განწირული პაიკი თავი 5-6
თავი მეხუთე მეორე დილით გიორგის წასვლა არ გაუგია, სპეციალურად გვიან გავიდა ოთახიდან, რადგან შაბათი დღე იყო, მარია ისვენებდა და არ უნდოდა კიდევ ერთი უსიამოვნო შეხვედრა. თუმცა, შეძლებდა კი თავის არიდებას მისთვის? ბოლო-ბოლო მის სახლში, მ ი ს თ ვ ი ს მუშაობდა. უხმაუროდ აიარა კიბეები და ფრთხილად გამოაღო კაბინეტის კარი წიგნის ჩუმად დასაბრუნებლად. ოთახში ბნელოდა, მუქი, მძიმე ფარდებით იყო დაბურული ფანჯრები და მზის სინათლეს სახლის ამ ნაწილისთვის ვერ მიეღწია. საშინელი სიგარეტის სუნი იდგა, ისე როგორც..არა, იმ დღის გახსენება არ უნდოდა. უჩუმრად დააბრუნა წიგნი თაროზე და გამოსვლას აპირებდა, როცა დაბალმა, თითქმის ჩურჩულით წარმოთქმულმა ხმამ შეაჩერა: - სად მიიპარები? შიშისგან შეხტა ლილი, ეგონა მარტო იყო სახლშიც და ოთახშიც, მაგრამ მწარედ შეცდა, სავარძლიდან შავი თვალები ავად ელავდა. როგორ ვერ შეამჩინა? ოთახის სიბნელიდან გამომდინარე ნამდვილად გვიან გაარჩია შავ სამოსში შემოსილი, ნაცნობი ფიგურა. - მოდი აქ - დაბალი თუმცა მკაცრი ხმით უთხრა ქალს. ლილი მონუსხულივით დაემორჩილა, ტვინთან უკითხავად გადაგდა ფეხებმა ნაბიჯები და მისი სავარძლის გვერდით, ჟურნალების მაგიდასთან გაჩერდა. - რა უცებ დაგიმთავრებია წიგნი? ძალიან მოწყურებული იყავი? მოგეწონა? - ჩახლეჩილი ხმით განაგრძო კაცმა, ისე რომ ადგილიდან არ დაძრულა, წელზე ხელი მოხვია და მის პირდაპირ, ჟურნალების მაგიდაზე ჩამოსვა. მისი ორივე ფეხით, ქალის ფეხები შუაში მოიწმყვდია და მოუჭირა. - იფიქრე ჩემზე? - ხმაში ვნება შეეპარა და მარჯვენა ხელის თლილი თითებით ქალის შიშველ მუხლზე რვიანების ხაზვა დაიწყო. დიდი, გრძელი ნერწყვი გადაყლაპა ლილიმ, რაც უსიტყვო თანხმობად მიიღო კაცმა და უფრო მომთხოვნი გახდა ფეხზე შეხებაც. ნელ-ნელა უფრო დიდი წრის დახატვა დაიწყო და მუხლიდან ბარძაყზე გადაინაცვლა შეხებამ. ქალმა ძალის მოსაკრებად ღრმად ჩაისუნთქა, გიორგის ყოველი მანევრი ძალას აცლიდა. კიდევ კარგი იჯდა, თორემ აუცილებლად წაიქცეოდა. - არ წამიკითხავს - რა? - თითქოს ბურანიდან გამოერკვაო კაცი - არ მიზიდავს ეს ჟანრი - თქვა უფრო გამბედავად და არაბუნებრივად ჩაწითლებულ თვალებში ჩახედა, რასაც ალკოჰოლზე ბევრად უფრო ძლიერი ნივთიერების თრობის კვალი ეტყობოდა. - აბა რა გ ი ზ ი დ ა ვ ს ? - ხაზგასმით წარმოთქვა ბოლო სიტყვა კაცმა.. აჰა, შენ უფრო ლაივში არა? - გახელებულმა აატარა ხელი წელს, შემდეგ მკერდს და მტკივნეულად მოუსრისა. - შემიძლია პრაქტიკული გაკვეთილი ჩაგიტარო.. - ამის თქმაზე, ფეხები შეუშვა, ორივე ხელი წელზე მოხვია და მაგიდიდან მის ფეხებზე გადაიჯინა. ხელები ჯინსის შორტის უკანა ჯიბეში მოუთავსა და მაგრად მოუჭირა. შემდეგ ერთი ხელი ზურგზე ამოატარა, მარცხენა ხელი კისრის უკან თმაში შეუსრიალა, თავი გადააწევინა, მარჯვენა კი მოულოდნელად ყელზე მიაბჯინა - მართალი ხარ, რატომ უნდა დაიღალო კითხვით, როცა იცი, რომ საქმეზე გადასვლით მეტის მიღება შეგიძლია? - ქალს ამ უხეშ შეხებაზე მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა, გრძნობდა ლილი - ორგანიზმის ეს რეაქცია შიშისგან სულაც არ ყოფილა გამოწვეული. ყოველ შემთხვევაში მარტო შიშისგან არა... იმდენად უჭერდა კაცის მარჯვენა ხელი მისთვის ჟანგბადის მიწოდებას, რომ მიხვდა, მალე გონებას დაკარგავდა, მაგრამ მაინც არ შეწინააღმდეგებია, არ შეხებია, არ გატოკებულა. უბრალოდ თვალები დახუჭა და მოლოდინში გაინაბა, თუ ასე, უჟანგბადობისგან უნდა მოკვდეს, დაე იყოს ეგრე. რამდენიმე წამი გავიდა, შეიძლება წუთიც, იდგნენ ასე გახევებულები და არც ერთი არ ინძრეოდა. გრძნობდა რომ უკვე გონებას კარგავდა, როცა კაცმა ხელი უხეშად გაუშვა. - რა იყო ასე მოგეწონა ჩემთან, რომ არაფერზე მეწინააღმდეგები? - დამცინავად ჰკითხა. ფეხზე წამოდგა, - ტყუილად მადნები ხელებში, ხომ გითხარი მეორედ არ მოგეკარები, არც ეგეთი კარგი ხარ თქო - დაამატა მკვახედ და ოთახი ნელი ნაბიჯით დატოვა. მე ვადნები ხელებში? ფიქრობდა გაცეცხლებული და ხელებით ნატკენ ყელს ისინჯავდა. სიბრაზისგან სხეულზე ცეცხლი ეკიდა, სიბრაზისგან თუ კაცთან სიახლოვისგან? ნეტავ ოდესმე თუ არის ფხიზლად? რა სჭირს დამოკიდებულია? ოხ, ლილი გონს მოდი, ვისზე ფიქრობ. სწრაფად წამოდგა და კიბეები სირბილით ჩაირბინა, ვაი თუ არ გადაიფიქროს და არ შემობრუნდესო. ოთახში შევიდა, ჰაერის ჩასუნთქვა კი მხოლოდ კარის მიხურვის შემდეგ შეძლო, თითქოს განთავისუფლების მიუხედავად, მთელი ეს დრო, მარწუხებივით გამოჰყვა კაცის ხელები და სუნთქვას უზღუდავდა. ცხადი იყო, რომ გიორგის მთელი დღე ეძინა, არც ლილი გამოსულა ოთახიდან, უაზროდ მიშტერებოდა ოთახის კედლებს და ვერ ხსნიდა, რატომ სრულდებოდა მათი ყოველი შეხვედრა ან ფიზიკური კონტაქტით, ან მისი მორალური განადგურებით ან კიდევ ორივეთი? შუაღამეს კარგად გადაცელილი იყო, მსხვრევის ხმამ რომ გამოაღვიძა. არც დაფიქრებულა ისე წამოდგა საწოლიდან და ოთახიდან გავარდა. სამზარეულოს ღია კარიდან შუქი დერეფნის იატაკზე იღვრებოდა და დაუფიქრებლად იქითკენ გასწია. ოთახის შუაგულში, ზემოდან შიშველი და ოთხად მოკეცილი ეგდო გიორგი. აშკარად ისევ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მის გვერდით გატეხილი ვისკის ბოთლი და ჭიქის ნამსხვრევები მიმიფანტულიყო. ადგილზე გაშეშდა, ასეთ სცენას ნამდვილად არ ელოდა. - დაბრუნდი ოთახში, - უთხრა კაცმა მტკივნეული წყვეტილი ხმით, ისე რომ ტკივილისგან დახუჭული თვალები არ გაუხელია. - დახმარება გჭირდება - არც კითხვა იყო, არც მოწყალება, მშრალი ფაქტივით აღნიშნა ლილიმ და შებოჭილ სხეულსაც მოძრაობის უნარი დაუბრუნდა და კაცის ახლოდან დათვალიერება დაიწყო, რათა ენახა გატეხილი სასმლის ნამსხვრევებს, ხომ არ დაეზიანებინათ სხეული. როგორც ჩანს, ჭრილობა მხოლოდ თავზე ჰქონდა, კარგად იყო გადარჩენილი, მთლიანად რომ არ დაესერა ტანი, თან როგორი ტანი, პირველად ხედავდა წელს ზემოთ შიშველს და ნამდვილად არაფერი დაეწუნებოდა ოდნავ დაკუნთულ სხეულს. - არ არის საჭირო. - კაცის ხმამ გამოაფხიზლა უადგილო ფიქრებისგან. - ვიცი, დამეყრდენი - დაიჩოქა და მხარი შეუშვირა, რათა წამოდგომაში დახმარებოდა. გიორგი უსიტყვოდ დაემორჩილა მის ნათქვამს, აშკარად არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა. მისი მძიმე ხელების შეხებისას ლილის მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ძალა მოიკრიბა, სამზარეულოს ონკანამდე მიიყვანა სხეული და გატეხილი შუბლი წყლით მობანა. კარგად დააკვირდა ჭრილობას ისეთი სერიოზულიც არაფერი იყო, მამამისზე უარესებიც უნახავს, ალბათ მთვრალს ფეხი აუცდა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ბარს დაეტაკა. თანდათან უფრო უჭირდა კაცის თრევა, გივი ბევრად მსუბუქი იყო, გიორგის სიმაღლე და კუნთის მასა აშკარა უპირატესობას აძლევდა წონით კატეგორიაში, თუმცა არა ამ შემთხვევაში. მიხვდა, მეორე სართულამდე ვერ ააღწევდა და გეზი თავისი ოთახისკენ აიღო. თან იხსენებდა სად იდო პირველადი დახმარების ყუთი. ფრთხილად დააწვინა საწოლზე და ბალიში ავტომატურად შეუსწორა, თავად კი სპირტისა და ბამბის მოსატანად გავიდა. კაცმა სიამოვნებისგან ლამის დაიკრუტუნა, როცა იგრძნო, როგორ ჩაეფლო ჯერ კიდევ თბილ, ვანილის ღრუბელში. იფიქრა უკვე მოლანდებები დამეწყოო, თუმცა სასიამოვნო ჟრუანტელი შუბლზე მწველმა ტკივილმა დაურღვია. ლილი ოთახში დაბრუნებულიყო და ჭრილობას უსუფთავებდა. უნდოდა თვალებში ჩაეხედა, ეკითხა რატომ აკეთებდა ამას, რატომ ეხმარებოდა, თუმცა ტკივილი როგორც კი შენელდა, ისევ ვანილის სასიამოვნო სუნმა მოუღიტინა ცხვირში და სიზმრების სამყაროში გადაეშვა. ქალს საშინლად ეძინა. მთელი ღამე მოუხერხებელ დივანზე გაატარა სასტუმრო ოთახში, თანაც რამდენჯერმე გაეღვიძა, ამოწმებდა, გიორგის მდგომარეობას. ნახევრად მძინარემ დაიწყო სამზარეულოს მოწესრიგება და საუზმის მომზადება, გულში კი ფიქრობდა, რომ ტყუილად ირჯებოდა, რადგან კაცმა საჭიროზე ნათლადაც აგრძნობინა, რომ მის გაკეთებულს არ მიირთმევდა. - სასწრაფოს რატომ არ გამოუძახე? - სამზარეულოში გამეფებული სიჩუმე კაცის ჩახლეწილმა ხმამ დაარღვია. - ვიფიქრე, რომ არ გენდომებოდა, აწი გამოგიძახებ, თუ ასე გინდა. - დაამატა სწრაფად. - მომწონს ჩემი სურვილების ასრულებაზე რომ ფიქრობ, მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუო - ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად ვეღარ მნახავ, ასე რომ სასწრაფოც არაა საჭირო - გუშინდელი სამარცხვინო სიტუაციის გამო სახის გადარჩენას ეცადა. - თუ ჩემი სიკვდილის და აქედან გაქცევის იმედი გქონდა? - აგრძელებდა ცალყბა ღიმილით საუბარს. კაცები, პატარა ნაკაწრი ჰქონდა და ჰგონია სისხლისგან იცლებოდა, ნეტა 36 სიცხეზე, სასწრაფოს იძახებს? - პატარა ჭრილობა გქონდა, რაც შემეხება მე - დიდი ხანია აღარაფრის იმედი აღარ მაქვს, - სევდიანმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და თვითონაც არ იცის რატომ მოუნდა გულის გადაშლა. კაცმა მის მზერას ვეღარ გაუძლო და გვერდით გაიხედა, ვითომ ძალიან დააინტერესა ფანჯრის ხედმა, საუბარი კი განაგრძო: - შენ რა იცი ჭრილობა პატარა იყო თუ დიდი? - ეცადა ლილის სევდიანი ღიმილისთვის თვალი მოერიდებინა. - მამაჩემის დაზიანებების დამუშავება მიწევდა ბავშვობიდან და თან.. - - იმ არაკაცს მეორედ შემადარებ და განანებინებ - ლილიმ მითმინებადაკარგულმა ამოიოხრა, თვალები დახუჭა და გაღიზიანებული ტონით უპასუხა: - ასე იმიტომ თუ იქცევი, რომ მადლობის გადახდა არ გინდა, მადლიერებას შენგან არც ველოდები. რაც შეეხება, შენს მდგომარეობას, - განაგრძო უკვე საქმიანი, დამრიგებლური ტონით - მთელი ღამის განმავლობაში გამოწმებდი და ტვინის შერყევის ნიშნები არ გქონდა, მხოლოდ უგონოდ სიმთვრალის. შესაბამისი ნიშნების გამოვლენისას კი - აუცილებლად გამოვიძახებდი სასწრაფოს. - გიორგის უკვე აღარ ესმოდა მისი... ღამე ამოწმებდა თურმე, მასში მძინარე მხეცმა სიამოვნებით დაიკრუტუნა, ქალის თბილი ლოგინი გაახსენდა და წარმოიდგინა როგორ ზრუნავდა მასზე ლილი. - და თუ ასე გიყვარს საკუთარი თავი, სასმელზე დამოკიდებულებასთან ბრძოლით დაიწყე - დაასრულა სიტყვით გამოსვლა და დანიშნულებაც გასცა, ექიმივით. - რა დამოკიდებულება, ხო არ გაჟრიალებს? - ტკბილი ფიქრიდან გველნაკბენივით გამოფხიზლდა კაცი. - ან შენ ვინ მოგცა ჩემთან ასე ლაპარაკის უფლება? - მართალი ხარ, უკაცრავად, - წამით შეცბა და უკან დაიხია ლილიმ, მიხვდა ახლა ექიმობანას თამაშის დრო არ იყო, ან ვინ ეკითხებოდა? კაცი არ უნდა გაეღიზიანებინა - საუზმე ბარზეა - დაუბარა და ოთახიდან გავიდა. იმ დღის შემდგომ შეიცვალა სახლის მეპატრონის ქცევა, შეიძლება ითქვას უფრო ადამიანური გახდა და უგონოდ მთვრალიც მხოლოდ შაბათ-კვირა ჩნდებოდა სახლში. პრინციპში, მეტ დროს შინ არც ატარებდა, ძირითადად დილით ადრე გადიოდა და გვიან ღამით ბრუნდებოდა. ლილის წიგნების გამოყენების უფლებაც კი დართო, ზედმეტი ნებართვებისა და პათოსების გარეშე, ეტყობა მიხვდა ზედმეტი რომ მოუვიდა, თუ ასე ცდილობდა მადლობის გადახდას ქალისთვის არ იცის, მაგრამ დიდად არ გაუპროტესტებია. აქაური სიჩუმე უკვე სულს უხუთავდა და სჭირდებოდა რამე, რაც რეალობას მოსწყვეტდა. სამი კვირა წიგნებში ჩაფლულმა გაატარა, მანამდე თუ სიფრთხილით მიიპარებოდა ხოლმე, ახლა უკვე თამამად აკითხავდა კაბინეტში დაბინავებულ ნაწარმოებებს, დრო კი საშინლად ნელა მიიზლაზნებოდა. ერთ შაბათ დღეს კი, როცა ქარჩხაძის ზებულონის დასაბრუნებლად ავიდა, ოთახში, მაგიდაზე ახალი შეძენილი ნაწარმოებების გვერდით, მისგან ზურგით მდგარი გიორგი შენიშნა, რომელიც წიგნების დარჩენილ ნაწილს ყუთიდან ალაგებდა. - წიგნის დასაბრუნებლად მოვედი, - დაიწყო გაუბედავად - შემოდი,- უთხრა ისე რომ არც მობრუნებულა. ლილიმ ზებულონი თავის ადგილას დააბრუნა და ოთახიდან გასვლა დააპირა. - მალე წაგიკითხავს, მოგეწონა? - ნუთუ შეამჩნია როდის გავიტნე ოთახიდან? როგორ? სახლში თითქმის არ ყოფილა. ფიქრები აეშალა ლილის. - დიახ - მმ, განსაკუთრებით რა ნაწილი? - ის რა საუბრის აწყობას ცდილობს? აშკარად უხერი მცდლეობები აქვს როცა სასმლისგან და ბრაზისგან არ არის გაგულისებული, გაიფიქრა გულში. - ზოგადად, შინაარსი - მთავარ გმირს როგორ შეაფასებდი? - რა ლიტერატურული საღამოს მოწყობა მოუნდა ამ დილით? ნეტავ რა აქვს ჩაფიქრებული? - ეგოისტი იყო - ისევ მოკლე პასუხი - ეგოისტი? - თვალები გაოცებისგან დაქაჩა კაცმა, - პირიქით, საკუთარი თავი გადადო, ოცნებებზე უარი, თქვა რათა მამამისის ტანჯვის გამო შური ეძია. მთელი ცხოვრება ქვეყნისთვის იბრძოლა, საყვარელ ქალზე უარი თქვა ხალხის გადასარჩენად, რანაირად იყო ეგოისტი? მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა? - განაგრძო ეშხში შესულმა. - მამამისი უკვე მკვდარი იყო, ვერანაირი ძალა და შურისძიება მაგ ფაქტს ვერ შეცვლიდა - მაგრამ მან ხომ სამართლიანობა აღადგინა? ამას არ ითხოვდა მისგან სოფელი? - რომელი სამართლიანობა უდანაშაულო ბავშვები რომ ამოხოცა უმოწყალოდ? - ეგ რომ არ ექნა, ის ბავშვებიც ცივსისხლიან მკვლელებად გაიზრდებოდნენ და მოსვენებას არ მისცემდენ. - უკვე გაცხარებით კამათობდნენ ერთმანეთში. ლილის თვალები სხვანაირი ეშხით ოქროსფრად აენთო და საუბარი დაიწყო: - შენივე სიტყვები ჰყიდის მის ეგოისტობას, ნახე - ორივე ოჯახის ამოჟლეტვით ის მიიღო გარანტირებულად, რომ მომავალში მას აღარავინ აღარ შეაწუხებდა. საყვარელ ქალს კი ჯერ არც კი დაეკითხა რა უნდოდა ისე მოიტაცა, და მერე ისევ საკუთრებასავით დააბრუნა, თითქოს ჰქონდა უფლება თავად მიეღო გადაწყვეტილება მის სიცოცხლეზე. - აბა რა უნდა ექნა? - რა უნდა ექნა და უპირველესად საკუთარი თავი არ უნდა დაევიწყებინა. უნდა მოესმინა მხოლოდ მისი გულისთქმისთვის და არა სოფლისთვის. წესისამებრ დაეტირებინა მამამისი და მიეცა ტკივილსა და გლოვისთვის უფლება, დაეტოვებინა მისი სხეული, მხეცივით ადამიანებზე სანადიროდ კი არ უნდა გავარდინილიყო. სხვისთვის სიცოცხლის მოსწრაფება ადვილია, ნამდვილი ვაჟკაცობა, ნამდვილი ადამიანობა პატიებაა და არა სისხლის აღება, შურისძიება, რომელიც მხოლოდ შენს ეგოს კვებავს და მეტს არაფერს. სოფლის ჭკუაზე გაიარა და საწყალ დედამისსაც მოუსწრაფა სიცოცხლე და რის გამო? ისევ იმ სოფელმა არ აქცია ზურგი, მაშინ, როცა რასაც ჩასჩიჩინებდნენ ზუსტად ის გააკეთა? ვინმემ გაიზიარა მისი ტვირთი? - არა, შურიძიებამ შეუმსუბუქა ტკივილი? - არა, პირიქით მეტი უფრო მეტი ტკივილი მიაყენა. ეგრეა ცხოვრებაშიც, როცა ადამიანი საკუთარ თავს გადაახტები, საკუთარ მიზანს დაკარგავ და შედეგების მომკობაც მარტო მოგიწევს. მაგიტომაც ვერ აისრულა სწავლის ნატვრა და სინდისის ხმის დასახშობად, ხმლის ქნევაში გალია ცხოვრება. რაც შეეხება სიყვარულს - აგრძელებდა თვალებანთებული - უბრძლველად დათმო, გადამწყვეტ მომენტში, როცა შეეძლო თავისი ცხოვრების კურსი შეეცვალა, შეეშინდა და მხდალივით დანებდა. - კაცი არ ხარ და შენ ვერ მიხვდები, რას ნიშნავს ვაჟკაცობა. ეგრე რომ არ მოქცეულიყო, მთელ ქვეყანას ააოხრებდნენ, უდანაშაულო ბავშვებსაც და ქალებსაც. - ხო და აეოხრებინათ ! ქალისთვის არც კი უკითხავს მას რა უნდოდა, არ წარმოუდგენია თავი მის ადგილას და უკითხავად დააბრუნა, თითქოს დაწუნებული ნივთი ყოფილიყოს. - მან საკუთარი სიყვარულს სამშობლოს სიყვარული ამჯობინა - პირველად ნახა ქალი ასეთი ანთებული და სიცოცხლით სავსე და სურდა ეს მომენტი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო. - არა, მას არავინ უყვარდა. ვერ შეძლო იმ მძიმე ტვირთის ზიდვა რასაც სიყვარული მოითხოვს, იცი რა? მხდალი იყო, შეეშინდა სწავლის, შეეშინდა სიყვარულისთვის ბრძოლის, ვერ გაექცა თავის კოშმარებს და ვერ აპატია თავს ის უპატიებელი შეცდომა, რაც ხალხის კარნახით ჩაიდინა.. საბოლოოდ მარცხისაც შეეშინდა, რომ ეცადა და არ გამოსვლოდა, ვერ გადაიტანა. ამიტომ არც ეცადა და თავს იმ ილუზიით იცოცხლებდა რომ აი, რომ მეცადა შეიძლება გამომსვლოდაო. - შენ თვითონ ამბობ რომ მისი შეცდომა უპატიებელი იყო, აბა როგორ უნდა ეპატიებინა თავისთვის? - წარსულს ვერ შეცვლი, ამიტომ ან სიცოცხლე უნდა გააგრძელო და გადახარშო შენი ტრამვები... ან - ან ეცადო სხვას მაინც არ გაუმწარო სიცოცხლე. – ვეღარ ხვდებოდნენ, ისევ წიგნზე საუბრობდნენ თუ არა და უხერხული პაუზისგან გიორგის ტელეფონზე შემომავალმა ზარმა გადაარჩინათ, ლილიმ კი ახალი წიგნით - „სანამ ყავა გაცივდებასთან“ ერთად ოთახი დატოვა. ორივეს უცნაური გრძნობა დარჩათ, თითქოს არ იყვნენ შეჩვეულნი ადამიანურ საუბარს ერთმანეთში. გიორგი გაოცებული იყო ქალის ტრანსფორმაციით. მთელი ამ დროის მანძილზე, პირველად მოისმინა მისგან ასეთი გაცხარებული საუბარი, როცა მისი აზრის დამტკიცებას ცდილობდა და პირველად წაეშალა სახიდან „ყველაფერი სულ ერთია“ გამომეტყველება. მისი ანთებული თაფლისფერი თვალების წარმოდგენისას კი - უნებურად გაუპო ბაგე ღიმილმა. თავი მეექვსე მომდევნო კვირაც წყნარად გავიდა, ნელ-ნელა აღმოაჩინა ლილიმ სახლში ახალი ნივთები, არა მხოლოდ წიგნები, არამედ ტექნიკა - რომელიც სახლის საქმეებს უფრო აიოლებდა. გიორგიმ თითქმის მთელი ელექტრონული მაღაზია გამოზიდა, იყიდა ტანსაცმლის საშრობი მანქანა, გარეთ სველი ტანსაცმლის თრევა რომ არ მოსწეოდათ ქალებს, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ფანჯრის საწმენდი რობოტი. მიუხედავად იმისა, რომ სახლში თითქმის არ ჩერდებოდა, ცდილობდა გაელამაზებინა და მყუდრო გაეხადა გარემო, ეზოს მოსაწესრიგებლად მუშებიც კი მოიყვანა. ბოლო ნივთის მოტანისას, ლილიმ მარიას და უფროსის საუბარს მოჰკრა ყური: - შვილო ძალიან გვანებივრებ, ასე თუ გაგრძელდა აბა რა საქმე დაგვრჩება? - ნუ ნერვიულობ მარია, საქმეს არ გამოგილევ - უჩვეულოდ თბილი ტონით ესაუბრებოდა კაცი - ეს რაღაა, თავისით რანაირად უნდა დაგავოს? - არა მარტო დაგვა, არამედ მოწმენდაც კი შეუძლია - კაი მატყუებ ხო? დაიბრიყვე მოხუცი და აპამპულავებ! - არა მარია, გეკადრება? წელი რომ არ გეტკინოს ტილოს აქეთ-იქით თრევით, ეს შენს მაგივრად გააკეთებს საქმეს, ტილოსაც კი თავად რეცხავს. უბრალოდ უნდა აი აქ უნდა დააჭირო და - ამისას რას გავუგებ შვილო, ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩართვა ძლივს მასწავლა ლილიმ. - თავისი სახელის გაგონებისას შერცხვა ჩუმად რომ აყურადებდა ოთახში შევიდა. - აი ჩემი გოგოც მოსულა, - თბილად შეეგება მარია. - მოდი, ნახე, რაღაც რობოტი მოგვიყვანა გიორგიმ. - კარგი, მარტო დაგტოვებთ გოგოებს - უხერხულად შეიშმუშნა პასუხად და სამზარეულოდან გავიდა. მთელი დღე გაჰყვა მარიას გიორგისთან ინტერაქაციით გამოწვეული სიხარული, ეტყობოდა უხაროდა ამ სამყაროსკენ რომ დაბრუნდა კაცი და ოცდაოთხი საათი აღარ სვამდა მომწამლავ სითხეს. ლილის ჯერ კიდევ ვერ ამოეხსნა როგორი ნირის იყო სინამდვილეში, მარიასთან ძალიან მშვიდი, წინდახედული და გაწონასწორებული, მასთან კი თავს კარგავდა და გიჟივით იქცეოდა. ხან გაურბოდა, ხან ეფერებოდა და ხან დაუმსახურებლად ეუხეშებოდა. მისი ბრალი რა არის? თავად არ მოინდომა ამ სახლში ემუშავა? ზედმეტად წყანარდ მიიზლაზნებოდა დღეები. ხვდებოდა ლილი, რომ ქარიშხლისწინა გარინდების მსგავსი სიჩუმე, მხოლოდ იმას მიანიშნებდა, რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო. მისმა ალღომ არ უმტყუნა და მარიას ტელეფონზე გაბმული ზარი გაისმა. ქალი მუხლებში ჩაიკეცა საუბრისას, როგორც აღმოჩნდა, მისი ქმარი გახდა შეუძლოდ და სასწრაფოდ წავიდა სახლში. აკანკალებული რომ შევიდა გათავისუფლების სათხოვნელად, თავად გიორგიმ წაიყვანა. როგორ შეეძლო ერთდროულად ასეთი მზრუნველი და ყურადღებიანი ყოფილიყო და ასეთი გულქვაც? ბიპოლარია? ფიქრობდა სახლში, მარტო დარჩენილი ლილი, როცა ჭიშკრის ზარმა გამოაფხიზლა. გაუკვირდა, ამ სახლში სტუმარი აქამდე არასდროს ენახა, გიორგის ოჯახისწევრებიც კი არ მოჰყავდა. ნეტა საერთოდ ჰყავს ვინმე? თუ მხოლოდ ის საზიზღარი მამა? დაუფიქრებლად დააჭირა გაღების ღილაკს და ახალგაზრდა ქალს კართან დაელოდა, რამდენიმე დაკაკუნების შემდგომ გააღო კარი. - გისმენთ? - გიორგისთან ვარ - შინ არ არის - როდის დაბრუნდება? - ამრეზით აათვალიერა ქალმა - არ ვიცი, არ დაუბარებია - გადაეცი ჩემი მოკითხვა - და თქვენ.. - მიხვდება თვითონ - გაიღიმა და სახლი დატოვა. რა უცნაური გოგო იყო, პრინციპში რაც გიორგი, მისი მეგობრები, ეტყობა არ არიან დალაგებულები და სახლშიც მაგიტომ არ მოჰყავს. კაცი გვიან დაბრუნდა, ლილი პირდაპირ კარში შეეგება, ძალიან აინტერესებდა მარიას მეუღლის ამბავი, თან ვერ რეკავდა, არ უნდოდა შეეწუხებინა, ამიტომ მოუსვენრად ელოდა გიორგის დაბრუნებას. კაცის გულმა სიამოვნებისგან დაიკრუტუნა, როცა კარის წინ მომლოდინე ქალი დაინახა. მას ელოდებოდა, კართან ატუზული, ერთი სული ჰქონდა როდის დაბრუნდებოდა... რატომ არის ეს შეგრძნება ასე სასიამოვნო? საუბარი თავად წამოიწყო - ექიმმა გასინჯა, მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე დღეში გამოწერენ საავადმყოფოდან, გულის ინსულტი ჰქონია - კარგია - შვებით ამოისუნთქა ქალმა, - ინფარქტი - რა? - გულის ინფარქტია, ტვინის ინსულტი - ოჰ, შენ ექიმი როდიდან გახდი? - ჯერ არ გავმხდარვარ - აბა რას მეკიდები სიტყვებზე? - უკაცრავად. - მიპატიებია. მარტო გაუმკლავდები აქ სახლის საქმეებს? - კი არაა პრობლემა - ჯანდაბა, ახლა გამახსენდა, რომ ზუკას გაცილების სუფრას შევპირდი, მარიას გარეშე რა მეშვლება, კიდევ ერთხელ რომ გადავაგდო, ალბათ სამუდამოდ ამომშლის მეგობრობიდან - გულწრფელი დანანებით ჩაილაპარაკა კაცმა. - მე შემიძლია კერძების გამზადება, თუ რა თქმა უნდა გენდომება - შენ? - ეჭვის თვალით შეათვალიერა - კი რავიცი, 10-15 კაცის სამყოფი სუფრის გაწყობა შემიძლია - არა, მაგდენი არ იქნებიან 5-6 ალბათ. - მაშინ თანხა დამჭირდებ.... - დამატებითი გასამრჯელო გინდა? - რა თქმა უნდა, ფულის ხამი, რაც მამა, ის შვილი - გაღიზიანებულმა გაიფიქრა - არა, უბრალოდ.. - რა ამოღერღე, მაგდენი დრო არ მაქვს - პროდუქტებისთვის.. იმდენად ჩუმად ამოილაპარაკა, ძლივს გაიგო კაცმა - აა, ყველაფერს მე მოვიტან, შენ დამიწერე რა გჭირდება. - კარგი.. ხო მართლა, მეგობრებზე გამახსენდა, დღეს ერთ-ერთმა შემოგიარა - ვინ? როდის? მე სად ვიყავი? უცნაურად დაეძაბა ხმა კაცს - მარია რომ წაიყვანე, მალევე მოვიდა. ვინ იყო არ ვიცი, არ უთქვამს, კარი რომ გავუღე და ვუთხარი აქ არ არის თქო ისე წავიდა არ დაუბარებია - ვის გაუღე კარი გოგო გაგიჟდი? არ იცნობდი ვინ იყო არც სახელი, არც გვარი. ჭიშკარი ბუტაფორიისთვის კი არ კიდია, ასე უცხოებს უშვებ სახლში? - კიდევ რა გითხრა? - მკაცრად უთხრა კაცმა და ტონს აუწია - არ ვიცი... - ლუღლუღებდა ქალი, - მოკითხვა გადაეციო, მიხვდება ვინც ვარო, - მართლა რა სულელურად გამოუვიდა, რაზე ფიქრობდა. - რამე რომ დაეშავებინა სად მიდიოდი? როგორ გამოიყურებოდა? - ლამაზი იყო - ამ ეპითეტის გაგონებისას კაცმა წარბები აზიდა - ქერა თმა ჰქონდა, მოკლედ შეჭრილი, ყავისფერი თვალები, რა ვიცი კაბა ეცვა - კაბა? - ხო ასე მახსოვს - მოიცა გოგო იყო? - ოდნავი შვებით ამოისუნთქა კაცმა - კი - არ აქვს მნიშვნელობა, კარი მეორედ უკითხავად არავის გაუღო, გასაგებია? განსაკუთრებით მაგ გოგოს. - უთხრა შედარებით მშვიდად და მეორე სართულისკენ დაიძრა. - დიახ გასაგებია. რა უნდა დაეშავებინა იმ სიფრიფანა ქალს, რა პარანოკია ეს კაცი, სერიოზულად აქვს სამკურნალო. ის გოგოც რა უცნაური იყო, წესიერად ვერ დაიბარა სათქმელი? ლამაზი იყო, ვერ დავუკარგავ, გემოვნება კი ჰქონია კაი ბიჭს. ლილი, გამოფხიზლდი! რაზე ვფიქრობ, მერე შენ რა თუ ლამაზია, ღმერთო მგონი უკვე გაგიჟებს ამ შეშლილთან ურთიერთობა, ესაუბრებოდა საკუთარ თავს ქალი და სამზარეულოში გადაინაცვლა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



