განწირული პაიკი - თავი 7-8
თავი მეშვიდე შემდეგი რამდენიმე დღე მშვიდად გავიდა, გიორგის სტუმრებს ერთ კვირაში ელოდებოდა და კარგი დიასახლისივით დაიწყო ლილიმ სუფრის სამზადისზე ღელვა. მარიას ქმარი ისევ შეუძლოდ იყო, მართალია კლინიკიდან გამოწერეს, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდებოდა ზრუნვა. ხშირად ესაუბრებოდა ტელეფონით და ყოველ ზარზე არ წყვეტდა გიორგის ქება-დიდებას. საავადმყოფოს მთლიანი ხარჯები საკუთარ თავზე რომ აიღო და ხელფასის გადახდა არ შეუწყვიტავს. სახლის პატრონი ადრიანად წავიდა და დაიბარა, რომ გვიან ღამემდე არ დაბრუნდებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ შეეძლო სიწყნარით და წიგნებით დამტკბარიყო. თან ეცინებოდა საკუთარ თავზე, ხანდახან რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს არა? ჭიშკარზე დარეკილმა ზარმა გამოაფხიზლა საკუთარი ფიქრებიდან. სამზარეულოში დამაგრებულ ეკრანს შეხედა, 30 წლამდე ახალგაზრდა, ქერათმიანი მამაკაცი მოთმინებით ელოდა პასუხს. - გისმენთ? ვინ ბრძანდებით? - ვანო ვბრძანდები - სიცილით უპასუხა ახალგაზრდული ხმის გაგებით გახალისებულმა ვანომ, - აუზის ფილტრის გამოსაცვლელად მოვედი, გიორგიმ დამიბარა თორმეტი საათისთვის. - დაამატა ხელოვნურად დაყენებული საქმიანი ტონით. - კარგით, დამელოდეთ. ახლა რა ვქნა? გუშინ ისე გადაირია უკითხავად რომ შემოვუშვი მისი მეგობარი, ამჯერად შეიძლება მომკლას. სამზარეულოს ბარზე დადებული ტელეფონი აიღო და მარიასთვის დარეკვა გადაწყვიტა, იმდენი სიმამაცე ნამდვილად არ ჰქონდა პირდაპირ გიორგისთვის ეკითხა. მარიამ დაუდასტურა, რომ ვანო ნამდვილად აუზის ხელოსანი გახლდათ და ქალმაც უყოყმანოდ გააღო ჭიშკარი. სანამ სტუმარი ეზოში შემოვიდოდა, შემოსასვლელ კართან აიტუზა. - მარია, როგორ შეცვლილხარ, მე სულ სხვანაირი მახსოვხარ - აშკარად ოხუნჯობის ხასიათზე იყო ვანო. კარგი ნაცნობივით გაეხუმრა, მის წინ მორიდებით მდგარ გოგონას და მომაჯადოვებელი ღიმილითაც დაასაჩუქრა. - მობრძანდით, აუზი უკანა ეზოშია - საქმიანი ტონის შენარჩუნება სცადა ქალმა. - გმადლობთ, ვიცი სადაც არის. მე ავაშენე თავის დროზე, ფილები და დიზაინიც ჩემი დაგეგმარებულია - თავის „მნიშვნელობას“ გაუსვა ხაზი და გაჯგიმული ნაბიჯებით წავიდა მისაღები ოთახის გავლით, უკანა ეზოში გამავალი კარისკენ. - ლამაზია, მაგრამ უფუნქციო - მერე რა აგვისტოს დამთავრებას ელოდებოდით? რატომ აცდენთ, ისედაც მალე მიიწურება ზაფხული და - გოგონას ინტერესით გათამამებული არ წყვეტდა საუბარს ვანო. - კი გამიკვირდა, გიომ რომ დამირეკა, 6 წელია აუზი კი არა, ეს სახლიც არ გახსენებია. - რატომ მშვენიერი სახლია - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ლილიმ, ვიდრე მოპასუხის გასაგონად, მაგრამ ვანოს მახვილ სმენას და ჭორიკანა ენას, საუბრის ახალ თემაზე გადატანის შანსი არ გაუშვია ხელიდან. მოხდენილად ჩახტა აუზში, ჩაყარა ხელსაწყოები და გასუფთავება დაიწყო, ისე რომ საუბარი არ შეუწყვიტავს: - შენი გარეგნობით თუ ვისმჯელებთ აშკარად ახალი ხარ აქ და ექვსი წლის წინ ნამდვილად ვერ იმუშავებდი, რადგან... რამდენის იქნებოდი? - მოჭუტული თვალებით ააცქერდა გოგონას პასუხის მოლოდინში - 14-ის; - უჰ, სულ პატარა ყოფილხარ ახლაც, მაშინ - მითუმეტეს. ხო და ჩემო..- აქ სიტყვა გაუწყდა, რადგან მიხვდა მისი სახელი არ იცოდა. - ლილი, - შეაშველა ქალმა - ხო და ლილიკო, - ქალთან კამპანიით გახალისებულმა და ფლირტის ხასიათზე მოსულმა, ხელოვნურად შეჭმუხნული წარბებით გააგრძელა: ამ ჩვენმა გიუშამ, თავის ლამაზმანთან დაშორების შემდეგ, ადგა, დაკეტა ყველაფერი, გუდა-ნაბადი აიკრა და ქვეყნიდან გაემგზავრა, არც არავისთვის დაუბარებია როდის დაბრუნდებოდა. - გულში ფიქრობს ლილი, აი შენთვის ნეტა რატომ უნდა დაებარებინა სად მიდიოდაო, თან რატომღაც გიორგის ასეთმა ფამილარული მოხსენიება ყური მოსჭრა, არც ლამაზმანი მოელამუნა მაინცდამაინც გულს, მაგრამ ისევ ტუჩებმოკუმული უსმენდა მოსაუბრეს, რომელმაც ამასობაში დრამატული პაუზა გააკეთა, იმის მოლოდინში, რომ კითხვების კორიანტელს მიიღებდა ლილისგან: რატომ? სად? იქ რას აკეთებდა? ვანო აშკარად იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ყველას თავის ახლობლად რომ თვლიდა, განურჩევლად სტატუსისა და ისტორიების გაბუქება უყვარდა. არ გაუკვირდებდა, სადმე საუბარში ისიც რომ ეთქვა - მე და ცუკერა ერთად რომ ვმუშაობდით, ფეისბუქის ლოგოს დიზაინი, აუზისთვის ჩემი შერჩეული ფილის ფერიდან აიღოო ან რაღაც ასეთი. ლილის მხრიდან, საწადელი კითხვების დასმას რომ ვერ ეღირსა და თავისი დრამატული პაუზაც უკვე უხერხულად გაიწელა, თავად განაგრძო იდუმალი ხმით: - ზუსტი მიზეზი არავინ იცის, ზოგი ამბობს შეყვარებულს დაშორდაო, ზოგი ამბობს ნარკოტიკებისთვის თავის დანებება და ახალი ცხოვრების დაწყება უნდოდაო, ზოგი ამბობს მამამისის ბიზნესის მოსაწესრიგებლად წავიდა რუსეთშიო, ამერიკაშიო, რამდენიმე ირწმუნებოდა - იაპონიაშიაო.. რას გაიგებ სიმართლეს? - ბოლო კითხვის ინტონაციით და თვალებში ეშმაკურად გაჩენილი ნაპერწკლების მიხედვით, ქალს იმას ანიშნებდა, რომ მან იცოდა „სიმართლე“ და დაინტერესებულ ხვეწნას ელოდებოდა კარტების სრულად გასაშლელად. აქაც კიდევ ერთხელ გაუცრუვდა იმედი, არ იცოდა, ან საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ლილის კითხვების დასმა ცუდად ჰქონდა დაცდილი და ხელი აეღო ამ საქმიანობისთვის? - ფაქტი ისაა, რომ როგორც მოულოდნელად წავიდა, ისე მოულოდნელად ჩამოვიდა 19 ივნისს, თავის 26-ე დაბადების დღეზე. - განაგრძო უკვე ნირწარმხდარმა, იმით, რომ ის ფურორი ვერ მოახდინა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. თარიღის მოსმენისას თაბრუსხვევა იგრძნო, აი რატომ იყო წვეულება, რისი საჩუქარი გამხდარიყო მისი თავი...- მამამისმა გრანდიოზული წვეულება გადაიხადა, მოიწვია თავისი ბიზნესმენი მეგობრები..- ვანოს არც კი შეუმჩნევია ლილის ფერდაკარგული სახე და ისეთი ინტონაციით გააგრძელა თხრობა თითქოს იქ იმყოფებოდა და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა. მაგრამ ის იქ არ იყო, ლილი იყო.. და მისი ცხოვრება სწორედ იმ დღეს დაინგრა.. უკვე აღარ ესმოდა ვანოს სიტყვები, რომ ჩუმად ბოდიში მოუხადა და სახლში საქმე მოიმიზეზა, თუ რამე დაგჭირდეს დამიძახეო შესძახა უკვე კართან, ზურგშექცევით მდგომმა და ჩქარი ნაბიჯით შევიდა შიგნით. უკვე ხუთი საათი სრულდებოდა, როცა სადილი გაუტანა ვანოს და აუზის გვერდით, ხის ჩრდილქვეშ მდებარე მაგიდაზე დაუდო. უცხო კაცის სახლში მიპატიჟება, როცა მის გარდა არავინ იყო, მაინც მოერიდა. საჭმლის დანახვისას სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა ვანოს. რაც მართალია, მართალია, მუხლჩაუხრელად შრომობდა მთელი დღე და მიუხედავად აშკარა ქარაფშუტა ხასიათისა, შრომა არ ეზარებოდა. - შენ არ შემომიერთდები? - არა მე მივირთვი უკვე, მადლობა. - რამდენი ხანია აქ მუშაობ? - არც ისე დიდი ხანია. - მოგწონს? - ვინ? - დაიბნა და ყურებამდე გაწითლდა გოგო. - მართალია მე აქ მუშაობაზე გკითხე, მაგრამ ვინ მოგწონს ეგეც მითხარი თუ გინდა - წარბები ეშმაკურად აათამაშა. ლილი ტყუილში გამოჭერილი პატარა ბავშვივით აიბუზა და წასვლა დააპირა. ვანოს უკვე აშკარად ეტყობოდა, რომ ერთობოდა მასთან კომუნიკაციით და არ უნდოდა გაეშვა, ამიტომ თემის შეცვლა სცადა, თან მადიანად გაიქანა პირველი ლუკმა: - ვაა, რა გემრიელია, შენ გააკეთე? - დიახ. - ყოჩაღ, გარეგნობასთან ერთად ხელიც კარგი გქონია, მაგრამ იფრთხილე - გიუშა არ გაგვისუქო, იცი როგორ უფრთხილდება ფიგურას? ყოფელი სპორტსმენია ბოლო-ბოლო. - მადლობა, - უხერხულად შეიშმუშნა ქალი, არ იყო მიჩვეული კომპლიმენტების მიღებას, თან ლამის წამოსცდა, რომ გიორგი მის გაკეთებულ საჭმელს პირს არ აკარებდა და ენაზე კბილი დააჭირა. - ცოტა ხანში მთლიანად გაივსება და შეგიძლია ცურვით გული იჯერო, - ისევ შეცვალა თემა ვანომ, ძალიან უნდოდა ლაპარაკში აეყოლიებინა, - მეც შემოგიერთდებოდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ სხვა საქმეები მაქვს, სხვა დროს აუცილებლად - თვალი ჩაუკრა და ისე შეხედა თითქოს ვინმე ეხვეწებოდა - დარჩი და ჩემთან ერთად იცურავეო. პასუხი კვლავ რომ ვერ მიიღო განაგრძო - თუ გიუშა არ გაძლევს ცურვის ნებას? გინდა დაველაპარაკო? - არა, - იმის წარმოდგენისას რომ ვანო მასზე დაელაპარაკებოდა გიორგის, ვერ შეარჩია ხმის ტემბრი და წამოყვირებასავით გამოუვიდა. - არაა საჭირო, გმადლობთ. - რა იყო მკაცრი უფროსია? - ჩაიცინა, - ნუ გეშინია, ეგ გარედან თამაშობს მკაცრი და მიუკარებელი კაცის როლს, თორე იცი რანაირია? ჭიანჭველას არ დაადგავს ფეხს. უბრალოდ იმ გოგოს მერე მაგრად არია რა..- მიხვდა რომ მისთვისაც კი საჭიროზე მეტი წამოროშა და ენას კბილი დააჭირა. ალბათ ჭიანჭველას იმიტომ არ ადგავს ფეხს, ჩემი გასრესვით ერთობა ყოველდღიურად, ფიქრობდა ლილი. ნეტა გიორგიმ თუ იცოდა რომ დღეს იმაზე მეტი გაიგო მასზე, ვიდრე მასთან ცხოვრების ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში? თავი მერვე - გისმენ მარია, - გიორგი შვილო, დღეს გყავს ვანო დაბარებული? - კი, შევუთანხმდი რომ აუზის ფილტრს გამოცვლიდა, რა ხდება? არ მოვიდა? - არა შვილო მოვიდა, ამიტომ გირეკავ, მე ვერ მოვდივარ, ჩემი მეუღლე ისევ შეუძლოდ გრძნობს თავს. დამვიწყებია ლილის გაფრთხილება, ხომ იცი ასაკი მაინც თავისას შვება. დამირეკა, ვიღაც არისო მოსულიო აუზზე და შემოვუშვა თუ არაო. რა ყურადღებიანი გოგოა, გამახსენდა, ეგ ხო ჯერ არ იცნობს ვანოს..- მიერეკებოდა თავისებურად ნაირა, გიორგი უკვე აღარ უსმენდა, გაუცნობიერებლად მოატრიალა მანქანა და დააჭირა გაზს ფეხი, თავში გონგის ხმასავით უტრიალებდა ორი სიტყვა - ლილი და ვანო, სახლში მარტო. პირში მეტალის მწარე გემოს გრძნობდა, ის რა ეჭვიანობდა? არა, რა სისულელეა, მაგრამ რატომ იყო ასეთი გაბრაზებული? ვერც გაიგო როგორ დაასრულა საუბარი მარიასთან და ვანოსთან ისტერიულად დაიწყო რეკვა. კარგად იცოდა მისი ხასიათი, მარიასთანაც კი ვერ იკავებდა ფლირტისგან თავს და ქალი 25 წლით იყო მასზე უფროსი. საშინლად არ სიამოვნებდა მისი და ლილის მარტო წარმოდგენა. ამ დროს ლილი თავისას ცოდვილობდა. სანამ სადილს არ დაასრულებდა ვანომ მარტოს ვერ დატოვებდა, უზრდელურად გამოვიდოდა. თან მაგიდაც ხომ უნდა აელაგებინა, ამიტომ მის დაუსრლებელ ბაქიბუქს რომ გაქცეოდა, საქმე მოიმიზეზა და აუზის გვერდით დადებულ შლანგის დაკეცვას მიჰყო ხელი, ფეხებში რომ არ გაბლანდოდათ. ზუსტად ის მოხდა რის არიდებასაც ცდილობდა ! უხერხულად გაიბლანდა შლანგის ხვეულებში, ფეხი აუსრიალდა და აუზში ჩავარდა. ცურვა არ იცოდა, არც ხელის განძრევის სურვილი არ ჰქონია. ფსკერი ნამდვილად ის ადგილი იყო, იდეალურად რომ შეესაბამებოდა მის ახლანდელ ცხოვრებას. ზედაპირზე ამოსვლისთვის რომ იბრძოლო, სიცოცხლე უნდა გინდოდეს, მას კი ეს სურვილი დიდი ხნის წინ წაერთვა. სხვანაირი სიჩუმე იყო წყლის სიღრმეში თითქოს მისი ხმაურიანი ფიქრებიც წყალმა დააფარაო და პირველად იგრძნო ცხოვრებაში, შინაგანი ხმის დადუმება. რა სასიამოვნო ყოფილა სიჩუმე¸ნამდვილი სიჩუმე. საკუთარი ფიქრებიდან და წყლის სიღრმიდან ძლიერმა მკლავებმა გამოიყვანეს. მაგრად ჰყავდა ჩაბღუჯული ვანოს აკანკალებული ქალი მკლავებში, სახე კი სრულად გაფითრებოდა. - მადლობა ვანო, შეგიძლია დამსვა - წყნარი ხმით უთხრა, თითქოს წამის წინ საერთოდ არ იხრჩობოდა. ყოყმანი შეეტყო კაცს, აშკარად ესიამოვნა ქალის სიახლოვე, მის ტანზე წყლისგან მიტმასნილი ტანსაცმლის ხილვა, მაგრამ დაემორჩილა მითითებას და ფრთხილად შეუშვა ხელები, თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყო და ეშინოდა არ დაეზიანებინა. - ვახ ლილიკო, ცურვა როგორ არ იცი ამხელა ქალმა? - მოჩვენებითი მხიარულობით დაიწყო საუბარი. - გიუშამ როგორ არ გასწავლა ? უეჭველი ვუსაყვედურებ. - არ არის საჭირო, - ნაჩქარევად შეაწყვეტინა ქალმა. ვანოს სიტყვებზე გიორგის სახე წარმოიდგინა და გააჟრიალა. - როგორ არა, ან მე გასწავლი საერთოდაც, აბა რისთვისაა ამხელა აუზი? - აი სულ ლილის საცურაოდ ააშენა “გიუშამ” აუზი, გულში გაიფიქრა ლილიმ, ხმამაღლა კი დააყოლა: - კიდევ ერთხელ მადლობა და ბოდიში, უნდა გამოვიცვალო და შენც არ გაწყენდა მგონი, - წურწურით გასდიოდა წყალი ვანოსაც. - აუ კი მართალი ხარ. გამოსაცვლელი ტანსაცმელი მანქანაში მაქვს, უცებ გავირბენ, გამოვიცვლი და საქმის დასასრულებლად დავბრუნდები. - კარგი, შევალ მაშინ, მადლობა კიდევ ერთხელ. - რა სალაპარაკოა, გეკადრება? - და ჰოლივუდის ღიმილით დააჯილდოვა. ვანო მანქანისკენ გაემართა, უკანა კარი გამოაღო გამოსაცვლელი ტანსაცმლის ასაღებად, როცა მისი ტელეფონის ზარი შემოესმა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მანქანაში რომ უცდიდა. - აუ გიუშ, ეს რა მაგარ გოგოს მიმალავდი ტო, ისეთი რამე უნდა მოგიყვე, ჭკუიდან გადახვალ - ზედმეტად გამხიარულებულმა დაიწყო საუბარი, ისე რომ გიორგის ხმის ამოღებაც არ დააცადა. - სად არის - კბილებში გამოცრა კაცმა. - საბააზანოშია, შხაპი უნდა გადაივ… სიტყვის თქმა არ დააცადა ტელეფონი გაუთიშა. სახლის ჭიშკართან შეაყენა მანქანა და კი არ გადმოვიდა - გადმოხტა, მოშორებით დაყენებული ავტომობილისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ჩქარი ნაბიჯით შეაჭრა სახლში და რომ ვერავინ დალანდა, პირდაპირ უკანა ეზოსკენ აიღო გეზი, სადაც აუზი და ლოგიკურად ის ორი-ც ეგულებოდა. აუზთანაც არავინ იყო, მაგრამ უწესრიგოდ მიყრილი ხელსაყოები და ასალაგებელი მაგიდა ავად მოხვდა გულზე. გრძნობდა უკვე როგორ მოეცვა ბრაზს მთელი სხეული, თავს ვერ აკონტროლებდა, ბინდი ჰქონდა თვალებზე გადაკრული. მუშტებშეკრული ჩქარი ნაბიჯით შებრუნდა სახლში. ნაბიჯები სირბილში გადაზრდილიყო, მოიარა ცარიელი მისაღები, სამზარეულო და ლილის ოთახის კართან შეჩერდა, როცა სტუმრებისთვის განკუთვნილი აბაზანიდან ტანზე პირსახოცშემოხვეული ქალი გამოვიდა. გრძელი, სველი, შემოდგომის მზით განათებული თივის ზვინის ფერი თმები, მხრებზე უწესრიგოდ ეყარა, მოშიშვლებულ მკლავებზე მარგალიტებივით უბრწყინავდა წყლის ჯერ კიდევ შეუშრობელი წვეთები. პირსახოცი იმდენად მოკლე იყო ძლივს უფარავდა სპილოსძვლისფერ ფეხებს. ქალის სილამაზით მონუსხული კაცი წუთით შედგა, მომუშტული ხელები გაშალა, თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. - ის სად არის? - დაბალი, ტკივილნარევი ხმით წარმოთქვა კაცმა. ლილის კითხვა არც გაუგია, გაწითლდა, გამწვანდა, გალურჯდა, ისე შერცხვა გიორგის პირისპირ მოულოდნელად ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენა. ჯანდაბა, აქ რას აკეთებს? საღამომდე ხომ არ უნდა დაბრუნებულიყო? გონებაში წამის მეასედში გაურბინა ფიქრებმა, თითქოს კითხვები ხმამაღლა გაეჟღერებინოს, გიორგიმ ხმამაღლა უპასუხა: - რაო, არ მელოდი? დამიგულე სახლიდან წასული და გადაწყვიტე ფეხები გაგეშალა? - უკვე მხეცივით ღრიალებდა. აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო ლილიმ, ისე ჩაავლო მაჯაზე ხელი და ოთახისკენ წაათრია, თან ღრიალს განაგრძობდა - სად აგდია? ოთახშია? გელოდება? - კი არ შეაღო, შეგლიჯა კარი, მაგრამ იქ დახვედრილმა სიცარიელემაც ვერ შეძლო მისი დამშვიდება. - მოგითავებიათ უკვე საქმე - გველივით ჩაისისინა და უხეშად მიაგდო საწოლზე, რა დროსაც ის ერთი ციდა პირსახოცი, რომელიც დიდად ვერაფერს ფარავდა, დანებდა და მოშორდა ლილის ტანს. იდგა გიორგი, უყურებდა ქანდაკებასავით გამოძერწილ სხეულს და ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, რომ საერთოდ პირველად ხედავდა ქალს. ისედაც გაცეცხლებულს, თითქოს ზემოდან ნავთი გადაასხესო - სურვილმა აუწვა მთელი სხეული. ლილი ვერ დაეწია მოვლენათა განვითარების სიჩქარეს და აზრზე მოსვლას ცდილობდა. სიშიშვლით გამოწვეული სირცხვილისგან ცალი ხელი მკერდზე, ხოლო მეორე საშ*ზე აიფარა და ფეხები ერთმანეთს მიატყუპა. თითქოს მხეცი გამოაღვიძაო მისმა ამ ქმედებამ, კაცი მივარდა, ორივე ხელი მის ერთ ხელში მოიქცია, მაგრად მოუჭირა და საწოლის თავთან ააწევინა. მეორე ხელით ნიკაპი დაუჭირა, სახე გვერდულად მიუბრუნა და ყელში დაუწყო კოცნა. სხვანაირად ეტანებოდა, მტკივნეულად, გაბრაზებით, ნდომით... მონაცვლეობით კბენდა და კოცნიდა, ხოლო სადაც ეხებოდა სიწითლის კვალს ტოვებდა ლილის აბრეშუმივით თეთრ და ნაზ კანზე. - აქ გაკოცა? აქ შეგეხო? სხეულზე თითოეული შეხებისას, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ეკითხებოდა, თითქოს ცდილობდა არც ერთი უჯდრედი არ დაეტოვებინა ხელშეუხებელი და სხვა კაცის ნაკვალევი წაეშალა. ლილის სხეულმა უღალატა, თვალები სიამოვნებისგან უნებურად ეხუჭებოდა. გველივით იკლაკნებოდა და ჩუმი კვნესა წყდებოდა ბაგეებს, მის ყოველ შეხებაზე.. კაცმა მისი მკერდი მოიმწყვდია თავისუფალ ხელში და პირით დაეწაფა გაზაფხულივით ათქვირებულ ძ*ძსთავს. აგემოვნებდა გამომწვევად ამობურცულ მკერდს და გრძნობდა როგორ უჭირდა თავის შეკავება, უნდოდა ეს ქალი. მთელი სხეულით უნდოდა. ხელით მის ფეხებს მიმართულება მისცა, გააშლევინა და შუაში თეძოთი მიაწვა. ქალმა ფეხებს შორის სიმაგრე იგრძნო, რომელიც კაცის შარვლიდან გამოღწევას ლამობდა. - გრძნობ? ასეთი ჰქონდა? - არა, ასეთი ვერ ექნებოდა. - უკვე სუნთქვააჩქარებული, თვითკმაყოფილი და ვნებააშლილი ჩურჩულებდა ლილის ყურთან. ქალმა ქვევით თბილი, ბლანტი სისველე იგრძნო, როცა კაცის თითებმა მუცლის ხაზის გაყოლებით სა*ოს შესასვლელისკენ იპოვა გზა. უეცრად გიორგი გველნაკბენივით წამოხტა, ხელს დახედა და თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვაო, მძიმე ნერწყვი გადაყლაპა და თვალებში კვლავინდელი რისხვა და ზიზღი ერთდროულად ჩაუდგა. - მე სხვის ნახმარ ქალებს არ ვუწვები. - კბილებში გამოცრა და კარი ჯახუნით გაიხურა. საწოლზე მისვენებულ ლილის გონს მოსასვლელად დიდი ხანი დასჭირდა. აჩქარებულ სუნთქვას და გულს ძლივს იმორჩილებდა, როცა სიშიშვლემ შეაწუხა და მოკუნტული კნუტივით შეძვრა საწოლის შიგნით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



