შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაბზარული ფირფიტა ( სრულად )


გუშინ, 00:45
ავტორი Edna
ნანახია 1 292

თვალს ადევნებს ნაცნობ ქუჩებს, მოგონებებით დახუნძლულს და ერთი სული აქვს გაეცალოს აქაურობას. არა მარტო ცუდ, არამედ კარგ მოგონებებსაც.. განსაკუთრებით კარგი მოგონებებისგან სურს გაქცევა.. რადგან, გამალებით უჭერს ყელში და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს..
აქამდე არასდროს, რომ პრობლემა არ შეჰქმნია აეროპორტში, ახლა მოედავნენ ყველაფერზე, თუმცა ცისნამის წარბი არ შეუხრია, მშვიდად გაწონასწორებულად ესაუბრება, უხსნის, რეალურად პრობლემა არ არსებობს. თითქოს ყველაფერი უკან ექაჩება, ოღონდ ეს ვარდისფერი ბუშტი არ გახეთქოს და შიგნიდან არ გამოაღწიოს. საბოლოოდ ისეთი დაკითხვიდან სერიოზულ დამნაშავესაც, რომ არ დაესიზმრება, სამშვიდობომდე მიაღწია და თვითმფრინავში ჩაჯდა.
წამალი დალია, რამდენიმე საათი ისე მიილია ვერ გაიგო.. ჩამოაღწია საქართველოში.. ხალხი გარბის ქვეყნიდან, რას აღარ აკეთებენ, ცისნამიმ კი ერთი ომი გადაიტანა აქ დასაბრუნებლად.. ჩვეულებრივი პროცედურები გაიარა თუ არა, შენობაც დატოვა..
ტაქსიში ჩაჯდა და ძლივს მიაღწია დანიშნულების ადგილამდე, ონლაინ შეათვალიერა ბინა, წამოსვლამდე დაიქირავა. აი ახლა ყველა ერთად ვნახავთ რა დაგვხვდება. რვა სართული ლიფტის დახმარებით მარტივად აიარა, ყველაფერზე შეთანხმებული გახლდათ, არავის შეხვედრია, გადაამოწმა მონაცემები და ახლა უკვე საკუთარი სახლის კარები შეაღო. პატარა სივრცე არჩია, რაც მთავარია აივანი აქვს და დანარჩენს დიდად არც ჩივის.. ჩემოდანი იქვე დადო, უცებ მოათვალიერა გარემო, დივანზე ჩამოჯდა და მიესვენა..
ერთი დღის მიცემას აპირებდა საკუთარი თავისთვის, მაგრამ ვინ აცადა.. რამოდენიმე საათიც არ იყო გასული, კარზე კაკუნის ხმა გაისმა.. კარები გააღო..
-გავგიჟდები, როგორ არ მითხარი თუ ჩამოდიოდიი..- ვერ მიხვდა რამ შეახტუნდა, კინაღამ ჩამოღებულმა კარმა, თუ მეგობრის დანახვამ
-ირინკა..
-შენი ლოკაცია შევამოწმე და გავაფრინე, საქართველოშიაო..
-მითვალთვალებ არაა ?
-შენი ნებით გამიზიარე ლოკაცია, ჩემიც შეგიძლია ნახო როცა მოისურვებ.. უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა..- 90-იანების სტერეოტიპული მასწავლებელივით აუწია საჩვენებელი თითი..
-თორე ინტერესი საერთოდ რა შუაშია არაა..?..-გადაეხვია, შიგნით შევიდნენ..
-რას აპირებ ? შენ თუ თბილისში დაბრუნდი, უგეგმოდ არ ჩამოხვიდოდი..
-გამახსენე, შენ ბინის დაცლის ვადა როდემდე გაქვს..? - თემის შეცვლამ დააბნია ირინკა, თუმცა უსიამოვნო ფიქრებმა იმდენად მალე შეახსენა თავი და მოიცვა, რომ გეკითხათ, ახლახან რა კითხვა დაუსვი ცისნამისო ვერ გაიხსენებს
-2 დღე თავზე ჭერი კიდევ მაქვს, მანამდე ვნახავ რამეს.
-მე მოგიძებნე.
-შენ, იქიდან აქ შენ მომიძებნე..? ხომ იცი ახლა მინიმალურს ვეძებ.
-თანხაზე არ მოგიწევს ფიქრი, მოვაგვარე.
-რა ჩაიდინე ?
-ამ სახლში იცხოვრებ, მე ისედაც მივდივარ..
-ახლა არ ჩამოხვედი და ბრუნდები ?
-იქ არა, სოფელში მივდივარ.
-ვისთან, არ გადამრიო
-ნეტავ ეგ შეკითხვა არც გებადებოდეს, ნეტა მართლა მივდიოდე ვინმესთან.
-ცის.
-კარგი ახლა არ გვინდა.
-მოიცადე იქ მიდიხარ სადაც დიდი ხანია აღარავინ ცხოვრობს, მასეთ სახლში დარჩენას როგორ აპირებ ?
-სახლი დამხვდეს და რამეს მოვახერხებ - ცდილობს შესაძლო დაბრკოლობებზე მანამ არ იფიქროს, სანამ ფიზიკურად ვეღარ შეძლებს თავის არიდებას.
-გჭირდები ? - ყველაფერს მივატოვებ და შენთან ერთად წამოვალ გაიგონა ცისნამიმ
-არა, ამ ეტაპზე მირჩევნია მარტო წავიდე.. მოკლედ, აბა დაათვალიერე როგორ მოგწონს შენი ახალი სახლი ?
-ასეთ სახლს ვერ შევწვდები.
-რამდენს მალაპარაკებ, ვიზრუნე მეთქი მაგაზე განა არ ვთქვი ? სამი თვის წინასწარ გადავიხადე, მანამდე დადგები ფეხზე და თავადაც შეძლებ გადახდას.
-სულ გადაირიე ? სამი თვის რამ გადაგახდევინა ?
-ვეცადე ისეთი ამერჩია, შენ რომ მოგეწონებოდა.. გასაღებს წასვლამდე გადმოგილოცავ.
-მადლობა, მაგრამ ხომ იცი აუცილებლად დაგიბრუნებ.
-არც კი იფიქრო, მეწყინება ხომ იცი.. ისედაც იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს, შენს გვერდით ვინ იცის რამდენჯერ ვერ ვყოფილვარ და არც კი გითქვამს, ეს სულ მცირედია რისი გაკეთებაც შემიძლია, ნერვები არ ამიშალო და დაბრუნებაზე არც ახლა და არც მომავალში, სიტყვა არ გავიგო.
-მადლობა ცის..-კიდევ ერთხელ გადაეხვია, თან მოათვალიერა გარემო, დაუჯერებელია, რომ აქ იცხოვრებს..
ქუჩაში მომიწევს მალე დაძინებაო გაეფიქრა ერთხელ, ყველაფერს აკეთებდა რაც შეეძლო, ახლა კი მეგობარი ჩამოვიდა და მთავარი საფიქრალი რასაც თავზე ჭერი ჰქვია, გადაჭრა. საქმეები კარგად მისდიოდა, თუმცა ყველაფერი ერთმანეთს აუყვა, თავზარი დაეცა, როდესაც პირველად გაიაზრა ქირას ვეღარ გადაიხდიდა. -დარწმუნებული ხარ სოფელში წასვლასთან დაკავშირებით ? აქ ორივე დავეტევით, რა გაჩქარებს ?
-არა ირინკა, ჯერ თბილისისთვისაც კი არ ვარ მზად.
-და სოფლის ცხოვრებისთვის ხარ..?
-ქაოსს იმისთვის არ გამოვურიდებივარ, რათა ისევ იგივე სახის ქაოსში ჩავეფლა. მჭირდება, იქაურობა.
-შენ არც გახსოვს იქაურობა როგორია, იმედი მაქვს ყველაფრისთვის მზად ხარ.
-სოფელში მივდივარ ომში კი არა..
-კარგი შენი გადასაწყვეტია, იმედია ყველაფერი საშენოდ წავა, თუ რამე დამიბრუნდი და ეგაა, შენი თანამეოთახე სიამოვნებით ვიქნები..
-სულ გამოსაქცევს როგორ მიტოვებ..-გაეცინა და ჩამოჯდა..
რეალურად აზრს მოკლებული არ იყო ირინკას შეშფოთება სოფელში წასვლის თაობაზე, უცხო ქვეყანაში გაზრდილ ცისნამის რა უნდა ეკეთებინა სოფელში, რა არ ეყო ამ ლონდონში, შეძლებული ოჯახი, რომელიც ყველანაირად უზრუნველყოფს ? უამრავი კარები, რომელიც მისთვის ღიაა, რადგან ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი დაამთავრა ? ვინ იცის.. სწავლა კიდევ გააგრძელა და არ გაჩერებულა, აქამდე.
საღამო მშვიდად გაატარეს, ცისნამიმ თავისთვის ჩაი, ხოლო ირინკასთვის ყავა მოამზადა და ჩამსხდნენ აივანზე. საათები გაატარეს, სალაპარაკოს რა დალევდა, თუმცა ირინკა სახლში დაბრუნდა. მარტო დარჩა ცისნამი აივანზე, კიდევ ერთი ცხელი ჭიქა ჩაიც დაიდგა და ფიქრებს მიეცა. არაფერი ჰქონდა დაგეგმილი გარდა წასვლისაა, არ იცოდა რამდენი ხნით გაჩერდებოდა, რას გააკეთებდა, კარიერაზე და შორეულ მომავალზე ლაპარაკი ხომ ზედმეტა.. არაფერზე ფიქრობს გარდა ერთისა, უნდა წავიდეს..
. . .
სოფელში წასვლა საყვარელი ბებოების, პაპების გამო ახარებთ, ალბათ საყვარელი ადამიანები, რომ არა, ზოგიერთი სოფელს აღარც გაეკარებოდა.. სოფლის ხსენებისას ტკბილი მოგონებები ახსენდებათ, მაგრამ ცისნამის არც ბებო ელოდება, არც პაპა და არც ტკბილი მოგონებები მიჰყვება გზაში მყოფს.
ცოცხალია, დედის დედა, რომელიც თბილისში ცხოვრობს თუმცა ცისნამი დიდად გულზე არ ეხატება, რომ სცოდნოდა შვილიშვილის ჩამოსვლის შესახებ, ალბათ მოვალეობის მოხდის მიზნით მიიწვევდა სტუმრად.. ასევე ცოცხალი ჰყავს მამის მხრიდან ორივე ბებო-პაპა თუმცა საქართველოში არ ცხოვრობენ და სოფელში ბოლოს როდის იყვნენ აღარც ახსოვთ..
ძველი თეთრი მარშუტკიდან, ბოლომდე რომ ვერც გაიმართები ისეთიდან, ღიმილით ჩამოვიდა, ერთ დიდი ზურგჩანთაში ჩაატია ყველაფერი.. მიმოიხედა, საკუთარი სახლი საითაა წარმოდგენა არ აქვს, ცოტას გავივლი და თან შევათვალიერებ აქაურობასო გაიფიქრა.
ინტერესიანი თვალები მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ახლაც გადააწყდა მსგავს თვალებს, მაგრამ იგრძნო განსხვავება.. ჯერ არავინ იცის ვინაა, ჯერ ყველასთვის უცნობი ახალგაზრდა გოგონაა. დიდი გზა არ გაუვლია, სახლის გარეთ ორი ქალბატონი შენიშნა თუ არა, მათთან მივიდა.
-გამარჯობა..
-გამარჯობა შვილო..
-რით შეგვიძლია დაგეხმაროთ ?
-ხომ ვერ მეტყვით..- ეუხერხულა, საკუთარი სახლი როგორ ვიკითხოო, ერთი სიკვდილი გადაიტანა და გაუღიმა..- შარაშიძეების სახლი საითაა..
-შარაშიძეები ? - გაკვირვებულებმა ერთმანეთს გადახედეს, ეს გვარი იმდენი ხანია არცერთს გაუგონია, ერთიანად გაახსენდათ ყველაფერი..
-დიდი ხანია აქ აღარ ცხოვრობენ, სახლი კი მიტოვებულია..
-ვიცი..
-რა გინდა შვილო შარაშძეების სახლში, რა დაგრჩენია ?
-ცისნამი ვარ, ამიტომაც თუ არ შეწუხდებით სახლის გზა მიმასწავლეთ..
-რას ამბობ, მართა შარაშიძის გოგო ხარ..?
-გახლავართ..
-რას მოვესწარი, მაგრამ შენ ხომ ლონდონში ცხოვრობ ?
-ვცხოვრობდი და ჩამოვედი..
-ისეთი პატარა იყავი ბოლოს როცა გნახეთ, რა კარგი გოგო დამდგარხარ
-აქ ვიყავი ?
-არ გეხსომება, რა გასაკვირია.. -სახლის გზა მიასწავლეს, სანამ ნაბიჯს გადადგამდა რამდენჯერმე გაიმეორა, ემანდ არ დამავიწყდესო.. მადლობა გადაუხადა და გზას დაადგა.. რაც უფრო უახლოვდებოდა დანიშნულების ადგილს, თითქოს უბრალოდ კი არ მიდიოდა, არამედ მაგნიტი იზიდავს.. ერთი შესახვევიც და სახლი გამოჩნდება.. გაჩერდა..
-კარგი თავი ხელში აიყვანე, რაც არ უნდა იყოს შენი სახლია.. არა ჩემი სახლი არაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს.. - მშობლებმა არ იციან მისი სოფელში ყოფნის ამბავი, ჯერ ისედაც გაგიჟდნენ თბილისში წამოსვლაზე, ჩუმად მოიპარა სოფლის სახლის გასაღები და თავი ისე მოაჩვენა თოთქოს თბილისში ირინკასთან ყოფნის მეტი არაფერი სურდა, თავს ცუდად გრძნობს, თუმცა ფიქრობს, ცოტა დავლაგდები და მერე ვეტყვიო..
შეუხვია მოსახვევში, მინიშნება გაახსენდა, " მწვანე ჭიშკარს დაინახავ, მის გვერდით შენი სახლია, წინ წყალი მოდის, პოვნა არ გაგიჭირდება " მართლაც დაინახა მწვანე ჭიშკარი, ნელა ჩაუარა და მისი სახლის წინ დადგა.. გასაღები აათამაშა
უკვე დაჟანგული კარების სარდულს ეჯაჯგურა და ძლივს გააღო.. შიგნით შევიდა, ეზოს მოავლო თვალი, ბალახები იმდენად გაზრდილიყო, აქა იქღა , ძლივს თუ შეამჩნევდა ადამიანი, თითო ოროლა ყვავილს.. ორ სართულიანი სახლი დახვდა, მეორე სართულზე ასავლელი კიბეები, აივანს ჟანგი ჭამს, თითქმის ფერიც აღარ ჩანს. გასაღებით სახლის კარი გააღო და შიგნით შევიდა.. სიძველის, მტვრის სუნი მძაფრად იყო გაფანტული მთლიან სახლში, ესიამოვნა, წარსულის სუნი შემორჩენოდა მიტოვებულ სახლს.. მოიარა ოთახები, რამდენიმე კარადა, სარკე. ყველაფერი იმდენად ძველი გახლდათ, ალბათ წაღებაც კი არავის უფიქრია, ვინ რას გადაიხდის, რაში გამომადგებაო. ცისნამი იდეები უჩნდება, რა უნდა მოუხერხოს ამ ყველაფრისთვის..
ცარიელი ხის საწოლი დახვდა, შეამოწმა, მატრასს საჭროებს, ამაზე არ უფიქრია, თუმცა დივანი დაიანახა თუ არა გულზე მოეშვა, დაძინებას შეძლებს.. ვიმედოვნოთ მაინც დასაწყისისთვის..
ისევ ეზოს დაუბრუნდა, წითელი ტყემლის ხე შეამჩნია თუ არა თვალები გაუნათდა და დაღლილობა საერთოდ გადაავიწყდა.. ხეს მიუახლოვდა თუ არა მეზობლის მშვენიერი ეზოც გამოჩნდა, გადამწვანებული, ხეხილით, ყვავილებით, მოუნდა მისიც ასეთი იყოს.. ტყემალმა გაუფანტა ფიქრები, გამყოფ ზოლთან ძირში დგას ჩვენი მშვენება, ფოთლები და ნაყოფი მეზობლის მხარესაც გადადის.. როგორც კი დააგემოვნა, აღარ ეყო ესე მიწიდან ტრფიალი და ხეზე ავიდა.. ისე შეიყოლა ტყემლის ტრფიალმა, ვერ მოზომა სად გადიოდა ზღვარი, ასვლას კი შევძლებ მაგრამ ჩამოსვლა პრობლემაას შორის.. დაბლა დაიხედა თუ არა გადათეთრდა..
-როგორ ამოვედი საერთოდ ? კუნგ-ფუ პანდა თაროებზე, რომ დაძვრებოდა სასუსნავების გამო, მგონი ვაჯობე კიდეც იმ ოხერს..
-კუნგ-ფუ პანდას გამოცდილებამდე ჯერ ბევრი გიკლია, თუმცა პოტენციალს ვხედავ..-დააბნია, საიდან მოდისო ნეტავ ხმა..-აქეთ.. მანდ როგორ მოხვდი ?
-ავედი, როგორ მოვხვდებოდი..
-ეგ ვიცი, ჩვენი სახლიდან არ შემოსულხარ, მაშინ..
-ჩემი სახლიდან შემოვედი..
-შენი სახლიდან ? არც ვიცოდი მაგ სახლს პატრონი თუ ჰყავდა..- ეჭვით უყურებდა, შემოპარულს უფრო ჰგავდა, ვიდრე სახლის პატრონს..- კარგი, რა გაეწყობა, მშვიდობიანი დღე..
-სად მიდიხარ ?
-შენს სახლში არ ხარ ? უცხო მეგონე და ამიტომაც ვიკითხე, არაფერი პირადული..
-უცხო ვარ, ჯერ-ჯერობით..-ეცადა განესაზღვრა და ფეხი დაედგა უკან სვლისთვის, ძლივს მოეჭიდა, არ ჩამოვარდნილიყო..
-დახმარება გჭირდება ?
-მგონი ჩემითაც..
-ჩამოვარდები, აქეთ მოტრიალდი, მარჯვნივ დაადგი ფეხი.. აი ასე..
-რა ხდება ბებია ?
-არაფერი მანანიკო, მე მხოლოდ..-ალბათ უნდოდა ეთქვა გოგონას ვეხმარებიო, თუმცა ზუსტად ამ დროს მათ ეზოში, ჭინჭრებში ჩავარდა ცისნამი.. დაცემა უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, თუ ჭინჭრის სუსხი, ჯერ არ იცის.. მანანაც გამოვარდა სახლიდან, უცნობმა წამოაყენა და ჭინჭრებს გამოარიდა..
-კარგად ხარ ბებია ? - საშინლად მოუნდა ტირილი, აღარც ეწითელ მტ....ბოდა, უნდოდა ენანა რას მომინდაო, თუმცა მიდი და არ მოგინდეს ასეთი გემრიელი წითელი ტყემალი.. ჭინჭარი, რომ, ვერ განანებს, როგორი უნდა იყოს წარმოგიდგენიათ ?
-ასე რატომ მეწვება ?
-ეს ხომ ჭინჭარია, რას ელოდებოდი ?
-ძალიან მეწვის, გულის ცემა რატომ ამიჩქარდა ?- მანანამ ეზოში მომდინარე წყალთან მიიყვანა და დაეხმარა ცივი წულით ჩამოებანა დასუსხული ადგილები.. შვება იგრძნო, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, გრძნობს, სუნთქვაც უჭირს.. აქამდე კი სმენია ჭინჭრის შესახებ, თუმცა ამდენადაც თუ იმოქმედებდა რას იფიქრებდა..
-ჭინჭრის დასუსხვა სულ ასე მოქმედებს შენზე ?
-არ ვიცი, აქამდე არასდროს გამომიცდია..- უცნობი გაკვირვებული შეჰყურებს..
-მანანიკო, მგონი ჭინჭარზე ალერგია აქვს, წამალი ხომ მოგეპოვება ?
-ჭინჭარზე ალერგია მაქვს ? -რამდენიმე წამით დააკვირდა მანანა ცისნამის, ახლავე მოვალო დაიბარა და სახლში შევიდა.. მანანა მალევე დაბრუნდა, წამალი დაალევინა და პირსახოცი მიაწოდა..
-კიდევ კარგი ზურამ ახსენა ალერგია, თორემ ვერც შევამჩნიე, კარგად იქნები ბებია ტყუილად ნერვიულობ..- აღარც ალერგია აფიქრებდა, აღარც ცუდად ან კარგად ყოფნა, მხოლოდ უცნობის სახელს გაგებამ მოჰგვარა კმაყოფილება..
-ისე შეგაწუხეთ, არ მინდოდა, მე უბრალოდ ხეზე ავედი, რას ვიფიქრებდი აქ თუ ამოვყოფდი თავს..
-შენ იყავი კარგად რა უჭირს.. შარაშიძეების სახლში რა გინდოდა კი მაგრამ ?
-დედაჩემის მხრიდან ნათესავებისაა, დღეს ჩამოვედი..
-რჩები ? - შეკითხვაზე პასუხს, ზურა უფრო დიდი ინტერესით ელოდება ვიდრე მანანა.
-კი ვრჩები..
-იმდენი ხანია სულიერი არ გაჰკარებია, მოახერხებ ?
-თანდათან მოევლება, საიდანღაც ხომ უნდა დაწყოს კაცმა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მეტად აღარ შეგაწყენთ თავს, სახლს დავუბრუნდები..-მანანას უარის მიუხედავად მაინც დატოვა მეზობლები და სახლში დაბრუნდა. ჯერ ფანჯრები გამოაღო, სახლის განიავებით დაიწყო.. მანანას რჩევით მაღაზიას მიაშურა, ტილოები, ხსნარები, ცოცხი, მსგავსი საშუალებები შეიძინა, სახლში დაბრუნდა და დალაგება დაიწყო..
აქამდეც ინარჩუნებდა სახლში სისუფთავეს, როგორც კი მარტო ცხოვრება დაიწყო, მშობლები კი ეუბნებოდნენ დავიქირავებთ ვინმეს, დალაგებას დროს რატომ ახარჯავო, თუმცა არ უყვარდა მისთვის კომფორტულ სივრცეში ზედმეტი ადამიანის არსებობა, ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც მოისურვებდა..
ამიტომაც ასეთ დაღლასაც არ ელოდა, მაგრამ გაჩერებაზე არ უფიქრია, აბლაბუდები მოაშორა სახლის თითოეულ კუთხეს, დაგავა, გაწმინდა.. ორი დღე ამ გაწამაწიაში იყო.. დანარჩენს კი მარტივი მისახვედრია ასე უცებ ვერ ეშველება..
. . .
სისხამ დილით გამოეღვიძა, წამოდგა და აივანზე გავიდა, ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი, სიგრილემ ცოტა გამოაფხიზლა.. საშინლად მოუნდა ყავა, თუმცა სახლში ფაქტობრივად არაფერი მოეპოვება..
-ნეტავ მაღაზია ამ დროს ღია იქნება ? -შიგნით შებრუნდა, მოსაცმელი აიღო და სახლი დატოვა, მისდა გასაკვირად ხალხი უკვე ირეოდა.. პირველ დღეს ქალბატონებს, რომ გადააწყდა ერთ-ერთი მათგანი შემოხვდა..
-დილა მშვიდობისა..
-დილა მშვიდობისა, აბა როგორ ხარ, გიჭირს ?
-ვეჩვევი, ყველაფერი რიგზეა, ისე ხომ არ იცით მაღაზია ღია იქნება ?
-რა დროს მაღაზიაა, რამე გინდოდა ?
-კი, ყავა, არა უშავს მოგვიანებით გამოვალ..
-ყავის გარეშე კი არ დაგტოვებ, წამოდი ერთად დავლიოთ ყავა..
-არა არ მინდა შეგაწუხოთ..
-რა შეწუხება წამოდი წამოდი..
-ბოდიში აქამდის სახელი ვერ შეგეკითხეთ..
-ლამარა..-თბილი ღიმილით გადახედა ცისნამის, ლამარას ღიმილმა უნებურად გააღიმა ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებული.. დიდი გზა არ გაუვლიათ, მალევე მიუახლოვდნენ სახლს, კარები გააღო, სტუმარი შეიპატიჟა.. ქათმები მთლიან ეზოში მიმოფანტულიყვნენ, როგორც ჩანს უკვე ეზრუნათ მათ კვებაზე, ისე იყვნენ ჭამაში გართულები, ცისნამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ..
-როგორი ყავა გიყვარს ?- კინაღამ ამერიკანო წამოსცდა, ენაზე იკბინა და საკუთარ ფიქრებზე გაეცინა..
-რითაც გამიმასპინძლდებით, დავლევ სიამოვნებით..
-ნალექიანი ყავა მაქვს, შაქრით დალევ თუ უშაქროდ?
-თქვენ როგორსაც სვამთ, ზუსტად ისეთი მინდა..- ზედმეტად უპრეტენზიო სტუმარს ალმაცერად გადმოხედა, თან წამოდგა და სამზარეულოში გავიდნენ.. უცებ მოადუღა, ნალექიანი ყავა შაქრით.. არადა არ უყვარს ცისნამის შაქარი, ეზედმეტებოდა ყოველთვის, გემოს უკარგავსო ყავას ამბობდა.. წამიერად კი აუვიდა წარბები მაღლა, თუმცა სახე გაასწორა, წინ დადებულ ყავს კი გემო გაუსინჯა..ცხოვრებაში პირველად არ ეზედმეტა ყავაში შაქარი..
-ჩემს ასაკში არ არის კარგი ეს ოხერი თეთრი სიკვდილი, მაგრამ თავს ვერ ვერევი.. აბა თავს როგორ გრძნობ ჩვენთან, მომიყევი..
-ჯერ ვერც გავიაზრე სად ვარ, სახლი მივალაგე რამდენადაც შევძელი..
-აქაურობას გემოს გაუსინჯავ და მოიწამლები.. ჩემი ქმრის გარდაცვალებიდან მოყოლებული ვიძახი უნდა დავბრუნდე ჩემს სახლში თქო, მაგრამ ხომ ვიცი ესაა ჩემი სახლი, ვერ ვტოვებ აქაურობას.. მასთან ერთად გავლიე ჩემი ცხოვრება და სად წავალ..- მიმიოხედა გარშემო, ვინ იცის რამდენი მოგონების გაცოცხლება მოასწრო ორიდე წამში.. ყურადღება ისეც სტუმრისკენ გადმოიტანა- აქაურობაზე მოგონებები არ გექნება..
-სამწუხაროდ არ მაქვს..
-მაგას მოევლება, საჭირო ადამიანები თუ გყავს ბედნიერი ტკბილი მოგონებები თავისთავად გროვდება - ყავის დალევა და საუბარი განაგრძეს,წამოსვლისას ლამარამ გააჩერა..
-ეს აიღე..- ცელოფანში ჩაყრილი ყავა გაუწოდა...
-არა ვიყიდი..
-სანამ იყიდი ხომ გინდა კაცო, აიღე თქვა..- ყავა გამოართვა და მადლობა გადაუხადა. სახლის გზას დაადგა, პირველად იყო მეზობელთან ყავაზე, პირველად გაატანეს აი ასე მეზობლურად რაღაც..
სახლში დაბრუნდა, ცელოფანი მაგიდაზე დადო..
-ცისნამიი..-ეგონა მოეჩვენა, მაგრამ როგორც კი მეორედ გაიგონა მისი სახელი, გარეთ გამოვიდა.. ღობესთან ახლოს მანანა ბებოს დანახვისას, კიბეებს ჩაუყვა და მიუახლოვდა..
-მანანა ბებო..
-დილა მშვიდობისა ჩემო გოგო..
-დილა მშვიდობის..
-აი მანდ ქათამს ხომ ხედავ ?- გაკვირვებულმა მიმოიხედა და ბალახებში ჩამალული ქათმის კუდს მოჰკრა თვალი..-ფრთების დასაჭრელად გამოვიყვანე, ვეღარ დავიჭირე და შენს ეზოში გადმოფრინდა.. შეგიძლია დაიჭირო ?
-ქათამი დავიჭირო ? მე ? - ცხოვრებაში ცოცხალ ქათამს არ მიახლოებია, ახლა კი უნდა დაიჭიროს..
-რა უჭირს ?-მეშინიაო ვერ შეჰბედა, ქათმისკენ წავიდა, ისეთი სისწრაფით გაიქცა ქათამი თან შეჰკივლა, გულის გადაქანებამდე აღარაფერი აკლდა ცისნამის..
კარგა ხანს არბენინა ქათამმა, კინაღამ წააქცია კიდეც, როდესაც სირბილის დროს ქვას ფეხი წამოსდო, თუმცა მაინც მოამწყვდია კუთხეში.. ახლოს მიიტანა ხელები, თავი გვერდით გადასწია, ქათამი თუ თავს დამესხა სახე მაინც გადავირჩინოო, შეიძლება თვალების დაზიანებისაც შეეშინდა.. აიყვანა, კი აწიოკდა ჩვენი ფერადი ქათამი, თუმცა ცისნამისთვის არაფერი დაუშავებია, ღობეს მიუახლოვდა და მანანა ბებოს გადააწოდა..
-მადლობა შვილო..-იქვე შორიახლოს მყოფი ზურა შენიშნა, რომელსაც ღიმილი შეჰპარვოდა, სანახაობის შემსწრეს.. -შუადღეს თონეში პური უნდა დავაცხო, გადმომიარე თუ გეცლება..
-პურს თქვენით აცხობთ..?
-ყველაფერს ჩემით ვაკეთებ რაც შემიძლია, დაგიძახებ.. -თავი დაუქნია და დაემშვიდობა. მიბრუნებულს ერთმანეთზე დაწყობილი სკამებს გადააწყდა, დალაგების დროს გამოიტანა, რამეს მოვუხერხებო გადაგდებისთვის დაენანა.. ერთმანეთისგან გამოაცალკევა, შეათვალიერა..
-პირველ რიგში უნდა გავრეცხო.. შლანგი მჭირდება, ის ძველი არ ივარგებს წყალი გასდის რამდენიმე ადგილას.. - ისევ დატოვა სახლი, მაღაზიისკენ მიმავალს გაახსენდა, რომ სია არ ჩამოუწერია.. არადა ყოველთვის გეგმას მიჰყვება, მაღაზიაში მყოფს რამდენ რამეზე უთქვამს უარი, მხოლოდ იმიტომ რომ სიაში არ ეწერა.. თუმცა ეს ხომ რეალურად კარგი ჩვევა არა ? თუ არის ?
შორიდან გაიბადრა, როგორც კი, მაღაზიის კარი ღია დალანდა.. შიგნით შევიდა.. პირველ რიგში პური აიღო, მაკარონი, კვერცხი.. სხვადასხვა პროდუქტები და სალაროს მიუახლოვდა..
-პარკი ?-თავი დაუქნია და ყველაფერი ჩააწყო, ფული გაუწოდა ზუსტი რაოდენობით..
-ხომ არ იცით შლანგს სად შევიძენ ?-მხრები აიჩეჩა უარის ნიშნად..
-შლანგი გინდა ?-უკნიდან მოესმა ხმა, ახალგაზრდა გოგონამ გაუღიმა, ხელში ნაყინებით..
-კი, იცი სად ვიყიდი ?
-ახლა დაკეტილია სადაც იყიდდი, შემიძლია გათხოვო..
-მათხოვო ? სრულიად უცნობს მთხოვნი ?
-შენ ხომ ცისნამი ხარ..
-საიდან მიცნობ ?
-სოფელში ამბები მალე ვრცელდება, ჩათვალე ყველა გიცნობს შორიდან.. მანანა ბებო გაქებს, თან მაგის სიტყვას არ იცი რა წონა აქვს, ესე იგი კაი ვინმე უნდა იყო..
-რა გქვია ?- გოგონამ ანიშნა გამატარეო და მოლარეს წინ ნაყინები დაუწყო..
-თათუშა..-ერთად დატოვეს მაღაზია.. თათუშას სახლს როგორც კი მიუახლოვდნენ, ალიაქოთის ხმა გაძლიერდა.. რამდენიმე ადამიანის ხმამაღალი უხეში ტონით საუბარი, ბავშვების ტირილი..-აქ დამელოდე..
-კარგი..-თათუშა სახლში შევიდა, ორი ნაყინით და შლანგით გამოვიდა.. ერთი ცისნამის გაუწოდა..
-შეიძლება ვიკითხო რაში გჭირდება ?
-სკამები უნდა გავრეცხო..
-თუ ხელს არ შეგიშლი, შეიძლება წამოვიდე ?
-შენებს თუ არ აქვთ პრობლემა..
-დამიჯერე არ აქვთ..-სახლის კარგი გამოიხურა და გზას გაუყვნენ
-რამდენი წლის ხარ ?
-ჩვიდმეტი..შენ ?
-ოცდასამი..
-უნივერსიტეტი დამთავრებული გაქვს ხო ?
-კი..
-რა მაგარია.. სექტემბრიდან აბიტურიენტი ვხდები, საშინელებაა..- წუხილი ნაყინის დაგემოვნებისგან მოგვრილ სიამოვნებას გატაანა..
-მარტივი არაა, მაგრამ გადალახავ..-სახლში მივიდნენ, ცისნამიმ პროდუქტები შეიტანა სახლში და გამოვიდა. შლანგი წყალზე მიაერთა, ჯერ წყალი გადაავლო, სპონჟი აიღო..
-მეორეც გაქვს ?
-კი..
-მომაწოდე..- სკამების გახეხვა დაიწყეს..
-იცი რაზე უნდა ჩააბარო ?
-საერთოდ არ ვიცი მომეცემა თუ არა ჩაბარების შესაძლებლობა..
-რატომ ?
-მაგის ფულს ვინ გადაიხდის, თანაც აქ წესიერი ინგლისურის მასწავლებელი არაა.. იქნებ ჩემით ვიმეცადინო, ან ინტერნეტში ვნახო რამე.. სანამ სწავლა დაიწყება უნდა მოვიფიქრო..
-ახლა რა საგნების მასწავლებლები გყავს..
-ისტორია და ქართული..
-კარგი მოასწავლე ხარ ?
-საუკეთესო ჩემს კლასში..- შეიძლება ამპარტავნულად ჟღერდა, თუმცა არა ცისნამისთვის, მან თავდაჯერებულობა დაინახა..
-მაშინ გრანტისთვის უნდა იბრძოლო.. მხოლოდ შენს კლასში საუკეთესოდ ყოფნა საკმარისი არაა..
-მე რომ რესურსი მქონდეს..
-ეგ უკვე წუწუნია, აქ რესურსი არაფერ შუაშია..
-თავშია, რამდენს ჰყავს საუკეთესო მასწავლებლები, არც საცხოვრებელზე უნდა იფიქრონ, არც ჭამაზე..
-ინგლისურში მე გამეცადინებ, თუ მოინდომებ სწავლას და სიტყვა წუწუნის ლექსიკონიდან ამოღებას
-არ შემიძლია ის გადაგიხადო რაც..
-ფული არ მიხსენებია
-უცნობს უფასოდ სწავლას სთავაზობ ?
-უცნობს შლანგი ათხოვე და ნაყინით გაუმასპინძლდი..-გაეცინა ორივეს..
-მართლა ამბობ თუ მეხუმრები.. მოიცადე შენ რა ინგლისურის მასწავლებელი ხარ ? მე მახსოვდა, რომ შენ..
-შენთვის ვიქნები, ისე სოციოლოგი ვარ.. c1 ვფლობ ინგლისურს თუ ეს დაგამშვიდებს.. აქამდეც მომიმზადებია ბავშვები უნივერსიტეტში სწავლის დროს, როცა ფული მჭირდებოდა..
-შენ გჭირდებოდა ფული ?
-მშობლების ფულზე უარი ვთქვი, რაღაც ხომ უნდა გამეკეთებინა.. აბა გინდა ჩემო მოსწავლეობა თუ გავაუქმო მიღება..
-მინდა, რა თქმა უნდა, მაგრამ არა უფასოდ..
-არ იდარდო, გამოვნახავ საშუალებას, სხვა რამეში დამეხმარები..
-რაში..
-მოგვიანებით ვისაუბრებთ მაგაზე..-სკამებს წყალი გადაავლო..-ლაქები არ შორდება, ხომ არ შევღებო ?
-სკამები რაში გჭირდება, ძველია..
-თუ განვაახლებ, გამოდგება ისევ გამოსაყენებლად.. -ამ დროს დაუძახა მანანა ბებომ, შეეტყო გაკვირვება თათუშას დანახვისას, ისიც მოიკითხა და საბოლოოდ ორივე მიიწვია.. მეზობლის კარი შეაღო ცისნამიმ, ახლად გამომცხვარი პურის სურნელი ტრიალებს.. თონეს მიუახლოვდა და ჩახედა..
-მოიტეხე და ყველთან ერად მიირთვი, აქეთ შედარებით ცივია..
-ბებო შეიძლება წყალი დავლიო ?-მანანა სახლში შევიდა და თათუშაც გაიყოლა.. ცისნამიმ კი ცდუნებას ვერ გაუძლო და თონიდან ახლად ამოღებული პურისკენ წაიღო ხელი..
-დაგეწვება..-თითქოს ზურას ხმა არ გაუგიაო, მაინც მოჰკიდა პურს ხელი და წვალებით მოიტეხა..
-გადავიტან, თან ეს ყველაზე გემრიელი იქნება ამ მომენტისათვის..-ყველთან ერთად დააგემოვნა..-გავგიჟდები, ასეთი გემრიელი ყველი ცხოვრებაში არ გამისინჯავს..
-მანანა ბებო თავად ამზადებს..
-ყველს ამზადებს ? - ისე გაიკვირვა თითქოს სოფელში ძროხა აქამდე არვის ენახოს, მანანაც და თათუშაც გამოჩნდნენ..
-ამაზე გემრიელი მგონი არც არაფერი მიჭამია..
-მშიერი კუჭი გალაპარაკებს შენ..
-ყველი და პური თუ ესე გეგემრიელება, მანანა ბებოს სხვა კერძებზე მოსასულიერებელი გახდები..
-ეჭვი არ მეპარება, ყველის ამოყვანას ვერ მასწავლით?
-გასწავლი ბებო მაგაზე დაგზარდები ? მიდი ახლა მიირთვით..-ზურამ ამოიღო დანარჩენი ჩაკრული პურიც იქვე ეზოში ჩამოსხდნენ..
-ხვალიდან ვიწყებთ ?-თათუშამ გადაულაპარაკა..
-ზაფხულის ლაღად გატარება არ გინდა, გაკვეთილების გარეშე ?
-კარგი რაა, ზაფხულის დასრულებამდე აქ ან იქნები ან არა, ის დრო დამეხმარება რაც მაქვს..
-საჭირო წიგნებს მოვითხოვ დედაქალაქიდან და როგორც კი ჩამომიტანენ..
-რა გაკვეთილები ბებო..
-ცისნამი ინგლისურში მომამზადებს, სანამ აქაა..
-მართლაა, რა კარგი ამბავია.. მარტო ცისნამიზე არაა, ეგ იცოდე, შენ უნდა მოინდომო ისე ცხოვრებაში რომ არ მოგინდომებია, შრომა ფასდება - კარგი დრო გაატარეს თუმცა თათუშა ადრე წავიდა. -კარგი რაღაცისთვის მოგიკიდია ხელი, რამდენზე შეთანხმდით..
-რამდენზე ? - კვირაში გაკვეთილების დღეებზე, წიგნებზე წავიდა ცისნამის გონება..
-ფული..
-არა რა ფული, რას ამბობთ.. თათუშას ფულს როგორ გამოვართმევ
-ისე ამბობ თითქოს კარგა ხნის ნაცნობები იყოთ -ზურა
-საკმარისად გავიცანი ამ ერთ დღეში, ერთი მოსწავლე არ დამაქცევს.. -ცისნამიც დაბრუნდა სახლში, დივანზე გაშალა ისევ, თუმცა გასაკვრია ამაზე გემრიელად არ უძინია კარგა ხანია..
. . .
-რაო მამა თბილისი როგორ მოგწონს ?- თვალები მაგრად დახუჭა, ჰაერი აღარ ეყო და გარეთ აივანზე გავიდა..
-ყველაფერი კარგადაა, თქვენ როგორ ხართ ?
-ჩვენ კარგად ვართ, გვენატრები, არ აპირებ ჩამოსვლას ?
-ამაზე ხომ ვისაუბრეთ, საქართველოში მინდა ცხოვრება..
-იმას მაინც შემპირდი, რომ ზაფხულის ბოლოს დაფიქრდები წამოსვლაზე, რამდენად ღირს დარჩენა..
-კარგი ვიფიქრებ, უნდა წავიდე..
-დროებით, მშობლები არ დაივიწყო..
-დროებით..-ზარი გაწყდა, ჩაიმუხლა, ტელეფონს დახედა, ამოიკითხა "მამა ".. გული შეეკუმშა თითქოს.. ცრემლებს ვერ ერევა.. იდეალური ქალიშვილის ტვირთი კიდევ ერთხელ იგრძნო, ამიტომაცაა ჩამუხლული და ვერ დგება.. სულ ასე იყო ? ღრმა ბავშვობაში საყვარელი გოგონა იყო, რომელსაც დასთან ერთად გართობის, კინკლაობის მეტი არაფერი ადარდებდა, მოსიყვარულე ოჯახში მყოფს სხვა რაზე უნდა ეფიქრა.. შემდეგ ბედნიერი კოშკი ერთნაირად ჩამოინგრა.. რის გამო ? ჯერ არ მაქვს თქმის უფლება, მაქამდეც მივალთ..
მაქსიმალური ქულები, მანერა არ შეშლია, სიჩუმე შემოესწავლა უნებურად.. მშობლებს ერთი შენიშვნა არ მიუციათ, საკუთარ თავს შეცდომის დაშვების უფლებას არ ძლევდა არასდროს, წამით არ მოუდუნებია ყურადღება.. მშობლები ამაყობდნენ, სხვის მშობლებს შურდათ ასეთი ქალიშვილი რომ არ ჰყავდათ, სხვისი მშობლების შვილებს შურდათ ასეთები რომ არ იყვნენ.. ცისნამის კი გულში სიმწრით ეცინებოდა, ჩემს ადგილას ერთი დღეც ვერ გაძლებენო..
ისევ გაისმა ზარი, ამჯერად ირინკაა..
-ცის, ხომ მშვიდობაა ?
-რატომ არ უნდა იყოს ?
-მამაშენი მელაპარაკა გუშინ, ახლაც დამირეკა რაღაც ცისნამის ხმა არ მომეწონა ხომ კარგადააო..
-რა უთხარი ?
-რაც ჩამოვიდა სულ ერთად ვართ მეთქი, მშვენივრადაა ალბათ მოგეჩვენათ მეთქი, კი დამშვიდდა, მაგრამ რამდენ ხნით არ ვიცი.. რამე ხდება ?
-ავნერვიულდი როცა დარეკა..
-მაინც ვერ ვხდები, რამეს მაინც აშავებდე, სოფელში ხარ უბრალოდ, რას უმალავ..
-აქ წამოსვლა აკრძალულია, არ იცი ?
-ვიცი და მიზეზს ვერ ვხდები..
-მათი ახირებაა, მე კი აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ, შენ როგორ ხარ ?
-უკეთ, ვმუშაობ, ვმუშაობ და ვმუშაობ..
-ირინკა, მადლობა..
-შენ ჩემთვის, მე შენთვის.. როგორც ყოველთვის..
-როგორც ყოველთვის..-გაეღიმა ცისნამის და ნელ-ნელა წამოდგა, ზარი მალევე გაწყდა..
შორიდან მომავალი ძია გოგიტა და ზურა შენიშნა, მათი ხმამაღალი საუბარი ისედაც ისმოდა, თან მიაყურადა...
-მადლობა შვილო, შენ რომ არა, სახურავს ვერ მივხედავდი, ზურგმა ისევ შემომიტია..
-რა მადლობა, მიხარია თუ დაგეხმარეთ, თუ რამე დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ.. - თბილად გაუღიმა ზურამ გოგიტა ძიას და დაემშვიდობა. ზურა სახლში შევიდა, გოგიტა ძიამ კი სვლა განაგრძო.. თვალს მოეფარა ორივე..
დროს დახედა, სასწრაფო წესით უკვე ელოდნენ, ამიტომაც საკუთარი თავი უნებურად შეათვალიერა სარკეში, ზაფხულისთვის დამახასიათებელი ფერდი კაბა ამშვენებს, ნაწნავი.. აქ რაც ჩამოვიდა მაკიაჟი არც გახსენებია, არადა წლებია ყოველი დღე ამით იწყებოდა. სახლი დატოვა და მანანა ბებოსთან გადავიდა, სადაც ლამარა ბებო და ლეილა ელოდნენ.. პირველ დღეს შემხვედრი მეორე ქალბატონი მოგვიანებით გაიცნო ახლოს.
-ჩვენი გოგოც მოსულა, მოდი მოდი.. -ლამარა..
-მალე ყავაც მზად იქნება - ლანგარზე დალაგებული ჭიქები გადაანაწილა, თავადაც ჩამოჯდა..
-აბა მოყევი თათუშასთან რა ხდება, გაკვეთილმა როგორ ჩაიარა..
-მშვენივრად, ჭკვიანი გოგოა, თუ მოინდომა, იშრომა, ყველაფერი გამოუვა..
-ოჯახში არ გაუმართლა სამწუხაროდ..
-რას იძახი ლამარა..
-ტყუილს ვამბობ ? ცოლ-ქმარი მაგათაც თუ ცოლ-ქმარი ჰქვიათ, სულ ჩხუბობენ, რას აყურებინებენ და ასმენენ ბავშვებს წარმოგიდგენიათ ? თათუშა უფროსია და ბევრი რამ მასზე გადადის, პატარა დაძმების ზრუნვა, ის ქალიც დიდად არ იწუხებდეს თავს.. არ ადარდებთ შვილი..
-ასეც ნუ იტყვი, შორიდან ყველაფერი მარტივი შესაფასებელია, არ იცი შიდა სამზარეულოში რა ხდება.. - ლეილა..
-არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვები არიან პირველები..
-ის ქალი რა მდგომარეობაშია ფსიქოლოგიურად რა იცი შენ, რისი ძალა და თავი აქვს იმას აკეთებს, რა თქმა უნდა, უყვარს შვილები..
-ლეილაა, არ გამაგიჟო რადგან შენ ხარ ასეთი მოსიყვარულე, თბილი და მზრუნველი დედა, არ ნიშნავს ყველა დედა ასეთია, იმ ქალს სახელის ხსენებაც არ მინდა, ნუ ამართლებ..
-არ ვიცით რა ხდება, თათუშა კი ნამდვილად კარგი გოგოა..-მანანა..
-ზურა სადაა მანანიკო ? - ზედმეტად სწრაფად მიიხედა მანანასკენ, ყველას გადახედა ხომ არ შემამჩნიესო.
-ხან რას აკეთებს ამ ეზოში ხან რას, ბოლოს მოსათიბად გავიდა. ეს რომ არ ჩამოსულიყო რა მეშველებოდა არ ვიცი
-აბა შენი შვილიშვილი წასულია და..
-გეგას კარგი მეგობარი აღმოაჩნდა..
-ზურა თქვენი შვილიშვილი არაა? - გაკვირებით იკითხა ცისნამიმ
-ჩემი შვილიშვილის მეგობარია, მაგრამ ვერ ვანსხვავებ ერთმანეთისგან, ძმებივით არიან..-ცისნამი დაიბნა, ზურა ისე იყო როგორც საკუთარ სახლში, გარეგნულად არაფერი ეტყობა..
-ცისნამი ისე უნდა მეკითხა შენთვის, მარტო თათუშას ამზადებ ხო ?
-სხვას არავის ვიცნობ მოსამზადებელს, თანაც ესეც აუცილებლობიდან გამომდინარე..
-ვიცი ცოტა უხერხულია, მაგრამ ერთიც რომ დაიმატო ?
-თათუშას მდგომარეობა, რომ არა, ამასაც არ დავთანხმდებოდი, დიდი ხანია ბავშვები არ მომიმზადებია..
-არ გეუბნები ასევე აიყვანე თქო, საცდელი გაკვეთილი ჩაატარე, მიხვდები როგორია..
-ვისზეა საუბარი ?-მანანა
-ჩემს ბიჭზე..- ხათრი ვერ გაუტეხა და დათანხმდა საცდელ გაკვეთილს..
ყავის შემდეგ სახლში დაბრუნდა და ლეილას ბიჭიც ესტუმრა.. ისეთი ზრდილობიანი, კარგი ბიჭი აღმოჩნდა, უარი აღარ უთქვამს..
-მოიცადე სად მიგეჩქარება..
-ხომ შევთანხმდით დაწყებაზე..
-დღეიდან ვიწყებთ..-ხუთი წუთი გავიდა, ნიკა მოთმინებით იცდის და ვერ გაუგია რისთვის.. საბოლოოდ გადაწყვიტა ეკითხა რას ველოდებითო, შორიდან ხმაც შემოესმა..
-ძვირფასო თიჩერ, ვერც წარმოიდგენ რა მოხდა, იმ სულელმა ჯაბამ იცი რა მითხრა ? წამოდი ჩვენთანო და..-ამ დროს შევიდა ოთახში, ნიკას დანახვისას გაჩერდა, ცისნამის გახედა..
-მოდი მოდი, არ ვიცი ერთმანეთს იცნობთ თუ არა, მაგრამ ამიერიდან ერთ ჯგუფში იქნებით, ორივესთვის უკეთესია..-ნიკას მოპირდაპირედ დაიკავა კუთვნილი ადგილი..-რაო რას ამბობდი ?
-სხვა დროს მოგიყვები..- ნიკას კი უნდა ახლავე დაასრულოს ამბავი, აქედან წასვლა და ჯაბასთვის პასუხის მოთხოვნა მოუნდა, თუმცა რისთვის უნდა მოეთხოვა, რა უნდა ეთქვა.. წესით მისი საქმე არაფერია..
-როგორც გინდა - გაკვეთილი დაიწყო, რეალურად გაკვეთილსაც ვერ დაარქმევდა ვერცერთი, თამაშ-თამაშით სახალისო აქტივობებით გააბრუა ორივე.. მოსასმენი სავარჯიშოს დაწყებამდე დაიბარა ორი წუთით გავალო, გავიდა კიდეც, როდესაც დაასრულეს, ცისნამის მოლოდინის რეჟიმზე გადავიდნენ..
-არ ვიცოდი ჯაბასთან თუ მეგობრობდი..
-არ ვმეგობრობ..
-ისე საუბრობდი..
-შეთავაზება, სადმე გაყოლასთან დაკავშირებით, მეგობრობას ნიშნავს ? საერთოდაც შენ რატომ გიხსნი..-ცისნამი დაბრუნდა, სავარჯიშო შეამოწმეს..
-ამდენი შეცდომა რანაირად დავუშვი ?
-ყურს მიჩვევა უნდა, ამაზე ვივარჯიშებთ. სანამ წახვალთ, სახლთან ახლოს ბიჭი ტრიალებს, კარგა ხანია, რომელიმეს გელოდებიან ?
-არა.. - ერთხმად უპასუხეს.. დაემშვიდობნენ და გარეთ გამოვიდნენ, ცისნამი აივნიდან უყურებს, არ ასვენებს მაინც რაღაც..
-თათუშ..
-ჯაბა აქ რას აკეთებ ?
-სახლამდე მივაცილებ მეთქი..
-არ არის საჭირო..
-კაი რაა რა მოხდა, უარი არ მიიღება..
-არ გესმის შენ ადამიანის ნორმალურად საუბარი ? არაო გითხრეს და უსმინე..- ნიკას მშვიდი ტონში იგრძნობოდა ბრაზი, ეს კი მხოლოდ თათუშამ შეამჩნია..
-გაცილებით რამეს ვაშავებ ? რა გინდა შენ ?
-როცა არ უნდა და მაინც აკეთებ, კი აშავებ.. წავედით ?-თათუშას გახედა, მან კი თავი დაუქნია, ჯაბა იქვე გაჩერებულ მანქნაში ჩაჯდა, მაგრამ არსად წასულა, ნიკას და თათუშას უყურებს..
-ჯაბა აღარ ჩანს, მართლა აპირებ სახლამდე მიმაცილო ?
-ჩემს სახლამდე რომ მივიდე, შენი უნდა გავიარო..
-ნიკა..-მოუტრიალდა..-რამეს თუ აპირებ არ გინდა..
-რას გულისხმობ ?
-ჯაბა ამად არ ღირს, არაფრად ღორს, არა ასე ცუდად ჟღერს, მაგრამ ხომ ხვდები რას ვგულისხმობ?- კიდევ კარგი ჯაბაზე საუბრობსო გაეფიქრა და როდესაც ეს გაიაზრა, შიშმა და გაკვირვებამ მოიცვა.. რატომ მოეშვა გულზე ჯაბას ხსენებისას ? რა იფიქრა ? თათუშა ხომ მხოლოდ იმაზე ნერვიულობს, მის გამო რაიმე ჩხუბი არ მოხდეს. პასუხის გაცემა დააპირა თუ არა, ლეილამ დარეკა, უპასუხა.
-ახლა გამოვედი..-სვლა განაგრძო, თათუშაც მიჰყვება..- მიმიღო კი..არა ცალკე არა, თათუშასთან ერთად ვიქნები.. კარგი მოვალ მალე..
-მომკითხე ლეილა დეიდა..
-თათუშამ მოგიკითხა..კი ჩემს გვერდითაა.. თავადაც მოგიკითხა..კარგი კარგი უნდა გავთიშო..-ზარი გაწყდა, ნიკამ მობილური ჯიბეში დააბრუნა.. ხმა არც ერთს აღარ ამოუღია.. თათუშას სახლს მიახლოვდნენ, ბოლომდე კართან არ მისულა ნიკა..
-კარგი მე წავედი..
-თათუშა..-უკან მოიხედა..-შეხვედრამდე..
. . .
ოთახს ჩაუარა, თუმცა წამით გაჩერდა და ნაბიჯები უკან გადადგა, აქამდე ყურადღება არ მიუქცევია ძველი ხის კარადისთვის..ოთახში შევიდა, კარადის წინ დადგა.. ან ტანსაცმელი იქნება ან ჭურჭელიო, ბევრი ვარიანტი განიხილა.. გამოაღო, შიგნით კი გიტარის მეტი არაფერი დახვდა.. ფრთხილად გადმოიღო, აივანზე გაიტანა, მტვერი გადაწმინდა.. მიხვდა გიტარის შიგნით რაღაც დევს, გაამოძრავა და იმაში მართლაც დარწმუნდა რაღა არისო, გადმოატრიალა, გაატოკა და პატარა სურათი შენიშნა, ძლივს ამოაძვრინა.. .
-მე და ჩემი და..- გაეღიმა.. ფოტოზე პატარები არიან, ჩამწკრივუბლ ჩურჩხელებს უყურებენ ეშმაკური მზერით, გამოიჭირეს.. ფოტო წიგნში ჩადო..ისევ გიტარას მიუბრუნდა.. დაკვრა არ იცის, არადა რამდენჯერ შესთავაზა დამ გასწავლიო, ცისნამი ეუბნებოდა შენი მოსმენა უფრო მიყვარსო.. ნანობს მთელი გულით ნანობს, მაგრამ რა აზრი აქვს..? თითები ჩამოატარა..
სახლიდან მხოლოდ გიტარა და წიგნი გაიყოლა, გზას გაუყვა მდინარისკენ, რომელიც თათუშამ აჩვენა.. პირველად იყო მარტო, თუმცა თავს მარტო საერთოდ არ გრძნობს, იქვე დადო გიტარა..ისევ ჩამოატარა თითები სიმებს.. მარცხნივ გიტარა უდევს, თითებს ატარებს, მეორე ხელით წიგნი დაიჭირა და კითხვა გააგრძელა.. კითხვაში ისე გაერთო, დროის შეგრძნება დაკარგა.. საათი ისე გავიდა, თავი არ აუწევია, აი ახლა პირველად ამოიხედა და მისკენ მომავალი ზურა დაინახა, მაისურში დაგროვილი ალუჩებით..
-ცისნამის ვახლავარ..
-სალამს გიბრუნებ..-მსუბუქად დაუკრა თავი და წიგნი გვერდით გადადო..
-წითელი არ არის, მაგრამ თუ მოისურვებ, გაგინაწილებდი..-თავი დაუკრა, ალუჩები კალთაში მთლიანად ჩაუყარა, თითქოს სპეციალურად მისთვის კრეფდა..
-განაწილებაზე დაგთანხმდი..
-საკმარისად მაქვს, უკრავ ?
-ნეტავ ვუკრავდე..
-შეიძლება ?-თავი დაუკრა, ზურა იქვე ჩამოჯდა და გიტარა აიღო ხელში, დაკვრა სცადა..-გასასწორებელია..
-დაკვრა იცი ?
-დიდი ხნის წინ..- გასწორება დაიწყო, შემდეგ კი მართლაც გაჟღერდა სასიამოვნო მელოდია, გიტარა მალევე დააბრუნა თავის ადგილას..-კარგი, აღარ მოგაცდენ, კითხვის დროს ხელის შეშლა არც ისე სასიამოვნო უნდა იყოს..
-დაკვრას მასწავლი ?
-რა ? არა, აღარ ვუკრავ დიდი ხანია..
-ზურა გთხოვ, ელემენტარული მაინც.. შემდეგ ჩემით გავაგრძელებ.. -წამოდგა, ერთი ნაბიჯი გადადგა ზურასკენ..-ხომ მასწავლი ?
-მართლა გინდა ? იქნებ ცუდი მასწავლებელი ვარ..
-ისე მაინც ვუკრავდე როგორც შენ, რაღა მიჭირს..
- შენ ამას დაკვრის ცოდნას ეძახი ?
-რაც იცი ის მასწავლე..
-კარგი ვცადოთ..
-მართლა მთანხმდები ? - გონება არას გაჰყვირის, ყველა შესაძლო მიზეზს რატომ არ უნდა დასთანხმდეს, თუმცა, როდესაც ცისნამის შეხედა, როდესაც სთხოვა, უარი ვერ თქვა..
-მადლობა, არ გაგაწვალებ, უცებ ვისწავლი..-უკვე მაწვალებო გაეფიქრა გონებაში.. ცისნამიმ ზურას მოტანილი ალუჩა დააგემოვნა.. გიტარა და წიგნი ხელში აიღო..- სიტყვები უკან არ წაიღო..
-არ წავიღებ..- თავის დაკვრით დაემშვიდობნენ ერთმანეთს..
. . .
ახალგაღვიძებულზე, აივანზე მდგომმა სულ რამდენიმე წამით შეხედა წითელი ტყემლის ხეს და ესე არსაიდან გადაწყვიტა საწებელს გავაკეთებო, მერე რა თუ ცხოვრებაში საწებელი არ გაუკეთებია, როგორ უნდა გააკეთოს არ იცის, მაგრამ გადაწყვიტა და აღარ გადათქვამს..
თმა მაღლა აიწია, ჩვეული თავშალი დაიმაგრა, ჭურჭელი აიღო და კრეფას შეუდგა.. თითქმის მთლიანი ხე, უტყემლოდ დატოვა, რაოდენობას გადახედა, რაღაც მაინც ხომ გამოვაო.. ჭურჭელში წყალი დაასხა, გაარჩია, კიდევ ერთხელ გარეცხა.. სახლში ნანახი ქვაბი გამოიტანა და კარგად გარეცხა, მართალია, თითქმის მთლიანად დასველდა, თუმცა დიდად არ ჩივის..
ქვაბი შუამდე გაავსო წყლით..
-ეს ვინ ჩამოვიდაა..-გაიგონა მანანა ბებოს ხმა, უნებურად მეზობლის ეზოსკენ მიაყურადა..
-ჩემს გარეშე ზედმეტად დიდხანს დაგტოვეთ, როგორ ხარ მანანიკო ? - მონატრება გამოხატა სითბოთი წარმოთქმული ბებიის სახელით გეგამ.
-შენ რომ გხედავ უკვე კარგად, ზურა თავზე მევლება, მაგრამ შენც მენატრებოდი ჩემო ბიჭი~ო..
-მეც მომენატრეთ, ზურა საითაა..
-აქ ვარ აქ, გვიკადრე და ჩამოხვედი ?
-მოვაგვარე საქმეები და ცოტა ხანს დავისვენებ თქო..-გადაეხვივნენ ერთმანეთს, გეგამ მეზობელს გადმოხედა, რომელიც საქმეში გართულიყო და მათ ვეღარ აქცევდა ყურადღებას - აქ რა ხდება, რაც წავედი, სიახლეებია, ვინმემ იყიდა ადგილი ?
-არავის უყიდია, ვისიცაა ის ჩამოვიდა.. შარაშიძეების გოგოა, თან რა გოგო..-გოგონამაც გამოიხედა, ზუსტად მაშინ, როცა ყველა მას უყურებს..
-დილა მშვიდობის..
-დილა მშვიდობის..როგორ გიკითხოთ ?
-ჩემი შვილიშვილი ჩამომივიდა და მშვენივრად..
-გეგა..
-ცისნამი, სასიამოვნოა..
-ჩემთვისაც..
-რას საქმიანობ ბებო ?
-საწებელი მინდა გავაკეთო
-ყველაფერი გაქვს ? რამე ხომ არ გაკლდება..
-ახლა ვაპირებდი მაღაზიაში ომბალოზე გასვლას..
-სად უნდა გახვიდე მე მაქვს და მოგცემ, შემოდი ცოტახანს ჩვენკენ..
-სხვა დროს იყოს, აღარ მინდა საქმე გადავდო..-მანანა სახლში შევიდა და ომბალო გადმოაწოდა, ცისნამიმ მადლობა გადაუხადა.. დანარჩენები კი სახლში შევიდნენ..
ტყემალი გაზზე დადგა, სანამ დუღს თუშფალანგი გამოიტანა და გარეცხა..
-კარზე დაკაკუნების ხმა გაისმა და თათუშა შემოვიდა..
-ჩემი ძვირფასი თიჩერი როგორა ?
-თათუშახ ვახლავარ..
-ოხხ საწებელი და რამე ?
-მაშ..რაო, ისე შემომიარე თუ რამე გინდოდა ?
-სახლში ვერ ვმეცადინეობ და ცისნამის მაინც გავივლი თქო..
-აქ იმეცადინე მერე..
-აქ ვიმეცადინო ?
-მთლიანი სახლი ცარიელია, მე კი დღეს სულ ეზოში მომიწევს ყოფნა.. შედი და დარჩი რამდენი ხანიც გინდა..
-წიგნები მინდა წინასწარ წავიკითხო, საქმე წინ უნდა წავიგდო.. ლავ იუ..-თათუშა სახლში შევიდა, დავაზუსტებთ იქ სადაც ინგლისურის გაკვეთილს ატარებენ ხოლმე, წიგნები გადმოიღო და კითხვა დაიწყო..
არ აქვს სახლში მშვიდად ყოფნის საშუალება, მისთვის უკვე აუტანელია ხმაური, სახლში ან სისხამ დილით მეცადინეობს ან ძალიან გვიან, გარეთ ეძებს მეცადინეობის შესაძლებლობას..
ამასობაში, ცისნამიმ ბოთლები გაამზადა, სანამ დუღილი არ დასრულდა.. შემდგომ გახეხვა დაიწყო, თან ლამარა ბებო ესტუმრა, ეზოში ცისნამის გვერდით ჩამოჯდა..
-წელი მტკივა თორემ მოგეხმარებოდი..
-პირიქით, მიხარია, ჩემით, რომ ვაკეთებ.. მაინტერესებს თუ გამომივა..
-რა უნდა იყოს ისეთი შენ მოინდომო და ვერ გააკეთო, ჩემო გოგო.. ახალგაზრდა ხარ, არც გონება გაკლია და არც გარეგნობა.. - გახეხვა დაასრულა, ბოთლებში ჩასხმა როცა დაიწყო მიხვდა ვერ გათვლა სწორად.. ბოთლები აკლდება..-იცი ლეილას რამდენი აქვს, მოცია დავურეკო..
-ვიყიდი, არ მინდა შევაწუხო..
-რა იცი ხოლე ეს შეწუხება, ნუ ხარ მორიდებული, ერთმანეთს თუ არ მივეშველეთ, ისე როგორ-სათვალე გაიკეთა და ლეილას ნომერი აკრიფა.. -კი ლელაჩკა, მიდი მიდი.. აი ასე, ლელაც მოვა, ჩემი მოტანილი ნამცხვარი ლელას მოსვლის შემდეგ მივირთვათ ყავასთან.. მანანა რას აკეთებ ერთი..
-გეგა ჩამოუვიდა..
-ვაიმე ჩვენი ბიჭი ჩამოვიდა ? მანქანა არ მეცნო, ეტყობა ახალია..-ლეილაც დაეწვია, თან ნიკაც მოჰყვა..
-მარტო ვერ მოვერიე ბოთლებს და ნიკა მომეხმარა..
-როგორ გიკითხო..
-კარგად ნიკოლოზ, შენ როგორ ხარ, როგორ მიდის სწავლის საქმე..
-კარგად..
-ინგლისური არ ჰყოფნის, სხვა რაღაცებში თავისით დაიწყო მეცადინეობა, ქართულში წინასწარ კითხულობს წიგნებს..
-თათუშაც, აქაა ჩემთან წიგნს კითხულობს..-ნიკა, რომელიც კარებთან ახლოს დარჩა, რატომღაც აღარაა გაქცევაზე და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადმოდგა ეზოში..
ცისნამიმ ნიკას მზერა დაიჭირა თუ არა, ჩუმად ჩაეღიმა...
-ნიკა, შეგიძლია დამეხმარო? ესენი უკვე მოხუფულია, მაღლა ვერ ამატანინებ ?
-კი, რა თქმა უნდა..
-ალაგია უკვე ერთი ორი.. მიხვდები სადაც დაალაგო..-ნიკამ თავი დაუნია, ბოთლები აიღო და მეორე სართულზე ავიდა..
-ყავას დავადგამ..-ლეილაც იქვე ჩამოჯდა.. ამასობაში ნიკა უკვე მეორე წრეზე იყო ასული, თათუშა, როცა გამოვიდა..მიესალმნენ ერთმანეთს, ნიკამ ბოთლები დაალაგა.
-შენმა თიჩერმა მეცადინეობსო..-თათუშას გააჯავრა თიჩერის წარმოთქმისას, თათუშას გაეღიმა..-
-დიდოსტატის მარჯვენას ვკითხულობდი, ცოტა წინ თუ არ წავიგდე საქმე, მერე ერთიანად გამიჭირდება.. ბევრი დაგრჩა ? - ბოთლებზე ანიშნა..
-არც ისე, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩა ჩამოსასხმელი..-დაბლა ჩავიდა ნიკასთან ერთად..
-ჩემი ფერია მოსულა..-ლელა წამოდგა და ჩაეხუტა..
-როგორ გიკითხოთ..?
-შენ რომ დაგინახე რაღა მიჭირს, ნამცხვარს ხომ მიირთმევ.
-მოდი შვილო დაგვეწვიე, ნიკა შენ არ გინდა ?
-არა, მადლობა..
-დიდი მადლობა, მაგრამ მე უნდა წავიდე, ისედაც გამიგრძელდა აქ ყოფნა..
-მეც წავალ..
-კარგი აბა თქვენ იცით..- კიდევ ერთხელ დაემშვიდობნენ და ეზო დატოვეს..
-რაზე აპირებ ჩაბარებას..? -თათუშა..
-ბიზნესზე დიდი ალბათობით, კიდევ დავფიქრდები მანამდე, შენ ?
-არ ვიცი, ვნერვიულობ, სწორად თუ ვერ შევარჩიე, მერე რომ აზრი შევიცვალო
-მერე რა, მხოლოდ ერთი პროფესიის ქონას არავინ გავალდებულებს, შეიცვლი და ეგ იქნება..
-ეგრე მარტივად არაა.. - თათუშას ტელეფონის ზარის გაგებას ახლა სიკვდილი ურჩევნია, იცოდა უკვე ვინც იქნება, თუმცა მაინც დახედა დასარწმუნებლად.. უპასუხა..
-სად ჯანდაბაში ხარ გოგო, ოჯახი არ გყავს.? ბავშვებს მარტო უვლის დედაშენი, შენ რას აკეთებ ?
-მასწავლებელთან ვიყავი..
-აღარ დამარეკვინო..- ზარის შემდეგ ნიკასკენ გახედვა არ უნდა, რცხვენია რადგან დარწმუნებულია გაიგო მამამისის თბილი მოკითხვა.. ნაბიჯებს აუჩქარა.. ნიკოსაც სწრაფად დაემშვიდობა და სახლში შევიდა..
-მობრძანდა ქალბატონი, ძაან ხო არ გაგიზარმაცდა შვილი?
-თათუშას თავი დაანებე, მიალაგა სახლი და ისე გავიდა..
-ვის ატყუებთ, არაფრის მაქნისები ხართ, წესიერად მოიქეცი იცოდე..-თათუშა ოთახში შევიდა,
ამოისუნთქა, ამჯერად ხელით შეხებას, რომ გადარჩა და სიტყვიერ ბრაზს აღარც ჩივის.. საწოლზე ჩამოჯდა.. მესიჯის ხმამ ფიქრებიდან გამოიყვანა..
- დღეს დავასრულე დიდიოსტატი, უნდა დამეწიო.
- რა იცი, რომ მეც დღეს არ დავასრულე ?
- მაშინ შეგვიძლია ახალ წიგნზე გადავიდეთ.. -ფოტო ჩაუგდო, ორი წიგნი უჭირავს ხელში..
- ვერაფრით ვიშოვე ეს წიგნი, შენ საიდან ?
- ვიცი რომ ვერ იშოვე მომივიდა ხმა.. წავიკითხოთ..
- ერთად?
-ერთდროულად.. დავგეგმოთ რას წავიკითხავთ, განვიხილოთ და მოკლედ ვიმეცადინოთ..
-რას აკეთებ ?-დედის ხმა გაიგონა თუ არა ტელეფონიდან თავი ასწია..- რა არ ვუთხარი ძლივს გავაჩერე, შენთან არ წამოსულიყო
-ზოგადად არ ადარდებს ხოლმე სად ვარ და ახლა რა წამოვლა გვაქვს, სიგარეტი შემოაკლდა თუ სასმელი..
-თათული..
-არ გინდა დედა, არ ამართლო შენი ქმარი ძალიან გთხოვ, დავიღალე უნდა დავისვენო.. - ვეღარ მოვასწარი დამენახა რა უპასუხა თათუშამ ნიკას, ისე მალე დავბრუნდით ცისნამის ეზოში..
-ნიკა თუ აცილებს, მაშ ცოტა მშვიდად ვარ..
-რა დრო დადგა, სოფელსაც ვერ ჩათვლი ბოლომდე უსაფრთხოდ..-ლეილა..
-მადლობა დახმარებისთვის, უთქვენოდ ვერ მოვახერხებდი..
-რას ამბობ, ყველაფერი მარტომ გააკეთე, თან პირველად.. აუცილებლად უნდა გაგვასინჯო როცა დრო მოვა.. -ლამარა..
-ჯერ ახლა რა გემო აქვს და შემდეგ რა იქნება..- ლეილას და ლამარას შემხედვარემ, საკუთარ ოჯახს გადახედა გონებაში, რა იქნებოდა ასეთი მოსიყვარულე ბებია ჰყოლოდა.. ასეთი თბილი მზერით შეეხედათ მისთვის თავის დროზე.. პატარა შეცდომა პატარა შეცდომად დარჩენილიყო და ეკლებზე არ ეარა საკუთარ სახლში?
-კიდევ ერთი ნაჭერი ?
-ჩვენი გასუქება უნდა ცისნამის, კარში ვეღარ გავეტევით..-ლეილა..
-დანარჩენი ხვალ ყავაზე, თან გეგა თუ ჩამოვიდა მანანიკოს მოსაყოლი ექნება..-გაეცინა სამივეს, დაემშვიდობნენ ცისნამის, მან კი ეზოში ყველაფერი მიალაგა და სახლში შევიდა..
. . .


ისევ მდინარეს შეაფარეს თავი, სანამ დაიწყებდნენ, მოიცადეო, თავშალი ხელახლა დაიმაგრა და უთხრა მზად ვარო.. გამომცდელად შეხედა ზურას, რომელსაც მისი გიტარა უჭირავს..
-პირველ რიგში თითის სახელები უნდა იცოდე..საჩვენებელი თითიდან მოვყვებით, პირველი მეორე მესამე მეოთხე.. როცა გეტყვი პირველი უნდა დაადო თუ მეორე, მარტივად მიხვდები.. ამ დანაყოფებს კი ლადები ჰქვია, რომელიც ასევე დანომრილია..- გიტარა ცისნამის გადაულოცა-მოდი პირველ თითი დავადოთ პირველ ლადში.. რომელია პირველი ლადი ?
-ეს ? - ზურამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, ცისნამის თითებს შეეხო და გადაანაცვლა მის მაგივრად..
-პირველ სიმზე..მეორე თითი მეორე ლადში მესამე სიმზე..- ცისნამის თითებს ისევ მის მაგივრად ანაცვლებს სიმებზე..-მესამე თითი მესამე ლადში მეორე სიმზე
-აკორდის დასახელება DM.. ძალიან სუფთა ჟღერადობა უნდა იყოს.. -მის წინ იჯდა მაგრამ მის გვერდით გადაინაცვლა, თითები ჩამოატარა, შემდეგ ანიშნა იგივე გაემეორებინა- მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეს პირველი ორი თითი, ცოტა ძალაც უნდა დაატანო..
-არც ისე რთულია..
-ხშირად გამოსაყენებელ აკორდზე გადავიდეთ, აემ.. პირველი თითი პირველ ლადში მეორე სიმზე, მეორე თითი მეორე ლადში მეოთხე სიმზე, ამავე მეორე ლადში მესამე თითი მესამე სიმზე..
-მოიცადე ერთად ?
-კი აკორდი მეხუთხე სიმიდან უნდა აიღო, მეექვსე საჭირო არაა.. ორი აკორდის ერთმანეთზე გადასვლაში უნდა ივარჯიშო.. ჩაიწერე..
-ისე ვერ დავიმახსოვრებ ?
-მარტო როცა იქნები ჩანაწერს ჩახედავ და არ აგერევა, არასწორ მეცადინეობას გირჩევნია ჩაიწერო და თავი დაიზღვიო.. იმედია საკუთარი თავისგან დღესვე დაკვრას არ ელი..- ჩაიწერა რაც უთხრა..
-რაც მალე მით უკეთესი..
-ზედმეტად ნუ აჩქარებ შენს თავს, თავისი დრო აქვს.. - ცოტა ხანი კიდევ იმეცადინეს, დღეისთვის საკმარისიაო..
-შენ ვინ გასწავლა დაკვრა ?
-მანანას ქმარმა.. როცა ცოცხალი იყო სახლში გიტარის ხმა, სიმღერა ჟრიამული არ მოჰკლებია სახლის კედლებს..
-მე მეგონა მანანას შვილიშვილი იყავი.. არა კი ხარ, გთვლის.. არ მინდოდა მე..
-გასაგებია, შორიდან ალბათ ესე ჩანს.. მე და გეგა ბავშვობიდან მოვდივართ, აქ ხშირად ჩამოვდიოდი, ისე სულ ერთად ვიყავით.. ამ ოჯახმაც ისე მიმიღო გეგასგან ერთხელ არ განვუსხვავებივარ.. მეც იმავენაირად.. აქ მანამდე არავინ მახსოვს შენი სახლიდან.
-ქალაქში გადასვლის შემდეგ სოფელს ივიწყებენ ხოლმე, მე კი არც ვიცოდი დამვიწყებოდა.. მგონი წასვლის დროა..
-როგორც გეგა მამცნობს ხაჭაპურები დააცხო მანანამ, რაც ჩამოვიდა ჭკუაზე არაა..-გაეცინა ზურას, ცისნამის კი ზურას გაცინებაზე გაეღიმა უნებურად..
ასე თუ უხდება ღიმილი უფრო ხშირად უნდა იცინოდესო გაეფიქრა და აღარც დარჩა დრო ამ ფიქრზე დაფიქრებულიყო, თორემ კი გაკიცხავდა საკუთარ თავს. სახლებში დაბრუნდნენ, შესული არ იყო ცისნამი, მანანამ დაუბარა დაგვეწვიეო და მეზობლად გადავიდა სტუმრად..
-განვიცდიდით თურმე მეზობლის ნაკლებობას, არ გვცოდნია.. ესე იგი 23 წლის ხარ, ვახხ მგონი ვბერდებით ზური.. 33 ის გახდი უკვე ?
-ისე აქნევ თავს თითქოს შენ ჩამოუვარდებოდე, არცერთი, რომ არ ფიქრობთ მომავალზე, ოჯახზე..
-კარგი რაა მანანიკო, მართლა მარტო ყოფნა არ მირჩევნია არასწორ ადამიანთან ყოფნას ?
-არც ეძებ..
-გამოჩნდება შენ არ იდარდო..
-მე თუ ვერ მოვესწარი..
-ახლა არ გინდა ეგ საუბარი..
- ცისნამ შენ არ გიჩიჩინებენ შენები თუ შენთვის ჯერ ადრეაო. - გეგა
-ალბათ ვერც წარმოუდგენიათ ვინმე შემიყვარდეს, არ ვიცი ამ საკითხზე არასდროს გვისაუბრია..
-არასდროს ? ეგ რანაირად.. ისეთი შეყვარებული არ გყოლია შენები, რომ გიშლიდნენ და რამე, გაქცევა გამოქცევა..- გეგას გაეცინა, ცისნამიც იცინის, თუმცა გულის სიღრმეში არ ეცინება.. არ აძლევდა თავს იმის საშუალებას ვინმეს დაახლოებოდა, შეჰყვარებოდა, გაპარულიყო შეყვარებულის სანახავად.. შეცდომა დაეშვა.. შორიდან მოსწონებია, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა.. იმდენად არაფერი იყო არც ჩაუთვლიათ მშობლებს დალაპარაკებოდნენ, რჩევა მიეცათ.. დასთან ყველაფერი სხვანაირად იყო, სულ შეყვარებული იყო, პაემნებზე დადიოდა.. ლაღად და ბედნიერად იყო..
საუბრის თემა შეიცვალა.. გემრიელად გააგრძელეს მანანას ხაჭაპური ჭამა..თავად მანანა ვერ ისვენებს და ეზოში გადის
-შენს ადგილზე ბევრი კი არა, მგონი არც არავინ დაბრუნდებოდა..
-ვიცი, ჩემი მშობლები, ახლობლები.. ყველა მაგას მეუბნება და ჩემი საქართველოში დაბრუნება ერთ დიდ შეცდომად მიაჩნიათ..
-მაგრამ არა შენ..
-არ აქვს მნიშვნელობა შეცდომაა თუ არა, ეს არ არის მთავარი..
-როგორ თუ არ არის, აბა სხვა რას აქვს მნიშვნელობა ?
-ჩემს საჭიროებას და სურვილს.. -ეხამუშება ამ სიტყვების წარმოთქმა, გონებაში კიდევ აჟღერებს, "ცისნამის საჭიროება და სურვილი’’
-მართალი ხარ, ისე უნდა მოიქცე როგორც თავად გსურს, თუ არადა გამოვა, შენ კი არ ცხოვრობ სხვა ცხოვრობს შენს მაგივრად..-საყვარელი ფრაზა, არაჩვეულებრივი გამოფენიდან, გეგას არ დავიწყებია, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზაა, თუმცა ჭრილობაზე მარილის მოყრაა ცისნამისათვის.. რადგან უბრალოდ შეგრძნება კი არ აქვს, რომ მის მაგივრად სხვა ცხოვრობს, არამედ ზუსტად იცის ასეცაა და მთელი ძალით ცდილობს ამის შეცვლას..
მეზობლები დაემშვიდობნენ ერთმანეთს და ცისნამი სახლში დაბრუნდა..
-დაგინახეთ ერთად მოხვედით..-გეგამ გამომცდელად გახედა ზურას..
-რამდენი ხანია დაბრუნდი, გადმოგინერგეს უკვე მეზობლის გამადიდებელი შუშის თვალები ?
-არ უარყოფ..
-მდინარეზე ვიყავით ერთად და არა, ტყუილად გაგიფართოვდა თვალები, გიტარაზე დაკვრას ვასწავლი, არაფერი ხდება..
-გიტარაზე დაკვრას ასწავლი მეზობელ ცისნამის, 23 წლის ცისნამის ?
-არაფერი ხდება..
-შენს თავს მოატყუე თუ გინდა..
-10 წლით დიდი ვარ, ჩემთან შედარებით პატარაა..
-ჩემთან მაინც არ გინდა, თუ ძმა ხარ..
-არაფერი მოხდება..
-ორ წუთში აღიარე, რაღაც არის, მშვენიერი..
-რას ბოდიალობ?
-არაფერი ხდებასა და არაფერი მოხდებას შორის უფსკრულია, იმდენად დიდი განსხვავებაა ზურაბ..
…………………..

ეზოს გადაჰყურებს, ამოზრდილ მოუვლელ ბალახებს, უყურებს უახლოვდება და ამ ბალახებს მიღმა საკუთარი თავი ახსენდება 9 წლის.. მაშინ ჯერ კიდევ თბილისში ცხოვრობდა, დიდი ხანი არ იყო გასული რაც დამოუკიდებლად გადაადგილების უფლება მოიპოვა.. წიგნების გამყიდველ ქალს ჩაუვლიდა ხოლმე ხშირად, მუდმივად ესალმებოდა და ეჭორავებოდა, შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს ცხრა წლის ცისნამის და ორმოცდათხუთმეტი წლის თამილას რა საერთო უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ფაქტია ჰქონდათ.. ერთ დღესაც ისე ახსენა რამდენად შიოდა, თამილას კი გული შეუწუხდა ამის გაგებისას და იმ დღეს გაყიდული წიგნების ფულით კაფეში წაიყვანა.. სამწუხაროდ ცისნამის დრო გაეპარა, ოჯახს ქვეყანა შეუყრია, პოლიცია სამეზობლო.. უკვე ფულის სათხოვნელად ზარს ელოდნენ.. აუკრძალეს თამილასთან ურთიერთობა და კარგა ხანს მარტო სიარულიც.. ფიქრობს ხოლმე თამილაზე, როგორ არის რას აკეთებსო.. იმაზეც, როცა გულით კარგის გაკეთება გსურს და ყველა გარშემო არასწორად იგებს შენ ნაბიჯებს.. თამილას ცუდი გულშიც არ გაუვლია, მაგრამ გამოლნძღეს, გათათხეს..
არა მაინც უცნობი იყო და როგორ გავყევი რანაირად არ შემეშინდაო, ცხრა წლის ცისნამი უფრო გამბედავი იყო ვიდრე ოცდასამი წლის, ცხრა წლის ცისნამი ადამიანებს ენდობოდა, პირველი ფიქრი არ ყოფილა ჩემგან რა უნდათ, ყველა საეჭვო პიროვნება არ ყოფილა, არც ფიქრობდა ვინმეს ცუდი ესურვოს მისთვის, რადგან თავად არ უსურვია ცუდი არავისთვის..
როდესაც ფიქრებიდან გამოერკვა, უკვე ცული უჭირავს ხელში და ამ ბალახებისგან ეზოს გასუფთავებას ცდილობს..
-დახმარება ხომ არ გჭირდება ?
-არა ზურა მადლობა..-პირველად მიმართა სახელით..
-ახლახან მოვრჩი, მანდაც დიდი საქმე არ არის, ნაკლებად გაწვალდები..-თავის გაკეთებულს გადახედა..
-კარგი მადლობელი ვიქნები - დახმარების მიღებაც უჩვეულოდ ეჩვენება, მაგრამ ეჩვევა თქვას კი, როდესაც დახმარების ხელს უწვდიან.. ისე ძალიან აღარ ემძიმება როგორც აქამდე.. რატომ არის ამდენად რთული, ამდენად მძიმე, მისცე სხვას იმის საშუალება დაგეხმაროს, რატომ ვპატარავდებით ასეთ დროს ? რატომ ვფიქრობთ, რომ სხვას ვაწუხებთ და ამ კი-ს თქმას სიკვდილი რატომ გვირჩევნია ?
აქ მსგავს ცნებას არ ცნობენ, ერთმანეთს ავსებენ, ეხმარებიან.. ეს კი სრულიად ბუნებრივი მოცემულობაა.
-რამის დათესვას აპირებ ?
-არ მაქვს გადაწყვეტილი, ვფიქრობ..- ჩემი არ ყოფნის შემდეგ რა გაუძლებს მარტოობასო, გაეფიქრა თუ არა, ამ ფიქრმა შეაშინა.. გულის სიღრმეში იცის აქ მუდმივად ვერ დარჩება, ეს ბუშტი ოდესღაც გასკდება და ის ჯერ არ დაუდგომელი დღე აშინებს.. და რა აზრი აქვს მაშინ ყვავილების, ბოსტნეულის დარგვას, თუ მაინც ვერავინ დარჩება მოსავლელად ?
-აქამდე გაგიკეთებია, თუ იმ საწებელივით პირველად ეჭიდები ?- უნებურად გაიხედა იქითკენ სადაც საწებლები ულაგია და გაეღიმა..
-კაქტუსის აკვიატება მქონდა ერთი პერიოდი, მალევე გადამიარა და თანაც რა დიდი მოვლა კაქტუსს უნდა არა ? როგორღაც ეგეც გავახმე..
-რადგაც ცოტას ითხოვს, არ ნიშნავს უყურადღებობას აიტანდეს.. კაქტუსი ამაყია..
-სიამაყემ მოკლა ? -ცისნამის გაეცინა
- ცისნამის ყურადღება სურდა, მცირედი, მაგრამ მაინც.. ვერ მიიღო, სიამაყემ სძლია და გახმა..-
-მეგობრის დეიდას ჰქონდა უზარმაზარი ბაღი - საუაბრი გადაიტანა - თითოეული საკუთარი ხელით დარგული, შვილივით უვლიდა ყვავილებს და ამბობდა ეს მაძლებინეს ჩემი თერაპიააო.. მართლა ასეთი ეფექტი აქვს ვითომ ?
-მიწასთან მუშაობას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, თუ ცდი თავადაც გამოცდი..
-ყავას ხომ არ დალევ ?
-მანანა ლეილა, ლამარა რას იტყვიან, მათთან ერთად არ აპირებ ?
-მათთან ერთადაც დავლევ.. შესრულებული საქმისთვის ერთი ჭიქა ყავა..-თავი დაუქნია, ცისნამი კი სახლში დაბრუნდა და ყავის მომზადება დაიწყო.. თან ფანჯრიდან აპარებს მზერას ზურასკენ..
არა ცისნამი გამოფხიზლდი, რაზე ფიქრობ.. არ შეიძლება, შენთვის არ შეიძლება და ამაზე ფიქრი კარგს არაფერს მოიტანს..-სანამ ყავის მოდუღება დასრულდა, ამასობაში ზურამაც დაასრულა საქმე.. -მშენიერია, ყავას ნამდვილად იმსახურებ, მოიცადე ყავას სვამ ? გიყვარს ? იმდენად გამჯდარი მაქვს, არ მიკითხავს..
-შენთან ერთად მაინც დავლევდი, რომც არ მიყვარდეს..
-ზრდილობის საკითხი მესმის, თუმცა ასეთი თავგანწირვაც არაა აუცილებელი.. - ეზოში ჩამოსხდნენ..
-სოფელი მალე ახმაურდება..
-აქაური ხმაური, ქალაქში სიმშვიდეს უდრის..
-ეგეც მართალია, შენები არ ამდგარან დავიჯერო?
-მანანა ადგებოდა, გეგას ჯერ ეძინება, ახალი ჩამოსულია და მანანა აცდის, მალე დაავალებს და ჩართავს სოფლის საქმეებში..
-მიხარია დიდი ხნის მეგობრების დანახვა, ამდენი ხანი შეინარჩუნო ურთიერთობა მარტივი არააა..
-გეგას უნდა ვუმადლოდე, მაშინაც კი ჩემს გვერდით იყო როდესაც ამას არ ვიმსახურებდი..
-არ იმსახურებდი შენ ? შეიძლება მეგობრობას არ იმსახურებდე ?
-დამიჯერე შეიძლება..
-რა ჩაიდინე..-ზურას გაეღიმა..
-საქმე იმაშია რა არ გავაკეთე.
-შეუძლებელია მთელი ცხოვრება ისე განვვლოთ სანანებელი არ გვქონდეს, რადგან ახლაც მეგობრები ხართ, ფაქტია შეცდომა გამოასწორე.
-გამოსწორება ხმამაღალი ნათქვამია.
-ერთადერთი მეგობარი მყავდა აქამდე და ახლა რომ ვფიქრობ როგორ ამიტანა მთელი ეს დრო მიკვირს..
-გგონია რთულად ასატანი ხარ? ნამდვილად ცისნამზე ვსაუბრობთ?
-შენ მე არ მიცნობ, სანამ აქ ჩამოვიდოდი.. რთული ასახსნელია..
-შენი იმ ვერსიისგან ცდილობ გათავისუფლებას, რომელიც ამ სოფლის მიღმა დატოვე?
-უფრო გაქცევას, იმედი მაქვს სოფლის შემოსასვლელში არ დამხვდება წასვლისას - გაეცინათ..
-თუ შენი თავის ახალ ვერსიას ქმნი, ეს გათავისუფლებაა ძველისგან და არა გაქცევა, შესაძლოა თავი შეგახსენოს, მაგრამ შენმა ახალმა ვერსიამ იცის როგორ გაუმკლავდეს ძველს, ასე რომ, სოფლის შემოსასვლელში შენი ძველი ვერსიის არ უნდა შეგეშინდეს.. -ყავა დალიეს თუ არა, ზურა ბოდიშის მოხდით წამოდგა, ცინამიმ მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და ერთმანეთს დაემშვიდობნენ.. ჯერ დღე მხოლოდ ახლა დაიწყო და ზურასთან დამშვიდობება ეხამუშა, თითქოს დარჩენილი დღე აღარ ნახავს, თითქოს ლიმიტი ამოწურეს..
-ეზოზე იფიქრე და არა ზურაზე.. - საჭირო იარაღები, რომელიც წინასწარ შეიძინა გადმოალაგა, აქამდე იმდენი ვიდეო ნახა, თავს მებაღედ გრძნობს, რაზეც თავადაც ეცინება გულის სიღრმეში.. მიწა მოამზადა და ასევე წინასწარ შეძენილი თესლები გადმოალაგა, დიდი ხანი იფიქრა რა როგორ სჯობია, გონებაში უკვე გაშენებულ ბაღს უყურებს.. საათები ისე გავიდა დროის აღქმა დაკარგა.. მართლაც ესიამოვნა მიწასთან ურთიერთობა..-იმედია გაითვალისიწინებ, რომ ამას პირველად ვაკეთებ, შენ გაბარებ ამ თესლებს კარგი? მე რაც შემიძლია კი გავაკეთებ, თუმცა შენი გასაკეთებელი უნდა გააკეთო,დამეხმარები? გამოუცდელ ცისნამის გაუწიე დახმარება..
თითქოს მიწისგან თანხმობაც მიიღო, გაუღიმა, წამოდგა, ეზო მორწყა და კმაყოფილმა გადახედა არემარეს..
-შენ უკვე აღარ ხუმრობ..
-გეგას ვახლავარ..
-ასე თუ გააგრძელე ყვავილებში ჩაიძირება შენი ეზო და მეზობლები ვეღარ დაგინახავთ..
-შენს პირს შაქარი..
-რა შაქარი გოგო, მეზობლობას ყვავილნარი არ აჯობო იცოდე, არსებობს ზღვარი..
-პირველ რიგში თქვენ, ჩემი ჯერ არ გაშენებული ბაღი მეორე ადგილზე..? არ ვიცი უნდა დავფიქრდე..-ორივეს გაეცინა..
-მანანიკოს გადმოცემით საბჭო იკრიბება, ცისნამის დაუძახეო..
-ვაიმე რომელი საათია, სულ ავირიე..
-დილის ყავა, რომ გამოტოვეთ, გეგონა საბჭოს გაექცეოდი? - მოწესრიგდა და მეზობლებს ეწვია, სადაც მისდა გასაკვირად ნიკაც დახვდა, რომელიც ეზოში გეგას სიცილით ესაუბრება, მიესალმა სახლში შევიდა..
-ცხოველი თუ გყავს მოუარე შე კაცო, თუ არადა გაძალებს ვინმე? ცისნამიც მოსულა..
-და თან ორცხობილები მოგიტანეთ..
-შენ უკვე ისე იხვეწები ჩემო გოგო..
-ლეილამ მასწავლა, ლეილამდე ბევრი მიკლია და ნუ შევადარებთ.. - განიხილეს ოჯახი, სამეზობლო და ქვეყნიერება.. იცინეს ყავა დალიეს, სახლში ისე დაბრუნდა ზურა არ უნახავს.. დამშვიდობების ძალაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა, სიტყვა გაშორებს ადამიანს, თუ სწორად არ შეარჩიე შეიძლება ვეღარასდროს ნახო..
მეორე დღეს ლამაზი სარაფანი გადაიცვა, თავშალი მოიფარა თავზე და წიგნით ხელში მდინარისკენ მიმავალ გზას გაუყვა.. ნელ-ნელა ივსება სოფელი და გონებს აქ ასე მშვიდად ყოფნას , მარტო ნაკლებად მოახერხებს..
ახლოს მიაქვს პერსონაჟების განცდები, მათთან ერთად იცინის და ტირის, უბრალოდ გამოგონილი პერსონაჟები არიანო უთქვამთ და წაუხდებოდა ხოლმე ხასიათი, იმასაც როგორ მიკონტროლებენ რას როგორ განვიცდიო..
იმდენად დაძაბულ მომენტს მიადგა, ვეღარ ისვენებს ერთ ადგილას, თან დადის თან კითხულობს, მთელი ყურადღება წიგნისკენ აქვს მიმართული..
-ცისნამი..-იმდენად არ ელოდა, სანამ მოიხედა ფეხი დაუცდა, იმის მცდელობაში წონასწორობა შეენარჩუნებინა წიგნი მდინარეში გადაუვარდა და ამასობაში ისე გამოვიდა თან გადაჰყვა..
სანამ ზურა ახლოს მივიდა და გადახტებოდა, ცინამიმ ამოყვინთა, ამოისუნთქა, თვალებზე ხელი მოისვა და ზურას შეხედა, გაუღიმა, საკუთარ თავს დახედა და გაეცინა.. ნაპირამდე გამოცურა..ზურამ შეაშველა ხელი წამოდგომაში..
-ცურვა ვიცი, ყველაფერი რიგზეა..-ზურას ცისნამის ორივე ხელი უჭირავს, ცისნამი ჩავარდა წყალში და მაინც ის ეხმარება ზურას წონასწორობის შენარჩუნებაში, ამ წამს იმის დაშვებით, რომ ხელებს მისგან არ ათავისუფლებს..
-კარგად ხარ?
-ცუდად რატომ უნდა ვიყო, ხომ გითხარი ცურვა ვიცი, წყლის არ მეშინია.. ისეთი არაფერი მომხდარა..ეს კაბა კი გაშრება ძალიან მალე, ისე დააჭირა ამ მზემ. - საკუთარ ხელებს დახედა, როგორ უჭირავს ზურას, თითქოს მოეჩვენაო ახლოს მიიტანა და..-შენ რა ხელი გაიჭერი ?
-ნაკაწრია - თავად არც შეიმჩნევდა, ცისნამის კი გული გაუწვრილა, როცა წარმოიდგინა როგორ გაიჭრა.. ხელები გაუშვა, თავშალი, რომელიც იქვე ედო აიღო და დამაგრება დაიწყო..
-ძალიან ხომ არ გიჭერს ? - ახედა, ზურასგან ნიშანს ელოდება რომ შეხვევა დაასრულოს, ის კი მხოლოდ უყურებს.-ზურა..
-არ მიჭერს - საბოლო კვანძი და მოსცილდა, თან წამოდგა..
-ჯერ მე წავალ..-მიტრიალდა და სანამ ნაბიჯს გადადგამდა მოესმა..
-შეხვედრამდე ცის ნამი.. -გაეღიმა, უკან აღარ მიუხედავს ისე უთხრა.
-შეხვედრამდე ზურა..
. . .

წითელი ტყემლის ხეზე ჩამოკიდებული პარკი დაინახა, რომელიც მას არ ჩამოუკიდია, ხომ არ მეჩვენებაო გაეფიქრა და მიუახლოვდა.. პარკში ყუთი შენიშნა, ეს პარკი ჩამოხსნა, ყუთი გახსნა და ის მდინარეში ჩავარდნილი წიგნი შერჩა ხელთ, უკვე გამშრალი, ეტყობოდა წყლის კვალი, თუმცა მშრალია.. წიგნზე ზემოდან მინდვრის ყვავილის პატარა თაიგული დევს... გაეღიმა, სახლისკენ გადადგა ნაბიჯები და ღიმილს ვერ იშორებს სახიდან..
-ამ წიგნის გამო მდინარეში ხელმეორედ ჩავიდა ? - შესაბამისი ვაზაც გამოძებნა და ყვავილები წყალი ჩადო.. გაკვეთილის დროც მოვიდა ამასობაში..
-ანათებ თიჩერ, რამე მოხდა ?
-რა უნდა მომხდარიყო, მშვენიერი დღეა, გირჩევნია მაგ დავალებას მიხედო..
-ლამაზი ყვავილებია..
-ნამდვილად.. -ნიკას თავი არ აუწევია, თუმცა დავალება უკვე დასრულებული აქვს და მთლიანი ყურადღება თათუშაკენ აქვს გადმოტანილი..
თათუშას გაახსენდა წლების წინ, ზუსტად ასეთი ყვავილები როგორ აჩუქა ნიკამ, ჯერ ის უხაროდა რომ ნიკასგან იყო, თუმცა ამავდროულად იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ ბიჭმა პირველად აჩუქა ყვავილები.. თათუშამ კიდევ ერთხელ შეხედა ყვავილებს, შემდეგ ნიკას და დავალება დაასრულა..
-ჩაის ან ყავას ხომ არ დალევთ ? ორცხობილა ? - თათუშა დაეთანხმა, ცისნამიმ ოთახი დატოვა.
-უნდა გახდეო, მოიმატეო, მაგრამ ამ ტკბილეულს ვერ ველევი - იმედგაცრუებულმა ამოილაპარაკა
-ეგ სისულელე ვინ გითხრა ?
-რა მნიშვნელობა აქვს, ტყუილია თუ..სანამ კიდევ უფრო დამახინჯდები და გახდომა გაგჭირდება, ცოტა ხანი იდიეტეო..
-თათუ, ულამაზესი ხარ და ვისაც არ უნდა ეთქვა, მსგავს სისულელეს ყური არ ათხოვო..
-ოხ ფიქრობ, რომ ლამაზი ვარ..-გაეცინა, უნდა ხუმრობაში გაატაროს ნეტავ არ მეთქვა არაფერიო გაეფიქრა..
-ვფიქრობ, რადგან თვალები მაქვს და გხედავ..
. . .

ზაფხული დასასრულს უახლოვდება, ამას ისე მძაფრად აღიქვამს დღის განმავლობაში, როდესაც მანანასთან, ლეილასთან და ლამარასთან ერთად ყავას სვამს დილით, ზურასთან ერთად გიტარის გაკვეთილების დროს, რომელიც საჭიროა აღარაა, თუმცა მიზეზია ზურას ნახვის, ნიკას და თათუშას გაკვეთილის დროს.. ბაღის მოვლის დროს და იმ პატარა წვრილმანებით, რომელიც ღიმილს ჰგვრის დღის განმავლობაში..
ჩვეული სასიამოვნო რუტინა შეიქმნა უნებურად და თითოეული მომენტის დამახსოვრებას ცდილობს, რამდენიმე თოკი უჭირავს ერთდროულად, ცდილობს არ გაუშვას, თუმცა მეორე მხარეს ძალა იმდენად ძლიერია, როდემდე შეძლებს გაჩერებას წარმოდგენა არ აქვს..
შუა დღეს მეზობელთან გადავიდა, ყველას იქ მოეყარა თავი ზურას გარდა, გეგასთან ერთად რაღაცაზე იცინოდა როდესაც ხმა გაიგონა..
-ცისნამი..-სახლისკენ გაიხედა, მამამისის ხმა იცნო თუ არა, ფერი იცვალა, გაფითრდა.. მისი სახელი რამდენჯერმე განმეორდა.. უნდა წავიდეო ყველას დაემშვიდობა და სახლში დაბრუნდა, კარი შეაღო, ეზოში მამამისის დანახვას ყველაზე ნაკლებად ელოდა..
-მამა..
-ამას ვიმსახურებ შენგან? მითხარი აქ რას აკეთებ, სამსახურიდან წამოხვედი, საქართველოში მინდა დაბრუნებაო და კარგი არაფერი მითქვამს, მითხარი თბილისში ვიქნებიო შენ კი აქ წამოსულხარ.. მთელი ზაფხული მატყუებდი.. მაინცდამაინც აქ, ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, რომელშიც არ უნდა იყო..
-ზუსტად ამის გამო არ მითქვამს, მთელი ცხოვრება ამ ადგილას ყოფნა მეკრძალბა, მე კი სიმშვიდე მჭირდებდოდა..
-ჩვენ ვერ მოგეცით სიმშვიდე? მაინცდამაინც აქ უნდა ჩამოსულიყავი ? -მეზობლებს გახედა და მამას სთხოვა შიგნით შესულიყვნენ..
-არასწორად მოვიქეც, როდესაც სიმართლე არ გითხარი, თუმცა სოფელში ვარ, დავიჯერო მართლა ვაშავებ აქ დარჩენით რამეს ?
-დღესვე მივდივართ, ბარგი ჩაალაგე..
-რას ჰქვია მივდივართ, არა მამა, ასე არ გამოვა.. მე აქ ვრჩები და როცა წამოვალ ჩემი გადაწყვეტილება იქნება და არა შენი..
-არ შეიძლება..
-ამდენი ხანია აქ ვარ, ხომ ხედავ უსაფრთხოდ ვარ არაა, რა განერვიულებს?
-გთხოვ თბილისში დავბრუნდეთ..
-ახლა არ შემიძლია, ასე უცაბედად ვერ წამოვალ, მე ჩემი გითხარი..
-მამის სიტყვას არ ითვალისწინებ არა..?
-როგორ შეგიძლია ასე მესაუბრო, ხომ იცი როგორ პატივს გცემ, უმადური დაუმორჩილებელი თინეიჯერივით ნუ მესაუბრები..
-შენს თავს არ ჰგავხარ, ასე უპასუხისმგებლოდ ჩემი ცისნამი არ მოიქცეოდა..
-სოფელში ზაფხულის გატარება უპასუხისმგებლობაა, როცა წლებია ვსწავლობ ვმუშაობ და ერთი დღე არ დამისვენია..?
-ეს არ მიგულისხმია.. არ ვიცი რა დაგრჩენია ამ მივიწყებულ ადგილას, თუმცა აქ შენი ადგილი არაა.. მე წავედი დღესვე ქალაქში ვბრუნდები..-ვერაფერი ვეღარ უთხრა, ვერც წამოდგა, ვერც გააჩერა.. რას ელოდა, ბედნიერი შეხვდებოდა ცისნამის სოფელში ყოფნას..? დიდი გულის წყვეტა კი მამის თვალში დანახული იმედგაცრუება აღმოჩნდა..
მამამისის ჩამოსვლამ რეალობას შეაჯახა, ზაფხულის დასრულების შემდეგ რას აპირებს..? თითოეულ წევრზე დაფიქრდა, იმდენად ახლობლები გახდნენ ამდენად მოკლე დროში, ეს აქამდე წარმოუდგენელიც იქნებოდა..
რამდენიმე დღე ამ სადარდებელმა წაიღო, შემდეგ კი ზარმა დარეკა..
-დიახ გისმენთ..
-ცისნამი ხმალაძეს ვესაუბრები..?
-დიახ..
-გამარჯობა, InsightLab-იდან გირეკავთ, გარკვეული შეფერხება გვქონდა და თქვენი სივი დაიკარგა, ახლა აღმოვაჩინეთ, გვინდა შეგატყობინოთ, რომ ისევ გვჭირდება პოზიციაზე ადამიანი და თუ ისევ დაინტერესებული ხართ, შეგვიძლია გავისაუბროთ..- გასაუბრებას დათანხმდა, ასე მოულოდნელად თბილისში წავიდა, არ უნდოდა მოსწონებოდა გარემო პირობები, თუმცა ეს ზუსტად ის იყო რაც სურდა და თავის დროზე გული დასწყდა საერთო როგორ არ შემეხიანესო.. ერთი დღეც არ დარჩენილა, სოფელში დაბრუნდა..
ყველაზე რთული თათუშასთან გასაუბრება აღმოჩნდა..
-მართლა მიდიხარ..? ნიკაც მიდის, თბილისში ბრუნდება, შენც მიდიხარ, არა ვიცოდი ესე იქნებოდა მაგრამ.. რა მეშველება, რა გავაკეთო..
-მიზანი გაქვს, ყველაფერი გამოგივა, რადგან მივდივარ არ ნიშნავს შენი ცხვრებიდან ვქრები..
-ვერ ხვდები? სწორედ ამას ნიშნავს.. მე და ნიკა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, თუმცა როგორც კი თბილისში გადავიდა, ნელ-ნელა კავშირი გაწყდა, ახლაც იგივე იქნება, მასთანაც და შენთანაც.. მადლობა დღევანდელი გაკვეთილისთვის, თუმცა უნდა წავიდე..-ყველას თანდათანობით გამოემშვიდობა..
მაგრამ რაღაც ისე არაა, რაღაც აკავებს.. ამიტომაც თათუშას დედას შეხვდა მაშინ როდესაც ქმარი სახლში არ იყო..
-მადლობის მეტი რა მეთქმის, მთელი ეს დრო ამეცადინებდით..
-თქვენი შვილი ნიჭიერია, მონდომებული..
-ვერ მოვამზადებ ამის სახრები არ მაქვს, იქნებ თავად მოახერხოს რამე..
-ამაზე საუბარი მინდოდა, გთხოვთ კარგად დაფიქრდით სანამ მიპასუხებთ, თათუშას მე წავიყვან თბილისში, ჩემთან ერთად დარჩება და მე ვიზრუნებ მასწავლებლებთან მოემზადოს, ახალ სკოლაში გადავიდეს.. ყველაფერზე მე ვიზრუნებ. თქვენ მხოლოდ ნება უნდა მომცეთ და მის წამოსვლაზე დამთანხმდეთ.
-რას ამბობ, რა სარგებელი გაქვს, ამხელა ტვირთი რაში გჭირდება ?
-თათუშა ჩემთვის ტვირთი არაა, პატარა დასავით, მეგობარივით მიყვარს, შემიძლია და რატომაც არ უნდა მივცე რაც მაქვს. იქნებ ამ საკითხზე დაფიქრებულიყავით, ვიცი რამდენად რთული შეიძლება იყოს შვილის გაშვება უცხო ქალაქში..
-მე ვერასდროს მივცემ იმას რასაც მთავაზობ.. შეიძლება პასუხი ხვალ გითხრა? უნდა დავფიქრდე, თათუშას უნდა დაველაპარაკო და ჩემს ქმარს..
-რა თქმა უნდა - მას შემდეგ რაც ცისნამიმ სახლი დატოვა და დედა მიხვდა მთელი ეს დრო თათუშა მათ საუბარს ისმენდა, შვილის თვალებში ყველაფერი ამოიკითხა რისი ცოდნაც სჭირდებოდა..
-შენ მე გჭირდები დედა და მესმის, ბავშვები, სახლშიც იმდენი საქმეა..
-გგონია ვერ ვამჩნევ დილაადრიან რომ დგები სამეცადინოდ, ყველა შესაძლებლობას იყენებ ისწავლო, წაიკითხო. აქ მშვიდად დაჯდომაც კი არ შეგიძლია
-მამა..
-მასზე ნუ იფიქრებ, ნურც ჩემზე, შენ თუ წასვლა გინდა ყველაფერს გავაკეთებ წახვიდე, მაგრამ იცოდე, ამ გოგოს სახლში ცხოვრებას სხვა პასუხისმგებლობები მოჰყვება, უნდა დაუჯერო, შენი მაქსიმუმი უნდა გააკეთო.. ვიცი არ ვიყავი ისეთი დედა როგორც საჭიროა, თუმცა ვგრძნობ ეს სწორია..- იმ საღამოსვე უთხრა ქმარს, თათუშა თბილისში მიდის სასწავლებლადო, შეკითხვა არ დაუსვმას გაუშვებდა თუ არა..
-მე არ მეკითხები აქ შენით, რომ გადაგიწყვეტია ?
-აქ გასარჩევი არაფერია, შენ შეგიძლია მასწავლებლები აუყვანო, საუკეთესოზე აღარაა ლაპარაკი, შეგიძლია მოამზადო ?
-რისთვის უნდა მოვამზადო, გგონია რამის გამკეთებელია ? რისთვის უნდა დაგვახარჯინოს დრო და ფული..
-შენს ლოთაობაში შეიძლება ფულის დახარჯვა და შვილის სწავლაში არა ?
-აქ დარჩება და მოგეხმარება
-წავა და ისწავლის..- წინადადება აღარ დაასრულებინა, სილა გააწნა, თუმცა საერთოდ ვერ იგრძნო ტკივილი ? რა იგრძნო, არაფერი გარდა კმაყოფილებისა..
იმ საღამოსვე, ცისნამიმ და თათუშამ ერთად დატოვეს სოფელი..
ერთადერთი ვისაც ვერ დაემშვიდობა და თვალით არ უნახავს, ზურა აღმოჩნდა, გული დასწყდა თუმცა თქვა იქნება ასეც ჯობიაო..
ლეილა ჯერ კიდევ სოფლის საქმეების მოგვარებაში იყო და ქალაქში ჯერ ვერ ბრუნდება, ამიტომაც ლაღად დაემშვიდობა, აუცილებლად შევხდებით, მალე ჩამოვალო..

. . .

კვირები გავიდა, ცისნამი სამსახურში მოეწყო, ყველაფერს ალღო მალევე აუღო, ასე თუ ისე თანამშრომლებიც გაიცნო. თათუშა ახალ სკოლაში გადასვლას ჯერ კიდევ ეჩვევა..
ცისნამის გაეფიქრა მგონი ყველაფერი ლაგდებაო, სანამ უფროსი გამოცდის სახით კომპანიასთან საქმის წარმართვა მას არ დაავალა.. პირველი შეხვედრაა და ცდილობს ნერვიულობა არ შეეტყოს..
-სერიოზული კომპანიაა, ამ შეხვედრამ კარგად უნდა ჩაიაროს..
-მშვენივრად ჩაივლის..-გვერდით მჯდომს გაუღიმა, როდესაც საკონფერენციო ოთახში ზურა და გეგა შევიდნენ, თავიდან გაუღიმა, თუმცა შემდეგ
-გაიცანით ზურაბ ალავიძე..-გვარი მოისმინა თუ არა გონება დაებინდა..-გეგა მაღრაძე.. ჩემთვის კი პატივია ჩვენი ახალი თანამშრომელი წარგიდგინოთ, ცისნამი ხმალაძე..
-ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს..გეგა.
-მშვენიერი, გადავიდეთ საქმეზე?- მთელი ეს დრო სოფელშ გაატარა, გაიცნო ზურა,
რას წარმოდგენა მისი დის მკვლელის ნათესავს თუ გადაეყრებოდა.. მასთან ერთად გატარებულმა მომენტებმა ერთიანად გაიარა.. გამართული დიალოგებიც მოესმაო თითქოს..
-ცისნამი..
-დიახ..
-დავიწყოთ ?
-თავდაპირველად ჩვენი მიზანია გავიგოთ თქვენი კომპანიის მიზნები და საჭიროებები, ამის მიხედვით ავარჩევთ შესაბამის კვლევის მიდგომას. მივიღებთ დეტალურ ინფორმაციას დავამუშავებთ მონაცემებს, შემდეგ კი გაგიზიარებთ შედეგებს, ჩვენს რეკომენდიასების თანხლებით..
-ჩვენი კომპანია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სტაბილურად იდგა ფეხზე, თუმცა ბოლო პერიოდია, ბევრი პრობლემა გვაქვს, გვინდა შევისწავლოთ ბაზარი, შევაფასოთ რისკები და ამ ეტაპზე სამომავლო გეგმის საუკეთესო არჩევანი გავაკეთოთ..
-ბიზნესთან დაკავშირებული კვლევა ბევრ საკითხს მოიცავს, ბაზრის კვლევა სამიზნე სეგმენტების შესწავლა, ბაზარზე კონკურენტის შეფასება, მომხმარებლის ანალიზი და ასე შემდე.. ამიტომაც დეტალური ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ, დოკუმენტები, აღრიცხვები.. ამ მონაცემებს შევისწავლით და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით..
-მართალია დრო დასჭირდება, თუმცა დაგვერწმუნეთ ეს იქნება სიღრმისეული ინფორმაცია, რომელიც გჭირდებათ ამ ეტაპზე..
-თანდათანობით ყველა მხარეს შევეხებით..
-კარგი, ცისნამი მე დაგტოვებთ, თუ რაიმე დეტალია გასავლელი შეგიძლა გაიარო..-მის გვერდით მყოფი წამოდგა და გავიდა.. მაქსიმალურად ცდილობს პროფესიონალი დარჩეს, თუმცა კონცენტრაცია უჭირს
-თუ კითხვები არ გაქვთ მგონი დღეისთვის საკმარისია, თქვენს გუნდს დაველოდებით..-წამოდგნენ, პირველი გეგა გავიდა, თუმცა სანამ ზურა გავიდოდა უკან დაიხია და კარები მიკეტა..
-ცისნამი..
-როგორ შეგეძლო, მთელი ეს დრო მიყურებდი და მატყუებდი..?
-არ ვიცოდი, დამიჯერე არაფერი ვიცოდი..
-შენ ის ალავიძე ხარ, არა, ამას ვერ ვიჯერებ..
-შარაშიძეს გოგო დაბრუნდაო, შარაშიძე მეგონე.. რას ვიფიქრებდი..
-ინფორმაციის მოიძიება და ადამიანების წინააღმდეგ გამოყენება ყოველთვის გეხერხებოდა..
-ადრე იყო, ამისთვის ციხეში გავატარე შესაბამისი დრო.. -ორივემ დატოვა ოთახი..გეგას უნდა გადაეხვიოს, მეგობარი ნახოს, თუმცა ცისნამმა ბოდიში მოიხადა და სართული დატოვა.. ბოლო სართულზე ავიდა, სახურავზე..თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა..

სადღაც წარსულში

-ელი სად მიდიხარ ? ისევ იმ კობას უნდა შეხვდე ?
-ცის არ დაიღალე ამ ლექციებით ? უნივერსიტეტში არ გყოფნის ? კობას რას ერჩი, მშვენიერი ბიჭია, თან ქართველი
-ქართველები დაილია მაინცდამაინც მას რომ არ გადაკიდებოდი? გთხოვ დაფიქრდი კარგად, ხომ ხედავ არაა შენი შესაფერისი..
-შენგან განსხვავებით მას ესმის ჩემი, მისმენს, შენ კი ჩემი გაკიცხვის მეტს არაფერს აკეთებ..
-ასე არ არის, შენთვის კარგის მეტი არაფერი მინდა..
-მომეცი საშუალება ბედნიერი ვიყო..
-კარგი აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ სიფრთხილე მაინც გამოიჩინე..
-კობას არ იცნობ, სულ ისე იქცევი თითქოს უფროსი და შენ იყო და არა მე..
-კარგი კარგი აღარაფერს ვამბობ.. - ამ დროს მოვიდა კობაც მანქანიდან გადმოვიდა და დებს მიესალმა, კობას შეხედა, ის თუ როგორ უყურებდა მის დას და ვერ დაინახა ის რისი დანახვაც სურდა, სიყვარულით მომზირალი კაცი.. აქამდე უნახავს შეყვარებული თვალები და როდესაც ეს ვერ დაინახა, კიდევ უფრო გაუმძაფრდა შიშის გრძნობა.. იქნებ მეჩვენებაო, იქნებ მართლა კარგი ადამიანიაო, კობა ფიქრობდა..
-ცის ჩვენ წავალთ, შენ ლექციაზე მიდიხარ ხომ?-თავი დაუქნია და გაუღიმა
-კარგად ელი..
-აბა შენ იცი..-ერთმანეთს დაემშვიდობნენ, რა იცოდა მაშინ ცისნამიმ, თითზე ჩამოსათვლელი დღეები თუ იყო დარჩენილი სანამ შეეძლო ელისთან ერთად დროის გატარება, სანამ ახალგაზრდა გოგოს სასტიკად გაუსწორდებოდა კობა, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში შეძლებდა დანაშაულის თავიდან აცილებას..

. . .

-რას ამბობ, ზურაბ ალავიძესთან ერთად გაატარე ზაფხული ?
-მასთან ერთად არ გამიტარებია, ისიც იქ იყო, როგორც ჩემი მეზობელი..
-რომელმაც გიტარაზე დაკვრა გასწავლა..
-არ ვიცოდი ვინ იყო, ჩემთვის უბრალოდ ზურა იყო, ახლა კი..
-ალავიძეა, კობას ბიძაშვილი.. სანამ დაიჭერდნენ ხომ იცი მის საქმეში ფარულად ვიყავი ჩართული ჩემი მეგობარი დარიას გამო.. ვიცი არ ამართლებს მაგრამ ფაქტობრივად მან ჩასვა კობა ციხეში, თავადაც აღიარა აქამდე ყველა დანაშაული და სასჯელიც მოიხადა..
-და რა ისე უნდა მოვიქცე თითქოს არაფერი მომხდარა ?
-მაგას არ ვამბობ, ამ ყველაფერს არ გააკეთებდა გამოსწორებას არ ცდილობდეს.
-იცი იქ როგორი სხვანაირი იყო? რაც მასზე მსმენია, ვერ ვაკავშირებ იმ ზურასთან, რომელსაც მე ვიცნობ..
-იქნებ ის ალავიძე, რომელზეც გსემენია და შენი ზურა, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან..
-ჩემი არაა და ვერც იქნება..
-არ მითხრა მის მიმართ გრძნობები არ გამჩენიაო..
-კი შესაძლოა გამიჩნდა, მაგრამ აახლა ჩემს გრძნობებს მნიშვნელობა არ აქვს, მასთან ვერანაირი სახის ურთიერთობა ვერ მექნება, სამსახურებრივს თუ არ ჩავთვლით. კარგი მასზე საუბარი აღარ გვინდა, მშვენიერი ადგილია, საიდან ?
-ახლახან აღმოვაჩინე lighthouse, მოგეწონა..?
-მგონი ხშირი სტუმარი ვიქნები.. შენზე მომიყევი, ახალი რა ხდება ?
-ჩემზე საკმარისი ვისაუბრეთ, მისმინე რაღაც არ მითქვამს, გახსოვს შენი ძველი თხოვნა, პატარა დეტალი გავიგე და..
-არა ირინკა, ძებნას თავი დავანებე, იქნებ ეს ის კითხვებია, რომლებზედაც პასუხები არასდროს მექნება, რომც მქონდეს.. ისევ ამ გზას ვერ დავაგდებ, ძალა აღარ შემრჩა..
-მაგრამ აქ ხარ..
-ახლა არ შემიძლია..
-კარგი როგორც იტყვი, როცა მზად იქნებ, ან თუ იქნები მე შენთან ვარ...
. . .

სისხამ დილით აივანზე გამოსვლა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა და ყავის მშვიდად დალევის ნაკლებობა მალევე იგრძნო.. ყველაფერი ენატრება, თუმცა იცის უკან ჯერ ვერ დაბრუნდება და ახლა რომც დაბრუნდეს, ის არ დახვდება რაც დატოვა..
-გავესაუბრე უკვე მასწავლებელს, დღეს მიხვალ, შენც შეხედე როგორ მოგწონს და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ დარჩები, თუ სხვა მოვნახოთ.. მე სამსახურში უნდა ვიყო, მისამართს ჩაგიგდებ და ტაქსით გადი კარგი? - ცისნამიმ თათუშა სკოლამდე მიიყვანა და დაემშვიდობა..
სამსახურის შენობამდე მიაღწია თუ არა, შესვლამდე ყველანაირი ემოცია გადაკეტა, რადგან კიდევ ერთხელ თუ მისცემს თავს იმის საშუელებას, ემოცია გამოხატოს ან სუსტი გამოჩნდეს, ვეღარ შეძლებს საქმის გაგრძელებას..
-ამჟამად საქართველოში თქვენს გარდა ექვსი ენერგეტიკული კომპანიაა ისეთი, რომელიც აშკარად მაღალ კონკურენციას გიწევთ, მაგრამ ეს საშიში სულაც არაა, თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ.. ნელ-ნელა კომპანია არა მარტო ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება კიდევ უფრო წინ წავა.. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდება საბოლოო მომხმარებლებისთვის, ბიზნესი ან სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებები ოპტიმალური არჩევანია, კიდევ უფრო ჩავშალეთ რომელ სეგმენტებზე ჯობია ამჟამად გავიდეთ.. ენერგიით ვაჭრობა, ელექტროენერგიის, გაზის ან სხვა ენერგორესურსების ყიდვა-გაყიდვა პროცენტულობით ადგილობრივ ბაზარზე ამჟამად შედარებით მაღალია, ვიდრე საერთაშორისო ბაზრებზე, ამიტომაც ჩვენი მიზანია ამ სეგმენტზე ვიმუშაოთ..
-პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირებაზეც იზრუნეთ?-ზურა
-დიახ, მოლაპარაკებების ორგანიზება და ბიზნეს-კავშირების დამყარებაზეც შეგვიძლია გასაუბრება, მას შემდეგ რაც თქვენ ამ მონაცემებს გადახედავთ და განვიხილავთ ვისთან გსურთ თანამშრომლობა.. -კარზე კაკუნი გაისმა, სანამ ეტყოდა შემოდიო ამავდროულად ტელეფონზე ზარის ხმაც მოჰყვა და ზურასთან ბოდიშის მოხდით, უპასუხა..
-ცისნამი, კაბინეტის გარეთ როგორც თავად მითხრა მამაშენი გელოდება, შემოსვლას აპირებს, ვიცანი ბატონი ვახტანგი და მეუხერხულა დაყოვნება, შეხვედრას მორჩი უკვე ხომ ?
-არა, შეხვედრა არ დასრულებულა, რას ნიშნავს მელოდება ?
-მეგონა უკვე შემოვიდა..- სანამ გოგონას გაუბრაზდებოდა , წამიერად გაიაზრა, ახლა მის წინ ზურა ალავიძე ზის და კაბინეტის გარეთ, მამა, ვახტანგ ხმალაძე ელოდება.. ზარი გაწყდა, კაკუნი განმოერდა..
-ეს დაუშვებელია, გარეთ მამაჩემია.-წინ გადაიხარდა და გადაუჩურჩულა..წამოდგა და ზურასაც მოუწოდა წამოდგომისკენ..
-ავუხსნით სიტუაციას და..
-სულ გადირიე..? ახლა მამაჩემმა, ჩემს კაბინტში დაგინახოს, იცი რა მოხდება..?
-აბა რა გინდა გავაკეთო, უჩინმაჩინის ქუდს ვერ დავიხურავ გასასვლელად..
-კარადაში შედი..
-რა? რანაირად..
-ჯერ ბოლომდე აწყობილი არაა და შიგნით სიცარიელეა, დაეტევი.. უნდა შეხვიდე, მალევე გავუშებ.. ზურა გთხოვ.. - მისდა გასაკვირად ზურა დაიყოლია, ხოლო მამამის კარი გაუღო და შემოატარა..
-ცისნამი..
-ბატონო ვახტანგ..
-არ გინდა, საკამათოდ არ მოვსულვარ..
-სამსახურში უნდა დამდგომოდი მაინცდამაინც თავზე..
-გეპასუხა ზარებზე, მოგეცა საშუალება გვესაუბრა, სხვა გზა არ დამიტოვე.. ზედმეტი მომივიდა, სოფელში წასვლის გამო ამდენად არ უნდა გავღიზიანებულიყავი..
-იმიტომ რომ იქ აღარ ვარ და წამოვედი? იქ დარჩენა გადამეწყვიტა იგივე აზრზე დარჩებოდი?-კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, ზურას არსებობა მაგიდაზე დადებულა საბუთმა და ზედ დაწერილმა მისმა სახელმა როცა შეახსენა..-კარგი მნიშვნელობა არ აქვს, დიდი დრო არ მაქვს, სხვა დროს ვისაუბროთ..
-მალე მივდივარ, დაფიქრდი სახლში ჩემთან ერთად წამოსვლაზე.. აქ რა დაგრჩენია, იქ მე და დედაშენი გყავართ, აქ ვინ გყავს სხვა?
-ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ..- ბატონმა ვახტანგმა ოთახი დატოვა, ცისნამი კი კარადას მიუახლოვდა, ის მომენტი დაუდგა თვალწინ სოფელში ძველი კარადა როცა გამოაღო და შიგნით გიტარა დახვდა.. ახლაც მოჰკიდა ხელი სახელურებს და გააღო.. ზურას თვალებს წააწყდა თუ არა მაშინვე დაიწყო ძებნა, განსჯის, შეცოდების, რაიმესი რის გამოც კიდევ ერთი მიზეზი მიეცემა, უარყოფითი გრძნობები გამოეკვებოს.. მსგავსი არაფერი, პირიქით, შენიშნა ის რამაც შეაშინა და აიძულა ორი ნაბიჯით უკან დაიხიოს.. ზურა გადმოვიდა..- ეს არ უნდა მოგესმინა, ჩემს პროფესიულ საზღვრებს გავცდი, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი..
- მოსახდელი ბოდიში არ გაქვს ცის ნამი..- აარიდა, მაგრამ სურვილმა სძლია და ისევ ზურას თვალებისკენ გაექცა მზერა.. მოუნდა ერთი შეხედვით ორი ნაბიჯი, სინამდვილეში კი ნახევარი უდაბნო გადალახოს და მიუახლოვდეს.. კიდევ ორი ნაბიჯით უკან დაიხია, რამაც ძალა მისცა მაგიდას დაუბრუნდეს და ჩამოჯდეს.. ზურა ადგილიდან არ იძვრის, მზერის ობიექტი კი არ იცვლება.. დაელოდა ისევ როდის შეხედავდა ცისნამი..
საბუთები, რომელსაც ცისნამიმ წეღან უცებ ზედ სხვა საბუთი გადააფარა, ზურამ გადაწია და კუთვნილი საბუთები აიღო..
-შეხვედრამდე ცის ნამი..
-ნახვამდის, ბატონო ზურაბ..-ზურას ჩაეღიმა და ოთახი დატოვა.. თავი ხელებში ჩარგო..-როცა მგონია კარგს ვაკეთებ, ცუდი რატომ გამოდის, რისთვის მიხაროდა აქ მუშაობის დაწყება? თანამშრომლობას როგორც მოვრჩები ყველაფერი დალაგდება..
. . .
იმ დღეს ზურას კარადაში გამოკეტვა საკმარისი არ აღმოჩნდა, მის დასამალად.. მაშინ როცა ზურა და ცისნამი ერთ-ერთ კომპანიასთან შეხვედრა ახალი დასრულებული ჰქონდათ დერეფნიდან გამოსულებს ვახტანგ ხმალაძეს გადაეყარნენ.. ცისნამის ფიფქიას კანის ფერი გაუხდა სახე, ჯერ ზურას გახედა შემდეგ მამამისს.. გაუგებრობა ბრაზში, წამის მეასედში გადაიზარდა..
-აქ რას აკეთებ შვილო?
-შეხვედრაზე ვიყავი მამა..
-ამ კაცთან ერთად? იცი მაინც ვინაა? იცი ვის გვერდით დგახარ ახლა?
-ვიცი, მაგრამ..
-მაგრამ?
-დიახ, ჩემმა კომპანიამ დამავალა, ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებ, შენის ნებართვით..-რამდენადაც ემძიმებოდა, მაინც გადადგა ნაბიჯი და მამას ჩაუარა, შენობა დატოვა თუ არა ძლივს ამოისუნთქა, თუმცა ზურა და ვახტანგი ადგილიდან არ დაძრულან..
-რა ჯანდაბას აკეთებ ჩემი ქალიშვილის გვერდით? ხომ გაგაფრთხილე არ გაეკარო მეთქი ?
-მგონი კარგად ვერ გაიგეთ, სამსახურებრივი ურთიერთობა გვაქვს მხოლოდ.
-ვიცი მე შენი სამსახურებრივი ურთიერთობა, ვის ასულელებ.. კიდევ რაღა გინდათ, რა ვერ იკმარე გამაგებინე..
-მე არაფერი მინდა, არაფერს გთხოვ და მოველი..
-ჩემს ქალიშვილს..
-არაფრის დაშავებას არ ვაპირებ, წესით უნდა იცოდე ჩემი სიტყვის ფასი..-მისკენ გადადგა ნაბიჯი..-რისი გეშინია? რომ სიმართლეს ვეტყვი?
-არ გაბედო..
-როდემდე უნდა აცხოვრო შენი ძვირფასი ქალიშვილი ტყუილში, მთელი ცხოვრება? არ უნდა იცოდეს რომ..
-გაჩუმდი..
-როცა InsightLab-თან თანამშრომლობა გადავწყვიტე, წარმოდგენა არ მქონდა თუ იქ შენი ქალიშვილი მუშაობდა, ეს შეხვედრაზე გავიგე.. წარსულში ბევრი შეცდომა დავუშვი, რომლითაც არ ვამაყობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, გქონდეს იმის უფლება, ასე საქმის გარჩევები დამიწყო.. კარგად დაფიქრდი, სად ვისთან როდის რას ამბობ.. შესაძლოა ცუდად წამოგეწიოს..
-შენი შეცვლის, გამოსწორების არ მჯერა.. კაცი არ იცვლება.. შეიძლება სურვილი გქონდეს, მაგრამ ის ხარ რაც ხარ..
-თქვენი წარმოდგენები ჩემზე მე არ მეხება, გაქვთ საკუთარი აზრის ქონის უფლება, თუმცა გირჩევთ თქვენთან დაიტოვოთ.. მე თქვენთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ..
-ჩემს ქალიშვილთან დისტანცია დაიჭირე, იცი რაზეც ვარ წამსვლელი თუ საჭირო გახდა ალავიძე..
. . .

-თათუშა, გარკვეული მიზეზების გამო ჯგუფის საათები გადავაწყვე, ზოგს აწყობდა ზოგს არა, ამიტომაც ჯგუფის სხვა წევრები გეყოლება, იმედია წინააღმდეგი არ ხარ..
-თქვენ როგორც იტყვით, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს..
-შენობით ვისაუბროთ, არ მიყვარს ფორმალობები.. ზარის ხმა იყო, სხვებიც მოვიდნენ.. შემოდით..ნიკა, კესო.. ქეთი.. დასხედით..გაიცანით თათუშა თქვენთან ერთად იქნება..
-სასიამოვნოა..
-ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს.. არაა თათუშა..-ნიკას ახედა, კმაყოფილი მზერით უმზერს, ის კი გოგონებს უხერხულად უყურებს..
-ვაა მართლა? საიდან?
-ჩემი ბავშვობის მეგობარია, ამ ზაფხულს ისევ შევხვდით..
-კარგი, ჭორაობა მერე, გაკვეთილის დროა..- თათუშას მთელი ძალისხმევა დასჭირდა, ნიკასთვის ყურადღება არ მიექცია.. გაკვეთილი დასრულდა თუ არა მასწავლებლის სახლი დატოვეს..
-უნდა დაგამატოთ, შენი ინსტაგრამი მითხარი..
-ჩვენი ჯგუფი გავაკეთოთ.. -მისი სახელი ჩაწერა..
-შენ მაქეთ მიდიხარ? კაი მაშინ შემდეგ გაკვეთილამდე..
-ნიკა შენ საით ?
-თათუშასთან ერთად, აბა თქვენ იცით..-გოგონებს ხელი დაუქნია და სიარული გააგრძელა..
-რას აკეთებ?
-რას ვაკეთებ?
-ზედმეტად აფიშირება, თათუშა თათუშა თათუშა.. სხვანაირად იფიქრებენ.
-რას იფიქრებენ, ჩემი მეგობრები არიან, შენც დაუმეგობრდები, რა განერვიულებს?
-თითქოს ჩვენ.. დაივიწყე..
-თითქოს ერთმანეთი მოგვწონს? -გაფართოებული თვალებით გახედა, ფიქრის ხმამაღლა გაჟღერებისას..-მეგონა ეგ ისედაც ნათელი იყო..
-რას ამბობ, ჩემს მაგივრად რატომ საუბრობ..
-ანუ ჩემი გრძნობები ცალმხრივია?
-ეგ არ მითქავმს..-იმდენად მალე დაუბრუნა პასუხი, გვიან გაიაზრა როგორც გაიჟღერა ნათქვამმა.. ნიკამ კი გაუღიმა..
-მიხარია როგორც წავიდა სიტუაცია, სოფელში რომ დარჩენილიყავი..
-აღარც გაგახსენდებოდი და მალევე დაივიწყებდი ჩემს არსებობას..
-გამიჭირდებოდა, შენ თუ არ მიშალე ნერვები, რაღაც ისე აღარაა.. როდის დამვიწყებიხარ, ახლა დამვიწყებოდი ?
-რაც აქეთ ჩამოხვედი, როდის გაგახსენდი..
-სულ მახსოვდი, მართალი ხარ, მხოლოდ შენზე ფიქრი რა მამული თუ ამის შესახებ შენც არ გაიგე.. ვერ მოგწერე, ჯერ ახლა წამოვედი და მომენატრე მეთქი, აღარც მიპასუხებდი
-ნიკა..
-გისმენ..
-საით ცხოვრობ?
-შენთან ახლოს..
-საიდან იცი სად ვცხოვრობ ?
-ცისნამიმ დაურეკა დედაჩემს, მასწავლებელი მომაძებნინეო, ჩემი ნიკა შესანიშნავ მასწავლებელთან მივიდაო.. მე კი იმდენი მოვახერხე, რომ შენ ჩემთან დაგსვა, ახლა კმაყოფილი მოვდივარ სახლში შენთან ერთად.. იმის თქმა მინდა, რომ პრიორიტეტი საცხოვრებელი ადგილიც იყო..
-ეს გადაჯგუფება შენი ბრალია?
-ერთ მასწავლებელთან გვევლო და ერთად არაა? ჩემი წამება იქნებოდა.. როგორ მიეჩვიე აქაურობას, გიჭირს?
-ვეჩვევი ნელ-ნელა..
-მოგწონს ცისნამისთან?
-ხომ იცი ოჯახში უფროს და მე ვარ, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია ხოლმე, ახლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს პირიქითაა.. ეს კი ცოტა უცნაურია..
-ცისანმი უფროსი დასავით გყავს? მშვენიერი - თათუშა რამდენადაც ბედნიერია, იმდენად ნერვიულობს ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე და თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ ის აქაა და ისინი იქ დატოვა მამასთან.. საკუთარ თავს დაპირდა, რომ მათ წამოყვანას შეძლებს, ამისათვის კი ჯერ თავად სჭირდება დახმარება, ჯერ თავად უნდა დადგეს ფეხზე..რომ ვერ მოასწროს, მერე რომ გვიანი იყოს?
მათი დამშვიდობების დროც დადგა..
-კარგი წავედი ნიკა..ზეგ გნახავ?
-ხვალ..
-ხვალ ინგლისური არ გვაქვს..
-ქართული გვაქვს..
-ჩემს ჯგუფში არ ხარ..
-ვიქნები, ხვალამდე..
-რა მაქინაციებში ხარ, ხვდები მაინც?
-წინააღმდეგი ხარ?
-არა, მეც მომენატრე..
. . .

მადლობა შეხვედრისთვის, ვიცი ახლა არც ისე იდეალური დროა..
-კარგი რაა გეგა, ხომ იცი მიხარია შენი ნახვა..
-არა ვიაზრებ მოცემული სიტუაციის სირთულეს.. მე მაშინაც ზურას გვერდით ვიყავი როდესაც იმ ამბების ეპიცენტრში იყო..
-რატომ დარჩი მის გვერდით, ყველაფრის მიუხედავად ?
-ხელი ვერ ჩავიქნიე იმ მეგობარზე, რომელზეც გულის სიღრმეში მჯეროდა მისი კარგი ადამიანობის.. არ მაქვს სინანული, ჩემი გადაწყვეტილების..
-შენი მეგობრის ბიძაშვილმა ჩემი ერთადერთი და მოკლა გეგა, ასეთ ადამიანს ზრდიდა ზურა..
-შენ ზურას ისტორია არ იცი, მხოლოდ ის ნამცეცები, რაც მამაშენმა დაგიყარა..რა გითხრა მასზე, როგორი მონსტრია, კობას საქციელიც ზურას ხომ არ შეაწმინდა ზედ? ყველაფერი ისე არაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს..
-ზურა ციხეში იჯდა..
-რისთვის მერე..
-არაკანონიერი გზებით მოქმედებდა, ასე არ იყო? ახლა კომპანია ბეწვის ხიდზე ამიტომაც გადის, ამიტომაც არ სურს აღარავის მასთან თანამშრომლობა..
-ზურას თავისუფლად შეეძლო, იგივე გზებს დაბრუნებოდა, ისევ არასწორ გზაზე დამდგარიყო, მაგრამ ეს არ აირჩია.. მოიხადა სასჯელი და ახლაც იხდის..
-გადავამოწმე მეტი წელი ეკუთვნოდა..
-შეუმცირეს იმის გამო, რომ კობა გადასცა პოლიციას და კარგად იქცეოდა ციხეში.. ეს ხომ იცი..
-პაქრადოქსია და არ მესმის, მისი ბიძაშვილი არ იყო, თავადაც თუ ცუდ გზას ედგა, რატომ ჩააბრა ?
-მანდ სიტყვა მე არ მეთქმის ცისნამი, თავად გიამბობს თუ შენ ეს გსურს..
-ჩემთან არანაირი ვალდებულება არ აქვს..
-თავადაც იცი ასე არაა.. შეიძლება აქამდე არ ჰქონია, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, მე ადამიანს, რომელსაც ორივე მეძვირფასებით, ეს კი გადამეტებით არ მინდა მიიღო, ამ მცირე დროში რაც ერთმანეთი გავიცანით, მართლა მთელი გულით ისე მიგიღე როგორც და და მეგობარი.. მხოლოდ იმას გთხოვ, რადიკალური დამოკიდებულება ნუ გექნება, მეორე მხარესაც მოუსმინე.. ცისნამი..
-გისმენ..
-ვიცი რამდენად რთული შეიძლება იყოს მაგრამ არ მინდა მე და შენ ეს დაწყებული მეგობრობა გაგვიწყდეს..
-მეც ისევე მიგიღე როგორც მეგობარი..-უნდოდა ეთქვა როგორც ძმაო, თუმცა ყელში ბურთი გაეჩხირა, თვალებშიც ვერ შეხედეა..-დაბნეული ვარ, არ ვიცი ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცე..
-შენს გულს და გონებას შეთანხმებულად მოუსმინე..
-მეგონა მეტყოდი გულს მოუსმინეო..
- ორივეს მოსმენაა საჭირო, რაღაც დოზით..
-არაფერს დალევ?
-სასმელზე მეპატიჟები?
-მანანას არაყს ვერ შეედრება, მაგრამ ცუდი სასმელი არ აქვთ..-ორივეს გაეცინა, ცისნამი ბარმენს მიუახლოვდა და შეკვეთა ჩააწერინა..
. . .

-ასეთი რა საღამოა, ჩემთან სალაპარაკოდ თუ მოიცალე მაგარი მოწყენილობა უნდა იყოს-ირინკა..
-იქნებ ის გეფიქრა, ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანისთვის როგორღაც ორი წუთი გამოვნახე..კაი მოწყენილობაა ვაღიარებ, ეს ბიზნესმენები, ნაცრისფერ კლასიკურ ტანისამოსში, დასაძინებლად გამზადებული მუსიკა, არა კლასიკური მუსიკა მიყვარს, მაგრამ ყველაზე მოსაწყენს ირჩევენ და უკვირთ რატომ არ უსმენს ახალგაზრდობა, აარჩიე წესიერი შე კაი ადამიანო..
-ვახხ პიკში ხარ უკვე.. მე და თათუშამ ფილმი უნდა ჩავრთოთ..
-წვეულებაზე მე ვარ და ორ მასხარას მე გიშლით ხელს?
-უკაცრავად რაა, ძაან სერიოზული ხალხი ვართ.. თათუშამ მოაყომარა სიტუაცია, ყველაფერი იმეცადინა.. რა ბავშვია მოკლედ..
-შენც გატეხე ერთი ორი ადამიანის ანგარიში..
-ცოდვებს ნუ მიხსენებ..-ამ დროს დაიანხა მამამისი, რომელსაც უკან ზურა მიჰყვება,
დაუფიქრებლად უკან გაჰყვა, ზარი გაუფრთხილებლად გათიშა.. ეზოში გასულები იმდენად გართულები იყვნენ კამათით, იქვე მყოფი ცისნამი ვერცერთმა შენიშნა..
-ცისანმი იმსახურებს სიმართლეს..
-ისევ გინდა ხელში ჩამიგდო არაა, ახლა რას მოითხოვ სიჩუმის სანაცვლოდ..
-არაფერს არ ვითხოვ, არ მინდა ეს შენს მაგივრად ვინმე სხვამ გააკეთოს, მითუმეტეს არ მსურს ეს ადამიანი მე ვიყო.. კიდევ ერთხელ დაფიქრდი..
-ეს არც განიხილება, ცისნამი ამას ვერასდროს გაიგებს, არ დავუშვებ..
-ასე ძალიან რატომ გინდა ამის დამალვა, იმიჯი შეგელახება?
-ამაში არაა საქმე..
-აბა რაშია, არ უნდა იცოდეს..
-გაჩუმდი ადამიანი გაჩუმდი.. შენ მე ჯერ კიდევ არ მიცნობ, არაფერზე დავიხევ უკან.. ცისნამი ვერასდრო გაიგებს, რომ ნაშვილებია..
-შენი ბიოლოგირი შვილი არ ვარ.. მეგონა რამე ახალს იტყოდი მამაჩემო, გულისყურით გისმენდი..-ვახტანგს ცისნამის დანახვაზე და იმის გააზრებაზე ახლაახან რა თქვა, ელდა ეცა..
-ცის ნამი..
-შენ საიდან..
-ყველაფერზე ხარ წამსვლელი ოღონდ ეს არ ვიცოდე..
-შენ შენ უთხარი..
-დამშვიდდი, ზურას არაფერი უთქვამს, მან არ იცოდა, რომ მე რეალურად წლებია სიმართლე ვიცი.. ცისნამი ხმალაძე ნაშვილებია, აი შენი სიმართლე..
-ისე არაა როგორც შენ ფიქრობ..
-აბა როგორ არის, თავად არ მცოდნოდა, გინდოდა მთელი ცხოვრება ტყუილში მეცხოვრა? როგორ მეგონა,ოდესმე ამას შენი პირით მეტყოდი, შენ კი თურმე საფლავში აპირებდი ჩატანას..
-შვილო..
-არ გინდა..-რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, შებრუნდა და გატრიალდა..წლების ნაგროვები ტვირთი ამოაყოლა ერთ წინადადებას, რომელსაც უნდა გაეთავისუფლებინა, თუმცა შვებას ვერ გრძნობს..ბზარი, რომელიც ეგონა აღარ იყო, გაღრმავდა..

სადღაც წარსულში

-ვიღაც ქალთან ერთად იყო კაფეში ? ნუთუ იმდენი მაინც ვერ ასწავლეთ, უცხოებს არათუ არ უნდა ესაუბროს, არ უნდა გაჰყვეს..-ცისნამის ბებია
-არ ვიცით რა დაემართა, იმ ქალსაც ცუდი არაფერი ჰქონდა განზრახული, კაფეში იყვნენ..-ვახტანგი..
-თქვენთვის ეს გაკვეთილი უნდა იყოს, იაზრებთ მაინც რამხელა საშიშროების წინაშე ხართ? ვიღაცას გაესაუბრება და სიმართლეს გაიგებს, იქნებ ისინი.. არ წარმოდგენაც არ მინდა, ამ ოჯახში წესრიგი და სიმშვიდე მჭირდება, თქვენმა მოთრეულმა, სხვისმა შვილმა ამას ხელი არ უნდა შეუშალოს..
-როგორ საუბრობ ცისნამიზე..
-ტყუილია? მე არაფერს მეუბნებით, არც კი ვიცი ვისი შვილია.. უკვე გყავდათ ელი, ვერ ვიგებ რაში გჭირდებათ ვიღაცის შვილს დაამადლოთ რაც გაქვთ..
-ჩვენი ქალიშვილია, მაზე ასე არ უნდა საუბრობდე..
-სხვები უარესს იტყვიან და ამას თავადაც მოისმენს ადრე თუ გვიან..- ბებიამ ოთახი დატოვა.. ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გახედეს..
-გარკვეულ წილად მართალია, რამდენადაც არ უნდა დავმალოთ, ვიღაც რაღაცას გაიგებს, რაღაცას იტყვის წამოაძახებს.. -დედა
-საქართველო უნდა დავტოვოთ, ამაზე ისედაც დიდი ხანია ვფიქრობ..
-ცისნამიმ გაიგოს, მე არ გავაჩინე..-ვახტანგი ცოლს მიუახლოვდა და მოეხვია..
-ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ..- ამ დროს დამალული ცისნამი ისმენდა ყველაფერს, ერთ ადგილას გაყინულიყო იმის შიშით მისი არსებობა არ შეემჩნიათ.. დღეები..კვირები ატრიალებდა ამ დიალოგს გონებაში. მშობლებს ვერაფერი უთხრა, ერთი-ორჯერ დააპირა თქმა გავიგონე რაც ილაპარაკეთ, ვიცი ნაშვილები ვარო, მაგრამ ვერაფერი თქვა..
საქართველო დატოვეს, კითხვები კი თაროზე ძველი წიგნებივით ლაგდებოდა, რომელსაც მტვერი ედება.. ძველდება, თუმცა არსად მიდის.. ეს მტვერი მოსვენებას გიკარგავს, გინდა გადაწმინდო გაასუფთაო, მაგრამ არაფერი გამოგდის..
ბებიას სიტყვები ახსენდებოდა, უცხოსთვის რატომ უნდა დაემადლათ ყველაფერი.. ამიტომაც ცდილობდა პრობლემა არ შეექმნა, საუკეთესო ყოფილიყო კლასში, ყველაფერს ყოველთვის იდეალურად აკეთებდა.. უფროს დას ცისნამის ადარებდნენ და არ პირიქით, როგორც ხდება ხოლმე

. . .

overexposed-ში უკვე მეორედ იყო ვახტანგ ხმალაძე, თვალი მოავლო ნაცნობ გარემოს..თითქმის არაფერი შეცვლილა, მაშინ შუაღამეს, დაკეტილ კარს მიღმა იმყოფებოდა, ახლა კი დღის მონაკვეთის კვალობაზე, რამდენიმე ადამიანი მაინც შემორჩენია ადგილს.. მის წინ ცისნამი ხმალაძე ზის, მისი ქალიშვილი.. ყველასგან შორს სხედან.. ხმას არ იღებენ.. მუსიკა დაბალ ხმაზე ისმის, ადამიანები თავის სტიქიაში არიან, ცისნამის გახლეჩილი გული მათ წინ გდია და არავის აინტერესებს..
-რატომ არ მითხარი თუ იცოდი..- მამა წინ წამოიწია, ხელები მაგიდაზე დააწყო და პასუხს დაელოდა.. ცისნამი გამოხედვას დასჯერდა..-რატომ დამიმალეთ ?
-რა გვეთქვა, ჩვენი შვილი არ ხარ მეთქი? ასე არ ვთვლიდით, უკვე ჩვენი ქალიშვილი იყავი და აღარ ჩავთვალეთ საჭირო დაგვემძიმებინე..
-მთელი ჩემი ცხოვრებაა გიცნობ, ეს გახსოვს არაა? ის ხრიკები, რომლებსაც შენს ბიზნეს შევხედრებზე იყენებ, ჩემთან არ ჭრის.. ვიცი როდესაც სიმართლეს, ამბობ, როდესაც რაღაცას მალავ.. შენ მე სიმართლეს არ მეუბნები..
- იცი მაინც რა დამიჯდა ეს არავის გაეგო ? სკოლაში შენთვის არავის მოეძახა, ნაშვილებიაო.. ახალ ამბებში შენზე არ ესაუბრათ.. მინდოდა მშვიდი კარგი ცხოვრება მომეცა შენთვის..
-გაკვირდებოდით შენ და დედას..
-გვაკვირდებოდი ? - ვერ მიხვდა რა იგულისხმა, დაკვირვებაში
-როგორ მექცეოდით, თქვენი გამოჭერა მინდოდა და იმის თქმა, "ახლა ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ მათი შვილი არ ვარ " მინდოდა მეთქვა, არ გიყვარდით..
-რას ამბობ, აზრადაც არ გაგვივლია..-პასუხი არ დაამთავრებინა..
-ვიცი მამა.. ყველანაირად ვეცადე თქვენთვის გადამეხადა, ყველაფერს ვაკეთებდი რაც შემეძლო, მაგრამ მაინც არ გამომივიდა..
-იმაზე კარგი შვილი ვერ იქნებოდი ვიდრე იყავი..- წამიერად გაჩერდა, თავი დახარა, თითქოს ძალის მოკრებას ცდილობსო, ამოიხედა -ვიდრე ხარ..
-ვიქნებოდი, ელის მაგივრად მე უნდა მოვმკვდარიყავი, ჩემი და, თქვენი ნამდვილი ქალიშვილი კი ახლა ჩემს მაგივრად აქ უნდა იჯდეს..
-შენი ნათქვამის თავადვე გესმის? რას ნიშნავს ჩვენი ნამდვილი ქალიშვილი, აბა შენ ვინ ხარ ?
-არ ვიცი მამა, შენ ხომ ვერ მეტყვი ვინ ვარ.. აპირებ სიმართლის დარჩენილი ნაწილი მითხრა თუ მაგ ნაწილსაც საიდუმლოდ შეინახავ ?
-იმის გარდა ვერაფერს გეტყვი, რომ ჩვენი ქალიშვილი ხარ, პირველივე დღიდან ასე ვთვლი, როცა ხელში აგიყვანე..-ცისნამი წამოდგა, მამას კიდევ ერთხელ შეხედა დაემშვიდობა და შენობა დატოვა..
ეგონა აღარ სჭირდებოდა იმის ცოდნა ვინ გააჩინა, რატომ იყო ხმალაძეების ქალიშვილი.. ვინ არიან მისი ბიოლოგიური მშობლები.. ეგონა ეს კითხვები წარსულში დატოვა, ღრმად ამოთხრაა ორმო, ეს კითხვები შიგნით ჩაყარა და ზედ მიწა მიაყოლა.. ეგონა თუ დაფარავდა, სადღაც მოისვრიდა, კითხვა მნიშვნელობასაც დაკარგავდა, აღარ საჭიროებდა პასუხს.. თუმცა გრძნობდა როგორ გაეჩხირა როგორ გავრცელდა თოთეოეული გაუცემელი კითხვა ორგანიზმში და სასუნთქი გზები გადაუკეტა..
მხარზე ხელის შეხება გვიან აღიქვა, გვერდით მიტრიალდა და ახალგაზრდა ქალის შეწუხებული სახე დაინახა..
-უკაცრავად, შეიძლება ზედმეტად ვიჭრები თქვენს პირადში, მაგრამ ხომ კარგად ხართ? გაფითრებული ჩანხართ..
-მგონი კი არადა, კარგად ვარ მადლობა..
-ახლახან ვიყიდე წყალი, ხომ არ გინდათ ?
-კი თუ შეიძლება..
-მანქანით ვარ, თუ საჭიროა არ არის პრობლემა..- იმდენად ცუდად გრძნობს თავს, დახმარებაზე უარს ვერ ეუბნება და თავის დაქნევით ეთანხმება.. მანქანაში ჯდება..
-ბოდიში, თქვენი სახელი..
-მე მანჩო ვარ, მანჩო შელია..
-ჟურნალისტი მანჩო შელია?
-ახხ მიცნობთ?
-კი, საკმაოდ მოხიბლული ვარ თქვენი ნაშრომებით.. - მრავალი სტატიიდან ზურაზე გაკეთებული სტატია გაახსენდა, რომელსაც მაშინ დიდი ყურადღება არ მიუქცევია, როდესაც გამოვიდა..
-შენობით ვისაუბროთ რაა, გამიხარდა, როდესაც მცნობენ არ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს, უმეტესად თავდასხმას ველი ხოლმე..-გაეცინა მანჩოს, თან მისამართი ჰკითხა, მეტად ხმა აღარ ამოუღია, ისე მიიყვანა სახლამდე..
სახლში მისულს თათუშას უკვე მოემზადებინა საჭმელი, შენ გელოდებოდიო ისე უთხრა, უარზე არც უფიქრია, მოწესრიგდა ხელები გადაიბანა და მაგიდას მიუჯდა..
-როგორი დღე გქონდა ?
-იყო რაა, წარმოიდგინე მასწავლებელმა მითხრა რთულები მარტივად გამოგდის და ყველაზე ბევრ შეცდომას უმარტივეს რაღაცებში უშვებო.. აი ლოგიკა სადაა..
-სირთულის ფორმულას როცა ამოხსნი მარტივად აკეთებ, მარტივს კი მეტი დაკვირვება სჭირდება.. გამოგივა, თუ ფოკუსირდები და ფორმულას ამოხსნი..
-თავისთავად, შენკენ რა ხდება?
-ისევ ისე, სამსახურის ერთი ჩვეულებრივი დღე..
-გოგონებთან ერთად ვაპირებ გასვლას..
-რომელი გოგონები..ინგლისურზე ჩემი ჯგუფელები არიან მეთქი, ხომ გითხარი..
-აა გამახსენდა, მერე დავალებები შეასრულე?
-დიახ ქალბატონო ცისნამი..-ცისნამის გაეცინა, გენერლის ჟესტზე..
-კინტონი მიბრძანდით, ტელეფონი ჩართული გქონდეს, ლოკაცია არ გამორთო.. თუ რამე დამირეკე.. - თათუშამ სახლი დატოვა თუ არა ცისნამიმ აივანს მიაშურა.. ბრაზმა ოდნავ გადაუარა თუ არა ისევ ფიქრებმა წაიღო, ზღვაში რაღაცას რომ ჩააგდებენ და დიდ ქვას აბამენ ზედ სიმძიმისთვის და სამუდამოდ სიღრმეში ყოფნისთვის, აი ასეა საიდუმლო, მაგრამ ნელ-ნელა ეკარგება საიდუმლოს სიმძიმე და ნაპირზე ამოსვლას ლამობს..
ნომერი აკრიფა და ზარი გავიდა..
-ირინკა..
-გისმენ სიხარულო..
-გახსოვს როცა მითხარი რაღაც სიახლე მაქვსო..
-შენ კი მითხარი რომ არა გაინტერესებდა და გამოძიებას შეეშვი..
-მეგონა შევეშვი, მაგრამ ხელახლა ვიწყებ, ერთხელ და სამუდამოდ, მანამ სანამ პასუხებს არ გავიგებ..
-რამე მოხდა?
-მამაჩემმა იცის, მეც ვიცი, მაგრამ თავად არაფერს არ მეუბნება.. თავად უნდა გავარკვიო..
. . .
-მანჩომ მიხარია, შეხვედრაზე დამთანხმდი, ერთხელ უკვე დამეხმარე, მაგრამ მეორედაც უნდა გთხოვო დახმარება გამიწიო..
-ისეთი არაფერი გამიკეთებია, ახლა რაღაც საქმე ახსენე, რაზეა საუბარი?
-მოკლედ გამოძიებაში უნდა დამეხმარო, თუ ჯერ ყველაფერს კონფიდენციალურად შეინახავ და არავის გაანდობ, შემდგომ შეგიძლია გამოაქვეყნო..
-ასეთს ვის ვეხებით..
-მე და ჩემს პირად ცხოვრებას, მოკლედ გეტყვი, რომ ნაშვილები ვარ, ჩემებმა ახლახანს გაიგეს ეს რომ ვიცი, ბიოლოგიური მშობლები უნდა ვიპოვო..
-და დამრთავ ნებას ამ ყველაფერზე დავწერო?
-თუ დახმარებას გამიწევ კი, შეგიძლია გამოქვეყნო, და დახმარებაში პოვნას ვგულისხმობ მხოლოდამხოლოდ..
-კიბატონო თანახმა ვარ..იმას ვერ ვხვდები ამდენად რატომ მენდე, იქნებ ახლავე ვწერ ამაზე..
-ერთხელ უკვე ისწავლე შენს შეცდომაზე, არა მგონია მეორედაც იგივე გააკეთო..დარია ლორთქიფანიძეს შენ არ დაეხმარე მას შემდეგ რაც მასზე არასწორი ჭორები ააგორე? ეს დახმარება ბოდიშის ნიშნად უნდა ყოფილიყო
-შენ საიდან იცი..
-კავშირები მაქვს..
-მაინც გჭირდება ჩემი დახმარება..
-რევაზ ლიჩელი ხომ შენი უფროსია ? დედამისს თუ იცნობ ?
-გიული ლიჩელი ? კორპორაციულ საღამოზე მყავს ნანახი, ეგ ქალი რაში გვაინტერესებს ?
-იმ წლებში ზუსტად იმ საავადმყოფოში მუშაობდა, სადაც მე დავიბადე.. მეტი რამის გარკვევა ამ ეტაპზე ვერ შევძელი..
-და გგონია გიულთან მე გავალ ?
-ლიჩელებთან ისედაც გასული ხარ, ხომ ასეა ? რამდენი ხანია მასზე ინფორმაციას აგროვებ, ჯერ უბრალოდ ვერაფერი დაუმტკიცე..
-შენ ბევრი რაღაც იცი და არ ამბობ
-მოკლედ, მოვლაპარაკდით ?
-ასეთ საქმეზე უარს ხომ არ ვიტყვი, ცოტა დრო მომეცი, რაც შემიძლია გავიგებ..- მანჩო ნახევარი საათის წასულია, ცისნამი კი ადგილიდან არ იძვრის, მშვიდად განაგრძობს მესამე ჭიქა ყავის დალევას.. წარსული ისედაც გადაქელქილი ჰქონდა, მაგრამ უფრო ახლო წარსულით დაინტერესდა, როდესაც ზურაბ ალავიძე დიდ ხნის შემდეგ პირველად დაბრუნდა საქართველოში, მანამ სანამ დააპატიმრებდნენ.. უამრავ სტატიას გადაწყდა, ერთმა ფოტომ განსაკუთრებით მიიქცია მისი ყურადღება, როგორ ცეკვავს დარია ლორთქიფანიძესთან ერთად ერთ-ერთ საღამოზე.. დარიაზეც მოიძია მოკლედ ინფორმაცია, სცენარისტი.. რეჟისორი.. ისევ მათი ცეკვის ფოტოს დახედა და ქრონოლოგიურად გაჰყვა ზურას მოქმედებებს..
ყველაფერს რასაც მასზე წერდნენ, სასწორის ერთ მხარეს დადო და მეორე მხარეს მასთან ერთად გატარებული ზაფხული დაუდო წონად..
-როგორ დავიჯერო, ერთ ადამიანზეა საუბარი ? შეიძლება მან კიდევ რაღაც იცოდეს ჩემზე ? თუ მამაჩემს ჩემით ემუქრებოდა, ნამდვილად შეიძლება რაღაც იცოდეს..- ანგარიში გაასწორა და კაფე დატოვა.. არც კი იცოდა როდის ან სად გაიგო ზურას ახლანდელი სახლის მისამართი.. დარეკვა რომ მოგერიდება და ადამიანს პირდაპირ სახლში დაადგები, ეს უცნაური მომენტი იყო.. დიდი დრო არ იყო გასული რაც შეხვედრაზე ნახა, ახლა კი შორიდან უმზერს ზურას, რომელიც სამუშაო ფორმაშია და თითქმის ცარიელ ეზოში მშენებლობა გაუჩაღებია.. გაკვირვებით მიმოიხედა ცისნამიმ ნუთუ მარტოაო..
-ცის ნამი აქ რას აკეთებ ? - სამუშაო იარაღი მაგიდაზე დადო, ნაბიჯით მიუახლოვდა
-სალაპარაკოდ მოვედი, თუმცა აშკარად ცუდი დრო ავარჩიე, თანაც გაუფრთხილებლად..
-ისედაც ვასრულებდი, თუ დრო გაქვს ცოტა მოვწესრიგდები და გამოვალ..-იქვე ჩამოჯდა და ზურას დაელოდა, ეზო სავსე დახვდა სამუშაო მასალით, ხის ნაჭრებით, ცემენტით და ათასი ხარახურით.. იცოდა როცა კობამ ზურა დაჭრა ეს ზურას სახლში მოხდა, რა დაემართა ნეტა იმ სახლსო გაეფიქრა.. მალევე გამოვიდა ზურა..
-არაფერს დალევ ?
-მეოთხე ჭიქა ყავის დალევას, საღამოს ვგეგმავ..
-მაშინ გისმენ, შენ ჩემთან უმიზეზოდ არ მოხვიდოდი..
-წლების წინ მამაჩემს ჩემით ემუქრებოდი, ხომ მართალია ? - შეიშმუშნა, თავი ოდნავ გადახარა, მზერაც მოაცილა ცისნამის..
-გავაგრცელებ შენი ბიოლოგიური შვილი არ არის მეთქი..- მზერა ისევ ცისნამისკენ შეცვალა..-მართალია..
-ჩემზე რა იცი, ეს ამბავი როგორ გაიგე.. ყველაფერი უნდა მითხრა..
-მამაშენი არაფერს გეუბნება ?
-მე შენ გეკითხები, ჩემზე რა იცი ?
-მაშინ ჩემი ინტერესის იბიქეტი მამაშენი იყო, როცა გავიგე მისი უმცროსი ქალიშვილი მისი ბიოლოგიური შვილი არ იყო, დიდად ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ როცა ეს საკითხი ვახსენე, იმდენად გამწარდ,ა მივხვდი მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მის წინააღმდეგ გამოვიყენე როცა დამჭირდა.. არ ჩავძიებულვარ დანარჩენს..
-ჩემზე გაიგე და მორჩა ?
-შენზე რაც ვიცი შენიდან ვიცი ცისნამი.. მანამდე შენი ფოტოც არ მქონდა ნანახი, ბავშვობის ფოტოს თუ არ ჩავთვლით..
-რას მეუბნები ახლა, მხოლოდ ის იკმარე.. გაგეგო ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი და ეს იკმარე ? მეტის გაგება არ მოიწადინე ? რატომ მატყუებ ?
-შენთვის ერთი ტყუილი არ მითქვამს ცისანმი.. ჩემთვის მხოლოდ ცისნამი ხარ და ხმალაძის ქალიშვილად არასდროს აღმიქვიხარ..
-შეუძლებელია, მე ყველაფრის გაგებას მოვინდომებდი.
-მე მე ვარ და შენ შენ.. თუ რაღაც პროცენტით უშვებ, გაცნობის დღიდან გატყუებ, აქ საერთოდ არ უნდა იჯდე..
-ვერ ვაკავშირებ შენს წარსულს და ზაფხულის შენს ვერსიას ერთმანეთთან იცი ? დავიჯერო ასეთი მონსტრი ხარ როგორადაც დაგხატეს ? ასეთი კარგი მსახიობი ? არ ვიცი, არ გიცნობ.. ჩემგან ნდობას არ უნდა ელოდე..
-არც ველი, მაგრამ არც უნდობლობას ველი..
-ერთმანეთს არ გამორიცხავს ?
-შეიზლება გზის გასაყარზე იყო და გადაწყვიტო საით წახვიდე, ეს არც ნდობაა და არც უნდობლობა..
-რამ უნდა გადამაწყვეტინოს, საით წავიდე ?
-თავად უნდა მიიღო ეგ გადაწყვეტილება, შენი დაკვირვებიდან გამომდინარე..
-ჩემი დაკვირვების ობიექტად გინდა გადაიქცე ?
-თუ ეს მცირედ შანს მაინც მაძლევს, დიახ..
-ხომ იცი ეს..- უნდა თქვას არაფერი გამოვა, იმედი არ იქონიოო.. ახლა უნდა წამოდგეს და ზურა დატოვოს.. ადგილიდან არ იძვრის და მზერას არ აცილებს..- რადგან მოგისმენ, არ ნიშნავს, ეგ რამეს შეცვლის, ჩემი ნდობის იმედი არ უნდა გქონდეს..
-იმედის ქონის უფლებას არ უნდა მართმევდე
-მაშინ დაზარალდები..
-ეგ ჯერ არ ვიცით, იმედის ქონის მთელი მუღამი კითხვის ნიშანი არა ? -სანამ ზურამ ტელეფონზე არ ანიშნა ვერც კი მიხვდა, ვიღაც ურეკავს, ტელეფონს დახედა, დედა ურეკავს.. იცის ? ვახტანგმა ყველაფერი უამბო ? წამოდგა და უპასუხა..
-ცისნამი..
-გისმენ.. დე..
-ჩემი გოგო როგორ არის ? სულ გადამივიწყე - დედის ხმის გაგონებისას, ის თუ როგორ მიმართა, ცოტა დაამშვიდა
-როდის დამვიწყებიხარ ?
-საერთოდ აღარ მირეკავ, იცი როგორ მომენატრე ? ჩემთან არ ჩამოხვალ ?
-ვმუშაობ აქ..
-მამაშენიც არ ბრუნდება, მე ხომ არ ჩამოვიდე ?
-შენ, საქართველოში ?
-ჩემს ოჯახთან მინდა ყოფნა, საქართველოსაც აიტანს კაცი როგორმე..
-არ ვიცი, მამას გაესაუბრე, მე რას მეკითხები, როგორც გინდა ისე მოიქეცი..
-კარგი ალბათ ისევ დაკავებული ხარ, დაგირეკავ მალე..-ზარი გაითიშა..
-არ იცის, ჯერ არ იცის..-ამაზე აქამდე არ უფიქრია, შიშისგან გააკანკალა, ახლა რა იქნება..
-ვინ რა არ იცის ? - ზურას გახედა, ტელეფონი ჯერ კიდევ ყურთან აქვს მიტანილი.. ზურა წამოდგა, მიუახლოვდა, ტელეფონზე ანიშნა, ნება ითხოვა და ტელეფონი გამოართვა, მაგიდაზე დადო.-მგონი ჯობია დაჯდე..
-უნდა წავიდე..
-სახეზე ფერი არ გადევს, ჩამოჯექი..-მის ნებას დაჰყვა..
-სახლს მარტო შენ აშენებ ?
-მარტო მე ფიზიკურად ვერ ავაშენებ..
-ვისთვის ან რისთვის ?
-ჩემთვის და ჩემი შესაძლო მომავლისთვის..
-საქართველოდან წასვლას აღარ გეგმავ ?
-არანაირად.. საკმარისად ვიბოდიალე უცხო მხარეში - ცისნამი წამოდგა, ზურას დაემშვიდობა და სახლი დატოვა..

. . .


overexposed-ში ცისნამის, ირინკას და მანჩოს გარდა არავინაა, ბარმენსაც თუ არ ჩავთვლით, რომელიც თავის საქმეშია გართული და გოგონებისგან საკმაოდ მოშორებითაა..
-რაღაც გავიგე ცისნამი, მაგრამ ეს საერთოდ არ მოგეწონება..
-პირდაპირ მითხარი..- ცისნამიმ ბარმენს თვალი მოაშორა, საფეთქლები კიდევ ერთხელ მოისრისა და თმები გადაიწია..
-იმ საავადმყოფოში არ დაბადებულხარ, რომელშიც გგონია დაიბადე.. დამიჯერე ყველაფერი გადავქექე, მაგულის პირადი ჩანაწერები, საავადმყოფო.. რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე.. 100 % შემიძლია გითხრა, შენ იქ არ დაბადებულხარ..
-ეგ რას ნიშნავს, ჩემი საბუთები..
-დიდი ალბათობით, შენი დაბადებიდან მოგვიანებით დამზადდა..
-ეგ რას ნიშნავს, ვის რაში დასჭირდა ამის გაყალბება ?
-რომ ვერ შეძლონ შენი პოვნა, სათუთად ხარ გადამალული.. -ირინკა
-ვისგან ?
-სიმართლისაგან
-საავადმყოფო ძებნის საძირკველია ხოლმე, თუ ისიც არ ვიცი სად დავიბადე, როგორღა შევძლებ ინფორმაციის გაგებას..
-მამაშენთან რომ ცადო დალაპარაკება..
-ირინკა შენც ხომ იცი არაფერს არ მეუბნება, ჩემი შვილი ხარო და მორჩა.. ჩიხში ვართ არა ?
-სხვა გზით შეგვიძლია გავიგოთ, გგონიათ საბუთის დამზადება ამდენად მარტივი საქმეა ? თუ გავიგებთ ვინ დაამზადა, ვინ გააფორმა, შესაძლოა შენი დაბადების რეალურ ადგილამდეც მივიდეთ, ორიგინალი ხომ უნდა გქონდეს, რომ გააყალბო არა ?
-ეგ საკმაოდ რთული იქნება
-ამ საქმეში მარტივი არაფერია, ქრონოლოგიას ვერ მივყვებით, არეულადაა ფაზლები მიმოფანტული, თან ჯერ ეს ფაზლები უნდა შევაგროვოთ და შეერთებაზე მერე ვიფიქროთ..
-გავარკვევ ვინ მუშაობდა იმ პერიოდსთვის მსგავს საქმეებზე და იქნებ კავშირი ვიპოვო -ირინკა.
-არ ველოდი შენთან მუშაობის პატივი თუ მერგებოდა..
-ჩვენ ერთად აქამდეც გვიმუშავია მანჩო, ეს შენ არ იცოდი..- მანჩოს ტელეფონი განათდა, მისი რეაქციიდან გამომდინარე დანარჩენი ორი მიხვდა პატარა შეტყობინების, მთელ კომპლექსურობას..
-სანამ შემოვიდოდით ,მანამდეც მან არ დაგირეკა ?
-ჩემი ყოფილია ბუბა
-მოიცადე პროდიუსერი, დარიასთან და ოტიასთან ერთად მუშაობდა ხომ ?
-გცნობია, კი ეგ ბუბაა..
-ან ერთად ყოფნა როდის მოასწარით ან დაშორება ?
-ჩემი ბრალია, თავიდანვე ვიცოდი არაფრისთვის იყო განწირული და მაინც დავიწყე, ასეთ დროს რატომ გვიჭირს თავს მოვერიოთ, რატომ გვიყვარს საკუთარ თავს დრო დავაკარგვინოთ ?
-ასეთი მარტივი იყოს ? ინატრე შენც.. ახლაც ებრძვი შენს თავს არ უპასუხო, არადა როგორ გინდა..
-2000- იანების ფილმებში ტელეფონს რომ ესე ჰაერზე მოისროდნენ ხოლმე, მეც მოვისროდი სიამოვნებით მაგის ფინანსური ფუფუნება მქონდეს.. მე დაგტოვებთ, რედაქციაში უნდა გავიქცე, მე სულ ხაზზე ვარ, შეგეხმიანებით..-წამოდგა, ჭიქაში დარჩენილი სითხე დააცარიელა, ჭიქა თავის ადგილას დაბრუნა, ხელის დაქნევით ჯერ გოგონებს დაემშვიდობა, შემდეგ ბარმენს და შენობა დატოვა..
-მამაშენი არ გელაპარაკება, ამას თავისი მიზეზი ექნება..
-დედაჩემმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მე ყველაფერი ვიცი..
-დავიჯერო ბატონი ვახტანგი არაფერს ეუბნება ?
-ჩამოვალო დედამ..
-დედაშენი აქ ? დარწმუნებული ხარ სიმართლე არ იცის ? შეიძლება შენ გცდიდა როგორი რეაქცია გექნებოდა მის ზარზე, სინამდვილეში ყველაფერი იცის
-იცი როგორ დავიღალე ამ გაუთავებელი ტყუილებით ? იმის გამოცნობით სადაა სიმართლე ? დედაჩემსაც ვეღარ უნდა ვენდო ?
-როდის ენდობოდი..- ცისნამის მზერა შეეცვალა, სახე მოექუფრა..-სიმართლე ვთქვათ, რაც შენ სიმართლე გაიგე იმის შემდეგ მშობლებს აღარ ენდობი, ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ, მათ სიმართლეს, მათ სიყვარულს..
-არ მაქვს მიზეზი დავაყენო ? თავადაც ხედავ როგორ მდგომარეობაში ვარ..
-ყველაფერი შავ - თეთრი არაა, ამდენად მარტივი არაა ან კარგები არიან ან ცუდები და მორჩა, კარგი ადამიანებიც უშვებენ შეცდომას..
-კარგი ადამიანები შეცდომის გამოსწორებას ცდილობენ..
-ვისთვის რას ნიშნავს შეცდომა და მერე იმის გამოსწორება.. მამაშენის აზრით ესაა სწორი..
-სიმართლეს მაინც გავიგებ..
-გაგებით კი გავიგებთ, მერე რა იქნება..
-პასუხი გვიჩვენებს..-უცხო ადამიანი დაინახა თუ არა, ცისნამი წამოდგა, ირინკაც მიჰყვა..-ჩვენი წასვლის დროა..


. . .


სიზმრები წლებია არ უნახავს, თუმცა იმ ღამეს ნახა.. ზურას უკვე აშენებულ სახლში, მშვენიერი მოწყობილი ეზო, იქვე მდგომი მომღიმარი ზურა, რომელიც მორბენალ ბავშვებს უყურებს, თავად ადგილიდან ვერ იძვრის.. ზურა უახლოვდება, თავად წასვლას ლამობს და სანამ ზურა მისთვის რაიმეს თქმას მოასწრებს, ეღვიძება.. წამოჯდა, რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ სიზმარი ნახა, რომ ეს ყოველივე რეალობა არ იყო და ამოისუნთქა..
ბავშვების სახე უტივტივებს გონებაში, წამოდგა სამზარეულოში გავიდა და წყალი ჩამოასხა, შემდეგ ერთიანად დაცალა და აივანზე გავიდა
-რატომ ჩამრჩა ბავშვების სახე ასე ცხადად ? - არასდროს ნდომებია დედობა, ვერ წარმოედგინა საკუთარი თავი ამ როლში, როცა ამაზე ფიქრობდა, რომ საკუთარი ცხოვრება სხვა ადამიანისთვის უნდა დაეთმო, მასზე ყოფილიყო პასუხისმგებელი, ეს შეგრძნება ახრჩობდა.. ხმამაღლა არ გაუჟღერებია ეს აზრი, რადგან იცოდა რაც მოჰყვებოდა, მისი დადანაშაულება როგორ თუ დედობა არ უნდა, ვინ მოუვლის როცა დაბერდება, წყალი ხომ უნდა მიაწოდოს ვიღაცამ, მისი ცხოვრება ხომ არ იქნება სრულყოფილი თუ შვილი არ გააჩნია, ქალის ერთადერთი მოვალეობა ხომ სწორედ ესაა..
ამიტომაც მთელი დღის განმავლობაში ეს სიზმარი გონებიდან ვერ ამოიგდო, სამუშაოზე უნდა ყურადღების გადატანა, ზურასთან საქმიანი შეხვედრა როგორღაც აირიდა თავიდან და ამით მაინცაა კმაყოფილი..
-მაინც გადახედე ყოველი შემთხვევისთვის, არ ვიცი იმედია შენზე უფროს არაფერს ეტყვიან
-რა უნდა უთხრან?
-ბოლო შეხვედრა იყო, შენ კი არ დაესწარი..
-ბოლო შეხვედრა იყო ?
-არ იცოდი ? -კალენდარს ჩახედა - მოკლედ ამ საბუთებს გადახედე, შენი ხელმოწერაცაა საჭირო..
-კარგი თავისუფალი ხარ.. - წამიერად სინანულმა გაჰკრა, მაგრამ მაინც არ ნანობს გადაწყვეტილებას.. მოსულ შეტყობინებას დახედა..
- " წამოსვლას ვაპირებდი მაგრამ მამაშენმა დამასწრო დაბრუნება, მეგონა შენც გამოჰყვებოდი.. "
გულზე მოეშვა, დედამისი არ ბრუნდება და როგორც კი ეს გაიაზრა, თავს დამნაშავედ გრძნობს..
-მზად არ ვარ ? მზად როდის ვიქნები.. იქნებ მაშინ როცა პასუხებს ვიპოვი, იქნებ დედამ გამცეს კითხვებზე პასუხი, თუმცა სადაც წლები დამიმალეს, ახლა რას მეტყვის..
. . .


ამჯერად მუშებით სავსე სახლში აღმოჩნდა, ზურას გარეშე..
-აქ გინდათ გაყვანა ?
-მე არ ვიცი..
-არ მოილაპარაკეთ ?
-რატომ უნდა მოგველაპარაკა, რას გააკეთებს ზურა საკუთარ სახლში ? - კაფკა შეისწორა და დაბნეული გახედა ცისნამის, ამდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას როგორ არ ფლობ მზერამ ხმამაღლა გაიჟღერა.
-მე მეგონა თქვენ ერთად.. ბოდიში არასწორად ვიფიქრე..
-მალე დაბრუნდება და თავად გეტყვით..- ეზოში გამოვიდა და იქვე ჩამოჯდა, ზურა მალევე მოვიდა, პარკებით ხელში..
-რაღაც აინტერესებდათ, ჯობია გაარკვიო..- პროდუქტები ცისნამის წინ დაალაგა და სახლში შევიდა.. დაბრუნდა თუ არა ცისნამის წინ დაჯდა..
-გეგამ მითხრა ზურა სოფელში იყო და რაღაცები გამოატანეს შენთვისო, სახლში მეგონე თორემ არ მოვიდოდი..
-მე ვაპირებდი შენთან მოსვლას, მაგრამ გეგამ მითხრა ასე ჯობიაო..-სიზმარი გაახსენდა თუ არა, მის სახლში ზურა არც ისე ცუდ იდეად ეჩვენება..
-სახლი ხომ გქონდა, ახალს რატომ აშენებ ?
-გავყიდე, ზედმეტად დიდი იყო ჩემთვის, არც ისე სასიამოვნო მოგონებებით სავსე..
-კობამ რომ დაგჭრა მაგას გულისხმობ ? -თავადაც გაოცდა როდესაც მიხვდა კითხვა ხმამაღლა წარმოთქვა..
-არა მარტო..
-ჩემი წასვლის დროა .-წამოდგა თუ არა ზურა უკან გაჰყვა, მანქანიდან პარკები ცისნამის მანქანაში გადაიტანა
-ძველ სახლთან ერთად ძველი ცხოვრების უკან მოტოვება მინდოდა, მაგრამ როგორც ვხვდები მაგ ამბავს მარტო სახლის გაყიდვა არ შველის..
-ახლის შენება დასაწყისია.. მაგრამ აქაც რომ დაგჭრას ვინმემ, ისევ ახალი სახლში შენებას დაიწყებ?
-შენ ხომ არ მიპირებ რამეს?
-გადაწყვეტილების გასაყარზე ვარ, ვნახოთ..
-ბოდიში მომიხადა..
-ვინ?
-ვისაც ელაპარაკე..მეგონა თქვენი ცოლი იყო და სახლთან დაკავშირებით რაღაცებს ვეკითხებოდი, ცუდად გამომივიდაო..
-და რატომ იღიმები ? მომიხადა ბოდიში, რეალურად საბოდიშო არაფერია..
-ნამდვილად არაფერია საბოდიშო..
-არც გასახარი, რა გიხარია ?
-რა ვიცი რა მიხარია, ჩემს ელექტრიკოს წყვილი, რომ ვეგონეთ და წამიერად ეს სრულიად ბუნებრივი მოცემულობა იყო, რა უნდა მიხაროდეს ?
-შენი ყურადღება სჭირდებათ, სახლში დაბრუნების დროა..
-მე შენი ყურადღება მჭირდება, მაგრამ ვწუწუნებ ?
-კი ბავშვივით.. ნახვამდის ზურა..
-შეხვედრამდე ცის ნამი.
. . .

რამდენიმე თვე გავიდა, ცისნამი ისევ პასუხების ძიებაშია, თავიდან იმედი მიეცა, მალე იპოვიდა პასუხებს, თუმცა ეს იმედი მალევე გაუცრუვდა, ხელჩასაჭიდს ეძებს, უკან დახევისთვის კი ენერგია აღარ აქვს..
ზურასთან ურთიერთობა ამასობაში კიდევ უფრო ჩაიხლართა, აირია, უნდა სიშავთეთრე ან ერთი ან მეორე, მაგრამ შერეულ გრძნობებთან გამკლავება უჭირს.. თავს არიდებს, მაგრამ ლაბირინთივითაა, შორს წასვლა გინდა, გაღწევა და ისევ საწყის წერტილს უბრუნდები, იმიტომ რომ გზა არ იცი, თითოეული ჩიხე ერთმანეთს ჰგავს და რაღაც მომენტში ხვდები წასვლა არც გინდა..
ისევ იმ საუბარზე ეფიქრება, რომელიც სამი თვის წინ ჰქონდა, დაუგეგმავად
- ადამიანი, რომელთან ერთადაც იზრდები, ლუკმას იყოფ, თამაშობ.. ჩემთვის ასეთი იყო კობა, პატარა ძმა, რომელიც უნდა დამეცვა.. ხშირად ეხვეოდა შარში, მე კი ყოველთვის გამომყავდა სიტუაციდან, ვფიქრობდი ახლა ისწავლის, ჭკუას, ახლა ისწავლის.. გულის სიღრმეში კარგი ადამიანია მეთქი, მხოლოდ ამას ვუმეორებდი თავს, თუმცა საკუთარ თავს ვატყუებდი გესმის ?
არ ვიცოდი ის რასაც სჩადიოდა, ეს ყველაფერი არ ვიცოდი, თუმცა უნდა მცოდნოდა, ვალდებული ვიყავი არ გამომპარვოდა, აქამდე არ მისულიყო სიტუაცია..
-ამიტომაც ფიქრობ, ციხეში ყოფნას იმსახურებდი ?
-კობას დანაშაულში ისეთსვე წვლილი მაქვს როგორც თავად მას, რადგან სხვანაირი გადაწყვეტილებები, რომ მიმეღო, შენი და ახლა ცოცხალი იქნებოდა.. მისი ასაკის გამო თვალი არ უნდა დამეხუჭა, როდესაც რაღაცას აშავებდა, ბევრჯერ, ბევრჯერ სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი.. მეგონა დრო მქონდა, მეგონა შეძლებდა კაცად დადგომას, მან კი უამრავი ადამიანი და მათი ოჯახის წევრები გააუბედურა..
-შენი ტომარა საკმარისად მძიმე სათრევია, სხვისიც რომ არ აიკიდო ზურა.. ხშირად ვფიქრობ რამდენი რამ შემეძლო სხვანაირად, იმ დღეს, შემეჩერებინა.. ბევრი რამ შემეძლო და არ გავაკეთე..
სამწუხაროდ სინანული დას ვერ დააბრუნებს ჩემთან.. არ მინდა, მაგრამ როდესაც რაღაცაზე ვიცინით, ვსაუბრობთ, შენზე ვბრაზდები, წარსულზე მეფიქრება ხოლმე, თავიდან ვერ ვიგდებ, რომ კობას ბიძაშვილი ხარ.. არ მინდა ასე ვფიქრობდე მართლა... არ გამომდის სხვანაირად..
-მესმის.. “


მისი ერთი ნაწილი ადანაშალებს, ვერ იტანს, მეორე ნაწილს კი მასთან სიახლოვე სურს..


-რაღაც გავიგეთ, ცის, ხომ იცი რამდენი ხანია ვცდილობთ იმ ადამიანის კვალზე გავიდეთ, ვინც შენი საბუთები გააფორმა..-ირინკამ მანჩოს გადახედა.
-მერე რამე გაიგეთ ?
-ასმათის სახელი ამოტივტივდა რამდენჯერმე..
-ასმათი ? თათუშას დედა ? ირინკა ხვდები მაინც ახლა რას მეუბნები ?
-ამიტომაც გამიჭირდა ამის თქმა, მაგრამ, როგორც გავიგეთ რაღაც პერიოდი ნოტარიუსის დამხმარედ მუშაობდა, სხვა საბუთების გაყალბებაში შენიშნეს და ბოლოს გაუშვეს სამსახურიდან.. შემდეგ კი რაც გათხოვდა, გარკვეულ წილად შუამავალი მაინც უნდა ყოფილიყო..
-ჩემთან რა შუაშია ?
-მან დააორგანიზა ყველაფერი, შენი საბუთები, დრო ადგილი.. ყველაფერი ემთხვევა..
-რა ადგილი რა დრო
-თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, შენ სოფელში დაიბადე, ასმათიმ კი იზრუნა იმაზე, რომ თბილისში დაფიქსირებულიყო შენი დაბადება..- გამწარებულო წამოდგა და ოთახი დატოვა.
-სად მიდიხარ ?
-სოფელში, ვარაუდებს, აზრებს ვერ დავუჯერებ, თუ ჩემს გაშვილებაში ასმათის ხელი ურევია, ამას თავად მეტყვის.. სოფელში ვინმე ორსულად ყოფილიყო, ბავშვი დაბადებულიყო.. და თუ ეს ბავშვი მე ვარ, ამდენი ხანი იქ ვიყავი და არავის არაფერი როგორ არ წამოსცდენია, ხომ იციან ხოლმე წამოძახება, რომ ვიღაც ნაშვილებია.. არავის არაფერი უთქვამს..
-არ ვიცი ცისნამი, ადამიანი, რომელიც ყველაზე ახლოს იყო, ასმათია, ჩვენ უბრალოდ ეჭვი გვაქვს, მაგრამ ეს ეჭვი ჰაერიდან არ მოგვიტანია ხომ გესმის, ბევრ მსგავს საქმეში იყო გარეული, კინაღამ უჩივლეს.. იმ საავადმყოფოში, რომელშიც გეგონა დაიბადე, მისი ახლობელი მუშაობდა.. ერთი შეხედვით ბევრი დამთხვევა..ცდომილებაა..
-მე სოფელში მივდივარ, მორჩა..
-ჩვენც წამოვალთ..
-არა, თათუშა მარტო არ მინდა დარჩეს..
-ირინკა თათუშასთან დარჩება, მე შენთან ერთად მოვდივარ..-საჭესთან მანჩო დაჯდა და გზას დაადგნენ..
-ჯერ 100 % არ ვიცით, შეიძლება ყველაფერი ისე არაა როგორც ჩანს.. მაგრამ თუ ასმათის რაიმე სახის წვლილი მიუძღვის მერე..
-რა მერე მანჩო, რაღა მერე..
-თათუშა..
-ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდა ?
-ამდენი ხანია ერთად ცხოვრობთ, პატარა დასავით გყავს.. შეძლებ მასზე ისევ ისე იზრუნო როცა იცი ვინაა დედამისი ? მას რას ეტყვი, ან ეტყვი საერთოდ რამეს ? დედაშენი ერთი დიდი მატყუარაა არადა ამდენი ხანი..
-რისი მოსმენა გინდა, გგონია თათუშას მიმართ დამოკიდებულება ასმათის გამო შემეცვლება ? ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გოგოს, რომელიც დიდი მომავალი აქვს, აღარ დავეხმარები ?
-თუ ზურას კობას ჩადენილი დანაშაულით განსაზღვრავ, რატომ არ შეიძლება, თათუშა ასმათის ჩადენილით განსაზღვრო ?- სანამ სოფელში არ შევიდნენ, მანამდე ხმა აღარ ამოუღიათ, რადგან ცისნამის, მანჩოს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
თათუშა გონებაშივე ჩამოაშორა ამ საქმეს, არც უფიქრია მასზე სხვანაირად.. მაგრამ ზურას პირდაპირ აკავშირებს დის მკვლელობასთან, მერე რა თუ მისი და ზურას არ მოუკლავს, მისმა ბიძაშვილმა მოკლა და ეს ფაქტი სევდით, ბრაზით ავსებს.. რატომ არ შეიძლება სრულიად უცხო ადამიანი ყოფილიყო, რომელთანაც საერთო, მძიმე წარსული არ გააერთიანებდა ? იქნებ.. თუ.. ასე რომ ყოფილიყო... მუდმივად მსგავსი ფიქრები უტრიალებს და ფიქრს ვერ წყვეტს..
ზურამ რა დააშავა ? ეს იყო მთავარი კითხვა, არის ის დამნაშავე ? მან მოკლა ელი ? არა, მაშინ მისგან რა უნდა, რას ითხოვს ?
-საითაა ასმათის სახლი ?
-წინ იარე და მარჯვნივ შეუხვიე.. -მოშორებით გააჩერეს სახლთან..
-რას ელოდები არ დაურეკავ ? -სანამ ბოლო ციფრსაც აკრეფდა, ასმათი ეზოდან გამოვიდა, ვედროები გამოიტანა და წასვლას აპირებდა, როდესაც მანაქანა შენიშნა და შიგნით მჯდომი ცისნამი იცნო.. მანქანას მიუახლოვდა, ცისნამი კი მანქანიდან გადმოვიდა
-ჩემო გოგო, აქ რას აკეთებ ? თათუშაც აქ ხომ არა?
-აქ არ არის..
-აბა სოფელში ჩამოიარე ?
-შენთან მაქვს სალაპარაკო..
-თათუშას რამე მოუვიდა ? ხომ არ გაბრაზებს, რამე ისე ხომ არ აკეთებს
-თათუშას არ ეხება.. გცალია სალაპარაკოდ? - მანქანაში ჩასხდნენ, მანჩო გარეთ დარჩა, ყველაფერი უთხრა რაც ახლახან თავად გაიგო..
-მთელი ცხოვრება არ მეყოფა საბოდიშოდ თუ ეს ყოველთვე სიცრუეა, მაგრამ ეს ის შეკითხვაა, რომელზე პასუხი უნდა გამცე, მითხარი სიმართლეა ?
-ცისნამი მე.. -ცისნამისთვის ასმათის რეაქცია უკვე პასუხია, მაგრამ მაინც ელოდება როდის დაელაპარაკება.
-ხვდები მაინც რაში მდებ ბრალს ? არავისთვის წამირთმევია შენი თავი..
-ეგ არც მითქვამს, რაიმე სახით ჩემს გაშვილებაში მონაწილეობა მიღებული გაქვს ? უკანასკნელი რაც მინდა გავაკეთო შენი რაიმე სახით შეურაცხყოფაა, დადანაშაულება.. მე მხოლოდ პასუხები მჭირდება..
-მე ის ადამიანი არ ვარ ვინც პასუხებს გასცემს შენ კითხვებს.. ამაზე შენს მშობლებს უნდა დაელაპარაკო..
-რატომ არ შეგიძლია მარტივ შეკითხვაზე გამცე პასუხი ?
-შენი შეკითხვა მარტივია ? წარსულში ბევრი შეცდომა დამიშვია
-მარტო ჩემზე გამეცი პასუხი, ჩემზე რა იცი.. იცი ვინ არიან ჩემი ბიოლოგიური მშობლები ?-ასმათი მანქანიდან გადმოვიდა.. ცისნამიც გადმოჰყვა..
-მადლობელი ვარ რასაც ჩემი შვილისთვის აკეთებ, მაგრამ წარსულის იმ კარების გაღებას ნუ ეცდები, რომელიც დიდი ხნის წინ მიზეზით დაკეტეს, იქიდან ვეღარ გამოხვალ..
-ეგ ჩემი გადასაწყვეტია, თუ რამე იცი უნდა მითხრა, ვალდებული ხარ.. მთელი ცხოვრებაა ეს კითხვები არ მასვენებს, მე შენგან კითხვებზე მინდა პასუხი, სხვა არაფერი..
-ახლა იძახი მაგას.. პატარა ბავშვები მყავს ცისნამი, ჩემს გარეშე იცი მაინც როგორი კაცის ანაბარა დარჩებიან? მე ვერაფერს გეტყვი და მაპატიე დუმილი ძალიან გთხოვ...- ასმათი ეზოში შევიდა და სახლში გაუჩინარდა..
ცისნამის სახლამდე მივიდნენ, ორი წუთით შევივლიო, თუმცა როგორც კი სახლიდან გამოვიდა მანჩოს გამომეტყველებიდან გამომდინარე მალევე მიხვდა რაღაც მოხდა.. მანქანა არ იქოქებაო.. ვერაფერი გაუგეს.. ამ ყველაფრის ფონზე მანჩოს ღიმილი ყველაზე უცნაურად ეჩვენა იმ მომენტში, თვალი გააყოლა და ზურა დაინახა თუ არა, წარბები შეჭმუხნა.. ზურას მოკითხვის და დახმარების შეთავაზებაზე მანჩო ბედნიერად დასთანხმდა..
-არც ისე კარგი ამბავია, დღესვე თუ გინდათ დაბრუნება..
-დრეს ვერ წავალთ ?
-საწვავის ტუმბოს გაუმართაობის ბრალია, გეგა ისედაც აქეთ მოდის, დავაბარებ ყველაფერს რაც დამჭირდება გამოსასწორებლად, უბრალოდ სანამ ეგ ჩამოვა, სანამ გავაკეთებ.. ხვალამდე ამ მანქანით ვერ წახვალთ.. შემიძლია ჩემი მანქანა გათხოვოთ..
-ცისნამი რა უჭირს ერთი დღე თუ დავრჩებით, ვერასდრო ვიცლი სადმე წასავლელად.. ერთი დღე მაჩუქე.. -მანჩო სახლში შევიდა..
-არ მინდოდა შენი შეწუხება..
-ხომ იცი არანაირად არ ვწუხდები, შენი მოწყენილი და გადაღლილი სახით უფრო ვარ შეწუხებული.. მარტო მანქანის პრობლემა?
-კიდევ გინდა დამატებით რაიმე ტვირთი აგკიდო ? - ეცადა გაეღიმა..
-სიამოვნებით..
-საკმარისზე მეტს აკეთებ, თავს ტყუილად ივალდებულებ..-ზურა თვალს არ არიდებს, ცისნამი ყველანაირად ცდილობს მზერა აარიდოს.. ხან მანქანის ნაწილებს უყურებს, ხან გარემოს აკვირდება გაფაციცებით..
-ვალდებული არ ვარ მაგრამ სიამოვნებით ვიქნებოდი..
-ზედმეტი ტვირთი რაში გჭირდება ?
-როცა ვალდებული ხარ რაღაც გააკეთო, როცა ამას პირადად შენგან ითხოვენ და ქრა არა სხვისგან.. შენი პრობლემები, შენი ბედნიერება, ჩემი ვალდებულება იყოს.. ტვირთად ვერ აღვიქვამ..
-რაც არ უნდა მძიმე სამუშაო იყოს ?
-რატომ გგონია, სიმძიმეს მხოლოდ უარყოფითი დატვირთვა უნდა ჰქონდეს?
-ბევრ კაცს "ატრიგერებს " სიმძიმე, ტვირთი..
-ატრიგერებს ?
-აფრთხობს.
-გგონია მეც უნდა დამაფრთხოს ?
-მე მაფრთხობს
-როდესაც ადამიანს შენს წუხილს, დარდს უზიარებ ? ამ დროს შვებას არ უნდა გრძნობდე ?
-ადამიანზე დაიმედება უდიდესი რისკია, შეიძლება იმ მომენტში გამსუბუქებს, თუმცა როდესაც ის ადამიანი აღარაა, მერე ორმაგი ძალისხმევა გჭირდება..
-ვინ თქვა ის ადამიანი აღარ უნდა იყოსო.. თავიდანვე რატომ აქრობ ? -მანჩომ დაუძახა, ბოდიშის მოხდით სახლში შევიდა..
-კიდევ კარგი აქ შენი ნივთები დაგიტოვია, თორემ რა გვეშველებოდა ?
-მეგონა უფრო ხშირად ჩამოვიდოდი, რაც აქ ვცხოვრობდი, პრინციპში დიდად არაფერი შემიცვლია..-მეორე სართულიდან გადახედა მეზობლის ეზოს, ჰგონია მანანას მოკრავს თვალს, მაგრამ არ ჩანს..
-წარმოგიდგენია რამდენი ადამიანი მიყურებდა მთელი ამ დროის განმავლობაში, სიმართლე იცოდნენ და არაფერს მეუბნებოდნენ ? აი ასე უბრალოდ ნაცარს მაყრიდნენ, მიღიმოდნენ, მიცინოდნენ..
- უცხო ადამიანზე სიმართლე იცოდე, ასე მიხვალ და ყველაფერს მოუყვები ? შენ რა ეს ასეთი მარტივი გგონია ? თავს აირიდებ და იტყვი, რომ შენი სათქმელი არაა..
-მერე ეგ სწორია ?
-არ ვამბობ სწორია მეთქი, მაგრამ უმეტესად ასე ხდება.. ზოგს მხოლოდ ყური აქვს რაღაცისთვის მოკრული, რაღაც ნაგლეჯი იცის და არ იცის როგორ თქვას, არ იცის რა მოჰყვება მის ნათქვამს, მარტივი გამოსავალი კი გაჩუმებაა.. ზურა რას, აკეთებს აღარ ჩანს ?
-ალბათ გეგას მოსვლას ელოდება..
-ჩემი მანქანა წაიყვანეთო წარმოგიდგენია ? შენს გამო რას არ გააკეთებს
-არ მინდა ჩემს გამო რამეს აკეთებდეს, გამოუვალი სიტუაცია არ იყოს, ამ დახმარებაზე არ წამოვიდოდი..
-რატომ უყურებ ყველაფერს ამდენად სერიოზულად ? მერე რა თუ ადამიანი გეხმარება
-ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ჩვენს გადაწყვეტილებას შედეგები სდევს თან, დახმარების მიღება უბრალოდ დახმარების მიღება არაა..
-რა გგონია, მხოლოდ იმიტომ, რომ გეხმარება შენგან რამეს მოითხოვს ?
-მაგას არ ვამბობ.. აქ შეგიძლია დაისვენო, მე წავალ წამოვწვები..- მანჩოს მართლაც ჩაეძინა მგზავრობისგან დაღლილს, ცისნამიმ ვერ მოისვენა, წამოდგა და ეზოში გავიდა.. როგორ არ გახმა ყველაფერიო გაეფიქრა, ალბათ მანანამ არ დამიტოვაო ისე..
მანქანისკენ გაიხედა თუ არა მომუშავე ზურა დაინახა, რომელსაც გვერდით გეგა უდგას და რაღაცაზე იცინიან, ახლოს მივიდა, მიესალმა..
-მონატრებულო, როგორ გიკითხო ?
-არა მიშავს, თავად როგორ ხარ?
-შემოვედი თუ არა მაშინვე ვიგრძენი შენი დიდი დაბრუნება, რაღა მიჭირს. შენი მანქანა მალე იქნება
-ჩემი მეგობრის..
-კაი აბა, მანანამ მთხოვა რაღაცაში დახმარება, დაგეწვევით, ან შენ დაგვეწვიე შენს მეგობართან ერთად..
-სძინავს, დაიღალა საკმაოდ, მგონი თბილისში უფრო შევხვდებით..
-კარგი, იქნებ მანამდე გნახო..- გეგამ დატოვა
-რაღაც მინდოდა შენთვის მეკითხა - წამიერად მოარიდა ზურამ მანქანას თვალი და ცისნამის გახედა..- მანანას, ან ვინმეს სოფელში ჩემზე არაფერი უთქვამს ?
-შენზე ვის რა უნდა ეთქვა ?
-ჩემს ოჯახზე, ჩემზე, გაშვილებაზე.. არაფერი უთქვამთ ?
-არავის არაფერი უხსენებია, ყოველ შემთხვევაში ჩემთან, შენ გაიგე რამე ?
-ამ სოფლიდან გამაშვილეს, ასეთი რამ დავიჯერო სოფელს გამოეპარებოდა ?
-გარდა იმისა, რომ სინანულით იხსენებენ დედაშენის გვარი აქ აღარაა, სხვა არაფერი მსმენია, შენი ოჯახის წევრების შესახებ, როგორები იყვნენ, როგორ ცხოვრობდნენ.. მაგრამ გაშვილება არავის უხსენებია.. დარწმუნებული ხარ ? -ცისნამიმ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, ზურგით შეტრიალდა და მანქანას მიეყრდნო..
-იქნებ სჯობდა საერთოდ არ დავბრუნებულიყავი საქართველოში, მითუმეტეს აქ.. მე კი მთელი ამ დროის განმავლობაში მიკვირდა მამაჩემი სოფელში წასვლის წინააღმდეგი რატომ იყო
-მართლა გინდა იქ დაბრუნება საიდანაც დაიწყე ? შენს განვლილ გზას შეხედე, დაფიქრდი, რამდენი რამ შეძელი, სადამდე მოხვედი..
-იცი რომ დედაჩემი აღარ მელაპარაკება ? - მანქანას საბოლოოდ მოარიდა მზერა, თავი ამოყო და ცისნამის გაუსწორა მზერა.. -მას შემდეგ რაც მამამ უთხრა, რომ სიმართლე ვიცი, ბიოლოგიურ მშობლებს ვეძებ, ჩათვალა მას უარვყოფ როგორც დედას.. საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას, ამბობდა როგორ ვენატრებოდი და შემდეგ მხოლოდ დუმილი.. ამდენად ცუდი რატომ ვარ იმის გამო, სიმართლე მინდა გავიგო, ჩემი ისტორია არ უნდა ვიცოდე ? იქნებ და ან ძმა მყავს, იქნებ ისე ამივლია მათთვის გვერდი, არ მცოდნია..
-ცუდი არ ხარ, დანაშაული არაფერში მიგიძღვის, დედაშენს ალბათ დრო სჭირდება ამის გადასახარშად..
-მე უნდა ვიყო მასზე გაბრაზებული, აქამდე არაფერი უთქვია და მატყუებდა, თვად მიბრაზდება საკუთარი დამალული სიმართლის გამო
-ჩვენ გვეჩქარება, თორემ ასეთი რაღაცები იმდენად ჩახლართულია, დალაგებას თავისი დრო სჭირდება.. მალე ყველაფერი კარგად იქნება, თავად ნახავ.. მოდი შევამოწმოთ მანქანა იქოქება თუ არა -ზურამ ცისნამის მანქანის გასაღები გაუწოდა -როცა განიშნებ დაქოქე
-კარგი, მზად ვარ..
-აი ახლა..
-არაფერია..
-მოიცადე... კიდევ სცადე..-მანქანა დაიქოქა თუ არა ცისნამის სახე გაუბრწყინდა, ისევ ჩააქრო და მანქანიდან გადმოვიდა..
-გაიგონე ხომ ? აუ რა კარგი ხარ, მადლობა.. - სიხარულისგან კინაღამ ჩაეხუტა, როცა გაიაზრა რა უთხრა..-მანჩოს სძინავს, ყველა ვარიანტში ხვალ მოგვიწევს წასვლა..
-მძღოლს დასვენება სჭირდება..
-მე წავალ, კიდევ ერთხელ მადლობა, თუ რამეს გაიგებ გამაგებინე კარგი ?
-რა თქმა უნდა.. შეხვედრამდე..
-ნახვამდის..
. . .


სანამ სახლს დატოვებენ, ცისნამი გულისყურით ათვალიერებს სახლს, ვერ წყვეტს რა დატოვოს და რა წაიღოს.. ძველ კარგად ნაცნობ ალბომებს მოჰკრა თვალი, ვინ იცის მერამდენედ გადმოალაგა..
-ყოველთვის უცნაური შეგრძნებები მეუფლება, როდესაც ჩემი ოჯახის, წინაპრების სურათებს ვათვალიერებდი -მანჩო..
-ჩემი საყვარელი საქმიანობაა ბავშვობიდან.. მიყვარდა იმ დროის წარმოდგენა როცა ფოტოები გადაღებული იყო, ვცდილობდი ფოტოს მიღმა დამენახა, რა ხდებოდა..
-დედაშენია ?- თავადაც დაიწყო მანჩომ ფოტოების დათვალიერება..
-კი..
-ძალიან ჰგავხარ, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს.. მოიცადე ეს ვინაა მის გვერდით ?
-დედაჩემის დეიდაშვილი..
-რა საყვარელი.. ორსულია ?
-რა ?
-რა საყვარელი ორსულია მეთქი, რა შეიცხადე.. -მანჩოს ფოტო გამოართვა
-საიდან მოიტანე, რომ ორსულია?
-ბოლოსკენ ჩამოხეულია ცოტა, მაგრამ არ ეტყობა ? -ცისნამიმ ფოტო ამოატრიალა,
-წელს შეხედე.. თანაც ეს შეუძლებელია, დეიდა ორსულად არასდროს ყოფილა
-ფაქტია ამ ფოტოში არის.. ოცდასამი წლის უკან ? -ჯერ ისევ ფოტოს, შემდეგ ერთმანეთს, ისევ ფოტოს დახედეს.. -ალბომები ყუთიდან გადმოყარეს
-ყველგან ეძებე დეიდა, ზუსტად ამ წელს.. -აქამდეც დაუთვალიერებია, ეს როგორ გამორჩა.. ალბომი გადაქექეს, კიდევ ერთი ფოტო იპოვეს სადაც დეიდა შორიდან მოჩანს, მუცელიც ეტყობა, ის მომენტია როცა დამალვას ცდილობ და არ გამოგდის..-ხვდები ეს რას ნიშნავს ?
-დასკვნებს ნაადრევად ნუ გავაკეთებთ, შეიძლება ორსულად იყო, ბავშვი მოსცილდა, დაიღუპა..
-ან შეიძლება ის ბავშვი მე ვარ..
- სრული სიგიჟეა, დედაშენის დეიდაშვილი შენი ბიოლოგიური დედაა ?
-კარგი ამ სოფელში დავიბადე, ექიმი გამოიძახეს, თუმცა დაბადების ჩანაწერები არაა, ასმათი ჩემი გაშვილების, საავადმყოფოში დაბადების საბუთებთანაა კავშირში.. ირინკას დაურეკე
-რატომ ?
-იმ საავადმყოფოში, დეიდაჩემის ვიზიტი თუ დაფიქსირებულა.. წამოდი თან გავიდეთ..-მანქანაში ჩასხდნენ..
-ზურას კარგად უმუშავია..- მანჩოს ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია, ირინას ცისნამის დანაბარები გადასცა..
-თბილისში როგორც კი შევიდნენ, ირინკამ გადმორეკა..
-კი ფიქსირდება რამდენიმე ვიზიტი, თუმცა ორსულობა არაა ნახსენები.. შემოწმება მხოლოდ..
-სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ ცისნამის ბიოლოგიური დედა შეიძლება იყოს..
-რა ? სულ გადაირიეთ ?
-მისი ორსულობის ფოტოები ვიპოვეთ, ზუსტად იმ წელს როცა ცისნამი დაიბადა/
-მაგრამ დეიდაშენს შვილები არ ჰყავს
-ზუსტად..- სახლამდე ძლივს მაღწიეს..
-რას ვაპირებთ, ასე უბრალოდ ვერ მიხვალ შენ ხომ არ გაგიჩენივარ 23 წლის წინო ვერ კითხავ.. თუ არ მითხრა მაგას ვაპირებო..
-დნმ ტესტი უნდა გავაკეთო, ვეღარავის ვენდობი..
-კარგი მაგაზე დათანხმებას როგორ აპირებ..ცისნამი არა, ჩუმად აპირებ ? კარგი ასეც არ შეიძლება
-მოდი ჯერ მარტო შენი გაიკეთე..
-ორჯერ დამიბრუნეს უკან, რაღაც პრობლემაო..
-კიდევ ვცადოთ, იქნებ რას გეუბნება ის პასუხი, თუ სულ სხვა ადამიანი გიჩვენა ნათესავად, გამოდის დედაშენის დეიდაშვილი არავითარ კავშირში არაა, მისი ცალკე სულ სხვა ისტორიაა, რომელიც ჩვენ არ გვეხება..-ირინკა
-შეგვიძლია პირდაპირ დაველაპარაკოთ..
-სადაც ამდენი წელი ინახეს საიდუმლო, ახლა მეტყვის ყველაფერს ? რაღაც ხელჩასაჭიდი უნდა მქონდეს, ჩვენი ეჭვების გარდა..
-გადაწყვეტილია, დნმ-ის ტესტი, ამჯერად აუცილებლად გამოვა და ვნახოთ რას გავიგებთ..-დნმს ტესტის გამოწერის გაკეთების და უკან გაგზავნის პროცესი უსასრულოდ გაიწელა..
-მე ვერ ვნახავ, თქვენ მითხარით, გახსენით მოსული პასუხი..-მანჩო და ირინკა ლეპტოპს მიუსხდნენ, მათ წინ კი ცისნამი ბოლთას სცემს..
-კარგი ვნახოთ..-პასუს შეხედეს, ერთმანეთს, ცისნამის, ისევ პასუხს..
-მითხარით..
-როგორც ჩანსელისაც ჰქონია თავის დროზე ტესტი გაკეთებული, რომელთანაც უახლოეს ნათესავად ფიქსირდები, რაც ჩვენს ეჭვებს ამყარებს..
-დიდი ალბათობით დედაშენია შენი გამჩენია..- ფერი გადაუვიდა, ერთ ადგილას გაიყინა, არადა ეს ხომ სიახლე არ არის, იმ წამიდან რაც ფოტო იპოვეს სულ ამაზე ფიქრობს, რაღაც დოზით ხომ დაშვებული იყო ამის სიმართლე.. მაგრამ როდესაც შენკენ დიდი ტალღა მოემართება, არ აქვს მნიშვნელობა ელოდები თუ არა, მანამდე დაინახე თუ არა, დარტყმის ძალას მაინც ისეთივე ძალით შეიგრძნობ.
-ჩამოჯექი.. -ირინკა წამოდგა და სკამზე დასვა..-ცისნამი, შემომხედე..
-შეგიძლია წყალი მომაწოდოთ?- მანჩომ წყალი ჩამოასხა და გაუწოდა..
-მოვედიი..- კარის გაღებისთანავე თათუშას ხმა გაიგონეს.. -გოგონებო თქვენც აქ ხართ ?
-თათ..
-რა სახეები გაქვთ, მშვიდობა ?
-კი მშვიდობაა, საქმესთან დაკავშირებით ვარკვევ რაღაცას და გოგოები მეხმარებოდნენ.. ჭამე რამე?
-კი გოგონებთან და ნიკასთან ერთად ვიყავი.. ჩემს ოთახში შევალ თუ რამეა.. - ხელი დაუქნია და გავიდა..
-ფიქრის უნარი წამერთვა,
-ჯერ შენებთან აპირებ საუბარს ?
-შემოვლითი გზებით ვერ წავალ, ამას ველოდებოდი, პასუხს..
-მასთან რაიმე სახის კონტაქტი გქონია, როგორი ურთიერთობა გაქვთ ?
-არანაირი, მხოლოდ მისი არსებობის შესახებ ვიცოდი და მორჩა.. ბოლოს წასული იყო, არც ვარ დარწმუნებული საქართველოში არის თუ არა..
-მაგას მე გავარკვევ -ირინკა..
-მადლობა ჩემს გვერდით ხართ, მაგრამ დღეს მეტის ძალა აღარ მაქვს, ცოტახნით უნდა დავფიქრდე.. ირინკა როგორც კი სიახლე იქნება გამაგებინე..- გოგონებმა სახლი მალევე დატოვეს, ცისნამიმ კი აივანს მიაშურა..
არც იცის რამდენი დრო გავიდა, თათუშა როცა გამოვიდა გვერდით მიუჯდა..
-რაღაც ისე არ არის არა ? ცუდიდღე გქონდა ? პრინციპში ბოლო პერიოდია, რაღაცნაირად ხარ..
-ჩვეულებრივი სირთულეები, სანერვიულო არაფერი.. მალე გამოცდები გეწყება, ამაზე უნდა ფოკუსირდე..
-ვგრძნობ ყველა შესაძლო სადარდებელს მარიდებ თავიდან, ასეც არ შეიძლება.. თუ რამე, შეგიძლია მითხრა..
-დამიჯერე თათ, შენ სანერვიულო არაფერი გაქვს, გამოცდებზე, დასვენებაზე, მეგობრებზე ფოკუსირდი.. სხვა არაფერი მოგეთხოვება..
-ეგ ცოტა უცნაურია.. სახლის უამრავ საქმესთან, ბავშვების მოვლასთან ერთად უნდა მესწავლა, შენი კი ყველაფერს მარიდებ თავიდან..
-ესაა პრიორიტეტია, მნიშვნელოვანი დროა შენთვის..
-მადლობა ცის..- თათუშამ ცისნამის მხარზე დაადო თავი.. ცისნამიმ მკრთალად გაუღიმა.. ამ მომენტზე თათუშას ხშირად ეფიქრებოდა ხოლმე მას შემდეგ რაც სიმართლე გაიგო, ემძიმებოდა საკუთარი თავი ცისნამის მხარზე ჩამოდებული..


. . .


-მე ბავშვი არ გამიჩენია რას მეუბნები, გამორიცხულია ჩემი შვილი იყო..
-მესმის ეს როგორი მოულოდნელი შეიძლება იყოს, მაგრამ თქვენი ფოტო ვნახე როცა ორსულად იყავით და..
-ბავშვი მომცილდა, მშობლები ხომ გყავს ? ჩემგან რა გინდა ?
-არაფერი, უბრალოდ მინდა ვიცოდე ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ
-სხვაგან მოძებნე.. მე შვილი არ მყავს და არც არასდროს მყოლია, ფიზიკურად ვერ იქნები ჩემი შვილი მეთქი..
-ყვირილი საჭირო არაა, თუ ასეთი დარწმუნებული ხართ, შეგვიძლია გენეტიკური ტექსტი გავიკეთოთ ..
-შენ ხომ წასული იყავი არა, ლონდონში არ ცხოვრობ ?
-ახლა საქართველოში ვარ, შემიძლია ბათუმში ჩამოვიდე...
-რას იქიქები ამ წარსულში, მშვენიერი ცხოვრება გაქვს, ჩემი შვილი არ ხარ..
-მითუმეტეს თუ არ ვარ, მომეცით საშუალება ტესტი გავაკეთო..- ზარი მალევე გაწყდა.. მისი სახის გამომეტყველება, უარყოფა, ზიზღის განცდა.. ყელში ბურთი მოაწვ, თავი დახარა, რათა ტირილი არ დაიწყოს..
საშინლად მოუნდა ამ წამს ზურასთან საუბარი.. მათი შეხვედრები საუბრები, არასდროს ყოფილა დაგეგმილი.. გზები იკვეთებოდა უნებურად.. ტელეფონი ხელმეორედ აიღო, ჯერ ისევ ზარის კვალი, წუთების რაოდენობა თუ რამდენი ხანი გაგრძელდა საუბარი..
ნომერი აკრიფა და დარეკა..
-ცის ნამი.. -ზურას ხმის გაგონების შემდეგ ცრემლებს ვეღარ იკავებს, ვეღარც ხმას იღებს..-ჩემი გესმის ?
-ზურა..
-ტირი თუ მეჩვენება..
-მოდი ვთქვათ, გეჩვენება..
-შემიძლია შენთან მოვიდე ?
-ახლა არ შემიძლია
-რა შემიძლია, შენთვის გავაკეთო ?
-მელაპარაკე..ცოტა ხანს მელაპარაკე..
. . .


ზურას გახედა, ადამიანს, რომელიც უსიტყვოდ გამოჰყვა ბათუმში, საათები ისხდნენ გვერდით და რამდენიმე სიტყვის გარდა არც გაუცვლიათ არაფერი.. არ მოსწონს უსაფრთხოების განცდა, რომელიც მის გვერდით ყოფნას მოაქვს, არ მოსწონს რომ ეხმარება მისი სიახლოვე.. არც იმის აღიარება უნდა, რომ არა ზურა, ბათუში ჩასვლას ვერ გაბედავდა..
იმ ქალზე ფიქრობს, რამდენიმე წუთში, რომ უნდა შეხვდეს, იმდენად დამაჯერებელია, დარწმუნებული, ცისნამი მისი შვილი არაა, უკვე ცისნამისაც ეჭვი ეპარება.. როგორღაც გენეტიკური ტესტის გაკეთებაზე დაითანხმეს, პირველად უნდა შეხვდეს, პირადად კამერის იქით.. ერთ ადგილას ვეღარ ჩერდება..
შეხვდა ქალს, რომლის სიცივე, უემოციობის ატანა გაუსაძლისი გახდა.. ჰაერი ძლივს იმყოფინა, სანამ ტესტის გაკეთება დასრულდა.. ზედ არ უყურებს, არ ელაპარაკებ.
-მესმის არ ფიქრობს, მან გამაჩნია, მაგრამ ადამიანობის გამოვლენას ელოდო, ზედმეტია ?
-23 წლის უკან ხომ იცი რა ხდებოდა საქართველოში, რამდენად რთული სიტუაციაა, როდესაც შვილის გაშვილებაზეა საუბარი.. არ ვიცით მის გონებაში რა ტრიალებს, ჯერ დაველოდოთ პასუხის მოსვლას კარგი ?
თბილისში არ დაბრუნებულან, ცისნამის თხოვნის მიუხედავად ზურა არ წასულა, ახლოს იმავე სასტუმროში აიღო ნომერი, ამ დროს მარტო როგორ დაგტოვო, ასე უფრო მშვიდად ვიქნებიო, მომეცი ამის შესაძლებლობაო.. მის სიახლოვეს დათანხმდა..
დღეები მიილია ლოდინში, უამრავი სცენარის წარმოდგენაში, წარსულზე და მომავალზე ფიქრში..
ისევ შეხვდნენ პასუხის გაგებისას..
-არ ვიცი ჩემი დეიდაშვილის ხელში როგორ აღმოჩნდი, მე მეგონა უცხო ხალხმა წაიყვანა ბავშვი..-იმედგაცრუებული ხმა, ზედმეტად ხმამაღალი აღმოჩნდა ცისნამისთვის..
-რას ნიშნავს, არ იცოდით, ბავშვი რომელიც გააჩინეთ თქვენმა დეიდაშვილმა იშვილა ? ეს როგორ არის შესაძლებელი..
-ვიცოდი ძლივს მოპოვებულ სიმშვიდეს წამართმევდი, დედაშენი მეხმარებოდა მშობიარობა დამემალა, გაშვილებაც მან აიღო საკუთარ თავზე, მაგრამ დამპირდა შენს ასავალ დასავალს ვერ გავიგებდი.. რას ვიფიქრებდი თავისთან თუ დაგიტოვებდა.. როგორ არ მინდოდა, ვლოცულობდი ჩემი გაჩენილი არ აღმოჩენილიყავი.. -ზურამ დაიჭირა, მიეყრდნო, თორემ ვეღარ ახერხებს წონასწორობის შენარჩუნებას.. ვეღარ უსმენს მის წინ მდგომი ქალის საუბარს.. როდის წამოვიდნენ, როდის მიუახლოვდნენ მანქანას, ვერაფრის გააზრება მოახერხა.
-არ მეგონა თუ შინაგანად ქვეცნობიერად მისგან მიმღებლობას დაველოდებოდი, როგორ მძულს საკუთარი თავი ამის გამო. ახლა თუ ჩემი მშობლები აღარ დამელაპარაკებიან, ვინ მეყოლება ? ამ ქალმა უკვე ორჯერ უარმყო, ბიოლოგიური მამის სიტუაცია არ ვიცი.. ოჯახის გარეშე დარჩენა არ მინდა..
-მე ვიქნები შენი ოჯახი, შემომხედე, მარტო არასდროს ყოფილხარ და არც იქნები. გეყოლები გვერდით თუ ეს მოგინდება..- თავს აქნევს და უკან იხევს..
-არა, არ შეიძლება - ზურას პირისპირ დგას, ზურას გადადგმულ ნაბიჯზე უკან არ იხევს.. ცრემლებს ვეღარ იკავებს და ეხუტება..-არ შეიძლება, არ მინდა.. არ შეიძლება..
-ცისნამი..
-შენთვის აქ წამოსვლა არ უნდა მეთხოვა, შეცდომა იყო..
-ამდენად ცუდია გვერდით გყავდე ? -თავი დაუქნია.. საუბრობს თუმცა მისი ფიზიკურად გაშვების ძალა არ შესწევს და ეს ზურასთვის ახლა სრულიად საკმარისია..
. . .


თბილისში დაბრუნდა თუ არა მშობლები დახვდნენ ჩამოსული ლონდონიდან, დედამისი, რომელსაც ყველაზე მშვიდ წყნარ ადამიანად თვლიდა, ადამიანს აღარ ჰგავს..
-რატომ ჩამოხვედით ?
-რას ნიშნავს რატომ ჩამოვედით ? ხომ გითხარი შეეშვი ამ საქმეს თქო, დამირეკა..
-შენმა დეიდაშვილმა დაგირეკა დედა ? 23 წლის წინ ბავშვის გაშვილებაში დამეხმარე, ის ბავშვია ახლა ჩემთან მოსულიო ? არ გისაყვედურა უცხო ადამიანს რატომ არ გააყოლე, შენ რატომ დაიტოვეო ?
-ცისნამი, ასეთი მარტივი სალაპარაკო არ არის..
-მაგის გამო არ ხართ ჩამოსულები ? რამდენი ხანია არ გვილაპარაკია, რამდენი ხანია თვალით არ გინახივარ, ვის გამო ჩამოვედი მიპასუხე
-შეიძლება ვერ გვიტან ამ საიდუმლოს შენახვისთვის, მაგრამ სხვანაირად არ შეგვეძლო, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი იქნებოდი, იქ გადაესვა ამ საკითხის განხილვას ხაზი..
-რატომ ეგონა, რომ შვილი უცხოეთში გააშვილა, ახლა მაინც მომიყევით თავიდან ბოლომდე რა მოხდა
-სოფელში იყო ჩამოსული, როცა გაიგო ორსულად იყო, თავიდანვე არ უნდოდა შვილი, გვიან გაიგო თორემ მოშორება დააპირა.. მე ვეხმარებოდი დამალვაში, ხელს ვუწყობდი ყველანაირად, შენი რაც შეიძლება შორს წასვლა უნდოდა.. მაგრამ იქ ვიყავი როცა დაიბადე, ექიმს მე დავეხმარე შენს დაბადებაში, ხელში როგორც კი აგიყვანე, ვერ დავუშვი ფაქტი, სხვა წაგიყვანდა..
-ერთი სიტყვით ვახსნეთ, მაგრამ სასტიკად იუარა, სხვას გააყოლეთ წაიყვანონო, ამიტომაც ეს დავაჯერეთ, საბუთები ვაჩვენეთ წაგიყვანეს, ჩვენთან დაგიტოვეთ
-ვერ მიხვდებოდა სხვამ არ წამიყვანა ?
-მალევე დატოვა საქართველო, თავიდან მასზე აღარ გვინერვიულოა, მაგრამ იმდენად დაშინებულები ვიყავით, გადავწყვიტეთ საქართველო ჩვენც დაგვეტოვა..
-ხალხი
-ვთქვით რომ აქამდე არ გაგვიმჟღავნებია ჩემი ორსულობა..
-ჩემი ბიოლოგიური მამა ვინ არის, იცით ? -ერთმანეთს გადახედეს..
-ცისნამი..
-ან მეტყვით ან თავად მოვძებნი..
-რატომ გინდა ასე ძალიან იპოვო?
-მოსვენება მაქვს დაკარგული ათი წლიდან, ამდენად რთულია იმის გააზრება, რომ უბრალოდ სიმართლის გაგება მინდა ?
-ჩვენ ვართ შენი მშობლები, თითოეული ეტაპი შენთან ერთად გავიარეთ, მე დამიძახე დედა..
-მაგას უარვყოფ ? იმის ცოდნა ვინ გამაჩინა, არ ცვლის რომ დედაჩემი ხარ, ჩემს სიყვარულს, მადლიერებას არ ცვლის.. რა გეგონათ გავიგებდი სიმართლეს, თქვენ მიგატოვებდით და ისე მოვიქცეოდი ვითომ ოცდასამი წელი თქვენი შვილი არ ვყოფილვარ ?
-შეგვეშინდა შენი დაკარგვის ცისნამი, ოცდასამი წელია შენი დაკარგვის მეშინია როგორ არ გესმის..- მართამ პირველად ჩაიხუტა შვილი ამდენი ხნის შემდეგ, სიმშვიდე სახეზე გადაეფინა..


. . .


-როგორ არ გესმის, ჩვენ მომავალი არ გვაქვს, ამის მიზეზი კი მხოლოდ შენი ბიძაშვილი არ არის ზურა
-რა გაქვს კიდევ მიზეზი, რას არ ვაკეთებ, რა არ არის საკმარისი..
-შეხედე შენს სახლს, შენ დაბრუნდი არსად წასვლას აღარ აპირებ, ოჯახი და შვილები გინდა, ხომ ასეა..
-მერე ეგ ცუდია ?
-მე არ მინდა
-ვინ გეუბნება ახლავე
-მთელი ცხოვრებაა იმაზე მეტს ვიღებ საკუთარ თავზე ვიდრე უნდა ამეღო, იმაზე მეტად ვზღუდავდი ვიდე უნდა შემეზღუდა, არ ვამბობ შენ რამეს დამიშლი, ხელს შემშლი მეთქი, მაგრამ თათუშამაც ახლახან ჩააბარა უნივერსიტეტში, მჭირდება დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის, მოგზაურობისთვის და იმისთვის არ ვიცოდე მომავალი, თავგადასავლები მჭირდება.. მე არ მოგთხოვ დამელოდე იქნებ ოდესმე მომინდეს რაც შენ ახლა გინდა
-რატომ ფიქრობ სხვასთან მომინდება, ის რაც შენთან მინდა.. გგონია სხვაზე ვიფიქრებ ?
-თავიდან შეიძლება კარგადაც ვყოფილიყავით, მაგრამ იმდენის დათმობა მოგვიწევდა ერთმანეთისგან..ერთმანეთისთვის..
-ურთიერთობა სწორედ ესაა, გგონია დათმობის გარეშე გამოვა ?
-სწორედ ეგ არ მინდა, სწორედ მაგისთვის არ ვარ მზად ხვდები ? საკუთარ თავს წესიერად არ ვიცნობ, არ ვიცი რა მომწონს, რა მინდა.. ეს კი ჩემთვის ზედმეტია.. შენ ძალიან კარგი ხარ, მაგრამ სწორი დრო არ არის და არც ვარ დარწმუნებული ოდესმე დადგეს..-სანამ ზურგს აქცევს, ზურამ ხელი ჩასჭიდა, მისკენ უბიძგა და აკოცა.. ეს იყო ტკბილმწარე კოცნა, ტკბილი პირველი შეხება, რომელიც ბოლოში მწარდება იმის გამო, იცი აღარასდროს განმეორდება..


ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო-
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.


ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს, უცხო სრულიად...
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე აღსასრულია! -ოთხარ ჭილაძე


ზურა საკუთარ სახლში დატოვა მარტო, სადაც შეიძლებოდა მას ჰქონოდა მომავალი მისი ცოლის სტატუსით, შვილებით, შესაძლოა ისევ იმ სამსახურში დარჩენილიყო რამდენიმე დღის წინ, რომ დატოვა.. შესაძლოა ბედნიერიც ყოფილიყო..
რამდენადაც არ უნდა ემძიმებოდეს თითოეული ნაბიჯი, რომელიც ამ წამს ზურას აშორებს, მთელი არსებით გრძნობს სხვანაირად მოქცევა არ შეუძლია.. ახლა თუ არ წავა, იცის შემდეგში წასვლას ვეღარ შეძლებს.. ამიტომაც ზურას სახლის შემდეგ, ნაყიდ ბილეთს უყურებს, რომელიც მალე წასვლას აუწყებს..
კაფეში გოგონებთან მიდის, შორიდან დაინახა ორივე მოცინარი, ცისნამის დანახვაზე სახე დაუსერიოზულდათ, იციან ვისგან მოდის..
-როგორ ჩაიარა?
-იმაზე მძიმედ ვიდრე მეგონა..
-დარწმუნებული ხარ შენს გადაწყვეტილებაში, ეს ის არის რაც გინდა ? ზურას თუ დატოვებ, უკან მოსახედი ან გექნება ან არა
-შენნაირად არ ვარ მანჩო, რამდენჯერმე დაშორდი და შეურიგდი ბუბას ამ პერიოდში, ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ, ყველა შესაძლო სცენარი წარმოვიდგინე.. მე მზად არ ვარ, თუ დავრჩები სულ მექნება საფიქრალი რა შეიძლებოდა ყოფილიყო მეთქი..
-ის საფიქრალიც გექნება რომ დავრჩენილიყავიო
-არ ვამბობ ახლა ზურას მიმართ გრძნობები არ მაქვს, მასზე არასდროს ვიფიქრებ მეთქი.. სხვა მოცემულობაში, სხვა სიტუაციაში შეიძლებოდა რაღაც გამოსულიყო..
-ANOTHER UNIVERSE და რამე
-ახლა აქ ვართ, სხვა სამყაროზე, სხვა ვარინტებზე ფიქრი აღარ მინდა..
-მთავარია შენ იყო ბედნიერი
-ჩემზე სტატიას არ წერ ?
-ჩემს მეგობარზე გამოვაშანშლო ყველაფერი ?- გაეცინა მანჩოს..
-შენს ბიოლოგიურ მამასაც თუ შეხვდებოდი არ მეგონა..
-ცოლი ჰყავს, ჩემს არსებობას არ აღიარებს, ცხოვრება მშვენიერია..
-გული გწყდება ?
-აღარ, მთავარია სიმართლე ვიცი, დანარჩენს ეშველება, ჩემი ოჯახი მყავს, დედა და მამა, რომელსაც ვუყვარვარ, თქვენ მყავხართ.. კარგად ვარ, კარგად ვიქნები..
-იმედია ხვდები, ჩამოგაკითხავთ სულ მალე..
-აუცილებლად..-სასიამოვნო მუსიკის ფონზე ყავის დალევა გააგრძელეს, ცისნამიმ ფანჯრიდან გადაიხედა, ჯერ არწასვლის ნოსტალგიის სურნელის სიმძაფრე იმ წამს ცხადად შეიგრძნო.. მზერა გოგონებისკენ დააბრუნა..
დიდი დრო არ გასულა, გოგონებმა მიაცილეს აეროპორტში, გული იმით დაიმშვიდა, ორივეს მალე ნახავს..
-შენ ჩემთვის, მე შენთვის..- ირინკამ უთხრა გადახვევისას. -როგორც ყოველთვის..
-როგორც ყოველთვის- უთხრა საპასუხოდ ცისნამიმ
თვითმფრინავში დაკავებული ადგილის შემდეგ გაიაზრა რეალობა.. ყველაფერი რაც საქართველოში დაბრუნების დღიდან თავს გადახდა, წამიერად არ უგრძვნია სინანული, გარდა იმისა, რომ მანანა ბებოსგან ყველის ამოყვანის ხელოვნებას ვერ დაეუფლა..
მთელი ცხოვრება ფიქრობდა, გრძნობდა, რომ გაბზარული ფირფიტა იყო, რომელიც იმდენად დაზიანებული იყო სრულყოფილად დაკვრას ვერასდროს შეძლებდა.. მაგრამ გრძნობს როგორ იცვლება, როგორ ივსება ბზარები, შემდეგ ვინ იცის, რა მელოდიას დაუკრავს, ერთ დროს გაბზარული ფირფიტა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent