შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხუთი წამი (თავი 2)


28-07-2026, 19:38
ავტორი ანნა ანუკი
ნანახია 51

სალამი
თავიდან ვიფიქრე რომ დაველოდებოდი, როდის წაიკითხავდნენ, როდის გამოხატავდნენ რამე ემოციას და როცა ბევრისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი, მაშინ გავაგრძელებდი წერას,
მერე მივხვდი, რომ სისულელე იყო! და ის რამდენიმე ადამიანის აზრიც, თუნდაც ორის ან სამის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ის ორი გამოხმაურება და მესიჯიც კი დიდი მოტივაცია იყო...

.....
"დღიური"
" ღმერთო ჩემო! არ მჯერა რომ ამას ვაკეთებ, ისე, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო, რა სირცხვილია... ალბათ ეს რომ ვინმემ ნახოს სიცილისგან ჩაბჟირდება, მაგრამ ეს უნდა შევქმნა! უნდა გავაკეთო... ეს "დალოცვილი" ცოდვების წიგნი. რამისაა მართლაც ცოდვების წიგნად ვაქციო და მერე... ოდესღაც... ჩემს დაკრძალვაზე თბილისის ეპისკოპოსს გადასცენ, შემდეგ ერთობ ყველამ იკითხონ შეცოდებათა ლოცვანი, რომ სამოთხის კარს მივუახლოვდე მაინც... ყველა ჩემი უზადო თუ უვარგისი ცოდვები უნდა ჩამოვწერო, კარგად გავიზეპირო, კარგად მახსოვდეს, რომ თავი ვინმეზე რამით კარგი არ მეგონოს, თითქოს მართლაც უცოდველი ვიყო... "
— გვერდი მესამე— დასაწყისი...
მშვიდად ოთახში ჩამომჯდარიყო ალავიძე მონოტონურად ათამაშებდა თითებსა ვერ წყვეტდა რა გაეკეთებინა, მისი
ქვეცნობიერი არ ასვენებდა, ჭამდა თითქოს შიგნიდან, აინტერესებდა რა ეწერა ამ ბავშვურ დღიურში.
გაუბედავად გადაეშალა დღიური ალავიძეს ისე თითქოს თავად ჩადიოდა ახლა უპატიებელ ცოდვას, მაინც შეიყოლია დასწყისმა და ვერც გაეაზრებინა, როგორ ყურებამდე იღიმოდა იმ წამს. კითხვისთვის მომზადებულიყო დაეკაპიწებინა მკლავები ღრმად შეისუნთქა თითქოს ასე ჩამოიშორებდა იმ ჩუმ გულში უხამსად მოთართაშე დანაშაულის გრძნობას. თითქოს წლების მონაპოვარი, სანუკვარი წიგნი ეჭირა ხელში და ინტერესიანი თვალებით დასჩერებოდა, წარმოიდგენდა გოგონას და შემდეგ მის თითოეულ წარმოთქმულ სიტყვას თავისი მანერებით.
3 გვერდი
" — ვერც წარმოიდგენ რა გავაკეთე დღეს!.. არა, განა განზრახ... სრულიად შემთხვევით. ვფიცავ, ისე ვნანობ ლამისაა ყავა აღარასდროს გავაკეთო... წარმოიდგინე, დღეს სტუმრები გვესტუმრნენ, საკმაოდ იშვიათი სტუმრები, მართლაც კარგი ხალხია, მე და დედამ გავაწყეთ საოცარი მაგიდა, ბევრი საუბარიც კი ვერ მოვასწარით ყავის გაკეთება დავიწყე, ჩემებურად, ხომ იცი სიგიჟემდე მიყვარს ქაფით სავსე ყავა, რა თქმა უნდა გემოც ხომ უფრო გემრიელი აქვს.... დიდი სიყვარულით და მონდომებით მოვამზადე. პირთამდე ქაფი დავადე და კმაყოფილს უნდა მიმერთმია სტუმრებისთვის, დამიძახეს, რომ ჭიქა გაუტყდათ... საჩქაროდ შევედი ნამსხვრევები ავიღე, მოვწმინდე, მოვაწესრიგე სიცილ-კისკისით და დაე დადგა დრო რომ ეს ჩემი ქაფით დახვეული ყავა გამეტანა. არც დავკვირვებივარ, ჯერ უფროს სტუმარს დავუდგი წინ ფინჯანი და შემდეგ.., შემდეგ ახალგაზრდას მივაწოდე გამოწვდილ ხელებშივე. ყავას, რომ დახედა რამდენიმე წამში ოფლმა დაასხა კივილი სცადა, მაგრამ ხმა ჩაუწყდა, ხელების ქნევა დაიწყო შემდეგ თვალები აატრიალა და უძალოდ გადაეშვა სკამიდან, შეშინებული დავეტაკე ვუშველო-მეთქი თვალებს ძლივს ახელდა, წყალი, რომ არსად მქონდა ყავას ვტაცე ხელი ტუჩებთან მივუტანე... ერთი გაუფართოვდა თვალები და ლამის სული დალია ჩემს ხელებში.... ღმერთო.... რომ ვიხსენებ არც კი ვიცი, მე ხომ არ ვიცოდი.... ყავა, რომ დიდხანს იდო ქაფით სავსე, ქაფიც შედარებით დაშრა, შესაბამისად ბევრი ნაშვრეტები, პატარ-პატარა, მაგრამ უამრავი ხვრელის გროვა გაიკეთა, ჩემს სტუმარს კი ტრიპოფობია ჰქონდა თურმე, მე კი.... მის მოსასულიერებლადაც კი ორმოები გამოვიყენე... მემგონი აღარასდროს შემოვლენ ჩვენს სახლში... ძალიან ვნანობ, მართლა... მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი, ან როგორ უნდა ეშინოდეს ყავის?!, ალბათ ცხოვრება გავუმწარე... ყოველი ყავის დანახვისას გონებას არ დაკარგავს იმედია. ვილოცებ რომ ოდესმე შემომხედოს და ჩემს ხელებში ხვრელებიანი ყავა არ მოელანდოს..... 26 ივნისი"
— აეფარებინა ალავიძეს პირზე ხელი ჯერ გაოცებისგან ეცვალა სახე შემდეგ აუტყდა სიცილი, ასეთი რამ არასდროს არც მოესმინა და არც წაეკითხა, მოკალათდა უკეთესად, მოემზადა კიდეც კულმინაციისთვის ინტერესით ჩააჩერდა ახალ ფურცლებს და მოუთმენლად განაგრძო კითხვა....
" დღეს განსაკუთრებული დღე მეგონა, ყველაფერმა მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაიარა. დაქალები რაჭაში აგარაკზე ამოვედით, სამოთხე დედამიწაზე ეს ერთ-ერთი მსგავსი ადგილია, უზადო ბუნება, ყველაფრით აღსავსე და მათ შორის გაურკვეველი კურიოზებითაც, ელენე, მარი და ლოგიკურია მეც - ვიყავით... ელენეს ძმაც აქ აღმოჩნდა მის შეყვარებულთან ერთად და საღამოს გვესტუმრა მასთან ერთად, ვერთობოდით, მაგრამ ყველასათვის ცხადი იყო, გიგის შეყვარებულის უცნაური საქციელები, ყველა მიხვდებოდა, რომ ჩვენზე ეჭვიანობდა. გიგი მაღაზიაში, რომ გავაგზავნეთ, ეს გოგონა ცოტახნით გაგვშორდა, ცხადია ყურადღება არავის მიგვიქცევია ჩვენ ხომ მას არ ვიცნობდით, დიდად არც მოსწონებია ჩვენთან არავის. მოგვიანებით დედამ დამირეკა, აივანზე, რომ გავედი სწორედ მაშინ დაენარცხა გოგონა ძირს, ისე შემეშინდა, ტელეფონი ხელიდან გამივარდა, საჩქაროდ ვეცი გადმოვაბრუნე და სახეზე ხელების რტყმა, რომ დავუწყე სწორედ მაშინ შევამჩნიე თვალები რომ დაახამხამა. რა თქმა უნდა მსახიობობა მოინდომა, თუმცა ჩაიჭრა, სამაგიეროდ მე გამოვდექი დიდად ნიჭიერი ამ სფეროში, ნერვიულობა განვაგრძე, ისე ვურტყი სახე გავუნგრიე, მაგრამ ისეთ პანიკებში ვიყავი მისი გონზე მოსვლა მეტად სახიფათო იქნებოდა... გოგონებს დავუძახე საჩქაროდ, ცხადია ყველა აღელვდა დამეხმარეთ-მეთქი დავსძინე და სამივემ ერთბაშად და გაჭირვებით ავიტაცეთ გოგონა ხელში, ვცადეთ სახლში შეგვეყვანა შემდეგ კი საწოლზე დაგვეწვინა, კარებში ვერაფრით ვეტეოდით, მოვიტყუე გიგი მოვიდა-მეთქი და გოგონებიც ინსტიქტურად მოტრიალდნენ, ვაი ამ მოტრიალებას, კინაღამ გოგოს თავი გავუტეხეთ იმხელაზე მივარტყმევინეთ კარებს თავი, კოტეჯი შეზანზარდა. ვფიცავ, ვიგრძენი როგორ მოუდუნდა მას სხეული, მთელი ძალებით დაგვაწვა, მეტად დამძიმდა გადააქნია მეტად თავი. ელენე ხომ ძალიან გულჩვილი და მშიშარაა მაშინვე გაუშვა ხელები და პირზე აიფარა შიშისგან თავი გავუტეხეთო, მე და მარიმ კი ვეღარ გავუძელით და სანამ კი კივილი დავიწყეთ, რომ ვეღარ ვიჭერდით, გოგონა მანამ გაგვივარდა ხელიდან... საათზე მეტი ვეჯექი სასთუმალთან ტირილით თუ როდის მოვიდოდა გონს, მეგონა აღარასდროს გაიღვიძებდა.... მადლობა ღმერთს ცოცხალია და მას მერე ამრეზილად მიყურებს ამასაც ავიტან...."
— სულს ძლივს ითქვამდა ალავიძე ისე გაემხიარულებინა ამ ისტორიებს, აღარც გაახსენდებოდა არაფერი, მთელი ოთახი მისი ლაღი ხმამაღალი როხროხით იყო მოცული, რომ არა მისი ტელეფონის ხმა
- ბატონო? — ჯერ ისევ სიცილითა და სიცილისგან ხრინწიანი ხმით უპასუხა ტელეფონს, ალავიძემ
- რა იყო? — დახედა მოსაუბრე არჩემაშვილმა ტელეფონს თითქოს დაინახავდა ახლა უტას მდგომარეობას, ისე გაოცდა მისი განსხვავებულად მხიარული ხმით
- არაფერი, გისმენ!— ჩაახველა უკვე დასერიოზულებულმა, ღიმილით მოავლო თვალი გადაშლილ დღიურს
- მისმინე, შენ ბიზნესმენი კაცი ხარ! ასე თუ ისე, საქმე არასდროს გამოგელევა, ნებართვა გაქვს ალავ, მაგრამ, თუ კი რამე მოხდება.., თუ კი პატარა წაკამათება მაინც მოგიხდება ვინმესთან, შარში ვართ ძმაო გესმის? დიდ შარში, იციან რომ საქმიანი გასაუბრება გაქვს რაც ხალხისთვის კარგი საქმის მომტანია და ასეც უნდა აღმოჩნდეს მომავალში...
- არჩემ, რა მეთქმის? შენ რომ არ მყავდე...
- მე რო არ გყავდეე არაფერი გეშველებოდა ალავ, ვიცი რა საჭიროა? — უტურირებულად წარმოთქვა თავმომწონედ გადაისვა თმაზე ხელი, სხვა შემთხვევაში ამ კმაყოფილებას ერთბაშად გაუქარწყლრბდა არჩემაშვილს უტა, მაგრამ ახლა თავადაც ისეთ კარგ გუნებაზე იყო მეტსაც ასიამოვნებდა ძმაკაცს,
- წავედი მაშინ საგულაოდ, გკოცნი...
- რას მკოცნი ბიჭო კარგად თუ ხარ? — უტას სიტყვები მისივე ამპლუაში რომ არ ჯდებოდა სახე დაებრიცა არჩემაშვილს კიდევ დახედა ტელეფონს ინსტიქტურად
- კარგად ვარ, კარგად! არჩემ წავედი— ახარხარდა მგზნებარედ, სწრაფად გათიშა ტელეფონი და დაუყონებლივ გადაფურცლა ახალი გვერდი, უკვე მოკალათებული გადაეშვებოდა მის პარტკიკულარულ საქმიანობაში, ოთახში თიკო რომ შემოვარდა დაუკითხავად, მისივე ბავშვური ქეც-ქეცობით, ბავშვური სილაღითა და ხმაურიანობით, ეს უცანედი გამოჩენაც მისი განსხვავებული ნიჭი იყო
- ძმაო მართლა მოდიხარ? — მგზნებარებისგან შეცვლილი ხმით იკითხა, შემოუსკუპდა კალთაში ძმას,
- ჰო, მოვდივარ — გაეღიმა დამდეგებულს
- ანუ ერთად წავალთ? — გაუცისკროვანდა თვალები შეაჩერდა უტას
- დიახ ქალბატონო, ერთად წავალთ! — იმდენად მტკიცე იყო უტას სიტყვები უთუოდ დაიჯერა თიკომ
- რამაგარიაა! — შემოეკრო კისერზე ტკიპასავით, ძმასაც სიგიჟემდე მოსწონდა პატარა ცივი და საოცრად ნაზი თითები ძლივს რომ სწვდებოდნენ კისერზე
- ბევრი გავერთოთ! — თითქმის მისი ენით წარმოთქვა სიტყვები
- პარკში ხომ გავალთ ხოლმე?
- სადაც შენ მოგინდება იქ წავალთ ხოლმე... — ყურებამდე გაეკრიჭა გოგო და სწორედ მაშინ შეამჩნია ეს განსაკუთრებული დღიური ძმის ერთ მუხლზე ხელს, რომ არაფრით უშვებდა გადაშლილს,
- ეს რა არის?
- ეს დღიურია, — შეათამაშა ხელში და სულაც არ გაუწევია წინააღმდეგობა გოგომ ერთბაშად, რომ აართვა ხელიდან უხეშად,
- რა ლამაზია, ვისია?
- ოო ეს ჩემი არ არის, ეს ერთ გოგონას დაეკარგა და ვიპოვე
- რა ლამაზიაა...
- მოგეწონა? მაშინ ეს გოგოს დავუბრუნოთ და ვიკითხოთ სად იყიდა ეს ლამაზი დღიური რომ ჩვენც ვიყიდოთ,
- მართლა? იცი ვინ დაკარგა?
- არა არ ვიცი. მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფერს შევძლებთ თუ მოვინდომებთ? ხოდა გამოგვივა,
- რომ ვერ ვიპოვოთ?
- ჩვენ ხომ გვინდა ასეთი დღიური?
- კი გვინდა ძალიან ლამაზია,
- ამისთვის საჭიროა გავიგოთ ვინ არის დღიურის პატრონი, რომ ვიყიდოთ მსგავსი დღიური და ჩვენ როცა რაღაც გვინდა ყველაფერს ვაკეთებთ....
- იმისთვის, რომ ავასრულოთ ის რაც გვინდა!
- სწორია! დაარტყი — გაუშალა ხელი თუ არა მაშინვე შეაგება პატარა თითები ბავშვმა, სხარტად ჩამოხტა ძმის მუხლებიდან, უკვე სიფრთხილით დადო მაგიდაზე დღიური და ძმასთან ერთად დატოვა ოთახი...
...
" ეს დღიური ალბათ სწორედ იმიტომ შევქმენი რომ საუკეთესო მეგობრობა გამიწიოს, ისე რომ არაფერი მითხრას, არც გამაკრიტიკოს და არც რამე მირჩიოს, არაფერი არ მჭირდება სიმშვიდის გარდა, ხოდა ამიტომ გადავწყვიტე გითხრა, ყველაფერი მოვყვე სად დავიბადე სად გავიზარდე ყველაფერი, ყველაფერი და თითქოს მინდა ამ ჩემს ისტორიას, რომელსაც გაგიზიარებ ამ დღიურშივე ჩავტოვო ყველა ნეგატივი ტკივილი თუ სიმწარე.
9 წლის ვიყავი მამა რომ დამეღუპა, ავტოავარიისდროს, მახსოვს მისი ლურჯი გაყინული სახე, ძალიან სიმპათიური იყო, მაშინაც ზედმეტად კარგი იყო მამაჩემი, მიუხედავად იმისა, რომ დედა ძალზედ ახალგაზრდა ძლიერი და მომხიბვლელი ქალბატონია, მეორედ გათხოვება არც უფიქრია, მახსოვს შეშინებული, რომ დამინახა ტირილი შეწყვიტა, ყვირილიც, შავები ეცვა, მაგრამ მოხდენილად იდგა კუთხეში გაფითრებული და უხმოდ სდიოდა მის გაქვავებულ სახეს ცრემლები, თითქოს ძეგლი ტირისო, ვერ განვიცადე, ვერ გავიაზრე რა დამაკლდა, ვერ ვიგრძენი, რამხელა ძალა დავკარგე მაშინ.... "

" სახლიდან გაგვყარეს ფულს თუარ გადაიხდით რა გგონიათ ვინ დაგიტოვებთო... მამაჩემის სანათესაოს წინ, დედა ქვრივი მე კი მამით ობოლი ვიდექი და სახლში არავინ შეგვიშვა, დასარჩენი არ გვქონდა, პურის ნატეხი არავინ გადმოგვიგდო, გამოგვიშვეს სიტყვებით რომ ახლა მათაც ძალიან უჭირდათ"

" სკოლა, რომ დავამთავრე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ საშუალება არ მქონდა დედა მუშაობდა, მაგრამ არ ჰქონია იმდენი შემოსავალი რომ ჩემი სწავლის საფასური გადაეხადა, მე არასრულწლოვანს სკოლის მოსწავლეს 300 ლარის ოდენობის ქაღალდს მომცემდნენ და გამომიშვენდნენ უქვითროდ, არასრულწლოვანს მეტი არ ეკუთვნოდა, არც მაშინ თუ კი მუშაობას დილის 8 ზე დავიწყებდი და საღამოს 11 ზე ქანცგამოლეული შევადგამდი სახლში ფეხს, არც მაშინ თუ საწყობის ტვირთს, ხელით ვზიდავდი, არც მაშინ როცა 50 კილოიან მეშოკებს გაჭირვებით მივათრევდი საწყობში, ეს მე მევალებოდა, მაგრამ სამას ლარად"

" გადავწყვიტე ჩამებარებინა, იმ სპეციალობაზე რაც ყოველთვის მიყვარდა, რაც ყოველთვის უზადოდ გამომდიოდა, გადავწყვიტე ქართულ ქორეოგრაფიას გავყოლოდი... გამოცდაზე გავედი, საგნები წარმატებით დავხურე, მეტიც! უმაღლესი შედეგები ავიღე, მაგრამ შიდა გამოცდებზე გავედი, ფორმის გარეშე. დედა არ მუშაობდა, ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და მისთვის ძალის დატანება არ შეიძლებოდა. ამიტომ გავედი ფორმის გარეშე, ფული არ მეყო მეყიდა ყველა სავარჯიშო ფორმა, დარბაზში შესვლისთანავე კამერა მოამზადეს, მათი სახეები, არასდროს დამავიწყდება, როგორ ამრეზილად მიყურებდნენ, მიყურებდნენ ზიზღით, დამჩაგვრელი თვალებით, ვხვდებოდი რომ ზედმეტი ვიყავი, ძალიან ვღელავდი, ძალიან დავიბენი მაშინ, როცა მკითხეს " შენ მოსმენა არ იცი შვილო? " — ეს სიტყვები ეხებოდა წინა დღის სიტყვებს " გამოცდაზე გამოცხადდით ფორმებით!" არაფერი მითქვამს მაგრამ დავისტრესე, არც მიყურებდნენ, არც მაცდიდნენ. -შენეები გამიკეთე ნუ არ ვიცი ამ ფეხსაცმელით რას მოახერხებ მაგრამ ცადე, — უინტერესოდ აიქნია ხელი აატრიალა თვალები ქალმა და ზარმაცული მზერა მომაპყრო, ერთიანად ჩამწყდა რაღაც, ვერაფერი გავაკეთე, ის რაც ყველაზე კარგად გამომდიოდა, ახლა ისე გამოიყურებოდა თითქოს შეხებაც კი არ მქონოდა ამასთან, მთელი არსებით ვკანკალებდი, მთელი სხეულით ვთრთოდი, მეშინოდა, გაყინული ხელები ჩვრებივით მეყარა კალთაზე, ფეხები კი ისე დამჭიმვოდა, თითქოს ახლა დამეწყო სიარული, მე ისედაც უხერხულად ვგრძნობდი თავს მათს შორის, მე ხომ თავადაც ვამჩნევდი, რომ მათთან შედარებით არაფერი მეცვა, მოუწესრიგებელი წარვსდექი მათ წინ, მაგრამ მათი ეს ქცევა, მათი ეს დამცირება ხომ კიდევ ორმაგად მოქმედებდა ჩემზე...
- რისთვის მოხვედი? — ვერაფერი ვუთხარი, თავი დავწიე მხოლოდ
- აქ როცა მოდიხართ უნდა იცოდეთ რაღაც მაინც! აქ ენერგიული და პასუხისმგებლიანი ადამიანები გვჭირდება! დისცილპინირებულნი! დაზარების გარეშე, აქ როცა მოდიხარ, ცხადია ნიჭი თან უნდა გდევდეს, ცეკვა ისეთი რამ არის.... — საზოგადოდ დაიწყო ლაპარაკი, ვითომ... იმ დღეს მოვკვდი. დამცირებული ვიყავი, მძულდა თითოეული იქ გატარებული საათი, ყოველ ჯერზე ჩემი დამცირება ვერც კი მოვყვები, ამის გახსენებაზეც მზარავს, გამოსვლის დროს ერთ-ერთმა ბიჭმა მითხრა...
- არაუშავს სხვაგან ცადე ბედი-ო
წინასწარვე მითხრა რომ შანსი არ მქონდა. მაშინ ჩემი ოცნებებიც დავმარხე, სიყვარულიც გაქრა ცეკვის მიმართ, აღარავისი მჯეროდა, " კიარ ცეკვავ დაფრინავ" - როგორ დავფრინავ? გამოცდაც ვერ გავიარე... ეს კითხვა არ მასვენებდა, მამაჩემზე ვბრაზობდი, მას უნდოდა ყოველთვის ცეკვას გავყოლოდი, სულ იძახდა რომ ეს რომ გამომდიოდა ისე არაფერი გამომდიოდა ამაზე უკეთესად... ყოველ ვიდეოზე თვალები უწყლიანდებოდა ხოლმე რომ ვაჩვენებდი ჩემი დადგმული ცეკვის ვიდეოს, მაგრამ მაშინ არ მომცეს შანსი რამე მაინც გამეკეთებინა, შემაძულეს საკუთარი თავიც და კომპლექსებიც გამიღრმავეს მეტად"

" ჩავაბარე ფსიქოლოგიაზე 100% გრანტით ერთი კურსი დავასრულე და შემდეგ დავიწყე მუშაობა, პარალელურად უნივერსიტეტში შევქმენი ანსამბლი " შემართებულები" 21 სტუდენტით, გვქონდა კონცერტებიც საკმაოდ მოთხოვნადები ვიყავით"

" 2 კურსიდან დავიწყე საკუთარი ფულის გამომუშავება, დავიწყე ბავშვების მომზადება ინგლისურში, პარალელურად ვმუშაობდი შემოსავლების ოფისში თარჯიმნად. დაღლილი მოვდიოდი სახლში ვერაფერს ვსწავლობდი, ხმით ვტიროდი ტვინში რომ არაფერი შედიოდა მაგრამ მეორე დღეს სემინარი უნდა ჩამებარებინა, ვათენებდი ღამეს აბაზანაში ჩაკეტილი ტირილით და სწავლით, რომ ტირილის ხმით ვინმე არ შემეწუხებინა"

" ნახევარი წელი ავიღე აკადემიური, რადგან საზღრვრული პიროვნული აშლილობა დამიდგინდა, ვუსმენდი ყველას ტკივილებს ყველას გაჭირვებას და ვცდილობდი ყველა დამემშვიდებინა, ეს გზაზე ხდებოდა, სრულიად უცნობი მოხუცი მოდიოდა და ყვებოდა თავის გაჭირვებულ ცხოვრებას, ალბათ მოქმედებდა ჩემს გადაღლილ გონებაზეც, ნახევარი წელი, საკუთარ თავს მივუძღვენი, მხოლოდ სახლში საკუთარ თავთან საუბარში გამყავდა დრო. დავძლიე შიშები, გადავეჩვიე ტირილს, გავძლიერდი, დავამარცხე აშლილობაც"
" სამი წლის შემდეგ ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის გამოცდაზე გასვლისას წარმატებით გადავლახე შიდა გამოცდა, ჩავაბარე"

" უფროსი ქორეოგრაფის ვაჟმა გადაწყვიტა ავეყვანე მის პარტნიორად. უამრავი გასვლები გვქონდა, ახლა 132 მოცეკვავე მყავდა 21 ის ნაცვლად, ვაქციე პროფესიად, პარალელურად ვსწავლობდი, პარალელურად ვიღებდი შემოსავალს იმ საქმისგან რაც მსიამოვნებდა..."

" ახლა ვარ ოფიციალურად ანსამბლი "ფესვების" დამდგემლი ქორეოგრაფი თავისი სტუდია-ანსამბლით 156 მოსწავლით " —
თუ წინა თავები სიცილით გადაეკითხა ალავიძეს, ახლა სულამდე მიეღწია გოგოს ცხოვრებას, მიუხედავად მოკლე ჩანაწერისა, ალავიძემ დღეები გამოიარა მის მაგივრად, წამებული დღეები, სიბრაზისგან უდუღდა სისხლი, ბრაზობდა გოგოს მამის სანათესაოზე, უტაქტო გამოცდის წამყვანებზე და იმ საწარმოს მენეჯერზე ბავშვს, რომ ასე ცხოველივით ამუშავებდა, ამ ისტორიის დასასრულმა ისე კმაყოფილი დატოვა უტა, რომ მხრებში გასწორდა ეს უკანასკნელი, თავი მაღლა ამაყად ასწია და კმაყოფილების ღიმილიც გაუკრთა
" — დღეს სტუდიის მერცხლები მომივიდნენ, შემოსვლისთანავე ხელებ გაშლილი რომ მორბიან ხოლმე ჩემსკენ, სიგიჟემდე მიყვარს ის წუთები, რომ ვიაზრებ ყველა ერთდროულად რომ მომეხვევა.... სწორედ ასეთი ჩვეულებრივი მეჩვენებოდა დღეც, ასეთი თბილი. მოულოდნელად სტუდიაში ბიჭი შემოვიდა ძალზედ ნაცნობი ნაკვთებით, თან გოგონა ახლდა, ძალიან ლამაზი გოგონა... ვინაიდან ბავშვის მშობელს ვესაუბრებოდი, ნიკა(ჩემი მეწყვილე) გამოესაუბრა უცნობ ნაცნობს, მოვკარი ყური უთხრა - ძალიან აქებენ თქვენს სტუდიასო, მშობელთან ლაპარაკი დავასრულე თუ არა მხრებში გაშლილი ამოვუდექი გვერდით ნიკას, მივესალმე მამაკაცს და ახლიდან დავაკვირდი ამ ძალზე ნაცნობს, ერთბაშად ეცვალა სახე, შეენო? გაოცებულმა იკითხა
- მაპატიეთ, ვერ გიცანით გიცნობთ?
- შენ... — გაიმეორა ისევ გაფუჭებული მაგნიტაფონივით,
- მას სურს რომ მისი ბავშვი შემოიყვანოს ჩვენს სტუდიაში ნიტა
- რა თქმა უნდა მე ასეთი ლამაზი გოგონები მჭირდება სწორედ— თვალი ჩავუკარი მორცხვად მდგარ ბავშვს და ხელი გავუწოდე ისე სხარტად ჩამჭიდა ხელი ლამის დავუკოცნე ის გაყინული თითები,
- მაშინ როგორც მითხარით დირექტორს მივაწვდი ამ საბუთებს,
- კეთილი, ბავშვი დარჩეს შეუძლია და ზუსტად.... დავხედე საათს — ზუსტად ორ საათში დავასრულებთ ვარჯიშს,
- კარგი... — ისე დაბნეული იყო... შეტრიალდა, მაგრამ თითქოს რაღაცის თქმა დააპირა უკან მოტრიალდა, ზუსტად ისე... ზუსტად ისე მოტრიალდა, როგორც ადრე მაგრამ ახლა მას არ უთქვამს, "სხვაგან ცადე ბედიო" მას აღარაფერი უთქვამს დარბაზი დატოვა, მაგრამ ის სახე თვალწინ დამიდგა, მაშინ როგორ დამწყვიტა გული, როგორ გამიქრო მაშინ ის ციცნცხალი იმედიც და ახლა მან ჩემთან მოიყვანა გოგონა სასწავლებლად...." — კმაყოფილებისგან იცინოდა უტა, ვერაფრით ელეოდა დღიურს, აგრძელებდა კითხვას და ალბათ სურდა კიდეც დაუსრულებელი ყოფილიყო ეს მისი სიამოვნება და კმაყოფილება.

" დღეს შემეშინდა, ძალიან შემეშინდა... ზედმეტად გადავიკიდე დირექტორის შვილი, მაგრამ არ მეგონა ასეთი საშიში თუ აღმოჩნდებოდა. დღეს ნიკა ცუდად იყო და ვუთხარი რომ რეპეტიციას მარტო ჩავატარებდი... ბავშვები რომ წავიდნენ დარბაზი მოვათვალიერე ჩვეულებრივ სანახავად, ვინმეს რამე ხომ არ დარჩენოდა... გამოსვლისას წინ შემეჩეხა, წასვლის საშუალებაც კი არ მომცა, ჩემსკენ მოიწევდა, ბოროტულად მიღიმოდა, თითქოს მეუბნებოდა რომ ვერავინ მიშველიდა, ჩემი განწირული ხვეწნა ვედრების შემდეგ ხელები გამიკავა, როგორ ვიბრძოლე ვერ ავღწერ, შიში თითქოს ფეხებში წებოვან სითხედ მეღვრებოდა და არაფრის საშუალებას აღარ მაძლევდა, სიკვდილამდე შემეშინდა, განწირული ღრიალი რომ მოვრთე, მართლაც მალევე შემოვიდა დარაჯი, არაფერი დაუნახავს მას, ტყუილად რამის თქმას აზრიც კი არ ჰქონდა, აკანკალებული გამოვიქეცი, ეს ხომ პირველი არ იყო, რამდენჯერ ცადა ჩემი დამარტოხელება... ეს ადამიანი ძალიან საშიშია, ამისი მეტად მეშინია ვიდრე იმ გაურკვეველი გიორგისი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის მოკვლით მემუქრება და ყოველ მეორე დღეს ისევ მწერს, მითხარი, როგორ არ დავუსვა კითხვა " ცოცხალი რატომ არის კიდევ"? " — მთელი გზა კითხულობდა ალავიძე დღიურის ბავშვურ ჩანაწერებს, მისდა გასაკვირად, შემდეგმა თავებმა ძალზედ წაუხდინა ხასიათი, თვალწინ წარუდგა პირველად ნანახი და ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს უკვე კარგად იცნობდა უცნობ გოგონას. დაუზარებლად კითხულობდა მის ისტორიებს და კიდევ მეტად უჩნდებოდა სურვილი მეტი გაეგო ამ უკანასკნელზე...
" სოფლის დასვენება ნამდვილად სასიამოვნოა, ჩემ შემთხვევაში თუ დასვენებას დავარქმევთ.... ცხადია საღამოს დრო ყველაფრისთვის მრჩება, როგორი დღე იქნებოდა ღელის წყარო არ მენახა... შუკას რომ ჩავუყევი, ტყეში ჩავუხვიე, ტყიდან მინდორზე ამოვყავი თავი, თვალწინ ჩემი ოცნება დადგა... ღმერთმა იცის ვისი ულაყი იყო, სულმა მძლია, სურვილმა ძლიერმა აღტყინებამ, რიდითა და სიფრთხილით მივუახლოვდი ნაზად ავუწიე ხელი და ფრთხილად მივუახლოვდი, შუბლზე თეთრი ნოთი ჰქონდა, კუპრივით შავი თვალები, ღამის ფერი ბეწვი უბზინავდა ლამაზად, თავი რომ მცირედ დამიხარა თავისუფლად შევეხე მოვეფერე იმდენი ველაპარაკე, თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება მოვუყევი, ისე გავთამამდი სულ აღარ შემშინებია რომ მიკბენდა ან რამეს დამიშავებდა, მოულოდნელად გადავწყვიტე, რომ უბრალოდ მასზე დავმჯდარიყავი... დიახ ეს მე გავაკეთე... გაჭირვებით ავძვერი მასზე და ცხენი მოვიპარე. შემეშინდა არაფერი მქონდა ლაგამი მაინც... ჩამოსვლაც დავაპირე, მაგრამ მაინც მოვსინჯე ნაზად მივაჭირე მუცელზე ფეხები, ესეც ისე დამჯერად დაიძრა თითქოს ჩართვის ღილაკზე დამეჭიროს თითი, მაშინვე არაამქვეყნიური დაძახებით "დაწრუპუნებით" გავაჩერე და რომ გაჩერდა უკვე თამამად ვიქურდე. ასეთი სიამოვნება მართლაც, რომ წლები იყო არ განმეცადა, ქარი, მთები, უაღრესად საოცარი ბუნება მე და ცხენი, ეს იყო ცხონება... საათზე მეტი ვიხეტიალეთ, შემდეგ ზუსტად იქ დავაბრუნე საიდანაც წამოვიყვანე... ცხენიდან ჩამოსვლისთანავე სადღაც ათი წუთი ვცდილობდი გამეხსენებინა სიარული, ახლა საკმაოდ გვიანია და უნდა გამოვტყდე, რომ სკამზეც კი ძლივს ვჯდები, ფეხები დამეჭიმა, საჯდომი მტკივა, მაგრამ იგივეს ვიზამდი.... " – ეს გოგო ნორმალური არაა — ჩაიბუტბუტა ალავიძემ
– ვინ გოგო უტა? — ჩაუხტა კალთაში თიკო, უტაც დაუბრუნდა ცნობიერებას. სადაც ბათუმისკენ მიმავალ გზას დასდგომოდა ოჯახთან ერთად, უყურებდა მის დას, როგორ ენერგიაზე მოსულიყო, ეიფორიას მიცემული კი ბავშვური სიცელქით გამოხატავდა
- თიკო მოისვენე! — დედის მჭახე, გამაფრთხილებელი პირქუში ხმაც დაეწია თიკოს
- დედა უტა სხვის დღიურს კითხულობს,
- ოო თიკო როგორი გრძელი ენა გაქვს შენ, მეგონა საიდუმლოებს ინახავდი, როგორც ჩანს შევცდი — დანანებით ჩაილაპარაკა უტამ, თითქოს იმედები გაუცრუა თიკომ ნაწყენი მზერა დაახვედრა დას, აგრძნობინა ბრაზი და კალთიდან მალევე გადასვა გვერდზე
- დედა მოგატყუე უტას გაბრაზება მინდოდაა — სწრაფად წამოიკივლა და ძმას უცოდველი გადიდებული თვალებით შეაჩერდა ინტერესით, მის სახეზე რომ ამოეკითხა ეწყინა თუ არა უტას მისი საქციელი, ინანა თიკომ
- ახლა რა აზრი აქვს? უკვე ხომ გაიგო სიმართლე — გადაჩურჩულა ისევ უტამ
- არა, არ გაუგია, ნახე კითხვაც კი არ დაუსვამს მამასთან ლაპარაკითაა გართული ტელეფონში — სასწრაფოდ წაავლო გაყინული თითები ლოყებზე იძულებით შეახედა წინ მსხდარ მშობელზე, რომლებიც ერთმანეთისგან შორს ყოფნას ტელეფონით ანაზღაურებდნენ.
- ოხ თიკო!..
ვინღა მოასვენებდა უფროს ალავიძეს დღიურის კითხვას, შეამოწმა ფურცლების რაოდენობა, სულ იოტისოდენაღა დარჩენილიყო, მოუთმენლობისგან დაათამაშებდა მონოტონურად თითებს წიგნზე. უკმაყოფილოს გამოესაუბრა ირმა და ეს უკანასკნელიც იძულებული გახდა საქმიან საუბარში ჩარეულიყო.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგი ისტორიაა, ვკითხულობ და არ მყოფნის, საოცსრი ემოციითაა დაწერილი, პერსონაჟები კი იმდენად რეალურები არიან თითაოს მათ გვერდით ვცხოვრობ,,გულთან ახლოსაა, მადლობა ასეთი განცდიდათვის

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან ჩამითრია ამ ისტორიამ,ძალიან ნიეიერად და გუკწტფელადაა გაფმოცემული თვითეული დეტალი. მადლობა თავენ ამისთვის და ველით გაგრძელებას და მაყ შეხვედრას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent