შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განწირული პაიკი - თავი 1-2


24-06-2026, 23:42
ავტორი lility
ნანახია 84

ლილის მამა მოთამაშე იყო.
იმ საბედისწერო დღემდე, თითქოს კარგად ვერც იაზრებდა რას ნიშნავდა ლუდომანი, მოთამაშე, დამოკიდებული.. თუმცა, როცა თვალი როცა აეხილა, გაანალიზა რომ ყველაფერი ხელისგულზე, გადაშლილი წიგნივით ედო, უბრალოდ იმდენად ბრმა იყო, იმდენად გამოუცდელი, შეშინებული თუ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული, ერთმანეთთან ცხადად და მარტივად დასაკავშირებელი ფაქტები ვერ დააკავშირა. ვერც მაშინ, როცა 4 წლის ასაკში მოხდა გაშლილი ხელისგული მამისგან, რადგან მაგიდაზე დატოვებულ გაზეთში ნაცნობი ციფრები იპოვნა და გააფერადა, ვერც მაშინ, როდესაც 6 წლის ასაკში, ფერად-ფერად წარწერიანი შენობის წინ, რომელსაც ლამაზად უციმციმებდა გულები და ჯვრები, გარეთ მორჩილად იცდიდა და არაფრად აგდებდა შემსვლელ-გამსვლელი კაცების უცნაურ მზერას. ვერც მაშინ, როდესაც ეზოში ახალი ბავშვი - ლიზიკო, გადმოვიდა, (მისი პირველი და ერთადერთი მეგობარი) გაიცნო, ეთამაშა და დათქმულ, მეორე დღეს ლიზიკომ უარი უთხრა თამაშზე. მაშინ პირველად და უკანასკნელად დასვა კითხვა რატომო, რაზეც ლიზიკომ უპასუხა რომ დედამ დაუშალა, რადგან მამაშენი მოთამაშეაო.
ვერ მიხვდა ლილი, თამაშში რა იყო ცუდი? მასაც ხომ ძალიან უყვარდა თამაში? ისიც მოთამაშე არ იყო? ან მას რატომ არ ეთამაშებოდა მამა? მწარედ გადაყლაპა უარი და სახლში ხმის ამოუღებლად, პასუხგაუცემელი კითხვებით თავჩაქინდრული წავიდა. ეს იყო მისი პირველი და ბოლო მცდელობა მეგობრის გასაჩენად. მამასთან ცხოვრებამ ბავშვობიდან მიაჩვია რომ ჩუმი და უპრეტენზიო უნდა ყოფილიყო. ზედმეტი კითხვები არ უნდა დაესვა და როცა მამასთან მისი „ძმაკაცები“ მოდიოდნენ, რომელთა სტუმრობაც მუდმივი აყალმაყალით და მამის დალილავებული სხეულით მთავრდებოდა, ოთახში ჩუმად უნდა მჯდარიყო, თითქოს იქ არც კი არსებობდა. ხანდახან ეჭვიც კი ეპარებოდა არსებობდა კი? იმდენად აიგნორებდა მამამისი მის არსებობას.
კაცი ათასში შვილს ერთხელ ამჩნევდა, მხოლოდ მაშინ როცა სჭირდებოდა რამე მისგან, როცა „ძმაკაცების“ მორიგი ვიზიტის გამო მამის დალურჯებების და ჭრილობების მოშუშება უწევდა. ყველაზე მწარედ მაშინ გაანალიზა რომ მამისთვის უჩინარი იყო, როცა სამი დღე საჭმლის გარეშე დარჩენილს, მეოთხე დღეს გული წაუვიდა.
წამოდგა და სამსახურის ძებნა დაიწყო, 16 წლის ასაკში. უბნის მაღაზიაში თითქმის ყველგან უარი უთხრეს, რადგან ფულთან უნდა ჰქონოდა შეხება. ეგონა გამოუცდელობის გამო ვერ ანდობდნენ თანხას და დიდაც არ გაუპროტესტებია. შემდეგ ერთ-ერთ წყნარ კაფეში, ნაირა დეიდამ მიიღო მიმტანად. მართალია მისი დეიდა არ ყოფილა მაგრამ რატომღაც უბანში ნაირას ყველა დეიდას ეძახდა. ნაირა დეიდას ბევრჯერ მიუცია მისთვის მორჩენილი საკვები ბავშვობაში. დიდობაში უკვე ერიდებოდა ლილის და თავს არიდებდა. თითქოს ხვდებოდა მიზეზს ნაირა და ზედმეტად არც აცივდებოდა. როცა ლილი სამსახურის თხოვნით მივიდა, ვერ გაუძლო მის თვალებს და დათანხმდა, მხოლოდ ორი პირობით - სწავლისთვის არ მოეკლო და მამასთვის არ ეთქვა. ვერ გაიგო ლილიმ რა იცოდა ნაირამ მის სწავლაზე, ან რატომ არ უნდა ეთქვა მამისთვის, თუმცა უყოყმანოდ დათანხმდა.
დიდი ხნის განმავლობაში ეგონა რომ ყველა „ოჯახი“ ასეთი იყო, თუ შეიძლება ასე ეწოდოს მათ ერთად არსებობას. შესადარებლად დიდად არც არავინ ჰყოლია. ნათესავები არ ყავდა, უფროსწორად რატომღაც არავინ ურთიერთობდა მათთან, მეგობრები არ ჰყავდა, სკოლაშიც კი ყველაზე შეუმჩნეველ და ჩუმ არსებად რჩებოდა, რომ არც მამისთვის და არც არავისთვის თავისტკივილი არ ყოფილიყო. კაფეში მუშაობისას, როცა ხედავდა როგორ ზრუნავდნენ დედ-მამა შვილებზე, და-ძმა ერთმანეთზე, ან როგორ კინკლაობდნენ დედმამიშვილები ერთმანეთში, დარწმუნდა, რომ ყველაფერი ისეთი არაა როგორიც მას ეგონა. გულში კი ამართლებდა მაინც მამას, იქნებ სხვები გარეთ თამაშობდნენ ბედნიერ ოჯახს? იქნებ მამას ცოლი რომ ყოლოდა გვერდით სხვანაირი ყოფილიყო? იქნებ დედმამიშვილი რომ ჰყოლოდა ლილის, სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი? მაგრამ რეალობა სხვა იყო, დედას ვერასდროს გააცოცხლებდა ლილი, ისიც არ ახსოვს როგორ გამოიყურებოდა, და არც არასდროს ეყოლებოდა და-ძმა. თუმცა დიდხანს ოცნება არ ჩვეოდა, მალევე უბრუნდებოდა რეალობას და აანალიზებდა რომ ამ ყველაფერს იმიტომ წარმოიდგენდა, იმიტომ ამართლებდა, რომ გული ნაკლებად სტკენოდა.
19 წლის იყო მამამ რომ შეამჩნია და ნეტა არ შეემჩნია. უჩვეულოდ მოვიდა სახლში. ერთი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დღის სინათლე იყო როცა დაბრუნდა და მეორე იმიტომ რომ ლილის ოთახში შევიდა, ხელში ცელოფნის პარკით. ლილის არ ახსენდება მამამისი მის ოთახში შესულიყოს. არც ერთხელ. არც მაშინ როცა სიცხიანი იწვა და ეგონა მოკვდებოდა, არც მაშინ როცა მშიერი ათენებდა ღამეებს, რადგან მუცლის გვრემა არ აძინებდა. მოკლედ არასდროს. ამასთან, მამის სახლში ყოფნაც იშვიათობა გახლდათ, ლილის ასაკის მატებასთან ერთად პირდაპირპროპორციულად მცირდებოდა იმ დღეების რაოდენობა, რომელსაც მამამისი სახლში ატარებდა.
- ეს ჩაიცვი, მოწესრიგდი და 1 საათში მზად იყავი.
ყოველგვარი ცერემონიისა თუ შესავლის გარეშე დაიწყო გივიმ და ოთახიდან ისე გავიდა ლილის პასუხს არც კი დალოდებია, ან რა ჰქონდა ლილის საპასუხო? თუმცა გაოცება ვერ დამალა. არასდროს წაუყვანია მამას არსად და მისთვის არასდროს უჩუქებია საჩუქარი, არც მაშინ როცა სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე, ან როცა დაფინანსებით ჩაირიცხა უნივერსიტეტში. ან იცოდა კი რომ სტუდენტი იყო მისი შვილი? დაბადებისდღეზე და ახალწელსაც კი. თუმცა რომელ საჩუქარზეა საუბარი, დაბადებისდღეს ხანდახან არც კი ულოცავდა ხოლმე. მაგრამ არ წუწუნებდა ლილი, უარესი მამებიც ხომ არსებობდნენ არა? არ ურტყამდა, არ აგინებდა და სახლში აურზაურს არ ტეხდა ნასვამი.
ვერაფრით გაიგო რას ნიშნავდა მოტანილი კაბა და ფეხსაცმელები. ჩაიცვა, ოდნავ დიდი ჰქონდა მისი სიგამხდრის გამო, თუმცა მაინც არანორმალურად მოკლე იყო, ხოლო როცა იქაჩავდა სიგრძის გასაზრდელად, დეკოლტე ჩამოდიოდა მუცლამდე. პირველად დაინახა თავისი ფეხები კაბაში. სანამ სამსახურს დაიწყებდა მამამისის ძველი მაისურები და მეორადი შარვლები ეცვა. როცა მიმტანობა დაიწყო, ცოტა გაანებირვრა თავი, რაც იმას ნიშნავს რომ მამამისის ძველი მაისურების ნაცვლად მეორადებში ნაყიდი ქალის ზედების ჩაცმა დაიწყო. აი კაბა კი არასდროს, არც კი უფიქრია, დაშვების დონეზეც არ დაუშვია რომ უნდა ნდომებოდა კაბის ჩაცმა. ახლა კი თითქოს სხვა ადამიანს უყურებს სარკეში, ისეთი გაუცხოებული პიროვნება უყურებდა სარკის მეორე მხრიდან. მომზადებისთვის ერთი საათი არ დასჭირვებია. ოც წუთში მზად იყო, წაისვა მსუბუქი მაკიაჟი რაც მოეპოვებოდა და თმა გაიშალა. წელამდე ისე გაზრდოდა თაფლისფერი თმა ვერც შეემჩნია, იშვიათად იშლიდა.
გივიმ შეხედა, თავი დაიქნია და გასასვლელი კარისკენ ანიშნა. დაუჯერა ლილიმ, როგორც ყოველთვის. სადარბაზოსთან ძვირფასი მანქანა იცდიდა, ეუცნაურა.. მამამისი და ძვირფასი მანქანა? გივიმ კარი გაუღო. სიტყვის უთქმელად და უკითხავად ჩაჯდა ლილიც. მიიწია, რომ მისთვის ადგილი გაეთავისუფლებინა. მამამის ზედაც კი არ შეუხედავს მისთვის ისე უთხრა:

- რასაც გეტყვიან ის გააკეთე.
ეს იყო ბოლო სიტყვები რაც მისგან მოისმინა, მანქანის კარი ჯახუნით მიიხურა და ავტომობილიც მოწყდა ადგილიდან. ვერ გაიგო რას ნიშნავდა ეს სიტყვები, ან ეს ჩაცმულობა. ფიქრისგან ლამის ტვინი ადუღებოდა. სად მიდიოდა ან ვის რა უნდა ეთქვა მისთვის? რა უნდა შეესრულებინა? ალბათ გივი სხვა მანქანით მოდიოდა, „ძმაკაცებთან“ ერთად და არ უნდოდა მათთან ერთად ემგზავნრა ლილის, ის ხომ არასდროს აძლევდა უფლებას მის „ძმაკაცებთან“ გამოჩენილიყო? გუშინ მორჩა უნივერსიტეტის ბოლო გამოცდას და სწავლისთვის ღამეებისთევისგან ისეთი დაღლილი იყო, თითქოს ყველაფერი ერთად მოაწვა და ჩაეძინა.
მანქანა ქალაქგარეთ მდებარე რომელიღაც სასტუმროსთან გაჩერდა. უკვე საღამო იყო და ზაფხულის მიუხედავად გრილოდა. საქართველოში ხომ იცით ივნისის თვეს კი ძალიან უნდა, მაგრამ მთლად ვერ ზაფხულობს. ლილი კარის გამოხსნის გამო მონაბერმა ნიავმმა და მძღოლის ხმამ გამოაფხიზლა. გაბრდღვიალებული სასტუმროდან ხმამაღალი მუსიკა, ადამიანთა სიცილის და საუბრის ხმა გამოდიოდა. დაუჯერა ნათქვამს, როგორც ყოველთვის, მორჩილად გადმოვიდა მანქანიდან და უკან მიჰყვა მძღოლს. მალულად აქეთ-იქით იყურებოდა, მამამისს ეძებდა თვალებით. მძღოლმა კარამდე მიაცილა. ვიღაც უცნობ კაცს გადაულაპარაკა ორიოდე სიტყვა, რომელიც სავარაუდოდ დაცვის წევრი იყო. ლილიმ ვერ გაიგო, საუბრის შინაარსი მაგრამ მიხვდა რომ უკვე მას უნდა გაყოლოდა კუდში.
როგორც ჩანს, სასტუმროში წვეულება იმართებოდა. მდიდრულად ჩაცმული ხალხი მიდი-მოდიოდა შამპანურის ჭიქებით და ხმადაბალი საუბრით, ზოგი ნელი მუსიკის თანხლებით ცეკვავდა. იმდენად უადგილოდ გრძნობდა ლილი ამდენ ხალხში თავს უნდოდა გაქცეულიყო, არც ეს ტანსაცმელი ეკომფორტულებოდა ნამდვილად, თითქოს სხვის სხეულში ჩატენეს და ისე გამოუშვესო. შესვლისთანავე იგრძნო ზურგზე მწველი მზერა, მიიხედა თუმცა ვერავინ დალანდა, ისევ გივის ეძებდა თვალებით.
დაცვამ სწრაფად აუარა წვეულებას გვერდი და მას მიყვა ლილიც კედელ-კედელ, თვალში რომ არავის მოხვედროდა, როგორც ყოველთვის.. მარჯვნივ შეუხვიეს და დერეფანს გაუყვნენ რომლის ბოლოშიც, კარის წინ კვლავ ორი დაცვის ახმახი ბიჭი აშოტილიყო. ამოისუნთქა ლილიმ, იფიქრა გივი უკვე შიგნით იყო და ელოდებოდა, რადგან იქიდან მისი „ძმაკაცებისთვის“ დამახასიათებელი ხმამაღალი საუბარი გამოდიოდა, ამიტომ უყოყმანოდ შეაღო ოთახის კარი დაცვის მინიშნებაზე. ოთახი ჩაბნელებული და უსიამოვნო იყო, წვეულებასთან შედარებით იმდენად კონტრასტული, ვერც იფიქრებდი რომ ერთ სიბრტყეში და შენობაში შეიძლებოდა მათი არსებობა. ალკოჰოლის და თამბაქოს მძიმე სუნი იდგა, იმდენად მძიმე რომ ხველებაც კი აუტყდა. სიბნელესთან შეგუების შემდგომ, მამის დანახვის მიწურული იმედით მოავლო ლილიმ თვალი ოთახს, მწარედ შეცდა. ოთახში მხოლოდ ორი ადამიანი იმყოფებოდა, 50-55 წლის კაცი, ისეთი ამაზრზენი გამომეტყველებით, რომ ლილის მისთვის მეორედ შეხედვა აღარც კი უფიქრია და ახალგაზრდა მამაკაცი, აშკარად ნასვამი და ისეთი სახით თითქოს ვიღაცის მოკვლას აპირებდა.
- აი შენი დაბრუნების და თავისუფლების საჩუქარიც - კბილებში გამოცრა კაცმა და ახალგაზრდა მამაკაცს შეხედა.
ლილიმ დაბნეულობისგან უკან მიიხედა, ვერ მიხვდა სად იყო საჩუქარი და რატომ მიშტერებოდა ორი წყვილი, კუპრივით შავი თვალები დაჟინებით.
- შენ სულ გამო...
- არც გაბედო! - ღრიალით შეაწყვეტინა კაცმა და მაგიდაზე მუშტი ისეთი ძალით დააბრახუნა, ლილი მოულოდნელობისგან შეხტა და ადგილს მიელურსმნა - არც გაბედო ჩემთან მეორედ ეგეთი ტონით საუბარი. მიუჩინე თავისი ადგილი - თვალებით ლილისკენ ანიშნა - და მერე დავილაპარაკებთ დანარჩენზე.
ისე წამოდგა მაგიდიდან, ლილის ეგონა ახალგაზრდა კაცს მუშტს მოუქნევდა, თუმცა მხოლოდ თვალებში ჩახედვით დაკმაყოფილდა და ოთახიდან გავიდა.
ოთახში დუმილი ჩამოწვა და ჰაერი კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. უკვე მიხვდა ლილი, რომ მამამისი არ მოვიდოდა და სურდა რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდა იქაურობას. კარისკენ მიტრიალდა სახელურის ჩამოსაწევად და ისევ იგრძნო ის მწველი მზერა ზურგზე, წამის მეასედში კი მაჯაზე ხელის უხეში ჩავლება. ძალით მოატრიალა ლილი უცხო მამაკაცმა, მათ შორის მანძილი კი არა ჰაერიც აღარ იყო თითქმის.
- რა გგონია სად მიდიხარ? ასე მარტივად დანებდი? ვერ გაიგე რა გიბრძანეს? მაგისთვის არ მოხვედი აქ რომ შენი გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ ი თ, მამაჩემმა თავის ჭკუაზე მატრიალოს?
ისეთი ზიზღით სავსე და აწითლებული თვალებით უყურებდა მამაკაცი ლილის რომ უნებურად თავი გაატრიალა, დამუნჯდა, ვერ იჯერებდა ჯერ კიდევ რა ხდებოდა მის თავს. მისი ტვინის ნეირონები თითქოს შენელებული კადრით გადასცემდნენ ინფორმაციას ერთმანეთს. რა საჩუქარიო? რა თქვა იმ კაცმა? ფიქრებიდან სახის ხელით უხეშმა მოტრიალებამ გამოაფხიზლა.
- რომ გელაპარაკები სახეში მიყურე, - ამოისისინა უფრო, ვიდრე თქვა უცნობმა მამაკაცმა. - რა პატარა ხარ და უკვე მოახერხე ამ სიბინძურეში გარევა. რა ასე ძალიან გიყვარს ფული? რას ვკითხულობ, მამაშენის შვილისგან სხვას რას უნდა ველოდებოდეთ. - ისეთი ტონით წარმოთქვა ბოლო წინადადება, თითქოს წამიერად გაიელვა გულისტკენამ მის ხმაში. თითქოს თავის ფიქრებს შეეწინააღმდეგაო, თავი გააქნია და კვლავ ირონიულად გააგრძელა: - ამაყია მამა? ისე ვერაფერს იტყვით, მშვენიერი ტანდემი ხართ, მამა მოთამაშე, შვილი - , თუმცა არც ისეთი ლამაზი ხარ შენი ხმარება 200,000 დოლარი ღირდეს. - ხელი შეუშვა და ისეთი მზერით აათვალიერა გოგო, თითქოს მზერით გააშიშვლა.
ვერ გაიგო ლილიმ რაში გაერია, ვერც ის გაიგო რა ფულზე საუბრობდა კაცი. შოკისგან გამორკვევა სცადა, ყველა კუნთი დაძაბა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და პირი გააღო, რაღაცის სათქმელად, თუმცა მხოლოდ გაურკვეველი წამოხავლება გამოუვიდა. კაცი კი უკვე აღარ აქცევდა ყურადღებას და ოთახის კუთხეში გადაენაცვლებინა, სასმელს ისხამდა. ლილის აზრით მეტი დალევა ნამდვილად აღარ სჭირდებოდა, თუმცა მას ვინ ეკითხებოდა.
- მე მგონი რაღაც შეცდომაა.
ძლივ-ძლიობით და დანაწევრებით ამოიჩურჩულა ქალმა. საუბარი დასრულებული არ ქონდა, რომ ცივმა და ირონიულმა სიცილმა მოჭრა ყური.
- აუ ძაან გთხოვ ახლა ფარისევლური ქალიშვილური პრანჭვების და მოჩვენებითი მორცხვობის გარეშე, სად გირჩევნია აქ თუ ნომერში? ბევრი დრო არ მაქვს.
ამ კითხვაზე დაცალა ჭიქა და ლილისკენ დაიძრა. ლილი გახევებული იდგა. ვერც ყურებს და ვერც თვალებს ვერ უჯერებდა, ვერ იგებდა რა ხდებოდა მის თავს. აქამდე მისი ცხოვრება ნაცრისფერი და უაზრო ეჩვენებოდა. ღმერთმა იცის რამდენჯერ უფიქრია მისი დასრულება. მაგრამ ეს? ეს ? სიტყვები და აზრებიც კი არ ყოფნიდა ამ ყველაფრის აღსაწერად.
- ან რას გეკითხები - საკუთარ თავთან მონოლოგი გააგრძელა კაცმა, - შენნაირები ოთახს ნამდვილად არ იმსახურებენ.- სიტყვების თქმასთან ერთად ორივე ხელი ჩაკიდა მხრებზე და კაბის სახელოები ჩამოაგლიჯა.
კაცის შეხებაზე გააჟრჟოლა ლილის, გონება დაებინდა, ოთახი უეცრად ატრიალდა და უგონოდ დაეშვა იატაკზე.

თავი მეორე

სხეულის ყველა უჯრედის ტკივილმა გააღვიძა ლილი. იატაკიდან ძლივს-ძლიობით აწია თავი. მთელი სხეული სტკიოდა, თითქოს მძიმე ლოდმა გადაუარა და გადაჭყლიტა. თავიდან ვერ მიხვდა სად იყო. ნელ-ნელა აღიდგინა მომხდარი და ცრემლებმა მისი ნებართვის გარეშე გაიკვალეს გზა ღაწვებისკენ. ვერ გაიგო რა დრო იყო, ან რამდენი ხანი ეგდო ასე იატაკზე. ოთახს თვალი მოავლო და კუთხეში მდგარი სავარძლიდან მოშტერებულ შავ თვალებს გაუსწორა, რომელსაც ისევ ეტყობოდა მძიმე და დაშვებულზე მეტი ალკოჰოლის კვალი. ისეთი დაჟინებით უყურებდა კაცი, თითქოს მისი სულის გაშიშვლებას ცდილობსო.
- მორჩი სპექტაკლს? - სახის ნაკვთების შეუცვლელად გაისმა კაცის ბოხი ბარიტონი, თუმცა აშკარად მოკლებოდა ის ირონიული და ზიზღიანი ხმა, რაც მანამდე ლაიტმოტივად გაჰყვებოდა მის თითოეულ სიტყვას. თითქოს ღრმა ძილისგან გამოერკვაო, ლილიმ თვალებში შეხედა კაცს და ამჯერად უფრო თამამად კითხა:
- რა უნდა გავაკეთო?
- რა არ გითხრა მამაშენმა?
- მამაჩემმა მითხრა რასაც გეტყვიან ის გააკეთეო. - ხუთოსანი მოსწავლესავით ჩამოარაკრაკა ლილიმ. ვერ მიხვდა მოეჩვენა თუ ვერშეკავებულმა, ოდნავმა ღიმილმა გაუპო ტუჩის კუთხე უცხო მამაკაცს მისი ინტონაციის მოსმენისას.
- კიდევ რა გითხრა?
- მეტი არაფერი.
- მეტი არაფერი? - მხოლოდ თავი გააქნია ამჯერად უკვე უარყოფის ნიშნად ქალმა, აშკარად ძლივს შეკოწიწებული სიმამაცით ცდილობდა საუბრის გაგრძელებას და ყოველი სიტყვა დიდ ძალისხმევად უჯდებოდა. თავში მხოლოდ ერთი სიტყვა უტრიალებდა - „მოთამაშე“. ახლა დააკავშირა ყველა ჯაჭვი ერთმანეთთან, ახლა ნათელი გახდა, ისედაც დღესავით ნათელი სიმართლე, რაც უკვე დიდი ხნის წინ უნდა სცოდნოდა. არა, გულის სიღრმეში იცოდა კიდეც, უბრალოდ მცირე ბიძგი სჭირდებოდა მის ზედაპირზე ამოტივტივებას და მისთვის თვალის გასწორებას და აი ისიც! ბიძგი კი არა მიწისძვრა! ცუნამი, რომელიც მთლიანად წალეკვას და ჩაყლაპას უქადდა ლილის.
- ვაა, ეს რაღაც ახალია, - ირონიული ღიმილით განაგრძო კაცმა და კიდევ ერთხელ აათვალიერ-ჩაათვალიერა მზერით - დავიჯერო აქ ისე მოხვედი, 100 ლარიანი ვით ჩაცმული, არა უკაცრავად 50 ლარიანი, რომ არ იცი რატომ? არც დაგისვამს კითხვა? არც დაფიქრებულხარ? - პასუხს არ დალოდებია ისე განაგრძო. - მამაშენმა მამაჩემთან წააგო დიდი ფული, როგორც ყოველთვის, თუმცა ამჯერად ყველა ზღვარს გადასცდა, აღარაფერი გააჩნია რითიც შეუძლია ვალის გადახდა, გარდა თავისი უბადრუკი სიცოცხლისა, რომელიც ისედაც არავის არაფერში სჭირდება და..
- ჩემი - მის მაგივრად დაასრულა ლილიმ წინადადება. ისეთი არამიწიერი იყო ეს სიტყვა, ისეთი ტკივილით იყო წარმოთქმული, კაციც კი შეცბა წამიერად. ნუთუ მართლა არ იცოდა რისთვის მოდიოდა? რაღაც შეცოდებისმაგვარი მზერის ნაპერწკალიც კი გაუკრთა თვალებში, როცა ლილიმ საუბარი განაგრძო:
- რა უნდა გავაკეთო?
ამ სიტყვების გაგონებისას კაცს ირონიული ღიმილი დაუბრუნდა. კინაღამ შეაცდინა ამ პატარა კახპამ. კინაღამ დაიჯერა მისი უცოდველობა, თურმე ქალს საქმეზე გადასვლა სურს. რადგან ასეა, კი ბატონო. ოხ, კიდევ ერთხელ როგორ გაბრიყვდა.
- მამაშენს 200,000 დოლარი აქვს ვალი, ამ ეტაპზე. - ბოლო სიტყვები ხაზგასმით დაამატა. - ვალის დაფარვის სანაცვლოდ დღეიდან შენ მე მეკუთვნი. ლილიმ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, როცა მისდა გასაოცად კაცმა დაამატა. - თანახმა ხარ? დაიჭირა ლილის წამიერად სახეზე გადარბენილი გაოცებული მზერა მტრულად მომზიარლმა შავმა თვალებმა.
- იცის?
- რა?
- მამამ იცის რომ... - სიტყვა გაუწყდა, ვეღარ დაამთავრა წინადადება, თუ რა უნდა ეთქვა? რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა? ცოცხალი მონა? თუ ვინ? თუ რა კითხვა დაესმის უკვე? რადგან თურმე ფსონზე მეტი არ ღირებულა არც მისი სიცოცხლე, არც მისი ღირსება?
- მან ითამაშა და წააგო.
ყველაფერს იტევდა ეს ორი სიტყვა, მეტი კითხვა აღარ დასმულა, აღარც ითქმოდა ან რაღა იყო სათქმელი. ლილიმ დაღლილი და გაბზარული ხმით თქვა ერთადერთი სიტყვა - „კარგი“. ამ სიტყვებთან ერთად კაცი წამოიმართა, მიუახლოვდა ქალის ჯერ კიდევ ძირს დაგდებულ სხეულს და ზემოდან დააჩერდა. არც კი უცდია მისი წამოყენება. კაცმა ლილის სახე ძალიან ახლოს მიუტანა და უკან გაყოლა უბრძანა.
ძლივს-ძლიობით წამოდგა. კაბის მხრები ისევ კაბაში ჩაკუჭა რაღაცნაირად, თითქოს უბრეტელო იყო. თან ეცინებოდა თავის თავზე, თითქოს სახის, ნამუსის შენარჩუნებას ცდილობდა ხალხის თვალში. ვინ ხალხის თვალში? ან რა ნამუსის? შეძლებისდაგვარად გაისწორა ლამის შემოგლეჯილი ტანსაცმელი და კუდამოძუებული ძაღლივით თავდახრილი უკან გაჰყვა მამაკაცს. სასტუმროს ფანჯრებიდან დღის სინათლე აჭრიდა. გაიარეს უკვე დაცარიელებული დარბაზი, სადაც გუშინ სხვებისთვის სიცოცხლე დუღდა, ხოლო ლილისთვის.. ლილისთვის სიცოცხლე დასამარდა. ნუთუ ამდენი ხანი ეგდო ძირს? ან ეს რა ცხოველია რომ მთელი ღამე სვამდა? რანაირად გაუძლო? არც წამოაყენა? თუმცა რას ელოდა ლილი ხელში ატაცებული შემოატარებდა ოთახს? ირონიულად გაეცინა გულში. სასტუმროს ლობის მიუახლოვდნენ. მისაღებში მაღალი ახალგაზრდა, ლამაზი ქერა ქალი თავმომწონდედ ესაუბრებოდა წყვილს და ცივი ცისფერი თვალებით უღიმოდა. ქალმა როგორც კი მათი მოახლოება შენიშნა, წყვილს მოუბოდიშა და ისე რომ ხმის ამოღებაც კი არ დასჭირებიათ დახლზე სასტუმროს ოთახის ელექტრონული გასაღები გამოასრიალა.
- 1207 ოთახი ბატონო გიორგი. - უთხრა ღიმილით და მტრული, ამრეზილი მზერით შეათვარიელა ლილი. თუმცა წამზე მეტი მისი ყურადღების ღირსი არ გახადა. გიორგიმ მადლობის ნიშნად თავი დაუკრა და ლიფტისკენ განაგრძო გზა. მიუხედავად მიღებული ალკოჰოლის უზომო დონისა, კაცს ნაბიჯი არ არევია, მხოლოდ ამღვრეულ თვალებში ეტყობოდა სასმლის კვალი. უხმოდ, თავჩაქინდრული გაჰყვა ლილიც.
ლიფტის კარი გაიღო გამოძახებულ სართულზე, თუმცა ნაცვლად ჩვეულებრივი დერეფნისა მდიდრულ მისაღებში აღმოჩნდნენ. უცერემონიოდ შეაბიჯა გიორგიმ ნომერში, თუ ნომერი ეთქმოდა ამას. როგორც ჩანს აპარტამენტი მთელ სართულზე იყო გადაჭიმული. მამაკაცმა პირდაპირ სასმლის კუთხეს მიაკითხა. ახლაღა შეათვალიერა ლილიმ, მაღალ და დაკუნთულ კაცს წვერი მოკლედ, ლამაზად ჰქონდა დაყენებული. მთელი ღამე სმაში გატარების მიუხედავად, ოდნავ გრძელი, შავი თმა სწორხაზოვნად, გვერდზე ჰქონდა გაყოფილი. მისი ღამის ისტორიას მხოლოდ მცირედ შელახული პერანგი ჰყიდდა, რომლიდანაც გარუჯული სხეული მოუჩანდა. გიორგიმ სასმელი ორ ჭიქაში ჩამოასხა. ლილიმ თვალი გააყოლა მის ტატუებით დაფარულ მარჯვენა ხელს, რომელიც აკეცილი პერანგიდან მოუჩანდა.
- მოდი
გაისმა ისევ ბოხი, მონოტონური ხმა. არც ბრძანებით იყო ნათქვამი და არც თხოვნით. თითქოს ინსტრუქცია გასცაო კაცმა, თითქოს ეს ისედაც ასე უნდა ყოფილიყო. დაემორჩილა ლილიც. მიუახლოვდა გაყინული მზერით და გაყინული თვალებით. თითქმის მისთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო. თუმცა რაღა თითქმის.. ერთი სული ჰქონდა ყველაფერი მორჩენილიყო და მერე... მერე? მერე ამ უაზრო ცხოვრებასაც დაასრულებდა.
- დალიე
ისევ ერთი სიტყვა, ისევ იგივე ინტონაცია.
ისევ სიტყვის უთქმელად შეასრულა ლილიმ მითითება. ერთი ამოსუნთქვით გამოცალა სასმელი. საშინლად აეწვა ყელი, შემდეგ კუჭი. სახეზე უსიამოვნოდ დაიჭტანა. უსიტყვოდ მიაწოდა მამაკაცმა მეორე ჭიქა, რომელიც ასევე ერთ სუნთქვაში დაცალა ლილიმ.
ახლა გიორგის ჯერი იყო. სასმლის ჩამოსხმაზე თავი აღარ შეუწუხებია. პირდაპირ ბოთლი მოიყუდა. ნელი ნაბიჯით ოთახის შუაგულისკენ გადაინაცვლა. ჟურნალების მაგიდიდან აიღო სამართავი პულტი და ჟალუზებმა ოთახის დაბნელება დაიწყო.
გრძნობდა ალკოჰოლის და სისხლის ბრძოლას ლილი ორგანიზმში. თბილმა ტალღამ დაუარა ორგანიზმში, რომელიც უცებ აალდა როცა გიორგი მიუახლოვდა. ბოთლი თავად მოუმარჯვა, მეორე ხელით ნიკაპი დაუჭირა და ცერა თითი ტუჩებზე ჩამოუსვა, ანიშნა გაეღო. ლილიმ მორჩილად გააღო პირი. ლამის დაახრჩო ალკოჰოლმა თუ კაცის ცხელმა ხელმა ვერ მიხვდა, მაგრამ რა განსხვავება ჰქონდა.
ბოთლი გამოცალა გიორგიმ და გვერდით მიაგდო, ხალიჩის გამო ყრუდ გაისმა ბოთლის დავარდნის ხმა. ლილიმ თვალები დახუჭა, თუმცა მაინც გრძნობდა გიორგის სიახლოვეს, მისი სხეულის ტემპერატურას, მის არეულ მზერას. შეხება იგვიანებდა.. თითქოს ყოყმანობსო. ის იყო თვალის გახელას აპირებდა, რომ იგრძნო პირველი შეხება - უხეში ხელის მოხვევა წელზე. მიიზიდა გიორგიმ თავისკენ ქალი. პირველად ყელში დაეწაფა. ყველა შეხებაზე ჟრუანტელი უვლიდა ქალს სხეულში. კოცნით ჩაუყვა ლილის ყელს გიორგი. უკვე ვერც ერთი ინარჩუნებდა წონასწორობას. ნაბიჯებით კედლისკენ გაუძღვა, ისე რომ მის სხეულზე ხელების ფათური არ შეუწყვიტავს. აშკარად იცოდა რასაც აკეთებდა კაცი. კოცნის შეუნელებლად მოუსრისა მკერდი, გამაგრებულმა კერტებმა უფრო გაახელა.. უფრო მეტი წყურვილით დაეტანა მის კისერს... მხრებს.. რატომღაც არიდებდა სახეზე კოცნას და შეხებას კაცი თავს... შემდეგ ოსტატურად ჩაასრიალა ხელები მუცელზე, იქიდან წელზე და ყოველგვარი მორიდების გარეშე - უკანალზე. მაგრად მოუჭირა ხელი, როგორც მწიფე ხილს, რომელიც გადამწიფებისგან შემთხვევით ხელში შემოგეჭყლიტება. უფრო მეტად მიიკრა სხეულზე, სუნთქვა გაუხშირდა. იგრძნო ლილიმ როგორ უნდოდა კაცს მასთან ყოფნა. იგრძნო მთელი მისი სხეულით, განსაკუთრებით გამაგრებული ას*თი. ოდნავ მოშორდა გიორგი ქალს და ისედაც მოკლე, უკვე წელამდე ასული კაბისგან გაათავისუფლა. იდგა გახევებული ლილი. არც კი განძრეულა. არც ცრემლი ჩამოვარდნია. უბრალოდ იდგა და სადღაც სივრცეში იყურებოდა. მხოლოდ აწითლებული ლოყები ინახავდა წუთის წინანდელი შეხების ინტიმურობის საიდუმლოს.. წამით შეხედა მამაკაცმა მის მზერას და უკან დაიხია. ასე არ უნდოდა. ან საერთოდ რა უნდოდა? რას აკეთებდა? უნდოდა კი ეს? მზერა კიდევ ერთხელ მოავლო ლილის, რომელიც გაუნძრევლად იდგა კედელთან. საცვლების ამარა. უფროსწორად მხოლოდ ქვედასაცვლის, რადგან კაბის შესაბამისი ბიუსჰალტერი ვერ მოძებნა კარადაში.. ქალის მარმარილოსავით თეთრმა სხეულმა და ვარდისფერმა კერტებმა თვალი მოსჭრა კაცს, არა მეტს ვერ გაუძლებლდა. გაფანტა უაზრო ფიქრები და სასმლის კუთხისკენ დაიძრა. უჯრიდან პატარა აბები ამოიღო და ლილის გაუწოდა. მიუხედავად იმისა რომ სასმლის გამო (და არამხოლოდ) ფეხზე ძლივს იდგა ლილი და მხოლოდ ნაწყვეტებად აღიქვამდა მომხდარს, უყოყმანოდ გამოართვა ხელისგულზე დადებული ერთი აბი და გადაყლაპა. იგივე გააკეთა კაცმაც და მოურიდებლად გააგრძელა ლილის სხეულზე მისი ხელების ფათური. ოდნავ ასწია კედელზე, ფეხებით წელზე შემოისვა და უკანალზე გაამაგრა ხელებიდა უხეშად მოუჭირა. პირდაპირ მოშიშვლებულ მკერდს დაეწაფა. ისე დაეკონა როგორც უდაბნოში მწყურვალი კაცი წყალს. ჯერ მარჯვენა მკერდი დაიპყრო პირით, ხოლო ხელით მეორეს ეფერებოდა, შემდეგ გადაინაცვლა მეორეზე. ლილი საცვალშიც კი გრძნობდა კაცის დაუოკებელ სურვლის..შემდეგ...შემდეგ... ლილის უკვე აღარაფერი ახსოვს, ზემოდან და გვერდიდან დაჰყურებდა თავის თავს, როგორ უკოცნიდა უცხო მამაკაცი სხეულს და მთლიანად ლივლივის შეგრძნებამ მოიცვა.. როგორც ჩანს აბს მოქმედება დაეწყო..



№1 სტუმარი მე

საინტერესო დასაწყისია,კარგად წერთ და ასე გააგრძელეთ❤️

 


№2  offline წევრი lility

დიდი მადლობა <3 ჩემი პირველი წერის მცდელობაა და ბევრს ნიშნავს თქვენი კომენტარი !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent