შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ოთხმოცდახუთი მიზეზი,რომ შემყვარებოდი" (ნაწილი I)


გუშინ, 00:16
ავტორი Mariana_045
ნანახია 22

იმ დღეს, როცა შენ გაგაცანი, ვინატრე, ნეტა საერთოდ არ შემხვედროდი ოდესმე-მეთქი.სიყვარულის არასდროს მჯეროდა ისე, როგორც ფილმებში აჩვენებენ.არ მჯეროდა იმ ერთი შეხედვის, რომლის შემდეგაც სამყარო ჩერდება.არც იმ გულის ფრიალის, ადამიანმა რომ არ იცის, რა დაემართა.ჩემთვის სიყვარული ზედმეტი შარი იყო.ზედმეტი ფიქრი.ზედმეტი დარდი.
ის ზაფხული განსაკუთრებით ხმაურიანი იყო.ზღვისპირა ქალაქში ზაფხული ყოველთვის სხვანაირია - ჰაერში მარილისა და ზღვის სუნი ირევა, ქუჩები დილიდანვე ხალხით ივსება, მზისგან გახურებულ ასფალტს ოხშივარი ასდის.ჩვენი სასტუმრო ქალაქის ხმაურიანი ქუჩისგან ოდნავ მოშორებით იდგა.ძალიან დიდი არ იყო.არც ისეთი მდიდრული, უცხოელი ტურისტების მოსაზიდად რომ აჩვენებენ სარეკლამო ბუკლეტებში.მაგრამ თავისი ხასიათი ჰქონდა.თეთრი კედლები, დიდი აივნები, ეზოში რამდენიმე ძველი ხე, შუაში პატარა მაგიდები და სკამები,სასტუმროს უკან დიდი აუზი.დილით კი ისეთი სურნელი ტრიალებდა, მთელ ეზოს რომ ავსებდა - ახლად მოხარშული ყავა, პური და სამზარეულოდან გამოსული საუზმის სუნი.ზაფხულობით სასტუმრო საერთოდ აღარ ჰგავდა იმ მშვიდ ადგილს, როგორსაც სხვა სეზონებზე ხედავდი.დილიდანვე ისმოდა ჩემოდნების თრევა, კარების გაღება-დაკეტვა, ბავშვების სიცილი, სტუმრების კითხვები და რატის ხმა, რომელიც სადღაც აუცილებლად ყვიროდა.უკვე მესამე წელი იყო, რაც იქ ვმუშაობდი.მიმტანად.სამი წელი - ერთი შეხედვით არც ისე დიდი დროა.მაგრამ როცა ერთსა და იმავე ადგილას ყოველდღე იღვიძებ, იმავე დერეფნებში დადიხარ, იმავე სამზარეულოს ხმაურს უსმენ და თითქმის ყველა თანამშრომლის ხასიათი ზეპირად იცი, ადგილი ნელ-ნელა სამსახური აღარ არის.სახლს ემსგავსება.მე იქ ყველაფერი ვიცოდი.რომელ საათზე იწყებდა შეფი ნერვიულობას.რომელი მაგიდა იყო ყველაზე პრობლემური.რომელი სტუმარი ითხოვდა დილით ყავას ზუსტად იმავე ჭიქით.სასტუმროს რომელ ოთახში ჭედავდა კარი.სასტუმროს რომელი სტუმარი იყო ყველაზე ჭირვეული.მაგრამ იმ ზაფხულს ერთი რამ არ ვიცოდი.რომ ერთ-ერთი ასეთი სტუმარი ჩემს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა...
იმ დღეს ისეთი სიცხე იყო, გარეთ გასვლა საერთოდ არ მინდოდა.მზის სხივები ფანჯრებიდან პირდაპირ სასადილოს იატაკზე ეცემოდა.კონდენციონერი მთელი ძალით ტრიალებდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მხოლოდ ცხელ ჰაერს აბრუნებდა.მე კი, როგორც ყოველთვის, საქმეს ვაკეთებდი.სასადილოში დარეცხილ თეფშებს ვწმენდდი და სადილისთვის ვამზადებდი...ერთი თეფში...მეორე...მესამე...მეოთხეზე ვიყავი, როცა ჩემი უფროსის, რატის, გაუჩერებელი ყვირილი გავიგონე.
- მარიამ! მარიამ, სად ხარ?!
- აქ ვარ! - დავიყვირე და თეფში ხელიდან კინაღამ გამივარდა.
- აქ რას აკეთებ?!
- თეფშებს ვწმენდ, რატი!
- მაგას მეც ვხედავ! სტუმრები მოდიან!
- სტუმრები ყოველდღე მოდიან!
- დღეს სხვანაირი სტუმრები არიან!
- წითელი ხალიჩა გავუფინო? -პასუხი აღარ გამცა.უბრალოდ წინ და უკან დარბოდა, რაღაცებს ამოწმებდა, თანამშრომლებს ანაწილებდა და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს პრეზიდენტი მოდიოდა და არა სტუმრები.ხუთ წუთში სასტუმროს წინ დიდი ავტობუსი გაჩერდა.ჯერ ერთი ბიჭი ჩამოვიდა.მაღალი იყო...ძალიან მაღალი...და ზედმეტად გამხდარი...ჩემი პირველი ფიქრი ის იყო: „ღიმილი სახლში დარჩა?“სახე ისეთი სერიოზული ჰქონდა, თითქოს აქ დასასვენებლად კი არა, სასამართლოზე მოდიოდა...მერე მეორე ჩამოვიდა...მესამე...მეოთხე...
- ერთი... ორი... სამი... - უნებურად დათვლა დავიწყე - ათი...ოცდარვა...ორმოცდაცხრა...
- მარიამ, რას აკეთებ? - გვერდით მომადგა ჩემი თანამშრომელი და გაოცებულმა შემომხედა.
- ვითვლი.
- რას?
- ადამიანებს.
- რატომ?
- არ ვიცი. - კიდევ გავაგრძელე
- სამოცდარვა...სამოცდაცხრამეტი...ოთხმოცდაოთხი...ოთხმოცდახუთი... - წამით გავჩერდი.თვალები მოვჭუტე და ავტობუსს კიდევ ერთხელ შევხედე.
- ოთხმოცდახუთი?!
- ჰო, ოთხმოცდახუთი,- ამოიოხრა ჩემ უკან მდგარმა თანამშრომელმა - და ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი ჩანთა აქვთ.
- ოთხმოცდახუთი ბიჭი?ყველა ჩვენთან რჩება? - გაკვირვებულმა ვიკითხე
- ჰო.
- ამ სასტუმროში?
- მარიამ, სხვა სასტუმრო აქ არ გვაქვს. - ღრმად ამოვისუნთქე.მესამე წელია აქ ვმუშაობდი და მეგონა, სასტუმროში უკვე ყველაფერი მქონდა ნანახი.როგორც ჩანს, ვცდებოდი.ოთხმოცდახუთი ახალგაზრდა ბიჭი.ერთი სასტუმრო.ერთი სასადილო.და ერთი მე. ბიჭების თვალიერებას რომ მოვრჩი, საქმიანი სახე მივიღე და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავედი.კარი შევაღე თუ არა, მაშინვე ნაცნობმა სიცხემ და სამზარეულოს ხმაურმა შემომიტია. ქვაბების ბრახუნი, დანების ხმა, შეფის ბრძანებები...შეფთან მივედი, რომელიც რაღაცას გემრიელად აგემოვნებდა და ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა, თითქოს ქვეყნის ბედი ამ კერძზე იყო დამოკიდებული.
- შეფ... - თავი არ აუწევია.ვიფიქრე ვერ გაიგონა და დავამატე - შორენა...
- რა?
- ერთი სასიხარულო და ერთი ცუდი ამბავი მაქვს.
-ჯანდაბას, სასიხარულო იყოს.
- კარგი, მაშინ გილოცავ... ახალი ნაკადი მივიღეთ სასტუმროში. - შეფმა წარბი ასწია.
- და ცუდი?
- ცუდი ისაა, რომ ოთხმოცდახუთი მშიერი ბიჭის დაპურება მოგიწევს. - შეფს კოვზი ჰაერში გაუშეშდა.
- რამდენის?
- ოთხმოცდახუთის.
- რამდენი თქვი?
- ოთხმოცდახუთი.
- მარიამ, იქნებ ოთხმოცდახუთი შენ გეგონა და სინამდვილეში...
- არა, შეფ. დავითვალე.
- სათითაოდ?
- თავიდან ოცამდე ჩვეულებრივად. მერე დავიღალე და თვალით მივყევი - შეფმა ორივე ხელი სახეზე აიფარა.
- ღმერთო...ეს ზაფხული გადამატანინე... - შეფის დამხმარემ, რომელიც ამ ყველაფერს ინტერესით უსმენდა, უცებ იკითხა:
- ნეტა ვინეები არიან? - მხრები ავიჩეჩე.
- მაგდენი არ ვიცი. მხოლოდ რაოდენობაზე ვარ კონცენტრირებული.
- ოთხმოცდახუთივე ბიჭია?
- ჰო.
- ახალგაზრდა?
- კი.
- სპორტსმენები ხომ არ არიან?
- არ ვიცი. - შეფმა მაშინვე შემომხედა.
- თუ სპორტსმენები არიან,ცუდად არის ჩვენი საქმე...
- რატომ?
- იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ადამიანზე ორჯერ მეტს ჭამენ. - რამდენიმე წამით ჩუმად ვიდექი.მერე ნელა შევხედე.
- შეფ...
- ჰო?
-ხომ იცი როგორ მიყვარხარ?
-ახლა რაღა გინდა? - თვალი ხასხასა წითელი ვაშლისკენ გავაპარე
- აიღე მიდი... - სამზარეულოდან ვაშლი გამოვიყოლე და ჭამა-ჭამით გამოვედი.რატი ისევ წინ და უკან დარბოდა.არ ვიცი, იმ დღეს რამდენი კილომეტრი გაიარა, მაგრამ საღამოსთვის ალბათ მარათონის მედალი ეკუთვნოდა.ბიჭები ეზოში ისხდნენ. ზოგი იცინოდა, ზოგი ტელეფონში იყო ჩამძვრალი, ზოგიც უკვე ისეთი სახით იყურებოდა, თითქოს სასტუმროში კი არა, სამხედრო ბანაკში ჩამოიყვანეს.ცოტა ხანში ოთახების დანაწილება დაიწყეს.დაახლოებით ხუთ წუთში ისეთი ხმაური ატყდა, მეგონა სასტუმროს კედლები ჩამოიშლებოდა.
- მე მეორე სართულზე მინდა!
- მესამე სჯობს!
- არა, ჩვენ ერთად გვინდა! - მე შორიდან ვუყურებდი ამ ყველაფერს და ვაშლს მშვიდად ვღეჭავდი.ოთხმოცდახუთი ბიჭი...ღმერთო, სად მოვხვდი...ცოტა ხანში ხმაურიც ჩაწყნარდა და ყველამ თავისი ოთახი იპოვა.მე კი სადილისთვის მომზადებას შევუდექი...ჩანგლები...კოვზები...ჭიქები...თეფშები...ყველაფერი თავის ადგილას დავაწყვე...სწორედ ეს იყო შვედური მაგიდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი - ყველაფრის დაწყობა.ერთს დააწყობდი, მობრუნდები და მეორე უკვე ვიღაცას აუღია...ერთ მხარეს მოაწესრიგებ, მობრუნდები და მეორე მხარეს ვიღაც აუცილებლად ჭიქას ისე დადებს უადგილოდ, თითქოს საკუთარი სამზარეულო ჰქონდეს.ცოტა ხანში რატი შემოვიდა.
- მარ, მზად ხარ?
- როგორც არასდროს, უფროსო.
- კარგი. მაშინ იცოდე, ჭამის განრიგი გვერევა.
- რას ნიშნავს გვერევა?
- ჯერ ახლები შემოვლენ. მერე სხვა დანარჩენი სტუმრები.
- ვინ ჯანდაბები არიან მათ გამო კვების განრიგი რომ იცლება?
- კალათბურთელები. - წარბები ავწიე.
- კალათბურთელები?
- ჰო. სიმაღლით ვერ იცანი? - ვაშლის ბოლო ლუკმა გადავყლაპე და მხრები ავიჩეჩე.
- რა ვიცი, მეთქი კარგი გენები აქვთ. - რატი რამდენიმე წამით ჩუმად მიყურებდა.
- სად გნახე ასეთი შეშლილი?რამე არ გეშველება შენ - გამეცინა.
- მეც ასე მგონია.
- დღეს მარტო უნდა გაუმკლავდე ამათ. ხვალიდან ანანოც გამოვა სამუშაოზე. მარტო ცოდო ხარ.
- ბრძანება მიღებულია, უფროსო. - რატი გასასვლელად შეტრიალდა, მაგრამ სწორედ მაშინ აივნისკენ გამეპარა მზერა.იქ იდგა.ის მაღალი, გამხდარი და უჟმური ბიჭი, რომელიც ავტობუსიდან პირველი ჩამოვიდა.აივნის მოაჯირს მიყრდნობოდა და ქვემოთ ეზოს გადაჰყურებდა.არ ვიცი, რატომ, მაგრამ რაღაცნაირად მაშინვე გამაღიზიანა.ალბათ იმ სერიოზული სახის გამო.რატი უკვე კართან იყო, როცა დავუძახე:
- რატი!
- რა? - აივნისკენ გავიხედე.
- ეს უჟმური ყინულის პრინცი ვინ არის? უკვე არ მომწონს - რატი უკან შემობრუნდა, აივანს შეხედა და გაეცინა.
- მაგათ მწვრთნელია.
- ვინ რისო? მწვრთნელი?
- ჰო.
- და ასეთი ახალგაზრდა?
- ხო, რავიცი - რატი უკვე კარისკენ მიდიოდა. - კარგი, წავედი. სადილამდე შემოგივლი.
- კარგი. - კარი გაიხურა.მე კი ისევ აივნისკენ გავიხედე.ისევ იქ იდგა.უჟმური ნამდვილად ჩანდა.არა ძალიან უჟმური.მაგრამ...ზედმეტად სიმპათიური კი იყო.
სადილის დაწყებამდე ზუსტად ხუთი წუთი იყო დარჩენილი.რატი შემოვარდა სასადილოში.
- მარიამ!
- რა მოხდა?
- შემოდიან.
- ვიცი.
- ბევრი არიან.
- ვიცი.
- ძალიან მშიერები არიან.
- რატი...
- ჰო?
- გთხოვ, ასე აღარ დამამშვიდო.
- კარგი, წავედი. - ზუსტად რამდენიმე წამში სასადილოს კარი გაიღო.პირველი ბიჭი შემოვიდა.მეორე.მესამე.მერე უკვე აღარ ვითვლიდი.ოთხმოცდახუთივე ერთდროულად რომ შემოსულიყო, ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა.მაგრამ არა.ზოგი ორ-ორად მოდიოდა, ზოგი უკან ბრუნდებოდა, ზოგს წყალი უნდოდა, ზოგს ტელეფონი დარჩა ოთახში, ზოგს მეგობარი ელოდებოდა.
- ეს მაგიდა თავისუფალია?
- აქ შეიძლება დაჯდომა?
- კოვზი არ არის!
- წყალი! - შვედურ მაგიდასთან კი რიგი უკვე კარამდე იყო.ერთს ხორცი უნდოდა.მეორეს მაკარონი.მესამემ სალათი აიღო და ხუთი წუთის განმავლობაში არჩევდა, რომელი სოუსი დაესხა.მე კი წინ და უკან დავრბოდი.ჭიქები.წყალი.თეფშები.დანა.ჩანგალი.ისევ ჭიქები.ერთ-ერთმა ბიჭმა ხელიდან თითქმის მთელი ლანგარი გამომაცალა
- კიდევ გაქვთ პური?
- კი.
- ორი შეიძლება?
- აიღე
- სამი?
- წაიღე მთელი კალათა!
- მადლობა - მერე უკან შევბრუნდი და სწორედ მაშინ...ვიღაცას შევეჯახე.ძლივს შევიკავე თავი, რომ ხელში დაჭერილი ჭიქები იატაკზე არ დამემსხვრია.
- ფრთხილად! - წამომცდა გაღიზიანებულს.
- თქვენ დამეჯახეთ. - თავი ავწიე.და მაშინ დავინახე.აივნის უჟმური.იგივე სერიოზული სახე.იგივე მშვიდი თვალები.ახლა კი ჩემ წინ იდგა.
- მე დაგეჯახე? - გაოცებულმა ვკითხე.
- კი.
- ძალიან საინტერესოა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მე აქ ვიდექი.
- მეც.
- მაშინ როგორ დაგეჯახე? - მხრები აიჩეჩა.
- ალბათ ორივე ცუდად ვიდექით.
- კარგი, - ჩავილაპარაკე და გვერდის ავლა დავაპირე.
- მარიამი ხართ?
- საიდან იცით?
- მთელი ნახევარი საათია ყველა თქვენ გეძახით. - მისკენ შევბრუნდი.
- და?
- არაფერი. უბრალოდ სახელი დამამახსოვრდა.
- ძალიან კარგი. - წასვლა დავაპირე, მაგრამ ისევ დამიძახა.
- მარიამ.
- რა?
- წყალი შეიძლება? - მის უკან მაგიდაზე სამი სავსე დოქი იდგა.მათ შევხედე.შემდეგ აივნის უჟმურს
- იქ არის.
- ვიცი.
- აბა?
- თქვენგან მინდოდა. - თვალები დავხუჭე.ერთი.ორი.სამი.არ გაბრაზდე.პირველი დღეა.სტუმარია.სტუმარი.
- კარგი. - ახლად ავსებული დოქი ავიღე და მის წინ დავდე.
- ინებეთ.
- მადლობა.
- არაფრის. - ორი ნაბიჯი გადავდგი.
- მარიამ.
- კიდევ რა?
- ჭიქა? მგონი გაბრაზდით.
- არა.
- დარწმუნებული ხართ?
- აბსოლუტურად.
- სახეზე არ გეტყობათ.
- ჩემი სახეა ასეთი. - გაეცინა.
- კარგი.
- რამე სასაცილო ვთქვი?
- არა.
- მაშინ რატომ იცინი?
- იმიტომ, რომ მგონი თავიდანვე არ მოგეწონეთ. - ხელები გადავიჯვარედინე.
- სწორად მიხვდით. - თავი ოდნავ გადახარა.ისევ გავეცალე.სადილი თითქმის მთავრდებოდა.მაგიდები თანდათან ცარიელდებოდა და სასადილოც ნელ-ნელა მშვიდდებოდა. ბოლოს და ბოლოს, აღარ ისმოდა ყოველი მხრიდან: „წყალი!პური!ეს სად დავდო?“ სადილის დაწყებისას ყველა გავაფრთხილე, რომ გასარეცხი თეფში მაგიდაზე არ დაეტოვებინათ და პირდაპირ სამრეცხაოსთან მიეტანათ.მარტივი იყო.ერთი შეხედვით მაინც.მაგრამ...ჰოი, საოცრებავ.აივნის უჟმურმა ეს ვერ გაიგო.მაგიდასთან მისულს თეფში პირდაპირ მაგიდაზე დამხვდა.
- რა თქმა უნდა... - ჩავიბურტყუნე.თეფში ავიღე და მაგიდის ალაგება დავიწყე.
- ვირი...უჟმური...საერთოდ არ ესმის არაფერი... - თეფში ხელში დავიჭირე და თავი გავაქნიე.
- ოთხმოცდახუთი ბიჭში ერთი მაინც ხომ უნდა იყოს ყველაზე გამაღიზიანებელი...
- ვირს მე მიწოდებ? - ხელიდან კინაღამ თეფში გამივარდა.ნელა შევბრუნდი.უკან იდგა.ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა, თითქოს საერთოდ არაფერი გაუგია.
- თქვენ?!
- მე.
- აქ რას აკეთებთ?
- ჩემი თეფშის სანახავად მოვედი. - თვალები მაგიდისკენ გავაპარე.
- აი, ის თქვენი თეფში ხომ?
- ჰო.
- რომელიც მაგიდაზე დატოვეთ?
- ჰო.
- მიუხედავად იმისა, რომ ყველას ვუთხარი, თეფშები სამრეცხაოსთან მიეტანათ?
- შეიძლება ვერ გავიგე.
- ვერ გაიგეთ?!
- ძალიან ხმაური იყო.
- მთელმა სასადილომ გაიგო!
- მე ვერა.
- უცნაურია...როცა გინდათ, ყველაფერი გესმით.
- მაგალითად?
- მაგალითად... - დავიწყე და თვალები ავარიდე - მაგალითად, როცა ვიღაც გეძახით „უჟმურს“?
- ეგ კარგად გავიგონე.
-თქვენ... მთელი ეს დრო აქ იდექით?!
- დაახლოებით.
-კარგი, - ვუთხარი მშვიდად - ბოდიში. - გაკვირვებულმა შემომხედა.
- მართლა?
- არა.
- მაშინ რატომ თქვით?
- იმიტომ, რომ ზრდილობიანი ვარ.
- ვირი რომ მიწოდეთ, იქაც ზრდილობიანი იყავით?
- ძალიან.
- საინტერესოა თქვენი ზრდილობა.
- მადლობა.
- არაფრის. - ორივე რამდენიმე წამი ჩუმად ვუყურებდით ერთმანეთს.შემდეგ მაგიდაზე დადებულ თეფშზე მიმითითა.
- ახლა სად წავიღო?
- სამრეცხაოსთან.
- კარგი. - თეფში აიღო.ორი ნაბიჯი გადადგა.შემდეგ გაჩერდა და შემომხედა.
- მარიამ?
- რა?
- კიდევ რამე ხომ არ უნდა წავიღო?
- არა.
- დარწმუნებული ხართ?
- კი.
- კარგი. -ადგილზე ვიდექი და ვუყურებდი.სამრეცხაოსთან მივიდა, თეფში ფრთხილად დადო და ისევ ჩემსკენ გამოიხედა.
- ახლა?
- ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ.
- კარგი. - წავიდა.მე კი მაგიდას დავეყრდენი და ჩემთვის ჩავილაპარაკე: „ღმერთო, ეს ბიჭი გამაწამებს“ იმ დღეს ბევრი რამ არ მცოდნია...მაგრამ ყველაზე მთავარი...არ ვიცოდი, რომ ადამიანი, რომლის თავიდან მოშორებაც პირველივე დღეს მინდოდა, რამდენიმე კვირაში ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული...ამავდროულად ტკბილი გადაწყვეტილების წინაშე დამაყენებდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent