განწირული პაიკი, თავი 11
თავი მეთერთმეტე ლილიმ სასტუმრო ოთახის დალაგება დაიწყო, როცა გიორგი სტუმრების გასაცილებლად გარეთ გავიდა. არ უგრძნობდა გული კარგს, რადგან ისევ უგონოდ დათვრა სახლის პატრონი, ხოლო მთვრალ გიორგისთან მაინც და მაინც კარგი მოგონებები არ აკავშირებდა. ფეხზე ძლივს იდგა, რომ შემობაჯბაჯდა და ისევ მაგიდას დაუბრუნდა. ნასვამთან ერთად გვარიანად დაღლილიც იყო, ბოლო-ბოლო მთელი დღე სამზარეულოში პატიოსნად „დიასახლისობდა“ ლილის მხარდამხარ. ქალს ყურადღება არ მიუქცევია ისე გააგრძელა მაგიდის ალაგება. როცა ღვინის სურის აღებას აპირებდა, ხელი დაუჭირა: - ეს დატოვე - არა მგონია მეტი დალევა გჭირდებოდეს - მაშინ შენც დალიე ჩემთან ერთად და ნაკლები შემხვდება - ეშმაკურად უციმციმებდა თვალები - მე არ ვსვამ - მართლა? რა საინტერესოა - ორივე წარბი აწკიპა - რატომ უთხარი ლუკას უარი სამსახურზე? - დაუბრუნდა ძველ, უპასუხო კითხვას. - უკვე გითხარი, არ ვარ ვალდებული ანგარიში ჩაგაბარო - ხარ! - ძალიან ბედნიერი ვარ შენთან მუშაობით და იმიტომ, სად უნდა ვნახო სხვაგან სამსახური სადაც 22,000 ლარს გადამიხდიან თვეში - ირონია არ დაიშურა ხმაში ქალმა და საკუთარი სიტყვებით დაუბრუნა ხურდა. - შეხედე, როგორ დაგიმახსოვრებია ჩემი სიტყვები, კარგია, ყურადღებით მისმინე ხოლმე - არ აჰყვა ლილის გამოწვევას და რბილი ხმით განაგრძო საუბარი - სწავლა რატომ არ გააგრძელე? - საკმარისი პრობლემები მაქვს, ზედმეტი არ მჭირდება - თუ გინდა შეგიძლია გააგრძელო - დიდი მადლობა ნებართვისთვის - ირონიული ტონი არ შორდებოდა ქალს - მაგრამ აზრი აღარ აქვს, ეს სემესტრი დაკარგულია უკვე - დაამატა დანანებით. - შენ თუ გინდა, ყველაფერი გამოსვლადია - ესე იგი, შენც ლუკასავით კონტაქტებით და ფულით აგვარებ ყველაფერს - ლილი, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, ჩემს სახელთან „ვით“ ნაცვალსახელი აღარ იხმარო, გასაგებია? - შეუღრინა ქალს - ეგ თანდებულია - რა? - თანდებული - დაერთვის სახელობით ან მიცემით ბრუნვას და აღნიშნავს მსგავსებას. - ჩამოარაკრაკა ლილიმ და დაჭერილი ხელი გააშვებინა. - გავიგე რომ სტუდენტი ხარ და არ გინდა ყოველ წუთს მაგის ფრქვევა - აღარ ვარ - ლილი, სერიოზულად გეუბნები, თუ გინდა შეგიძლია ამ სემესტრიდანვე გააგრძელო, თუ არა - გაზაფხულის სემესტრამდე დაიცადე. - თუ გივის მევალეების გამო სახლში დაბრუნება არ შემიძლია და უნივერსიტეტში სიარული რანაირადაა შესაძლებელი. - მართალი ხარ, - სერიოზულად ჩაფიქრდა, - მაგას მოვაგვარებ, ცოტა დრო მჭირდება. - შენ ნუ იღელვებ, არც შემდეგი სემესტრიდან ვაპირებ გაგრძელებას - აბა ვინ უნდა იღელვოს „ლუკაჩომ“? - არც მაგამ, მაგრამ შენს მეგობარს რანაირად მოიხსენიებ - ჩემი მეგობრის ბიძაშვილია და წამოიყვანა, მე ღლაპებთან არ ვმეგობრობ - სიამოვნების ღიმილი ვერ დამალა კაცმა, ლილიმ კი მაგიდის ალაგება გააგრძელა და დარჩენილ ნიგვზიანი ბადრიჯნის თეფშს მოჰკიდა ხელი. - მართალი იყავი, მშვენიერი ბადრიჯანი იყო, ოდნავ ზედმეტად მომზადებული არა? ჰო... ასე თქვი, მახსოვს... მაგრამ შენი თითების დაწვად ნამდვილად არ ღირდა. - არ მეგონა ჩემი მომზადებული კერძები თუ გასინჯე, ისე მედექი თავზე მეგონა გეშინოდა ვირთხის საწამლავი არ ჩამეყარა შენთვის. - ეცადა ის სიხარული დაემალა, რაც კაცის ნათქვამმა სიტყვებმა მოჰგვარ. გასინჯა და მოეწონა! მისია შესრულებულია. საჭმელში საწამლავის ჩაყრის ხსენებისას სახე მოექუფრა გიორგის, ლილის თვალი გაუსწორა და დაბალი ხმით, თითქმის ჩურჩულით მიუგო: - ესე იგი მაინც, მაინც, ყველაფრის მიუხედავად შენც იმისნაირი ხარ არა? პრინციპში მამაჩემის მოგზავნილი სხვანაირი როგორ იქნებოდა.. - დანანებით გააქნია თავი და ქვემოდან ამოხედა ქალს. - ვერ ვხვდები რას გულისხმობ - მხრები აიჩეჩა ლილიმ - რა თქმა უნდა ვერ ხვდები - ირონიით გაიცინა გიორგიმ - ზუსტადაც არაფერი რომ არ ჩაგეყარა საჭმელში იმიტომაც გედექი თავზე - ყინულივით ცივი გაუხდა ხმა - რა სისულელეა, ეგეთი რამე არც მიფიქრია - გაშრა, გაიაზრა, რომ მისდაუნებურად რაღაც მტკივნეულ თემას შეეხო. - მაგაზე რომ იფიქრე, შენმა სიტყვებმა უკვე დაადასტურა - უბრალოდ ვიხუმრე - შეშინებული თვალებით შეხედა წაშლილ სახეზე კაცს - როდის აქეთ მეხუმრები ხოლმე? - უკაცრავად, მეტჯერ აღარ გამეორდება - მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა - შენთვის უკეთესი, წადი და ხვალ დაამთავრე - მაგრამ საჭმელი გაფუჭდება - საჭმელის დედაც, რასაც გეუბნები ის გააკეთე - კარგი - დაემორჩილა ლილი უფროსის დავალებას, ნამდვილად არ სურდა მთვრალი გიორგის გაღიზიანება. დიდხანს იწრიალა საწოლში, ვერაფრით ვერ დაიძინა. ჯერ ერთი, ასალაგებელი მაგიდა აწუხებდა. ვერ იტანდა დაუსრულებელ საქმეებს. მეორე, გიორგის ცვალებად ხასიათზე ფიქრობდა. ვერაფრით ვერ ამოეხსნა მისი მოულოდნელი აფეთქებები, რომლებიც სრულიად უწყინარ სიტყვებს მოჰყვებოდა. ან მისი სწავლით რატომ დაინტერესდა? აშკარად გულწრფელი ჩანდა... გივის მოვალეებსაც მე მოვუვლიო. როგორ უნდა მოაგვაროს? ნუთუ ვალი უნდა გაუზარდოს? 2 წელი აქ მუშაობა ნამეტანია, არა, ნამდვილად ვერ გავუძლებ - ფიქრობდა გულში - როგორ შეუძლია ასეთი სხვანაირი იყოს ყველასთან? მარიასთან, მეგობრებთან... მე რა დავაშავე ასეთი? ღამის 3 საათი სრულდებოდა და ძილი მაინც არ მიეკარა, ათასჯერ გადახედა თავში გიორგის გაცნობიდან დღემდე მის ცხოვრებას, ყველა სიტყვას, მოქმედებას... გამოცანად რჩებოდა ეს კაცი მისთვის. რადგან მაინც ვერ დაიძინა, გადაწყვიტა მაგიდა აელაგებინა, ალბათ გიორგიც უკვე თავის ოთახში იქნება ასული - ფიქრობდა თავისთვის და მისაღებ ოთახში გავიდა. მწარედ შეცდა, გიორგის, მართალია მაგიდა დაეტოვებინა, მაგრამ ახლა უკვე დივანზე გადაენაცვლებინა და იქ თვლებდა. საწყლად იყო მოკუნტული. ლილიმ ოთახიდან პლედი გამოუტანა და გადააფარა. მატერიის შეხებაზე კაცმა თვალი გაახილა, წელზე ხელი მოჰხვია და ზემოდან მოითავსა ლილის სხეული, შემდეგ საზურგისკენ მიიწია, ადგილი გაითავისუფლა და გვერძე მიიწვინა. ქალმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა - დარჩი - ჩურჩულით, თითქმის მუდარით წარმოსთქვა და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა - გთხოვ. რა სისულელეა, არც ერთ რაციონალურ გადაწყვეტილებაში არ ჯდება ლილის აქ დარჩენა, ჩახუტებულ, მთვრალ უფროსთან. მაგრამ... ჯერ თავადაც ვერ ამოეხსნა რატომ იყო ასეთი გულწრფელი თხოვნით ნათქვამი ერთი სიტყვა საკმარისი, რომ ადგილზე მიჯაჭვულიყო და ვეღარ განძრეულიყო. გიორგიმ თავი მის თმაში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა. ისე კომფორტულად მოთავსდნენ, თითქოს მთელი ცხოვრებაა ასე გვერდი-გვერდ სძინავთ. თითქოს, დიდი ხანია მათი სხეულები იცნობენ ერთმანეთს. რატომღაც, ყველა ხმაურიანი ფიქრი გაჩერდა და მთელი დღის დაღლილობა სადღაც გაქრა. რატომღაც, რამდენიმე საათიანი წვალება ძილისთვის წარმოუდგენლად ეჩვენა ლილის და უმარტივესი გახდა ჩაძინება. **** დილით ადრე და საოცარი სიმსუბუქით გაეღვიძა ქალს, იმის მიუხედავად რომ ღამე საკმაოდ არაკომფორტულ დივანზე გაატარა. ფრთხილად გაითავისუფლა კაცის მკლავისგან ხელი და ჩუმად გაემართა ოთახისკენ. იფიქრა, რომ დილით მსგავს მდგომარეობაში შეხვედრა ორივესთვის უხერხული იქნებოდა და მართალიც აღმოჩნდა, გიორგი ისე გავიდა სახლიდან არ შეხმიანებია. არც შემდგომ დღეებში უთქვამს რამე, ერთად ძილზე. ალბათ იმდენად იყო ნასვამი არც ახსოვს - ფიქრობდა ლილი გულში. მეგობრების შეკრების შემდგომ გიორგის ქცევა შეიცვალა, დილაობით ყოველთვის საუზმობდა - უკვე ლილის მომზადებული კერძებით და ლილისაც სთხოვდა მასთან ერთად ესაუზმა. რამდენიმე დილის შემდგომ, უკვე რიტუალივით აწყობდნენ საუზმეს. არაფერი ზედმეტი არ ხდებოდა მათ შორის, გიორგი მკაცრად ასრულებდა მიცემულ პირობას, რომ არ შეეხებოდა. თუმცა, „უნებლიედ“ - ჩანგლის, პურის, თეფშის მიწოდებისას - მათი თითები ერთმანეთს ეხებოდნენ. ეს იმდენად ბუნებრივად ხდებოდა, ლილი ხმას ვერ იღებდა. ან რა უნდა გაეპროტესტებინა, მაგასაც ვერ ხვდებოდა. მაგრამ გიორგისთან ყოველი შეხება, მცირე ელექტრომუხტის გავლას უდრიდა მისთვის სხეულში. ერთ კვირაში მარიაც დაუბრუნდა სამსახურს. გაოცებული სახის შეკავება ვერ შეძლო, როცა სამზარეულოში გვერდი-გვერდ მსხდარი გიორგი და ლილი დაინახა, რომლებიც ისე საუზმობდნენ, თითქმის ამაში უჩვეულო არაფერი ყოფილიყო და მთელი ცხოვრება ასე გაეტარებინოთ. მისი მეუღლე უკეთ იყო, გიორგის და ღმერთის წყალობით - როგორც თავად ამბობდა. უფლისა და მისი უფროსის ერთ კონტექსტში მოხსენიება კი აკვირვებდა ლილის, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. მარიამ სამსახურში დაბრუნების პირველი დღის ნახევარი გიორგის ქებას დაუთმო, დაწვრილებით მოუყვა ქალს რამდენი რამე გააკეთა უფროსმა მისი ოჯახისთვის. მეორე ნახევარი კი ლილის გამოკითხვას. დაჟინებით ცდილობდა გაეგო მათი ასეთი ფამილარული საუზმის მიზეზი, თუმცა ლილის ვერაფერი გამოსტყუა, მშრალი და ზოგადი პასუხებით შემოიფარგლებოდა. რამდენიმე დღეში მარია და ლილი ჩვეულ ტემპს დაუბრუნდნენ, ოქტომბრის შუა რიცხვებში კი ლილის ტელეფონზე ზარი გაისმა - გისმენთ - ლილი მე ვარ - ვინ თქვენ? - იცნო, მაგრამ არ უნდოდა ეგ სიამოვნება მიენიჭებინა, გულში მაინც ხინჯად ჰქონდა მთელი ორი წელი მისი წვალებით რომ ერთობოდა ლუკა. - ლუკა ვარ ლილი - ოდნავ ნირწამხდარმა გასცა პასუხი, მიზანი მიღწეულია - გისმენ ლუკა - როგორ ხარ? - კარგად - მეც კარგად - უპასუხა, იმის მიუხედავად რომ არავის უკითხავს - აშკარად დაკავებული ხარ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. შენი სტუდენტის სტატუსის ამბები მოგვარებულია. შეგიძლია გააგრძელო სწავლა იმ კვირიდან. - რას ქვია მოგვარებული? - გაოცებისა და მოულოდნელობისგან პირი დააღო ქალმა. - მოკლედ ცოტა მამაჩემი ჩავრიე, ცოტა ბიძაჩემი და ცოტა მეც - ტელეფონიდან იგრძნობოდა რომ იღიმოდა - მაგაზე შენ არ იდარდო რა, გამიხარდება ორშაბათიდან თუ დაიწყებ სიარულს. - ვერ ვივლი ლუკა უნივერსიტეტში, მაგრამ დიდი მადლობა - რატომ? - ვმუშაობ - გიორგის მე დაველაპარაკები - არავისთან დალაპარაკება არაა საჭირო, ვერ ვივლი და მორჩა. ვწუხვარ - დაამატა შემდეგ, როცა მიხვდა რომ უხეშად გამოუვიდა. - არ იდარდო შენ მაგაზე - აშკარად წაუხდა ხმა - იქნებ დაფიქრებულიყავი? - არა, არ შემიძლია. - მითხარი რახდება, დაგეხმარები - არ მინდა დახმარება, გმადლობ. - ლილი, ასე თუ იმიტომ იქცევი რომ ადრე.. - არა ლუკა, წარსული არაფერ შუაშია, უბრალოდ ახლა არ არის ამის დრო, ჩემს ცხოვრებაში - კარგი, როგორც შენ იტყვი, მაგრამ რამე თუ დაგჭირდება არ მოგერიდოს კარგი? - მადლობა, მართლა. უხერხულად ვარ, ტყუილად რომ იწვალე. - ხოდა თუ უხერხულად ხარ, მაშინ უნდა გამოასწორო - ვერ მივხვდი - დაბადების დღე მაქვს კვირას, გამიხარდება თუ წამოხვალ - მე... - უარი არ მიიღება, კვირასაც ხო არ მუშაობ არა? თან სწავლაზე უარი მითხარი და ამაზე მაინც არ მითხრა უარი. - არ ვიცი, უნდა მოვიფიქრო - რა იცოდა ლუკამ, რომ კვირასაც და ზოგადად 24/7-ზე მუშაობდა. - კარგი რა, ჩვენი კურსელებიც იქნებიან, გაერთობი, იქნებ მოგინდეს მერე უნივერსიტეტში დაბრუნება - არ ვიცი, ვერ შეგპირდები - იცოდე გიორგისაც დაველაპარკები - არ არის საჭირო გიორგისთან საუბარი - მაშინ კვირას გელოდები, დროს და მისამართს მესიჯად მოგწერ კაი? - არ ვიცი ლუკა - უარი არ მიიღება, აბა დროებით. ნამდვილად არ უნდოდა ახლა სადმე გასვლა, მით უფრო ლუკას დაბადების დღეზე. ან რა უნდა ეჩუქა? საერთოდ რა უნდოდა ლუკას? რატომ აღუდგინა სტუდენტის სტატუსი? ახლა მაგის ვალიც უნდა დაემატოს ლილის ცხოვრებას? რანაირად გაეთავისუფლოს გიორგის? გაუშვებს? რას ქვია გაუშვებს მონა კი არ არის ! აი ესღა აკლდა ლილის დალაგებულ ცხოვრებას. ზარის დასრულებიდან წამებში მოუვიდა რესტორნის მისამართიც და დროც ლილის ნომერზე. დიდხანს ჩაშტერებოდა ტელეფონის ეკრანს, თითქოს ასე ამოხსნიდა რა უნდა ექნა. ვერც გაიგო ისე შემოვიდა ოთახში გიორგი, არც ის იცის რამდენი ხანი უყურებდა. აშკარად საკმარისად დიდი, რომ გაღიზიანებულიყიო მისი ყურადღების კონცენტრაციაზე. - დიდხანს აპირებ ეგრე დგომას? - მოთმინებადაკარგულმა ამოღერღა. - ლილის შეკითხვა არ გაუგია - რას უყურებ ეგეთი ჩაფიქრებული თვალებით? - ნელა ამოიხედა ქალმა ტელეფონიდან და გაურკვეველი სახით შეხედა გიორგის. ჯერ ფიქრებისგან ვერ გამორკვეულიყო და მისი აქ დანახვა გაუკვირდა. - მაჩვენე - დაუფარავად გაღიზიანებულმა გამოგლიჯა, კი არ გამოართვა ტელეფონი ხელიდან. რესტორნის მისამართი და თარიღი რომ წაიკითხა, აშკარა სიბრაზე გამოეხატა სახეზე. - ვინ არის ეს? - კბილებში გამოცრა - ლუკა - რა უნდა ლუკას შენთან ერთად რესტორანში? - ყბები დაეჭიმა და ხელი მომუშტა - დაბადების დღეზე დამპატიჟა - რა? - დაბადების დღეზე დამპატიჟა - არ წახვალ! - მოკლედ მოუჭრა კაცმა - შენთვის ნებართვა არ მითხოვია - ხო და არც გჭირდება ნებართვის თხოვნა, გეუბენბი რომ არ წახვალ - არ შემიძლია, ძალიან მთხოვა - აუფ, ვინც რამეს გთხოვს ეგრე უნდა დათანხმდე? აქამდე რატომ არ მითხარი? მ ე ც გთხოვდი ერთი ორ რამეს - სტუდენტის სტატუსი აღმიდგინა, ამდენი იწვალა და მე უარი ვუთხარი, დაბადებისდღეზე მაინც მოდიო - ლუღლუღებდა ქალი - ვინ მისცა უფლება შენი სტუდენტის სტატუსი ერკვია მაგას? - სადაცაა აფეთქდებოდა - შენ სთხოვე მაგ ყველაფრის გაკეთება? - მე არაფერი მითხოვია, თვითონ გააკეთა, არც ვიცოდი... ახლა დამირეკა და მითხრა ორშაბათიდან შეგიძლია სწავლა დაიწყოო... ჩემთვისაც ისევე მოულოდნელია, როგორც შენთვის - რას წარმოადგენს ლუკა შენთვის? - ერთხელ გკითხავ და იცოდე, იცოდე! არ მომატყუო. - კურსელია რას უნდა წარმოადგენდეს - მეტი არაფერი? - არა - არც არაფერი ყოფილა თქვენს შორის? - არა - მაშინ წავიდეთ დაბადების დღეზე და ნახავს როგორ უნდა სხვისი... - სხვისი თანამშრომლისთვის სწავლის ფულების გადახდა - ნერვიულად ჩამოისვა ხელი ოდნავმოზრდილ წვერზე და ტელეფონი სამზარეულოს ბარის ზედაპირზე მიაგდო. - წავიდე - თ? - კი, მიდიხარ და მეც შენთან ერთად მოდივარ. რის მიღწევას სცდილობს? ორი წუთის წინ არ მიდიხარო ლამის დამამხო თავზე ყველაფერი და ახლა მეც შენთან ერთად მოვდივარო, ფიქრობდა ლილი გულში, თქმით კი ეს თქვა: - მაშინ შაბათს რამდენიმე საათით უნდა გამიშვა - რატომ? - საჩუქრის და ტანსაცმლის საყიდლად - მაგას მე მოვაგვარებ - თქვა და ოთახიდან გავიდა. დაპირებისამებრ საღამოსვე მოიტანა გიორგიმ ლუკას საჩუქარი - შოტლანდიური ვისკი The Macallan Rare Cask და კაბა ლილისთვის. გულმა ვერ მოუთმინა და მაშინვე მოისინჯა. სადა, კრემისფერი კაბა იყო, არც ზედმეტად გამომწვევი და არც ზედდმეტად უჩინარი. იდეალურად ერგებოდა ლილის ტანს, თითქოს სპეციალურად მისთვის შეკერესო, ეფემერულ ქმნილებას ჰგავდა ამ ფერში, ნამდვილად ეხერხებოდა გიორგის ტანსაცმლის შერჩევა, ყოველშემთხვევაში - ლილისთვის. კვირა დღეს, ლუკას დაბადებისდღისთვის გიორგიც გამოეწყო. თეთრი სადა პერანგი და შავი კლასიკური შარვალი ეცვა. არაფერი განსაკუთრებული და ექსტრავაგანტული, მაგრამ მაინც გამორჩეულად უხდებოდა კლასიკური სტილი. დათქმულ დროს შეხვდნენ ერთმანეთს მისაღებში, გაოცება ვერ დამალა გიორგიმ ლილის შემხედვარე, ულამაზესი იყო. უსიტყვოდ იმგზავრეს რესტორნამდე, ადგილზე როცა მივიდნენ, მანქანის კარი გიორგიმ გაუღო და ხელი გაუწოდა. გაოცებულმა ლილიმ უსიტყვოდ ჩამოართვა ხელი და შენობისკენ დაიძრნენ. ოთახში მხიარული ატმოსფერო იდგა, როგორც ჩანს მთლიანი დარბაზი ბატონი ლუკასთვის იყო დახურული და განკუთვნილი. ლილის გასაოცრად გიორგი ბევრ ადამიანს მიესალმა. ასევე იცნო ლილიმ მათთან სახლში ნამყოფი გიორგის მეგობრები, თუმცა მათ ვერ იცნეს და სათითაოდ სთხოვდნენ კაცს მის წარდგენას. პრინციპში რა გასაკვირია, ნამდვილად სხვანაირად გამოიყურებოდა მაკიაჟსა და ასეთ კაბაში. საკუთარი თავიც კი ვერ იცნო თავიდან სარკეში. მთელი ეს დრო გიორგი ლილის გვერდიდან არ მოშორებია, ხოლო როცა იუბილარისთვის დაბადების დღის მისალოცად და საჩუქრის გადასაცემად წავიდნენ, ხელკავი გაუყარა და გვერდით მიიკრა. - გილოცავ ლუკა, დიდი ბიჭი გაიზარდე - გიორგიმ დაიწყო საუბარი და „დიდი ბიჭი“ განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოკვეთა. - გილოცავ ლუკა - გადასაკოცნად გადოწეულ ლუკას ლილიც უნდა შეერთებოდა, რომ გიორგის ხელკავმა დააკავა. - აი საჩუქარი ჩვენგან - ისევ გიორგიმ გააგრძელა და დაბნეულ ლუკას სასმლის შეფუთვა მიაჩეჩა. - მადლობა დიდი - დახედა სასმელს - ლილი საიდან იცოდი რომ ეს სასმელი მიყვარდა? - მე ავარჩიე, სანდრომ მითხრა - პირის გაღება არ აცადა ქალს. - აა, მადლობა გიორგი - აშკარად ნირწამხდარმა გააგრძელა საუბარი ლუკამ, აშკარად ისე არ მიდიოდა ლილისთან შეხვედრა, როგორც მას წარმოედგინა. - ლილი ძალიან კარგად გამოიყურები, ანათებ პირდაპირ - ბოლოჯერ გაიბრძოლა იუბილარმა - მადლობა, კაბაც მე ავარჩიე - ირონიული ღიმილით მიგო გიორგიმ და ლილის ალეწილი სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია. - კარგი მაშინ, მეძახიან და გნახავ ხო ლილი მოგვიანებით. - არავინ არ ეძახდა, მაგრამ საბოლოოდ ფარხმალი მაინც არ დაყარგა და სხვა ჯფუფთან გადაინაცვლა ლუკამ. ლილიმ და გიორგიმ კი მაგიდისკენ გასწიეს. ლილისგან გასაოცრად გიორგი არ სვამდა, პირიქით ზედმეტი ყურადღებით და გაფაციცებით აკვირდებოდა გარემოს. ასევე ზედმეტი ყურადღებით აკვირდებოდა ყველას, ვინც ლილის გამოელაპარაკებოდა. დიდი ხანია საზოგადოებაში არ გამოსულა ქალი და მიხვდა, როგორ მონატრებოდა ხალხის გარემოცვა. ვერასდროს წარმოიდგენდა, მუდამ ინტროვერტს და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილს ასე, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით თუ ესიამოვნებოდა სხვა ადამიანების დანახვა. მაგიდაზე ლილის კურსელებთან, გიორგის რამდენიმე მეგობართან და სანდროსთან ერთად ისხდნენ, ბუნებრივად გაიხსენეს ძველი კურსის ამბები, ლექტორები და სასაცილო თავგადასავლები. გიორგი კი სანდროსთან საუბარში გადაეშვა, მაგრამ ხშირ-ხშირად აპარებდა თვალს მომცინარი ლილისკენ. არასდროს ენახა ასეთი ღია და თავისუფალი, ასეთი ბედნიერი და გახარებული ქალი. გიორგის კი არა თავად ლილის არ ახსოვს ასეთი საკუთარი თავი ! აშკარა იყო რომ დიდხნიან იზოლაციას, თავისი შედეგი გამოეღო. რამდენჯერმე მოუახლოვდა ლუკა თავისი კურსელების მაგიდას და სცადა საუბარში ჩაბმა, მაგრამ როგორც კი ლილის გაუსწორებდა მზერას, გიორგი წამსვე კედლად აისვეტებოდა ხოლმე მათ შორის და ქალთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა. დიდი დრო არ დასჭირვებია ხალხის შეთრობას და საცეკვაო მოედნის დაკავებას, ჩქარი მუსიკა ნელმა, რომანტიულმა ტალღებმა შეცვალა, როცა მაგიდაზე მხოლოდ ლილი და გიორგი დარჩნენ. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. როცა გიორგიმ საცეკვაო მოედნიდან მტკიცედ მომავალი ლუკა დალანდა, სწრაფად წამოდგა სკამიდან და ლილის ხელი გაუწოდა. ყოველგვარი ცერემონიისა და კითხივს გარეშე, ლილი გაჰყვა მის ნაბიჯებს და საცეკვაო მოედნის შუაში აღმოჩნდნენ, როცა მუსიკა შეწყდა. ერთმანეთის პირისპირ აღმოჩდნენ, სრულიად დაუცველები, ხალხით გარშემორტყმულები და მაინც მარტო. მხოლოდ ორნი. და ახლა? იმპულსური ქცევიდან გამოერკვა გიორგი და თვალი ისე მოავლო მის წინ მდგარ ქალს, თითქოს პირველად ხედავდა. მუსიკის ნოტებმა ნელ-ნელა გაკვეთეს ჰარი და წყვილის ყურამდეც მიაღწია Nina Simone - Just Say I Love Him-ის ჟღერადობამ. გიორგი ლილის მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა. ლილიმ თავი ოდნავ ასწია და მისი მზერა მამაკაცის თვალებს შეაგება. იმ ერთ წამს, უთქმელი სიტყვები უფრო ხმამაღლა ჟღერდა, ვიდრე ნებისმიერი აღიარება. კაცის გაწვდილ ხელს, ლილიმ საპასუხოდ თავისი ნაზი თითები შეაგება. გიორგიმ ნელა მოჰხვია ხელი წელზე და იმდენად ახლოს მიიზიდა, რომ მათ შორის მხოლოდ სუნთქვის ადგილიღა დარჩა. ცოტა ხნით ორივე გაუნძრევლად იდგა. შემდეგ პირველი ნაბიჯი გადადგეს და გარშემო ყველა და ყველაფერი გაქრა. ცეკვის მოძრაობები თავიდან ფრთხილი და მოკრძალებული იყო. გიორგი თავდაჯერებულად, მაგრამ საოცარი სიფრთხილით მიუძღვებოდა ქალს, თითქოს ეშინოდა ის მყიფე კავშირი, რომელიც აკავშირებდათ ერთმანეთთან, არ დაეშალა. ლილი მის მოძრაობებს ბუნებრივად აჰყვა, თითქოს ეს ცეკვა დიდი ხნის წინ ჰქონდათ ნასწავლი და ახლა მხოლოდ იხსენებდნენ. მუსიკა მშვიდად იღვრებოდა, ლილის თითები გიორგის მხარს მსუბუქად ეხებოდა, ხოლო მისი გულისცემა, საკუთარ გულისცემაზე ხმამაღლა ესმოდა. ყოველი ბრუნი მათ სხეულებს კიდევ უფრო აახლოებდა, ხოლო კაცის სუნამოს გრილი სურნელი ლილის თავბრუს ახვევდა. მორიგი ბრუნისას გიორგიმ ხელი უფრო მტკიცედ შემოხვია წელზე და მკერდზე მიიკრა. ლილის სუნთქვა შეეკრა, როცა კაცმა მზერა წამით მის ტუჩებზე შეაჩერა. იმ წამს, ცეკვა გასცდა უბრალო ნაბიჯების წყობის საზღვრებს და გახდა საუბარი, სადაც არ არსებობდა არც ერთი ზედმეტი ან არასწორი სიტყვა. მზერა ერთმანეთს გაუსწორეს, მზერა რომელშიც იყო ყველაფერი - მონატრება, ცნობისმოყვარეობა და ის ჩუმი სურვილი, რომელსაც თავადაც ვერ აცნობიერებდნენ, ისე მალავდნენ გულში. მათ შორის დაგროვილი სურვილი ჰაერში ელექტრული მუხტივით ტრიალებდა, თითქოს მელოდიის ყოველი ბგერა მათ შორის არსებულ უხილავ კავშირს ააშკარავებდა. თითქოს ამ წამს, მთელი სამყარო მხოლოდ ამ ერთ მოძრაობამდე, ამ ერთ სუნთქვამდე, ერთ გრძნობამდე დაპატარავდა. როცა უკანასკნელი ნოტი გაისმა, არც ერთს არ სურდა პირველი ხელის გაშვება, ორივე გრძნობდა, რომ ეს ცეკვა მხოლოდ და მხოლოდ რაღაცის დასაწყისი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


