შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განწირული პაიკი თავი 9-10


გუშინ, 16:39
ავტორი lility
ნანახია 268

თავი მეათე

სექტემბრის ბოლო და საოცრად თბილი დღე იყო, როცა სტუმრებისთვის უნდა ემასპინძლათ. გიორგი უჩვეულოდ კარგ ხასიათზე შევიდა სამზარეულოში. ლილი უკვე ფეხზე იყო და კერძების ინგრედიენტებს აწესირგებდა. რადგან ჯამში 6 კაციანი სუფრა უნდა გაშლილიყო, ბევრი რამის მომზადებას არ აპირებდა. გადაწყვიტა როგორც ქართული, ისე უცხოური კერძებიც გაეკეთებინა, რადგან არ იცოდა მოწვეული ხალხის გემოვნება.
ქართულებიდან გადაწყდა: ნაირა დეიდას კაფის საფირმო ხაჭაპური და ლობიანი, ფხალეულობა, ნიგვზიანი ბადრიჯანი, კიტრი-პომიდვრის სალათა და მწვადი. თანამედროვე კერძებიდან კი ცეზარის სალათს და პიცას მიარბენინებდა სუფრაზე. აშკარად ცოტა კი გაამლაშა, ამდენი კერძის გაკეთებაზე როცა გამოიდო თავი, მაგრამ არ უნდოდა გიორგისთვის მისი შესაძლებლობების დამტკიცების შანსი ხელიდან გაეშვა, მით უფრო, როცა თავად გიორგი, მის ნახელავს პირს არ აკარებდა.
და მაინც, რატომ ცდილობდა ასე ძალიან შთაბეჭდილების მოხდენას იმ ადამიანზე, რომელი ყველაზე უფრო დამცირებულად აგრძნობინებდა თავს, ნამდვილად ვერ ამოეხსნა.
- დილამშვიდობის - მიესალმა გიორგი, დაბალი, გაუბედავი ხმით. აშკარად ჯერ კიდევ განიცდიდა დანაშაულის გრძნობას. სამზარეულოში შევიდა და ხელები აიკაპიწა.- რაში დაგეხმარო.
- არაფერია საჭირო, ყველაფერს გავამზადებ
- ეს შეკითხვა არ ყოფილა
- მმმ... მაშინ შეგიძლია ხორცს მიხედო მწვადისთვის
- ეგ ისედაც იგულისხმებოდა, მაგის გარდა?
- არ ვიცი რისი კეთება იცი..
- შენ კიდევ ბევრი არ იცი ჩემს შესახებ ლილი - თავი ოდნავ გვერდით გადახარა კაცმა და გაუღიმა
- ცომის მოზელა თუ შეგიძლია, ხაჭაპურისთვის გამომადგება - „თქვი არა, თქვი არა“, გულში იმეორებდა მანტრასავით
- კი ბატონო, იყოს ცომი. ფქვილი სად გვიდევს? - „ჯანდაბა“ გაიფიქრა ლილიმ, თქმით კი მხოლოდ ადგილმდებარეობაზე მიუთითა
- მარჯვენა კარადაში, ქვედა თაროზე - აშკარად არ ესიამოვნა ქალს, გრძნობდა რომ მისი არაჩვეულებრივი გეგმა, კერძებით ფურორის მოხდენაზე ნელ-ნელა იფუშებოდა. საიდან იცის ნეტა ცოლის მოზელა? ისე კი მართალია რომ კარგ გუნდებს ძლიერი და დაკუნთული ხელები სჭირდებათ, მაგრამ..
გიორგიმ ხელები გადაიბანა და ცომის მომზადება დაიწყო. ლილიმ ლობიო შემოდგა მოსახარშად და პარალელურად ბადრიჯნის შეწვა დაიწყო.
სულ სხვაგვარ კაცად გარდაიქმნა. თავდაპირველად ნაზად ეხებოდა ცომის გუნდას, თითქოს პირველად ეხებოდა რაღაც ძალიან ძვირფასსა და სათუთს. ხელის რიტმული მოძრაობა ერთგვარ ჩუმ ცეკვას ჰგავდა. ცომიც მიჰყვებოდა მისი ხელების მოძრაობას — ყოველი შეხებით ძლიერდებოდა და ფორმას იღებდა. რაც უფრო ძლიერდებოდა ცომი, მით უფრო მომთხოვნი იყო კაცის მოძრაობებიც.
მონუსხულივით უყურებდა ლილი მის ტატუებიან, დაკუნთულ ხელებს, რომელსაც დაჭიმულობისგან ძარღვები დასტყობოდა და ფიქრების თავმოყრას საერთოდ ვერ ახერხებდა, მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა თავში, რა იქნებოდა მის ადგილას რომ ლილი... არა გამოფხიზლდი, მიხედე ამ შენს ბადრიჯანს!
- რა იყო რამე არ მოგწონს? - ცომს მუშტი დააჭირა და თვალი თვალში გაუყარა მიშტერებულ ქალს გიორგიმ
- ასე ნუ ზელ - წამის მეასედში გამოაცხო ტყული
- ასე როგორ?
- უხეშად
- რატომ?
- ცოდოა - „რა სისულელებს ლაპარაკობ ლილი, გონს მოდი!“ ფიქრობდა თავისთვის - კაცს ირონიულად ჩაეცინა.
- ცომი?
- ყველაფერი, რასაც უხეშად ექცევი - უკან არ დაიხია.
- ასე ჯობია? - ცომი ფრთხილად მოკეცა და ხელისგულით მსუბუქად დააწვა, თან თვალი არ მოუშორებია ქალისთვის.
- ბევრად ! - გამარჯვებული სახე მიიღო მაგრამ იმ წამსვე ჩამოერეცხა, როცა დამწვარი ზეთის სუნი იგრძნო. - ჯანდაბა, ბადრიჯანი!
- მგონი ჩემს კონტროლს შენი კერძისთვის მიგეხედა ჯობდა - გვერდულად გადმოხედა კაცმა. ამასობაში ლილი ტაფას მივარდა, არ დაჰკვირვებია ისე მოკიდა ტაფაში დარჩენილ, გაცხელებულ ჩანგალს ხელი და გვარიანად დაიწვა თითები.
- ჯანდაბა!
- მაჩვენე - გვერდით გაჩნდა გიორგი
- საჭირო არ არის.
- მაჩვენე!
- არ მჭირდება შენი დახმარება.
- ძალიან გაქვს დამწვარი - გულწფელად იყო შეწუხებული.
- ნუ მეხები.
- არც გეხები.
- ყოველთვის მეხები - მტკივნეული თვალებით ამოხედა ქალმა, რაც მხოლოდ დამწრობით ნამდვილად არ იყო განპირობებული. კაცმა თითქოს პირველად დაინახა მის ღრმა, თაფლისფერ თვალებში ჩამდგარი სევდა და ტკივილი და გულში რაღაცამ მტკივნეულად გაკაწრა.
- ახლა ამის დრო არ არის, მოდი ცივ წყალს შეუშვირე და მე დამწრობის კრემს მოგიტან კარგი? - თავის ქნევით დაეთანხმა ქალი და გიორგის ნებას დაჰყვა.
ცოტა გაიგრილა დამწრობა და შემდეგ თავად გიორგიმ წაუსვა კრემი. ყოველ მოძრაობას ნელა და ნაზად ასრულებდა, აკვირდებოდა ლილის რეაქციას, რომ ზედმეტი ტკივილი არ მიეყენებინა.. ოთახში სიჩუმეს მხოლოდ მოთუხთუხე ქვაბის თავსახური ავსებდა.
ზედმეტად ჩამოცხა, თუმცა მხოლოდ ანთებული გაზქურის გამო არა...ამ ორი სხეულის თანაარსებობა ერთ სივრცეში, ზედმეტად ახლოს, საოცარ ინტიმურ დაძაბულობას ქმნიდა, რომელსაც ორივე გრძნობდა და ვერც ერთი ვერ გაურბოდა..
- თუ არ იცოდი კერძების მომზადება რა თავი გამოიდე? - სიტუაციის განსამუხტად ხუმრობა სცადა გიორგიმ
- ვიცი, უბრალოდ ყურადღება გამეფანტა
- რამ გაგიფანტა ყურადღება? - გაიღიმა და ნატკენ თითებზე სულს უბერავდა
- იმან რომ ხაჭაპურის ცომს მიფუჭებდი!
- დამწვარ ბადრიჯანს კი სჯობს ჩემი ცომი ასი თავით
- დამწვარი არ არის, უბრალოდ ოდნავ ზედმეტად მომზადებულია
- აჰაა, ეს რაღაც ახალი ტერმინია გასტრონომიაში და ჩამოვრჩი? თუ ნიგვზიანი ბადრიჯნის ახლებური რეცეპტია?
- შენ მაინც არ ჭამ ჩემს მომზადებულს, ასე რომ ნუ შეგაწუხებს ჩემი რეცეპტები.
- ასე ძალიან განიცდი? - სახე იმდენად ახლოს მიუტანა გიორგიმ ქალს, რომ მის სუნთქვას გრძნობდა.
- ჩემთვის სულ ერთია. გაიწიე, ზედმეტად ახლოს ხარ...
- შენ გაიწიე, თუ არ მოგწონს.
ღრმად ჩაისუნთქა ლილიმ და ბადრიჯნის შეწვის გაგრძელება გადაწყვიტა
- დარწმუნებული ხარ რომ მომზადებას შეძლებ ასეთი ხელით? შემიძლია შევუკვეთო - ირონიის ნიშანწყალიც აღარ იგრძნობოდა გიორგის ხმაში
- კი, არაა ღრმა დამწრობა.
- როგორც გენებოს.
კვლავ სიჩუმემ დაისადგურა მათ შორის და ორივე თავ-თავის საქმეს მიუბრუნდა. გიორგიმ ხორცის დამუშავებაც დაასრულა და ნიგოზის გარჩევას მიჰყო ხელი. შორიდან რომ შეგეხედათ, მოფუსფუსე ახალშეუღლებულ წყვილს მოგაგონებდათ მათი შეხმატკბილებული მზადება. აი ისეთს, ჯერ რომ არ გადაურეცხავს ყოფის ერთფეროვნებას და სამეურნეო პრობლემებს მათ თვალებში ნაპერწკლები..
ხაჭაპური ვერ გაიყვეს, რადგან ცომი გიორგის მოზელილი იყო, ხოლო შიგთავსი ლილიმ დაამუშავა, გადაწყვიტეს ერთად მოემზადებინათ. გვერდი-გვერდ იდგნენ და თვალს ერთმანეთის ნახელავისკენ აპარებდნენ, აქაოდა იმისი არ ჯობდესო.
- ეგრე არ უნდა მოუკრა თავი, გაგეხსნება - წაკბენის და უპირატესობის ჩვენებისგან ვერ შეიკავა თავი, ისედაც სულ გიორგი აგრძნობინებდა ხაზგასმით მის აღმატებულობას და ახლა თავის მოედანზე, ამ შანს ხელიდან ნამდვილად ვერ გაუშვებდა.
- შენ ცომთან რა სენსიტიური დამოკიდებულება გქონია
- არ მინდა ჩემი ხაჭაპური გაფუჭდეს
- შენი? ყველაფერი მე გამაკეთებინე და!
- არავის დაუძალებია
- კარგი, კარგი მაჩვენე აბა როგორ უნდა - უჩვეულოდ დამყოლი იყო კაცი
- აი ასე, ჯერ ფრთხილად წამოიღებ ცომს გვერდებიდან, ისე რომ გული არ გაუთხელო და შეკრავ. შემდეგ ზემოდან დააწვები და ხელის გულით გვერდებისკენ წაიღებ ყველს, რომ თანაბრად განაწილდეს, ნაზად, ზედმეტი სიუხეშით ცომი გაიხევა - გულმოდგინებით უხსნიდა.
- ასე? - უკნიდან ამოუდგა ქალს, მკლავები შემოხვია, მარჯვენა ხელის თითები მის თითებზე გადააცურა და ცომს ხელისგულით მსუბუქად დააწვა.
ერთი სიტყვა იყო.
ერთი შეხება.
მაგრამ ორივე გაშეშდა.
- კი - ძლივს გასაგონად ამოღერღა, ყურთან ესმოდა გიორგის სუნთქვა და ყველანაირ ფიქრს უფანტავდა.
- უკვე შეგიძლია გამიშვა - კაცს არაფერი გაუგონია, სიტყვაც არ დაუძრავს. რამდენიმე წამი უსასრულოდ გაიწელა, ვერც ერთი ვერ ბედავდა განძრევას, ვერც სიტყვის თქმას. სუნთქვაც კი შეწყვიტეს. იდგნენ ერთმანეთზე თითებგადაჭდობილნი და წამით დავიწყებოდათ ამ ქვეყნად ყველა და ყველაფერი..მხოლოდ ერთმანეთის გულისცემა ესმოდათ, როცა რეალობაში ღუმელის ტაიმერის ხმამ დააბრუნათ - პიცა უკვე მზად იყო. თითქოს ფაქტზე წაასწრესო, ელდანაკრავივით დააცილეს ერთმანეთს ხელები. გიორგი ცომს მიუბრუნდა, ლილიმ კი გაზქურიდან პიცა გამოიღო.
მზადების დანარჩენმა პროცესმა ზედმეტი ექსესების გარეშე ჩაიარა. მაქსიმალურად ერიდებოდა ლილი არა მხოლოდ კაცთან ახლოს ყოფნას, არამედ თვალებში ჩახედვასაც კი, სუნთქვა უჭირდა მის საიახლოვეს, სახლის მეპატრონე კი თითქოს ძალით - წამითაც არ მოშორებია მზადების პროცესს.
მოპატიჟებულ სტუმრებს გიორგი დახვდათ და გაშლილ სუფრაზეც თავად მიიპატიჟა. მკაცრად ჰყავდა ლილი გაფრთხილებული რომ თუ არ დაუძახებდნენ, ოთახიდან არ გამოსულიყო. ქალის ოთახშიც აღწევდა სადღეგრძელოების და მხიარული სიცილის ხმები, კლასელებს დიდი ხანი იყო არ ენახათ ერთმანეთი და აშკარად კარგად შეზარხოშებულიყვნენ უკვე. ცდილობდა წაეკითხა და დაესვენა, მაგრამ გული ვერ დაუდო.
რა კარგია ალბათ ამდენი გულშემატკივარი რომ გყავს, ვისაც შეგიძლია შენი დარდები და ბედნიერება გაუზიარო. ვინც ბედნიერ დღეებს კიდევ უფრო გილამაზებენ, სევდიანს კი გიმსუბუქებენ. შენს ტკივილს თავისად იღებენ და დამძიმებული სულის ზიდვაში გეხმარებიან.
ლილის სულ უნდოდა სამეგობრო წრე ჰყოლოდა, აი ისეთი, ერთმანეთის სახლებში რომ იკრიბებიან, დასასვენებლად სახლს რომ ქირაობენ და აქეთ-იქით დადიან, დიდი ოჯახივით. მას კი არც ერთი ჰყავდა და არც მეორე. რომელ წრეზეა საუბარი, „წ“-ც კი არ ჰყავდა. ფიქრები უფროსის შეტყობინებამ შეაწყვეტინა:
- თუ არ შეწუხდები, ღვინო დაგვიმატე
ძაანაც შევწუხდები, ახლა შენი გათხლეშილი სახის ყურების გარდა ყველაფერი მირჩევნია - ფიქრობდა გულში, მაგრამ მაინც წამოდგა ლოგინიდან და სამზარეულოს მიაშურა, იქიდან კი, სურით ხელში მისაღებ ოთახში გავიდა.
გაშლილ სუფრაზე, გიორგისთან ერთად ხუთ უცხო კაცს მოეჰარა თავი. ის იყო ღვინო ჩადგა და გამოტრიალებას აპირებდა, რომ ნაცნობმა ხმამ შეაჩერა:
- ლილი? ხმის მიმართულებით შეტრიალდა და ლუკა მეტრეველი! აი ესღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის
- გამარჯობა ლუკა - უთხრა მშვიდად და გიორგის თვალებისთვის, რომელიც ცოცხალ ბურღად იყო ქცეული, ყურადღება არ მიუქცევია.
- აქ რას აკეთებ? ფეხზე წამოდგა მოსაუბრე
- ვმუშაობ - ისევ წყნარი, შეუცვლელი ხმით გააგრძელა
- აა შენ ხარ ის ლეგენდარული ლილი? - მხიარულად ამოხედა მაგიდიდან ლუკას გვერდით მჯდომარე კაცმა
- ლეგენდარული არამგონია - ეჭვია ჭია შეუჩნდა ქალს, ნუთუ იცოდნენ? ნუთუ გიორგიმ ყველაფერი მოუყვა ამათ?
- რამე თუ დაგვჭირდება დაგიძახებთ, - კაცებთან ინტერაქციით აშკარად უკაყოფილომ, ცივად შეაწყვეტინათ საუბარი გიორგიმ.
ლილიმ თანხმობის ნიშნად ოდნავ დაუკრა თავი და სამზარეულოსკენ გასწია, რომელიც სადილის მომზადების შემდეგ ნაომარ ფრონტს ჰგავდა. შეუდგა ოთახის დასუფთავებას. ჭურჭლის ნაწილი სარეცხ მანქანაში ჩაალაგა, ნაწილის კი - ხელით რეცხვა დაიწყო და ფიქრებმა წაიღო. რაღა მაინცდამაინც ეს უნდა ყოფილიყო აქ? ორი კურსის განმავლობაში რაც გაამწარა არ ეყო?
ლუკა ისეთი ბიჭი იყო, მშობლები, ბებიები, ბაბუები და იმათი მშობლებიც კი ექიმები რომ იყვნენ. ალბათ ოჯახში ძაღლი და კატაც კი მინიმუმ ვეტერინარები იქნებოდნენ. ძირძველი ექიმების საგვარეულოს წარმომადგენელი, ვერ იტანდა კურსზე ქუჩიდან მოთრეული, უპატრონო გოგო რომ სჯობდა და მის გასამწარებლად შანსს არ უშვებდა ხელიდან. ნეტა საიდან იგებდა მის ქულებს? წარმოდგენა არ ჰქონდა, მაგრამ მშვიდად და უპასუხოდ ხვდებოდა ყველა გამოხტომას, რაზეც კიდევ უფრო მეტად ბრაზდებოდა. რა იგულისხმა იმ ბიჭმა, როცა თქვა ლეგენდარულიო? ნუთუ ყველამ ყველაფერი იცოდა? გიორგიმ მოაღო პირი? მასზე ილაპარაკა?
- ამის გამო მიატოვე სწავლა? - კარის ზღურბლიდან შესძახა ხელებგადაჯვარიდებულმა ლუკამ
- არა
- აბა?
- შენ რატომ უნდა ჩაგაბარო ანგარიში? - საკმაოდ უხეშად უპასუხა, რაზეც კაცმა გაოცებისგან წაბები ასწია.
- გასაბრაზებლად არ გეუბნები, უბრალოდ ყველას გაგვიკვირდა ასე სიტყვის უთქმელად რომ აორთქლდი. არავინ არაფერი იცოდა შენზე, ლექტორებიც გკითხულობდნენ, დააკლდათ თვალში საუკეთესო სტუდენტი.
- მეგონა საუკეთესო სტუდენტი შენ იყავი, - ირონია არ დაიშურა ქალმა და უკვე მის გვერდით მდგომს, თვალი თვალში გაუყარა.
- სერიოზულად ლილი - ფრთხილად წარმოთქვა მისი სახელი - აქ რას აკეთებ?
- პროფესია შევიცვალე შენთვის და ასპარეზი გაგითავისუფლე, პირველი რომ ყოფილიყავი კურსზე.
- კარგი რა, რატომ მელაპარაკები ეგრე. ვიცი უაზროდ გექცეოდი, ბავშვურად გამომდიოდა. ახლა უკვე..
- დიდი ბიჭი ხარ - ეჭვნარევი სახით აათვალიერა კაცი
- ახლა უკვე ვიცი, რატომაც ვიქცეოდი ბავშვურად, რომ აღარ გამოჩნდი მივხვდი..- მძიმედ ამოიოხრა, წინადადება არ დაასრულა და ცდილობდა ლილის ირონიული სახისთვის ყურადღება არ მიექცია. - იცი ? შეცვლილხარ.
- ანუ?
- ამდენი და თან ასე უხეშად გელაპარაკოს არ მახსოვს, მარტო სემინარის ჩაბარებაზე ვერ აჩერებდი ენას. - გაიღიმა წარსულის გახსენებისას.
- როგორი დაკვირვებები გქონია ჩემზე ნაწარმოები
- წარმოდგენაც კი არ გაქვს, - თავი დახარა - სწავლა რატომ მიატოვე? არ აპირებ დაბრუნებას? გაუმეორა შეკითხვა. აშკარად გულწრფელად საუბრობდა, ვისაც ლილი იცნობდა, იმ თავდაჯერებული და გაბღინძული ბიჭის ნატამალიც კი გამქრალიყო, მაგრამ პოზიციებს მაინც არ თმობდა.
- ფული მჭირდება. ისე, ასეთი ძნელი მისახვედრიც არ უნდა იყოს, რომ მოკვდავ ხალხს, ვისაც მეტრეველთა დინასტიის შთამომავლობა არ ხვდა წილად, ფულის საშოვნელად მუშაობა უწევთ.
- მაგას ისედაც მივხვდი, გადაუხდელობის გამო რომ შეგიჩერდა სტატუსი
- შენ ეგეთ პერსონალურ ინფორმაციაზე წესით არ უნდა გქონდეს
- ნუ გავიწყდება ვის ელაპარაკები, ხომ იცი ბევრი წესი ჩემზე არ მოქმედებს - სიამაყით გაუღიმა კაცმა
- როგორ დამავიწყდება, ყოველწუთას მახსენებ შენს აღმატებულობას
- კარგი რა ლილი...
- გთხოვ ნუ მაცდენ, საქმე მაქვს, შენც ალბათ სუფრაზე უკვე გელოდებიან.
- ჩემთან წამოდი, - დაუფიქრებლად წამოროშა და მკლავზე ხელი მოჰკიდა.
- რა? - ამას თუ ყველაფერი მოიუყვა გიორგიმ და იგივეს მთავაზობს, შეიძლება აქვე ჯერ ამას გამოვჭრა ყელი და მერე მე გამოვიჭრა და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეეკრა ქალს.
- მამაჩემის კლინიკაში, - თანდათან აწყობდა გეგმას - თუ სამსახური გჭირდება იქ დაიწყე, თან სწავლასაც შეუთავსებ.
- მადლობა, მაგრამ მაქვს სამსახური - შვებით ამოისუნთქა და სითბო ჩაეღვარა გულში მოსაუბრის აშკარა გულწრფელობაზე. ძალიან შორეული ეჩვენა სტუდენტობა და უკვე უმნიშვნელო ჩანდა ლუკას სულელური გამოხტომები, რომლითაც ქალის ყურადღების მიქცევას ცდილობდა. უმნიშნველო ჩანდა ყველა სემინარი, რომლის სასწავლადაც ღამე უთენებია, ყველა გამოცდა, ქულა, შედეგი, რაზეც ეგონა მისი სიცოცხლე იყო დამოკიდებული. თურმე ნამდვილი განსაცდელი, ნამდვილი ცხოვრება, უნივერსიტეტის კედლებს მიღმა ელოდა და სტუდენტობის „დარდები“, მასთან ახლოსაც კი ვერ მივიდოდა.
- აქ რა პერსპექტივა გაქვს?
- მშვენიერი პერსპექტივები აქვს შ ე ნ არ იდარდო - გაღიზიანებული ტონით გააწყვეტინა საუბარი კარის ჩარჩოზე მიყუდებულმა გიორგიმ. შემცბარმა ლუკამ ლილის ხელი გაუშვა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია.
- სანდრო გეძებს, საქმე აქვს - დაამატა მშრალად და აგრძნობინა, რომ ოთახი უნდა დაეტოვებინა.
- ლილი, გამიხარდა შენი ნახვა, იფიქრე ჩემს შემოთავაზებაზე და.. დაგირეკავ კარგი? ნაჩქარევად დაამატა გიორგის სახის შემხედვარე და პასუხს არ დალოდებია, ისე გავიდა ოთახიდან.
- შენი ნომერი საიდან აქვს? ასე ურიგებ ყველა შემხვედრ ბიჭს?
- არ ვიცი და არც მაინტერესებს- ჭურჭლის რეცხვას მიუბრუნდა ლილი, როგორ ვერ იტანდა ნასვამი გიორგის ნახვას, როცა სრულად კარგავდა თავზე კონტროლს.
- კიდევ რას მიმალავ?
- არაფერს არ გიმალავ
- ლეგენდარული რატო დაგიძახა სანდრომ?
- არ ვიცი
- სანდროს საიდან იცნობ?
- არ ვიცნობ
- ის აშკარად გიცნობს - უკვე მოთმინება ელეოდა კაცს.
- მე პირველად ვნახე
- არ მჯერა
- რაც გინდა ის დაიჯერე.
- რატომ არ მითხარი რომ სწავლობდი?
- არ გიკითხავს
- შენით არ უნდა გეთქვა? თან საუკეთესო სტუნდეტი ყოფილხარ - გაოცებული და გაბრაზებული იყო ერთდროულად.
- ვერ ვხვდები რას ცვლის ვსწავლობდი თუ არა
- როგორ თუ რას ცვლის, არ უნდა ვიცოდე?
- შენ როგორც ფიქრობ ჩემზე, უკვე საკმარისად ნათლად გამოხატე და ვსწავლობდი თუ არა, მაგას რა გავლენა აქვს? ან და რა იცი საერთოდ ჩემზე? დავნიძლავდეთ ჩემი ასაკიც კი არ იცი - შეცბა, მართალი იყო ლილი, პირადული თითქმის არაფერი იცოდა მასზე.
- თემა ნუ გადაგაქვს
- კარგი, როდის უნდა მეთქვა, ხელებს რომ მიფათურებდი მაშინ თუ კახ*პად ნუ მიხსენიებ, სტუდენტი ვარ თქო? - ღვარძლიანი სიცილით გადაიხარხარა ქალმა. - ააა, რადგან კარგი სტუნდეტი ვიყავი, ბო*ი აღარ გამოვდივარ, თუ როგორაა თქვენთან საქმე ბატონო გიორგი.
- ხმადაბლა ისაუბრე, გაიგონებენ
- მართალი ხარ, შენს საგმირო საქმეებს ყველას ხომ არ მოვუყვებით, განსაკუთრებით გულითად მეგობრებს.
- რა დაგემართა, ადამიანურად საუბარს ვცდილობ - აშკარა გაღიზიანება დაეტყო ხმაში
- არაფერი, რა უნდა დამმართნოდა, მოიცა დავფიქრდე... შეიძლება გაუწონასწორებელი უფროსი, რომელიც სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს და გონია რომ ყველა შემხვედრ კაცთან ვწვები!
- წესიერად მელაპარაკე, ზღვარს ნუ გადადიხარ
- თუ გადავალ რა, მეტი რაღა უნდა დამიშავო
- ლილი - დაღლილი ხმით უთხრა კაცმა - ნუ მიწვევ.
- არ გიწვევ
- რა უნდოდა ლუკას შენთან? რაზე უნდა იფიქრო? - გამომცდელად დააკვირდა კაცი
- სამსახური შემომთავაზა
- უარი რატომ უთხარი?
- ყველაფერი მოგისმენია და დაკითხვის მოწყობის მიზანს ვერ ვხვდები
- შენ კიდევ ბევრ რამეს ვერ ხვდები. უარი რატომ უთხარი? - იმიტომ რომ არ მჭირდება კიდევ ერთი გაბღენძილი იდიოტი ჩემს ცხოვრებაში, ფიქრობდა გულში.
- არ ვარ ვალდებული ანგარიში ჩაგაბარო
გაბრაზებისგან მუშტები შეკრა კაცმა და ის იყო პირი გააღო რომ ხმამაღალმა ძახილმა შეაწყვეტინა საუბარი და ოთახში სანდრო გამოჩნდა.
- გიორგი სტუმრებს ასე ტოვებ? - ხმამაღალმა ძახილმა შეაწყვეტინა საუბარი და ოთახში სანდრო გამოჩნდა.
- მოვდივარ
- ვაა ლილიც აქ ყოფილა - აშკარად მოჰკიდებოდა სასმელი კაცს. - ძლივს არ გაგიცანი, იცი როგორ მაინტერესებდა ვინ იყო გოგო, რომელიც ლუკას კურსზე სახეს აძრობდა. თან ბიძაჩემიც არ ახარებდა ამ საწყალს, ექიმების ოჯახში გაზრდილს ასეთი... სიტყვა გაუწყდა, მიხვდა რომ ზედმეტი წამოროშა.
- უპატრონო როგორ ჯობდა არა? - გვერდული ღილიმით დაასრულა წინადადება ლილიმ
- არა, რა სისულელეა, ამის თქმას არ ვაპირებდი, მე..
- სანდრო, მგონი უკვე ბევრი დალიე - დაუყვავა გიორგიმ მთვრალ მეგობარს და სამზარეულოდან გაიყვანა.
კიდევ დიდხანს გაგრძელდა ბიჭების სუფრა, ზუკას და გიორგის სადღეგრძელოები თანაბარი სიხშირით ისმოდა. გაოცებას ვერ მალავდა ქალი, როცა მისი უფროსის „საგმირო“ საქმეებს ისმენდა. ზუკას წასვლაც კი ნაწილობრივ მისი დამსახურება იყო, თუმცა კი ის ვერ გაიგო როგორ.


პ.ს. მეგობრებო, ზალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, კომენტარებისთვის, შენიშვნებისთვის, შექებისთვის და ლოდინისთვის. ვეცადე ამ თავების გაზრდა. ალბათ უფრო მალე დავასრულებ ამ ისტორიას ვიდრე ჩაფიქრებული მქონდა, რადგან ძალიან ძნელი აღმოჩნდა თან წერა და თან სრულფასოვანი ცხოვრების შეთავსება, სამსახური, ოჯახი და ა.შ. დიდი მადლობა გამხნევებისთვის კიდევ ერთხელ და ვწუხვარ რომ დიდხანს გიწევთ თავებისთვის ლოდინი, არ მეგონა გულწფელად ამხელა გამოხმაურება თუ ექნებოდა და მივხვდი მზად ვერ დავხვდი მთლად ასეთ ტემპში წერის გამოწვევას! განსაკუთრებული მადლობა LA DOLჩHE ვიტას - ყველა კომენტარს სულმოუთქმელნად ვკითხულობდი ხოლმე. ჯამში 14-16 თავზე მეტი არ იქნება. შევეცდები ერთიანად ავტვირთო ისინი.



№1  offline წევრი lility

ახლა აღმოვაჩინე რომ მე-9 თავი არ დამიკოპირებია და ცალკე აიტვირთება

 


№2  offline წევრი lility

თავი მეცხრე

სახლიდან გასვლისას, ჭიშკართან ვანო შემოეგება, გაბადრული ღიმილით მეცხრე ცაზე დაფრინავდა და ვერ შეამჩნია გიორგის ალეწილი სახე.
- ვაა გიო - ბოლო ხმოვანი ზედმეტად გაწელა - აბა არ იქნებაო? რამდენი ხანია არ მინახიხარ ძმაო? ასე უნდა დაკარგვა? საქმე თითქმის მოვრჩი და ერთი ჩვენებურად ჩავუჯდეთ რაა, მაგრა მომენატრა. - საუბარს არ წყვეტდა. - თან რა ხელი ჰქონია ბიჭო ლილიკოს, მაგიტო აიყვანე სამსახურში? ძაან კაი გოგოა, პროსტა ცურვაში მოიკოჭლებს რა, - დაამატა სიცილით და კიდევ უბრო გაიბადრა, მოსალოდნელი საგმირო საქმის მოყოლის წინ - ძლივს ამოვათრიე წყლიდან, ერთი კაი საკისრებელი გაქვს ბოლო-ბოლო თანამშრომელი გადაგირჩინე და..
- რა? - ლილის ხსენებაზე თანდათან დაუბრუნდა საღი განსჯის უნარი დაუბრუნდა და უხეშად შეაწყვეტინა დაუსრულებელი მონოლოგი.
- აი ლილის ფეხი აუცდა და აუზში ჩავარდა, თურმე ცურვა არ ცოდნია, აბა მე რა ვიცოდი - დამნაშავესავით გაშალა ხელები გიორგის წაშლილი და გაოგნებული დანახვისას.
- კარგად არის ბიჭო ნუ ნერვიულობ, დროზე მივუსწარი, ხო იცი რა სმარტი ვარ - დაამატა.
თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოაცალესო, წამით წონასწორობა დაკარგა კაცმა. აუზში ჩავარდა.. ამიტომ იყო აბაზანაში შიშველი.. ეს ამბავი უნდა მოეყოლა ვანოს და არა ის რომ… ღმერთო რა ემართება, ჭკუა სულ დაკარგა?
- მადლობა ვანო, ხვალ დაასრულე რაც დაგრჩა.
- გიუშ 15 წუთის საქმეა, ბარემ..
- ხვალ დაასრულე - მკაცრად შეაწყვეტინა და - მადლობა, - დაამატა რბილად, კაცის გაოგნებული სახის შემხედვარემ.
არეული ნაბიჯით შევიდა სახლში და ლილის ოთახის კარზე დააკაკუნა, იქიდან ხმა რომ არავინ გასცა, ფრთხილად გამოაღო და საძნებელში შევიდა.
გოგონა საწოლში იყო ჩაფლული, ერთიანად კანკალებდა და ცრემლებად იღვრებოდა.
ძალიან უნდოდა თვალი აერიდებინა, გაქცეულიყო და არ დაენახა საკუთარი სიმცირის შედეგი... დაელია... დაევიწყებინა ეს სურათი... ლილის განადგურებული სახე, მაგრამ მოერია თავს და მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა:
- ლილი - ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ლილის სახელით მიმართა, იმდენად ფრთხილად წარმოსთქვა სიტყვა, თითქოს რაღაც უძვირფასეს ეხებაო. ქალი კიდევ უფრო მოიკუნტა საწოლში და მთელი ძალით ჩაეჭიდა ზეწარს.
- არასწორად გავიგე - განაგრძო ჩახლეჩილი ხმით და საწოლთან ჩამოუჯდა
- მე... მე არ ვიცი რა დამემართა
- ვანომ დამირეკა და...
- მაგარი გოგოაო..
- სააბაზანოშიაო...
- შიშველი გამოხვედი - თავის მართლებასავით წამოიყვირა და ხელები გაშალა
- ლილი მაპატიე - დაამატა რბილი ხმით
წყვეტილად საუბრობდა, ვერ უყრიდა შესაბამის სიტყვებს თავს. ან რა უნდა ეთქვა? რას ეუბნებიან წუთის წინ ფეხქვეშგათელილ ქალებს დასამშვიდებლად? ნამდვილად არ იცოდა. არ უცხოვრია აქამდე ეგრე, რომ მაგის ცოდნა დასჭირებოდა. ახლა რა ემართება? რატომ შლის ჭკუიდან ამ ქალთან ყოველი შეხება?
ლილი ადგილიდან არ იძროდა, არც ხმას იღებდა, დროის მიმდინარეობა გაჩერდა ოთახში.. სრული სიჩუმე ჩამოდგა, რომლის ატანაც უკვე შეუძლებელი ხდებოდა..
- შემიძლია რამით...- მძიმედ გადაყლაპაა ნერწყვი და გააგრძელა - რამით გამოვასწორო?
- სახლში გამიშვი - ამოიჩურჩულა ქალმა
- არა
- გთხოვ
- არ შემიძლია
- გამიშვი, დაასრულე ჩემი წვალება - უკვე მავედრებელი ხმა ჰქონდა ქალს
- შენ გგონია იქ უკეთ იქნები? ჩვეულებრივად გააგრძელებ ცხოვრებას? - თბილად ესაუბრებოდა კაცი
- აქ.. აქ ყოფნას მირჩევნია
- დამიჯერე, აქ ყველაზე უსაფრთხოდ ხარ. ხო რა გაკვირვებული მიყურებ, გგონია მარტო მამაჩემის ვალი ჰქონდა გივის? რაც გაიგეს რომ შვილი ყავს, გიჟივით გეძებენ მისი სხვა მოვალეები.
- მე რა შუაში ვარ
- შენით დააშანტაჟებენ
- მაგით ვერაფერს მოიგებენ, ვერ ხედავ ისე გამწირა, თითქოს შვილი კი არა გამბიტისას პაიკი ვიყავი.
- მაგათთვის ეგ სულ ერთია, არ მოგეშვებიან და ფულს თუ ვერ ამოიღებენ...
- მაშინ გადავუხდი
- რითი გადაუხდი? როგორც მე გადამიხადე? - ჩვეული გაღიზიანებული და ფეთქბადი ტონი დაუბრუნდა ხმაში
- კკი - ისევ აუკანკალდა ძლივს დამშვიდებული ხმა
- რა? - ყურებს ვერ დაუჯერა კაცმა და საწოლიდან წამოხტა
- ხო როგორც შენ გიხდი ისე გადავუხდი, რა მოხდა
- რა მოხდა? - თვალებგაფართოვებული უყურებდა - ასე გაგიტკბა ფულის სანაცვლოდ კაცებთან დაწოლა და ძველ პროფესიაში დაბრუნება გადაწყვიტე? - ისევ ყვრილიზე გადავიდა, რატომ არ შეუძლია თავის მოთოკვა?
- არანაირი პროფესია არ მაქვს. - ლილისთვის უჩვეულო, საოცრად ცივი ტონით უთხრა და გვერდით გაიხედა. ღმერთო რა სჭირს ამ ბიჭს? ნამდვილად ბიპოლარია, ისე მარტივად შეუძლია ემოციების გადართვა. - მუშაობა ვიგულისხმე. აქამდეც მიმუშავია კაფეში და რამე მსგავსს ვიპოვნი...
- უკვე მუშაობ - შვებით ამოისუნთქა, როცა მიხვდა რომ არასწორად გაიგო ქალის ნათქვამი.
- სხვა სამსახურს მოვძებნი და გადაგიხდი ვალს
- არ დამიმალო არსად როცა ისეთს იპოვნი სადაც 22000 ლარს გადაგიხდიან თვეში და საჭმლით, სასმლით, თავზე ჭერით და ტანსაცმლითაც კი - რომ უზრუნველგყოფენ - აშკარა უპირატესობა აგრძნობინა კაცმა
- ნელ-ნელა დაგიბრუნებ
- შენ ამ სიჯიუტეს სად მალავდი? - ინტერესით აათვალიერა ქალი - რატომ არ გესმის რასაც გეუბნები, გივის მოვალეები გე-ძე-ბენ.
- მერე რა მნიშვნელობა აქვს აქ ვიქნები თუ სხვაგან, ყველგან მიპოვნიან
- აქ ვერ გიპოვნიან - ჩაეღიმა კაცს
- აქ ყოფნა აღარ შემიძლია
- დამიჯერე, შენთვის ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილი ეს სახლია, ის ხალხი.. გივის მოვალეები, ბევრად უფრო დიდი თევზები არიან
- ვერ გავიგე, რას გულისხმობ
- რას ვამობობ და ასე მარტივად იმათთან ვერ გამოძვრები. - ხო რა სახით მიყურებ, დამიჯერე, ყველა ჩემნაირი ლმობიერი არ არის.
- ლმობიერის აშკარად სხვადასხვა დეფინიცია გვაქვს ლექსიკონებში - ამოიგმინა ქალმა
- რა იყო, აქ რა არ გაკმაყოფილებს?
- შენი ეს....ეს.. ქცევები.. თითქოს შენი ნივთი ვიყო ისე მექცევი.. მეხები.. ეს, ყველაფერი არ მინდა. მე ხომ..მე ხომ.. ჩვენ ხომ გვქონდა ის. - სულ მთლად ალმური ასდიოდა სახეზე და სათქმელს თავს ვერ უყრიდა, ისე რცხვენოდა. - მოკლედ, შენც ხომ იცი რატომაც? - საცოდავი თვალებით ამოხედა კაცს.
- რა ვიცი, სახლში ნახევრად შიშველი შენ დადიხარ და როგორც მახსოვს წეღან სიამოვნებისგან მე არ ვკრუტუნებდი?
- გთხოვ...
- კაი რა ვთქვი ტყუილი, რამ გაგაბრაზა
- მე შენი ნივთი არ ვარ, როცა გინდა მოხვიდე და შემეხო, მერე კი შეურაცხყოფა მაყენო.. მეც მაქვს გრძნობები - ისე ბავშვურად გამოუვიდა, საკუთარ თავზე გაბრაზდა.
- ვიცი, დამიჯერე კარგად ვიცი შენი გრძნობები... განსაკუთრებით, ჩემი შეხებისას რომლებსაც გამოხატავ, ისინი.
- გიორგი!
- კარგი, გპირდები შენი ნების საწინააღმდეგოდ აღარასდროს მოგიახლოვდები. მაგრამ გაფრთხილებ, სხვა დროს, ეგეთ ფორმაში აღარ გამოხვიდე სააბაზანოდან, მით უმეტეს როცა სახლში სხვა კაციცაა, თორემ თავს ნამდვილად ვეღარ შევიკავებ.
- არავინ არ იყო სახლში
- ვანო იყო
- ვანო გასული იყო გამოსაცვლელად
- მაგრამ არ იცი როდის დაბრუნდებოდა და რას მახსნევინებ? თუ ეგეთი ფორმით რამის მიღწევას ცდილობდი და მე შეგიშალე ხელი? - გაღიზიანება დაეტყო ხმაში
- რით ვერ დაიღალე ჩემი შეურაცხყოფით - ისეთი ტონით იყო წარმოთქმული რომ ადგილზევე გახევდა კაცი - ან შენ რატომ გაინტერესებს ვისთან რას ვიზამ, მაინც ხომ უკანასკნელი ბ*ზი გგონივარ, რომელიც ფულის გამო ყველაფერზეა წამსვლელი !
- მე ეგრე არ მიგულისხმია, არასწორად გაიგე
- მე კი არა, შენ გესმის არასწორად რაღაცეები, ყველა ჩემს ქცევაში რაღაც ფარულ, მტრულ მოტივებს ეძებ. რეალურად, არც კი მიცნობ წესიერად და მხოლოდ ერთ ღამეზე დაყრდნობით გამოგაქვს დასკვნები. ნუთუ არ დაიღალე ამდენი ზიზღის ფრქვევით. ან თუ ასე გაღიზიანებ, რაღატო მაჩერებ სახლში, გამიშვი.
- გინდა რომ უკეთ გაგიცნო?
- აი ისევ შენსას აგრძელებ..მე რას გელაპარაკები და..
- ლილი, - სხვანაირად წარმოთქვამდა მის სახელს კაცი - მაპატიე, ნამდვილად ზედმეტი მომივიდა. გპირდები, აღარ განმეორდება. - ისეთი თვალებით უყურებდა გიორგი, ახლა რომ ეთქვა ეს ოთახი მრგვალიაო, მაგასაც დაიჯერებდა ქალი.
მეორე დღეს დაპირებისამებრ მოვიდა ვანო, ოღონდ ამჯერად გიორგიც დახვდა სახლში, თავად მიიყვანა აუზამდე, იქვე დაელოდა და გააცილა კიდეც. ლილისთან საუბრის შანსი არ დაუტოვა. არა და ძალიან კი მოენდომებინა, თმა საგულდაგულოდ გადაევარცხნა და წვერიც დაიმოკლებინა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა მუშაობის დროს იქნებ სადმე მოეკრა ქალისთვის თვალი, თუმცა ამაოდ.
შემდეგი დღეები ორივე არიდებდა თავს ერთმანეთთან შეხვედრას. აუზის ინციდენტის შემდეგ გიორგი თითქმის აღარ სვამდა, ლილისთან მიმართებითაც ზედმეტად თავშეკავებულად და გამოკვეთილი ზრდილობით იქცეოდა. მაქსიმალურად ერიდებოდა და როცა მათი ინტერაქცია გარდაუვალი იყო, დისტანციას ინარჩუნებდა. სირცხვილის და მარცხის განცდა არ ტოვებდა. ასე როგორ შეცდა? ნეტავ კიდევ რამეში დაუშვა შეცდომა? როგორ დაკარგა კონტროლი თავზე? რამ გააგიჟა... უტრიალებდა პასუხგაუცემელი კითხვები და ლილიზე ფიქრს თავიდან ვერ იგდებდა. საერთოდ რატომ ფიქრობდა ამდენს ამ გოგოზე? - არ უყვარდა როცა ცდებოდა, ეშლებოდა და ალბათ ამიტომ. კი, კი ესაა მიზეზი - თავს იმშვიდებდა კაცი.
ზუკას გაცილებაც გადაიდო, რადგან ამერიკის ვიზის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, თუმცა მარიას ქმრის მდგომარეობა ვერაფრით გამოსწორდა. განმეორებითი ინსულტის გამო ისევ მოუწია ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მარიას არ ყოფნის გამო ლილის უწევდა გიორგის პირადი ნივთების მოწესრიგება.
მთელი ამ დროის განმავლობაში, პირველად ავიდა მის საძინებელში, მაქსიმალურად წელავდა ამ პროცესს, მაგრამ მეტი გადადება აღარ შეიძლებოდა.
ლილის გასაკვირად ოთახი საკმაოდ ნათელი და თბილი აღმოჩნდა, მინიმალისტური ავეჯით. ის რაღაც უფრო ჩაბნელებულს და პირქუშს ელოდა გიორგის ხასიათიდან გამომდინარე.
სახლში არ იყო მაგრამ ქალი მაინც გრძნობდა მის სიახლოვეს, რადგან მთელ ოთახში მისი სურნელი ტრიალებდა.
გულმოდგინედ დაიწყო ოთახის დასუფთავება, მოაწესრიგა გიორგის ტანსაცმელიც და ლამაზად დააწყო თავ-თავის ადგილას. როცა საქმეს მორჩა, ოთახს კმაყოფილებით მოავლო თვალი.
საწოლის გვერდითა კედელზე, რამდენიმე ჯილდო ეკიდა რაგბში მიღებული წარმატებებისთვის.
- რაგბისტი? სულ არ არის ჯმუხი და არც ეგეთი დაკუნთულიც. სახის ყველა ნაკვთიც ადგილზე აქვს, უცნაურია - ფიქრობდა თავისთვის.
საწოლთან მდგარ ტუმბოზე ოთახში და ზოგადად სახლშიც, ერთადერთი ფოტოსურათი იდო, იქიდან ახალგაზრდა ყავისფერთმიანი ქალი და შავთმიანი ბიჭუნა იღიმოდნენ. შემოდგომის თბილ დღეს იყო აშკარად გადაღებული. სურათი ხელში აიღო და ახლოს დააკვირდა.
- რა თბილი გამოხედვა აქვს ამ ბავშვს, აშკარად გიორგის ჰგავს, მაგრამ.. - უკვე ხმამაღლა ელაპარაკებოდა საკუთარ თავს, როცა ნაცნობი სურნელი უფრო ახლოს და მძაფრად იგრძნო, ეს არ იყო ოთახში დარჩენილი არომატი, აშკარად სუნამოს ავტორს შემოედგა ოთახში ფეხი.
- მაგრამ რა, დავბერდი? - თავი გვერდულად გადახარა და ღიმილით თავიდან ბოლომდე აათვალიერა ქალი.
- ეგეც და..
- და?
- ისა...მმ.. არ ვიცი, სხვანაირი გამოხედვა გაქვს
- რანაირი?
- კი, აქ თბილი და მზრუნველი გამომეტყველება გაქვს და ცხოვრებაში
- ცხოვრებაში?
- უხეში
- როგორი დაკვირვებული ყოფილხარ, მაგდენსაც ნუ იფიქრებ ჩემზე და ჩემს გამოხედვებზე
- ასე მგონია შენთან ჩვეულებრივად საუბარი შეუძლებელია
- ჩვეულებრივად როგორ?
- აი, უხეშობის გარეშე არ შეგიძლია
- ოჰო, კიდევ ერთი დაკვირვება ჩემს შესახებ, კიდევ რა შეამჩნიე
- ჩემს წაკითხულ წიგნებს რომ კითხულობ - ხელები გადაიჯვარედინა და წარბის აწევით ანიშნა სურათის გვერდით დადებულ წიგნზე - „სანამ ყავა გაცივდება“-ზე.
- ჩემივე ნაყიდი წიგნების წაკითხვა, ჩემივე სახლში დანაშაული როდიდანაა? - არ ესიამოვნა სიმართლის აღიარება და შეტევაზე გადავიდა.
- არ მითქვამს რომ დანაშაულია - თქვა და ოთახიდან გასვლა დააპირა, სულს უხუთავდა გიორგისთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა.
- მოგეწონა წიგნი? - საუბრის გაგრძელება სცადა კაცმა
- კი
- რას შეცვლიდი წარსულში რომ დაბრუნებულიყავი?
- არ ვიცი, რა აზრი აქვს შედეგი თუ არ შეიცვლება? -კადრებივით გაურბინა ლილის ცხოვრებამ, რას შეცვლიდა? რა შეეძლო შეეცვალა? რა უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა?
- მე შევცვლიდი ბევრ რამეს
- ახლანდელი რეალობა იგივე დარჩებოდა
- სამაგიეროდ აწმყომდე მისასვლელი გზა, აღარ იქნებოდა ისეთი მტკივნეული. ძვირფასი ადამიანებისთვის სათქმელი და ვერ ნათქვამი სიტყვებით გამოწვეული დანაშაულის შეგრძნება, აღარ იქნებოდა...დამშვიდობება შეგვეძლებოდა საყვარელ ადამიანებთან - საკუთარმა ფიქრებმა გაიტაცა კაცი.. წამით ჩამოსძვრა ირონიის ნიღაბი, რომელსაც ამდენი ხანი, ასე მონდომებით ატარებდა და მხოლოდ შიშვლებული, მწარე ტკივილი დარჩა მის ადგილას. თავი უხერხულად იგრძნო ლილიმ გიორგის მსგავს მდგომარეობაში ხილვისას, სხვა დროს, ასეთი ტკივილით და ასე გულწრფელად ესაუბროს არ უნახავს.. უნდოდა ეკითხა ვისთან დამშვიდობება ვერ მოასწრო, ვისთვის ვერ ნათქვამი სიტყვები უჭერდა ყელში..
- დარწმუნებული ვარ, შენთვის ძვირფასმა ადამიანმა, უთქმელადაც იცოდა ყველაფერი
- ალბათ..- მადლიერი თვალებით ამოხედა კაცმა. - შენ რატომ არ გინდა არაფრის შეცვლა?
- ერთადერთი რასაც შევცვლიდი იქნებოდა ის, რომ მამაჩემის შვილად აღარ დავიბადებოდი... მაგრამ ეგ ამ წიგნშიც კი შეუძლებელია - სევდიანად გაუღიმა და ოთახი დატოვა. რაღაც ჩასწყდა გიორგის გულში, ამ სიტყვების მოსმენისას. იქნებ მართლა არასწორად შეაფასა ეს გოგო?

 


№3  offline წევრი La dolce vita

ვაი, ჩემო საყვარელო არ მეგონა, თუ ასე ელოდი, ჩემი კომების გამოჩენას, წინა თავი ვერ წავიკითხე მოვიწამლე და ცუდად ვიყავი, ამიტომ ვერ მოვახერხე წაკითხვა, მაგრამ ამჯერად ამოვანაზღაურებ, რაც გამოვტოვე, ახლა დაგიწერ ძიროთადად, მარტო ჩემს მოსაზრებას წერასთან დაკავშირებიღ და დამატებით ცალკე თავებსაც შევაფასებ.
მოკლედ გეტყვი აი რას, პირველად როცა იწყებ და მერეც უკვე როცა მუდმივად წერ ისტირიას, თან მითუმეტეს თავებად, თუ აქვეყნებ არის ცოტა, პრობლემური, რადგან იქ მოდის წნეხი მკითხველისგან, რადგან უნდათ, მალე წაიკითხონ თავები, მეც გამოვიარე ეს და იყო კატასტროფული ჩემთვის ამიტომ გადავწყვირე, რომ ჯერ ჩემთვის დამეწერა, სრულად ისტირორია, შენც თუ გინდა წერის გაგრძელდბა და გაქვს, რა თქმა უნდა, სურვილი, არ უნდა გაჩერდე, უბრალოდ უფრო მოსახერხებელია, როცა უკვე დასრულებულ და გადამუშავებულ ისტირიას აქვეყნებ, იმიტომ რომ ეს გაძლევს გარანტიას, უსაფრთხოდ წერო ისე, რომ წერის პროცესში არ გქონდეს ჩავარდნები, მეც მერწმუნე აქამდე სულ თავებად ვაქვეყნებდი მაგრამ ჩემი წინა ისტორია, რომელუც ამ გაზაფხულს გამოვაქვეყნე, თითქმის ერთი წელი ვწერე ნელა აუჩქარებლად და მშვიდად, ამან მე მომცა თავისუფლება მშვიდად მეწერა.

როცა იცი, რომ ხელს არაფერი გიშლის უფრო ბევრ დროს უთმობ წერას, ცდილობ უფრო ღრმად შეხვიდე პერსინაჟების ტყავში უფრო უკეთ გადმოსცე სიუჟეტი, მოვლენები ეს განძლევს საშუალებას, რომ ტექსტი ხასიხიანი გამოვიდეს.
ამიტომ ჩემი რჩევა, თუ შენ გინდა გაყვე ამ სფეროს და წერო არ უნდა გაჩერდე, უბრალოდ ახალს,რომ დაიწყებ, ჯერ შენთვის წერე, იფიქრე იმუშავე, სიუჟეტზე პერსონაჟებზე, ეცადე რომ ისინი უფრო რეალურები და ადამიანურები იყვნენ, ჰქონდეთ თავიანთი, ფსიქოლოგიური სიღრმე და შინაგანი განცდები, ამიტომ თუ ახალს დაიწყებ ჯერ დაასრულე და მერე თუ გინდა ყოველ დაროურად დაამტებ თავებს, თუ გინდა
მთლიან ვერსიას დადებ, გააჩნია ვის როგორო ფორმატი მოსწონს მე რომ თავებად მიყვარს თავებად ვაქვეყნებდი.
მართლა ძალიან მიხარია, ის რომ თუმდაც ერთ ადამიანს ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას და ისიც ასე გულით მელის.🥺❤️ არ ვიცი რამდენი წლის ხარ, მაგრამ ჩათვალე რომ როგორც უფროსი და ისე გელაპარაკები, რომელსაც უნდა ნახოს, თავის დის წინ სვლა, მე ვხედავ შენში პიტენციალს, მთავარია შენ არ დანებდე და ხელი არ ჩაიქნიო, ამასაც ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ.😄 ასე რომ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ეს კომენტარი, შენთვის მოტივაციის მომცემი იქნება და უფრო თავდაჯერებულს გაგხდის.
ისტორიის შეფასებასაც დავწერ მოგვიანებით.🥰

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent