდა. გოგოები თავგამოდებით ცდილობდნენ, პატარასთვის განწყობა შეექმნათ, მაგრამ მე და იოანეს შორის არსებული მდუმარება იმდენად მყარი და მძიმე იყო, თითქოს წინ სრულიად სხვა, იზოლირებულ სამყაროში ვიმყოფებოდით. იოანეს მზერა გზაზე ჰქონდა მიმართული, მისი დიდი, ძარღვიანი ხელები მყარად უჭერდნენ საჭეს, თუმცა დავაფიქსირე, როგორ დაეჭიმა ყბის ძვალი ჩემი მზერის გამო . ეს დუმილი ჩვენს შორის არ ყოფილა უბრალო უხერხულობა — ეს იყო დაგროვილი სათქმელი, რომელიც ჰაერში ელექტრონულ მუხტად ტრიალებდა და ნებისმიერ წამს აფეთქებით გვემუქრებოდა. — მისამართი ზუსტად იცი? — ხმადაბლა ვკითხე, როცა ვიგრძენი, რომ სიჩუმე უკვე ფიზიკურად მგუდავდა. — დაახლოებით. ახალი გახსნილია და გზა ბოლომდე არ მახსოვს, — თქვა მან ისე, რომ მზერა გზისთვის არ მოუშორებია. ტელეფონი მოვამზადე, რუკის აპლიკაცია გავხსენი და მშობლების ჩათიდან გადმოწერილი ლოკაცია ჩავწერე. ეკრანზე წამსვე აციმციმდა მარშრუტი. ტელეფონიანი ხელი სიჩქარეების გადამრთველთან, მისკენ გავაწოდე, რომ ეკრანისთვის შეეხედა. იოანემ წამით გამოხედა რუკას, მერე მზერა ისევ გზას გაუსწორა, მარჯვენა ხელი საჭეს მოაშორა და ტელეფონისკენ გამოწია , სრულიად შემთხვევით , მისი თბილი თითები ჩემს მტევანს ზემოდან გადაეფარა. ეს არ ყოფილა უბრალო შეხება — ეს იყო მოულოდნელი, მჭიდრო კონტაქტი, რომელმაც ორივე ერთდროულად დაგვამუხტა. იგრძნო, როგორ შევცბი და ჩემმა პულსმა მის ხელისგულზე მიბჯენილ მაჯაში გიჟური რიტმით დაიწყო ფეთქვა. ღრმად ამოისუნთქა , თითქოს სხეულში გავლილმა დენის დარტყმამ მასაც წაართვა სიტყვები. — შენ დაიჭირე, თუ შეგიძლია... — დაბალი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით თქვა მან, ხელი მაშინვე უკან დასწია და საჭეს მოკიდა. ეს შეხება მხოლოდ წამს გაგრძელდა, მაგრამ ამ ერთმა წამმა მანქანაში დარჩენილი ჰაერი საერთოდ გააქრო. სარკეშიც კი ვერ ვიხედებოდი, მეშინოდა, ლინდას ან თინანოს ჩვენი აფორიაქება არ შეემჩნიათ, თუმცა წინ, ჩვენს იზოლირებულ სამყაროში, ყველაფერი აშკარა იყო. ტელეფონი აკანკალებული თითებით უფრო მყარად ჩავბღუჯე. მზერა ჩემ აკანკალებულ თითებზე გაუჩერდა . — დიდხანს ფიქრობდი? — მკითხა თითქოს მოულოდნელად, მაგრამ იმ მიზნით ჩემთვის დაკარგული სიმშვიდე დაებრუნებინა. მისი ტონი ახლა ისეთი ხავერდოვანი და იმდენად პირადული იყო, რომ მთელი სხეულით კანკალმა გადამიარა. — რაზე? — ჩურჩულით, ძლივს გასაგონად გავხედე პროფილში. — თმის გაშლაზე — წამით გადმომხედა და მის თვალებში ძველმა, კარგად ნაცნობმა ნაპერწკალმა გაირბინა, რომელმაც ჩემი ისედაც შეფაკლული ლოყები უფრო მეტად ამიწვა — ვიცი, რომ ვერ იტან, როცა კისერზე თმა გეყრება, მით უმეტეს სიცხეში. მაგრამ... მიხარია, რომ მაინც ასე დატოვე. გიხდება-მზერა ისევ გზას გაუსწორა და მანქანა მოსახვევში შეუფერხებლად შეაყოლა. გაოცებულმა და სუნთქვაშეკრულმა ფანჯარაში გავიხედე. ის ისევ ისე მიცნობდა, როგორც არავინ სხვა. იცოდა ჩემი ყოველი პატარა ჩვევა, ყოველი ყოყმანი სარკის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა გაქცევამ ჩვენს შორის უზარმაზარი უფსკრული გააჩინა. მანქანიდან გადასვლისთანავე ბავშვების ჟრიამულმა და სადღესასწაულო მუსიკამ მოგვიცვა. ეველინი მაშინვე თავის ბაღელებთან გაიქცა, ლინდა და თინანოც უკან გაჰყვნენ, მე და იოანე კი ნელა მივყვებოდით ერთმანეთს. ჩემს მაჯაზე მისი თითების ნაანდერძევი სითბო ჯერ კიდევ არ განელებულიყო. კონცერტმა საოცრად ჩაიარა. ეველინმა თავისი ლექსის სტროფები ისეთი მონდომებით წარმოთქვა, სცენიდან პირდაპირ იოანეს რომ უყურებდა, თვალები ამემღვრა. ჩემ გვერდით მდგარ იოანეს გადავხედე — მის სახეზე ისეთი უსაზღვრო სიამაყე და სითბო აღბეჭდილიყო, რომ კიდევ ერთხელ მეტკინა გული. კონცერტის დასრულების შემდეგ, რესტორნის შიდა, დახურულ სივრცეში გადავინაცვლეთ. დარბაზი მართლაც საოცრად ლამაზი და ჯადოსნური იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც თორნიკეს ფოტოებში ვნახე. თუმცა, შიგნით შესვლისთანავე ზურგზე ცივმა ჟრუანტელმა გადამიარა. — ოჰ, ვინ მოვიდა! — დარბაზის სიღრმიდან ნაცნობი, მამაკაცური ხმა გაისმა. ეს რატი იყო, იოანეს უახლოესი მეგობარი. კლასიკურ შავ პიჯაკში გამოწყობილიყო , სანდარასთან ერთად , მათი აქ დანახვა ნამდვილად გამიკვირდა. იოანემ მეგობარს მხარზე ხელი დაჰკრა, მე კი ძალდატანებით გავუღიმე და მივესალმე. წელზე იოანეს ხელი ვიგრძენი . რატის და სანდრას ყურადღება დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ხალხის მასა გაირღვა და ჩვენკენ ის ადამიანი წამოვიდა, რომლის სახელიც ჩემთვის და იოანესთვის ნამდვილ ნაღმს ნიშნავდა. ტატიანა . ის ისეთივე დახვეწილი, ამაყი და თავდაჯერებული იყო, როგორც ყოველთვის. იოანეს სხეული ჩემ გვერდით წამსვე ქვასავით დაიჭიმა. ჩემს წელზე მოხვეული ხელი დაეძაბა და ყბის ძვალი ისე გამოეკვეთა, მივხვდი, როგორ ცდილობდა ემოციების მოთოკვას. ემოციის მოთოკვას მის გამო თუ ჩემ გამო ? — გამარჯობა, იოანე. მოგწონს, როგორ დასრულდა შენი პროექტი? — ტატას ხმაში ირონიაც ერია და რაღაც ძველი, დაუმთავრებელი ტკივილიც. მერე მზერა ჩემზე გადმოიტანა, თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა, დიდხანს შეყოვნდა და დააკვირდა იოანეს ხელს ჩემს წელზე — სესილი... არ ველოდი შენს აქ ნახვას. თუმცა, ეველინის დღესასწაულია, რა თქმა უნდა. ეს პროექტი იოანესი იყო . რესტორანში მოქცეული ორანჟერიე ტატიანასთვის . ჩემი ორანჟერიე . ატმოსფერო წამებში იმდენად დამძიმდა, რომ ჰაერი ისევ ფიზიკურად გამიქრა, როგორც მანქანაში. სწორედ ამ დროს ჩემს თვალწინ კამერის განათებამ გაელვა. — ასე, არ გაინძრეთ, საოცარი კადრია! — თორნიკე, თავისი მძიმე კამერით ხელში, პროფესიონალური სიზუსტით იჭერდა მომენტებს. მან კიდევ რამდენჯერმე ჩამოჰკრა თითი ღილაკს. ობიექტივში ალბათ იდეალურად ჩანდა იოანეს ცივი, დაძაბული მზერა, ტატას დამცინავი ღიმილი და ჩემი აკანკალებული ხელები, რომლებიც ატლასის ნაჭერს ათამაშებდნენ. ვცდილობდი ცრემლიანი თვალები დამემალა . წამით შემომხედა თვალებში და ვიგრძენი იოანეს მზერა ტატასგან თორნიკეზე როგორ გადავია . მხარზე მაკოცა . — ცოტა ხნით გავალ — ჩავჩურჩულე ისე, რომ მისთვის არ შემიხედავს. — გამოგყვები — იოანემ ხელი უფრო მჭიდროდ მომხვია, მისი ხელებიდან დახსნის საშუალება არ მომცა. — რამდენიმე დეტალის გარკვევა მინდოდა პროექტთან დაკავშირებით,— წამსვე ჩაერთო ტატა, აშკარად ცდილობდა იოანეს ყურადღება მიეპყრო. — რატის პროექტია, მხოლოდ მე არ მიმუშავია. ის უკეთ აგიხსნის, — გზაში დამეწია იოანეს სიტყვები. მან ნაბიჯს შეუნელა და თითქოს მიხვდა, რომ ახლა ჰაერი ყველაზე მეტად მჭირდებოდა, კვლავ მომცა გაქცევის საშუალება. ის მართალი იყო . მე არ ვუსმენდი . გულაჩქარებული მოვეჭიდე აივნის სახელურს . ფოტოაპარატის ხმა გაისმა . თავი არც შემიბრუნებია , ვიცოდი ვინც იყო . -მინდოდა შენთვის მეთქვა - გამართლებასავით გამოუვიდა ჩამავალი მზის შუქზე გადაღებულ ჩემს ფოტოს დახედა. მართლაც ლამაზი კადრი იყო .ჩემი ცეცხლისფერი თმა და ვარდისფერი კაბა საოცრად ერწყმოდა ერთმანეთს. ფოტოც თითქოს რაღაც სევდას ასხივებდა. -მაგრამ არ მითხარი - მშვიდად ვუპასუხე . -მინდოდა გაგერკვია და თავად მიმხვდარიყავი ,რა გინდოდა . -შენი აზრით რა მინდა ? - ირონიულად ვკითხე და სახეზე დავაკვირდი . ოდნავ მისკენ გადავიხარე . მან აქ მოსვლის საშუალება მომცა . ისევ არაფერი მითხრა . ისევ მარტო დამტოვა ამ ყველაფრის შუაგულში . როგორი იყო თავისუფლება ? რისი ფერი ჰქონდა მას ? - რომ ერთხელ მაინც იყო მამაცი საკუთარი თავისთვის , ერთხელ მაინც არ გაიქცე იმისგან ვინც ხარ .. -ისიც გადმოიხარა ჩემსკენ , სახე არ გამიწევია . -ნუთუ ? - ირონიულად გამომივიდა . თორნიკეს თითები ჩემს ლოყაზე ვიგრძენი , ფრთხილად შეეხო ჩემს თმას , მის ტუჩებს ჩემი ტუჩებისგან მილიმეტრები აშორებდა . ვერაფერს ვგრძნობდი . ვერაფერი სიცივისა და იმედგაცრუების გარდა . შურისძიების სურვილის გარდა, რომლიც ძალიან წააგავდა თავისუფლებას . მაგრამ , თორნიკე თავისუფლება არ იყო . არც არჩევანი . თორნიკე არაფრით იყო განსხვავებული იმ ადამიანებისგან რომელიც თავიანთ სიმართლეს ჩემზე ავრცელებდნენ . განსხვავებული ის იყო , მის გამოჩენას ამ წამს მთელი სხეულით რომ ვგრძნობდი . ის ვისგანაც მუდმივად გავრბოდი და ახლაც , მაშინაც როცა მისი ყოფილი საცოლე მარტივი , სულელური ეჭვიანობით ცდილობდა ჩვენს შორის ბრაზის გაჩენას . ის ვინც ეჭვიანობის გამო ღალატს არ იმსახურებდა . ის ვის გამოც ეჭვიანობაზე გავიმარჯვე . ამ მომენტამდე ვერ ვხვდებოდი რა უნდოა ჩემგან უნდოდა მებრძოლა . განა მისთვის , საკუთარი თავისთვის , საკუთარი სიყვარულისთვის . უნდოდა დამენახა . თორნიკეს მოვშორდი მაგრამ თვალები არ გამიხელია , არ მინოდა მისი იმედგაცრუებული სახის დანახვა . დახუჭული თვალებით დავინახე , თორნიკეს სახეში მოხვედრილი იოანეს ხელი . დახუჭული თვალებით ვგრძნობდი , მის აჩქარებულ, მშვიდ სუნთქვასა და გულისცემას . - მეორედ რომ შეეხო .. აღარ გავჩერდები - სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები . ვგრძნობდი თავის შეკავებას როგორ ცდილობდა ეველინის გამო . თორნიკემ ტუჩის კუთხიდან წამოსული სისხლი ხელის ზურგით მოიწმინდა, თავი ნელა ასწია და იოანეს პირდაპირ თვალებში ჩახედა. მის სახეზე შიშის ნასახიც კი არ იყო — პირიქით, კმაყოფილმა, სარკასტულმა ღიმილმა გადაურბინა. — მხოლოდ ეს შეგიძლია, იოანე? — ჩუმად, ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა მან — ძალადობა მაშინ იწყება, როცა არგუმენტები აღარ გყოფნის. შენ ის პროექტის გამო კი არ დაგიტოვებია... შენ უბრალოდ ვერ ეგუები, რომ შენი საკუთრება აღარ არის. აი, შენი ნამდვილი სახე. სესილი, ხედავ? — ჩემი ურთიერთობა შენი საქმე არ არის, თორნიკე. საკუთარ ხმაში ჩამალულმა სირცხვილმა და სიმყარემ ყელი გამიშრო. მისი საქმე მართლაც არ იყო, მაგრამ როცა მჭირდებოდა, განა თავად არ ვაძლევდი ჩემს ცხოვრებაში უცერემონიოდ ჩარევის საშუალებას? არა , არ ვაძლევდი . ის ყოველთვის , გატეხილს და დაბნეულს საკუთარ სიმართლეში მარწმუნებდა . დაკარგულს მისი სიმართლის ლამპარს მინთებდა , მისთვის სასურველ გზას მინათებდა . — უმჯობესი იქნება, თუ წახვალ, — ძლივს გასაგონად დავამატე და მზერა ავარიდე. თორნიკემ კიდევ ერთხელ შემოგვხედა — ჯერ მე, აკანკალებულს, მერე იოანეს, რომელიც მზად იყო ნებისმიერ წამს თავშეკავების უკანასკნელი ძაფიც გაეწყვიტა. მერე ჩუმად ჩაიცინა, კამერა შეისწორა, ზურგი შეგვაქცია და აივნის კარი გამოაღო. დარბაზიდან წამოსული მუსიკის ხმა წამით შემოიჭრა ჩვენს სივრცეში და ისევ მიწყდა, როცა კარი მის ზურგსუკან დაიხურა. -გაერთე შენი პატარა შურისძიებით ?-მისი ხმა იმდენად დაბალი და ხავერდოვანი იყო, რომ ზურგზე ცივმა ჟრუანტელმა გადამიარა- თუ ასეთი გინდოდა გენახე... გეთქვა. სიტყვები ყელში გამეჩხირა. — ის მართალი იყო... — ჩურჩულით ჩავილაპარაკე და აივნის სახელურს უფრო მაგრად ჩავებღუჭე — შენ ყოველთვის შორს დგახარ. თავისუფლებას მაძლევ, მაგრამ ამ თავისუფლებაში მახრჩობ. აქაც... ეს რესტორანი... ტატიანა... ყველაფერი ისევ შენს გარშემო ტრიალებს. შენ მომეცი აქ მოსვლის უფლება, რომ ისევ მარტო ვყოფილიყავი? იოანემ ირონიულად, მწარედ ჩაიცინა. ისე ახლოს მოვიდა, რომ მისი მერქნისა და ცივი აკორდების ნაზავი სურნელი ისევ ჩემს ფილტვებში შეიჭრა. ხელი ასწია, მეგონა შემეხებოდა, მაგრამ მისი თითები ჩემს თმაში ჩაბნეულ ხელოვნურ ტიტასთან გაჩერდა. ფრთხილად შეეხო ვარდისფერ ტიტას.მომხსნა და ხელის გულზე მოიქცია . —ჰო. შეიძლება შევცდი კიდეც. არ ვიცოდი სად მთავრდებოდა შენი თავისუფლება და სად იწყებოდა ჩემი შიში, რომ ბოლომდე დაგკარგავდი-ოდნავ შეყოვნდა - ტატიანა პრობლემა არასდროს ყოფილა, სესილი. შენთან ყოფნის დღიდან ეგ ამბავი დასრულებული იყო.— მისი ცერი მსუბუქად შეეხო ხელის გულზე მოქცეულ თმისაბნევს და ჰორიზონტს გახედა —თორნიკემ შენ კი არა შენი დაბნეულობა დაინახა. ხელი ჩამოუშვა და ნაბიჯი უკან გადადგა. მისი ყბის ძვალი ისევ დაეჭიმა. აშკარა იყო, როგორ ებრძოდა საკუთარ თავს. ისევ მაძლევდა თავისუფლებას . — ეველინი გველოდება. ლინდამ და თინანომ არაფერი უნდა შეამჩნიონ, — თქვა ცივად, სახიდან ყოველგვარი ემოცია წაშალა და ისევ ის უცხო იოანე გახდა, რომელიც დილით მანქანასთან დამხვდა, — შეიმშრალე თვალები, სესილი. შიგნით შევდივართ. ზურგი შემაქცია და დარბაზისკენ წავიდა. მე კი რამდენიმე წამით კიდევ დავრჩი აივანზე, ჩამავალი მზის შუქზე, აკანკალებული თითებით და იმის გააზრებით, რომ ამჯერად ჩემი გაქცევა არა იოანესგან, არამედ საკუთარი თავისგან დაიწყო. თავი 15 . დარბაზში დავბრუნდი. იოანე უკვე მაგიდასთან იჯდა. ისე მშვიდად, წარბშეუხრელად ესაუბრებოდა რატის, თითქოს რამდენიმე წუთის წინ მისი მუშტი სხვის სახეში არ მოხვედრილიყოს და აივანზე საკუთარი გული ხელისგულზე არ დაედოს. მხოლოდ მარჯვენა ხელის დაჭიმული ძარღვები და ოდნავ შესივებული თითები ყიდდა მის რეალურ მდგომარეობას. — დედიკო! ნახე, რამდენი ბუშტი მომცეს! — ეველინი სკამზე ტრიალებდა და თავის ვარდისფერ კაბას ბედნიერი აფრიალებდა. — საოცარია, ჩემო პრინცესა — ვუპასუხე ხმადაბლა და მის გვერდით, იოანეს პირდაპირ დავჯექი. მთელი საღამო ასე გაგრძელდა — როლების თამაშში, სადაც მე და იოანე იზოლირებულ სამყაროებს ვგავდით. ლინდა და თინანო ემოციურად განიხილავდნენ კონცერტს, იოანე დროდადრო მათ აუღელვებლად, თბილად პასუხობდა, მე კი ყალბი ღიმილი სახეზე მიყინული მქონდა. ჩვენი მზერა ერთმანეთს თითქმის არ შეხვედრია, მაგრამ მაგიდასთან ჰაერი ისეთივე მჭიდრო და დამუხტული იყო, როგორც დილით, მანქანაში. უკან დაბრუნების გზა ნამდვილ წამებად იქცა. ქალაქს უკვე სრული სიბნელე გადაჰფენოდა, მხოლოდ გზისპირა ლამპიონების შუქი ჭრიდა დროდადრო სალონის წყვდიადს. უკანა სავარძელზე ემოციებისგან დაცლილ, გადაღლილ ეველინს თინანოს კალთაში ჩაეძინა. ლინდაც ჩუმად, ფიქრებში წასული იყურებოდა ფანჯარაში. გზაში მივხვი რომ გეზი , ჩვენი კი არა ჩემი სახლისკენ აიღო . ჯიუტად არ არღვევდა ჩემთვის მოცემულ თავისუფლებას . ჩემი მზერა უნებურად გადავიდა მის მარჯვენა ხელზე, რომელიც საჭეს მყარად, ძალდატანებით უჭერდა. თითები აშკარად დასიებოდა. გულში უცნაურმა, მწველმა სინანულმა დამიარა — ეს ჩაშავებული კვალი ჩემი გამოწვეული იყო. როცა მანქანა ჩვენს სადარბაზოსთან გაჩერდა, თინანომ ფრთხილად შეასწორა მძინარე ეველინის პოზა. — მე ამოვიყვან, თინანო, — ჩუმად თქვა იოანემ, მანქანიდან გადავიდა და შვილი საოცარი სინაზით გადაიბარა მკლავებში. ბავშვმა ძილში რაღაც ჩაიბუტბუტა და მამის კისერს პატარა ხელებით უფრო მჭიდროდ მიეკრა. ლინდა და თინანო წინ მიდიოდნენ, ჩვენ კი უკან მივყვებოდით. ლიფტის ვიწრო, დახშულ სივრცეში იოანეს აჩქარებული სუნთქვა ისე მკაფიოდ მესმოდა, თითქოს ისევ აივანზე, თვალდახუჭული ვმდგარიყავი მის წინ. ბინაში შესვლისთანავე თინანომ და ლინდამ ეველინი საძინებელში შეიყვანეს დასაწვენად. მისაღებ ოთახში ნახევრად ჩაბნელებული სივრცე და ყრუ მყუდროება ჩამოწვა. იოანე საძინებლიდან გამოვიდა, კარი ხმაურის გარეშე მიხურა და წასასვლელად შემობრუნდა. — იოანე... — ხმადაბლა დავუძახე. ხმაში ჩამალულმა მღელვარებამ ყელი გამიშრო. ის შეჩერდა. ზურგით იდგა ჩემკენ, მისი ფართო მხრები ოდნავ აზნექილიყო, თითქოს მთელი ამ დღის სიმძიმე ზურგით მიჰქონდაო. მერე ნელა შემოტრიალდა. სახეზე ისევ ის ნიღაბი მოერგო — ცივი, უემოციო სიმშვიდე, რომლითაც დილით შეხვედრისას მიყურებდა. -დარჩი - სუნთქვას ამოყვა ჩემი სიტყვები . მოლოდინი ისევ სიჩუმით იყო დამძიმებული . — დარწმუნებული ხარ, სესილი? — მისი ხმა იმდენად დაბალი და ხავერდოვანი იყო, რომ სხეულში ჟრუანტელმა გადამიარა. მზერა არ მოუშორებია ჩემთვის. — ხელი... ძალიან გტკივა? — ნაბიჯი გადავდგი მისკენ, თითქოს ამ კითხვით დროს ვწელავდი, რეალურად კი მხოლოდ იმის სურვილი მქონდა, ჩვენ შორის არსებული ეს მანძილი გამექრო. მზერა მის დასიებულ, ჩაშავებულ თითებზე გადავიტანე.ხელით ძვლივს შევეხე დასიებულ მტევანს და საკუთარი ბრაზი პირველად ფიზიკურ ფორმაში დავინახე . იმავე წამს დასველდა იოანეს ხელი ჩემი ცრემლებით . - ახლა ვერ დავრჩები , სესო - თვალი არ მოუშორებია ჩემთვის და არც ხელი გაუწევია . ფრთხილად ვაკოცე ხელზე და მის ღრმა ამოსუნთქვას საკუთარიც ამოვაყოლე - დანაშაულის გრძნობის გამო არ ..მე მეტჯერ ვეღარ დაგითმობ სივრცეს სხვა ადამიანებისთვის, — თქვა მან, ზურგი შემაქცია და კარისკენ გადადგა ნაბიჯი. პირველად ვიგრძენი უნდობლობის მჟავე გემო პირში . პირველად დავინახე საკუთარი თავი მისი თვალებით — მე აღარ შემიძლია ვიყო ადამიანი, რომელსაც მუდმივად უკან ტოვებ, სესო. კართან გაჩერდა, სახელურს ხელი მოკიდა, მაგრამ არ მოუხედავს. ის ჩემგან პასუხს ელოდა — არა სინანულით ან შეცოდებით ნაკარნახევს, არამედ იმ სიმამაცეს, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემგან ითხოვდა. იმ სიყვარულს რომელიც მთელი ცხოვრება მქონდა . იმ ნაწილს რომელიც ჩემში მისთვის დაიბადა . და მე , ყველაფერის შემდეგ , მაინც არ შემეძლო . არ შემეძლო , იმიტომ რომ იოანეს სესილიას გარეშე არ ვიცოდი ვინ ვიყავი . მეშინოდა. საკუთარი თავის . საკუთარი გამოწვეული ტკივილის . მისი სიყვარულის . მისი შესაძლო უფროობის . ყველა ნათქვამი მე უფროს მიმართ დამალული სიმართლის . შემეშინდა იმ პასუხისმგებლობის, რასაც ნამდვილი, გაუცნობიერებელი თავისუფლების დათმობა ერქვა. შემეშინდა - უჩემობის . ხმაურიანმა სიჩუმემ ოთახში არსებული სიჩუმე კიდევ უფრო გააღრმავა . იოანეს მხრები ოდნავ ჩამოეშვა — ეს იყო წამიერი, თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობა, თითქოს უკანასკნელი იმედიც საბოლოოდ გაეპარაო. მას აღარაფერი უთქვამს. ჩემი დუმილი მისთვის ყველაზე მკაფიო პასუხი იყო. კარის სახელური დაიწია. საკეტის ყრუ ჩხაკუნი ნახევრად ჩაბნელებულ მისაღებ ოთახში გასროლასავით გაისმა. კარი გაიღო, დერეფნიდან შემოსულმა ცივმა შუქმა წამით შელახა ჩვენი მყუდრო წყვდიადი, და მომდევნო წამს ყველაფერი დასრულდა. კარი ნელა, რბილად დაიხურა. ის წავიდა. მუხლები ამიკანკალდა და ჩავიკეცე . მზერა დაბინდული თვალებით კარებზე გადავიტანე. კარს იქით მის სუნთქვას ვგრძნობდი . უბრალოდ უნდა გამეღო , და მე , ესეც არ შემეძლო. ოთახში ლინდა შემოვიდა , ჩემთან მოვიდა და შუბლზე მაკოცა . თინანო კარის ჩარჩოს ეყრდნობოდა . არაფერი უთქვამთ . მათ იცოდნენ. ყველაფერი იცოდნენ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მაგრამ ჩემს გაკიცხვას არავინ აპირებდა, რაც კიდევ უფრო მიმძიმებდა დანაშაულის განცდას. — ეველინს სძინავს... — ძალიან ჩუმად, თითქმის ჩურჩულით თქვა ლინდამ და თმაზე გადამისვა ხელი, — ყველაფერი კარგად იქნება, სესო. ახლა უბრალოდ დაისვენე- ფეხზე ადგა და წავიდა . მე ვერ მივიღებდი იოანეს ასეთ მოთმინებას, სანამ თავად არ გავერკვეოდი საკუთარ ქაოსში. და მაინც , ყველაზე ირონიული ამ ყველაფერში ის იყო რომ , ჩემს თავისუფლებაში მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი დანამდვილებით: იოანეს კარს იქით დატოვებული სუნთქვა იყო ერთადერთი ჰაერი, რომლითაც სუნთქვა შემეძლო. თავი 16 . ნინიკო სამსახურში ყოველდღიურობა რუტინულად მიმდინარეობდა . თორნიკეს სახეზე დამატებითი ლურჯი ტონები შევნიშნე და მაშინვე დავინახე ამ ყველაფერში იოანეს ხელწერა . არაფერი მითქვამს , იმ დღის შემდეგ მასაც არ უთქვამს ერთი გადაბრუნებული წინადადება . ერთ დღეს სამსახურში დაბრუნებულს , სადარბაზოს კართან ერთ ბიჭთან მოლაპარაკე ნინიკო შევნიშნე , ჩემს დანახვაზე მეტად გაწითლდა , მეც თვალი ჩავუკარი და გზა გავაგრძელე .ჩემი ნაჩუქარი ყვითელი კაბა ეცვა . თმები მხრებზე ლამაზად ჩამოშლოდა და ისე იღიმოდა ანათებდა . ბიჭიც აშკარად მოხიბლული იყო მისი სილამაზით . ალბათ ლუკა იყო . ის ბიჭი კლასიდან ნინიკოს რომ მოსწონდა. სახლში დაბრუნებულს დეტალურად გამოვკითხავდი ყველაფერს , ნეტავ იცოდეს პატარა ქალბატონმა რომ ამჯერად ყველაფერი უნდა მომიყვეს . ჩაის წყალი დავადგი . დღეს იოანეს გამოჰყავდა ეველინი ბაღიდან და დროის მასთან გატარებას აპირებდა . მოვიტყუები თუ ვიტყვი რომ მათთან ყოფნა არ მინდოდა . ჩაი ჩამოვასხი და სავარძელში ალბატ კამიუს “ უცხოს “ ბოლო გვერდები გადავშალე . რა მარტივია შორიდან უბრალოდ მერსოს დახასიათება . და როგორი რთული იმის გაგება თუ რა აზრი აქვს სიცოცხლეს რომლითაც არ გიცხოვრია .. სიჩუმე ხმაურმა გაფანტა . მოულოდნელად გავიგონე მანქანის უხეში დამუხრუჭების ხმა რასაც თანმდევი ხმაც მოყვა . -ხელი გაუშვი - თითქოს შორიდან მომესმა სიტყვები და თან ქალის კივილიც დაერთო თან . მეც გულაჩქარებული ფანჯრისკენ გავიქეცი რომ გამეგო რა ხდებოდა . გავიყინე . შავი ჯიპისკენ , მაჯაში ჩავლებული ხელით , ძლიერად ექაჩებოდა ზურა პატარა ნინიკოს . თითქოს შთანთქმას უპირებდა . სიტყვები ყელში გამეჩხირა . კარებისკენ გავიქეცი . ფეხებში იმხელა სიმძიმეს ვგრძნობდი ძვლივს ვადგამი . ბოლო საფეხურზე წავიქეცი , გადაყვლეფილი მუხლები და დაკაწრული ხელები ვერც აღვიქვი . პანიკისგან , ჩახლეჩილ ხმას ვერაფერს ვუხერხებდი და მთელი სხეული ვიბრირებდა , მიყვიროდა . სამი სართული. წყეული სამი სართული . 36 საფეხური . გარეთ გასულს , ყელში ჰაერის ძლიერი ტალღა გამეჩხირა . ვერ ჩავისუნთქე . მუხლებზე დავეცი . ხმა უმისამართო სიტყვებში დამეკარგა . ვერც იქვე დაგდებულ , ნაცემ ლუკას ვამჩნევდი .. მანქანის დატოვებულ უმისამართო მტვერს და ლანდს, დაბრუნებას ვევედრებოდი . *** ლუკას დეტალლურად ახსოვდა , ზურას აღწერილობა , მისი თანმხლები პირების და ჯიპის რომლითაც ნინიკო წაიყვანეს . მე შავი მეგონა . თურმე ლურჯი ყოფილა. ოკეანესავით . უკიდეგანო . *** დროს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს . დროს რომელიც ახლა ასეთი ცოტა იყო . პროცედურებსა და დეტალებს, რომლებიც იმ წამს სრულიად უაზროდ გეჩვენება.“ სიტყვებს რომელიც გესმის . სიტყვებს რომელსაც ამბობენ . სიტყვებს რომელსაც ამბობ . კარგად არ მახსოვს , გონებაში მხოლოდ თორნიკეს აღმართული სხეული შემომრჩა , ჩემსა და ჩემს მეზობელს შორის რომ იყო ჩამდგარი . “თავმოყვარე კაცია , დანიშნულია გოგო , აბა რას იზამდა “ “მიშველე სესილი” ექოდ ჩამესმა მარინას ხმა და ჩავიკეცე. *** მსხვერპლი პასუხისმგებელია სხვის ჩადენილ დანაშაულზე . *** თორნიკეს მანქანა შავი იყო . ნამდვილად შავი . ჩამოწეული ფანჯრების მიუხედავად ჰაერი მაინც არსად იყო . ხელისგულზე , უკვე ალაგ-ალაგ იფანტებოდა მზის სხივები - ასეთი მძიმე , არასდროს მომჩვენებია . მაისის სიო , მარტივად ფანტავდა ხელში მოქცეულ იმედებს . თან დაატარებდა მზის თბილ სხივებს . პირველი სახლი , თეთრი კარებით იყო , მშვიდობის და იმედის ფერით , მაგრამ უნინიკოდ . მეორე .. მეორე სახლის ფერი არ მახსოვს . მხოლოდ სიცარიელე . უწონადობა , რომელიც იოანეს შეტყობინებამ დაარღვია . მისამართი იყო . გულაჩქარებულმა , თორნიკეს გავუწოდე და ახალი გეზი ავიღეთ . *** რა აზრი აქვს სიცოცხლეს თუ კი არ გიცხოვრია ? რა აზრი აქვს დროს ? *** შენი ხმა მესმის . შენი ხმა ჩემს სხეულს ესმის . მე შენ გხედავ , ნინიკო . *** მიმიკას დიდი მნიშვნელობა აქვს . მთელს ჩვენს ემოციას გასცემს . *** კარი ჩაკეტილი არ იყო . ჩაკეტვა აღარ სჭირდებოდა . *** კარს იქით მე ვიყავი . კარს იქით ჩემი შვილი იყო . კარს იქით ნინიკო იმედით იცდიდა . *** სავარძელზე მშვიდად მჯდარი ზურა დაგვხვდა. სახეზე გამარჯვების მშვიდი, აუტანელი გამომეტყველება ჰქონდა. თორნიკეს დანახვისას ირონიულმა ღიმილმა სახე გაუბადრა . *** სახელური ასე არასდროს გაციებულა . ფეხებზე ტალღების მსუბუქი შეხება ვიგრძენი . ოკეანე ძალიან ჩუმი იყო . აუღელვებელი . უშტორმო . თითქოს ვერ გაგებული დახმარების ხმა უკვე ჩაეშთანთქა . *** ნინიკო ჩაქრა . სახე ცისფრად შეეღება . ყვითელ კაბას წითელი ფერი შეერია . არ უხდებოდა . მზეს გაქრობა არ უხდებოდა . ლურჯ ცაზე შეფერილი მზე ასეთი წითელი არასოდეს ყოფილა . *** ოთახის კუთხეში ჩაკეცილი ნინიკოსკენ ნაბიჯი ვერ გადავდგი . შემეშინდა შეხებით , მეტად არ მეტკინა . თქვენი ყველა სიტყვა უმნიშვნელო ყოფილა ? თქვენს მთელს არსებობას აზრი დაუკარგავს ? “შენს ნაჩუქარ კაბას ვერ გავუფრთხილდი , სესო“ ჩურჩულით , თითქმის აკორდივით გაიჟღერა ნინიკოს ხმამ . დავიშალე . *** ფეხდაფეხ მომყვა ნაბიჯების ხმა რომელიც იქ არ უნდა ყოფილიყო. დედის რომელსაც ეს არ უნდა ენახა . “ნინიკო” სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები მარინამ და ის ზღვარი გადაკვეთა , ჩემთვის კედლად რომ ქცეულიყო . პატარა ნინიკო დედის მკლავებში დაიშალა . *** დედა... ბევრი პატარა ნინიკოა , დედა. *** -მოკლავ - შორიდან მომესმა იოანეს ხმა . -ჩემი სიკვდილით ვერაფერს შეცვლი - კვლავ ირონია ჟღერდა ზურას სიტყვებში . ირონიას თან დაერთო სირენის ხმაც . *** უკანა სავარძელზე მარინას კალთაში ქონდა მოთავსებული თავი ნინიკოს და საქარე მინას უყურებდა . იოანეს მანქანაში , საქარე მინაზე , ჩემი ვარდისფერი ტიტა იყო ჩამოკიდებული . *** დროს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს . დროს რომელიც ახლა ასეთი ბევრია . პროცედურებსა და დეტალებს, რომლებიც, სრულიად უაზროდ გეჩვენება.“ სიტყვებს რომელიც გესმის . სიტყვებს რომელსაც ამბობენ . სიტყვებს რომელსაც ამბობ . *** “ნინიკო” პასუხისმგებელი არ არის სხვის ჩადენილ დანაშაულზე . თავი 17 . ბავშვობაში , ყოველთვის მინდოდა ადგილი სადაც გაქცევას შევძლებდი . ყოველთვის მჭირდებოდა დასამალი სივრცე და ჩემი ნავთსაყუდელიც ყოველი გამჟღავნებისას იცვლებოდა . შემდეგ გონებაში შემომეკედლა . ისე ჩამითრია სიმარტოვის სურვილმა , ხალხში მყოფიც ჩემს შემქნილ გამოსახულებებში ჩავრჩი . ჩავრჩი და ვეღარ დავტოვე . ჩავრჩი , მაგრამ საკუთარი თავი მის მიღმა დამრჩა. და ამის მერე , მხოლოდ საკუთარ თავს ვეძებ . არ ვიცი სად მყავს . არ ვიცი ასე როგორ დამეკარგა . არ ვიცი ასე როდის დავტოვე . არ მახსოვს ეს არეულობა როდის დავიწყე . არ მახსოვს , საკუთარი მე როგორ წავშალე . მაგრამ მგონი , გახსენების დროა . *** მოსაცდელში ფეხს მოუთმენლად ვაკაკუნებ . ერთი განსხვავებაა ჩემს ერთი თვის წინანდელ ვიზიტსა და დღევანდელ დღეს შორის . ოთახში შესვლა მინდა. განსაკუთრებით ხელში მოქცეული ნახატის გამო. გუშინდელი დღის საზღაურია. და მგონი არაფრის დამტვრევას ვაპირებ . რაც ჩემი ფსიქოლოგისთვის ძალიან კარგი ამბავი უნდა იყოს . მიუხედავად იმისა რომ წინა ჯერზე უფლება თავად მომცა , თავიდან მომეშორებინა ჭიქა და , მეც შემთხვევით კედელზე ჩამოკიდებულ , ვარდისფერ ფლამინგოს ფოტოს მოვარტყი. მაინც უხერხულად ვგრძნობდი თავს . თან ჩემი აზრით , ყვავილებიანი მდელო ბევრად უფრო შესაფერისი იქნება მისი კედლისთვის . მისი კედლისთვის ან ჩემი გონებისთვის . სახლს მახსენებს . კარები გაიღო და პირველი თვალში მისი მწვანე , ღრმა , ოდნავ სევდიანი თვალები დავინახე . მხრებამდე ჩამოსულ ქერა თმაზე მზის სხვივები ლამაზად ეთამაშება . ჩემს ხელს აკვირდება და ეღიმება . - მე მომიტანე ? - არა - ფეხზე ვდგები და ხელში ვიჭერ . ყველაფრის მაშინვე უარყოფა რეფლექსია რომელიც ჩამომიყალიბდა . არ შემკამათებია .უბრალოდ გვერძე გაიწია და კარი ფართოდ გამიღო . ჩემი ნახატი ისე მჭიდროდ მეჭირა ხელებში მუყას კიდეებმა კანი ლამის გამიჭრა . ოთახის კარი ღია დატოვა . ოთახი ღია ყავისფერ ფერში იყო მოწყობილი , დიდი ფანჯრები ქონდა . მაგიდის კიდეში ფლამინგოს ნახატი იყო მიყურებული . მაგიდაზე კი , ჩემი ხელნაწერი იდო . TULIPE მსხვილი ასოებით ეწერა და გამომცდელად მიყურებდა . თორნიკე მაგიდის წინ განთავსებულ დივნებში დაჯდა და ჩემს მოძრაობებს დააკვირდა . - თვალები დახუჭე - მისთვის არც გამიხედავს , მის კედელზე მოქცეულ ფოტოებს ვაკვირდებოდი . იმ ყველაფრის შემდეგ , თორნიკეს ჩემს პირველ მეგობრად ვთვლიდი . არ გამიხედავს რომ შემემოწმებინა , მაგრამ ვიცოდი , თვალდახუჭული ხედავდა ჩემს მოქმედებებს . ნახატს მუყაო მოვაშორე და ფლამინგოს ადგილას დავკიდე . ცოტა შევბარბაცდი , საკმაოდ მძიმე იყო , თუმცა თორნიკეს ხმა არ გამიგია . იცოდა ჩემითაც შევძლებდი . ფანჯარასთან მივედი . ოთახი მესამე სართულზე ქონდა . მისი ოთახის წინ სკვერი იყო , ლამაზი , მწვანე და ჟრიამულით სავსე . პირველი ადგილი სადაც ამ ოთახიდან გავედი . პირველი ადგილი სადაც აქედან გასული ვჩერდებოდი . სკვერთან ახლოს მისი მოტოციკლეტიც იწონებდა თავს. მზერა ისევ თორნიკეზე გადავიტანე . მის წინ სავარძელზე დავჯექი და დავაკვირდი . -შეგიძლია გაახილო - მშვიდად ვუთხარი და ნახატს გავხედე . მისი მზერა ვიგრძენი , ჯერ ჩემზე , შემდდეგ ნახატზე . -მეგონა მდელოზე ტიტები იქნებოდა . - ტიტების მდელო ჩემი თავისთვის მაქვს გადანახული . ყოველთვის მინდოდა . - შენთვის რას ნიშნავს შენი სიტყვები ? - გაეღიმა ჩემს პასუხზე , ისიც კვლავ ნახატს უყურებდა , მხოლოდ რამოდენიმე წამით გადაიტანა მზერა , მის ხელში მოქცეულ ბლოკნოტზე . - ჩემს ეზოს მახსენებს . ჩემს სახლს . ჩემს სახლს სადაც ჩემთვის მუდამ სიმშვიდე იყო . ჩემს სახლში ჩემს გონებას არ სჭირდებოდა თავშესაფარი . სულ მეგონა , უკან დაბრუნებული , ნებისმიერ პრობლემას მოვაგვარებდი და გადავწყვეტდი . -დაბრუნდი ? -არა , ჯერ არა , მაგრამ მინდა-გამეღიმა და პირველად შევხედე თვალებში ამ დროის განმავლობაში - მგონი შენთვის უცხო არ უნდა იყოს ჩემი გონების თავშესაფარი , თორნიკე . - არ ვიცოდი ესე თუ მხედავდი , სესილი . - როგორ ? - ადამიანს რომლელსაც შენს ცხოვრებაშიც საკუთარი სიმართლე შეაქვს , ერთ-ერთ დამნაშავეს . - დამნაშავეს ? - ოდნავ გამიკვირდა მისი ფორმულირება . - შენს ისტორიაში ყველა დამნაშავე ვართ , უბრალოდ ჩემს დანაშაულს შენთვის სხვა წონა აქვს . დროზე ადრე მინდოდა დამენახა შენი წინსვლა , დროზე ადრე დავკეტე კარები - კარებს გახედა და მეც გამახსენდა ჩემი პანიკური შეტევა მისი დაკეტვის მცდელობისას . მხოლოდ სახლის კარს ვკეტავდი . ისიც მარტო ყოფნისას , თავი რომ დამეცვა . ოთახში სხვასთან ერთად დაკეტილ კარებში ვერ ვჩერდებოი . მითუმეტეს , კაცთან - ბევრად ადრე მინდოდა შენი , შენი გონებიდან გამოყვანა . ეს შენი აზრია . შენი დაწერილი პერსონაჟია , დაგაჩარე . ამას ვიღებ , სესილია . - ჰო , ალბათ სიტუაციიდან გამომდინარე , ზოგჯერ ვფიქრობდი რომ ეს ყველაფერი ჩემს გარეშე მიდიოდა . ჩემს გარეშე მიმდინარეობდა . თითქოს , ყველა გადაწყვეტილებას ჩემს გარეშე იღებდა , ჩემს ცხოვრებაზე . -ახლა ვინ იღებს გადაწყვეტილებას ? ახლა სად ხარ ? - აქ ვარ , შენს წინ - გაეღიმა ჩემს სიტყვებზე და წარბები აწია - ჩემს გონებაში აღარ ვიმალები . იმდენად აღარ . პირველი რამდენიმე თვე არ მახსოვს . არაფერი მახსოვს . მხოლოდ გადარჩენის ინსტიქტი მქონდა . ვიცოდი რომ იმ სახლიდან , იმ ოთახიდან უნდა გამოვსულიყავი . მერე არაფერი მესმოდა . მერე წავშალე და დავივიწყე . გავაქრე . და მაინც არ გაქრა . გონებაში ჩემზე , ჩემი ბავშვობის სიყვარულზე მთელი ისტორია შევქმენი , მთელი მომავალი რომელზეც ვოცნებობდი და ოცნებაშიც წამომეწია . ოცნებაშიც ვერ მივუსწარი “ნინიკოს”. -საკუთარ თავს უბრაზდები ? “ნინიკოს” გამო ჯერ კიდევ შენს თავს ადანაშაულებ ? -მე ვერ მოვუფრთხილდი ჩემს თავს “ნინიკოს” შემდეგ . ნინიკო ხალხთან დავტოვე , ხალხის აზრში დავმალე , დავახრჩე , გავაქრე . მეც მათსავით მოვიქეცი . მეც მნიშვნელობა დავუკარგე . - ჯერ კიდევ არ ამბობ - მსუბუქად , თითქოს ოდნავ გაბზარული ხმით ამოთქვა სიტყვები თორნიკემ და მზერა მძიმე გაუხდა . - რომ “ნინიკო” მე ვარ ? - სუნთქვას ამოვაყოლე სიტყვები და მოგონებების ტალღებში დამალულ ტკივილს , თორნიკეს კედელზე აღმართულ მდელოში დავემალე . -რატომ “ნინიკო”? უამრავი სხვა სახელის არჩევა შეგეძლო . - პატარა რომ ვიყავი მეზობელი მყავდა . ნინიკო , ფერადი , ჭრელი , სულ მეთამაშებოდა , სულ მინდოდა რომ გავიზრდებოდი “ნინიკო” გამოვსულიყავი . ერთხელ , ჩემი “ნინიკო” მოიტაცეს . ისიც მოიტაცეს . და ის მისმა მშობლებმა არ დატოვეს ... და მე , მე არ წამომიყვანეს .. -შენს პერსონაჟს მშობლები არ ჰყავს , ავარიაში დაეღუპა . - ჩემმა მშობლებმა ... იქ დამტოვეს ... მოვიდნენ მნახეს და დამტოვეს ... - რა ნახეს სესილია ? - აკორდივით გაისმა თორნიკეს სიტყვები . აღარ შემეძლო . ამდენი არ . ფეხზე წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი . ისევ მის მოტოციკლს გადავხედე . ასეთ მომენტებში ძალიან მჭირდებოდა შეგრძნებები რომელებიც თავს ცოცხლად მაგრძნობინებდნენ . -სად ხარ? - გვერდით აღვიქვი თორნიკეს სხეული . მოშორებით იდგა და ისიც ჰორიზონტს გაჰყურებდა . - შენი მოტოციკლით ვსეირნობ , საკმაოდ კარგად ვატარებ - თვალი ჩავუკარი და სივრცეს მზერა გავუსწორე . - რას იტყვი ,შენს გონებაში დახატული სურათი რომ რეალობად იქცეს ? -ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და ხელში გასაღები აათამაშა . თხელი სარაფანა მეცვა . გავიყინებოდი , მაგრამ დიდად არ მადარდება . თორნიკე მაჩვენებდა რომ ყველა ჩემი ფიქრის რეალობაში გადმოტანა შემეძლო . რომ ყველა კარი ღია იყო . -ტარება არ ვიცი - ღიმილი გამეპარა ტუჩის კუთხეში . - ამჯერად მე გაგასეირნებ , და პატარა რაღაცეებს აგიხსნი . ერთ დღეს ვალს დამიბრუნებ - ჩვენს შორის მანძილი გაზარდა და მოსაცმელი აიღო , გამომიწოდა . საკმაოდ თბილი ჩანდა . უბრალოდ გამოვართვი . უარყოფა მინდოდა , მანძილის გაზრდა და გაქცევა , იმის კითხვა თავად როგორ გათბებოდა , მაგრამ უბრალოდ გამოვართვი . ისე მაკვირდებოდა , მეგონა ჩემი ყველა ფიქრი ესმოდა . კიბეებზე ჩასვლისას თორნიკემ მისი პირველად გასეირნების ისტორია მომიყვა და გამაფრთხილა რომ მეთქვა თუ შემეშინდებოდა . მოტოციკლეტთან მისულს, მისი ცივი, ლითონის ზედაპირს ხელი ფრთხილად შევახე , ისე თითქოს მის რეალურობას ვამოწმებდი. — მოემზადე, — მითხრა თორნიკემ და ჩაფხუტი გამომიწოდა. — მხოლოდ შენ, მე და გზა - თვალი ჩამიკრა . ჩაფხუტი გავიკეთე. სამყარო ოდნავ შემცირდა, მაგრამ უფრო მკაფიო გახდა. აქამდე არ გამიაზრებია რომ მისი შეხება მომიწევდა . შეხება არ მომწონდა , არავისი . ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი . -გინდა რომ ჯერ მარტო დაჯე ? - ფრთხილად მკითხა . თავი დავუქნიე . ხელი გამომიწოდა რომ დაჯდომაში დამხმარებოდა . გული ამიჩქარდა . კანკალით ჩავკიდე ხელლი და მოტოციკლეტზე დავჯექი . თბილი ხელი ჰქონდა . თბილი და მზიანი . დავინახე როგორ გაეღიმა და მივხვდი , ამ პატარა კონტაქტით მის უსაფრთხოებაში დამარწმუნა . მის ადამიანურობაში და სიმარტივეში . -მგონი მე ვაპირებ შენს გასეირნებას - წარბები ავუწიე და მის ხელში მოქცეულ მის ჩაფხუტს დავაკვირდი . მე ხელში ჯერ კიდევ მისი მოსაცმელი მეჭირა . -ასე ძალიანაცა ვერ გავრისკან - ხუმრობით თქვა და ჩაფხუტი გაიკეთა , უკან ჩავიწიე რომ დაჯდომის საშუალება მიმეცა , თან მისი მოსაცმელი ჩავიცვი . რამდენიმე პატარა დეტალის ახსნა დაიწყო ძრავაზე , დაქოქვაზე , ხმაზე და გზაზე რომელიც უნდა გაგვევლო . არ ჩქარობდა . ჯერ კიდევ არ ვეხებოდი . ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჩვენს შორის არსებულ , პატარა დისტანციას მაჩვევდა . -მზად ხარ ? - ომახიანად გაიჟღერა მისმა კითხვამ და მეც აკანკალებული ხელები , თორნიკეს ქურთუკზე მოვკიდე. მან ძრავი აამუშავა. ხმა, რომელიც მანამდე მხოლოდ ჩემს თავში მესმოდა, ახლა მთელს ქუჩას მოედო. როცა ადგილიდან დავიძარით, თითქოს ჩვენც ქარის და ადრენალინის ნაწილად ვიქეცით . მოტოციკლით სკვერის გასწვრივ მივქროდით. ხეები მწვანე ზოლებად იქცნენ. თორნიკე ოდნავ აჩქარდა და ჩემი შიში , თანდათან რაღაც უცნაურ სიმსუბუქე იქცა . თავისუფლებად . თავისუფლებას ერთ გაჩერებაზე ვანილის და ლიმნის ნაყინის გემო ჰქონდა . ვერაფრით გავიგე , ასეთი მჟავე გემო როგორ მოსწონდა თორნიკეს . ბევრი დამცინა . დაღალაც შემატყო და სახლამდეც მიმიყვანა . მოკლე ისტორიებს მიყვებოდა , უცნაურ ფაქტებს და დეტალებს . აწმყოში მტოვებდა . აწმყოში მაცხოვრებდა . იმ წამით , და მომენტით , რომელიც არ იყო ისეთი პატარა როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა . შემდეგ მისამართი ვუთხარი და სახლში მიმიყვანა . დაღლილი ვიყავი. საბედნიერეოდ მომდევნო პაციენტთან მისვლასაც ასწრებდა . გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო დრო ჰქონდა გამოყოფილი . გაუთვალისწინებელი შემთხვევა მე ვიყავი . -მადლობა თორნიკე - თვალებში ვუყურებდი და მე თვითონაც ვგრძნობდი როგორ ვანათებდი . თორნიკე მოტოციკლეტს ეყრდნობოდა . მინდოდა ფეხის წვერებზე ავწეულიყავი და მადლობის ნიშნად მეკოცნა , მაგრამ ვერ შევძელი . -მომდევნო გასეირნება შენზეა - თვალი ჩამიკრა და დამელოდა რომ პადიეზში შევსულიყავი . მესამე სართულზე ავედი , კარებთან წითელი ტიტების თაიგული დამხვდა . გული ამიჩქარდა . ვინ იცის , დღეს მერამდენედ . კარებზე დავაკაკუნე და ყვავილებთან ჩამოვჯექი . ხელში აღება ვერ შევძელი . კარი თინანომ გააღო , ჩემს გვერდით დადებულ ყვავილებს დააკვირდა , მერე ჩემს სახეს და დამელოდა რომ ავმდგარიყავი . ჩამეხუტა . -შემოვიტანო , ბებო ? - სახეზე მომეფერა და დამაკვირდა . იმ წამს მივხვდი თორნიკეს მოსაცმელი ჯერ კიდევ რომ მეცვა . არ გამხსენებია , არ გაუხსენებია . თავი მსუბუქად დავუქნიე . ეს იყო პირველი ყვავილები , რომელიც უკან არ დავაბრუნე . პირველი ყვავილები , რომელიც იოანესგან მივიღე , იმ ყველაფრის შემდეგ . *** ერთ -ერთი კოშმარის შემდეგ , ჩემი ოთახის იისფერი კედლები უამრავი ნახატით ავაჭრელე . დღითიდღე ახალს ვამატებდი . ზოგადად კარგად არ ვხატავდი , მაგრამ თორნიკეს აზრი იყო , ბავშვივით ფურცლებზე გადმომეცა ემოციები , ფერებში ჩემს თავს ვმალავდი , ჩემს ემოციებს ვინახავდი , ფურცლები ალბათ უფრო ლოგიკური იქნებოდა მაგრამ , მე კედლებზე დავხატე . უფრო მყარი მეჩვენებოდა . კედელს ვერ წამართმევდნენ . ამ კედლებში ვიყავი გამოკეტილი და როცა მეც ვტოვებდი ჩემს თავს , რამე უნდა ყოფილიყო ჩვენი . დიდი ხნის შემდეგ გამიმხილა თორნიკემ , ჩემი კედლის იდეა სხვა პაციენტებთანაც რომ გამოიყენა . თავიდან გავბრაზდი , ვეჩხუბე კიდეც , მაგრამ შემდეგ , გავიაზრე , ეს ყველაფერი ჩემს სივრცეს არ აზიანებდა . ჩემი უსაფრთხო კედლები ისევ ჩემი იყო და თუ სხვასაც ექნებოდა მისიც , ჩემი დამსახურებით , კიდევ ერთი გამარჯვება იყო , ჩემი . მაშინ კარგად ვერ ვიაზრებდი რა გააკეთა თორნიკემ , ან საერთოდ რატომ მითხრა . მხოლოდ შემდეგ მივხვდი , დაახლოებით ორი თვის შემდეგ პატარა წერილი რომ გადმომცა . “ შენმა პატარა რჩევამ კედლებზე , ჩემი სიცოცხლე იხსნა - მარიამი “ გულაჩქარებული ვკითხულობდი თორნიკეს მოცემულ პატარა ბარათს . მაშინ მივხვდი რომ მარტო არ ვიყავი . ცხოვრება გრძელდებოდა . სხვასაც ტკიოდა . მაგრამ ცხოვრება გრძელდებოდა . *** სახლში მოსულმა , ჩემს ოთახში კიდევ ერთი პატარა ნახატი დავხატე . მოტოციკლეტზე მჯდარ გოგონას , ხელში ტიტები ეჭირა . არცთუ ისე დიდი ხანი ველოდე მის გაშრობას რომ შევხებოდი . შევხებოდი ტიტას . მოლოდინში ჩამეძინა . ჩამეძინა და ისევ იქ დავბრუნდი . იმ დღეს . *** ბანკეტისთვის ყველა განსაკუთრებულად ვემზადებით . არც ჩემი ბანკეტი ყოფილა გამონაკლისი. ხელზე ლამაზად მიბრწყინავდა იოანეს ნაჩუქარი ბეჭედი . პეპლის ფორმის იყო , ნიშნობის ბეჭედს არცკი ჰგავდა . მაგრამ ნამდვილად ჩემი გემოვნებისთვის იყო შერჩეული . უკვე არც ვიცი , მერამდენ წელს ითვლიდა ჩვენი სიყვარული . მთელი ჩემი გააზრებული თუ გაუაზრებელი ცხოვრება იოანე მიყვარდა . ხანდახან მგონია, რომ ჯერ იოანე გავიცანი და მერე ვისწავლე ლაპარაკი. ბავშვობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთმანეთზე დავქორწინდებოდით. მერე წამოვიზარდეთ. და აღმოჩნდა, რომ ეს აზრი მხოლოდ მე არ მქონია. — ნერვიულობ? — სიცილით მკითხა მარინამ, დედაჩემმა , როცა უკვე მისი არჩეული კაბა ჩავიცვი და სარკეში ჩემს გამოსახულებას დავაკვირდი. — არა- თმებით მას ვგავდი , მაგრამ თვალები მამაჩემის მქონდა . — იტყუები - გაეცია მარინას და მის რიჟა , ხვეულ თმაზეც ათამაშდა მზის სხივები . — ძალიან - ტანზე ლამაზი ვარდისფერი კაბა მეცვა და თმაში ღია ვარდისფერი ტიტები მქონდა ჩამაგრებული . სარკეში ფოტო გადავიღე და იოანეს გავუგზავნე . „ახლა ოფიციალურად ვნერვიულობ.“ მაშინვე მივიღე იოანესგან პასუხი და გამეღიმა. „რატომ?“ „იმიტომ რომ ყველანი მიხვდებიან, პატარა ალქაჯი რომ ხარ .“ „იდიოტო.“ „შენი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ეს სიყვარულის ახსნაა.” “ლამაზი ხარ “ წამსვე მოაყოლა მეორე შეტყობინებაც და გული უცნაურად ამიჩქარდა . ლუკა, ჩემი მეწყვილე, გვერდიდან არ მცილდებოდა. მხიარული და ენერგიული იყო, ცდილობდა, მთელი საღამო გამეღიმა. ბანკეტის დარბაზში სიგიჟე ტრიალებდა. მუსიკა იმდენად ხმამაღალი იყო, იატაკიც კი ვიბრირებდა ჩვენს ფეხქვეშ. მე და ლუკა, ცენტრში ვიყავით – ვცეკვავდით, ვიცინოდით, ვმღეროდით... ყველაფერი ისეთი მოზაიკური და ხმაურიანი იყო, რომ ზოგჯერ მეგონა, სუნთქვაც კი მავიწყდებოდა. ფოტოსესიები კლასელებთან ერთად გაუთავებლად გრძელდებოდა. ლიკა გვერდით მედგა და ფლეშის ციმციმში ვცდილობდით ყველაზე ბუნებური ღიმილი დაგვეჭირა. თუმცა, ამ ჰარმონიაში ნოდარი მიქმნიდა პატარა დისკომფორტს . ჩემი კლასელის ძმა, რომელიც ჩვენზე უფროსი იყო, მუდმივად ჩვენს წრეში ტრიალებდა. დისკომფორტს მიქმნიდა – მისი მზერა, მისი სურვილი, მუდამ ჩვენი ყურადღების ცენტრში ყოფილიყო... თუმცა, ვცდილობდი დიდი ყურადღება არ მიმექცია. ვიცოდი, რომ ის მხოლოდ „ფონური“ შემაწუხებელი იყო, რომელსაც იოანეს ფაქტორი მაინც აკავებდა. ტელეფონი ხელში არ გამიგდია. ყოველ შესვენებაზე იოანეს ვწერდი. ბანკეტის დასასრული გაცილებით უფრო ადვილი გამოდგა, ვიდრე მეგონა. როცა მუსიკამ დაკლება დაიწყო და ხალხმა რესტორნის გარეთ დაიწყო გამოსვლა, მეც მალევე გამოვეცალე წრეს.მარინა მშობლებთან ერთად წავიდა , მე იოანეს ველოდებოდი . წასვლამდე , ნოდარმა კიდევ ერთხელ გამომხედა, რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ მე თავი დავუკარი და სწრაფად გავუყევი გზას გასასვლელისკენ. მალევე გავიგონე უკან ადევნებული ნაბიჯების ხმა , მაგრამ არ გავჩერებულვარ , მთელი სხეულით ვგრძნობდი რომ ახლოს იყო , ის ვინც მე მიყვარა და მინდოდა . სიგრილეში გასულს, ფეხები წამიერად შემისუსტდა. ჰაერი სუფთა იყო, ყვავილების სურნელით გაჟღენთილი. და მაშინვე დავინახე ის — მანქანასთან მდგარი, მშვიდი და მოთმინებით აღსავსე. იოანე. გული ისე ამიჩქარდა, თითქოს პირველად ვხედავდი. ხელები გაშალა და მეც მისკენ გავიქეცი . ერთიანად გავთბი . ანთებული ცისფერებით დამაკვირდა და ჩემი ვარდისფერი კაბა და თმაში ჩამაგრებული ტიტები შეათვალიერა . ერთ-ერთი ტიტა მომხსნა . -გაზაფხული ხარ - სახეზე მომეფერა და ფრთხილად მაკოცა . მანქანის კარები გამიღო . ჩემი დაჯდომის შემდეგ კარი ფრთხილად მიხურა. მისი მზერა ჩემს ზურგს უკან, ბნელ სივრცეში იყო გაყინული. წამით შევკრთი, მაგრამ იოანემ მალევე გადმოიტანა ყურადღება ჩემზე და მისი დაძაბული სახე უცებ შეიცვალა. ისევ ის, ცოტა თავხედი და თავდაჯერებული იოანე იყო. — რა იყო, "არიელ"? — გაეცინა და ხელით ჩემ რიჟა, ბუნებრივად აწეწილი თმას მოეფერა —ნოზები ხომ არ გეძახიან იმ სიბნელიდან? გამეცინა. ნერვიულობა, რომელიც წამით დამეუფლა, მისმა ხუმრობამ გაფანტა. იოანემ ჯიბიდან რაღაც პატარა, ქსოვილში გახვეული ნივთი ამოიღო და ხელში ჩამიდო. — ეს კი შენ, სკოლის დამთავრებისთვის, — მითხრა თბილად. — რომ გახსოვდეს, ზღვის სიღრმეშიც კი შეგიძლია იპოვო ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს. ქსოვილი ფრთხილად გავხსენი. ხელის გულზე პატარა, დახვეწილი ქალთევზის სუვენირს დავხედე. ისეთი ლამაზი და ნაზი იყო, რომ გული ამიჩუყდა. იცოდა როგორ მიყვარდა ქალთევზები . პატარა წარწერა ჰქონდა . ”იოანესგან , არიელს “ და გვერდით ტიტა ეხატა . -თიხის ვორქშოფებზე ვიარე ამის გამო - გამომხედა და თვალი ჩამიკრა , მისი სიტყვების შემდეგ გული მეტად ამიჩქარდა . — მადლობა...არც კი ვიცი რა გითხრა — აღფრთოვანებულმა , ჩავილაპარაკე და ლოყაზე ვაკოცე , გაეცინა — რა ვქნა, თუ "არიელი" თავის ზღვაში იკარგება? — თუ დაიკარგები, მე ვიქნები შენი გემი, — თქვა ხუმრობით, თუმცა ხმაში რაღაც სერიოზულიც გაურია. — და არ გეგონოს, რომ მარტო დაგტოვებ,მაგრამ ვიცი , არავის დახმარება გჭირდება . ვიცი რომ ყველაფერი შეგიძლია . — იოანე – ჩავჩურჩულე და თვალები დავხუჭე. – შენ ჩემი ერთადერთი სივრცე ხარ, სადაც არაფრის მეშინია. — არ მინდა ერთადერთი ვიყო, სესილი. წარბები შევკარი. — რას ნიშნავს?-დამაბნია მისმა სიტყვებმა . — იმას, რომ ჩემ გარეშეც არ უნდა გეშინოდეს. იმიტომ რომ ჩემს გარეშეც ძალიან ბევრი ხარ . პასუხი ვერ მოვიფიქრე. მხოლოდ ხელში მოქცეულ პატარა ქალთევზას დავხედე. მაშინ მისი სიტყვები უბრალოდ სიყვარულად მომეჩვენა. არ ვიცოდი, რომ ერთ დღეს მათ მნიშვნელობას თავიდან ვისწავლიდი. მანქანა ნელა დაიძრა. მუსიკა ჩუმად უკრავდა. ფანჯარას თავი მივადე და თვალები დავხუჭე. დილით ექსკურსიაზე მივდიოდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელი დღის ენერგია უკვე დახარჯული მქონდა. ვერ გავიგე ოთახში როგორ აღმოვჩნდი, მაგრამ დილით საწოლთან ქალთევზის სუვენირი და ტელეფონში იოანეს შეტყობინება დამხვდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ იოანეს თბილ ტუჩებს ლოყაზე ჯერ კიდევ ვგრძნობდი. „შენი ქალთევზაც სესილიაა. უბრალოდ თიხისგანაა გამოძერწილი.“ გული გამითბა. ავდექი, ჩანთა ავიღე და კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩალაგებული ნივთები. სულ ორი დღით მივდიოდით, მაგრამ უკვე ძალიან მებევრებოდა. იოანესთვისაც დამამთავრებელი წელი იყო უნივერსიტეტში. არქიტექტურის ფაკულტეტის ბოლო კურსზე სწავლობდა. მეც აქტიურად ვფიქრობდი მის საჩუქარზე. მან თავისი ხელით გამოძერწილი ქალთევზა მაჩუქა. ამაზე მნიშვნელოვანი განა რა უნდა მომეფიქრებინა? — მზად ვარ! — ხმამაღლა გავძახე სამზარეულოში მდგარ დედაჩემს და ჩანთა მოვიკიდე. ავტობუსის გზა თბილისიდან საკმაოდ დამღლელი იყო. იმის გამო, რომ მთელი კლასი, მშობლები და მასწავლებლები ერთად ვიყავით, გადაწყდა, რომ მეტი კომფორტისთვის და სივრცისთვის ორ ჯგუფად გაგვეყო ტრანსპორტი. კლასელები ერთ ავტობუსში ვისხედით, სადაც სიცილი და მუსიკა არ წყდებოდა რრამდენიმე მასწავლებეთან , და კლასელების უფროს და -ძმებთან ერთად . ხოლო მშობლები უფრო წყნარ მიკროავტობუსში ისხდნენ. ასე იყო დაგეგმილი — ჩვენი „თავისუფლების“ ორი დღე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს დაშორება სახიფათო აღმოჩნდა. — სესილი, ხომ კარგად ხარ? – მკითხა ლიკამ და მხარზე თავი დამადო. – თითქოს რაღაცას ეძებო გარეთ. — უბრალოდ... იოანეზე ვფიქრობდი, – ჩავილაპარაკე და ტელეფონს დავხედე. ქალთევზას სუვენირი სახლში, საწოლის თავთან დამრჩა . ავტობუსი ტბის პირას, კენჭებიან მოედანზე გაჩერდა. ჩვენს გარდა , სხვებიც იყვნენ ექსკურისაზე . რამდენიმე პატარა მინივენი და მანქანაც შევნიშნეთ . ჩვენი ავტობუსი ცოტა წინ დადგა. გარეთ გამოსულებს სუფთა, ნესტიანი ტყის ჰაერი შემოგვეგება. ყველამ ჩანთები მოიკიდა და ტბისკენ დავიძარით. — ნახე, რა ლამაზია! – აღფრთოვანებით ყვიროდა ლიკა და კამერას იმარჯვებდა. უამრავი ფოტო გადავიღე . მარინა მშობლებთან ჭორაობდა . დროდადრო მიყურებდა და მამოწმებდა .უამრავი ფოტო გადავიღეთ . შემდეგ იქვე ტყეში , ლიკასთან ერთად ტოტებისთვის შევედი . იქვე გაისმა ნაბიჯების ხმაც . ნოდარი და ჩვენთვის უცნობი ორი ბიჭი იყვნენ . წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და დავიძაბე . თუმცა მალევე , სხვაგან გადაუხვიეს და ყურადღება აღარ მიგვიქცევია . გათელილ ბილიკს გავყევით . — მგონი, საკმარისი ტოტებია, — ვთქვი და დავიხარე, რომ მიწიდან ერთი პატარა, ნედლი ტოტი ამეღო. — მარინამ რომ დაგვინახოს ასე შორს, ნერვიულობას დაიწყებს. — მერე რა, სესილი, ცოტა ჰაერი ხომ გვჭირდება? — გაეცინა ლიკას და წინ გაიჭრა. ზუსტად იმ მომენტში, როცა ტყის უფრო ღრმა, ჩრდილიან ნაწილს მივუახლოვდით, ხმაური ისევ გაისმა. ახლა უფრო ახლოს იყო, ვიდრე ცოტა ხნის წინ. — სესილი... შენც გესმის? — ჩამჩურჩულა მან. პასუხი არ გამიცია. ჩვენს წინ, ბილიკის მოსახვევში, ნოდარი გამოჩნდა. მის უკან ის ორი უცნობი ბიჭიც იდგა. — თქვენც აქ ხართ? — გაეცინა ნოდარს. რაღაც არ მომეწონა. ვერ ვიტყოდი რა. მისი ხმა. მისი მზერა. ან ის, რომ ტყის შუაგულში მათი ნახვა საერთოდ არ მესიამოვნა. ლიკამ ხელი მკლავზე მომიჭირა. — უკან წავიდეთ, — ძლივს გასაგონად თქვა. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ნაბიჯების ხმა ისევ ისმოდა. და ახლა უკვე ჩვენს უკანაც. — წავიდეთ, ლიკა, — ჩავილაპარაკე. — რატომ გეჩქარებათ, გოგოებო? — ჰკითხა მან და კმაყოფილმა მიმოიხედა გარშემო. — ხომ ვთქვით, რომ ტოტებს ვაგროვებდითო? ჩვენც მაგისთვის ვართ აქ. არ გამცინებია. არც ლიკას. ტყე უცებ ძალიან ჩუმი მომეჩვენა. ისეთი ჩუმი, რომ საკუთარი გულისცემაც კი მესმოდა. — ჩვენ უკვე ვბრუნდებით, — ვთქვი და ლიკას ხელი მოვკიდე. ნოდარის ღიმილი გაუფართოვდა . -უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს სესილი , მითუმეტეს ახლა - საკუთარ გულისცემა ყურებში მესმოდა . ძვლივს ვსუნთქავდი . პირველად მომმართა სახელით . პირველად ვიგრძენი მისი აკვიატება იმაზე საშიში რომ შეიძლება ყოფილიყო ვიდრე ვფიქრობდი . - გუშინ იოანე მელაპარაკა , გამაფრთხილა .. - ოდავ გაეცინა ამის თქმისას და მეც მთელს სხეულში დამიარა პანიკის ტალღამ . — რას გულისხმობ? — ძლივს ამოვთქვი. — შენზე მითხრა, სესილი. ლიკამ ხელი კიდევ უფრო მაგრად მომიჭირა. — წავიდეთ, — ჩურჩულით მითხრა. — მგონია დროა მორჩე , შენს ბავშვურ თამაშებს ნოდარი - ხმის კანკალის მიუხედავად , ეცადა მკაცრად ეთქვა ყველაფერი ლიკას მაგრამ არ გამოუვიდა. ნოდარს მზერა არ მოუშორებია ჩემთვის. ლიკას სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია . — ძალიან უყვარხარ. ამ სიტყვებმა ვერ დამამშვიდა. პირიქით. პირველად მივხვდი, რომ რაღაც ძალიან, ძალიან არასწორად მიდიოდა. -გამაფრთხილა , რომ არ მოგკარებოდი .. - მეტი არაფერი უთქვამს . მეტი არაფრის თქმა იყო საჭირო . ჩვენგან 6 ნაბიჯში იდგა . ლიკამ ხელზე მომქაჩა და გავიქეცით . შორს ვერ წავედი . იქვე ვიგრძენი მისი ხელი ჩემს თმებში და მიწაზე მუხლებით დამხობილი აღმოვჩნდი . მის სხეულს წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი . ფეხები ამეწვა . ლიკას ყვირილი , მუქარა შორიდან მესმოდა . ჩემი მეგობარი ჩემსკენ იწევდა . ჩემი ხმა კი ჩემს ყელშივე იკარგებოდა . ჩემს აყენებას რომ ცდილობდა , თითებით მიწას მოვეჭიდე . იქვე აკაშკაშდა იოანეს ნაჩუქარი ბეჭედიც . მალევე ვიგრძენი , რაღაც ქსოვილი პირზე . სუნი მძაფრი იყო . ცაზე ალაგალაგ იფანტებოდნენ ღრუბლები . ხე უამრავ ჩრდილს ქმნიდა . ბოლო, რაც მახსოვს, ჩემივე ხმის ჩახშობილი კვნესა იყო ტყის სიჩუმეში. სამყარო გამომეცალა ფეხქვეშ . *** გამომეღვიძა. ვერც ჩემს კედელზე დახატულ ტიტას შევეხე . საწოლთან , ტუმბოზე ქალთევზის სუვენირი ირეკლავდა მზის სხივებს . დიდი ხნის შემდეგ , ამდენი ხნის შემდეგ , პირველად ავტირდი . *** თორნიკესთან ვიზიტები საინტერესო თერაპია იყო . მაგრამ ძალიან მინდოდა ,რომ ფერიას ჯოხი ნამდვილად ჰქონოდა რომ ჩემი იარები განეკურნა . ეს რომ ვუთხარი , ბევრი იცინა და შემდეგ მითხრა რომ ფერია მე თვითონ ვიყავი . - განსხვავებულად გამოიყურები - 15 წუთიანი სიჩუქმის შემდეგ ფრთხილად გააჟღერა სიტყვები თორნიკემ . არაფერი მითქვამს . მიხვდა რომ არაფრის თქმას ვაპირებდი . ლაპარაკის ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი . ხელი ფრთხილად გადავატარე მაჯაზე მოქცეულ ნაიარევებს . ჩემი მოძრაობა დაიჭირა და შეიშმუშნა . ჩემს მოტანილ ნახატს გავხედე. -შენს ისტორიაში ფოტოგრაგი რატომ ვარ ? -არ ვიცი , შენ როგორ ფიქრობ ? - კითხვა შევუბრუნე და დავაკვირდი . -ჩემი სიყვარულის გამო ფოტოგრაფიის მიმართ ? -კითხვასავით გაიჟღერა მისმა სიტყვებმა . — ერთ-ერთი დეტალი ეგეც იყო... — მხრები ავიჩეჩე. — არ ვიცი, უბრალოდ მგონია, რომ აქედან, ამ ოთახიდან, შენთვის ყველა ადამიანი ფოტოდ იქცევა. თორნიკემ წარბი ასწია. — ფოტოდ? — ჰო. პაციენტები განათებულ პროჟექტორში სხედან. შენ უყურებ, უსმენ, სწავლობ. იმახსოვრებ მათ ისტორიებს ისე, თითქოს გონებაში ფოტოებს იღებ. — და მერე? — მერე ინახავ. — შენც შეგინახე? პასუხი მაშინვე არ გამიცია. მზერა ისევ ნახატზე გადავიტანე. — სამწუხაროდ, კი. გაეცინა. — სამწუხაროდ? — იმიტომ რომ ახლა უკვე ძალიან ბევრი იცი. რამდენიმე წამით გაჩუმდა. — სესილი, ადამიანები ფოტოები არ არიან. — ვიცი. — ფოტოები არ იცვლებიან. ამჯერად მე გამეცინა. — მაგაში ვერ დაგეთანხმები. ზოგი ფოტო ყოველდღე იცვლება.დორიან გრეის პორტრეტი შეიცვალა -თორნიკემ ღიმილი ვერ შეიკავა. — და შენ? ხელები მუხლებზე დავიწყე. — მე მგონი... ჩემი ფოტო დიდი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას გაიჭედა. — და ახლა? ფანჯრისკენ გავიხედე. — ახლა პირველად ვამჩნევ, რამდენი რამე მომხდარა იმ დროს, როცა მის ყურებას თავს ვარიდებდი. - და რომ უყურებ , ახლა რას გრძნობ ? - უმეტესწილად ვერაფერს . ადრე მეგონა თუ გავიხსნებდი მეტკინებოდა , შემეშინდებოდა , მაგრამ მგონი ყველაზე ცუდი ის არის რომ ჩემს ისტორიას საერთოდ ვერ აღვიქვამ . ისე ვყვები თითქოს სხვისი იყოს . - და ეს გაშინებს ? -არა - გამეცინა - ის მაშინებს რომ მივეჩვიე . ზოგჯერ ჩემს ისტორიას ისე ვიხსენებ თითქოს მასში მე საერთოდ არ ვარ . -რა შეიცვალა ?- თორნიკემ თავი ოდნავ დახარა და რვეულში ჩანაწერი გააკეთა . ხანდახან მეგონა ჩემს აზრებს უბრალოდ კითხულობდა . - ორი წელი გავიდა და .. მე ჩემი ცხოვრება სრულიად გავაჩერე .. იოანემ .. - პირველად ვახსენე მისი სახელი და თორნიკეს მზერაც დავიჭირე - იოანემ ისევ შეავსო ჩემი განაცხადი ეროვნულ გამოცდებზე , უნივერსიტეტებიც კი ჩემს მაგივრად ჩამოწერა .. -უბრაზდები ? -არა , არა .. მე გასვლა მინდა .. წინა წელს არ გავსულვარ .. მე .. მას საერთოდ არ დავკონტაქტებივარ იმ დღის შემდეგ - სიტყვები ყელში გამეჩხირა . თორნიკეს სახე არ შეცვლია . არც გაკვირვებია . -მე...-თვალები დავხარე. — არც ერთხელ. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. — და მაინც შენზე ზრუნავდა, — თქვა ბოლოს. არ მინდოდა ამის მოსმენა. იმიტომ რომ მართალი იყო. — არ ვიცი რატომ. — მართლა არ იცი? გამეცინა. მწარედ. — იმიტომ რომ იოანეა. — არა, სესილი. წარბები შევკარი. — იმიტომ რომ შენ ხარ. - მე ვარ .. მე ვარ - რამდენჯერმე გავიმეორე და სავარძელს მივეყრდენი - არც კი ვიცი ვინ ვარ მე მისთვის . - მგონია რომ იცი - მშვიდად მითხრა და გამიღიმა - მაგრამ მგონი ჯერ ის უნდა გაიაზრო ვინ არ ხარ . - ვინ არ ვარ ?- გამიკვირდა მისი სიტყვები . -ტატიანა. — ტატიანა არ არსებობს. — ვიცი, სესილი . — მაშინ რატომ ლაპარაკობ მასზე ისე, თითქოს ცოცხალია? თორნიკემ კალამი გვერდზე გადადო. — იმიტომ რომ შენ ლაპარაკობ ასე. თვალი ავარიდე. — ტატიანა ის ნაწილია, რომელმაც იოანე დატოვა.იმედი გაუცრუა . უღალატა. — არ არის ეგრე სესილი . — ეგრეა.. — არა, სესილი. პირველად გაიჟღერა მის ხმაში სიმტკიცემ. — ტატიანა ის ნაწილია, რომელსაც სჯერა, რომ იოანე უღალატა . ტატიანა ხალხის ის ხმაა რომელმაც დაგაჯერა რომ ყველაფერი შენი ბრალი იყო . სუნთქვა შემეკრა. - იმედები გავუცრუე ... - თავად გითხრა ? -არა .. მაგრამ .. როცა .. როცა იქიდან წამომიყვანა .. როცა ყველაფრის მიუხედავად ჩემთან ყოფნა უნდოდა .. მე უარი ვუთხარი - ფეხზე წამოვდექი , გაქცევა მინდოდა . ეს მოგონება საშიში იყო . თორნიკეს ოთახი ძალიან პატარა იყო -იმედები გავუცრუე კიდევ ერთხელ .. - შენ საკუთარ თავს , იმ პერიოდის შესაძლებლობებისთვის სჯი რომელიც მაშინ არ გქონდა . - იოანე მელოდებოდა .. და ის უკეთესს იმსახურებდა .. -თავად გითხრა ? - გამიმეორა კითხვა და სხეულში შემოჭრილ სიბრაზის ტალღას . - გეყოფა - მეც კი შემაშინა ჩემს ხმაში სიბრაზის ტალღამ . -არა -ნელა გააქნია თავი თორნიკემ- უკეთესს შენთვისაც ისურვებდა. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. მძულდა მისი სიტყვები. მძულდა იმიტომ, რომ მათი უარყოფა მიჭირდა. — შენ არ იცნობ იოანეს. — მართალია. — მაშინ ნუ ლაპარაკობ მასზე. — მე მასზე არ ვლაპარაკობ. წარბები შევკარი. — მაშინ ვიზე ლაპარაკობ? — შენზე. მზერა გამექცა. — სესილი, უკვე ერთი საათია ცდილობ დამარწმუნო, რომ იოანე უკეთესს იმსახურებდა. გული შემეკუმშა. — და ჯერ ერთხელაც არ გითქვამს, რას იმსახურებდი შენ.. მასზე არასდროს გაბრაზებულხარ? წარბები შევკარი. — რაზე? — არასდროს დაგიდანაშაულებია, რომ საკმარისად მანაც ვერ შეძლო შენი ნოდარისგან დაცვა? სუნთქვა შემეკრა. — თორნიკე... — არასდროს გიფიქრია, რომ დააგვიანა? რომ უფრო ადრე უნდა ეპოვნე? რომ უნდა გადაერჩინე? ფეხები შემისუსტდა. — გაჩერდი. — თუ მხოლოდ იოანეს ხელშეუხებელ „ტატიანაზე“ ბრაზდებოდი? თვალები გამიფართოვდა. — რას გულისხმობ? — მას ედრები? ხმა ჩაუწყნარდა. — ეჯიბრები? გაჩუმდა. — იოანესთვის ის უკეთესია და შენ — არასაკმარისი? - იოანეს არაფერი უთქვამს .. იოანეს არაფერი დაუშავებია , რაც მოხდა მისი ბრალი არ არის . -ისევე როგორც შენი , სესილი . ცრემლები წამომივია . ჩვენი სესიების პერიოდში პირველად ვტიროდი . თორნიკეს არაფერი უთქვამს . ფანჯარასთან მისულს შორიდან მიყურებდა . დროს მაძლევდა , მომდევნო რაუნდამდე . -ვინ გითხრა სესილი ? -დედაჩემმა - მძიმედ ამოხეთქა ჩემმა სიტყვებმა და იქვე ჩავიკეცე . ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. — რა გითხრა? თავი გავაქნიე. არ მინდოდა. არ მინდოდა იმ სიტყვების კიდევ ერთხელ ხმამაღლა თქმა. — სესილი... — მითხრა, რომ ცხოვრება გამიფუჭდა.რომ თუ არ დავრჩებოდი იოანესაც გავუნადგურებდი სიცოცხლეს . რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო და არაფერი შეიცვლებოდა . საკუთარი ხმა შორიდან ჩამესმა. — მითხრა, რომ ახლა ყველაფერი უფრო რთული იქნებოდა, მაგრამ ის დალურჯებები გამივლიდა, რომ შემიყვარდებოდა. ცრემლები ვერ გავაჩერე. — მითხრა, რომ ხალხი ყოველთვის გაიხსენებდა. თორნიკე არ განძრეულა. — მე დავიჯერე... იოანეს იქ მოსვლამდე... ყველაფერი დავიჯერე... ხმა გამიწყდა. — ის არ მისმენდა... არც ერთ ჩემს სიტყვას არ ისმენდა... გამეცინა. მწარედ. — უბრალოდ წამომიყვანა...არაფერი უკითხავს... სიჩუმე ჩამოვარდა. — და გაბრაზდი? თავი გავაქნიე. — არა-ცრემლები მოვიწმინდე— მისთვის ნოდარის მნიშვნელობა არ ჰქონდა . თორნიკემ თვალები არ მომაშორა. — მხოლოდ მე ვაინტერესებდი . სიტყვები ყელში გამეჩხირა. —ისე მიყურებდა,თითქოს საერთოდ არ შევცვლილვარ.თითქოს ისევ მე ვიყავი. თითქოს ჯერ კიდევ შეიძლებოდა ჩემი სიყვარული. -სესილი , ხვდები ? - რას ? - ხმა ჩამიწყდა . -იოანესთვის “ტატიანად” ყოფნა არასდროს შეგიწყვიტავს . მგონი დროა , რომ შენს თავს უნდა აპატიო , სესო .. -რა ვაპატიო ? -ყველა გატარებული წამი , როცა დაიჯერე რომ “ტატიანად” ყოფნას არ იმსახურებდი . არაფერი მითქვამს . კარგა ხანს ვიჯექი ფანჯარასთან , იატაზე . სიჩუმეში . ფანჯრიდან ნელი სიო უბერავდა . მე კიდევ ,კვლავ კედელზე დაკიდებულ ნახატს ვაშტერდებოდი . -იოანეს ლიკამ დაურეკა.. მაშინვე .. მასთან თინანო იყო .. ღრმად ამოვისუნთქე . -არასდროს მიფიქრია იმაზე იოანემ რა იგრძნო იმ წამს . შემეშინდა . შემეშინდა რომ მისი ტკივილი უფრო მეტად მატკენდა და მე ისედაც დაკარგული ვიყავი . არასდროს დამავიწყდება ოთახის კარებში გაჩხერილი თინანოს სახე . ზღურბლზე ვერაფრით გადმოვიდა . ვერ მომიახლოვდა . მე კიდევ , ოთახის კუთხეში კედელთან ვიჯექი , ნაცემი , წაშლილი როგორც ქალი და .. შემდეგ ის დავინახე ... იოანეს იქ საერთოდ არ უნდა ვენახე .. თინანოს ჩრდილიდან მისი თვალები ისე გამოეყო .. ისე იყურებოდა .. ისე უხმოდ ყვიროდა .. რომ მომიახლოვდა არაფერი უთქვამს .. მისი ჟაკეტი რომ მომახურა ჩხუბი მერე დავიწყე . არც ვიცოდი რაზე ვეჩხუბებოდი . დედაჩემის დანაბარებ სიტყვებს ვუმეორებდი . მგონი პირველად ვნახე მისი თვალები ისეთი წყლიანი ... ერთხანს მიყურა .. გატყუებსო სადღაც შორს გაისმა თინანოს ხმა , მაგრამ ამის თქმა არც სჭირდებოდა . მერე ხელი ხელში ამიმყვანა .. ყველაფერი ამეწვა ერთიანად .. მაშინ მივხვდი ყველას შეხება რომ მეზიზღებოდა .. არ მისმენდა .. უკანა სავარძელზე დამსვა .. თავი თინანოს კალთაში ჩამადებინა და კარგა ხანი მანქანაში არ დამჯდარა . თვალებს ვერ ვახელდი .. მეშინოდა .. მეშინოდა არ გადაეფიქრებინა, მეშინოდა მასაც არ ეღალატა .. მეშინოდა მართლა არ დავეტოვებინე .. შემდეგ წვიმა დაიწყო .. თვალდახუჭული , თინანოს კალთაში ვუსმენდი მანქანაზე დაცემული წვიმის ხმას .. თინანო თმაზე მეფერებოდა და მეჩურჩულებოდა .. მანქანაში რომ ჩაჯდა წვიმის სუნი ჰქონდა .. მაშინ პირველად გავახილე თვალები და მის სისხლიან ხელებს მოვკარი თვალი . იოანეს მანქანაში , საქარე მინაზე , ჩემი ვარდისფერი ტიტა იყო ჩამოკიდებული . ღრმად ამოვისუთქე და გავაგრძელე : -მეგონა ყველაფერი არეული მაშინ იყო .. მაგრამ სასამართლოებზე უარესი მოხდა .. ყველა მე მადანაშაულებდა.. მე კიდევ ძალაც არ მქონდა .. იოანეს ისევ ვეჩხუბებოდი .. ნოდარის წინააღმდეგ ნორმალური ჩვენებაც ვერ მივეცი და ალბათ ეგ იყო იოანესთვის ბოლო წვეთი .. გაქრა .. გაქრა ისე თითქოს მასაც არ ესმოდა ჩემი .. მაშინ მგონი მასაც აღარ ესმოდა .. მისმა ტკივილმა სძლია .. ხალხის აზრმა .. არვიცი , მთხოვა გავყოლოდი , ვერ შევძელი .. უბრალოდ ვიცოდი რომ მაშინ იოანეც ვერ მხედავდა . ისიც ვერ გაუფრთხილდა ,სესილიას იოანეს .. მანაც ვერ შეძლო .. ყველაფერი ერთიანად ჩამომენგრა . -თუ ვერ გაუმკლავდა საკუთარ ტკივილს , ეს იმას ნიშნავს რომ მისი სიყვარული გაქრა ? -დრო სჭირდებოდა -გამართლებასავით გამომივიდა სიტყვები - დრო ორივეს გვჭირდებოდა - თითქოს მივხვდი რისი თქმაც სურდა თორნიკეს . აღარაფერი უთქვამს . ისიც ჩემს გვერდით დაჯდა და კედელზე ჩამოკიდებულ სურათებს დააკვირდა. ვიცოდი მისი საყვარელი სულ სხვა იყო . -სესიებს რომ შევწყვეტთ ფლამინგოს ფოტოს დააბურუნებ ? -არა , სესილი . გამეღიმა. — რატომ? — იმიტომ რომ ესეც ისტორიის ნაწილია. ნახატს შევხედე. — ჩემი? — ჩვენი. სიტყვამ გამაკვირვა. თორნიკემ მხრები აიჩეჩა. — ადამიანებს ყოველთვის ავიწყდებათ, რომ თერაპია მარტო მათ არ ცვლის. სიჩუმე ჩამოვარდა. — ანუ შენც შეგცვალე? გაეცინა. — ფლამინგო რომ დავკიდე, ეგ ადამიანი აღარ ვარ. — და ახლა ვინ ხარ? ფანჯრიდან შემოსულ შუქს გახედა. — ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ტიტების მდელო ფლამინგოზე უკეთესია. ადამიანი რომელმაც იცის რომ ერთი ფაქტი არ განგვსაზღვრავს - მივხვდი ამ ყველაფერს ისევ ჩემ გამო ამბობდა . თორნიკე არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი იყო . -ეროვნულებზე გასვლას ვაპირებ . -იოანეს ეტყვი ? -არამგონია . მშვიდად ვთქვი და ლოყაზე ჩამოსული ახალი ცრემლების ნაკადი მოვიწმინდე . *** ეროვნულები მართლაც საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა . თორნიკე ძალიან მეხმარებოდა მაგრამ ხალხთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა , ერთ გარემოში ძალიან მიჭირდა . მაგრამ გამოცდა დაიწყო თუ არა , გარეთ მომლოდინე თინანო გამახსენდა . ჩემი ოცნება ჟურნალისტობაზე . უამრავი ისტორია რომლის ნაწილიც მინდოდა ვყოფილიყავი . იოანეს იმედები . ჩემი იმედები . გამოცდების ამ ამაღელვებელმა ტალღამ მართლაც ძალიან სწრაფად ჩაიარა . მე ჩემს ოთახში კედლებზე ახალ ნახატებს ვხატავდი . ველოდებოდი . შემთხვევით , ადრე , კუთხეში დახატული პატარა სახლი შევნიშნე . მაშინვე გამახსენდა , იოანეს საჩუქარი . გასულ დაბადების დღეს დამიტოვა და ვიცი რომ მთელი კვირა იქ მელოდებოდა . წასვლა ვერ გავბედე , მაგრამ არც დარჩენა იყო მარტივი . და ახლა ეს ყველაფერი. სახლი , მთაში , ჩვენი . ფერადი და გაზაფხულივით სუფთა . ძალიან კარგ იდეად მეჩვენებოდა . ნივთები გულაჩქარებულმა ჩავალაგე და თინანოს ჩემი გეგმა გავუზიარე . გაეღიმა . იდეა ნამდვილად ძალიან მოეწონა . მალევე ჩავედი და სახლის კარები ხელისკანკალით გავაღე . სახლი ხის იყო . სიმშვიდეს ასხივებდა და ყველაფერს იოანეს ხელი ეტყობოდა . გარეთ ყვავილების მდელოში , ტიტები ბიბინებდა . კედელზე, ლამაზი ფანჯარა იყო გამოჭრილი სადაც დაჯდომა წიგნების კითხვა შეგეძლო . მოპირაპირე მხარეს კი , უამრავი თარო იყო წიგნებით სავსე . იოანეს მთელი ჩემი ოცნება ამ სახლში ჰქოდა გაერთიანებული. იქვე მდგარი საწერი მაგიდა შევნიშნე . რამდენიმე ნახაზი იყო გაშლილი და ჩარჩოში ჩადებულ ჩემ ფოტოსაც მოვკარი თვალი . ოთახში , კომოდზე , მისი ნაჩუქარი ქალთევზა დავდე . გამოცდის ქულები არ ვიცოდი . ჩემი და თინანოს შეთანხმება ასეთი იყო . ქულებს ის ნახავდა , იოანეს გაუგზავნიდა და ისიც აქ მოვიდოდა . წამითაც არ დამიშვია რომ შეიძლება არ მოსულიყო . მაგრამ გაქცევაზე , შემოსვლის წამიდან ვფიქრობდი . ორი დღე სრულ სიჩუმეში , სიმშვიდეში და მოლოდინში გავატარე . მესამე დღეს , ყვავილების მდელოში ვიდექი , ყვითელი ლამაზი კაბა მეცვა და ქარი თმას მიწეწავდა , სხეულში დავლილი სითბო რომ ვიგრძენი . მთელი არსება დამეძაბა . ვიცოდი ახლოს იყო . შევბრუნდი თუ არა დავინახე კიდეც . სახლის კარებთან იდგა . ხელში ჩემოდანი ეჭირა და მიყურებდა . შორიდანაც ვგრძნობდი მის მზერას . ჩემს რეალურობას ამოწმებდა . მინდოდა მისკენ გავქცეულიყავი . მაგრამ გავიყინე . ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოვახერხე . არც ის მოძრაობდა. ერთმანეთს ვუყურებდით. ორი წელი. ორი წელი იდგა ჩვენს შორის. ორი წელი და ათასობით უთქმელი სიტყვა. ქარმა თმა სახეზე ჩამომაყარა. იოანემ ღიმილი ძლივს შეიკავა. — ყვითელი ფერი ისევ გიხდება. ცრემლები მაშინვე მომაწვა. იმიტომ რომ ეს იოანე იყო. ორი წლის შემდეგაც. ზუსტად ისეთი. — გამარჯობა, სესო. ხმა ჩამიწყდა. — გამარჯობა. მეტი არაფერი მითქვამს. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. "მაპატიე"? "მომენატრე"? "მეშინოდა"? არცერთი სიტყვა არ აღმოჩნდა საკმარისი. იოანემ ჩემოდანი მიწაზე დადო. ხელში , ჩემი ბავშვობის თოჯინა ეჭირა. იგივე. ფოტოდან. წლები რომ დაკარგული მეგონა. — მგონი ეს შენია, — თქვა ჩუმად. და პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ. -მეგონა დამეკარგა -შორიდან ჩამესმა ჩემი ხმა . იოანემ თოჯინას დახედა. — ჰო. გაეღიმა. — მეც. წარბები შევკარი. — რა? — შენც მეგონა დამეკარგე. სუნთქვა შემეკრა. კვლავ ის იყო. ყველაზე საშიშ მომენტებშიც კი სიმართლეს ხუმრობაში მალავდა. -მაგრამ მიპოვე . -ეროვნულის ქულებთან ერთად .. უდიპლომო ცოლს ნამდვილად ვერ მოვიყვანდი - ღიმილით თქვა სიტყვები რომელმაც გული ამიჩქარა . — ძალიან თავდაჯერებული ხარ. — არა, უბრალოდ შენზე ვდებ ფსონს. თვალები ამეწვა. — იოანე... — ჰო? — რომ ვერ ჩავაბარო? გაეცინა. — მაშინ მომავალ წელს კიდევ ცდი. -მომიწევს ? -ნუუ.. -სიტყვები გაწელა და ჩემს რეაქციას დააკვირდა . ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ეს ორი წელი არ არსებობდა . არაფერი არსებობდა ჩვენს იქით და არც არასდროს უარსებია - მინდა გითხრა რომ პირველივე ცდაზე ჩააბარე . თვალები გამიბრწყინდა . სიხარულის ტალღამ ჩემთვის შეუძლებელი ქნა და ჩვენს შორის არსებული მანძილი დამარღვევინა . ყელზე ბედნიერი მოვეხვიე . წამსვე ვიგრძენი იოანეს ხელებიწელზე და ერთიანად გავთბი . -ჩავაბარე- იოანეს ყელში თავჩარგულმა ძვლივს ამოვთქვი . ხელს არაფრის დიდებით არ ვუშვებდი . გამეცინა . იოანესაც გაეცინა . -იოანე - ფრთხილად წარმოვთქვი მისი სახელი - მაპატიე -ჩურჩულივით დაცდა თხოვნასავით ნათქვამი სიტყვა ჩემს ტუჩებს . -არა , სესო , შენ მაპატიე .. -რა გაპატიო ? - რომ ვერ გავუფრთხილდი ჩემს თავს შენი თვალებით დანახულს-ლოყაზე ფრთხილად შემეხო და მაკოცა . ამდენი ხნის შემდეგ , ტიტების მდელოში , ჩვენს სახლთან , ჩვენი ნამდვილი ისტორიის შექმნას ვიწყებდით . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



