ხუთი წამი ( თავი 1)
ძველი ისტორიით მოვედი, ალბათ ახლა ისევ რომ გადავხედო, ბევრ რამეს შევცვლი, მაგრამ ალბათ ის ხიბლი არ ექნება, საცდელად ერთი თავი ალბათ არაუშავს. რჩევებსაც მივიღებ და იმ აზრსაც გავაგრძელო თუ არა♥️♥️ შიშველ სასიამო სხეულზე დააცოცებდა უხეშ ბოტოტა თითებს ქალის გლუვ, ბროლივით თეთრ კანზე, მოწყურებულ ტუჩებს აკრობდა ქალს მკერდის გარშემო, ეფერებოდა ნაზად ვნებისგან დაბრმავებული, ოხრავდა ქალის ყურთან და ვნება აშლილი გმინავდა ათრთოლებული... ქალს ნებიერად მის ფეხებს შორის მოთავსებულს მიენაბა თვალები, მგზნებარებისგან, სიამოვნების ზენიტს თავმიცემული უკაწრავდა გრძელი ფრჩხილებით მამაკაცს ზურგს და მისი ვნებისა და მგზნებარების ხმაური მოსდებოდა ოთახს.... იდგა კართან თავზარდაცემული ალავიძე. ერთბაშად გაქვავებულს, ძარღვებში სწრაფად მიედინებოდა სისხლი, გულში ტალღებად ასკდებოდა ბრაზი, ღელვა, ზიზღი. დაბერვოდა კისერზე ძარღვები, ერთბაშად მძვინვარებისგან, სიძულვილისგან, შურისძიებისგან, ტკივილისგან... უყურებდა საყვარელ ქალს სხვის მკლავებში, როგორ ნებიერად მიეცა სხვისთვის თავი, როგორ სიამოვნებით კვნესოდა სხვის მკლავებში. ყელში რაღაც ნაღველივით მწარე აწვებოდა, გული ერეოდა, ძლიერი სიბრაზე კრუნჩხვასავით უვლიდა მკერდში და ლამის შიგნეული გადმობრუნებოდა. ერჩივნა ალავიძეს საფლავში ჩაწოლილიყო ახლავე ვიდრე ამჟამინდელი სურათი ოდესმე ეხილა. ერჩივნა მიწა გასკდომოდა ახლა, ვინმეს ცივი ლულა მიებჯინა შუბლში მისთვის და სასხლეტისთვის თითი გამოეკრა. იდგა კარში და ფეხქვეშ ნიადაგი ეცლებოდა... მუქი ფერის ოთახში, კედელს უზარმაზარი გაუმტარი ნატის, შუშის ტიხარი ჰყოფდა, აუტანელი სიჩუმე იდგა, იჯდა მუქი ფერის მაგიდასთან ალავიძე, ჯერ კიდევ შერჩენოდა სისხლი მუშტებზე, იჯდა თავ ჩახრილი გათანგული თავზარდაცემული და ძლივსღა გრძნობდა გაყინულ ხელებს ჩვრებივით რომ ეყარა ფეხებს შორის. თვალწინ ედგა და უყურებდა ჯერ ისევ მისი საყვარელი ქალის შეშინებულ თვალებს, მის სასოწარკვეთილ მზერას და ცრემლებს რომელიც აწ უკვე გასილაქებულს, დაზარალებულს ეკუთვნოდა, ჯერ ისევ ახსენდებოდა სცენა, ნახატი რომელსაც შეუსწრო და ძარღვებში ზათქითა და ზრიალით უჩქეფდა სისხლი, ყურებში ხმაური ედგა, ზარების გაბმული გუგუნის მსგავსი, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, გრგვინავდა, მერე კი თითქოს ყველაფერი ბურანში შთაითანთქა.... მხოლოდ წყლის გამჭვირვალე ჭიქა იდგა რკინის მაგიდაზე. ოთახში უტა ალავიძის მარტოობა დაირღვა და ამჟამინდელ რეალობაში დაბრუნდა როცა, მკაცრად შემოვიდა ახოვანი, ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი და საქმიანად ჩამოჯდა ბრალდებულის წინ. რამდენიმე წამით დააკვირდა წინ მჯდომს, შეუცვლელი მიმიკებითა და უემოციო შუშის თვალებით რომ იჯდა მის წინ. არც შიში, არც სინანული, არც ბრაზი იკითხებოდა მის ისედაც მკაცრ მამაკაცურ ნაკვთებზე. მის ვაჟკაცურ სახეზე მაინც ყველაფერს მტკიცე ნებისყოფისა და ენერგიის ბეჭედი ესვა. - მისმინე უტა ყველაფერი უნდა მომიყვე, დაფიქრდი! მე უნდა შევძლო შენი დახმარება გესმის? — მავედრებელი გაუხდა კაცს თვალები, შეაჩერდა მკაცრად მომზირალ ირისებში ბრალდებულს, შეყრილი წარბებს ქვემოდან გამოხედა მამაკაცს , თვალებ სისხლიანი შემორჩენილი ბრაზისგან, იმზირებოდა ავად - დაზარალებულს იცნობდი მანამდე? — დაუსვა კითხვა კაცმა, - შორიდან — დინჯად წაიწია წინ, მშვიდი იყო მისი ტონი, თითქოს უდარდელიც კი, დაეყრდნო მაგიდას და დახედა საკუთარ ხელებს წითელი სითხით დასვრილს - იცოდი რომ შენი შეყვარებული სხვას ხვდებოდა? — კითხვაზე გამომძიებელს ისეთი თვალები სტყორცნა ალავიძემ, უნებურად დაისვა ფორმიანმა კეფაზე ხელი - რამე კონფლიქტი იყო თქვენ შორის?— განაგრძო კითხვების დასმა - არანაირი! - როცა ოთახში შეხვედი, მან რა გააკეთა? - არ ვიცი! - რა იყო პირველი, რაც გააკეთე შენ? - არ ვიცი, არ მახსოვს! — არ შეუხედავს კაცისთვის, სწრაფად სცემდა კითხვებს პასუხებს, - ხელში რამე გეჭირა? - არ მახსოვს არ ვიცი! - გააცნობიერე, რომ შეიძლება მოგეკლა? - ნეტავ მომეკლა! — სიძულვილით ამოთქვა და ჩააჩერდა კაცს თვალებში, წამით დადუმდა გამომძიებელი, შემდეგ მცირედ ჩაახველა და განაგრძო. - გაჩერების მცდელობა გქონდა? - როცა მქონდა გავჩერდი! - დაზარალებულმა წინააღმდეგობა გაგიწია? - არ მახოვს, არ ვიცი.... რკინის კარი ისე მიუხურეს მთელი შენობა ზანზარმა მოიცვა. ხელებზე ბორკილების კვალი ჯერ კიდევ ეტყობოდა ალავიძეს. მოისვა ხელები მაჯებზე და ფიცრებისგან შეკრულ სკამეიკაზე უილაჯოდ ჩამოჯდა. მის გულში ისევ ძლიერი კაეშანი ტრიალებდა, ტკიოდა, ძალიან სტკიოდა... კვლავ ცეცხლს ანთებდა კადრი, რომელიც თვალებიდან არ შორდებოდა: მისი ქალი, სხვის მკლავებში... ქალი, რომელიც უყვარდა... საჭირო იყო ახლა მისთვის ეს განმარტოება, ეს სიჩუმე. სამყაროსგან მოწყვეტა. იჯდა მხოლოდ და ფიქრობდა, ათასჯერ უბრუნდებოდა კადრს, ნანახს. იაზრებდა და ათვითცნობიერებდა მისი ცხოვრების რადიკალურ ცვლას, ამ სამ დღეში მიხვდა რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯი იყო. შესძულებოდა სულით-ხორცამდე, ნეგატივითა და უარყოფითად განწყობილიყო, ადამიანზე, რომელიც აწ უკვე წარსულში უყვარდა. მხოლოდ შურისძიების წყურვილი ჰქონდა, სამაგიეროს გადახდის დროისთვის ემზადებოდა, თავიდან ვერც კი იაზრებდა იმ მდგომარეობის პათეტიკურობასა და სერიოზულობას, რომელშიც ამჟამად ჩავარდნილიყო ... მთელი არსებით იმ ერთ დღეზე ფიქრობდა მხოლოდ იმ კადრზე. არ სჯეროდა როგორ გაცვალეს ეს ლამაზი მოგონება ერთ სიბინძურეში, როგორ დაასხეს თავზე ლაფი, როგორ დასცინეს სახეში... მესამე დღის შუადღეს, რკინის კარი კარი გამაყრუებელი ჭრაჭუნით გაიღო, შემოვიდა გრაციოზულად ადვოკატი სქელი საქაღალდით. დააკვირდა ალავიძეს, სკამეიკაზე გადაწოლილიყო და ფიქრობდა ჩვეულად, შეამჩნია თუ არა საკნის წინ ჩამომდგარი, დინჯად, მდორედ, წამოიწია და ადვოკატს წინ ჩამოუდგა. - როგორ ხარ უტა? - მეტად უკეთესად ვიქნებოდი შენ სახეს გისოსებში რომ არ ვხედავდე — დაისვა ახლად ამოსულ წვერზე ხელი და მოთმინებით დააკვირდა ფორმიანს - როგორც ჩანს გონზე მოხვედი და გაიაზრე სადაც ხარ. – ჰო!... ბოლოს ვერსად გავექცევი ამ შედეგს, — მოაბლო ხელი ვირგუალურად გისოსებს, — მისმინე უტა აფექტს უნდა დავეყრდნოთ. დაგჭირდება დეტალები, ის ყველაფერი, რაც მაშინ მოხდა. — ალავიძემ კბილები გააღრჭიალა, გადაისვა საშუალოდ გრძელ თმაზე ხელი, - არ იყო აფექტი… ეგ პასუხი იყო. - სასამართლოში „პასუხს“ მკვლელობის მცდელობას ეძახიან უტა! – შენარჩუნებული სიმშვიდით მიუგო ადვოკატმა თუმცა ტონში სიმკაცრე გაერია – თუ ცოტა მაინც არ დაარბილებ, თუ ვერ გაიაზრებ ისევ თუ რაოდენ რთულ საქმეში ხარ როფორი სენურ ამბავში მოყევი!.. სამუდამო დაგემუქრება უტა და გაგახსენებ რომ დედაშენმა და შენმა სანათესაომ არავინ იცის სად ხარ ახლა! ან სად ყოფნა მოგიწევს! ღმერთმა იცის რამდენიმე ხანში, ან კი გამოვძვრებით თუ არა ამ ყველაფრიდან! კაცი გონზე ვერ მოდის შეერთებული ჰყავთ და ელოდებიან მის გამოფხიზლებას იაზრებ მაინც როგორ სცემე?! ნუ ხარ უხიაგი! დამეხმარე! კომპრომისზე წამოდი! ისე უნდა გავაკეთოთ, რომსულ მცირე ამნისტიაზე მაინც გავიდეთ! – არ მახოვს-მეთქი არა! — უკვე აალებულმა შეყვირა და შეყრილ წარბებს ქვემოდან შეაჩერდა მძვინვარედ ადვოკატს – ახლა რომ ისევ იქ ვიყო, იმავე დღეს, იმავე წუთზე იგივეს ვიზამდი გელა! - რა მოგიხერხო?!... — ჩაიბუტბუტა კაცმა, კედელს მიეყრდნო, დააკვირდა ჯიუტ ალავიძეს და ფიქრს მიეცა სრულად. დაკითხვაზე ალავიძე ჩუმად იჯდა, უყურებდა დიქტაფონს მცირედად რომ უციმციმებდა ჩამრთველი. უსმენდა კითხვებს და არ ლაპარაკობდა, თითქოს სასამართლოსთვის ინახავდა ყველაფერს. თანამშრომლები კი დაუზარებლად იმეორებდნენ ერთსა და იმავეს რაც ალავიძესთვის მონოტონური გამხდარიყო. - უტა,ახლა მშვიდად, თავიდან მომიყევი ყველაფერი. რა მოხდა იმ დღეს? - არ მახსოვს რა როგორ გავაკეთე! — შეაჩერდა დაღლილი ორონიული მზერით ქალს - დაიწყე თავიდან. სად იყავი, სანამ შემთხვევის ადგილზე მოხვიდოდი? — დაიკაპიწა ქალმა ხელები, დაეყრდნო მაგიდას წინ გადაწეული და შეაჩერდა ალავიძეს შავ ირისებში , თითქოს მისი სიღრმიდან ამოძირკვავდა სიმართლეს - ჩემს კომპანიაში ვიყავი, შეხვედრა, როგორც კი დასრულდა... მასთან გავდიოდი, რადგან სიურპრიზი გამეკეთებინა, ქალაქგარეთ უნდა გავსულიყავით. ტელეფონზეც დავურეკე მაგრამ არ მიპასუხა და იძულებული გავხდი მასთან სახლში ავსულიყავი... მერე... მერე უბრალოდ ვხედავდი ჩემს ქალს სხვის მკლავებში... და შემდეგ არ ვიცი რა გავაკეთე, როგორ გავაკეთე, როცა ცნობიერებას დავუბრუნდი, ვუყურებდი საკუთარ ხელებზე ბორკილებს, პოლიციის თანამშრომლებს და საკუთარ დასვრილ ხელებს. ეს იყო და ეს დაკმაყოფილდი? მეტ კითხვას ნუ დამისვამ არაფერი ვიცი მეტი! და დავიღალე ამ უაზრო და ანალოგიური კითხვებით! - იძულებული ვარ დაგისვა კითხვები უტა! მითხარი... გესმოდა ვინმეს ხმა? ყვირილი? — წამით გაჩუმდა ალავიძე, თითქოს იხსენებდა მომხდარს.. - არა… თითქოს წყალში ვიყავი… არანაირი ხმა არ მახსოვს, - მანამდე დაზარალებულთან კონფლიქტი გქონდა? - არ ვიცნობდი… პირველად ვხედავდი — მოულოდნელად წამოდგა ფეხზე ადვოკატი, დიქტაფონის წითელი შუქი წყვეტს ციმციმს, აუტანელი სიჩუმე სუფევდა ოთახში, მხოლოდ უტას მძიმე სუნთქვა ისმოდა. ქოთქოთებდნენ დიდ აუდიტორიაში თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალები, მამაკაცები დინჯად მიმოდიოდნენ, თითქოს სადმე მიეჩქარებოდათ. იჯდა ალავიძე ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე. თეთრი ხალათში გამოწყობილი ქალი დაუზარებლად ეკითხებოდა მოეყოლა მის ბავშვობაზე ან უფრო მეტი გაეგო მის შესახებ მის წარსულზე ბოლო კვირეების განწყობაზე. გაუკეთეს ტესტები იმპულსების კონტროლზე. დააკვირდნენ რამდენად სწრაფად იმართებოდა მისი ემოცია საუბრისას მაგრამ ის ყველა საკითხში დინჯი იყო. არაფეთქებადი. გაწონასწორებული. საკმაოდ არაორდინალური იყო ეს კაცი, ჩამთრევი და მრავალმხრივ საინტერესო... ყველაფერი ამის გარკვევა მოიცავდა წინასწარ პატიმრობას ბრალდება მძიმეა – მკვლელობის მცდელობა ან მძიმე სხეულის დაზიანება. ალავიძე სრულიად გაუაზრებლად იჯდა ახლა წინასწარი პატიმრობის საკანში მელანქოლიით შეპყრობილი და ინდიფერენტულობას გამოხატავდა მხოლოდ. თითქოს სულ ერთი იყო მისთვის სად იქნებოდა ახლა. 3 კვირა მთავრდებოდა ამ საშინელ იზოლატორში, ამ დროში კი მხოლოდ ერთადერთს გაეგო მისი ნამდვილი თავგადასავალი, მხოლოდ ერთი ადამიანი ედგა გვერდით, მხოლოდ ძმაკაცი ედგა უტას მხარში, რომელმაც სრულად ალავიძეს მიუძღვნა თავი... თითქოს ელოდნენ მძიმედ დაშავებული პაციენტის გამოჯანმრთელებას წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობის გართულებასა და მისი სიკვდილის ამბავს. იჯდა დინჯად თავის აპლუაში ალავიძე სასამართლო დარბაზში ბრალდებულის ადგილას, სენსიტიურობის ძლიერი ენერგია იგრძნტობიდა დარბაზში, ალავიძის მანერები კი იმდენად მშვიდი და დაუდევარი იყო, წამით დამაჯერებლადაც კი გაიფიქრებდი რომ ამ კაცისთვის ეს ადგილი ფამილარულიც კი გამხდარიყო, მაგრამ იჯდა ალავიძე სახე შეუცვლელად, მხოლოდ მისი გული აღიქვამდა ფათერაკს და უკიდურეს ნეგატივსსაც კი მისცემოდა. დარბაზში მყოფ დამსწრეს მოავლო თვალი ალავიძემ და წააწყდა ძმაკაცს, ათრთოლებულ "ძმას" რომელსაც გულში ტალღებად ასკდებოდა მღელვარება. გვერდზე სკამის საზურგესთვის გადაეხვია ხელი, ცალი ფეხი ნერვოზულად აეთამაშებინა რატის და წარბებ შეყრილი იმზირებოდა. დარბაზში ჩამოწოლილ მუდამარებას, ალავიძის ადვოკატი არღვევდა, მოსამართლე კი ისმენდა მტკიცებულებებს დინჯი მოთმინებით. — წაემოგიდგენთ ვიდეო, ფოტო, მოწმეებით... და მთავარს ექსპერტიზის დასკვნას – იყო თუ არა აფექტი!. ყველას ყურადღება გამომძიებლის ხელში მოქცეულ დასკვნას ექცეოდა. ექსპერტმა მშვიდად და მკაფიოდ წაიკითხა საქაღალდეში ჩაწერილი დასკვნა - „გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული შემთხვევის დროს იმყოფებოდა ძლიერი ემოციური შოკის ფონზე, აფექტურ მდგომარეობაში. აღნიშნული მდგომარეობა მნიშვნელოვნად ზღუდავდა მის ქცევაზე კონტროლის უნარს.“ დარბაზში მხოლოდ რატის აწრიალების ხმა ისმოდა, მისი მოუსვნერობის, შიშის მოვარდილი ტალღა არ ასვენებდა ამ უკანასკნელს. უტამ თავი ოდნავ ჩაღუნა, თითქოს არ ელოდებოდა არაფერს რაც ამ სიტუაციიდან თავს დააღწევინებდა მოსამართლემ გულდასმით გადახედა ფურცლებს და შეყოვნდა - ბატონო მოსამართლე, აქვე მინდა დავამატო, რომ დაშავებული, უკვე გამოჯანმრთელდა და მალე სახლში გაწერენ... — სათვალეების ზემოდან გადმოხედა დარბაზში მყოფთ მოსამართლემ და მცირედ ჩაახველა, — დასკვნა ცხადია. სასამართლო განიხილავს ალტერნატიულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთის გარეშე. — უტამ იმედიანად შეხედა ძმაკაცს, რომელიც ემოციურობისგან ისე სრაფად წამოიწია წინ, ხმაურიც გამოიწვია. წამოდგა ადვოკატი ისევ - ბატონო მოსამართლე, ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს არ სურდა მძიმე ზიანი მიეყენებინა დაზარალებულისთვის, ეს იყო წამიერი აფეთქება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეემთხვეს... შესვენების გამოცხადების შემდეგ, ყველაფერ დეტალურად განიხილავდა ადვოკატი მოსამართლესთან, საუბრობდა დაუღალავად და თავ ჩაღუნული უფურცლავდა სქელ საქაღალდეს. დუმდა ისევ ყველა, მცირედი გამოსვლის შემდეგ, უსიტყვოდ დაჯდა ადვოკატი უტას გვერდით და დაელოდა მოსამართლის სიტყვებს – საქმეში დადასტურებული, აფექტური მდგომარეობის კვალობაზე ბრალდებულის ქმედება ვერ ფასდება როგორც განზრახ მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა. შესაბამისად, მას მიესაჯება შეზღუდული თავისუფლება მაგრამ არა საპატიმრო სასჯელი! — დასძინა მოსამართლემ და ყველაფერი დაასრულა... ალავიძეს 1 წლამდე შეზღუდული თავისუფლება მიესაჯა. მართალია გამოუშვეს მაგრამ ვერ დატოვებდა ქალაქს, კვირაში ერთხელ უნდა გამოცხადებულიყო პრობაციის ოფისში. როგორ უმძიმდა ეს ადაპტაცია, ასე უცებ ლამის ჩამოენგრა ცხოვრება თავზე, რამის რეპუტაცია შეელახა ამ უკანასკნელს, რამის ოჯახი გაანადგურა... მანქანის კარი რატიმ არხეინად გაუღო ალავიძეს, თითქოს დაცვის ქვეშ მყოფი ბიზნესმენი ყოფილიყოს და ახლახანს სასამართლოდან კიარა კომპანიიდან გამოსულიყო. - სად მივდივართ? — გადახედა მდუმარეს რატიმ, დააკვირდა შეცვლილს, უფრო დამკაცრებულს, მტკიხეს და კუსთი მზერის პატრონს. ძალიან შეცვლილიყო ამ 2 თვე ნახევარში, ეს სიმპათიური მამაკაცი სრულიად გარდაქმნილიყო, მოშვებული წვერით, ღიმილისა და სიხარულის ნასახი აღარ ჩანდა მის სახეზე, აღარც ძველებურად უნათებდა მზერა და არც რეაქცია ჰქონია მას შემდეგ რაც ციხის კედლებს თავი დააღწია. - სახლში წავიდეთ... მომენატრნენ — დასძინა მშვიდად და ღვედი გადაიკრა - ჯერ ჩემთან გავიდეთ, ასე, რომ დაგინახონ გგონია დამიჯერებენ რომ მოულოდნელად მოგიწია წასვლა საზღვარგარეთ? სადაც უკაცრიელი ადგილი იყო და ტელეფონები არ იჭერდა? მესიჯებს შენ მაგივრად რომ ვაგზავნიდი ყველა გადაიკითხე, თორემ ჩაიჭრები რამე კითხვა რომ დაგისვან, — დაასრულა თუ არა მონოლოგი შემდეგ შეაჩერდა უტა, მადლიერი მზერით... მაშინ გაეღიმა პირველად - მადლობა! - ძმა ძმისთვისაო ალავ... — ძმაკაცირად დაუტყაპუნა მხარზე ხელი... .... ნელ-ნელა ისევ ეგუებოდა ისევ იაზრებდა ალავიძე რომ ცხოვრება ისე უნდა გაეგრძელებინა, როგორც აქამდე, მეტიც! ის იმ აზრამდეც კი მისულიყო, რომ ახლა სიცრუისგან და სიყალბისგან შორს იყო. თითქოს ის 2 თვე სეულიად საკმარისი აღმოჩნდა მისთვის რომ საკუთარ გრძნობებზე გამარჯვება მოეპოვებინა, შემდეგ საკუთარი ემოციები ემართა და საბოლოოდ მოსულიყო დასკვნამდე, სწორ დასკვნამდე. საუცხოო მაღაზიებში გამოსულებს გვიან გაახსენდათ, რომ ინფორმაცია საჩუქრების შესახებ, რომელიც ალავიძეს ტელეფონში ინახებოდა მანქანაში დატოვეს. უკმაყოფილოდ გადახედა უტამ ძმაკაცს, თითქოს მას მოსთხოვა პასუხი მის ტელეფონზე, ის იმდენად გადაჩვეული იყო უკვე უტელეფონობას, მხოლოდ ფიქრებით თუ არსებობდა ბოლო თვეები. რადგან მანქნა საკმაოდ შორს მყოფ პარკინგზე იმყოფებოდა, ზარმაცულად გადააქნია თავი და უკმაყოფილომ შეხედა ისევ რატის, რომელიც ერთხანს უტას მანერებს აკვირდებოდა საბოლოო მზერაზე დაიდევრად აიჩეჩა მხრები, - ეგრე ნუ მიყურებ ძმაკაც!.. შენ ტელეფონს მე ვერ ვათრევ! წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენი რამ დაგაბარეს შენმა დებმა, ასე რომ უკან დაბრუნდი, - გაგეხსენებინა! ხომ იცი პრობაციის ოფისშიც უნდა გავიაროთ?! დრო მიდის! ჩამალპობენ ამ ქალაქში ამ ზაფხულს! - მიდი გაცუნცულდი მერე იწუწუნე ცხოვრებაზე — ჩაეცინა არჩემაშვილს, გააყოლა თვალი მამაკაცურად ამაყად უკან დაბრუნებულ ძმაკაცს და ახლომდებარე დახურულ კაფეში შევიდა ყავის შესაკვეთად. დიდი ნაბიჯებით მიდიოდა მანქანისკენ და გზად ისე გაპარვოდა ფიქრები დაპროგრამებულივით მიაბიჯებდა... ირგვლივ არც არავინ არ ახსოვდა, უყურებდა გზას და გაფანტული ყურადღებით სიჩქარის უცვლელად მიდიოდა ალავიძე... არც ქუჩაში ახსოვდა ვინმე და არც მომავალი დაუნახავს ვინმე, ისე ძლიერად შეასკდა მას გოგო, მისი ძვლების მტვრევის ხმა თავად გაიგო ალავიძემ, ტკივილისგან ამოიკვნესა ქალის კრიალა ხმამ. ის ის იყო უძალოდ გადაეშვებოდა გოგონა უკან, ძლიერი მკლავები შეაშველა უტამ და სუსტი სხეული მკერდზე აიკრო. წუთით ორივე დუმდა, უტა ვერ მიმხვდარიყო როგორ მოხდა ან საიდან გაჩნდა გოგონა ასე უცებ, მასზე აკრულს კი ტკივილისგან ჩავარდნოდა ენა, შველის თვალებით შესჩერებოდა ამ ახოვანი სხეულის პატრონს, ძალზედ მიმზიდველ მამაკაცს. საიდუმლო შარავანდედი გადაეკრო იმ წამს ქალს თვალებზე, თუმცა სხეულის ტკივილი მეტად ძლიერი იყო - ღმერთო... — ამოიგმინა ძლივს - ძვლები მტკივა... — ამოაყოლა უტას მკერდზე აკრულმა ფარისევლური ტირილით, ფრთხილად მოშორდა ძლიერ სხეულს, გრძელ ნატიფ თითებს ტკივილსგან უჭერდა ალავიძის ნავარჯიშებ მკლავებს ეყრდნობოდა კაცს სანამ კი თავის ძალებს აღიდგენა ხელახლა და თანდათან შორდებოდა, - ნიტა, კარგად ხარ? — დაიჩურჩულა მათ უკან გოგონამ, ფრთხილად შეახო მეგობარს ხელი მხარზე, მაგრამ არც მკვეთრად ჩაერია წყვილის თავგადასავლის კულმინაციაში. - მგონი სხეულის ნაწილები გამცვივდა — გაჭირვებით ჩამოშორდა მამაკაცს და მაშინ შეხედა პირველად სრულად, წამით შეეშინდა კიდეც მისი შავი თვალების, წამით, რაღაც ცივი და მდუღარე ჩაეღვარა გულში, თუმცა მის თვალებში ბრაზი რომ ვერ შენიშნა თითქოს ლოდი მოხსნესო, - კარგად ხარ? — ჩააჩერდა გოგოს ყავისფერ თვალებში, გონზე მოსული ალავიძეც - არ ვარ, ყველაფერი მტკივა! მაიკის ქვეშ რამე მყარი მასალა გიდევთ? მგონი ასაწყობი ვარ — გაქოფაკდა მოულიდნელად, თითქოს უტას მსვიდმა ტონმა გაათამამაო, დაისვა ხელი სხეულზე შესამოწმებლად ნამდვილად მთელი იყო თუ არა. კიდევ მეტად გაადიდა მანძილი მათ შორის და ძირს დაყრილ პარკებს დასწვდა თუ არა ტკივილისგან წამოიკნავლა, - ღმერთო მიშველე, მემგონი ნეკნებში გადავტყდი, — ამოიტირა წელზე ხელის დაჭერით, ვეღარ გაუძლო უტამ გოგოს დაუმალავსა და გადაჭარბებულ მოთქმას და უნებურად სიცილი აუტყდა. გაოგნებული ახედეს დაქალებმა ახარხარებულს, გოგოს ტკივილისგან ლამის ტირილი დაეწყო, ნამდვილად სტკიოდა სხსული, უტყუარი იყო იმ წამს ნიტა, მაგრამ ალავიძე იდგა და იცინოდა, ან კი თვითონ იცოდა რა აცინებდა? - ეს სასაცილოა? ძვლებში დამამტვრიეთ და აქეთ იცინით? — შეკრა კოპები გადაიყარა თმები ზურგზე და საჩქაროდ აკრიფა ძირიდან ნივთები - მაპატიე მეცინება, მაგრამ იცი რა მაინტერესებს? არსაიდან ჩემს წინ, როგორ გაჩნდი? აშკარად სუფთა დაუბრკოლებელ გზაზე მივდიოდი და არსაიდან გამოჩნდი ჩემი ბრალია? - მაგრამ... - მაგრამ რა? შენ შემეჯახე და აქეთ გაქვს პრეტენზიები, - კი მაგრამ ჩემს წინაც სრულიად დაუბრკოლებელი იყო გზაა, არსად არავინ იყო გზას გავხედე და მოულოდნელად გამოჩნდით, როგორ უნდა გავჩერებულიყავი, როცა არც კი შემიმჩნევიხართ?! ვფიცავ! მარტო ხომ არ ვარ? მას ჰკითხეთ ნამდვილად არსაიდან მოვდიოდი — თითქოს დაუმსახურებელ ბრალს სდებდნენ შეცხადებითა და სასოწარკვეთილი ცდილობდა დაეჯერებინა უტასთვის, რომ ეს განზრახ შექმნილი ავარია არ იყო. - ან კი როგორ ფიქრობთ მოვინდომებდი სხეულის დამსხვრევას ნებით? — უკვე სიმკაცრითა და უკმაყოფილოდ ეცვალა მზერა ნიტას თითქოს პასუხი მოსთხოვა ნავარჯიშებ სხეულზე. - არ ვიცი, როგორ რა მოხდა, მაგრამ, არ გიფიქრია რომ ცოტა მაინც გევარჯიშა? — შეათვალიერა ღიმილით გოგონას სიფრიფანა, მაგრამ დახვეწილი, უზადო სხეული, - ბატონო?! როგორ ბედავთ?! ჩემს პირადს ეხებით და გარდა ამისა მე ძალიან კმაყოფილივარ ჩემი თავით! — აიბზუა ცხვირი დაწვდა პარკებს გაბრაზებული - არ მითქვამს, რომ რამე არ უნდა მოგწონდეს ის ვიგულისხმე, რომ ძალიან სუსტი ხარ. - მაპატიეთ თუ თქვენსავით ბიცეფსები ვერ გავიძლიერე და მთელი ჩემი ცხოვრება გირების თრევას არ მივუძღვენი იმის ფიქრით რომ 22 წლის ასაკში ქუჩაში უცნობ კედელს შევასკდებოდი და ძვლებში დამამტვრევდა! — უნებურად გადაეზარდა ჩხუბში ნიტას თითქოს წასვლისთვისაც მზად იყო, მაგრამ რაღაც მაინც უკრძალავდა ნაბიჯის გადადგმას, - რა აგრესიული ხარ — გაეცინა ალავიძეზ ისევ, მშვიდი და უჩვეულო მზერით შეაჩერდა იმ წამს, ისე რომ ვერც თავად მიმხვდარიყო - უბრალოდ... მეტკინა. - კარგი, მაპატიე... უბრალოდ ჩავფიქრდი შეიძლება მართლა ჩემი ბრალია, თუ მართლა ძალიან გტკივა რამე შემიძლია.... - არ არის საჭირო მანქანით ვართ ჩვენც მადლობა! — დაასწრო პასუხი, რადგან უკვე დასერიოზულებულის ფიქრები ერთბაშად ამოეცნო - ანუ მოვგვარდით? - კი, უბრალოდ ზედმეტ ფიქრს გირჩევნიათ ყურადღებით იაროთ, მგონი საჭიროც კი იყო ჩვენი ავარია... — გაეცინა ნიტას, გახედა გზას და ანიშნა გადატვირთულ გზაზე თავად ალავიძესაც, შუქნიშანი ხარვეზის გამო გამორთულიყო და მანქანებიც არეულად მოძრაობდნენ სახიფათოდ. სანამ კი ალავიძის ყურადღება გზაჯვარედინზე არეულობამ მიიქცია, აღარ მოტრიალებულან გოგონები, განაგრძეს გზა და ალავიძე კიდევ დააფიქრეს. უნებურად დაიხედა ძირს უტამ, სადაც რამდენინე წუთის წინ უცნობი გოგოს ნივთები გაფანტულიყო, ერთი შეხედვით ყველაფერი თან წაეღო, მაგრამ მოშორებით გადავარდნილი ხელის მტევნის ოდენა დღიური დარჩენოდა. აუჩქარებლად დაწვდა დღიურს, რომლის ყდაზეც კურდღელი გამოსახულიყო ღუნღულა ფლანელით, პირველივე ფურცელზე ამოიკითხა გოგოს სახელი და გვარი, - ნიტა ქებაძე... — მოავლო სწრაფად თვალი იმ ადგილს საითაც დაქალები წასულიყვნენ, მაგრამ ნაცნობი სახეები ერთბაშად აორთქლებულიყვნენ, ხალხის ნაკადს შეერივნენ, მაინც მოავლო თვალი დაკვირვებით მაგრამ, თითქოს მიწამ შთანთქა... წავიდა იმ გზით მოავლო თვალი ისევ, არსად ჩანდნენ, შემდეგ კი აღარ გაუგრძელებია მათი ძებნა, ეს ხომ მისთვის მხოლოდ ერთი ბავშვური დღიური იყო. ..... კაფესთან დაბრუნებული ალავიძე სკამზე გონება არეული ჩამოდგა სახეზე ისეთი ფერი გადაკვროდა, თითქოს მსოფლიო მოატარეს და ახლაღა მისცეს უფლება დაესვენაო, - ამდენიხანი სად იყავი? მეგონა ვაგონის ბოლოს დავაყენეთ ის მანქანა — მოსვა ყავა უკმაყოფილოდ რატიმ და სკამის საზურგეს მიეყრდნო - თუ ფიქრობ რომ დასაწყისში იყო ცდები არჩემ! - ჰო როგორც არი! ცოტა შორს მოგვიეია მაგრამ მიგვესვლება. დალიე ხასიათზე მოგიყვანს.... — ანიშნა მის მოპირდაპირედ ჩამომჯდარს წინ დადგმულ ფინჯან ყავაზე, - მითხარი... - ჰო გეტყვი ძმაო, გეტყვი... ჩამოჯექი ჯერ... — საჩქაროდ გაასავსავა ხელები არჩემაშვილმა, უკვე მიმხვდარმა თუ რა თემა უნდა წამოეწყო ახლა ალავიძეს, - უკვე ვზივარ! ნუ გაურბიხარ ამ თემას, რამე გააფუჭე? ყველაფერი უნდა ვიცოდე ხომ იცი? - რა უნდა გამეფუჭებინა?!, უბრალოდ გევსაძემ მოინდომა რომ წასულიყო, ცალკე უნდოდა ყველაფრის გაგრძელება, თქვა რომ თავად შეძლებდა ყველაფერს, თავად გაუმკლავდებოდა და შენზე უკეთესი კომპანიისა და ბრენდის დაარსებასაც შეძლებდა, მის ღვინოსაც მეტი გაყიდვები და წარმატება ექნებოდა, საქართველოდან მოხევდა და კარგ მაყუთს მოხევდა!... - მიზეზი?.. — მშვიდად მოსვა ალავიძემ ყავა, თითქოს ამ წამს არ მოესმინოს, როგორ ჩაარტყეს დანა ზურგში, - მიხვდა, რომ შენს დევნას საკუთარი ბიზნესის წამოჭრა ერჩივნა არც ისე რთულია მაგ ყველაფრის მიხვედრა უტა, რა გეგონა? მას მერე რაც მამამისის ქონებას ხელში ჩაიგდებდა, შენს მტრად არ იქცეოდა? თუ რადგან შენს ხელში იზრდებოდა და რადგან ყველაფერი შენგან ისწავლა ამას ვერ გაბედავდა?!.. იცი რა? ზოგჯერ მოსწავლეები მასწავლებლებს უპირისპირდებიან, რადგან ჰგონიათ, რომ მათზე მეტი იციან... — გაღიზიანებული წინ გადმოწეული, დაიწია არჩემაშვილი ისევ უკან და მოსვა თითქმის ძირამდე დაყვანილი ყავა. ალბათ უტა ალავიძე, რომ არა დიდი ხნის წინ აჩვენებდა გევსაძეს თავის ადგილს, იმის წარმოდგენაც არ უნდოდა არჩემაშვილს, გევსაძეს რომ გაეგო, უტას ციხეში ყოფნის ამბავი რა თავგადასავლებს მოაწყობდა. - კარგი, - კარგი?!.. - აბა რა გავაკეთო რატი? წავიდე და პასუხი მოვთხოვო რამეზე? თავისი გზა აირჩია... - ზურგში დანა ჩაგარტყა!.. ყველა შენი ხრიკი იცის, ყველა შენი ინგრედიენტი, მიდგომა ყველაფერი იცის! და მაშინ როცა ასპარეზზე ფაქტიურად შენივე რეცეპტით შექმნილი ღვინო შეგხვდება, როგორ ფიქრობ რა მოხდება? - თუ მას ტვინი არ ეყოფა იმისთვის, რომ მიხვდეს თავისი რეცეპტის აწყობა როგორ მოიგონოს, დაე ჩვენ ვიყოთ მეტად სოლიდურები... უსმენდა გასახტებული არჩემაშვილი ძმაკაცს და ვერაფრით გაეგო რა შეცვლილიყო მასში, ერთი შეხედვით ის ისევ მსგავსი უტა იყო, მკაცრი, ცივი, საქმის მოყვარული საკმაოდ მოთხოვნადი და მატერიალისტი მამაკაცი, მაგრამ რაღაც შეცვლილიყო მასში, თითქოს უფრო წყნარი იყო, თითქოს ყოველ წუთში ელოდებოდა ამბავს, რომ ვიღაც ისევ გაასახტებდა, ზურგში დანას დასცემდა, სახეში შეაფურთხებდა, დასცინებდა და იმედებს სასოწარკვეთამდე გაუცრუებდა, თითქოს ყველასგან ამას ელოდა ეს უკანასკნელი და წინასწარ შეგუებული ამ ფაქტს ნერვებს აღარ იშლიდა... ხო სწორედ... სწორედ ასე იყო... უტამ უნდობლობა ისწავლა, ეჭვიანი გახდა და თითქოს დასაკარგი არაფერი ჰქონოდა, თითქოს უნერვო გამხდარიყო. - ძმაო რა გჭირს? იმ გოგოზეც კი არაფერი გითქვამს, - ვინ გოგოზე?.. — შეაჩერდა უცებ, გასახტებული - ვინ გოგოზე გეტყოდი ახლა? — დაუწკიპა წარბები, მაგრამ მაინც რიდით შეაპარა - ხო? მისი დღიური, მანქანაში ჩავდე და მერე ავიღებ — პირზე მომდგარი ამოილაპარაკა უეცრად და მშვიდად მიეყრდნო საზურგეს - რა დღიური? — თვალები გაუფართოვდა არჩემაშვილს, გადაიწია ძმაკაცისკენ და თვალებში ღრმად ჩააშტერდა. ისე ახლოდან დააკვირდა ძმაკაცის სახეს თითქოს ამოწმებდა ეს უკანასკნელი გაგიჟდა თუ არა, გონებაზე იყო ჯერ კიდევ თუ სულ ჭკუაზე გადაეყვანა ამ რთულ პერიოდს, რომელიც ერთი შეხედვით წარმატებით გადალახა. - ასე რატომ მიყურებ?.. - რა დღიურზე მელაპარაკები?!.. ალავ! მაშინებ ძმაო.. - ვინ გოგოზე მელაპარაკები? — წამიერად მოუგონებლად დაიბნა, გულწრფელი იყო მისი დაბნეულობა იმ წამს - შენ მეკაიფები? ამდენი რამე გამოიარე! გული დაგიშალეს! ციხის კარებთან გაყურყუტეს! სასამართლოზე გარბენინებენ! ჯანმრთელობის ნაირსახეობული რაღაც ჯანდაბები გიტარეს და მეკითხები ვინ გოგოზე გელაპარაკები?! შენს ყოფილზე ძმაო! შენს ყოფილზე გელაპარაკები! ახლა გაგახსენდა? — სულ მცირედი აკლდა არჩემაშვილს ყვირილი არ დაეწყო, ეს ერთბაშად მოზღვავებული ზიზღი გოგოს მიმართ იმდრნად ღრმა იყო, ერთბაშად აჟრიალებდა ზიზღრისგან, მგზნებარებით ივსებოდა იმ წამს და თითქოს მხოლოდ მისი კაცობა აფერხებდა იმაში, რომ არ მიჭროდა სახლში და ყველაფრისთვის პასუხი არ მოეთხოვა. - ის რა შუაშია?! — უნერვოდ, დაუდევარი იყო ალავიძის ტონი - შენ ძმაო *** **** ***? — შეუკურთხა გულიანად უკიდურესად მძვინვარემ და კბილები გააღრჭიალა. - იმ გოგოსთან აღარაფერი მაკავშირებს. - არ აპირებ გაგებას?.. - არაფრის გაგებას არ ვაპირებ! არ მაინტერესებს! არ მაინტერესებს რატომ გააკეთა! არც ის მაინტერესებს რატო გადაუშალა ფეხები მის ვითომ ბიძაშვილს! არც ის მაინტერესებს, რა ნამუსით იდგა ჩემს წინ საკანში და საერთოდ მისი არსებობა არ მაინტერესებს რატი! ეგ გოგო მოკვდა და მკვდრები არ ცოცხლდებიან! - ბიძაშვილთან? — თვალები კეფაზე გადაუვიდა მსმენელს, - ძმაო... - ალალი ბიძაშვილი არ იყო... - ამას რა მნიშვნელობა აქვს? აქამდე , როგორ ვერ შეამჩნიე? — ძლივს ატრიალებდა ენას არჩემაშვილი - რა? - შეშლილთან რომ გქონდა რომანი... არა არა... მოიცადე... შენ უფრო საშიში ხარ! შენ რა შეშლილები გიზიდავს? გიჟები იპყრობენ შენს გულს? მალადეც... - დავიღალე! რამდენს ქოთქოთებ? და დაიმახსოვრე აღარასდროს არ ახსენო ის ქალი! ის მოკვდა!.. - და მკვდრები არ ცოცხლდებიან! — გაგების ნიშნად დაასრულა ალავიძის სიტყვებითვე, ჯარისკაცივით მიიტანა საფეთქელთან შეტყუპებული თითები და სანამ კი ალავიძემ თავისუფლადო არ დასძინა ხელი არ ჩამოუშვია... მცირედ გაეღიმა უტას, იცოდა ნამდვილად აღარ წამოჭრიდა რატი ამ თემაზე თემას, იცოდა რომ ისე დამარხავდა ამ საკითხს რომ სამუდამოდაც დაავიწყდებოდა, ეს ძალიან მოსწონდა, იცოდა რატოს ეს ჩვევა, ძალიან გამოადგებოდა ყველაფრის დავიწყებაში. - ადექი ადექი! მომიწყო დასვენება! ბავშვები გველდოებიან!... წამოდგა საჩქაროდ. ოჯახისწევრების ნახვის წინასწარი სიამოვნება განიცადა და ღიმილი შეერია მის სახეს. - დავიწყოთ! ხო იცი? თიკომ დიდი ბარბი მინდაო... - ბარბიო? — გაეცინა უტას - ჰო ბარბიო, ცხენი უნდა მოჰყვებოდეს თან და ცხენზე დაჯდომა უნდა შეეძლოსო... — განავრცო დაბარებული არჩემაშვილმა და დააკვირდა ძმაკაცს, გულიანად რომ იცინოდა, - სად ვუპოვო ცხენიანი ბარბი?... - მთელი ქალაქის შემოვლა მოგვიწევს მგონი... — აჰყვა სიცილში რატიც, მიიწევდნენ მშვიდი ნაბიჯებით, სიცილით, ისევ შემორჩენილი ძველი სილაღითა და მალევე სინქრონულად შეერივნენ ხალხის ნაკადს. ..... - აქ რატომ ვართ? — ხმაურიანად გადმოვიდა უტა მანქანიდან და სიბნელეში მოავლო შორს მანათობელ მცირედ მოლაპლაპე ლამპიონს თვალი. ირგვლივ 3 სარრულიანი ძველებური კორპუსები იდგა, თითქოს მიტოვებული, შუშები დამსხვრეოდა კორპუსებს, ჩამოქუფრული ადგილი მიტოვებულ ტერიტორიას გავდა, შორიდან ისმოდა მხოლოდ მანქანების ხმა, გახშორებულად ეყარა კუთხეში თუ უადგილოდ, ნემსები, პრეზე*ვატივის ქაღალდები და უამრავი ნაგავი, პირველი შენობა ძველი პარკინგის ადგილს ჰგავდა, ჯერ კიდევ შერჩენოდა ასფალტი, - შენ რა გგონია საქმეებს რომ გიგვარებ ამას ასე მარტივად როგორ ვაკეთებ? — ალმაცერად გადახედა ძმაკაცს რატიმ და კონვერტში გადაკოჭილი შეფუთული ფულის პაჭკა ამოაცურა, - ალალეგალური გზებით ვიძვრენთ თავს ანუ, - ამას ასე ჰქვია? — ინტერესით ჩააჩერდა და ადგილს მოავლო თვალი. ჩუმად განაგრძო თვალიერება უტამ, კედლებიც მრუმედ გამოკრთოდნენ სიბნელეში, მიუახლოვდა სავაჭრო ურიკას, ფეხ მოტეხილი რომ ეგდო კუთხეში, შიგნით ბევრი ნივთი ეგდო, გახეთქილი ბურთი, საბავშვო დათუნიები, ჩაყრილი ნაგავი და მათს შორის გრძელი რკინის ბიტა. მცირედ შეეხო ალავიძე და წარბების თამაშით გახედა რატის, - ამის დატოვება აქ ყველაზე სისულელე მგონია, — ჩაილაპარაკა ხმამაღლა და სხვა მსგავსი მიტოვებული ნივთებისკენ ინაცვლა, თითქოს სიბნელესაც შესჩვეოდა მისი ისედაც ქუფრი, ბნელი თვალები... - აზზე ავალ, იქ იქნება ის მშიშარა, - თუ ეშინია აქ რატომ გხვდება? - ვინმემ რომ დაინახოს მაგისიც ეშინია, — უტას გაეცინა, შეუკურთხა მხოლოდ მისთვის უცნობს და ანიშნა რატის წასულიყო, თავად ზედმეტად დაკავებული იყო, უცხო საშიში, მრუმე და ამავდროულად საინტერესო ადგილით. ელოდებოდა რატის და ამავდროულად ნაპოვნ ძველ გაზეთს ჩასჩერებიდა ჩაცუცქული, მცირედი ხედვისგან შეწუხებული მიუახლოვდა დაბალ ლამპიონს და ფეხი ძლიერ დაარტყა, ეს უკანასკნელი , ძლიერად შეირხა და რამდენიმეჯერ კიდევაც ეწვალა აენთო შუქი, შეემატებინა უტასთვის სინათლე, კიდევ ერთხელ რომ შეარყია უტამ, უკვე ხანგრძლივად შეძლო წამონთება , მეტად გაანათა ირგვლივ, კიდევ მეტი რამ შეამჩნია ალავიძემ - ასე რა... — დაიჩურჩულა და იქვე სიგარეტის გაუხსნელი კოლოფიც შეამჩნია, დასწვდა მშვიდად მოაცალა პარკი, წარწერას parlament night blue-ს და ამოაცურა იქიდანვე სიგარეტის ერთი ღერი, სწორედ მაშინ შემოესმა მანქანის კარის ძლიერი მიკეტვა, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია ამ უკანასკნელს ხმაურისთვის, მშვიდად გაუკიდა ასანთის ღერით სიგარეტს და პარალელურად გახედა მომავალ არჩემაშვილს, მოზრდილი აჩქარებული მაგრამ დახვეწილ ნაბიჯებს მოადგამდა ეს ჩამოყალიბებული, ამაყი და უზადო სხეულით შემკობილი მამაკაცი, - ადგილი მოქმედება შენზე ალავ? — ირონიულად ანიშნა სიგარეტზე მიუახლოვდა შედარებით და შორიდან გაგებული ქალის წამოკივლების ხმაზე ალავიძესთან ერთად ანაზდეულად შეეყინა ადგილს, დაელოდნენ ისევ, თითქოს მოესმათო, - შენხ გაიგე? — გახედა შეშფოთებულმა უტას, რომელმაც პასუხად თავი დაუქნია მხოლოდ და სიგარეტი მოქაჩა, ბოლი თითქოს გულის სიღრმიდან ამოისუნთქაო, ჯერ კიდევ სმენად ქცეულიყო რატი, თვალგაშტერებული აკვირდებოდა უტას. - მოაგვარე? — კითხა უტამ - კი! — სიტყვის დასრულებისთანავე განმეორდა ქალის ხანმოკლე წამოკივლება, ერთად მიაყურადეს ბიჭებმა ხმას, რომელიც მეტად მოახლოვებულიყო, უტამ უკან დაიხია მოაჯირებს შორის ნანგრევებს შორის გაიხედა, რომ ამჟამინდელი ხატი თვალნათლივ გადაშლოდა წინ, სიგარეტის კვამლი ჰაერსი გაუშვა და მაშინ დაუგდო ქალის რამდენჯერმე გამეორებულ ვედრებას ყური, - თავი დამანებე! ხელი გამიშვი! — ქალის ხმაში ბრაზის მაგივრად შიშის უსაზღვრო ტონი კრთოდა, მავედრებელი იყო, მანქანის ხმაზე ავტომატურად აინთო ფანრები და სწორედაც ნათლად გამოჩნდა გოგონა, რომელსაც საშუალო სიმაღლის შარვალ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი ჩაფრენოდა თხელ უძალო მაჯებში მაღალ ქუსლებზე შემდგარს მიათრევდა უმოწყალოდ და ისიც უხეიროდ ცდილობდა გაძალიანებას. ალავიძემ ერთხელ გახედა მხოლოდ არჩემაშვილს, რომელმაც ფიქრებს მიყხვდა და მკაცრად გაუქნია უარის ნიშნად თავი, - არც კი იცი მისი ვინ არის! — დაბალხმაზე უჩურჩულა, ქალის კიდევ ერთ წამოკივლებაზე ერთბაშად გახედეს უკვე ძირს გადავარდნილ გამხდარ სხეულს, სახეში რომ მოხვედროდა კაცის უმოწყალოდ გაქნეული სქელი ხელი, დაუგიქრებლად ჩააბლო მაჯებში ხელები კაცმა და ეს ისედაც გამხდარი სხეული ბუმბულივით წამოაყენა იძულებით ჩასვა მანქანაში და ძლიერად მიუკეტა კარები. უტამ არჩემაშვილს მობეზრებული მზერით შეხედა მხოლოდ ყბები გააღრჭიალა, მძიმე და დიდი ნაბიჯებით დაუყვა გამოვლილ მოაჯირს, სიარულშივე სხარტად ამოაცურა რკინის ბიტა სავაჭრო კალათიდან, მანქანაში მოთავსდა თავად მძღოლიც ამ დროში და სანამ კი მანქანას ძრავას ჩაურთავდა, ერთბაშად სხარტად და მოქნილად შეხტა კაპოტზე უტა, ჩაცუცქულმა პირდაპირ წვერიან მამაკაცს გაუსწორა მზერა ერთხელ კიდევ დაარტყა ღრმა ნაპასი და უმისამართოდ მოიშორა ნამწვავი, - სამამდე ვითვლი რომ ეს გოგო უკვე გარეთ იყოს! — ალავიძის ხმაზ ძალიან მკაცრი და სერიოზული იყო, მამაკაციც მოულოდნელად მისი გამოჩენისგან შეშფოთებული და შეშინებულიც კი შესცქეროდა მკაცრი შავი მზერით მომზირალს, - ხომ არ გააფრინე შენ საქმეს მიხედე! — შიში და გაუბედავობაც კი იგრძნობოდა მის ხმაში, გოგოს კიდევ მეტად გაუკავა მის ერთ ხელში მოთავსებული მისი ორივე მაჯა, რომელსაც თვალები დასველებული ჰქონდა ცრემლებისგან, შიშისგან დაპატარავებული იყურებოდა და თითქოს იმედი ჩაღვროდა ახლა გულში, - სამი... ორი... — წამოდგა ალავიძე მოიმარჯვა ბიტა ძლიერად ხელებში - ახლავე ჩადი! — იღრიალა კაცმა და მანქანის ძრავის ჩართვას აკანკალებული ხელებით უშედეგოდ ეცადა - ერთი! — თქვა თუარა ძლიერად მოუქნია მძღოლის მხარეს შუშას ბიტა, ერთბაშად დაიფშვნა ისიც, თუმცა მკვრივი წებოს მასის გამო ნაწილებად არ დაშლილა, სწორედ ამ დროს გააღო კარები რატიმ და შეშინებული გოგო უპრობლემოდ გადაიყვანა მანქანიდან, უტამაც უკვე თამამად სრულად ჩამოუღო მანქანას შუშა სრულად შელეწა და ბიტის ცივი თავი აცახცახებულ მამაკაცს შუბლზე მიაჭირა, რომელსაც ბრაზისგან დაბერვოდა კისერზე ძარღვები, - კიდევ ერთხელ შეეხები ან მას და ან სხვა ნებისმიერს და კბილებს ჩამოგიღებ! გაიგე?! — კითხა ბოლოს მშვიდად რასაც კაცის ისტერიული თავისქნევა მოჰყვა. ალავიძემ ბიტა თავზე მცირედ დაუტყაპუნა შექების ნიშნად და კაპოტიდან ჩამოვიდა ბიტა შორს მოისროლა და წინ წასულებს ანიშნა, რომ თავადაც მიდიოდა... უცნობ გოგონას საუბარი არ სურდა, მაგრამ სრული ნდობით გაჰყვა უცნობ ბიჭებს, მათ უკან იჯდა უხმოდ მანქანაში და მალულად უმზერდა ორივეს, ხან ერთსა და ხან მეორეს, ორივეს აღმატებული და მალული აღტაცებით, - გინდა პოლიციაში მივიდეთ? — დაარღვიადუმარება რატიმ, მაგრამ ისევ უარის ნიშნად გააქნია თავი გოგომ, - სრულწლოვანი ხარ? — იკითხა ისევ, რაზეც დადებითი პასუხის ნიშნად დაუკრა თავი, - რატომ არ საუბრობ? ჩვენიც გეშინია? — ამაზე პასუხი არ ჰქონია უცნობს, მხოლოდ უკანა ხედვის სარკეში ჩააჩერდა რატის თვალებს ხანგრძლივად. უტას გაეცინა, როცა მისი მზერა შეამჩნია, - ჩვენი ნუ გეშინია სახლში დაგტოვებთ თუ მისამართს გვეტყვი, — უთხრა რატიმ ისევ და მდუმარეს დააკვირდა, რომელსაც ჯერ ისევ შიშის კვალი ემჩნეოდა, - ცოტახნით გადაუხვიე რა, — მშვიდი თხოვნით გადახედა რატიმ ალავიძეს და მანაც მაშინვე შეასრულა რატის თხოვნა, დამუხრუჭების ზოლში გადასული გადადიოდა გასაჩერებლად, კარებს რომ ეცა უცნობი, მთელი სხეულით ფორიაქს მოეცვა, ისე აუკანკალდა ქვედაყბა თითქოს, გელიოტინზე ედო თავი, მანქანის კარი ავტომატურად ჩაკეტილი იყო, ვერ გააღო და ამაზე კიდევ მეტად აიჭრა ეს უკანასკნელი, ისე დაებრიცა ტუჩები სატირლად თითქოს ნიანგის ცრემლებს გადმოყრიდა, მიხვდა მის ფორიაქს წამით გაოცებული რატი და სწრაფად გაუტრიალდა, - დამშვიდდი, რა გჭირს? — ხელით ცადა მიეტრიალებინა მისკენ მაგრამ გოგო პანიკურად ისე აეკრო კედელს თითქოს რაღაც უბედურებას ერიდებოდა, თითიც კიარ შეახებინა რატის - შენი სახელიც კი არ ვიცი, როგორ უნდა მოგმართო! დაწყნარდი! მაღაზიასთან ვაჩერებინებ, სხვაგან გადახვევა არ მიგულისხმია! გზაზე მაინც გაიხედე სპარის წინ ვართ! — სიუხეშე და სიმკაცრე ვერ დამალა რატიმ, გოგოც თან დამშვიდებულიყო თან ღელვის ხელახალ ტალღას დაევლო მისთვის, რატის თითქმის გააფთრებულ კილოზე. - ძალიან შეშინებულიხარ! ვიფიქრე რომ წყალი გიშველიდა, ან რამე სხვა რაც გენდომებოდა! — აუხსნა ისევ და უხეშად შეტრიალდა - ღმერთო ჩემო! — დაიწუწუნა და უკვე დაპარკინგებული რომ ნახა მანქანა ღვედი სხარტად შეიხსნა, - მეტყვი რას შეჭამ?! — მიუბრუნდა ისევ მკაცრად, გოგოს ქვედატუჩი სატირლად რომ დაებრიცა მიხვდა საკუთარ უკმეხობას, დახუჭა თვალები ძლიერად რატიმ, საკუთარი ემოციის კონტროლს ეცადა, გაახილა და მაქსიმალურად წყნარად გადაიწია მისკენ - მისმინე, არ ვიცი რა გადაიტანე, მაგრამ ჩვენ შენს დახმარებას ვცდილობთ, როგორც ხედავ. ჩვენც წასასვლელები ვართ საკმაოდ შორ მანძილზე დილას გამთენიისას, ამიტომ ნუ გვაწვალებ, ჩვენ შენი დახმარება გვინდა და შენც ხელი უნდა შეგვიწყო კარგი? — პასუხად თავის დაქნევა მიიღო მხოლოდ, თითქოს დაკმაყოფილდა აღარაფერი უკითხავს ისე გადავიდა მანქანიდან. დარჩა მხოლოდ უტასთან ერთად, ისე დაეძაბა სხეულის ყველა ნაკვთი თავადაც ვერ გაეაზრებინა, თვალმოუშორებლად უყურებდა ალავიძეს სარკეში, მაგრამ უტა სრულიად სხვა მიმართულებით იყურებოდა, თითქოს უტას სიმშვიდე და უმოქმედობა რომ იგრძნო მოდუნდა თვითონაც, თვალიც კი აარიდა მამაკაცს - რა გქვია? — მოდუნებული ერთიანად დაიჭიმა ისევ, დიდხანს ფიქრობდა სახელი უნდა ეთქვა, თუ არა, მაგრამ უტას კითხვა აღარ გაუმეორებია, არც ხანგრძლივი მზერით შეუწუხებია, არაფერი დაუძალებია, უბრალოდ მიმავალ ქვეითებს გააყოლა მზერა მშვიდად, - ლეკა, — თითქმის ჩურჩულივით გაისმა მისი ხმა, გაეღიმა უტას შეაჩერდა სარკეში იმ წამს, - ჩემს დასაც ლეკა ჰქვია, მაგრამ ყველა ლიკას ვეძახით, — გაუღიმა მცირედ, - მე უტა მქვია ლეკა, — გაეხსნა სახე ალავიძეს, ისეთი თბილი ოყო იმ წამს თითქოს საკუთარ თავს გადააბიჯა ამ გოგოს ალაპარაკებისა და მისი შიშის ჩამოშორების გამო, - ხომ არაფერი დაგიშავა მანმ სანამ ჩვენ მოვიდოდით? - მან უკვე ბევრი დააშავა — ბრაზი გაუკრთა ხმაში. კმაყოფილება არ შეიმჩნია უტამ მისი ალაპარაკება, რომ შეძლო, - თუ შენი შავი ქვედაბოლოთი, მაღალქუსლიანებით და თეთრი საროჩკით ვიმსჯელებთ რომელიღაც კონპანიაში მუშაობ ასისტენტად ასეა? - დიახ, - ის შენი უფროსი იყო? - დიახ, - ხელფასის დაკლებით ფემუქრება? - დიახ, - რატომ არ უჩივლე აქამდე? - იმიტომ, რომ მხოლოდ ის არ არის, მას კიდევ ჰყავს მოსაყდრეები, ყველას ერთად ვერ მოვიშორებ და როცა გაიგებენ რომ მე გავაკეთე, და მე ვუჩივლე ძალადობისა და თანამშრომლის მიმართ სექსუალურად შევიწროვების გამო არ მაპატიებენ, — უტა სრულად გაჩუმდა, მთელი სხეულით მოუტრიალდა გოგოს და თვალებში ჩააჩერდა, იგრძნო როგორ შეკრთა ლეკა, ერთბაშად გააცია მთელ სხეულში ალავიძის მზერაზე, - როდემდე უნდა გეშინოდეს ლეკა? ვერც მოდიხარ, ვერც თავს იცავ, ვერაფერს აკეთებ, მისი კუკლა ხარ! — ლეკამ ხმა ვერ ამოიღო, დაბნეული შესცქეროდა მამაკაცის ხან ერთსა და ხან მეორე მუქ, შავ თვალებს, მიხვდა უტა, როგორ დააბნია იმ წამს და თავად განაგრძო - ასე ხშირად გექცევა? - როცა ვუძალიანდები, — ზურგი აქცია ალავიძემ ისევ, - შიშით ვერ იცხოვრებ ლეკა, მე ბევრი რამ არ ვიცი და შენს განსჯას არ დავიწყებ მაგრამ რჩევას მოგცემ! დღეიდანვე შეეშვი მაგ ადგილს და მაგ კაცს მითუმეტეს, ქალი ხარ, ძალიან დიდი ძალის მატარებელი ხარ, ნუ იქნები ასეთი სუსტი რადგან დარწმუნებული ვარ შენ თუ მოგინდება მაგ კაცს საერთოდ ააორთქლებ საქართველოს მიწებიდან, საკუთარ თავს უშველე, ვერავინ ვერაფერს გავნებს, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს თუ ხმას ამოიღებ და არ გაჩუმდები, საკუთარი თავის ირწმუნე რომ შენ შეგიძლია უფრო მაგარი ცხოვრება, შეგიძლია არაკაცების მოშორებაც, შეგიძლია იყო ძლიერი ქალი და შენ მართო ყველაფერი შენს ირგვლივ... - მეშინია, რომ არ გამომივა. - ყველაფერი გამოგივა, თუ შენი თავის გჯერა თუ შენ მოინდომებ და ხმას ამოღებ, თუ სიმხდალეს დაამარცხებ შენ უფრო ძლიერი ხარ ლეკა, მეტად ჭკვიანიც და მოხერხებულიც. შეგიძლია ბევრი რამე მოითმინო მაგრამ არა ჩაგვრა, სუსტები კიარ იჩაგრებიან, სუსტები ჩაგრავენ, ... ზოგჯერ ადამიანები სხვებს იმიტომ ჩაგრავენ, რომ თვითონ არ ჰყოფნით სინათლე, მაგრამ სხვისი სიბნელე შენს ღირებულებას ვერასდროს ჩააქრობს. ვიღაცის ცუდი დამოკიდებულება საერთოდ არ განსაზღვრავს შენს ფასს. პირიქით — ყველაზე ნათელი ადამიანები ხშირად ყველაზე მეტ უსამართლობას აწყდებიან. არავის მისცე უფლება დაგაჯეროს, თითქოს სუსტი ხარ. გაიგე? — გადახედა მონოლოგის ბოლოს და შეეჩეხა მის ამღვრეულ მზერას, გული მოეწურა იმ წამს, შეებრალა ეს უსუსური, მაგრამ დარწმუნებული იყო, მომავალში რომ ისევ ენახა ამ ადამიანის ორ ბუნებას იხილავდა, გარდაქმნილს შეხვდებოდა შემდეგ და მისგან ძლიერ დამოუკიდებელ, შემდგარ ქალს იხილავდა, - ქალები ასეთები ხართ, მოთმინების ულევი "ფიალა" გაქვთ, მაგრამ არ უნდა მიიყვანო საკუთარი თავი მის ავსებამდე, შემდეგ მეტად რთული იქნება ყველაფერი, ერთინად მოზღვავებული ემოციებისგან სრულად გარდაქმნი საკუთარ თავს, ისე რომ საკუთარ თავსაც კი ვეღარ იცნობ. გულის, ემოციების და გრძნობების ერთიან იმედგაცრუებულ ჩაკეტვას ჯობია, უბრალოდ არ ჩაიკლა ყველაფერი გულში, ჯობია თავიდანვე გამოავლინო შენი ძალები, შენი პრინციპები დააყენო პირველ ადგილზე და არავის მისცე უფლება შენს პრინციპებს გადააბიჯონ, ძლიერი და ემოციურად კონტროლირებადი იყავი, შენ აკონტროლე შენი თავი, შენი ემოციები, შენი გული და არავის მისცე უფლება შენს ზონაში შემოიჭრას, არავის მიცე უფლება გაკონტროლოს... შენ იყავი შენი თავის მბრძანებელი და მაშინ იქნები ძლიერი ლეკა, გესმის? - მესმის — თითქმის თავისთვის ამოიტირა და კარის ხმაზე საჩქაროდ შეიმშრალა ცრემლები მაჯებით. მოსულმა არჩემაშვილმა სწრაფად დაიკავა ადგილი და გავსებული პარკი გაჭირვებით ჩაიდო კალთაში, - რას შვებით? — ჯერ ძმაკაცს შემდეგ გადახედა იკან მჯდომს და მისი აწითლებული ცრემლიანი თვალების ნახვისას, ფერები ეცვალა სახეზე, უტას დაუბრუნა მკაცრი ყველაფერის ახსნის მოთხოვნის მზერა, - მეღადავები? — დაუმკაცრდა ტონი - რა? - ორი წუთი დავტოვე გოგო შენთან და აატირე? - ისეთი არაფერი მითქვამს, - რას ქვია არაფერი გითქვამს?! აბა შეხედე რას უგავს თვალები! — ერთიანად აიჭრა ეს უკანასკნელი ტონსაც უმატა ბრაზისგან - მართლ.... — სიტყვა არ დასცალდა უტას ისე გააწყვეტინა ხმამ - ყველაფერი კარგადაა. — ძლივს ამოილაპარაკა ლეკამ და შესამჩნევად გაიღიმა, ორმაგი შოკი მიიღო არჩემაშვილმა , წამით დადუმდა და მშვიდად გადაიმეორა გაკვეთილივით ქალის ხმა გონებაში, - შენ რა ლაპარაკობ? — ლეკას კიდევ მეტად გაეხსნა ბაგეები, - იცინის კიდეც, — რატი მეტად შეთამამდა, -" ქალბატონო გოგონავ! " გთხოვ ჩამოყალიბდი იცინი თუ ტირი, ვერაფერი გავიგე, — მხიარულება შეეპარა ტონში და პარკი მასვე გადააწოდა, - წყალი დასამშვიდებლად, ტკბილეული ძალებისთვის, საკვები დასანაყრებლად და ისევ ძალებისთვის, ლუდი კი შენ არ გეხება! გიყვარს? — გადახედა სიტყვის ბოლოს - მიყვარს — გაეცინა ლეკას - კარგი ჯანდაბას, მხოლოდ ერთი ჭიქა! — გამაფრთხილებლად დაუქნია თითი და ღვედი სხარტად შეიკრა, - მე რატი, — გადასწია ხელი მისკენ - ლეკა, — შეაგება მის ხელს თითები ღიმილით, - ლეკა, ლუდს ჩემს სახლში ვსვამთ ხოლმე, რადგან თბილა ეზოში, წამოხვალ თუ სახლში დაგტოვოთ? - მხიარულები და საკმაოდ გონიერები ჩანხართ, - ვჩანვართ და არ ვართ ტო? — შეიფერა არჩემაშვილმა, - როცა გვეტყვი დაგაბრუნებთ სახლში, — ჩაერია ალავიძეც და საჭეს ხელი მკვეთრად გადაკრა..... ..... - ძია სავაშ, ბიჭები დაიხმარე, მანქანაში უამრავი საჩუქარია, სახლში შემოიტანე — ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც დიდი რუდუნებით მოეხვია მინატრებულ კაცს და წელში გამართული შეაჩერდა მონატრებულ ეზო-ბაკეს, - ახლავე ჩემო ფაშა... — ზედმეტი სიტყვა არ დასცდებია კაცს, ერთბაშად უტას დანახვით აღტყინებული მოსწყდა ადგილს... შეადგა მონატრებულ სასახლეში ფეხი ალავიძემ, თითქოს გულის სიღმემდე მიაღწია, თითქოს მიწის გემო იგრძნო, მისი სურნელი... მაგრამ ეს გრძნობა, ისეთი სანუკვარი იყო, შიშველიც შეეხებოდა მის სითბოს. ისეთი შვება იგრძნო როგორსაც განიცდის ტუსაღი საპყრობილედან გამოსვლისას. გახედა მის მდიდრულ ეზოს, ქვევრებს რომ დაემშვენებინა, ვაზები რომ გაშენებულიყო ეზოში, თონის ქოხს სუროს მცენარე ისე მოფენოდა ზევიდან როგორც საფარველი , სამოთხე იყო ალავიძეს სასახლე... სამოთხის ბაღითურთ. შეადგა თუ არა სახლში ფეხი, ერთბაშად დაეჭიმა სხეულის ყველა ნაკვთი, გაშრა თითქოს, ანაზდეულად დახვედრილმა სურათმა აღაფრთოვანა, გულმა ძლიერად დაუწყო ფეთქვა და მოავლო თვალი მათ, შეაჩერდა მომლოდინედ შეკრებილებს შარავანდედით მოცული მზერით, ისე ჩამომწკრივებულიყვნენ თითქოს ახლა საოჯახო ფოტო უნდა გადაეღოთ მათთვის, იკრიჭებოდნენ მგზნებარედ. იდგა ალავიძე ოჯახის წინ მონატრებისგან ათრთოლებული - უტააა.... — აყვირდა უმცროსი ძმა, გაჭირვებით წამოწია ტანი იატაკიდან და სასაცილო სიარულით მოწოლილი ემოციებით აღტყინებული ტირილით გაექანა უფროსი ძმისკენ, არც ორი უმცროსი და ჩამორჩა ბედნიერებაში უმცროს ძმას, როგორც კი ხელში აიტაცა პატარა ძმა უტამ, მაშინ შემოეხვივნენ მის კალთას დებიც, - რა გატირებს უფროსო? კაცები ხომ არ ტირიან? — მიეფერა ერთად სამივეს, არ იცოდა კიდევ რა ეგრძნო ცხოვრებაში ამაზე სასიამოვნო, - სად იყავი ამდენი ხანი? — დაებრიცა უმცროსს ქვედა ტუჩი საყვარლად და აღარც მოუთმენია უტას ისე დაუკოცნა ლოყები... - შენთვის ხომ უნდა ჩამომეტანა საჩუქრები ბრძანებელო? დიდი დრო დამჭირდა, ბევრს ვარჩევდი, — შეათამაშა ხელში, კალთაზე მოხვეული დებისკენ დაიხარა და მოხერხებულად აიტაცა ხელში, უმცროსი და თავადვე ჩამოეკიდა კისერზე ძმას, სამივე უკოცნიდნენ ლოყებს უტას, თითქოს ყველა დაკარგულ დღეს აღმოფხვრიდნენ... კოცნიდნენ მძლავრად თითქოს გულის სიღრმიდან ამოიღებდნენ იმ მონატრებას რასაც ჯერ კიდევ გრძნობდნენ - მეც ჩამახუტეთ ჩემ შვილს— გაიბრძოლა ალავიძების უმცროსმა რძალმა, თუმცა ამაოდ... ელოდა კიდევ ცოტახანს ნეტარებით შესცქეროდა შვილს და შემდეგ სათითაოდ მოაშორა ბავშვები მოუთმრნელმა, ისე მოეხვია თავად, თითქოს მის მონატრებას ერთიანად შთანთქავდა, ისე ღრმად ისუნთქავდა მის სურნელს, ისე მძლავრად რომ მისი ფილტვები მხოლოდ მისი სურნელით გავსებულიყო, სიგიჟემდე ენატრებოდა მისი სუნთქვა, მისი სურნელი, მისი სხეულის სიმხურვალე, რომელიც ბავშვობიდან გაზეპირებული ჰქონდა, მის მცირედ ცვლაზეც კი ხვდებოდა რომ ცუდად იყო მისი ვაჟი. თითქოს ვერასდროს იცხოვრებდა მის გარეშე, მისგან შორს მაგრამ ამასაც მიჩვეულიყო... ახლა კი თითქოს ისევ ელოდა მის მოულოდნელად წასვლას და ეკრობოდა, ხვევდა ძლიერად მკლავებს. - ჩემო სუნთქვა... — დაიჩურჩულა მის ყურთან - მიმიშვი ჩემს შვილიშვილთან ირმა... — გადააგორა ქალმა საბორბლო ეტლი წინ, მაშინვე მოშორდა შვილს და დაუთმო ოჯახის უფროსს, ბებიას, რომელიც ისევე ძლიერად მოეხვია დახრილ შვილიშვილს, მამას ძლიერად ჩამოართვა ხელი, გადაეხვია მასაც მონატრებული, ოჯახის დიასახლისს და მზარეულიც ისევე მოიკითხა როგორც ნებისმიერი ოჯახისწევრი... კარში სავაშის შემოგორებულ სატვირთო ეტლზე დახუნძლულ საჩუქრებს გახედა ბოლოს და ალმაცერად გადახედა დედმამიშვილებს ... არც დაუყოვნებიათ, კივილით გაიქცნენ საჩუქრებისკენ, მაგრამ, როგორც კი კარში არჩემაშვილი გამოჩნდა, მაშინვე იცვალეს მიმართულება მისკენ, მასაც ისევე მოეხვივნენ აკივლებულები, ერთბაშად აღტყინებულები, ერთი სული ჰქონდათ, როდის დასწვდებოდნენ საჩუქრებს, მაგრამ რატიც მონატრებოდათ, მან გადაუგზავნა ინფორმაცია ალავიძეს საჩუქრების შესახებ, ბავშვებმა ხომ მას შეუკვეთეს ყველაფერი.... ..... - ჩემო ფაშავ, უფროსები წასვლას აპირებენ დამშვიდობება უნდათ შენთან.... — გასძახა ვენახში შესულს ცხენს მაფერებელ უტას სავაშმა, ერთი კი ღიმილით მოავლო თვალი, როგორ ელაპარაკებოდა უტა მონატრებულ მეგობარს... .... - სად მიდიხათ ამ საღამოს, - შენ ჩამოსვლას ველოდებოდით უტა, გვინდოდა ძალიან წასვლა, ქალაქში, მაგრამ ოჯახს ვერ ვტოვებდით ახლა უკვე შენ აქ ხარ, მიხედავ ძველებურად... - რამდენიმე დღით მაინც დარჩენილიყავით, - არ შეგაწუხებთ შვილო... - დედა! რა ლაპარაკია?! რას ქვია შემაწუხებ? ამაზე ფიქრი რომ დავიწყო თავი მექნება მოსაკლავი, ყოველთვის მინდა რომ ჩემს გვერდით იყოთ, სულ ჩემს თვალთახედვაში! — მიეფერა ქალს სახეზე ნაზად - შენი საქმეები გაქვს ახლა, მაგრამ უტა, იქნებ უკვე დაფიქრდე ცოლზეც, ამხელა სახლში მარტო ცხოვრება? მისმინე შვილო, შეიძლება ახლა გყავარ, მაგრამ.... - დედა! არ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი კარგი? შენ არაფერი მოგივა! სამი შვილი გასაზრდელი გყავს და სულ ჩემს გვერდით იქნები, ნუ ფიქრობ ასეთ რამეებზე! - მაგრამ ხომ იცი არ ვიცით რას გვიმზადებს მომავალი, - დედა! ჩვენ სულ ერთად ვიქნებით კარგი?! არ გვინდა ამაზე საუბარი.... — შეეტყო გაღიზიანება უტას, ირმა კი მის უხასიათობას ვერ იტანდა ყველაზე მეტად - კარგი შვილო... როგორც გინდა,— მიეფერა სახეზე, ჩაეხუტა ისევ დაუკოცნა ლოყები პატარა ბავშვივით და უტაც ნებიერად დაჰყვებოდა მის თითოეულ ქმედებას. - ბავშვებს ჩამოვიყვან... — მოშორდა ღიმილითა და რიდით და მეორე სართულისკენ აუყვა კიბეებს... — დააკვირდა ღიმილით უტა, იგრძნო იმ წამს , როგორ სიგიჟემდე უყვარდა დედამისი, თითქოს მარტოობა განიცადა მას შემდეგ რაც მოშორდა, ხვდებოდა, დედამისის სიწმინდეს, მის მნიშვნელობასა და აღმერთებდა ამ ქალს, მის გამო ყველაფერს გააკეთებდა... - ძალიან ნერვიულობდა შენს აქ არ ყოფნაში..., — ხმა უკნიდან მოესმა ალავიძეს, - არ სჯეროდა რომ საზღვარგარეთ იყავი.., იმ დღეს, რომ არ დალაპარაკებოდი წამოსვლასაც აპირებდა... — მშვიდად გახედა მოსაუბრე მამას და მცირედ გაეღიმა დედამისის მღელვარე მაგრამ მტკიცე მხასიათზე, - რაღაც არ იყო სწორად არა? - რას გულისხმობ? — დაიბნა თითქოს გამოააშკარავესო - ანუ... საქმეები ვიგულისხმე, ხომ დალაგდა ყველაფერი? - კი, როგორც გითხარით, ყველაფერი კარგადაა თუ რამე არ აირია ისევ. - და ის გოგო? — სმენოდა აქამდეც უტას ურთიერთობაზე - არ გვინდა მამა... ამ თემაზე საუბარი არ გვინდა, ცოლს არ მოვიყვან!.. არასდროს! ეს აზრი აღარასდროს შეიცვლება... ნურაფერს მკითხავ მამა — კაცმა თავი ჩახარა, ასწია ხელები დანებების ნიშნად და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, თითქოს შვილს არა მაგრამ ბედნს მიენდო, ალბათ საკუთარი თავიც გაახსენდა, როცა იძახდა, რომ ცოლს არასდროს მოიყვანდა, მართალია ახლა უტას სხვა შემთხვევა ჰქონდა მაგრამ, სიტყვები ერთი იყო ფაქტი კი მეორე, - მე არ შეგეწინააღმდეგები, მაგრამ, მე უკვე კარგად ვიცნობ სამყაროს, რთულს და არეულს, რომელიც ისე მოულოდნელად დაგილაგდება თავადაც ვერ გაიგებ - არა მამა ცოლი არა! ასეც ბედნიერი ვარ... — მოავლო ვირტუალურად სახლ-კარს ხელი, თუმცა სიმშვიდე არ დასცალდა . - როგორ თუ არ მოიყვან უტა?! — წამით შეკრთა ალავიძე, ბებიის თითქმის გააფთრებულ კილოზე, თავზარდაცემული უყურებდა შვილიშვილს - რას ლაპარაკობ გესმის? შენღა მაკლია! შენიდანღა მაკლია ამ სიტყვების მოსმენა! რამდენიმე თვის უკან ხომ ფიქრობდი ცოლზე?! რა შეიცვალა?! პატარა ხომ არ ხარ უტა ამაზე რომ ვიჩხუბოთ?! — მიაგორა უტასთან ახლოს მისი სკამი - ბებია, არ გვინდა გთხოვ - რა არ გვინდა? ცოლი სათამაშო ხომ არ გგონია, რას ქვია მოვიყვან და არ მოვიყვან? ის შენი მეორე ნახევარია გესმის? შენი საჭიროებაა! მის გარეშე ცხოვრებას რა აზრი ექნება?! - ასეთი არავინ არსებიბს ბებია!, - გამოჩნდება! - არ გამოჩნდება! მორჩა გესმით? მორჩა ეს სასიყვარულო ისტორიები, ეს აფერისტობები და უაზრო დაბრმავებები, ყველაფერი დროებითია! - შენს მშობლებზე რაღას იტყვი? - მათ უბრალოდ გაუმართლათ! ახლა აღარ არის ბებია! ახლა სიყვარული აღარ არსებობს და მე გვერდით არ მჭირდება ქალი, რომელიც ჩემი წარმატებითა და ცხოვრებით შემიყვარებს. ეყვარება ჩემი მატერიალური მხარე და არა მე! არ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი კარგი? მამაჩემს გაუმართლა, მაგრამ მე მამაჩემი არ ვარ! სამწუხაროდ დედაჩემის მსგავსი ქალები აღარ არსებობენ! აღარავის გააჩნია სიყვარული და ერთგულება და მე იცით რომ მხოლოდ ამას ვითხოვ ქალისგან, ერთგულებას და სიყვარულს! - არა უტა! სასწრაფოდ თუარ შეიცვლება შენი აზრები მე ნერვიულობით მოვკვდები, — ცდილობდა ხმის, ტონის გააფთრებული კილოს დაწყნარებას უფროსი, მაგრამ უტას სიტყვები შეუძლებელს ხდიდა, - გთხოვ რა ბებია, არაფერია სანერვიულო. მე თქვენ მყავხართ, ორი და მყავს, სამუშაო მაქვს, მამული მაქვს ყველაფერი მაქვს რაც კი მინდა, ცხოვრებაში თუ კი შეცდომა დამიშვია ეს ქალის გამო გავაკეთე, ქალს ვენდე და პასუხიც ვაგე ამაზე, ამ შეცდომას მეორედ აღარ დავუშვებ! მორჩა! აღარაფერი მკითხოთ!.. — გასცა ბრძანება და ელოდა კიდეც ბებიის აგრესიულ შეტევას, ატირებულ ძმას დაატარა თვალი ოთახიდან რომ გამოსულიყო, აიტაცა ხელში და ტუჩებ გადმობრუნებულს მოსწმინდა ცრემლები, - ეეე, შენ რა სულ ტირი?! კაცი არ ხარ?! — გულისწყრომკთ შეაჩერდა ძმას - არ მინდა მე წასვლა უტა! შენთან მინდა... - დარჩი მერე ოღონდ ნუ ტირი, - დედამ თქვა არაო — გაიშვირა ახლად გამოსულისკენ ხელი, გადაღლილი რომ გამოჰყოლოდს ჭირვეულ შვილს - დედა რატომ ატირებ? - წამოსვლა არ უნდა და ნეტავ რამდენხანს გაჩერდება შენთან?!.. — მოუახლოვდა შვილებს და შეაჩერდა უტას ხელში მოთავსებულს მკაცრად, - ილია მომისმინე! უტას ბევრი საქმე აქვს, ყურადღებას ვერ მოგაქცევს ჩვენ გავერთობით ზღვაზე მივდივართ, ხო გიყვარს დე შენ ზღვა? — დაითბო ხმა ბოლოს, იქნებ კი მოეთაფლა როგორმე - დედა მინდა მე უტასთან, - ილია! მაბრაზებ! — ნელ-ნელა გაღიზიანება ემჩნეოდა ქალს - იცოდე სახლში დაგტოვებ მარტო და ნახე მერე! — ფეხსაცმელები მოარგო უტას ხელშივე ბავშვს, - კარგი დედა ნუ ეჩხუბები, ცუდი ხომ არაფერი უნდა? - პატარა ხომ აღარ არის? 4 წლის არის უკვე, უაზროდ არ უნდა აიხიროს ყველაფერი! - დედა... დამშვიდდი — გაეცინა ალავიძეს შეაჩერდა გადაღლილს - მეც თქვენთან ერთად წამოვალ თუ ჩემს ძმას ჩემთან უნა ხომ არ ვაწყენინებთ? - საქმეს ნუ გაუფუჭებ ახლა ჩვენ გამო... - მთებს გადავდგამ თქვენ გამო! ასე რომ თუ ჩემ ძმას ჩემთან უნდა, ჩვენ ერთად წავალთ დასასვენებლად ხომ ასეა უფროსო? - ასეააა! — დაჰკივლა რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ისე გაახარა ძმის სიტყვამ და ახტუნავდა ძმის მკლავებშივე აღტყინებული... .... საღამო ხანი იყო თითქმის ბოლო იმედებითვე აღსავსემ გაუშვა ზარი რატისთან და მოთმინებით დაელოდა, პასუხს, ხმის გაგებისთანავე საქმეზე გადავიდა უტა - არჩემ საქმე უნდა მომიგვარო, - რა საქმე? - ბათუმში მივდივარ, - რა?! — დაიგრგვინა ტელეფონშივე არჩემაშვილმა - ძმაო ნორმალური თუ ხარ? რა გულაობა მოინდომე ამ ახლად გამოსვლის ჟამს? - რა ვქნა ილია ტირის წასვლა არ უნდა მის გამო ხომ ვერავინ დარჩება? — გამართლებას გავდა, შეუმჩნევლად ჩაიღიმა ტუჩის კუთხეში - მე რა გავაკეთო?! ამდენს არ გაგვანებივრებენ ხომ იცი?! - მიდი რა არჩემ მიჯიგრე ძმაო, ვიცი რომ გამოგივა, - უტა შენ მე ყოვლის შემძლე ხოარ გგონივარ? — ბრაზი შეერია ხმაში - არა ძმაო კი არ მგონიხარ... ხარ! ასე რომ შენი იმედი მაქვს - უტა... ყოვლის შემძლე რომ ვყოფილიყავი ბრიუსი მერქმეოდა! — აღარ უცდია უტას არჩემაშვილისთვის საუბრის დასრულება ზარი დაასრულა, მიუხედავად ყველაფრისა ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი იცოდა ეს არც სახუმარო ამბავი იყო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


