შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განწირული პაიკი, თავი მე-14


28-07-2026, 16:33
ავტორი lility
ნანახია 251

თავი მეთოთხმეტე

კარის ბრახუნმა გამოაფხიზლა ლილი ღრმა ფიქრებიდან. იმდენი ხანი დაჰყო წყალში, რომ თითებზე კანი თითქმის ეცლებოდა. წყალი უკვე ყინულივით იყო გაციებული და სხეულის კანკალს ვერ აჩერებდა. არ იცოდა რამდენი ხანი იწვა ასეთ ცივ წყალში, ან როგორ ვერ იგრძნო ამდენი ხანი... ნელა გადმოვიდა აბაზანიდან და იქვე დადებული პირსახოცი მოიხვია ტანზე. ტანსაცმლის ჩაცმით თავი არ შეუწუხებია, ერთი, იმიტომ რომ გიორგის ისედაც უკვე ყველანაირი ჰყავდა ნანახი და მეორე, იმიტომ, რომ არც უფიქრია ოთახიდან წამოღება.
კარი აუღელვებლად გამოაღო და წინ გაცეცხლებული გიორგი აესვეტა. ლილის ფერწასული სახე და გალურჯებული ტუჩები რომ დაინახა, ბრაზის გამომეტყველება შიშმა შეცვალა.
- ლილი, გაყინულხარ - ხელი ფრთხილად შეახო მხარზე
- არ შემეხო! - უხეშად აუკრა ხელი კაცს და ისევ ოთახისკენ დაიძრა.
ტანსაცმლის ჩაცმით თავი არც ახლა შეუწუხებია, პირდაპირ შეწვა ლოგინში და საბნის სითბოთი გაბრუებულს მალევე ჩაეძინა.
საშინელი წყურვილის გრძნობამ გამოაღვიძა. გრძნობდა რომ მთელი ტანით უხურდა და პირი უშრებოდა. წამოდგომა სცადა, მაგრამ იმდენად უღონოდ იყო, თავიც კი ვერ წამოწია. მიხვდა, რომ მისმა დასუსტებულმა და გამოფიტულმა ორგანიზზმა, ვეღარ გაუძლო ცივ წყალში დიდხანს ყოფნას და გაცივდა. მთელი სხეული სტკიოდა, განსაკუთრებით ზურგი და გულ-მკერდი. მოულოდნელად ჭიქა მიუტანეს პირთან, ნელა მოსვა. გადაყლაპვა გაუჭირდა, ყელი საშინლად ეწვოდა. მადლობის თქმაც კი ვერ მოახერხა ისევ წაართვა ძილმა თავი.
მეორე დილით საშინელმა თავის ტკივილმა და ორი ბარიტონის საუბარმა გამოაღვიძა. ერთი ხმა გიორგის იყო, მილიონი კაცის ხმაში გამოარჩევდა, მეორე კი სავარაუდოდ ექიმის, რადგან წამლების დასახლები ესმოდა ქალს. საბნის ქვეშ მონაცვლეობით ცახცახებდა და ოფლიანდებოდა. გრძნობდა როგორ ხურდა და ამავდროულად როგორ სციოდა.
ძილის შებრუნება სცადა, მაგრამ საშინელი წყურვილის გრძნობა მოსვენებას არ აძლევდა. ოდნავ შეირხა თუ არა საწოლში, გიორგი მაშინვე თავთან დაადგა. უთქმელად, ფრთხილად მიაწოდა ჭიქა და რამდენიმე ყლუპი წყალი მოასვა.
- მალე მოვალ - დაუბარა გიორგიმ და ექიმთან ერთად ოთახი დატოვა.
ექიმი გააცილა და ქალთან დაბრუნდა. ლილი საწოლში გახვეული იწვა, მხოლოდ თავი ჰქონდა ამოყოფილი საბნიდან. სახე გაფითრებოდა, ლოყებზე კი სიცხისგან არაბუნებრივი სიწითლე დასდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შუბლი სიცხისგან ეწვოდა, სიცივისგან კალკალებდა. ცხვირი გაჭედილი ჰქონდა, სუნთქვა უჭირდა, ხველის ყოველი შეტევა კი ყელსა და მკერდს სტკენდა. თვალები ჩაწითლებოდა, ქუთუთოები დამძიმებოდა, თავი ისე სტკიოდა, თითქოს შიგნით გონგს სცემდნენ.
- ეცადე ეს დალიო - ამჯერად ცხელი სითხე მიუტანა პირთან ქალს. - ლილიმ უარის ნიშნად თავი გვერდით გადაწია.
- ლილი - თითქოს ცოტაღა უკლდა და იტირებდა კაცი, ისეთი ხმით მიმართა - უნდა დალიო, თორე გადასხმის დაყენება მოგვიწევს, ძალიან სუსტად ხარ.
- ასე როგორ გაცივდი... ვიცი გიჭირს მაგრამ მოგეხმარები და ცოტ-ცოტა დალიე კარგი? - არაფერი უთქვამს გავაშელს, მორჩილად მოატრიალა თავი და ოდნავ გააღო სიცხისგან დამსკდარი ტუჩები. ძლივ-ძლიობით მოსვა რამდენიმე ყლუპი და ყელის ტკივილმა სახე დაუმანჭა.
- კარგი გოგო ხარ - პატარა ბავშვივით შეაქო გიორგიმ.
ლილის სიცხე რამდენიმე დღე გაგრძელდა. გიორგი თავიდან არ მოსცილებია. ღამეებს უთენებდა, ცივ კომპრესებს უცვლიდა, ჩაის და წამლებს აწოდებდა, აძალებდა, წვნიანებს თავისი ხელით აჭმევდა. მესამე დღეს ოდნავი უკეთესობა ჰქონდა.
- ჩაი დალიე, სანამ გაცივდა, — მშვიდად უთხრა და ფინჯანი საწოლის გვერდით, ტუმბოზე დაუდგა.
- ლილიმ არც კი შეხედა.
- თუ გადაიფიქრებ, აქ იქნება.
კაცის მშვიდ და მზრუნველ ტონს ლილი წყობიდან გამოჰყავდა, აბრაზებდა მისი უუნარობაც, უღონობაც, უნდოდა ეჩხუბა, ეყვირა, გაბრაზებულიყო, მაგრამ ხმამაღლა ლაპარაკის ძალაც აღარ ჰქონდა.
კაცმა შუბლზე ხელი დაადო
- ისევ სიცხე გაქვს - ლილიმ ხელი უხეშად გააწევინა.
- ნუ მეხები.
- კარგი, — უთხრა მშვიდად და უკან დაიხია. — თუ რამე დაგჭირდება, აქვე ვიქნები.
ლილი თვალებს ხუჭავდა, მაგრამ ძილიც არ გამოსდიოდა. ხან სიცხე აწვებოდა, ხან შემცივნება. ხველა ისევ ახრჩობდა, ტუჩები გამოშრობოდა, წყურვილი სტანჯავდა, თუმცა ჯიუტად არაფერს ითხოვდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ხველის ძლიერმა შეტევამ წამოსწია. გიორგიმ უხმოდ მიაწოდა წყლის ჭიქა.ერთი წამით შეხედა — იმავე გაბრაზებული, ნაწყენი მზერით. უნდოდა ეთქვა, რომ მისი არაფერი სჭირდებოდა. მაგრამ ყელი ისე სტკიოდა, სიტყვებს ვერ წარმოსთქვამდა. ბოლოს უხმოდ გამოართვა ჭიქა, რამდენიმე ყლუპი მოსვა და ისევ საბანში გაეხვა.
მეოთხე დღეს ლილიმ უკვე საწოლში წამოჯდომა მოახერხა. ქალს ზედაც არ შეუხედავს, როცა გიორგიმ ცხელი წვნიანი შემოუტანა.
- ჩემით - უხეშად გამოართვა ჯამი და კოვზი, როცა კაცი მისთვის სადილის საჭმელად მოემზადა. უხმოდ დაჰყვა გიორგი ლილის ნებას და სადილი გაუწოდა. მორჩილად ელოდებოდა. რამდენიმე კოვზის შემდეგ ქალმა ჭამა შეწყვიტა.
- ბოლომდე უნდა დაასრულო - მომთხოვნი ხმა ქონდა კაცს
- არ მჭირდება შენი დახმარება და მითითება - ჩუმად ჩაილაპარაკა ქალმა, თუმცა ხმის ამოღება ისევ აშკარად უჭირდა.
- მერე ვიკამათოთ, ჯერ უნდა გამოჯანმრთელდე - მშვიდად უპასუხა გიორგიმ და თითქმის ხელუხლებელი სადილი გამოართვა, სანაცვლოდ კი წამალები და თერმომეტრი გაუწოდა.
ლილიმ თვალები აატრიალა, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ ჰქონდა. იცოდა, რომ ახლა ფეხზე ადგომასაც კი ვერ შეძლებდა. სისუსტისგან ხელებიც კი უკანკალებდა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის დანახვაც არ უნდოდა, სხვა არჩევანი არ ჰქონდა. მალე უნდა გამოკეთებულიყო, რომ აქაურობას გასცლოდა.
გიორგი ზედმეტად არ აწუხებდა საუბრით, დროდადრო უმოწმებდა ტემპერატურას და გვერდიდან არ შორდებოდა. ლილი ვერ იტანდა მის ამ მზრუნველობას, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა შემცივნების მორიგი ტალღა უვლიდა და საბანში უფრო ღრმად ეხვეოდა, უხმოდ იღებდა ჩაის, წამალს ან წყალს, რომელსაც გიორგი აწვდიდა.
მეხუთე დღის დილას ლილიმ პირველად გაიღვიძა ისე, რომ თავი აღარ უგუგუნებდა. თვალები ნელა გაახილა და რამდენიმე წამი გარინდებული იწვა — თავს სუსტად ისევ გრძნობდა, მაგრამ ის მტანჯველი ტკივილი, რომელიც ბოლო დღეებში ყველა მოძრაობას ახლდა, თითქმის გამქრალიყო.
— გაიღვიძე? — ფრთხილად შემოვიდა გიორგი ოთახში — როგორ ხარ?
ქალის პასუხად მხოლოდ გაყინული, მტრული მზერა მიიღო.
კაცი ნელა მიუახლოვდა და შუბლზე ხელი დაადო.
— ბოლოს და ბოლოს... — ჩაიჩურჩულა - მგონი სიცხემ დაგიწია, მაგრამ მოდი მაინც გავიზომოთ. - თერმომეტრი გაუწოდა.
ლილიმ ამჯერადაც არ გასცა პასუხი, მხოლოდ თერმომეტრი გამოართვა. რამდენიმე წუთის შემდეგ გიორგიმ თერმომეტრს დახედა.
—ოცდაჩვიდმეტი და სამი ხაზი, მაინც მაღალია, მაგრამ ძლივს ორმოცი აღარ გაქვს სიცხე. - შვებით ამოისუნთქა — იმდენად გულრწფელად გაიღიმა, რომ ლილისაც გადაედო მისი სიხარული და მკრთალმა ღიმილმა გაუპო ბაგე, თუმცა როგორც კი გაანალიზა, მზერა კვლავ ყინულივით ცივი გაუხდა.
— არ იფიქრო, რომ რაღაც შეიცვალა, — ჩუმად თქვა.
გიორგიმ თავი დაუქნია.
— არც მიფიქრია.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. გიორგიმ ჩაის ფინჯანი დაუდგა წინ და ფანჯარა ოდნავ გამოაღო, რომ სუფთა ჰაერი შემოსულიყო.
— ექიმი ამობობს, რომ რამდენიმე დღე კიდევ უნდა დაისვენო. ჯერ კიდევ სუსტად ხარ.
ლილი საწოლიდან წამოდგომას შეეცადა. გაანალიზა რომ ტანსაცმელი ეცვა, თან ესიამოვნა და თან გაბრაზდა, როგორ გაბედა კიდევ მისი შეხება. ფეხზე დადგა, მაგრამ მაშინვე იგრძნო, როგორ აუკანკალდა მუხლები. გიორგიმ ინსტინქტურად ხელი გაუწოდა.
— არ მჭირდება...
სიტყვა ბოლომდე ვერ დაასრულა. წონასწორობა დაეკარგა და რომ არა გიორგის მკლავები, იატაკზე გაიშხლართებოდა. ფრთხილად დააბრუნა ქალი საწოლში. ლილიმ უკმაყოფილოდ მოკუმა ტუჩები და ზურგი შეაქცია. მიხვდა კაცი, რომ მარტო უნდა დაეტოვებინა. ფანჯარა მიხურა და ოთახიდან გავიდა.
ახალი წლის ღამეც დადგა, მაგრამ გიორგი სახლში ნამდვილად არ იგრძნობოდა სადღესასწაულო განწყობა, პირიქით, ოთახში მძიმე სიჩუმე იყო ჩამოწოლილი. ლილი დივანზე იჯდა, მხრებზე პლედი ჰქონდა მოხვეული, ავადმყოფობა თითქმის გადაეტანა - სიცხე აღარ ჰქონდა და სახეზეც ადამიანის ფერი დაბრუნებოდა, მხოლოდ სუსტი ხველა ახსენებდა იმ დღეებს, როცა საწოლიდან ადგომაც არ შეეძლო.
გიორგიმ სამზარეულოდან ორი ჩაის ფინჯანი გამოიტანა და ერთ-ერთი ლილის წინ, მაგიდაზე დადო, ხოლო მეორე ხელში მოიქცია და ქალის პირდაპირ მოთავსდა.
— ხვალ წავალ - მშვიდი, ზედმეტად მშვიდი ხმით წამოიწყო საუბარი ქალმა, ისე რომ ფანჯრისთვის მზერა არ მოუშორებია და კაცისთვის ზედაც არ შეუხედავს.
სწორედ ამ სიმშვიდემ ატკინა გიორგის ყველაზე მეტად.
არ იყო ყვირილი და არც ცრემლები.
იყო სიმშვიდე, ისეთი სიმშვიდე, რომელსაც ადამიანი მაშინ აღწევს, როცა ტკივილმა უკვე ყველაფერი გადაწვა და აღარ არსებობს რამის გამოსწორების აღარც იმედი და აღარც სურვილი.
გიორგიმ ტუჩები ოდნავ დააშორა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ისევ მოკუმა. ბოლოს ჩურჩულით თქვა:
— ჯერ კიდევ გჭირდება გამოკეთება. - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა, როცა უამრავი რამის თქმა სურდა, უნდოდა ეთქვა: "მაპატიე." "შევცდი." "ასე არ უნდა მოგქცეოდი." მაგრამ ეს სიტყვები ახლა იმდენად პატარა ეჩვენებოდა, რომ ხმის ამოღებისაც კი რცხვენოდა. საშინლად გვიან მიხვდა ყველაფერს. ძალიან გვიან...
თავიდან ეგონა, რომ ყველაფერი მარტივი იყო. საკუთარ თავსაც ატყუებდა, თითქოს ლილისთან სიახლოვე არაფერს ნიშნავდა, თითქოს მის ცხოვრებაში მისი არსებობა უბრალოდ მამამისის ხუშტურის ასრულება იყო, მისი თავისუფლების საფასური... და მაშინ, როცა დაინახა, როგორ უყურებდა ლილი — რომ მის მზერაში აღარც გაბრაზება იყო დარჩენილი, აღარც ტკივილი, არამედ - სიცარიელე, — მიხვდა, რომ სიკვდილამდე ეშინოდა ლილის დაკარგვის და მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ ეს ქალი უყვარდა.
სიყვარული იმ წამს კი არ დაბადებულა, არამედ მაშინ, როცა პირველად დაინახა, მაშინ, როცა პირველად მოუმზადა საუზმე. მაშინ, როცა პირველად ჩაიხედა მის ღრმა, თაფლისფერ თვალებში, მაშინ, როდესაც პირველად მოისმინა მისი გულწრფელი სიცილი. მაშინ, როცა პირველად გაეღვიძა მის საწოლში...ნელ-ნელა, ეპარებოდა გიორგის გულს ლილი, სანამ საბოლოოდ სრულად არ დაიკავა.
ათასჯერ და ათიათასჯერ უბრუნდებოდა იმ ღამეს გამრეკელი ფიქრებით.
საკუთარ სიტყვებს, საკუთარ საქციელს.
იმ წამს, როცა შეეძლო გაჩერებულიყო.
როცა შეეძლო ლილის ღირსება საკუთარ სურვილზე მაღლა დაეყენებინა.
მაგრამ არ გააკეთა.
მაშინ ვერ მიხვდა, რომ საკუთარმა ეგომ, გულისტკენამ და იმედგაცრუებამ დააბრმავა.
ახლა უკვე ყველაფერს დათმობდა, ოღონდ ერთხელ მაინც დაებრუნებინა ის მზერა, რომლითაც ლილი ადრე უყურებდა.
მაგრამ იმ მზერას ვეღარასოდეს დაინახავდა, რადგან ლილი მას აღარ უყურებდა როგორც ადამიანს, რომელმაც გული ატკინა, არამედ უყურებდა როგორც ადამიანს, რომელმაც ერთხელ უკვე დაამტკიცა, რომ ყველაზე დაუცველ წამში მისი გაფრთხილება ვერ შეძლო. ერჩივნა ეყვირა, გაელანძღა, დაედანაშაულებინა. უნდოდა ლილის ერთხელ მაინც ეთქვა, რომ სძულდა. სიძულვილი ნიშნავდა, რომ მის გულში ჯერ კიდევ ჰქონდა რაღაც ადგილი, რომ შეეძლო რაღაც ემოცია გამოეწვია, რომ ჰქონდა რაღაც გრძნობა კაცის მიმართ და ამიტომ სტკიოდა! მაგრამ ლილის აღარ სძულდა კაცი, გიორგის ადგილას დიდი სიცარიელე გაჩნდა ქალის გულში და ეს ბევრად უფრო მტკივნეული იყო გამრეკელისთვის.
— ვიცი, რომ ამის უფლება აღარ მაქვს... მაგრამ მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ - ლოცვასავით ჩაიჩურჩულა ეს სიტყვები.
ლილი ნელა შემობრუნდა მისკენ.
დიდხანს უყურებდა.
ქალის თვალებში არ ჩანდა არც სიძულვილი, არც სიყვარული, მხოლოდ დაღლა.
— საყვარელ ადამიანებს ასე არ ექცევიან, გიორგი.
ხმაში ისეთი სიცივე გარეოდა, რომ ფანჯრებს მიღმა დადებული თოვლიც კი თბილი მოგეჩვენებოდათ.
- თუმცა ახლა ეგ უკვე აღარაფერს ცვლის - დაამატა მცირე პაუზის შემდეგ.
გიორგიმ პასუხი ვერ გასცა, რადგან პირველად ცხოვრებაში მიხვდა, რომ არსებობს შეცდომები, რომელთა გამოსწორება აღარ შეიძლება. არა იმიტომ, რომ ადამიანს პატიების უნარი არ გააჩნია, არამედ იმიტომ, რომ იმ მეორე ადამიანში რაღაც ძალიან სათუთი და მოსაფრთხილებელი - ნდობა, ერთხელ და სამუდამოდ მოკვდა.
და იმ ღამეს, როცა მთელი ქალაქი ახალ წელს სიყვარულის, ცვლილებების და ბედნიერების იმედით ხვდებოდა, გიორგიმ ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული და მწარე გაკვეთილი ისწავლა — ზოგჯერ სიყვარული მაშინ მოდის, როცა ხვდები რომ ის, ვისაც უყვარხარ, საბოლოოდ წავიდა. იმდენად დაგვიანებული და მტკივნეული იყო ეს გააზრება, რომ გულს უკლავდა.
ორივე იმ საბედისწერო ღამეს დაუბრუნდა ფიქრებით. იმ ღამემ, ლილიში გარდატეხა მოახდინა. მას შემდეგ საკუთარ თავსაც ვეღარ უყურებდა უწინდებურად. სარკეში რომ იხედებოდა, ახსენდებოდა არა გიორგი, არამედ საკუთარი უმწეობა იმ წუთებში. სწორედ უმწეობის განცხდა ამცირებდა და აღარ უნდოდა რომ ცხოვრებაში კიდევ ერთხელ გამოეცადა ასეთი უუნარობა, რომ თავად არ ჰქონდა საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი.
გიორგისაც ახსოვდა იმ ღამის თითოეული წამი.
ყოველი სიტყვა.
ყოველი მოძრაობა.
იმ დროს ვერ გაიაზრა, რას აკეთებდა. სიმთვრალეს, ვნებას, ჟინს, ბრაზს, დაბნეულობას თუ შიშს აჰყვა და ვერ შეამჩნია, როგორ ატკინა ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდა.
სიჩუმე და ტკვილი ერთნაირი ხარისხით ჩამოწოლილიყო ოთახში.
გარეთ ათვლა დაიწყო.
— ათი... ცხრა...რვა...
ლილი კვლავ ფანჯარას გაჰყურებდა.
— გილოცავ ახალ წელს, — თქვა გიორგიმ, როცა ფეიერვერკების პირველი ნათება გამოჩნდა. იმდენად უაზრო და უადგილო იყო ეს წინადადება, რომ ქალი დიდხანს არ პასუხობდა, ფანჯარაში იყურებოდა სადაც მისი ანარეკლი უფრო მკაფიოდ ჩანდა, ვიდრე ფეიერვერკები. უცებ მოეჩვენა, რომ უცხო ადამიანი უყურებდა ანარეკლის მიღმიდან.
- მეც - მშრალად გასცა პასუხი, ისე რომ ზედაც არ შეუხედავს და ოთახისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა.
იმ ღამეს ერთ ჭერქვეშ შეხვდნენ ახალ წელს, მაგრამ უკვე როგორც ორი სრულიად უცხო ადამიანი, რომელთაც ერთმანეთის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს. ლილისთვის ეს ბოლო ღამე იყო გიორგის სახლში. საკუთარ თავს ჩუმად დაჰპირდა, რომ როგორც კი დილა გათენდებოდა, წავიდოდა და ყველაფერს, რაც მათ ოდესღაც აკავშირებდათ, უკან მოიტოვებდა.
უჩვეულოდ მშვიდი დილა გათენდა. თოვლს ეზო მთლიანად დაეფარა. ფანჯრიდან შემოსული ფერმკრთალი სინათლე ოთახს ცივ, თითქმის უსიცოცხლო ფერს აძლევდა.
ლილი დიდი ხნის განმავლობაში არ განძრეულა. არ ეძინა, უბრალოდ ელოდა, როდის გათენდებოდა.
როცა საათმა შვიდი ჩამოკრა, ნელა წამოდგა. პატარა ჩანთა უკვე ჩაელაგებინა. ბევრი არც არაფერი ჰქონდა — რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და ტელეფონის დამტენი. სულ ეს იყო მისი ავლა-დიდება.
სახლში უჩვეულო სიჩუმე იდგა, ლილის საძინებლის კარის გაღების ხმაზე გიორგი სამზარეულოდან გამოვიდა. აშკარა იყო რომ ქალის გამოჩენას ელოდა და მთელი ღამე არ სძინებია. თვალები ჩაწითლებოდა, წვერიც მოუვლელად ჰქონდა, თითქოს რამდენიმე დღეში ერთბაშად მომატებოდა წლები.
რამდენიმე წამი უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს.
— უკვე მიდიხარ? — ჩუმად ჰკითხა გიორგიმ, თითოეული სიტყვა ტკივილის ფასად უჯდებოდა.
ოდნავ დაუკრა თავი გავაშელმა თანხმობის ნიშნად და ქურთუკის ჩაცმა დაიწყო. შარფი კისერზე ნელა შემოიხვია. თითები ჯერ კიდევ ოდნავ უკანკალებდა — გადატანილი ავადმყოფობისგან თუ იმისგან, რაც ამ სახლთან აკავშირებდა, თვითონაც არ იცოდა.
გიორგიმ მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.
— მე წაგიყვან.
— არა.
—გარეთ ყინავს.
— ტაქსი გამოვიძახე.
გიორგიმ თავი დახარა, იცოდა რომ უფლება არ ჰქონდა მისთვის რამე დაეძალებინა.
როცა ტაქსის მოსვლის შეტყობინება მოუვიდა ტელეფონში, ჩანთას ხელი მოჰკიდა და გასასვლელისკენ დაიძრა.
კართან მისული წამით შეყოვნდა, თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ამ სახლიდან მართლაც მიდიოდა. გიორგის გულმა ფეთქვა გამოტოვა, სულ ერთი წარმით იფიქრა, რომ შეიძლებოდა გადაეფიქრებინა წასვლა. იქნებ რაღაც ეთქვა, იქნებ...
შემდეგ მშვიდად თქვა:
— იმედია მამაჩემის ვალი გადახდილია.
კაცს სუნთქვა შეეკრა.
— ლილი, მე...
— გთხოვ.
ერთმა სიტყვამ გააჩუმა.
გავაშელის თვალები ცრემლით აღარ იყო სავსე, მის ნაცვლად მხოლოდ სიცარიელე დარჩენოდა.
კარი ფრთხილად გააღო, ქალის ფეხქვეშ თოვლის ხრაშუნის ხმა გაისმა.
გიორგი კარის ზღურბლიდან შეჰყურებდა, როგორ მიდიოდა მისი საყვარელი ქალი, რომელსაც უდიდესი ტკივილი მიაყენა, რომელიც სანამ არ დაკარგა, ვერ გაიაზრა რომ მისი ადამიანი იყო.
ლილის არც ერთხელ მოუხედავს უკან, არც მაშინ, როცა ტაქსის კარი გააღო, არც მაშინ, როცა მანქანა დაიძრა.
გამრეკელი დიდხანს იდგა კართან მილურსმული, განძრევას ვერ ბედავდა, ბოლომდე გააყოა მზერა მანქანას, რომელიც ჯერ წერტილად გადაიქცა, მერე კი საერთოდ გაქრა.
სახლში როგორ მივიდა არ ახსოვს, მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე, როცა კარის წინ გასაღების ამოსაღებად შეჩერდა. თავადაც არ იცის რატომ, მაგრამ ზუსტად იცოდა რომ გივი სახლში არ იქნებოდა, იმაშიც დარწმუნებული იყო რომ აღარ მოვიდოდა.
ნელა გააღო სახლის კარი. ყინავდა, ისე როგორც გარეთ. ხელით ჩამრთველი მოძებნა, შუქი არ ინთებოდა. რა თქმა უნდა, ვინ გადაიხდიდა მის არ ყოფნაში კომუნალურებს. ყველაფერი ჩაჭრილი იყო. ახლა რა უნდა ექნა?
არაფერზე ფიქრის და ენერგიის დრო არ ჰქონდა, პირდაპირ მტვრიან საწოლში შეწვა და საბნის ქვეშ მოიკუნტა. აქამდე როგორ მოვიდა? აწი რა უნდა გაეკეთებინა? არაფრის სურვილი არ ქონდა, არ უნდოდა განძრეულიყო, არ უნდოდა ესუნთქა...
კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა ფიქრებიდან.
ალასლასდა საწოლიდან და კარი გააღო
- ტელეფონს რატომ არ პასუხობ? - შეშინებული გამომეტყველება ჰქონდა კაცს და მიპატიჟების გარეშე შემოაბიჯა ოთახში
- რატომ უნდა გიპასუხო?
- ლილი უნდა ვისაუბროთ
- 5 წუთის წინ არ წამოვედი შენი სახლიდან? რა დაგვრჩა სალაპარაკო?
- ლილი - სათქმელი შუაზე გაუწყდა - აქ როგორ ჩერდები? ყინავს, ჩართე გათბობა
- არ არის, ჩაჭრილია ყველაფერი
- რატომ? - ავტომატურად იკითხა კაცმა
- გივი არც არასდროს იწუხებდა კომუნალურების გადახდით თავს, მე ვაგვარებდი.
- გასაგებია, მით უმეტეს ვერ დარჩები აქ.
- დავრეკავ და ჩართავენ
- ახალი წელია, მინიმუმ 1 კვირა არავინ მოვა
- გავძლებ ერთი კვირა
- ლილი, ძლივს გადაურჩი გაციებას და ბოლომდე გამოკეთებული ისევ არ ხარ, რა გინდა რომ შეგიბრუნდეს?
- ეგ შენ არ გეხება
- მეხება! აქ არ დარჩები- ხელი მაჯაში ჩაავლო და კარისკენ წაიყვანა
- არ შემეხო - ისეთი ხმით იყვირა ქალმა, გიორგი ადგილს მიელურსმნა და წამსვე გაუშვა ხელი.
- ლილი - მუდარით სავსე ხმა ჰქონდა - გთხოვ, შანსი მომეცი რომ ყველაფერი გამოვასწორო
- რა უნდა გამოასწორო? არაფერია ჩვენს შორის, არც არასდროს გვქონია რამე ურთიერთობა, რომელსაც გამოსწორება დასჭირდებოდა
- ეგრე ნუ ამბობ, არ არის ეგ სიმართლე და შენც კარგად იცი.
- როდის აქეთ დაინტერესდი სიმართლის და ტყუილის გარჩევით?
- რა გავაკეთო, მითხარი
- ჩემს ცხოვრებაში აღარასდროს გამოჩნდე
- ეგ არ შემიძლია
- ეს თხოვნა არაა, ჩვენი შეთანხმება ასეთი იყო, თუ დაგავიწყდა? - ავად უელავდა ნაპერწკლები თვალებში
- დაივიწყე ეგ ღამე, გთხოვ
- არა, არც ერთმა არ უნდა დავივიწყოთ. პირიქით, მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება!
- ლილი, გთხოვ, ჯერ აქედან წავიდეთ და მერე ვისაუბროთ, კარგი?
- მე შენს სახლში ფეხს აღარ შემოვადგამ, არასოდეს
- არ წავიდეთ ჩემს სახლში, სხვაგან წავიდეთ - მუდარანარევი ხმა ჰქონდა კაცს
- შენს გვერდით არც ერთი წამის გატარება აღარ მინდა
- არ ვიქნები, წავალ, მარტო დაგტოვებ, ოღონდ აქ არა, გთხოვ
- არსად წასვლას არ ვაპირებ, აქედან წადი
- ლილი
- უკვე საკმარისზე მეტი არ მიიღე? რა გინდა? დამანებე თავი ერთხელ და სამუდამოდ
- მაპატიე, დამნაშავე ვარ ვიცი
- რა გაქვს საპატიებელი? მოვალემ ვალი გადაგიხადა, რა არის აქ საპატიებელი - მჩვენებითი გაოცებით, ირონიით და ბოღმით ესაუბრებოდა ქალი.
- ლილი, - მუხლებზე დაემხო კაცი და ქალის ხელებს კოცნა დაუწყო, - ერთი შანსი მომეცი
- თუ რამე გრძნობა გაგაჩნია ჩემს მიმართ, იმის ნასახი მაინც რასაც შენ ამტკიცებ, გთხოვ აქედან წადი. - უხეშად შეაშვებინა ხელები, ზურგი აქცია და საძინებელში შევიდა.
მალევე მისაღები კარის მიჯახუნების ხმა მისწვდა ქალის ყურებს. კვლავ საბანში შეძვრა და მოკუნტა.



№1 სტუმარი ჰოო

ძალიან საინტერესოა. იმედია მკითხველები დაკვირვებით წაიკითხავენ, მთავარი გმირების შეცდომაზე ისწავლიან რომ არ იჩქარონ და სიტყვებს და საქციელს დაუკვირდნენ რომ მერე გვიანი არ იყოს სინანული

 


№2 სტუმარი ჰო

ასევე დავწერ იმას, რომ კარგმა ადამინებმა ხშირად არ იციან საკუთარი თავის ფასი, განსხვავებით უვარგისებისგან. რომლებსაც საკუთარი თავი აუწონავ იქროდ მიაჩნიათ!
ბევრს არ ესმის რომ განსაკუთრებულ ადამიანს ვერ მოეპყრობი ისე, როგორც ყველას. თუ ამას გააკეთებ, დაკარგავ! განსაკუთრებულს განსაკუთრებული მოპყრობაც უნდა!
კიდევ ერთი რამ: არის რაღაცეები რისი გავლის შემდეგაც ადამიანი, ამ ცხოვრებაში აღარასოდეს იქნება ისეთი როგორიც იყო მანამდე!

 


№3  offline წევრი La dolce vita

დგება დრო, როდესაც აცნობიერებ, რომ უკვე ყველაფერი დაკარგულია და ზოგი შეცდომა გამოუსწორებელია. ჩვენი დაუფიქრებელი ქმედებები ზოგჯერ ძალიან ძვირად გვიჯდება. ხშირად სწორედ მაშინ ვხვდებით საყვარელი ადამიანის ნამდვილ ფასს, როდესაც უკვე დავკარგავთ. შემდეგ კი, რაც უნდა ვეცადოთ ყველაფრის გამოსწორებას, ვეღარაფერს ვცვლით, რადგან ზოგი რამ იმდენად მტკივნეულია, რომ პატიებაც და დაბრუნებაც თითქმის შეუძლებელი ხდება.

ვფიქრობ, ამის კარგი მაგალითია გიორგი. მან გააცნობიერა საკუთარი შეცდომები და ცდილობს ყველაფერი გამოასწოროს, მაგრამ შესაძლოა უკვე ძალიან გვიან იყოს, რადგან დაკარგა ყველაზე ძვირფასი რამ — ლილის ნდობა. ხოლო როცა ნდობა ირღვევა, მისი აღდგენა ყველაზე რთულია.

ახლა საინტერესოა, რას იზამს ეს ორი ბოლოს. შეძლებენ ერთმანეთის შეცვლას, წარსულის გადალახვას და ყველაფრის თავიდან დაწყებას, თუ მათი გზები საბოლოოდ გაიყოფა? არც მეორე ვარიანტია გამორიცხული, რადგან ზოგჯერ ცხოვრება ისეთ ეტაპამდე მიდის, სადაც რაღაცების შეცვლა უკვე ძალიან დაგვიანებულია.

ველოდები გაგრძელებას. ❤️🥹

 


№4 სტუმარი ნია

არფრის თქმა აღარ შემძლია უმძიმესია ეს სიტუაცია ორივესთვი და მაინც ვფიქრობ სიყვარულ ყველაფრ შეუძლებელს შეძლებს ახლა როგორ გავძლოთ უშენოდ?

 


№5 სტუმარი სტუმარი ლიაკო

ამ ისტორიის თვითეული სიტყვა გულში აღწევს, საოცრად წერთ, მადლობა ამისთვის თქვენ, ველოდები გაგრძელებას და გთხოვთ დიდხანს არ გვალოდინოთ და დაწეტოთ როდის ატვირთავთ ახალ თავს, ბოდიშით მაგრამ ვეღარ ვითმენ

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

საოცარი ისტორიაა ცხოვრებაზე,ჩვენს შეცდომებზე , შედეგებზე, ძალიან შემიყვარდა. ველით გაგრძელებას.

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

გთხოვთ დაწერეთ როდის დადებთ ახალ თა ს.?

 


№8  offline წევრი lility

ჰოო
ძალიან საინტერესოა. იმედია მკითხველები დაკვირვებით წაიკითხავენ, მთავარი გმირების შეცდომაზე ისწავლიან რომ არ იჩქარონ და სიტყვებს და საქციელს დაუკვირდნენ რომ მერე გვიანი არ იყოს სინანული

მადლობა შეფასებისთვის <3

 


№9  offline წევრი lility

La dolce vita
დგება დრო, როდესაც აცნობიერებ, რომ უკვე ყველაფერი დაკარგულია და ზოგი შეცდომა გამოუსწორებელია. ჩვენი დაუფიქრებელი ქმედებები ზოგჯერ ძალიან ძვირად გვიჯდება. ხშირად სწორედ მაშინ ვხვდებით საყვარელი ადამიანის ნამდვილ ფასს, როდესაც უკვე დავკარგავთ. შემდეგ კი, რაც უნდა ვეცადოთ ყველაფრის გამოსწორებას, ვეღარაფერს ვცვლით, რადგან ზოგი რამ იმდენად მტკივნეულია, რომ პატიებაც და დაბრუნებაც თითქმის შეუძლებელი ხდება.

ვფიქრობ, ამის კარგი მაგალითია გიორგი. მან გააცნობიერა საკუთარი შეცდომები და ცდილობს ყველაფერი გამოასწოროს, მაგრამ შესაძლოა უკვე ძალიან გვიან იყოს, რადგან დაკარგა ყველაზე ძვირფასი რამ — ლილის ნდობა. ხოლო როცა ნდობა ირღვევა, მისი აღდგენა ყველაზე რთულია.

ახლა საინტერესოა, რას იზამს ეს ორი ბოლოს. შეძლებენ ერთმანეთის შეცვლას, წარსულის გადალახვას და ყველაფრის თავიდან დაწყებას, თუ მათი გზები საბოლოოდ გაიყოფა? არც მეორე ვარიანტია გამორიცხული, რადგან ზოგჯერ ცხოვრება ისეთ ეტაპამდე მიდის, სადაც რაღაცების შეცვლა უკვე ძალიან დაგვიანებულია.

ველოდები გაგრძელებას. ❤️🥹

ყოველთვის ზუსტად ხვდებით ხოლმე სიუჟეტის განვითარებას. მადლობა ძალიან დიდი <3

 


№10  offline წევრი lility

ნია
არფრის თქმა აღარ შემძლია უმძიმესია ეს სიტუაცია ორივესთვი და მაინც ვფიქრობ სიყვარულ ყველაფრ შეუძლებელს შეძლებს ახლა როგორ გავძლოთ უშენოდ?

ვეცდები კვირისთვის ავტვირთო <3

 


№11  offline წევრი lility

სტუმარი მარი
გთხოვთ დაწერეთ როდის დადებთ ახალ თა ს.?

კვირას მაქსიმუმ, შეიძლება მანამდეც

 


№12  offline წევრი lility

სტუმარი მარი
საოცარი ისტორიაა ცხოვრებაზე,ჩვენს შეცდომებზე , შედეგებზე, ძალიან შემიყვარდა. ველით გაგრძელებას.

დიდი მადლობა მარი ასეთი შეფასებისთვის <3

 


№13  offline წევრი lility

სტუმარი ლიაკო
ამ ისტორიის თვითეული სიტყვა გულში აღწევს, საოცრად წერთ, მადლობა ამისთვის თქვენ, ველოდები გაგრძელებას და გთხოვთ დიდხანს არ გვალოდინოთ და დაწეტოთ როდის ატვირთავთ ახალ თავს, ბოდიშით მაგრამ ვეღარ ვითმენ

დიდი მადლობა ლიაკო, კვირისთვის იქნება მაქსიმუმ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent