პირველი | ზღვარს მიღმა (სრულად)
„ანა, გაემზადე. მე და თოკო გამოგივლით.” 10 საათზე გაღვიძებულს, ლანას შეტყობინება დამხვდა. - ჯანდაბა, ისევ… ნელა წამოვდექი და გამზადება დავიწყე. მანამდე მოგიყვებით ამბებს, რომლებიც თქვენთვის არ მითქვამს. რედაქციაში ყველაფერი ისე დალაგდა, რომ უკვე 1 წელია მთავარი რედაქტორის პოზიციას ვიკავებ, თავისუფალ დროს ჩემს ნათლულთან ვატარებ, რომელიც ლანამ “მაჩუქა”. კარიერაში აყვავებას, პირადში არევაც მოყვა. ნიკუშასთან დაშორების შემდეგ, გადავწყვიტე აღარაფერი მეცადა. ხო, რაც შეეხება მას, უკვე ნახევარი წელია გასული ნიკუშას და ნინას ქორწილიდან. ბოლო პერიოდში, ხშირად ვეკონტაქტებოდი კლასელებს, მათ შორის, მარისაც, რომელიც რამდენჯერმე შემხვდა მოლში. გიორგი ისევ გამქრალი იყო. ვერც ვკითხულობდი. არავინ იცოდა, სად იყო, როგორ ან რას აკეთებდა. - ანა, იმედია მზად ხარ, დაბლა გელოდებით. - ჰო, ჩამოვდივარ. ნივთები ავიღე და ლიფტისკენ გავემართე, სადაც როგორ ყოველთვის დიდხანს მომიწია ლოდინი. სადარბაზოდან გასულს, ღიმილიანი სახით შემეგება ჩემი დაქალი. - ესეიგი, ყოველი შეკრებისას უფრო ლამაზად რატო გამოიყურები? - ეშმაკურად მიყურებდა. - რა მოიგონე ახლა. -შუბლი შევკარი. - მახოვს, მახსოვს. მიდევს ჩანთაში.-მობეზრებულად ავატრიალე თვალები და თან მანქანაში ჩავჯექი. - სიძევ, როგორ ხარ ამის ხელში? - იმედია გახსოვს, რომ გარე აუზიც აქვს იმ სახლს და მარტო კაბები არ წამოიღე. - ვცდილობ გადავრჩე, არ იცი რა ანჩხლია? - აჰ, ესეიგი დაგღალე ხო? - კარგი რაა, თქვენ სულ ასე როგორ უნდა იყოთ. - ჩვენ ასე მაინც ვართ, შენ როდის უნდა გამითხოვდე ცოლის დავ? - დღეს არა და ხვალ.- მობეზრებულად ავატრიალე თვალები. - შემართება მომწონს.. ისე შენ.. - საუბარი ზარმა გააწყვეტინა. - ხო… კი, გამოვედით ახლა… არა, ქალაქში ვართ ჯერ… კაი, 15 წუთში მოვალთ… - ვინმეს უნდა გავუაროთ? - ლანამ ჰკითხა - ხო, გიოს. მანქანა გზაშია ჯერ არ ჩამოსულა, შენ და ლანამ გამომიარეთო. - თოკო, სიგარეტის და რაღაების ყიდვა დამავიწყდა და მაღაზიასთან გაჩერდი, ბარემ უცებ შევალ. - სანამ ის აბარგდება, ცხრა მაღაზიას გამოიტან ანუშ. 15 წუთში ბატონი გიორგის სახლთან ვიყავით. - აქ როდის გადმოვიდა? - ლანას ვკითხე ჩუმად. - დაახლოებით, 5-6 თვეა. თვითონ იყიდა და მარტო გადმოვიდა. ბიჭები ეხუმრებოდნენ ცოლის მოყვანას აპირებსო. - ოჰ, თითქოს არ ვიცით ვის მოიყვანს. შეიძლება შეკრებიდანვე გამოიქცნენ. - მეც არ ვიცოდი რამ გამაღიზიანა. - რა გჭირს შენ? - არაფერი, რა მჭირს? - რას ჩურჩულებთ მანდ? მე რას მიმალავ ერთი ანუშ, არ იცი სამარე ვარ. - არაფერი თორნი,ხომ იცი რაც სჭირს ქალბატონს. მოვა და დამუნჯდება. - წამში დაიწყო ჩემს ნერვებზე თამაში. - როგორ მინდა ახლა ეგ ქერა თმები ღერა-ღერა გაგაცალო, მაგრამ ვერ გიმეტებ. გადავალ, რამე ხომ არ გინდათ? - მიდი, მიდი გაიქეცი, თორემ მოვიდა ისიც. ირონიულად ჩაიცინა სიძემ და ლანას გაწვდილ ხელს თავისი დაარტყა. - ორი მასხარა. მაღაზიაში შესვლისას ისე გადავერთე, თითქოს არავინ მელოდებოდა. შემოვიარე ყველა სექცია და დრო მაინც ვერ გამყავდა. თითქოს გარეთ გასულს არ დამხვდებოდა ის ადამიანი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში პერიოდულად ჩემს გონებას იპყრობდა. სასაცილოა ჩემი ეს მდგომარეობა. - ანა, ჩვენ გვეგონა მაღაზია მოგქონდა და შენ მარტო ეს ორი ცალი შოკოლადი აარჩიე მთელი ეს დრო ? - ზურგიდან მომეპარა ლანა. - ჯერ ვარჩვევ, ვერ გამიგია რა მინდა. - ვიფიქრებდი, ორსულადაა-მეთქი, მაგრამ აბა შენი ჟურნალ-გაზეთები ვერ დაგაორსულებენ. - რით ვერ მოგბეზრდა ეს ხუმრობა? - კარგი ჰოო. ისიც შენნაირი ძილისგუდაა, თუ გარეთ ვერ გვიპოვი სახლში შემოდი პირდაპირ. - რა მინდა მაგ სახლში გარეთ დაგელოდებით. - რას ჰქვია რა გინდა? არ უნდა ნახო შენი მომავალი სახლი ? - გამასწარი აქედან თორემ ცოცხალი ვერ გააღწევ. - სიცილით დამტოვა დახლთან ნერვებ მოშლილი. კოლაც მოვიმარჯვე და სალაროსთან გადავინაცვლე, სადაც დაღლილი სახით მდგომი მოლარე მელოდებოდა. - გამარჯობა. ორი შავი მარლბოროც. პარკი მომითავსა,ნელა გავემართე კარისკენ. მაღაზიიდან გასულს, მანქანასთან მდგომი სამეული დამხვდა, რომლებმაც ჩემკენ გამოიხედეს. გონება წამში ამერია, ერთ ადგილას გავჩერდი, გავიყინე. შეცვლილიყო, უფრო კარგად გამოიყურებოდა. - მობრძანდა ქალბატონი. რა იყო გოგო განძს ეძებდი თუ შოკოლადებს. - ეტყობდა ისევ ვერ აარჩია საუკეთესო. - მისი ირონიული ხმაც მომესმა. - რიგი იყო, რა მექნა? - არ შევიმჩნიე მისი ნათქვამი. - როგორ ხარ? - როგორც ყოველთვის, შენ როგორ ხარ ქალბატონო რედაქტორო? - ოჰ, ჩიტს მოუტანია უკვე სიახლეები. მეც, როგორც ყოველთვის. - წამით გავხედე ატუზულ ლანას, რომელიც თორნიკეს ზურგს ამოეფარა. - ჰე, ჩავსხედით და წავედით, თორემ ტრადიციად გვექცა ოთხეულს დაგვიანება. - ხო, წავიდეთ არ ვანერვიულოთ ხალხი. - მოვიდა და წამში ჩამერთო მიძინებული ირონია. კარსკენ ხელი წავიღე, რომ გამეხსნა, მან დამასწრო და თვალით მანიშნა ჩავმჯდარიყავი. - მადლობა, ჩემითაც შემეძლო. - ეჭვიც არ მეპარება. კარი მოხურა, მანქანას მოუარა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. გზაში, როგორც ყოველთვის მდუმარე საათი ჩამერთო, სამეული საუბრობდა, თითქოს ყოველკვირა არ ნახულობენ ერთმანეთს, როცა მე ვმუშაობ, ან არ მცალია. ესეც თითქოს განგებ მიდის მათთან, როცა მე არ ვარ. - გიო, როგორ მიდის შენი ბიზნესის ამბავი? წინაზე რომ თქვი, გამოვიდა? - ყველაფერი კარგადაა. საკმაოდ სწრაფად ვითარდება. - ოჰ, ბატონო ბიზნესმენო, სად შეგვიძლია. - გითხარი მე შენ, რომ პარტნიორობა შენთან მინდოდა მაგრამ მაინც უარზე ხარ. - ბიზნესი? რა ბიზნესი? - ჩემდაუნებურად ჩავერთე საუბარში. - ოჰ, როგორ მოხდა გვიკადრე. რა ბიზნესი ანუშ და ბატონმა საბუღალტრო და საფინანსო კომპანია დაარსა, როგორც იქნა გამოიყენა თავისი დიპლომები. - არ ვიცოდი. კარგია, გილოცავ. - საიდან უნდა გცოდნოდა. - სევდანარევი სახით გამომხედა, თითქოს რამეში ვიყავი დამნაშავე. - მომავალ კვირას, ყოველწლიური სტატია უნდა დავწეროთ წარმატებულ, ახალ ბიზნესებზე. არ ვიცი, თუ გაგიგია, ძალიან პოპულარულია, ყოველი გამოშვებისას ექსკლუზიურად ყველა კომპანიას ეგზავნება თითო ნიმუში, რის შემდეგაც მთელი ქვეყანის მთავარი ხალხი ნახავს და ითანამშრომლებს შენს კომპანიასთან. თუ რა თქმა უნდა გინდა. ერთი ამოსუნთქვით ვთქვი ჩემი სათქმელი, რომელიც არც კი ვიცი იმ წამს საიდან მომაგონდა. რეალურად, ნამდვილად უნდა დაეწერა სტატია ჩემს საოცარ გოგონებს, მაგრამ ჩემთან მხოლოდ საბოლოო ვარიანტი უნდა მოსულიყო, არ უნდა ჩავრეულიყავი. - ახლა მაინც დაივიწყე შენი სამსახური. - მობეზრებულად აატრიალა თვალები ლანამ. გვერდით მჯდომს გავხედე, რომელიც ჩემთვის გაურკვეველი მზერით მიყურებდა. არ ვიცი, ვერ ამოვხსენი... - ოთხშაბათს დაგირეკავ და მოვალ შენს სამფლობელოში მაშინ. - დუმილი დაარღვია. - სად დამირეკავ, ჩემი ნომერი გაქვს საერთოდ ? - მაქვს, შენ არ გაქვს? - არა, რა თქმა უნდა. ისე მეკითხები, თითქოს ყოველდღე მირეკავ. - წამში ვიცრუე, არადა მისი ნომერი არათუ მეწერა, არამედ ზეპირადაც მახსოვდა. - კარგი, მე დაგირეკავ. საუბარიც დასრულდა და დანიშნულების ადგილასაც მივედით. დიდი კერძო სახლში ვიქირავეთ ამჯერად, ზაფხულის სიცხის გამო, დიდი აუზიც გაითვალისწინა თაკომ. ტრადიციული მოკითხვების ცერემონია, სამსართულიანი სახლის ეზო გადავსებული იყო, ამჯერად, მეორე ნახევრებიც წამოეყვანათ უკვე დაოჯახებულებს. ნახევარზე მეტი არ წამოვიდა ამ შეკრებაზე, ორი დღით ვრჩებით, შესაბამისად საძინებლები ზუსტად ნაწილდებოდა. ბევრი ახალი წყვილი, ამბები გავიგე, მათ შორის, იცის რომ თურმე ქალბატონი მარი, ბატონის კომპანიაში მარკეტინგის მენეჯრად მუშაობდა. მესამე სართულზე ავედი, ერთ-ერთ განაპირა საძინებელში ჩემი ნივთები დავდე, საცურაო კოსტუმი მოვირგე, ზემოდან დავარდნილი, ნაქსოვი კაბა და ნივთები ავიღე. ვინაიდან, დილიდანვე მოვბილიზდით გოგონებმა გარუჯვა გადაწყვიტეს, საღამოს ჭამა-სმამდე. კიბეს ჩავუყევი, გზად წამომეწია მარი, რომელიც მეორე სართულზე არსებული საძინებლიდან გამოვიდა. - გიომ მითხრა სტატიაზე, ახლა არ უნდა ვსაუბრობდეთ საქმეზე, მაგრამ გამიხარდა ძალიან, რამდენჯერმე მოგწერეთ მეილი თანამშრომლობასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი არ მიმიღია. - ხო, ზედმეტად გადატვირთულები ვართ, ორი სხვადასხვა სტილის ჟურნალი, ონლაინ პლატფორმები, სრული ქაოსი გვაქვს ამ ეტაპზე, თანამშრომლობის კუთხით. - რაც გიომ დამაწყებინა მუშაობა მას მერე ვეჩიჩინები, რომ სტატია კარგი პიარი იქნებოდა ჩვენთვის, კიდევ კარგი შესთავაზე. - შეხვედრაზე ერთად მოდით და დანარჩენი დეტალები მერე განვიხილოთ. შეზლონგზე ჩამოვჯექი, კაბა გადავიძრე და თეთრებში შემოსილი მცხუნვარე მზის ქვეშ გავწექი. ლანა, როგორც წყლის მოყვარული აუზში გადაეშვა. - არ ჩავიდეთ წყალში ? - ნატამ გადმოგვხედა. ყველა წამოდგა ჩემს გარდა. - ანა შენ არ ჩამოხვალ ? - ჯერ არა, მერე შემოგიერთდებით. ლევანმა გადაწყვიტა გოგოებისთვის კოქტეილები გაეკეთებინა, რომელიც ჩამოარიგა და ყველას შეზლონგთან 3-3 ჭიქა დადო. ერთი ავიღე და მოწყურებულივით ერთიანად დავლიე მათრობელა სითხე, როგორც აღმოჩნდა ალკოჰოლი უფრო მეტი ჰქონდა ვიდრე გაზიანი სასმელი. წამოვდექი, აუზს მივუახლოვდი, დაბალი წყლის მხრიდან. - მგონი, ლევანს ჩვენი დათრობა უნდა, ფაქტობრივად სამი ჭიქა არაყი ერთად დავლიე. - მერე მაგას რა სჯობს, სულ ეგენი რომ თვრებიან და ჩვენ ვუვლით. - მოდი ჩემო ქალთევზავ, გაცურე არ არის ღრმა. - წყალში ჩასულს ლანა სუროსავით შემომხევია. - იქნებ დამახრჩო ადრე და მალე. - ნუ გეშინია, ყველაფერს მოესწრები - წარბები ამითამაშა და ჩუმად მიჩურჩულა. - შენ და შენი ქარაგმები. თუ იცი, ყველა რჩება აქ ვინცაა თუ ვინმე მიდის ? - შენ ვინ გინდა, რომ დარჩეს მითხარი და გეტყვი. - ღმერთო, რა დავაშავე. შემეშვი, გაცურავ მაინც, დავიწვი. - მიდი, მიდი გაგრილდი სანამ შეგიძლია. - სიცილით მითხრა და ხელი საჯდომზე მომარტყდა, რაზეც თვალები დავუქაჩე. თვალები დავხუჭე და ტივ-ტივი დავიწყე წყალზე, რამდენჯერმე ჩავყვინთე. სახე ამიხურდა, მაგრამ არა მზისგან, არამედ მზერისგან, რომელიც ზუსტად ვიცოდი ვის ეკუთვნოდა. თვალები გავახილე და მწველი თვალებისკენ გავიხედე, ჩემს შეზლონგზე ჩამომჯდარიყო და მიყურებდა. გარშემო მიმოვიხედე და ყველა აუზთან იყო შეკრებილი, ბიჭებს წასახემსებლები იქვე დიდ მაგიდაზე ჰქონდათ გაშლილი და სასმლით ხელში ცეკვავნდნენ მეწყვილეებთან. მე - წყალში. ის - ჩემს შეზლონგზე. ფეხს ვითრევდი, ვფიქრობდი ავსულიყავი თუ არა, ბოლოს ნელ-ნელა დავიწყე ამოსვლა და მასთან მივედი. - მაინც და მაინც მანდ რომ ჩამოჯექი მე სად წავიდე? - ნუ გეშინია არ გიკბენ, წამოწექი ორივე დავეტევით ვერ ხედავ? - ანუ გადაჯდომას არ აპირებ ? - არა, რა საჭიროა? მივხვდი აზრი არ ჰქონდა საუბარს, მისი სიჯიუტის გამო. პირსახოცით შევიმშრალე წყლის წვეთები და მოჩვენებითი სიმშვიდით ჩამოვჯექი. ისევ ავფორიაქდი, გვერდით მეჯდა, ის ღამე გამახსენდა ერთად რომ გვეძინა. შემდეგ კოცნა... „არ გაიხსენო. არ იფიქრო. ანა, არ გახედო!“ გონებაში ვიმეორებდი, მაგრამ მაინც არ მშველოდა. დამშვიდების მიზნით, მეორე ჭიქას დავწვდი და მოწყურებულმა ისევ ერთიანად ჩავცალე. - ლევანს გინდა,რომ აჯობო ? - მაგდენის დალევა სად შემიძლია. შენ არ სვამ ? - არა.. აღარ ვსვამ! - საინტერესოა... შეიცვალე. - ვცდილობ. ბევრი რაღაც დავკარგე, გადავაფასე და მივხვდი რა იყო მნიშნველოვანი და რა არა. - კარგია. მიხარია, რომ შენი გონების დაფასება და გამოყენება დაიწყე. - შემთვრალი ღიმილით აღვნიშნე და მესამე ჭიქაც მოვიმარჯვე. - რამეზე ღელავ ? - საიდან მოიტანე? - დავიბენი, ნუთუ ასე მეტყობა. - წყალივით სვამ… - დიდი ხანია არ დამილევია, სამსახურის გადამკიდე. - ის სად არის, შენი პრინცი, ლანა აღარ ახსენებს ხოლმე რაღაც. - დაქორწინდა, დავიჯერო არ იცოდი აქამდე ? - საიდან უნდა გამეგო, სულ გამირბიხარ! - მე გაგირბივარ ? საიდან მოიტანე ? - თითქოს წინასწარ იცი, თვეში ერთხელ ან ორჯერ ძლივს ვახერხებ თორნისთან მისვლას და ისე ემთხვევა ან ახალი წასული მხვდები ან არ მოდიხარ. - უხერხულობის სიცილი ამიტყდა. - ღმერთო რა საოცარი ხარ, შენ რა შუაშია ხარ? ან რატომ უნდა აგარიდო თავი? - რავიცი... რავიცი... - ეშმაკურად ჩაიცინა და წამით ტუჩებზე ხელი მიიდო. კოცნა... - გეძახიან. - ზედმეტად დასერიოზულებულმა, წარბები შევკარი და დათასკენ გავახედე, რომელიც ხელით ანიშნებდა. - ჯერ საუბარი არ დაგვისრულებია. მისი ადგომა და ლანას მოსვლა ერთი იყო. - რა უნდოდა? - არაფერი, უაზრობები მელაპარაკა, თითქოს თავს ვარიდებ და გავურბივარ, იდიოტი. - და რა თქვა ტყუილი? შენ არ მწერ ხოლმე ჩემთან არის თუ არა, რომ არ მოხვიდე? მასზე საუბარს მიკრძალავ და მაინც ერთი სული გაქვს როდის რას ვიტყვი... ჯანდაბა, მგონი ბევრი დავლიე და პირდაპირობის საათი მაქვს. - სიცილით ამოილაპარაკა. - სისულელეა.. - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ისედაც ხომ ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა. - ანა, კარგი რა... ჩემთან თუ ვერა საკუთარ თავთან მაინც აღიარე, რომ ნიკუშასთანაც იმიტომ იყავი, რომ გეგონა გიორგისთან ვერ იქნებოდი. არადა, რამდენჯერ გითხარი, რომ რაღაც იყო თქვენს შორის. - ნუ მირევ გონებას. ისედაც უცნაურად ავღელდი. ბოლოს რომ ვნახე ნიკუშასთან ვიყავი, ახლა არავისთან ვარ და თითქოს თავისუფლად ვარ, ისიც არ ვიცი რისთვის მინდა. - დამშვიდდი, გოგოები მოდიან და კუდიანმა არ შეგამჩნიოს რამე, აქედან რომ წავალთ მერე ვილაპარაკოთ. სანამ მოსაღამოვდებოდა ეტაპობრივად დავიწყეთ ეზოში მაგიდის გაშლა. გოგამ ეზოს განათებას მიაგდნო და მანქანიდან გიტარა მოიტანა. - სიყვარულს გაუმარჯოს. გრძნობას, რომელმაც ერთმანერთთან დაგვაკავშირა. მოულოდნელად გიორგიმ ჭიქა ხელში აიღო და მოსაუბრე საზოგადოება დაადუმა. ჭიქა ხელში გამიშეშდა, მარის მზერა დავიჭირე, როგორ უყურებდა. ყველამ შესვა, შემდგომ ისევ განაგრძეს ერთმანეთში საუბარი, სიმღერა. უკვე პირველი ხდებოდა, ნელ-ნელა წამოვიშალეთ, თითო სართულზე 4-5 საძინებელი იყო, ზოგ ოთახში ორ-ორი შედიოდნენ, მე მარტო მიწევდა ოთახში ყოფნა რადგან მხოლოდ ერთი საწოლი იდგა, გამიმართლა. საძინებელში შესვლისას რამდენიმე წუთით მივწექი, მაშინ დამარტყა დიდი რაოდენობით ალკოჰოლმა, რომელსაც მართლა წყალივით ვსვამდი. გვერდით დადებულ სიგარეტს გადავწვდი და აივანზე გავედი. კოლოფიდან ერთი ღერი ამოვიღე და გავუკიდე. ეზოში შემორჩენილებს ვუყურებდი, წამით გვერდით გავიხედე და იმ წამს გვერდითა აივანზე გამოსულ გიორგის გავხედე, რომელსაც ასევე სიგარეტი მოემარჯვა ხელში. - ოთახში ვინმეა შენთან ერთად? - მოულოდნელად მკითხა. - არა, მარტო მომიწია ერთი საწოლია და დივანიც არაა. შენთან ? - ჩემთან ლევანია, ისეთი მთვრალია ვერც გავასწორე მგონი იატაკზე მომიწევს ძილი, თუ სხვა ვინმე არ შემიფარებს... - ბოლო სიტყვები თქვა და ჩაიცინა. - შეგიფარებს აბა რას იზამს, სულ თავისთან დაგიტოვებს. - წამიერად გავბრაზდი, წარმოვიდგინე მარისთან ერთად. - აჰა, ანუ შემიფარებს ხო ? - ხო, რატომაც არა. - კარგი მაშინ მოვწევ და მივაკითხავ. - რამდენიმე წამში ბიჩოკი იქვე საფერფლეში ჩააგდო და კარში გაუჩინარდა. „ყოჩაღ, ანა. იდიოტო მაჭანკალო.“ ფიქრებიდან კარის ხმამ გამომარკვია, ჩამწვარი სიგარეტი ჩავაგდე და ოთახისკენ დავიძარი, სადაც ჩემი გამოთვლებით ლანა უნდა ყოფილიყო. - შენ აქ რა გინდა? - შესასვლელთან გავშეშდი, როცა აღმოვაჩინე რომ ლანას მაგივრად გიორგი იდგა. - ხომ თქვი შეგიფარებსო.მეც მოვედი - მერე აქ რა გინდა? მე რა შუაში ვარ. - აბა ვისთან მიშვებდი ? - მე..მე ვისთან უნდა გიშვებდე. - დამშვიდდი, არ შეგჭამ. უბრალოდ საწოლს გამიყოფ და დავიძინებთ. - კიდევ რა გინდა? ძილის წინ შუბლზეც ხომ არ გაკოცო? - კოცნა მინდა, მაგრამ შუბლზე არა. - მიწვევდა, უბრალოდ მზერითაც კი. - შენ...შენ. არ ხარ ნორმალური. - კარგი, კარგი. დავიძინოთ, ხვალ დილით ადრე ვიღვიძებთ აქვე ახლოს ტბაა და თაკომ დაგეგმა იქ წასვლა. - გახდა დაიწყო, ჯერ ფეხსაცმელი, შემდგომ შარვალი და მაისურიც გაიხადა. - შენ რა მეღადავები ? - გაშტერებული ვუყურებდი ტრუსის ამარას. - ამ სიცხეში, ტანსაცმლით ხომ არ დავიძინებ. - არ ხარ ნორმალური! რაც არის არის, ვაქრობ შუქს და ვიძინებთ. შუქი ჩავაქრე, ჩანთიდან დიდი ზომის მაისური ამოვიღე, რომელიც აქამდე გრძელი მეჩვენებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ სიტუაციაში ზედმეტად მოკლე იყო, საჯდომს ძლივს მიფარავდა, თვალები დახუჭული ჰქონდა, ზურგზე იწვა და მომენტით ვისარგებლე. - იცოდე, დილით ადრე გახვალ, ჭორების ნერვები არ მაქვს. თვალებდახუჭულმა ვუთხარი და ზურგი ვაქციე. რამდენიმე წამში ვიგრძენი მისი სუნთქვა კისერთან, შემდგომ ხელი თეძოზე და წამში მიმწია მისკენ. - რა...რას აკეთებ? - ვიხსენებ - რრ..აა? - მშვიდად, შენი გული ხმაურობს, სხეული თრთის. ცუდად ხარ? - მისი ხმა... იმდენად კმაყოფილი ხმა ჰქონდა, რომ მინდოდა იმის ძალა მაინც მქონოდა შევწინააღდეგებოდი. წამში მოვიკრიბე ძალა და მისკენ გადავბრუნდი. - რა ჯანდაბას აკეთებ ? - მის სახესთან ახლოს აღმოვჩნდი. - დეჟა ვუ. - წამიც არ იყოს გასული, კისერში ხელი შემიცურა, მისკენ მიმწია და ტუჩებზე დამეწაფა. ყურებში საშინელი ხმაური მქონდა, წამიერად გავშეშდი, შემდგომ სასმელმა იმოქმედა და კოცნაზე- კოცნით ვუპასუხე და მეტიც ზემოდან მოვექეცი. ჯერ ნაზად, შემდგომ კი მთელი ვნებით, გაშმაგებით ვკოცნიდით ერთმანეთს. ხელები ნელ-ნელა შეცურდნენ მაისურის ქვეშ. მის ხელებს ვგრძნობდი წელზე, საჯდომზე, ისევ წელზე, მკერდზე. რამდენიმე წამში მაისურის გარეშე დავრჩი და მხოლოდ ტრუსით, წელს ზემოთ სრულად შიშველი. ზემოდან მომექცა, უცებ შეწყვიტა კოცნა და თავი უკან გასწია. - შენ...რატომ გაჩერდი? - არ მინდა, რომ ინანო... - რამდენიმე წამი თვალებში ვუყურებდი, ვგრძნობდი როგორ მინდოდა, თითქოს მთელი ცხოვრება ამ წუთს ველოდი. ქვედა ტუჩზე ვიკბინე, ჩემკენ მოვიზიდე და თავი უკან გადავაგდე, ყელში უკეთ რომ ეკოცნა. წამიერად რაღაც ვიგრძენი თითქოს, ვიღაც მექაჩებოდა. - ანა, ანა გაიღვიძე, ასე უცებ რანაირად დაიძინე - რრ..აა რა მოხდა ? - ჩაგეძინა გოგო, 20 წუთიც არაა რაც ოთახში ამოხვედი. საწოლზე წამოვჯექი, ტანცსაცმელი ისევ მეცვა, გიორგი არ ჩანდა, როგორც ჩანს ყველაფერი დამესიზმრა. - გამაგიჟებ შენ. ჯერ ისე ღრმად გეძინა ძლივს გაგაღვიძე, თან გიორგის ეძახდი.რა სიზმარი ნახე ასეთი.. - ვეძახდი ? იმედია ხმამაღლა არა. - არა, მაგრამ არ მომიყვები რა ნახე ასეთი? - ინტერესიანი მზერა მომაპყრო და მეც წამში ამიხურდა სახე. - აა.არ ვიცი არ მახსოვს. - რადგან კარგად ხარ და არაფერი გჭირს, ჩავალ მე თორნიკეს მივხედავ, თორემ საწოლამდეც ძლივს ვაიძულე მისვლა. - ჰო, მიდი მიხედე. ოთახი დატოვა თუ არა ფეხზე წამოვდექი და აქეთ-იქით სიარული დავიწყე. შეგძნებებზე ვფიქრობდი, რომელიც იმდენად რეალური იყო ვერც ვიჯერებ რომ ყველაფერი დამესიზმრა. აივანზე გავედი, ისევ ეზოში იყვნენ, მათ შორის გიორგიც, რომელიც ამჯერად მარის გვერდით იჯდა და საუბრობდნენ. წამით ამოიხედა და პირდაპირ თვალებში შემომხედა, სიშორის მიუხედავად. სხეულში სიმხურვალემ იმატა. „ახლა რაა. რამდენი დავინახავ ჩემი სიზმარი უნდა გამახსენდეს?“ თავი გავაქნიე, გამოვიცვალე და დასაძინებლად გავემზადე. *** დილით ხმაურმა გამაღვიძა. კიტა ბოლო ხმაზე ღრიალებდა და ყველას მოუწოდებდა აუზზე გავსულიყავით. მობილურს გადავწვდი, საათი 12 საათს უჩვენებდა. ნელა წამოვიწიე და გამზადება დავიწყე. ამჯერად, ყველაფერი შავი ჩავიცვი და კიბისკენ გავემართე. დილა მშვიდობისა, ანნა. - ზურგიდან ხმა მომესმა, წამში ჟრუანტელმა დამიარა. - დილა მშვიდობისა, გიორგი. - როგორც აღმოჩნდა ჩემს წინა საძინებელში ბრძანდებოდა. - ვარდისფერს აღარ წყალობ ? ხომ გიყვარდა? ხო, ასე გამოვიდა. - ჰმ.. კარგი, წავალ მარის ვნახავ, რაღაც საქმე ჰქონდა. - თქვა და გამეცალა. ეზოში გავედი. ნირწამხდარი, თვალებით ვეძებდი ლანას, რომელიც გოგონებთან რაღაცაზე საუბრობდა, პარალელურად მზერას ჩემკენ აპარებდა. „გამოეპარე მაგათ და ცალკე გავიდეთ, საქმე მაქვს” შეტყობინება გავუგზავნე, წამში ნახა და მანიშნა ოთახში ავყოლოდი. - მშვიდობაა? ის რატო დაგტრიალებს სულ? - მაგაზე მინდოდა საუბარი, მოიცადე… საძინებელში შესვლისთანავე, გვერდითა შევამოწმე ვინმე რომ არ ყოფილიყო, ტუმბოდან სანთებელა ავიღე და ღია კართან მივჩოჩდი. - მიდი, დაიწყე… - არ ვიცი, რა ჯანდაბა ხდება, თითქოს წესად აქვს ნერვები მომიშალოს ან უხერხულ სიტუაციაში ჩამაგდოს. ჯერ იყო წინაზე ის კოცნა, რომელიც გუშინ თავხედურად გამახსენა, მერე… მერე.. - რა მოხდა? - გუშინ დამესიზმრა, მაგრამ არ ვიცი იქნებ რეალურია? იმ კოცნაზეც ეგრე მეგონა თავიდან… - სახე ამიხურდა. - მე და მას… მოკლედ.. - სექსი გქონდათ? გუშინ, აქ, ამ ოთახში? - არ ვიცი… საშინლად ბევრი დავლიე…შენ რომ გამაღვიძე მანამდე სად იყო გიორგი? - მოიცა… შენ რომ ახვედი, მე სამზარეულოში ვიყავი ბიჭებს ყავას ვუკეთებდი, მერე რომ გავამზადე გიორგიც იქ იყო… - უჰ.. კიდევ კარგი. ანუ სიზმარი იყო. - წამში მომეხსნა დაძაბულობა. - შენ და შენი უცნაური სიზმრები… რას აპირებ? - არაფერს, რა უნდა ვქნა. მე და მას რა საერთო გვაქვს.. თანაც სკოლის მერე დიდი დრო გავიდა ხომ გესმის.. თანაც მარი… - კარგი რაა. რა მარი? შენ გგონია მართლა რაიმე აქვთ? - არ ვიცი, მაგრამ მარი რომ არ არის გულგრილი შენც ხომ იცი… - შენ რა შუაში ხარ მერე, ნუ გამაგიჟებ! - ჯანდაბა… მანამდეც იცოდი, რომ მასთან მუშაობდა? - არა, საიდან უნდა მცოდნოდა. ისე რას აიტეხე ეს სტატია? - არ გამახსენო! ერთად მოდიან შეხვედრაზე. - როგორ ამბობ ხოლმე, პატარა მაჭანკალი ხარ, ოღონდ საკუთარ თავს რას ერჩი ვერ გავიგე. ფეხზე წამოვდექი და საწოლზე მივწექი, ლანაც მომყვა და გვერდით მომიწვა, მობილურით დედამისს წერდა ჩემი სიყვარულის ამბის გასაგებად. - ხალხო, რა დროს ძილია, წამოდით 2-3 საათში ისედაც ვიშლებით! - უცებ შემოაღო კარი თაკომ. - ხომ კარგად ხართ? - კი, კი. უბრალოდ თავი მტკიოდა და ანას ამოვყევი წამალზე. - წამოდით, სანამ ლევანი ამოვარდა როხროხით. წარმოდგენაზე ყველას გაგვეცინა, პირველი სართულისკენ დავიძარით, სადაც თავი მოეყარათ სავარძლებში. თავისუფალი ადგილისკენ დავიძარი, მის პირდაპირ დავჯექი. ამჯერად, დალევის ნაცვლად საუბრობდნენ, ერთმანეთის ამბებს განიხილავდნენ, მე არ ვერთვებოდი, ჩუმად ვიჯექი. მზერას ვარიდებდი, ის კი წამითაც არ მაცილებდა მის მოცისფრო-მომწვანო თვალებს. დაახლოებით, ორ საათში უკვე ყველა ვბარგდებოდით და წასასვლელად ვემზადებოდით. ამჯერად, მარტო ჩვენ სამნი ვიქნებოდით, ის კი დათის მიჰყვებოდა. - თორნი, გიო რატო არ მოდის ჩვენთან ერთად? - საქმე ჰქონდა და ამიტომ არ მოგვყვება ჩვენ. თავი მინას მივადე და ძილისთვის მოვემზადე. რეალურად კი, გავექეცი მოსალოდნელ საუბარს. სკოლის პერიოდი გამახსენდა, შემდგომ მომდევნო წლები. ნიკუშასთან ურთიერთობა მარტივი იყო, სანამ ზედმეტი ეჭვიანობები არ დაერთო ორივეს მხირდან, ხოლო გიორგიზე როცა ვფიქრობ, მეც არ ვიცი რატომ ვფიქრობ… წარსულის კადრები სერიებივით მიტივტივდება გონებაში, თითოეულ დეტალს რამდენჯერმე ვამეორებ. მაინც ვერ ვხვდები, სად შევცდი. - ლამაზო, მოვედით. ხვალ გამოგვიარე, რადგან ისვენებ. - კარგი, ხვალ საღამოს გამოვალ. ჭკვიანად, ნათლული არ გამიბრაზოთ. ორივეს დავემშვიდობე და სადარბაზოსკენ დავიძარი. ლიფტთან ისევ შევყოვნდი, მე-16 სართულზე იყო, მე კი მე-11-ზე უნდა ავსულიყავი. „შემდგომში პირველ სართულზე ვიყიდი ბინას„ ყოველ ჯერზე საკუთარ თავს ვპირდები. *** - კარი სულ ღია როგორ გაქვთ, გამაგიჟებთ თქვენ. ნათლიას სიყვარულო მოდი დაპირებული შოკოლადები მოგიტან… ხელდამშვენებული, პარკებში ყურებით გართულმა შევაბიჯე მისაღებში, სადაც მხოლოდ გიორგი და ჩემი ნათლული, დამი იყვნენ. - გამარჯობა. მოდი, რას გაშეშდი. - გამარჯობა. მოდი ჩემო სიყვარულო ესენი სულ შენია, სანამ დედიკო დაინახავს შეიტანე ოთახში. ჩემკენ ბედნიერი გამოიქცა, პარკებს ხელი სტაცა და მომეხუტა. - ანა, მიკაქალ. - დავიხარე, ბევრი ვაკოცე სანამ გამექცეოდა. - აი თურმე როგორ ქრთამავ დამის, მეც არ ვთქვი სათამაშოები რატომ დამიწუნა. როგორცკი მარტო დავრჩით, საუბარი დაიწყო, თან მზერას არ მაცილებდა. - სად არიან? - არ უთქვამთ? ლილი დეიდა ცუდად გახდა, საავადმყოფოში არიან. - რა? რა დაემართა? არაფერი უთქვამთ. - აპენდიქსის შეტევა ჰქონდა. ახლა კარგადაა, ყველაფერმა ჩაიარა. - კი, მაგრამ რატომ არ დამირეკეს? უფრო ადრე მოვიდოდი. - მე აქ ვიყავი, როცა დაურეკეს. ოთახს თვალი მოვავლე, უცებ ავკრიფე სათამაშოები, ქარბორბალა დამის წყალობით, ყველგან ეყარა. - ყავას დალევ? - ჩაის, უშაქრო. ყავას არ ვსვამ. - ამ… კარგი. სამზარეულოში გადავინაცვლე აპარატი ჩავრთე და კენკრის ჩაის გამზადება დავიწყე ორივესთვის. სანამ მზადდებოდა, წამიერი გათიშვა დამეწყო ისევ. - მგონი, გამზადდა უკვე. წამიერად შევხტი, შემდეგ აღვიქვი, რომ ჩემს უკან ზედმეტად ახლოს იდგა. - შემაშინე - მაპატიე, არ მინდოდა. კარგად ხარ? მივბრუნდი, იმდენად ახლოს იდგა, დავიბენი. წამიერად გამახსენდა სიზმარი, რომლის დავიწყებასაც საშინლად ვცდილობდი. - ამ.. კი. გადი და მოგიტან. - სამზარეულოდან მაგდებ? - არა, რატომ. ახლავე მოგიტან. - დაბნეული რას ვამბობდი მე თავადაც არ ვიცოდი. - დაბნეული მეჩვენები. იმ წამს აღებულ ჭიქაში ცხელ წყალს ვასხმადი, რომელიც ძლივს დავდე მაგიდაზე, ხელის კანკალის გამო. რა მემართება? წამიერად ვიგრძენი ხელის შეხება წელზე, თავისკენ მიმაბრუნა. - ჩემი გეშინია? - წამში მომანათა ჭრელი თვალები. - არა, უბრალოდ სივრცეს მიზღუდავ. - გაბნევ? - ჩაიღიმა. - არა, უბრალოდ უცნაურია, თითქოს ყოველთვის ამ დისტანციით ვსაუბრობთ. - თვალები ავატრიალე. - მაგის მოგვარება შესაძლებელია, თუ ახლოს მომიშვებ. თითები კისერში შემიცურა, სახე ახლოს მომიტანა, წამში დამეხუჭა თვალები, ვიგრძენი ყელში მწველი ტუჩების შეხება, შემდეგ ტუჩთან ახლოს. - რრ..ას აკეთებ? - შენს გემოს ვიხსენებ, ბენიძე. მაკოცა. ამჯერად, ზუსტად ვიცოდი რომ რეალური იყო. წამიერად გავშეშდი, ხელები, რომლითაც თავს ვიმაგრებდი დახლზე მანამდე, თმებში შევუცურე და ჩემკენ მოვქაჩე. 2 წუთი, ორ საუკუნედ მომეჩვენა. - ანა, თამაჩიი - მისაღებიდან დამის ხმამ გამომაფხიზლა. წამში მოვშორდი და ჩემი ჩაიც გავამზადე, უკან რომ მივბრუნდი გიორგი აღარ დამხვდა სამზარეულოში. „ აბა, რა გეგონა!” ოთახში შევედი, ჩემი სიყვარული სათამაშოებთან იჯდა და ბედნიერი სახით მელოდა, სახეზე შოკოლადების კვალიც ეტყობოდა. - დამი, მოდი ჩემთან ღორმუცელავ, სახე მოვიწმინდოთ. წამში გამოიქცა, ხელში ავიყვანე, იქვე ხელსახოცი ავიღე, სულმა წამძლია და რამდენჯერმე დაბუშტული ლოყები დავუკოცნე. - ჩემო სიყვარულო. მოდი, მე და შენ ვითამაშოთ. - გიოჩ ითამაჩოც. ხელი გაიშვირა, აივნიდან შემოსულისკენ, რომელიც უკვე წასული მეგონა. - მოდი, ჩემთან პრინცო, ნათლია ცოტა დაბნეულია დღეს, მე გეთამაშები. - დაბნეული და არეული ვინ არის ეტყობა, მოდი ჩემთან სიყვარულო. ხელში ავიყვანე და მივიხუტე. თავის ოთახში შევიყვანე, ვეთამაშებოდი, შემდეგ ძილი მოერია და საწოლში ჩავაწვინე, რამდენიმე წუთში გაითიშა. მისაღებში გავედი იმის მოლოდინით, რომ იქ აღარ დამხვდებოდა. - დაიძინა? - კი. შენ თუ გასვლა გინდა წადი, მე დავრჩები იმათ მოსვლამდე. - მაგდებ? - რა შუაშია? იქნებ საქმე გაქვს რაიმე. - საქმე, რომ მაქვს მაგიტომაც ვარ აქ და არა სხვაგან. - სტატიას გულისხმობ? - არა, სტატიას არა. შენ გგულისხმობდი. - მე? დაბნეულმა ვთქვი და იქვე, მის მოპიდაპირედ დავჯექი. - გახსოვს, იმ ღამეს რა მითხარი? - რას გულისხმობ? - ზუსტად ვიცოდი რაზეც მიმანიშნებდა. - კარგად იცი რომელსაც ვგულისხმობ. ანა, ხომ არ სჯობს ვისაუბროთ ამდენ გაურკვევლობას? - მე არ მაქვს სასაუბრო, მაგრამ გისმენ რისი თქმა გინდა. მზერა ვერ გავუსწორე, გონება მწარედ მახსენებდა უხერხულ სიზმარს. - ხვდები ალბათ, რომ შენს მიმართ ჩემი დამოკიდებულება ისეთი არ არის როგორიც სხვებთან მაქვს. როცა საჭირო იყო, ხეპრესავით ვიქცეოდი, იმ დროს როცა ვცადე რთულ პერიოდს გავდიოდი, იცი რასაც ვგულისხმობ. - ფეხზე წამოდგა, აივანზე გავიდა და მეც მანიშნა თან გავყოლოდი, სიგარეტი ამოიღო და მოწევა დავიწყეთ. - შემდეგ მიუწვდომელი გახდი ჩემთვის, რაც არ უნდა ყოფილიყო ვერ ჩავერეოდი შენს ცხოვრებაში. - ახლა? - ახლა, ვფიქრობ რომ სწორი დროა ორივესთვის. თუმცა, ყველაზე მეტად შენი რეაქცია მაშინებს. - პირდაპირ მითხარი! - ცოლად უნდა გამომყვე! გული გამალებით მიცემდა, იმდენად არარეალურად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, წამიერად ესეც სიზმარი მეგონა. ჩემი ბავშვობის სიყვარული მედგა წინ, ცოლობას მთავაზობს, ყოველგვარი ბეჭდებისა და ხალხმრავლობის გარეშე. პირი რამდენჯერმე გავხსენი, საუბრის დასაწყებას, დაბნეულობისგან ისევ დავმუნჯდი. - ხუმრობ ალბათ ხომ? - არ ვხუმრობ, მეტსაც გეტყვი არც გეკითხები, ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ. - რას ნიშნავს არ მეკითხები? იქნებ არ მინდა? ან იქნებ მყავს ვინმე. მისმა ნათქვამმა და შემდეგ ჩაცინებამ ისე გამაღიზიანა, შეტევა გადავწყვიტე. - კარგად ვიცით ორივემ, რომ სისულელეა ეგ ყველაფერი. ანა, ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ დუმილით და თავის არიდებით. - არ ვიცი… ვერ ვხვდები რა უნდა გიპასუხო…დრო მჭირდება, მეორე წარუმატებელი ქორწინების მცდელობა არ მჭირდება. - ნუ მადარებ იმ ს*რს! საკუთარი თავის მიმართ ბრაზს ძლივს მოვერიე, მასთან ყოფნის შანსი, რომ მოგეცი! წამიერად თვალები აენთო, ზურგით მაქცია, შემდეგ შემობრუნდა, უცებ მიმიხუტა. - დროს ვერ დავაბრუნებთ, დასაკარგი არაფერი გვაქვს.- თმებში თითები ახლართა, სხეულმა მოდუნება დაიწყო. - დაივიწყე ყველაფერი, უბრალოდ მომენდე! თვალებში შემომხედა, ჯერ თავზე, შემდეგ თვალთან ახლოს, ხალზე მაკოცა და გაუჩინარდა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიდექი გაშეშებული, ვერც გონებას ვიკრებდი, ვერც გულს ვაჩუმებდი, მეგონა მთელ სამყაროს ესმოდა ხმა. - ანა, სად ხართ? - კარის ხმაზე შევხტი, ოთახში შევედი, ლანა იყო. - აქ ვარ, ჩუმად გოგო ბავშვს სძინავს, მეორედ შენ მოგიწევს დაძინება! - ოჰ, რა ენერგიული ხარ ძვირფასო, ვნახეთ პრინცი და მოვედით ხასიათზე? - ეშმაკურად დაიწყო წარბების თამაში. - რა დავაშავე! თავიდანვე შენი გეგმა იყო ჩემი ამ დროს მოყვანა, როგორ ვერ მივხვდი! - რა ვქნა, ხომ იცი მიყვარს შეყვარებული ადამიანების დამხარება, მთხოვა და უარს ხომ არ ვეტყოდი? - რა? - ხო, თავად მთხოვა მეთქვა როდის აპირებდი მოსვლას, რომ აქ დაგხვედროდა. აბა შენ ისეთი გიჟი ხარ არ შეხვდებოდი - თვალები აატრიალა. - ნეტავ იცოდეს როგორ გიჟდები. - ნუ მელაპარაკები მასზე, ისედაც დაბნეული ვარ. - რა მოხდა, ამოღერღე. - ცოლობა მთხოვა - პირთან მიტანილი ჭიქა ხელში გაუშეშდა და ხველა აუტყდა. - რაო? - ხო, არ მოგეჩვენა. ვერც ვფიქრობ, რა ვქნა? - სულ გაგიჟდი? უნდა გაყვე აბა რა უნდა ქნა, რაც გიცნობ ხომ ვიცით ორივემ გულის სიღრმეში, რომ მის მიმართ გრძნობები ყოველთვის გქონდა. - არ ვიცი, იქნებ ვცდები და სისულელეა ეს ყველაფერი. საზურგეს თავი დავადე და თვალები დავხუჭე, გვერდით მომიჯდა თმებში თითები ახლართა ჩემს დასამშვიდებლად. - ნუ ფიქრობ, გათიშე გონება და გულს მიენდე ამჯერად მაინც. კარგად გამოიძინე, დამშვიდდი და ხვალ გეცოდინება რა უნდა უთხრა. - ხო, ასე სჯობს. - დღეს თორნიკე არ მოვა, სამსახურიდან დაურეკეს და ბათუმში მოუწია წასვლა. - წამოდგა და ღვინის ორი ბოთლი მოიტანა ჭიქებთან ერთად. - მაშინ დავრჩები და დილიდან გადი ლილისთან. გვიანობამდე ვსვამდით, სკოლის პერიოდს ვიხსენებდით, მესამე ბოთლის გამოცლის შემდეგ მშვიდად დავიძინეთ ერთად, როგორც ადრე. *** ოთახში კლავიატურისა და ყავის აპარატის ხმები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ბიზნეს-ნომრის მომზადება წლის ყველაზე დამღლელი პერიოდი იყო, მაგრამ ამჯერად ჩემი დაძაბულობის მიზეზი საერთოდ არ ყოფილა რეიტინგები და ვადები. ხელში საქაღალდე მქონდა ჩაბღუჯული და ვგრძნობდი, როგორ მიოფლიანდებოდა თითები. ბოლო ორი დღეა, საკუთარი გულისცემა უფრო მკაფიოდ მესმოდა, ვიდრე ნებისმიერი სამუშაო გეგმა. „ცოლად უნდა გამომყვე!“. — გიორგის ხმა, მისი მზერა და ეს სიტყვები ჰაერში გამოკიდებული განაჩენივით დამდევდა. პასუხი ჯერ კიდევ არ მქონდა. უფრო სწორად, დაბნეული ენაზე კბილს ვაჭერდი. - ლიკა, საფინანსო-საბუღალტრო სექტორის მთავარ სტატიაზე გიორგი მინდელის კომპანიას ვამატებთ. ვთქვი და მაქსიმალურად შევეცადე, ხმაში მთავარი რედაქტორის ჩვეული, ცივი ტონი დამებრუნებინა. თვალი ავარიდე. ლიკამ სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და ისეთი მზერით გამომხედა, მივხვდი - ჩემმა ოფიციალურმა ნიღაბმა ვერ გაამართლა. - მინდელი? ის ახალი ფირმა? კი მაგრამ, ანა, სია ხომ უკვე დაკომპლექტებული გვქონდა? შენ ყოველთვის მკაცრად იცავ ვადებს. რა შეიცვალა? მოულოდნელად, მისაღებიდან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის სწრაფი, თავდაჯერებული ხმა გაისმა, რომელსაც მამაკაცის ნაცნობი, მძიმე ნაბიჯები მოჰყვა. გული გამიჩერდა. კარი გაიღო და ოთახში მარი შემოვიდა. იდეალურად დავარცხნილი თმით, კაშკაშა კოსტიუმითა და საქმიანი ღიმილით, მის ზურგს უკან კი გიორგი იდგა. მკაცრ, მუქ კოსტიუმში იყო გამოწყობილი — წარმატებული, თავდაჯერებული ფინანსისტი. მაგრამ როგორც კი მისი თვალები ჩემსას შეეფეთა, ბარიერი, რომელსაც ასე მონდომებით აშენებდა, წამით გაქრა. - ანა, გამარჯობა! — მარი მაშინვე ჩემკენ წამოვიდა და ჰაერში გადამკოცნა. მისი პარფიუმის მძიმე სუნმა ერთიანად ამირია თავბრუ. - გიორგის კიდევ ერთხელ ვეუბნებოდი, რა ბედნიერებაა, რომ ამ პროექტს შენ ხელმძღვანელობ-მეთქი. როგორც კი მითხრა, რომ სტატიაზე შემოთავაზება გქონდათ, მაშინვე ყველა მასალა მოვამზადე. - გამარჯობა. გიორგი, მარი - ჩემი ხმა ხელოვნურად ჟღერდა, თითქოს უცხო ადამიანებს ველაპარაკებოდი. - გაიცანით, ეს ლიკაა, ჩვენი მთავარი ჟურნალისტი. ამ პროექტს ის უძღვება. გიორგიმ ლიკას ხელი ჩამოართვა, თუმცა ჩემთვის თვალი ერთი წამითაც არ მოუშორებია. - სასიამოვნოა, ლიკა. იმედია მარიმ ყველაფერი ზუსტად გადმოგცათ - თქვა მან. ხმა მშვიდი ჰქონდა, თვალები კი... თვალები ზუსტად იმასვე მიმეორებდნენ, რასაც ორი დღის წინ: „პასუხს ველოდები“. - ოჰ, მარი ძალიან პროფესიონალურად უდგება საქმეს - ჩაიღიმა ლიკამ და ეშმაკური, ორაზროვანი მზერა ხან მე მესროლა, ხან გიორგის. მის ჟურნალისტურ ალღოს ვერაფერს გამოაპარებდი. - თუმცა, როგორც ვხედავ, ამ სტატიის მთავარი ინიციატორი მაინც მარი არ ყოფილა, არა? მარი წამით დაიბნა, მისი საქმიანი ღიმილი ოდნავ გაიყინა და ეჭვით გადმომხედა მე, მერე - გიორგის. ის იმდენად იყო შეყვარებული გიორგიზე, რომ მის გარშემო ყოველგვარ ვიბრაციას ჰაერშივე იჭერდა. ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, მეგონა, ჩემი გულისცემა ლიკასაც ესმოდა. ლოყები ამეწვა. გიორგიმ კი პირიქით, მკერდზე ხელები დაიკრიფა, ოდნავ წინ გადმოდგა, პირდაპირ თვალებში ჩამხედა და ნელა, თითქოს ყოველი სიტყვის წონას ზომავსო, თქვა: - მართალი ხართ, ლიკა. ზოგჯერ ცხოვრებაში არის გადაწყვეტილებები, რომლებსაც დრო სჭირდება, მაგრამ არის მომენტები, როცა გარისკვა და პირველი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. მე ჩემი ნაბიჯი გადავდგი. ახლა... პასუხის მოლოდინში ვარ. როგორც ბიზნესში, ისე - ცხოვრებაში. სუნთქვა შემეკრა. შევამჩნიე, როგორ შეკრთა მარი ამ სიტყვებზე და როგორ დაიძაბა. მანაც ზუსტად იცოდა, რომ გიორგი ახლა საერთოდ არ ლაპარაკობდა საქმეზე. მე მიყურებდა და ჩემგან ითხოვდა პასუხს, რომლის თქმისაც ყველაზე მეტად მეშინოდა, თანაც - მარის თვალწინ. ლიკას თვალები კი უკვე ინტერესით უელავდა - მასზე უკეთ ვერავინ ამჩნევდა „ცხელ მასალას“. - რადგან დრო ცოტა გვაქვს, სჯობს ჩემს კაბინეტში გადავინაცვლოთ და დეტალები იქ გავიაროთ, - სასწრაფოდ ჩავები საუბარში, საქაღალდე მკერდზე მივიკარი და კარისკენ გადავდგი ნაბიჯი, თან ლიკას მკაცრად გადავხედე - ლიკა, პირველადი მონახაზი გადმომიგზავნე და როგორც კი ციფრებს დავაზუსტებთ, შემოგიერთდებით. - რა თქმა უნდა, ანა, — ჩაეღიმა ლიკას, სათვალე უკან აიწია და კომპიუტერს მიუბრუნდა. ჩემს კაბინეტში შესვლისთანავე შვებით ამოვისუნთქე, თუმცა სივრცე მაინც საშინლად ვიწრო მეჩვენა. მარი მაშინვე მაგიდასთან მდგარ სავარძელში ჩაეშვა და ბლოკნოტი გადაშალა. გიორგი კი არ ჩქარობდა — ზურგით კარს მიეყრდნო, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ისევ ისე მიყურებდა, თითქოს ოთახში მარტო ვყოფილიყავით. - ესე იგი, ანა, — მარიმ კალამი მოიმარჯვა და საქმიანი ტონით დაიწყო, — ჩვენ გვჭირდება, რომ სტატიაში აქცენტი გაკეთდეს კომპანიის ბოლო ხუთთვიან ზრდაზე. გიორგის ინოვაციურმა მიდგომებმა აუდიტში ფურორი მოახდინა. ხომ ასეა, გიორგი? — დიახ, ზრდაზე აქცენტი კარგია, — თქვა გიორგიმ, ნელი ნაბიჯით წამოვიდა წინ და ჩემს მაგიდასთან, მარის გვერდით სავარძელზე ჩამოჯდა, — მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, სტატიიდან ჩანდეს, რომ ჩვენ საიმედო პარტნიორები ვართ. ბიზნესშიც და საერთოდ, ცხოვრებაშიც, ყველაზე მეტად სტაბილურობას და ერთგულებას ვაფასებ. 10 წელიც რომ გავიდეს, თუ ადამიანის გჯერა, მასზე უარს არ ამბობ. კალამს ხელი ისე მოვუჭირე, თითები გამითეთრდა. როგორ ახერხებდა, რომ ყოველი პროფესიული ტერმინი ჩემთვის პირად გზავნილად ექცია? - გასაგებია - ჩავახველე და მონიტორს დავაშტერდი, რომ მისი თვალებისთვის თავი ამერიდებინა - გამომცემლობისთვის მთავარია ციფრები და რეალური ქეისები. სტატისტიკა სრულად გაქვთ მოტანილი? - კი, ყველაფერი აქაა - მარიმ საქაღალდე გამომიწოდა, თუმცა მისი ხმა ოდნავ შეიცვალა. ხვდებოდა, რომ ორაზროვანი ფრაზების მიღმა რაღაც ხდებოდა. - ანა, გიორგის კომპანია წელს პირველ სამეულში უნდა იყოს. ეს ჩვენი იმიჯისთვის მნიშვნელოვანია. იმედია, ძველი მეგობრობის ხათრით, ჩვენს გვერდს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობ. - მარი, შენც იცი, რომ რეიტინგებს მე არ ვადგენ - ვუპასუხე მშვიდად, თუმცა შიგნიდან ყველაფერი მიკანკალებდა - ჟურნალს თავისი კრიტერიუმები აქვს. თუმცა, გიორგის კომპანიის მონაცემები მართლაც შთამბეჭდავია. სტატია კარგი გამოვა. - მე სრულად ვენდობი ანას პროფესიონალიზმს! რადგან ამბობს, რომ კარგი გამოვა, ასეც იქნება. მარიმ თავი მკვეთრად მიაბრუნა გიორგისკენ, მერე მე გადმომხედა. ეჭვი მის თვალებში უკვე აშკარად გადაიზარდა გაღიზიანებაში. - გიორგი, მგონი ზედმეტად მარტივად უყურებ ამ საკითხს - თქვა მარიმ და ნაძალადევად გაიცინა, თან საათს დახედა - ისე ლაპარაკობ, თითქოს ბიზნესს კი არა, შენს ბედს წყვეტდეს ახლა. სხვათა შორის, სამზე შეხვედრა გვაქვს პოტენციურ კლიენტთან, ხომ არ დაგავიწყდა? სჯობს ტექსტის შაბლონი დავუტოვოთ და ჩვენ წავიდეთ. - არ დამვიწყებია - თქვა გიორგიმ, თუმცა ადგომას არ ჩქარობდა. ის ისევ მე მიყურებდა, თითქოს ჩემგან ელოდა ნიშანს — გამიშვებ თუ მეტყვი, რომ დარჩეო. - მართალია - სასწრაფოდ ავიტაცე მისი სიტყვები, რომ ეს აუტანელი დაძაბულობა დამესრულებინა - მასალები დამიტოვეთ, მე და ლიკა გადავხედავთ და ხვალისთვის მზა ვერსიას გამოგიგზავნით. გიორგი ნელა წამოდგა. შემდეგ მარიმ საქაღალდეები ჩანთიდან ამოიღო, მაგიდაზე დადო და პირველი გაემართა კარისკენ, თითქოს სურდა გიორგი ამ ოთახიდან რაც შეიძლება სწრაფად გაეყვანა. კართან გაჩერდა, მობრუნდა და ძალიან დაბალი ხმით, ისე რომ მარის არ გაეგონა, მითხრა: - ხვალამდე, ანა. იმედია, ხვალისთვის უფრო მეტი გექნება სათქმელი! სავარძლის საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. მაგიდაზე დატოვებული საქაღალდე იდო, ხელი გადავუსვი, თითქოს რაიმე პასუხამდე მიმიყვანდა. „დიდი დრო დავკარგეთ, ანა...“ - მისი ხმა ისევ ჩამესმოდა ყურებში. სკოლიდან მოყოლებული, ჩვენს შორის ყოველთვის იყო გაუცნობიერებელი კავშირი, მაგრამ ახლა, როცა მან ასე პირდაპირ, ყოველგვარი შესავლის გარეშე მითხრა „ვცადოთო“, შიშისგან პარალიზებული აღმოვჩნდი. თანაც მარი... მარის თვალებში დღეს ისეთი რამ დავინახე, რამაც მიმანიშნა, რომ ჩემი ნებისმიერი ნაბიჯი მხოლოდ გიორგისთან კი არა, მასთანაც დამაპირისპირებდა. საათს შევხედე. რედაქციაში უკვე თითქმის არავინ იყო. კომპიუტერი გამოვრთე, ნივთები სასწრაფოდ ჩავყარე ჩანთაში და კაბინეტიდან გამოვედი. სახლში მისულს მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა — დღევანდელი დღის მთელი დაძაბულობა წყლისთვის გატანებინა. ჩანთა იატაკზე დავაგდე, ტანზე მჭიდროდ შემოკრული ტანსაცმელი მოვიშორე და აბაზანაში შევედი. ალბათ, ყველას გვაქვს ის მომენტი, როცა გარე სამყაროს ვშროდებით, ნიღბებს ვიხსნით და საკუთარ თავთან ვბრუნდებით. აბაზანიდან გამოსულმა თმა პირსახოცით შევიმშრალე. მერე მაგიდასთან ჩამოვჯექი, სადაც სარკეში ანარეკლს შევავლე თვალი. „ხვალ ყველაფერი უნდა გადაწყდეს, ანა. ვეღარ გაიქცევი“. შუქი ჩავაქრე, ფანჯრიდან ივნისის თბილი, ღამის ნიავი შემოდიოდა და ფარდას არხევდა. საწოლში ჩავწექი და საბანი ყელამდე ავიქაჩე. ტელეფონი გვერდზე გადავდე და ჭერს მივაშტერდი. ხვალ გამომცემლობაში სტატიის პირველადი ვერსია უნდა განგვეხილა. გიორგი მოვა, მარიც, მე კი მომიწევს მას თვალებში ჩავხედო და ვუთხრა, მზად ვარ თუ არა, რომ დროის ფლანგვა დავასრულო. თვალები დავხუჭე. სიბნელეში მხოლოდ ჩემი გულისცემა ისმოდა. დღე დასრულდა, მაგრამ ხვალინდელი დღის მოლოდინი მოსვენებას არ მაძლევდა. *** დილის მზის სხივებმა ფარდის მიღმიდან პირდაპირ თვალებში გამომანათა. თვალი ძლივს გავახილე, თუმცა წამის მეასედში მთელი გუშინდელი დღის სიმძიმე ზვავივით დამეცა თავზე. ყავა მექანიკურად მოვადუღე. სახლში ისეთი სიჩუმე იდგა, მხოლოდ ფინჯანზე კოვზის წკარუნი ისმოდა. ტელეფონს დავხედე — ჯერ რვა საათიც არ იყო. დიდი დრო მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, ჩვეული რიტუალით დავმშვიდებულიყავი. სარკის წინ ვიდექი და თმას ვიშრობდი, როცა ტელეფონი აზუზუნდა. ეკრანზე მისი სახელი ეწერა. - ანა, ჩამოდი. შენს სადარბაზოსთან ვარ, - გიორგის ხმა ისეთი ტონით ჟღერდა, მივხვდი, შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. - გიორგი, რა ხდება? სამსახურში ცხრაზე უნდა ვიყო, ლიკასთან ერთად სტატია... — სიტყვა გამაწყვეტინა. - ლიკას მე თვითონ დავურეკე და ვუთხარი, რომ დღეს მასალებზე დისტანციურად იმუშავებთ. მარიც საქმის კურსშია. ჩამოდი, გთხოვ. ჩემს ჩანთას ხელი დავავლე და დაბლა ჩავედი. სადარბაზოსთან მისი მანქანა იდგა. როგორც კი ჩავჯექი, გიორგიმ ძრავი ჩართო და თბილისის ქუჩებს სწრაფად გავცდით. - სად მივდივართ? — ვკითხე და გვერდულად გავხედე. - კახეთში. ლოპოტაზე, — მოკლედ მოჭრა მან, — აქ, ამ ქალაქში, ტელეფონების, რედაქციისა და მარის ყოველწუთიერი ზარების ფონზე ჩვენ ვერაფერს გავარკვევთ. ექვსი წელი დავკარგეთ, ანა. კიდევ ერთი დღის დაკარგვას აღარ ვაპირებ. გავოცდი, მაგრამ ხმა არ ამომიღია. სიმართლე ითქვას, შვებაც კი ვიგრძენი. გზაში თითქმის არ გვილაპარაკია. ორ საათში უკვე ადგილზე ვიყავით. ტბის ზედაპირი სარკესავით ბრწყინავდა, გარშემო კი სრული სიმშვიდე სუფევდა. წყლის პირას, ხის გრძელ სკამზე ჩამოვჯექით. გიორგიმ რამდენიმე წუთით ტბას გადახედა, მერე კი მკვეთრად შემობრუნდა ჩემკენ, ხელები მხრებზე დამადო და იძულებული გამხადა, პირდაპირ თვალებში შემეხედა. - ანა, გუშინ მარის რეაქცია შენც დაინახე. მან ყველაფერი იცის, უფრო სწორად — ხვდება. მე მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს და არ მინდა, ეს ბარიერი ჩვენს შორის იდგეს. მე შენ გკითხე და პასუხს ახლაც ველოდები. რისი გეშინია? ძველი წყენების? თუ იმის, რომ რაღაც შეიცვალა? ხელების შეხება მწვავდა. - გიორგი... — ხმა ამიკანკალდა, — მე არაფრის შეცვლის არ მეშინია. უბრალოდ, ყველაფერი ზედმეტად სწრაფად ხდება. ექვსი წელი ერთმანეთის ცხოვრებიდან გამქრალები ვიყავით. შენ შენი ბიზნესი შექმენი, მე — ჩემი კარიერა, წარსული ურთიერთობები. ახლა კი მოდიხარ, ხელს მთხოვ და გინდა, რომ ერთ წამში ყველაფერი გადავხაზო? მარიზეც ვფიქრობ, ის შენთან მუშაობს, ჩვენი კლასელია... - მარი თავის საქმეს აკეთებს, მე ჩემს ცხოვრებას ვუვლი, — სახე ახლოს მომიტანა — მე არაფრის გადახაზვას არ გთხოვ, ანა. პირიქით, იმის გაგრძელებას გთხოვ, რაც მაშინ დავიწყეთ და ვერ დავამთავრეთ. მითხარი, უბრალოდ მითხარი — გინდა, რომ ერთად ვიყოთ? თუ მეტყვი, რომ შენში არაფერი დარჩენილა, ახლავე ავდგებით, მანქანაში ჩავჯდებით და თბილისში დაგაბრუნებ. გული გამეტებით მიცემდა. წამიერ მოვაშორე მზერა, მერე ისევ გიორგის შევხედე. მივხვდი, რომ გაქცევის დრო მართლაც ამოიწურა. პასუხი ჩემშივე იყო და ის ახლა უნდა მეთქვა. - მითხარი, უბრალოდ მითხარი — გინდა, რომ ერთად ვიყოთ? — თითქმის ჩურჩულებდა, მაგრამ ყოველი სიტყვა პირდაპირ გულში მხვდებოდა. როგორ შეეძლო ამის თქმა ასე მარტივად? თითქოს მთელი ჩვენი წარსული ერთი ჩვეულებრივი სასიყვარულო ამბავი იყო. საერთოდ ვერ ვმეგობრობდით. სულ მაწვალებდა, ცინიკოსობდა, რაც საშინლად მთრგუნავდა. სულ მეგონა, რომ ვძულდი. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რომ იმ სიხისტის მიღმა სინამდვილეში სხვა რამ იმალებოდა — გრძნობა, რომლის გამოხატვაც იმ ასაკში სხვანაირად არ იცოდა. შემდეგ რამდენჯერაც გადავიკვეთეთ უცნაურად გრძელდებოდა ჩვენი ამბავი. ყველაფერი აირია, სწორედ მაშინ, როდესაც სრულიად მოულოდნელად მაკოცა და მთელი ჩემი ბავშვობისდროინდელი მოგონებები თავდაყირა დააყენა. მაგრამ მაშინ ვერაფერი გაგრძელდა. ჩემს ცხოვრებაში სხვა ადამიანი არსებობდა,რომელსაც საბოლოოდ მაინც დავშორდი. მას შემდეგ გულში ისეთი სიცარიელე დამრჩა, მეგონა, კარიერის გარდა ვერაფერი მიშველიდა. მხრებიდან მისი ხელები ჩემს მტევნებზე ჩამოცურდა. თითები მჭიდროდ გადამხლართა. - გიორგი... — ამოვიოხრე და ვიგრძენი, როგორ მომეხსნა მთელი ამ წლების განმავლობაში ნაგროვები თავდაცვის ინსტინქტი, — მე არ მინდა, რომ წახვიდე, გაქრე… მინდა, რომ ვცადოთ! მის თვალებში უზარმაზარი შვება ჩაეღვარა. ტუჩის კუთხეში ის ნაცნობი, ოდნავ ხისტი ღიმილი გაუკრთა. მან ხელი შარვლის ჯიბეში ჩაიყო, პატარა, ხავერდის შავი კოლოფი ამოიღო და გაოცებულს ხელში ჩამიდო. კოლოფი გავხსენი — შიგნიდან საოცრად ნაზი, ოვალური ფორმის ბრილიანტის ბეჭედი მიმზერდა. - აივანზე ბეჭედი იმიტომ არ მოგეცი, რომ შენი პასუხი წინასწარ ვიცოდი, — ჩუმად თქვა და ბეჭედი თითზე მომარგა, — უბრალოდ მინდოდა, ეს მომენტი მხოლოდ ჩვენი ყოფილიყო. ტუჩებმა საერთო წერტილი იპოვეს. ყველაფერი ამ ერთ მომენტამდე მოსასვლელად გვჭირდებოდა. თბილისში საღამოს დავბრუნდით. ჩემს ცარიელ ბინაში ასულმა კარი ზურგს უკან ჩავკეტე. ბეჭედს შევხედე, რომელიც თითზე მიბრწყინავდა, მერე კი ნაჩქარევად მოვიხსენი და ყუთში ჩავდე. ჯერ ადრე იყო მისი გამოჩენა. ტელეფონს დავხედე. მარისგან გამოტოვებული ზარები და შეტყობინება დამხვდა: „ანა, ლიკამ მითხრა, რომ დღეს ოფისში არ ყოფილხარ... ხვალ თერთმეტზე მანდ ვარ“. მისი რეაქცია რედაქციაში მხოლოდ ქალური ინტუიცია და გიორგის მიმართ აკვიატებული ეჭვიანობა იყო. მას წარმოდგენაც არ აქვს, რა ხდება სინამდვილეში. ხვალინდელი დღე რთული იქნება, მაგრამ ნამდვილი ქარიშხალი სამ დღეში, ლევანის დაბადების დღეზე გველოდა. თუმცა, შიშს ვერ ვგრძნობდი. მე ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე. დილა ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო. სწრაფად მოვწესრიგდი, ოფისში გამოვეშურე და თერთმეტის შესრულებამდე უკვე ჩემს მაგიდასთან ვიჯექი. გიორგის ნაჩუქარი ბეჭედი ჩანთაში მქონდა გადამალული. ვიცოდი, რომ მისი გამოჩენა ახლა ყველაფერს ააფეთქებდა. ზუსტად თერთმეტზე კარი უხეშად გაიღო და მარი შემოვიდა. სახეზე საქმიანი ღიმილი აღარ ეცხო. ჩანთა მაგიდაზე დაახეთქა და პირდაპირ ჩემ წინ ჩამოჯდა. - ანა, მოდი პირდაპირ გკითხავ, — დაიწყო ისე, რომ გამარჯობაც არ უთქვამს, — გუშინ სად იყავი? ლიკამ მითხრა, რომ მასალები შენთან იყო, გიორგიმაც ტელეფონი გამორთო და მთელი დღე არცერთი არ ჩანდით. რა ხდება თქვენს შორის? ცივსისხლიანობის შენარჩუნება ვცადე. ლეპტოპი ოდნავ გადავწიე და თვალებში შევხედე. - მარი, ჩვენს გამომცემლობას თავისი სამუშაო გრაფიკი აქვს, — ვთქვი მშვიდად და ლეპტოპი ოდნავ გადავწიე. — გუშინ ქალაქგარეთ ვიყავი, ჩვენს ერთ-ერთ პარტნიორ სასტუმროსთან ახალ პროექტის განსახილველად. გიორგის ტექსტში ციფრების დაზუსტება სასწრაფოდ სჭირდებოდა, ამიტომ იქ ჩამომაკითხა. ტექნიკური მიზეზების გამო კი ტელეფონები ორივეს გამორთული გვქონდა. ეს შენს საქმეზე აისახა? მასალები მზადაა. - ჩემს საქმეზე? — მარიმ ნერვიულად ჩაიცინა, წინ გადმოიხარა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო. — მე გიორგის პიარ მენეჯერი ვარ, ანა. მის ყოველ ნაბიჯს ვადევნებ თვალს და ძალიან კარგად ვიცი, როდის არის შეხვედრა საქმიანი და როდის — პირადი. სკოლაშიც ასე იყო, სულ შენს გარშემო ტრიალებდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ გაწვალებდა. მეგონა, ეს ბავშვური ამბავი დიდი ხანია დასრულდა, მით უმეტეს, შენი ნიშნობის მერე. შენი აზრით, დავიჯერებ, რომ გიორგიმ კახეთში უბრალოდ ტექსტის გამო გადაწყვიტა ჩამოსვლა? მარის ხმაში იმდენი წყენა და ეჭვი იგრძნობოდა, მივხვდი — ჩემმა ვერსიამ ის ვერ დაამშვიდა, პირიქით, უფრო გააღიზიანა. ის მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდობოდა, რომელიც არ ატყუებდა. - მარი, ჩვენ ახლა დიდები ვართ და სტატიაზე ვმუშაობთ, — ვთქვი მკაცრად, რედაქტორის ტონით. — წარსულის გარჩევას და ჩემი სამუშაო მარშრუტების გამართლებას აქ არ ვაპირებ. თუ ტექსტთან დაკავშირებით შენიშვნები გაქვს, ლიკა თავის კაბინეტშია და შეგიძლიათ გაიაროთ. მარი წამოდგა, ჩანთას ხელი დაავლო, მაგრამ გასვლამდე კართან გაჩერდა და მობრუნდა. - კარგი, ანა. სამ დღეში ლევანის დაბადების დღეა, ყველანი იქ ვიქნებით. იმედია, იქ მაინც არ მოგიწევთ ასეთი „მოულოდნელი ჩაკითხვების“ მოგონება. კარი გაიჯახუნა და გავიდა. სავარძელზე მივენარცხე. გული გამეტებით მიცემდა. მარის ჯერ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, უკვე მომხდარი ფაქტი იყო. სამ დღეში, ლევანის დაბადების დღეზე, როცა უმრავლესობა შეიკრიბებოდა, სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდებოდა და ეს იქნებოდა ნამდვილი ქარიშხალი. *** ლევანის დაბადების დღეზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ქალაქგარეთ, რესტორანში ვიყავით, ირგვლივ სიმწვანე და ხმაური იყო. ლევანი, როგორც ყოველთვის, თავის სტილში აყალმაყალს ტეხდა, დარბოდა, ყველას ეხუტებოდა და ჭიქებს უვსებდა. მე მაგიდასთან ვიჯექი, ბეჭედი ისევ არ მეკეთა. გიორგი ჩემ გვერდით იჯდა, თეთრ პერანგში, ძალიან სიმპათიური. მოპირდაპირე მხარეს მარი მოკალათებულიყო. ისეთი სახით მიყურებდა, მივხვდი — მთელი საღამო მის მზერას ვერ გავექცეოდი. დაახლოებით 1 საათში უკვე ყველას ეტყობოდა ალკოჰოლის კვალი. გიორგის გადავუჩურჩულე: - აივანზე გავალ, ცოტა ჰაერს ჩავყლაპავ. - გამოგყვები — თქვა მაშინვე და წამოდგა. ცარიელ აივანზე გავედით. ქვემოდან მუსიკის და ლევანის სიცილის ხმა ისმოდა. მოაჯირს დავეყრდენი. ჩანთა გავხსენი, პატარა კოლოფი ამოვიღე და გიორგის შევხედე. - აჰა, მოვიტანე, — ვთქვი და ნერვიულად ჩამეღიმა. - მერე? რას ელოდები? — მკითხა გიორგიმ და ჩემკენ შემობრუნდა. - არ ვიცი, გიორგი... მარი ქვემოთაა, მთელი კლასია. ახლა უცებ ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ცოლად მოგყვები? - მზად ხარ? — გაეცინა გიორგის, ხელი გამომიწოდა, კოლოფიდან ბეჭედი ამოიღო და პირდაპირ არათითზე გამიკეთა. — მზად ვარ! — ვთქვი, ბეჭედს დავხედე და უცებ მთელი ნერვიულობა გამიქრა. ხელჩაკიდებულები ჩავედით დაბლა. მაგიდასთან ლევანი უკვე ჭიქაზე ჩანგალს აკაკუნებდა: — ხალხო, ჩუმად! სადღეგრძელო უნდა ვთქვა! ამ დროს გიორგიმ წინ გადადგა ნაბიჯი, ხელი ჩამჭიდა და ყველას ყურადღებაც მიიქცია. - ერთი წუთით, — თქვა გიორგიმ ხმამაღლა. — მინდა სასიხარულო ამბავი გაგიზიაროთ, რამდენიმე დღის წინ, აივანზე ანას ხელი ვთხოვე. დღეს დამთანხმდა. ქორწინდებით. მაგიდასთან ერთწამიანი სიჩუმე ჩამოვარდა. ყველამ ჩემს თითზე აბრჭყვიალებულ ბეჭედს შეხედა. ყველა ერთიანად წამოიშალა, ბიჭებმა გიორგის მხარზე ხელების ტყაპუნი დაუწყეს, ლანა და თორნიკე მოგვცვივდნენ და ჩაგვეხუტნენ. მხოლოდ მარი იჯდა გაქვავებული. სახეზე ფერი არ ედო. ცდილობდა გაეღიმა, მაგრამ თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. გიორგიმ ხელი უფრო მჭიდროდ მომიჭირა და ყურთან მითხრა: - ხომ გითხარი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. პირველად ვგრძნობდი თავს ასე მშვიდად. *** სტატია რომ გამოვიდა, ჟურნალი კაბინეტში შემომიტანეს. ყდაზე დიდი, მბზინავი ასოებით ეწერა: „წლის ყველაზე წარმატებული ფინანსური კომპანიები“. გადავფურცლე. გიორგის ფოტო მთელ გვერდზე იყო გაჭიმული — სერიოზული, მკაცრი მზერით. სტატია იდეალური გამოვიდა, ლიკამ მართლაც უმაღლეს დონეზე იმუშავა. მარისგან ამ დღეებში არცერთი ზარი არ შემოსულა, მხოლოდ ოფიციალური მეილი მომწერა — მასალები ჩაიბარა და მადლობა გადაგვიხადა. ლევანის დაბადების დღის მერე, ალბათ, ორივესთვის ასე სჯობდა. საქმე დასრულდა, წინ კი სრულიად ახალი ეტაპი გველოდა. ქორწილის დიდ სამზადისზე ორივემ უარი ვთქვით. არცერთს გვინდოდა ხალხმრავლობა და ზედმეტი აურზაური, ამიტომ ყველაფერი ძალიან მარტივად და ადამიანურად გადავწყვიტეთ — მხოლოდ ჩვენ და მეჯვარეები. ჩემი მეჯვარე ლიკა გახდა. ერთმანეთს ყველაფერში ვუდგებოდით მხარში და საქმესთან ერთად, მართლა ძალიან ახლო მეგობრები გავხდით. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ის ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო. გიორგიმ კი, დათა აირჩია. ჯვრისწერის დღეს ჩვეულებრივი, სადა თეთრი კაბა მეცვა, გიორგის — მუქი პერანგი. ფურცელს ხელი მოვაწერე და გიორგის გვარი ოფიციალურად გახდა ჩემი. ჯვრისწერის შემდეგ როგორცკი გამოვედით, დათამ მანქანიდან შამპანური ამოიღო და იქვე, სიმწვანეში, პირდაპირ საბარგულზე ჭიქები ჩამოამწკრივა. - აბა, გილოცავთ! — თქვა დათამ და ჭიქები აავსო. - როგორც იქნა, ამდენი წლის მერე მაინც შენი გაიტანე. - სხვა ვარიანტი არც ყოფილა, — გაეცინა გიორგის, ჩემკენ მოიწია და ხელი წელზე მომხვია. - ანა მინდელი. კარგად ჟღერს არა? - გამომწვევად ჩავჩურჩულე. გამომხედა, ჯერ ჩაიღიმა შემდეგ კი ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ცხოვრება ზოგჯერ მართლაც უცნაურ, ჩახლართულ გზებს ირჩევს ყველაზე სწორ ადამიანებთან მისასვლელად. *** ამ ნაწილით დასრულდა ეს ისტორია, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეძღვნება ჩემს ძვირფას მეგობარს, რომელმაც ნება დამრთო მის შესახებ დამეწერა, სახელებისა და რამდენიმე დეტალის გარდა, ყველაფერი იდენტურია. უღრმესი მადლობა თითოეულ მკითხველს🤍🤍🤍 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



