შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"თუ ბედისწერაა..." (დასასრული)


3-08-2026, 23:22
ავტორი Mariana_045
ნანახია 102

ოთხი წელი.ზოგისთვის ეს უბრალოდ კალენდარზე შეცვლილი რიცხვებია.ჩემთვის კი...მთელი ცხოვრება, რომელიც ნელ-ნელა, სრულიად შეუმჩნევლად, ლევანთან ერთად ავაშენე.ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთმანეთის ცხოვრებაში უბრალოდ შემთხვევითი გამვლელები აღარ ვიყავით.ოთხი წელი მას შემდეგ, რაც იმ წვიმიან საღამოს ერთი პატარა მარკეტის სახურავმა ორი სრულიად უცნობი ადამიანი ერთმანეთს შეაფარა.ოთხიი წელი...და ამ ოთხ წელიწადში იმდენი რამ მოხდა, რომ ხანდახან თავადაც მიკვირდა, როგორ ჩაეტია ამდენი მოგონება ასეთ პატარა დროში.იყო წყენებიც.იმ ბავშვური, სულელური წყენებიდან დაწყებული, როცა არცერთს პირველი ნაბიჯის გადადგმა არ გვინდოდა...იმ სერიოზულ კამათებამდე, როცა ორივეს გვეგონა, რომ ერთმანეთი ვერასდროს გავიგეთ.იყო ბუტიაობაც.ზოგჯერ ხუთი წუთით.ზოგჯერ მთელი დღით.მაგრამ ბოლოს მაინც რომელიმე აუცილებლად ვტყდებოდით.უმეტესად...ლევანი.იმიტომ არა, რომ დამნაშავე იყო.იყო ბედნიერებით გაჟღენთილი დღეებიც.დღეები, როცა განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა...მაგრამ მაინც ყველაზე ძვირფასი იყო.იყო უთვალავი ლაშქრობა.ახალი ბილიკები.ახალი მწვერვალები.კოცონები.ცხელი ჩაი ემალის ჭიქებში.ღამეები კარვებში.და დილები, როცა მზის ამოსვლას ღრუბლებზე მაღლა ვხვდებოდით.იყო ლევანის კალათბურთის მატჩები.ის დღეები, როცა ტრიბუნებიდან ყველაზე ხმამაღლა მე ვყვიროდი.ხშირად იმდენად ხმამაღლა, რომ მსაჯიც კი ჩემსკენ იყურებოდა.იყო ჩემი გამოცდებიც.ლევანი ღამეებს ჩემთან ერთად ათენებდა.თვითონ ნახევარი საგნები საერთოდ არ ესმოდა.მაგრამ მაინც საათობით მისმენდა.ხანდახან ისეთი თავდაჯერებით მიხსნიდა საერთაშორისო სამართალს, ლამის მეც დამეჯერებინა, რომ იურისტი იყო.იყო ლევანის კანადაში წასვლა...ათასობით კილომეტრი ჩვენ შორის...იყო ნიკასა და ელენეს ნიშნობა.ნიკამ, რა თქმა უნდა, კლასიკური რომანტიკა ვერ აირჩია.ბეჭედი ისე დამალა, ბოლოს თვითონაც ვეღარ იპოვა.ელენე ნახევარი საათი იცინოდა.ჩვენ - კიდევ უფრო დიდხანს.იყო მარიამის საფრანგეთში წასვლა.აეროპორტში პირველად ვნახე, როგორ ტიროდა მთელი ჩვენი სამეგობრო.ნიკაც კი.თუმცა, რა თქმა უნდა, ამტკიცებდა, თვალში რაღაც ჩამივარდაო.იყო გიორგის დაწინაურება.იმ საღამოს პირველად თქვა:
-ალბათ მართლა გავიზარდეთ. - ნიკამ მაშინვე უპასუხა:
-შენ შეიძლება...ჩვენ - არა.- იყო დათას ავარია.ყველაზე რთული პერიოდი.ფეხის მოტეხილობა,რომლის გამოც საავადმყოფოში თითქმის მორიგეობით ვცხოვრობდით.ნიკა ეტლით სეირნობას სთავაზობდა.ლიკა ხატავდა თაბაშირზე.სოფო ყოველდღე საჭმელს ამზადებდა.ლევანი კი ფიზიოთერაპიის ყველა ვარჯიშს მასთან ერთად აკეთებდა.იყო ლიკას უნივერსიტეტის დამთავრებაც.სოფოს პირველი სამსახური.გიორგის ახალი მანქანა.ნიკას უკვე მეოცე "“ბრწყინვალე ბიზნეს-იდეა", რომელიც, ტრადიციულად, მეორე დღემდე ცოცხლობდა.იყო ბევრი სიცილი.იყო ბევრი ფოტო.იყო ბევრი მოგონება.იყო ტკივილიანი დღეებიც.დღეები, როცა სიტყვები აღარ გვყოფნიდა.მაგრამ ერთმანეთს მაინც არ ვტოვებდით.იყო ზამთრის მოგზაურობები.ხან ბაკურიანში.ხან გუდაურში.სადაც ნიკა ყოველ წელს ამტკიცებდა, წელს აღარ წავიქცევიო...და ყოველ წელს ზუსტად პირველი ვარდებოდა.იყო ზაფხულის ცხელი დღეებიც.ზღვა.ქვიშის ფრენბურთი.ღამის პიკნიკები.კლუბები.და გამთენიისას სანაპიროზე ფეხშიშველი სეირნობა.იყო ლევანის ოჯახის გაცნობაც.პირველად ისეთი ვნერვიულობდი, მეგონა გამოცდაზე შევდიოდი.ლევანის ბებია კი მხოლოდ ჩამეხუტა და მითხრა:“შენზე უკვე იმდენი მაქვს მოსმენილი, მგონი დიდი ხანია გიცნობ.“და აი...ოთხი წელი ისე გავიდა, ვერც კი გავიგეთ.ის დღე კი...ჩვენი ერთად ყოფნის მეხუთე წლის დასაწყისი იყო.რა თქმა უნდა, ამ თარიღს ჩვეულებრივ ვერ აღვნიშნავდით.ჩვენ ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არასოდეს ვყოფილვართ.ამჯერად ლაშქრობა გადავწყვიტეთ.ჩვეული შემადგენლობით.ყველანი.ყველაზე მეტად კი მარიამის დაბრუნება გვახარებდა.ორი კვირით იყო ჩამოსული საფრანგეთიდან.თითქოს ამ სამი წლის გამოტოვებული ყველა ამბის ანაზღაურება უნდოდა.უკვე მეორე დღეს ისეთი ენერგიით ლაპარაკობდა, ნიკამ ბოლოს ხელი ასწია.
- გაჩერდი!ერთ დღეში სამი წლის ისტორიას ნუ გვიყვები! -მარიამმა ბალიში ესროლა.
-შენ მაინც გაჩუმდი. -გეგმა დიდხანს არც განგვიხილავს.ლევანმა რუკა მაგიდაზე გაშალა.წითელი კალამი აიღო.შემოხაზა ერთი ადგილი: აბუდელაურის ტბები.რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა.შემდეგ ნიკამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ევერესტზე ასვლას ვაპირებდით.
- მოკლედ...თუ გადავრჩებით...კარგი მოგონება იქნება.
- თუ არა? - ჰკითხა გიორგიმ.
-მაშინ ძალიან ლამაზი ხედები დაგვამახსოვრდება. - ყველას სიცილი აგვიტყდა.ლევანმა რუკა დაკეცა.ჩემს ხელს ჩუმად ჩაეჭიდა.შემომხედა.იმ ღიმილით...რომელიც სამი წლის წინ, წვიმიან საღამოს პირველად ვნახე.მოგზაურობის დილა ყოველთვის განსაკუთრებული იყო.ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა, ჩვენ კი უკვე მანქანებში ვალაგებდით ზურგჩანთებს.ლევანი, როგორც ყოველთვის, ყველაფერს რამდენჯერმე ამოწმებდა.
- აფთიაქი?
- არის.
- ფანრები?
- არის. - ნიკა ამ დროს უკვე მეოთხედ კითხულობდა:
- ახლა მართლა წავედით?
- ნიკა... — ამოიოხრა გიორგიმ. - დილის ხუთი საათიდან მანქანაში ზიხარ.
- ჰოდა, ამიტომაც მეჩქარება. - გზა ხუმრობაში, მუსიკასა და გაუთავებელ ლაპარაკში გავიდა.მარიამი საფრანგეთის ამბებს გვიყვებოდა.დათა ისევ დასცინოდა ნიკას, რომ ნიშნობის შემდეგ "სერიოზული კაცი" ვერ გახდა.ელენე კი ყოველ ხუთ წუთში ახალ სიმღერას რთავდა.მთებს რომ მივუახლოვდით, ფანჯარა ბოლომდე ჩამოვწიე.ჰაერი ისევ ისეთი იყო...სუფთა.ცივი.თავისუფლების სუნით გაჟღენთილი.ლევანს გავხედე.ისიც მიღიმოდა.ისეთი მშვიდი იყო, თითქოს ამ გზებზე ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა.არც კი ვიცოდი...რომ ამ დღეს მხოლოდ ტბები არ გველოდა.არც ის ვიცოდი, რომ ჩვენი სამეგობრო იმ დილიდან მოყოლებული ისეთი უცნაური იყო.გიორგი და დათა ხანდახან ერთმანეთს გადახედავდნენ და ჩუმად იცინოდნენ.მარიამი ტელეფონს ყოველ ათ წუთში ერთხელ ამოწმებდა.სოფო და ლიკა რაღაცას ჩურჩულებდნენ.ნიკა კი...ნიკა საეჭვოდ და თან ზედმეტად ჩუმი იყო.რაც თავისთავად უკვე კატასტროფის ნიშანი იყო.ერთხელ ლევანსაც კი გადაულაპარაკა:
- ყველაფერი მზადაა.
- ჰო.
- არაფერი აგერიოს.
- არ ამერევა. -მაშინ ვიფიქრე, ალბათ საღამოს კოცონთან ისევ რაღაც სიურპრიზს აწყობენ-მეთქი.საერთოდ არ მიფიქრია...რომ ეს სიურპრიზი მე მეხებოდა.რამდენიმესაათიანი გზის შემდეგ, როცა ბილიკს ავუყევით, მთები სულ უფრო ახლოს მოდიოდნენ.მწვანე ფერდობები ნელ-ნელა კლდეებმა ჩაანაცვლა.ჰაერი გაცივდა.ხევიდან პატარა ჩანჩქერების ხმა ისმოდა.ხანდახან ვჩერდებოდით, წყალს ვსვამდით, ფოტოებს ვიღებდით და ისევ გზას ვაგრძელებდით.ბოლოს, როგორც იქნა, პირველ ტბასთან ავედით.მზე უკვე დასავლეთისკენ იხრებოდა.წყლის ზედაპირზე ოქროსფერი სხივები ციმციმებდა.სიტყვები აღარავის გვყოფნიდა.ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ბუნება ქმნის.
- ღმერთო... - ჩურჩულით თქვა მარიამმა. -სამი წელი ამ ადგილის ნახვაზე ვოცნებობდი.
-ღირდა? - ჰკითხა გიორგიმ.
- ამაზე მეტადაც. - ცოტა ხანში კარვების გაშლა დავიწყეთ.მაგრამ უცნაური რაღაც შევნიშნე.ყველა თითქოს განგებ მიშორებდა.
- კესანე, წყალი წამომიღე. - დამიძახა სოფომ.რომ დავბრუნდი, ნიკა უკვე ლევანს სადღაც მიათრევდა.
- გიორგის კამერა მომაწოდე. -მითხრა გიორგიმ.მერე ელენემ ფოტო გადავიღოთო.შემდეგ მარიამმა დამიძახა.ერთი საათის განმავლობაში ისე მატრიალებდნენ, ვეღარ გავიგე, ვინ რას აკეთებდა.ერთადერთი, ვინც არ ჩანდა...ლევანი იყო.უცნაურად გამეღიმა.
-სად წავიდა?
- მოვა. - ძალიან სწრაფად მიპასუხა ნიკამ.ზედმეტად სწრაფად.და სწორედ მაშინ მივხვდი...ყველა რაღაცას მალავდა.მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი...რომ იმ საღამოს, ტბების პირას, ცივი მთის ქარისა და ჩასული მზის ფონზე...ლევანი მუხლზე დაიჩოქებდა.და სამი წლის წინ შემთხვევით ნასესხები მოსაცმლის ისტორია...სამუდამოდ ოჯახის ისტორიად გადაიქცეოდა.საღამომ მთები ნელ-ნელა იისფერ ფერებში შეღება.კოცონი უკვე დანთებული იყო.ცეცხლის ალი ხან იმატებდა, ხან პატარავდებოდა, ხოლო მის გარშემო მსხდომებს სახეებზე თბილ შუქს აფენდა.როგორც ყოველთვის, ნიკა რაღაც ისტორიას ყვებოდა, რომელსაც, დარწმუნებული ვიყავი, ნახევარი თვითონაც არ სჯეროდა.
-და ზუსტად მაშინ დათვმა შემომხედა...
-ნიკა, გეყოფა. -გაეცინა დათას.
-არ გჯერათ?
- არა.
-არც უნდა გჯეროდეთ -ელენემ სიცილით მხარი ჰკრა.ყველანი ვიცინოდით.ჩვეულებრივი საღამო იყო.ისეთი, როგორიც ათეულჯერ გვქონდა.და ალბათ სწორედ ამიტომ...არაფერიში მეპარებოდა ეჭი.უცებ ლევანი წამოდგა.
- კესა... -ხელი გამომიწოდა. -წამოხვალ?
- ახლავე?
- ჰო. - ხელი ჩავკიდე.კოცონს ნელ-ნელა მოვშორდით.უკან ისევ მეგობრების სიცილი ისმოდა.არავინ გამოგვდევნებია.მაშინაც ვერ მივხვდი, რომ ესეც მათი გეგმის ნაწილი იყო.რამდენიმე წუთი უხმოდ მივდიოდით.მხოლოდ საღამოს ნიავი თმას მიწეწავდა.
-სად მივდივართ? - ვკითხე ბოლოს.
- კიდევ ცოტაც. - ცოტა ხანში პატარა გორაკზე ავედით.იქიდან მთელი ტბა ჩანდა.ჰორიზონტზე მზე თითქმის ჩასული იყო.ცა ნარინჯისფერს, ვარდისფერსა და იისფერს შორის ირყეოდა.
- ღმერთო...რამდენად ლამაზია... - ჩუმად ჩავილაპარაკე.
- ჰო. - მაგრამ მე იმ წამს საერთოდ სხვა რამეს ვუყურებდი.მისკენ შევბრუნდი.ღრმად ჩაისუნთქა.თითქოს გულში დალაგებულ ყველა სიტყვას ერთად ეძებდა.რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა.
- იცი...ხშირად მიფიქრია...რა მოხდებოდა იმ დღეს რომ არ გაწვიმებულიყო?ან შენ იმ მარკეტში არ შემოსულიყავი?ალბათ...დღემდე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დამაკლდებოდა. - ხელი ნაზად მომკიდა. - სამი წლის განმავლობაში შენთან ერთად ვისწავლე...რომ სახლი მისამართი არ არის.ადამიანია.რომ ბედნიერება გრანდიოზულ მოვლენებში კი არა...შენს გვერდით დილით გაღვიძებაშია...იმაშია, რომ გამოცდის წინ შენზე მეტად მე ვნერვიულობ.იმაშია, რომ ლაშქრობისას პირველად შენ გიყურებ, მოგწონს თუ არა ხედი.იმაშია, რომ ჩემი ყოველი გამარჯვების მერე პირველი ადამიანი, ვისთან გაზიარებაც მინდა...შენ ხარ. -ხმა ოდნავ აუკანკალდა.თვალებში უკვე ცრემლები მედგა.ლევანმა ღიმილით შემომხედა.
-გახსოვს?ერთხელ მკითხე...რით დაგიმსახურეო.იმ დღეს პასუხი ვერ გაგეცი.ალბათ იმიტომ, რომ არც ვიცოდი.დღეს კი ვიცი.არ დაგიმსახურე.შენ...უბრალოდ საჩუქარი ხარ, რომელიც ცხოვრებამ სრულიად დაუმსახურებლად გამომიგზავნა. - ჯიბეში ხელი ჩაიყო.გული ისე ძლიერად მიცემდა, საკუთარი სუნთქვაც აღარ მესმოდა.პატარა ხავერდის კოლოფი ამოიღო.ის წამიც დადგა.ნელა...ძალიან ნელა ჩაიმუხლა.სამყარო თითქოს ერთ წამში გაჩერდა.ქარიც კი აღარ ქროდა.მხოლოდ ჩემი გულისცემა მესმოდა.ლევანმა კოლოფი გახსნა.ბეჭედი საღამოს მზის ბოლო სხივებში აციმციმდა.
- კესა...ჩემი ყველაზე ლამაზი მოგზაურობა...შენგან დაიწყო.და მინდა...რომ ცხოვრების ყველა დარჩენილი გზაც შენთან ერთად გავიარო.ყველა მთა.ყველა ზღვა.ყველა ქალაქი.ყველა სიხარული.ყველა ტკივილი.ყველა დილა.ყველა საღამო.კესა...გახდები ჩემი ცოლი? - ვტიროდი.ისე ვტიროდი, ვერც ერთ სიტყვას ვერ ვამბობდი.ხელები ტუჩებზე ავიფარე.თავი რამდენჯერმე დავუქნიე.ლევანს გაეღიმა.
- ეს...კი ნიშნავს? -სიცილსა და ცრემლებს შორის ძლივს ამოვთქვი:
- კი...ათასჯერ კი... -ლევანმა ამოისუნთქა.თითქოს სამი წლის განმავლობაში პირველად.ფრთხილად წამოდგა.ბეჭედი თითზე გამიკეთა.რამდენიმე წამი მხოლოდ ჩემს ხელს უყურებდა.შემდეგ შუბლზე მაკოცა.მერე ცხვირზე.და ბოლოს...ტუჩებზე ძალიან ნაზად.ზუსტად ისე...როგორც იმ ღამეს, მანქანაში, ჩემი დაბადების დღის ბოლოს.და სწორედ იმ წამს, როცა ერთმანეთს შუბლებით ვეხებოდით, უკან ტაშის ხმა გაისმა.
- კი თქვა! - ნიკას ხმა მთებში ექოდ გაისმა.მოვტრიალდით.გორაკის მეორე მხარეს მთელი ჩვენი სამეგობრო იდგა.გიორგის კამერა ისევ ჩართული ჰქონდა.ელენე უკვე ტიროდა.მარიამი ტაშს უკრავდა.ლიკა და სოფო ერთმანეთს ეხუტებოდნენ.დათა კი ნიკას ეუბნებოდა:
- ჩუმად მაინც ვერ გაჩერდებოდი, არა? - ნიკამ მხრები აიჩეჩა.
- ასეთი მომენტია...ხმა ხომ უნდა მიმეცა! - რამდენიმე წამი ისევ ისე ვიდექით.მე ლევანის წინ.ჩემი ხელი მის ხელში.ბეჭედი კი მზის ბოლო სხივებს ირეკლავდა.თითქოს ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მართლა ხდებოდა.რომ ეს არ იყო მორიგი ლამაზი სიზმარი, რომელიც დილით გაქრებოდა.უცებ...უკნიდან ხმაური გავიგეთ.
-კესანეეე! -პირველი ელენე გამოიქცა.მის უკან მარიამი, ლიკა და სოფო.ისეთი სისწრაფით მორბოდნენ, თითქოს სამი წელი კი არა, მთელი ცხოვრება ელოდებოდნენ ამ წამს.სანამ რამეს ვიტყოდი, უკვე ჩახუტებული ვიყავი.ყველა ერთად.ისეთი ძალით მეხუტებოდნენ, ლამის სუნთქვა შემეკრა.
- გოგოებო...ვერ ვსუნთქავ... - მაგრამ თვითონაც ვიცინოდი და ვტიროდი ერთდროულად.
- არ გვჯერა! - ამბობდა მარიამი.
- მართლა მოხდა! - დაამატა ელენემ.
- ბოლოს და ბოლოს! - წამოიძახა ლიკამ.სოფო კი უბრალოდ მეხუტებოდა და ცრემლებს იწმენდდა.მე გაოგნებული ვიყურებოდი.
- მოიცადეთ...ერთი წუთი...მესიზმრება?
-არა, კეს. - მითხრა მარიამმა. - ამჯერად მართლა ხდება. -ხელი ავწიე და ისევ ბეჭედს დავხედე.თითქოს უნდა დამერწმუნებინა თავი.ამ დროს ნიკა გამოჩნდა.რა თქმა უნდა...ის ვერ გამოტოვებდა ასეთ მომენტს.თავზე ისევ ის უცნაური, ფერადი ქუდი ეხურა, რომელიც რატომღაც ყველა მნიშვნელოვან დღეს ჰქონდა.ჩემ წინ გაჩერდა.ხელები წელზე შემოიწყო.რამდენიმე წამი სერიოზული სახე მიიღო.შემდეგ გაიღიმა.
- აბა, რძალო...გამოგვივიდა? -რამდენიმე წამი ჩუმად შევხედე.შემდეგ სიცილი ამიტყდა.ისეთი სიცილი, როცა ტირილიც გინდა და ბედნიერებაც ზედმეტად ბევრია.
-ნიკა...შენ მართლა ვერ შეიცვლები, ხო?
-არა.ეს უკვე ყველამ იცის. -ლევანმა მხარზე ხელი დაარტყა.
-ძმაო, ერთი წუთით მაინც არ შეგეძლო ნორმალურად მოსულიყავი?
- შემეძლო.მაგრამ მაშინ მე აღარ ვიქნებოდი.-ყველას სიცილი აგვიტყდა.კოცონთან დავბრუნდით.ისევ იგივე ადგილი იყო.მაგრამ თითქოს ყველაფერი შეცვლილი ჩანდა.ტბა ისევ მშვიდად ბრწყინავდა.მთები ისევ ჩუმად იდგნენ.ცეცხლი ისევ ისე ტკაცუნებდა.მაგრამ მე...მე უკვე სხვა ადამიანი ვიყავი.იმ საღამოს, როცა გვეგონა, რომ იმაზე ბედნიერი აღარაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო...ცხოვრებამ კიდევ ერთი სიურპრიზი მოგვიმზადა.სუფრა ჯერ კიდევ არ აგველაგებინა.ყველანი ისევ იმ ემოციებში ვიყავით ჩაძირულები -ჩემს ბეჭედზე ვსაუბრობდით, ლევანს ვეხუმრებოდით, ნიკას კი ვუსმენთ, როგორ ამტკიცებდა, რომ "ყველაფერი მისი დამსახურება იყო", რადგან იმ წვიმიან დღეს მარკეტთან დროულად არ გავიარეთ.
- საერთოდ რომ არ ყოფილიყო ის მარკეტი? — იკითხა დათამ.ნიკამ დაფიქრებული სახე მიიღო.
- მაშინ მე სხვა გზას მოვიფიქრებდი.
- რა გზას?
- არ ვიცი...მაგრამ მოვიფიქრებდი.ყველას გაგვეცინა.სწორედ მაშინ ელენემ და ნიკამ ერთმანეთს გადახედეს.ისეთი მზერა ჰქონდათ, თითქოს რაღაცას მალავდნენ.პირველმა მარიამმა შეამჩნია.
- მოიცადეთ...თქვენ რაღაც გაქვთ სათქმელი? - ნიკამ უცებ სერიოზული სახე მიიღო.რაც მის შემთხვევაში ყოველთვის საეჭვო იყო.ელენეს ხელი ჩაჰკიდა.რამდენიმე წამი გაჩუმდა.შემდეგ კი...
- მოკლედ...ჩვენც გვაქვს ერთი ამბავი...როგორც იქნა...მშობლები ვხდებით. -რამდენიმე წამით სრული სიჩუმე ჩამოვარდა.თითქოს ყველამ ერთად ვერ გაიაზრა.შემდეგ...
-რაააა?! - პირველი მე წამოვიყვირე.ელენესთან მივვარდი.
-მართლა? - მან ცრემლიანი თვალებით თავი დამიქნია.და იმ წამს ჩვენი სიცილი და ტირილი ერთმანეთს შეერია.ნიკა უკვე ამაყად იდგა.
- გთხოვთ, ბავშვს წინასწარ ნუ ასწავლით ჩემს ცუდ ჩვევებს. - ყველამ სიცილი დაიწყო.ელენე კი ნაზად უყურებდა ნიკას.და პირველად ვნახე...ის გიჟი, ხმაურიანი ნიკა როგორ შეცვალა ერთმა პატარა არსებამ, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული.იმ ღამეს ორი ამბავი აღვნიშნეთ.ჩემი და ლევანის ახალი ცხოვრების დასაწყისი.და ნიკასა და ელენეს ახალი თავგადასავალი.ლაშქრობიდან დაბრუნებულები რამდენიმე კვირაში ისევ აეროპორტში ვიდექით.ამჯერად უკვე სხვა ემოციით.მარიამი საფრანგეთში ბრუნდებოდა.ორი კვირა ისე სწრაფად გავიდა, თითქოს რამდენიმე საათი ყოფილიყო.აეროპორტში ისევ ის ძველი სცენა განმეორდა.ლიკა ამბობდა:
- არ იტირო. -და ზუსტად ლიკამ დაიწყო ტირილი.ნიკა მარიამს ეხუტებოდა.
-მალე ჩამოდი.
-ჩამოვალ.
-მართლა?
-მართლა. -თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.როცა საბოლოოდ წავიდა...დიდხანს ვიდექით იქ.თითქოს იმედი გვქონდა, ისევ უკან გამოვიდოდა.შემდეგ კი...დაიწყო ქორწილის პერიოდი.ყველაზე ლამაზი ქაოსი ჩემს ცხოვრებაში.ზაფხულის ბოლოს დავთქვით დღე.და იმ დღიდან ჩემი სამეგობრო თითქოს ერთ დიდ საორგანიზაციო ჯგუფად გადაიქცა.გოგოები ყოველ დილით მოდიოდნენ ჩემთან.ხანდახან ისეთი სერიოზული სახე ჰქონდათ, თითქოს სახელმწიფო საქმე გადაგვეწყვიტა.
- დღეს სამი კაბა უნდა მოიზომო.
- სამი?
- მინიმუმ.
- მაგრამ გუშინაც სამი მოვიზომე.
- გუშინ სხვა სამი იყო.
- მარიამი რომ აქ იყოს, რას მეტყოდა?
- გეტყოდა, ყველა მოიზომე და მერე გადაწყვიტეო. -საქორწინო სალონები, ქსოვილები, ვარცხნილობები, ყვავილები...ყველაფერი ერთ დიდ, ლამაზ ქაოსად იქცა.ბიჭები კი თავიანთ საქმეს აკეთებდნენ.ადგილებს ათვალიერებდნენ.საჭმელს აგვარებდნენ.მუსიკაზე კამათობდნენ.რა თქმა უნდა, ნიკა ყველაზე ხმამაღლა კამათობდა.
- ჩემი აზრით, ცეკვის პირველი სიმღერა მე უნდა ავარჩიო.
- რატომ? - ჰკითხა ლევანმა.
-იმიტომ, რომ ჩემი იდეები ყოველთვის საუკეთესოა. - ყველამ ერთხმად უპასუხა:
- არა. - ელეს მუცელი უკვე შესამჩნევად გაზრდილიყო.ჩვენი გიჟი, ენერგიული ელენე ახლა ნელა დადიოდა...უფროსწორად დაბაჯბაჯებდა.ნიკა კი გვერდიდან არ შორდებოდა,თითოეულ მიმიკას აკვირდებოდა
-ფრთხილად.
- ნიკა, მე ორსული ვარ და არა მინისგან გაკეთებული. -რამდენი რამ შეიცვალა.სამი წლის წინ უბრალოდ რამდენიმე ადამიანი ვიყავით, რომლებიც შემთხვევით შეიკრიბნენ.ახლა კი...ერთმანეთის ოჯახები გავხდით.და მალე...მე და ლევანი იმ სიტყვას ვიტყოდით, რომელიც მთელი ეს გზა მოგვიყვანა.ერთად.ქორწილის დღე ზედმეტად ემოციური აღმოჩნდა.ალბათ ყველა გოგოს აქვს ცხოვრებაში ერთი დღე, რომელსაც ათასჯერ წარმოიდგენს.როგორი იქნება კაბა.როგორი იქნება ვარცხნილობა.ვინ იტირებს.ვინ გაიცინებს.როგორ შემოუხედავს იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება უნდა გაატაროს.მაგრამ რაც არ უნდა დაგეგმო...იმ დილით ძალიან ადრე გამეღვიძა.ჯერ კიდევ ბნელოდა.ოთახში სიჩუმე იყო.რამდენიმე წამი ჭერს ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, რატომ მქონდა ისეთი შეგრძნება, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა.შემდეგ გამახსენდა.დღეს ლევანის ცოლი უნდა გავმხდარიყავი.გული ისე სწრაფად მიცემდა, თითქოს ისევ იმ წვიმიან საღამოს ვბრუნდებოდი.ღიმილით გავხედე საწოლის გვერდით დადებულ ყუთს.იქ ჩემი კომპასი იდო.ლევანის ნაჩუქარი პატარა წერილიც."ყველა გზა შენამდე მოვიდა."სახლში სრული ქაოსი იყო.მაგრამ ისეთი ლამაზი ქაოსი, რომელსაც მხოლოდ ბედნიერების დღეები ქმნიან.გოგოები დილიდანვე მოვიდნენ.ელენე უკვე საკმაოდ დიდი მუცლით იყო.მაგრამ მაინც ის ელენე იყო.ენერგიული.მხიარული.და ისეთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ქორწილში მოსვლამდე სამი იდეა შეეცვალა.
- ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მისი პირველი ქორწილი იყო. - ამბობდა ნიკა.
- ნიკა...
- რა?
- ბავშვი ჯერ არ დაბადებულა.
-მაგრამ უკვე ყველაფერი უნდა იცოდეს. -მარიამი საფრანგეთიდან სპეციალურად ჩამოვიდა.როცა ოთახში შემოვიდა, რამდენიმე წამი უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით.შემდეგ ორივემ ერთდროულად დავიწყეთ ტირილი.
- ნუ ტირი, მაკიაჟი გაგიფუჭდება. -მითხრა.
- შენც ნუ ტირი.
- მე არ ვტირი.
- მარიამ...
- კარგი, ცოტა. - გავიცინეთ.ზუსტად ისეთი იყო ყველაფერი, როგორიც უნდა ყოფილიყო.როცა კაბა ჩავიცვი...ოთახში უცებ სიჩუმე ჩამოვარდა.გოგოები მიყურებდნენ.მე კი მათ სახეებს ვუყურებდი.იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპი იცოდნენ.მარიამს.ლიკას.სოფოს.ელენეს.იმ გოგოებს, რომლებთან ერთადაც ვიცინე, ვიტირე, გავიზარდე.
- კესა... -ჩუმად თქვა სოფომ. - მართლა თხოვდები. - გამეღიმა.
-ჰო.
- ჩვენი კესანე. -ამ სიტყვებზე ისევ ცრემლები წამომივიდა.ლევანის ნახვის მომენტი...ყველაზე მეტად მაშინებდა.რადგან,მის თვალებში ყველაფერს დავინახავდი.როცა კარისკენ მივედი....გული ყელში მქონდა.მუსიკა გაისმა.ნაბიჯები გადავდგი.და იქ იდგა.ლევანი.შავ კოსტიუმში.ისევ იმავე ღიმილით.იმ ღიმილით, რომელიც პირველად შემოდგომის დღეს ვნახე.რამდენიმე წამით უბრალოდ მიყურებდა.სიტყვა ვერ თქვა.მე გამეღიმა.
- ლევან...არ მითხრა, რომ ისევ დაგავიწყდა ლაპარაკი. -გაეცინა.თვალები კი აუწყლიანდა.
-უბრალოდ...ვცდილობდი დამეჯერებინა, რომ ეს მართლა ხდება. -მოვიდა.ხელი მომკიდა.ისე ფრთხილად...ცერემონია ულამაზესი იყო.ბოლოს ვიცეკვეთ...ჩვენი პირველი ცეკვა უკვე ცოლ-ქმრის სტატუსით...ჩემი გზა...ლევანთან მიდიოდა.ქორწილიდან რამოდენიმე თვეში,ჩვენს პატარა, უკვე ისედაც ხმაურიან და გიჟურ სამეგობროს კიდევ ერთი წევრი შეემატა.ნიკასა და ელენეს პატარა პრინცესა.იმ ღამით მშვიდად გვეძინა.გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა.სრული სიჩუმე იყო.სანამ...ტელეფონის ხმამ არ გაგვაღვიძა.ჯერ ნახევრად მძინარეს მეგონა, რომ მესიზმრებოდა.მაგრამ ზარი არ ჩერდებოდა.ლევანი უცებ წამოჯდა.ტელეფონი მოძებნა.ეკრანს დახედა.ოთხის ნახევარი იყო.სახე მაშინვე შეეცვალა.
-ნიკაა... -ჩუმად თქვა.შეშინებულმა უპასუხა.
-ნიკა? -პასუხად კი ტელეფონის მეორე მხრიდან ისეთი ხმა გაისმა, თითქოს ადამიანი ერთდროულად იცინოდა, ტიროდა და პანიკაში იყო.
- ლევან!ლევან!მშობიარობს!გესმის?!მშობიარობს!მამა ვხდები!ლევან, მამა ვხდებიიიი!-რამდენიმე წამი ლევანი გაჩუმებული იჯდა.ალბათ ცდილობდა გაეგო, ნიკა მართლა რეკავდა თუ ისევ თავისი ემოციების ქარიშხალში იყო.
- ნიკა...სად ხარ?
- საავადმყოფოში!მოდი!სასწრაფოდ მოდი!ჩემი შვილი მოდის! -ლევანმა ტელეფონი გათიშა და ჩემკენ შემობრუნდა.
- კესა...ნიკას და ელენეს ბავშვი იბადება. -იმ ერთ წინადადებაში იმდენი სიხარული იყო, რომ ძილიც მაშინვე გაქრა.არ მახსოვს, იმ რამდენიმე წუთში როგორ მოვემზადეთ.რაც ხელში მოგვყვაა, ის ჩავიცვით.თმა აჩეჩილი მქონდა.ლევანს მაისური უკუღმა ეცვა და მხოლოდ მანქანაში ჩაჯდომისას შევამჩნიეთ.მაგრამ არც ერთს გვაინტერესებდა.ჩვენი ნიკა...მამა ხდებოდა.გზაში ტელეფონს ვიღებდი.
- გიორგის დავურეკოთ.
-ჰო. -გიორგიმ პირველივე ზარზე აიღო.
- რა ხდება?მშვიდობაა?
-გიო ნიკას და ელენეს ბავშვი იბადება. - რამდენიმე წამით სიჩუმე იყო.
-მოვდივარ. - მერე სოფოს და ლიკას დავურეკეთ.მათგანაც იგივე პასუხი მივიღეთ.
- ახლავე გამოვდივართ. -დათას სახლთან გავჩერდით.კარი გავაღეთ თუ არა, უკვე ჩაცმული დაგვხვდა.ზუსტად თხუთმეტ წუთში საავადმყოფოს ფოიეში შევცვივდით.ყველანი ერთად.დრო საოცრად ნელა გადიოდა.საათს ყველა ვუყურებდით.ნიკა კი სამშობიარო განყოფილების წინ დადიოდა წინ და უკან.ხელებს იფშვნეტდა.თვალები სულ კარზე ჰქონდა მიპყრობილი.ხუთი საათი და ოცდასამი წუთი.ეს დრო ყველას დაგვამახსოვრდა.იმ წამს, როცა ჩვენი პატარა პრინცესა ნინა მოევლინა ამ სამყაროს.რამდენიმე წუთში კარის გაღების ხმა გავიგეთ.და იქიდან...მორბოდა ნიკა.მართლა მორბოდა.თვალები აცრემლებული ჰქონდა.სახეზე კი ისეთი ღიმილი...რომელიც არასოდეს მინახავს.რამდენიმე ნაბიჯში ჩვენთან გაჩერდა.ხმამაღლა იყვირა:
- მამა გავხდი! -ყველანი ერთდროულად მივვარდით.ვკოცნიდით.ვეხვეოდით.ვიცინოდით.ვტიროდით.
- გოგოა...ჩემი პატარა გოგოა... ნინა ჰქვია -ელენეს მიერ არჩეული სახელი იყო.და ნიკას ხმაში ისეთი სიამაყე იდგა, თითქოს მთელი სამყარო მის ხელში ეჭირა.იმ დღეს საავადმყოფოს პატარა კუთხეში პატარა დღესასწაული მოვაწყვეთ.რა თქმა უნდა...ნიკამ წინასწარ ნაყიდი შამპანიური სადღაც მაინც იპოვა.
- ეს შემთხვევით არ უნდა გავხსნათ? - ჰკითხა გიორგიმ.ნიკამ თავი გაიქნია.
- არა.დღეს განსაკუთრებული შემთხვევაა.დღეს ჩემი გოგო დაიბადა.ბოთლი გაიხსნა.ჭიქები ავწიეთ.პირველი სადღეგრძელო, რა თქმა უნდა, ნინას ეკუთვნოდა.
- ჩვენს პატარა პრინცესას გაუმარჯოს - თქვა ლევანმა.
- რომ გაიზრდება და გაიგებს, როგორი მამა ჰყავს... -გიორგიმ ჩაიცინა.
-ჩემი გოგო იქნება.ჩემსავით გიჟი და ელენესავით ლამაზი იქნება -ყველას გაგვეცინა.და იმ წამს, როცა პატარა ნინა პირველად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში...მივხვდი.ოჯახი ყოველთვის მხოლოდ სისხლით დაკავშირებული ადამიანები არ არიან.გიორგი ისევ იღებდა ყველაფერს.რა თქმა უნდა.დათა და ლიკა კამათობდნენ, ვის უფრო ჰგავდა ნინა.სოფო უკვე გეგმავდა, როგორი საჩუქარი უნდა ეყიდა პატარა პრინცესასთვის.მე კი უცებ გამახსენდა...მარიამი.
- მარიამს დავურეკოთ. -ყველამ ერთდროულად დამიქნია თავი.
- ჰო... უნდა გაიგოს. -ტელეფონი ავიღეთ.ვიდეოზარი ჩავრთეთ.რამდენიმე ზარი გავიდა.საფრანგეთში ჯერ კიდევ ღამე იყო.ბოლოს ეკრანზე მარიამის დაბნეული სახე გამოჩნდა.თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა.თმა აჩეჩილი.აშკარად ახლახან გაეღვიძა.რამდენიმე წამი უბრალოდ გვიყურებდა.ჩვენ კი ყველანი ერთად ვჩანდით კამერაში.
-რა ხდება? რატომ ხართ ყველა ერთად?სად ხართ? -სახეზე ნამდვილი შიში დაეტყო.
- ვინმე ცუდადაა? - ყველამ სიცილი ძლივს შევიკავეთ.
-ყველაფერი კარგადაა.
-კესანე, ნუ მაშინებ.რა მოხდა? - რამდენიმე წამი დავაცადე.შემდეგ ღიმილით ვუთხარი:
- მამიდა გახდი, მარ. -სიჩუმე.ისეთი სიჩუმე, როცა ადამიანი ჯერ სიტყვას ვერ პოულობს.
- რა?
- მარიამ...ნინა დაიბადა.ნიკა და ელენე მშობლები გახდნენ. -ეკრანზე მისი სახე შეიცვალა.ძილი, დაბნეულობა და შიში ერთ წამში გაქრა.თვალები აემღვრა.
- მართლა?
- მართლა. -ნიკა კამერისკენ მოიწია.
- მამიდა, გესმის?ჩემი გოგო დაიბადა. - მარიამმა პირზე ხელი აიფარა.
-ნიკა...ელენე როგორ არის?
- კარგად არიან ორივე.
- ნინა...მაჩვენეთ...
- ჯერ არ შემოუყვანიათ, მაგრამ მალე გაჩვენებთ. -მარიამმა ცრემლები მოიწმინდა.
- ღმერთო...მე იქ არ ვარ.
- მალე ჩამოხვალ. - ვუთხარი.
- აუცილებლად. -მერე ნიკას შეხედა.
- ახლა მართლა გაიზარდე? -ნიკამ მაშინვე გაიბუსხა.
- რას ნიშნავს ახლა?
-იმას, რომ მამა გახდი. - მარიამი დიდხანს გვიყურებდა ეკრანიდან.ალბათ ცდილობდა დაეჯერებინა, რამდენი რამ შეიცვალა.რამდენიმე წლის წინ ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვიყავით.ახლა კი...ერთს ქორწილი ჰქონდა გადახდილი.ერთს ბავშვი შეეძინა.
- მიყვარხართ. - ჩუმად თქვა მარიამმა.
- ჩვენც. - ერთხმად ვუპასუხეთ.ზოგჯერ ოჯახი ის ხალხია, ვისთან ერთადაც გამთენიისას საავადმყოფოში გარბიხარ.ჩვენი ისტორიის ბედნიერი დასასრული კი ასეთი აღმოჩნდა...ნინას დაბადებიდან არც ისე დიდი დრო იყო გასული, როცა ერთ დილას ხელში ის პატარა საიდუმლო მეჭირა, რომელიც ჯერ მხოლოდ მე ვიცოდი.რამდენიმე დღე ვატარებდი ამ ამბავს გულში.ხანდახან საკუთარ თავსაც კი არ ვუჯერებდი.ვიღიმოდი უმიზეზოდ.ლევანს ვუყურებდი და ვფიქრობდი...ნეტავ იცის თუ არა, რომ მალე მისი ცხოვრება კიდევ ერთხელ შეიცვლება.პირველები, რა თქმა უნდა, გოგოებმა გაიგეს.მათთან ერთად სხვა რეაქციას ვერც წარმოვიდგენდი.როგორც კი ვუთხარი...რამდენიმე წამით გაჩუმდნენ.შემდეგ კი...ოთახში ისეთი ამბავი ატყდა, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატი მოგვეგო.
- მართლა?!
- კესანე, არ მეხუმრები?!
- ლევანმა იცის?!
- ჯერ არა?! -ელენე, რომელსაც უკვე დედობის გამოცდილება ჰქონდა, ყველაზე მეტად იცინოდა.მარიამი კი საფრანგეთიდან ვიდეოზარით ტიროდა.
- კიდევ ერთი პატარა წევრი ჩვენს ოჯახში...ვერ ვიჯერებ. - გოგოები მეხუტებოდნენ, იცინოდნენ, გეგმებს აწყობდნენ.უკვე არჩევდნენ, ვის დაემსგავსებოდა ბავშვი.სანამ მე უბრალოდ ვიჯექი და ვუყურებდი მათ.იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ამდენი გზა გავიარე.ლევანისთვის თქმა ყველაზე რთული აღმოჩნდა.იმიტომ, რომ ვიცოდი...მისი გული ამ ამბავს როგორ მიიღებდა.საღამოს სახლში რომ მოვიდა, ჩვეულებრივად შემომხედა.
- კესა, როგორ ხარ? -გამეღიმა.
- კარგად.მაგრამ რაღაც უნდა გითხრა. -უცებ შეამჩნია ჩემი სახე.
- რა მოხდა?ცუდად ხარ? -თავი გავაქნიე.ხელში პატარა კონვერტი მივაწოდე.გახსნა.რამდენიმე წამი უბრალოდ იდგა.არაფერი უთქვამს.მერე ისევ შემომხედა.თვალები აემღვრა.
- კეს...მართლა? - ხმა აუკანკალდა.
- მართლა. -რამდენიმე წამი თითქოს სუნთქვაც დაავიწყდა.შემდეგ გამიღიმა.
-კესა...მამა ვხდები? - თავი დავუქნიე.და იმ წამს...ჩემი ძლიერი, მშვიდი ლევანი ატირდა.ჩამეხუტა.შემდეგ ფრთხილად დაიხარა და ჩემს მუცელს აკოცა.
- გამარჯობა...მე ლევანი ვარ...შენი მამა.გპირდები, ძალიან ბევრ თავგადასავალს მოგიწყობ -გამეცინა.
- ჯერ არ დაბადებულა და უკვე ლაშქრობებზე ელაპარაკები?
- რა ვქნა?ჩემი შვილია. - მთელი ორსულობა ლევანი საერთოდ არ მასვენებდა.ყველაფერზე ნერვიულობდა.რა ვჭამე.რამდენი დავისვენე.რამდენი ვიარე.ხანდახან მგონი მე კი არა, თვითონ იყო ორსულად.
- კესა, დაჯექი.
- ლევან...
- არა.დაჯექი.
- მაგრამ უბრალოდ სამზარეულოში მივდივარ.
- მაინც. - გოგოები ამაზე დღემდე იცინოდნენ.ჩვენი პატარა კი, როგორც ჩანს, მამის ხასიათს თავიდანვე იღებდა.მუცელში ისეთი აქტიური იყო, რომ ხანდახან მართლა ვფიქრობდი...ალბათ კალათბურთელი უნდა გამოვიდეს-მეთქი.
- ლევან...ნახე რას აკეთებს.
- ჩემი შვილია... ჯერ არ დაბადებულა...მაგრამ უკვე სპორტსმენია. - მეცხრე თვეს რომ გადავცდით...ცოტა პანიკა დამეწყო.
- ლევან...მგონი ჩვენს შვილს გარეთ გამოსვლა არ უნდა. - გაეცინა.
- ალბათ მოსწონს იქ.
- ცხრა თვეა იქ ცხოვრობს.
- კარგი ბინა გამოუვიდა. -მის ამ პასუხზე სიცილი ვერ შევიკავე.მაგრამ გულში მაინც ვნერვიულობდი.ცხრა თვესა და სამ კვირაში...დღის ორ საათზე...ჩვენი სიყვარულის ნაყოფი მოევლინა სამყაროს.პატარა ბიჭი.პირველად რომ დავინახე...ყველაფერი გაჩერდა.პატარა ცხვირი ჰქონდა.მუქი ფერის თმა - ზუსტად ლევანივით.და თვალები...ჩემი.ლევანი ჩემ გვერდით იდგა.პატარა ბიჭს უყურებდა და ხელში ჩვენი შვილი ეჭირა.ცრემლები თვალებში ჰქონდა.
- კესა...შეხედე.ჩვენია - გამეღიმა.
- ჰო...ჩვენია... -ხშირად ამბობენ...ყველა სიყვარულის ისტორიას აქვს დასასრული.ჩვენიც დასრულდა.მაგრამ იმდენად გაიზარდა, რომ ორ გულში ვეღარ დაეტია და ახლა ის პატარა ხელებში ცხოვრობდა.პატარა ბიჭში, რომელსაც ჯერ არც კი იცოდა, როგორი გზით მოვიდა ამ სამყაროში.ალბათ, ოდესღაც მოვუყვებით...როგორ დაიწყო ყველაფერი ერთი წვიმიანი საღამოთი.ერთი მარკეტით.ერთი მოსაცმლით.და ორი ადამიანით, რომლებმაც ერთმანეთში სახლი იპოვეს...
დიდი ხანი იყო,რაც მთელი სამეგობრო ერთად სალაშქროდ აღარ წავსულვართ...არა იმიტომ, რომ სურვილი აღარ გვქონდა...პირიქით...მთების ფოტოებს რომ ვხედავდით, ყველას ერთდროულად გვახსენდებოდა ჩვენი ძველი თავგადასავლები...კოცონები...გათენებული ღამეები...გიოს გიტარა...ნიკას გაუთავებელი ხუმრობები...და ის თავისუფლების შეგრძნება, რომელსაც მხოლოდ მთები გვჩუქნიდა...მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ორი პატარა ადამიანი გამოჩნდა...ჩვენი ლუკა...და ნიკასა და ელენეს პრინცესა -ნინა...იმდენად პატარები იყვნენ, რომ სალაშქროდ წაყვანა ჯერ ძალიან ადრე იყო...ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა ვინმე ამბობდა:
- ხალხო, მთები მომენატრა... -პასუხი აუცილებლად ასეთი იყო:
- ცოტაც მოვიცადოთ...ლუკა და ნინა რომ წამოიზრდებიან მერე წავიდეთ - და ასე გადიოდა დრო...იმ საღამოს ნიკას სახლში ვიყავით შეკრებილები...ნინა იატაკზე იჯდა და თოჯინებს აქეთ-იქით ისვრიდა...ლუკა კი ლევანის კალთაში იჯდა და მამის საათს ეჭიდებოდა...
- პატარა კაცო, ამას თუ მომხსნი, დედაშენი გამიბრაზდება, - სიცილით უთხრა ლევანმა. უცებ მარიამმა თქვა:
- იცით, რა მომენატრა?
- რა? - ჰკითხა სოფომ.
- მთები... - ოთახში რამდენიმე წამიანი სიჩუმე ჩამოვარდა.ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ.სიმართლე რომ ითქვას...ყველას მოგვენატრა.ნიკა უცებ წამოხტა.
- ხალხო!
- რა იყო?ახლა რაღა ბრძნულმა აზრმა გაგიელვა - გაიცინა გიომ
- წავიდეთ! - ლიკას გაეცინა.
- ბავშვები? - ნიკამ მხრები აიჩეჩა.
- ორი დღით ბებიები ვერ მიხედავენ? - ლევანი ჩაფიქრდა.შემდეგ გაეღიმა.
- დედაჩემი სიამოვნებით დაიტოვებს. - ელენეს თვალები გაუბრწყინდა.
- მართლა?
- ჰო. - და ასე...რამდენიმე წუთში ყველაფერი გადაწყდა...ლუკაც და ნინაც იმ დღეს ლევანის დედასთან დავტოვეთ...მახსოვს, ლუკა ძლიერად ჩამეხუტა...მახსოვს,მისი პაწუა თითუკები როგორი თბილი იყო...ხელებს არ მიშვებდა...საბოლოოდ, მანქანები დაიტვირთა.ზურგჩანთები ჩავალაგეთ.გიორგიმ გიტარა წამოიღო.ნიკამ საჭმელი.დათამ რუკები.ლიკამ პირველადი დახმარების ჩანთა.ლევანმა კი, როგორც ყოველთვის, ყველაფერი გადაამოწმა.მერე მანქანაში ჩავსხედით.და გზას დავადექით.მთებისკენ...თავგადასავლებისკენ...ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით ჩვენს საყვარელ სამყაროს...მთას...იმ ადგილს, სადაც ყოველთვის გვეგონა, რომ ყველა პრობლემა პატარა ხდებოდა...ამჯერად ჩვენი დანიშნულების ადგილი სამეგრელო იყო...ტობავარჩხილი...თავიდან გზა მარტივი იყო...ვიცინოდით...ვკამათობდით.ვაჩერებდით ერთმანეთს ყოველ რამდენიმე წუთში, რადგან ვიღაცას აუცილებლად უნდოდა კიდევ ერთი ფოტოს გადაღება...რა თქმა უნდა, ნიკა იყო პირველი.
- მოიცადეთ!ყველანი გაჩერდით.ისტორიული კადრია. - ლიკამ თვალები გადაატრიალა.
- ნიკა, შენს გამო ტობავარჩხილამდე ვერ მივალთ.
- პირიქით, ჩემი ფოტოები რომ არ იყოს, ვერავინ დაიჯერებს, რომ აქ ვიყავით. - გიორგიმ სიცილიტ უპასუხა.
- ჯერ ცოცხლები მივიდეთ და მერე გადავიღოთ. - ყველას გაგვეცინა.გზა კი გრძელდებოდა.თანდათან ისეთი ხედები იშლებოდა, რომ სიტყვები ზედმეტი ხდებოდა.
მთები ერთმანეთის უკან იკარგებოდა.ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით ჩვენს საყვარელ სამყაროს...ტყე ნელ-ნელა იცვლიდა ფერს...ერთ მომენტში...ცა შეიცვალა.მზემ თითქოს დამალვა გადაწყვიტა.ღრუბლები სწრაფად მოიყარა.ქარმა იმატა.მარიამმა ზემოთ აიხედა და შეშინებული ხმით თქვა:
- ხალხო...უკან ხომ არ დავბრუნდეთ? - ყველამ ცას შევხედეთ.ლიკამაც ჩაფიქრებულმა თქვა:
- ან აქ ხომ არ დავბანაკდეთ? - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.ნიკამ კი, როგორც ყოველთვის, დაძაბულობის გაფანტვა სცადა.
- როდის მერე გაშინებთ წვიმა?
-ნიკა, ყველა სიტუაციაში ხუმრობა როგორ შეგიძლია? - სერიოზული სახით დაუბრუნა კითხვა სოფომ
- ნიჭია.
-არა ეგ ავადმყოფობაა, - დაამატა მარიამმა.ისევ სიცილი გაისმა.და მაინც...გზა გავაგრძელეთ.მაშინ ვერავინ ვიფიქრეთ, რომ ის ღრუბლები უბრალოდ ამინდის ცვლილება არ იყო.ნელ-ნელა ბილიკები გართულდა.ქვები სველი გახდა.აღმართები უფრო ციცაბო.ერთმანეთს ვეხმარებოდით.ვიღაც წინ მიდიოდა.ვიღაც უკან რჩებოდა.ხანდახან ერთმანეთს ველოდებოდით.მაგრამ ერთ მომენტში...ვერც კი მივხვდი, როგორ ჩამოვრჩი.თავიდან მეგონა, რამდენიმე ნაბიჯით უკან იყვნენ...დავუძახე:
- ლევან! - პასუხი არ იყო.კიდევ ერთხელ ვცადე.
- ნიკა! - მხოლოდ ქარმა მიპასუხა.შევბრუნდი.არავინ ჩანდა.წინ გავიხედე.არავინ.იმ წამს პირველად ვიგრძენი უცნაური სიცივე.არა ამინდისგან.არამედ შიშისგან.ვიფიქრე, ალბათ სხვა ბილიკზე არიან.ნელა გავაგრძელე გზა.ჯერ მარჯვნივ გავუხვიე.ვიფიქრე, მალე შევხვდებოდი.მაგრამ გზა უფრო უცხო გახდა.მერე უკან დავბრუნდი.მარცხნივ გადავუხვიე.კიდევ უფრო დავიბენი.ყველა ბილიკი ერთმანეთს ჰგავდა.ყველა ხე ნაცნობიც იყო და უცხოც.ტელეფონი ამოვიღე.ეკრანს შევხედე.ქსელი არ იყო.
- ლევან... - ჩუმად წარმოვთქვი მისი სახელი.იმ წამს ცაზე ელვამ გაიელვა.და რამდენიმე წამში...წვიმა წამოვიდა.არა ჩვეულებრივი წვიმა.მთის ქარიშხალი.ქარი ისე ძლიერად ქროდა, რომ ფეხზე დგომაც კი მიჭირდა.სველი ტანსაცმელი სხეულზე მეკვროდა.გარშემო მხოლოდ ხმაური იყო.ქარის.წვიმის.და ჩემი აჩქარებული გულისცემის.იმ წამს მივხვდი...რომ დავიკარგე...და პირველად დიდი ხნის განმავლობაში...მართლა შემეშინდა.მაშინ ჯერ კიდევ მეგონა...რომ უბრალოდ გზა ამერია...რომ ცოტა ხანში რომელიმე ნაცნობ ხმას გავიგონებდი...რომ ლევანი გამოჩნდებოდა და ისევ ისე მეტყოდა:
- პატარა ქალბატონო, ისევ მარტო რატომ წახვედი? - მაგრამ წუთები გადიოდა.წვიმა ძლიერდებოდა.ქარზე გამკლავება კი უფრო და უფრო მიჭირდა.წუთები საათებად გადაიქცა თანდათან ჩამობნელდა...ფეხქვეშ მიწა სველი და მოლიპული გახდა.ვცდილობდი ფრთხილად მევლო.ერთ ხელში ტელეფონი მეჭირა, მეორეთი ხეებს ვეყრდნობოდი.მაგრამ მთაში ბუნებასთან ბრძოლა ადამიანს ყოველთვის აგრძნობინებს, რამდენად პატარაა...კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი...და სწორედ მაშინ მოხდა ყველაფერი.ფეხი ქვაზე დამიცდა.ერთ წამში წონასწორობა დავკარგე.ვცადე რამეს ჩავჭიდებოდი.ხის ტოტს...ქვას...რამეს...მაგრამ ხელმა ვერაფერი იპოვა...მხოლოდ ლევანის სახემ გამიელვა გონებაში...ლუკა...ჩემი ოჯახი...ჩვენი სახლი...ჩვენი პირველი შეხვედრა წვიმაში...და შემდეგ...დავეცი...რამდენიმე წამი მხოლოდ ქარის ხმა მესმოდა...შემდეგ ყველაფერი სიბნელემ მოიცვა...
ლევანმა პირველად როდის იგრძნო, რომ რაღაც არ იყო რიგზე არ ვიცი...თავიდან ეგონა, უბრალოდ ჩამოვრჩი...როგორც ყოველთვის ფოტოს ვიღებდი...ან სადმე ლამაზ ხედთან გავჩერდი...მაგრამ ახლოს ვიყავი...უკან მოიხედა...
- კესა სად არის? - ყველამ ერთმანეთს გადახედა.
-შენთან არ იყო? - იკითხა გიორგიმ.ლევანმა თავი გააქნია.იმ წამს სახეზე ფერი შეეცვალა.
- არა. - ყველანი გაჩუმდნენ.ლევანი უკან დაბრუნდა.
- კესა! - ჯერ მშვიდად დამიძახა.შემდეგ ხმას მოუმატა.
- კესანე! - მთები მხოლოდ ექოს უბრუნებდნენ.პასუხი არ იყო.ნიკას ღიმილი გაქრა.
- იქნებ სხვა ბილიკზე გადავიდა? - მაგრამ ლევანმა უკვე იცოდა.ის მე მიცნობდა.იცოდა, რომ ასე უბრალოდ არ გავქრებოდა.გიორგიმ ტელეფონი ამოიღო.
- დავრეკავ. - ყველამ მაშინვე სცადა.მაგრამ ქსელი არ იყო.საათები გავიდა...ამაოდ მეძებდნენ...მაშველებთან დაკავშირება ყველაზე რთული აღმოჩნდა.წვიმა კავშირს უშლიდა ხელს.ბოლოს, როგორც იქნა, ზარი გავიდა.გიორგი პირველი ელაპარაკა ოპერატორს.
- გთხოვთ, დაგვეხმარეთ...ჩვენი მეგობარი დაიკარგა ტობავარჩხილის მიმდებარედ.ქალია.ბოლო კონტაქტი რამდენიმე საათის წინ გვქონდა. - ოპერატორის ხმა მშვიდი იყო.
- დამშვიდდით. სად ნახეთ ბოლოს? - ლევანმა ტელეფონი გამოართვა.ხმა ძლივს ემორჩილებოდა.
-მთავარ ბილიკზე.წვიმა დაიწყო...და მერე ვეღარ ვიპოვეთ.
- სახელი? - რამდენიმე წამით გაჩუმდა.შემდეგ ლამის ჩურჩულით თქვა:
- კესანე. - ეს ერთი სიტყვა ისე წარმოთქვა...თითქოს მისთვის მთელი სამყარო ამ ერთ სახელში ეტეოდა.ოპერატორმა დეტალები ჩაიწერა.
- სამაშველო ჯგუფი უკვე იგზავნება. - ლევანმა ტელეფონი გათიშა.მაგრამ ადგილზე არ გაჩერებულა.
- მე მოვძებნი... - ნიკამ ხელი მოჰკიდა.
-ლევან...
- არა. - ამჯერად მისი ხმა მშვიდი აღარ იყო...ისეთი ტკივილი იდგა, ყველას გული მოეწურა ამ ხმის გაგონებისას
- ერთხელ უკვე ველოდებოდი რეანიმაციის კართან...მეორედ ლოდინს ვერ შევძლებ. - და იმ ღამით...მთელ სამეგობროს ერთი მიზანი ქონდა.მათი კესანე...მე ვეპოვნე...მთელი ღამე...უშედეგოდ მეძებდნენ.ყველა კუთხე.ყველა ბილიკი.ყველა ქვა.ყველა ადგილი, სადაც შეიძლებოდა ვყოფილიყავი.მთები, რომლებიც რამდენიმე საათის წინ ჩვენს სიცილს ისმენდნენ, ახლა მხოლოდ შიშის და სასოწარკვეთის ხმებს იმეორებდნენ.ლევანი არ ჩერდებოდა.წვიმაში, სიცივეში, დაღლილობის მიუხედავად, ისევ ჩემს სახელს იმეორებდა.მაგრამ პასუხად მხოლოდ ექო ბრუნდებოდა.ნიკას ხმა პირველად აღარ ისმოდა.ის ნიკა, რომელიც ყველა რთულ მომენტს ხუმრობით ამსუბუქებდა, ახლა ჩუმად იდგა.გიორგი ყოველ რამდენიმე წუთში ამოწმებდა ტელეფონს, თითქოს იმედი ჰქონდა, რომ უცებ ჩემი ზარი შემოვიდოდა.ლიკა და მარიამი ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, რომ ერთმანეთი გაემაგრებინათ.მაგრამ ყველას ერთი და იგივე ფიქრი ქონდა...სად ვიყავი?ნელ-ნელა გათენდა.ღამის სიბნელე ნისლმა შეცვალა.წვიმა ისევ მოდიოდა, მაგრამ უკვე უფრო სუსტად.მაშველები ახალ მიმართულებებს ამოწმებდნენ.ლევანი კი ისევ წინ მიდიოდა.თვალები ჩაწითლებული ჰქონდა.სახეზე დაღლილობა ეტყობოდა.მაგრამ გაჩერებას მაინც არ აპირებდა.იმ დროს...ერთ-ერთი მაშველის რაციაში კავშირის ხმა გაისმა.თავიდან მხოლოდ შიშინი იყო.შემდეგ კი ვიღაცის დაძაბული ხმა:
- კაპიტანო... - ყველანი ერთდროულად გაჩერდნენ.მაშველმა რაციაზე ხელი მიიტანა.
- გისმენთ. - რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა.შემდეგ ისევ გაისმა ხმა:
- დასავლეთის მიმართულებით ვართ...მთავარ ფერდობთან ვიმყოფებით... - ლევანმა თავი ასწია.თვალებში იმედის პატარა ნაპერწკალი გამოჩნდა.რამდენიმე წამით მხოლოდ რადიოს შიშინი ისმოდა.შემდეგ კი მეორე მხრიდან მოვიდა ის სიტყვები, რომლებმაც ყველას გული აუჩქარა.
- ხევში რაღაც შევნიშნეთ... - ლევანი ერთ ადგილზე გაჩერდა.თითქოს მთელი სხეული გაეყინა.მაშველი აგრძელებდა:
- არ ვიცით... დაკარგული გოგონაა თუ არა... არც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ვიცით...ხევშია ჩავარდნილი - ლიკამ პირზე ხელი აიფარა.მარიამმა თვალები დახუჭა.არავის უნდოდა იმაზე ფიქრი, რაც ყველას გონებაში გაჩნდა.რაციიდან ისევ გაისმა ხმა:
-რელიეფი ზედმეტად რთულია...დამხმარე ვერტმფრენი დაგვჭირდება... - ბოლო სიტყვები მთებში ექოდ გაიფანტა.ლევანი თითქოს მხოლოდ ერთ სიტყვას უსმენდა - "ხევშია..." რაციაში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.მხოლოდ ქარის ხმა ისმოდა.ყველა ერთ ადგილას იდგა.ყველას ერთი და იგივე ფიქრი ჰქონდა, მაგრამ არავის უნდოდა მისი ხმამაღლა თქმა.ლევანმა ნელა დახარა თავი.რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა.შემდეგ კი თითქოს საკუთარ თავს არწმუნებდა, ჩუმად ჩაილაპარაკა:
- არა...არა...ეს კესა არ იქნება... - მის ხმაში ისეთი სასოწარკვეთილი იმედი იყო, რომ ყველას გული დაეწვა.
- უბრალოდ სხვა ვინმე იქნება...შეიძლება სხვა ადამიანი იყოს...კესა არა... - ნიკას თვალები აევსო ცრემლებით.მაგრამ არაფერი უთქვამს.რადგან პირველად ხედავდა ლევანს ასე გატეხილს.იმ ადამიანს, რომელსაც ყოველთვის ეგონა, რომ ყველაფერს გაუმკლავდებოდა.ლევანმა ზემოთ აიხედა...
- კესა არ დამტოვებდა...ხომ მითხარი, რომ ყოველთვის ერთად ვიქნებოდით... - ხმა გაუტყდა.
- შენ ხომ ჩემი პატარა ქალბატონი ხარ... - გიორგიმ თავი დახარა.დათა თვალებს იწმენდდა.მარიამი ლიკას ჩაეხუტა.ყველამ იცოდა...ეს სიტყვები მხოლოდ იმედის გამო იყო ნათქვამი.იმედის, რომელსაც ლევანი ბოლომდე ეჭიდებოდა.მაშველებმა მზადება დაიწყეს.
- წავედით. - თქვა ერთ-ერთმა. - რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდეთ. - ლევანმა ღრმად ჩაისუნთქა.თვალებში ისევ ის პატარა იმედი ჰქონდა.ამბობენ, არსებობს რამდენიმე წამი, რომელიც მთელ ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფს... "მანამდე"...და..."მას შემდეგ"...ალბათ, სწორედ ასეთი წამი იყო.როცა ფერდობამდე მოვიდნენ,ისეთი სიჩუმე იდგა, რომ ქარის ხმაც კი საშინლად ისმოდა.არც ერთი მაშველი არ ლაპარაკობდა.მხოლოდ მძიმე ნაბიჯების ხმა ისმოდა.შემდეგ...ნისლიდან ნელ-ნელა რამდენიმე ფიგურა გამოჩნდა.მათ შავი, წყალგაუმტარი პარკი მოჰქონდათ.იმ წამს თითქოს ყველამ ერთდროულად მიხვდა რაში იყო საქმე...მაგრამ...არავის უნდოდა ამის დაჯერება.ლიკამ პირზე ორივე ხელი აიფარა.თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.
- არა...არა... - მარიამი ადგილზე ჩაიკეცა.ცრემლები უკვე აღარ სდიოდა.ისეთი შოკი ჰქონდა, ხმასაც ვეღარ იღებდა.ნიკა გაქვავებული იდგა.მის გვერდით ელენე ორივე ხელით ეჭიდებოდა, რომ არ დაცემულიყო.დათა მუშტებს ისე ძლიერად უჭერდა, თითები გაუთეთრდა.გიორგიმ თვალები დახუჭა.თითქოს ამის დანახვა არ შეეძლო.ხოლო ლევანი...ერთი ნაბიჯითაც არ განძრეულა.ის უბრალოდ უყურებდა.უყურებდა იმ შავ პარკს.და თითქოს საკუთარ თავს უმეორებდა: "არა... ეს კესა არ არის..." ... მაშველები ნელა ამოვიდნენ.ერთ-ერთმა მათგანმა მძიმე ხმით თქვა:
- გთხოვთ...ცოტა უკან დაიხიოთ... - მაგრამ ლევანმა თითქოს ვერც გაიგონა.უცებ მათკენ გაიქცა.
- გამიშვით!
- ბატონო...
- გამიშვით! - ორი მაშველი ცდილობდა შეეჩერებინა.
- ჯერ იდენტიფიცირება...
- გამიშვით-მეთქი! - იმხელა ტკივილი იყო მის ხმაში, ყველას გააჟრჟოლა.ბოლოს ერთ-ერთმა მაშველმა ხელი გაუშვა.ლევანი მუხლებზე დაეცა პარკთან.ხელები უკანკალებდა.წვიმაც კი თითქოს დადუმდა.ლევანი ერთ წერტილს უყურებდა.თითქოს აღარც სუნთქავდა.არც ინძრეოდა...მის წინ...მე ვიყავი...სახეზე ჯერ კიდევ წვიმის წვეთები შემრჩენოდა...თმა ტალახსა და სისხლში ამრეოდა...თვალები დახუჭული მქონდა...ისეთი მშვიდი სახე მქონდა, თითქოს უბრალოდ მეძინა...ლევანმა ხელი ფრთხილად მომკიდა...ყინულივით ცივი ვიყავი.ტუჩები აუკანკალდა.
- კესა...პატარა ქალბატონო...გამოიღვიძე...გთხოვ... - არავინ ლაპარაკობდა...იმ წამს...ტკივილიც კი დადუმდა.მხოლოდ ლევანის ჩახლეჩილი ხმით ნათქვამი ერთი სიტყვა დარჩა მთებში ექოდ... პირველი მარიამი გატყდა...თვალები ცრემლებით აევსო და ერთიანად მოიკეცა.
- კესააა...არა...არა, ჩემო ლამაზო...გთხოვ...არ გაგვწიროოო... - ლიკამ ხელი მოხვია...მარიამი მხოლოდ თავს აქნევდა.თითქოს უარყოფით შეეძლო რეალობის შეცვლა.
- კესა, გთხოვ...გაგვიღიმე...შენ რომ იცი,ისე ერთხელ მაინც გამიღიმე... -სასოწარკვეთილი კიოდა მარიამი...ლიკამ ვეღარ გაუძლო.ცრემლები სახეზე ჩამოსდიოდა.მისი ხმა მთებში გაიფანტა.
- ჩემო ყვავილოოო...ლუკას გამოოო...დაბრუნდიიი...გთხოვ...შენ ხომ უნდა გეყურებინა, როგორ გაიზრდებოდა...როგორ დაგიძახებდა დედას... - მისი სიტყვები ტირილში იკარგებოდა.ნიკა მიწაზე იჯდა...თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული.და უბრალოდ ტიროდა.ისეთი ტირილით, რომელსაც ვეღარ მალავ...ყველაზე მეტად...ლევანის შეჩერება გახდა შეუძლებელი...როგორც კი საბოლოოდ გაიაზრა, რომ ის ადამიანი, ვის გამოც მთელი ღამე იბრძოდა, მის წინ იწვა...მთელი მისი ძალა ერთ წამში გაქრა...მაშველები ცდილობდნენ დაეჭირათ.მაგრამ ის მათგან თავის დაღწევას ცდილობდა.
- გამიშვით...გთხოვთ, გამიშვით... - მის ხმაში ისეთი ტკივილი იყო, რომ ყველას გული ეწვოდა.
- კესა...მე აქ ვარ...გესმის? მოვედი... - ლევანისკენ გიორგი და დათა წავიდნენ.ორივე მხრიდან მოჰკიდეს ხელი...მისი შეჩერება უნდოდათ...მაგრამ ამოდა...სოფო საერთოდ ვერ აღიქვამდა იმას, რაც ხდებოდა.ყველასგან განსხვავებით, ის ჯერ კიდევ ებრძოდა რეალობას.თავი გააქნია.უკან დაიხია.თვალებში ცრემლები ჩაუდგა.
- არა...არა, ეს შეუძლებელია...ეს სიზმარია...ხომ ასეა?ეს უბრალოდ ცუდი სიზმარია... - სოფო ნელა მიუახლოვდა.თითქოს ელოდა, რომ ახლა თვალებს გავახელდი და გამეცინებოდი.როგორც ყოველთვის.
-კეს...ადექი...გეყოს...გეყოს ეს ხუმრობა...გთხოვ... - მისი სიტყვები ტირილში აირია.
- შენ ხომ ყოველთვის გვაშინებდი ხოლმე...ხომ გახსოვს?მერე იცინოდი და ამბობდი, "ნახეთ რა სახეები გაქვთო"...ადექი...ყველას გვაშინებ... - სოფო მუხლებზე დაეცა.ხელები სახეზე აიფარა.
- კესა...არ შეგიძლია...ასე უბრალოდ წახვიდე...არ შეგიძლია... - მისი ხმა ჩაწყდა.ლევანი ისევ იქ იდგა.გიორგისა და დათას ხელებში.მაგრამ სოფოს სიტყვები მასაც მოხვდა...უნდოდა რომ ეს უბრალოდ ცუდი ხუმრობა ყოფილიყო...რომ რამდენიმე წამში კესა გაიღიმებდა...ელენე ახლოს ვერ მიდიოდა.ფეხები თითქოს აღარ ემორჩილებოდა.შორიდან იდგა და მხოლოდ უყურებდა.თვალებში ცრემლები ჰქონდა, მაგრამ თითქოს ჯერ კიდევ ვერ ბედავდა იმ რეალობასთან მიახლოებას.ის ხომ ყოველთვის კესას გვერდით იყო.მაგრამ ახლა...ახლა მხოლოდ შორიდან შეეძლო ეტირა...
- გოგოოო... - ძლივს ამოუშვა ხმა...მაგრამ მაშინვე ჩაეხლიჩა... - ჩვენ ხომ ერთად უნდა გაგვეზარდა ლუკა და ნინა...ხომ გვქონდა გეგმები...ხომ უნდა გვეყურებინა, როგორ ითამაშებდნენ ერთად...როგორ გაიზრდებოდნენ...როგორ დაგვცინებდნენ, რომ სულ ვნერვიულობდით მათზე...ნუ მაშინებ...გთხოვ...ადექი...შენ ხომ ყოველთვის ყველაფერს უძლებდი...კესანეეე...კესს...ჩემო ცქრიალააა...დაბრუნდი... - ელენა ნელა ჩაიკეცა.ხელებით სახე დაიფარა.იმ წამს აღარ იყო ძლიერი.აღარ იყო ის ადამიანი, რომელიც სხვებს ამხნევებდა.ის უბრალოდ მეგობარი იყო...რომელსაც საუკეთესო მეგობრის დაკარგვის დაჯერება არ შეეძლო.და იმ მთებში, სადაც ცოტა ხნის წინ მათი სიცილი უნდა დარჩენილიყო...ახლა მხოლოდ ტირილის ხმა ისმოდა.რამდენიმე წუთის შემდეგ...მაშველები ნელა მომიახლოვდნენ.მათი სახეები ყველაფერს ამბობდა.ისინი აკეთებდნენ იმას, რაც უნდა გაეკეთებინათ.მაგრამ ჩემებისთვის...ეს ნიშნავდა საბოლოო დამშვიდობებას...ერთ-ერთმა მაშველი ფრთხილად დაიხარა და შავი პარკის ელვის შეკვრა დაიწყო...იმ წამს თითქოს ყველა ერთდროულად გამოერკვა.
- არა... - პირველი მარიამი წამოიჭრა.ცრემლებით სავსე თვალებით წინ წავიდა. - არ გაბედოთ...ხელი არ შეახოთ... გთხოვთ... - ლიკაც მაშინვე მის გვერდით აღმოჩნდა.
- ხელი გაუშვით...სად მიგყავთ?არა...ასე უბრალოდ ვერ წაიყვანთ... - მათთვის მე უბრალოდ დაკარგული ადამიანი არ ვიყავი...მათი მეგობარი...მათი ოჯახის წევრი...მათი ცხოვრების ნაწილი ვიყავი...მაგრამ ყველაზე მეტად ლევანი გატყდა.როგორც კი დაინახა, რომ მაშველები ჩემ წაყვანას აპირებდნენ...მისი შეკავება შეუძლებელი გახდა.გიორგიმ და დათამ ვეღარ შეძლეს მისი გაჩერება...ჩემთან მოვარდა და ფრთხილად ჩამიხუტა.თითქოს ისევ ცდილობდა დავეცავი.თითქოს ეგონა, რომ მისი ხელებიდან თუ გამიშვებდა...საბოლოოდ დამკარგავდა.
- არა...არა... - ლევანმა კალთაში მომიქცია.მისი ხელები კანკალებდა.
- ვერ წაიყვანთ...გესმით? ვერ წაიყვანთ...მე ხომ გითხარი... - თითქმის ჩურჩულებდა ლევანი.
- სადაც არ უნდა ყოფილიყავი, მოგაგნებდი...მოგაგენი კეს... - მთელი სამეგობრო ჩუმად იდგა.ვერავინ ამბობდა სიტყვას.იმ წამს ყველამ გაიაზრა...ზოგჯერ ადამიანს მთელი სამყაროს გადარჩენა შეუძლია...მაგრამ ვერ გადაარჩენს იმას, ვინც ყველაზე მეტად უყვარს...

მე კესანე ვარ...მთის ყვავილის მსგავსად თავისუფლება მიყვარდა.მიყვარდა ქარი, რომელიც თმებში მეთამაშებოდა.მიყვარდა გზები, რომლებიც უცნობ ადგილებამდე მიმიყვანდა.მიყვარდა ის შეგრძნება, როცა მაღლა, მთაში იდგები და ხვდები, რამდენად დიდი და ლამაზია სამყარო.მეც გავიდგი ჩემი ფესვები ლევანის ცხოვრებაში...ისე, როგორც მთაში იდგამს ფესვებს კესანეები.ჩუმად.ნელა.მაგრამ სამუდამოდ.მე მისი ცხოვრების ნაწილი გავხდი.ის კი ჩემი სახლი გახდა.მაგრამ ამაოდ...ბედისწერამ ასე არ ინება.ჩემი დასასრული ასეთი აღმოჩნდა.შეიძლება უცნაურია...მაგრამ ჩვენი ისტორია წვიმით დაიწყო.იმ დღეს, როცა საერთოდ არ ვიცნობდით ერთმანეთს.ერთი შემთხვევითი შეხვედრა.ერთი უცხო ადამიანის სიკეთე.ერთი მოსაცმელი.შეიძლება წვიმამ გვაპოვნინა ერთმანეთი...მაგრამ იმავე წვიმამ წაართვა ჩემი თავი ლევანს.როგორი უცნაურია, არა?რამაც გვაჩუქა ყველაზე დიდი ბედნიერება...ბოლოს სწორედ ის გახდა ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილის მიზეზი.მაგრამ მე მაინც მადლიერი ვარ.მადლიერი იმ დროისთვის, რაც მქონდა.მე კესანე ვარ.მთის ყვავილი, რომელსაც თავისუფლება უყვარდა.ყვავილი, რომელმაც ერთხელ იპოვა თავისი ადგილი ლევანის გულში.და თუ ოდესმე ისევ ამოვა მზე იმ მთებზე...თუ სადმე კესანე დაინახავთ...იცოდეთ...იქნებ უბრალოდ მე გიღიმით...შორიდან...ციდან...თუ ბედისწერას მართლაც შეუძლია ადამიანების ერთმანეთთან მიყვანა...მაშინ მჯერა, რომ ერთხელ კიდევ შეგვახვედრებს, ლევან.ოღონდ...ამჯერად სხვა სამყაროში...იქ, სადაც აღარ არსებობს განშორება...აღარც მონატრება...აღარც ის შიში, რომ ერთ დღეს შეიძლება საყვარელი ადამიანი დაკარგო...ასეთი ყოფილა ჩვენი ისტორიის დასასრული...ორი სიყვარული დავტოვე დედამიწაზე...ჩემი პატარა ბიჭი...და ჩემი ცხოვრების სიყვარული...ლევანი...დავტოვე ჩვენი სახლი...ჩვენი სამეგობრო...ჩვენი სიცილი...ჩვენი ჩხუბები და შერიგებები...ჩვენი ოცნებები...ის პატარა ყოველდღიურობები, რომლებიც მაშინ ჩვეულებრივი გვეგონა, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ძვირფასი იყო.ახლა კი...შორიდან გიყურებთ.ზემოდან.ციდან.ჩემს პატარა ბიჭს ვიცავ.ლევანს გზას ვუნათებ.და როცა წვიმა წამოვა...არ შეგეშინდეთ.იქნებ ეს მხოლოდ ჩემი შეხსენებაა.რომ მე ისევ თქვენთან ვარ.რომ სიყვარული არ ქრება.ის უბრალოდ სხვა სამყაროში აგრძელებს არსებობას.და თუ ოდესმე ისევ შეგხვდები...დარწმუნებული ვარ, ისევ გიცნობ.შენ ისევ ისე გამიღიმებ.მე ისევ შენკენ გამოვიქცევი.და იქნებ...ამჯერად წვიმა აღარ დაგვაშორებს...



№1 სტუმარი სტუმარი ანი

სასწაული ისტორია იყო,ავტორო რატომ მატირეთ ბედნიერი დასასრული მიყვარს, თუმცა ემოციური საინტერესო,ლამაზი სიყვარულის ისტორია იყო,თავისი მეგობრებით,ლაშქრობებით,ბევრი თავგადასავალით და უთვალავი ემოციით. გემრიელად მატირეთ,გული დამწყდა ძალიან..ტკბილი, თბილი დასასრული მინდოდა.წარმატებები და ველით ახალ ისტორიას.
P.sამჯერად ბედნიერი დასასრულით, აღარ გვატიროთ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent