განწირული პაიკი, თავი მეცამეტე
თავი მეცამეტე მარია ძალიან განიცდიდა გამრეკელის ამ მდგომარეობას, ის იმედები, რაც ლილის გამოჩენის შემდგომ მისი დადებითი ცვლილებებისას გაუჩდა, ისევ ჩაეფუშა. თუმცა, აშკარა იყო, რომ იცოდა კაცის მსგავსი ქცევის მიზეზი, რადგან ლილისთვის არაფერი უკითხავს და არც ხმამაღალი უკმაყოფილება გამოუხატავს დიდად, მთელს სახლში მიმოფანტული სასმლის ბოთლების დალაგებისას. ლილის ნამდვილად ვერ წარმოედგინა, იმაზე უარეს მდგომარეობაში თუ შეეძლო გიორგის ნახვა, ვიდრე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო წარმოდგენილი, მაგრამ მისი ბოლომდე დაცემა თურმე წინ მოელოდათ. ის სტუმარი, რომლის უნებართვოდ შემოშვების გამოც ერთი დღე აყარა გიორგიმ ლილის, ისევ დაბრუნდა. დაბრუნდა და ამჯერად სახლში დაუხვდა გიორგი. ლილიმ ვერ მოისმინა მათი საუბარი, მაგრამ მარიას სახით მიხვდა რომ მასაც დიდად არ ეხატებოდა გულზე გვანცა. რატომ? მარიასნაირ თბილ და საყვარელ ქალს იშვიათად თუ შეხვდები ადამიანი და რა გააკეთა ამ გოგომ ასეთი, რომ მარიასაც კი შეაზიზღა თავი? პასუხგაუცემელი კითხვები უტრიალებდა ქალს გონებაში. თითქოს რაღაც საიდუმლოს კარი უნდა გამოეღო, თუმცა ჯერ ვერ მიეგნო გასაღებისთვის. ბოლომდე ვერ ამოხსნა ფაზლი, რომლისაც მხოლოდ ფრაგმენტები ჰქონდა. ერთი რამ კი ცხადი იყო, გიორგიზე მამამისთან საუბარს არ უმოქმედია ასე, როგორც გვანცას გამოჩენას. სრულიად გადავიდა ჭკუიდან. არ ჭამდა, თითქმის აღარ ეძინა, აღარც დღისით. წვერი მოუშვა და მუდმივად ამოღამებული, ჩასისხლიანებული თვალებით დადიოდა, უზომო აგრესიას აფრქვევდა ყველასა და ყველაფრის მიმართ გარშემო. მოსიარულე ბომბივით ფეთქებადი იყო, მართალია არც მანამდე ჰქონდა მთლად ვარდისა და ყვავილნარის ხასიათი, მაგრამ ამჯერად ყოველგვარ რაციონალობის ზღვარს იყო გადასული. მხოლოდ სვამდა და უგონოდ თვრებოდა. საერთოდ როგორ არსებობდა ლილის უკვირდა. საშინლად სტკენდა გულს გამრეკელის ასეთი ქცევა, მისი ძველი ხასიათის დაბრუნება, მით უფრო მაშინ როდესაც თითქოს ერთმანეთის გაცნობა და გაგება დაიწყეს, მაშინ როცა, ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები გაკვალეს... მაგრამ იქნებ მოეჩვენა? როგორ შეიძლება ის ადამიანი, რომელიც ასეთი მზრუნველობით, ვნებით ეცეკვებოდა, ზრუნავდა და იცავდა, ასეთი ცივი, ირონიული და მკაცრი გამხდარიყო? თავი დაკარგა? თუ ეს იყო მისი რეალური ხასიათი? მისი ნამდივლი სახე? განსაკუთრებულად ის ადარდებდა, რომ ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, ვერაფერს ეტყოდა, რა უფლებით უნდა აეკრძალა ან თუნდაც ერჩია რაიმე მისთვის? მარია, მისი გამზრდელიც კი ვერ ჰკადრებდა ზედმეტ სიტყვას, მხოლოდ შორიდან სტკიოდა შვილივით აღზრდილი კაცის სახის ასეთი ფორმით დაკარგვა... მათი შეხვედრები ძველებურად უსიამოვნო და ხანმოკლე გახდა. ხანდახან ლილის ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ის ყველაფერი დაესიზმრა. დაესიზმრა ერთად საუზმე, წიგნების განხილვა, სამზარეულოში ფუსფუსი, გიორგის მზრუნველი ხელები, როცა დამწრობას უმუშავებდა. დაესიზმრა მისი ძლიერი მკლავები, რომელიც რესტორნის წინ ეხუტებოდა, რომელმაც ხელში ატაცებულმა შემოიყვანა სახლში. მაშინ, როდესაც ფიქრობდა რომ სიმშვიდე იპოვა, როდესაც ფიქრობდა რომ გიორგის ნდობა შეიძლებოდა, ყველაფერი ისევ ფეხქვეშ გამოეცალა. ყველაზე მეტად კი ამ ქცევის მიზეზი აინტერესებდა. რა ტკივილს ატარებდა ასეთს გულში, რომ ვერანაირი რაოდენობის ალკოჰოლმა ვერ გაუნელა, რომ ვერ ჩააქრო მისი ბრაზის და აგრესიის ცეცხლის ალები? ამასობაში ახალი წელიც მოახლოვდა. გამრეკელმა მარია შვებულებაში გაუშვა, ახალი წლის სამზადისისთვის. თავად ნაძვის ხეც კი არ დაუდგამთ, ან ვინ გაუბედავდა გიორგის ამ მდგომარეობაში ნაძვის ხის დადგმის შეთავაზებას. ერთი კვირა იყო ახალი წლის დადგომამდე დარჩენილი და ლილი ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე. შარშან ამ დროს მხოლოდ ფინალურ გამოცდებზე თუ ნერვიულობდა, ახლა კი მთელი სამყარო თავდაყირა დაუდგა. როგორ შეუძლია მაინც ცხოვრებაში ერთი წამს, სრულიად ამოატრიალოს ყველაფერი ის, რაც მუდმივი და შეუცვლელი გვეგონა? ვერც ერთ ფანტაზიაში ვერ წარმოიდგენდა ლილი, მისი ისტორიის მსგავსად განვითარებას. - ლილი ! - ღრიალმა მიაღწია მის ყურამდე, აი ამ შუაღამისას რაღა უნდა უნდოდეს ნეტა. ძლივს ალასლასდა ფეხზე და ხმის მიმართულებით, სამზარეულოსკენ წავიდა. როგორც ყოველთვის, მთვრალი, ფეხზე ძლივს მდგარი გიორგი შუაღამისას სასმელს ეძებდა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა გამოლეოდა. - სად არის ის ვისკები გუშინ რომ მოვიტანე? - ღრენით შეეკითხა კაცი - ხელში გიჭირავს - ცივად, წარბის აწევით მიანიშნა ცარიელ ბოთლზე - ეს არა, სხვები - სხვები, როგორც მახსოვს გუშინვე დაცალე - რას ბოდიალობ, მოძებნე - არ ვბოდიალობ, - ნუ მეპასუხები და მოძებნე! - ყვირილზე იყო კაცი გადასული - გუშინ ნაყიდი ვისკები უკვე გამოცალე. კიდევ კარგად გაგიძლო შენს სმის ტემპს თუ გავითვალისწინებთ. იქნებ მეტი ყურადღება უნდა მიაქციო სად სვამ, რას სვამ და რამდენს! - ვერ მოითმინა და წამოიყვირა. აი რაში ადარდებდა, რამდენს დალევდა გიორგი? - შენი გასარჩევი არ არის ჩემი სმის ტემპი, ადგილი იცოდე! ან მე რო მითვლი ბოთლებს, მამაშენისთვის დაგეთვალა ფული, იქნებ პოკერში აღარ წაეგო შენი თავი - ზიზღით აათვალიერა ქალი - მაშინ არ ვიცოდი რომ თამაშობდა და ალბათ, რომც მცოდნოდა ვერაფერს შევცვლიდი. - მშრალად, აუღელვებლად მიუგო გავაშელმა, მისი ეს ტონი გიორგის უფრო და უფრო შლიდა ჭკუიდან. - დამოკიდებული ადამიანები პირველ რიგში საკუთარ თავს ანადგურებენ, შემდეგ კი გარშემო ყველას და ყველაფერს. შენც დაინახავ შენი სმის შედეგებს, მალე თუ არ მოეგები გონს. - შენ რა ახლა ლოთი მიწოდე? იცი მაინც ვის ელაპარაკები? - ვიცი - ისეთი სიმშვიდით უპასუხა, თავისი სითამამის გაჰკვირვებოდა, მაგრამ ალბათ მომავალი პროფესის ალღო თავისას შვებოდა. ბევრჯერ მოესმინა ჯიუტი პაციენტების მართვის შესახებ, ჯერ კიდევ უარყოფის ეტაპზე რომ არიან და ამით უარესად ამძიმებენ საკუთარი დაავადების მიმდინარეობას. - აბა რა ჰქვია კაცს, რომელიც თვე ნახევარია ფხიზელი არ მინახავს და დილიდან-დაღამებამდე გათიშულია? ან შენ ხომ არ გავიწყდება, რომ დამოკიდებულ ადამიანთან ერთად გავატარე ცხოვრების 20 წელი? მაშინ ბრმა ვიყავი და ვერ მივხვდი, ახლა კი დღესავით ნათლად ვხედავ, მარტივი ქცევის პატერნია, გამეორბადი. რა მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულების ტიპს- თამაში, სასმელი, ნარკოტიკი - მხრების აჩეჩვით გულგრილად ჩამოთვალა, თითქოს კარგად ნასწავლ სემინარს აბარებდა. - გოგო მე შენ ხომ გითხარი იმ არაკაცს მეორედ შემადარებ და განანებინებ მეთქი - სიტყვა გააწყვეტინა და კბილებში გამოსცრა კაცმა. - ვის მადარებ იმ შენ ნაბი*ვარ მამას, საკუთარი შვილი რომ გაყიდა? - უკვე ღრიალზე გადასულიყო გაცეცხლებული კაცი. - და შენ? შენ ვინ გამოდიხარ მაშინ გაყიდული ქალი რომ მიიღე? - ისეთი სიცივით იყო ნათქვამი კაცი ადგილზე გაშეშდა. თითქოს ყინულიანი წყალი გადაასხესო, გამოფხიზლდა. - მე შენთვის არაფერი დამიძალებია, თავად გადაწყვიტე მამის ვალის გადახდა - კარგი, ის ღამე თავად გადავწყვიტე და დანარჩენი? საკმარისი არ იყო შენთვის? საკმარისად არ დამამცირე? წარმოდგენა მაინც გაქვს რას ნიშნავს გამოყენებული ნივთივით რომ გრძნობ თავს? ყოველდღე ახალ-ახალ მეთოდს იგონებ ჩემი ტანჯვისთვის. შეურცხყოფას მაყენებ მხოლოდ იმიტომ, რომ მამაჩემი მოთამაშე იყო. ამიხსენი მე რა დავაშავე? რა ჩემი ბრალია? განა მე ავირჩიე ასეთი მშობელი? მე მინდოდა ასეთი ცხოვრება? - უკვე ისტერიულად გაჰკიოდა. - რატომ არ მეშვები? ხომ მითხარი არ ვარგოდიო, ხოდა რატომ მეთამაშები მითხარი! ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ, რომ მეც ადამიანი ვარ და გრძნობები მაქვს? - მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დაუსვამს ამდენი კითხვა ქალს, რაც ბოლო ხუთი წუთია. თითქოს მთელი ცხოვრება ნათმენი და ნაგროვები, პასუხგაუცემელი კითხვების და უპასუხო გრძნობების კაშხალი დაინგრა, ნიაღვარივით მოდიოდა ცრემლებნარევი სიტყვები და არც ერთი არ აპირებდა გაჩერებას. თითოეული სიტყვა ისეთი ტკივილით იყო წარმოთქმული, ხანჯალივით ესობოდა გიორგის გულს. ვერ უძლებდა ატირებული ქალის ყურებას. პირველად გაიაზრა, რამდენ ტკივილს იტევდა ეს პატარა სხეული. ახლოს მივიდა და გულში ჩაიკრა. ლილი კიდევ უფრო ძლიერად აზლუქუნდა და მის ძლიერ მკლავებში ჩაიკარგა. დრო გაჩერდა, თაბრუ დაეხვათ ერთმანეთის სურნელისგან. მამაკაცი თავზე ხელს უსვამდა, პატარა ბავშვივით და მეორე ხელით გულში იხუტებდა აცახცახებულ ტანს. გამრეკელის სხეულიდან მომავალმა სითბომ და დაცლილმა ემოციებმა, მოხეთქილმა, აქამდე ვერ ნათქვამმა სიტყვებმა, ძალა ერთიანად გამოაცალეს ლილის. მოდუნდა, ბოლომდე მიენდო ძლიერ მკლავებს, ბარიკადივით რომ აღმართოდა მასა და ცივ იატაკს შორის მანძილს. - იმიტომ არ გეშვები, - ჩურჩულით დაიწყო საუბარი და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი კაცმა, - რომ არ შემიძლია. ბევრი ვეცადე, დამიჯერე…გაქცევით, თავის არიდებით, სმით, მოწევით, ყველაფერი მივიღე, ყველანაირი სახე დავკარგე, რომ როგორმე შენი სახე და სხეული წამეშალა ჩემი გონებიდან, მეორედ არ შემეტოპა ამ წუმპეში, ამ შეცდომაში, ისევ არ გავბმულიყავი მამაჩემის მახეში... მაგრამ ვერ გაგირბივარ, გესმის? უკითხავად გადმობარგდი ჩემს თავში და ქირის გადახდის გარეშე ცხოვრობ, როგორც აქ - გაცინება სცადა და ოთახს გადახედა. შემდეგ ორივე ხელით ქალის სახე მოიმწყვდია და განაგრძო: შენს თვალებს ვერ გავურბივარ და ვერ ვივიწყებ იმ ღამეს, როცა... - სიტყვა გაუწყდა. - თვალებში კითხვით სავსე გამომეტყველებით შეხედა ლილიმ. - როცა ჩემი უნდა გამხდარიყავი, - სიტყვებთან ერთად, თავი ვერ შეიკავა და ტუჩებზე დაეკონა. თავიდან ნაზი, ფრთხილი იყო შეხება, ხოლო როცა დარწმუნდა რომ სურვილი ორმხრივი იყო, უფრო მომთხოვნი გახდა. წელებზე ხელი მოხვია ქალს და ენით მის პირში შეიჭრა. ლილიმ ხელი ჯერ კისერზე, შემდეგ თმებში შეუცურა და ოდნავ მოქაჩა. თითქოს ნიშანს ელოდაო, ხელები წელზე მოჰხვია, ბარის მაგიდაზე შემოაჯინა და ბარძაყებს შუა დაუდგა, ისე რომ კოცნა არ შეუწყვიტავს. ისეთი ვნებით დაეწაფნენ ერთმანეთს, რომ ჰაერი აღარ ჰყოფნიდათ. თითქმის ორ თვიანი გაუცხოების შემდგომ, სხეულებმა გაორმაგებული მიზიდულობით მიიკრეს ერთმანეთი. კოცნით გული რომ იჯერეს, ამოსასუნთქად შეჩერენენ. ერთმანეთის სახის შემხედვარე, ორივეს სიცილი აუტყდათ. - აბა არ მომეწონეო? კოცნით გათამამებულმა, ეშმაკურმა ღიმილმა გაუპო ბაგე ლილის, როცა ფეხებ შორის კაცი იგრძნო. - შენ არაფერი გავიწყდება არა? - მოგატყუე - მაცდური ღიმილით დაუბრუნა პასუხი, თავი ოდნავ დახარა და სახიდან ჩამოყრილი თმები გადაუყარა. მიუხედავად ბარის სიმაღლისა, ლილიზე მაინც ერთი თავით მაღალი იყო. - აბა მოგეწონე?- აჰყვა თამაშში ლილიც და ხელები წელზე შემოჰხვია. სახეში შეანათა თაფლისფერი თვალები. სრულიად გამქრალიყო წუთის წინანდელი დაძაბულობის კვალი მათ ხმებში. - არა, გამაგიჟე ისე მინდოდა შენთან. დაბნეულობისგან თვალები პატარა ბავშვივით ააფახულა. - იმ ღამეს არაფერი მომხდარა - კითხვის დაუსმელად გასცა პასუხი ქალს. - რა? - დამიჯერე, მე რომ შეგხებოდი, არ დაგავიწყდებოდა. - ვნებიანი და მომთხოვნი გაუხდა ხმა, ხელი სხეულზე ჩაატარა, უბესთან გააჩერა, - პირიქით, ძალიან კარგად და დიდხანს გემახსოვრებოდათ ორივეს. - ანიშნა ხელით. ლილის თავში 20 ივნისის ღამე და მომდევნო დილის კადრები აღუდგა. მეორე დღეს საცვალი რომ არ ეცვა? მის ფიქრებს ხმამაღლა უპასუხეს: - ეგ მანამდე შემომერღვა ხელში, ვიდრე გაითიშებოდი - დამნაშავე ბავშვივით ჩაიცინა - ამ ბოლო დროს ტანსაცმლის ხარისხი სულ გააფუჭეს - დამაატა მოჩვენებითი აღშფოთებით - მაგრამ დაგენიძლავები, ჩემი ნაყიდი საცვლები უფრო გამძლეა - წამში შეუცურა კაბის ქვეშ ხელი და ტრუსი მოქაჩა, პირით კი ყელში დაეწაფა და სველი კოცნა დაუტოვა. იქიდან მკერდისკენ გადაინაცვლა, შემდეგ მუცელზე, ბლუზა ოსტატურად გადააძრო და წელსზემოთ გააშიშვლა. გაბრუებული ქალმა ძლივს მოიკრიბა გონება და ხელი უხეშად გააშვებინა. - ანუ მთელი ეს დრო მატყუებდი? - რა? სიტყვათა წყობას ვერ დაეწია ქალთან სიახლოვით ვნებაამღვრეული ტვინი. - მატყუებდი რომ სე@სი გვქონდა, რომ გამოყენებული ნივთი ვიყავი, რომ ვალის ნახევარი ასე “გადავიხადე”, თავს საშინლად, უკანასკნელ მეძავად მაგრძნობინებდი და რის გამო? - ტკივილი და ზიზღი ისმოდა ქალის ხმაში - რატომ მომიყვანე სართოდ სახლში, რატომ დაგჭირდა ეს თამაში? რომ იმ ღამეს დაუსრულებელი საქმე დაგესრულებინა? მიგეღო შენი „ვალი“? - შენ ვერ ხარ გოგო? - წამებში გაქრა მზრუნველი და ვნებაარეული კაცის ხატი და ძველი, უკმეხი გიორგი დაბრუნდა - კიდე ვალზე როგორ ლაპარაკობ? აბა რა გინდოდა გამეუპატიუ*ებინე და მამაშენის სხვა მოვალეებისთვის მიმეგდე? რა იყო სტოკქოლმის სინდრომი გაქვს? - ყვირილზე იყო გადასული. - არა რა თქმა უნდა არ მინდოდა, - ხელით უხეშად გასწია კაცი და ბარიდან ჩამოხტა - მაგრამ ის მაინც შეგეძლო გეთქვა, რომ ჩვენს შორის არაფერი მომხდარა და… - ის არაფერი იყო? - იმის მეტი! და შეგეძლო სახლში გაგეშვი. - სად სახლში? იმასთან ვინც შენი თავი ნივთივით წააგო? შემდეგი ფსონი რომ გამხდარიყავი? - ჰაჰაჰაჰა არ მითხრა რომ ჩემს დასაცავად გააკეთე ეს ყველაფერი, - ღვარძლიანად გადაიხარხარა ქალმა. - რომ თითქმის ყოველ დღე იმიტომ მამცირებდი და არ მაძლევდი სუნთქვის უფლებას, რომ მიცავდი! არც გაბედო! - გაგიჟდი? გეუბნები, უგონოდ რომ იყავი არ შეგხებივარ თქო და დრამას მიდგამ? რა იყო ტანჯვის კომპლექსი გაქვს? მაინცდამაინც ცუდად უნდა მოგექცნენ? სხვა ენა არ გესმის? გამოდი მაგ მსხვერპლის როლიდან. - ანუ შენ კარგად მექცეოდი? ვაიმე ძალიან დიდი მადლობა, ეგ აქამდე როგორ არ შემიმჩნევია? როგორ ვერ შევირგე შენი ზრუნვა? - ღვარძლს არ აკლებდა გაცეცხლებული ქალი და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. - იცი რა? თუ ასე ძალიან გინდა, შემიძლია ეგ ღამე ახლავე გამოვასწორო - ბოროტულად ჩაუმუქდა თვალები და აერია მზერა. - რამდენჯერაც უკან ვიხევ, იმდენჯერ მიწვევ, ხომ გითხარი მამაშენს არ შემადარო, თორე განანებინებ თქო ! - რა? - რა და ახლავე და აქვე გი$მარ, გინდა? - მიუახლოვდა, ყურში ღვარძლიანად უჩურჩულა და ყელში დაუწყო კოცნა. - მომშორდი - ხელებით მიაწვა მკერდზე ქალი. - 5 წუთის წინ ხელებში მადნებოდი და ახლა რა დაგემართა? რა იყო, როცა გაარკვიე რომ მოძალადე მანიაკი არ ვარ, ინტერესი დაკარგე? - ამჯერად უკანალზე გადაინაცვლა გამრეკელის ხელებმა და თავისი სხეულისკენ მიიზიდა. - ხუთი წუთის წინ არ ვიცოდი, რომ ჩემზე მანიპულირებით ასე კარგად ერთობოდი - არ ცხრებოდა ქალი - შენ ჯერ იმის მეასედიც არ იცი, როგორი კარგი გართობა შემიძლია შ ე ნ ი თ - თავისას განაგრძობდა და ქალის ფართხალს ბაიბურშიც არ აგდებდა, წელზე ხელი მოჰხვია, მიატრიალა და ტანით ბარზე ააკრა. - გონს მოდი…-უძალიანდებოდა და უმწეოდ აქნევდა ხელებს, მაგრამ გამძვინვარებულ მხეცს საერთოდ აღარ ესმოდა მისი. - რაც უფრო იმოძრავებ, მით უფრო მანდომებ შენს თავს, ასე რომ გირჩევნია წყნარად იყო - სისინებდა კაცი და მხრებზე მტკივნეული კოცნის კვალს ტოვებდა. მთელი ტანით აწვებოდა და განძრევის საშუალებას არ აძლევდა ერთი ხელი კისერში წაუჭირა და უფრო მეტად დააფისირა ადგილზე, მეორეთი კი კაბა აუწია და საცვალს წაეტანა. - გაგიჟდი? რას აკეთებ - ისტერიულად იკივლა ქალმა. ლილის ხმამ გიორგი დედამიწაზე დააბრუნა, ხელი გაუშვა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. ღრმად სუნთქვავდა, ხელები უკანკალებდა. ლილი ბარს ეყრდნობოდა, მხრები უცახცახებდა და ხმას ვერ იღებდა. რამდენიმე წუთი იდგნენ მომხდარით შოკირებულები. ვერ გაეაზრებინათ აქამდე როგორ მივიდნენ. - ლილი - დაბალი, მუდარნარევი ხმით დაიწყო გიორგიმ - მაგიჟებ, შენთან სიახლოვე ჭკუიდან მშლის, მეტი აღარ შემიძლია გესმის? ფიზიკურად ცუდად ვარ, შენთან ყოფნა არ შემიძლია, არც შენს გარეშე... თითქოს ვიხრჩობი... შენ თუ შორს ხარ - ვერ ვსუნთქავ, ჰაერი არ მყოფნის. თუ ახლოს ხარ - საერთოდ მავიწყდება რომ უნდა ვისუნთქო, რადგან შენს გარდა ვერაფერზე ვფიქრობ... რაც გაგიცანი, იმ დღის შემდეგ ყოველ ღამე მესიზმრები.. ლილი..შენც ხომ გინდა ჩემთან ლილი...- მუდარასავით იმეორებდა კაცი სიტყვებს. გავაშელს მისი არც ერთი სიტყვა არ ესმოდა, მისი ტვინის ნეირონები ახალი ინფორმაციის გადამუშავებაზე იყვნენ კონცენტრირებულნი, რომელიც იმდენად შემაძრწუნებელი აღმოჩნდა ქალისთვის, რომ ვერაფრით ვერ გაიაზრა. გიორგი თავისას აგრძელებდა, ლილის კი თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა - აქედან უნდა წასულიყო, ყველაფრის ფასად! გიორგისგან უნდა წასულიყო, რაც შეიძლება შორს და რაც შეიძლება მალე. აქ გატარებული ყოველი დღე ახალ განსაცდელს უდრიდა მისთვის. ჯობდა ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინა ყველაფერი და დაესვა წერტილი, თორემ გიორგის ეს გამოხტომები არასდროს არ დამთავრდებოდა. უნდა მიეღო გიორგის ის, რისთვისაც აქ მოიყვანა, მხოლოდ მაშინ დაანებებდა თავს. - რა უნდა გავაკეთო, რომ აქედან გამიშვა? - რა? - ყურებს ვერ უჯერებდა კაცი - რა ფასი უნდა გადავიხადო, რომ აქედან ერთხელ და სამუდამოდ წავიდე! - ნელ-ნელა შემოტრიალდა ქალი. კაცის წინ საერთოდ სხვა ადამიანი იდგა, ეს არ იყო ლილი. - შენ ახლა, ამ მომენტში, სერიოზულად მევაჭრები? - ყურებს და თვალებს არ უჯერებდა კაცი. მისი სიყვარულის აღიარების პასუხად, რომ ფასზე მოლაპარაკება მიიღო. აბა რა ეგონა, პრინციპში, რისი იმედი ჰქონდა მამამისის მოყვანილი ვინ იქნებოდა... - არ გევაჭრები, გეკითხები, რა უნდა გავაკეთო, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან და დასრულდეს ჩემი ტანჯვა. - ასე ძალიან გინდა აქედან წასვლა? - ტკივილსგან დაემანჭა სახე გიორგის - პასუხი იმდენად ნათელია, რომ თავს შევიკავებ. მითხარი შენი ფასი - შენ იცი ჩემი ფასი ლილი - ერთდროულად იმედგაცრუებულიც და გაბრაზებული ხმაც ჰქონდა კაცს. - ერთხელ, მხოლოდ ერთხელ და შემდეგ, ერთმანეთს აღარსდროს არ ვნახავთ, გასაგებია? - გასაგებია. გიორგი ოთახიდან გასასვლელად შეტრიალდა, როცა ლილის ფოლადივით ცივმა ხმამ გაჭრა ჰაერი - აქვე - რა? - აქ და ახლა - დარწმუნებული ხარ? - კი, შენ არ მითხარი, ჩვენი პირველი შეხვედრისას, რომ ჩემნაირი ქალები ოთახს არ იმსახურებენ? - ლილი... - მოდი დავასრულოთ იმ დღეს დაწყებული - მობეზრებული ტონით უთხრა ქალმა, თითქოს საქმე რაღაც რუტინულ, სამეურნეო საქმეს ეხებოდა და არა სე$სს. - ნება შენია - ავად უელავდა თვალები კაცს. წამში დაფარა მათ შორის არსებული დისტანცია და ქალის ტუჩებს დაეწაფა. კოცნიდა უხეშად, ძლიერად, შიგ და შიგ კბენდა ქვედა ტუჩზე, ხოლო ხელებს მის ტანზე დაასრიალებდა. კოცნით რომ გული იჯერა, გადავიდა ყელზე, მკერდზე, მუცელზე... შემდეგ ისევ ძ7ძ7ზე ცალ მკერდს უკოცნიდა, ხოლო მეორეს ხელით ეფერებოდა. რაც უფრო მეტს კოცნიდა, მით უფრო უჩნდებოდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რომ მეტი სურდა, უნდა ბოლომდე შეეგრძნო ქალის სხეული. ხელი მხრებში ჩაავლო და ბარისკენ სახით მიატრიალა. ქალს ხელით საშ0ზე წრიულად ფერება დაუწყო, როცა მიხვდა, რომ მზად იყო ორგანიზმი, წამის მეასედში გაიძრო შარვალი და უკვე შიშველი ქვედტანით მიეყრდნო ქალის უკანალს. - აი ასე, დამჯერი გოგო ხარ - ვნებიანი, დაბალი ხმით უჩურჩულა და ყურის ბიბილოზე რბილად უკბინა, ხელი მოაშორა და ძლიერი ბიძგით ეცადა შესვლას ქალში. პენეტ*აცია გაუჭირდა, ქალმა ტკივილისგან წამოიყვირა. გამოიღო და გაიმეორა ბიძგი, ამჯერად დაბრკოლების გარეშე შეაღწია და იგრძნო ქალის თბილი, სველი სხეული. მძიმედ სუნთქვდა, ხელში მისი მკერდი მოიქცია, ტანით კი მონოტონური მოძრაობა გააგრძელა. თავიდან ნელი, გრძელი პაუზებით, შემდეგ კი აჩქარებული, უხეში ქმედებით, უფრო და უფრო ღრმად აღწევდა მასში, როცა კულმინაციას მიაღწია და ხმამაღლა ამოიხვნეშა. დაეცალა სხეული, დაიცალა ნაგროვები ვნება და გონებაზე მოსვლა დაიწყო. ნელა მოშორდა ტანს, რომელიც არ იძვროდა, მხოლოდ ხმადაბალი სლუკუნი ისმოდა. შარვლის ასაღებად დახარა და ყურადღება ქალის ფეხებიდან წვეთის ფორმით ჩამომავალმა, წითელმა სითხემ მიიპყრო. - შენ რა ქალიშვილი იყავი? - ჰაერში აორთქლებულიყო მისი ძლიერი, თავდაჯერებული და მბრძანებლური ხმა. ქალი ადგილიდან ისევ არ იძროდა, ოდნავ უთრთოდა მხრები ტირილისგან. კაცი მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. - ლილი, მე..- სიტყვა გაუწყდა შუაში, არ იცოდა რა უნდა ეთქვა - მე.. არ ვიცოდი.. მაპატიე. - ძლივს-ძლიობით წარმოთქვა სიტყვები. - იმედია ახლა მაინც დაკმაყოფილდი და შემეშვები - მხრიდან მისი ხელი ცივად მოიშორა, ცრემლები მოიწმინდა, მოტრიალდა და თვალებში ზიზღით ჩახედა - რა? არა ლილი, ლილიკო, მისმინე, ჩვენ.. მე.. მე ამას გამოვასწორებ გესმის? - ცდილობდა თმიდან ჩამოყრილი თმები ყურს უკან გადაეყარა. - აღარ გაბედო ჩემი შეხება - მბრძანებლური ტონით უყვირა ქალმა. სულ სხვა ადამიანი იდგა გიორგის წინ, ძველი ლილის ნასახიც კი გამქრალიყო.. - არა ლილი, რატომ არ მითხარი, მე არ ვიცოდი.. - რა რომ მეთქვა ქალიშვილი ვიყავი რა შეიცვლებოდა? თითქოს დაუჯერებდი ჩემს ნათქვამს, ალბათ სასაცილოდაც არ გეყოფოდა, - ფეხზე ძლივს იდგა, გრძნობდა როგორ ეცლებოდა ძალა, მაგრამ მაინც უნდა ეთქვა სათქმელი - ან რა, არაქალიშვილი მარტივი სახმარი ნივთია და ქალიშვილი არა, თუ როგორ არის თქვენთან ბატონო გიორგი? დაუფარავი ღვარძლით და ირონიით მიახალა და არეული ნაბიჯით ოთახისკენ წავიდა. მიხვდა გიორგი, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ამჯერად, რაღაც ისეთი დაანგრია, რასაც ვეღარ აღადადგენდა. კუდში გაჰყვა ლილის, თუმცა მიახლოვება ვერ გაბედა. ქალმა ოთახის კარი ცხვირ წინ მიუხურა და კართანვე ჩაიკეცა. თავს საშილად გრძნობდა, თითქოს შუაზე გახლიჩეს მისი სხეული, ფეხქვეშ გათელეს თავმოყვარეობა და ღირსება. რამდენი ხანი იყო გათიშული არ ახსოვს, თუმცა მძიმედ წამოსწია ნაწილებად დაშლილი სხეული. ფიზიკურად ყველა კუნთს გრძნობდა და მუცლის ქვემოთ ყრუ ტკივილის შეგრძნება არ აძლევდა მოსვენებას. სულიერად კი - სიცარიელის უფსკრულს. საძინებლის კარი გამოაღო და ფეხქვეშ გიორგის სხეული გაეშოტა. როგორც ჩანს კარზე მიყრდნობილი ელოდა, ყურადღება არ მიუქცევია ისე გადააბიჯა მის ფეხებს და აბაზანისკენ წავიდა. გიორგიმ მომხდარის გააზრება ვერ მოასწრო ისე მიიხურა მის წინ ახლა უკვე აბაზანის კარი. თავიდან საშხაპეს მიაშურა ლილიმ, მთელი სიბინძურის, ტკივილის ჩამორეცხვა და დავიწყება უნდოდა. მაგრამ მიხვდა რომ ფეხზე დიდხანს ვერ იდგებოდა, ამიტომ ცარიელ აბაზანაში ჩაწვა და ონკანი მოუშვა. ზომიერზე მეტად ცხელი წყალი მის კანს უხეშად ეხებოდა და წვავდა. იმდენად არა, რომ დამწრობა მიეღო, მაგრამ დისკომფორტს იწვევდა. ლილის სიამოვნებდა ეს დისკომფორტი, რადგან ტვინი სხვა რამეზე ფიქრს ვეღარ ახერხებდა. აბაზანა ბოლომდე აავსო და ჩაყვინთა. წყლის ქვეშ არსებულმა სიმშვიდემ და სიჩუმემ მოადუნა. ცდილობდა არ განძრეულიყო, თუმცა სხეულმა აღარ მოუსმინა. ინსტინქტმა ფიქრს აჯობა — მკვეთრი მოძრაობით თავი წყლიდან ამოყო და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. კვლავ წყალში ჩაეფლო მთელი სხეულით. საკუთარმა თავმაც დააღალატა. არაფერზე და ყველაფერზე ერთდროულად ფიქრობდა, მოსწყდა სხეული გონებას და სურეალისტური გახდა ქალისთვის გარემო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


