შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კავშირი


გუშინ, 02:58
ავტორი AGG
ნანახია 264

ხშირად უთქვამთ მასწავლებლებს ჩემზე, წინა საუკუნის მოსწავლე ხარო, არასდროს მიკითხავს მიზეზი, ვხვდებოდი სიბეჯითის გამო ამბობდნენ ასე.მართლაც, არ ვამჟღავნებდი, თუმცა ჩემთვის მეასე ხარისხოვანი იყო ბიჭები და გართობა, ხშირად ვხუმრობ, ჩემი მეგობრების ცხოვრებით ვცხოვრობ თქო,თუმცა მთლად ასეც არ არის, ზაფხულის მოსვლასთან ერთად რეჟიმიდან ვვარდები , ვყვები ჩემს დაქალებს, რომლებიც დალევის და გართობის გარდა მთელი ზაფხული არაფერს აკეთებენ. სწორედ ასეთ მომენტში გავიაზრე, რომ ვიგრძენი ის რაც ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელია, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე თან გამყვება და მემახსოვრება.
ივლისი განსაკუთრებულად სიცხიანია თბილისში, თუმცა მეგობრების ნახვის სურვილი ყველანაირ სიცხეს აღემატება და ვერადან ნახალოვკაში ,,მარიამის ცივი ყავის,, გამო გასვლა ნამდვილად ღირს.მიუხედავად იმისა, რომ არხარ დარწმუნებული შაქრის მაგივრად მარილი იქნება თუ სოდა, როდესაც უშაქროდ სვამ საფირმო ყავა ნამდვილად საუკეთესო გამოსავალია თბილისური სიცხის გადასაგორებლად.
ტაქსიდან გადმოვედი თუარა bmw-ს მარკის ავტომობილიდან ძალიან ნაცნობი ადამიანი შევამჩნიე, თუმცა მეგობრისგან 5 გამოტოვებული ზარი უფლებას არ მაძლევდა უკეთ მომეკვლია ბიჭი, რომელიც მეცნობოდა, ისე როგორც არავინ არასდროს, ვგრძნობდი რაღაც კავშირს, თუმცა ნაბიჯს ავუჩქარე რასაც სხეულის დაძაბულობა დაერთო და კორპუსის “პადიეზდამდე” შებოჭილი მივედი. უკნიდან ნაბიჯის ხმა მესმოდა, თუმცა თავს უფლება ვერ მივეცი შემეხედა, ვგრძნობდი ისევ “ის” იყო. ლიფტის ღილაკს მივაჭირე და ტელეფონში ჩავიხედე, მარიამის შეტყობინებები იმდენად ხშირად მოდიოდა ამით მისი ყურადღება მივიქციე და ვიგრძენი მზერა, რომელსაც ვეღარ ვუძლებდი, ნაბიჯის გადადგმისას ვოცნებობდი დაბნეულობისგან არ დავცემულიყავი…
-რომელზე მიდიხარ?-მშვიდი ხმით იკითხა ბიჭმა.
-მეექვსე.
-ვაა, მეზობლები ვართ ტოო ?-ლიფტის საგრძნობლად გასაწმენდ სარკეში ჩაიხედა და თმა გადაიწია
-დაქალთან ვარ-ვთქვი და სათვალე მოვიხსენი.არ შემიხედავს მისკენ, თუმცა ლიფტის კარის გახსნა და გამოსვლისას უდიდესი ტვირთის მოხსნა ვიგრძენი, ვერ მივხვდი რატომ მეცნობოდა და ვინ იყო, თუმცა ბიჭი ისეთი სტილით, BMW-თი და მსგავსი გარეგნობით სადღაც ნანახი მყავდა და გახსენება მიჭირდა.
-აუ ანუკა აღარ მეგონა თუ მოაღწევდი-ქოთქოთით გააღო კარი მარიამმა
-ვიღაც ვნახე-ვთქვი დაუფიქრებლად ,ჩემი გონება კვლავ ლიფტში იყო…
-ვინ ნახე? ან არ შემოხვალ?-
შევედი თუარა თათა და ნუცა შემხვდნენ შეწუხებული სახეებით.
-იმდენი ხანია გელოდებით, აღარ მეგონა თუ მოხვიდოდი-მისაყვედურა თათამ და ჭამა დაიწყო
-მარიამ ვინმე BMW-იანი მეზობელი გყავს?-ვიკითხე ჩუმად
-ფერაძეს ყავს და ლომიძეს
-გარეგნულად აღწერე-დაუფიქრებლად ვუთხარი
-რაში გაინტერესებს-დაეჭვდა მარიამი და ინსტაგრამი გახსნა-ესაა ფერა-შეატრიალა ტელეფონი და მეორე ბიჭის სოციალური ქსელის ანგარიშის ძებნა დაიწყო
-აღარ მოძებნო,მაგ ფერაძესთან ერთად ამოვედი, რაღაც ეჭვიმაქვს სადღაც მყავს ნანახი-მოვსვი ყავა, რომელიც ნეტარებასთან ასოცირდებოდა ჩემთვის
-ხოარ მოგეწონა ანნ?-თათამ ეშმაკურად ჩაიცინა და გოგოებიც აიყოლია
-არც შემიხედავს ნორმალურად-სახე შევცვალე და სასაუბრო თემა გადავიტანე, თუმცა შეხვედრის პირველივე წამიდან გულში რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა, ვიცოდი,რომ ეს ბიჭი ის იყო, ვისზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი.

სახლში გვიან მივედი , აივანზე გავედი და მთაწმინდის აღმართს დავუწყე ყურება, მეორე სართულიდან ქუჩის კუთხეში ბიჭები მარტივად შევამჩნიე. დავაკვირდი თუარა მივხვდი ის იყო, ვისზეც მთელი დღე ვფიქრობდი, თუმცა მიკვირდა რაუნდოდა ნახალოვკელ ფერაძეს ჩემს სახლთან, ვერაზე. სიმპატიური იყო, ან მე მესიმპატიურებოდა…ყავისფერ თვალებში ეტყობოდა , რომ 20 წლის ასაკისთვის ბევრი რამ იცოდა.მთელი ღამე მის ინსტაგრამ ანგარიშზე გავატარე, სწორედ მაგ დროს დავრწმუნდი, რომ ოდესღაც რაღაც გამოვიდოდა , თუმცა ვიაზრებდი , რომ მას მანქანების, გართობის და გოგოებისა გარდა არაფერი აინტერესებდა .

მეორე დღეს გოგოებს ჩემთან ამოსვლა ვთხოვე, მარიამი წუწუნით ამოვიდა-ეს თბილისის საცობები ხომ ვერ მოგვარდაო და ქოთქოთით შემოგვიერთდა ჩემს არც თუისე საოცარ ყავაზე.მალევე აივანზე გავედით და იქ განვაგრძეთ საუბარი.
-ვაა წერეთელი, შენ აქ რაგინდა-აივანზე ამოიხედა უცნობმა თუმცა ძალიან ნაცნობმა პიროვნებამ და მარიამის ყურადღება მიიქცია
-მე დაქალთან ვარ, შენ რაგინდა აქ-იკითხა მარიამმა და გაუკვირდა მისი უბნელი გაგნიძეს დანახვა, რომელსაც წლები უყვარდა მარიამი…
-მეაქ ვცხოვრობ-თქვა ბიჭმა და ჩემი ყურადღებაც მიიქცია
-სად ცხოვრობ?-ვკითხე გაკვირვებულმა
-აი აქ-ხელით მანიშნა საცხოვრებლისკენ და მარიამს გახედა
-ვაახ რა პატარაა ეს თბილისი რააა-თქვა ფერამ და ძმაკაცს დასცინა
-დიდი ხანია აქ ცხოვრობ? -ვკითხე ეჭვნარევად
-გუშინდელის შემდეგ
-მეზობლები ვყოფილვართ-გადავუძახე და მოაჯირზე მივეყუდე
-მეე გიორგივარ, გეტყოდათ მარიამი-თქვა ბიჭმა და მარიამის ყურადღება კვლავ მიიქცია
-არ უთქვამს მარიამს-გაიცინა თათამ და მიახვედრა ბიჭები, რომ მარიამისთვის უინტერესო იყო მათი მანდ ყოფნა…
-კაი გოგოებო აღარ მოგაწყენთ, ჩვენ აგერ ვართ და რორამე შემოგვძახეთ-შევიდნენ ბიჭები მოპირდაპირედ ,მხოლოდ მათი შესვლისას შევამჩნიე PERA ნომრებით შავი ფერის BMW,რომელიც ზუსტად ერგებოდა ფერაძის გარეგნობასაც და სტილსაც , ისე თითქოს სპეციალურად მისთვისაა შექმნილიო.სამყაროსგან მინიშნებად მივიჩნევდი ჩემს მეზობლად მისი ძმაკაცის გადმოსვლას, მაგრამ 21-ე საუკუნეში მიწერის და ყველანაირი ურთიერთობის გარეშე ფარულად მოწონებას თითქოს აზრი არ აქვს , შეიცვალა სიყვარული და მასთან ერთად მისი გამოხატვის უნარიც, თუმცა მჯერა , რომ მარადიულად იარსებებენ ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილ, ჭეშმარიტ სიყვარულს შეინარჩუნებენ და ერთგულებით გამოხატავენ სამყაროს ყველაზე ძლიერ ძალას. გოგოების წასვლის შემდეგ, ჩემი გონება კვლავ მასთან დარჩა, არვიცნობდი, თუმცა მჯეროდა რომ ერთი ნაპერწკალი იყო საჭირო, მთელი ღამე აივანზე კითხვაში გავათენე, მეოთხედ ვკითხულობდი “დიდოსტატის მარჯვენას” და მეოთხეჯერვე ვათენებდი მის კითხვაში.
-ნუ კითხულობ ამდროს, თვალები გეტკინება-მკაცრი ხმა მომესმა და აივნიდან გადავიხედე
-რა მზრუნველი ხარ შეენ-უხეშად ვუთხარი, მაგრამ გულში უდიდესი სიამოვნება ვიგრძენი
-რას კითხულობ ასეთს-მანქანას მიეყუდა და ტელეფონს დახედა
-დიდოსტატის მარჯვენას, წაკითხული გაქვს?
-წაკითხული მაქვს …და შენ რაგქვია?
-ანომქვია, მარა ანუკას მეძახიან
-სასიამოვნოა ანო, მე ფერა ვარ
-მივხვდი-ვთქვი და მანქანის ნომრებისკენ ვანიშნე
-მოგაცდინე… გააგრძელე კითხვა.
უხმოდ ავიღე წიგნი, თუმცა გარე სამყაროს რამდენიმე წუთში დავუბრუნდი, ვკითხულობდი უტას და შორენას უთქმელ და წრფელ გრძნობაზე და მხოლოდ ახლაღა ვხვდებოდი, თუ რას ნიშნავდა ის ზრუნვა და სულიერი კავშირი, რომელიც არასდროს მესმოდა იქამდე სანამ შევხვდებოდი მას,ვის თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს ეტყობოდა, რომ ყველასგან განსხვავებული იყო და მხოლოდ ჩემთვის იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent