"სიყვარული თვით რაფლეზია"
3 დღიანი უშედეგო ლოდინი „არაფერია იმაზე უფრო დამანგრეველი, ვიდრე საყვარელი ადამიანის დუმილი. ამ დროს წუთები საათებად იქცევა, ხოლო დღეები — საუკუნეებად.“(ცვაიგი) ცენტრში ვიყავი, საბუთებს ვახარისხებდი, ჩემი ასისტენტი, რომ შემოვიდა.... -მერიემ, შენმა სიძემ დარეკა, ვერ ვუკავშირდებიო და იქნებ შეაჯანჯღაროო. ორივეს გაგვეცინა, ჩემი სიძე და მისი იუმორი.... გადავურეკე...მივესალმები-მეთქი, მაგრამ ვინ გაცადა.... -იცი, რა ვერ გავიგე, ფსიქოლოგი ხარ თუ ბიზნესვუმენი, გირეკავ გამორთულია ან გასული მომსახურების ზონიდან, გირეკავ დაკავებაა, გირეკავ არ იღებ, გამაგებინე ერთი, რომელ სფეროში ხარ, ასე დაკავებული რომ ხარ? ეს მეჩვენებოდა თუ ამას სერიოზულად მეკითხებოდა, ვერ მოვითმინე და გავიცინე.... -არა, რა ვთქვი ახლა სასაცილო, ამ შენ დას სულ დაუბერია.... ახლა ჩემს დას დაუწყო საუბარი.... -სიძე, რა გჭირს, ხომ მშვიდობა გაქვს? -მშვიდობა რანაირად მექნება, ჯერაც ვერ გაგათხოვე.... ისევ გამეცინა, ეს ტყუილად არ დამირეკავდა..... -ჰეე, აბა, თქვენო აღმატებულებავ, რა ხდება, გამაცანი გეგმა? -ესეიგი, ჩემო ცოლის დაო, რა ხდება ახლა, შენს დისშვილებს უნდა ბათუმში წასვლა, ხოდა, დეიდას გარეშე არსად წავალთო, ასე რომ როგორც ყოვლის შემძლე მამა, მე გამომიშვეს თქვენთან, მომაგზავნეს, რომ ბათუმში წასვლაზე დაგითანხმო. -ბათუმი, არა, რა, იციან დეიდა როგორ გაახარონ, მაგრამ სამი დღე მართლა არ შემიძლია და სამი დღის შემდეგ თქვენ გვერდით ვიქნები, სეანსებს ვერ გადავდებ ვერანაირად, მართლა.... -კარგი, რა პრობლემაა, სამი დღის შემდეგ -ერთი კვირა გავეშუროთ ბათუმში.... -კარგით, ბატონო სიძევ.... დავემშვიდობე, ხომ ვამბობ ყველაზე გიჟი სიძე მყავს მსოფლიოში... სამი დღის მანძილზე მართლაც მქონდა სეანსები, მაგრამ გადადება, რა თქმა უნდა, შემეძლო, თუმცა ჟღალის გამო დავრჩი, გამოჩნდებოდა და შევძლებდი საუბარს..... ტყუილად ველოდი სამი დღის მანძილზე, არ გამოჩენილა, არც მოუწერია და არც დაურეკია, თქვენ გგონიათ გადავამოწმე სად იყო? არა,არანაირი ინფორმაცია არ გამიგია, სამი დღის მერე კი წავედით ბათუმში.... როცა სიზმარი რეალობას სჯობს „წესები იმისთვის არსებობს, რომ მათზე მაღლა დავდგეთ, როცა საქმე ნამდვილ ვნებას და გრძნობას ეხება.“ ბათუმის გზას რომ დავადექით, მზე თვალებში მანათებდა. ფანჯარა ჩავწიე, მზის სხივები სახეზე მელამუნებოდნენ. საოცრად მიყვარდა მზიანი ამინდები, ბედნიერებით ვივსებოდი და ეს ყოველთვის მჭირდებოდა... მივდიოდით და გარიზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი. საოცრად მენატრებოდა, მაგრამ არა და არ ვტყდებოდი. ტელეფონს ყოველ წამს დავყურებდი, მაგრამ მხოლოდ სამსახურის საკითხებზე მეილზე შეტყობინება მომდიოდა... - რას ელოდები ასე გაფაციცებით, ჩემო მშვენიერო ცოლისდაო? ხოო, ჩემს სიძის თვალს ხომ არაფერი გამოეპარება, არა? ყოვლისმცოდნეს... -სამსახურის მეილებს ვამოწმებ... - შენი და როგორ მატყუებს ხოლმე... -მიუბრუნდა ჩემს დას. მან არაფერი უთხრა, მხოლოდ გაუღიმა. მთელი გზა მხიარულად გავატარეთ, მუსიკის ფონზე... საღამოს უკვე ბათუმში ვიყავით. სასტუმროც ძალიან კარგი აურჩევია, აპარტამენტი ოთხოთახიანი... ერთში მე მოვთავსდი, მყუდრო და ძალიან მშვიდი ოთახი შემხვდა... გვერდით ჩემი ტკბილი ბავშვები... ჩემი და და სიძე კი მისაღების წინა ოთახში... ასე გავნაწილდით. საღამოს გავისეირნეთ, ცოტა გავერთეთ ჩვენებურად, ვივახშმეთ და სასტუმროში დავბრუნდით... სადღაც ღამის ორი საათი იყო, ჩემს ოთახში რომ შევედი. საწოლში ჩავწექი, ვერაფრით დავიძინე. აიპადი ავიღე და სოციალურ ქსელში შევედი. მაშინვე გარის ფოტო ამომიხტა: ვიღაც გოგოსთან ერთად იყო, გოგო ლოყაზე ვნებიანად კოცნიდა. გარი მონიშნული იყო ამ ფოტოზე. რეაქცია არმქონია დიდად, აიპადი დავდე და მალევე ჩამეძინა... დილით გავედით პლაჟზე. ვიცურავე და შეზლონგზე დავწექი, მზის სხივები მეცემოდა სხეულზე. ბავშვობაში რუჯის მიღება უფრო მიყვარდა, ვიდრე ზღვაში ბანაობა... მოკლედ, ერთი დღისთვის საკმაოდ კარგი რუჯი მივიღე და ბავშვებსაც მივაღებინე. რა კარგია, დამჯერე ბავშვები რომ მყავს! ბიჭი მამას ჰგავს და ამიტომაც მამასთან ერთად ბანაობდა, ასლი იყო მამამისის და ეს ძალიანაც მომწონდა. ნეტა ჩემი სიძის თვისებები ჰქონდეს, საოცარი ადამიანი გაიზარდება... ვიჯექი სანაპიროზე, გავყურებდი ზღვას და ვფიქრობდი გარიზე. ვფიქრობდი, სად გაქრა? ვფიქრობ, რომ ეს უცებ გაქრობები საიდანღაც მეცნობოდა, მაგრამ საიდან? ვფიქრობდი გარიზე და ვფიქრობდი ჩვენს ქიმიაზე... მისი სიტყვებიც გამახსენდა. მართალი იყო, ჩვენს შორის დიდი ქიმია იყო, მაგრამ საიდან? ეგ ნამდვილად არ ვიცოდი... უცნაური გრძნობა მქონდა. მე არასოდეს მიჭირს გრძნობების განსხვავება, ზუსტად ვხვდები ხოლმე, რა გრძნობა შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს, მაგრამ ეს გრძნობა, ახლა რომ მქონდა, ვერაფრით ვხვდებოდი, რა იყო, საიდან მოდიოდა და საით მიდიოდა, ან საწყისი რა იყო... არეული ვიყავი მონატრებისგან. ჟანგბადი არ მყოფნიდა, კისერში რაღაც ბურთივით მიჭერდა. ღრმად ვსუნთქავდი, მაგრამ ჟანგბადით ვერ ვკმაყოფილდებოდი. ასეთი გრძნობა, ასეთი არეული არასოდეს არ ვყოფილვარ - ალბათ არა, არა, თორემ აუცილებლად მემახსოვრებოდა... ვგრძნობდი, ტალღები როგორ მეხებოდა ფეხებთან, ვგრძნობდი, როგორ მსიამოვნებდა ტალღების შეხება. გარიც ამ ტალღებივით იყო - მოდიოდა და მიდიოდა... ფიქრებისგან ჩემი სიძის ხმამ დამაბრუნა: - მშვენიერო, რას შეჭამ? - რა მკითხე? - რა გჭირს შენ, ჰაა? - არაფერი, უბრალოდ ვტკბებოდი ხედით... -როგორ მატყუებ ამ ბოლო დროს, ხომ ხვდები? კარგი, კარგი, რას შეჭამ? -რავი, ალბათ ცეზარს... - სალათები კი არა, გოგო, სახინკლეში წავალთ! არა, არა, მოკვდი შენი სალათებით, მიდი, მიდი, ადექი, წავიდეთ... ჩემი სიძისა და ჩემი გემოვნება სამზარეულოში განსხვავდებოდა. სულ მეჩხუბებოდა, რას ნახულობ ამ სალათებითო, დამცინოდა ხოლმე: „სალათი იტალიურად, სალათი ფრანგულად, სალათი თურქულად... გიჟი ხარ, როგორ იკმაყოფილებ ამ სალათებით კუჭს ან მუცელს?!“ თან ამ ყველაფერს ისეთი ხმით მეუბნებოდა, სიცილს ვერ ვწყვეტდი. რაღაც სასწაული სიძე მყავს... რა მექნა, ჩემი სიძესავით და დისავით არ ვიყავი, ხევსურული ხინკლის გარეშე რომ არ შეეძლოთ... - ნახე, მშვენიერო, ახლა ეს ხინკალია, ხოდა ხინკალი ხელით უნდა ჭამო. არ დამიწყო აქ პრუწვები თუ კრუწები, რაცაა, ხელებით ჭამე ხინკალი... - მგონი, შენს ქმარს დაავიწყდა, ვის ელაპარაკება... - გადავულაპარაკე ჩემს დას. - მშვენიერო, გადაჩვეული ხარ ახლა შენ ხინკლის ჭამას... - არ ცხრებოდა სიძე. -გამაგებინე, აჭარაში რატომ მაჭმევ ხინკალს? -გოგო, გაჩერდი, ხევსურები არიან... -უცებ გადმომილაპარაკა ჩემმა დამ და მეც გავჩერდი... მოკლედ, უაზრო სისულელეებით გაჟღენთილია ჩემი და ჩემი სიძის ერთი დღე. შეგვეძლო სისულელეებზე გველაპარაკა, გვეხუმრა და ამით ჩვენ კმაყოფილები ვიყავით... შიშველი ვიწექი, მხოლოდ საცვლის ამარა. ვიგრძენი ზურგთან თბილი თითების შეხება. თავი სიამოვნებისგან ოდნავ გადავწიე. თვალები გავახილე, ამ დროს კი ცხელი ტუჩების შეხება ვიგრძენი ზურგთან. ყურთან ნაზ კოცნას მისი ჩურჩული მოყვა: - მომენატრე, მერიემ... მისკენ მოვტრიალდი და სახეზე შევეხე... - შიშველს რატომ გძინავს? - ზაფხულში თავისუფლად მიყვარს ძილი... -ასე მიყურებ და არ მაკოცებ?.. მისი თითები უკვე ჩემს მკერდს ეთამაშებოდა. ბაგები გავხსენი, ენა კბილებს მივადე და ახლოს მივიწიე მის ტუჩებთან. ვნებიანად ვაკოცე, ზემოდან მოვთავსდი და ვკოცნიდი მთელი გრძნობით. მერე ნელი ბიძგები დავიწყე. მაისური გავაძრე. ბიძგებს ვაძლევდი, თავს უკან ვწევდი, ის კი ჩემს მკერდს ხან თითებით, ხან კი ენით ეთამაშებოდა. ვგრძნობდი, სუნთქვა როგორ მიჭირდა, ვგრძნობდი, ბიძგებს ნელ-ნელა როგორ ვუმატებდი. სიამოვნებისგან გაჟღენთილი ვიყავი. მერე შარვალი ჩავაძვრე, ახლოს მივედი ტუჩებთან და ამოვულაპარაკე: - შენ ძალიან მინდიხარ... მის ტრუსს დავწვდი და წამებში სრულიად შიშვლები ვიყავით ორივე. ახლა თვითონ მოთავსდა ზემოდან, ვაკოცე ტუჩებში და... - დაო, გაიღვიძე, დაო... თვალები გავახილე და ჩემი და დავინახე. ხომ ქვეცნობიერად ის მინდოდა, რასაც აქამდე ვფიქრობდი? დიახ, ეს ყველაფერი სიზმარი იყო... სიზმრების არსზე ბევრს არაფერს ვიტყვი, სიზმრები ჩვენივე ფანტაზიის ნაწილია. ფროიდის ერთი ფრაზა მახსენდება სიზმრის შესახებ: „სიზმარი — ეს არის სამეფო გზა ქვეცნობიერში.“ როცა აცნობიერებთ, რომ შეგიყვარდათ თან ისეთი ადამიანი, რომელმაც დანახვისთანავე შეგაშინათ ან გაგაღიზიანათ... არ ვიცი, ალბათ ბუბი მართალი იყო და ჩვენც შეგვეძლო პაციენტი შეგვყვარებოდა და წესები დაგვერღვია. ხოდა, ზუსტად ამ სიზმრის მერე კატეგორიულად გადავწყვიტე, რომ გარი ჩემი მამაკაცი გახდებოდა. მე კი მიზანს ყოველთვის ვაღწევ… ზღვისფერი სარაფანიდან ვაზისუბნამდე „საწოლში ჩვენ არ ვართ მხოლოდ ორი სხეული; ჩვენ იქ მოგვაქვს მთელი ჩვენი ფსიქოლოგია, ჩვენი შიშები, ეგოიზმი და კომპლექსები.“ (ფროიდი) აჭარიდან დაბრუნების შემდეგ ახალი გამოწვევები იყო და მივიღე ეს გამოწვევაც... ყველაფერი ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა... სიმართლე გითხრათ, ის აღარ გამოჩენილა და მეც თავი არ შემიწუხებია მისი გახსენებით. ვბრაზობდი, მაგრამ ჩემი ბრაზის დამალვა შემიძლია... ახალი პაციენტები მივიღე, წყვილთა თერაპია. ასე რომ, არ მინდოდა, მაგრამ ახალი გამოწვევები... ხომ გაგიგიათ, ცხოვრების ყოველ გამოწვევას ძლიერი უნდა დახვდეო. სიძლიერე ნამდვილად მჭირდებოდა ამ წყვილთან. როგორ აგიხსნათ, ვფიქრობ ახლა, საოცარი წყვილია: ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ, მაგრამ ერთმანეთის წვალების მუღამს არ კარგავენ... ბიჭი ღალატობს — მთავარი მიზეზი ეს იყო თერაპიაზე მოსვლის, მაგრამ თერაპიის დროს გოგონაც არ აღმოჩნდა ანგელოზი. არა და თავიდან როგორ თავგამოდებით ამტკიცებდა, მუდამ შენი ერთგული ვიყავიო. აი, ასეთი ქალების არ მესმის და მომკალით... - მე შენთვის არასდროს მიღალატია, შენ კი ადექი და საქმე ერთ დღის გაცნობილ ძუკნასთან დაიჭირე, მისი გაჟინვა ასე მოგწონს, მერე სახლში მოდიხარ და უსინდისოდ მიყურებ... - ლიკა, გაჩერდი! დიახ, მასთან დავდივარ, ვჟიმავ და მერე სახლში მოვდივარ... -მაგას გეუბნები, უნამუსოდ მოდიხარ, შენი ბინძური ხელებით ჩვენს შვილს ეფერები და მერე ღამით მთხოვ, რომ თბილი ვიყო. რა ნამუსით? ჩუმად ვიჯექი და მათ დიალოგს ვუსმენდი. უაზრობის პიკი იყო უკვე, ვერაფრით ჩამოყალიბდნენ. ვეღარ მოვითმინე და ვკითხე: - ლიკა, შენ ფიქრობ, გუჯა დამნაშავეა. შენ რას მეტყვი, როცა გუჯა სახლში არაა, შენ რას აკეთებ? - ამით რისი თქმა გინდათ? - მე არაფრის, უბრალოდ მუდამ გუჯას ღალატზე საუბრობ და იქნებ შენზეც მოჰყვე რამე, ლიკა. მხოლოდ გუჯას საყვარელზე საუბრობ გამუდმებით... - მე ბავშვთან ვარ... - იმ დღეს რომ დაგირეკე, სად იყავი? - ჩაერთო გუჯა. - დედასთან... - ხო, აბა, ხმამაღალი მუსიკა დედასთან იყო, ისე დედა იცინოდა, არა?... - მაგით რისი თქმა გინდა, გუჯა? -არაფრის, ლიკა... არ იყო ეს გოგო ანგელოზი, არა... - იმ დღეს სად იყავი, რომ გირეკავდი და არცერთ ზარს არ უპასუხე? - არ ეშვებოდა გუჯა. - არ მეცალა... -ვითომ მუშაობდე ახლა და საქმე თავზე საყრელად გქონდეს... -გუჯა, რა გინდა? -არაფერი, ლიკა... გავიფიქრე: გუჯა, რა ხდება, შენც მიუხვდი შენს ცოლს ეშმაკობებს? - ნერვებს ნუ მიშლი და დაკითხვას ნუ მიწყობ, თუ რამე გინდა, თქვი... გაეცინა გუჯას. მეც გამეცინა... ცოტა ხნის სიჩუმის მერე, გუჯამ გაბედა კითხვის დასმა, რომლის პასუხიც ასე ძალიან აინტერესებდა: - გიო ვინ არის? ლიკა დაიბნა, შეხედა გუჯას და ვერაფერი თქვა... - ლიკა, კითხვა დაგისვი... - არ ვიცი, გიო ვინ არის... თვალებმა კი გაყიდა ჩვენი ლიკა... - ანგელოზიო რომ ჰკითხო, არადა... -რა არადა, გუჯა, რა? ნერვები გუჯასაც მოეშალა: -რა და ვიღაც რომ გჟიმავს და შენ ამის სანაცვლოდ მინეტს უკეთებ, ამას როგორ ახსნი, ქალბატონო ლიკა?! - იყვირა გუჯამ. დიახ, ამას ველოდი... არ გეგონოთ, ცინიზმს ვამჟღავნებ, უბრალოდ, ასეთ ქალებს ვერ ვიტან, მხოლოდ ქმრებს რომ ადანაშაულებენ... გაოცებული იყურებოდა ლიკა. - რაო, ხმა ჩაგივარდა? - ოდნავი პაუზის შემდეგ გუჯამ გააგრძელა: - შენ დებილი გგონივარ? შენი დაქალების სირ ქმრებს არ ვგავარ. შეიძლება სიგიჟემდე მიყვარხარ, შეიძლება ოჯახის დანგრევა არ მინდოდეს, არც ის მინდა ძალა გამოვიყენო, არც ის მინდა ჩემი სახელი გამოვიყენო და ჩემი დებილი ცოლის გამო იმ სირს დავუნგრიო ცხოვრება, ვინც გჟიმავს... თავი ჩაღუნა გუჯამ. მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ ღალატში დამნაშავე ორივე მათგანია. არასოდეს ღალატობენ მიზეზის გარეშე არავის... - გუჯა, შენ... შენ... -რა, ლიკა, რა? საიდან გავიგე, არა? ოდესმე დაფიქრებულხარ, ვისი ცოლი ხარ? ოდესმე საკუთარი თავისთვის გიკითხავს, ვის გაჰყევი ცოლად? თუ მართლა ჩემი ფულები გიზიდავდა და ფულის და ბრილიანტების გამო გამომყევი, კარგად დაფიქრდი აბა? ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. - იცით, ეს ამბავი რომ გავიგე, წავედი და კლუბში გამოვთვერი, მერე პირველივე შემხვედრი სასტუმროში წავიყვანე და მასთან სექსით დავკავდი. სახლში მისული კი ლიკას ვეფერებოდი და ვეუბნებოდი, რომ მასთან სექსი მინდოდა. დიახ, ეს სამაგიერო იყო იმის, რასაც თვითონ თურმე სამი თვეა აკეთებდა... - ერთმანეთი გიყვართ? - ვკითხე მათ. გუჯას პასუხი ისედაც ვიცოდი, მაგრამ ლიკასი - არა. მისის საქციელი ისეთ ქმარს, როგორიც გუჯაა, გაანადგურებდა... - მიყვარს... - ამოისლუკუნა ლიკამ... - ვერ გავიგე, ვინ გიყვარს? - გუჯამ ცინიკურად ჰკითხა. - შენ, მიყვარხარ შენ...-გუჯას გაეცინა. -რა მაგარია, არა? ცოლი ვიღაც სირთან ჟიმაობს და ამის მერე მეუბნება, მიყვარხარო. ხომ იცი, ეგეთ ქალებს რას ვეძახი, არა, ლიკა? ლიკა დადუმებული იყო... მთელ ენერგიას მაცლიან-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ამ გოგოს გამოხტომებმა დამღალა. სიმართლე გითხრათ, გუჯა აქამდე რომ უთმენს, მიკვირს. ოჯახი რომ არ დაენგრა, თერაპიები დაიწყო, მხოლოდ კამათობს... აქამდე რომელიმე კაცი მის ადგილას მოკლავდა ლიკას... გუჯას საოცრად უყვარდა ლიკა და ეს მომწონდა მასში — მისი სიყვარული არ აძლევდა უფლებას, მას ისე მოჰქცეოდა, როგორც ეკუთვნოდა... ლიკა წამოხტა და გარეთ გავარდა. გუჯა არც კი გაჰყვა, ერთ წერტილზე იყო მიშტერებული... - იცი, მერიემ, სკოლის ასაკიდან მიყვარდა ლიკა. ერთ სკოლაში, ერთ კლასში, ერთი სამეგობრო... ის ისეთი ჩუმი, მორცხვი და ჩაკეტილი იყო, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე მიღალატებდა. სკოლის პერიოდში მეგობრობას ჩვენი ურთიერთობა არ გაცდენილა, მეშინოდა, რომ თუ ვეტყოდი, რომ მიყვარდა, ამით დავკარგავდი. სკოლის დამთავრების შემდეგ ამერიკაში წავედი სასწავლებლად. როცა სწავლას მოვრჩი, დავბრუნდი საქართველოში. ლიკაზე იმ წლების მანძილზე არაფერი გამიგია. ჩამოსვლის შემდეგ მალე ჩვენი ოჯახის ბიზნესს შევუერთდი, მალევე ძველი მეგობრებიც ვნახე და ერთ დღესაც, ჩემი ძველი მეგობრის დაბადების დღეზე აღმოვჩნდი და, აი, მანდ ლიკაც ვნახე. როგორ მახსოვს: აუზთან ვიდექი, ვისკის ჭიქით ხელში და მეგობრებს ვესაუბრებოდი... როგორ შემოვიდა სიფრიფანა, თავისუფალი სარაფანი ეცვა, რაღაც ზღვისფერი კაბა იყო, ძალიან უხდებოდა, ფეხზე თეთრი ბოტასები ეცვა... ყველასგან განსხვავებული იყო, საოცარ სილამაზეს ასხივებდა. მისი თვალები და ჩემი თვალები ერთმანეთს შორიდანვე შეხვდა, გაოცებული შევყურებდი, თვალს ვერ ვაშორებდი. მისი თვალები ისეთი ლამაზი იყო, სულ სხვა გოგო იყო, არავის ჰგავდა. გასაოცარი იყო, მისი შავი თვალები კი ყველას და ყველაფერს დღემდე მირჩევნია. როცა მოსაღამოვდა, ეზოში კოქტეილის ჭიქით ხელში მარტო შევამჩნიე და მივედი მასთან. ახლაც სიტყვა-სიტყვით მახსოვს, რა ვისაუბრეთ: „ძალიან ლამაზი ხარ...“ ვიცი, ბანალურია ძალიან, მაგრამ მაშინ სიტყვებს ვერ ვპოულობდი, ისეთი საოცარი იყო, აი, ფერიას ჰგავდა... ეგრევე მიცნო. იმ საღამოს შემდეგ ორი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს, მესამე თვეს კი ხელი ვთხოვე, ერთ თვეში კი ქორწილი გვქონდა. ჩვენი პატარა უკვე ქორწინებიდან ერთი წელი რომ შეგვისრულდა, ზუსტად იმ დღეს დაიბადა... ლიკასთან ჩემი თანაცხოვრების მანძილზე არავისკენ გამიხედია, ღალატზე კი ზედმეტია... ჩვენი პატარა უკვე ხუთი წლისაა... ხმა არ ამოუღია, თავი ჩახარა... ძალიან ფრთხილად ვკითხე: - ლიკას ღალატზე როდის გაიგე? პასუხის გაცემას არ ჩქარობდა, თავი დახრილი ჰქონდა და უმისამართოდ იყურებოდა. ცოტა ხანში თავი ზემოთ აწია, ძალიან ნელა, აუჩქარებლად გამცა პასუხი: - სამი თვის წინ მივლინებით ვიყავი ბათუმში სამი დღით, ახალი რესტორნის გახსნა გვქონდა. იქედან ვრეკავდი, როცა დრო მქონდა. ბათუმში ყოფნის მეორე საღამოს სასტუმროდან ლიკას ვიდეოთვალით დავურეკე, ბავშვთან საუბარი მინდოდა. ლიკამ თვალი არ ჩართო, ძინავს ბავშვს ახლა და მეც აბაზანაში შევდივარ, მერე დაგირეკავო... ჯერ ერთი, ბავშვს საღამოს შვიდ საათზე არ ძინავს; მეორე — ლიკა მაგ დროს აბაზანაში არ შედის. დავაიგნორე ეს ტყუილი. ბავშვს იმ საღამოს ველაპარაკე, ძიძას დავურეკე და მელაპარაკა. ვკითხე, სად იყო ლიკა და მიპასუხა, რომ არაფერი დაუბარებია, ისე გავიდა სახლიდანო. რა თქმა უნდა, ესეც დავაიგნორე... მერე, ერთი თვის შემდეგ შევამჩნიე, რომ სახლიდან ხშირად გადიოდა, ძალიან ხშირად, და ჩემს მოსვლამდე სადღაც ერთი საათით ადრე მოდიოდა... კვირას ყოველთვის ვისვენებდი და დროს ოჯახთან ერთად ვატარებდი. ერთ კვირა დილას გამოვუცხადე ლიკას, რომ ვმუშაობდი და გვიანობამდე არ დავბრუნდებოდი. კი გაუკვირდა, მაგრამ ვუთხარი, რომ ახალი რესტორნის პროექტის განხილვა გვქონდა... მოვატყუე და ეს იყო ჩემი ტყუილი ამდენი წლის თანაცხოვრებაში პირველი... მერე გაჩერდა, სინანულით ჩამოისვა წვერზე ხელი, თავი გაიქნია და გააგრძელა საუბარი: - მერე მანქანით გავყევი, ვაზისუბანში ამოვყავი თავი. კორპუსში შევიდა ლიკა და მეც შევყევი. ლიფტით არასოდეს სარგებლობს, მარტოდ ყოფნისას განსაკუთრებით, ფეხით აუყვა კიბეებს. მეც ძალიან ფრთხილად გავყევი უკან. მესამე სართულზე გაჩერდა. კაკუნისა და კარის გაღების ხმის შემდეგ გავიგე სიტყვები: „კარგი, გეყოფა, გიო“ და კისკისებდა... ლიკას კისკისს ყველგან და ყოველთვის ვცნობდი... მითხარი, როგორია, როდესაც საყვარელ ქალს, საყვარელ ცოლს ღალატში გამოიჭერ, თან ისე, რომ ფაქტობრივად თავზე დადგები? - ღალატს მიზეზი ყოველთვის აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ უმიზეზოა. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ შენი მონაყოლით მხოლოდ ამის თქმა შემიძლია... - მერიემ, რომ არ მიყვარდეს სიგიჟემდე ლიკა, მშვენივრად იცი, რისი გაკეთება შემიძლია... -ვიცი, მაგრამ ის შენი შვილის დედაა... - ხო, ჩვენი სიყვარულის ნაყოფი... ვფიქრობდი და ვერაფრით მივხვდი, ასეთ მამაკაცს როგორ შეიძლება უღალატო... - ამ სანახაობის შემდეგ კლუბში წავედი, გამოვთვერი და პირველივე შემხვედრი სასტუმროში წავიყვანე და მასთან უხეში სექსით დავკავდი. სახლში დილით დავბრუნდი და შხაპს ვიღებდი, ლიკა რომ აბაზანაში შემოვიდა. ხელი მოვკიდე და ჩემკენ მოვიზიდე, მაშინ პირველად მოვექეცი უხეშად, ეს კი სამაგიერო იყო ჩემგან... -ახლა რას აპირებ? - არ ვიცი, დაბნეული ვარ. საყვარელმა ცოლმა, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, მიღალატა, თან ყველაფერში დამნაშავე მე გამომიყვანა, მე გამოვედი მოღალატე... უხმოდ ადგა და წავიდა. ან რა უნდა ეთქვა, ემოციებისგან სულმთლად დაცლილი იყო, განადგურებული იჯდა ჩემს წინ და არაფრის თავი არ ჰქონდა. გუჯა თბილისში ერთ დროს „სასურველი სასიძოს“ სტატუსის პოპულარობას არ კარგავდა. მაშინ, სანამ გუჯა ცოლს მოიყვანდა, გადაყვითლებული იყო სტატიები, მასზე ყველგან ერთი და იგივე შინაარსი იბეჭდებოდა: „ცნობილი ბიზნესმენის ვაჟიშვილი გუჯა არაბიძე უკვე საქართველოშია და ჩამოსვლისთანავე სასურველი სასიძოს სახელიც მოიპოვა, განათლება ამერიკაში მიიღო და ახლა საოჯახო ბიზნესს შეუერთდა...“ ასეთი შინაარსის სტატიები იყო, რადგან გუჯა ინტერვიუს არავის აძლევდა... ამ საოცარმა მამაკაცმა ცოლი რომ მოიყვანა, მისი თაყვანისმცემელი გოგოები ლიკას ლანძღავდნენ, რატომ ისინი არ აირჩია გუჯამ და ა.შ... მოკლედ, გუჯა ახლაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ლიკას ღალატი რომ ვინმეს ყურამდე მისულიყო, ხომ გესმით, რა მოხდებოდა — გუჯა სრულიად განადგურდებოდა... მომდევნო კვირაში ველოდებოდი მათ ისევ, იმედი მქონდა, რომ რაღაც მაინც გამოსწორდებოდა და ლიკა გონს მოეგებოდა... ოთხშაბათს დილით ველოდებოდი ლიკას და გუჯას. კაბინეტში ვიჯექი და, სანამ მათ მოლოდინში ვიყავი, ჩემმა გონებამ გარიზე ფიქრი დაიწყო. ისევ კარგა ხანია არ გამოჩენილა, თითქმის არაფერი გამიგია მასზე და უკვე სურვილიც დიდი არ მქონდა, რადგან მისმა გაქრობამ სულ გამიქრო სურვილი იმის, რომ მასთან რამე გამომივიდოდა... ამასობაში კარიც გაიღო და ლიკა შემოვიდა, მომესალმა და დივანზე მოთავსდა. - გუჯა სად არის? -ცოტა შეაგვიანდება, მინდა დავიწყოთ სეანსი... - ეს წყვილთა სეანსია და გუჯას უნდა დაველოდოთ... მივბრუნდი, „ნოუთბუქს“ მივუჯექი და მან ამ დროს საუბარი დაიწყო: - იცი, ეს ყველაფერი შვიდი თვეა ხდება. შვიდი თვის მანძილზე გუჯას ვატყუებდი და მე სულ სხვასთან მქონდა სექსი. სახლში მისული კი მას საღამოობით უარს ვეუბნებოდი. მივლინებებში დადიოდა და მეგონა, ვერასოდეს მიხვდებოდა, თუ მასთან კვირაში ერთხელ დავწვებოდი და ერთი-ორჯერ თბილ სიტყვას ვეტყოდი. მიყვარს გუჯა, მაგრამ მასთან ის არ მაქვს, რაც მჭირდება. -რა გჭირდება, ლიკა? - სექსი... გამეცინა. არადა, ლიკაზე მსმენია, რომ საკმაოდ კარგი ოჯახის შვილი იყო, მასზე ცუდს ვერსად გაიგონებდი, ეს კიდევ ქმარს ღალატობს, სექსის გამო... - შენ თვითონ არ მითხარი, გუჯას უარს ვეუბნებოდიო? რა აქვს იმ კაცს ისეთი, რაც გუჯას არა აქვს? -დიახ, რადგან მაგ დროს აღარ მინდა სექსი... -შენ მეუბნები, რომ ამხელა ბიზნესმენ კაცს, როცა შენ მოგეპრიანება სექსი, მოვიდეს, დაგაკმაყოფილოს და წავიდეს?! - არა, ეს ცინიზმი იყო და ვერ მოვთოკე აქ ნერვები, მაგრამ ამდენად სულელია ეს გოგო, მგონი, ამით საკუთარ თავს უფრო ამწარებს, ვიდრე გუჯას. - რატომაც არა... არა, ამასთან თერაპიას აზრი არ აქვს, ქალი მხოლოდ მის ეროტიკულ პერიფერიაზე ფიქრობს. -დაშორდი გუჯას, - მთელი სერიოზულობით ვუთხარი. ეს თერაპია არ იყო, ეს უაზრო ქალის ნაბოდვარი იყო... - ვერ დავშორდები, მიყვარს... - აბა, სხვასთან რატომ დადიხარ? - მასთან ორგაზმს მივყავარ... - დავიჯერო, ასეთი ტემპერამენტიანი ხარ? - მასთან ის მაქვს, რაც გუჯასთან არ მაქვს... - მაინც რა? - ის, რომ მასთან სექსი იმდენად სასიამოვნოა, ამას სიტყვებით ვერ ავხსნი. აი, გუჯას კი ნაზი სექსი აქვს... აი, ამ წლის მანძილზე მხოლოდ იმ დღეს მქონდა ისეთი სექსი, რომელმაც ორგაზმი შემაგრძნობინა მასთან - შხაპის ქვეშ. მე ძლიერი პარტნიორი მჭირდება, რომელიც ჩემს სექსუალურ ფანტაზიებს დააკმაყოფილებს. მე მჭირდება ისეთი პარტნიორი, რომელიც ჩემთან ისეთი იქნება, როგორიც მე მსურს; მაშინ იქნება ჩემთან, როცა მე მომინდება; იმას გამიკეთებს, რაც მსურს და მეტყვის, რომ ვუნდივარ... -ეროტიკული პერიფერია... გასაგებია, ამ ყველაფერს შენში ვერ აოკებ და ქმრის მაგივრად სხვას აოკებიებ... არ გიცდია, აგეხსნა ეს ყველაფერი გუჯასთვის? -რა მეთქვა, რომ ძლიერი პარტნიორი მჭირდება და არა ნაზი? -თუ ასე ვერ ეტყოდი, სექსით აგეხსნა... -ეგ როგორ? - სექსსაც აქვს თავისი ფსიქოლოგია... - რას გულისხმობ? - იმას, რომ საწოლში როგორც გინდა მოგექცნენ, ისე უნდა მოექცე შენც... - ლიკა ტერმინებით ვერაფერს გაიგებდა და მის ენაზე შევეცადე ამეხსნა. -ანუ? -შეგიძლია შენს ქმართან ისეთი იყო, როგორიც გინდა იყოს შენი ქმარი შენთან და ამისთვის ნამდვილად არ გჭირდება საყვარელი... - როგორიც იმ დღეს იყო შხაპში, ისეთი იქნება?... -ლიკა, თუ მოინდომებ, ყველაფერი იქნება... ამასობაში გუჯაც მოვიდა. ეს სეანსი ოდნავ პოზიტიურად ჩავატარეთ... - გუჯა, მე მინდა ისეთი იყოს ჩვენი სექსი, როგორც მაშინ, შხაპის ქვეშ... ბავშვურად გამოუვიდა, არა? ამხელა სექსუალური ფანტაზიების მქონე ქალს, ეს სიტყვები საკუთარ ქმარს ისეთი სიმორცხვით უთხრა, ვერ წარმოგიდგენიათ... გუჯას გაეცინა, ცინიკურად ჩაეცინა... იმ დღეს უფრო ლიკას სეანსი იყო, ვიდრე გუჯას. დაგვიანდა და შემდეგ ადრეც დატოვა სეანსი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




