უბედურება ყველგანაა!! (სრულად)
ეს ამბავი 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში დაიწყო. ელისაბედი მაშინ 15 წლის გოგონა იყო, რომლის მამა ომში გაიწვიეს ოჯახში კი მხოლოდ ელისაბედი, მისი ძმა, დედა, ბებია, ბაბუა, და მცირეწლოვანი და დარჩნენ. ელისაბედი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სილამაზით, ულამაზესი პირ-სახით, ლურჯი თვალებით, ყავისფერი აბრეშუმივით თმით. ის როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად ძალიან ლამაზი იყო. ელისაბედი ხვდებოდა, რომ ბუნებისგან დასაჩუქრებული იყო და ამ საჩუქარს მთელი გულით უფრთხილდებოდა. ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად ელისაბედის ოჯახში მოვიდა დეპეშა, რომელიც იუწყებოდა მისი მამის ომში გაწვევის ამბავს. ოჯახში ერთი ამბავი იყო: ელისაბედის დედა ქალბატონი ნანა სახეს იხოკავდა თან იძახდა,-ვაი ჩემო ოჯახო, ჩემო შვილებო, მიშველეთ! ვის უტოვებთ ამ ბავშვებს ვის!! ელისაბედის ბებია მაკრინე ღმერთს თავისთან წაყვანას თხოვდა, რათა არ მოსწრებოდა ოჯახის გაჭირვებას, ელისაბედი თავის ცრემლებს ოჯახს არ ანახებდა, ყველას დამშვიდებას ცდილობდა თავისი სიტყვებით-გთხოვთ დამშვიდით, ცუდი არაფერი მოხდება, მამაჩემი ქვეყნის დასაცავად იბრძოლებენ და არა სიკვდილისთვის, თანაც იციან, რომ მათ ჩვენ დაველოდებით. -ელისაბედი მართალია, მე ომში მარტო იმიტომ არ მივდივართ, რომ არამარტო ქვეყანა, არამედ თქვენც დაგიცვათ მტრისგან-თქვა ელისაბედის მამამ და შვილები გულში ჩაიკრა... გავიდა რამდენიმე თვე. ეს ის პერიოდია როცა დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, კაცი თუ ქალი ყველა მუშაობს, ყველას ოჯახში საშემოდგომო ფუსფუსია, მარტო დარჩენილი ქალები ცდილობენ კაცის საქმეებიც გააკეთონ და შვილებს დედობასთან ერთად მამობაც გაუწიონ. ელისაბედის ოჯახში ბაბუა კოსტანტინე და მაკრინე ბებია მარტოდ დარჩენილი რძლის და შვილიშვილების დახმარებას ცდილობენ, ელისაბედი და ნატალია სახლის საქმეებს აკეთებენ, ქალბატონი ნანა და ბაბუა კოსტანტინე ყურძნის დაწურვას ცდილობენ, ბებია მაკრინე კი სიმინდს ტაროებს ფუჩეჩისგან ასუფთავებს. საქმიანობაში გართულ ოჯახს თავზე წამოაგა 17-18 წლის კოლმეურნეობის თავმჯდომარის შვილი ლაზარე. დაფაცურდა ოჯახი: კოსტანტინემ ახალად დაწურული ღვინო გამოიტანა მარნიდან, ნანამ და მაკრინემ მჭადების გამოცხობა დაიწყეს, ელისაბედმა სხვადასხვა სახის კერძი გამოიტანა, გაიშალა სამეფო სუფრა. ბაბუამ ლაზარე სუფრასთან მიიწვია. -მობრძანდი, ლაზარე ბატონო, მართალია თქვენი შესაფერისი სუფრა არ არის, მაგრამ იმედია არ დაგვიწუნებ -რას ბრძანებთ, ამხანაგო კოსტანტინე, ყველაფერი ძალიან კარგია უბრალოდ მე აქ ამისთვის არ მოვსულვარ-ბრძანა ლაზარემ და ერთი ჭიქა ღვინო დალია -აბა რისთვის მობრძანდი, ამხანაგო ლაზარე -ახლა საუბარში ბებია მაკრინე ჩაერია -მე თქვენი შვილიშვილის ელისაბედის გაცნობა მსურს, ის მთელს სოფელში განთქმულია თავისი სილამაზითა და კეთილშობილებით იქნებ დაუძახოთ -ახლავე, ბატონო, ახლავე. ელისაბედ! ელისაბედ!-დაუძახა კოსტანტინემ შვილიშვილს -გისმენთ, ბაბუ, რამ შეგაწუხა- გაისმა ელისაბედის ნაზი და წკრიალა ხმა ოთახში, რამაც ლაზარე მონუსხა. -ელისაბედ შვილო, ეს კაცი ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის ბატონის დავითის შვილია ლაზარე. -სასიამოვნოა, ბატონო ლაზარე, მაგრამ მე აქ რისთვის დამიძათ -ელისაბედ, მე შენთვის ერთი ფრიადმნიშვნელოვანი წინადადება მაქვს-თქვა ლაზარემ ბოხი ხმით -გისმენთ ბატონო ლაზარე-გაისმა ელისაბედის ცნობისმოყვარე ხმა ოთახში. -ელისაბედ, მე მინდა, რომ ცოლად გამომყვე -კი მაგრამ, ბატონო ლაზარე, ჩემი შვილიშვილი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა-დასძინა კოსტანტინემ დაძაბული ხმით-თანაც ჩემი შვილი ახლახანს წავიდა ომში და ქვეყანაში ასეთი უბედურების ჟამს ქორწილზე როგორ მელაპარაკებით -ახანაგო კოსტანტინე, რასაც თქვენ ბრძანეთ სრული სიმართლეა, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ ვინ შეიყვაროს -თქვა ლაზარემ სითბოშეპარული ხმით - კარგი, რახან გადაგიწყვეტია ელისაბედის ცოლად მოყვანა მას უნდა ვკითხოთ-დასძინა მაკრინემ-ელისაბედ შვილო რას იტყვი თანახმა ხარ ლაზარეს გაჰყვე ცოლად? -მე...მე... თქვენ როგორც გადაწყვეტთ ისე მოვიქცევი. -კარგი მაშინ ყველაფერი გადაწყვეტილია ქორწილი ერთ თვეში იქნება-თქვა ლაზარემ ამ დღის შემდეგ ყველა ლაპარაკობდა ლაზარესა და ელისაბედის ქორწილზე: ზოგი გახარებული იყო, ზოგი შურისგან და ბოღმისგან სკდებოდა, რადგან ელისაბედმა მოახერხა სოფლის ყველაზე საოცნებო სასიძოს ხელში ჩაგდება. ერთ თვეში ქორწილიც გადაიხადეს. ქორწილის შემდეგ ლაზარე ცდილობდა ელისაბედისთვის თავის შეყვარებას, ელისაბედიც ცდილობდა შეეყვარებინა ლაზარე. ამ მცდელობაში ელისაბედს შეუყვარდა ლაზარე. ისინი ერთი წლის განმავლობაში ბედნიერები იყვნენ, მაგრამ რაა ცხოვრება თუ ბედნიერების ჟამი უბედურებით არ ჩაანაცვლა. სწორედ იმის შიშში იყო ერთი წლის განმავლობაში ელისაბედი, რომ ქმარსაც ისე დაკარგავდა ომში როგორც მამა და ძმა დაკარგა. ლაზარე რუსეთში გაემგზავრა. ელისაბედი სულ იმის შიშში იყო არ დაეკარგა საყვარელი ადამიანი. თავიდან ლაზარესგან წერილებს იღებდა, ელისაბედი ლაზარეს მინაწერებით ცოცხლობდა. რამდენიმე თვის შემდეგ წერილები შეწყდა, ელისაბედი და ლაზარეს ოჯახი საგონებელში ჩარავარდა. სოფელში ყველა დამწუხრებული იყო ლაზარეს გამო, ყველა უთანაგრძნობდა ელისაბედს რადგან გრძნობდნენ რომ ის აღარასდროს დაბრუნდებოდა... *** მეგოობრებო მე ამ საიტის ხშირი მომხმარებელი ვარ, ქართულში რაღაც თემასთან დაკავშირებით მომიწია მოთხრობის დაწერა ამიტომ გადავწყვიტე ეს მოთხრობა ამ საიტზე დამედო თანაც თქვენი რჩევები მაინტერესებს რათა გავითვალისწინო მადლობა წინასწარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.