რიონის პირას //სრულად//
2009 წელი აპრილის ცას ისევ შეეკრა კოპები და კოკისპირულად წვიმდა სოფელში.ნისლი გარს მოხვეოდა ირგვლივ ყველაფერს და თითქოს ანიშნებდა ყველას გამოდარებას არ ვაპირებო.გიალო მილხანი მომკვდარა,ძაძებით შემოსილა მთელი ღები.უყვარდა ყველას,კარგი კაცი იყო,ან უბრალოდ სახლს გარეთ ჩანდა ასეთი.ვეღარ გაუძლო ამდენ დარდს კაცის გულმა და საბოლოოდ შეეგება იმ დასასრულს ასე,რომ ელოდა უკვე წლებია.დიასახლისები დაფაცურობდნენ სახლში,საჭმლის ოხშივარსა და სასმლის სუნს ქალების ქოთქოთი ერწყმოდა. ოჯახში სუფრა რომ იშლება,ქალს ჭამის თავიც,რომ არ აქვს ისე რომ იღლება მითი არ არის ეგ ამბავი.არც მილხანების ოჯახში იყო ნაკლები ამბავი.სამეზობლო ხომ ეხმარებოდათ,რა თქმა უნდა,მაგრამ თვითონ დიასახლისები უნდა გენახათ,მთელი დღე ფეხზე იდგნენ და სუნთქვაც კი ავიწყდებოდათ ხან. დაფაცურობდა ლალი და სუფრაზე ყველა კერძს სირბილით ამატებდა.არ ეკადრებოდა მილხანების ოჯახს ცარიელი სუფრა.თეფშზე ორი ნაჭერი ხაჭაპური რომ დარჩებოდა ამატებდნენ,რომ ცარიელი არ გამორჩენოდათ რამე. ბრძანებებს იძლეოდა გიალოს უმცროსი შვილი თამარა,რომელიც კონტროლის სენით იყო შეპყრობილი.პაატა რომ მისი ძმა იყო მასაც კი არ ეხატებოდა გულზე საკუთარი და,ვერც ლალი იტანდა მულს და სიმართლე რომ ითქვას სოფელშიც არავის ჰქონდა მისი ატანა.თორნიკე,მილხანების უმცროსი ვაჟი, მხოლოდ მოკითხვით თუ შემოიფარგლებოდა და იმ ოთახშიც კი არ ჩერდებოდა,სადაც მამიდა ეგულებოდა.უფროსი მილხანი კი...თავად კონტანტინე,რომელიც 6 წელია სახლში არ ყოფილა ბავშვობიდან სულ ებრძოდა ქალს.არ მოსწონდა მისი დამოკიდებულება დედის მიმართ და რაც ყველაზე მთავარია თამარას არ მოსწონდა კოსტას დამოკიდებულება ოჯახის უფროსის,გიალო მილხანის მიმართ... როგორც იქნა ინებეს სტუმრებმა სახლში წასვლა და მთვრალი პაატაც ბარბაცით წამოდგა ფეხზე.განიცდიდა მამის დაღუპვას,მაგრამ კიდევ უფრო განიცდიდა იმას,რომ ბაბუის დაღუპვამაც ვერ დააბრუნა სახლში მისი კოსტა.6 წელი იყო შვილი არ ენახა...შვილი,რომელიც გიალომ ფაქტობრივად სახლიდან გააქცია.რძალს მიეფერა ასე ძალიან,რომ უყვარდა და პატივს სცემდა.ხელები დაუკოცნა,რომლითაც ყავა მოუდუღა და საძინებელში თვალცრემლიანი შევიდა. წამოდგა ფეხზე თამარა,გადახედა თითქმის 50 კაციან სუფრას და გოგონას მიუბრუნდა. -მე და შენს დედამთილს ყავა გაგვიკეთე,მერე ეს მიალაგე და ჭურჭელსაც მიხედე,ნამეტანი გაზარმაცდი ამ ბოლოს.-თავისი უზარმაზარი ცხვირი აიბზუა და ხელკავი გამოსდო ლალის. -რას ამბობ გოგო?-გაიკვირვა მისი ნათქვამი და კუთხეში აწურულ რძალს გადახედა.-როგორ მიალაგებს მარტო?რესტორნის სუფრა იყო გაშლილი. -სხვა რას მიკეთებს,რა საქმე აქვს?-წარბი აუწია ლალის.-ამდენი წელია ჩვენი ოჯახის ლუკმას ჭამს,საქმეც აღარ უნდა აკეთოს? -მამიდა!-თვალები დაუბრიალა თორნიკემ.ვერ იტანდა ლოლიტაზე ცუდად რომ საუბრობდნენ.დასავით ჰყავდა,თითქმის ერთი ასაკის იყვნენ,ასე გაიზარდნენ.თავად გიალოც არავის აძლევდა მასთან ცუდად მოქცევის უფლებას.ქმარმა რომ მიატოვა მას შემდეგ ხელის გულზე ატარებდა რძალს.-მე დავეხმარები,ყავა თავად გაიკეთე! -თორნიკე!-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა ქალმა.-რა პრობლემაა მითხარი აბა? -ლოლიტას შეეშვი,ეგ პრობლემა მაქვს მხოლოდ! -თორნიკე არაუშავს,მივალაგებ!-სცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.წლები იყო მის ნერვებზე თამაშობდა თამარა. -მიალაგებ დიახაც!-კბილებში გამოსცრა ქალმა.-ქუჩაში რომ არ გაუგდიხარ მამაჩემს მადლობელი იყავი,რასაც დაგავალებენ ყველაფერს გააკეთებ ამ სახლში და მეტიც,თუ გეტყვიან,რომ ქუჩაში გაათიო ღამე,მაგასაც იზამ! -ხომ არ გადარეულხარ თამარ?-გაოცდა ლალი. -ეს გოგოა ჩვენი ოჯახის შემარცხვენელი,გააქცია პირველივე კვირას ოჯახიდან ქმარი და თვითონ სუროსავით მოედო ჩვენს ოჯახს...მამაჩემი სიკვდილამდე კოტეს ნახვას ნატრობდა,მაგრამ ამ უდღეური გოგოს გამო არ ჩამოვიდა. -მე მაბრალებ ახლა იმას,რაც მოხდა?-ტონს აუწია ლოლამ. -ტონი აკონტროლე!-დაიწიკვინა ქალმა.-დააქციე ჩვენი ოჯახი!თექვსმეტი წლის შემოგიყვანეს ოჯახში,მოგხედეს,დახმარების ხელი გამოგიწოდეს და შენ ჩვენი გვარის გამგრძელებელი გააქციე სახლიდან...მე ვიცი რატომაც წავიდა,არ იყავი ალბათ ის,ვინც გვეგონა...არ იყავი ისეთი კარგი მამაჩემს რომ ეგონა და მთიელი კაცი მაგას აიტანდა შენგან?მაგიტომაც წავიდა,შენ შეარცხვინე ჩვენი ოჯახი! -თამარ!-გაისმა ის გამყინავი,შემზარავი ხმა ექვსი წელი რომ არავის გაუგონია ამ სახლში.კედლებიც კი შეირყა,თითქოს ამინდიც კი მიჩუმდა და მილხანს დაუთმო სცენა რომ ესაუბრა.ასი თვალი და ასი ყური მიაჩერდა შემოსასვლელში მდგომ,წვიმით გაწუწულ და ტალახში ამოგანგლულ კონსტანტინე მილხანს.-ჩემს ცოლს მეორედ ასეთი ტონით არ დაელაპარაკო!-გამოსცრა ქალს კბილებში.ჩანთა იქვე იატაკზე მიაგდო და ნელი ნაბიჯით წავიდა მათკენ. -კოტე შვილო.-დაუყვავა ქალმა,მაგრამ არ დააცადა საუბარი. -კონსტანტინე ვარ მე შენთვის!-უღრიალა ქალს.-ჩაალაგეთ შენ და შენმა ქმარმა ნივთები და ყავა თქვენს სახლში დალიეთ!-ხმა ვერ ამოიღო ვერავინ.მისალმებაც ვერ გაუბედა კუთხეში აწურულმა ბიძამ.გაიყინა იქვე მდგომი დედამისი,არ ელოდა მის დაბრუნებას. -კოსტა.-ძლივს ამოთქვა თორნიკემ და ძმისკენ გაიქცა.მისი იდეალი კაცი იყო კონსტანტინე.მისი მისაბაძი მაგალითი.-რას აკეთებ აქ ტო.-გადაეხვია კაცს. -დრო იყო უკვე არა?-ხელები შემოაჭდო თითქმის მისი სიმაღლის ბიჭს.-გაზრდილხარ. -ექვსი წელი გავიდა.-გაეცინა თორნიკეს. -როგორ გიკითხო დედაჩემო?-ხელები გაშალა კოსტამ და დედას მიაპყრო მზერა. -მართლა შენ ხარ შვილო?-ამოიტირა ქალმა და მთელი სხეულით მიეხუტა მასზე ორი თავით მაღალ ბიჭს.-ჩემო სუნთქვა,მართლა მოხვედი? -მოვედი დედა.-თავზე აკოცა ქალს.-შენზე არ მიხუმრია,ჩაალაგე ნივთები.-გადახედა მამიდას ისევ. -კოსტა შვილო.-მიეფერა სახეზე ლალი.-რატომ არ მითხარი,რომ ჩამოდიოდი? -რაიყო გეწყინა?-წარბაწეულმა გადახედა დედას. -როგორ შეიძლება ეგ მეწყინოს ჩემო ბიჭო...გავაღვიძებ მამაშენს... -დაანებე ეძინოს,დილით ვნახავ.-გააჩერა ქალი.-მთვრალი კაცის გაღვიძება იქნება ახლა?სუფრას გაშლის ახლიდან.-თეფშების ბრახუნი ატეხა ლოლიტამ.ერთმანეთზე გადააწყო რამდენიმე თეფში და ლამის სირბილით გავიდა სამზარეულოში.არც შეუხედავს ცოლისთვის.არ ჰქონდა მაგის დრო.ისიც არ იცოდა როგორი გოგო დადგა მისი ლოლიტა... -კოტე ახლა შენ ვერ აზროვნებ სწორად და... -კონსტანტინე-მეთქი!-დაუყვირა ქალს.-მადლობა თქვი,რომ ჩალაგების ნებას გაძლევ და ძალით არ გაგდებ სახლიდან.შხაპს მივიღებ,რომ დავბრუნდები აქ აღარ დამხვდე! -კოსტა შვილო...-მისი შეჩერება უნდოდა ლალის,მაგრამ არ დაანება. -არა დედა,ვთქვი მე უკვე ჩემი სათქმელი!-მძიმედ ამოილაპარაკა,ჩანთას ხელი დაავლო და ეზოში გავიდა.კიბეები ნელი ნაბიჯით აიარა,კარი შეაღო და ერთიანად შეეჯახა უკან მოტოვებულ ცხოვრებას. უცხო სურნელი ტრიალებდა მის ოთახში.სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა...რამდენიმე ნახატი ჩამოეკიდებინათ კედელზე.მაკიაჟის მაგიდა დაედგათ კუთხეში...ფანჯრის რაფაზე ქოთნის ყვავილები ჩაემწკრივებინათ,ტუმბოზე სურნელოვანი სანთელი და „ძმები კარამაზოვები“ დაეტოვებინათ.ქალის სუნი იდგა ოთახში,ქალის ხელი ეტყობოდა ყველაფერს...კარადა გამოაღო...ის ტანსაცმელი,რომელიც ექვსი წლის წინ დატოვა ისევ იქ ეწყო,მაგრამ სიძველის სუნი არ ასდიოდა.პირიქით,ახლად გარეცხილი გეგონებოდათ...იდეაში ასეც იყო.ყოველ ორ კვირაში ერთხელ რეცხავდა ლალი შვილის ტანსაცმელს.იმის იმედად,რომ დაბრუნებისას ჩასაცმელი ჰქონოდა... ახლაც ახსოვს როგორი წყენით გაიხურა ექვსი წლის წინ ეს დაწყევლილი კარი და როგორ გავარდა სახლიდან.როგორი დიდი ომი ჰქონდა ბაბუასთან და როგორ მოიყვანა სრულიად უცხო გოგონა ცოლად... სააბაზანოში ყვავილებისა და მანგოს სურნელი ერთმანეთში ირეოდა.სარკესთან მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე და ათასი უცნობი სახის კრემი იდო.იქვე კედელზე გაკეთებულ თაროზე ეწყო შხაპის გელი,ტანის ლოსიონი,მანგოს სურნელოვანი თმის ნიღაბი...ყველაფერი,რაც მის ცოლს ეკუთვნოდა... ბინძური ტანსაცმელი იქვე კალათაში ჩაყარა და ცხელი წყლის ქვეშ დადგა.ერთიანად აწვებოდა ყველაფერი,რაც ამდენი წლის განმავლობაში დაუგროვდა სხეულში.უყვარდა სოფელი,აქაური ხალხი,მეგობრები,ოჯახი,მაგრამ ისე უცებ წაართვეს ყველაფერი,რომ თავადაც ვერ გაიაზრა.მოგონებებს მიეცა მილხანი და მოდი ჩვენც გადავავლოთ თვალი იმ ამბავს როგორ და რა მიზეზით იქორწინა კონსტანტინე მილხანმა უცხო გოგონაზე და რატომ დატოვა სახლი ქორწინებიდან პირველივე კვირას... ***(6 წლის წინ) -რა გინდა ბიჭო ამ წვიმაში გარეთ?-მანქანიდან გადმოსული პირდაპირ ძმას შეეჩეხა კოსტა. -მზიასთან მივდივარ,თონის პური უნდა ამოვიტანო. -ამ წვიმაში?მე ვერ დამელოდებოდით?-წარბები შეკრა და მეორე მანქანას გადახედა.-გაბღენძილი ბაბუაშენიც მოსულა და შენ რატო მიდიხარ ფეხით? -საქმე აქვთ უფროსებს,სულაც არ უნდათ პური,უბრალოდ გამომიშვეს.-ჩაეღიმა თორნიკეს,ყოველთვის ჭკვიანი ბიჭი იყო. -რა საქმეა ეგეთი,რომ შენი დასწრება არ შეიძლება?-მანქანიდან ჟაკეტი გადმოიღო და ძმას გაუწოდა.-ნუ დადიხარ ეგრე,გაცივდები და იავადმყოფებ ისევ მთელი ზამთარი. -ქალი მოიყვანა პაპამ,მემგონი შენთვის.-ჩუმად გადაულაპარაკა და ძმის რამდენიმე ზომით დიდ ჟაკეტში ჩაიმალა. -რაო?-ყურები ცქვიტა მაშინვე.-ტაბაწყურში არ იყო?ვინ ქალი მოიყვანა? -უგონოდ იყო სახლში რომ შემოიყვანა,ახლა ტირის,მაგიტომ გამომიშვეს. -რას მელაპარაკები?-წარბები შეკრა მაშინვე და ძმას გვერდი აუქცია.გიჟივით შეაღო სახლის კარი და მისაღებში შეკრებილ ნათესავებს თავზე წამოადგა.-რა ამბავია? -მოვიდა ჩემი იმედიც.-ხელები გაშალა გიალომ.-მოვიდა შენი დროც ჩემო ბიჭო.-გადახედა დედას კოსტამ,მიხვდა არ იყო კარგი ამბავი,დანანებით აქნევდა თავს ქალი.მამასაც ჩაეხარა თავი.მხოლოდ მამიდამისი იჯდა კმაყოფილი. -თორნიკემ ქალი მოიყვანა ბაბუამო,მართალია? -მართალია,ცოლი მოგიყვანე.-გაეკრიჭა კაცი.-რადგან შენით არ იფიქრე... -ხომ არ გაგიჟდი ბაბუაჩემო?ახლავე უკან დააბრუნე! -რაის დაბრუნება ბიჭო?-წამოვარდა ფეხზე.-ოჯახში შემოსული ქალი უკან არ მიიღება,აქედან ვინაა მაგის წამყვანი. -საიდან მოიყვანე?რამ გაფიქრებინა? -ტაბაწყურიდან წამავიყვანე!-ამაყად განუცხადა.-ცქრიალა და წესიერი გოგოა,ნახე თუ არ მოგეწონოს! -არ გაბედო!-დაუღრიალა კაცს.-ახლავე უკან წავიყვან! -მთელმა სოფელმა იცის,სადღა გაუშვებ ახლა? -რომელმა სოფელმა იცის? -გოგოს სოფელმა,ოჯახმაც გაიგო რომ გაიპარა! -ავად ხომ არა ხარ ბაბუაჩემო?-ავის მომასწავებლად შეკრა კოპები და მაგიდას მთელი ძალით დაარტყა წიხლი.ღიმილი სახეზე შეაშრა გიალოს. -კოსტა შვილო გეხვეწები დაწყნარდი.-მიეფერა ლალი.-არ ინერვიულო ოღონდაც... -იცოდით? -არავინაც არ იცოდა,მე მოვიყვანე,მომეწონა სარძლოდ და აგერ გყავს ოთახში,აწი მიხედე,როგორც ქმარს შეეფერება! -ახლა ქმარს გაჩვენებ ნერვებმა თუ მიმტყუნა!-ღრიალს არ წყვეტდა კაცი.მათ შორის ჩადგნენ ლალი და პაატა. -აბა როდემდე უნდა გეყიალა ეგრე ჰა?დედაშენიც ეგრე მოვიყვანე და კია ახლა ბედნიერი,არა ლალო?-გაუცინა რძალს. -ნუ გააპრობლემებ და ნუ შეარცხვენ გოგოს,ადი ცოლთან.-დაუყვავა თამარამ.ერთი ხმამაღლა ამოიხვნეშა კაცმა და ზურგი აქცია ყველას.სახლიდან გავიდა და კიბეები მშვიდად აიარა.შორიდანვე ესმოდა გოგონას ტირილი.გასაღები გადაატრიალა და კარი გააღო,კედელთან იჯდა უცნობი,ტირილისგან თვალები დასიებოდა და ყვირილისგან ხმა წართმეოდა.შეშინებულმა ახედა კართან მდგომ კაცს და ფეხზე წამოვარდა.ტუმბოზე დადებულ ყავის ჭიქას დაავლო ხელი და კაცს მოუღერა. -არ მომეკარო იცოდე!-დაუბრიალა თავისი მწვანე თვალები. -დაწყნარდი.-დაამშვიდა კაცმა.-არაფერს დაგიშავებ,დავურეკოთ შენებს და წაგიყვანონ კარგი? -არ წამოვეგები მაგაზე,არ მოხვიდე ახლოს!-ისეთი ბავშვური და სასაცილო იყო,რომ უადგილოდ ჩაეღიმა მილხანს. -მშობლები ჩამოვლენ და წაგიყვანენ,არ გახლებ ხელს, ნუ გეშინია...-უთხრა მშვიდი ხმით.-აფრენს ბაბუაჩემი,ამას ისევ კომუნისტების დრო ჰგონია... -არ მოხვიდე-მეთქი! -გოგო სველი ვარ,მაისურს ავიღებ,რამ გაგაგიჟა?!-გაკვირვებული მიაჩერდა. -არაფერი დამიშავებია,გამიშვი გეხვეწები!-ამოიტირა საცოდავად.-მე არაფერი გამიკეთებია. -ვიცი,გიშვებ ნუ გეშინია.პაპაჩემს ყურს ნუ უგდებ,ვერ დაეწია ეგ ამ საუკუნეს...-მაისური გადაიძრო და შავი ჰუდი მოირგო სხეულზე.-დადე კარგი?-ჭიქაზე ანიშნა.-კონსტანტინე!-ხელი გაუწოდა გოგონას.წამით ამრეზით აათვალიერა,მაგრამ მერე უცნაური გრძნობა დაეუფლა,თითქოს ენდო და მანაც შეაგება თავისი. -ლოლიტა... -მივხედავ ჩემებს,ქვემოთ ჩავალ,შენთან საჭმელს ამოვაგზავნინებ კარგი?ნუ იყურები ეგეთი შეშინებული. -მართლა გამიშვებ? -ჰო,დავურეკავ შენებს რომ მოვლენ ავუხსნით სიტუაციას და გაგიშვებ...დაწყნარდი ცოტა?-უხმოდ დაუქნია ლოლიტამ თავი და ნახშირივით შავი თმა უკან გადაიწია. უხმოდ დატოვა ოთახი და ისევ კიბეებზე დაეშვა,სახლში შევიდა,ისევ შეუკრა ბაბუამისს კოპები.-გოგოს ოჯახი რომ მოვა ვატანთ გესმით? -რაო არ მოგეწონა?-ჩაეკითხა კაცი. -რა ამაზრზენი თინეიჯერივით მელაპარაკები? -წესიერად კოტე!-მუშტი დაჰკრა კედელს კაცმა.შეცბა ყველა გარდა მაგ მუშტის ადრესატისა.-ხვალ ჩამოვა ოჯახი.ჯვარს დაიწერთ აქვე ეკლესიაში,დაველაპარაკე შიოს. -მე არავისზე არ დავიწერ ჯვარს,გოგოს უკან გავატან მშობლებს!დედა რამე აუტანე იმ გოგოს,რომ ჭამოს და ჩაიც დაალევინე,კანკალებდა... -მე ავუტან.-წამოიმართა თამარა. -იცი საერთოდ ჩაი როგორ კეთდება? -გავერკვევი კოტე,თან დავამშვიდებ ცოტას!-მოკლედ მოუჭრა ქალმა და სამზარეულოში გავიდა... *** ოთახში ასულს უფრო დაზაფრული და შეშინებული დახვდა გოგონა.ვერ მიხვდა რა იყო მიზეზი,არც უფიქრია იმაზე,რომ ამდენად სასტიკი და ასეთი ალქაჯი იქნებოდა მამიდამისი.საჭმლისთვისაც პირი არ დაუკარებია,ჩაი დალია მხოლოდ და იქვე იატაკზე იჯდა.ცრემლებად იღვრებოდა. -ცუდად ხარ?-ჩაეკითხა კაცი და მიახლოება სცადა,მაგრამ არ დაანება. -არ მომეკარო!მეზიზღებით შენც და შენი ოჯახიც! -რა დაგემართა?გაგიშვებმეთქი ხომ გითხარი,რატომ წიოკობ? -ვერ გიტან!-უმეორებდა ისევ. -გაგიჟდება ადამიანი.-შუბლი ნერვიულად მოისრისა კაცმა.-არ გშია? -არაფერს შევჭამ თქვენს მოწოდებულს,დაე დაიშხამოთ ყველა ერთ დღეს!-დაუყვირა და თეფში მისი მიმართულებით გაისროლა. -ნორმალური ხარ გოგო?-თვალები წამოენთო მილხანს.-შენს მშობლებს ვეტყვი რომ ფსიქიატრიულში შეიარონ გზად და რამდენიმე კვირით დაგტოვონ! -როგორ ხართ ასეთი სასტიკები?მეგონა მხოლოდ სვანები აკეთებდნენ მსგავს სისაძაგლეს და ამ შუა რაჭაში რამ გადაგრიათ? -გიშვებ-მეთქი გოგო,გიშვებ!-უღრიალა კაცმაც და წამსვე გაიკმინდა ხმა.-მოვლენ ხვალ შენები,ჩაგიყვან ქვემოთ და გავატან შენს თავს,რისი გეშინია ვერ გამიგია? -როგორი ცუდი ადამიანები ხართ!-ამოილაპარაკა ჩუმად და მუხლებს ნიკაპით ჩამოეყრდნო.-ასე როგორ შეიძლება ქალებით თამაში?რომელი საუკუნეა ისევ თქვენი მონები გგონივართ? -აი დედას ვფიცავარ თუ ვხვდებოდე რა გინდა.-საწოლზე ჩამოჯდა კაცი.-არ გიტოვებ,გიშვებ შენს ტაბაწყურში. -მეზიზღებით!-ჩურჩულებდა ისევ. -ეს ჩაიცვი,შეგცივდება ღამე.-საწოლზე დაუდო სპორტულის შარვალი და ჰუდი.-ამას მე მივალაგებ,რა თქმა უნდა.-ნამსხვრევები ხელებში მოიქცია და აივანზე გაიტანა.-არ ჩაგიკეტავდი კარს,მაგრამ ნერვიული გოგო ჩანხარ,არ მინდა ამაღამ სადმე მთაში გაიქცე და მოკვდე,დილამდე მოითმინე კარგი? -წადი შენი!-მიაძახა კართან მდგომს. -გინებაც ვიცით?-მიუტრიალდა და თავისი ბნელი სფეროები მიანათა.-არ არის კარგი საქციელი უმისამართოდ გინება. -არც ქალების მოტაცებაა გასამრავლებლად კარგი ამბავი! -გაგიფრენია შენ,ან მთლად ასეთი მოუყვანიხარ პაპაჩემს.-აიქნია ხელი კაცმა და კარი გადაკეტა.მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა თავში... ლამაზი იყო... *** ის ღამეც გადააგორეს მილხანებმა და დილაუთენია დაადგნენ თავს გოგონას მშობლები.მეორე ოთახში დივანზე ეძინა კოსტას,ეზოდან მანქანის ხმა რომ მოესმა მაშინვე წამოდგა და კიბეებზე დაეშვა.ვაითუ პაპაჩემმა რამე ისეთი ჩააწვეთოს მშობლებსო. -ლოლიტა!-ღრიალებდა ქალი,თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. -მოგესალმებით.-ღიმილით დახვდა გიალო ხალხს. -სად არის ჩვენი შვილი?-წამოენთო ქალი. -ოთახშია,სად იქნება?-გაუცინა სტუმრებს.-აი მისი ქმარიც,სადაა ჩემო ბიჭო შენი ცოლი? -ოთახშია,სძინავს. -ეძინოს რძალს.-დაუყვავა გიალომ.-შემოდით სახლში,სუფრა გაშლილია. -არანაირი სუფრა!ხელს მოვკიდებ ჩემს გოგოს და მიმყავს აქედან!-წამოენთო ციალა. -გავაღვიძებ.-მშვიდად ამოილაპარაკა კოსტამ და ზურგი აქცია ხალხს.ძლივს გაუშვებდა გოგონას სახლში. -არა გრცხვენიათ ქალბატონო?-ჩაერია თამარაც.-ცოლ-ქმარი არიან,სად წაიყვანთ? -ანუ? -ანუ რა გაიკვირვეთ?-გაუცინა ქალმაც.-განა ყველამ ასე არ შექმნა ოჯახი? -რას ამბობ ქალო?-წარბები შეკრა შოთამ. -დაიწერენ დღეს ბავშვები ჯვარს და ეგ არის... -რა ჯვარს დაიწერენ ქალო?-ღრიალს აგრძელებდა.გამოჩნდა კიბეებზე თმაარეული,კოსტას ტანსაცმელში გამოწყობილი გოგონაც. -დე...-ამოიტირა გოგონამ და კიბეებზე დაეშვა.-მა... -ჩემო ანგელოზო,ჩემო გოგო...-მიეფერა ქალი. -ცოლ-ქმარი არიანო...მართლა?-გაისმა ზურგს უკან ზაურას ხმაც.ცქვიტა ყურები მთელმა ოჯახმა. -რას ამბობ?-გახედა ციალამ კაცს. -მაშ არიან!-დაუკრა კვერი გიალომ.-ვერა ხედავ იმისი ტანსაცმელი რომ აცვია?ერთ ოთახში იყვნენ ღამე. -რას ამბობ?-გიჟივით შემოუტრიალდა ლოლიტა.-ხომ არ გაგიფრენია მოხუცო? -არ ყოფილა მსგავსი არაფერი!-იუარა კოსტამაც.-არავინ შეხებია თქვენს გოგოს. -მორცხვია ჩვენი ბიჭი.-ჩაერია თამარა. -გაჩუმდი ქალო!-მთელი ხმით უღრიალა ქალს.-არ გვინდა ზედმეტი გაუგებრობა,წაიყვანეთ თქვენი ქალიშვილი სახლში და მოვრჩეთ. -ქალიშვილის რა გითხრათ ბატონო ჩემო.-ზაურას ჩუმად გადაულაპარაკა თამარამ.-მაგრამ გოგო თუ გინდათ წაიყვანეთ,შერცხვენილი და ნამუსახდილი იქნება... -დე წავიდეთ გეხვეწები რა... -წამო დედას სიცოცხლე.-აკოცა ქალმა და მანქანის კარი გამოუღო.ხმას ვერ იღებდნენ კოსტას მშობლები,რიდი ჰქონდათ გიალოსი. -მოიცა!-დასჭექა ზაურამ.-არ გამოვა ეგრე. -რას ამბობ მამა?-მიუბრუნდა შოთა. -ქალი ამათ სახლში იყო ღამე,ბიჭის ოთახში ეძინა,გაიგო მთელმა ტაბაწყურმა...ამის წაყვანას ფასი არ ექნება ახლა. -პაპა გეხვეწები...-გადახედა კაცს.-არაფერი ყოფილა,არავინ შემხებია გთხოვ... -მამა ნუ მოაწყობ აქ სცენებს,სახლში ვილაპარაკოთ. -არა!-აიქნია ხელი კაცმა.-სანამ პირში სული მიდგას და ეს ულვაში აქ არის...-ხელი გადაისვა ჭაღარაშერეულ თმაზე.-მანამდე მე ვამბობ ამ ოჯახში ბოლო სიტყვას. -ჩემს შვილს აქ არ დავტოვებ! -არც შენ რჩებოდი ჩვენთან,მაგრამ კი გყავს ახლა ორი!-შეუტია კაცმაც. -ხელი არ დამიკარებია თქვენი გოგოსთვის,წაიყვანეთ და მოვრჩეთ,რამდენს ლაპარაკობთ ახლა მართლა?-გაოგნდა კოსტა. -ეს დიდების სალაპარაკოა!-ხელის აწევით სცადა მისი გაჩუმებაც,მაგრამ ჯერ კაცი არ დაბადებულა მილხანი რომ გაეჩუმებინა. -ახლა კარგად მომისმინე პაპაჩემო!-წინ გადაუდგა კაცს.-გოგო არ დაჩაგროთ,წაიყვანეთ სახლში და არ დააძალოთ არაფერი,ცრემლები ახრჩობს გუშინდელიდან მოყოლებული,მშიერ-მწყურვალი იჯდა,მშობლების მოსვლას ელოდა,წაიყვანეთ და თავი დაანებეთ. -გატლეკილი ჰქონია ენა!-გიალოს გადახედა.-შენ რას იტყვი კაცო?იყო რამე? -იყო!-დაემოწმა კაცი.-ერთ ოთახში იყვნენ-მეთქი გეუბნები. -ასეა ბატონო ჩემო.-აჰყვა თამარაც. -ხომ არ გაგიჟებულხართ ხალხო?-წინ გადაუდგა ორივეს კაცი.-რაებს ბოდავთ საერთოდ?ზალაში მეძინა,დივანზე... -დე გეხვეწები არ დამტოვო რა...-ძლიერად მიეკრო სხეულზე ქალს. -კერესელიძეებმა მომილოცეს შენი გათხოვება!-გადახედა შვილს.-თვითონ ჩაჯდა მანქანაშიო,ასეა? -მამა... -მიპასუხე!-უღრიალა კაცმა. -წვიმდა და სახლამდე მიგიყვანთო,ქალი რომ იჯდა მანქანაში ვენდე და გამოვყევი,არ მეგონა,რომ... -გაჩუმდი!-ხელის აწევით გააჩუმა შოთამ,მამას გადახედა.ერთი მზერა ჰქონდა ორივეს. -არ ქნა შოთა.-შეევდრა ქმარს.-ნუ გაწირავ ბავშვს გეხვეწები. -რა ვქნა ქალო,ლაპარაკობენ!-დაუტია ცოლსაც. -რჩება!-გადაუწყვიტა ზაურამ.ლამის ტაში შემოჰკრა გიალომ. -ხომ არ გაგიჟებულხართ ხალხო?-ტონს აუწია კოსტამ.-სად ტოვებთ,ვისთან ტოვებთ? -კოსტა შვილო.-მისი დამშვიდება სცადა ლალიმ. -რა კოსტა,რა კოსტა?უთხარი რამე დედაჩემო!უთხარი რომ არ შევხებივარ!-მიაჩერდა მშობლებს. -მაგიტომ არ ტოვებენ.-გააქნია თავი პაატამ. -ჩვენ ოჯახში ასეთი წესია.-დაიწყო ზაურამ.-უკან წამოყვანილ ქალს აგდებენ სახლიდან... -პაპა გთხოვ... -რას ამბობ?-მიუბრუნდა ქალიც. -დედი გეხვეწები არ დამტოვო აქ რა,დედა ძალიან გთხოვ...-მუხლებზე დაეცა ლოლიტა.დახრა და შვილის წამოყენება უნდოდა,მაგრამ არ დაანება კაცმა. -მიხედავს თავისი ოჯახი.-წინ გადაუდგა მოხუცი.-ჩაჯექი მანქანაში. -დედა გემუდარები არ დამტოვო რა,დე გეხვეწები რა...-მთელი ხმით გაჰკიოდა და ტალახიან მიწას ხელებით ებღაუჭებოდა.-გემუდარები დე,თუ გიყვარვარ რა... -მოგიკვდეს დედა!-გაიწია მისკენ ქალმა,მაგრამ არ მიუშვა არც ქმარმა.-შოთა შვილია ჩვენი,გეხვეწები.-მკერდზე მომუჭა მისი პერანგი ქალმა. -არა,ჩაჯექი!-მანქანაზე მიანიშნა და უხეშად უბიძგა. -დე,არ მიმატოვო გთხოვ,არ დამტოვო,არ გამწირო გეხვეწები რა...აღარასდროს გავალ სახლიდან,ოღონდ ახლა არ დამტოვო,გთხოვ,გევედრები... -ჩემო პატარა გოგო...-ტიროდა ქალიც და ცდილობდა გასძალიანებოდა ორივეს,მაგრამ ვერ შეძლო.ძალით ჩასვეს მანქანაში. -ხომ არ გაგიჟდნენ?-მშობლებს გადახედა კოსტამ.მერე ძირს დაცემულ გოგონას. -არ დამტოვო დედა,არ მინდა გათხოვება გთხოვ,გევედრები რა...-ხელი ჩამოართვა პაპამისმა კოსტას გიალოს.მამა აღარ მოფერებია,დედაც კი აღარ მიუშვა რომ ენუგეშებინა. -არ უნდა ჩამჯდარიყავი მაგ მანქანაში...-ერთი ეგ დაუბარა და საჭეს მიუჯდა. -მამა გთხოვ,გეხვეწები მაპატიე რა,გემუდარები...-ხოხვით გაეკიდა უკან კაცს,მაგრამ არ მიაქცია ყურადღება. -გაჩერდი შვილო.-შეეცოდა ლალის და მის წინ ჩაიმუხლა.მიეფერა.-დამშვიდდი ნუ გეშინია. -ნორმალურები ხართ ხალხო?-დაიყვირა კოსტამ და მანქანის კაპოტზე ძლიერად დაურტყა კაცს ხელი.-კაცი არა ხარ?შენი შვილი არ არის? -მამა გეხვეწები...არ შემხებია არავინ,გემუდარები...-აგრძელებდა თავისას,მაგრამ არავინ უსმენდა.ატირებულ დედას შეავლო შუშის მიღმა თვალი ბაბუა რომ აკავებდა.მამას შეავლო თვალი ცივი,შეუვალი,რომ ჰქონდა მზერა.ჭიქა წყალს აწოდებდა ლალი,მაგრამ არც ეს დაეხმარა სულის მოთქმაში.დაასამარეს მისი ცხოვრება,ბავშვობა და თინეიჯერობა... -მე...-ყელზე მიიჭირა ხელი,ხის ჯვარს უხეშად ჩაავლო ხელი და მოქაჩა.-ვერ...ვერ ვსუნთქავ...-ამოთქვა ძლივს და ხმამაღლა დაიწყო სუნთქვა. -კოსტა შვილო.-ახედა ქალმა.-ცუდად არის... -ჯანდაბა!-დაიგრგვინა კაცმა და ხელში მოიქცია მისი სიფრიფანა,უკვე ძალაგამოცლილი სხეული.-წყალი და ვალერიანი ამოუტანე...დანარჩენებმა არავინ გაბედოთ ოთახში ამოსვლა.-გადახედა ღიმილიან ოჯახის წევრებს და სირბილით ავიდა კიბეებზე.-შემომხედე.-საწოლზე ფთხილად დააწვინა და სახიდან თმა გადაუწია.-ნუ ნერვიულობ გესმის?ნუ გეშინია...არავინ არაფერს დაგიშავებს,გადაუვლით შენებს და წაგიყვანენ კარგი?-ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას კაცი,შიში ჩასდგომოდა თვალებში. -დე... -შემომხედე...-შეშინებული დააჩერდა.-არ დაიძინო გესმის?არ გაბედო დაძინება!-ოდნავ მიარტყა ლოყებზე ხელი.-ლალი წყალი დროზე!-დაუღრიალა დედას,ისიც წამსვე გაჩნდა ოთახში.-შემომხედე,ნუ გეშინია.-სველი ხელი მოუსვა სახეზე.-მომხედე,დამელაპარაკე,რამე მითხარი... -დე... -მოგიკვდეს ჩემი თავი შვილო.-ცრემლები ვერ შეიკავა ლალიმ.მეორე მხრიდან ჩამოუჯდა და მისი ხელი ხელებში მოიქცია. -ლოლიტა...-მუჭში დაგროვილი წყალი სახეზე დაასხა გოგონას.-შემომხედე,გესმის ჩემი?-გაყინული მზერა ჰქონდა,თითქოს საერთოდ არ ესმოდა მათი.-სასწრაფოში დარეკე!-ანერვიულებულმა გახედა დედას. -არ მინდა...-სულ ოდნავ მოუჭირა ქალს ხელზე ხელი,რომ არ წასულიყო. -შემომხედე,ნუ გეშინია გესმის?არაფერს დაგიშავებთ.-ნაზად ეფერებოდა სახეზე გოგონას.-ისუნთქე. -წავიდნენ... -გაბრაზებულები არიან,გადაუვლით.-ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას კაცი.-მოვლენ კარგი? -დედა...-ამოიტირა ისევ და ლალის ხელს ძლიერად ჩაეჭიდა.შეეცოდა კაცს,გული მოეწურა ასე რომ ხედავდა.ლალიც არ იყო ნაკლებ დღეში,ტიროდა მასთან ერთად.თავისი ცხოვრება გაახსენდა,ასე გამოჰგლიჯეს ისიც ოჯახს.კიდევ კარგი პაატა კარგი კაცი იყო,არავის ათქმევინებდა ცოლზე ზედმეტს,არაფერს უშავებდა,შეაყვარა თავი და მხოლოდ მაშინ დაიწყო მათი ცოლ-ქმრული იდილია... -მოვკლავ ბაბუაჩემს!-კბილების ხრჭიალით ამოილაპარაკა და ოთახიდან გავარდა.-გააფრინე შენ?-მისაღებში მჯდომს მაგიდა აუყირავა.უკვე მეორედ. -რაარი? -გოგო რა დღეშია ვერ ნახე?შეშინებულია,მიაგდეს მშობლებმა...რამ გათქმევინა რომ რამე დავუშავე,რომ ერთ ოთახში გვეძინა?ვინ გითხრა,რომ შენ უნდა ამირჩიო ცოლი და შენ უნდა მომაყვანინო? -აბა იმ ქარაფშუტა ქალაქელებს მოგაყვანინებ ზუსტად!-ხმა აიმაღლა გიალომ.-პატიოსანი,წესიერი გოგო გჭირდება,ოჯახსაც რომ გამოადგეს. -არა ხარ შენ ნორმალური!-ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელი.-ლამის გულის შეტევა დაემართა გოგოს,როგორ ხარ ასეთი კაცი?ასეთი ნაგავი ხალხი საიდან გამოერიეთ ჩემს სანათესაოს? -სიტყვები აკონტროლე კოტე!-დაუტია მამიდამ. -ქალი არ იყო როგორ გცემდი იცი?-შეუღრინა თამარას.-შენ მოხუცი რომ არ იყო,შენც გცემდი! -ცოლია უკვე შენი,შეეგუე!-აგრძელებდა გიალო.-ანგელოზივით გოგოა,ლამაზი...რა დაუწუნე? -შენთვის მიღებული როა ველურივით მოქცევა და ქალების მოტაცება გავიგე,შენ რაღა დაგემართა?ქალი არახარ?როგორ შეიძლება ერთმა ქალმა მეორეს ტანჯვას უყურო და ნავთი მიასხა ცეცხლმოკიდებულს?-უსაყვედურა მამიდას.-შენ ხომ გათხოვდი სიყვარულით?კარგია ასე ცხოვრება? -გაგეტანებინა თუ არ გინდოდა. -არ წაიყვანეს როგორ გამეტანებინა?-გაოცებული შესცქეროდა ორივეს. -მართლა ზედმეტი მოგივიდათ,ამჯერად ნამეტანი იყო.-თავი გააქნია პაატამაც.-ჩემი ლალის ამბავი რომ გაპატიეთ მაგიტომ ხართ ასე შეგულიანებულები...პატარა გოგოა, მოჰგლიჯეთ მშობლის კალთას და წამოიყვანეთ,ეგ შეიძლება? -რამ დააპატარავა?-ყელი მოიღერა ქალმა.-ცხრამეტისაა.-ურცხვად იცრუა და ფინჯანში ჩაიმალა. -ავად ხართ სუყველა,არ მოვიყვან ცოლად,მობრუნდნენ უთხარი და წაიყვანონ,-გადახედა ბაბუას ისევ. -ნამუსახდილ ქალს ვინღა წაიყვანს?-გაიკვირვა კაცმა. -ხომ არ გაგიჟდი?რაებს ლაპარაკობ?თუმცა რას გთხოვ შენ...პირუტყვი ხარ ჩვეულებრივი! -გააგდე სახლიდან,არც მშობლები მიიღებენ და იყიალოს ქუჩა-ქუჩა.-გამოთქვა ვარაუდი თამარამ. -ერთ დღეს ენას ამოგგლეჯ! -გრცხვენოდეთ რა.-თავი გააქნია პაატამ.-მე მაგრად მრცხვენია შენ ჩემი და რომ ხარ და შენ მამაჩემი.-ზიზღით გადახედა ორივეს და კარი მიიხურა...უკან მიჰყვა კოსტაც,მანქანა დაქოქა და გაურკვეველი მიმართულებით აიღო გეზი... *** -დამამშვიდებელი დავალევინე,დაწყნარდა ცოტა,მაგრამ რავიცი შვილო...-თავი გადააქნია ქალმა.-შეშინებულია,პატარა გოგო ჩანს,რავიცი მე... -არაფერს დავუშავებ ხო იცი.-აკოცა თავზე ქალს.-დაველაპარაკები უბრალოდ. -მამიდაშენი და პაპაშენი იყვნენ ასულები,ელაპარაკა ორივე. -რაზე? -არ ვიცი,გამომიშვეს ოთახიდან,შემეცოდა,დაჩაგრული გოგოა. -ავალ ვნახავ.-გვერდი აუარა ქალს და სირბილით ავიდა კიბეებზე.-შეიძლება? -თითქოს გადარდებდეს.-თავი გვერდზე გააქნია და საწოლზე მუხლები მოკეცა. -როგორ ხარ? -როგორც მხედავ! -რაზე გესაუბრნენ ჩემები? -ჩადი და ჰკითხე! -ჯანდაბა!-შუბლი მოისრისა.-რა გიშველო?ვცადე რომ წაეყვანე შენებს. -ბაბუაშენმა ჯვარს დაგწერთო...მართლა? -მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.-დაბნეული იყო მილხანიც.-გავატანე მათ შენი თავი,მაგრამ არ წაგიყვანეს...როგორც სტუმარს ეგრე ვერ დაგიტოვებ,ილაპარაკებს ხალხი...რომ გაგიშვა გაქვს წასასვლელი? -არა,არავინ შემიშვებს ნათესავებიდან სახლში...ის წარწერა გინახავს ბაზარში „გაყიდული საქონელი უკან არ მიიღებაო?“-ოდნავ გაუღიმა,გაეცინა მილხანსაც.-ეგრეა ჩვენთანაც.გათხოვილებს უკან არ იბრუნებენ... -არაფერს დაგიშავებ გესმის?ჩემი ნუ გეშინია.-გვერდით ჩამოუჯდა.-არ ვარ მე პაპაჩემის მსგავსი,არ ვექცევი ქალებს ასე... -რამდენი წლის ხარ? -24.-თავი გადააქნია კაცმა.ნერვიული სიცილი აუტყდა გოგონას. -არ გაწუხებს ჩვენი ასაკობრივი სხვაობა? -თავი მოხუცი მგონია.რა გაცინებს? -ჩემებმა აქ დამტოვეს.-აგრძელებდა სიცილს.-იქ ტალახში მუხლებზე ვეგდე მათ წინ და დამტოვეს...თითქოს პატიოსნება იყოს ყველაფერი ადგნენ და მიმაგდეს...არ დამიჯერეს... -მომისმინე.-მოსაფერებლად აწეული ხელი ჰაერში გაუშეშდა და უკან წაიღო მაშინვე.-ვერ გეტყვი,რომ მესმის რასაც გრძნობ,მაგრამ მინახავს მე შენი მდგომარეობა აქამდე.მე არ ვემხრობი ქალების მოტაცებას,მე თუ მაქვს უფლება ვინმე შემიყვარდეს და ჩემი ნებით დავქორწინდე,რადგან კაცი ვარ,შენ რატომ არა?ამ შემთხვევაში მეც მსხვერპლი ვარ,ლამაზი გოგო ხარ,მაგრამ არც მე მინდა შენზე დაქორწინება,თუმცა სად გაგიშვა?სად წახვალ? -არ მაქვს წასასვლელი... -ვიცი.-მძიმედ ამოთქვა და თავი ხელებში ჩარგო კაცმა.-მითხარი რა ვქნა. -რა? -შენ მითხარი რა გიშველო,რა გავაკეთო და ვიზამ...მე არაფერს დაგაძალებ,წასვლა თუ გინდა,მარტო თუ შეძლებ გაგიშვებ... -დახმარების ხელს არავინ გამომიწვდის,ყველას გააფრთხილებდნენ ჩემი მშობლები.-ამოისრუტუნა და ცრემლები მაჯებით შეიმშრალა.-მეზობლებიც ილაპარაკებენ. -ყველაფერი როგორ ოსტატურად გათვალა,გავგიჟდები!-შუბლი მოისრისა კაცმა.-აქაც გაიგეს სოფელში,ყველამ მომილოცა ცოლის ამბავი.-ჩაეცინა თვითონაც. -რომ გამიშვა ხალხი არაფერს იტყვის შენზე? -ჩემზე რას იტყვიან მ*იდია,არ მინდა რომ ჩემი ოჯახის მიზეზით შენ იყო ცუდად. -უნდა დავქორწინდეთ? -ჯვარს დაგვწერენ თუ გინდა... -მე არ... -მომისმინე არაფერს ნიშნავს ეგ ჯვრისწერა...-სულ ოდნავ შეეხო მის ხელს.-არაფერს დაგიშავებ,არ შეგეხები.-მის დამშვიდებას ცდილობდა,ლამის საგულედან უხტოდა გული.-არ ვარ მე მოძალადე კაცი,არ მინდა რომ ჩემი გეშინოდეს.გესმის? -მესმის.-ყრუდ ჩაილაპარაკა და ცრემლები შეიმშრალა. -რამდენი ვალერიანი დაგალევინეს ასე რომ დაწყნარდი? -ოთხი.-ცრემლიან ლოყებს შეეპარა მისი ღიმილი.-კიდევ რაღაც აყროლებული სითხეც. -მამიდაჩემის სახლური რეცეპტია.-კეფა მოიქექა კაცმა.-გინდა ჩემი ცოლობა თუ წახვალ? -არ მაქვს წასასვლელი.-გაიმეორა დაპროგრამებულივით. -ხვალ გაწყობს? -სულ ერთია ჩემთვის.-მხრები აიჩეჩა და ფანჯრიდან გახედა აპრილის თოვლიან მთებს. აღარაფერი უთქვამს კოსტას.მეორე დღეს მიიყვანეს ეკლესიაში ატირებული გოგონა,ლალის საპატარძლო კაბით.რაღაც ფურცლები მიაწოდეს შიოს,გადაიკითხა და ცერემონია დაიწყო.არავის უკითხავს უნდოდა თუ არა,არავინ დაინტერესებულა,მხოლოდ კოსტა და რაღაცნაირად ენდობოდა კიდეც მის ქმარს.სჯეროდა,რომ არაფერს დაუშავებდა.შორიდან შეავლო მშობლებს თვალი.ასე უცებ რომ ჰკრა მამამ ხელი... ერთიანად იმდენი ემოცია იკითხებოდა მის თვალებში,რომ ვერცერთი ფურცელი ვერ დაიტევდა,სულ რომ რუსთაველი დამჯდარიყო ამის საწერად. ხელიც მოაწერეს ყელაფერთან ერთად.მეზობლების სალაპარაკო არ გახდესო და უცებ მოაგვარეს ეგეც. წაართვეს ყველაფერი,მოსწყვიტეს სწავლას,მეგობრებს...მაინც ბრაზობდა კოსტაზე,თექვსმეტი წლის გოგონაზე ქორწინება რომ გაბედა,მაგრამ ვაი იმას,ვინც მისი მოტყუება გაბედა და პატარა გოგოს ცხოვრებით ათამაშა... მხოლოდ დედას ჩაეხუტა,მამას არც კი მიჰკარებია.ნაწყენი იყო მასზე...უბრალოდ ნაწყენი კი არა ძალიან უნდოდა,რომ სახეში დაერტყა საკუთარი მამისთვის.ბაბუამაც გაიწია მოსაფერებლად,მაგრამ ქმრის ზურგს ამოეფარა,მიუხვდა ცოლს და არც მან მისცა მიახლოების უფლება. -არანაირი სუფრა არ იქნება!-განაცხადა მილხანმა და ვერ გაუბედა ვერავინ შეწინააღმდეგება.იქნებ ეგ სუფრა,რომ გაშლილიყო ის ცოლ-ქმრის საუბარი არ შემდგარიყო და ვერაფერი გაეგო კოსტას... -ტანსაცმელი ჩამოგიტანეს შენებმა.-ორი დიდი ჩანთა დაუდო ოთახის შუაგულში.-გავალ და გამოიცვალე. -მადლობა.-ამოთქვა ისევ სლუკუნით და როგორც კი კარი მიიხურა ხმაურით მოისროლა ფატა და სარჭები იატაკზე.ახრჩობდა კაბა,რომელსაც გულ-მკერდი მოშიშვლებული ჰქონდა,სუნთქვა ეკვროდა...მისი დაც კი არ იყო ქორწილში.ასე უაზროდ ჩაიარა იმ დღემ,რომელიც სულ სხვანაირი წარმოედგინა... ყველა გოგოს აქვს ოცნებად ქცეული დიდი ქორწილი,ლამაზი კაბა და საყვარელი ადამიანი გვერდით... დათუნიებიანი საღამურები ეცვა,შედარებით დიდი შარვალი და მკლავიანი მაისური.მართალია მხოლოდ 8 საათი იყო,მაგრამ არ აპირებდა ქვემოთ ჩასვლას,ოთახში ყოფნა ერჩივნა. მოვიდა მისი ქმარიც და ერთიანად გააკანკალა.ახლაღა გაიაზრა,რომ მის ოთახში იყო და ღმერთის და კანონის წინაშე მისი ცოლი ერქვა.სულ ოდნავ ჩაეღიმა კაცს,კარადასთან მივიდა და თავისთვისაც გამოიღო ტანსაცმელი.შეშა დაუმატა ღუმელს,რომ ცოლი არ გაჰყინვოდა და სააბაზანოში გავიდა. ვერ უჯერებდა საკუთარ გონებას,ნუთუ მართლა იქორწინა?ერთიანად აკანკალებდა ნერვებისგან.ვერ იჯერებდა,რომ ბაბუამ გადაუწყვიტა მომავალი. განა ვერ იტყოდა უარს?გაუშვებდა გოგოს,მაგრამ შეეცოდა,სად უნდა გაეშვა?არავინ მიიღებდა და ძალიან ატკინა ამან შინაგანად...მისი თბილისში დაბრუნების დრო იყო,წაიყვანდა ცოლსაც და აღარასდროს მიაკარებდა წყეულ ბაბუას... სპორტულის შარვალი და მაისური გადაიცვა...წელს ზემოთ შიშველს უყვარდა ძილი,მაგრამ არ უნდოდა მეუღლისთვის დისკომფორტი შეექმნა,ამიტომ თავი შეიკავა.საწოლზე იჯდა,დაწოლაც კი ვერ გაუბედავს ლოლიტას. -გამოცვლილია თეთრეული,რატომ არ წვები? -შეიძლება...შეიძლება,რომ სხვა ოთახში დავიძინო?-ძლივს ამოთქვა,ყელი გაუშრა. -მხოლოდ ამ ოთახშია სითბო ლოლიტა. -ხომ გეძინა სხვა ოთახში? -გინდა რომ გავიდე და გავიყინო?-ჩაეცინა კაცს. -მე გავალ... -არ შეიძლება.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-არ შეგეხები,არაფერს დაგიშავებ,დაიძინე მიდი. -მე... -თბილისში ან ბათუმში გადავალთ მალე,იქ ორ საძინებლიან ბინას ვიქირავებ და არ მოგიწევს ჩემი ატანა,დამშვიდდი. -რატომ? -მე არ მომწონს სოფელში ცხოვრება,სანამ ბაბუაჩემი აქ არის ყელში მექნება სულ ამოსული...არც ჩემი ცოლის ნერვიულობად არ მიღირს.-საბანი გადასწია და თავის მხარეს კომფორტულად მოეწყო.-სწავლობ?მაგის მიხედვით ავარჩევ ქალაქს,თუ თბილისში გაქვს ჩაბარებული უკვე,მაშინ გადავიდეთ დედაქალაქში,თუ არა მაშინ ბათუმში ჩააბარე და... -რას მიედ-მოედები?მთვრალი ხარ?-გაოცებულმა გადახედა კაცს. -რატომ? -მე...მე სკოლა არ დამიმთავრებია.-გაოგნებული მისჩერებოდა კაცს. -რას მელაპარაკები?-შეკრა წარბები.იფიქრა რომ მშობლებმა არ მისცეს უფლება.-მეცხრედან გამოგიყვანეს? -მე...შენ...შენ არ იცი? -რა არ ვიცი?-წამოიწია კოსტა.გული ცუდს უგრძნობდა. -ღმერთო.-პირზე ხელი აიფარა გოგონამ. -რა ღმერთო?რა არ ვიცი?-წამოდგა ისევ. -მე...მე... -გისმენ მითხარი. -მეთერთმეტე კლასში ვარ.-ამოთქვა ძლივს და ქვემოდან ახედა კაცს. -რა თქვი?-გაოგნებული მიაჩერდა გოგონას. -ჰო... -გოგო რას მელაპარაკები?მეხუმრები?-ნერვებმა აიტანა კაცი.-მეხუმრები ხო? -მეგონა იცოდი...-შიშჩამდგარი თვალებით ახედა.-მითხრეს რომ იცოდი და მე არ... -მითხარი,რომ ხუმრობ გთხოვ.-მხრებში ჩააფრინდა გოგონას.-მითხარი რომ უბრალოდ ჩემი გაბრაზება გინდა და...არ ვიცი მითხარი რამე!-დაუღრიალა მთელი ხმით. -არ გატყუებ...-ამოიტირა საცოდავად.შეეშინდა კაცის რეაქციის. -რას ამბობ გოგო?რამდენი წლის ხარ? -თექვსმეტის... -ღმერთო.-წამსვე შეუშვა ხელი.-რა თექვსმეტის გოგო?რას მეუბნები იაზრებ? -მეგონა იცოდი...-ჩაილაპარაკა ისევ. -რა ვიცოდი?..რა ვიცოდი?ბავშვი რომ მომყავდა ცოლად?-მთელი ძალით დაჰკრა მუშტი სარკეს.-რას ამბობ?მითხარი რომ ხუმრობ გთხოვ.-მისკენ გაიწია,მაგრამ გოგონა შეშინებული აეკრო კედელს. -გთხოვ... -ქორწინება როგორ გააფორმეს?ჯვარი როგორ დაგვწერეს?-ერთ ადგილს მიეყინა,უცებ გაახსენდა ის ფურცლები რესგისტრატორს და მამაოს,რომ მიაწოდა ბაბუამისმა.-გია...გია...-ნერვიულად ამოთქვა და ისევ მას გადახედა.-იცოდა ბაბუაჩემმა? -ბაბუაშენმაც და თამარამაც.-ამოთქვა ძლივს,კანკალით. -დავხოცავ ორივეს.-სკამს ხელი მიჰკრა და გიჟივით გავარდა ოთახიდან.მუხლებზე დაეცა ლოლიტა,იმ სარკის ნამსხვრევებს გასცქეროდა მის სილუეტს რომ ირეკლავდნენ.ცრემლად იღვრებოდა.შეეშინდა ყველაფრის.აკი იცისო?მოატყუეს ორივე... -გია!-ღრიალებდა კაცი,შეგლიჯა სახლის კარი და თავზე წამოადგა სასტუმრო ოთახში მსხდომებს.-მოგკლავ!-ყელში სწვდა კაცს.-გააფრინე?სულ გამო*ლევდი? -კოსტა შვილო რას აკეთებ?-მივარდა ლალი,მეორე ხელში ჩააფრინა პაატა.წივილი დაიწყო თამარამ. -მოგკლავ გაიგე?როგორ გამიბედე?როგორ მომატყუე ასეთი რაღაც? -რა ხდება შვილო?რა მოგატყუეს? -გაუშვი ხელი!-ზურგიდან ექაჩებოდა თორნიკეც. -შენ!-მიუბრუნდა მამიდას.-შენი შეთითხნილია ყველაფერი!-მხრებში სწვდა ახლა მას.-გინდა რომ მოგკლა?გინდა?-ღრიალებდა მთელი ხმით. -ახლავე გაუშვი ხელი. -ხომ არ გაგიჟდი?-მითქმა-მოთქმა იყო სახლში. -იცოდით?-უხეშად შეუშვა ქალს ხელი,ძირს დაცემულ ბაბუას წამით შეავლო მზერა და მერე მშობლებს გახედა. -რა ვიცოდით შვილო?რა მოხდა? -რამდენი წლისაა თქვენი რძალი იცით? -ცხრამეტისა შვილო.-ხმა აუკანკალდა ქალს.-რაიყო? -სამი წლით ქვემოთ ჩამოდი და თექვსმეტი სცადე აბა!-დაიღრიალა ბოლო ხმაზე.შეცბნენ მშობლები. -რაო? -თექვსმეტი წლის ბავშვი გამოჰგლიჯა მამაშენმა მშობლებს,შეარცხვინა სპეციალურად და მერე ცოლად მომაყვანინა!-დაუყვირა მამას.-ეგეც სი*ი მამაშენი! -სიტყვები შეარჩიე!-დაიყვირა გიალომ. -სიტყვები კი არა ახლა ისე გცემ გაგისტუმრებ პირდაპირ!-უღრიალა კაცს.-არ გრცხვენია კაცო?ასეთი სასაცილო კაცი როდის გახდი?რას იტყვის ხალხი მაგას,რომ თავი დავანებოთ ასე როგორ დაეცი?არასრულწლოვანი გოგო როგორ მოიყვანე სახლში?თან ურცხვად რომ მოგიტყუებია იცის შენი ასაკიო...ცხრამეტი და თექვსმეტი ერთია? -ვინ დაგიტოვებდა ცხრამეტ წლამდე მაგ გოგოს,ვერ ნახე რა ლამაზია?დაავლებდნენ ხელს! -მერე შენ რა?დაევლოთ და წაეყვანათ,შენ როგორ იკადრე?როგორ გაბედე?-მაგიდაზე დადებული ყვავილების ვაზა გაჰქნია კაცმა.-ავად ხარ? -მადლობა მითხარი თხუთმეტი წლისა რომ არ მოგიყვანე.-ჩაიქირქილა კაცმა.-მაშინ ვნახე პირველად. -მოგკლავ!-გაიწია მისკენ,მაგრამ მშობლები გადაუდგნენ წინ.-შენ თუ ეს საქციელი არ განანო კონსტანტინე მილხანი არ ვიყო მე!-დაექმურა კაცს.-რამდენი გაგიტარო?რამდენჯერ ჩავყლაპო?მე შენ გაჩვენებ!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და გიჟივით გავარდა სახლიდან... ჩამოიშალა მილხანების ოჯახი...ატირებულ ლოლიტას დედის კალთა ლალიმ გადააფარა.მამად ექცა პაატა... რამდენიმე დღე საერთოდ სახლშიც კი არ მისულა კოსტა.არავინ იცოდა სად იყო,მაშინვე მიეცათ მეზობლებს საჭორაო.ცოლი გუშინ მოიყვანა და დღეს მისალოცად მოსულს აქაც კი არ დაგვხვდაო.მეგობრის სახლს აფარებდა თავს,სანამ დამშვიდდებოდა და მერე მოხდა ის უბედურება გიალო მილხანსაც რომ აიძულა უკან დახევა და სინანული. ოთახის კუთხეში აწურულ ცოლს სინანულით გახედა,პირდაპირ ჩატენა ტანსაცმელი ჩემოდანში,ხმა არ გაუცია არავისთვის,ვერ მოაბა სათქმელს თავი.ერთი თორნიკეს დაუბარა ჩემი ცოლი არავის დააჩაგვრინოო და კარი გაიხურა. გაეკიდა დედა,მაგრამ არ ჰქონდა აზრი.მისი დამშვიდება უნდოდა პაატას,მაგრამ ჯიუტი იყო,ვერაფერი შეაგნებინეს.აივნიდან უყურებდა ლოლიტა ყველაფერს,ვერ ხვდებოდა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა,გახარებოდა თუ სწყენოდა მიტოვებული ქალის როლი,მაგრამ ერთი დანამდვილებით იცოდა,ვეღარასოდეს ისუნთქებდა მშვიდად... ***(ახლა) ოთახში გასულს კარადასთან დახვდა ცოლი.გრძელი შავი თმა ჩამოეყარა მხრებზე და ტანსაცმელს ეძებდა.მხოლოდ წამით გახედა მეუღლეს,სააბაზანოში შევარდა რომ კბილის ჯაგრისი აეღო და ის იყო ოთახი უნდა დაეტოვებინა კაცის ხმამ რომ შეაჩერა. -სად მიდიხარ? -შენი ოთახია,დანარჩენ ნივთებს მერე გადავიტან ზალაში.-მისთვის არც შეუხედავს ისე მიუგო,კარი გამოაღო,მაგრამ უხეშად მიხურა კოსტამ. -არ მელაპარაკები?-მის ყურთან ძალიან ახლოს იჩურჩულა.მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა კისერზე.მისკენ შებრუნდა.გამქრალიყო ლოლიტას ბავშვური სახე და ლაღი,ციმციმა თვალები.ჭაობისფერი მწვანეები უელავდა,მაგრამ ისე აღარ,როგორც ადრე.ახლა იმდენად უძირო იყო მისი თვალები,რომ ჩაიკარგებოდა ადამიანი შიგნით. -გინდა რამე?-მიუგდო უკმეხად. -ეს ჩემზე მეტად შენი ოთახია,დარჩი. -არ მინდა! -არ მიკითხავს!-ამოთქვა მტკიცედ.-სახლში არიან ნათესავები,ახლა არ მაქვს იმის თავი რომ ვინმეს ვუხსნა ჩემს ცოლს რატომ სძინავს ზალაში,მითუმეტეს ამ სიცივეში! -ნუ აუხსნი,ისედაც ყველამ იცის ჩვენი ამბავი.-თვალები დაუბრიალა და მაინც შებრუნდა. -ერთხელ უკვე იყავი ამ ოთახში ძალით!-ავისმომასწავებლად გაისმა მისი ხმა.-აღარ მაიძულო იგივე,დარჩი! -ამ ოთახში ბოლოს ძალით რომ დამტოვეთ თექვსმეტი წლის ვიყავი,აწი ვეღარ...-სიტყვა შუაზე გაუწყდა გასაღები,რომ გაჩხაკუნდა კარში და კმაყოფილმა აუქნია ცხვირწინ. -რას ამბობდი? -მომეცი ახლავე!გიჟი ხარ?-წართმევა სცადა,მაგრამ ამაოდ. -ისევ ისეთი ფიცხი ყოფილხარ.-ჩაეცინა კოსტას და ზურგი აქცია. -კონსტანტინე მომეცი ახლავე გასაღები! -პრობლემები გაქვს მამიდაჩემთან?-საწოლზე ჩამოჯდა. -რა შენი საქმეა?-ზემოდან დააჩერდა.-მომეცი გასაღები! -გაბრაზებული ხარ რომ დაგტოვე,არა?-გვერდით გადახარა თავი.-მაგიტომ ხარ გაგიჟებული. -ფეხებზე მ*იდიხარ შენც და ისიც,რომ წახვედი,მომეცი გასაღები! -ნუ მიბრაზდები,შენთვის ასე ჯობდა პატარავ.-გაუღიმა გოგონას.-არ იყო შენთვის მაგის დრო. -კოსტა! -დაწექი ლოლა...აქედან ვერ გახვალ დილამდე...ამომსვლელიც არავინაა,იფიქრებენ ქმარს მოენატრა ცოლიო და... -არ გაბედო!-მთელი ძალით დაარტყა სახეში.-არც კი გაიფიქრო,რომ შენ მე ოდესმე შემეხები!არ მოგცემ უფლებას! -სერიოზულად?-მტკივან ლოყაზე ხელი მოისვა.-ფსიქოლოგთან არ უტარებიხარ ჩემებს? -მამიდაშენია ჯერ ფსიქიატრიულში დასაწვენი,მერე მივხედავ ჩემს თავსაც!-დაუღრინა კაცს. -არ გეკამათები,ნამდვილად დასაწვენია.-ფეხზე წამოდგა და როგორც სჩვევია თავის მხარეს დაწვა,ამდენი ხნის შემდეგ საკუთარ საწოლს შეაგება სხეული და რაღაც სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. -მომეცი გასაღები!-მიხვდა,რომ აზრი არ ჰქონდა და ტონი შეარბილა. -დაწექი რა.-ხელი აიქნია,გასაღები სპორტულის ჯიბეში ჩაიდო და შეიკრა. -კოსტა... -დაწექი,ჩემი ცოლი სხვა ოთახში არ დაიძინებს!-ამოთქვა მტკიცედ და თვალები დახუჭა.მალევე ჩაეძინა,არ იცის როდის დაიკავა ცოლმა მის გვერდით ადგილი,მაგრამ იგრძნო ღამით მისი არსებობა.მისი სურნელი,მისი სხეულიდან მომავალი სითბო...რთული დღეები ელოდა წინ ამას უკვე ხვდებოდა,მაგრამ არ სიამოვნებდა,რომ ასე უბრაზდებოდა,ყველაფერი ხომ ისევ მის სასიკეთოდ გააკეთა... *** დილით გამოღვიძებულს საწოლი ცარიელი დახვდა,აუცლია ქალბატონს ჯიბიდან გასაღები და სირბილით დაუტოვებია ოთახი,თან კარიც ღია დაუტოვა რომ შესცივნოდა.ჩაეცინა,ბალიშს ძლიერად მოხვია ხელები და იმ სასიამოვნო სურნელით აივსო ფილტვები აქამდე,რომ არ უგრძვნია. სირბილით დაეშვა კიბეებზე.ფატი იყო სტუმრად მათი მეზობელი და მისი საუკეთესო მეგობრის,ანდრონიკეს დედა.თბილად გადაეხვია ქალს,მოიკითხა ამდენი წლის შემდეგ,სამზარეულოში შესულს იქ დახვდა მეუღლე.კოსად აეწია თმა და წუხანდელ ჭურჭელს რეცხავდა.ტონა თეფში იყო დაგროვილი კარადაზე. -რანაირად გამეპარე?-ჩაეცინა მის ზურგს უკან მდგომს. -ღმერთო!-შეჰკივლა უცებ და ქაფიანი თეფში ხელიდან გაუვარდა.-ნორმალური ხარ? -თეფში შენ დაგივარდა,მე რა შუაში ვარ?-გაიკვირვა მისი ნათქვამი და ნამსხვრევების ასაღებად დაიხარა. -კარგად ხართ შვილო?-გამოსძახა ლალიმ. -თეფში გატყდა,არაფერია.-დაუბრუნა პასუხი და ნამსხვრევები ურნაში ჩაყარა.-რამე ხომ არ გაიჭერი? -არა!-ცალყბად მიუგდო და თავისი საქმე გააგრძელა. -ეს ვინ გააკეთა?-ოლივიე გამოიღო მაცივრიდან. -რა მნიშვნელობა აქვს? -მამიდაჩემმა მოთითხნა? -მამიდაშენმა საჭმლის კეთება როდის იცის თან რამეც რომ მოთითხნოს?-დაუბრუნა ცივად.-მე გავაკეთე. -ესეიგი იჭმევა.-ჩაეცინა კაცს და ჯამიდანვე დაიწყო ჭამა. -თეფშები არსებობს! -რად მინდა?მაინც სულ შევჭამ და ტყუილად დაგიმატო ჭურჭელი?-გაუკვირდა და კმაყოფილმა დააგემოვნა რამდენიმე ლუკმა.-გემრიელად ამზადებ თურმე. -ნეტავ საწამლავი ჩამესხა.-ჩაიდუდღუნა თავისთვის. -ყრუ გგონივარ?-ლამის სიცილით დაიხრჩო კაცი. -ასაკში ხარ უკვე,არ დაგწყებია ჯერ? -რამდენს ლაპარაკობ ჰა?-მიუახლოვდა გოგონას.-კბილები ამოგსვლია! -გაიწიე,თორემ ბევრი ფოკუსი მაქვს კიდევ და ყველას ნახვა მოგიწევს! -მაჩვენე,დიდი სიამოვნებით ვნახავ.-ჩაეღიმა მილხანს და იმავე წამს იგრძნო ბასრი საგნის შეხება მუცელზე.-ეგ ხარ სულ?-ჩაეღიმა კაცს.-მეც მაქვს რამდენიმე ფოკუსი,გაჩვენო?-უცებ გადაუტრიალა ხელი და ზურგით აიკრო გოგონა.დანა ქვემოთ დაახრევინა,ორივე ხელი მუცელთან გაუკავა და კისერში ცხელი სუნთქვა მიაფრქვია.-მოგეწონა?-კმაყოფილმა ამოთქვა და ცხვირის წვერი კანზე გაუხახუნა. -გაიწიე! -თორემ? -კონსტანტინე! -მეორედ არ გაბედო ლოლიტა!-კბილებში გამოსცრა ქალს და ხელი შეუშვა.-არაფერი გამომტყუო! -წადი შენი!-მიაძახა უკვე კარში მიმავალს და წამით თვალები დახუჭა.მართლა დაბრუნდა... *** -მომიყევი აბა როგორი იყო რუსული ცხოვრება.-ჩაეკითხა ძმას თორნიკე და შეშის დაპობა განაგრძო. -არ იცოდე თითქოს,გამძვრა სახე მუშაობით.-სიგარეტს გაუკიდა კაცმა. -კუნთები გაგზრდია.-გაუცინა ბიჭმა.-მოდი მომეხმარე. -მომეცი ცული,შენ აქაური ამბები მომიყევი.-წამოდგა ფეხზე და სიგარეტი ძმას გადაულოცა.-მამიდაჩემი მაგრად ა*რაკებდა არა? -მსუბუქი ნათქვამია.-კვამლში გაეხვა ისიც.-მაგრად ამწარებდა ლოლიტას. -რატო? -თითქოს არ იცოდე,ხომ მოისმინე გუშინ. -გააზრების პრობლემა აქვს მაგ ქალს?-ჩაეცინა კაცს.-მართლა ვერ მიხვდა რატომ წავედი? -მაგდენი წლით რატომ წახვედი მეც ვერ გავიგე.-მხრები აიჩეჩა თორნიკემ.-სანამ სრულწლოვანი გახდებოდა მესმის...მერე ის დანარჩენი ოთხი წელი? -კაცი ხარ უკვე თორნიკე,უნდა წავსულიყავი,მე რომ რამე შემშლოდა...მინდოდა რომ თავისუფლად ყოფილიყო.ოჯახმა გაწირა,რა დღეში იყო გახსოვს? -გგონია მერე ნაკლები გადაიტანა? -ანუ? -დედამისიც გაუბრაზდა,ქმარი გაგექცა და ლაპარაკობენ მეზობლებიო, უსაყვედურეს... -მძიმედ ამოიოხრა ბიჭმა. -ლოლიტა რა შუაში იყო? -ამათ აუხსენი რომ შუაში არ იყო.-ნამწვი იქვე ეზოში მოისროლა.-ერთი ამბავი იყო სახლში,შენი წასვლის მერე არც თავისებს არ ელაპარაკება. -რას ამბობ ბიჭო?-კუნძშივე დატოვა ცული და ძმას მიაჩერდა. -ჰო,გამოლანძღა ოჯახმა. -მერე? -მერე მამიდაშენი მისდგებოდახოლმე,სულ ჩხუბობდნენ,ესეც არ უთმენდა,შენ არ იცი,მაგრამ გიჟია ეგეც.-გაუცინა მის წინ მდგომს. -ვიცი,როგორ არ ვიცი.-გაიფიქრა გონებაში და ისევ ძმას გადახედა. -გიალო სულ ლოლას მხარეს იდგა,არავის აჩაგვრინებდა,მაგრამ... -რა მაგრამ?-წარბაწეულმა გადახედა ბიჭს. -არ უნდა წასულიყავი მაგდენხანს!-უსაყვედურა ძმას.ფეხზე წამოდგა. -მითხარი რა მოხდა!-ტონს აუწია. -კიბეებიდან დააგორა თამარამ,ლამის მოკვდა...-თავდახრილმა ამოთქვა.-ჩხუბობდნენ და ხელი ჰკრა. -რას ამბობ?-სუნთქვა გაუხშირდა მილხანს. -ჰო,მანამდე ცხელი ყავა გადაასხა,დამწვარი ჰქონდა ფეხები,ყვავილები დარგო ეზოში და ამოუყარა სულ...ყველა ფარად ვედექით,მაგრამ... -რა მაგრამ ბიჭო?-დაიღრიალა კაცმა.-მთელი ექვსი წელია ამ მდგომარეობაში აგდებს? -გიალომ რომ გაიგო გააგდო სახლიდან,აღარც კი უშვებდა,ისე მოკვდა ბოლო ორი წელი არ უნახავს შვილი... -მე ამ ყველაფერს ახლა რატომ ვიგებ? -ადრე რომ გაგეგო ჩამოხვიდოდი?-წარბი აუწია თოკომ.-ცეზო ედგა ფარად,სულ იცავდა მის სახელს სოფელშიც და მამიდასთანაც.მეგობრობენ,სულ ერთად იყვნენხოლმე. -ჩემი ცეზო? -სხვაც იცი?-გაიკვირვა.-ბევრი დაუშავე შენი წასვლით...ვიცი რომ შეგეშინდა,არ გამაწყვეტინო!-გაღებული პირი ისევ დახურა კაცმა.-თექვსმეტი წლის ბავშვი შემოგიყვანეს ოჯახში,ამხელა კაცი იყავი,რვა წლით უფროსი,არანაირ სტანდარტებში არ ჯდებოდა და შენ რომ რამე შეგშლოდა... -მე,რომ მთვრალს მისი კოცნა მაინც მეცადა ხომ ხვდები რა ნაბო*არი კაცი ვიქნებოდი?-სევდით გადახედა ძმას.-მე რომ ზედმეტად შევხებოდი,მეწყენინებინა... -თვრამეტის რომ გახდა რატომ არ დაბრუნდი? -თვრამეტი წელი გგონია რამეს ნიშნავს თოკო?არ მინდოდა ოჯახის უღელი დამედგა მის მხრებზე,არ მინდოდა ყველაფერი დამენგრია მისთვის,თვრამეტი წლისაც ბავშვი იყო... -არ იყო დამიჯერე.-გაეცინა თორნიკეს.-კარი რომ გაიხურე და წახვედი იმ წამიდან ქალია და შენ ვერ მიმხვდარხარ. -ფიცხია... -არის,და თან როგორი...შენ მაგისი და გიალოს ჩხუბი არ გინახავს „სერვანდი“ რომ გადმოუყირავა.-სიცილს არ წვეტდა უმცროსი მილხანი. -რაო? -მაშ,ამ გალეულმა გოგომ მოავლო ხელი ავეჯს და ყველაფერი აუყირავა... -რატომ? -კლასელები კოტეჯში მიდიოდნენ და გათხოვილი გოგო ხარ კაცებთან ერთად ხომ არ დარჩებიო...მაინც წავიდა.-ამაყი ღიმილი გადაეკრა სახეზე კაცს.-მამიდაშენიც ითრია ქოჩრით,ახლა შედარებით მშვიდია,თინეიჯერობა ჰქონდა რთული. -მშვიდია არა?-ჩაეღიმა კოსტას.-რა უნდოდა მამიდაჩემისგან? -მშობლები გაულანძღა და კოსაში რომ სწვდა უნდა გენახა ლამის სკალპიანად ააძრო თმა...თან ლანძღავდა ამ გაცხიმულ თმას ღერა-ღერა დაგაგლიჯავო! -რას მეუბნები.-სიცილი ვერ შეიკავა.-ძალიან დაჩაგრეს?დედამ რატომ არ მითხრა არაფერი? -რომ ეთქვა დაბრუნდებოდი?არავის დააჩაგვრინებს თავს,ყველას მოგვხვდა მაგისი ხელი... -მოიცა დედას... -არა!-იუარა მაშინვე.-დედას და მამას ისეთი პატივისცემით ექცევა შენ ვერ წარმოიდგენ.-დაამშვიდა ძმა.-მე მომხვდა,დედას ვეჩხუბე და ეგრე ნუ ელაპარაკებიო,მთვრალი ვიყავი და გამინათა სახეში. -ღირსი ყოფილხარ.-დაიცვა ცოლი.-მეგობრობთ? -დასავით არის,მაშ როგორ?-გაიკვირვა და ეზოში გამოსულს ხელი აუწია.-რძალო. -რძალს გაჩვენებ თუ მოვედი მანდ თორნიკე!-გამაფრთხილებლად დაუქნია ხელი.-გაგიკეთე ყავა,სამზარეულოში დავტოვე. -შენ რომ არ მყავდე მოვკვდებოდი.-გაუცინა და ახლოს მისულს თავზე აკოცა. -შეშის დაჩეხვა როდის უნდა ისწავლო თორნიკე?კაცი ხარ უკვე. -ვიცი გოგო,კოსტა მეხმარებოდა უბრალოდ,დავიღალე.-იმართლა თავი. -მე არ გამიკეთე ყავა? -შენ შხამს გიდუღებ,დალიო შეგიძლია!-შეუღრინა კაცს და ზურგი აქცია. -ოო,არ გელოდება შენ კარგი ამბები.-მხარზე ხელი დაჰკრა ძმას.-ვატყობ მოგიწევს მისი ხელი. -ვიმსახურებ არა? -50/50-ზე,მთლად ვერ გიმეტებ მაგისი რისხვისთვის.-გაუცინა და სახლისკენ წავიდა.ღრმად ჩაისუნთქა მთის ჰაერი მილხანმა.ვერავინ უგებდა,არავის ესმოდა,არადა რეალურად წასვლის გადაწყვეტილება მხოლოდ მის გამო მიიღო. თექვსმეტი წლის გოგო,რომ მოეწონა ეგ ვერ აპატია საკუთარ თავს,რამე რომ შეშლოდა.როგორც წეღან თქვა თუნდაც ერთი კოცნა დაანგრევდა მის კაცობას.არასოდეს მისცემდა თავს ამის უფლებას...ახლა 30-ის რომ გამხდარიყო და ცოლი 22-ის ჰყავდა ეგეც ვერ ამშვიდებდა მთლად.სულ რომ ადევნებდა თვალს,სულ რომ ეკითხებოდა ანდრონიკეს მის ამბავს და შორიდან გულშემატკივრობდა არც ეგ იცოდა ვინმემ.გააკვირვა ცეზოს ამბავმა,არასოდეს ეგონა ასე თუ იმეგობრებდა მის ცოლთან.მაგრამ რადგან ყურადღებას აქცევდა მადლობის მეტი რა ეთქმოდა,გაუხარდა. საღამომდე გასული იყო,მოიარა სოფელი,მეგობრებიც ნახა და გვიანღა დაბრუნდა. ოთახში ასულს გასაღები კარში აღარ დახვდა.ჭკუით აჯობა ცოლმა რომ ვეღარ ჩაეკეტა ოთახში,თუმცა იქ იჯდა,სარკესთან და ფრჩხილზე ლაქს ისვამდა.საუბარი სწყუროდა კოსტას.წამით გადააწყდა მის ნაცრისფერ შერეულ თვალებს და იქვე ჩამოჯდა.ხმაურით დაახურა თავზე ბოთლს და წამოდგომა დააპირა,მაგრამ არ დაანება,მისმა ხმამ შეაჩერა. -ვილაპარაკოთ!-მშვიდი იყო მილხანი.-არ გახვიდე. -რა გინდა?ისევ ოთახში თუ... -დამაცადე!მომისმინე და მერე მე მოგისმენ... -კარგი.-მის ნებას დაჰყვა და მზერა მიაპყრო. -ნაწყენი ხარ გემჩნევა.-მშვიდად მიუგო და მისკენ გადაიხარა.-აშკარად ვერ მიგიღია ჩემი წასვლა და მე არც გადანაშაულებ,ყველა ვერ გამიგებს. -შენ... -მაცადე!-ხელის აწევით გააჩუმა.-შენმა მშობლებმა აქ რომ დაგტოვეს იცი როგორ შემეცოდე?იცი როგორ გავბრაზდი?ვერ ვფიქრობდი რა უნდა მექნა,ან როგორ შეეძლოთ საკუთარი შვილის გაწირვა...მე რომ მამაშენი ვყოფილიყავი სულ რომ ხელი დაეკარებინათ შენთვის უცხო ოჯახში არ დაგტოვებდი,არავის ვაპატიებდი შენს ერთ ცრემლსაც კი... -რატომ მეუბნები ამას?-კადრებად გაუელვა წარსულმა და გული მოეწურა. -ცხრამეტი წლის მეგონე,ასე მითხრეს და ვიფიქრე ჯანდაბას,დიდი გოგოა,შეიძლება გამოვიდეს რაღაცთქო...ატირებული რომ დაგინახე პირველივე წამს ის გავიფიქრე გიჟი კია პაპაჩემი,მაგრამ გემოვნება ჰქონიათქო.ხვდები,რომ ფაქტობრივად ბავშვზე ვიფიქრე ეგ? -შენ მითხარი,რომ არ შემეხებოდი... -არ შეგეხებოდი,მაგრამ წარმოიდგინე დავლიე,სახლში მოვედი და რაღაც მივქარე,თუნდაც გაკოცე...რა ამაზრზენია ხვდები?-ფრთხილობდა მილხანი,არ უნდოდა პირდაპირ მიეხალა ყველაფერი. -ექვსი წლით წასვლას და ჩემს შერცხვენას ამით ამართლებ?-მაინც ვერ შეიკავა თავი. -არასოდეს მინდოდა შენი წყენინება,შენ არ ხარ ის ვისაც გავუბრაზდი,ვის გამოც დავტოვე სახლი... -ვიცი,ხშირად მელაპარაკებოდა გიალო,ნანობდა ყველაფერს,მებოდიშებოდა... სულ ნატრობდა ნეტავ არ მომეყვანეო,შენც დაგინგრიე ცხოვრება და კოსტასაცო. -მისმინე.-მის წინ ჩაიმუხლა კაცი.-ვიცი არაფერი გამოსწორდება,დროსაც ვერ დავაბრუნებთ უკან... -რომ არ დაღუპულიყო კიდევ რამდენ წელს იჯდებოდი იქ?-გააწყვეტინა მაინც. -არ ჩამოვიდოდი,სანამ არ მოკვდებოდა,მაგრამ შენ წაგიყვანდი. -წამიყვანდი.-ჩაეცინა ლოლიტას.-პირველი ორი წელი გაგიგე მხოლოდ,მერე ვერ და არც მინდა რომ გავიგო.-უთხრა შედარებით მშვიდად. -ზედმეტად ამაყი ვიყავი დასაბრუნებლად,არ დავბრუნდებოდი...პაპაჩემს არ მივცემდი უფლებას,რომ გაემარჯვა. -ერთხელ მაინც იფიქრე ჩემზე?სახლში ცოლი რომ გყავდა,ღმერთის წინაშე რომ დადე ფიცი და წახვედი იქ,საგულაოდ...გიფიქრია ჩემზე? -საგულაოდ.-ჩაეცინა კოსტას.-არაფერს მოგატყუებ,ვიფიქრე კიდეც შენზე, გკითხულობდი კიდეც და ვგულაობდი დიახ.ახლა აქ ვარ და... -და არაფერი კოსტა.-გაუღიმა ლოლიტამ.-დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ,რადგან აქ ხარ დროც კია უკვე. -რას გულისხმობ? -წასასვლელი მაქვს ახლა.-ამოთქვა მშვიდად,თითქოს გაახსენა ის დღე.-ახლა მაქვს კარი,რომელზეც დავაკაკუნებ,აღარ ვარ შეშინებული თინეიჯერი შენ რომ გენდო და მგლების საჯიჯგნად რომ დატოვე შუა ღებში. -რის თქმას ცდილობ? -უაზროდ ველოდი,რომ დაბრუნდებოდი და არ დამტოვებდი მათთან,გენდე რატომღაც...-სულ ოდნავ შეახო მოზრდილ წვერზე თითები.-ამ თვალებს ვენდე,ძალიან წრფელი რომ მომეჩვენა ჩემთან საუბრისას... -ლოლიტა... -აღარ არის გიალო,შენც აქ ხარ და ეს ექვს წლიანი ფარსი დავასრულოთ რა.-ხელი უკან წაიღო,ფეხზე წამოდგა.წინ დაუდგა კოსტაც,ის მწვანე თვალები საღაც გამქრალიყო,მხოლოდ მოლურჯო ნაცრისფერი შერჩენოდა.-გავეყაროთ...შენ მე ცოლად არასდროს გინდოდი,შენ შენი ცხოვრება გაქვს,მე ჩემი...ხომ დამინგრიეთ ცხოვრება?ხომ წამართვით ახალგაზრდობა?თინეიჯერობა?30 წლის კაცი ხარ,შენც იპოვნი ვინმეს,ვინც გეყვარება,ვისთანაც ოჯახს შექმნი... -ეგ გინდა?-ინტერესით მიაჩერდა კაცი. -შენ სანამ რუსეთში იგულავე აქ მე ომი მქონდა გესმის?ქალები ვიჩაგრებით ყოველთვის,კაცები ყველაფერს იღებთ,რაც გინდათ და ჩვენ იქით გვატრიალებთ, საითაც გინდათ,მაგრამ მეყო იცი?აღარ მეშინია,აღარც დედ-მამას მივტირი!-ფოლადივით მტკიცე იყო მილხანის წინ მდგომი ქალი.-ნახატებს ვყიდი,დანაზოგი მაქვს,რომ თბილისში წავიდე და სამხატვრო აკადემიაში ვისწავლო,შენ ხომ გქონდა ყველაფერი?მეც მომეცი საშუალება რა.-დაღლილმა ამოილაპარაკა და საწოლზე მძიმედ დაეშვა. -განქორწინება გინდა?-ჩაეკითხა ისევ. -ზუსტად ეგ მინდა,წავალ და აღარც შენი ოჯახის ტვირთი ვიქნები.თავისუფლად სუნთქვა მინდა,ადამიანი ხომ ხარ?მეც მინდა ადამიანად ვიგრძნო თავი.-ცრემლები შეერია მის თვალებს.-გაიზარდა ჩემი ცოლი და აწი შეხების არ შემრცხვება,ვითამაშებთ ცოლ-ქმრობანას არ გამოვა კარგი? -არ იტირო.-გულში რაღაცამ მწვავედ უჩხვლიტა კაცს.იცოდა ყველაფერს მართალს ამბობდა და ამიტომ დარდობდა ასე.თავისი სიამაყის გამო პატარა გოგო დაჩაგრა.მოიყვანა ცოლად და მიაგდო შუაგულ რაჭაში,წაართვა ყველაფრის შესაძლებლობა და თან ხალხი აჭორავა მასზე...ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი ფრთხილად მოწმინდა და ნიკაპზე თითები მოუჭირა,თავი ააწევინა რომ თვალებში ჩაეხედა.-მე ყოველთვის მინდოდა შენ ბედნიერი ყოფილიყავი.დანახვის წამიდან დღემდე და არასოდეს გეტყვი გაშვებაზე უარს გესმის?-ძალიან ფრთხილად აკოცა ხელის გულზე.-შენ თუ მზად ხარ,შენ თუ ყველაფერი გაქვს ამ ნაბიჯის გადასადგმელად...-წამით შეყოვნდა,ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.განქორწინების იმედად არ ჩამოსულა ნამდვილად...ცოლის დაბრუნება უნდოდა,იმ ცოლის ექვსი წლის წინ გონებაში რომ ჩაებეჭდა მისი ციმციმა თვალები და თავიდან რომ ვერ ამოიგდო.-გაგიშვებ! -მართლა?-ამოთქვა ძლივს. -ჰო,მაგრამ ორმოცამდე მოიცადე კარგი?ისედაც მძიმეა ეს დღეები ჩემი ოჯახისთვის,ხალხიც დაგეშილია...ხვალაც მძიმე დღეა,მეცხრე დღე ხომ იცი,მნიშვნელოვანია. -მე მიყვარდა გიალო,შენი წასვლის მერე ზრუნავდა ჩემზე და ზაურაზე მეტს ნიშნავდა ჩემთვის...შენ არ იცი როგორი ურთიერთობა გვქონდა... -გავიგე სახლი თავზე რომ დაამხე.-ჩაეცინა კოსტას. -მარტო ეგ მოგიყვა არა?მაგისი საყვარელი ისტორიაა,ყველას უყვება მაგას და მამიდაშენს რომ ვწვდი თმაში მაგასაც. -კაიხანია ითხოვდა თამარა,არ გამტყუნებ.-მშიდად მიუგო და ფეხზე წამოდგა.-ორმოცამდე ისე მოიქეცი,როგორც ჩემს ცოლს შეეფერება კარგი?დანას ნუ მომაბჯენ ყელზე,ჩემს მოწამვლას ნუ შეეცდები,ვითომ მოგწონვარ კარგი?ვითომ კარგი ქმარი ვარ.მეც ისე მოვიქცევი,რომ ამაყად დადგე ჩემს გვერდით.ზუსტად მეორმოცე დღეს ნუ მომთხოვ გაშორებას,ორმოცის აყალმაყალი ჩადგეს და მოვაგვაროთ მერე.აგვისტოში თბილისში იქნები უკვე.ახლა ნუ ეტყვი ჩემებს,დაზაფრულები არიან,გაგიჟდებიან ჩემი მშობლები. -როგორც მეტყვი ისე იყოს.-სულ ოდნავ გაუღიმა ქმარს.-მადლობა. -ბევრი გადაიტანე ჩემი ოჯახის გამო,დროა შენს გზაზე წახვიდე.-ნაზად ჩამოატარა ხელი ონიქსივით მბზინავ,შავ თმაზე.-სააბაზანო გჭირდება? -არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად. -მაშინ შხაპს მივიღებ,მერე დავწვები...იმედია ისევ არ ეცდები ოთახიდან გაპარვას. -არსად წავალ,ნუ გეშინია.-გაუღიმა კაცს და აივანზე გავიდა.სიმშვიდე შეერია სულში.თითქოს ისევ იგრძნო,რომ ცოცხალი იყო,სულ მალე კი თავისუფალიც გახდებოდა... *** ის ღამე თეთრად გაათენა მილხანმა.რაღაც უცნაური ეგოისტური გრძნობა შეერია მის გულს,მაგრამ არ მისცემდა გამარჯვების უფლებას.უნდა გაეშვა,ხომ არ უნდოდა მაშინ?ახლა უნდა გაეშვა.აღარ იყო ის შეშინებული ბავშვი მის დახმარებას რომ ელოდა.გადახედა გვერდით მძინარე ცოლს ერთი ბალიში რომ ჩაეტენა მათ სხეულებს შორის.მაინც რიდი ჰქონდა ქმრის... ოხ გიალო როგორ დაუნგრიე ცხოვრება ორივეს.ახლა ისე ბრაზობდა არა მარტო პაპაზე,არამედ საკუთარ თავზეც,რომ აფეთქებას ლამობდა.სამოქალაქო ქორწინება რომ ყოფილიყო მხოლოდ დღესვე გაეყრებოდა,მაგრამ ჯვრის აყრა...სულ სჯეროდა,რომ ჯვარს მხოლოდ მის სამუდამო თანამგზავრზე დაიწერდა.როგორ დაუშვა მაშინ რომ რაღაც გამოუვიდოდათ? დაათენდა... დილაუთენია დაიწყეს ნათესავებმა სტუმრობა.მამიდამისიც მობრძანებულა ორივე გოგოსთან ერთად,თბილად მოიკითხა მამიდაშვილები კოსტამ,მათი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა ნამდვილად.სამზადისი უკვე დაწყებული იყო,ვერ იტანდა ღრეობას ქართველებს რომ ყველა დღესასწაული თუ სუფრა ამად გვექცია. -შენ არ აპირებ აშენებას თორნიკე?-მიიპყრო მილხანის ყურადღება თამარას სიტყვებმა. -ვაგროვებ ფულს,მიწა ხომ მაქვს,ასე ერთიანად ვერ ავაშენებ ვერაფერს. -ჰო,დროულად უნდა მოიფიქრო თორე შენს ძმას შვილები ეყოლება მერე,დიდი სახლი კია,მაგრამ ძმების ერთად ცხოვრება რავიცი,წესი არ არის შვილო.-მიეფერა დეიდაც.-პატარა ცალკე გადადის ყოველთვის,თან კოტესთვის დაუტოვებია ეს სახლი გიალოს. -გადავალ,სახლი ერთ დღეში არ შენდება,გიალომაც მილიონჯერ მითხრა ეგ და რამდენიმე წელია ვინახავ ფულს,თქვენ ნუ იდარდებთ მაგაზე.-მოთმინება მოეწურა ბიჭს. -და რა მოხდა ერთად რომ იცხოვრონ?-ჩაერია ლალი.-ძმები არ არიან?რატომ არის პრობლემა? -სახლი კოტესია,აცხოვრებს კი?-წარბი ასწია თამარამ. -დიდი ხანია ესენი ამ ყველაფერს ბოდავენ?-გახედა ცოლს,რომელიც იქვე იდგა კუთხეში. -ალბათ,რაც თვრამეტის გახდა თორნიკე მაგას ელაპარაკება ყველა.სახლი კოტესია და უნდა გადახვიდე,რადგან უმცროსი ხარო.თავიდან გაუკვირდა ჩემი ძმა სახლიდან ხომ არ გამაგდებსო,მაგრამ მერე შეეგუა და პაპის დანატოვარ მიწაზე დაიწყო ფიქრი.-მხრები აიჩეჩა და კარადიდან შაქარი აიღო.-დალევ? -თუ საწამლავს არ ჩამისხამ კი.-გაუცინა და ძმას გახედა ნერვებზე რომ იყო უკვე.-შეგიძლია ზალაში ამომიტანო?თორნიკეს გავიყვან სანამ შემოაკვდა ვინმე.უშაქროს ვსვამ. -ამოგიტანთ ორივეს,წადით.-მშვიდად მიუგო და თავისი საქმე განაგრძო. -თოკო წამო ზემოთ გამომყევი საქმე მაქვს შენთან.-წამოადგა თავზე ძმას. -უი კოსტა შვილო,შენზე ვლაპარაკობდით ახლა. -ვიცი,მესმოდა!-შეუღრინა დეიდასაც.-წამო. -მოხდა რამე?-ლამის სირბილით მიჰყვა კიბეებზე ძმას. -დაჯექი.-დივანზე ანიშნა და თავად სკამზე ჩამოჯდა. -რაო? -რატო ალაპარაკებ მაგათ? -რაზე? -სახლზე!-დაიძაბა კაცი.-რა სახლს იშენებ,ხო არ გამო*ლევდი? -გიალომ მიწა დამიტოვა,აი ის გამრეკელიძეებთან ახლოს როა და... -და არაფერი თოკო!შემომხედე აბა.-მისკენ გადაიხარა.-რამ გაფიქრებინა,რომ სახლიდან უნდა წახვიდე? -წესია,პატარები მიდიან.-მხრები აიჩეჩა. -მაგ წესის მომგონს მოვუ**ან კარგის ტ*აკი!-კბილებში გამოსცრა.-გააფრინე სულ? -რა გინდა კოსტა? -არანაირი სხვა სახლი არ იქნება თოკო,გაწუხებ?თუ ჩემი აქ ყოფნა გაწუხებს მე გადავალ,უფროსი ვარ,მე უნდა გავანძრიო ტ*აკი და მივხედო ყველაფერს. -ნუ სულელობ კოსტა,შენი სახლია,შენ დაგიტოვა გიალომ!წაიყვანა მამა და ჩუქება გააკეთა შენზე,ეზოში რომ აგურები ყრია ისინიც კი შენია ამ სახლში,სად წახვალ? -მომხედე აბა ბიჭო!-სკამი მასთან ახლოს მისწია.-რას ფიქრობ,რომ მე შენ სახლიდან გაგაგდებ? -ეგ არ... -თორნიკე!-სხეული დაეჭიმა მილხანს.-ბიჭო ჩემი ძმა ხარ,ჩემი სისხლი...შენთვის და ამ ოჯახისთვის მიფეთქავს ეს გული გესმის?საიდან მოიტანე რომ ოდესმე ეს სახლი უნდა დაგეტოვებინა და სხვაგან გადასულიყავი?ეგეთ ძმად და ადამიანად მიცნობ?ოღონდ შენ არაფერი მოგკლებოდა და ყველაფერზე ვიყავი თანახმა,ახლა იმას ფიქრობ ძმა სანამ სახლიდან გამაგდებს ჩემი ავაშენოო?მაგ იდეის პირველ გამზიარებელსაც წამოვაყენებ მიწიდან იცოდე!მერე იმათაც დავერევი ენა რომ წაუგდიათ და ლაპარაკობენ სხვის ოჯახზე, სხვის სახლზე! -კოსტა არ არის სწორი,მართლები არიან... -არ გამიბედო!-თითი დაუქნია ძმას.-გაფიქრებაც კი აღარ გამიბედო გესმის?ამ სახლიდან ფეხის გადგმას რომ მოიფიქრებ,იმავე ღამეს აგწევ ჰაერში შენი სახლიანად,გესმის? -კოსტა... -არანაირი კოსტა არ გამაგონო,თორემ გცემ!დავივიწყებ რომ პატარა ხარ და წიხლით გცემ იცოდე! -რას იტყვის ხალხი? -ყ*ეზე მ*იდია ხალხი რას იტყვის,შენც არ უნდა გადარდებდეს,ეს სახლი შენია გესმის?ჩვენია.აქ გავიზარდეთ ორივე,ყველა კუთხე ჩვენია და არა ჩემი.მამიდაშენს რა ყურს უგდებ?არ იცი რა გველია?ცოლს რომ მოიყვან თუ არ ენდომება ჩემთან ერთად ცხოვრება მე გადავალ! -ისეთს არავის მოვიყვან ჩემს ძმასთან ცხოვრება რომ არ უნდოდეს.-ჩაუწითლდა თვალები უმცროს მილხანს.რამდენხანს ელოდა ამ სიტყვების მოსმენას ვინმესგან თქვენ ხომ არ იცით...არასოდეს შეშურებია ძმის,ეგ არ იფიქროთ.ბედნიერი იყო მის გამო,უბრალოდ არ იყო ბედნიერი რომ სახლის და მშობლების დატოვება მოუწევდა,თუმცა გადაილახა ეგეც... -სადაა ის ჩუქების დოკუმენტი?მოვაწერ ხელს და მერე სახლის ნახევარს შენ გადმოგიფორმებ. -არ მინდა ეგრე,ისე ვიცხოვრებ,დამშვიდდი. -არა!-თავი გააქნია კაცმა.-ვერავინ ვერ უნდა გაგიბედოს სიტყვის თქმა,შენიც უნდა იყოს ეს სახლი,ისედაც არის,მაგრამ ოფიციალურადაც უნდა იყოს!-ხელი მოხვია ძმას და მკერდზე მიიყრდნო.-რამ გაფიქრებინა ბიჭო?ან რატომ არ მითხარი?-თმა აუჩეჩა ბიჭს. -წესია ასეთიო. -ჩემს ოჯახში არ არის ასეთი წესები,ვინც რამეს იტყვის მე მივხედავ.-აკოცა ძმას თავზე და ხელი შეუშვა.-მეორედ არ გამიბედო,მართლა ავაფეთქებ იმ სახლს. -გიჟი ხარ რა.-ჩაეცინა თორნიკეს და ფეხზე წამოდგა,ფანჯარასთან დადგა,სიგარეტს მოუკიდა.-მოსულა ჩვენი ცეზარა.-ეზოში მდგომ ცეზოს გახედა,გამალებით რომ ესაუბრებოდა ლოლიტას.-მაგრად უყვარს შენი ცოლი რა,ოჯახში რომ მოდის პირველს მაგას კითხულობს. -განა მე მომიკითხავს.-წარბაწევით გადახედა მეგობარს მის ცოლთან ერთად რომ იცინოდა.დაინახა მკლავზე მსუბუქად რომ შეეხო და გაწეწილი თმა სახიდან გადაუწია.თვალებში ეფხატებოდა და კიბეებზე ასვლა რომ შესძლებოდა დაეხმარა...არც დაანება ყავის ატანა ბიჭებისთვის.თავად გამოართვა და ნელი ნაბიჯით დაიძრა მეორე სართულისკენ. არ გაიფიქრო კოსტა... *** -შეეგუე მის დაბრუნებას?-ჩაეკითხა ანდრონიკეს მეუღლე,ნინე. -არა,არც ვაპირებ.-უთხრა მშვიდად. -წასვლაზე უთხარი? -ჰო,აღარ იყო დრო? -იყო.-თავი დაუქნია მეგობარს და სხეულზე მიიხუტა.-ანდრონიკეს ძალიან უყვარს ეგ შენი ქმარი,მე არ ვიცნობდი კარგად აქამდე ხომ იცი,მაგრამ რომც გამეცნო შენს მხარეს ვარ ლოლა.ნამუსიანი ადამიანი რომ არის გავიგე.თექვსმეტი წლის ბავშვს რომ ცოლობა არ დაგაძალა,მაგრამ ექვსი წელი?არ არსებობს, უბრალოდ არ ჯდება არანაირ ნორმაში. -აქ არ ჩამოვიდოდი,მაგრამ შენ წაგიყვანდიო.-გაიხსენა ქმრის ნათქვამი.-საითაც უნდა იქით ვერ მიმაბრუნებს,არ მუშაობს ეგრე ჩემი სისტემა. -მახსოვს როგორ იტანჯებოდი.-მიეფერა ნინე.კოსტას წასვლიდან მალევე მოიყვანა ცოლად ანდრონიკემ.ცხრამეტი წლის შევიდა ოჯახში თავად,უბანში მხოლოდ ეს ორი ახალი რძალი იყო და მალევე დამეგობრდნენ ანდროს წყალობით.-ვიცი როგორ ელოდებოდი. -თექვსმეტი წლის ბავშვს ერთი შეხედვა გინდა და ეჯაჭვები ადამიანს,ეგრე დამემართა მეც.-გაეცინა საკუთარ ნათქვამზე.-მომეწონა ჩემი ქმარი,ვიზუალს ვერ დაუწუნებდი,სკოლაშიც სულ დიდი ბიჭები მომწონდახოლმე.რომ მელაპარაკებოდა ისე ეცვლებოდა ხმის ტემბრი,რომ ვენდე...შენ ხომ იცი როგორ მეწყინა? -ვიცი.-ნაზად უსვამდა თმაზე ხელს.-რაც შენ ჩემს მხარზე გიტირია,არავინ მყავს,რომ დავეყრდნოო... -ხოდა რადგან ექვსი წელი ცოლი არ გახსენებია ახლა არც მე მინდა ქმარი,გავაგზავნე საბუთები აკადემიაში,ინტერვიუ მექნება,თბილისში უნდა ჩავიდე,მერე ერთი ნახატიც უნდა დავხატო და თუ მიმიღეს ყველაფერი აეწყობა. -რა მეშველება უშენოდ ლოლა?ვეტყვი ანდროს,რომ თბილისში გადასვლას ვსაჭიროებთ. -უშენობას გადავიტან,ანამარიას მონატრებას როგორ გავუძლებ არვიცი.-გაეხუმრა მეგობარს. -მე ვიცი ვეტვი კონსტანტინეს და დაგტოვებს ღებში!-თვალები დაუბრიალა მეგობარს.-სიმპათიურია ოღონდ,ვერ დაუკარგავ. -არის,მაშინათვე ასეთი იყო,მე დამიწუნა უბრალოდ.-ჰორიზონტს გახედა ლოლიტამ.იქვე კიბის ქვემოთ ეწეოდა სიგარეტს მილხანი.-ალბათ არ მოვეწონე,თორემ მთლად ასაკის გამო წავიდა ვითომ? -გაჩერდი გოგო.რას სულელობ?როგორი თვალებციმციმა გოგო იყავი ახლაც მახსოვს,მერე მილხანებმა ჩაგიკლეს ეგ სხივი...-დანანებით ამოთქვა.-თამარამ ბევრი დაგიშავა ძალიან. -დიდი ხანია თმებით არ მითრევია,ველოდები გამომიწვიოს. -გაჩერდი გოგო,კოსტა არ გაპატიებს ოჯახის შეურაცხყოფას. -დამიჯერე თამარა არავის უყვარს ამ ოჯახში.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და კარგად მოავლო ირგვლივ ყველაფერს თვალი.-ცეზო ვნახე დღეს.-შედარებით ჩუმად წამოიწყო.უკვე სახლისკენ შებრუნებული მილხანი ადგილს მიეყინა.-იმ ამბის მერე არ მინახავს და ისე იქცეოდა თითქოს ისევ მეგობრები ვიყოთ. -ეგ ძალიან ცუდი ამბავია ლოლა,ვინმემ რომ გაიგოს...-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი ნინემ.-ანდროსაც ვერ ვუთხარი,ჩამეკითხა ერთხელ,ცეზო ძალიან ახლოს არის ლოლიტასთან არაო?კოსტას ყურამდე არც მიუშვებს მაგას,მოკლავს ჩემი ქმარი. -არავის ვეტყვი რას ამბობ.-იუარა გოგონამ.-როგორც კი კოსტას გავეყრები,თბილისში წავალ და აღარაფერს გავიხსენებ,არ მინდა ზედმეტი პრობლემები. -დედაშენთან ისევ არ გილაპარაკია?-შეუცვალა საუბრის თემა და კოსტამაც სახეში მოწოლილი ბრაზი როგორღაც ჩაიხშო.ჰაერი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში და სახლში შევიდა... -ხომ იცი სულ მე მადანაშაულებდნენ,არ მინდა რომ განტევების ვაცი ვიყო,არ უნდოდათ მაგათ შვილი,ხოდა არც ყავთ ჩემი სახით.-ნაწყენი იყო ოჯახზე თანაც ძალიან.-შვილები რომ მეყოლება,რაც არ უნდა დაემართოთ ზურგს არასოდეს ვაქცევ.იცოდე ანამარია,რომ მოიტაცონ არავის დაუტოვო გესმის? -ამაზე ანდროს აზრი მაინტერესებდა სხვათაშორის,ვკითხე რამდენიმე დღის წინ და ჩემს შვილს სადაც არ ენდომება იქ არასოდეს დავტოვებ და ვინც ნებართვის გარეშე შეეხება ყველას კალაშნიკოვით დავერევიო... -გიჟი მამა არა? -გიჟი?-გაიკვირვა ნინემ.-მსუბუქი ნათქვამია... იმ ღამეს სოფელს ისევ არ უნახავს მთვარე.ადრე სხვანაირად იყო ყველაფერი.ვარსკვლავებით მოჭედილი ცის შუაგულიდან ამოანათებდა და შორიდან უღიმოდა ყველას,ახლა?ახლა მთვარე კოსტას თვალებში ჩასახლებულიყო. ვარსკლავები?ვარსკლავები ლოლიტას თვალებში რომ ციმციმებდნენ,კოსტას წასვლას გაუფანტავს ყველა და ახლა კაცს მხოლოდ მისი შეგროვება დარჩენოდა... *** დილაუთენია წამოვარდა ფეხზე ლოლიტა.მუცელი სტკიოდა.კი გაუკვირდა კრიტიკული დღეების დრო არ არისო,მაგრამ გუშინ აივანზე ფეხშიშველი რომ იჯდა მაგას დააბრალა.მარტო იყო ოთახში.როდის დაწვა და როდის წავიდა მისი ქმარი არ გაუგია.რაღაც საშინლად სწიწკნიდა მენჯთან.ყველაფერთან ერთად კოჭლობაც დაიწყო,თითქოს მარჯვენა ფეხს რაღაც მოძრაობას უშლიდა...ღებინების გრძნობა დაეუფლა,იქვე ნაგვის ურნასთან მოურიდებლად დაეყუდა,მაგრამ გაუმართლა.არაფერი მოსვლია. გაჭირვებით ჩავიდა ქვემოთ,არც ცივმა წყალმა უშველა,უცნაური გრძნობა ჰქონდა სხეულში.სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და იქვე მაგიდასთან მჯდომ დედამთილს მიაჩერდა. -გამაყუჩებელი გვაქვს რამე? -რაო დედი?რა გჭირს?-წამოდგა მაშინვე ლალი. -მუცელი მტკივა საშინლად,მგონი ამ თვეში მეორე პერიოდი მომივა.ბარძაყიც ამტკივდა,ალბათ ხერხემლიდან აქვს გადაცემა,ან არვიცი. -უი რას ამბობ,გამოგიტან ახლავე.-დაფაცურდა ქალი.-ცუდად თუ ხარ წამოწექი,რა გინდა აქ? -ამდენი ჭურჭელია დასარეცხი.-პირზე მიიფარა ხელი.-ოღონდ ახლა ცუდად არ გავხდე! -ორსულად ხომ არ ბრძანდები ქალბატონო?-არსაიდან გამოენთო თამარა. -ქმარი ექვსი წლით გამექცა,ვისგან ვიქნები ორსულად?-ზუსტ დროს შემოვიდა ოთახში მილხანიც.დაბნეული მზერა მოატარა ყველას. -რა ხდება? -ორსულობაზე ვეკითხებოდი,ცუდად გრძნობს თავს და მერე გამახსენდა რომ 1 კვირაა,რაც დაბრუნდი,ეგრე უცებ არ ხდება.იმედია სხვისი არ არის.-ჩაიდუდღუნა ბოლოს. -თამარ!-შეუღრინა ქალს.-აღარ გაბედო! -ვხუმრობ შვილო.-ვითომ მისი დამშვიდება სცადა. -აი დედი გამომართვი-მისცა ერთი აბი გოგონას.-ჩაის დალევ? -არ მინდა არაფერი,დავწვები კარგი?რომ გამივლის ჩამოვალ და მივხედავ ჭურჭელს. -რა ჭურჭელს მიხედავ დედი,მიდი დაწექი.-გაოცდა ქალი.-მე დავრეცხავ ყველაფერს. -წამოდი.-ფეხზე წამოაყენა ქმარმა.-გინდა საავადმყოფოში... -არა!-გააწყვეტინა მაშინვე.-თავბრუ მეხვევა...-ძლიერად ჩაეჭიდა მის ხელს.-რა ჯანდაბა დამემართა... -მოდი.-თბილი ხმით უთხრა და მკლავებში მოიქცია.-ჭამ საერთოდ რამეს? -ვჭამ,ნუ დაიწყებ გთხოვ.-აიქნია ხელი.-გადავიღალე,სულ ფეხზე ვარ... -გამხდარი ხარ ძალიან,არ შეიძლება ასე.-საწოლზე ჩამოსვა ცოლი.-მიდი მითხარი რას შეჭამ და გავაკეთებინებ დედას. -არაფერი მინდა მართლა,დასვენების გარდა... -ჩემმა მეგობრებმა გიკითხეს გუშინ.-შეაპარა ქალს. -ვინ?-წამში გაფითრდა. -ანდრომ,ცეზომ...რატომ არ წამოვიდაო. -ჰო,დიდიხანია არსად გავსულვარ,სხვა დროს იყოს. -კარგი ურთიერთობა გაქვს?-ჩაეკითხა მაინც.სძლია სურვილმა. -ვისთან? -ანდროსთან,ცეზოსთან... -ნორმალური,რატომ?-მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. -ისე,მაინტერესებდა...ცეზო სადღაც წასვლას ახსენებდა... -ბავშთა სახლში დავდივართხოლმე,საჩუქრები მიგვაქვს.-მიუხვდა საითაც მიჰყავდა ლაპარაკი.-წლებია ცეზო იქ დადის,ერთხელ გავყევი და მას შემდეგ სულ მივდივართ...ახლაც გვიწევს თვის ბოლოს,გველოდებიან პატარები. -გასაგებია.-აღარაფერი უკითხავს,თითქოს ცოტა დამშვიდდა.ჯერ ანდროსაც ვერ გაუბედა შეკითხვა.არ უნდოდა ასეთი კითხვის დასმა ეკადრა. მარტო დატოვა ცოლი და შეფიქრიანებული აივანზე ჩამოჯდა. რა ჯანდაბა მოხდა ამ ექვს წელში და როგორ აღმოჩნდა მისი ძმაკაცი ასე ახლოს მის ცოლთან? მხოლოდ მეგობრობა უნდა იყოს! არ გაიფიქრო კოსტა... *** -უკეთ ხარ შვილო?-ოთახში შესულს ჩაეკითხა პაატა. -ტკივილი მაქვს ისევ,მაგრამ იმდენად აღარ.-გაუღიმა კაცს.-ლალი სად არის?დავეხმარები. -რას დამეხმარები შვილო?-გაუწყრა ქალი.-დაისვენე,არ მინდა ცუდად იყო,მოვრჩი თითქმის. -დაგეხმარები რა,ვერ გავძლებ ასე უსაქმოდ. -დაგეხმაროს,უნდა და რას ელოლიავები ვერ გავიგე!-ჩააკვეხა მაინც თამარამ. -ცუდად არის გოგო,ფერი არ ადევს და... -და არაფერი!-წამოდგა ქალი.-მიაჩვევ ახლა უსაქმოდ ყოფნას და სულ ეგრე იქნება!ნუ გეცოდება,ნუ უთმობ ლალი,რძალი უნდა მოარჯულო და თუ საჭირო იქნა მათხრახიც დაარტყა,რით ვერ ისწავლე? -ამას ხედავ?-რკინის ჯოხი აიღო მაშინვე ღუმელთან რომ იდო და მოუღერა ქალს.-მე შენი მათრახი ვერაფერს დამაკლებს და აი ეს თუ შემოგარტყი მეორე აღარ დაგჭირდება!-გამოსცრა კბილებში.-ვინ გგონია თავი?არ დამაგლიჯა ნერვები?რა გინდა ქალო უნდა მოგკლა და ციხეში მიკრან თავი?რა არ გასვენებს?რა გალაპარაკებს სხვის ოჯახში? -ლოლიტა შვილო...-მიეფერა ლალი.-დადე,ნუ უსმენ ამას... -ნუ მოუსმენ,დაუთმე...მაგან მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე!ამომივიდა უკვე ყელში რა!-მთელი ხმით გაჰკიოდა.-ხომ მოვუთმინე,ხომ გავუტარე...ორი წელი არ მოსულა,ხომ ვიყავი მშვიდად!ახლა ან წადი ამ სახლიდან,ან საჩხრეკით გცემ და მერე იძახე დამასისხლიანა ჩემმა რძალმაო!გაგიჟებულა კოსტას ცოლიო! გაბო*ებულაო ხომ ლაპარაკობდი! -ლოლიტა შვილო.-ახლა პაატა ჩაერია.-დაწყნარდი და მომეცი... -წავიდეს ამ სახლიდან,თორემ ვცემ! -ვისი სახლიდან მაგდებ ბავშვო?-წამოუვარდა თამარაც.-ეს სახლი მე და ჩემს ძმას გვეკუთვნის და... -ეს სახლი მე მეკუთვნის!-ჰაერი გააპო კონსტანტინეს ცივმა ხმამ.-მე და თორნიკეს,სხვას არავის!-გადახედა გაგიჟებულ ცოლს,ხელი გაუწოდა რომ მიეცა საჩხრეკი მისთვის.-მომეცი!-შეარბილა ტონი მასთან,რაღაც ანიშნა თვალებითაც და ისიც დაჰყვა მის ნებას.-შენ არ ამბობდი ქალს არაფერი ეკუთვნის სახლშიო?მზითვები ხომ გაგატანა გიალომ,ხომ წაიღე,რაც შენი იყო,ახლა წადი! -მე მამაჩემის სახლში ვარ და... -მამაშენის სახლი აღარ არის!-გამოსცრა კბილებში.-აქამდე არაფერს ვამბობდი,მაგრამ ბევრი რამ გავიგე,თურმე სულ გადარეულხარ და რამდენი დაგიშავებია ჩემი ცოლისთვის!-წინ დაუდგა მამიდას.-დარწმუნებული ვარ არ გინდა ამაზე პასუხი მოგთხოვო! -შენ არ იცი მან რა გააკეთა და რა მოხდა... -ჩემს ცოლს თავი დაანებე თამარ,თორემ არ დამთავრდება კარგად!-იქვე ღუმელთან მიაგდო რკინის ჯოხი.-მე გამიფრთხილებიხარ და არაფერი გამომტყუო! -გაშორდი მაშინ და მოაშორე ამ ოჯახიდან,საკმარისად შეგვარცხვინა!-არ დანებდა მაინც. -რას გიზამ ახლა იცი?-მისკენ გაიწია ლოლიტამ,მაგრამ არ მიუშვა ქმარმა. -ადი ოთახში.-მოთმინებას კარგავდა უკვე.როგორც შეეძლო მშვიდად მიუგო მეუღლეს. -არსად არ წავალ,სანამ ეს ამ სახლიდან არ აორთქლდება!ამოვიდა უკვე ყელში და ყველანაირ ზღვარს სცდება,თანაც... -ლოლიტა ადი ოთახში!-გადახედა ანთებული თვალებით.ლალი მიეფერა წელზე და უკან დასწია. -წადი შვილო,გაბრაზებულია ხომ ხედავ. -უკანასკნელად გაგიტარე!-გამოსცრა ქალს კბილებში,გარეთ გავარდა და კარი გაიჯახუნა... -ჩემს ცოლს რატომ გადაეკიდე? -მთელი სოფლის სამასხარაო გაგვხადა და მაგიტომ! -მაგან გაგვხადა სამასხარაო,თუ თვითონ გაიხადეთ თავი შენ და პაპაჩემმა?-ირონია არ დააკლო ქალს.-შენ არ იყავი თექვსმეტი წლის ბავშვი რომ მომიყვანე სახლში,ცოლია შენიო? -მერე რა მოხდა?-ასწია გაკვირვებისგან წარბები.-თექვსმეტი წლის ასაკში შვილი ჰყავდა ხათუნას და... -რატომ გათხოვდი ოცი წლის?-ჩაეკითხა ქალს.-რატომ არ გაიძულა პაპაჩემმა გათხოვება,რატომ გათხოვდი სიყვარულით? -მაგაზე ხარ გაბრაზებული?შვილებს რომ გაგიჩენდა შეგიყვარდებოდა ისედაც,მასაც შეუყვარდებოდი,რად გინდა ახლა მაგაზე ფიქრი?წახვედი და დაუტოვე აქ შენს მშობლებს,რისთვის?თუ არ გინდოდა გაგეშვა,დაგაძალა ვინმემ? -მაგარი უსირცხვილო ქალი ხარ.-გადააქნია თავი.-აიღე რაც შენია და წადი! -რას ამბობ? -დედაჩემი ხომ გაამწარეთ შენ და პაპაჩემმა...სადაც ვერ ხედავდა ჩემი თვალები და სადაც არ მესმოდა ხომ აგიჟებდით...მშვიდი გამოდგა,დაბალი ღობე ნახეთ და ჩაგრავდით...არ არის ჩემი ცოლი ეგეთი,ვერ დაჩაგრავ!მამაჩემს არ ვგავარ მე,არ მოგითმენ...შენ კი არა,დედაჩემი ვერ ეტყვის ზედმეტს ჩემს ცოლს!იმდენი სისაძაგლე გაგიკეთებია მიკვირს რომ არ მოგკლა! -კოსტა შვილო... -არანაირი კოსტა აღარ გავიგო!-უხეშად მიუბრუნდა დედასაც.-თქვენი გარყვნილია,თქვენს გამო აძლევს თავს ამდენის უფლებას!-ახლა მამას გადახედა.-დედაჩემზე ხომ არ ამოიღე ხმა,ასე დააჩაგვრინე ჩემი ცოლიც? -ეგეც ისეთია ვინმეს თავს დააჩაგვრინებს.-შემოესწრო თორნიკეც და სიტყვა შეაწია. -ჩემი ცოლის ნერვიულობას და შეურაცხყოფას არ გაპატიებთ არავის!ახლავე აკრიფე ნივთები და წადი აქედან,ჩემი სახლია და არ გაქვს აქ მოსვლის უფლება,ეზოშიც კი ვერ შემოხვალ ვერასდროს გესმის? -კოსტა... -აღარასდროს შემოვა ეს ქალი ამ სახლში!აღარასოდეს ახსენებს ჩემი ცოლის სახელს და აღარასოდეს ჩაივლის ჩემი კარის წინ!არ გამომიყვანო წყობიდან და არ მაიძულო თავი დავკარგო!-დაემუქრა მამიდას.-გელოდები.-თავით კარისკენ ანიშნა. -გრცხვენოდეს!-ცრემლმორეული მიაჩერდა ძმისშვილს ქალი და ჩანთაში ჩააცურა საფულე.-მე კი წავალ,მაგრამ შენ მიხვდები როგორი მართალი ვიყავი და ინანებ ყველაფერს...ცოლს მიხედე კოსტა,ახალ რომანზე ლაპარაკობს ხალხი სოფელში!-ჩააწვეთა მაინც და გვერდი აუქცია.ამაყად დატოვა თამარამ მილხანების მამული.წარბიც არ შეუხრია,მაინც მართალი ეგონა საკუთარი თავი.იცოდა ერთ დღეს უმტყუნებდა კოსტას ნერვები და მოსვამდა ცოლსაც თავის ადგილზე,ამიტომაც არ უდარდია... კოსტა რატომ გაბრაზდა ასე?მთელი ცხოვრება ფარად ედგა დედას,ვერასოდეს იტანდა მამიდას და ბაბუაც ზედმეტად უშლიდა ნერვებს...ახლა მისი ცოლის ამბავი რომ გაიგო არ ესიამოვნა,არ უნდოდა მის გამო კიდევ უფრო დატანჯულიყო და თანაც დრო იყო მამიდა სახლიდან მოესროლა.ცოტა დააგვიანდა კიდეც... ლოლიტასთან ავიდა,საწოლზე იჯდა გოგონა,იდაყვებით მუხლებს დაყრდნობოდა და თავი ხელებში ჩაერგო. -არ მითხრა რომ მამიდაჩემის სიტყვების გამო ტირი... -საშინლად მტკივა მუცელი...მამიდაშენს იმის ძალა არ აქვს რომ მე ამატიროს. -კრიტიკული დღეები გაქვს?-ჩაეკითხა მაინც. -პრობლემაც ეგ არის რომ არა.-თავი გააქნია.-მგონი მოვიწამლე,არ ვიცი. -მოდი ექიმთან... -არა.-იუარა მაშინვე.-დავწვები და...ჯანდაბა!-მოიხარა წელში ისევ.-ღმერთო! -მორჩა,ექიმთან მივდივართ.-შეწუხდა მილხანი.-მოდი. -არ მინდა.-იუარა ისევ.-დავწვები,სპაზმი იყო უბრალოდ. -ლოლიტა არა.-მკლავში ხელი მსუბუქად ჩაავლო.-წამოდი ექიმთან,იქნებ რა გჭირს... -რაიყო შენც ორსულად ხომ არ გგონივარ?-ხუმრობა სცადა,მაგრამ კაცის სახეს რომ გადააწყდა მაშინვე შეეყინა სახეზე ღიმილი. -გამოიცვალე და... -შეგიძლია მინერალური მომიტანო მაღაზიიდან?დავწვები ცოტახანს... -მოგიტან.-დაეხმარა დაწოლაში.-ფერიც არ გაქვს ნორმალური.-გააქნია კაცმა თავი.-გამოვიცვლი და ჩავალ ახლავე.-ახლაღა შეამჩნია მისი ტალახიანი ტანსაცმელი.ურცხვად რომ გაიხადა მის წინ ჰუდი და ზურგით დაუდგა შიშველი. -ჯანდაბა!-პირზე მიიფარა ისევ ხელი.წამოდგომა სცადა. -ცუდად ხარ?-ხელი შეაშველა კოსტამ. -ახლა გული ამერევა...-საპირფარეშოსკენ გაიქცა მაშინვე და მუხლებზე დაეცა. -მკი*ია,საავადმყოფოში მივდივართ!-განაცხადა კოსტამ და მის გვერდით ჩაიმუხლა. -ვაიმე გადი აქედან გთხოვ.-მუდარა გაურია ხმაში.-ნამდვილად არ მინდა ამ ყველაფერს უყურო. -ჭირსა თუ ლხინშიო დაგავიწყდა?-სახიდან თმა გადაუწია მაშინვე. -კოსტა გთხოვ წადი. -შემომხედე.-კარგად შეათვალიერა მისი აწყლიანებული თვალები,შუბლზე დაადო ხელის ზურგი.-ცხელი ხარ,თვალები გიპრიალებს. -რას შვრება?-ნერვიულად ჩაეცინა. -მოდი.-ხელი გაუწოდა რომ ფეხზე წამოეყენებინა. -რა გინდა?შემეშვი ცოტახანს რა...-ნიჟარას დაეყრდნო რომ არ დაცემულიყო,თვალთ უბნელდებოდა. -სახე ჩამოიბანე,გამოიცვალე და წავიდეთ.-მობილური აიღო კაცმა,ის იყო დარეკვას აპირებდა სხეული რომ მოუდუნდა გოგონას და უგონოდ დაეცა იატაკზე...-ლოლიტა!-მთელი ხმით იღრიალა კაცმა და მასთან მიირბინა.-შემომხედე...ლოლა...-რამდენჯერმე დაარტყა ლოყაზე ხელი.-გთხოვ გაახილე თვალები...-შიში ჩასდგომოდა მილხანს თვალებში.ხელებში მოიქცია მისი სიფრიფანა სხეული და სირბილით ჩავიდა კიბეებზე. -თორნიკე!-უღრიალა ძმას.-გასაღები მომიტანე დროზე! -რა მოხდა შვილო?-გამოცვივდნენ მშობლები. -ცუდადაა,გასაღები მინდა მალე!-უკანა სავარძელზე დააწვინა და ძმას გასაღები გამოჰგლიჯა ხელიდან. -მოიცა შვილო,წამოვალ მეც.-დაიბნა ლალი.ფეხსაცმელი ხელს გააყოლა და უკანა სავარძელზე დაჯდა,მიეფერა გონებადაკარგულ რძალს... -ჩემო ლამაზო...რა დაგემართა... -აი ხომ ვუთხარი!-რამდენჯერმე უხეშად დაარტყა საჭეს ხელი.-აქამდე უნდა წამეყვანა... -დამშვიდდი შვილო,კარგად იქნება...-უკანკალებდა ქალსაც ხმა.-გუშინაც მთხოვა გამაყუჩებელი,ვერ იყო კარგად.-მოერია ცრემლი.-ნეტავ მეთქვა... -გავგიჟდები რა.-ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელი და სვლა განაგრძო... საკუთარი ხელით შეიყვანა საავადმყოფოს შენობაში მეუღლე.ღრიალებდა დერეფანშივე.ძალიან შეეშინდა,მართლა არ ელოდა მსგავს რამეს...ისევ უგონოდ იწვა მის მკლავებში და ისევ უიმედოდ ცდილობდა მისი თვალების დანახვას... -აქ დააწვინეთ!-მოვარდა მაშინვე ექთანი და საკაცეზე მიუთითა.-რა დაემართა? -არ ვიცი...მუცელს იტკიებდა,მგონი სიცხეც აქვს,გულიც ერეოდა...-მიაყარა ერთიანად. -ალეკო გამოიძახეთ!-დაიყვირა მეორემ.-აქ დარჩით ბატონო.-ხელით ანიშნა კაცს და სირბილით გაიყვანეს დერეფნიდან... -ჯანდაბა!-კედელს უხეშად დაარტყა წიხლი და გარეთ გავარდა მაშინვე.წამსვე აკრიფა ანდრონიკეს ნომერი,თუმცა არ დასჭირდა დარეკვა,თავადვე შემოაყენა ეზოში მანქანა. -როგორ არის?-გამოიქცა ნინე. -თქვენ საიდან გაიგეთ? -პაატამ დარეკა,აქვე ვიყავი და მოვედი.-ჩაილაპარაკა ანდრომ.-რა დაემართა? -არ ვიცი,ახლა შეიყვანეს...ისიც არ ვიცი ესენი სანდოები არიან თუ არა...-ნახევრად დანგრეულ შენობას გახედა,სიძველისგან კედლები რომ გაბზარულიყო. -მამიდაჩემი და მისი ქმარი მუშაობენ აქ.ვეტყვი და მიხედავენ.-სირბილით შევარდა მიმღებში ნინე.-ალეკო აქ არის? -გამოძახებაზეა პაციენტთან,უნდა დაელოდოთ...-უღიმღამოდ გადმოხედა გოგონამ. -ელზა? -ნინე შვილო?-გაშლილი ხელებით მიეგება ქალი.-რამ მოგიყვანა აქ,კარგად ხომ ხარ? -მე კი,მეგობარია ცუდად.-დამწუხრებულმა ახედა.-ლოლიტა მილხანი,ახლა შემოიყვანეს. -ალეკოა შესული შვილო,გამოვა თუ არა გეტყვი პასუხს.-მიეფერა ქალი.-ის გოგოა რომ მიყვებოდი? -ხო,ჩემი საუკეთესო მეგობარია... -კარგად მიხედავს ალეკო ხომ იცი.-თმაზე ჩამოუსვა ხელი.-რამეს ხომ არ უჩიოდა?ან ორსულად ხომ არ არის? -არა,ქმარი ახლა ჩამოუვიდა,რა ორსულად.-გააქნია თავი.-მუცელს იტკიებდა,არ ვიცი-მხრები აიჩეჩა.მოიკითხა ოჯახი და მამიდაშვილები,დაელოდა ელზას სანამ პასუხები არ გაიგო და უკან არ დაბრუნდა.მოახსენა მისი ამბავი,უკვე საოპერაციოდ შეჰყავდათ...-საოპერაციოში შეიყვანეს.-მოახსენა მილხანს და გაუვარდა კიდეც სიგარეტი ხელიდან. -რას ამბობ?რა სჭირს? -გადაუდებელი აპენდექტომია სჭირდება,გასკდომას ჰქონდა ლამის... -ეგ რა არის?-ჩაეკითხა ანდრო. -რომ არ მიყვარდე მართლა არ შემოგხედავდი.-დაუბრიალა თვალები მეუღლეს.-ჩვენებურად ბრმანაწლავი. -კარგად იქნება?ძალიან გაურთულდა?-სულ დაიბნა კონსტანტინე. -ერთი საათი,ან ცოტა მეტი დასჭირდებათ,მალე გამოიყვანენ... -აქ სანდოა ეს ხალხი ნინე?სხვაგან ხომ არ წავიყვანო? -სად უნდა წაიყვანო?კარგად მიხედავს ბიძაჩემი,ნუ ნერვიულობ... -აი ხომ ვუთხარი დილითვე...-საბურავს მთელი ძალით დაარტყა წიხლი.-ვუთხარი წაგიყვანთქო და თავი გაიგიჟა... -კარგი დედი,არაუშავს,არ არის საშიში.-მიეფერა ლალი.მეორე ღერს მოუკიდა მილხანმა.იცოდა ოჯახის ბრალი არ იყო,უმნიშვნელო ოპერაციას უკეთებდნენ და მალევე წაიყვანდნენ სახლში,მაგრამ მაინც უჩხვლიტა რაღაცამ შიგნით,არ ესიამოვნა. ლამის მთელი კოლოფი მოწია სანამ ელოდებოდა.უხეშად სწიწკნიდა რაღაც და მოსვენებას არ აძლევდა.შემოვარდა ცეზოც მალევე.ფერი არ ედო სახეზე.მის ქმარზე მეტად ნანერვიულები და დარდიანი იყო.დინჯად მოიკითხა გოგონას მდგომარეობა,თუმცა რა ნერვების ფასად უჯდებოდა არავინ იცოდა... საკუთარ თავზე გაეცინა კონსტანტინეს. „ცოლს მიხედე კოსტა,ახალ რომანზე ლაპარაკობს ხალხი სოფელში!“-გაუკრთა მამიდის სიტყვები უნებურად გონებაში. არ გაიფიქრო კოსტა... კარგად აათვალიერა მეგობარი,რომელიც სულაც არ ცდილობდა მის დამშვიდებას,პირიქით აქეთ დასამშვიდებელი იყო,ხმაც არ გაუცია მისთვის,მანქანას მიეყრდნო და სიგარეტს ეწეოდა. ისევ გაეცინა,ამჯერად ხმამაღლა და სხვების ყურადღებაც მიიპყრო. გადახედა ანდრონიკემ,მიხვდა ვერ იყო რაღაც რიგზზე და ხელი მოხვია რომ გვერდით გაეყვანა. -დამთავრდა,პალატაში გადაიყვანეს.-გამოვიდა ნინე ეზოში და ბიჭებს აცნობა.ვერ მოახერხეს დალაპარაკება... -კარგად არის? -ჰო,მალე გაიღვიძებს და მერე შეგიშვებენ. -არა,მე სად შემიშვენებ.-ჩაეცინა კოსტას.-შეიძლება ხანჯლით გამომეკიდოს. -რა? -შენ შედი,შენი დანახვა უფრო გაახარებს.-მხარზე ოდნავ შეეხო გოგონას.აგრძნობინა რომ ენდობოდა,ანდობდა ცოლსაც და მანაც უხმოდ გაიგო მისი ყველა სიტყვა.მართლაც ნინე შევიდა მეგობართან.გონს მოსული ტკივილისგან რომ ტიროდა ძლირად ებღაუჭებოდა გოგონას ხელს და გამაყუჩებელს ითხოვდა...ანესთეზიის უკუჩვენება იყო,ამიტომაც გაუჭირდა ასე...სამაგიეროდ ის საშინელი ტკივილი აღარ აწუხებდა მთელ სხეულს სუროსავით რომ მოედო და მოძრაობასაც კი უშლიდა... -რა გჭირს?-გვერდით მიუჯდა ანდრონიკე.დაინახა როგორ უყურებდა ტელეფონზე მოსაუბრე ცეზოს.ლამის თვალებით შეჭამა. -ახლა მე შენ ერთ რაღაცას გკითხავ და მოტყუება არ გამიბედო!-ცერად გახედა მეგობარს.მიახვედრა არ ჰქონდა უფლება. -არ მკითხო.-გააქნია თავი,რა უნდა ეთქვა? -რამე აქვთ? -კოსტა... -მითხარი!-გამოსცრა კბილებში. -ბევრი ისეთი რამ შევამჩნიე,რაც არ უნდა შემემჩნია მისგან.-თავით ანიშნა ცეზოსკენ.-გავაფრთხილე,მაგრამ... -მაგრამ?-გაჩუმებულს არ მოეშვა მაინც.-მითხარი! -არაფერი ხდება და ხომ არ გაგიჟდიო.-მხრები აიჩეჩა ანდრომ.-იუარა და... -გჯერა შენ?-გააწყვეტინა სიტყვა. -ევქსი წელი დიდი დროა და მანაც დიდი დრო გაატარა შენი ცოლის გვერდით.-მძიმედ ამოილაპარაკა.მკაცრად გამოსროლილ მზერას,თავისიც უტეხი დაახვედრა,მიახვედრა დამნაშავე რომ იყო.-არ ვიცი შენი ცოლი რას გრძნობს,მაგრამ ეს იმაზე მეტს გრძნობს,ვიდრე მეგობრის ცოლის მიმართ უნდა გრძნობდეს კაცი! -მაგ ყველაფერს მართლა თავიდან ბოლომდე რომ გავიგებ მერე დამარიგე,არავინ შემომაკვდეს.-ისევ გაეცინა საკუთარ თავზე კაცს. -ვკითხავ ნინეს,მაგრამ არ მეტყვის მაინც. -ახლა არც არის მაგის დრო,მაგრამ მაინც გავიგებ.-გაუკიდა კიდევ ერთ ღერს.მათკენ მომავალ ცეზოს მოარიდა თვალი. არ გაიფიქრო კი არა,იმოქმედე კოსტა... *** სამი დღე გაატარა საავადმყოფოში,ერთხელაც არ შესულა მასთან მისი ქმარი.განა უყურადღებოდ დატოვა?არა.თუმცა არ უნდოდა ის მცირე დრო,რომელსაც სანახავად აძლევდნენ დაძაბული ყოფილიყო,ამიტომ ხან დედას უშვებდა,ხან ძმას,ხანაც ნინეს...სულ იქ იყო,მაგრამ არა მასთან... -როგორ ხარ?-ჩაეკითხა კარიდანვე ცეზო.ახლოს არ მისულა,მოშორებით დადგა. -აქ რა გინდა?-გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.-ცეზო პრობლემები არ მინდა რა,წადი. -ლოლიტა უბრალოდ მაინტერესებს როგორ ხარ,დანაშაულია?-ხმა გაუტყდა კაცს.-გთხოვ... -ცეზო მე და შენ ვისაუბრეთ ამაზე,არ მინდა ვინმემ გაიგოს,პრობლემები გექნება,გაგიჟდებიან და რამეს დაგმართებენ. -ჩემზე დარდობ?-ჩაეღიმა კაცს.მიუახლოვდა და მის საწოლთან ახლოს მისწია სკამი,ჩამოჯდა და მის სიმწვანედაკარგულ თვალებს ჩააცქერდა.-რატომ მერიდები? -გითხარი უკვე.-მართლა დაიღალა ახსნით.-შენი საუკეთესო მეგობრის ცოლი ვარ ცეზო...ჩვენს ქორწილში იყავი,ეკლესიაში იდექი... -და მერე გაგექცა ქმარი,მახსოვს!-ავად დაისისინა.-გაქრა ისე თითქოს არაფერი ყოფილა და შეატოვა შენი თავი მთას,სოფელს...იმ ამაზრზენ ხალხს თვალებში სხივი რომ გაგიქრეს... -ცეზო...-ტკივილიანი ხმა ჰქონდა ქალსაც.ეტკინა შინაგანად ყველაფერი. -ექვსი წელია შენს ტანჯვას ვუყურებ,ექვსი წელია ვცდილობ ჩემი თავი დაგანახო ლოლიტა.-ნაზად მიეფერა ლოყაზე.-განა არ ვიცი,რომ ვერავინ დაგჩაგრავს?განა არ ვნახე შენი სიგიჟეები?მიხარია რომ ვერ გაგტეხეს,ყველა თავის ადგილას რომ მოსვი და შენი თავი დაანახე,მაგრამ ჩემი დანახვა რატომ არ შეგიძლია?რა გამიკეთებია შენთვის ცუდი? -იცი რატომ არ შემიძლია შენი დანახვა ცეზო?-ოდნავ წამოწევა უნდოდა,მაგრამ ტკივილმა არ მისცა უფლება.აცრემლებულმა ახედა ქვემოდან,გამომშრალი ტუჩები ენით დაისველა.-მე დედა ქმრის ერთგულებას მასწავლიდა...კარგ ადამიანობას,უტყუარი უნდა ვყოფილიყავი ხალხთან...-გაეცინა.-რომელ ხალხთან? ყველა ფეხებზე მ*იდია ახლა...უბრალოდ ჩემს თავს ვერ ვღალატობ,იმ ღმერთს ვერ ვღალატობ რომ გამწირა და ჩემი თავი რაჭის ცივ ზამთარს შეატოვა...იმ ფიცს ვერ ვღალატობ ეკლესიაში რომ დავდე და მრცხვენია ცეზო...-აქ ვეღარ შეიკავა თავი,მაგრამ ჩამოცვენილი ცრემლები წამსვე შეუშრო კაცმა.ცერები გადაატარა სახეზე,საწოლზე ჩამოუჯდა. -ოღონდ არ იტირო,არაფერი მიღირს შენს ცრემლებად მართლა. -თქვენთვის,კაცებისთვის,ყველაფერი მარტივია.მოგყავთ ცოლი,მერე გულაობთ, ბინძური სხეულით ცოლთან ბრუნდებით და მათ გვერდით გძინავთ...სულ მეზიზღებოდა ასეთი კაცები,მამაჩემი განა ნაკლებია,ეგეთი იყო,ხშირად მესმოდა დედის ტირილი...მეგონა ჩემი ქმარი იქნებოდა სხვანაირი,მაგრამ არა...ჩემი უარესი გამოდგა,მაგრამ რაც არ უნდა გაეკეთებინა ჩემთვის,მე ვერ შევძლებ ჩემი თავის ღალატს,ვერ შევძლებ საკუთარ თავს გადავაბიჯო და ერთი ოჯახიდან მეორესკენ გავიწიო,რადგან ლალი და პაატა არიან ჩემი ოჯახი.თორნიკეა ჩემი ოჯახი და მიყვარს მე ისინი...აღარასდროს დამელაპარაკებიან,აღარასდროს შემომხედავენ...მხოლოდ ამ სამი ადამიანის აზრი მადარდებს...ხვდები რამდენად რთულია ჩემთვის ამ ოჯახის დატოვება?მაინც დავტოვებ,არ დავრჩები,მაგრამ შენი სიყვარულის უფლებას ვერ მივცემ თავს... -ამბობ ხალხის აზრი არ მადარდებსო და ამ დროს ისევ ხალხზე ფიქრობ,რას ამბობ ლოლიტა?-ხმა გაუტყდა კაცს. -ხალხის არა,მე ოჯახის აზრი მადარდებს.-გაეღიმა,სრულიად უადგილოდ.-იმ ოჯახის,რომელმაც ეს წლები გადამატანინა...იმ თორნიკეს ვერ ვაწყენინებ ვერასდროს ჩემი სისხლი რომ არ აქვს და მაინც ძმასავით რომ მყავს...იმ ლალის ვერ ვაწყენინებ დედასავით რომ დამირბოდა გარშემო,რომ მპატრონობდა,მიფრთხილდებოდა...იმ პაატას ვერ ვატკენ გულს,რომელმაც მამა ჩამინაცვლა...ფრჩხილი რომ მეტკინა საავადმყოფოში მიმაქანებდა.ქალიშვილი არ ყოლია არასდროს,დამიჯდა ერთხელ გვერდით რიონის პირას და თავზე ხელი გადამისვა,ჩემი იმ სახლში ყოფნის 46-ე დღე იყო,მაკოცა თავზე,მიმიხუტა მკერდზე და იცი რა მითხრა?შენ თუ უფლებას მომცემ მე ვიქნები მამაშენიო.-ისევ აეტირა.მუჭით შეიმშრალა ორივე თვალი.-იცი კიდევ რის უფლებას არ მივცემ თავს?შენი ცხოვრება რომ დავანგრიო.-მიეფერა ხელზე.გადაატარა თავისი სუსტი თითები მის დაკოჟრილ და მუშაობისგან გაუხეშებულ ხელებს.-ეს რომ ვინმემ გაიგოს მთელი სოფელი ზურგს შეგაქცევს,ილაპარაკებენ,გაგლანძღავენ... დედაშენი სირცხვილით ვეღარ გავა ქუჩაში.ქალი მთელი გულისტკივილით მელაპარაკებოდა შენს ცოლზე,ველოდები ოჯახში გოგოს როდის შემომიყვანსო,მე ვხუმრობდი,კანდიდატებს გთავაზობდი სოფლიდან და შენ თურმე ჩემი სიყვარული ჩაგიდია გულში,არ შეიძლება.-გააქნია თავი.-მეგობარი უნდა ვიყო შენი,შენ კიდევ ჩემი... -არ მადარდებს ჩემზე რას იტყვის ხალხი,საერთოდ აღარ ჩავალ ღებში,დედასაც წავიყვან.-ამღვრეოდა თვალები კაცს.-შენ რომ ჩემთვის უფლება მოგეცა მე შენ მთელ სამყაროს გაჩუქებდი...ვინმე რომ შეგიყვარდეს საკუთარი თავის გადაბიჯებაა?ცუდი საქციელია ლოლიტა?22 წლის გოგო ხარ,არ ფიქრობ ამაზე?კიდევ რამდენი წელი არ ჩამოვიდოდა შენი ქმარი თუ გიალო არ მოკვდებოდა?ვერც გაეყრებოდი და სამუდამოდ ასე ივლიდი?-მოთმინება ამოეწურა მასაც.-რა გინდა?რატომ არ მაძლევ უფლებას მიყვარდე?რატომ არ გინდა ბედნიერი იყო? -ცეზო... -დავიჯერო ვერ ხვდებოდი აქამდე?ვერ გრძნობდი,რომ როგორც მეგობარი ისე არ მიყვარდი?ჯანდაბა!ჩემი ძმაკაცის ცოლი ხარ ჰო და მიყვარხარ,რამდენად არასწორი ვარ არა?ეგეც მ*იდია!მინდა ჩემთან იყო,შენს გვერდით ვიყო სულ,ის ლამაზი თვალები დაგიბრუნო მე რომ შემიყვარდა.-აკოცა ხელისგულზე ქალს.უსიამოვნოდ გასცრა ტანში ლოლიტას.-გაგანადგურა მილხანების ოჯახმა,რომელიც შეგიყვარდა ლოლიტა...დედაჩემს ხომ იცი როგორ უყვარხარ,ის იქნება დედაშენი.მე...მე ვიქნები ყველაფერი სხვა,რაც დაგაკლდება ცხოვრებაში,ყველას სიყვარულს ამოგივსებ,ყველას დავუდგები წინ ოღონდ ერთი სიტყვა მითხარი მხოლოდ...-აკანკალებდა ნერვებისგან კაცს.-მომეცი უფლება მიყვარდე რა... -თავს უფლება მიეცი ბედნიერი იყო,შეიყვარე ვინმე,ოჯახი შექმენი გთხოვ...-მუდარა გაურია ხმაში.-მალე 30 წელი შეგისრულდება.შენც ხომ გინდა ოჯახი?ხომ გინდა შვილები და... -ჰო.შენთან მინდა ეს ყველაფერი.ვიცი რა ცუდად ჟღერს ახლა და ვიცი ცუდ მდგომარეობაში გაყენებ,მაგრამ არ შემიძლია სხვანაირად... -გთხოვ... -თუ ოდესმე აზრს შეიცვლი იცი როგორც უნდა მიპოვნო.მე დაგელოდები ლოლიტა.-გადაიხარა მისკენ კაცი და შუბლზე მთელი გრძნობით აკოცა.ვერ მოიშორა,მოერიდა ხელის კვრა და მისცა კოცნის უფლება.ასე თამამად არასოდეს შეხებია.პირველად მიიკარა და სიმართლეს გეტყვით,ამითაც კი ცუდ და მოღალატე ქალად იგრძნო თავი... ძლივს აკავებდა ანდრონიკე საავადმყოფოს ეზოში გაავებულ კონსტანტინეს,რომელმაც ფანჯრიდან უყურა მისი ცოლისა და მეგობრის რომანტიულ საუბარს.ერთი სიტყვაც არ გაუგია,მაგრამ ხედავდა როგორ ეფერებოდა მის ცოლს,საპასუხოდ ისიც თითებზე უსვამდა ხელს და ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა.რა უფლება ჰქონდა?არანაირი!მაგრამ მისი მეგობარი რომ არის ამიტომ გაგიჟდა,სხვა შემთხვევაში იქნებ უფლებაც კი მიეცა ლოლიტასთვის და დღესვე გაშორებოდა... მეორე დილას გაწერეს.ორი ნაკერი მოხსნეს,სამი დაუტოვეს და ერთ კვირაში დაიბარეს.არ მისულა ცეზო,სათქმელი ისედაც დაუბარა და მეტი აღარ იყო არაფერი.პირველად ნახა თავისი ქმარი ოთხი დღის მერე,მანქანას მიყრდნობილი სიგარეტს ეწეოდა.მხარში ამოსდგომოდა გოგონას თორნიკე,სიარულში ეხმარებოდა.კოსტას მისი ლოლიტა კიდევ უფრო გამხდარი ეჩვენა...უკანა სავარძელზე მოთავსდა გოგონა,გვერდით მიუჯდა ლალიც...წინ ძმის გვერდით ადგილი დაიკავა თორნიკემ და მოშორდნენ კიდეც იმ ადგილს ასე რომ სძულდა მილხანს... სარკიდან აპარებდა ცოლისკენ თვალს,შეწუხებული,წარბშეჭმუხნილი, იჯდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა.ფერი არ ედო სახეზე,მაგრამ ნამდვილად უკეთ გამოიყურებოდა... -შეგიძლია ცოტა ფრთხილად ატარო?-როგორც იქნა ამოთქვა გოგონამ და ქმარს გადახედა ნაწყენი თვალებით.სოფლის დანგრეულ გზაზე რომ ჯანჯღარებდა მანქანა ჭრილობა აწუხებდა. -კარგად ხარ?-გადახედა თორნიკემ. -ჰო,უბრალოდ მტკივა.-დაიწუწუნა მაშინვე და საზურგეს მიეყრდნო.ხმა არ ამოუღია მილხანს.შეანელა სვლა,მაქსიმალურად ფრთხილობდა რომ აღარაფერი ეტკინა მისთვის...ეზოშიც მალე გააჩერა მანქანა და გადმოსვლაში დაეხმარა.დაწოლა და დაძინება უნდოდა ახლა მხოლოდ. -მე დავეხმარები.-გადახედა ძმას და ცოლს მსუბუქად მოხვია ხელი.წაიყვანა კიბეებისკენ და მასთან ერთად დიდი სიფრთხილით აიარა საფეხურები. -მადლობა.-არც შეუხედავს მისთვის ისე ამოთქვა და კომფორტულად მოეწყო. -არ გჭირდება,არაფერი გამიკეთებია. -ჰო,ეგეც მართალია.-ირონიულად გაეღიმა და თავი შეაბრუნა.ნაწყენი იყო ქმარზე.ერთხელ მაინც როგორ არ მივიდა მის სანახავად?არც ნინესთვის უკითხავს საერთოდ იქ იყო თუ არა,არ უნდოდა პასუხის მოსმენა,რომელიც სავარაუდოდ გულს ატკენდა... -გინდა რამე? -დავიძინებ.-მოუჭრა მოკლედ,გადაბრუნება უნდოდა,მაგრამ ვერ შეძლო და ასე ზურგზე მწოლმა თვალები მილულა.უხმოდ გაიხურა კარი და კიბეებზე დაეშვა,ძმა დაინახა ეზოში ნერვიულად რომ დადიოდა და თან მობილურზე საუბრობდა.თვალებით ჩაეკითხა რამე ხომ არ ხდებაო და ხელით ანიშნა იმანაც დაი*იდეო.სახლში შევიდა,დედას უკვე დაეწყო თევზის მოხარშვა და კარტოფილიც დაედგა,რომ პიურე გაეკეთებინა.ატყობდა დედას როგორ უყვარდა რძალი...მამაც მაშინვე მაღაზიაში გაქცეულა,პროდუქტები მოუტანია,ყველაფერი რისი ჭამაც შეეძლო ლოლიტას.რაღაცნაირი სითბო იგრძნო სხეულში.ოჯახური იდილია სუფევდა სახლში. -გავდივარ მე.-თავი შემოყო სახლში თორნიკემ. -საით?-ჩაეკითხა დედა.-საჭმელიც არ გიჭამია. -ეე მივდივარ რა.-აიქნია ხელი და კარი გამოიხურა.უკან გაჰყვა კოსტა მაშინვე. -მობრუნდი აბა. -რაიყო? -სად მიდიხარ? -საქმე მაქვს.-მოუჭრა ძმასაც მოკლედ. -რა საქმე გაქვს? -კოსტა დიდი ბიჭი ვარ უკვე.-სცადა მტკიცედ ეთქვა ძმისთვის.-პირადულია. -გუშინაც ნანერვიულები იყავი,დღესაც არ მომწონხარ,რამე თუ ხდება მითხარი.-ჩახედა ძმას თვალებში. -არაფერია,ქალის ამბავია.-ამაში მართლა ვერ ჩაერეოდა კოსტა.თავისი სიყვარულის ამბავი ნამდვილად თავად უნდა მოეგვარებინა.შეუშვა ძმას ხელი და წასვლის უფლება მისცა.მანაც ხმაურით გაიხურა ეზოში შესასვლელი კარი და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა... *** ბევრი არაფერი უჭამია ლოლიტას,მადა არ ჰქონდა.უემოციოდ იქნევდა ყბებს,ლალის ხათრით ჭამდა იმ ცოტასაც.ეშინოდა ქალს ჭრილობების.ოღონდ ეგ არ ეთხოვა მისთვის და სხვა ყველაფერს შეუსრულებდა რძალს...უბრალოდ ბეტადინით დამუშავება და გადახვევა იყო საჭირო. -რას ცოდვილობ?-სააბაზანოს კარიდან შეჰყურებდა კოსტა. -უნდა დავიმუშავო ჭრილობა. -დედაჩემმა უარი გითხრა არა?-ჩაეცინა მაინც.-მომეცი. -არ მინდა!-მოუჭრა მოკლედ. -აი იცი როგორ არ მსიამოვნებს შენი უაზრო სიჯიუტე?-ბამბა გამოართვა და ტუმბოზე დადო.მერე თავად ახალი აიღო და სითხით დაასველა.-გაწიე ხელი. -მე თვითონაც შემიძლია. -ჰო,ვხედავ როგორ გაკანკალებს.-თავადაც ეშინოდა ჭრილობების,გული ერეოდა დანახვაზეც კი.-მიმიშვი. -არ მატკინო იცოდე,თორემ შემოგარტყამ!-დაემუქრა კაცს. -შენგან არ გამიკვირდება.-თავი გააქნია კაცმა და კარგად დახედა.აშკარად არ ჰქონდა გართულება.მშვენივრად ხორცდებოდა.ცივი იყო სითხე,შეცბა და ერთიანად ჟრუანტელმაც დაუარა.ახედა ქვემოდან ცოლს.არ მისცა უფლება მისი ხელები მოეშორებინა და მშვიდად განაგრძო მისი საქმე.ძალიან ფრთხილად გადაატარა სამკურნალო სითხით გაჟღენთილი ბამბა ყველგან და ახალი პლასტერიც გახსნა,რომ ჭრილობა გადაეხვია.წამით შეჩერდა,დააკვირდა მის სხეულს,ისევ გახედა.გაეცინა უნებურად.-ისუნთქე ლოლიტა,არ გაიგუდო.-ახლაღა მიხვდა სუნთქვა რომ ჰქონდა შეკავებული.თავადაც ვერ მიხვდა რა მიზეზით.ალმური მოედო მთელს სახეზე.ქმრის სიახლოვემ დააბნია...შეუხვია ჭრილობაც.ნარჩენები მუჭში მოიქცია და ურნაში ჩაყარა.დასვრილი ხელები უცებ დაიბანა და პირსახოცი სველ თმაზე გადაიტარა.-ეს უნდა დალიო ძილის წინ.-რაღაც აბი მიაწოდა.მანაც დალია უპრობლემოდ და კაცს უცნაურად მიაჩერდა. -მადლობა.-ყრუდ ჩაილაპარაკა,თუმცა მაინც მისწვდა კოსტას სმენას მისი სიტყვები. -ღამე ადგომა თუ გინდოდეს გამაღვიძე.-დამოუკიდებლად ვერ დგებოდა საწოლიდან,წამოდგომა უჭირდა და თუ არ დაეხმარებოდნენ იწვებოდა კიდევ კარგახანს.თავი უხმოდ დაუქნია და ის იყო კაცი შუქის ჩაქრობას აპირებდა დედამ რომ მიუკაკუნა კარზე.-შემოდი დედა. -ბოდიში ამ დროს რომ გაწუხებთ ბავშვებო.-შერცხვა მაინც ქალს. -რას ამბობ დედა,რა მოხდა?-მიეფერა მაშინვე.ნანერვიულები იყო. -თორნიკე არ მოსულა.-საათს გახედა.12 ხდებოდა. -უბანში იქნება სადმე... -ვიკითხე მეგობრებთან,არ არის. -კარგი ახლა ამხელა ბიჭს სახლში მოსვლის დროს უკონტროლებ?-ჩაეცინა კაცს. -ახალგაზრდაა დედა,აცადე ცხოვრება. -მობილურიც გათიშული აქვს.-მაინც არ მოეშვა ქალი. -დედა მეც გავდიოდი სახლიდან,მაგრამ არ დამეძებდი ასე,მაგას რა ქალიშვილი გოგოსავით აკონტროლებ? -შენც დაგეძებდი,არ იცი უბრალოდ.-ჩაეცინა ქალს.-ვერ ვისვენებ ამ დროს გარეთ რომ ხართ. -წადი დაიძინე.-აკოცა დედას შუბლზე.-არ აუტეხო პანიკები,ახალგაზრდაა და გაერკვევა თვითონ. -დაებარებინა მაინც რომ გვიან მოვიდოდა.-ცუდს უგრძნობდა გული. -დაველაპარაკები ხვალ,მიდი დაწექი.-მიეფერა ისევ და კიბეებზე მიმავალს თვალი გააყოლა.-ხვდება ვინმეს ჩემი ძმა? -მე მეკითხები?-გაიკვირვა. -ვიცი რომ ძალიან კარგად ხართ ერთამანეთში,გეცოდინება. -არის ერთი გოგო,რამდენჯერმე ნახა. -ჩვენი სოფლიდან არის? -ჭიორადან. -უყვარს? -შენს ძმას კითხე.-მხრები აიჩეჩა.მართალიც იყო,არ არის მისი სალაპარაკო თორნიკეს ცხოვრება. -კარგი.-სინათლე ჩააქრო კაცმა და ცოლის გვერდით დაწვა.არ მიეკარა იმ ღამეს ძილი.ცალკე ცეზოს ამბავი და ცალკე ძმის სახლში არ მოსვლა ედარდებოდა... *** დილის 5-ის ნახევარი იყო ეზოში ძაღლის ყეფა რომ გაისმა და თორნიკემ თავისი ხმით წამსვე გააჩუმა,მეორე სართულის კიბეებისკენ დაიძრა,დედის გაღვიძება არ უნდოდა,ამიტომ ზალაში შევიდა და ძველ ტახტზე გაიშოტა.ისე ჰქონდა სხეული გახურებული სულ არ გაუგია სიცივე.არც ტანსაცმელი გაუხდია...დამშვიდდა მილხანიც,სახლში დაბრუნებული რომ დაიგულა და ცოლს გადახედა ერთ პოზაში რომ იწვა და მხოლოდ თავს აბრუნებდა სხვადასხვა მხარეს. თავადაც ჩაეძინა... -მოგიკვდეს დედა!-ისმოდა ოთახში ლალის წიოკი და წამსვე გონს მოვიდა ორივე.-რა გიყო დედი? -კარგი ქალო,ნუ შეყარე სოფელი.-ჩვეული ტონი ჰქონდა ბიჭს.უდარდელი,მაგრამ თან დარდიანი რაღაცნაირად. -რა ხდება?-გაიკვირვა ლოლიტამ,წამოდგომა უნდოდა,მაგრამ ვერ შეძლო. -მეც მაინტერესებს.-სწრაფად ამოიცვა შარვალი,ჰუდი ხელს გააყოლა და სირბილით დაეშვა კიბეებზე.ჰამაკში იწვა თორნიკე,თვალები მიელულა და ძლივს გამონათებული სხივებისთვის გალურჯებული სახე მიეშვირა.-რა ხდება? -დედის გული არასოდეს ცდება!-გადახედა ლალიმ,თავი გააქნია,თითქოს ნაწყენი იყო რომ არ დაუჯერა.-ნახე რა დღეშია. -მომხედე აბა ბიჭო!-წამოადგა ძმას თავზე.მარჯვენა თვალი ნახევრად გაახილა მხოლოდ,დალურჯებული და სისხლიანი ჰქონდა,ყბებიც დალურჯებოდა და გახეთქილი ტუჩიც გასიებოდა...მუშტებზე ჯერ ისევ შერჩენოდა სისხლის კვალი,თავადაც უცემია ვიღაც ეტყობოდა...-რა დაგემართა? -აუ ნუ გამი*რაკეთ რა.-შეწუხდა საბოლოოდ.-ვიჩხუბე,არ გიჩხუბია შენ? -იჩხუბე თუ თავი აცემინე ვინმეს?რას გავხარ?!-გადმოატრიალებინა სახე,კარგად შეათვალიერა მისი დალილავებული ნაკვთები. -სამ კაცს ერთად ვერ მოვერიე,ფილმში ხომ არ ვართ. -შედი სახლში.-გადახედა დედას.-მივხედავ.-აცრემლებული დაჰყვა ქალი მის ნებას.ფანჯრიდან უყურებდა შვილებს სევდიანად.-შემომხედე. -რა გინდა კოსტა? -სახელები და გვარები!-კუნძი მის წინ მიაგორა,ჩამოჯდა და ერთ ღერს გაუკიდა. -ვისი? -თორნიკე!-ავად გამოსცრა ძმას.-ვინ გცემა და რატომ? -რა მნიშვნელობა აქვს? -ახლა ხმას თუ არ გაიკმინდავ კბილებს ჩამოგიღებ!-დაემუქრა ბოლოს.-რომ გეკითხები ესეიგი აქვს,მიპასუხე! -სამართლიანად მომხვდა,არაა საჭირო შენი ჩარევა.-ძმის კოლოფიდან ამოაძვრინა ერთი ღერი.კვამლი ღრმად ჩაისუნთქა და ცოტა დაუმშვიდდა ხმაც. -მაგრად მ*იდია სამართლიანად მოგხვდა თუ არა,უნდა ვიცოდე ვინ და რატომ გადაწყვიტა,რომ სამი ერთზე ჩხუბი კაცური საქციელია და ვინმეს ჩემს ძმაზე აწეულ ხელს გავუტარებდი!-ბინდი გადაეკრა თვალებზე.მერე რა რომ კაცი იყო,მისთვის სულ პატარა თორნიკე იქნებოდა და ვერ აიტანა ძმა რომ დაუჩაგრეს ასე. -პატარა ავარია მომივიდა ერთი თვის წინ. -ვიცი,მითხრა მამამ. -ჰოდა ვისაც დავეჯახე...-ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა.-ძვირიანი მანქანა დავუმტვრიე.გაკეთების ტ*აკი არ მაქვს,არადა ვუთხარი გაგიკეთებ-მეთქი და ვერ ვაკეთებ,არ მაქვს მაგდენი ფული და... -მოგიკვდა ძმა?-უხეშად წაავლო ისედაც დალურჯებულ ყბებზე ხელი და თვალებში ჩააცქერდა.-უკვე ნაცემი რომ არ იყო იცი რას გიზამდი ახლა? -ძალით კი არ დავეჯახე და... -დაჯახების არა,შენთვის რომ იტოვებ მაგის გამო...რამდენი გჭირდება? -შეკრული 5.5-გადააქნია თავი.-2 მაქვს,დანარჩენი მაკლია და... -სახელი და გვარი მითხარი,ნომერიც მომეცი და მე მივხედავ! -არა! -თორნიკე არ გამაღიზიანო,არ მაიძულო.-გამოსცრა ძმას კბილებში.-მაინც გავიგებ. -კოსტა მაცადე მოგვარება რა. -ვხედავ შენით როგორც მოაგვარე.მომეცი უფლება დაგეხმარო,ნუ შეჯექი ვირზე. -შენ საიდან მოიტან მაგ ფულს? -მაქვს,ვაგროვებდი. -დაგიბრუნებ მაშინ მერე. -ჩაიწერე არ დაგავიწყდეს.-მობეზრებულად აატრიალა თვალები.-რა მანქანას დაეჯახე? -აი ონში ცხოვრებაში პირველად გაიარა M5-მა და მე დავარტყი. -მანდედან არის? -ამბროლაურიდან. -პატარაა ვინმე? -26 წლისაა,პატარა რას ქვია.-მხრები აიჩეჩა. -ნომერი მომეცი,მე მივხედავ დანარჩენს. -3.5 დამიმატე შენ და... -მე მივხედავ!-მოუჭრა მოკლედ,ნომერი ჩაიწერა და ფეხზე წამოდგა.გადაიხარა,კეფაზე ძლიერად მოკიდა ხელი და შუბლით მის შუბლს მიეყრდნო.-სანამ მე ცოცხალი ვარ შენ არაფერი უნდა გაგიჭირდეს გესმის?შენი არცერთი წვეთი სისხლი არ ეპატიება არავის!-თავზე აკოცა და წამსვე შეუშვა ხელი.დატოვა თვალებამღვრეული ძმა ეზოში.მიხვდა როგორ ძალიან გაბრაზდა.როგორი უკონტროლო გახდა უცებ და უნებურად გააჟრჟოლა.მისი ძმის სუსტი წერტილი იყო...ისევ სკოლაში ეგონა თავი,დიდი ბიჭები რომ ჩაგრავდნენ და კოსტა რომ ფარად ედგა სულ... *** -საშინლად გამოიყურები.-აღარ დაუმალა ლოლიტამ.-რა დღეში ჩაუგდიხარ ჰა? -შენ ხომ მაინც გიყვარვარ?-გაუცინა და მხარზე მიეყრდნო რძალს.-ბოქსზე უნდა დავიწყო სიარული,კუნთები მაქვს,მაგრამ ვერ ვიყენებ ისე,როგორც საჭიროა. -რა სულელი ხარ თოკე.-ჩაეცინა გოგონას.-მიდი ბულიონი მომაწოდე ბევრს ნუ ლაპარაკობ. -როგორ ჭამ ამ საზიზღრობას?-გასინჯა თვითონაც და სახე დამანჭა.-მოდი ცოტა ზეთი და მარილი დავამატოთ. -არ შეიძლება,მომეცი. -კაი რა იციან ექიმებმა.-აიქნია ხელი.-ცოტა რას გიზამს. -დამანებე თავი თორნიკე.-უნებურად ეცინებოდა მის ქცევაზე. -რაო აბა,როგორ გაუგე ქმარს?-შეცვალა წამსვე თემა,აუთამაშა ეშმაკურად წარბები. -ჯერ არ მომიკლავს,სამშვიდობო ზავი გვაქვს. -სულ არ მოგენატრა?-თითები ოდნავ დააშორა ერთმანეთს.-აი სულ ამდენით. -თორნიკე! -კარგი ბიჭია ჩემი ძმა ლოლა,ხე და ვირი კი არის,მაგრამ უყვარს ოჯახი. -რა გინდა? -მინდა რომ ერთმანეთს შეაბერდეთ ტკბილად.რაღა დროს ომია,აწი აკოცეთ ერთმანეთს და... -ეგ სიდებილეები შენს ძმას არ უთხრა!-დაუბრიალა თვალები.-შეიძლება წამოურიკინონ კოტორა ჩიტებმა თავში. -კარგი ახლა,რა კაცი დადგა ვერ ნახე?სულ არ მოგეწონა? -თორნიკე გცემ! -ხომ გენატრებოდა?-დაუთბა ხმა.-ხომ განიცადე მისი წასვლა? -იმიტომ რომ ვენდობოდი...-ხმა გაუტყდა წამსვე.-მერე დამესია მთელი სანათესაო ორივე მხრიდან,კაცი გააქციე ოჯახიდანო,მეზობლები ცალკე და ვისწავლე თავის გატანაც. -როგორ არ მემეტები ამ ყველაფრისთვის ხომ იცი?-აკოცა შუბლზე მაშინვე. -ვიცი,რამდენჯერ იჩხუბე ამის გამო სოფელში.-ლოყაზე მიეფერა მეგობარს.-ასე არავის მოექცე თორნიკე.არავის ატკინო გული კარგი?იმ გოგოს,რომელსაც დასდევ.-მიანიშნა მაგდაზე.-გაუფრთხილდი და არასოდეს აწყენინო.თუ უყვარხარ მთელი სამყარო აჩუქე და მის გვერდით იყავი,თორემ ამას ხომ ხედავ?-გაუშალა მარჯვენა.-შენი მიზეზით ატირებული რომ ვნახო არ დავფიქრდები ისე მოგხვდება. -ხომ მიცნობ,არაფერს დავაშავებ.-გაუღიმა გოგონას.-არც ჩემი ძმა გაწყენინებს,სულ წინ გიდგას და გიცავს,მიეცი შანსი რა იქნება? -არ დაიწყო! -გულში ჩაგივარდა არა?აი მაშინ ასე რომ დაგითმო ყველაფერი,ყურადღება მოგაქცია... -გცემ! -ახლა დაბრუნდა,ისევ ისეთია,უფრო ძლიერი ვიდრე მანამდე და... -და არაფერი!-ამჯერად ტონს აუწია.-მიტოვებული ქალის როლით დავიღალე და არც შენი ძმა იქნება ჩემთვის არაფერი,იცი როგორ ძალიან მიყვარხართ ყველა,მაგრამ შენი ძმა არ იქნება ჩემი ცხოვრების ნაწილი! -კარგი,ნუ მეჩხუბები.-დანებების ნიშნად ხელები ასწია და შუბლზე აკოცა.-ჭამე შენი სუპი. -ბულიონია.-კარს მიღმა მდგომი კონსტანტინე წამსვე შებრუნდა და მანქანისკენ წავიდა.ისედაც გასასვლელი იყო,არაფერი დაუბარებია ისე დატოვა სახლი,დამძიმებული გულითა და აფორიაქებული სულით... *** -რომელი ხართ ჯაფარიძე?-მანქანიდან გადმოსულ სამ ახალგაზრდას გახედა კოსტამ. -სამივე.-ამაყად განაცხადა წვეროსანმა.გადახედა გვერდით მდგომ ანდრონიკეს და წამოიმართა. -მაშინ ვაკო რომელი ხართ? -მე!-ისე წვეროსანმა უპასუხა. -თქვენ სცემეთ ჩემი ძმა?-ცერად გადახარა თავი.-სამი ერთზე რომ მიადექით.-გამოსცრა კბილებში,სიგარეტი იქვე მოისროლა და წინ დაუდგა ბიჭს,რომელსაც სიმაღლეში ნამდვილად არ სწყალობდა ღმერთი.მთელი ტანით გადაფარა მისი სხეული მილხანმა. -ვალი უნდა გადაიხადოს შენმა ძმამ!-გამოსძახა უკნიდან ერთ-ერთმა. -აჰა შენ ეს ფული.-კონვერტი შეაჩეჩა ხელში.-მილხანები ვალში არასოდეს არავის რჩებიან. -აკი არ ჰქონდა მაგდენი?-წარბი აუწია კოსტას.-შენ რატომ გამოგიშვა,შეეშინდა თვითონ?-ირონია გაურია ხმაში. -ვისი უნდა შეშინებოდა?-კარგად დააჩერდა ზემოდან.მიახვედრა ახლა ვისაც უნდა შეშინებოდა. -გადათვალე.-გაუწოდა ბიჭს უკან კონვერტი.მართლაც დაიწყო გადათვლა.ანდრონიკეს გაეცინა მთელი ხმით. -რომ გადათვლი ეგ ფული მანქანაში ჩადე,არ მინდა დაიფანტოს,მანქანა მეცოდება,ასე როდემდე უნდა ატარო.-წარბაწეულმა შეხედა მინგრეულ კაპოტს.კუპიურები არ ეტეოდა ხელში ბიჭს,ძლივს გადათვალა ბოლომდე. -სწორია.-დაუტოვა ვაკოს სიტყვა და კონვერტი მართლაც მანქანაში ჩადო. -გავსწორდით,მარტივი ყოფილა.-ჩაეღიმა კაცს.-ტყუილად მაცემინა იმან წიხლით თავი.-გაუწოდა ხელი,ეგონა ჩამოართმევდა და მორჩებოდა. -ესეიგი შენ დაარტყი ჩემს ძმას?-ყელში წვდა მაშინვე და იმ დაჭეჭყილ კაპოტზე დაახეთქა მთელი ძალით.-თან წიხლით! -რას აკეთებ?-გამოენთო ორივე,მაგრამ იმათ ანდრონიკე გადაუდგა. -თქვენამდეც მოვალ,ჯერ ამას მივხედავ.-დაემუქრა იმ ორსაც და მთელი ძალით დაარტყა სახეში.-არაკაცები ხართ სამივე!რისთვის ურტყამდი?გარბოდა სადმე?გითხრა არ გადავიხდიო?გემალებოდა?-მეორეც მიაყოლა კოსტამ.-ნაბი*ვარო!თან რომ ამაყობ წიხლით ვცემეო,ახლა მე რომ შენ წიხლი დაგარტყა ტრავმატოლოგიურიდან ვერ გამოხვალ რამდენიმე კვირა,გიღირს?-უხეშად შეუშვა ხელი და ჩასრიალდა მისი სხეული მიწაზე,ზუსტად მის ფეხებთან. -ხელი გაუშვი!-ჩაერია ის ორიც.ძირს დავარდნილი ვაკო იქვე დატოვა,ძლივს რომ სუნთქავდა და ახლა მათ მიუბრუნდა,ისე იყო ანდრონიკე გახალისებული ნება რომ მიეცათ ორივეს თავად სცემდა. -რამდენი წელია არ მიჩხუბია!-გაეცინა მეგობრის მხარზე და დაარტყა ერთ-ერთს.ისევ რაჭული წვიმა წამოვიდა მათ მხრებზე.თითქოს ეს ჭუჭყიც ჩამორეცხა მილხანის მხრებიდან.ნაცემი ბიჭები იქვე ტალახში დატოვა.მანქანაზე მიყუდებულ ვაკოს კეფაზე ძლიერად მოჰკიდა ხელი და თვალებში ჩახედა.სისხლს აფურთხებდა პირიდან კაცი. -ჩემს ძმას ერთი თმის ღერიც რომ შეურხიოთ ცოცხლად შეგჭამთ ყველას!-დაემუქრა ბიჭს და საკმაოდ სამართლიანადაც.ერთ სიტყვას არ ამეტებდა.ახლაც იპყრობდა ამის სურვილი,მაგრამ გაფრთხილებით შემოიფარგლა.-გაკვეთილი იყოს ყველასთვის,სადაც გინდა იქ ილაპარაკე და ვისაც გინდა იმას უთხარი,აწი რამე პრობლემა თუ გექნება თორნიკესთან ღებში მოდიხარ და კონსტანტინე მილხანს კითხულობ! -გავიგე ძმაო.-ოდნავ დაეყრდნო ხელზე რომ არ დაცემულიყო,მაგრამ იმან მოიშორა წამსვე. -წადი ახლა,შენი ჯაფარიძეებიც გარეკე და მეტად აღარ გაბედო! -წავედით.-აუქნია ხელი თავისებს და ლამის სირბილით გაეცალნენ იქაურობას. -ახალგაზრდობა გავიხსენეთ.-იცინოდა ანდრონიკე.-სულ შენ მხვევდი ხიფათში ყოველთვის. -ახლაც ჩამოვედი და მოგიძებნე ხიფათი არა?-გახეთქილ წარბზე შეხედა მეგობარს.კოლოფი გაუწოდა,ასე იცოდნენ სულ,ჩხუბის მერე ერთ ღერს მოწევდნენ და მხოლოდ ამის მერე იშლებოდნენ. -მაგრად მენატრებოდი კოსტა.-ამოთქვა ბოლოს.-აკლდი აქაურობას. -შენი თავი მაკლდა მე ეს წლები,მადლობა რომ ხარ ჩემს იმედად!-გადახვია ხელი მეგობარს და ძლივს ანთებული თავისი ღერი გაუწოდა ანდროს,რომელსაც წვიმის გამო ვერ აენთო თავისი. ანდრონიკეს კონსტანტინე რომ ეძვირფასებოდა და კონსტანტინეს თავისი ანდრონიკე... განუყრელები იყვნენ ყოველთვის,ახლაც ასე იყო,ვერაფერი დააკლო წლებმა და მანძილმა მათ მეგობრობას. სახე შეეშვირათ ცივი წვიმის წვეთებისთვის,მართლაც ჩამოირეცხა ორივემ ეს დღე მხრებიდან და მხოლოდ ასე,სიმშვიდეშერეულები დაბრუნდნენ სახლში,ოჯახთან... *** „ადამიანს ერთგული მეგობრისთვის ყველაფრის მიცემა შეუძლია - ყველაფრის, გარდა იმ ქალისა, რომელიც უყვარს...“ ისევ ამრეზით უმზერდა მეგობარს. ისევ ვერ გაეგო ბოლომდე რა ხდებოდა. უნდოდა ყველაფერი ჰქონოდა და ისე დასდგომოდა თავზე. არ უნდოდა შეშლოდა და ეჭვი მიეტანა ტყუილად. სკოლაშიც დაადგა ერთხელ იმ გოგონას თვალი,რომელიც კოსტას მოსწონდა. მაშინ აპატია,პატარები იყვნენ ძალიან და არ გაუბრაზდა მეგობარს,მაგრამ ახლა? ახლა რას ფიქრობდა,ცოლს აპატიებდა?! ექვსი წლის მანძილზე პირველად ინანა სახლისა და იმ პატარა თვალებციმციმა გოგოს მიტოვება. 2003 წელს დატოვა სახლი,მეგობრები,ქვეყანა... 2009 წელს დაბრუნდა და სრული ქაოსი დახვდა ყველგან... რა უცნაური რამეა დრო. ურევს და ანადგურებს ყველაფერს... მყარად დადექი კოსტა! *** -ახლა შენ იჩხუბე?-წარბი აუწია ოთახში შესულ მეუღლეს გოგონამ.ტალახიანი ჰქონდა შარვალი და ფეხსაცმელი.ტუჩი გახეთქვოდა. -რაღაც ეგეთი.-წამსვე გადაიძრო მაისური და ნახევრად შიშველი შედგა მის წინ.ქამარსაც დაავლო ხელი და შარვლის გახდაც დაიწყო. -სხვაც რომ არის ოთახში ვერ ამჩნევ?-სხვაგან გაიხედა გოგონამ. -ქმარი რომ ვარ შენი გახსოვს?-ლამის გადაიხარახარა კაცმა. -ფიქტიური! -გინდა შევცვალოთ ეგ?-წინ ჩამოუდგა და გადაიხარა მისკენ.წვიმის წვეთები დაეცა ლოლიტას სახეზე.სველი ჰქონდა თმა. -იოცნებე!-უხეშად უბიძგა შიშველ მკერდზე. -ჩემს ცოლს რომ შევეხო ოცნება რად მინდა?-გულწრფელად გაკვირდა.აატარა ხელის ზურგი მხარზე.გადაუწია სახიდან თმაც.გადაიხარა და ძალიან მსუბუქი კოცნა დაუტოვა ლავიწთან ახლოს.ერთიანად გააკანკალა გოგონას.გაოგნებული იჯდა და ხელის გამოძრავებასაც კი ვერ ახერხებდა.-ხედავ რა მარტივია ლიტა? -დასაბანი ხარ.-მოარიდა თვალი მაშინვე.-და აღარ გაბედო! -თორემ? -გააკეთე და გაიგებ!-დაემუქრა,თუმცა სულ ტყუილად.მაინც გააკეთა.ისევ მიაწება ტუჩები,ამჯერად ყელთან ახლოს.გაღიმებული დააჩერდა მის ტუჩებს და ამდენხანს რომ უნდოდა ლოლიტას ის სილაც გაიმეტა ქმრისთვის.-ჩემი უმწეობით ნუ სარგებლობ!-უთხრა საყვედურით.ბინდი გადაეკრა თვალებზე კაცს.არ ელოდა და მართლა გულწრფელად გაუკვირდა მისი ქცევა.ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ხელები მომუშტა დასამშვიდებლად.შუბლზე ათამაშებული ძარღვი რომ შენიშნა ლოლიტამ კი გაუწყრა საკუთარ თავს,მაგრამ გვიანი იყო.მართლა ეგონა რომ შუაზე გაგლეჯდა.როგორც შეეძლო შორს გაიწია მისგან.მოერიდა მის შავად შეფერილ თვალებს.გაუკავა ორივე ხელი.კიდევ უფრო მეტად მიიწია მისკენ და ყელზე აკოცა თბილად,ნაზად...ტუჩებისკენ გადაიხარა და იქვე დასჩურჩულა. -ზღვარს არ გადახვიდე ლოლიტა!-გააცია უნებურად ისეთი ხმით უთხრა და ხელიც შეუშვა.სულ დაავიწყდა სუნთქვა.ზურგი აქცია ქმარმა,სააბაზანოს კარს მიღმა გაუჩინარდა და მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს კარი ხმაურით რომ დაიკეტა... -მეზიზღები!-ამოილაპარაკა თავისთვის და ხელი მოისვა ყველგან,სადაც შეეხო...ესიამოვნა მისი ყველა შეხება...-ჯანდაბა!-თვალები დახუჭა მაშინვე და ყველა აზრი უკუაგდო გონებიდან... აბაზანიდან გამოსულს თავი მძინარე მოაჩვენა,რომ ყველანაირი უხერხულობა მოეშორებინა.ესმოდა მის გვერდით როგორ სუნთქავდა გახშირებულად.გაზაფხულის გრილი სურნელი ასდიოდა...ცოტაც და შემოარტყამდა საკუთარ თავს. სინათლე ჩააქრო კოსტამ და მალევე ორივეს მოუდუნდა სხეული.მხოლოდ მძინარე სუნთქავდა თავისუფლად ამ კაცის გვერდით ლოლიტა... *** -როგორ არის შენი ცოლი შვილო?-ჩაეკითხა ფატი და ახლადგამომცხვარი ხაჭაპური დადო მაგიდაზე. -კარგად არის.ჩვეულ მდგომარეობაში.-ერთი ნაჭერი კმაყოფილმა მოიქცია ხელებში.ენატრებოდა ქართული საჭმელი. -კარგად ხორცდება? -დილას დავუმუშავე და კარგად გამოიყურებოდა,არ აქვს გართულება,მაგრამ ვერ ისვენებს,სულ უკან დასდევს ლალის,საქმის კეთება უნდა. -კიდევ კარგი სერიოზული არაფერი იყო,ახალგაზრდა გოგოა და შემეშინდა.-გააქნია თავი ქალმა.-გოგრიჭიანების გოგოს კისტა ჰქონდა საკვერცხეზე,იმდენი წელი იმკურნალა,მაგრამ არაფერი,შვილი არ ჰყავთ ისევ... -არა,ჯანმრთელია.-მშვიდად უპასუხა კოსტამ.გამოკითხული ჰყავდა ექიმი ყველანაირად. -კარგი გოგოა ძალიან,იშვიათია ეგეთი კარგი,მხოლოდ ჩემი ნინე და ეგ.-მიეფერა რძალს. -რაღაც ყველას ჩემზე მეტად გიყვართ ჩემი ცოლი.-წარბაწეულმა გადახედა.-ეგრეა? -მე ნამდვილად.-თვალი ჩაუკრა ნინემ.ბავშვს ხელი მოკიდა და ფეხზე წამოდგა.-შენი ძილის დროა დე,გეყოს ცელქობა.-დაუკოცნა ბავშვს ლოყები.ბოდიში მოიხადა სტუმრის დატოვებისგამო და ოთახი დატოვა. -შენც გჭირდება ასეთი ოჯახი შვილო.-ჩამოუჯდა წინ ფატი.-ოქროს გოგო გყავს გვერდით,შეიმშნოვე თორემ ინანებ მერე. -დედა!-თვალები დაუბრიალა ქალს ანდრონიკემ,მაგრამ ხელი აუქნია კოსტამ და მიაჩერდა ქალს დიდი ინტერესით. -იცი როგორ ტიროდა რომ წახვედი?ჭალაზე საქონელი რომ გამყავდა საძოვრად ვხედავდი ხშირად,მდინარესთან იჯდა და ცრემლად იღვრებოდა...არ უნდა დაგეტოვებინა. -ვიცი,მაგრამ... -დედაშენიც 16 წლის შემოვიდა ოჯახში,პაატა დაუდგა მყარად და მიხედა,შენ არ შეგეძლო იგივე? -მამაჩემი 18 წლის იყო,მე 8 წლით ვარ მასზე უფროსი.-გადააქნია თავი კაცმა.ვერ აგიხსნი რა... -არ მჭირდება მაგის ახსნა.-თვალი თვალში გაუყარა.-ვერ აპატიე საკუთარ თავს არა?მისმინე შვილო.-თბილი თითები შეახო მის გაყინულ ხელს ქალმა.-უფლის წინაშე ცოლ-ქმარი ხართ,არ არსებობს ამ ქვეყნად ძალა,რომელიც ამ კავშირს დაანგრევს.ახლა შენ უნდა დადგე მაგრად,მიხედო და შეიყვარო შენი ცოლი.აგრძნობინო რომ დაცულია,ვერც საზიზღარი მამიდაშენი უნდა მიეკაროს მეტად,რაც გადაატანინეთ ეყოფა მთელი ცხოვრება ცუდ მოგონებად რომ ჰქონდეს...ანგელოზივით გოგოა და სულელი იქნები შენ თუ მას ყურადღებას არ მიაქცევ. -რა გავაკეთო?-მოიქცია მისი ხელი თავისაში და თბილად აკოცა ქალს.-ნაწყენია ჩემზე. -ნებისმიერი თავმოყვარე ქალი იქნებოდა.-არ მოერიდა თქმას.-წასვლა უნდა შენგან,ეგეც ვიცი. -გითხრა? -მითხრა და მეტიც,ბარგსაც ალაგებს უკვე და არ უნდა დაუშვა. -თუ არ უნდა ხომ არ დავაძალებ? -მაგ სიტყვებს როგორ ინანებ იცი?-იღიმოდა ქალი.-ყველაზე მეტად როდის ინანებ იცი?შენივე სოფელში სხვის ცოლად რომ მოიწონებს თავს. -რას ამბობ?-გაუფართოვდა გუგები. -იცი რასაც ვამბობ,ხედავ შენ ყველაფერს და არ დაუშვა მსგავსი რამ.-წამოდგა ფეხზე.გაეცალა ოდნავ.-მერე შენ რა კაცი იქნები კონსტანტინე?კარგად დაფიქრდი შენს თითოეულ ნაბიჯზე,რომელსაც მისკენ გადადგამ.დატენილი ბომბია ახლა და არ აიძულო აფეთქება.-გაუღიმა მაინც ბოლოს და ისევ სამზარეულოში შევიდა.დატოვა ოთახში მუცელში ენაჩავარდნილი კოსტა,რომელსაც საერთოდ აღარ ჰქონდა მადა.ცივად გასწია თეფში შორს და აივანზე გავიდა.ხარბად ჩაისუნთქა მთიდან მონაბერი სუფთა ჰაერი,აიღო ანდროს გამოწვდილი კოლოფიდან ერთი ღერი და ფიქრებს მიეცა... *** -როგორ ხარ ჩემო გოგო?-მიეფერა ლალი.თეთრეულის გამოცვლა დაიწყო და რძალს დახმარების უფლება ისევ არ მისცა. -კარგად ვარ მართლა,ნუ მანებივრებ.-ჩაეცინა მაშინვე. -ჭრილობა დაგიმუშავა კოსტამ? -გამაღვიძა დილით წასვლამდე და მიხედა. -როგორ შეეგუე?-შეაპარა მაინც.მიუბრუნდა რძალს,უნდოდა ამოეკითხა რამე მის სახეზე. -რავიცი.-მხრები აიჩეჩა.-არ ვაწუხებ და არ მაწუხებს. -შვილო.-მიეფერა ქალი.მისწია მასთან ახლოს სკამი.-ნაწყენი ხარ მასზე,მესმის... -ვიცი,რაც უნდა მითხრა...არ გინდა რა... -ასეთი რთულია?-სევდიანად ამოილაპარაკა. -არა?შენ რას იზამდი ჩემს ადგილას? -მე და პაატას სულ სხვა სიტუაცია გვქონდა.-გაიხსენა მაშინვე.-შენი ტოლი ვიყავი რომ მომიყვანა გიალომ.ისე შემეშინდა მაშინ.-ჩაეცინა ნერვიულად.-ნინელი ხომ იცი,პაატას დედა...ცხონებული ისე გაუბრაზდა ქმარს...იმ ღამით თავისთან დამაძინა,მეფერებოდა და მეხუტებოდა...ჩვენს ოჯახში ყველა იწერს ჯვარს...ჩემს მშობლებს ისეთები უთხრა გიალომ ჩემს წასაყვანად არც კი მოვიდნენ.ტელეფონი ჩვენ არ გვქონდა მაშინ არაფერი,ვერც დაურეკავდი...დავიწერეთ ჯვარი.სულ ასეთი მშვიდი კი არ ვიყავი.სისხლი გავუშრე პაატას,იატაკზე ვაძინებდი,ვუყვიროდი,ვეჩხუბებოდი და ის მითმენდა.მაგან მასწავლა ეს სიმშვიდე...ეგეც სულ მშვიდი კი არ იყო...მამას და დას ჩემზე ცუდს არ ათქმევინებდა.პირველად გიალომ ყავის გაკეთება რომ დამავალა არ მომცა უფლება,ჩემი ცოლი შენი მოსამსახურე კი არ არისო!დასაც სულ ეჩხუბებოდა.შემიყვარდა მალევე,რადგან კარგი კაცი იყო იმთავითვე.კოსტა...ცუდია ჩემი კოსტა?-ცრემლი შეერია მის თვალებს. -ცუდი არ არის,მაგრამ... -გაწყენინა,ვიცი. -მე აქ ცხოვრება არ მინდა,სამხატვრო აკადემიაში მინდა ჩაბარება,დიდი მხატვარი მინდა გავხდე... -მიდიხარ შვილო? -ჯერ არ ვიცი,არ ყოფილა პასუხი მიმიღეს თუ არა,აგვისტოში გავიგებ. -კოსტამ რაო?უარი გითხრა? -არ მიკითხავს,არც ვაპირებ...ჩემთვის არავინაა და არ შევეკითხები რა გავაკეთო. -კარგი შვილო,შენია ნება.-მიეფერა თმაზე.-არ მინდა ჩავერიო თქვენს ურთიერთობაში,მაგრამ იქნებ დალაგდეთ როგორმე... -ლალი...-სევდიანად ამოთქვა გოგონამ.მიახვედრა არაფერ იყო დასალაგებელი და ვერაფერი მოხდებოდა.-მე და კონსტანტინე სულ სხვა ადამიანები ვართ. -უხ როგორ ვბრაზდები ნეტავ იცოდე!ახლა მინდა რომ ვცემო ამხელა კაცი,მაგრამ როგორ ვიკადრო? -კარგად არის ყველაფერი,მართლა.უბრალოდ რთულია და... -სულ ტყუილად მაქვს იმედი?-არ გასცა პასუხი რძალმა,მაგრამ მიახვედრა რომ ტუილად ჰქონდა იმედი.ეწყინა და ეტკინა შიგნიდან,მაგრამ არ შეიმჩნია.ვერ შედგებოდა კოსტას ოჯახი და გააზრებული ჰქონდა ისედაც დიდი ხანია... *** სისხლში ამოსვრილი მილხანი შეშას ამატებდა ცეცხლს.ღორი დაკლეს ანდრონიკესთან.ბიჭები შეკრებილიყვნენ ირგვლივ.გარეთ გაეშალათ სუფრა,იქვე ცეცხლთან სვამდნენ არაყს.საუკეთესო ნაწილები ჩამოუჭრა სახლისთვის ანდრომ.გვიან გაახსენდა რომ ვერ შეჭამდა ლოლიტა.უფლიდან ქალების სადღეგრძელომდე რომ მივიდნენ იქ დაიძაბა ყველაფერი.მაღლა აეწია ჭიქა ცეზოს და ქალების საქებრად ლექსს ამბობდა. -კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით გული ფიანდაზად გაუშალეთ, შუბლზე გაჩენილი ნაოჭები ნაზი მოფერებით წაუშალეთ. ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით, მადლი ხელის გულზე მოუყარეთ, ქალებს დაულოცეთ ქალობა და ბაღის ყვავილივით მოუარეთ.-გახედა კოსტას,თვალი თვალში გაუყარა.მიანიშნა მის ლოლიტაზე რომ საუბრობდა და სისხლი აუდუღდა ლამის ძარღვებში. თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა ქალი ათასგვარად გადაგაქცევს ქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებს წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს. ხოდა, ამ საუნჯეს გაუფრთხილდით გული ფიანდაზად გაუშალეთ, შუბლზე გაჩენილი ნაოჭები ნაზი მოფერებით წაუშალეთ. -ჯიგარიხარ ცეზარ.-მხარზე ხელი დაჰკრა გიორგიმ.-ქალია ამ ქვეყანაზე ყველაფერი.ქალი და ის ერთადერთი,ჩემი ცოლი.-ღიმილი გადაეკრა სახეზე ორსული ცოლის გახსენებისას. -ყველას დაგილოცავთ საყვარელ ქალებს,ცოლებს...-ისევ გადახედა კოსტას.-ნინეს ენაცვალოს ჩემი თავი,ხომ იცი როგორ მიყვარს.-გაუღიმა ანდროს.-სულ არ ეზარებახოლმე სუფრის გაშლა...-ისევ კოსტასთან დააბრუნა თვალები.-ლოლიტას გაუმარჯოს კოტე!დაუფასებელ და შენი ოჯახისგან დაჩაგრულ ქალს,რომელიც სამყაროს იმსახურებს!-კმაყოფილმა გამოცალა ის ჭიქაც.გაკვირვება დაეტყოთ სახეზე ბიჭებს. -არ გინდა!-ხელში ჩაავლო ანდრომ,მაგრამ არ ჰქონდა აზრი. -გამომყევი!-უხეშად მოკიდა ხელი.-ბევრი დალიე,სახლამდე ხარ მისაყვანი... -კოსტა... -არაფერია.-აუქნია ბიჭებს ხელი.-წამოდი.-გაიყვანა მალევე ეზოდან და უკვე ბინდჩამოწოლილ გზას მასთან ერთად გაუყვა.უნდა დალაპარაკებოდა,გაერკვია და წერტილი დაესვა.მართლა ვერ იგებდა რანაირად მოხდა,მაგრამ უნდა დამთავრებულიყო...ვერ დაუშვებდა ლოლიტა ამავე სოფელში სხვის ცოლად რომ ენახა... -გისმენ აბა.-რიონის პირას შედგა კაცი.სიგარეტს მოუკიდა.მასაც გაუწოდა ერთი ღერი,თუმცა არ აიღო. -ხომ იცი ისედაც.-ჩაეღიმა ცეზოს.საერთოდ არ აპირებდა დამალვას. -შენგან უნდა მოვისმინო,რაც გაქვს სათქმელი.-ჩააცქერდა თვალებში.ისედაც ხედავდა პასუხებს,მაგრამ სიტყვები სჭირდებოდა. -ლოლიტა მიყვარს,უკვე წლებია...-პირველად მაშინ შეეხო მეგობარს ხელით.არასოდეს უკადრია,მაგრამ ბოლო წვეთი იყო უკვე...მიწას დაეყრდნო ხელებით.სისხლიან ტუჩზე მოისვა ხელი კაცმა.ჩაეღიმა,სულაც არ ნერვიულობდა.-მცემე თუ ეგ დაგამშვიდებს,შენი ბრალია და ხვდები კარგად მაგას. -ცეზო!-კბილებში გამოსცრა კაცს.-გინდა რომ მოგკლა?! -იცი კოსტა.-ისევ გაუსწორა თვალი.-თავიდან შემრცხვა საკუთარი გრძნობების,მერე დავფიქრდი,ქმარმა მიატოვა,ფეხებზე ჰკი*დია-მეთქი და მარტოხელაა,ასე გამოდის...შენ არ ყოფილხარ აქ,როდესაც მას სჭირდებოდი! -მერე მიზეზს ვერ ხვდები შენით რატომ? -მე იმას ვხვდები,რომ სუსტი კაცი ხარ შენ!-ჯიბიდან კოლოფი ამოიღო და თავადაც გაუკიდა ერთ ღერს.-შენი მთელი ცხოვრება გიალოსთან ჯიბრს შეალიე და რა მიიღე ამით?ანგელოზივით გოგო გყავდა გვერდით და მიაგდე,პატარა იყო გავიგე,მერე?მერე ჩამოსულიყავი.ერთხელ დაგერეკა მასთან,მოგეკითხა... -მე სულ ვკითხულობდი მის ამბავს. -მაგრამ სიმართლეს არავინ გეუბნებოდა!-დაუყვირა მთელი ხმით.-არავინ გეუბნებოდა როგორ ამწარებდნენ,როგორ ცდილობდნენ მის დაჩაგვრას,მაგრამ ძლიერი გამოდგა,მამიდაშენმაც კი ვერ შეაშინა.თავზე ჩამოამხო ყველაფერი...გიალოსაც კი იმდენად უყვარდა,მის გამო საკუთარი შვილი დათმო და შენ?შენ წახვედი და ზედაც არ მიგიფურთხებია ამ გოგოსთვის. -და მაგის გამო შენ უნდა დაგედგა თვალი?-არც მილხანი ჩამორჩენია მის ტონს.-რამ გაფიქრებინა?ჩემი ცოლია ბიჭო!ჩვენს ქორწილში იყავი,უფლის წინაშეა ჩემი ცოლი! -შენ არ შეუჩერებიხარ მაგას და მე რატომ შემაჩერებდა? -ცეზო... -არანაირი ცეზო!ხომ არ გიყვარს?არც მას უყვარხარ,ნუ ტანჯავ და გაუშვი! -მერე შენ რომ მოიყვანო ცოლად?-თვალი თვალში გაუყარა.ბრაზისგან აკანკალებდა მილხანს. -ნუ გეშინია,აქ არ ვაცხოვრებ და შენსავით მომავალს არ ჩავუკლავ.თბილისში წავიყვან და როგორც ენდომება ისე იცხოვრებს! -ჰო არა?-ჩაეცინა ირონიულად.ძლიერად მოემუშტა ხელები.ძლივს იკავებდა თავს. -არ ხარ მისთვის შენ კარგი და შესაფერისი კაცი.გქონდა საშუალება რომ გაგეცნო,მაგრამ არ მოინდომე და ახლა რისთვის დაბრუნდი?დიდი გოგოა,ახლა შეიძლება რომ გვერდით მივუწვეო იფიქრე? -ცეზო გაჩუმდი! -იცი რომ შვილები უნდა?-ცეცხლზე ნავთს უსხამდა მილხანს.-ბავშვთა სახლში ერთი გოგოა.კიკინებიანი,ლურჯთვალა გოგოა და ყოველ მისვლაზე ცრემლებად იღვრება,წამოსვლისას მაისურზე ებღაუჭებახოლმე და სთხოვს რომ არ დატოვოს...წამოსვლისასაც ტირის ლოლიტა,რადგან ძალიან უყვარს და ეცოდება...-წარბები შეჭმუხნა კაცმა.-იცი რომ ხატავს?ნახატებს ყიდის და ამ ფულით მიაქვს საჩუქრები ბავშვებთან...ხატვის წრეც ჰქონდა სახლში,ათამდე მოსწავლე ჰყავდა,მაგრამ ახლა დაითხოვა ყველა გიალოს ამბის გამო.-იცი რომ ალუბალზე ალერგია აქვს?მარილიანი ალუჩა უყვარს.მარწყვსა და ბანანს ჭამს მთელი ზაფხული,მაგრამ ცალ-ცალკე არა,ერთად,როგორც სალათს...წითელი ფერი უყვარს,შავს ვერ იტანს.ოქროსფერ სამკაულს არ იკეთებს,ვერცხლისფერი უფრო მიხდებაო...-გაურკვეველი გრძნობით ევსებოდა სხეული მილხანს.ვერ იჯერებდა იმას,რაც ესმოდა...-შემწვარი კარტოფილი უყვარს,მაგრამ მხოლოდ სვანური მარილით,კამას ვერ იტანს,არადა გიალოს ასეთი კარტოფილი უყვარდა...ხორცის ხინკალს არ ჭამს,მისთვის ცალკე აკეთებენ ყოველთვის რამდენიმე კარტოფილისას...ცურვა არ იცის...წყლის ეშინია და მხოლოდ ფეხებს თუ ჩაყოფსხოლმე,მდინარეში ვერავინ ჩაიყვანს,პანიკური შეტევა ემართება...დოსტოევსკის აღმერთებს,უყვარს მისი შემოქმედება...საჭმელში მწვანილი და ხახვი სძულს.ყოველთვის ჯამის გარშემო აგროვებდა ორივეს,არასოდეს ჭამდა...იცი რომ... -საკმარისია!-ყელში სწვდა მილხანი მეგობარს.-გეყოფა გესმის? -რა მეყოფა კოსტა?მისი სიყვარული?არასოდეს იქნება საკმარისი... -გაჩუმდი!-მეორედაც დაარტყა.გაავებული თვალებით უმზერდა.სულ არ ადარდებდა ახლა ვინმე თუ გაიგებდა.-გაჩერდი გესმის?გეყოფა! -მიყვარს კოსტა,დანაშაულია? -ჩემი ცოლის სიყვარული ცეზო?!-ზემოდან მოექცა კაცს.-მეკითხები კიდეც?ვერასოდეს ეღირსები მასთან ყოფნას გესმის?არ გაბედო!ვერ ეღირსები!არასოდეს დავშორდები,იცი რატომ?რადგან არ მინდა და არც მას მოუნდება!-ღრიალებდა გაავებული.რაღაც ემოციამ გადაურბინა სახეზე ცეზოს. -და რა გგონია შენთან იქნება?-ჩაეღიმა კაცს.-არ გეკუთვნის შენ ეგ ქალი,თან დიდი ხანია. -მე რომ ლოლიტა დავტოვე ისევ მის საკეთილდღეოდ მოხდა,შენ ვერ გაიგებ მაგას ვერასდროს,ნაბი*ვარო!-ხელი შეუშვა და ფეხზე წამოდგა.-აღარასდროს გაბედო ჩემი სახლის წინ ჩავლა,ჩემი ცოლის სახელის ხსენება,მასთან საუბარი! -შეხება შეიძლება?-უკვე წასასვლელად შებრუნებული გაიყინა ადგილზე. -რას ბოდავ?-სისხლისფერი გადაეკრა თვალებზე. -ნუ გაისულელებ თავს... -აკოცე?-ძლივს ამოთქვა კაცმა.ბრაზისგან მთელი სხეული აუკანკალდა.-რამე გქონდა ჩემს ცოლთან ბიჭო?-ყელში სწვდა ისევ.ახლა არ უნდა ეთქვა მეტი არაფერი.აღარ უნდა გაებრაზებინა მეტად თუ სიცოცხლე უნდოდა... -და თუ მქონდა?-ირონია არ აკლდა მის ხმას.-თუ შევეხე? -მოგკლავ!-მთელი ძალით დაარტყა და უკვე მესამედ მიწაზე დაცემულს ზემოდან მოექცა.-შე ნაბი*ვარო!-გამეტებით ურტყამდა მუშტებს.სულ არ ადარდებდა მისი მეგობარი რომ იყო ამდენი წელი,სულ არ ადარდებდა რა გამოიარეს. „მერე შენ რა კაცი იქნები კონსტანტინე?“-გაუკრთა გონებაში ფატის სიტყვები. -გაუშვი!-ღრიალით მივარდა ანდრონიკე და მაშინვე მხრებში ჩაავლო ხელი. -მოგკლავ,არ გაცოცხლებ!-იწევდა მაინც მისკენ,მაგრამ არ დაანებეს.გიორგი ეცა მეორე მხრიდან.წამოაყენეს ფეხზე,მოაშორეს ცეზოს დალილავებულ სხეულს სისხლს რომ აფურთხებდა პირიდან. -გეყოფა!-წინ გადაუდგა ანდრო.-საკმარისია,კოსტა გაჩერდი! -სულელად მთვლიდით?ეგეთი მარტივი გგონია ცეზო?-თავადაც არ იცოდა რას გრძნობდა ახლა,საშინლად უნდოდა ბოლო ამოსუნთქვამდე ეცემა,მაგრამ არ მიუშვებდნენ. -წადი სახლში.-გადახედა გიორგიმ.-წადი,მართლა ხომ არ მოკლავ? -არ დამთავრდება ეგრე კოსტა...-წამოდგა ფეხზე.-მაინც მივიღებ იმას,რაც ჩემია. -თავი მოგბეზრდა ბიჭო?-ისევ გაიწია მისკენ,მაგრამ გადაუდგა ორივე.-შე ყ*ეო,დამაცადე!მე შენ გაჩვენებ!-უმისამართოდ იგინებოდა მილხანი.წაიბილწა მათი მეგობრობაც და ალბათ იმ მომენტში ყველაზე მეტად ეს ეტკინა კონსტანტინეს... გაუყვა სახლის გზას,გაავებული და გაგიჟებული.რა იქნებოდა?.. *** სახლისკენ მიმავალი თითქოს ვეღარავის ხედავდა.არ უნდოდა დაჯერება და არც უნდა დაეჯერებინა.სხვანაირად ეგოისტურად იგრძნო ახლა თავი.მხოლოდ ბრაზი არა,რაღაც უცნაური ემოცია აწვებოდა შიგნიდან და არ აძლევდა უფლებას,რომ მოდუნებულიყო. შევიდა ეზოში.იმ აუტანელი სიცივით სავსე ეზოში მისი ბავშვობა რომ დაიტია...ჯერ ისევ სისხლიანი შარვალი ეცვა,მაისურიც...ორივე ცხოველის სისხლით დასვროდა,მაგრამ ხელები...ხელები მეგობრის სისხლით ჰქონდა დასვრილი და საშინლად ატკინა ამან. შეაღო სახლის კარი.დედა ფუსფუსებდა იქვე,ძმა ტელევიზორთან ჩამომჯდარიყო და მისი ნაქები ცოლი მწვანილს უჭრიდა დედამთილს... -ლოლიტა!-რაღაც უცნაურად უხეშად გაიჟღერა მისმა სახელმა.მიიპყრო ყველას ყურადღება.-ოთახში გამომყევი. -ამას მოვრჩები და... -ახლავე!-გაუხშირდა სუნთქვა.გადააწყდა მისი თვალები ცოლისას.მიხვდა ვერ იყო რაღაც რიგზზე და შეეშვა მაშინვე. -რა მოხდა შვილო?-ჩაეკითხა ლალი. -ჩემს ცოლს უნდა დაველაპარაკო,რა უნდა მოხდეს?-ხელები შეიმშრალა ლოლიტამ და მაშინვე გავიდა ეზოში.უკან მიჰყვებოდა ქმარი.ესმოდა მისი გახშირებული სუნთქვა,მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდა.შევიდა ოთახშიც და მოუტრიალდა ჭკუიდან შეშლილ კოსტას.სისხლისფერი დაჰკვროდა მის სფეროებს. -რა მოხდა?-კარს მიეყრდნო კაცი.თვალები დახუჭა მხოლოდ წამით.ფანჯარა გამოაღო უცებ,თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა. -მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ და მოტყუება არ გამიბედო!-უსიამოვნოდ გასცრა ტანში გოგონას. -გისმენ.-გახედა ცოლს რომლის სახეზეც ვერანაირი ემოცია ამოიკითხა.მოიუახლოვდა,თითქოს უფრო ღრმად უნდოდა მის თვალებში ჩახედვა,მაგრამ არაფერი იყო... -რა ურთიერთობა გაქვს ცეზოსთან?!-პირველი დარტყმაც მიაყენა ცოლს და უკვე მეორედ ძალიან ატკინა რაღაც.ერთხელ მისი წასვლით,მეორედ ამ შეკითხვით. -რას ბოდავ?-გაფართოებული თვალებით მიაჩერდა კაცს. -მიპასუხე!-ტონს აუწია მაშინვე.-ძალიან მარტივი კითხვაა! -რა კითხვაა? -არ მინდა გაწყენინო,არ მინდა ცუდად მოგექცე...-გამოსცრა კბილებში.-გამეცი ნორმალური პასუხი...თუ მეტყვი რომ რაღაც გაკავშირებთ,მეგობრობაზე მეტი,მეცოდინება რომ ფეხებზე გ*იდია თურმე ჩემი ოჯახი და ტყუილად უყვარდი ყველას...თუ მეტყვი,რომ არაფერი... -გამოგიჭედავს უკვე თავი მაგ სისულელით...თუ გეტყვი,რომ არაფერი ხდება დამიჯერებ?!-გააწყვეტინა კაცს.ბრაზისგან თავადაც გააკანკალა. -დაგიჯერებ და ჩემთვის ტყუილის თქმის გამო საკადრის პასუხსაც გავცემ ცეზოს. -ცეზომ გითხრა შენს ცოლთან ურთიერთობა მაქვსო?-ეტკინა ეს საქციელიც,სხვებზე უფრო მეტად. -მიპასუხე ლოლიტა! -და თუ მაქვს რამე შენ რა?!-დაუყვირა მთელი ხმით კაცს.-შენ ვინ გეკითხება?შენც ხომ იწექი სხვა ქალებთან?ხომ გაერთე?მორჩა გულაობას ბატონი კონსტანტინე მილხანი და მოუნდა ოჯახი...-ზიზღით გაუცინა კაცს.-შენი საქმე არ არის გესმის? -ჩემი გაგიჟება გინდა?-უხეშად მოკიდა მხრებზე ხელები.-რას მელაპარაკები ხვდები? -გაგიჟდი,მე სულ ფეხებზე მ*იდია!-უხეშად უბიძგა მკერდზე.-თუნდაც მქონდეს ვინმესთან რამე შენ არ გეხება გესმის? -თქვენ მე სულელი ხომ არ გგონივართ?-შეუშვა ხელი და ერთი ხელის მოსმით ამოაყირავა მაგიდა.-მითხარი გავეყაროთო.ვიფიქრე,რადგან არ უნდა გავუშვებ თავის გზაზე,ცხოვრებას ახლიდან დაიწყებსთქო,მაგრამ ასე ლოლიტა?-ჩაეცინა ნერვიულად. -გააფრინე!-დაუსვა დიაგნოზი ქმარს.-არ ხარ შენ ნორმალური! -ჰო,გავაფრინე!თქვენ გამაფრენინეთ!ნორმალური პასუხის გაცემა არ შეგიძლია? -აქეთ მორალს რომ მიკითხავს ექვსი წლიით დაკარგული ქმარი,ცოტა სასაცილოა.საკუთარ თავს მიხედე,კარგი?-თავადაც უყვიროდა. -ჩემი ძმაკაცი და ჩემი ცოლი...ფუ რა ამაზრზენად ჟღერს...-ზიზღით ამოილაპარაკა.-ის საერთოდ მოსაკლავია,ჩემს ცოლს სხვა თვალით რომ შეხედა მოსაკლავია,სხვა არაფერი ითქმის მასზე... -გამეცალე... -საავადმყოფოში რომ გეფერებოდა მაშინვე უნდა წამეგლიჯა მისთვის თავი.-მიახვედრა რომ იცოდა ყველაფერი.-მაშინ უნდა მომეთხოვა პასუხი...-გადაუდგა წინ.არ გაუშვა ოთახიდან. -ხომ არ გაგიფრენია?თუ ეგეთი მაგარი კაცი იყავი წაგეგლიჯა თავი მაშინვე,მაგრამ ვერაფერი გააკეთე,რადგან იცი არ გაქვს უფლება!ჩემში ეჭვის შეტანის უფლება არ გაქვს!არ გაქვს უფლება პასუხი მომთხოვო მაშინ,როცა წლები გადაიკარგე და უკან არ მოგიხედავს!თავი დამანებე საერთოდ!-უხეშად აუკრა ხელი. -აქ იჯექი და იფიქრე შენს უაზრო საქციელებზე,იმაზე ყველაზე მეტად რას ეტყვი დედაჩემს,რომელსაც საკუთარი შვილივით უყვარხარ?-გიჟივით გავარდა გარეთ და კარი ხმაურით გამოიხურა.ქვემოთ დახვდა თორნიკე.დარწმუნებული იყო გაიგო მათი საუბარი,მაგრამ არ მიუქცევია ყურადღება,ისე გავარდა ეზოდან.ახლა მარტო ყოფნა სჭირდებოდა,რომ დამშვიდებულიყო. *** სიტყვები არ იქნება საკმარისი იმის გადმოსაცემად თუ რას გრძნობდა ახლა მილხანი.ღალატი ეტკინა ყველაზე მეტად,მეგობრის და არა ცოლის. იმიტომ კი არ გაგიჟდა,რომ მისი ცოლი სხვას უყვარდა,არამედ იმიტომ რომ მისი მეგობარი იყო ის სხვა... ვინმე რომ ყვარებოდა ლოლიტას არაფერს იტყოდა.თავად ექვსი წელი რომ წავიდა იცოდა ამას შედეგიც სხვანაირი ექნებოდა და არც უფიქრია მისთვის ხელის შეშლა.ამიტომაც იყო ასეთი დამყოლი განქორწინებაზე.ამიტომაც იყო მზად დაერღვია უფლის წინაშე დადებული ფიცი და გაეშვა თავის გზაზე... ვერ შეძლებდა მის სხვის ცოლად ყურებას. თავისივე სოფელში ვერა. აქ არ შეიძლებოდა... რიონის პირას იჯდა. იმ ადგილას მდინარისა და მთის შერწყმას რომ უყურებდა შორიდან... რა უნდა ექნა?რას გააკეთებდა? ყველაფერი აერია გონებაში. ცივი,ოდნავ ამღვრეული,მდინარის წყალი შეისხა სახეზე გონს მოსასვლელად. ისევ გაუკიდა ერთ ღერს და მთებს მიაჩერდა. უყვარდა კონსტანტინეს სოფელი,მაგრამ ბაბუის გამო არ უნდოდა აქ ცხოვრება. ახლა აზრი არ ჰქონდა სად იცხოვრებდა. ყველგან გააყოლებდნენ მეზობლები დასაცინ სიტყვას... კარგახანს იფიქრა და მერე გაუყვა ისევ სახლის გზას.გზიდანვე დაინახა,სინათლე ენთო ოთახში.არ ეძინა მის ცოლს... დედა დაამშვიდა,ძილის წინ რამდენიმე სიტყვა დაუტოვა და კიბეები აიარა. მაშინვე ასწია თავი კარის ხმა რომ გაიგო გოგონამ.მოარიდა თვალი,გაბრაზებული იყო მასზე... არც კოსტას გაუცია ხმა.გაიხადა მის თვალწინვე ბინძური ტანსაცმელი და სააბაზანოში შევიდა.უჩვეულო მდუმარება ჩამოწოლილიყო სახლში...ისევ იატაკზე ეყარა ყველა ნივთი.დახრა უჭირდა,ამიტომაც ვერ აკრიფა... გამოვიდა მისი ნაქები ქმარი.იქვე სკამზე მიაგდო პირსახოცი.აათვალიერა კარგად ცოლი და წინ დაუდგა.არ მიუქცევია ყურადღება,მაგრამ მის სპორტულ ჟაკეტს რომ წაეტანა და ელვის გახსნა დაიწყო ლამის გული გაუჩერდა. -რა ჯანდაბას აკეთებ?-ხელი აუქნია მაშინვე. -გაჩერდი რა,ახლა მაინც.-დაღლილი ხმა ჰქონდა მილხანს.თითქოს ერთიანად მოეძალა ყველა ემოცია.მხრებზე გადაასრიალა ჟაკეტი და მოკლემკლავიანი მაისურის ამარა და ტოვა წამსვე.შესცივდა თუ მოსალოდნელი რეალობის გამო გააჟრჟოლა ვერ ხვდებოდა,მაგრამ ტაომ დააყარა სხეულზე. -გაიწიე...-დაგუდული ხმით ამოილაპარაკა. -მოდი დამეყრდენი.-შარვლის თასმაც გაუხსნა უცებ. -კონსტანტინე ხელები მომაშორე ახლავე!-ლამის დაუყვირა კაცს.-ხომ არ გაგიჟდი? -დედაჩემი წევს უკვე,გამოცვლაში ვერ დაგეხმარება.-მოკლედ მოუჭრა.-ვიცი რომ ქვედას ჩაცმა გიჭირს.ამ შარვლის გახდა მითუმეტეს გაგიჭირდება,დაგეხმარები. -არ მინდა.-იუარა და უცებ გაბანტა ისევ თასმები. -ეგრე დაიძინებ?-წარბი ასწია კაცმა. -შენ თუ გგონია შენს წინ ტანსაცმელს გავიხდი სულ გაგიჟებულხარ!-გამოსცრა კბილებში.-არც კი გაიფიქრო! -ღმერთო რა თავისტკივილი ხარ ასეთი.-შუბლზე მიიჭირა ხელი და საღამურები აიღო საწოლიდან.-მოდი,დაგეხმარები რა. -არ მინდა,ასე დავიძინებ. -ლოლიტა... -რამდენიმე საათის წინ ეს ოთახი თავზე დამამხე ლამის,ახლა კარგი კაცის როლის მორგება არ გიხდება,მაინც ნაგავი ხარ ჩემთვის!-გაბრაზებულმა ცხვირი აიბზუა.-გამეცალე და დავწვები.ამოიოხრა მილხანმა,ხვდებოდა ყველაფერი მარტივი რომ არ იქნებოდა და აღარაფერი უთქვამს ამაზე. -არ შემოგხედავ,თვალებს დავხუჭავ. -თავი დამანებე,არ შეგიძლია? -მთელი დღის ნაცვამი ტანსაცმლით საწოლში ხომ არ დაწვები?თვალებს დავხუჭავ,არ შემოგხედავ ლალის თავს გეფიცები.-ქვემოდან ახედა ცოლს.-ადექი,თვალებს დავხუჭავ. -იცოდე...-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია. -ვიცი და არ ვიზამ.-მშვიდი ხმით უპასუხა,თასმა ისევ გაუხსნა და თვალები დახუჭა.ფრთხილად ჩაასრიალა შარვალი მის ფეხებზე,იგრძნო როგორ შეეხო ცოლის ხელები ზურგზე.როგორ ცდილობდა თავი შეემაგრებინა და არ დასჭირვებოდა მისი დახმარება,მაგრამ მაინც მთელი ძალით ეჭიდებოდა. ქმრის წინ ნახევრად შიშველი იდგა,გააცია უფრო მეტად.თავი არც კი აუწევია კონსტანტინეს ისე მოაშორა ფეხებიდან ზედმეტი მატერია და ხელი გაუწოდა შორტი რომ მიეცა მისთვის. -უკუღმა მაცმევ.-დახედა უცებ და ჩაეღიმა სულ ოდნავ.თურმე მართლა არ გაუხელია კონსტანტინეს თვალები. -აქამდე გეთქვა.-აბუზღუნდა პატარა ბავშვივით და შემოაბრუნა.ნელ-ნელა ჩააცვა ისიც და საბოლოოდ მოშორდა მის სხეულს.მხოლოდ მაშინ გაბედა თვალების გახელა ჩაცმული რომ დაიგულა მეუღლე და იცოდა დისკომფორტს არ შეუქმნიდა. -მაისურიც გამოიცვალე და ჭრილობას დაგიმუშავებ.-ზურგით დადგა სანამ გამოიცვლიდა და როგორც კი მისგან პასუხი მიიღო შებრუნდა.სააბაზანოდან ნივთები გამოიტანა და საწოლზე მის გვერდით ჩამოჯდა.აუწია ისევ მაისური.შარვალიც ოდნავ ქვემოთ ჩასწია და კარგად დახედა.წესით ყველაფერი კარგად მიდიოდა.ვარდისფერი დაჰკრავდა ჭრილობას.გადაუსვა ბეტადინიანი ბამბა.ფრთხილად გადაუხვია და წამოდგა მაშინვე. -დამამშვიდებელზე შეგსვეს?-ჩაეცინა ირონიულად.-აღარ აპირებ გაგიჟებას? -შენ რომ ჩემთვის ნორმალური პასუხი გაგეცა არ დამჭირდებოდა არც ეგ ყვირილი.-დახედა ზემოდან.-ეგეთი რთული იყო იმის თქმა რომ არაფერი გაკავშირებთ? -შენ საიდან...-გაოცებულმა შეხედა ქმარს. -შენ მითხარი,ჩხუბი რომ დამიწყე მაშინ.-გაეღიმა უნებურად. -ნასვამი ხარ?-დაბნეულმა აათვალიერა. -აქ რატომ გაქვს შრამი?-ბარძაყზე შეახო ხელი ოდნავ. -მამიდაშენმა დამწვა,იცი დარწმუნებული ვარ...-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი მილხანმა. -დაიძინე.-დაიხარა და ნელ-ნელა წამოკრიფა ყველაფერი,რაც იატაკზე ეყარა.გაასწორა ნივთები და პირსახოციც სკამის საზურგეზე გადაფინა.ჩააქრო სინათლე და მიუწვა ცოლს გვერდით.გადაბრუნდა მისკენ და იგრძნო როგორ დაეჭიმა მთელი სხეული.-არ მინდოდა რაიმე ცუდი დაგმართნოდა.-გამოტყდა მაინც.-არ მეგონა ამდენი თუ დაგიშავდებოდა...შენთვის ცუდი არ მდომებია არასდროს,მაშინდელი ჩემი წასვლაც არ იყო შენი ბრალი და ვწუხვარ... -ექვსი წლით დაგაგვიანდა.-მიუგო მკვახედ და თვალები დახუჭა.სულ არ ეხალისებოდა ასე უხეშად საუბარი,მაგრამ სიამაყე არ აძლევდა უფლებას სხვანაირად ყოფილიყო... -მაპატიე...საერთოდ ყველაფერი...-მისწვდა მაინც მის სმენას,თუმცა პასუხი აღარ გაუცია... *** ერთი კვირა გავიდა მათი თავგზაარეული ცხოვრებიდან.ძირითადად გასული იყო კოსტა.ანდრონიკეს ეხმარებოდა რემონტში.გადაიფორმა სახლი და ნახევარი ძმასაც უწილადა,როგორც დაჰპირდა.მოხსნეს ნაკერები ლოლიტასაც.ზაფხულიც შემოიჭრა რაჭის მთებში,თუმცა ლოლიტას გულს ვერაფერი ალღვობდა. -რა გინდა ცეზო?-მაღაზიიდან სახლში მიმავალი მაინც გამოიჭირა კაცმა.მთელი კვირა არ პასუხობდა მის ზარებს. -რატომ გამირბიხარ? -მეკითხები კიდეც?-გაღიზიანებულმა ამოთქვა და უხეშად უბიძგა,რომ გაწეულიყო. -მართლა არ ვიცი...იმიტომ რომ გაიგო შენმა ქმარმა? -იმიტომ რომ ჩემს ქმარს უთხარი,რომ ურთიერთობა გვაქვს!საიდან მოიტანე?რამ გათქმევინა?-გაუწყრა ისევ. -არ მითქვამს ასე... -ცეზო...მხოლოდ იმიტომ რომ თავი მართალი და მასზე მეტი გამოგეყვანა ასეთი ტყუილის თქმა შეიძლება?იმაზე მაინც გიფიქრია როგორი გაბრაზებული მოვიდოდა მაგ საღამოს სახლში?გიფიქრია რა მოხდებოდა?რას იზამდა... -რამე დაგიშავა?-უნებურად გააჟრჟოლა კაცს. -და თუ დამიშავა?-ცალყბად მიუგდო.-მე შენ სულ გიმეორებდი,რომ არაფერი გამოვიდოდა,რატომ გააკეთე ასეთი რამ? -ლოლა,უბრალოდ... -გინდა რომ შემომაკვდე?-არსაიდან გამოჩნდა მილხანი.უკან დასწია მაშინვე ცოლი და გადაუდგა წინ. -კოსტა...-მაისურზე მოქაჩა ლოლიტამ. -არ დაიწყო ახლა,საუბარი მინდა და... -ცეზო!-ავად დაისისინა მაშინვე.მიიპყრო კიდეც გამვლელების ყურადღება. -ახლა არა კოსტა...გთხოვ.-გადაუდგა წინ ქმარს.-აქ არა,ხალხი გვიყურებს... -მ*იდია.-გაითავისუფლა მისგან თავი. -რა დაუშავე?-თვალი თვალში გაუყარა მილხანს.-იცოდე თუ... -რამდენს ლაპარაკობ?-წარბი ასწია მაშინვე.-რა გგონია?რას დავუშავებდი? -რა ვიცი?!ლოლიტა...-მთელი გრძნობით წარმოთქვა მისი სახელი.საშინლად გააღიზიანა იმ წამს. -ჩემს ცოლს აღარ დაელაპარაკო!-გამოსცრა კბილებში.-არ გაბედო მისი სახელის ხსენება! -კოსტა.-ჩახედა კაცს თვალებში.მიანათა თავისი სიმწვანედაკარგული,უკვე ნაწყენი თვალები.-გთხოვ,ძალიან გთხოვ წამოდი... -ჩემი ცოლის პატივისცემის გამო არ გახლებ ახლა ხელს და შუა ქუჩაში არ ავტეხ ერთ ამბავს,მაგრამ არ დამიმთავრებია შენთან!-უხეშად მიუგდო,გამოართვა პარკი ცოლს და ხელით უბიძგა მსუბუქად.ისიც მაშინვე გაუყვა გზას.რატომღაც თავჩახრილი.თითქოს დანაშაულზე წაასწრეს... -რატომ არ მითხარი რამე თუ გვჭირდებოდა?მე მოვიტანდი,ამხელა გზაზე რატომ ჩამოხვედი?-გადახედა უჩვეულოდ ჩუმად მყოფ ცოლს. -ავადმყოფი ხომ არ ვარ,შემიძლია მეც. -ვიცი,მაგრამ ჯერ ახლა გამოკეთდი,ნუ დაატან თავს ძალას.-გამოუღო მანქანის კარი.უცნაური იყო ეს კაცი.სულ არ წარმოედგინა ასეთი... -მადლობა.-დასცდა უნებურად მის ბაგეს და გადახედა კიდეც გაკვირვებულმა. -რისთვის? -რომ არ იჩხუბე... -იქ რომ მეჩხუბა ლექცია უნდა წაგეკითხა მერე სახლში. -სახელი გაგიტყდებოდა სოფელში,მერე აღარ გაგეცინებოდა. -არც ახლა მეცინება.-შეაჩერა სახლის წინ მანქანა.-უბრალოდ არ გიმატებ,ვიცი ნერვიულობ ისედაც.-შედარებით თბილი ხმა ჰქონდა.გადავიდა მანქანიდან და ეზოში პირველი ლოლიტა შეუშვა.მიჰყვა ცოლს უკან.ერთად ისე კარგად გამოიყურებოდნენ,სითბო ჩაეღვარა ლალის სხეულში... -თორნიკე არ არის?-მოათვალიერა სახლი. -დაურეკეს და გავიდა.შენ სად იყავი შვილო? -საქმე მქონდა...-ჩამოჯდა მაგიდასთან.-დედა ყავას გამიკეთებ?-ღიმილით გახედა ქალს.ოღონდ კოსტას რამე ეთხოვა მისთვის,როგორ არ შეუსრულებდა... -მე გავაკეთებ.-შეაჩერა ქალი.-ფატიმ დამაბარა გადმოვიდესო. -ხოა მშვიდობა? -ჰო,ბავშვი დაუტოვეს და მარტოა,ალბათ თმებით დადის უკვე.-ჩაეცინა საკუთარ ნათქვამზე.-ცოტა ხელი შეაშველე. -გადავალ მაშინ შვილო.-დაფაცურდა მაშინვე.-გაუკეთებ ყავას ხომ? -ჩემს ძვირფას ქმარს ყავაზე როგორ დავზარდები.-გაეცინა ისევ და სამზარეულოსკენ წავიდა.გაურკვეველი მზერა ესროლა კოსტამ,მაგრამ არ შეიმჩნია.დაელოდა ცოლის მომზადებულს,რომელიც პირველად გაუკეთებდა თავისი ინიციატივით ყავას... უცნაურად მიმზიდველი იყო.მართალია კიდევ უფრო მეტად გახდა,მაგრამ სილამაზე არ აკლდა ამ გოგოს.მისი თვალები...სწორი,პატარა, ცხვირი...დიდი ტუჩები,გრძელი შავი თმა... -მისმენ?-აუქნია ხელი ლოლიტამ.ისე იყო ფიქრებში გართული,სულ არ დაუნახავს როდის დაუდო ფინჯანი წინ. -რამე მითხარი? -თორნიკეს რაღაც აწუხებს,ამას გეუბნებოდი... -ვიცი.-დაუქნია თავი.-დაველაპარაკები დღეს. -რა გგონია?რა ხდება? -არ ვიცი,მაგრამ გავიგებ...-დააგემოვნა ყავა.ყველანაირი პრეტენზიის გარეშე,მოეწონა კიდეც...ძმაზე დარდობდა ძალიან.თითქოს ეკუმშებოდა გული.ჩუმად დაიარებოდა,არაფერს ამბობდა და ხან საჭმელსაც კი არ ჭამდა ისე მიდიოდა.როგორ შეცვლილა და როგორ დამძიმებულა მისი მხრები ამ ექვს წელში.როგორ ვერ გაუგია ძმის ტკივილი კოსტას...მანქანის ამბავი რომ მოუგვარა მხოლოდ რამდენიმე დღე ამოისუნთქა და ახლა ისევ ასე დადიოდა... -მგონი გოგოსთან აქვს პრობლემა. -გავარკვევ.-მიახვედრა არ იყო ეს მათი სალაპარაკო.ძმას თავად მიხედავდა და არ დაიწყებდა ამაზე ცოლთან ლაპარაკს.მითუმეტეს როცა არ იცოდა რა ხდებოდა. დაასრულა ეს საუბარიც.გარეთ გავიდა და სოფლის გზას ისევ ფეხით გაუყვა.უყვარდა სეირნობა,ფეხით შეეძლო მოევლო მთელი საქართველო.უყვარდა ეს მთები...ტყეები...ის სიოც კი ხან უბრალოდ თმას რომ შეურხევდა და ხანაც აბობოქრებული ხეებს რომ გლეჯდა...თითქოს არაფერი შეცვლილა,მაგრამ თან აღარაფერი იყო ისე... „მენატრები“-დახედა ლუდოვიკას გამოგზავნილ შეტყობინებას, მობეზრებულად აატრიალა თვალები და გაუხსნელად წაშალა... იმ საღამოს ბარგი რომ შეკრა და საქართველო დატოვა საშინლად წვიმდა... გამოიგლოვა საქართველომ კიდევ ერთი შვილი,რომელიც ქვეყანას ტოვებდა და მშობლიურ მიწას ბოლოჯერ ეხებოდა.დაბნეული იყო ახალ ქვეყანაში,მაგრამ ძველი მეგობარი დაეხმარა და სამსახურის პოვნამდე თავისთან აცხოვრა.ლუკა ძალიან დაეხმარა ახალი ცხოვრების დაწყებაში,ის რომ არა არაფერი გამოუვიდოდა... ყოველ თვე უგზავნიდა მამას ფულს,რომ მისი ცოლისთვის მიეცა.არ იცოდა ლოლიტამ,რომ ქმრისგან იყო,მაგრამ კოსტა იყო სამაგიეროდ მშვიდად. სულ კითხულობდა მის ამბავს,მაგრამ არავინ ეუბნებოდა რეალურად რა ხდებოდა და ახლაც ბრაზობდა ამაზე.საშინლად არ უნდოდა მისთვის გულის დაწყვეტა,მაგრამ მაინც ასე გამოვიდა... სულ მისი თვალები უტრიალებდა წინ.ის ნაწყენი და ცრემლიანი წასვლისას,რომ შეაგება ბოლოჯერ და მას შემდეგ აღარ უნახავს მისი მწვანე თვალები... არავინ იყო ლუდოვიკა,მხოლოდ რამდენიმე თვე ნახულობდა და თვეებია აღარც კი ეკონტაქტებოდა.სულაც არ სიამოვნებდა ისევ რომ სწერდა,მაგრამ ვერ გააგებინა და იფიქრა თავისით გაჩერდებაო... დალხენილ ცხოვრებაზე რომ ესაუბრებიან მეგობრები სულაც არ იყო ასე...ხან ისეთ მძიმე სამუშაოს ასრულებდა,რომ დაწოლისას ზურგი საშინლად სტკიოდა.რაღაც გამაყუჩებლებს იღებდა ტკივილის შესამსუბუქებლად.ხან რამდენიმე ცვლას გადაბმულად მუშაობდა.პირველი სახლი რომ იქირავა მხოლოდ ერთი ოთახი ჰქონდა.საწოლიც კი არ იდგა,ძველ დივანზე ეძინა...გათბობა რომ არ ჰქონდა იმ სახლზე აღარაფერს ვამბობ,მთელი ზამთარი ცივ კედლებში რომ გაატარა... რა გინდოდა გიალო? რატომ გაუმწარე ცხოვრება ახალგაზრდა ბიჭს? *** მეორმოცე დღეც გათენდა. ორმოცი დღე გავიდა გიალოს სიკვდილიდან და 34-ე კოსტას დაბრუნებიდან.დიდი სუფრა გაიშალა ისევ,სხვა რა გზა იყო.რომ არ გაეშალათ ილაპარაკებდნენ მეზობლები და რა ამოვიდოდა მათი ყბიდან.საშინელი ქარი ქროდა.ირგვლივ აზანზარებდა ყველაფერს.წვიმდა,მაგრამ ქარი ფანტავდა ამ წვეთებსაც და უხეშად ეხეთქებოდა ირგვლივ ყველაფერს. პატარა სუფრა გაშალეს იქვე რკინის მაგიდაზე.სანთლები აანთეს და ყვავილებიც დატოვეს.აქამდე მისი ცოლის ყელს რომ ამკობდა,ახლა თავზე მოეხურა ის თავსაბურავი და ისე იჯდა მაგიდასთან.არაფერს ჭამდა,დალევითაც არ ეკარებოდა არაფერს.აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს,ერთი სული ჰქონდა უკან დაბრუნებულიყო.თამარაც მათთან ერთად იყო,მაგრამ ამჯერად ხმა არ ამოუღია.მხოლოდ მამის სახელს გაიძახოდა და ცრემლად იღვრებოდა.აკანკალებულ ცოლს გადახედა,სულ დასველებოდა თმებიც.გაიხადა მოსაცმელი და მხრებზე მოაფარა წამსვე,ყელზე ჩამოუწია თავსაბურავი და კაპიუშონიც წამოაფარა. -ახლა არ გაჯიუტდე.-ხელი მოუჭირა ფეხზე და ტუჩების მოძრაობით ანიშნა ადგილზე დარჩენილიყო.წარბი ასწია თამარამ.არ ესიამოვნა ამ ორის ასეთი სიახლოვე,მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა გაჩუმდა. მთები ყიოდნენ ტკივილს და დარდს მილხანებისას. იქ პაატას რომ მამა სტკიოდა,მერე რა რომ ცუდი იყო. შვილის ოჯახი სტკიოდა,მერე რა რომ ახლა გვერდიგვერდ თავაწეულები ისხდნენ,იცოდა რაც იყო ამათი ბოლო. ლალისაც შვილის ოჯახი სტკოდა,ჩუმად გააპარებდა თვალს მათკენ და ისევ თეფშს დასცქეროდა. თამარას მამა სტკიოდა.სხვანაირი ქალი იყო,მაგრამ მამა მართლა ძალიან უყვარდა. კოსტას თავისი ცხოვრება ეყოფოდა.ამაზე მეტი ტკივილი არ არსებობდა მისთვის. ლოლიტაც ზუსტად ასე,მისი დაკარგული წლები და მისი შესაძლო მომავალი უჭერდა ყელში... თორნიკე?თორნიკეს სიყვარული სკიოდა...სიყვარული ქალის,რომელიც ვერ დაიმსახურა და ასე ჩუმად,გულში იკლავდა მის ამბავს... -ამინდიც როგორ გაძაღლდა.-ამოიოხრა ლალიმ.-ჩავიდეთ შვილო,თორემ გაგვიჭირდება მერე.-წამოდგა ფეხზე.თავი დაუქნია მხოლოდ შვილმა და ალაგება დაიწყო წამსვე ქალმა.ლოლიტამაც დაავლო თეფშებს ხელი. შეკრეს ისევ პარკები და მანქანაში ჩააწყვეს ყველაფერი.ის იყო მანქანისკენ დაიძრა ლოლიტა ქარმა კაპიუშონი რომ გადააძრო და მისი თავსაბურავი ააფრიალა.ცუდად მოხვდა თვალში,არ ესიამოვნა და არც უნდოდა ლამის კიდევ ერთი წელი ასე ევლო მის ცოლს.ისედაც არ იხსნიდა ყელიდან,მთელი ორმოცი დღე ატარა,ვალდებული არც იყო ერთი წელი ეტარებინა. -მოიცადე.-წინ გადაუდგა ცოლს და ზემოდან დააჩერდა. -რა?-გაკვირვებულმა აათვალიერა. -ეს გრჩება.-თითები გადაატარა მატერიას.-სასაფლაოზე უნდა დატოვო,ღობეზე. -ნუ სულელობ,კოსტა.-ეუხერხულა.-სირცხვილია. -ორმოცი დღე ხომ ატარე? -არაუშავს,მე... -არ არის აუცილებელი.-ერთი მარტივი მოძრაობით შეუხსნა და მოაცილა მის სხეულს.ხედავდა რამდენად სცემდა პატივს ამ ოჯახს.ყველას,ცოცხალსა თუ მკვდარს და მადლიერი იყო რაღაცნაირად.უბრალოდ არ უნდოდა ერთი წელი მის ცოლს თავსაბურავით ევლო,უტეხი მზერა სტყორცნა მამიდას და იქვე რკინაზე შეაბა ნაჭერი.წამსვე ააფრიალა ქარმა,ლამის მოგლიჯა კიდეც ისეთი სიმძლავრით დაჰქროდა მათ წინ.არც დედას დაანება.წინ გადაუდგა მასაც და მოხსნა სთხოვა ძალიან მშვიდად.ქმარს გადახედა ლალიმ.მისი პატივისცემისგამო ეკეთა მხოლოდ.-მაშინ ერთი წელი არც შენ მოიპარსო წვერი!-არც მამას დაუთმო.მიახვედრა თავის სათქმელს და თავი დაუქნია მანაც წამსვე ცოლს.რაღაცნაირად სიამაყით შეხედა დედამ.ამაყი იყო მისი შვილით,ყველას ფარად რომ ედგა მუდამ... ორმოცი დღე გასულა და მხოლოდ თვე და რამდენიმე დღე რჩებოდა ლოლიტას გამოცდებამდე,მერე კი საბოლოოდ წასვლამდე.რაღაც უცნაურს გრძნობდა სხეულში მილხანი.რომ არ ეთმობოდა და მის გაშვებას ვერ გაბედავდა ზუსტად ის გრძნობა იყო... სახლში მისულმა აბაზანა ჯერ ცოლს დაუთმო.თბილი შხაპი ესიამოვნებოდა და იქნებ არ გაციებულიყო.მასაც რაღაცნაირი მადლიერი თვალები ჰქონდა.ოჯახის გამო იყო მზად ეტარებინა კიდევ ერთი წელი,თორემ დიდად არ უნდოდა და თითქოს იმ წამს სულ სხვანაირად დაინახა თავისი ქმარი. სააბაზანოს კარს მიღმა გაუჩინარებულმა ათას რამეზე მოასწრო ფიქრი,სანამ სტუმრებს შეუერთდებოდა და კერძებს ჩაამატებდა სუფრაზე.მგონი სულაც არ იყო მისი ქმარი ცუდი კაცი,უბრალოდ ლოლიტას უნდოდა ასე ყოფილიყო... *** იმავე საღამოს ანდრონიკეს გაუარა ცოტახნით.სახლში საჭმელი არ ეტეოდა,ამიტომ ნაწილი მათთან შეინახეს.ბავშვს მოეფერა.როგორ ძალიან უყვარდა პატარები...როგორ ძალიან უნდოდა თვითონაც...სადაც ბავშვს ხედავდა ყველგან ჩერდებოდა,ეფერებოდა ყველას...ცოტახანს იქაც დარჩა,ნასვამმა ყავა დააგემოვნა და გრილი ჰაერის ფონზე ლამის ჩაეძინა კიდეც ეზოში.როგორ ენატრებოდა ეს ოჯახური მდგომარეობა,ხალხი,სოფელი...აქ სხვანაირად იყო ყველაფერი...დაინახა თორნიკემაც გაიარა მანქანით.კიდევ ცოტახანს დარჩა,მერე კი გაუყვა სახლის გზას როგორც სჩვევია,სიგარეტი მოექცია ტუჩებს შორის და მთვარის სუსტ ნათებას გაჰყვა.დიდი ხანია ასეთი მთვარე არ უნახავს რაჭას...რაღაც ახლის დასაწყისს მოგაგონებდათ,რაღაც ნათელის,ამ წყვდიადით სავსე სამყაროში... შორიდანვე მოესმა ეზოში ატეხილი აურზაური.თორნიკეს სახელს გაჰკიოდა დედა... ლამის სირბილით შევიდა ეზოში.გაკვირვებული მიაჩერდა ოჯახის წევრებს.ნაომარს ჰგავდა თორნიკე.ჩამოკაწრული ჰქონდა სახე,ამოსვრილიყო ტალახში.ლოლიტა კიბეებზე შემდგარიყო,საერთოდ ვერ იღებდა ხმას...დედა დანანებით აქნევდა თავს,მრისხანება გადაჰკვროდა სახეზე პაატას და ქალის ლანძღვაც ისმოდა სახლიდან.ხმა,რომელიც არ მოუსმენია აქამდე კოსტას... -რა ხდება?-ნამწვი იქვე მიაგდო და მიაჩერდა ყველას.ძმას განსაკუთრებით.წაავლო კეფაზე ხელი და ჩახედა თვალებში.-რა დაგემართა? -არაფერი.-უხეშად მოიშორა მისი ხელი და დაიწია უკან. -მიდი უთხარი შენს ძმას.-ირონია არ დააკლო ლოლიტამ.ჩამოვიდა ქვემოთ და დაუდგა წინ.მრისხანედ შეხედა.თითქოს განუახლეს ყველა ჭრილობა...-როგორ არ გრცხვენია?! -რა ჯანდაბა ხდება?!-ახლა ცოლს დაასო მახვილი მზერა. -ცოლი მოვიყვანე!-განაცხადა ამაყად,თავაწეულმა.წარბები შეკრა კოსტამ.არ ესიამოვნა მოსმენილი და თითქოს მიხვდა რაშიც იყო საქმე... -მოიყვანე? -ჰო. -თორნიკე!-გამოსცრა კბილებში და დაუგდო ყური რას ამბობდა კარს მიღმა გამომწყვდეული გოგონა. -როგორ შეიძლება ასე შვილო?რა გჭირს?შენ მაინც რა დაგემართა?-ეწყინა ლალის შვილის საქციელი.-პაპაშენის ორმოცი არ გვეყოფოდა?ახლა ასეთი ამბავი დაგვატეხე თავს,კიდევ კარგი გვიანია და სტუმრები არ გვყავს სახლში. -ცოლად მოვიყვანე და მორჩა!ნუ ჩამაცივდები ახლა და ტვინს ნუ შემიჭამ!-უხეშად მიმართა დედას.რაღაც ჩასწყდა შიგნით ლალის. -აღარ გაბედო!-ყბებზე უხეშად მოკიდა ხელი კოსტამ.-დედას ასე აღარ დაელაპარაკო! -თორემ?-ამაყად გადახედა.-რას იზამ? -არაფერი გამომტყუო!-გააფრთხილა ძმა.-ვინ არის და რატომ ყვირის? -ლოლიტაც ყვიროდა,მაგრამ გაუარა.-გაუკიდა ერთ ღერს. -თქვენ უნდა მომკლათ?-როგორც იქნა ამოიღო ხმა პაატამ და გაიწია შვილისკენ,მაგრამ არ მიუშვა უფროსმა მილხანმა.გადაუდგა მამას წინ.მაინც ვერ გაიმეტა ძმა მამის აწეული ხელისთვის. -მამა.-დაუყვავა კაცს.-დამშვიდდი. -ცოლია და მორჩა,ნუ ატეხავთ ერთ ამბავს.მოვაგვარებ თავად! -რას მოაგვარებ ბიჭო?-ისეთი უხეში ტონი ჰქონდა თითოეულმა ბგერამ ახალი ჭრილობა გაუჩინა გულში თორნიკეს. -კოსტა... -გოგო მოიტაცე ბიჭო?! -არ მქონდა სხვა გზა.-თითქოს იმართლა თავი,მაგრამ არ გამოუვიდა.გაცეცხლებული დაჰყურებდა ძმა. -მოვალ მე შენამდე!-გააფრთხილა ისევ და სახლისკენ აიღო გეზი.ზუსტად იქით წავიდა,საიდანაც გოგონას ყვირილი ესმოდა...შეაღო ოთახის კარი,ძალიან თამამად.მიელეწა იმას უკვე ყველაფერი ოთახში,მაგრამ არ ჰქონდა აზრი.გამართლებული რეაქცია იყო.მოუღერა სანათი მაშინვე კოსტას.არ ესიამოვნა უცხო კაცის დანახვა.-დადე.-უთხრა ძალიან მშვიდად.მიაჩერდა მის აწყლიანებულ თვალებს. -რა გინდა?! -მშვიდობით მოვედი-შეწუხებულმა აათვალიერა და მიუახლოვდა ნელი ნაბიჯით.-მომეცი.-გაუწოდა ხელი.დაჰიპნოზებულივით დაჰყვა მის ნებას მაგდა.-დაგიშავდა რამე? -არა.-გააქნია თავი უარის ნიშნად. -ასე იქნება სულ.-ჩამოსვა საწოლზე და თავადაც გვერდით მიუჯდა.-მაგდა არა? -ჰო.... -კოსტა და ნუ გეშინია.-სცადა მისი დამშვიდება.-ვიცი,რაც მოხდა... -არაფერი დამიშავებია,გამიშვი და... -გაგიშვებ.-დაუდგა ცოლის სახე თვალწინ.სულ პირველად რომ ნახა მაშინდელი და ჩაეღიმა.არ დაუშვებდა მასაც იგივე მოსვლოდა...-დილით დავურეკავ შენებს და მოგაკითხავენ კარგი? -აქ არ დავრჩები.-გააკანკალა უცებ. -არც დაგტოვებ აქ.-ცერებით შეუმშრალა ცრემლები.-მომხედე აბა.-ააწევინა თავი.-ნუ გეშინია. -მე... -კარგად არის ყველაფერი მაგდა.-ისეთი სანდო მოეჩვენა მაგდას,ვერაფრის თქმა გაუბედა...-ჩემს ძმას მოეკითხება პასუხი შენი შერცხვენისთვის.შენ არ ინერვიულო არაფერზე. -მამაჩემი მომკლავს... -ვინ მისცემს უფლებას?-წარბი აუწია მაშინვე.-რამდენი წლის ხარ? -19...-ღმერთო დეჟავუ ჰქონდა...ლამის პირადობის მოწმობა მოსთხოვა დასამტკიცებლად. -აღარ იტირო.-შეუმშრალა ობლად ჩამოვარდნილი ცრემლი მაშინვე.-რისი გეშინია?გიჟები კი არ ვართ. -ვიცი თქვენი ოჯახი...თორნიკესაც ვიცნობ... -ვიცი რომ იცნობ...რატომ წამოგიყვანა? -შენს იდიოტ ძმას ჰკითხე...სანახავად გავედი და ცოლად მომყავხარო...-ბრაზი შეერია ხმაში -გიყვარს ჩემი ძმა? -მხოლოდ რამდენჯერმე ვნახე,როგორ უნდა მიყვარდეს? -კარგი,ჩემს ცოლთან ერთად დარჩები ოთახში.არავინ გახლებს ხელს.-აკოცა შუბლზე გოგონას.ძალიან წრფელი იყო იმ წამს მილხანი.-ვერც კი დაგელაპარაკება თორნიკე. -მადლობა.-გაუხარდა ამის მოსმენა.ცოტა დამშვიდდა და ბრაზიც გაუქრა თითქოს.მშვიდად გააყოლა ოთახიდან მიმავალ კაცს თვალი და მოთმინებით დაელოდა განაჩენს... -რაო დედი?-მაშინვე შემოეგება ლალი.-ცუდად ხომ არ არის? -შედით სახლში და დაიძინეთ.-მშვიდად მიუგო დედას.-მე მივხედავ. -რას მიხედავ?-სიგარეტი მოისროლა პაატამ.-ახლავე ჩავსვამ გოგოს მანქანაში და უკან წავიყვან. -ვერსად ვერ წაიყვან! -თორნიკე!-გადახედა გაავებულ ძმას.-მამა...მე მოვაგვარებ. -შენი იმედი მაქვს კოსტა.-თვალი თვალში გაუყარა შვილს და ზურგი აქცია მაშინვე.გაუჩინდარდნენ კარს მიღმა,მაგრამ რა დააძინებდათ ამაღამ... -კოსტა... -გრცხვენოდეს!-მთელი ძალით დაარტყა სახეში ძმას.თორნიკეს ხომ ეტკინა ლოყა,მაგრამ კოსტას ის ხელი ეტკინა,რომლითაც შეეხო.რომლითაც გაანაწყენა ძმა... -კონსტანტინე...-შეშფოთებული ჩადგა მათ შორის ლოლიტა.-რა ჯანდაბას აკეთებ? -არ ჩაერიო!-გააფრთხილა ცოლი.-ჩვენს ოთახში თეთრეული გამოცვალე რა.-თხოვნით გადახედა.გაკვირვება გამოესახა ორივეს სახეზე.-ამაღამ შენთან დარჩეს ოთახში,მე სხვაგან დავიძინებ.-განმარტა უცებ. -კოსტა არ შევეხები,რა სისულელე მოიგონე ახლა?-წარბები შეჭმუხნა უმცროსმა მილხანმა. -ლოლიტა გააკეთე,რაც ვთქვი,გთხოვ.-გაუმეორა ცოლს და ისიც წამსვე შებრუნდა.გაეცალა ძმებს.ახლა ცალკე უნდა ესაუბრათ. -რა იყო?-ნერვიულად გაეცინა.-არ მენდობი?!გგონია რამეს დავუშავებ? -გოგოს მოტაცების მერე ეგ კითხვა არც ისეთი მართებულია!-ცალყბად მიუგდო ძმას.მოიახვედრა არ ენდობოდა ამ წამს და აწყენინა კიდეც. -იმიტომ წამოვიყვანე რომ სხვას აყოლებდა მამამისი! -მერე შენ რა?-დაუღრიალა ძმას.გაუკიდა ერთ ღერს.ვერ მშვიდდებოდა. -მიყვარს კოსტა... -ნორმალურად აგეხსნა,გეთქვა მიყვარსო,დალაპარაკებოდი მამამისს,გეკითხა გოგოს აზრი...უნდა შეგერცხვინა მაინც?არ იცი აქაურობა?რომ დააცემინო სახლის გარეთ იმასაც კი ილაპარაკებენ მეზობლები.ქალები როგორ სძულთ მერე ჩვენს მოხუცებს?ნორმალურ სიტყვას არ შეაწევენ არცერთს.წაართმევენ ყველანაირი არჩევანის უფლებას და დაუნგრევენ ცხოვრებას.რა გინდა თორნიკე?! -გგონია არ ვუთხარი?არ ველაპარაკე?-იწყინა ასეთი კრიტიკა ძმისგან.-რა მითხრა იცი?-მწარედ ჩაეცინა.-რა გაბადია შენ ჩემი გოგო რომ გაგატანოო?ერთი სახლი გაქვთ ძმებს და ეგეც უფროსს ეკუთვნისო...უქონელი ხარ და ჩემს ხელისგულზე ნატარებ მაგდას არ გაგატანო!-გულში რაღაც ძალიან ეტკინა მილხანს.არ სიამოვნებდა ვიღაც ძმას რომ უჩაგრავდა და გულს სტკენდა.მახვილივით ესობოდა მისი გატეხილი ხმა და ნაწყენი თვალები. -მდიდარია ვინმე?არ გამიკითხავს მათი ოჯახი. -არა,გაჭირვებული და ძალით გაბლატავებული კაცია,იმაზე უქონელი,ვიდრე მე.-აქ ჩაეცინა ისევ.-უბრალოდ შვილი უნდოდა ფულიანს გაყოლოდა,16 წლით არის მასზე უფროსი,ღიპიანი კაცია და არც მაგდას არ უყვარს...ონის მაჟორიტარის შვილია. -დახმარება გთხოვა? -არა კოსტა,არა!-აუწია ტონს.-არავის გავატან მის თავს გესმის?მიყვარს-მეთქი!რა ვერ გაიგე?! -თავად გადაწყვეტს რა უნდა.-გადააქნია თავი.მიაჩერდა სახეშეშლილ ძმას. -გგონია კითხავს მამამისი? -მე ვკითხავ და თავად გადაწყვეტს რა უნდა.-მიაგდო იქვე ნამწვი.ღრმად ჩაისუნთქა კვამლი და შედარებით მშვიდად განაგრძო.-ქალის გულს მოტაცებით ვერ მოიგებ თორნიკე.ვერ აიძულებ უყვარდე.არ იგრძნობს შენს გვერდით თავს კომფორტულად,არ გენდობა ასე...-დაუთბა ხმა.წამით ის გახეთქილი ტუჩიც კი ინანა ძმას რომ ამშვენებდა ახლა მის გამო.-რა გააკეთე,რომ დაგემსახურებინა მისი სიყვარული?გავიგე რომ გიყვარს,მაგრამ მისმინე.-მასთან კიდევ უფრო ახლოს მიიწია.-ეს თუ უბრალოდ რაღაც დაუოკებელი სურვილია,ეს სიგიჟე იმიტომ თუ გააკეთე რომ შენ მოგწონდა და სხვა ლა,თუ უბრალოდ არ გეთმობა და ეგოისტურად უყურებ ამ ყველაფერს არ ქნა...სოფელია,ილაპარაკებს ხალხი...ახლა მისი აქ დატოვება რომ მოგიწიოს ჯვარს რომ დაიწერთ ხომ იაზრებ?სახუმარო არ არის,მთელი ცხოვრება მოგიწევს მისი ყურება,მისი სიყვარული...შეგიძლია? -შემიძლია კოსტა... -შენს და მის ოჯახთანაც უნდა დაიცვა,შეგიძლია?მე ვერ შევძელი მაგალითად,შენ შეგიძლია თორნიკე?-ეტკინა ლოლიტას რაღაც შიგნით.ღია ფანჯრიდან ესმოდა მათი საუბარი... -როგორც არ უნდა მწყენოდა მე შენი მოქნეული ხელი,მაინც არ დაგითმობ მის თავს.გესმის?-თავისებურად უპასუხა მის შეკითხვას. -ხვალ თუ წასვლა მოუნდება... -დაველაპარაკები,მომეცი უფლება... -ვკითხავ და თავად გადაწყვიტოს. -ხომ იცი არაფერს... -არ მინდა მაგის მოსმენა...ჩემთვის რომ ეთქვათ თორნიკემ გოგო მოიტაცაო გავიცინებდი...-გააჩუმა ხელის აწევით,უცნაური სიცივე და სითბო მოდიოდა ერთდროულად ძმისგან.ხმაურით დაკეტა ფანჯარა გოგონამ.მხოლოდ წამით ახედა კაცმა ფარდის მიღმა მოძრავ სილუეტს. -რა ვქნა კოსტა? -გიყვარდეს და მისი სიყვარულიც დაიმსახურე...წასვლა თუ მოუნდება გაუშვი,თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი. -ლოლიტაც გამიბრაზდა...-ჩახარა თავი.-ისე მიყურებდა,როგორც მამიდას უყურებდა...ზიზღით თითქოს... -იგივე გამოიარა და ყველაფერი თვალწინ დაუდგა ახლა,აქვს უფლება შენზე გაბრაზების. -ვიცი,ამიტომაც მედარდება... -ვკითხავ თუ უნდა შენთან საუბარი.-წამოდგა ფეხზე. -უნდა დაველაპარაკო! -თუ არ უნდა, ვერ!-მოკლედ მოუჭრა და აქცია ისევ ზურგი.ჩაფიქრდა უმცროსი მილხანი.დაეყრდნო მუხლებს იდაყვებით და თავი ჩარგო ხელებში.რა სისულელე გააკეთა?რატომ მიიღო ასეთი იმპულსური გადაწყვეტილება?გაანაწყენა ოჯახიც...საყვარელი ქალიც შეაშინა... ჭრიალით გაიღო ისევ სახლის კარი,მაგრამ შეტრიალება ვერ გაბედა.იცოდა არ ენდომებოდა მასთან საუბარი და კოსტა არ დააძალებდა არაფერს. მხარზე იგრძნო ძმის ძლიერი ხელის შეხება.ოდნავ რომ მოუჭირა და იქ სულ გადაეწურა იმედი. -სულ გახსოვდეს რატომ მოგხვდა ჩემი მარჯვენა.მეტჯერ აღარ შეგეშალოს.-გააფრთხილა ძმა.-მოდი მაგდა.-მიუყვანა გოგონაც.სახე გაუნათდა თორნიკეს.მერე რა,რომ მისი ფრჩხილების კვალი ეტყობოდა სახეზე.იცოდა დაიმსახურა.მაინც ისეთი სიყვარულით უმზერდა,როგორც აქამდე...-თუ გაგაბრაზებს დამიძახე,აქვე ვარ.-თავზე აკოცა გოგონას და გაეცალა იქაურობას.აიარა ნელი ნაბიჯით კიბეები.ახლა თითოეულ ბგერას უნდა გაფრთხილებოდა თორნიკე... -მაპატიე...-წამოიწყო ძლივს.-არ მინდოდა შენი ამ მდგომარეობაში ჩაყენება... -მაგრამ მაინც ჩამაყენე... -მაინც შემეშალა.-მწარედ გააქნია თავი.-არ მინდოდა გეფიცები...უბრალოდ სხვა გზა არ იყო მაგდა. -რატომ არ მკითხე?რატომ მომექეცი ასე?რატომ გადამიწყვიტე უნებურად?-ნაწყენი ხმა ჰქონდა. -ვიცი,რომ გათხოვებს მამაშენი...ისიც ვიცი რომ არ გინდა შენ...ანიამ მითხრა. -უფროსია ბევრად... -და არც მოგწონს.-სულ ოდნავ ჩაეღიმა თორნიკეს.-არ გიყვარვარ ვიცი... -და შენ თორნიკე?შენ გიყვარვარ?-დაასო მახვილი მზერა კაცს. -მაგიტომ ხარ ახლა აქ...რომ არ მიყვარდე ხელს არ გავანძრევდი. -რატომ არ მკითხე? -ცოლად არ გამომყვებოდი.შეხვედრებზეც იმდენს მახვეწნინებდი... -მართალია,არ გამოგყვებოდი. -მომისმინე.-მასთან ახლოს მიიწია.ხელებში მოიქცია მისი გაყინული თითები და ნაზად აკოცა.-არაფერს გაძალებ.ძალიან იმპულსურად მომივიდა,ვიცი.მომეცი შანსი,კარგი ვარ იქნებ,იქნებ გიყვარდები და... -აქედან თუ წავალ გავთხოვდები,აქ თუ დავრჩები მაინც გავთხოვდები...ჩემთვის კარგი არცერთია აქედან. -აქ დარჩენის გადაწყვეტილებას თუ მიიღებ არასოდეს ინანებ გპირდები...ისე იქნება ყველაფერი,როგორც შენ გინდა...ვერც შენი და ვერც ჩემი ოჯახი ვერ გეტყვის ზედმეტს.კარგი მშობლები მყავს,ოჯახში იქნები,სადაც ყველას ეყვარები და პატივს გცემენ... -რა მარტივად ლაპარაკობ...ქორწინება იცი რამხელა პასუხისმგებლობაა?იცი,რომ... -ვიცი.-გააწყვეტინა მაშინვე.-შენი გულისთვის მე ნებისმიერი ომისთვის ვარ მზად.შენი ბედნიერებისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი. -ექვს თვეში ასე როგორ შეგიყვარდი? -არ დამჭირდა ექვსი თვე,პირველივე პაემნის მერე მიყვარხარ.-ნაზად აკოცა კიდევ ერთხელ.-მანამდეც გხედავდი ხშირად...უბრალოდ სწორი დრო მინდოდა,რომ მოვსულიყავი შენამდე. -მამაჩემმა დაგიწუნა არა? -არაფერი მაქვს მაგდა ამ სახლის გარდა...ნახევარი ჩემია,ნახევარი კოსტასი.ეს მანქანა ჩემია,დანარჩენი ორი მამასი და კოსტასი.არ ვარ მდიდარი,კოშკს აგიშენებ და ყოველ კვირას მალდივებზე დაგასვენებ-მეთქი არ გეტყვი,მაგრამ უპირობოდ მეყვარები ყოველთვის. -არ გამოგყვები ცოლად.-გაჯიუტდა მაინც.-ასე ვერ,როცა არ მიყვარხარ,თორნიკე. -მესმის.-შეუმშრალა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები.-მაპატიე რა...უბრალოდ არ მინდა იმ ვიღაც გაბღენძილი კაცის გვერდით იყო...არ მემეტები ეგეთი ცხოვრებისთვის...არც ჩემთვის მემეტები,მაგრამ... -უნდა გეკითხა,დამლაპარაკებოდი...ჩემი ფრჩხილების კვალიც არ დაგრჩებოდა სახეზე.-ნაწყენმა ამოთქვა და წამოდგა კიდეც ფეხზე. -იცოდე...-წინ გადაუდგა მაინც.-დარჩენას თუ გადაწყვეტ სულ გექნება ჩემი იმედი და ყველაფერი ისე იქნება,როგორც შენ გინდა გესმის?სულ არ დავიძინებ შენთან,საერთოდ არ დაგელაპარაკები...თუ გინდა ნუ გამოხვალ ოთახიდან...უბრალოდ დაფიქრდი...კარგად დაფიქრდი და ისე მიიღე გადაწყვეტილება. -ღამემშვიდობისა.-გვერდი აუარა კაცს და ისევ ოთახში დაბრუნდა.შინაგანად ინგრეოდა თორნიკე.ახლა თუ წავიდოდა დამთავრებული იყო მათი ამბავიც... *** აიარა კიბეები მილხანმა და შევიდა ოთახში ნივთების ასაღებად.ძირს ეყარა ძველი თეთრეული.ერთ ბალიშზეღა დარჩენოდა გამოსაცვლელი.არ შეუხედავს ქმრისთვის.მოარიდა თვალი და განაგრძო თავისი საქმე.გამოაღო კარადა და აიღო ტანსაცმელი.მოესმა ცოლის გაზშირებული სუნთქვა და გაიგონა როგორ სცადა საკუთარი სრუტუნის დამალვა. -ლოლიტა.-ხმაურით მიხურა კარი. -რაიყო?-როგორც შეეძლო მკაცრად იკითხა,მაგრამ გამოიჭირა მილხანმა. -ტირი?-არ გასცა ხმა.თეთრეული აიღო და სააბაზანოში გაიტანა.-შემომხედე აბა.-ნიკაპზე მოკიდა თითები და ააწევინა სახე. -რა გინდა? -რა გჭირს?-არ მისცა წასვლის უფლება.ჩააცქერდა მის ამღვრეულ თვალებს. -არაფერი... -მითხარი.-ჩამოსვა საწოლზე და მიუჯდა თავადაც გვერდით.-რა გაწუხებს? -რატომ ხართ ასეთები?-ნაწყენი თვალებით გახედა ქმარს.-რატომ არ გვაცდით თავისუფლად ცხოვრებას?რატომ გგონივართ თოჯინები?-ცერად გადახარა თავი კაცმა.მიუხვდა ყველაფერს კოსტა.-რატომ გგონიათ თავები ჩვენზე მეტი? -არ არის ასე.-შეუმშრალა ცრემლები.-ყველა არ არის ასეთი... -თორნიკე არ მეგონა ასეთი,მაგრამ გადაუწყვიტა ვიღაცას ბედი...როგორც მე ექვსი წლის წინ...-ყველაფერი ერთად დაუდგა თვალწინ.აეტირა უფრო მეტად. -არავინ არ გადაუწყვეტს მაგდას მომავალს გესმის?თუ არ ენდომება არ დარჩება. -და წაიყვანს მამამისი?-გაახსენა ძველი დრო.-პატიოსნება და ოჯახის სახელი ხომ ყველაფერზე მაღლა დგას თქვენთვის...ქალი ხომ ნივთია თქვენთვის და... -გაჩუმდი.-გადაატარა ცერა თითი ტუჩებზე.-სისულელეს ამბობ.-ეხამუშა მისგან ნათქვამი „თქვენთვის“ და არა „მათთვის“. -შენთვის სისულელეა?გადააყოლეთ პატიოსნებას ქალების ცხოვრება...რომელი ხართ „პატიოსანი“ მართლა ძალიან მაინტერესებს...აა ხო,თქვენთვის ხომ ლიმიტი არ არსებობს,რადგან კაცები ხართ... -გაჩუმდი გთხოვ.-ვერ აიტანა მისი ცრემლები. -მაგიტომ არ გაგიჟდი ცეზოზე რომ გაიგე?-გაუსწორა თავისი ნაცრისფერები კაცს.-შენც ხომ... -არა და გეყოფა!-შეუმშრალა ისევ თვალები.-სხვასთან თუ გენდომებოდა არ მექნებოდა პრობლემა.ამ სოფელში არა ლოლიტა,ჩემივე მეგობარი არა. -ეგ გაწუხებდა მხოლოდ? -და შენ რა იფიქრე?-გადაუწია სახიდან თმა.ჩააცქერდა მის თვალებს.-ნეტავ ვინმე ისეთი ყოფილიყო...არა აქაური და თან შენი ღირსი... -ქორწილსაც ხომ არ გადაგვიხდიდი? -ძალიან ბევრი არ მომთხოვო,მაგრამ მე მინდა შენ ბედნიერი იყო გესმის?-გადაიხარა მისკენ და შუბლზე მიაკრო ცხელი ტუჩები.-არ მინდა ვინმეს გამო ასე ტიროდე,განიცდიდე რამეს...არ მინდა თავი გამოყენებულად და დაჩაგრულად იგრძნო...ეგ არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი. -აღარ ხარ ცეზოს ამბავზე გაგიჟებული?-ირონია არ დააკლო მაინც. -ვიცი,რომ არაფერი გაქვთ და გეყოფა.ტყუილად ნუ გამაღიზიანებ. -ნინემ გითხრა? -ნინემაც,მაგრამ არ მჭირდებოდა თქმა.შენს სახეზე წავიკითხე ყველაფერი.-გაეღიმა სულ ოდნავ.-არასოდეს მაპატიებ? -რას? -შენს მიტოვებას.-აკოცა ხელის გულზე ცოლს.კარგად დააკვირდა მის გრძელ თითებს და იმ ბეჭედს მილხანების თაობას რომ ამკობდა წლები. -აღარ მიდიხარ?გოგოს ეძინება იქნებ.-წამოხტა მაშინვე ფეხზე.ლამის გული გაუჩერდა ასეთი სიახლოვე რომ იგრძნო მისგან. -გამაგდე ბარემ.-წამოდგა ფეხზე.აიღო ტანსაცმელი ისევ.-თავი ცუდად არ აგრძნობინო რა,მიხედე ამაღამ. -გავაპარებ ამაღამვე. -შენგან არ გამიკვირდება.-ჩამოსწია კარის სახელურიც,მაგრამ დააწია მაინც ცოლმა სიტყვები. -არ უნდა დაგერტყა თორნიკესთვის.-შეჩერდა მაშინვე.-შეეშალა,მაგრამ შენგან გვერდში დგომას ელის და მეტი სწყინს. -მე რომ გამეკეთებინა ხომ მირტყამდი იმ სანათს თავში?-მოუტრიალდა ბოლოს.-არ გადავუსვამ თავზე ხელს,როცა მტყუანია.უნდა ისწავლოს სწორის და არასწორის გარჩევა. -მაგრამ მაინც... -არ ჩაერიო ამაში.-გააფრთხილა მაინც.-მე არ ვერევი შენი და თორნიკეს ურთიერთობაში,შენ ჩვენსაში არ ჩაერიო...-მიხვდა არ იყო მისი სალაპარაკო და მართლა გაჩუმდა.ზალაში ეძინა იმ ღამით,როგორც ლოლიტას მოყვანის საღამოს...გულთბილად მიიღო მაგდა.როგორც შეეძლო დაამშვიდა.ესაუბრა ათას რამეზე.შეაქო თორნიკე.თითქოს მის დასატოვებელ მიზეზს ეძებსო და ლამის გულიც მოულბო.მიხვდა არ იყო გოგონა გულგრილი და იმედის ნაპერწკალიც გაჩნდა მის გულში.იქნებ ის მაინც ყოფილიყო ბედნიერი... -თორნიკე კარგი ბიჭია.-დაიწყო საუბარი,როცა დუმილი აუტანელი გახდა. -ვიცი,ვიცნობ. -ვიცი რომ არ გიყვარს,მაგრამ გინდა იმ კაცზე გათხოვება? -მამა... -მამაშენს რა უნდა არ მაინტერესებს,მე შენ გეკითხები,გინდა?-გაუღიმა გოგონას. -არა.მე არ მინდა ასეთი ცხოვრება...ცოლგანაშვები კაცია,შვილებიც ჰყავს.სოფელში ლაპარაკობენ უკვე და დამცინის ყველა... -მე ერთი კარგი შემოთავაზება მაქვს.საერთოდ დაივიწყე ოჯახი, განსაკუთრებითმამაშენი და მიზნებისთვის იბრძოლე.მალე თბილისში წავალ,წამოდი ჩემთან ერთად,იმუშავე,ისწავლე...არ გინდა? -ისე ამბობ თითქოს არჩევანი ყავასა და ჩაის შორის უნდა გავაკეთო.-შესამჩნევად გაეღიმა გოგონას. -ზუსტად ეგეთი არჩევანია.-წამოჯდა ბოლოს.-ყავა გაფხიზლებს,ცხოვრებისკენ გაბრუნებს.ჩაი გთენთავს და საწოლისკენ გექაჩება,ყოველშემთხვევაში პიტნის ასე მიკეთებს.ახლა დაგიდგება ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი,ახლა უნდა შეძლო საკუთარი თავის არჩევა,თორემ მერე...მერე აღარაფერი დაგრჩება მაგდა.გამოიყენე ეს შანსი და სანამ ფრთებს დაგაჭრიან,გალიაში გამოკეტვამდე გაფრინდი. -შენი ამბავი გამიგია.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.-სულ მწყდებოდა შენზე გული,არ გიყვარს შენ ქმარი? -არ მიყვარს.-ისეთი მტკიცე და უტეხი ხმა ჰქონდა... -მაშ რას აკეთებ ექვსი წელი მის სახლში? -წასავლელი არ მქონდა,გგონია ჩემის ნახატებში ბევრს მიხდიან?10-20 ლარით ქვეყანა არ აშენდება,ბევრი მჭირდებოდა იმისთვის,რომ მერე ისევ მილხანების კარს არ მოვდგომოდი ტირილით.-მართლა კმაყოფილი იყო იმით,რაც შეძლო.ბევრი გააკეთა და შედეგიც ჰქონდა უკვე სახეზე. -ჯიბეში 12 ლარი მიდევს ლოლიტა,ამ ფულით ახალი ცხოვრების დაწყება კი არა,თბილისამდე ვერ ჩავალ. -ჩაგიყვან თბილისამდეც,შენ მაგის დარდი არ გქონდეს.-გაუღიმა გოგონას.-შეიძლება თორნიკეს კარგად არ იცნობ,მაგრამ ექვსი წელია ვუყურებ და ვიცი რასაც წარმოადგენს.მას რომ სიგიჟემდე არ უყვარდე,არ იზამდა ამ ყველაფერს და არ ჩაგაგდებდა ამ მდგომარეობაში.შენ უნდა გადაწყვიტო,შენია ბოლო სიტყვა,მაგრამ ჩემი სათქმელი რომ იყოს,დარჩენას ჩაგაწვეთებდი.მოიფიქრე რა გინდა და მომავალსაც გახედე იქით,შორს...გქონდეს იმედი საკუთარი თავის და თორნიკესი. -ძილინებისა ლოლიტა.-რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ მიუგო გოგონას.არ ჰქონდა პასუხი,ან არ უნდოდა ახლა ამაზე საუბარი.თვალები მილულა,თუმცა ძილი არ მიჰკარებია... გამთენიისას გავიდა გარეთ.ისევ წვიმიანი ამინდი ჰქონდათ და გაფენილი ტანსაცმელი ჩამოხსნა,სანამ დასველდებოდა.მოღრუბლულიყო როგორც სჩვევია.ღებში ცხოვრების პერიოდში ყველაზე მეტად თბილი ზაფხული ენატრებოდა... რატომღაც შევიდა ზალაშიც.რა გაურკვეველმა ძალამ აიძულა ვერ გეტყვით,მაგრამ შევიდა და დახედა მძინარეს.ტახტზე ეძინა...ერთი ხელი თავქვეშ ამოედო,მეორე მუცელზე დაესვენებინა და მშვიდად სუნთქავდა.არ მოუთმინა გულმა.ნახევრად იატაკზე დავარდნილი საბანი აიღო და მიაფარა.ციოდა ღებში.წვიმიან ამინდში მითუმეტეს და ვერ გაიმეტა.კარგად დააკვირდა მის სახეს,აქამდე რომ ვერ გაუბედა დაკვირვება.ისევ ისეთი იყო... მერე რა რომ 6 წელი გავიდა,კოსტას თითქოს არაფერი ეტყობოდა და მისი სახე თითქოს ყოველდღე უფრო მამაკაცურ იერს იძენდა... ახლაც ისეთივე სიმპათიური იყო,როგორიც მაშინ ლოლიტას რომ მოეწონა... გამაფრთხილებლად დაიქუხა და თითქოს გამოფხიზლდა კიდეც,შებრუნდა და მაშინვე დატოვა ოთახი. გააყოლა ცოლს თვალი კოსტამ. თითქოს მიხვდა იყო რაღაც შანსი. იყო რაღაც ამოუხსნელი გრძნობა და იქნებ ღირდა კიდეც ბრძოლად... *** დილაადრიან დაადგათ თავზე სოსო გაგოშიძე.ექვსი საათი სრულდებოდა მანქანა რომ შეაჩერა მათი სახლის წინ და გიჟივით შევარდა ეზოში.ყვრილმა გამოაფხიზლა ოჯახი და მათთან ერთად ლამის მთელი სოფელიც.გაუჭირდებოდა იმის გაგება ვისთან იყო მათი გოგონა?სულაც არა.ცივი,უტეხი მზერა ჰქონდა კაცს.ყავისფერი თვალები ჩაშავებოდა და სისხლისფერი დაჰკრავდა.უკან მიჰყვა რამდენიმე კაცი,ალბათ თანასოფლელები.ნახევრად გაცვენილი თმა წვიმას დაესველებინა და წვეთ-წვეთ ეხეთქებოდა მის დიდ ცხვირს ყველა მათგანი.ალბათ ისედაც ეტყობოდა ყველას საქმეში რომ უყვარდა ჩარევა...სირბილით ჩაიარა კიბეები კონსტანტინემ,ისედაც უძილობისგან თავი უსკდებოდა,მისი ღრიალიღა აკლდა.იმას კი ვერ ხვდებოდა ასე უფრო რომ შეარცხვენდა შვილს,ჯერ ხომ არავის გაუგია მოტაცებული გოგონას ამბავი. -მაგდა!-კიდევ ერთხელ დაიღრიალა კაცმა.წარბაწეულმა გადახედა მილხანს,იმავე წამს გაიღო კარი და თორნიკეც გამოვიდა ეზოში.უკან მიჰყვნენ მშობლები.-შე ნაბი*არო!სად არის ჩემი შვილი?-მაისურზე სწვდა კაცი.ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან. -ხელი გაუშვი!-უხეშად ჩაავლო მკლავში კონსტანტინემ.-ცივილიზებული ადამიანებივით ვისაუბროთ. -ამას რას ვუზამ იცი?-დანა ამოიღო ჯიბიდან და მოუღერა.ყელს გამოვჭრი და დაგიგდებ ეზოში! -დაწიე,თორემ არ მოხდება კარგი არაფერი!-კბილებში გამოსცრა,სულაც არ იყო ახლა მის ხასიათზე. -კიდევ რომ იმუქრებიან!-დაისისინა.-შენ არ გითხარი არ გაგატან მის თავს-მეთქი? -მამა?!-აივნიდან გადმოხედა კაცს.აწყლიანებოდა უკვე თვალები,შიში დასტყობოდა სახეზე. -მაგდა...-შვების ოხვრა აღმოხდა კაცს.-მოდი მამასთან... -ოთახში შედით.-თავით ანიშნა ორივეს კოსტამ. -მაგდა მოდი აქ!-დაუყვირა შვილს.მეზობელმაც გამოხსნა ფანჯარა,გადმოიხედა მილხანების ეზოში,ყველას აინტერესებდა რა ხდებოდა. -მაგდა!-გადახედა ისევ კონსტანტინემ.-შედი ოთახში.-სითბო და მზრუნველობა იგრძნობოდა მის ხმაში.ლოლიტასაც გამოელაპარაკა თვალებით და მანაც წამსვე დატოვა იქაურობა,კარი ხმაურით დაიხურა თუ არა,მაშინვე კაცს მიუბრუნდა.-დასხედით და ვისაუბროთ. -რა მაქვს შენთან სასაუბრო ბიჭო?-ახლა მისკენ გასწია დანა.-გინდა ბოლო იყოს შენი ამოსუნთქვა? -ჩემს ძმას შეეშვი,მე მელაპარაკე.-ვერ მოითმინა თორნიკემ. -სამტროდ ტყუილად მოხვედი სოსო.-ჩაერია პაატაც.-მოდი და ადამიანურად ვისაუბროთ,დავსხდეთ და განვიხილოთ ყველაფერი. -რა მაქვს მე თქვენთან განსახილველი?-არ ცხრებოდა.-ოჯახთან,რომელშიც რძლად შემოყვანილი ქალი თავისი ნებით არ გამოჰყოლია არავის.ყველა ეგრე გყავთ მოყვანილი,ძალით! -დავილაპარაკოთ. -ჩემს შვილს ხელს მოვკიდებ ახლა და წავალ,ამბის ატეხვა არ მინდა რომ არავინ გაიგოს,თქვენ დასხედით და სახლში ილაპარაკეთ იმაზე,თუ სად შეგეშალათ შვილების აღზრდის დროს! -სიტყვები აკონტროლე!-წინ გადაუდგა კაცს მილხანი.-ოჯახის შეურაცხყოფა აღარ გაბედო,თორემ დავივიწყებ შენს ასაკს და აქედან ვერ წახვალ საკუთარი ფეხით! -გამეცალე ბიჭო!-ხელი აუკრა და კიბეებისკენ დაიძრა.-მაგდა! -მაგდა თავად გადაწყვეტს წამოვა თუ არა,მანამდე ჩვენ დავილაპარაკებთ.-მაჯაში ჩაავლო უხეშად. -რას ჰქვია თვითონ გადაწყვეტს?-ირონიულად ჩაეცინა.-მე მამამისი ვარ! -ვერ წაიყვან!-ნერვებმა უმტყუნა უმცროს მიხლანსაც.-არ მოგცემ უფლებას წაიყვანო და ვიღაც მოხუც კაცს გაატანო მისი თავი!აქ იქნება მაგდა,ოჯახში,სადაც ყველას ეყვარება და პატივს სცემს. -რაებს ბჟუტურობ ბიჭო?-დაიგრგვინა მაშინვე.-მაგდა ქვემოთ ჩამოდი!-ისე ღრიალებდა მეეჭვება ეს სიტუაცია მეზობლებს არ გაეგოთ.გაიღო ისევ კარი,თავი გამოყო მხოლოდ,გასვლა ვერ გაბედა.ზუსტად იცოდა აქ და ახლა გადაწყდებოდა მისი ბედი,მას უნდა გადაეწყვიტა რა უნდოდა საკუთარი თავისთვის. თორნიკე...თორნიკე კარგი ბიჭი იყო,ზრდილობიანი და მოსიყვარულე.ოჯახიც ნორმალური ჩანდა.ცუდსაც არავინ ამბობდა სოფელში,მაგრამ არ უნდოდა დაოჯახება,ჯერ ადრე იყო მისთვის... -ვერ წაიყვან-მეთქი!-წინ გადაუდგა კაცს. -ჩემს შვილს შენთან რომ სდომოდა სახე ჩამოკაწრული არ გექნებოდა!-თითი დაუქნია გამაფრთხილებლად.-ჩამოდი მაგდა. -ვერ წაიყვან და ვერ გაათხოვებ,გითხარი უკვე! -მაგდა იმას გააკეთებს,რასაც მამა ეტყვის! -და რას ეტყვის მამა?35 წლის კაცს გაჰყვეს და სახლში იჯდეს მთელი ცხოვრება? -მეტი რა საქმე აქვს?ოჯახს მოეკიდება! -ხომ არ გაგიფრენია მოხუცო?-გაავებული გამოვარდა ლოლიტაც.ყველამ მას მიაპყრო მზერა,ქმარმა განსაკუთრებით.იცოდა მასაც უჭირდა ახლა,ყველაფერი მეორდებოდა მის გონებაში და გაბრაზებული იყო საშინლად.-შენ ვინ გდიხარ რომ გადაწყვიტო მისი ბედი?როგორ შეიძლება შვილი 16 წლით უფროს კაცს გააყოლო? -შენ ვინ გკითხავს?ვინა ხარ საერთოდ?-წაიწია მისკენ.ნელი ნაბიჯით დაეშვა კიბეებზე გოგონა. -ამ ოჯახის რძალი ვარ!-წინ დაუდგა კაცს.-შენ არანაირი ხელი არ გაქვს 19 წლის გოგონას ცხოვრებაში გესმის?თუ არ უნდა გამარჯობასაც არ გეტყვის და ვერ დააძალებ! -ახლა თუ არ გამეცლები რას გიზამ იცი?თავხედო ბავშვო!-ხელი აუქნია მასაც და კიბეებზე ასვლა სცადა,მაგრამ არ დაანება ლოლიტამ.უხეშად ჰკრა ხელი და მაინც აიარა კიბეები. ყველა მისი ტკივილი წინ ედგა კონსტანტინეს.ყველაფერი,რაც მისი გაცნობის წამიდან დაემართა.ის ოდნავ შეჭმუხნული წარბებიც კი ვერ აიტანა,ტკივილისგან ინტინქტურად რომ გაამოძრავა და უხეშად სწვდა მოხუცს. -აღარასდროს გაბედო და ჩემს ცოლს არ შეეხო, გესმის? -კოსტა...-მშობლებმა სცადეს გამოსარჩლება. -ფეხებზე დავი*იდებ ვინ ხარ,დაგანაწევრებ და აქვე ეზოში დაგმარხავ სხვებისთვის მაგალითად იმისთვის,რომ ყველამ იცოდეს როგორ უნდა მოექცეს ჩემს ოჯახს! -კოსტა...-დააწია სიტყვები ცოლმა. -აღარ გაბედო და ქვემოთ ჩადი! -გამიგონია შენზე.-ქვემოდან ახედა ბიჭს.-უკონტროლო მილხანი,რომელმაც ცოლი მიატოვა...-გაუცინა ირონიულად.-და შენ ამ ოჯახის რძლად მიგაჩნია თავი შვილო?-ლოლიტას გადახედა სიბრალულით.-თქვენ რა გესმით ოჯახის,ცოლ-ქმრობის...სირცხვილია ასე მასხრად აგდება ყველაფრის,არ შეიძლება...თან ჯვარი გაქვთ დაწერილი და ოჯახი ვერ შეიმშნოვეთ,მოდიხართ ახლა და ჩემი შვილიც გინდათ?ვერ მოგართვით. -ნუ ერევი იმაში,რაც არ იცი მოხუცო! -შენ ხომ იცი,შენ მითხარი ყველაფერი.-გაეცინა მაინც.-ოჯახს და ცოლს მიხედე ბიჭო,სხვა ყველაფერს მოეშვი და სხვისაში არ ჩაერიო! -დაბლა ჩადი!-გამოსცრა კბილებში.ნერვებისგან ლამის აკანკალებდა.განა რამე ტყუილი უთხრა?ეზოს გადახედა,ნაღვლიანი სახე ჰქონდათ მშობლებს,ლოლიტასაც ასე...ის უცხო კაცები,ქვემოთ რომ ელოდნენ,ხმას არ იღებდნენ,მაგრამ აგრძნობინეს ყველაფერი უსიტყვოდ.თორნიკე იყო ბრძოლის ხასიათზე,მაგდა გაქცევას ლამობდა.რა მოხდებოდა? -მაგდა მოდი მამასთან.-ხელი გაიშვირა მისკენ კაცმა.-წავიდეთ ამ სახლიდან,სანამ ვინმე ამიგია დანაზე. -მე...-ამოიბურტყუნა საცოდავად,არ იცოდა რა უნდა ეთქვა.ასი თვალი და ყური მიეპყრო მისკენ.გაუღიმა ლოლიტამ,თორნიკემ ვერ დაანახა ვერანაირი ემოცია,მაგრამ ხვდებოდა მზად იყო ყველაფრისთვის.პაატა და ლალი ქვემოდან უმზერდნენ,სულ ოდნავ,ძალიან უმნიშვნელოდ დაუქნია თავი ქალმა,თითქოს მიახვედრა ექნებოდა სახლი,რომელიც სჭირდებოდა.ბოლოს გადახედა კონსტანტინეს,მთელი სხეულით შებრუნებულიყო და იმედს ასხივებდა მისთვის.სხვანაირი იყო,რომ ედნობოდი ზურტად ისეთი. -მოდი.-დაისისინა კაცმა.მხოლოდ რამდენიმე საფეხური აშორებდათ ერთმანეთისგან. თითქოს წამი საუკუნედ გადაიქცა,გაიყინა ყველა ემოცია.გონებაში ჩაიბეჭდა თითოეულის სახე,სიტყვა,სუნთქვაც კი.თითქოს ხიდის შუაში იდგა,თუმცა ვერ გაეგო საით წასულიყო,რადგან ხსნა არ იყო არცერთ მხარეს.თვალწინ დაუდგა დედის ყველა დარიგება,მისი ყველას სიტყვა ახლიდან ჩაესმა გონებაში,ყველა გაღიმება და მოფერება იგრძნო თავიდან.ვერასოდეს მიიღებდა ამას მამისგან,ვერასოდეს იგრძნობდა იგივეს და თითქოს სადღაც,გულის სიღრმეში,ჰქონდა პასუხი თავისთვის.ლოლიტაზე შეაჩერა მზერა,მათ ხელში იყო გაზრდილი,მაგრამ ჯიუტი იყო და უტეხი. -„არ არის აუცილებელი ცოლად გაჰყვე,უბრალოდ სახლში არ დაბრუნდე.“-ექოსავით ჩაესმოდა მისი სიტყვები.იმ პატარა ბავშვმა,რომელიც სახლში რძლად მიიყვანეს თავად ისწავლა ცხოვრება და დიდი გეგმებიც ჰქონდა,რას იზამდა თავად?გაეღიმა უნებურად.მამას გადახედა აწყლიანებული თვალებით,ოდნავ გააქნია თავი,თითქოს ერთიანად ვერ გაუბედა ყველაფრის თქმა.ყელში მოწოლილი ბურთი ძლივს გადაყლაპა და კისერი აიმაღლა.თითქოს ასე უფრო დამაჯერებელი იქნებოდა მისი ნათქვამი,ახლა მტკიცე უნდა ყოფილიყო. -ვრჩები!-რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა თორნიკემ თვალები,თითქოს ცდილობდა საკუთარი თავი ამ რეალობაში დაერწმუნებინა.ყველას გადახედა იმის გასაგებად მხოლოდ მას ხომ არ მოესმა მისი დარჩენის ამბავი.გაეღიმა ლალის,უფრო მეტად,ვიდრე მანამდე გაბედა.ლოლიტაც თავს უქნევდა,თითქოს ამაყად.თავით ანიშნა კონსტანტინემ კაცს კიბეებიდან ჩასვლა,აღარც ჰქონდა დარჩენის მიზეზი.გუშინდელის მერე პირველად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი უმცროსმა მიხლანმა. -რას ბოდავ?-ანთებული თვალები მოატარა შვილის სხეულს.-ახლავე ჩამოეთრიე! -ქვემოთ ჩადი!-წინ გადაუდგა კაცს.-არ მაქვს შენი ნერვები,ნუ გამაღიზიანებ! -გამეცალე!-უხეშად აუკრა ხელი და შვილისკენ გაიწია,მაგრამ არ მიუშვა იქამდე.-ახლავე სახლში წამოხვალ გესმის? -არ მინდა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-აქ ვრჩები! -ვისთან რჩები გოგო? -ჩემთან!-ხელით მისწია მისი სხეული და კიბეები აიარა.წინ დაუდგა გოგონას,მხოლოდ თვალებით შეძლო მადლობის გადახდა,ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოწმინდა და შუბლზე შეახო ტუჩები.-ჩემს ოჯახში რჩება! -მაგდა!-ყინულივით ცივი იყო კაცის ხმა.-აღარ გამამეორებინო! -არ მოვდივარ.-გააქნია თავი უარის ნიშნად,ლამის ჩაიმალა თორნიკეს სხეულს მიღმა. -მე შენ... -არც გაიფიქრო!-საყელოზე სწვდა კოსტა.-მაგდა ამ ოჯახის რძალია დღეიდან,თავისი ნებით რჩება,არავინ არაფერს აძალებს.გარეკე შენი ცხვრები და შენც უკან მიჰყევი ახლავე! -ჩემი ოჯახის სირცხვილი ხარ შენ!-თითი დაუქნია შვილს.-არასოდეს არ გაპატიებ! -მამა... -მამა აღარ გყავს,მორჩა!-ხელები გაიფერთხა კაცმა,თითქოს ამით ანიშნა მათი მამა-შვილობის მოშორებაც.-შენთვის კარგი მინდოდა მხოლოდ.ამ უქონელთან რა გინდა?რას მოეწევი ცხოვრებაში?ვერაფერს!-ირონია არ დააკლო მაინც.-პურის ფული რომ არ გექნებათ,მე არ დამირეკო ტირილით! -წადი! -უფროსს რომ გაყოლოდი კიდე არაუშავს,უმცროსს სახლიც კი არ ეკუთვნის. -გაეთრიე,სანამ კონტროლი დამიკარგავს!-უხეშად ჰკრა ხელი და დაეშვა მასთან ერთად კიბეებზე.არაფერი უთქვამს მეტი,ალბათ მეტად თავის შერცხვენა აღარ უნდოდა.ხელი აუქნია დანარჩენებს და მანქანაში ჩაჯდა.მაგდას მამა აღარ ჰყავდა და ამას უნდა შეგუებოდა... *** ყველას და ყველაფრის დაკარგვას ეგუება ადამიანი,მაგრამ ოჯახის?შეგუებადია,თუმცა რთულია... ნელ-ნელა გეცლება ძალა და ბოლოს ეცემი,თითქოს ხელის შემშველებელიც არავინ გყავს.მტკივნეულია დაცემა,თუმცა მნიშვნელოვანია როგორ შეხვდები ამას.რას იზამ მერე?წამოდგები და სიარულს გააგრძელებ თუ ხოხვას ამჯობინებ.ვერც ლოლიტასთან საუბარმა უშველა,ვერც ლალის მოფერებამ.ცრემლები ჩამოსდიოდა მხოლოდ და ჩუმად იჯდა.ზოგჯერ ჩვენთვის სასიკეთო არჩევანს ტკივილი მოაქვს,მაგრამ ეს რაღაც ახლის და უკეთესის დასაწყისია... -გთხოვ,შეწყვიტე ტირილი.-გული უკვდებოდა ასეთს რომ ხედავდა,მაგრამ ვერაფრით ეხმარებოდა.მხოლოდ წამით გახედა და ისევ სხვაგან გაიხედა.არ შეეძლო ახლა სხვანაირად.ტირილის გარდა ვერაფერს ახერხებდა.-წყალი მაინც დალიე.-ჭიქა გაუწოდა,მანაც ხმაურით დალია რამდენიმე ყლუპი. ცას გასცქეროდა ორივე.თითქოს ერთი თვალით ხედავდნენ ყველაფერს.სულ სხვა ცხოვრება და პასუხისმგებლობები ჰქონდა თორნიკეს.სულ სხვა იყო მაგდას ბედი და ეს კიდევ უფრო ამძიმებდა. -ახლა ერთ ცას რომ ვუყურებთ.-წამოიწყო მოულოდნელად ისე რომ მისთვის არც შეუხედავს.-შენ მთვარეს ხედავ ცაზე,მე უბრალოდ სიბნელეში სინათლეს.ხვდები რამდენად სხვანაირები ვართ,თორნიკე? -ვერ მივხვდი.-სულ დაიბნა და კიდევ ერთხელ ახედა ცას. -შენთვის მარტივია ძალიან,ჩემთვის რთული.შენ დედ-მამა გყავს გვერდით,ოჯახი გაქვს,შენთვის ისევ ამოვა მზე ხვალ დილით,მერე ისევ გაანათებს მთვარე შენს გზას.მე ესეც აღარ მეღირსება. -მაგდა... -მე რომ ახლა წასასვლელი არსად მაქვს შენი ბრალია.მომიწევს აქ ვიყო და შენთან სარეცელი გავიყო.სტუმრის სტატუსით რომ ვერ დავრჩები განა არ ვიცი.-ჩაეღიმა სუსტად.-ლოლიტამ კი შემაგულიანა,მაგრამ მე ასეთი გამბედავი არ ვარ,დედაქალაქში უპატრონოდ ვერ წავალ. -თბილისში წასვლა გინდა? -რა უნდა ვაკეთო მე მანდ?-ჩაეცინა ირონიულად.-მე უბრალოდ სიმშვიდე მინდა. -მე დაგირღვევ მაგას?-სევდიანი თვალები მიანათა გოგონას.-იქნებ შემიძლია შენი სიმშვიდის შენარჩუნება? -რატომ შეგიყვარდი,თორნიკე?-იკითხა მოულოდნელად.ამის პასუხი მართლა ძალიან აინტერესებდა. -პირველად წყაროსთან დაგინახე.გრძელი,ყვავილებიანი, აბრეშუმის კაბა გეცვა.ტალახიანი იყო და მის გაწმენდას ცდილობდი.იდექი და შენთვის ჩუმად ილანძღებოდი,თითქოს ეს საქმეს უშველიდა...-ჩაეღიმა სულ ოდნავ უმცროს მილხანს.-ეს თმა,ზემოთ აგეწია ფანქრით,მაგრამ ვერ დაიმაგრე კარგად,ეგეც ჩამოგეშალა და მაგაზე საერთოდ ლამის გაგიჟდი.ალბათ სახლში მისვლა არ გინდოდა,მერე იმ ბინძურ ქვაზე იჯექი,გარეცხილი კაბით,დაშლილი თმითა და სველი თვალებით.მიზეზს ეძებდი ალბათ სატირლად,რადგან გაშლილი თმის გამო დაიწყე ცრემლების ღვრა.ქუჩის ძაღლებს რომ აჭმევდი,ალბათ ზუსტად მაშინ შემიყვარდი.დაგკაწრეს,მაგრამ ჩხუბის მაგივრად მოფერება დაუწყე.რა ვქნა,მაგდა?გულს ვერ ვუბრძანებ. -იცი როგორ მეშინია?-ცრემლიანი თვალები მოარიდა ბიჭს.-გაზრდის სულ მეშინოდა,ახლა ერთიანად გავიზარდე და ეს უფრო მაშინებს.გათხოვებისაც სულ მეშინოდა,დედა ამბობდა,მამაშენისნაირს არ გაჰყვეო,მე რა ვიცი შენ როგორი ხარ,თორნიკე?-ყველა შიში ერთიანად გაუცოცხლდა სხეულში,ერთიანად მიხვდა თორნიკეც მის ყველა ტკივილს და დარდს.იქვე ფანჯარასთან მდგომი ლოლიტა საწოლზე დაწვა.თითქოს მასაც ეტკინა მაგდას აღიარება.ემბრიონის ფორმაში დაწვა და უხმოდ ატირდა... -მაგდა.-მასთან ახლოს მიიწია თორნიკე.-შემომხედე.-ნიკაპზე თითები მოკიდა და თავი შეაბრუნებინა.-შენ ძალიან კარგად იცი ვინც ვარ,როგორიც ვარ.განა მე შენ რამეს გაწყენინებ? -უკვე მაწყენინე,ამიტომ უფრო მეშინია. -უთავმოყვარეო კაცი ვიქნები ახლა მე შენ რამეს რომ დაგპირდე?-მიეფერა ჩამოშლილ თმაზე.-მაინც დაგპირდები.-ხელები დაუკოცნა მის წინ მჯდომს.თავადაც ამღვრეოდა თვალები.-ვიცი დედას ვერ შეგიცვლის,მაგრამ დედაჩემი ძალიან კარგი ქალია.ვერც მამას შეგიცვლის მამაჩემი,მაგრამ იცი რანაირია?!სულს მოგცემს თუ დაგჭირდება.ჩემი ძმა...ცხოვრებაში პირველად მომხვდა მისი ხელი და ეგეც შენი გულისთვის.თუ აგატირებ არ დამინდობს,ალბათ თავს წამაცლის და ბოლომდე შენ დაგიცავს...ლოლიტაც ხომ გაიცანი.-გაეღიმა უნებურად.-დასავით არის ჩემთვის,შენთვისაც დასავით იქნება.სულ შეგეძლება მისი იმედი გქონდეს.ოჯახს გთავაზობ,მაგდა.ისეთს არა ოღონდ,რომლისაც გეშინია.-ლოყაზე ჩამოღვრილი ცრემლები ცერებით შეუმშრალა.-ისეთს,როგორიც დედას და მამას აქვთ,სიყვარულით და პატივისცემით სავსეს. -მომეცი უფლება შეგეჩვიო,გაგიცნო... -რამდენი დროც დაგჭირდება,იმდენი გექნება.-ისეთი მშვიდი იყო იმ წამს თორნიკე...ოღონდ ხელი არ ეკრა მისთვის და ყველაფერს გადაიტანდა.-წამით არ იფიქრო რომ მე შენ გაგიბრაზდები,მაგდა.თუ არ გენდომება,თუ ვერ შემეჩვევი,ვერ შემიყვარებ და წასვლა გენდომება... -და სად წავალ,თორნიკე?-სევდიანად გაეღიმა.-მე იმ სახლში არავინ მელოდება. -ამ სახლში დაგელოდებიან ყოველთვის.-რამდენჯერმე აკოცა ხელის გულზე და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლის დასამალად თავი მიატრიალა.როგორ უნდოდა მაგდას ჰყვარებოდა...-ჩემს ოთახში დაიძინე დღეიდან. -თორნიკე... -არ შემოვალ,არ დავიძინებ მანდ.-თბილად გაუღიმა.-უბრალოდ იქ იყავი,ასე უფრო მშვიდად ვიქნები. -ღამემშვიდობისა.-ფეხზე წამოდგა და ზემოდან დახედა კაცს.თითქოს შენიშნა სუსტი ნათების ფონზე ლოყაზე გაბრწყინებული ცრემლი,მაგრამ ვეღარ თქვა ვერაფერი.განა არ მოსწონდა?თვეებია მასზე გიჟდება და მეტიც,აგიჟებდა ანიასაც მასზე საუბრით,მაგრამ ქორწინება დიდი ნაბიჯია,ამის ეშინოდა. „-არასოდეს გაჰყვე ცოლად გაბრაზებულ კაცს,გესმის?-ოთახში ჩაკეტილს ეჩურჩულებოდა დედა.კარს მიღმა მდგომი ნასვამი მამა ღმერთმა იცის რისთვის აბრახუნებდა კარზე.-თუ გინდა ბედნიერი იყო მისი ოჯახიც გაიცანი,ისეთს არავის გაჰყვე,ვისაც დედა წააქეზებს და შენს თავს აუგად მოიხსენიებს,ვინც აგატირებს,შეგაშინებს... -მამასნაირს არ გავყვები დე.-წამოროშა თერთმეტი წლის მაგდამ.დედის დარიგება სამუდამო იყო მისთვის,ასე მოიკიდა მის გონებაში ფეხი.“ როგორი იყო თორნიკე?ისეთი არა,როგორსაც გაურბოდა,მაგრამ არ უნდოდა ეჩქარა და მერე ენანა გადაწყვეტილება.დრო ჰქონდა და მისი უკეთ გაცნობაც უნდოდა... -შეგიძლია დაიძინო ოთახში,თუ გინდა. -ღამემშვიდობის მაგდა.-გაუღიმა გოგონას და მიახვედრა ამით თავის პასუხსაც.რა უცნაური რამ იყო ცხოვრება.ვამბობთ არასოდეს,მაგრამ ზუსტად იმას ვაკეთებთ,რაზეც თავს ვიგიჟებდით ადრე.მობილური აიღო და ეზოდან ნელი ნაბიჯით გავიდა.ვერ აიტანა მაგდას ცრემლიანი თვალები და აკანკალებული ხელები.მხოლოდ მისი ბედნიერება უნდოდა.უხეშად შეიმშრალა ცრემლები და რიონს მიაშურა... *** ალბათ ამ მდინარეს,ამ ნაპირს,ხეებს და ბალახს ყველაზე მეტი დარდი უნახავთ სოფელში.ლოლიტაც ხშირად გარბოდა აქ,თორნიკეც.ყველაფერთან ერთად კოსტაც ჯდებოდა აქ საათობით.ლამის მილხანების ადგილი ყოფილა.ყველას ტკივილი გაუგონია,წაუღია და შორს გაუფანტავს,მაგრამ შვებას ვერცერთი გრძნობდა.თორნიკე მილხანის სიყვარულის ცრემლებიც იხილა მდინარემ.გამწარებული ისროდა ქვებს მის ზედაპირზე და რამდენიმე ნახტომის მერე ხმაურით ერეოდა მის დინებას.ვერ მოერეოდა ამ ყველაფერს თორნიკე და გული ძალიან ეტკინებოდა,გრძნობდა უკვე... -დიდხანს იდგები მანდ?-ძმას გახედა იქვე ახლოს რომ დამდგარიყო და ჩუმად უმზერდა.მისვლა ვერ გაებედა.არ იცოდა რა უნდა ეთქვა და როგორ ენუგეშებინა. -როგორ ხარ?-იკითხა ბოლოს. -ასე მგონია მთელი სოფლის სიმძიმე მე დამაწვა მხრებზე.-კიდევ ერთი ქვა გაისროლა და საბოლოოდ წამოწვა ბალახზე.თითქოს ვეღარ ერეოდა საკუთარ სხეულს. -ელაპარაკე?-მის გვერდით დაიკავა ადგილი კაცმა. -ველაპარაკე და ბევრი ისეთიც მოვისმინე,რისი მოსმენაც არ მინდოდა. -მაინც? -ჩემი ცუდი ქმრობის ეშინია.-ამოიხრიალა ღონემიხდილმა. -მაგან შეგაშინა? -არ ვუყვარვარ და მაგან შემაშინა. -არც მე ვუყვარვარ ჩემს ცოლს.-მშვიდად ჩაილაპარაკა კოსტამ,ერთ ღერს გაუკიდა და თორნიკესაც გადააწოდა. -შენ ხომ არ მოგიტაცებია,სხვამ მოიტაცა შენთვის.მე ჩემი ნებით გავაკეთე,მეგონა ვეხმარებოდი და მემგონი უარესი გავაკეთე. -მომისმინე.-ღრმად ჩაისუნთქა კვამლი და ამღვრეულ თვალებში ჩახედა ძმას.-მე შენი ცუდი ქმრობის არ მეშინია.მე იმის მეშინია,რაც შენ გაშინებს.მაგდას უსიყვარულობა და შენი დაბნეული,ჩამქრალი თვალები...სიყვარულს სხვანაირად უყურებთ ახლა,გგონიათ ერთი ნახვით მოდის,ერთი კარგი საქციელით იზომება...სიყვარული იცი როგორი რამ არის ბიჭო?დაგანარცხებს მიწაზე,სიცოცხლის ხალისს წაგართმევს,მერე ცისკენ წაგიყვანს და ისევ მიწაზე დაგაგდებს.არასწორ ადამიანს თუ გაუღე გული საერთოდ დაღუპული ხარ.შენ გჯერა რომ მაგდა სწორი ადამიანია და ღირს მის გამო მიწაზე დაცემა? -მგონია რომ მის გამო სიკვდილიც მიღირს. -გგონია თუ გიღირს? -მიღირს.-უპასუხა დაუფიქრებლად. -სწორად გათვალე ნაბიჯები,სწორად მიუდექი,აჩვენე ვინ ხარ რეალურად და მის სიყვარულსაც დაიმსახურებ.არ არის შენს მიმართ გულგრილი,მაგრამ რთულია მისთვის,უნდა გაუგო. -შენი ნახევარი კაცი არ ვარ,შენ თუ ვერ შეაყვარე თავი ცოლს,მე საერთოდ თავს უნდა ვიკლავდე ახლა.-სუსტ წერტილში დაარტყა მოულოდნელად.-ცუდად არ გეუბნები კოსტა,მაგრამ შენი კაცობა თუ არ გშველის,შენი ადამიანობა და ღირსება...მაინც თუ არ უყვარხარ ცოლს...მე რისი იმედი უნდა მქონდეს? -მე რას მედრები ბიჭო?მე ჩემი წილი დაშავებული მაქვს ლოლიტასთან.ჩემი წილი ვაწყენინე და შედეგებს ვიმკი ახლა.შენგან განსხვავებით მე ძალიან ცუდად დავიწყე მასთან და იმის მაგივრად დამეცვა და გვერდში დავდგომოდი მივატოვე...შევატოვე აქაურობას,უცხო ოჯახს,ხალხს და აქაურ ზამთარს. -მერე დანებდები და გაუშვებ? -ხომ არ დავაბამ ბიჭო?წასვლა უნდა. -აბა ოჯახი ყველაზე წმინდააო?ჯვარს ერთხელ იწერენ და იმ ქალთან ბერდებიანო? -მე გამონაკლისი ვარ როგორც ჩანს.-სევდიანად ამოილაპარაკა.-ამიტომაც გეუბნები კარგად დაფიქრდი რა გინდა,მერე ჩემსავით არ გაიჭედო. -შენზე ხშირად ლაპარაკობდა ნინესთან. -ვიცი,მოსმენილი მაქვს.-ჩაეცინა.-მინდა ბედნიერი იყოს. -სხვას რომ გაჰყვეს ცოლად,არ გაბრაზდები? -რა გინდა ბიჭო? -მე სხვას ჩემს რძლად არ მივიღებ.ლოლიტაზე მეტი ვერ იქნება ვერცერთი.-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი კაცმა,კიდევ ერთ ღერს გაუკიდა.დადუმებულ ძმას მაინც არ მოუსვენა...-საერთოდ არაფერს გრძნობ მის მიმართ კოსტა?არაფერია ისეთი,რაც მისთვის ბრძოლას გაიძულებს? -ადექი,სახლში წავიდეთ.-ზურგზე ხელი დაჰკრა ძმას. -ცოლის გვერდით დაიძინებ დღეს,შენც გაიაზრე რამდენს დაკარგავ მისი გაშვებით... სოფლის გზას ფეხით გაუყვა ორივე.სახლისკენ მიმავალს ხმა არ ამოუღია არცერთს.თითქოს ბრძოლა იყო მათ გონებაში.ორივე დიდი წნეხის ქვეშ იყო და საუბარი აღარცერთს სურდა. კოსტას თავისი ლოლიტა და თორნიკეს თავისი მაგდა ჰყავდა შესანარჩუნებელი... *** გვიან ღამით დაბრუნდა სახლში მილხანი.თორნიკეს გაყოლა თვალი სახლში რომ შევიდა და მხოლოდ მერე მიაშურა კიბეებს.მისდა გასაკვირად ეღვიძა ლოლიტას,გარეთ იჯდა,საქანელა სკამზე მოეკეცა ფეხები და რიტმულად ირხეოდა.ბოლო დროს ჩაფიქრებული იყო სულ.თითქოს ამ პლანეტაზე არ იყო მისი გონება.რაღაც აწუხებდა და ეს რაღაც შიგნიდან ჭამდა.ალბათ მალე ბოლოსაც მოუღებდა... -რატომ არ გძინავს?-ფიქრებიდან გამოიყვანა მისმა ხმამ. -ვერ დავიძინე. -ცუდად ხომ არ ხარ? -არა,უბრალოდ არ მეძინება. -გრილა ლოლიტა,დაწექი მიდი.-გაყინულ მუხლებზე მიეფერა თითებით.-შედი შიგნით. -ასე ძალიან რატომ გაბრაზდი?-მიანიშნა დილანდელ ინციდენტზე. -შენ იცი რატომაც გავბრაზდი.-სიგარეტს გაუკიდა მშვიდად.-ზედმეტის უფლებას აძლევდა თავს. -ყველას ასე უნდა დაერიო? -რა გინდა?-წარბები შეჭმუხნა კაცმა. -დაჯომ დარეკა,უკვე მეასედ.-ამოილაპარაკა ძლივს.-კოსტამ მითხრა ჩამოვალთ ამ დღეებშიო,მართლა? -არ ვიცოდი სხვა რა მეთქვა.ექვსი წელია არ მინახავს,მოხუცია.-თბილი მზერა მიაპყრო გოგონას.-არ წამომყვები? -ეგ არ მითქვამს. -მაშინ რა პრობლემაა? -არაფერი.-თავი მძიმედ გააქნია და საზურგეს მიეყრდნო. -ჯვრისწერის მერე წავიდეთ. -თორნიკე და მაგდა ჯვარს არ დაიწერენ.-მიახალა მოურიდებლად და კაცის გაკვირვებულ მზერას თავისი მტკიცე შეაგება. -აბა რას აპირებენ?-სასაცილოდ არ ეყო. -მაგდა არ უნდა გათხოვდეს ჭკვიანურად თუ მოიქცევა.-მოკლედ მოუჭრა ქმარს.-თბილისში წამოვა ჩემთან ერთად. -რას მელაპარაკები?-გვერდით ჩამოუჯდა.-ეგ სისულელე შენ უთხარი? -სისულელე არ არის,გოგოს გათხოვება არ უნდა. -მერე აქ სასტუმროა,ლოლიტა?-ხმაში სიმკაცრე შეერია კაცს.-პირდაპირ ეთქვა არ მინდაო და მორჩა,წასულიყო და ესწავლა. -ეგეთი მარტივი გგონია? -ვერ დარჩება ამ სახლში სტუმრის სტატუსით. -ვითომ ჩემი დაქალია. -შენ საკუთარი თავი რომ გედარდება მხოლოდ და ქალების უფლებების დამცველი გამოხვედი გავიგე,მაგრამ იქნებ სხვა მხარესაც გაიხედო?ოჯახია ეს ლოლიტა,რომელზეც ილაპარაკებენ.მე მ*იდია,მაგრამ დედაჩემზე და მამაჩემზე ილაპარაკებენ ბევრს და მაგას არ მოვითმენ.-სუსხიანი ხმით ამოილაპარაკა და ქალის ყურადღებაც მიიპყრო.-ჯერ იტყვიან კოსტას გაექცა ცოლიო,მერე თორნიკეს ერთ თვეშიო.არაა სახუმარო ამბავი,ქორწინება რამხელა პასუხისმგელობაა იცი? -ვიცი,კონსტანტინე!შენგან განსხვავებით მე აქ ვიყავი და ყოველდღე მესმოდა ეგ ამბავი.ყველა მხრიდან მეჩიჩინებოდნენ,მიმტკიცებდნენ და მარიგებდნენ,მაგრამ რა აზრი ჰქონდა?მე მასწავლეს რას ნიშნავდა ოჯახი.იმას არა,რაც დედას და მამას ჰქონდათ,ღალატითა და ჩხუბით სავსე ცხოვრება,არამედ პატივისცემა და სიყვარული.ამიტომაც მეშინოდა ასე ძალიან აქ დარჩენის,მე ხომ არცერთს ვგრძნობდი შენს მიმართ და შენც ანალოგიურად. -ისევ მაგას უბრუნდები?-ჩაეცინა და ერთ ღერს გაუკიდა.-სულ გამიბრაზდები არა? -ახლა რატომ მიგყავარ დაჯოსთან? -არ მინდა ინერვიულოს,ვნახოთ რამდენიმე დღით.არაა აუცილებელი ყველამ იცოდეს ჩემი დანგრეული ოჯახის შესახებ. -ოჯახი ისედაც არ გქონია.-ვერ გააჩერა ენა მაინც.-ამიტომ ვერც დაგენგრევა. -მოდი გულახდილად მითხარი.-თვალებში ჩააცქერდა.-გინდოდა რომ დავრჩენილიყავი? -რა?-ელდა ეცა კითხვის მოსმენისას. -გაბრაზებული კი ხარ,მაგრამ კარგად დაფიქრდი აბა,გინდოდა ჩემი აქ ყოფნა?გინდოდა რომ ქმრის გვერდით გძინებოდა ყოველდღე და თავისუფლად ვერ გესუნთქა? -გგონია თავისუფლად ვსუნთქავდი უშენოდ?-ჩაეცინა ირონიულად.-აქ ყოველი ჰაერის ჩასუნთქვა მტკივა,კოსტა.-მკერდზე მიიდო ხელი.-ყოველი მომატებული დღე,თვე თუ წელი მტკივა.დაკარგული თინეიჯერობა მტკივა,ის სილაღე და სიმშვიდე,რომელიც გიალომ წამართვა. -ეგეც ჩემი ბრალია?-მძიმედ ჩაისუნთქა მთიდან მონაბერი ჰაერი.-მე ვერც აქ ყოფნით დაგეხმარებოდი. -შენგან რა მწყინს იცი?წასვლას ჩემით რომ ამართლებ და არა იმით,რაც გიალოს მიმართ გქონდა გულში.შენ უბრალოდ მიზეზი გინდოდა რომ მისთვის ზურგი გექცია და გაგეთელა მისი ოჯახის უფროსობა.გაკვეთილი ხომ ასწავლე... -ეგრე გგონია?-სევდამ მოიცვა მისი ხმა.-გგონია სახლიდან იმიტომ წავედი რომ პაპაჩემს გავექეცი?რუსულ ზამთარს იმიტომ შევეგებე რომ იქ მომწონდა?-ნამწვი საფერფლეში მოსრისა და მთელი სხეულით მისკენ შებრუნდა.-მე გიალოს ისედაც შევაქცევდი ზურგს,ქალაქში ვაპირებდი გადასვლას,მაგრამ მერე მომხდარს ვეღარ მოვერიე და ამიტომ წავედი.შენი ამბავი ბოლო წვეთი იყო ჩემთვის,შენამდეც ბევრ საზიზღრობას მიკეთებდა. -შენ ოჯახის უღელს ვერ... -არ გამიბედო!-ხელი აუწია გასაჩუმებლად.-შენ არ მიცნობ და არ თქვა ისეთი რამ,რაც სანანებელი გაგიხდება.-ხმის ამოღება ვეღარ გაბედა გოგონამ.-ჩემთვის ოჯახი ყველაზე წმინდა რამ არის ამ ქვეყანაზე.მხოლოდ შენ კი არ გასწავლეს მისი სიწმინდე.ჩემთვის ჯვრისწერაც ერთხელ ხდება,მეორე და მესამე ამბავს არ ვცნობ.გიყვარდება ერთხელ,ცოლი მოგყავს ერთხელ და შვილებიც გყავს ერთი ქალისგან,სხვისკენ არ იყურები,სხვას არ ეკარები.აი ამას მასწავლიდა მამაჩემი!ოჯახს რომ ქმნი მზად ხარ ყველა პასუხისმგელობისთვის.ფინანსურია თუ ემოციურია,მყარად უნდა დადგე და მეორე ნახევარს დაცემა არ დაანებო.მე მზად ვიყავი ყველაფრისთვის,არც გიალოს მივცემდი შენთვის ზედმეტის თქმის უფლებას და არც თამარას,მაგრამ წარმოიდგინე შენი თავი ჩემს ადგილას.რა ნამუსით უნდა დამეძინა თუნდაც ერთი ღამე შენს გვერდით?მოსაკლავი ვიქნებოდი ლოლიტა.დიდი გოგო ხარ უკვე,წარმოიდგინე აბა. -ანუ რა,სამუდამოდ ჩემს გვერდით წარმოგედგინა ცხოვრება? -არ წარმომედგინა,მაგრამ რადგან ჩემი ცოლი იყავი ასე იქნებოდა,თუმცა გარემოებებმა სხვანაირად განაპირობა ყველაფერი. -ჰო,მერე დაივიწყე ცოლიც,ოჯახიც და მიაშურე რუსეთს,სადაც ღმერთმა იცის რა გააკეთე.-ბრაზი შეერია ხმაში. -ნეტავ სიმართლისთვის თვალის გასწორება შეგეძლოს.თქვა რომ უფრო ბედნიერი იყავი ჩემი წასვლით და მეტი თავისუფლება გქონდა. -შენ თუ გგონია თამარას ვერ ვითრევდი თმებით,როცა აქ იქნებოდი ძალიან ცდები.-თავი გადააქნია ქალმა. -კარგად დაფიქრდი,აქაც იმას გრძნობ,რასაც ყველას უმტკიცებ ლოლიტა?-მკერდზე შეახო საჩვენებელი თითი. -რა თქმა უნდა!-ამაყად განუცხადა. -პატარა ლოლაც გეთანხმება?-ჩაეცინა უნებურად.გაკვირვებული მზერა მიაპყრო გოგონამ.სულ დაიბნა და გონებაც გაეთიშა.იყო თუ არა ქმრის გარეშე უკეთესად?ყველასთან ბრძოლა მარტოს მოუწია,ყველა განუდგა და გალანძღა,მაგრამ ერთი მაინც დარჩა,საკუთარი თავი.ისწავლა როგორ უნდა გადარჩენილიყო,როგორ მდგარიყო ფეხზე.ყველაფრის მიუხედავად ჰქონდა თინეიჯერობის წლები და ცხოვრება,რომელიც მამასთან და ბაბუასთან არასოდეს ექნებოდა,რადგან სხვანაირები იყვნენ.მამასთან ტონს ვერ აუწევდა,მარჯვენა სულ შემართული ჰქონდა დასარტყმელად.ბაბუაც ასე.აქ მეტი თავისუფლება ჰქონდა,იმაზე მეტი ადამიანობა ნახა ბოლო ექვს წელში,რაც ოჯახში ბოლო თექვსმეტი წლის განმავლობაში ენახა.სიყვარულიც სხვანაირი იცოდნენ აქ და მეგობრობაც.იყო გაჭირვება,ტკივილი,მაგრამ იყო ამასთანავე რაღაც უკეთესი.რეალურად რომ ეფიქრა,კოსტამ მას თავისი წასვლით სივრცე და თავისუფლება აჩუქა.თავად არ იცოდა,მაგრამ წასვლამდე სასტუმროში რჩებოდა და ბევრს ფიქრობდა რა იქნებოდა მისთვის უკეთესი,მხოლოდ შემდეგ მიაშურა მოსკოვს და ძველ მეგობარს,თუმცა არა ამდენი წლით. ჩამოდიოდა... არავინ იცოდა,მაგრამ ხანდახან აქაც კი იყო.გული ვერ უთმენდა,დედას უყურებდა შორიდან,ჩახუტება უნდოდა,მაგრამ მისვლას ვერ ბედავდა.მამასაც ხედავდა,როგორ შრომობდა თავისი ოჯახისთვის.რამდენჯერმე ცოლსაც მოჰკრა თვალი,აივანზე მჯდომს მუხლებზე წიგნი რომ დაედო და ყავას შეექცეოდა. მის მეთვრამეტე დაბადებისდღეზე დაბრუნდა პირველად.კლასელები დააპატიჟებინა რესტორანში მამამისს,ყველაფრის ფული თავად გადაიხადა.ახლაც ახსოვს როგორი ბედნიერი იყო მაშინ.კოსტა გვერდით რომ ჰყოლოდა ასეთი აღარ იქნებოდა... -მე შენთან ერთად უფრო თავისუფალი ვიქნებოდი,თუ ნორმალური ურთიერთობა გვექნებოდა.-მეტი ვერაფერი მოიფიქრა საპასუხოდ.თვალი მოარიდა,არ შეეძლო მისთვის ყურება. -ნეტავ თავად გჯეროდეს მაგის.-მისი ხელი თავისაში მოიქცია და ნაზად მიეფერა თითებით.-მე იმ დროს სწორად მოვიქეცი.შეიძლება ექვსი წელი ბევრი იყო,მაგრამ შენ ჩემთვის გამოსწორების საშუალება რომ მოგეცა... -ნუ მაფიქრებინებ რომ ჩემი გაშვება გადაიფიქრე. -არა.მე უბრალოდ იმას გიხსნი რისთვისაც ჩამოვედი.შენი გულისთვის ლოლიტა,მინდოდა გვეცადა და შენი ღირსი კაცი ვყოფილიყავი.ახლა ზრდასრული ხარ,იცი რა გინდა ცხოვრებისგან და გადაწყვეტილების მიღებასაც შეძლებ.მე მოვისმინე შენი ყველა სიტყვა,შენი ყველა ემოცია შევისწავლე და მივხვდი მხოლოდ იმას რომ იმპულსურია შენი წასვლა.შენ გიყვარს ეს ოჯახი.დედაჩემს დედასავით უყურებ,მამაჩემში მამას ხედავ...თორნიკე ძმასავით გიყვარს,ამიტომაც გწყინს მისგან ამდენი.ეს სოფელიც გიყვარს,აქაური მთის სურნელიც და წვიმაც კი ასე ხშირად რომ სტუმრობს ამ მხარეს.გაბრაზებული და ნაწყენი ხარ ჩემზე,რადგან დაგტოვე.მიტოვებული ქალის როლი გხვდა წილად და ეგ შეურაცხყოფა ვერ მოინელე.სიმართლე რომ ითქვას ჩემი აქ დარჩენით ნაკლები პრობლემა შეიქმნებოდა.ალბათ შევძლებდით ერთმანეთის გაგებას.მეგობრობით დავიწყებდით და მერე ალბათ შეგვიყვარდებოდა ერთმანეთიც.-გაეღიმა კაცს და სახე მიატრიალებინა.მის თვალებს გადაატარა თითები.-ეს თვალებიც არ დაკარგავდა იმ სიმწვანეს სიცოცხლეს რომ ყვიროდა პირველი შეხვედრისას.არც დედას დაკარგავდი,არც მამას...ვერც თამარა დაგიშავებდა ამდენს...-ცერით შეუმშრალა ლოყაზე ჩამოღვრილი თბილი სითხე.-მაგრამ შენ რას დაკარგავდი იაზრებ?საკუთარი თავი არ გეყოლებოდა.შენ იქნებოდი ქმრის ზურგს ამოფარებული გოგო,რომელსაც საკუთარი თავისთვის ბრძოლა არ შეუძლია,შენ კი ეს არ მოგიხდებოდა...ალბათ უკვე შვილიც გვეყოლებოდა და... -გთხოვ,გეყოფა...-ვედრებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.-აღარ მინდა ამის მოსმენა,წარსულია! -არ არის წარსული,რადგან სულ თავს დაგტრიალებს ეს ამბავი.-მის ფერებას არ წყვეტდა კაცი.-რატომ არ მაძლევ შანსს?იქნებ შემიძლია შენი ღირსი ვიყო. -რადგან მე წასვლას ვაპირებ და... -არც მე ვაპირებ აქ დარჩენას,თბილისში გადავდივარ,ისწავლი და დრო გექნება ჩემს გასაცნობადაც. -და თუ არ მინდა? -არ გაძალებ,უბრალოდ გთხოვ რომ დაფიქრდე.-გადაიხარა მისკენ და მოშიშვლებულ მხარზე თბილად აკოცა.-დაფიქრდი რამდენი რამის დაკარგვა მოგიწევს.იქნებ არც არის დასაკარგი,იქნებ შეგიძლია ყველაფერი ერთად გქონდეს. -შენ რომ მე ამ ყველაფრისთვის არ გაგემეტებინე...-უხეშად შეიმშრალა ცრემლები.-შენ რომ ჩემგან არ გაქცეულიყავი დღეს მე ისეთი ცოლი ვიქნებოდი რომლის გვერდითაც ამაყად დადგებოდი.ქალი ვიქნებოდი,რომელსაც დედისთვის დაბადებისდღის მილოცვა შეეძლებოდა და სურვილებს ქარს არ გაატანდა.გამოსასწორებლად დაბრუნდი,მაგრამ არაფერია,რისი გამოსწორებაც შეგიძლია კოსტა. -და შენ ისევ არ გესმის ჩემი.-დანანებით გააქნია თავი და ფეხზე წამოდგა.-შიგნით შედი,გრილა. -ჰო,სხვა არც არაფერი დარჩა სათქმელი.-ამოილაპარაკა უფრო თავისთვის და ზურგი აქცია,ალბათ ამაღამ მართლაც ბევრ რამეზე მოუწევდა ფიქრი. სველ ბალიშზე ედო თავი და ვერაფრით მშვიდდებოდა.ყოველი დედის დაბადებისდღე ასეთი იყო მისთვის.თითქოს ყველაფერი დაკარგა,არავინ ჰყავდა და აღარაფერი ჰქონდა ცხოვრებაში.ახლა კოსტასთან საუბარიც დაემატა.გაიაზრა ამ სახლში როგორც სტუმარი ისე ვერ დაბრუნდებოდა და ვერც მათ ნახვას შეძლებდა.მისი წასვლით ეს ისტორიაც დამთავრდებოდა და უკან ვეღარ დაბრუნდებოდა.აეტირა უფრო მეტად,ვიდრე მანამდე.არ იყო მზად ამ ხალხის დასაკარგად... გაიგო როგორ მიუწვა გვერდით ქმარი,მისგან ზურგით.როგორც ყოველთვის არ აწუხებდა,მაგრამ არ მოუთმინა გულმა.ესმოდა ცოლის გახშირებული სუნთქვა,ხანდახან რომ სრუტუნებდა და მაჯით იწმენდდა თვალებს.გადაბრუნდა მისკენ.რამდენიმე წამს კიდევ უყურა.მათ შორის ჩადებული ბალიში იატაკზე მოისროლა და ხელი მოხვია რომ თავისკენ გადაებრუნებინა.სუსტი ნათების ფონზე ძლივს გაარჩია მისი ნაკვთები,ამღვრეული თვალები და სველი სახე. -გამიშვი!-გაიბრძოლა მაინც,არ უნდოდა ასეთი ენახა. -რა დაგემართა?-სახიდან ლოყებზე დაკრული თმა გადაუწია.-რატომ ტირი?მე გაწყენინე? -არა.-ძლივს ამოთქვა და ლამის დაახრჩო ამ ერთმა სიტყვამაც.სუნთქვაც კი უჭირდა,ზუსტად ის მონატრების ტკივილი უტევდა აქამდე რომ არ უგრძვნია.გრძნობდა ახლა ყველაფერი გამოეცლებოდა ხელიდან. -დედის გამო ტირი?-არ მოეშვა მაინც.-გენატრება არა? -შენ არ გენატრებოდა ლალი?-პატარა ბავშვივით ამოთქვა და ცრემლები შეიმშრალა.-გამიშვი,სახეს ჩამოვიბან. -როგორი პატარა ხარ ლოლიტა.-ხელის გაშვება ვერ გაუბედა,პირიქით,ძლიერად მოხვია და მკერდზე აიკრო მთელი სხეულით.-რატომ არ ელაპარაკები დედას? -ხომ იცი რატომაც... -მე ის ვიცი რომ მშობლებიც უშვებენ შეცდომებს. -შეცდომასაც გააჩნია. -არ გინდა ნახო და დაელაპარაკო? -სახლიდან რომ წახვედი მეც მინდოდა აქედან წასვლა.-სლუკუნებდა საუბრის პარალელურად.-ქმარმა მიმატოვა,იქ ვისთან დავრჩე-მეთქი დავიწუწუნე,მეზობლები ილაპარაკებენ,უკან ვერ დაბრუნდებიო.გადაუვლის შენს ქმარს და მოვაო.ეგაა შენი ოჯახი და ნუ გამაბრაზებ,ლოლიტა.მეზობლებს არ გააგებინო და ქმარი რომ დაბრუნდება კარგი ცოლი იყავიო...სახლში არ მიმიღო დედამ,უკან გამომაბრუნა.მაგის მერე მე იქ აღარ ვყოფილვარ. -ხალხი ხომ იცი როგორია,სულ... -მე ჩემს შვილს არასოდეს არავის დავუტოვებ!ვისთან ეძინა,მეზობლები რას იტყვიან,სულ არ დავინტერესდები.ჩემი შვილი თუ უნდა გაუბედურდეს რად მინდა ეგეთი ცხოვრება მისთვის? -ნუ ტირი,გთხოვ.-ისევ შეუმშრალა ცრემლები.-რატომ არ მითხარი ერთხელ მაინც?მოგეწერა,დაგერეკა ჩემთვის... -შენ რატომ არ მომწერე ერთხელ მაინც?რატომ არ დაინტერესდი როგორ ვიყავი? -მე სულ გკითხულობდი,სულ ვიცოდი შენი ამბავი,მაგრამ რეალურად ყველა მიმალავდა თურმე...მაპატიე ეგ ექვსი წელი,შენი მიტოვება... -ნუ მელაპარაკები,უფრო ცუდად ვხდები.-მკერდზე მიაყრდნო თავი.ახლა ერთადერთი უსაფრთხო ადგილი იყო მისთვის... როგორ უნდოდა მისი ცრემლების დაშრობა შესძლებოდა,ალბათ აღარასდროს აატირებდა. ნეტავ მიეცა უფლება,იქნებ გამოსდიოდათ კიდეც რამე. ნეტავ შესძლებოდა მისი საყრდენი ყოფილიყო,თუმცა მიზეზი უნდა მიეცა ნდობის. ნეტავ ღმერთი მას გზას აჩვენებდეს, ასე დაბნეული რომ არ იყოს. ნეტავ მომავალი მის თავს უქადდეს და მის თანამგზავრად დააბეროს. მისი ცრემლები სტკიოდა კოსტას,პირველად ცხოვრებაში ალბათ არ სტკენია აქამდე არცერთი ქალის ცრემლი ასე.იცოდა რომ ძალიან გაამწარეს,დაჩაგრეს და ლამის გატეხეს კიდეც.თითქოს ისევ თექვსმეტი წლის ბავშვი იყო ოჯახს რომ მოწყვიტეს და დედის კალთას მოაშორეს.ისევ ის ლოლიტა იყო პირველად რომ ნახა,მაგრამ უფრო ძლიერი. მის მკლავებში ჩაეძინა როგორც იქნა,მაგრამ კოსტამ მაინც ვერ მოისვენა. დაათენდა ღებს და დაათენდა მასაც ფიქრებში გართულს. როგორი რთული იყო მისთვის ცოლის ცრემლები. მერე რა რომ მას არ ეკუთვნოდა და მას არ აუტირებია. რომ ვერ კურნავდა ეს ებჯინებოდა ყელში და ლამის ახრჩობდა უხილავი ხელებით. უცნაურად სუსტად გრძნობდა თავს. ასუსტებდა ცოლის ცრემლები,მისი ტკივილი... კოსტას მართლა საკუთრივ სერიოზულად მიუღია ეს ქორწინება,ამიტომაც იყო ასეთი რთული მისთვის... *** რამდენიმე დღე ფაქტობრივად არ უნახავს ქმარი.ერთ საღამოს საერთოდ აღარც კი მივიდა სახლში.ვერ დაიძინა,რატომღაც იჯდა და ელოდებოდა.ინტერესი ჰკლავდა სად იყო და ღამე რატომ არ დაბრუნდა.მიხვდა რაშიც იყო საქმე,მისი დაგვიანებული დაბრუნებიდან,საერთოდ არ დაბრუნებამდე ერთი ნაბიჯი იყო და აი ისიც. რამ გააბრაზა ასე თვითონაც არ იცოდა,მაგრამ ლამის ბრაზისგან აფეთქდა დილაუთენია რომ შეაღო ოთახის კარი და პირდაპირ სააბაზანოს მიაშურა.ასე იქცეოდა მამაც,მერე უდარდელად მიუწვებოდა დედას და ვითომც არაფერი მომხდარაო ახალ დღეს იწყებდა.მის გამოსვლამდე გამოიცვალა ტანსაცმელი,საწოლი აალაგა და ქვედა სააბაზანოს მიაშურა.არ უნდოდა ახლა მისი ცალკე ნახვა.ალბათ ჩაარტყამდა თავში რამეს და მართლა დღესვე მიაშურებდა ქალაქს. -ლოლიტა.-არ მოეშვა მაინც.პირდაპირ მის გზას მიაშურა და იპოვნა კიდეც. -რა გინდა?-მიუგდო უკმეხად.გაკვირვებულმა გადახედა ლალიმ.იქ მაგდა აიწურა თავისთვის. -ჩაალაგე,რაც გჭირდება.რამდენიმე დღე არ ვიქნებით. -რატო შვილო?-ჩაერია ლალი. -დაჯოსთან მივდივართ. -ოჯახის სიწმინდე უნდა დაიცვა?-ირონია არ დააკლო ქმარს.-მარტო რომ წახვიდე და მოესიყვარულო ბებიას არ გინდა? -ცოლის გარეშე არ მიგიღებო.-ჩაეცინა კაცს.-წამოდი.-ამოიდუდღუნა რაღაც,მაგრამ არ მისწვდა არავის სმენას.ნელა აიარა კიბეები და ოთახში შესულმა პირდაპირ გამოგლიჯა კარადის კარი.-რამდენი დღით ვრჩებით? -შენ გადაწყვიტე. -მე საერთოდ არ მინდა წამოსვლა და შენ შეგიძლია ჩემს თბილისში წასვლამდე დარჩე. -ამ დილაუთენია რამდენს ლაპარაკობ?-წარბაწევით გადახედა ცოლს.-რამ გაგაბრაზა? -არ ვარ გაბრაზებული!-უხეშად ჩაყარა ჩანთაში ტანსაცმელი. -აბა ტანსაცმელმა დაგიშავა რამე? -ჩაალაგეო და ვალაგებ,გინდა სხვაც რამე? -ეგ ტონი მოიშორე!-კბილებში გამოსცრა ქალს.-რა პრობლემა გაქვს? -მოვდივარ,სხვაც გინდა რამე? -რანაირი ხასიათი გაქვს.-თავი მძიმედ გააქნია კაცმა.-ქვემოთ დაგელოდები,ჩანთაზე დამიძახე და წავიღებ. -ვის რაში სჭირდება შენი დახმარება.-ზურგს უკან დაემანჭა კაცს და ჩალაგება განაგრძო.მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ის ქალი ნანახი.ეფერებოდა,ლოყებს უკოცნიდა,ნატრობდა მათ ერთად ხილვას და როგორც იქნა დაადგებოდა საშველი.მისი წყენინება არ უნდოდა და ამიტომ მიდიოდა,თორემ კოსტა სულაც არ ედარდებოდა... თავადვე ჩაიტანა ჩანთა ქვემოთ და მანქანაში ჩააგდო.ყავის დასალევად სახლში შესულ ქმარს თავზე წამოადგა და ისევ უცნაური მზერა ესროლა. -კოსტა შვილო.-დაიწყო პაატამ.-წამოდი გარეთ დავლიოთ ყავა,თან სალაპარაკო მაქვს. -მშვიდობაა მამაჩემო? -წამო.-თავით ანიშნა და ოთახიდან გაიყვანა.ეზოში გასული ხის კუნძზე ჩამოჯდა და შვილს მიაპყრო ნაწყენი თვალები. -რაიყო?!-იუკადრისა მამის მზერა. -ორი შვილი მყავს,ორივე ბიჭი და ორივე ჭკუიდან გადასვლას მაიძულებს...ეგეთ კაცებად გაგზარდეთ? -რა გინდა?-მართლა ვერ მიუხვდა. -იქ,რუსეთში რომ წახვედი და შეგვატოვე ბავშვი არაფერი გითხარი.-დაიწყო ცივად.თითქოს დაუარა ამ მორიდებამ კოსტასაც და ხმა ვერ ამოიღო.-ექვსი წელი არ მოგიხედავს უკან.გეგონა ფული უშველიდა შენს გაფუჭებულს,მაგრამ არ არის ეგრე.არ გინახავს შენ ეს ბავშვი როგორ ტიროდა შენი გულისთვის.მომავლის გულისთვის,რომელიც წაართვეს.გაიზარდა,დაქალდა...ამხელა გოგოა უკვე.დიდი მიზნები აქვს და მოვკარი ყური რაღაცას,რაც არ მინდა მართალი იყოს.-ჩააცქერდა შვილის თვალებს.თითქოს იქ ეძებდა პასუხებს.-გაყრა უნდა მართლა? -უნდა.-აღარ დაუმალა მამას,კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და გაუკიდა. -მე არასდროს გამიმართლებია მამაჩემი,ვიცი რანაირიც იყო და საერთოდ საუბარსაც არ იმსახურებდა ჩვენგან,მაგრამ არ ვირჩევთ ოჯახს...ჩვენს შემთხვევაში არც ცოლები აგვირჩევია,მაგრამ მე რომ დედაშენი არ მყოლოდა გავგიჟდებოდი ალბათ...აი შენ...შენ ლოლიტა რომ წაგივა ხელიდან მერე გაგიჟდები. -მამა...-ეუცხოვა კაცისგან ასეთი სიტყვები.არასოდეს ყოფილა გულღია მამა.სიყვარულზეც იშვიათი იყო მისგან საუბარი. -ლოლიტასნაირს შენ ვერავის იპოვნი...ვინც არ უნდა მოიყვანო სახლში,ვის გვერდითაც არ უნდა გეძინოს,ვისგანაც არ უნდა გყავდეს შვილები,არ იქნება ამ გოგოს ნახევარიც კი.გგონია ცეზოს ამბავი მარტო შენ იცი?გაგებული მაქვს ყველა ის სიტყვა,რომელიც ცეზომ მას უთხრა და ის პასუხიც მოსმენილი მაქვს,რომელიც მან გასცა...იცი როგორ უყვარს აქაურობა?იცი როგორ უყვარს ყველა?ვერ დამაჯერებ რომ არაფერს გრძნობ,ვერ დამაჯერებ რომ არ გინდა...მე ვიცი შენი ეს გამოხედვა,ვიცი როგორ გტკივა შინაგანად...ჯვარი გაქვთ დაწერილი,ამ ოჯახის შვილია უკვე ექვსი წელია... -წასვლა მინდაო,მე ვერ დავაძალებ... -არ მაიძულო ხელი დაგარტყა გამოსაფხიზლებლად.-თითი დაუქნია გამაფრთხილებლად.-ხომ იწანწალე აქეთ-იქით ეს ექვსი წელი?არ გეყო? -ყველამ მარტო ჩემი წანწალი რატომ დაინახეთ?-მეორე ღერსაც გაუკიდა ნერვებმოშლილმა.-ისე იქცევით თითქოს გასართობად წავედი სახლიდან!16 წლის გოგოს ცოლად ვერ აღვიქვამდი,ვერ დავრჩებოდი მასთან ერთად ოთახში და მაგის გამო დამნაშავე თუ ვარ,დაე ღმერთმა მაგებინოს პასუხი!-ლამის უღრიალა კაცს.-შენი აზრით მე უბრალოდ წავედი და მორჩა?გგონია არ მეფიქრებოდა?შენ მასწავლე რომ ერთხელ უყვარდებათ,ერთხელ მოყავთ ცოლი,ერთხელ იწერენ ჯვარს...გგონია აქ მარტივი იყო ჩემთვის?-გულზე მიიდო ხელი.-იმ ოჯახის დღემდე ვერ გამიგია ლოლიტა რომ დამიტოვა აქ...16 წლის ბავშვი რომ დატოვეს და უკან არ მოუხედავთ...რას ელოდით ჩემგან?მართლა ვერ გამიგია მამა,მითხარი! -მაშინ არაფერს,ახლა ველი შენგან კაცობას და ოჯახის შენარჩუნებას!-გამოსცრა შვილს კბილებში.-არ გაუშვა შენი ცოლი.მიეცი ამ ურთიერთობას შანსი და სცადე გამოვიდეს.მოეშვი მის დაეჭვებას,დაუბარე როდის სად გადიხარ და არ გაბედო მეტად ამ წმინდა კავშირის ღალატი!ეს რა უპატივცემულობაა ბიჭო?-უარესად მოეშალა ნერვები.-ჯერ გვიან ბრუნდებოდი,ახლა სულ აღარ დაბრუნდი სახლში და გამთენიისას მოხვედი.არა გრცხვენია,კოსტა? -რისი უნდა მრცხვენოდეს?-გაიკვირვა სახეწაშლილმა. -ცოლებს არ ღალატობენ ბიჭო!ჩემი შვილი თუ ხარ,კაცურად მოიქეცი,თორემ... -ტაბაწყურში ვიყავი,ლოლიტას მშობლებთან.-გააწყვეტინა კაცს.-ლოლიტას მშობლები ენატრება და მინდა შევარიგო.დედ-მამას ველაპარაკე,დარდიანია ორივე და ელოდებიან. -მაგიტომ არ მოხვედი სახლში? -მახსოვს ყველაფერი,რაც მასწავლე...ოჯახი როგორი წმინდაა ეგეც ვიცი.შენი ყველა დარიგება რომ გავითვალისწინე მაგიტომ წავედი.მე რომ გიალოსი დამეჯერებინა რამე,ისეთი ნაბი*ვარი ვიქნებოდი ექვსი წლის წინ გავიყოფდი მასთან სარეცელს.ყველა ჩემში ნუ ეძებთ ცუდს.არა ვარ მე ცუდი მამაჩემო და შენც ნუ შეგეშინდება.ჩემებურად ვცდილობ ყველაფრის მოგვარებას,მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც შენს რძალს ეკუთვნის შვილად რომ მიგიღია. -მისი ღირსი კაცი იყავი,კოსტა! -ვცდილობ,მეტი რა გავაკეთო?-ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელი.-დამაცადე სუნთქვა.ამაზე მეტი მართლა არ შემიძლია...-ამოიოხრა და წამოდგა კიდეც ფეხზე.დროულად უნდა წასულიყო რომ გზაში არ დაბინდებოდა.-შენ რომ ჩემთვის გეთქვა ლოლიტა რა დღეში იყო აქ,მე მისთვის უფრო ადრე დავბრუნდებოდი!-დაუტოვა მამას სიტყვა და სახლისკენ დაიძრა.ორივეს სტკიოდა,ორივეს თავისი წილი სიმართლე და სადარდებელი ჰქონდა... *** -მაგდა შვილო.-მიუახლოვდა ლალი ჰამაკში მჯდომს. -დიახ.-წამოვარდა უცებ ფეხზე.-დახმარება ხომ არ გჭირდებათ რამეში? -დაჯექი ჩემო ლამაზო.-მიეფერა გოგონას.-ყავა მოგიტანე,ცოტა ვილაპარაკოთ. -მადლობა.-დაიმორცხვა წამსვე. -თორნიკე სანამ არ არის,გამოგიჭირე.-ჩაიცინა ქალმა.-როგორ ხარ? -მადლობა,კარგად.-გაუღიმა როგორც შეეძლო თბილად. -ვერ დაგელაპარაკე ნორმალურად,თორნიკეც ისე გეფარებახოლმე თითქოს შეჭმას გიპირებ.-გაეცინა ისევ.-პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადო. -რას ამბობთ? -მე ასე არ გამიზრდია ჩემი შვილები.-სევდა შეერია ხმაში.-თორნიკე არასოდეს ყოფილა ასეთი,საყვედურს არ გვათქმევინებდა ისეთი ბავშვი იყო...შენ არ იცი მე როგორ მეწყინა და მეტკინა მისი საქციელი.განა ახალია რამე ჩემთვის...მეც ეგრე მომიყვანეს შვილო...ლოლიტაც ეგრე მოიყვანეს...ჩემო ძვირფასო გოგო.-მიეფერა თმაზე.-არ არის ჩემი საქმე,მაგრამ უნდა გკითხო. -გისმენთ. -თქვენობით ნუ მელაპარაკები დედი.-იუკადრისა ქალმა.-ჩემი შვილი ხარ შენც.-სითბო ეღვრებოდა თვალებიდან,ყველანაირად ცდილობდა მისი სიყვარული დაენახა.-გიყვარს შენ ჩემი თორნიკე?თუ ძალით წამოგიყვანა და მხოლოდ იმიტომ დარჩი რომ იმ კაცზე გათხოვება არ გინდოდა არ დაგაქორწინებთ...იყავი ჩვენთან,ჩემი შვილი იქნები ისედაც.ზალას გავტიხრავთ,ზაფხულია ახლა,მოასწრებენ უცებ ბიჭები და ისე იცხოვრე. -რას ამბობთ...ილაპარაკებენ მეზობლები... -შვილო.-მის თითებს ძლიერად ჩაეჭიდა.-მირჩევნია მეზობლებმა ილაპარაკონ,ვიდრე მე კიდევ ერთი დაჩაგრული ქალის ცრემლები ვნახო ამ სახლში.მე და ჩემი ქმარი ვსაუბრობდით ამაზე,ისიც თანახმაა...გაჭირვების ჟამს ხელს არ გკრავს ეს ოჯახი.უბრალოდ თორნიკეც გაითვალისწინე,ნუ მისცემ ტყუილ იმედს,ნუ გაჰყვები ცოლად თუ შორს უნდა იყო მისგან.თუ მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრო რომ გაუგებ ოდესმე და შეგიყვარდება. -მე ვიცნობდი თორნიკეს.-ვერ მოიფიქრა რა ეთქვა სხვა.-მომწონდა... -მოწონება ოჯახს არ აშენებს ჩემო კარგო.-თვალიდან გადმოვარდნილ ცრემლს თითები შეაშველა ქალმა.-ადრე სხვა დრო იყო.32 წლის უკან შემოვედი ამ ოჯახში.1977 წელი იყო,ზამთარი.-იხსენებს ქალი.-გიალომ მომიყვანა,ძალით...ჩემი მამამთილი სხვანაირი კაცი იყო.ვერ გააგებინებდი ვერაფერს,როგორც თვითონ უნდოდა ისე იყო ყველაფერი მისთვის.აბა მაშინ უკან ვინ წამიყვანდა.არც მანახეს მშობლები,ისე გააბრუნეს უკან.პაატა სხვანაირი იყო ძალიან,გაუბრაზდა მამას,მე ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდა.იატაკზე ვაძინებდი საბრალოს.-ორივეს გაეღიმა ერთდროულად.-მერე შემიყვარდა,მაშინ სხვა გზა ისედაც არ იყო...მაგრამ იძულებით შეუღლება ყოველთვის სიყვარულით არ მთავრდება.აი ჩემი კონსტანტინე და ლოლიტა...-ყელში მოწოლილი ბურთი უკუაგდო ქალმა.-დღემდე იბრძვიან და მიდის კიდევ ჩემი გოგო.ჯვარი აქვთ დაწერილი,მაგრამ ვერ შედგა ოჯახი...კოსტა სხვანაირია,ძლიერია უფრო და გადაიტანს.თორნიკე...თორნიკე ვერ შეეგუება,მაგდა...მერე ოჯახის დანგრევას,სულ არ შეიქმნას ის ჯობია შვილო.თუ დარწმუნებული არ ხარ,თუ არ გინდა... -თორნიკეს როგორ გაუმართლა.-ბაგე წრფელმა ღიმილმა გაუპო.-თორნიკემ გადამარჩინა,არ მითხოვია,ცუდად გამოუვიდა,მაგრამ ასეა...ჯერ არ ვაპირებთ დაქორწინებას,იქამდე არა,სანამ არ დავრწმუნდები ჩემს გრძნობებში.მითხრა რომ დამელოდებოდა. -არ დაგელოდება და გამოვიტან ეგრევე წკეპლას.-ხმა აიმაღლა ქალმა.-შენ წამით არ იფიქრო რომ აქ ვინმე თორნიკეს მხარეს დადგება და შენ დაუცველი დარჩები.იცოდე რომ მეგობრები გყავს,კარგი?-ცდილობდა მაქსიმალურად კარგად აეხსნა ყველაფერი.-შენ როგორც გადაწყვეტ,ისე იქნება ყველაფერი. -დიდი მადლობა.-არ ელოდა ასეთ დამოკიდებულებას და მართლა ძალიან გაუხარდა. -ნუ ამბობ ჩემო გოგო,ყავა დალიე გაცივდება.-ცას გახედა ქალმა,თითქოს ამინდიც აპირებდა გამოდარებას... *** ჩუმად იჯდა ლამის მთელი გზის განმავლობაში გოგონა.საერთოდ ვერ ბედავდა ქმრისკენ გახედვას,გაბრაზებული იყო და აფეთქებას ლამობდა.დატენილი ბომბიო რომ ამბობენ,ზუსტად ასე იყო ახლა ლოლიტა.რამდენიმე დღით ადრე შანსის მიცემაზე ესაუბრა,გუშინ კი სახლში დაბრუნებაც არ იკადრა... გზად რომ გააჩერა და საჭმელი მოუტანა არც მაშინ ამოუღია ხმა,ხაჭაპურის ნაჭერს უღიმღამოდ დახედა და ჭამა დაიწყო.მაინც ვერ მოითმინა,უნდოდა ეთქვა რამე..გაებრაზებინა,გაეღიზიანებინა. -ისე მოგეცადა ბარემ და ახალი ცოლი წაგეყვანა დაჯოსთან.-მისთვის არც შეუხედავს ისე ამოთქვა,მაგრამ დაინახა როგორ მიაშტერდა ქმრის წყვილი თვალი მის სახეს.-იმდენი ხანია არ ვუნახივარ სახე არც ემახსოვრება. -დღეს მარცხენა ფეხზე ადექი? -უბრალოდ ვერ ვიგებ რა საჭიროა ეს ფარსი,სამ კვირაში მივდივარ ისედაც,გამოცდა უნდა ვწერო,მერე სახლს და სამსახურს მოვნახავ და სამუდამოდაც წავალ. -აღარ მორჩები?-ნერვებმა უმტყუნა.-რამ გაგაგიჟა? -რას უნდა გავეგიჟებინე? -ნეტავ იმას ხომ არა გუშინ სახლში რომ არ მოვედი და ბოლო რამდენიმე დღეა სულ აქეთ-იქით დავდივარ? -ეგ რა შუაშია?-წარბი აუწია კაცს. -არ ვყოფილვარ იქ,სადაც გგონია. -მე არაფერი მგონია და არც მაინტერესებს.-ცხვირი აიბზუა,არადა ზუსტად მიუხვდა ქმარი ყველაფერს. -გაინტერესებს,მერედა როგორ.-ჩაეცინა ირონიულად.-მალე გაიგებ სადაც ვიყავი. -შენს საყვარლებთან ხომ არ მიმათრევ ყავაზე? -პატარა ბავშვი ხარ ლოლიტა,ჯერ ისევ ვერ გაიზარდე.-თავი მძიმედ გააქნია და გზა განაგრძო.უკან მოიტოვა რაჭის ბუნება,ნაცნობი ქედები და გაურკვეველი მიმართულებით აიღო გეზი... ***(გუშინ) ეზოში შეაჩერა მანქანა მილხანმა.საღამო იყო,ხის ქვეშ ისხდნენ ქალები,ყავას მიირთმევდნენ.იქიდან ძაღლი გამოუდგა,შეუჩერებლად დაიწყო ყეფა.მანქანის ხმაზე გარეთ გამოვიდა ოჯახის უფროსიც.იქვე კიდეზე დადგა და კარგად მოათვალიერა მისი სილუეტი.გადავიდა მანქანიდან,თითქოს ნაცნობი ტერიტორია და მისი სახლი ყოფილიყოს.ეზოს შუაგულში დადგა და კაცს მიაჩერდა.როგორ კარგად ახსოვდა ეს სახე.ის შეუვალი კაცი თითქოს გამქრალიყო,თვალები ჩაცვენოდა და ულვაშიც გათეთრებოდა.მამამისს დამსგავსებოდა,სიბერე შეერია მის სახეს.მე ვიტყოდი რომ უფრო დარდმა დააბეჩავა.წამოდგა ქალიც ფეხზე,მიეგება სტუმარს.იცნო სიძე,სიძემაც იცნო და მსუბუქად დაუკრა თავი.თავიდან რომ ვერ გაიმეტა შვილი და მერე ხელი ჰკრა,იმ ქალს უყურებდა ახლა... ნეტავ თვითონ როგორი მამა იქნებოდა?ვინმეს დაუტოვებდა თავის გოგონას?არა მგონია... -საღამომშვიდობის.-ამოილაპარაკა მშვიდად.ქალს გააყოლა მზერა მანქანაში რომ იჭყიტებოდა,შვილს ელოდა.. -საღამომშვიდობის.-დაუბრუნა უკმეხად კაცმა. -გამარჯობა შვილო.-გაუღიმა ქალმა. -შეიძლება? -მოდი შვილო.-ხელით ანიშნა სახლზე. -შემოდი.-მისცა უფლება კაცმაც.-ლოლიტა არ არის? -არა.-მოკლედ მოუჭრა.მიჰყვა ფეხდაფეხ და მისაღებ ოთახში მის უკან შედგა. -შორი გზიდან მოხვედი,ყავას ხომ დალევ შვილო?-დაფაცურდა ქალი. -არაფერი მინდა,მადლობა. -როგორ შეიძლება შვილო,პირველად ხარ აქ,ახლავე... -გთხოვთ დაბრძანდით,დავილაპარაკოთ. -დაჯექი.-მიუთითა სკამზე ქმარმაც.თავადაც ჩამოჯდა მაგიდის მოპირდაპირე მხრიდან,თვალებში ჩააცქერდა ორივეს.რა უცნაური სანახავი იყო.არასოდეს ეგონა ასეთი რამ თუ მოხდებოდა.ფანჯრიდან დაინახა როგორ გაიკრიფნენ ეზოდან მეზობლები,მხოლოდ პატარა გოგონა დარჩა.ალბათ 2-3 წლით უმცროსი მის ცოლზე.მისი და უნდა ყოფილიყო. -გისმენ სიძე,რამ შეგაწუხა?-გამოაფხიზლა შოთამ. -ლოლიტაზე მინდა საუბარი,ჩემი ვიზიტის მიზეზი ის არის. -ისედაც მივხვდი ჩემი ჯანმრთელობის შესამოწმებლად რომ არ მოხვიდოდი.-ხელი აიქნია კაცმა,სიგარეტს გაუკიდა იქვე.წარბაწევით გადახედა როგორ მოიდგა ცარიელი ყავის ჭიქა და შიგნით ჩააფერფლა. -როგორც გავიგე დიდი ხანია აქ არ მოსულა ლოლიტა,არც გეკონტაქტებათ. -გათხოვდა და სადაც მისი ბუდეა იქ არის.-გასცა პასუხი,თუმცა არადამაჯერებლად. -გათხოვილ ქალს სახლში მისვლა როდიდან ეკრძალება? -ვინ თქვა რომ ეკრძალება? -აბა რატომ გაისტუმრეთ უკან შვილი?-გადაიხარა კაცისკენ.თვალებში ჩააცქერდა და მისი მღელვარების დანახვისას კმაყოფილმ ჩაიღიმა. -არ გაგვისტუმრებია შვილო.-ჩაერია ციალა.-ცუდად გაიგო ჩემი ნათქვამი,გამიბრაზდა და აღარ მოსულა იმის მერე. -სულ თავიდან დავიწყოთ მაშინ.-ფანჯრიდან მონაბერი გრილი სიო ჩაისუნთქა მილხანმა.-რატომ არ წაიყვანეთ უკან? -სად უნდა წაგვეყვანა ბიჭო?-ტონს აუწია.-არ გახსოვს რა ამბავი იყო?მეზობლებმაც იცოდნენ ჩემთან უკვე,სოფელში მილოცავდნენ შვილის გათხოვებას. -თექვსმეტი წლის გოგო როგორ დამიტოვე სახლში? -ისე ამბობ თითქოს მაგაზე პატარები არ გათხოვილან!-შემოესწრო მათ საუბარს ზაურაც.არაფერი ეტყობოდა,თითქოს წლებს მხოლოდ მის ოჯახზე გაევლო,თავად ძველებურად მყარად იდგა ფეხზე.-მე ჩემი ცოლი თოთხმეტისა მოვიყვანე. -მერე სასიხარულოა ეგ ამბავი?-ბრაზით აევსო მთელი სხეული. -შენ აქ რისთვის მოხვედი ბიჭო?ქალის დაბრუნებას ხომ არ აპირებ? -მე არავის დაბრუნებას არ ვაპირებ!-გამოსცრა კბილებში კაცს.-აქ ჩემი ცოლის მშობლებთან სალაპარაკოდ მოვედი,თქვენთან საქმე არ მაქვს. -არ გაიფიქრო იმის ამ სახლში მობრუნება,საქონელს არ ვიბრუნებთ.-აიქნია კაცმა ხელი. -ახლა შვილიშვილი საქონელს მართლა შეადარე?-წამოდგა ფეხზე.წამსვე წამოიწია შოთაც.ციალამ გულზე მიიჭირა ხელი. -წესები აქვს ამ ოჯახს.-ჯოხი დააკაკუნა იატაკზე.-გაშვებულის მობრუნება არ იქნება. -შენთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონია,მე მშობლებთან სასაუბროდ მოვედი. -ეგ მშობლებიც არიან რა.-ჩაეცინა კაცს.-გოგო მე გაგატანე,მშობლები რაში გინდა? -გოგო არავის გაუტანებია,მოიტაცა პაპაჩემმა,მერე არ წაიყვანეთ უბრალოდ. -შენ ხო არა გგონია პაპაშენს დაესიზმრა მაგისი მოტაცება.-დაღრიჭა კბილები კაცმა.-იცი რამდენჯერა მთხოვა გოგოს გატანება? -რას ამბობ?-გაკვირვებული მიაჩერდა შოთა. -კაი ახლა იმ უნიათო სერგოს ბიჭს აღარა ჯობს ამათი ოჯახი?-სასხვათაშორისოდ იკითხა.-იმდენჯერ მთხოვა,მეც გავიკითხე ამათი ოჯახი,ჯელაძეებმა კარგი ხალხი არიანო,ბიჭი ჰყავთ საუკეთესოო... -რას ამბობ,მამა?-აღმოხდა კაცს. -სიტყვის კაცი იყო გიალო,კარგ ოჯახში მიმყავსო,მიხედავენო...მაშ არ მიხედეს? -შენ გამოატანე პაპაჩემს?-ბრაზისგან კბილები გაახრჭიალა კოსტამ. -მე ვუთხარი წაიყვანე-მეთქი.ერთი წელი მელაპარაკებოდა.რამდენჯერაც საქონელზე ჩამოვიდოდა ჯელაძეებთან,იმდენჯერ კითხულობდა არ გაათხოვებთო?დროც ჰქონდა უკვე და... -რისი დრო ჰქონდა?-ვეღარ შეიკავა თავი და უღრიალა მოხუცს.-ხომ არ გაგიჟდი? -მამა?!-ვეღარც შოთამ დამალა იმედგაცრუებული მზერა. -ნეტა რასა დარდობ ბიჭო.მახინჯია თუ ცუდი ცოლია? -გოგოს ცხოვრება დაუნგრიე... -შენ შვილო ოჯახი თუ ვერ შეიმშნოვე ეგ ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის.-არ ცხრებოდა კაცი.-მაგნაირ გოგოს იპოვნიდი სადმე?ვერა!შენც რას მიყურებ მაგ სახით?-ახლა შვილს მიუბრუნდა.-კარგ ბედში ჩავარდა.სახლიანი ბიჭია,უქონელი არ არის,მეტი რა გინდა?-ელდანაკრავივით იდგა შოთა გაშეშებული.სიტყვას ვერ ამბობდა მამის მისამართით.მაგიდას დაეყრდნო ხელებით და გონებაში ყველაფერი კარგად აღიდგინა.რას წარმოიდგენდა თუ მამამ გადაუწყვიტა მის შვილს ბედი...მაშინ როგორ გაუბრაზდა,მიწაზე დაცემული დატოვა,მას დააბრალა... -სულ არა გრცხვენია კაცო?-ბრაზი აუკიაფდა თვალებში. -მე რისი უნდა მრცხვენოდეს?თუ ეგეთი გულდამწვარი მამა იყავი,უკან წამოგეყვანა.-ირონია არ დააკლო შვილს.-ძროხას გადმოვიყვან.-მიუგო უდარდელად და ზურგი აქცია ყველას. -შოთა...-ამოიტირა ციალამ. -რა ვქნა ქალო?-გაუწყრა ახლა ცოლს.-იცოდნენ უკვე სოფელში.მეც სხვისგან გავიგე არ გახსოვს?შვილი გაგითხოვდაო. -ეგ მე ვთქვი მეზობლებში,ეგეც მაგიტომ იცოდნენ.-ესღა ჩააკერა და ხმაურით გაიხურა კარი. -რა ხალხი ხართ?-გაოგნებული მიჩერებოდა წყვილს კოსტა.-რისი გულისთვის დათმეთ შვილი? -მამა რომ იქნები მერე ვილაპარაკოთ ბიჭო! -მე ჩემს შვილს არასოდეს არავისთან დავტოვებ!-ტონს აუწია.-როგორ მოგითმინა მაშინ გულმა? -მარტივი იყო გგონია?-უხეშად ჰკრა ხელი მაგიდას.-სოფელში ხარ შენც გაზრდილი,იცი ხალხი რამდენს ლაპარაკობს. -ხალხის დედაც მოვ**ან,როცა ჩემს შვილს ეხება საქმე! -რისთვის მოხვედი?-ამოიტირა ციალამ.გული აღარ უთმენდა,მთელი ხმით უნდოდა ტირილი. -ლოლიტას გამო მოვედი,მაგრამ აღარ მგონია კარგი აზრი.არ ხართ აქ ნორმალური ხალხი. -რამე მოუვიდა ჩემს შვილს?-ცრემლიანი თვალები მიანათა ქალმა. -დედა ენატრება,სხვა არაფერი! -დაჯექი.-ხელით მიანიშნა სკამზე შოთამ.-ვერ შევცვლი მომხდარს. -უკეთესიც არის რომ ვერ შეცვლი.-ეუხეშა კაცს.-ლოლიტა ჩემებთან უკეთ იყო. -შენც გეყოლება გოგო შვილი და მიხვდები.-არ ცხრებოდა კაცი. -იმავე დღეს გამისკდეს მიწა და თან ჩამიტანოს.-სრული სერიოზულობით შეეპასუხა კაცს.-არ ვიცი უკან რატომ არ მიიღეთ შვილი,მაგრამ ვიცი როგორ დარდობს თქვენზე,როგორ ენატრებით... -დედა მოუკვდეს...-ცრემლებს ღვრიდა ქალი,თუმცა კოსტაზე საერთოდ არ მოქმედებდა. -მინდა რომ ჩამოვიყვანო და შერიგდეთ.-დააკვირდა მათ რეაქციას კარგად.-იტანჯება და მე არ მინდა ეს მისთვის,არ შემიძლია მისი ასე ყურება. -ექვსი წელი საერთოდ არ გიყურებია და ახლა ასე ყურება გაგიჭირდა?-არც შოთა ჩამორჩა მის ტონს. -არ დავიწყებ იმის ახსნას რატომ წავედი,არავისი საქმე არ არის ჩემი ცოლის გარდა. -მართლა ჩამოიყვან?-უფრო აეტირა ქალს.თითქოს მხოლოდ ეს გაიგო მისი ნათქვამიდან. -მინდა რომ ჩამოვიყვანო.არ მინდა უბედური იყოს,დედა ენატრებოდეს, ტიროდეს,განიცდიდეს...მიუხედავად იმისა რომ ორივემ დატოვეთ მაინც უყვარხართ და ენატრებით.ადამიანურად თუ მიიღებთ,თუ სახლში აგრძნობინებთ თავს ჩამოვიყვან.თუ ისევ უნდა აატიროთ და ხელი ჰკრათ,სულ არ მინდა ეგეთი დაბრუნება.არ მოვიყვან. -რას ამბობ შვილო?ჩემი ლოლიტა მომიყვანე და ცუდის მთქმელი ვარ?-ვეღარ გაუძლო ქალმა.ამოიქვითინა მთელი ხმით.-ამდენი წელია არ მეკარება... -შემიძლია ხვალვე მისი მოყვანა,მაგრამ არ მინდა გაუგებრობა.-შოთას გადახედა.-არც ამ კაცის უაზრო საუბრები მინდა,თორემ არ მოვუთმენ.არ ვაპატიებ ჩემი ცოლის მიმართ ნათქვამ არცერთ გადაკრულ სიტყვას. -ჩემი შვილი სახლში მოიყვანე ბიჭო.-ამოთქვა ცოტაოდენი ფიქრის მერე.-უთხარი რომ დედ-მამა ელოდება... კიდევ ცოტახანს დარჩა.განიხილეს შექმნილი სიტუაცია,წარსული და ის ექვსი წელი,რომელიც ძალიან არეული იყო ყველასთვის.არ ეყო ციალას ძალა და მალევე დაწვა.ბევრი ემოცია იყო მისთვის,ვერ იჯერებდა მოსმენილს.თითქოს ატყუებდა ყურები.ვეღარც ქმარს შეხედა,ახლა უფრო გაბრაზებული იყო მასზე,ვიდრე მანამდე.კოსტას უყურებდა დიდი პატივისცემით,თითქოს ერთადერთი სწორი არჩევანი იყო ამ ამბავში. კოსტა?მგონი იმ დღეს პირველად გაიფიქრა რომ ცოლს ამ ხალხთან ვერ დააბრუნებდა... *** გაკვირვებული უყურებდა ახლადაღვიძებული გოგონა გზას,მინდვრებს და მთებს,რომლებიც უკან მოიტოვეს.ზუსტად არ იცოდა სად იყო,მაგრამ ერთი საათის გზაზე იყო დაჯოს სახლი,ისინი კი უკვე მესამე საათს ითვლიდნენ.გაკვირვებულმა დახედა ტელეფონს,მერე ქმარს და ბოლოს ისევ გზას. ხაშური... რა ჩაიფიქრე კოსტა? -დაჯო სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად? -გადავიდა.-ჩაეცინა კაცს.-ისე გელოდება თან. -შვილთაშვილი შენ ხარ,მე რისთვის მელოდება. -შენ უფრო უყვარხარ. -აბა შენ რა შესაყვარებელი ხარ.-დაიგესლა თავისებურად.აღარაფერი უთქვამს კაცს.ტარება განაგრძო... უცნაური გრძნობა ეუფლებოდა.ლამის ამოუხტა გული მკერდიდან.თითქოს იცოდა,გრძნობდა...თითქოს თვალი მოჰკრა ნაცნობ სახლებს,ხეებს,ბაღებს... მგონი სუნთქვა შეწვიტა და აფორიაქებულმა გადახედა ქმარს.ნუთუ მართლა ის იყო რასაც ფიქრობდა?გზა, რომელიც ოდესღაც თვალდახუჭულსაც შეეძლო გაევლო, ახლა ერთდროულად ნაცნობიც ეჩვენებოდა და უცხოც. მოსახვევები ისევ იმავე მთებს ეხუტებოდა,ქარი ისევ იმავე თავისუფლებით დაჰქროდა მინდვრებს, მაგრამ წლების სიჩუმემ ამ ყველაფერს ახალი ელფერი შესძინა. თითქოს ახსოვდა კიდეც ეს ბუნება ლოლიტას,თუმცა მაშინვე ვერ ცნობდა.ჯერ ფრთხილად აკვირდებოდა,შემდეგ კი ნელ-ნელა უშლიდა გულს,როგორც ძველი მეგობარი,რომელსაც დიდი განშორების შემდეგ კვლავ შეხვდები. ფანჯრიდან გაშლილ სივრცეს ჩუმად უყურებდა. ყოველი ხედი ბავშვობიდან ნაცნობ მოგონებას აღვიძებდა,თუმცა ეს მოგონებები უკვე ოდნავ გაფერმკრთალებულიყო. ხეები უფრო მაღლები ჩანდნენ,მინდვრები უფრო ფართო,ცა კი ისეთი უსასრულო...თითქოს ამ წლების განმავლობაში მხოლოდ მას ელოდა.ყველაფერი თითქოს იგივე იყო,მაგრამ თავად ლოლიტა აღარ იყო ის პატარა გოგონა,რომელიც ამ გზაზე უდარდელად იცინოდა.გზა თითქოს თავადაც ჰყვებოდა განვლილი წლების ამბავს. ქარი ისევ ბალახს არხევდა,ჩიტები ისევ მღეროდნენ,მზის სხივები ისევ მთების კალთებზე იღვრებოდა,მაგრამ ამ სილამაზეში ახლა მონატრების ნაზი სევდაც იგრძნობოდა...იმ მონატრების ექვს წელს რომ ითვლიდა მისი ცხოვრებიდან... წყალი ისევ სარკესავით ირეკლავდა ცას,მაგრამ მის ანარეკლში თითქოს საკუთარი წარსულიც დაინახა.მიხვდა, რომ ზოგი ადგილი არასოდეს ქრება ადამიანის გულიდან. შეიძლება წლები გავიდეს, შეიძლება გზაც კი უცხოდ მოგეჩვენოს, მაგრამ საკმარისია ერთხელ კიდევ შეხედო,რომ მიხვდე ის ადგილი მთელი ამ ხნის განმავლობაში შენს დაბრუნებას ელოდა... აემღვრა წამსვე თვალები.ვერ გაუძლო იმ მოგონებებს ექვსი წელი რომ გაურბოდა.აღარ ეპარებოდა ეჭვი.ყველაფერი ნაცნობი იყო,მისი ახალგაზრობის წლები ისევ ყვიროდა სადღაც შორიდან...მეზობლებს მოჰკრა თვალი,თინეიჯერებს, რომლებიც მხოლოდ ბავშვებად ახსოვდა...იმ გაბზარულ კედლებსაც კი შეენახა თავი მისთვის.სახლში იყო... -რა გააკეთე?-აღმოხდა ძლივს და ცრემლებიც გადმოსცვივდა წამსვე.მანქანა სახლის წინ შეჩერდა. -შენ ჩემი და ჩემი ოჯახის გამო ყველაფერი დაკარგე,მინდა დაგიბრუნო ის,რასაც ამდენი წელი ჩუმად სტიროდი,ლოლიტა.-ცერებით შეუმშრალა თვალები.-იცოდე რომ მათ შენი სიყვარული არ შეუწყვეტავთ და გელოდებიან.იცოდე რომ ძვირფასი ხარ მათთვის და მათაც სტკივათ შენს გამო. -მათ მე... -დაივიწყე შენი სიამაყე ლოლიტა,თორემ ბოლოს მოგიღებს.-სახიდან თმა გადაუწია და მის სფეროებს ჩააკვირდა.-ექვსი წლის მერე დავბრუნდი მეც,შენი დაბრუნების დროც არის... გამოჩნდა ზღურბლზე დედა...შავი ქვედაბოლო და მაისური ეცვა.ჭაღარა შერეოდა მის შავ თმას და დარდი მის ღიმილიან სახეს. -მიდი.-უჩურჩულა კაცმა და მანქანიდან გადავიდა.მისი კარიც გამოაღო და გონებაგათიშულს გადასვლაში დაეხმარა.მუხლები უკანკალებდა.თითქოს სიკვდილმისჯილებში ჩაწერესო გაფითრდა და კანკალმა აიტანა.რატომ ერთულებოდა ასე ძალიან? უკან გამოჩნდა მამაც.უფრო დარდიანი,სევდიანი და მოხუცებული.დაბეჩავებული კაცი იყო მამამისი.ამან უფრო მეტად ატკინა და აატირა.თითქოს დაავიწყდა როგორ მიატოვეს უცხო ოჯახში,როგორ არ დაუდგნენ გვერდში.როგორ არ მიიღეს ისევ უკან სახლში და ხელი როგორ ჰკრეს შეშინებულს. -ლოლიტა...-აღმოხდა დედას და ჩაიკეცა იქვე.მისი თვალებციმციმა გოგო იყო.როგორ შეცვლილა...აღარ იყო პატარა,აღარც ლაღი და ბავშვური.მკაცრი სახე ჰქონდა,ფერდაკარგული თვალები...დაერია სევდას ხელი მისთვისაც და მიეტოვებინა სილაღის წლებსაც... -მოდი...-თითქოს დაიჩურჩულა მამამ,მაგრამ მისწვდა მაინც მის სმენას.ქმრის ცივი თითების შეხება იგრძნო წელზე.მიეცა თითქოს ძალა და გადადგა ერთი ნაბიჯი.ასეთი რთული უცხო სახლში მარტო დარჩენაც არ ყოფილა...რამდენი სევდა იყო,რამდენი ტკივილი...დედას ხომ სტკიოდა,მაგრამ მამის თვალებიდან უთქმელი ტკივილი იღვრებოდა,ამდენი წელი ჩუმად რომ ინახავდა და არავის უზიარებდა.დედა ტიროდა,მამას ზემოთ ეჭირა თავი,თუმცა თვალები ყიდიან...ის აკანკალებული ხმაც ჰყიდის შვილს რომ მიმართა რამდენიმე წამის წინ.ცოლი წამოაყენა ფეხზე.ნელი ნაბიჯით წაიყვანა შვილისკენ.მანაც განაგრძო სვლა მშობლებისკენ... -ლოლიტა... ხმა ჩაუწყდა თითქოს,ამოიხრიალა ქალმა. -დე...-მოსწყდა მის ბაგეს მხოლოდ ერთი სიტყვა და დაბრუნდა ის პატარა ლოლიტაც დედის მკლავებში რომ პოულობდა ნუგეშს.მოეხვია ქალს მთელი ძალით,ამოიქვითინა მთელი ემოციით.მხრები დაუსველდათ ერთმანეთის ცრემლებისგან,ბინდიც გადაჰკვროდათ თვალზე.მამის თვალებიც რომ სევდას შეუპყრია,არ გამოჰპარვია არც ეგ.იმდენად ძლიერად უჭერდა ქალი ხელებს,ლამის მისი ძვლების მტვრევის ხმა მოესმა კოსტას.ალბათ ყველაზე კარგი საქმე იყო,რისი გაკეთებაც შეეძლო მისთვის... -ჩემო ანგელოზო,დედას სიცოცხლე.-მთელი სახე დაუკოცნა ქალმა და ცრემლებიც შეუმშრალა.-როგორ გაზრდილხარ დედი. -დე...-მეტი ვერაფრის თქმა მოფიქრა,თითქოს ეს სიტყვა იყო საკმარისი.იმაზე მეტი ემოცია იგრძნობოდა,ვიდრე ვინმე ჩაატევდა მთლიან ნოველაში.-მამა...-კაცსაც გადახედა.ამდენი წლის მერე სინანული რომ გამოსახვოდა სახეზე. -მოდი.-ხელები გაშალა კაცმა,თითქოს დაანგრია ყველა ბარიერი.არასოდეს ჩახუტებია შვილს,არასოდეს მიფერებია ისე,როგორც ახლა.ძლიერად მიიკრო სხეულზე და თავზე აკოცა რამდენჯერმე.არ უშველიდა ეს მოფერება საქმეს,მაგრამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა.ახლა იმაზე მეტად სტკიოდა საკუთარი გულცივობა,ვიდრე მანამდე... -როგორ მენატრებოდი ჩემო სიცოცხლე.-თმაზე ეფერებოდა დედა.მადლიერი თვალებით შეჰყურებდა სიძეს,რომელიც ადგილიდან არ იძვროდა.თითქოს ლოდი მოეხსნა მხრებიდან კოსტას,დამშვიდდა და ისე აღარ ედარდებოდა.ამდენი ხნის შემდეგ ცოლის თვალები ისევ მწვანედ შეფერადდა.სიწითლე შერეოდა,ტირილისგან დასიებოდა კიდეც,მაგრამ თითქოს ძველი ფერი დაბრუნებოდა.ის,რომელიც გაზრდასთან ერთად დაეკარგა წლების წინ... არ ისვენებდა ლალი,მაგიდა გააწყო.გადატენა სუფრა საჭმლით.შვილის საყვარელი კერძები მოამზადა.ამდენი წლის შემდეგ მისი დაც გაიცნო კოსტამ,როგორ ძალიან ჰგავდა მას...მშვიდი გოგონა იყო,ყავისფერი თვალები და წაბლისფერი თმა ჰქონდა.ის უფრო მამას ჰგავდა,ვიდრე დედას. -ხინკალი გაგიკეთე დედი.-ჯერ კიდევ ორთქლი ასდიოდა ისეთი ცხელი იყო.-კარტოფილიც შენ რომ გიყვარს ისეა,სალათიც...ექვსი წელია ხორცის ხინკალი არ უჭამია ლოლიტას.ასე იცოდა ცეზოსგანაც,მაგრამ ახლა?ახლა ჩაარჭო ჩანგალი და ჭამა დაიწყო. -ისევ ჩანგლითა ჭამ?-კარიდან მოესმა ზაურას ხმა და ერთიანად გააკანკალა.მთელი სხეული დაეძაბა მილხანსაც.-შეგერგოს.-დაუყვავა ბოლოს და თავადაც მიუჯდა მაგიდას. -კარგად ხარ?-ფეხზე შეახო თითები ცოლს და ჩუმად გადაულაპარაკა. -კარგად ვარ.-როგორც შეეძლო მშვიდად ამოთქვა და ჭამა განაგრძო. რომ გითხრათ იდილია სუფევდა სახლშითქო,მოგატყუებთ.ჰაერში ტრიალებდა დაძაბულობის სურნელი.ყელში ეჩხირებოდა ლოლიტას ყველა ლუკმა.ქმრის გვერდში ყოფნას რომ გრძნობდა ეგ ამშვიდებდა მხოლოდ,თორემ შეეძლო აქვე აეყირავებინა მაგიდა ზაურასთვის.ამდენი წლის ნაგროვები ემოცია ერთად აწვებოდა და ვერც წარმოიდგენთ რის ფასად უჯდებოდა თავის შეკავება... მისი ლილე უკვე დიდი გოგო იყო,ღმერთს მადლობა არ მისწვდა ბაბუის ხელები მასაც,თორემ ალბათ ვინმეს გააყოლებდა მასაც.თვალებში შესციცინებდა დას,ისე ენატრებოდა... -შვილებზე არა ფიქრობთ?-თითები გაილოკა კაცმა.ხმაურით დააგდო ჩანგალი თეფშზე ლოლიტამ.ქმარს გადახედა,ისიც მას უყურებდა.არ იცოდა რისი თქმა უნდოდა მას მშობლებისთვის და რისი არა. -ჯერ სწავლა გადავწყვიტე.-როგორც შეეძლო მშვიდად უპასუხა. -რაი?-შეიცხადა კაცმა. -სწავლას ვაპირებ.-მშობლებსაც გადახედა,მათ რეაქციას დააკვირდა. -რისი? -სამხატვრო აკადემიაში ვაბარებ. -პიკასო ხარ შვილო?-ჩაეცინა ირონიულად. -რადგან პიკასო არ ვარ არ უნდა ვხატო?-ვერ მოუთმინა მაინც. -ახლანდელები ხართ ეგეთები,თორემ ჩემ დროს სად იყო...-აიქნია კაცმა ხელი.-ქალის საქმე სულაც... -შენ რომ გკითხონ ქალის საქმე ქმრის მიხედვაა არა?-აუწია ტონს.-მიხედილია ჩემი ქმარი,შენ ნუ იდარდებ მაგაზე. -დაწყნარდი.-გადახედა მამამ,მაგრამ არ ჰქონდა აზრი. -ან ჭამე კაცო,ან გადი გარეთ და ჩვენ დაგვაცადე წყნარად ჭამა!-კბილებში გამოსცრა და უხეშად ჩამოჭრა კიდევ ერთი პატარა ნაჭერი. -შენ ძალიან ხომ არ დაგიგრძელებია ენა? -საკმარისია!-ნერვებმა უმტყუნა შოთას.-ვინც წყნარად ვერ ჭამს გავიდეს! -ჩემს სახლში მე მივხედავ როგორ მოვიქცევი! -ნეტავ საერთოდ რისთვის მოვედი.-უხეშად მიჰკრა თეფშს ხელი და გარეთ გავარდა.ფეხზე წამომდგარი ციალა შეაჩერა და თავად გაჰყვა ცოლს. -ბოლოჯერ გეუბნები,ჩემს შვილს თავი დაანებე!-ანთებული თვალებით გადახედა მამას.-რა გინდა? -ნორმალურად მოიქცეს,სხვა არაფერი.-ჭამას მიუბრუნდა ისევ.ამოიოხრა კაცმა და უხეშად დააგდო ჩანგალი მაგიდაზე... -ლოლიტა!-სირბილით მიჰყვა ცოლს უკან.-მოიცადე.-ხელში სწვდა და თავისკენ შეაბრუნა. -წავიდეთ! -ნუ სულელობ. -არ მინდა აქ ყოფნა,თავი ძლივს შევიკავე რომ თვალში არ გავუყარე ის ჩანგალი. -მომისმინე.-ფრთხილად გადაუწია სახიდან თმა.-აქ შენი მშობლების გამო ხარ და არა ბაბუაშენის.ნუ აწყენინებ მათ და ნუ მოუსმენ იმ კაცს.გიალოს გამო რამდენი წელი არ მინახავს მშობლები...იგივე შეცდომა არ დაუშვა. -მე სწავლა მინდა და ვისწავლი. -გავიგე.-მიეფერა სახეზე.-პაპაშენს ისედაც არავინ ეკითხება,როგორც გადაწყვეტ ისე იქნება. -აღარ არის ის დრო ქალებს თქვენებურად რომ ექცეოდით! -ჩემთან ბრძოლას არ მორჩი ისევ?-გაეცინა კაცს. -რაც გინდა ის გიქნია,არ არის ჩემი პრობლემა.-ზღურბლზე შედგა ზაურა.-შენმა მშობლებმა იდარდონ.-მოკლედ მოუჭრა და ოთახისკენ მიაშურა.მიანიშნა დაბრუნება და თავისუფლად სუნთქვა რომ შეეძლო. -დედასთან წადი,ნუ აწყენინებ.-შუბლზე აკოცა და სახლისკენ უბიძგა,რაღაც ამოუხსნელი აკავშირებდა ამ ორს.ერთმანეთის მიღებასა და პატივისცემას რომ აიძულებდა ისეთი... *** -როგორ შეეგუე ქმარს?-ჰკითხა დედამ ხანგრძლივი დუმილის შემდეგ.ეზოში ისხდნენ.მათთან დასამალი აღარაფერი იყო.იქ იჯდა ლილეც,მან ძალიან კარგად იცოდა ლოლიტას მდგომარეობა,მაგრამ არ ამბობდა დიდად არაფერს. -ჯერ ახლა დაბრუნდა.-არ იცოდა რა უნდა ეთქვა. -ძალიან კარგი ბიჭია დედი.-მიეფერა შვილს.-როგორი ღირსეულია და სხვანაირი. -არის.-წინააღმდეგობის გაწევას რა აზრი ჰქონდა,მართალს ამბობდა დედა. -შეეგუები შვილო,მისნაირს მარტივად გაუგებ.დაგანახებს თავის კაი კაცობას და შეეგუები. -და თუ არ მინდა შეგუება?-თვალი თვალში გაუყარა ქალს. -სულელი ყოფილხარ მაშ.-ამოიოხრა ქალმა.-მადლობის მაგიერი ხარ შვილო? -რატომ უნდა ვიყო მადლიერი,იქნებ მითხრა? -ექვსი წელი გაგეცალა,სივრცე მოგცა...ახლა რომ დაბრუნდა დავიჯერო ცოლ-ქმარი ხართ?-არც დედამ დააკლო.-არ გითმენს შვილო?როგორი პატივისცემით საუბრობს შენზე,როგორ გიყურებს...გიფრთხილდება დედი. -რადგან ცოლობას არ მაძალებს,ანუ კარგია? -მე ამ სოფელში ერთი ოჯახი არ მეგულება,რომელსაც ვინმეს ასაკი გაეთვალისწინებინოს...ადამიანობას არ იჩენენ,ქალია და მორჩა,ასაკი ვის ადარდებს.ამათთან მისაღებია შვილო,მაგიტომ გაატანა პაპაშენმა შენი თავი.-ფრთხილად მოეკიდა ამ ამბავს რომ არ აფეთქებულიყო. -ვიცი,გიალომ მითხრა რატომაც წამიყვანა,ჩემთვის არ არის უცხო. -იმიტომ არ გეუბნები რომ შენი ოჯახის დანგრევა არ მინდა.-თავი გააქნია ქალმა.-არსებობს ოჯახების ორი კატეგორია.სადაც კაცი უფროსობს და მეორე,სადაც პატივს სცემენ ცოლს. -ვერ გავიგე.-დაბნეულმა გახედა დედას. -ჩვენს ოჯახში ბედნიერი გინახივარ შვილო?-სევდა ჩაეღვარა თვალებში.-მამაშენი უფროსობს სახლში და მაგიტომ.მე არც დამლოდებია არავინ,არც გამფრთხილებია... -დე... -ეს ბიჭი აქ რომ მოვიდა ქვასავით მტკიცე იყო.შენზე ზედმეტს არ ათქმევინებს არავის,არც ბაბუაშენს,არც მამაშენს...დაგვაყენა ეს ამხელა ხალხი კუთხეში და დაგვტუქსა,როგორ დამითმეთ შვილიო.ასეთი პატარა როგორ დამიტოვეთო. -ტყუილია მერე?-ირონიულად ჩაეცინა. -შენ არასოდეს იქნები ჩემნაირი სუსტი დედი.-ცრემლები შეიმშრალა ქალმა.-არასოდეს მოგიწევს შვილის დატოვება უცხო მიწაზე,უცხო ოჯახში...მე ხმა ვერ ამოვიღე,მამაშენს ხომ იცნობ... -სხვა ქალმა გამიწია დედობა,სხვა ოჯახმა მიმიღო როგორც საკუთარი შვილი.ღირდა? -იდეალური ოჯახი მე არ მეგულება,მაგრამ ჩვენი იდეალურისგან ძალიან შორს არის,ლოლიტა.მამაშენი იდეალურისგან ძალიან შორს დგას,მაშასადამე ოჯახიც პრობლემურია. -და ჩემი ქმარი? -შენი ქმარი ძალიან სხვანაირია.ნამუსიანია ყველაფერს თავი რომ დავანებოთ.არავინ იზამდა იმას,რაც მან შენთვის გააკეთა.იტყოდნენ ცოლიაო და მორჩა.ახლა ორი შვილიც გეყოლებოდა,მთელი ოჯახიც შენს კისერზე იქნებოდა.ასეთები არიან იქ? -ლალი და პაატა სულ სხვანაირები არიან.-ცრემლი მოერია უნებურად.-ორივეს ძალიან ვუყვარვარ. -ვიცი,ხანდახან ლალის ვურეკავდი.-ჩაილაპარაკა ჩუმად და შვილის გაკვირვებულ მზერას თვალი აარიდა.-წამით არ დამიშვია ის,რომ მათთან ცუდად იქნებოდი. -დედა არ ვიცი რა ვქნა... -შენი ქმარი რას ამბობს სწავლაზე? -არაფერს,მას ვინ ეკითხება?-თვალები დააკვესა. -რატომ ებრძვი?-ჩაეკითხა.-გაწყენინა? -არა,უბრალოდ მას არ ეხება. -დაელაპარაკე და მჯერა რომ გაგიგებს.უთხარი ყველაფერი,რაც გაწუხებს,მჯერა სათითაოდ მოგიგვარებს ყველა პრობლემას.სწავლაშიც დაგეხმარება,არ დაგატანს ძალას და აი ნახე,როგორ უცებ მიეჩვევი. -მე... -არც ახლა უყურებ ცივი თვალებით.-ჩაეღიმა ქალს.-მერე საერთოდ სიყვარულით გაგეჟღინთება ეგ მზერა.პატივისცემა რომ გაქვთ ეგ უკვე კარგია,დანარჩენი თავისით მოვა,ყველაფერი ერთიანად ვერ იქნება. -მამასნაირი რომ იყოს?სახლში მე ვყავდე და გარეთ სხვები? -ეგ ყველას შეიძლება დაემართოს.ვერ იქნები დარწმუნებული ვერავისში და... -მე ღალატს არავის ვაპატიებ!-გააწყვეტინა ქალს.-არ ვარ მე ეგეთი. -შენ შეგიძლია გქონდეს ყველაფერი.-მშვიდი იყო მაინც.-ოჯახს თუ დაანგრევ რა დაგრჩება?ხომ გიყვარს მისი ოჯახი?მათაც სამუდამოდ დაემშვიდობები.ისწავლი და მერე?ისევ აქ დაბრუნდები?რისთვის?ზაურამ ნერვები რომ გიშალოს? -აქ აღარ დავბრუნდები. -აბა?გათხოვდები?რა დარწმუნებული ხარ რომ ის მომავალი ქმარი,ამას ჯობია? -დედა... -შვილო,ურთიერთობა მხოლოდ სიყვარულზე არ დგას.ის დგას მოთმინებაზე, პატივისცემაზე,ერთმანეთის მოსმენაზე და სურვილზე,რომ სირთულეებს ერთად გაუმკლავდეთ.თუ ორივეს ჯერ კიდევ გაქვთ ერთმანეთის გაგების და გამოსწორების სურვილი, ეცადეთ, ეს შანსი არ დაკარგოთ. როგორც დედა, არასოდეს გეტყვი,რომ მოითმინო იქ,სადაც შეურაცხყოფა,შიში ან ძალადობაა,მაგრამ თუ პრობლემა გაუგებრობაა,დაღლაა ან წყენაა,ნუ იჩქარებ საბოლოო გადაწყვეტილებას.ზოგჯერ ერთი გულწრფელი საუბარი იმაზე მეტს ცვლის,ვიდრე ათასი ჩუმად გადაყლაპული ცრემლი.ახლა ეს სწორი გგონია,მაგრამ იცი როგორ დაგანგრევს?ბევრს იდარდებ დანგრეულ ოჯახზე და ხსნას ვერ იპოვნი.მოგენატრება ყველაფერი და აღარ გექნება. ოჯახი ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარია ადამიანისთვის.ის არის ადგილი,სადაც ადამიანი ბრუნდება მაშინაც,როცა მთელი სამყარო ზურგს აქცევს.ოჯახი სიყვარულით იქმნება,მაგრამ მხოლოდ სიყვარული არ ჰყოფნის მას ყოველდღე სჭირდება პატივისცემა,მოთმინება,ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთის პატიების უნარი.შეიძლება შენ და კოსტას სიყვარულით არ დაგიწყიათ,მაგრამ პატივისცემა გაქვთ ძალზე ძლიერი.ბრძენი ადამიანი ოჯახს მაშინ კი არ უფრთხილდება,როცა ყველაფერი კარგად არის, არამედ მაშინ,როცა სირთულეები მოდის.ქარიშხალი ყველა სახლს გადაუვლის,მაგრამ მტკიცე ოჯახი ის არის,რომლის წევრებიც ქარიშხალს ერთად ხვდებიან და არა ერთმანეთის წინააღმდეგ.როგორც დედა მე შენს მხარეს ვარ,მაგრამ შენ თუ იცი რომ არის რაიმე შანსი ამ ყველაფრის გამოსწორების,ნუ დაანგრევ ამ ყველაფერს და ნუ დაკარგავ ამდენი წლის ნაგროვებ სიმდიდრეს.სიმდიდრეში ოჯახს ვგულისხმობ,რომელიც იქ,ღებში,იპოვნე.მეგობრებს და ახლობლებს.ქმარი?სცადე,იქნებ გიღირს მის გვერდით ყოფნა მუდამ. -მე მომწონს სიძე,ცუდი კაცი არ ჩანს.-გაეცინა გოგონას.დას მიეხუტა მეორე მხრიდან.-მისნაირ ღირსეულს გავყვები მეც ვინმეს. -გაჩუმდი ზაურამ არ გაიგოს,თორე ხვალ შეიძლება შენც რაჭაში დაგიწყოთ ძებნა.-პირზე ხელი ააფარა ლოლიტამ.ძველებურმა სიცილმა მოიცვა ეზო.ფანჯრიდან ადევნებდა თვალს კოსტა.ალბათ ასეთი ბედნიერი ცოლი არასოდეს უნახავს... -წადი დედი,დაწექი.გვიანია უკვე,ალბათ ეძინება შენს ქმარსაც. -არ მოანგრია ზაურამ ჩემი ოთახი? -წადი.-გაუღიმა ქალმა.ჭიქები სამზარეულოში შეიტანა და შვილს მისაღებისკენ უბიძგა,სადაც ქმარი ელოდა.უხერხულად იყო კოსტა,მაგრამ არ იმჩნევდა.უნდოდა მაქსიმალურად მშვიდად ყოფილიყო მისი ცოლი,ამიტომ ითმენდა. -წამოდი,დავიძინოთ.-თავით ანიშნა კაცს.ისიც წამსვე მიჰყვა უკან. ერთიანად შეეჯახა მოგონებები.ყველაფერი ძველებურად იყო ოთახში.ის გულებიანი გადასაფარებელი,მისი საკითხავი წიგნები და პატარა დათუნია საწოლზე...თითქოს არც გასულა ამ ოთახიდან,თითქოს სულ აქ იყო და არ წასულა... -ლინაკო...-ხელში შეათამაშა დათუნია.-მეგონა გადაგაგდეს.-ჩაბღუჯა მთელი ძალით.წიგნებსაც გადაატარა თითები.კარადაშიც შეიხედა.უმისოდ უცოცხლია მის ოთახს და მის ბავშვობას...კედელზე დაკიდულ სურათებსაც გადახედა.ერთ-ერთზე ბიჭი იყო მასთან ერთად,ზუსტად ის უფროსი ბიჭი,რომელსაც ჩუმად ეტრფოდახოლმე მეგობრობას ამოფარებული...-ამ საწოლზე როგორ დაიძინებ შენ...-ერთსაწოლიანს გახედა.ლოლიტასთვის იდეალური ზომის იყო,მაგრამ მის ქმარს ვერ ეყოფოდა ალბათ. -ხალიჩაზე დავიძინებ.-არ გაუპროტესტებია,დაუთმო მაინც. -ეგ არ მიგულისხმია,ალბათ ფეხები არ დაგეტევა.სიგრძეშია პატარა. -დავიძინოთ ლოლიტა რა,მართლა ძალიან დავიღალე.-ამოიოხრა კაცმა. -მართლა გვიანი ყოფილა.-საათს დახედა.პირველის ნახევარი იყო.-სააბაზანო დერეფნის ბოლოშია. -ვიცი,ვიყავი უკვე.გამოვიცვლი და დავიძინებ. -კოსტა...-ლამის ამოიყვირა მისი სახელი.მთელი სხეულით შებრუნდა მისკენ კაცი.-მადლობა რა,ყველაფრისთვის.-მოულოდნელად აეკრო სხეულზე და მთელი ძალით შემოჰხვია ხელები.რაღაც ახალი ემოცია გაუცოცხლდა სხეულში.ისე უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნო თავი.ისეთ სითბოს გრძნობდა მისგან...კაცის ხელებიც შეეხო მის წელს.მარჯვენათი თმაზე მიეფერა.ხარბად შეისუნთქა ქალის სურნელი.ქალის, რომელიც მას ეკუთვნოდა და ასე ეძვირფასებოდა... -მცირედია,რაც შენთვის შემიძლია.-ყურთან უჩურჩულა და თვალებში ჩააცქერდა.-აღარ მინდა ნაღვლიანს გხედავდე,მითხარი თუ რამე და ვეცდები მოვაგვარო,კარგი? -ლამის აღარც კი გაგიბრაზდე.-გაუცინა ბოლოს.უცებ მოშორდა მის სხეულს და გააგრძელა.-საწოლზე დაიძინე,უბრალოდ კედლისკენ მე უნდა დავწვე,აქეთ წოლა არ მიყვარს. -ვერ დავეტევით ლოლიტა. -ახლა ლეიბს და ბალიშს ვერ მოვიტან,ჩემებს ვერ ვეტყვი იატაკზე ძილს აპირებსთქო. -რატომ არ უთხარი? -რა მეთქვა? -წასვლა რომ გინდა. -მოვალ მალე.-საღამურები აიღო და კითხვისგან თავის ასარიდებლად ლამის სირბილით გავარდა ოთახიდან... უკან დაბრუნებულს ისევ ფეხზე დახვდა ქმარი,იქვე სკამზე იჯდა და მის ნახატებს ათვალიერებდა.არც ცოლის შესვლას შეუწუხებია,მშვიდად განაგრძო თავისი საქმე. -ეს ბიჭი ვინ არის?-ჩაეკითხა ბოლოს მაინც.ვერ მოთოკა თავი. -ჩემი მეგობარი,ადრე მომწონდა.-უპასუხა მოურიდებლად.თითქმის ყველა ნახატზე ის იყო. -მგონი შეპყრობილი უფრო ითქმის.-თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე ნახატი გადმოსწია.-მეგობრობთ ახლაც? -ხანდახან მწერს. -ხანდახან გწერს.-მძიმედ ამოთქვა და ფეხზე წამოდგა.-დაწექი რომ დავწვე მეც,თორემ აქვე ჩამომეძინება. -მოიცა.-დათუნიას ხელი დაავლო და ისე აძვრა საწოლზე.ლამის ხმამაღლა გაეცინა მილხანს. -რა?-წარბი აუწია გაბრაზებულმა. -მაგასთან ერთად აპირებ ძილს? -იცი როგორ მიყვარს?-პატარა ბავშვივით დაბრიცა ტუჩები.-დიდ ადგილს არ დაიკავებს,მივიხუტებ. -რა პატარა ხარ,ლოლიტა.-თავი გააქნია სიცილით კაცმა და გვერდით მიუწვა.შიშველი კანით ეხებოდა ცოლისას.მის გულისცემას,რომელიც რატომღაც აჩქარდა საკუთარივით გრძნობდა.ორივე ხელით ჩაებღუჯა სათამაშო და მკერდზე იკრავდა ძალუმად.თითქოს ახლა უფრო მეტად გაანალიზა მილხანმა რა მოპარეს წლების წინ მის ცოლს და რას მოაკლდა ბოლო ექვსი წელი.-შენებს რატომ არ ეუბნები წასვლა რომ გინდა?-გამოიჭირა ცოლი,ახლა ვეღარსად გაექცეოდა. -გეძინებოდა შენ.-ამოიბურტყუნა თვალებდახუჭულმა. -მიპასუხე. -არ მინდა იმედი გავუცრუო დედას.-მხრები აიჩეჩა. -მალე წახვალ და რას იზამ?სულ დამალავ? -შენ რომ ცუდი ქმარი იყო,უფრო მარტივი იქნებოდა...დედაჩემს მოეწონე...-ამოიგმინა ღონემიხდილმა. -მაგის ჩახუტებას ქმარს ჩაეხუტო არ ჯობია? -ექვსი ზამთარი გადაიტანე უჩემოდ,ზაფხულში არ გამეყინები.-უკბინა მაინც თავისებურად და ღრმა ძილს მიეცა... *** დილით გამოღვიძებულს ქმარი გვერდით არ დახვდა.რაღაც უჩვეულო სითბოს გრძნობდა სხეულში.საკუთარ სახლში იყო,იქ ეძინა და უნდა ითქვას,დიდი ხანია ასე მშვიდად არ სძინებია...ისევ მკერდზე ჰყავდა მიკრული სათამაშო,ქმრის მხარეს გადმოსულიყო და თავი ბალიშში ჩაერგო,რომელსაც მისი სურნელი შერჩენოდა.სასიამოვნოდ გააჟრჟოლა.გადმოიწია და საღამურების ამარა გავიდა მისაღებში.მხოლოდ დედა და ლილე დახვდნენ გარეთ,ქმარს ისევ ვერ მოჰკრა თვალი. -ქმარს ეძებ?-ჩაეცინა გოგონას. -სად არის? -მოგტაცეს მეზობლის ქალებმა,ეს რა ბიჭიაო და დაავლეს ხელი.-თავი ვერ შეიკავა,მაინც გაეხუმრა. -ეე,კარგი ახლა.-აიქნია ხელი.მანქანაც არ იდგა ეზოში. -ამდენი ქალი დადისო,სხვა ცოლს მოვიყვან,ლოლიტა აღარ მინდაო დაგვიბარა.-აგრძელებდა ისევ. -გაჩერდი გოგო.-თვალები დაუბრიალა დედამ.-მამაშენმა წაიყვანა. -სად? -ქალებში. -ლილე მოგხვდება.-დაემუქრა დას და ყავის ჭიქა აწაპნა. -რავიცი,გავიაროთო უთხრა.-მხრები აიჩეჩა ქალმა.-არ გშია შვილო? -ასე ადრე არ მინდა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-მერე შევჭამ. -ზურამ გიკითხა დედი,მერე გადმოვალ და ვნახავო. -აქეთ არის? -ხო,ჭიორლიაანთ სასაფლაოს აკეთებს,საღამოს მოვა. -მობრძანდეს.-თავისთვის ჩაილაპარაკა და ჰამაკში კომფორტულად მოეწყო.ნეტავ რისთვის წაიყვანა მამამ მისი ქმარი? *** ლამის ფეხით შემოატარა მთელი ტაბაწყური კაცმა.სადღაც დაატოვებინა მანქანა და ხან რომელ ოჯახში შეიყვანა,ხან რომელში.ყველას ეუბნებოდა ჩემი სიძეაო,ყველა ეპატიჟებოდა სახლში.სათევზაოდაც წაიყვანა,რამდენიმე საათი იქ ჰყავდა და ბოლოს ვიღაცის სახლში მიიყვანა უკვე გაშლილ სუფრაზე.მანამდე რა ილაპარაკეს?სათევზაოდ წასულები ხელცარიელები რომ დაბრუნდნენ უკან იმის მანიშნებელი იყო რომ საერთოდ არ დარდობდა არცერთი თევზზე,ორივეს თავისი წილი სათქმელი ჰქონდა ერთმანეთისთვის... -როგორ ეგუებით შენ და ლოლიტა ერთმანეთს?-დაარღვია ხანგრძლივი დუმილი კაცმა. -როგორც შესაძლებელია ექვსი წლის მერე.-მხრები აიჩეჩა.ერთ ღერს გაუკიდა ნერვიულად.ხვდებოდა საითაც წაიყვანდა საუბარს და სულ არ უნდოდა ამხელა კაცის მოტყუება. -ვიცი არ ჩანს ეგრე,მაგრამ ვდარდობ მე მასზე.-ხმა გაუტყდა შოთას.-ვერ ვეუბნები,მაგრამ... -იცის თვითონაც. -მას ვერ ველაპარაკები,ვერც გაიგებს ეგ ჩემს სიამაყეს,ჩემს წუხილს და უფრო გაბრაზდება.შენ უნდა მიხედო და მიაქციო ყურადღება. -ვცდილობ,როგორც შემიძლია.-თითქოს ყელი უშრებოდა კაცსაც. -მისმინე შვილო.-დაიძაბა მთელი სხეულით მილხანი.-რაც მოხდა,მოხდა.წარსულს ვეღარ შევცვლით.თქვენ ღვთის წინაშე ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარი ხართ და ამ ჯვარს დიდი პასუხისმგებლობა მოაქვს.ჩემი ქალიშვილი შენ ჩაგაბარე ექვსი წლის წინ.ალბათ შევცდი კიდეც იქ რომ დავტოვე,ასე რომ გავიმეტე და გავამწარე,მაგრამ დროს ვერ დავაბრუნებ.მაშინ მამაჩემის სიტყვას დიდი ფასი ჰქონდა.შენც ხომ იცი მამას როგორ უნდა სცე პატივი?!დამეჩაგრა,ვნანობ,მაგრამ აზრი არა აქვს ახლა.შენი ცოლია,შენი ოჯახია.მისი ცრემლი შენი სატკივარი უნდა იყოს,მისი ღირსება შენი ღირსება,მისი სიმშვიდე შენი სიმშვიდე. კაცის სიტყვა და კაცის საქმე სწორედ იმით იზომება,როგორ უვლის თავის ოჯახს.-რატომღაც ვერ მიიღო მისგან სერიოზულად ეს საუბარი.თავად შოთა ხომ ცოლის მოღალატე კაცი გახლდათ.-დღეს შენგან ერთ რამეს ვითხოვ მხოლოდ არასოდეს აგრძნობინო,რომ მარტოა.თუ ჩემი ქალიშვილი ბედნიერი იქნება, მეც მშვიდად ვიქნები. -მე ლოლიტას ისე არასოდეს მოვექცევი,როგორც შენ ექცეოდი ცოლს.-მიახვედრა ყველაფერს კაცი.-სულ ორი თვეა დავბრუნდი,მაგრამ იმაზე მეტი გავიგე,ვიდრე ვინმე სხვამ.მისი დანახვაც შევძელი და გაგებაც.ერთადერთი რაც მინდა ის არის რომ ბედნიერი იყოს. -მეც ეგ მინდა. -ამ სიტყვების თქმა ექვსი წლით ხომ არ დაგაგვიანდა?-თვალი თვალში გაუყარა კაცს.-სხვისი დარიგების გარეშეც ვიცი როგორ უნდა მოვექცე ცოლს,განსაკუთრებით იმ კაცისგან ვერ მივიღებ რჩევას,რომელმაც ეგრე გაიმეტა თავისი შვილი და უცხო ოჯახს შეატოვა.შეიძლება არ გესიამოვნოს ჩემი სიტყვები,მაგრამ სიმართლეა.დაუშავეთ და მერე ვდარდობდითო ამბობთ...მე ლოლიტას პატივისცემისგამო არ ვაგრძნობინებ არაფერს,დავრჩები აქ და მაგიდასაც გავიზიარებ თქვენთან,მაგრამ ის რომ არა მე შენთან ერთად არ დავჯდებოდი სუფრაზე,რადგან შენი გაკეთებული საქმე არც შვილისთვის ვარგოდა და არც შენთვის.უბრალოდ მეზობლების გასაჩუმებლად დათმობილი შვილი არ გეპატიება.რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს,რა ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს მე და ლოლიტას,მაინც ასე ვიფიქრებ. -მისი თავი არავის დაუთმო ბიჭო.-ჩაეღიმა კაცს.-მე,მამამისს რომ ასე მიკითხავ ლექციას,ვერც წარმომიდგენია სხვას რას უზამ... -მამამისი რომ ხარ იმიტომ გიკითხავ,უნდა იცოდე რომ შეგეშალა! -გიყვარს?-ჩაეკითხა კაცი.კიდევ ერთ ღერს გაუკიდა მილხანმა.მშობლისთვის პასუხის გაცემას თავი აარიდა.-მე ვერ შევიყვარე ჩემი ცოლი.-მძიმედ გააქნია თავი კაცმა.-განა ცუდი ცოლია?ყველაფერი მომცა რაც შეეძლო,ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილი მაჩუქა,სახლში ცხელი საჭმელი სულ მხვდებოდა,არ იძინებდა სანამ არ მივიდოდი სახლში.მერე მიხვდა აზრი არ ჰქონდა და მძინარე მხვდებოდა,საჭმლის ქვაბიც ცივი იყო ყოველთვის.საწოლის ჩემი მხარეც არ გამთბარა მას შემდეგ,რაც ცოლი გავანაწყენე.არ გვისაუბრია ამაზე,მაგრამ დღემდე მჭამს მე შინაგანად ეს ამბავი. -ცოლს ღალატობდი...მაშინ საერთოდ რისთვის მოიყვანე? -გგონია სხვა გზა მქონდა?-ჩაეცინა მძიმედ კაცს.-შენ რატომ მოიყვანე ჩემი შვილი? -რადგან უკან არ წაიყვანე,იქ დატოვე. -არც ჩემი ციალა წაიყვანეს უკან. -იყო შენი ციალა ხელუხლებელი?-თვალებში ჩააცქერდა კაცს.-მე მის სიახლოვესაც არ მივსულვარ იმ ღამით,სხვა ოთახში მეძინა.შენ გეძინა სხვაგან შოთა?შენ ეცი პატივი მის სურვილებს? -მე წარსულს ვერ შევცვლი.-სხვაგან გაიხედა კაცმა.ვერ გაუძლო სიძის ცივ,მართალ მზერასა და სიტყვებს.-მაშინ სხვა დრო იყო. -ადამიანობას საუკუნე არ გააჩნია,არც კაცობას.ან ხარ,ან არა ხარ საერთოდ. -შენ არ ღალატობდი ცოლს?-ახლა კაცი მოუბრუნდა მას. -მე ჩემი ცოლისთვის არასოდეს მიღალატია,მხოლოდ საკუთარი თავისთვის. -ეგ შენებური გამართლებაა? -მე მაშინ არ მყავდა ცოლი,ახლა მყავს და არც გავიფიქრებ მის უპატივცემულობას.მე არ დავიძინებ მის გვერდით სხვა ქალისგან მოსული.სულ რომ არ მიყვარდეს,ჩემი შვილების დედა რომ ჰქვია იმ ქალს როგორ დავამცირებ ასე? -ხოდა არ დაამცირო ასე.ეგ სხვანაირია,არ მოგითმენს. -არც შენსას უნდა მოეთმინა. -ჩვენ შვილები გვყავდა,შენც რომ გეყოლება მერე სხვანაირად იფიქრებ. -მერე უფრო შემიყვარდება მე ჩემი ცოლი.-თითქოს ასე გასცა კაცის კითხვას პასუხი მის სიყვარულზე. -ნეტავ სულ გიყვარდეს ჩემი ლოლიტა.-სევდამ დარია კაცს ხელი.-ბევრი გადაიტანა,ახლა კარგის მეტს არაფერს იმსახურებს. -ლილე არ დაუთმო არავის ეგრე,ისწავლე შენს შეცდომებზე. -ყველას კოსტა არ შეხვდება არა?-ჩაეცინა კაცს.-წამო,მეზობელი გველოდება.ლოლიტას ქმრის გაცნობა მინდაო ზურამ.-ნივთები ჩანთაში ჩააბრუნა კაცმა.აღარაფერი უთქვამს,თავისი წილი თითქოს დააწია სიტყვები და საკმარისი იყო ახლა. *** გაიცნო მათი მეზობლებიც,ყველა ერთად რომ შეკრებილიყო ზურასთან.საპატიო ადგილას დასვეს.ყველა მხრიდან ეძახოდნენ უცხო ადამიანები.ზურას ძმას,გიგილოს პატარა გოგონა ჰყოლია,სიხარულით გააცნო სტუმარს.დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა,ასე უმზერდა მილხანსაც.თვალებს აბრიალებდა ქალბატონი,ვერ აძინებდნენ.ჯერ შვიდი თვის ყოფილა,სიმღერის ხასიათზე მოსული სოსკას იატაკზე ისროდა და ათასგვარ ნოტებს გამოსცემდა. ჭიქას ჭიქაზე აწოდებდნენ მილხანს.ლამის გადაავიწყდა კიდეც დიდ სუფრაზე როგორ ხდებოდა.ღვინის ჭიქების ჯახუნი ისმოდა მხოლოდ სახლში.ათასი კაცი ცალკე როხროხებდა,მხოლოდ ნაწილის თუ ესმოდა საუბარი.სიგარეტს სახლში ბავშვთან ეწეოდნენ,რიდი არ ჰქონდათ არაფრის.სევდიანად გადახედა გოგონამ სუფრას,დაძინებული ბავშვი უკვე მესამედ რომ გაუღვიძეს.ყველა ფანჯარა გააღო,კვამლი რომ გაეფანტა ოთახიდან. -ამას ისეთი გოგო გავატანეთ.-თავს იწონებდა ერთ-ერთი. -ლოლიტა როგორი კარგი გოგო იყო სულ.-ეთანხმებოდა მეორეც.შეწუხებულ გოგონას,რომელიც აჯუჯღუნებულ პატარას ეზოში დაატარებდა ღია ფანჯრიდან გახედა.დაღლილობისგან სახე წაშლოდა და ლამის მუხლებიც კი ეკვეთებოდა.რაღაცას უმღეროდა თავისთვის,ტანს არხევდა ბავშვთან ერთად,რომ დაეძინა,მაგრამ სულ ტყუილად.გიგილო ყავის მოდუღებას ითხოვდა და ცოლის მისამართით ისროდა ხმამაღალ სიტყვებს... ამოიოხრა მილხანმა,კარგად გადახედა სუფრასთან შეკრებილ საზოგადოებას.პატარა ბავშვი იყო სახლში,აქვე ეწეოდნენ,მაპინძელმა მოუკიდა პირველ ღერს,სხვა რას იტყოდა.მათაც გაუკიდეს.ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ,აბრახუნებდნენ უაზროდ ხელებს.ლამის ცრემლებამდე მისული გოგონა კი შვილის უკვე მერამდენედ დაძინებას ცდილობდა.ასეთი არასოდეს იქნებოდა... სუფრის დატოვებისთვის მოიბოდიშა,მშვიდად გადაკვეთა ოთახი და რამდენიმე კიბეც ჩაიარა. -შეიძლება?-წინ დაუდგა გოგონას და ბავშვზე ანიშნა. -რა? -ავიყვან. -არ გაგიჩერდება,ეძინება და ცუდ ხასიათზეა.-თავი გააქნია გოგონამ. -მომიყვანე.-ხელები გაუწოდა.წამით შეყოვნდა გოგონა,მაგრამ უხეშად რომ არ გამოსვლოდა დაანება ბოლოს.ხელებში ჩაუწვინა პატარა ქალბატონი,რომელსაც ტირილისგან თვალები დასიებოდა,ხმა კი წართმეოდა. გაჩუმდა... დიდრონი ლურჯი თვალები მიანათა კაცს და თვალის დაუხამხამებლად მიაშტერდა. -რაო პატარავ?-უცინოდა ბავშვს.ისიც საპასუხოდ გამოსცემდა ხმებს.-რამხელა ლოყები გაქვს შენ?-ეფერებოდა ნაზად.-რა ჰქვია? -თამრო.-შვებით ამოისუნთქა ქალმა და იქვე ჩამოჯდა. -პატარა თამრო.-ლოყაზე უჩქმიტა და ისევ გააცინა გოგონა.-რაო?რატომ მიცინი?-თავადაც უღიმოდა ბავშვს. -ნანა!-გადმოდგა აივანზე კაცი და ლამის მთელი ხმით იღრიალა.-ყავა გვინდა.-წარბაწევით გადახედა ეზოში მდგომებს.-სიძე,არ ამოხვალ?გამოართვი გოგო ბავშვი! -მეყოლება.-ხელის აწევით ანიშნა და გოგონას გახედა.-არაფერს ვატკენ,ნუ გეშინია.-დაამშვიდა ხელებგაწვდილი და თავით ანიშნა საქმისთვის მიეხედა. -თუ იტირებს დამიძახე,აქვე ვარ.-ეუხერხულა,მაგრამ მაინც სირბილით აიარა კიბეები. სევდიანი მზერა მიაყოლა გოგონას,ისევ პატარას დახედა,დედის ასლი იყო.მშვიდად დაატარებდა ეზოში მკერდზე მიკრულს.ხანდახან დაიკრუსუნებდა და ისევ ჩუმდებოდა,ბოლოს საერთოდ მიელულა თვალები.ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი ეგულებოდა მილხანს.საყვარელი ქალისგან შვილი რომ გყავდა და მათი ყურება შეგეძლო მთელი ცხოვრება.გიგილო?ეზიზღებოდა კოსტას მისნაირი კაცები.მუცელს და სასმელს ოჯახს რომ გადააყოლებ.სახლში ატირებული შვილი რომ გყავს და გადაღლილი მეუღლე ეზოში დაატარებს გაგიჟებულს,შენ როგორ უნდა დარჩე სუფრასთან? -ვაიმე.-თავზე წამოადგა ისევ ნანა.-დააძინე?-ლამის აეტირა. -რავიცი,ჩაეძინა.-ჰამაკში მჯდომი წინ და უკან ქანაობდა. -ღმერთიც გაგახარებს,მკლავები მტკივა უკვე მისი ტარებით. -იყოს,სანამ არ დაიშლებიან გააღვიძებენ ისევ.-მისკენ გაწვდილ ხელებს არ დაანება ბავშვი. -შენი ცოლი მოვიდა,სანამ არ დალოცავენ,არ დაიშლებიან. -წავიყვან ჩემს ცოლს მალევე.-ჩაეცინა კაცს.უკვე კარგად მოჰკიდებოდა სასმელი,ბავშვის ქანაობაში ლამის თვითონაც ჩაეძინა.მოჰკრა თვალი ცოლის სილუეტსაც.ზურას ჰყავდა მკერდზე მიხუტებული და თმაზე თამამად ჰკოცნიდა.გული ხინჯად ესობოდა მათი ყოველი სიახლოვე,სულ არ სურდა ცოლის სხვა კაცის გვერდით ნახვა.-დიდი ხნის მეგობრები არიან? -ადრე,ბავშვობაში,ზურას ჰყვარებია შენი ცოლი,ახლა კარგი მეგობრები არიან.-ჩაეცინა გოგონას.კი არ იცის ამით უფრო რომ გააგიჟა მისი ისედაც აფართხალებული გული.-ეგეც გიგილოსგან ვიცი,მე არ ვიცნობ. -კარგი გოგოა,გაგაცნობ. -შვილები გყავს? -ჯერ არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად და კიბეებზე მომავალ ცოლს გადახედა.მწვანე სარაფანი ეცვა,წელზე მომდგარი და მერე გაშვებული.აქამდე არ უნახავს.წკაპით აეწია თმა.ნაწილი ზურგზე ჩამოეშალა და ზოგიც მხრებზე გადმოეყარა.უჩვეულოდ ლამაზი ეჩვენა ცოლი კოსტას. -აქ რას აკეთებ?-ქმარს დახედა დიდი ინტერესით და მის მკლავებში ჩასვენებული ბავშვის დანახვისას ერთიანად გაყუჩდა. -გამარჯობა.-გაუღიმა ნანამ.-ნანა ვარ,გიგილოს მეუღლე. -ლოლიტა,სასიამოვნოა.-თბილად გადაეხვია გოგონას.-რა საყვარელია... -ახლა ვლაპარაკობდით ბავშვებზე.როგორც კი ხელში აიყვანა გაჩუმდა.-გაეცინა გოგონას.-აქ დავატარებდი ეზოში,სახლში ვერ იძინებს. -სახლში როგორ შეიძლება მისი შეყვანა.-შეიცხადა.-სიგარეტის სუნად ყარს იქაურობა,რატომ არ ეუბნები არაფერს? -ეჰ,აი ამას უფრო მეტი ესმის,ვიდრე მაგას.-ხეს მიუკაკუნა რამდენჯერმე. -არ შეიძლება ნანა,ჩემო კარგო.-საქმიანი ქალივით დოინჯი შემოირტყა.-ბავშვებთან ასეთი რამე,თანაც როგორ ღრიალებენ... -ვერ გააგებინებ.-სევდიანად ამოილაპარაკა.-ცუდად არ გაიგოთ,მე სტუმარი სულ მიხარია.-დაფეთებულმა გადახედა ორივეს.-უბრალოდ ასეთი დიდი სუფრები არ მიყვარს. -არც მე მეყვარებოდა ჩემი ცოლი შვილთან ერთად ეზოში რომ დადიოდეს იმის გამო,რომ ბავშვს ვერ აძინებს.-ამოილაპარაკა კოსტამ.-პატარაა ძალიან,ამას დასვენება სჭირდება. -ახლა ავალ და გამოვყრი. -ვაიმე არა.-შეიცხადა გოგონამ.-რას ამბობ? -დაჯექი შენ მანდ.-აუქნია ხელი.-ამათთან ერთად გავიზარდე,სახლში ვეღარ გამიშვია?-ქმარს შეხედა კიდევ რამდენიმე წამით,როგორ უხდებოდა ბავშვი...ჩაეღიმა კიდეც და მერე ელდანაკრავივით წავიდა სახლისკენ.არავინ იცის რა ილაპარაკა იქ,მაგრამ რამდენიმე წუთში გზა რომ დაულოცეს ერთმანეთს ფანჯრიდანვე მოესმა.გიგილოს წაუკითხა ლექცია,არ დაინდო არანაირად.ზურა ჩადგა ლამის მათ შორის.თან ეცინებოდა მის საუბარზე. -ამხელა კაცი ხარ და რა ღრეობა გამართე სახლში?-წამოარტყა თავში.ერთ კლასში ისხდნენ წლები,ჰქონდა გაბრაზების უფლება.-ბავშვი გყავს სახლში და სიგარეტის სუნით გაჟღინთე კედლები,ეგეც არ კმარა და ძილი არ აცადე,როგორი გადაღლილი სახე აქვს შენს ცოლს! -ვეხმარები გოგო.-გადახედა ცოლს,კოსტამ ბავშვი რომ გადაუწვინა მკლავებში.-ნანა ხომ გეხმარები? -როდის?-ამჯერად ცოლმაც ნაწყენი მზერით გადახედა.-ეს ბიჭი რომ არა ვერ დავაძინებდი.-თავით მიანიშნა მილხანზე,მადლობა გადაუხადა და გვერდი აუქცია ქმარს. -ნანა! -შეეშვი,ბავშვი არ გააღვიძო!-ახლა ზურამ უბიძგა მკერდზე. -ეხმარები რას ჰქვია?შენი შვილი არ არის?სხვისია და ხანდახან მიხედავხოლმე? -კარგი.-წელზე შემოაჭდო ხელი ცოლს.-გეყოფა. -არაა ლამაზი საქციელი. -წავალთ ჩვენც.-საუბრის თემა შეცვალა კოსტამ.-ღამემშვიდობისა. -ღამემშვიდობის.-ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა ზურა.მის ცოლს მოხვია ხელები და გულზე მიიკრო ძალუმად.არ ესიამოვნა,რაღა დაგიმალოთ... -მდიდარი კაცი ხარ და ოჯახს გაუფრთხილდი.-დაუტოვა თავისებურად სიტყვები გიგილოს და ისევ ცოლს მოხვია მარჯვენა,თითქოს ვინმე მის წართმევას უპირებსო... ვერ მოითმინა კაცმა,მაშინვე შევიდა ოთახში და საწოლში მოკუნტულ ცოლს გვერდით მიუწვა.ხმა არ გაუგია,მაგრამ იგრძნო როგორი აჩქარებული ჰქონდა გული,როგორ ტიროდა თავისთვის ჩუმად დარდებს. -ნანა... -თავი დამანებე რა.-აუქნია ხელი. -ნანა კარგი რა.-მუცელზე მოხვია ხელი და თავი მის ყელში ჩარგო უცაბედად.-რა გჭირს? -მეკითხები კიდეც?-უხეშად მოიშორა მისი ხელი და გადაბრუნდა ქმრისკენ.შეანათა ნაწყენი თვალები ქმარს.-დღეს სხვის ქმარს ეყო იმდენი შეგნება,რომ ამდგარიყო სუფრიდან და დამხმარებოდა...აღარ შემიძლია,ხელები აღარ მემორჩილება. -სტუმრები გვყავდა,ნანა.ხომ არ დავტოვებდი და... -სახლი საღორეს დაამსგავსეთ,სამჯერ გამიღვიძეთ ბავშვი,რა გემართება? -ერთხელ ბიჭები თუ მოვიყვანე სახლში და დავლიე,რა მემართება?-ტონს აუწია სულ ოდნავ. -ერთხელ?-ჩაეცინა ირონიულად.-ბოლოს ხუთ წუთზე მეტხანს როდის გეჭირა ბავშვი ხელში?როდის გქონია დრო ოჯახისთვის? -აუ ა*რაკებ რა.-აიქნია კაცმა ხელი და თავის მხარეს გადაწვა.-ხომ მოგეხმარა კოსტა. -ჰო,ტრაგედიაც ეგ არის რომ სხვისი ქმარი მომეხმარა,რომელსაც შვილებიც კი არ ჰყავს და ღმერთმა მამობის ბედნიერება არ აღირსა ჯერ.ეგაა დიდი ტრაგედია,ქალი რომ დამხმარებოდა ხმას არ ამოვიღებდი. -ნანა რა გინდა? -ხვალ დედაჩემთან მივდივარ,ცოტახნით უნდა დავისვენო,ბავშვთან დამეხმარება. -ხვალეზე ხვალ ვილაპარაკოთ.-სერიოზულად არ მიუღია ცოლის ნათქვამი,მასაც აღარ გაუგრძელებია,ცას გახედა ფანჯრიდან.ყველაფერი კარგად გაიხსენა,ესეც მისი სიყვარულით შექმნილი ოჯახი... *** სახლში მისულს დედაც ფეხზე დახვდა,მოერიდა დაძინება და მათ დაბრუნებას ელოდა.ქოთქოთით შეიყვანა ცოლი სახლში.ენა არ გაუჩერებია,მთელი გზა გიგილოს საქციელს განიხილავდა. -აი რა უაზროა,მაგისნაირს ცოლი რად უნდა?-აგრძელებდა ისევ. -რა მოხდა დედი?-მორიდებით ჩაეკითხა ქალი. -სხვისი სახლიდან სტუმრები გაყარა და ენას არ აჩერებს.-გასცა პასუხი შოთამ.-რაც არ არის შენი საქმე,ხმა არ უნდა ამოიღო შვილო. -კაცებს არაფრის შეგნება არ გაგაჩნიათ,საბრალო გოგო ისე დაიღალა. -წამოდი,დავწვეთ.-თითები მოუჭირა წელზე ცოლს.-გვიანია. -გაყევი ქმარს,სანამ ნერვები მოგიშლია ჩემთვის.-აიქნია კაცმა ხელი. -არ გინდა.-გაღებული პირი დაახურინა ცოლს.-გეყოფა.-თავით უბიძგა ოთახისკენ და ლამის ძალით შეიყვანა შიგნით. -იცი როგორ გავღიზიანდი?-ბოლთას სცემდა ოთახში. -არც მე მესიამოვნა,მაგრამ რას იზამ? -უნდა მიუნგრიოს ვინმემ სახე.საწყალი გოგო როგორი დატანჯული სახე ჰქონდა… -კარგი ლოლიტა,გეყოფა.-ამოიგმინა კაცმა.-საწოლი შეცვალე?-გაკვირვებული მიაჩერდა კუთხეს. -მეორე საწოლიც შემოვიტანეთ მე და დედამ,მთელი ღამე გეღვიძა,ცოდო ხარ. -შორს რომ ვიყო და აღარ ჩაგეხუტო?-სიცილით ამოილაპარაკა კაცმა. -ნუ სულელობ.-აიქნია ხელი და საღამურები აიღო.-არ ვიცოდი ბავშვები თუ გიყვარდა. -სხვა რაიცი ჩემზე ეგ რომ გცოდნოდა?-ჩაეღიმა მილხანს. -ისე ამბობ თითქოს შენ იცოდე რამე ჩემზე. -იცი რა ვერ გავიგე?-წამოიწია საწოლიდან.-ხორცის ხინკალს არავისთან ჭამდი,მხოლოდ კარტოფილისას,აქ კი… -დედას გაკეთებული მიყვარს.-არ დააცადა კითხვის დასმა.-ჩემი საყვარელი საჭმელია და დედასთან ერთად მასაც გამოვემშვიდობე ექვსი წელი.-სევდიანად ამოთქვა.-გამოვიცვლი და მოვალ. -მიდი.-მაისური გადაიძრო წამსვე და შარვლის ქამარიც მის გზას გაუყენა.სასწრაფოდ გამოიხურა ლოლიტამ კარი. უკან დაბრუნებულს ქმარი მის საწოლში დახვდა,მხოლოდ შორტი ეცვა,წელს ზემოთ შიშველი იყო და მის ბალიშზე შემოეჭდო ხელები. -არა.-თავი გააქნია მაშინვე.-ეგ ჩემი მხარეა. -რაიყო ძირს გადავარდნის გეშინია?-თვალებდახუჭულმა ამოილაპარაკა. -ძირს ახლა შენ გადავარდები,გადმოდი აქეთ. -არა. -კოსტა კარგი რა.-საწოლზე ჩამოჯდა და გადაიწია მისკენ.-ადექი. -შენ მოდი და დაწექი. -მანდ როგორ დავიძინებთ. -როგორც წუხელ,გადმოდი.-ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა ცოლი. -ნუ სულელობ,საწოლი დგას,ასე რატომ უნდა დავიძინო?-აბუზღუნდა მაინც.-მომენატრა ჩემი საწოლი.არ მინდა სხვაგან ძილი. -მოდი.-წამოიწია მაინც ბოლოს და დაუთმო ადგილი.-მაგრამ ბალიშს წავიღებ. -დევს შენს საწოლზეც ბალიში. -ეგ შენ აიღე.-მშვიდად უპასუხა და მეორე მხარეს გადავიდა.-ის კაბა,ახალია? -რა? -კაბა,არ მინახავს აქამდე. -ჩემი დის არის,რაიყო? -ძალიან გიხდებოდა.-მის გვერდით მყოფს ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა. -რა უცნაურად იქცევი?-წარბები აწკიპა.-გაიწიე,მცხელა. -ჩემთან დაიძინე ამაღამ. -აბა იატაკზე ხომ არ დავიძინებ?აქ ვწევარ კოსტა.-მობეზრებულად აატრიალა თვალები. -ეგრე არა.-თავი გააქნია და უფრო მჭიდროდ მიიკრო სხეულზე.-ჩემს გვერდით მინდა იყო,როგორც ცოლი ისე.-თბილად აკოცა მოშიშვლებულ ლავიწზე და თავი მის ყელში ჩარგო. -კოსტა… -რატომ არ მაძლევ საშუალებას გაგიცნო?-ნაზად მიეფერა თმაზე.თან კოცნებს უტოვებდა მკლავებში მოქცეულს. -მთვრალი ხარ. -მერე?-ჩაეღიმა უნებურად.-არ შეიძლება ჩემი ცოლის ახლოს ყოფნა მინდოდეს? -გაიწიე… -იცი როგორ მეშლებოდა ნერვები ზურა თავის ნებაზე რომ გეხებოდა?-წამოიწია სულ ოდნავ და ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.-მე ბრძოლა მიწევს საკუთარ ცოლთან,იმას უნებურად დაუმსახურებია შენი სიახლოვე. -ცეზო არ გეყოფა და ახლა ამაზე გადახვედი? -ნუ ახსენებ!-კბილებში გამოსცრა და ზემოდან დააჩერდა.-თურმე ყვარებიხარ ადრე,შენც მოგწონდა… -პატარა ვიყავი,ძალიან.-დაბნეულმა აუფახულა თვალები.კაცის ცხელ სუნთქვას გრძნობდა კანზე.მის ხელებს სხეულზე და ლამის გულიც კი გაუჩერდა დაბნეულობისგან. -ახლა?-ყბის ძვალზე აკოცა მოურიდებლად და თითებით მიეფერა ტუჩებზე.-ახლაც გრძნობ რამეს მის მიმართ? -სულელი ხარ?-წამოენთო თვალები და მკერდზე უბიძგა,მაგრამ სულ ტყუილად. -მომეცი უფლება ახლოს ვიყო,განა ასე ძნელია?-არ ეშვებოდა კაცი. -არ გინდა რა.-ამოიკრუსუნა თავისებურად. -რა არ მინდა?-მეორე მხარესაც აკოცა.აბნევდა ლოლიტას კაცის სიახლოვე. -რასაც აპირებ. -რატომ?უფრო დაიბნევი და მერე გაგიჭირდება გადაწყვეტილების მიღება?-ჩაეცინა მილხანს. -არაფერი გამიჭირდება. -ვის ატყუებ ლოლიტა?შენ რომ წასვლა გინდოდეს ჩემი ჩამოსვლის დღესვე შეკრავდი ბარგს.შენ არ გინდა წასვლა,რადგან სხვაგან სიცარიელეა,რაჭაში კი ოჯახი გყავს.სიამაყის გამო ნუ მებრძვი რა,არ ღირს დამიჯერე. -გგონია თუ წავალ ვერ გადავრჩები? -ომში მიდიხარ თუ ვერ გადარჩები რას ნიშნავს?ყველაფერი შეგიძლია გქონდეს ისე რომ წასვლა არ დაგჭირდეს.შენ თუ უფლებას მომცემ გვერდით ვიყო და ურთიერთობა ჩამოვაყალიბო.შენ რომ უფლება მომცე ნორმალური ოჯახი გვქონდეს და გასაქცევ მიზეზს არ ეძებდე,მართლა ყველაფერი გექნებოდა. -ჰო,მეც ნანას მსგავსად დავამთავრებდი.-ცრემლი მოადგა თვალებზე. -ჩემს გვერდით შენ ისეთი ოჯახი არასოდეს გექნება,რომელიც არ გენდომება.რისი გეშინია ასე ძალიან?-ცრემლები შეუმშრალა წამსვე. -ვერ გაიგებ.-წამოიწია მთელი სხეულით. -არ ვიქნები მე ისეთი ქმარი,რომლისაც ასე გეშინია.არც ისეთი ოჯახი გვექნება,რომელიც ტვირთად იქცევა რომელიმესთვის.-გაუსწორა მზერა ცოლს ისევ.-მომეცი შანსი,ლოლიტა… -არ შემიძლია…-წამოხტა წამსვე საწოლიდან,ხალათი მოიცვა და ლამის სირბილით გავარდა ოთახიდან.-მხოლოდ მაისურის ჩაცმა მოასწრო კაცმა და ისიც მიჰყვა გაქცეულ ცოლს.ეზოში გასულიყო,გახშირებულად სუნთქავდა და ნერვიულად დადიოდა წინ და უკან.-გთხოვ,წადი დაწექი.-მიხვდა უკან ედგა და ლამის მუდარით ამოილაპარაკა. -როგორი ჯიუტი ხარ.-თავისკენ შეაბრუნა და წამსვე აიკრო მკერდზე ატირებული ცოლი.-ნუ ტირი.-თითქოს სულში აბობოქრებული ქარიშალი ჩადგა წამსვე.ნელ-ნელა დაუმშვიდდა სუნთქვა და ცრემლებიც შეწყდა თავისთავად.უკვე დაწყობილი გეგმების არევის ეშინოდა ასე ძალიან.ღირდა ამ ყველაფრად?ეს კითხვა აწუხებდა.ოჯახის დაკარგვის ეშინოდა,თუმცა თან მეტ რაჭულ ზამთარს ვეღარ გაუძლებდა.მალე მის სხეულშიც დაისადგურებდა და იმ ყინულს ვეღარავინ გაალღვობდა… უკვე დამშვიდებულს თავი ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა.იმ მწვანე თვალებში ასე რომ ეძვირფასებოდა პირველივე დანახვის წამიდან. -აი აქ.-გულის ფიცარზე აკოცა ძალიან თბილად.-აუცილებლად აინთება ჩემი ლამპარი,ყველაფერს ვიზამ ამისთვის.თან იცი როგორი ნათელი იქნება?სხვა ყველაფერს რომ გადაგიწონის ისეთი… მკლავებში მოიქცია მაშინვე და ჰამაკში ჩაჯდა მასთან ერთად.მკერდზე მიიხუტა და მის თმაში ახლართა თითები.უცნაური გრძნობა შეუძვრა სხეულში მილხანს.ასე რომ ეძვირფასებოდა თავისი ცოლი და იმას სხვაგან რომ მიუწევდა გული… მგონი ეგოისტობდა… რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე.თითებით მიეფერა სახეზე და თვალებში ჩააცქერდა.ყველაზე ხშირად ცოლის თვალებს კითხულობდა კოსტა.შეიძლება სხვას ეუბნებოდა სულ,მაგრამ თვალები სხვანაირად საუბრობდნენ.ის აგრესია გამქრალიყო,თითქოს შვება ეპოვნა მის სულს.სითბოთი ჰქონდა სავსე თავისი მწვანეები.ეს გამოხედვა ჯერ არ ენახა მილხანს.ტუჩის კუთხესთან აკოცა ძალიან ფრთხილად და ზემოდან დააჩერდა,მისგან ელოდა პასუხს,მისგან უნდა დაენახა ახლა რაიმე.არ უნდოდა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ რაიმეს გაკეთება. მათ შორის დარჩენილი მანძილი იმდენად მცირე იყო,რომ ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ სახეზე.ლოლიტას გული მკერდს ისეთი ძალით ეხეთქებოდა,თითქოს გაქცევა უნდოდა,მაგრამ ფეხები ადგილზე ჰქონდა მიჯაჭვული.ერთ მზერაში ათასი უთქმელი სიტყვა იკითხებოდა.ხელი ასწია კაცმა და თითებით ლოლიტას ლოყაზე მიეფერა.კიდევ უფრო გადაიხარა მისკენ.მისი მზერა ჯერ ტუჩებზე გაჩერდა,შემდეგ ისევ თვალებს დაუბრუნდა,თითქოს უკანასკნელად სთხოვდა ნებართვას.უნებურად დაეხუჭა თვალები მისი სიახლოვისას. სამყაროც გაჩუმდა თითქოს. მხოლოდ ის ორნი სავსე მთვარის ქვეშ. კოსტას ტუჩები მის ტუჩებს ფრთხილად,თითქმის გაუბედავად ეხება.იმდენად მსუბუქია მისი შეხება,თითქოს გრძნობს როგორ უფრთხილდება ქმარი მის გრძნობებს.სხეულში ათასი ახალი ემოცია ეღვრება და აზროვნების უნარიც ეკარგება.თავადაც ვერ მიხვდა როგორ,მაგრამ მის სიახლოვეზე მეტად არაფერი უნდოდა ლოლიტას.უკვე გრძნობდა რამდენად რთული იქნებოდა ამ ოჯახის მიტოვება,საერთოდ თუ შეძლებდა… რამდენად რთული იქნებოდა ქმრის სიყვარული. მასთან დარჩენა და მისი რეალობის მიღება… თითქოს დამარცხებულად იგრძნობდა თავს,ამიტომ არ უნდოდა… კოსტასაც აერია ყველა ფიქრი გონებაში.თავადაც ვერ გაეგო რატომ უნდოდა დაბრუნება ასე ძალიან.რატომ ეძვირფასებოდა ცოლ,რომელიც ექვსი წელი ნანახიც კი არ ჰყავდა.ასე უნებურად უნდოდა მის გვერდით ყოფნა,მისი გახარება…ბოლო ორი თვეა სხვა არაფერზე ფიქრობდა.მასთან სიახლოვე უნდოდა.მხოლოდ მის გვერდით რომ ყოფილიყო და მხოლოდ მას გაებრწყინებინა მისი მწვანე თვალები… ნელა მოშორდა ცოლის ტუჩებს და თავისებური,სითბოთი სავსე ამბორი შუბლზეც დაუტოვა.სახეაჭარხლებულს ღიმილით დახედა და მასთან ერთად წამოდგა ფეხზე.საწოლამდე მიიყვანა და თავის მხარეს ჩამოსვა.თავისივე ხელით შეუხსნა ხალათი.თვალებგაფართოებული მისჩერებოდა მის ყველა მოძრაობას.წამიერად გააჟრჟოლა კიდეც იმაზე ფიქრით თუ კიდევ რას ელოდა მისგან მილხანი.სინათლე ჩააქრო და გვერდით მიუწვა.არც კი უყოყმანია ისე მიიზიდა მისი სხეული თავისკენ და მკერდზე აიკრო. -ნაბიჯ-ნაბიჯ ლოლიტა,ხელი არ მკრა უბრალოდ და ყველაფერი გამოვა.-საფეთქელზე კოცნის კვალი დაუტოვა და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა.მზად იყო ყველა ბარიერი დაენგრია მისი გულისთვის… მეორე დილასვე დაუტოვებია ნანას გიგილო.ვერ გაუგია როგორ გაუნაწყენებია ცოლი და მხოლოდ მაშინ გაიაზრა გაღვიძებულს ნივთებიანად აორთქლებული რომ დახვდა შვილი და მეუღლე… *** -კოზირები დაყარეთ!-მაგიდაზე ხმაურით დააგდო ორი ჯოკერი თორნიკემ. -ხელიდან გაუგდებლად უჭირავს ეს დედამო*ნული ჯოკერი,დავიღალე უკვე.-დარჩენილი კარტები გადმოყარეს ბიჭებმა. -აბა ამას ვინ ჩამოაგდებდა პრემიიდან.-ხელი აიქნია საბამ. -პრემიიდან თუ ვერა სკამიდან მაინც ავაყირავებ!-წამოიწია შალვა. -კაი,დათვალე აწი,მაინც მოგებული მაქვს და იმ ოციანს შენ გადმოიტან თუ? -თორნიკე რას გიზამ იცი?-ემუქრებოდა საბა.-აწყობდა ეს ჩემი*ა. -რა უნდა ჩამეწყო ბიჭო?-ჩაეცინა.-თამაშს რომ ისწავლი მერე კიდევ ვითამაშოთ. -ოციანიც წააყოლა ხელს თორნიკემ. -ქორწილში მოგიტან.-ოხუნჯობის ხასიათზე იყო საბა.-პირველ ჭიქას ჩემი ღვინისას დავლევ და მაგითვე დაგლოცავ. -ჰო,საერთოდ თუ იქნება ქორწილი.-ამოილაპარაკა თავისთვის. -გამოგყვება,ცოტა ადროვე.-მხარზე ხელი დაჰკრა შალვამ.-თუ არა,მოვიტაცოთ და ძალით წავიყვანოთ ეკლესიაში. -აი ეს კიდე ერთი სი*ი.-ხელი აიქნია საბამ.-არ უსმინო ამას. -წავედი მე ბიჭებო,აბა თქვენ იცით.-ხელი აუწია სამივეს და ნელი ნაბიჯით გაუყვა სახლამდე მისასვლელ გზას.უკვე სახლის კარი შეღებას აპირებდა მაგდას რომ მოჰკრა თვალი ეზოში.ისიც წამსვე წამოდგა ფეხზე.-აქ რატომ ხარ?-საათს დახედა,ორის ნახევარი იყო. -შენ გელოდებოდი.-მიახალა მოურიდებლად. -რამე მოხდა?-ცივმა ოფლმა დაასხა წამსვე.იმაზე ფიქრიც კი აშინებდა რის გამო ელოდა მაგდა მის დაბრუნებას. -სათხოვარი მაქვს,თუ შეგიძლია. -მთხოვე რაც გინდა. -ხვალ შეგიძლია დედაჩემის საფლავზე ამიყვანო? -რა თქმა უნდა,მაგდა.-მის სევდიან თვალებს კარგად ჩააკვირდა.-ხომ კარგად ხარ? -უბრალოდ კიდევ ერთი წელი გავიდა და მინდა ავიდე. -რომელზეც მეტყვი…თუ გინდა ახლავე ავიდეთ. -არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-ნასვამი ხარ,დაიძინე და დილით… -მხოლოდ ერთი ბოთლი ლუდი დავლიე,მეტი არაფერი.აგიყვან თუ გინდა. -არ მეჩქარება,დილით ამიყვანე.-თბილად გაუღიმა და ის იყო შებრუნებას აპირებდა სასწრაფოს სირენის ხმა რომ მოესმა.გზისკენ შეტრიალდა თორნიკეც.ანდრონიკე მორბოდა,თან მობილური მოემარჯვებინა ხელში.ერთიანად შეიჭრა უსუსრების შეგრძნება სხეულში.უცებ რომ ხვდები კარგი ამბავი არ არის და მაინც გულით იწყებ ლოცვას ოღონდ ცუდი ამბავი არ გაიგო… -კოსტა ისევ არ ჩამოსულა?-გული ამოვარდნას ჰქონდა კაცს.ყელზე იჭერდა ხელს დაღლილობისგან. -არა,არაფერი უთქვამს.რა მოხდა? -მაგდა ჩემო კარგო.-გადახედა გოგონას.-გთხოვ ერთი ჭიქა წყალი გამომიტანე. -ახლავე.-სირბილით გადაკვეთა ეზო გოგონამ. -ამოღერღე!-მოთმინება მოეწურა ბიჭს. -ცეზოს დედა დაიღუპა.-მძიმედ გააქნია თავი.-ახლა მოვიდა სასწრაფო… -რას ამბობ ბიჭო?ორი დღის წინ აქ იყო,ჩემზე მაგარი ენერგია მაგას ჰქონდა.-პირი დააღო თორნიკემ.მაგდა მორბოდა ჭიქით ხელში.პირი გაისველა როგორც იქნა და განაგრძო. -არ ვიცი,დამირეკა დედაჩემიო მარტო ეგ მითხრა,ჩავედი და მუხლებზე ესვენა…-შუბლი ნერვიულად მოისრისა.-წამო რა,დახმარება დაგვჭირდება. -კოსტას დავურეკავ. -დილით დავურეკოთ,ამ დროს ტყუილად დარეკავ.-გააქნია თავი და წაიყვანა სახლისკენ. მთელი უბანი გარეთ იყო. ყველას უყვარდა ციცო. შეძრა სოფელი ამ ამბავმა. ცრემლი არ შეშრობიათ ქალებს. უცებ გავარდა ხმა და ღებს არ უძინია იმ ღამით. ასე იცოდნენ სოფელში. გვერდში გედგა ყველა გასაჭირში. ასეთი ხალხი იყო რაჭაში. შენი ტკივილი არანაკლებ სტკიოდათ მათაც. ფეხზე იდგა ცეზო,მაგრამ რის ფასად არავინ იცოდა. ხან ვინ დაადგებოდა თავზე,ხანაც ვინ. არავისი ნერვები არ ჰქონდა. თვალცრემლიანი სათონეს აფარებდა თავს. მხოლოდ ერთი ადამიანი გაახსენდა,ის ვინც მას სჭირდებოდა ახლა. დაუფიქრებლად დარეკა მის ნომერზე იმის იმედად რომ უპასუხებდა… მობილურის ზარმა გამოაფხიზლა.გაკვირვებულმა გაიხედა ფანჯრიდან.ბინდი იყო გარეთ,საშინლად ბნელოდა.ქმარს გადახედა,მის მუცელზე მოეხვია ხელი და უდარდელად ფშვინავდა.ბალიშის ქვეშ უცებ მოიძია მობილური და ისე რომ არც დაუხედავს პასუხი გასცა. -გისმენთ.-ძლივს ამოილაპარაკა ნამძინარევმა და მიუხედავად ჩუმი საუბრისა ქმარიც შეაფხიზლა. -ლოლა…-გატეხილი ხმა გაისმა მობილურს მიღმა. -ცეზო?!-წამსვე გაახილა თვალები და ნომერს დახედა. -ლოლა…მგონი…-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი კაცმა.ცრემლები შეიმშრალა უმალ.-მგონი დედაჩემი მოვკალი…-ქარის ზუზუნს გაჰყვა მისი სიტყვები და იქვე მუხლებზე დაეცა.მობილურიც გაუვარდა ხელიდან და ქვის კონსტრუქციას მიეყრდნო შუბლით.შორიდან ისმოდა მეზობლების საუბარიც.გიორგი ეძახდა ეზოდან. გახევებული ლოლიტა ხმას ვერ იღებდა.სინათლეს მიჰკრა ხელი მილხანმა და უკვე ცოლის აცრემლებულ თვალებს თავისიც დაუკავშირა. -არ გინდა.-მობილური არ დაუთმო კაცს.-ცეზო…გესმის ჩემი?-ჩასძახა კაცს,მაგრამ აღარ გაუგონია.ზარიც დაასრულა და დაუტოვა უამრავი კითხვა გონებაში. -რა უნდოდა? -დედაჩემი მოვკალიო…ვერ გავიგე.-ამოისრუტუნა გოგონამ.მხოლოდ წამით შეეცვალა გამომეტყველება მილხანს.მერე მობილური მოიმარჯვა და ანდრონიკეს დაურეკა სასწრაფოდ.ეს ღამე მარტივი არავისთვის იქნებოდა… ***(1 დღით ადრე) ეზოში იჯდა ცეზო.ლამის მთელი დღე დარაჯობდა მილხანების სახლს იმის იმედად,რომ ლოლიტა გამოვიდოდა,მაგრამ თვალიც ვერ მოჰკრა და ახლა იმედგაცრუებული კედელს ურტყამდა თავს.არ ეძინა ციცოს,რა დააძინებდა,როცა შვილი სახლში არ ეგულებოდა..ამჩნევდა ნერვიულობას,ბრაზს…მისი თვალები ტკივილით რომ იყო სავსე და ვერაფრით მოითმინა.ისე მიეპარა კაცს ვერც გაიგო და კედელსა და მის თავს შორის ჩააცურა ხელი.რაღაც რბილზე რომ დაარტყა თავი მხოლოდ მაშინ გაახილა თვალები.დედა იყო,მისი იმედი… -რატომ არ გძინავს?-წამსვე წამოვარდა ფეხზე და ხმაც დაიბოხა.არ უნდოდა მისთვის ამ ტვირთის აკიდება. -რა დამაძინებს შვილო.-სევდიანი იყო ქალი.-რა გჭირს დედი? -რა უნდა მჭირდეს?-გაიკვირვა სრულიად უადგილოდ.-დაღლილი ვარ. -ნეტავ მართლა იყო.-თავი გააქნია.-მომიყევი დედი,არ შეაჭამო ჩემი გული ეჭვებს. -რა მოგიყვე დედა? -რაც გაწუხებს.-ლოყაზე მიეფერა შვილს.-დედაშენი ვარ,გამიზიარე შენი ტკივილები. -დედაჩემი რომ ხარ მაგიტომ ვერ.-ჩაეღიმა სულ ოდნავ.-მიდი დაიძინე. -კაცი რომ მოკლა საფლავის გათხრაშიც კი დაგეხმარები,ისეთი რა გაწუხებს რომ ჩემთან დასამალი ამბავია?-შეიცხადა ქალმა.-მოდი დავსხდეთ.-სკამზე ჩამოსვა ძალით.-მომიყევი შვილო. -მძიმეა დედა,ვერ დაიტევს შენი მხრები ამ ამბავს. -შენი ტკივილი მე არასოდეს მემძიმება,თუ ვერ ვზიდავ მოვიხრები და ოთხით ვივლი რომ ტარება შევძლო. -ეგ არ მინდა ზუსტად,არ მინდა მოხრილი და შერცხვენილი გნახო. -შერცხვენილი?-თითქოს ჰაერი დამძიმდა და ერთიანად მიეხეთქა ფილტვებს.ძლივს ჩაისუნთქა ქალმა.გამომცდელად შეხედა შვილს,მიხვდა მართლა რთული იყო მისთვის,მიხვდა ფეხზე მყარად უნდა მდგარიყო და მამის დასარიგებელი თავად ეთქვა თუ საჭირო იყო.-მითხარი,მე შენი არასოდეს შემრცხვება. -შეგრცხვება.-სიგარეტს გაუკიდა ნერვიულად.-გაბრაზდები კიდეც. -რა ცოდვაა ეგეთი შვილო? -სიყვარულია.-თავი ჩახარა.-ყველაზე მძიმე ცოდვაა ამ წყეულ დედამიწაზე.არ იკურნება თან ისეთია. -შეყვარებული ხარ?-სახე გაუბრწყინდა ქალს.იმდენხანს ელოდა ამ დღეს… -ვარ.-ლამის სულიც ამოაყოლა სიტყვებს.-ვარ და არ ვიყო ნეტავ. -დედი?-წინასწარ შეეშინდა ქალს იმის,რასაც მოისმენდა. -ნუ მეძახი ეგრე,არ ვიმსახურებ. -ნუ მოიხარე წელში,გასწორდი ახლავე!-ხმა გაიმკაცრა ქალმა.ისიც წამსვე გაიშალა მხრებში.-ცუდია ვინმე? -ყველაზე კარგია დედა,მე ვერ დავიმსახურე უბრალოდ. -რა დაგიწუნა?-შეიცხადა ტიპიური ქართველი დედამთილივით.-ვისი დასაწუნი რა გაქვს? -არ გინდა რა,მოდი დავიძინოთ.-ფეხზე წამოდგომა სცადა,მაგრამ არ დაანება ქალმა. -დაუბრუნდი შენს ადგილს და მომიყევი. -ვერ გადავიტან შენი ნაწყენი თვალების დანახვას.-ჩაქრა ყველა სხივი ცეზოს თვალებში. -ვერც დაინახავ,მითხარი.-განა რა უნდა ეთქვა ისეთი?მის გამო მკვლელობაზეც თანახმა იყო… -რძალს რომ ითხოვდი ამდენი ხანი…რატომ არ მოგყავს ცოლიო,დიდი ხარ უკვე და დრო არისო…სხვისი ცოლია და ვერ მოვიყვანე მაგიტომ…-ტანში უსიამოვნოდ გასცრა ქალს.ლამის გაუჩერდა გული იმწამსვე.ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა,რა უნდა ეგრძნო.ტკივილმა ელვასავით გაიარა მკერდში და გაქრა მერე თითქოს.-მაინც გინდა მოსმენა? -ვინ არის?-ძლივს ამოთქვა ქალმა და მიაჩერდა ისევ შვილს.-აქაურია? -ძალიან ახლობელი თან. -შვილო…-თითქოს მიუხვდა ქალი აღსარებას.თითქოს იცოდა ვინც იყო და რა მიზეზიც იმალებოდა ამ ყველაფრის უკან.ექვსი წელია მეგობრობენ.ახლა რამდენიმე თვეა მის სიახლოვესაც აღარ გამოჩენილა.ბევრჯერ შეუნიშნავს უცნაურად რომ უყურებდა,მაგრამ ვერ გაბედა ფიქრიც კი ამაზე.ახლა?ახლა აერია გონება ერთიანად.აემღვრა კიდეც ლურჯი თვალები… -ის არის,ვინც გგონია.-ხელებზე აკოცა ქალს.-არც ახლა გრცხვენია? -ლოლიტა გიყვარს?-შეეზიზღა ამის კითხვაც კი,მაგრამ უნდა ეკითხა. -აი აქ.-მკერდზე მიიდო ქალის ხელი.-მისთვის ფეთქავს ეს და ვერ ვაჩერებ…-ლამის საუკუნოდ გაიწელა ქალის მდუმარება.ლამის გული გაუსკდა იმას მდუმარებისგან,შეკავებული,ვერ ნათქვამი სიტყვებისგან…იმას დედის დუმილი ჰკლავდა შინაგანად,იცოდა როგორ ძლიერ ატკინა და სუნთქვაც კი დაავიწყდა ლამის. -არ შეიძლება.-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და მის ფერდაკარგულ სახეს მიაჩერდა.-დედი…დამპირდი რომ რასაც ახლა გეტყვი შეისმენ გეხვეწები.უნდა გაიგონო და გაიაზრო ყველა სიტყვა.-ამოიოხრა ქალმა.-მთაში გაზრდილ ხალხს ერთი წესი ჰქონდა კაცის სახელი და ღირსება მთაზე მაღლა იდგა.ქონებას დაკარგავდა კაცი,ცხენსაც,სახლიც დაეწვებოდა,მაგრამ თუ ღირსებას დაკარგავდა,ვეღარაფერი დაუბრუნებდა…იცი კაცის ღირსება რა არის?მისი ოჯახი…კაცის ღირსებაა მისი ცოლი…გული ადამიანს არ ეკითხება,ვისკენ გაიწევს,მაგრამ გონება და სინდისი სწორედ იმისთვის აქვს,რომ გული მართოს…-ხელის გულები კაბაზე შეიწმინდა ქალმა.-ერთად გაიზარდეთ შენ და კონსტანტინე…ერთი თეფშიდან გაქვთ ნაჭამი,უცებ ტანი რომ აიყარა იმან,ალვის ხესავით რომ დაგცქეროდა ზემოდან,იმისი ნაქონი ტანსაცმელები გეცვა,ჭირი იყო თუ ლხინი ერთ სუფრაზე ისხედით…არ შეიძლება დედი… -ვერ ვერევი,ვცადე,მაგრამ არ გამოვიდა.-თავი ჩახარა ისევ კაცმა. -გეწყინება,მაგრამ უნდა გითხრა ჩემი სათქმელი.-თავი ააწევინა შვილს.-მთაში იტყოდნენ:„სხვისი კერა წმინდაა,სხვისი ოჯახი,ხელშეუხებელი.ვინც სხვის ოჯახს შეეხო,ჯერ თავს უღალატა,მერე საკუთარი კაცობაც დაკარგა-ო.”გინდა ეს თქვან შენზე დედი?გინდა ზედ აღარავინ შემოგხედოს სოფელში?გინდა შენი ოჯახის სირცხვილი გახდე დედი? -დედა…-თავი გააქნია კაცმა,ვერ აიტანა ეს სიტყვები მისგან. - მეგობარი მარტო ლხინში გვერდით მდგომი არ არის.მეგობარი ის არის ვის სახლსაც ისე გაუფრთხილდები,როგორც საკუთარს.-აგრძელებდა ქალი.-ნამდვილი ვაჟკაცი ის კი არ არის,ვინც მტერს სძლევს,არამედ ის,ვინც საკუთარ სურვილს აჯობებს.ცხენის დამორჩილება ადვილია,მაგრამ საკუთარი გულის დამორჩილება ყველაზე დიდი გამარჯვებაა.დაფიქრდი შვილო.-ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე ქალს.-ვინმემ რომ გაიგოს…კოსტამ რომ გაიგოს ოჯახი დაინგრევა,მეზობლები ალაპარაკდებიან და შენ…შენ ეს გრძნობა რომ გაგინელდეს ოდესმე ხომ ინანებ რატომ დავანგრიე მეგობრობა და სხვისი ოჯახიო? -იცის კოსტამ. -მერე?-გააკანკალა ქალს.წარმოდგენაც არ უნდოდა რისი გამკეთებელი იყო კონსტანტინე. -მისი ცოლი მიყვარს,რაღა მერე?-ჩაეცინა სულ ოდნავ.-დამთავრდა მაგასთან. -ჩვენი წინაპრები ამბობდნენ: „კაცის სიტყვა ქვას ჰგავს,რომ გადმოაგდებ,უკან ვეღარ დააბრუნებ.“ ასევეა საქმეც.სანამ რამეს იზამ,ათჯერ იფიქრე.რაც დღეს ბედნიერებად გეჩვენება,ხვალ შეიძლება ყველაზე მძიმე სინანულის მიზეზად გექცეს…კოსტა დაკარგე,ამდენი წლის მეგობარი,არ გედარდება?-გული ორმაგად სწრაფად უძგერდა ქალს.ვერ იჯერებდა მოსმენილს. -მე ლოლიტას დაკარგვა უფრო მედარდება… -აქ კაცის სახელი მემკვიდრეობად რომ რჩება ხომ იცი?შვილიშვილებს არ ეკითხებიან, რამდენი ფული დატოვა ბაბუამ,ან რამდენი ჰექტარი მიწა…კითხულობენ „რა კაცი იყო?“ ეცადე, შენზე თქვან,რომ ღირსეული იყო,სხვისას არ დახარბებია,მეგობარი არ გაუწირავს და სინდისი არ გაუყიდია.ღმერთმა ისეთი სიყვარული მოგცეს,რომელიც სუფთა იქნება და სხვის ცრემლზე არ აშენდება.სხვისი ოჯახი კი დალოცე და გვერდი აუარე.მეგობრის ოჯახი მითუმეტეს დედი,მეგობრის ცოლი დასავით უნდა მიიღო და თუ საჭირო იქნება ქმრისგან დაიცვა…არ შეიძლება ჩემო ბიჭო.ხმამაღლა თქმა კი არა,გულში გავლებაც არ შეიძლება ამ ამბის…-ოხრავდა ქალი.ამ ღამეს როგორ გადაიტანდა? -ვერ მოვერიე დედა,ახლ დავკარგე ორივე და აზრიც არ აქვს არაფერს.გგონია არ ვცადე?გგონია მე მინდოდა?კოსტას არ უყვარს თავისი ცოლი,არც ლოლიტას უყვარს…მეგონა მათი განქორწინება და ცალ-ცალკე ყოფნა გამოვიდოდა,მერე მე მოივყვანდი ცოლად და… -გაჩუმდი!-პირზე ხელი ააფარა ქალმა.-აღარ თქვა! -დედა… -მე ლოლიტა ძალიან მიყვარს შვილო.-უხეშად შეიმშრალა ქალმა ცრემლები.-მაგრამ მხოლოდ მილხანების რძლად მყავს მიღებული,ამ ოჯახში ვერასოდეს შემოვა… -დედა… -გაიგონე ჩემი სიტყვა და ნუ გადამიყვან ჭკუიდან.მე მედარდება შენი ამბავი ძალიან,არ მინდა ასეთი გნახო კიდევ ერთხელ.უამრავი ქალი დადის,შეხედე რომელიმეს და მიიღე საშენოდ.ისეთი იპოვნე ამ ოჯახს რომ მოერგოს და მოერიოს შენს ხასიათს.ფეხქვეშ გავეგები,ოღონდ ლოლიტა აღარ ახსენო დედი…-ეფერებოდა სახეზე შვილს.მისი ცრემლები უსველებდა კაბის კალთას.-არ ათქმევინო არავის ცუდი დედი გეხვეწები.ღმერთმა კაცი იმიტომ შექმნა,არჩევანი გაეკეთებინა კარგსა და ცუდს შორის,როცა საჭირო იქნებოდა.ცხოველს სურვილი მართავს,ადამიანს სინდისი…წადი შვილო,კოსტას ხელი ჩამოართვი,მოუბოდიშე ამ ერთხელ და მის ოჯახსაც დღეგრძელობა უსურვე.არ წაბილწო შენი სახელი,არც კოსტას მისცე მიზეზი დედი… დამთავრებული იყო ეს საუბარი.აღარც კაცს გაუგრძელებია.მეტს ვერ აიტანდა დედისგან,რომელსაც ისედაც საკმარისზე მეტად ატკინა გული. მთელი ღამე ცრემლები ახრჩობდა ქალს,ლაპარაკის უნარიც წაერთვა ლამის.ბალიში გაივსო მისი ცრემლებით,მეორე დღესაც მხოლოდ ძალდატანებით გაუღიმა შვილს…განა ვერ მიხვდა?მაგრამ არაფერი უთხრა დედას… მერე?მერე დაცემის ხმა გაიგონა,მკერდზე იჭერდა ქალი ხელს და ხრიალებდა ღონემიხდილი… მერე?მერე სუნთქვა შეწყვიტა და წელში მოიხარა ცეზოც დარდით. “სახელი თოვლივით თეთრი უნდა ატარო,ერთი ლაქაც კი გამოჩნდება შორიდან…” *** ისევ გაწვიმდა იმ ღამით ღებში.შუაღამისას დაემშვიდობა ოჯახს და სასწრაფოდ გაჰყვა ქმარს უკან,რაჭაში.რაჭის ქედებს შავი ძაძები შემოეცვათ.თითქოს საუკუნეების სიმტკიცე ერთ წამში გატყდა და ამაყმა მთებმა ადამიანივით დახარეს თავი.ცაც აღარ იყო წმინდა,მზემ სხივები დამალა,ღრუბლებმა კი მძიმე,შავი სამოსელი გადაიფარეს, თითქოს თავადაც სამძიმარზე მოსულიყვნენ. მთების კალთებზე ჩამოწოლილი ნისლი გარდაცვლილის სულს ჰგავდა,რომელიც უკანასკნელად ეფერებოდა მშობლიურ მიწას.ყოველი კლდე,ყოველი ხე,ყოველი ბილიკი თითქოს იმ ერთ სახელს იმეორებდა,რომელიც ამიერიდან მხოლოდ მოგონებად უნდა დარჩენილიყო.მდინარე ჩვეულებრივზე ნელა მიედინებოდა, თითქოს ცრემლებს ერიდებოდა,მაგრამ მაინც ვერ იკავებდა თავს.მისი დინება ადამიანის გულის ტკივილივით იყო:გარედან მშვიდი,შიგნით კი დაუცხრომლად მჩქეფარე.და თითქოს იმ დღეს ბუნებამ ადამიანზე მეტი იტირა.ცამ ცრემლები წვიმად დაღვარა,ქარმა კვნესად აქცია ყოველი ამოსუნთქვა,ტყემ ფოთლების შრიალით სამგლოვიარო ლოცვა წარმოთქვა. დილაუთენია დაბრუნდნენ სახლში.გამოიცვალეს და ცეზოსთან გადავიდნენ.მერე რა რომ კოსტას მისი გაგლეჯვა სურდა,ეს ის მომენტი იყო,როცა ბევრ რამეზე უარის თქმა გიწევს და ადამიანს გვერდით უდგები.ქალები ტიროდნენ ცეზოს მაგივრად.იქ მის დას უკვე ხმა წართმეოდა ტკივილისგან.ვეღარ უძლებდა…ყველაზე რთული ის იყო რომ არ ელოდა მის გარდაცვალებას.არაფერი აწუხებდა,ჯანმრთელი ქალი იყო და ყველასთვის მოულოდნელად მოხდა. დალანდეს იქვე კიბეზე მდგომი ცეზოც.თითქოს რამდენიმე საათს დაენგრია მისი სხეული.თვალებიდან ვერც კი იყურებოდა,კედელს ეყრდნობოდა რომ არ დაცემულიყო. ცრემლებს იკავებდა,მაგრამ უშედეგოდ.ჩანდა ისედაც ყველაფერი მის სფეროებში.წინ დაუდგა ძველ მეგობარს,იმის მიუხედავად რომ მისი ცოლის სიყვარული იკადრა და ხმამაღლაც არ მოერიდა თქმა.მხარზე დაუტყაპუნა ხელი ძველებურად,ჩამორთმევა მაინც ვერ იკადრა,ვერ გაუბედა საკუთარ თავს.რაღაც უცნაური თვალები ჰქონდა,თითქოს მადლიერი,თითქოს ბედნიერი…ვეღარ მოითქვა ლამის სული და ჩაიკეცა იქვე.კედელს მიაყრდნო მძიმედ თავი.მიჩერდა კოსტას მოხვეულ ხელს ცოლის წელზე და საშინელმა გრძნობამ შეიპყრო მაშინვე. -ვიზიარებ.-მხოლოდ ეს უთხრა და გვერდი აუარა ქალმა ორივეს.ოთახში შევიდა.მიუსამძიმრა ოჯახის წევრებსაც და ქალსაც მიაყოლა ლოცვა თავისი.ქმრის თვალებს გრძნობდა ყველგან უკან რომ დაჰყვებოდნენ.სამზარეულოში შესული ყავას რომ აკეთებდა და ცივ წყალს ურიგებდა მეზობლებს.იცოდა ახლა არ უნდა არეულიყო არაფერი,ამის დრო არც იყო იდეაში... დაბინდდა... ნელ-ნელა დაცარიელდა სახლი და მარტო დარჩა დედასთან. შუბლით მიყრდნობოდა მინას და ხმას ვერ იღებდა. მგონი საკუთარი დედა მოკლა და ვერ გაიაზრა... პატარა დის თითებიც შეეხო ზურგზე.ჯერ ისევ ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე. -შენი ცოლის დარდი გაჰყვა იმ ქვეყნად...ცოლის და შვილების...როგორ ელოდებოდა...-ამოიკრუსუნა გოგონამ და იქვე იატაკზე ჩამოჯდა. -ჩემი ცოლის...-მძიმედ ჩაეცინა.ყოველი სიტყვა დედისგან ნათქვამი ახლიდან განმეორდა მის გონებაში.ნეტავ არაფერი ეთქვა მისთვის,არ დაემძიმებინა ქალის მხრები.ხომ იცოდა რომ ვერ ზიდავდა ამ ტვირთს?რატომ გაიმეტა მაინც?.. ის ღამე თეთრად გაათენა.მკლავებში ჰყავდა მოქცეული გოგონა და მის ფარად იყო ქცეული.ასე ჰყავდა თავისთვის გულზე მიხუტებული,იმას უდარდელად ეძინა კაცის მკლავებში. სულ იქ იყო კოსტა.არ მიუტოვებია ერთი წამითაც კი,ღამითაც კი ფეხზე იყო ძირითადად,ანდრონიკესგან იგებდა მის ამბავს,რადგან იცოდა თავად არ დაურეკავდა.ჰო,ერთი იყო მისი ცოლის სიყვარული და მეორე,ადამიანობა და ღირსება,რომელიც კოსტას მეგობრის მიტოვების უფლებას არ აძლევდა... -ძალიან მეცოდება.-ამოთქვა ძლივს ლოლიტამ და დამატენიანებელი კარგად გადაინაწილა სახეზე.ტირილისგან სახე დასიებოდა.ცივმა წყალმა და უპეებზე ყინულებმაც ვერ უშველა. -მშობლის დაკარგვა ძალიან რთულია.-დაეთანხმა ქმარიც,რომელიც მის ზურგს უკან იდგა.ნიკაპქვეშ შეუცურა ხელი და თმაზე აკოცა მსუბუქად.-დაიძინე მიდი. -შენ? -იქით ვიქნებით მე და ანდრონიკე. -შეძლებ?-ეს ჰკითხა მხოლოდ. -ამ დროს უნდა შემეძლოს მის გვერდით დგომა.-მოკლედ მოუჭრა და როგორც კი ცოლი საწოლში მოსვენებული დაინახა მაშინვე გავიდა ოთახიდან და ანდრონიკეს მიაშურა... *** -არ იყო საჭირო ჩემი წამოყვანა,მართლა.-დაიმორცხვა მაინც და სასაფლაოსკენ გააპარა თვალი.-ვიცი ახლა იქით დახმარება სჭირდებათ და... -მე შენ დაგპირდი და აგისრულებ კიდეც.-გაუღიმა სულ ოდნავ და საბარგული გახსნა.თავისი ხელით შეეკრა ეზოს ყვავილები.ზოგი მეზობლებთან მოუკრეფავს სანამ მაგდას სძინებია... -თორნიკე... -სანთლები ხომ გაქვს?-გადაამოწმა მაინც.-აი სანთებელაც. -ეს საიდან?-გაოგნებული მისჩერებოდა. -ვერ ვიყიდე,მაგრამ მეზობლებთან დავკრიფე.რომ მცოდნოდა უფრო ადრე ვიყიდდი,მაგრამ... -მადლობა.-გააწყვეტინა უცაბედად.-ძალიან დიდი მადლობა. -მიდი,მე აქ დაგელოდები.-თავით ანიშნა წასულიყო და მანქანას მიეყრდნო.დააცადა გოგონას დედისთვის თბილი სიტყვების თქმა.მარტო უნდა ყოფილიყო ახლა,გრძნობები გამოეხატა და იქნებ თორნიკეზეც რამე მოეფიქრებინა. შეაღო რკინის კარი და იქიდანვე დაიწყო ცრემლებმა დენა. რამდენი წელი გასულა თურმე. კიდევ ერთიც დაუმატებიათ და აწი უკვე ქალად ქცეული,ქორწინების პირას მყოფი იდგა დედის საფლავზე.ლამაზი ქალი იყო,ლამაზი ღიმილი ჰქონდა.ასე ღიმილით უმზერდა გოგონასაც.თითქოს პირდაპირ თვალებში უყურებდა... ქარის მიუხედავად მარტივად აინთო სანთელი,თითქოს გზა გაუნათა ბნელში. ყვავილებიც დაუწყო გულთან.თითქოს ისევ იგრძნობდა სურნელს. ეტყობოდა ჯერ მამამისს არ ეცალა ცოლის საფლავზე ასასვლელად,ან საერთოდ არც აპირებდა ასვლას.მტვრიანი იყო ის ღიმილიანი სახე და ბალახი აბიბინებულიყო მთელ ზედაპირზე.ისეთი მოუვლელი ჩანდა ყველაფერი...ამან უფრო აატირა... -მოვედი დე.-შუბლით მიეყრდნო ქვას.-იცი როგორ მენატრები?ვერ აღგიწერ ისე ძალიან...არც კი მოვიდა არა?-ცივად გაეღიმა.-არ გვჭირდება ჩვენ მისი მოსვლა,ისედაც გადავრჩებით.კარგად ვიქნებით,ასე არ ამბობდი?კიდევ ამბობდი მამაშენს გავექცეთო...რატომ გაექეცი უჩემოდ დე?-უფრო ხმამაღლა ატირდა.მიიქცია თორნიკეს ყურადღებაც,რომელიც ცდილობდა დისკომფორტი არ შეექმნა მისთვის და არ გაეხედა,თუმცა ატირებულს ვეღარ გაუძლო.-დე უშენოდ როგორ გავძლო აქ კიდევ მრავალი წელი?როგორ ვიყო მე შენს გარეშე?როგორ გავთხოვდე ისე რომ ჩემს ქორწილში შენი თვალები ვერ ვნახო?უცხო ოჯახში ვარ,ალბათ ხედავ ყველაფერს...იქ უფრო მაფასებენ მე,ვიდრე ჩვენს სახლში დედიკო...მგონი იქ ჯობია,სადაც ახლა ვარ...მამა აღარ მელაპარაკება,თუმცა ვის ადარდებს.-სიცილი ვერ შეიკავა.-პაატა მელაპარაკება სამაგიეროდ,თავზე ხელს მისვამს ყოველ საღამოს და დილაობით ყავას მიკეთებს.რა უცნაურია ეს ცხოვრება არა?-ბალახის გლეჯა დაიწყო ხელებით.-შენს გულზე ამოსულ ბალახს ვერ ავიტან დედიკო...ვიცი დიდი გული გქონდა და დაიტევდი მთელს დედამიწას,მაგრამ ეგოისტურად მინდა შენი გული მხოლოდ ჩემს სიყვარულს იტევდეს...-ორივე ხელის მუჭში იქცევდა მცენარეებს და გიჟივით იქნევდა ხელებს.-არ დავანებებ შენს თავს დედი... -მაგდა...-ჩუმად ამოთქვა თორნიკემ. -დე ვთხოვდები და შენ რატომ არ ხარ ჩემთან? -მაგდა... -დე გული ძალიან მტკივა,შენს პატარა გოგოს სტკივა და რატომ არ ანუგეშებ? -მაგდა... -თითქოს ძალაც აღარ მაქვს...აი თორნიკეც მოსულა...დავუთმო ამ ბიჭს ჩემი თავი დე?მითხარი!-ლამის ამოიყვირა და კაცის ჩაბღუჯულ ხელებს გაუძალიანდა. -გეყოფა,მე მივხედავ. -გამიშვი... -მე მივხედავ აქაურობას,გთხოვ შეწყვიტე!-ხელები გაუთავისუფლა წამსვე და ძალითვე წამოაყენა ფეხზე.-შემომხედე.-თავი ააწევინა და ცრემლებიც მოსწმინდა წამსვე.-ცუდად ხომ არ ხარ? -დედა მენატრება,ყველა ცუდად ყოფნაზე უარესია.-გულახდილი იყო გოგონა.ყოველი ცუდად ყოფნისას დედა რომ გვეფიქრება პირველად,მაგდას არ ჰყავდა გასაფიქრებლად და არ იყო ზურგს უკან მის იმედად დედა! -წამოდი.-მანქანაში ჩასვა მისი ლამის უკვე გათიშული სხეული და წამსვე მოწყდა ადგილს.დედამისისგან დედობას ელოდა მისი მომავალი ცოლისთვის,ან იქნებ არც ყოფილიყო ცოლი?ლამის თავი გაუსკდა ფიქრით.ედარდებოდა მისი მდგომარეობა და უფრო მეტად ის თუ რა იქნებოდა მისთვის სწორი.ეჭვი არ ეპარებოდა იმაში რომ მისი იმ სახლიდან წამოყვანა სწორი იყო,რადგან მამამისი არ იყო კარგი ადამიანი,მაგრამ თან რამდენ მოგონებას მოსწყვიტა?ტანსაცმელიც კი ვერ წამოიღო იქიდან,ვერც დედის სურათი და საერთოდ,ახალი ცხოვრება ჰქონდა ახლა...იქნებ რამე რომ ჰქონოდა წარსულიდან,თუნდაც ერთი პატარა სურათი ასე აღარ გასჭირვებოდა... წელზე ხელი მოხვია და ისე შეიყვანა სახლში.ისევ ტიროდა,შეუჩერებლად.ვერ ამშვიდებდა ვერაფრით.ლალი მიეგება შეშფოთებით,შვილს გაუწყრა მყისიერად. -მისი ბრალი არ არის რომ დედა მენატრება.-გაუღიმა ქალს და ოთახში შევიდა.დამამშვიდებლით შეჰყვა თორნიკე და კარს მიღმა დატოვა დანარჩენი სამყარო. -ესენი დალიე.-ხელზე დაუყარა აბები. -ნერვული შეტევა კი არ მაქვს. -დალიე რომ გეუბნები!-წყალიც მიაწოდა.აღარ ჰქონდა მაგდას გაპროტესტების თავი,ამიტომ დაჰყვა მის ნებას.-ცოტა გამოიძინე კარგი?-ფეხსაცმელი თავისი ხელით გახადა დაა პლედიც მიაფარა.-აქვე ვიქნები თუ რამე დამიძახე. -დარჩები?-უკვე თვალდახუჭულმა ამოილაპარაკა. -აქ? -ცოტახნით,მერე გადი.-თავისებურ დათმობაზე მიდიოდა მაგდა.ანიშნებდა მასთან სიახლოვეს რომ ეჩვეოდა ნელ-ნელა.საწოლის მეორე მხრიდან წამოწვა თორნიკე.ძალიან ფრთხილად ჩამოუსვა თმაზე ხელი და იქამდე იჯდა მასთან,სანამ ღრმა ძილს არ მიეცა... *** მასთან შორიახლოს ტრიალებდა მილხანი.ვერ გაბედა მისვლა და ნუგეში,მხოლოდ ოთახში იყო რამდენიმე წუთით შესული.გამოემშვიდობა ქალს,რომელმაც გაზარდა და ისევ ეზოში გავიდა.მეორე დღე იყო,ხვალ უკვე დამარხავდნენ.ანდროს ეზოში კედელთან ჩასძინებოდა.ღამისთევას ვერასოდეს უმკლავდებოდა.ბიჭები სადმე თუ მიდიოდნენ სულ პირველი იძინებდა,ამიტომაც რჩებოდა სულ გაპასტული. -ისევ ჩაეძინა?-საუბრის დასაწყებად მიზეზს ეძებდა. -როგორც ყოველთვის.-მშვიდად მიუგო.-გავაღვიძო? -რისთვის?ჩემთან საუბარი რომ არ მოგიწიოს?-ჩაეცინა ირონიულად.თვალდახუჭული მიეყრდნო კედელს.გაიგონა როგორ ჩამოჯდა მილხანიც მის გვერდით.მძიმედ სუნთქავდა ორივე.ყელში უჭერდათ სიტყვები,მაგრამ ვერაფერს ამბობდნენ.იმ ღამეს რაჭას ისევ არ უნახავს მთვარე. იმ ღამეს ისევ დარდიანი იყო სოფელი... ამოიღო კოლოფიდან ერთი ღერი და გაუწოდა ძველ მეგობარსაც ამოსაღებად. თვალები გაუნათდა თითქოს,წყვდიადი ჩამოერეცხა წამიერად. -შენი ცოლი მიყვარს.-ამოილაპარაკა ყველაზე სულელური რამ და სიგარეტის ამოსაღებლად აწეული ხელი ისევ უკან დააბრუნა.-არ ვიმსახურებ. -ახლა არ გინდა.-მძიმედ გააქნია თავი.თავად ამოიღო და მუხლებზე დაუდო ის ღერი. -აქ რატომ ხარ? -წავიდე? -მიპასუხე ნორმალურად. -მე გასაჭირში არავის დავტოვებ,მეგონა იცოდი. -როგორ ითმენ ჩემს გვერდით ჯდომას? -როგორც არ უნდა მინდოდეს ახლა სახე მიგილეწო,ახლა შენი დარდია მთავარი.მამა მეუბნებოდა კაცის ფასი მაშინ იზომება,როცა სხვის ტკივილს თავისაზე წინ დააყენებსო. -შენი აზრით ღმერთი რატომ აძლევს ადამიანს ისეთ გულს,რომელსაც პატრონის შერცხვენა შეუძლია? -ღმერთი სუფთა გულს აძლევს ყველას,შენ საით მობრუნდები ეგ შენზეა დამოკიდებული.თუ შენი გულის გრცხვენია ახლა,ეგეც შენივე ბრალია.-მშვიდად უპასუხა და ნამწვი იქვე მოსრისა.-სიყვარული ცოდვა არ არის,ამდენი ქალი დადის შენს წინ,რატომ არ შეიყვარე რომელიმე? -არცერთს ჰქონდა ისეთი გული,როგორიც მას.-დაუფიქრებლად გასცა პასუხი.დაინახა როგორ დაებერა ძარღვები მკლავებზე. -სხვისი ცოლის სიყვარულია ცოდვა,მეგობრის ცოლის მითუმეტეს. -ისევ მეგობარს მეძახი?-გაიკვირვა მისი ნათქვამი. -ამდენი წელი იყავი,რთულია გადაჩვევა. -კაცურად მითხარი.-შებრუნდა მისკენ მთელი სხეულით.-გიყვარს? -არ გავეყრები,ცეზო.ჯვარი მაქვს დაწერილი მასზე და სულ გვერდით იქნება. -და თუ არ უნდა?იდეაში არც შენ გინდა.ხომ უშვებდი? -მე ხელს არაფერში შევუშლი.თავიდანვე სხვანაირად მქონდა ჩაფიქრებული, უბრალოდ დატენილი ბომბი იყო და არ მინდოდა აფეთქებულიყო, ამიტომ დავუთმე. -ესეიგი არ აპირებდი... -არა!-მოკლედ მოუჭრა.-მაგისთვის არ დავბრუნებულვარ. -ხო შენ იმიტომ დაბრუნდი,რომ გიალო მოკვდა. -ბილეთი სამი თვით ადრე ვიყიდე,გიალოს სიკვდილი არაფერშუაშია.-გააქნია თავი.-მე მისთვის დავბრუნდი. -კოსტა... -არ ვიცი რა ძალამ ჩაგადებინა ჩემი ცოლის სიყვარული გულში,მაგრამ ჩემთვის არ უნდა გაგებედა!-ამოილაპარაკა მტკიცე ხმით.-შენ რომ ცოტას მაინც აზროვნებდე,მსგავსს არაფერს გაივლებდი გონებაში,მერე გულამდე არ მიიტანდი მაგას და მერე მე არ მაგრძნობინებდი.გამოდის არასოდეს მცემდი პატივს,გეგონა ჩემთან ეგ გაგივიდოდა,მაგრამ არა!ჩემი მეგობარი არ ხარ,მაგრამ არც მტერი ხარ და რომც იყო,ამ მდგომარეობაში მე შენ მარტოს არ დაგტოვებდი. -მტერი ვარ შენი.-ამოიოხრა კაცმა.-ისეთი ცოდვა მადევს კისერზე რომ საკუთარ თავსაც ვერ ვუყურებ სარკეში.ღმერთია მოწმე მე არ მინდოდა,მაგრამ გულს ვერ უბრძანებ... -სუსტი კაცის ნათქვამია და არ მინდა მოსმენა.-ხელი აუწია გასაჩუმებლად.-კაცი თუ ხარ უნდა მოთოკო თავი.მთის შვილი ხარ,სიმტკიცეს და სიმამაცეს გასწავლიდნენ დაბადებიდან,შენ მაინც მშიშარა რანაირად გამოხვედი? -დედაჩემმაც მსგავსი მითხრა რაღაც. -დედაშენსაც უთხარი? -ვუთხარი.-გააკანკალა გახსენებისას.-მგონი ჩემს გამო მოკვდა...-ხმა გაუტყდა და თავი ისევ კედელს მიაყრდნო.თვალდახუჭულმა იგრძნო ყველა ემოცია ერთად.ვეღარ მოერია და ისევ გამეტებით დაუწყო კედელს რტყმა.სულ არ ფიქრობდა სხვა არაფერზე,ალბათ მასაც სიკვდილი უნდოდა,მაგრამ ჯიუტად არ ანებებდა ღმერთი. როგორც დედა,ზუსტად ისე მოექცა კოსტაც.ხელი ჩააცურა კედელსა და მის თავს შორის,სიტყვა არ უთქვამს არცერთს.ცეზომ თავისებურად გააგრძელა ემოციის გამოხატვა.გადაუტყავდა კოსტას მარჯვენა,ცეზოს კი ყოველ დარტყმაზე ეკალივით ესობოდა გულში მეგობრის თითზე ცივი მეტალის გრძნობა. -მაპატიებ? დუმილი იყო პასუხად. ეს დუმილი,სხვა ნებისმიერ პასუხზე უფრო ხმამაღლა ყვიროდა... ნეტავ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო... *** მიწა მიაყარეს ცეზოს მთელ სამყაროს და ლამის თან გაჰყვა მისი სულიც.მთელი ხმით ტიროდნენ ქალები.ცრემლი არ შეშრობია ლოლიტას.თითქოს ხელიდან ეცლებოდა მოგონებებიც...ახლაც ახსოვს პირველად რომ მივიდა მის სანახავად.ახალი რძალია ოჯახშიო და ლიქიორიანი შოკოლადი მიიტანა,რაღაც ვერცხლის საყურეებიც მიუტანა.რა ლამაზიო გოგოაო შეაქო და იმის მერე კომპლიმენტებს არ იწუნებდა.ცეზოს ცოლი რომ არ მოჰყავდა ამასთან მოარბენინებდა ახალ თეთრეულს და მაღაზიაში ნანახ ყველა ლამაზ ნივთს.მერე ნინეც მოიყვანეს,იმასთანაც ასე იყო.მთელი გულით უყვარდა უბნის რძლები.სხვანაირი ქალი იყო ძალიან,დედა არ იყო,მაგრამ დედასავით მიუწევდა გული გოგონებისკენ. სუფრაც გაიშალა ეზოში.ასე იცოდნენ იქით,სეფაში შლიდნენ დიდ სუფრებს,რადგან სოფელს არ ჰქონდა ამის ფუფუნება.უბრალოდ ფულს იხდიდა ცეზო,ისიც არ იცოდნენ ვინ მოამზადა ამდენი რამ.არ იცოდა მთელი დღე სამზარეულოდან რომ არ გამოსულან ქალები. არც ის იცოდა ონიდან რომ მოჰქონდათ ბიჭებს პროდუქტები,რამდენიმე სტუმარიც გამოაყოლეს ხელს.თითქოს გათიშული ჰქონდა გონება,თითქოს ვერ ხვდებოდა ირგვლივ რა ხდებოდა... -ხალხი გკითხულობს.-სათონეში დამალულს წამოადგა ლოლიტა თავზე.სახლის უკან აეშენებინათ,ამიტომ ვერ შენიშნა მისი გაპარვა ვერავინ. -უჩემოდაც გამოცლიან ჭიქებს.-აიქნია ხელი.-შენ წადი,მთელი დღეა აქ ხარ და არაფერი გიჭამია,ჭამე რამე. -ქელეხის სუფრაზე არ ვჭამ არასოდეს,თითქოს არ იცოდე. -ჰო,მართალია.-მისთვის არც შეუხედავს ისე გასცა პასუხი. -წამოდი,უხერხულია სტუმრებთან. -ვის ადარდებს?-ჩაეცინა ირონიულად.-გაძღებიან და წავლენ. -ეს ადამიანები აქ იყვნენ მთელი სამი დღე,ცეზო.ყველაფერი გააკეთეს,რაც შეეძლოთ. -არავის დაუძალებია. -უმადური ნუ იქნები,სუფრაზე დაჯექი როგორც წესია ისე. -ცოლივით „რეჩებს“ ნუ მიკითხავ! -როგორც მეგობარი ისე გეუბნები.-მცირე პაუზის შემდეგ უპასუხა.-სირცხვილია,დედაშენი რას... -დედაჩემი რას იტყოდა მაგას ვეღარ გავიგებთ,რადგან შემომაკვდა ქალი. -რას ამბობ? -სიმართლეს.-ჩაეღიმა უნებურად. -გამოდი და სტუმრებს დაენახე!-მაჯაზე მოკიდა უხეშად ხელი.-სასაცილო არ არის ეს მდგომარეობა.მეტი გმართებს ახლა და ნუ ანერვიულებ ქალს იქაც! -ცეზო!-გაისმა ანდროს ხმაც სადღაც შორიდან. -წამოდი.-თავით ანიშნა გასასვლელისკენ და პირველი თავად გამოვიდა.უკან მიჰყვა ცეზოც მაშინვე.ანდროსთან ერთად ქმარიც იქვე დახვდა.წარბაწეულმა გადახედა ორივეს და წელზე მოხვეული ხელით წაიყვანა მეუღლე სუფრისკენ... *** უკვე მესამე ღამეს ათენებდა გიგილო სიმამრის სახლში.ნაწყენი ცოლი ვერაფრით დაარწმუნა უკან დაბრუნებულიყო და მეტიც,მასთან ლაპარაკსაც კი გაურბოდა.ყველას თავისი წილი ტკივილი ჰქონდა გადასატანი.ყველა ვერ გაიგებდა,მაგრამ ნანას თავისი წილი დაკარგული ქმარი სტკიოდა,რომელიც სულაც აღარ იყო ისეთ,როგორიც მანამდე,ახლადგაცნობილი რომ ჰყავდა.აეტირა ისევ ჩუმად.სააბაზანოში იჯდა სანამ ბავშვს ეძინა და შხაპის ქვეშ,როგორც შეეძლო უხმოდ ტიროდა.დედ-მამამ არ იცოდა არაფერი,მაგრამ თითქოს დედის გული ხვდებოდა კიდეც.სულ მას ჰყავდა შვილიშვილი,ნანას კი დროს აძლევდა ყველაფერზე დასაფიქრებლად... -დავილაპარაკოთ.-გაქცეული მეუღლე უკან დაიბრუნა კაცმა. -ბავშვი... -დედაშენმა წაიყვანა მეზობელთან,დაჯექი. -გიგი არ... -გიგილოც კი აღარ ვარ?-მწარედ ჩაეცინა.-ნაწყენი ხარ,ვიცი. -ნაწყენი არ ვარ,ყელში ამომივიდა!-კბილებში გამოსცრა კაცს.-საერთოდ აღარაფრის ხალისი აღარ მაქვს. -მაპატიე,ცუდად მოვიქეცი,ვიცი. -არ მინდა ეს ყალბი მაპატიე და შევრიგდეთ კარგი?-ამოიგმინა ქალმა.-როცა უყვართ ასე არ ექცევიან არავის.შენ...შენ არ ვიცი რას გრძნობ ჩემს მიმართ.ორ წელია ცოლ-ქმარი ვართ,ასე უცებ გაგიარა ჩემმა სიყვარულმა? -გამიარა რას ნიშნავს,ავადმყოფობაა?-წარბი ასწია კაცმა.-იმაზე უფრო მეტად მიყვარხარ ახლა,ვიდრე მანამდე,ნანა.-ხელის გულზე აკოცა ქალს.-ჩემი შვილის დედა ხარ,როგორ შეიძლება აღარ მიყვარდე? -არ ჩანს ჩემგან სხვანაირად.-ცივად გასწია ხელები.-მხოლოდ სიცივეს ვგრძნობ შენგან.მხოლოდ იმას ვგრძნობ,რომ არ გადარდებს.მეგობრებს ხარ გადაყოლილი და... -ნანა.-პირზე ხელი ააფარა ქალს.-ნუ ამბობ მსგავს რამეს,გთხოვ... -მაშ რა ვქნა?არ გითხრა რას ვფიქრობ?არ გითხრა როგორ მწყინს?ამდენხანს რომ არ მეთმინა,ალბათ უკეთესი იქნებოდა.იქნებ არც დამჭირვებოდა სახლიდან წასვლა იმისთვის რომ აზრები დაგელაგებინა და გარკვეულიყავი იმაში თუ რა გინდა.ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობაა ოჯახი,გიგი?-თვალებში ჩააშტერდა კაცს. -ნუ ამბობ სისულელეს.-მისი ცრემლიანი თვალების დანახვისას გულში რაღაც ჩასწყდა მაშინვე.-ნანა მე რომ შენ და ჩვენი შვილი მიყვარხართ ეგრე არავინ და არაფერი ამ დედამიწაზე...როგორ იფიქრე მსგავსი რამ?ყველაზე ძვირფასები ხართ.ამ ოჯახის შექმნა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში.მაპატიე ჩემი არეული ხასიათი და საქციელები,გამოვასწორებ გპირდები.მეტ დროს დაგითმობ და... -აქ იმიტომ კი არ მოვედი რომ გამომკიდებოდი.-მშვიდად ამოილაპარაკა.-უნდა დავფიქრდე,გიგი. -რაზე? -უნდა დავფიქრდე მიღირს თუ არა მთელი ცხოვრების შენთან გატარება...კიდევ მეტი შვილის ყოლა შენთან და... -გაჩუმდი.-პანიკამ მოიცვა მთელი მისი სხეული.-არ თქვა მსგავსი არაფერი...ვიცი შემეშალა,არაერთხელ თან,მაგრამ...ნანა...გთხოვ რა... -შენ თუ იმას ფიქრობდი ჩემი ცოლია,გავინაღდე უკვე და აღარსად წავაო,ისე მოვექცევი როგორც მე მინდა და არაფერს იტყვისო ცდები!-აიმაღლა ხმა.სულ სხვანაირად გაზრდილი ეჩვენა გიგილოს თავისი ცოლი.რაღაცნაირად ძლიერი ქალი დაინახა იმ წამს მასში.-ფიქრი მჭირდება. -დაგელოდები,თუ გინდა ბავშვს წავიყვან,დაისვენე ცოტახანს და დაბრუნდი სახლში. -ბავშვს წაიყვან და დედაშენს ჩააბარებ მიხედეო?-ჩაეცინა ქალს.-არ მითხრა რომ შენ მიხედავ,პამპერსის გამოცვლაც არ იცი.ვერც იმას იმახსოვრებ რომელი საჭმელი უნდა მოიტანო აფთიაქიდან,რამდენ საათში ერთხელ უნდა აჭამო,ან რამდენი გრამი... -მისმინე.-სახეზე ხელები ძლიერად მოკიდა და თვალებში ჩააცქერდა.-მთელი გულით მიყვარხართ შენც და ჩვენი შვილიც.არ მინდა ცუდად იყო,ჩემი მიზეზით ტიროდე...ეს ერთი მაპატიე რა,მერე... -პროლემაც ეგ არის გიგი,იქ ერთი კიარა ათასი იყო ეგეთი,შენ მარტო ერთისთვის იხდი ბოდიშს.-თავი გააქნია დანანებით.-მინდა რომ წახვიდე. -ნანა... -ბავშვის წაყვანა თუ გინდა წაიყვანე,რამდენიმე დღით გყავდეთ,დავფიქრდები და მერე წამოვიყვან. -ნანა,გთხოვ... -წადი.-უხეშად შეიმშრალა ცრემლები და ზურგი აქცია ქმარს.ალბათ ეს ყველაზე მტკივნული ზურგშექცევა იყო ორივესთვის... *** ოთახში ასულს ცოლი ისევ მაკიჟის მაგიდასთან დახვდა.კრემს ისვამდა სახეზე.სველი თმიდან წვეთები ჩამოსდიოდა ისევ და ზურგზე მიიკვლევდა გზას.როგორ უყვარდა ეს შავი თმა კოსტას... პირსახოცს ხელი დაავლო და ზურგზე გადმოყრილი თმა ნელ-ნელა შეუმშრალა.არაფერი უთქვამს არცერთს,მაგრამ კოსტას უთქმელი სიტყვები ყელში რომ აწვებოდა ცხადი იყო ისედაც. -ფენი სად გაქვს?-მოათვალიერა ოთახი.-შეგიშრობ,არ გაცივდე. -კრემი უნდა წავისვა ჯერ.-ხელში აათამაშა მრგვალი ყუთი.მანაც წამსვე გამოართვა.ცოლს ადგომის უფლება არ მისცა და თავად გადაინაწილა ხელებზე,შემდეგ ძალიან ფრთხილად ჩამოუყვა ცოლის გრძელ თმას,თან მხარზე აკოცა მოურიდებლად.მშვიდად დააკვირდა მის რეაქციას და ისევ თავისი საქმე განაგრძო. -მე თვითონაც შემიძლია. -ვიცი რომ შეგიძლია.-სავარცხელი ჩამოუსვა ნაზად.მთელი სიგრძით გადაიშალა მისი თმა კონსტანტინეს წინ.წელზე კიდევ უფრო ქვემოთ ჰქონდა. -შესაჭრელია. -არც გაიფიქრო! -ბოლოები გაფუჭებული მაქვს,ისე სქელია ყველგან და მანდ ნახე,შუქი გასდის. -რამხელაზე? -დიდად არა,ნახევარი მტკაველი ალბათ.-მხრები აიჩეჩა. -ძალიან არ შეიჭრა რა.-ხარბად შეისუნთქა მისი თმის სურნელი და გაშრობაც დაიწყო.ლამის საუკუნოდ გაიწელა კოსტას დუმილი.თავად ლოლიტამ ძალიან კარგად იცოდა სათქმელი რომ ექნებოდა მის ქმარს და მდუმარედ ელოდა როდის აფეთქდებოდა,ის კი ჯიუტად ჯერ ცოლის მოვლით იყო დაკავებული.ცალ მხარეს გადაუყარა თმა და რამდენჯერმე ყელზე აკოცა ძალიან თბილად.თან ხელით ეფერებოდა ჩამოშლილ დალალებზე.-აღარ მინდა მეორედ ცეზოს გვერდით გნახო,მარტო მითუმეტეს.-ყურთან უჩურჩულა და წამოიწია. -უბრალოდ ვუთხარი რომ სტუმრებთან გამოსულიყო,მეტი არაფერი. -არ მაინტერესებს. -შენ შეურიგდი,მაგრამ მე ხმის გაცემა მეკრძალება?-წამოენთო თვალები წამსვე.ვერ იტანდა მსგავს საუბრებს. -მე უბრალოდ ადამიანობა გამოვიჩინე კაცის მიმართ,რომელიც ჭირსა თუ ლხინში ჩემთან იყო 24 წელი და არა იმის,რომელმაც ბოლო ექვსი წელია ჩემი ცოლის სიყვარული ჩაიდო გულში. -ანუ რა,ხმა არ გავცე არასდროს? -გამარჯობა უთხარი და მორჩა. -ერთ სოფელში ვცხოვრობთ,ერთ უბანში და... -არც ეგ მაინტერესებს!-გამოსცრა კბილებში.-შენი მეგობრობა რო არ უტრიალებს მაგას გონებაში თვითონვე აქვს ნაღიარები და არ მინდა მის სიახლოვეს გხედავდე,გესმის?-თავს ძლივს იკავებდა მილხანი. -ეგ შენი კონტროლის გამოვლინებები სხვასთან შეინახე გესმის?ჩემთან არ გამოგივა!-დაუყვირა კაცს და ზურგი აქცია. -კონტროლი არ არის,ლოლიტა!ყველა იმ ოჯახს შევე*ი,სადაც ცოლი ქმრის გასაკონტროლებელი უნდა გახდეს.ზედვე იმ კაცსაც,რომელიც ცოლის გაკონტროლებას მოინდომებს!შენ თვითონვე უნდა ხვდებოდე სად რა არის სწორი და რა არა!ბუნებრივია შენი იმ კაცის გვერდით ნახვა რომ არ მსიამოვნებს,რომელიც შენზეა შეყვარებული!მე ასი წელი არ გავივლებ თავში შენს კონტროლს,მაგრამ შენ უნდა ხვდებოდე... -უნივერსიტეტში მეგობრებსაც ხომ არ ამირჩევ?-გააწყვეტინა უხეშად.-კიდევ რა შევასრულო? -ნუ ცდი ჩემს მოთმინებას!-წინ გადაუდგა ცოლს.-მე ვიღაც აზიატი კავკასიელი არ ვარ ცოლს მეგობრები ვურჩიო და ვუკონტროლო როდის სად წავა.უნდა გესმოდეს ცეზოსთან შენი მეგობრობა რატომ არ მინდა და თუ არ გესმის,ესეიგი დიდი პრობლემა ყოფილა ჩვენს ქორწინებაში. -რომელ ქორწინებაში?-გაეცინა ბოლოს მაინც.-ჩვენ საერთოდ...-სიტყვის დასრულება ვერ მოახერხა ისე დააცხრა მილხანი ტუჩებზე და გამოთიშა ამ სამყაროს.წელზე ძლიერად შემოაჭდო მკლავები და მკერდზე აიკრო მისი სხეული.იმ დღის მერე აღარ შეხებია ცოლის ტუჩებს,ახლა გაბედა ისევ.მალევე მოშორდა,წელიდან თმისკენ აასრიალა ხელი და ნაზად მიეფერა იქაც. -რას ამბობდი? -არაფერს ცვლის.-გაცეცხლებულმა შეხედა და წასვე დაიხია უკან.-მე მივდივარ და... -გაჩერებს ვინმე?-არ მისცა მისი მკლავებისგან გათავისუფლების საშუალება.-წადი.ისწავლე,იცხოვრე როგორც გინდა.უბრალოდ მეც გვერდით ვიქნები. -შენღა მაკლიხარ.-მობეზრებულად აატრიალა თვალები.-როგორც კი ეს ამბები ჩაიცვლის განქორწინება გავაფორმოთ. -დაივიწყე.-ჩაეცინა კაცს. -უკაცრავად? -არანაირი განქორწინება არ იქნება,შენც იცი ეგ ძალიან კარგად.-ყელზეც მიაკრო ტუჩები.-ტყუილად არ გადაიღალო მაგაზე ფიქრით. -რას ამბობ? -იმას რომ აქ ურთიერთობის დასალაგებლად ჩამოვედი,ვცდილობ დაგიახლოვდე,გაგიცნო და შენ ტყუილად ჯიუტობ,ამის უფლებას არ მაძლევ.-შეუხსნა პერანგის ერთი ღილი და მეორესაც წაეტანა.-გახსოვს რა გითხარი მაშინ?-მესამე ღილიც შეუხსნა და შიშველ მკერდზე,გულთან ახლოსაც მიაწება ტუჩები.-არ მიხუმრია.უნდა შეგიყვარდე. -გაიწიე! -რა უცებ გაქრა შენი თავდაჯერებულობა ჩემი სიახლოვისას.-გაეღიმა კაცს.-აკი წეღან დიდ გულზე იყავი? -კონსტანტინე!-ნერვიულად აუდ-ჩაუდიოდა მკერდი.-გთხოვ. -ისეთი არასოდეს არაფერი მოხდება,რაც შენ არ გენდომება,ლოლიტა.-საფეთქელზე აკოცა და ისე რომ უკან აღარ მოუხედავს სააბაზანოს კარს მიღმა გაუჩინარდა... *** დილით მობილურის ხმამ გამოაღვიძა.დაუსრულებლად მისდიოდა მესიჯები კოსტას და შემაწუხებლად ხმაურობდა მოწყობილობა.სააბაზანოდან წყლის ხმა ისმოდა,მიხვდა ქმარი შიგნით იყო და ხელი გადასწია მისი ტუმბოსკენ.იფიქრა ანდრონიკე იქნებოდა და რაიმე სასწრაფო არ იყოსო. ნომერი არ იყო ჩაწერილი.ქართული ნომრიდან რუსულად იყო შეტყობინებები გაგზავნილი. „მენატრები,იქნებ შევხვდეთ?“ „თბილისში ჩამოვედი კოსტა,ვიფიქრე დროს ერთად გავატარებდით.“ „მომწერე რას გადაწყვეტ,ან დამირეკე.“ აი ის შეგრძნება ამდენხანს რომ გაურბოდა,მაინც დაეწია.ლამის გული აერია წაკითხვისას.ყოფილი საყვარლები უკვე ქვეყნიდან ქვეყანაშიც კი დასდევდნენ... სასწრაფოდ გამოიცვალა და ქვემოთ ჩავიდა.არ უნდოდა მისი სახის დანახვა ახლა.მითუმეტეს მაშინ,როდესაც ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ესაუბრებოდა წინა ღამით.მაშინ,როცა ასე ახლოს მოუშვა და საბოლოოდ მაინც გააფუჭა ყველაფერი...თავისებური დასკვნა გააკეთა ამ ამბიდან,ყველა კაცი ამაზრზენი იყო და ამას ვერაფერს უხერხებდა... მაგდა მოინახულა.ყავა მოამზადა და მასთან ერთად დაჯდა ეზოში.იცოდა რთული პერიოდი ჰქონდა,თუმცა აქამდე ვერ მოახერხა მასთან საუბარი. -როგორ ხარ,მაგდა?-ჰამაკში ფეხები მოკეცა და წინ და უკან დაიწყო ქანაობა. -უკეთესად,შენ როგორ გიკითხო? -უკეთესადაც ვყოფილვარ.-გაუღიმა გოგონას.-როგორ მიდის თორნიკესთან საქმე?მიეჩვიე? -ძირითადად ვერ ვხედავ,როგორ უნდა მივეჩვიო? -გინდა რომ ხედავდე?-ეშმაკურად ჩაეცინა.-შენს გვერდით ეძინოს,დილით მას ხედავდე პირველს და... -ვაიმე არა!-თავი გააქნია უარის ნიშნად.-უბრალოდ ცოტა მეტი დრო რომ გვქონდეს... -მთელი ცხოვრება გაქვს წინ.რად გინდა სულ უყურებდე?მე ვუყურებ ჩემს ქმარს სულ და რა ხეირი?-აიქნია ხელი.-დამიჯერე არ გინდა. -შენ მართლა არ გიყვარს შენი ქმარი?-ღიმილით ჩაეკითხა და ლოლიტას გაფართოებულ სფეროებს მოარიდა თავისი. -ეგღა მაკლია.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-მივდივარ,გახსოვს? -აქამდე რატომ არ წახვედი?-გაიკვირვა მაინც.-რას ელოდებოდი? -აქამდე მეშინოდა.-შეფიქრიანდა გოგონა.-მე არ მიჭირს გგონია?ამ ოჯახის წევრი ვარ,ლამის მათი შვილი...მილხანი ვარ მეც გვარად.ხოდა გამიჭირდა ამ ყველაფრის უკან მოტოვება. -ახლა? -ახლა ფრთები მაქვს გაშლილი და ვინმე მათ შეკეცვას თუ მომინდომებს თავს გავუტეხავ.-სიცილით ამოთქვა და გააცინა გოგონაც.-შენ რა გადაწყვიტე?თხოვდები? -მე ჯერ ისევ მეშინია.-მიახვედრა თავის სათქმელს ძალიან მოკლედ.-თან თორნიკეს ისეთ ისტერიკებს ვუწყობ მგონი თავისით მიმაბრუნებს. -დამიჯერე მთელი ცხოვრება შეუძლია შენი ატანა. -და კიდევ რამდენხანს დათმობს ოთახს და საწოლს? -რამდენხანსაც შენ ეტყვი. -რამხენხანს მოითმენს ჩემს სტუმრობას? -სანამ შენ მზად არ იქნები ჩემი ცოლობისთვის.-თმაზე აკოცა მოულოდნელად და შეშინებულს ხელი მოხვია.მშვენივრად დაინახა ლოლიტამ მისი მოსვლა,მაგრამ არ შეწყვიტა საუბარი,უნდოდა თორნიკეს გაეგო ყველაფერი. -შემაშინე.-გაკვირვებულმა აათვალიერა მისი ტალახიანი ტანსაცმელი.-სად იგორავე? -დედაშენის საფლავი გავასუფთავე. -ამ დილაუთენია? -მერე მზე დააჭერდა და ვეჭვობ ჩემი დამარხვაც იქ მოგიწევდა.-ჩაეცინა კაცს.-სააბაზანო თუ არ გჭირდება წყალს გადავივლებ. -თორნიკე...-ლამის შეჰყვირა მისი სახელი. -რაო? -მადლობა.-გაუღიმა ძალიან უცნაურად.აქამდე არ ენახა უმცროს მილხანს ეს ღიმილი და რაღაცნაირი სითბო იგრძნო სხეულში.თავი დაუკრა და სახლში უკანმოუხედავად შევიდა.მიუხედავად სახეზე დატოვებული იარებისა მაინც გრძნობდა რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და ეს ყველაფერი ამაოდ არ ჩაივლიდა... *** მთელი დღე გასული იყო კონსტანტინე.ცეზოს დედის საფლავს აკეთებდნენ.ღობე შეცვალეს და ახალი მესერი შემოავლეს ირგვლივ.საშინლად დაღლილი დაბრუნდა სახლში.უკვე საწოლში მყოფ ცოლს გახედა,რომელიც რატომღაც თავს იმძინარებდა და ფეხაკრეფით შევიდა სააბაზანოში.წამსვე გაახილა თვალები გოგონამ.ამოიოხრა და ისევ გადაბრუნდა დასაძინებლად.მასთან სასაუბროდ მზად არ იყო ახლა... გამოვიდა მისი ნაქები ქმარიც,მიუწვა გვერდით და ჩააქრო სინათლეც.გული მკერდს ისეთი ძალით ეხეთქებოდა ლამის გამოანგრია და დატოვა მისი სხეული.გვერდი იცვალა,თორემ მიუხვდებოდა რომ აფერისტობდა.ის იყო ფიქრებს მიეცა რომ მობილური აზუზუნდა და თვალები გაახილა წამსვე.იფიქრა ისევ მისი ქმრის იყო და ორმაგად მოეშალა ნერვები,მაგრამ არა.ამჯერად მისი მობილური ზუზუნებდა. „უნდა დაგელაპარაკო,მხოლოდ ერთხელ,გთხოვ.“-იკითხებოდა შეტყობინებაში. „შენს სახლთან მოვალ და მანდვე ვილაპარაკოთ,ამ დროს ვერავინ დაგვინახავს.“ ალბათ რამდენიმე წლის სიცოცხლე მოაკლდა.ცეზო სწერდა ისევ.გაახსენდა ქმართან საუბარი და უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ერთიანად.ახლა რომ გასულიყო ხომ გაგიჟდებოდა მისი ქმარი და დალეწავდა ყველაფერს.მერე ისიც გაახსენდა თბილისში საყვარელი რომ ელოდა მის ქმარს და ავად ჩაეღიმა. -მშვიდობაა?-მაინც ვერ მოისვენა მილხანმა და გადმოხედა.მთელი გულით აინტერესებდა ვინ სწერდა და სხვანაირად ვერ მოიფიქრა რა უნდა ეკითხა. -ჰო,ჩემი დაა.-იცრუა დაუფიქრებლად და საკუთარივე ტყუილზე გაეცინა. „გთხოვ,ჩვენი ძველი მეგობრობის ხათრით,ბოლოჯერ დამელაპარაკე.“ მოაყოლა კიდევ ერთი და სანამ მართლა აიკლებდა იქაურობას მანაც დაუბრუნა პასუხი. „თავად მოგწერ,დამელოდე.“ -ხომ კარგად არის ყველაფერი?ამ დროს რამ შეაწუხა? -რა დაკითხვას მიწყობ?-ეუხეშა ბოლოს მაინც.-უბრალოდ მომწერა,არ შეიძლება? -რატომ მეუხეშები?-ზემოდან დააჩერდა მის სხეულს.-რა დაგემართა? -მეძინება.-აიქნია ხელი და გადაბრუნდა ისევ.-დაღლილი ვარ. -მე მთელი დღეა ვისვენებ,ზურგით მატარებენ მეგობრები.-თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა,ვიდრე ცოლის მისამართით და მანაც ზურგი აქცია.არ ჰქონდა ახლა კამათის თავი და ნერვები. ეს ღამე არ იქნებოდა ისეთი მშვიდი,როგორიც მთვარე,რომელიც მთელი თავისი სიდიადით უმზერდა სოფელს... *** საათი დილის სამს აჩვენებდა.ვარსკლავებით მოჭედილიყო ცა,მთვარეც იწონებდა თავს მათ წინაშე.ამინდი ისეთი მშვიდი და უდარდელი იყო,თითქოს ყველა პრობლემა მოეგვარებინა სოფელს.ქმარს გადახედა,მშვიდად ეძინა.მუცელზე მწოლს ცალი ხელი ბალიშქვეშ ამოედო და სამყარო გაეთიშა.თავის მობილურს და შეტყობინებებს დახედა,მერე ფანჯარასთან დადგა და სულ წამით ჩაფიქრდა.ტუმბოზე დაეტოვებინა კოსტას მობილური. ნეტავ რა პასუხი გასცა? ფეხშიშველმა გაიარა გზა ტუმბომდე და ძალიან ფრთხილად ააცალა მობილური.დაფიქრდა,რა ცუდი იყო ახლა მისი საქციელი...ქმრის ტელეფონს ამოწმებდა.სხვისი ცოლები ეზიზღებოდა ასეთი და თავად რატომ აკეთებდა?ისევ უკან დააბრუნა და თავადაც საწოლში დაწვა.თვალები ძლიერად დახუჭა,იქნებ უკუეგდო ფიქრები,თუმცა არაფერი გამოვიდა. ეჭვი რომ შეუძვრება ადამიანს გულში მერე ვეღარ დაამარცხებს.ვერ მოერევა.არ არსებობს ძალა ამ ეჭვის გაქარწ....ბისა,გარდა შემოწმებისა და რეალური მდგომარეობის დანახვისა.ისევ წამოდგა,ისევ აიღო ქმრის მობილური ტუმბოდან. რატომ ამოწმებდა? თავად არ ამბობდა ფიქტიური ცოლ-ქმარი ვართო? მე გეტყვით მიზეზს...ლოლიტასთვის არასოდეს ყოფილა ეს ქორწინება ფიქტიური. სულ რეალურად ჰქონდა მიღებული.სულ ახსოვდა მშობლების დარიგება,მეზობლების საუბარი...იმ დღესაც კი მილხანი სახლიდან რომ გავიდა,ვერ უარყო მისი ცოლობა.დედ-მამასთან კი წავიდა,მაგრამ ბოლომდე ვერ მოიგლიჯა სხეულიდან ეს ქორწინება,ის ფიცი,რომელიც ეკლესიაში დადო... შეტყობინებები გახსნა...აქ გაუცრუვდა იმედი გოგონას...წაშლილი დახვდა ქალის მესიჯები.მხოლოდ ანდრონიკესგან დაეტოვებინა.ესეიგი დასამალი ჰქონდა მილხანს... უნებურად აემღვრა თვალები.ეტკინა მკერდში რაღაც ძალიან,მაგრამ თავს მოერია.ისევ უკან დააბრუნა და თავისი მობილური მოიმარჯვა.კოსტასგან განსხვავებით ის ამ ქორწინებას არ ღალატობდა.უბრალოდ ძველ მეგობარს უნდა დახმარებოდა... „ათ წუთში გამოვალ.“-გაუგზავნა შეტყობინება.კარადიდან ჰუდი,ჯინსის შარვალი და ფეხსაცმელი აიღო და სააბაზანოში გავიდა გამოსაცვლელად.საკუთარ ანარეკლს უყურებდა სარკეში.ნუთუ ადამიანს ბედი მართლა უკან დაჰყვება?ნუთუ ვერ შევცვლით ბედისწერას და როგორც არის დაწერილი ჩვენი დროის ხაზზე ყველაფერი ისე უნდა მოხდეს?არ უნდოდა ასეთი ცხოვრება. არ უნდოდა ქმართან სიახლოვე. არ უნდოდა მისი შეყვარება და მერე ღალატის ატანა. ისედაც სხვანაირად უცემდა გული მისი სიახლოვისას. როცა ახლოს იდგა,თითქოს ვერ იტევდა მის სიახლოვეს და გული მკერდიდან ამოვარდნას ლამობდა. ტკივილის ეშინოდა ლოლიტას. სიმართლე რომ ითქვას ყველაზე მეტად სიყვარულის ეშინოდა... წარმოიდგინეთ საკუთარი დაკარგული ცხოვრება. ის რაც ლოლიტამ გამოიარა და მერე დაბრუნებული ქმრის სიყვარული,რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ისევ წასვლა... ამაზე ფიქრით გაიხურა საძინებლის კარიც. კიბეები ფრთხილად ჩაიარა და სახლს შეავლო თვალი. თითქოს ბოლოჯერ უმზერდა ამ კედლებს და ემშვიდობებოდა. ჭიშკარსაც გასცდა. ყელში წაუჭირა საკუთარმა უსუსურებამ. ვეღარ უყურებდა ცეზოს როგორც მეგობარს,აღარც მისი დანახვა ახარებდა,უხერხულად იყო მის გვერდით,მაგრამ მაინც გავიდა... -მადლობა რომ მოხვედი.-ვერ დამალა თავისი სევდანარევი ტონი. -რაზე გინდოდა საუბარი? -მდინარესთან გადავიდეთ.-შეხება სცადა,მაგრამ ელდანაკრავივით დაიხია უკან.ღრმად ჩაისუნთქა კაცმა ცივი ჰაერი და წინ გაუძღვა ქალს.ამ მდინარეს ყველას ტკივილი აქვს მოსმენილი,ალბათ მალე ცრემლად დაიღვრება და ყველას კერაში შეიჭრება თავისი წილი ტკივილით.დაე სოფელმაც გაიგოს მისი ღრიალი.მისი შინაგანი ომები და ტკივილი... -მგლები თუ შეგვჭამენ მოგკლავ იცოდე! -მგლების მაშინ არ გეშინოდა ქმრის გამო რომ ტიროდი აქ?-ირონია არ დააკლო. -რისთვის მომიყვანე? -ამ დროს ქმრის საწოლიდან ადექი.მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ტკივილი მოგესმინა,ამიტომ შემიყვარდი შენ და არა სხვა.იცი პრობლემები გექნება თუ გაიგებს,მაგრამ მაინც აქ დგახარ. -ჩემი ქების მოსასმენად არ მოვსულვარ.-კბილებში გამოსცრა კაცს.-მალე უნდა დავბრუნდე. -დედაჩემი მოვკალი-მეთქი რომ გითხარი,არ მიხუმრია.-ჩაეცინა ავად.გააჟრჟოლა ლოლიტას.სიცივის ბრალი იყო თუ მოსმენილის ვერ გაეგო. -ცეზო რას... -ვუთხარი ყველაფერი,რაც მაწუხებდა და ვერ დაიტია მისმა მხრებმა ეს სიყვარული...იმდენად მძიმე იყო კი არ მოიხარა,დაეცა და ვეღარ წამოვაყენე ფეხზე...ამ სიმძიმემ მიწის ქვეშ რამდენიმე მეტრით ჩაიყვანა...ღირდა,ლოლიტა? -დედაშენს უთხარი რომ...-სიტყვა შუაზე გაუწყდა,ცრემლები მოადგა მაშინვე. -ვუთხარი!აღსარება ჩავაბარე,შენი სიყვარული გავუმხილე და მოკვდა.-ლამის გადაიხარხარა.-რა ცუდი შვილი ვარ,არა? -ცეზო... -შენი სიყვარული თუ ოდესმე დამნგრევდა არ მეგონა...არ მეგონა ასეთი ცუდი თუ იქნებოდა და ღმერთის მიერ გულში ჩადებული გრძნობა დედას თუ მომიკლავდა... -ციცო დეიდა... -იცი ამ ამბავში ყველაზე ცუდი რა არის?კონსტანტინე რომ მოვიდა და ყველაზე მეტი იშრომა!-დაიყვირა ლამის მთელი ხმით.-ყველაფერი მაგან მოიტანა სუფრისთვის,სახლიდან ღვინოც მაგან გადმოიტანა.რამდენიმე დღე სასაფლაოს აკეთებდა...როგორ შემეშალა ასე ძალიან,ლოლიტა?-მთვარის შუქით განათებულ მის თვალებს ჩააკვირდა კარგად.ის ციური ნათება აერეკლა მის მწვანეებს და ჩვეულებრივზე მეტი სილამაზით უმზერდა კაცს. -მე...მე არ ვიცი რა უნდა გითხრა... -გიყვარს?-ელვასავით დაატყდა თავს მისი შეკითხვა. -რა?-დაიბნა ერთიანად. -გიყვარს შენი ქმარი? -პატივს ვცემ ოჯახს,რომელშიც ვცხოვრობ.-გაუგებრად გასცა პასუხი. -შენი სიყვარული რომ გავბედე რას ვფიქრობდი იცი?მეგონა მალე წახვიდოდი მაგ ოჯახიდან და შევძლებდი შენთან გამკლავებას.ვიფიქრე სულ ერთად ვართ,ლამის ერთმანეთის სახლში გვძინავს და თან ისე მიღიმის...მეგონა მარტო ჩემთვის იღიმოდი ასე... -ცეზო... -სკოლაშიც დამემართა მსგავსი რამ,ის გოგო მომეწონა,რომელიც კოსტას მოსწონდა და მაპატია...ახლა?-თავზე მიიჭირა ხელები.-ახლა რანაირად მაპატიებს?ზედაც არ მიყურებს!მეგონა მარტივი იქნებოდა.მეგონა არ ვიდარდებდი მის უკან მოტოვებას,მაგრამ ნახე რა დღეში ვარ.-უღრიალა მთელი ხმით და მისკენ წაიწია.რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია ლოლიტამ.გაავებული სახე ჰქონდა.შეშლილი თვალები...ახლა მასთან ხუმრობა ნამდვილად არ ღირდა... -მისმინე,მგონი ჯობია... -შენი წყეული სიყვარულისთვის მოკვდა დედაჩემი!მე რომ შენ არ მყვარებოდი,არ შემომხედა შენთვის და დედისთვის არ მეთქვა მისი გული არ შეწყვეტდა ფეთქვას!-ფეხი დაარტყა ქვების გროვას და ხმაურით მიმოფანტა გვერდით.-რატომ მთხოვე მშობლებთან წაყვანა?რატომ მე და არა ანდრონიკეს?-ღრიალებდა ისევ.-მისთვის გეთხოვა რომ მილხანების მიტოვება გქონდა გადაწყვეტილი! -ანდრონიკე სოფელში არ იყო.-ამოილაპარაკა უფრო თავისთვის,ვიდრე მისთვის,მაგრამ არ მოუსმენია კაცს. -მაშინ რომ გნახე ატირებული...მაშინ მომინდა შენი დახმარება და დაცვა...ვიფიქრე როგორ დაჩაგრეს ეს პატარა გოგო,რა დააშავათქო და გადავწყვიტე გვერდით დაგდგომოდი...მერე ნახატები მაჩვენე...თურმე ისეთი ნიჭის პატრონი ყოფილხარ...პირველი ნახატი მაჩუქე და აი აქ!-მკერდზე მიირტყა გაშლილი ხელი.-ამან სხვანაირად დაიწყო ფეთქვა... -მე არ მინდოდა...-დამნაშავესავით ამოილაპარაკა.-არასოდეს მდომებია შენგან ეს დამოკიდებულება,ეს ყველაფერი...უბრალოდ მეგობარი იყავი... -კაცს სცემ პატივს,რომელსაც შენთვის არაფერი გაუკეთებია.პირველივე დღიდან ასეა...იმის მიუხედავად რომ 6 წლით მიგატოვა,რაღაც ამოუხსნელი გაქვს მის მიმართ!შეგიძლია ამიხსნა?რატომ ვერ დავიმსახურე მე შენი სიყვარული?კაცმა,რომელიც სულ შენს გვერდით იყო და გიცავდა... -იმან...ჩემმა ქმარმა,კონსტანტინემ...-ცრემლები უხეშად შეიმშრალა.-საკუთარი თავი მაჩუქა...ის რომ არ წასულიყო და არ მესწავლა როგორ უნდა გადავრჩენილიყავი გგონია აქამდე მოვიდოდი?მან მომცა სივრცე რომ მესუნთქა...მან მაჩუქა ოჯახი,რომელიც სულ მიცავდა...მე უმადური არ ვარ ცეზო,ყველაფერს ვხედავ.მისი ცოლი რომ მქვია ეგ არაფერს ნიშნავს მისთვის,პატივს მცემს და განა ვერ ვხედავ...მე ტირილს მიჩვეული გოგო ვიყავი,რომელსაც მამის ეშინოდა.ახლა ყვირილს მივეჩვიე თავის დასაცავად.მასთან...მასთან სხვანაირად არის...სუნთქვა ვისწავლე თითქოს...ჩასუნთქული ჰაერი აღარ მტკივა და მკერდსაც აღარ მტკენს შინაგანად...-ისევ უსიამოვნოდ გასცრა ტანში.სახეც დაუნამა ცრემლებმა.-სულ ორი თვეა დაბრუნდა,მაგრამ იმაზე ბევრი დამანახა,ვიდრე ბევრმა სხვამ... -ასე ბრმად უერთგულე ადამიანს,რომელიც არც კი იცოდი დაბრუნდებოდა თუ არა?არც ის იცოდი შემოგხედავდა თუ არა და რას იზამდა,თუკი დაბრუნდებოდა? -რა უნდა ექნა?-ცივად ჩაეღიმა -იცი რომ შენს გაშვებას არ აპირებს?-იმასაც მოერია ცრემლები,მაგრამ დამალვა სცადა. -ვიცი,მაგრამ წავალ მაინც. -ჰო,უნდა ისწავლო. -სწავლის გამო არ მივდივარ.-გაეღიმა მსუბუქად.-გორგოლაძის კურსები ხომ გავიარე ისედაც,დიპლომიც მაქვს და საკმარისია.მე სხვა არაფერი მჭირდება. -ყველას ეუბნებოდი რომ... -მაინტერესებდა ვინ დამიდგებოდა გვერდში.-ღიმილს არ იშორებდა სახიდან.-ვინ შეეგუებოდა ჩემი მხრიდან ოჯახის დანგრევას და ვინ არა...თუ ვერ მოვხვდები აკადემიაში არც ეგ მადარდებს.ისედაც ოცი ადგილია,რთული იქნება და ჩემზე უკეთესები იქნებიან იქ... -აბა რატომ... -იმიტომ რომ საწყალი ქალის როლი მომბეზრდა.მიზეზი მინდოდა წასასვლელად და ოჯახს სხვა ვერ გავუბედე.არ მინდოდა ლალის წყენინება,არ მინდოდა სცოდნოდა რომ მისი შვილის საქციელის გამო მივდიოდი... -ისევ წახვალ? -წავალ. -გაეყრები? -შენთვის ამას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.-ჩამოჯდა იქვე ცივ ქვების გროვაზე.მდინარეს მიაპყრო უტეხი მზერა.-მე რომ წავალ იქნებ კოსტამაც გაპატიოს. -კოსტა ოჯახის შეურაცხყოფას არ მაპატიებს და მართალიც იქნება.-თავადაც ჩამოჯდა მის გვერდით.-სხვისი ცოლისთვის სხვა თვალით შეხედვა,თუნდაც მტრის იყოს არ შეიძლება. -მე...მე გავაკეთე რამე უნებურად?-ცრემლიანი თვალებით გადახედა.-რამე სხვანაირად გავაკეთე?რატომ იფიქრე რომ... -არა.-გააწყვეტინა მაშინვე.-შენ არაფერი გაგიკეთებია,უბრალოდ ისეთი იყავი...მინდოდა რომ ჩემთვის ყოფილიყავი მხოლოდ ასეთი. -მართლა ძალიან ვწუხვარ.-მთვარეს ახედა.ისევ იღიმოდა შორიდან. -ვიცი,მეც. -დედაშენი მე ძალიან მიყვარდა. -ღმერთს არ ჰყვარებია თურმე ჩემნაირი შვილი რომ აჩუქა.-ზურგით დაწვა იმ ცივ ქვებზე.ასე ახედა ცას.თითქოს დედა უმზერდა ერთ-ერთი ვარსკლავიდან.თითქოს იქ იყო და ამშვიდებდა... -რამდენჯერაც არ უნდა დაიბადოს დედაშენი და რამდენჯერაც არ უნდა მიეცეს არჩევანის უფლება,იმდენჯერ აგირჩევდა თავის შვილად,დარწმუნებული ვარ ამაში. -მე რომ მომეცეს არჩევანი შენს სიყვარულს აღარ ავირჩევდი.-ჩაეღიმა ორივეს.-ლამაზი ისტორია იყო,მაგრამ დამთავრების დროა. -ვერ გავიგე?! -ექვსი წელი,საუკეთესო მეგობარი და დედა დავკარგე.მხოლოდ ჩემი და და ჩემი სახელი დამრჩა.ვერცერთს დავკარგავ.-წამოიწია მთელი სხეულით.-დედამ მითხრა კარგი სახელი დატოვეო,სხვისას არ დახარბდეო,მეგობრის ოჯახს და ღირსებას გაუფრთხილდიო...კოსტა აღარ მთვლის მეგობრად,მაგრამ მე მაინც გავუფრთხილდები მის ღირსებას,რომელიც უნებურად წავბილწე და მერე მთვრალმა საერთოდ შევბღალე ყველაფერი.არ ვიცი მაშინ რამ მათქმევინა ის სიტყვები,რა ძალამ მაიძულა,მაგრამ ბოდიში.კოსტამ მართლა ბევრი მომითმინა,მე არ მოვითმენდი და ალბათ მოვკლავდი ნებისმიერს,ვინც ჩემს ცოლს შეხედავდა.მერე თან იმ სისაძაგლეებს იტყოდა...მაპატიე რა...-თავი ჩახარა მოულოდნელად.ვერ მოერია სიმართლის სიმძიმეს და ისევ მოიხარა წელში. -ადამიანები შეცდომებს უშვებენ,ცეზო.მთავარია მივხვდეთ და პატიება ვითხოვოთ,დანარჩენს მოევლება ყველაფერს. -ორმოცის მერე აღარ ვიქნები აქეთ,აღარ შეგაწუხებ. -არც მე ვიქნები აქეთ,ოთხ ივლისს მაქვს აკადემიაში ჩემი ნამუშევრების წარდგენა. -ჰო,წარმატებები მაშინ.-გაეღიმა სულ ოდნავ.-მადლობა რომ გამოხვედი. -წავიდეთ უკვე. -წამოდი.-ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა დასაყრდნობად.მაგ ხელზე შეხებაც კი ვერ იკადრა ლოლიტამ.ვითომ ვერ დაინახა თავისით წამოდგა და ისე გაუყვა გზას.მიხვდა ცეზო მის ყველა უთქმელ სიტყვას,ყველა ემოციას და გაიაზრა აღარ ჰქონდა არაფერს აზრი.სხვას ეკუთვნოდა ქალი,რომელიც უყვარდა... სახლამდე არ მიაცილებინა თავი,მაგრამ შორიდან უყურებდა როგორ მიდიოდა ბნელ ჩიხში და ბოლოს როგორ შევიდა ეზოში.თითქოს ასე დამთავრდა მისთვის ყველაფერი.თავადაც შებრუნდა და ბნელ ქუჩას გაუყვა... *** ეზოში შესული უკვე პირველ კიბეზე დგამდა ფეხს ადგილს რომ მიეყინა.თვალში მოხვდა ძალიან პატარა ნათება,მაგრამ მიხვდა რაც იყო და მძიმედ გადააგორა ყელში მოწოლილი ბურთი.ისედაც ემოციებმა დაჯაბნა,ჯერ კიდევ სველი ჰქონდა თვალები და ახლა ესეც.არ იქნებოდა კარგი ამბავი და ხვდებოდა უკვე.ვერც კი ხედავდა მის თვალებს იმდენად ბნელი იყო.მხოლოდ მისი სუნთქვა ესმოდა და ხედავდა როგორ ისუნთქავდა სიგარეტის კვამლს ღრმად.იქვე იჯდა სკამზე,ზემოდან უყურებდა ყველაფერს და არ ინძრეოდა.ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა აქ დაუშვა ლოლიტამ.ქმარს რომ გაექცა და სხვა მხარეს წავიდა... -რატომ არ გძინავს?-ეს მოიფიქრა მხოლოდ ეკითხა.ცივად გაეღიმა,ნამწვი აივნიდან მოისროლა და ცერად გახედა ცოლს. -სად იყავი?-ასეთი ხმა მისგან არ მოუსმენია არასდროს.ცივი და უემოციო,მაგრამ თან ყველა ემოციის დამტევი.რა აზრი ჰქონდა მოტყუებას?არანაირი.ისედაც ეტყობოდა იცოდა კოსტამ ყველაფერი. -ცეზოსთან სალაპარაკოდ გავედი.-ძლივს ამოთქვა და მოაჯირს დაეყრდნო.თითქოს ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა. -შენ ჩემი ნათქვამი ვერ თუ არ გაიგე?-წამოიმართა წამსვე ფეხზე. -საუბარი უნდოდა უბრალოდ,მეტი არაფერი. -სხვა რა უნდა სდომოდა გოგო?-კბილებში გამოსცრა და ზემოდან დააჩერდა ცოლს. -ნუ სულელობ... -ადამიანურად გთხოვე რომ აღარ დალაპარაკებოდი,აღარ გენახა...შენ რას აკეთებ?შუაღამისას,ჩუმად,საწოლიდან დგები და მასთან გადიხარ. -ნუ გააზვიადებ კარგი?საუბარი უნდოდა და... -ხმა აღარ ამოიღო.-ხელის აწევით გააჩუმა წამსვე.-არ გეხუმრები,არ გამაღიზიანო.იმაზე მეტს ნუ იზამ,რაც უკვე ყელში მიჭერს და ყვირილს მაიძულებს. -კოსტა... -ტყუილი როგორ მეზიზღება იცი?-ავად დაისისინა.-ისეთ რამეს არასოდეს გთხოვდი,რაც შენ თავს შეურაცხყოფილად ან შეზღუდულად გაგრძნობინებდა,მხოლოდ ის გთხოვე აღარ გენახა!ღამის პაემნებზე ხომ საუბარი ზედმეტია,მაგრამ...-გაბრაზებულმა დაარტყა მაგიდას ფეხი.-ჯანდაბა! -ისე მეუბნები ამ ყველაფერს თითქოს გიღალატე და... -გაჩუმდი! -მე... -მესიჯების წაკითხვის მერე ტელეფონს ერთი ფუნქცია აქვს.ის ლურჯი წერტილი ქრება და განიშნებს რომ გახსნა უკვე ვიღაცამ შეტყობინება შენამდე.-ავად ჩაეცინა.-მერე ტელეფონის შემოწმებაც.ვიცოდი შეამოწმებდი. -რა?-ელდა ეცა ქმრის მოსმენისას. -რუსეთში ვხვდებოდი მაგ გოგოს.დასამალი არაფერი მაქვს და არც თავის მართლებას დავიწყებ.ვუთხარი რომ ცოლი მოვიყვანე და აღარ შემეხმიანოს.მეტი არაფერი ყოფილა.თბილისში კი არა ღებშიც რომ ჩამოსულიყო მაგ პასუხს მიიღებდა ჩემგან. -ცოლი ახლა მოიყვანე? -ახლა მოვიყვანე,ორი თვის წინ.-მობილური და სიგარეტის კოლოფი ჯიბეში ჩაიცურა.-შენ არაფერი გესმის,ვერაფერს ხედავ და მგონი არც გინდა რომ გაიგო.მხოლოდ წასვლა გაკერია პირზე.იმდენად შეეჩვიე ჩხუბს და კამათს რომ გგონია ყველგან საჭიროა.ყველგან თავის დაცვა გჭირდება,მაგრამ ასე არ არის.თუ ადამიანს ერთ სიტყვას დაუჯერებ და დაუთმობ არ ნიშნავს რომ ვინმეზე ნაკლები ხარ,არ ნიშნავს რომ დამარცხდი...ახლა რა ვქნათ ლოლიტა?ვის მოვთხოვო პასუხი იმაზე,რაც გააკეთე? -პასუხის მოსათხოვი არაფერი გამიკეთებია. -მართლა ვერ ხვდები თუ არ გინდა რომ მიხვდე?-ტონს აუწია ისევ. -მე იმას ვხვდები რომ შენ სამომავლო გეგმები დაგიწყვია,მე ეს არ მინდა გესმის? -მხოლოდ ერთი შანსი გექნება.-ძალიან ფრთხილად მიეფერა თმაზე.-მხოლოდ ერთი,ლოლიტა.წასვლა თუ გინდა გზა დიდია,მაგრამ იცოდე...უკან ვერ დაბრუნდები.არ მიგიღებ არასოდეს როგორ ძალიანაც არ უნდა მინდოდეს.დედაჩემიც ისწავლის საყვარელი რძლის გარეშე ცხოვრებას და მამაჩემიც.საბედნიეროდ თორნიკემაც მოიყვანა ცოლი,გულს გადააყოლებენ ოჯახში. -გგონია თუ წავედი დავბრუნდები? -დაბრუნდები,ან მოგინდება მაინც.ამიტომ უნდა იცოდე თუ წახვალ უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი გექნება და მე არ გამოგეკიდები. -ახლა სად მიდიხარ?-კიბეებისკენ წასული შეაჩერა მაინც. -რატომ მეკითხები?გეშინია ცეზოს არ მივულეწო სახე,თუ ვაიდა საყვარელთან მივდივარ? -ჯანდაბაშიც წასულხარ.-უხეშად უბიძგა მკერდზე და ოთახის კარი მთელი ძალით მიაჯახუნა... *** -მიდი ბავშვს საჭმელი ჩაუსხი რა.-დედას გასძახა დივანზე მჯდომმა და შვილს მიეფერა ისევ.-მოგშივდა მამი? -დედამისი მოგეყვანა და ჩაესხა იმას,მე რა ვიცი რამდენი უნდა?-აბუზღუნდა ქალი. -გუშინ ხომ გითხარი,180 გრამი წყალი და 6 კოვზი ფხვნილი.-ფეხზე წავიდა და სამზარეულოში გავიდა.-წყალი თბილი უნდა იყოს,თორემ არ გაიხსნება და აიზილება უაზროდ. -ბავშვს გამოგართმევ და შენ გააკეთე.-უხეშად დადგა ჩაიდანი მაგიდაზე ქალმა.-ეგ გოგო უკან მოაბრუნე,თორემ შენც გაგიშვებ ამ სახლიდან იცოდე! -დამაცადე რა დედა.-როგორც იქნა მორჩა ყველაფრის ერთმანეთში არევას.-მოდი მა ჩემთან. -მე ვაჭმევ შვილო,ცოდო ხარ,მომეცი.-არ დაანება ქალმა.დივანზე ჩამოჯდა და ხელში წამოწვენილს მიაწოდა ბოთლი.-დედი,ხომ მოიყვან უკან... -დედა დამაცადე!-უხეშად მიუგო ქალს.-შენი აზრით სასეირნოდ ვიყავი ბოლო რამდენიმე დღე?ნაწყენია და ვცდილობ შემოვირიგო. -რომ წავიდეს? -ვერ წავა,არ გავუშვებ.-ცოტა უცნაურად გამოუვიდა.-გამოვსწორდები.-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და ბავშვს მიაჩერდა.როგორ ჰგავდა დედას...როგორ აბრიალებდა დიდ ლურჯ თვალებს და ჭამის დროსაც კი ვერ ისვენებდა. მეოთხე დღე იწურებოდა გიგილოს ჰყავდა თამრო.პირველი დღე ძალიან გაუჭირდათ,მერე მისი დაძინებაც ისწავლა.ჰამაკში ჯდებოდა და არწევდა.ისიც მამის მკერდზე იყურსებოდა და იძინებდა მალევე.თურმე როგორი რთული ყოფილა ნანასთვის და არ სცოდნია.თურმე როგორ გაუბრაზებია ცოლი და ვერც ეგ გაუგია... ისევ ასე დააძინა შვილი.საწოლში დააწვინა და შეფხიზლებულს იქ დაუწყო რწევა.დაღლილობისგან თავადაც ჩაეძინა.ბოლო ოთხი დღეა საწოლის თავის მხარეს არ სძინებია გიგილოს.ბოლო ოთხი დღეა თავისი ნანას გარეშე ვერც კი სუნთქავდა... *** მეორე საღამოს აღარ გამოჩენილა მილხანი.უკვე თორმეტი ხდებოდა,ის კი არც დედის ზარებს პასუხობდა,არც სახლში ჩანდა.ვერ მოისვენა ლალიმ.პაატას თხოვნის მიუხედავად ავიდა ლოლიტასთან,რომელიც ქმარს აივანზე უცდიდა და გვერდით მიუჯდა.ეტყობოდა ისიც უხასიათოდ იყო... -შვილო.-თბილი ხმით წამოიწყო ქალმა და ზურგზე მიეფერა.-ცუდად ხომ არ ხარ? -არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-შენ რატომ არ გძინავს? -დღეს არ მინახავს ჩემი კოსტა.-დარდიანი ხმა ჰქონდა ქალს.-არ იცი სად არის,ან როდის დაბრუნდება? -არა.-თავი გააქნია ისევ.-არ დაუბარებია. -იჩხუბეთ?-ცრემლიც მოერია ქალს.კოსტას ვერ შემდგარი ოჯახი ისე ძალიან სტკიოდა ხან ძილიც არ ეკარებოდა. -ვიჩხუბეთ.-დაუდასტურა.რაღა აზრი ჰქონდა დამალვას,სიმართლე იყო. -რატომ დედი?რაზე ვერ მორიგდით?-მორიდებით იკითხა ქალმა.ისიც არ იცოდა ამის კითხვის უფლება ჰქონდა თუ არა. -ლალო,დაანებე ბავშვს თავი.-კიბეებზე შედგა პაატა.-ჩადი ქვემოთ,ცოტახანს ჩემს შვილს უნდა მოვეფერო. -ახლა მაგის დროა?-დაუბრიალა ქმარს თვალები. -მიდი ლალო,დაწექი და მე დაველოდები კოსტას.-თმაზე მიეფერა ცოლს.პაატას რომ ლალი ეძვირფასებოდა,ამას მის ყველა გამოხედვასა თუ სიტყვაში ხედავდით.ასეთ სიყვარულზე ოცნებობდა ლოლიტაც. -ღამემშვიდობისა შვილო.-ფეხზე წამოდგა ქალი და ლოყაზე ჩამოუსვა გოგონას ხელი.-ძალიან არ შეაწუხო.-ქმარი გააფრთხილა მაინც და ნელი ნაბიჯით დაეშვა კიბეებზე.წლებია ამ ორს ერთმანეთთან არ უსაუბრია.უყვარდა პაატას თავისი ლოლიტა და ლოლიტას თავისი მამამთილი,მაგრამ ამას ხშირი საუბრით კი არა საქციელით გამოხატავდნენ.გაზაფხულის პირველი ყვავილები ცოლთან რომ მოჰქონდა არც ლოლიტა ავიწყდებოდა.ენძელას და იას თანაბრად უნაწილებდა ორივეს.ქალების დღეც მათი იყო.სხვანაირი იყო ეს კაცი.უფრო მეტად დამთმობი და მხარში მდგომი.მამა იყო რა ყველასთვის. -რატომ წავიდა კონსტანტინე?-ჩაეკითხა რძალს და მისი ხელი თავისაში მოიქცია. -ვიჩხუბეთ. -არ გეწყინოს,მაგრამ ვერ ვამტყუნებ.-შუბლი მოისრისა კაცმა.-შუაღამისას სახლიდან რომ გახვედი,თანაც მალულად...ოჰ...დიახ ვიცი.-მისი დაბნეული სახის დანახვისას დაამატა.-არ მეძინა და დაგინახე როგორ გაიპარე. -არასწორად ნუ გაიგებ გთხოვ,უბრალოდ საუბარი უნდოდა და... -რას ფიქრობ,აქვს მაგას შენთან საუბრის უფლება?-წარბები შეჰყარა კაცმა.-პირადად მე ვფიქრობ რომ არა.ჩემი ცოლი რომ გასულიყო გარეთ და ენახა,ცხვირ-პირი ექნებოდა მინგრეული იმ კაცს,რომელმაც მაგ დროს ჩემი ცოლი,ჩემი საწოლიდან ააყენა. -დედა დაეღუპა,ცუდად არის.-იმართლა თავი.პაატასგან ვერ აიტანა ეს ჩუმი საყვედური.-რამდენი წელია მეგობრები ვართ ხომ იცი? -ზუსტად მაგდენივე წელია მე მაგისთვის ხმა არ გამიცია,რადგან ვიცოდი რაც ჰქონდა გულში.ვიცოდი შენი სიყვარული რომ აიმედებდა.შენ რომ გეტრფოდა შორიდან.მაგას რამე რომ უჭირდა,უმამოდ რომ იყო მე მივდიოდი და ვუგვარებდი.სანამ გაიზრდებოდა,შეშას ვუპობდი,ბევრსაც ვარიგებდი,ციცოსაც არ ვაკლებდი არაფერს.ჩემი ოჯახიდან,ჩემი რძლის გაყვანის მცდელობა გაბედა მერე.მითხარი აბა ჩემო ლამაზო გოგო,მისაღებია? -არ ვამართლებ,უბრალოდ... -მომისმინე.-ცივი სითბო იღვრებოდა კაცის ხმიდან.-ჩემი საქმე არ იყო იქამდე,სანამ ზედმეტი არ მოუვიდოდა და არ გადათელავდა ჩემს ოჯახს,მაგრამ ახლა...ჩემი შვილი ისეთი კაცი აღმოჩნდა,ცოლის ამბავიც კი აპატია გვერდში დაუდგა.მე რომ არ ვიცოდე პასუხები,რომლებიც შენ მას გაეცი,როცა სიყვარულს გიხსნიდა,არავითარ შემთხვევაში არ დარჩებოდი ამ სახლში.მერე გავიგე ყველაფერი,ვიცი როგორ იუკადრისე და ოჯახს ეცი პატივი.მანამდე არ გცოდნია,შენც ახალი გაგებული გაქვს და მაგიტომ არაფერი ვთქვი,მაგრამ აბა კოსტას მხრიდან შეხედე მაგ ამბავს.მოგეწონებოდა? -კოსტას გაფუჭებულს არ გადავავლოთ თვალი რუსეთში?-მაინც ვერ მოითმინა. -შენ ხომ იცი მაგ ამბავში ვინ არის მართალი?-გაეღიმა კაცს.-ჩამოსვლის მერე თუ შეეშლება რამე,მერე მე მივხედავ და ცხოვრებაში რომ არ უგემია,იმ მარჯვენასაც იგემებს ჩემგან. -არ მინდოდა არავისი განაწყენება,უბრალოდ ძველი მეგობრის დახმარება მინდოდა. -მეგობრობა როგორი წმინდა გრძნობაა იცი?როგორიც მე და მამამისს გვქონდა.მე დამრჩა მისი ოჯახი,როცა დაიღუპა.მისი შვილი ჩემი შვილი იყო,მისი ცოლი ჩემი და.მე მივხედე როგორც წესი იყო.უკაცოდ დარჩა ოჯახი და გაუბედურდაო არავის უთქვამს,არავის გაუბედავს.მაგან რა ქნა?მეგობრის ცოლს დაუწყო დევნა,აქ არ არის და გამოვაო.ეგაა მეგობრობა?აბა ერთი მითხარი!-ბრაზი ვერ დამალა კაცმა.-მე სულ შენს მხარეს ვდგავარ,სულ გიცავდი და თავს გევლებოდი,გახსოვს ალბათ. -მახსოვს.-დაეთანხმა. -ახლა შეგეშალა და ვეღარ ვდგავარ შენს მხარეს.კოსტამ კიდევ ბევრი მოითმინა,რომ არ შემოაკვდა ღმერთს მადლობა.-ცას ახედა უცაბედად.-რისი გულისთვის შვილო? -არაფერი დამიშავებია,მართლა.-ცრემლი მოერია. -არ გეუბნები რომ დააშავე,უბრალოდ კოსტა გაითვალისწინე და ისეთს ნურაფერს გააკეთებ,რომ სახლში მოსვლა აღარ მოუნდეს,ასეთი ძნელია? -მაპატიე.-თავი ჩახარა.დაჯაბნა მაინც ემოციებმა და ცრემლებიც გადმოსცვივდა თვალებიდან. -მე არც გიბრაზდები,ქმარს სთხოვე პატიება,რადგან გაანაწყენე.-ამოიოხრა ბოლოს.-წასვლა რომ გადაწყვიტე... -წასვლა რომ გადავწყვიტე.-გაიმეორა უნებურად. -მართლა გინდა? -ანუ? -გინდა ამ ყველაფრის დატოვება?გინდა ოჯახის და სახლის დაკარგვა? -მოვალხოლმე.-იმედიანად ამოთქვა. -ვერ მოხვალ.-თავი გააქნია.-ვერც დაგვირეკავ. -რატომ? -მე არ გაპატიებ ოჯახის დატოვებას ამპარტავნების გამო და მაგიტომ. -მე... -შენ თუ გგონია მე ჩემი შვილისთვის სალანძღავი სიტყვა არ მაქვს ნათქვამი,ძალიან ცდები!იმ წყეულ რუსეთში ტონობით წერილი მაქვს გაგზავნილი.ცხოვრებაში ფურცელზე არაფერი რომ არ დამიწერია მეექვსე კლასის მერე,მაგას დავუწერე რომ ჩამოსულიყო.ის საპასუხოდ ფულს აგზავნიდა უკან.ვისთვის?-ჩაეცინა.-შენთვის.არცერთი თეთრი,რომელიც მე შენ მოგეცი ჩემგან არ ყოფილა.შენი ამბავი ისე ადარდებდა,როგორც სხვა არაფერი ამ ქვეყანაზე.მეხვეწებოდა მიხედე ჩემს ცოლსო.გკითხულობდა,რამე ხომ არ აკლიაო. დამირეკავდა ვინმე ხომ არ აბრაზებსო? -კოსტა მკითხულობდა?-რაღაც უცნაური ემოცია მოდიოდა მისი თვალებიდან.თითქოს სიხარულიც ერია თავისწილად.კი უთხრა კოსტამაც,მაგრამ თითქოს ყურადღება არ მიუქცევია. -როცა დარეკვა შეეძლო და ფული ჰქონდა,რეკავდა შვილო.წერილებიც აქვს გამოგზავნილი.აი თუ არ გჯერა.-ჯიბიდან დაკუჭული ქაღალდები ამოყარა.-ესეც შენი ექვსი წელი,რომელიც ვერ მოინელე. -მე... -მომისმინე.-მიეფერა თმაზე გოგონას.-კონსტანტინე მილხანს,კაცს,რომელსაც ცოლად გაჰყევი არასოდეს დავიწყებიხარ.არასოდეს მიუტოვებიხარ.ჰო,ფიზიკურად აქ არ იყო,მაგრამ სულ გვერდით იყო,შენ ვერ გრძნობდი უბრალოდ.წასვლა გინდა შვილო?აი რამხელაა კარი,გადი და დაიმახსოვრე,უკან ვერ შემოხვალ.დარჩენა გინდა?ჩემზე დიდი მხარდამჭერი შენ არ გეყოლება,მაგრამ უნდა დაფიქრდე და გააანალიზო რატომ არ უნდა გაჩერდე არცერთი წამით ცეზოს გვერდით.ხატვა გინდა?წადი და ხატე შვილო,ვინ დაგიშლის?სულ იმას ლაპარაკობს ულამაზესი ნახატები აქვს ჩემს ცოლსო,გგონია ხელს შეგიშლის?თუ იზამს კიდე იმ ხელს მოვტეხ,რომლითაც შეგაჩერებს და რამდენჯერაც შეუხორცდება იმდენჯერ ახლიდან გადავუმტვრევ ძვალს.-ცრემლად იღვრებოდა ლოლიტა.ვერ უძლებდა კაცის საუბარს.მის სიტყვებს,რომლებიც ერთდროულად მალამოც იყო და მახვილიც მისი გულისთვის.-გახსოვს რომ გითხარი მე ვიქნები მამაშენი-მეთქი?არ მიხუმრია შვილო.ჩემი შვილი ხარ და ასე იქნება იქამდე,სანამ ამ ოჯახის წევრად თვლი თავს.თუ ჩვენი ამოშლა და მოგლეჯა გინდა,მხოლოდ მაშინ დაკარგავ ამ ყველაფერს,ისე ძალით წამრთმევი არ არის არავინ. -მამაჩემი იყავი ყოველთვის,სულ რომ ხელი მკრა,მე მამას დაგიძახებ მაინც.-აეტირა უფრო მეტად. -კოსტა რატომ გაგეცალა ახლა და რატომ არ მოვიდა თუ მიხვდი?-მკერდზე მიიხუტა გოგონა.-არ უნდა შენი წყენინება შვილო.არ უნდა ყვირილი და ნივთების მტვრევა.მაგას სიყვარული აქვს სალაპარაკო ენად,მაგრამ ჭირს შენთან,რადგან შენ სულ სხვანაირად ელაპარაკები. -მე არ ვიცი სხვანაირი საუბარი,ამას მივეჩვიე აქ. -მიეცი უფლება გასწავლოს როგორი უნდა იყოს კარგი ოჯახი.მე და ლალოს რაც გვაქვს,იმაზე ათჯერ უკეთესს გაჩვენებს ის. -აი ამას.-მკერდზე მიიჭირა ხელი.-რომ შეუყვარდეს და ეტკინოს მერე? -ეტკინება.-თავი დააქნია.-სიყვარული ტკივილის გარეშე არ მოდის,თუ არ გტკივა,არც გიყვარს და არც ღირს დროის დასახარჯად.გგონია მე ლალოს სიყვარული არა მტკიებია?გგონია არ გვიჩხუბია?დღის ბოლოს ერთ საწოლში რომ ვიწექით,ერთმანეთისთვის სუნთქვა რომ შეგვემსუბუქებინა ვლაპარაკობდით და ვრიგდებოდით.ლაპარაკი ისწავლე შვილო,ჩხუბი მხოლოდ იქ,სადაც საჭიროა. -მადლობა.-ამოთქვა ძლივს.ცრემლები ახრჩობდა. -წაიკითხე ესენი,კარგად დაფიქრდი,გაიგე რა გინდა და ქმარს საქმე ისე აღარ გაუხადო სახლში მოსვლა აღარ მოუნდეს.კარგი? -კარგი.-გაუცინა კაცს.მანაც თავისი ხელით შეუმშრალა ცრემლები.ამ კაცს მართლა ძალიან უყვარდა თავისი რძალი.წამოიმართა ფეხზე.შუბლზე აკოცა გოგონას და კიბეებზე დაეშვა.როგორც იქნა შვებით ამოისუნთქა პაატამ,დაინახა რძლის თვალებში შვილის სიყვარული და გაეღიმა.ყველაფერი გამოვიდოდა,ოღონდ ცოტა მოთმინება და რამდენიმე ძლიერი ბიძგი სჭირდებოდა ორივეს... *** „მამა რას შვრებით?როგორ ხართ?ყველაფერი კარგად არის,სამსახურებიც ბლომად ყრია,ჯერ ახლა დავიწყე მუშაობა,ცოტა ჭირს აქ ყველაფერი,ამიტომ ამაზე მეტს ვერ ვგზავნი.ლოლიტა როგორ არის?ხომ არ დარდობს?გთხოვ კარგად მიხედეთ შენ და დედამ და არაფერი მოაკლოთ.მინდა ყველაფერი ჰქონდეს.თუ რამე დასჭირდეს და თანხა არ გეყოთ უბრალოდ გამაგებინე,ბიჭებს ვთხოვ და ჩემს გამოგზავნამდე მოგცემენ. დედა ხომ კარგად არის?არ ინერვიულოს არ ვიღლები ძალიან.შემდეგ თვეში ამანათს გამოვგზავნი.თორნიკეს უთხარი ჭკვიანად მოიქცეს და რძალს გაუფრთხილდეს. შეგეხმიანებით!”-მაშინ ჩამოუგორდა პირველად თვალიდან ქმრის სიყვარულის ცრემლი ლოლიტას... *** „უკეთესად არის ყველაფერი,ნუ ნერვიულობთ და ნუ ფიქრობთ მაგაზე.ბიჭებიც მეხმარებიან,ბინას ვნახავ და გადავალ სხვაგან.აღარ მომიწევს ქარხანაში ძილი.კვება და სიგარეტი ამათია,არ მეხარჯება ფული არაფერზე და პრობლემაც არ არის. ლოლიტას სკოლაზე რა ქენით?გადმოიტანეთ აქეთ საბუთები?მალე სექტემბერი მოვა,ეს თანხა მთლიანად მიეცით და ახალი ტანსაცმელი იყიდოს.წიგნები და რვეულებიც არ უყიდოთ მეორადი,არ მოაკლოთ არაფერი რა. თავაძე სერგო ამოგიტანს ფულს,გასესხებული მქონდა,ეგ შენ და დედამ გამოიყენეთ,თორნიკესაც მიეცი ასი ლარი,დიდი ბიჭია და იქნებ რაში სჭირდება.როცა მოვახერხებ დაგირეკავთ.“ *** მამა გვიან ჩამოვიდა შენი წერილი.მეც არ მქონდა წაკითხვის დრო,იმხელა ქაღალდები იყო მივხვდი რაღაც ცუდზე მწერდი და არ მინდოდა უგულისყუროდ წამეკითხა. დედა მოიკითხე,უთხარი რომ კარგად ვარ.იმედია შენც კარგად ხარ და არაფერი გაწუხებს,გარდა იმისა რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ. სანამ მამაშენი მაგ სახლში იქნება და ჩემი სისხლის გაშრობას გააგრძელებს მე მანდ არ დავბრუნდები.მთელი სოფლის მასხარა გავხდი მაგისი წყალობით.პატარა გოგო მოაშორა ოჯახს და სახლში მოიყვანა.მაგისი ტოლი რომ ვიყავი რა ვიცოდი ოჯახი რა იყო?არც ცოლზე მეფიქრებოდა,არც შვილებზე.როგორ წარმოგიდგენია ჩვენი თანაცხოვრება?ჯერ ისევ ვერ მომინელებია რაც მოხდა,დანა კბილს არ მიხსნის ისე ვარ გაბრაზებული.შენ აღარ დამიმატო ძალიან გთხოვ. როცა დრო მოვა დავბრუნდები და ყველაფერს გამოვასწორებ ჩემთვისაც და მაგ გოგოსთვისაც.ისე დავუდგები გვერდში როგორც საჭიროა და ისეთი კაცი ვიქნები,როგორიც დასჭირდება გვერდით.უბრალოდ დიდი დროა იქამდე.მაცადე თავად გავერკვე ყველაფერში,ისიც თავისებურად. არაფერზე შეზღუდოთ,მიეცით ის თავისუფლება,რომელიც სჭირდება და აცადეთ თავისუფლად გაზრდა.ქალობას ნუ დააძალებთ ამ ასაკში და ნუ ატკენთ გულს.სხვასაც ნუ მისცემთ უფლებას რა,თამარას და გიალოს განსაკუთრებით.რამე ცუდი თუ მოხდება გამაგებინეთ. უნდა გესმოდეს ჩემი,შენ მასწავლე ცუდის და კარგის ერთმანეთისგან გარჩევა,ესეც ეგ მომენტია.გოგოსთვის კარგი,რაც არის იმას ვაკეთებ და სივრცეს ვაძლევ რომ არ დაიჩაგროს. შეგეხმიანებით!“ *** „ახალ წელს გილოცავთ ყველას. საჩუქრებზე კი მიხვდებით ვისი რა არის. ლოლიტას მიეცით ის ვერცხლის ორეული. არ უთხრათ რომ ჩემგან არის,ვითომ თქვენი საჩუქარია.“ -ღმერთო...-ლამის მოახრჩო ცრემლებმა.ოთახში შევარდა და ტუმბოს უჯრიდან ამოიღო ის სამკაული.ისევ ყუთში ედო,მხოლოდ ერთხელ ეკეთა,თავის ბანკეტზე...ისე ძალიან უფრთხილდებოდა...ეგონა პაატამ და ლალიმ აჩუქეს... *** „დედა,მამა...იმედია კარგად ხართ.ამ წერილს ერთი თვით ადრე გიგზავნით.ვიცი ლოლიტა თვრამეტი წლის ხდება...ეს ფული მინდა მთლიანად მას დაახარჯოთ.კლასელებიც დაუპატიჟეთ რესტორაში,მათთან ერთად გაატაროს დრო და ყველაფერი ისე გააკეთოს,როგორც თვითონ სურს.მანდ კლასში სულ ოთხნი იყვნენ,მარტო მაგათ არ ვგულისხმობ.ტაბაწყურიდანაც ჩამოუყვანეთ კლასელები,ან თუ სურს საერთოდ იქით გადაიხადოს დაბადებისდღე. პაპაჩემის უაზრო საუბარს და მამიდაჩემის ლაქლაქს ყურადღება არ მიაქციოთ,ჩემს ცოლს ისე მიხედეთ,როგორც მაგ ოჯახს შეეფერება და არ აატიროთ. უფალი გფარავდეთ.“ *** თოკე დაბადებისდღეს გილოცავ.დიდი კაცი გაიზარდე და აბა შენ იცი,იმედი არ გამიცრუო არაფერზე.მაგ ფულით რესტორანში წადით შენ და შენი მეგობრები. არაფრის მოგერიდოს,სულ კი არ ხდები სრულწლოვანი. მეორე კონვერტში რაც დევს ლოლიტას მიეცი,იქნებ რამეში სჭირდება და ვერ ამბობს სათქმელს.წიგნები რომ უნდოდა რუსულად ვიშოვნე,არ ვიცი რუსული იცის თუ არა,მაგრამ მიეცი,ვითომ თქვენ უყიდეთ...“ გაგრძელება ვეღარ შეძლო.დაანგრია ლამის სულიერად ამ წერილებმა.მოკლე წინადადებები,თუმცა დიდი ემოცია და აზრი იდო შიგნით.უცნაური კაცი იყო კონსტანტინე,თურმე როგორ ზრუნავდა საკუთარ ცოლზე და როგორ არაფერი ათქმევინა არავის... ასე ატირებული ჩაწვა საწოლში და ფიქრებს მიეცა... *** დილის ხუთი საათი იყო ოთახის კარი რომ გაიღო.ჯერ ისევ არ ეძინა,მხოლოდ თვალები დაეხუჭა და ფიქრობდა.იგრძნო როგორ მიუახლოვდა ქმარი.იქვე მის მხარეს ჩაიმუხლა და არც უყოყმანია ისე თმაზე ჩამოუსვა ხელი.გახშირებულად სუნთქავდა,თითქოს აღელვებული იყო.თითქოს ბევრის თქმა უნდოდა,მაგრამ თან საუბარი ვერ გაებედა.რამდენიმე წუთს ეფერებოდა ცოლს,მერე წამოდგა ფეხზე და სააბაზანოს კარს მიღმა გაუჩინარდა. ვერ მოერია თავს,მაინც გადმოსცვივდა ცრემლები და გაყიდა თავი.უცებ მოიწმინდა,მაგრამ იმ ხმამაღალ სუნთქვას და სლუკუნს რას მოუხერხებდა?გამოვიდა მისი ქმარიც აბაზანიდან,პირსახოცი სკამზე გადაფინა და გვერდით მიუწვა.დაღლილი იყო საშინლად,მაგრამ ხვდებოდა ეღვიძა ცოლს და თვალების დახუჭვას ვერ ბედავდა.ხვდებოდა ბევრი იყო სათქმელი და სწორი დრო უნდა აერჩიათ. ის იყო ნახევარსაათიანი დუმილის შემდეგ თვალები მიელულა მისი ცივი თითები რომ შეეხო მკერდზე და თავიც იქვე დაადო,სადაც მისი გული ეგულებოდა.გაკვირვებულმა დახედა ცოლს.მათთვის ხომ უცხო იყო მსგავსი სიახლოვე.იგრძნო როგორ დაეცა თბილი სითხე მოშიშვლებულ მკერდზე და მიხვდა ტიროდა მისი ცოლი...ცოლი,რომელიც ასე ეძვირფასებოდა... -ლოლიტა... -რატომ არაფერი მითხარი?-ამოიკრუსუნა ძლივს,თუმცა თავი არ აუწევია.-რატომ არ მითხარი რომ გახსოვდი? -რას ამბობ?-ნაზად მიეფერა თმაზე,რომელიც ასე ძალიან უყვარდა. -წიგნები,სკოლისთვის ტანსაცმელი,ახალი წლის საჩუქრები,დაბადებისდღეები... რატომ,კოსტა? -ვინ გითხრა? -რა მნიშვნელობა აქვს?-აეტირა უფრო მეტად.წამოიწია მაშინვე კაცი და მკერდზე დადებული თავი ხელის გულებში მოიქცია. -ნუ ტირი,ისე ვილაპარაკოთ. -არ შემიძლია,აღარ ჩერდება...თითქოს ამდენი წლის ნაგროვალმა ერთად ამოხეთქა. -არ მომწონს შენს თვალებს ასე რომ ვხედავ. -იმ ექვს წელს გაყვედრიდი,რომელიც ჩემთვის მოგიძღვნია...რატომ კოსტა? -ცხოვრება რომ გესწავლა.-ჩაეღიმა სულ ოდნავ და საფეთქელზე აკოცა.-ნუ ტირი. -ყველაზე ცუდად მოგექეცი,დაგადანაშაულე იმ ყველაფერში,რაც არ გაგიკეთებია,გაგიბრაზდი...მეგონა ფეხებზე გე*იდე,არ გადარდებდი,არ გაინტერესებდი... -სულ მადარდებდი და მაინტერესებდი.ვცდილობდი ჩემებურად მეზრუნა შენზე,მაგრამ არ გამომივიდა.-რამდენჯერმე აკოცა თმაზეც.-ამ თვალებს რომ ვერ გავუფრთხილდი ეგ მაპატიე რა.-ორივე დაუკოცნა თავის წილად.-მომეცი უფლება ახლა გაგიფრთხილდე. -შენ რომ ჩემთვის გეთქვა...ნეტავ მცოდნოდა აქამდეც კოსტა. -ახლა ხომ იცი?თუ გინდა რომ შანსი გვქონდეს,მომავალი გვქონდეს ახლა გადმოდგი ნაბიჯი ჩემკენ...ან ნუ გადმოდგამ.-მძიმედ ჩაისუნთქა ჰაერი.-დამელოდე,მე მოვალ შენამდე. -ახლა მე რომ დაგელოდო...-პატარა ბავშვივით დაიბნა. -ჰო,შენ რომ დამელოდო,მე მოვალ შენამდე.რამდენი დროა წინ კიდევ,ლოლიტა.კიდევ გინდა დაკარგვა?კიდევ ეჭვი გეპარება რამეში?ნუთუ ისევ მაგას ჩაკიდებ ხელს და დედაქალაქში გარბიხართ ორივე? -მანდაც მოხვალ? -სადაც არ უნდა წახვიდე,მე თუ ვიცი რომ მელოდები ყველგან მოვალ.-შუბლზე აკოცა ძალიან თბილად და ისე ძლიერად მოხვია მკლავები ლამის შეეზარდა მის სხეულს ლოლიტა. -მაპატიე რა...ცეზო არ უნდა მენახა,ცუდად მოვიქეცი.-თვითონაც კომფორტულად მოეწყო მის მკლავებში.-მართლა არ მქონია ცუდი განზრახვა,უბრალოდ საუბარი მინდოდა მასთან. -ვიცი. -ცუდი არაფერი უთქვამს,უბრალოდ. -ყველაფერი ვიცი,ლოლიტა.დამშვიდდი და დაიძინე.-უჩვეულოდ დაუთბა ხმა მილხანს და ისიც გაიყურსა წამსვე. ღმერთო როგორ ეძვირფასებოდა კონსტანტინეს თავისი ლოლიტა... რა უცნაურად მოვიდა ეს სიყვარული არა?თითქოს არც ყოფილა,მაგრამ ექვსი წლის შემდეგ ერთმანეთის ნახვის მერე ორივეს სხვანაირად უცემდა გული.ალბათ ბედი იყო,ან არც იყო,ვის სჯერა ამის? კონსტანტინეს რომ ასე უყვარდა ის მწვანეები მგონი სამუდამოდ დაუბრუნდა ლოლიტას თვალებს. მის მკლავებში მოქცეულს ჩაეძინა.მის მკერდზე ედო თავი და უდარდელად ფშვინავდა. დაე აღარც გათენებულიყო. საერთოდ არაფერზე დარდობდა მილხანი... *** ერთი კვირის მერე შეაღო ნანამ სახლის კარი.თავადაც არ იცოდა რას ელოდა,მაგრამ იმ სურათს ნამდვილად არა,რომელიც დახვდა.არავინ იყო სახლში,გარდა მისი ქმრისა და შვილისა.საწოლის ერთი მხრიდან ბალიშებით ბარიერი გაეკეთებინა,მეორე მხარეს თავად დაწოლილიყო და შუაში მოექცია პატარა გოგონა.ორივეს უდარდელად ეძინა.ცოტა არეულობა კი იყო ოთახში.სათამაშოები ეყარა ძირს,თუმცა სხვა ყველაფერი რიგზზე იყო.საჭმლის ბოთლი ცარიელი იდო,როგორც ჩანს აჭამა და ისე დააძინა ქალბატონი.მამიკოს ნეკა თითი ჩაებღუჯა.ალბათ მართლა მამიკოს გოგო გაიზრდებოდა.წოლის მანერაც კი ერთნაირი ჰქონდათ... ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე ნანას.იქნებ ძალიან იჩქარა ასე გაჯავრება?ან იქნებ სულაც დააგვიანდა?უფრო ადრე რომ ეთქვა ყველაფერი,იქნებ სახლიდან არც კი წასულიყო... -ნანა.-აღმოხდა კაცს და წამსვე წამოვარდა ფეხზე.ლამის იატაკზე დაეცა მის წინ ისე გაუხარდა ქალის დანახვა.-მოხვედი...-მთელი ძალით ჩაიკრა ცოლი გულში.-ჩემო ლამაზო... -საწოლში რატომ არ აწვენ? -ვერ ვაძინებ იქ,ტირის ეგრე.მამიკოსთან ძილი ურჩევნია.-ჩაეღიმა კაცს.-დიდი გოგოა,ეძინოს ჩვენთან. -ველოდი რომ უკან მომიბრუნებდი მეორე დღესვე.-შვილის გვერდით ჩამოჯდა და აკოცა რამდენჯერმე. -ჩვენი შვილის მიხედვა შემიძლია.-იუკადრისა ქალის ნათქვამი.-სალაპარაკოდ მზად ხარ? -არის რამე სალაპარაკო?-ხმა აუთრთოლდა ქალს. -ჩვენი სიყვარული სალაპარაკო თუ არ არის,სხვა რა ნანა?არ გიღირს ამ ყველაფერზე საუბარი?არ გინდა ოჯახზე ვისაუბროთ? -გინდა რამის თქმა გიგი? -ბოდიშის მოხდა მინდა.-მის წინ ჩამოჯდა კაცი.ჩურჩულებდა ლამის.-ვიცი ძალიან ცუდად ვიქცეოდი,მასაც არ ვაქცევდი ყურადღებას...სხვა ყველაფრისთვის მქონდა დრო,მაგრამ შენთვის...არასოდეს მინდოდა შენი წყენინება,ასე ძალიან მითუმეტეს...იცი როგორ ძალიან მიყვარხარ?არ ვიცოდი ასე თუ შემეძლო ვინმეს სიყვარული.შენი თავი რომ მაჩუქა ღმერთმა,ბედნიერი ვარ მე ძალიან და ყველაფერს ვიზამ რომ სულ ჩემს გვერდით იყო... -ბავშვს შენ უვლიდი? -ჩვენს შვილს მე ვუვლიდი,ნანა.როცა დედას არ ეცლება,მამა მოუვლის სულ.ვისწავლე ყველაფერი.ცოტა კი გავაგიჟე ასმათი,მაგრამ საფენის გამოცვლაც ვისწავლე,საჭმლის გაკეთებაც,როგორ უყვარს ძილი ისიც...ნანა...-ვედრებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.ნელა შეეხო ქალის ისედაც აკანკალებულ ხელებს.-ჩემს გულში სხვა რომ არასოდეს არავინ ყოფილა და არც იქნება ხომ იცი?ღმერთმა იმისთვის მომცა ეს გული რომ შენი სიყვარულით იყოს სავსე მხოლოდ.შენთვის მიხარია მე ყოველი გათენება და უკვე რამდენი დღეა მე მზის ამოსვლა არ გამხარებია...ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის...ახლიდან დავიწყოთ რა,ახლიდან გაჩვენებ როგორ ძლიერ მიყვარხარ და რას წარმოადგენ ჩემთვის...-ცრემლმაც გაიბრწყინა ქალის ხელზე,გიგილოს თვალიდან გადმოვარდნილმა.-ჩემო სიცოცხლე...ვერ ვიცოცხლებ მე შენს გარეშე გეფიცები... -გიგი... -ნუ მეძახი გიგის,გეხვეწები.-ხელები დაუკოცნა ქალს.-ამ თვალებს არ უნდა მზის დანახვა თუ შენ არ იქნები ჩემს გვერდით,თუ ჩვენი პატარა ოჯახი ერთად არ იქნება...მინდა ყოველი მზის ამოსვლა შენით ვიხარო,მთვარემ კი სამივესთვის ერთად გაანათოს ბნელი...ზურაც გავფრთხილე,სახლშიც აღარ გაიშლება დიდი სუფრები.აღარც მე მეთაკილება ცოლ-შვილის გამო სუფრიდან ადგომა.არ მინდა სხვა კაცი აძინებდეს ჩვენს შვილს,სხვა კაცი დაგეხმაროს ოდესმე და ამან ამოგივსოს ჩემი დანაკლისი.გეფიცები აღარ მოხდება.-ცრემლები შეუმშრალა ქალს.-ჩვენი პატარას ხათრით ერთი შანსი მომეცი.ნუთუ სულ აღარ გიყვარვარ?-შიშმა დარია ხელი კაცს. -მიყვარხარ და მაგიტომ მტკივა ასე,გიგი...ლო.-დაამატა უცაბედად.-რატომ დაგჭირდა ეს ყველაფერი?უჩემოდ გატარებული დრო გინდოდა აუცილებლად,რომ მიმხვდარიყავი ცოლი გიყვარდა და უნდა გაფრთხილებოდი? -მაპატიე,მხოლოდ ამ ერთხელ... -შვილებს უმამოდ ვერ დავტოვებ.არც მე მინდა შენს გარეშე ვიყო,მაგრამ თუ ასე გააგრძელებ წავალ და აღარ მოვბრუნდები გესმის?თუ მარტომ უნდა ვარწიო აკვნები,მარტომ ვათენო ღამეები... -გეფიცები,არა.-თავი გააქნია კაცმა და მკერდზე მიიკრო საყვარელი ქალი.-ყველაფერი სხვანაირად იქნება,შენს სიცოცხლეს გეფიცები...აღარ ვიზამ,არ გაგანაწყენებ ასე.-თმაზე კოცნიდა და ეფერებოდა ქალს.-ჩემს გვერდით იყავი და...მოიცადე...-გააკანკალა მოულოდნელობისგან კაცს.თავი წამოაწევინა და თვალებში ჩააცქერდა ქალს.-რა თქვი? -რა ვთქვი? -შვილებსო...აკვნებიო...-გაოგნებული მიაჩერდა ცოლს.-ნანა?! -მე...-ენა დაება ქალს.-გიგილო...-უნებურად ჩაეღიმა და მუცელზე გადაისვა ხელი.არც თვითონ ნანას უნდოდა ასე მალე,მაგრამ უკვე მომხდარს ხომ ვეღარ შეცვლიდა? -ნანა...-გაუბრწყინდა თვალები კაცს.-მართლა? -ჰო.-თავი დაუქნია მხოლოდ.სიტყვებს ვერ უყრიდა თავს. -მეორე?-გაეღიმა კაცს. -მეორე... -ჩემო სიცოცხლე.-ძალუმად მიიხუტა ქალი.-ჩემო ერთადერთო...როგორ ძალიან მიყვარხარ.ვაიმე ნანა,ორი შვილი...-წამოხტა კაცი ფეხზე.-თამროს დედმამიშვილი ეყოლება...რა მაგარია.ვაიმე ნანა,აუ როგორ გამიხარდა...ცუდად ხომ არ ხარ?რა სი*ი ვარ,როგორ განერვიულე...როდის გაიგე?რამდენი ხნის ხარ? -რანაირად იქცევი,ამოისუნთქე.-გაეცინა ქალს.-8 თვე კიდევ გაქვს წინ,დამშვიდდი. -მაპატიე რა,მართლა.-ჩაიმუხლა მის წინ და მუცელზე აკოცა რამდენჯერმე.-ძალიან არ მინდოდა ასე მომხდარიყო.ჩვენი პატარების და შენი ხათრით მე ყველაფერი შემიძლია მართლა.როცა შემეშლება მითხარი,შემისწორე მაშინვე,ნანა,კარგი?-ლამის პანიკაში ჩავარდა. -კარგი. -შემომარტყი,მეჩხუბე...აღარ მომითმინო,ყველაფერი ეგრევე მომახალე რომ კარგად გავიგო და ძალიან არ დავაშავო ხო? -კარგი,გიგილო.დაწყნარდი რა. -მგონი ისევ ვერ გამოვფხიზლდი.-სახეზე ჩამოისვა ხელი.-მეძინება მგონი. -მთელი ღამე ეღვიძა?-ჩაეცინა ქალს. -გეფიცები ყველაფერი მივეცი,მაგრამ ვერ დავაძინე,გამთენიისას დაიძინა მხოლოდ.-თავი იმართლა კაცმა.-მაგიტომ გვეძინა ერთად. -ახლაც დავიძინოთ.-გაუღიმა ქმარს.-მომენატრა შენს გვერდით ძილი. -ჰო,დავიძინოთ...-დაფაცურდა მაშინვე.-მოდი,დაწექი და მე მოგიწვები გვერდით.შენ როგორც გინდა ნანა,მითხარი და... -ნუ იქცევი ისე თითქოს პირველად უნდა დავიძინო შენს გვერდით.-მოთმინება მოეწურა.კომფორტულად მოეწყო შვილის გვერდით და სახეზე მიფერა თითებით.უფრო გაზრდილი ეჩვენა პატარა თამრო,ისეთი საყვარელი იყო...სოსკა გადმოუგდია და მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებდა,თითქოს ისევ პირში ედო.ზურგიდან აეკრო ცოლს და მუცელზე მიეფერა თითებით.შვებით ამოისუნთქა თითქოს,ასეთი მშვიდი დიდიხანია არ ყოფილა გიგილო.საყვარელი ქალის სურნელით აივსო ფილტვები და წამსვე გაითიშა.მის გულისცემას გრძნობდა და ხვდებოდა რამდენად ძლიერად უყვარდა.ვერ იცხოვრებდა მის გარეშე და დარჩენილი ცხოვრების ყოველ წამს შეცდომების გამოსწორებასა და მის გაბედნიერებას მოანდომებდა... *** დილით გამოღვიძებულ მაგდას სულ სხვანაირი რეალობა დახვდა ოთახში.საწოლის მეორე მხარეს მინდვრის ყვავილების თაიგული და რაღაც პატარა შეფუთული ყუთი იდო.გაეღიმა უნებურად,სულ ახერხებდა თორნიკე მის გაბედნიერებას,ხან უნებურადაც კი გამოსდიოდა,ისე რომ არც კი ცდილობდა.ძალიან უნდოდა მისი ღირსი კაცი ყოფილიყო და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის.პატარა ფურცელზე მიეჯღაბნა თავისებური სიტყვები,რომლებსაც პირდაპირ ვერ ეუბნებოდა.თურმე რისთვის გასულა გუშინ ღამით სახლიდან... „სახლიდან უკითხავად წამოგიყვანე და ახალ რეალობას შეგაჯახე.აქაც ყველაფერი რთულად არის და ვერ გრძნობ თავს მშვიდად.ყველაფერს მოგწყვიტე,ისიც არ ვიცოდი საერთოდ პოსტერებს თუ აგროვებდი.ყუთში დაგხვდება შენი ნივთები. ყველაზე მეტად ის მედარდებოდა რომ დედის სახე არ დაგვიწყებოდა.მასთან საუბარი და მისი ნახვა სასაფლაოზე ასვლის გარეშეც შეგძლებოდა.ახლა ოთახშივე შეგიძლია ესაუბრო და გამლანძღო ხოლმე მასთან.იმედი მაქვს შენი გახარება შევძელი. მიყვარხარ!“ უკვე ცრემლიანი თვალებით გახსნა ყუთი და აეტირა კიდეც.დედა უმზერდა ყუთიდან.ჩარჩოში ჩაესვათ ფოტოსურათი,სადაც ის და დედამისი იყვნენ.თავად ძალიან პატარა იყო,ალბათ ორი წლის,მაგრამ დედა იყო ისეთი როგორიც ახსოვდა.მომღიმარი და ბედნიერი.ერთი საერთო ჰქონდათ ძმებს.ორივემ დედა აჩუქა ცოლს.კოსტამ მასთან მიიყვანა ლოლიტა და შეარიგა,თორნიკემ შეძლებისდაგვარად დაუბრუნა მაგდას მშობელი,რომელიც ასე აკლდა. გულზე მიიკრო ძალუმად და ისე მოუჭირა ხელები,ლამის შემოეფშვნა ხელებში.გოგოს დედის დანაკლისს ვერ ამოუსვებს მთელი ცხოვრება ვერავინ,ალბათ ეს ყველაზე მძიმე ტკივილია ამ ასაკში,ქალის ცხოვრებაში... ყუთიდანაც ამოალაგა ნივთები.კედელზე გაკრული პოსტერები,მეგობრობის დღიური,წიგნები,მისი კაბები...ისიც კი პირველი დანახვისას რომ დაამახსოვრდა თორნიკეს... საიდან მოიტანა ეს ყველაფერი?ხალათი შემოიცვა და ფეხშიშველი გავარდა გარეთ.ლალის ისე აუარა გვერდი მგონი არც დაუნახავს და ჰამაკში მჯდომ თორნიკეს წინ დაუდგა.ჯერ ისევ სდიოდა ცრემლები.თვალებიც ჩასწითლებოდა.წამსვე ფეხზე წამოვარდა კაცი ატირებული რომ დაინახა გოგონა. -შენ...-ამოთქვა ძლივს.-ყველაზე უცნაური,ჯიუტი,მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანი ხარ ამ დედამიწაზე.-რამდენიმე ცრემლიც მიაყოლა ამ წინადადებას. -მაგდა...მაპატიე,შენი წყენინება არ მინდოდა.-ვერ მოიფიქრა სხვა რა ეთქვა,მხოლოდ იმაზე ფიქრობდა მეტად არ აეტირებინა.სულ ჩამოკაწრული ჰქონდა მკლავები.სახლში შეპარვა და მერე სოსო გაგოშიძისგან გაქცევა ასეთი მარტივი ამბავია?კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა მოურიდებლად რომ შეეხო კაცის ტუჩებს და მთელი სხეულით ზედ აეკრო.ალბათ ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებდა მისთვის.იმ გრძნობებისთვის,თორნიკეს ორმ ახრჩობდა და მისი სხეულიც რომ ვეღარ იტევდა.ფარდა გადააფარა ლალიმ.ღიმილით განაგრძო ყავის კეთება.იცოდა რაც გააკეთა თორნიკემ და ხვდებოდა,ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა შეცვლილიყო. -მაგდა... -შენ მე ოჯახი მაჩუქე,რომელიც არასდროს მყოლია.და-ძმა მაჩუქე,სულ რომ მინდოდა და ბოლოს დედაც დამიბრუნე...მადლობა თორნიკე.-მკერდზე მიაყრდნო თავი და მის მკლავებში მოქცეული გაირინდა.ლამის საგულედან ამოუხტა გული თორნიკეს,არ ელოდა,მაგრამ ალბათ ყველაზე ბედნიერი დილა ჰქონდა...-სულ ასეთი იქნები თორნიკე? -თუ შემეძლება უფრო მეტიც ვიქნები შენთვის.-თმაზე აკოცა რამდენჯერმე და ცას ახედა.ალბათ ყველა ანგელოზს მადლობას უხდიდა ასეთი დილა რომ გაუთენა... *** მთელი საღამო აივანზე იჯდა ლოლიტა და ხატავდა.ძველი ნახატებიც იქვე გაეშალა.არჩევდა რომლებს წაიღებდა და აჩვენებდა ინტერვიუზე.იმაზეც ბევრს ფიქრობდა რას დახატავდა,როცა რამდენიმე საათს მისცემდნენ.6 ივლისს დაიბარეს,ძალიან ნერვიულობდა.კი ამბობდა,თუ ვერ მოვხვდები არაუშავსო,მაგრამ არ იყო ასე.მართლა ძალიან უნდოდა პროფესიონალების დაკვირვებითა და დახმარებით უკეთესი გამხდარიყო და ყველაფერი დაეხვეწა,რაც უკეთეს მხატვრად ჩამოაყალიბებდა.ულამაზესი ხედი იშლებოდა მათი აივნიდან.მთების კალთები უმზერდა ღიმილით.ზოგჯერ თოვლით იყო დაფარული,ზოგჯერ მწვანედ აბიბინდებოდა...შეეძლო ეს ჩაეტანა იქაც და ყველასთვის გაეზიარებინა. მოულოდნელად წამოადგა ქმარი თავზე და ყელზე აკოცა მოურიდებლად.იმდენად იყო ჩაძირული რომ ვერც კი გაიგონა როდის მიუახლოვდა კაცი. -რა ლამაზია.-ზურგს უკან ამოუდგა და ისე მიაჩერდა ნახატებს.-აქამდე რატომ არ მინახავს? -შენახული მქონდა,ამას ინტერვიუსთვის ვინახავ. -ღმერთმა არც სილამაზე დაიშურა შენთვის და არც ნიჭი.-თბილად მიეფერა თმაზე და კიდევ უფრო ახლოდან შეათვალიერა.-ეს...ეს ჩვენი სახლია? -ჰო,წინა ზაფხულს დავხატე. -ის აგურები ისევ იქ ყრია.-ჩაეცინა მილხანს და ეზოში გადაიხედა.-შენ პირდაპირ გამოფენას იმსახურებ. -ზედმეტი არ მოგივიდეს,თავში ამივარდება.-ფუნჯი წყალში ჩადო და კაცს გახედა.როგორი ინტერესით უმზერდა მის ნახატებს.თითქოს ყველა დეტალს სწავლობდა და იმახსოვრებდა... -სასტუმრო დავჯავშნე ჩვენთვის,გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე რომ ვიყოთ თბილისში,სახლსაც ვიპოვნი სექტემბრისთვის. -მოიცადე...შენც მოდიხარ? -რა გაგიკვირდა?გგონია ჩემს ცოლს გამოცდაზე მარტოს გავუშვებ? -კოსტა... -უბრალოდ შენს გვერდით ვიქნები,მიგიყვან და დაგელოდები.არ შეიძლება? -თბილისში ჩემთან ერთად გადმოხვალ საცხოვრებლად? -შენთან ერთად არა,ერთად გადავდივართ მე და შენ.-შეუსწორა მაშინვე. -ხომ იცი,რომ მე... -აღარ მინდა შენი სისულელეების მოსმენა,მორჩი ამ უაზრო კამათს,ბრძოლას და იმის მტკიცებას,რომ მაგარი გოგო ხარ.-არ დაამთავრებინა სათქმელი.-ძალიან მაგარი ხარ,ნიჭიერი,ლამაზი...თან კაპასი,ამ ოჯახს ეგეთი რძალი რომ არ ახსოვს ისეთი კაპასი და მაინც,სულ ტყუილად მიმტკიცებ რაღაცებს,მე არ მჭირდება და ჩემთან არც გამოგადგება.ჩემი ცოლი ხარ და იქნები სულ.-თმა გადაუწია სახიდან და ჩახედა მისთვის საყვარელ თვალებში.-ხვალაც ასე იქნება და ერთი წლის მერეც. -რატომ?-ჩააცქერდა კაცის ბნელ სფეროებს.ისე უნდოდა მისგან ცოტა მეტის გაგება.იმ სიტყვების,რომლებიც დარჩენას აიძულებდა. -რა გინდა,ლოლიტა?-ჩაეღიმა კაცს. -დედასთან თუ წავალ იქაც გამომყვები? -თუ გენდომება გამოგყვები,თუ არა მარტოც გააგნებ ვატყობ.-მიხვდა საითაც მიჰყავდა საუბარი.-გამოცდაზე იმიტომ მოგყვები რომ არ მინდა მარტო იყო.მანდ არავინ იქნება მარტო,ზოგს მთელი სანათესაო მიჰყვება. -იქნებ მეც... -კოსტა!-ფატი მორბოდა ყვირილით. -ფატია?-წამოდგა ორივე ფეხზე.ეზოში შემოვარდა ქალი. -შვილო მამაშენი.-დაიყვირა ქალმა.-ჭალაზეა,ცუდად არის შვილო,გული წასვლია... მერე?მერე აღარაფერი გაუგონია.სირბილით ჩაიარა კიბეები და ისე რომ არავისთვის შეუხედავს მდინარესთან გაიქცა.ნეტავ რა უნდოდა იქ მარტო?რამ დაადარდიანა ასე რომ გონება დაებინდა?უგონოდ ეგდო ცივ მიწაზე,უპატრონოდ...თითქოს არავინ იდგა მის უკან და მთასავით ორი ვაჟკაცი არ გაეზარდა.სევდას დაერია კაცისთვისაც ხელი.ლამის ფეხები მოეკვეთა მილხანს,ლამის დაეცა და წამში განახევრდა ამხელა ვაჟკაცი... ***(რამდენიმე საათით ადრე) მათი უბნის გზაზე მომავალი რომ დალანდა აღარ შესულა ჭიშკარში და მისკენ დაიძრა პირდაპირ.ექვსი წელია ხმა არ გაუცია მისთვის,მაგრამ დრო იყო ახლა.რაღაც კონვერტი ეჭირა ხელში და მედიდურად ადგამდა ნაბიჯებს,თითქოს ძალიან სასურველი სტუმარი ყოფილიყოს მილხანების ოჯახში. -გაბრუნდი!-ფოლადივით მტკიცე იყო კაცის ხმა. -უბრალოდ ამას დავუტოვებ ლოლიტას და წავალ. -არაფერს არ დაუტოვებ,გაბრუნდი-მეთქი! -ეგრე გძულვარ? -რო არ შემძულდე მაგიტომ გეუბნები,გაბრუნდი!-კბილებში გამოსცრა კაცმა. -ბავშვთა სახლიდან გამომატანეს,მადლობის წერილია.ვუთხარი რომ ლოლიტა ავად იყო და ამიტომ გამოგზავნეს. -წადი.-მძიმედ გააქნია თავი კაცმა.-ისედაც ძლივს დალაგებულ ოჯახს ნუ აურევ. -დალაგებულს?-ჩაეცინა ირონიულად.-რა არის მანდ დალაგებული? -წამოდი ბიჭო!-ძლიერად ჩაავლო მარჯვენა და მდინარისკენ წაიყვანა.ისიც არ გასძალიანებია.მიჰყვა უკან მაშინვე და სანამ ჭალაზე არ გავიდა ხმა არ ამოუღია.-რა გინდა,რით ვერ მოეშვი? -ხომ გითხარი,რაც მინდა?-წარბები ასწია გაკვირვებისგან.-რამეს კი არ ვაშავებ. -დაშავებული გაქვს უკვე ასი წილი,მეტი რაღა უნდა ქნა? -შენ მარტო ჩემი შეცდომები რომ დაინახე და საკუთარი შვილის ვერ,იმიტომ იყავი ყოველთვის პაატა ჩემთვის და არა მამა. -მე მამაშენი საიდან უნდა ვყოფილიყავი ბიჭო,ცხონებულს როგორ შევკადრებდი მე შენს მამობას.-ყბა დაეღრიცა კაცს. -ის რომ არ იყო და ჩემს სახლს ჭერი ჰქონდა შენი დამსახურება იყო სულ.მამასავით გიდგას გვერდშიო დედაჩემი მეუბნებოდა,მაგრამ არ იყო ეგრე.მეზობლურად იდექი უბრალოდ. -მე შენ ჩემი დასარიგებელი დაგარიგე,მაგრამ ვერ ან არ გაიგონე და მეტი რა გინდოდა ჩემგან? -შენი შვილის წილი ცოდვებიც დაგენახა და მხოლოდ ჩემთვის არ შეგეწმინდა ხელები,ეგ.-ერთ ღერს გაუკიდა ნერვიულად.-შენსას რომ შეშლოდა,იმასაც არ დაელაპარაკებოდი? -ჩემსას ეს მარჯვენა მოხვდებოდა მაშინვე,შენ ვერ გაგიბედე. -ეგ მარჯვენა რომ მომხვედროდა,მაპატიებდი?-გატეხილი ხმით ამოილაპარაკა. -ჩემი ოჯახიდან,ჩემი რძლის გაყვანა რომ არ გაგებედა,მე შენ კაცის მკვლელობასაც გაპატიებდი.თან იცი როგორ გაპატიებდი?-თბილი გაუხდა კაცს მზერა.-მე დავიბრალებდი და არავის შევაბღალინებდი შენს სახელს სოფელში. -ახლა ვინმე რომ მოვკლა მაინც დაიბრალებ? -თუ ჩემი ოჯახისგან თავი შორს გიჭირავს დავიბრალებ.-მშვიდი ხმით ამოილაპარაკა.-ახლაც და ათი წლის მერეც.მე ეგეთი პირობა მაქვს მიცემული მამაშენისთვის.მე უნდა გავფრთხილებოდი მაგ ოჯახს.მე უნდა მომეხედა.მე უნდა მომეტანა ზამთრისთვის შეშა,მე უნდა ჩამეცვა და დამეხურა შენთვის.დასავით მყავდა დედაშენი,ჩემგან ზედმეტი გახსოვს რამე? -ჩემი მარტო ზედმეტობა რომ გაქვთ დანახული,რომელი იცავდით ლოლიტას ეგრე მე რომ ვიცავდი?რამდენი მისკენ გაწვდილი ხელი მომიტეხავს აღარც მახსოვს,რამდენი მისთვის განკუთვნილი ხელი მიმიღია თამარასგან?სუსტი ოჯახის ყველაზე ძლიერი რძალი ვერ მოინელეთ მილხანებმა.ყველა მხრიდან აგლიჯეთ ხორცები,სანამ სიავეს არ მიაჩვიეთ.ერთხელ იქ ამოგეღო ხმა,ოჯახში.-ჩაეცინა ირონიულად.-ცეზოსთან რომ ისწავლეთ ყველამ ღრიალი და ხელების ქნევა... -გაჩუმდი... -ჩემი წილი სიმართლე რომ მაქვს მაგიტომ მაჩუმებთ ყველა.-ამოიოხრა.-ლოლიტას თავისი სიმართლე აქვს,აწი სულ რომ დააშავოს,იმის სიმართლეს ვერ გადაწონის,მაინც სულ თავაწეული ივლის იმ ერთგულების გამო,რომელიც თქვენი ოჯახის მიმართ ჰქონდა. -ნეტავ მისი სახელი გააგდო პირიდან რა,ბიჭო.-შეეზიზღა უკვე ამის მოსმენაც კი. -თქვენი წყენინების ეშინია ყველაზე მეტად,იმ ოჯახის,რომელმაც ღრიალი ასწავლა.რომელმაც ყველაზე მეტი ტკივილი აწვნია,ამ ოჯახს უფრთხილდებოდა ასე...წარმოგიდგენია ეგეთი ადამიანი?ლოლიტაა ეგეთი და მაგიტომ... -არ გაბედო!-ხელი აუწია გასაჩუმებლად.-მე არ გამიბედო მაგ სიტყვების თქმა! -ისედაც ხომ იცი. -პირში არ გამიბედო თქმა,თორემ ჩავთვლი არასოდეს გიცია პატივი. -ნუ გეშინია,მივდივარ და აღარ ვნახავ.აღარც შევაწუხებ. -ეგრე ჯობია ყველასთვის!-ვეღარ უპასუხა კაცს,ზურგი აქცია დამძიმებულმა და წელში მოხრილმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.შედგა უცაბედად,უნდა დაემთავრებინა,უნდა ეთქვა თავისი სათქმელი.ზურგით მდგომ კაცს პირდაპირ ზურგში დანასავით დაასო სიტყვები. -შენ რომ მამაჩემი ყოფილიყავი მე დღეს სარკეში ჩახედვის არ შემრცხვებოდა.ჩემს ოჯახს პური რომ მიეცი მაშინ,როცა მე პატარა ვიყავი და დედაჩემს ის ზამთარი გადაატანინე ამაზეც მადლობელი ვარ,მაგრამ მამაჩემი არა ხარ და ვერც ვერასოდეს იქნებოდი.ორი ვაჟი გყავს,მაგრამ შენ ერთი გყავს მხოლოდ.კოსტას იმედად ხარ და მისას ელოდები ყველაფერს.სხვის მამად ამიტომ ვერ ივარგებდი ვერასდროს. -რაც შემეძლო ყველაფერი არ გაგიკეთე?-სევდა ჩაეღვარა სხეულში კაცს. -მეტიც შეგეძლო იქნებ და ძალით არ გააკეთე. -რას ელოდი ჩემგან? -სკოლაში რომ მომეწონა კოსტას მოსაწონი გოგო,მაშინ დაგერტყა ის მარჯვენა ჩემთვის,იქნებ გამეგო მაშინ და დღეს მისას აღარ დავხარბებოდი. -შენს შეცდომებსაც მე მაბრალებ ბიჭო?-ჩაეცინა კაცს.-მხოლოდ მარჯვენა დაგაკლდა ჩემგან,სხვა არაფერი?-დაფარა წამსვე მათ შორის მანძილი და წინ გადაუდგა. -მე ეგ მარჯვენა რომ მომხვედროდა იქნებ მესწავლა ჩემი წილი გაკვეთილი.-სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ლოყა რომ აეწვა საშინლად.გამაყრუებელმა ხმაურმა ყურებში ექოდ გაუარა და ლამის წაქცევაც კი აიძულა.აუწყლიანდა თვალები,დაბნეული მზერა მოატარა კაცს.იმას თავისი მარჯვენა სტკიოდა,ამას თავისი დამსახურებული სილა. -სწავლა სიბერემდეო,აწი გესწავლოს შვილო.-დაუყვავა ბოლოს მაინც და ზურგი აქცია.ქარს გაატანა კონვერტი ცეზომ.ცრემლები შეიმშრალა და ისე წავიდა თავის გზაზე.იქვე ჩამოჯდა პაატა.ვერ აიტანა ეს ნაბოძები ტვირთი და ხელები აუკანკალდა.სხვისი არ იყო,თავისად ჰყავდა გაზრდილი,მაგრამ მტრად მოუბრუნდა...შვილებზე რაც უთხრა ის ვერ აიტანა და ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო,თორნიკეს ჩახუტებოდა.არ ანსხვავებდა შვილებს,უბრალოდ კოსტა, რადგან უფროსი იყო მისგან უფრო მეტს ითხოვდა,მეტ პასუხისმგელობას აკისრებდა.ის იყო ნაბიჯი გადადგა და მკერდში იგრძნო მწვავე ტკივილი.ვერ მოერია სოფლის სიმძიმეს,მოეკვეთა მუხლები და დაეცა წამსვე.იმ დაკუჭულ ქაღალდს გააყოლა თვალი მდინარე რომ მიაქანებდა სოფლის მიმართულებით და თვალებიც დაეხუჭა. რა უცნაური რამე იყო წუთისოფელი... *** რამდენიმე საათი დაიარებოდნენ ეზოში და ექიმისგან ახალ ამბებს ელოდნენ.ხმას ვერ იღებდა კოსტა,გაოგნებული წინ და უკან დადიოდა,ძალიან სტკიოდა,მაგრამ არ იმჩნევდა და სხვებს ედგა გვერდში.ხან დედას მიიკრავდა მკერდზე,ხან თორნიკეს შეაგულიანებდა თავისებურად. ცოლი არ შორდებოდა გვერდიდან.სულ იქ იდგა და საითაც წავიდოდა იქით მიჰყვებოდა თავადაც.ექიმი გამოვიდა და მაშინ იგრძნო ცოლისგან სულ სხვანაირი სიახლოვე და მხარდაჭერა.თავისი წვრილი თითები კაცისაში ახლართა და ძლიერად მოუჭირა.აგრძნობინა არ იყო მარტო და შეეძლო გამტყდარიყო,გაეთავისუფლებინა ემოციები... -პაატა მილხანთან თქვენ ხარ? -დიახ!-ყველამ ერთხმად უპასუხა. -საბედნიეროდ,ყველაზე მძიმე საფრთხე უკვე უკან მოვიტოვეთ.პაციენტს გულის მცირე ინფარქტი ჰქონდა.გულის კუნთის მხოლოდ მცირე ნაწილი დაზიანდა და დროული დახმარების წყალობით უფრო ფართო დაზიანების თავიდან აცილება შევძელით.-ექიმმა რამდენიმე წამით შეისვენა და ოჯახის წევრებს თვალი მოავლო.მათი იმედიანი სახეები ყელში ესობოდა ლახვარივით.-მინდა სწორად გამიგოთ:ამას „მსუბუქს“ მხოლოდ სხვა,გაცილებით მძიმე შემთხვევებთან შედარებით ვუწოდებთ.გულის შეტევა,როგორი მცირეც უნდა იყოს,მაინც სერიოზული მდგომარეობაა.ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ დასჭირდება დასვენება, მკურნალობის ზუსტად დაცვა და ცხოვრების წესის შეცვლა.თუ ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს, გამოჯანმრთელების კარგი შანსი აქვს და ფეხზეც მალე დადგება. -რა თქმა უნდა,ყველაფერს გავაკეთებთ.-წამსვე დაეთანხმა ექიმს მილხანი.-მისი ნახვა შეიძლება? -ახლა არა,ხვალ შუადღიდან შეგიძლიათ მოინახულოთ.ერთი საათია ნახვის დრო. -დიდი მადლობა ექიმო.-ლამის დაუჩოქა კაცს ლალიმ.-ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ. -ჯანმრთელობას და გამძლეობას გისურვებთ.-სულ ოდნავ გაიღიმა კაცმა და შენობაში შებრუნდა. -კარგად არის,ხომ ხედავ.-მკერდზე მიიხუტა ქალი მილხანმა.-დამშვიდდი. -ლამის ხელიდან გამოგვეცალა შვილო.-აეტირა ქალს.-მას რომ რამე... -არ თქვა.-დაადუმა წამსვე.-არაფერი მოუვა.ნუ გეშინია.-დედას კი ამშვიდებდა,მაგრამ კოსტასაც ძალიან შეეშინდა სახლის საყრდენის დაკარგვის.მაშინვე ჩამოეშლებოდა ყველაფერი და ცხოვრებაც შენელდებოდა მისთვის.იქ დარჩენას არ ჰქონდა არანაირი აზრი.მობილური შეუგზავნეს და ასე დაელაპარაკნენ რამდენიმე წუთს,სუსტი ხმა ჰქონდა,მაგრამ ხუმრობის ხასიათზე იყო.ამან უფრო დაამშვიდა ლალი.იმ ღამით ქალს პირველად ეძინა მარტოს იმ საძინებელში... -თორნიკე.-მისაღებში დივანზე მწოლს წამოადგა თავზე.-ადექი,ცოდო ხარ აქ. -ლამის სულ აქ მძინავს,მაგდა.-თვალები არ გაუხელია ისე უპასუხა.ახლა თორნიკეს საკუთარი ტკივილები უჭერდა ყელში,მაგდას ნუგეშს მართლა ვერ მოახერხებდა. -ადექი.-მოქაჩა ხელზე მაინც. -რა ხდება?-წამოიწია ზლაზვნით.-გინდა რამე? -ჰო,ოთახში წამოდი.-თავით ანიშნა საძინებლისკენ. -მაგდა... -ვიცი,წამოდი ჩვენს ოთახში.-გაეღიმა სულ ოდნავ,მაგრამ ნათლად ჩანდა მის სახეზე სიმორცხვის კვალი.-წამოდი. -შენთან ერთად?-ჩაეკითხა მაინც. -ჰო,დავიძინოთ უბრალოდ. -მაგას მივხვდი ისედაც.-ჩაეცინა უმცროს მილხანსაც.-არ არის საჭირო,არ მოვკვდები და არ დამახრჩობს ემოციები მარტო თუ ვიქნები აქ. -ვიცი,უბრალოდ მე არ მინდა რომ მარტო იყო,დანაშაულია? -რატომ? -თორნიკე... -მიპასუხე...გეცოდები,მაგდა? -შესაცოდი კაცი ხარ,თორნიკე?-ტონს აუწია გოგონამ.-არავისი შესაცოდი არაფერი გჭირს და თავი არ დაიმცირო ტყუილად.თავი ასწიე და ჩემს გვერდით დადექი. -ვდგავარ,მაგდა...რთულია უბრალოდ.სულ ფეხზე ხომ ვერ ვიდგები?ხან დაჯდომა და დასვენებაც მინდა. -დასვენება რომ მოგინდება ადგილს გთავაზობ,სადაც შენი ტკივილი არავის ემძიმება,თორნიკე.წამოდი.-ხელი გაუწოდა კაცს და ღიმილიანი მზერაც აჩუქა.დაჰყვა მის ნებას და ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ საძინებელს მხოლოდ ტანსაცმლის გამოსატანად რომ სტუმრობდა,ახლა დასაძინებლად შედიოდა.იმავე ტანსაცმლით დაწვა თორნიკე,არც კი გამოუცვლია.სააბაზანოდან საღამურებით დაბრუნდა უკან მაგდა და გვერდით მიუწვა.დაეჭიმა მთელი სხეული ერთიანად,მაგრამ თავისი ემოციები უკუაგდო,რომ თორნიკეს ემოციებთან გამკლავება შესძლებოდა. -ხომ გაიგონე რა თქვა ექიმმა,კარგად იქნებაო.-თითები მოუჭირა ძლიერად. -არ არის ძალიან დიდი,გულის პრობლემები ადრეა მისთვის.-ამოილაპარაკა დამძიმებული ხმით. -კარგად იქნება ყველაფერი,თავს მიხედავს და... -არ ვარ მზად მშობლების დასაკარგად.-სხვა მხარეს გაიხედა.-ახლა ვერა. -არ დაკარგავ,არცერთს.-მკერდზე დაადო უნებურად თავი და მის გულისცემას ყური დაუგდო.როგორ დარდობდა თორნიკე და როგორ ედარდებოდა მაგდას მისი თავი...ადამიანს განსაცდელი რომ ახვედრებს რა უნდა რეალურად და როგორ ძალიან ეძვირფასება მეორე ესაა ტრაგედია.ყველაფერი კარგად რომ მიდის ვერ ვხვდებით რას ვკარგავთ რეალურად და მხოლოდ გაჭირვებისას გვეფიქრება ამაზე.სწორედ ასე,ახლა გაიაზრა მაგდამ რამდენად ადარდებდა თორნიკეს ტკივილი და რამდენად სტკიოდა მისი მდგომარეობა.ხელები მოხვია საყვარელ ქალს და მისი სხეულით დამძიმებულს გაეთიშა გონება.თან რთული,მაგრამ თან ადვილი ღამე იყო პატარა მილხანისთვის... *** გარეთ იჯდა კოსტა,სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ცდილობდა გონება გაეწმინდა.ვერაფრით გაეგო როგორ წაექცა ფეხზე მდგომი მამა და როგორ ვერ დაინახა მის გულში დაბუდებული ტკივილი,რომელიც შიგნიდან სჭამდა...თავით იყო დაყრდნობილი რკინის მოაჯირზე და საშინლად ანერვიულებული ხელებს უაზროდ უჭერდა მეტალს.იქ დატოვა მამა,უცხო ხალხში,უცხო ადგილას...დიდი იყო უკვე,მაგრამ არ ეთმობოდა მამა.ადრე იყო მისთვის.ჯერ შვილიშვილებს არ მოწრებია.ჯერ არ უნახავს შვილების ბედნიერება...გრძნობდა ცოლის სიახლოვეს,მასთან მისვლას რომ ვერ ბედავდა.უხმოდ იდგა კუთხეში და ელოდა შესაფერის მომენტს საუბრის დასაწყებად. -მოდი.-ნამწვი აივნიდანვე მოისროლა და ხელი გაუწოდა.ისიც წამსვე დაჰყვა მის ნებას და გვერდით დაუდგა.ფეხშიშველი გასულა,ვერც მოიფიქრა ჩაცმა.იმდენხანს ელოდა ქმრის ოთახში შესვლას,ლამის ჩაეძინა კიდეც.-თან ფეხშიშველი ხარ.-საყვედურნარევი ტონი არ დაიშურა მისთვის და ერთი ხელის მოძრაობით ჩაისვა კალთაში. -დაღლილი ხარ,დაწექი და დაისვენე.-ძლივს ამოთქვა.სხვა არ იცოდა რა უნდა ეთქვა.სანუგეშებელი სიტყვები არ ამოსდიოდა პირიდან. -შენ ნუ ნერვიულობ,კარგად იქნება ყველაფერი.-თითები შეუცურა თმაში და თბილად აკოცა საფეთქელზე.-არ ადგე რა,იყავი ცოტახანს. -ძლიერია ძალიან,ვერ მოერევა ვერაფერი დამიჯერე. -ვიცი,მაგრამ მაინც მეფიქრება...რა აწუხებდა?როგორ ვერ გავიგე? -ცეზოზე მელაპარაკა.-ამოთქვა ძლივს.მის ყელში ჩამალა თავი,ვერ გაუსწორებდა ახლა თვალს,არ შეეძლო.-ნეტავ ამაზე ხომ არ ინერვიულა... -აღარ მიხსენო,ძალიან გთხოვ,ლოლიტა.-თმაზე ეფერებოდა ცოლს. -უბრალოდ... -ჩშშ...-თავი ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა.-აღარ მითხრა ცოტახანს არაფერი.-მის ტუჩებსაც მისწვდა მოულოდნელად და მთელი გრძნობით დაეწაფა.ძლიერად უჭერდა ხელებს სხეულზე,თითქოს ვინმე გაბედავდა მის წართმევას.ფეხზე წამოდგა მასთან ერთად და ოთახში შეიყვანა.საწოლის თავის მხარეს ჩამოსვა,შიშველ ფეხებზე ხელი ჩამოუსვა,თავი გადააქნია წამიერად და მისი კარადიდან წინდები აიღო.-ნუ დადიხარ ფეხშიშველი. -მე... -მე ვიზამ.-აუქნია ხელი და ამოაცვა ორივეზე.-დაჯომ რომ გაიგოს ტვინს წაგიღებს შვილები არ გეყოლებაო. -შვილები?-ერთიანად გააკანკალა მოსმენილზე. -ჰო,შვილები.-ჩაეღიმა. -რა შვილები? -ბავშვები ლოლიტა,ფეხიდან ცივდებიან ქალებიო,არ გაგიგია? -ჩვენები?-ლამის ყელი გაუშრა. -შენი აზრით მეზობლის შვილზე ვინერვიულებ მე?-ფრთხილად აკოცა ტუჩის კუთხესთან. -ჩვენ რატომ უნდა გვყავდეს შვილები? -ყველაზე სულელური კითხვაა,რაც შეიძლება ადამიანმა დასვას.-ამოიოხრა.-ალბათ იმიტომ რომ ჩემი ცოლი ხარ და ოჯახს როცა ქმნიან,წყვილი როცა მზადაა შვილებიც ჰყავთ ხოლმე. -ჩვენ წყვილი ვართ მერე? -რა უცნაურ კითხვებს მისვამ?-ცერით მიეფერა ლოყაზე.-დაიძინე მიდი. -შენ? -აქ ვიქნები,სანამ არ ჩაგეძინება.-საბანი გაუსწორა და სკამზე გადაჯდა.-მიდი. -არ დაიძინებ? -ახლა არ მეძინება,შენ დაიძინე,მე დაგელოდები.-კედელს მიაყრდნო თავი და სინათლეს მიჰკრა უცაბედად ხელი.დაღლილობასაც კი ვეღარ გრძნობდა იმდენად ძლიერი იყო მისი ყელში მოწოლილი ემოციები.ცოლს უყურებდა,მისი ძილის დარაჯი იქნებოდა ამაღამ,მაგრამ ლოლიტას სხვა რამ ჰქონდა გონებაში ჩადებული. უყურებდა კაცს,რომელსაც ოჯახის სატკივარი ისე სტკიოდა ძვლები ეწვოდა და ძილს არ აკარებდა. ამდენი წელი გავიდა,ისევ ისეთი უბრალო,მაგრამ თან ისეთივე ძლიერი იყო. არავის აჩვენებდა რომ სტკიოდა,მაგრამ თან იშლებოდა ნაწილებად. განა კოსტას მხოლოდ მამის მდგომარეობა აწუხებდა?არა! ყველაფერი ერთად უტევდა და ვერც კი ხვდებოდა ისე ანგრევდა შინაგანად. ნეტავ ლოლიტას მისი მხრების შემსუბუქება შესძლებოდა... -რაიყო?-მაინც ჩაეკითხა ბოლოს.სიბნელის მიუხედავად არჩევდა მის სფეროებს კაცი. -ცარიელ საწოლში ძილს გადავეჩვიე.-ყველაზე სულელური,მაგრამ ამავდროულად მართალი ტყუილი მოროშა.-ვერ დავიძინებ ასე,გთხოვ. -შენი დათუნიაც იქ დაგვრჩა.-გაეღიმა მილხანს და ფეხზე წამოდგა.-რა გიყო ახლა?-მის წინ ჩაიმუხლა და თმაზე გადაუსვა ნაზად ხელი. -არც მე დავიძინებ იცოდე! -ამ მხარეს დამაწვინე.-ამოთქვა მცირე პაუზის შემდეგ.-შენ დაიძინე ჩემს მხარეს. -რა მნიშვნელობა აქვს?-წამოჯდა თვითონ და ზემოდან დააჩერდა კაცს.-კოსტა მამაშენი თუ ჩემი ამბის გამო... -არა!ეგ არ არის ერთი და ორი დღის ამბავი,ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო,მეც ხომ ვაწვალე და ვალოდინე ამდენი წელი.გავუბრაზდი ხმა რომ არ ამოიღო და აქეთ მივაწექი.ჩემი ბრალია,სხვა არავისი.-დამძიმებული ხმით ამოთქვა. -არა...გთხოვ ნუ ამბობ ასე. -სხვანაირად არ არის ჩემო ლოლიტა.-ხელები დაუკოცნა ცოლს.-დაწექი. -მამაშენისთვის ყველაზე დიდი ძალა ხარ შენ...შენს გამო ვერ მოხვდებოდა იქ,რადგან შენ აძლევ ძალას,შენ დგახარ ფეხზე.-დაბნეულობისგან სისულელეების ბოდვა დაიწყო. -ნუ გეშინია,არ დავეცემი.მე ისედაც დიდიხანია გავიაზრე ეგ ყველაფერი.-თვალებში ჩახედა და ლოყაზე გადმოღვრილი თბილი სითხე თითებით მოწმინდა.-ნუ ტირი რა,არ მემეტები ამისთვის. -მაშინ... -არ გინდა,ნუ მეტყვი ნურაფერს...ახლა ვერ,გთხოვ.უბრალოდ გვერდით იყავი,შენც ნუ გაიქცევი ახლა.-ვედრებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.სიტყვა აღარ ჰქონდა სათქმელი,მაგრამ გრძნობები ჰქონდა აუარებელი საზიდი.ვერ იტევდა ვერც მხრები მისი,ვერც გული და ვერც ენა.ეს ემოცია რომ არ გამოეხატა,ახლა რომ არ მიეცა თავისთვის უფლება,მერე ვეღარ იზამდა და ალბათ დიდხანს ინანებდა ამ ღამესაც. თავისი სურვილით,მოურიდებლად შეეხო ქმრის ტუჩებს და წამსვე იფეთქა მის სხეულში ყველა ემოციამ.თვალზე ცრემლი ვერ შეეშრო,მაგრამ გრძნობდა გული როგორ უმშვიდდებოდა და ყელიც აღარ სტკიოდა უთქმელი სიტყვებისგან.შეკრთა თავდაპირველად მილხანი,არ ელოდა ცოლის ამ რეაქციას,მაგრამ მერე თავადაც მისცა თავს უფლება ცხოვრებაში ერთხელ თავისი ემოციები გაეშიშვლებინა სხვის წინ და ის კედელი ჩამონგრეულიყო.ასე პირდაპირ და თანაც ირიბად გამოეხატა თავისი გრძნობები...ამდენხანს რომ ყელში უჭერდა ცოლის მიმართ უთქმელი ყველა სიტყვა,ახლა მის ფერებაში აქსოვდა უნებურად. ფეხზე წამოაყენა და ისე განაგრძო მისი ფერება,უმისამართოდ დაასრიალებდა ხელებს მის სხეულზე და ვნებამორეული წამით ვერ ჩერდებოდა.მხოლოდ ჟანგბადის უკმარისობის გამო მოსცილდა მის ტუჩებს.მაისურის ბრეტელები გადაუწია მხრებზე და რამდენჯერმე ყელზეც აკოცა თბილად.მარტივი მოძრაობით ჩასრიალდა სხეულზე ატლასის ნაჭერი და იატაკზე დაეცა.ერთიანად გააჟრჟოლა კაცის მკლავებში მოქცეულ გოგონას. -მართლა გინდა ჩემთან?-თბილი ხმით უჩურჩულა ყურთან.იქვე კისერზეც დაუტოვა სიყვარულით სავსე ამბორი და თვალებში ჩააცქერდა. ლამის საუკუნედ მოეჩვენა მისი ფიქრის პერიოდი მილხანს,მაგრამ არაფერი დაუძალებია.უდრეკად ელოდა რას ეტყოდა,როგორ მოიქცეოდა.მანაც დიდხანს იფიქრა თავისებურად რომ გაეხსნა გზა ქმრისთვის და თან უხერხულად რომ არ ყოფილიყო. -გული არ მატკინო რა.-მხოლოდ ამის თქმა მოიფიქრა და კისერზე შემოჰხვია ხელები. თბილად გაეღიმა მილხანს.თმაზე ჩამოუსვა ხელი ცოლს და აკოცა რამდენჯერმე მის დაბურცულ ტუჩებს.მაისური თავადაც გადაიძრო და ნელ-ნელა ცოლიც გაათავისუფლა ზედმეტი ნაჭრისგან. უცნაური ნდობა ჰქონდა ამ კაცის მიმართ,გაცნობის წამიდან დღემდე.ახლაც კი წამით არ ედარდებოდა მისი ხვალინდელი ნაბიჯები,თითქოს იცოდა სამუდამოდ გვერდით იქნებოდა,არ აწყენინებდა... მხურვალე ხელებს გრძნობდა სხეულზე,ტუჩებს რომლებიც ყველგან ეხებოდა,სადაც ვერ მისწვდა კაცის ხელები.მთლიანად მას მიენდო და ჩააბარა კიდეც ამდენი ხნის ნანატრი სხეული ქმარს.ისე ფრთხილობდა მასთან,ისეთი ნაზი იყო,თითქოს ბროლის თოჯინა ჰყავდა მკლავებში მოქცეული და მალე დაიმსხვრეოდა.სულ სხვანაირი კონსტანტინე იხილა იმ ღამით ლოლიტამ.თბილი და მოსიყვარულე,კომპლიმენტებს რომ არ იშურებდა ცოლისთვის და ცდილობდა ყველანაირად კარგად ეგრძნობინებინა მისთვის თავი. ათასი ემოცია აირია ერთმანეთში.თითქოს უწილადეს ერთმანეთს და ყველა ეჭვი,ბრაზი,წყენა...ასე გააბათილეს ერთმანეთში.დარცხვენილი მკერდს რომ იფარავდა,თითებს უკოცნიდა მთელი სინაზით ცოლს.თან ეღიმებოდა,როგორი სხვანაირი იყო ამ წამს.მისი ანჩხლი,კაპასი,ცოლი გამქრალიყო და მის მაგივრად მორიდებული გოგონა შეეპარებინათ მისთვის. ძალაგამოცლილი მეუღლე მკერდზე მიიხუტა და შუბლზეც დაუტოვა კოცნის კვალი.ამ ღამის გათენება მართლა არ უნდოდა მილხანს.ახლა ყველაზე კარგად და ბედნიერად გრძნობდა თავს... *** უჩვეულო სითბოს გრძნობდა ლოლიტა სხეულში.ქმრის მკერდზე ედო თავი და ფანჯრიდან გაჰყურებდა მთებს.რა უცნაური დილა იყო მისთვის,არასოდეს რომ არ წარმოედგინა ზუსტად ისეთი.საათი შვიდის ნახევარს აჩვენებდა,მაინც ვერ მოისვენა და ადგომა მოინდომა,მაგრამ წელზე მოხვეულმა ხელმა შეაჩერა წამსვე.რამდენჯერმე გაიბრძოლა,თუმცა ამაოდ. -მოისვენე რა.-ჩუმად ამოილაპარაკა კაცმა და უფრო ძლიერად მოხვია ხელი. -გამიშვი. -ჯერ...-საათს გახედა მოჭუტული თვალებით.-ადრეა,დაიძინე. -გამიშვი,უნდა ავდგე.-არ მოეშვა მაინც. -ცუდად ხარ?-წამსვე გაახილა თვალები.-რამე ხომ არ... -უბრალოდ ადგომა მინდა.-არ დააცადა საუბარი.-დედაშენი დილიდან ქვაბებს არახუნებს,ჩავალ დავხედავ. -დედაჩემი სულ ეგრეა.-სიცილით გააქნია თავი.-როცა ნერვიულობს ასე იქცევა. -არაუშავს,ვნახავ. -ძალიან ადრეა იმისთვის რომ ქმარს საწოლიდან გაექცე,ლოლიტა.-მსუბუქად აკოცა ცოლის ტუჩებს.-ცოტახანიც. -წყალს გადავივლებ.-ვერ ისვენებდა,რაღაც უცნაური გრძნობა შეუძვრა სხეულში. -გაწუხებს რამე? -რა უნდა მაწუხებდეს,კარგად ვარ. -ფიზიკურად არ მიგულისხმია,ისე გეკითხები.-მისი მტევანი თავისაში მოიქცია და რამდენჯერმე აკოცა.-მითხარი. -კოსტა,მართლა არაფერი.-თავი გადააქნია უარის ნიშნად.-გამიშვი რა,წოლით დავიღალე.წყალს გადავივლებ და ლალის მივეხმარები,იქნებ რამე სჭირდება. -ღმერთო.-ამოიოხრა კაცმა.-რა ჯიუტი ხარ.-ხელი შეუშვა ცოლს.იმან გადმოხედა უცნაური მზერით.-რა? -უნდა ავდგე. -ადექი მერე,ხომ გაგიშვი ხელი?-გაკვირვებული მიაჩერდა. -კოსტა...-თვალებში შეაციცინდა ქმარს.ლამის ხმამაღლა გაეცინა მილხანს,მაგრამ არ უნდოდა მისი განაწყენება.მხარზეც მიაკრო ტუჩები და გადაიწია რომ მაისურს მისწვდომოდა.-გამომართვი. -მადლობა.-მკერდზე აფარებული ნაჭერი იქამდე არ ჩამოსწია,სანამ მაისურმა არ დაუფარა სხეული.-მერე შეგიძლია მაღაზიაში წახვიდე? -წავალ,რა გინდა აბა მითხარი. -ბევრი რამე.-გაუღიმა კაცს.-სიას მოგცემ. -სიას მომცემ.-თავისკენ მისწია ცოლი და რამდენჯერმე აკოცა ყელზე.-რა კარგი სურნელი გაქვს. -რა უცნაურად იქცევი.-შეფარვით ჩაეღიმა.უზომოდ სიამოვნებდა ქმრისგან მსგავსი ყურადღება და კომპლიმენტები.მაინც დაუსხლტა ხელიდან და ლამის სირბილით გაუჩინარდა აბაზანის კარს მიღმა. უცებ მიიღო შხაპი და პირსახოცის ამარა გავიდა საძინებელში.ისევ იწვა კოსტა,თვალები მიელულა,თუმცა ეტყობოდა არ ეძინა.კარადასთან მისულ ცოლს თვალი გააყოლა.ტანსაცმელი რომ მოიქცია ხელებში და ისევ სააბაზანოში შევარდა.ზაფხულის სურნელი მოაფრქვია ოთახს.სურნელი,რომელიც ასე ძალიან უყვარდა კონსტანტინეს... -მალე ჩამოდი შენც რა.-უკვე კართან მისულმა დაუბარა ქმარს. -დაიწყო ჩემმა ცოლმა ჩემი კონტროლი?-სიცილს ვერ იკავებდა მილხანი.-შხაპს მივიღებ და ჩამოვალ.-აღარ გაუგონია მისი სიტყვები ისე დაეშვა კიბეებზე და დედამთილს მიაშურა.სევდიანი ჰქონდა ლალის თვალები.ლამის ტიროდა ქალი.გამწარებული ხეხავდა ემალის ქვაბს და უაზროდ აბრახუნებდა ჭურჭელს. -გაგაღვიძე?-თავი ჩახარა დამნაშავესავით. -არა,ისედაც არ მეძინა.-იცრუა ურცხვად.-შენ რატომ გღვიძავს ასე ადრე? -რა დამაძინებდა შვილო.-სევდიანად ამოთქვა.-არასოდეს მძინებია მე პაატას გარეშე. -ნუ ნერვიულობ რა,კარგად იქნება ყველაფერი.-მიეფერა ქალს.-შენ ხომ იცი რომ ასე იქნება? -აქამდე არ შემშინებია მისი დაკარგვის...-ამოიოხრა ქალმა.-ახლა მუხლები მიკანკალებს,მეფიქრება შვილო. -მოდი დაჯექი.ყავას გავაკეთებ და ვისაუბროთ ცოტა. -ჩამოვჯდები.-დაეთანხმა ქალი და ხის სკამზე მოეწყო ცოტახნით.არ დააყოვნა ლოლიტამ,შევარდა და მაშინვე დაიწყო ყავის მომზადება.დაინახა მისი ქმარიც რომ ჩამოვიდა ქვემოთ და მესამე ჭიქაც დაამატა.უცნაურად აუძგერდა გული,ახალი მდგომარეობა იყო მისთვის.დედის გვერდით იჯდა კოსტა და თმაზე ეფერებოდა.რაღაცნაირი იმედი იყო ყველასთვის,ძალას აძლევდა ადამიანებს.ასე იყო ლალისთვისაც.მიეხუტა შვილს და ამდენი ხნის ნაგროვები ცრემლებიც წვიმასავით გადმოყარა. -ჯერ ისევ ახალგაზრდები ხართ დედაჩემო.-ჰკოცნიდა ქალს თავზე.-რადროს ერთმანეთის მიტოვებაა? -მეშინია შვილო,რა ვიცი?!-გააკანკალა გაფიქრებაზეც კი. -ნუ ფიქრობ,ადრეა ეგ ძალიან.-ცოლს გახედა კოსტამ ეზოსკენ რომ მოაბიჯებდა ამაყად.ყავა მოუმზადებია მისთვისაც,ამჯერად არც თხოვნა გახდა საჭირო.ისეთი სახით უმზერდა ლამის ფეხიც კი აერია.მაგიდაზე დადო ლანგარი და ჭიქებიც გადმოაწყო. -მადლობა ჩემო გოგო.-გაუღიმა ლალიმ.ხელებში მოიქცია ფინჯანი.ქმრის გვერდით ჩამომჯდარს გახედა,იმანაც რომ ვერ მოთოკა ხელები და წამსვე მისი თმებით დაიწყო თამაში. -როდის წახვალ მაღაზიაში?-ბუზღუნით გადახედა ქმარს. -ყავა მაინც დამალევინე. -დალიე და წადი მერე. -რამე გინდა შვილო?-ჩაეკითხა ლალი. -ბევრი რამე მინდა.ნაპოლეონს გავუკეთებ პაატას,გაუხარდება სახლში რომ მოვა. -არ გამოწერენ კიდევ 1-2 დღე,ახლა ტყუილად იწვალებ შვილო.-გაუღიმა ლალიმ.კოსტამაც რაღაცნაირად მადლიერი თვალებით გადახედა. -არაუშავს,ჯერ ჩვენთვის გავაკეთებ,მერე მამასთვის.-წამოსცდა უნებურად,ვერც მიხვდა ისე.-რამდენიხანია არ გამიკეთებია,თხოვნაც ერიდება ვიცი.-ყურებამდე გაეღიმა ლალის,კოსტამ აღარაფერი შეიმჩნია მხოლოდ დედას გაუღიმა ეშმაკურად,როგორც მხოლოდ თვითონ იცოდა. -გამოცდა როდის გაქვს შვილო? -6 ივლისს,მანამდე ჩავალ თბილისში.-ქმარს გააყოლა მზერა სიგარეტს რომ მოუკიდა და მობილურზე ვიღაცას დაურეკა.იქვე შორიახლოს იდგა,გიორგი რომ ახსენა საუბრისას დამშვიდდა და ისევ ქალს მიაპყრო მზერა. -მერიდება კითხვა,-თავი გაადაქნია.-დაბრუნდები მერე? -ბევრი რამეა დასალაგებელი.-სხვაგან გაიხედა.-ახლა ცოტა რთულად არის და... -ქმარი სულ არ გიყვარს?-დასევდიანდა ისევ.-იმისი მზერა მე სულ სხვა რამეს მეუბნება შვილო,შენ დაბნეული მეჩვენები. -დაბნეული ვარ. -რატო დედი? -რავიცი.-მხრები აიჩეჩა.-ხან რთულია გადაწყვეტილების მიღება.-უჩურჩულა ქალს. -მიეჩვევი მის ყოფნას.-აღარ გაუგრძელა საუბარი,დაინახა ისევ მათკენ მიდიოდა კოსტა.ყავის ფინჯანს წაეტანა და ისე დაუდგა ცოლს უკან. -შევალ მე სახლში,სადილს გავაცხელებ. -დაგეხმარო? -იყავი შვილო,წყნარად დალიე ყავა,-იუარა ქალმა.-თორმეტისკენ წავიდეთ ხო მამაშენთან? -ჰო დედა,დავურეკოთ თან მანამდე. -კარგი.-სახლისკენ წავიდა და მარტო დატოვა ორივე.ურცხვად აკოცა ყელში ცოლს ზურგიდან და ლოყაზე მიეფერა მეორე ხელით.სახე მიატრიალებინა,მაგრამ არ აკოცნინა და უხეშად მოიშორა მისი ხელი. -კოსტა!-გაუჯავრდა კაცს.-რას აკეთებ? -რას ვაკეთებ?-მართლა გაუკვირდა. -ყველა სახლშია,დღეა,დაგვინახავენ! -მერე? -სირცხვილია! -ცოლს რომ ვაკოცო სირცხვილია?-წარბი ასწია კაცმა. -დედაშენი დაგვინახავს ფანჯრიდან,დიახაც სირცხვილია! -დედაჩემმა რა არ იცის ცოლ-ქმარი ერთმანეთს რომ კოცნის?-სასაცილოდ არ ეყო მისი გაბრაზებული სახე. -გეყოს უკვე! -რა ვქნა?რამდენჯერაც შენი კოცნა მომინდება ოთახში აგიყვანო?-ეშმაკურად ჩაეღიმა და ძალით მაინც აკოცა მსუბუქად მის ტუჩებს.-იქ თუ აგიყვანე ყოველ ჯერზე რამდენიმე საათი მოგიწევს ყოფნა და...-დასარტყმელად აწეული ხელი ჰაერში დაუჭირა.-არ ქნა.გეყოს უკვე,ხო? -აბა რანაირად მელაპარაკები?-ნაწყენი თვალები მიანათა კაცს. -რეალობას გიხსნი.-აკოცა ხელის გულზე ძალიან თბილად.-იცოდეს ლალიმ ერთი ოჯახი სამუდამოდ რომ გაერთიანდა ამ სახლში,გაუხარდება. -სამუდამოდ? -კითხვადაც აღარ ღირს.-გვერდით მიუჯდა.-ნუ სვამ ამ ვითომ საეჭვო კითხვებს,თითქოს არ იცოდე პასუხები.-თმა გადაუწია სახიდან.-ორივემ ხომ ვიცით ამ ამბის ბოლო,რატომ ცდილობ?-შიშველ მხარსაც დაუტოვა თავისი წილი ამბორი. -კარგი,დამანებე თავი.-სახეაჭარხლებულმა სხვაგან გაიხედა. -ჩემი გრცხვენია? -არავისი არ მრცხვენია.-ამაზე უფრო გაბრაზდა.-რატომ უნდა მრცხვენოდეს? -ეგ კითხვა მეც მაწუხებს,არაფერია სასირცხვილო. -აუ,შემეშვი საერთოდ,რანაირად ლაპარაკობ. -კარგი,ნუ ბრაზდები.-მკერდზე მიიხუტა ძალუმად.-როგორი პატარა ხარ მართლა. -შენ კიდევ მოხუცი.-გაირინდა მის მკლავებში.დარდთან ერთად სიხარულის ცრემლებით ატირდა ფანჯრის მიღმა მდგომი ლალი...შვილების ბედნიერებას მოასწრო ნეტავ,ეს ჰქონდა ოცნებად ქცეული.გაიღო კარი და მაგდა გამოვიდა ოთახიდან,საწოლში მწოლ თორნიკესაც მოჰკრა თვალი,ჯერ ისევ ეძინა.რაღაც უცნაური ხდებოდა.თითქოს ღმერთმა ორივე შვილის ბედნიერება ყველა ტანჯვის საზღაურად ერთდროულად არგუნა... *** ექიმი გულმოდგინედ აკვირდებოდა პაატას მდგომარეობას,ყველაფერი კარგად იყო,მაგრამ მაინც თავის დაზღვევის მიზნით მომდევნო ორი დღეც დააკვირდებოდნენ.საჭმელი აუგზავნეს,ლალიც ავიდა მოგვიანებით.მოეფერა და მოესიყვარულა ქმარს,მის გარდა ხომ წლები არავინ ჰყოლია ლალის.ყელში რომ მოუჭერდა ეს ცხოვრება,პაატა იყო მისი მშველელი,მისი საყრდენი და მისი ძალა.მიეფერა კაცს,ანუგეშა იმან თავისი ცოლი.თავისი ხელით უმშრალებდა ცრემლებს,თან გონებაში ინახავდა თითოეულ მათგანს.ვერ იტანდა მის ცოლს ატირებულს რომ ხედავდა,მისი მიზეზით ხომ საერთოდ,ეზიზღებოდა... აივანზე მჯდომ ცოლს შორიდან უმზერდა მილხანი.ისევ გაუჩერებლად ხატავდა,კედლისკენ მიეტრიალებინა ნახატი და ქმარსაც კი არ აძლევდა უფლებას რომ ენახა.ისიც არ ურღვევდა სიმყუდროვეს.რამდენიმე საათი გაუნძრევლად რომ იჯდა მხოლოდ საჭმელს თუ აუტანდა და გაახსენებდა რომ დასვენება სჭირდებოდა.ჩქარობდა რატომღაც,ძალიან უნდოდა მოესწრო ყველაფერი პაატას მოსვლამდე. გასული იყო თორნიკე,საქონელს დარაჯობდა მთაში და იმ ღამით არც მისულა სახლში.გარეთ იჯდა მაგდა,ფეხები მოეკეცა ჰამაკში და წიგნი გაეშალა მუხლებზე.თურმე ლოლიტასთვის უთხოვია დოსტოევსკი.ახლა ის ჩაკარგულიყო იმ საიდუმლოებით სავსე სამყაროში რეალობას რომ გავიწყებს... -შეიძლება?-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა კოსტა და იქვე ჩამოჯდა. -რა თქმა უნდა,დაჯექი.-გაუხარდა გოგონას მისი დანახვა. -როგორ ხარ,მაგდა?ვეღარ მოგიკითხე,დიდი ხანია არც გვისაუბრია. -კარგად ვარ,შენ? -ასევე.როგორ მიდის შეგუების პროცესი? -ასეთ ადამიანებთან რთული ვერ იქნება.-გაუღიმა გოგონამ.-მადლობელი ვარ,მართლა. -რას ამბობ,რა მადლობელი.-გაიკვირვა.-მიხარია კარგად თუ არის ყველაფერი. თორნიკე? -ძალიან კარგი ძმა გყავს,კონსტანტინე.-მთელი სითბოთი უთხრა კაცს.-მე ამაზე უკეთესს მართლა ვერ ვინატრებდი ქმრად. -მართლა?-უზომოდ ახარებდა ამის მოსმენა მილხანს. -მე ვუყურე თქვენს ოჯახს შორიდან,მერე ახლოდან...ვუყურე ლალის და პაატას,როგორი ოჯახი ჰქონდათ და მივხვდი მათ შვილს სხვანაირი ვერ ექნებოდა.მერე გიყურე შენ...შენ როგორ ექცეოდი ცოლს და ვხედავდი როგორ სწავლობდა შენგან თორნიკე.-ღიმილნარევი ცრემლი შეეპარა გოგონას.-ჯიუტი და თავნებაა,მაგრამ ძალიან კარგი.მე ძალიან ბედნიერი ვარ,მართლა. -მიხარია.-სხვა ვერაფერი მოიფიქრა რომ ეთქვა. -თორნიკე ხედავს შენს სიყვარულს ცოლის მიმართ,როგორ გამოხატავ,რას უკეთებ და ცდილობს ისწავლოს ბევრი შენგან.-გული გამალებით აუძგერდა მილხანს.სულ არ უნდოდა ძმა დამსგავსებოდა,მაგრამ თორნიკე ჯიუტად მაინც მისნაირად ყოფნას ითხოვდა.-დედა დამიბრუნა,იცი? -რა? -დედაჩემი წლების წინ დაიღუპა,ახლა აქ რომ ვიყავი,მე არაფერი მქონდა მისი...წავიდა და მამაჩემის სახლიდან ჩუმად მომიტანა...ჩუმად მომიტანა ჩემი უკან მოტოვებული ცხოვრება ყუთით.-გაეღიმა.-ახლა დედა ოთახში მყავს,მასთან საუბარი შემიძლია. -მაგდა... -დედაჩემი ძალიან ბედნიერია ვიცი.-ცისკენ ააპყრო მზერა.-სულ იმას მეუბნებოდა მისნაირს გავყოლოდი ცოლად...-კაცს გაუსწორა თავისი სფეროები.-ეს გული სხვანაირად ფეთქავს თორნიკეს რომ ვხედავ.-ლოყაზე გადმოღვრილი სითხე შეიმშრალა.-ახლა არ არის დრო,მაგრამ მე მის გვერდით ვიქნები სულ,ზუსტად ისე,როგორც მის ცოლს შეეფერება. -გიყვარს?-გაეღიმა მილხანს.სითბო მოდიოდა მისი ღიმილიდან. -სხვა არაფერი ჰქვია ამ გრძნობას. -ჩემი რძალი უნდა გახდე? -მიმიღებ?-აჰყვა ხუმრობაში კაცს. -ვახ!როგორ გამახარე,მაგდა.-წამოდგა ფეხზე და შუბლზე აკოცა გოგონას.-იცის? -ჯერ არ გვისაუბრია,მაგრამ ვეტყვი. -არ უთხრა.-ჩაეცინა ეშმაკურად.-ეკლესიაში უთხარი. -რა? -ჯვარი დაიწერეთ,მე მოვიყვან თორნიკეს ეკლესიაში.-ასე გაჩნდა მზაკვრული იდეა მათი ქორწინებისა.აივანზე ლოლიტა იცინოდა,ქვემოთ ის ორი. -რა იდეებს აწვდი იმ გოგოს?-ოთახში ასულს დოინჯშემორტყმული დახვდა ცოლი. -მაგარი იდეაა,ძალით ხომ წამოიყვანეს,ხოდა ახლა ძალით მივიყვანოთ თორნიკე ეკლესიაში.-გაეცინა მილხანს.-რა კარგი სურნელი გაქვს!-ტუჩებზე დააცხრა უცაბედად და წელზე შემოჰხვია ხელები. -კოსტა... -ეს სურნელი...მარტო მე მეკუთვნის ლოლიტა.-ყელზეც მიაწება ტუჩები.-დაამთავრე ნახატი? -ჰო,რაიყო? -ესეიგი დრო გქონია.-მის ყელთან გაეცინა და ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული. -ნუ სულელობ.-სიცილით ამოილაპარაკა და ზემოდან მოქცეულ ქმარს ვნებამორეული თვალებით ახედა.-გეყოს ახლა. -რა მეყოს?შენი ფერება?შენი კოცნა?-მაისურის ქვეშ შეუცურა ხელები.-არასოდეს მეყოფი.-მოშიშვლებულ გულ-მკერდზე აკოცა მოურიდებლად.-რისი გრცხვენია?-გაეღიმა ძალიან თბილად.-როგორ უცებ იცვლი ხოლმე ხასიათს და ქცევებს. -ნუ დამცინი!-მკერდზე მიარტყა ხელი. -არ დაგცინი.-ნაზად აკოცა რამდენჯერმე. -დედაშენმა მკითხა რას ვაპირებ. -მერე? -მოხვალ ისევო? -და სად მიდიხარ რო?-წარბაწეული დააჩერდა. -სახლში,ჩემებთან. -დაიწყო.-მობეზრებულად აატრიალა თვალები და მეორე მხარეს გადაწვა.-ახლა გინდა მაგაზე ლაპარაკი? -მინდა. -ჰოდა მაშინ გეტყვი ძალიან მარტივად,ეს ბეჭედი სულ აქ იქნება,ამ თითზე.-აკოცა მის ბეჭდიან თითს.-სულ ჩემი ცოლი იქნები,სულ ამ ოჯახის შვილი და მერე ჩემი შვილების დედაც.გული არ მატკინოო ხომ მთხოვე?არ გატკენ.სულ გავუფრთხილებდი,გესმის? -ისევ რომ წახვიდე? -სად უნდა წავიდე? -რა ვიცი?!-მხრები აიჩეჩა.-შენც რომ არ დაბრუნდე ღამით სახლში,მერე სხვა ქალისგან მოსული... -არ გინდა.-ტუჩებზე მიადო ხელი გასაჩუმებლად.-არ გაკადრებ,არც საკუთარ თავს ვაკადრებ.მთელი ცხოვრება,მხოლოდ შენთვის იფეთქებს ეს გული.-გაუღიმა და ცერად გადახედა.-მხოლოდ შენ დაგინახავს ჩემი თვალები.-ლოყაზე მიაწება ტუჩები.-ამ გულში თუ ჯერ ისევ არ ანთია ჩემი ლამპარი,ძალიან მალე აინთება,ეგ იცოდე.-მკერდზე მიიხუტა საყვარელი ქალი მილხანმა და მისი სურნელით სავსემ თვალები დახუჭა. გაირინდა და გაყუჩდა ამ სიტყვების მოსმენისას.ვითომ არ მიაქცია დიდი ყურადღება,არადა ყველაზე მეტად ამის გაგონებამ გაახარა. ისევ მშვიდი ღამე იყო ღებში. მთვარე ისევ ანათებდა სოფელს. მართლა დაუჯდა გონებაში ეს იდეა მაგდას. მეორე დილასვე იყიდეს მისთვის საქორწინო კაბა... *** საღამოს მოიყვანეს პაატა სახლში.მანამდე რძლები დატრიალდნენ სამზარეულოში. ახლა ნამდვილად იგრძნობოდა სახლში ჟრიამული.ათას ხალხურ სიმღერას მღეროდა მაგდა.პირველად ნახა ლოლიტამ ასეთი გახარებული.ნაპოლეონი გაუკეთა მამამთილს.კაცს,რომელსაც მამაზე მეტი მამობა ჰქონდა მისთვის გაწეული.გახარებული შეეგება სახლში შემოსულს და მთელი სხეულით მიეხუტა.მისთვის ისეთი ძვირფასი იყო... ქმარი მოძებნა თვალებით,რატომღაც არ შეჰყვა მამას სახლში.კიბეებზე მიმავალს მოჰკრა მხოლოდ თვალი,ისიც მხოლოდ მის ფეხებს.ხაჭაპურიც ცხელ-ცხელი დადო მაგიდაზე.იქ მაგდას უკრავდა თვალს თორნიკეს დანახვისას.კი არ იცოდა ხვალ ჯვარი რომ უნდა დაეწერა საყვარელ ქალზე... -რა გემრიელი ხელი გაქვთ ორივეს.-შეაქო კაცმა რძლები.-ცუდად უნდა გავმხდარიყავი აუცილებლად? -ოღონდ შენ კარგად იყავი,ყოველ კვირა გაგიკეთებ გპირდები. -ახლა შაქარი დაემართოს.-გაცხარდა ლალი.-არ უნდა. -ჩემი ცოლის მომზადებული ნამცხვარი აქამდე მეც არ გამისინჯავს,ვნახოთ აბა.-სუფრას მიუჯდა კოსტაც. -მამამ ჭამა უკვე და სუნთქავს,გადაიღე.-სიცილს ვერ იკავებდა თორნიკე. -ამის მერე ყავაში თაგვის წამალს ჩაგიყრი იცოდე!-დაემუქრა მაზლს სიცილით.ქმარს შეაციცინდა თვალებში,აინტერესებდა შეაქებდა თუ არა მის ნახელავს. -ღმერთმა ჭკუა,სილამაზე და კარგი ხელი ერთად მოგცა.-ხელები დაუკოცნა ყველას თვალწინ.-თბილისში მაინც მომიმზადეხოლმე.იქ არ მეყოლება დედაჩემი და მშიერი უნდა მომკლა? -თბილისში?-თვალები ჭყიტა ლალიმ. -ჰო,სასწავლებელში ხომ მიდის ჩემი ცოლი. -ხო შვილო.-სახე გაუნათდა ქალს.რადგან კოსტაც მიჰყვებოდა,ესეიგი კარგად მიდიოდა ყველაფერი მათ ურთიერთობაში. -ბინა ნახეთ? -სექტემბრამდე არის დრო,ვნახავ.-მშვიდად ჩაილაპარაკა მილხანმა.თან ცოლის მომზადებულ ხაჭაპურს აგემოვნებდა. -რაღაც მინდოდა მომეცა შენთვის.-ღიმილით წამოდგა ფეხზე ლოლიტა.-ზეგ მშობლებთან მივდივარ.-გაკვირვებულ ქმარს მოარიდა მზერა.-მინდოდა სამახსოვროდ დამეტოვებინა. -არ ამანერვიულო ახლა. -არა,არა.-თავი გააქნია და თორნიკეს ოთახიდან ნახატი გამოიტანა.-ასეთ ერთიან სუფრას არ ვართ მიჩვეულები.ხან მე ვარ ნაწყენი,ხან მაგდა,ხან თორნიკე არ მოდის სახლში და ხან ჩემი ქმარი.განსაკუთრებული დღეა და ამიტომ მინდოდა ახლა მომეცა.-აემღვრა თავისი მწვანეები.-მე ოჯახი როცა არ მყავდა,ყველაზე დიდი ოჯახი აქ,ღებში შევიძინე.როცა მეშინოდა,როცა მტკიოდა,როცა მიხაროდა...-ძლივს ამოილაპარაკა.-მხოლოდ თქვენ იყავით აქ.-თქვენ იყავით მშობლები,რომლებიც მე მაკლდა და ადამიანები,რომელთა ამაგსაც მე ვერ გადავიხდი ვერასდროს.-ცრემლი ჩამოუგორდა კაცსაც თვალიდან.ლალი უკვე მეორე ხელსახოცს იღებდა.-ადამიანობა არ ისწავლება,ან გაქვს ადამიანს ეს თვისება,ან არა.მე ყველაზე მეტად მეშინოდა თქვენი იმის გამო,რასაც მთის ხალხზე და მათ სიმკაცრეზე საუბრობენ.თურმე არ ყოფილა მართალი და თურმე აქ,ამ ხალხს,ყველაზე მეტი სიყვარული და გაგება სცოდნია.მადლობა რომ ჩემი ოჯახი ხართ რა.-ვეღარ მოიფიქრა მეტი ვერაფერი და ნახატი შეაბრუნა.ლალი და პაატა იდგნენ სახლის წინ,ქმარს ეკვროდა მკერდზე ქალი და ეზოში მსხდომებს გასცქეროდა.ჰამაკში ისხდნენ ლოლიტა და კოსტა,ისიც თავის ქმარს ეხუტებოდა.თეთრი კაბით ედგა თორნიკეს მაგდა გვერდით,შუბლზე კოცნიდა აწ უკვე თავის მეუღლეს.-თქვენ რომ არა,ამ სახლს არც ჭერი ექნებოდა და არც კედლები.თქვენ რომ არა მე დიდი ხნის წინ დავკარგავდი სინათლეს და დავიკარგებოდი.ჩვენს პატარა ოჯახს გიტოვებთ სამახსოვროდ.სულ რომ გახსოვდეთ თქვენი კაპასი რძალი.-სიცილ-ტირილით დაასრულა ნათქვამი.-ამ გულში თქვენი ადგილი იმხელაა,მალე ვერ დაიტევს და გასკდება კიდეც ალბათ... -ჩემო გოგო.-წამოდგა ფეხზე პაატა და გადაკვეთა ოთახი.წინ დაუდგა რძალს,ატირებულს შეუმშრალა ცრემლები.-ჩემი კოსტასთვის მე უკეთეს ცოლს ვერ ვინატრებდი.-მთელი ძალით მიიკრო მკერდზე გოგონას სიფრიფანა სხეული.ისეთი ბედნიერი იყო,ისეთი ამაყი...ამხელა კაცი პირველად ატირდა შვილების თვალწინ,თანაც ისე რომ არ მოერიდა.გული სითბოთი სავსე ჰქონდა მილხანს.მისი მშობლების სიყვარული ასე ძლიერ რომ ჰქონდა მის ცოლს გამჯდარი ეს აბედნიერებდა. მაგდა?მგონი ამ წამს მართლა მიხვდა რაოდენ ძლიერ უნდოდა ამ ოჯახის ნაწილად ყოფნა.ერთია,როცა გიყვარს ქმარი,მაგრამ მეორ,როცა გიყვარს ქმრის ოჯახი...აი მილხანების მსგავსი ოჯახი კი ნამდვილად იმსახურებს სიყვარულსა და დაფასებას სხვებისგან. „მადლობა,რომ თექვსმეტი წლის გოგოს გამიწიეთ დედობა და მამობა.მე ამ სახლში თავი მარტოდ არასოდეს მიგრძვნია.თქვენი წყალობით მე სულ მყავდა ოჯახი და სულ მექნება სახლი,სადაც დამელოდებიან.მიყვარხართ!“-იკითხებოდა ნახატის უკან. მალევე დაწვა პაატა,დაღლილი იყო და თან ექიმის რეკომენდაციასაც ვერ გადაუხვევდა.ლალიც უკან მიჰყვა,მარტოს არ ტოვებდა ქმარს.სუფრა აალაგეს გოგონებმა.ეზოში მსხდომ ძმებს გადახედეს.რა უცნაური იყო ცხოვრება,როგორ უცნაურად შეყარა ეს ადამიანები ერთად. -ნერვიულობ?-ღიმილით გადახედა მაგდას. -რომ გაბრაზდეს? -რაზე უნდა გაბრაზდეს?-გაიკვირვა.-შენ მისი ცოლობა გინდა,რა გააბრაზებს? -რა ვიცი?იქნებ სხვანაირად უნდა და... -ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.-მიეხუტა გოგონას.-ხვალიდან ამ ოჯახის რძალი იქნები შენც.დამიჯერე თორნიკე ისეთს არაფერს იზამს რომ გული გატკინოს. -ორივე ოჯახში ერთდროულად რომ დათბა ხვდები?-ღიმილით ამოილაპარაკა გოგონამ. -ანუ? -ერთდროულად შეგვიყვარდა ორივეს...შენ რომ ქმრის სიყვარული შეგატყე მალევე მივხვდი მე ჩემს სიყვარულს და ვეღარ მოვერიე. -მეტყობა?-ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელი. -ქმარს ეძებს სულ შენი თვალები,რომ ხედავ ეს მწვანეები გიბრწყინდება.მის კომპლიმენტს ელოდები სულ,თუნდაც საჭმელი რომ შეგიქოს.ნეტავ თავი დაგანახა როგორ უყურებ.თან მორცხვად,მაგრამ თან ისე თამამად და სიყვარულით...იმაზე აღარაფერს ვამბობ,მგონი მაგას ჩამოსვლის წამიდან უყვარხარ.-ხმამაღლა გაეცინა. -ჯერ არ უთქვამს.-სევდიანად გაიხედა ფანჯრიდან. -მაგიტომ გარბიხარ მშობლებთან?-ეშმაკურად გაეღიმა.-რომ მოენატრო და გითხრას როგორ ძლიერ უყვარხარ? -შეიძლება.-თავადაც ასე უპასუხა და კარისკენ წავიდა.-ღამე მშვიდობისა მაგდა. -ასევე.-რა დააძინებდა იმ ღამით მაგდას.ხვალ საიდუმლოდ მიდიოდა ეკლესიაში რომ ჯვარი დაეწერა საყვარელ კაცზე... უკან მიჰყვა ცოლს მილხანი.კიბეები აიარა ნელი ნაბიჯით.საწოლზე დატოვებული ყვავილები უცებ ეპოვნა და გაბრწყინებული თვალებით დასცქეროდა ხელში მოქცეულს. -კონსტანტინე... -ყველა დაბადებისდღე და ქალების დღე მაპატიე.-საფეთქელზე აკოცა ცოლს.-შეგიძლია? -შემიძლია.-ლამის აეტირა.პირველად აჩუქა პაატას გარდა სხვა ვიღაცამ ყვავილები.ქმრისგან არ ელოდა მითუმეტეს.ნუთუ მართლა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა? -რატომ მიდიხარ შენს მშობლებთან?-ვერ მოითმინა მაინც. -არ შეიძლება? -საჩხუბარ მიზეზს ნუ ეძებ სულ.გეკითხები უბრალოდ. -ნახვა მინდა მათი. -გამირბიხარ?-ყურის უკან აკოცა და იქვე დაუტოვა შეკითხვაც.-რატომ,ლოლიტა? -არ გაგირბივარ,საიდან მოიტანე?-დაპანიკდა წამსვე. -მაშ რატომ გადაწყვიტე გამოცდამდე 6 დღით ადრე მშობლებთან წახვიდე? -იქიდან ჩავალ პირდაპირ თბილისში. -მეც წამოვალ. -არა!-ლამის შეჰყვირა. -ესეიგი ჩემგან გარბიხარ? -არ გავრბივარ,უბრალოდ ფიქრი მჭირდება.-უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით. -რაზე? -გთხოვ რა,არ მინდა ახლა ამაზე საუბარი. -რა უნდა გადაწყვიტო,იქნები თუ არა ჩემი ცოლი სიცოცხლის ბოლომდე?ეგ გაქვს საფიქრელი? -იქნებ შენს საქართველოში ჩამოსულ ყოფილებზე უნდა ვიფიქრო?-დაუბრუნა იმავე ტონით პასუხი. -აჰა.-შუბლი მოისრისა კაცმა.-ახლა დაჯექი და კარგად მომისმინე.-საწოლზე ჩამოსვა.-აქ დაბრუნება ჩემი გადაწყვეტილება იყო.შენთან მინდოდა დაბრუნება,ცოლთან, რომელთანაც ბევრი შეცდომა დავუშვი.ხომ ვცდილობ გამოსწორებას?შენც მშვენივრად ხედავ და გესმის.არ მინდა ჩვენს ურთიერთობაში რამე ზედმეტი იყოს წარსულიდან,ლოლიტა.ოჯახს გთავაზობ,რომელიც სულ გინდოდა რომ გყოლოდა.მეც ახლა ვსწავლობ ცოლის გვერდით ცხოვრებას,ახლა ასეთი თუ ვარ,მერე კიდევ უფრო მეტად გავერკვევი და ვეცდები უკეთესი ვიყო.არ მინდა ამ ურთიერთობაში ეჭვები და გაუგებრობა.მე თუ სახლში არ მოვალ,სულ გეცოდინება მიზეზი და სახლისკენ მომავალ გზას განზრახ არასოდეს გადავუხვევ.ასე რისი გეშინია არ ვიცი,მაგრამ ჩემი სიყვარული არ მოგაყენებს ტკივილს,გესმის?-თმაზე ეფერებოდა შეუჩერებლად.-არ გვექნება სხვისი მსგავსი ოჯახი,არც სხვისი ცუდად სალაპარაკო და აუგად მოსახსენიებელი.სულ იგრძნობ ჩემს მხარდაჭერას სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო გაბრაზებული შენზე.ჩხუბსაც გადაგაჩვევ,მილხანებმა რომ გასწავლეს იმ ჩხუბს ზუსტად.არანაირი უნდობლობა არ მინდა ჩვენს შორის.წასვლა გინდა?წადი,დაფიქრდი და გაერკვიე რა გინდა.მერე თუნდაც ვიჩხუბოთ,ამ ოთახს გარეთ ნუ გაიტან და რამდენიმე კვირით შენებთან ნუ გადაიკარგები.მაგის მიზეზს მე შენ არასოდეს მოგცემ და ხალხს ნუ მისცემ იმის უფლებას ჩვენი ურთიერთობა განიხილონ.თუ წახვალ,მერე მართლა ნუ დაბრუნდები.ჩემგან შენ წასასვლელი მიზეზი არ მოგეცემა,შენ თუ შენით გენდომება იცი კარი საითაცაა,მაგრამ მერე ამ სოფლის გზაც დაივიწყე,გესმის? -ასე მარტივად? -მარტივი არაფერი მითქვამს.ოჯახი მარტივი არ არის არასდროს,დიდი ძალისხმევა სჭირდება და შენ ეს უნდა გესმოდეს.მარტო ჩემი ჭიდილით არ აშენდება არაფერი.შენ თუ არ გინდა და ჩემს გაჩაღებულ ცეცხლს შენი მხრიდან კედელი უნდა მოუნგრიო და ქარს ჩააქრობინო რა აზრი აქვს? -განქორწინებას კი არ ვაფორმებ... -წადი რისთვისაც მიდიხარ.იცოდე ეგ უკანასკნელი წასვლაა ამ ოჯახიდან.მაგის მერე თუ იმ მიზეზით წახვალ რა მიზეზითაც ახლა,აღარ დაბრუნდე.-მაინც უმტყუნა ნერვებმა.ფეხზე წამოდგა,ჟაკეტი აიღო და აივანზე გავიდა.მისიც ესმოდა,მაგრამ მთელი ცხოვრება ეჭვებით ვერ იცხოვრებდა.უნდა გადაეწყვიტა მის ცოლს რა უნდოდა რეალურად... თავზე დაათენდათ ის ღამე.იმას შიგნით სტანჯავდა მოუსვენრობა,ამას გარეთ,აივანზე.არადა რა მარტივად შეიძლებოდა ყველაფრის მოგვარება... *** -საით?-ეზოში მიმავალ ძმას გადასძახა ზემოდან. -რავიცი,გავივლი ცოტას.-მხრები აიჩეჩა.-წამოხვალ? -არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-მოდი დაჯექი.-კიბეებზე დაეშვა.-იაპონური ჯოკერი უნდა გეთამაშო. -ჰა? -მიდი,სურვილებზე. -რა მოიგონე ამ დილაუთენია?-სასაცილოდ არ ეყო მისი ნათქვამი. -დაჯექი.-კარტის აჩეხვა დაიწყო.-სურვილები არ განიხილება ოღონდ. -რა სურვილი გაქვს ეგეთი რომ კარტის გარეშე ვერ მითხარი?-აზარტში შევიდა უმცროსი მილხანი. -ჩოხა უნდა ჩაგაცვა. -რას მოიგონებხოლმე.-აიქნია ხელი.-გულია კოზირი. -აი ზუსტად შეეფერება მდგომარეობას.-მთელი ხმით გაეცინა კოსტას.-თუ შენ წააგებ ჩოხას ჩაიცვამ და ჩემთან ერთად წამოხვალ. -სად მიგყავარ? -საიდუმლოა ჯერ. -თუ მე მოვიგებ...არ მინდა არაფერი. -მაინც ვერ მოიგებ,ტყუილად იფიქრებ.-უკვე მეექვსე კარტი წაიღო.-კოზირები. -ჩაწყობას არ კადრულობდი არასდროს,ახლა იკადრე? -კარტის და ღმერთის ერთად ხსენება არ შეიძლება,მაგრამ ზემოდან იყურება და იცის რა კარგი მიზეზი მაქვს სათამაშოდ,ამიტომ მეხმარება.-ღიმილს არ იშორებდა სახიდან.-ეს რამდენით რამდენია? -თავი დამანებე.-აიქნია ხელი.-მომეცი დავარიგო. -როგორ არის მაგდასთან საქმე? -კარგად არის ყველაფერი.მგონი მეჩვევა. -მგონი აღარ უნდა მაგას.-კარტი გაშალა.-ეე ამ უღელში შებმა შენ ნამდვილად გდომებია და ის მართლა მეხმარება.-ზეცისკენ ააპყრო მზერა.ის ხელიც კონსტანტინეს შერჩა.შემდეგი თორნიკეს.კიდევ რამდენიმე ხელი დასჭირდა მოსაგებად,მაგრამ არ იყო პრობლემა.ბოლო ხელში თამაში 28:11 დამთავრდა.ვერ ხვდებოდა თორნიკე ასე რა ახარებდა მის ძმას.ჩოხა რატომ უნდა ჩაეცვა საერთოდ,მაგრამ დაჰყვა მის ნებას.კარადაში დიდიხნის გადანახული ტანსაცმელი მოიძია და გამოეწყო წამსვე. -სოფელში უნდა მამასხარაო?-ნაწყენი იყო თორნიკე.-ამ დილაუთენია რა მოგელანდა? -მაგარ საქმეზე მიმყავხარ,წამოდი.-მასაც გამოუცვლია,მოწესრიგებულა.აივნიდან დასცინოდა ლოლიტა.ვერ იგებდა რა ხდებოდა,მაგრამ რაღაც მახეში რომ აყოფინებდა ძმა თავს ცხადი იყო უკვე.სახლიდან გავიდნენ თუ არა ლოლიტასთან აირბინა მაგდამ.მაკიაჟის გაკეთება დაიწყო და კაბაც მოირგო სხეულზე.ნერვიულობისგან მუხლები უკანკალებდა.დიდი ნახტომი იყო მისთვის.თან ასეთი უჩვეულო.პაატა და ლალი ღიმილით უყურებდნენ ორივეს.აქამდე მხოლოდ სევდა თუ ერეოდა მათ გულებს,ახლა ბედნიერებით იყო სავსე. ნინეც გამოჩნდა პატარა ანგელოზთან ერთად,ანდრონიკე და გიორგი მიუძღვოდათ ეკლესიისკენ ორივეს.მხოლოდ რამდენიმე მეგობარი იყო ეკლესიაში.დიდი არაფერი უნდოდათ.საბა და შალვა ყველაზე მეტად იყვნენ გახარებულები.იმ ოციანმა უკვე დაიდო ბინა მილხანების ეზოში. სადა თეთრი კაბა ეცვა მაგდას.პატარა თაიგული შეეკრათ მისთვის,ასე ლამაზად უმზერდა მანქანიდან გაურკვევლად მომზირალ თორნიკეს.სუნთქვა შეეკრა წამით თითქოს.ძალას აძლევდა ლოლიტას გვერდით ყოფნა,თუმცა ნერვიულობა წამით არ ტოვებდა სხეულს. ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ და როგორც იქნა წინ დაუდგა.გაურკვევლობას მოეცვა უმცროსი მილხანის სხეული.თეთრ კაბაში გამოწყობილ მაგდას წამით ვერ აშორებდა თვალს.იქ ბიჭებსაც არ მოეშორებინათ ღიმილიანი მზერა,თვალს უკრავდა ლოლიტა შორიდან. -თორნიკე...-თითქოს შეაფხიზლა მისმა ხმამ.-თითქოს ისედაც ვგრძნობდი რომ ეს ინებოდა ჩვენი ბოლო,მაგრამ ასე მალე ვერ წარმოვიდგენდი. -მაგდა...-ყელში გაეჩხირა სიტყვები. -მე რომ შენს გვერდით ყოფნა არ მინდოდეს აქ არ ვიდგებოდი.-გაუღიმა მსუბუქად.-მთელი გული მინდა შენი სახლი ჩემი სახლიც იყოს.შენი ჭერი,იყოს ჩემიც და იცავდეს ყველანირი ცუდისგან ჩვენს ოჯახს.მინდა ამ ოჯახის ნაწილი ვიყო,ჭირსა თუ ლხინში და ჩემივე ნებით ვიყო შენთან,თორნიკე.ვიცი რომ გამიფრთხილდები,მეც გავუფრთხილდები ამ ოჯახს და იმ გრძნობას,რომელსაც ჩემს მიმართ განიცდი.იმ გულსაც გაუფრთხილდი,რომელსაც დღეს გაჩუქებ კარგი?-აემღვრა ბოლოს მაინც თვალები.-ეგ გული შენი სიყვარულით ძგერს,თორნიკე...-თითქოს ჭექა-ქუხილივით დაატყდა თავს მაგდას სიტყვები.წამით სამყარომაც შეწყვიტა არსებობა.ვერ იჯერებდა,იმდენად დიდი იყო ემოცია,კედელს დაეყრდნო თავის შესამაგრებლად.თავისი ფეხით მისულიყო მაგდა,თავისივე ნებით ეუბნებოდა რომ უყვარდა.მისი ცოლობა უნდოდა,იმ ოჯახში შესვლა,რომელმაც საკუთარივით მიიღო. -მაგდა...ჩემთან ყოფნა გინდა?-ამოიხრიალა ღონემიხდილმა. -მინდა,თორნიკე.-გაეღიმა ფართედ კაცს.ისეთი ბედნიერი იყო იმ წამს ვერ გადმოსცემდა სიტყვებით.გულზე მიიკრო მომავალი მეუღლე და შუბლზე დაუტოვა სიყვარულით სავსე ამბორი.მეგობრებს გადახედა,ყველა იქ იყო,ვინც სჭირდებოდა. ძმა,რომელიც სულ გულშემატკივრობდა და ლოლიტა...და რომელიც არასდროს ჰყოლია და რომელმაც ამოუვსო ყველანაირი დანაკლისი. -ოციანი სახლში გელოდება.-ბიჭებმაც დაიწყეს თავისებური ხუმრობა.ეკლესიისკენ დაიძრნენ ნელი ნაბიჯით.თავსაბურავი გაუსწორა აწ უკვე მომავალ მეუღლეს და ისე შეიყვანა შიგნით. დაიწყო ცერემონია და ალბათ წლების განმავლობაში ამაზე ლამაზი არაფერი უნახავს სოფელს.სიყვარულით შეერთებული ორი სული და ცრემლები,რომლებიც მხოლოდ ბედნიერებისგან სდიოდათ ქალებს. თავისი ამბავი გაახსენდა ლოლიტას.ძალით რომ იყო ამ ადგილას და ყველანაირი სურვილის გარეშე რომ განაცხადა თანხმობა.თავისი ანია დაუყენეს გვერდით მაგდას.ამდენი ხნის უნახავი მეგობარი.როგორ ძალიან უხაროდა ეს დღე და როგორ მართლა ყველაფერ კარგს მოასწავებდა. ეკლესიის ძველ კედლები სანთლის შუქი მშვიდად ციმციმებდა.საკმევლის სურნელი ჰაერს ავსებდა და გალობის ხმა გარს დასტრიალებდა ყველას. -ღმერთო.-ქმრის ხელს ძლიერად ჩაეჭიდა ნინე.თავბრუ დაეხვა უცაბედად. -ნი.-სახეზე მიეფერა წამსვე.-კარგად ხარ? -ჰო,უცებ სუსტად ვიგრძენი თავი.-გაუღიმა კაცს ნაძალადევად.არადა ახლა ერთი ჭიქა წყლისთვის კაცსაც კი მოკლავდა. -ნი,ფერი არ გადევს.-არ მოეშვა მაინც.-მოდი გარეთ გავიდეთ. -სირცხვილია. -წამოდი.-არ შეისმინა ცოლის საუბარი,მაინც გაიყვანა გარეთ.-აქ დაჯექი.-წყაროსთან მივიდა და ერთჯერად ჭიქაში წყალი ჩამოუსხა.-ეს დალიე. -კარგად ვარ,ძალიან ცხელოდა უბრალოდ.-თავსაბურავი მოიხსნა და სველი ხელი მოისვა კისერზეც. -პატარავ,აბა შემომხედე. -მართლა არაფერია,ნუ ნერვიულობ.-მიეფერა ქმარს.ცოტა მოვიდა კიდეც გონებაზე. -ვერ ვიტან ცუდად რომ ხარ,ხო იცი.-ხელები დაუკოცნა ცოლს.-გინდა ექიმს... -კარგად ვარ.-გაეღიმა მის ქცევაზე.-ჩემს ყოველ ცუდად გახდომაზე ექიმთან თუ წამიყვანე ცხრა თვე მოგიწევს საავადმყოფოში ჯდომა.-ერთიანად გაიყინა ანდრონიკე,აზრზე ვერ მოვიდა რა უთხრა ანერვიულებულს. -ნი... -მამიკოს გაცნობა სხვანაირად უნდოდა,მაგრამ ნერვიულია ძალიან მამა.-ჩაეცინა ნინეს და მუცელზე გადაისვა ხელი.-სახლში მინდოდა თქმა. -ორსულად ხარ?-თვალები ჩაუწითლდა კაცს. -სულ პატარაა ჯერ.-თითებით აჩვენა ზომა.-იქ მართლა ძალიან ცხელოდა. -ნინე...არ გავგიჟდე ახლა ბედნიერებისგან.-ლამის მთელი ხმით იღრიალა ანდრონიკემ.-ვაიმე,მართლა როგორ ძალიან მიყვარხარ!აქ ხარ,მამი?-მუცელზე დაუკაკუნა რამდენჯერმე.-ჩემო სიცოცხლე.-ცოლს აკოცა შუბლზე,საფეთქელზე...აუ ნინე,ჩვენი მეორე შვილი. -ჩშშ...-ტუჩებზე მიაფარა ხელი.-სირცხვილია,თორნიკეს და მაგდას დღეა დღეს. -ჩემი დღეა დღეს,ნინე!ჩვენი დღეა!-მთელი სახე დაუკოცნა მოურიდებლად.-ექიმთან იყავი? -უშენოდ არა.-ქმარს მიეხუტა მკერდზე.-სად გვეჩქარება,ერთად წავიდეთ. -არ დაეტევა თქვენი სიყვარული ამ გულში,ნინე!-თავი მის ყელში ჩარგო კაცმა და თავადაც გაჩუმდა.ცოლის გულისცემას უსმენდა.მკერდზე იკრავდა სხეულს,რომელიც ახლა ორი ადამიანის მაგივრად სუნთქავდა... მალევე დასრულდა ცერემონიაც და ეზოში გამოვიდნენ დანარჩენებიც.თვალებით ჩაეკითხა ლოლიტა ნინეს რა ხდებაო და ანიშნა უკვე ყველაფერი რომ ეთქვა ქმრისთვის.ვერ დაიტია მისმა გულმა ამხელა ემოცია და მაინც გააგებინა სხვებსაც.კოსტას გაუხარდა ძალიან.ჩაიხუტა მეგობარი და კიდევ უფრო ძლიერად ნინე,რომელიც ასე ეძვირფასებოდა.თავადაც როგორ უნდოდა ასეთი ბედნიერი ოჯახი,მაგრამ შორი გზა იყო იქამდე... დიდი სუფრა არ გაუშლიათ,ვიწრო წრეში,მხოლოდ მეგობრები დასხდნენ ეზოში.ხელს არ უშვებდა ცოლს თორნიკე.სადღეგრძელოს სათქმელად ფეხზე თუ დგებოდა,მეორე ხელით ცოლს ეფერებოდა თმაზე,ან მისი ხელი ეკავა.მისნაირი კაცები მართლა იმსახურებდნენ დიდ ოჯახებს... პაატამ ვერ დალია,მაგრამ მათთან ერთად იჯდა სუფრაზე ბოლომდე.ისე ეფერა ოჯახის ახალ რძალს,როგორც საკუთარ შვილს.არც ლალიმ მოაკლო რამე.ისედაც ხომ უყვარდა,მაგრამ ახლა ორმაგად შეუყვარდა,რადგან თორნიკეც გააბედნიერა. გვიან დაიშალნენ.ყველას უხაროდა თორნიკეს ბედნიერება.სოფელში ცუდის მსურველი არ დადიოდა მილხანებისთვის.მხოლოდ ოჯახი დარჩა ისევ.ოჯახი,რომელიც მთელი ცხოვრება ფარად დაუდგებოდა მაგდას. -მადლობა რა.-ვერ მოიფიქრა მეტი ვერაფრის თქმა.-ამ ოჯახის ღირსი რომ ვარ,მართლა ძალიან მიხარია და მე...მე სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად როგორ ძალიან მიხარიხართ ყველა.-ცრემლმაც გაიბრწყინა მის ლოყაზე.-სულ მინდოდა დიდი ოჯახი მქონოდა,მშვიდი და წყნარი...ასეთია აქ და მინდა აქ იყოს ჩემი ბინაც სულ...ლოლიტა მადლობა ყველა რჩევისთვის,რომელიც მოგიცია...კოსტა,მადლობა საწოლი რომ დამითმე იმ ღამით და გვერდში ძმასავით დამიდექი.ლალი და პაატა...მადლობა იმისთვის რომ გამიგეთ და დამეხმარეთ ყველანაირად სწორი გადაწყვეტილება მიმეღო...ანია...იმდენხანს ისმენდი ჩემს უწწუნს თორნიკეზე აუცილებლად გეკუთვნის მედალი.-სიცილით გადახედა მეგობარს.-და შენ,აწ უკვე ჩემო მეუღლე.-თორნიკეს შეაციცინდა თვალებში.-მადლობა რომ მომიტაცე რა.-გააცინა საერთოდ ყველა სუფრაზე.-შენ რომ არა მე ძალიან ცუდი ბედი მექნებოდა და ვერასოდეს ვიგრძნობდი თავს სახლში.მადლობა... ასეთი იყო მილხანების ოჯახი სრული შემადგენლობით.ბედნიერებას ასხივებდა ყველა და ამავდროულად გადამკვდარი იყო ყველა ერთმანეთზე.ძლიერი იყო ერთიანი ოჯახი მაშინ,როცა ყველა ერთმანეთზე ზრუნავდა და წინ ედგა გასაჭირის დროს.ლამაზი სანახავი იყო ძალიან,ისეთი რომ მათი ოჯახის ნაწილად ყოფნას მოგანდომებდა... *** ოთახში შესულს პატარა სამგზავრო ჩანთა დახვდა უკვე ჩალაგებული.ოთახის კუთხეში დაეტოვებინა და ნახატებს არჩევდა წასაღებად.უცნაური აურა ტრიალებდა ოთახში.თან ძალიან მძიმე იყო და თან ძალიან მსუბუქი.არაფერი უთქვამს ისე შევიდა სააბაზანოში და კარი ხმაურით დახურა.სარკის წინ დადგა,საშინლად იყო გაბრაზებული,მაგრამ თავს ერეოდა.ჰო,ესმოდა რომ გასული ექვსი წელი არ იყო მარტივი და ამიტომ იქცეოდა ასე,მაგრამ ხომ ცდილობდა გამოსწორებას?თითქოს არაფერი იცვლებოდა მაინც... შხაპი მიიღო,წვერიც შეისწორა და უკვე დასაძინებლად გამზადებული აივანზე აპირებდა გასვლას ცოლის ხმამ რომ შეაჩერა. -არ დამელაპარაკები? -რა გინდა რომ გითხრა?-ამოიოხრა კაცმა.მართლაც რა უნდა ეთქვა? -არ ვიცი,ნუ მეტყვი თუ გინდა ნურაფერს,მაგრამ ნუ გაიქცევი. -მოსაწევად გავდივარ,გასაქცევად გამზადებული აქ შენ ხარ,ლოლიტა. -დედასთან მივდივარ უბრალოდ. -უბრალოდ არ მიდიხარ.-მწარედ ჩაეცინა.-რის იმედად მიდიხარ იქ?-მთელი სხეულით მოტრიალდა მისკენ.-გგონია დედას დაელაპარაკები და მხარს დაგიჭერს ოჯახი დაანგრიეო?რატომ უკეთებ საკუთარ თავს ამას?რატომ მიახლოვდები და მერე რატომღა გარბიხარ? -არ გავრბივარ. -რატომ მოხვედი ასე ახლოს,თუ მაინც წასვლა გინდოდა? -არ მინდა წასვლა,მაგრამ არ არის ასეთი მარტივი.-საწოლზე ჩამოჯდა ღონემიხდილი.-დაფიქრება მჭირდება. -რისთვის?-გულწრფელად აინტერესებდა. -რომ ვიცოდე რა მინდა რეალურად. -ისედაც მშვენივრად იცი.-თითქოს ღიმილიც კი შეამჩნია კაცის ტუჩებს.-შენ ჩემი ტკივილი საკუთარზე მეტად რომ გეტკინა მაშინ უნდა მიმხვდარიყავი რაც გინდა.ისედაც იცი წასვლა რომ არ გინდა,უბრალოდ ჩემგან ელოდები სიტყვებს რომ გაგაჩერო.დაძალებული ოჯახი არ მინდა,ლოლიტა!არც ადრე მინდოდა,არც ახლა.მინდა ყველაფერი რაც გვექნება შენი სურვილი იყოს,ისევე როგორც ის ღამე,რომელიც ჩემს გვერდით გაატარე. -ნორმალურია თუ მაინც მეშინია?-ჩაეკითხა ქმარს.სკამი აიღო და მის პირისპირ ჩამოჯდა ზუსტად. -იმდენ ცუდს უყურე ირგვლივ,ნორმალურია.-მშვიდად ჩაილაპარაკა.-მეც მეშინია ბევრი რამის,ლოლიტა. -მაგალითად? -გული რომ არ გატკინო უნებურად.მე არ მინდა ცუდი ქმარი ვიყო შენთვის,არ მინდა ჩემთან ერთად მომავალმა შეგაშინოს.მე თუ შენ ერთხელ მაინც გაგრძნობინებ თავს ცუდად,მერე მომიწევს მთელი ცხოვრება ამის საზღაური ვიხადო.2-3 თვე ვერ გადაწონის იმ ექვს წელს,ვიცი,მაგრამ რამდენი ექვსი წელი გვაქვს წინ იაზრებ? -მე... -შენ გექნება ყველაფერი,რაზეც ოცნებობდი და რაც შემეძლება შენთვის.ის ექვსი წელი რომ წავშალო შენი გონებიდან მე დიდი დრო დამჭირდება,ვიცი,მაგრამ მზად ვარ ამისთვისაც.ეს თვალები ხომ დაგიბრუნე.-აკოცა სათითაოდ ორივეზე.-ეს მწვანე თვალები მე რომ ასე ძალიან მიყვარს...-ტუჩის კუთხესთანაც აკოცა ძალიან თბილად.-ნელ-ნელა გავაქრობ ყველა იმ ტკივილს,რომელიც ამ გვარმა მოგიტანა.რისი გეშინია,მითხარი აბა.ყველა ეჭვი გავაქარწყლოთ ერთად.-ჩახედა მის ცრემლიან თვალებს.-სიყვარულის? -მაგისიც. -იმის უფრო გეშინია ვაიდა არ მიყვარდე?-ბაგე წრფელმა ღიმილმა გაუპო.-ახლაც პირველივე დღესავით მახსოვს როგორ მომიღერე ყავის ფინჯანი და როგორი გაგიჟებული სახით მიყურებდი იმ კუთხიდან.-ხელით ანიშნა.-ახლაც მახსოვს როგორ აგატირა მაშინ ჩემმა გვარმა და როგორ დაგჩაგრა შენმა.ისევ მახსოვს ეკლესიაში ჩემს უკან რომ დაიმალე,ოღონდ მამაშენი არ მომეშვა ახლოს,პირველი ცრემლიც არ დამვიწყებია,რომელიც ჩემს გამო დაღვარე.აი აქ...-მკერდზე მიიდო ხელი.-იცი როგორ წმინდად მაქვს მე შენახული შენი ცრემლები?შენ რომ ჩემს გვერდით ყოფნა გაბედო,იცი როგორ შეიცვლება ყველაფერი?მე შემეძლება უფრო ძლიერი ვიყო შენთვის,ჩვენი ოჯახისთვის და შვილებისთვის.ჰო,შვილები გვეყოლება,მერე და როცა მზად იქნები.-ორივე ხელი დაუკოცნა.-ტყუილად გეშინია შენ,რადგან შენი სიყვარულის ლამპარი დიდიხანია ანთია ჩემს გულში.არ ვიცი რა იყო მანამდე,მაგრამ მგონი დაბრუნებამდე აინთო და იმის მერე აღარ განელებულა.-თვალებიდან გადმოღვრილი სითხე უმალ შეუმშრალა.-მე მეშინოდეს შენი უსიყვარულობის,ლოლიტა?ვერ დავიმსახურე,რომ... -გაჩუმდი.-ტუჩებზე მიეფერა თითებით კაცს.-ნუ ამბობ... -ვიმსახურებ შენს სიყვარულს?-თვალს არ აცილებდა ცოლს. -შენზე მეტად არცერთი კაცი არ იმსახურებს იმას,რასაც შენს მიმართ განვიცდი.-ფრთხილად შეეხო კაცის ბაგეები მისას.ყველაზე ბედნიერი იყო ამ სიტყვების მოსმენისას მილხანი.გრძნობდა ჰყავდა ოჯახი,რომელიც არასოდეს დაეთმობოდა.მთელი გრძნობით დაუკოცნა ტუჩები,ყელი,ლავიწები...მონატრებულიც კი ჰყავდა მეუღლე,მიუხდავად იმისა,რომ სულ გვერდით იყო.ფრთხილად გაათავისუფლა სამოსისგან,შიშველ გულ-მკერდზე აიკრო და საწოლზე გადააწვინა.თითოეული მისი შეხება მალამოდ ედებოდა სხეულზე.მისი მზერა,რომელიც მხოლოდ სიყვარულით იყო გაჟღენთილი...ბრაზი გამქრალიყო სადღაც,მხოლოდ მისი ნათელი მწვანეები დარჩენილიყვნენ ირგვლივ. -ერთი სიცოცხლე არ მეყოფა შენი სიყვარულისთვის,ლოლიტა.-ყურთან უჩურჩულა საყვარელ ქალს და მისი ფერება განაგრძო.მშვიდ ღამეებს დაეჩვია სოფელი,თითქოს ამინდსაც გაუქარვებია ყველა დარდი... -წამოხვალ ჩემებთან?-მაინც ვერ მოითმინა და ჩაეკითხა ქმარს. -არა. -რატომ? -მშობლების ნახვა უჩემოდაც შეგიძლია,თან მინდა განიტვირთო ცოტა,მაგრამ ზაურა ნერვებს თუ მოგიშლის დამირეკე და წამოგიყვან.-წრეებს ხაზავდა მის ზურგზე კაცი.კოცნის კვალსაც უტოვებდა იმ წრეებს შორის. -ვერ მომიშლის.გამოცდაზე არ გამომყვები? -როგორ არ გამოგყვები,წინა დღით ჩამოვალ და წამოგიყვან. -კოსტა... -გისმენ. -იქით როგორ გაძლებ შენ?დედაშენი და მამაშენი აქ რომ იქნებიან... -ცოლი მეყოლება სამაგიეროდ იქით და გამაძლებინებს.-ფრთხილად გადაუწია სახიდან თმა.-სულ გვერდით მეყოლები.თან ზაფხულობით ჩამოვალთ აქაც. -მერე დავბრუნდეთ.-მოროშა გაუაზრებლად,თუმცა კარგად ჰქონდა ნაფიქრი ისედაც. -სად? -რომ დავამთავრებ,მერე ჩამოვიდეთ ისევ აქეთ და აქ ვიცხოვროთ. -მაგაზე მერე.ნახატები დატოვე,მე ჩამოვიტან ყველაფერს,შენ ხომ არ ატარებ. -მადლობა... -ნუ მეუბნები,როცა ვალდებული ვარ ამ ყველაფერზე.-ლოყაზეც მიაკრო ცხელი ტუჩები და მკლავებში მოიქცია საყვარელი ქალი.-ნეტავ უფრო ადრე დავბრუნებულიყავი.-სინანული გაისმა კაცის ხმაში. -აი მაშინ,მე მართლა ცხრამეტის რომ ვიყავი.-ფიქრებს მიეცა ლოლიტა. -გამოვასწორებ,მართლა.-შეუჩერებლად ეფერებოდა თმაზე.-დილით 9-ზე გადის ონიდან ბორჯომისკენ მარშუტკა,ადრე მოგიწევს ადგომა.იქამდე ჩაგიყვან მე. -დაფიქრდი დილამდე,იქნებ წამოსვლა გინდა. -მინდა,მაგრამ არ წამოვალ.მერე სხვა დროს. -კარგი.-აღარაფერი უთქვამს,საშინელ დაღლილობას გრძნობდა სხეულში,ამიტომ დროს მიენდო დათვალები დახუჭა.მშვიდი ძილით ეძინა იმ ღამით რაჭას... *** ისე ეძინებოდა ლამის გადაიფიქრა კიდეც წასვლა.ვერ ელეოდა ქმრის იმ მზერას,გუშინდელი ღამის მერე მხოლოდ სიყვარულს რომ ხედავდა.მისგან ნათქვამი ეს სიტყვები,სხვა ნებისმიერი კაცისას ერჩივნა.იქნებ ღირდა კიდეც მისი ექვს წლიანი ტანჯვა ამად? ავტოსადგურზე მკერდზე რომ მიეკრა მაშინ მიხვდა რამდენად რთული იქნებოდა მისგან შორს ყოფნა.თუნდაც გონებაში რომ გაევლო მისი წასვლა,ალბათ მოკვდებოდა მეორე დღესვე,როცა ეცოდინებოდა კოსტა აღარ ელოდებოდა სახლში.სად აღარ წასულა,რამდენი დღე გაუტარებია რაჭისგან შორს,მაგრამ ასეთი რთული არ იყო არცერთი.მანქანაზე მიყრდნობილ ქმარს უმზერდა ფანჯრიდან.ქმარს,რომელსაც მისი ყველა ტკივილი და შიში უსიტყვოდ ესმოდა და აგვარებდა ყველაფერს.კოსტას კარგი ქმრობა ისედაც არავის უნდა გაჰკვირვებოდა.ისეთი ოჯახის შვილი იყო,ისეთი მშობლები ჰყავდა,მისგან ცუდი უნდა გაგიკვირდეთ მხოლოდ... ისე ჰყავდა დედა მონატრებული,თითქოს საუკუნე იყო გასული.მიეხუტა ქალს,დასაც გადაუსვა თავზე ხელი.სტუმრიანობა ჰქონდა სახლში.მათი დღეობა იყო ხვალ და ვერ იცლიდა მოსასვენებლად ვერავინ.პატარა თამროს დაატარებდა ეზოში,ისეთი საყვარელი იყო გარინდული იყო მის მკლავებში და აქა-იქ წაიმღერებდა მხოლოდ მაღალ ნოტებზე. -დედამ მითხრა წასული იყო სახლიდანო.-ჩამოჯდა ნანას გვერდით.ჰამაკში ჩააწვინა მძინარე გოგონა. -ჰო,ფიქრი მჭირდებოდა ბევრ რამეზე. -როგორ მოგვარდით?რიგზზეა ყველაფერი? -ახლა კი,სულ სხვანაირ გიგილოს ვუყურებ ახლა.-ღიმილით ამოილაპარაკა.-თან მეორეს ველოდები,არ მინდა უმამოდ გაიზარდონ ჩემი შვილები. -არა,რას ამბობ.-რამდენჯერმე მიაკაკუნა ხეზე.-მთავარია ყველაფერი კარგად არის. -შენი ქმრის გამო წავედი. -რა?-თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან. -ვაიმე,ცუდად გამომივიდა.-გაეცინა.-მაშინ შენი ქმარი რომ დამეხმარა ბავშვთან,სხვანაირი იყო ძალიან და მინდოდა ჩემი გიგილო მდგარიყო მის ადგილას და ის დამხმარებოდა.იმ წამს ვიგრძენი როგორ მიჭერდა ყელში ყველაფერი და შემშურდა შენი იცი? -ჩემი? -დიახ,შენი.-ცივად გაეღიმა.-ვიცოდი შენ არასოდეს მოგიწევდა ქმართან იმ ელემენტარულზე საუბარი,რაზეც მე მომიწია იმ ღამით.კაცი დამიდგა გვერდით,რომელმაც მამობა არ იცის რა არის.არადა როგორ ძალიან იმსახურებს...მაგიტომ გავბრაზდი და გავიქეცი. -ჰო,კოსტა სხვანაირია.-გაეღიმა ქმარზე საუბრისას. -არ აპირებთ თქვენ? -ჯერ...ჯერ არ ვიცი,არ გვეჩქარება. -შენ არ გეჩქარება,ის დიდია უკვე.30 წლის კაცს შვილი არ ჰყავს.შენ კიდევ 8 წელი გაკლია იქამდე და სულ გეგონება რომ ადრეა,მაგრამ მას? -ისე ამბობ თითქოს მოხუცი იყოს. -არასწორად ნუ გამიგებ,ჩემი საქმე არც არის.-თავი იმართლა.-უბრალოდ ბავშვს მშობლები ახალგაზრდად სჭირდება,მერე გვერდში რომ დაუდგნენ და არაფერი გაუჭირვონ სანამ ფეხზე დადგება.შენ რა გინდა პატივს რომ სცემს ექვსი წელია კი ვიცი,იმას რა უნდა რატომ არ ითვალისწინებ? -ნანა ჩემო კარგო.-მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.-შვილების გაჩენას რომ გადავწყვეტ,გაზრდაც უნდა შემეძლოს მათი.ამ ეტაპზე სასწავლებლის პარალელურად ვერ ვიზამ.ჩემი ქმარი მოიცდის კიდევ 4 წელს. -ჰო,შენი ნებაა ისედაც.-აშკარად არ ესიამოვნა პასუხი.-წავალ მე,ბავშვსაც დავაწვენ,თან ხაჭაპური დამრჩა გასაკეთებელი. -გადმოიარე ხვალ.-გაუღიმა ქალს.სევდა ერია ამ ღიმილს უკან და ვერ ამოეკითხა ნანას უბრალოდ. -აუცილებლად.-თამრო მკლავებში მოიქცია და ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას სახლამდე... *** არ მოასვენეს მილხანი მაინც.ხან თორნიკე დაადგებოდა თავზე,ხანაც ლალი.სიცილით სცემდა ორივეს პასუხს,მაგრამ თავზე წამომდგარ მამას ვეღარ გაუბედა გაცინება. -რატომ გაუშვი ცოლი მარტო?-სუსხიანი ხმა ჰქონდა პაატას. -ჩემი ცოლი მშობლების სანახავად მარტო რომ წავიდეს არ შეიძლება?-კითხვითვე უპასუხა კაცს. -ჩაგეყვანა შენ და უკან დაბრუნებულიყავი,ან საერთოდ გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე რატომ გაიქცა,გააბრაზე? -ბოლოს ყველაფერი ისევ ჩემი ბრალია არა?-სასაცილოდ არ ეყო მამის შეკითხვა.-არ გამიბრაზებია,დედის სანახავად წავიდა,თან დღეობა აქვთ სოფელში. -მერე სუფრასთან დასასმელი კაცი არა ხარ თუ აქ რა გინდა? -მამა.-არც ის მოერიდა ტონის შეცვლას.-დედაჩემი არ წასულ... -არა,უჩემოდ არა!იქ ნერვებს უშლიდნენ და მარტოს არ ვუშვებდი არასდროს.შენს ცოლს არ მოუშლის პაპა ნერვებს? -ლოლიტას გრძელ ენაზე ლეგენდები დადის სოფელში,მიხედავს თავის თავს. -თავს კი მიხედავს.-ამოიგმინა კაცმა.-მაგრამ მე მედარდება. -რა გედარდება მამაჩემო? -რატომ წავიდა? -ხომ გითხარი... -გავიგე რაც მითხარი.-ხელის აწევით გააწყვეტინა ლაპარაკი.-გვერდში დაუდექი ყველანაირად,დაეხმარე ყველაფერში რაც ენდომება.გაიგე მაგისი სურვილები და გაითვალისწინე ყოველთვის. -შენი აზრით რას ვაკეთებ?-გაბრაზებულმა გადახედა კაცს.-გგონია ვაძალებ რამეს და ვცდილობ ჩემს ჭკუაზე ვატარო?ეგეც ისეთია ვინმეს რამეს დააძალებინებს. -ხომ მოგვარდით? -მამა,ექვსი წელი ხომ გქონდათ ჩემი და ჩემი ცოლის ურთიერთობა განსახილველი?-ვეღარ მოთოკა თავი.-ახლა გეყოთ უკვე.თავად მივხედავ ცოლს და ამ ურთიერთობასაც.აღარავისი განსახილველი აღარ არის.ჩემი ცოლი სად წავა,რატომ წავა და ვისთან ერთად,არც ეგ ეკითხება არავის.თუ მოუნდება ზაფხულის ბოლომდე ტაბაწყურში იქნება,პრობლემაა? -შენ გექნება პრობლემა,თორემ მე არანაირი შვილო.-ჩაეღიმა კაცს.-ერთს გეტყვი მხოლოდ,ორმოცზეც არ გააკარო ცეზო ახლოს და ბავშვთა სახლში რომ დადიოდა,შენ გაყევიხოლმე იქაც. -რამის თქმა გინდა და ვერ მეუბნები? -მხოლოდ კარგი მინდა შენთვის,სხვა არაფერი.-მშვიდად ჩაილაპარაკა.-წავალ დავწვები,მალე ვიღლები ამ ბოლო დროს.-იცრუა ურცხვად და ზურგი აქცია შვილს.ნამდვილად არასოდეს არავის ეტყოდა რომ ცეზოსთან საუბრის მერე გახდა ცუდად. საფიქრალი დაემატა მილხანს.თვალები მილულა და მისი დაბრუნებიდან დღემდე მომხდარს გადაავლო თვალი.ყველაფერი როგორ უცნაურად აეწყო.ნამდვილად არ ელოდა ამდენ თავგადასავალს,მაგრამ მისი ცოლის გამო მართლა ყველაფერი ღირდა... *** სუფრა გაიშალა ტაბაწყურში არსებულ ყველა ოჯახში.ცხვარი დაკლა ზოგმა,ზოგმაც მამალი.ისევ წელში გაწყდნენ ქალები,კაცები პირველები დასხდნენ სუფრასთან და კერძების მალე დამატებას ითხოვდნენ.გრილი საღამო დამდგარა.მზესაც მიემალა სხივები ტბის სიღრმეში.ზურას რომ სუფრის გაშლა უნდოდა სახლში,გიგილომ მხოლოდ ეზოში დაადგმევინა მაგიდა.პატარა თამროც თვითონ ეკავა სუფრაზე მჯდომს და ცოლს არ აშორებდა მზერას. ჰო,ალბათ იტყვით რანაირადო,მაგრამ ასე იყო.გიგილოსთვის სამყარო მაშინ ამოტრიალდა ნანამ მისგან წასვლა რომ შეძლო და ახლა როცა ისევ გვერდით დაიგულა მისი გულისთვის არაფერზე იყო უკან დამხევი. ჯერ მხოლოდ ლოლიტას ოჯახის წევრები ისხდნენ სუფრასთან.ლამის წელში გაწყვიტეს გოგონა იმდენი რამ მოამზადეს.ბაბუას ტელევიზორის წინ დივანზე გაეშალა ფეხები და ყავას ითხოვდა შეუჩერებლად.ალბათ ერთ დღეს თაგვის წამალს ჩაუყრიდა კაცს შიგნით... -გამომართვი.-უხეშად დაუდო მაგიდაზე ფინჯანი. -მობრუნდი აბა.-არ დააცადა ოთახიდან გასვლა.-შენ რა არის,რას მებღვირები? -ყავა მინდაო და მოგიტანე,მეტი რა გინდა?-მოთმინება არ ეყო მასთან სასაუბროდ. -მერე ესე უნდა დამიხეთქო?-წამოიწია მთელი სხეულით. -დაღლილი ვარ თუ მიხვდები კარგია! -ერთი პატარა სუფრა გაშალა და დაიღალა.-ამოილაპარაკა ღვარძლიანი ხმით.-შენ ძალიან ხომ არ დაეჩვიე აქეთ სიარულს ისე?ქმარს ხომ არ ტოვებ? -შენ რა ძალიან დამღალე ჩემს ოჯახზე საუბრით,შენი არ გყოფნის?-ენას უბრუნებდა გაცეცხლებული. -არ იფიქრო ეგეთი სისულელე იცოდე!-ტონს აუწია კაცმა.-აქ ვერ მობრუნდები,დაიკეტება ამ სახლის კარი. -ვატყობ შენთვის აფიცრულიც მალე ჩაირაზება,დრო აღარ გაქვს? -ლოლიტა!-დედამ გამოხედა სამზარეულოდან. -ტყუილს ვამბობ?-ავად ჩაეცინა.-ყავა თუ გინდა დალიე. -აი ამ ჯოხით გაგიხეთქავ ახლა თავს!-მთელი სხეულით წამოიწია კაცი და ჯოხისკენ გაიწია,მაგრამ დაასწრო გოგონამ. -ყავა არ სდომებია პაპაჩემს!-ფინჯანი ხელში მოიქცია და ღია ფანჯრისკენ გაისროლა მთელი ძალით. -რას აკეთებ შვილო?-გაოგნდა ქალი. -შენ ახლა ზედმეტები ხომ არ მოგდის? -ზედმეტებს გაჩვენებ ახლა შენ!-მთელი ხმით დაუყვირა კაცს და ჯოხიც დაუკაკუნა მაგიდაზე.-არაფერს რომ არ წარმოადგენ,ხვდები?ერთხელ გაგიტარეთ და წამოგვაჯექი თავზე!აწი ყავა რომ მოგინდება თავად მოიმზადე მოხუცო,მე ყელში ამომიხვედი უკვე! -ახლა ისეთს შემოგკრავ! -ვერც შემომკრავ და პირსაც აღარ გააღებ ჩემი მისამართით,გაიგე?-აგრძელებდა მაგიდაზე ჯოხის კაკუნს.-თორემ გაგაგებინებ იმ რაჭაში მილხანების ოჯახმა როგორ გამაფრენინა! -გამოდი აქეთ.-მკლავზე ჩაავლო დედამ ხელი.-მე გაგიკეთებ ყავას. -არაფერს არ გაუკეთებ,იცოდე ყველა ყავის ჭიქას დავამტვრევ!-არც დედას დაუთმო ამჯერად.-მადლობის მაგიერი ხარ ამხელა კაცი?გაჭმევენ,გასმევენ...რადგან არ გინდა კარგი,აღარაფერი გექნება აწი ჩემგან!-ჯოხიც მოისროლა ოთახის მეორე ბოლოში და ლამის სირბილით გავარდა ეზოში... -მე გეუბნები.-თითი დაუქნია ციალას კაცმა.-ამ გოგოს რამე უთხარი,თორე ქმარიც ვერ უშველის ისე გავიფენ! -ყავას დალევ? -რა ყავას ქალო?-აფრენს ის.შემოვა და აგვაყირავებს სახლიანად.-ხელი აიქნია და ოთახის ბოლოდან ჯოხი აიღო.-დაელაპარაკე სახლში მობრუნება არ გაიფიქროს,აქ ვერ მობრუნდება.-არ მოისვენა მაინც კაცმა.ჯოხს დაეყრდნო და კარს მიღმა გაუჩინარდა... მალევე მოვიდა შოთაც,რამდენიმე მეგობარი მოიყვანა და სუფრასთან დასვა.იცნო ყველა მათგანი ლოლიტამ.სუფრაზე ლექსს რომ ამბობდა და თითო ლარს რომ ჩაუდებდნენ ჯიბეში,პერაშკი იყიდეო.მაშინ უხაროდა მათი მოსვლა,ახლა უბღვერდა საერთოდ და ლილე რომ არა არც შეწყვეტდა ასე ყურებას. -სახე გაასწორე.-ფეხი მიარტყა უცაბედად. -მაღიზიანებენ.-ჩუმად გადაულაპარაკა და უკვე მეასედ მოსმენილ ომის ხუმრობაზე ხმამაღლა გადაიხარხარა. -აი ძვირფასი მეზობლებიც მოვიდნენ!-ხელები გაშალა კაცმა.გიგილო შემოეგება,ხუთიანი ჩაახუტა კაცს. -თქვენი ღვინისაა? -ხო დაგპირდი ბიძაჩემო.-ჩაეცინა ბიჭს. -ამას ლილეს ქორწილში გავხსნი.-ლამის დაიხრჩო ხველებისგან გოგონა.-რაიყო?როცა დრო გექნება მერე,კი არ გათხოვებ.-გაეცინა შვილის რეაქციაზე. -ნუ უსმენ ამათ.-ფეხზე მიეფერა გოგონას. -ჩვენს სალოცავებს გაუმარჯოს,გვფარავდეს მათი მადლი და ძალა.-ჭიქების ბრახუნმა გამოიყვანა ფიქრებიდან გოგონა.უხალისოდ გადახედა ისევ ყველაფერს.ნეტა მისი ქმარი აქ ყოფილიყო ახლა და არ მიეცა მისთვის საბაბი დაეჭვებულიყო უნდოდა თუ არა ცოლს მის გვერდით ყოფნა. -ჩემს ლოლიტას გაუმარჯოს.-ფეხზე წამოდგა კაცი.-ზეგ გამოცდა აქვს,სასწავლებელში უნდა წავიდეს და უფალმა გადმოხედოს ამ სუფრის მადლით.სტუდენტადაც მეხილოს ამისი თავი. -ამინ.-პირჯვარი გადაიწერა ზურამ.დანარჩენებიც შეუერთდნენ და ჭიქები გამოცალეს.-რომელზე მიდიხარ? -ათ საათზე იქ უნდა ვიყო. -თერთმეტისკენ მეც საქმე მაქვს,მე წაგიყვან.დილით ექვსის ნახევარზე რომ გავიდეთ,იდეალურ დროს ჩავალთ და იქ მიგიყვან,სადაც გჭირდება. -არ არის საჭირო.-გაეღიმა უხერხულად.-კოსტა ჩამოვა და წამიყვანს. -აი რისთვის უნდა ატარო ეგ ბიჭი.-აიქნია ხელი.-მაინც ხომ მივდივარ,ამდენი წელია თან არ გვინახავს ნორმალურად ერთმანეთი,ბავშვობა გავიხსენოთ. -გაყევი გოგო,მერე რა მოხდა.-ჩაერია შოთაც.-წაგიყვანოს,შენს ქმარს რა იცი რა საქმე აქვს და ტყუილად უნდა გაწვალდეს. -მიდი რა,წაგიყვან. -კარგი.-ვეღარაფერი მოიფიქრა რომ ეთქვა.ქმრისთვის ერიდებოდა ყველაზე მეტად ამ ამბის თქმა,მაგრამ რაღას იზამდა? მალევე შევიდა ოთახში კოსტასთვის რომ დაერეკა,იცოდა ხვალ სამსახურის მერე უნდა წამოსულიყო.დაღლილი იქნებოდა და გზა უნდა დაეგრძელებინა ტყუილად,მაგრამ კოსტას სულ არ ადარდებდა,უბრალოდ უნდოდა მეუღლის გვერდით ყოფილიყო. -გისმენ.-გაისმა მობილურს მიღმა მილხანის ხმაც. -როგორ ხარ? -დაღლილი,შენ როგორ ხარ?-საწოლის ჭრაჭუნის ხმაც გაისმა.საერთოდ აღარ ჰქონდა ენერგია ხმაზე ეტყობოდა. -კარგად ვარ.სახლში ხო ყველა კარგადაა? -კარგად არიან,ლოლიტა.-ჩაეღიმა კაცს.-დღეში იმდენჯერ კითხულობ ამათ გარეშე როგორ იცხოვრებ მე არ ვიცი. -მომენატრებიან ძალიან.-სევდიანად ამოილაპარაკა.-ხვალ მოდიხარ? -დილით რაღაც საქმეები მაქვს და სადღაც პირველისკენ წამოვალ,რამე გინდა? -კოსტა... -მითხარი. -არ ჩამოხვიდე აქ,თბილისში წადი პირდაპირ. -ვერ გავიგე?-საწოლიდან წამოიწია. -არა თუ გინდა ჩამოდი,მაგრამ არ ვიცი,უხერხულია. -რა არის უხერხული? -ზურამ მითხრა წაგიყვანო.სუფრაზე თქვა,მამაჩემიც აჰყვა და უარი ვერ ვუთხარი.-დამნაშავესავით ამოილაპარაკა. -ზურა?ის ზურა? -სხვა ზურაც იცი? -ჩემს გაგიჟებას ცდილობ?-ნერვიულად ჩაეცინა.-სპეციალურად აკეთებ? -ხომ იცი,რომ... -შენგან ვიცი,მაგისგან არა!-მძიმედ ამოთქვა.-რატომ გადაწყვიტა რომ ჩემს ცოლს სხვისი პატრონობა და ყურადღება სჭირდება? -კოსტა გთხოვ... -სანამ დარეკავდი ორი წუთით მაინც დაფიქრდი იმაზე რას მეუბნებოდი?-ნაწყენი იყო თვითონაც მილხანი. -ისედაც დაღლილი ხარ,ლამის ათი საათი მოგიწევს ტარება და შემეცოდე. -და რა გეგონა წუწუნს დავიწყებდი ვაიმე როგორ დავიღალე და რატომ გადავწყვიტე ჩემს ცოლს გამოცდაზე გავყოლოდი-მეთქი?-ბრაზმა მოიცვა მთლიანად მისი სხეული. -ეგ არც მიფიქრია,უბრალოდ... -უარის თქმა ეგრე გეძნელებოდა?იმაზე აღარაფერს ვამბობ ჩემი მანდ წამოსვლა რომ არ გინდოდა თავიდან. -ეგრე არ არის,მართლა და... -თბილისში წავალ პირდაპირ,იქ დაგელოდებით შენ და ზურას!-მისი საელი გამოკვეთილად წარმოთქვა.-დაღლილი ვარ,ლოლიტა.დაძინებას ვაპირებ, ღამემშვიდობისა.-მოუჭრა მოკლედ და ზარი დაასრულა. მეორე დღეს მართლა წავიდა თბილისში.საოჯახო სასტუმროში აიღო ნომერი და ცოტა დაისვენა კიდეც.მიუხედავად იმისა თუ როგორი გაბრაზებული იყო და ნაწყენი იყო მეუღლეზე მაინც დაურეკა დაძინებამდე და მოიკითხა,არ უნდოდა ახლა მისი ანერვიულება.დილით ადრე უნდა ამდგარიყო თან,კოსტა დაპირდა მეც დაგირეკავ და შეგაფხიზლებო და ცოტა გულზე მოეშვა.იცოდა სასაუბრო ექნებოდათ აუცილებლად,მაგრამ მთავარი იყო ახლა მის გვერდით იდგა... *** დილაუთენია დაურეკა ცოლს იმის გასარკვევად ხომ ეღვიძა,რამე ხომ არ ავიწყდებოდა.მარტო ლოლიტასთვის არა,კოსტასთვისაც მნიშვნელოვანი დღე იყო,რადგან ცოლს ოცნების ასრულებაში ეხმარებოდა.დიდიხანია გაიაზრა რომ ხმაურიანი ქალაქები არ უყვარდა,სიმშვიდე და მთის გრილი სიო ერჩივნა,მაგრამ მაგასაც აიტანდა მისი ხათრით.წყალი გადაივლო,მოწესრიგდა და მოთმინებით დაელოდა როდის აჩვენებდა საათი ცხრას სახლიდან რომ გასულიყო.ცოლსაც იქ დაელოდებოდა. -დაურეკე დედი კიდევ.-ვერ მოითმინა ქალმა.-სძინავს ალბათ. -თვითონაც საქმე ჰქონდა,არამგონია.-თავი გააქნია უარის ნიშნად. -მოვიდოდა აქამდე,ექვსს ოცი აკლია უკვე,ნახევარიო არ გითხრა? -მოდის იქნებ.-მხრები აიჩეჩა. -გადავალ მე.-ჩაერია შოთა.-გავაღვიძებ თუ სძინავს.აბა რისთვის დაგპირდა.-ნერვები ჰქონდა მოშლილი კაცს.შვილის ნერვიულობა გადაედო მასაც. -წყნარად დაელაპარაკე.-დააწია კაცს სიტყვები და შვილს მიეფერა.-გადავა ახლა დედი და გაარკვევს. -იმედია კარგად არის და ჩაეძინა უბრალოდ. -არაფერია დედი,სამი საათი გინდათ და მოასწრებ.-გასამხნევებლად სხვა ვერაფერი მოიფიქრა ქალმა.-მიდი გადაამოწმე ხომ გაქვს შენ ყველაფერი. -მილიონჯერ შეამოწმებინე უკვე.-ლილემ გამოყო სამზარეულოდან თავი.-შეეშვი. -რა ვიცი,გეჭამა რამე შვილო. -დედა მეჩქარება,ხომ მიმაქვს გზისთვის.-ამოილაპარაკა უკმაყოფილოდ.ლამის საუკუნედ გაიწელა ის 15 წუთი,რომელიც შოთამ ზურასთან გადასვლას და უკან გადმოსვლას მოანდომა.გაბრაზებული იყო,უმისამართოდ იგინებოდა და ხელებს იქნევდა ჰაერში.მიხვდა არ იყო კარგი ამბავი და აემღვრა კიდეც თვალები.ამაზე ცუდი მართლა ვერაფერი მოხდებოდა. -მთვრალია,ორი საათის წინ დაწვა და სძინავსო.-სიგარეტს გაუკიდა კაცმა.-გიგილო არ არის სახლში,თორემ ის წაგიყვანდა. -რას ამბობ?-შეიცხადა ქალმა.იქვე სკამზე ჩამოჯდა ლოლიტა. -ეს კარ****ნული,თუ არ შეგიძლია,რატო მპირდები საერთოდ.-არ ცხრებოდა კაცი.-რა ვიცი,ვის ვთხოვო... -ამ დროს ვის უნდა სთხოვო.-ხელები გააქნია ზაურამ.-ტაქსს დაურეკე,აი ის როა,ზაზას ძმისშვილი,ტაქსაობს და თუ აქ არის,წაიყვანოს. -მანქანა დააშლევინა გუშინ,ბონდოსთან იყო გადმოსული.-შუბლზე მიიჭირა კაცმა ხელი.-რა გიშველო აბა?-შვილს გადახედა უიმედო მზერით.იმას უკვე სავსე ჰქონდა თვალები ცრემლებით.-ალიკამ რვა საათისთვის მოვალო,ვერ მიასწრებ. -არ იტირო დედი.-ის იყო მოფერებას აპირებდა ფეხზე რომ წამოვარდა და სირბილით შევიდა ოთახში.ლამის ცრემლებად დაიღვარა ისე მოუჭირა ყელში უსუსურების შეგრძნებამ.ქმრისთვის რომ დაეჯერებინა და ჩამოსულიყო,ახლა პრობლემაც არ იქნებოდა.კოსტას მეტი არავისი იმედი ჰქონდა,თუმცა ახლა ისიც ვერ უშველიდა... -გისმენ პატარავ.-გაისმა კაცის მშვიდი ხმა მობილურს მიღმა. -კოსტა...-ამოიტირა ქმრის მისამართით,თითქოს შეძლებდა მის დახმარებას. -ლოლიტა...რა მოგივიდა?-წამსვე აფორიაქდა მისი სული.-რა გჭირს?რა მოხდა? -ვერ ჩამოვდივარ...-ლამის სულიც ამოაყოლა სიტყვებს.-ვერ მოვდივარ და სულ ტყუილად მიშრომია. -რას ნიშნავს ვერ მოდიხარ?სადაა ზურა? -მთვრალია და სძინავს.-სრუტუნებდა შეუჩერებლად. -ნუ ტირი.-ბრაზისგან იმასაც გაუხშირდა სუნთქვა.-აბა რისთვის დაგპირდა...საქმე მაქვსო არ თქვა? -ასე მითხრა,არ ვიცი. -არ ინერვიულო,ტაქსი არ არის მანდ?ჩამოგიყვანოს და გადავუხდი რამდენსაც გეტყვის,მთავარია აქამდე მოგიყვანოს... -გაფუჭებული აქვს მანქანა.მეორე გვიან მოვა და ვერ ჩამოვასწრებ. -ჯანდაბა!-გვერდით გასწია წამით მობილური.-ნუ ნერვიულობ,ნუ ტირი,გთხოვ რა.-ვერ აიტანა ცოლის განადგურებული ხმა.სახეზე წარმოდგენაც არ უნდოდა.-ვერც მე მოვასწრებ ჩამოსვლას და უკან წამოყვანას... -მორჩა.-გაეცინა ნერვიულად.-ბოდიში ამ დილაადრიან რომ აგაფორიაქე. -დაწყნარდი,მოვიფიქრებ რამეს. -რას მოიფიქრებ,რა შენი ბრალია...მომავალ წელს ვცდი,არაუშავს. „წელს ერთ-ერთი ლექტორი ძალიან ცნობილი მხატვარია და გამოფენისთვის ორ სტუდენტს არჩევს,მინდა შემამჩნიოს და მან მასწავლოს.კონტრაქტი ორი წლით ჰქონდა გაფორმებული,ეს მეორე წელი იქნება...“-გაახსენდა ცოლის სიტყვები თორნიკესთან საუბრისას.მას რომ ეგონა ქმარი ვერ ხედავდა და არ ესმოდა მისი,სინამდვილეში სულ ზურგს უკან იყო და ყველაფერს სიტყვა სიტყვით იმახსოვრებდა. -გთხოვ,ნუ ტირი.-ეკალივით ესობოდა გულში მისი ყოველი სიტყვა და ცრემლი. -შეგიძლია...შეგიძლია ჩამოხვიდე? -შენ არაფერზე ინერვიულო,გესმის?მიყვარხარ,მალე დაგირეკავ.-ცოლის პასუხს აღარ დალოდებია ისე გათიშა მობილური.ჩაკეტილ კარს მიღმა იატაკზე იჯდა და ცრემლები ჩამოსდიოდა.ახლა ძალიან უნდოდა საკუთარი თავისთვის დაერტყა.რატომ არ მისცა უფლება დახმარებოდა?ახლა გვიანი იყო რამის თხოვნა,აწი მისი შრომა წყალში იყო ჩაყრილი... *** ყველა ნახატი სათითაოდ შეიტანა შენობაში და დაელოდა როდის გამოაცხადებდნენ მისი ცოლის სახელსა და გვარს.მის შესვლამდე განალაგეს ნახატები სპეციალურ დაფებზე და რამდენიმე წუთში ახალგაზრდა გოგონამ სიაც ამოიკითხა. -ლოლიტა მილხანი,გამოცხადდეს მესამე ოთახში.-დერეფანი მოათვალიერა. რამდენიმე გოგონამ გადახედა ერთმანეთს და არცერთი რომ არ წამოდგა ისევ გაიმეორა იგივე.ახლა იყო ყველაზე დიდი შანსი მათი დარწმუნებისა,ცოლის დახმარებისა და მისი ოცნებების ასრულებისა.უნდა შესძლებოდა და უკეთესი უნდა ყოფილიყო ახლა.მისი გულისთვის უნდა შესულიყო,თუნდაც დაცვას გამოეყვანა უკან და არ შესძლებოდა არაფერი,მაინც უნდა ეცადა.ის იყო კარი უნდა დაეხურათ უხეშად რომ მიაწვა მარჯვენა ხელით და ოთახში შევიდა.დიდ მაგიდასთან ოთხი პროფესორი იჯდა,მათ შორის იყო Jenny Rodriguez,რომელთან სწავლაც ასე ძალიან სურდა ლოლიტას.ნახატებზე ტილო გადაეფარებინათ,მხოლოდ ავტორის ნებართვით შეეძლოთ მათი ნახვა.გაკვირვებული მიაჩერდა ყველა კაცს.კიდევ ერთხელ ჩახედეს ანკეტას,ლოლიტას ფოტო იყო შიგნით,აშკარად ქალი უნდა შესულიყო. -უკაცრავად,თქვენი რიგი არ არის.-მშვიდად განუმარტა ქალმა.-ახლა ლოლიტა მილხანის ინტერვიუ გვაქვს. -ვიცი.-აღელვებულმა წამოიძახა.-უნდა მომისმინოთ. -ბატონო,გთხოვთ. -ჩემი მეუღლეა ლოლიტა მილხანი,რომელმაც მოსვლა ვერ მოახერხა.-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი კაცმა.-პრობლემა შეექმნა,ამიტომაც ვერ მოვიდა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ უპასუხისმგებლოა და საკუთარი საქმე არ უყვარს. -ბატონო,თუ თქვენი მეუღლე აქ არ არის ავტომატურად ირიცხება ჩვენი სიიდან და... -არ შეიძლება!-ლამის დაუყვირა ქალს.თარჯიმანი ელვის სისწრაფით უთარგმნიდა ქალს ყველაფერს.-მისი ნახატები უნდა ნახოთ,უნდა იცოდეთ რამდენად შრომისმოყვარეა,როგორ ძლიერ უყვარს თავისი საქმე და როგორი ნიჭიერია. -ბატონო,გასაგებია,მაგრამ თქვენმა მეუღლემ აქ ჩვენს წინ ნახატი უნდა დახატოს,რასაც ვერ მოახერხებს,რადგან აქ არ არის,შესაბამისად ის არ... -ეს ნახატი იმ მდინარის ნაპირებს ასახავს,რომელსაც მთელი ჩემი ოჯახის ტრაგედია უნახავს.მოუსმენია უამრავი ისტორია,გაუგონია ტკივილისგან აყვირებული ადამიანის ხმა და მაინც უდრეკად გაუგრძელებია გზა.-ერთ-ერთი ნახატის წინ შედგა.ხელით ანიშნებდა ყველა იმ დეტალზე,რომელიც გამოკვეთილიყო ნახატზე.-ექვსი წელია ამ მდინარეს ლოლიტას ოცნებები ესმის და მეექვსე წელს მაინც შეეშალა ხელი ამის ასრულებაში,მაგრამ ვერ დავუშვებ რომ არ ვცადო მაინც ამ ყველაფრის გამოსწორება.-შემდეგ ნახატსაც მოაცილა თეთრი მატერია.-ეს მთები,ეს ხედი...ჩვენი სახლიდან დანახული საუკუნოვანი ისტორიაა,რომელიც ფურცელზე გადაიტანა.ზამთარი და ზაფხული ერთად გვაქვს ღებში,შეიძლება გარეთ 30 გრადუსზე მეტი გვქონდეს,მაგრამ ამ მთის კალთებზე თოვლი დნობას მაინც ჯიუტად აგვიანებს...ასეთი ჯიუტია ისიც,ცდილობს სულ თავისი გაიტანოს და ბუნების კანონზომიერებას არ დაემორჩილოს.აი ამ ველურ ცხენებზე კიდევ უფრო დუმორჩილებელია.-შემდეგი ნახატიც გამოაჩინა მათ წინ.-ჩვენთან მრავლად არიან ასეთი ცხენები,მათ მოთვინიერებას არ ცდილობენ,რომც სცადონ არ გამოუვათ,რადგან ისინი ველური ბუნების შვილები არიან...ასე ვერ შეცვლით მასაც,რამდენი შანსიც არ უნდა წაართვათ,რამდენჯერაც არ უნდა დაარტყათ მათრახი საპასუხოდ მოგიბრუნდებათ იმაზე უფრო ძლიერი,ვიდრე მანამდე იყო და მაინც დაგამარცხებთ.-მოხუცმა სათვალე მოიხსნა და უხეშად მიაგდო მაგიდაზე.მამაკაცმა ხელის აწევით ანიშნა გოგონას. -დაცვა გამოიძახეთ და ეს კაცი აქედან მიაბრძანეთ. -მოიცადეთ.-ჩაილაპარაკა ქალმა ინგლისურად და მიიპყრო ყველას ყურადღება.-დანარჩენების ნახვა და მოსმენა მინდა.-გოგონას ხელით ანიშნა გვერდით გასულიყო და კაცს თავი დაუკრა იმის ნიშნად რომ გაეგრძელებინა.ცივი ოფლი ასხამდა მილხანს,მაგრამ გაჩერებას ისედაც არ აპირებდა. -აქ...-სრული ქაოსი იყო ფოტოზე.გოგონა იყო მუხლებზე დაცემული,უამრავი ფიქრითა და აზრით.ათასი კაცი შემოჰხვეოდა გარს და ყველა თავისას ესაუბრებოდა,მისი გონება კი აფეთქებას ლამობდა...-ამ ნახატზე თვითონ არის ალბათ.ასე დასტრიალებენ სვავებივით გარს და ეუბნებიან რა უნდა აკეთოს.ენერგიის უკანასკნელ წვეთსაც სწოვენ რომ გზა ვერ გააგრძელოს,მაგრამ ის ასე მუხლებზე მდგომი მიიწევს მიზნისკენ.-აი აქ...ამ სურათზე ყველა ქალის ოცნებაა დახატული. ყაყაჩოების ბაღში იწვა წყვილი.მკერდზე ეწვინა ქალს შვილი,თავად ქალს კი ქმრის მკერდზე ედო თავი.-ის ოჯახია,რომელიც მას უნდა რომ ჰქონდეს. -კარგად კი ხატავს.-ჩუმად გადაულაპარაკა გვერდით მჯდომს მოხუცმა. -ის ყველაზე მეტად იმსახურებს აქ სწავლას.იმიტომ არა რომ ჩემი ცოლია,არამედ იმიტომ რომ აცოცხლებს ყელაფერს,რასაც შეეხება.ხედვა აქვს,რომელსაც ვერ დაუკარგავთ,ნიჭიერია,მაგრამ ისეთი არა,როგორიც ის ხალხი გარეთ რომ დგანან,მათზე ბევრად მეტია. -ყვავს თავისი ბახალა ყველაზე თეთრი ეგონაო.-ჩაეცინა კაცს. -თქვენ თუ ნიჭის დანახვა და შეფასება არ შეგიძლიათ,ეს თქვენი პრობლემაა.-კბილებში გამოსცრა კაცს.-ამ ნახატზე...-თავადაც გაკვირვებით აათვალიერა.2003 წელი,ეწერა ქვედა მარჯვენა კუთხეში.მისი ყველა ნახატი გამოაყოლა ხელს,როგორც ჩანს ეს ზედმეტი იყო. -ეგ სურათია.-ჩაიქირქილა კაცმა. -ნახატია პატივცემულო.-მშვიდად ჩაილაპარაკა.-ამ ნახატზე მე და ჩემი მეუღლე ვართ,ჩვენი ქორწილის დღიდან.თითქოს ისევ იქ ვარ,თითქოს ცოცხალია ეს ორი ადამიანი და უკვე მობრუნებას აპირებენ. -ნახატია?-გაოგნდა ქალიც.ფეხზე წამოიჭრა მაშინვე.მაგიდას მოშორდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ.ახლოს დადგა ნახატთან,საღებავის სურნელი შეიგრძნო,თითები ოსტატურად ჩამოატარა დეტალებს და გაოცებული მიაჩერდა.-თქვენმა ცოლმა დახატა?-ჩაეკითხა კოსტას. -დიახ.-დაუდასტურა. -ნამდვილად ნახატია.-კოლეგებს მიუბრუნდა. -ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა.-ჩაილაპარაკა ისევ ინგლისურად.წამსვე თარგმნიდა გოგონა ყველაფერს.-როგორი სინაზით არის შესრულებული...რეალური კადრია თუ წარმოსახვის ნაყოფი? -წარმოსახვაა,მსგავსი არაფერი გვქონია.-კარგად დააკვირდა ყველაფერს.ზურგით იდგა ლოლიტა,თავზე თეთრი თავსაბურავი გაეკეთებინა,თმა კი ზურგზე დაეწნა.მის წინ მდგომ კაცს შავი ფაფახი და შავი ფერის ნაბადი მოეხურა მხრებზე.სახე არ უჩანდა,მაგრამ მთებში იყვნენ,უკანა ფონი თითქოს დაბურული იყო და მხოლოდ ეს ორი ასხივებდა სინათლეს. -სამწუხაროდ,ბატონო.-ყოყმანით წამოიწყო მოხუცმა.-აკადემიას თავისი წესები აქვს.ყველას თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს იმისთვის რომ თავი წარმოაჩინოს და ათასი სტუდენტიდან ოცეულში მოხვდეს.ჩემთვის სრულებით გასაგებია თქვენი პოზიცია,იმაშიც გეთანხმებით რომ უდავოდ ნიჭიერი მეუღლე გყავთ,მაგრამ წესებს კომისია ადგენს და მათი შეცვლა არ მოხდება.-ჯენი ისევ მის ნახატებს ათვალიერებდა ახლოდან.-თქვენს მეუღლეს მომავალ წელს შეუძლია ახლიდან სცადოს,წელს სამწუხაროდ ვერაფრით დავეხმარებით. -სულ ეგ არის?-სასაცილოდ არ ეყო კოსტას ქალის ნათქვამი.-მომავალ წელს სცადოს? -ამაზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს.-ჩაერია კაციც.-წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ ლოლიტას. -მადლობა.-ცალყბად მიუგდო ყველას.ნახატები უდიდესი სიფრთხილით ჩააწყო ისევ ქაღალდებში და შეაგროვა.-ნახვამდის. ასეთი გაბრაზებული და საკუთარი თავით იმედგაცრუებული დიდიხანია არ ყოფილა მილხანი,მაგრამ რას შეცვლიდა?გაავებული მიაბიჯებდა დერეფანში იმის ცოდნით რომ სახლში მისი მეუღლე ცრემლებად იღვრებოდა,თვითონ კი ვერაფერი გააკეთა.კაკუნით მისდევდა ვიღაც უკან,თუმცა მისთვისაც კი არ მიუქცევია ყურადღება ისე გავარდა ეზოში და მანქანის კარი გამოგლიჯა. -უკაცრავად.-მოესმა ინგლისურად.თარჯიმანი გოგონა ძლივს ჩამოვიდა კიბეებზე. -ბატონო,თქვენ გეძახით.-ქართულად მიუგო გოგონამ.-ქალბატონ ჯენის რაღაცის თქმა სურს. -გისმენთ.-მიუბრუნდა ქალს. -თქვენი მეუღლე...ის ნამდვილად გასაოცარი მხატვარი იქნება.მისი ნახატები...ეს...ეს უბრალოდ საოცრებაა.-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ქალი.-მისი ნიჭი აქ.-შენობას ახედა.-აქ ვერაფერს შეიძენს და დაიკარგება.მისნაირი ხედვის ადამიანებს სპეციალური კურსები და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ.-ყურადღებით ისმენდა მის თითოეულ სიტყვას მილხანი.-არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ,მაგრამ აქ დროს ტყუილად დახარჯავს. -რისი თქმა გინდათ?-მოთმინება მოეწურა. -ეს ჩემი სავიზიტო ბარათია.-ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოაძვრინა.-მისამართიც ზედ არის მითითებული.დამირეკოს და გამესაუბროს. -რისთვის? -როგორც გითხარით ის ძალიან ნიჭიერია და არ მინდა ჩრდილში დარჩეს.კვირაში სამი დღე,ჩემს ოფისში ვასწავლი. -რა?-გაოგნებისგან ლამის სუნთქვა შეეკრა კაცს. -მისგან არაფერს ვითხოვ,გარდა მონდომებისა.ალბათ ყველაზე მეტად გაუმართლა თქვენ რომ ჰყავხართ და იმ ოთახში შემოვარდნა რომ გაბედეთ.-ჩაეცინა.-მე მასში ჩავდებ ყველა იმ რესურსს,რომელიც გამაჩნია და თუ გამომყვება გაზაფხულზე გამოფენაზე მის ნაშრომებს გავიტან.ბაზარზე ხალხს გავაცნობ,შეძლებს ამ პროფესიით ფული იშოვნოს და უბრალოდ უნივერსიტეტის დიპლომზე არ გაფლანგოს ცხოვრება.თუ სურს,უთხარით დამიკავშირდეს. -მართლა ამბობთ? -სრული სერიოზულობით.-გაეღიმა ქალს.-მის ზარს დაველოდები.მე თუ არ მეცალა ჩემი ასისტენტი,ლიკა გიპასუხებთ.შეხვედრაზე დაგიბარებთ და გადავწყვეტთ რა ვქნათ,შევთანხმდით?-ხელი გაუწოდა მილხანს. -შევთანხმდით,რა თქმა უნდა... -ძალიან კარგი. -ქალბატონო ჯენ.-წასასვლელად შებრუნებული ქალი უკან მოაბრუნა. -დიახ. -დიდი მადლობა,გულწრფელად გეუბნებით. -მადლობა მერე გადამიხადეთ.-გაუღიმა კაცს და მშვიდი ნაბიჯით შევიდა შენობაში. მანქანაში იჯდა მილხანი და ბარათს დაჰყურებდა.უნივერსიტეტი ვერა,მაგრამ პირადი სწავლების შესაძლებლობა მოიპოვა ცოლისთვის.ამას მართლა არ ელოდა და ღმერთია მოწმე,ისეთი გაოგნებული იყო,მანქანის დაძვრასაც კი ვერ ახერხებდა.ამაზე კარგს ვერაფერს გაუკეთებდა ცოლს.ამაზე მეტად ვერაფრით გაახარებდა.თურმე მართლა შეეძლო მილხანს თავისი ლოლიტას გაბედნიერება.მანქანა დაძრა,ერთი სული ჰქონდა მისი ბედნიერი თვალები ენახა... *** ეზოში შეაჩერა მანქანა.გარეთ ისხდნენ ქალები,ჰამაკში დალანდა ცოლი,ისევ ცრემლებს იწმენდდა.გამოფხიზლებულა ზურა და ბოდიშის მოსახდელად მისულა მათთან.ჩხუბს ხომ არ დაუწყებდა?არაუშავსო შეუჩერებლად უმეორებდა,მაგრამ თან ცრემლებს ვერ მალავდა.მისი ხელი მოექცია თავისაში,გვერდით ეჯდა და ნაზად ეფერებოდა.ლამის ჭკუიდან გადავიდა მილხანი.ხმაურით დახურა მანქანის კარი და მათკენ დაიძრა.თბილად მოიკითხა ციალა,ლილე და მკაცრი მზერით გადახედა ზურას,რომელმაც ხელი გაუწოდა მისასალმებლად. -მეც არ ვიცი რა დამემართა,სულ ამომივარდა გონებიდან. -ახლა რაღა ეშველება.-ამოიქაქანა ქალმა.-დასხედით შვილო,ყავას გავაკეთებ. -პატარავ.-ლოლიტას წინ ჩაიმუხლა მილხანი.-შემომხედე აბა. -გავიდეთ.-ხელზე მოქაჩა ლილემ კაცს და მარტო დატოვა ცოლ-ქმარი. -წავიდეთ რა სახლში.-გადმოხედა ჩაწითლებული თვალებით. -წავალთ,მაგრამ მოიცადე ჯერ.-წამოსწია მისი სხეული და ცრემლები მოსწმინდა.-წამოდი,სახე ჩამოიბანე. -არ მინდა მისი დანახვა,ძალიან ვეჩხუბები იცოდე,წავიდეთ რა. -მოდი.-ფეხზე წამოაყენა და ონკანთან მიიყვანა.-არ გინდა ასე. -ასე რატომ დააგვიანე? -დავაგვიანე?-გაიკვირვა. -4 საათია.როდის მე შენ გთხოვე ჩამოსვლა.-ამოიბურტყუნა ნაწყენმა. -გეტყვი ყველაფერს.-სველი ხელი ჩამოუსვა ლოყებზე.-ნუ ხარ ასეთი მოწყენილი. -ვერ გავიღიმებ ახლა მარტო იმიტომ რომ ვიღაცას თავი კარგად ვაგრძნობინო.-სახე ჩამოიბანა და ისევ ჰამაკში ჩაჯდა. -მე ხომ გითხარი ჩამოვალ და წამოგიყვან-მეთქი?-ტონი გაუმკაცრდა კაცს.-რატომ მითხარი უარი? -მითხრა მე წაგიყვანო,მომერიდა უარის თქმა. -ქმრისთვის ხომ არ გერიდება უარი?-წარბი აუწია ინსტინქტურად.-ახლა ხომ არის ღირსი ის ისედაც „პახმელიისგან“ არეული სიფათი მივულეწო? -გთხოვ... -მარტო ჩემთან გაქვს ენა ამ ბოლო დროს,სხვა აღარავისთან.არადა ლეგენდები დადის ღებში შენს ტლიკინზე.-ბოლოს მაინც შეეპარა ღიმილი მის ტუჩებს.-აწი სანამ უარს მეტყვი ორჯერ დაფიქრდები. -შენი დამატებაღა მინდა!-გაბრაზებული ფეხზე წამოდგომას აპირებდა,მაგრამ არ დაანება. -მე შენ დაგპირდი როგორც შემეძლებოდა გვერდში დაგიდგებოდი,გახსოვს? -მახსოვს. -რატომ დავაგვიანე ხომ გაინტერესებდა.აი ამიტომ.-ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო.-მინდოდა შენი განაცხადი განეხილა,მაგრამ უნივერსიტეტში ვერ მოხვდები მიუხედავად იმისა რომ ნახევარი საათი განვიხილავდი შენს ნახატებს და ვცდილობდი ყველა დამერწმუნებინა იმაში,რომ ამ ადგილს სხვებზე მეტად იმსახურებ. -რა? -ერთი ქალი იყო იქ.ძალიან მაგარი ქალი,რომელმაც... -ქალების სათვალიერებლად გეცალა?-მკერდზე მიარტყა უხეშად ხელი. -ეს ქალი უნიჭიერესი მხატვარია.-სიცილით დააიგნორა მისი ეჭვიანობის სცენა.-სავიზიტო ბარათი მომცა და მითხრა რომ ჩემმა ცოლმა თავისი ნიჭი უნივერსიტეტში არ უნდა გაფლანგოს. -კონსტანტინე...-გაოგნებულმა შეხედა ბარათს. -ასე მითხრა შენს ცოლს მე ვასწავლი და გაზაფხულზე მის ნახატებს გამოფენაზე გავიტანო.თუ სურვილი აქვს დამიკავშირდეს და... -ჩემს მაგივრად იყავი საგამოცდო ოთახში?-აეტირა უფრო მეტად ვიდრე მანამდე. -ის ნახატი,ქალი და კაცი რომ დგანან მთაში...ჩვენ ვართ,ლოლიტა?-ხელებზე აკოცა ძალიან თბილად. -ჩვენ ვართ...უნდა ვყოფილიყავით...ხანდახან მესიზმრებოდი...-აიბნა სულ.-ერთხელ ვნახე ეს ყველაფერი სიზმრად და მინდოდა გამეცოცხლებინა. -მოდი ჩემთან.-გვერდით მიუჯდა ქალს და ხელი მოხვია.-დაურეკე.-ფურცელი ჩაუდო ხელში.-ვიცი რომ გინდოდა მასთან გესწავლა,ხოდა შანსი გაქვს ახლა. -შენ...შენ საოცარი ადამიანი ხარ,კოსტა.-მკერდზე დაადო თავი და ლამის მთელი ხმით ატირდა.-არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი ოდესმე,არ მეგონა თუ შევძლებდი თავის დაღწევას იმ ჯოჯოხეთიდან,მაგრამ იცოდე...ის ექვსი წელი მე შენს სიყვარულად მიღირდა.-ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა კაცს.შუბლზე აკოცა ცოლს და ძლიერად მოხვია ხელები სხეულზე.მისი პირველად ნათქვამი „მიყვარხარ“ მისწვდა სმენას და ამან კიდევ უფრო მეტად გაახარა.ახლა ცოცხალი რომ ყოფილიყო გიალო მის პატიებასაც კი შეძლებდა მილხანი... *** -მიდი.-წელზე უბიძგა მეუღლეს რომ შესულიყო.თვალცრემლიანი იდგა ლოლიტა,ვერ იჯერებდა რომ აქამდე მოსვლა შეძლო.თვითონ კი არა ქმარმა მოიყვანა,მაგრამ ხომ იდგა იქ? -რომ არ მოეწონოს ჩემი შემდეგი ნახატები? -შეუძლებელია.-თავი გააქნია ღიმილით.-მიდი პატარავ,აქ დაგელოდები.-თავზე აკოცა ცოლს და შენობის კარი თვითონ გაუღო.-შედი და არაფერზე ინერვიულო,როგორც არ უნდა დასრულდეს იცოდე რომ აქ ვარ. -მიყვარხარ და მაპატიე ხანდახან რომ არ გისმენ,კარგი?-გაეღოიმა ორივეს ერთდროულად.-ეს ლამპარი.-მკერდზე მიიდო ხელი.-ჩემი სიკვდილის შემდეგაც ასეთი სიძლიერით იკაშკაშებს,როგორც ახლა...-შენობაში შესვლა გაბედა როგორც იქნა... მერე რა მოხდა?სულ სხვანაირი ქალი იყო,არც ამპარტავანი,არც უხეში.გულთბილად მიიღო და ისე მოექცა,თითქოს ოჯახში იყო.თავისი ნახატები დაათვალიერებინა და ლოლიტასაც სთხოვა ერთის დახატვა.ზემოდან დაჰყურებდა მის ყველა მოძრაობას,თითოეულ ფუნჯის დადებასა თუ მოსმას სწავლობდა და საბოლოო შედეგით კმაყოფილს ეღიმებოდა. -ტექნიკა დასახვეწია.-ალალად უთხრა გოგონას.-მაგრამ მე ასეთი სუფთა ნამუშევარი არცერთი მოსწავლისგან არ მინახავს. -ძალიან დიდი მადლობა.-გაეღიმა გულწრფელად. -შენი ქმარი ისევ გარეთ გელოდება,მანქანიდან არც კი გადმოსულა,იმ სიცხეში.-ფანჯრიდან გადაიხედა ქალმა.-ძალიან გაგიმართლა ჩემო კარგო. -საუკეთესოა.-სითბო ჩაეღვარა სხეულში. -უნდა გენახა იქ როგორ გააპროტესტა შენი სიიდან ამოღება,როგორ საუბრობდა შენზე...ეს კაცი გაგიგიჟებია შენი სიყვარულით. -თქვენ გყავთ ქმარი? -მყავდა ჩემო კარგო,რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა სიმსივნით. -ძალიან ვწუხვარ... -ნუ დარდობ.-თმაზე ჩამოუსვა ხელი.-მაგრად ჩასჭიდე ხელი ქმარს და არასოდეს გაუშვა,თორემ სიკვდილი იცი როგორი ვერაგი რამეა?ყველაზე ბედნიერს რომ გნახავს ჭიდილს დაგიწყებს და ეცდება მოგერიოს...არ დაუთმო მისი თავი არავის...-თვალები აემღვრა.კუთხეში დადებულ ფოტოსურათს გაუშტერა სფეროები.-მასზე დიდი გულშემატკივარი არ გეყოლება. -ვიცი.-ჩაილაპარაკა ჩუმად და თავადაც გადაიხედა ფანჯრიდან.მართლა იქ იყო.ხომ შეეძლო წასულიყო და მერე დაბრუნებულიყო,მაგრამ არა,ეგეც კი არ გაუკეთებია.კონტრაქტი გამოიტანა მდივანმა და წინ დაუდო გოგონას.გარკვევით ეწერა რომ მისი სწავლების ყველა ხარჯი დაფარული იყო ჯენის მიერ და მისგან მხოლოდ შრომასა და დისციპლინას მოითხოვდა.გაზაფხულზე კი ჯენის საქველმოქმედო ფონდის სახელით წარსდგებოდა გამოფენაზე და ხუთიდან ერთი ნახატის თანხას ფონდის სახელით ერთჯერადად სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადარიცხავდა. ხელშეკრულება გაფორმდა... მაგრად მიეკრა გულზე ფურცლები და ისე გავარდა შენობიდან.ესეც შეძლო ლოლიტა მილხანმა.ეს გზაც გაიარა და ვისი დახმარებით?ქმრის რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა.მისი ქმარი იყო ყველაფერი,რაც აკლდა ცხოვრებაში.ახლაც მის მკლავებში მოქცეულს რომ გული უფრო სწრაფად უძგერდა სიყვარული იყო მხოლოდ,სხვა არაფერი... მადლიერებასაც ვეღარ მალავდა,ვეღარც სიყვარულს იტევდა მისი გული. ახალ ბინაში გადავიდნენ და თითქოს ახლიდანაც დაიწყეს ცხოვრება. ახლა უფრო უკეთ გაიცნეს ერთმანეთი,უფრო მარტივი იყო შეჩვევაც...სამზარეულოში ფეხშიშველი,მის მაისურში გამოწყობილი რომ ამზადებდა საუზმეს ასეთი ლოლიტა ბევრად უფრო ელამაზებოდა მილხანს.სულ სხვანაირი ოჯახური იდილია ჰქონდათ.კოსტა მუშაობდა,ლოლიტა სწავლობდა და ყოველდღე სულ უფრო ბედნიერი ბრუნდებოდა სახლში. ჯენი?საუცხოო ქალი იყო.მათთანაც ხშირად მიდიოდა სტუმრად.უბრალოდ მასწავლებელი არა,მეგობარი იყო მისთვის.უდიდესი საჩუქარი იყო ლოლიტასთვის მის ცხოვრებაში ეს ადამიანები. ყველა ამაყობდა მისით.ლალი და პაატა მთელ ღებში საუბრობდნენ რძლის წარმატებაზე.ანდრონიკე და ნინეც სტუმრობდნენ როცა შეეძლოთ. დედ-მამა?ადამიანები არ იცვლებიანად ამდენად და სამწუხაროა...გაუხარდა დედას,მაგრამ ძალიან ბევრიც არ უთქვამს არაფერი.მამა რომ დარეკვით თავს არ შეიწუხებდა ცხადზე ცხადი იყო... რთული ორსულობა ჰქონდა ნინეს,სულ კონტროლი და ექიმის ყურადღება სჭირდებოდა,ამიტომ დროებით თბილისისკენ გადმოვიდნენ ისინიც.არ უნდოდა ანდრონიკეს ცოლ-შვილის სიცოცხლის გარისკვა და აქ პრობლემის შემთხვევაში უცებ შეძლებდა ექიმთან მისვლას.ისევ არ შორდებოდნენ მილხანებს.ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ და ლოლიტა ძალიან ეხმარებოდა ანამარიასთან ნინეს. ასეთი სავსე თითქოს არასოდეს ყოფილა ლოლიტა... *** -სად მივდივართ ახლა მაინც მითხარი.-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები. -მივედით ლამის,ცოტაც მოითმინე. -კოსტა სადმე მთაში თუ მიგყავარ ისევ იცოდე რომ თბილისშიც საკმარისაც მცივა და ჯენისთან არდადეგები მხოლოდ 5 იანვრამდე მაქვს. -ღმერთო,ცოტახანს გაჩუმდი რა.-ამოიგმინა კაცმა.დაახლოებით ნახევარ საათში ნაცნობ შენობასთან შეაჩერა მანქანა.გადაპენტილიყო ეზოში დარგული ნაძვები და გადათეთრებულიყო ირგვლივ ყველაფერი.გარეთ უცდიდნენ აღმზრდელი მასწავლებლები,ყველა ელოდა მათ მისვლას. -კონსტანტინე... -მიდი შენი ლურჯთვალა გოგო ნახე.-ლოყაზე მიეფერა ნაზად.-გელოდება.-ლამის სირბილით გადავიდა მანქანიდან და ეზოსკენ დაიძრა.კოსტამ რამდენიმე დიდი პარკი გადმოიღო საბარგულიდან და ისე მიჰყვა უკან მეუღლეს. -გამარჯობა.ხელი ჩამოართვა სათითაოდ ყველას.-თექვსმეტი ბავშვი მითხარით ხომ? -დიახ.-გაუღიმა ქალმა.-ამ ბავშვებს ახალი წელი გაულამაზეთ,დიდი მადლობა. -როგორ გეკადრებათ.-ოთახის კუთხეში დააწყო ყველაფერი. -ეს ყველაფერი როდის მოიფიქრე?-მკერდზე მიეხუტა ქმარს.-როგორ ახერხებ ამ ყველაფერს? -ოღონდ არ იტირო რა.-ლოყაზე მიაკრო ტუჩები.-მინდა ბედნიერი იყო.სულ მოვიდეთ თუ გინდა,სულ დავეხმაროთ ბავშვებს. -ევა გელოდებათ.-გაუღიმა ქალმა.-კარგი ამბავი მაქვს მასზე,ოჯახი გამოჩნდა,ძალიან კარგი ადამიანები რომელთაც მისი წაყვანა უნდათ. -რა? -დიახ,ისინიც აქ არიან.სამწუხაროდ პროცედურა გაიწელა და ახალი წლის შემდეგ შეივსება ყველა საჭირო დოკუმენტი,თუმცა სავარაუდოდ თებერვალში ევა უკვე ოჯახში იქნება. -ღმერთო.-ცრემლები მოადგა თვალებზე.ვერ იჯერებდა მოსმენილს.ნუთუ მართლა შეისმინა ღმერთმა მისი თხოვნა... სიხარულით გაიქცა ლოლიტასკენ გოგონა და მთელი სხეულით მიეკრა ზედ.იქ იყვნენ მომავალი მშოლებიც,უღიმოდნენ ორივეს და მადლობას უხდიდნენ გოგონას ცხოვრების გალამაზებისთვის.თურმე 12 წელია შვილს ელიან,თუმცა უშედეგოდ.ახლა ეს შანსი გამოჩნდა და ევას წაყვანა გადაწყვიტეს.კარგი ადამიანები ჩანდნენ.ბედნიერებას ასხივებდა ორივე შვილის გვერდით და ამაზე მეტი მართლა არაფერი იყო საჭირო ბავშვისთვის.სულ ოცნებობდა ლოლიტა მის წაყვანაზე,მაგრამ დრო იყო ისეთი ადამიანისთვის დაეთმო,ვისაც შვილის ყოლა გაუჭირდებოდა.თავად ხომ ამის შესაძლებლობა ექნებოდა და სხვისგან არ უნდოდა დედობის შანსის წართმევა. ბოლოჯერ ჩაეხუტა ლურჯთვალა ანგელოზს და ბედნიერების ცრემლებით სავსემ დატოვა შენობა.კაცს ეკვროდა სხეულზე,მისი გვერდით ყოფნა ამშვიდებდა მხოლოდ... -კარგად ხარ? -ბედნიერი რომ ვარ ძალიან შენს გვერდით გითხარი უკვე?-ჩაეცინა და ჯილდოდ კოცნაც მიიღო ქმრისგან. პირველი ახალი წელი უნდა ყოფილიყო მათი ოჯახისთვის... *** ათი წუთი აკლდა თორმეტს.გაწყობილი იყო სუფრა.გოზინაყიც დაამატა ყველაფერთან ერთად და სანამ ჯერ ისევ მარტოები იყვნენ საძინებლიდან საჩუქარი გამოიტანა. ყვავილები და სახატავები დაიმსახურა ქმრიგან.ყველაფერი ის,რაც დასჭირდებოდა ახალი შედევრების შესაქმნელად.მთელი ყუთი ატრიბუტები მოეტანა მისთვის.პატარა ყუთი მისცა თვითონ,ვერცხლისფერ მედალიონზე მკრთალად კრთებოდა მათი ის სურათი სიზმრად რომ ნახა ლოლიტამ. -ესეც გახსენი.-მეორე ყუთიც მიაწოდა ქმარს.შედარებით უფრო დიდი იყო.ალბათ ყველა კაცი ოცნებობს ასეთ ახალ წელზე,ასეთ ოჯახზე...საჩუქრის ყუთს რომ გახსნი და პატარა ფეხსაცმელებთან ერთად ორსულობის ტესტი რომ გხვდება შიგნით.გაოცებული უყურებდა ცოლს,მერე ისევ ყუთში იხედებოდა.ვერ ხვდებოდა ცხადი იყო თუ სიზმარი,მაგრამ გული ისე აუძგერდა,ნამდვილად რეალობა უნდა ყოფილიყო... -ლოლიტა...-აღმოხდა ძლივს.-მართლა?მე...შენ...შენ მართლა... -მეც გუშინ გავიგე.-ცრემლნარევი ღიმილით უპასუხა.-ორსულვად ვარ... -მამა გავხდები?-ამოილუღლუღა დაბნეულმა.გარეთ ფეიერვერკების უეცარმა ხმამ შეაკრთო ორივე.-შენ...შვილი გვეყოლება?-მუცელზე შეახო ძალიან ფრთხილად მარჯვენა ხელი. -გვეყოლება... -ღმერთო...-მკერდზე მიიკრო წამსვე საყვარელი ქალი.მთელი სახე დაუკოცნა ემოციისგან.ეფერებოდა შეუჩერებლად,თითქოს არ ჰყოფნიდა მისი შეხება.ახლა მართლ სხვანაირად უძგერდა გული.ჩაუწითლდა მილხანს თვალები და 2010 წლის შემობრძანებასთან ერთად,შვილის მობრძანებამ ატირა იმ ახალწელს. თავზე დაადგნენ ანდრონიკე და ნინე.არც იმათ სიხარულს ჰქონდა საზღვარი.ანდროსგან უკვე რჩევებს ისმენდა,ნინე უკვე ამზადებდა შესაძლო სირთულეებისთვის და ღამე მარწყვის მოსატანად გარბენის ვარიანტებსაც განიხილავდა. პაატას და ლალის ამაზე კარგ ამბავს ვერაფერს შეატყობინებდნენ.იქ ვერ ავიდოდნენ დიდი თოვლის გამო,ამიტომ ასე შორიდან ახარეს ეს ამბავი.გვერდიდან არ შორდებოდა ცოლს,ხელი ჰქონდა მოხვეული და მაისურის შიგნიდან ეფერებოდა მის მუცელს.ისმოდა ღებიდან ბედნიერების შეძახილები.აქედან ანდრონიკე უყვიროდა მაგდას აწი თქვენსას ველოდებიო...ეს იყო ოჯახი,რომელიც ყველას სანატრელად ჰქონდა ქცეული.ეს იყო ოჯახი,რომელიც ლოლიტას პირველი ახსენდებოდა გაჭირვებისას... საკუთარი მშობლისთვის თქმა რომ არ გახსენებია მაშინ მიხვდა როგორ სხვანაირად ჰქონდა პრიორიტეტები განაწილებული ცხოვრებაში და როგორი დიდი ადგილი ეკავათ მილხანებს მის ცხოვრებაში. გაუხარდა ციალას და ბევრი რჩევაც მისცა,მაგრამ ისეთი სითბო არ იყო,როგორიც ლალისგან მიიღო.შოთამ საერთოდ ერთი გილოცავ გაიმეტა,მეტი არაფერი...ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა იმ ოჯახს,რომელშიც შედიხარ.იქ უნდა გაგრძნობინონ თავი დაფასებულად და ოჯახის წევრად,თორემ საკუთარმა შეიძლება უკან აღარც კი მიგიღოს გაჭირვებისას... *** -წლების წინ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ პატარა ლოლიტა,რომელიც თექვსმეტი წლის სრულიად უცხო კაცზე გაათხოვეს ამდენს შეძლებდა.-სცენაზე მდგომი,ასამდე ადამიანის წინ თავის წილ აღსარებას აბარებდა ყველას.-იმ ექვს წელში,რომელიც ქმრისგან შორს გავატარე,საკუთარი თავის პოვნა შევძელი...ჩემი ბრაზი,ტკივილი და დარდი ნახატებში ჩავაქსოვე...იქ გადავიტანე ყველა ემოცია,რომელიც შიგნიდან მჭამდა და დღეს აქ ვდგავარ,თქვენს წინ ვარ და ვერც კი გადმოვცემ სიტყვებით როგორი ამაყი ვარ...-მუცელზე მიიდო უცაბედად ხელი.-ახლა არა დე,ცოტა მოისვენე რა.-მასთან ერთად გაეცინა ყველას აუდიტორიაში.ქმრის ამაყ მზერას მოჰკრა თვალი,ყველაზე წინ რომ იჯდა და ყველაზე მეტი სიყვარული რომ ჰქოდნა ცოლის მიმართ.ყველაზე ხმამაღლა რომ უკრავდა ტაშს მის წარმატებას და პირველი რომ იყო მისთვის ხელის შესაშველებლად გაქცეული.-ალბათ იცით,მაგრამ მაინც გეტყვით.ინტერვიუზე მისვლა ვერ შევძელი გარკვეული მიზეზების გამო და სახლში ცრემლად დავიღვარე,რადგან ქალბატონ ჯენისთან სწავლა ჩემი ოცნება იყო...ჩემი მეუღლე,კონსტანტინე მილხანი,ჰოლში მჯდარა და ჩემი სახელისა და გვარის გამოცხადებისას კაბინეტში შესულა.მან მოიპოვა ჩემთვის ის ადგილი,რომლის წყალობითაც ახლა თქვენს წინ ვდგავარ...მიუხედავად იმისა რომ დაცვის გამოძახებით ემუქრებოდნენ მაინც წარადგინა ჩემი ნახატები და ქალბატონი ჯენის ყურადღებაც მიიპყრო..მადლობა რომ არსებობ და იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ.-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა კაცს სცენიდან.კამერამ დაიტოვა ყველა ის გამოხედვა,ის სიტყვა და ემოცია,რომელსაც ეს ორი ერთმანეთის მიმართ გრძნობდა.-ქალებო დაიმახსოვრეთ,ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებაში სწორი პარტნიორის და კარგი მამის არჩევაა შვილისთვის.ეს არჩევანი ჩემით არ გამიკეთებია,მაგრამ მერე დარჩენის გადაწყვეტილება თავად მივიღე,რადგან ჩემი მეუღლე საუკეთესო ადამიანია ამ ქვეყნად...არასოდეს თქვათ რომ არ გამოგივათ,არასოდეს დაიხიოთ უკან და ნებისმიერი რამ მოიცილეთ გზიდან,რაც უკან დახევას გაიძულებთ,რადგან თქვენი წარმატება მხოლოდ სახელი არ არის,ეს გზაა თქვენი მომავალი თაობისთვის რომ იცხოვრონ ისეთი ცხოვრებით,რომელიც ბევრ კითხვისნიშანს უკან მოიტოვებს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს,ღებში...ისინი იყვნენ ჩემი ინსპირაციის წყარო,მათ შემაძლებინეს ამდენი და მე მართლა ვაფასებ ყველაფერს,რაც მათ ჩემთვის გააკეთეს... დღევანდელი აუქციონის შემდეგ ერთ-ერთი ნახატიდან შემოსული თანხა,მთლიანად გადაირიცხება სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის.მეორე ნახატით კი მინდა ბავშვთა სახლს დავეხმარო და შემოსული თანხა იმ ბავშვების დასახმარებლად გავიღო,რომლებიც მშობლების სითბოს მოკლებულნი ხან ერთ პატარა სათამაშოზე წლობით ოცნებობენ... მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისთვის და ჯენ,მადლობა რომ შანსი მომეცი ცხოვრება ახლიდან დამეწყო,ვისურვებდი შენთვის სანაცვლოდ რაიმეს გაკეთება შემძლებოდა...-დარბაზი ფეხზე იდგა,მქუხარე ტაში და შეძახილები არ წყდებოდა ლოლიტას მისამართით.ამდენი ხალხი იყო და ყველაზე ხმამაღლა ტაშს მაინც მილხანი უკრავდა.მისი ცოლის ბენიერება,მასაც ზუსტად ისევე აბედნიერებდა... ალბათ ლოლიტაც იმავეს იზამდა და ყველას უსურვებდა თავისწილ კოსტას ცხოვრებაში... 2016 წელი.(ღები) მდინარის პირას ისხდნენ ყველანი ერთად.ბავშვებს დაჭერობანას ეთამაშებოდა ანდრონიკე.ანამარია როგორც ყველაზე უფროსი ყველას ჭკუას ასწავლიდა და თავისივე წესებით ასწავლიდა ყველას თამაშს.მამიკოს პრინცესა იყო,მეორე ბიჭი,ლაზარე ჰყავდათ,ამიტომ გვირგვინი თავზე შერჩა პატარა მაიმუნს. -სულ მაბრაზებს დედიკო,კიკნებს მიწვალებს. -კიკინებს შვილო.-სიცილით უსწორებდა კატოს სიტყვებს. -მე წამოვალ ბაღში და ვცემ.-იმუქრებოდა დანი.ვერ იტანდა მის პატარა დას ნერვებს რომ უშლიდნენ. -არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-ცემია ზუტა. -ვინ არის ჩემიო,რა თქვა?-წარბები შეყარა მილხანმა და ხელში აიტაცა შვილი მაშინვე.სიცილით გადახედა მამიკოს მკლავებიდან ყველას გოგონამ. -ბაღელი მოსწონს.-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები დანიელმა.-უთხარი რომ პატარაა ჯერ! -შენ დიდი ხარ დედიკო ლიზი რომ მოგწონს?-არ მოეშვა შვილს ლოლიტა. -მე დიდი ვარ!-არ ჩამორჩა მაინც. -რაო ვინ მოსწონსო?რადროს შენი მოწონებებია მამი?უნდა გამაგიჟო?-ლოყები დაუკოცნა შვილს. -ზუტა კარგია. -ზუტა რა სახელია?-ცოლს გახედა გაკვირვებულმა. -ზუკა ჰქვია და ასე ეძახის.-სიცილს ვერ იკავებდა ის ქმრის რეაქციებზე. -ვაიმე არ გამაგიჟოთ.სხვა ბაღში გადავიყვანოთ ეს. -დაეწყო შენს გოგოს სიყვარულის ეპოქა?-მთელი ხმით დასცინოდა ანდრონიკე. -შენსასაც მოსწონს თავისი კლასელი,ტყუილად იჭიმები.-არ მოეშვა ლოლიტა და შეაშრა კიდეც კაცს სახეზე ღიმილი. -რაო? -გადავიყვანოთ შენიც სხვა სკოლაში?-დასცინა კოსტამ. -ანამარია,მამი.-ხელით ანიშნა ბავშვს.-მოდი აბა აქ. -ჰო მამი. -ვინ მოგწონს შენ სკოლაში? -დედა...-ნაწყენი თვალებით გადახედა შვილმა.-ასეთებს მამასთან არ ამბობენ. -ვინ გასწავლა ეგენი გოგო?-გაოცებას ვერ მალავდა კაცი.-მოდი ჩემთან.-ხელები გაშალა და მიიხუტა მკერდზე გოგონა.-მამი მომისმინე აბა. -ჰო.-დარცხვენილმა ჩახარა თავი. -თვალებში მიყურე.-ააწევინა მაშინვე თავი.-მამას არაფერი დაუმალო არასოდეს გესმის?მე უნდა ვიცოდე ეგეთები მამას სიცოცხლე,თუ გაგარაზებს მერე კალაშნიკოვი რომ გამოვიტანო,გესმის? -არ გაბრაზდებიხოლმე? -გააჩნია ვინ არის და რა ასაკში,ჯერ პატარა ხარ... -ეე,თქვენ გაკლიათ რა.-აიქნია ხელი თორნიკემ.რა ენაღვლებოდა თვითონ.ორი ბიჭის მამა იყო. -მაგდა, გოგო გაუჩინე ამას ბრძანებაა.-ვერ მშვიდდებოდა ანდრო. ასე სიცილით გადიოდა მათი დღეები.ერთმანეთის გარეშე თითქმის არ ჰქონდათ არცერთი დღე გატარებული.ჟრიამულით იყო სავსე სოფელი.ერთ ეზოში რომ შეიკრიბებოდნენ ყველა,სულ სხვანაირად სუნთქავდა სოფელი.მთებიდან მონაბერი სიოც უფრო მსუბუქი იყო ყველასთვის.ცუდი არავის ეთქმოდა მათზე.ვინც დაინახავდა ბავშვებს,ყველა სიხარულით ეფერებოდა ნებისმიერს... პაატა შეისვამდა კისერზე სათითაოდ ყველას და ასე ატარებდა წრეზე წინ და უკან.გიჟი პაპა იყო,არც ლალისგან აკლდა გათამამება პატარებს.სულ ჰქონდა კალთა ტკბილეულით სავსე შვილიშვილებისთვის. -მოდი.-წელზე მოხვია ცოლს ხელი და მდინარისკენ წაიყვანა. -რაიყო? -ჩამოდი,დაიწვი სიცხისგან ხომ ხედავ. -აპ,აპ...-თავი გააქნია მაშინვე.-მეშინია ხომ იცი. -ჩემთან ერთად რისი გეშინია?-ყელზე მიაკრო ტუჩები.-მოდი. -კოსტა,არა... -წყლის არ უნდა გეშინოდეს,არც ბათუმში ჩამოხვედი მუხლს ზემოთ,ჩემს ცოლს არ ეკადრება. -სხვა ცოლი მოიყვანე მაშინ,მე თავი დამანებე.-აიქნია ხელი,მაგრამ ვერ დაუსხლტა ქმარს ხელებიდან. -კოსტა,არა... -ხელს არ გაგიშვებ,შენ თავს გეფიცები.-შუბლზე მიაკრო ტუჩები და ნელი ნაბიჯით შეიყვანა წელამდე წყალში,კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და მკერდს უფარავდა უკვე. -ხელი არ გამიშვა.-აკანკალებულმა ძლივს ამოილაპარაკა.-ყინულივით ცივი იყო წყალი. -არასოდეს,ხომ იცი.-ძლიერად შემოაჭდო მკლავები ცოლს და მკერდზე მიიკრო წამსვე.მის გვერდით თითქოს შიშიც გვერდზე გადიოდა,იმდენად უსაფრთხოდ გრძნობდა თავს... ცეზო სად იყო?შორს.იქ,საიდანაც ვერ დაინახავდა მისი საყვარელი ქალის სხვის ცოლად ბედნერებას... 2018 წელი -ისევ მამი?-ნერვიულად მოისრისა შუბლი მილხანმა. -მისი მეწყვილე იყო ზეიმზე.-სიცილს ვერ იკავებდა ლოლიტა. -ყვავილები აუცილებელი იყო?ან რას დასდევს? -ბავშვები არიან,რა გჭირს? -ვაიმე ლოლიტა,ვბრაზდები.-ხელში აიტაცა გოგონა და კალთაში ჩაისვა მაშინვე.-ამას ვინმემ გული რომ ატკინოს ხომ უნდა გავგიჟდე და მართლა შემომაკვდეს? -ხოდა კაპასი გავზარდოთ,არავის არაფერი რომ არ გააბედინოს.-გვერდით მიუჯდა ქმარს.კატო ჩახტა მაშინვე კაცის მუხლებიდან. -ჰო,შენ დაგემსგავსოს,ჩხუბი და ყავის ფინჯნის ქნევა იცოდეს.-ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელი. -აი მამი.-სირბილით გამოვიდა ოთახიდან და ვალერიანის მთელი შეკვრა გამოუტანა კაცს. -ეს რა არის?-გაკვირვებულმა გადახედა ჯერ შვილს,მერე ცოლს. -დედამ თქვა მამა გაგიჟდება და ეს დავალევინოთ რომ დაწყნარდესო... -ეგრე თქვა არა?-თვითონაც ვეღარ შეიკავა თავი და ხმამაღლა გადაიხარხარა.-რაებს არიგებ გოგო ბავშვს?-მოუღიტინა წამსვე ცოლს და მისმა კისკისმა მოიცვა ირგვლივ ყველაფერი. -კოსტა,გამიშვი.-ვერ იშორებდა კაცის ხელებს სხეულიდან. -ოო,ნუ აწვალებ დედას.-სავარძლიდან წამოდგა დანიელი და თავზე წამოადგა მამას.-ცოდოა. -მართალი ხარ,მამი.-რაღაცნაირი სიამაყით აევსო სხეული მილხანს.-დედა ცოდოა,მაშინ შენ გაწვალებ... -კოსტა...-სიცილ-ხარხარით ამოთქვა ლოლიტამ და მამა-შვილის გაშველება დაიწყო. ასეთი იყო მათი ყოველდღიური ცხოვრება.სიხარულიტ იყო გაჟღენთილი სახლის კედლები.თითქოს ყველა ტანჯვა,რომელიც მათ ოჯახს გადაუტანია,ადიდებულ მდინარეს წაუღია და მხოლოდ კარგი დაუტოვებია მათთვის. საფლავზე ასული ლოლიტა გულში მადლობას რომ ეუბნებოდა გიალოს. ქვის მეორე მხრიდან მდგომი კოსტა თავისწილად რომ ემადლიერებოდა კაცს ამ ოჯახისთვის არცერთმა იცოდა.ორივე ჩუმად ლოცულობდა ამ მომავლისთვის. ცუდი კაცი არ იყო გიალო,უბრალოდ თავისებური.ცუდად გამოხატავდა ყველაფერს თორემ,ოჯახი კი ნამდვილად სწორად შეურჩევია... წითელი კვერცხი გაუგორეს დიდ პაპას ბავშვებმა. მათი ჟრიამული ესმოდა და ციდან უყურებდა ყველას. აპრილის ცამ ისევ შეკრა კოპები და ცრემლად დაიღვარა იმ დღეს მათ მხრებზე. ეს წვიმა კი არა გიალო მილხანის ცრემლები ყოფილა. ცრემლები ბედნიერების,იმ ოჯახისთვის,რომლის ბედნიერებასაც თავად ვერ მოესწრო... დასასრული... ისტორია ეძღვნება ყველა ქალს,რომელსაც მოპარეს ბავშვობა და რომელსაც არ შეხვდა კონსტანტინე ცხოვრებაში.დაე მომავალმა მოგიტანოთ ყველაფერი კარგი. მინდოდა ვიღაცისთვის მაინც დამეხატა იმედი კონსტანტინეს პერსონაჟის სახით,უბრალოდ იცოდეთ რომ ისევ არსებობენ კარგი ადამიანები. მიყვარხართ და დროებით გემშვიდობებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



