დღე პირველი
დღე პირველი ადამიანების შესაყვარებლად მე მჭირდება პირველი დანახვა. ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო. სახლში ვიყავი. ზამთარი იყო, წვიმდა ცოტა. მე ვიჯექი და არაფრის კეთებით თავს ოდნავ დაღლილად, მაგრამ მშვიდად და განცალკევებულად ვგრძნობდი. მაგ დროს ოცდაექვსი წლის ვხდებოდი და ვფიქრობდი და ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. ძირითადად ჩემი ინტუიცია არასოდეს ცდებოდა. მაგრამ ეს მოხდენა მაგ დროს არ შემინიშნავს. ყველაფერს წლების გასვლის შემდეგ მივხვდები და გავიაზრებ. ერთ დღესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ გასაუბრებაზე წავსულიყავი. იმ დროს არ ვიცი სად ვიყავი, რას ვაკეთებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ცაზე მნიშვნელოვანი ტრანზიტები იყო, რაც უზრუნველყოფდა, რომ ჩემთვის არც ისე კარგ პერიოდში შევდიოდი. ბევრი პლანეტა ოპოზიციურ მდგომარეობაში ხვდებოდა რეალობას, რაც უზრუნველყოფდა, რომ შეიძლება გადამეტანა, მაგრამ გადატანა ორმხრივად დამღლელი იქნებოდა ან სამყარო ენერგიას და ადვილად გამოსავალ ამბებს არ იმეტებდა, მაგრამ ამის მიღმა მეუბნებოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდებაო. მეც, დიდი ხანი უკვე ნალოდები ამ მნიშვნელოვანს, ჩავთვალე, რომ რიგითი სუნთქვითი თუ მედიტაციური პრაქტიკა იყო მხოლოდ მნიშვნელოვანი და ეს პერიოდი უკვე ხელიდან წასულიყო და დამთავრებულიყო. მეც წავედი. გასაუბრება თავიდან ერთ ოდნავ გრილ ქალთან ერთად დავიწყე და მერე ვიღაც შემოვიდა ოთახში. ოდნავ გრილი იყო ისიც, მაგრამ უფრო მოწესრიგებული, სუფთა და გონიერი ჩანდა. სვამდა ბევრ კითხვას და ელოდებოდა და აკვირდებოდა ჩემს არა სიტყვებს, არამედ პაუზებს. იმ დღეს დავიღალე. ეს ამბავი დავივიწყე და სახლში წავედი, კარგად და გულდასმით გამოვიძინე. მეორე დღეს კი დამირეკეს და მითხრეს, რომ მუშაობას ვიწყებდი. ფოტოები უნდა გადამეღო, მაგრამ ამისთვის არა მოქნილი, არამედ სტანდარტული გრაფიკი მექნებოდა. მერე უნდა დამემუშავებინა და გამეზიარებინა. ვიფიქრე, რომ 7 თვე ვიმუშავებდი. პირველი თვეები მარტივი, ოდნავ საქმით დამღლელი და ადამიანებით აუტანელი იყო. მნიშვნელოვანს არაფერს ვთვლიდი იქ და არც რამეზე დიდად თავს ვიწუხებდი. მარტივად საქმეს ვაკეთებდი და მერე სახლში ვბრუნდებოდი. მოსაბეზრებელ კითხვებს თავს ვარიდებდი და მომწონდა, რომ ეს რუტინა მქონდა. ოდნავ, დროდადრო იმ ქალს ვაკვირდებოდი, ვინც ოთახში შემოგვიერთდა გასაუბრებისას, რადგან მასში ვამჩნევდი, რომ სხვებზე მეტი ესმოდა, ხედავდა და ამაზე ფიქრობდა კიდეც. მაგრამ ის სწრაფად და ცივად დაეხეტებოდა დერეფნებში და ერთადერთი, რასაც ერთმანეთს ვუზიარებდით, იყო მისალმება. ერთ დღეს მოულოდნელად თავს დამადგა, მიყურებდა და მითხრა: მოდი, ორი წუთით ოთახში შემომიარეო. მივედი და რაღაც უცნაური დავალება მომცა. გამაკვირვა იმან, რომ უშუალო კომუნიკაციაზე გადმოვიდა, რადგან ჩვენ შორის ბევრი ადამიანი იდგა, ვისი გავლითაც მოდიოდა მისგან ჩემამდე ინფორმაცია თუ დავალება. მახსოვს, რომ ცოტა ვინერვიულე, რადგან მის მზერაში და ქცევებში იკითხებოდა უხილავი დომინაცია და დაკვირვება. მზერა, რომელიც გეუბნებოდა, რომ მე ვერაფერს გამომაპარებ. მეც ავდექი და დავალებული საქმე ისე დავგეგმე, რომ მაინც სხვები ჩავრთე და დისტანცია შევინარჩუნე მასთან. და მერე რამდენიმე თვე ის დუმდა და უჭირდა გამარჯობის თქმაც. და ერთ დღეს ოდნავ თბილი ამინდი იყო. მე საქმე უკვე ყელში ამომსვლოდა და წასვლას ვაპირებდი. ამ ქალს პარკინგზე შევხვდი. მახსოვს მისი სათვალე, ოდნავ თბილი, ყავისფერი, ფერმკრთალი კანი, გაცრეცილი მაისური, ნაცრისფერი შარვალი და სათვალის მიღმა მზერა. და ვიგრძენი, რომ გული ამიჩქარდა. იმ მომენტში ეს ვერ გავიაზრე, ვერც ის გავიაზრე, რა მოხდა. უბრალოდ ავდექი და სახლში წავედი და გზად მივხვდი ყველაფერს. მე ეს ქალი მომწონდა. არათუ მომწონდა, ის ჩემს თავში ჩასახლებულიყო. მახსოვს, რომ მაგრად ამეტირა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გონებაში არ არსებობდა არც ერთი ფარდა და ჩაკეტილი სივრცე, ვიცოდი, რომ ეს ამბავი რთული იქნებოდა და ვიცოდი და ვგრძნობდი, რომ დიდხანს და ხანგრძლივად მომიწევდა ცუდად ყოფნა. მაგრამ გავიდა წლები… გადიოდა დღეები, გარემოებები ისე მოეწყო, რომ ამჯერად უფრო ხშირი გახდა ჩვენი კომუნიკაცია. ვდარდობდი ბევრს, მიჭირდა დაჯერება, რომ ბისექსუალი ვიყავი. ვუყურებდი მას და ვხედავდი მის შიგნით რაღაც უხილავ წყალს, რომელიც ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა. მისი დანახვა საკმარისი იყო ყველაფრის გასამკლავებლად და ყველაფრის გადასალახად. რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ მიყვარდა და გამაჩნდა მასზე დამოკიდებულება. შემეცვალა ხასიათი, გავხდი უფრო მძიმე და აუტანელი. ის... ის, არ ვიცი, ზოგჯერ მელაპარაკებოდა, ზოგჯერ გამირბოდა. ზოგჯერ ვგრძნობდი მის სიახლოვეს, ზოგჯერ კი უსასრულოდ დიდ დისტანციას და განრიდებას. ვერ ვუმკლავდებოდი. ემოცია იყო მძიმე და საშინელი, თითქოს თავში, გულში და სხეულში ერთდროულად ცეცხლი ენთო და არავინ იყო, ვინც ამას წყალს დაასხამდა. მერე... მერე არ ვიცი, ერთ დღესაც მოგვიწია გამოფენაზე წასვლა. მზიანი დღე იყო. ღამით სასტუმროში ვრჩებოდით, მანამდე კი ვახშამზე უნდა შევხვედროდით და შემდგომ ჩვენს ნომრებში ავსულიყავით. მე ოდნავ უფრო სხვანაირად მეცვა და ისიც ოდნავ უფრო გამომწვევი იყო. გვერდით მომიჯდა, იმის ნაცვლად, რომ წინ დამჯდარიყო, და ფეხზე ხელი დამადო. გამიღიმა და მითხრა, ნუთუ ჯერ არ მეძინა და ჩემი ძილის დრო როდის დადგებოდა. ვუთხარი, რომ პირველზე. და გაეღიმა, ხელი ოდნავ ფეხზე მომიჭირა და თვალებში ჩამხედა. მახსოვს მისი მზერა და სახე, ოდნავ სისხლმოწოლილი. მივხვდი, მაგრამ აღიარება რთული იყო, ვგრძნობდი, მისთვისაც და ჩემთვისაც. მითხრა, რომ ჭამა არ უნდოდა და რამეს დალევდა, მე კი მივხვდი, რომ რამე ოდნავ მაინც უნდა მეჭამა. ის იჯდა, ოდნავ სვამდა და ჩუმად მაკვირდებოდა. მერე თითქოს დაიხარა ჩემკენ და მითხრა, რომ ჩემი დუმილი უკვე გაუსაძლისი იყო. მერე უბრალოდ ავდექი და მკლავზე ხელი დავადე, მეორე ხელი კი ჩემდა უნებურად მაისურის შიგნით, გულთან მივუტანე. ცხელოდა, საშინლად და აუტანლად ცხელოდა მაშინ. მახსოვს მისი კანი და მისი მ*ერდის შეგრძნება. მახსოვს, როგორ დახარა უკან თავი და ცხოვრებაში პირველად დავინახე, როგორ ოდნავ მოდუნდა და დაკარგა თავის თავზე კონტროლი. მერე თითქმის ყველაფერი შეგრძნებების დონეზე მახსოვს. თითქოს სრულ და აუტანელ კაიფში ვიყავი და მხოლოდ ნაწყვეტებად მქონდა შეგრძნებები, და ეს შეგრძნებები იყო ჭექა-ქუხილის ჩამოვარდნის მაგვარი — აუტანლად მძიმე, ცხელი და მწველი. მახსოვს ნომერი, მახსოვს, როგორ დავკარგე თავი და მახსოვს მისი მზერა, თმა და აუტანლად დიდი ემოცია. არაფერი ვიცოდი, ვერაფერს ვხვდებოდი, არც მეგონა, რომ ამდენი რამის განცდა ჩემს სხეულსა და გულს შეეძლო. და გავითიშე. პირველად, ს*ქსის შემდეგ, შხაპის გარეშე ჩამეძინა — ჩამეძინა მასთან და არა სადმე სხვაგან. არაფერი გვითქვამს, თითქოს ვგრძნობდით, რომ გავურბოდით ყველაფერს და აღმოვჩნდით ერთ საწოლში. დილა. დილა მძიმე, რთული და გაუსაძლისი იყო. გავიღვიძე და მივხვდი, რომ მარტო ვიყავი. ავდექი, ვიბანავე, ჩავიცვი, ნომრიდან გამოვედი და ჩემს ნომრამდე მისასვლელ გზამდე ქვემოთ ბაღს მოვავლე თვალი. ის იქ იჯდა. შემოდგომის პირი იყო, ციოდა. აუზის ირგვლივ ბალიშები და ქოლგები აეღოთ, უბრალოდ მოსასხდომი ჭილის სავარძლები იდგა. ის თავდახრილი ეწეოდა. მზის სათვალე ეკეთა, ის თბილი ყავისფერი, და სრულიად მარტო რაღაცას ჩაშტერებოდა. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ის უსაშველოდ მარტოსული ადამიანი იყო ამ სამყაროში. მე ნომერში შევედი, გამოვიცვალე, ბარგი შევკარი და ფოიეში ჩავედი. მასაც ყველაფერი შეეკრა და იქ იჯდა. პირველად ვნახე მისი თითები, ოდნავ დაკვნეტილი. თვალებში არ შემოუხედავს. ვიგრძენი, რომ შფოთავდა და ვერ ისვენებდა. უცებ წამოდგა: მოდი, ჩექაუთი გავაკეთოთ და გავიდეთო. მივეცი უფლება, მარტო წასულიყო, მე კი ოდნავ მოგვიანებით გავედი. მანქანაში ჩვენი ერთი თანამშრომელიც ჩაგვემატა და გრძელ გზას დავადექით. მთელი გზა ჩუმად და ნერვიულად იყო. ოდნავ, ზოგჯერ ჩემკენ თვალს აპარებდა, მაგრამ მერე ისევ მის ფიქრებში იკარგებოდა, ეწეოდა და ისევ ეწეოდა. ვიგრძენი, რომ არ უნდა მეთქვა არაფერი. როგორც კი ჩემს სახლს მივუახლოვდით, მომინდა ეგრევე ჩასვლა. და მართლაც მოვიმიზეზე რაღაც და მთელი 15 წუთის გზა ჩემოდნით და ფეხით გავაიარე. დამშვიდობებისას არც გამოუხედავს. სახლში რომ მივედი, კიდევ ერთხელ დიდხანს და ხანგრძლივად ვიტირე. მერე მახსოვს მისი შეტყობინება: ყველაფერი იქნება, ანა, კარგად. მერე იყო შეხვედრები — ბევრი ან არც, მაგრამ ის იყო ჩუმი და უთქმელი. და იყო ყველა შემდეგი წინაზე უფრო ემოციური. ვფიქრობდი, რომ გადავიწვებოდი, ვფიქრობდი, რომ აღარც მექნებოდა რესურსი, მაგრამ ვიკარგებოდი. სამყაროს მიღმა ჩავდიოდით, მისი არსებობა უფრო მეტი იყო, ვიდრე ამ ქვეყნად რამე სხვა. არასოდეს მეგონა, რომ მსგავსი რამის განცდა ოდესმე შემეძლებოდა. ამბავი დაიწყო ზაფხულში და დასრულდა ზამთარში. და ეს არავინ იცის, რატომ მოხდა. ალბათ იმიტომ, რომ ადამიანი არ შეიძლება იყოს სამყარო და თან ადამიანი. წლები გავიდა. ბევრი ამბავი და ბევრი ისტორია გადავიტანე. მაგრამ ახლა, დღეს ვხვდები, რომ ვარსკვლავები თითქმის არ ცდებიან, იციან, როდის რა უნდა მოხდეს, იციან, როდის ვინ უნდა მოვიდეს და წავიდეს, და იციან და გვცდიან, როგორ შევძლებთ ადამიანში ვიყოთ და, თან, ჩვენშიც, და ეს არ დაგვავიწყდეს, და თუ დაგვავიწყდება — დიდხანს და ხანგრძლივად ვიტანჯოთ ამის გამო. ადამიანის შესაყვარებლად ერთი დანახვა კმარა, ხოლო მის დასავიწყებლად, ალბათ, მთელი ცხოვრება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



