შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განწირული პაიკი, თავი 12

17-07-2026, 15:36
ავტორი lility
ნანახია 2 023

თავი მეთორმეტე

ლუკა შორიდან ადევნებდა მათ ცეკვას თვალს. საკუთარ დაბადების დღეზე ასეთი სევდიანი გამომეტყველებით ადამიანს იშვიათად თუ ნახავდით. მიხვდა, რომ სიყვარულისთვის ბრძოლა ისე წააგო, მონაწილეობის შანსიც კი არ მისცემია.
მაგრამ ლილის არაფერი შეუმჩნევია, არც ლუკას ამღვრეული თვალები - სევდისგან და არც გიორგის ამღვერული მზერა - ვნებისგან.
მისთვის არსებობდა მხოლოდ გიორგის გულისცემა და მისი შეხება. გრძნობათა ორგანოებიდან მხოლოდ ეს ორი ფუნქციონირებდა ქალის დაბინდული გონებისთვის.
ცეკვის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ დაუბრუნდნენ რეალობას და ხელები ისე შეუშვეს ერთმანეთს, თითქოს ელექტროობის მუხტმა გაიარა მათ შორის. ლილიმ გასასვლელს მიაშურა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად რადგან არა მხოლოდ სახეზე, არამედ სხეულის ყველა იმ წერტილზე ხურდა სადაც გიორგის ხელი ეხებოდა.

გიორგი მაგიდასთან დაბრუნდა და იმ საქმიანობას მიჰყო ხელი რაც ყველაზე კარგად ეხერხებოდა - სმას.
რესტორნის ეზო თითქმის ცარიელი იყო. შორიდან ისმოდა ქალაქის ხმაური.
სიჩუმე მანქანების ძრავების ღრიალმა დაარღვია.
ერთი...
ორი...
სამი...შავი, სრულად დაბურული ჯიპი რესტორნის წინ ერთმანეთის მიყოლებით გაჩერდა.
ფარები პირდაპირ ლილის ანათებდა თვალებში ისე, რომ წამით მხედველობის არეალი სრულიად დაებურა.
მანქანების კარები თითქმის ერთდროულად გაიღო.
იქიდან შავებში ჩაცმული, შეიარაღებული მამაკაცები გადმოვიდნენ. მათგან ერთ-ერთი, ასაკით უფროსი, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს.
— შენ... ლილი გავაშელი, არა? გივი გავაშელის გოგო.
ქალმა გაუბედავად დაუქნია თავი.
- მამაშენმა ითამაშა. ისევ წააგო. ამჯერად იმდენი ვალი დაუგროვდა, რომ მარტო ნამდვილად ვეღარ გაუმკლავდება მის გადახდას.
ქალს სახე გაუფითრდა. დეჟავიუ ჰქონდა. ბოლოს ეს ფრაზა რომ გაიგო კარგი დღე არ დასდგომია.
— მე არაფერ შუაში ვარ... სუსტად წამოსთქვა და რამდენიმე ნაბიჯი უკან, რესტორნისკენ გადადგა.
— ჩვენ ეგრე არ ვფიქრობთ - კაცის ნიშანზე ორი შეიარაღებული მამაკაცი წინ გამოვიდა.
— ცოტა ხნით წამოსვლა მოგიწევს, სანამ მამაშენი ვალის გადასახდელ ფულს იპოვის.
ქალმა კიდევ სცადა უკან დახევა, როცა რესტორნის კიბეს ფეხი წამოკრა, წაბარბაცდა და ჩაიკეცა.
— არ მომეკაროთ! - ყვირილი უნდოდა, თუმცა მხოლოდ სიტყვების სუსტად წარმოთქმა მოახერხა.
სწორედ ამ დროს რესტორნის კარი გაიღო და გიორგი გამოვიდა
— ლილი?
ღრმა, მშვიდი ხმა გაისმა.
პერანგის სახელოები ოდნავ აეკაპიწებინა. სახეზე არც შიში ეტყობოდა, არც გაბრაზება. მხოლოდ ცივი სიმშვიდე.
— აქ რა ხდება?
უფროსმა კაცმა გიორგის გახედა.
— გიორგი გამრეკელი, ამას ვის ვხედავთ.
გიორგი წინ წამოვიდა და ლილის წინ დადგა.
— აქ რას აკეთებ
- ვალის დასაფარად მოვედით, გოგო უნდა წავიყვანოთ
- ლილი არსად არ წამოვა - გამოცრა კბილებში და ხელები მოუშტებად შეკრა
- წამოვა და თანაც როგორ
- მაგაზე ხომ გელაპარაკე უკვე, რამდენიმე დღეში მოგითრევ ყურებით გივის.
- გივი ვის რაღაში სჭირდება, როცა ასეთ ანგელოზს მალავდა თურმე - ხარბი მზერა მოავლო გიორგის უკან ჩაკეცილ ქალს
- ამ გოგოს თავი დაანებე
- და თავი რატომ უნდა დავანებოთ?
- იმიტომ რომ ჩემია - თვალები ავად უელავდა ამ სიტყვების წარმოთქმისას.
გიორგის გაგიჟებული სახის შემხედვარე კაცმა უკან დაიხია.
— აჰა, ესე იგი მამაშენის ნაჩუქარი ახალი სათამაშოც მოგწონებია - ირონიულად ჩაეცინა.
წინადადება არ ჰქონდა დასრულებული, რომ გიორგის მუშტი სახეში მოხვდა.
დაცვის ბიჭები წინ წამოიწივნენ, მაგრამ კაცმა ხელის აქნევით გააჩერა ყველა. ცხვირიდან თქრიალით მომავალი სისხლი ხელის ზურგით შეიწმინდა და გიორგის თვალებში ირონიული ღიმილით ჩახედა. თითქოს მიზანს მიაღწია, ამ შეხვედრით იმაზე მეტი მიიღო და გაიგო, ვიდრე სურდა.
მანქანისკენ დაიძრა და თავის მხლებლებსაც ანიშნა თან მიჰყოლოდნენ. მანქანაში ჩაჯდომამდე კიდევ ერთხელ მოტრიალდა და გაცეცხლებულ გამრეკელს საკონტროლო გასროლასავით მიუგდო:
- ნოდარი მომიკითხე
მანქანაში ჩაჯდა და ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს შავმა ჯიპებმა რესტორნის ეზო. გავაშელმა ბოლომდე გააყოლა მიმავალ მანქანებს თვალი, ისე რომ შეკრული მუშტები არ გაუშლია. ცოტა ხნის შემდგომ მოვიდა გონს და უკან დავარდნილ გოგონას ხელი გაუწოდა. ლილი მორჩილად დაეყრდნო გაწვდილ ხელს. მის თვალებში შეკავებულმა ცრემლებმა გზა იპოვა და მთელი გულით აქვითინდა.
არა იმიტომ რომ შეეშინდა, არც იმიტომ რომ მიხვდა მამამისის გამო წყნარი ცხოვრება არასდროს ეღირდებოდა, არამედ იმიტომ რომ პირველად გადაუდგა მის გამო ადამიანი სხვებს წინ. პირველად დაიცვეს. პირველად იგრძნო, რას ნიშნავდა როცა შენზე ზრუნავენ. პირველად იგრძნო რომ მისი ბედი, მისი არსებობა სულ ერთი არ იყო.
გიორგიმ გულში ჩაიკრო აქვითინებული გოგონა. თავადაც ერთიანად ცახცახებდა - ბრაზისგან. ყველა შეკავებული გრძნობა ერთიანად მოაწვათ. სიმწრით ნაშენები კედლები ერთიანად ჩამოეშალათ და მოწყვლადები, გაშიშვლებული გრძნობებით იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ეს ჩახუტება, მათი გულების უსიტყვო საუბარს ჰგავდა.
- წავიდეთ? - გონზე მოსვლის შემდგომ ერთმანეთს დაშორდნენ და დუმილი გიორგიმ დაარღვია. ლილიმ ოდნავ დაუქნია თავი
- კარგი, აქ დამელოდე, ჩამოჯექი ჩანთას გამოგიტან - უნდა შებრუნებულიყო რომ ლილიმ მაჯაში წაავლო ხელი. უთქმელად, თვალებით ევედრებოდა მარტო არ დაეტოვებინა.
- ნუ გეშინია, აღარ დაბრუნდებიან - თვალებში დამარწმუნებლად ჩახედა გიორგიმ და ქალმაც ხელი გაუშვა.
სახლამდე მგზავრობისას ხმა არც ერთს არ ამოუღია. ლილის დაღლილობისგან და სტრესისგან გზაში ჩაეძინა. საოცრად ლამაზი იყო მძინარე გავაშელი. სახეზე ყოველგვარი ტკივილის კვალი უქრებოდა და პატარა ბავშვს ემსგავსებოდა. დაენანა კაცს მისი გაღვიძება და ხელში ატაცებული შეიყვანა სახლში, შემდეგ საძინებელში და ფრთხილად დააწვინა საწოლზე.
ნელა გაახილა თვალები ლილიმ და ჩურჩულით უთხრა:
- მადლობა
- არაფერია, დაიძინე
- კარგი
გადაბრუნდა და თავი ბალიშებში ჩარგო. გიორგის მკრთალად გაეღიმა, ნამდვილად პატარა ბავშვივით იყო.
მეორე დილით ხმაურმა გააღვიძა ქალი, არ იცოდა რა დრო იყო ან რამდენი ხანი ეძინა. ხმამაღალი საუბარი ისმოდა, სავარაუდოდ მისაღებიდან.
- შენ რა იყო ეს წაგებული „კუში“ ხომ არ შეგიყვარდა?
- საიდან მოიტანე
- კახამ დამირეკა გუშინ და მითხრა
- როდის აქეთ ეჭორავები კახს, ნოდარ?
- წესიერად მელაპარაკე, მამაშენი ვარ
- როდის აქედან?
- ჩემს მოთმინებას ნუ ცდი გიორგი, რაღაც სისულელე არ გააკეთო, გაფრთხილებ!
- მაგალითად რა სისულელე - გამომწვევი ხმა ქონდა გიორგის
- რა და იმ გოგოს გამო ნუ დადიხარ აღმა- დაღმა, მამამისის მოვალეები შენი პრობლემა არ არის. არც ისეთი ხალხია შენ რომ გაუმკლავდე, დიდი ლუკმაა შენთვის შვილო
- აბა შველა შენ გთხოვო მამაჩემო? - ირონია არ დაიშურა ხმაში კაცმა. - ჩემი პრობლემაა, ჩემს სახლში ცხოვრობს.
- მე სახლში დასასმელად არ მომიყვანია შენთვის
- კარგად ვიცი შენ - დამარცვლით წარმოთქვა - რისთვის მომიყვანე. შეწყვიტე რა ჩემს ცხოვრებაში ჩარევა ერთხელ და სამუდამოდ.
- შენ რა მართლა ხო არ შეგიყვარდა ბიჭო?
- ჰაჰაჰაჰა - ღვარძლიანად გადაიხარხარა - კარგად გამაცინე. არა, მეორედ არ წამოვეგები იმავე სატყუარაზე. გვანცა არ მეყოფოდა? მეყო დამიჯერე, კარგი გაკვეთილი მივიღე, აი შენ კი მოგიძველდა კონტროლის მეთოდები, რამე ახალი უნდა სცადო.
- გვანცა აღარ განმეორდება - ხმა გაებზარა კაცს.
- ჯობია არც განმეორდეს - მუქარა ისმოდა მის ხმაში - მაგრამ შენი არ მჯერა, ალბათ ხვდები რატომაც. სხვათაშორის იმ დღეს იყო მოსული, ალბათ მოსაკითხად - ღვარძლს არ იშურებდა თითოეულ სიტყვაში გამრეკელი.
- რა უნდოდა?
- არ ვიცი, არც მიკითხავს, არც სახლში ვყოფილვარ. ალაბთ გაიგო მაგის ჩამნაცვლებელი შპიონი რომ მომიყვანე სახლში და იეჭვიანა.
- შვილო..
- ასე ნუ მეძახი ნოდარ, ჩვენ მოვილაპარაკეთ, შენ მე აღარ მეხები, აღარც ჩემს საქმეებში ერევი, მაგ პირობით არ მომიყვანე ეს გოგო?
- კარგი, კახას მე მივხედავ
- არაფერს არ მიხედავ შენ
- როგორც მახსოვს ჩემ ბიზნესში და ამ კატეგორიის საქმეებში ჩარევა არ გინდოდა
- სწორად გახსოვს, კახა შენი ბიზნესი არაა
- კონკურენტია
- რა მნიშნველობა აქვს, მოკლედ გივის მივუგდებ და მორჩება ეს საქმე, შენს ბნელ ბიზნესებში ხელების გასვრას არ ვაპირებ.
- ნება მომეცი მე მოვაგვარო
- არ ჩაერიო ჩემს საქმეში
- როდემდე უნდა ვიყოთ ასე გიორგი?
- სანამ დედაჩემს არ მიუწვები საფლავში
დუმილი ჩამოწვა, შემდეგ იყო კარის გაჯახუნების ხმა და კიდევ უფრო დიდი დუმილი, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდა.
მამამისთან საუბრის შემდგომ, რომელიც უნებლიედ მოისმინა ლილიმ, გიორგი ერთი დღეც არ ყოფილა ფხიზელი.
ძველ ჩვევებს დაუბრუნდა, დღე ეძინა, ღამეების განმავლობაში კი სვავდა.
ლილის ინტერესი კლავდა, ვინ იყო გვანცა, რა ხდებოდა მასსა და გიორგის შორის, რა შუაში იყო გიორგის მამა და განსაკუთრებით - რა მოუვიდა დედამისს. მაგრამ გამრეკელს ამ მდგომარეობაში კითხვას კი არა თვალებში შეხედვასაც ვერ უბედავდა ქალი. ფეხისწვერებზე დადიოდა სახლში მისი ყოფნისას და არ უნდოდა ზედმეტად შეჩხეროდა ფეხებში.
როცა უნებურად ერთმანეთს ხდებოდნენ, გამრეკელს ძველი აგრესია უბრუნდებოდა და უმიზეზოდ ეჩხუბებოდა ყველაფერზე. ცოცხალ ჯოჯოხეთად ექცა ქალს რამდენიმე კვირა. ვერ ხვდებოდა მისი ტრანსფორმაციის ასეთ მიზეზს. არა, კი ხვდებოდა რომ საქმე იმ საუბარს ეხებოდა, მაგრამ რა მოხდა ასეთი მამა-შვილს შორის რომ მის სიკვდილს ნატრობდა ვერ ამოეხსნა. გივიმ მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა წაართვა ქალს, მაგრამ მისი სიკვდილი ნამდვილად არ უნატრია..

№1 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტერესოა

№2 სტუმარი სტუმარი ბიჭი

ეს თავიც ძალიან საინტერესოა. იმედია გაგრძელება მალე დაიდება.
კაცი რომელიც ლოთობის, ნარკომანიის და ლუდომანიის გამო, ოჯახს ქუჩაში დატოვებს და პრობლემებს შეუქმნის, ის ჩემთვის კაცი არაა

№3  offline წევრი lility

სტუმარი ნანა
საინტერესოა

მიხარია თუ მოგეწონათ

№4  offline წევრი lility

სტუმარი ბიჭი
ეს თავიც ძალიან საინტერესოა. იმედია გაგრძელება მალე დაიდება.
კაცი რომელიც ლოთობის, ნარკომანიის და ლუდომანიის გამო, ოჯახს ქუჩაში დატოვებს და პრობლემებს შეუქმნის, ის ჩემთვის კაცი არაა

გეთანხმებით, სამწუხაროდ ძალიან ბევრია ეგეთი კაცი გარშემო

№5 სტუმარი ნია

ძალიან ძალიან მომწონს ყოველდღე ვამოწმებ ამ საიტს თქვენი ისტოორიის გამო ყოჩაღ მადლობთ იმ სითბოსათვის რასაც თქვენ მკითხველის მიმართ გამოხატავთ გელოდებით

№6 სტუმარი სტუმარი გვანცა

მინდა დავწერო კომენტარი, რომ მართლა კარგად წერთ და ართმევთ თავს დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ მგონია რომ ისევ ლოდინი მოგვიწევს სანამ დაიდება გაგრძელება

№7  offline წევრი lility

ნია
ძალიან ძალიან მომწონს ყოველდღე ვამოწმებ ამ საიტს თქვენი ისტოორიის გამო ყოჩაღ მადლობთ იმ სითბოსათვის რასაც თქვენ მკითხველის მიმართ გამოხატავთ გელოდებით

მადლობა ნია, თქვენი კომენტარები სულ მხვდება <3 მიხარია თუ გაინტერესებთ ეს ისტორია

№8  offline წევრი lility

სტუმარი გვანცა
მინდა დავწერო კომენტარი, რომ მართლა კარგად წერთ და ართმევთ თავს დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ მგონია რომ ისევ ლოდინი მოგვიწევს სანამ დაიდება გაგრძელება

მესმის რომ არასასიამოვნოა მოლოდინი, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული. მიხარია თუ ისტორია მოგწონთ

№9 სტუმარი სტუმარი ნინო

უკვე ატვირთეთ ახალი თავი?

№10  offline წევრი lility

სტუმარი ნინო
უკვე ატვირთეთ ახალი თავი?

ჯერ არა, თუმცა წინა თავი წაიკითხეთ? მე-11 ამის ნახევარი ნახვა აქვს და არ ვიცი რატომ

№11 სტუმარი სტუმარი თეა

lility
სტუმარი ნინო
უკვე ატვირთეთ ახალი თავი?

ჯერ არა, თუმცა წინა თავი წაიკითხეთ? მე-11 ამის ნახევარი ნახვა აქვს და არ ვიცი რატომ

დიდი ხანი გაიწელა ატვირთვის პროცესი და ალბათ მაგიტომ, ზოგს მალე წყინდება ლოდინი ზოგმა ალბათ გადაწყვიტა სანამ არ დაამთავრებთ აღარ წაიკითხონ…

№12 სტუმარი სტუმარი მარი

დიახ გეთანხმებით. მე სულ ვკითხულობდი., კომენტარებსაც ვწერდი, ახლა მი დავიღალე ლოდინით და შევწყვიტე კითხვა.

№13  offline წევრი lility

სტუმარი მარი
დიახ გეთანხმებით. მე სულ ვკითხულობდი., კომენტარებსაც ვწერდი, ახლა მი დავიღალე ლოდინით და შევწყვიტე კითხვა.

სამწუხაროა, მაგრამ მაგ ლოგიკით არც ამ თავს არ უნდა ჰქონდეს ნახვა. ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ერთი თავი გამოტოვო და მეორე წაიკითხო, მაგრამ ოკეი

№14 სტუმარი სტუმარი მარი

თქვენ ვერ გამიგეთ, ამ თავს კი არ ვტოვებ, მთლიანად თქვენ ისტორიას ვტოვებ და აღარ ვკითხულობ, გადავწყვიტე დრო უფრო ღირებულს დავუთმო.ოკეი. არ ღირს ლოდინად

№15 სტუმარი სტუმარი თეა

lility
სტუმარი მარი
დიახ გეთანხმებით. მე სულ ვკითხულობდი., კომენტარებსაც ვწერდი, ახლა მი დავიღალე ლოდინით და შევწყვიტე კითხვა.

სამწუხაროა, მაგრამ მაგ ლოგიკით არც ამ თავს არ უნდა ჰქონდეს ნახვა. ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ერთი თავი გამოტოვო და მეორე წაიკითხო, მაგრამ ოკეი

11 და მე 12 თავი ერთდროულად დაიდო ამიტომ 11 თავი აღარავის შეუმოწმებია არც კომენტარების დასაწეერად შემოსულან .. ალბათ ლოგიკა ამაშია რადგაან მე 12 თავზე გაწყდა ზოგი ჩემსავით კომენტარების წასაკითხად შემოდის ხომ არ დაგიწერიათ როდის ატვირთავთ ან უკვე თუ ატვირთეთ

№16  offline წევრი lility

[quote=სტუმარი თეა][quote=lility][quote=სტუმარი მარი] .
11 და მე 12 თავი ერთდროულად დაიდო ამიტომ 11 თავი აღარავის შეუმოწმებია არც კომენტარების დასაწეერად შემოსულან .. ალბათ ლოგიკა ამაშია რადგაან მე 12 თავზე გაწყდა ზოგი ჩემსავით კომენტარების წასაკითხად შემოდის ხომ არ დაგიწერიათ როდის ატვირთავთ ან უკვე თუ ატვირთეთ[/quote]

დიახ თქვენ სწორად მიხვდით ჩემს ნათქვას. მე-11 თავი 14 რიცხვში ავტივრთე, ეს კი 17-ში, თუმცა რეალურად ერთდროულად დაადასტურდა. ალბათ კვირის დღეებში არ იდება, არ ვიცი. შემდეგ თავს ხვალ ავტვირთავ, თუმცა არ ვიცი როდის დადასტურდება.

№17 სტუმარი სტუმარი ინგა

რამდენჯერ დავიფიცე, დაუსრულებელი ნაწარმოების წაკითხვა არ დავიწყო-მეთქი და მაინ შევცდი

№18 სტუმარი ელენე 1511

იმის ფონზე რომ აღარაფერი იდება სერიოზული წასაკითხი, თქვენი 13 თავის მოლოდინით აღარა ვართ, გელოდებით

№19  offline წევრი lility

ელენე 1511
იმის ფონზე რომ აღარაფერი იდება სერიოზული წასაკითხი, თქვენი 13 თავის მოლოდინით აღარა ვართ, გელოდებით

მადლობა ელენე, ავტვირთე უკვე მე-13 თავი, არ ვიცი როდის დაადასტურებს ადმინისტრაცია.

№20  offline წევრი lility

სტუმარი ინგა
რამდენჯერ დავიფიცე, დაუსრულებელი ნაწარმოების წაკითხვა არ დავიწყო-მეთქი და მაინ შევცდი

მე-13 თავი გზაშია, დადასტურების შემდეგ გამოგიჩნდებათ

№21 სტუმარი სტუმარი ლიაკო

ისევ 1 კვირა უნდა ატვირთვაას? დავიღსლეთ. ერთნაირად დადე და დასმთავრე გენაცვალე ისტორია, ასეცაჯობებს, ნუ წაიღეთ ტვინი. მე მგონი ძალიან გაგიგრძელდა,

№22 სტუმარი სტუმარი თამთა

სტუმარი ლიაკო
ისევ 1 კვირა უნდა ატვირთვაას? დავიღსლეთ. ერთნაირად დადე და დასმთავრე გენაცვალე ისტორია, ასეცაჯობებს, ნუ წაიღეთ ტვინი. მე მგონი ძალიან გაგიგრძელდა,
რა უხერხული და უხეში კომენტარია. ვერ წაიკითხეთ რომ გაგზავნილი აქვს და ადმინისტრაციის დადასტურებას ელოდება? საერთოდ ტვინი წაიღეთ რა მიმართვაა უცხო ადამიანის მიმართ

№23 წევრი La dolce vita

სტუმარი თამთა

მეც სწორედ ამის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ თქვენ დამასწარით.

სიმართლე გითხრათ, ეს საკითხი დიდი ხანია მაწუხებს. ამ საიტზე ხშირად ვხედავ, როგორ მიმართავენ ზოგიერთი მკითხველი ავტორებს სრულიად უტაქტოდ და უპატივცემულოდ. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ხშირად საერთოდ არ კითხულობენ ან არ ითვალისწინებენ იმას, რასაც ავტორი გარკვევით წერს.

ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრობლემა არა ტექსტში, არამედ წაკითხულის გააზრებაშია. თუ ავტორი გარკვევით წერს, რომ თავი უკვე ატვირთული აქვს და მხოლოდ ადმინისტრაციის დადასტურებას ელოდება, რატომ უნდა უწერდნენ კვლავ საყვედურებს ან დაჟინებით ეკითხებოდნენ, რატომ არ დებს ახალ თავს? ეს ხომ თავად ავტორის ბრალი საერთოდ არ არის.

მოდი, ცოტა დავფიქრდეთ. თითოეული ნაწარმოების უკან დგას ადამიანი და არა უბრალოდ ეკრანზე გამოჩენილი სახელი. მას, წერის გარდა, საკუთარი ცხოვრება, ოჯახი, საქმე, პასუხისმგებლობები და უამრავი საზრუნავი აქვს. მიუხედავად ამისა, მაინც პოულობს დროს, რომ ჩვენთვის შექმნას ისტორია, რომელსაც ინტერესით ვკითხულობთ.

განსხვავებული აზრი ყველას აქვს და კრიტიკაც მისაღებია, მაგრამ არსებობს ერთი რამ, რასაც პატივისცემა ჰქვია. სანამ კომენტარს დავწერთ, ვკითხოთ საკუთარ თავს: ნამდვილად ყურადღებით წავიკითხე? სწორად გავიგე, რას წერდა ავტორი? და ხომ არ ვაყენებ ადამიანს უსამართლოდ?

პატივისცემა არავის აკნინებს. პირიქით, ის აჩვენებს ჩვენს კულტურას, ზრდილობასა და ერთმანეთის შრომის დაფასების უნარს. ავტორებიც ადამიანები არიან და მათაც ისევე სჭირდებათ გაგება და პატივისცემა, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს.

ავტორს მინდა, ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხოს და არ აიღოს წერაზე ხელი, კიდევ არ მოექცეს, მკითხველის გავლენის ქვეშ, რადგან ეს ისევ მას შეაფერხებს. ყველას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ ავტორი თავის პოზიციაზე მყარად უნდა იდგეს და მშვიდად აკეთებდეს თავის საქმეს.

ასე რომ გამოვიჩინოთ, მეტი ემპათია, პატივისცემა და მოთმინება, მითუმეტეს, რომ ეს ადამიანი, ყველა მკითხველის მიმართ, იჩენს ინტერესს და ინტერ აქციას და პასუხობს, თქვენს კომენტარებს.❤️

№24 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან ძნელია ამდენი ხანი ლოდინი. უბრალოდ მომაბეზრებელია. რატომ არ სცემენ თქვენ დრომას პატივს? სულ ასე გრძელდება, სამწუხაროა

№25 სტუმარი სტუმარი გვანცა

პატივს სრ სცემენ არც ყწვენ ნაშრომს და არც თქვენ მომლოდინე მკითხველს. გთხოვთ ამის მერე ერთნსირად დადეთ და დასმთავრეთ, ნუღსრ ანაწილებთ, გზტხოვთ, პატივისცემით

№26  offline ადმინი თუკა

მეგობრებო!
გთხოვთ რომ წესების დაცვით ესაუბროთ ავტორს.
აესებობს ზრდილობა, რაც ყველას უნდა გააჩნდეს. " ტვინი წაიღე" რა მიმართვაა. ავტორი წერის პროცესშია. მას აქვს უფლება დადოს ნაწილებად და თქვენ გაქვთ უფლება ან წაიკითხოთ ან არა!
ერთმანეთს პატივი ეცით. გაანაწილებს თუ არა, მთლიანად დადებს თუ არა ,ავტორის სრული უფლებაა. !
"საიტის ადმინისტრაცია"
--------------------
4love.ge

№27  offline წევრი lility

La dolce vita
სტუმარი თამთა
სტუმარი ლიაკო
ისევ 1 კვირა უნდა ატვირთვაას? დავიღსლეთ. ერთნაირად დადე და დასმთავრე გენაცვალე ისტორია, ასეცაჯობებს, ნუ წაიღეთ ტვინი. მე მგონი ძალიან გაგიგრძელდა,
რა უხერხული და უხეში კომენტარია. ვერ წაიკითხეთ რომ გაგზავნილი აქვს და ადმინისტრაციის დადასტურებას ელოდება? საერთოდ ტვინი წაიღეთ რა მიმართვაა უცხო ადამიანის მიმართ

მეც სწორედ ამის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ თქვენ დამასწარით.

სიმართლე გითხრათ, ეს საკითხი დიდი ხანია მაწუხებს. ამ საიტზე ხშირად ვხედავ, როგორ მიმართავენ ზოგიერთი მკითხველი ავტორებს სრულიად უტაქტოდ და უპატივცემულოდ. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ხშირად საერთოდ არ კითხულობენ ან არ ითვალისწინებენ იმას, რასაც ავტორი გარკვევით წერს.

ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრობლემა არა ტექსტში, არამედ წაკითხულის გააზრებაშია. თუ ავტორი გარკვევით წერს, რომ თავი უკვე ატვირთული აქვს და მხოლოდ ადმინისტრაციის დადასტურებას ელოდება, რატომ უნდა უწერდნენ კვლავ საყვედურებს ან დაჟინებით ეკითხებოდნენ, რატომ არ დებს ახალ თავს? ეს ხომ თავად ავტორის ბრალი საერთოდ არ არის.

მოდი, ცოტა დავფიქრდეთ. თითოეული ნაწარმოების უკან დგას ადამიანი და არა უბრალოდ ეკრანზე გამოჩენილი სახელი. მას, წერის გარდა, საკუთარი ცხოვრება, ოჯახი, საქმე, პასუხისმგებლობები და უამრავი საზრუნავი აქვს. მიუხედავად ამისა, მაინც პოულობს დროს, რომ ჩვენთვის შექმნას ისტორია, რომელსაც ინტერესით ვკითხულობთ.

განსხვავებული აზრი ყველას აქვს და კრიტიკაც მისაღებია, მაგრამ არსებობს ერთი რამ, რასაც პატივისცემა ჰქვია. სანამ კომენტარს დავწერთ, ვკითხოთ საკუთარ თავს: ნამდვილად ყურადღებით წავიკითხე? სწორად გავიგე, რას წერდა ავტორი? და ხომ არ ვაყენებ ადამიანს უსამართლოდ?

პატივისცემა არავის აკნინებს. პირიქით, ის აჩვენებს ჩვენს კულტურას, ზრდილობასა და ერთმანეთის შრომის დაფასების უნარს. ავტორებიც ადამიანები არიან და მათაც ისევე სჭირდებათ გაგება და პატივისცემა, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს.

ავტორს მინდა, ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხოს და არ აიღოს წერაზე ხელი, კიდევ არ მოექცეს, მკითხველის გავლენის ქვეშ, რადგან ეს ისევ მას შეაფერხებს. ყველას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ ავტორი თავის პოზიციაზე მყარად უნდა იდგეს და მშვიდად აკეთებდეს თავის საქმეს.

ასე რომ გამოვიჩინოთ, მეტი ემპათია, პატივისცემა და მოთმინება, მითუმეტეს, რომ ეს ადამიანი, ყველა მკითხველის მიმართ, იჩენს ინტერესს და ინტერ აქციას და პასუხობს, თქვენს კომენტარებს.❤️

ძალიან დიდი მადლობა, არ გიცნობთ მაგრამ ასე მგონია ჩემი დიდი ხნის მეგობარი ხართ <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent